Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ლექსპრომტი


Posted by: annavita 14 May 2015, 09:08
თუკი მოგაწვა ლექსი,
თუკი მოგაწვა რითმა,
საწერ-კალამთან გზა თუ
ვეღარ გაიგნო თითმა-
მთაში ხარ ამ დროს ანდა
თუ ავტობანზე მიქრი-
წერას ვერ ასწრებ,რადგან
სიტყვას წინ უსწრებს ფიქრი-
ეს თემა იყოს შენი
ლექსპრომტის აბჯარ-თორი-
აქ დარჩეს შენი ფიქრის
ლურჯა ცხენების ტორი!

ეპიტაფიას დაწერ
რობაიათს თუ ტანკას-
ლექსპრომტში არვინ გზღუდავს,
არავინ ატეხს განგაშს.
მესტვირულ შაირს იტყვი
თუ სონეტს აამღერებ-
შენ თქვი,
და ჟანრი-სტილი
სხვებმა განსაზღვრონ
მერე.. smile.gif

Posted by: smith14 14 May 2015, 11:26
QUOTE
ეპიტაფიას დაწერ
რობაიათს თუ ტანკას


უკეთესს დაწერ ანკა,
თუ კი ჩაიცვამ ტანგას..


ups.gif

Posted by: MOSHAYIRE 14 May 2015, 12:21
annavita
QUOTE
საწერ-კალამთან გზა თუ
ვეღარ გაიგნო თითმა


რა დააშავა კლავიატურამ?-
ავია თუ რა?! biggrin.gif

Posted by: Uxeiro 14 May 2015, 12:24
ეს ისაა, რაც მგონია? spy.gif
თუ დამეწყო აგონია?..

Posted by: MOSHAYIRE 14 May 2015, 12:44
Uxeiro
QUOTE
ეს ისაა, რაც მგონია? 
თუ დამეწყო აგონია?



შემოვიდა უხეირო
რითმი ერთი ვაგონი აქ biggrin.gif

Posted by: annavita 14 May 2015, 18:23
smith14
გოგრაში ადრეც გყავდა
მწყერი- ახლა გყავს ხორო,
სმიტო როგორ ხარ აბა,
გვითხარ -კარგია "გოროდს"? givi.gif

Posted by: smith14 14 May 2015, 18:35
QUOTE
სმიტო როგორ ხარ აბა,
გვითხარ -კარგია "გოროდს"? 


სევდა შემომეჩვია..
მივუკაკუნე სოროკს.. spy.gif

Posted by: annavita 14 May 2015, 18:46
smith14
აფსუს რა ბიჭი იყავ,
ტანკს უხტებოდი მარდად.
თავ-კანტროლ მიეც მანამ
სევდა გადგექცა დარდად vik.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 May 2015, 13:57
იქით კაფია დავტიე
აქით ქე დამხვდა ექსპრომტი
რადგან იქ ბევრი ვიმარჯვე
უნდა მოვიგო ეს ფრონტიც

Posted by: annavita 16 May 2015, 21:02
MOSHAYIRE
QUOTE
იქით კაფია დავტიე
აქით ქე დამხვდა ექსპრომტი
რადგან იქ ბევრი ვიმარჯვე
უნდა მოვიგო ეს ფრონტიც

up.gif
გადმოგყოლოდეს იქიდან
აქეთ იღბლები. ბედები
მენახე აღმაფრენილი
მუზების შემოფეთებით
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 May 2015, 21:19
annavita
შენც გისურვებ აღმაფრენას
კბილ არ დააჭირო ენას!

Posted by: annavita 16 May 2015, 22:38
MOSHAYIRE
მზად ვარ ვიყო ხან აჩრდილი
ლექსის, ხანაც ორეული
ოღონდ ნორი მოიყვანე
ჩვენი, გრძნობანორეული smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 May 2015, 22:53
MOSHAYIRE
norieli

შემოდი ახლა ნორი-
მოირგე ახალი როლი


Posted by: MOSHAYIRE 18 May 2015, 23:46
როგორ დამფრთხალან წევრები
დაუგლეჯიათ წვერები
კაცო, გინახავთ ამდენი
უწვერულვაშო ლამბერი?

biggrin.gif

Posted by: Hawley 19 May 2015, 00:05
აქ პირველად ვარ, როგორც მეფე, როგორც პლატონი,
მეც ვფიქრობ მხოლოდ მკვდარი ხედავს ომის დასასრულს,
თუმცა მინდა რომ დაგარწმუნოთ, რადგან მოვედი,
ყველა ნათქვამი ჩემი სიტყვა შექმნის მოლოდინს,
იმის რომ კიდევ ერთხელ იგრძნობთ უუნარობას,
თქვენი ლექსის... და გავაგრძელებ წერას საწოლში.

Posted by: MOSHAYIRE 19 May 2015, 00:13
Hawley
უცნაურია...ლექსი...საწოლი...
არ დაგავიწყდეს შეჭმა მაწონის

Posted by: Hawley 19 May 2015, 00:35
MOSHAYIRE
მაწონი არა, რძე კი დავლიე,
რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს და ამ ქოხშიც
ისე ძალიან ცივა, ვიგონებ
განვლილ თბილ დღეებს ანას საწოლში
bis.gif yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 May 2015, 00:42
Hawley
გაგექცა ანა? წავიდა განა?
ტაკ რანა?
biggrin.gif

Posted by: Hawley 19 May 2015, 00:53
MOSHAYIRE
წავიდა, წარსულში დარჩა და რას ვიზამ,
დარდსა და ნაღველს რომ გადავყვე არ ვფიქრობ,
ანა თუ არა მყავს, მარიას ვიპოვნი,
და მერე, და მერე, სარეცელს გავიყოფთ
bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 May 2015, 13:18
Hawley
QUOTE
მარიას ვიპოვნი

შემოირბინე მთა და ბარია
მაინც ვერ ჰპოვე შენი მარია?

Posted by: Uxeiro 19 May 2015, 14:06
QUOTE (MOSHAYIRE @ 19 May 2015, 13:18 )
შემოირბინე მთა და ბარია
მაინც ვერ ჰპოვე შენი მარია?

აქ ვერც ნახავდა, მე ზუსტად ვიცი
- მან გადალახა ამუ-დარია

Posted by: MOSHAYIRE 19 May 2015, 14:08
Uxeiro
QUOTE
აქ ვერც ნახავდა, მე ზუსტად ვიცი
- მან გადალახა ამუ-დარია


მაშინ დაწეროს სად წვიმს და სად თოვს
როცა ფორუმზე მზე და დარია
* * *
Uxeiro
Hawley
annavita

ნამეტანი ნელია
ლექსისწერის პროცესი
მოვიცვალე კბილები...
ჩამომვარდა პროტეზი...

biggrin.gif

Posted by: Hawley 20 May 2015, 00:20
MOSHAYIRE
აქ არ ვიყავ, რას ვიზამთ,
მთები გადავიარე,
სანამ რამეს ვიტყოდე
მოვწევ ერთ ღერ სიგარეტს.

ჩემი მარი მარიაა, ღმერთია -
მთების ჰოდა მეც აქ ვეძებ, ყინულში
ისე ჭირდა მოძრაობა, ერთია
სიკვდილი და იქ სიცოცხლე ბევრისთვის.

ახლა როცა შუა ღამე შესრულდა,
ახლა როცა ჩაის ვსვამ და ვერ ვწვდები,
ვერც მარის და ვერც ღირებულს ვერაფერს,
თქვენს გარითმულ პასუხს დაველოდები.

Posted by: annavita 20 May 2015, 09:34
Hawley
QUOTE
ვერც მარის და ვერც ღირებულს ვერაფერს,
თქვენს გარითმულ პასუხს დაველოდები.

მე გიპასუხებ მოკლედ, რითმულად
(აზრი აზრს მოყვა და გადაება)-
ეგ მოლოდინი მართებულია
რადგან ჩვენს ლექსში ცხოვრობს ღვთაება biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 20 May 2015, 11:31
Hawley
QUOTE
ვერც მარის და ვერც ღირებულს ვერაფერს,
თქვენს გარითმულ პასუხს დაველოდები.


მე არ ვიცოდი არაფერი შესახებ თქვენი ლოდინის
ვირუსი მქონდა და აქ ყოფნას ვარჩიე ისევ ლოგინი...

Posted by: annavita 20 May 2015, 12:11
MOSHAYIRE
QUOTE
ნამეტანი ნელია
ლექსისწერის პროცესი
მოვიცვალე კბილები...
ჩამომვარდა პროტეზი...

პირობითია ვადები
ხელახლა დაიბადები biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 May 2015, 12:18
annavita
QUOTE
პირობითია ვადები
ხელახლა დაიბადები


ხელახლა დავიბადები
მოვალ ახალი ნიკითო
თქვენ როგორა გაქვთ კბილები ?-
ხუმრობა იყოს იქითო...
biggrin.gif

Posted by: annavita 20 May 2015, 12:23
MOSHAYIRE
QUOTE
თქვენ როგორა გაქვთ კბილები ?-
ხუმრობა იყოს იქითო...

რა ვაღეჭიო დღეს-ხვალე-
თავი მისკდება ფიქრითო biggrin.gif

Posted by: Uxeiro 20 May 2015, 13:54
QUOTE (annavita @ 20 May 2015, 12:23 )
რა ვაღეჭიო დღეს-ხვალე-
თავი მისკდება ფიქრითო biggrin.gif

აქ კარ-ფანჯარა ღია მაქვს
და მანდაც ხომ არ გიქრითო? biggrin.gif

Posted by: smith14 20 May 2015, 14:01
QUOTE
თქვენ როგორა გაქვთ კბილები ?-
ხუმრობა იყოს იქითო...



ამაზე გამახსენდა..

ჩემს სკოლაში ასწავლიდა ისტორიას ლილი..
ეშხიანი ქალი იყო, სამწუხაროდ ქვრივი..

მთელი დღე მასზ ვფიქრობდი, მთლად გამიქრა ძილი..
სკოლის წინ კართან ვხვდებოდი, ასე ყოველ დილით..

რამდენიმე დღის წინ ვნახე დაბერებულა ლილი..
მორიდებით გამიღიმა, დასცვენია კბილი..




ეს ქართველი ქალები ასაკში რატო მოფამფალავდებით ხოლმე? გარეგნობას არ აქცევთ სათანადო ყურადღებას და რეიზა?

Posted by: annavita 20 May 2015, 14:09
Uxeiro
QUOTE
აქ კარ-ფანჯარა ღია მაქვს
და მანდაც ხომ არ გიქრითო?

თემა-თემა ფანჯარიდან
თუ კარიდან მიმოქრითო? biggrin.gif
* * *
smith14
ბუნების წესს ვინ წაუვა ჩემო კუკლი,
დაბერდები, აკვნესდები -"მტკივა მუხლი"..

QUOTE
ლილი..
ეშხიანი ქალი

http://www.radikal.ru

Posted by: MOSHAYIRE 20 May 2015, 19:09
annavita
QUOTE
რა ვაღეჭიო დღეს-ხვალე-
თავი მისკდება ფიქრითო


ყველას ჯობია მაწონი-
არ დაგჭიდება სასწორი!

smith14
QUOTE
ეს ქართველი ქალები ასაკში რატო მოფამფალავდებით ხოლმე? გარეგნობას არ აქცევთ სათანადო ყურადღებას და რეიზა?


კარგი კაცი / ანუ ქმარი
ქალსა ცუდად არ აბერებს
ისე უვლის, ვით ყვავილსა
მის ცხოვრებას ჰმატებს ფერებს

და თუ კაცმა ეს ვერ შესძლო
ეჭიდება ქალი ხავსსა
რატომ ჭკნება? რატომ ხმება? -
ქმარმა ჰკითხოს თავის თავსა!

Posted by: annavita 20 May 2015, 22:34
MOSHAYIRE
QUOTE
და თუ კაცმა ეს ვერ შესძლო
ეჭიდება ქალი ხავსსა
რატომ ჭკნება? რატომ ხმება? -
ქმარმა ჰკითხოს თავის თავსა!

ჯერ მანამდე დედას ჰკითხოს-
დააბერა რამა?
აუგად რომ ეპყრობოდა,
არ უვლიდა მამა! yes.gif
MOSHAYIRE
QUOTE
ყველას ჯობია მაწონი-
არ დაგჭიდება სასწორი!

ახლა მივართვი სპაგეტი
(რა დავაშავე აგეთი facepalm.gif )

Posted by: MOSHAYIRE 20 May 2015, 23:05
annavita

დაბერება ბუნებრივი პროცესია
მას კვალდაკვალ მოსდევს ცელი...პროცესია...
ვინ კითხულობს რა გიყვარდა, რა გეწადა
მოგწონდა თუ არა შენი პროფესია

ეჰ


Posted by: annavita 20 May 2015, 23:28
MOSHAYIRE
QUOTE
დაბერება ბუნებრივი პროცესია
მას კვალდაკვალ მოსდევს ცელი...პროცესია...
ვინ კითხულობს რა გიყვარდა, რა გეწადა
მოგწონდა თუ არა შენი პროფესია
up.gif
ეჰ, სამწუხაროდ ცელი
არის სადაც არ ელი...

Posted by: MOSHAYIRE 20 May 2015, 23:31
annavita
QUOTE
ეჰ, სამწუხაროდ ცელი


ვიდრე გამოჩნდა ცელი
წინ გვაქ ცხოვრება целый!

Posted by: Hawley 21 May 2015, 00:08
როგორ არ გამომდის წერა,
ჩაის მომიტანდეს ახლა,
ვინმე ლამაზი და მერე
ერთად აივანზე გავალთ.




რაც შეეხება წლებს და სიბერეს,
ათას წელიწადს კიდევ იცოცხლეთ
* * *
ისე სულელური მეჩვენება,
ჩემი ავატარი ახლა,
იქნებ შეგეძლოთ და ამიტვირთოთ,
რამე ლამაზი და სადა

Posted by: MOSHAYIRE 21 May 2015, 00:24
Hawley
იქნებ გემოვნება გაგენდო წინდაწინ და
თუ ასე ექსპრომტად დაჯერდები - აგერ, წინდა!

Posted by: annavita 21 May 2015, 01:07
MOSHAYIRE
QUOTE
ვიდრე გამოჩნდა ცელი
წინ გვაქ ცხოვრება целый!

გამიგონია რაღაც მსგავსს
რომ ქადაგებდა სპინოზა...
მაგრამ მოცელა ნამგალმა
როგორც სათიბში მიმოზა sad.gif

რაც დღე დააკლდა ბარუხსა
(როგორც იტყოდა მგოსანი)-
შენ შეგემატოს, იხარე,
ბევრი თქვი სიტყვა ფრთოსანი.



* * *
Hawley
QUOTE
როგორ არ გამომდის წერა,
ჩაის მომიტანდეს ახლა,
ვინმე ლამაზი და მერე
ერთად აივანზე გავალთ.

აბა როგორ არ გამოგდის წერა?
ამ მშვენიერ სურათებს რომ ხატავ
უკვე გხედავთ -დგახართ აივანზე
შენ და შენი მშვენიერი ტატა

Posted by: Uxeiro 21 May 2015, 09:15
QUOTE
უკვე გხედავთ -დგახართ აივანზე
შენ და შენი მშვენიერი ტატა

კარგი არის მასე დგომა, თან თუ
ფეხებს ეგლისება ზორბა კატა up.gif

Posted by: annavita 21 May 2015, 09:20
Uxeiro
QUOTE

კარგი არის მასე დგომა, თან თუ
ფეხებს ეგლისება ზორბა კატა

მოგეგლისოს თუნდა ლეკვი
თუნდა კნუტი
ორნელა გყავს გვერდით როცა
გვარად მუტი biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: smith14 21 May 2015, 10:24
QUOTE
გვარად მუტი


ორნელა მუტი მოსწონსო პუტინს.. yes.gif




annavita

შენ რა გვარის ხარ კნუტი? 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 May 2015, 12:44
annavita

QUOTE
რაც დღე დააკლდა ბარუხსა
(როგორც იტყოდა მგოსანი)-
შენ შეგემატოს, იხარე,
ბევრი თქვი სიტყვა ფრთოსანი.


ბევრი ვთქვი სიტყვა ფრთოსანი
ნუთუ მეწოდა მგოსანი?-
მთავარი მაინც ის არი
ვარდი ვარ, იქნებ სოსანი?

Posted by: Uxeiro 21 May 2015, 13:06
QUOTE (MOSHAYIRE @ 21 May 2015, 12:44 )
ბევრი ვთქვი სიტყვა ფრთოსანი
ნუთუ მეწოდა მგოსანი?-
მთავარი მაინც ის არი
ვარდი ვარ, იქნებ სოსანი?

თავს ნუ იქებ - სირცხვილია,
ქალი ხარ თუ ხელოსანი?

Posted by: MOSHAYIRE 21 May 2015, 13:14
Uxeiro
რა სჯობს თუ გაქებენ სხვანი
ხელოს... არა - ხელო-ვ-ანი!

Posted by: annavita 21 May 2015, 20:11
smith14
რა კნუტი? არ ვარ ცხოველი
ჩემი გვარია მროველი
ლექსპრომტს და მიმართვის ფორმას
შენგან უკეთესს მოველი yes.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ბევრი ვთქვი სიტყვა ფრთოსანი
ნუთუ მეწოდა მგოსანი?-
მთავარი მაინც ის არი
ვარდი ვარ, იქნებ სოსანი?

შენ ხარ ჩვენი გლიცინია
შენს ლექსებზე მიცინია (კაი პონტში)
http://www.radikal.ru

Posted by: MOSHAYIRE 21 May 2015, 21:15
annavita
QUOTE
შენ ხარ ჩვენი გლიცინია


მისი ტკბილი არომატი
ველად გააქვს ვიცი ნიავს

Posted by: annavita 21 May 2015, 21:55
MOSHAYIRE
გლიცინიამ საუცხოო
არომატის ფრქვევა იცის...
მაგრამ რა ვქნა, ტყემლის მიყვარს
არომატი ნიორ-ქინძის

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 May 2015, 22:30
annavita
წუხელ ვნახე სიზმარში
გლიცინია ქინძმარში

biggrin.gif

Posted by: annavita 21 May 2015, 23:01
MOSHAYIRE
ოხ სიზმარო, სიზმარო
სანამ უნდა გვიხმარო? biggrin.gif gigi.gif

Posted by: smith14 22 May 2015, 11:08
QUOTE
ჩემი გვარია მროველი


რა კარგი გვარი გქონია, რა წინაპარი გყოლია.. up.gif


ერთი რა მაინტერესებს, გკითხავ მროველთა მშვენებავ..
არი საფრთხე თქვენს ლამაზ გვარს წილად ხვდეს გადაშენება? user.gif


სულ რამდენი ხართ 6?
მეტი? მაშ მითხარ ლექსით..





QUOTE
სიზმარი განა გვხმარობს?-
არა, გეთაყვა - გვყვარობს!


არ გამორიცვხავს ერთი მეორეს..
სიყვარულითაც ხმარობენ მეურვეს..





Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 11:22
annavita
QUOTE
ოხ სიზმარო, სიზმარო
სანამ უნდა გვიხმარო?


სიზმარი განა გვხმარობს?-
არა, გეთაყვა - გვყვარობს!

Posted by: annavita 22 May 2015, 20:58
MOSHAYIRE
QUOTE

სიზმარი განა გვხმარობს?-
არა, გეთაყვა - გვყვარობს!

ვიხუმრე.. არც თუ ლამაზად..
და ვწუხვარ ამის გამო...
ვეცდები რომ შევარჩიო
რითმა ყოველთვის ამო... user.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 21:07
annavita
QUOTE
ვიხუმრე.. არც თუ ლამაზად..
და ვწუხვარ ამის გამო...


კარგი, წუხილი არ გინდა -
რითმულ დუელზე გამო!

Posted by: annavita 22 May 2015, 21:14
smith14
QUOTE
რა კარგი გვარი გქონია, რა წინაპარი გყოლია..  სულ რამდენი ხართ 6?

გვარი, წინაპარ- წარსული
გმირობით ზეცად ასული
რამოდენიმე ვართ სული
"მზისაცა დასთა დასული" smile.gif

* * *
MOSHAYIRE
QUOTE
კარგი, წუხილი არ გინდა -
რითმულ დუელზე გამო!

როგორც რეფორმისტ ბახთან
რეფორმატორი რამო smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 21:24
annavita

რამო თუ ვარ, რას მეცინი -
მოიტანე კლავესინი!

Posted by: annavita 22 May 2015, 21:31
MOSHAYIRE
QUOTE
რამო თუ ვარ, რას მეცინი -
მოიტანე კლავესინი!

სად გინახავთ უკლავესინო რამო
კომპოზიტორს ტყუილად ნუ ჭორამო chest.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 21:35
annavita

ნუ გაგვხეხე ახლა სინით
მე და რამო კლავესინით!
biggrin.gif

Posted by: annavita 22 May 2015, 21:40
MOSHAYIRE
QUOTE

ნუ გაგვხეხე ახლა სინით
მე და რამო კლავესინით!

ლექსს განმარტება ჰქონდეს დართული:
სინას ქართულად ქვია მავთული!

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 21:43
annavita
რითმის ჩავვარდი ტყვედ, თორემ იცი
რომ სათანადოდ მესმის ქართული

Posted by: annavita 22 May 2015, 21:48
MOSHAYIRE
სათანადოზე მეტადაც გესმის
და ჩემზე მეტად.
რაც შეეხება რითმის ტყვეობას-
შენ არ ხარ კენტად biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 21:52
annavita

რითმის ტყვედ მყოფი
არა ვარ კენტად
ურითმოდ ყოფნა
არ მიღირს ცენტად!

Posted by: annavita 22 May 2015, 21:54
MOSHAYIRE
გამოდის, რითმით ყოფილხარ ავად
რადგან ამ ვირუსს ავრცელებ თავად biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 21:55
annavita

რითმას"შენობით" მივმართავ -არა
როგორაც მონა და /ან ყმა თავადს

Posted by: annavita 22 May 2015, 21:57
MOSHAYIRE
QUOTE
რითმას"შენობით" მივმართავ

რომ ხარ ქართველი.smile.gif
არავის დამმონებელი
თავისი თავის მმართველი

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 21:58
annavita
მოკლედ, ქებით დავთვერი
smile.gif

QUOTE
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 2 უჩინარი წევრი

პ.ს. ვიღაც "შორიდან" გვაკვირდება biggrin.gif

Posted by: annavita 22 May 2015, 22:02
MOSHAYIRE
QUOTE
პ.ს. ვიღაც "შორიდან" გვაკვირდება

ახლობელია აშკარად
არავინ მოვა უცხო,
მოვიდეს, სკამი მივართვა
უნდა, და ქადა ვუცხო biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 22:04
annavita

და რაღად გინდა ქადა
განა სუფრა გვაქვს სადა?

Posted by: annavita 22 May 2015, 22:07
MOSHAYIRE
QUOTE
განა სუფრა გვაქვს სადა?

გული გვაქვს ასული ცადა <3

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 22:15
annavita
ის აქ არის...გულში სევდა
გაუჩინა რამო? -
ოდნავ რომ გავმხიარულდეთ
მოვისმინოთ რამო!


Posted by: annavita 22 May 2015, 22:44
MOSHAYIRE
სევდა და მხიარულება
ერთია, ერთად ნაზავი
თითქოსდა გულში შეფიცეს
ერთურთს თანხმობა და ზავი smile.gif



მიყვარს საქართველო...
ეჰ...

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 22:51
annavita

რა დროს თოვაა, ანავიტა ჯან
მეყო რაც გულმა ზამთრად იტანჯა
გაზაფხულია, ვეღირსეთ სითბოს
და გულიც ხალისს და ღიმილს ითხოვს!

Posted by: annavita 22 May 2015, 22:53
MOSHAYIRE
"ასე თეთრად, გულუბრყვულოდ ყვავის ჩვენში
იმერეთში, ტყემლის ხეზე გაზაფხული " smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 22:58
annavita
QUOTE
"ასე თეთრად, გულუბრყვულოდ ყვავის ჩვენში
იმერეთში, ტყემლის ხეზე გაზაფხული "

ეს სიტყვები , ვაჰ მე, ვეღარც მოვისმინე
ისე ვიყავ პეიზაჟით დაზაფრული
biggrin.gif

Posted by: annavita 22 May 2015, 23:10
MOSHAYIRE
მე კი ახლა ტელედან
მზაფრავს ყალბი ბგერები
დადგმული სპეტაკლები...
ლულის მოღერებები...

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 23:28
annavita

ამ მშვენიერ საღამოს
ასე რამ დაგზაფრა, ნა?-
გული რომ მოგიბრუნოს
ჰა ,მიიღე ზაფრანა!

Posted by: annavita 22 May 2015, 23:43
MOSHAYIRE
love.gif

შემიყვარდა ზაფრანი
და გავშალე აფრანი biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2015, 23:52
annavita
ფრედ დამთავრდა დღევანდელი დუელი
პ.ს. სხვა მელექსეთ აქ შემთხვევით თუ ელი?!

fig.gif givi.gif

Posted by: BaTuMiFuN 23 May 2015, 03:48
მომეწონა მე ეს თემა ძალიან
მიმიზიდა ყველა გვერდმა, ფურცელმა.
თენდება და ალბათ მაგის ბრალია
აბა რატომ შემაწუხა მუცელმა?

თუ ბავშვი ხარ არ გჭირდება ფერება
დედამიწა მრგვალია და ტრიალებს
ხვალ სხვა სიტყვებს დაგიმარცვლავ ბგერებად
მეძინება მეტს ვერ ვიბოდიალებ

bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: annavita 23 May 2015, 04:36
BaTuMiFuN
მე ვიღვიძებ -შენ იძინებ ძმობილო,
ჩემმა ყურმა შენი მუცლის ჭყრიალებს
უთანაგრძნო, მიტომ გამომეღვიძა
თან სულ მალე ცის კიდური იალებს

მართალი ხარ, მრგვალია და ტრიალებს
დედამიწა ხან უკუღმა ხან წაღმა
იმიზააქ პირში სული,სულში ხმა
ბგერა მარცვლოს, სხვა რაი ქნას ყაძახმა?


biggrin.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ფრედ დამთავრდა დღევანდელი დუელი
პ.ს. სხვა მელექსეთ აქ შემთხვევით თუ ელი?!

არ ველოდი, თავის ფეხით მოვიდა
არ ჭირდებათ ამ თემაში პატიჟი
კაცი მოდის სუფრიდან ან ომიდან
დავულოცოთ (თუ ჰყავს ) შვილი-ბადიში bis.gif alk.gif

Posted by: BaTuMiFuN 23 May 2015, 10:59
QUOTE
მე ვიღვიძებ -შენ იძინებ ძმობილო,
ჩემმა ყურმა შენი მუცლის ჭყრიალებს
უთანაგრძნო, მიტომ გამომეღვიძა
თან სულ მალე ცის კიდური იალებს




ჩემი დარდით ვერ იძინე. შევცოდე
რომ მოგიყევ ჩემი გულის დარდები
კიდევ კარგი ბათუმელი ბიჭი ვარ
ავდგები და ზღვაში გადავვარდები

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: annavita 23 May 2015, 13:48
BaTuMiFuN
კაი კაცი ჩანხარ ვინც ხარ, ვინცხა ხარ: ))
ბათუმელი, გინდ გორელი იყავი
სანამ ზღვაში ისკუპებდე ნავიდან
კიდევ გვითხარ ერთი ლექსი, იგავი help.gif

Posted by: BaTuMiFuN 23 May 2015, 14:06

QUOTE
კაი კაცი ჩანხარ ვინც ხარ, ვინცხა ხარ: ))
ბათუმელი, გინდ გორელი იყავი
სანამ ზღვაში ისკუპებდე ნავიდან
კიდევ გვითხარ ერთი ლექსი, იგავი


ასე მალე როგორი ვარ რით მიხვდი
ვინცხას რაცხას ამფერი და იმფერის
რომ იყენებ შენ ამ სიტყვებს რატომღაც
შენს კილოში დასავლეთი მიცქერის smile.gif

იქნებ შენც ხარ ბათუმელი ქართველი
მნიშვნელობა არ აქვს ისე ძალიან
ერთი არის მთავარი და ნათელი
კარგი იყოს კაცია თუ ქალია





Posted by: Apoptosis 23 May 2015, 17:18
ეს რა თემა გაგიხსნია ანავიტ?
დაგვიწყნია ის განვლილი თვეები-
მხარდამხარ რომ იქ წმაწურებს ვკაფავდით...
დაგვტოვე და ახლა ლექსპრომტს შეები.

წამოხვედი, გამოგვეყავ მითხარ რად?
მიგვატოვე აწ წარსულის ამარა...
შენც ხომ იცი ლექსის გასაღვივებლად,
შოთასაც კი სჭირდებოდა თამარა.

მოიფიქრე, დრო გაქვს იმაზე მეტი,
ვიდრე დროა ამ წუთიდან წარღვნამდე,
შუშანიკსაც კი მაგონებ ქე გეტყვი, biggrin.gif
დაგიტოვებ ამ წერილს და წავალ მე.



lol.gif

Posted by: annavita 23 May 2015, 21:51
Apoptosis
რასაც აქ წერ შენი სტილი არაა biggrin.gif
კარგია რომ მოიტანე თავანი-
მაგ ხელწერას ათასში გამოვარჩევ,
მაგრამ ახლა ეგ არაა მთავარიsmile.gif
მეკითხები რად არა ვარ კაფიას,
რად გავშალე აქ ლექსპრომტის იურტა
გიპასუხებ: ველოდი და მოვიდა
ჩემს სუფრაზე პეტრე,მათე, იუდა biggrin.gif

შენი როლი შეასრულე პირნათლად-
გადმომეცი წერილი და მოკითხვა,
განქიქებას ჩემსას ქი გაპატიებ,
მაგრამ თამარისას - ვერა, რო გითხრა smile.gif

შიკრიკობას ისე კარგად ასრულებ
როგორც ოლიმპოს მთაზე ჰერმესია,
წარღვნისას მოიმკი ჩემო აპოპპტოს
იმას, რაც ამ წუთში დაგითესია biggrin.gif

* * *
BaTuMiFuN
QUOTE

იქნებ შენც ხარ ბათუმელი ქართველი
მნიშვნელობა არ აქვს ისე ძალიან
ერთი არის მთავარი და ნათელი
კარგი იყოს კაცია თუ ქალია


მთავარია, კაცია თუ ქალია
მთავარია- პატარა თუ დიდია
ახსოვდეს რომ არის ადამიანი,
ანუ იგი, რასაც ვერ იყიდიან


Posted by: BaTuMiFuN 24 May 2015, 02:54
annavita

პასიური თემა ესა ყოფილა
გადავბარგდე სხვაგან ალბათ ისა სჯობს
მთელი დღეა არვის შემოუხედავს
აქ რა მინდა მე აჩრდილებს ვდარაჯობ?

facepalm.gif facepalm.gif

Posted by: annavita 24 May 2015, 10:32
BaTuMiFuN
თემას ქვია ლექსპრომტი და მოვდივართ
როცა ლექსი მოფრინდება "ექშენით".smile.gif
მეკითხები -ამ თემაში რა გინდა?
მე რა ვიცი! ვალი არ მაქვს მე შენი biggrin.gif


Posted by: Apoptosis 24 May 2015, 10:48
annavita

წავიკითხე ანავიტ,
ნაღველი შემომაწვა...
თუ ვეღარ მცნობ, ნუ მკადრებ
შიკრიკობას ნურც აწ და... (მარადის)

არც კი ვიცი ვისში ან
რაში გინდა გამრიო...
შენთვის ალბათ არა და
ჩემთვის კი მთავარია...

შეგადარე შუშანიკს,
შეგადარე თამარსაც...
(თუმცა ოდნავ უხეშად). gigi.gif
შენ- მიმზადებ სამარეს...


შიკრიკობას გენაცვა
მიჯობს ვიყო მექისე...
ისევ წერილს გიტოვებ...
მივაწერე: დაგქისსეე. 2kiss.gif

Posted by: annavita 24 May 2015, 10:57
Apoptosis
მოხვედი, ან გამარჯობა
თქვი,სალამი და ამბავი,
ასე, მტშ-ს დაგდება (მოკლე ტექსტ. შეტყ.)
შიკრიკმა იცის, აბა ვინ? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 May 2015, 13:33

Apoptosis
QUOTE
შეგადარე შუშანიკს


annavita
შეგადარა შუშანიკს
არ ახსენა ვარსქენი
ინტერესი ამოძრავებს -
ლექსპრომტი რად გახსენი

biggrin.gif
* * *
annavita
QUOTE
პასიური თემა ესა ყოფილა

BaTuMiFuN

უნდა შექმნა დამაებით ივენთი
გაუგზავნო ლექსის მწერელთ ბილეთი
ჩაუტარო ლექსპრომტული ილეთი biggrin.gif :გივიკო:

Posted by: annavita 24 May 2015, 20:07
MOSHAYIRE
QUOTE
შეგადარა შუშანიკს
არ ახსენა ვარსქენი
ინტერესი ამოძრავებს -
ლექსპრომტი რად გახსენი

ტოვებს "კისებს"
იღებს ქისებს
ვერცხლეულით
ჯიბეს ივსებს biggrin.gif
http://www.radikal.ru biggrin.gif



Posted by: MOSHAYIRE 24 May 2015, 20:28
annavita
QUOTE
ტოვებს "კისებს"

დღეს დრო არის "კისების"
და ასეთი ჯინსების biggrin.gif

Posted by: annavita 24 May 2015, 20:31
MOSHAYIRE
ნახევს შიგნით გარუჯული ფეხები
იწვევს მნახველს: "აბა თუ შემეხები?"

Posted by: MOSHAYIRE 24 May 2015, 20:35
annavita

ეს სამოსი უკვე არის ქველობა
ქსოვილზე ჩანს ბევრი "აბა"-ს მცდელობა biggrin.gif

Posted by: annavita 24 May 2015, 23:40
MOSHAYIRE
მე ვხედავ მოდის მშიერ სიგიჟეს-
ადამიანს რომ ართმევს სამოსელს...
მიუგდებს კონკებს და გემოვნებას
მას.ინდუსტრიის ქვაბში ამოზელს.

Posted by: MOSHAYIRE 24 May 2015, 23:48
annavita
გაგრძელდება ნეტა მოდის თარეში-
კაცი/ქალი სამოსელის გარეშე?!

Posted by: BaTuMiFuN 25 May 2015, 00:13
MOSHAYIRE
annavita
alk.gif alk.gif ისე კაი საქეიფო ადამიანები ჩანხართ smile.gif და ისედაც ქეიფი იქეთ იყოს და თქვენთან კაცი არ მოიწყენდა. ისეთი მითუმეტეს ვისაც ლექსი უყვარს smile.gif და საერთოდ ვფიქრობ კარგი რითმა ყვილასთვის სასიამოვნო მოსასმენია.. გაქვთ რამე სერიოზული დაწერილი ? ან თუ წერთ ხოლმე smile.gif მე არაფერს მაიმუნობის გარდა smile.gif ბავშვობაში უფრო "ვითომ რაღაცეებს" ვწერდი smile.gif

კარგი თემაა ნამდვილად სახალისოა , მაგრამ ამავდროულად მოსაწყენიც smile.gif ზაფრანიდან ჯინსებზე გადადიხარ და მიდიხარ უსასრულოდ. რაღაც ვალის მოხდას უფრო გავს smile.gif უფრო მაგარი იქნება იცნობდე იმას ვისაც გინდა წააკითხო შენი დაწერილი smile.gif

Posted by: annavita 25 May 2015, 10:33
BaTuMiFuN
შენაც კაი ბიჭი ჩანხარ ბათუმსკი biggrin.gif
ლექსითა და პროზით ენატიკტიკა :*
ნაღდად გვაკლდა გურუ და შენც მოხვედი -
სულ არ გავწყენს,მოგვიხდება კრიტიკა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 May 2015, 21:17
BaTuMiFuN
QUOTE
ზაფრანიდან ჯინსებზე გადადიხარ და მიდიხარ უსასრულოდ. რაღაც ვალის მოხდას უფრო გავს


შეგახსენებ, თემას ქვია
ექსპრომტ...არა, ლექსპრომტი
რა განწყობაც გაქვს იმ წუთში
აქ წერ - არის ეს პონტი
ჯინსებზე რომ ვწერდი გუშინ
დღეს გამოჩნდა ესკორტი

Posted by: annavita 26 May 2015, 09:56
მსურს რომ ყველას 26 მაისი
მოგილოცოთ (მზე ღრუბელზე აცურდა),
გკითხოთ თქვენ თუ იცით - კაი რა ისმის-
გამყარდა თუ ლარი გაუფასურდა?
...................................................

Posted by: MOSHAYIRE 26 May 2015, 12:08
annavita
QUOTE
მსურს რომ ყველას 26 მაისი
მოგილოცოთ


დღეგრძელობა ქვეყანას
მზიანსა და ნათელსო-
სადაც ყვავის და ხარობს
რაც არ უნდა დათესო

სადაც ველი, მინდვრები
მთა-ბარი და ზღვაიცო
გვეალერსებ-გვეხვევა
მაგრამ ვდარდობთ მაინცო...

დე გაქარწყლდეს უკლებლივ
ყველა სევდა -ვარამი
ფრიალებდეს ამაყად
საქართველოს ალამი!



Posted by: annavita 26 May 2015, 12:38
MOSHAYIRE
up.gif
ქონოდეს ჩვენს საქართველოს
მომავალი ნათელი!
მის ალჩუზე დამჯდარიყოს
ბედიღბლის კამათელი.
ბუნება ქი შობა მისას-
უმზევებს და უთოვებს,
მაგრამ კაცმა კითხოს მის თავს-
ბადიშს რას დაუტოვებს?

დროა უკვე რახანია
გამოვიღოთ ხელები..
იღლიიდან... და ვქნათ, რითაც
ბადიშს ვესახელებით!
sa.gif

Posted by: MOSHAYIRE 26 May 2015, 23:08
annavita

შემოვიდეს ამ თემაში
ამ დღეს მაინც ნორი, თიკა (რითმამ მოიტანა biggrin.gif)
ვიხალისოთ რითმულად და
აღარ გვინდა პოლიტიკა!

Posted by: BaTuMiFuN 27 May 2015, 01:54
ეხ იმდენი მაქვს ახლა სათქმელი არადა ისეთ დღეში ვარ რითმა 0 smile.gif
ხვალისთვის გადავდებ facepalm.gif

Posted by: annavita 27 May 2015, 11:05
BaTuMiFuN
მეცა ენგრე ვიყავ განა, წუხელისა,
MOSHAYIRE

QUOTE
ვიხალისოთ რითმულად და
აღარ გვინდა პოლიტიკა!

სხვა რა ჩარა-საშველია?
როგორც ვირსა ძეძვი
აკრული გვაქვს, ვერ ვიცილებთ
თუ გინდა ჯვარს ეცვი!
............................
QUOTE
ნორი

მომიკითხე თბილი,ტკბილი
ნორიკელა საყვარელი,
გადაეცი- ამ კვირაში
თუ არ მოვა -აღარ ველი! chest.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 May 2015, 11:38
annavita
მე საიდან მოვიკითხო
ფორუმ-თემა მიატოვა
ისე გაქრა, ისე გაშპა
მისამართიც არ დატოვა

biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 27 May 2015, 19:10
აქ რა ხდება როგორა ხართ?

შემოვედი ვარდებით

თან ვიფიქრე მოიწყენდით

უჩემოდ ვერ გაძლებდით

lol.gif


Posted by: MOSHAYIRE 27 May 2015, 20:57
BaTuMiFuN
როგორ ვართ და ჩინებულად
გადღეგრძელებთ ლუდითო
არ მოხვიდე აქ განწყობით
და ლექსებით ცუდითო

Posted by: BaTuMiFuN 27 May 2015, 21:05
MOSHAYIRE

კარგია ხართ ჩინებულად,
არ მინდოდა ამის თქმა,
მაგრამ რაღაც მეეჭვება ,
რომ შეგეძლოს ლუდის სმა

lol.gif


Posted by: MOSHAYIRE 27 May 2015, 21:07
BaTuMiFuN
QUOTE
მაგრამ რაღაც მეეჭვება ,
რომ შეგეძლოს ლუდის სმა


მე თუ არა სხვა ხომ დალევს
ტყუილად მყავს ხუთი ძმა?
smile.gif

Posted by: BaTuMiFuN 27 May 2015, 22:02
QUOTE
ტყუილად მყავს ხუთი ძმა?


lol.gif lol.gif lol.gif

ძმებიც ბლომადა გყოლია
მომწონს შენი ლექსის ნიჭი
მაგრამ ვერაფრით გავიგე
თვითონ გოგო ხარ თუ ბიჭი

იქნებ მითხრა საით ცხოვრობ
ვინაობა გამიმხილო
არაფრით არ დაგავიწყდეს
ასაკიც რომ დააყოლო

facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 May 2015, 22:34
BaTuMiFuN
QUOTE
მაგრამ ვერაფრით გავიგე
თვითონ გოგო ხარ თუ ბიჭი


ვიდრე პასუხს მოგწერდე
შენ ამიხსნა ეგება
შინაარსი ამისო
...ტყ... smile.gif ტყ PPC
ტვინი ვიღრძე ლამისო
ვერ გავიგე არსიო
რამე არი თარსიო?
biggrin.gif



Posted by: BaTuMiFuN 27 May 2015, 22:58
QUOTE
...ტყ...  ტყ PPC


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

მაგას ახლა ვერ აგიხსნი
და თუ გინდა გამამტყუნე
დიდი აზრი მაინც არ დევს
ისე ცოტა ვიმაიმუნე




Posted by: MOSHAYIRE 27 May 2015, 23:10
BaTuMiFuN

ცოტა მაიმუნობას
არა უშავს კიდეო
თუ ახსენი შემდგომში
აქ დაგვიდე ვიდეო
biggrin.gif


Posted by: BaTuMiFuN 27 May 2015, 23:15
MOSHAYIRE

იქნებ მაგ თემას შევეშვათ
ჩათვალე რომ არ ვარ უცხო
და გულახდილ შეკითხვაზე
გულახდილად მიპასუხო

smile.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 00:55
რახთება აქანე
მამალი კაკანებს? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 11:25
BaTuMiFuN
QUOTE
იქნებ მაგ თემას შევეშვათ
ჩათვალე რომ არ ვარ უცხო


რა ინტერესი აღგეძრა
იქნებ მიზანიც მაუწყო?

biggrin.gifannavita
QUOTE
რახთება აქანე
მამალი კაკანებს


კოჭებში მიყურებს
მადარებს დაქალებს
biggrin.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 13:35
MOSHAYIRE
biggrin.gif
გამიგონია მუზების
მეგობარია ამური
წაგეფლირტაოს,biggrin.gif
არ ვფიქრობ
სიტყვა წამოცდეს ხამური smile.gif

Posted by: smith14 28 May 2015, 14:22
MOSHAYIRE, annavita..
თბილისის ცხელ ჰავას იტანთ? boli.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 15:23
smith14
QUOTE
თბილისის ცხელ ჰავას იტანთ?


რა ძნელია ცხელი ჰავის ატანა?-
მთავარია ერთმანეტის გატანა!
პ.ს. და კიდო გოლის გატანა (განსაკ.ფეხბურთში)
* * *
annavita
QUOTE
არ ვფიქრობ
სიტყვა წამოცდეს ხამური


გუშინ ამას ვარკვევდი
აი ეს
QUOTE
...ტყ...  ტყ PPC
რას ნიშნავდა
ბათუმიფანს ცხელოდა
ტანზე ცივ წყალს ისხამდა
biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 15:46
MOSHAYIRE

QUOTE
ბათუმიფანს ცხელოდა
ტანზე ცივ წყალს ისხამდა


ზაფხულია ყველას ცხელა
ასეთია ბედისწერა
გავგრილდები უფრო მჯერა
სახელი რომ დაგეწერა

lol.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 15:52
smith14
QUOTE
თბილისის ცხელ ჰავას იტანთ?

შენ თავად თბილისის ჰავას
არჩევ ალბათ ჰავაის.
მე სადაც ვარ ფრიად მომწონს
თუ შენ წუნობ,"დავაი"...biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 15:57
annavita

თუ იქ მოგწონს სადაც შენ ხარ
და სიტყვა თქვი ნამდვილი
მითხარი და მეც ჩამოვალ
შემინახეთ ადგილი

help.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 16:01
BaTuMiFuN
ადგილს ასე ვინ მოგართუმს, (ჩავასწორე,გავაქართულე biggrin.gif)
უნდა დამსახურება,
თუარადა ქი მოგიწევს
შორი-შორით ყურება

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 16:09
annavita

ასე ჯობდეს იქნებ ვიტყვი
მეტს აღარ გავახურებ
ჯერ მოვალ და ერთი სიტყვით
მერე დავიმსახურებ

bis.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 16:11
ძამა ხარ თუ დაია ხარ
მაი წესი ვისია?
დოუმსახურებლათ გინდა
რომ მიიღო ნისია?

Posted by: smith14 28 May 2015, 16:12
annavita

ვფიქრობ წელს სად დავისვენო..
კუბა, კანი, კანარი..
ალბათ ისევ კარდენახი
მისი მსგავსი არ არი.. drug.gif


Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 16:15
annavita

უფრო ძმა შემფერის და
ნუ გიყვარს გართულება
კარგი ქენი ქვაზე დადე
გამიგია თქმულება

თქმულებები ბევრი ვიცი
და წესებიც მსმენია
არასდროს არ დაგავიწყდეს
რასაც გასცემ შენია


facepalm.gif facepalm.gif

საზოგადოდ ვიძახი და
ცუდად არა გამიგო
ისე არ ქნა დამპატიჟო
მერე მახე დამიგო

sa.gif sa.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 16:29
BaTuMiFuN
QUOTE
სახელი რომ დაგეწერა


სახელი მაქ იმნაირი
ქერო დაიბლუკავ ენას
ყოველდღიურობაში და
ისე ქე უხდება სცენას

bis.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 16:31
MOSHAYIRE

ასე უფრო მაინტრიგნებ
ვიძირები წყვდიადში
თუ არ გინდა სხვამ გაიგოს
მე მომწერე პირადში

bis.gif

მითხარი სანამ გვიანი არ არის
მითხარი სანამ ეს წლებიც გავა
უკუნისამდე აწ და მარადის
არ ომბეზრდება ამაზე დავა


facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 16:39
BaTuMiFuN

ასე უნდოდეს კაცსა სახელი
მე ამის გარდა არ ვარ მნახველი

biggrin.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 16:44
BaTuMiFuN
მოი ჩვენთან რო დადგება
იგი როდინობის კვირა,
ისეთ სადილს გაგიმზადებ
თითებს ქი რო დაიტკვირავ

აგერ ახლა ღომი მიდგას
და თუხთუხებს კარდალაში
ჩქარა სანამ გაცივდება
შეკაზმული გყავდეს რაში bis.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 16:46
MOSHAYIRE

კარგი აღარ გთხოვ შენ გაიმარჯვე
და პივრელობაც უცებ დაგითმე
ამდენი ვწერე რა დავაკელი
ვერაფრით გული რომ ვერ გაგითბე



aba.gif aba.gif
* * *
annavita

ჯერ სად ცხოვრობ ის მითხარი
რა ვქნა უნდა დაგიჯერო
ცოტა მალე მიპასუხე
ავტობუსი გავაჩერო


tuk.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 16:51
QUOTE

საზოგადოდ ვიძახი და
ცუდად არა გამიგო
ისე არ ქნა დამპატიჟო
მერე მახე დამიგო

საზოგადო მე არ ვიცი
ვამბობ ნათლად და კანკრეტნა:
თეფშზე ღომი,ღომში ბაჟე
ისე ქშინავს როგორც ეტნა rolleyes.gif

უჰუჰ გავეი,პატარა ბოძი შევუყუდე კუჭსა biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 16:53
annavita

კარგი ახლავე მოვდივარ
დამიტოვე კარი ღია
ეზოდან რომ დაგიძახო
მითხარ სახელი რა გქვია


lol.gif lol.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 16:54
BaTuMiFuN
ავტობუსი აქ არ დადის
შამაახტი აეროპლანს
ნასმი-ნაჭმი სიმაღლიდან
უცებ იზამ ქვეით "ოპლას"

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 16:57
annavita

იქნებ ფეხით გადმოვიდე
ჯერ მითხარი სად ცხოვრობ
ან აქეთ წამოგიყვანო
და ბათუმში გაცხოვრო

lol.gif lol.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 16:59
BaTuMiFuN
QUOTE
მითხარ სახელი რა გქვია

spy.gif
გვეღადავები ძმაო?
მე მქვია ანავიტა
თუ დროზე მოქანდები
დაგათრობ მანავითა
gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 16:59
BaTuMiFuN
QUOTE
მითხარ სახელი რა გქვია


სახელზე აქვს გართულება
გადირია ვაჟი
წადი ანავიტას უთხარ
გაამზადოს ბაჟე
ღომში ყველი ბლომად ჩადოს
და სულგუნიც დაჟე

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 17:01
QUOTE
სახელზე აქვს გართულება



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 17:02
QUOTE
ან აქეთ წამოგიყვანო
და ბათუმში გაცხოვრო

ჩემო კნიაზ ბათუმსკი
უკვე არის გვიანა!
თუ ბათუმში წამოვალ-
შვილიშვილებიანა!
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 17:15
QUOTE
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: MOSHAYIRE

annavita


QUOTE
შვილიშვილებიანა!


ახლაც გარბის ბათუმფანი
ვეღარ შველის ადელფანი
biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 17:20
QUOTE
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: BaTuMiFuN


annavita

ნეტავ გამაგებია
შენ მართლა ხარ ბებია?

lol.gif

MOSHAYIRE

მე რად მინდა ადელფანი
ახალგაზრდას სავსეს ჯანით
ბებიები ვადღეგრძელოთ
წრფელი გულით სავსე ჯამით


facepalm.gif facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 17:31
BaTuMiFuN

QUOTE
ვადღეგრძელოთ


გეყვარება ქეიფი
კათხები და ფიალა
რა დროს არ ვარ ბათუმში
და არ მქვია ციალა...

tongue.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 17:33
MOSHAYIRE

QUOTE
და არ მქვია ციალა...


შენ რაც გქვია შეინახე
არ წაგართვან სახელი
ხო ქეიფი მართლა მიყვარს
ნაცნობი მყავს კახელი

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 17:36
BaTuMiFuN

QUOTE
ხო ქეიფი მართლა მიყვარს
ნაცნობი მყავს კახელი


უი, ვიცი ვიზეც ამბობ -
ძინავს თვალებგახელილს
biggrin.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 17:39
QUOTE
ნეტავ გამაგებია
შენ მართლა ხარ ბებია?

რას იფხრიწები სიცილითbiggrin.gif
ვარ თან ორმაგად ბებია,
ისეთი,ჯერ რომ დუმბაძის
გმირებს არ დასიზმრებია biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 17:41
QUOTE
უი, ვიცი ვიზეც ამბობ -
ძინავს თვალებგახელილს


lol.gif lol.gif lol.gif

ჯერ შენ ასაკი მითხარი
ისევ თემას დავუბრუნდი
იქნებ ერთმანეთს გავუგოთ
და შეიქმნას ერთი გუნდი

მერე ბათუმშიც ჩამოხვალ
დამინახავ შემობრუნდი
ეს ქეიფიც გავიხსენოთ
გადავყლაპოთ თითო ლუდი


lol.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 17:42
MOSHAYIRE
QUOTE

უი, ვიცი ვიზეც ამბობ -
ძინავს თვალებგახელილს

მოიყვანეთ აქ სასწრაფოდ
სანამ გავა კვირა,
ეყო აწი ნორიოში
ჯდომა ბუხრისპირა biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 17:44
annavita

დუმბაძე მეც კარგად მახსოვს
პერსონაჟი მისი ყველა
თუ ბებია შენ ყოფილხარ
მე ვინა ვარ ზურიკელა?

user posted image

Posted by: MOSHAYIRE 28 May 2015, 17:45
BaTuMiFuN
QUOTE
და შეიქმნას ერთი გუნდი

მერე ბათუმშიც ჩამოხვალ


ბათუმში მალე ჩამოვალ
რომ ვიბანაო ზღვაშიო
ფარფლიან შლაპით ვიქნები
არ შეგეშალო სხვაშიო
biggrin.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 17:48
BaTuMiFuN
რას ჩივიხარ ხნოვანებას
კი არა ვარ ღვინო,
რომ ყაზახი სამ ჭიქაში
გვერდზე წავაწვინო biggrin.gif
* * *
QUOTE
lasa

აი ყაძახი ვინაა?biggrin.gif
შემოუცთა ფეხი
მოი ძამა,ლექსის წერა
ჯერ არაა გრეხი biggrin.gif

Posted by: lasa 28 May 2015, 17:54
გამარჯობათ მეგობრებო,
ახალი ვარ ამ თემაში,
სექსუალური ლექსები
რომ დავწერო გაბრაზდებით?
smile.gif))

Posted by: annavita 28 May 2015, 17:56
BaTuMiFuN
QUOTE
დუმბაძე მეც კარგად მახსოვს
პერსონაჟი მისი ყველა
თუ ბებია შენ ყოფილხარ
მე ვინა ვარ ზურიკელა?

უიმე ეგ ცუდი როჟა
გურულების შავი ლაქა
(ვითომანდღულაძე როა)
გააშორე ამ ჩვენს ამქარს chest.gif
lasa
QUOTE
სექსუალური ლექსები
რომ დავწერო გაბრაზდებით?

ჩვენ,ძმაო აქ ნაროდი ვართ
ყველა ზეკორექტულები
დედალ-მამალში ჯობია
რომ დაიწერო ქულები yes.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 18:00
QUOTE
ბათუმში მალე ჩამოვალ
რომ ვიბანაო ზღვაშიო
ფარფლიან შლაპით ვიქნები
არ შეგეშალო სხვაშიო


ჩემს უნახავად არ დარჩე
ამას ვიძახი თავშიო
რასაც რომ ვამბობ მისმინე
პერსპექტივაა მასშიო

lol.gif lol.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 18:03
lasa
ის სუპერსექსუალური
შელოცვის ძალით გაქრა
და მაინც,საკითხავია
შემოიყვანა აქ რამ? rolleyes.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 18:10
ცოტახანი შევისვენო
სიგარეტი გავაბოლო
აზარტი შემომაწვა და
ნარდი უნდა გავაგორო

sa.gif

Posted by: lasa 28 May 2015, 18:15
annavita
QUOTE
ჩვენ,ძმაო აქ ნაროდი ვართ
ყველა ზეკორექტულები
დედალ-მამალში ჯობია
რომ დაიწერო ქულები  

დედალ-მამალში ქულები,
რაც დავიწერე ნულია ,
ახლა მგოსნების ამქარში,
რომ გავერიო ჯობია.
QUOTE
ის სუპერსექსუალური
შელოცვის ძალით გაქრა
და მაინც,საკითხავია
შემოიყვანა აქ რამ? 

ჯერ აქ ვარ დიდო მგოსანო,
მიზიდულობის ძალითა,
ჩემი გაქრობა არც სცადოთ,
ფოკუზნიკებო ქართლისა.

ძაან უნიჭობებს ვწერ ვიცი......პროსტო ვხალისობ ნუ დამძრახავთ.

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 19:50
QUOTE
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: BaTuMiFuN


no.gif no.gif no.gif

Posted by: annavita 28 May 2015, 21:45
QUOTE
ჩემი გაქრობა არც სცადოთ,
ფოკუზნიკებო ქართლისა.

lol.gif

ჩვენ შეგქმენით მხატვრულ სიტყვის ოსტატად
და მოგეცით ხელში რითმის კომბალი
წერე რაზეც გინდა, ისე, პროსტა ტაკ,
ოღონდ გული გქონდეს გრძნობით მომბალი yes.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ფარფლიან შლაპით ვიქნები

ვაი მეე,biggrin.gif წარმოგიდგინე,
და ლუკმა გულზე დამეცა (:პოპკორნ: ) lol.gif
შლიაპა ეგრე გიხდება
უნდა მოგბაძო რა,მეცა biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 28 May 2015, 23:30
სად წახვედით დაიკარგეთ
აღარ მოგდით ალბათ მუზა
რომ შემოხვალთ ნუ გადიხართ
აქ ჩაუშვით თქვენი ღუზა

bis.gif bis.gif

საერთოდ არ შემოდიხარ
კარი რატომ დიმიხურე
ეფეიჯა რაცხას გასწავლი
ლამაზობით დიმიყურე


lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: annavita 29 May 2015, 00:02
BaTuMiFuN
QUOTE
ლამაზობით დიმიყურე

შენ არა ხარ ბათუმელი smile.gif)
ნიკი ვინც გათხოვა,
შეეკითხე მას, პირადად
გვიკადრებს და მოვა? gigi.gif wink.gif

QUOTE
მუზა
        ღუზა



user.gif

Posted by: BaTuMiFuN 29 May 2015, 00:12
annavita

ჩემი ნიკით სხვა ვერ მოვა
და ტყილად ელი
რა შემატყვე თითქოს ვიყო
ვითომ ბათუმელი

sa.gif sa.gif

Posted by: annavita 29 May 2015, 09:49
BaTuMiFuN
QUOTE
რა შემატყვე თითქოს ვიყო
ვითომ ბათუმელი

ბათუმელად გაგვეცანი (იხ.წინა გვერდები)
თანაც ყმაწვილ ბიჭად biggrin.gif
მთის სისხლი რომ გირევია
მიტომ დუღხარ ნიჭად biggrin.gif

ერთხელ მოსმენითაც "იჭერს"
ჩემი ყურთასმენა,
იმახსოვრებს ყველა იმ ტონს,
როგორც ამბობს ენა.

yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 11:37
annavita
QUOTE
შენ არა ხარ ბათუმელი


რა აზრი აქვს ვინ არის
მურთაზი თუ პეტრე
ესაა რომ ვერ აჯობებს
ფორუმლექსის მეტრებს

biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 29 May 2015, 12:17
annavita

სოფლიდან ვარ ამის თქმა გსურს
არ გასვენებს ფიქრები
მე ბათუმში დავიბადე
( ე.ი.) ბათუმელი ვიქნები

წავიკითხე და სახეზე ვერ დავმალე
მოწოლილი ირონია ფარული
მხიარული ბიჭი ვარ და კარგად ვიცი
როგორა ვთქვა ლექსები აჭარული


QUOTE
საერთოდ არ შემოდიხარ
კარი რატომ დიმიხურე
ეფეიჯა რაცხას გასწავლი
ლამაზობით დიმიყურე


ბათუმლობით არ იფიქრო
რომ ვიქებდე თითქოს თავს
აჭარულად ლექსის წერა
სოფლელობას არ ნიშნავს

კარგი იყო რაც მითხარი
სიცილში ხომ გავიბერე
ალბათ რითმა დაგელია
და რაც ნახე ის დაწერე
MOSHAYIRE

მურთაზის და პეტრეს პავლეს
ემზარის და მანუჩარს
ყველას ვეტყვი ფრთხილად იყონ
ყეზას თვალი არ უჩანს


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 12:24
BaTuMiFuN

ამ თემაში მობრძანება
ვფიქრობ იყო შენი ნება
და თუ გინდა აქ დავიწყოთ
ჩვენ რითმათა შერკინება

Posted by: BaTuMiFuN 29 May 2015, 12:30
QUOTE (MOSHAYIRE @ 29 May 2015, 12:24 )
BaTuMiFuN

ამ თემაში მობრძანება
ვფიქრობ იყო შენი ნება
და თუ გინდა აქ დავიწყოთ
ჩვენ რითმათა შერკინება

ამ ბრძოლაშ გპიდები რომ
საერთოდ არ გეტკინება
ცოტა მარჯვედ იმოძრავე
გეზარება გაქანება


facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 12:35
BaTuMiFuN

გინდა წინდაწინ დაგიწერ
შერკინების "იტოგებს"? -
მოშაყირებ დაამარცხა
მშრალად თავის მეტოქე!

biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 29 May 2015, 12:41
MOSHAYIRE

იცი რომ ვერ მოიგებ
არ გსურს ამის გაგება
იცოდე ძმები არიან
მოგება და წაგება

sa.gif




Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 12:42
BaTuMiFuN
QUOTE
იცოდე ძმები არიან
მოგება და წაგება


არ გინდა ილუზიებით
რითმულ კოშკების აგება!
biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 29 May 2015, 12:45
MOSHAYIRE

ეხ დათმობა მიწევს თითქოს
ძაან იყოს მარტივი
მაგრამ რა ვქნა სხვა როგორ ვცე
უფროს ქალებს პატივი


* * *
ნუ მოიწყენ მოშაყირე
სულ ცოტა ხნით გავდივარ
მეზღვაური ბიჭი ვარ და
საბუთებზე დავრბივარ

რომ შემოვალ შენ აქ დამხვდი
თუ მოგაწვა ვნებები
ჩუმად ყურში წამჩურჩულე
სიხარულო გნებდები

შენ რა იცი ვის ებრძოდი
ვის ჩაუდე ბოღმა გულში
ინტერესი არ გასვენებს?
შემობრძანდი Facebook - ში

lol.gif lol.gif lol.gif

facepalm.gif facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 13:44
BaTuMiFuN

ეს ვიდეო რომ დაგვიდე
გუშინ გადაგიღო დედამ?
ამიტოა ჩვილი ბავშვი
"ასაკზე" რო ეგრე ჭედამ! biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 29 May 2015, 15:13
QUOTE
"ასაკზე" რო ეგრე ჭედამ!


მე არა და შენი რა ვთქვა
შენზე უფრო ითქმება
მართლის წერა ვერ ისწავლეს
მაგ პატარა თითებმა

2kiss.gif

Posted by: annavita 29 May 2015, 20:36
MOSHAYIRE
QUOTE
რა აზრი აქვს ვინ არის
მურთაზი თუ პეტრე
ესაა რომ ვერ აჯობებს
ფორუმლექსის მეტრებს


მართალს უბნობ ხოიცი შენ
(შენ თუ არა სხვამ ვინ)
როცა ფარცხავ ნათიბს უკან
ენით მარჯვედ სხლავ წინ! biggrin.gif

მაგ დროს მახსოვს უწინ ვიდექ
მხარდამხარ შენს გვერდით
და ნორისთან ერთად ვგონებ
რომ ცუდად არ ვწერდით biggrin.gif

პს. მოვიდეს რაა მოციქულები მივუგზავნო თურაარი chest.gif
* * *
QUOTE
სოფლიდან ვარ ამის თქმა გსურს

BaTuMiFuN
მაწაკი რითმა მოვიდა biggrin.gif
მაგრამ თავს მოვერიეbiggrin.gif
კუთხეს ვგულისხმობ და არა
სოფელს,ჩიმ ჯიმა, წიე :*



Posted by: norieli 29 May 2015, 21:56
annavita

QUOTE
პს. მოვიდეს რაა მოციქულები მივუგზავნო თურაარი chest.gif

---------
მეძახდით?!...
მოვედ!...

აქ : კოცნის
( 2kiss.gif )
ჩასმით..

ალადინივით
ვეძებდი
ჟასმინს..


ვერ მივხვდი მაინც-
(ტვინის ვარჯიში!..)
ჯინია ბოთლში
თუ
ბოთლი ჯინში?!...

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 22:06
norieli
QUOTE
ჯინია ბოთლში
თუ
ბოთლი ჯინში?


ბოთლია ჯინის გარშემო
სხვაგან რა გინდა, აქ შემო!

Posted by: norieli 29 May 2015, 22:13
MOSHAYIRE
კითხვა მაქვს....ვიცი, ასე მეტყვით
-შენ ვინ გეკითხება,ბრიყვო-
ერთი თხილის გული
ორად რომ გაყავით
ვითომ გასაყოფი
იყო?......

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 22:15
norieli
შენ ალბათ წმაწურს გულისხმობ
იქ მოხდა მცირე ომია
და ანავიტამ არჩია
პატარა ავტონომია

Posted by: norieli 29 May 2015, 22:23
MOSHAYIRE
მასონების თუა ლოჟა
ჩავეწეროთ სიაში....
ჩვენი წვლილი შევიტანოთ
გლობალიზაციაში!

ნაბან წყალს არ გავაყოლოთ
ძაან გთხოვთ..ე..ბავშვი..
მოშაყირე ..დამეხმარე-
გაერთიანებაში!..

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2015, 22:34
norieli

აქ მშვენივრად თავსა ვგრძნობ და
ჰაერია სუფთა ძალზედ
უწმაწურსა არ იძახის
აქ არავინ კაც და ქალზედ
და არავინ არის ყალყზედ!

Posted by: norieli 29 May 2015, 23:06
MOSHAYIRE

რა ვიცი..მე მაინც დავაზუსტე...
ასე იტყოდა ზარატუსტრა-
არასოდესო-არასდროს თქვა....
დაწერა კიდეც..
არათუ სთქვა...


Posted by: mlad_967 30 May 2015, 00:10
ბათუმელმა კაცმა
მიმითითა თემაზე
აქ რა ამბავში ყოფილხართ
სულ გასულხართ ენაზე



maxati.gif maxati.gif

Posted by: BaTuMiFuN 30 May 2015, 01:02
გენაცვალე ყანყალტოში
რამდენი მიე მაგ პალტოში

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

სიყვარული არის ფაცხა
იმ ფაცხაში დამრჩა რაცხა
მემეხმარეთ ვინცხამ რაცხა
სიყვარულმა დამამარცხა

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: annavita 30 May 2015, 10:17
norieli
გამარჯობა და სალამ-ქალამი
აქ შემოსულხარ თეთრი ალამით
ვით სახარება, შემოგაქვს ციმციმ
და მიფრიალებ პირდაპირ ცხვირწინ biggrin.gif 2kiss.gif

საიდან -სადო წმინდაო საბა?
მე სადაც მინდა ჩემს ლექსს იქ "ვაბამ"!
ეს თემა,მოდი, გეტყვიმარტივად-
არ არის რამე ალტერნატივა!

ლექსპრომტი მოგდის-არა გაქვს პერო(კალამი)?
აქ შეგიძლია თამამად წერო:
ფეისკონტროლებს აქ არ გადიან
ამბობენ ხან მჭლეს, ხანაც მადიანს..

"ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ":D
ეს ორი თემა არის სხვადასხვა (როგორც დასაწყისშია ახსნილი და როგორც ის იყო ჩაფიქრებული)
ჰოდა არ გვინდა ნაძალადევად
არასაჭირო სისხლის გადასხმა.

აქ ყველა ხარშავს,ბრაწავს და აცხობს
იმას, რაც თავად, პირადად აწყობს.
.........................
კითხვაზე პასუხს რაც შეეხება,
მე ანავიტა გეტყვი ე მასე-
ჯინი ბოთლშია თუ ბოთლი ჯინში-
ორივე ერთად არი ტყემალზე biggrin.gif








* * *
mlad96
QUOTE
ბათუმელმა კაცმა

მისი ფოტკა ბათუმში-
ნომრიანი სათვალით
შლოპანციან ფეხებით
-არ ინახვის ავ თვალით 2kiss.gif
აბა რა შეედრება
ფოტოების ფოტოშოპს
თუმცაღა ეს უზერი
ნატურალურ ფოტოს შობს biggrin.gif 2kiss.gif

მე ის მიკვირს მხოლოდღა
ნიკები ამოდენი
რად უნდა კაფიას და
ლექსპრომტში რომ მოდენის biggrin.gif :*

Posted by: MOSHAYIRE 30 May 2015, 21:30
QUOTE
სიყვარული არის ფაცხა
იმ ფაცხაში დამრჩა რაცხა
მემეხმარეთ ვინცხამ რაცხა
სიყვარულმა დამამარცხა

BaTuMiFuN

ამისთანა ლექსისათვის
შენ დაიმსახურე - ა ც ხ ა !

Posted by: BaTuMiFuN 30 May 2015, 22:07
QUOTE
ა ც ხ ა


what is this? smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 May 2015, 22:14
BaTuMiFuN
QUOTE
what is this?


შენი ლექსი მიაქვს ნიავს
და იძახის "მიავ-მიავს"
biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 30 May 2015, 22:17
MOSHAYIRE

შევეგუე ბედისწერას
და შევეშვი ლექსის წერას

2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 May 2015, 22:20
BaTuMiFuN
ვისაც უნდა, დაე წეროს
ყველა ვერ მიიღებს "წეროს"
biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 30 May 2015, 22:28
MOSHAYIRE

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 May 2015, 22:47
norieli
QUOTE

ვერ მივხვდი მაინც-
(ტვინის ვარჯიში!..)
ჯინია ბოთლში
თუ
ბოთლი ჯინში?!...


ვფიქრობდი იმდენს
რომ ვიღრძე ტვინი
ბოთლში აღმოჩნდა
ჰედრიქსი, ჯიმი
biggrin.gif

Posted by: norieli 31 May 2015, 00:26
annavita
QUOTE
აქ ყველა ხარშავს,ბრაწავს და აცხობს
იმას, რაც თავად, პირადად აწყობს.

ეს რო გაიგო
ამ ჩემმა მუზამ-
ეს უხერხული
ლექსპრომტი
მდრუზა:


ბაყაყის ბაყვებს
უცქერდა ყანჩა
ოცნებებს აჰყვა
და ეგრე დარჩა...

http://pix.ge/

უცქერდა ყანჩა
ბაყაყის ბაყვებს...
ის კი ფიქრობდა-
რა უნდა ამ ...ყეს...?!.

http://pix.ge/


მზით აჭრილ ჭაობს
დაეწყო ჭინთვა...
მოჭმუჭნა ჭმუნვა
ლელქაშთა..
ჭილთა...

ბრიყვი ბაყაყი..
ჩანჩალა ყანჩა...

ჰეფი ენდია?!...

რა ვიცი..
არ ჩანს...


* * *


MOSHAYIRE
QUOTE
ბოთლში აღმოჩნდა
ჰედრიქსი, ჯიმი


ჩემი პირველი
ასოციაცია-
შავი გიტარისტი..
ნარკუშა..ცაცია...




Posted by: Apoptosis 31 May 2015, 10:14
QUOTE (annavita @ 24 May 2015, 10:57 )
Apoptosis
მოხვედი, ან გამარჯობა
თქვი,სალამი და ამბავი,
ასე, მტშ-ს დაგდება (მოკლე ტექსტ. შეტყ.)
შიკრიკმა იცის, აბა ვინ? biggrin.gif


_______________________________________________

ტოვებს "კისებს"
იღებს ქისებს
ვერცხლეულით
ჯიბეს ივსებს biggrin.gif

მე რომ მოვედ აქ დამხვდა
სამარისებრი სიჩუმე,
რისი თქმაც მსურდა დავწერე...
შენ- შემიკერე სარჩული:

რომ ვარ ვიღაცის შიკრიკი,
ან მალემსრბოლი ვარ სხვისი...
რითმა კარგი გაქვს, ფიქრში კი-
სულ არ გაწყენდა ვარჯიში yes.gif

ვერც ვარდი ვნახე, ვერც ია...
აქ მხოლოდ ხარობს ნარცისი...
ეგ ოცდაათი ვერცხლია,
თემის გახსნას რომ არ იცდის...

