2013 წელს გახსნილი პირველი თემა ქიუნეტის შესახებ:QNET - ქსელური მარკეტინგივით2016 წლიდან გახსნილი საერთო თემა ქიუნეტის მავნებლობის შესახებ:vol.1
ქიუ ნეტი სერიოზული პრობლემაvol.2
ქიუ ნეტიvol.3
QNET / ქიუ ნეტი vol.3vol.4
QNET / ქიუ ნეტი vol.4 - არ გაეკაროთ!vol.5
არ გაეკაროთ!!! - QNET / ქიუ ნეტი vol.5მანიფესტი, ფინანსური პირამიდების აკრძალვის მოთხოვნის თაობაზე:https://manifest.ge/main/item/1355 -
მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვაგრძელებთ ქიუნეტის (შემდგომში სექტანეტი) თემის განხილვას მეექვსე თავში.
დავიწყებ პუნქტობრივად და შევეხები სექტანეტთან დაკავშირებულ ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო თემას. ყველა ინფორმაცია იქნება დადასტურებული წყაროებიდან, მათ შორის სექტანეტის ოფიციალური საიტიდან.
-პუნქტი პირველი: რატომ არის სექტანეტი ფინანსური პირამიდა?!
ავიღოთ ეროვნული ბანკის გაფრთხილება, ფინანსური პირამიდების თაობაზე და შევადაროთ მას სექტანეტის „ბიზნეს-გეგმა“ -
https://www.nbg.gov.ge/bankjournal/index.ph...115&blog_id=183» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფერების შესაბამისად რიგის მიხედვით გავავლოთ პარალელი სექტანეტთან.
1. სექტანეტი გთავაზობთ „გრანდიოზულ ბიზნეს-გეგმას“, თითქოსდა გახდებით წარმატებული, გექნებათ დიდი ოდენობით შემოსავალი და რიგი პრეზენტატორები პირდაპირ მილიონრობას ჰპირდებიან ახალმისულებს.
2. სექტანეტში მიღებული შემოსავალი პირდაპირპროპორციულია ახალი წევრების ჩართვაზე, არ/ვერ ჩართავთ თქვენს ქვევით ახალ წევრებს, შესაბამისად კომპანია 1 თეთრსაც არ ჩაგირიცხავთ.
3. სექტანეტელები მუდამ ცდილობენ თავს მოახვიონ ახალ წევრებს, რომ კომპანია ძალიან წარმატებულია, აჩვენებენ სხვადასხვა რეიტინგებს, გაურვეველ რეპორტაჟებს და არაავტორიტეტული პირების მოსაზრებებს სექტანეტის შესახებ, ან ცდილობენ სხვადასხვა ავტორიტეტული პირების მოსაზრებებით (რომლებიც საერთოდ არ ეხება სექტანეტს) გაამართლონ თავიანთი „ბიზნეს-გეგმა“. ყველაფრის მიუხედავად ბოლო ადრე თუ გვიან ერთი იქნება, როგორც კი მასიურად ვეღარ მოიძიებენ ადამიანებს ვინც 4 500 ლარს შეიტანს სექტანეტში, მაშინვე გაჩერდება დაფინანსებაც (რადგან იგი დამოკიდებულია ახალი წევრების ჩართვაზე და ყოველი ახალი წევრის შეტანილი თანხიდან წილი რიგდება პირამიდაში) და შესაბამისად პირამიდაც გაიჭედება.
4. სექტანეტელები ხშირად ცდილობენ, რომ თავგზა აუბნიონ ახალ წევრს და აჯერებენ მას, რომ სექტანეტი არ არის ფინანსური პირამიდა, რადგან თითქოსდა ფინანსურ პირამიდებს „პროდუქტი“ არ გააჩნიათ. რეალობა არის საპირისპირო, ბოლო ათწლეულებში ზუსტად ე.წ. „პროდუქტის“ გაყიდვის საფარქვეშ მოქმედებს პირამიდული კომპანიების უმრავლესობა და „პროდუქტის“ ასორტიმეტი სექტანეტის მსგავსად არის გარკვეული მომსახურებები, აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული პაკეტები და ა.შ.
