Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > თბილისის პარკინგი


Posted by: n-i-c-k 18 Apr 2018, 21:05
CT - PARK ი ჩაანაცვლა თბილისის პარკინგმა ...

მგონი ურიგო არ იქნება მათ ცალკე თემა დავუთმოთ


საიტი საშვის და ჯარიმების შესამოწმებლად

https://parking.tbilisi.gov.ge/

ესე გამოიყურებიან ინსპექტორები ...

user posted image




Posted by: madeinmama 18 Apr 2018, 21:12
კარგი თემაა! მადლობა ! იცი,ესე იგი შეიარაღებული ხარ,თუ როგორც იტყვიან! biggrin.gif

Posted by: Luka251 18 Apr 2018, 21:28
n-i-c-k
სითიპარკის 6 თვიანი საშვი მაქვს და მშვიდად ვიყო? biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 18 Apr 2018, 21:38
Luka251 ხაზებში თუ დააყენებ და გაჩერება აკრძალულიას ქვეშ არ გაჩერდები - კი smile.gif

Posted by: kataxxl 19 Apr 2018, 00:22
რავიცი ჩვენთან ნიშნები სულ ბალგარკით დაჭრეს. სამსახურთან კი დამჯარიმებელი მე არ მინახავს რაც სიტიპარკი გააუქმეს

Posted by: quattro 19 Apr 2018, 00:33
რა განსხვავებაა? აღარ დააჯარიმებენ,გადასახადი ნაკლები იქნება თუ?

Posted by: Luka251 19 Apr 2018, 08:29
QUOTE (n-i-c-k @ 18 Apr 2018, 21:38 )
Luka251 ხაზებში თუ დააყენებ და გაჩერება აკრძალულიას ქვეშ არ გაჩერდები - კი smile.gif

მაგეებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. yes.gif




___________

Posted by: cuore 19 Apr 2018, 09:21
ხალხო გამაგებინეთ რა აზრი აქვს ფული ვის ჯიბეში წავა?
რამე რადიკალურად შეიცვალა ან შეიცვლება ამის იმედი გააქვთ?

მაგალითად მანქანა თუ არ ზღუდავს მოძრაობას მაგრამ აკრძალულ ადგილაას დგას მაინც წაიყვანენ ევაკუატორით?

Posted by: david_888 19 Apr 2018, 09:25
cuore
QUOTE
ხალხო გამაგებინეთ რა აზრი აქვს ფული ვის ჯიბეში წავა?
რამე რადიკალურად შეიცვალა ან შეიცვლება ამის იმედი გააქვთ?

და რის შეცვლას ელოდებოდი? პარკინგს არავინ გააუქმებს, ვერც დამატებით ადგილებს გააჩენენ თბილისი არ იწელება, პირიქით ზოგგან ტროტუარებზე წაიშლება კიდეც საპარკინგე ადგილები და + მანქანებს აღარ გადაიყვანენ საჯარიმოზე მოძრაობას თუ არ ჩაკეტავ, მთავარი პრობლემა ეგ იყო პრინციპში

Posted by: keen 19 Apr 2018, 09:30
QUOTE
რამე რადიკალურად შეიცვალა ან შეიცვლება ამის იმედი გააქვთ?

ჩვენთან, უმეტესობას სურს, სადაც და როგორც სურს ისე გააჩეროს მანქანა და ხმაც არავინ გასცეს.

მაგ. დღეს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ერთადერთ ასახვევში ქონდა ვიღაც ტუტუც-ქალას მანქანა გაჩერებული. მაგის გამო ვიდექი შუა გზაზე და ველოდი, როდის ინებებდა იქიდან გაბრძანებას mad.gif ამასობაში, სანამ მე გადავუხვევდი მეორე მანქანაც მიადგა და სხვების მიერ ამ გვერდის ავლაში და ამბებში, საკმაოდ შეაფერხა მოძრაობა. ეგეთს ევაკუატორი კი არა სერიოზული ჯარიმა უნდა აკიდო, ისე ვერ ისწავლის ჭკუას!

Posted by: gio_cxel 19 Apr 2018, 09:34
კალა-პარკი.....
კაია, ხასხასა ლურჯი ფორმები, ოცნების ფერებში biggrin.gif

Posted by: cuore 19 Apr 2018, 09:49
david_888
keen
მისმინეთ ძმებო ფულს ვინ ამაცანცლის ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამხელა მილიონებზეა საუბარი ხოდა ააშენონ სართულებიანი პარკინგები, საღებავის მიწუწვა მოწუწვაში არ უნდა ვიხდიდეთ ამხელა ხარკს დიახ ხარკს სხვა არაფერი ქვია ჯერჯერობით ამ გადასახადს

Posted by: david_888 19 Apr 2018, 10:25
cuore
კაი რაა, რა უნდა ააშენონ ღადაობ? სად უნდა ააშენონ, კორპუსებით ხო #####ნეს ქალაქს დედის ტრაკი მაგის ნებართვების გამცემის დედას ###### მე ეხლა კიდე სტაიანკები აშენონ 20 სართულიანი, საერთოდ უნდა აიკრძალოს ცენტრალურ კუჩებზე პარკინგი, ყველა კომპანია იქონიოს საკუთარი ადგილები საკუთარ შენობებში, ფირმები (სამსახურები) უნდა იყო განთავსებული ბიზნეს ცენტრებში და არა 2 ოთახიან ბინებში პირველ სარტულზე და პარკინგის პრობმელებივ აღარ იქნება, საათობრივი უნდა იყოს გაჩერება

Posted by: GEORGEXIII 19 Apr 2018, 10:52
ოცნების ფერებში მიდის ჯარიმების წერა.....

Posted by: ///M Power 19 Apr 2018, 14:02
ვეძებდი კაკრას ამ საიტს, მადლობა ინფოსთვის დ ასაიტისთვის biggrin.gif

Posted by: ბახარხალა 19 Apr 2018, 14:46
ვერ მოვძებნებ და ჯარიმა - ევაკუირება იგივე ფასებში აქვთ? biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 19 Apr 2018, 14:51
ერთი გლე ჩაანაცვლა მეორემ....

love.gif

Posted by: iloilo603 19 Apr 2018, 15:32
თუ გადაიყვანეს 150 ლარია ჯარიმა ??

Posted by: toyota12345 19 Apr 2018, 16:18
როგორ შევიძინო პარკირების გადასახადი? საიტით ვერ ვყიდულობ ან ფასები სად წერია რამდენ ხანზე რამდენი ღირს ძაან უაზრო საიტია. მაგ მხრივ სითი პარკს ქონდა კარგად გაკეთებული

Posted by: kventintarantino 19 Apr 2018, 17:01
რა საცობებია ქალაქში :/


ყლეობაა უკვე მანქანით სიარული თან მაგარი.

Posted by: mustafa_ibrahim 19 Apr 2018, 17:17
ადრე არქიფო ერქვა, ახლა აბელი, ჩვენთვის რა შეიცვალა, არაფერი...
ჰე-ჰე, ლექსად გამომივიდა givi.gif

Posted by: kataxxl 20 Apr 2018, 00:18
ადრე კერძო ბიზნესი იყო და დაინტერესებული იყო რაც შეიძლება მეტი ჯარიმა ეწერა. შესაბამისად მოეცვა მთელი ქალაქი

ეხლა ვინმეს გინახავთ ერთი დამჯარიმებელი სამდე ან ჯარიმა???

მე პირადად არა და არც გამიგია

ფასონად შეიძლება 1-2 დადის სამდე საბურთალოზე

უფროსობაც ხელფასზე ზის და სულ არ კიდია ეხლა რამდენ ჯარიმას დაწერენ???

შეუვა წილი თუ რა


Posted by: david_888 20 Apr 2018, 07:15
toyota12345
QUOTE
როგორ შევიძინო პარკირების გადასახადი? საიტით ვერ ვყიდულობ

რატო ვერ ყიდულობ? შედიხარ თუ არა პირველი ეგ ჩანს მწვანედ

QUOTE
ან ფასები სად წერია რამდენ ხანზე რამდენი ღირს ძაან უაზრო საიტია.

ძაან მარტივადაა ყველაფერი გამოტანილი smile.gif


Posted by: GEORGEXIII 20 Apr 2018, 09:06
QUOTE
ყლეობაა უკვე მანქანით სიარული თან მაგარი.

რამდენიხანია ეგრეა..

Posted by: quattro 20 Apr 2018, 14:45
რავი მეც სუ მაინტერესებს ესე რო უხაროდა ყველას სიტი პარკი მოშორდესო-ეხა გადასახადი მცირდება,აღარ დააჯარიმებენ, თუ რაიცვლება?


Posted by: kvipriane 20 Apr 2018, 20:08
quattro
აღარ გადაიყვანენ ევაკუატორით თუ სხვა მანქანას არ უშლი ან გზას არ კეტავ და ჩასაფრებებს არა ვართო თქვეს lol.gif სხვა რა ნდა სეეცვალათ, თბილისს გადაიტანდნენ სადმე თუ საპარკინგე ადგილებს გადმოიტანდნენ საიდანმე, პარკინგების დამატების შანში არ გვაქვს და ისევ ინფრასტრუქტურას და ქუჩებში სწორი მიმართულებით მოძრაობას თუ დაარეგულირებენ , თუ არა და იქნება ისევ საცობები, - ამ ამბავს კი აუცილებლად ჭირდება ძველი გამოცდილი თბილისელი მძღოლი რომ ქუჩების სწორი მიმართულებები და გადაადგილებები გააგებინოს გუშინ გადმოსულ მერიას wink.gif მე ვინმეს წინააღმდეგი კი არ ვარ ამ ქალაქში იცხოვროს, მაგრამ ვინც აქ დაიბადა იმას მეტიც ახოვს და მეტიც იცის , ასეა ... დააკვირდით რომელ ქუჩებზე როგორ არის არეული მოძრაობა და მიხვდებით ...

Posted by: kataxxl 20 Apr 2018, 20:50
დღეს ვნახე ჯარიმის კაცები და ქალები ვაკეში

საიტი არ მუშაობს საშვის ყიდვა შეუძლებელია

Posted by: david_888 20 Apr 2018, 21:00
kataxxl
ჩემთან მუშაობს

Posted by: kataxxl 20 Apr 2018, 21:27
david_888

ამუშავდა

გადავიხადე - პირველად კალას ბიუჯეტში 26 ლარი

ისე ის 1 ლარი რაში მიაქვს დედა#####ულ ბანკს?????????????

Posted by: Gio_[qobula] 21 Apr 2018, 01:51
თანამშრომლები იგივე დატოვეს (უსისხლო არსებები) მანქანები იგივე ინათხოვრეს და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაცილებით უარესობისკენ შეიცვლება რადგანაცაც სახელწმიფოს რესურსი შეუსზღუდავია. კალაძე მართლა პროგრესულად მოაზროვნე მერია ვინც გვყოლია იმათთან შედარებთ მაგრამ ეს თემა არის კიბო და არამგონია რაიმე სასიკეთოდ წავიდეს თუ არა აურესობისჯენ

CT პარკს გუსაჩივრებდი მაინც და მოუგებდი როგორც ჩემმა მეობარმა მოუგო ათეულობით ათასიან დავაში და სახლემიფო სტრუქტურასდთან რას გახები smile.gif პირდაპირ ყადაღაზე. აშენებით არაფერი აშენდება, პარკირების ადგილი არსად დაემატება და რა აზრი აქვს ვინ დაგაჯარიმებს სახელმწიფო თუ ოსმან თურანი

user posted image

Posted by: LORD VOLDEMOR 21 Apr 2018, 02:25
QUOTE (cuore @ 19 Apr 2018, 09:49 )
david_888
keen
მისმინეთ ძმებო ფულს ვინ ამაცანცლის ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამხელა მილიონებზეა საუბარი ხოდა ააშენონ სართულებიანი პარკინგები, საღებავის მიწუწვა მოწუწვაში არ უნდა ვიხდიდეთ ამხელა ხარკს დიახ ხარკს სხვა არაფერი ქვია ჯერჯერობით ამ გადასახადს

შეგიძლია მონიშნო რუქაზე და გვანახო კონკრეტულად სად წარმოგიდგენია ეს 2 სართულიანი პარკინგები?
აი მაგალითად ჭავჭავაძეზე, რუსთაველზე, პეკინზე და ა.შ, სადაც დიდი პარკინგის პრობლემებია, რა ადგილას უნდა ააშენონ ზუსტად, მანახე

Posted by: n-i-c-k 25 Apr 2018, 21:38
თბილისის პარკინგის თანამშრომლები და სტაიანშჩიკები დამეგობრდნენ უკვე ??

biggrin.gif

user posted image


Posted by: toyota12345 26 Apr 2018, 00:35
n-i-c-k

ეს კეპკიანი მაგრად მეცნობა მემგონი სითი პარკში მუშაობდა როგორც ჩანს არ გაუშვეს და მანდ გადავიდა.

Posted by: cuore 26 Apr 2018, 08:47
toyota12345
რა თქმა უნდა იგივე ხალხია ვინც სითი პარკში მუშაობდა

მე თითქმის დარწმუნებული ვარ 100% Iთ რომ უის გავეყარეთ და ვაის შევეყარეთ

Posted by: n-i-c-k 26 Apr 2018, 11:53
ესეც პირველი "სასიხარულო" ამბავი biggrin.gif

user posted image

მალე პარკირების საშვსაც ალბათ გააძვირებენ სრული ბედნიერებისთვის

სწორედ გარაჟების დანგრევის და ბაღებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა კალაძე და მერე სახლთანაც კი მანქანას ფასიან პარკინგზე დაგვაყენებინებენ sad.gif

Posted by: david_888 26 Apr 2018, 12:25
n-i-c-k
უბრალოდ ფასიანი კი არა საათობრივი უნდა იყოს აუცილებლად

Posted by: keen 26 Apr 2018, 12:50
QUOTE (david_888 @ 26 Apr 2018, 12:25 )
n-i-c-k
უბრალოდ ფასიანი კი არა საათობრივი უნდა იყოს აუცილებლად

ტროლაობ? spy.gif მაგალითად, დღეში 1 ლარს გადავიხდი დაცულ პარკინგზე, ჩემ სახლთან ახლოს, მაგრამ საათობრივი არა ტოროლა... ეგღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის ამ მოუწესრიგებელ ქვეყანაში...

Posted by: david_888 26 Apr 2018, 13:08
keen
არ ვტროლაობ, ეგ პარკინგები იმისთვის არ კეთდება დილიდან ღამემდე რო იდეგს მანქანები, ეგ არის 2-3 საატინი პარკინგი, მაღაზია კაფეში ან რამე საქმეზე რო მიხვალ ამიტომ უნდა საატობრივი, ცეტრალურ გამზირებზე საერთოდ უნდა აიკრძალოს პარკინგი

Posted by: madeinmama 26 Apr 2018, 13:21
Sad viyido parkireba?box ar idzleva...ra ubedurebaa...ar vici,manqana damxvdeba,tu ara..mokled vigacam rogorc agnishna,erti ...chaanacvla meorem facepalm.gif mad.gif mad.gif

Posted by: keen 26 Apr 2018, 13:23
QUOTE (david_888 @ 26 Apr 2018, 13:08 )
keen
არ ვტროლაობ, ეგ პარკინგები იმისთვის არ კეთდება დილიდან ღამემდე რო იდეგს მანქანები, ეგ არის 2-3 საატინი პარკინგი, მაღაზია კაფეში ან რამე საქმეზე რო მიხვალ ამიტომ უნდა საატობრივი, ცეტრალურ გამზირებზე საერთოდ უნდა აიკრძალოს პარკინგი

მაგ კონკრეტულ ადგილებზე არ მაქვს საუბარი. არც ვიცი სადაა, ლინკი არ დევს. ზოგადად პარკინგის პრობლემა ყველგანაა მოსაგვარებელი, ცენტრალურ გამზირებზე კი არა, აგერ ვაზისუბანშიც ჭირს მანქანის გაჩერება. და თუ გააკეთებენ თუნდაც ფასიან დაცულ პაკინგებს მთელი ქალაქის მასშტაბით, ადეკვატურ ფასს მე პირადად გადავიხდიდი.

და ეს პრობლემა მოსახლეობის და ბევრი მანქანის გამო კი არაა, არამედ ხელისუფლების უაზრო პოლიტიკის! ხოდა, კეთილი ინებონ და როგორც ჩაამყაყეს სიტუაცია, ისევე გამოსწორონ!

Posted by: ///M Power 26 Apr 2018, 13:53
გუშინ წინ ჩავუშვი 25ლ mo.gif

Posted by: l-e-v-a-n 26 Apr 2018, 14:01
madeinmama
საიტზე
თემის პირველ პოსტში წერია


საათობრივი კიდე უდიდესი სისულელეა
განვითარებულ ქვეყანაში გგონიათ ვცხოვრობთ? რაის საათობრივი ვაჟაზე ვცხოვრობ და ღამე თუ მივედი სახლში კორპუსის ეზოში ადგილი არასდროს არაა და საათობრივად ვიხადო მაგიტო? ან გინდა პავლოვი აიღე, ღამე სულ სავსეა სტაიანკები და ანალოგიურად სხვა უბნებიც
რაის საათობრივი, საქართველოში ცხოვრობთ თუ კოსმოსში? რეალობას ვერ ხედავ ? 200-300 ლარიანი ხელფასის გულისთვის თავ-ტრაკს იტყნავს ხალხი, რეგიონებიდან ჩამოდის ხალხი სატაქსაოდ დღე და ღამე მანქანაში არიან იქ ძინავთ
საიდან აიტაცებთ ასეთ უაზრობებს, ევროპიზაცია თუ უნდა ქვეყანას მარტო გადასახადებით უნდა მიბაძონ ევროპას?

Posted by: Top-Gun 26 Apr 2018, 14:04
და ამ საათობრივის ადმინისტრირება როგორ ხდება? ყველგან შლაგბაუმები უნდა დააყენონ და დრო ინიშნონ შესვლა გამოსვლის, თუ როგორ?

Posted by: david_888 26 Apr 2018, 14:15
Top-Gun
QUOTE
და ამ საათობრივის ადმინისტრირება როგორ ხდება? ყველგან შლაგბაუმები უნდა დააყენონ და დრო ინიშნონ შესვლა გამოსვლის, თუ როგორ?

როგორც აქამდე ხდებოდა ისე, პროგრამა აფქსირებს ნომერს შესვლისას და იწყებს ათვლას, აი როგორც აეროპორტშია ან თუნდა ვაგზალზე

Posted by: rachveli1 26 Apr 2018, 15:09
QUOTE (david_888)
როგორც აქამდე ხდებოდა ისე, პროგრამა აფქსირებს ნომერს შესვლისას და იწყებს ათვლას, აი როგორც აეროპორტშია ან თუნდა ვაგზალზე


გალერიაშიც ეგრეა და რიყეზეც მიწისქვეშა პარკინგზე.

Top-Gun

შედიხარ ავტომატზე აჭერ ღილაკს, იღებ ქვითარს. გამოსვლისას გადახდების აპარატში დებ ქვითარს და ეკრანზე ხედავ რამდენი საათის გაქვს გადასახდელი, იხდი, და მერე გასვლისას იგივე ქვითარს დებ აპარატში და იღება შლაგბაუმი.

Posted by: Top-Gun 26 Apr 2018, 15:58
david_888
rachveli1
გასაგებია, ანუ როგორც ვივარაუდე, ოღონდ რობოტიზებულად. smile.gif

მაგრამ ეგეთის ყველგან მოწყობა როგორ წარმოგიდგენიათ?

Posted by: დათკა 26 Apr 2018, 16:08
ძველი ჯარიმები სითი პარკის საიტზე უნდა გადავიხადოთ თუ სატრანსპორტოსი?

Posted by: david_888 26 Apr 2018, 16:09
Top-Gun
QUOTE
მაგრამ ეგეთის ყველგან მოწყობა როგორ წარმოგიდგენიათ?

ძაან მარტივია, ქუჩებში მსაგვსი არ იგეგმება, მიწისქვეშა სადგომებზეა ლაპარაკი

Posted by: abes777 26 Apr 2018, 16:28
QUOTE (keen @ 26 Apr 2018, 12:50 )
QUOTE (david_888 @ 26 Apr 2018, 12:25 )
n-i-c-k
უბრალოდ ფასიანი კი არა საათობრივი უნდა იყოს აუცილებლად

ტროლაობ? spy.gif მაგალითად, დღეში 1 ლარს გადავიხდი დაცულ პარკინგზე, ჩემ სახლთან ახლოს, მაგრამ საათობრივი არა ტოროლა... ეგღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის ამ მოუწესრიგებელ ქვეყანაში...

აბა ცოტა წარმოდგენა ჩავრთოთ. დაუშვათ მე მინდა მაგ სადგომის გაკეთება. გავიმარჯვე ტენდერში. მიწა მომცეს 1 ლარად. რამდენი 100კ უნდა დავხარჯო რო იმ მიწაზე მოვაწყო პარკინგი. კაი დავხარჯე. 1-1 ლარობით როდის უნდა ამოვიღო? ტიპები 1 ლარს გადაიხდიან დააყენებენ მანქანას. წავიდა ბიზნესი გაღმა. საშინელი ირრ, ნ0ვ. რატო დავინტერესდები დღიური 1 ლარი რო იყოს. არ დავინტერესდები. დარჩა ქალაქი უსადგომოდ. მარტივი ლოგიკაა, 1 ლარად არავინ გაგაჩერებინებს მანქანას 24 საათის განმავლობაში.

Posted by: keen 26 Apr 2018, 16:32
QUOTE (abes777 @ 26 Apr 2018, 16:28 )
QUOTE (keen @ 26 Apr 2018, 12:50 )
QUOTE (david_888 @ 26 Apr 2018, 12:25 )
n-i-c-k
უბრალოდ ფასიანი კი არა საათობრივი უნდა იყოს აუცილებლად

ტროლაობ? spy.gif მაგალითად, დღეში 1 ლარს გადავიხდი დაცულ პარკინგზე, ჩემ სახლთან ახლოს, მაგრამ საათობრივი არა ტოროლა... ეგღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის ამ მოუწესრიგებელ ქვეყანაში...

აბა ცოტა წარმოდგენა ჩავრთოთ. დაუშვათ მე მინდა მაგ სადგომის გაკეთება. გავიმარჯვე ტენდერში. მიწა მომცეს 1 ლარად. რამდენი 100კ უნდა დავხარჯო რო იმ მიწაზე მოვაწყო პარკინგი. კაი დავხარჯე. 1-1 ლარობით როდის უნდა ამოვიღო? ტიპები 1 ლარს გადაიხდიან დააყენებენ მანქანას. წავიდა ბიზნესი გაღმა. საშინელი ირრ, ნ0ვ. რატო დავინტერესდები დღიური 1 ლარი რო იყოს. არ დავინტერესდები. დარჩა ქალაქი უსადგომოდ. მარტივი ლოგიკაა, 1 ლარად არავინ გაგაჩერებინებს მანქანას 24 საათის განმავლობაში.

რა ფინანსები ჭირდება ღია ავტოსადგომის მოწყობას? და კერძო კომპანიას კი არ ვგულისხმობ, არამედ სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისი გაფუჭებულის გამოსწორება.

Posted by: david_888 26 Apr 2018, 16:51
keen
QUOTE
რა ფინანსები ჭირდება ღია ავტოსადგომის მოწყობას?

მიწისქვეშა სადგომებზეა ლაპარაკი, ღია სადგომი სად წარმოგიდგენია? გეგონება 20 წელია თბილისში არ ყოფილხარ ისე ლაპარაკობ smile.gif

Posted by: gio_cxel 26 Apr 2018, 16:59
ნუ დახოცავთ ერთმანეთს ოღონდ biggrin.gif

Posted by: abes777 26 Apr 2018, 17:01
keen
აბა დაცულიო?
დაცულზე თუ ლაპარაკობ, მაგაზე ტენდერები წავა და მიწისქვეშა იქნება. იქნება კერძო და 1 ლარს ერთ დღეზე არ დაადებს. ვერც, თუ მოგებაზეა ორიენტირებული.
დაცულზე თუ არ ლაპარაკობ, დღეში ერთ ლარად კი არა წელიწადში 50 ლარად გაქვს.

Posted by: keen 26 Apr 2018, 17:11
QUOTE (david_888 @ 26 Apr 2018, 16:51 )
keen
QUOTE
რა ფინანსები ჭირდება ღია ავტოსადგომის მოწყობას?

მიწისქვეშა სადგომებზეა ლაპარაკი, ღია სადგომი სად წარმოგიდგენია? გეგონება 20 წელია თბილისში არ ყოფილხარ ისე ლაპარაკობ smile.gif

გარკვევით დავწერე, სად ვცხოვრობ და ადგილი კი ოხრადაა... შენ თბილისი მარტო ვეიქი ან საბურთალო გგონია, ალბათ... და გინდაც მიწისქვეშა იყოს, ამ და წინა ხისთავიანმა ხელისუფლებებმა უადგილო და უაზრო მშენებლობის ნებართვები რომ გასცეს, რა მოქალაქეების პრობლემაა?!

abes777
QUOTE
აბა დაცულიო?
დაცულზე თუ ლაპარაკობ, მაგაზე ტენდერები წავა და მიწისქვეშა იქნება. იქნება კერძო და 1 ლარს ერთ დღეზე არ დაადებს. ვერც, თუ მოგებაზეა ორიენტირებული.
დაცულზე თუ არ ლაპარაკობ, დღეში ერთ ლარად კი არა წელიწადში 50 ლარად გაქვს.

შემოსაზღვრული, შესაბამისი საგზაო მონიშვნებით და კამერებით... ახლა რომ გვაქვს ეგეთი "დაცული" ვის რად უნდა? თუმცა, ჩემთან ადგილი ოხრადაა და ეგეც არაა...

Posted by: abes777 26 Apr 2018, 17:31
keen
მუნიციპალური ანუ ეგეთზე ისევ 50 ლარია წელიწადში და არანაირი 1 ლარი. არ ვითხოვთ არაფერს და საიდან იქნება?

Posted by: n-i-c-k 16 May 2018, 00:18
QUOTE
ახლა რომ გვაქვს ეგეთი "დაცული" ვის რად უნდა?


გვერდით სტაიანსჩიკი რომ უდგას ხოლმე ხო იცავს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: amandamari 16 May 2018, 23:58
სიტი პარკს ჰქონდა მობილურზე კერძოდ ანდროიდზე აპლიკაცია, დააინსტალირებდი, ეტყოდი შენი მანქანის ნომერს და თუ დაჯარიმდებოდი მოგივიდოდა სმს ად რომ დაჯარიმდი ან გახსენებდა შენს საშვს ვადა გასდის და მიხედეო... და ამ ttc- ს ააქვს ეგეთი მსგავსი რამე აპლიკაცია?

Posted by: s1mpsOnA 17 May 2018, 01:45
ყველა პოსტი ვერ გადავიკითხე და ვისაც ახალი ნაყიდი ქონდა სითი პარკი იმათ რა ეშველებათ? დაიკიდეს?

Posted by: leusbidz2 17 May 2018, 08:23
keen
QUOTE
გარკვევით დავწერე, სად ვცხოვრობ და ადგილი კი ოხრადაა... შენ თბილისი მარტო ვეიქი ან საბურთალო გგონია, ალბათ... და გინდაც მიწისქვეშა იყოს, ამ და წინა ხისთავიანმა ხელისუფლებებმა უადგილო და უაზრო მშენებლობის ნებართვები რომ გასცეს, რა მოქალაქეების პრობლემაა?!

ყველაზე მწვავედ სწორედაც რო ქალაქის ცენტრში დგას ეგ პრობლემა, ვერა ვაკე საბურთალო მთაწმინდა დიდუბე ჩუღურეთი და თუნდაც გლდანის ტერიტორიაზე მე არსად მეგულება ღია სადგომების მოსაწყობი ადგილი და თბილისის ზღბაზე ტუ გააკეთებენ არაგონია მაგით რამე გვეშველოს

Posted by: david_888 17 May 2018, 08:28
s1mpsOnA
QUOTE
ყველა პოსტი ვერ გადავიკითხე და ვისაც ახალი ნაყიდი ქონდა სითი პარკი იმათ რა ეშველებათ? დაიკიდეს?

არ დაგეკარგება, იმიქმედებს ჩვეულებრივად

Posted by: kataxxl 18 May 2018, 18:54
დადიან დაყლეებულები ეგ დამჯარიმებლები. მარტო პარკინგზე გადაუხდელობას წერენ

არასწორე დგომა გაჩერება კიდიათ

ახდა ქართული ოცნება

გამეფდა ანარქია პარკინგის სფეროში

Posted by: toyota12345 18 May 2018, 19:02
კოსტავაზე ევროპაბეთის პრიუსი რომ თამაშდება ჰაერში რომ იყო რაღაცაზე დაკიდებული, აი ეგ რაღაცა დიდი ხანია მაგ ადგილას იყო და სამი მანქანის პარკინგის ადგილს იკავებდა. სითი პარკის დროს სულ ეგრე ეყენათ ახლა ახალი თბილისის მერიის პარკინგი თუ რაც ქვია მისულა და ეგ რაღაცა გაატანინეს იქიდან და აწი ვეღარ დადგამთო........

Posted by: levani169 18 May 2018, 19:21
მოკლედ თბილისის ქუჩებს ტვირთავს მოსამსახურეთა კერძო მანქანების პარკირება რის გამოც უნდა მოიძებნოს აკრძალვის ფორმა რომელიც ადგილობრივის გარდა უცხო მანქანის პარკირებას ათმაგად გააძვირებს რაც იმის საფუძველი გახდება რომ გარეუბნებში გადავიდნენ ეს კომპანიები თუ ფირმები და ერთი მხრივ განიტვირთოს ქალაქის გული მეორე მხრივ განვითარდეს გარეუბნები!(რუსთავი გელოდებათ თბილისელებო biggrin.gif )

Posted by: Moen26 18 May 2018, 19:31
გაეიაფებინათ მაინც ამ დედამინძრეულებს რა ამბავია 50 ლარი.. სიტი პარკის 50 ლარი უფრო ძვირი კი არ იყო ჩემი საფულესთვის.. ერთი ### არის აბსოლუტურად..

Posted by: LORD VOLDEMOR 18 May 2018, 19:40
Moen26
თვეში 4 ლარი ძვირია?
ეგ თუ გეძვირება, მანქანაში საწვავს როგორ ასხამ?

Posted by: ninicool 18 May 2018, 19:45
levani169
QUOTE
მოკლედ თბილისის ქუჩებს ტვირთავს მოსამსახურეთა კერძო მანქანების პარკირება რის გამოც უნდა მოიძებნოს აკრძალვის ფორმა რომელიც ადგილობრივის გარდა უცხო მანქანის პარკირებას ათმაგად გააძვირებს რაც იმის საფუძველი გახდება რომ გარეუბნებში გადავიდნენ ეს კომპანიები თუ ფირმები და ერთი მხრივ განიტვირთოს ქალაქის გული მეორე მხრივ განვითარდეს გარეუბნები!(რუსთავი გელოდებათ თბილისელებო  )


გავყაროთ თბილისელები და მე და შენ გადავიდეთ თბილისში საცხოვრებლად,

ვაკეზე ნაკლებში არ წამოგყვები, ეხლავე იცოდე biggrin.gif

Posted by: burzgla 19 May 2018, 09:01
levani169
რუსთავში იმით ვკაიფობდი მისვლა პარკინგი მსიამივნებდა უბანში დიაგონალზე დავდიოდი მანქანით , გუშინ მადაგონთან 19 ში ადგილი ვერ ვიპოვე
* * *
abes777
საშუალო ერთი წლის მოგება რამდენიქონდა სითიპარკს , მილიონზე მეტი ხოიქნებოდა ორმილიონზე ან სამზე მეტი ? ხოდა იდენტური ექნება ამ კომპანიასაც და წელიწადში თბილისის ორ უბანში თითო მიწისქვეშა პარკინგი როაშენდეს გაწვდებიან ბიუჯეტურად საკაიფოდ , ხალხიც გაბედნიერდება მაგრამ იასნა მოგებაზეაყველა,,თბილისი მოლის პარკინგი როა წელიწადში ერთი ეგეთი მაინც რო აშენდეს ძალიან მაგრად დაეტყობა ქალაქს , ხალხიც ისწავლის ნელნელა რო ზედ სამსახურის კრებთან მანქანის გაჩერებაა კიარა 500 მეტრი ფეხითუნდა გაიარო და მანქანა იქ დააპარკინგო , პ,ს უფასო უნდაიყოს ეგ პარკინგი ჩვეულებრივად , თბილისის პარკინგის მეთვალყურეობაში , ამათმა ნიშნებიც მოხსნეს გამოდის მარტო საღებავში ვიხდით ფულს

Posted by: Moen26 19 May 2018, 14:02
QUOTE (LORD VOLDEMOR @ 18 May 2018, 19:40 )
Moen26
თვეში 4 ლარი ძვირია?
ეგ თუ გეძვირება, მანქანაში საწვავს როგორ ასხამ?

მანქანის გაჩერება ტრასის პირზე გზაზე, რომელიც ყველასია , რომელიც ჩემი დაგებული გადასახადებით დაიგო და რომელზეც ვიღაცამ 2 ლარის კრასკა მიასხა და 50 ლარს მახევს ყოველწელს ძვირია.. განსაკუთრებით აძვირებს ის რომ ეგ გასაჩერებელიც სანთლით არის საძებნი.. გააკეთონ პარკინგები სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ყოველ კილომეტრში ერთი 50 მანქანაზე და მაშინ არაა ძვირი, პირიქით იაფი იქნება და ეს სტაიანშიკები მოაშორონ კიდევ..
მანქანა გაზზე მყავს 9 წელია და დადის ხოშიანად, არც ჰაერს აბინძურებს და არც გარემოს არ წამლავს.. დახურულ ავტოფარეხში 20 წუთი მიმუშავია დაქოქილ ძრავზე მაშინ როცა მთხლე ბენზინზე რანაირი კატალიზატორიანი მანქანაც არ უნდა დაქოქო 2 წუთში თვალები და ნესტოები დაგეწვება ..

Posted by: LORD VOLDEMOR 19 May 2018, 14:31
Moen26
გახსენი აბა გუგლ მეფსი და მომინიშნე კონკრეტულად სად წარმოგიდგენია მაგ პარკინგების მოწყობა ცენტრალურ ადგილებში, იქ სადაც პრობლემებია პარკინგზე.

Posted by: burzgla 19 May 2018, 15:10
user posted image
მარტო აღმაშენებელზე სამი ადგილია , ყოფილი ველოდრომი ამჟამად დაკეტილი დაცლილი,
ასევეუზნაძეზედიდი ტერიტორია ცარიელი მონიშნული და ყოფილი მიხაელოვის ტერიტორია
გამიდგება სამ სართულიან მიწისქვეშა საოარკინგედ და ზევიდან რამეს ააშენებს ინვესტორი
* * *
user posted image
ასევე თამარმეფეზე ყოფილი სითი პარკის ტერიტორიის ადგილზე და მიმდებარედ დიდი ადგილია აშენდეს პარკინგი , მთელ თამარმეფეს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მიმდებარე ტერიოტორიებს ეყოფა

Posted by: Don ST 19 May 2018, 15:21
LORD VOLDEMOR
გზებზე რომ არ გამოდის კიდევ დამატებითი პარკინგის მოწყობა ეგ ცხადია. მაგრამ რეალურად რამდენი გიჯდება მანქანის გაჩერება მაგაზე გიფიქრია? 50 ლარი პარკინგის წლიური ღირებულება. დღეში მინიმუმ ერთიგან ხომ აჩერებ მანქანას შენი უბნის გარდა, მინიმუმ 50 თეთრს ჰო აძლევ "სტაიანშიკს". ეგ შენი 180 ლარი წელიწადში. ნუ მეტიც მაგრამ მინიმალური ვიანგარიშოთ. გამოვიდა 230 ლარი. და რაში იხდი ამ 230 ლარს, უმეტეს შემთხვევაში დიდი გაჭირვებით აჩერებ მანქანას. იმ უბანს სადაც მიდიხარ, შეიძლება სამჯერ დაარტყა წრე რომ გასაჩერებელი ადგილი იპოვო.

ზოგიერთები რომ წერენ აქ რა საპარკინგე უნდა ააშენონ რა სისულელეაო, რა არის სისულელე, რამდენი აქვთ წარმოდგენილი ამ საპარკინგის აშენებსის ღირებულება არ ვიცი, მაგრამ იმ შემოსავლის ხარჯზე, რასაც ეს კომპანია იღებს წლიურად, კაპიკებია. 8-9 სართული საცხოვრებელი სახლის აშენება თეთრი კარკასი გაწი გამოწი 500 K ჯდება. და საპარკინგეს მეტი უნდა თქვენი აზრით თუ ნაკლები? და მერიას რომ უფრო ნაკლები დაუჯდება მაგაში კიდე ეჭვი ჰო არ ეპარება არავის.

Posted by: david_888 19 May 2018, 15:44
Don ST
QUOTE
დღეში მინიმუმ ერთიგან ხომ აჩერებ მანქანას შენი უბნის გარდა, მინიმუმ 50 თეთრს ჰო აძლევ "სტაიანშიკს".

და რატო აძლევთ მაგათ ფულს ვინ ჩემი ფეხები არიან? მე არ ვაძლევ კაი ხანია უკვე

Posted by: Don ST 19 May 2018, 15:56
david_888
QUOTE
და რატო აძლევთ მაგათ ფულს ვინ ჩემი ფეხები არიან? მე არ ვაძლევ კაი ხანია უკვე


მე ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში მიწევს მანქანის გაჩერება და არ მინდა ვიღაც ასე ვთქვათ "გადავიმტერო". წადი მერე და უმტკიცე რომ მაგან დაგიდო ლურსმანი, ხურდა რომ არ მიეცი იმიტომ.

და საერთოდ მე და სხვები არ უნდა ფიქრობდნენ მაგაზე, პარკინგის მოწესრიგებაში ეგეც უნდა შედიოდეს.

Posted by: Moen26 19 May 2018, 16:28
QUOTE (LORD VOLDEMOR @ 19 May 2018, 14:31 )
Moen26
გახსენი აბა გუგლ მეფსი და მომინიშნე კონკრეტულად სად წარმოგიდგენია მაგ პარკინგების მოწყობა ცენტრალურ ადგილებში, იქ სადაც პრობლემებია პარკინგზე.

ნუ ააშენებინებდნენ ეგეთ ადგილებში თავის დროზე კორპუსებს და დარჩებოდა პარკინგის ადგილიც, ყველა ეგეთ პრობლემურ ადგილებში ახალი კორპუსები ყრია სოკოებივით.. ეს ორგანიზაციებიც ქალაქის ცენტრში თუ არ შეეტენნენ მურში და ჭვარტლში არ შეუძლიათ.. გავიდნენ გარეუბნებში გახსნან ოფისები, მაინც ყველა მივა.. მითუმეტეს გარეუბნებში უმეტესად მეტროა... და რახან ვერ მოახერხეს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, კეთილი ინებონ და ბანძ სერვისს ნუ ჰყიდიან ორმაგ ფასში..

Posted by: david_888 19 May 2018, 16:29
Don ST
პარკინგის მოწერსიგების ერთადერთი გზა არის საათობრივი გადასახადი, უმეტესობა ადგილი დილიდანვე ივსება ოფისების და სამსახურების მანქანებით რომლებიც მთელი დღე დგას მერე, ქუჩის პარკინგები არაა სამსახურში მისული ხალხის მანქანებისთვის

Posted by: sandroEVO 19 May 2018, 16:38
Don ST
QUOTE
მე ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში მიწევს მანქანის გაჩერება და არ მინდა ვიღაც ასე ვთქვათ "გადავიმტერო". წადი მერე და უმტკიცე რომ მაგან დაგიდო ლურსმანი, ხურდა რომ არ მიეცი იმიტომ.


სულ რო ლურსმანი დამიდოს მაინც კაპიკს არ მივცემ, კამერა მიყენია და რამეს მიქარავს და თვალწინ ავაფარებ, შემდეგ პატრულს გამოვიძახებ და იქნიოს ის ჯოხი დედამისის ტრაკში

Posted by: Don ST 19 May 2018, 17:32
david_888
საათობრივი გადასახადი ჩვენი შემოსავლების პირობებში რაღაც არ მერეალურება.

sandroEVO
მე არ მიყენია. ყველა მხარეს ხედავს შენი კამერა?

