forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
» განყოფილების წესები «

Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Sailfish OS, დაყენება, მხარდაჭერილი მოწყობილობები და ა.შ.
matemana
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5107
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 4 Feb 2017, 19:06  #49857326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ linux-ზე დაფუძნებულ კიდევ ერთ სისტემას სმარტფონებისთვის, ესაა Sailfish OS.

user posted image

ABOUT SAILFISH OS

Sailfish OS არის GNU/Linux-ზე დაფუძნებული მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც არის ჟესტებით კონტროლირებადი მარტივად მოსახმარად. OS არის Linux MeeGo OS-ს გაგრძელება რომელიც შექმნილია Nokia და Intel-ს მიერ, რომელიც თავისმხრივ არის Maemo-ზე დაფუძნებული. MeeGo-ს კოდი შენარჩნებულია Mer კოდის 80%-ში. Mer სახელი მოდის MEego Reconstructed-დან. ის მუშაობს native-ად როგორც glibc (არა ანდროიდის bionic), აქვს bash და busybox (არა toolbox), იყენებს Qt UX-სთის, და სხვა opensource პროექტებს. ეს ოპერაციული სისტემა არის იგივე რაც Linux თქვენს desktop-ზე, უბრალოდ მას ჭირდება ანდროიდის დრაივერები ზოგ მობილურ ტელეფონებზე სამუშაოდ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ. http://forum.xda-developers.com/jolla-sail...evices-t2727330

ამ ოპერაციულ სისტემას აქვს საშუალება გაუშვას ანდროიდის აპლიკაციები. ამისათვის ის იყენებს proprietary application layer-ს alien dalvik. თუმცა ლიცენზიის პრობლემების გამო ის არ გვხვდება ამ OS-ს პორტირებულ ვერსიებში (ამ დღეებში გამოჩნდა მისი არაოფიციალური ვერსია და ამ თემაში აგიხსნით თუ როგორ დააყენოთ ის google-ს სერვისებთან ერთად). ამიტომ ენთუზიასტებმა შექმნეს sfdroid. ეს არის andorid-ფანჯარაში. ანუ app-ად ეშვება ანდროიდი და შეგიძლიათ იქ დააყენოთ ანდროიდის აპლიკაციები. ვირტუალიზაცია OS-ს level-ზე ხდება. ანდროიდიც და sailfish-ც ერთიდაიმავე კერნელს იყენებენ ერთდროულად, ამიტომ performance გასაოცარი აქვს. აი რო ჩართოთ ანდროიდი და აიღოთ ტელეფონი ვერც კი მიხვდებით რომ არაა native სისტემა და აპივითაა გაშვებული. რადგან sailfish CM11-ს base სისტემაზეა დაშენებული ამიტომ ეს sfdroid მხოლოდ 16 MB-ია + gapps 100-150 MB. google play-ც და ყველაფერი იდიალურად მუშაობს. მიუხედავად ამისა მაინც მიმდინარეობს მუშაობა alien dalvik-ს პორტირებულ ვერსიებში გადმოსატანად და როგორც გითხარით თქვენ უკვე შეგიძლიათ მისი დაყენება პორტირებულ მოწყობილობებზეც.
მხარდაჭერილი ტელეფონების სია და ასევე მუშა და არამუშა მოდულების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://wiki.merproject.org/wiki/Adaptations/libhybris



პლიუსები:

დიზაინი, ის რომ არის ჟესტებზე დაფუძნებული რაც გულისხმობს იმას რომ აპლიკაციები მთელს ეკრანს იკავებენ.
სმარტფონების ისტორიაში საუკეთესო მულტიტასკინგი. ისეთი როგორიც არის დესკტოპებში.
თეორიული შესაძლებლობა Desktop linux-სთვის დაწერილი ნებისმიერი აპლიკაციის გაშვების, თუ რათქმაუნდა arm არქიტექტურისთვისაც იქნება.
ძლიერი და დაცული privacy და personalization ფიჩერები.
ღია კოდი. (ამჟამად ეს სისტემა გაცილებით ღიაა ვიდრე იგივე ანდროიდი. ჩაკეტილია მხოლოდ jolla-ს მიერ შექმნილი UI ანუ გარსი)

მინუსები:

თვეებია ამ OS-ს მოვიხმარ და ამ ეტაპზე იმდენი რამე დაიფიქსა და დაემატა რომ ვერაფერს ჩავწერ.