5. რაც შეეხება ფასების ადეკვატურობას, აღნიშნული მრავალგზის იყო განხილული და ქვემოთ შეხვდებით კიდევ რამოდენიმე მაგალითს, მაგრამ აქვე ჩავდებ ვახსენებ კოლოსალური ფასნამატის ყველაზე თვალშისაცემ მაგალითს - „ჩი ყელსაბამი“ რომელიც სექტანეტის მაღაზიაში 658 აშშ დოლარი, როდესაც ზუსტად იგივე „ჩი ყელსაბამი“ შეგიძლიათ შეიძინოთ 3 დოლარად.
6. სექტანეტელების „ბიზნეს-გეგმა“ ზუსტად ამ ფორმატით მოქმედებს, რომ მთავარია მოიძიო პიროვნება, რომელიც ერთჯერადად შეიძენს პროდუქტს და შემდეგ თვითონაც ანალოგიურ ქმედებას განახორციელებს.
აქ პარალელის გავლებას დიდი ახნა არ ჭირდება - „მოიყვან 2 კაცს, ის 2 კაცი თავიანთ 2-2 კაცს და ა.შ.“. სურათზე მაგალითად მოყვენილია კლასიკური პონცის სქემა, ანალოგიურ განვითარებას გვთავაზობს სექტანეტიც თავის პირამიდულ „ბიზნეს-გეგმა“-ში.
პირველი და მეორე პუნქტები უკვე განხილულია.
მესამე პუნქტის შესაბამისად სექტანეტს საქართველოში ჰყავს შუამავალი შპს „დრიმლაინი“, რომელსაც გააჩნია გარკვეული „შოურუმი“, სადაც გაგაცნობენ რა სახის პროდუქტს ყიდის კომპანია.
მეოთხე პუნქტში აღწერილიც პირდაპირ შეესაბამება სექტანეტს, რადგან თანხა არსად იდება, არანაირი რეალური ინვესტიცია არ ხდება და იგი ნაწილდება კომპანიის მფლობელსა და პირამიდის წევრებს შორის.
მეხუთე პუნქტიც რა თქმა უნდა სექტანეტის ზუსტი აღწერილობაა, რადგან მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მწირად მოიპოვება ჩართული პირების მხრიდან, არ მოდიან არანაირ დეტალურ განხილვაზე, ყოველთვის მალავენ შემოსავლის ან სხვა სარგებლის მიღების დამადასტურებელ ფაქტებს და მანიპულირებენ ყალბი სურათებით (ერთიდაიგივე სურათის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა სხვადასხვა სექტანეტელების მიერ სხვადასხვა პერიოდში).
მეექვსე პუნქტში აღწერილი გარემოებებზე ნებისმიერ უნდა გაგახსენდეთ „,მანჩესტერ სიტის სპონსორობა“, რაც რეალურად წარმოადგენს სექტანეტის მიერ შეძენილ რეკლამის უფლებას, რასაც შემდეგში სექტანეტის წარმომადგენლები იყენებენ სექტანეტის ავტორიტეტის გასაზრდელად. აგრეთვე გაგახსენდებათ თუნდაც „ფორმულა 1-ის გუნდი მარუსია“, რომელზეც, მიუხედავად იმისა რომ 2015 წელს დაიშალა და დღეს საერთოდ არ არსებობს, მუდმივად აპელირებენ ისეთი ფორმით თითქოსდა სექტანეტი მას კვლავ აფინანსებს.
-პუნქტი მეორე: რა ბიზნეს გეგმას გვთავაზობთ სექტანეტი?! -
https://qigroup.box.com/shared/static/oewcu...jt4hhfqir03.pdf https://qigroup.box.com/s/lz5jmosr51uirpebqsj5fksvm3f2wruo https://qigroup.box.com/s/7egx3ibx77242jsopvxm0b7fqs5yxzse https://qigroup.box.com/s/6whguj5teivapyjp10q8qzu5ywhp06nr https://qigroup.box.com/s/43skz29n6t93o0lcuxg9x3qqxaqe7x5n» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არსებული ბიზნეს-გეგმებიდან გამოვიყენოთ ის კონკრეტული ვარიანტი, რომლითაც სარგებლობენ ქართველი სექტანეტელები.