Posted by: david_888 19 May 2018, 18:07
Don ST
QUOTE
საათობრივი გადასახადი ჩვენი შემოსავლების პირობებში რაღაც არ მერეალურება.

და რა მაინც და მაინც 10 საატი უნდა იდგე? ოფისები უნდა გალაგდეს 2 ოთახიანი ბინებიდან ბიზნეს ცენტრებში სადაც სადგომებიც იქნება, ქუჩაში გაჩერდები როცა მიხვალ სადმე პირად საქმეზე 1-2 საათით

Posted by: medame333 19 May 2018, 18:12
სიტიპარკი ისაშვობისას თუ მანქანაში იჯექი არ წერდა ჯარიმას და ესენი წერენ ხომ არ იცით? მადლობა წინასწარ.

Posted by: qariana 19 May 2018, 18:28


ახლა პარკინგის ჯარიმები სად შეგვიძლია გადავამოწმოთ?

Posted by: Don ST 19 May 2018, 18:44
david_888
შენ შენი გადმოსახედიდან უყურებ და ჩემთვის ეგრე არაა, კვირაში რამდენიმე დღე მაქვს ისეთი, როცა 3-4-გან ვარ მისასვლელი. სამსახური მარტო ოფისში ჯდომით არ შემოიფარგლება. როცა დღეში რამდენიმე შეხვედრა მაქვს და ოფისში საერთოდ არ მიწევს მისვლა, მე რა დავაშავე, რამდენი უნდა ვიხადო დღეში მარტო პარკინგში?

Posted by: david_888 19 May 2018, 19:10
Don ST
ხო მარა არც შენით არ უნდა ვიმსჯელოთ ხო? თანაც როდესაც ასე აეწყობა საქმე სადაც მიხვალ იქაც დაგხდება უფასო პარკინგი იმ კომპანიის
პ.ს ცენტრალურ გამზირებზე მაგალითად და ასევე წვრილ ქუჩებზე საერთო უნდა გაუქმდეს საპარკინგე ადგილები

Posted by: Don ST 20 May 2018, 15:08
david_888
ჰო, მე ჩემით ვმსჯელობ, შენ - შენით და ყველას ინტერესი უნდა იყოს დაცული. წვრილ ქუჩებზე პარკინგის გაუქმებაში კი გეთანხმები.

Posted by: ქართლოსი 21 May 2018, 08:39
ჯარიმა თუ არ გადაიხადე პატრულის ჯარიმასავით არის მაინც რო გიწევს გადახდა ???


Posted by: s1mpsOnA 22 May 2018, 23:26
QUOTE (david_888 @ 17 May 2018, 08:28 )
s1mpsOnA
QUOTE
ყველა პოსტი ვერ გადავიკითხე და ვისაც ახალი ნაყიდი ქონდა სითი პარკი იმათ რა ეშველებათ? დაიკიდეს?

არ დაგეკარგება, იმიქმედებს ჩვეულებრივად

თბილისის პარკინგზე ვადას ვერ შევამოწმებ?

Posted by: david_888 22 May 2018, 23:35
s1mpsOnA
QUOTE
თბილისის პარკინგზე ვადას ვერ შევამოწმებ?

კი როგორ არა

Posted by: burzgla 25 May 2018, 10:08
მაგარი უმოტივაციოდ და უაზროდ მიყავთ მანქანებიპლეხანოვიდან ჩემი და ჩემი რამდენიმე ნაცნობის მანქანა გადაიყვანეს , მაგალითად ადგილი სადაც არც პარკინგია არც ამკრძალავი დგას არც მოსახვევია არც მოძრაობას აფერხებ და მთელი დღე დგას და ღამის 9 ზე პატრულს საქმე არაფერი ქონდა მოვიდნენ წაიყვანეს : ) სითი პარკი დააბრუნეთ ბოზებო

Posted by: prelato 25 May 2018, 15:23
ააუუუ რამდენი თანამშრომელი ყავთ ამათ სითი პარკი მონაგონია სადაც არ გავიარე დღეს სურათებს იღებენ და იღებენ, წერენ და წერენ)))))))))))

Posted by: david_888 25 May 2018, 19:18
prelato
QUOTE
ააუუუ რამდენი თანამშრომელი ყავთ ამათ სითი პარკი მონაგონია სადაც არ გავიარე დღეს სურათებს იღებენ და იღებენ, წერენ და წერენ)))))))))))

იგივე ხალხია

Posted by: prelato 25 May 2018, 19:58
QUOTE (david_888 @ 25 May 2018, 19:18 )
prelato
QUOTE
ააუუუ რამდენი თანამშრომელი ყავთ ამათ სითი პარკი მონაგონია სადაც არ გავიარე დღეს სურათებს იღებენ და იღებენ, წერენ და წერენ)))))))))))

იგივე ხალხია

რავი მაშინ კლონირება გაუკეთეს იმიტომ რომ აშკარად სითის თანამშრომლებს ასე აქტიურად არ ვამჩნევდი, ახლა კონვეიერივით დაიწყეს. იმდენს იზავენ მაყიდინებენ ნახევარწლიანს)))))))

Posted by: david_888 25 May 2018, 20:26
prelato
QUOTE
იმდენს იზავენ მაყიდინებენ ნახევარწლიანს)))))))

მე ყოველთვის ნაყიდი მაქ და ალბათ მაგიტო ვერ ვამჩნევ smile.gif

Posted by: aladini 30 May 2018, 00:13
სითი პარკის არ ვიცი, მარა სადაც ადრე არ იდგა ტროტუარებზე მანქანა, ეხლა იქაც გაჩნდა.
ჯერ ერთმა დააყენა, მერე მეორემ მიუყენა და ეხლა მასიური სახე მიიღო უკვე.
ვინმე იქნება გამკითხავი ვითომ?

Posted by: n-i-c-k 6 Jun 2018, 13:41
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

Posted by: ქართლოსი 21 Jun 2018, 21:25
n-i-c-k

თუ იცი პატრულის ჯარიმასავიტ არის თუ არ გადაიხადე რო ემატება?

Posted by: david_888 22 Jun 2018, 10:36
QUOTE
თუ იცი პატრულის ჯარიმასავიტ არის თუ არ გადაიხადე რო ემატება?

თუ ჩაგბარდა კი

Posted by: e36m3 22 Jun 2018, 10:43
აროჩე, თანამშრომელმა მითხრა მანქანაში თუ ზიხარ არ წერენო. რა მაფიაა? შარს ერიდებიან თუ რა პონტია?

Posted by: ქართლოსი 23 Jun 2018, 09:11
david_888
QUOTE
თუ ჩაგბარდა კი


ჩაბარდა რას ქვია. ადრე როგორც იყო თუ არ გადაიხდიდი 6 თვში (მგონი)

უქმდებოდა ეხლაც ეგრეა?

Posted by: Niku7a 23 Jul 2018, 21:04
ძველი ct პარკის ჯარიმა თუ გაქვთ ვინმეს? ახალ ქვითრებს არსად არ აწერია "საქარე მინა" - ზე რომაა დატოვებული
მანქანის ნომერი და პირადი ნომერი რომ შემყავს არ აგდებს tp.ge - ზე ჯარიმას

Posted by: Don_Bandolero 24 Jul 2018, 10:45
ამ ბოლო დროს რაც დავინახე მანქანაში ზიხარ თუ არ ზიხარ ჰკიდიათ. უკვე მესამე შემთხვევაა მანქანაშიც იჯდა კაცი და გარეთ ვიდექით კიდეც (ანუ აშკარად მიხვდა რომ იმ მანქანით ვიყავით) მაგრამ მაინც გადაამოწმა ჩვეულებრივ. ასე რომ თუ მანქანაში კაცს დატოვებ არ დაგაჯარიმებენ - აღარ მოქმედებს.

სულ ვყიდულობ ამ პარკირებებს მაგრამ რეალურად პარკირების საშველი არაა თბილისში რა...

Posted by: david_888 24 Jul 2018, 13:25
დღეს იყო მერიის პრეზენტაცია ავტობუსებზე ტაქსებს ა.შ და პარკინგზეც თქვეს, 2019 წლიდან საათობრივი ხდება, უმეტესობა კი აბობოქრდება აქ მარა გამიხარდა, ზაან სწორი გადაწყვეტილებაა, სხვანაირად არაფერი ეშველება საპარკინგე ადგილებს, დილიდან საღამომდე ოფისების და კანტორების თანამშრომლების მანქანები ეყენა, ეგრე სადაა

Posted by: Niku7a 24 Jul 2018, 13:59
საქარე მინაზე დატოვებული ჯარიმები გბარდებათ მისამართზე?

Posted by: toyota12345 24 Jul 2018, 14:00
ერთი მხრივ კარგია რა. აი ზოგს წლობით რომ უყენია ერთ ადგილას უკვე აპორნები და დისკები რომ ჩაჟანგებული აქვს მანქანას დგომისას და სხვაც რო ვერ აყენებს მაგ ადგილას...

Posted by: jadgschloss 26 Jul 2018, 14:14
6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ხანდაზმულობა ეხება ისევ? თუ რამე შეიცვალა ამ მხრივ

Posted by: n-i-c-k 8 Aug 2018, 16:02
თბილისის პარკინგის თანამშრომელი ჯარიმებს წერს.. სტაიანშჩიკი კი ამ დროს ზურგით შეტრიალდა და წასაკითხი იპოვა biggrin.gif

user posted image

user posted image

თბილისის პარკინგის დახაზულთან რა ესაქმება საერთოდ სტაიანშჩიკს ???

კალაძეს თვალში არასდროს მოხვედრილა ეს კონტინგენტი ??





Posted by: Maiko Shamugia 8 Aug 2018, 16:08
როგორ ვხალისობ ხოლმე ამ სურათებზე smile.gif)) ნაგლები ესენი . რეკეტიორობენ ეგ კი არა მათხოვრებიც გაბლატავებულები არიან . ერთ გზაჯვარედინზე წითელზე გავჩერდი და მათხოვარი ბებო მოვიდა ხურდა აღარ მქონდა და მანქანაში დავძებნე 2 თეთრიანები იყო ჩარჩენილი ასე 15 თეთრი მოგროვდებოდა. ჩამოვწიე ფანჯარა და ჩავუყარე ხელში, მეთქი სულ არარაობას გამოადგებათქო. ღიმილიანი სახით გამომართვა, დახედა ხურდებს და სახე შეეცვალა აგრესიული გაუხდა და შემომაყარა ხურდები. ვაიმეე smile.gif)) უცბათ შევცბი და მერე სიცილი ამიტყდა ... აი ასე ... პარკინგზეც 50 თეთრზე ნაკლებს თუ აძლევ უკმაყოფილო სახეები აქვთ.

Posted by: GEORGEXIII 8 Aug 2018, 16:30
n-i-c-k
მაგიტომაც არ ვაძლევ ფულს.

Posted by: ნიკა 8 Aug 2018, 18:00
რო აძლევს ხალხი ამ ფულს მაგიტომაც არიან, აბა ნუ გადაუხდით. ტყუილად ხო არ იდგებიან biggrin.gif

Posted by: LechO-N 12 Aug 2018, 14:34
ბარო ბიჭებს

თუ იცით ჯარიმა დაწერიდან ჩაბარებულად ითვლება???

თუ ჩაგაბარონ უნდა ან როგორაა საერთოდ???



Posted by: Plat_7 12 Aug 2018, 14:49
LechO-N
სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის დარღვევის ადგილზე ჩაბარებიდან, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

Posted by: LechO-N 12 Aug 2018, 14:57
Plat_7

ანუ შუშაში ჩადებული ქვითარი ჩაბარებულად არ ითვლება
ხვალიდან 5 დღე მიყოლებით 5 ჯარიმა მაქვს გადასახდელი და დავიკიდებ მაშინ და 5 ივეს ერთად გადავიხდი თვის ბოლოს

Posted by: david_888 12 Aug 2018, 14:57
LechO-N
QUOTE
თუ იცით ჯარიმა დაწერიდან ჩაბარებულად ითვლება???

პარკინგის არა, უნდა ჩაგბარდეს, პატრულისა 2 თვის მერე ჩაიტვლება ჩაბარებულად

Posted by: LechO-N 12 Aug 2018, 15:02
david_888

დატოვებული მყავდა კორპუსის წინ პარკინგზე 5 დღით და 5 ივე დღეს დაუწერიათ biggrin.gif
ძალიან გამიხარდა ჩაბარებულად რო არ ითვლება თვის ბოლოს გადავიხდი 5 ივეს და ბარემ პარკირებასაც ავიღებ



Posted by: n-i-c-k 19 Aug 2018, 22:56
user posted image

ინვალიდების პარკინგი აშკარად აქეთაა (სადაც ბუნკერებია) და რატომ გადაჰყავდათ მანქანა ?

აქ რა წერია ვერ ვარჩევ სამწუხაროდ sad.gif მაგრამ ინვალიდის ზონა მთელი ქუჩა ხომ არ იქნება ?

user posted image

Posted by: kataxxl 19 Aug 2018, 23:07
n-i-c-k

რავიცი მანქანიდან გადმოსული ინვალიდი მე არ მინახავს

მემგონი ტყუილა ბაძავენ ევროპას

მოიგინეს რაღაც სისულელე

მაგ დგილებს საპარკინგედ ინვალიდების გარდა ყველა მოიხმარს

ძირითადად ###ები, ვირები და ძაღლები გამოირჩევიან აქტიურობით

Posted by: david_888 19 Aug 2018, 23:09
n-i-c-k
ალბათ დაზულს გარეთაა, ტყუილად არ გადაიყვანდნე, თანაც სურატებს უღებს და შესაბამისად აფიქსირებს გადაყვანის მიზეზზს, ან შეიძლება 1 კვირაა დგას მაგ ადგილას, ან რამე საგზაო სარემონტო სამუშაობი იწყებეა, ტყუილად რო არ გადაიყანდნენ ფაქტია

Posted by: n-i-c-k 26 Aug 2018, 18:09
ეს 2 სტაიანშჩიკი თბილისის პარკინგის თანამშრომელს ეხმარებიან ნომრის კარნახით ?? biggrin.gif

user posted image

მეორე სურათზე ფოკუსი აცდა sad.gif

user posted image

Posted by: დუჩა 26 Aug 2018, 23:57
kataxxl
QUOTE
რავიცი მანქანიდან გადმოსული ინვალიდი მე არ მინახავს

მემგონი ტყუილა ბაძავენ ევროპას

მოიგინეს რაღაც სისულელე

მაგ დგილებს საპარკინგედ ინვალიდების გარდა ყველა მოიხმარს

ძირითადად ###ები, ვირები და ძაღლები გამოირჩევიან აქტიურობით


შენ რომარგინახავს ეგიმას არნიშნავს რო არარიან.
მეტიც შშმ პირებს უფრო ჭირდებათ მანქანა ვიდრე 2 ფეხას.

Posted by: n-i-c-k 3 Sep 2018, 17:31
მიმდინარეობს ახალი თაობის სტაჟირება biggrin.gif

user posted image

Posted by: n-i-c-k 4 Sep 2018, 21:44
რა მაზდა აცაპნეს smile.gif

user posted image


Posted by: kataxxl 4 Sep 2018, 23:21
n-i-c-k

ძაან დებილი მანქანაა ეგ მაზდა

მიტარებია


Posted by: n-i-c-k 17 Sep 2018, 19:07
ეს რა უჭირავს ხელში ? სალარო აპარატი ? და იქვე იხდიან ჯარიმას ??

user posted image

Posted by: Deporik 17 Sep 2018, 22:14
n-i-c-k
დღეს დავინახე მაგ სალარო აპარატით უღებდა მანქანას სურათებს.

Posted by: toyota12345 17 Sep 2018, 22:16
ეს ტიპი ვიცი ძველი კადრია სითი პარკის დროსაც მუშაობდა ვაკეში ვხედავდი აბაშიძეზე ხშირად თან ყოველთვის კეპკით და ისე დადის აი სახე რო არ გამოუჩნდეს.

Posted by: kvipriane 17 Sep 2018, 22:21
toyota12345
რიჩარდ რავა ხარ ?
ხო, ეგაა wink.gif ერთხელ გამოძახებულ ევაკუატორზე მოუსწრო პატრონმა, სუ სამი და ოთხსარტულიანები აგინათ სითი-ს დროს lol.gif

n-i-c-k
ნიკ, მაგათი პრავერკა ხაარ ? wink.gif სად ჩითავ ასეთ ფოტოებს smile.gif

Posted by: Zura_SX 20 Sep 2018, 09:44
user posted image

ამ დროს სად არიან??? როცა ლამის მთელ სიგრძეზე თავისუფალია ადგილები

Posted by: GEORGEXIII 20 Sep 2018, 10:11
ჯარიმების მეტს ესენიც არაფერს არ აკეთებენ...



ეჰ სრული სალობიეა

Posted by: Don ST 26 Sep 2018, 02:00
რა მინდა გკითხოთ
ისე აქტიურად აღარ წერენ ჯარიმებს? ეხლა აღმოვაჩინე, რომ ივნისში გამსვლია პარკირების საშვის ვადა და არ დავუჯარიმებივარ აქამდე.
ჰო კარგად არიან ნეტა, რამე ჰო არ უჭირთ

Posted by: n-i-c-k 12 Oct 2018, 20:48
CT-Park მახსოვს ღამის 10 საათზეც წერდა ჯარიმებს ...
ამათაც აითვისეს ღამე მუშაობა biggrin.gif

user posted image
სურათი განათებული რომ არის მაგან არ მოგატყუოთ smile.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 12 Oct 2018, 22:37
n-i-c-k
და ღამით დაღვევა აღარაა თუ? :დ

Posted by: prelato 13 Oct 2018, 17:49
აუ ეს სად უსატკავებს ამდენ სტაიანშიკსა და მერიის თანამშრომელს საღოლ პატივცემულო)))

Posted by: sha 22 Oct 2018, 12:42
მეჩვენება, თუ ზოგიერთ ქუჩაზე ადრე რომ სიტიპარკის დახაზული იყო, ანუ გააჩერებდი მანქანას, ეხლა გააუქმეს? ანუ იხდი იგივეს (+წუთობრივი შემოდის) და პრაქტიკულად შემცირდა გამოყოფილი საპარკინგე ადგილები

Posted by: kataxxl 22 Oct 2018, 18:57
sha

ჩვენთან ტაქსის გასაჩერებელი დახაზეს ყველაზე უაზრო ადგილას.

Posted by: n-i-c-k 27 Oct 2018, 17:13
შხამად შეგერგოს ნაშოვნი ფული !

user posted image

არც მოძრაობდა ... იდგა ერთ ადგილზე , ვინც 2-3 წუთით მიაყენებდა (ბანკი, აფთიაქი, მაღაზია) - აცლიდა მძღოლს წასვლას , მიახტებოდა და აჯარიმებდა sad.gif

ამ მანქანაში მძღოლიც ადგილზე იჯდა და უკნიდან "ჩააკარტოჩკა"

Posted by: david_888 27 Oct 2018, 17:51
n-i-c-k
QUOTE
ვინც 2-3 წუთით მიაყენებდა

დარღვევა დარღვევაა 2 ჭუთი დააყენებ თუ 2 საათი რა მნისვნელობა აქ smile.gif

Posted by: GEORGEXIII 27 Oct 2018, 17:57
კალა პარკინგში ხომ შედის ფული.


boli.gif

Posted by: n-i-c-k 27 Oct 2018, 18:00
david_888 აქ მანქანიდან არც გადმოსულა პატრონი (5 წუთიც არ იყო ) ... და ეგ გაჩერება არაა ..

მეორის ქმედება იგივე ტერიტორიაზე ... დაპარკინგებული მანქანა ტროტუარს სიგანეზე კეტავდა და ქვეითებს აფერხებდა ... ჩაუარა გვერდით sad.gif ვერ გაუბედა ვერაფერი sad.gif

user posted image

user posted image

Posted by: l-e-v-a-n 27 Oct 2018, 22:19
QUOTE (n-i-c-k @ 27 Oct 2018, 17:13 )
შხამად შეგერგოს ნაშოვნი ფული !

user posted image

არც მოძრაობდა ... იდგა ერთ ადგილზე , ვინც 2-3 წუთით მიაყენებდა (ბანკი, აფთიაქი, მაღაზია) - აცლიდა მძღოლს წასვლას , მიახტებოდა და აჯარიმებდა sad.gif

ამ მანქანაში მძღოლიც ადგილზე იჯდა და უკნიდან "ჩააკარტოჩკა"

ამას რო დააჯარიმებ მართლა სულით ყLე ხარ

Posted by: keen 28 Oct 2018, 08:42
QUOTE (david_888 @ 27 Oct 2018, 17:51 )
n-i-c-k
QUOTE
ვინც 2-3 წუთით მიაყენებდა

დარღვევა დარღვევაა 2 ჭუთი დააყენებ თუ 2 საათი რა მნისვნელობა აქ smile.gif

აი მანდ რომ დგას "წესების დარღვევით" ეგ მანქანა, ეგრე რომ აპარკინგებდეს ყველა, რაღა გვიჭირდა? დაილია დასაჯარიმებლები, მაინცდამაინც მაგ უწყინრად გაჩერებულ ავტოს რომ მიადგა? spy.gif მოძრაობას არ აფერხებს და ხილვადობას არ ზღუდავს...

n-i-c-k
QUOTE
აქ მანქანიდან არც გადმოსულა პატრონი (5 წუთიც არ იყო ) ... და ეგ გაჩერება არაა ..

გეშლება. ზუსტად 5 წუთამდეა (ან მეტი) გაჩერება და 5 წუთზე მეტი ხნით დგომა... მაგრამ არავის აბრკოლებს და ჰაა...

Posted by: sha 28 Oct 2018, 11:15
QUOTE
ამას რო დააჯარიმებ მართლა სულით ყLე ხარ

ისე აქვს უფლება 'პარკინგ"-მა დააჯარიმოს მანქანა, რომლის მძღოლიც მანქანაში ზის? ამერიკაში ვერ დაგაჯარიმებს, თუ საჭესთან ზიხარ , რადგან დაპარკინგებულად არ ითვლება.

Posted by: ნიკა 28 Oct 2018, 11:56
1) 5 მეტრი აშკარად არაა დაცილება გზაჯვარედინამდე, ანუ გაჩერების წესებს არღვევს
2) რა იცით ეგებ პარკინგის საფასურის გადაუხდელობის ჯარიმა გამოუწერა?

Posted by: keen 28 Oct 2018, 19:30
QUOTE (ნიკა @ 28 Oct 2018, 11:56 )
1) 5 მეტრი აშკარად არაა დაცილება გზაჯვარედინამდე, ანუ გაჩერების წესებს არღვევს
2) რა იცით ეგებ პარკინგის საფასურის გადაუხდელობის ჯარიმა გამოუწერა?

1) მონიშვნაში რომ ჩატეულიყო, 5 მეტრია? ან ჩვენთან ეგრე ზედმიწევნით იცავენ პარკირების წესებს? რაის 5 მეტრი, უმეტესობა ნახევარი კოპუსით არის ხოლმე გამოწეული გზაჯვარედინზე... თან, ამ შემთხვევაში, წესებზე კი არა, მორალზე იყო საუბარი... მითუმეტეს, მანდვე დადეს ფოტო, როგორ არ დააჯარიმა ცუდად დაპარკინგებული მანქანა...

2) მონიშვნის არეალში არ დგას და რატომ უნდა გამოეწერა ჯარიმა პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო?

Posted by: C63 AMG 13 Nov 2018, 11:48
ბიჭებო ამათ ჯარიმებს ვიხდით თუ გვკიდია ? biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 13 Nov 2018, 14:46
QUOTE
5 მეტრი აშკარად არაა დაცილება გზაჯვარედინამდე, ანუ გაჩერების წესებს არღვევს


ამ მომენტში ზუსტად მაგ ადგილზე მანქანა არის დაპარკინგებული და კუთხის ტროტუარიდან მინიმუმ 2 მეტრითაა გადაცილებული მანქანის სავალი გზისკენ biggrin.gif biggrin.gif
ანუ გზას ბლოკავს ...
20 წუთიანი ინტრევალით მოვხვდი და ორივეჯერ მყარადაა დაპარკინგებული ....

ბუნებით ჩათლახი თუ არ ხარ მანს როგორ უნდა გამოწერო ჯარიმა sad.gif

Posted by: thewarrio 12 Dec 2018, 13:25
QUOTE
ბიჭებო ამათ ჯარიმებს ვიხდით თუ გვკიდია ?

აბა მეც მაინტერესებს. კანონში არ შეცვლილა არაფერი და ესეც ეგრეა? სანამ არ ჩაგვაბარებენ დავიკიდოთ ?

Posted by: The Game N.W.A. 18 Dec 2018, 13:33
QUOTE
ბიჭებო ამათ ჯარიმებს ვიხდით თუ გვკიდია ?

????

Posted by: erer 21 Jan 2019, 19:36
6 თვიანი პარკინგი მქონდა, დღეს გასვლია ვადა და დამხვდა ჯარიმა. აქამდე 3 დღით ადრე მესიჯი მომდიოდა ხოლმე ვადა გეწურებაო და ვიხდიდი. ეხლა არ მომსვლია მესიჯი და საერთოდ აღარ მახსოვდა თარიღი. მეზობელს მოვუყევი წეღან და ისიც ასე დაუჯარიმებიათ 3 კვირის წინ. არც იმას მოსვლია მესიჯი. რა მაიმუნობაა ამათ დედებს დაეცეს ყველა მანქანა. არ მჯერა რომ განზრახ არ მაიმუნობენ.

Posted by: toyota12345 22 Jan 2019, 10:55
საშვი როგორ ვიყიდო მანქანა ლიზინგის სახელზეა და აპარატიდან და საიტიდან ვერ ვყიდულობ ჩემს პირად ნომერს რომ ვწერ.გუშინ ვიყიდე მანქანა ლიზინგით და პირველი ჯარიმით უკვე მონათლეს საშვის ყიდვაც ვერ მოვასწარი.

Posted by: erer 22 Jan 2019, 11:34
toyota12345
აპარატში რომ შედიხარ პარკინგის გადასახდელად მანქანის ნომერს გთხოვს. ნომერს რომ ჩაწერ მერე გიწერს პირადი ნომრით თუ კომპანიის სახელითო და ალბათ ეს "კომპანიის სახელით" უნდა აირჩიო. სინჯე აბა რას დაგიწერს მერე.

ალბათ აქ უნდა ჩაწერო იმათი საიდენტიფიკაციო კოდი

Posted by: n-i-c-k 1 Feb 2019, 17:56
user posted image

პარკირების ნიშნები ესე საგულდაგულოდ რატომაა დამალული ?? biggrin.gif

Posted by: keen 8 Feb 2019, 20:15
დღეს ინტერნეტ-ბანკში დამხვდა პარკინგის ჯარიმა. ჩემი აზრით, უსამართლოდ... გასაჩივრებისთვის რა ბერკეტებია, თუ იცის ვინმემ?

Posted by: vano_it 8 Feb 2019, 21:53
სმსი რაღა გახდა ეს დედააფეთქებული mad.gif

სითი პარკი ორჯერ მწერდა ვადა რომ იწურებოდა.
კიდევ კარგი გადავამოწმე. დდშვც mad.gif

Posted by: gvirjo 9 Feb 2019, 11:05
vano_it
ეგრე დამავიწყდა მეც და როგორც კი ვადა გავიდა იმ დღესვე დამახვედრეს გამზადებული დდშ

Posted by: keen 11 Feb 2019, 12:49
მოკლედ, მაინტერესებს საზოგადოების აზრი.
1) პირველ სურათზე ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომ როგორ უნდა დააფიქსიროს ქვემოთ ცენტრალურ გზაზე არსებული ნიშანი? ზემოთ ორი ისრის მიმართულებით ორმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი...
2) რამე განსაკუთრებული ხდება, წითელი ისრით მონიშნულ ადგილას გაჩერებული მანქანა რომ დააჯარიმეს? თან უკან ბოძია, იქ ვერც გაივლის მსურველი...
3) სხვაგან ყველაფერი მოაწესრიგეს, ახლა მსგავს რომ ადგილებს მიადგნენ? რა ლოგიკით დაკიდეს მანდ ეგ ნიშანი?

Posted by: n-i-c-k 11 Feb 2019, 13:02
user posted image

აქ რა არის ? გზა შედის ? მაშინ იმ ლოგიკით რომ მოსახვევში დგეხარ ...

Posted by: keen 11 Feb 2019, 13:11
n-i-c-k
ჩიხია და მანდ მდგომი მანქანა (წითელი ისრით მინიშნებულ ადგილას) საერთოდ არ უშლის ხელს. ჯარიმის შინაარსია "გაჩერება აკრძალულია" ნიშნის დაუმორჩილებლობა და სავალ ნაწილზე პარკირებაო. ეგ ნიშანი ქვემოთ ცენტრალურ გზაზე დგას წითელი ისრით მითითებულ ადგილას, რომელიც ზემოდან საერთოდ არ ჩანს.

რას იტყვით, ღირს გასაჩივრება? spy.gif

Posted by: n-i-c-k 11 Feb 2019, 13:25
ამ მიმართულებით თუ არ დგას ნიშანი , გაასაჩივრე

იქ ბოლოში ნიშანი იქიდან კიდია და საიდან უნდა დაინახო ?

user posted image

Posted by: keen 11 Feb 2019, 13:30
n-i-c-k
იმ ლოგიკით, რომ ქვემოდან მოხვედი, ოღონდ ეგ ჯერ უნდა დაამტკიცონ!

სად უნდა გავასაჩივრო? ზემდგომ ორგანოშიო და რა იგულისხმება? spy.gif

Posted by: n-i-c-k 11 Feb 2019, 13:32
keen სატრანსპორტო კომპანიაში ან სასამართლოში

Posted by: keen 11 Feb 2019, 13:32
QUOTE (n-i-c-k @ 11 Feb 2019, 13:32 )
keen სატრანსპორტო კომპანიაში ან სასამართლოში

ოკ. მადლობა smile.gif ჯერ სატრანსპორტო კომპანიაში მომიწევს მისვლა.

Posted by: Edante 12 Feb 2019, 18:36
n-i-c-k
QUOTE
პარკირების ნიშნები ესე საგულდაგულოდ რატომაა დამალული ??

ნაგვის ურნებს ააქვს გადახდილი პარკინგის საფასური?! smile.gif )))

Posted by: n-i-c-k 14 Feb 2019, 14:00
რა თესლი უნდა იყო კაცი , რომ პარკირების საშვის უქონლობისთვის ჯარიმა გამოუწერო მანქანას და ამავე დროს იქვე ორ რიფგად - მეორე რიგში მდგომ მანქანებს ვერ გაეკარო , რომლებიც აფერხებენ მოძრაობას (და წესით 200 ლარიანებიც ალალია) sad.gif

სურათზე არ ჩანს სამწუხაროდ გვერდით ორ რიგად დაპარკინგებული კერძო "ვიქტორია სექ იურითი" ს ავტომობილები

user posted image

Posted by: keen 14 Feb 2019, 16:41
n-i-c-k
QUOTE
პარკირების საშვის უქონლობისთვის ჯარიმა გამოუწერო მანქანას და ამავე დროს იქვე ორ რიფგად - მეორე რიგში მდგომ მანქანებს ვერ გაეკარო , რომლებიც აფერხებენ მოძრაობას

აი ეგაა ცუდი - შერჩევითი სამართალი და მსგავს შემთხვევებში გამოწერილი ჯარიმა მოძრაობის მოწესრიგებას ხელს რომ არ უწყობს.

პ.ს. შემთხვევით, სატრანსპორტო კომპანია ზუსტად სადაა, ხომ არ იცით?

Posted by: n-i-c-k 14 Feb 2019, 16:55
keen
არ ვიცი , მაგრამ გუგლი ამას აგდებს smile.gif


საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: 0112 ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2

ტელეფონი: (+995 32) 235-77-77

ფაქსი: (+995 32) 293-41-41

ცხელი ხაზი: (+995 32) 293-44-44

http://ttc.com.ge



Posted by: keen 14 Feb 2019, 16:59
QUOTE (n-i-c-k @ 14 Feb 2019, 16:55 )
keen
არ ვიცი , მაგრამ გუგლი ამას აგდებს smile.gif 


საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: 0112 ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2

ტელეფონი: (+995 32) 235-77-77

ფაქსი: (+995 32) 293-41-41

ცხელი ხაზი: (+995 32) 293-44-44

http://ttc.com.ge

მადლობა, ეგრე მეც ვნახე და სხვაა. ვინმეს თუ აქვს საკუთარი თვალით ნანახი ცაბაძის 8-ში, ეგეთ ადამიანს ვეძებ user.gif

Posted by: ucha7767 14 Feb 2019, 17:06
გამარჯობა

ახლა აღმოვაჩინე რომ რამოდენიმე თბილისის პარკინგის ჯარიმა მქონია მათ შორის ყველაზე ძველი მგონი მაისშია დაწერილი . სადაც ჩაწერილი ვარ იქ არაფერი არ მოუტანია ფოსტას. და არც სმს მომსვლია

ამ შემთხვევაში რამე საურავი მეკუთვნის ?
ან რომ დავიკიდო რას მიზამენ რო?
ახალი პარკინგი რომ ვიყიდო იმ ჯარიმებასაც გადამახდევინებენ?


Posted by: erer 14 Feb 2019, 18:26
QUOTE (keen @ 14 Feb 2019, 16:41 )
n-i-c-k
QUOTE
პარკირების საშვის უქონლობისთვის ჯარიმა გამოუწერო მანქანას და ამავე დროს იქვე ორ რიფგად - მეორე რიგში მდგომ მანქანებს ვერ გაეკარო , რომლებიც აფერხებენ მოძრაობას

აი ეგაა ცუდი - შერჩევითი სამართალი და მსგავს შემთხვევებში გამოწერილი ჯარიმა მოძრაობის მოწესრიგებას ხელს რომ არ უწყობს.

პ.ს. შემთხვევით, სატრანსპორტო კომპანია ზუსტად სადაა, ხომ არ იცით?

აი ზუსტად ეგ შერჩევითი სამართალია ნერვების ამშლელი, როცა ხედავ რომ სხვას ასჯერ მეტი ეპატიება ვიდრე შენ.

გაგარინიდან რომ ჩადიხარ ვეფხვი და მოყმისკენ საქ.ბანკის მანქანებითაა იქაურობა სავსე. ტროტუარი ხო მთლიანად ოკუპირებული აქვთ, თაგვი ვერ გაძვრება. და ქუჩაშიც ერთი ზოლი დაკავებული აქვთ. არც დახაზულია არც პარკინგის ნიშანი და არაფეი და ხმას არ ცემენ. ყოველდღე მასე დგანან. მე გადახდილი მაქვს, დახაზულში ვიდექი საბარგულში ქონდა ხაზს გარეთ, ბოლოში ვიდექი, მაგისთვის დაიწერეს.
აი შენ რომ კამფეტის მოპარვისთვის დაგიჭირონ 10 წელი და სხვებს ბანკის დაყაჩაღებისთვის ან მკვლელობისთვის ხმას არ სცემდნენ.

Posted by: keen 14 Feb 2019, 19:24
erer
QUOTE
მე გადახდილი მაქვს, დახაზულში ვიდექი საბარგულში ქონდა ხაზს გარეთ, ბოლოში ვიდექი, მაგისთვის დაიწერეს.

ხოდა, ეგრე უაზროდ რომ დამიწერეს მეც, იმიტომ ვაპირებ გასაჩივრებას. 10 ლარზე მეტი დამიჯდება, მაგრამ ეგრე თავში უვარდებათ, პასუხს რომ არავინ თხოვს.

Posted by: mrpitkina 14 Feb 2019, 20:23
keen
დინამოს მხრიდან რომ ადიხარ პასაჟისკენ (ბაზრობა როა გეცოდინება) საცხოვრებელი კორპუსის ბოლოში მარჯვენა მხარეს არის შლაგბაუმი. მაგ შლაგბაუმით შეხვალ დიდი შენობაა და მანდ არიან

Posted by: keen 14 Feb 2019, 21:17
QUOTE (mrpitkina @ 14 Feb 2019, 20:23 )
keen
დინამოს მხრიდან რომ ადიხარ პასაჟისკენ (ბაზრობა როა გეცოდინება) საცხოვრებელი კორპუსის ბოლოში მარჯვენა მხარეს არის შლაგბაუმი. მაგ შლაგბაუმით შეხვალ დიდი შენობაა და მანდ არიან

დიდი მადლობა smile.gif იმედია აბრა აქვთ და მივაგნებ user.gif

Posted by: kvipriane 15 Feb 2019, 10:39
მეგობრებო, ვინმემ ხომ არ იცით რამე საიტი სადაც ავტომობილის სახელმწიფო ნომერს ჩაწერ და გიგდებს სადამდე გაქვს თბილისის პარკირების ვადა ??? ...



Posted by: Beso-093 15 Feb 2019, 10:57
kvipriane

QUOTE
მეგობრებო, ვინმემ ხომ არ იცით რამე საიტი სადაც ავტომობილის სახელმწიფო ნომერს ჩაწერ და გიგდებს სადამდე გაქვს თბილისის პარკირების ვადა ???


jarima.ge

Posted by: keen 15 Feb 2019, 11:13
QUOTE (keen @ 14 Feb 2019, 21:17 )
QUOTE (mrpitkina @ 14 Feb 2019, 20:23 )
keen
დინამოს მხრიდან რომ ადიხარ პასაჟისკენ (ბაზრობა როა გეცოდინება) საცხოვრებელი კორპუსის ბოლოში მარჯვენა მხარეს არის შლაგბაუმი. მაგ შლაგბაუმით შეხვალ დიდი შენობაა და მანდ არიან

დიდი მადლობა smile.gif იმედია აბრა აქვთ და მივაგნებ user.gif

ჩავაბარე yes.gif რომ არ აგეხსნათ, ასი წელი ვერ მივაგნებდი user.gif

Posted by: n-i-c-k 15 Feb 2019, 11:20
QUOTE
დინამოს მხრიდან რომ ადიხარ პასაჟისკენ (ბაზრობა როა გეცოდინება) საცხოვრებელი კორპუსის ბოლოში მარჯვენა მხარეს არის შლაგბაუმი. მაგ შლაგბაუმით შეხვალ დიდი შენობაა და მანდ არიან


საგანგებოდ ისეთ სოროში არიან შემძვრალები რომ ვერავინ ვერ იპოვოს biggrin.gif

ეგ მისამართი მოდერმა პირველ პოსტში რომ ჩააგდოს კარგს იზავდა smile.gif

Posted by: keen 15 Feb 2019, 11:26
QUOTE (n-i-c-k @ 15 Feb 2019, 11:20 )
QUOTE
დინამოს მხრიდან რომ ადიხარ პასაჟისკენ (ბაზრობა როა გეცოდინება) საცხოვრებელი კორპუსის ბოლოში მარჯვენა მხარეს არის შლაგბაუმი. მაგ შლაგბაუმით შეხვალ დიდი შენობაა და მანდ არიან


საგანგებოდ ისეთ სოროში არიან შემძვრალები რომ ვერავინ ვერ იპოვოს biggrin.gif

ეგ მისამართი მოდერმა პირველ პოსტში რომ ჩააგდოს კარგს იზავდა smile.gif

ისე, კარგი გოგოები კი დამხვდნენ yes.gif

Posted by: mrpitkina 15 Feb 2019, 11:36
keen
ძალიან კარგი

ეხლა შედეგი ვნახოთ აბა რა იქნება

იმედია რამე ბანალურ სისულელეს არ გიპასუხებენ და არგუმენტირებულად გაგცემენ პასუხს

პს. კარგი გოგონები რას ნიშნავს? კოხტები თუ თავაზიანები?smile.gif

Posted by: keen 15 Feb 2019, 12:24
QUOTE (mrpitkina @ 15 Feb 2019, 11:36 )
keen
ძალიან კარგი

ეხლა შედეგი ვნახოთ აბა რა იქნება

იმედია რამე ბანალურ სისულელეს არ გიპასუხებენ და არგუმენტირებულად გაგცემენ პასუხს

პს. კარგი გოგონები რას ნიშნავს? კოხტები თუ თავაზიანები?smile.gif

განხილვა როცა იქნება, შეგატყობინებენ, რომ დაესწროო. მერიის სატრანსპორტო სამსახური განიხილავს.