თუმც კი შუშანიკობ და
სუფრას გამოეყავი....
მაინც ის ანიკო ხარ,
სიდედრი და მჭექარე...
gigi.gif






Posted by: annavita 31 May 2015, 12:04
norieli
QUOTE
ბრიყვი ბაყაყი..
ჩანჩალა ყანჩა...

ჰეფი ენდია?!...

რა ვიცი..
არ ჩანს...

რა გითხრა...ანა
ამ შენს იგავებს
ვერ იგებს.. მიტომ
თავსაც იკავებს rolleyes.gif

Apoptosis
ლანძღვას თავი ანებე
და შენს საქმეს მიხედე,
ღვარძლის ეკლად ნუ აქცევ
ბაღს, და ტაძარს -ციხედ, დე, yes.gif

პს: ...................................... yes.gif
* * *
QUOTE
ეგ ოცდაათი ვერცხლია,
თემის გახსნას რომ არ იცდის...

თავზე ნაცრისწაყრისსმაილითურთ ბოდიში შუშანიკის, სიდედრის, ნარცისისგან ამ განყოფილებაში ქურდად მჯდომთ, რომ მათ უკვე მეორედ არ ვუთანხმებ როდის რა თემას გავხსნი მე სასიკტილე bis.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 May 2015, 15:49
norieli
QUOTE
ჩემი პირველი
ასოციაცია-
შავი გიტარისტი..
ნარკუშა..ცაცია...


გიტარის გენია-
მაგარი კაცია!

Posted by: MOSHAYIRE 2 Jun 2015, 14:20
norieli
annavita
ამ თემას შემოვაკითხე
იდგა ივნისის ორიო
რომ ანავიტა გათხოვდა
გახლდათ მორიგი ჭორიო
თბილისის ფორუმი იყო
მოშორებით კი ნორიო
რითმები წიწილებივით
გაქრნენ, გაფრინდა ქორიო...

ესე დასრულდა შუადღის
ექსპრომტი, ველით სხვასაო
მანამდე, ვიდრე მზე არის,
შლაპით მსურს გავიტასაო

biggrin.gif

Posted by: annavita 2 Jun 2015, 15:43
MOSHAYIRE
QUOTE
რომ ანავიტა გათხოვდა
გახლდათ მორიგი ჭორიო

მეხი კი დავაყარეი
ვინც ეგ ჭორი მამიგონა
იმ ერთხელ ხო გავახარე
დედკონა-მამიკონა biggrin.gif

ეგრე ხდება, რომ არ ვჩანვართ-
ჩაგვაჭორიელებენო
ტრანსვეტი არ დაგაბრალონ
დროზე შემო ნორიელო biggrin.gif
* * *
სხვა რაღაც მინდოდა ეს რა დამიწერია smile.gif)
Correction of mistakes
QUOTE
ხალხში უნდა ვტრიალებდეთ
რომ არ ჩაგვაჭორიელონ,
ტრანსვეტი არ დაგაბრალონ
დროზე შემო ნორიელო


Posted by: MOSHAYIRE 3 Jun 2015, 00:01
annavita

აქ მიპასუხე, თუ იცი, ანა:
რით განსხვავდება -
"მალიარი" მხატვრისგან
მხატვრული ფილმი "საპნისგან"
და ნაღდი ლექსი ჩხაპნისგან?..

Posted by: smith14 3 Jun 2015, 15:59

ნეტა თქვენ ორს.. რა გადარებთ..
annavita, MOSHAYIRE..
მე კი კვლავ დარდამ შამიპყრო..
სევდაში ვკლავ დღეებს კვირებს..
ერთი აზრი ამეჩემა, გადამოწმებას ვაპირებ..
ნეტა ეხლა, ამ ასაკში ვირს რო შა##ცე დავაყვირებ? user.gif

---------------------------------------------------------


ჩავალ მომავალ კვირას კახეთში და გადავამოწმებ....

Posted by: jijia 3 Jun 2015, 21:03
შენ არ მოხვედი
და ძლიერ წვიმდა,
მე მომიტანა შენი სურნელი....

Posted by: MOSHAYIRE 3 Jun 2015, 21:25
QUOTE
jijia
Newbie



ჯგუფი: Registered
წერილები: 1


ისევ ძველ ნიკით გეწერა
რად დაიძაბე თავიო
ამ ნიკით ტკბილი იქნები
თუ იმით იყავ ავიო

biggrin.gif

* * *
smith14

ისეთი სურათი დახატე
ალბათ აგროვებ მახათებს...
baby.gif maxati.gif

Posted by: jijia 3 Jun 2015, 23:00


MOSHAYIRE




ყოჩაღ smile.gif

Posted by: annavita 3 Jun 2015, 23:46
MOSHAYIRE
შემოვიხედე თემაში
თავს ვეღარ ვუყრი სიცილებს : ))
სმიტს შეეყარა სურვილი
ვირის, და ვეღარ იცილებს
...................

ჯიჯია კარზე გადმოდგა
ღია დატოვა ფანჯარა
არ მიუვიდა მიჯნური
ჯიჯია ადარდ-აჯავრა

ნუ დაღონდები ჯიჯიავ
წინ გადმაადგი ბიჯია-
მიხედ-მახედე, მონახე
შენი საფერი ბიჭია




jijia
biggrin.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE

აქ მიპასუხე, თუ იცი, ანა:
რით განსხვავდება -
"მალიარი" მხატვრისგან
მხატვრული ფილმი "საპნისგან"
და ნაღდი ლექსი ჩხაპნისგან?..

გპასუხობს შენი ერთგული ანა:
განსხვავებაა ნიჭისაგანა
პირველში არის მადლი და ნიჭი
მეორეში კი "კრასკა" და ხიჭვი biggrin.gif

Posted by: jijia 3 Jun 2015, 23:59
ეს რა კარგი ტიპები ხართ
გამაღიმეთ გულით სულით,
დღეს არა და ხვალე უმალ
მოგადგებით მე სულგუნით.

Posted by: annavita 3 Jun 2015, 23:59
QUOTE
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
1 წევრი: jijia

მოდი, დაჯექი ჯიჯიავ
მოგიტან ბაბა-ჩიჩიას biggrin.gif :*
* * *
jijia
QUOTE
დღეს არა და ხვალე უმალ
მოგადგებით მე სულგუნით.

სულგუნს უხდება ჯიჯიავ
ღომი, და არა ბრინჯია! biggrin.gif


smile.gif)))))))) სანამ ყველა რითმაში მოვცვითავთ შენს ნიკს თაგებს ვერ აუხვალ smile.gif))

Posted by: jijia 4 Jun 2015, 00:03
იქნებ ღომი დამახვედროთ
ცხელ-ცხელი და უსულგუნო,
კარგი ბიჭი აღარ მინდა,
რაჭველი და უმარილო.


* * *




უყვარს ჯიჯია
კარგი ბიჭია smile.gif

Posted by: annavita 4 Jun 2015, 00:06
jijia
რას ემდური ჯიჯიაო
ბიჭუნიას რაჭველსაო,
დღისით გაჭმევს ჭადუკეებს
ღამით -კოცნას გაჩვევსაო biggrin.gif

Posted by: Mikerson 4 Jun 2015, 00:07
უკაცრავად რომ შემოგეჭერთ
მეც მინდა ერთი ლექსპრომტი ვთხლიშო
ზაფხულია და წვიმას არ იღებს
ხვალაც იწვიმებს ვშიშობ
yes.gif

Posted by: jijia 4 Jun 2015, 00:08
annavita
ეს არ გამოგივიდაო ,
რითმა გვიგვავს ნარჩევსაო
* * *
ჩვენ არ ვუსმენდით გულს ,
ვუსმენით წვიმას.....
მოხვედი წვიმდა,
წახვედი წვიმდა...
მას მერე არ უწვიმია.....


Posted by: annavita 4 Jun 2015, 00:13
Mikerson
მიკერსონჩემო, კეთილი იყოს
თემაში შენი ლექსპრომტის თხლეშვა
რაღა პროგნოზი ჭირდება ამას-
ზეცა მიწაზე ფარდად დაეშვა
jijia
QUOTE
ეს არ გამოგივიდაო ,
რითმა გვიგვავს ნარჩევსაო

რაიო? რა არ გამომივიდა ჯიჯი-ფიჯი? biggrin.gif

Posted by: jijia 4 Jun 2015, 00:18
ჯიჯია კარგი ნიკია,
მჭადუკები კი სხვისია

Posted by: annavita 4 Jun 2015, 00:19
QUOTE
ჯიჯია კარგი ნიკია,
მჭადუკები კი სხვისია

ჰამე? biggrin.gif
მაიტანოს დადოს!
გადაეცი ავთოს. biggrin.gif

Posted by: jijia 4 Jun 2015, 00:29
ავთო წავიდა მთაში
ქალი დაურჩა ბარში

Posted by: annavita 4 Jun 2015, 00:49
jijia

QUOTE
ავთო წავიდა მთაში
ქალი დაურჩა ბარში

ჩამოვა, ჩამოუტანს
გამოთლილ სახრეს,-არშინს biggrin.gif

Posted by: chipmunck 4 Jun 2015, 00:57

შემოგეჭერით ამ წამსო
შორიდან გზვერეთ რახანო
გულმა ვერ გაძლო ამდენი
აჰათ თქვენ ლექსად ნაწერი

* * *

მომწონს თქვენი რითმები, კარგია
წვიმის წვეთივით რაკრაკა
მუზა გამექცა რაღავქნა
წავედი გავქრი ამ წამსა

biggrin.gif

Posted by: jijia 4 Jun 2015, 01:42
ღრმა მდინარეები უხმოდ მიედინებიან
სიმართლეს დუმილი სჩვევია ,
წვიმაში ირევა ცრემლთა მდინარე
სიყვარულს საუცხოო ღამე უშობია...

* * *
ზაფხულის დილაა
7საათია,
ვარდებს კვირტები დახეთქია,
შენ დაიბადე სიყვარულისთვის
და სანუგეშოდ დაგყვა დილის ცა..

Posted by: BaTuMiFuN 4 Jun 2015, 02:03
QUOTE
ზაფხულის დილაა
7საათია,


ზაფხულის ღამეა ჩახუთული
სიცხისგან , ქუჩაში მტვერი
ტრიალებს. ფანჯარა დახურული
გააღე იქნები შტერი

აზრი ისა დევს მასში
კოღო შემოვა სახლში


facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


მაჩაბელი რომ მღეროდა
ომი იყო ფიცხელი
ახლა კიდევ ყველგან წყალზე
დააყენეს მრიცხველი

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
* * *
ჩაპეკონენსე 2:0 ჟოინვილი

არ დაჯდა mad.gif mad.gif

Posted by: smith14 4 Jun 2015, 11:34
ფრთხილად jijia, დაგჯიჯგნიან!



BaTuMiFuN

რა არ დაჯდა? ჟოინვილზე როგორ გქონდა დადებული.. facepalm.gif
არა უშავს ზეგ შანსი გაქვს ამოიღო წაგებული..

http://pix.ge/

Posted by: MOSHAYIRE 4 Jun 2015, 13:49
Mikerson
QUOTE
მეც მინდა ერთი ლექსპრომტი ვთხლიშო


თუ კვლავ შემოხვალ ლექსით "ნათხლეშით"
აქ ყველას გვნახავ ნერვებდათხლეშილთ...

Posted by: jijia 4 Jun 2015, 20:56
თქვენი ჯიჯია ,
ძლიერ გიჯია,
არ დაუჭირეს რასმები,
ფორუმს მოადგა ფლასტებით.
* * *
ჩვენი მთავრობა გავირდა,
წყალმა წაიღო მთაწმინდა.
დიდუბე და ჩუღურეთი,
საბურთალო, ვაკე,
არაფერში არ გვარგია
პირ-მცინარი ნარმანია.

Posted by: MOSHAYIRE 4 Jun 2015, 21:35
annavita
QUOTE
პირველში არის მადლი და ნიჭი


იქაც არს ნიჭი
ოღონდ რა ზომის..
გამოიგონეს
ნიჭის საზომი?

Posted by: norieli 5 Jun 2015, 00:15
MOSHAYIRE
QUOTE
გამოიგონეს
ნიჭის საზომი?


გამოიგონეს!
-ბრძანეს
ჭორებმა:
-დროა!...
ხარივით
რო
გვერჩოლება...

წერდნენ მრავალნი..
ქვიშის დათვლამდე..
დროს
კი ...
შემორჩა
ასე..
ათამდე..
......





Posted by: annavita 5 Jun 2015, 13:56
norieli
MOSHAYIRE
jijia
MOSHAYIRE
smith14
BaTuMiFuN
jijia
chipmunck

ჰეი თქვენ, ლექსპრომტელებო
გაუმაძღარნო ღომითა,
რა გამოვაცხო, მიტხარით
კილონახევარ ცომიდან? rolleyes.gif

Posted by: smith14 5 Jun 2015, 14:44
QUOTE
რა გამოვაცხო, მიტხარით
კილონახევარ ცომიდან?


annavita

სჯობს გაკეთო ხინკალი..
ცივი ლუდითუთრთ.. მომინდა.. up.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Jun 2015, 18:35
annavita
QUOTE
რა გამოვაცხო, მიტხარით
კილონახევარ ცომიდან?


ორას ლექსპრომტს თუ დააცხობ
პირველ ხარისხის ცომიდან
რომ თემა, ეგზომ ნაქები
გამოიყვანო კომიდან

Posted by: BaTuMiFuN 5 Jun 2015, 19:12
QUOTE
რა გამოვაცხო, მიტხარით
კილონახევარ ცომიდან? 


მე ვიცი დიდი ბრძენისგან თქმული
ცომი ცოტა გაქვს? დააცხვე პური

Posted by: MOSHAYIRE 5 Jun 2015, 22:26
norieli
QUOTE
წერდნენ მრავალნი..
ქვიშის დათვლამდე..
დროს
კი ...
შემორჩა
ასე..
ათამდე..


არა, მაგ სია
ცოტა გაზარდე!
* * *
MOSHAYIRE
კილონახევარ ცომით
დააცხვე უკვე რამე?
დამშეულები გელით
მეორე დღე და ღამე...

biggrin.gif

Posted by: annavita 6 Jun 2015, 22:18
smith14
QUOTE
სჯობს გაკეთო ხინკალი..
ცივი ლუდითუთრთ.. მომინდა..


თუკი მოგინდა ხინკალი
მამხვევი გიზის შინ ქალი!
tongue.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
კილონახევარ ცომით
დააცხვე უკვე რამე?
დამშეულები გელით
მეორე დღე და ღამე...

ფეტვიან-ყველიანი
ხაჭაპურები ვაცხვე
არ მოხვედით, და სუფრა
ქი გავუშალე ცაცხვებს smile.gif



* * *
norieli
როგო ხარ დიდო მგოსანო
ხო არ მოგიცვდა ნისკარტი? 2kiss.gif
იმედებს რომ ამყარებდი
გამოიყენე ის კარტი? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 6 Jun 2015, 22:54
annavita
noriko

QUOTE
როგო ხარ დიდო მგოსანო

QUOTE
გამოიყენე ის კარტი


შეხედე, "დიდო მგოსანო"
ანავიტ როგორ გაქო
და იქნებ გამაგებინოთ
ეგ კარტი ანუ ბანქო?

Posted by: annavita 7 Jun 2015, 10:05
MOSHAYIRE
ვისაც კი უპყრია "კარტი"-
დაე ყველას ესმას:
თქვენ ამ დროს
ეთამაშებით-
კაცს კი არა-
ეშმას! yes.gif



Posted by: MOSHAYIRE 7 Jun 2015, 14:32
annavita

ამ კაცს ცხვირზე აზის კეპი
და ოთახში ისმის რეპი
ნორიელი ხომ არაა
(ისე, ვიწრო კი აქვს მხრები...)

biggrin.gif

Posted by: Nukleopatra 8 Jun 2015, 20:05
ეს თემა წმაწურ კაფიას ანალოგი არაა ზუსტი? :ფაცეპალმი:

Posted by: smith14 9 Jun 2015, 00:59
QUOTE
ეს თემა წმაწურ კაფიას ანალოგი არაა ზუსტი?

Nukleopatra
თემის ავტორი გაბრაზდება, მოგხვდება ჩუსტი! spy.gif

Posted by: 死海. 9 Jun 2015, 01:17
რითმამ მოიწყინა ლექსპრომტში



-------------





















Posted by: MOSHAYIRE 9 Jun 2015, 10:54
死海.
QUOTE
რითმამ მოიწყინა ლექსპრომტში


მერე პროზით რომ შემოდით
გაგერითმათ ერთი-ორი
ვიდრე ანავიტა მოვა
ვიდრე დაბრუნდება ნორი...

Posted by: annavita 9 Jun 2015, 22:44
Nukleopatra
QUOTE
დაგიჭირეთ ხორცით პირში, კათოლიკე ბიჭუნა

spy.gif
:პირში ხორციანბიჭებზემონადირეფაცეპალმ:
smith14
QUOTE
თემის ავტორი გაბრაზდება, მოგხვდება ჩუსტი!

როგორც იტყოდა ერთი მწერალი- ბოლესლავ პრუსტი
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ნორიელი ხომ არაა
(ისე, ვიწრო კი აქვს მხრები...)

კი, მგონია ნორიკელა
სრულიადაც არ ჰგავს ათლეტს smile.gif
თუმც ხინკალ-მწვადს მიირთმევს და
იშვიათად ბორშს და კატლეტს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Jun 2015, 22:56
annavita
QUOTE
ხინკალ-მწვადს


ხინკლის ნაჭამს არ უგავს ტანია
თუმცაღა აქ ეს რა მოსატანია

Posted by: annavita 9 Jun 2015, 23:01
MOSHAYIRE
ტანი მიუგავს კენარს?
მიტომ იქარგავს ენას?

Posted by: MOSHAYIRE 9 Jun 2015, 23:03
annavita

არა მგონია, იყოს კენარი
მგონებ, უფრო სიმსუქნისკენ არი

biggrin.gif

Posted by: annavita 9 Jun 2015, 23:11
MOSHAYIRE
როგორიც არ უნდა იყოს
ის ასეთი უყვარს ნიკოს! :*

Posted by: MOSHAYIRE 9 Jun 2015, 23:16
annavita
QUOTE
ის ასეთი უყვარს ნიკოს!

თუ ანიკოს?

biggrin.gif

Posted by: norieli 10 Jun 2015, 00:06
annavita
MOSHAYIRE
ეხლა..მოიცათ....
ვიწრო მხრებიო?!. ჯონი გამხადეთ,პირდაპირ, დეპი...
თქვენს თვალში- მგონი,
ვიძროხები და...კიდევ კარგია, - რომ არ ვვირდები...

ისე კი არ ვარ
მთლად ჰერკულესი...არც ჩაპლინივით ჩია ტანისა...
ვიცი, რო წერდით,
არ გეგულეთ შინ და მოაყოლეთ -თან ეს..თან ისა...

რა ვქნა,საქმეებს
ვერ ავუდივარ...და იშვიათად ვჩნდები ბუდეში...
მთავარი მაინც
ბეგრაუნდია-როგორც ამბობდი, დიდო ბუდავ,შენ...

......
ჩემი მუზა კი
ფრთხიალებს ლექსსში
როგორც
პეპელა აბლაბუდაში...
გთხოვთ,მაპატიოთ..
თუ ეს ლექსპრომტი
არ გამოვიდა
ნუ ვთქვათ,"უდაჩნი"..

2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Jun 2015, 00:07
აქ თემაა ლექსპრომტების
შემოდიან კანტი-კუნტად
ფორუმის სხვა მონაწილეთ
აქ უწყვეტი ლექსი უნდათ

არ მელევა მე რითმები
და პირიქით, მემატება
შემო ძმაო ან და დაო
ვერ წერ თუ რა გემართება?

biggrin.gif
* * *
norieli

QUOTE
გთხოვთ,მაპატიოთ..
თუ ეს ლექსპრომტი
არ გამოვიდა
ნუ ვთქვათ,"უდაჩნი


პეპელა მე ვარ
და არ ვარ ჭრელი
ხელში უჭირავს
ობობას დრელი...

გააგრძელე!
biggrin.gif

Posted by: norieli 10 Jun 2015, 00:31
MOSHAYIRE
QUOTE
არ მელევა მე რითმები
და პირიქით, მემატება
შემო ძმაო ან და დაო
ვერ წერ თუ რა გემართება?


პენსიონერ,ბებერ არწივს
რა
მასწავლოს მე- მართვემა..?!


biggrin.gif
* * *
QUOTE
პეპელა მე ვარ
და არ ვარ ჭრელი
ხელში უჭირავს
ობობას დრელი...


ობობა დრელით
პეპელას ბურღავს..
(ნუ წარმოიდგენთ,
ოღონდაც-ბუღას!...)
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Jun 2015, 00:34
norieli

დავუშვათ და, მე ვარ მართვე -
განა რითმებს გღლეტ და გართმევ?

Posted by: norieli 10 Jun 2015, 00:42
MOSHAYIRE
QUOTE
დავუშვათ და, მე ვარ მართვე -
განა რითმებს გღლეტ და გართმევ?


პასუხს დავწერთ ,ალბათ, იოლს...
გვღლეტავ მე და..
გალაკტიონს... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Jun 2015, 00:48
norieli

ყველა ჩემია
რაც კი გავლექსე
აზრით ვაშენე
რითმით გავლესე!



Posted by: norieli 10 Jun 2015, 01:34
MOSHAYIRE
QUOTE
ყველა ჩემია
რაც კი გავლექსე
აზრით ვაშენე
რითმით გავლესე!

კი ვიცი..
არაა
პეტრესი..პავლესი..-
ის რაც შენ დაწერე.....
შე..
უსაყვარლესო..

და მაინც, წარსულით
იზრდება -მწამს , სული...
იმით,რაც იყო და
იმით რაც წასულა...
რამდენი ვაჟი და რამდენი ასული-
ჩემსავით..შენსავით
ღრუბლებში ასულა...
და მერე ლექსებად
დაღვრილა ან სულაც
ცაში დარჩენილა....
მიწისთვის გაჩენილი...

Posted by: MOSHAYIRE 10 Jun 2015, 11:05
norieli
QUOTE

და მაინც, წარსულით
იზრდება -მწამს , სული...


ჩვენი ლექსებიც დარჩება წარსულში
აქ, ინტერნეტში იქნება მარადის
ვინც რითმებს ქარგავს გულსა და სულში
ლექსებით ისუნთქებს სამარის კარამდის!

Posted by: norieli 10 Jun 2015, 21:53
MOSHAYIRE
წვიმა და ქუხილი..
ლექსები..განცდები..
ხვალ მთვარის უხილავ
მხარეებს გაცდები..
ეხლა კი აქა ხარ..
მუზას თავს უხილავ...
ნუ.მოკლედ..არ ცდები...
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Jun 2015, 22:15
norieli
QUOTE
ნუ.მოკლედ..არ ცდები...


რითმების ქიმია
რა ცდები?...

biggrin.gif

Posted by: norieli 10 Jun 2015, 22:45
MOSHAYIRE
QUOTE
რითმების ქიმია
რა ცდები?...


ამიხსნი , რას მიწერ?-
მე-მართლაც , დებილს....

Posted by: MOSHAYIRE 10 Jun 2015, 22:53
norieli

ცდა ქიმიაში
ფორმულა ხომ იცი
სულაც არა ხარ
დებილ-უვიცი...

Posted by: jijia 10 Jun 2015, 22:59
MOSHAYIRE


მოშაირე ხარ თუ მოშაყირე?

Posted by: MOSHAYIRE 10 Jun 2015, 23:13
jijia


Posted by: norieli 11 Jun 2015, 00:16
MOSHAYIRE
QUOTE
ცდა ქიმიაში
ფორმულა ხომ იცი


ქიმია...?! ფორმულა?!...
ვერ ვიტყვი-ვაფრენდი...
ჩემგან სულ შორს იყო
ნობელი!...
(ალფრედი...)

Posted by: MOSHAYIRE 11 Jun 2015, 10:50
norieli
QUOTE
ჩემგან სულ შორს იყო
ნობელი!...


დამშვიდიი...შორსაა
თუ შენგან
ნობელი -
მაინც გაქვს
მედლები -
ხარ სამგზის
მშობელი!

wink.gif biggrin.gif

Posted by: annavita 11 Jun 2015, 22:21
norieli
MOSHAYIRE
QUOTE
დამშვიდიი...შორსაა
თუ შენგან
ნობელი -
მაინც გაქვს
მედლები -
ხარ სამგზის
მშობელი!

მაგრამ რა არის
იგი მშობელი
ბავშვები თუ დაჰყავს
დანჯღრეულ ოპელით rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Jun 2015, 22:27
annavita
QUOTE
მაგრამ რა არის
იგი მშობელი


თუნდ ფეხით იყოს
თუ არ აქვს ფული
მთავარი არის
დედ-მამის გული!

Posted by: norieli 11 Jun 2015, 22:30
MOSHAYIRE
QUOTE
ხარ სამგზის
მშობელი!


-მშობელი ? ..ალბათ, შენ
გინდა თქვა
-ა ვ ტ ო რ ი
სამის...და მჯობნელი-
რომელთაც ჰყავთ ორი...
wink.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Jun 2015, 22:32
norieli
QUOTE
ა ვ ტ ო რ ი


ავტორი აქ ხარ, ლექსპრომტში
და კიდევ სხვაგან წმაწურობ (აქაც მე ვარ იქაც მე ვარ სმაილი)
ასე ვთქვათ, ყველას ერგები
არც ერთ მოლექსეს არ წუნობ

biggrin.gif
* * *
QUOTE
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
1 წევრი: MOSHAYIRE


დიდ ხანს უნდები ლექსების წერას
თუმც ჩქარა წერდე, მომიგებ მე რას?!

biggrin.gif

Posted by: norieli 11 Jun 2015, 22:59
MOSHAYIRE
QUOTE
ასე ვთქვათ, ყველას ერგები
არც ერთ მოლექსეს არ წუნობ

რა გამოვდივარ? საცობი?... gigi.gif
სულ ყველა ბოთლს რომ ერგება?...
ვერ გაიხარეს,ეტყობა
ჩემმა ჩაყრილმა ნერგებმა....
ერთხელ ხარ ქვეყნად მოსული-
მეორედ ვინღა მოგიშვებს...
სხვა რატომ უნდა შეგძულდეს
თუ არ მოგიჯ..ა ლოგინში..
უცებ გაქრება ყოველი
და ისე მოულოდნელად-
ეხლა რო დიდი გგონია
გახდება ბეწვის ოდენა...
yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Jun 2015, 23:04
norieli
QUOTE
ეხლა რო დიდი გგონია
გახდება ბეწვის ოდენა...


არა, მე ქებად მოგწერე
სიტყვები მოგეც ორდენად

smile.gif wink.gif

Posted by: norieli 11 Jun 2015, 23:15
MOSHAYIRE
QUOTE
არა, მე ქებად მოგწერე
სიტყვები მოგეც ორდენად


იქნებ მას შემოუნახო
ღამით ვინც ჩაგგიგორდება....
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Jun 2015, 23:18
norieli

ეჰ...იმას აღარას ვეტყვი
მგონებ მიდის და მშორდება...

biggrin.gif

Posted by: norieli 11 Jun 2015, 23:35
MOSHAYIRE
QUOTE
ეჰ...იმას აღარას ვეტყვი
მგონებ მიდის და მშორდება...


ვერ შეაჩერა დეკოლტემ

და ვერცა
მოკლე შორტებმა?... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Jun 2015, 23:37
norieli

არა არ მცმია შორტები
არ მიზიდავენ კორტები

Posted by: norieli 11 Jun 2015, 23:44
MOSHAYIRE
QUOTE
არა არ მცმია შორტები
არ მიზიდავენ კორტები

აბა კაცს რითი დააბამ-
"კატანკითა" და "ბოლტებით"?... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Jun 2015, 23:48
norieli

დავაბამ? კაცი - ძაღლია?
თუმც ახლა არის გვიანი
არ ვცდები , ალბათ ეგრეა:
"კაცია-ადამიანი"

Posted by: annavita 11 Jun 2015, 23:57
MOSHAYIRE
QUOTE

თუნდ ფეხით იყოს
თუ არ აქვს ფული
მთავარი არის
დედ-მამის გული!

უფულობა ცლის თმენის ფიალებს-
დედა ბრაზობს და მამა ღრიალებს! yes.gif

Posted by: norieli 12 Jun 2015, 00:00
MOSHAYIRE
QUOTE
დავაბამ? კაცი - ძაღლია?

კაცზე რა გითხრა....ქალი კი-
უთქვამთ
ასებს და ათასებს-
კმაყოფილია თუ კაცი
გამობმული ჰყავს კალთაზე...





Posted by: annavita 12 Jun 2015, 00:02
წიწიბურას, შვრიის ფანტელის
კატლეტის ფარში
ვამზად-შევკმაზე.
ვალმოხდილი
გავედი კარში.
* * *
norieli
QUOTE
კმაყოფილია თუ კაცი
გამობმული ჰყავს კალთაზე...

და თანაც - მადა ეხსნება
ამ კაცის იქით -ათასზე yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Jun 2015, 00:17
norieli
annavita
QUOTE
კმაყოფილია თუ კაცი
გამობმული ჰყავს კალთაზე...


მე აქ ალთაზე დავწერე
თქვენ კიდე მიწერთ ბალთაზე

biggrin.gif

Posted by: norieli 12 Jun 2015, 00:49
MOSHAYIRE
QUOTE
მე აქ ალთაზე დავწერე
თქვენ კიდე მიწერთ ბალთაზე



არ ხარ შენ კლეოპატრა და
არც მე არა ვარ ბალთაზარ..
ეს -მუზა არი ოხერი-
გვატარებს ალთა-ბალთასა...

Posted by: MOSHAYIRE 12 Jun 2015, 10:56
norieli

კლეოპატრა თუ არა ვარ
ხომ მიწოდე შენი მუზა?-
და თუ ცოტა მოვინდომე
იცი შენს რითმებს რას ვუზამ?!

biggrin.gif

Posted by: norieli 12 Jun 2015, 11:48
MOSHAYIRE
QUOTE
იცი შენს რითმებს რას ვუზამ?!


ძვირფასო,რითმებს როცა ამახევ-
გთხოვ(მეგობრულად!..)-ნუ გააბახებ..
დანარჩენი კი თავადაც იცი...
აბა..ჰე... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Jun 2015, 11:53
norieli

მე არ ვიყენებ რითმებს "ანახევს"
მრავალჯერ ჰაი კლასი განახე!
პ.ს.რომ სხვებს ვართმევდე რითმებს ,სად ნახე?

Posted by: norieli 12 Jun 2015, 13:11
MOSHAYIRE
QUOTE
მე არ ვიყენებ რითმებს "ანახევს"
მრავალჯერ ჰაი კლასი განახე!
პ.ს.რომ სხვებს ვართმევდე რითმებს ,სად ნახე?


MOSHAYIRE
QUOTE
თუნდ ფეხით იყოს
თუ არ აქვს ფული
მთავარი არის
დედ-მამის გული!


ტყუილი სჯერათ მოვსეს ხორენცის..
მე სიმართლეზე- აუგს მითვლიან..
ღმერთო იმდენი
ფული
მომეცი-
რამდენიც
გულთან
გაურითმიათ...

biggrin.gif 2kiss.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: temotemuka 12 Jun 2015, 13:13
ქარი მიქიქინებს პირდაპირ ნეკნებში
ხელი მკარი და ჩამაგდე ეკლებში

gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Jun 2015, 14:59
norieli
QUOTE
ღმერთო იმდენი
ფული
მომეცი-
რამდენიც
გულთან
გაურითმიათ...


შენ რომ გისმინოს ღმერთმა ყოველი-
კი აშენდება მაშინ სოფელი!
* * *
annavita
QUOTE
უფულობა ცლის თმენის ფიალებს-
დედა ბრაზობს და მამა ღრიალებს


ალბათ სამყარო მრავლისთვის ფულზე
ერთეულისთვის - LOVE-ზე ტრიალებს...

Posted by: norieli 12 Jun 2015, 17:25
MOSHAYIRE
QUOTE
შენ რომ გისმინოს ღმერთმა ყოველი-
კი აშენდება მაშინ სოფელი!


ქ-ნ მაზინამ, ნუ , ჯულიეტამ,
ცხოვრება ისე შეუვსო ფელინს-
ასე რომ ყველას შეეძლოს, ერთად...
აშენდებოდა ჩვენი სოფელიც.

Posted by: annavita 12 Jun 2015, 17:43
norieli

QUOTE
ფელინს
spy.gif


ამბობენ რომე ფელინის,
სული ჰქონია ელინის-
უთანაგრძნო რა მაზინამ
ის კაცთან გამოაძინა. yes.gif


QUOTE
ასე რომ ყველას შეეძლოს, ერთად...
აშენდებოდა ჩვენი სოფელიც.

"ყველას შეეძლოს ერთადო?" lol.gif
ნორი, შეგრაცხვენ ღმერთადო! biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Jun 2015, 18:37
norieli
QUOTE
ქ-ნ მაზინამ, ნუ , ჯულიეტამ,
ცხოვრება ისე შეუვსო ფელინს


დავასვენოთ ჯულიეტა ... ფელინი...
მოვისმინოთ ჩვენ უკვდავი ბელინი



Posted by: annavita 12 Jun 2015, 19:18
MOSHAYIRE


Posted by: MOSHAYIRE 12 Jun 2015, 23:11
annavita

ალბათ არც ერთს მოუსმინა
არა თუ დაუკრა ტაში
ნორი ნაღდად არ დადის ან
მხოლოდ სძინავს ოპერაში

biggrin.gif

Posted by: annavita 13 Jun 2015, 01:27
MOSHAYIRE
აქ სხვა მუსიკა დნება
მიდის ბელინის "ნორმა"-
ლიბრეტოს მიღმა, ჰანგი
რას ამბობს,- ვიცით ორმა.

გალაკტიონიდიები..

Posted by: norieli 14 Jun 2015, 13:12
MOSHAYIRE
annavita
გთავაზობთ კომერციულ წინადადებას:

შექმენით
კოოპერატივი-
იყიდეთ
აქუს აქტივი..
დაარქვით
"ოპერა -TV"...
მოვა ბოჩელიც
აქ ტივით...

პ.ს..

შიგდაშიგ გამოიყენეთ
(ხალხს გული რომ არ ატკინოთ..)
ქალბატონ ნინოს სოპრანო
და აქუს ტენორ ალტინო...

biggrin.gif

Posted by: annavita 15 Jun 2015, 09:23
norieli
ნორიკო ესე ამბავი
უშენოდ არ იქმნებისა,
ალბათ გსმენია ამბავი
სამი გურული ძმებისა
უნდა ითავო ეგ საქმე
რადგან შენია იდეა-
ერთად გავქაჩავთ არტბიზნესს
არადა, "მოშნად მკიდია" gigi.gif

Posted by: annavita 18 Jun 2015, 22:47
norieli
MOSHAYIRE
და სხვებო
მშვიდობა გაქვთ?

Posted by: semiramida1 18 Jun 2015, 23:08
QUOTE
ამბობენ რომე ფელინის,
სული ჰქონია ელინის-
უთანაგრძნო რა მაზინამ
ის კაცთან გამოაძინა

lol.gif lol.gif


რა სათნო არის მაზინა
კაცი არ გაამაზინა alk.gif

Posted by: norieli 20 Jun 2015, 21:31
annavita
QUOTE
norieli
MOSHAYIRE
და სხვებო
მშვიდობა გაქვთ?


მე ჯერ აქა ვარ ... კრიალოსანით
ვზი...ვუშვებ ხამუშ -ხამუშ აირებს..
ის კი არა ჩანს , ქალი-მგოსანი...
რა ერქვა ? მოშაყ ...თუ მოშაირე...
2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Jun 2015, 22:01
norieli

QUOTE
მე ჯერ აქა ვარ ... კრიალოსანით
ვზი...ვუშვებ ხამუშ -ხამუშ აირებს..


თუ არ აგვიხსნი ამას კონკრეტლი -
ვერსიებს შევთხზავთ ნაირ-ნაირებს

Posted by: norieli 20 Jun 2015, 22:32
MOSHAYIRE

ამას რად უნდა ბევრი ვერსია..
დრომ მაწყევლინა ჩემი თავბედი..
შემომაღამდა ამ შენს ლოდინში
ანუ
დავბერდი....

Posted by: MOSHAYIRE 20 Jun 2015, 22:36
norieli

თავს ნუ ისაწყლებ -
ჯერაც ხარ ჯანზე
ოდნავ ნაოჭს კი
რა უშავს კანზე...

wink.gif biggrin.gif


Posted by: norieli 20 Jun 2015, 23:06
MOSHAYIRE
ხო.ნაოჭებზე გამახსენდა-
ის ბეჰემოტი..
შენ ხო არ იცი,მაგის ხორცი ვარგა გემოთი?...

Posted by: MOSHAYIRE 20 Jun 2015, 23:10
norieli
მე ისეც მახსოვს ბეჰემოტი...მელა...ენოტი...
მაგრამ ამწუთში სულ სხვა პასუხს შენგან ველოდი...

Posted by: annavita 20 Jun 2015, 23:45
norieli
QUOTE
მე ჯერ აქა ვარ ...
..
ის კი არა ჩანს

აქ რაღა გინდა
ის იქ მიგელის
გადმოსაცემად
კოცნის სიგელის smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Jun 2015, 23:52
annavita
შემოვიდა ანავიტა
გაურითმა ნორის ცქვიტად

Posted by: annavita 20 Jun 2015, 23:54
QUOTE
ის ბეჰემოტი..
შენ ხო არ იცი,მაგის ხორცი ვარგა გემოთი?...

რომ შეაფასო
ბეჰემოთის ხორცი გემოდა
სანამ უკბენდე
შემოახტე უნდა ზემოდან rolleyes.gif

შესაძლოა რომ
მასაც იგივ აწუხებს კითხვა
თქვენს მიმართ...მაინც
მოერიდენით ერთ-ურთს ღამით..
მე ჩემი მითქვამს..
rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 13:20
annavita
norieli

თემა გავსინჯე გემოზე
მციროდენ აკლდა მარილი
ჰო და...ვფიქრობდი, ჩვენს შორის
რომელს დაგვბეჭდავს "არილი"?

smile.gif

Posted by: norieli 21 Jun 2015, 19:31
MOSHAYIRE
QUOTE
თემა გავსინჯე გემოზე
მციროდენ აკლდა მარილი
ჰო და...ვფიქრობდი, ჩვენს შორის
რომელს დაგვბეჭდავს "არილი"?



gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 19:52
norieli

ცოტა დასწიე თამასა
დედა, რას ვხედავ ამასა!

biggrin.gif

Posted by: norieli 21 Jun 2015, 20:02
MOSHAYIRE
QUOTE
ცოტა დასწიე თამასა


კი ბატონო..
მუზა მოდის,
მერე ქრება..
"ყველა
ლია
ლიქოკელი
ვერ იქნება"... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 20:06
norieli

აქვე დავსძენ სიტყვა- სიტყვით
დეფის-დეფის
დღეობაა დღეს საყვარელ
ჩვენი დეფის!

Posted by: norieli 21 Jun 2015, 20:17
MOSHAYIRE
QUOTE
აქვე დავსძენ სიტყვა- სიტყვით
დეფის-დეფის
დღეობაა დღეს საყვარელ
ჩვენი დეფის!


ჰოდა ,მაშინ დაკვირვებით
სჯობს შევხედოთ დეფისა-
ლექსი -ჩამოეღვენთა თუ
მხოლოდ
ჩამოეფისა...

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 20:22
norieli

აუღია დეფის გეზი -
მას დიდი აქვს ასპარეზი!
ჩვენ კი გვრჩება ვწეროთ აქა
რომ ვაჩვენოთ ძმაკაც-დაქალს
biggrin.gif

Posted by: norieli 21 Jun 2015, 20:45
MOSHAYIRE
QUOTE
აუღია დეფის გეზი -
მას დიდი აქვს ასპარეზი!

ღმერთმა ხელი მოუმართოს...
გადმოგვხედოს ბანერიდან...
წეროს..წეროს ..შოუ მართოს...
სანამ მუზა განერიდა..

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 21:44
norieli

გამიხარდება ბანერზე
ნორიკო, შენი დანახვა
მაგ ფონზე სელფს გადავიღებ
თუკი იქნები თანახმა

biggrin.gif

Posted by: norieli 21 Jun 2015, 23:07
MOSHAYIRE
გინდ დამლახვროს ალაჰმა-
თანახმა ვარ,,თანახმა... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 23:28
norieli
ისე თქვი, რომ ხარ თანახმა
თითქოსდა გთხოვე ხელიო
კაცს რას უშვრება ეს რითმი
მართლაც და ეს ოხერიო

biggrin.gif

Posted by: norieli 21 Jun 2015, 23:36
MOSHAYIRE
QUOTE
ისე თქვი, რომ ხარ თანახმა
თითქოსდა გთხოვე ხელიო


თანახმა ვარ.. მაგაზეც...
დავგაზო თუ დაგაზე?... biggrin.gif
იმედია ,ვარდს არ მთხოვ
რო გიცნოო და გაზეთს... gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2015, 23:51
norieli

მე გიცნობ შენი კალამით
ხელში დაიჭი ალამი
მითხარ მხურვალე სალამი

Posted by: norieli 22 Jun 2015, 00:26
MOSHAYIRE
საუკუნეებს უდრის წამები
როცა მაშველ რაზმს ელის სარდალი..
ეს ჩემი ფიქრი როგორც ამება
მრავლდება...
რად იგვიანებს .ღმერთო,
სად არი?....

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 00:42
norieli
QUOTE
რად იგვიანებს .ღმერთო,
სად არი?....

შენი ფიქრების
დიდი ტაძარი...

Posted by: annavita 22 Jun 2015, 01:53
norieli
MOSHAYIRE
არ მითხრათ რომ ლიქოკელის
თქვენ ხართ ფანი
თორემ
კიტრს (და პამიდორსაც)
დავჭრი
დანით! sa.gif

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 04:04
ლიქოკელი არის ქალი
რითმავს სულის ანაგრამებს
კომედია–ცხოვრებისგან
ქარგავს დრამებს
იკლებს გრამებს
ფანტაზიის
დაგილაგებს სინზე
უცხო განედებად





.....................პ.ს

ლექსი მარტო
ფანი-დანით ხომ არაა?
ანავიტავ რას უწუნებ
ნეტა რამე გაგეგება? tongue.gif annavita

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:04
annavita
QUOTE
არ მითხრათ რომ ლიქოკელის
თქვენ ხართ ფანი


აქ მოვიდეს თემას ლია
გაგვილექსოს ერთი-ორი
დაგვამარცხებს?!- თავს დავუხრით
ვეტყვით- სორი...


Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 15:42
MOSHAYIRE
შენც ანავიტას მხარეზე
როგორ დადექი მოშაო?!
ეგ რომ ვიხილე , გავბრაზდი
"ვყარე უკუღმა ქოშაო"
სუყველა , ვინც კი შემოვა-
პატიოსანი; ბოშაო
გეტვყის -რა დაგიწერია
აბა რეებსა როშა(ვ)ო?
ლიქოკელის გარითმული
სადმე გინახავს ლექსები?
ჭირის დღესავით ვერ იტანს
თავ გაანებე, ეხსენი.
მაგისთVის მოიპატიჟე
პატივცემული ლექსენი tongue.gif
biggrin.gif

l

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 15:51
სემირამიდა


QUOTE
ლიქოკელის გარითმული
სადმე გინახავს ლექსები?


რითმის გრძნობა უნდა ქონდეს
პოეტს ყველას განურჩევლად
თუ შემოვა, შენ დაგნიშნავს
თავის მრჩევლად...

biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 17:45
MOSHAYIRE
QUOTE
რითმის გრძნობა უნდა ქონდეს
პოეტს ყველას განურჩევლად

ეგ ისე რითმავს
გაგიყვანს ველად
მაგას ვერ მიხვდება ყველა tongue.gif


QUOTE
თუ შემოვა, შენ დაგნიშნავს
თავის მრჩევლად...

უარს ვეტყვი უეჭველად


yes.gif

არ ჭირდება
არ აქვს მაგის გაჭირვება

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 20:11
სემირამიდა
QUOTE
გაგიყვანს ველად


ვივლით ლექსის ველით...
აბა, ლიას ველით!

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 20:37
MOSHAYIRE
არ მოვა არაოო
მოშაყირევ კმარაოოო-
ლია!
თემა დაგელია? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 20:40
სემირამიდა

ისე, აქ საიდან გაჩნდი
მოგვიყევი შენზე რამე
ვეფხვის ავატარი გაქვს და
ვინმე გზაზე ხვარ შეჭამე?

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 20:42
MOSHAYIRE
არსაიდან არ მოვედი სულ ვიყავი
ამ თემაში მიმიღია ბევრი ტაშიც
მე რომ მქონდა ავატარი ვეფხვის
ზოოპარკი სულ არ იყო მაშინ biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 20:47
QUOTE
მე რომ მქონდა ავატარი ვეფხვის
ზოოპარკი სულ არ იყო მაშინ

სემირამიდა

ხო არა?!!! biggrin.gif
მაშ შენი ავატარი და ნიკი
არ უნდა იყოს მიზეზი პანიკის?


Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 20:57
MOSHAYIRE
ხო! ხო! biggrin.gif

არ ვართ მთესველები ჩვენ პანიკის
თავიდანვე რომ ვერ მიხვდი ცოტა მიკვირს biggrin.gif



* * *
MOSHAYIRE
QUOTE
რეგისტრ.: 13-January 15

სემირამიდა
QUOTE
რეგისტრ.: 13-July 05

რაღაცა არსებობს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 21:09
სემირამიდა
არც ისეთი დამთხვევაა, რომ ვთქვათ, დიდი -
მეგობრობის შეიძლება თუმც აშენდეს ხიდი

biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 21:16
MOSHAYIRE
ხიდს თუ ვერა
კაფიას ხომ ავაშენებთ
ამ აღმართზე სვენებ-სვენებ-სვე ნებით biggrin.gif

არ არი და ნუ არი
არ მწყენია უარი
რომ არ დამეთანხმე boli.gif

Posted by: annavita 22 Jun 2015, 21:42
სემირამიდა
QUOTE

ნეტა რამე გაგეგება?

შენ რომ ბევრი გაგეგება
ეგ არ კმარა ჩემო სემი?
მე "სუ"-ს ვიზამ
- შენ აჟღერე
ბრძნული აზრი
ორკაპ ხემით biggrin.gif



QUOTE
შენც ანავიტას მხარეზე
როგორ დადექი მოშაო?!

მე სიმპატიით ვიყავი
შენდამი სემირამიდა
მუდამ yes.gif და მხოლოდ ერთს გკითხავ:
ხომ კარგადა გყავს მამიდა? love.gif
* * *
QUOTE
4 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
3 წევრი: MOSHAYIRE, სემირამიდა, zona793

აბა , განი, განი biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 21:50
annavita

QUOTE
- შენ აჟღერე
ბრძნული აზრი


ავაჟღერებ ხანდახან
თუ არ დამეზარება biggrin.gif
გავჭრი ყრუ სიჩუმეში
ლექსს ხიდებად, კარებად
მაინც თავში მიწყვია
ტყუილად აუარება

QUOTE
მე სიმპატიით ვიყავი
შენდამი სემირამიდა
მუდამ

2kiss.gif 2kiss.gif

ამ სიმპატიას დაფასებაც უნდა
ამიტომ გიძღვნი პაჩებს -
მადლობა, კარგად ვართ

მუდამ შენი... :-* biggrin.gif

Posted by: annavita 22 Jun 2015, 21:55
..................................................


Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 22:06
მგონი მართლა გაი"სუ" სა ანავიტა
სიმღერებით უნდა გულის მოგება
მოგვაყარა იუტუბის ლინკები
დესპანებად ელჩებად და მოგვებად
––
სად წაიღე აწყვეტილი რითმები
ვითომ მუდამ სასთუმალთან როგება :tongue.gif


----.პს
"გულში სევდა შეპარულა"
ეგ რა არის ?გამოუშვი
ფერხული და მარულა



Posted by: norieli 22 Jun 2015, 22:22
annavita
QUOTE
არ მითხრათ რომ ლიქოკელის
თქვენ ხართ ფანი

ფანი..ფანატი..ფანფან ტულპანი...
უკრავს სალამურს პაპა თუ პანი...
გარინდულია მთელი უბანი,
აცლიან...
ეხ,არ უხდება თბილისს ურბანი-
ზაცია...
რადგან ჯერ კიდევ ჩოხა მურმანის
აცვია...


ლექსიც გამოვიდა..
ნაბოდიალევი...მეც ხომ პოეზიის მედება ალები...
ურითმო ლექსების,ოპერის,ბალეტის
არა ვარ ფანი და ცივ ლუდს კი დავლევდი... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2015, 23:08
norieli
აბა ყავა და ლუდი
ქე არი ყველგან ბლომად
დაასხი, მიიყუდე
არ უნდა ბევრი შრომა

biggrin.gif

Posted by: annavita 22 Jun 2015, 23:13
norieli
QUOTE
ეხ,არ უხდება თბილისს ურბანი-
ზაცია...

უნდა მოუხდეს?
სად ხედავ ჩოხებს..
მგელიც მოუხტეს-
ვერ დააჩოქებს
სიმხნევეს ყრმათა..
ასე მგონია
წყვდიად-წკვარამში
გამოანათა.!


სემირამიდა
ნუთუ მოგწონს ასე ნაძალადევი
რითმანაჯახირევი რომ დადევი? 2kiss.gif
QUOTE
სად წაიღე აწყვეტილი რითმები
ვითომ მუდამ სასთუმალთან როგება :


----.პს
"გულში სევდა შეპარულა"
ეგ რა არის ?გამოუშვი
ფერხული და მარულა

გკითხავ სემი, აშკარად არ მალულად-
გლოვის განცდას მოუხდება მარულა? rolleyes.gif

Posted by: სემირამიდა 22 Jun 2015, 23:45
annavita
QUOTE
ნუთუ მოგწონს ასე ნაძალადევი
რითმანაჯახირევი რომ დადევი?

სულ ფორმაში როგორ ვიყო
განა ვარ მიშიკო biggrin.gif

QUOTE
გკითხავ სემი, აშკარად არ მალულად-
გლოვის განცდას მოუხდება მარულა?


გლოვა თუა და ზარები
მაშინ მეც შეგეხიდები
უჩუმრად გავალ-შემოვალ
გავმართოთ პანახიდები (შვიდებიც)

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 00:05
ცხრა გვერდამდე ამოვქაჩე
მეზობელი წმაწური
აქ მოვედი, 23-ზე
დამხვდა თემა ასული!

აღვიდგინე უზერები
გავიხსენე წარსული

biggrin.gif


Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 04:49
MOSHAYIRE

QUOTE
აქ მოვედი, 23-ზე
დამხვდა თემა ასული!


ვინ გაავსო ნეტავ ,ყველა
ასტრალშია გასული biggrin.gif





წამით თვალი ვერ მოვხუჭე
ჩემთან აურ-ზაურია
მეზობლები დაერივნენ
ზურაა თუ ზაურია
იქ მურთაზი გამოვიდა
იქ ლამარამ აურია
სიბრაზისგან ვკრავდი მუჭებს
ეს პატრულიც რო აღარ ჩანს !
ნეტა რატომ ამუხრუჭებს ?

არადა ხვალ 8 საათზე უნდა ვიყო პადიომზე
სამი საათიღა დამრჩა რომ მოვიდე გონზე biggrin.gif




Posted by: smith14 23 Jun 2015, 10:31

მომწონს ლექსები სემირამიდის..
ხშირად დაწერე..



ჩემი რა მიდის.. boli.gif

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 13:20
smith14
QUOTE
ხშირად დაწერე..



ჩემი რა მიდის..

ისეთი ცხელა კითხვის დროს
ნეტა ოფლი არ გაგიდის? biggrin.gif


მერიამ შემოგვითვალა
შენცა , მეცა და სუყველას

ახლა ქალაქში ისეა
ხვატი და პაპანაქება
ფრთხილად იყავით ჰაერმა
არ დაგაყაროთ ლაქებად
არ დაგემართოთ საეჭვო
პოლიენტერო -გასტრიტი
გამოიცვალეთ სასწრაფოდ
სითი, უბანი და სტრიტი biggrin.gif

Posted by: smith14 23 Jun 2015, 13:51
QUOTE
მერიამ შემოგვითვალა



არ დაუჯეროთ მერიას,
ეგ ნორას ბიჭი შტერია!

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 14:01
QUOTE
არ დაუჯეროთ მერიას,
ეგ ნორას ბიჭი შტერია!

შტერია თუ ბენტერა
უცებ გადაგვემტერა

ქალაქი გააჩანაგა.
თბილისია თუ ანაგა (!)
* * *
რაღაც თემა იძირება
არ უხდება მიძინება

boli.gif




ლექსია უმისამართო biggrin.gif
მაგრამ კარგად კი გამართო (ცოტაც ინტრიგამ დამათრო)
გაგიზიარებთ სუყველას
იქნებ ინფარქტიც დაგმართოთ :დ


კაცს შეუყვარდა გოგონა
(ჭარმაგს და ცოტა მომაღლოს)
სახელად ერქვა ციური
და სულ არ გავდა მანანას–
დღე აწყევლინა გაჩენის
სულ ყველაფერი ანანა.
ასეთ ამბების მომსწრენი
მეზობლებიც კი არ იყვნენ
ჯერ ერთმანეთი ლანძღეს და
მერე შუაზე დაიყვნენ –
ერთნი უხმობდნენ გოგონას,
მეორენი კი – მომაღლოს–
არ დავინახოთ ციურის
ხელი უხეშად რომ ახლო.
ამ დროს კი მათი ამბავი
თურმე ზეცაში წყდებოდა
ჩვენი ციური სხვას გაჰყვა
სულ აღარ ედარდებოდა
არავინ, მოყოლებული
ვერლენიდან და რემბოდან...
თან დააყოლა ზემოდან
–ნუღა დამეძებ , ნუღაო !
დღეიდან საზრუნავი მაქვს
ცხვარ–ძროხა, კამეჩ–ბუღაო . biggrin.gif










boli.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 22:20
იუბილარი იყო სტრიპი
გუშინ ქონდა დღეობა
ვუსურვოთ ამ კარგ მსახიობს
დღეგრძელობა-მხნეობა!

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 22:40
norieli
ნორიკო, თუ გაქვს ვირუსი
სვი გამხმარ რითმის ნახარში
სანამ აღმოჩნდა მაგ პერო
ალიგატორის ხახაში
biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 22:48
QUOTE
სანამ აღმოჩნდა მაგ პერო
ალიგატორის ხახაში

ხახაში კიდევ რა უშავს... biggrin.gif

მისაღებია ნახარშიც biggrin.gif

მგონი


თუმცა ისეა დაკარგული
მოიტოვა უკან ონი biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 23:02
სემირამიდა
ანავიტაც იგვიანებს
აღარ ჩანს რა ხანია
ეჭვი ჩნდება ... ვაჟღერებ:
ერთად ხომ არ არიან?

biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 23 Jun 2015, 23:06
MOSHAYIRE
მე მეორე ეჭვი მაქვს
სავსე ერთი კარდალა
ჩვენი კაფიებისგან
გაავთ შიშის კანკალი biggrin.gif



წავდი მე დავიძინო
მუზა უკვე ამიჯანყდა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2015, 23:15
სემირამიდა
QUOTE
გაავთ შიშის კანკალი


ადანდალი დანდალი
გააქვთ შიშის კანკალი biggrin.gif

:ვითომ?:

Posted by: სემირამიდა 24 Jun 2015, 20:37
MOSHAYIRE
QUOTE
ადანდალი დანდალი
გააქვთ შიშის კანკალი


biggrin.gif

ისე ცხელა დავიწყე
ფეხშიშველა ტანტალი

იქეთ თემა მივატოვე
გავდა ნაჭერს არტალის givi.gif


.......
ვიღაცა დათვრა
ვიღაცამ მოკლა
ვიღაცამ ნატვრა
აიხდინა






* * *
გამიმასპინძლდით ცოტა ნაყინით
და ცოტა ყავით
წყალობა ჰყავით


სად ხართ ზრდილობიანებო biggrin.gif

* * *
Apoptosis
QUOTE
ხოდა აკითხავს ხან გიო,
ხან თორნიკე და ხან გელა.
აღარ აწუხებს ანგინა,
არც გაციება, არც ხველა.


რა ამბავია ამდენი
ექიმი ლარინგოლოგი
ყოველ დილა რომ მიიღოს
ერთი პატარა ბოლოკი

მარტო თერაპევტიც კმარა
თუკი უნდა ვინმე (ქ)მარად :დ



პ.ს.

დენი მიდის წარა-მარა

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 21:55
სემირამიდა
QUOTE
იქეთ თემა მივატოვე
გავდა ნაჭერს არტალის


ისევ აქ სჯობს გავაგრძელოთ
ჩვენ ენების ტარტალი

biggrin.gif

Posted by: annavita 24 Jun 2015, 23:12
სემირამიდა
MOSHAYIRE
smith14
შემოვედი, ნაშრომ-ნაღვაწს
ვტყორცნე თითო მზერა
სმიტსა მოკლედ- სემის -გრძელად
ჰყვარებია წერა biggrin.gif

შაყირა კი
ჩვეულ სტილში
აქ ინტრიგის აქტებს
ადგენს: ნიანგის ხახაში
ნორის პეროს აგდებს biggrin.gif

* * *
სემირამიდა
QUOTE
იქეთ თემა მივატოვე
გავდა ნაჭერს არტალის 

spy.gif
იქ რომ მაძღრისად გკვებადნენ
მოგიყვანა აქ რამა?
წმაწურ კაფიაში დუღს და
იქაფება ხაშლამა spy.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ეჭვი ჩნდება ... ვაჟღერებ:
ერთად ხომ არ არიან?


lol.gif
მაგას გამოგაპარებდით?
რა გვითხარი, როგორ გვკადრე!
შეხვედრას რომ დავაპირებთ,
შენ გაიგებ ჩვენზე ადრე biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 23:33
annavita
QUOTE
ადგენს: ნიანგის ხახაში
ნორის პეროს აგდებს


ეს-ესაა ჩაუყლაპავს
ნიანგს პერო ნორისი
გელა ზის და ცრემლსა აფრქვევს -
რად არ ვარ ჩაკ ნორისი

biggrin.gif

Posted by: annavita 24 Jun 2015, 23:41
QUOTE
ეს-ესაა ჩაუყლაპავს
ნიანგს პერო ნორისი
გელა ზის და ცრემლსა აფრქვევს -
რად არ ვარ ჩაკ ნორისი

MOSHAYIRE
იყო და არაიყორა
ნორის ოქროს პერო
მოსთქვამს ნორი:
რით ვამტკიცო
პოეტი ვარ მე რო...? weep.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 23:48
annavita
ნიანგმა პერო ჩაყლაპა
ახლა კი მოსდევს მას ტურა
სწრაფად დამალე ნორიკო
კომპი და კლავიატურა!

wink.gif biggrin.gif

Posted by: annavita 24 Jun 2015, 23:50
MOSHAYIRE
QUOTE
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
1 წევრი: MOSHAYIRE

ლექსპრომტში არის სტუმრად
მემგონი აგი ტურა :/

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 23:52
annavita
QUOTE
ლექსპრომტში არის სტუმრად
მემგონი აგი ტურა :/


მერე დაწეროს რამე
ვერ წავიკითხავთ თუ რა?

biggrin.gif

Posted by: annavita 24 Jun 2015, 23:53
MOSHAYIRE
QUOTE
მერე დაწეროს რამე
ვერ წავიკითხავთ თუ რა?



თუ კიდეც წავიკიტხავთ
ტურა იყმუვლებს-"ურაა"

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2015, 23:55
annavita
კაი დაწეროს ტურამ
და არა ხარახურა!
biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 25 Jun 2015, 00:07
annavita
QUOTE
იქ რომ მაძღრისად გკვებადნენ
მოგიყვანა აქ რამა?
წმაწურ კაფიაში დუღს და
იქაფება ხაშლამა  

იმ ხაშლამას იქ რომ დუღს
ასდის სუნი საეჭვო
ჩემი კაფია ვიღაცას
ზედ გულში ხიჭვად დაერჭო
იკადრა რაღაცეები
ჯობს ვრიგლი-სპერმინტ დაღეჭოს



givi.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ისევ აქ სჯობს გავაგრძელოთ
ჩვენ ენების ტარტალი

ზოგზე კარგად კი გამოგვდის
ჭორიცა და მართალიც biggrin.gif

Posted by: smith14 25 Jun 2015, 02:08





სად იყავ annavita
იყავი რომელ მხარეს?
კაი ხანი არ ჩანდი
ვეფხვს ხო არ შეეყარე? drug.gif

ვიცი მტკიცე ქალი ხარ
არ გეშინია ვეფხვისა..

”ქალს ერთი რამ აშინებს
რეცხვა ქმრისა ნიფხვისა..”(ხალხური.. rolleyes.gif )

Posted by: chipmunck 25 Jun 2015, 02:17

ღამე არის მთვარიანი, ნამიანი, ცვარიანი,

ისმის ჩუმი ხმები შორიანი, აზრიანი, ჩქამიანი,

მთვარეც ღრუბლებს მიუყვება ნელანელა ფეხისკრებით

დედამიწაც გადაგორდა ჩაესვენა ბნელ ქვესკნელში...

Posted by: სემირამიდა 25 Jun 2015, 04:06
უზერს მოაწვა მელანქოლია
გაფრინდა რითმა როგორც თოლია biggrin.gif






Posted by: annavita 25 Jun 2015, 08:09
smith14
QUOTE
სად იყავ annavita
იყავი რომელ მხარეს?
კაი ხანი არ ჩანდი
ვეფხვს ხო არ შეეყარე? 

მე ვიყავი ტბაზე ჩადის
მზე რომ თითქმის სულ არ ჩადის
სტუმრად ვეფხვთან, ვისი ლანდიც
ბევრში იწვევს სურვილს შარდვის rolleyes.gif

QUOTE

”ქალს ერთი რამ აშინებს
რეცხვა ქმრისა ნიფხვისა..”(ხალხური..  )

ყურს ნუ უგდებ სმიტუნია
ვინ რა წამოროშა,
ეგ ფობია დაამარცხეს
ვესტელმა და ბოშმა
* * *
სემირამიდა
lol.gif
chipmunck
კაი აწი, რაღადროის თოვლია
ოფლად დნება მამრ და მდედრი ყოვლია biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Jun 2015, 11:28

QUOTE
ეგ ფობია დაამარცხეს
ვესტელმა და ბოშმა

annavita

ყველას უდგას სახლებში
ვესტელი და ბოშები
მაგრამ მაინც მრავალსა
ბინძურად ყავს ბოვშები

Posted by: სემირამიდა 25 Jun 2015, 12:23
„გემშვიდობებათ ჯემალი
ჩაინიკს ასძვრა ემალი“
გემშვიდობებათ გულიკო
მარად გატარებთ გულითო.
გემშვიდობებათ ნათია
სიბნელეშიც რომ ანთია
გემშვიდობებათ თამარა
ჰაერში შეჰკრა კამა
ბარემ მეც გემშვი დობებით



და მივუყვები რეისებს ავია–
გადატვირთულებს
მიყვარს ხანდახან ცხოვრებას
საამურად რომ ვირთულებ yes.gif
rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Jun 2015, 12:35
სემირამიდა
ჩამომივარდა პლომბები -
როგორ თუ გვემშვიდობები?!

Posted by: annavita 25 Jun 2015, 14:15
MOSHAYIRE
QUOTE
როგორ თუ გვემშვიდობები?!

დღეში ორჯერ გარბის ქმრისგან
მეზობელი რაისა
-მორბის, სანამ კითხავს მიზეზს
ქმარი -"გარბი რაიზა?"

სემირამიდა
QUOTE
და მივუყვები რეისებს ავია–
გადატვირთულებს
მიყვარს ხანდახან ცხოვრებას
საამურად რომ ვირთულებ 


რითი დაფრინავ-
თურქიშით? ორბით?
საფრენ ბილიკზე
დგას სამი ბორბლით?
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ყველას უდგას სახლებში
ვესტელი და ბოშები
მაგრამ მაინც მრავალსა
ბინძურად ყავს ბოვშები

ორ მანქანას ამუშავებს
მზობელი მერცია
გუშინ შინ რომ დამიძახა
წნევა ამომეწია biggrin.gif

გაიფიქრე- ძალით ვერა
კედელს მივაჯახ ნებით
-თუ მთხოვს, biggrin.gif მანქანას ავუვსებ
გაურეცხავ ბაღნებით ))

Posted by: MOSHAYIRE 25 Jun 2015, 19:06
annavita

ერთი წუთით ბალღებს უმე-
თვალყურეოდ თუ ტოვებს
ეს იმიტომ, რომ მერცია
ტანსაცმელს აუთოვებს

sad.gif

Posted by: smith14 25 Jun 2015, 21:25


მთაში(ვარკეთილს) ლუდსა ვსვამ..
გვერდში ნიავი მივლისო..
ზაფხულო სად ხარ, სულ ეს ხარ?
ეს არი სიცხე ივნისო? spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Jun 2015, 21:34
smith14

რამდენი კათხა დალიე
და რამდენი გაქ რეკორდი?-
ჭკვიანად წადი სახლში და
ჩუმად ლოგინში შეგორდი

:5 კათხა:
* * *
norieli
სემირამიდა
annavita

ჰო და იმის თქმა მინდოდა
ახლა ძლიერ ბნელა და
ამ ღამეში ნურა წახვალთ
რითმის საძებნელადა!

biggrin.gif

Posted by: norieli 26 Jun 2015, 00:52
smith14
QUOTE
მთაში(ვარკეთილს) ლუდსა ვსვამ..
გვერდში ნიავი მივლისო..
ზაფხულო სად ხარ, სულ ეს ხარ?
ეს არი სიცხე ივნისო? 


ჩემს გვერდით ხო არ იჯექი..
ვარკეთილ-საკალმახეში?!..
ამ წუთას მოვედ იქიდან
გაბმული ლუდის მახეში...

მიმტანი გვყავდა ნონა და
კი გავდა ფულის ხამსაო..
ნეტავ,კალმახს რას ვერჩოდით,
არ სჯობდა ფოთის ხამსაო...

Posted by: სემირამიდა 26 Jun 2015, 01:49
nipponcaucasus
QUOTE
ლექსიც ისეთი ფერია
როგორც გამხმარი ტალახი
საფლავზე ქუჩის მტვერია
ზედ გადამხმარა ბალახი.



biggrin.gif

"ბიჭო, ჟენენ ლავენუ,
აბანოში წადიო ,
კარგად გაგხეხავენო
ბიჭო, ჟენენ ლავენუ,

თორემ ხალხი ავენობს:
-გახდა წელიწადიო..
ბიჭო ჟენენ ლავენუ
აბანოში წადიო " biggrin.gif biggrin.gif







annavita

QUOTE
და მივუყვები რეისებს ავია– 
გადატვირთულებს

ამირია სიცხემ ტვინი
როგორც ვია და რეისი biggrin.gif
მივდივარ მოვინახულო
ნოტრ-დამ , დუომო, რეიმსი




QUOTE
რითი დაფრინავ-
თურქიშით? ორბით?

ფრთებით ,ფრთებით ჩემო ანა
მართლა, მართლა..ვტყუი განა? !


MOSHAYIRE
QUOTE
ჰო და იმის თქმა მინდოდა
ახლა ძლიერ ბნელა და
ამ ღამეში ნურა წახვალთ
რითმის საძებნელადა!


რა დროს რითმებია
რა დროს პოეზია
ახლა არითმია უკვე წარსულია
"დრო არ ითმენს"ია
გემზე ასული და ტალღებს მიუყვება
მზიანს


პლომბები biggrin.gif
QUOTE
ჩამომივარდა პლომბები -
როგორ თუ გვემშვიდობები?!

პლომბებს ჩამოგიტან ახლებს
მიმიხედე სიძე-მძახლებს biggrin.gif

Posted by: smith14 26 Jun 2015, 09:28
QUOTE
ჩემს გვერდით ხო არ იჯექი..
ვარკეთილ-საკალმახეში?!..
ამ წუთას მოვედ იქიდან
გაბმული ლუდის მახეში...

არა, ჩვენ ზღვასთან ვიყავით, ლუდიც იყო და ხინკალიც..
ზღვაა თუ წყალსაცავია, იქ სულ მუდამ ნიავია..

norieli
QUOTE
მიმტანი გვყავდა ნონა

მოეწონა ნორის ნონა
უძღვნა ლექსი კონა-კონა..
ვიქნებიო შენი მონა,
გამგვანებო იუნონას..
-------------------------
როგორ დასრულდა საღამო
აძახინე "იუ" ნონას? drug.gif



QUOTE
რამდენი კათხა დალიე
და რამდენი გაქ რეკორდი?-

MOSHAYIRE
გუშინ ლიტრამდე დავლიე, ღამეც ტკბილ ძილში გავლიე..


მე თუ ვკისრულობ ლიტრამდე..
და თუ ბიჭები-ხუთს..
ისე კი მიყვარს როცა ვსვამ
ზუსტად სამ კათხა ლუდს.. yes.gif



Posted by: MOSHAYIRE 26 Jun 2015, 11:44
norieli
smith14
annavita
სემირამიდა

აღარ უნდა თემას მედდა
უმისოდაც ამოქმედდა!

biggrin.gif

Posted by: annavita 26 Jun 2015, 12:05
norieli

QUOTE
მიმტანი გვყავდა ნონა და
კი გავდა ფულის ხამსაო..

ყოფილა თქვენი ნონაი
ფულის (არ მარტო) მონაი gigi.gif

რამე რო იყოს ნორიქეთ-
მარანში გნიშნავ მორიგეთ wink.gif
* * *
სემირამიდა
QUOTE
ფრთებით ,ფრთებით ჩემო ანა

მე კი გული დამწყდა კიღამ-
დამავიწყდა გადაპროშნა
თვითმფრინავებს არ ვენდობი
მაგრამ ფრთებით
ფრენა - "მოჟნა"
bis.gif
* * *
smith14
QUOTE
ისე კი მიყვარს როცა ვსვამ
ზუსტად სამ კათხა ლუდს.. 

ქეც მჯეროდა, ქეც ვიცოდი
რომ ხარ პრადვინუტი
თავს სამება გადგას როცა
ინათლები ლუდით pop.gif

Posted by: MOSHAYIRE 26 Jun 2015, 12:17
annavita
QUOTE
მარანში

კაპიტანს არ სურს მარანი
ბარჟა ან...კატამარანი!

biggrin.gif

Posted by: annavita 26 Jun 2015, 13:07
MOSHAYIRE
ვუთხარი მემაგას
შეეშვას "კარტს
მიაწვეს პირველ ჩვენებას-
არტს!