კერძოდ, ქართველი სექტანეტელები ყიდულობენ 3 000 BV ღირებულების პროდუქციას, რაც ამ ეტაპზე დაახლოებით 1 700-1 900 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს და მიჰყვებიან სექტანეტის „ძირითად ბიზნეს გეგმას“, სადაც პირობები შემდეგია:
შენ ქვეშ მარჯვნივ და მარცხნივ (შემდგომში ბალანსი) მოგყავს თითო კაცი, რომელთაგან გერიცხება ერთჯერადად რეკომენდაციის (შემდგომში რეფერალი) საკომისიო თითოზე 100-100 აშშ დოლარი და ბალანსის საკომისიო 200 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომში შენს ქვევით შემოერთებულ ყოველ თითო-თითო ადამიანზე მარჯვნივ და მარცხნივ გერიცხება 200 აშშ დოლარი უკვე ხსენებული ერთჯერადი საკომისიოს გარეშე.
საიდან მოდის ეს 200 აშშ დოლარი? - ეს არის ეგრედწოდებული „ბრონზის აქაუნთის“ სარგებელი ბალანსზე. ამასთანავე, ყოველი მეექვსე ბალანსი არ ირიცხება თანხად და გეძლევათ ვაუჩერი, რომელთა გარკვეული ოდენობით მოგროვების შემდეგ მხოლოდ სექტანეტის საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე პროდუქტი.
აქაუნთები არის 5 სახის: ბრონზა, ვერცხლი, ოქრო, პლატინა, ბრილიანტი. ბრონზის აქაუნთი ავტომატურად გენიჭება პირველი 3 000 BV ღირებულების პროდუქტის შეძენისას, ვერცხლზე გადასვლა ხდება კვარტალში ერთხელ, რამოდენიმე ბალანსის გაკეთების და შენს ქვეშ 2 ბრონზის აქაუნთანი რეფერალის გაჩენის შემდეგ. ამიტომ გაუგებრობის/პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ყველა პირს პირველ 3 ბალანსს ჩავუთვლი 200 აშშ დოლარად, ხოლო ამის შემდეგ ყველა შემდგომ ბალანსს ჩავთვლი ვერცხლის აქაუნთის შესაბამისი საკომისიოთი ბალანსზე 225 აშშ დოლარი.
ბარემ აქვე ლიმიტებს შევეხოთ, ყველა აქაუნთს აქვს შესაბამისი ლიმიტი, რომელიც ზღუდავს 1 კვირაში ანაზღაურებადი ბალანსების რაოდენობას. ამის თაობაზე სექტანეტელები ატყუებენ ხალხს ვითომდა კვირაში 2 000 აშშ დოლარი არის ლიმიტი, როდესაც რეალურად ყველაზე დაბალი დონის ბროზნის აქაუნთს ლიმიტი აქვს 6 800 დოლარი კვირაში, რაც რეალურად მიუღწეველია, მაგრამ ამ ოდენობის ლიმიტის დასახელებას არანაირი აზრი არ აქვს პრეზენტაციაზე, ამიტომ უფრო რეალურ ლიმიტად წარადგენენ 2 000 აშშ დოლარს და უსახავენ ხალხს ფუჭ იმედს, რომ ისინი როდესმე კვირაში 2 000 დოლარს ჩაირიცხავენ და მერე კიდევ ვითომ გაზრდიან ამ ლიმიტს.
ერთი საინტერესო პუნქტი კიდევ არის ის, რომ კომპანია ფინანსურად ეხმარება თავის წარმომადგენელს ავტომობილის შეძენაში, იმ პირობით, რომ იგი მასზე დააყენებს QNET ნომრებს, რითაც მოახდენს კომპანიის რეკლამირებას.
-პუნქტი მესამე: ქიუნეტის პრეზენტაცია -
https://drive.google.com/file/d/0B08MJ4cVbV...zhiU2RCRnc/viewყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ გრანდიოზულ ბიზნეს გეგმას, რომელიც ქართველმა პრეზენტატორმა წარგვიდგინა ონლაინ-პრეზენტაციის მეშვეობით, მოვარგებ დღევანდელ მოცემულობებზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ, ავიღებ სექტანეტის ერთ-ერთ პროდუქტს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს qvi სამოგზაურო კლუბის წევრობას, რომელშიც შედის რამოდენიმე ქართულის სასტუმროც და მისი ღირებულებაა 1 780 აშშ დოლარი.
აღნიშნულს ემატება სექტანეტის ვებ-გვერდზე საკუთარი ონლაინ-კაბინეტის მომსახურების ყოველწლიური გადასახადი 30 აშშ დოლარი, ანგარიშის უსაფრთხოების გადასახადი 40 აშშ დოლარი, მოწოდების ღირებულება 35 აშშ დოლარი, შესაბამისად სექტანეტში ჩასართავად საკმარისია 1 885 აშშ დოლარი.