ვნახოთ... ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი მხრიდან ვცდილობ, მიუხედავად იმისა, 10 ლარის გადახდა უფრო მარტივი იყო. ბოლოსდაბოლოს, ჩემი მძღოლობის ისტორიის მანძილზე, 6 წელია, არც საპატრულო ჯარიმა მაქვს და არც - პარკირების. ხოდა, არ მინდა ტრადიცია დაირღვეს user.gif

როცა მომსახურებას გიწევენ, ჯერ მის ხარისხს აფასებ და მერე პერსონალის გარეგნობას. ამ შემთხვევაში, პირველს გავუსვი ხაზი, თუმცა არც მეორე დაეწუნებოდათ smile.gif

Posted by: alea iacta est 18 Feb 2019, 17:10
მეგობრებო,
პარკინგის ჯარიმა ვისაც ჩაგიბარებიათ იქნება დაწეროთ დეტალები...

მაქვს 5 ჯარიმა, რომელიც ჯერ არ ჩამბარებია, შაბათს მომადგა საფოსტო სერვისის ქარავანი პლუსი თუ რაღაცა მასეთის კურიერი, ჰო და ჩავიბარე ერთი ჯარიმა, მარამ ხელი რაზე მოვუწერე აღარ დავაკვირდი კარგად, როცა მოვწვი გვიანი იყო smile.gif
ხელმოწერის დროს ტელეფონმა დამირეკა და ყურადღება გადავიტანე.

არის იმისი შანსი რომ ყველა ჯარიმა ჩაბარებულად შემომასაღონ, ან სად უნდა შევამოწმო ჩაბარდა თუ არა ჯარიმა?

Posted by: erer 20 Feb 2019, 18:08
მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის დაწესების საკითხზე თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15 წუთიანი პარკირებით. შესაძლებლობა იქნება დღეში 4-ჯერ გამოიყენოს ადამიანმა ეს დრო“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, „საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით“.

„ზონალური პარკირებიდან შემოსული თანხები მთლიანად აკუმულირებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაში და მოხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. გადასახადი ასევე არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.

https://www.interpressnews.ge/ka/article/533686-mzgolebs-avtomankanis-upasod-parkireba-dgeshi-4-jer-15-15-cutit-sheezlebat/

Posted by: n-i-c-k 20 Feb 2019, 19:23
QUOTE
საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება


ვუსამძიმრებ მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს ...

ვისაც 15 წუთამდე უხდება მისვლა - ტუზი დაეცათ - ადგილი ყოველთვის იქნება , ხოლო მთელი მანქანები პარალელურ ქუჩებზე გადაინაცვლებს sad.gif

Posted by: n-i-c-k 25 Feb 2019, 19:18
Auto Wallpaper -ის თემაში ხომ არ დამედო ?
biggrin.gif

user posted image

Posted by: david_888 25 Feb 2019, 19:41
n-i-c-k
QUOTE
ვუსამძიმრებ მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს ...

პირიქით მისალოცად აქვთ საქმე, მაგათთვის უფასოა მანდ პარკინგი

Posted by: n-i-c-k 25 Feb 2019, 21:02
david_888 უფასო კი არის , მაგრამ ადგილი არასდროს იქნება sad.gif

პარალელურ ქუჩაზე სადაც წუთობრივი იქნება იქ აღარ დააყენებენ და სხვა ქუჩაზე გადავლენ ..

Posted by: david_888 25 Feb 2019, 21:10
n-i-c-k
QUOTE
პარალელურ ქუჩაზე სადაც წუთობრივი იქნება იქ აღარ დააყენებენ და სხვა ქუჩაზე გადავლენ ..

ნუ ეს დროებითია 1 წელში ყველა პარკინგი წუთობრივი იქნება და გაიფილტრება ზედმეტი მანქანებისგან

Posted by: Homeros 21 Mar 2019, 18:03
ჯარიმების ამბავი როგორარი უნდა გადავიხადოთ? biggrin.gif

Posted by: keen 26 Mar 2019, 11:13
n-i-c-k
QUOTE
ამ მიმართულებით თუ არ დგას ნიშანი , გაასაჩივრე


QUOTE (mrpitkina @ 15 Feb 2019, 11:36 )
keen
ძალიან კარგი

ეხლა შედეგი ვნახოთ აბა რა იქნება

იმედია რამე ბანალურ სისულელეს არ გიპასუხებენ და არგუმენტირებულად გაგცემენ პასუხს

მოკლედ, გამიუქმეს ჯარიმა bis.gif მიუხედავად იმისა, განხილვაზე ვერ მოვახერხე წასვლა, შედეგი მშვენიერია yes.gif

პ.ს. ვაგრძელებ უჯარიმო მძღოლობას bis.gif

Posted by: n-i-c-k 28 Mar 2019, 18:16
user posted image

ერთი არ გამაზა , ვისაც საშვი არ ჰქონდა biggrin.gif აი შემართება biggrin.gif

Posted by: ბერი_ა 29 Mar 2019, 09:03
ეს ჯარიმები როგორ უნდა გადავიხადო? რამდენიმე ცალი მაქვს, დვორნიკში დამხვდა და არ გადავიხადე. სახლში უნდა მომიტანონ და იქიდან რარაც ვადა მაქვს ხო გადახდისათვის?

Posted by: alea iacta est 29 Mar 2019, 09:40
QUOTE
ერთი არ გამაზა , ვისაც საშვი არ ჰქონდა  აი შემართება


ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდნენ, მეც ვამჩნევ ამ ტენდენციას.

ბერი_ა
QUOTE
ეს ჯარიმები როგორ უნდა გადავიხადო? რამდენიმე ცალი მაქვს, დვორნიკში დამხვდა და არ გადავიხადე. სახლში უნდა მომიტანონ და იქიდან რარაც ვადა მაქვს ხო გადახდისათვის?


თუ გადახდა გინდა იბანკიდან, ბანკის ფილიალში ან ტერმინალიდან.

თუ მაინცდამაინც გადახდის სურვილი არ გაქვს დაელოდე საკურიერო ქარავანი + მოაქვს ეგ ჯარიმები, ჩაგაბარებენ და მერე გადაიხდი. 30 დღიანი ვადა გაქვს ჩაბარებიდან, მერე საურავი ერიცხება.

Posted by: dimaopena 5 Apr 2019, 21:37
ხომ არ იცით, ხანდაზმულობა აქვს ამ ჯარიმას?სექტემბერში დაწერილი ჩანს საიტზე არც მოუტანიათ.

Posted by: grendaizeri8787 6 Apr 2019, 04:04
https://forum.ge/?f=50&showtopic=35019841&st=180

Posted by: n-i-c-k 16 Apr 2019, 16:45
user posted image

რა გამრავლდნენ biggrin.gif სიტი პარკის დროს კანტაკუნტით მხვდებოდნენ biggrin.gif

Posted by: Erskine 16 Apr 2019, 21:37
ესეთი შემთხვევაა და ვერ ვხვდები რაზე დამაჯარიმეს. არც x ზონაა და არც არავის არ ვუშლიდი მოძრაობაში, 2 მანქანა გაეტევა კიდევ ტროტუარზე და ზოგადად ტროტუარზეა აკრძალული გაჩერება თუ რა უნდათ ?

მუხლი 125(2), პუნქტი 6

არაფერი მსგავსი წერია



Posted by: spyder42 16 Apr 2019, 22:49
Erskine



ტროტუარი ნიშნავს გზისგან გამოყოფილ ქვეითებისთვის განკუთვნილ ნაწილს

რატომ ფიქრობ რომ მანდ გაჩერება ნებადართულია? biggrin.gif

Posted by: alea iacta est 16 Apr 2019, 23:02
Erskine
QUOTE
ტროტუარზე და ზოგადად ტროტუარზეა აკრძალული გაჩერება თუ რა უნდათ ?


შენივე კითხვას შენ გაეცი პასუხი, პარკინგის დაშვების ნიშანი თუ არ დგას არ შეიძლება პარკირება.

იმას დაა..ა ძაღლმა და ღორმა ვინც ტროტუარებზე პარკირება საერთოდ დაუშვა.

Posted by: Erskine 17 Apr 2019, 18:24
spyder42
QUOTE
რატომ ფიქრობ რომ მანდ გაჩერება ნებადართულია?

იმიტომ რომ არსებობდა კანონი რამდენიმე წლის წინ რომ როცა ფეხით მოსიარულეს არ უშლიდი ხელს ნებადართული იყო ტროტუარზე. ეხლა რა შეიცვალა არ ვიცი

alea iacta est
QUOTE
შენივე კითხვას შენ გაეცი პასუხი, პარკინგის დაშვების ნიშანი თუ არ დგას არ შეიძლება პარკირება.

გასაგებია

Posted by: webdesigner93 17 Apr 2019, 18:50
Erskine
QUOTE
იმიტომ რომ არსებობდა კანონი რამდენიმე წლის წინ რომ როცა ფეხით მოსიარულეს არ უშლიდი ხელს ნებადართული იყო ტროტუარზე. ეხლა რა შეიცვალა არ ვიცი

3 მეტრს გასასვლელს თუ ტოვებდი ტროტუარზე , მაშინ არ იყო დარღვევა თუ ნიშანი არ იდგა ამკრძალავი. მაგრამ შეიცვალა და ტროტუარზე პარკირება აღარ შეიძლება, რასაც ძალიან მივესალმები smile.gif

Posted by: s-n-r 17 Apr 2019, 18:51
იცით რა მაინტერესებს, კანონმდებლობით ამ პარკინგ კომპანიებს მომხმარებლების მიმართ რამე ვალდებულებები გააჩნიათ? მაგალითად, საპარკინგე სივრცის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა? თუ მხოლოდ ჯარიმებს წერენ?

მაგალითად, პარკინგთან მდებარე რომელიღაც შენობა გამოცხადდა ავარიულად და დაიწყეს დანგრევა.
რამდენადაც შენობის ფასადი გარედან ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, პირმა ღამის საათებში პარკინგზე წესების სრული დაცვით დააყენა ავტომობილი, ღამით კი ვთქვათ კონსტრუქციის რაღაც ნაწილი ჩამოიშალა და ავტომობილი მძიმედ დაზიანდა.
ასეთ შემთხვევაში დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა პარკინგ კომპანიას?

Posted by: n-i-c-k 17 Apr 2019, 19:00
QUOTE
მაგალითად, საპარკინგე სივრცის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა?


ჩვეულებრივი ფულის სტანოკია biggrin.gif

ერთი საპარკინგე ადგილი არ შეუქმნია (შეუსყიდია) არც სიტი პარკ და არც თბილისის პარკინგს , თან ძირითადად აჯარიმებენ იმათ ვისაც პარკირების საშვი არ აქვთ და არა იმათ ვინც წესების დარღვევით აპარკინგებს ....

გულუას ქუჩაზე შსს ს წინ მეორე რიგში დგანან დაპარკინგებული მანქანები და ხმას არ სცემენ biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 20 Apr 2019, 16:43
შაბათი და კვირაც არ აქვთ ამათ ? sad.gif

user posted image

ქალს მეორე რიგში ჰყავდა დაპარკინგებული და გადააყენებინა რომ არ დაეჯარიმებინა biggrin.gif ( ქალური სოლიდარობა ? )

ამავე დროს ტროტუარზე ჩახერგილ მანქანებს არც გახედა sad.gif
მთავარია პარკირების საშვი გაყიდინონ biggrin.gif

რა აზრი აქვს ამათ არსებობას ?

Posted by: kataxxl 20 Apr 2019, 18:36
Erskine



ტროტუარზე მანქანას რა უნდა????????????????

აშკარა პრობლემა არის როგორც სწავლის ასევე აღსრულების მხრივ

სამწუხაროა

ტროტუარზე პარკირება 100 ლარით უნდა ისჯებოდეს და არა 10 ით yes.gif

Posted by: MANAXH 20 Apr 2019, 23:36
ტროტუარზე სადაც მოხაზულია პარკირების ადგილი და შესაბამისი ნიშანი დგას, ვინ თქვა რომ არ შეიძლება?

Posted by: Optimer 29 Apr 2019, 19:06
გაუმარჯოს,

განუბაჟებელ მანქანაზე რომ ვიყიდო 6 თვიანი საშვი და შემდეგ განვაბაჟო, გადადის ეს საშვი თუ მეკარგება?

Posted by: KINA_LOKO 30 Apr 2019, 14:48
kataxxl
QUOTE
ტროტუარზე მანქანას რა უნდა????????????????

აშკარა პრობლემა არის როგორც სწავლის ასევე აღსრულების მხრივ

სამწუხაროა

ტროტუარზე პარკირება 100 ლარით უნდა ისჯებოდეს და არა 10 ით


ნებადართულია კანონით ტროტუარზე გაჩერება.

Posted by: n-i-c-k 18 May 2019, 17:16
CT-Park რაც გააძევეს smile.gif შეიცვალა რამე ? ან პარკირების საფასური შემცირდა .. ან საპარკინგე ადგილები მოემატა ?
რა აზრი ჰქონდა ამ ქმედებას ?? sad.gif

user posted image

Posted by: n-i-c-k 1 Jun 2019, 14:10
შაბათი დღეა .. წადი ბიძია თოხი დაიჭირე , სოფელს მიხედე smile.gif
თორემ ამოვიდა მეტრიანი ბალახი sad.gif

გაშმაგებულები ჯარიმებს უწერენ ვისაც პარკირების საშვი არ აქვს , ამავე დროს ზუსტად 10 მეტრაში ტროტუარი რომ ჩახერგილი აქვთ მანქანებს , იმას "ვერ ხედავს" sad.gif

user posted image

Posted by: BeCooL 1 Jun 2019, 15:06
n-i-c-k
არ მევასებიან ეს პარკინგის ტიპები და რა ვქნააა ;დ პატრული არ იწვევს ჩემში იმდენ აგრესიას რამდენსაც ესენი და ავტობუსის კონტროლიორები.

Posted by: saszizgara 8 Jun 2019, 02:02
ხანდაზმულობაზე რა ხდება ისევ 6 თვინია?
ვერ ვიპოვე ეგეთი პუნქტი კანონში და თუ იცით ზუსტად ვინმემ მითხარით

Posted by: toyota12345 8 Jun 2019, 19:30
BeCooL

დარწმუნებული ხარ რომ შენ ევასები რომელიმეს? საინტერესო იქნებოდა დაგეწერა თავად სად მუშაობ და მერე განგიმარტავდი იმას თუ რატომ დავწერე და რატომ გიპასუხე

Posted by: BeCooL 8 Jun 2019, 20:07
toyota12345
სადმე მიწერია რომ მადარდებს ეგ? რაში ვარ დარწმუნებული და რაში არა მაგაზე შენთან და აქ საუბარს არ ვაპირებ.
და მერე? რისი მომცემია შენი პასუხი, აზრს შევიცვლი, დამევასებიან თუ რა ბაზარია?!

Posted by: Z-owner 8 Jun 2019, 22:26
გამარჯობათ, საიტზე ჯარიმის შემოწმება მინდა და ძებნას რომ ვაწვები არაფერი არ იცვლება, არ მაქვს ჯარიმა თუ ჭედავს საიტი? სხვანაირად როგორ შევამოწმო?

Posted by: keen 8 Jun 2019, 22:33
QUOTE (Z-owner @ 8 Jun 2019, 22:26 )
გამარჯობათ, საიტზე ჯარიმის შემოწმება მინდა და ძებნას რომ ვაწვები არაფერი არ იცვლება, არ მაქვს ჯარიმა თუ ჭედავს საიტი? სხვანაირად როგორ შევამოწმო?

აბა ქვემოთ ჩამოსქროლე... yes.gif თუ ბოლოშიც არაფერია, მაშინ არ გაქვს ჯარიმა...

Posted by: Z-owner 8 Jun 2019, 22:43
keen
მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
QUOTE
ბოლოშიც არაფერია


Posted by: Amigo-Amo 8 Jun 2019, 22:45
QUOTE (Z-owner @ 8 Jun 2019, 22:26 )
გამარჯობათ, საიტზე ჯარიმის შემოწმება მინდა და ძებნას რომ ვაწვები არაფერი არ იცვლება, არ მაქვს ჯარიმა თუ ჭედავს საიტი? სხვანაირად როგორ შევამოწმო?

იმ რაღაც "მე არ ვარ რობოტი"-ს ხომ ნიშნავ? თუ მაგას ნიშნავ და არაფერს აგდებს, ესეიგი არ გაქვს ჯარიმა.

Posted by: keen 8 Jun 2019, 22:50
QUOTE (Z-owner @ 8 Jun 2019, 22:43 )
keen
მადლობა  2kiss.gif  2kiss.gif  2kiss.gif
QUOTE
ბოლოშიც არაფერია

არაფრის smile.gif

https://tbcpay.ge/services/transporti/tbilisi-parking
ისე, მაგ. აქ და ყველა საგადახდო სისტემის ვებ-გვერდზეც შეგიძლია გადაამოწმო...

Posted by: Z-owner 8 Jun 2019, 22:51
Amigo-Amo
https://parking.tbilisi.gov.ge/
აქ ვამოწმებ და არ არის ეგ მოსანიშნი, სხვა საიტზე უნდა შევამოწმო?
სულ 10 წუთი მეყენა და თუ გამარჭეს დროზე გადავიხდი მირჩევნია, იმდენად არ მჭირდება საშვი, ან სამსახურის ეზოში მიყენია ან "გარაჟში".
* * *
keen
კიდევ ერთხელ მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მაქვს ჯარიმა გადახდილი, 20 ლარი, გამოწერიდან ნახევარ საათში, უფრო ადრე არ აისახა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Gogla1990 8 Jun 2019, 22:58
n-i-c-k
QUOTE
CT-Park რაც გააძევეს  შეიცვალა რამე ?

მხოლოდ ჯარიმის გამომწერი biggrin.gif აქამდე თუ CT-Park-ს ჯარიმა მხვდებოდა საქარე მინაზე, ეხლა პატრული ბიძია მხვდება მანქანასთან lol.gif
რეალურად არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ მთლად მგლებივით აღარ იტაცებენ მანქანებს CT-Park-სავით

ადრეც ვყიდულობდი საშვს და ამ წუთასაც მაქვს, მაგრამ რა ხეირი? გასაჩერებელი ადგილი სადაა? ან ფასიან ავტოსადგომზე უნდა გააჩერო ან სადმე შეტენო და ჯარიმა დაგიწეროს პატრულმა თუ მიაგნო
მაგარი ბიზნესია ვერ დაუწუნებ, არც მოაწესრიგო, არც ახალი საპარკინგე ადგილები გააკეთო, უბრალოდ ერთი ვედრო საღებავით გადახაზე მთელი ქალაქი, დაჯექი და ითვალე მუქთა ფული facepalm.gif

Posted by: Amigo-Amo 8 Jun 2019, 23:36
QUOTE (Z-owner @ 8 Jun 2019, 22:51 )
აქ ვამოწმებ და არ არის ეგ მოსანიშნი, სხვა საიტზე უნდა შევამოწმო?

გადავამოწმე და აღარ ითხოვს რობოტს.
მაშინ არ გქონია არაფერი smile.gif ისე, სანამ ეგ ჯარიმა მისამართზე არ ჩაგბარდა, შეგიძლია დაიკიდო. ახლა შევამოწმე მე და 37 ცალი მაქვს

Posted by: Z-owner 8 Jun 2019, 23:40
Amigo-Amo
QUOTE
ისე, სანამ ეგ ჯარიმა მისამართზე არ ჩაგბარდა, შეგიძლია დაიკიდო.

no.gif no.gif no.gif მე ეგრე არ ვთვლი, რასაც ნომერი აქვს და შენს სახელზეა იმას ბევრი "კუდი" აქვს და თუ არ გინდა რომ გაპრობლემდეს ტვითონ არ უნდა გააპრობლემო. არ მიყვარს დარღვევა და არც ვარღვევ, უბრალოდ ხანდახან ხდება ასეც მაგრამ არა ნაგლად, ჰოდა 10 ლარიანი ჯარიმის საურავის გადახდას, თვითონ ჯარიმის გადახდა მირჩევნია. smile.gif

Posted by: Amigo-Amo 8 Jun 2019, 23:50
QUOTE (Z-owner @ 8 Jun 2019, 23:40 )
Amigo-Amo
QUOTE
ისე, სანამ ეგ ჯარიმა მისამართზე არ ჩაგბარდა, შეგიძლია დაიკიდო.

no.gif no.gif no.gif მე ეგრე არ ვთვლი, რასაც ნომერი აქვს და შენს სახელზეა იმას ბევრი "კუდი" აქვს და თუ არ გინდა რომ გაპრობლემდეს ტვითონ არ უნდა გააპრობლემო. არ მიყვარს დარღვევა და არც ვარღვევ, უბრალოდ ხანდახან ხდება ასეც მაგრამ არა ნაგლად, ჰოდა 10 ლარიანი ჯარიმის საურავის გადახდას, თვითონ ჯარიმის გადახდა მირჩევნია. smile.gif

არანაირი კუდი smile.gif იურისდიქციის ჩარჩოებში ვმოქმედებ უბრალოდ, იმას ვიყენებ, რისი უფლებამოსილებაც კანონმა მომანიჭა smile.gif ადმ. სამ. დარღვევათა კანონი მეუბნება, რომ სანამდ ადმ. სამ. დარღვევის აქტი პირადად სამართალდამრღვევს ან მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს არ ჩაბარდება, ვალდებულებებს არ წარმოშობს smile.gif + ამას, თანხას რომელ სერვისში მახდევინებს პარკინგი? რომელსაც ვერ მთავაზობს? ჩემს სამსახურში 1 საათით ადრე თუ არ მიხვედი, მანქანას ვერ გააჩერებ. ამიტომ, იძულებული ვარ, რომ ისეთ ადგილზე დავაპარკინგო, სადაც აკრძალულია და მაინც მაჯარემებს. ამიტომ, სხვაობას ვერ ვხედავ მე, თუ რა პრივილეგიას მანიჭებს საშვის შეძენა smile.gif

Posted by: Z-owner 8 Jun 2019, 23:54
QUOTE
იურისდიქციის ჩარჩოებში ვმოქმედებ უბრალოდ, იმას ვიყენებ, რისი უფლებამოსილებაც კანონმა მომანიჭა

კი გასაგებია, უბრალოდ მე არ მინდა რომ გადაუხდელი ჯარიმები მქონდეს.
QUOTE
+ ამას, თანხას რომელ სერვისში მახდევინებს პარკინგი? რომელსაც ვერ მთავაზობს?

გეთანხმები ასეა.
QUOTE
ამიტომ, სხვაობას ვერ ვხედავ მე, თუ რა პრივილეგიას მანიჭებს საშვის შეძენა

ერთერთი მიზეზია იმის საშვი რომ არ მაქვს ნაყიდი, უბრალოდ ჯარიმები მაინც არ მინდა.

Posted by: Amigo-Amo 9 Jun 2019, 00:12
Z-owner
მეორეს მხრივ, 25 ლარის გადახდა მაინც ღირს, რომ 6 თვის განმავლობაში თუ იყო ადგილი, დააპარკინგო biggrin.gif მხოლოდ სამსახური ხომ არ არის, შაბათ-კვირასაც ხომ გიწევს ადამიანს გასვლა-გამოსვლა. უბრალოდ, ყიდულობ ამ საშვს და 1 თვე თავისუფალ ადგილს ვერ პოულობ ხოლმე და მაინც გიწერენ ჯარიმას. მანდ კიდევ იჯაგრები კაცი biggrin.gif

Posted by: moen28 9 Jun 2019, 23:27
user posted image ეს თესლი და მძღნერი კომპანია ამას ვინც კომპანია დაარქვა რომ ჩავაჯვი ხახაში.. ეს უტიფარი განდონები თან კერენსკის დროინდელი მართვა რომ აქვთ კრახი მეთოდებით და სერვისებით..

დღეს ვეძებ საპარკინგეს და გავცდი თუ არა დავინახე ცარიელი ადგილია.. გავაჩერე დავხიე უკან და თან ვიყურები მეთქი ხომ ნაღდად დახაზულია და საპარკინგეა და რამე.. გამოვედი 1 საათში და სადაა ჩემი მანქანა.. მივხვდი ეგრევე ამ ყ#%ლის შვილების წაყვანილი იქნებოდა..
შეზ. შესაძ.-თვის გამოყოფილი ადგილი ყოფილა მაგრამ ნიშანი გადაშლილი და მიდედისმიმუტ%$ლებულია ასფალტზე...
დავურეკე ამ პროჭებს და მიმტკიცებენ სურათებში ნახე ნიშანი ხაზიაო.. აგერ არის მაგ ადგილის სურათი და აბა აქ ვინ ხედავთ ნიშანს მანქანის ქვეშ თუ მე დავყ%$ევდი და დავბრმავდი?

Posted by: prelato 9 Jun 2019, 23:52
moen28
მართალი ხარ უმეტეს ადგილებში მონიშვნები საერთოდ არ ჩანს, თუმცა ამ სურათით მაგის გარკვევა შერუძლებელია. შეიძლება უმეტესი ნიშანი აცლილია და დარჩენილი პატარა ნაწილი ვერ შეამჩნიე, მაგრამ მაგის მტკიცება როგორც ყოველთვის უფრო მეტ ფინანსებსა და რაც მთავარია ნერვებს წაგართმევს ვიდრე სარგებელს მოგიტანს.

Posted by: moen28 14 Jun 2019, 00:44
დღეს ვნახე და დაუხაზიათ მარტო ეგ ადგილი თავისი ნიშნით.. სულ ახალი საღებავით... მაგ 70 ლარს მოვახმარინებ თავიანთი დედის %%%$ში.. ნერვების შლას არ მოვაკლებ სამართლიანად რა თქმა უნდა... სადაც მონიშვნები გადაქექილია ყველგან უნდა დავახაზინო.. ტიპები სითი პარკის დახაზულებზე გულაობენ მთელი ქალაქის მასშტაბით..

prelato

Posted by: LORD VOLDEMOR 14 Jun 2019, 01:57
n-i-c-k
შენ რისი თქმა გინდა ამათი სურათების დადებით, ვერ მივხვდი.
ტიპები მუშაობენ და სურათებს უღებ და აქ დებ სულ. და?

Posted by: striker91 9 Jul 2019, 14:28
გამარჯობა, ჩემ მისამართზე ბებიაჩემს რომელიც 90 წლის ხდება ჩააბარეს ჯარიმა, არც შემიმოწმებია ეს თბილისის პარკინგი და რო მითხრეს პარკირებააო შემტხვევით გადავიხადე ძველი სითი პარკის ჯარიმები. გავიდა დრო და ანგარიშებზე ყადაღა, სამი 190 ლარიანი ჯარიმა მაქ, საჩივარი დავწერე ვითომ რღაც რო მოხუცს ჩააბარეთ და შეცდომა მომივიდა რო სითი პარკი გადავიხადე ნაცვლად თბილისის პარკინგისა, 1 თვე განხილვას მოუნდნენ, დამიბარეს დღეს ვიყავი და იმათ კანონის მიხედვით ვმოქმედებთ და არ გვაქ უფლება ეგ ჯარიმები ადამიანური გაუგებრობის გამო გაგიუქმოთ და მხოლოდ ძირი გადაგახდევინოთო. 12 დღე დაველოდოთო ისევ მერიაში უნდა განიხილონ ზემდგომებმაო, სავარაუდოდ სასიკეთოთ არ განიხილავენ. და სასამართლოში წადიო მაშინ.

ხოდა ვისაც ასეთი შემთხვევა ქონია სასამართლოს გარეშე ვერ მოგვარდება?

Posted by: n-i-c-k 11 Jul 2019, 20:21
ტელეფონის ნომერი თუ ვინმეს დაგჭირდათ ამათი biggrin.gif

user posted image


Posted by: giomelqa12 23 Jul 2019, 22:10
ფანჯრის საწმენდში ჩაჩრილი ჯარიმის ქვითარი ჩაბარებად ითვლება თუ დაველოდო ფოსტალიონს?

Posted by: Don ST 23 Jul 2019, 22:34
QUOTE
ფანჯრის საწმენდში ჩაჩრილი ჯარიმის ქვითარი ჩაბარებად ითვლება თუ დაველოდო ფოსტალიონს?

უკვე ითვლება როგოც ვიცი

პატრულის ჯარიმა რომ აღარ მოაქვთ, ეგ კი ვიცი და ისე უნდა გადაიხადო, მარა ამაზე ზუსტად არ ვიცი, ეხლა რომ დავფიქრდი biggrin.gif

Posted by: alea iacta est 23 Jul 2019, 22:42
giomelqa12
QUOTE
ფანჯრის საწმენდში ჩაჩრილი ჯარიმის ქვითარი ჩაბარებად ითვლება თუ დაველოდო ფოსტალიონს?


არ ითვლება.

Posted by: giomelqa12 23 Jul 2019, 22:57
Don ST
QUOTE
პატრულის ჯარიმა რომ აღარ მოაქვთ, ეგ კი ვიცი და ისე უნდა გადაიხადო, მარა ამაზე ზუსტად არ ვიცი, ეხლა რომ დავფიქრდი 



პატრულის ჯარიმა ქვეყნდება მერე როგორც ვიცი


alea iacta est
მადლობა

Posted by: Don ST 23 Jul 2019, 23:48
QUOTE
პატრულის ჯარიმა ქვეყნდება მერე როგორც ვიცი

ჰო მესიჯი რომ მოგივა გამოქვეყნებად ითვლებაო. ჰოდა მერე გამახსენდა, რომ ამაზე მესიჯი არ მოდის.

Posted by: l-e-v-a-n 23 Jul 2019, 23:52
QUOTE (Don ST @ 23 Jul 2019, 23:48 )
QUOTE
პატრულის ჯარიმა ქვეყნდება მერე როგორც ვიცი

ჰო მესიჯი რომ მოგივა გამოქვეყნებად ითვლებაო. ჰოდა მერე გამახსენდა, რომ ამაზე მესიჯი არ მოდის.

:დ
მესიჯის მოსვლა გამოქვეყნებად არ ითვლება

გამოქვეყნებად ითვლება გამოქვეყნება police.ge ზე biggrin.gif

Posted by: Don ST 24 Jul 2019, 05:59
l-e-v-a-n
ჰოდა მესიჯი რომ მოგივა იმის მერე რაღაც პერიოდში ქვეყნდება. ჩათვალე, რომ მესიჯი რომ მოგივა, მეორე დღეს გამოქვეყნებულია.
რაღაც მსგავსი შინაარსის სტატია წავიკითხე, როცა ხანდაზმულობა და ხელზე ჩაბარება გაუქდა, უკაცრავად, სიტყვასიტყვით არ მახსოვს.

Posted by: n-i-c-k 24 Jul 2019, 09:39
QUOTE
ტიპები მუშაობენ

რას ეძახი მუშაობას , ვისაც საშვი არ აქვს ნაყიდი , ჯარიმას რომ უწერენ ??

უბანში ნახევარი მანქანები ტროტუარზეა ჩახერგილი , ისე რომ ქვეითი იძულებულია ავტომობილის სავალ გზაზე ჩავიდეს და ესეთ მანქანებს არც ეკარებიან ?

რა შეიცვალა სიტი პარკის თბილისის პარკინგით ჩანაცვლებით ??
პარკინგის საფასური იგივეა , საპარკინგე ადგილები არ გაზრდილა , ტროტუარზე შეყუდებულ ძვირფასს ჯიპებს საერთოდ ვერ ხედავს უმეტესობა sad.gif

სამაგიეროდ ზოლში წესიერად ჩაყენებულ , უწყინარად გაჩერებულ მანქანებზე ნადირობენ sad.gif

დააწესონ ბარემ პირდაპირ სავალდებულო გადასახადი პარკირების biggrin.gif


Posted by: n-i-c-k 26 Sep 2019, 11:12
ეს დედანატირები , ტროტუარზე , სიგანეზე მანქანა დგას და ჯარიმას არ უწერს და ვინც ზოლში დგას თუ საშვი არ აქვს - ერთს არ ტოვებს ...

user posted image

Posted by: buenos 24 Oct 2019, 22:10
რა მაინტერესებს და
თბილისის პარკინგს ეხება შიდა ქუჩები?
კორპუსის წინ მეორე/მესამეხარისხოვან გზაზე დაუხაზავი ადგილები ვისი კომპეტენციაა?
არ შემიძლია ევაკუატორი გამოვიძახო და წყნარად წავაყვანინო მანქანა, რომელიც მიკეტავს გარაჟში შესასვლელს? როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია. აწერია, არ დაბლოკო შესასვლელი. დაიკიდებ და 5 წუთში ფაფუუ შენი მანქანა.
რატო უნდა ვეძებო ვიღაცა ან ვიშალო ნერვები საღამოს სახლში მოსულმა, ან დილით ვაღვიძებდე კეთილსინდისიერ მეზობლებს.


Posted by: prelato 24 Oct 2019, 22:40
QUOTE (Don ST @ 23 Jul 2019, 22:34 )
QUOTE
ფანჯრის საწმენდში ჩაჩრილი ჯარიმის ქვითარი ჩაბარებად ითვლება თუ დაველოდო ფოსტალიონს?

უკვე ითვლება როგოც ვიცი

პატრულის ჯარიმა რომ აღარ მოაქვთ, ეგ კი ვიცი და ისე უნდა გადაიხადო, მარა ამაზე ზუსტად არ ვიცი, ეხლა რომ დავფიქრდი biggrin.gif

მოაქვთ პატრულისებიც, შენ ეტყობა კარებს არ უღებ. ჩემი ახლობელი არიგებს, რომ იცოდეთ რამდენიააააააა))))))))))))))))

Posted by: n-i-c-k 30 Oct 2019, 13:34
ცუდათ დაპარკინგება უფრო საფრთხის შემცველია თუ საპირისპიროზე გასვლა ?
ხოდა რაღა პარკირების ჯარიმას ზრდიან 5 ჯერ ??
კარგი მეთოდი კი არის საშვები აყიდინონ მოსახლეობას ..

user posted image

კალაძეს თხოვნით გაუძვირებიათ თურმე ....

მიღებული ცვლილებები მთელ საქართველოს შეეხო თან ... შორის რუსთაველებსაც და გორელებსაც კახის თხოვნით გაუზარდეს ჯარიმები ...

ზრუნავს ავტოგოლა smile.gif

Posted by: n-i-c-k 20 Mar 2020, 18:34
თითქმის ყველა ბიზნეს საქმიანობა შეწყვეტილია და ესენი გაორმაგებული ძალებით ჯარიმებს წერენ !

user posted image

#კალაძენამუსიგააქვს biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 3 Apr 2020, 14:51
https://www.facebook.com/taia.gamtenadze/videos/10212931970933380/

დავი ვიდეო ავტორთან !
ამათ დარჩი სახლში არ ეხებათ ? თუ ჩვენთვი მუშაობენ biggrin.gif
user posted image

Posted by: keen 9 Apr 2020, 19:47
QUOTE
ამათ დარჩი სახლში არ ეხებათ ? თუ ჩვენთვი მუშაობენ

რავიცი, ამ სიტუაციაში, ამათ მაინც რაღა უნდათ? spy.gif

Posted by: n-i-c-k 16 Apr 2020, 12:28
ყველა სტრუქტურებიდან ხალხი სახლში გააგდეს "დარჩით სახლშიო" და თბილისის სატრანსპორტო სამსახურს არ ეხება ეგ ??

user posted image

ყოველ ნაბიჯში მხვდებიან ....

მაინც არ ვიყიდი პარკინგის საშვს smile.gif

Posted by: n-i-c-k 17 May 2020, 13:40
კალაძე პარაზიტო !

CT-Park ი რომ ვითომ გააგდე (და მგონი კომპენსაციას რომ უხდით) და თბილისის პარკინგი დაასაქმე , რა დანიშნულება აქვს ამ "კანტორას" ?

აჯარიმებთ მარტო იმათ ვისაც საშვი არ აქვს ნაყიდი ???

ამ სირს ვუთხარი კიდევაც მეორე მხარეზე ტროტუარზე დაპარკინგებულ მანქანებს ვერ ხედავო ! და გააგრძელა გზა sad.gif

ვინ უფრო დასაჯარიმებელია ? ვინც ზოლში წესიერად დგას თუ ვინც ტროტუარის შუაში აპარკინგებს და ქვეითებს სიარულის უფლებას უზღუდავს (ამ უკანასკნელებს არც ეკარებიან ენ სირები ! )

user posted image

user posted image

user posted image



Posted by: n-i-c-k 17 Jul 2020, 18:35
სიტი პარკი ცუდი იყო და თბილისის პარკინგი უკეთესია რამით მოსახლეობისთვის ??

user posted image


Posted by: n-i-c-k 24 Jul 2020, 11:08
კომპანია “სითი-პარკის” მიერ დაჯარიმებულ 6 ათასამდე ადამიანს, გადასახადი ჩამოეწერება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელს სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, რისი ერთ-ერთი მთავარი მოტივიც იყო, რომ არასწორად ხდებოდა ადამიანების დაჯარიმება. დაახლოებით, 6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, რომელიც ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, მილიონამდე ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარი დაუჭირეს. ვფიქრობ, ამნისტია, რომელიც განხორციელდა, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2018 წლის 10 აპრილს შეუწყვიტა ხელშეკრულება.

Posted by: otiko_otiko2 29 Jul 2020, 22:10
გამარჯობათ , ქვითარი სახლში თუ არ მომიტანეს - 30 დღიანი წამმზომი არ აქტიურდება ? რაც ეს ახალი კომპანია მოვიდა 2 ჯერ დამიწერეს და არ გადამიხდია .

Posted by: Z-owner 4 Aug 2020, 23:54
ხალხო პეკინზე რა ხდება? პარკინგის ზოლებს შლიან თუ მომეჩვენა?

Posted by: Niku7a 5 Aug 2020, 10:30
როდიდან შედის ცვლილებები ახალი რეგულაციებით?

Posted by: n-i-c-k 7 Sep 2020, 13:13
QUOTE
პარკინგის ზოლებს შლიან თუ მომეჩვენა?


ნომრები არ დააწერეს რომ ...

10 სექტემბრიდან 1 საათი 1 ლარი (მოსახლეობის ხათრით და თხოვნითო კალამ biggrin.gif )

სიტი პაკი ცუდი იყოოო.... და თბილისის პარკინგი რითია ნეტავ უკეთესი .... ( რამეში მაინც )

50 ლარი წელიწადში + საათში 1 ლარი ...

მიდის მუქრთა ფულის ჭრა .... რიგში ჩაყენებულ მანქანებს საშვის არქონის გამო აჯარიმებენ , ტროტუარზე შეყენებულებს კი ხმას ვერ სცემენ

user posted image

Posted by: dat111 7 Sep 2020, 14:07
QUOTE
ხალხო პეკინზე რა ხდება? პარკინგის ზოლებს შლიან თუ მომეჩვენა?

საქმე იმაშია რომ ეს იმბეცილები საპარკინგე ადგილებს აუქმებენ ბევრგან, ფასიან პარკირებას რომ ვერ ავცდებოდით ამათი მშენებლობების შემხედვარე ეგ ისედაც ცხადი იყო მაგრამ ეს ოხერი 5 ადგილას როცა ხარ მისასვლელი და ხან რა ხან რა წასაღები წამოსაღები აი რა უნდა ქნა? ყველა ბიძინა და კალოშა ხომ არ არი მოსამსახურეს აკიდო ზურგზე ყველაფერი და წადი გააკეთეო, ის საწყალი ხელოსანი კოსტავაზე რომ აფეთქდა აი მაგ გასაჩერებლად გაუქმების და ველობილიკის მსხვერპლია ზუსტად, ჩქარა ჩქარა მანქანა არ გააჩერებინეს აშკარად იარაღების გადმოლაგებისას და სიჩქარეში აერეოდა ბალონები.

