Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > დიდი დიღმის წმინდა ასიათასიმოწამეთა სახელობის სკოლ


Posted by: PLAYer_1 18 May 2017, 15:01
დიდი დიღმის წმინდა ასიათასიმოწამეთა სახელობის სკოლა

მოკლედ მაინტერესებს ვინმეს ბავშვი თუ სწავლობს აქ და მათთანაც ესეთი სიტუაციააა?

მეგობრის ბავშვი სწავლობს 2 თვის სწავლის თანხა აქვს გადასახდელი..

ბავშვი ამბობს, რომ დირექტორის შვილი დადის და ბავშვებს გვეუბნება არცერთი არ მოხვიდეთ ხვალიდან სკოლაშიო

ბავშვს სკოლაში სიარული აღარ უნდოდა, ყოველ დილით ტირილით და ძალით მიდიოდა და ბოლოს უთხრა მშობლებს ესეთი სიტუაციააო..

რა უბედურება ბავშვები დატერორება?!!? sad.gif დასტრესილია ბავშვი (((((

Posted by: jetBlack 18 May 2017, 21:57
ახლობლის ბავშვები დადიან მანდ და მაინდამაინც არ მოსწონთ. შეეშვით ამ კერძო სკოლებს, საჯაროებს მიაწექით.

Posted by: sabas 23 May 2017, 15:32
მე შემყავს ეხლა მანდ ბავშვი რაც ვნახე და გავარკვიე და გავიკითხე მომწონს

დაწერეთ აბა კიდევ რა ხდება

მაინტერესებს

Posted by: PLAYer_1 30 May 2017, 13:49
jetBlack

აპერისტები არიან



sabas
QUOTE
მე შემყავს ეხლა მანდ ბავშვი რაც ვნახე და გავარკვიე და გავიკითხე მომწონს

დაწერეთ აბა კიდევ რა ხდება

მაინტერესებს


ხელსეკრულება კარგად წაიკითხე, რო ზედმეტად არ დაგავალდებულონ თორემ ჩვევიათ )))



Posted by: Mmerisi 30 May 2017, 16:42
განათლების სისტემა გვაქვს საერთოდ?

Posted by: sabas 6 Aug 2017, 23:09
რა ხდება ამ სკოლაზე ?

რაც შევძელი აქ შეყვანა იყო და ბავშვიც ეზადება

მაგრამ რაღაც უკმაყოფილოა ხალხი

მაინტერესებს კონკრეტულად ყველაფერი

Posted by: PLAYer_1 31 Aug 2017, 11:55
sabas
Mmerisi

jetBlack
არ მიქაროთ ....

ყოვლად უპასუხისმგებლო ნაროდია

Posted by: sabas 18 Oct 2017, 14:49
მოკლედ დავდივართ ამ სკოლაში

ჯერ ცუდს ვერაფერს ვიტყვი

თუ ვინმეს რაიმე გამოცდილება გაქვთ კონკრეტულად დაწერეთ რომ გავითვალისწინოთ

Posted by: Gudulasheli 18 Oct 2017, 15:58
ზოგადად, კერძო სკოლებში დიდი არაფერი ხეირია.. მით უმეტეს დასახელებაში რომ რელიგიური (ისიც მხოლოდ ქრისტიანული) კონტექსტის მქონე სიტყვებია; მიდი და ხატებიან სკოლაში აღზარდე ტოლერანტი მოქალაქე smile.gif)

Posted by: sabas 19 Oct 2017, 12:06
Gudulasheli

ცოტა კიდევ დააკონკრეტე აბა ...

ხეირში რას გულისხმობ ?



Posted by: Gudulasheli 24 Oct 2017, 00:44
სწავლება მაინც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მიდის და ფულს ტყუილად იხდი, ამას ვამბობ :დ

Posted by: Konway 15 Dec 2017, 17:40
PLAYer_1


ეს ღვთაებრივი სკოლები, თითქმის ყველა ეგეთია. უამრავი ფული ღირს, არაფერს ასწავლიან და ბავშვებს სცემენ და ჩაგრავენ ვისაც მოუნდება. დირექტორიან მასწავლებელებიანად დასადუღებლები არიან. ჩემი მეგობარიც დადიოდა ერთ ეგეთ სირეგვნეში.

Posted by: sabas 3 Jan 2018, 11:29

სირეგვნეში გიტარებიათ ბავშვი რატომ ???

ყველა ერთნაირი რატომ გგონია ???

მე სადაც დამყავს აბსოლიტურას საპირისპირო სიტუაციაა და ძალიან კმაყოფილები ვართ ბავშვებიან მშობლებიანად ყველა. იაფიცაა ასწავლიან არ ჩაგრავენ და კარგი ინფრასტურქურაა კვებაცაა და სისუფთავე და წესრიგიც.

შეურაწყობამდე დაფიქრდი !

Posted by: jorjone 4 Jan 2018, 11:35
ხლეობაა კერძო სკოლების უმეტესობა. მშობელი კომფორტში იხდის ფულს - შვილს ცუდ გარემოს ვარიდებო.

Posted by: Solveig 6 Jan 2018, 17:27
sabas
QUOTE
შეურაწყობამდე დაფიქრდი !

QUOTE
შეურაწყობამდე

დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა კარგ სკოლაში დაგყავს შვილი და მაგ ბედკრული სიტყვის სწორად წერას მაინც ასწავლიან ბავშვს.