INSTALLATION

ყველა საჭირო ფაილს nexus 4/5-სა და aliendalvik-სთვის ნახავთ ამ ლინკზე.
https://mega.nz/#!lZEEHabI!CXqX5PXJ...VyU1DuAJ6hMMZq4
ფოლდერებში არის guide ფაილები რომლებშიც წერია დეტალურად თუ როგორ უნდა დააყენოთ ყველაფერი რაც მაგ ფოლდერშია. სისტემის ინსტალაციას აქვე ავხსნი

არქივშია:
Nexus 4-სთვის
CM 11 M12 ვერსია, TWRP multirom recovery, multirom.zip სისტემაში დუალ ბუტის დასაყენებლად და რათქმაუნდა Sailfish OS-ს ბოლო ვერსია, 2.0.5.6-gamma 8

Nexus 5-სთვის
ქართულ ფონტები და ქართული კლავიატურა ამ სისტემისთვის
CM 12.1 ვერსია, TWRP multirom recovery, სენსორების პრობლემის დასაფიქსი zip არქივი და Sailfish OS-ს ბოლო 2.0.1.11 ვერსია nexus 5-სთვის.

ყველა SFOS-ზე მიდის:
ქართულ ფონტები და ქართული კლავიატურა ამ სისტემისთვის (რომელიც ჩემი გაკეთებულია)
პროგრამა რომელიც notification-ს სახით მოგაწვდით ინფორმაციას SSH-თ შემოსული და გასული ip-ბის შესახებ.
ასევე არქივში შესაბამისი ტელეფონის ფოლდერში ნახავთ სკრიპტს upgrade.bash ამაში ვერსიას თუ ჩაასწორებთ და მობილურზე გაუშვებთ დააყენებს იმ ვერსიას რასაც ჩაუწერთ. ერთგვარი OTA upgrade-ის სკრიპტია.

SFOS-ს ძირითად სისტემად დასაყენებლად დასაწყისისთვის აყენებთ შესაბამის TWRP recovery-ს.
შემდეგ ფლეშავთ CM-ს შესაბამის ვერსიას
შემდეგ აყენებთ SFOS-ს შესაბამის ვერსიას
Nexus 5-ზე ამის მერე დაფლეშეთ sensorfix3.zip-ც

თუ multirom-ში გინდათ დაყენება, მაშინ იქცევით ასე
შედიხართ recovery-ში:

1 advanced -> multirom -> add rom
2 choose rom type ირჩევთ SailfishOS
3 CyanogenMod ZIP file-ში ირჩევთ ზემოთ გადმოწერილი CM-ს ZIP ფაილს
4 Rootfs ZIP file-ში ირჩევთ Sailfish OS-ს და აჭირთ install-ს.

დაელოდეთ დასრულებას და დააჭირეთ reboot ჩართვისას აირჩიეთ Sailfish OS.

Nexus 5-სთვის sensorfix3.zip-ს დასაყენებლად შედიხართ Advanced=>Multirom => List Roms => <Sailfish ROM> => Flash Zip

ეს ჩემი Nexus 4 გამართული google play store-თა და სერვისებით და google-ს აპლიკაციებით

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


დამატებითი ინფორმაცია:
Nexus 4 https://wiki.merproject.org/wiki/Adaptation...fishOS_for_mako
https://forum.xda-developers.com/nexus-4/de...y-port-t2969823
http://4pda.ru/forum/index.php?showtopic=559889
Nexus 5 https://wiki.merproject.org/wiki/Adaptation..._for_hammerhead
https://forum.xda-developers.com/google-nex...-alpha-t2841266
http://4pda.ru/forum/index.php?showtopic=591614
ასევე ეს საინტერესო ინფორმაცია Nexus 5-სთვის გადახედეთ https://talk.maemo.org/showthread.php?t=96932


aliendalvik-ს დაყენება Nexus 4-სა და 5-ზე (5-ზე დატესტილი არ მაქვს)