Posted by: david_888 7 Sep 2020, 14:51
ნუ ყველაგნ არვიცი მარა კუტუზოვზე რო გააკეთეს ეგ ზონალური ძაან გამისწორდა, 24 საათი გაძეძგილი იყო ოფისის მანქანებით წამით ვერ გააჩერებდი რო გჭირდებოდა

Posted by: dat111 7 Sep 2020, 16:08
QUOTE
ნუ ყველაგნ არვიცი მარა კუტუზოვზე რო გააკეთეს ეგ ზონალური ძაან გამისწორდა, 24 საათი გაძეძგილი იყო ოფისის მანქანებით წამით ვერ გააჩერებდი რო გჭირდებოდა

ზონალური გარდაუვალი იყო როგორც ვთქვი, ეგ რომ დროზე გაეკეთებინათ ნახევარი ბარდაგი არც იქნებოდა ქალაქში, როცა მართლა გჭირდება მიხვალ გააჩერებ იმ ერთი საათით.
აი რომ აუქმებენ ადგილებს ეგაა დებილიზმი

Posted by: BeCooL 10 Sep 2020, 00:20
n-i-c-k
QUOTE
10 სექტემბრიდან 1 საათი 1 ლარი (მოსახლეობის ხათრით და თხოვნითო კალამ  )

სიტი პაკი ცუდი იყოოო.... და თბილისის პარკინგი რითია ნეტავ უკეთესი .... ( რამეში მაინც )

50 ლარი წელიწადში + საათში 1 ლარი ...

მიდის მუქრთა ფულის ჭრა .... რიგში ჩაყენებულ მანქანებს საშვის არქონის გამო აჯარიმებენ , ტროტუარზე შეყენებულებს კი ხმას ვერ სცემენ

ზონალური პარკინგი რაც გააკეთეს, გარდაუვალი იყო და უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინათ. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უფასოა + შეძლებენ სახლთან მანქანის პარკირებას, 15 წუთით კი ყველასთვის უფასოა მემგონი.

პროსტა ის ტეხავს, ადგილობრივი მოსახლე თუ არ ხარ და მანდ თუ მუშაობ სადმე, მანქანა სად უნდა წაიყვანო? )))))) საათობრივად რო გადაიხადო, ხელფასს მანდ დატოვებ

Posted by: n-i-c-k 10 Sep 2020, 01:47
QUOTE
ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უფასოა + შეძლებენ სახლთან მანქანის პარკირებას


100 მეტრის რადიუსში მხოლოდ sad.gif
ეხლა წარმოიდგინე თუ სხვას ექნება მაგ რადიუსში დაპარკინგებული და ადგილი არ იქნება , ერთ დღეში 24 ლარი ექნება გადასახდელი... ახალი კორპუსები ისე შენდება პარკინგი არ აქვთ და ყველა მაცხოვრებლისთვის იმ 100 მეტრაშიც ადგილი არ იქნება ...

Posted by: dat111 10 Sep 2020, 11:58
QUOTE
აქვთ და ყველა მაცხოვრებლისთვის იმ 100 მეტრაშიც ადგილი არ იქნება ...

ხოდა ნუ იყიდიან ისეთ ადგილას ბინას სადაც პარკინგის პრობლემაა,
QUOTE
პროსტა ის ტეხავს, ადგილობრივი მოსახლე თუ არ ხარ და მანდ თუ მუშაობ სადმე, მანქანა სად უნდა წაიყვანო? )))))) საათობრივად რო გადაიხადო, ხელფასს მანდ დატოვებ

ნუ იდეა ეგაა ზუსტად რომ გრაფიკით როცა მუშაობ საზ ტრანსპორტით იარო, სამაგიეროდ როცა აუცილებლობა იქნება საქმეზე მისვლის მიხვალ უპრობლემოდ მანქანით

Posted by: david_888 10 Sep 2020, 12:07
QUOTE
ადგილობრივი მოსახლე თუ არ ხარ და მანდ თუ მუშაობ სადმე, მანქანა სად უნდა წაიყვანო? )))))) საათობრივად რო გადაიხადო, ხელფასს მანდ დატოვებ

ორ ოთახიან ბინებში არ უნდა ოფისები გახსნილი და პარკინგის პრობლემაც არ იქნება

Posted by: Nescafe13 10 Sep 2020, 12:43
QUOTE
ორ ოთახიან ბინებში არ უნდა ოფისები გახსნილი და პარკინგის პრობლემაც არ იქნება


ნამდვილად smile.gif

Posted by: keen 10 Sep 2020, 13:23
QUOTE (david_888 @ 10 Sep 2020, 12:07 )
QUOTE
ადგილობრივი მოსახლე თუ არ ხარ და მანდ თუ მუშაობ სადმე, მანქანა სად უნდა წაიყვანო? )))))) საათობრივად რო გადაიხადო, ხელფასს მანდ დატოვებ

ორ ოთახიან ბინებში არ უნდა ოფისები გახსნილი და პარკინგის პრობლემაც არ იქნება

ეგეთი ლოგიკით, ბინაც არ უნდა შენდებოდეს უპარკინგოდ, ხოლო ძველი კორპუსების მაცხოვრებლებმა საკუთარ ეზოებში დააყენონ ავტოები ... ან საოფისედ აშენებულ ფართებს სად აქვთ საკმარისი მანქანის გასაჩერებელი ადგილები? spy.gif

ეს ფაქტი უკვე სახეზეა და აკრძალვები პრობლემას არ გადაჭრის. სამწუხაროდ, ქალაქის მერია არც ცდილობს საქმის ადეკვატურ კეთებას...

Posted by: david_888 10 Sep 2020, 13:34
keen
QUOTE
ან საოფისედ აშენებულ ფართებს სად აქვთ საკმარისი მანქანის გასაჩერებელი ადგილები?

საცხოვრებელ კორპუსში როა პირვესლი სარტლი გამოყოფილი საოფისედ ეგაა საოფისე ნაგებობბა, უნდა აშენდეს ბიზნეს ცენტრები შესაბამი სადგომებით და მანდ უნდა ქირაობდნენ ფართებს საოფისედ, ნელნელა მივალთ მაქამდე და მკაცრი საპარკინგე პოლიტიკა სტიმულირებას მოახდენს დააჩქარებს მაგ პროცესს

Posted by: keen 10 Sep 2020, 13:39
QUOTE (david_888 @ 10 Sep 2020, 13:34 )
keen
QUOTE
ან საოფისედ აშენებულ ფართებს სად აქვთ საკმარისი მანქანის გასაჩერებელი ადგილები?

საცხოვრებელ კორპუსში როა პირვესლი სარტლი გამოყოფილი საოფისედ ეგაა საოფისე ნაგებობბა, უნდა აშენდეს ბიზნეს ცენტრები შესაბამი სადგომებით და მანდ უნდა ქირაობდნენ ფართებს საოფისედ, ნელნელა მივალთ მაქამდე და მკაცრი საპარკინგე პოლიტიკა სტიმულირებას მოახდენს დააჩქარებს მაგ პროცესს

მომავალში რა უნდა იყოს ან იქნება, სხვა თემაა... ახლა ეს რეალობაა და მორჩა smile.gif ისე, აფთიაქები და მაღაზიები, მათ შორის სასურსათო, ცალკე, სადმე ქალაქგარეთ გაიტანონ ხომ?

Posted by: david_888 10 Sep 2020, 16:00
keen
კაი რა, სწორადაც რომ ზონალური უნდა იყოს ყველაგან და საერთოდ არ მაინტერესებს სამსახურებში მისული ხალხი სად გააჩერებს მანქანას, დახაზული პარკინგი იმისთვისაა რო ცოტახნით გააჩერო მაღაზიაში აფთიაქში და ა.შ შესასვლელად და არა იმიტო რო იქ მომუშავე ხალხს ეყენოს დილიდან ღამემდე და ქრონიკულად დაკავებული იყოს ყველა ადგილი

Posted by: მოთამაშე 10 Sep 2020, 16:07
user posted image

..............................................................

Posted by: keen 10 Sep 2020, 16:47
QUOTE (david_888 @ 10 Sep 2020, 16:00 )
keen
კაი რა, სწორადაც რომ ზონალური უნდა იყოს ყველაგან და საერთოდ არ მაინტერესებს სამსახურებში მისული ხალხი სად გააჩერებს მანქანას, დახაზული პარკინგი იმისთვისაა რო ცოტახნით გააჩერო მაღაზიაში აფთიაქში და ა.შ შესასვლელად და არა იმიტო რო იქ მომუშავე ხალხს ეყენოს დილიდან ღამემდე და ქრონიკულად დაკავებული იყოს ყველა ადგილი

ხოდა, ხალხი თუ ვერ ივლის სამსახურებში, გადაიტანენ ყველაფერს გარეუბნებში და მერე ცენტრიდან იარონ იქით მომსახურების მისაღებად თუ პროდუქციის საყიდლად old.gif

Posted by: dat111 10 Sep 2020, 18:25
QUOTE
ორ ოთახიან ბინებში არ უნდა ოფისები გახსნილი და პარკინგის პრობლემაც არ იქნება

ეგეც საკმაოდ რთული საკითხია, მსხვილი ბიზნესცენტრები ისევ რამოდენიმე ადმიანის ხელშია და სესაბამისად ვინც ამ 2-ოთახიანებს აქირავებს სემოსავლის გარესე რცება სამაგიეროდ ბიძინ-კალოშები კიდევ უფრო მდიდრდებიან. ისე ბიზნესცენტრებიც არ უშველის საქმეს ვინაიდან გზები ვეღარ ატარებს ამდენ ხალხს.
ზონალურ საათობრივ პარკირებას ვერ ავცდებით ვერანაირად, მაგის აცილება 10 წლის წინ მსენებლობებზე რეგულაციების შემოღება იქნებოდა მაგრამ.....

მოკლედ საათობრივი აუცილებელია და თან საკმაო მკაცრი ადმინისტრირებით, მთელი დღე ოფისთან ვერ გაჩერდები ყოველდრიურად სამაგიეროთ მოლაპარაკებებზე, საყიდლებზე და ა.შ. გადაადგილება გამარტივდება, რაც ჯამში ბიზნესისატვის უკეთესია, აბა ესაა საქმე, მიდიხარ რაღაცის საყიდლად და იქ გამყიდველების და ადმინისტრაციის მანქანებითაა სავსე ყველაფერი მერე წუწუნებენ მყიდველი არ გვყავსო და კლიენტი არ მოდისო.

Posted by: keen 10 Sep 2020, 21:03
dat111
QUOTE
მოკლედ საათობრივი აუცილებელია და თან საკმაო მკაცრი ადმინისტრირებით, მთელი დღე ოფისთან ვერ გაჩერდები ყოველდრიურად სამაგიეროთ მოლაპარაკებებზე, საყიდლებზე და ა.შ. გადაადგილება გამარტივდება, რაც ჯამში ბიზნესისატვის უკეთესია, აბა ესაა საქმე, მიდიხარ რაღაცის საყიდლად და იქ გამყიდველების და ადმინისტრაციის მანქანებითაა სავსე ყველაფერი მერე წუწუნებენ მყიდველი არ გვყავსო და კლიენტი არ მოდისო.

სრული აბსურდია... არსად გამარტივდება რამე, თუ კონკრეტულ ობიექტს დიდი ტერიტორია არ აქვს გამოყოფილი პარკინგისთვის. ყველა კორპუსში ჰყავთ იმდენი მანქანა, რომ მისი სახლის მიმდებარე ადგილებს თავისუფლად შეავსებენ. თან, ზოგს მიწისქვეშა პარკინგი რომც ჰქონდეს, იქ ჩასვლა ისეც ეზარება და ახლა, საერთოდ გარეთ დააყენებს... უმეტესობას, საერთოდ არც ეზო აქვს და არც მანქანის გასაჩერებელი ადგილი...

საკუთარ მაგალითზე... კარგა ხანს ვეძებეთ საოფისე ფართი, რომელსაც მანქანის გასაჩერებელი საკმარისი ადგილი ექნებოდა და ვერ ვნახეთ - მათ შორის ე.წ ბიზნეს ცენტრებსაც... ესაა ჩვენი "აღმშენებლობის" რეალობა და ზონალური პარკირებებით ამ პრობლემას არ ეშველება...

Posted by: Fаulkner 10 Sep 2020, 21:21
dat111
QUOTE
ეგეც საკმაოდ რთული საკითხია, მსხვილი ბიზნესცენტრები ისევ რამოდენიმე ადმიანის ხელშია და სესაბამისად ვინც ამ 2-ოთახიანებს აქირავებს სემოსავლის გარესე რცება სამაგიეროდ ბიძინ-კალოშები კიდევ უფრო მდიდრდებიან

რამდენში აქირავებ ატენის ბინას? biggrin.gif სიმართლე თქვი და გასწავლი ზემო ვერაზე ჩორნი ხოდს, ვარაზის ავლით biggrin.gif

Posted by: lav-100 11 Sep 2020, 15:17
მარჯანიშვილზე ვმუშაობ მწვანე ოფისთან, პარკინგი არის, მაგრამ ოკუპირებული აქვს სტაიანშიკს, რომელსაც თანამშრომლები თვიურად უხდიან 50 -50 ლარს და ეს ადგილს უანხავს სხვადასხვა ნივთების გამოყენებით :დ ხოდა ძალიან ჩაძმაკაცებულია ამ თბილისი პარკინგის ხალხთან, მგონიარომ ფულს აძლევს რომ ცუდად გაჩერებული მაქნანები არ დააჯარიმოს და აწყობილი საქმე არ გაუფუჭდეს biggrin.gif საათობრივი რომ შემოიღონ აქაც მერე ნეტა რას იზამენ საინტერესოა

Posted by: dat111 11 Sep 2020, 16:35
QUOTE
უმეტესობას, საერთოდ არც ეზო აქვს და არც მანქანის გასაჩერებელი ადგილი...

ხოდა როგორც ევროპაშია ან მოუწევს ბოლოს ან ზვირის გადახდა პარკირებაში ან მანქანის გაყიდვა ან ბინის სეცვლა სადმე ისეტ უბანზე სადაც პარკირება არი, ჩვენ გვქნდა სანსი მაგ მარაზმებს ავცილებულიყავით ვინაიდან გვიან ჩავერთეთ ამ ვითომ კაპიტალიზმში მარა ვერ შევიშნეთ, ხოდა ვინ როგორ არ ვიცი და მე საყიდლად ან საქმეზე თუ მისასვლელი ვარ მირჩევნია რუსტავში ჩავიდე და მანქან გავაჩერო ვიდრე საბურთალოზე გავიდე სიტყვაზე და ვერსად ვნახო საპარკინგე მაღაზიასთან.
QUOTE
რამდენში აქირავებ ატენის ბინას? biggrin.gif სიმართლე თქვი და გასწავლი ზემო ვერაზე ჩორნი ხოდს, ვარაზის ავლით

არ მაქ ბინა ატენზე კაცო ვინაა ეს biggrin.gif ვარაზის ავლით კი ვიცი მარა აი გაჭედილ ვარაზში ასვლა რომ არ მაწყობს მაგაშია საქმე biggrin.gif
QUOTE
ესაა ჩვენი "აღმშენებლობის" რეალობა და ზონალური პარკირებებით ამ პრობლემას არ ეშველება...

მოკლედ ზონალური რომ გაკეთდა ლესელიძეზე, კოლმეურნეობაზე და მშრალი ხიდის მახლობლად მანქანის გაჩერების საშუალება გაჩნდა (სადაც ზონალურია იქ) როდესაც მანამდე სრულიად აღარ იყო ადგილები, პეკინზეც დიდი ეწვი მაქ რომ აწი გასვლას შევძლებ როცა დამჭირდება

Posted by: GrigolS 11 Sep 2020, 17:05
dat111
ლესელიძეს სხვა პრობლემა ქონდა, გასაქირავებელი მანქანები ეყარა. პეკინზე და მიმდებარედ იმდენად ცოტა ადგილია, რომ მანდ ადგილი მაინც რთული საჩალიჩო იქნება
* * *
ერთი რაც ვერ გავიგე, ზონები ასე პატარა რატომ არის? გზის ერთი მხარე სხვა კოდია, მეორე სხვა კოდია, თუ სადმე გზა კვეთს კიდევ კოდები იცვლება... საბოლოოდ მანქანა გავაჩერე, პარკინგი ჩავრთე და ჯარიმაც გადავიხადე იმიტომ რომ კოდი თUრმე გზის მოპირდაპირე მხარის ჩავწერე. ამის გასაჩივრებას დიდი აზრი არ აქვს, მაგრამ იდეა ვერ გავიგე რა ჯალა ედგათ 500 კვადრატე 5 კოდი რომ დააწერეს..

Posted by: Fаulkner 11 Sep 2020, 17:59
dat111
QUOTE
არ მაქ ბინა ატენზე კაცო ვინაა ეს

აბა მაქედან რატო გამოდიხარ? biggrin.gif
QUOTE
ვარაზის ავლით კი ვიცი მარა აი გაჭედილ ვარაზში ასვლა რომ არ მაწყობს მაგაშია საქმე

რა წერია ეხლა აქ? biggrin.gif ვარაზთან არა აქ კავშირი საერთოდ, არც მელიქიშვილთან. რა გზაზე ამბობ აბა?

Posted by: dat111 11 Sep 2020, 18:08
QUOTE
აბა მაქედან რატო გამოდიხარ?

პიქსელის მოპირდაპირედ ვცხოვრობ biggrin.gif
QUOTE
ვარაზთან არა აქ კავშირი საერთოდ, არც მელიქიშვილთან. რა გზაზე ამბობ აბა?

ბასლეინის გადასაფრენი გზა გაჭერი სადმე? ქსივა არ მაქ და biggrin.gif

Posted by: Fаulkner 11 Sep 2020, 18:17
dat111
QUOTE
პიქსელის მოპირდაპირედ ვცხოვრობ

პიქსელი რომელია? რავი, სუ ატენის შესახვევზე ბაზრობ.
QUOTE
ბასლეინის გადასაფრენი გზა გაჭერი სადმე?

კაცო, ატენიდან ხო გამოდიხარ და ამბობ ბაგებში უნდა დავკრუგო ზემო ვერაზე მოსახვედრადო, ან გაჭედილი ვარაზი გავიაროო, ჰოდა მესამე გზაც არის თქო. რამიშვილიდან ეშვები, მაგრამ ვარაზთან არა აქ კავშირი.

Posted by: dat111 11 Sep 2020, 19:46
QUOTE
პიქსელი რომელია? რავი, სუ ატენის შესახვევზე ბაზრობ.

ატენს რომ გამოცდები მარცხნივ რკინაშუშის შენობა რომ არი ადრე სახანძრო იყო აი მაგის პირდაპირ არკასი, პადზემკასთან biggrin.gif
QUOTE
ჰოდა მესამე გზაც არის თქო. რამიშვილიდან ეშვები, მაგრამ ვარაზთან არა აქ კავშირი.

რარაც მიწისქვეშა გასასვლელი იპოვე სტალინის დროინდელი თუ საიდან უნდა მოხვდე ვერაზე? ლაგუნა ვერასტან ჩადი და ელბაქიძით ამოდი არ დაწერო ოღონდ biggrin.gif

Posted by: Fаulkner 11 Sep 2020, 19:54
dat111
QUOTE
ლაგუნა ვერასტან ჩადი და ელბაქიძით ამოდი არ დაწერო ოღონდ

აბა როგორ გინდა? biggrin.gif სუ სამი გზაა. ბაგები იასნია გამორიცხულია, რჩება ან ეგ, ან ვარაზში ტყვნა და შიმშილი biggrin.gif ისიც გასარკვევია ზემო ვერას რას გულისხმობ. თუ ჟვანიას, კაკრაზ ჩემი გზაა კაი, პრობკების გარეშე. თუ არ იციან უკვე და მანდაც არ მიწყდნენ biggrin.gif

Posted by: Z-owner 11 Sep 2020, 20:11
dat111
ელბაქიძეზე რომ ესტაკადას ჩალიჩობდნენ ხომ გახსოვს? გვირაბი რომ გაიჩითა და თაღზე ეწერა წლები და "ბერია ცოცხალია"-ო, აიი ეგ გვირაბი დაითრია ფოლკნერამ, გააწმენდინა და დაგრიალებს როგორც უნდა, ფილარმონიამდე ამოძვრება, მანდ მიწის ქვეშ კიდე გზაჯვარედინებია, თან შუქნიშნებიც არაა და შებერავს ხოლმე 27 კმ/სთ სიჩქარით. ან თუ მაგ გვირაბის კარების გაღება ეზარება, მაინც უნდა გადმოხვიდე, კარები გააღო, ჩაჯდე, შეხვიდე, გაააჩერო, გადმოხვიდე დაკეტო და წახვიდე, კოსტავაზე შებერავს ხოლმე ჩერეზ მელიქიშვილი, პროწივით.
აი კარები.გე რომ პულტიან კარებს დაუმზადებს მერე სულ მაგ გვირაბით იგრიალებს, ქართველი ჯეიმს ბონდია რა.

Posted by: MANAXH 11 Sep 2020, 22:15
ვინმე იყენებთ აპლიკაციას? მე არ დამჭირებია საათობრივის გამოყენება ჯერ, რამდენად მოსახერხებელია ან გამართულად მუშაობს

მადლობა

Posted by: dat111 12 Sep 2020, 12:20
QUOTE
ვინმე იყენებთ აპლიკაციას? მე არ დამჭირებია საათობრივის გამოყენება ჯერ, რამდენად მოსახერხებელია ან გამართულად მუშაობს

რამოდენიმეჯერ ვიხმარე და რავი გამართულად მუშაობს, მარტივია ძალიან, მანქანის ნომერს ამახსოვრებინებ (რამიდენიმე შეგიXლია ჩაწერო), ავსებს ბალანსს წინასწარ და მერე პარკირების ადგილას რომ გაჩერდები აირჩევ მანქანას, პარკირების ზონის ნომერს და პარკირების დაწყებას დაკლიკავ, შეგიძლია აგრეთვე ფასის გადახდა აირჩიო ან 15წუთი უფასო+ მერე ფასის გადახდა, წამოსვლისას გახსნი აპლიკაციას დაკლიკავ დავასრულოთ პარკირებას და მორჩა (ეს არ უნდა დაგავიწყდეს biggrin.gif )

Posted by: Tenno 12 Sep 2020, 17:28
პეკინზე და შემოგარენშიც გააკეთეს ეხლა ზონალურები...

ბინის გარშემო უფასო პარკირებისთვის აპლიკაციამ გამიშვა tp.ge-ზე სადაც "უფასო პარკირების გამოსაყენებლად აუცილებელია ID ბარათით ვერიფიკაციის გავლა !"
იმენნა ლინკზე გიშვებენ სადაც ახსნილია როგორ გააკეთო ელექტორნული ხელმოწერა სადაც ID READER-ი გჭირდება...
თუ არ მაქვს ეს ID რიდერი არსად არ წერია მაშინ მიდით მერიაში ან იუსტიციაში ან რავი სადმე და იქ გაგიაქტიურებენო...
ვინმემ მიაბით ბინას ეს უფასო ზონები?

Posted by: BeCooL 12 Sep 2020, 23:50
n-i-c-k
QUOTE
ხლა წარმოიდგინე თუ სხვას ექნება მაგ რადიუსში დაპარკინგებული და ადგილი არ იქნება , ერთ დღეში 24 ლარი ექნება გადასახდელი... ახალი კორპუსები ისე შენდება პარკინგი არ აქვთ და ყველა მაცხოვრებლისთვის იმ 100 მეტრაშიც ადგილი არ იქნება ...

ხო ნუ ეგ ტეხავს, მაგრამ ეგეთ კორპუსებს არც გაეყიდებათ სახლები წესიერად. ყველა ახალი კორპუსის სტანდარტი უნდა გახდეს მიწისქვეშა პარკინგის ადგილი.

dat111
QUOTE
ნუ იდეა ეგაა ზუსტად რომ გრაფიკით როცა მუშაობ საზ ტრანსპორტით იარო, სამაგიეროდ როცა აუცილებლობა იქნება საქმეზე მისვლის მიხვალ უპრობლემოდ მანქანით

ხო იდეას კი მივხვდი რატომაცააა, ვაფშე ყველაფერი იქით მიყავთ რომ ხალხი მასიურად აიძულონ მანქანებით სიარულს შეეშვას და საზ.ტრანსპორტით იმოძრაოს უმეტესობამ მაინც.
პზდც

david_888
QUOTE
ორ ოთახიან ბინებში არ უნდა ოფისები გახსნილი და პარკინგის პრობლემაც არ იქნება


კაი ჩემო ძმაო, აწი გავითვალისწინებთ lol.gif
შენ მთლიანი ქალაქის ოფისების და მაღაზიების გადატანა გნდომებია სავაჭრო/საოფისე ცენტრში lol.gif lol.gif

Posted by: gaaxure 19 Sep 2020, 21:04
ბიჭო, რა ხალხი ხართ თქვენ და რა ქალაქში ცხოვრობთ საერთოდ?! ჯერ ერთი, რომელიმეს რომ გიწევდეთ ზონალურ-პარკინგიან უბანში მუშაობა როგორ იჭიკჭიკებდით ძაან მაინტერესებს? მეორე, ზონალურ-საათობრივიც არის და ზონალურ საათობრივიც; საათი-ლარიდან რო იწყება და ზონის მიხედვით გავაძვირებთო. რო გპირდებიან, მაგაზე თუ ფიქრობთ? მარტო ცენტრალურ უბნებზე რომ არ გავრცელდება ეს ამბავი ის თუ იცით? გეგმის მიხედვით ყველგან რომ ეგრე უნდა იყოს ქალაქის მასშტაბით. სახლიდან 100 მეტრში უფასო იქნებაო; დავუშვათ დავიჯერეთ, რომ მაგას არ შეცვლიან როგორც კი მოეხოშებათ. ისიც დავუშვათ, რომ აპლიკაცია და სისტემა გამართულად იმუშავებს და GPS-ის ცდომილების გამო ყოველ მეორე საღამოს შენს მანქანას საჯარიმოზე არ წააცუნცულებს მერიის პარკინგის მონიტორინგის სამსახური. 100 მეტრში ერთი კორპუსის მანქანებს რანაირად დაატევთ ძალიან მაინტერესებს? თბილისში მილიონ-ნახევარზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს და 2018 წლის მონაცემით 520 ათასი მანქანაა რეგისტრირებული - ანუ სადღაც 3 კაცზე 1 მანქანა, სად აპირებთ რომ წაიყვანოთ?
ეს ჩვენი ¥£€ მერი და მისი კრუხის პალო მოადგილე რო გაიძახიან: "ჩვენი თვითმიზანი მძღოლების კომფორტი კიარაა, გვინდა რაც შეიძლება ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქშიო." რა გგონიათ ვის გულისხმობენ? შენ. რომ ზიხარ სახლში და გარეუბნიდან "მოთრეულ" და შენს ქუჩაზე დასაქმებულ ხალხზე რომ ხარ აღრენილი, პარკინგის ადგილს იკავებენ მანქანა ვერ დამიყენებიაო. თვითონ იგრიალებენ ისევ კაი-კაი მანქანებით და შენ გადაგსვამენ 2 საათში ერთხელ მოსიარულე ავტობუსებში, დაშლილ მარშუტკებში და სუნიან მეტროში დასაჯდომი არასდროს რომ არ არის და ვიღაცის ჩანთა(უკეთეს შემთხვევაში) რომ გადევს თავზე; ან გაგპარასავენ ცხვარივით. დაჯექი მერე და იძახე "კაია, ეგრეც უნდა იყოს." და მსგავსები.

Posted by: dat111 19 Sep 2020, 23:17
QUOTE
ახალი კორპუსები ისე შენდება პარკინგი არ აქვთ და ყველა მაცხოვრებლისთვის იმ 100 მეტრაშიც ადგილი არ იქნება ...

აი სადაა ბუდე ზუსტადაც, ბარანები რო ყიდულობდნენ ეგეთ ადგილას კორპუსებს სადაც სადმე ქუСაზე ტროტუარზე მანქანის მიგდების იმედიЕ იყვნენ, ეგეც მიЫვებული იყო ზუსტად მაგისათვის რომ ჩაკორპუსებას ხელი არ შეშლოდა, ხოდა მივირეთ ბანგლადეში და ამ ბანგლადეშის პირობებში ვეღარც ხალხი ეტევა და ვეღარც ეს მანქანები ვერანაირად ხოდა პარკირების გაფასიანებას ვერ ავცდებით, მაგას ცოტა ხანში მანქანებზე გადასახადის ზრდაც დაემატება და კაი ძვირი სავალდებულო დაზღვევაც. მორჩა კომუნიზმი

QUOTE
დაშლილ მარშუტკებში და სუნიან მეტროში დასაჯდომი არასდროს რომ არ არის და ვიღაცის ჩანთა(უკეთეს შემთხვევაში) რომ გადევს თავზე; ან გაგპარასავენ ცხვარივით. დაჯექი მერე და იძახე "კაია, ეგრეც უნდა იყოს." და მსგავსები.

კალოშას ფანებმა ბრძანეს რომ მანქანით არ უნდა იაროთო, ჰაერს აბინძურებთო და უმანქანოები შურით ვსკდებითო ამიტომ ჩვენთან ერთად ამოგხდეთ სული ტრანსპორტშიო.

Posted by: BeCooL 19 Sep 2020, 23:34
QUOTE (gaaxure @ 19 Sep 2020, 21:04 )
ბიჭო, რა ხალხი ხართ თქვენ და რა ქალაქში ცხოვრობთ საერთოდ?! ჯერ ერთი, რომელიმეს რომ გიწევდეთ ზონალურ-პარკინგიან უბანში მუშაობა როგორ იჭიკჭიკებდით ძაან მაინტერესებს? მეორე, ზონალურ-საათობრივიც არის და ზონალურ საათობრივიც; საათი-ლარიდან რო იწყება და ზონის მიხედვით გავაძვირებთო. რო გპირდებიან, მაგაზე თუ ფიქრობთ? მარტო ცენტრალურ უბნებზე რომ არ გავრცელდება ეს ამბავი ის თუ იცით? გეგმის მიხედვით ყველგან რომ ეგრე უნდა იყოს ქალაქის მასშტაბით. სახლიდან 100 მეტრში უფასო იქნებაო; დავუშვათ დავიჯერეთ, რომ მაგას არ შეცვლიან როგორც კი მოეხოშებათ. ისიც დავუშვათ, რომ აპლიკაცია და სისტემა გამართულად იმუშავებს და GPS-ის ცდომილების გამო ყოველ მეორე საღამოს შენს მანქანას საჯარიმოზე არ წააცუნცულებს მერიის პარკინგის მონიტორინგის სამსახური. 100 მეტრში ერთი კორპუსის მანქანებს რანაირად დაატევთ ძალიან მაინტერესებს? თბილისში მილიონ-ნახევარზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს და 2018 წლის მონაცემით 520 ათასი მანქანაა რეგისტრირებული - ანუ სადღაც 3 კაცზე 1 მანქანა, სად აპირებთ რომ წაიყვანოთ?
ეს ჩვენი ¥£€ მერი და მისი კრუხის პალო მოადგილე რო გაიძახიან: "ჩვენი თვითმიზანი მძღოლების კომფორტი კიარაა, გვინდა რაც შეიძლება ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქშიო." რა გგონიათ ვის გულისხმობენ? შენ. რომ ზიხარ სახლში და გარეუბნიდან "მოთრეულ" და შენს ქუჩაზე დასაქმებულ ხალხზე რომ ხარ აღრენილი, პარკინგის ადგილს იკავებენ მანქანა ვერ დამიყენებიაო. თვითონ იგრიალებენ ისევ კაი-კაი მანქანებით და შენ გადაგსვამენ 2 საათში ერთხელ მოსიარულე ავტობუსებში, დაშლილ მარშუტკებში და სუნიან მეტროში დასაჯდომი არასდროს რომ არ არის და ვიღაცის ჩანთა(უკეთეს შემთხვევაში) რომ გადევს თავზე; ან გაგპარასავენ ცხვარივით. დაჯექი მერე და იძახე "კაია, ეგრეც უნდა იყოს." და მსგავსები.


+1000000000000

მერე უკვე აღარ მოეწონებათ ალბათ, თავიანთ სამუშაო ადგილებზეც რომ დახვდებათ ზონალური პარკინგი ახლო მომავალში wink.gif

Posted by: buenos 22 Sep 2020, 19:09
ამ ზონალურ პარკირებაზე ავტომატები დგას და ხურდა უნდა ჩავყაროთ თუ?
სადმე არაა ინფო გაწერილი , გასაგები ენით და სურათებით ? ))

Posted by: sha 23 Sep 2020, 20:16
სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი რომ იცვლება, ის პარკინგის წლიური 50 ლარი ავტომატურად გადადის ახალ ნომერზე, თუ დამატებითი ძალისხმევა მოგეთხოვება? smile.gif

Posted by: dat111 23 Sep 2020, 21:34
sha
QUOTE
დამატებითი ძალისხმევა მოგეთხოვება


Posted by: sha 24 Sep 2020, 17:28
dat111
QUOTE
დამატებითი ძალისხმევა მოგეთხოვება

ანუ? smile.gif

Posted by: dat111 24 Sep 2020, 18:21
QUOTE
ანუ?

ანუ პარკინგის კანტორაში უნდა მიხვიდე, მე დამეკარგა 4 თვე ეგრე, ნომრები შევცვალე და აორთქლდა დარჩენილი თვეები

Posted by: sha 25 Sep 2020, 10:06
QUOTE
ანუ პარკინგის კანტორაში უნდა მიხვიდე

და ონლაინ არ გამოვა ეგ ამბავი? ვიზიტია საჭირო ?

QUOTE
მე დამეკარგა 4 თვე ეგრე, ნომრები შევცვალე და აორთქლდა დარჩენილი თვეები

დაგიბრუნეს რაც შენი იყო კანტორაში ვიზიტის შემდეგ ?

Posted by: n-i-c-k 26 Sep 2020, 22:06
ყოველ საპარკინგე ზონას თითო თითო დამჯარიმებელი დაუყენეს biggrin.gif

პარკომეტრები სადაა ?? საქ.ბანკის ავტომატზე უნდა მიირბინო მაინც და მაინც (და ამ დროს იქ შეიძლება სხვა რიცხავდეს ფულს ) ?
მომავალში ეგეც საკომისიოს დააწესებს biggrin.gif

პირველი 15 წუთი უფასოო და როგორ უნდა დააფიქსირო ??

არ მაქვს ანდროიდ ტელეფონი .. კნოპკებიანი მაქვს smile.gif

user posted image

user posted image


Posted by: ნიკა 26 Sep 2020, 23:39
n-i-c-k
QUOTE
არ მაქვს ანდროიდ ტელეფონი .. კნოპკებიანი მაქვს

უფრო იაფია შენ იყიდო სმარტფონი, ვიდრე მერიამ პარფკომეტრები დააყენოს biggrin.gif

Posted by: dat111 27 Sep 2020, 00:37
QUOTE
არ მაქვს ანდროიდ ტელეფონი .. კნოპკებიანი მაქვს

კნოპკებიანი ტელეფონი თუ გაქვს მანქანა რა პონტში გყავს biggrin.gif
QUOTE
პირველი 15 წუთი უფასოო და როგორ უნდა დააფიქსირო ??

აპლიკაციაში არი მაგ 15 წუთის გამოყენების ფუნქვცია

* * *

sha
QUOTE
დაგიბრუნეს რაც შენი იყო კანტორაში ვიზიტის შემდეგ ?

არ მქონდა მაგათი ნერვები და დრო იმ მომენტში და მერე დავიკიდე, წესით დააბრუნებდნენ რო მივსულიყავი (ალბათ)

Posted by: Moen32 27 Sep 2020, 13:17
მაგარი საახვრეთია თბილისი პარკინგი.. სითი პარკს აჯობა უკვე დიდი ხანია ყველანაირ სიყ&&&ში..
რაც შეიძლება მეტი მაყუთი ამოიწოვონ ხალხისგან ესაა მაგათი მიზანი..

Posted by: ლევან_ი 27 Sep 2020, 13:29
QUOTE

პირველი 15 წუთი უფასოო და როგორ უნდა დააფიქსირო ??

ეგ მარტო ზონალურს ეხება თუ ზოგადად?


ამოისუნთქა ხალხმა სიტიპარკის გაგდებით biggrin.gif
გაჩნდა ახალი პარკირების ადგილებიც, გადასახადებიც უფრო ადამიანური გახდა
სგ სგ კალა, მაგარი ყლე ხარ bis.gif

Posted by: gaaxure 3 Oct 2020, 18:17
QUOTE (Moen32 @ 27 Sep 2020, 13:17 )
სითი პარკს აჯობა

ისინი ჯარიმას რო დაგიწერდნენ აგინებდი ქემაინც და გულს მოიფხანდი. ამათ რო აგინო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფაა და ცალკე მუხლია კიდე ეგ.

Posted by: n-i-c-k 27 Nov 2020, 19:49
user posted image




Posted by: MANAXH 28 Nov 2020, 01:00
n-i-c-k
ანუ ის მრიცხველი არ გვჭირდება თებერვლამდე და ჩვეულებრივად ვაჩერებთ მანქანას ვითომ არ ყოფილა ზონალური? კარგი სიახლეა
* * *
24 დან 2 მდე ხომ იმუშავებს საზ. ტრანსპორტი და მაგ დროს ფასიანია მაინც თუ არა, ეგ არის საინტერესო

Posted by: n-i-c-k 28 Nov 2020, 12:01
MANAXH
არ ვიცი ნორმალურად დაეწერათ მაინც ....

Posted by: MANAXH 30 Nov 2020, 22:53
n-i-c-k
სავარაუდოდ არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მაინც დაზუსტებას მოითხოვს..

Posted by: n-i-c-k 4 Jan 2021, 14:43
ამათ უქმე დღეები არ აქვთ ?? biggrin.gif

user posted image

Posted by: n-i-c-k 23 Mar 2021, 13:29
გილოცავთ smile.gif

user posted image

კალაძე სულ გაიძახოდა სიტი პარკი მოსაშორებელიაო მოსახლეობიოს საკეთილდღეოდო sad.gif

Posted by: alligator 26 Mar 2021, 03:08
QUOTE
კალაძე სულ გაიძახოდა სიტი პარკი მოსაშორებელიაო მოსახლეობიოს საკეთილდღეოდო
დღედაღამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვაში რომ არის facepalm.gif ეგ კალოში არ იყო, სულ მოსახლეობაზე რომ ზრუნავდა და ინიციატორი რომ იყო პარკირების ჯარიმის გახუთმაგების facepalm.gif თუ, ის კიდევ სხვა რაიონის წარმოებული კალოში იყო

Posted by: n-i-c-k 28 Mar 2021, 14:56
ჯიგრულ პონტში უფასო პარკინგის საშვიც არსებობს ?


user posted image


Posted by: Tocadero 28 Mar 2021, 15:59
n-i-c-k

ალბათ საათობრივში მაცხოვრებლები უფასოდ რომ ჩერდეიან მაგას გულისხმობს

ნუ ტვინი არ ეყო რომ დაერეკა პარკინგში და გაერკვია

სასტავი იძახის რომ იქვე სადაც ნომერი ავიღეთ იქ გადავიტანეთო დაა არ ვიცი.

მე განცხადება მაწერინეს შობელ ძაღლებმა და მერე გავიგზავნე დასკანერებული და გადაიტანეს მეორე დღეს

Posted by: BeCooL 30 Mar 2021, 02:34
n-i-c-k
QUOTE
ჯიგრულ პონტში უფასო პარკინგის საშვიც არსებობს ?

მანდ რა საშვზეა საუბარი არვიცი მაგრამ მერიის საშვი მაქვს ლაბავოიზე და არ მიწერენ ჯარიმას biggrin.gif

Posted by: SmoothBob 30 Mar 2021, 22:19
ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა პარკინგზეც? ფოსტამ უნდა მოიტანოს თუ ესეც ქვეყნდება როგორც ვიდეო ჯარიმები?

Posted by: david_888 31 Mar 2021, 00:20
SmoothBob
პატრულის ჯარიმასავითაა

Posted by: Moen36 5 Apr 2021, 02:46
QUOTE (david_888 @ 31 Mar 2021, 00:20 )
SmoothBob
პატრულის ჯარიმასავითაა

ანუ სანამ არ ჩაგაბარებენ და ხელს არ მოუწერ გინდა 1 წელი გავიდეს საურავს არ დაგაკისრებენ ?

Posted by: buenos 4 May 2021, 17:56
ფასიანი პარკინგები რომ გააკეთეს ლესელიძეზე და ვაჯა/ყაზბეგზე, ეგ როგორ უნდა გადაიხადო სმარტფონი თუ არ გაქვს?

