forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
» განყოფილების წესები «

Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ელემენტის ეკონომია ანდროიდზე - რჩევები და დისკუსია, ელემენტის ავტონომიურობის გახანგრძლივება ანდროიდზე
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6341
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 13 May 2015, 21:39  #44586838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბარო ბიჭებო smile.gif

user posted image

ამ თემაში გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება Battery Life-ის გასახანგრძილევბლად, ვინ რა ხერხს მიმართავს, ვინ რა აპპებს იყენებს და ა.შ.

რუთის გარეშე ცოტა ძნელია ელემენტის გამოყენების დრო გაახანგრძლივო მაგრამ მაინც არის რაღაც-რაღაცეები რისი საშუალებითაც შეგვიძლია უკეთესი შედეგი მივიღოთ.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან დავიწყებ, APP-ები რომელსაც ვიყენებ: (დეტალები/ამ აპპების გამოყენების წესები/ფუნქციები იხილეთ სპოილერში)


1) Greenify საუკეთესო აპპი ანდროიდ პლატფორმაზე ელემენტის დასაზოგად. მუშაობს დაურუთავ სმარტებზეც , მაგრამ ამის ყველა ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Xposed Framework და Root.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

2) Titanium Backup დაურუთავ სმარტზე დაყენებას აზრიც კი არ აქვს.
რაც შეეხება Titanium backup-ს... Greenify-ს გამოსვლა/დახვეწამდე ძალიან აქტიურად ვიყენებდი ამ აპპს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

3) Battery Doctor , მუშაობს რუთის გარეშეც, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ვერ გამოიყენებთ სისტემურ ფაილებთან წვდოს უფლების გარეშე. სრულად გამოყენებისტვის საჭიროებს Root-ს.
მოკლეთ, რაც შეეხება Battery Doctor-ს და რატომ ვანიჭებ უპირატესობას ამ აპპს სხვა უამრავ აპპებთან შედარებით. არის მრავალ ფუნქციური, A.K.A. All In one აპპი, მაგრამ უმეტეს წილად Greenify-ში მაქვს ჩაგდებული wink.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


დაემატა 3 Apps, SDMaid, Amplify და Better Battery Stats

4) SDmaid სრული ფუნქციონალურობისთვის საჭიროებს რუთს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე და ასევე ბევრი სხვის აზრით, Battery Saver-ები თითქმის არაფერ შედეგს არ იძლება და თან რესურსიც მიაქვთ. აქედან გამომდინარე Battery Doctor ჩავანაცვლე SDmaid-ით Startup-ზე App-ების დასაბლოკად, სისტემის გასაწმენდად და ა.შ. რესურსი არაფერი არ მიაქვს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

5) Amplify - საჭიროებს რუთს + Xposed. ამ აპლიკაციის მთავარი დანიშნულება არის ის რომ აკონტროლოთ Wakelocks და გაიხანგრძლივოთ Deep sleep სმარტზე.
ჩავუჯდები ამ დღეებში და Wakelocks პროცესებს დავტესტავ და ნელ-ნელა ჩამოვწერ step-by-step რეებიც უნდა დაბლოკოთ/დაალიმიტოთ რომ სმარტს მუშაობაში პრობლემები არ შეექმნას, ინგლისურთან თუ კარგად ხართ Xda-ზე გადახედეთ Info-ს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

6) Better Battery Stats - ამ აპლიკაციის საშუალებით აწარმოებთ სმარტზე დაკვირვებას Wakelocks/Deep Sleep-ზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ზოდად ცნობილი და საჭირო საშუალებები/ხერხები ელემენტის დასაზოგად როგორც დარუთულ სმარტებზე ასევე დაურუთავზეც:

1) GPS / Location OFF - გავთიშოთ GPS და ჩავრთოთ მხოლოდ მაშინ როცა გვჭირდება.
2) Bluetooth / NFC Off - აქაც იგივე, ვთიშავთ.. და ვრთავთ როცა დაგვჭირდება მაშინ.
3) Mobile Data / Wifi - ყველაზე მეტი რესურსი Modile Data-ს მიაქვს ( 2G-3G-4G) . ეს უვკე ინდივიდუარია ვინ რა სიხშირით იყენებს mobile data-ს ან თუნდაც Wifi-ის. ელემენტის დასაზოგად უნდა გათიშოთ, მაგრამ სმარტი ინტერნეტის გარეშე არაფერია ;0 ასევე რომ დიდი ახსნა არ ჭირდება ამას რადგან ყველას ჩართული (გვ)აქვს. Wifi კი დაახლოებით 30-50%-ით ნაკლებად ჭამს ელემენტს ვიდრე Mobile data.
4) Screen Brightness - ამის ავტომატურზე დაყენებას ჯობია რომ ხელით დააყენოთ 30-50%-ზე , გააჩნია რა დონეზე "ჩამქრალ" ეკრანს აიტანთ biggrin.gif
5) Sync off - აუტო სინქის გათიშვა, ესეც საკმაოდ ჭამს ელემენტს. რეკომენდირებულია რომ გათიშოთ.
6) Developers Options-ში - Window Animation scale / Transition Animation Scale-ს ჩამოწიეთ 0.5 -ზე ან თუნდაც 0-ზე.
7) Developers Options-ში - Limit background processes-ში დეფაულტზე Standart Limit აყენია, მე No Processes მაქვს მითითებული
8) Greenify - სპოილერში კი მაქვს ახსნილი რაც შეუძლია ამ აპპს, ასე რომ.. wink.gif



ამ ზემოთ ხსენებული საშუალებების შემდგომ, დარუთულ სმარტებზე:

1) Remove Bloatware - მწარმოებლის/ოპერატორის მიერ ჩატენილი სისტემური აპპების წაშლა, ან თუნდაც თვითონ ანდროიდ სერვის built in აპპების წაშლა ოღონდ თუ არ იცით რას შლით არ გაეკაროთ. არსებობს უამრავი აპლიკაცია რომლის დახმარებითაც წაშლით სისტემურ აპპებს. Titanium Backup, Clean Master, SDmaid და ა.შ.
2) Greenifying apps ! - დეტალები ზემოთ სპოილერში
3) Amplify + BBS- სპოილერში ახსნილია თუ რა დატვირთვა აქვს ამ 2 აპპს. ძირითადად Deep sleep-ის კონტროლისთვის
4) Startup management / CPU cores management / Limit background processes - ამ ყველაფრისთვის Battery Doctor-ს ვიყენებ მე პირადად. თუმცა არსებობს სხვა უამრავი აპპებიც smile.gif
5) Custom ROM , Custom Kernel - არსებობს უამრავი მოდიფიცირებული რომი / კერნელი ძალიან კარგი Battery Tweak-ებით Kernel based wink.gif ელემენტის მუშაობა/ხანგრძილოვა კი პირდაპირ კავშირშია კერნელთან ^^ ჩემს მაგალითზე Boeffla kernel-ს ვაღიარებ საუკეთესოდ S3-ზე
Xda , 4pda დაგეხმარებათ თქვენი მოდელისთვის საუკეთესო ქასთომ რომის / კერნელის შესარჩევად.


მგონი რომ სულ ესაა... თუ რამე ხერხი გამომრჩა ან რამე მნიშვნელოვანი აპპ ჩამასატებელია, დაპოსტეთ და ჩავამატოთ რა პრობლემაა

P.S.
Warning:
Offtopic-ისგან თავი შეიკავეთ და არ დაიწყოთ ეხლა ამ თემაში სმარტების VS ალიაქოთი, ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე რაზეც თემაა გახსნილი


This post has been edited by BeCooL on 21 Jul 2015, 00:52


--------------------
■M/B -ASUS Z87-K ✔
■CPU - Intel®Core™ i7-4790K T.Boost 4.4 GHz✔
■VGA - EVGA GTX 770 SC 2GB✔
■RAM -G.SKILL TridentX 8GB,2400 MHz✔
■HDD -Seagate 1TB+SSD Intel520✔
■PSU - Seasonic X850 KM3
■Cooler -Noctua NH-D14 <3✔
■Case - Cooler Master HAF 932✔
UMTS
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29974
წევრი No.: 23239
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 13 May 2015, 21:42  #44586872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაფერს ჯობია კაი ტელეფონი იყიდო და ამებს დაანებო თავი smile.gif


--------------------
კრიპტოვალუტის ყიდვა გაყიდვა
https://cex.io/r/0/up113272918/0/
https://www.binance.com/?ref=17887979
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6341
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 13 May 2015, 21:46  #44586944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
UMTS
"კაი სმარტი" მოდიფიკაციის და კონტროლის გარეშე მაინც ვერ შველის ანდროიდის სიღორეს ელემენტის მხრივ smile.gif
Overmars
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 136106
რეგისტრ.: 20-September 11