გადმოწერილ ფოლდერში Nexus_4_Sailfish_OS-ში ნახავთ aliendalvik ფოლდერს იქვე არსებული guide ფაილის დახამრებით შეძლებთ aliendalvik-ს დაყენებას. დარესტარტების შემდეგ შედიხართ aliendalvik/SFOS_GAPPS ფოლდერში და არსებული guide ფაილის დახმარებით აყენებთ google-ს სერვისებს და შემდეგ მათ განახლებებს. ყურადღებით მიყევით ინსტრუქციებს!
რომ მორჩებით დარწმუნდით რომ მუშაობს google play store და google-ს service-ბი. ასევე ხმოვანი ასისტენტი google-ს აპლიკაციის გახსნის შემდეგ ან თითის დაჭერით ან ხმოვანი ბრძანება "Ok, Google"-თ.

გისურვებთ წარმატებებს. დახმარებისთვის მომმართეთ.

APPLICATIONS

რაც შეეხება აპლიკაციებს ამ სისტემას აქვს ოფიციალური market JOLLA ექაუნთის შექმნის შემდეგ შეძლებთ შესვლას და იქიდან პროგრამების დაყენებას.
ასევე არსებობს OpenRepos.net რომელსაც გამოიყენებთ Warehouse client-თ. აქ ნახავთ უამრავ CLI softwares-ს. მხოლოდ NielDK აქვს დადებული 100-მდე როგორებიცაა: apache, bash 4.3, cpufrequtils, imagemagick, lynx, mc (Midnight Commander), php, qemu, screen, wget, და ა.შ.
რათქმაუნდა aliendalvik-ს ან sfdroid-ს გამართვის შემდეგ google play store-რომელზეც მილიონზე მეტი პროგრამა და თამაშებია.

INFORMATION

Sailfish OS-ს შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა device-ბზე დაყენება გამართვა, საინტერესო პროგრამები tweak-ები და 1000 რამე.
https://together.jolla.com/questions/
http://forum.jollausers.com
https://talk.maemo.org/forumdisplay.php?f=52
https://4pda.ru/forum/index.php?showtopic=501263

თემა მოამზადა მათემ

This post has been edited by matemana on 4 Feb 2017, 21:11


--------------------
კომპიუტერის მომხმარებლები იყოფიან ორ ნაწილად:

1) ისინი ვინც მუდმივად აკეთებენ backup-ს
2) და ისინი ვისთვისაც HDD/SSD-ს ჯერ არ უღალატია!
nodarie
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16204
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13

გამოგზავნილია: 4 Feb 2017, 19:41  #49857579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
matemana
ყოჩაღ, კარგი თემაა :*

ისე უფრო მეტად თუ განავითარებენ კარგი იქნება smile.gif


--------------------
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)
matemana
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5107
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 4 Feb 2017, 23:22  #49859281      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
https://together.jolla.com/question/134467/...#post-id-141370
აქ დარეგისტრირდით და Georgian-ს დააჭირეთ Bold-თ რომელიც წერია რათა ხმა მისცეთ. ამ სისტემაში ქართული ენის დამატებისთვისაა.
giorgi8820
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18993
წევრი No.: 142111
რეგისტრ.: 24-January 12

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 02:04  #49860266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
matemana

მოკლედ ძალიან კარგი გავაკეთეთ ეს თემა რომ გავხსენით, ჩემი აზრით ეს განყოფილება კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

ახლა რაც შეეხება სისტემას, როგორც ვიცი ეს ოპერაციული სისტემა იმ გუნდის აწყობილია, რომელიც Nokia Belle Os და ზოგადად Symbian Os RIP - მერე გაერთიანდნენ? yes.gif თუ no.gif

როგორც ვიცი საკმაოდ დიდიხანია ამ ოპერაციულ სისტემაზე გამოდის მობილურებიც, რომელიც კონკრეტულად ამ სისტემაზე მუშაობენ.