გაითვალისწინეთ, შემდგომში განხორციელებული ყველა გამოთვლა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ლარში, რომელშიც თავისთავად ხდება სექტანეტში შესატანი თანხის შეძენა. ამჟამინდელი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2.40-ს.
განვიხილოთ პირველი სქემა:
პირველი დონის პირმა „ილიამ“ ამ სქემით მიიღო 480 ლარი (2*100 აშშ დოლარი) 2 ცალი რეფერალის + 9 ბალანსის 3*480 ლარი + 5*540 ლარი (პირველი 3 ბალანსი * 200 აშშ დოლარი და შემდგომი 5 ბალანსი * 225 აშშ დოლარი) და 1 ელექტრონული ვაუჩერი (ყოველი მეექვსე ბალანსი ვაუჩერია) = 4 620 ლარი. ილიამ აიღო მოგება 4 620 – 4 524 ლარი (1 885 აშშ დოლარი, რომელიც საჭიროა სქემაში შესვლისთვის) = 96 ლარი.
მეორე დონის პირებმა მიიღეს: „გიამ“ ამ სქემით მიიღო 480 ლარი + 3 ბალანსის 3*480 = 1 920 ლარი. „გია“ არის წაგებაში 4 524 (1 885 აშშ დოლარი) – 1 920 = 2 604 ლარი.
ხოლო „ნინომ“ მიიღო 480 ლარი + 4 ბალანსის 3*480 + 1*540 = 2 460 ლარი. „ნინო“ არის წაგებაში 4 524 - 2 460 = 2 064 ლარი.
მესამე დონის პირებიდან, მხოლოდ „გიას“ ქვეშ მყოფმა ერთმა პირმა მიიღო 480 ლარი + 3 ბალანსის 3*480 = 1 920 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 524 – 1 920 = 2 604 ლარი.
დანარჩენებმა, „გიას“ ქვეშ მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მიიღო 240 ლარი ერთი რეფერალის და „ნინოს“ ქვეშ მყოფმა ორივე პირმა მიიღეს 240 – 240 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული სამივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მეოთხე დონის პირებიდან ერთმა მიიღო 480 ლარი + 1 ბალანსის 480 ლარი = 960 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
დანარჩენებმა მიიღეს 240 – 240 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული ოთხივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მეხუთე დონის პირებიდან ერთმა მიიღო 480 ლარი + 1 ბალანსის 480 ლარი = 960 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
დანარჩენებიდან ორმა პირმა მიიღო 240 – 240 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული ორივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
და კიდევ დარჩენილმა სამმა კაცმა ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 524 ლარით.
მეექვსე დონის ოთხი პირიდან ვერავინ ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 524 ლარით.
დასკვნა პირველი სქემიდან: იმისთვის, რომ „ილიას“ კომპანიისგან ენახა სარგებელი 96 ლარი, მან თავისი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სახსრები 22*4 524 ლარი = 99 528 ლარი გადაურიცხა კომპანიას, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეფერალების და ხელფასებისთვის 4 620 + 1 920 + 2 460 + 1 920 + 240 + 240 + 240 + 960 + 240 + 240 + 240 + 240 + 960 + 240 + 240 = 15 000 ლარი და შესაბამისად სუფთა მოგება დარჩა 99 528 ლარს - 15 000 ლარი = 84 528 ლარი. კომპანიამ სქემაში ხელფასებად დააბრუნა მიღებული თანხის 15.07%, შესაბამისად დაიტოვა 84.93%.
გილოცავთ „ილია“, იმისთვის რომ თქვენ 96 ლარის მოგება გენახათ, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 84 528 ლარით.განვიხილოთ მეორე სქემაც:
პირველი დონის პირი არის წაგებაში 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მეორე დონის პირი არის წაგებაში 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მესამე დონის პირი „მე“-მ არის წაგებაში 4 524 - 4 080 ლარს (480 ლარი 2 ცალი რეფერალის + 8 ბალანსის 3*480 + 4*540 და 1 ელექტრონული ვაუჩერი) = 444 ლარი.