Posted by: სემირამიდა 26 Jun 2015, 14:22
annavita
biggrin.gif
შიშები თუ გაქვს დაუძლეველი
აივსე კათხა და მერე მოსვი
საკმარისია სამი ლეველი
შანსი გაქვს ძლიერი მუღამზე მოსვლის biggrin.gif







აგე
ჩემი ფრთები biggrin.gif სულ სხვაა
აქვს საოცარი ძალა
გადაიარა თოვლის მთა
მზესაც არ დაემალა
განაა იკაროსი
გადარია ბოსი biggrin.gif biggrin.gif

---------------

ვილივლივე აღმა-დაღმა
წარა-მარა ვცვალე წნევა biggrin.gif
ღრუბლებში თავი მეგონა
როგორც სამოთხეში ევას biggrin.gif



* * *
MOSHAYIRE
QUOTE
აღარ უნდა თემას მედდა
უმისოდაც ამოქმედდა!

ეს იმიტომ რომ ხანდახან
შემოვდივარ თქვენდა ბედად tongue.gif biggrin.gif
ხელოვნურ სუნთქვაზე მყავს და
სიკვდილს როგორ გაბედავს biggrin.gif

პჰოტომადებყსემირამიდა

Posted by: semiramida1 26 Jun 2015, 18:49
nipponcaucasus
biggrin.gif

სანამ შენ რითმების კოქტეილს ურევდი
მე დარდმა შემჭამა ხომ კარგად არისო
იმდენი ხანია მაინც...წელიწადი biggrin.gif
რადგანაც გამოჩდნი, დღე არის დარისო biggrin.gif


თან თუ ფრანსუასთან მოგწონს პაემანი
მოვიწვევ ღამიდან სენის ნაპირებთან
შენ ხშირად იარე ჟენენ , აბანოში
მე კი ავასრულებ ამ ჩემს დაპირება yes.gif rolleyes.gif

----------------------

პ.ს ნიპონ ბიზნესი რომ გაქვს არალეგალი
უცებ აღმოგიჩინე biggrin.gif აბა თქვი, ხო ეგ არი biggrin.gif



------

Posted by: MOSHAYIRE 26 Jun 2015, 19:26
სემირამიდა
QUOTE
ეს იმიტომ რომ ხანდახან
შემოვდივარ თქვენდა ბედად 
ხელოვნურ სუნთქვაზე მყავს და
სიკვდილს როგორ გაბედავს


ჩვენ ქე ვამაყობთ უზერით
ყველა - ახალ და ძველითო
მაგრამ ეს მაინტერესებს
უშენოდ რომ გავძელითო
თემა სულ მცირე შვიდიო
არ გვქონდა პანაშვიდიო
წინ მივიწევდით, რითმები
არ გვჭირდა საძებარიო
შემოვიარეთ კაფია-
ექსპრომტით მთა და ბარიო
ამდენ ხანს ხომ არ გეძინა?-
(შენი ექსპრომტი ვარგაო)
ეჭვი მაქვს, სემი, ხომ არ ხარ
როგორ გითხრა და...ვანგაო?



boli.gif

Posted by: annavita 26 Jun 2015, 21:53
სემირამიდა
QUOTE
შიშები თუ გაქვს დაუძლეველი

ჰო აბა მე შენზე ვშიშობ დღე და ღამე
შენზე დარდით მიჭამია ვეღარ,რამე
თუ არ იშლი ფრენას თვითმფრინავით, მაშინ
ავითვისებ პულტს, დაგხვდები კაბინაში bis.gif

გაფრენინებ ღრუბლებსზემოთ ცა კიდურზე,
შეეშვები ნატვრას ბაღზე, დაკიდულზე bis.gif facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 26 Jun 2015, 23:43
მას შემდეგ რაც ჩაკ ნორისი
მას ვუწოდე - ხმა ნორისი
აღარ ისმის და აქ წერას
მან არჩია კრივი-მუშტი
და შეიქმნა ძალზედ კუშტი...

Posted by: სემირამიდა 26 Jun 2015, 23:55
MOSHAYIRE
annavita
biggrin.gif biggrin.gif

რა მუქარა! რა სარკმაზმი !
მიტევს ამორძალთა რაზმი cry.gif



givi.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Jun 2015, 00:00
სემირამიდა
QUOTE
მიტევს ამორძალთა რაზმი


მე გითხარი რამე რაზვე?

Posted by: სემირამიდა 27 Jun 2015, 00:03
MOSHAYIRE
QUOTE
მე გითხარი რამე რაზვე?

მეტი რაღა , მაცლი ვაზნებს :დ

Posted by: MOSHAYIRE 27 Jun 2015, 00:06
სემირამიდა

QUOTE
მეტი რაღა , მაცლი ვაზნებს


მე კი ვერ მომტაცებ აზრებს

Posted by: norieli 27 Jun 2015, 00:35
annavita
QUOTE
რამე რო იყოს ნორიქეთ-
მარანში გნიშნავ მორიგეთ  


მადლობა ჩემო თოლიგე...
იდეებ ვეღარ ველევი...
საიტი
"ნახე,ტოლი.გე"-
შევქმნათ..
დავუშვათ მსმელები...

თუ ვინმე მოგვიკაკუნებს
ღვინის არმსმელი არიფი
მანამ ვამღეროთ აგუნა-
ვიდრე ქვევრისკენ არ იფრენს...


ლექსებს კი -გულის არჩევანს
ხან ყანწით ვეტყვი .ხან ჭიქით...
იცი ბოლოს რა დაგრჩება?....
მოგება- no.gif
ხარჯი- yes.gif
* * *




MOSHAYIRE
QUOTE
მას შემდეგ რაც ჩაკ ნორისი
მას ვუწოდე - ხმა ნორისი
აღარ ისმის და აქ წერას
მან არჩია კრივი-მუშტი
და შეიქმნა ძალზედ კუშტი...



შესავალი კარგი იყო..
შეგისწორებ ეპილოგს....
სჯობდა ასე დაგეწერა:
"ნორი,სად ხარ, დებილო".... lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Jun 2015, 00:52
QUOTE
"ნორი,სად ხარ, დებილო"

norieli

ეს რომ რითმში არ ჯდება? biggrin.gif
ნორი, შენსკენ რა ხდება?
არაფერი ინაღვლო
ყველა ნატვრა ახდება

:31 დეკემბრის სმაილი:

Posted by: norieli 27 Jun 2015, 01:34
MOSHAYIRE

მუხრანისებურად..

------
ჩემი ნატვრა ნაწილ-ნაწილ
ნაწილ-ნაწილ-ნაწილა
მომპარეს და
სათითაოდ
ბევრმა გაინაწილა..
ღმერთო..
ყველას აუხდინე,
სხვა ვინატრო- აწი რა...

Posted by: MOSHAYIRE 27 Jun 2015, 11:10
norieli
QUOTE
სხვა ვინატრო- აწი რა


ნეტავ გამოიგონებდნენ
უბედობის ვაქცინას...

Posted by: annavita 27 Jun 2015, 22:29
norieli
ბოლოს რა რჩება?
მოგება?
ხარჯი? no.gif

-ოთხი ფიცარი
-ჩითით თუ ფარჩით yes.gif


Posted by: MOSHAYIRE 28 Jun 2015, 12:10
annavita
QUOTE
ბოლოს რა რჩება?
მოგება?
ხარჯი?

-ოთხი ფიცარი
-ჩითით თუ ფარჩით


ამ თემას ბოლო არა აქვს
გინდ პოსტეთ ჩითით-ფარჩითო
მაგრამ ამ ბოლო დღეებში
რატომღაც მარტო დავრჩითო...

Posted by: annavita 29 Jun 2015, 00:22
MOSHAYIRE
შენ მართალს ამბობ,თემას
ალბათ არა აქვს ბოლო..
სიკვდილ-სიცოცხლის თემის
ფრაგმენტს ვგულისხმობ მხოლოდ smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 Jun 2015, 01:35
annavita

თემა იქნება მანამ
ვინემ არ მოსპობს კოხი
ვიდრე იქნება ქვეყნად
სელფის ვეება ჯოხი!


Posted by: Uxeiro 29 Jun 2015, 10:35
QUOTE (MOSHAYIRE @ 29 Jun 2015, 01:35 )
სელფის ვეება ჯოხი!

სელფის ჯოხო, სელფის ჯოხო,
არ გაგიშვებ ხელიდან,
ბოლო მომენტს გადავიღებ
მე ზვიგენის ყელიდან.


mo.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: annavita 29 Jun 2015, 11:09
Uxeiro
MOSHAYIRE
დალოცვილი იყოს ჯოხი
ვინც პირველად მიაკარა
მობილს,რადგან ვიცით რომ თქვენ ( ნორიმაც)
ინახულეთ ნიაგარა

გავიგეთ რომ უხეირომ
ბოლო გოლი გლიჯა კარში-
დაისელფა სანამ ზვიგენ-
მა აქცია მისგან ფარში rolleyes.gif

Posted by: Uxeiro 29 Jun 2015, 11:56
QUOTE (annavita @ 29 Jun 2015, 11:09 )
გავიგეთ რომ უხეირომ
ბოლო გოლი გლიჯა კარში-
დაისელფა სანამ ზვიგენ-
მა აქცია მისგან ფარში rolleyes.gif

ეგ მე არ ვარ, სადაზღვეო
აგენტია, საწყალი...
უფრო სწორად - უკვე იყო,
სისხლით ღება მან წყალი.

http://worldnewsdailyreport.com/man-takes-selfie-moments-before-deadly-shark-attack/

Posted by: MOSHAYIRE 29 Jun 2015, 12:28
Uxeiro
annavita

პირველები თურმე იყვნენ ელფები
მათ დაიწყეს ამისთანა სელფები

Posted by: annavita 29 Jun 2015, 14:33
MOSHAYIRE
მაგ ონავრების საბუდარია
გრძნობა-გონება კაცთა,
მათი "ბრალია" ხატვა და წერა
ხელთ-ქმედებას რომ გაცდა biggrin.gif
რომ გადაიქცა ვირტუალურად
წარმოდგენითი სფერო-
ელფები ამით რას გვიმზადებენ?-
რომ გითხრა , ვიცი მე რო?

Posted by: MOSHAYIRE 29 Jun 2015, 19:18
ვისი ცხოვრების სტილია სელფი
იმას სასწრაფოდ სჭირდება ჰელფი
:მეცნიერული დასკვნა:

Posted by: MOSHAYIRE 30 Jun 2015, 19:20
Uxeiro

QUOTE
ტალ-კვესი


ხარ გაჭირვების ტალკვესი
დაწერე ერთი ნაკვესი
წავიკითხავთ და შეგაქებთ
გგონია რომ ჩვენ არ გვესი-
ამოვნება თუ რამეს კარგს
გარითმავ?-ვგრძნობთ რომ
ნიჭი გაქვს...

Posted by: norieli 1 Jul 2015, 01:39
MOSHAYIRE
QUOTE
ნეტავ გამოიგონებდნენ
უბედობის ვაქცინას...


ბედის შეცვლას მიუძღვნა
კუზანოვმა აქცია-
ბევრო ჯოჯო ,მაქცია
ლამაზ ქალად აქცია...

ბედი
გააცოფესო-
აგინებსო წოპესო...
-ვაჰ,რააო პიროსი
ე, მაგ უცხვირპიროსი?!...


თუ არ გშია ,არ გცივა-
გიპოვია ვაქცინა..


annavita
QUOTE
ბოლოს რა რჩება?
მოგება?
ხარჯი?

-ოთხი ფიცარი
-ჩითით თუ ფარჩით  

ამდენი ცრემლი..არივერდერჩი-
ვეღარ ვუყურებ "პროფილს" იოლად...
მაიას არა...
მიქელას ვერჩი
ვერ მიჰყავს
საქმე
პროფესიულად..

ის
ჩვენს უფლებებს არასდროს გვაცნობს..
არც სივს უყურებს , არც რეზიუმეს..
რასაც ამბობენ-
არ უსმენს, არ ცნობს-
არც რას კანტი
და
არც რას იუმი.

საშველი არის..განა სიბძნეში..
დიდხანს იცოცხლა ბ-ნ კოლაუმ-
არ უჭამია ზეიკიძესი
ძეხვი ..
არ უსვამს კოკა-კოლაო...

gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Jul 2015, 10:47
norieli
QUOTE
თუ არ გშია ,არ გცივა-
გიპოვია ვაქცინა..


QUOTE
არ უჭამია ზეიკიძესი
ძეხვი ..
არ უსვამს კოკა-კოლაო...


"სმა-ჭამა დიდად შესარგი" აღარ არს, სჯობს შიმშილობა...
ვაქცინა სადღა ვეძებოთ?-"შექმნეს ამისი ცილობა"...

Posted by: annavita 1 Jul 2015, 12:46
norieli
QUOTE
ამდენი ცრემლი..არივერდერჩი-
ვეღარ ვუყურებ "პროფილს" იოლად...
მაიას არა...
მიქელას ვერჩი
ვერ მიჰყავს
საქმე
პროფესიულად..

ის
ჩვენს უფლებებს არასდროს გვაცნობს..
არც სივს უყურებს , არც რეზიუმეს..
რასაც ამბობენ-
არ უსმენს, არ ცნობს-
არც რას კანტი
და
არც რას იუმი.

საშველი არის..განა სიბძნეში..
დიდხანს იცოცხლა ბ-ნ კოლაუმ-
არ უჭამია ზეიკიძესი
ძეხვი ..
არ უსვამს კოკა-კოლაო...


ჩემო ნორიკო, მე ასე ვგონებ-
რომ ის დაგვცქერის, სერიოზული,
დაფიქრებული იერით გვიმზერს
და საქმიანად არის მოსული:

ის არ გვიზღუდავს უაზრო ყაყანს,
უსაგნო კამათს, ხელ-ფეხის ქნევას,
უგუნურებას მისწრაფებების-
რაც ზრდის ცხოვრების ვალებს და .. წნევას biggrin.gif

რომ ამ ქაოსში ჩვენ ჩავსახოთ და
აღმოვაცენოთ თავისუფლება-
სულ ახალი რამ ამ სამყაროში-
რაც გვგონია რომ ჩვენ გვაქვს ულევად smile.gif
.........

პს. არ დალიო კოკა კოლა
არ შეჭამო "ზეიკიძე"
არ თქვა:"მაინც მოკვდავი ხარ,
ყველაფერი დეიკიდე" -
ნახავ,როგორ იყიდება
ადამის ძე საბითუმოდ..
გთხოვ, არ მისცე ინსტიტუტებს (პოლიტ. მასმედ.რელიგიის და ა.შ.)
შენი თავი საბითუროდ!

yes.gif 2kiss.gif

Posted by: smith14 2 Jul 2015, 11:07
QUOTE
პს. არ დალიო კოკა კოლა
არ შეჭამო "ზეიკიძე"


ი..

annavita

შენ ვინ მოგცა იმის ნება
დასცინო ჩემს შესვენებას?!
მეც ვიცი რო არა ვარგა
ვიცი რო არ შამერგება..

სჯობს სმეტანა ან და ხაჭო
ხილიც როგორ მევასება..
მარა ჩვენთვის გლეხ კაცთათვის
ეს ითვლება ფუფუნებად..
spy.gif




Posted by: annavita 2 Jul 2015, 12:24
smith14
QUOTE
შენ ვინ მოგცა იმის ნება
დასცინო ჩემს შესვენებას?!

სმიტო,მე შენს კუჭს
მხოლოდ ვამხნევებ
რომ არ დაგჩემდეს გასტროფობია,
ჩვეულ რეჟიმში, შესვენებაზე
ყბა შეუშვირო მძაღე ლობიანს facepalm.gif
* * *
smith14
QUOTE
მარა ჩვენთვის გლეხ კაცთათვის
ეს ითვლება ფუფუნებად..

შენ აირჩიე სმიტო "ოცნება"
და რეალობად აქციე ნატვრა-
ნერწყვმორეული მედიტირებდე
ხილზე, ეგ იყოს შენი დღის მანტრა biggrin.gif

Posted by: smith14 2 Jul 2015, 13:04
QUOTE
შენ აირჩიე სმიტო "ოცნება"
და რეალობად აქციე ნატვრა-



annavita


ავირჩიე ოცნება, წავიტეხე კისერი..
მეგონა რო მექნებოდა ყავა, ჩაი, კისელი..

ჭორვილელმა მსახიობმა მოგვატყუა ზრიწელი..
ველოდები როდის მოვა წელი ახუიწელნი..

Posted by: annavita 2 Jul 2015, 13:43
smith14
ჭორვილელი ზის ახლა
ტორტს მიირთმევს ქოქოსის.
ღიღინებს:"საქართველოვ
საბადო ხარ ოქროსი.
ჩემზე გენიალური
ვიღა უნდა დაბადო?
გარიგებით ვირგუნე
მე საყდრისის საბადო
რაც გაჭამეთ- ხომ მიხვდით,
რითაც უნდა იკვებოთ
აწი, იმას გიმზადებთ
განსწავლულო ბრიყვებო" 2kiss.gif love.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2015, 23:01
annavita
smith14
და სხვებს

ულექსობა მომწყინდა
მოდი რამე ვთხზათო
ცოტას დაგელოდებით
თუ არა ხართ მზათო...


Posted by: annavita 4 Jul 2015, 01:10
MOSHAYIRE
QUOTE
ულექსობა მომწყინდა
მოდი რამე ვთხზათო

ამ დღეებში ულექსოდ
გრიალებდი ზატო" spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Jul 2015, 19:18
annavita
ულექსოდ ყოფა არის ტიალი
ვერ ეწოდება ნაღდად გრიალი...

Posted by: annavita 4 Jul 2015, 23:17
MOSHAYIRE
პოეზია ხომ არის ყველგანა
გვადგას ცად და მზედ, მწვერვალ-ზეგანად
rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Jul 2015, 23:41
Magas uarvyof me gana?
:30 qartuli shrifti:

Posted by: annavita 4 Jul 2015, 23:53
MOSHAYIRE
QUOTE
Magas uarvyof me gana?

ჯობია მოვკვდე ვეგანად

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 10:38
annavita
QUOTE
ვეგანად


მაგას არა აქვს ბეგარა?

Posted by: Gudulasheli 5 Jul 2015, 12:16
კარგ ხალხს სალამი ჩემგანა! smile.gif...

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 12:42
Gudulasheli
ამ თემაში წერ შენ განა?

Posted by: Gudulasheli 5 Jul 2015, 19:42
MOSHAYIRE
ისევე, როგორც ბევრგანა.

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 20:31
QUOTE
წერილები: 47

Gudulasheli

ჰა შენ ლაიქი ჩემგანა
ამდენი როგორ შეძელი
ვგრძნობ რომ შენს აქტიურობას
აქ არ ექნება "პრეძელი"

Posted by: annavita 5 Jul 2015, 20:57

Gudulasheli
QUOTE
რამდენს აფასებ მაგ პატარას?
-რამდენს და ას რუბლს.

MOSHAYIRE
QUOTE
ამ თემაში წერ შენ განა?

სულ საბა სულხანს ემგვანა smile.gif)

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 21:00
annavita
QUOTE
სულ საბა სულხანს ემგვანა


მთვარემ ვარცხნა და მზემ ბანა (პირი)...

smile.gif

Posted by: annavita 5 Jul 2015, 21:08
MOSHAYIRE
QUOTE
მთვარემ ვარცხნა და მზემ ბანა

ცისარტყელა აქვს გემბანად ( rolleyes.gif )

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 21:12
annavita
თემის ავტორო არ ჩანდი
რა საქმეები გებარა?
იქნებ სოფელში გარბოდი
უნდა გეთესა-გებარა?

Posted by: Gudulasheli 5 Jul 2015, 21:34
annavita
QUOTE
სულ საბა სულხანს ემგვანა )

MOSHAYIRE
QUOTE
იქნებ სოფელში გარბოდი
უნდა გეთესა-გებარა?

კიდევ კარგი, არ კურირებს
ამ თემას საბა-სულხანი,
თუკი სოფელში გებარა
სულ გუთანი და სულ ხარი,
თესავდი, ხნავდი, იმკიდი,
როგორც ფშაველი ვაჟაო,
მაშ, აღარ გკითხავ, ფორუმზე
ასე რამ გაგაკაჟაო.

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 21:42
Gudulasheli
QUOTE
როგორც ფშაველი ვაჟაო,
მაშ, აღარ გკითხავ, ფორუმზე
ასე რამ გაგაკაჟაო.


შენ ლექსის წერა გცოდნია
გუდულაშ, ვაშა, ვაშაო!
(პ.ს.იცოდე ჭკუით იყავი
აქ რამე არ დააშაო... biggrin.gif)

Posted by: Gudulasheli 5 Jul 2015, 22:39
MOSHAYIRE
QUOTE
იცოდე ჭკუით იყავი
აქ რამე არ დააშაო...biggrin.gif )

მაგ სიტყვებს ქებად მივიღებ,
არც მე არ მეთქმის ნაკლები;
ვიკითხავ, სადაური ხარ
ჭკუა-გონებით ნაქები? smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 23:08
Gudulasheli
შაყირეთიდან მოვედი
ალბათ გაიგებს გამგები smile.gif

Posted by: Gudulasheli 5 Jul 2015, 23:35
MOSHAYIRE
მთიულეთს ააგიჟმაჟეს
შენ გაჩენაზე ყანწები? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Jul 2015, 23:46
Gudulasheli
იყო song-ები, dance-ბი
და რა თქმა უნდა, ყანწები

Posted by: annavita 6 Jul 2015, 01:14
MOSHAYIRE
QUOTE
თემის ავტორო არ ჩანდი
რა საქმეები გებარა?
იქნებ სოფელში გარბოდი
უნდა გეთესა-გებარა?

მე რომ საქმენი მებარვის-
სულ უნდა ვმარგლო ბოსტანი,
თუმც უკვე ვეძებ ჩემს შემცვლელს,
როგორც ავთანდილს როსტანი gigi.gif

Posted by: Gudulasheli 6 Jul 2015, 11:19
MOSHAYIRE
QUOTE
იყო song-ები, dance-ბი
და რა თქმა უნდა, ყანწები

მაშ, ბუნებამაც დაგლოცოს,
ძალმა და მადლმა განგების!
annavita
QUOTE
თუმც უკვე ვეძებ ჩემს შემცვლელს,

სხვა ვინ ითავებს შენ შემდეგ?! sa.gif

Posted by: smith14 6 Jul 2015, 12:02
QUOTE
როგორც ავთანდილს როსტანი


spy.gif

annavita

ერთ დროს რა ქალი იყავი
შოლტივით გქონდა როს ტანი.. rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 6 Jul 2015, 15:08
smith14
QUOTE
ერთ დროს რა ქალი იყავი
შოლტივით გქონდა როს ტანი..

annavita

ახლაც არ აფრქვევს ცელულიტს
ტრენაჟორად აქვს ბოსტანი biggrin.gif

Gudulasheli
QUOTE
მაშ, ბუნებამაც დაგლოცოს,
ძალმა და მადლმა განგების!


მადლობა...ერთი კითხვა მაქვს:
მსახური ხარ რა დარგების?

Posted by: annavita 6 Jul 2015, 18:34
smith14
QUOTE

ერთ დროს რა ქალი იყავი
შოლტივით გქონდა როს ტანი..

არც ახლა მიცნობ თვალ-ტანად
არც უწინ გყავდი ნანახი
აღნაგით, გონით ვერ უძლებს
ასაკს ბევრი, და ანა -კი wink.gif

თუ ქვეყნად ვერვის ვერ ხედავ
საქმის განმგრძობად, ზიარად,
შენი დრო, რაც აქ იცხოვრე
პირს გახსნის, როგორც იარა.

გახსნის და უცბად ჩაგყლაპავს,
სმიტუნი, გენაცვალები,
სულ მალე დაავიწყდებათ
შენი ლამაზი თვალები. sad.gif

* * *
QUOTE
სხვა ვინ ითავებს შენ შემდეგ?!

არიან.. ქალ-ყრმა, აბა რა,
ბოსტანს ხომ უნდა დაბარვა smile.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE

ახლაც არ აფრქვევს ცელულიტს
ტრენაჟორად აქვს ბოსტანი

biggrin.gif
ანა ზის ბოსტნი ბოლოსა
და ახრამუნებს ბოლოკსა


Posted by: MOSHAYIRE 6 Jul 2015, 19:12
annavita
ბოლოკმა იცის გაზები
მჯერა არ გამობრაზდები
biggrin.gif

Posted by: annavita 6 Jul 2015, 19:23
MOSHAYIRE
გაზები იცის არხშირი
თუ მიაყოლე ნახშირი biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 6 Jul 2015, 19:35
annavita
ბოლოკს ჭამ, ნახშირს აყოლებ
ბოსტნისა ბოლოს ზიხარო
აქ წერ ექსპრომტებს ზედი-ზედ...
ანავიტ, უნდა იხარო!

wink.gif

Posted by: annavita 6 Jul 2015, 19:51
annavita
ეხ, სადღაა ნახშირი და შავი ოქროს ქვა-
ჩემიაო ჭიათურე - ბიძინაიმ თქვა rolleyes.gif
* * *
QUOTE
2 წევრი: MOSHAYIRE, PikasosGogo

შემოსულა გოგოპიკასო
ვითომ რაო,-"ლექსი მიყვარსო?" : ))

Posted by: MOSHAYIRE 6 Jul 2015, 21:41
annavita
დაგვეკარგა ნორიელი
ანუ ჩვენი გელა
ძლიერ ბევრს წერს...
ასეთია... (იხ.ფოტო)
ხომ არ უნდა შველა?

Posted by: PikasosGogo 7 Jul 2015, 00:14
annavita

მიყვარს ლექსი, ჩემთვისაც ვწერ,
არ ვანახებ მზის სინათლეს
აქ კი ალბათ შეიძლება
ვწერო ცოტა, თუ მიკადრებთ smile.gif

Posted by: Gudulasheli 7 Jul 2015, 10:27
MOSHAYIRE
QUOTE
მადლობა...ერთი კითხვა მაქვს:
მსახური ხარ რა დარგების?

ჯერაც მოსწავლედ მიხმობენ,
მსმენლად დავითის ჰანგების..

Posted by: annavita 7 Jul 2015, 11:29
MOSHAYIRE
QUOTE
დაგვეკარგა ნორიელი
ანუ ჩვენი გელა
ძლიერ ბევრს წერს...
ასეთია... (იხ.ფოტო)
ხომ არ უნდა შველა?

"გელას" საქმე ისე მიდის
ან დაბეჭდავს დოლარს,
ან მიიღებს ნობელს ანდა..
წამოისხამს ოლარს biggrin.gif
PikasosGogo
QUOTE

მიყვარს ლექსი, ჩემთვისაც ვწერ,
არ ვანახებ მზის სინათლეს
აქ კი ალბათ შეიძლება
ვწერო ცოტა, თუ მიკადრებთ

ხნულში თესე, მერე კაფე
და ნელ-ნელა გაიწაფე :*

* * *
Gudulasheli
QUOTE
ჯერაც მოსწავლედ მიხმობენ,
მსმენლად დავითის ჰანგების..

ღამით მთვარესთან საუბრობ ალბათ,
მისი სხივები გაჭიმე ჩანგზე...
- დავითის ნავი დაცურდა დაბლა
ჩვენ მზეს ვჭვრეტთ ახლა გულების დამგზნებს yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2015, 12:20
annavita
QUOTE
"გელას" საქმე


ჭრელად არის გელას საქმე?-
დავიბენი ცოტა აქ მე...

Gudulasheli

QUOTE
ჯერაც მოსწავლედ მიხმობენ,
მსმენლად დავითის ჰანგების..


ჯერაც პატარა ყოფილხარ
დრო გაქვს სტრინგებ და ტანგების?

Posted by: smith14 7 Jul 2015, 13:39
QUOTE
არც ახლა მიცნობ თვალ-ტანად
არც უწინ გყავდი ნანახი
აღნაგით, გონით ვერ უძლებს
ასაკს ბევრი, და ანა -კი


annavita

ცდები ანანო, ჩვენ უწინ ბედმა არტეკში შეგვყარა
თუ გახსოვს სასადილოში თევზის სექცია მებარა..
მაშინაც კარგი ვიყავი თავზედ რო თმები გეყარა
თმა ახლაცა გაქვს, ცოტაზე ჭაღარა შემოგეპარა.. drug.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2015, 13:45
smith14
QUOTE
, ცოტაზე ჭაღარა შემოგეპარა


ნუ იქნები ეგრე ავი
ხომ არსებობს საღებავი?!

Posted by: Gudulasheli 7 Jul 2015, 20:31
annavita
QUOTE
დავითის ნავი დაცურდა დაბლა
ჩვენ მზეს ვჭვრეტთ ახლა გულების დამგზნებს

ზოგი მზეს უჭვრეტს, თითქოს მისგან ელის ცხონებას;
ზოგიც შესცქერის ცას მოფანტულ მთრთოლავ ვარსკვლავებს;
ზოგისთვის ყველგან მთვარე დასდევს თან მის ცხოვრებას;
მე კი მიტაცებს, ცას რომ წვიმა მოაკამკამებს.
MOSHAYIRE
QUOTE
ჯერაც პატარა ყოფილხარ

თითქოს ას წლის წინ ვშობილვარ. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2015, 20:36
Gudulasheli
ვიღაცის ალტერ ნიკი ხარ
არც მეპარება ეჭვიო
ცოტა ხანს კიდე დაწერე
მერე პირდაპირ გეტყვიო

biggrin.gif

Posted by: PikasosGogo 7 Jul 2015, 21:00
ჩემი ფანჯრის კუთხედან
ოდნავ მოსჩანს მთა
სად გამქრალა ბუნება
დაგვეკარგა გზა
ცოტა ლუდი დავლიე
დავთვერი და რა
ისევ ისე უაზროდ
გადის დღეთა თვლა

smile.gif

Posted by: Gudulasheli 7 Jul 2015, 21:53
MOSHAYIRE
QUOTE
ვიღაცის ალტერ ნიკი ხარ
არც მეპარება ეჭვიო

ეს ერთად-ერთი ნიკი მაქვს,
ვამბობ და კიდევ ვიტყვიო.
გინდა, პირადში მოგწერო,
მოგცე ფეისბუქ-ლინკიო?! biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2015, 21:58
Gudulasheli
QUOTE
გინდა, პირადში მოგწერო,
მოგცე ფეისბუქ-ლინკიო?!


ახალი მემბერისათვის
ქე დაგიხვეწავს სტილიო...
არა...მაგას რა სჯობია...
ვიცინი, განა ვსტირიო!

Posted by: Gudulasheli 7 Jul 2015, 22:14
MOSHAYIRE
QUOTE
არა...მაგას რა სჯობია...

yes.gif

ზოგს კომში მოწონს, ზოგს _ ბია. :3

Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2015, 22:15
Gudulasheli
QUOTE
ზოგს კომში მოწონს, ზოგს _ ბია


ზოგიც უბრალოდ ზომბია

Posted by: Gudulasheli 7 Jul 2015, 22:25
MOSHAYIRE
QUOTE
ზოგიც უბრალოდ ზომბია

თუკი ამ რითმით განვაგრძობთ,
არ გამოგვივა ბომბია. givi.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2015, 22:27
Gudulasheli
სულ ბევრი -ამოგივარდეს
სიბრძნის კბილებში პლომბია
biggrin.gif

Posted by: Gudulasheli 7 Jul 2015, 22:34
MOSHAYIRE
„ _არიქა! პაციენტიო!“ _
სტომატოლოგნი მორბიან :დ

Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2015, 22:38
Gudulasheli
-" რა ამბავია აქანა?"-
ირთვება მყის ბორმანქანა

Posted by: annavita 8 Jul 2015, 08:06
smith14

QUOTE
თმა ახლაცა გაქვს, ცოტაზე ჭაღარა შემოგეპარა..

რა თავში ვიხლი, მე იმას ვდარდობ-
ე ახალგაზრდა ბიჭი
ჩემს ჭაღარაზე ფიქრით რომ ხმები
წინ ვერ წაგიდგამს ბიჯი 2kiss.gif

ამ ყმაწვილ კაცსა, ჩემს თმაზე დარდით
დაგდუმებია ენა sad.gif
რატომ არ გინდა შენს ტოლ ბიჭებში
და გოგოებში ლხენა?

ანალიზები რომ გაიკეთო?
სისხლის საერთო, შარდის..
ასე გაიგო ნამდვილმიზეზი
ჯანზე ვერყოფნა-დარდის..?yes.gif

Posted by: Gudulasheli 8 Jul 2015, 10:28
MOSHAYIRE
QUOTE
-" რა ამბავია აქანა?"-
ირთვება მყის ბორმანქანა

და ქარმაც ტყემლის ტოტები
სიამით მიმოაქანა.

Posted by: smith14 8 Jul 2015, 10:31
QUOTE
ჩემს ჭაღარაზე ფიქრით რომ ხმები
წინ ვერ წაგიდგამს ბიჯი


annavita

ნეტა გიხდება ბრიჯი? drug.gif


QUOTE
ანალიზები რომ გაიკეთო?
სისხლის საერთო, შარდის..
ასე გაიგო ნამდვილმიზეზი
ჯანზე ვერყოფნა-დარდის..?


spy.gif


არ მჭირდება ანალიზი შარდის,
ვარ ჯანმრთელი, მკვირცხლი ბიჭი, მარდი..
გახსოვს არტეკში მოგართვი ვარდი
იმ დღის მერე თითქმის შემიყვარდი.. 2kiss.gif




PikasosGogo
QUOTE
ისევ ისე უაზროდ
გადის დღეთა თვლა


რატო ითვლით დღე-ღამეს,
ელოდებით თქვენ რამეს?



-----------------------------




ეგ კი არა და..

დღეს თუ ვერ მოხვდა ჩემი კაცი ბაღში
ვერ მიმესვლება სახლში..
ნარმანიას ავცრი ტრაკში!
გადავისროლებ მტკვარში!

Posted by: annavita 8 Jul 2015, 11:53
smith14
შაირში თუმცა მოსულა
წაკბენაც, სიტყვა ცილობაც
აქ ჩანს ყველაზე მკაფიოდ
ვის რამდენი აქვს ზრდილობა:
წაგახალისე, გიყადრე
თავი, იყავი რო ცეტი,
ვხედავ რომ არა გქონია
ზრდილობა 1%
...............
ვინც დედის გაზრდილები ვართ
ყველას დედას აქვს ჭაღარა
სხვის დედის შეურაცხმყოფელს
შენი მიგიღებს აღარა.no.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2015, 12:15
Gudulasheli
QUOTE
და ქარმაც ტყემლის ტოტები
სიამით მიმოაქანა.


რა დროს ტოტია ტყემალის-
ისმის ხმა -კვნესა ემალის!
biggrin.gif

Posted by: PikasosGogo 8 Jul 2015, 16:42
smith14

ველი ზღვას და ველი ქვიშას
ამერია დღე-ღამე
აბა ისე არამიშავს
არ მაწუხებს მევალე smile.gif

Posted by: norieli 8 Jul 2015, 21:39
annavita
QUOTE
"გელას" საქმე ისე მიდის
ან დაბეჭდავს დოლარს,
ან მიიღებს ნობელს ანდა..
წამოისხამს ოლარს biggrin.gif

MOSHAYIRE
QUOTE

ჭრელად არის გელას საქმე?-
დავიბენი ცოტა აქ მე...


თავის გზას არ კარგავს
სანთელ-საკმეველი...
მზე -ღრუბლებს დარაჯობს..
ვენახებს-მეველე...
ბედი
კი
რომელსაც
მე ვუცდი..მე ველი-
ხან მისის სმიტია...
ხან სოლტი ეველინ...-
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2015, 21:45
norieli
QUOTE
ბედი
კი
რომელსაც
მე ვუცდი..მე ველი-
ხან მისის სმიტია...
ხან სოლტი ეველინ...-


კარგია, ნორიელ,
რიდი და ეთიკა
მაგრამ არ გვაწყენდა
ცოტა კონკრეტიკა...

biggrin.gif

Posted by: norieli 8 Jul 2015, 22:14
MOSHAYIRE
QUOTE
კარგია, ნორიელ,
რიდი და ეთიკა
მაგრამ არ გვაწყენდა
ცოტა კონკრეტიკა...


რითმით ვერ ვკოკეტობ..
ალბათ ,სჯობს მოვკეტო.....
და მაინც ,
ძვირფასო,
რა დავაკონკრეტო?
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2015, 22:27
norieli
QUOTE
და მაინც ,
ძვირფასო,
რა დავაკონკრეტო?


დაწერე, ძვირფასო,
concretely ვის ელი
ვიდრემდის გაცივდა
ჭიქაში ქისელი (ალუბლის)

Posted by: norieli 8 Jul 2015, 23:04
MOSHAYIRE
QUOTE
დაწერე, ძვირფასო,
concretely ვის ელი
ვიდრემდის გაცივდა
ჭიქაში ქისელი (ალუბლის)


არ მეშინია რისხვის..მეხისა ...
უნდა ვესესხო, ვეღარ მოვითმენ-
""ბედი, რომელიც მე არ მეღირსა"".-
Angelina-ა, Jolie Voight-ი.... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2015, 23:14
norieli

როგორ დაგჩაგრა, ნორიკო, ბედმა
ჩუ...არ გაგიგოს წადილი ბრედმა (აქ, პიტმა)

biggrin.gif

Posted by: norieli 8 Jul 2015, 23:40
MOSHAYIRE
QUOTE
როგორ დაგჩაგრა, ნორიკო, ბედმა
ჩუ...არ გაგიგოს წადილი ბრედმა (აქ, პიტმა)


ერთი მაგისიც.. გაიგოს პიტმა-
ვარდი ხვდა თავად...
და
მე კი-
პიტნა...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Jul 2015, 23:42
norieli
QUOTE
ვარდი ხვდა თავად...
და მე კი-
პიტნა...


ხმა მომიტანეს ენებმა ავებმა -
ვარდი და პიტნაო -ორივ ეპიტნავება...

biggrin.gif

Posted by: norieli 9 Jul 2015, 00:28
MOSHAYIRE
QUOTE
ხმა მომიტანეს ენებმა ავებმა -
ვარდი და პიტნაო -ორივ ეპიტნავება...

ენებმა..
ენებმა ...
დაღუპეს
მეფენი..
უფალს თუ ენება-
ვიქნები მე ფანი
ვარდის და პიტნისა...

შენიც...
კაპიტნისა.....
2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Jul 2015, 00:34
norieli
QUOTE
კაპიტნისა


მე გავმხდარვარ კაპიტანი-
მომეწონა ნამეტანი

biggrin.gif

Posted by: norieli 9 Jul 2015, 01:16
MOSHAYIRE
QUOTE
მე გავმხდარვარ კაპიტანი-
მომეწონა ნამეტანი

ხვალ ზღვა გელის...ქარიშხლებით
და ტალღების ქაფითა..
წელში ვეღარ გაიშლები..
დაიძინე,კაპიტან!...
2kiss.gif

Posted by: NationalGeographic 9 Jul 2015, 01:23
სულ ჯარი გაკლდა მამულო,
მოსილო ათასს სიკეთით,
ომებს კი დამარცხებულიც
ამ დიდი ლაშქრით იგებდი.


ეს ლექსი მომეცით ვინმემ ბოლომდე ვერ ვიპოვე ვერსად ლინკი

Posted by: semiramida1 9 Jul 2015, 04:26
ვიარე ცოტა, ვიარე ბევრი
გადავიარე 9 მთა თუ 9 ზღვა
მოვედი ბოლოს დაღლილი თქვენთან და
რა დამხვდა sad.gif ლანძღვა sad.gif(

Posted by: MOSHAYIRE 9 Jul 2015, 10:27
norieli
QUOTE
ხვალ ზღვა გელის...ქარიშხლებით
და ტალღების ქაფითა


სიზმრად ვნახე ოკეანე
კუნძულს ცრემლსა ღვრიდა ნორი-
პარასკევამ მიატოვა
შაბათამდის რობინზონი
biggrin.gif

Posted by: annavita 9 Jul 2015, 11:17
norieli

QUOTE
ბედი
კი
რომელსაც
მე ვუცდი..მე ველი-
ხან მისის სმიტია...
ხან სოლტი ეველინ...-


აფახანაკურად რომ გითხრა
აქანა მიზა მუველი -
ამფერ ქალების გულიზა
ქი გიღირს კაძახს დუელი gigi.gif
* * *
semiramida1
QUOTE
რა დამხვდა  ლანძღვა (


ვინ გაბედა? ვინ იკისრა?
სემი ვის შემოლანძღა?
ვერ ვიჯერებ მე მაგ ამბავს
ტყუილია, ჭორი, რაცხა, smile.gif
* * *
norieli
MOSHAYIRE
QUOTE
პარასკევამ მიატოვა
შაბათამდის რობინზონი

შაბათს ქორწილი იქნება bis.gif
რავი, ასე მგონია და...
დამპაიჟეთ,biggrin.gif ვადღეგრძელო
თქვენი რობინზონიადა biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Jul 2015, 13:22
annavita
QUOTE
შაბათს ქორწილი იქნება


ვაი მე, შენ რა გითხარი
მაცინე გვარიანადა
ქორწილში ნორი მოვიდეს
თავის ნაგრამიანადა?!

:ინტონაციური პოეზიის სტილში:

Posted by: semiramida1 9 Jul 2015, 20:42
b]annavita[/b]
no.gif

ჰო , ასეთია ცხოვრება
ხან ვის და ხან ვის გაჯახებს
ორი აგური კი არა
უნდა ვიქნევდე ნაჯახებს [ rolleyes.gif




Posted by: MOSHAYIRE 9 Jul 2015, 21:15
semiramida1
რა დაგემართა ასეთი
ვინ გაგიბედა ლანძღვაო
შენ ან ის სემირამიდა
ბრძანდები, კარგო, ან სხვაო...


Posted by: annavita 9 Jul 2015, 22:43
semiramida1
QUOTE
ჰო , ასეთია ცხოვრება

ჰო ასეთია ცხოვრება
იანვარს შეცვლის აგვისტო
უნდა მიიღო სეზონზე
რა ხილიცა მწიფს, ამიტომ smile.gif

კვლავ იანვარი მოგველის-
არ იყო სახემწუხარი-
შეშისთვის იხმარ მაგ ნაჯახს
რომ გაახურო ბუხარი :*

* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ვაი მე, შენ რა გითხარი
მაცინე გვარიანადა
ქორწილში ნორი მოვიდეს
თავის ნაგრამიანადა?!

მოიყვანოს, დაგვანახოს
თავის მოდგმა და ჯიშია
რა ჯობს იმას,როს ქორწილში
გვერდს გიმშვენებს ბადიშია biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Jul 2015, 23:00
annavita

ნორი გადიღალა შრომით
ელანდება ბალიშია biggrin.gif

Posted by: shevardeni20 9 Jul 2015, 23:06
ნიცშე, ფროიდი, ჰეგელი,
არ წაიღოს ###ყვერი..
პლატონი და ევსქილე
დაიჭიროს ჩემი ###

ფილოსოფიას ვსწავლობდი და უცბად შემომეწერა

Posted by: annavita 10 Jul 2015, 11:05
shevardeni20
QUOTE
უცბად შემომეწერა

არ იკადრებს შევარდენი
ამას, შემომჯდარი კლდეზე,
ალბათ უფრო ყვინჩილა ხარ...
კორტნი სკინტლით დასვრილ დეზებს rolleyes.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ნორი გადიღალა შრომით
ელანდება ბალიშია

და ბალიშზე მეტად იქნებ
ენატრება ალიშია? biggrin.gif
http://www.radikal.ru
* * *
...........................................

Posted by: norieli 10 Jul 2015, 18:47
annavita
QUOTE
და ბალიშზე მეტად იქნებ
ენატრება ალიშია?


ეჰ ,მეც მქონდა ის დრო ,როცა
ქალი გწყურს და ქალი გშია
და რამდენი ალიშია
ხელიდან არ გამიშვია..
ეხლა რა ვთქვა..
კი ვარ წყნარად
როგორც
წიგნში
სანიშნეა....

wink.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Jul 2015, 21:17
norieli
QUOTE
ეხლა რა ვთქვა..
კი ვარ წყნარად
როგორც
წიგნში
სანიშნეა....


იმიტომ ხარ როგორც ამბობ
წყნარად, როგორც სანიშნე
რომ მრავალი წლების წინათ
ცოლი უკვე დანიშნე

მერე როცა შეგეძინა
ზედმიწევნით ბალღები
მათ უკითხე უთვალავი
ლექსები და ზღაპრები

დაიღალე, დაიქანცე
ძილისთვის არ გეცალა
და ვით თმები მაგ ფიქრები
ისე შემოგეცალა biggrin.gif

Posted by: annavita 11 Jul 2015, 00:25
norieli
QUOTE
ეხლა რა ვთქვა..
კი ვარ წყნარად
როგორც
წიგნში
სანიშნეა....

მაგას ყოფნა ქვია ნორი sad.gif
წიგნში რომ ხარ ჩადებული?
თუ შენთვის აღარ გჭირდება,
მეგობრისთვის დადე გული yes.gif

Posted by: norieli 11 Jul 2015, 20:30
MOSHAYIRE
QUOTE
იმიტომ ხარ როგორც ამბობ
წყნარად, როგორც სანიშნე
რომ მრავალი წლების წინათ
ცოლი უკვე დანიშნე

მერე როცა შეგეძინა
ზედმიწევნით ბალღები
მათ უკითხე უთვალავი
ლექსები და ზღაპრები

დაიღალე, დაიქანცე
ძილისთვის არ გეცალა
და ვით თმები მაგ ფიქრები
ისე შემოგეცალა 


ხვალ მივდივარ თიანეთს...
დღეს ოჯახში ვტრიალებ...
-
ეს შენს საყურადღებოდ!..
ჩემო მემატიანე!.... wink.gif biggrin.gif




annavita
QUOTE
მაგას ყოფნა ქვია ნორი
წიგნში რომ ხარ ჩადებული?
თუ შენთვის აღარ გჭირდება,
მეგობრისთვის დადე გული 


გამეცინა გულიანად..
სადღა არი გული ,ანა?...
ვზივარ
გრაფი მონტე -
გულით-
ცხრაჯერ გარემონტებულით...

Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2015, 20:41
norieli
QUOTE
ხვალ მივდივარ თიანეთს


შორი არი თიანეთი?
სადაც არი, თუა ნეტი?

smile.gif

Posted by: norieli 11 Jul 2015, 21:54
MOSHAYIRE
QUOTE
სადაც არი, თუა ნეტი?

არა..
და არც ტუალეტი...

აქ რო სიცხე გვიგინია-
იქ ტყეა და სიგრილეა..
გართობა კი-
ქეიფია-
რაც ერთი და იგივეა...


Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2015, 22:17
norieli
QUOTE
ქეიფია


QUOTE
და არც ტუალეტი.


იქეიფე, იქეიფე -
ტუალეტი თუ ვერ ნახო
კი მოგიწევს "შედეგები"
თბილისამდე შეინახო

biggrin.gif

Posted by: norieli 11 Jul 2015, 22:31
MOSHAYIRE
ბუნებაში ..თავისუფლად..
რა სჯობია...
ნუ ,დაჟე
სამოთხეშიც არ ეწერა
М და Ж.
gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2015, 22:36
norieli
ანუ გინდა, ნორიელო,
მიწა გაანოყიერო?

biggrin.gif

Posted by: norieli 11 Jul 2015, 22:53
MOSHAYIRE
ზოგი ეხლა ..ზოგი მერე
ყველა
გავანოყიერებთ...

Posted by: MOSHAYIRE 11 Jul 2015, 23:17
norieli
QUOTE
ზოგი ეხლა ..ზოგი მერე
ყველა
გავანოყიერებთ...


მაგი სულ სხვა საკითხია
რა თქმა უნდა, ეგრე არი -
ზოგს ჯოჯოხეთს შეუშვებენ
ზოგს სამოთხის ელის კარი

Posted by: annavita 12 Jul 2015, 00:18
norieli
აღარ ვიცი რა დავწერო
აქ ისეთი მოხიე რო..biggrin.gif
"მივდივარო, თიანელებს
მიწა გავუპოხიერო" biggrin.gif

ნორი, ვფიქრობ მაგ საქმისთვის
არ მიდიხარ თიანეთში..
ღელვამ ხომ არ შეიწირა
შენი გემი ღია net.-ში? sad.gif

* * *
QUOTE
4 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 3 უჩინარი წევრი)
1 წევრი: MOSHAYIRE

გამოდით, დაგთვალოთ :*

Posted by: norieli 12 Jul 2015, 00:49
annavita
QUOTE
აღარ ვიცი რა დავწერო
აქ ისეთი მოხიე რო..biggrin.gif
"მივდივარო, თიანელებს
მიწა გავუპოხიერო" biggrin.gif


ეს კი მართლაც საორღობე
ჭორაობის ნიმუშია!...-
(სხვათაშორის,სხვის აზრებთან
მე არასდროს მიმრუშია...)

ლოგიკური აზროვნება
როგორ დაგიჩმორებია-
საქეიფოდ მივალ-მეთქი,
დანარჩენი-ჭორებია....

ისე კი რა გაიკვირვე,
ტყე ხო არი მუქთა ბიო
ტუალეტი...
ვინ გიყურებს
თუ სად
შემსუბუქდებიო...


biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 12 Jul 2015, 00:59
QUOTE
გამეცინა გულიანად..
სადღა არი გული ,ანა?...
ვზივარ
გრაფი მონტე -
გულით-
ცხრაჯერ გარემონტებულით...


9 რემონტის გაკეთებას
უნდა უამრავი ფული biggrin.gif
მთელი განძი ზედ მიხარჯა
ხელთ რომ იგდო სასაწაულით? ! biggrin.gif





* * *

QUOTE
შენ ან ის სემირამიდა
ბრძანდები, კარგო, ან სხვაო...

ვაღიარო? არ ამცდება
მოდერატორის თა ვ სხმაო biggrin.gif




Posted by: norieli 12 Jul 2015, 01:03



MOSHAYIRE
QUOTE
მაგი სულ სხვა საკითხია
რა თქმა უნდა, ეგრე არი -
ზოგს ჯოჯოხეთს შეუშვებენ
ზოგს სამოთხის ელის კარი


ეს საკითხი მწვავედ იდგა-
თვით სომერსეტ მოემთანა...
ვერ დაბრუნდა ეგ ჩემისა
ამბავი რო მოეტანა...
biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 12 Jul 2015, 01:05
QUOTE
ჰო ასეთია ცხოვრება
იანვარს შეცვლის აგვისტო

იანვრიადნ აგვისტომდე
ასე უცებ ?-სკუპ სკუპ სკუპი?biggrin.gif
ანავიტავ არ გეშლება?
მიდი . კალენდარი კუპი : D

Posted by: annavita 12 Jul 2015, 01:10
სემირამიდა
QUOTE
იანვრიადნ აგვისტომდე

იანვრიდან აგვისტომდე
ერთი მოკლე ბილიკია..
სემი, რაც უნდა ეცადო
არ გამოგდის ქილიკია biggrin.gif :*
* * *
norieli
QUOTE
ტუალეტი...
ვინ გიყურებს
თუ სად
შემსუბუქდებიო...

კაი,biggrin.gif კარგად იქეიფე
ბევრჯერ ქენი ბუქნებიო
* * *
norieli
QUOTE
ვერ დაბრუნდა ეგ ჩემისა
ამბავი რო მოეტანა...

ჯერ ის არის საჩალიჩო
ამბავი რო გაიტანო-
ამაზე ამბობდა ხოლმე
დონიცეტი გაეტანო yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Jul 2015, 14:45
სემირამიდა
QUOTE
ვაღიარო? არ ამცდება
მოდერატორის თა ვ სხმაო


რა თავსხმა? - უკვე გაბჟნილა
ფორუმის წეს და ადათში-
ზოგი აქ უკვე კუბშია
არა თუ მხოლოდ კვადრატში

biggrin.gif
* * *
norieli

QUOTE
ვერ დაბრუნდა ეგ ჩემისა
ამბავი რო მოეტანა...


უპრობლემო არის ვიზა
one way ticket-ს ვიღებთ ყველა
დასრულდება როს ზღაპარი...-
უკვდავების თუმცა გვჯერა...

:სევდიანი ღიმილი:

Posted by: norieli 13 Jul 2015, 21:41
MOSHAYIRE
QUOTE
one way ticket


რა სიმღერა გამახსენეთ... 2kiss.gif
წლები - ოთხმოციანები...
აუ,როგორ ვთუხთუხებდით
მურთაზები..ციალები...




რომ მცოდნოდა, იმ ბილეთით
ჩემს ბავშვობას ვამგზავრებდი-
ავირჩევდი სულ სხვა მარშრუტს,
სულ სხვანაირ ვაგზალებით...

იქნებ უკან დამაბრუნოთ
ისევ..
თუ არ
დამზარდებით,,,

2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 13 Jul 2015, 21:48
norieli

QUOTE
ავირჩევდი სულ სხვა მარშრუტს,
სულ სხვანაირ ვაგზალებით..


სულ სხვანაირ ხედვითა და
სულ სხვანაირ აზ(ა)რებით?

Posted by: norieli 14 Jul 2015, 01:35
MOSHAYIRE
QUOTE
სულ სხვანაირ ხედვითა და
სულ სხვანაირ აზ(ა)რებით?


გრამატიკა აკრძალეთ!...
ემოციურ-ამგზნები!....
მე ავარჩევ ვაგზალებს...
თქვენ ეძებეთ- ვაგზლები..

Posted by: MOSHAYIRE 14 Jul 2015, 01:56
norieli
QUOTE
გრამატიკა აკრძალეთ!...


თუ ვერ იტანთ თემაში
კუმშ-კვეცადის თარეშებს
აბა ერთი მოსინჯეთ
გრამატიკის გარეშე

აბა ვნახოთ რას იზამთ
წერტილ-მძიმის უმისოდ
ქართულს რომ გასწავლიდეთ
დაგტოვებდით უნიშნოდ

:მკაცრი მასწავლებლის გამოხედვა ცხვირზე ჩამოწეულ სათვალიდან:

Posted by: norieli 14 Jul 2015, 23:30
MOSHAYIRE
QUOTE
:მკაცრი მასწავლებლის გამოხედვა ცხვირზე ჩამოწეულ სათვალიდან:

QUOTE
ქართულს რომ გასწავლიდეთ
დაგტოვებდით უნიშნოდ


მასწ,,მართალი ბრძანდებით..
მგონი,კიდეც დაგვინდეთ..
გამართული ქართულის
ნიმუშიც ხო დაგვიდეთ:
QUOTE
აბა ვნახოთ რას იზამთ
წერტილ-მძიმის უმისოდ

აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი...
ვამჯობინებ დუმილსო...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 14 Jul 2015, 23:50
norieli
ზოგჯერ მეც ვარ რითმის მსხევრპლი
ზოგჯერ მეც მაქვს თავზე ქერტლი

:ჰედენდშოლდერსი:

Posted by: norieli 15 Jul 2015, 00:26
MOSHAYIRE
ეგ ყველაფერი გადავდოთ იქეთ...
მოგწონს
სიმღერა
-one way ticket????

Posted by: MOSHAYIRE 15 Jul 2015, 00:38
norieli
სიმღერა არის ჰიტი, რე-
ტრო
ისე მომეწონა ვიტირე
ტო

smile.gif

Posted by: norieli 15 Jul 2015, 01:05
MOSHAYIRE
QUOTE
სიმღერა არის ჰიტი, რე-
ტრო
ისე მომეწონა ვიტირე
ტო

up.gif
ორი დაიწყო...
თანაც გაწვიმდა...
ეს რა დაწერე!..
მთხოვე,რაც გინდა... 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Jul 2015, 15:58
norieli
QUOTE
თანაც გაწვიმდა...
ეს რა დაწერე!..
მთხოვე,რაც გინდა


თანაც გაწვიმდა...ვფიქრობ დარებზე...
ერთი საგზური მინდა მთვარეზე

Posted by: MOSHAYIRE 15 Jul 2015, 21:38
annavita
ანავიტა, ანავიტა,
ზღვაზე წახველ კარავითა?

Posted by: norieli 15 Jul 2015, 23:16
MOSHAYIRE
QUOTE
ერთი საგზური მინდა მთვარეზე


ბილეთისთვის გვჭირდება
თქვენი ფოტოსურათი..
დათვლა გეცოდინებათ-
ციფრი არის -სულ ათი...

რომ არ იყოს გინება,
საყვედური , მუნათი-
ფრენას რომლით ინებებთ
"აპოლო"-თი?..
"ლუნა"-თი?....
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Jul 2015, 23:22
norieli
ერთი ფოტოსურათი
სადაც ვდგევარ ხურმათი
მოგაწოდე პიემში
(ჩაფლული ვარ იებში)

შეკითხვა მაქვს ერთი და
გთხოვ, არ მითხრა უარი
რომ გავფრინდე მთვარეზე
ყვავილები თუ არი?

Posted by: norieli 15 Jul 2015, 23:33
MOSHAYIRE
QUOTE
შეკითხვა მაქვს ერთი და
გთხოვ, არ მითხრა უარი
რომ გავფრინდე მთვარეზე
ყვავილები თუ არი?


მთვარეზე - როცა გაივლი-
( განმეორდება გზა ნილის..)
იქნება ერთი ყვავილი!!!-
აქედან გადაგზავნილი... 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Jul 2015, 23:42
norieli
მაინც რომელი ყვავილი
მაინტერესებს ჯიშიო
მითხარი ბარემ ეხლავე
გთხოვ, არ ჩამიდგე ჯინშიო

Posted by: norieli 16 Jul 2015, 00:03
MOSHAYIRE
QUOTE
მაინც რომელი ყვავილი
მაინტერესებს ჯიშიო
მითხარი ბარემ ეხლავე
გთხოვ, არ ჩამიდგე ჯინშიო


lol.gif lol.gif
ნუღა მაცინებ..გამიშვი...
შენ გიგულისხმე-ყვავილში..

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Jul 2015, 00:07
norieli

ამხელა გზაზე იმიტომ
მხოლოდ აფრქვიოს სურნელი
გაემგზავრება ""ლუნა"-თი
ნეტა რომელი სულელი?

biggrin.gif

Posted by: norieli 16 Jul 2015, 00:07
გაციებული ხომ არ ხარ?..
გირჩევ ,მიირთვა ტერაფლუ..
პ.ს.
შენს ჯიშზე ინფორმაციას
მაპატიე და ჯერ არ ვფლობ.. gigi.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ამხელა გზაზე იმიტომ
მხოლოდ აფრქვიოს სურნელი
გაემგზავრება ""ლუნა"-თი
ნეტა რომელი სულელი?


თავად გამოთქვი სურვილი..
გაფრენა გსურდა შორი..
იხ.პოსტი :
ორმოცდახუთი მილიონ
ასსამოცდათორმეტი ათას
ხუთას ორმოცდაორი..
(45 172 542 ...)

Posted by: MOSHAYIRE 16 Jul 2015, 00:22
norieli
რასაც მთხოვ შეგისრულებო
ასე თქვი პოსტში N -შიო
ჰოდა ეგზოტიკ სურვილი
მაქვს ჯიშში ანუ გენშიო


Posted by: norieli 16 Jul 2015, 00:29
MOSHAYIRE
QUOTE
ანავიტა, ანავიტა,
ზღვაზე წახველ კარავითა?

ზღვაზე წასვლა
მეც მომინდა
-თუ არ შემაფერხებენ-
ისე მომწონს მაგ სურათზე
ანავიტას



ფეხები biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Jul 2015, 00:33
norieli
თქვენ წადით ზღვაზე
მე კი მთვარეზე
თუ ჩემს ფეხებში
ხედავ ხარვეზებს

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: norieli 16 Jul 2015, 00:55
MOSHAYIRE
QUOTE
თქვენ წადით ზღვაზე
მე კი მთვარეზე
თუ ჩემს ფეხებში
ხედავ ხარვეზებს


ეგ შეკითხვაა
ძაან "აპასნი"-
რაც არ მინახავს, ვერ შევაფასებ-
ფოტოს თუ დადებ
პროფილ-ანფასით
ჩათვალე, გულში დამჭრი მაჩეტით..
ავყვები
მაღლა..
მაღლა...


გავჩერდი!.

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Jul 2015, 01:07
norieli
QUOTE
ეგ შეკითხვაა
ძაან "აპასნი"-


ჩათვალე დავდე უკვე სურათი
და შემაფასე "ვაშა-ურა"-თი

biggrin.gif


Posted by: norieli 16 Jul 2015, 01:32
MOSHAYIRE
QUOTE
ჩათვალე დავდე უკვე სურათი
და შემაფასე "ვაშა-ურა"-თი

კიდევაც
გეტყვი
"ვაშა-ურა"-სო-
მიკისრე...
ერთი...
ბოთლი...
კურასო...
http://www.radikal.ru

gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Jul 2015, 12:25
norieli
QUOTE
მიკისრე...
ერთი...
ბოთლი...
კურასო...


ვაჰ...
უკაცრავად ნურასო

biggrin.gif

Posted by: Uxeiro 16 Jul 2015, 13:45
QUOTE (MOSHAYIRE @ 16 Jul 2015, 12:25 )
QUOTE
მიკისრე...
ერთი...
ბოთლი...
კურასო...


ვაჰ...
უკაცრავად ნურასო

biggrin.gif

ბოთლი თუ არა, ჯანდაბას
- დავყაბულდები სურასო



უკაცრავად, ჩაგეჭერით
user posted image

Posted by: MOSHAYIRE 16 Jul 2015, 13:47
Uxeiro
QUOTE
ბოთლი თუ არა, ჯანდაბას
- დავყაბულდები სურასო


რა შეშინებულ სახით ხარ
მანდ ხომ არ ხედავ ტურასო?
biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 16 Jul 2015, 17:35
annavita

ვისთვის მოკლეა
ვისთვის კი გრძელი
თუ საუკუნე წამია მხოლოდ
დრო არის მგელი


ჩემთვის ხანდახან საუკუნეა
წამიც და წუთიც
თუ ვინმეს ველი yes.gif

-------------------
შენ კი გატყობ გაქვს გულ-ხეი დაკრეფილი
რაღა გიჭირს აგიღია კილიკია ...
თუ კი შენთვის
QUOTE
იანვრიდან აგვისტომდე
ერთი მოკლე ბილიკია..

biggrin.gif biggrin.gif


MOSHAYIRE
QUOTE
ზოგი აქ უკვე კუბშია
არა თუ მხოლოდ კვადრატში

biggrin.gif biggrin.gif




ორი ვარ მაგრამ =1ს
ვერაფერს გეტყვი მეტს biggrin.gif















* * *
QUOTE
ბოთლი თუ არა, ჯანდაბას
- დავყაბულდები სურასო


რა შეშინებულ სახით ხარ
მანდ ხომ არ ხედავ ტურასო?


ბოთლი ახსენა, ხანდახან
იქნება ლანდავს კურასოს ..
სახეს აშკარად ატყვია
რომ არ სჯერდება ბურახსო :დ




Posted by: annavita 16 Jul 2015, 21:47
MOSHAYIRE
QUOTE
ანავიტა, ანავიტა,
ზღვაზე წახველ კარავითა?

წაველ,მაგრამ -კარავითა?..
მაგრამ- ზღვაზე?..
- არავითარ!
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Jul 2015, 22:43
annavita
QUOTE
წაველ,მაგრამ -კარავითა?..
მაგრამ- ზღვაზე?..
- არავითარ!


აბა სად ხარ, გაამხილე
ფორუმისთვის არ გცალია
შენ რომ ლასტები გაცვია
ეჭვი მაქვს, რომ ცალ-ცალია

wink.gif biggrin.gif

Posted by: Uxeiro 17 Jul 2015, 14:55
QUOTE (MOSHAYIRE @ 16 Jul 2015, 13:47 )
რა შეშინებულ სახით ხარ
მანდ ხომ არ ხედავ ტურასო?
biggrin.gif

თუ დავინახავ ტურასო,
კიდეც მივუქსევ მურასო yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Jul 2015, 22:28
Uxeiro
QUOTE
კიდეც მივუქსევ მურასო

უცებ თქვა შენმა მურიამ-
"ცხოვრება საამურია"...

smile.gif

Posted by: annavita 17 Jul 2015, 23:07
MOSHAYIRE
QUOTE
შენ რომ ლასტები გაცვია
ეჭვი მაქვს, რომ ცალ-ცალია

ცალ კალოშობა ჯობია,-
არ გეცვას რომ საცვალია biggrin.gif

QUOTE
აბა სად ხარ, გაამხილე
ფორუმისთვის არ გცალია

ბარი იმად მივატოვე,-
მთაა ჩემი წაწალია biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Jul 2015, 12:52
annavita
QUOTE
ბარი იმად მივატოვე,-
მთაა ჩემი წაწალია


ზღვაზე წადი, ანავიტა
გული იძღე ბანავითა!

smile.gif

Posted by: annavita 19 Jul 2015, 15:58
MOSHAYIRE
QUOTE
ზღვაზე წადი, ანავიტა
გული იძღე ბანავითა!

აქ მდინარე მოჩუხჩუხებს
არაგვი და ტანა ვითა smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Jul 2015, 18:13
annavita
გაირუჯე ! - არ მივიღებთ
გამართლებას არავითარს!

Posted by: annavita 20 Jul 2015, 11:55
MOSHAYIRE
QUOTE
გაირუჯე ! - არ მივიღებთ
გამართლებას არავითარს!

დავრწმუნდი, რომ
თუ ხარ გურჯი,
სულაც არ გიხდება რუჯი! chest.gif
ვინც კი გაირუჯა ცური
ყველა არის ხელოვნური biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Jul 2015, 15:19
annavita
ხელოვნურია სოლარიუმი
(რამ გამახსენა მე აქ იუმი?)

wink.gif

Posted by: Uxeiro 22 Jul 2015, 11:20
QUOTE (MOSHAYIRE @ 20 Jul 2015, 15:19 )
ხელოვნურია სოლარიუმი
(რამ გამახსენა მე აქ იუმი?)

შემომეჭირა ერთი გველი და
ხომ არ გექნებათ ტერარიუმი?

Posted by: MOSHAYIRE 22 Jul 2015, 16:37
Uxeiro
QUOTE
შემომეჭირა ერთი გველი და
ხომ არ გექნებათ ტერარიუმი?


ნეტა რამხელა გველს მოერიე
ანუ რამდენი არის დიუიმი?

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Jul 2015, 23:12
შემოთ თვარა ამოვქაჩე
წმაწურების თემა სუსტი
ანდა სად ხართ რომ ვიცოდე
მისამართი თქვენი ზუსტი

biggrin.gif

Posted by: norieli 25 Jul 2015, 00:39
MOSHAYIRE
QUOTE
ხელოვნურია სოლარიუმი
(რამ გამახსენა მე აქ იუმი?)

ნუ,ჩავერევი,,,
თუმცა მე რა მრჯის..
იუმის დედაც..
არ სჯობს
ელარჯი,?!...

Posted by: MOSHAYIRE 25 Jul 2015, 00:47
norieli
QUOTE
არ სჯობს
ელარჯი,?!..


საიტი გახსენ ლინკით gela.ge

biggrin.gif

Posted by: norieli 25 Jul 2015, 01:32
MOSHAYIRE
QUOTE
საიტი გახსენ ლინკით gela.ge

biggrin.gif

შენ თუ შემოხვალ და მინახულებ
საიტს კი
არა..
გავხსნი
ბლოგ-ფურცელს..
სხვას
ვეტყვი
..ძმაო..
იდი ნა ხუ...
შენს თავს
მიხედე
ანუ
მოკურცხლე... wink.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Jul 2015, 15:01
norieli

ერთი მაყურებლის თეატრი ვიცი
ვერ გეტყვით ერთი მკითხველის ბლოგზე
რა მაგის პასუხია, აგერ მეზობელი
სახლს აშენებს და ბლოკს ადებს ბლოკზე

biggrin.gif

Posted by: annavita 25 Jul 2015, 18:21
MOSHAYIRE

norieli
მეგობრებო მომენატრეთ
როგორც უწინ
როგორც ადრე(თ) biggrin.gif
60-ს+კგ.წონას
ამ სიცხეში როგორ ათრევთ?






biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 25 Jul 2015, 18:23
annavita

თავს ვიწონებ კარგი ვიდით
არა მხოლოდ - კარგი წნევით
ეს იმიტომ, რომ გახლავართ
სწორედაც რომ სამოცს ქვევით

90:59:90

biggrin.gif

Posted by: annavita 25 Jul 2015, 18:25
norieli
QUOTE
იდი ნა ხუ...

შენ ალბათ გცხელა
გეტყობა, გელა
სიტყვას არ არჩევ
ვით უწინ, ძველად biggrin.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
90:59:90

lol.gif
ეგაა საქმე-
კითხულობ იუმს
და თან წიგნს აყრდნობ
შენს წარმტაც ბიუსტს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Jul 2015, 21:37
annavita

უჰ...იქით იყოს თუმცა ბიუსტი
იუმს ანაცვლებს კონტ ოგიუსტი

biggrin.gif

Posted by: norieli 26 Jul 2015, 18:55
annavita
QUOTE
შენ ალბათ გცხელა
გეტყობა, გელა
სიტყვას არ არჩევ
ვით უწინ, ძველად biggrin.gif


როცა რითმების დეფიციტია,
და მუზას ყველა ზღვისკენ უბიძგებს-
მე ლექსებს ვხევ და
დეფის ვციტირებ:
"გული ძგერს..გული..
გული ..გული ძგერს..."....

MOSHAYIRE
90:59:90


ა,კიდო...
ქალს თუ არა აქვს ხელმოსაკიდი-
ნუ ,ჩემი აზრით,
ქალი კი არა-
ტანისამოსის
არის
საკიდი...

Posted by: MOSHAYIRE 26 Jul 2015, 19:13
norieli
ზედმეტი ხორცი ქალს არ ამშვენებს
არც ზედმეტ გამხდარს აქვს თქვენში ფასი
ვეღარ მოვძებნე ოქროს შუალედი
ლამბაქი გადავდო გვერდზე თუ თასი?

biggrin.gif

Posted by: norieli 27 Jul 2015, 01:47
MOSHAYIRE
QUOTE
ზედმეტი ხორცი ქალს არ ამშვენებს
არც ზედმეტ გამხდარს აქვს თქვენში ფასი
ვეღარ მოვძებნე ოქროს შუალედი
ლამბაქი გადავდო გვერდზე თუ თასი?


ამაზე ალბათ იტყვის მურთაზი:
ხმალი ექნება ხელში თუ თასი
არ უნდა იყოს ხმელი ფიცარი...
არც მაგალითად, კგ-500....

ვინმესთვის----
ქალი
თავისი ბედით,
არ გავდეს თუნდაც
ლორა ბუშს- ტანით,
მაინც გახდება პირველი ლედი -
ყველაფერს
ჰყავს
რა
თავის
მუშტარი...

gigi.gif

Posted by: annavita 27 Jul 2015, 12:45
norieli
QUOTE
როცა რითმების დეფიციტია,
და მუზას ყველა ზღვისკენ უბიძგებს-

rolleyes.gif
როცა რითმების დეფიციტია-
ამის მიზეზი თბილისსიტია?
QUOTE
დეფის ვციტირებ:

სანამდე დეფის
თავი აქვს ყეფის
და მოირწევა
მეფეთ ქარავან,
კუდი ძაღლისა რომ გასწორდება-
არ თქვას არავინ! chest.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Jul 2015, 13:19
norieli
QUOTE
არ გავდეს თუნდაც
ლორა ბუშს- ტანით


ეგების მსგავსი ქონდეს "პახოდკა"?
ზოგისთვის გახდეს მართლაც "ნახოდკა"?

smile.gif

* * *
annavita
QUOTE
როცა რითმების დეფიციტია


დეფიციტი რითმების
ჯერაც არ შემხებია
ღრუბელი რომ გულზედ მაწევს
ეს ხომ მუზას თმებია...

smile.gif

Posted by: Uxeiro 27 Jul 2015, 17:53
QUOTE (MOSHAYIRE @ 27 Jul 2015, 13:19 )
ღრუბელი რომ გულზედ მაწევს
ეს ხომ მუზას თმებია...