გამოგზავნილია: 13 May 2015, 21:50  #44586997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (BeCooL @ 13 May 2015, 21:46 )
UMTS
"კაი სმარტი" მოდიფიკაციის და კონტროლის გარეშე მაინც ვერ შველის ანდროიდის სიღორეს ელემენტის მხრივ smile.gif

მესამეჯერ ვწერ ალბათ უკვე მარა მაინც დავწერ ზ3კ მაგ მხრივ ერთერთი საუკეთესოა, ადრე ს3 მქონდა ლამის 3ჯერ ვტენიდი ხოლმე ძაან აქტიურად რო ვხმარობდი ეს კიდე სახლში 30%ით მიმაქ ხოლმე
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7035
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 13 May 2015, 21:57  #44587088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Overmars
გაგიძლებს აბა რას იზამს დენიკინის დროინდელ ს3-ს და ზ3 ადარებ?
UMTS
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29974
წევრი No.: 23239
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 13 May 2015, 21:58  #44587103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BeCooL
QUOTE
"კაი სმარტი" მოდიფიკაციის და კონტროლის გარეშე მაინც ვერ შველის ანდროიდის სიღორეს ელემენტის მხრივ

რას ქვია სიღორე?
არანაერ ბატარეის აპლიკაციას არ ვხმარობ, სისულელეა ყველაფერი
მთელი ღამე ჰა ჰა 2-3 % მოიკლოს

Overmars
QUOTE
ზ3კ

მოიტა შევაჯიბროთ biggrin.gif

This post has been edited by UMTS on 13 May 2015, 22:00
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6341
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:00  #44587121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Overmars
აქ არ განვიხილავთ თუ რომელი სმარტია საუკეთესო ელემენტით და რომელი ბანძი და ა.შ.
თემა გაიხსნა Battery Tweaks / Exntensions -ზე რომელიც ყველა სმარტს ეხება და არა მარტო Z3C-ს ან S3-ს და ა.შ.
Overmars
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 136106
რეგისტრ.: 20-September 11

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:00  #44587122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Gateways @ 13 May 2015, 21:57 )
Overmars
გაგიძლებს აბა რას იზამს დენიკინის დროინდელ ს3-ს და ზ3 ადარებ?

იგივე ს6-ს მზგავსი ბატარეა აქ(რათქმაუნდა უმაგრესი მონაცემების ფონზე მარა მაინც) და ბევრ დღევანდელ ფლაგმანს საკმაოდ სუსტი ბატარეა აქვს ზ3თან შედარებით
mind_auger
lone wolf member


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29330
წევრი No.: 69587
რეგისტრ.: 8-August 08

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:02  #44587146      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ებიჭო რას ქვია კაი სმარტი????
არ მაქვს ეს კაი სმარტი და რა ვქნა ეხლა,რაზეტკით ვიარო??არ მაქვს უფლება რამე მოვახერხო?
არაა ეს თემა კაი სმარტებზე,ცუდ სმარტებზეა და კაი სმარტიანები რატო შემოდიხართ არ მესმის biggrin.gif
შემოდით მარტო ცუდი სმარტების პატრონები,G3,S6,G4 და ა.შ.
სონების,ფანრიანი ნოკიების,ბლუ სტუდიო ენერჯების და პლანშეტების მფლობელები ნუ შეწუხდებიიით.biggrin.gif


--------------------
ყველამ ვიცით რა ელის ჩვენს სულებს მოდღრძულს:nod:

"პენლები გამოაკელით!!"@ ბარსას თემა

nodarie
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16204
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:02  #44587155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (UMTS @ 13 May 2015, 21:42 )
ყველაფერს ჯობია კაი ტელეფონი იყიდო და ამებს დაანებო თავი smile.gif

მეც მაგ აზრის მომხრე ვარ, მაგრამ აშკარაა ბევრს სჭირდება ეს თემა და აღარ ვიტყვი რატომ biggrin.gif


--------------------
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)
Overmars
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 136106
რეგისტრ.: 20-September 11

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:13  #44587294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (UMTS @ 13 May 2015, 21:58 )
Overmars
QUOTE
ზ3კ