მეოთხე დონის პირმა „მიშამ“ ამ სქემით მიიღო 480 ლარი 2 ცალი რეფერალის და 11 ბალანსის 3*480 + 7*540 და 1 ელექტრონული ვაუჩერი = 5 220 ლარი. „მიშა“ არის მოგებაში 5 220 ლარს - 4 524 ლარი = 696 ლარით.
აგრეთვე მეოთხე დონის პირი „და“ არის წაგებაში 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მეხუთე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 1920 = 2 604 ლარი.
მეორე არის წაგებაში 4 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 - 2 460 = 2 064 ლარი.
მესამე არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 1920 = 2 604 ლარი.
მეექვსე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მესამე არის წაგებაში 2 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 1 440 = 3 084 ლარი.
მეოთხე არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მეხუთე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მეშვიდე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მეორე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მესამე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეოთხე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეხუთე არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 524 – 240 = 4 284 ლარი.
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მეშვიდე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მერვე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეცხრე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეათე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეთერთმეტე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მერვე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 1920 = 2 604 ლარი.
მეორე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მესამე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეოთხე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეხუთე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეექვსე არის სუფთა წაგებაში 4 524 ლარით.
მეცხრე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 524 – 960 = 3 564 ლარი.
მეათე დონის პირებიდან ოთხივე პირი არის სუფთა წაგებაში თითო 4 524 ლარით.
დასკვნა მეორე სქემიდან: იმისათვის, რომ „მიშა“-სკომპანიისგან ენახა სარგებელი 696 ლარის ოდენობით, მათ თავიანთი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სახსრები 37*4 524 ლარი = 167 388 ლარი გადაურიცხა კომპანიას, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეფერალების და ხელფასებისთვის 240 + 240 + 4 080 + 5 220 + 240 + 1 920 + 2 460 + 1 920 + 960 + 960 + 1 440 + 240 + 960 + 960 + 240 + 240 + 960 + 960 + 1 920 + 960 + 960 = 28 080 ლარი და შესაბამისად კომპანიას სუფთა მოგება დარჩა 167 388 ლარს - 28 080 ლარი = 139 308 ლარი. კომპანიამ სქემაში ხელფასებად დააბრუნა 16.78%, შესაბამისად დაიტოვა 83.22%.
გილოცავთ „მიშა“, იმისთვის რომ თქვენ აგეღოთ მოგება 696 ლარის ოდენობით, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 139 308 ლარით.-პუნქტი მეოთხე: სად არის გავრცელებული სექტანეტი?! -
http://www.qnet.net/ru/our_company/contact_us/» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რეგიონალური ოფისები: ჰონგ კონგი; მალაიზია.
ოფისები: ჰონგ კონგი; აბუ დაბი (2 ოფისი); ირლანდია; ინდონეზია (3 ოფისი - ბალი, ჯაკარტა, სურაბაია)
შვილობილი კომპანიები: მალაიზია (QNET Malaysia); რუანდა (QNET East Africa); ფილიპინები (QNET Philippines), სინგაპური (QNET Singapore).
ფრენჩაიზინგის მწარმოებელი კომპანიები: ინდოეთი (QNET India); თურქეთი (Qnet Promosyon).
პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველო (LLC Georgian Olive Gardens); აზერბაიჯანი (Georgian Olive Gardens MMC); რუსეთი (OOO «Sky Agency»); მიანმარი (2 ოფისი - იანგონი Double Rainbow CHJ Co. Ltd, მანდალაი Double Rainbow CHJ Co. Ltd); ალჟირი (Zenati Belazzoug Import Export); ბურკინა ფასო (Burkindi S.A.R.L); კოტ დ’ივუარი (Trading-CI); ყაზახეთი (LLP «International Bureau of Consulting»); მოლდოვა (V.V.R. Consulting Service S.A.R.L); მაროკო (IEDNET S.A.R.L); ნიგერია (Nomade Production);
-პუნქტი მეხუთე: რას ყიდის სექტანეტი?!
http://www.qnet.net/ru/products/health_and_wellness/ http://www.qnet.net/ru/products/watches_and_jewellery/ http://www.qnet.net/ru/products/technology/ http://www.qnet.net/ru/products/personal_care_and_beauty/ http://www.qnet.net/ru/products/education/http://www.qnet.net/ru/products/holidays/http://www.qnet.net/ru/products/motor_care/ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამასთანავე, სექტანეტის წარმომადგენლები პრეზენტაციაზე პირდაპირ ეუბნებიან ხალხს, რომ მათ მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 20 პროცენტი მიდის პროდუქტის ღირებულებაში, ხოლო დანარჩენ 80 პროცენტს ატრიალებენ პირამიდაში.