აბა სადაა წყეული მუზა?
სჩანს მხოლოდ თქვენთან ჩაუშვა ღუზა

Posted by: MOSHAYIRE 27 Jul 2015, 21:01
Uxeiro
QUOTE
წყეული მუზა


მუზა წყეული და მუზა კრული?!-
გატყობთ, ბლომად გაქვთ, სერ, გადაკრული...

alk.gif

Posted by: norieli 28 Jul 2015, 00:18
Uxeiro
QUOTE
აბა სადაა წყეული მუზა?
სჩანს მხოლოდ თქვენთან ჩაუშვა ღუზა


მუზას მზე უყვარდა ..
უყვარდა ჩანჩქერი..
უყვარდა ვარდი და
სთხოვდა-ნუ დაჭკნები...
ეხლა კი
არ მოვა-
თუ არ დაუადე
აიფონ ექვსი და ... სამი დე აჩკები...

Posted by: MOSHAYIRE 28 Jul 2015, 22:58
norieli
QUOTE
არ მოვა-
თუ არ დაუადე
აიფონ ექვსი


"მომეცით აიფონ ექვსი
და იქვე გაჩნდება ლექსი!" (ნორიელ პირველი)

biggrin.gif

Posted by: annavita 29 Jul 2015, 19:42
მიყვარხართ მეგობრებო smile.gif yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 Jul 2015, 23:00
annavita
QUOTE
მიყვარხართ მეგობრებო


ალბათ არ გაქვს აიფონ ექვსი
ვერ დაწერე ლექსი რახან
რეჟიმშეცვლილი ჩანხარ და
გაგვიმხილე ერთი, სად ხარ ?
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 2 Aug 2015, 21:53
annavita
norieli
Uxeiro

გეყოლებათ თქვენც ისეთი ფრენდი
აიტაცა ვინც მოდური ტრენდი...

Posted by: norieli 3 Aug 2015, 00:49
MOSHAYIRE
QUOTE
გეყოლებათ თქვენც ისეთი ფრენდი
აიტაცა ვინც მოდური ტრენდი...

სად იპოვე..? ყვავია თუ მტრედი?....

Posted by: MOSHAYIRE 3 Aug 2015, 00:51
norieli
მკლვქვეშა აქვს ყვავ-ყორანნი, მტრედები
ანდა ზამთრის პეიზაჟი, ხედები...

Posted by: norieli 3 Aug 2015, 00:57
MOSHAYIRE
QUOTE
მკლვქვეშა აქვს ყვავ-ყორანნი, მტრედები
ანდა ზამთრის პეიზაჟი, ხედები...

მაგას ვხედავთ...
უფრო ქვემოთ
თუკი
ჩავიხედებით..????

Posted by: MOSHAYIRE 3 Aug 2015, 01:01
norieli
უფრო ქვემოთ ვერ აჩენენ
ჯერ არ არის მაგის მოდა...
ნორ, სად იყავ დაკარგული
შენი ხმა რომ არ ისმოდა?

Posted by: norieli 3 Aug 2015, 01:21
MOSHAYIRE
QUOTE
ნორ, სად იყავ დაკარგული
შენი ხმა რომ არ ისმოდა?

მთას ვიყავი..
იალნოზე...
სადაც ქარი ქარიზმობდა...

Posted by: MOSHAYIRE 3 Aug 2015, 13:02
norieli
მეც მეღირსოს სუბალპები
თორემ ასე სულ დავლპები...

Posted by: annavita 4 Aug 2015, 11:12
MOSHAYIRE
QUOTE
აიტაცა ვინც მოდური ტრენდი...

იღლიიდან სუნი მოსჩქეფს დედიი sad.gif(



MOSHAYIRE
QUOTE
რეჟიმშეცვლილი ჩანხარ და
გაგვიმხილე ერთი, სად ხარ ?

biggrin.gif :*
მთაში ვარ,
რომ მოსავლელად
მობარებული ბატკანი
კარგად მოვმწყემსო
და ფარას
მივცე ყოველი მათგანი

Posted by: MOSHAYIRE 4 Aug 2015, 11:23
annavita
QUOTE
და ფარას
მივცე ყოველი მათგანი


როცა მისცემ ყოველს ფარას
ქე გექნება აბა ფარა biggrin.gif smile.gif

Posted by: norieli 6 Aug 2015, 23:44
MOSHAYIRE
QUOTE
მეც მეღირსოს სუბალპები
თორემ ასე სულ დავლპები...


გთხოვ, ნუ წუწუნებ,კოლეგავ,
ან გარეთ გადი...ან შემო...
რა.. საჰარაში ხომ არ ხარ-

ყველგან

მთებია

გარშემო...

დანარჩენს
თავად
მიხვდები-
არ გავაგრძელო
"დალშე" რო...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Aug 2015, 00:27
norieli
QUOTE
საჰარაში ხომ არ ხარ-


ახსენა მზე და საჰარა
და დალშე თავი დახარა...

Posted by: norieli 7 Aug 2015, 13:03
MOSHAYIRE
QUOTE
ახსენა მზე და საჰარა
და დალშე თავი დახარა...


MOSHAYIRE-ვ,
სადიზმისკენ
ხომ არა ხარ გადახრილი-
ამ სიცხეში...ამ მზის გულზე
რო დამტოვე
"თავდახრილი"?....

Posted by: MOSHAYIRE 7 Aug 2015, 13:09
norieli
QUOTE
6 Aug 2015, 23:44

შენთან თუ ღამის თორმეტზე
მზის გული ჩრდილავს მთვარესო
აშკარად დაწყევლილი ხარ
მტერი გისურვებს ვარესსო?!
biggrin.gif

Posted by: norieli 7 Aug 2015, 13:53
MOSHAYIRE

QUOTE
7 Aug 2015, 13:03  #45358684  


ვდგავარ,შენ როგორც დამტოვე,
(არ ჩანს
წყალი და მარაო..)
ვიდგები ,ვიდრე არ მეტყვი ,
აწიე
თავი ,კმარაო....
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Aug 2015, 14:07
norieli
ნორი, ძვირფასო, არ მინდა
იყო კრული და წყეული
ზევიდან მცქერი არა და-
დე იყავ თავაწეული!

პ.ს.სპოილერი -

Posted by: norieli 7 Aug 2015, 14:36
MOSHAYIRE
QUOTE
დე იყავ თავაწეული!

მადლობა...
ამოვისუნთქე...
მზემ სხივი აღარ მომფინა..
თავისუფლება
ძვირფასო ,
რა კარგი რამე ყოფილა-
იქნება ცოლიც გავუშვა
არ მომიმზადა
კოფე რა...

Posted by: MOSHAYIRE 7 Aug 2015, 14:52
norieli
QUOTE
იქნება ცოლიც გავუშვა
არ მომიმზადა
კოფე რა...


ყოველ ოჯახში არს მსგავსი
როგორ ვთქვა - საპნის ოპერა...

Posted by: norieli 7 Aug 2015, 20:59
MOSHAYIRE
QUOTE
ყოველ ოჯახში არს მსგავსი
როგორ ვთქვა - საპნის ოპერა...

არ ვიცი,
ოპერა საპნობს..
იქნებ
საპონი ოპერობს..
თუმცა კი
მაინც მოგართმევ
შენთვის საამაყო პეროს...
http://www.radikal.ru
yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Aug 2015, 21:40
norieli
პეროსთვის მადლობელი ვარ
ბლომად ასხია ტუშიო
თუმც ვიცით - რა საჭიროა
ლექსისთვის ტაში-ტუშიო?!

smile.gif

Posted by: norieli 8 Aug 2015, 15:15
MOSHAYIRE
QUOTE
თუმც ვიცით - რა საჭიროა
ლექსისთვის ტაში-ტუშიო?!

smile.gif

არ მოგვაკელი ლექსები
აქაც
სატაშე - სატუშო.....
რა კარგი საპატარძლო ხარ-
საფშაველო
და
სათუშო!!...
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 15:19
norieli
QUOTE
რა კარგი საპატარძლო ხარ-
საფშაველო
და
სათუშო!


სიტყვაზე მენდე - ან ამას
სულ არ სჭირდება ფიციო
ფშაური მხოლოდ ხინკალი,
გამიგია და ვიციო

biggrin.gif

Posted by: norieli 8 Aug 2015, 15:37
MOSHAYIRE
QUOTE
სიტყვაზე მენდე - ან ამას
სულ არ სჭირდება ფიციო
ფშაური მხოლოდ ხინკალი,
გამიგია და ვიციო


ხინკალი-მთავარია და
შაირი დელიკატესი-
დაგიფასდება,,რაც რომ შენ
წმაწურებში გაქვს ნათესი....

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 16:28
norieli
QUOTE
წმაწურებში გაქვს ნათესი..


ეხლა თუ თავს "მოიწონებს"
თემა - უზერთა განთესვით...

Posted by: norieli 8 Aug 2015, 22:30
MOSHAYIRE
QUOTE
ეხლა თუ თავს "მოიწონებს"
თემა - უზერთა განთესვით...


ვერ გავუგე თავი -ბოლო
მე ამ სტრიქონს-უცნაურს..
იქნებ ახსნა მოაყოლოთ
ქალბატონო ცუცაო...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 22:36
norieli
განითესენ უზერები
წმაწურთემის არედან
ლექსპრომტში ვარ , ვაკვირდები
მე მაგ თემას გარედან

წერენ ერთხელ დეკადაში
ბრალს ვდებ თემას დეკადანსში!

Posted by: norieli 8 Aug 2015, 22:56
MOSHAYIRE
QUOTE
განითესენ უზერები
წმაწურთემის არედან


ხო,,
შავი ზღვა გალურჯდა..
მუზებს დაუდარაჯდა..
ყველას უნდა გარუჯვა..
ქალბატონო დარეჯან...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 23:03
norieli

QUOTE
ქალბატონო დარეჯან...


QUOTE
ქალბატონო ცუცაო...


ნორიკ, ამ საღამოთი
ვინმემ არაყში გტუცაო?
biggrin.gif

Posted by: norieli 8 Aug 2015, 23:07
MOSHAYIRE
QUOTE
ნორიკ, ამ საღამოთი
ვინმემ არაყში გტუცაო?
biggrin.gif


მაგარია წყნეთელი
მაია რა ..მათე რა..
უარყოდაც მიყვარხართ
ქალბატონო ნათელა...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 23:11
norieli
QUOTE
უარყოდაც მიყვარხართ
ქალბატონო ნათელა...


თუ ეგეთი განწყობით ხართ
ა ცეკვა და ა, თელა!


Posted by: norieli 8 Aug 2015, 23:16
MOSHAYIRE
QUOTE
თუ ეგეთი განწყობით ხართ
ა ცეკვა და ა, თელა!

შამპანური დავლიე
ანუ ღვინო ცქრიალა..
კიდევ დადეთ კლიპები..
ქალბატონო ციალა... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 23:19
norieli

QUOTE
კიდევ დადეთ კლიპები..
ქალბატონო ციალა


მგონი უნდა დაამატოთ
სამი-ოთხი ფიალა...

Posted by: norieli 8 Aug 2015, 23:24
MOSHAYIRE
QUOTE
მგონი უნდა დაამატოთ
სამი-ოთხი ფიალა...

რა მოიგო..გეთაყვა..
სმა ვინც მოითმინაო..
გადმოვდივარ ალავერდს..
ქალბატონო თინაო... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 23:31
norieli
გოჩა, ვიდრე შევსვი ალავერდი -
მინდა ვჭამო კანელონი ა-ლა ვერდი
ტვინს ნუ გაიჭყლეტთ,თუ ეს რა არი
აგერ რეცეპტი- არ მითხრათ "ვ"არი

http://www.gotovim.ru/recepts/flour/kann/12682.shtml

Posted by: norieli 8 Aug 2015, 23:44
MOSHAYIRE
QUOTE
გოჩა, ვიდრე შევსვი ალავერდი -
მინდა ვჭამო კანელონი ა-ლა ვერდი
ტვინს ნუ გაიჭყლეტთ,თუ ეს რა არი
აგერ რეცეპტი- არ მითხრათ "ვ"არი

მე კი ვხვდები..შემთვრალმა
მუზამ გადაამეტა..
თქვენც ნასვამი ყოფილხართ..
ქალბატონო ჟანეტა.. 2kiss.gif biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Aug 2015, 23:47
norieli
QUOTE
თქვენც ნასვამი ყოფილხართ..
ქალბატონო ჟანეტა.


თორმეტია, მოაყენეთ
უფლისწულო, კარეტა!

Posted by: norieli 8 Aug 2015, 23:52
MOSHAYIRE
QUOTE
თორმეტია, მოაყენეთ
უფლისწულო, კარეტა!

აუ,როგორ ვძიგძიგებთ,
თემაა თუ როკია..
"03"-ში არ ჩაჯდებით?..
ქალბატონო კონკია.. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Aug 2015, 00:02
norieli
ჰა შენ პასუხი "მკვახე"-
ნოლსამი არა კვახი!

biggrin.gif

Posted by: norieli 9 Aug 2015, 00:24
MOSHAYIRE
QUOTE
ჰა შენ პასუხი "მკვახე"-
ნოლსამი არა კვახი!

biggrin.gif

ვინც არ გვინდა -ის მოდის...
ვინც ჩვენ გვინდა -ის არა...
ო ,რა მკაცრი ყოფილხართ..
ქალბატონო ცისანა.. biggrin.gif

Posted by: norieli 11 Aug 2015, 16:55
MOSHAYIRE
--------
იმ საღამოს
ბევრი ვსვი და
სიყვარული მომშივდა,
ნამეტანი შევიჭერი
შაჰ -აბასის როლში და დატრიალდნენ სახეები...ამერია რამსები...აბა როგორ არ ვაგინო ბოლო ჭიქის ამვსები...
ან რა მექნა..არ დალიო--სხვას უკეთეს რას ელი...თან თამადაც გიჟი შემხვდა ანუ ჩემი კლასელი...

ხო..
არა ვარ ამ ქალებში რომელიმეს "ლობი" და ..
კარგად იცი- შენ აგირჩევ ამ
შემადგენლობიდან...

biggrin.gif

Posted by: annavita 19 Aug 2015, 18:07
MOSHAYIRE
QUOTE

როცა მისცემ ყოველს ფარას
ქე გექნება აბა ფარა 

ვინც იღებდა ვინც აძლევდა ფარასა
მას წინ უდგას ახლა დიდი პარაშა.
ვინც იღებს და ვინაც აძლევს ფარას, ის
გარწმუნებ რომ მამის მარჯვნივ არა ზის biggrin.gif

რაც ჰქონია ნაგროვები ონასისს,
არასოდეს არ ჰქონია ანას ის gigi.gif
* * *
norieli
QUOTE
კარგად იცი- შენ აგირჩევ ამ
შემადგენლობიდან...

ციც! ამ ქალსა თათი,თორემაა sa.gif
:არსენიყალთოელმარაბდელი:

Posted by: norieli 19 Aug 2015, 23:19
annavita
QUOTE
ციც! ამ ქალსა თათი,თორემაა  sa.gif 
:არსენიყალთოელმარაბდელი:

მინდა ვუთხრა არსენებს-
ხმებს არ აჰყვნენ,არც ენებს,
ვითარებას არსებულს
უკეთ შეაფასებენ...

დავამატებ ასევე,
სიტყვა არ მაქვს სასესხი,

მთიდან
(მზე რო ამოდის
ხან ემელით, ხან ნივით...)
ანავიტა
თავს მესხმის
ლეკი
ომარ-ხანივით ...

მე კი ლექსებს ვუმზადებ
მონატრების...დიდებულს...
მაგრამ ლექსი ეყოფა
ასე
გაჯიგიტებულს?!...... biggrin.gif

2kiss.gif

Posted by: annavita 20 Aug 2015, 10:02
norieli
QUOTE
მინდა ვუთხრა არსენებს-
ხმებს არ აჰყვნენ,არც ენებს,

თვალს რომ მოკრავ აქ შემოსულ არსენებს
ეს ის დროა, წყალი თვალს რო ასვენებს wink.gif
საკუთარ ლექსს რომ უწოდებთ დიდებულს,
პოეტები შეელევით ამ სენებს? biggrin.gif 2kiss.gif

გარითმვაში წინ მიიწევ, უდავოდ,
გვიხარია ყველას შენი წინსვლანი,
ერთ რამეს გთხოვ: წინსვლა-წარმატებისთვის
ქმედებაში არ მიიღო ისლამი! wink.gif

მომენატრენით ლექსპრომტელებო 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Aug 2015, 21:34
annavita
უცებ ყელი ამტკივდა და
გავიკეთე სავლები
საზაფხულო მოგვიყევი
შენ თავგადასავლები smile.gif biggrin.gif

Posted by: annavita 21 Aug 2015, 23:46
MOSHAYIRE
QUOTE
უცებ ყელი ამტკივდა და
გავიკეთე სავლები
საზაფხულო მოგვიყევი
შენ თავგადასავლები 

მთაში ვიყავ. ელფების
დამყვებოდა ამალა
დავეძებდი გნომების
მაღაროს და სამალავს.
მოგიყვები დანარჩენს
მხოლოდ ერთი პირობით:
მაგ შენს ყელის სავლებთან
შესვი ტუხტის სიროფი
smile.gif



Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 00:03
annavita
მთაში იყავ, სელფები
გადაიღე მრავლადა
არ მოგბეზრდა მთის წვერზე
გამოვლა და გავლა და
მერე დატკბი ბარით და
ლამაზ კორდებ-ველებით
მე კი სიროფს მასმევ და
ვკვდები ტუფტა ხველებით

biggrin.gif

Posted by: annavita 22 Aug 2015, 00:16
MOSHAYIRE
biggrin.gif
შენც ხომ იცი რომ სელფებს
მირჩევნია სილფიდა
თავს ვგრძნობ როგორც დანტესი
გაქცეული იფიდან biggrin.gif
დაკოჟრილი ხელებით
მოვისროლე ბარიცა,
თუ სიროფი არ გინდა
ჩამიღეჭე "კარიცა" biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 00:24
annavita
მოისროლე თოხი და
მოისროლე ბარიცა
და მთის სახლში დარაზე
ფანჯრები და კარიცა?
biggrin.gif

Posted by: annavita 22 Aug 2015, 00:36
MOSHAYIRE
მთაში მე რა სახლი მაქვს-
უკარო და უფანჯრო
როცა ქარი იწყება
რა უნდა მოვუმარჯვო?

რა და მოთმინებაზე
დადებული ლოდინი
ერთხელაც რომ იქუხებს
კლდეს მოწყვეტილ ლოდივით biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 00:38
annavita

შენ გქონია მაშასადმე
არა სახლი, არმედ ქოხი
ხელში ქაფჩა უნდ გქონოდა
არა ბარი ანდა თოხი

biggrin.gif

Posted by: annavita 22 Aug 2015, 00:42
MOSHAYIRE

QUOTE
ხელში ქაფჩა უნდ გქონოდა

როგორც ერთი მუშვანი
ვარ კოშკების მაშენი biggrin.gif
სახლი, ჭერი რამ გაყო-
რა ჩემი და რა შენი biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 00:44
annavita

ანუ შენ გაქვს კოშკი
without "კარ-აკოშკი"?

biggrin.gif

Posted by: annavita 22 Aug 2015, 00:49
MOSHAYIRE
კოშკს რომ ექნეს კარი
სახიფათო არი:
როცა მოვა მტერი
შეიმტვრევა "დვერი" biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 00:51
annavita

კარგად ვიცი წიგნიდან
კარი ტყდება შიგნიდან

biggrin.gif

Posted by: annavita 22 Aug 2015, 00:55
MOSHAYIRE
როგორც მახსოვს იქ ესე
ნათქვამია ციხეზე biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 00:58
annavita
უკარ-ფანჯრო შენობას
სხვა ვუწოდო მე რაო
მაინც ციხე გამოდის
მაგ შენი მთის კერაო

biggrin.gif

Posted by: annavita 22 Aug 2015, 01:05
MOSHAYIRE
კოშკია. კოშკს აქვს სარკმლები
არ არის ციხე- გალია..
კერად ვერ გამოიყენებ
თავდასაცავად - ძალიან biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 01:09
annavita

QUOTE
თავდასაცავად - ძალიან


გაუძლებს- გაგაძლებინებს
მიწისძვრას9-10- ბალიანს?

Posted by: annavita 22 Aug 2015, 01:11
MOSHAYIRE
ახლა გავალ
შორს და აქვე
უნდა ვაგო კოშკი სიზმრის
იქ განვაგრძოთ ლექსთსიტყვობა
სადაც სიტყვა ცოცხლად ისმის.smile.gif
QUOTE
გაუძლებს- გაგაძლებინებს
მიწისძვრას9-10- ბალიანს?

ამაზე მეტსაც გაუძლებს
რაც აუგია biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Aug 2015, 23:00
annavita
რა დაგესიზმრა, სვანური კოშკი?
იქნება კოშკი გესიზმრა პიზის
ან იქნებ სულაც პარიზში იყავ
ეიფელის კოშკის მაკეტი გიზის
შენ ხელის გულზე? -
სიზმრებზე რთულზე
აქ რომ გვიამბო, იქნება კარგი
წუხელის ბევრი იმოგზაურე?
ხომ არ გაგებნა,ძვირფასო, ბარგი?

biggrin.gif

Posted by: norieli 22 Aug 2015, 23:37
annavita
QUOTE
ერთ რამეს გთხოვ: წინსვლა-წარმატებისთვის
ქმედებაში არ მიიღო ისლამი!


რაო...რაო..ისლამი?...
ღრუბლები და ნისლები
მიწყრებიან ..მამხელენ-
სხვა გქვიაო
სახელი...

აღარ მახსოვს
ბავშვობა,
ოჯახია რა ხილი?!..
იქნებ შენ გამახსენო...
გკოცნი.........

აბდულშაჰილი.
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Aug 2015, 23:00
annavita
ამდენი ძილი მართლა არ ვარგა
თუ გააგრძელებ - გახდები ვანგა biggrin.gif

Posted by: annavita 23 Aug 2015, 23:15
MOSHAYIRE
QUOTE
რა დაგესიზმრა, სვანური კოშკი?
იქნება კოშკი გესიზმრა პიზის
ან იქნებ სულაც პარიზში იყავ
ეიფელის კოშკის მაკეტი გიზის
შენ ხელის გულზე? -
სიზმრებზე რთულზე
აქ რომ გვიამბო, იქნება კარგი
წუხელის ბევრი იმოგზაურე?
ხომ არ გაგებნა,ძვირფასო, ბარგი?

მე ამიგია მრავალი კოშკი
სვანურიც, პიზაც,
ტაძარიც ოშკის.
არ გამაჩნია ბარგი-ბარხანა-
მე ასე გეტყვი ამ წუთს, ამ ხანად
რომ
ანგელოსის ვარ საჭრეთელი
კირითხუროი ერთი
მცხეთელი
და
ეიფელი
და კოშკი პიზის
როგორც ლოკუსი-
გლობუსში მიზის biggrin.gif


* * *
norieli
QUOTE
რაო...რაო..ისლამი?...

რარიგ მოკლეა
მეხსიერება,
ქადილი კაცთა-
ათი დღის წინათ
ნათქვამი სიტყვა
ხსოვნაში გაცვთა? biggrin.gif

norieli
QUOTE
ნამეტანი შევიჭერი
შაჰ -აბასის როლში
biggrin.gif

Posted by: norieli 24 Aug 2015, 16:05
annavita
QUOTE
norieli
QUOTE
რაო...რაო..ისლამი?...

რარიგ მოკლეა
მეხსიერება,
ქადილი კაცთა-
ათი დღის წინათ
ნათქვამი სიტყვა
ხსოვნაში გაცვთა? biggrin.gif

norieli
QUOTE
ნამეტანი შევიჭერი
შაჰ -აბასის როლში
biggrin.gif


რადგან მთაში ბრძანდებოდით
აზრებს უკვე
თამამს შობთ...
როლში შესვლა სულ არ ნიშნავს
ის ხართ,ვისაც თამაშობთ...

ასე, როლი კი არ გაქცევთ
შიიტად
ან სუნიტად...
ვინ ვინაა უცებ ნახავთ-
ლოცვითა და..
სუნითა.. wink.gif

რო დამისვით დიაგნოზი
გაფანტული სკლეროზის-
ალბათ ხვდებით ,
ამ მჭლე ლექსში
აზრი
რო მოსქელო ზის-

ანუ
მინდა
თქვენ გაგიყოთ
ხან მიწა და ხანაც ცა...
და ფეხებზე დავიკიდო
შაჰიც,
ჰარამხანაცა...
2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Aug 2015, 16:44
მესიზმრა, მწერდა "არილი"-
"თქვენს ლექსს აკლია მარილი,
ცოტაოდენი, იოტით
მარილი უყავთ იოდით...

მაშინღა დაწერთ ღირებულს,
თუ ოდნავ სიტყვებს მოაფრქვევთ
მარილს იოდიზირებულს..."

დეფიციტური გახდა მარილი...
ვიარე ბევრი...შტატში ფლორიდის
ერთ მივიწყებულ მაღაზიაში
დევს ნატრიუმის დახლზე ქლორიდი

მაგრამ გასულა გამყიდველი და
ვუცდი...გავლიე ლოდინში ღამე...
გამოღვიძებულს ქე გამიკვირდა
ერთ კოლოფ მარილს რომ დავეხამე

biggrin.gif

გააგრძელეთ, ალავერდს თქვენთან ვარ

Posted by: norieli 24 Aug 2015, 17:41
MOSHAYIRE
მიაშურე
უმალ ლილოს,
მუზებს ნახავ ნაირნაირს-
მარილიანს...უმარილოს..
ცხრა-ცხრას ანუ
ნაინ-ნაინს...

კალიოპეს,
ევტერპეს და
მელპომენეს,
თალეიას
-
ჯერ ხომ ოთხი
დაითვალე?-YES!...

პოლიჰიმნიას..
ერატოს და
ტერფსიქორას..-
კაი,ცოტა დაისვენე...
გადაჰკარი
პეპსი-კოლა..


ესენი კი გაჰყვირიან
ვაშა ჭორს
და ურა ნიუს..
სჯობია რო აერიდო
კლიოსა და
ურანიას...

მოკლედ,ლილო-მოლში
მიხვალ
მუზებში ჩაეფლობი და...
რა "არილი"..
რის მარილი...
სულ არ გინდა
ე ,ფლორიდა...

Posted by: MOSHAYIRE 24 Aug 2015, 17:45
norieli
იყავ ჩემსა და ჩემს მუზას შორის
ნორი, მედიუმი
მუზებზე რახან დაგვიდე ცოდნა
ვიკიპედიური
biggrin.gif


Posted by: annavita 24 Aug 2015, 19:14
norieli
2kiss.gif
QUOTE
რადგან მთაში ბრძანდებოდით
აზრებს უკვე
თამამს შობთ...
როლში შესვლა სულ არ ნიშნავს
ის ხართ,ვისაც თამაშობთ...

ო ო როგორ პატივს ვცემ
აზრებს გრანდიოზულებს
დიად ჰაზრთა მამებს და
მდედრებს, ჰაზრით ორსულებს 2kiss.gif
თუ პლატონს დავუჯერებთ
(ვენდობოდი მე ადრეც)
წარმოდგენას შევიცვლით
ჩვენ ცხოვრების თეატრზე.
მთების ინსპირაციას
ვინ შეწვდება..., ამას ჯობს
კაცი მიხვდეს რომ ყოფით
თვისით, უკვე თამაშობს!

არ გახსოვს რომ სცენამდე
ტყავი გძვრება ექვსპირი
ოღონდ ყოფიერების
შენის, გახდე შექსპირი! biggrin.gif

ვისგან მოდის, ვიფიქროთ
როლის ინსპირაცია
ვინ გვიბოძა ხალათი
ვისი კაბა გვაცვია..

ერთი ყასბობს, სხვა -მღვდელობს,
მავანი კი ხაბაზობს,
ჩვენი ნორი მგოსნობს და
შიგდაშიგ შაჰაბაზობს biggrin.gif 2kiss.gif

ოპს: წერას არ მაცლიან. პოტიში.
(პს.პს. ამით იმას ვამბობ რომ, რო მაცადონ რა გენიალურ რასმე დავწერდი gigi.gif)
პსპსპს. :ჩვენხომუსიტყვოდაცგვესმისერთმანეთისსმაილი:
norieli
2kiss.gif alk.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
"თქვენს ლექსს აკლია მარილი

ყურში? spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Aug 2015, 20:24
QUOTE
თუ ოდნავ სიტყვებს მოაფრქვევთ
მარილს იოდიზირებულს..."

annavita

ყველაფერი ეწერა
შავით თეთრზე
ხომ არ გაცვლით, ანავიტჯან
შაურს თეთრზე?

tongue.gif

Posted by: annavita 24 Aug 2015, 21:18
MOSHAYIRE
შენკიდე რადაგემართა კაცო ვახ :*
წავიშუტკე რაღა facepalm.gif

შაურს გავცვლი აბაზზე
ნორის ვერა -აბასზე biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Aug 2015, 21:31
annavita
QUOTE
შაურს გავცვლი აბაზზე
ნორის ვერა -აბასზე

biggrin.gif

ანავიტ შაყირს კბილსა ასობდა
მაგრამ ნორიკო შაჰაბასობდა

biggrin.gif

Posted by: annavita 24 Aug 2015, 21:39
MOSHAYIRE
სანამ შაყირს უკბილოსა
მე ვაცხობდი, ამასობა-
ში ნორიკომ საბოლოოდ
გადაწყვიტა აბასობა

facepalm.gif ლექსპრომტიშტაზედ ვერ გახლავართ კნიაზჯან

Posted by: MOSHAYIRE 24 Aug 2015, 21:41
QUOTE
ლექსპრომტიშტაზედ ვერ გახლავართ კნიაზჯან

annavita
მართალია, აგი ლექსი
ღირსი ვერ არს "საბასი"
პორტვეინი გირჩევნია
თუ სიგარა - ნაპასი?
smile.gif biggrin.gif

Posted by: annavita 24 Aug 2015, 22:01
MOSHAYIRE
დამიფაროს უფალმა
"ღირსი" გავხდე საბასი
ეგ ნიშნავს რომ ღირსების
გამითავდეს "ზაპასი" givi.gif


MOSHAYIRE
QUOTE
პორტვეინი გირჩევნია
თუ სიგარა - ნაპასი?

ვინც არ წყალობს ნაპასებს
მას ოჯახი აფასებს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Aug 2015, 22:03
annavita
QUOTE
ეგ ნიშნავს რომ ღირსების
გამითავდეს "ზაპასი"


ანავიტა, ნუ ხარ ხოლმე
შენ ეგეთი კაპასი
biggrin.gif

Posted by: annavita 24 Aug 2015, 22:06
MOSHAYIRE
QUOTE
ანავიტა, ნუ ხარ ხოლმე
შენ ეგეთი კაპასი

ვიცოდი რომ დამიწერდი biggrin.gif
მოგაწოდე -ა პასი

Posted by: norieli 24 Aug 2015, 22:11
MOSHAYIRE
QUOTE
იყავ ჩემსა და ჩემს მუზას შორის
ნორი, მედიუმი
მუზებზე რახან დაგვიდე ცოდნა
ვიკიპედიური


ღმერთმა დალოცოს
დეიდა
გუგლი-
მაგან გაგვზარდა
მე
და....
მაუგლი... biggrin.gif


annavita
QUOTE
თუ პლატონს დავუჯერებთ
(ვენდობოდი მე ადრეც)

ეს კი უნდა დავაზუსტოთ
დაგვიწერენ სანამ ნიშნებს,
რომელ პლატონს დავუჯეროთ-
ბერძენს
თუ
ჩვენს,
სამანიშვილს?...
gigi.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Aug 2015, 22:17
annavita
QUOTE
მოგაწოდე -ა პასი

ფეხბურთს კარგად ვთამაშობ და
მომარიდე ანფასი

biggrin.gif
* * *
norieli
QUOTE
მაუგლი


რა კაცია მაუგლი!-
არ თქვა მასზე აუგი!

Posted by: norieli 24 Aug 2015, 22:27
MOSHAYIRE
QUOTE
რა კაცია მაუგლი!-
არ თქვა მასზე აუგი!

არც ვაპირებ ,დეიდა...
გეყვარები დღეიდან?!..

Posted by: MOSHAYIRE 25 Aug 2015, 12:37
QUOTE
დ ე ი დ ა გუგლი-

QUOTE
არც ვაპირებ ,დ ე ი დ ა...

norieli biggrin.gif


Posted by: norieli 25 Aug 2015, 13:42
MOSHAYIRE
biggrin.gif
QUOTE
დ ე ი დ ა გუგლი-

QUOTE
არც ვაპირებ ,დ ე ი დ ა...

norieli biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 25 Aug 2015, 23:24
annavita
შენც დადე, ანა, ვიდეო
თემიდან არ წახვიდეო
wink.gif biggrin.gif
norieli
მომწონს სიმღერა -
ბგერა და გული
ახლა დაგვიდე
რამე ფრანგული
biggrin.gif

Posted by: MadridistaEmnm 26 Aug 2015, 13:33
QUOTE (MOSHAYIRE @ 25 Aug 2015, 23:24 )
annavita
შენც დადე, ანა, ვიდეო
თემიდან არ წახვიდეო
wink.gif biggrin.gif
norieli
მომწონს სიმღერა -
ბგერა და გული
ახლა დაგვიდე
რამე ფრანგული
biggrin.gif

მეც მომწონს სიმღერა
რათა ფრანგული
მარტოდ ლექსის წერა
სჯობს ქართული
რითმა ბგერა
მეფემ მთაწმინდის
მთვარეც ამღერა
!!!რომ მეფეა და პოეტი!!!

http://m.youtube.com/watch?v=NtgEDE-hp0w

Posted by: MOSHAYIRE 27 Aug 2015, 20:17
MadridistaEmnm
შენ სადოური ხარ?

Posted by: annavita 27 Aug 2015, 21:16
QUOTE
შენ სადოური ხარ?

biggrin.gif
norieli
QUOTE

არც ვაპირებ ,დეიდა...
გეყვარები დღეიდან?!..

-"მოდი იყოს ხვალიდან.
გკოცნი. შენი ვალიდა" gigi.gif
* * *
QUOTE

ეს კი უნდა დავაზუსტოთ
დაგვიწერენ სანამ ნიშნებს,
რომელ პლატონს დავუჯეროთ-
ბერძენს
თუ
ჩვენს,
სამანიშვილს?...

არ ვუჯერებ სამანიშვლს
ქალისაკენ თითს რომ იშვერს-
და სამოსით შემოსილსაც
მდაბიურად ხედავს შიშველს drug.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE

ფეხბურთს კარგად ვთამაშობ და
მომარიდე ანფასი

მოკრივე ვარ ყოფილი-
მომიშვირე პროფილი biggrin.gif

სა წაი ბუჯო, spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Aug 2015, 21:58
annavita
QUOTE
მოკრივე ვარ ყოფილი-
მომიშვირე პროფილი


არ მეშინია - ნოკდაუნისგან
ვარ სამუდამოდ უარყოფილი!
biggrin.gif

Posted by: annavita 27 Aug 2015, 22:05
MOSHAYIRE
მე ბევრჯერ ვნახე
ნორიკელამ რო გაუტია-
მოაწყო შენთვის
სიყვარულის ნოკაუტია biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Aug 2015, 22:07
annavita
QUOTE
მოაწყო შენთვის
სიყვარულის ნოკაუტია


ბურთმა მინდორი დატოვა -
ა უ ტ ი ა !!!
biggrin.gif

Posted by: annavita 27 Aug 2015, 22:11
MOSHAYIRE
QUOTE
ა უ ტ ი ა !!!

აუტია?
მომაწოდეთ ბაუნტია! biggrin.gif

1 შოკოლადი მინდა ძალიან რაა. შავი შოკოლადი. ჯანაბას, რძიანი იყოს. გამოუშვით რა sad.gif

ფოტო არ დადო biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Aug 2015, 22:14
annavita

გავუსვით და გამოვუსვით -
მაინც რომ ვერ გამოვუშვით&!

biggrin.gif

Posted by: MadridistaEmnm 28 Aug 2015, 14:48
QUOTE (MOSHAYIRE @ 27 Aug 2015, 20:17 )
MadridistaEmnm
შენ სადოური ხარ?

რა ვიცი რა მახსოვს
პლანმა ჩამტოვა
მხოლოდ რითმები დამათოვს
თოვს თოვს თოვს
ორგანოზმიც კვლავ ბოლს მთხოვს

ვერა გაგიცანთ აქამდინ
მე მოვდიოდი
რითმა მსურს თქვენთან საქადი
მე მოვედი
მოვედი მუხლთა ჩოქილით
მხრით! მომქონდა რითმები
მოვედი უფუნჯოდ, ბორკილით
გამარჯობა!

Posted by: MOSHAYIRE 28 Aug 2015, 15:56
MadridistaEmnm
QUOTE
თოვს თოვს თოვს
ორგანოზმიც კვლავ ბოლს მთხოვს


აგვისტოა, მზე ანათებს
ანას (annavita) გავუტანე გოლი
ჯანსაღ ცხოვრებას მივსდევ(თ) და
არ გვჭირდება ჩვენ აქ ბოლი (არც იქ)

norieli
სად დაიკარგა ეს კაცი
youtube-ზე ათენ-აღამებს
და თავის ქართულ რითმებთან
ფრანგულ მუსიკას ახამებს smile.gif biggrin.gif

Posted by: norieli 28 Aug 2015, 22:41
MOSHAYIRE
QUOTE
მომწონს სიმღერა -
ბგერა და გული
ახლა დაგვიდე
რამე ფრანგული

QUOTE
სად დაიკარგა ეს კაცი
youtube-ზე ათენ-აღამებს
და თავის ქართულ რითმებთან
ფრანგულ მუსიკას ახამებს 


მინდოდა, ხუმრობით , ასე დამეწერა:

ფრანგულს-
ნუ , დღეში თუ მომცემ 20 ლარს...
სიმღერას არა-
გასწავლი კოცნას!...
biggrin.gif 2kiss.gif

არ ეწყინოს-მეთქი და ასე დავწერე:

შენ ხარ ქალღმერთი ჩემი დალი
და..
ეს შენ მღერიხარ ..განა დალიდა...




Posted by: MOSHAYIRE 28 Aug 2015, 22:48
norieli
QUOTE
დალიდა..


კარგად კი მღერის დალიდა
გხიბლავს სახით და ტანითა
მეგონა, თავს მოიწონებ
ხავერდოვანი ბანითა...

Posted by: MadridistaEmnm 28 Aug 2015, 23:03
QUOTE (MOSHAYIRE @ 28 Aug 2015, 15:56 )
MadridistaEmnm
QUOTE
თოვს თოვს თოვს
ორგანოზმიც კვლავ ბოლს მთხოვს


აგვისტოა, მზე ანათებს
ანას (annavita) გავუტანე გოლი
ჯანსაღ ცხოვრებას მივსდევ(თ) და
არ გვჭირდება ჩვენ აქ ბოლი (არც იქ)

norieli
სად დაიკარგა ეს კაცი
youtube-ზე ათენ-აღამებს
და თავის ქართულ რითმებთან
ფრანგულ მუსიკას ახამებს smile.gif biggrin.gif

შენ თუ გინახავს
თეთრ ფიფქთა ცვენა
დარდს რომ გისახავს
გრძნიბათა ღელვა

ბოღმას გიფანტავს
ბოლი ცაში აჭრილი
გრძნობას გიხატავს
კუპიდონისა ჭრილი

მაშ ვეწევი მკიდია
ვცოცხლობ კაცურად
რითმით მითქვია
ვნაპასობ ისევ მაცდურად
ლექსიც მითქვია☝

Posted by: norieli 28 Aug 2015, 23:16
MOSHAYIRE
QUOTE
კარგად კი ღერის დალიდა
მოგწონს სახით და ტანითა
მეგონა, თავს მოიწონებ
ხავერდოვანი ბანითა...


ისე ვმღერი კოლეგავ-
რის დვრინი და ბანი და...
-როგორც წყალი შხრიალებს
ძველი ხელსაბანიდან...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Aug 2015, 23:20
norieli
ხმა გაქვს როგორც ტაშტი?!-
ვერ მოგართვი ტაში!

Posted by: norieli 28 Aug 2015, 23:24
MOSHAYIRE
QUOTE
ხმა გაქვს როგორც ტაშტი?!-
ვერ მოგართვი ტაში!

არ მჭირდება ტაში...
არ მჭირდება ტუში...
წამომყევი მთაში
ვერ ჩერდები თუ შინ..

Posted by: MOSHAYIRE 28 Aug 2015, 23:27
norieli
QUOTE
წამომყევი მთაში
ვერ ჩერდები თუ შინ..


მთაში რაღა გინდა
ფშაველი ხარ? თუში?

Posted by: norieli 28 Aug 2015, 23:28
MOSHAYIRE
QUOTE
მთაში რაღა გინდა
ფშაველი ხარ? თუში?

მოიცა,რა კახელს
მთაში ასვლას უშლით?...

Posted by: MOSHAYIRE 28 Aug 2015, 23:32
norieli

QUOTE
მოიცა,რა კახელს
მთაში ასვლას უშლით?...


ეს სტროფები დაწერა
ნორიმ სახით კუშტით...

Posted by: norieli 28 Aug 2015, 23:45
MOSHAYIRE
QUOTE
ეს სტროფები დაწერა
ნორიმ სახით კუშტით..

არა..კითხვის ნიშნით,
წერტილებით-
""ლიშნით"!...
ხო..ოლიმპო -მესმის!...
იალნოსაც
მიშლით?!..

Posted by: MOSHAYIRE 28 Aug 2015, 23:52
norieli
ახლა ვნახე პროგნოზი
წვიმს...იქნები თლა სველი...
ინჟინერი, პოეტი
ახლა უკვე მთასვლელი!
wink.gif biggrin.gif

Posted by: SPIRIT CRUSHER 28 Aug 2015, 23:59
ამ თემაში მასა ლექსებს ამბობს
ფორუმ ჯიზე პოეტურად ბაზრობს
ქუჩა-ქუჩა?! მიმიქარავს! პაცნობს!
ფეისბუქით ახალ-ახალ ნაშებს აძრობს

Posted by: norieli 29 Aug 2015, 00:03
MOSHAYIRE
QUOTE
ახლა ვნახე პროგნოზი
წვიმს...იქნები თლა სველი...
ინჟინერი, პოეტი
ახლა უკვე მთასვლელი!


მე ცაც მიყვარს..არა ვარ
გაგარინი იური...
გააგრძელე ჩამოთვლა:
-ლოთი...
-სიმპატიური...
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 Aug 2015, 00:18
norieli
ჩამონათვალს შენგან ველით
გიყვარს მთა და გიხმობს ველი
ალბათ ბევრი მოგივიდა...-
დღეს აქ ლამის მთხოვე ხელი... biggrin.gif

QUOTE
წამომყევი მთაში
ვერ ჩერდები თუ შინ..

Posted by: BaTuMiFuN 29 Aug 2015, 00:34
როგორა ხართ? smile.gif დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ smile.gif ბრაზილიაში შესვლამდე ინტერნეტი არ გვქონდა

Posted by: SPIRIT CRUSHER 29 Aug 2015, 00:38
QUOTE (BaTuMiFuN @ 29 Aug 2015, 00:34 )
როგორა ხართ? smile.gif დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ smile.gif ბრაზილიაში შესვლამდე ინტერნეტი არ გვქონდა

მეც ეხლა მოვედი
პონტი კაი ჩანს

Posted by: norieli 29 Aug 2015, 00:47
MOSHAYIRE
QUOTE
ჩამონათვალს შენგან ველით
გიყვარს მთა და გიხმობს ველი
ალბათ ბევრი მოგივიდა...-
დღეს აქ ლამის მთხოვე ხელი... biggrin.gif

ხელი გთხოვე?..
მე კი ვფიქრობ
გთხოვე გული..
ან
როდემდე უნდა ვიყოთ
ასე გათითოვებული..ჩემი გული..შენი გული ..კიდევ სხვისი -მილიონის-
თუ შეერთდა ...ვინღა წავა ტამბოვსა და ილიონისს...
კი.. მთვრალი ვარ..მე და მუზამ დღეს მივირთვით კონიაკი..
და თხოვნა გვაქვს , რა ნოტრ-დამი, ღვთაება და რკონი აქეთ!
და
როდემდე უნდა ვიყოთ
ასე გათითოვებული...
2kiss.gif

Posted by: MadridistaEmnm 29 Aug 2015, 21:42
უკვე ბინდია ღამე სათევი
იქნებ ვცდები?! მაშ სთქვით
თემას სჭირია რითმის დამწერი
იქნებ ჯიბრია, შამათი სვლით

Posted by: MOSHAYIRE 29 Aug 2015, 23:12
norieli
QUOTE
კი.. მთვრალი ვარ..მე და მუზამ დღეს მივირთვით კონიაკი

მოკლედ იუმორს არ
კარგავ
კონიაკის გვითხარ
მარკა!
biggrin.gif
* * *
annavita
სად დაგვეკარგე ძვირფასო
ის შოკოლადი ძვირს ფასობს?
biggrin.gif

Posted by: annavita 31 Aug 2015, 21:33
MOSHAYIRE
QUOTE
სად დაგვეკარგე ძვირფასო
ის შოკოლადი ძვირს ფასობს?

შოკოლადი იქით იყოს,
მე თუ მკითხავ მენდე ბარე-
თემას შვენი ისე, როგორც
შემასმენელს -ქვემდებარე biggrin.gif love.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 21:38
annavita

მიტომაც აქ ვარ
თემის ცერბერი
ამ თემასავით
ბრძენი ბებერი ... biggrin.gif

Posted by: annavita 31 Aug 2015, 21:39
norieli
QUOTE
ხელი გთხოვე?..
მე კი ვფიქრობ
გთხოვე გული..

vik.gif
ამ ქალს რაინდმა წუხელი
იქეთ აჩუქა გულ-ხელი ...

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 21:42
annavita
QUOTE
ამ ქალს რაინდმა წუხელი
იქეთ აჩუქა გულ-ხელი


მართლა, ანავიტ? - მითხარი
როგორ გაგრძელდა სიზმარი...

Posted by: annavita 31 Aug 2015, 21:43
MOSHAYIRE
QUOTE
მიტომაც აქ ვარ
თემის ცერბერი
ამ თემასავით
ბრძენი ბებერი ...

იმიტომ და ამიტომა-
შენ ხარ თემის ამინდობა
biggrin.gif


* * *
MOSHAYIRE
QUOTE
მართლა, ანავიტ? - მითხარი
როგორ გაგრძელდა სიზმარი...

ის სიზმარი ნაღდად ახდა..
როგორ? მე ვერ გეტყვი აქ და..smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 21:47
annavita
QUOTE
იმიტომ და ამიტომა-
შენ ხარ თემის ამინდობა


რა მაგის პასუხია და -
მგონი ნორიმ მამინდომა

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: annavita 31 Aug 2015, 21:48
MOSHAYIRE
QUOTE
რა მაგის პასუხია და -
მგონი ნორიმ მამინდომა

ეგ თემა არ ახალია
მას უნდიხარ რა ხანია sad.gif :*

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 21:50
annavita
QUOTE
ეგ თემა არ ახალია
მას უნდიხარ რა ხანია


ცოტა კი შეაგვიანდა
მგონი უკვე მძახალია

biggrin.gif

Posted by: annavita 31 Aug 2015, 21:53
MOSHAYIRE
QUOTE
ცოტა კი შეაგვიანდა
მგონი უკვე მძახალია

სიძე კაცი კახაბერი
გვარად არის ვახანია?

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 22:04
annavita

სიძე კარგია?
იქნებ ისე-რა?
ქორწილიც ქონდათ
უკვე, ჯვრისწერა?

Posted by: annavita 31 Aug 2015, 22:14
norieli
QUOTE
როდემდე უნდა ვიყოთ
ასე გათითოვებული...


vik.gif
შენა გელავ
ნეკის ხელავ
რის ფქვილსა ცრი
რა ცომს ზელავ?

:არმამიყვანომანდა:
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 22:17
annavita
ანა - კარგი მყავს დამცველი-
უფრო ძლიერსა არც ველი

Posted by: annavita 31 Aug 2015, 22:17
MOSHAYIRE
QUOTE
სიძე კარგია?
იქნებ ისე-რა?
ქორწილიც ქონდათ
უკვე, ჯვრისწერა?

რა დროს ჯვარია..
დაძველდა სიძე!
ბაღანეისთვის
ეძებენ ძიძებს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 22:20

annavita
QUOTE
ბაღანეისთვის
ეძებენ ძიძებს


და მალე ბალღი
გვაჩვენებს კიჭებს?

biggrin.gif

Posted by: annavita 31 Aug 2015, 22:23
MOSHAYIRE
QUOTE
ანა - კარგი მყავს დამცველი-
უფრო ძლიერსა არც ველი

ჰოbiggrin.gif როგორც ნაცარქექია
მდინარის სიპ ქვას მავწველი biggrin.gif
MOSHAYIRE
QUOTE
და მალე ბალღი
გვაჩვენებს კიჭებს?

გენში ატარებს ნორიკოს ნიჭებს!

Posted by: MrMachari 31 Aug 2015, 22:24
თუ მიმიღებთ როგორც ახალს
ლექსის მუზით ცნობილ (ი)უზერს
სიტყვას ვამბობ მართალს, ალალს
სავსე მთვარე თბილისს უმზერს


mo.gif
გამოვიდა რამე? user.gif

Posted by: annavita 31 Aug 2015, 22:26
MrMachari
QUOTE
თუ მიმიღებთ როგორც ახალს
ლექსის მუზით ცნობილ (ი)უზერს
სიტყვას ვამბობ მართალს, ალალს
სავსე მთვარე თბილისს უმზერს

მოვიდა მისტერ მაჭარი
არ არის ყველის ვაჭარი biggrin.gif

მოდი ძმოო

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 22:56
annavita

QUOTE
გენში ატარებს ნორიკოს ნიჭებს!


ვეძებ, ვერ ვპოვებ
შენს რითმში ხინჯებს!

MrMachari
QUOTE
სიტყვას ვამბობ მართალს, ალალს
სავსე მთვარე თბილისს უმზერს


არ გსურს მთვარიდან, უზერო
ჩვენს დედაქალაქს უმზირო?

Posted by: annavita 31 Aug 2015, 23:28
MOSHAYIRE
რითმაში რომ კაცს აქვს ხინჯი-
ლექსის ესმის ინჩი-ბინჩი?

Posted by: MOSHAYIRE 31 Aug 2015, 23:32
annavita
ზოგს გონია წიწიბურა
ეგრე ყავისფერი ბრინჯი

biggrin.gif

Posted by: MrMachari 1 Sep 2015, 03:01
განა მართლა უზერი ვარ
სახელგანტქმულ ლექსის წერით
მხოლოდ სული დავრჩენილვარ
და თვალსაც ვჭრი გამჭოლ მზერით

user.gif

Posted by: annavita 1 Sep 2015, 06:38
MOSHAYIRE
QUOTE
ზოგს გონია წიწიბურა
ეგრე ყავისფერი ბრინჯი

ნამდვილს და ყალბს შორისაც ხომ
მსგავსება მართლა არის, ტო, biggrin.gif
რა მაგის პასუხია და
ქე გაგვეპარა აგვისტო smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Sep 2015, 11:06
annavita
სექტემბერი დადგაო
ჯერ რიცხვია პირველი
ისეთ ლექსებ გეწეროთ
მართლა გასაკვირველი smile.gif

MrMachari
QUOTE
განა მართლა უზერი ვარ

არ ვიცოდი ფორუმზე
თუ ღვაწობდნენ სულები
რას გვაბოლებ, ძმობილო,
რა, გგონივარ სულელი?!

Posted by: MrMachari 1 Sep 2015, 14:06
MOSHAYIRE
QUOTE
არ ვიცოდი ფორუმზე
თუ ღვაწობდნენ სულები
რას გვაბოლებ, ძმობილო,
რა, გგონივარ სულელი?!


ჩემო ტკბილო იუზერო
სულელს რატომ კადრულობ?
პლანის წევით მეგობარო
შენ სახე გაბადრულო)))

Posted by: annavita 2 Sep 2015, 00:15
MrMachari
[quote]და თვალსაც ვჭრი გამჭოლ მზერით
[/quote?

"გამჭოლ მზერით!"... არ მყავდე
ახლა შენც ალპაჩინო biggrin.gif
ვისი ალტერნიკი ხარ
გინდა დაგაყაჭინო? biggrin.gif

Posted by: norieli 2 Sep 2015, 00:31
MOSHAYIRE
QUOTE
რა მაგის პასუხია და -
მგონი ნორიმ მამინდომა

QUOTE
პლანის წევით მეგობარო
შენ სახე გაბადრულო)))

კაიფობდა მატა ჰარი..
მგონი, ფანი
კაპლანიც...
აირჩიე-
სადა ხარ,ეე...
მოკლედ-

ან მე ...

ან პლანი!... biggrin.gif
* * *




annavita

QUOTE
შენა გელავ
ნეკის ხელავ
რის ფქვილსა ცრი
რა ცომს ზელავ?

:არმამიყვანომანდა:


ისრებისთვის-ჩავურიცხე
თანხა ამურს...განა ქეში...
მომატყუა აფერისტმა-
შემაჩეჩა პლანაქეში... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 2 Sep 2015, 00:56
annavita
QUOTE
ვისი ალტერნიკი ხარ
გინდა დაგაყაჭინო?


ამ ალტერებს ვერ იშლიან
და ძველ ნიკებსაც არ შლიან

biggrin.gif
QUOTE
პლანის წევით მეგობარო

MrMachari
მელას რაც ელანდებოდაო...-
მეგობარო, რას ბოდავო????


QUOTE
ისრებისთვის-ჩავურიცხე
თანხა ამურს

norieli

დაემართა ამურს თიში
რომ შეევსო ანგარიში!
biggrin.gif tongue.gif

Posted by: norieli 2 Sep 2015, 01:11
MOSHAYIRE
QUOTE
დაემართა ამურს თიში
რომ შეევსო ანგარიში!
biggrin.gif tongue.gif

მერე ალბათ გამოტენა
ან მუთაქა ან ბალიში..
და მომწერა ელ-ფოსტაზე
"-მადლობაო , მდაბალი, შენ..."

Posted by: MOSHAYIRE 2 Sep 2015, 01:13
norieli
აქ რომ დაგეპოსტა
ამურის ელ.ფოსტა?
მაინტერესებს
მე პროსტა... biggrin.gif

Posted by: norieli 2 Sep 2015, 01:20
MOSHAYIRE
QUOTE
აქ რომ დაგეპოსტა
ამურის ელ.ფოსტა?
მაინტერესებს
მე პროსტა... biggrin.gif


დავწერ,აბა რას ვიზამ..
ქალბატონო მაიკო,
შეგიძლიათ მიმართოთ:
meamuri@gmail.com biggrin.gif

Posted by: MrMachari 2 Sep 2015, 01:31
annavita
QUOTE
"გამჭოლ მზერით!"... არ მყავდე
ახლა შენც ალპაჩინო
ვისი ალტერნიკი ხარ
გინდა დაგაყაჭინო?


ალ პაჩინოს არა მცხია
ფორუმის მზეს გეფიცები
(ზოგს ალტერნიკი ვგონივარ)
კომპიუტერს მიჯაჭვული
ინტერნეტს რომ ვეფიცხები


MOSHAYIRE
QUOTE
მელას რაც ელანდებოდაო...-
მეგობარო, რას ბოდავო????

რითმის გამო კაცს გავწირავ
ზოგჯერ ვიტყვი აუგს
მომიტევე, ნუ დამძირავ
ნუ შემაჭმევ სმაუგს

Posted by: MOSHAYIRE 2 Sep 2015, 23:54
MrMachari
QUOTE
რითმის გამო კაცს გავწირავ

ლექსი, ვითარც სიყვარული
არ იქნება ძალადა -
არც პოემა, ელეგია,
სონეტი და ბალადა...

norieli
QUOTE
meamuri@gmail.com


ამურს ვწერე მესიჯები -
ერთი, ორი, სამი
პასუხი არ მიმიღია
ჰგონებია სპამი
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MadridistaEmnm 4 Sep 2015, 20:19
თუ არ გჯერა ტაბიძე ნეტარია
არა არა არს ლექსთა წერა
გული თითქოს ფანქარია
შავ ფერებში გაიმღერა
* * *
რითმა რომ ზღვა არის
მე ტალღების ხვედრი
გრძნობა რომ აქ დაქარის
შენ კი სიოდ ჟღერდი

Posted by: annavita 4 Sep 2015, 23:23
QUOTE
თუ არ გჯერა ტაბიძე ნეტარია
არა არა არს ლექსთა წერა
გული თითქოს ფანქარია
შავ ფერებში გაიმღერა
* * *
რითმა რომ ზღვა არის
მე ტალღების ხვედრი
გრძნობა რომ აქ დაქარის
შენ კი სიოდ ჟღერდი

spy.gif
"ღამე არის მთვარიანი"
აწი გვიჭირს რაღა
გვიწერ შარბათივით ლექსებს
ჩემო ომარ აღა biggrin.gif
* * *
QUOTE
გული თითქოს ფანქარია

spy.gif
დაგვინდე და ნუ შეგვასმევ
ამდენს უღვთოდ ჭარბად,
სლოკინ-ბოყინ სცოდნებია
შენს ნახელავ შარბათს biggrin.gif

Posted by: MadridistaEmnm 5 Sep 2015, 01:12
დაგვინდე და ნუ შეგვასმევ
ამდენს უღვთოდ ჭარბად,
სლოკინ-ბოყინ სცოდნებია
შენს ნახელავ შარბათს

თქვენთვის შევავსე ბოცა
არ მინანია წვეთი უტკბესი
შეგერგოთ სასმისით ლოცვა
იქნებ გაქვს ბახუსი უხეში






Posted by: annavita 5 Sep 2015, 17:20
MadridistaEmnm
QUOTE
თქვენთვის შევავსე ბოცა
არ მინანია წვეთი უტკბესი
შეგერგოთ სასმისით ლოცვა
იქნებ გაქვს ბახუსი უხეში

მხოლოდ მაშინ მინდა ბოცა
ყურძნის ტკბილი შით აქვს როცა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Sep 2015, 20:08
annavita

QUOTE
მხოლოდ მაშინ მინდა ბოცა
ყურძნის ტკბილი შით აქვს როცა


და მიირთმევთ შიგთავსს როცა
სჯობს, ერთმანეთს ნუ დახოცავთ biggrin.gif

Posted by: annavita 5 Sep 2015, 23:08
MOSHAYIRE
ტკბილით გაგიჟება, ხოცვა?
შენმა სიტყვამ გამაოცა .. eek.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Sep 2015, 23:16
annavita
ტკბილი ხომ მალე ღვინდება
ღვინოს ვსვამთ- ჩხუბი გვინდება

smile.gif

Posted by: annavita 5 Sep 2015, 23:20
MOSHAYIRE
QUOTE
ტკბილი ხომ მალე ღვინდება
ღვინოს ვსვამთ- ჩხუბი გვინდება


რომ არ მოგინდეთ ჩხუბი
ბოცას მოარგეთ ხუფი!

Posted by: MOSHAYIRE 5 Sep 2015, 23:26
annavita
QUOTE
რომ არ მოგინდეთ ჩხუბი
ბოცას მოარგეთ ხუფი!


რომ არ მოგინდეთ ჩხუბი
დალიეთ მცირე ყლუპი
biggrin.gif

Posted by: annavita 5 Sep 2015, 23:32
MOSHAYIRE
QUOTE
რომ არ მოგინდეთ ჩხუბი
დალიეთ მცირე ყლუპი

იცოდეთ რომ იქ , "ზემოთ"
გაკვირდებიან ლუპით biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Sep 2015, 23:40
annavita
ხან და ხან გიჯობთ ღვინო
შეცვალოთ , ვთქვათ და, yupi-თ

biggrin.gif

Posted by: annavita 5 Sep 2015, 23:42
MOSHAYIRE
არ მიყვარს იუპი ესე
სულ სხვაა იუპიესი biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Sep 2015, 23:46
annavita
QUOTE
არ მიყვარს იუპი ესე
სულ სხვაა იუპიესი


უბრალოდ რითმში ჩაჯდა
ლექსპრომტის ეს არს წესი

biggrin.gif

Posted by: annavita 5 Sep 2015, 23:55
MOSHAYIRE
QUOTE
უბრალოდ რითმში ჩაჯდა
ლექსპრომტის ეს არს წესი

და რაც მეტია რითმა
უფრო მეტი გაქვს "ვესი" biggrin.gif (ნორიკო)

Posted by: MOSHAYIRE 6 Sep 2015, 00:02
annavita
ნორიკო - ჩვენი თემის
ამური...არა- ზევსი!
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: annavita 6 Sep 2015, 01:35
MOSHAYIRE
ზევსი დაირქვა თავად!
ედრება იუპიტერს!
როგორც დანაეს ის შენ
ოქროს წვიმებით გიტევს biggrin.gif
http://radikal.ru/big/e10f459594ca4d91b1c4371aa8eb224c

Posted by: MOSHAYIRE 6 Sep 2015, 14:29
annavita
შედევრი შექმნა არტემიზიამ-
არ აღვფრთოვანდე - არ შემიძლია

წვიმის სახით რომ იხილა ზევსი -
ქე შვა დანაემ მერე პერსევსი

რა სიუჟეტია და რა თითები (დანაესი smile.gif)
შენ გააცოცხლე ფორუმს მითები!

ნახატი ესე ეკუთვნის ტიციანს
ეს ისე, პ.ს.- რადგან იციან smile.gif

biggrin.gif :*

Posted by: annavita 6 Sep 2015, 22:35
MOSHAYIRE
QUOTE

წვიმის სახით რომ იხილა ზევსი -
ქე შვა დანაემ მერე პერსევსი

ეჰ, რა დრო იყო-
წვიმა კმაროდა
რომ ქალსა ეშვა
გმირი "პაროდა" rolleyes.gif

Posted by: Uxeiro 7 Sep 2015, 15:13
QUOTE (annavita @ 6 Sep 2015, 22:35 )
ეჰ, რა დრო იყო-
წვიმა კმაროდა
რომ ქალსა ეშვა
გმირი "პაროდა" rolleyes.gif

ჰმ
ახლა უფრო
წვეთიც კი კმარა,
გინდა გმირს შექმნი
და გინდა "პრარაბს"

Posted by: MOSHAYIRE 7 Sep 2015, 18:03
annavita
Uxeiro

გადაიღალნენ წვიმის წვეთები
ჯიშიან კაცთა (ქალთა) კეთებით...

Posted by: MOSHAYIRE 8 Sep 2015, 21:15
norieli

დაიკარგა ნორიელი
ვით ეზოში მორიელი

annavita
დაიკარგა ანა
ვით უტარო დანა

Uxeiro
შემო, უხეირო
შენ, ამ თემის კირო!

wink.gif biggrin.gif

Posted by: annavita 12 Sep 2015, 00:37
MOSHAYIRE
QUOTE
დაიკარგა ანა
ვით უტარო დანა

ელის თემა მაგრამ
ანა არსად ჩანა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Sep 2015, 00:56
annavita
QUOTE
ელის თემა მაგრამ
ანა არსად ჩანა


რესტორანში ზის და
შეექცევა ჩანახს

Posted by: annavita 12 Sep 2015, 08:58
MOSHAYIRE
QUOTE
რესტორანში ზის და
შეექცევა ჩანახს

ეს იდეა უფრო
ჰგავს სიზმარში ნანახს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Sep 2015, 12:39
annavita
სიზმარში მაქვს ნანახი
ნორიოში ბალახი
მამა-პაპურ მიწაზე
ყვავის-ხარობს ვენახი
norieli შრომობს და
ცხრა პირ ოფლსა იწმენდსო
უფორუმობასა და
ულექსობას ითმენსო...

biggrin.gif




Posted by: annavita 12 Sep 2015, 14:49
MOSHAYIRE
რა სიზმარში,რის სიზმარში
გზა-კვალს გვიბნევ რადა?
ნორიკელას ვენახები
ნანახი გაქვს ცხადად chest.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Sep 2015, 15:51
annavita
თუ აქვს ბევრი ვენახები
მაშინ ქე დავენახები (სკაიპში biggrin.gif)

Posted by: annavita 12 Sep 2015, 23:46
MOSHAYIRE
QUOTE
თუ აქვს ბევრი ვენახები
მაშინ ქე დავენახები (სკაიპში )

რად უნდიხარ სკაიპშია?
ღვინო სვა და კაიფშია biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Sep 2015, 23:52
annavita
ჯერ დაწურა საფერავი?
ადრე მგონია და რა ვი...

biggrin.gif

Posted by: annavita 13 Sep 2015, 00:01
MOSHAYIRE
QUOTE
ჯერ დაწურა საფერავი?

სეტყვა იყო რაფერ ავი...

Posted by: MOSHAYIRE 13 Sep 2015, 00:04
annavita
დააზარალა მაშ სეტყვამ?!-
ვანუგეშებდით, რომ ეთქვა...

Posted by: annavita 13 Sep 2015, 11:12
MOSHAYIRE
QUOTE
დააზარალა მაშ სეტყვამ?!-
ვანუგეშებდით, რომ ეთქვა...


გლეხი კაცისა ნუგეში
ცრემლია, თვალის უპეში user.gif

Posted by: MOSHAYIRE 13 Sep 2015, 12:55
annavita
გლეხკაცმა იცის
რაა ბუნება
მას ცა და მიწა
ესალბუნება!

Posted by: annavita 17 Sep 2015, 22:01
MOSHAYIRE
მართალი ხარ:
ცის და მიწის ნამი
მართლაც სალბუნია
(გამახსენდა პირველ კლასში
წაკითხული "ცაბუნია" love.gif )

Posted by: MOSHAYIRE 17 Sep 2015, 22:39
annavita

QUOTE
გამახსენდა პირველ კლასში
წაკითხული "ცაბუნია


შენ ისეთი ყოჩაღი ხარ
გეხსომება ზეპირადაც biggrin.gif
სხვისი რა მოგახსენო და
"საღოლ!"- გეტყვი მე პირადად!
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Sep 2015, 21:32
რავა გაჩუმდით? ვეღარ წერთ?
რითმები შემოგეცალათ?
გავიგე, რომ ამ დღეებში
ლექსისთვის თქვენ არ გეცალათ

მაგრამ ეს არის ლ-ექსპრომტი
აქ ლექსებს ვაცხობთ მალ-მალე
დღეს რითმი შემომაწვა და
განწყობაც აღარ დავმალე -

მოველ ფორუმსა კაკუნით
(ვგულისხმობ კლავიატურას)
ვუხმობ ამ თემის პაპათ და
ასევე ველი ანტურაჟს...

biggrin.gif

Posted by: semiramida1 1 Oct 2015, 17:47
გაუჭირდა მგონი თემას
როგორც სამოთხეში ევას biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Oct 2015, 20:10
semiramida1
QUOTE
გაუჭირდა მგონი თემას
როგორც სამოთხეში ევას

მიატოვა თემა თემმა
არ დავიწყებ რატო - კვლევას

Posted by: semiramida1 1 Oct 2015, 22:58
მაგას განა კვლევა უნდა
მხოლოდ ლექსი გუნდა-გუნდა:wink.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Oct 2015, 23:05
semiramida1
QUOTE
მხოლოდ ლექსი გუნდა-გუნდა


უჰ, რა დროის არი გუნდა -
ხალხს ზაფხული მარად უნდა

Posted by: semiramida1 1 Oct 2015, 23:15
MOSHAYIRE
თავს ნუ დასდებ , არა ყველა
არის ფანი ზაფხულის
ამოვიდა ყელში ნელა
ზღვის და მზის ჩაქაფული: დ

Posted by: MOSHAYIRE 1 Oct 2015, 23:36
semiramida1

კაია ზაფხულის გართობა-
თან უფასოა გათბობა!

Posted by: semiramida1 1 Oct 2015, 23:47
ვისაც არ ყავს ლიჩნი ''პეჩკა''
თყრმე ზაფხულს ეხუტება: პ
მე ამდენი სიცხისგან კი
უკვე სული მეხუთება დდ

Posted by: MOSHAYIRE 2 Oct 2015, 22:31
semiramida1
QUOTE
ვისაც არ ყავს ლიჩნი ''პეჩკა'


თქვენ იგულისხმეთ ალბათ ღუმელი
ტრფობამ თქვა - მოვალ, ძლიერ თუ მელი

biggrin.gif

Posted by: semiramida1 2 Oct 2015, 22:46
MOSHAYIRE
ტრფობას პირიქით , შიში აქვს ლოდინის
გკიდია ცხოვრება? ჩათვალე გიმართლებს
ვერ ცვლის ბედისწერას ვერც ღმერთი ოდინი
ესაა სიმართლე wink.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Oct 2015, 21:02
semiramida1

შენ ის თქვი სემირამიდა
თემიდან ანა გავიდა
თემიდან ნორი გავიდა
და უხეირო-ც გავიდა
ხომ არ დაგვეწყო ეს თემა
ახლიდან ანუ თავიდან?
biggrin.gif wink.gif

Posted by: semiramida1 4 Oct 2015, 12:44

norieli
annavita
Uxeiro
MOSHAYIRE
მერე მისწერე წერილი
სათითაოდ სუყველას
არ ჩამოვთვლი სახელებს
ანას ... და .... ს biggrin.gif

იქნებ დაწყებას თავიდან
სჯობდეს დაბრუნდნენ ჯარიდან :დ

Posted by: MOSHAYIRE 4 Oct 2015, 14:30
semiramida1

ნაძალადევი არ ვარგა
მეტროსადგურის გარდაო
იქნებ ვერც ერთი ვერ ვიცნო
და ყველა გადაგვარდაო?

პ.ს. შენ მოგესინჯა იქნება
და აგეხადა ფარდაო?
biggrin.gif

Posted by: Uxeiro 5 Oct 2015, 09:25
QUOTE (semiramida1 @ 4 Oct 2015, 12:44 )
იქნებ დაწყებას თავიდან
სჯობდეს დაბრუნდნენ ჯარიდან :დ

მთლად ჯარში არ ვყოფილვარ,
გავიარე კათედრა yes.gif
okul defter-იც ვიცი,
მოვესწარი თან тетрадь-ს
(მწვანე იყო, ეხატა
გამრავლების ტაბულა,
ჯიხურიდან ყიდიდა
სკოლის გვერდზე აბდულა).