რა მაინტერესებს უცბად რასაც გადავლავლე თვალი NEXUS სერიებზე ყველაზე შესაძლებელია დაყენება? მობილურებზე მაქვს საუბარი.


--------------------
Www.AndroidOS.Ge - ჩვენთან ყველაფერი მარტივია!

"ძალის სისუსტე სწორედ ისაა, რომ ძალის მეტი არაფერი სწამს!"
matemana
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5107
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 02:40  #49860402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კი ნამდვილად. საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე OS-ია დიდი კომპანიის ხელში რომ იყოს უკვე მაგარი გაქაჩული იქნებოდა. თუმცა ისედაც ვითარდება შედარებით ნელი ტემპებით.

ხო რაღაც Nokia-ს სასტავია კი. მაგრამ ამჟამად გამოყოფილია ცალკე. არ აქვთ კავშირი nokia-სთან. კი ბევრი ითხოვს nokia-ს ტელეს ამ OS-თ მათ შორის მეც მაგრამ ვერ მოგვართვეს biggrin.gif N9-ს ყიდვაც მქონდა გადაწყვეტილი ერთ მომენტში, მაგ ტელეზე ყენდება ეს OS.

კი 2012 წლიდან გამოდის და ინდოეთში იყიდება ძირითადად, თუმცა სხვაგანაც მოახერხებ ყიდვას. ტაბლეტიც გამოუშვეს ამ OS-ზე. ამჟამად 15 000 ტელე აქვს შეკვეთილი რუსეთის რომელიღაც კომპანიას. მიიწევენ წინ ნელ-ნელა.

Nexus მობილურებიდან Galaxy Nexus-ზე, Nexus 4-ზე, Nexus 5-ზე და ახლა უკვე Nexus 5x-ზე შეიძლება დაყენება.

This post has been edited by matemana on 5 Feb 2017, 02:41
giorgi8820
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18993
წევრი No.: 142111
რეგისტრ.: 24-January 12

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 03:09  #49860474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
matemana
QUOTE
კი ნამდვილად. საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე OS-ია დიდი კომპანიის ხელში რომ იყოს უკვე მაგარი გაქაჩული იქნებოდა. თუმცა ისედაც ვითარდება შედარებით ნელი ტემპებით.


არაა გამორიცხული დაინტერესდეს, რომელიმე სერიოზული კომპანია და ბევრად სრაფად განავითაროს და დეველოპერებიც მოითხოვოს ამ OS - ზე.

QUOTE
ხო რაღაც Nokia-ს სასტავია კი. მაგრამ ამჟამად გამოყოფილია ცალკე.

yes.gif მეც მასე ვიცი.

QUOTE
კი ბევრი ითხოვს nokia-ს ტელეს ამ OS-თ მათ შორის მეც მაგრამ ვერ მოგვართვეს  N9-ს ყიდვაც მქონდა გადაწყვეტილი ერთ მომენტში, მაგ ტელეზე ყენდება ეს OS.


ისე Nokia - ს შეეძლო 3 Os - ზე გამოეშვა ტელეფონები, WMP, Android Os & ამაზე.

QUOTE
კი 2012 წლიდან გამოდის და ინდოეთში იყიდება ძირითადად, თუმცა სხვაგანაც მოახერხებ ყიდვას. ტაბლეტიც გამოუშვეს ამ OS-ზე. ამჟამად 15 000 ტელე აქვს შეკვეთილი რუსეთის რომელიღაც კომპანიას. მიიწევენ წინ ნელ-ნელა.


up.gif

QUOTE
Nexus მობილურებიდან Galaxy Nexus-ზე, Nexus 4-ზე, Nexus 5-ზე და ახლა უკვე Nexus 5x-ზე შეიძლება დაყენება.


ხო აი ეგ ცუდია დანარჩენებზერ რომ არ არის.

შენ Nexus 5 გვაქვს ხომ?

matemana
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5107
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 03:16  #49860492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgi8820

ორივე მაქვს Nexus 4-ც და 5-ც.
giorgi8820
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18993
წევრი No.: 142111
რეგისტრ.: 24-January 12

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 03:29  #49860522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
matemana
QUOTE
giorgi8820

ორივე მაქვს Nexus 4-ც და 5-ც.