Gudulasheli
QUOTE
წავლება მაინც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მიდის და ფულს ტყუილად იხდი,

საგნების სწავლება-კი, მაგრამ, ზოგ კერძო სკოლას აქვს უცხო ენის გაძლიერებული სწავლება, სწავლების დროს ბევრად უკეთეს ხერხებს იყენებენ, ვიდრე საჯარო სკოლებში და ბავშვი უკეთ ითვისებს. მეტი სისუფთავე და წესრიგია, გარემო უკეთ კონტროლდება. მშობელს უფრო მიუწვდება ხელი, რომ აკონტროლოს-რას სწავლობს ბავშვი და როგორ და სხვ.
მარტო წიგნებს რომ ჰქონდეს მნიშვნელობა, ბარემ დასვამ ბავშვს სახლში და იქ ამეცადინებ, სულ არ წაიყვან სკოლაში.

Posted by: sabas 12 Jan 2018, 20:41
Solveig
არ დაკარგო იმედი

ერთი სიტყვა შემეშალა არ გამოტოვო შენიშვნის შანსი


Posted by: Solveig 12 Jan 2018, 22:41
sabas
QUOTE
ერთი სიტყვა შემეშალა

სხვა შეცდომებიც გქონდა smile.gif მაგ. აბსოლიტური არაა სწორი. აბსოლუტური უნდა იყოს. მძიმე-წერტილთანაც ვერ მეგობრობ, აშკარად.

QUOTE
არ გამოტოვო შენიშვნის შანსი

განათლების განყოფილებაში ვართ და ზედმეტი სულაც არაა, რომ უკეთ გავანათლოთ ერთმანეთი, ქართულ ენაში მაინც.

Posted by: Shakoie 12 Jan 2018, 22:49
უშუალოდ ამ სკოლაზე არაფერი ვიცი, მაგრამ კერძო სკოლას მაინც საჯარო მირჩევნია.

Posted by: sabas 12 Jan 2018, 23:31
Solveig

განათლებული ნაგავი ადამიანიც ბევრია .

აქ კონკრეტულ სკოლაზე ვწერთ ინფორმაციას და სხვებს ვადარებთ

სხვის დაწერილ კომენტარებში წერტლი მძიმეს და სიტყვებში შეცდომებს თუ შეასწორებ მე მადლობელი ვიქნები აღარ დავუშვებ მაგრამ ასე ყველა თემაში არამგონია შედიოდე და ასწორებდე



* * *
Shakoie
საჯაროსაც ხო გააჩნია ?
კერძო სკოლასაც ხო გააჩნია ?

Posted by: tira 6 Feb 2018, 22:46
QUOTE
დიდი დიღმის წმინდა ასიათასიმოწამეთა სახელობის სკოლა


spy.gif

Posted by: nick_el_son 16 Feb 2018, 02:43
QUOTE
დიდი დიღმის წმინდა ასიათასიმოწამეთა სახელობის სკოლა

lol.gif lol.gif


მანდ ჯერ მარტო იმიტომ არ უნდა შეიყვანო ბავშვი ასეთი ### სახელი რომ აქვს biggrin.gif

წარმომიდგენია რა ბნელების შაბაში იქნება შიგ user.gif


....

Posted by: sabas 21 Feb 2018, 10:12
nick_el_son

რა არ მოგწონს

მართლმადიდებელი წმინდანების სახელობისაა სკოლა

პლუტონი და ნიუტონი თუ არ ქვია არ ასწავლიან არაფერს ხო ?

დარწმუნებული ვარ აზრზე არ ხარ რა ხდება ამ სკოლაში როგორ ასწავლიან

Posted by: Rayleigh 21 Feb 2018, 10:22
თქვენ კიდევ რა ვერ მიხვდით, რომ ე.წ კერძო ელიტური სკოლებში ბავშვები იმის გამო არ დადიან, რომ "ძალიან მაგრად ასწავლიან" არამედ იმის გამო, რომ საჯარო სკოლაში არსებული ხალხის გვერდიტ არ ყოფნის პრივილეგია ჰქონდეთ.
მსგავსი სკოლების ძირითადი დანიშნულებაა საჭირო კონტაქტების შეძენა და არა ვიღაც ტილიან ბოგანოსთან მეგობრობა.
რა თქმა უნდა აქ, თვეში 300-500ლ სკოლებზე არ არის საუბარი.

Posted by: sabas 21 Feb 2018, 14:09
QUOTE (Rayleigh @ 21 Feb 2018, 10:22 )
თქვენ კიდევ რა ვერ მიხვდით, რომ ე.წ კერძო ელიტური სკოლებში ბავშვები იმის გამო არ დადიან, რომ "ძალიან მაგრად ასწავლიან" არამედ იმის გამო, რომ საჯარო სკოლაში არსებული ხალხის გვერდიტ არ ყოფნის პრივილეგია ჰქონდეთ.
მსგავსი სკოლების ძირითადი დანიშნულებაა საჭირო კონტაქტების შეძენა და არა ვიღაც ტილიან ბოგანოსთან მეგობრობა.
რა თქმა უნდა აქ, თვეში 300-500ლ სკოლებზე არ არის საუბარი.

გეთანხმები

ძირითადი ნაწილი ნამდვილად ეგრეა


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)