ღვინობისთვეს გილოცავთ,
თავის ოქროსფერებით,
ნოემბერიც რომ მოვა,
სხვარიგ მოგეფერებით biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Oct 2015, 09:42
Uxeiro
QUOTE
ნოემბერიც რომ მოვა,
სხვარიგ მოგეფერებით


უხეირო გამოჩნდა
აბა ტაში!!!არიქა!!!
როგორია ნეტავი
მოფერება "სხვარიგად"?

biggrin.gif

Posted by: annavita 9 Oct 2015, 17:32
MOSHAYIRE
QUOTE
თემიდან ანა გავიდა

მოვა, დაიწყებს თავიდან .. smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Oct 2015, 20:16
annavita
QUOTE

QUOTE
თემიდან ანა გავიდა

მოვა, დაიწყებს თავიდან .


ანა შედევრსაც კი დაწერს
თუ გამოძვრება ტყავიდან

wink.gif

Posted by: annavita 10 Oct 2015, 17:45
MOSHAYIRE
ეხ, სანამ ანა მოვა
მე შეგახსენებთ მეტრებს
პავლეს მოსვლამდე თურმე
ტყავი გააძრეს პეტრეს smile.gif)

Posted by: MOSHAYIRE 10 Oct 2015, 18:10
annavita

გადაიკარგენ თემის მეტრები
მათთან გვაშორებს კილომეტრები biggrin.gif

Posted by: annavita 10 Oct 2015, 18:28
MOSHAYIRE
QUOTE
ადაიკარგენ თემის მეტრები
მათთან გვაშორებს კილომეტრები

up.gif
მეტრები?
ნორის ვწერ შევედრები..
რთველშია ახლა, ხელში ვედრებით smile.gif) :*

Posted by: MOSHAYIRE 10 Oct 2015, 19:06
annavita
QUOTE
რთველშია ახლა, ხელში ვედრებით


მიიღებს ღვინოს
ყვითელ მედლებით!
biggrin.gif

Posted by: annavita 10 Oct 2015, 19:29
MOSHAYIRE


QUOTE
მიიღებს ღვინოს
ყვითელ მედლ

ჩვილობაში ნეტავ ნორიმ
ღვინო სვა თუ რძე დალია?
მართლაც უნდა მიენიჭოს
დიონისეს მედალია smile.gif)

Posted by: MOSHAYIRE 10 Oct 2015, 19:40
annavita
QUOTE
მართლაც უნდა მიენიჭოს
დიონისეს მედალია

მედალზე თუ ვერ გაქაჩა
პრიზად ერგოს სედანია

Posted by: Thats 11 Oct 2015, 23:58
ვიფიქრე რა დამეწერა,
მაგრამ არა მომდის თავში
ჯობს რომ გავქრე სულაც მალე
სანამ თავში მომხვდა რამე.

Posted by: annavita 12 Oct 2015, 16:51
MOSHAYIRE
გახსოვს რა კარგი იყო,
რა კარგი იყო ძველად-
როცა გეძახდნენ თემის
ლომს, მეფესა და ბელადს smile.gif
ზამთრის გრძელ ღამეებში
კაფიას, როგორც ბუხარს
ვუსხედით და ვხარშავდით
ხან ღომს და ხანაც უხას biggrin.gif
.......
გულს გვგრილებდა თემა,-
მკათათვის ხვატში- ჩერო,
სიტყვა გვცვიოდა კოხად, biggrin.gif
.. რა კარგი იყო, ჩემო,... smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Oct 2015, 19:53
annavita
ახლაც კარგია, რათა
ლექსები დათა, ძმათა
ახლაც სავსე მაქვს ცინცხალ
და კოხტა რითმით კალთა



Posted by: annavita 16 Oct 2015, 04:45
MOSHAYIRE
QUOTE
ახლაც კარგია, რათა
ლექსები დათა, ძმათა
ახლაც სავსე მაქვს ცინცხალ
და კოხტა რითმით კალთა

ბუხარს აკლია შეშა,
თორემ
მინავლდა ალი..
ნუთუ არ მოვა ნორი
საზამთროდ,
ანდა გავლით? user.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Oct 2015, 15:03
annavita
ნორი გართულა შრომით
ფორუმი დარჩა გვერდზე
სულ არა ჩივის გლეხის
გაუსაძლისსა ხვედრზე -
მას ახალისებს შრომა
მკლავიდან ოფლსა უშვებს
დაბრუნდება და მოგვცემს
თასებით ფელამუშებს!
smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Oct 2015, 20:25
პ.ს. ფელამუში , უგემრიელესი დესერტი

Posted by: annavita 18 Oct 2015, 21:43
MOSHAYIRE
QUOTE
მას ახალისებს შრომა
მკლავიდან ოფლსა უშვებს

იმედია რომ სუნი
არ გვათქმევინებს უშვერს biggrin.gif :*

Posted by: MOSHAYIRE 18 Oct 2015, 22:02
annavita
QUOTE
იმედია რომ სუნი
არ გვათქმევინებს უშვერს


შრომას რა ოფლი აქვს, ანავიტ?-
ქრება უბრალო დაბანით ...
მერე ცოტა ანტიპერსპირანტი -
და ნორი კვლავ არის ფრანტი

Posted by: annavita 21 Oct 2015, 02:02
MOSHAYIRE
ღობე-ქაცვით
ნორი-სოფლით
ვაზი ხარობს
ნორის ოფლით smile.gif :*

Posted by: MOSHAYIRE 21 Oct 2015, 20:19
annavita
QUOTE
ღობე-ქაცვით
ნორი-სოფლით
ვაზი ხარობს
ნორის ოფლით


ვიდრე ნორი ხარობს სოფლით
შენ დაკავდი, ანა, გოლფით smile.gif


Posted by: annavita 23 Oct 2015, 02:12
ანას უყვარს სოფელი
და სოფელში -ყორფელი smile.gif <3

Posted by: MOSHAYIRE 23 Oct 2015, 13:55
annavita
QUOTE
ანას უყვარს სოფელი
და სოფელში -ყორფელი


ყორფელი - რა თამაშია
და მისი არსი რაშია? wink.gif

Posted by: annavita 25 Oct 2015, 03:32
MOSHAYIRE
ვინც არ იცის ცხოვრება რომ
სცენასავით ყორფელია,
მონასტერში (კულისებში)
მიდის ჩემო ოფელია .. smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Oct 2015, 12:10
annavita
QUOTE
მონასტერში (კულისებში)


ვფიქრობ, ხომ არ მივაშურო
იმ უცნაურ კულისებს?
მაგის პასუხს გეტყვით როცა
დავასრულებ "ულისეს"

...tongue.gif

Posted by: annavita 27 Oct 2015, 14:00
MOSHAYIRE
QUOTE

ვფიქრობ, ხომ არ მივაშურო
იმ უცნაურ კულისებს?
მაგის პასუხს გეტყვით როცა
დავასრულებ "ულისეს"

შენი ცხოვრების ხომ შენ ხარ მწერალი და
შენს გმირს შეუძლია სულაც არ ახსოვდეს-
მისი ოდისეა (კულისების ჩათვლით)
რომ არ დასრულდება აწი, არასოდეს smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Oct 2015, 22:53
annavita
QUOTE
შენი ცხოვრების ხომ შენ ხარ მწერალი და


ჩვენ ცხოვრებას მწერალი არა-
არც პუბლიცისტი არ წერს - მგოსანი smile.gif
რითმში ალაგებს დღეებს და წუთებს
ახსოვს რა - ჩვენ გვაქვს ყველას დრო სამი!

Posted by: annavita 28 Oct 2015, 06:11
MOSHAYIRE
ზუსტადაც რომ მწერალი წერს,
ფაქტს ალაგებს პუბლიცისტი,
მგოსანი გრძობს ცხოვრებას და
ათავისუფლებს მას მისტი..smile.gif

ეს ოთხივე რომ ჩვენშია
და სამი დროც რომ ვართ ჩვენა-
იმ მეოთხე ზედროულის
ჩათვლით, ქე იცი ეს, ნენა

ვინც ეს იცის აღარც დარდობს
არც თვითგვემით აღარ გოდებს
ხან ღიმილით, ხანაც სევდით
ჭვრეტს ცხოვრების ანეგდოტებს

გურული ყაძახის ურთიერთობა ღმერთთან:

-"რომ ხაარ - ქე ვიცი,
რაც მჭირს -ქე იცი,
-აბა შენი იცი! და
მერე - მე ვიცი!"
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Oct 2015, 21:52
annavita
გურული არის ენაკვიმატი
მე კი მაწუხებს თემის კლიმატი...

smile.gif

Posted by: annavita 28 Oct 2015, 22:07
MOSHAYIRE
რა დროს კლიმატია
დავკარგეთ ნორიკო
თუმც ახლოს რომ იყო
მაშინაც შორ იყო biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Oct 2015, 22:39
annavita
ალბათ კვლავ შემოვა
გვექნება იმედი
და ლექსის ექნება
ბიგ ასორტიმენტი

Posted by: annavita 30 Oct 2015, 16:24
MOSHAYIRE
თუ შემოვა, მაგას რა ჯობს
სამნი ვიყოთ იმ ერთად-
გზებს და ხიდებს რომ აერთებს
ზე-მომავლის იმედად smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 16:30
annavita
QUOTE
სამნი ვიყოთ იმ ერთად


აქ კიდევ ერთი პოსტავს
უხეიროა გვარად
სარკეებსა რომ ზომავს
რითმებში როა მყარად (გაუმართლა, რითმამ მოიტანა)

მისი ლექსის დროც არი
რატომ ზის ნეტა წყნარად?
biggrin.gif

Uxeiro

Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:07
MOSHAYIRE
შემოვდეს, თორემ თემა ეირია smile.gif)
უხეიროს მოსვლა ჩვენთვის ხეირია :* ))

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:17
annavita
შემოვიდეს, თუკი ისევ არა ზომავს
ვინ შეუბნევს, თუ გვეწვევა, ფეხზე ზონარს?

biggrin.gif

Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:37
MOSHAYIRE
მაინც რასა ზომავს
'"თავისუფალ ზონას"? : )))

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:39
annavita
მაგას ვერ გეტყვი და
აქ კი ზომავს სარკეს (იხ. მისი ავატარი)
ვერ გავიგე ამის
შედეგად რას არკვევს

Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:44
MOSHAYIRE
QUOTE
მაგას ვერ გეტყვი და
აქ კი ზომავს სარკეს


QUOTE
ვერ გავიგე ამის
შედეგად რას არკვევს

ამას გვეტყვის როცა
წაიკითხავს მარკესს ))

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 18:47
annavita
მაქამდე კი წყალში
მოისროლის ანკესს

biggrin.gif

Posted by: annavita 30 Oct 2015, 18:59
lol.gif

დადგეს ახლა და ისროლოს ჰო, ანკესი
სკოლაში რომ არ ისწავლა კო ტანგესი

პს.რაებს ვბჟუტურობ facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:03
annavita

თუ შეეშვა კოტანგენსს
სარკის ზომებს ხომ ადგენს?

Posted by: annavita 30 Oct 2015, 19:24
MOSHAYIRE
QUOTE
თუ შეეშვა კოტანგენსს
სარკის ზომებს ხომ ადგენს?

უთხარ:'სარკეს შეეშვი
აქ გვესტუმრე, მო, არტგენს"

Posted by: MOSHAYIRE 30 Oct 2015, 19:31
annavita

მე სად ვეტყვი -გამქრალა
იქნებ თემას მოადგეს
biggrin.gif

Posted by: annavita 31 Oct 2015, 17:58
MOSHAYIRE
იმდენს საუბრობ მასზე,
ალბათ უწივის ყური,
მოვიდეს, დასცხოს ერთი
რომ მუზა გასკდეს შურით biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Oct 2015, 18:08
annavita
შემოვრჩით თემას ორი
გაგვექცა სადღაც ნორი
და უხეიროც გაქრა
არ ისმის მასზეც ჭორი

სემირამიდაც გვყავდა
მახსოვს თემაში ორი (სემირამიდა და semiramida)
ასეთსა გუნდსა მითხარ
რად უნდა დირიჟორი?
biggrin.gif

Posted by: annavita 31 Oct 2015, 18:12
MOSHAYIRE
QUOTE
შემოვრჩით თემას ორი
გაგვექცა სადღაც ნორი
და უხეიროც გაქრა
არ ისმის მასზეც ჭორი

სემირამიდა გვყავდა
მახსოვს თემაში ორი (სემირამიდა და semiramida)
ასეთსა გუნდსა მითხარ
რად უნდა დირიჟორი?


biggrin.gif
მართლაც, ორკაცა თემას
დირიჟორი არ უნდა,
კონცერტიც ჩვენ მოვაწყოთ,
ბილეთიც ვყიდოთ თუნდა biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 31 Oct 2015, 18:18
annavita

კონცერტიც ერქვას, სპექტაკლიც
აუცილებლად ტირეთი (კონცერტ-სპექტაკლი)
"ერთი კაფია" ეღიროს
შემოსასვლელი ბილეთი
biggrin.gif

Posted by: annavita 31 Oct 2015, 18:48
MOSHAYIRE

QUOTE

კონცერტიც ერქვას, სპექტაკლიც
აუცილებლად ტირეთი (კონცერტ-სპექტაკლი)
"ერთი კაფია" ეღიროს
შემოსასვლელი ბილეთი

up.gif მაგარ! smile.gif
ისეთ სპექტაკლებს გავმართავთ
ხალხი მოვიდეს - მილეთი
და საუკუნოდ გაჰიტდეს
ჩვენი ჟესტი და ილეთი : ))

Posted by: MOSHAYIRE 31 Oct 2015, 19:06
annavita

დიდება უკვე ახლოა
ატყობ, სტილს უფრო რო ვხვეწავთ
ნაღდად არ გაგვიჭირდება
ფორუმ-სახელის მოხვეჭა
biggrin.gif

Posted by: annavita 31 Oct 2015, 19:52
MOSHAYIRE
ანა ვახშმად გააბრძანეს
სამგზავროდ მოართვეს ტახტა,
შემოვიდა -ლექსი ნახა
გაოცდა და დარჩა სახტად : ))

ჭკუა-ჭკუის სალესია,
როგორც უთქვამთ ძველად ძველებს
თუ ილესავ -მახვილი ხარ
არა?- ემსგავსები ჟელეს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 16:54
annavita
ამ თემაში შემომსვლელმა
აილესოს ენა-ტვინი
და ყავაზე დააყოლოს
ნაირფერი ჟელატინი
biggrin.gif

Posted by: annavita 1 Nov 2015, 21:22
MOSHAYIRE
რა ლამაზი ფერებია,
თვალსა და გულს ახარებს..
მე ნორიზე ვნაღვლობ მაინც,
- საით არის , რა მხარეს? sad.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 21:34
annavita
შემოდგომა გვიდგას ცივი
და ზამთარიც მალე მოვა
ნორი ისე დაიკარგა
მისამართიც არ დატოვა...

Posted by: chipmunck 1 Nov 2015, 22:42

შემოდგომას გაცვდა ფერი

როგორც ზამთარს ფიფქები

თუ ნორი არ დაბრუნდება

ულექსპრომტოდ იქნებით givi.gif



და ვინ არის მაინც ეს ნორი? lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 23:04
chipmunck

ნორი ძველი მელექსეა
და აქ პოსტავს წლებია
მისი ლექსი და სალამი
მართლაც რომ დაგვკლებია

მაგრამ თემა გიზგიზებს
ისევ - რატომ კისკიებ?

Posted by: სემირამიდა 1 Nov 2015, 23:43
QUOTE
მაგრამ თემა გიზგიზობს

up.gif



Posted by: MOSHAYIRE 1 Nov 2015, 23:47
სემირამიდა
სემირამიდას ლაიკი
ეულად ენთო ყვითლადა
სხვა ვერა მოიხერხა რა
სულ გადაიქცა ფიქრადა
biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 1 Nov 2015, 23:57
MOSHAYIRE
biggrin.gif

თაგს მოვყევი არ მქონია განწყობა
რომ დამეწყო რითმის ლექსად აწყობა

Posted by: MOSHAYIRE 2 Nov 2015, 00:02
სემირამიდა
მე გახსენე და არ დამითაგიხარ
წადი, თუკი ლექსისთვის არ ვარგიხარ!


boli.gif

Posted by: სემირამიდა 2 Nov 2015, 02:16
MOSHAYIRE
როცა მახსენებ ეგაა თაგი
თუ ვტყუოდე ვიყო თაგვი biggrin.gif



QUOTE
წადი, თუკი ლექსისთვის არ ვარგიხარ!

ვსიო ვსიო გავრბივარ
კარგი ხარ :*

Posted by: MOSHAYIRE 2 Nov 2015, 19:30
სემირამიდა
QUOTE
ვსიო ვსიო გავრბივარ


არ გინდა ამდენი სირბილი
კარგი ყოფილა იმბირი (აქ, ჯანჯაფილი)

ბევრი არ მოდის კონაში
მაგრამ დაიკლებ წონაში
wink.gif biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Nov 2015, 20:01
სემირამიდა
chipmunck
annavita
Uxeiro

პეროს ტატუ მაქ ზურგზე
მზეს გამჭოლ მზერით ვუმზერ!

:თქვენ?:


Posted by: chipmunck 3 Nov 2015, 22:59
MOSHAYIRE

ამ წამს გავხსენი ფორუმი

შემოვბანცალდი აქ

შენ ტატუ გქონია თურმე

მე კი სიმღერას ვუსმენ




tan.gif




Posted by: MOSHAYIRE 3 Nov 2015, 23:07
chipmunck
ეუფ...
მაი რაია ?

biggrin.gif

Posted by: chipmunck 3 Nov 2015, 23:48
MOSHAYIRE

ოო ეს არის რაც არის

კაიფის მთელი კასკადი

კაფიად გადაქცეული

ცხელ შოკოლადში

ამოვლებული

chups.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 12:37
chipmunck

შენ ვერ მიმხვდარხარ კარგადა
რა თემას შემოხვედიო
აქ მუზა დაქრის სიჩქარით -
სჯობს გაიკეთო ღვედიო

რამაგის პასუხია და
annavit სად წახვედიო?

Posted by: chipmunck 4 Nov 2015, 20:32
MOSHAYIRE

ეჰ სულ დამტოვეს რითმებმა

შეკვეთით არა მოდისო

იყოს უღვედოდ ვიქნები

ჩამოიქროლეთ ლექსითო

givi.gif


Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 20:49
chipmunck
QUOTE
ეჰ სულ დამტოვეს რითმებმა

შეკვეთით არა მოდისო


შენ თუ რითმებმა დაგტოვეს
შენ თემა უნდა დატოვო
არ შემოხვიდე სანამდე
ლექსებმა არ დაგათოვოს

Posted by: chipmunck 4 Nov 2015, 21:11
MOSHAYIRE

ამომიკეტეთ ყველა გზა?

ფეხს ვერ შემოვდგამ ვერასგზით?

იყოს ჯანდაბა ჩემს თავსაც

მშვიდობით მომდევნო წელამდის

Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 21:13
chipmunck
დაგაშინე რა გაგდებით
კი შეეცოდე მუზებსა
ალბათ თამაშში უეცრად
შენ აჩენ ხოლმე ტუზებსა

Posted by: chipmunck 4 Nov 2015, 21:17
MOSHAYIRE

givi.gif

არც ადვილად დაშინება

მითუმეთეს ფარხმლის დაყრა

არ მჩვევია არასოდეს

ეს უბრალოდ რითმას გაჰყვა

Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 21:25
chipmunck

შენ თუ რითმი გქონდა ბევრი
რად ეწვიე თემას გუშინ
აქამდე არ გვკადრულობდი
თვალები გაქვს ალბათ ნუშის

Posted by: MySweetAudrina 4 Nov 2015, 21:32
დღეს თქვენი სტუმარი ვარ
მე, ჭეშმარიტი ვერძი!
ეს თემა ვითომ რა არის,
რითმების ბრახა-ბრუხი?

ups.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 21:34
MySweetAudrina
QUOTE
დღეს თქვენი სტუმარი ვარ
მე, ჭეშმარიტი ვერძი!
ეს თემა ვითომ რა არის,
რითმების ბრახა-ბრუხი?


აქ ვერძი კი არა და
რითმაში ჯდება "კ რ უ ხ ი "

Posted by: chipmunck 4 Nov 2015, 21:35
MOSHAYIRE

მაცა სარკე მოვიტანო

ნეტა მართლა ნუშს მიმიგავს?

ჩავიხედე, ვეღარ მივხვდი

ნუშია თუ კერკროვნისა

(..... რავიცი კიდევ ნებისმიერი რამე შეგიძლიათ ჩასვათ, სად შემიძლია მე ბოლოს და ბოლოს ამდენი lol.gif )

MySweetAudrina

ვაჰ აუდრინა შენც მოსულხარ?

აქ რა ქარმა გადმოგაგდო?

აბა ერთი გვეშაირე

ოღონდ ვერძი აღარ აქო

givi.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 21:38
chipmunck
QUOTE
ად შემიძლია მე ბოლოს და ბოლოს ამდენი

ასე მალე მიილიე
დაიქანცა მუზა შენი
ახლა ფორუმ ჯის პორტალის
სხვა თემებში ჩადგი ფეხი!

Posted by: chipmunck 4 Nov 2015, 21:42
MOSHAYIRE

შენ როგორი სულსწრაფიხარ

გიყვარს სიტყვის გადაწყვეტა

არსად წავალ ამას იქით

აქ დავიდგი ჩემი ბინა!

(მიშენებით, საკუთარი, ორსართულიანი lol.gif )

მ2 H + - 7

Posted by: MySweetAudrina 4 Nov 2015, 21:43
MOSHAYIRE

მე ვარ ვერძი ჭეშმარიტი,
პიროვნება - "საყვარელი",
ბიჭი ერთი თავმდაბალი,
ვინაც იცის უცხოს რიდი....


yes.gif user.gif

კრუხი მეძახე უცნობო,
ვაი, რომ კრუხი არა ვარ!
ეს ის "კვერცხები" არ არის,
რატომაც კრუხი გეგონე....

Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 21:46
chipmunck
QUOTE
არსად წავალ ამას იქით

აქ დავიდგი ჩემი ბინა!


რითმა შენთან არ ჩერდება
ამბობ -აქ დავიდგი ბინა
კი ბატონო, ვერ იტყვი რომ
მოაყირემ შენ გიკბინა

Posted by: MySweetAudrina 4 Nov 2015, 21:49
chipmunck

აქაც მე ვარ, იქაცო,
სადაც მინდა იქ ვარო,
ერთი შენ ეს მითხარი,
ეს ბატონი ვინ არი?


rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Nov 2015, 21:50
MySweetAudrina
QUOTE
ახლა უკვე თავმდაბალი tongue.gif და მორიდებულიც tongue.gif


მორიდებული არა ხარ
კვერცხებს ახსენებ მამლისას
ლექსის წერაში ნულსა გწერ
არრა გიგავს თავმდაბლისას

Posted by: chipmunck 4 Nov 2015, 21:58
MySweetAudrina

აბა რომელი ბატონი?

ბატონი თუ ქალბატონი?

rolleyes.gif

Posted by: MySweetAudrina 4 Nov 2015, 22:05
chipmunck

ბატონი თუ ქალბატონი,
უსამართლობას მე არ ავწონი,
ეგრე არ არის თქვენ რომ გგონიათ
ერბო-ერბოა,ქონი-ქონია!!!

lol.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Nov 2015, 22:37
ზოგს რომ ეგონა ლექსპრომტი
ყველის და პურის ჭამაო
თავის "ნაღვაწი" თემაში
ნეტავ თუ შეაჯამაო?

შენ რომ გგონია ადვილი
ეგრე არაა, ძამაო...

biggrin.gif

Posted by: სემირამიდა 8 Nov 2015, 01:23
MOSHAYIRE
QUOTE
ბევრი არ მოდის კონაში
მაგრამ დაიკლებ წონაში

ისედაც ვარ კილო ოცი
სად მაქვს დასაკარგი ხორცი :დ
მირჩევნია ჩაი მოცვის
და პუტკუნა ბლინები <3


QUOTE
პეროს ტატუ მაქ ზურგზე
მზეს გამჭოლ მზერით ვუმზერ!


მე არა მარტო ზურგზე
სამგან მაქვს ნაწილ–ნაწილ
ჯერ პაუზა მაქვს მაგ მხრივ
მელანს შეშრობას ვაცლი :დ





* * *
მგონი ბოლო "შედევრებში"
რითმა გაყვა მატარებელს
თუმცა შემართება არის -
შეშურდება ჯოზეფ გებელს ს biggrin.gif





Posted by: MOSHAYIRE 8 Nov 2015, 01:41
სემირამიდა
QUOTE
სამგან მაქვს ნაწილ–ნაწილ


ნაწილ-ნაწილ არ ვარგა
სამგან - რა ამბავია?
მაგას რომ იკეთებდი
გქონდა ორი თავია?!

პ.ს.რა აზრის ხართ ტატუზე
გავიკეთო ხვალ თუ ზეგ?
tongue.gif


* * *
სემირამიდა
სემირამიდა, semiramida
შენ შეგაწუხა
ალბათ ამინდმა
შეგცივდა
ვერ წერ
რითმი გაგექცა
და თემა მაინც
ჩვენ არ დაგვექცა -
აქ მე გახლავართ
გმირი მელექსე
შენ კი ადგილი
ჩემგან მეექვსე!

wink.gif biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Nov 2015, 22:00
ჰეი თქვენ, აქა მპოსტავნო!
გამაგელიათ ნიჭები?
აქა მაიტათ ლექსები
თქვენი რითმული ხინჯებით!

biggrin.gif tongue.gif

Posted by: annavita 19 Nov 2015, 21:27
MOSHAYIRE



QUOTE
აქა მაიტათ ლექსები
თქვენი რითმული ხინჯებით!

ლექსი დავკარგე, ვაი რომ
ტყუილუბრალოდ ირჯებით.. facepalm.gif vis.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Nov 2015, 21:42
annavita
QUOTE
ლექსი დავკარგე, ვაი რომ
ტყუილუბრალოდ ირჯებით.


ლექსს თუ გვაჩუქებ, პოეტო
რითმს თუ აუღე სინჯები? wink.gif

Posted by: annavita 19 Nov 2015, 22:11
MOSHAYIRE
QUOTE
ლექსს თუ გვაჩუქებ, პოეტო
რითმს თუ აუღე სინჯები? 

მუზას მოვტაცებ, ყოველგვარ
ზრდილობას გადაბიჯებით smile.gif facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Nov 2015, 22:21
annavita
QUOTE
მუზას მოვტაცებ, ყოველგვარ
ზრდილობას გადაბიჯებით


იყავ პოეტი ქებული
რითმებით მოტცებულით!...

smile.gif

Posted by: annavita 24 Nov 2015, 17:43
MOSHAYIRE
კრძალულთა წესად დებულა-
"თავი არ იგრძნო ქებულად"! smile.gif

მომენატრეთ...

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2015, 20:05
QUOTE
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 2 უჩინარი წევრი)
1 წევრი: MOSHAYIRE


ეს უჩინარი
ნეტავ ვინ არი?
მკბენარეა თუ
მთლად უწყინარი?

გამოჩნდეს უნდა
ვესროლოთ გუნდა!

biggrin.gif

Posted by: ეგზეკუცია 25 Nov 2015, 00:34
annavita
QUOTE
კრძალულთა წესად დებულა-
"თავი არ იგრძნო ქებულად"!



ვინძლო გავართვა თავი ფუნქციას,
ამპარავანთა ეგზეკუციას biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Nov 2015, 19:29
ეგზეკუცია
QUOTE
ვინძლო გავართვა თავი ფუნქციას,
ამპარავანთა ეგზეკუციას


მეტად მკაცრი ნიკი გაქვთ
შეიცვალეთ სტილი
მაშინ ლექსიც გექნებათ
მშვიდი...წყნარი...ტკბილი.....

Posted by: annavita 29 Nov 2015, 13:05
MOSHAYIRE
ეგზეკუცია
QUOTE
ამპარავანთა ეგზეკუცია

ვეტყვი, ვინც გონებით არის
ჩემი ტოლი (კბილა)-
ეს სამყარო საწყისიდან
ასე აწყობილა:
ცოცხალთათვის, შუაღამეს
ისე მოსდევს დილა,
როგორც დაკრძალვას სოფელში
ქელეხი და "შილა"...
მაგრამ როცა კაცი არის
გონებამიხდილი -
ბნელმოცული მისი გონი
ვერ იღვიძებს დილით!

თუ არ ძალუძს ნახოს შუქი
"შუაღამის მზისო",
დილის შუქს ხომ ხედავს ის, ვინც
თვალი არ დაიფსო?

დაიფსო და - ქეც მოელის
მოხვეულში თხრილი,
ვინც დღეს, ტვინ-გონ-დაბინდული
ვერ იღვიძებს დილით. smile.gif

:კალიოპეადა:

Posted by: ეგზეკუცია 30 Nov 2015, 22:49
..................................................................... wink.gif

Posted by: Apoptosis 1 Dec 2015, 00:09
down1.gif

ეგზეკუცია
მაგარი მისია გქონია.

MOSHAYIRE
გახსენი რა ახლიდან.

Posted by: nipponcaucasus 1 Dec 2015, 00:43
ახალი თემა თქვენ არ გჭირდებათ. არის აქ და წერეთ. მე დაველოდები იმ ნამდვილის აღდგენას. იგი აღდგება.

Posted by: annavita 1 Dec 2015, 06:54
QUOTE

ვეტყვი, ვინც გონებით არის
ჩემი ტოლი (კბილა)-
ეს სამყარო საწყისიდან
ასე აწყობილა:
ცოცხალთათვის, შუაღამეს
ისე მოსდევს დილა,
როგორც დაკრძალვას სოფელში
ქელეხი და "შილა"...
მაგრამ როცა კაცი არის
გონებამიხდილი -
ბნელმოცული მისი გონი
ვერ იღვიძებს დილით!

თუ არ ძალუძს ნახოს შუქი
"შუაღამის მზისო",
დილის შუქს ხომ ხედავს ის, ვინც
თვალი არ დაიფსო?

დაიფსო და - ქეც მოელის
მოხვეულში თხრილი,
ვინც დღეს, ტვინ-გონ-დაბინდული
ვერ იღვიძებს დილით. 


Posted by: ეგზეკუცია 1 Dec 2015, 10:45
Apoptosis
QUOTE
მაგარი მისია გქონია.

QUOTE
დაუთმეთ ერთმანეთს გზა!
გზა დაუთმეთ ერთმანეთს!
ერთმანეთს დაუთმეთ გზა!
დაუთმეთ გზა ერთმანეთს!
ტრაკებო!!!


დევიზი შენი არი დათმობა,
არ არის ცუდი, შეხედვით ერთის,
მაგრამ თუ ყველამ ერთურთს დაუთმო
მივიღებთ შედეგს -
ექვივალენტურს ჯიუტი თხების.
როცა მართალ კაცს აიძულბ, დაუთმოს მტყუანს
და განურჩევლად იფურთხები,
შედეგად კვლევის -
შენი დევიზი არი ქიხია
და როლიც შენი მხოლოდ აქლემის!
გამოსავალი? - არი მორალი!
თუნდაც ტრანსპორტად გარგუნონ ვირი,
დავუთმოთ იმას, ვისაც ჭირია,
და არა იმას, ვინც შავი ჭირი.

wink.gif

nipponcaucasus
QUOTE
ხალი თემა თქვენ არ გჭირდებათ. არის აქ და წერეთ. მე დაველოდები იმ ნამდვილის აღდგენას. იგი აღდგება.



biggrin.gif
დიდ პოეტთაგან ვიცოდი, რომ ვიღაცა მხვოსტავს,
ვაჟა-ფშაველა იმ თემაში რა ნიკით პოსტავს? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jan 2016, 21:34
მოშაყირე შემოვედი
და არ შეგეშალოთ სხვაში
რა მაგის პასუხია და
ვინ მიდიხართ ოპერაში?

Posted by: Uxeiro 3 Feb 2016, 11:46
QUOTE (MOSHAYIRE @ 21 Jan 2016, 21:34 )
რა მაგის პასუხია და
ვინ მიდიხართ ოპერაში?

ოპერაში ვიყავი და
არვინ არ დამიკრა ტაში,
მერე წაველ მუზას უკან,
იქ ვიხილე გურამ ჯაში.
გადავკოცნე, მოვიკითხე:
- გურამ, საქმე არის რაში?
ეხო - მითხრა, რბილად რომ ვთქვა
- საქმე არის ჯანდაბაში.

Posted by: MOSHAYIRE 7 Feb 2016, 17:25
Uxeiro

QUOTE
ოპერაში ვიყავი და
არვინ არ დამიკრა ტაში


რა პარტიას ასრულებდი
გაგვიმხილო იქნება?
შენ სიტყვათა შემდეგ მე შორს
გამიტაცეს ფიქრებმა

Posted by: annavita 7 Feb 2016, 20:08
სიმართლე გითხრათ მეგობრებო
ერთურთს ვჭირდებით-
ვით თავისუფალ
ფუგის თემას-
ინტერმედია...
და გადავწყვიტე რომ აღარ ვთქვა-
"არასდიდებით!"-
თქვენდამი ჩემი სიყვარული
ისე მეტია ...


user.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Feb 2016, 21:05
ინტერმედია= ინტერლუდია
ულექსოდ ყოფნა ძალზედ ცუდია...

Posted by: annavita 8 Feb 2016, 00:15
MOSHAYIRE
QUOTE

ულექსოდ ყოფნა ძალზედ ცუდია...

ჰოდა მოვედი. არ ვარ ბუტია ..

QUOTE
ინტერმედია= ინტერლუდია

კი მასეა smile.gif) მაგრამ ზოგადად ჩანართია ინტერმედია და + რითმა რას არ ჩაგადენინებს biggrin.gif
* * *
Uxeiro
QUOTE
მერე წაველ მუზას უკან,
იქ ვიხილე გურამ ჯაში.
გადავკოცნე, მოვიკითხე:
- გურამ, საქმე არის რაში?
ეხო - მითხრა, რბილად რომ ვთქვა
- საქმე არის ჯანდაბაში.

გურამ ჯაშმა დამირეკა
მითხრა- "მოდის არჩევნები,
ხმას თუ არვის აღარ მივცემ
არც ვიტნაჯებ, არც ვევნები " rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Feb 2016, 11:24
annavita
QUOTE
ჰოდა მოვედი. არ ვარ ბუტია


შენზე ვინ იტყვის -თემას უტია?
შენი რითმების მე ვარ ქებაში -
უბრალოდ... იყავ შვებულებაში smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 13 Feb 2016, 22:04
ამ თემაში თავს იყრიან
მგოსნები და პოეტები
თუ კალამი გიჭრის - სხვაგან
ნუღა მიედ-მოედები!

Posted by: Mikerson 15 Feb 2016, 04:01
MOSHAYIRE
QUOTE
თუ კალამი გიჭრის - სხვაგან
ნუღა მიედ-მოედები!


კალამი არვიცი მარა
კლავიატურა დღეს ავლესე
ცოტა ხნით შემოვიჭყიტე
და ერთი სტროფი მეც წავწერე smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2016, 12:54
Mikerson
QUOTE
კლავიატურა დღეს ავლესე


კლავიატურა უნდა ალესო
და ამ თემაში კ ა რ გ ა დ გალექსო!

Posted by: annavita 15 Feb 2016, 13:58
MOSHAYIRE
QUOTE
ამ თემაში თავს იყრიან
მგოსნები და პოეტები
თუ კალამი გიჭრის - სხვაგან
ნუღა მიედ-მოედები!

მართალი ხარ! შემომძახე-
"მოდი ჩვენო გოეთეო biggrin.gif
რაც აქედან აახვიე
ღობე-ყორეს მოედეო" biggrin.gif
* * *
Mikerson
QUOTE
კლავიატურა დღეს ავლესე
ცოტა ხნით შემოვიჭყიტე

მოდი მაიკერ, ახლოს, გაბედე,
ბედნიერება არის იჩქითი-
როცა არ ელი, სადაც არ ელი
სწორედ იქიდან შემოგიჭყიტებს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2016, 15:45
annavita
QUOTE
"მოდი ჩვენო გოეთეო
რაც აქედან აახვიე
ღობე-ყორეს მოედეო


მე არ ვიცი ყორე-ღობე
აქ შემო და ლექსი შობე!
...ვერ გპირდები თუმცა, ნობელს

biggrin.gif

Posted by: annavita 15 Feb 2016, 16:24
MOSHAYIRE
QUOTE

მე არ ვიცი ყორე-ღობე
აქ შემო და ლექსი შობე!

მშია. ვფიქრობ ერთი აცმა
ბლითი მოვიპარო ანცმა
vik.gif

Posted by: MOSHAYIRE 15 Feb 2016, 17:37
annavita
QUOTE
მშია. ვფიქრობ ერთი აცმა
ბლითი მოვიპარო ანცმა


რას მიქვია ბლითის პარვა?!-
პარვის შენ ვინ მოგცა "პრავა"!
თუ აღმოგიჩინეს ბლითი -
თავსა გაიმართლებ რითი? tongue.gif

Posted by: annavita 16 Feb 2016, 12:28
MOSHAYIRE
QUOTE
თუ აღმოგიჩინეს ბლითი -
თავსა გაიმართლებ რითი?

ჩემგან მოპარული ბლითი
ვინ სად ნახა?...არის მითი..
user.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Feb 2016, 21:00
annavita
QUOTE
ვინ სად ნახა?...არის მითი..


კუჭში გედო, იმიტომაც
კმაყოფილი გქონდა "ვიდი"
biggrin.gif

Posted by: annavita 17 Feb 2016, 14:48
MOSHAYIRE
QUOTE
კუჭში გედო, იმიტომაც
კმაყოფილი გქონდა "ვიდი"


wow.gif მიდიი..biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Feb 2016, 23:45
რაღა ამ თემაში მოვლენ
ფორუმი ხომ დიდია
იქნებ უნდათ კიდეც, მაგრამ -
რითმის დეფიციტია

biggrin.gif

Posted by: annavita 18 Feb 2016, 14:43
MOSHAYIRE
მთავარია შენ აქა ხარ
მე მეგონა შემომწყერო,
ქარს გაყევი ყვავილი და
დავრჩი ცარიელი ღერო... biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Feb 2016, 16:41
annavita
QUOTE
ქარს გაყევი ყვავილი და
დავრჩი ცარიელი ღერო...


ყვავილიდან გაფცქვნილ ღეროს
კი აქ ვიდი, რავარც პეროს biggrin.gif

Posted by: annavita 18 Feb 2016, 17:32
MOSHAYIRE
QUOTE

ყვავილიდან გაფცქვნილ ღეროს
კი აქ ვიდი, რავარც პეროს

პეროც საჭიროა ზოგჯერ,
გრძელი ლექსი რომ დაწეროს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Feb 2016, 19:06
annavita
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის -
ეს დაწერა პერომ... თითქმის biggrin.gif

Posted by: annavita 19 Feb 2016, 13:42
MOSHAYIRE
"მოშე(ყ)ირე არა ჰქვია
ვერა იტყვის ვინცა გრძლადო"-
ესაც ითქვა იქვე,ჰოდა,
მედავები ნეტავ რადო? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Feb 2016, 14:15
annavita
QUOTE
მედავები ნეტავ რადო?


ამბობ," რატომ მედავები?"-
გეთანხმებით მე და Web-ი!

tongue.gif

Posted by: annavita 19 Feb 2016, 14:20
MOSHAYIRE
QUOTE
ამბობ," რატომ მედავები?"-
გეთანხმებით მე და Web-ი!



აქ რომ გამომიცხვე ზმები
გინდა გავხდეთ ღვიძლი ძმები? rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Feb 2016, 14:25
annavita

გინდა ღვიძლი, გინდა კუჭი -
ამ გამოთქმას რაღა უჭირს?

Posted by: annavita 19 Feb 2016, 14:37
MOSHAYIRE
იყოს კუჭიც, გინდა კიჭიც
აწ მოცვლილი, კაი ბიჭის biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Feb 2016, 14:47
annavita
რაში გინდა კიჭი ბიჭის?-
წარმოდგენა ცოტა მიჭირს biggrin.gif

Posted by: Mikerson 20 Feb 2016, 03:48
დღეს გოგო ვნახე, რა გოგოოოო
როგორი ნააააზი არსებაა
თუმცა სახელიც ვერ ვკითხეე
ავტობუს შახტა, გამექცა! spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Feb 2016, 20:00
Mikerson
QUOTE
დღეს გოგო ვნახე, რა გოგოოოო
როგორი ნააააზი არსებაა
თუმცა სახელიც ვერ ვკითხეე
ავტობუს შახტა, გამექცა



ნაზი, ნააზი, ნააააზი
გოგოოოო, გოგოო , გოგო
კლავიატურა გაგიფუჭდა თუ
შენი ნაწერი გავიგოთ როგორ?!
biggrin.gif alk.gif boli.gif

Posted by: annavita 21 Feb 2016, 19:09
MOSHAYIRE
QUOTE
რაში გინდა კიჭი ბიჭის?-
წარმოდგენა ცოტა მიჭირს

რომ შეხედოს -უკბილოა
როცა იწყებს უშნოდ ღრიჭინს biggrin.gif

Mikerson
QUOTE
დღეს გოგო ვნახე, რა გოგოოოო
როგორი ნააააზი არსებაა

მერე არ უთხარ? -"ცოლს ვეძებ
ლოგინის მინდა შამსება" biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Feb 2016, 20:33
annavita
QUOTE
რომ შეხედოს -უკბილოა
როცა იწყებს უშნოდ ღრიჭინს


Mikerson გვეწვია
ერთგზისი სტუმრობით
და ვერ გაგვამხნევა
უკბილო ხუმრობით...

boli.gif


Posted by: annavita 23 Feb 2016, 11:43
MOSHAYIRE
QUOTE
Mikerson გვეწვია
ერთგზისი სტუმრობით

ამ თემას გამოწერილი
აქვს სინჯვა ერთჯერადების,
როგორც ყელ-ყურის დასტაქარს-
ოპერაცია გლანდების :/




Posted by: MOSHAYIRE 23 Feb 2016, 11:44
annavita
QUOTE
როგორც ყელ-ყურის დასტაქარს-
ოპერაცია გლანდების

მე არ მაწუხებს გლანდები
და ლექსის წერით ვკავდები biggrin.gif

Posted by: annavita 23 Feb 2016, 13:09
MOSHAYIRE
QUOTE
მე არ მაწუხებს გლანდები
და ლექსის წერით ვკავდები

შენ რომ ლექსმაისტერი ხარ
მე ვარ ამისი თავდები biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Feb 2016, 21:09
annavita

QUOTE
შენ რომ ლექსმაისტერი ხარ
მე ვარ ამისი თავდები


თუ არ მაქებენ, არ ვიმჩნევ
ვიღიმი, განა ვავდები biggrin.gif

Posted by: annavita 24 Feb 2016, 19:21
MOSHAYIRE
სხვა საქართველო სად არი...
შენსკენაც არის ავდარი?...

Posted by: MOSHAYIRE 24 Feb 2016, 19:53
annavita
QUOTE
სხვა საქართველო სად არი...
შენსკენაც არის ავდარი?...


ნწუ...მაგრამ თბილად ჩავიცვამ
დავიჭერ, მაინც, თადარიგს biggrin.gif

Posted by: annavita 24 Feb 2016, 20:15
MOSHAYIRE
QUOTE
ნწუ...მაგრამ თბილად ჩავიცვამ
დავიჭერ, მაინც, თადარიგს

yes.gif სიცივე ყველას აწუხებს
ბერძენია თუ თათარი.. smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Feb 2016, 20:25
annavita
QUOTE
სიცივე ყველას აწუხებს
ბერძენია თუ თათარი..


სიცივეშიც და სითბოშიც
ვარ თემის ატარ-პატარი! biggrin.gif

Posted by: annavita 25 Feb 2016, 14:23
MOSHAYIRE
QUOTE
ვარ თემის ატარ-პატარი!

ატარი? თუ ავატარი? spy:
(არ გცივა, მკერდს გაქვს ღადარი?) ?

Posted by: MOSHAYIRE 25 Feb 2016, 14:54
annavita
QUOTE
ავატარი

ატარიც და ავატარიც?
ვფიქრობ - ცივა... ავად არი...
ჩემსკენაც უბერავს ქარი
მაგრამ განა ურაგანი ?! biggrin.gif

Posted by: annavita 25 Feb 2016, 15:19
MOSHAYIRE
რას დავეძებ ავატარებს
გულში მზეებს დავატარებ
bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Feb 2016, 15:48
annavita
QUOTE
რას დავეძებ ავატარებს
გულში მზეებს დავატარებ


მიტო დგას მუქი დღეები
შენ შეგინახავს მზეები wink.gif biggrin.gif

Posted by: annavita 26 Feb 2016, 23:56
MOSHAYIRE
QUOTE
მიტო დგას მუქი დღეები
შენ შეგინახავს მზეები 

აქ რომ მზეობენ მზეები
შენც მიტომ აქვე დეები (დაებიbiggrin.gif)

Posted by: MOSHAYIRE 27 Feb 2016, 00:20
QUOTE
აქ რომ მზეობენ მზეები
შენც მიტომ აქვე დეები


ვინა სთქვა თემას რომ უდგას
ურითმო,ცუდი დღეები?!

Posted by: annavita 27 Feb 2016, 22:04
MOSHAYIRE
"შავ დღეში არის მთელი ქვეყანა "-
ამაშუელსა უთქვამს წეღანა rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Feb 2016, 22:12
annavita
შენ როგორა ხარ თავადა
როგორც ამ თემის თამადა?

Posted by: annavita 28 Feb 2016, 14:07
MOSHAYIRE


QUOTE
შენ როგორა ხარ თავადა
როგორც ამ თემის თამადა?

რომ ვარ ამ თემის თამადა
თემას შემოვრჩი ამადა
და მომარჩინა , განმკურნა
მან, რამაც დამაავადა biggrin.gif



Posted by: MOSHAYIRE 28 Feb 2016, 21:32
annavita
ჩავრთავ, ვიფიქრე, გავიგო
რაზე ჩურჩულებს ნიავი,
ფისომ მაუსი წამართვა
ზედ დააყოლა მიავი

biggrin.gif

Posted by: annavita 29 Feb 2016, 00:03
MOSHAYIRE
QUOTE
ფისომ მაუსი წამართვა
ზედ დააყოლა მიავი


მაუსი კატას წაართვი,
და მაგ ლეპტოპზე მიაბი

Posted by: MOSHAYIRE 29 Feb 2016, 00:24
annavita

ვნახე საწყალი მაუსი
დაუღეჭია კატასა
კიდევ კარგი რომ საცოდავს
უცებ ყელში არ გადაცდა...


Posted by: annavita 29 Feb 2016, 01:42
MOSHAYIRE
QUOTE
ვნახე საწყალი მაუსი
დაუღეჭია კატასა
კიდევ კარგი რომ საცოდავს
უცებ ყელში არ გადაცდა...

სვან კატას სახლში ნუ უშვებ
ეს ერთი. ახლა,– ეს ორი:
– მაუსიც მოისროლე და
გამოიყენე სენსორი !

Posted by: MOSHAYIRE 29 Feb 2016, 14:13
annavita
QUOTE
– მაუსიც მოისროლე და
გამოიყენე სენსორი !

პერსონალური კომპია
სენსორზე გეტყვი - ჩვენ სორრი biggrin.gif

Posted by: annavita 29 Feb 2016, 22:10
MOSHAYIRE
QUOTE
ჩვენ სორრი

სენსორიც არა გქონია,
თან გიღალატა მაუსმა
ვერაფრს ნახავ, ვერც დაწერ...
დროა აქედან "ავუსვა" rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 Feb 2016, 22:13
annavita
თქვა რა ეს, ჩაი მოსვა და
პურზე კარაქი წაუსვა biggrin.gif

Posted by: annavita 1 Mar 2016, 12:06
MOSHAYIRE
QUOTE
თქვა რა ეს, ჩაი მოსვა და
პურზე კარაქი წაუსვა 

რძის კარაქს არ გეახლები,
გემოც არ ვიცი კარაქის.
მაგრამ თუ მთხოვ და მომიძღვნი
დავაგემოვნებ არაქისს rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Mar 2016, 21:30
annavita
ბლომად მიირთმევ არაქისს?-
წელი გქონია ბარაქის!

Posted by: annavita 2 Mar 2016, 01:05
MOSHAYIRE
QUOTE
ბლომად მიირთმევ არაქისს?-
წელი გქონია ბარაქის!

ყველას ვუსურვებ ქონოდეს
შემოსავალი, ბარაქა,
ისეთი წელი დაგვიდგეს
მომავალს დარჩეს არაკად.

Posted by: MOSHAYIRE 4 Mar 2016, 22:23
annavita
დე, მაგ სტროფები ფორუმმა
ფანდურ-ჩონგურზედ ამღეროს
ვინც კიდევ უფრო კარგს დაწერს
ჩემგან მიიღებს ამ პეროს!

Posted by: annavita 5 Mar 2016, 01:32
QUOTE
ვინც კიდევ უფრო კარგს დაწერს
ჩემგან მიიღებს ამ პეროს!

ეგეთს ერთს ვიცნობ –ნორიელს...
ნეტავი არის რამფერო? <3

Posted by: MOSHAYIRE 5 Mar 2016, 16:22
annavita
QUOTE
ეგეთს ერთს ვიცნობ –ნორიელს...
ნეტავი არის რამფერო?


მეც მიჭირს სხვა კანდიდატი
ფორუმზე დავასახელო

Posted by: MOSHAYIRE 8 Mar 2016, 11:07
ამ გაზაფხულის მერვე დღეს
ჩვენ გვილოცავენ ვაჟები
ყვავილით, შოკოლადით და
ხან და ხან ხინკალ-ბაჟეთი

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Mar 2016, 18:41
ვინც არ მიცნობთ ესა ვარ
ჭრელაჭრულა სამოსით
ფეხითაც და მანქანითაც
დავგრიალებ სამოცით (აქ, 60 კმ/სთ)
biggrin.gif

Posted by: Uxeiro 14 Mar 2016, 11:40
QUOTE (MOSHAYIRE @ 12 Mar 2016, 18:41 )
ფეხითაც და მანქანითაც
დავგრიალებ სამოცით (აქ, 60 კმ/სთ)
biggrin.gif

biggrin.gif

ფეხით სამოცით ვერ დადის
ზოგ-ზოგიერთი ცხენი,
შენ თუ სამოცით დადიხარ,
ალალ ყოფილა ხსენი up.gif

Posted by: MOSHAYIRE 14 Mar 2016, 13:03
Uxeiro
QUOTE
შენ თუ სამოცით დადიხარ,
ალალ ყოფილა ხსენი


მაშ!-უმოძრაო ცხოვრება
ხომ თავად არის სენი!

Posted by: annavita 16 Mar 2016, 21:34
QUOTE
ხსენი

QUOTE
სენი!

შუა მარტში გადავაწყდი
ისტორიას, უთქმელს ენით-
ნუშისხე ქარს ეხვეწება-
"ნუ მაწვალებთ, დამეხსენით".

ქარი ლამობს დაანახოს
-"შეხე რა ძლიერი ვარო"...
ნუთუ ასე გიჭირს ტაროს
რომ ნუშის ხე დაიფარო? facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Mar 2016, 21:59
annavita
არ მინახავს მე ხე ნუშის
ნუში ისე, ვჭამე გუშინ
ვერაფერი გავიგე და
ამერია ცრემლში ტუში
ამისთანა კაფიისთვის
დამიკარით ტაში-ტუში!

Posted by: annavita 17 Mar 2016, 01:01
MOSHAYIRE

QUOTE
არ მინახავს მე ხე ნუშის

ნახე. ვინ დაგიშლის ნახვას..
ნუშის ხე ჰგავს შიშველ მახას smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 19:30
annavita
QUOTE
ნახე. ვინ დაგიშლის ნახვას..
ნუშის ხე ჰგავს შიშველ მახას


კუპიდონი ზის მის ტოტზე
ისრებს ისვრის, როგორც ლახვარს?

baby.gif

Posted by: annavita 17 Mar 2016, 22:28
MOSHAYIRE
კუპიდონი ტოტზე ზის და
კენწეროზე ამურია
ეს ორივე ერთია და
მარტმა ისევ აურია ...:/

Posted by: MOSHAYIRE 17 Mar 2016, 22:35
annavita
QUOTE
ეს ორივე ერთია და
მარტმა ისევ აურია


დააწვიმა ტყემლის ყვავილს
წვიმას თოვლი შეურია
თუ მზე მალე არ ამოვა
მარტის ფასი შაურია!

Posted by: annavita 18 Mar 2016, 13:22
MOSHAYIRE
QUOTE
თუ მზე მალე არ ამოვა
მარტის ფასი შაურია!

მარტის ქარი ღრუბლს ფანტავს
მზე ბუდობას მიისწრაფის
აპრილს ტიტა გაუბანტავს
ნაწყვეტებით თმენის ძაფის..





Posted by: MOSHAYIRE 18 Mar 2016, 13:32
annavita
აღარ მინდა მეტი ღვინო
ნაბახუსევს - მეტი ლუდი
თან ვთვრები და თან ვიფხიზლებ
მე შოპენის ეტიუდით!

Posted by: annavita 19 Mar 2016, 00:05
MOSHAYIRE
QUOTE
აღარ მინდა მეტი ღვინო
ნაბახუსევს - მეტი ლუდი
თან ვთვრები და თან ვიფხიზლებ
მე შოპენის ეტიუდით!

up.gif
ვიშველიებ გალაკტიონს:
"სული სვამდა ცისფერ ღვინოს",
როცა დიდი პოლონელი
ეხებოდა პიანინოს...

Posted by: MOSHAYIRE 19 Mar 2016, 15:52
annavita
არც გალა...აღარც შოპენი...
წავიდნენ... მაგრამ რას იზამ?..-
ვნაღვლობ და ჩემთან ერთად სწუხს
მუსტაფა ზადე აზიზა...

https://www.youtube.com/watch?v=-1pxSw228i8

Posted by: annavita 19 Mar 2016, 17:59
MOSHAYIRE
QUOTE
არც გალა...აღარც შოპენი...
წავიდნენ... მაგრამ რას იზამ?..-

წავიდნენ.და გემოვნებაც
ბევჯერ იძარცვა–იმოსა..
ჰანგი კი წარსულს დააკვდა,
ვით ობლის საფლავს მიმოზა...




Posted by: MOSHAYIRE 19 Mar 2016, 18:21
annavita
QUOTE
ჰანგი კი წარსულს დააკვდა,
ვით ობლის საფლავს მიმოზა...


მათ ხსოვნას მინდა მივუძღვნა
მოცარტის მე "ლაკრიმოზა"...


Posted by: annavita 20 Mar 2016, 17:12
MOSHAYIRE
QUOTE

მათ ხსოვნას მინდა მივუძღვნა
მოცარტის მე "ლაკრიმოზა"...

-პირველი მოსავთ სამოსი
ეკლებით ვინც აქ იმოსა!


Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 17:16
annavita

ეხლაც რომ თხზავდნენ ლისტივით...
მე იმ დროებას მივსტირი...

Posted by: annavita 20 Mar 2016, 17:22
MOSHAYIRE

მაშინ ერთი იყო ლისტი
დღეს ყველაა ფინანსისტი biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 17:26
annavita

ჰო...იდეა არის ფული
საქმე არის ძალზედ რთული...

Posted by: annavita 20 Mar 2016, 17:30
MOSHAYIRE
QUOTE
ჰო...იდეა არის ფული
საქმე არის ძალზედ რთული...

ჩემი თვალთხედვა მან მიიქცია
რომ ფინანსები არის ფიქცია ...

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 17:36
annavita
კრეატიული გაქრა რესურსი
ცენტრშია მხოლოდ ვალუტის კურსი

Posted by: annavita 20 Mar 2016, 17:38
MOSHAYIRE
რომ ვალუტადან მართოს გონება–
ესაა პოლიტგამოგონება yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 17:39
annavita
ყველაზე კარგი გამოგონება
ამქვეყნად არის ხომ ხელოვნება?

Posted by: annavita 20 Mar 2016, 17:41
MOSHAYIRE
მაგრამ – ძლიერთა მოაწყვეს ისთე–
ფულის გარეშე ვერ რეალიზდე! yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 17:47
annavita

სამწუხაროა ეგ რეალობა
რომ შემახსნე, მაინც მალობა...

Posted by: annavita 20 Mar 2016, 17:50
MOSHAYIRE
QUOTE

სამწუხაროა ეგ რეალობა
რომ შემახსნე, მაინც მალობა...

yes.gif
მმართველები ფულს აძლევენ (ნახეს)
მათ, ვინც ფულით თავად იგებს მახეს! yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 17:52
annavita
QUOTE
მმართველები ფულს აძლევენ (ნახეს)
მათ, ვინც ფულით თავად იგებს მახეს


ეგეთი ქცევა ჩვენ უკან დაგვხევს...

პ.ს.შენთანაც ქარი ხის ტოტებს არხევს?

Posted by: annavita 20 Mar 2016, 17:57
MOSHAYIRE
QUOTE
პ.ს.შენთანაც ქარი ხის ტოტებს არხევს?

ჩემთან ახლა ნიავია ზენა...
მე ბარში ვარ ჩემო კარგო, შენა?

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 17:58
annavita
მე არც ბარში ვარ , არც მთაში
არც მიწაზე და არც ცაში

biggrin.gif

Posted by: annavita 20 Mar 2016, 18:00
MOSHAYIRE
QUOTE
მე არც ბარში ვარ , არც მთაში
არც მიწაზე და არც ცაში

შენ ყოფილხარ ეთერში
(როგორა ხარ გენდერში? biggrin.gif) biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 18:05
annavita

როცა ლექსებს ვწერ , გეტყვი, გენდერი
იგივეა რაც ვთქვათ და, ტენდერი biggrin.gif

Posted by: annavita 20 Mar 2016, 18:09
MOSHAYIRE
QUOTE
ტენდერი

წაგებ-მოგება არიან ძმები
რომ გარემოში შეიქნას ძვრები biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 18:13
annavita
QUOTE
წაგებ-მოგება არიან ძმები
რომ გარემოში შეიქნას ძვრები


ხვალ მზე იქნება, რომ გათბეს ძვლები?

biggrin.gif

Posted by: annavita 20 Mar 2016, 18:19
MOSHAYIRE
QUOTE
ხვალ მზე იქნება, რომ გათბეს ძვლები?

biggrin.gif 2kiss.gif
მე gიგზავნი სითბოს ძვალზე
-ვზრუნავ ხვალ რომ დათბეს ძალზე biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 18:22
annavita

ჩემზე ზრუნავ, როგორც რძალზე?
biggrin.gif

Posted by: annavita 20 Mar 2016, 18:23
MOSHAYIRE
QUOTE
ჩემზე ზრუნავ, როგორც რძალზე?

bis.gif რძალი ხდები ჩემი, ხვალ-ზეგ? 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 18:32
annavita

ხო დამამხე ლექსი თავზე! biggrin.gif

Posted by: annavita 20 Mar 2016, 18:37
MOSHAYIRE
QUOTE
ხო დამამხე ლექსი თავზე!

lol.gif 2kiss.gif 2kiss.gif

.................................


Posted by: MOSHAYIRE 20 Mar 2016, 18:41
annavita
სიხარულით მითრთის გული
ხვალ-ზეგ მოვა გაზაფხული!
* * *
მათ ვისაც ბახი არ უყვარს -
ეს მოისმინეთ კანტატა
ასე ღვთაებრივ მუსიკას
თქვენად მიიღებთ თანდათან...



Posted by: annavita 21 Mar 2016, 23:44
MOSHAYIRE
QUOTE
სიხარულით მითრთის გული
ხვალ-ზეგ მოვა გაზაფხული!

რა ქენი გაითბე ძვლები?
სიცხისგან კანიდან ძვრები? :*
....MOSHAYIRE
QUOTE
მათ ვისაც ბახი არ უყვარს -
ეს მოისმინეთ კანტატა
ასე ღვთაებრივ მუსიკას
თქვენად მიიღებთ თანდათან...

yes.gif
სულ ყველაზე ღვთაებრივი -ბახია
ვისაც ის არ ესმის, მასზე ახია yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Mar 2016, 00:11
annavita
QUOTE
რა ქენი გაითბე ძვლები?
სიცხისგან კანიდან ძვრები? :*


მოვლღვი...დაღამდა...ვკანკალებ...ვწვები...

Posted by: Uxeiro 22 Mar 2016, 11:01
QUOTE (MOSHAYIRE @ 22 Mar 2016, 00:11 )
მოვლღვი...დაღამდა...ვკანკალებ...ვწვები...

რა დროს წოლაა?! - შფოთავენ სხვები.

Posted by: MOSHAYIRE 22 Mar 2016, 11:41
Uxeiro
QUOTE
რა დროს წოლაა?! - შფოთავენ სხვები

ვაჰ! ხელს მიშლიან! მრები მყავს!მტრები!...

Posted by: Uxeiro 22 Mar 2016, 11:50
QUOTE (MOSHAYIRE @ 22 Mar 2016, 11:41 )
ვაჰ! ხელს მიშლიან! მტრები მყავს!მტრები!...

მერე? მიხურე კარგად კარები

Posted by: MOSHAYIRE 22 Mar 2016, 11:58
Uxeiro
QUOTE
მერე? მიხურე კარგად კარები

ჩემსკენ ძლიერი იცის ქარები...

Posted by: Uxeiro 22 Mar 2016, 12:10
QUOTE (MOSHAYIRE @ 22 Mar 2016, 11:58 )
ჩემსკენ ძლიერი იცის ქარები...

მე ქარი ვიცი - მიჰყავს ხარები


Posted by: MOSHAYIRE 22 Mar 2016, 12:14
Uxeiro
QUOTE
მე ქარი ვიცი - მიჰყავს ხარები

ვიცოდი, დღეს რომ გაახარებდი....

Posted by: Uxeiro 22 Mar 2016, 12:15
QUOTE (MOSHAYIRE @ 22 Mar 2016, 12:14 )
ვიცოდი, დღეს რომ გაახარებდი....

დილით შემხვდა და მინთო ფარები up.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Mar 2016, 12:18
Uxeiro
QUOTE
დილით შემხვდა და მინთო ფარები

ფარები ვითარც სატრფოს თვალები....

Posted by: Uxeiro 22 Mar 2016, 18:29
QUOTE (MOSHAYIRE @ 22 Mar 2016, 12:18 )
ფარები ვითარც სატრფოს თვალები....

ააღებინა ბევრ კაცს ვალები,
მიტომც სწყევლიდნენ ეზოს ქალები.
წყევლამ უწია, დაემტვრა მალები,
მას მერე სატრფოს მე ვემალები

Posted by: MOSHAYIRE 22 Mar 2016, 21:10
Uxeiro
ეს უნდა იყოს მიზანი ქალის -
(ბევრ კაცზე არ ღირს დადება თვალის...)
მოსიყვარულე რომ იყოს ქმარის
არ იყოს დღეს მთის, ხვალე კი ბარის...



Posted by: BaTuMiFuN 22 Mar 2016, 22:53
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 Mar 2016, 23:21
BaTuMiFuN
სიმართლე რომ ვთქვათ, საქმეა დიდი
თემაში დასვა სმაილი შვიდი

biggrin.gif

ჰეი, სადა ხარ ამ თემის ბურჯო
(რითმში კი ჯდება -"სად ხარ ოხუნჯო")
მაგრამ რითმი ხომ თამაშობს ჩვენით
ვაი, თუ დროზე არ დავეხსენით...
annavita

Posted by: annavita 23 Mar 2016, 04:05
MOSHAYIRE
QUOTE
ჰეი, სადა ხარ ამ თემის ბურჯო

ხან ვწყალობ თემას, ხანაც კი ვურჩობ biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 Mar 2016, 17:00
annavita
QUOTE
ხან ვწყალობ თემას, ხანაც კი ვურჩობ


დაგიწერია! - გრასიას მუჩას!
პ.ს. ისე, გაზაფხულს პირი არ უჩანს...

biggrin.gif

Posted by: annavita 24 Mar 2016, 00:38
MOSHAYIRE
QUOTE

დაგიწერია! - გრასიას მუჩას!
პ.ს. ისე, გაზაფხულს პირი არ უჩანს...

დიახ, დავწერე წუხელ sí, cierto
თქვენ მომენატრეთ რადგანაც ერთობ.. biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Mar 2016, 00:42
annavita
ჩვენ მოგენატრეთ რადგანაც?- ღმერთო!
ჩვენ მოგენატრეთ რადგან? - O, Dio!
მაშინ თემაში ხშირად მოდიო!
biggrin.gif

Posted by: annavita 24 Mar 2016, 00:47
MOSHAYIRE
QUOTE
ვენ მოგენატრეთ რადგან? - O, Dio!
მაშინ თემაში ხშირად მოდიო!

"რაც ხშირი არის კარგი როდია"-
ივსელიანშა ამბობს ოტია smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Mar 2016, 11:56
annavita
QUOTE
"რაც ხშირი არის კარგი როდია"-
ივსელიანშა ამბობს ოტია


ეგ საამისოდ თქმული როდია -
შენზე ვიფიქრებ - ლექსის ჟმოტია biggrin.gif

Posted by: annavita 24 Mar 2016, 23:50
MOSHAYIRE

QUOTE
შენზე ვიფიქრებ - ლექსის ჟმოტია

ჟმოტი რა არის? რამე კოდია? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Mar 2016, 18:53
annavita
QUOTE
ჟმოტი რა არის? რამე კოდია?


ძუნწია!- არა, ანეკდოტია!

Posted by: annavita 26 Mar 2016, 00:34
MOSHAYIRE
ზოგჯერ ვგონებ–
ეს ცხოვრება არის გრძელი
(გმადლობ გულო
რომ აქამდე გამიძელი)..
ხან კი ვფიქრობ –
ერთობ მოკლე არის ჟამი,
ვით გულისხმის გაცემული წამში –ჩქამი
...
ამ ცხოვრებამ
ბევრჯერ გიყო გულო რეჩხი
მაგრამ
რა ვქნა,–
მაინც გხიბლავს მისი ეშხი smile.gif
biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 26 Mar 2016, 16:49
annavita
ვის მოკლე აქ ცხოვრების გზა,
ვის კი გრძელი -
ვინ ოფლსა ღვრის,
ვის აქვს თბილი სავარძელი
დევიზია: აბა მიდი, გაუძელი!
თან ნიშანი საკუთარ თავს დაუწერე!

Posted by: annavita 27 Mar 2016, 09:48
MOSHAYIRE
QUOTE

დევიზია: აბა მიდი, გაუძელი!
>>
საქმე არის ოდინდელი,ძველსძველი smile.gif


დაე ყველას შეგვეწიოს კვირაცხოვლის
მადლი,სიცოცხლისჩამდგმელი
კაცის ყოვლის
love.gif

Posted by: MOSHAYIRE 27 Mar 2016, 15:06
annavita
შეგვეწიოს ,ა მ ი ნ, მადლი...

ოღონდ ლექსს ნუ დამამადლი
biggrin.gif

Posted by: Uxeiro 28 Mar 2016, 13:04
QUOTE (MOSHAYIRE @ 27 Mar 2016, 15:06 )
შეგვეწიოს ,ა მ ი ნ, მადლი...

ოღონდ ლექსს ნუ დამამადლი
biggrin.gif

აჰა, ლექსი ერთი ადლი!

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 15:34
Uxeiro
QUOTE
აჰა, ლექსი ერთი ადლი!


მოიკიდე ჩემი ხათრი?
biggrin.gif

ვაშლი იჭმევა, თუკი მას გათლი
ასე ამბობენ, ნათლი...

Posted by: annavita 28 Mar 2016, 18:37
Uxeiro
თუ მე მხედავ –არ მოდიხარ
ნუთუ ასე დაგაშინე sad.gif
ოღონდ შემოდი და წერე
გადავიკარგები ჩინეთს!

MOSHAYIRE
მივაშურორავქნა ალპებს
(ამ წვიმაში რომ არ დავლპე) ? rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 20:16
annavita
QUOTE
მივაშურორავქნა ალპებს
(ამ წვიმაში რომ არ დავლპე)


წადი ალპები გელიან
ვითომ ახალი წელია!
biggrin.gif

Posted by: annavita 28 Mar 2016, 20:34
QUOTE
წადი ალპები გელიან
ვითომ ახალი წელია!

და დაგიბრუნდეთ ალპების
თოვლით ქუდ–ნაბად სველია?

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 20:37
annavita
ილექსპრომტე ალპებიდან
არ წახვიდე ამ თემიდან!

Posted by: annavita 28 Mar 2016, 20:42
MOSHAYIRE
QUOTE
ილექსპრომტე ალპებიდან
არ წახვიდე ამ თემიდან!

ვწერო? თანხმა ვარ, კაი,
თუ დამხვდება ვაიფაი ...

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 20:47
annavita
უნდა გქონდეს ვაიფაი
რომ არ გვითხრა ბაი-ბაი

Posted by: annavita 28 Mar 2016, 20:49
MOSHAYIRE
მთაში ვიცნობ ერთ ქალს –ლიზეტს
სოკოს ღვეზელს აცხობს ისეთსსსს!!! bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 20:51
annavita
უფ! კარგია ძლიერ სოკო!-
ხაჭაპურიც poco-poco

Posted by: annavita 28 Mar 2016, 20:53
QUOTE
2 უჩინარი წევრი

ეს მეორე ვიღა არის წევრი
(ვეღარ მივხვდი, თუმც ვიფიქრე ბევრი) ?

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 20:55
annavita
იქნებ ნორია - უზერი ძველი
კარგად კი სწერდა...მის ლექსსა ველი

Posted by: annavita 28 Mar 2016, 20:56
MOSHAYIRE
QUOTE
უფ! კარგია ძლიერ სოკო!-
ხაჭაპურიც poco-poco

რატომ poco, ბარემ იყოს preto!
ჩვენ, ქართველებს ძალზე გვიყვარს esto smile.gif) (ანუ იგი ხაჭაპურ)

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 20:58
annavita
QUOTE
ჩვენ, ქართველებს ძალზე გვიყვარს esto

ბევრი ყველი უნდა, ბევრი "ტესტო" biggrin.gif

Posted by: annavita 28 Mar 2016, 21:00
MOSHAYIRE
QUOTE
იქნებ ნორია - უზერი ძველი
კარგად კი სწერდა...მის ლექსსა ველი

მომენატრა ნორი როგორც ხაჭაპური,
აჭარული, იმერული ანდა აჩმა,
შემოვიდეს ოღონდაც და თანახმა ვარ
გადამკოცნოს ამაზონის მამალ მაჩვმა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Mar 2016, 21:06
annavita

დაგავიწყდა ფენოვანი!
ვარ ამ თემის ხელოვანი
შენ - უზერ სახელოვანი
იქნებ ცხოვრობს მისამართზე: "სელო" ვანი?! (ნორი)

Posted by: annavita 28 Mar 2016, 21:13
MOSHAYIRE
მისი მამული იყო ნორიო
ამბობენ არის არცთუ შორიო
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
(ნორი)

რად დატოვა მან კაფიის რინგი
(ვინმემ ხომ არ გაუსივა დინგი) ? rolleyes.gif
* * *
MOSHAYIRE
თუ ასეა დავუბრუნოთ ხურდა
თქვი ვინ არის, ერთ-ორს ცხვირში ვდურთავ yes.gif
* * *
MOSHAYIRE
წასულა

შენ ხომ არ ხარ? idea.gif

Posted by: Uxeiro 30 Mar 2016, 10:19
QUOTE (annavita @ 28 Mar 2016, 20:49 )
მთაში ვიცნობ ერთ ქალს –ლიზეტს
სოკოს ღვეზელს აცხობს ისეთსსსს!!! bis.gif

რომ მაგ ღვეზელების ხათრით
შეურიგდა მთლად გორი სეთს

Posted by: MOSHAYIRE 30 Mar 2016, 21:58
annavita
QUOTE
რად დატოვა მან კაფიის რინგი
(ვინმემ ხომ არ გაუსივა დინგი


რა ვი...იყო ამა თემის King-ი...