მოიტა შევაჯიბროთ biggrin.gif

კაი ბატარეაზე შეჯიბრება არ გამიგია ეგეც კამერა ხო არაა biggrin.gif მთავარია გიძლებდეს biggrin.gif
nodarie
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16204
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:14  #44587309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პ.ს. ყველაზე გამძლე ბატარიები კიდე სწორედ ანდროიდ სმარტფონებს აქვს და არა სხვა რომელიმე ოპერაციული სისტემის მქონეებს smile.gif ესაა რეალობა
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6341
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:15  #44587316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
UMTS
QUOTE
რას ქვია სიღორე?
არანაერ ბატარეის აპლიკაციას არ ვხმარობ, სისულელეა ყველაფერი

შენთვის სისულელეა, ჩვენთვის არა. ფაქტია რომ Greenify-ს მაგვარი აპლიკაციები მაგრა ზოგავს ელემენტს და მოდი ნუ გავაოფებთ თემას ამაზე დისკუსიით biggrin.gif


mind_auger
QUOTE
ებიჭო რას ქვია კაი სმარტი????
არ მაქვს ეს კაი სმარტი და რა ვქნა ეხლა,რაზეტკით ვიარო??არ მაქვს უფლება რამე მოვახერხო?
არაა ეს თემა კაი სმარტებზე,ცუდ სმარტებზეა და კაი სმარტიანები რატო შემოდიხართ არ მესმის biggrin.gif
შემოდით მარტო ცუდი სმარტების პატრონები,G3,S6,G4 და ა.შ.
სონების,ფანრიანი ნოკიების,ბლუ სტუდიო ენერჯების და პლანშეტების მფლობელები ნუ შეწუხდებიიით

+1

Warning:
ბოლო გაფრთხილება თემაში, ეს თემა არ გახსნილა იმისთვის რომ განიხილოთ რომელია კაი სმარტი, რომელი ცუდი და ა.შ. არ გვაქვს ყველას ეს Sony და კონკრეტულად Z3C და არც ვაპირებთ რომ ვიყიდოთ და რა ვქნათ? არის უამრავი საშუალება ელემენტის დაზოგვის. Warn-ებს დავარიგებ პირდაპირ ამის შემდეგ


This post has been edited by BeCooL on 13 May 2015, 22:16
UMTS
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29974
წევრი No.: 23239
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:32  #44587531      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BeCooL
QUOTE
ფაქტია რომ Greenify-ს მაგვარი აპლიკაციები მაგრა ზოგავს ელემენტს

გეუბნები სთენდბაიში მთელი ღამე 2-3 % მიაქ და რამდენის დამიზოგავს?
1 პროცენტს? biggrin.gif

mind_auger
QUOTE
ებიჭო რას ქვია კაი სმარტი????

რას და ბატარეის ტესტებიში ზემოთ რომლებიცაა biggrin.gif
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6341
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 13 May 2015, 22:46  #44587720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
UMTS
QUOTE
გეუბნები სთენდბაიში მთელი ღამე 2-3 % მიაქ და რამდენის დამიზოგავს?
1 პროცენტს? biggrin.gif

ვახხხხ biggrin.gif მოდი მაშინ ესე დავიწყოთ, ინეტს ტოვებ ჩართულს ღამე?! გიყენია სოციალური ქსელების აპპები? ფორუმის აპპები?! მოგდის ყველა ნოტიფიქეიშენები ამ აპპების და 3 %-ზე მეტი არ მიაქვს ?!
თუ ეს ყველაფერი არ გიყენია და არ ხმარობ მაშინ არ გინდა იასნა.
ან რას გადაეკიდე ამ ღამეს ?! biggrin.gif უშუალოდ სმარტის გამოყენების მომენტები? დღე? როცა ნეტი ჩართულია და 23423423 აპპია ბექგრაუდნზე რომელიც ნეტს იყენებს და ელემენტს ჭამს?!
ზუსტად 129 აპპს მაქვს დაყენებული ხელით. აქედან 60-70% იყენებს ინტერნეტს, წამოგიდგენია ბექგრაუდნზე რა მოხდება როცა ნეტი ჩართულია? Greenify-ს გარეშე ელემენტი სულ ამოღაფავს სხოდუ, ღაფავდა კიდეც. არამარტო ელემენტი, ასევე RAM smile.gif

This post has been edited by BeCooL on 13 May 2015, 22:46
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0316 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]