Posted by: david_888 4 May 2021, 18:27
buenos
QUOTE
ფასიანი პარკინგები რომ გააკეთეს ლესელიძეზე და ვაჯა/ყაზბეგზე, ეგ როგორ უნდა გადაიხადო სმარტფონი თუ არ გაქვს?

ვერანაირად ჯერჯერობით, მერე რაღაც აპარატების დამონტაჟებას აპირებენ

Posted by: n-i-c-k 20 May 2021, 16:55
საათობრივზეც დაიწყეს ადგილების დაჯავშნა smile.gif

მერია და პოლიცია საით იყურება ?

user posted image
პეკინის გამზირი

Posted by: erer 20 May 2021, 17:38
იმ დღეს გავაჩერე ვაჟაზე. არც გამხსენებია რომ საათობრივია. მეჩქარებოდა, ერთ ადგილას ვიყავი, მერე ფეხით წავედი მეორე ადგილას, ახლოს იყო და გავისეირნე, მერე სალონში შევედი, ვზივარ თმას ვიჭრი და უცებ გამახსენდა რომ საათობრივია. ამოვიღე ტელეფონი რომ ჩავრთო მაგრამ პარკინგის ნომერს მთხოვდა, რაც არ ვიცოდი და ვერ ჩავრთე. მოკლედ მანქანასთან რომ მივედი საათნახევარზე მეტი იყო გასული, მაგრამ ჯარიმა არ მომსვლია, არც მესიჯი, არც ქვითარი არაფერი. მგონი არ აჯარიმებენ? დაახლოებით 2 კვირის წინ იყო.

Posted by: david_888 20 May 2021, 18:37
erer
შეიძლება არ ჩაირა მაგ დროს კონტროლიორმა

Posted by: Nescafe13 20 May 2021, 18:40
ხო ეწურება ვადა და იმედია წაეთესლება კალაძე და მიხედოს დინამოს აკადემიას
იშოვიდა იმაზე მეტს ამ წლებში ვიდრე წარმოიდგენდა და შეეშვას თბილისს
შემდეგი მერი აუცილებლად აქ დაბადებული უნდა იყოს თორე ამ კოკი-სამტრედიას მსგავსი თუ მოვიდა დაამხობს ბოლომდე და ეგ იქნება
მდიდრებზე მოწყობილ ქალაქს აწყობენ ეგ ჩათლახები

Posted by: david_888 20 May 2021, 18:57
Nescafe13
QUOTE
შემდეგი მერი აუცილებლად აქ დაბადებული უნდა იყოს თორე

სანამ ბიძინიეს კამანდაა პონტია

Posted by: Gogla1990 25 May 2021, 20:21
პარკინგი სულ მაქვს, ზონალურზეც გავაკეთე რეგისტრაცია და ჩავრიცხე თანხა, მაგრამ დღეს მაინც ავირტყი ჯარიმა, აპლიკაციამ დედა მოიხნა ვერ შევედი ზონალურზე რომ დამეყენებინა, სადღაც ჩიხში შევედი და იქ რამ შემოიყვანათ ეს ოხრები ის გამკვირვებია mad.gif

ქალაქში ყოველი მეორე ვიზიტი საწვავის ფულის გარდა პარკინგის ჯარიმა + ნერვების თხრა და მანქანის წამებად მიჯდება ბლიად mad.gif

Posted by: touch 15 Jun 2021, 22:50
იქნებ ვინმეს გქონდეთ გარკვეული, ადრეც კი დავწერე აქ და ახლა კიდევ უნდა ვიკითხო.

უკონტაქტომ დაიწყო ჯარიმების წერა რამდენიმე თვეა და ამკრძალავი არსად არაფერი დგას. დახაზულიც არაა ცხადია მაგრამ ფართო გზაა და არავის ხელი არ ეშლება.

ჰოდა რო წავიკითხე წესებში უწერიათ ასეთი რამე:

4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.

ჰოდა აქ დგას მხოლოდ უკონტაქტო პატრულირების ნიშანი და ეგ ნიშანი პარკირებას ხო არ კრძალავს, ხოდა აქედან გამომდინარე ვერ ვხვდები რომელი წესის მიხედვით მაჯარიმებს უკონტაქტო. მე ხო არ დამესიზმრება სად შეიძლება გაჩერება და სად აკრძალულია, მაგისთვისაა საგზაო ნიშნები რომ მაგაზე მიუთითოს მძღოლს. იგივეა ავტობანზე არ იდგეს დაშვებული სიჩქარის აღმნიშვნელი ნიშნები და ჯარიმებს წერდეს კამერა. დაჟე იგივეც არაა იმიტომ რომ პირდაპირ წერია წესებში რომ თუ ამკრძალავი ნიშანი არ დგას ან ამკრძალავი მონიშვნა არაა მაშინ დაშვებულიაო.

საუბარი მაქვს მთავარ გზაზე, მაგრამ ზოგიერთ მონაკვეთებში არის დახაზული პარკირება, უბრალოდ ჩემთან არაა, გზის მეორე მხარესაც არის.

ადრე რომ დავრეკე მითხრეს მთავარი გზა არისო და მთავარ გზაზე დგომა არ შეიძლება გინდაც არ იდგეს ამკრძალავიო, წერია ეგ სადმე კანონებში? თუ ეგრეა მაშინ ზოგიერთ მთავარ გზაზე რატომ დგას ამკრძალავი ნიშნები თუკი მთავარი გზის ნიშანი უკვე გულისხმობს პარკირების აკრძალვას?
თუ ვინმე ხართ გარკვეული ამ საკითხებში ზუსტად თავისი კანონების მიხედვით იქნებ მეც გამარკვიოთ?

Posted by: Z-owner 15 Jun 2021, 23:29
touch
ნარმანიამ (ნუ მაგის დროს) რაღაცეები იჩალიჩა და შეცვალეს მგონი რა, მეც ვიცი და ვიცოდი რომ წესებით ეგრეა მაგრამ ეხლა ალბათ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შეიძლება პარკინგი და დანარჩენ ადგილებში წერენ რა ამ ჯარიმებს, ასევე იყო წესებში რომ: ტროტურზე პარკინგი დასაშვებია თუ ქვეითების გადაადგილებას ხელს არ უშლი, ეს 3#ები ამ ტროტუარებს სრულიად კეტავდნენ, ჰოდა აიკრძალა და ჯარიმაა. მოკლედ გარკვევა უნდა რა.

Posted by: touch 16 Jun 2021, 10:11
Z-owner
კიბატონო ადრე შეიძლებოდა ტროტუარზე პარკირება და ახლა აღარ შეიძლება, ეგ გარკვევით წერია წესებში და თან იმავე წესებში ზუსტად იქვე წერია ისიც რომ თუ ამკრძალავი არ დგას ან მონიშვნა არაა მაშინ შეიძლება პარკირებაო. ასევე მანდვე წერია ისიც რომ ადგილზე სადაც პარკირება აკრძალულია შესაბამისი ნიშანი უნდა იდგესო. თავისივე წესებში უწერიათ მე ხო არ ვიგონებ.

აი ნახე 4, 6 და 7 პოუნქტი

user posted image

Posted by: Nescafe13 16 Jun 2021, 16:10
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად, ჯამში, 5 000-მდე საპარკინგე ადგილზეა შესაძლებელი. ქალაქში დამატებით, 1 315 საპარკინგე ადგილზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება.

„შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ადგილს შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირება. სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩებზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება. გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. სამგორში, როგორც „ვარკეთილის“ მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


Posted by: samuraisxmali 17 Jun 2021, 12:42
touch
გაასაჩივრე სასამართლოში. ნიშანი ან მონიშვნა თუ არ არის, უფლება გაქვს რომ გააჩერო.

Posted by: touch 18 Jun 2021, 02:07
QUOTE (samuraisxmali @ 17 Jun 2021, 12:42 )
touch
გაასაჩივრე სასამართლოში. ნიშანი ან მონიშვნა თუ არ არის, უფლება გაქვს რომ გააჩერო.

ჰო მაგრამ დღეში რამდენიმესაც წერენ ზოგჯერ და ყოველ დღე სასამართლოში ხო არ ვირბენ და ვასაჩივრებ ამ 10 ლარიან ჯარიმებს. ერთი გაასაჩივრა მამაჩემმა და გაუუქმეს ის ჯარიმა, მაგრამ ყოველ დღე რთულია გასაჩივრება.

Posted by: sandrobandro 18 Jun 2021, 08:11
QUOTE (Nescafe13 @ 16 Jun 2021, 16:10 )
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად, ჯამში, 5 000-მდე საპარკინგე ადგილზეა შესაძლებელი. ქალაქში დამატებით, 1 315 საპარკინგე ადგილზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება.

„შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ადგილს შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირება. სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩებზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება. გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. სამგორში, როგორც „ვარკეთილის“ მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მაგ ###მ დიდუბე დახაზა? იმენა ვარაუდზე უნდა იარო საით მიდიხარ დიდიბეში. ზონალურ პარკინგრბს აკეთებდე და ქალაქის ცენტრში ელიავა ქავთარაძის ბაზრობრბი გქონდეს, ### სუფთა

Posted by: evgena 18 Jun 2021, 09:21
QUOTE
ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის,

აქ როგორ დახაზავენ მაინტერესებს, ადგილი ცარიელი არასდროს არ არის.
მანდ ადგილის პოვნა ისეთი სასიხარულო ამბავია, ვინმეს რომ უთხრან გაწიე მანქანა უნდა დავხაზოთო გაუნგრევენ თავყბას

Posted by: dat111 18 Jun 2021, 21:09
QUOTE
მაგ ###მ დიდუბე დახაზა?

ეგ დიეზი "რეაბილიტაციის" გარეშე არაფერს ხაზავს, რომ მერე უკეთ გამოჩნდეს ვითომ რა მაგარი რამ გააკეთეს.

Საინტერესოა აღმაშენებელს და მიმდებარე ტერიტორიებს რატომ არ ეკარებიან, მანდაა თუ არი დასახა გადასაათოებრივებელი

Posted by: n-i-c-k 22 Jun 2021, 23:24
ზრუნავს ხალხზე smile.gif უფრო სწორედ მათ გაპარსვაზე sad.gif

user posted image

Posted by: Z-owner 22 Jun 2021, 23:45
მუშაობს კაცი, რას ერჩით? მარა მაგას ისევ ტრაკის სურათების გადაღება ჯობია ჟურნალში დასაბეჭდად.

Posted by: dat111 23 Jun 2021, 12:32
ისე პარკინგს რაც შეეხება, როცა სხვადასხვა ადგილებში თითო თითო საათიანი საქმეები გაქ, საყიდლები გაქ რამე და ა.შ. ამ საათობრივს ალტერნატივა არააქ დღევანდელ ვითარებაში, ვინც აპროტესტებს აი მშენებლობებსი ქაოსი რომ დაიწყო და კაცი ხმას არ იღებდა, აი მაგ ქაოსის და მეტრო ტრამვაის ქსელის არარსებობის შედეგია ის რაც დღეს ხდება, დღევანდელი განაშენიანების ტემპებით საათი 5 ლარამდეც ავა ღირებულება და მაინც ადგილები არ იქნება და ვერც ტრანსპორტში ვერ აეტენება კაცი.

Posted by: Z-owner 23 Jun 2021, 13:02
dat111
მერე რაა? ევროპაშიც ეგრე არაა?

***

ისე აქამდე რატომ არ გამოვარდა ვინმე და არ დაიწყო, გოდება, "ველობილიკები ვჭამოთ" ან "ვაკის მოდელი ვჭამოთ" ნუ ეს კი ჭამეს მაგრამ მაინც, "პარკინგის ადგილები ვჭამოთ", დავიჯერო ასე კარგად იხდიან ფულს? მიშამ რომ ასფალტი დააგო და სამხიდიანი კამაზები აღარ იყო საჭირო ქალაქში სასიარულოდ, მახსოვს, ყველა დიდიან პატარიანად "ასვალტი ვჭამოთ"-ს გაჰკიოდა. ამათი გაკეთებული როგორაა ყველაფერი უნაკლო.

Posted by: giorgi_psp3000 26 Jun 2021, 11:53
სახლში მოიტანეს ჯარიმა პარკინგის, ჩაბარების მერე შევამოწმე საიტზე სად დამაჯარიმეს დამაინტერესა და სურათში ეძრობა სხვა მანქანა რომელსაც უყენია ჩემი ავტომობილის ნომერი ზუსტად იგივე და რა ჯანდაბაა ?? drug.gif drug.gif drug.gif


მოკლედ სააგენტოდან თუ საპატრულოდან დამირეკეს თვითონ, სავარაუდოდ ჯარიმა ვინც დაწერა ის დაეჭვდა და გადასცა
მარკა და მოდელი ბაზაში ჩემი მანქანის წერია

ესეიგი როგორც ვხვდები 2 წელი მე და ვიღაც ტიპი ერთნაირი ნომრებით დავდიოდით lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: s-n-r 19 Jul 2021, 03:16
ფუ ამ წურბელების... დღეს აღმოვაჩინე, რომ სამსახურთან მთელს პერიმეტრზე პარკინგი ზონალურად გადაუკეთებიათ, შოკში ვარ.
ჯერ ისედაც ტევა არ იყო და ახლა ხალხმა სად უნდა გააჩეროს მანქანა?
კიდევ მესმის რომელიმე ცენტრალური ქუჩა რომ იყოს.
საინტერესოა ასე ჩუმად როგორ მოახერხეს. დარწმუნებული ვარ ზაფხულის კვირა დღე სპეციალურად შეარჩიეს.
ახლა ალბათ, უფასო გასაჩერებელი ადგილი რომ ნახო, 1-2 კილომეტრის მოშორებით უნდა დატოვო მანქანა.
კარგი ფეხით სიარული კი არ მეზარება, მაგრამ საღამოს ცოტა თუ შეგაგვიანდა სამსახურში, ირგვლივ ავი ქუჩის ძაღლები დაძრწიან სულ.
ხელჯოხით ვიარო თუ რა უნდა ვქნა ნეტავ?

ვერ ვხვდები რა სითავხედეა, ძალიან ბევრი ფული აქვს ხალხს თუ რას ემსახურება ეს საზიზღრობა?
გზებზე ყოველ 2 მეტრში რომ ორმოა და საზ. ტრანსპორტი რომ მოუგვარებელია, მაგაზე რატომ არავინ არ აგებს პასუხს?
რავი, ესეც თუ მოვითმინეთ, მაშინ არ ყოფილა ჩვენი საშველი.
ყოველ დღე ახალ-ახალ სისულელეს იგონებენ. ფუ როგორ მეზიზღება ყველა, ვინ არიან საერთოდ, საიდან მოეთრია ამდენი ბრიყვი ხელისუფლებაში, წაეთრიონ თავი დაგვანებონ, წადიით წადიიიიით

Posted by: Z-owner 19 Jul 2021, 03:44
s-n-r
თბილისი-ს თემაში ჩაიხედე და დაგაკვალიანებენ, აგიხსნიან და ჩამოგიყალიბებენ რომ რაც კეთდება, ყვეელაააფეერი მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და ცხოვრების ხარისხის, ერთიორად ასაწევად კეთდება, ოღონდ არ შეეკამათო თორემ ეგენი ხელფასს იღებენ მაგაში.

Posted by: idallgo 19 Jul 2021, 09:16
Z-owner
QUOTE
თბილისი-ს თემაში ჩაიხედე და დაგაკვალიანებენ, აგიხსნიან და ჩამოგიყალიბებენ რომ რაც კეთდება, ყვეელაააფეერი მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და ცხოვრების ხარისხის, ერთიორად ასაწევად კეთდება, ოღონდ არ შეეკამათო თორემ ეგენი ხელფასს იღებენ მაგაში.


biggrin.gif ხო ის ტრამვაიმენა და მეორე როა კიდევ, ადრე ავტომობილების განყში პოსტავდა... კაშმარ, უჟას ... biggrin.gif

Posted by: s-n-r 19 Jul 2021, 12:43
QUOTE
რაც კეთდება, ყვეელაააფეერი მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და ცხოვრების ხარისხის, ერთიორად ასაწევად კეთდება, ოღონდ არ შეეკამათო თორემ ეგენი ხელფასს იღებენ მაგაში.


biggrin.gif

ვაჰ, მიახლოებით რაც დავთვალე, ზონალურში რომ დავაყენო, დამატებით 300 ლარი უნდა დავხარჯო, რაც კვების ბიუჯეტის დაახლოებით 60% - ია.
უფრო იაფი ტაქსით მგზავრობა დამიჯდება. ჯერ ისედაც თეთრი-თეთრში მყოფნიდა შემოსავლები და ახლა კიდევ ეს უაზრობა.
აბა ცხოვრების ხარისხი? biggrin.gif
ისეთი სამსახური მაქვს, მინიმუმ საღამოს 10-11 - მდე მიწევს გაჩერება, თორემ დილით მოვიდოდი ვთქვათ ძალიან ადრე და სხვაგან ვნახავდი თავისუფალ ადგილს.

ვეთანხმები, კი ბატონო იყოს ცენტრალურ ქუჩებზე, მაღაზიების, რესტორნების, კონოთეატრების წინ, როდესაც ხარჯის გაწევა ისედაც გიწევს და დამატებითი 2-3 ლარი არაფერია.
მაგრამ სამსახურში ავტომობილით სიარულს რატომ მიკრძალავენ?
ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ამ მაწანწალა ძაღლებს მაინც მიხედონ მაშინ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ძალიან გვიან არ მუშაობს.

ნახეთ რა უაზრობაა - სახელმწიფო ქონების გადასახადს გახდევინებს საკუთარ ავტომობილზე, რომლითაც თავისუფლად ვერ გადაადგილდები.
ხოლო თუ ტექ-დათვალიერებაზე დაგახარვეზეს და საჭირო დეტალი უცებ ვერ ნახე, საერთოდ ვერ გადაადგილდები.
პარკირების რამდენიმე თვიან საფასურს ისედაც იხდი, საწვავის ფასები მუდმივად იზრდება.
გზები დანგრეული, მოხაზვა წაშლილი, მოძრაობა მოუწესრიგებელი.
კეე, მერია ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს.

Posted by: s-n-r 12 Aug 2021, 10:26
ამ განყოფილებაში იურისტი არავინ არის?
მაინტერესებს, აქვს აზრი, რომ რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ თბილისის პარკინგის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შევიტანოთ?
დატოვონ ცენტრალურ ქუჩებზე და თუ გინდა საათში 10 ლარი გაუხდიათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქუჩაზე რომ შემოიღეს ზონალური, კი მაგრამ სად გავაჩეროთ მანქანები?

დღეს დავაკვირდი, სავარაუდოდ, მერიის დავალებით, ქუჩების მიმდებარე თავისუფალი ადგილები სულ ამკრძალავი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული.
მანქანას ვერსად გააჩერებ, იძულებული ხარ ზონალურზე დააყენო.
ასეთი მავნებლობა გაგონილა კაცო?

Posted by: david_888 12 Aug 2021, 10:44
s-n-r
მოვა დრო როდესაც ცენტრალურ ქუჩებში საერთოდ აიკრძალება პარკინგი, დღეს პარკინგის პრობლემა რეალურად იმიტოა რო ოროთახიანი ბინების ,,სპალნებშია'' გახსნილი ოფისები და მაღაზიები, დროა უკვე ბინზეს ცენტრებზე გადაერთოს გურჯისტანი და ყველა ოფისს თუ რესტორანს საკუთარი პარკინგი ჰქონდეს, ქალქის მასშტაბით დახაზული საპარკინგე ადგილები არაა სამსახურში მისული ხალხისთვის დილიდან ღამემდე რო ყავდეთ გაჩერებული, ყველა კომპანიას საკუთარი პარკინგი უნდს ქონდეს თანამშრომლებისთვის და ნელნელა წავალთ მაგ მიმართულებით

Posted by: s-n-r 12 Aug 2021, 11:59
david_888

ბოდიში მაგრამ საერთოდ აცდენილი ხარ დღევანდელ რეალობას.
იცი "გურჯისტანი" - ის ბიზნეს ცენტრებში რა ღირს 1 საპარკინგე ადგილი? 25 000 - 30 000 აშშ დოლარი, შეიძლება უფრო ძვირიც.
საქართველოში ვერ წარმომიდგენია კომპანია, რომელიც ამხელა თანხას გადაიხდის მარტო პარკინგისთვის და ყველა თანამშრომელს უზრუნველყოფს საპარკინგე ადგილით.
კიდევ მესმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად რომ მუშაობდეს, ან არაცენტრალურ ქუჩებში ზონალური პარკინგის შედარებით შეღავათიანი ტარიფი რომ იყოს.
მე პირადად 2-3 კილომეტრი ფეხით უნდა ვიარო, მეტრომდე ან ავტობუსის გაჩერებამდე რომ მივიდე.
ცოტა აზრი დაატანეთ ხოლმე, რას წერთ.

დრო მოვა და იმედია საქართველოში ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვლება.
უბრალოდ ვერ ვხვდები, ასეთი ფორმით შემოღებულ ამ მთხლეობას რატომ უჭერთ მხარს, რა ძალა გადგიათ.


Posted by: zigmundi32 12 Aug 2021, 12:13
s-n-r
QUOTE
მე პირადად 2-3 კილომეტრი ფეხით უნდა ვიარო,

ეგრე თუა სხვასაც უწევს მაგდენი კილომეტრის გავლა როდესაც პარკინგზე ჩამწკრივებული ხვდება დილის 9 დან 6 სათაამდე მანქანები და იმან რა ქნას, მითუმეტეს მთელი დღე თუ მოძრაობს და ხშირად უწევს დაპარკინგება სხვადასხვა ადგილებში. მირჩევნია გადავიხადო საათობრივად და თავისუფალი დამხვდეს ადგილი, ვიდრე ეგ კილომეტრები რაც შენ დაწერე ყოველ დაპარკინგებაზე მომიწიოს გავლა.

Posted by: s-n-r 12 Aug 2021, 12:29
zigmundi32

QUOTE
ეგრე თუა სხვასაც უწევს მაგდენი კილომეტრის გავლა როდესაც პარკინგზე ჩამწკრივებული ხვდება დილის 9 დან 6 სათაამდე მანქანები და იმან რა ქნას, მითუმეტეს მთელი დღე თუ მოძრაობს და ხშირად უწევს დაპარკინგება სხვადასხვა ადგილებში. მირჩევნია გადავიხადო საათობრივად და თავისუფალი დამხვდეს ადგილი, ვიდრე ეგ კილომეტრები რაც შენ დაწერე ყოველ დაპარკინგებაზე მომიწიოს გავლა.


ვაჰ, ბოდიში მომიხდია. გასაგებია, მოწონს თურმე ხალხს ეს ახალი რეგულაცია და ეთანხმება.
თქვენს კითხვაზე პასუხი ის არის, რომ ტარიფი უნდა იყოს დიფერენცირებული, რათა ადამიანს ჰქონდეს არჩევანი - დაბალტარიფიან ადგილზე დააყენოს და ფეხით გაიაროს გარკვეული მანძილი, თუ მაღალტარიფიანზე და ძვირი გადაიხადოს.

ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება, ღმერთმა შეგარგოთ ძმაო ეგ თავისუფალი ადგილები.

Posted by: david_888 12 Aug 2021, 12:56
s-n-r

QUOTE
ბოდიში მაგრამ საერთოდ აცდენილი ხარ დღევანდელ რეალობას.

არაფერს არ ვარ აცდენილი

QUOTE
უბრალოდ ვერ ვხვდები, ასეთი ფორმით შემოღებულ ამ მთხლეობას რატომ უჭერთ მხარს, რა ძალა გადგიათ.

იმიტო მომწონს რო სანამ ამ ზონალურს არ შემოიღებდნენ მე ლიჩნად საბურთალოზე ვერც პავლოვზე ვერც პეკინზე ვერც ვაჟაზე მანქანას ვერ ვაჩერებდი ვერსად 5 წუთითაც კი რო მაღაზიაში ან აფთიაქში შევსულიყავი, ჩამოლაგდებოდენ დილიდან სავალუტოები,ს საპარიკმახეროების, მაღაზიებიდს და ოფისების მანქანები და ეყენათ ღამემდე, ეხლა ამოვისუნთქე რასაც ქვია

გასაგები რო ვისაც სამსახურში უწევს ყოველდღე მაქანით სიარული ეს საკიტხი დისკოფორტს უქმნის, მარა სწორას ეს დისკომფორტი გვიბიძგებს ნელნელა ცივილიზაციისკენ და სანამ რაღაცა ობიექტი გაიხსნება პარკინგზე იფიქრებენ

Posted by: თეთრი-ყვავი 12 Aug 2021, 19:41
QUOTE (idallgo @ 19 Jul 2021, 09:16 )
ტრამვაიმენა
კაშმარ, უჟას ... biggrin.gif

biggrin.gif

და რა თქვეს ტყუილი?
საზტრანსპორტით სარგებლობა მასას არ გსურთ, ყოველწლიურად იზრდება მანქანების რაოდენობა ( განსხვავებით მოსახლეობისაგან ) ჰოდა რა ქნან, ქალაქების მოცულობა გაზარდონ? როდემდე, როდის დაოკდება თქვენი მოთხოვნები და გახდებით პრაქტიკულნი?...
თუ ფაქტები არ ემთხვება თეორიებს, მით ვარესი ფაქტებისათვის-ო?... ნიკა გვარამიობა ფორევერ, აი ესაა კაშმარი და უჟასი.
ლოგიკას თუ აწვებით, მაგის კვალდაკვალ ენას ძვალი არ აქვს, ლოგიკა და სიმართლე ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.
ლოგიკურია რომ პარკირებებმა უნდა მოიმატოს, ალოგიკური და მართალია რომ დედაქალაქის ზომა ვეღარ უძლებს 600 000+მანქანას.
* * *
თქვენ მაინც არასოდეს გეყოფათ პარკირებები, ჰოდა პარკირებად ვერ გადავაქცევთ და მაგით ვერ დავამახინჯებთ ქალაქს.

Posted by: dat111 13 Aug 2021, 01:38
QUOTE
ნახეთ რა უაზრობაა - სახელმწიფო ქონების გადასახადს გახდევინებს საკუთარ ავტომობილზე, რომლითაც თავისუფლად ვერ გადაადგილდები.
ხოლო თუ ტექ-დათვალიერებაზე დაგახარვეზეს და საჭირო დეტალი უცებ ვერ ნახე, საერთოდ ვერ გადაადგილდები.
პარკირების რამდენიმე თვიან საფასურს ისედაც იხდი, საწვავის ფასები მუდმივად იზრდება.
გზები დანგრეული, მოხაზვა წაშლილი, მოძრაობა მოუწესრიგებელი.
კეე, მერია ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს.

ევრო სტანდარტების შესაბამისად ძალიან მალე სავალდებულო დაზღვევაც დაემატება და ყოველწლიური გადასახადიც,
საათობრივს რაც შეეხება ამ კორპუსმშენებლობის და დავიწროვებული გზების ფონზე რამენაირად მანქანების მოხმარება უნდა შემცირდეს, მე ვერც ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ და ვერც ტაქსით და რადგან პირველ ორ კალოშიზმს არავინ არ აპროტესტებს მაშინ ჩემთვის უკვე ეს საათობრივი ძალზედ საჭირო ხდება რომ სადმე მისვლა შევძლო, 1 ლარი ცოტაა ისე აშკარად ცენრალურ ქუცებზე 3 იც მშვენივრად წავა
* * *
QUOTE
დედაქალაქის ზომა ვეღარ უძლებს 600 000+მანქანას.

სხვაგან კი წავალთ მაგრამ დავაკონკრეტოთ მაინც, თუ 600კ+ მანქანაა და ამ დროს უმეტესობა საზ ტრანსპორტის მომხმარებელია (ასე გვიმტკიცებს კალოშპროპაგანდო დისტები) გამოდის რომ მოსახლეობა რამდენია? biggrin.gif
აი ეხლა ეზოში გავედი და უზარმაზარი სირბანჯობა ჩანს რამიშვილზე ახალაშენებული რომელიც მზიურს გადააკიდეს ტავზე (კალოშმერიის დროს დაიწყო მშენებლობა თან), აი მაგის ნებართვის გამცემ ამშენებელი და გამპრავაბელი რომ დაგიწყებენ ტრანსპორტის და მანქანების ბალანსზე ბჯუტურს კი ეკუთვნის სიცოცხლის ბოლომდე კალოშბუსით სიარული, ტაქსშიც არ უნდა ჩასვა ეგეთი.

Posted by: თეთრი-ყვავი 13 Aug 2021, 02:09
dat111

საზტრამსპორტის მოხმარების პრაქტიკულობას გიმტკიცებთ და მოგიწოდებთ, მაგრამ გესმით?... რამდენია საზტრანსპორტი და რამდენი პირადი?...
კიდევ ბევრი რამ გადმოეკიდება თბილისში, უმეტესობას მანდ გინდოდეთ ცხოვრება
+პირადი ავტომობილებით სარგებლობა და თან ყველაფერი ნარნარობდეს ეგ როგორ?...
როდესაც პასუხისმგებლობა გაბარია ყველა კმაყოფილი ვერ გეყოლება, მთავარია უმეტესობას შეაგნებინო და გებულობენ, მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესი აქვთ...
ყველა კმაყოფილი ჰყავს დემაგოგს, რომელიც პოპულისტურ, ყველასათვის სასურველ აზრებს ისვრის, რადგან პასუხისმგებლობა არ აბარია.

რიგითი მოქალაქის პირადი მანქანა საყოველდღიუროდ თბილისში, მითუმეტეს V6, V8, V10 და V12, აი ესაა კალოშიზმი.
მაღალჩინოსნებამდეც მივალთ, სახლის შენება საძირკველიდან იწყება და არა სხვენიდან, განვითარება კი ევოლუციას, ასჯერ გაზომვას და ერთხელ გაჭრას მოაქვს და არა რევოლუციას, ასჯერ გაჭრას და ერთხელ გაზომვას.

P.S. მთავრობაში უნდა დაგსვათ კაცმა და რაოგორ შეძლებთ ისეთი საზოგადოების მწყემსვას, სადაც რაც უფრო მატულობს საწვავის ფასი მით მეტად მანქანების რაოდენობა და ვნახავ რამდენხანს გაძლებთ...
თორემ ისე სააქაო სამოთხეზე საუბარი, სხვა ქვეყნებთან შედარება ( ოღონდ იმ სხვისის განვლილი გზისა და პოლიტგეოგრაფიული მდებარეობის არ გათვალისწინებით ) არასოდეს მოგბეზრდებათ D

Posted by: dat111 13 Aug 2021, 10:32
თეთრი-ყვავი
QUOTE
საზტრამსპორტის მოხმარების პრაქტიკულობას გიმტკიცებთ და მოგიწოდებთ, მაგრამ გესმით?... რამდენია საზტრანსპორტი და რამდენი პირადი?.

ხვალიდან კარგად გამოჩნდება საზ ტრანსპორტის პრაქტიკულობა (უკვე მერამდენედ)
და ზოგადად იმ ჯართს რაც კალოშას შემიყავს ნორმალურ ტრანსპორტს ვერ დაარქმევ ნამდვილად.
პარკინგი დიდიხანია მისახედია ამ ქალაქში, მაგრამ ვერ ვხედავ მიხედვას რეალურს, სადაც კორპუსმშენებლობა პიკზეა მისული მარტო იქ არეგულირებენ.
პ. ს. აქ ვცხოვრობ აი მგლები რომ ყმუოდნენ იმ დროიდან

Posted by: TiredMan 13 Aug 2021, 10:49
თეთრი-ყვავი
QUOTE
მთავრობაში უნდა დაგსვათ კაცმა და რაოგორ შეძლებთ ისეთი საზოგადოების მწყემსვას

ეტყობა მთავრობაში ბრძანდებით თქვენი იმ გ ა მ ო ხ დ ო მ ი დ ა ნ გამომდინარე, რომ თურმე მთავრობა ვინმეს მწყემსია.

მწყემსი კი არა - განავლიანი წკეპლით არიან საცემები დღეში 4-ჯერ, თან სახალხოდ

Posted by: idallgo 13 Aug 2021, 12:49
QUOTE (თეთრი-ყვავი @ 12 Aug 2021, 19:41 )
QUOTE (idallgo @ 19 Jul 2021, 09:16 )
ტრამვაიმენა
კაშმარ, უჟას ... biggrin.gif

biggrin.gif

და რა თქვეს ტყუილი?
საზტრანსპორტით სარგებლობა მასას არ გსურთ, ყოველწლიურად იზრდება მანქანების რაოდენობა ( განსხვავებით მოსახლეობისაგან ) ჰოდა რა ქნან, ქალაქების მოცულობა გაზარდონ? როდემდე, როდის დაოკდება თქვენი მოთხოვნები და გახდებით პრაქტიკულნი?...
თუ ფაქტები არ ემთხვება თეორიებს, მით ვარესი ფაქტებისათვის-ო?... ნიკა გვარამიობა ფორევერ, აი ესაა კაშმარი და უჟასი.
ლოგიკას თუ აწვებით, მაგის კვალდაკვალ ენას ძვალი არ აქვს, ლოგიკა და სიმართლე ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.
ლოგიკურია რომ პარკირებებმა უნდა მოიმატოს, ალოგიკური და მართალია რომ დედაქალაქის ზომა ვეღარ უძლებს 600 000+მანქანას.
* * *
თქვენ მაინც არასოდეს გეყოფათ პარკირებები, ჰოდა პარკირებად ვერ გადავაქცევთ და მაგით ვერ დავამახინჯებთ ქალაქს.

facepalm.gif

SR-71 გამოდი გიცანით... lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: თეთრი-ყვავი 13 Aug 2021, 13:13
TiredMan

მთავრობის ამომრჩეველი ვარ, შესაბამისად ვიღებ პასუხისმგებლობას ( უპასუხისმგებლობა და ყველას დაწუნება ადვილია ) ჰოდა ბაგრატ3 დავით4 თამარი და გიორგი5 თუ სადმეა და მე მაინც ქოცები ვანაცვალე, მითხარით...


dat111

მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლია-ო

Posted by: TiredMan 13 Aug 2021, 20:28
თეთრი-ყვავი
QUOTE
მთავრობის ამომრჩეველი ვარ, შესაბამისად ვიღებ პასუხისმგებლობას ( უპასუხისმგებლობა და ყველას დაწუნება ადვილია ) ჰოდა ბაგრატ3 დავით4 თამარი და გიორგი5 თუ სადმეა და მე მაინც ქოცები ვანაცვალე, მითხარით...

თქვენი პრობლემა იმაშია, რომ თურმე მთავრობას (!!!!!!!!!!) იმისთვის ირჩევთ, რომ გმწყემსოთ და არა იმისთვის რომ საქმე აკეთონ და მერე პასუხი მოსთხოვოთ. უბრალოდ მონა-მორჩილის ფსიქოლოგია გაქვთ.

Posted by: n-i-c-k 20 Aug 2021, 21:34
გაიშნიკივით ჩრდილში ჩასაფრებული biggrin.gif

user posted image

Posted by: MANAXH 26 Aug 2021, 13:34
თუ იცით, წლიური 50 ლარიანი რომ არ ვიყიდო და მარტო ზომალურზე გავაჩერო (შესაბამისი მრიცხველის ჩართვით, ან ჩართვის გარეშე სახლთან რა ადგილებიც მაქვს გამოყოფილი), შეიძლება თუ ეს 50 ლარიანი აუცილებელია?

Posted by: dat111 27 Aug 2021, 14:18
QUOTE
ეს 50 ლარიანი აუცილებელია?

როგორც კალოშმერია აცხადებდა საათიბრივზე ეგ წლიური არაა საჭიროო, მაგრამ დიდი სანდო სასტავი ეგენი არ არიან

Posted by: david_888 27 Aug 2021, 15:40
MANAXH
50 ლარიანს არ აქვს კავშირი ზონალურებთან

Posted by: gotterdammerung 11 Dec 2021, 02:08
TiredMan

მონა თქვენსკენ მოიკითხეთ, დაუმორჩილებლობას კი როგორც დიქტატორული, ისე დემოკრატიული სახელმწიფო არ გაპატიებთ.
მაგალითად საფრანგეთიც გეყოფათ ათობით მძიმედ დასახიჩრებული ყვითელჟილეტიანებით
საფრანგეთამდე მისასვლელი გზა კი არა ბუნტავიკობაში, არამედ შრომაზე გადის, ამას მიხვდნენ ფრანგები კარგახანია და მორჩნენ რევოლუციების სერიას.

სამსახურშიც კი მწყემსი გყავს მეთაურნი, მათ გარეშე რისი შნო გაქვთ?... აბა აუბუნტდი... მოთხოვნას არსებული რესურსების გათვალისწინებით/რეალიზმით კი არავინ არავის უშლის ამ ქვეყანაში.

Posted by: n-i-c-k 20 Apr 2022, 14:15
რა შემართებით "მუშაობენ" biggrin.gif
ერთ ლოკაციაზე ორი ადამიანი ერთად წერენ ჯარიმებს biggrin.gif

user posted image

Posted by: n-i-c-k 14 Jun 2022, 14:38
საპარკინგე ადგილები კი არ იმატებს , იკლებს ... მიდი კალა !!
ვერის პარკთან

user posted image

Posted by: erer 15 Jun 2022, 13:04
მაშინ დაანგრიონ ფილარმონია. 2000 კაციან დარბაზს რომ პარკინგი არ ექნება down1.gif
მაგალითად, გერმანიაში რეგულაციების მიხედვით მსგავს დაწესებულებებს (საკონცერტო დარბაზი, თეატრი და ა.შ.) მინიმუმ 5 მაყურებელზე 1 პარკინგი მაინც უნდა ჰქონდეს. მაგ ნახაზზე 8 პარკინგია, პლიუს მელიქიშვილზე ალბათ ერთი 20 ადგილია ფილარმონიასთან (ეგეც თუ დატოვეს საკითხავია) მაიდან ინვალიდები, ტაქსები და დარჩება ალბათ მაქს 10 ადგილი, ან ეგეც არა.
გასაგებია, რომ 70-იანებში როცა აშენდა, არ იყო მანქანები. ისიც გასაგებია, რომ ყოველდღე იქ არავინ დადის კონცერტზე ან რამე იუმორინაზე და წელიწადში ერთხელ ვისაც უნდა მეტროთი ან ავტობუსით წავა. მაგრამ მაინც არ აქვს ამხელა უზარმაზარი შენობის არსებობას გამართლება, როცა საერთოდ არ გააჩნია პარკინგი.

Posted by: evgena 15 Aug 2022, 09:48
პროგრამის განახლება გამოვიდა, დავაყენე და ხელახალი რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
ყველა მონაცემია დაკარგული. ფინალურ ეტაპზე მისვლისას მეილზე უნდა მოვიდეს აკტივაციის კოდი და შიგ ანოუკიში იჭედება.

Posted by: sha 15 Aug 2022, 09:56
QUOTE
პროგრამის განახლება გამოვიდა, დავაყენე და ხელახალი რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
ყველა მონაცემია დაკარგული. ფინალურ ეტაპზე მისვლისას მეილზე უნდა მოვიდეს აკტივაციის კოდი და შიგ ანოუკიში იჭედება.

ვერც პირადობით შედის, ვერც e-mail-ით, ხელახლა რეგისტრაციაო და თანხა რომ აქვთ ანგარიშზე იმათ რა ქნან.
უთავბოლოები

Posted by: დათკა 15 Aug 2022, 11:28
ვრეგისტრირდებოდი თავიდან და გვიან მოვიდა მესიჯი.. თუმცა მოვიდა.. მაგრამ ძალიან გვიან biggrin.gif

Posted by: sha 15 Aug 2022, 11:30
QUOTE
ვრეგისტრირდებოდი თავიდან და გვიან მოვიდა მესიჯი.. თუმცა მოვიდა.. მაგრამ ძალიან გვიან

გვიან მოსვლას რა აზრი აქვს? რაღაც წამები, თუ წუთი არის ის კოდი აქტიური.

update:
გამოსწორდა ჩემთან. ტელეფონის ნომრით რომ შეხვალთ, მოითხოვს პირადობის და ი-მეილის დამატებას. დამადასტურებელი კოდებიც მოვიდა თავისდროზე

Posted by: n-i-c-k 15 Aug 2022, 15:52
user posted image


Posted by: JonSnow88 19 Aug 2022, 20:35
რომელ რიცხვამდე? სიურპიზად ჯარიმა რო არ მოგვივიდეს? წინასწარ გაგვაფრთხილებენ? როდიდან ამოქმედდება

Posted by: 1GIO1 20 Aug 2022, 20:02
აპლიკაციაც და საიტიც უკვე გამართულად მუშაობს, მე გავიარე ვერიფიკაცია და გამიერთიანდა ორივე ექაუნთი

Posted by: georgia2009 21 Aug 2022, 19:46
რაც ბალანსზე თანხის ნაშთი გვქონდა და აგვახიეს, ოს თუ დაგიბრუნდათ ვინმეს?