Uxeiro
QUOTE
ღვეზელების

ბიჭო, რა დროს ღვეზელია?
რას შობი "ატ ბეზდელია"? biggrin.gif

Posted by: DISIDENTI 30 Mar 2016, 22:44
https://www.youtube.com/watch?v=wKNsnQNRZiY
smile.gif :* <3

Posted by: annavita 30 Mar 2016, 23:08
DISIDENTI
დისიდენტო, რომ დაგვიდე აქ ეს– https://www.youtube.com/watch?v=wKNsnQNRZiYsmile.gif :* <3
დაკონკრეტდი–ვის სთავაზობ საკეს?

შენ ხომ არ ხარ ის პოეტი დაჯი?
თუ ასეა მოდი ჩვენთან დარჩი smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Mar 2016, 23:10
annavita
QUOTE
შენ ხომ არ ხარ ის პოეტი დაჯი?
თუ ასეა მოდი ჩვენთან დარჩი

დისიდენტი იუთუბებით ყოჩობს
ვერ მოგვიგოს ვერასოდეს კარტში biggrin.gif

Posted by: annavita 30 Mar 2016, 23:12
MOSHAYIRE
QUOTE
რა ვი...იყო ამა თემის King-ი...

მერე, ამა თემის დიდმა კინგმა
ნუთუ ვეღარ დაამარცხა სტიგმა?
უთხარ აქ მოვიდეს, ისევ პოსტოს
მე ვიზრუნებ რომ არავინ მოსდოს :*
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
დისიდენტი იუთუბებით ყოჩობს

მაგ დისიდენტს დადება სურს ფიცის–
ვგრძნობ რომ შენი სიყვარულით იწვის biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Mar 2016, 23:15
annavita

ალბათ მოვა, ვიქონიებთ იმდეს
შექმნის კვლავაც ლექს-კაფიის event-ს

Posted by: MOSHAYIRE 30 Mar 2016, 23:40
მანამდე კი -აგერ ჩემი ფოტო
ტატუებით ორით - თოთო-თოთო...

Posted by: annavita 30 Mar 2016, 23:53
MOSHAYIRE
QUOTE
ალბათ მოვა

თუ არ მოვა (მოვა ალბათ),
თემას თან გაყვება ამბად...
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
მანამდე კი -აგერ ჩემი ფოტო
ტატუებით ორით - თოთო-თოთო...

ის დრო მომაგონა "პერომ"
ნორის მივულექსე მე რომ..sad.gif

Posted by: MOSHAYIRE 30 Mar 2016, 23:58
annavita
QUOTE
თუ არ მოვა (მოვა ალბათ),
თემას თან გაყვება ამბად...

მოვა რითმად...
ანდა სამბად... smile.gif


Posted by: annavita 31 Mar 2016, 09:20
MOSHAYIRE
თემაში მოვა სამბადა
რომ აგვაცეკვოს ლამბადა biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 31 Mar 2016, 10:39
annavita
ისეთი ცეკვაა ლამბადა
სულ არ უხდება ლაბადა!
biggrin.gif

Posted by: annavita 31 Mar 2016, 13:25
MOSHAYIRE
QUOTE
ისეთი ცეკვაა ლამბადა

კაცი ეგება ნაბადად biggrin.gif


Posted by: Uxeiro 31 Mar 2016, 14:53
QUOTE (MOSHAYIRE @ 30 Mar 2016, 21:58 )
ბიჭო, რა დროს ღვეზელია?
რას შობი "ატ ბეზდელია"? biggrin.gif

ჰო, ეს გვერდი აღარ ვნახე...
"ძელებით" "მეხევა სახე" up.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 Mar 2016, 22:46
Uxeiro
QUOTE
"ძელებით"

რომ ვიცოდე რას ნიშნავს ეგ "ძელები"
არ ვსვამ, მაგრამ ყანწით გადღეგრძელებდი!
biggrin.gifannavita
QUOTE
კაცი ეგება ნაბადად

სადაა მერე ნაბადი?
კაი, არ გვინდა კამათი!
biggrin.gif

Posted by: annavita 1 Apr 2016, 15:56
MOSHAYIRE
lol.gif


მინდა ეს გკითხო:
კარგი განწყობა რომ გქონია
მაშინვე, იმ წამს
გაგჩენია მელანქოლია? user.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Apr 2016, 21:25
annavita
ვაჰ! მიყვარს უფ რა
ქართული სუფრა!

Posted by: annavita 1 Apr 2016, 21:50
ადრე სუფრა იყო მწყობრი..
ზედ ჰანგები გადაშლილი...
ახლა არის გათხლეშილი
არ იცნობა მამა–შვილი alk.gif

Posted by: MOSHAYIRE 1 Apr 2016, 22:29
annavita
აჰ! არ ვარგა ღვინო ჭარბი!
ოჰ! არ ვარგა კაცი ხარბი!

Posted by: annavita 1 Apr 2016, 22:31
MOSHAYIRE
შენ ისა თქვი - რა გვივარგა-
რა არ გვაწევს ზედმეტ ბარგად...
* * *
..................
................



Posted by: MOSHAYIRE 2 Apr 2016, 22:40
annavita
ძლიერ დავსერიოზულდით...
ცოტაც უნდა ვიცელქო
უხეირო არ სჩანს, გაქრა-
ტანგო ვისთან ვიცეკვო?
biggrin.gifUxeiro

Posted by: annavita 2 Apr 2016, 23:49
MOSHAYIRE
QUOTE
უხეირო არ სჩანს, გაქრა-
ტანგო ვისთან ვიცეკვო?

უხეირო ალბათ წვება /დასაძინებლად/ biggrin.gif
მარტომ სცადე ნება-ნება biggrin.gif
* * *
კარგი არის ცეკვა მასთან
ვინც გიყვარს, ან თუნდა მოგწონს...
რიტმი- ნელიც და გიჟურიც
ერთნაირად გინთებს კოცონს smile.gif
ბლუუუუზ
* * *
...........................................

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 00:04
QUOTE
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
2 წევრი: MOSHAYIRE, Aramis

annavita

შემოსულა არამისი
ისე, ხათრი კი მაქვს მისი
არ ვაპირებ მასთან ცეკვას
თუნდაც ჩერტკოევი ერქვას!
biggrin.gif


Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:12
annavita

ხმების შეწყობაც მახსოვს და
სოლოც უთქვია ანოსა
პირველ-მეორის ჭრილობა
მრავალჯერ მოებანოსა


Posted by: annavita 3 Apr 2016, 00:16
MOSHAYIRE
Aramis
ორივესთან მილექსია-
ჩემი სიტყვა ეს არი-ა -
მზად ვარ ორივეს გეცეკვოთ
როცა მღერის კესარია biggrin.gif



Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:19
MOSHAYIRE

აღარ ჩანს ანავიტაო
სხვა თემას გადავიდაო
დაძველდა ჩვენი პურ-წყალი
გაშლილი დაგვით წვითაო
თვალს არ მაშრება კურცხალი
ვიღასთან უნდა ვიდაო.


Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 00:22
Aramis
ანავიტ აგერ მეზობლად
იუთუბზე გადავიდაო
ხომ დაბრუნდები თემაში
არამის შფოთავს...თქვი, დაო
biggrin.gif

Posted by: annavita 3 Apr 2016, 00:28
MOSHAYIRE
QUOTE
ანავიტ აგერ მეზობლად
იუთუბზე გადავიდაო

lol.gif
დედამიწის გულში რაა ის იცი
და რადგანაც მე გთვლი ლექსის ახლობლად-
აბა მითხარ ეს სიმღერა თუ მიღირს
ფეხშიშველა ცეკვად, თავზე დამხობად?
biggrin.gif

Posted by: AnatolyX13 3 Apr 2016, 00:29
ამოვარდა ქარიშხალი
გაასწორა მთა და ბარი
მოდი იმ დღეს გაუმარჯოს
როცა მე შენ გაგიცანი!

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:29
annavita
QUOTE
ორივესთან მილექსია-
ჩემი სიტყვა ეს არი-ა -


ლექსს აბნევდი ხოშკაკლადა
მიტომც შენი ხოში მკლავდა

MOSHAYIRE
QUOTE
ანავიტ აგერ მეზობლად
იუთუბზე გადავიდაო


ეწვია იუთუბსაო
წყალს დალევს
ერთ-ორ ყლუპსაო

Posted by: annavita 3 Apr 2016, 00:31
Aramis
QUOTE
თვალს არ მაშრება კურცხალი
ვიღასთან უნდა ვიდაო.

გამომიგლოვე არამის
როგორც ალუდამ მუცალი? biggrin.gif
მოვედი და მოგიტანე
სელპაკი-იშრე კურცხალი! biggrin.gif

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:32
მოიყვანს კესარიასა
მოგვიწყობს რია-რიასა

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 00:38
annavita
QUOTE
ფეხშიშველა ცეკვად, თავზე დამხობად?


YES! - მიიღე ჩემი სიტყვა თანხმობად!

Aramis
QUOTE
მოიყვანს კესარიასა
მოგვიწყობს რია-რიასა

ის აქ გვიცეკვებს, შენ კიდე
მიართმევ ენძელ-იასა!

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:40
QUOTE
გამომიგლოვე არამის
როგორც ალუდამ მუცალი?
მოვედი და მოგიტანე
სელპაკი-იშრე კურცხალი!


ეს ცხოვრება უშაიროდ
ბალღამი და ჩირქიაო
„მე შენთვის რა მატირებდა
შენ ჩემთვის რა გირგიაო?“ smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 00:43
AnatolyX13
QUOTE
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 216676
რეგისტრ.: 2-April 16

ანატოლი თუ ნიკია
გამოდის, ეგი კაცია...biggrin.gif
ფორუმზე კი გაუვლია
2 აპრილს რეგისტრაცია
მოდი, ვეჯიბროთ მკლავჭიდში
ხომ არ ხარ, ბიჭო, ცაცია ? biggrin.gif

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:44
MOSHAYIRE
annavita

ღამე ნების, მეგობრებო. შევხურდები ნელ-ნელა - იმედია. smile.gif

Posted by: annavita 3 Apr 2016, 00:45
MOSHAYIRE
QUOTE
ის აქ გვიცეკვებს, შენ კიდე
მიართმევ ენძელ-იასა!

იის სეზონი გავიდა (მგონი)
მას მიყვა ენძელა..
ყვავილს საიდან მიშოვnის
კომპლიმენტის თქმაც ეძნელა rolleyes.gif
* * *
Aramis
QUOTE
ღამე ნების, მეგობრებო. შევხურდები ნელ-ნელა - იმედია.

ძილი -ნებისა, ღვიძლი-
ურთიერთცნობის,სალმისა,
იმედია რომ დარჩები..
თავ მოგვანატრე ლამისა biggrin.gif :*

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 00:48
annavita
QUOTE
ყვავილს საიდან მიშოვის
კომპლიმენტის თქმაც ეძნელა

Aramis
QUOTE
ღამე ნების, მეგობრებო. შევხურდები ნელ-ნელა - იმედია


აცალე, ჯერ შეხურდეს biggrin.gif
და ყვავილსაც მოგართმევს
კომპლიმენტსაც მოგიძღვნის
ხელსაც კი ჩამოგართმევს biggrin.gif




Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:51
annavita
შენ დანახვამ დამტეხა
ძვლებში.
ვარ, როგორც ამება,
რა ხოტბას შევძლებ
ვერ ატყობ
ენა რაფერად დამება?
ვეღარც ლექსს ვამბობ,
ვერც ვხედავ .
გამიწყრა მგონი სამება smile.gif

Posted by: annavita 3 Apr 2016, 00:52
MOSHAYIRE
QUOTE
ანატოლი თუ ნიკია
გამოდის, ეგი კაცია...
ფორუმზე კი გაუვლია
2 აპრილს რეგისტრაცია

lol.gif
კაია რომ გაიარა რეგისტრ თუ რაცხა ტრაცია
ახლა მთავარი ისაა, აქ არ მოუნდეს ტრაწია biggrin.gif
Aramis
lol.gif
კაცი რომ იქცეს ამებად
გგონია მე მეამება? smile.gif

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 00:56
annavita

QUOTE
კაი რომ გაიარა რეგისტრ თუ რაცხა ტრაცია
ახლა მთავარი ისაა, აქ არ მოუნდეს ტრაწია


ეგრევე კი ნუ გათანგავ, აცალე, ახლა, პაწია
კაცი მოვიდეს, ჩამოჯდეს, რას გაუქანე ბრანწია

Posted by: annavita 3 Apr 2016, 00:58
Aramis
QUOTE
ეგრევე კი ნუ გათანგავ, აცალე, ახლა, პაწია
კაცი მოვიდეს, ჩამოჯდეს, რას გაუქანე ბრანწია

რა ვქნა რომ ვეღარ მოვზომე...
ბოლო დროს გავხდი ცაცია .. user.gif

Posted by: AnatolyX13 3 Apr 2016, 00:59
QUOTE (MOSHAYIRE @ 3 Apr 2016, 00:43 )
AnatolyX13
QUOTE
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 216676
რეგისტრ.: 2-April 16

ანატოლი თუ ნიკია
გამოდის, ეგი კაცია...biggrin.gif
ფორუმზე კი გაუვლია
2 აპრილს რეგისტრაცია
მოდი, ვეჯიბროთ მკლავჭიდში
ხომ არ ხარ, ბიჭო, ცაცია ? biggrin.gif

მოგესალმები ძმობილო
მოშაირე ხარ ნიკადა
ვხედავ შენს ენამახვილურს
სიტყვებს რომ აფრქვევ მწკრივადა.
მე აქ ახალი გახლავარ
არ გამოცდილი დიდადა,
მაგრამ გიდგები მკლავჭიდში
ვიღებ შენს გამოწვევასა.
biggrin.gif

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 01:00
MOSHAYIRE

სად ნახავ ია-ენძელას
ფოთოლს ვაგროვებ ძველ-ძველას


Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 01:03
AnatolyX13
QUOTE
მოგესალმები ძმობილო
მოშაირე ხარ ნიკადა
ვხედავ შენს ენამახვილურს
სიტყვებს რომ აფრქვევ მწკრივადა.
მე აქ ახალი გახლავარ
არ გამოცდილი დიდადა,
მაგრამ გიდგები მკლავჭიდში
ვიღებ შენს გამოწვევასა.

სხვა რომ აქ არაფერი ვთქვათ
ავღნიშნავ - რითმი მევასა ... smile.gif biggrin.gif

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 01:04
annavita
QUOTE
რა ვქნა რომ ვეღარ მოვზომე...
ბოლო დროს გავხდი ცაცია ..


გირჩევ, ნაკლებად იგიჟე
ნაკლები ხიცი-ხაცია.
თემას არავინ უსმენდეს
სადმე არ იყოს რაცია. smile.gif

Posted by: annavita 3 Apr 2016, 01:05
Aramis
QUOTE
ფოთოლს ვაგროვებ ძველ-ძველას

იჩქარე, გამოაცხადეს,ქარი და უნდა ინამოს
ისე,.. ფოთოლი რად გინდა? რომ შეიკერო წინამო?.. biggrin.gif

Posted by: AnatolyX13 3 Apr 2016, 01:06
QUOTE (annavita @ 3 Apr 2016, 00:52 )
MOSHAYIRE
QUOTE
ანატოლი თუ ნიკია
გამოდის, ეგი კაცია...
ფორუმზე კი გაუვლია
2 აპრილს რეგისტრაცია

lol.gif
კაია რომ გაიარა რეგისტრ თუ რაცხა ტრაცია
ახლა მთავარი ისაა, აქ არ მოუნდეს ტრაწია biggrin.gif
Aramis
lol.gif
კაცი რომ იქცეს ამებად
გგონია მე მეამება? smile.gif

მაგას ნუ მკადრებ ვაჟკაცო
ნუ ხარ მასეთი მკაცრია,
ვიცი ეთიკის წესები
სადაც უნდა ვქმნა მაგია.

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 01:06
Aramis
QUOTE
სად ნახავ ია-ენძელას
ფოთოლს ვაგროვებ ძველ-ძველას


კაცი თუ ღმერთსა უქნია
მისი მაშველი გუგლია biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 01:07
------------------------------------------------------------------

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 01:10
QUOTE
აცი თუ ღმერთსა უქნია
მისი მაშველი გუგლია


თუ გუგლშიც ვეღარ მოძებნა
დაიწყოს ტანკლი-ტუნკლია.


Posted by: annavita 3 Apr 2016, 01:10
MOSHAYIRE
lol.gif lol.gif

QUOTE
ავღნიშნავ - რითმი მევასა ..

როგორც ყურძენი მელასა? biggrin.gif

Aramis
QUOTE
თემას არავინ უსმენდეს
სადმე არ იყოს რაცია.

სწორს ამბობ. რომ შემოვდივარ
ვხედავ- იშლება ნიკები yes.gif
მგონი მშიფრავენ, მენიშნა
მე შენი დანარიგები yes.gif
* * *
AnatolyX13
QUOTE

ვიცი ეთიკის წესები
სადაც უნდა ვქმნა მაგია.

მაშ მომიტევე,მე შენი
ნიკი რომ დამითაგია
biggrin.gif up.gif

Posted by: AnatolyX13 3 Apr 2016, 01:15
QUOTE (annavita @ 3 Apr 2016, 01:10 )
MOSHAYIRE



როგორც ყურძენი მელასა? biggrin.gif



მელას რად უნდა ყურძენი?
შესჭამს და ძლიერ გათვრება,
ბუნაგში მიბრუნებულზე
ნაბახუსევი აწვება. smile.gif

Posted by: Aramis 3 Apr 2016, 01:18




MOSHAYIRE
AnatolyX13
annavita

კაიც აბა, მართლა წავედი და ბოიშმამითხოვია.
მადლობელი ვარ.

Posted by: annavita 3 Apr 2016, 01:24
QUOTE (MOSHAYIRE @ 3 Apr 2016, 01:07 )
------------------------------------------------------------------იები

2kiss.gif


Aramis
QUOTE
კაიც აბა, მართლა წავედი და ბოიშმამითხოვია.

აჰ, ეს ერთიც დაგელია შეკაცო.. ბოლო.. დედმამიშვილების.. biggrin.gif

Posted by: AnatolyX13 3 Apr 2016, 01:27


მაგას ნუ ამბობ ძმობილო
მე არაფერი მწყენია
ჩვენ აქ ვშაირობთ ერთმანეთს
უნდა ვუცვალოთ რითმია. wink.gif

Posted by: annavita 3 Apr 2016, 01:28
ოპააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა


Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 13:52
AnatolyX13
QUOTE
ჩვენ აქ ვშაირობთ ერთმანეთს
უნდა ვუცვალოთ რითმია.


აქ რომ გვიცვალო რითმია
სხვა თემა შენ დაგითმია
წადი, დაპოსტე სხვაგანა
გეტყვიან:"ყოჩაღ, ბაღანა!"
biggrin.gif

annavita
იუთუბი გაგიძარცვია!
ისე, რა გრილად აცვიათ! tongue.gif

Posted by: AnatolyX13 3 Apr 2016, 14:49
QUOTE (MOSHAYIRE @ 3 Apr 2016, 13:52 )


აქ რომ გვიცვალო რითმია
სხვა თემა შენ დაგითმია
წადი, დაპოსტე სხვაგანა
გეტყვიან:"ყოჩაღ, ბაღანა!"
biggrin.gif


მაშ შენ რას უბნობ ძმობილო
გინდა რომ მითხრა წადია?
მითხარი რა დაგიშავე
რად მაგდებ ჩემო ძამია?
ჩემმა პოსტებმა შესცოდეს?
ნუთუ ჰყვა მათ ვირუსია?

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 15:32
AnatolyX13
ვისი ალტერი მოსულა
თემაში გუშინ საღამოს?
რითმების ცვლაში ვის უნდა
ლექსპრომტში ათენ-აღამოს?
smile.gif biggrin.gif

Posted by: annavita 3 Apr 2016, 19:15
MOSHAYIRE
QUOTE
ვისი ალტერი მოსულა
თემაში გუშინ საღამოს?
რითმების ცვლაში ვის უნდა
ლექსპრომტში ათენ-აღამოს?


ვინც არ უნდა იყოს, მისი
ნიკი არის ანატოლი
ვფიქრობ ასე იშიფრება:
"აგერ ვარო ანას ტოლი" biggrin.gif

MOSHAYIRE
QUOTE
იუთუბი გაგიძარცვია!
ისე, რა გრილად აცვიათ!

კუნძულზე ცხელა, მზეს მათი
სამოსი აუტაცია :დ

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 19:41
annavita
QUOTE
ვფიქრობ ასე იშიფრება:
"აგერ ვარო ანას ტოლი

მასე არ გაიშიფრება -
ცამეტჯერ შენზე მეტია (X13) :O
რომ გავამრავლე ეს ნიჭი
მე პოსტში არ დამეტია!
biggrin.gif

Posted by: annavita 3 Apr 2016, 22:10
MOSHAYIRE
QUOTE
მასე არ გაიშიფრება -
ცამეტჯერ შენზე მეტია (X13) :O

იქნებ ასე იშიფრება:
ანატოლ–იქს მეცამეტე? facepalm.gif
თემა უკვე ავითვისეთ,
თუ სურს დავსვამთ მესამედზე biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 22:36
annavita
ანატოლი, ანატოლი
დაუკარი, აბა, დოლი!

AnatolyX13

Posted by: annavita 3 Apr 2016, 22:53
MOSHAYIRE
QUOTE
დაუკარი, აბა, დოლი!

AnatolyX13

თუ დრამზე დაკვრა არ იცის
დავაჭერინებთ სასულეს,
ქალაქური თქვას დუდუკით
ხსოვნა მიაგოს წასულებს

Posted by: MOSHAYIRE 3 Apr 2016, 22:55
annavita
ანავიტ, ჩემი თხოვნაა
მხნედ იყავ, რა დროს ხსოვნაა!

Posted by: annavita 4 Apr 2016, 00:00
MOSHAYIRE
მე მხნედ ვარ...რადგან მუდამ ვარ
ჩემს და არა სხვის ადგილას..
ხსოვნა თემიდან წასულებს-
აქ ვინც ითხრიდა "მაგილას" biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Apr 2016, 20:04
annavita
ანატოლიქსიცამეტი
წავიდა, მიჰყვა არამისს
მადლობა შემოგვითვალეს
ჩვენ ვუპასუხეთ-არაფრის!
biggrin.gif

Posted by: annavita 4 Apr 2016, 20:17
MOSHAYIRE
მათი ასეთი ქცევა
არის რისი ნიშანი?
"წყალნი წავლენ-წამოვლენ
დარჩებიან ქვიშანი"? biggrin.gif


* * *
MOSHAYIRE
QUOTE
ნიშანი

"ნიშანი" მასვე ნიშნავს
თურმე ენაზე ჰინდის yes.gif
იცი ენებში სიტყვა
საიდან მოდი-მიდის? rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 4 Apr 2016, 21:27
annavita
QUOTE
მათი ასეთი ქცევა
არის რისი ნიშანი?


მე და შენ ისე გავლექსეთ
მათ ასძვრათ თავზე "კრიშა"-ნი
ფეხშიშველები გარბოდნენ
ნოხად ეჩვენათ ქვიშანი
კიდევ გვესტუმრონ ეგების
მოგვიგონ რითმით ნიშანი! biggrin.gif

Posted by: annavita 5 Apr 2016, 00:14
MOSHAYIRE
QUOTE
მე და შენ ისე გავლექსეთ
მათ ასძვრათ თავზე "კრიშა"-ნი

სანამ გრიპი მაქვს, ვწევარ,
თავს არ მანებებს სიცხე
ჩვენ ვლექსოთ, ეგ მესამე
ლექსო კი გამორიცხე
facepalm.gif

Posted by: Uxeiro 5 Apr 2016, 09:14
QUOTE (annavita @ 5 Apr 2016, 00:14 )
სანამ გრიპი მაქვს, ვწევარ,
თავს არ მანებებს სიცხე

თუკი გრიპი გაქვს, გენავ,
გირჩევ არაყი მისცხე up.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Apr 2016, 13:04
Uxeiro
annavita

უხეირო გიზიარებს
თავის გამოცდილებას...
იმედია, რომ დათვრები
აქ არ მორთავ გინებას biggrin.gif

Posted by: Uxeiro 5 Apr 2016, 13:19
MOSHAYIRE
თუ გვაგინებს... ავიტანოთ,
მოვუყრუოთ ყურები,
მთავარია მერე მთვრალმა
არ დალეწოს ჭურები

Posted by: MOSHAYIRE 5 Apr 2016, 13:30
Uxeiro
უხეირო, ამდენ ლექსით
ჩაიწერე ქულები!:D

Posted by: annavita 6 Apr 2016, 09:12
MOSHAYIRE
QUOTE

უხეირო გიზიარებს
თავის გამოცდილებას...
იმედია, რომ დათვრები
აქ არ მორთავ გინებას

ჩემზე ნურცერთს ნუ გექნებათ
ალკოჰოლურგათვლები
არ ვსვამ, არც დამილევია
არც არასდროს დავთვრები rolleyes.gif


* * *
Uxeiro
არაყიც გადაჰკარ და
ზედ მიაყოლე ხურმა
რა ჯობს: გატეხო თვითონ
თუ იქით გლეწოს ჭურმა? rolleyes.gif

Posted by: Uxeiro 6 Apr 2016, 09:57
QUOTE (annavita @ 6 Apr 2016, 09:12 )
არაყიც გადაჰკარ და
ზედ მიაყოლე ხურმა

არ მიყვარს არაყზე ტკბილი,
არც კონიაკზე ყავა,
სჯობს მჟავემ მომკვეთოს კბილი,
კონიაკ - ისეც წავა


QUOTE
რა ჯობს: გატეხო თვითონ
თუ იქით გლეწოს ჭურმა?  rolleyes.gif

ჩემ ჭურთმოყვარე გულმა:
იქით გლეწოსო ჭურმა

Posted by: MOSHAYIRE 6 Apr 2016, 20:10
annavita
Uxeiro

ანავიტ უხეიროსთან
(დადის ასეთი ჭორები)
სტუმრად მისულა გუშღამდ და
სულ დაუცლიათ ჭურები...

Posted by: annavita 6 Apr 2016, 23:17
MOSHAYIRE
ეგ ჭორი ჩემგან შორსაა
როგორც მდინარე პეჩორა :დ
გამოტყდი ვისგან გაიგე
თუ თვითონ შემოგეჭორა ? wink.gif

Posted by: MOSHAYIRE 6 Apr 2016, 23:19
annavita
QUOTE
როგორც მდინარე პეჩორა


ყავას ვსვამ და არ მადარდებს
მე ჭორები და პეჩორა
რა მივატანო ვფიქრობ და
მესროლე ერთი პეჩო, რა?

biggrin.gif

Posted by: annavita 6 Apr 2016, 23:23
Uxeiro
QUOTE
არ მიყვარს არაყზე ტკბილი,
არც კონიაკზე ყავა,
სჯობს მჟავემ მომკვეთოს კბილი,
კონიაკ - ისეც წავა

არაყ–ღვინის სმას გერჩივნოს
აკნატუნო ფისტა–თხილი.
გულ–ღვიძლს რაც არ მოუხდება
მასთან უნდა იყო ფრთხილი

Posted by: MOSHAYIRE 6 Apr 2016, 23:26
annavita
არაყის სმას მე ნუ მიშლი
როცა შენ შეგყრია გრიპი
ეს მითხარი, უკვე მორჩი
თუ ხმას კიდევა აქვს "ხრიპი"?

Posted by: annavita 6 Apr 2016, 23:49
MOSHAYIRE
QUOTE
ეს მითხარი, უკვე მორჩი
თუ ხმას კიდევა აქვს "ხრიპი"?

ვსვამდი ნაყენს ასკილისას
ხმა მაქვს როგორც ვასილისას

ps. ver vnaxe iuTubze mad.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 00:05
annavita
იუთუბზე დაგიდია
უკვე შენი ნამღერი
არაყი თუ არ დალიე
ასკილით ხომ დათვერი? biggrin.gif

Posted by: annavita 7 Apr 2016, 00:23
MOSHAYIRE
QUOTE
ასკილით ხომ დათვერი?

მიყვარს თრობა ასკილით
დავატარებ მას ქილით :დ

Posted by: Uxeiro 7 Apr 2016, 13:56
QUOTE (annavita @ 6 Apr 2016, 23:23 )
არაყ–ღვინის სმას გერჩივნოს
აკნატუნო ფისტა–თხილი.
გულ–ღვიძლს რაც არ მოუხდება
მასთან უნდა იყო ფრთხილი

ორშაბათიდან უნდა ვსვა
მხოლოდ წყალი გამოხდილი



P.S. წრუწუნ, გამოდი, გიცანი

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 14:48
annavita
Uxeiro
უხეირო როცა მთვრალი
იყურება სარკეში (100X100)
აქ სულ ერთი ხდება მისთვის
გლდანშია თუ ვაკეში

tongue.gif



Posted by: annavita 7 Apr 2016, 19:50
MOSHAYIRE
მთავარი აქ, ის არაა
გლდანი თუ ეგონა ვაკე,
მთავარია გულზიდება
არ დაიწყოს, როგორც მაკემ ... biggrin.gif user.gif
* * *
Uxeiro
QUOTE
ორშაბათიდან უნდა ვსვა
მხოლოდ წყალი გამოხდილი



P.S. წრუწუნ, გამოდი, გიცანი

lol.gif
წრუწუნაც ხარ თხუნელაც და
რავი კიდევ... მინდვრის თაგვი!
თუ აქ სადმე მოგიხელთე
ცოცხს ავიღებ, გარეთ გაგგვი biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 20:13
annavita
QUOTE
მთავარი აქ ის არაა
გლდანი რომ ეგონოს ვაკე,
მთავარია გულზიდება
არ დაიწყოს, როგორც მაკემ


ვერ გავიგე ვერაფერი
თუმც ლექსისთვის მაინც გაქებ...

smile.gif

Posted by: annavita 7 Apr 2016, 20:20
MOSHAYIRE
უზომოდ უზმოდ მიღებას alk.gif/ალკ/ის
კონიაკისა, ღვინის თუ არყის,
მოსდევს თავბრუ და გულის ზიდება
ამაზე მსურდა მე მითითება chest.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 20:24
annavita

აჰ! უხეირო - ჩვენი უზერი
ყოფილა ძლიერ ნაბახუსევი!
smile.gif

Posted by: annavita 7 Apr 2016, 20:39
MOSHAYIRE
უხეირო! -კაი კაცი, ძმაო :*
ძლივს მოვიდა, ამაიღო ხმაო biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 21:02
annavita

QUOTE
ძლივს მოვიდა, ამაიღო ხმაო


ყვარებია მას ძალიან სმაო

Posted by: annavita 7 Apr 2016, 21:31
MOSHAYIRE
QUOTE
ყვარებია მას ძალიან სმაო

თუ ასეა, მაშინ ვეტყვი: ciao

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 21:34
annavita

არ იჩქარო, ცოტა დააცაო!

Posted by: annavita 7 Apr 2016, 21:46

MOSHAYIRE
მოქმედებდეს უნდა, როგორც ელვა,
მთელ კვირას უნდება ლექსის ზელვას mad.gif
როდის მოვა? მე დავიწყე ათვლა.
ამ საღამოს ალბათ სადმე ჩათვრა mad.gif

Posted by: MOSHAYIRE 7 Apr 2016, 22:00
annavita
ეჰ, სადაა ემაგდენი ნიჭი?
ის არაა სასწაული ბიჭი
ხან და ხან წერს აქ ექსპრომტებს ვითომ
კმაყოფილი არი ალბათ თვითონ...

Posted by: annavita 8 Apr 2016, 01:39
MOSHAYIRE
QUOTE
ხან და ხან წერს აქ ექსპრომტებს ვითომ
კმაყოფილი არი ალბათ თვითონ...

როცა კაცი თვითონ
არის კმაყოფილი,
ვფიქრობ დიდ შარში აქვს
თავი გაყოფილი yes.gif

Posted by: Uxeiro 8 Apr 2016, 11:53
მიწიოდა ყურები
და მე მიველ ექიმთან,
თურმე ჩემზე ჭორები
ერითმათ და ერითმათ

Posted by: MOSHAYIRE 8 Apr 2016, 15:36
annavita
Uxeiro

უხეირო იძახის -
კარგსაც დავწერ, დაიცა
დავაცადოთ, სხვებივით
ქე მაინც არ გაიქცა biggrin.gif

Posted by: annavita 9 Apr 2016, 12:23
Uxeiro
QUOTE
მიწიოდა ყურები
და მე მიველ ექიმთან,
თურმე ჩემზე ჭორები
ერითმათ და ერითმათ

ანუ, ჩვენს გალექსილზე
მხოლოდ ყური წიოდა?
სიყვარული ვერ გიგრძნო
გულმა ერთი იოტა? user.gif
* * *
MOSHAYIRE
QUOTE
უხეირო იძახის -
კარგსაც დავწერ, დაიცა
დავაცადოთ, სხვებივით
ქე მაინც არ გაიქცა

სხვები კალიებივით
მიმოფრენდნენ გუნდებად smile.gif)
ეგ დარჩა, თუმც თითო ლექსს
მთელი კვირა უნდება biggrin.gif



Uxeiro
ჩვენო ტალ–კვესო love.gif დიდ პატივს გცემ smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Apr 2016, 19:42
annavita
QUOTE
სხვები კალიებივით
მიმოფრენდნენ გუნდებად )
ეგ დარჩა, თუმც თითო ლექსს
მთელი კვირა უნდება


კვირას ვინღა დაეძებს
ჩვენ არ დაგვღლის ლოდინი
ოღონდ არ დაავიწყდეს
პაროლი და ლოგინი biggrin.gif

Posted by: annavita 9 Apr 2016, 20:45
MOSHAYIRE
მისი გული სხვაგან ქრის
და სხვაგან შლის იალქნებს
სადაც სიყვარული აქვს
ლოგინსაც იქ მიაგნებს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Apr 2016, 20:49
annavita
მაგ "ლოგინი" არ მითქვამს
ნიკნეიმი ვახსენე
იმ"ლოგინის" პაროლიც
ღმერთო, შენ შეახსენე !
biggrin.gif tongue.gif

Posted by: annavita 9 Apr 2016, 20:52
MOSHAYIRE
QUOTE
იმ"ლოგინის" პაროლიც

ზარმაცების პაროლი–
1,2,3, smile.gif))
თუ გინდა შევამოწმოთ–
ია ზაოდნო ს ვამი :biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Apr 2016, 21:19
annavita

სხვის ლოგინში რა მინდა?
სხვის არ ვტეხავ პროფილებს
უხეირო ერქვას გინდ
გერონტი თუ პორფილე biggrin.gif


Posted by: annavita 10 Apr 2016, 00:25
MOSHAYIRE
up.gif biggrin.gif
ვინც პროფილის გატეხვა
ან ლოგინის, იკადროს
ის იყოს პოლიცმეის–
ტერ ქილია ნიკანდრო biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Apr 2016, 00:57
annavita

ჩვენ კი ვლექსავთ , მაგრამა
უხეირო, არამის,
ანატოლ იქს ცამეტი
მაქნისია არაფრის
biggrin.gif

Posted by: annavita 10 Apr 2016, 02:09
MOSHAYIRE
აქანე ხარ ბოშოო? biggrin.gif
MOSHAYIRE
გვერდი დაგვრჩა სულ ცოტაღა–
ასე ოცდაათი
მერე კაფიაში ვწეროთ
იქ განვაგრძოთ ჩათი biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 10 Apr 2016, 19:52
QUOTE
გვერდი დაგვრჩა სულ ცოტაღა–
ასე ოცდაათი

annavita

მარტივ არითმეტიკით
დაგვრჩა 26
აქაც არის, იქაც არის
ჩემი სწრაფი ლექსი!

chups.gif idea.gif

Posted by: annavita 11 Apr 2016, 10:59
MOSHAYIRE
QUOTE
მარტივ არითმეტიკით
დაგვრჩა 26
აქაც არის, იქაც არის
ჩემი სწრაფი ლექსი!

26 დღესდღეობით,
ხვალ დარჩება 25.
დრო მოდის რომ კეფას ვიგდოთ
ჩვენ კაფის თემის ქუდი war.gif

Posted by: MOSHAYIRE 11 Apr 2016, 14:48
annavita
ქუდი ვიგდო კი არა და
თუ კაფია, თუ ექსპრომტი -
იმდენს ვაჩხაკუნებ რითმებს
ქე მეკუთვნის ერთი ტორტი

biggrin.gif

Posted by: annavita 11 Apr 2016, 23:26
MOSHAYIRE
QUOTE
იმდენს ვაჩხაკუნებ რითმებს
ქე მეკუთვნის ერთი ტორტი

რავქნა, ხომ არ გამომეცხო?
კი მეკუთვნის ტორტი მეც,ხო? rolleyes.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Apr 2016, 00:17
annavita

რომ დავაცხო ტორტი ორი
შენთვისა და ჩემთვისო
ინგრედიენტებს და ფორმას
ინტერნეტი მეტყვისო

:კულინარიული საიტი:

Posted by: annavita 12 Apr 2016, 22:08
MOSHAYIRE
QUOTE
რომ დავაცხო ტორტი ორი
შენთვისა და ჩემთვისო

ან დააცხვე დროზე ორი
ტორტი,შეუკვეთე ანდა
აღარ გინდა ეს ამდენი
რეკლამა და პროპაგანდა :დ

Posted by: MOSHAYIRE 12 Apr 2016, 22:10
annavita
შეუკვეთე თავად
წავალ მოსატანად biggrin.gif

Posted by: annavita 13 Apr 2016, 03:13
MOSHAYIRE
რა ტორტი გიყვარს-
ყავა თუ ჟოლო?
მას შევუკვეთავ,
მითხარი მხოლოდ biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 13 Apr 2016, 12:11
annavita
ტორტი მიყვარს ხილის
ზედ კი - ყავა დილის

smile.gif

Posted by: annavita 14 Apr 2016, 09:12
მთელი მსოფლიოს ყურთა
სასმენად ვიტყვი– მოდით!
გვიხილეთ მეომარი
ერი, განთქმული ოდით.

ჩვენ ბრძოლა გველის ცხარე,
დაუნდობელი, ტორტთან
განა ერთან და ასთან
ათას, მილიონ "სორტთან"!

ჩვენში, ტორტს – ციდა ბავშვი–
როგორც ჯანფრანკო ძოლა
ბურთს -მის ადგილზე გზავნის–
ასეთ შვილების ყოლას-
თქვი, რა ჯობია ერო?
როგორც კი ხდება ოცის
მას დიდ ბრძოლებში იწვევს
ტორტი მარწყვის და მოცვის biggrin.gif biggrin.gif

ტორტის ადგილზე სტროფში
ჩვენ შეგვიძლია ბოცა
დავწეროთ,biggrin.gif დავწერ ალბათ,
როცა მექნება მოცლა smile.gif :*

Posted by: MOSHAYIRE 14 Apr 2016, 14:07
annavita

აზრი გამიჩნდა ამფერი
გთხოვთ ძლიერ, რომ არ დამცინოთ:
ლექსპრომტ და წმაწურკაფია
ჩვენ დღესვე დავაქორწინოთ!

მერე გვექნება საბაბი
ტორტები ვჭამოთ ბლომადა
ლექსპრომტი გამოვპრანჭოთ და
კოხტად წავუსვათ პომადა

სასიძოს - თემას კაფიის
გამოვუცვალოთ წინდები
ლექსპრომტმა - თუ ვერ გავთხოვდი
ქემაინც დავიწინდები biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

Posted by: Uxeiro 14 Apr 2016, 14:10
მაშინ ავლესოთ დანა,
თეფში, ჩანგალი, კოვზი!
დიდზე დავაღოთ ჩანა,
ჩავყლაპოთ ტორტზე რომ ზის
მარწყვი, თავისი ყუნწით
და ჩამომჭკნარი სახით.
დავგმოთ მცხობელი ძუნწი,
რომ არ შეცვალა ახლით.

Posted by: annavita 14 Apr 2016, 14:10
MOSHAYIRE
QUOTE
აზრი გამიჩნდა ამფერი
გთხოვთ ძლიერ, რომ არ დამცინოთ:
ლექსპრომტ და წმაწურკაფია
ჩვენ დღესვე დავაქორწინოთ!

მერე გვექნება საბაბი
ტორტები ვჭამოთ ბლომადა
ლექსპრომტი გამოვპრანჭოთ და
ბლომად წავუსვათ პომადა

სასიძოს - თემას კაფიის
გამოვუცვალოთ წინდები
ლექსპრომტმა - თუ არ გავთხოვდი
დღეს მაინც დავიწინდები 

ქორწილში ბევრი მივართვათ
ია-ვარდი და პიონი
მგონი ამ შაყირ-შაყირში
ქე გახდი გალაკტიონი
biggrin.gif up.gif მამეწონა!
* * *
Uxeiro
QUOTE
მაშინ ავლესოთ დანა,
თეფში, ჩანგალი, კოვზი!
დიდზე დავაღოთ ჩანა,
ჩავყლაპოთ ტორტზე რომ ზის
მარწყვი, თავისი ყუნწით
და ჩამომჭკნარი სახით.
დავგმოთ მცხობელი ძუნწი,
რომ არ შეცვალა ახლით.

რაც არ შეცვალა ახლით
სულ ცხვირ-პირ-დრუნჩში ვახლით
ბეზეს ღრუბლიდან კრემი
გადმოესხმება მაღლით

* * *
ამ ქორწინებას ვცნობ და
დასტურს ვიძლევი ფიცით
ძე რომ იშვება მათგან
რა სახელს ვარქმევთ იცით? biggrin.gif
MOSHAYIRE
Uxeiro

Posted by: MOSHAYIRE 14 Apr 2016, 22:10
annavita
Uxeiro

QUOTE
ამ ქორწინებას ვცნობ და
დასტურს ვიძლევი ფიცით


ისე იძახი , ბარემ, დაწერე ბალღებს ჯვარი
და არ იყარო მათზე ბილწ იუზერთა ჯავრი biggrin.gif

Posted by: krikri 15 Apr 2016, 01:42
biggrin.gif

bis.gif bis.gif

ბრავობრავოებიდაბისბისები
კაიიყობოლოგვერდი biggrin.gif

Posted by: annavita 16 Apr 2016, 05:56
krikri
გაიღეთ ერთი ლექსი,
რომ იხარჯებით ქებით,
ქორწილში რას იკისრებთ–
მეჯვარედ გამოდგებით? rolleyes.gif

MOSHAYIRE
Uxeiro
QUOTE
ისე იძახი , ბარემ, დაწერე ბალღებს ჯვარი

კრიკიც გვესტუმრა, ხედავ?
ერთობაშია ძალა
დაინაწილეთ საქმე
ქორწილს შევუდგეთ, "იალა"! biggrin.gif
krikri
QUOTE
კაიიყობოლოგვერდი


ჩვენ ყველა გვერდი ერთმნეთზე უკეთესი გვაქვს გენც,აირჩიეთ, ძველებისთვის განსაკუთრებული ფასი და მომსახურებაა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 16 Apr 2016, 19:38
krikri
QUOTE
ქორწილში რას იკისრებთ–
მეჯვარედ გამოდგებით?


თანხმობა უთხარ, კრიკრი
მაგას რად უნდა ფიქრი
მოიმარაგე კაბა
კალგოტკა თხელი, ლიკრის
სალონში გაიკეთე
რამე მოდური პრიჩო
შეგხედავენ თუ არა
იტყვიან:"ისე, ნიჩო".. biggrin.gif

Posted by: krikri 17 Apr 2016, 01:54
annavita
QUOTE
გაიღეთ ერთი ლექსი,
რომ იხარჯებით ქებით,

სად მაქვს ლექსის
თავ მე ბეჩა
ისე შემოვიჭყიტე
მხოლოდ ტორტის მუღამში
უცებ შემო მეჭა
მა biggrin.gif

კაფვას უნდა კვეს-აბედი
არ იკმარებს მარტო ბედი (ს ანაბარად ყოფნა ) biggrin.gif
და აზრები დარჩეული
მწვანილივით ქორფა-ქორფა idea.gif


MOSHAYIRE
QUOTE
ქორწილში რას იკისრებთ–
მეჯვარედ გამოდგებით?


თანხმობა უთხარ, კრიკრი
მაგას რად უნდა ფიქრი


ცოტას მაინც ვიფიქრებ
მისიაა სარისკო..
თუ რამეა და გამოვუშვებ
არქიფოს და არისტოს biggrin.gif

ახალდამთავრებული აქვთ
მეჯვარეთა ლიცეუმი
არ ეშლებათ არც საჭმელი
მოხარშული გინდა უმი
სადღეგრძელოებს ამბობენ -
შურით სკდება თავად რუმი .

ჰოდა დაფიქრდი
ამბავი დიდი
თუ არ ექნებათ
საჭირო ვიდი

rolleyes.gif sleep.gif boli.gif

Posted by: annavita 17 Apr 2016, 13:20
krikri
მოშაიყირემ იცის, რომ არ
მომედება ენას ჭავლი gigi.gif
მაგრამ ახლა ვჩქარობ ძალზე
და თემაში მოვხვდი გავლით biggrin.gif

მე არ ვიცი ვინ მეჯვარე
რუმია, ვინ –ჰაფეზია,
მე აქანე ქორწილი მაქვს
არ პოეტთა კანფესია biggrin.gif
შენი სიტყვა ორჭოფული
მესმა, ეჭვი მამესია–
ნათლიობის უარს ამბობ–
სადაური , რა წესია? chest.gif spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 17 Apr 2016, 18:14
krikri
QUOTE
თუ არ ექნებათ
საჭირო ვიდი


რა დაგიწერია -
დამჭირდა გიდი

biggrin.gif wink.gif

* * *
annavita

გაუშვი კრიკრი, მადლია
ისევ შენ იყავ ნათლია biggrin.gif

Posted by: Guluuu 18 Apr 2016, 00:45
პირველია ჩემი პოსტი ამ თემაში,
ვფიქრობ მარა არაფერი მომდის თავში sad.gif

Posted by: annavita 18 Apr 2016, 12:46
MOSHAYIRE

QUOTE
გაუშვი კრიკრი, მადლია
ისევ შენ იყავ ნათლია

მე -მშობელი ქალის, ვიყო ნათლია?
რომ გაიგონ სადმე, გამამართლიან? biggrin.gif
Guluuu
QUOTE
პირველია ჩემი პოსტი ამ თემაში,
ვფიქრობ მარა არაფერი მომდის თავში


რომ გაიმართოს წელში ეგ პოსტი
პირველ ეტაპზე გჭირდება ტროსტი,
ანუ ხელჯოხი, მეგობრის მხარი..
ვინ ხარ, საიდან, ჰობი რა არი? gigi.gif

Posted by: Guluuu 18 Apr 2016, 15:26
QUOTE
რომ გაიმართოს წელში ეგ პოსტი
პირველ ეტაპზე გჭირდება ტროსტი,
ანუ ხელჯოხი, მეგობრის მხარი..
ვინ ხარ, საიდან, ჰობი რა არი? 

ვარ ახალგაზრდა ყმაწვილი,
ამ ეპოქისთვის ნამდვილი,
ვცხოვრობ თბილისის გარეუბანში,
არ მაქვს ავარდნილი თავში.





Posted by: MOSHAYIRE 18 Apr 2016, 17:06
Guluuu
QUOTE
ვარ ახალგაზრდა ყმაწვილი,
ამ ეპოქისთვის ნამდვილი,
ვცხოვრობ თბილისის გარეუბანში,
არ მაქვს ავარდნილი თავში.


წავიკითხე და...გავშრი

biggrin.gif
QUOTE
მე -მშობელი ქალის, ვიყო ნათლია?
რომ გაიგონ სადმე, გამამართლიან?

annavita

მე ვიქნები მეჯვარეც
და ნათლიაც - გამოდის
მაყრიონი სადაა?
სიძე რატომ არ მოდის?

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Guluuu 19 Apr 2016, 00:16
QUOTE
წავიკითხე და...გავშრი

გაშრა კაცი, მოგიტანე აგერ წყალი,
ერთიანად არ დალიო, გადაგცდება!
ლექსის რითმები მაქვს ოდნავ საწყალი,
ჯერია შენი, ხო იცი რომ არ აგცდება?!

Posted by: annavita 19 Apr 2016, 00:33
QUOTE
მე ვიქნები მეჯვარეც
და ნათლიაც - გამოდის
მაყრიონი სადაა?
სიძე რატომ არ მოდის?

MOSHAYIRE
ქორწილი არის მაგარი "ვეში" gigi.gif
სერიოზული. ორიოდ თვეში
ქალი გახდება სრულწლოვანი და
სიძეც ჩამოვა ალბათ ვანიდან facepalm.gif
თუმც შევუძახე კაფიის მშობლებს
მაგრამ არ მომცა მამამ ბანი და...


თუ არ სურთ იქაც და ვიტყვი აქვეც -
ჩემს ქალს ფოკაში მონაზვნად ავღკვეც pop.gif
* * *
Guluuu
QUOTE
ვცხოვრობ თბილისის გარეუბანში,

გაქებ თბილისის გარეუბანო
და გითანაგრძნობ რომ ხარ უფანოდ user.gif

Posted by: Guluuu 19 Apr 2016, 01:04
annavita
QUOTE
გაქებ თბილისის გარეუბანო
და გითანაგრძნობ რომ ხარ უფანოდ


მიღებულია თანაგრძნობა შენგან გულრწფელი,
სწორად გამიგე, არ მიწყინო, იყავ სულგრძელი,
არად მარგია მე ფანების დიდი არმია,
ვიქნები მარტო, ამაშიც თავისებური შარმია.

Posted by: krikri 19 Apr 2016, 03:06
annavita
QUOTE
შენი სიტყვა ორჭოფული
მესმა, ეჭვი მამესია–
ნათლიობის უარს ამბობ–
სადაური , რა წესია?

წესებს არად დაგიდევ
ქალბატონო ანაო
ქორწილშიც ნუ დამპატიჟებ
მეწყინება განაო?

MOSHAYIRE
QUOTE
რა დაგიწერია -
დამჭირდა გიდი

"ვიდმა" ასე შეგაშინა?
სიცილისგან ვიგუდები
თუ ასეა მეგობარო
რაღაც გიზამს "ბიგუდები" biggrin.gif

Posted by: annavita 19 Apr 2016, 08:57
krikri
QUOTE
წესებს არად დაგიდევ
ქალბატონო ანაო
ქორწილშიც ნუ დამპატიჟებ
მეწყინება განაო?

არც ჩვენ ვართ მაინცდამაინც
მკაცრი რეჟიმის გიჟები biggrin.gif
თუ ქორწინება შედგება-
ქორწილშიც გეპატიჟებით tuk.gif

Guluuu
QUOTE
მიღებულია თანაგრძნობა შენგან გულრწფელი,
სწორად გამიგე, არ მიწყინო, იყავ სულგრძელი,
არად მარგია მე ფანების დიდი არმია,
ვიქნები მარტო, ამაშიც თავისებური შარმია.

მადლობელი ვარ. ვიცი თავად ძალა მაგ შარმის
და მთელი ქვეყნის სიმდიდრეზე გავუცვლი არვის
ღაღადებ სიბრძნეს, რაზეც სრულად დაგეთანხმება
ველურ მტკვარ-არაქს გარეუბნის ყოჩ-ბიჭი ფარვიზ smile.gif

http://radikal.ru/big/e7936eea916042e796b73d77ccd7fb13

Posted by: Uxeiro 19 Apr 2016, 09:47
მოგესალმებით! და მოგილოცავთ 19 აპრილსა up.gif
გისურვებთ თქვენი ჟორსე სჯობდეს სხვისა აკრილსა wink.gif

biggrin.gif

Posted by: annavita 19 Apr 2016, 10:24
Uxeiro
QUOTE
მოგესალმებით! და მოგილოცავთ 19 აპრილსა
გისურვებთ თქვენი ჟორსე სჯობდეს სხვისა აკრილსა

შენც სალამი, <3 ნატურალური არის ჟორსე და
მისკენ მიილტვის ლულუა თუ ჟანა, ჟორჟეტა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Apr 2016, 11:18
Uxeiro
annavita
krikri
Guluuu

სხვა უზერებმაც ელ.კალამზე მუნ ხელი იკრა
და იზიდება ეს ლექსპრომტი, ვითარცა ლიკრა biggrin.gif

Posted by: annavita 19 Apr 2016, 19:40
MOSHAYIRE
QUOTE
სხვა უზერებმაც ელ.კალამზე მუნ ხელი იკრა
და იზიდება ეს ლექსპრომტი, ვითარცა ლიკრა

იწლება ისე
ვით შურდულის თასმა:
ვისკენ წავა კენჭი,
ეგ არ იცის კაცმა smile.gif

Posted by: Guluuu 20 Apr 2016, 02:49
აბა დელი დელია ? smile.gif
-----------

Posted by: MOSHAYIRE 20 Apr 2016, 10:41
Guluuu
QUOTE
აბა დელი დელია ?


აბა დელი დელია
ლექსის წერა ძნელია?
ვისთვის როგორ, გენაცვა
წერაცაა და წერაცა biggrin.gif

Posted by: annavita 20 Apr 2016, 21:04
MOSHAYIRE
გვერდით, მოყვრებში გახლდი,
ყეფა ვისმინე მძახლის,
და რადიუსში გაქრა
გაჭაჭანება ძაღლის biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Apr 2016, 23:05
annavita
რაღა მაყრები, კაცო
არც გაუშლიათ სუფრა
ასე დაშორდით ერთურთს
და კვლავაცა ხართ უბრად...

Posted by: annavita 21 Apr 2016, 16:53
MOSHAYIRE
მოვიწვევ სამთა თათბირს
ჩვენ გამოვიხსნათ ნესტან,
რომ იქორწინებს წყვილი,
მერე გინდ ის, გინდ ეს თქვან! biggrin.gif bis.gif

Posted by: krikri 25 Apr 2016, 04:13
მოვდივარ როცა არის გვიანი
ამ დროს არავის აღარ სცალია
და ვუჭახუნებთ ყავას ბოკლებით
მე და ერთგული ჩემი კალია
გადაიქცევა პრინცად ოდესმე

უბრალოდ ახლა გვიანია
მართლა ძალიან დ
კალლიამ ჩემმა კი უზომოდ ბევრი
დალია.
ერთ დღეს მადლობის ნიშნად
მეგობარს
ვაჩუქებ ძვირფას ოქროს
გალიას.
ახლა უბრალოდ გვიანია
თანაც ძალიან
alk.gif

Posted by: MOSHAYIRE 25 Apr 2016, 16:00
krikri
QUOTE
ერთ დღეს მადლობის ნიშნად
მეგობარს
ვაჩუქებ ძვირფას ოქროს
გალიას.


შენ რომ გეგონა ის ხილი ხურმა
გამოგიტყდები - იგი ბალია!

Posted by: krikri 27 Apr 2016, 04:44




MOSHAYIRE

შენს კაფიას ჭირდება
გასაშიფრად ნავი.გე
რა ბალი და რა ხურმა
ვერაფერი გავიგე rolleyes.gif



----------
"ისევ ღამე ისეV თოვა
ისევ თეთრი ვარდები" biggrin.gif
5 საათზე არ მასვენებს მე კაფიის დარდები biggrin.gif





Posted by: MOSHAYIRE 27 Apr 2016, 21:32
krikri
QUOTE
შენს კაფიას ჭირდება
გასაშიფრად ნავი.გე


შიფრე შიფრე ვერ გაშიფრე
არ გაგიხსნა საიტი
აჰა ჩემგან ინტერნეტი
ერთი მეგაბაიტი


lam.gif

Posted by: krikri 29 Apr 2016, 21:37
MOSHAYIRE
QUOTE
აჰა ჩემგან ინტერნეტი
ერთი მეგაბაიტი

გამომიჩნდა სხვა საქმე -
სოფლის მეურნეობა
სად მაქვს ინტერნეტისთვის
ან მოცლა ან მეობა biggrin.gif no.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 Apr 2016, 21:45
krikri
QUOTE
სოფლის მეურნეობ


სად სცალია ფორუმისთვის კრიკრის
გახედავ და - სოფლისაკენ მიქრის!

smile.gif tongue.gif

Posted by: krikri 1 May 2016, 00:58
MOSHAYIRE
სოფლის რა მოგახსენო,
მაგრამ დაჩა კი არი baby.gif ;
მოვლა უნდა ყველაფერს,
განა მარტო პიარი tongue.gif
* * *
ლგ biggrin.gif

მომენატრა ერთი-ორი....
გახდა სანთლით საძებნელი sleep.gif
ჩამოვდნ-ჩამოვიღვენთე და
საჭმელსაც ვჭამ "იელი-იელი"
ის ამაზე სულ არ ნაღვლობს sad.gif
მე კი უიმედოდ ველი boli.gif

biggrin.gif

Posted by: Uxeiro 5 May 2016, 16:44
განყებ-განყებ დავდიოდი,
წავიქეცი გზაშია,
გადამისვეს მუხლს იოდი,
შემომაკრეს არშია.
მე რომ სიმწრისგან ვკიოდი,
მამშვიდებდა კაშია.

Posted by: MOSHAYIRE 5 May 2016, 21:06
Uxeiro
QUOTE
განყებ-განყებ


დადიოდი განყებ-განყებ
აქ შემოხველ და მეც გაქებ!

Posted by: MOSHAYIRE 7 May 2016, 22:40
Uxeiro
krikri
annavita


მუზა გაგექცათ სამივეს
დაიმორჩილეთ ვერაო
ვეღარ შესძელით ლექსპრომტში
ენაკვიმატი წერაო

Posted by: AnatolyX13 8 May 2016, 01:02
დიდი ხნის უკან გესტუმრეთ
და დაგიწერეთ ლექსია,
მას შემდეგ ვხედავ ძმობილნო
აქ მუზებს ბლომად უყრიათ,
ისევ დავბრუნდი გესტუმრეთ
იმედ მაქვს არ საწყენია,
მოგესალმებით ძმობილნო
თქვენი მუზების ძამია.

Posted by: MOSHAYIRE 8 May 2016, 16:05
AnatolyX13

ჩვენ ვიმტვრიეთ თავები
თუ რა არის ესა - X13
შემოდი და ახადე
ფარდა ამას დღესა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2016, 19:50
annavita
krikri
Uxeiro

მომენატრა ლექსპრომტი
ჭრელა-ჭრულა რითმებით
როგორ ფიქრობთ, უზერნო,
პოეტებად ვითვლებით?!

baby.gif alk.gif boli.gif chups.gif

Posted by: annavita 22 May 2016, 20:25
MOSHAYIRE
QUOTE
როგორ ფიქრობთ, უზერნო,
პოეტებად ვითვლებით?!


"შაyირ" - მღერას გვიქვიან
სემიტების ენებით,
რაც იმავდროს ლექსს ნიშნავს,
ჰოდა, ჭენებ-ჭენებით
გააგელვე ეგ მუზა
სანამ გიჭრის ენა და
სანამ ხსოვნაში ცოცხლობს
მგოსანთ მხარე -ელადა smile.gif
* * *
AnatolyX13
ეს ვინ გამოჩენილა
კაცი სერიოზული up.gif
აბა შუქზე გვეჩვენე -
ხურჯინით ხარ მოსული? spy.gif

Posted by: MOSHAYIRE 22 May 2016, 22:01
annavita
QUOTE
გააგელვე ეგ მუზა
სანამ გიჭრის ენა და
სანამ ხსოვნაში ცოცხლობს
მგოსანთ მხარე -ელადა


აგერ ლექსი მოვზილე
გამოვაცხვე ხელადა
ანატოლ იქსს მივართმევ
თუ გამოჩნდა... შენა და -
ნორი ისევ ერშია
თუ წავიდა ბერადა?




Posted by: annavita 22 May 2016, 23:55
MOSHAYIRE
QUOTE
ნორი ისევ ერშია
თუ წავიდა ბერადა?

მეც შენსავით მომენატრა
მშვენიერი ნორი...
მისი მხარე როგორც მახსოვს
მგონი იყო წნორი...<3

Posted by: MOSHAYIRE 23 May 2016, 00:03
annavita

ნორი კარგად ლექსავდა
არ გვიგდებდა ტოლსაო
სხვა უზერებს - ახლებსა
მე დავუწერ ნოლსაო



Posted by: krikri 23 May 2016, 03:09
MOSHAYIRE
QUOTE
როგორ ფიქრობთ, უზერნო,
პოეტებად ვითვლებით?!

biggrin.gif

პოეტობას უნდა ცოტა
ლირიული განწყობა,
ჭიქა ღვინო სიგარეტით ...
და რითმების აწყობა

შენ კი აბა რა გითხრა -
ხარ რითმების ამარა biggrin.gif
ბოლო სტროფში შეეწყობა
ელენე თუ თამარა
ამას უცებ მიხვდები
არ ჭირდება მუზები
მთვარის შუქში ჩაშვებული
მოლივლივე ღუზებით .
ჰოდა, გქვია მოშაყირე
თუ პოეტი სახელად?..
ყველაფერი ნათქვამია
-უნდა თვალის გახელა tongue.gif


:ჯოკე: 2kiss.gif :მშვენივრადგამოდგისისე: )

QUOTE
სხვა უზერებს - ახლებსა
მე დავუწერ ნოლსაო

biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 23 May 2016, 10:59
krikri
QUOTE
შენ კი აბა რა გითხრა -
ხარ რითმების ამარა


ეჰ...მოცარტი სალიერიმ
როგორ დაასამარა...

Posted by: krikri 23 May 2016, 18:00
MOSHAYIRE
QUOTE
ეჰ...მოცარტი სალიერიმ
როგორ დაასამარა...

biggrin.gif biggrin.gif

bis.gif

რითმაც არი , ძმაო მარაა...
ამისთანა ?! მკვლელი მამის biggrin.gif
აშკარად სჯობს დილის ლექსი
მონაყოლებს შუაღამის smile.gif))))
-------------
თუმცა მოცარტობამდე
ცოტა ბევრი გიკლია
მობუზული კარებთან
როგორც ჩიტი ნიბლია
ელი გამონათებებს
ალაგ-ალაგ იღბლიანს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 May 2016, 18:10
krikri
QUOTE
მობუზული კარებთან
როგორც ჩიტი ნიბლია
ელი გამონათებებს
ალაგ-ალაგ იღბლიანს


მოდი შეგიხიჭინო
მოამზადე იღლია!

Posted by: krikri 23 May 2016, 18:14
"კართან მოდგა შეოდგომა"...
არ გიხდება ეგრე დგომა biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 23 May 2016, 18:18
krikri
შენკენ უკვე გაყვითლდა
ჩამოცვივდა ფოთლები?
ამდენს ნუ სვამ...და კიდე
ჩააბარე ბოთლები...

Posted by: annavita 23 May 2016, 19:03
როცა სულ არ გემღერება-
მაინც მღერი განგებ,
როცა სიტყვის მუსიკობით
გულს არ დააჟანგებ-
უკვე თითქმის პოეტი ხარ-
ამაზე ნუ ღელავ,
დრო მოვა და შენც გახდები
რუსთაველის ხელა
biggrin.gif :*
krikri
MOSHAYIRE


Posted by: MOSHAYIRE 23 May 2016, 21:24
annavita
QUOTE
დრო მოვა და შენც გახდები
რუსთაველის ხელა


ანავიტა, ვვარაუდობ
შენთან ძლიერ ცხელა...

biggrin.gif

Posted by: annavita 23 May 2016, 22:08
MOSHAYIRE
სულაც არა, ჩემთან ჰავა
არის ისე გრილი
როგორც იყო გაზაფხული–
მარტი და აპრილი smile.gif

Posted by: Uxeiro 24 May 2016, 14:52
ჩემთანაც გრილს yes.gif
თან აპრილზე და მარტზედაც მეტად up.gif
მოვედი და
ვგონებ თავს არ ვიგრძნობ აქ ზედმეტად

Posted by: MOSHAYIRE 24 May 2016, 20:55
Uxeiro
QUOTE
ვგონებ თავს არ ვიგრძნობ აქ ზედმეტად


ლექსი იცი ლექსმეტი -
ნაღდად არ ხარ ზედმეტი
დაიკარგე, საქმეები
შენ რა გქონდა ესეთი?
boli.gif
* * *
annavita

ჩვენ ეტყობა გაზაფხული
წელს არ გვერგო წილადა
ასე ზაფხულის პირისკენ
ქე მივედით გრილადა

biggrin.gif

Posted by: Uxeiro 27 May 2016, 11:05
QUOTE (MOSHAYIRE @ 24 May 2016, 20:55 )
დაიკარგე, საქმეები
შენ რა გქონდა ესეთი?
boli.gif

გადავგვარდი, შევიცვალე,
სხვა გამიჩნდა ინტერესი,
როგორაც, მაგ. ბარსას ნაცვლად
შეურთდეს ინტერს მესი

Posted by: MOSHAYIRE 27 May 2016, 20:18
Uxeiro
QUOTE
როგორაც, მაგ. ბარსას ნაცვლად
შეურთდეს ინტერს მესი


ბურთს დასდევდი აქეთ-იქეთ
შემოხვედი თემას კვნესით?

fig.gif

Posted by: MOSHAYIRE 29 May 2016, 17:49
Uxeiro
annavita

ჩაიძინა თემამ ისევ
წავლალ დავლევ რძეს ან კისელს

Posted by: krikri 30 May 2016, 02:41
იყო ერთი სუნთქვა და ერქვა ქარი სახელად
სილურჯეში ეძებდა ღრუბლებს ზღვათა კიდეზე
არ ყოფნიდა ფოთლების მოფარფატე სხეული
ეშინოდა მზის გულზე უცბად თვალის გახელა


სულ ასეთი სურვილით,
სულ ასეთი შიშებით ...;
ერთ დღეს გამოეცხადა
ჯინი ნავარჯიშები
უთხრა -ქარო რა გინდა,
იქნებ ჩამოყალიბდე? biggrin.gif
სულაც სახლში მოგართმევ
სურვილების ყალიბებს.
მაგრამ ქარი ყოფილა
თურმე უსახლ-უკარო
ჰოდა, ჯინს ყალიბები
გაატანა უკანო
დარჩა ისევ ეული და
გიჟი გადარეული biggrin.gif






QUOTE
ჩაიძინა თემამ ისევ
წავლალ დავლევ რძეს ან კისელს


გავაღვიძებთ თემას მგონი
თუკი დავატანეთ გონი smile.gif)

Posted by: MOSHAYIRE 30 May 2016, 20:10
krikri
QUOTE
გავაღვიძებთ თემას მგონი
თუკი დავატანეთ გონი  )


ავტობუსი გაჩერდა და
მძღოლმა დაიძახა - ხონი!

Posted by: annavita 30 May 2016, 23:17
MOSHAYIRE
QUOTE
ჩაიძინა თემამ ისევ
წავლალ დავლევ რძეს ან კისელს

ჰა, დავბრუნდი ტყედ გაჭრილი ფირალი
დამხვდა თემა პირქუშგამომზირალი.
მითხრა: "მეო, ყოველ დილით თუ ღამით
მკლავს ნორიკოს სურვილი და მუღამი".
თუ ნორიელს არ მოვიყვანთ თემაში
თემა ხელში ჩაგვადნება ე მაშინ!
user.gif
* * *
krikri
რომ დაცქრიალებ კრიკეტკა,
თუ იცი რა თქვა რიკერტმა? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 00:04
annavita
QUOTE
თუ ნორიელს არ მოვიყვანთ თემაში
თემა ხელში ჩაგვადნება ე მაშინ!


ჩვენს ნორიკოს წერა აღარ წადია
ვეკითხები - თემიდან რად წადია?
მაგრამ "ხელში ჩადნობისა" რა გითხრა
ვისაც წასვლა გინდათ, მიდით, წადით რა...
ლექსის წერა მოღალატეს ვერ იტანს
რა ვქნათ, რითმით გოლებს ყველა ვერ იტანს
ვისაც მუზა ეყვარება მარადჟამს
ის მიირთმევს იოგურტს და არაჟანს!!!


Posted by: annavita 31 May 2016, 01:09
MOSHAYIRE
იოგურტები სასარგებლო არაა,
ამბობენ რომ შემცველია გლუტენის
და ვიტამინების ნაცვლად ორგანიზმს
ნაწლავებში ნაღდ საწამლავს უტენის yes.gif
* * *
krikri
QUOTE
იყო ერთი სუნთქვა და ერქვა ქარი სახელად


დაბერა ქარმა-
ატირდა არმა:
"არ მომიარა
ლუიზას ქმარმა.
ლუიზამ ისევ
გაიკრუიზა,sad.gif
ო რარიგ მძიმე
მქონია კარმა"... facepalm.gif

ლუიზა და არმა
http://radikal.ru/big/47cd40129e5f4ca88deb096b32a11769
* * *
Uxeiro
QUOTE
ვგონებ თავს არ ვიგრძნობ აქ ზედმეტად

აქ თავს იგრძნობ
ვით ყვავილი ქოთანში..
ბაღ-ბოსტანი აღარაა მოდაში ! chups.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 09:54
annavita
QUOTE
იოგურტები სასარგებლო არაა,


სასარგებლო არ არს იოგურტები
ვითამაშოთ მოედანზე ბურთები
გავიკაჟოთ სხეულები-ტანები
და იოლად ვიყოთ ასატანები...

Posted by: annavita 31 May 2016, 16:25
MOSHAYIRE
დიახ, ჯობს რომ საკუთარ თავს მივხედოთ,
რომ არ გავხდეთ სხვისი მისახედები,
–გავიხსენოთ და ის წესი დავიცვათ
ცხოვრებისა, ჩვენ რომ გვზრდიდნენ დედები <3

Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 19:36
annavita

აქ ლექსპრომტში დადგა იგი მომენტი
გავიხსენოთ შექსპირის ჩვენ სონეტი..


Posted by: annavita 31 May 2016, 23:27
MOSHAYIRE
ფორუმით დაღლილს, სანატელად იუთბი დამრჩა biggrin.gif
რადგან ვირტუალს ჩაუცვია ლაივის ფარჩა
რადგან კლონები ჩანან ისე, ვით ზე-კაცები
რადგან ზნეობა შემოსილა მძიმე ძაძებით.............