ბედნიერი კაცი ყოფილხარ biggrin.gif

lol.gif
matemana
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5107
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 13:42  #49861880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nexus 5-ზე დავტესტე და გაშვების პრობლემა აქვს aliendalvik-ს. build prop-ში რაც ვნახე CM11 base-სთვის არის გაკეთებული, მე კი CM 12.1 მიყენია base-დ nexus 5-ში. რაც მთავარია cyanogenmod-ს download აღარ მუშაობს და არ ვიცი რა ვქნა საიდან მოვიტანო CM11 M11 ვერსია nexus 5-სთვის. ესენი ეხლა რაც მაქვს nexus 4-სა და 5-სთვის კიდევ კაი შენახული მქონდა. სადმე სხვაგან ხომ არ გაუკეთებიათ საიტი საიდანაც შესაძლებელია cyanogenmod-ს ძVელი ვერსიების გადმოწერა. რა უპასუხისმგებლობაა რა აიღეს და გათიშეს ამხელა ინფორმაციის წყარო.

სისტემას რაც შეეხება ძალიან სწრაფია nexus 5-ზე. 20-21 წამში ირთვება ტელე. nexus 4-ზე 35 წამამდე უნდება. ყველაფერი სწრაფია nexus 5-ზე. აშკარად ეტყობა რომ ჰარდს მაგრად იყენებს ეს OS. ანდროიდივით არაა 4 ბირთვი 8 ბირთვი 10 ბირთვი 3 GB RAM 4/6 RAM განსხვავება რო არაა არაფერი მუშაობაში biggrin.gif

This post has been edited by matemana on 5 Feb 2017, 13:45
giorgi8820
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18993
წევრი No.: 142111
რეგისტრ.: 24-January 12

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 17:49  #49863327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
matemana
QUOTE
Nexus 5-ზე დავტესტე და გაშვების პრობლემა აქვს aliendalvik-ს.

Screen - ები რომ გიდევს აბა ეგ Nexus 4 ზე გიყენია?

QUOTE
build prop-ში რაც ვნახე CM11 base-სთვის არის გაკეთებული, მე კი CM 12.1 მიყენია base-დ nexus 5-ში. რაც მთავარია cyanogenmod-ს download აღარ მუშაობს და არ ვიცი რა ვქნა საიდან მოვიტანო CM11 M11 ვერსია nexus 5-სთვის. ესენი ეხლა რაც მაქვს nexus 4-სა და 5-სთვის კიდევ კაი შენახული მქონდა. სადმე სხვაგან ხომ არ გაუკეთებიათ საიტი საიდანაც შესაძლებელია cyanogenmod-ს ძVელი ვერსიების გადმოწერა. რა უპასუხისმგებლობაა რა აიღეს და გათიშეს ამხელა ინფორმაციის წყარო.

აი კაკრას მეც დამჭირდა მაგათი საიტი და რატოა გათიშული ვერ გავიგე facepalm.gif

ეგ ფაილები რაც გაქვს არ გინდა სადმე რომ ატვირთო და გაავრცელო და დაჟე androidfilehost - ზეც/

QUOTE
სისტემას რაც შეეხება ძალიან სწრაფია nexus 5-ზე. 20-21 წამში ირთვება ტელე. nexus 4-ზე 35 წამამდე უნდება. ყველაფერი სწრაფია nexus 5-ზე. აშკარად ეტყობა რომ ჰარდს მაგრად იყენებს ეს OS. ანდროიდივით არაა 4 ბირთვი 8 ბირთვი 10 ბირთვი 3 GB RAM 4/6 RAM განსხვავება რო არაა არაფერი მუშაობაში

იქ Supported - მოდელები სადაც იყო ზოგ მოდელზე იყო წითელი ანუ არ მუშაობდა რაღაცები და მაგაზე რა აზრის ხარ?

sis tema
✫✫✫✫✫


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8708
წევრი No.: 163984
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 17:55  #49863368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi8820
QUOTE
აი კაკრას მეც დამჭირდა მაგათი საიტი და რატოა გათიშული ვერ გავიგე

დაიხურა ეგ პროექტი საერთოდ, როგორც ჭორებმა გამოჟონა...
ახალი სახელით და განსხვავებული რაღაცრუღაცეებით აპირებენ ახალი პროექტის გაკეთებას!