Posted by: 1GIO1 21 Aug 2022, 21:08
georgia2009
QUOTE
რაც ბალანსზე თანხის ნაშთი გვქონდა და აგვახიეს, ოს თუ დაგიბრუნდათ ვინმეს?

ჩემთვის არაფერი აუხევიათ რაც იყო დარჩა

Posted by: TiredMan 25 Aug 2022, 23:38
გააჭირეს საქმე ამ იდიოტებმა. მანქანას ხან მე ვიყენებ და ხან ჩემი შვილი. ერთი ანგარიშით ვსარგებლობდით აქამდე. განახლების შემდეგ მეორე ტელეფონიდან იგივე ანგარიშის გამოყენების უფლებას არ იძლევა, თან იდიოტურ შეტყობინებას აბრუნებს - მომხმარებელი ან პაროლი არასწორიაო.
იდიოტი ბიზნეს-ანალიტიკოსის და უარესი იდიოტი დამკვეთის შეჯვარების შედეგია...
ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ ერთ მანქანაზე უმეტეს შემთხვევაში ერთი ანგარიში იქნება, თან ხშირად სხვადასხვა ნომრებზე...

Posted by: pytgon 28 Aug 2022, 13:13
georgia2009
QUOTE
რაც ბალანსზე თანხის ნაშთი გვქონდა და აგვახიეს, ოს თუ დაგიბრუნდათ ვინმეს?

მეც თავიდან დარეგისტრირება მომთხოვდა და ძველ ბანალსზე რა თანხაც მქონდა გამიქრა

Posted by: uqimerioni 4 Sep 2022, 16:23
ამათ ჯარიმებს საურავი ედება თუ იცით?

წინა წლის დეკემბერში დაწერილებს ისევ 10 ლარი აწერია

Posted by: n-i-c-k 7 Sep 2022, 12:17
მადა გაეზარდათ biggrin.gif

CODE
ცვლილებებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით, ხოლო ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.


ეს ბოლო კარგი მაგრამ გადასახადის გარეშე დგომა , მაშინ როცა საპარკინგე ადგილებზე არ აყენია გადახდის აპარატები და მანამ აპარატამდე მიხვალ და მოხვალ უკვე შეიძლება დააჯარიმონ პირი - 50 ლარი რა ამბავია !

CODE
პროექტის ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.


ვარშავის პარკომეტრი , ჩვენთან რატომ არ ითხოვენ მსგავსს ავტომატიების დაყენებას ?
user posted image

Posted by: n-i-c-k 10 Sep 2022, 14:22
user posted image

ქაღალდიც ენანებათ უკვე ... მოგება რომ გაზარდონ smile.gif პარლამენტიც ყველაფერს ეთანხმება

Posted by: touch 16 Sep 2022, 19:41
თუ იცით უკონტაქტოსგან დაწერილი 10 ლარიანი ჯარიმაც 50 გახდა? თუ მხოლოდ თბილისის პარკინგის დაწერილ ჯარიმას ეხება?

Posted by: Just_Test 29 Sep 2022, 21:20
15 ოქტომბრიდან - 50 ლარი ხდება ჯარიმა და ფრთხილად იყავით , ოფიციალური წყაროთი ვიცი !

Posted by: uqimerioni 30 Sep 2022, 00:33
ებიჭო საურავიედება მაგ დედა#####ულს თუ არა რა ნივიჟუს აკეთებთ?

Posted by: kataxxl 30 Sep 2022, 16:27
მოკლედ ვინც კალია შემოხაზა მავნებელი კალიები ხართ რააა

Posted by: GURAMI2 10 Oct 2022, 21:13
uqimerioni
თუ მოგიტანეს და ჩაგაბარეს ჯარიმა იქედან 30 დღეში თუ არ გადაიხდი 150 ხდება.
მე სადღაც 6 თვეზე მეტი იქნება ჯარიმა მაქვს პარკინგის და არ ვცხოვრობ იქს სადაც ჩაწერილი ვარ შესაბამისად არ მბარდება და არ ადებენ საურავს

Posted by: Amigo-Amo 10 Oct 2022, 23:57
წინა ავტომობილი რომ გავყიდე, 89 ცალი ჯარიმა მქონდა პარკირების საშვის არქონის გამო დგომაზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ახლაც მოშნად მაქვს დაგროვილი smile.gif
იცით რატომ არ ვყიდულობ საშვს? პირველი და უმთავრესი: საპარკინგე ადგილს შემთხვევების 80%-ში მაინც ვერ ვპოულობ და მეორე: ვფიქრობ, რომ 40,000$-ანი "ჩეხური 3 ოთახიანი" ავტომობილი და ჩემი "ხრუშოვკაც" იდენტურ საფასურს არ უნდა იხდიდეს ამ საშვშიwink.gif

Posted by: uqimerioni 11 Oct 2022, 00:50
Amigo-Amo
მერე როგორ გაყიდე მანქანა?

ესე იგი თუ სახლში არ ცაიბარე არ ედება საურავი

და ჩაბარება რაღად უნდა, საიტი ხოა და გიდევს? ან ქვითარს ხო გახვედრებენ დვორნიკში და სადღა უნდა ჩაგაბარონ?

Posted by: Amigo-Amo 13 Oct 2022, 13:57
uqimerioni
ჩვეულებრივად smile.gif საპატრულო ჯარიმის დროს ვერ ყიდი თორემ smile.gif
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს ამ საკითხს და საქარე მინაზე/სახლის კარზე დატოვებული ჯარიმა თუ არ ჩაგბარდა ფიზიკურად, არ გეკისრება გადახდის ვადლებულება smile.gif ხშირია შემთხვევები, როდესაც საქარე მინაზე დატოვებული საჯარიმო ქვითარი წვიმას ჩამოურეცხია, ქარს წაუღია (განსაკუთრებით დიღომში biggrin.gif), ან ე.წ სტაიანშიკს გადაუგდია smile.gif ვალდებულია არ ვარ, რომ საიტზე ვამოწმო; აი თუკი საპატრულო ჯარიმის მსგავსად ჯერ ტელეფონის ნომერზე მოგივა, შემდგომ საჯაროდ გამოქვეყნდება საიტზე, კი ბატონო; საურავი ეფება კი არა, 6 თვის შემდგომ ხანდაზმულია და შეგიძლია, რო მსაერთოდ გაუქმება მოითხოვო;

Posted by: JonSnow88 13 Oct 2022, 14:25
ეს 10 ლარიანი პარკინგის ჯარიმა რო ხდება 50 ლარი, როდიდან შედის ძალაში და მხოლოდ პარკირებაზეა თუ პატრულის თანამშრომელი რო გაქფაქტავს ბარდიულზე მაგ დროსაც? ისე კი თუ არ გაქფაქტა არც გაჯარიმებს, დაგელოდება მაქს 20 წუთი და წავა, სულ მასე ხდება ხოლმე, არვიცი რატო? კანონი არ აძ₾ევს გაფაქტვის გარეშე უფლებას თუ რა,, ხოჩაბურული შკოდები რო აჯარიმებენ ვიდეოთი მაგაზეც იზრდება?

Posted by: JonSnow88 18 Oct 2022, 14:16
QUOTE (Just_Test @ 29 Sep 2022, 21:20 )
15 ოქტომბრიდან - 50 ლარი ხდება ჯარიმა და ფრთხილად იყავით , ოფიციალური წყაროთი ვიცი !

დაველოდები როდის დამაჯარიმებენ, ვინც მე უსამართლოდ დამაჯარიმოს ან შერჩევითი სამართლით,ამას ემელი ყავს და ბევრი აქვს შემოსავალიო, ეგეთებიც ხო არიან, იმას ამოუწყდეს ყველა ვინც უყვარს, აბა გინებაზე ბანია და gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Nescafe13 18 Oct 2022, 21:51
JonSnow88

ევაკუატორით თუ წაიღეს 150 თუ 200 გახდა იქედან გამოყვანა
სითი პარკი სანატრელი გახდა biggrin.gif

Posted by: Freestyle 18 Oct 2022, 22:21
ძველი ჩაუბარბელი პარკინგის ჯარიმები მაქქვს ოხრად, ჩამოწერას ექვემდებარება ან რამეში ხელს მიშლის?

მანქანის გაყიდვის დროს ხო არ გამიპრობლემდება რამე?

Posted by: kataxxl 19 Oct 2022, 00:16
JonSnow88

უკვე ძალაშია დღეს ვნახე 50 იანი არასწორ პარკინგზე

Posted by: moen37 19 Oct 2022, 18:13
ეს ნაბოზარი ამას გვპირდებოდა ნეტავ რომ 10 ლარიან ჯარიმას 50 ლარს გავხდიო ? პირიქით ძვირია ეგ და დავაკლებო ამ რიტორიკით იყო ეს ბოზი


Posted by: JonSnow88 20 Oct 2022, 19:24
QUOTE (kataxxl @ 19 Oct 2022, 00:16 )
JonSnow88

უკვე ძალაშია დღეს ვნახე 50 იანი არასწორ პარკინგზე

ხო მაგრამ სხვადასხვაა როცა მერიის თანამშრომელი გაჯარიმებს და სხვა როცა საპატრულო გიწერს, ხოდა ვერგავიგე რომელი გაიზარდა? პლიუს რომელს გადაყავს ევაკუატორზე?

Posted by: toyota12345 20 Oct 2022, 19:31
JonSnow88

მერიის გაიზარდა.

Posted by: N-K 3 Nov 2022, 17:30
ეხლა დავხედე 10 ლარიანებიც ბლომად მქონია და ეხლა 50 იანებიც, რო არ გადავიხადო საურავი ეკისრება?

Posted by: maxoooooo 3 Nov 2022, 18:41
მეც დამიწერეს 50 იანი, საათობრივ პარკირებაზე დგომისთვის. (არ მიმითითებია აპლიკაციაში).
ტრანზიტული ნომრებზეა მანქანა.

განბაჟებისას უეჭველი გადამახდევინებენ?

Amigo-Amo
QUOTE
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს ამ საკითხს და საქარე მინაზე/სახლის კარზე დატოვებული ჯარიმა თუ არ ჩაგბარდა ფიზიკურად, არ გეკისრება გადახდის ვადლებულება  ხშირია შემთხვევები, როდესაც საქარე მინაზე დატოვებული საჯარიმო ქვითარი წვიმას ჩამოურეცხია, ქარს წაუღია (განსაკუთრებით დიღომში ), ან ე.წ სტაიანშიკს გადაუგდია  ვალდებულია არ ვარ, რომ საიტზე ვამოწმო; აი თუკი საპატრულო ჯარიმის მსგავსად ჯერ ტელეფონის ნომერზე მოგივა, შემდგომ საჯაროდ გამოქვეყნდება საიტზე, კი ბატონო; საურავი ეფება კი არა, 6 თვის შემდგომ ხანდაზმულია და შეგიძლია, რო მსაერთოდ გაუქმება მოითხოვო;

ეს ნაღდად ასეა?
* * *
QUOTE
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 6 თვის ვადაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. ამ კოდექსის 118-ე−118​​​3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3​​​1 ნაწილებითა და 122-ე, 123-ე, 125-ე, 125​2−125​4 და 135​​​1−135​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად არ მიქცეულა გამოტანიდან 1 წლის ვადაში.

3. ამ კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე. ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების გადადების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება გადადების ვადის გასვლამდე.

4. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღსრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადები.


როგორც გავიგე, თუ 6 თვეში არ აღსრულებას არ გადაეცა უკვე და შესაბამისად ყადაღა არ დაგადეს და არ მოგთხოვეს გადახდა, მაშინ გაუქმდება ჯარიმა. თუ ყადაღა დაგედო ყველა ვარიანტში გადასახდელია.
* * *
აბა, ვცდი გადაცილებას biggrin.gif თუ არ გადამახდევინეს განბაჟებისას biggrin.gif

Posted by: evgena 4 Nov 2022, 15:36
Amigo-Amo
QUOTE
რომ 40,000$-ანი "ჩეხური 3 ოთახიანი" ავტომობილი და ჩემი "ხრუშოვკაც" იდენტურ საფასურს არ უნდა იხდიდეს ამ საშვში

მართალია, მასეთი ავტოების პატრონები საწვავშიც უფრო ძვირს უნდა იხდიდნენ და ხინკალშიც

Posted by: nedved_11 4 Nov 2022, 21:42
დღეს დამიწერეს ამ უნამოსოებმა 50 ლარიანი და სმს მომივიდა ისეთი თუ არ გადაიხდი აღკვეთის ღონისძიებები და გაგისაჯაროვებთ საიტზე და ჩატარებულად ჩაითვლებაო

Posted by: მოთამაშე 7 Nov 2022, 17:37
პეკინზე ველობილიკზე და ტროტუარზე აიპლიუსთან მიახლოებით ყავდა ღლისშვილს დაყენებული რუსულ ნომრებზე და უკან ქართულ ნომრებზე იყო... მაღაზიიდან აიფონებით გამოვიდნენ თავის დაცვიან მძღოლიანად და გადააჭრსეს გააჯვეს... ამათი რუსეთუმე დედებსშვცი

user posted image

Posted by: sha 15 Nov 2022, 16:16
დღეს gym-თან მყავდა გაჩერებული საათნახევარი მანქანა ზონალურზე და რათქმაუნდა ჩამომეჭრა აპიდან შესაბამისი თანხა, მანქანა რომ დავძარი "სტაიანშიკი" მოვიდა და ლარი გექნებათ გადასახდელიო. გადახდით რათქმაუნდა აღარაფერი გადამიხდია, მაგრამ კითხვა გამიჩნდა. ზონალურზეც "მუშაობენ" ჯიგრები? პირველად შემხვდა ასეთი სითავხედე , მაგრამ მე გასული ვიყავი ქვეყნიდან და ხდება ასე? ის ყოველწლიურს რომ ვიხდით, + დაამატეს ზონალური და ამ ზონალურებზეც ჩითავენ სტაიანშიკები?

Posted by: n-i-c-k 15 Nov 2022, 21:07
sha სტაიანშიკი რამეს რომ მოგთხოვს , შეგიძლია მოიკითხო მისი წინაპრები .

გამომძალველთა კასტაა , რომებსაც სადღაც ზემოთ მთავრობაში მიაქვს წილი და ამიტომ არ ალაგმეს ქიჩებიდან ...



Posted by: Freestyle 15 Nov 2022, 21:23
sha
საერთოდ არ ვაძლევ არსად კაი ხანია, ზოგი ძაან საცოდავ ვიდზე თუ არ შემხვდა და მაგ პონტში თორე სტაიანკის პონტში არა.

Posted by: sha 16 Nov 2022, 17:43
QUOTE
შეგიძლია მოიკითხო მისი წინაპრები

რომ მოვიკითხე (წინაპეების გარეშე) მერე მოყვა , რომ უბრალოდ მათ ეხმარება, ვისაც ტელეფონით ვერ იხდის. (ალბათ მერიაში მიაქვს თანხა უკლებრივ) და არ იცოდა მე თუ უკვე გადახდილი მქონდა აპით, არც გამომართმევდა. )) უბრაოდ სითავხედემ გამაოცა, ხალხი ჯერ წლიურს იხდის, ამის თავზე ზონალურს და სტაიანშიკიღა გვაკლდა გაწვდილი ხელით. რომ კითხო ალბათ აგვარებს ინსპექციის ხალხთან..

Posted by: marrriam 17 Nov 2022, 11:29
ელექტრო მყავს შესაბამისად პარკინგი უფასოა
ვიკითხე მეთქი რამე მჭირდება სადმე რეგისტრაცია ან მსგავსი არაო ტექპასპორტი ჩანს ჩვენთან და არ დაგაჯარიმებენო
წინა ხუთშაბათსაც დამაჯარიმეს გუშინაც
თან უნდა მიხვიდე და განცხადება დაწერო რომ ჯარიმა გაგიუქმონ
facepalm.gif

Posted by: toyota12345 17 Nov 2022, 12:37
marrriam

დგომა გაჩერების წესი თუ არ დაიცავი და ამკრძალავზე გააჩერე როგორც ვიცი აჯარიმებენ.. მგონი მარტო პარკირების არ ქონაზე არ აჯარიმებენ.

Posted by: marrriam 17 Nov 2022, 12:46
toyota12345
პარკინგზე ვიდექი წესების დაცვით მაგრამ არ დააკვირდნენ რომ ელექტროა და დამაჯარიმეს

Posted by: Tobuldar 17 Nov 2022, 19:11
marrriam
სამწუხარო რეალობაა.
ნომერს რომ ტოვებენ მანქანაში, აი ასე ფურცელზე ამობეჭდე გაფრთხილება

თბილისის პარკინგის საყურადღებოდ !!!
ელექტრო მანქანაა !!!


Posted by: toyota12345 17 Nov 2022, 22:50
marrriam

გავარკვიე ეგ თემა მეგობარი მუშაობს პარკინგში, კი შეცდომით დაწერეს ინსპექტორებმა ჯარიმებიო და ჩამოგიწერენ მაგ ჯარიმას. ინსპექტორს საყვედური და ხელფასიდან ფულს დაუქვითავენ.

Posted by: Just_Test 17 Nov 2022, 23:09
marrriam

რა მანქანაა (მოდელი)?

რა არის იცი ახალ სისტემაზე გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრამაზე გადაიყვანეს და სისტემის ბრალია დიდი ხარვეზით მუშაობს შესაძლოა არც უჩვენა რო ელექტროა და მაგიტომ დაგაჯარიმეს ყველა ვერ ერკვევა ეხლა მოდელებში, რომელი ელექტროა და რომელი არა.

ჩამოგაწერენ მაგ ჯარიმას smile.gif

toyota12345
რომელია? პმ-ში მომწერე აბა biggrin.gif
არასწორად უთქვამს ) სისტემის ბრალია ეგ ვიდრე ინსპექტორის და მაგას დაბრალდება ) ნუ ჯარიმა გაუუქმდება

Posted by: toyota12345 18 Nov 2022, 08:14
Just_Test

მასე მითხრა ძმაკაცი მუშაობს და შეცდომით დაწერესო და ვინც დაწერა საყვედურებს აძლევენო.

Posted by: marrriam 18 Nov 2022, 16:06
Tobuldar
ჰო ეგ ვიფიქრე მართლა

Just_Test
imiev mitsubishi

toyota12345
ავტომატურად ვერ გაგიუქმებთ ჯარიმას განცხადება უნდა დაწეროო და მისვლა დაწერაა პრობლემა
თორემ წინა კვირაში რომ დამაჯარიმეს იმაზე დავწერე განცხადება და გამიუქმეს
პ.ს. გაუმართავი სისტემის გამო ვზარალდებით ყველა

Posted by: lado_k 26 Nov 2022, 20:00
პარკინგის ჯარიმა უნდა ჩაგბარდეს? თუ პატრულის ჯარიმასავით არის რო ჩაგბარდება თუ არა უნდა გადაიხადო?

Posted by: Amigo-Amo 29 Nov 2022, 00:34
SMS შეტყობინებით მოდის უკვე ჯარიმა და გადაუხდელობის/მისამართზე განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საჯაროდ გამოქვეყნდებაო და ანუ რა გამოდის? ვსიო? ხანაა? ვეღარ ვაყირავებთ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Z-owner 2 Dec 2022, 01:10
ასეთ გაჩერებულზე რა ხდება? ჯარიმა თუ ევაკუატორი? პარკინგის საფასურს ვიხდიდი აპლიკაციით.

user posted image

Posted by: TiredMan 2 Dec 2022, 09:37
Z-owner
ნახევარი ჯარიმა მოგივა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: evgena 2 Dec 2022, 10:43
Z-owner
თუ უკან ავტობუსის გაჩერებაა ევაკუატორი, თუ არა ჯარიმა

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 2 Dec 2022, 10:45
QUOTE (Freestyle @ 18 Oct 2022, 22:21 )
ძველი ჩაუბარბელი პარკინგის ჯარიმები მაქქვს ოხრად, ჩამოწერას ექვემდებარება ან რამეში ხელს მიშლის?

მანქანის გაყიდვის დროს ხო არ გამიპრობლემდება რამე?

ძველი 10 ლარიანი ჯარიმები ჩამოწერას ექვემდებარება, ხოლო ახალი 50 ლარიანების გადახდა აუცილებელია თორე 1 თვის და 2 თვის შემდეგ გაგიპრობლემურდებათ

Posted by: Freestyle 2 Dec 2022, 12:23
QUOTE (PsychologistDimitriGobronidze @ 2 Dec 2022, 10:45 )
QUOTE (Freestyle @ 18 Oct 2022, 22:21 )
ძველი ჩაუბარბელი პარკინგის ჯარიმები მაქქვს ოხრად, ჩამოწერას ექვემდებარება ან რამეში ხელს მიშლის?

მანქანის გაყიდვის დროს ხო არ გამიპრობლემდება რამე?

ძველი 10 ლარიანი ჯარიმები ჩამოწერას ექვემდებარება, ხოლო ახალი 50 ლარიანების გადახდა აუცილებელია თორე 1 თვის და 2 თვის შემდეგ გაგიპრობლემურდებათ

როგორ უნდა ჩამოვაწერინო ძველები? ისე არ მინდა რო მივმართო და უი რადგან აქ ხარ გადაიხადე ბარემო ))

Posted by: Z-owner 2 Dec 2022, 12:33
TiredMan
მაშინ თანხაც ნახევარი ჩამომაჭრას აპლიკაციამ. biggrin.gif

evgena
მადლობა. smile.gif სხვაგან არ იყო ადგილი თორე არც დავტოვებდი მასე. ჯარიმაშიც არაა საქმე, არ მევასება რა, არაა სწორი.

Posted by: evgena 2 Dec 2022, 15:16
Z-owner
QUOTE
ჯარიმაშიც არაა საქმე, არ მევასება რა, არაა სწორი.

+1
მეც გამიჩერებია მასე, როდესაც სხვა გამოსავალი არ ყოფილა. არის სიტუაციები როდესაც დაგვიანებას ჯარიმა სჯობია

Posted by: GURAMI2 2 Dec 2022, 17:29
PsychologistDimitriGobronidze
QUOTE
ძველი 10 ლარიანი ჯარიმები ჩამოწერას ექვემდებარება, ხოლო ახალი 50 ლარიანების გადახდა აუცილებელია თორე 1 თვის და 2 თვის შემდეგ გაგიპრობლემურდებათ

რატო გაპრობლემდება, შეიცვალა მიღება ჩაბარების ფორმა?

Posted by: Amigo-Amo 5 Dec 2022, 19:14
QUOTE (GURAMI2 @ 2 Dec 2022, 17:29 )
PsychologistDimitriGobronidze
QUOTE
ძველი 10 ლარიანი ჯარიმები ჩამოწერას ექვემდებარება, ხოლო ახალი 50 ლარიანების გადახდა აუცილებელია თორე 1 თვის და 2 თვის შემდეგ გაგიპრობლემურდებათ

რატო გაპრობლემდება, შეიცვალა მიღება ჩაბარების ფორმა?

კი, თუკი ვერ ჩაგაბარეს მისამართზე, საჯაროდ გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე და ეგაა smile.gif თან სმს-ით მოგდის მანამდე ჯარიმაც;

Posted by: Amigo-Amo 7 Dec 2022, 12:27
ისე, დღეს გადავიხადე და თბილისის პარკინგის ჯარიმებში არ ყრის. საპატრულო ჯარიმაში ამოაგდო და თან 20%-ც აკლდება 10 დღის განმავლობაში თუ გადაიხდი; მე ვიდექი არასწორად. მეგობარიც დააჯარიმეს, პარკინგზე იდგა საფასურის გადახდის გარეშე, მარა იმას -20% არ დააკლდა. მგონი პატრული რომ წერს, ეგ მოგდის სმს-ად და პარკინგის ისევ ჩვეულებრივად არის;

Posted by: JoePistone 17 Dec 2022, 17:08
პარკნინგის სმს-იც მოდის, დღეს მომივიდა ჯარიმა

Posted by: USER001 30 Dec 2022, 19:11
პარკირების საშვი რომაა ლურჯი ხაზით ეგენი გაუქმდა? ასეთებზე ვამბობ ოღონდ ლურჯი ხაზით. ესენი ფალსიფიციურებულია. სხვა სურათი ვერ ვიპოვე.

იმათ მანქანის მაგივრად ქრ კოდი აქვთ მაგ ადგილას

Posted by: lordilidan 22 Jan 2023, 17:45
თბილისის პარკინგი ჯარიმები სად შეიძლება ვნახო?

Posted by: Amigo-Amo 23 Jan 2023, 01:08
QUOTE (lordilidan @ 22 Jan 2023, 17:45 )
თბილისის პარკინგი ჯარიმები სად შეიძლება ვნახო?

https://parking.tbilisi.gov.ge/pass?isTransit=false

Posted by: lordilidan 24 Jan 2023, 14:17
QUOTE (Amigo-Amo @ 23 Jan 2023, 01:08 )
QUOTE (lordilidan @ 22 Jan 2023, 17:45 )
თბილისის პარკინგი ჯარიმები სად შეიძლება ვნახო?

https://parking.tbilisi.gov.ge/pass?isTransit=false

მადლობა, ნიღაბი გავუკეთე ეხლა ნომერს და ისე მიყენია ბარდიულზე, უკვე 2 კვირაა, მაგაზე რა შეუძლია დაწერონ ნომერზე აფარებულია როა რაღაც, მოძრავ მანქანაზე რაცაა ჯარიმა ვიცი,.მაგრამ გაჩერებულ მანქანაზე რა ხდება? პრაკტიკაში თუ დაუჯარიმებიათ ვინმე?

Posted by: webdesigner93 24 Jan 2023, 20:31
lordilidan
QUOTE
მადლობა, ნიღაბი გავუკეთე ეხლა ნომერს და ისე მიყენია ბარდიულზე, უკვე 2 კვირაა, მაგაზე რა შეუძლია დაწერონ ნომერზე აფარებულია როა რაღაც, მოძრავ მანქანაზე რაცაა ჯარიმა ვიცი,.მაგრამ გაჩერებულ მანქანაზე რა ხდება? პრაკტიკაში თუ დაუჯარიმებიათ ვინმე?

ჩემმა თანამშრომელმა ქნა ( მერე როგორც გავიგე აქამდეც ბევრჯერ უქნია ) და მანქანა წაიყვანეს ევაკუატორით , ცალკე მაგის თანხა და ცალკე ნომრის დაფარვის ჯარიმა დაუწერეს , ზუსტი თანხა სამწუხაროდ არ მახსოვს , მაგრამ პატარა თანხა არ იყო , დახმარებას მთხოვდა biggrin.gif მეთქი გეფიქრა სამსახურის მანქანას ასე რო აყენებდი ))

Posted by: gaaxure 27 Jan 2023, 00:58
QUOTE (webdesigner93 @ 24 Jan 2023, 20:31 )
ჩემმა თანამშრომელმა ქნა ( მერე როგორც გავიგე აქამდეც ბევრჯერ უქნია ) და მანქანა წაიყვანეს ევაკუატორით , ცალკე მაგის თანხა და ცალკე ნომრის დაფარვის ჯარიმა დაუწერეს , ზუსტი თანხა სამწუხაროდ არ მახსოვს , მაგრამ პატარა თანხა არ იყო , დახმარებას მთხოვდა biggrin.gif მეთქი გეფიქრა სამსახურის მანქანას ასე რო აყენებდი ))

საჯარიმოდან გამოყვანა ~160₾
პარკინგის ჯარიმა 50₾
ნომრის დაფარვის ჯარიმა 500₾

love.gif love.gif love.gif

Posted by: touch 28 Jan 2023, 09:35
QUOTE (webdesigner93 @ 24 Jan 2023, 20:31 )
lordilidan
QUOTE
მადლობა, ნიღაბი გავუკეთე ეხლა ნომერს და ისე მიყენია ბარდიულზე, უკვე 2 კვირაა, მაგაზე რა შეუძლია დაწერონ ნომერზე აფარებულია როა რაღაც, მოძრავ მანქანაზე რაცაა ჯარიმა ვიცი,.მაგრამ გაჩერებულ მანქანაზე რა ხდება? პრაკტიკაში თუ დაუჯარიმებიათ ვინმე?

ჩემმა თანამშრომელმა ქნა ( მერე როგორც გავიგე აქამდეც ბევრჯერ უქნია ) და მანქანა წაიყვანეს ევაკუატორით , ცალკე მაგის თანხა და ცალკე ნომრის დაფარვის ჯარიმა დაუწერეს , ზუსტი თანხა სამწუხაროდ არ მახსოვს , მაგრამ პატარა თანხა არ იყო , დახმარებას მთხოვდა biggrin.gif მეთქი გეფიქრა სამსახურის მანქანას ასე რო აყენებდი ))

რითი დაფარა ნომერი ეგრე რო გაჩერებულზე ჯარიმა დაუწერეს მაგაზე? ბევრს აქვს ხოლმე ისე დაფარული რო უკონტაქტომ ვერ დააფიქსიროს. მაგრამ რამე აქვთ ხოლმე.მანქანის უკან დადგმული ან მიყუდებული. ეხლა იზოლენტრბი თუ მიაკარი და მიასკოჩე ზედ რამე მთლიან ნომერს კი დაგაჯარიმებენ.

Posted by: toyota12345 28 Jan 2023, 12:44
ცინცაძეზე ერთს უყენია მასე კრისულად და პირბადე აქვს აკრული ნომერზე ისე მაგარი გნიდა ადამიანი ხარ ავტობუსის გაჩერებაზე რო დატოვებ მთელი დღე და ###ზე გკიდია ხალხი როგორ ავა ავტობუსში... ცალკე იმ პატრულს რო ###### რეაქცია რო აქვს არაფერზე..

Posted by: zzz77 28 Jan 2023, 14:29
სახლთან რომ ზონალური გადასახადია,მაგ დროს მგონი შეიძლება მისამართის მითითება და ზონალურის გადასახადი აღარ არის გადასახდელიო.და ვინმემ იცით ეგ როგორ უნდა მიუთითო??

Posted by: TiredMan 29 Jan 2023, 11:10
zzz77
QUOTE
სახლთან რომ ზონალური გადასახადია,მაგ დროს მგონი შეიძლება მისამართის მითითება და ზონალურის გადასახადი აღარ არის გადასახდელიო.და ვინმემ იცით ეგ როგორ უნდა მიუთითო??

მერიის ცხელ ხაზზე დარეკე და აგიხსნიან.

Posted by: lordilidan 31 Jan 2023, 15:14
QUOTE (gaaxure @ 27 Jan 2023, 00:58 )
QUOTE (webdesigner93 @ 24 Jan 2023, 20:31 )
ჩემმა თანამშრომელმა ქნა ( მერე როგორც გავიგე აქამდეც ბევრჯერ უქნია ) და მანქანა წაიყვანეს ევაკუატორით , ცალკე მაგის თანხა და ცალკე ნომრის დაფარვის ჯარიმა დაუწერეს , ზუსტი თანხა სამწუხაროდ არ მახსოვს , მაგრამ პატარა თანხა არ იყო , დახმარებას მთხოვდა biggrin.gif მეთქი გეფიქრა სამსახურის მანქანას ასე რო აყენებდი ))

საჯარიმოდან გამოყვანა ~160₾
პარკინგის ჯარიმა 50₾
ნომრის დაფარვის ჯარიმა 500₾

love.gif love.gif love.gif

გასაგებია, მე უფრო მეტი მეგონა, აქ ჯერ არაა ეგეთი ამბავი, ფანჯრიდან ვუყურევ სულ ჩემს მანქანას მაგდენს ვერ მოასწრებენ, დავქოქავ და გადავაყენებ
* * *
QUOTE (touch @ 28 Jan 2023, 09:35 )
QUOTE (webdesigner93 @ 24 Jan 2023, 20:31 )
lordilidan
QUOTE
მადლობა, ნიღაბი გავუკეთე ეხლა ნომერს და ისე მიყენია ბარდიულზე, უკვე 2 კვირაა, მაგაზე რა შეუძლია დაწერონ ნომერზე აფარებულია როა რაღაც, მოძრავ მანქანაზე რაცაა ჯარიმა ვიცი,.მაგრამ გაჩერებულ მანქანაზე რა ხდება? პრაკტიკაში თუ დაუჯარიმებიათ ვინმე?

ჩემმა თანამშრომელმა ქნა ( მერე როგორც გავიგე აქამდეც ბევრჯერ უქნია ) და მანქანა წაიყვანეს ევაკუატორით , ცალკე მაგის თანხა და ცალკე ნომრის დაფარვის ჯარიმა დაუწერეს , ზუსტი თანხა სამწუხაროდ არ მახსოვს , მაგრამ პატარა თანხა არ იყო , დახმარებას მთხოვდა biggrin.gif მეთქი გეფიქრა სამსახურის მანქანას ასე რო აყენებდი ))

რითი დაფარა ნომერი ეგრე რო გაჩერებულზე ჯარიმა დაუწერეს მაგაზე? ბევრს აქვს ხოლმე ისე დაფარული რო უკონტაქტომ ვერ დააფიქსიროს. მაგრამ რამე აქვთ ხოლმე.მანქანის უკან დადგმული ან მიყუდებული. ეხლა იზოლენტრბი თუ მიაკარი და მიასკოჩე ზედ რამე მთლიან ნომერს კი დაგაჯარიმებენ.

საბარგულის გაღებაა ყველაზე ნაღდი, ნომრის დაფარვაზე ვერ მოგედავებიან, სასამართლოზე იტყვი მძიმე ნივთი მივიტანე, ვერ მოვასწარი დახურვა და მერე დამავიწყდაო, მაგრამ ეხლა წვიმებია და ვერ ვაღებ,
* * *
QUOTE (toyota12345 @ 28 Jan 2023, 12:44 )
ცინცაძეზე ერთს უყენია მასე კრისულად და პირბადე აქვს აკრული ნომერზე ისე მაგარი გნიდა ადამიანი ხარ ავტობუსის გაჩერებაზე რო დატოვებ მთელი დღე და ###ზე გკიდია ხალხი როგორ ავა ავტობუსში... ცალკე იმ პატრულს რო ###### რეაქცია რო აქვს არაფერზე..

შეიძლება საჯარიმოზე თუ არ გადაიყვანეს, ნომერზე რამის მოხსნის უფლება არააქვთ

Posted by: zzz77 4 Feb 2023, 21:39
მოკლედ ახალ ბინაში გადავედი და გზაზე ზონალური პარკინგია. ეზოში ადგილი არაა და როგორ დავარეგისტრირო მისამართი რომ ზონალურის ფული არ ვიხადო

Posted by: Makaveli 5 Feb 2023, 03:27
zzz77
QUOTE
მოკლედ ახალ ბინაში გადავედი და გზაზე ზონალური პარკინგია. ეზოში ადგილი არაა და როგორ დავარეგისტრირო მისამართი რომ ზონალურის ფული არ ვიხადო

მე შენ ადგილას სხვაგან გადავიდოდი საცხოვრებლად სადაც ზონალური არ არი, ესე უფრო მარტივად მოგვარდება საკითხი

Posted by: rachveli1 5 Feb 2023, 11:29
QUOTE (zzz77)
მოკლედ ახალ ბინაში გადავედი და გზაზე ზონალური პარკინგია. ეზოში ადგილი არაა და როგორ დავარეგისტრირო მისამართი რომ ზონალურის ფული არ ვიხადო

პარკინგის საიტიდან უნდა დაამატო მისამართი.

Posted by: zzz77 5 Feb 2023, 19:44
Makaveli
შეიძლება მართალი ხარ))))))))


rachveli1

მობილურში გადმოვწერე აპლიკაცია და ვერ ვიპოვე სად უნდა დავამატო მისამართი.

Posted by: ნიკა 5 Feb 2023, 23:05
zzz77
მობილურში არა. კომპიდან საიტზე ემატება. შენი ID ბარათია საჭირო თავისი პინ კოდებით, ხელმოწერით და სერთიფიკატით. ასევე წამკითხავი მოწყობილობით. ნუ მე რო ვარეგისტრირებდი საჭირო იყო 1 წლის წინ. ახლა თუ გაამარტივეს რამე არ ვიცი.

Posted by: SkullCrusher 5 Feb 2023, 23:21
დაგეშილი ყავთ გამოგდებული ხალხი ამ 50 ლარიან ჯარიმაზე. მანქანაში რომც იჯდე მაშინაც შეიძლება დაგიწერონ ჩუმად. მე 50 ლარი დამიწერეს არ მქონდა ის პარკინგის საშვი. ასე არ შეიძლება, უნდა გააფრთხილო ხალხი, რომ ცვლი ქცევას და ყველას მასიურად დაჯარიმებას იწყებ. წინააღმდეგ შემთხვევაში წესრიგს კი არა ფულს აკეთებ.
ახლა კი ვიყიდე 25 ლარინი 6 თვის საშვი, მაგრამ ეს 50 ლარი ძალიან ბევრია და რა ხდება ამაზე ხომ არ იცით რომ არ გადაიხადო? ასე თქვეს შემდეგ თვეში 150-ს დაგაწერენ 50-ს თუ არ გადაიხდიო.

Posted by: webdesigner93 5 Feb 2023, 23:47
საათობრივად სადაცაა პარკინგის თანხა გადასახდელი , იქ იმ საათობრივი გადასახადის გარდა საშვიც უნდა გქონდეს შეძენილი ? ანუ რეალურად მხოლოდ იქ მიწევს გაჩერება სადაც საათი ლარი ღირს და ვიხდი ჩვეულებრივ მაგას და იმ წლიუს საშვს მგონი ტყუილად ვყიდულობ თუ საჭიროა ეგეც biggrin.gif

Posted by: SkullCrusher 5 Feb 2023, 23:51
QUOTE (webdesigner93 @ 5 Feb 2023, 23:47 )
საათობრივად სადაცაა პარკინგის თანხა გადასახდელი , იქ იმ საათობრივი გადასახადის გარდა საშვიც უნდა გქონდეს შეძენილი ? ანუ რეალურად მხოლოდ იქ მიწევს გაჩერება სადაც საათი ლარი ღირს და ვიხდი ჩვეულებრივ მაგას და იმ წლიუს საშვს მგონი ტყუილად ვყიდულობ თუ საჭიროა ეგეც biggrin.gif

ხო ეგ საინტერესოა, მაგაზე მერიაში დავრეკავდი, რადგან წესით არ უნდა გადაიხადო, თუმცა ვაიდა ეგრე არ იყოს ეგრევე 50ლარს აგაფარებენ. თან ღირს იმის ყიდვა იმიტომ რომ უკვე სახლებთანაც აჯარიმებენ და ადრე თუ გვიან მოგიწევს მაგაზე დაყენება და ჯობია 50 ლარის წლიური იყიდო ვიდრე ჯარიმა გთხლიშონ როგორც მე.

Posted by: llevani 6 Feb 2023, 00:12
აპლიკაცია ცუდად მუშაობს 15 წუთი ვააქტიურებდი. ხან ტელეფონს ვერ იგებდა ხან პაროლს. გაამარტივეთ მაინც.

Posted by: rachveli1 6 Feb 2023, 00:19
webdesigner93
SkullCrusher
50 ლარიანი წლიური არ მოქმედებს საათობრივ პარკინგზე, ჩვეულებრივი პარკინგისაა.
საათობრივზე 800 ლარი ღირს 1 წლიანი საშვი.
არაა აუცილებელი, შეგიძლიაც ჩვეულებრივად დრო ჩართო აპლიკაციაში და იმ რამდენსაც დაწერს ის გადაიხადო.
საშვი იმისთვისაა თუ ხშირად და დიდიხნით გჭირდება გაჩერება და საათოვრივად რო იხადო უფრი ძვირი გამოგდის, ვიდრე საშვი ღირს.