რადგან ყმაწვილი მამრს მიმართავს ოჯახში-"დედი"
და კავკასიონს დაუხრია ურდოსთვის ქედი facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 31 May 2016, 23:36
annavita
QUOTE
რადგან ყმაწვილი მამრს მიმართავს ოჯახში-"დედი"
და კავკასიონს დაუხრია ურდოსთვის ქედი


შექსპირსა ვაშა! თქვენაც გაქებთ მაუსის ცვეთით -
ამ ჩვენს მუზების სამეფოში რომ შემოხვედით!

bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Jun 2016, 16:54
annavita
Uxeiro
krikri

სად წავიდა თქვენი მუზა
ანდა ასე რამ დაგგრუზათ?

aba.gif boli.gif

Posted by: MOSHAYIRE 5 Jun 2016, 20:25
ლექსს ნუ დაწერთ ძალით
აჰა, პერო თვალით!

Posted by: MOSHAYIRE 12 Jun 2016, 22:32
annavita
Uxeiro
krikri

აქ როდემდე მარტომ ვწერო?
ამოვისვირინგე პერო
უფრო სწორად პეროები
მიფრინავენ წეროები...

Posted by: Uxeiro 13 Jun 2016, 09:34
QUOTE (MOSHAYIRE @ 12 Jun 2016, 22:32 )
აქ როდემდე მარტომ ვწერო?
ამოვისვირინგე პერო
უფრო სწორად პეროები
მიფრინავენ წეროები...

სად, რამდენი, ანდა როდის?
ლოდინში ხავსი ამოგდის? biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 13 Jun 2016, 20:39
Uxeiro
QUOTE
სად, რამდენი, ანდა როდის?
ლოდინში ხავსი ამოგდის?


არა კაცო, რისი ხავსი
ვითხოვე მე მხოლოდ პასი

fig.gif

Posted by: ინაველ 17 Jun 2016, 21:40
ასი პასიც რომ დამირტყათ არ ავაცელ მე ერთს

მგონი მაინც ჩამითრიეთ არ დაგინდობთ არცერთს biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 18 Jun 2016, 11:02
ინაველ

ყურძენი რომ დამწიფდება
მომიწყვიტე მტევანი
პალინდრომების მასტერო
ინაველო-ლევანი!
tongue.gif

Posted by: ინაველ 18 Jun 2016, 21:15
MOSHAYIRE

up.gif

კარგ ამინდებს გვპირდებიან
უხვად იქნება მტევანი
საშემოდგომოდ გაემზადეთ
რთველში დაპაიჟებული ხართ ყველანი!

biggrin.gif


Posted by: Kaleel 18 Jun 2016, 21:34
http://vocaroo.com/i/s05G7g1PGQSX

bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 00:54
ინაველ
QUOTE
რთველში


მიყვარს რთველი
ვარ ქართველი!

QUOTE
http://vocaroo.com/i/s05G7g1PGQSX

Kaleel

ლექსი გითქვია შენ აუიდიო
ფარეხში ახალი შენ გაქვს "აუდი"-ო...

Posted by: ინაველ 19 Jun 2016, 01:06
MOSHAYIRE

თუ ხარ კაცი პატრიოტი
და არ გქვია ბოროტი,
ჩამისხი და გასინჯე
ცივი ატმის კომპოტი

Posted by: Kaleel 19 Jun 2016, 01:07
MOSHAYIRE
QUOTE
ლექსი გითქვია შენ აუიდიო
ფარეხში ახალი შენ გაქვს "აუდი"-ო...


ყოფილხარ კარგი მელექსე,
მთელ ოქროს ტომრად ღირხარო,
მე კი ფეხს სულ ახლა ვიდგამ,
არ შემეკითხო ვინ ხარო

Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 01:11
QUOTE
არ შემეკითხო ვინ ხარო


Kaleel

კალე ხარ ელი
შენგან მეტს ველი
* * *
ინაველ
QUOTE
ჩამისხი და გასინჯე
ცივი ატმის კომპოტი


ჯერ მაიტა ქათამი
მერე კომპოტ-ატამი!

Posted by: Kaleel 19 Jun 2016, 01:23
MOSHAYIRE
QUOTE
შენგან მეტს ველი

cry.gif

გული დამწყვიტე მაგ პოსტით
წამომადინე ცრემლები
ჯობდა ე მაგის დაწერას
უქმედ გქონოდა ხელები

არსენას ვეტყვი, ჩემ ძმაკაცს,
რომ მოგაყენოს ტკივილი,
ქვეყანამ მინდა გაიგოს,
შენი ნატანჯი წივილი.

ბოლოს თავს რომ გაგანებეს
ჩემი ძმაკაცი არსენა,
შენგან აღარც რა დარჩება.
ვინც მოვა დასახმარებლად
სუყველა დაითარსება.









სორი biggrin.gif
კარგად წავიდა თავიდან და biggrin.gif



Posted by: ინაველ 19 Jun 2016, 01:23
MOSHAYIRE

გშია?
ქათამი ქვაბშია
ტყემალი ჯამშია.

ვისკიც ჩამოასხი
თუ ნახო ბარშია
* * *
Kaleel

ლექსში კრივი გაგიმართავს
ჩხუბი ატყდა მგონია
არსენა რომ მუშტებს იქნევს
განა მოსაწონია?

Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 15:05
Kaleel
QUOTE
რომ მოგაყენოს ტკივილი,


QUOTE
შენი ნატანჯი წივილი.


დახურე თემის კარები!
აქ არ ღირს კომენტარები!

* * *
ინაველ
QUOTE
ვისკიც


დალევა ვისკის
ფასია რისკის

Posted by: ინაველ 19 Jun 2016, 16:49
MOSHAYIRE

ცუდი სიმთვრალე გქონია
თუ რისკი ბახუსი გგონია

მაშინ დაკრიფე ვარდები
და გადიყარე დარდები

ვისკის მე დავლევ მიყურე
შენ იმყოფინე პიურე

biggrin.gif



Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 18:48
ინაველ

QUOTE
მაშინ დაკრიფე ვარდები


მე ისე მიყვარს ვარდები
იმდენი რომ მომიტანო
ვალებში გადავარდები!

biggrin.gif

Posted by: ინაველ 19 Jun 2016, 20:00
MOSHAYIRE

biggrin.gif

არ იდარდო
ვარდებს შენთვის ევროპიდან ჩამოვიტან
და თუ ფული არ მეყოფა,
განვადებით გამოვიტან


* * *
MOSHAYIRE

20 წუთია გიყურებ
გეტყობა რომ ძლიერ წვალობ
ლექსპრომტში რომ დამპატიჟე
ლექსის წერას ახლა სწავლობ?


დღეს ცუდ ხასიათზე ვარ biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 20:34
ინაველ

ყავას ვსვამდი შე კაცო...
დრო რომ დაგინიშნია...
და მაგ ბოლო ორი სტროფი
"პროსტა" გეტყვი, "ლიშნია"

Posted by: ინაველ 19 Jun 2016, 20:59
MOSHAYIRE

ყავა რატომ არ დამისხი
რატომ სვამდი მარტო
საყვედური მოითმინე
სწორედაც ღირსი ხართო

Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 21:06
ინაველ
QUOTE
საყვედური მოითმინე
სწორედაც ღირსი ხართო


ვართო ვართო...
ნება უნდა დამრთო
ნაცვლად შენი ლექსის
დავაყოლო კექსი

Posted by: ინაველ 19 Jun 2016, 21:42
MOSHAYIRE

შოკოლადი და ბისკვიტი
ზედ ფაფუკი აზის ბეზე
გემრიელი ნამცხვარი მაქვს
დაგპატიჟებ ჩიტისრძეზე

Posted by: MOSHAYIRE 19 Jun 2016, 23:35
ინაველ
QUOTE
გემრიელი ნამცხვარი მაქვს
დაგპატიჟებ ჩიტისრძეზე


ზაფხულია. გადაფრინდა
ჩიტი ხეზე
მე ლევანმა დამპატიჟა
ჩიტის რძეზე smile.gif

Posted by: ინაველ 19 Jun 2016, 23:48
MOSHAYIRE

biggrin.gif

მომწონს შენი რითმები
კარგი ვინმე იქნები

იმ კვირაში რთული დრო მაქვს
ალბათ აქ ვერ ვიქნები

დამიწერე რამე რითმა
არ აციო ლექსის კერა
დავბრუნდები კვირის ბოლოს
ვნახოთ სხვამ ვინ რა დაწერა

Posted by: MOSHAYIRE 20 Jun 2016, 00:13
ინაველ
QUOTE
ვნახოთ სხვამ ვინ რა დაწერა


ამ თემაში მოვლენ სხვები
როცა ადიდდება ზღვები
მანამდე კი რუჯს მივიღებ
და შეზლონგზე წამოვწვები

Posted by: ინაველ 20 Jun 2016, 00:23
QUOTE
ამ თემაში მოვლენ სხვები
როცა ადიდდება ზღვები
მანამდე კი რუჯს მივიღებ
და შეზლონგზე წამოვწვები

ბეიბი

Posted by: ინაველ 21 Jun 2016, 13:10
სიჩუმეა უცნაური
ყველა სადღაც აიბარგა
მოშაყირეც აღარა სჩანს
ისიც სადღაც დაიკარგა


Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2016, 21:40
ინაველ
QUOTE
ისიც სადღაც დაიკარგა


დაიკარგა, დაიკარგა
მოშაყირე არის კარგად
რითმები თუ დაგელია
ჰა, დაიჭი - მე მაქვს ჭარბად!

tongue.gif :*

Posted by: ინაველ 21 Jun 2016, 22:48
MOSHAYIRE

სიზმრად გნახე უცნაურსა
საქმეს რასმე აკეთებდი.
პოეზიის თავში იჯექ,
რითმებს, სტროფებს აგროვებდი

გაავსებდი კალთას ლექსით,
იტყოდი თუ საკმარია
ნეტავ ფორუმს თუ ეყოფა?
ნეტავ სხვას თუ უხარია?

მოხვიდოდი, ხან აქ-ხან იქ,
ფორუმ-ფორუმ,
თემა-თემა,
ისეთ ლექსებს არიგებდი
კაცს რომ სითბოდ ეამება

თითქოს სტროფია, განა რა,
თითქოს უბრალო ლექსია,
მაგრამ ამ ლექსის უკან რომ
ოქრო და ვერცხლი თესია

ამოგაქვს, ამოანათებ,
წრფელი ბუნების წესია :-*

კარგი ხარ smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2016, 22:52
ინაველ
QUOTE
მაგრამ ამ ლექსის უკან რომ
ოქრო და ვერცხლი თესია

ამოგაქვს, ამოანათებ,
წრფელი ბუნების წესია


კომპლიმენტებით შემამკე
როგორაც თემის მესია
მადლობა გითხრა -მრცხვენია
არ გითხრა - უარესია smile.gif

Posted by: ინაველ 21 Jun 2016, 23:18
MOSHAYIRE

ჩასაკვნეტი ხარ
როგორც კანფეტი
კარამელით ხარ სავსე

რაც მეტ ლექსს დაწერ
ვაშლის ჩირივით
უფრო მეტ სიტკბოს
გასცემ

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2016, 23:43
ინაველ

ამდენ კომპლიმენტს
ვერ უძლებს გული
ვერ გაიმეტე თუმც
თაიგული...

Posted by: ინაველ 21 Jun 2016, 23:52
MOSHAYIRE

რას გარგებს კონა შეკრული
თუნდ მინდვრის ყვავილებისა?
დაჭკნება, ფურცელს დაიყრის
წავა, გაცამტვერდებისა

ეძებე ნიჭთა კრებული
მარადიული სულისა
გადავა ესე სამყარო
სული კი მარად რჩებისა


Posted by: MOSHAYIRE 21 Jun 2016, 23:54
ინაველ
QUOTE
გადავა ესე სამყარო
სული კი მარად რჩებისა


ყვავილი არის გაცნობის
ყვავილი - განშორებისა
ყვავილი დაგესიზმრება
ამ ღამით...ძილი ნებისა...

Posted by: ინაველ 21 Jun 2016, 23:59
MOSHAYIRE

ყვავილო, დამსიზმრებოდე
ტკბილი სიზმრები გშვენისა
* * *
გაიღვიძე
შუადღეა
მზე ავიდა შუბის ტარზე
ბარგი უკვე ჩავალაგე
ვეშურები, მივალ ზღვაზე

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2016, 17:26
ინაველ
QUOTE
ბარგი უკვე ჩავალაგე
ვეშურები, მივალ ზღვაზე


ნამეტნავად მძიმე ბარგი
აგიკიდებია მხარზე biggrin.gif

Posted by: ინაველ 22 Jun 2016, 20:18
MOSHAYIRE

ეგ რა ბარგია
ვის რაში არგია
ჩემი ჩანთა ნახე
იცი რა კარგია?

Posted by: MOSHAYIRE 22 Jun 2016, 23:24
ინაველ
QUOTE
ჩემი ჩანთა ნახე


ეს არაა შენი ჩანთა?
შენ ლექსიდან ასე ჩანდა tongue.gif

Posted by: ინაველ 23 Jun 2016, 00:19
MOSHAYIRE

:-)

მე მაგხელა სულ არა ვარ
წონით კი ვარ მსუქანა
არც მეტი და არც ნაკლები
ნახევარი ჩანთა ვარ

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2016, 00:20
ინაველ

ნახევარჩანთა თუ ნახევარქათამა
შენ ნიორწყალით მოგხიბლა ქათამმა?

tongue.gif

Posted by: ინაველ 23 Jun 2016, 00:27
MOSHAYIRE


ჯერ ჩანთა იყო
თუ ჯერ ქათამი?
ამ მარადიულ კითხვაზე
არ გაქვს პასუხი ნათქვამი

Posted by: MOSHAYIRE 23 Jun 2016, 00:36
ინაველ

კვერცხი გამოგრჩენია
მაგ ჩანთაში აწყვია
ისე ცხელა ინაველ
შორტი რად არ გაცვია?

Posted by: ინაველ 23 Jun 2016, 00:42
MOSHAYIRE

biggrin.gif

მშვენიერი საღამოა
სიმშვიდეა, მთვარე მოსჩანს
მე კი შორტები მაცვია
მაგრამ არ ჩანს შენ რა გმოსავს
* * *
დღე მეორე
სტროფი იგივე smile.gif

,,,,,,,,,,,,

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2016, 23:07
ინაველ
QUOTE
მე კი შორტები მაცვია
მაგრამ არ ჩანს შენ რა გმოსავს


აგერ ჩემი სელფი ნახე
გადავიღე ახლახანს
რა მაცვია კარგად მოჩანს
ახლა მკითხავ "სადა ხარს"?

Posted by: ინაველ 24 Jun 2016, 23:37
MOSHAYIRE

სადღაც ბარში უნდა იყო,
გძეტა 90იანებში,
ჯერ არ იყო სელფის ჯოხი
ცვეტში ადამიანებში

Posted by: MOSHAYIRE 24 Jun 2016, 23:59
ინაველ

სელფის ჯოხი თუ არ იყო
არსებობდა ყურმილი
დაგენახვე, გაგიღიმე -
აგისრულე სურვილი

Posted by: ramchik 25 Jun 2016, 19:34
"ნიკუშას, გიოს, სოფის და ვანოს
მარის, ანუკას, ნინის, ვალერის -
მხიარულებას ჰპირდება ყველას
თერთმეტ საათზე დიდი გალერი"
მიუხედავად იმისა, რომ მანდ
ვერ წავიკითხე ჩემი სახელი,
შინაგანმა ხმამ მიბრძანა თითქოს
ჩამოხსენიო "სევდის შპალერი"
********
კამერას ამახედინეს,
უარიაო გვერდზე,
და ჩემს წინ შესულ გოგონას
ბრაზით შევხედე მკერდზე .
სხვა რა გზა იყო ვიფიქრე:
"ცოტა ხნის შემდეგ კვლავ ვცდი"
და საკონცერტო დარბაზს
მცირე მანძილზე ჩავცდი.
შესრულებულა სამი,
უცებ აცივდა თითქოს
და შარდენისკენ წავიდე
უკვე მოსულა ის დროც
"ეგოისტებმა" მკითხეს:
23 ის ხარ ვითომ?
და გვერდზეც ისე გამწიეს,
როგორც წეღან ქნა ვიტომ.
მაჭახელაში შევიდე?
რა ვქნა, არ მინდა ქეიფი
და უცებ აღმოვაჩინე
იქვე მე კლუბი - სეიფი.
ისევ ნაცნობი სიტყვები,
ისევ გაწევა გვერდით,
რამეს იტყვი და დარჩები
დალურჯებული ფერდით.
სახლში წავიდე სჯობია,
ისევ დამბრაკა ვიტომ,
რამდენჯერ უნდაა სცადოო,
მესამედ ვცადე ტი შტო?
*************
ტაქსში ჩავჯექი, ზედ მაწერია:
"ვერ ჩამოვხსენი სევდის შპალერი"
არც თრობა მინდა, არც ძილი მინდა ,
ვერ დამამშვიდებს ქალის ალერსი.
სახლში მისული კარს ვაკაკუნებ,
არავინ აღებს, ბოღმით ვივსები,
მგონი, ჩემს სახლშიც აღარ მიშვებენ
დაცვის ბიჭები და ფეისები.
ვწევარ საწოლში ვნახულობ სიზმარს,
ისევ კლუბებთან დაკავშირებით,
და ამ ლექსითაც ის მინდა გკითხოთ:
დაცვაში არ გაქვთ ვაკანსიები?

არ ვიცოდი ასეთი ჯგუფის არსებობის შესახებ ფორუმზე :3

Posted by: ინაველ 26 Jun 2016, 11:08
ramchik

ჩვენ ძმაო ლექსებს ვწერთ აქ და არა პოემებს biggrin.gif
რამ გაგამწარა biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 26 Jun 2016, 15:57
ramchik
QUOTE
ჩამოხსენიო "სევდის შპალერი"


არიელი მარიელი
ნუ გამოვებ ცარიელი
გამატანე ერთი-ორი
სევდის-რულონ-შპალიერი

biggrin.gif

Posted by: annavita 28 Jun 2016, 16:02
"მახსოვს გიკრეფდი იებს"
რა კარგი იყო მაშინ
სანამ არ დაარღვიეს
ძველი სახლი და გზა -შინ
facepalm.gif
ყველას აქვს თავის ბოლო,
ბოლოვადობას განა..
ვინ გახსნის ახალ თემას?
თქვენ გეკითხებათ ანა
bis.gif

Posted by: MOSHAYIRE 28 Jun 2016, 18:55
annavita

ჩვიდმეტი გვერდი დარჩა
ჯერ საწერი გვაქ ბლომად
ვაი მას, ვისაც არ აქვს
ლექსის წერის შნო-ნდომა...

Posted by: annavita 29 Jun 2016, 09:13
MOSHAYIRE
17 გაელვება
ზაფხულს შერჩება ალბათ
და შემოდგომის პირზე
იქცევა წარსულ ამბად ...

Posted by: MOSHAYIRE 29 Jun 2016, 12:25
annavita

ლექსპრომტის თემა არის წარსული?!-
არა !- მომავლის არის მდევარი
ვიდრე შენ იყავ სადღაც წასული
გვესტუმრა ლექსით ბიჭი ლევანი ინაველ

მერე მოვიდა უზერ ramchik
თვის პოემებით ძალზედ ანცი...კი
შენც აქ ხარ - დედა-ბოძი, მშვენება
არ გვიწერია გადაშენება!

Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 01:07
ინაველ

სად გაქრი, პალინდრომების მეფევ
შენი აქ მოსვლა გააიეფე?

biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 3 Jul 2016, 01:10
annavita
აქ შემო, ვიტა
აჰა შენ ტიტა!

Posted by: ramchik 5 Jul 2016, 15:06
ინაველ
არა ეს პოემა არ არის ბალადააა :დდ

Posted by: ინაველ 6 Jul 2016, 02:25
MOSHAYIRE
ვეღარ ვწერ რითმებს
არ ვიცი რატომ ხდება ეს
გავიღვიძე და სიცარიელეა
მუზებმა დამტოვეს

Posted by: ზორბა_ბროწი 6 Jul 2016, 12:12
MOSHAYIRE

QUOTE
აქ შემო, ვიტა
აჰა შენ ტიტა!


არ გემალები, ჭიტაააა
თავში მოგხვდება ბიტა (ბეისბოლის)

Posted by: MOSHAYIRE 7 Jul 2016, 20:59
ramchik
QUOTE
არა ეს პოემა არ არის ბალადააა


თუ აქ წერე ბალადები
თამაშიდან გავარდები!
tongue.gif

ინაველ
QUOTE
მუზებმა დამტოვეს


ვიზიარებ...

biggrin.gifზორბა_ბროწი
QUOTE
არ გემალები, ჭიტაააა
თავში მოგხვდება ბიტა



რავა ხარ ზორბა
ბევრს იწევ ხორბალს?

biggrin.gif


Posted by: MOSHAYIRE 21 Jul 2016, 19:07
ინაველ
ისე შემოხველ თემაში
ველოდი ჭექა-ქუხილსა
დაგცლია სწრაფად რითმები
მუნჯად გამოსთქვამ წუხილსა

ნუ დაწერ, ისე გვესტუმრე
ყავას მიირთმევ თუ ხილსა?

smile.gif tongue.gif

Posted by: MOSHAYIRE 12 Nov 2016, 19:26
ლექსპრომტი იყო...ყვაოდა
როგორაც ვარდი მაისის
როგორ ხართ ძველო უზერნო
აბა ახალი რა ისმის?

Posted by: annavita 18 Nov 2016, 08:12
MOSHAYIRE
მაისი -შორს, ჩვენთან ახლა
სტუმრობს ქარი, სასტიკ-ურჩი,
თუ როგორმე ჩადგა გულში,
ნოემბერს თუ გადავურჩი
მაშინ, ვფიცავ გალაკტიონ,
და გამიწყრეს ღმერთი ტაროს,
ანავიტამ ამ ორ თემას
თუ გულგრილად ჩაუაროს biggrin.gif
.....
კი მრცხვენია გალაკტიონ,
რავა უნდა ვწერდე, მარა,
ხნული როგორ წავახდინო,-
წერეთელმა დაგვიბარა biggrin.gif/აკაკიმ/

Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2016, 20:57
annavita

QUOTE
ნოემბერს თუ გადავურჩი


ნოემბერში დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე
მისი დარი სხვა ვინ გვყავდა , მითხარ, დედას გაფიცებ!

Posted by: annavita 18 Nov 2016, 21:31
MOSHAYIRE
ერის მამა ილიაც ხომ ნოემბერში დაიბადა
გულით ძვირფასს დაგაფიცებ- ვინმეს ხედავ მსგავსს და ბადალს?!

Posted by: MOSHAYIRE 18 Nov 2016, 21:49
annavita

ჩვენ თუ დავსცხეთ ანავიტა
ვერ აგვიბამს ვერვინ მხარსა
ყავას დავლევთ ამ თემაში
შევჭამთ სადილს და სამხარსა

Posted by: annavita 18 Nov 2016, 22:32
MOSHAYIRE

QUOTE
ჩვენ თუ დავსცხეთ ანავიტა
ვერ აგვიბამს ვერვინ მხარსა
ყავას დავლევთ ამ თემაში
შევჭამთ სადილს და სამხარსა

უფრო ვიმხიარულებთ თუ
ვინმე აქ მოჰყვება ბანდალს :დ
ისე, სამხრის ხსენებაზე...
ქე შევჭამდი აჯაფსანდალს..sad.gif

Posted by: MOSHAYIRE 19 Nov 2016, 20:24
annavita

ლექსს და ბანდალს შორის არის
ათასობით ინჩი
არაფერი არ გამოვა
თუ არ ჭარბობს ნიჭი wink.gif

Posted by: annavita 19 Nov 2016, 21:17
MOSHAYIRE
ინჩი არ ვიცი. არც ბინჩი
ნიჭს ჩემთვის რა მოუცია?
რაც მქონდა -იქით მივეცი,
არ დავიტოვე უნცია chest.gif

Posted by: MOSHAYIRE 20 Nov 2016, 13:25
annavita
არ ვიცი უნცია-მუნცია
მარა თუ არ მიცემ - იტყვიან ძუნწია biggrin.gif

Posted by: annavita 20 Nov 2016, 19:52
MOSHAYIRE
QUOTE
მიცემ - იტყვიან ძუნწია 

ვინაც კი იყო ძუნწია
სუყველას წერამ უწია

/დაიფსენ თელათ/ biggrin.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 19:01
annavita
QUOTE
ვინაც კი იყო ძუნწია


იქეთ გადავდოთ საკითხი
ვინ უხვი, ვინ კი ძუნწია
შენ მითხარ, რაა ეიფლზე
ვაშლის ფოთოლ თუ ყუნწია?

Posted by: annavita 24 Nov 2016, 19:25
MOSHAYIRE
QUOTE
შენ მითხარ, რაა ეიფლზე
ვაშლის ფოთოლ თუ ყუნწია?

არ ვართ ისეთი თოთონი
ყუნწში ავრიოთ ფოთოლნი chest.gif

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 19:44
annavita

თუ ფოთოლია- სადაა ყუნწი?
პირდაპირ ნაყოფს რად მიამაგრეს?

Posted by: annavita 24 Nov 2016, 19:48
MOSHAYIRE
QUOTE
თუ ფოთოლია- სადაა ყუნწი?
პირდაპირ ნაყოფს რად მიამაგრეს?

ეგ არის ვაშლი წარმოსახვითი
და არ გირჩევ რომ ხეზე ახვიდე :/

Posted by: MOSHAYIRE 24 Nov 2016, 19:56
annavita

ამ ვაშლის ხედ ხომ ითვლება კორპუსი?
მოკლედ დავწერეთ მთელი ოპუსი biggrin.gif

Posted by: annavita 25 Nov 2016, 09:50
MOSHAYIRE
QUOTE

ამ ვაშლის ხედ ხომ ითვლება კორპუსი?
მოკლედ დავწერეთ მთელი ოპუსი

ოპუსებს მრავალსართულიანებს
მე დღეს მივუძღვნი ჯორჯიან ვოთერსს,
იმდენს, რამდენჯერ ონკანს შევხედავ
ან უიმედოდ მოვუშვებ ოდეს

Posted by: MOSHAYIRE 25 Nov 2016, 16:26
annavita

როცა დედას გაუშრება
წყურვილისგან პირი
ცხრაწყაროდან მისთვის წყალსა
მყის გააჩენს შვილი

Posted by: butunia 2 Dec 2016, 20:12
გამარჯობათ მეგობრებო
გიერთდებით თემაში
იმედია მეც მიმიღებთ
საკაიფო სასტავში yes.gif

Posted by: MOSHAYIRE 2 Dec 2016, 21:23
butunia
QUOTE
წერილები: 1


ეს რა პატივი დაგვდე
პირველი პოსტი აქ დადე
ამიტომაც არ გაგდებ

Posted by: butunia 2 Dec 2016, 22:30

MOSHAYIRE

პირველია მაგრამ არა უკანასკნელი
მთავარია მომეწონა
ეს თემა და აქ მყოფნი
ამიტომაც გამიხარდა
რომ მიმიღეთ პატივით

Posted by: MOSHAYIRE 3 Dec 2016, 17:49
butunia
QUOTE
ამიტომაც გამიხარდა
რომ მიმიღეთ პატივით


ჩვენც გაგვიხარდა
ოღონდ არ წერო ბატივით wink.gif

Posted by: annavita 13 Dec 2016, 22:01
butunia
QUOTE
პირველია მაგრამ არა უკანასკნელი
მთავარია მომეწონა
ეს თემა და აქ მყოფნი
ამიტომაც გამიხარდა
რომ მიმიღეთ პატივით


ლექსპრომტს სტუმრობს ბუტუნია
მუზამ შეუღუტუნია
2kiss.gif

Posted by: whateverr 5 Jan 2017, 01:59
ეს რა რითმული გარემო დამხვდა
გული გათბა და სურვილი გაჩნდა
მეც რომ დავწერო და თქვან ლექსს გავდა
მიმიღებენ კი? უკვე 2 გახდა :/

chups.gif chups.gif


Posted by: MOSHAYIRE 5 Jan 2017, 20:08
whateverr
ცდა ბედის მონახევრეა
დაწერე ერთი-ორი
ზოგი მართალი რომ იყოს
ზოგიც რიმ იყოს ჭორი
იყავი შენც ჩვენს შორის


Posted by: whateverr 8 Jan 2017, 01:09
MOSHAYIRE

ცრუ-ჭორ ნაამბობს არ გკადრებთ
ან კი ჭორები რას გვარგებს
ჩემზე გიამბობთ ავ-კარგებს
და თუ ინებებთ განსაჯეთ.
ეს რა თქმა უნდა იუმორს,
ისე კი ლექსს რომ მივუგო
თავმდაბლად ვიტყვი დროდადო
ლექსებს ვწერ, მსურს რითმს მოვარგო.

smile.gif smile.gif

Posted by: MOSHAYIRE 8 Jan 2017, 15:18
whateverr
ველით ავ-კარგებს
ლექსებს ნაქარგებს

Posted by: BaTuMiFuN 13 Jan 2017, 13:32
ეს თემა ისევ გიზგიზებს?
იყო დრო ხშირად გსტუმრობდით
ის ძველი გრძნობა იღვიძებს
ლექსებით როცა ვხუმრობდით

გილოცავთ ყველას ახალ წელს

ხვალ გავაგრძელებ დანარანჩენს

wink.gif




Posted by: MOSHAYIRE 14 Jan 2017, 01:28
BaTuMiFuN
ძველ იუზერს გაუმარჯოს
და ახალ წელს ძველით
ხელცარიელი მოდი თუ
ყველით ერთი წველით? :-D

Posted by: xurco00000 14 Jan 2017, 14:02
ფდაუჯფტწუ რტწ უქ ტე უქ5ე4 უე უქ

Posted by: taimbola 16 Jan 2017, 03:48
სდგს-0დგი კსდპო გსპოდ გ-ოს პოწერ ჰ

Posted by: BaTuMiFuN 19 Jan 2017, 23:40
MOSHAYIRE

QUOTE
ძველ იუზერს გაუმარჯოს
და ახალ წელს ძველით
ხელცარიელი მოდი თუ
ყველით ერთი წველით? :-D


ცარიელი ხელებით
მოსვლა ტეხავს ლექსპრომტში
არავინ არ შემოდის და
მარტო ჩვენღა შემოვრჩით?

მოვალ იმედიანად
ნახვა მინდა პოსტების
ჩამი-ჩუმი არ ისმის
არც კვალი ჩანს ჩუსტების

Posted by: MomecitN228213 20 Jan 2017, 06:47
Chemi nikia momecitn228213
Da me var wevri nomeri 228213

Haa, ari ritma?

Posted by: MOSHAYIRE 20 Jan 2017, 15:13

ბათუმიფანო მითხარი
რა დაგმართნია თვალზედა
შენს ავატარსა ვუყურებ
თმები დამიდგა ყალყზედა

BaTuMiFuN

* * *
MomecitN228213
ვერაფერშვილი რითმაა
უწყლო აუზში ყვინთვაა

Posted by: BaTuMiFuN 9 Feb 2017, 17:59
MOSHAYIRE
QUOTE
ბათუმიფანო მითხარი
რა დაგმართნია თვალზედა
შენს ავატარსა ვუყურებ
თმები დამიდგა ყალყზედა


ავატარს ახალს ვაყენებ
აღარ ჩანს ჩემი თვალები
კაცს აზრებს შეაცვლევინებთ
რა ხართ ასეთი ქალები





Posted by: nodari_nx 9 Feb 2017, 18:02
QUOTE
თუკი მოგაწვა ლექსი,თუკი მოგაწვა რითმა,საწერ-კალამთან გზა თუვეღარ გაიგნო თითმა-მთაში ხარ ამ დროს ანდათუ ავტობანზე მიქრი-წერას ვერ ასწრებ,რადგანსიტყვას წინ უსწრებს ფიქრი-ეს თემა იყოს შენილექსპრომტის აბჯარ-თორი-აქ დარჩეს შენი ფიქრისლურჯა ცხენების ტორი!

ვააა რა მაგარია
მაგარი თემაა
აქ დავიდებ ბინას
სალამი თემა , შემოგიერთდებით ლექსპრომტებით

Posted by: MOSHAYIRE 9 Feb 2017, 18:10
BaTuMiFuN


არიქა ვინცხას მოუნდა ლექსი!
წინა თემაში დავაცხვე კექსი / https://forum.ge/?showtopic=34758560&st=765&hl= /
დავასხი ჩაი - არვინ მოვიდა
ლექსფართი იქა არ გამოვიდა!

biggrin.gif tongue.gif

Posted by: whateverr 9 Feb 2017, 20:43
რამდენ ხანს მოვსწყდი აქაურ არეს
ვერ მოვაღწიე, დრო ითხოვს რამდენს..
თუმცა აქა ვარ გადმოველ ბარებს
ვიცი გამიღებს მასპინძელ კარებს smile.gif







Posted by: MOSHAYIRE 9 Feb 2017, 20:50
whateverr

მასპინძელს სძინავს
კარი ღიაა
შენს ფეხ ქვეშ ხედავ
ვარდ და იაა

biggrin.gif

Posted by: hanks 9 Feb 2017, 20:56
თქვენ თუ სიტყვაში შეიტანთ რითმას,
თქვენ თუ სიზმარში დაიჭერთ ვირთხას,
თქვენ თუ არახართ ალთას თუ ბალთას,
თავს შევაფარებ თქვენს მზრუნველ კალთას)

Posted by: MOSHAYIRE 9 Feb 2017, 21:07
hanks


QUOTE
თქვენ თუ სიტყვაში შეიტანთ რითმას,


ჩვენ "შეგვაქვს" რითმა
უკვე წლებია
მოსინჯე იქნებ
შემც შეგძლებია!

Posted by: BaTuMiFuN 9 Feb 2017, 21:18
გამოვაცოცხლე მემგონი თემა
წვიმდა და არვინ ხმას არ იღებდა
აღარ გაბედოთ შემდეგში თვლემა
გახედეთ გარეთ გადაიღებდა





Posted by: MOSHAYIRE 9 Feb 2017, 21:24
BaTuMiFuN
QUOTE
გადაიღებდა

QUOTE
არ იღებდა


გადაიღებდა- გადმოიღებდა
წაიღებდა და წამოიღებდა
დაიდებდა და გადაიდებდა
დაპოსტავდა და დააშეარებდა

Posted by: BaTuMiFuN 9 Feb 2017, 21:45
MOSHAYIRE
QUOTE
გადაიღებდა- გადმოიღებდა
წაიღებდა და წამოიღებდა
დაიდებდა და გადაიდებდა
დაპოსტავდა და დააშეარებდა



lol.gif


ჩემს სიტყვებს რატომ გამოეკიდე
რამ გაგაკვირვა წინა რითმაში
აშეარე და თან აჩეკინე
ბათუმში წვიმს და ვდგავარ წვიმაში


ვაა

facepalm.gif

Posted by: MOSHAYIRE 9 Feb 2017, 21:53
BaTuMiFuN
QUOTE
ბათუმში წვიმს და ვდგავარ წვიმაში


წვიმს და დგახარ წვიმაში
ხელმარჯვნივ კი ზღვაა
და ზამთარში ბათუმი
ალბათ მაინც სხვაა...

Posted by: BaTuMiFuN 9 Feb 2017, 22:11
MOSHAYIRE

ზაფხულშიც და ზამთარშიც
მაგარია ბათუმი
გული აჭარული და
სული კიდევ ქართული

( ჩავესესხები) smile.gif

გაჩვენებ თუ ჩამოხვალ
თან შორიდან გალობა
ვერ განახებს რატომ ერგო
ბათუმს უფლის წყალობა

wink.gif










Posted by: MOSHAYIRE 9 Feb 2017, 22:18
BaTuMiFuN

დამპატიჟე ანუ? smile.gif
მივაშურებ ვაგზალს
მოვიმზადებ თბილ ჯემპრს
წამოვიღებ საგზალს

biggrin.gif

Posted by: BaTuMiFuN 9 Feb 2017, 22:21
MOSHAYIRE


ყელიანი ჩაიცვი
ფეხზე თბილი წინდები
ჩამოსვლამდე ცივა თორემ
აქ გათბები გპირდები




Posted by: whateverr 10 Feb 2017, 20:20
წვიმა თოვლი კაია,
გარეთ ცივი ქარია
სახლში ცხელი ჩაია
აი რა მიხარია )))
სულ ფორუმის ბრალია
ლექსისთვის რომ მცალია
სად თქმულა რომ პარასკევს
ვინმემ ჩაი დალია.


....

Posted by: MOSHAYIRE 10 Feb 2017, 20:53
whateverr
QUOTE
სად თქმულა რომ პარასკევს
ვინმემ ჩაი დალია.


შაბათისთვის შეგენახა ჩაი
ცოტას კვირას მოხვრიპავდი კიდე
ორშაბათს კი გარეცხავდი ჭიქას
გაიშრობდი დასველებულ თითებს...

alk.gif idea.gif

Posted by: whateverr 10 Feb 2017, 21:39
შაბათისთვის შევინახე ღვინო
და ალბათ მერე რამე კარგი კინო,
ან თუნდაც ჩემი ნაზი პიანინო
ჩაი - კვირას, ნარდი და დომინო.
შენი გეგმაც მოიწერე ველი
გვამცნე რას აპირებს მასპინძელი,
როდის უნდა დაილაშქროს ველი
ან თბილისის რამე ქუჩა ბნელი ))


....

Posted by: MOSHAYIRE 10 Feb 2017, 21:47
whateverr
QUOTE
შენი გეგმაც მოიწერე ველი


გეგმას ვწერდი - პუნქტი იყო ბევრი
გამიჩერდა მე საცოდავს წელი

Posted by: whateverr 10 Feb 2017, 21:50
ეს რა მითხარ მასპინძელო კარგო,
იმკურნალე აღარ დაიდარდო )



....

Posted by: BaTuMiFuN 11 Feb 2017, 15:11
შაბათია არ მოვიკელ ძილი
გარეთ წვიმს და თან საშინლად ცივა
ჯერ ყავა დავლიო უნდა ტკბილი
ალბათ თავი მე მაგიტომ მტკივა

სულ არ მტკივა თავი რითმამ ისე
მოიგონა ეს ტკივილი მისით
ხასიათი უნდა გქონდეს მტკიცე
და ტკივილი ვერას გაკლებს იცით


Posted by: whateverr 11 Feb 2017, 17:31
QUOTE

ხასიათი უნდა გქონდეს მტკიცე
და ტკივილი ვერას გაკლებს იცით


ტკივილს ებრძვის ხასიათი მტკიცე?
დავიჯერებ ალბათ მხოლოდ ფიცით ))






Posted by: MOSHAYIRE 11 Feb 2017, 18:16
BaTuMiFuN
QUOTE
ჯერ ყავა დავლიო უნდა ტკბილი
ალბათ თავი მე მაგიტომ მტკივა


ყავა გიყვარს რძიანი
რამდენკოვზშაქრიანი?

smile.gif tongue.gif

Posted by: BaTuMiFuN 11 Feb 2017, 19:56
MOSHAYIRE

ყავა უფრო კარგი ტკბილი არის
ყველაფერი ტკბილი მეტად მიყვარს
თუნდაც იყოს ერთი სიტყვა ქალის
თუ ტკბილია მით აფასებ სიტყვას

whateverr

QUOTE
დავიჯერებ ალბათ მხოლოდ ფიცით


მე არ მშვენის ფიცი როცა სიტყვას
ვამბობ ნიშნავს დაიჯერო უნდა
მერა რა რომ გავწითლდები იმ წამს
შეიძლება ვიტყუები თუნდაც

wink.gif


Posted by: MOSHAYIRE 13 Feb 2017, 17:31
whateverr
BaTuMiFuN

აბა ჩემო სიმონა და ბიკენტი
რაფრათ გაატარეთ აგი ვიქენდი?

biggrin.gif smile.gif



Posted by: Uxeiro 13 Feb 2017, 18:13
QUOTE (MOSHAYIRE @ 13 Feb 2017, 17:31 )
რაფრათ გაატარეთ აგი ვიქენდი?

biggrin.gif smile.gif

შაბათს ღამით დავიძინე გვიან
და არც კვირას მძინებია ბევრი,
ხალხი ვიცი, ღამით კომპთან სხედან,
ისე უყვართ, როგორც ტურას ტევრი.
მე კი მიჭირს ხშირი ღამის თევა,
კარგად ვერ ვარ, როს მაკლია ძილი,
სახე ისე მიხურს ხოლმე თითქოს
მტკიებოდეს ბოლოს წინა კბილი.

Posted by: MOSHAYIRE 13 Feb 2017, 19:40
Uxeiro

ეს მითხარი უხეირო
ძილში სიზმრით თუ ხეირობ


tongue.gif

Posted by: BaTuMiFuN 13 Feb 2017, 23:33
MOSHAYIRE

ცოტა ვიმხიარულე
ცოტას კიდევ ვდარდობდი
მალე გამოცდა მოდის
და იმასაც ვსწავლობდი

ოცში უნდა გავიდე
გამოცდა ჩავაბარო
მერე გემზე წავიდე
მშვიდობა დავიბარო wink.gif

Posted by: whateverr 14 Feb 2017, 11:50
MOSHAYIRE


ვიქენდს უყვარს ვიქენდური ტაში-ტუში და ფანდური,
თუმცა ზამთარს ურჩევნია სითბო ძილი გარინდული ))






Posted by: MOSHAYIRE 16 Feb 2017, 18:39
whateverr

ვიქენდს ფანდური შვენის და
როგორც ამბობ ტაში-ტუში
კარგი დისკოტეკა არა?
ანდა რესტორანში სუში?

alk.gif chups.gif

Posted by: whateverr 16 Feb 2017, 23:03
MOSHAYIRE

დისკოთეკა არ მიტაცებს
ხელს არ მიწყობს ასაკი))
მუსიკა თუ გამიტაცებს
მხოლოდ წყნარი და კარგი
თუნდაც ჰანგი ქართული
ჩილაუთიც კარგია
საათობით გართული
ძილში ჩავუკარგივარ.
ისე, შენ კი დაიკარგე
მასპინძლობა ეს არის?
ვაღიარებ დამიკარგე
ხასიათი ლექსად თქმის ))



Posted by: MOSHAYIRE 17 Feb 2017, 11:52
whateverr
QUOTE
დისკოთეკა არ მიტაცებს
ხელს არ მიწყობს ასაკი))



Posted by: whateverr 18 Feb 2017, 12:26
თავი გასკდომას აპირებს
დღე მშვიდობის
MOSHAYIRE - ს))




Posted by: Re-hanna 27 Feb 2017, 05:13
ღამე თეთრად დამათენდა
უკვე დროა ძილის
ვირტუალურ ოცნებებში
ეს ცხოვრება მიდის

Posted by: whateverr 27 Feb 2017, 13:14
Re-hanna

ღამით კი სჯობს ძილი
დღეც გექნება ტკბილი
გონება გახსნილი
განწყობა კეთილი )



Posted by: Re-hanna 28 Feb 2017, 00:17
ღამე კომპთან გავათენე
შაირს ვთხზავდი გრძელსა,
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,
აღარ დავწერ ბევრსა.

ევროპაში გზას გვიხსნიან
აბა ჰერი ჰერი,
ჩემოდნებზე შემომსხდარი
ელის მთელი ერი.


Posted by: whateverr 28 Feb 2017, 00:53
Re-hanna

შემოქმედი ყოფილხარ,
ლექსის წერა მოგინდა,
მობრძანდი და წერე
ჩემოდნები მერე



Posted by: Re-hanna 28 Feb 2017, 01:18
ევროპაში გაჭრას ლამობს
თუმცა მთელი ერი,
მე სულ არსად მეჩქარება,
აქ ვარ ბედნიერი.

Posted by: whateverr 28 Feb 2017, 10:14
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი ))





Posted by: Re-hanna 1 Mar 2017, 00:52
მართალია მტკივა გული,
ერი არ გვყავს ბედნიერი,
თან მთაბარიც შეგვიმცირეს
თუმცა არის მშვენიერი.

პოეზიას შევეფარე,
სიყვარულზე ვღერივარ,
პოეზიის სამყაროში
მუდამ ბედნიერი ვარ.

Posted by: Cosmonomad 1 Mar 2017, 01:49
ძლივს მოვაგენი თემასა,
რომელსაც ვეტყვი ქებასა
ნეტაი მეძინებოდეს
უმალ ვიპოვი შვებასა.

Posted by: Re-hanna 1 Mar 2017, 02:43
რას გულისხმობ? სიყვარულს?
სულ გადაგრევს ადამიანს,
არ მოგიყვანს თვალზე რულს!

Posted by: whateverr 1 Mar 2017, 11:04
Cosmonomad

ღამე გაგიტეხია
გრძნობა მოგძალებია
გულზე რომ ალებია
იმ გოგოს თვალებია? )



Posted by: Cosmonomad 1 Mar 2017, 12:53
Re-hanna
whateverr

აი, თურმე სად დავუშვი შეცდომა,
რომ არ წარვსდექ თქვენ წინაშე ექსპრომტად.
მოგიყვებით ჩემსა ამბავს მციროდენს,
არვის უთხრათ ოღანდაც კი იცოდეთ .

უნდა გითხრათ , მეგობრებო ერთი რამ
სიყვარულმა კი შემმატა ბევრი რამ,
ქალის გამო არ ვათენებ ღამეებს,
გოგო ვარ და მოვიფიქრე სხვა რამე



ჩემი ღამე გაათენა სერიამ,
ეს ქალაქი მკიდიაო - მერიამ.
ჩამითრია ბლექ მირორმა ღამეში,
დაკარგულ დროს თუ გადავცვლი რამეში?

Posted by: BaTuMiFuN 2 Mar 2017, 02:15
დავხედე თერმომეტრს ამ დილით
გული გამისკდა ლამისო
მადაც დავკარგე სადილის
თავი სად მქონდა ჭამისო

ცოტა ჩავყლაპე წამლები
თავთან ბალიში დავიდე
იქნება მოვრჩე როგორმე
ხვალ სამსახურში წავიდე

--------------------


help.gif

Posted by: whateverr 2 Mar 2017, 22:29
BaTuMiFuN

გაციებამ შეგაშინა?
და მთელი დღე მიგაძინა,
სამსახურსაც მოგაცდინა
თვალზე ცრემლი მოგადინა)
თუმცა უკვე ყველა ბინას
გაზაფხული მოეფინა,
ქარი გზებზე გაირინდა
თოვლი მთებზე დაიბინდა.
ახლა მხოლოდ ჩაი გინდა
ხვალ კი გვეთქვას: "batumifun
როგორ უმალ წამოფრინდა!"


Posted by: KickOff 2 Mar 2017, 22:37

Posted by: misterius 3 Mar 2017, 16:44
მოკლედ ერთ შაირს ვეძებ გალაკტიონზე და მათხოვარზე არის ადრე ერთი კაცისგან მოვისმინე და პოვნა მინდა თუ იცით დამიწერეთ რა გალაკტიონი და მათხოვარი ერთმანეთს ეშაირებიან.

Posted by: Re-hanna 6 Mar 2017, 01:14
გუგლში მოძებნე ძამია,
სულ დაგჭირდება წამია
აქ კი შაირი დაწერე,
თუ კი ლექსპრომტი გწადია.

Posted by: misterius 6 Mar 2017, 14:29
QUOTE (Re-hanna @ 6 Mar 2017, 01:14 )
გუგლში მოძებნე ძამია,
სულ დაგჭირდება წამია
აქ კი შაირი დაწერე,
თუ კი ლექსპრომტი გწადია.




გუგლში მოვძებნე ძამია
მაგრამ არაფერი არ იყო
და თუ თქვენც არ იცით
მაშინ შევეშვები ტყუილა ჩიჩხინს

Posted by: whateverr 6 Mar 2017, 22:33
სიყვარულმა ამირია სული
თავხედია ტუტუც-თავგასული :/

ნეტამც შაირს დავეძებდე მხოლოდ..





Posted by: Re-hanna 7 Mar 2017, 10:32
რა დააშავეს ჩემმა თვალებმა?
ის, რომ გავბედე და შემოგხედე?
ოცნებებში ხომ გული დაგითმე,
გამომჟღავნება ვერ გაგიბედე.

მე მარტო ვებრძვი გრძნობის ქარიშხლებს,
ვირწევი,როგორც ლერწამი ქარში,
მაგრამ ძვირფასო მიხვდი, გაიგე
რა დააფასო მარტოსულ ქალში.


Posted by: whateverr 14 Mar 2017, 01:02
დავიძინო დროა მგონი
დილით მქონდეს საღი გონი,
დღე მშვენიერ მონაგონი
წარმატებულ მონაპოვნი




Posted by: Re-hanna 15 Mar 2017, 09:26
წარმატებებს სულ გისურვებ
პირადშიც და საქმეშიც,
მზიან გამობრწყინებას
თუნდ უკუნეთ ღამეშიც.

Posted by: whateverr 15 Mar 2017, 20:55
წვიმაც მაწყობს შხაპუნა
სახურავზე წკაპუნა,
დილით თავი გვარგუნა
მოწყენილი განმკურნა )





Posted by: BHB 15 Mar 2017, 23:13
გამარჯობა ამ თემას
შემოვდივარ ზონაში
მთელი დღე კომპიუტერთან
დავიკელი წონაში

წიგნის კითხვა მიყვარდა
ახლა ვეძებ სტატიებს
ასე გადაგვარებას
ღმერთი არ გვაპატიებს

smile.gif


Posted by: whateverr 15 Mar 2017, 23:27
BHB

გამარჯობა მოსულს,
მობრძანდი და დარჩი
ვერ კითხულობ თუკი
ლექსი წერე მაშინ




Posted by: BHB 15 Mar 2017, 23:33
whateverr

გაგიმარჯოს დამხვედრს
მოვედი და ვრჩები
ნუ აყვები თავხედს
რჩევა არის ჩემი

lol.gif

Posted by: whateverr 16 Mar 2017, 00:16
BHB

თავხედობას უშველის ლექსპრომტობა დინჯი
თუ არადა მუშტი და დაგშლით როგორც ბრინჯი





Posted by: BaTuMiFuN 16 Mar 2017, 00:43
whateverr

თუ მოგწონს თემა ლექსრომტი
უნდა გაგვეცნო თავიდან
წარმოგვიდგინო პასპორტი
სხვაგვარად ყველა წავიდა

Posted by: BHB 16 Mar 2017, 01:04
whateverr

2kiss.gif tuk.gif

Posted by: BaTuMiFuN 16 Mar 2017, 03:28
BHB

ესეც მეორე ახალი
ხელში კალმით და გაღალდით

smile.gif

Posted by: kamechistavi 17 Mar 2017, 20:12
"))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: BaTuMiFuN 18 Mar 2017, 00:16
kamechistavi

პოსტებს აგროვებ ტოტალიზატორის თემისთვის?

lol.gif

Posted by: whateverr 19 Mar 2017, 00:49
BaTuMiFuN

შეცდი ყმაწვილო, თუ ქალო
ახალი არ ვარ ნამდვილად
ჩემია აგი ბუნგალო
არვის დავუთმობ ადვილად.
ძიებას სჯობდეს დაწერო
ლექსი, აცოცხლო კალამი
ვიდრე ფორუმი დაკერო
ვითამც აქა ხარ მავანი

))

Posted by: mcIgnOBARI 21 Mar 2017, 17:35
whateverr
თუ შენია ეს ბუნგალო,
თან ადვილად არ თმობ მას,
შენი ხშირი სტუმრები ვართ
და მოვითხოვთ გართობას.
ცოტა მეტი აქტივობით,
შემართებით, სილაღით
აწკაპუნე შენი კომპის
პოეზიის ღილაკი.

Posted by: misterius 25 Mar 2017, 20:23
რა იყო ხალხო რა გჭირთ რა?
რა გამოიბით ძაღლის ყბა
ჩვენ ხომ ყველა ძმები ვართ
მტერს არ უნდა გავატანინოთ თავისი
თუ საჭირო იქნა ვეკვეთოთ
აგერ გვყავს ჩვენი მეფე დავითი.

Posted by: Re-hanna 26 Mar 2017, 02:33
ლექსმა ღამე გაათია,
რითმამ მახე დამიგო,
პოეზიამ გამალაღა
გული ისევ გამითბო.

Posted by: whateverr 26 Mar 2017, 16:34
mcIgnOBARI
QUOTE
თუ შენია ეს ბუნგალო,
თან ადვილად არ თმობ მას,



სალამს გიძღვნი მწიგნობარო,
შენი იყოს ეს ბუნგალო
ნაცვლად იქნებ გაგვახარო
მეტი ლექსი გვიზიარო



Posted by: mcIgnOBARI 27 Mar 2017, 17:37
whateverr
რაში მჭორდება, რაში მარგია
უარს ვაცხადებ, ამისთვის sorry.
ლექსების წერა შენი დარგია
და შენ იქნები აქ დირექტორი.

თან როგორც გვახსოვს, სულ რაღაც წეღან
არ თმობდი ბუნგალს ასე ადვილად,
ისღა მრჩება რომ ვიფიქრო დღე-ღამ
ხომ შენ იყავი?
კიი?
ნამდვილად?





Posted by: whateverr 28 Mar 2017, 00:53
mcIgnOBARI

მეც არ მხიბლავს უმფროსობა,
არ იქნება ვგონებ სწორი
ძველია თუ ახალია
ვიყოთ ყველა თანასწორი.
მასპინძლობა მიყვარს რადგან
დაე იყოს ჩემი როლი,
ჩაი არ დამენანება
და ლექსები ერთი-ორი

Posted by: mcIgnOBARI 28 Mar 2017, 13:31
ჩაიდანში დუღდა წყალი,
ტკბილეული იდგა მწკრივით.
მასპინძელი -კოხტა ქალი
ბზრიალებდა ჩიკორივით.

სუფრას შლის და თან ღიღინით,
დებს მურაბებს კომშის, შინდის,
მისი კოხტა სილამაზე
მკაწრავს გულს და ქენჯნის სინდისს.

ხან ლექსებით მომხიბლა და
მხიბლავს მისი ნაზი ტანი,
ვუყურებ და თქმას ვერ ვბედავ
რომ ამოშრა ჩაიდანი...

Posted by: misterius 28 Mar 2017, 13:44
ასკინკილით ავირბინე მთელი ოცდახუთი კიბე
სახლში შევედ წამოვწექი მიმეძინა უცებ იქვე
სიზმრად ვნახე ამ საიტზე ყველა ერთმანეთში როგორ სპორობდა
გამეღვიძა რადგან სილა მტკეცა ერთმა ლამაზმა გოგონამ

Posted by: Re-hanna 28 Mar 2017, 16:12
დაწექ ისევ დაიძინე,
თუ ძილი კვლავ დაგნებდება
იქნებ გოგო შეგიყვარდა,
და იხილო გაგრძელება biggrin.gif

Posted by: whateverr 31 Mar 2017, 23:37
mcIgnOBARI

ჩაის რაღას გთავაზობდა
გამოედგა დოქით ღვინო
ყურძნის ნექტარს სხვა გემო აქვს
ვინძლო ტკბილად დაიძინო.



Re-hanna
QUOTE
და იხილო გაგრძელება


ვერ იხილა ალბათ
წავიდა და გაქრა.




Posted by: Bexx 3 Apr 2017, 14:10
ქართლ კახეთი....
მართკუთხედი,
ოთხკუთხედი,
სამკუთხედი


Posted by: whateverr 4 Apr 2017, 11:07
Bexx

კახეთი
ზედხედი
გვერდხედი
თავხედი


თუ კაია




Posted by: BaTuMiFuN 8 Apr 2017, 23:47
QUOTE
ქართლ კახეთი....
მართკუთხედი,
ოთხკუთხედი,
სამკუთხედი

lol.gif

ვინმემ თემა შემოაგდეთ
და აზრებიც წამოვა
მერე თვალი გადავავლოთ
პოემა თუ გამოვა

Posted by: Re-hanna 10 Apr 2017, 04:37
ლექსპრომტი სპონტანურია,
ვერ იტანს ნაცად თემასა.
ლექსი გამოვთქვათ ექსპრომტად,
დივანზე უქმად თვლემასა sleep.gif

Posted by: misterius 24 Apr 2017, 16:01
ჭალაში ვნახე ნადირი
მისმა სილაღემ დამათრო
იქვე ვნახე არწივი მისმა
სიმარჯვემ დამადნო
რა არის წუთისოფელი
არაფერი გარდა წამისა
ცხოვრებაა ავტორი ერთი
მოუშუშებელი შრამისა
ჭალაში ვნახე ნადირი
მისმა სილაღემ დამათრო
იქვე ვნახე არწივი მისმა
სიმარჯვემ დამადნო
* * *
თქვენ ნუ გგონიათ
მე რამეს ვდარდობ
ან რაიმეს მივტირი
თქვენ არ იფიქროთ
რომ ჩემი წასვლისას
ცარიელს დაგტოვებთ
მე მაწუხებს თქვენი
სულმდაბლობა სამარისაკენ
ფეხგადადგმული მარტო
რომ მიმატოვეთ

Posted by: Cosmonomad 24 Apr 2017, 17:51
გულს მოგდგომია ავი ფიქრები,
გვერდს ვერ უვლი და უმალ ირევი,
არ გვინდა ლექსი ისტერიული
სახელი კი გაქვს მისტერიული

Posted by: misterius 24 Apr 2017, 18:03
სიჩუმეა

ქარი არხევს ხმელ ტოტებს

სიჩუმეა

მიწა იძვრის ამდენი ტკივილით

სიჩუმეა

მე შენ გიცდი და მოუთმენლად ვუცქერ ამ ნაზ ფოთლებს

სიჩუმეა

ცივ თებერვალს შემდეგ თბილი აგვისტო მოსდევს

სიჩუმეა

ქარი თუ ქრის ხმაურით თორემ ისე თორემ ისე სიჩუმეა სიჩუმეა


Posted by: whateverr 24 Apr 2017, 23:52
misterius

არ გვინდა ქარი, ძლივს არ დამშვიდდა :/
აწი სულ თბილი დღეები გვინდა.





Posted by: misterius 2 May 2017, 19:07
დღენი გაქრნენ გაფერადდა წარსული
ნაკვალევი გულში ჩამრჩა იარად
შენ რად შეკრთი რად ხარ ფერ-გადასული?
დრო წავიდა სიყვარული კიარა

Posted by: BHB 13 May 2017, 00:24
QUOTE
დღენი გაქრნენ გაფერადდა წარსული
ნაკვალევი გულში ჩამრჩა იარად
შენ რად შეკრთი რად ხარ ფერ-გადასული?
დრო წავიდა სიყვარული კიარა


love.gif

Posted by: Re-hanna 15 May 2017, 15:06
უშენოდ ცხოვრება მწირია,
თუმც შენთვის არ მიტირია.
უდაბნოს ვარდი ვიყავი,
მოვკვდი,გამიხმა ძირია.
cry.gif

Posted by: jetBlack 18 May 2017, 22:13
აბუგუდუ აბუგუდუ
ბებოს უყვარს ბაბაუს კუტუ
კაი ჩემით .... idea.gif

Posted by: Re-hanna 20 May 2017, 12:31
ნწ ნწ რეებს ასწავლიან ბაღში ბავშვებს. biggrin.gif

Posted by: Cosmonomad 20 May 2017, 13:52
მოკვდა ჩემი ლექსის მუზა,
სად ჩაუშვა ნეტავ ღუზა..
ვერ ვპოულობ თავში სიტყვას,
კიც ეტყობა ამ ჩემს რითმას. boli.gif

Posted by: misterius 4 Jun 2017, 18:50
ბოშა გოგონა დაირის ჟრიალს
ლამაზი მეგობრის ერთვოდა სევდა
ქართული ზეცის მოლურჯო ფერებს
კვლავ მაგნოლიის სურნელი სდევდა
ყოველი წუთი და ყველა წამი
ცხრათვალა მზესთან ტრფობით გამთბარა
მშვენიერი ზღვა მშვენიერი მთა
სამხრეთის ქართან ერთად გამქრალა

Posted by: Re-hanna 9 Jun 2017, 01:04
არავის უთხრა შენი სიმართლე,
მაინც იტყვიან,არის სიყალბე.
ან შენს ნააზრევს ვინ დააფასებს?
აგიგორებენ ჭორებს ათასებს.

გამიგონია ბრძენი ხალხისგან,
ნუ დაუყრიო ღორებს ალმასებს sad.gif

Posted by: annavita 15 Jun 2017, 22:29
თქვენთვის წარსულია ტკბილი,
როგორც მანტრა "ნამა შივა" <3
მე - წარსულის ტკბილეულმა
დღევანდელი მამაშივა smile.gif


* * *
პ.ს.
კულტურის განყოფილებას რა დაემართა , სეკვესტრირდა? lol.gif
მალე 3 თემაზე დავა პირველი და ერთადერთი გვერდი და იქიდან 2 კაფია და ლექსპრომტი იქნება :დ

მახსოვს ზაზაბიჭის მმართველობის ჟამს 5 -ე გვერდზეც გადადიოდა. მგონი მართლა "გვენაცვალა კულტურა" biggrin.gif

Posted by: misterius 19 Jun 2017, 09:59
ღვინოს დახედა შავმა თვალებმა
მთვრალი იყო მაგრამ მაინც დალია
და სიოხრით ამოღერღა ოხ
სიყვარულო შენი ბრალია


მატარებელი და ახალგაზრდობა
განსხვავდება ერთმანეთისგან მატარებელი მიდის და
ბრუნდება მაგრამ ახალგაზრდობა
.არ დაბრუნდება

Posted by: Mr-Raptor 19 Jun 2017, 16:37
ლექსი გაჭირდა ფორუმზე
აღარ ყავს სხარტად მწერიო
თუ არ გამოჩნდა რითმებიც
გაქრება როგორც ბნელიო

გამოაცოცხლეთ ეგ ტვინი
აამუშავეთ მარჯვენა
ლექსის დამწერი კაცები
ნეტავი ერთად მაჩვენა biggrin.gif

Posted by: Re-hanna 20 Jun 2017, 11:49
Mr-Raptor
ქალებს რას ერჩი,
თუ ფიქრობ,
ნაკლებად უჭრით ტვინიო..?
დავწერდი ლექსებს ათასებს,
მქონოდა გულში ლხინიო!

Posted by: fork 21 Jun 2017, 15:42
ვგრძნობ მრისხანებას,აქოჩრილს
გრძნობებში ტკივილს გამოჩრილს.
სიძულვილს,სიკეთის დამბღუჯველს...
ცხოვრება დღითიდღე მამუნჯებს!

Posted by: Mr-Raptor 23 Jun 2017, 14:27
Re-hanna
რად დაგიმწუხრდა მითხარ ეგ გული
შემოგწოლია თურმე ნაღველი
შენნაირ ნიკ-ავატარის პატრონს
ნეტავ რა დაგრჩა სადარდებელი

გულს მოიშორე დარდი-ფიქრები
აამოძრავე შენი გონება
აქ დაწერილი ლექსი ექსპრომტად
სახსოვრად ფორუმს შეენახება

ან სად მოლანდე ქალებს ვერჩოდე
პატივისცემით გიგზავნი რითმებს
გული გახსენი,ლხინი დაიგდე
ლექსებს ათასებს ჩამოწერ ფიცხელ

Posted by: Re-hanna 29 Jul 2017, 19:14
მონატრება, ნისლი,მთვარე
-----------------
რატომ არ ხარ ვარსკვლავი,
ღამე დაგინახავდი.
დღე მზედ გამინათებდი,
მონატრებულს გნახავდი.
დამასიზმრებს შენს თავს მთვარე
ცივი მთვარე,მოელვარე.
გულში ნისლი ჩამომდგარა
ღრუბელ ღრუბელ დამატარა

Posted by: Gio_G83 12 Aug 2017, 02:59
...ფიქრებში ჩუმად ჩაფიქრებული ვფიქრობდი შენზე...
თუ, რომ წრფელი გულით დაიჯერებ თუნდაც სასწაულს,
და ამ სასწაულს გულში ჩაიკრავ, შეისისლხორცებ,
ყოველ განვლილ წამს გააცოცხლებ, წარსულს არ მისცემ,
დროში გაყინავ, სუნთქვით გაათბობ...
თუ, რომ პირველი განცდის ელფერი ცაზე ლაჟვაროდბს,
მზეც კი ვერ ჩრდილავს...
და თუ პირველი განცდის სურნელი თვით გაზაფხულს ათრობს...
თუ შეგიძლია გიყვარდეს საკუთარ თავზე მეტად,
მისთვის იცოცხლო და ისულდგმულო...
თუ მისი სუნთქვით სუნთქავ, თუ მისთვის სუნთქავ,
მხოლოდ იმიტომ გიხარია ცისმარი დილა, რომ ყოველი დღე მასზე
ჩუმი ფიქრით, შორით ფერებით იწყება...
...ჩუმად, ჩემს ფიქრებში შენზე ჩაფლულს, მეფიქრება...
რომ ამაზე ტკბილად არასოდეს მიფიქრია, მიოცნებია,
რომ ეს ფიქრი დღეს ჩემი ერთად-ერთი მარგალიტია...
რომ ეს ხატება ჩემთვის მოვლენილი - საჩუქარია,
ვით ახდენილი, ცოცხლად განცდილი ოდესღაც ზმანება...
...კვლავ მეფიქრება და ამ ფიქრებში გართულს კვლავ დამათენდა
სხვა დილა უშენოდ მე აღარ მინდა, არ შემიძლია...




Posted by: Re-hanna 13 Aug 2017, 14:08
ქიმიური რეაქცია
-----------------------


ქიმიური რეაქცია-

მე მტრედი და შენ მაქცია
ვნებით ღელავ, მე აქ ვდნები,
ცივი ხარ და ჩუმად ვკვდები.
ღამეს ათევ, მეც ვერ ვწვები,
სხვას რომ კერავ, მე სულ ვხვდები.
ისევ ჩემკენ გიწევს გული,
მომეწამლა შხამით სული.
ქიმიური რეაქცია, აღარ მინდა
ეს მაქცია!
ახლა ვხვდები რა მჭირდება -
დ ე ი ნ ტ ო ქ ს ი კ ა ც ი ა !!!

Posted by: MARIMARI123 15 Aug 2017, 21:09
Re-hanna
აქ საკუთარ ლექსებს წერთ?smile.gif

Posted by: AMAZONKAA 16 Aug 2017, 04:11
ექსპრომტი, ლექსპრომტი. .....
smile.gif

Posted by: Re-hanna 16 Aug 2017, 04:18
makamariami
არაა ნაზიმ ჰიმქმეთს ვპარავ! biggrin.gif

Posted by: Gio_G83 16 Aug 2017, 14:37
კლდე...
პირქუში კლდე...
უფრო სწორად გაპირქუშებული კლდე...
ანდაც მოპირქუშოდ მარტოდ მდგომი კლდე...
თვალუწვდენელ ზღვაში მარტოდ მოპირქუშოდ მდგომი კლდე...
დღენიადაგ ამ ზღვასთან ჭიდილში, ცამდე აზიდულ და აზვირთებულ ტალღებთან ჭიდილში...
ტალღებტან რომლებიც დაცემისას, დარტყმისას, დანარცხებისას აქრობენ ყველაფერს...
დგას, დგას და დგას...
და ეს ტალღები კლდეს ნახეთქები, უმალ წვრილ, სასიამოვნო წვეთებად ქცეულნი, მხოლოდ დასიცხულ სახეს რომ გაგირილებს...
მზის შუქზე ცისარტყელას, რომ გამოსახავენ მოპირქუშო კლდის ზურგზე...
დგას და ყველაზე დიდ და დაუნდობელ ზვირთესაც კი შხეფებად აქცევს...
დღენიადაგ...
არც ზღვა ეშვება - ეხეთქება, ეხეთქება და ეხეთქება, ასკდება...
მაგამ ვერას აკლებს, მეტიც ლესავს მეტოქეს, უფრო პირქუშს ხდის...
სალი, პირქუში კლდე, ცამდე აზვირთული ტალღების გარემოცვაში, ტალღების, რომლებსაც წვრილ წვეთებად აქცევს და მზეზე ცისარტყელად ალივლივებს...


Posted by: MARIMARI123 17 Aug 2017, 02:08


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.

Posted by: whateverr 22 Aug 2017, 10:34
აბა კარალეთი გავიდა





..

Posted by: Gio_G83 24 Aug 2017, 13:14
თემატურია...
იმდენად , რომ უკეთესს რომ ვერც შექმნი
ხდება ხოლმე

Posted by: MmSs 25 Aug 2017, 13:55
აქ,აშკარად შემეშალა რაღაც.
ბოდიშს ვიხდი!

Posted by: Re-hanna 25 Aug 2017, 20:00
ბაღში გამხმარა ვარდი,
ვუმზერ და გული დნება...
ძნელია იყო ცოლი,
თუ სიყვარული კვდება.

შორი მირაჟი ჩემი -
უდაბნოს თეთრი ვარდი.
ალბათ მირაჟი იყო,
როცა შენ შემიყვარდი.

გადამწვარ ვნებებს
ჩამომჭკნარ ვარდებს,
რა გააცოცხლებს,
რა ააყვავებს?

წვიმს და ნიაღვარს მიაქვს ფოთლები,
ამ ცრემლიან დღეს რა დააღამებს...
გთხოვ,ნუ მოიხსნი შენს გულგრილ ნიღაბს
და მკვდარ სიყვსრულს ნუ დამანახვებ.


Posted by: AMAZONKAA 25 Aug 2017, 20:47
მოვდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი,სადა ხარ
და რომელსა მხარესა...


გაგონდება

თუ

არა...

Posted by: MmSs 30 Aug 2017, 11:58
მინდა 2016 წელი იყოს,დეკემბერი,ძალიან ვნანონ ყველაფერს...




ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე

შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,

ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,

თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,

ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,

რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.

შენ უფრო მწარედ აქვითინდები,

რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.

ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,

კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.

გაიბუტები და როცა წახვალ

მაშინ საფლავში მეც ავტირდები.

Posted by: Leuk 31 Aug 2017, 13:11
მეც პირველად შემოვედი,
პოეტები გნახეთ ბევრი,
ლექსპრომტები მეც გამომდის,
დღეიდან ვარ თქვენი წევრი.

biggrin.gif

Posted by: whateverr 1 Sep 2017, 20:47
პარასკევი საღამოა მშვიდი
წვიმა მოდის სამი ხუთი შვიდი

პ.ს. დიდად არ მწყალობს მუზა ბოლო დროს





Posted by: Re-hanna 2 Sep 2017, 11:59
იმპრესია

დიდხანს ვეძებდი ფერებს,
ვესესხე ცისარტყელებს.
დიდხანს ვეძებდი გულებს
სრულყოფილებით ქმნულებს...
ამოვარჩიე ფერი,
გამილამაზებს დღეებს.
ამოვარჩიე გული,
მითბობს გაყინულ ხელებს.

იმ იდეალურ ფერს
მე არ ვთხოვ არაფერს,
არც იდეალურ გულს,
სრულყოფილებით ქმნულს...

ვიღაც სხვას ათბობს გული,
სადღაც ანათებს ფერი.
ვგავარ მარტოსულ მხატვარს,
დავხატე, ვგრძნობ და... ვტკბები.