--------------------
“შენ მოგიტჸნავ კეთილებს“ © პრემიერმინისტრი
ritchie
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2657
წევრი No.: 171015
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 18:01  #49863414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sis tema
დაწყებულია უკვე ახალი პროექტი lineageos-ის სახელით
http://www.lineageosrom.com/?m=1

რამდენიმე დევაისზე (მათ შორის ნოუთ 3 პროზეც) უკვე ოფიციალური 7.1.1იც კია


--------------------
საღად მოაზროვნე გოგოა ჩემი პირადი აზრით! კაცი ან გეი რომ ვიყო , ამას მოვიყვანდი ცოლად და არა ქალიშვილ ღრუბლებში მფრინავ გოგოს, ეს გაზრდის რეალისტური აზროვნების მქონე ადამიანს და ეგ ქალიშვილი "სათნო" ყალბ ქმრის უამბიციო მონას! (c) bohiko
matemana
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5107
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 18:10  #49863455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (sis tema @ 5 Feb 2017, 17:55 )
giorgi8820
QUOTE
აი კაკრას მეც დამჭირდა მაგათი საიტი და რატოა გათიშული ვერ გავიგე

დაიხურა ეგ პროექტი საერთოდ, როგორც ჭორებმა გამოჟონა...
ახალი სახელით და განსხვავებული რაღაცრუღაცეებით აპირებენ ახალი პროექტის გაკეთებას!


Lineage OS თუ რაღაც ეგეთი გამოვიდა უკვე და Cyanogenmod-დან პირდაპირ შეიძლება გადასვლაო. აქ დევს მაგის build-ები მაგრამ ძველი ვერსიები არაა ახლებია მარტო. https://download.lineageos.org

giorgi8820
კი Nexus 4-ზეა ეგენი. მე რაც მაქვს Nexus 4-სა და 5-სთვის ყველაფერი მიდევს Mega-ზე. პირველივე პოსტს თუ წაიკითხავ ნახავ.

რავი რა აზრის უნდა ვიყო არ მუშაობს და თუ აამუშავებენ ხომ დაიწერება მანდ. დღეს გადავხედე HADK-ს (https://sailfishos.org/develop/hadk/) მაგრამ მე ვერ შევძლებ დრო არ მაქვს მაგისთვის ისე კი თუ ჩაუჯდები კი გააკეთებ comunity მაგ საქმეში მაგრად გეხმარება.

This post has been edited by matemana on 5 Feb 2017, 21:09
sis tema
✫✫✫✫✫


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8708
წევრი No.: 163984
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 18:32  #49863617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ritchie
QUOTE
რამდენიმე დევაისზე (მათ შორის ნოუთ 3 პროზეც) უკვე ოფიციალური 7.1.1იც კია

მიუხედავად ძაან ბევრი ბაგებისა, MIUI მაგრად მევასება და არ ვაპირებ დაქასთომებას! აიფონს გავს და მისწორდებას პონტში... biggrin.gif
არადა კაი მხლეობაა სხვა მხრივ lol.gif
giorgi8820
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18993
წევრი No.: 142111
რეგისტრ.: 24-January 12

გამოგზავნილია: 5 Feb 2017, 18:36  #49863645      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
sis tema
QUOTE
დაიხურა ეგ პროექტი საერთოდ, როგორც ჭორებმა გამოჟონა...
ახალი სახელით და განსხვავებული რაღაცრუღაცეებით აპირებენ ახალი პროექტის გაკეთებას!

არაა ეგ გასაგებია და მეც ვიცი, მაგრამ რა ლოგიკაში ჯდება ამდენი Custom Rom - იყო და ჭირდებოდა ხალხს ნუ განვითარდებოდა.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0331 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]