Posted by: fermina 6 Feb 2023, 06:23
webdesigner93
QUOTE
საათობრივად სადაცაა პარკინგის თანხა გადასახდელი , იქ იმ საათობრივი გადასახადის გარდა საშვიც უნდა გქონდეს შეძენილი ? ანუ რეალურად მხოლოდ იქ მიწევს გაჩერება სადაც საათი ლარი ღირს და ვიხდი ჩვეულებრივ მაგას და იმ წლიუს საშვს მგონი ტყუილად ვყიდულობ თუ საჭიროა ეგეც


საშვი (ერთწლიანი, ექვსთვიანი) აუცილებლად უნდა გქონდეს, და გარდა ამისა საათობრივიც უნდა იხადო, და ამ ყველაფერთან ერთად "სტაიანშიკსაც" უნდა აძლიო ფული. ანუ სამმაგ თანხას ვიხდით პარკინგზე smile.gif

წლიური საშვი თუ არ გექნა, მაინც დაგაჯარიმებენ, თუნდაც საათობრივი გქონდეს ჩართული.

Posted by: rachveli1 6 Feb 2023, 10:26
fermina
ნუ შეგყავს ხალხი შეცდომაში. საათობრივი სადაცაა იქ არ მოქმედებს 50 ლარიანი საშვი, სხვა საშვებია მანდ. და როგორც გირჩენივნია ისე აკეთებ, გინდა საშვი იყიდე, გინდა სდრო ჩართე და რასაც დაწერს იმას გადაიხდი.
50 ლარიანი საშვი ჩვეულებრივი პარკინგისაა, სადაც საათობრივი არ მოქმედებს.

Posted by: webdesigner93 6 Feb 2023, 14:50
SkullCrusher
QUOTE
ხო ეგ საინტერესოა, მაგაზე მერიაში დავრეკავდი, რადგან წესით არ უნდა გადაიხადო, თუმცა ვაიდა ეგრე არ იყოს ეგრევე 50ლარს აგაფარებენ. თან ღირს იმის ყიდვა იმიტომ რომ უკვე სახლებთანაც აჯარიმებენ და ადრე თუ გვიან მოგიწევს მაგაზე დაყენება და ჯობია 50 ლარის წლიური იყიდო ვიდრე ჯარიმა გთხლიშონ როგორც მე.

თბილისში საერთოდ არ ვცხოვრობ და სახლთან არ მჭირდება არაფერი. თბილისში კიდე მხოლოდ მაგ საათობრივ ზონებში მიწევს ხოლმე პარკირება და თუ არაა საჭირო , რისთვის ვყიდულობ.

fermina
QUOTE
წლიური საშვი თუ არ გექნა, მაინც დაგაჯარიმებენ, თუნდაც საათობრივი გქონდეს ჩართული.

გაიყო მოკლედ აზრი. უნდა გავარკვიო ერთი მერიასთან , საათობრივის გარდა არსად გამიჩერებია ბოლო წელია ნაღდად და რისთვის ვიხდი თუ არაა საჭირო.

Posted by: fermina 6 Feb 2023, 16:10
QUOTE (rachveli1)
fermina
ნუ შეგყავს ხალხი შეცდომაში. საათობრივი სადაცაა იქ არ მოქმედებს 50 ლარიანი საშვი, სხვა საშვებია მანდ. და როგორც გირჩენივნია ისე აკეთებ, გინდა საშვი იყიდე, გინდა სდრო ჩართე და რასაც დაწერს იმას გადაიხდი.
50 ლარიანი საშვი ჩვეულებრივი პარკინგისაა, სადაც საათობრივი არ მოქმედებს.



ანუ, საათობრივი აპლიკაცია რომ გქონდეს მაგ ზონალურ პარკირებაზე ჩართული და წლიური (25-50 ლარიანი) საშვი არ გქონდეს ნაყიდი, შეიძლება? ორივე არ არის სავალდებულო?

შეიძლება მეშლება და მე მაპატიეთ. ასე მახსოვს, რომ ჩემი თანამშრომელი დააჯარიმეს.

ნუ იდეაში მაინც საჭიროა ორივე, ან ზონალურზე აჩერებ, ან ჩვეულებრივზე როგორც წესი.

Posted by: webdesigner93 6 Feb 2023, 17:15
fermina
QUOTE
შეიძლება მეშლება და მე მაპატიეთ. ასე მახსოვს, რომ ჩემი თანამშრომელი დააჯარიმეს.

ნუ იდეაში მაინც საჭიროა ორივე, ან ზონალურზე აჩერებ, ან ჩვეულებრივზე როგორც წესი.

დავრეკავ მერე გავარკვევ. მე ზონალურის გარდა არსად მიწევს ხოლმე გაჩერება მაინც და თუ არაა საჭირო , გამოდის ტყუილად ვიხდი.

Posted by: rachveli1 7 Feb 2023, 10:35
საათობრივს ცალკე აქვს საშვები, აპლიკაციაშიც და საიტზეც შეგიძლიათ ნახვა
https://parking.tbilisi.gov.ge/

პარკირების საშვები

1 კვირიანი პარკირების საშვი - 4₾
6 თვიანი პარკირების საშვი - 25₾
1 წლიანი პარკირების საშვი- 50₾

ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვები

1 დღიანი ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვი - 20₾
1 კვირიანი ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვი - 100₾
1 თვიანი ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვი - 300₾
6 თვიანი ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვი - 500₾
1 წლიანი ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვი- 800₾
* * *
QUOTE (fermina)
ანუ, საათობრივი აპლიკაცია რომ გქონდეს მაგ ზონალურ პარკირებაზე ჩართული და წლიური (25-50 ლარიანი) საშვი არ გქონდეს ნაყიდი, შეიძლება?

კი, 25-50 ლარიანი საშვები მხოლოდ იმ პარკინგებისაა სადაც ზონალურ-საათობრივი არ მოქმედებს, ანუ სადაც საათობრივის არ იხდი

Posted by: SAROKAWA 7 Feb 2023, 11:14
QUOTE
ანუ, საათობრივი აპლიკაცია რომ გქონდეს მაგ ზონალურ პარკირებაზე ჩართული და წლიური (25-50 ლარიანი) საშვი არ გქონდეს ნაყიდი, შეიძლება? ორივე არ არის სავალდებულო?

არა smile.gif

Posted by: s-n-r 7 Feb 2023, 20:25
მე რა მაინტერესებს, ზონალურის შემოღებით, მინიმუმ 20-30 - ჯერ ხომ მაინც გაიზარდა პარკირებიდან მიღებული შემოსავლები, და ეს ფული სად მიდის, კეთილმოწყობას რატომ არ ხმარდება?
წვიმიან ამინდში ვერ გაარჩევ, სად იწყება და სად მთავრდება პარკირების ზონა.
ახლა ხომ მაინც აქვთ ფული, რატომ არ არის საპარკინგე ადგილები კეთილმოწყობილი?

ასევე ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა მეუფლება საჯარიმოზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
როგორც დავაკვირდი, როცა ერთდროულად ბევრი ავტომობილია გაჩერებული დარღვევით, სავარაუდოდ ვერ ბედავენ და არ გადაჰყავთ მანქანები საჯარიმოზე.
ხოლო თუ სადმე მარტო შეგიგულეს, როცა რეალურად არავის არ უშლი ხელს, აი მაშინ ჩუმად მოიპარებიან ხოლმე და მიჰყავთ, ვითომ წესრიგის დაცვას ემსახურებიან. თვალთმაქცები.

მარტო პარკირებაზე არაა საქმე, პატრულის თვალწინ, ისე რომ შეუძლებელია პატრულმა არ დაინახოს, ისე უხეშად არღვევენ წესებს რომ რა ვიცი.
კარგი მესმის ვთქვათ ის ერთი კონკრეტული მანქანა რამე სპეც. დანიშნულებისაა, მაგრამ დავიჯერო ამდენი მანქანა ემსახურება შსს-ს და სხვა სახელმწიფო ორგანოებს?

სხვათა შორის, სულაც არ ვთვლი, რომ ქართველი მძღოლები ქაჯები არიან, უმრავლესობა მეტ-ნაკლებად წესების დაცვით მოძრაობს და ერთმანეთს პატივს სცემენ.
გზას გითმობენ, გატარებენ, ქვეითებს ატარებენ.
ხშირად გამკვირვებია კიდეც, მოლოდინი მქონდა რომ ქაოსი დაიწყებოდა და ზედმეტი ჩარევის გარეშე განმუხტულა ხოლმე მოძრაობა.
მაგრამ დაახლოებით 5-10% არის, რომ აფუჭებს ყველაფერს და ის ცუდი მძღოლი კარგზეც ცუდად მოქმედებს და ცუდისკენ უბიძგებს ყველას.

Posted by: s-n-r 22 Feb 2023, 16:36
მეგობრებო, თუ იცით, 6 თვიანი ზონალურის საშვი (500 ლ.) ან 1 წლიანი ზონალურის საშვი (800 ლ.) რომ შევიძინო, ჩვეულებრივად საიტიდან მივყვე ინსტრუქციებს,
თუ კიდევ სადმე ცალკე დამატებით უნდა გავაკეთო რამე სპეციალური ჩანაწერი/რეგისტრაცია?

ასევე, თუ ვთქვათ ავტომობილი გავყიდე 1-2 თვის შემდეგ, შესაძლებელია იმ დარჩენილი თანხის დაბრუნება და დარჩენილი ბალანსის ახალზე გადატანა, თუ დაიკარგება ის თანხა?

თავდაპირველად წარმოუდგენლად მაღალი მეგონა ამხელა თანხები, განსაკუტრებით ჩემი ჯაბახანისთვის, მაგრამ პრაგმატულად რომ მივუდგე, საერტო ჯამში მაინც მეტი მეხარჯება, ჯარიმების გატვალისწინებით, და ჯობია 6 თვიანი ან 1 წლიანი შევიძინო.
მოკლედ რა, თუ მეტროსთან ახლოს არ ცხოვრობ, შეუძლებელია ხდება ამ ქალაქში ნორმალურად არსებობა.

Posted by: n-i-c-k 27 Feb 2023, 11:07
პეკინის გამზირზე ფოსტასთან პარკინგი ალაგმეს sad.gif

მანქანის დასაყენებელი ადგილი პრაქტიკულად არ დარჩა - თვითონ კი მერიის საშვებით აპარკინგებენ სადაც უნდათ sad.gif

ესენი კი დარბიან და 50 ლარიანებს წერენ sad.gif

user posted image

როგორ არ უნდა მოიკითხო კალაძე და წილოსანი განსაკუთრებით !

Posted by: fermina 1 Mar 2023, 21:33
ასეთი სიტუაციაა მოკლედ

სამი დღეა თბილისი მერიოტთან, ჭანტურიას ქუჩაზე მიწევს მანქანის დაპარკინგება მთელი 6-7 საათით.
ორი დღე პატიოსნად ვიხადე პარკინგის თანხა.
დღეს დილით გაიჭედა აპლიკაცია, უფრო სწორად გუშინ საღამოსვე გაჭედილა, თანხა დამთავრდა, მომივიდა სმს რომ დავასრულე პარკირება და იმის მერე ასეა. რეალურად ეს დღეს დილით აღმოვაჩინე, მანქანა რომ დავაყენე და პარკირების ჩართვას ვაპირებდი.
მოკლედ არაფრით არ ამუშავდა აპლიკაცია. ერორი იყო რაღაც, სერვისი მიუწვდომელია-ს მიწერდა. მთელი საათი ვეჩალიჩე, მერე თანამშრომელს ვკითხე და დარეკეო თბილისი პარკინგში.
ვრეკე ვრეკე და არავინ მიპასუხა, ერთხელ 5 წუთი ველოდე, მეორედ 7, მესამედ 3 და ასე, ყველა ოპერატორი დაკავებულიაო. მთელ დღეს ვერ დავუთმობდი ამ საკითხს, ღონისძიებაზე ვიყავი და სამუშაო მქონდა.
საღამოს რა თქმა უნდა ჯარიმა მოვიდა (ჩემი მანქანა არაა, ახლობლისაა და მას მიუვიდა).

რამე მექანიზმი არის, რომ გავაპროტესტო? პრინციპის ამბავია უბრალოდ.

პ.ს. აპლიკაცია ამუშავდა ძლივს, ტელეფონი გადავტვირთე. ნუ ალბათ დილითვე უნდა მექნა, უბრალოდ მართლა ათას რამეს ვაკეთებდი ერთდროულად.

Posted by: SkullCrusher 1 Mar 2023, 21:42
n-i-c-k
fermina

რამე ლობისტური ჯგუფი არის? ეს 50₾ ბულშითი რო გაპროტესტდეს და ფულის ამოღება შეჩერდეს?

Posted by: fermina 1 Mar 2023, 22:01
SkullCrusher
QUOTE
n-i-c-k
fermina
რამე ლობისტური ჯგუფი არის? ეს 50₾ ბულშითი რო გაპროტესტდეს და ფულის ამოღება შეჩერდეს?


რა ვიცი, მე არ გამიგია, ცხვრები ვართ ოფიციალური.
ჩემზე კანონმორჩილი და მოწესრიგებული ადამიანი ცოტა თუ ვიცი, მაგრამ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა არანაირად არ მინდა.

Posted by: s-n-r 1 Mar 2023, 22:47
fermina

QUOTE
რამე მექანიზმი არის, რომ გავაპროტესტო? პრინციპის ამბავია უბრალოდ


რა უნდა გააპროტესტო, რატომ? ევროპა ხომ გინდა? კეთილმოწყობილი ქალაქი ხომ გინდა?
აპლიკაციის გაჭედვისგან არავინ არ არის დაზღვეული. კანონმორჩილმა და მოწესრიგებულმა ადამიანმა ასეთი დეტალები წინასწარ უნდა განჭვრიტოს.
ჩემი არ გჯერათ? აბა შებრძანდით და ამ თემის წინა გვერდებს გადაავლეთ თვალი, უკლებლივ ყველა აღტაცებულია ბატონი კახის გადაწყვეტილებით.

სარკაზმი იქით იყოს და, არაერთხელ ისე გამამწარეს, რომ კონტროლიორების დანახვაზე ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ფიზიკურად არ გავსწორებოდი.
ის ადამიანი, ცხადია, დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა და სრულიად უდანაშაულო იყო.
არაფერი არ გამოსწორებულა ამ საათობრივი პარკინგის შემოღებით. ზუსტად იგივე (თუ უარესი არა) საცობები, იგივე გადაჭედილობა.
განა ზოგადად ზონალურის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ამ ფორმით და ამ წესებით შემოღებული ზონალური არის მოსახლეობის ურცხვი ძარცვა და ვინც ამას მხარს უჭერს, ის ან სახელმწიფო მოხელეა, ან ოცნების ყოფნით აშკარა სარგებელს იღებს. გინდა აქედან შეატრიალეთ და გინდა სხვა არგუმენტები მოიყვანეთ, ფაქტი ფაქტად რჩება.
მე პირადად როგორღაც პრაგმატულობის ნატამალი არ დავკარგე და 6 თვიანი საშვი შევიძინე, იმედია ცოტა ხნით მაინც დავისვენებ.
როგორია თვეში რამდენიმეჯერ 50 ლარის ჯარიმებში გადაყრა. განა არ ვიხდიდი, უბრალოდ ზოგჯერ თანხა იწურებოდა და აი ბალანსის შევსების საშუალებასაც არ მაძლევდნენ.
ფუუ, ღრრ, აი არ ვიცი როგორ მეზიზღებიან. როგორ უნდა შეგერგოს მასეთი ან ხელფასი და ან ბონუსი, როცა ამდენი ხალხს ამწარებ.

თუმცა მხოლოდ პარკინგი არაა პრობლემა.
გზები საშინლად მოუწესრიგებელი. ძაან მიკვირს ხოლმე, სედანებით, სპორტული ავტოებით და ჰეჩბექებით როგორ მოძრაობთ კი მაგრამ?

ცოტათი ის მაიმედებს, რომ ოდესმე ამ პარკინგის საქმეს გამოიძიებენ და თუ ყველას არა, რამდენიმე დამნაშავეს მაინც პასუხს მოთხოვენ.
უბრალოდ ტეხავს ასეთი დაბოღმილობა და შურისძიების იმედად ყოფნა. როდემდე უნდა ვიყოთ ასე. ხომ შეიძლება ხელისუფლებამ რამე სფეროში მაინც ცოტა ადეკვატურად იაზროვნოს.
ხომ დარჩნენ კიდევ წესიერი, შრომისმოყვარე და გულწრფელი ადამიანები. ერთი უბრალო მიმართულება მაინც ჩააბარონ ასეთ ხალხს, პატარა იმედი მაინც დაგვიტოვონ.

Posted by: fermina 1 Mar 2023, 22:57
s-n-r
QUOTE
არაფერი არ გამოსწორებულა ამ საათობრივი პარკინგის შემოღებით. ზუსტად იგივე (თუ უარესი არა) საცობები, იგივე გადაჭედილობა.
განა ზოგადად ზონალურის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ამ ფორმით და ამ წესებით შემოღებული ზონალური არის მოსახლეობის ურცხვი ძარცვა და ვინც ამას მხარს უჭერს, ის ან სახელმწიფო მოხელეა, ან ოცნების ყოფნით აშკარა სარგებელს იღებს. გინდა აქედან შეატრიალეთ და გინდა სხვა არგუმენტები მოიყვანეთ, ფაქტი ფაქტად რჩება.

ეგრეა. ყველაფერი გამართულადაც რომ მუშაობდეს, საქართველოსთვის საათში ლარი არის საკმაოდ ძვირი.
ახლა დაიწყებენ, აბა რა გინდათ, მაშინ ჩამოდით მანქანებიდან და ტრანსპორტით იარეთ.
ვითომ ის ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და დროულად დადიოდეს და გადაჭედილი არ იყოს.
კი, მერიოტთან როცა იცი, რომ პარკინგში 9 ლარი უნდა გადავიხადო, გასაგებია რომ ტრანპორტით წასვლა უფრო რაციონალურია, მაგრამ მჭირდება ეს ოხერი მანქანა, დილით ბავშვი მიმყავს მეორე სახლში, მერე დედაჩემი სამსახურში და მერე მივდივარ ამ მერიოტში,პლუს დავათრევ ათას ბარგი-ბარხანას.
და იმ პარკინგის ფულსაც ვიხდი პატიოსნად, მაგრამ გაუმართავი აპლიკაციის გამო მე რატომ უნდა დავჯარიმდე?
ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ წაშლილია ზონალურის დანომვრის წარწერები ასფალტზე და ქუჩის ბოლომდე უნდა ჩახვიდე ხანდახან, რომ აბრაზე წაიკითხო.

QUOTE
მე პირადად როგორღაც პრაგმატულობის ნატამალი არ დავკარგე და 6 თვიანი საშვი შევიძინე, იმედია ცოტა ხნით მაინც დავისვენებ.

მე უბრალოდ არ მიღირს, არ მჭირდება, თორემ ნამდვილად შევიძენდი.

Posted by: SkullCrusher 2 Mar 2023, 06:37
რატომ 500₾ არაა?
იქნებ სცადონ და ამ თანხის გადახდაც შევძლოთ.

სინამდვილეში კი ეს მერიის პრობლემა არაა, საზოგადოებას რომელსაც 600კ მანქანა ყავს ქალაქში მაგრამ 1 ლობისტური ჯგუფი არ გააჩნია, რომ მსგავსი ძარცვა ცივილურად შეაჩეროს რავიცი, რა შუაშია აქ ან კალიე ან მერია

Posted by: erer 2 Mar 2023, 14:31
fermina
მასეთ მოძრავ ადგილას, სადაც ყოველ ნახევარ საათში კონტროლიორი დადის, თუ გაჭედა აპლიკაციამ, ჯობია ჩასარიცხი აპარატიდან გადაიხადო. ჯარიმის გადახდას ეგ ჯობია. აპარატში მგონი დროს ირჩევ რამდენი ხნით აპირებ გაჩერებას და იმის მიხედვით იხდი.
მე ერთხელ ჩართულზე გამიჭედა აპლიკაციამ და ვეღარ გავთიშე. ტელეფონიც კი გავთიშე, ჩავრთე უამრავჯერ, ვერაფერი ვერ ვქენი, მაინც ჩართული იყო სანამ ფული არ დაიხარჯა, მგონი 2 ლარი მქონდა ზედ. მაშინ ახალი იყო ეგ აპლიკაცია და მაგას დავაბრალე.

Posted by: fermina 2 Mar 2023, 15:14
erer
QUOTE
fermina
მასეთ მოძრავ ადგილას, სადაც ყოველ ნახევარ საათში კონტროლიორი დადის, თუ გაჭედა აპლიკაციამ, ჯობია ჩასარიცხი აპარატიდან გადაიხადო. ჯარიმის გადახდას ეგ ჯობია. აპარატში მგონი დროს ირჩევ რამდენი ხნით აპირებ გაჩერებას და იმის მიხედვით იხდი.
მე ერთხელ ჩართულზე გამიჭედა აპლიკაციამ და ვეღარ გავთიშე. ტელეფონიც კი გავთიშე, ჩავრთე უამრავჯერ, ვერაფერი ვერ ვქენი, მაინც ჩართული იყო სანამ ფული არ დაიხარჯა, მგონი 2 ლარი მქონდა ზედ. მაშინ ახალი იყო ეგ აპლიკაცია და მაგას დავაბრალე.


კი, რაღაც გამოსავალი ალბათ არსებობდა, უბრალოდ მეჩქარებოდა ღონისძიებაზე, სად მეძებნა ჩასარიცხი, თან მეგონა გასწორდებოდა, ან დავრეკავდი. ასეა თუ ისე, წესით მათი ტექნიკური ხარვეზის გამო მე არ უნდა ვზარალდებოდე.

Posted by: webdesigner93 2 Mar 2023, 18:46
მაგ აპლიკაციის შექმნაზე ნამეტანი დაზოგეს ფული და ნორმალური დეველოპერი ვინც იყო , ყველამ უარი თქვა მუშაობზე. ისეთი ხარვეზები იყო გაპარული რაც ვიცი მე რო .... მაგალითად სად იყო დაპარკინგებული მანქანა ეს ისტორია საჯარო იყო ერთი პერიოდი და ნებისმიერ მანქანაზე შეგეძლო გენახა და ასე biggrin.gif ასე რომ არ მიკვირს ამ აპლიკაციის გაჭედვები და არასრულფასოვანი მუშაობა , იმედია ოდესმე რევიზიაზე გაუშვებენ აუთსორსზე სადაც ნორმალური ჯგუფი იმუშავებს smile.gif

Posted by: dat111 2 Mar 2023, 19:55
QUOTE
არაფერი არ გამოსწორებულა ამ საათობრივი პარკინგის შემოღებით. ზუსტად იგივე (თუ უარესი არა) საცობები, იგივე გადაჭედილობა.

და გადაჭედილობას რა გამოასწორებს? არ ეტევა ხალხი ამ ქალაქში ისევე როგორც ნებისმიერ აზიურ სიმახინჯეში. პარკირების ფასი კიდე ზოგადად განისაზღვრება საბაზრო პრინციპით, ანუ თუ ადგილები საერთოთ არაა პარკინგი იაფია, თუ ნახევარი ცარიელია ესეიგი პარკონგი ძვირია, აი თუ დღის განმავლობასი 90%ით არი შევსებული მაშინ ფასი ოპტიმალურია, თუ ქალაქში ბევრი სამოძრაო გაქ და შესაბამოისად მოკლე ხნით გაჩერებები გჭირდება ძვირიანი პარკინგის დროს საშუალება გაქ გაჩერდე, თუმცა ცოტა ხანში არც ფასის პრობლემა იქნება არც აპლიკაციის, სულ აუქმებენ საპარკინგე ადგილებს ყველგან ეტაპობრივად, ყაზბეგზე მაგალითად პარკინგი აღარ იქნება, წერეთელზე აღარ იქნება, პეკინზე აღარ იქნება, ვაჟასაც მიაყოლებენ და ა.შ. ვის რა ბიზნესი აქ და ვის შეუძლია თუ არა ფეხით სიარული პატივცემულ კალოშკანტორას ფეხზე კიდია.

Posted by: s-n-r 2 Mar 2023, 21:32
dat111

QUOTE
და გადაჭედილობას რა გამოასწორებს? არ ეტევა ხალხი ამ ქალაქში ისევე როგორც ნებისმიერ აზიურ სიმახინჯეში


გადაჭედილობას გამოასწორებს გამართული საზ. ტრანსპორტი და ელემენტარული უსაფრთხოების ზომები, ორთვალა ელ. ტრანსპორტის წახალისება, ველოების, სკუტერების წახალისება.
მე პირადად ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და დიდი სიამოვნებით ვივლიდი ფეხით, მეტრომდე მაინც.
მაგრამ გვიანობამდე მიწევს მუშაობა და ქუჩის ძაღლების მეშინია, ძალიან აგრესიულები არიან.
სავარაუდოდ ამ ძაღლებს დღისით ვიღაც მფარველობს, მაგრამ უშვებს ღამის საათებში და ფეხებზე ჰკიდია რას აკეთებენ.
საერთოდ ეს პარკინგს და ტრანსპორტს არც ეხება, ხომ შეიძლება ქუჩის ძაღლების პრობლემა მაინც იყოს მოგვარებული?
რეალურად ბევრი ინოვაციის მოფიქრება შეიძლება, ნება თუ იქნა.



QUOTE
არ ეტევა ხალხი ამ ქალაქში


ყველა მშვენივრად დაეტევა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდება. მაგრამ სავარაუდოდ არ აწყობთ საზ. ტრანსპორტის განვითარება.
პირველი ალბათ ის, რომ ეზარებათ უბრალოდ. და მეორე ფინანსურად არ აწყობთ, რადგან რაც უფრო მეტი პირადი ავტომობილი იმოძრავებს, უფრო მეტ შემოსავლებს მიიღებენ.



QUOTE
პარკირების ფასი კიდე ზოგადად განისაზღვრება საბაზრო პრინციპით, ანუ თუ ადგილები საერთოთ არაა პარკინგი იაფია, თუ ნახევარი ცარიელია ესეიგი პარკონგი ძვირია, აი თუ დღის განმავლობასი 90%ით არი შევსებული მაშინ ფასი ოპტიმალურია


მეც მაგას ვჩივი. შემოიღეს ყველგან ერთი სატარიფო განაკვეთი და არც უფიქრიათ უბრალო ხალხს როგორ გაუძვირეს ცხოვრება.
ხომ შეიძლებოდა რაღაც გარკვეულ ზონებად დაყოფილიყო? მაგალიტად დაბალი ტარიფის ზონა, საშუალო და მაღალი ტარიფის ზონა.
დაბალი იქნებოდა ცენტრალური მაგისტრალებიდან ცოტა მოშორებულ ქუჩებში, საშუალო იქნებოდა დიდ ქუჩებში, ხოლო მაღალი ტარიფი გასართობ ცენტრებთან, სადაც ისედაც მზად ხარ თანხის დასახაჯად.
ესენი ადგნენ, ყველგან 1 ლარი დააწესეს და თან ასეთი ტავხედობა ხალხზე ზრუნვად შემოგვასაღეს.
(როცა ხალხი ადრეულ წლებში წელიწადში 50 ლარის გადახდას კატეგორიულად აპროტესტებდა და სავარაუდოდ ბევრი მათგანი ახლა ზონალურს იწონებს, რადგან თვითონ ოდნავ შეუმსუბუქდა მდგომარეობა, თუმცა ამით რამდენ ადამიანს გაუძვირდა პარკირება საერთოდ არ ანაღვლებს, მანამ სანამ პირადად არ შეეხება).

კაი, ვთქვათ ტექნიკურად არის ძნელი აპლიკაციის დონეზე რამდენიმე ტარიფის ჩამატება.
საშვები მაინც გაეკეთებინათ ან დიფერენცირებულ, ან ცოტა შეღავათიან ტარიფში. მაგალითად, 100 ლარი რომ ღირდეს 1 თვიანი საშვი კიდევ მესმის (ეს ტანხა ახლა მხოლოდ 1 კვირიანს ყოფნის).
მაგრამ აშკარად გასდით და რატომ მოიკლებენ ფულს?
მაგრამ ეს არის ბუნებრივი მონოპოლია და ტარიფების მარეგულირებელი გარკვეული კომიტეტი უნდა არსებობდეს. აბა შენს ნებაზე აწესო ტარიფების და ჯარიმების განაკვეთები მასე სადაა?
ასევე, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არც ერთმა მედიამ არ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება - ამაზე კარგი და საინტერესო თემა სხვა რა უნდა არსებობდეს.

Posted by: Nescafe13 3 Mar 2023, 20:46
dat111
QUOTE
სულ აუქმებენ საპარკინგე ადგილებს ყველგან ეტაპობრივად, ყაზბეგზე მაგალითად პარკინგი აღარ იქნება, წერეთელზე აღარ იქნება, პეკინზე აღარ იქნება, ვაჟასაც მიაყოლებენ


ვინც მანდ ცხოვრობს მაგათ რა ეშველებათ ? კორპუსის ეზოში რამდენი დააყენებს საინტერესოა
მაქსიმალურად უნდა შეზღუდო ქართველი რომ მერე გამოთქვას პროტესტი , დაჟე კენტი და ლუწი ნომრების თემა რომ იყო ეგეც უნდა გააკეთო
რაც მთავარია ჯარიმა ხო გაორმაგდა და გაოთხმაგდა , კალია ნამეტანი აწვება კაი ბიჭობას და დედის ტრაკი არ მოეტყნას მანდ

Posted by: SkullCrusher 11 Mar 2023, 02:29
ვინმე არი ვინც არ გადაიხადა ეს პარკირების ახალი 50₾ ჯარიმა, რა ხდება მერე ?

Posted by: GOZILA 11 Mar 2023, 21:12
ვაკე-საბურთალოზე კუთხეში ყვავილებს რომ ყიდიან (მაღლივისკენ გზაზე) არ გააჩეროთ მანქანა ! ყველა მანქანა აჩერებს ნამდ შედის შიგნით და ასე აჩერებს არავის ხელს არ უშლის.. 2 წუთით გავაჩერე გადმოვედი ყვავილები ვიყიდე და ეგრევე გავედი 50 ლარიანი ვიდეო ჯარიმა ეგრევე დამაწიეს vis.gif
PS: ამ თემას არ ეხება და გაგარინის მოედანზე ნახეთ რას აკეთებენ ?? !!! 1 მანქანის გასასვლელი დატოვეს facepalm.gif ყაზბეგის გამზირზე ბასლაინი დახაზეს და 2 მანქანის ზოლი დატოვეს .. facepalm.gif

ეგ მერია ფეხებით არის დასაკიდი !!! ასე უპრაგონოთ რომ აშენებენ საბურთალოზე კორპუსებს და გზის გამტარიანობაზე ვაბშე არავინ არ ფიქრობს ამის ბრალია ეს ყველაფერი

Posted by: Nescafe13 11 Mar 2023, 22:03
GOZILA

კი ყვავილებთან ვიდეო ჯარიმა მოდის ((
ქალაქი გაუსვლელს დაამგავნეს , 1-2 წელიც და მართლა უნდა დაივიწყო მანქანა ამ ქალაქში

რაო ყაზბეგზე 2 ზოლი დატოვეს ? პარკინგი არი თუ აყარეს მთლიანად ?
პიკის დროს ალბათ არც უნდა იფიქრო მანდ გავლაზე
მერია კი არა კანტორაა სუფთა

Posted by: Luka251 11 Mar 2023, 22:06
user posted image


მხოლოდ ლექსუსი გადარჩა მგონი. ჩემი კისლატა და ის კორეელი მოყვნენ აბლავაში biggrin.gif

Posted by: Nescafe13 12 Mar 2023, 11:40
Luka251

თუ დიდი ხნით არ გიწევს ხოლმე , მე საბარგულს ვხდი და ისე ვტოვებ 2-3 წუთით რომ მიწევს გადასვლა gigi.gif
აბა პარკინგი არასდროს არაა არსად და თითო გაჩერება 50 ლარი თუ დაჯდა მაგნაირი მანქანის დედაც :დ

Posted by: Luka251 12 Mar 2023, 16:26
Nescafe13

ეგ კარგი რაღაც მასწავლე biggrin.gif ჯიგარი ხარ.

Posted by: webdesigner93 12 Mar 2023, 17:33
და უნივერსტეტის ქუჩაზე ყვავილებთან "2 წუთით მიჩერებაზე" არ უნდა იწერებოდეს ჯარიმა ? biggrin.gif სულ საცობს ქმნიან მაგის გამო.

Posted by: n-i-c-k 12 Mar 2023, 21:56
QUOTE
უნივერსტეტის ქუჩაზე ყვავილებთან "2 წუთით მიჩერებაზე" არ უნდა იწერებოდეს ჯარიმა ?


უნდა იწერებოდეს , მაგის გამოა მაგ ქუჩის გამტარიანობა დაბალი ...

მანდ მეორე რამეა კიდევ საინტერესო , თავიდან თუ რამდენიმე ჯიხური შეწეულია და ტროტუარი რჩება , დანარჩენ ჯიხურებს ტროტუარიც ოკუპირებული აქვთ და ქვეითებიც სავალ გზაზე ჩამოდიან და არავინ აგვარებს ამ პრობლემას .. როგორც ჩანს იმათ კარგი ლობისტები ჰყქვთ მთავრობაში ...

ისე "გნიდურად" კი არის ეგ ადგილი მოწყობილი , ტროტუართან ასფალტიც დააგეს რომ მანქანები ავიდნენ sad.gif


Posted by: GOZILA 13 Mar 2023, 09:08
QUOTE (webdesigner93 @ 12 Mar 2023, 17:33 )
და უნივერსტეტის ქუჩაზე ყვავილებთან "2 წუთით მიჩერებაზე" არ უნდა იწერებოდეს ჯარიმა ? biggrin.gif სულ საცობს ქმნიან მაგის გამო.

კი ბატონო gigi.gif . მაშინ მოაშორონ მაქედან ეგ ყვავილები ან გადაიტანონ სხვაგან .

Posted by: white 13 Mar 2023, 09:42
GOZILA
QUOTE
მაშინ მოაშორონ მაქედან ეგ ყვავილები ან გადაიტანონ სხვაგან .

და თუნდაც გამგეობის ეზოში რო გააჩერონ და 25 მეტრი ფეხით გაიარონ არა ?
იყოს ყვავილები უბრალოდ ყოველ მაქ მიპარკინგებაზე 50 ლარი უნდა დაწერონ და ეგაა, ამორიგეონ ერთი 2-3 კვირა მაქ ის უკონტაქტო პატრული და მორჩება მაქ გაჩერება მარტივად

Posted by: Nescafe13 13 Mar 2023, 09:50
white

უკონტაქტო არ ჭირდება :დ
მგონი შუქნიშანზე აყენია ჭკვიანი კამერა და ეგ წერს

Posted by: GOZILA 13 Mar 2023, 10:53
QUOTE (Nescafe13 @ 13 Mar 2023, 09:50 )
white

უკონტაქტო არ ჭირდება :დ
მგონი შუქნიშანზე აყენია ჭკვიანი კამერა და ეგ წერს

yes.gif კამერის გადაღებული .
PS: მაგ ადგილს ვინ გააუქმებს ივსება ბიუჯეტი ყოველ დღე gigi.gif
--------------------------------------------
user posted image

Posted by: Beso-093 13 Mar 2023, 11:21
QUOTE
უკონტაქტო არ ჭირდება :დ
მგონი შუქნიშანზე აყენია ჭკვიანი კამერა და ეგ წერს


yes.gif ერთი კვირის წინ ჩემმა თანამშრომელმა მიიღო 50 ლარიანი ჯარიმა და აღშფოთებული იყო, უნდა გავასაჩივრო, ეს დამპლები ბიუჯეტს ავსებენო, თან რომ ვკითხე, აღმოჩნდა, რომ ტროტუარზე კი არა, სავალ ნაწილზე გააჩერა მანქანა

Posted by: n-i-c-k 13 Mar 2023, 12:43
აქ რომ ტროტუარიც არ დარჩა მუნიციპალური ინსპექცია მახათს იყრის ?

user posted image

Posted by: giorgi38 13 Mar 2023, 15:32
მეგობრებო ჩემი სახლის წინ ფასიანი გახადეს მანქანის პარკირება ამ კეთილპატივცემულებმა და ხომ არ იცით როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი სახლის წინ უფასოდ გავაჩერო ჩემი კუთვნილი ავტომანქანა. სად უნდა მივიდე ან ვის უნდა მივმართო? იქნებ ვინც იცით მირჩიოთ. წინასწარ დიდი მადლობა...

Posted by: Beso-093 13 Mar 2023, 16:31
giorgi38

https://www.rogor.ge/article/2451-rogor-gavaaktiurot-upaso-parkireba-sacxovrebeli-saxlis-mimdebared-veb-aplikaciashi/

Posted by: Luka251 13 Mar 2023, 17:45
სითიზენი რო დამთავრდება ალბათ მერე ეშველება მაგ ადგილს biggrin.gif

_________________________________

Posted by: Nescafe13 13 Mar 2023, 18:52
GOZILA
QUOTE
კამერის გადაღებული .
PS: მაგ ადგილს ვინ გააუქმებს ივსება ბიუჯეტი ყოველ დღე


უფფ კი
ჩათვალე მარტო მაგ ჯარიმებით დაფარავენ მთლიანი პატრულის ხელფასებს
თან დღეში მანდ 100 კაცი მაინც გააჩერებს სანამ გაიგებენ რომ ჯარიმებს წერს ეგ ადგილი :დ

Posted by: webdesigner93 13 Mar 2023, 18:55
კიდე ბევრგანაა მსგავსი კამერები საჭირო. მაგალითად ბაგებში , წყნეთის გზატკეცილზე მაღაზიებთან , 2 ზოლად პარკინგდებიან ხოლმე , ავტობუსის გაჩერებას ხერგავენ და ა.შ. biggrin.gif რომ კითხო , 2 წუთი მიაჩერეს , მაღაზიაში შეირბენენ და გამოვლენ, რა მოხდა biggrin.gif

Posted by: toyota12345 13 Mar 2023, 23:41
თამარაშვილზე ვაკისკენ მიმავალ გზაზე რაღაცა საფოსტო ფირმა რო არის მანდ რო არიან შესულები ავტობუსის ზოლში ტოვებენ მანქანებს... ამასწინათ მასე ჩახერგეს გზა და სამანქანო ზოლშიც არ მიშვებდა არავინ რო ამექცია გვერდი, რა უნდა მექნა??!! ავუტეხე სიგნალები ამასობაში ლუკოილთან გაიგონა პატრულმა მოვიდა და ყველა დააჯარიმა სავარაუდოთ.... რა ვქნა აბა მასე იცის გარშემომყოფების დაკიდებამ.. 2 წუთით რო გააჩერებ კიდე მესმის მაგრამ მანქანას რო დაკეტავ და ფოსტაში შეხვალ და ავტობუსი უნდა შეაფერხო ეგ უკვე თავზე გადაჯმააა...

Posted by: webdesigner93 14 Mar 2023, 14:39
toyota12345
არც უნდა გჭირდებოდეს მაგდენი გარჯა , ავტობუსის კამერით უნდა ხდებოდეს იდენტიფიკაცია და პირდაპირ დაჯარიმება smile.gif

Posted by: n-i-c-k 20 Mar 2023, 17:01
თბილისი პარკინგი !
ამ ტყეში აღზრდილებს სად პოულობთ ? უცებ მომიხდა გადაღება და კამერამ ფოკუსის დაჭერა ვერ მოასწრო სამწუხაროდ ...

კაცს ეუბნება შენნაირები რომ არ იყვნენ ამ ქვეყანაზეო , ესეთი ბარდაგი არ იქნებოდა ქალაქშიო sad.gif

რა უფლება აქვთ ესე ლაპარაკის ? იმან არაფერი უთხრა თორემ კი დაიჭერდი მის მხარეს smile.gif

user posted image

Posted by: SkullCrusher 23 Mar 2023, 20:30
გაჩერება და დგომა აკრძალულია ნიშნები რომ არაა მანდ რა მუხლით აჯარიმებენ? რადგან ბევრი აჩერებს პარკირების წინ ან უკან სადაც მონიშვნა არაა და არ აჯარიმებენ.