Posted by: MmSs 2 Sep 2017, 21:39
მიყვარხარ.. და მაინც გეტყვი,რომ
მშვიდობით..
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება,რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ.. დღე და ღამ
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არა მაქვს უფლება ოცნების,
რაგდან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ,თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ...
და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა.
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე
ბედნიერს,
მე ქვეყნად მეტი რა მინდა.
მიყვარხარ...გშორდები..
ფიქრები თან მაწევს..
ცხოვრების უმძიმეს ტვირთად!!!
user posted image
ჩემი უკანასკნელი პოსტი ამ ფორუმზე...
user.gif

Posted by: Re-hanna 5 Sep 2017, 02:08
ოცნებების სასაფლაო,
არ მჯერა,რომ ისევ აქ ვარ,
მინდა კარი გავიხურო,
მაგრამ მაინც ზღურბლზე ვდგავარ.



ოცნებების

სასაფლაო ...

cry.gif
* * *










Posted by: MARIMARI123 12 Sep 2017, 08:49
თავი ვეღარ გავანებე წერას,

ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები,

ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს,

გვიანია,მითეთრდება თმები.

და თუ რამე დამალულა გულში,

მინდა,რომ თქვენც იცნოთ ჩემი სუნთქვა,

ვერ დავცალე გრძნობა სიყვარულში,

(თუმც,არასდროს არ ვყოფილვარ გულქვა).

უკვე მელის შუქი,თუ წყვდიადი

და სიცოცხლის გასაყარზე ვდგავარ,

თითქოს,კიდევ ერთი განთიადი,

სასუფევლად გამზადებულს ვგავარ.

ეს ზაფხულიც ერთფეროვნად გავა,

მეც გავყვები სექტემბერში ქარებს,

ახლა,უკვე მინდა იავნანა,

თითებზე ვთვლი შემორჩენილ წამებს.

ცას შევცქერი და სიმშვიდეს ვნატრობ,

ფანჯარასთან,სარეცელზე ვწევარ,

სიჩუმეში მე ვყვიროდი მარტო

და სიჩუმე ახლა,უკვე მე ვარ.

თავს კი,მაინც ვერ ვანებებ წერას,

ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები,

ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს,

გვიანია,გამითეთრდა თმები.

Posted by: AMAZONKAA 12 Sep 2017, 10:40
makamariami
კარგია,საოცრად გადმოეცი განწყობა 2kiss.gif

Posted by: MARIMARI123 12 Sep 2017, 11:18
QUOTE (AMAZONKAA @ 12 Sep 2017, 10:40 )
makamariami
კარგია,საოცრად გადმოეცი განწყობა 2kiss.gif

2kiss.gif
დილის განწყობაsmile.gif




............
* * *
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,

მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,

შემოასკდება როცა ალუბალს

მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.


როცა კვირტები აფეთქდებიან,

როცა სიმღერას იტყვი სასურველს,

როცა ირმები დაფეთდებიან,

მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.


როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,

როცა მიწაზე მზე და დარი დგას,

ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს

და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.


როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის

საგვირილოდ და საენძელოდა,

ირემი ირემს ბალახს გაუწვდის

და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.


როცა ძეწნები ატირდებიან

და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,

შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,

ავტირდები და ავხარხარდები.


მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები, გავსულდიდდები

და ავენთები მამულს კელაპტრად.


დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 20:46
ამ განყოფილებას მოდერატორი არ ყავს?

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 21:28
makamariami
QUOTE
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,

მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,

შემოასკდება როცა ალუბალს

მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.


როცა კვირტები აფეთქდებიან,

როცა სიმღერას იტყვი სასურველს,

როცა ირმები დაფეთდებიან,

მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.


როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,

როცა მიწაზე მზე და დარი დგას,

ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს

და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.


როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის

საგვირილოდ და საენძელოდა,

ირემი ირემს ბალახს გაუწვდის

და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.


როცა ძეწნები ატირდებიან

და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,

შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,

ავტირდები და ავხარხარდები.


მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები, გავსულდიდდები

და ავენთები მამულს კელაპტრად.


დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი.


ეს შენი ლექსია? :O

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 21:34
QUOTE (Cosmonomad @ 22 Sep 2017, 21:28 )
makamariami
QUOTE
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,

მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,

შემოასკდება როცა ალუბალს

მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.


როცა კვირტები აფეთქდებიან,

როცა სიმღერას იტყვი სასურველს,

როცა ირმები დაფეთდებიან,

მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.


როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,

როცა მიწაზე მზე და დარი დგას,

ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს

და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.


როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის

საგვირილოდ და საენძელოდა,

ირემი ირემს ბალახს გაუწვდის

და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.


როცა ძეწნები ატირდებიან

და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,

შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,

ავტირდები და ავხარხარდები.


მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები, გავსულდიდდები

და ავენთები მამულს კელაპტრად.


დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი.


ეს შენი ლექსია? :O

....................









............


Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 22:11
makamariami
პასუხზე მივხვდი, რომ რომელიღაც გენიალური მწერლის გენიალური ლექსი არ ვიცოდი და სირცხვილი და თავის მოჭრა მე biggrin.gif
რას იზამ, მაკამარიამ, ყველა მხეცი არაა პოეზიაში :დ
და ეს თემაც ჩვენი ნაბოჟიალები ლექსებისგან შედგებოდა, ამიტომ ქვია ლექსპრომტი და მეც ლოგიკური კითხვა გამიჩნდა, მაპატიეთ biggrin.gif

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 22:15
QUOTE (Cosmonomad @ 22 Sep 2017, 22:11 )
makamariami
პასუხზე მივხვდი, რომ რომელიღაც გენიალური მწერლის გენიალური ლექსი არ ვიცოდი და სირცხვილი და თავის მოჭრა მე biggrin.gif
რას იზამ, მაკამარიამ, ყველა მხეცი არაა პოეზიაში :დ
და ეს თემაც ჩვენი ნაბოჟიალები ლექსებისგან შედგებოდა, ამიტომ ქვია ლექსპრომტი და მეც ლოგიკური კითხვა გამიჩნდა, მაპატიეთ biggrin.gif

არაუშავს 2kiss.gif
მეც გამიჩნდა იგივე კითხვა,სანამ რაიმე ლექსს ავტვირათავდი (სხვა ნიკით დავპოსტე )


პ.ს.მოდერატორი ვინაა ნეტავ,ამ სულელური ლექსების წაშლა მინდაsmile.gif

Posted by: Katutu 22 Sep 2017, 22:38
Cosmonomad
up.gif





სექტემბრის ღამეს ნაძვის ტოტები
კვლავ ირხევიან ქარში ანაზდად
ფანჯრიდან ისმის მდარე ნოტები
ზაფხულს რომ ჟღერდა ასე ლამაზად

ჯერ კიდევ ილტვის მიწისკენ მთვარე
ჯერ კიდევ აფრთხობს ქუჩას სიმშვიდე
და მერამდენედ გზამ მე დამღალა
რომ ვერ მაჩვენა საით მივიდე

სახის ნაკვთებით დაობებული
შევნატრი მზეს და თან ვემალები
დროით გადათლილ ხელისგულებზე
მიზის სითბო და მადევს ვალები

გავრბივარ, მომდევს უკან წარსული
ვჩერდები, აწმყო ლოდად მაწვება
წინ ვიხედები, რომ დაკარგული
ისევ ვიხილო ცრემლი ღაწვებზე

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 23:15
Katutu
რას მერჩით, ხალხო, რატომ მაბნევთ? biggrin.gif
მეზარება დაგუგვლა და პირდაპირ მითხარი თუ შენი ლექსი არაა :დ

Posted by: Katutu 22 Sep 2017, 23:27
Cosmonomad
ჩემი ლექსია კაცო
თემა ვნახე და უცებ შემომეწერა biggrin.gif

Posted by: whateverr 23 Sep 2017, 08:29
***
ცამყარზე რომ იწვის,
ვარსკვლავია ერთი
ბრწყინვალება მისი
ჩემს გონებას ერთვის..
ოცნებები წმინდა
იხიბლება მაღლით,
მოკამკამე ციდან
ზღვა სიამეს მაღვრის.
ასეთივე გახლდათ,
ის სათუთი მზერაც
მე რომ შემიყვარდა
და ჩემს ბედისწერას,
ის ჩემს ფარულ ტკივილს
უშველიდა განა?
ისიც ვარსკვლავივით
შორი იყო მარად.
მისი მზერა მენთო
ძილდაკარგულ თვალზე
და მეც უიმედოდ
ვუცქეროდი ასე..


Posted by: severuss 27 Sep 2017, 03:40
გამწყრალხარ ქალავ ჩემზედა
მუშტი გიცია მკერდზედა

შორი გზა არის შენამდე
სივრცეს მოვამტვრევ შენკენა

რომ მოვალ, მოგეპარები
შეგყვირებ, შეგაჯანჯღარებ

შეშინებული თვალებით
შემხედავ და მე შეგრჩები

სულყველა ბრაზი და წყენა
უკვალოდ გაიფანტება

მოგეხვევი და ცრემლები
თავისით დაიფანტება



Posted by: Re-hanna 28 Sep 2017, 12:54
ნაღვლიანი . შენი მზერა,
საცრემლეთი..ჩემი თვალი.
მე დაგხატე, მევე წაგშლი,
ცივი ხელით

სევდას

დავფშვნი


* * * * * * * * * * * * * *

Posted by: MARIMARI123 28 Sep 2017, 14:12
QUOTE (Re-hanna @ 28 Sep 2017, 12:54 )
ნაღვლიანი . შენი მზერა,
საცრემლეთი..ჩემი თვალი.
მე დაგხატე, მევე წაგშლი,
ცივი ხელით

სევდას

დავფშვნი


* * * * * * * * * * * * * *

ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif
..............

Posted by: Uxeiro 28 Sep 2017, 14:25
Katutu
გოგო, "აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო, შენა?"
არა, იყავი, ნუ წახვალ, კარგი გქონია ენა up.gif
ეჰ, ბოლოს როდის დავპოსტე, აღარც კი მახსოვს მენა...
ახლებო, მე რომ შემოვალ, მიიღეთ პოზა "სმენა!"

Posted by: Re-hanna 28 Sep 2017, 15:35
makamariami

რა თქმა უნდა 2kiss.gif . . .

Posted by: nipponcaucasus 28 Sep 2017, 15:51
Cosmonomad
QUOTE
ეს შენი ლექსია?

დაუბეჭდეს უკვე.

(კვირის პალიტრა 25სექტ-1ოქტ. გვ 16.)



Posted by: Katutu 28 Sep 2017, 20:59
Uxeiro
პროზაიკოსი შენ ხარ დიადი
პოეზიაში კოჭლობ ცალ ფეხით
როგორც ნათელში გელის წყვდიადი
ისე რითმაში დაგეცეს მეხი

რისთვის დამთაგე, აზრთა მმუსვრელო
რისი თქმა გინდა, გამოდი სიტყვით
წარსულში მოდერ, კეთილმსურველო
პოსტებში მუდამ სიმართლეს იმკი


Posted by: გათახსირებული 28 Sep 2017, 23:42
Katutu
გამარჯობა ეკა, მე როცა პირველად შეგვხვდი ელდა მეცა. გამარჯობა ეკა, რა მალე აცივდა და ჩვენი გულები ნუთუ სამუდამოდ გაიყინა?! ნუთუ ასე უეცრად დამთავრდა ყველაფერი. გახსოვს ეკა, ზამთრის წასვლას როგორ ვნატრობდით და გაზაფხულის მოსვლას ვლამობდით.
ოხ, ეკა ეკა! რამდენი დრო გავიდა , მაგრამ ჩვენი გულები მაინც იმ გრძნობის მოლოდინში ფეთქავს. იქნებ მოვიდა და ჩვენ ვერ გავიგეთ, ანდა ისე დავუმალედ ჩვენს თავს ვეღარ ვპულობთ? იქნება გვეშინია მისი და თავს ვარიდებთ?
გამარჯობა ეკა, შენი ხმა მომენატრა და ის იმ წვიმიან ღამეში ცეკვა! ბოდიში ეკა, ბოდიში , მე მგონი სხვაში შემეშალეთ და თქვენ სულაც არ გქვიათ ეკა.

Posted by: Cosmonomad 29 Sep 2017, 00:04
nipponcaucasus

QUOTE
დაუბეჭდეს უკვე.


up.gif

Posted by: sagaki 29 Sep 2017, 00:25
.......................................................................

Posted by: Katutu 29 Sep 2017, 00:32
QUOTE (გათახსირებული @ 28 Sep 2017, 23:42 )
Katutu
გამარჯობა ეკა, მე როცა პირველად შეგვხვდი ელდა მეცა. გამარჯობა ეკა, რა მალე აცივდა და ჩვენი გულები ნუთუ სამუდამოდ გაიყინა?! ნუთუ ასე უეცრად დამთავრდა ყველაფერი. გახსოვს ეკა, ზამთრის წასვლას როგორ ვნატრობდით და გაზაფხულის მოსვლას ვლამობდით.
ოხ, ეკა ეკა! რამდენი დრო გავიდა , მაგრამ ჩვენი გულები მაინც იმ გრძნობის მოლოდინში ფეთქავს. იქნებ მოვიდა და ჩვენ ვერ გავიგეთ, ანდა ისე დავუმალედ ჩვენს თავს ვეღარ ვპულობთ? იქნება გვეშინია მისი და თავს ვარიდებთ?
გამარჯობა ეკა, შენი ხმა მომენატრა და ის იმ წვიმიან ღამეში ცეკვა! ბოდიში ეკა, ბოდიში , მე მგონი სხვაში შემეშალეთ და თქვენ სულაც არ გქვიათ ეკა.

up.gif



.........................

Posted by: Re-hanna 29 Sep 2017, 02:10
--------------------------------------------

Posted by: აისბერგი 1 Oct 2017, 21:14
რომ შენ ჩამაბარე გული ეს პატარა
და თან დამიბარე მისთვის მომეარა
სიტყვა რა გატეხე სად წაიღე გული
ვის გადაულოცე ჩვენი სიყვარული
წუთი წუთს მიყვაება და დღეც დაილევა
დარდი მიყუჩდება სევდაც დაილევა
და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სიყვარული
სულ მოუდნელად ვიცი აირევა
და მე მახსოვს მხოლოდ შენი ის შეხება
და ყველა ტკივილი შენით მიყუჩდება
სიცივით გაყინულ გულს შენ გამითბობ
და უშენობას მე მხოლოდ მთვარე მითბობს
ფიქრებიც აირია და გრძნობა დაირია
ნეტავ უოცნებოდ ვინმეს თუ გაუვლია
თუ გაუვლია?ან დაუვლია ეს მონატრება ?
მონატრებაზე, ტკვილიც თვალზე ხომ ჩაუვლია ?
და ეს ფიქრები და ოცნებები გულში დარჩება
წვიმიან გზებზე შენ გაივლი არვინ დარჩება
ჩუმი ტკივილით სახეზე ღიმილით ისევ გაივლი
ისევ გაივლი და ისევ წლები სევდით ისევ ჩაივლის

Posted by: Re-hanna 20 Oct 2017, 04:00
რა უბედური ყოფილხარ,
იღბალი გმუხთლობს ყველგანა.
სულ შენი თავით გჭირს ყველა,
განა სხვისგან ან ჩემგანა.


თვის უიღბლობას ჩიოდა,
პოსტები წერა ქვეყანა fig.gif

Posted by: MmSs 1 Nov 2017, 10:44
user posted image


ნოემბერი...

მე ისევ ვაკვირდები შემოდგომის უკანასკნელ ჩამოვარდნილ ფოთოლს
და ალბათ ხვალ მოთოვს..
ვესალმები ლოთებს,
ჰო აქ ყველა ლოთობს
და ვუღებ ამ პეიზაჟს მხოლოდ ერთ ფოტოს..
ვერაფრით ვერ გავექეცი ბაბილონის გოდოლს
და უთხარი ხუჭუჭა გოგოს აღარ დამელოდოს..
სანამ ღმერთი გადაწვავს ამ სოდომს და გომორს,
მე ისევ ვაკვრიდები უკანასკნელ ფოთოლს..
აჯობებდა ამ ყველაფერს რამე რომ ემღერათ,
რამე რომ დაეხატათ ან თუნდაც რამე დაეწერათ..
ამასობაში ყვითელი ფოთლები იქცა სერად,
მე კი ნოემბერში ნოემბრიდან მოვალ ნოემბერად.
მე ისევ მარტო დამტოვეს, როგორც ტოვებენ მეფეს,
ვერ ამიტანეს, მიმატოვეს, თავი დამანებეს.
ქუჩაში ღამით ვსეირნობ, რომ თავზე დამათენდეს
და ამ სისულელის გამო მეძახიან მეოცნებეს.. ?!
მაცალე ოცნება,
ზეცაში სივრცეა,
მეც მინდა მომეცი
ცალი ფრთა მაინც,
ცრემლებიც ცივია,
ფოთოლცვენაა,
გარდაცვალებას გავს ნოემბერი..
მე უკვე შევეჩვიე იმედგაცრუებებს
და ვიცი, რომ კაცების ფიცი ორ დღესაც ვერ ძლებს,
აღარ ველოდები შედეგს,
არც შემდეგს
და მსურს ეს ბნელი ხალხი მალე გადაშენდეს..
ვეღარ ვიტან უკვე ამ ფანატიკოსებს
და ნერვებს მიშლიან ეს დორბლიანი ლიბერალები..
ნუ მახარბებ შენი მაინც არასდროს არ შემშურდება,
შენ კი ნუ მაცოდებ თავს არ შემებრალები.
მე ისევ აქ ვარ საქართველოში და ვწერ პროექტს,
რომელსაც მე დავარქმევ გრანდიოზულ გაქცევას..
მაქვს უამრავი ვერსია,
მაგრამ თუ არც ერთი არ გაჭრის,
მაშინ მე კიდევ დავხაზავ სხვა სქემას..
მაშინ მე დამჭირდება მფრინავი თეფში,
სცენიდან გავიპარები, თქვენ კი კულისებში დარჩებით,
მე უკვე ვიქნები ომუნის მთებში,
კომუნისტები დარჩებიან კომუნისტებში..
მაცალე ოცნება,
ზეცაში სივრცეა,
მეც მინდა მომეცი
ცალი ფრთა მაინც,
ცრემლებიც ცივია,
ფოთოლცვენაა,
გარდაცვალებას გავს ნოემბერი..
ისევ გარეუბნის ტრასა და შენობები ჯარი..
ისევ წვიმა, თოვლი და მოხეტიალე ქარი.
ისევ ის ქალი ქოლგით ხელში ტროტუარზე მდგარი,
რკინაბეტონის ჯუნგლებთან ცალმხრივი საუბარი..
მე ისევ გავიჯახუნე ეს რკინის მძიმე კარი,
ვერაფრით დავიმსახურე აქ ბედი მომღიმარი..
არ ვიცი ეხლა გაცოცხლდი თუ თავი მოიკალე,
მაგრამ „ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი“..
ჯერ არასდროს არ მინახავს მსგავსი სილამაზე,
წითელი შემოღამებაა შემოდგომის ცაზე..
ღმერთო რა ნეტარებაა ვერ მოვდივარ აზრზე,
ჯერ არასდროს არ ვყოფილვარ ასე სავსე..
და მაინც რა სევდიანად წყდება ფოთლები ტოტებს,
გარდაცვალებას გავს ნოემბერი, მაგრამ არ მაშფოთებს,
ვეღარ მაშინებს ქარის ხმა დაე განუწყვეტლივ ქროდეს..
მე ისევ მაქვს ძალა გაზაფხულის იმედი მქონდეს..

Posted by: Re-hanna 1 Nov 2017, 12:50
Give me the strength November,
Give me courage to flow,
To see the life in new lights
Until the winds can blow.
Until the rains can rain,
Let me win the game.

Posted by: MmSs 1 Nov 2017, 13:09
Re-hanna
:*:*
makamariami ვარsmile.gif
შენც გიყვარს აქ ყოფნაsmile.gif


......
ვერ შევეგუე მარტოობას და
დავუმეგობრდი უძილო ღამეს.
შენზე ფიქრებით ვიწყებ თრობას და
გასამხნევებლად თუ მეტყვი რამეს-
მე ავმღერდები, გათენებამდე
შემოვირიგებ მზესა და მთვარეს,
ტაძართან შევყრი მტერს და მოყვარეს,
სანთლების შუქზე ვილოცებ რამდენს.
მე შეიძლება კიდეც ავტირდე
წვიმის წვეთების მოწყენილ ხმაზე,
ვეღარ გავუძლო უამინდობას,
გადავეყარო ქარიშხალს გზაზე.
იქნებ ნოემბრის ღამის ფიქრები
ჭაღარასავით დამეხვეს თმაზე,
როგორც გაყინულ ფრინველთა გუნდი
მოულოდნელად აჭრილი ცაზე.
მე შეიძლება ლექსიც დავწერო
უძილობაზე და თეთრ ღამეზე.
რომ არ ვიფიქრო მარტოობაზე
შენ მესაუბრე ოღონდ რამეზე.

Posted by: Re-hanna 1 Nov 2017, 13:20
QUOTE (MmSs @ 1 Nov 2017, 13:09 )
Re-hanna
:*:*
makamariami ვარsmile.gif
შენც გიყვარს აქ ყოფნაsmile.gif


......
ვერ შევეგუე მარტოობას და
დავუმეგობრდი უძილო ღამეს.
შენზე ფიქრებით ვიწყებ თრობას და
გასამხნევებლად თუ მეტყვი რამეს-
მე ავმღერდები, გათენებამდე
შემოვირიგებ მზესა და მთვარეს,
ტაძართან შევყრი მტერს და მოყვარეს,
სანთლების შუქზე ვილოცებ რამდენს.
მე შეიძლება კიდეც ავტირდე
წვიმის წვეთების მოწყენილ ხმაზე,
ვეღარ გავუძლო უამინდობას,
გადავეყარო ქარიშხალს გზაზე.
იქნებ ნოემბრის ღამის ფიქრები
ჭაღარასავით დამეხვეს თმაზე,
როგორც გაყინულ ფრინველთა გუნდი
მოულოდნელად აჭრილი ცაზე.
მე შეიძლება ლექსიც დავწერო
უძილობაზე და თეთრ ღამეზე.
რომ არ ვიფიქრო მარტოობაზე
შენ მესაუბრე ოღონდ რამეზე.

bis.gif
მიხარია რომ აქ ხარ. 2kiss.gif

Posted by: MmSs 1 Nov 2017, 13:23
Re-hanna
მეეც:*




............

Posted by: whateverr 3 Nov 2017, 12:52
...

შენი სურნელი ქარს წაუღია
და გული ჩემი არ დაუნდია,
თუ მარტოობა შემოგეძია
გთხოვს გულის კარგი არ გქონდეს ღია
გთხოვს ჩემს წერილებს ნუ ტოვებ მარტო
შენ მოგელიან მუდმივად კარგო,
მე მათ ვუთხარი ვავედრე მნათობს
რომ მივუძღვენი ისინი სატრფოს
რომ მე მიყვარდა ყმაწვილი ერთი,
მის გარდა არვინ მინდოდა მეტი,
ღამე გავიდა ათასმეერთი
ვერ დავივიწყე ყმაწვილი ერთი.
მან დამივიწყა, ან ასე ფიქრობს,
ღამით ძილს უძღვნის თავს, დღისით მინდორს,
ჩემზე არ ფიქრობს, თავს ასე ინდობს
თუმც კი ხშირ ცრემლებს ვიცი რომ იცნობს.


პ.ს. რამდენიხანია აქ არ შემოვსულვარ )^^


Posted by: MmSs 3 Nov 2017, 13:36
ნოემბრის სუსხი

ნუ ვისაუბრებთ რაზეც ახლა ყველა საუბრობს,

უბრალოდ ლურჯად დაგუბებულ ზღვებში იცურე,

მოდი, შეხედე, რამხელაა ლექსის საუფლო –

ამოიკითხე თვალებიდან ჩემი სიჩუმე.

მთვარე სავსეა, მერამდენე ბოთლი მეცლება,

ქუჩის ძაღლივით შემეჩვია სახლში სიმთვრალე,

მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ დროის შეგრძნება,

მერე თუ გინდა ყველა წუთი წამში ითვალე.

ღვინოსთან ერთად შოპენი და ლისტი დამჩემდა,

თვლემენ თვალები უძილობით დაქანცულები

როს ყოველ ღამით შენი სახლის ციცქნა ფანჯრებთან

ჩემი ფიქრები ბავშვებივით დაბანცალებენ,

ეკიდებიან არგაცემულ პასუხს კითხვები,

ორივემ ვიცით მოუხდება ღამეს რა უფრო,

ნურაფერს იტყვი თვალებითაც უმალ მიხვდები,

რომ მინდა მხოლოდ სიყვარულზე გაგესაუბრო.

Posted by: DINAMO13 10 Nov 2017, 12:35
MmSs
საღოლ საღოლ

........

Posted by: peto-dat 10 Nov 2017, 21:09
MmSs
QUOTE
მე ისევ მაქვს ძალა გაზაფხულის იმედი მქონდეს..


Posted by: dvan 11 Nov 2017, 16:16
არ მავიწყდება ტემპი,
რომელიც უკვე არ ცემს,
ის სტროფი იყო კენტი,
ერითმებოდა კვარტეტს.

Posted by: MyHope 14 Nov 2017, 11:31
user posted image
მიედინება დარდიანად დღეთა დინება,
შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები,
კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება,
გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები.
გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით,
დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით,
ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით,
და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით.
მაგრამ მე ვხვდები რომ ამაო არის ყოველი,
და მარტოობა ვით მტარვალი მაწამებს, მტანჯავს,
იმედის შარას შევცქერი და შველას მოველი,
თვალნი დაბეცდა, თანაგრძნობა არა და არ ჩანს.
დარდიმანდული გულზე დარდი დამეფინება,
და შარიშურით შარიანი შავი ეჭვები
დაჭრიჭინებენ, ამ ჭრიჭინში არ მეძინება,
მე კვლავ მარტო ვარ,
უშენობას მგონი ვეჩვევი!

Posted by: MyHope 16 Nov 2017, 11:59
სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.
რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,
ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.
მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან

Posted by: Katutu 16 Nov 2017, 17:12
თეთრად გადაშლილ რაფაზე დავდე ჩემი შავი სევდა
და როგორც იარლიყი შემოვარტყი ყელზე ბედნიერებას
ათასგზის ნაფიქრზე გადატენილი თოფივით ისვრის მელანქოლია და აღწევს მიზანს უსასრულობის და
ისმის ქუჩიდან მდინარე მტკვრის ჩხრიალი, დამხრჩვალი ადამიანი არ მეგულება მასში როგორც თევზი
და მეგრძნობა მათი ჩუმი კივილი
ტკივილზე ამხედრებული ჰაბიტუსები როცა უტევენ გამვლელებს და მუჭით უჭირავთ მათი ღიმილები
მაშინ იბადება სულიერი სიკვდილი
და ისე როგორც არასდროს მჩემდება უგრძნობელობა
და მინდება სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ
განდგომილების გზაზე გამოვლილს არაფრად ვაგდე უცოდველობა და ცოდვილებს ვაყრიდი მიწას სახეში
მაშინ როდესაც თვითონ ვიყავ ამავე მიწაში ჩაფლული
უფალმა დამტოვა და ადამიანმა შემიყვარა
მე ვირწმუნე ადამიანის სევდა
მე ვირწმუნე ადამიანი

Posted by: MyHope 18 Nov 2017, 09:26
ახლა ღამეა და შორს ხარ,
ახლა ფიქრებს გიშლის ქარი,
თურმე ადრე იყო მოსვლა,
ჯერ არ შობილიყო ქალი..

დედის დაგფენია ღიმი,
როცა ჯერ თვითონ ხარ ბავშვი
და ის ერთადერთი სიმიც,
ვეღარ აგაწყვიტე მაშინ.

თვალი დალბებოდა ცრემლით,
ლამაზის ვერ ვიტან გლოვას,
რომ დღეს გაძრცვნილია ბევრი,
ზოგის თავში ფიქრად მოვა..

ვერვინ ვერ გაუგებს გედებს,
რატომ დასტირიან საქმროს,
ან ტყით გადასერილ სედებს,
ყოფნა რატომ უნდათ მარტო..

ვეღარ გავიგონებ სიცილს,
ქარი არ მომიტანს სურნელს
ამ ომში მომკლავენ, ვიცი..
მერე ზედ დამაყრი კუნელს.

იით მომიქარგავ საფლავს,
ვარდით დამიფარავ ტუჩებს,
იცი, როგორ მინდა ახლა,
ამ ბნელ მოჰყვებოდე ქუჩებს..

ღიმით მოჰყვებოდე ჩემკენ,
ცოტა შემცივნული ქარში,
ლამის უნახავი ერთ თვეს,
მაგრად მოგეხვიო კარში..

ვიცი, აწი აღარ მოხვალ,
ან თუ მოხვალ, უკვე სხვისი,
ზაფხულს შემოდგომა მოჰყვა,
სითბოს რაც მოყვება, იცი..

როგორ მენატრები მაინც,
თუმცა არ ვნანობ და ვწუხვარ,
ჩემი სახელია, აინც..
როგორც მეტსახელად გულქვა.

Posted by: DJK 18 Nov 2017, 13:15
Djdjdkshsgsjxksjsgsgsjdkdkdlsjshsshhshshshshzhdhdhdhdhzhdjd


პოსტების მომატების მიზნით უაზრო პოსტინგი
4.3.9. უაზრო,უშინაარსო გზავნილი (ფლუდი)
Warning:
ბანი 14  დღე

Posted by: MyHope 22 Nov 2017, 13:21
როცა მოვკვდები

გაივლის წლები, უშფოთველი ლამაზი წლები,
რომელიც მხოლოდ შენზე ფიქრში ნელ-ნელა გავა
და ამ წლებს უკან თან გაჰყვება მოგონებები,
რომლის ნაწილიც ამ გულიდან არასდროს წავა.

ვეღარასოდეს ვერ გაიგებ შენ ჩემს სიყვარულს,
მე მხოლოდ ჩემთვის მეყვარები შეუმჩნეველად
და თუ არასდროს შეგაწუხებ ამ ჩემი გრძნობით,
მე შენთან მხოლოდ ერთადერთი თხოვნა მექნება.

როცა მოვკვდები ჩემ საფლავზე ცოტა ხნით მოდი,
მე ცრემლს ვერ მოგთხოვ, მაგრამ თხოვნით მაინც მოგმართავ
შენი ცრემლები ჩემთვის მუდამ სამადლო არის
და შენი ცრემლით ჩემს სიყვარულს ისევ მონათლავ.

თუ ცემლი არა, გულზე ვარდი მაინც დამადე,
რომ შენგან მაშინ, მაინც ვიგრძნო ოდნავი ნდობა.
ეს სიყვარული საიქიოს გზას გმინათებს,
და შენთან მუდამ სიყვარულით სიზმრებშიც მოვალ.

Posted by: Ninna_maya 28 Nov 2017, 12:21
რაც უკვე გაქრა, წავიდა
ვეღარ დავიწყებ თავიდან.
არ გინდა მეტი კითხვები,
ვერაფერს ვერ დაგპირდები fig.gif

Posted by: peto-dat 2 Dec 2017, 22:37
არარსებული სიყვარულიი...
ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.
და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.
ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.
მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.
ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…
ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………

Posted by: Re-hanna 3 Dec 2017, 01:26
ცარიელ სუფრაზე ჩაიწვა სანთლები,
თეფშებზე ხელსახოცებს ძინავთ.
სანთლებთან ჩაიწვა ჩემი ოცნებაც
რომელიც მათბობდა დილას.

Posted by: blackhole 3 Dec 2017, 12:15
QUOTE
ლექსპრომტი

QUOTE
ანუ დაუპატიჟებელი სტუმრების თემა


გამარჯობა ყველას
იას, გიას, ლელას...
მეც შემოვყრი ნელა
აბა დელი დელა... bis.gif



ჰო მართლა რა უნდა მეთქვა


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: MyHope 9 Dec 2017, 21:45
ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიდარდებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..

Posted by: Re-hanna 10 Dec 2017, 17:34
არ ავდგები დილით ადრე,
ჩამალ მზეს ვეკედლები.
მზეო მეც თან ჩამიყვანე
მოუსავლეთს..გევედრები.

Posted by: MyHope 14 Dec 2017, 21:22
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

Posted by: _მანის_ქაშიო? 16 Dec 2017, 20:52
რამდენჯერ დავაპირი იმის თქმა, რომ მიყვარხარ...
რამდენჯერ მოვედი შიშით შეპყრობილი შენთან...
ვცდილობდი შიშის დაძლევს და შენთვის სათქმელი მეთქვა...
მეთქვა თუ როგორ მიყვარს შენი სველი თმების ცქერა
წვიმაში, ზაფხულობით რომ ვხედავ...
როგორ მიცემს გული,როდესაც შენს თეთრ სახეს,
შავ თმებს,წაბლისფერ თვალებს და ნატიფ სხეულს ვხედავ...
ღმერთია მოწმე რამდენი რამის თქმა მსურად შენთვის,მაგრამ
ეს ენა თითქოს ქვავდება და ჩემს ყურებს მარტო შენი ტიტინი ესმის..
ჩემი თვალები მარტო ამ სურათს ხედავს...სადაც შენ ნაპირზე და ტალღები...
გეხებიან ნაზად...გეფერებიან ხარბად და მე ტალღების მშურს!
იმდენად მშურს რომ მზად ვარ შევება მათ...ასე მეგონია ისინი
მართმევენ შენს თავს...
ოხ,რამდენჯერ მინდოდა მეთქვა რომ შენ ხარ! ის ერთადეთი შენ ხარ...
რომელის გამოც ჩემი გული ჯერ კიდევ ფეთქავს...

Posted by: MyHope 21 Dec 2017, 00:28
..................................................................

Posted by: AMAZONKAA 21 Dec 2017, 15:42
ბოროტს ბოროტება უკან უბრუნდება
ამას ჩემი გული ჩუმად მეუბნება.
ყორანიც ალბათ მართლა არ თეთრდება -
იტყვის ბრძენი და უხმოდ ატირდება.

Posted by: _LegenDa_ 9 Jan 2018, 14:04
QUOTE
ბოროტს ბოროტება უკან უბრუნდება
ამას ჩემი გული ჩუმად მეუბნება.
ყორანიც ალბათ მართლა არ თეთრდება -
იტყვის ბრძენი და უხმოდ ატირდება.


ეს რა ლექსი ვნახე გული გამისკდება
ამ ემოციებით კაცი გაგიჟდება

Posted by: Ve()_Fobos 10 Jan 2018, 02:24
.................................................................

Posted by: Ninna_maya 10 Jan 2018, 10:42
ქარმა მაჩუქა ნანატრი ფრთები
და ჩამჩურჩულა,გაფრინდი,წადი...
ხემ დამიქნია შიშველი ტოტი
თითქოს მანიშნა, წადიო,წადი.
როგორც ხეები ირწევა ქარში,
როგორც ლერწამი ებრძვის ქარიშხლებს,
ვდგავარ, ფესვები ღრმად მაქვს მიწაში
ქარიც ვერ მომგლეჯს,შენც არ გამიშვებ.


Posted by: Ve()_Fobos 13 Jan 2018, 23:44
.......................................................................................

Posted by: AMAZONKAA 22 Jan 2018, 22:18
დავიღალე ფიქრით,
სევდიანი რითმით,
დავიღალე შენით -
გაგაცილე მზერით...

Posted by: _LegenDa_ 26 Jan 2018, 21:59
Ninna_maya
QUOTE
ქარმა მაჩუქა ნანატრი ფრთები
და ჩამჩურჩულა,გაფრინდი,წადი...
ხემ დამიქნია შიშველი ტოტი
თითქოს მანიშნა, წადიო,წადი.
როგორც ხეები ირწევა ქარში,
როგორც ლერწამი ებრძვის ქარიშხლებს,
ვდგავარ, ფესვები ღრმად მაქვს მიწაში
ქარიც ვერ მომგლეჯს,შენც არ გამიშვებ.


კარგი იყო

love.gif

Posted by: Ninna_maya 28 Jan 2018, 12:59
_LegenDa_

მადლობა. smile.gif

Posted by: _LegenDa_ 28 Jan 2018, 13:15
Ninna_maya

სხვა გაქვს რამე?

Posted by: Ninna_maya 28 Jan 2018, 15:48
ამაღამ სავსე მთვარე იქნება,
აცეკვდებიან თეთრი ლანდები.
ნიმფა დაუკრავს სევდის ფლეიტას,
მოეფინება სივრცეს ჰანგები.
მდინარის ტალღებს გავატან დარდებს
და ... მთვარის შუქთან ერთად გავქრები.

Posted by: marimari33 28 Jan 2018, 16:59
თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან ...

~ თუ მოგენატრები ...

Posted by: _LegenDa_ 28 Jan 2018, 20:37
Ninna_maya

მეც ვწერ ლექსებს , მაგრამ ასეთი სევდიანის დაწერა როგორ შეგიძლიათ ?

Posted by: Ninna_maya 29 Jan 2018, 00:07
_LegenDa_
არ ვიცი, ალბათ განწყობას. გააჩნია smile.gif

Posted by: _LegenDa_ 29 Jan 2018, 00:17
Ninna_maya
QUOTE
განწყობას. გააჩნია


ხო
საკითხავად კი კარგია

Posted by: Re-hanna 8 Feb 2018, 04:28

--------------------------=---------------









Posted by: Re-hanna 11 Feb 2018, 01:16
All I ask from you is honesty
Through time and event this will
help our love grow Honesty brings forth the special glow
With honesty you have everything
we need, you know.

Posted by: POKERISBLUFF 19 Feb 2018, 13:21
QUOTE (Ninna_maya @ 28 Jan 2018, 16:48 )
ამაღამ სავსე მთვარე იქნება,
აცეკვდებიან თეთრი ლანდები.
ნიმფა დაუკრავს სევდის ფლეიტას,
მოეფინება სივრცეს ჰანგები.
მდინარის ტალღებს გავატან დარდებს
და ... მთვარის შუქთან ერთად გავქრები.

ძალიან ლამაზია

https://vocaroo.com/i/s11kiu7OMBWx

როგორც მინდოდა ისე, ვერ წავიკითხე
მაგრამ
ემოციები ზუსტად მოვიდა/წავიდა

up.gif

Posted by: marimari33 19 Feb 2018, 20:00
QUOTE (Ninna_maya @ 28 Jan 2018, 15:48 )
ამაღამ სავსე მთვარე იქნება,
აცეკვდებიან თეთრი ლანდები.
ნიმფა დაუკრავს სევდის ფლეიტას,
მოეფინება სივრცეს ჰანგები.
მდინარის ტალღებს გავატან დარდებს
და ... მთვარის შუქთან ერთად გავქრები.

შენი დაწერილი ლექსია?



.................

Posted by: Ninna_maya 20 Feb 2018, 06:11
POKERISBLUFF

კარგი იყო. smile.gif


marimari33

კი.

smile.gif


Posted by: სინიორა 20 Feb 2018, 08:28
user posted image


***

ქალმა, რომელმაც უფლის შვილი მუცლით ატარა,
თურმე დალოცა ყველა ქალი, ყველა პატარა...

უფალმა, როცა მძიმე ჯვარი მხრებით ატარა,
მან სწორედ იმ დროს, მიტევების ენა გვასწავლა.

დაე, გამჩენი ჩვენთან იყოს აწ და მარადის,
რომ ქართველს აღარ დასდგომოდეს ჟამი ღალატის...

მუდამ კეთილად მთავრდებოდეს ცხოვრების ფილმი,
სად ყველა ჩვენგანს მთავარ გმირის ატყვია ნიჭი.

ქალმა...
იმ ქალმა უფლის შვილი მუცლით ატარა,
ასე დალოცა ყველა ბავშვი, ყველა პატარა!

Posted by: marimari33 20 Feb 2018, 22:00
ძვირფასო მარიამ!

ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?
არ მოგიწერიათ რამდენი ხანია,
თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით,
და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ.

ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი,
თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია,
მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი,
ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ.

ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება,
გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია,
დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება,
არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ.

რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე,
ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია,
ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ
ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ!

დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ,
დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან!
გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ,
გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ.

წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით,
ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ,
მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი,
მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს.

ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ,
ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები,
ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს,
წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები.

მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ,
ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია

Posted by: Ninna_maya 21 Feb 2018, 10:11
ვერსად შევჩერდი მგზავრი,

გზა შენს სიყვარულს მართმევს,

მე ხან ლომი ვარ მძლავრი,

ხან გულწითელას მართვე.

და გულნაკლული დავალ,

დავალ, ცალს ვეძებ ირემს,

ხან უმკაცრესი ხმა ვარ,

ხან უნაზესი ვინმე.

ვთვლემ ბალახებზე დაბლა,

შენი ლოდინით ვთვრები.

მაქვს უჭრელესი კაბა -

ჭიამაიას ფრთები.

ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს

გამინაოჭებს ქარი.

- აბა გამიგე, ჭიავ,

საით წამიყვანს ქმარი...

არ გავფრინდები, მომკლა,

არ აგისრულებ სურვილს,

და შენს თითებზე ვტოკავ

უნეტარესი სული.


მირზა გელოვანი ♥♥

* * *
marimari33

ლამაზი ლექსია. მეც მომწონს თორნიკე ნაროზაულის ლექსები smile.gif

Posted by: marimari33 21 Feb 2018, 11:23
Ninna_maya
Xoo namdvilad:)
Vigac ucnobma momwera pm es leqsi,egona Rom mariami merqva:)))

Posted by: Ninna_maya 21 Feb 2018, 11:26
marimari33

ნიკის მიხედვით ასე ეგონა ალბათ.
მეც მეგონა მარიამი იყავი smile.gif

Posted by: marimari33 21 Feb 2018, 12:54
QUOTE (Ninna_maya @ 21 Feb 2018, 11:26 )
marimari33

ნიკის მიხედვით ასე ეგონა ალბათ.
მეც მეგონა მარიამი იყავი smile.gif

შენი ლექსები კიდევ ატვირთე 2kiss.gif
მიყვარს ლექსები,განსაკუთრებით უშუალოდ ავტორისგან თუ ვისმენsmile.gif
user posted image

Posted by: marimari33 23 Feb 2018, 20:45
იცი....ოდესღაც მეც ამინთებენ ხსოვნის პატარა სანთლებს.....და ჩემს მაგიერ მოსაგონებლად....სხვას დაარქმევენ სახელს....ვიღაცას ძლიერ დავენანები....გულზე დამაწყობს ვარდებს...ვიღაცა ძლიერ აქვითინდება...ცრემლით აივსებს თვალებს....და მე...უცხო...ცივ სამარეში...მარტო დავრჩები ღამე....!


user.gif

Posted by: uno e due 23 Feb 2018, 23:49
ერთი ეს მითხარით რატომაა გალაკტიონი კარგი პოეტი და მეზობელი ტარზანაი არშემდგარი? ტარზანაიც თავის გასაჭირზე წერს და სხვათაშორის შესანიშნავი რითმები აქვს...

Posted by: AMAZONKAA 24 Feb 2018, 20:30
* * * * *

აღარ მესიზმრება
ჩვენი სარეცელი,
გრძნობად მოვარდნილი
კალო სალეწელი
ჯერ არ გალეწილი,
ჯერ არ გათელილი -
გრძნობა ვერდამცხრალი,
გული ვერგამთბარი...

ერთურთის სიტყვებს
ვიხსენებთ გესლით,
სხვადასხვა გზებით,
სხვადასხვა ხერხით
გვსურს ჩამოვრეცხოთ
წარსული ცრემლით...

მაგრამ წამების
მეათასედში,
ძველი ზმანება
ცოცხლდება ჩვენში.
კვლავ გაიელვებს
ბობოქარ ტალღად
გრძნობების ცეცხლი
ვნებების ფერფლში...



უკაცრიელი
პატარა სკვერი,
ვერ გამოწვდილი
მთრთოლვარე
ხელი. .....



P.S. როცა ღმერთი კარებს კეტავს,
სადღაც აღებს მცირე სარკმელს....



Posted by: marimari33 24 Feb 2018, 20:32
AMAZONKAA
QUOTE
S. როცა ღმერთი კარებს კეტავს,
სადღაც აღებს მცირე სარკმელს....

aba raa 2kiss.gif
* * *
user posted image








..........!

Posted by: AMAZONKAA 24 Feb 2018, 22:04
marimari33


EVERY ENDING IS ALWAYS A NEW BEGINNING
yes.gif 2kiss.gif

Posted by: marimari33 25 Feb 2018, 10:50
QUOTE (AMAZONKAA @ 24 Feb 2018, 22:04 )
marimari33


EVERY ENDING IS ALWAYS A NEW BEGINNING
yes.gif 2kiss.gif

When you are youth:)




.........
* * *
ყველაფერი კარგად იქნება:*




.........

Posted by: AMAZONKAA 25 Feb 2018, 12:42
LOVE IS A BATTLEFIELD


We are young, heartache to heartache we stand
No promises, no demands
Love is a battlefield
We are strong, no one can tell us we're wrong
Searchin' our hearts for so long, both of us knowing
Love is a battlefield
You're beggin' me to go, you're makin' me stay
Why do you hurt me so bad?
It would help me to know do I stand in your way
Or am I the best thing you've had?
Believe me, believe me, I can't tell you why
But I'm trapped by your love, and I'm chained to your side

We're losing control will you turn me away
Or touch me deep inside?
And before this gets old, will it still feel the same?
There's no way this will die
But if we get much closer, I could lose control
And if your heart surrenders, you'll need me to hold

Posted by: Re-hanna 9 Mar 2018, 02:25
*. * .. * * *

ჭიქა ვისკი,
ღამის ბინდი,
საათი კი წამებს
ითვლის...

ჭიქა ვისკი,თვალში ნისლი..
და შოპენი,ბრამსი,ლისტი.
საათი კი კედლის მიღმა,
ნებანება წამებს ითვლის...

Posted by: AMAZONKAA 30 Mar 2018, 04:26

ლომისით ბინდი ჩამოდის,
ლეშზე ხარობენ აფთრები,
არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,
მალვით არ ჩამისაფრდები.

და როცა მუხრანის ველზე
მთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,
გულდაგულ გადამიდგები
მოყმე პირბადრი, ამაყი.

ორნივ ლაღნი და უკადრნი
სახელით, ციხე-ქავითა,
ცა წითდა ჩემი ფრანგულით,
შენ დამასწარი წამითა.

მთვარე გორს უკან ჩავიდა,
მეც ვილეოდი, ვდნებოდი,
გულს მაინც მადგა ნათელი —
კაის ყმის ხელით ვკვდებოდი.

და ბოლო ამოქშენამდი
სული გათენდა, ამზევდა,
ავიწიე და ... გაკოცე
ჩემგან გაჩეხილ მხარზედა


მ.ჩიტიშვილი

Posted by: AMAZONKAA 1 Apr 2018, 03:08
ბიჭო ალვის ტანიანო,
ჩიტის გული რად გქონია,
ლეკვი,კნუტი გოგოების
სატყუარა რად გგონია.
გაუმხილე რა გწადია -
ნახოს შენი აგონია,
ცხოველების სიყვარული
შენი ჰობი რომ გონია.
smile.gif chups.gif

P.s. რა დედამ გშობა, გაგზარდა
ეგეთი , ,კეთილშობილი,, up.gif

Posted by: ეფეს_დუხი 1 Apr 2018, 13:06
AMAZONKAA
up.gif
გიგრძვნია ის ოხერი სიყვარული lol.gif

Posted by: AMAZONKAA 1 Apr 2018, 15:53
QUOTE (ეფეს_დუხი @ 1 Apr 2018, 13:06 )
AMAZONKAA
up.gif
გიგრძვნია ის ოხერი სიყვარული lol.gif

მე სიყვერულს აღარ ვეძებ,
ნებით გავაცილე გაღმა,
მინდა ზოგზოგს ჩავუნერგო
საქმის არსის სწორი აღქმა. biggrin.gif

Posted by: ეფეს_დუხი 2 Apr 2018, 16:06
AMAZONKAA
სიყვარული კიდევ მოვა და გაღმა აღარ გაცილებgivi.gif
ერთი რამ თვალშისაცემია-ნიჭი გაქვს ლექსების წერის..

Posted by: AMAZONKAA 5 Apr 2018, 10:59
ბიჭო ,,ალვისტანიანო,, !!!



სალაღობო ლექსი გტყორცნე,
სხვა მიზანი არ მქონია
და რასაც ბრჭყალებში წერენ,
კომპლიმენტი ნუ გგონია




..








gigi.gif












* * *
ეფეს_დუხი

მადლობა smile.gif


^^^^^^^^^^^^^^^

Posted by: Ninna_maya 5 Apr 2018, 12:54
დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე

ჯაჭვის

ტარებით.

ბევრი ცრემლი

დამეხარჯა

ერთ ღამის

ნეტარებით.



დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის

ტარებით.

მე ლოყაზე

დამრჩა

ფარჩა

ცხელ პირის

მოკარებით.



დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის

ტარებით.

ჩემს დამტანჯველს

ღმერთი

დასჯის

ქაჯად

გადაგვარებით.



პაოლო იაშვილი - დარიანული

love.gif

Posted by: Ninna_maya 12 Apr 2018, 00:08
მეგობარი... სულის ნაწილი...

წვიმის მუსიკა, თუ როდესმე მოგისმენია,
თუ წაგიკითხავს, ყვავილების თვალებში დარდი,
თუ კი ოდესმე შეხებიხარ უსასრულობას
და დაგიკრიფავს, ეკლიანი, მაისის ვარდი,

შენ ერთხელ მაინც გიფიქრია?
გულს რომ გიხსნიდი,
მე ვთვალთმაქცობდი თუ, უბრალოდ, მართლა მიყვარდი,
დაფიქრებულხარ, რას ვეძებდი მე შენს თვალებში?
ან ბედნიერი, ცის ვარსკვლავებს ვისთვის ვკრიფავდი?

გადაქანცულ გულს, მოლოდინით რატომღა ვღლიდი,
ან შენს სიჩუმეს, ცრემლიანი, რატომ ვიტანდი?
სიყვარულისთვის არ არსებობს დროის სიმცირე,
უბრალოდ მსურდა, მომესმინა როგორ გიყვარდი,

სიჩუმედქმნილი სიყვარული მე არ მჭირდება,
მალევე მივხვდი, რომ ასეთი, სულ არ მხიბლავდი,
შენი არ ვიცი, რას ფიქრობდი ჩემზე, ოდესღაც,
მე კი თამამად მინდა გითხრა, გადამიყვარდი.

Posted by: MARIMARI123 12 Apr 2018, 08:28
QUOTE
სიჩუმედქმნილი სიყვარული მე არ მჭირდება,
მალევე მივხვდი, რომ ასეთი, სულ არ მხიბლავდი,
შენი არ ვიცი, რას ფიქრობდი ჩემზე, ოდესღაც,
მე კი თამამად მინდა გითხრა, გადამიყვარდი.


Posted by: Romeru_Lukaku 12 Apr 2018, 14:34
პოეზის საღამო მოაწყვეთ არ გიფიქრიათ ?

Posted by: ვასო_ნადირაძე 12 Apr 2018, 18:30
......................................................................................................................

Posted by: Ninna_maya 12 Apr 2018, 18:35
Romeru_Lukaku

მოვაწყობთ, .why not?

chups.gif smile.gif

Posted by: MARIMARI123 13 Apr 2018, 00:37
,,,,,,€,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: AMAZONKAA 13 Apr 2018, 10:18
ისე საშინლად მომენატრე,
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.



cry.gif

Posted by: POKERISBLUFF 21 Apr 2018, 02:52



წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.

Posted by: LenaFlower 23 Apr 2018, 20:18
მთვარე ქარს გაჰყვა,
თან გაიყოლა ალუბლის სუნი.
მე აჩრდილებთან, ბრძოლის ველზე, დამტოვეს მარტო.
ჯიუტად ვებრძვი,
არ მანებებენ, მიხმობენ მაინც...
რომ გზას გავუყვე უსასრულოს უმისამართოდ.

საღამოს განწყობა.

Posted by: AMAZONKAA 24 Apr 2018, 23:36
* * * * *
უშენოდ მთებსაც გადავდგამ
უშენოდ მართლა ჩიტი ვარ,
ფრთაშესხმული ვარ არწივი
არ ვნანობ, რომ არ მინდიხარ.
ჩამოაღამდათ ქარაფებს,
თავს დახვევიათ ნისლები,
დალი იღვიძებს ქალღმერთი
მომართული აქვს ისრები.
ახალი მთვარე შვილდივით,
მალე მთისწვერზე ამოვა
ძალას მოვიკრებ, ჯაჭვს გავგლეჯ,
შენი ჩრდილიდან გამოვალ.



Posted by: Ninna_maya 26 Apr 2018, 15:13
ცხოვრებისეული განტოლება

მე ჩემს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დავმშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…


მ.კოკაია

Posted by: MmSs 2 May 2018, 09:24
ო,სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო,კი არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო?არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის,რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა
ის,სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო.

Posted by: AMAZONKAA 17 May 2018, 03:28
ხალხი რას იტყვის?’’- რაც უნდა ის თქვან!
დარდი არ გქონდეს ამ სამი სიტყვის,
კოჭით-ყელამდეც,რომ შეიმოსო
ხალხს,რაც სწადია მას მაინც იტყვის


+++

Posted by: marikone 21 May 2018, 23:36
წყვდიადი ღამე ფიქრებით მავსებს
მახსენებს განცდებს ტანჯვებით სავსეს
მოლოდინის ჟამს შევხვდებოდი მას
ოცნების ქალს სიზმრად ნანახს

ჩემში კვლავ ისმის ხმა
ვითომცდა შენ გაყევი სხვას
ახლა ბოლოჯერ შევფიცავ ცას
მე ბედნიერების აღარ მწამს

ვუყურებ ზღვას ბობოქარ შავს
დავესხმები თავს შევცურავ ღრმად
შევებრძოლები ტალღებს მოვუხმობ ქარს
მილიონობით კადრს მომახვევს თავს

ბოლო წამს ვეღარ ვგრძნობ დარდს
მე ღიმილით შევყურებ ცას
ძლიერ წვიმს ღრუბლები ჩანს
ღვთის ცრემლები დამტირის თავს

ვემშვიდობები საყვარელ ხალს
მე ბედნიერი ვარ ბოლო წამს.

morre.
* * *
02:00 მოვიწყინე.
კითხვა მაქვს რა ეშველება მას
ვინც არ იღებს ხმას
ებრძვის დარდს როგორც ხე ქარს
გავს ცას ღრუბლიან შავს
ჭექს ქუხს იელავას თავს
იღვრება წვიმით აწუხებს ზღვას
ქარით იმშრალებს ცრემლიან თვალს
ვინც იღუპავს თავს
ვერ ხედავს აზრს ცხოვრების გზას
რა ეშველება მითხარი მას?
ვისაც უიმედობა კლავს
ვისაც აღაფრის სწამს
ნუ იტყვი აზრს ფრთიანის მზგავს
ნუ მოიტყუებ თავს პასუხი არ გაქვს
შეეშვი სხვას მიხედე თავს.

Posted by: subaru-01 22 May 2018, 10:21
ავტორი - როინ აბუსელიძე

მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.

Posted by: Two_X 24 May 2018, 19:18
კარგი თემა ჩანს , მაგრამ ეტყობა პასიურია

Posted by: marikone 24 May 2018, 23:28
სამყარო მალავს საშინელ ამბავს
საშველი არ ჩანს ვეგუები ამ აზრს
ვივიწყებ განზრახ ცხადში ნანახს
ცხოვრება ხატავს ტრაგიკულ ზღაპარს
მიუყვები მშვიდად ჩემს ბოლო გზას
ტანჯვები არ მაქვს წყვდიადს არ გავს
წარსული მალავს ბედნიერების წამალს
წუთისოფელი ყველას გვტანჯავს
მოვედი გონს ვერ შევიცვლი როლს
უკვე ვგრძნობ უხსენებელ.დროს
ვუყურებ ცას მიმიღებს მწამს.
* * *
დღეს ნათელია ბატონობს მზე
ცაზე დაგიწერ ღრუბლებით ლექს
სიცოცხლით მავსებ მინათებ გზებს
სიო გიჩეჩავს შავ ლამაზ თმებს
გაზაფხულის სურნელი სიმშვიდეს ფენს
ოცნების ყვავილებს მოგიძღვნი ბევრს
სამყაროს უყვარხარ მიყვარხარ მეც.
* * *
ცხოვრებით ნაცემი მაწუხებს განცდები
უფსკრულში ვარდები თან მიმაქვს დარდები
მაგონდება კადრები რაც მაქვს ნაკადრები
სინანულით ვდაბლდები აღსარებით ცას ვწვდები
მეცვლება აზრები რწმენით ავღდგები
სულს მიმშვიდებს ღვთაებრივი ჰანგები
უკვე განვდევნე წარსულის ლანდები
მომავალის ბილიკს იმედით გავყვები.
* * *
შემომეწერა smile.gif
დაელოდე ღამეს მთვარეს
აანთებს ტალღებზე სანთლებს
ვარსკვლავებზე ბევრად ნათელს
სიო არხევს ვარდებს
სურნელს სარკმელში აფრქვევს
ვცდებით არკძალულ საზღვრებს
თქვენი კითხვები მაბნნევს
ვეღარ ვპოულობ აზრებს
ნუ იტყვი სათქმელს
მოდი შევეშვათ განცდებს
ცოდვები დღეს არვნებს
ფულით გავდევნით მავნეს
მალე გავყვლეფთ ხალხებს
წავართმევთ ყველას სახლებს
ფულის სიყვარული გვაძლევს
ჯადოსნურ მაგიურ ძალებს.

Posted by: Ninna_maya 26 May 2018, 11:10
QUOTE (marikone @ 24 May 2018, 23:28 )
სამყარო მალავს საშინელ ამბავს
საშველი არ ჩანს ვეგუები ამ აზრს
ვივიწყებ განზრახ ცხადში ნანახს
ცხოვრება ხატავს ტრაგიკულ ზღაპარს
მიუყვები მშვიდად ჩემს ბოლო გზას
ტანჯვები არ მაქვს წყვდიადს არ გავს
წარსული მალავს ბედნიერების წამალს
წუთისოფელი ყველას გვტანჯავს
მოვედი გონს ვერ შევიცვლი როლს
უკვე ვგრძნობ უხსენებელ.დროს
ვუყურებ ცას მიმიღებს მწამს.
* * *
დღეს ნათელია ბატონობს მზე
ცაზე დაგიწერ ღრუბლებით ლექს
სიცოცხლით მავსებ მინათებ გზებს
სიო გიჩეჩავს შავ ლამაზ თმებს
გაზაფხულის სურნელი სიმშვიდეს ფენს
ოცნების ყვავილებს მოგიძღვნი ბევრს
სამყაროს უყვარხარ მიყვარხარ მეც.
* * *
ცხოვრებით ნაცემი მაწუხებს განცდები
უფსკრულში ვარდები თან მიმაქვს დარდები
მაგონდება კადრები რაც მაქვს ნაკადრები
სინანულით ვდაბლდები აღსარებით ცას ვწვდები
მეცვლება აზრები რწმენით ავღდგები
სულს მიმშვიდებს ღვთაებრივი ჰანგები
უკვე განვდევნე წარსულის ლანდები
მომავალის ბილიკს იმედით გავყვები.
* * *
შემომეწერა smile.gif
დაელოდე ღამეს მთვარეს
აანთებს ტალღებზე სანთლებს
ვარსკვლავებზე ბევრად ნათელს
სიო არხევს ვარდებს
სურნელს სარკმელში აფრქვევს
ვცდებით არკძალულ საზღვრებს
თქვენი კითხვები მაბნნევს
ვეღარ ვპოულობ აზრებს
ნუ იტყვი სათქმელს
მოდი შევეშვათ განცდებს
ცოდვები დღეს არვნებს
ფულით გავდევნით მავნეს
მალე გავყვლეფთ ხალხებს
წავართმევთ ყველას სახლებს
ფულის სიყვარული გვაძლევს
ჯადოსნურ მაგიურ ძალებს.

Wow!


ბრავო bis.gif

* * * * * *

Posted by: marikone 27 May 2018, 18:16
დიდი მადლობა სტიმული მომეცით კიდე დავდებ smile.gif
* * *
ამ ღამეს ვუყურებ უბადრუკია მთვარე
ცაზე მარტოა აყოლია დარდებს
მე ხომ მინახავს ბედნიერებით სავსე
უამრავი ვარსკვლავი ეხვეოდა თავზე
ახლა ფერმქრთალი ნახევარია ცაზე
ყველამ მიატოვა წყვიადის კარზე

რაღაც მეცნობა ამბავი მასზე
მეც ხომ გადამხდა იგივე თავზე
მარტო არ ვტირი ამ პლანეტაზე
თურმე მთვარეც განიცდის ცაზე.
* * *
ძილის წინ როდესაც წვიმს
როდესაც ზღვა შტორმებს ცლის
შავი ღურბლები ებრძვიან ცას
ხეები წყევლიან უტიფარ ქარს
მდინარეები ესხმიან მძინარე ბარს
სამყარო როდესაც ერჩის თავს
მე ვგრძნობ რა მომელის
განვიცდი მას რისიც მწამს
ვუგდებ ყურს სულის ხმას
ვიძინებ ღრმად ვივიწყებ დარდს.
* * *
მოვიდა დრო მოუსმინო ხმას
სიღრმიდან მავალს საოცრად წყნარს
გავყვე ქარს შევერცწყა ცას
ასე ლამაზს ღრუბლებით ნაზს
ვხატავ ზღაპარს ოცნების მსგავს
სიცოცხლის ზღვას წმინდა მთას
რწმენა მაქვს იმედიც მაქვს
შევიცვლი აზრს უკუღმართ გზას
უკვე ჩანს გადარჩენის მწამს.

Posted by: Two_X 29 May 2018, 00:25
marikone
ნამდვილად ვიცი შენ კიდევ რომ გაქვს
ბევრი ლექსები რომელსაც მოაქვს
გული რომ ბორგავს და სული ოხრავს
ხილიც ვერ ასწრებს ლამაზად მოსხმას

lol.gif

Posted by: kloden 29 May 2018, 00:55
Tu udabnoshi mimavals gzaze shegxda mtskurvali...
Ar sheafurtxo...
Ra ici nertskvis saxit sitxe shenc rogor gamogadgeba...
Mova dro mkvdaric ki saflavidan vegar ahdgeba...
Da tu ar ginda shublze jvari da isvi rom gaixseno...

* * *
Da mze romelic sinatlis nacvlad mdzgners ifineba...
Albat ramdens schams...
Daurtsmuneblad vici ar iqneba igi vegani...
Netav mtabedeba an rogor sruldeba...
Ar datskebuli...









Shefasebas ar gapatiebt... Ubralod romeli ufro mohetsonat is mitxarit...

Posted by: Two_X 29 May 2018, 13:48
kloden

pop.gif ღმერთმა გიშველოს

Posted by: kloden 29 May 2018, 14:49
Sxartad shevida figure shavi
Da da da daikava adgili misi...
Gegma chaeshva velit chven pasuxs...
Ras fiqrobs tvini...
Ushrob sruteshi okean azrta midis ganhilva...
Shesadzleblobas idzen mxolod cru msxverplit...
Gaatsirav umal Barbados azrta...
Tskobas simshvides ver mianicheb...
Dadzabul figurebs uyurebs gmerti...
Gadidkacebuls shishic tan axlavs...
Zizgit da ridvit tan siyvarulit...
Bolos xels artmevs gabrtsilebuli...


Es bobi fishers miduzgveni... Natskvetia mxolod... Dasatskisi dasasruli... Ver gavixsene rveulis dzebna mezareba kidev... Tan saaxlatalod gadavinaxe...


Am leqsis tsakitxvisas unda tsarmoidginot ROM chadrakis figure xar da tsin hedav did kacs chafiqrebuls... Kacs romlis tvinic maqsimalurad mushaobs




Posted by: marikone 29 May 2018, 21:09
QUOTE (Two_X @ 29 May 2018, 00:25 )
marikone
ნამდვილად ვიცი შენ კიდევ რომ გაქვს
ბევრი ლექსები რომელსაც მოაქვს
გული რომ ბორგავს და სული ოხრავს
ხილიც ვერ ასწრებს ლამაზად მოსხმას

lol.gif

შენ იცი მეც ხომ ვიცი
დაბნეულობა შიში ყველაფერი ნისლსში
იპარება ფიქრში ერევა სისხლში
სულს ღლის ბატონობს ტვინში
აფრენილი ცაში ავარდნილი თავში
ხანმოკლეა ხალხში როგორც სანთელი ქარში
ასეა ცხადში შეცდომების ზღვაში
ილუზიის ბაღში ვხვდებით ხაფანგში
მერე ვეძებთ სხვებში დამნაშავეს მარცხში
სუყველაა ბრალში ჩვენს უბედურებაში
მოგვიწევს დროში აღიარება გონში
ჩვენავართ ომში გამოგონილ როლში.

Posted by: Two_X 29 May 2018, 22:01
marikone
lol.gif
ნიჭი უნდა მაგას ნიჭი

Posted by: Ninna_maya 30 May 2018, 01:36
ოთარ ჭილაძე


ახლაც უცნაურად მოვარდა ქარი...

ახლაც უცნაურად მოვარდა ქარი
პირველყოფილი ძალით და ვნებით,
და აღარ მესმის, რა ხდება გარეთ,
ვერ ვხედავ, როგორ ცხოვრობენ სხვები.

ვერ ვხედავ, ანდა აღარ ჩანს კაცი,
რომელსაც ადრე ჩემს ღმერთად ვთვლიდი,
რომელიც სულის და ხორცის ნაწილს
ჯერ ლექსად ამბობს და მერე ყიდის.

და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი –
ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს.
მეც ვიცი, ვიდრე ჩადგება ქარი,
რაღაცა უნდა გადატყდეს გარეთ.

და თუმცა ქარის მსახვრელი ხელი
თანდათან გვიცვლის ხმასა და იერს,
ჯერ კიდევ ბევრი ხიფათი ელის
ჩვენს შორის უფრო თამამს და ძლიერს.

ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ქარი?!
ანდა რა უნდა გადატყდეს გარეთ?!
და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი –
ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს.



Posted by: marikone 30 May 2018, 17:30
სინდისმა კარი გააღო
ვაჟმა ცოდვები გაანდო
მიწამ რომ პირი დააღო
ცხოვრებამ დაღი დაატყო
ხალხმა ეშმაკი გააცნო
მასში ანგელოზი გააქრო
ცდუნებები არ დააკლო
მიწიერი ცოდვით დაათრო

ვაჟმა სანთლები დაანთო
სინდის ცოდვები გაანდო
მან ნწუხარებას დაასწრო.
* * *
როდესაც გიყურებ მაშინღა ვხვდები
ბედის ირონიის საზღვრებს ვცდები
სევდიან თვალებში სინანულს ვწვდები
განვლილი წლების დანაკარგს ებრძვი
როდესაც გიყურებ მაშინღა ვხვდები
როგორ მიყვარხარ და შენით ვტკბები.

Posted by: marikone 31 May 2018, 17:45
ხანდახან მგონი ვერავინ მიგებს
სამყარო ფიქრებს რატომღაც მირევს
სულის სიღრმეში სიბნელე მითრევს
ხანდახან მგონი სიკვდილი მიმზერს.
* * *
დაკარგული სულისთვის ცხოვრებაა რთული
ყოველი დღე მტრული თანაგრძნობა ნული
გამოსავალი მაცდური ბევრია ჩართული
ახალგაზრდები ვკვდებით მარტოობა გელით.
* * *
სულის სიღრმეში ქარიშხალი ქრის
და თვალებიდან ცრემლები გდის
ნუ გეშინია ცხოვრება გცდის
გახსოვდეს შენახარ არსება ღვთის:*.
* * *
რა არის მთავარი სულში მავალი
ყოველი მართალი მასში შემავალი
დროება წარმავალი განცდებში ნავალი
მომავალი ახალი იმედით სავალი.

Posted by: marikone 1 Jun 2018, 18:21
გემშვიდობებით ყველას აღარ მოგახვევთ სევდას შევეშვები ლექსების წერას.

Posted by: Re-hanna 2 Jun 2018, 18:51
















Farewell to you, be happy.

Posted by: Re-hanna 10 Jun 2018, 03:18
მე მინდა იყოს ნათელი ღამე,
მინდა ვარსკვლავებს მეც ვუთხრა რამე.
ცის კაბადონზე ნათელი მთვარე,
ცის უსასრულო სხივით ელვარე.

მინდა უსიტყვოდ მესმოდეს შენი,
მინდა ფიქრები გესმოდეს ჩემი.


მინდა ღრუბლები განვდევნო ციდან
არც წვიმა მინდა თვალცრემლიანი.
მინდა განათდეს მთელი სამყარო,
მე მინდა ღამეც იყოს მზიანი.

Posted by: weirdsoul 10 Jun 2018, 04:50
QUOTE (marikone @ 1 Jun 2018, 18:21 )
გემშვიდობებით ყველას აღარ მოგახვევთ სევდას შევეშვები ლექსების წერას.

გული დაგვწყვიტე მარა
აბა შენ იცი კარგად.



ვარსებობ, მინდა
სიცოცხლე წყნარი.
საღამო - წმინდა,
ქვეყანა - ქარი.

საღამო - წმინდა,
ქვეყანა - ქარი.
ვარსებობ, მინდა
სიცოცხლე წყნარი love.gif


Posted by: Re-hanna 29 Jun 2018, 01:17
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
ავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი


გიორგი ზანგური

Posted by: 6iani 30 Jun 2018, 15:41
მთვარიან ღამეში იწვება სიზმარი
სად კუდიანების არის დებოში
მაღალი მთებიდან გასროლილ ისარის
შავი შებინდება მაღალ სამრეკლოში

სად საკუურთხეველად არის წამება
და ფრენა აზრთა მიწის წიაღში
ჩანგიან ქალწულებს აცვიათ შავები
და ცლიან ვამპირნი სისხლიან ფიალებს

რომ შემდეგ შორეულ ზღათა დინებას
წამებულ პოეტთა მოესმათ საყვირი
მათი წამება თვით არსმა ინება
რომ ქვეყნიერებას მოსდონ აღვირი

დაე დაიწვას სიზმრებში პოეტი
იქცეს ბრბოსა და აჩრდილთა დევნილად
სხვა ქარიშხალი ხომალდებს მოედო
ფსკერში ჩაძირულთ ქვეყნისგან ხშირად

Posted by: annavita 5 Jul 2018, 21:57
'ძველი მოტივებიდან

მეგობრებო, ახლა ღამეა და
გრილა
მინდა ასეთივე გაგვითენდეს
დილა
ხვალ მომელის ხვატში საოცნებო
მხარე
თუკი წამომყვებით
აქვე დავთქვათ
ბარემ:
რას ვაპირებ სოფლად?
გამოვნახავ
ორ ხეს
ჰამაკს გავაბამ და წავკითხავ
ბორხესს
მერე მოვახტები
ჩემს შავრა ცხენს-
პეგასს
ტყის პირს, წყაროს წყალთან მოვიგონებ
ვეგას..

ღამით გავშლი ფარდაგს
(ქე რომ გვეყოს
ორ კაცს)
სისხლიანი მთვარე
გაგვახსენებს

ლორკას



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)