Posted by: Just_Test 24 Mar 2023, 22:34
SkullCrusher

125 ეს მე-8 ნაწილი დგომა გაჩერების წესები

ხაზის გარეთ : პარკირების წესის სხვა დარღვევა 125(2) მე-6 ნაწილი

Posted by: n-i-c-k 4 Apr 2023, 21:14
https://www.facebook.com/1124321339/videos/980522473361064/


Posted by: n-i-c-k 15 May 2023, 11:12
https://mtavari.tv/news/123031-naklebi-parkingi-meti-jarima-savaraudo?fbclid=IwAR2_a-g-Do17Hi1BoYg2TVt82zvbgc-gKDFkqGjjsfuDmOtxLznBAn4mAM8

ფორმასაც აღარ იცვავენ ??

user posted image

Posted by: L1nux 15 May 2023, 11:53
აპლიაკცია ხო ტანჯვაა და შეიძლება ზოგჯერ არ ჩაგირთოს ან არ დაასრულოს პარკინგი ,მაგრამ რა მინატერესებს იცით?
  • პარკინგის საფასურის გამო რატომ არის ადამიანი ვალდებული, ჰქონდეს სმარტფონი,ჰქონდეს ინტერნეტი, ჰქონდეს ბარათი ?!
  • პარკინგის საფასურის გადახდისათვის რატომ არის საჭირო პირადი ინფორმაცია? ! პირადი ნომერი,გვარი და ა.შ რა საჭიროა?! (გაითვალისწინეთ თუ ჩართული გაქვთ,მაგრამ ლოტის 1 ციფრი შეგეშლებათ,მაიცნ გაჯარიმებენ!)

Posted by: n-i-c-k 15 May 2023, 16:17
QUOTE
პარკინგის საფასურის გადახდისათვის რატომ არის საჭირო პირადი ინფორმაცია?


თან ეს პირადი ინფორმაცია გადაეცემა კერძო პირს sad.gif

QUOTE
პარკინგის საფასურის გამო რატომ არის ადამიანი ვალდებული, ჰქონდეს სმარტფონი


მაგას გავიძახი და ვწერ სულ რატომ არ აყენია ყველგან პარკომეტრი ( აი ევროპაშიც რომ აქვთ biggrin.gif და ჩვენ რომ ევროპისკენ მივისწრაფვით )

Parking meter Germany
user posted image

Parking meter Strasbourg France
user posted image

ჩვენთან მაქსიმუმ ჩარიცხვის აპარატიაო გეტყვიან, რომელიც ისეთ მანძილზე დგას რომ მანამ მიხვალ უკვე ჯარიმა დაწერილი გექნება

Posted by: L1nux 15 May 2023, 18:21
QUOTE (n-i-c-k @ 15 May 2023, 16:17 )
QUOTE
პარკინგის საფასურის გადახდისათვის რატომ არის საჭირო პირადი ინფორმაცია?


თან ეს პირადი ინფორმაცია გადაეცემა კერძო პირს sad.gif

QUOTE
პარკინგის საფასურის გამო რატომ არის ადამიანი ვალდებული, ჰქონდეს სმარტფონი


მაგას გავიძახი და ვწერ სულ რატომ არ აყენია ყველგან პარკომეტრი ( აი ევროპაშიც რომ აქვთ biggrin.gif და ჩვენ რომ ევროპისკენ მივისწრაფვით )

Parking meter Germany
user posted image

Parking meter Strasbourg France
user posted image

ჩვენთან მაქსიმუმ ჩარიცხვის აპარატიაო გეტყვიან, რომელიც ისეთ მანძილზე დგას რომ მანამ მიხვალ უკვე ჯარიმა დაწერილი გექნება

ჯერ რომელ წლებში იყო მასეთი მრიცხველები უცხოეთებში თან ეგ რომ გაიაზრო...
მრ.ბინს რომ ვუყურებდი, ხურდას როგორ ყრიდან ისრიან მრიცხველში ...

Posted by: Kambucha78 15 May 2023, 18:32
ძალიან დავიტანჯე ამ აპლიკაციით და მერიასაც კიდია.

რაც მაწუხებს:
1. მხოლოდ ერთ მანქანაზე მუშაობს. თუ მეორე მანქანა უნდა მიიყვანო სადმე და მანამდე ეს უნდა დატოვო, ორივეზე პარკინგს ვერ ჩართავ.
2. თუ პარკინგი ჩართული გაქვს, ბალანსს ვერ ავსებ. უნდა გამორთო, შეავსო ბალანსი და ისევ ჩართო.
3. ბალანსი რომ იწურება, ავტომატურად არ შეგიძლია მიუთითო რომ ბარათიდან ჩამოჭრას თანხა. ეს საერთოდ ვერ გავიგე რატომ წარმოადგენს სირთულეს. თუ მაგთიზე შემიძლია ბარათის მიბმა, პარკინგის მიბმა უფრო მნიშვნელოვანი არ არის?
4. საერთოდ არ იკითხება პარკინგის ლოტები პრაქტიკულად არსად. მითუმეტეს თუ წვიმს. რა მარაზმია ვერ ვიგებ.

მოკლედ, დავიღალე ისე, რომ 1 წლიანი აბონიმენტი ვიყიდე ყველა მანქანაზე. მერე აღმოვაჩინე რომ აბონიმენტს ვადა ისე გაუვიდა რომ შეტყობინება არ მომივიდა (არადა პარკინგზე რომ დგები ყოველ 1 საათში მესიჯებს აგზავნის) და პირდაპირ ჯარიმა მოვიდა. კაროჩე რა...

Posted by: diapragma 16 May 2023, 14:55
Kambucha78
QUOTE
4. საერთოდ არ იკითხება პარკინგის ლოტები პრაქტიკულად არსად. მითუმეტეს თუ წვიმს. რა მარაზმია ვერ ვიგებ.

ასფალტზე არ იკითხება, ტრაფარეტებზე იკითხება, მაგრამ ყველგან პარკინგის დასაწყისში კიდია და რომ წაიკითხო უკან უნდა წახვიდე ფეხით და ეძებო პარკირების ლოტი. ხო შეიძლება პარკინგის ბოლოში ჩამოკიდო, რომ მანქანიდან გადმოუსვლელადაც შეიძლებოდეს წაკითხვა.
პარკირების ადგილებზე ბარიერებს რომ აყენებენ სტაიანშჩიკები და იქვე განლაგებული სავაჭრო თუ სხვა ობიექტები, მაგის კონტროლი არავის ევალება? თუ მხოლოდ მანქანის მძღოლები არიან ყველაფერში დამნაშავე.

Posted by: uqimerioni 16 May 2023, 23:32
მანდ ვინც მუშაობს გამომუშავებაზე გადაიყვანეს მეგობრებო

ადრე როგორც იყო მოჭრილი ხელფასი ეგრე აღარაა

ამიტო არიან მგლებივით დარბიან მოტივირებულები, აბა ისე არავის აჯარიმებდნენ ეკიდათ. ახლა იციან რომ შენი დაჯარიმებით თავიანთ ბოვშებთან მიაქვთ სახლში საჭმელი

კარგად კი მოიფიქრა მერიამ სათავისოდ

Posted by: moen37 18 May 2023, 14:30
ასაჩივრეთ ყველამ ყველა ჯარიმა.. მილიონი მიზეზია რაზეც შეგიძლიათ ედავოთ.. ელემენტარულად ძირს დახაზულები არაა სტანდარტებში .. გადაქერცლილია და ევროპაში ეგრე არაა.. კარგად უნდა ეხაზოს.. ყველამ რომ ასაჩივროს ყველა ჯარიმა მაგათ მოეტ##ბატ კალაძე დედის მუტ##ბი..

Posted by: MANAXH 20 May 2023, 17:16
გამარჯობა.

დღეს ჩავრთე საათობრივი პარკირება და რომ მივედი მანქანასთან, აპლიკაცია გათიშული დამხვდა, ავტორიზაციას არ აკეთებს, როგორ უჯდა გავთიშო, თუ გაითიშებოდა თავისით? ასე გაუმართავი თუ არის, როგორ სარგებლობთ?

Posted by: n-i-c-k 20 May 2023, 17:26
MANAXH
მანამ მთელ ბალანს არ შეგიჭამს შეიძლება არც გაითიშოს sad.gif
აი მაგიტომ ვითხოვ პარკომეტრებს და კაციშვილი მხარს არ მიჭერს sad.gif

user posted image

Posted by: MANAXH 20 May 2023, 18:00
n-i-c-k
5 ლარი შევიტანე, თუ ბარათიდანაც მოხსნის?

Posted by: n-i-c-k 20 May 2023, 18:29
MANAXH როგორც ვიცი ანგარიშიდან ხსნის მარტო


Posted by: MANAXH 20 May 2023, 20:50
n-i-c-k
ახლა შევიდა, არ მოუხსნია დამატებით არაფერი, კარგია მაინც.

Posted by: buenos 23 May 2023, 15:23
12.00 ზე რომ გააჩერებ და მხოლოდ 12.05-ზე გაგახსენდება, რომ არ ჩართე. კიდე 3-4 წუთი პრობლებური აპლიკაციის გამო გეხარჯება, ლოტის ნომერი რომ ნახო და იტოგში 12.09-ზე რთავ აპლიკაციით (შორიდან). გადის დრო, ჯარიმის შეტყობინება არ ჩანს biggrin.gif, ფიქრობ რომ გადარჩი, მაგრამ დაახლოებით საათ ნახევარში მოდის სმს, რომ 12 საათსა და 4 წუთზე დაჯარიმდი. ვიცი რომ ჩემი ბრალია და დიდი ალბათობით ჯობია გადავიხადო და დავივიწყო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვიკითხავ, აქვს რამე აზრი "გაპროტესტებას"? ))

Posted by: Kambucha78 23 May 2023, 15:54
buenos
არა. 3 ჯარიმა მაქვს ეგეთი და კიდევ 1 როცა სხვა კოდი ავკრიფე. ახლა კომპანიას შევტენე რომ 800 ლარი გადაიხდოს ჩემს ნომრებზე და სულ დავიკიდო ეგ აპლიკაცია sad.gif

Posted by: n-i-c-k 5 Jun 2023, 13:14
user posted image

გაჩერება დგომის (მუხლი 37) რომელ წესს არღვევს ეს მანქანა რომ გადაჰყავთ საჯარიმოზე ?

სადაც დახაზული არაო იქ გაჩერება არ შეიძლება არავინ თქვას !

Posted by: toyota12345 5 Jun 2023, 13:27
n-i-c-k

ნიშანი იქნება მანდ დგომა გაჩერების აკრძალვის სავარაუდოთ.

Posted by: Juventino 9 Jul 2023, 16:03
ბოჭორმის ქუჩაზე რომელ ბოზისშვილმა მოიფიქრა საათობრივი პარკინგი პროსტა მანახა ეგ ახვარი რა.
ქუჩა სადაც არაფერი არ ხდება და მხოლოდ მაცხოვრებლებს გვეყენა მანქანები აი რატო უბრალოდ ამათი დედებს დავეცი რა

Posted by: rachveli1 9 Jul 2023, 16:29
Juventino
სადაც ცვობრობ იქ შეგიძლია უფასოდ დააყენო. უბრალოდ პარკინგის საიტიდან უნდა დაამატო შენი მისამართი

Posted by: Nescafe13 28 Jul 2023, 13:45
125 , 8 მუხლით დაწერეს ჯარიმა , მთელ ქუჩაზე არაა ნიშანი და ცალმხრივია ისედაც , შიგ ხო არ აქვთ ამათ ?

Posted by: dat111 28 Jul 2023, 20:29
სადაც დახაზული არ არის და პარკინგის ნიშანი არაა სურვილისამებრ წერენ, ტიპები ზედ გზაჯვარედინზე დაყრილ მანქანებს "ვერ" ამჩნევენ და სადაც არავის უშლის იქ წერენ.

Posted by: 2:58 28 Jul 2023, 21:43
Juventino
QUOTE
ბოჭორმის ქუჩაზე რომელ ბოზისშვილმა მოიფიქრა საათობრივი პარკინგი პროსტა მანახა ეგ ახვარი რა.
ქუჩა სადაც არაფერი არ ხდება და მხოლოდ მაცხოვრებლებს გვეყენა მანქანები აი რატო უბრალოდ ამათი დედებს დავეცი რა


მერე რა გინდა პირიქით უცხო ნაკლებად დააყენებს და შენთვის უფასოა

Posted by: Nescafe13 29 Jul 2023, 00:24
QUOTE (dat111 @ 28 Jul 2023, 20:29 )
სადაც დახაზული არ არის და პარკინგის ნიშანი არაა სურვილისამებრ წერენ, ტიპები ზედ გზაჯვარედინზე დაყრილ მანქანებს "ვერ" ამჩნევენ და სადაც არავის უშლის იქ წერენ.

ერთი 70 მანქანა იდგა , თან ისე გავაჩერე არავის ხელს უშლიდა
რატო არ მივასწარი მაგ ბოზის შვილს , მაგათი 1% ზე მომუშავე დდშვც მე
დახაზე შე დედდა#####ულო და მერე დამაჯარიმე , ცალმხრივ ქუჩაზე რა ჯარიმას წერ
ქვეყანა კი არა საყლევეთია , ყველა ყველაფერს წამლავს
ერთი წესიერი კაცი არ ეღირსა ამ ქალაქს
ხალხიც ხო ბრბოა

Posted by: Mogul 4 Aug 2023, 14:35
გამარჯობა!

მოკლედ, მანქანა იდგა საცხოვრებლის მიხედვით კუთვნილ უფასო ლოტზე. რაც ეს სისტემა შემოვიდა, მაქნანა რეგისტრირებულია და ახლა, სრულიად შემთხვევით ვნახე, არის დაჯარიმებული და თან თავის სურათებით, მითითებულია შესაბამისი ლოტი (სადაც დგომა უფასო აქვს მანქანას) და ასე შემდეგ. მოკლედ, საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის - 50 ლარი.

ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა და თუ გქონიათ, როგორ მოიქეცით. დავრეკე, მაგრამ აბდა-უნდას მეუბნებიან და ძალიან არ მინდა ჩხუბი. უნდა მოვიდესო მანქანის მფლობელი (რომელიც არ არის ახლა ქალაქში, განცხადება უნდა დაეეროსო, განიხილავენო და სრული ბულშიტი). რამე გზა ხომ არ იცით, როგორ უნდა მოვიქცე. არის აშკარად გასანულებელი ჯარიმა, ის ტიპის, პარკირების სხელ ხაზზე ვისაც ველაპარაკე, ამბობს, შეცდომააო, ხედავს სისტემაში, მაგრამ მე არაფერი შემიძლიაო. თან დაკავშირერბა როგორია, თან დაუკავშირდები და მალევე ითიშება საუბრისას, უკან არავინ გირეკავს.

მოკლედ, ხისთავიანი კალოშის შეასაბამისი სერვისი და სისტემაა და ძაან არ მინდა ახლა დედა ვაგინო ვინმე, მაგრამ მომიწევს.

ვიღაც კონტოლიორის შეცდომის გამო მე უნდა ვირბინო კიდევ და განცხადებები ვწერო.

ვინეს თუ ასეთი გამოცდილება გაქვთ, იქნებ მირჩიოთ რამე.

დიდი მალდობა.

Posted by: s-n-r 14 Aug 2023, 21:34
2-3 დღის წინ შემემთხვა ასეთი მოვლენა:
მანქანა მეყენა საათობრივ-ზონალურ პარკირებაზე, ყველა წესის დაცვით.
არ დაგავიწყდეთ ეს ის ადგილია, სადაც რამდენიმე წუთი რომ გაადააცილოთ, 50 ლარით გაჯარიმებენ.

ჩემს არ ყოფნაში მოსულა თელასი, ჩაუტარებია გათხრითი სამუშაოები ტროტუარზე, და ამოთხრილი ნარჩენები მიუყრია პირდაპირ საბურავებზე, მანქანა დასვარეს.
ანუ, ეს ნარჩენები გადმოყრილი იყო პარკირების ზონაში. დიდი იყო ალბათობა, რომ მანქანა დაზიანებულიყო, ისე ახლოს იყო ამოთხრილი.
ასევე, გავლებული იყო ამკრძალავი თეთრ-წითელი ლენტი ისე, რომ ვერ ვჯდებოდი ავტომობილში, ამ ლენტს თუ არ გავწევდი გვერდით.

დავრეკე პატრულში. 30 წუთზე მეტი გავიდა, მალოდინეს ტყუილად, და მერე მითხრეს, კარგი გამოვუშვებთ ეკიპაჟსო.
მოვიდა ეკიპაჟი, ჯამში დაახლოებით საათნახევრის შემდეგ (მართლაც რომ გიჭირდეს ადამიანს, ძაღლმა გიკბინოს ან ვინმე თავს დაგესხას, წამომიდგენია რა დღეში ჩავარდები).
პატრულმა აქეთ მომდო შარი - მანქანა დაზიანებული ხომ არ არის, რა პრეტენზია გაქვთო.
მეთქი, თქვენს პირად მანქანას ასე გაუფრთხილებლად, დარეკვის გარეშე რომ მიაყარონ ნარჩენები, მოგეწონებათ მეთქი?
კარგი კარგიო, შეადგინეს ოქმი, სადაც აღნიშნეს, რომ ნარჩენები ნამდვილად იყო მიყრილი საბურავებზე, მაგრამ ავტომობილს დაზიანება არ ეტყობოდა.
მეთქი, რომ არავინ გამაფრთხილა და ავტომობილის გადაყენება რომ არ მთხოვეს, ეგ რატომ არ აღნიშნეთ მეთქი. ეგო, თავისთავად იგულისხმებაო.

ჰოდა მე რა მაინტერესებს - თბილისი პარკინგი საფასურს რომ მახდევინებს, ხომ არის ვალდებული, რომ პარკირებისთვის შესაბამისი პირობები დაიცვას?
მსგავსი შემთხვევა კიდევ რომ განმეორდეს, აქვს რამე აზრი, რომ პირდაპირ თბილისი პარკინგს ვუჩივლო?

Posted by: zura770077 14 Aug 2023, 23:01
მე დამემართა ასე:
22 მაისს, ა.წ.-ის, გამივიდა 6 თვიან, 25 ლარიან პარკირების ნებართვაზე ვადა.
ჩემი ბრალია, ვაღიარებ, გამომრჩა. ამიტომაც, 1 ივნისს მომდის მესიჯი, რომ ვიდეოჯარიმაა 50 ლარიანი. კომპიუტერში, პოლისე.გე-ზე ვნახულობ, სურათსაც და ჯარიმების ცხრილს. ყველა გადახდილია, 10 ლარიანები, მანამდეც დამავიწყდა რამდენჯერმე.
გადავიხადე ესეც და გამწვანდა, დაეწერა რომ გადახდილია. აქვე შევიძინე ისევ 25 ლარიანი ნებართვაც.
წინა კვირას, 40 დღის მერე, მომდის მესიჯი, ისევ ვიდეო ჯარიმა, 24 მაისის. გასულია უკვე 30 დღეც და სხვა უამრავი ჯანდაბა.
შევდივარ ისევ პოლისე.გე-ზე და ამ 24 მაისის გარდა, ჯარიმა მაქვს გამოწერილი 29 მაისსაც.
გადავიხადე 101 ლარი იქვე და გამწვანდა ორივე.
ახლა ვფიქრობ, რომ 24 მაისს, პირველად რომ დამაჯარიმეს, არ გადმოაგზავნეს, ვაცადოთ, თუ არ გადაიხადა პარკირების, კიდევ მოვწველოთო. 29 მაისს გამიმეორეს, კიდევ რომ არ შევიძინე, მერე 1 ივნისს დამაჯარიმეს და თან გადმომიგზავნეს, გვეყოფა, მეტი აღარ გვინდა, მერე არ გააპროტესტოსო.
ერთი და იგივე ადგილას ვტოვებ მეტროსთან და ისე მივდივარ სამსახურში. ის დამჯარიმებელიც ერთი და იგივეა ალბათ და ზეპირად იცის ვინ სად ვაჩერებთ.
ასეა, თუ პროგრამულად აერიათ?
ან ხომ შეუძლიათ, რომ პარკირების საშვის ვადის გასვლამდე, მესიჯი გადმოგვიგზავნონ, ვადა მთავრდება და იმოქმედეთო.
გვფცქვნიან რა!

Posted by: gvirjo 15 Aug 2023, 07:46
QUOTE
ან ხომ შეუძლიათ, რომ პარკირების საშვის ვადის გასვლამდე, მესიჯი გადმოგვიგზავნონ, ვადა მთავრდება და იმოქმედეთო

ნომერი თუ გაქვთ მითითებული, აგზავნიან გაფრთხილებას

Posted by: 3Dtaxvi 31 Oct 2023, 13:28
არაზონალურის საშვი არაა საჭირო ზონალურზე დგომისას - "თბილისი პარკინგში" დავრეკე და დაგვიდასტურეს. მაგრამ ეხლა დაგვაჯარიმეს 50 ლარით ზონალურზე. ადრე 10 ლარი იყო, ეხლა 50-მდე აუწევიათ (მაგიტომაც დავრეკეთ). ძალიან კარგ ხასიათზე ვართ.

ჩასწორება: უიმე პირველი გვერდის კომენტარებს ვპასუხობდი და თურმე 35 გვერდი ყოფილა, არაუშავს მაინც კარგ ხასიათზე ვართ

Posted by: karlo-fan 31 Oct 2023, 14:10
QUOTE
 თბილისის პარკინგი

უბანში მანქანა მეყენა, ერთ წლიან საშვს ვადა გასვლია 20 ოქტომბერს და ეგ ნაბოზვრები ყოველდღე 50 ლარიანს მიწერდნენ, სმსიც არ მომდიოდა (ძველი ნომერია იმ მანქანაზე მითითებული) და ქვითარსაც არ ტოვებდნენ მანქანაზე. შემთხვევით ვნახე როცა ზონალური უნდა მეყიდა მეორე მანქანისთვის.

########თ კალოშა დედის მუტლები ყველას ვისაც ეგ გეხებათ! 1 კვირაში 300 ლარის ჯარიმა დამიწერეს

Posted by: n-i-c-k 5 Nov 2023, 23:39
ხეს ამოფარებული დგას , ელოდება ვინმემ გააჩეროს მანქანა და არ ჩართოს წუთობრივი ;D

არადა ასფალტზე მონიშვნა პრაქტიკულად წაშლილია sad.gif

user posted image

Posted by: s-n-r 6 Nov 2023, 12:36
QUOTE
არადა ასფალტზე მონიშვნა პრაქტიკულად წაშლილია


მაგაშია საქმე. არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. ასევე, საკმაოდ ხშირად, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ადგილი სადაც არის, მანდ ნიშანს ან ხის ტოტები ფარავს, ან რამე სხვა საგანი.
უცებ რომ გეჩქარებოდეს და ასფალტზე მონიშვნა წაშლილი იყოს, დიდია შანსი, რომ ნიშანი ვერ შენიშნო, და დაგაჯარიმონ.
მე სადაც მიწევს პარკინგზე გაჩერება, ბევრი აფთიაქი და მაღაზიაა, ტიპები მოდიან და კეტავენ გზას, არაფერი არ ადარდებთ, მესმის, შეიძლება გეჩქარება, მაგრამ ან ტელეფონიის ნომერი დატოვე, ან ციმციმები მაინც ჩართე (თუმცა რეალურად, 20-30 მეტრის ფეხის გავლა ეზარებათ, განა რამე ძნელი).
ზოგჯერ ისიც ხდება, რომ მერია და სხვადასხვა სამსახურები საპარკინგე ადგილზე რაღაც სამუშაოებს ატარებენ, და რომ გგონია მანქანა უსაფრთხოდ და წესების დაცვით გყავს გაჩერებული, მიხვალ და დაგხვდება ან დაკაწრული, ან დასვრილი.

Posted by: zura770077 6 Nov 2023, 14:40
karlo-fan
მე გამიკეთეს იგივე.

22 მაისს გამსვლია ვადა თბილისის პარკინგის.
პირველ ივნისს, 9 დღის შემდეგ მოდის მესიჯი 50 ლარი ჯარიმის(კიდევ რაღაც თეთრები). გადავიხადე.
თან გადავიხადე იქვე, სამსახურში კომპიუტერთან ბარათის მიბმით. მიჩვენებდა მხოლოდ მაგ ჯარიმას და გადახდის მერე დაეწერა რომ გადახდილია.
აგვისტოში მომდის მესიჯი ისევ, რომ დაჯარიმებული ვარ 29 მაისს და დროულად თუ არ გადავიხდი. . .
ვნახე კომპიუტერში და ამ 29 მაისის გარდა 24 მაისსაც მიჩვენებს კიდევ, რომ ვარ დაჯარიმებული. სამივე ჯარიმის, ივნისის და ორივე მაისის ჯარიმა
ერთი და იგივე სადგომზეა გადაღებული.
მე ვფიქრობ, რომ დამაჯარიმეს ჯერ 24 მაისს და არ გადმომიგზავნეს, რადგან სულ იმ ადგილას ვაჩერებ სამსახურში როდესაც მივდივარ, 5 წელია უკვე.
იცნობენ მანქანას და იციან, რომ კიდევ იქ გავაჩრებ.
დამაჯარიმეს მეორედ და კიდევ არ გადმოაგზავნეს - მაინც აქ იქნება კიდევო და მესამე ჯარიმა უკვე გადმოაგზავნეს- ნამეტანი არ მოგვივიდესო.
მე-2 ვარიანტია -- პროგრამული ხარვეზი, მაგრამ მაინც მეეჭვება, რომ რაც შეიძლება მეტი შევატანინოთო, პროცენტის ხათრით, რაც ერგებათ ხელფასად, ეგ ვარიანტია!


Posted by: ბახარხალა 6 Nov 2023, 17:43
n-i-c-k
QUOTE
არადა ასფალტზე მონიშვნა პრაქტიკულად წაშლილია

ყაზბეგზე გავაჩერე მანქანა, პატიოსნად გადმოვედი და დავიწყე ზონალური პარკინგის ნომრის მოძებნა. ყ ვ ე ლ ა წაშლილი იყო ასფალტზე. გავყევი უკან, ნიშნის მიმართულებით რო დამდგარ ნიშნანზე მენახა ნომერი. ვნახე, ჩავწერე და ჩავრთე აპლიკაცია. გადის 10 წუთი და სმს მომდის 50 ლარიანი, მეთქი ვტფ. გამოვვარდი ეგრევე გარეთ და არავინ ჩანს ჯარიმის დამწერი. მოკლედ დაველოდე ერთი 10-15 წუთი და გამოიჩანჩალა ვიღაცამ ამ პარკინგის ფორმაში. გავაჩერე და ავუხსენი სიტუაცია, დაჟე მანქანასთან მივიყვანე და აპლიკაცია ვანახე რო ჩართული მქონდა (ჯარიმის მიუხედავად ჯერ არ მქონდა გათიშული ეს აპლიკაცია) ეს ტიპი კიდე თავს იგიჟებს, ეს ჩემი მონაკვეთიაო, ჩემგარდა არავინ მოვიდოდა აქო და მე არ დამიწერიაო.
მოკლედ, ბევრი ლაპარაკების მერე როგორც გაიკრვა რა მოხდა: სადაც გავაჩერე მანქანა, მონიშვნა ვერ ვიპოვნე იმიტო რო ყველგან წაშლილი იყო და ნიშანზე რაც აწერია ის ჩავრთე. ანუ, ნიშანზე ეწერა 599 (პირობითად, ნამდვილად არ მახსოვს ნომერი) და მე თურმე მანქანა მეყენა 598-ზე biggrin.gif მეთქი რა იყოთ, პროგრამები ხართ თუ რა უბედურებაა, ხო ხედავ შე დედა#####ულო რო 598-ის მაგივრად 599 მაქვს ჩართული, ანუ აქვეა სადღაც, რავი ადამიანები ვართ ყველა, სულაც რო ყველაფერი დახაზულ დაწკეპილი ყოფილიყო, ადამიანურ ფაქტორს რატო არ ითვალისწინებთ-მეთქი. ამ საცოდავმა (მართლა საცოდავი სახე ქონდა user.gif) კაცმა ამიხსნა როგორ მოწმდება მანქანა user.gif ანუ მოდის ტიპი სიტყვაზე 598 პარკინგზე, იმ ბოზობა პლანშეტში შეიყვანს პარკინგის ნომერს და იმ კონკრეტულ პარკინგზე რა ნომრებსაც აქვთ ჩართული აპლიკაცია, იმათ ნომრებს ამოყრის და ეს ხელით ამოწმებს ჩემ ნომერს :დდდდდ იმის მაგივრად რო პირდაპირ ჩემი ნომერი ჩაწეროს და ამოაგდოს კონკრეტულად ჩემზე ინფორმაცია (იდეაში ხო ესე უფრო მოკლე დროში შემოწმდებოდა, ჩამოწერილ ნომერბში ქექვას, პირდაპირ ამოაგდებს მაქ თუ არა ჩართული). ანუ იმ პლანშეტში რა აპლიკაციაც აქვთ ჩაწრილი, ისეა მოხოდილი რო მარტო ეგეთი შემოწმების მეთოდი არსებობს user.gif დაჟე გამოვართვის და მეთვითონ ვცადე ჩემი მანქანის შემოწმება და არაფერს აგდებს თუ უშუალოდ პარკინგის ნომერი არ მიუთითე. რაც შეეხება ამ ნომრებში აცდენას, თურმე იმ 598 პარკინგის გაყოლებაზე ფეხით გადასასვლელი რო იყო (იყო კი) შემდეგი პარკინგი ერთით მეტია ნომერში :დ ამ კაცმა ამოიწყვიტა ოჯახი მე არ დამიწერიაო მაგრამ რო მოვსულიყავი და ესე შემემოწმებინაო, მეც დავწერდიო. იმიტო რო ესაა ერთადერთი მეთოდი მაქნანის გადამოწმებისო ბიჭო!. რა უნდა მექნა ეხლა, ავდექი და დავრეკე ამ პარკინგის ცხელ ხაზზე, ავუხსენი სიტუაცია მაქსიმალურად დეტალურად, დამელოდეთო, მალოდინეს ესე 2-3 წუთი და უკაცრავად, ისეთი საკითხიაო მერიაშI უნდა გაარკვიოო, მომცეს რაღაც ნომერი და აქ დარეკეო. დავურეკე ეხლა მერიაში, მოვუყევი ყველაფერი დეტალურად ამათაც, ამათმაც მალოდეინეს ტელეფონზე რამოდენიმე წუთი და მერე მეუბნებიან რო ეგო პარკინგის ცხელ ხაზზე დარეკე და იქ უნდა გაარკვიოო biggrin.gifდდდდდდდდდდდდდ

გავთიშე ეს ტყუილად ჩართული პარკინგი და იქვე ფეი აპარატიდან გადავიხადე ჯარიმა love.gif


Posted by: webdesigner93 6 Nov 2023, 19:48
ბახარხალა
არ უნდოდათ მაგ აპლიკაციის შექმნაში კარგი დეველოპერების ჩართვა , ფული ძალიან ენანებოდათ , ხოდა ვინც აიყვანეს , იმათმა მეტი არ იცოდნენ , უკეთესი ფუნქციონალი ვერ გამართეს სამწუხაროდ .... ისეთი შეცდომები იყო კიდე , მაგალთად ბაზა ღია ქონდათ რაღაც პერიოდი და ავტომობილის ნომრით იპოვიდი პარკირების ისტორიას ( ფაქტობრივად ადამიანის მიმოსვლის მარშრუტს იგებდი რა ) და მოკლედ უამრავი ხარვეზი იყო და არის .... პარკირების ნომრის ლოტის ჩაწერა ხო სულელური მიდგომაა , მერე გამორიცხვის მეთოდით უნდა ეძებოს ინსპექტრორმა მანქანები , ნომრის ჩაწერა უკეთესი ფუნქციონალია კი , მაგრამ ეგეც საკმაო რესურსს და დროს მოითხოვს , ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მარტივი დასკანერებაა , აპარატს წინა მხარეს აქვს კამერა ( ანუ დატრიალებაც არ გჭირდება ) , დაასკანერებს და ეკრანზე პირდაპირ მოგცემდა ავტომობილისს სტატუსს , თუ არ ემთხვევა ლოტს და არასწორადაა ჩართული , მაგასაც დაინახავდა და თუ ძაან პრო** არაა , არ გამოწერდა ჯარიმას biggrin.gif

მაგრამ არ უნდოდათ საქმის მცოდნეებიისთვის ფინანსური რესურსის გამოყობა და რომელი კარგი დეველოპერი გაჩერდება ამ მოცემულობის საჯარო სტრუქტურაში სამუშაოდ.

Posted by: ბახარხალა 7 Nov 2023, 10:11
webdesigner93
QUOTE
ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მარტივი დასკანერებაა

ამას კიდე ჩალიჩი უნდა (დეველოპერის მხრიდან ვამბობ) რო მოხოდო. აი არსებულს კიდე, არც ფული სჭირდება და მამენტ არც დიდი ტვინი. უბრალოდ დავალების გამცემია სირი, თორე დეველოპერებს ზოგადად არ მოეკითხევათ ხოლმე ჭკუა. რასაც ავალევბენ, იმას წერენ yes.gif

ნუ, ჩვენც რა დაგვრჩენია? ვისხდეთ ფორუმზე, ვიწუწუნოთ როგორ გვართმევენ ქვეყანას და ტრაკში გვიკეთებენ დედაქალას <3

Posted by: spravedlivi 10 Nov 2023, 12:40
თუ იცით, 6 თვიანი ზონალურის საშვი (500 ლ.) ან 1 წლიანი ზონალურის საშვი (800 ლ.) რომ შევიძინო,

თუ ვთქვათ ავტომობილი გავყიდე 1-2 თვის შემდეგ, შესაძლებელია იმ დარჩენილი თანხის დაბრუნება და დარჩენილი ბალანსის ახალზე გადატანა, თუ დაიკარგება ის თანხა?

Posted by: L1nux 10 Nov 2023, 21:54
პარკირება - პარლკირების საშვი გრძელვადიანი
ზონალური-ზონალურის საშვი,

100 დან ერთი და ორი ვერ გადაიხდის და დააყენებს მანქანას. დანარჩენინ მაინც ივლის, მაგრამ უბრალოდ ცხოვრება გაუძვირდება, აზრრი? არადა იმით აპრავებდნენ ქქუჩებს განმუხტავსო, ნაკლები მანანა იქნება მერეო და ადგილებიც ვითომ თავისუფალი იქნებაო

Posted by: Nescafe13 12 Nov 2023, 10:38
L1nux
QUOTE
100 დან ერთი და ორი ვერ გადაიხდის და დააყენებს მანქანას. დანარჩენინ მაინც ივლის, მაგრამ უბრალოდ ცხოვრება გაუძვირდება, აზრრი? არადა იმით აპრავებდნენ ქქუჩებს განმუხტავსო, ნაკლები მანანა იქნება მერეო და ადგილებიც ვითომ თავისუფალი იქნებაო


ვაკეში მინდოდა გაჩერება და ბოლოს ბიძაჩემს დავურეკე რომ მეთქი ეზოში შემაყვანინე 2 საათი თქო , აბაშიძით რომ ჩავედი და მერე ფალიაშვილს ამოვყევი მე ვერსად გავჩერდი biggrin.gif

ერთ საპარკინგე ადგილზე ალბათ 20 მანქანა მაინც მოდის დღეს ქალაქში , ასე რომ მაინც იდგება სულ რომ 5 ლარი გახდეს 1 საათი , 90 % იყიდის იმ 800 ლარიანს

პროსტა კახაბერ კალაძეს ......

რაც დააპირა კი აასრულა და ეგაა up.gif

Posted by: Niku7a 14 Nov 2023, 21:50
უფასო პარკირება სადაც მეკუთვნის (საცხოვრებლიდან 100 მეტრში), მივაგდებ მანქანას და მორჩა? აპლიკაციიდან რამის ჩართვა არ სჭირდება ხომ? (მანქანა დარეგისტრირებულია tp.ge ზე საკადასტროს მითითებით, აპლიკაციაშიც მიჩვენებს რა ადგილზე შემიძლია უფასოდ პარკირება).

Posted by: MANAXH 15 Nov 2023, 12:42
Niku7a
კი, უფასო ლოტებზე ჩართვა არ სჭირდება.

Posted by: TUZI_MAQCIA 22 Nov 2023, 13:44
რრრრრრრრრრრრრყუუუუუფუფუჯფჯდჯდჯჯდჰდჰჰდდჯჯდდჯდჯდჯჯდდ

Posted by: zzz77 22 Nov 2023, 14:01
Niku7a
სად გააკეთე ეგ უფასო პარკირება. ჩემით ვერაფრით დავარეგიტრირე.მერიაში მივიდე თუ რა ვქნა

Posted by: Niku7a 22 Nov 2023, 19:59
zzz77
tp.ge ზე გაიარე რეგისტრაცია, მაქედან აკონტროლებ დასამატებელ/წასაშლელ მანქანებს, მანდვე უთითებ უძრავი ქონების საკადასტრო კოდს და ა.შ.

Posted by: giorgi38 28 Jan 2024, 22:33
მოგესალმებით. კორპუსის წინ მყავს მანქანა გაჩერებული უფასოდ პარკინკზე. ეხლა ჩამოვიყვანე მეორე მანქანა და უფასო პარკინგის აპლიკაციაში ვერ ვამატებ. მიწერს რომ საჭიროა სახელმწიფო ნომერიო. ეს კი ეხლა ჩამოვიყვანე და ჯერ წითელი ნომრებითაა. ხომ არ იცით როგორ დავამატო, რომ არ დამაჯარიმონ? ჯერ არ ვაპირებ განბაჟებას და ორი მანქანის გაჩერება წესით მეკუთვნის პარკინგზე. მერიაში უნდა მივიდე? დისტანციურად არ ხდება?

Posted by: rachveli1 29 Jan 2024, 10:50
giorgi38
და რათონ არ აკეთებ განბაჟებას? რას ელოდები?
უფასო პარკირებაზე შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ნომრის მქონე M1 კატეგორიის ავტომობილების დამატება - ეს უწერიათ საიტზე.
ავტომობილის წაშლა შესაძლებელია დამატებიდან ერთი თვის შემდეგ - შეიძლება ამის გამოა ეგ წესი, ტრანზიტულები რო დაამატო, მერე ერთი თვე ვეღარ შეცვლი


Posted by: GEORGEXIII 29 Jan 2024, 11:13
საქართველოს მობაილ ბანკით როგორ იხდით ხოლმე საათობრივ პარკინგს? ვერსად ვერ ვნახე

Posted by: rachveli1 29 Jan 2024, 11:47
QUOTE (GEORGEXIII)
საქართველოს მობაილ ბანკით როგორ იხდით ხოლმე საათობრივ პარკინგს? ვერსად ვერ ვნახე


საშვებია მხოლოდ

გადახდები - ტრანსპორტი - პარკირება - თბილისის პარკინგი - ზონალური პარკირება

Posted by: GEORGEXIII 29 Jan 2024, 12:13
rachveli1
ხოო ეგენი მეც ვნახე მარა ასე საათობრივად რომ ვიყიდო არ არის და მიწევს ჩასარიცხი ფეიბოქსებიდან ჩარიცხვა ხოლმე.

Posted by: rachveli1 29 Jan 2024, 13:58
QUOTE (GEORGEXIII)
rachveli1
ხოო ეგენი მეც ვნახე მარა ასე საათობრივად რომ ვიყიდო არ არის და მიწევს ჩასარიცხი ფეიბოქსებიდან ჩარიცხვა ხოლმე.


საათობრივად თვითომ თბილისის პარკინგის აპიდან ჩართავ დროს და რამდენ ხანსაც იდგები იმდენს გადაიხდი, პირველი 15 წუთი უფასოა

Posted by: GEORGEXIII 29 Jan 2024, 14:19
rachveli1
გაიხარე მადლობა, გადმოვწერე პარკინგის აპი და მაქედან ვიჩალიჩებ ხოლმე.

Posted by: rachveli1 29 Jan 2024, 15:21
GEORGEXIII
არაფრის

Posted by: n-i-c-k 14 Apr 2024, 12:15
თუ პარკინგის ზოლში არ ეტევი smile.gif
user posted image

https://www.facebook.com/reel/796189609067404

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)