მივყვეთ პროდუქციას რიგის მიხედვით:
გაჯანსაღებისთვის: წყლის გამწმენდები, ჰაერის გამყმენდები, ზეთისხილის ექსტრაქტი, ვიტამინები, საკვების დანამატები, ვიტამინები თხევადი ფორმით, მინერალების კომპლექტი, ბიო დისკი, ამულეტი.
აქსესუარები: საათები, კულონები, საყურეები, ყელსაკიდები.
ტექნოლოგიური პროდუქცია: ვითუბი, საკუთარი საიტის ძრავი, ონლაინ პრეზენტაციები, მენეჯმენტის ონლაინ ხელსაწყო.
პარფიუმერია: კრემები, მაკიაჟი და სხვა.
ონლაინ საგანმანათლებლო კურსები.
სამოგზაურო პაკეტები: ფასდაკლების ვაუჩერები და კონკრეტული სასტუმროების ნომრების დაჯავშნა.
ძრავის მოვლის საშუალება: ზეთი TITANIUM.
საყურადღებოა, რომ კომპანიის პროდუქციის ფასთან შესაბამისობასთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი არგუმენტირებული მოსაზრება, რომ ყოველი პროდუქტი წარმოადგენს ფსევდო-პროდუქტს, იყიდება კოლოსალური ფასნამატით და მათი გამოყენება რეალურად არც ხდება. ამასთანავე ამ პროდუქტებიდან ერთიც კი არაა სექტანეტის მიერ წარმოებული ვინაიდან მათ არანაირი საწარმო ან მცირე ცეხიც კი არ გააჩნიათ!
აქვე, მოვიყვან ჩვენი თანაფორუმელის
avante-ს მიერ დათვლილ ხარჯებს სექტანეტში ერთ დროს ფართოდ გასაღებული „ტაილანდური საგზურის“ გამოყენების შემთხვევაში:
სექტაში გასაწევრიანებლად ყველაზე იაფი საშუალება იყო ტაილანდის 21 დღიანი საგზური 4 კაცზე - 1650$. გაყოფილი 3 ნაწილად, ანუ 7+7+7 დღე მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ არა სეზონურ პერიოდში !!! დავუშვათ მართლაც გადაწყვიტა რომელიმემ მისი გამოყენება 4 პერსონაზე, დავითვალოთ: ვიზა 80$ (80*4=320$), სამოგზაურო დაზღვევა 10$ (10*4=40$), ფრენა ორივე მხარეს ბანგკოკამდე 720$ (720*4=2880$), ფრენა ორივე მხარეს ბანგკოკიდან ფხუკეტამდე 100$ (100*4=400$), ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე ორივე მხარე 20$ (20*4=80$), კვება საკურორტო ზონაში საშუალოდ 1 პერსონაზე 1 დღეში 25$ (25*4*7=700$), ჯამი - 4420$ 7 დღეზე, მთლიანი ე.წ. 1650$-იანი საგზური დაჯდება 1650+(4420*3)=14 910$
შევეცადე ყველაფერი მინიმალურ ფასებში მეანგარიშა, რეალურად კი ხარჯი მეტი იქნება. 14 910 $ !
ასევე უნდა ვახსენოთ სექტანეტის მიერ გასაყიდ ნივთებზე კოლოსალური ფასნამატის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: ბიო დისკი (ჩი პედანტი), რომლის ღირებულება OEM/ODM მწარმოებლებთან 3 – 8 აშშ დოლარს შორის მერყეობს,
სექტანეტი კი მას ყიდის 630 დოლარად + შიპინგზე ამატებს 28 დოლარს.
ასევე საყურადღებოა, რომ „ბიოდისკების“ მსგავსი პროდუქცია მრავლად გააჩნია სექტანეტს და იგი წარმატებით ახერხებს კოლოსალური ფასნამატით მათ რეალიზაციას ისეთ ქვეყნებში სადაც ინფორმაციაზე წვდომა ნაკლებია და განათლების დონეც დაბალია (მაგალითად ინდოეთი), მაგრამ მათი საქართველოში გაყიდვა ფაქტიურად წარმოუდგენელია, პლიუს ეს პროდუქცია პირდაპირ ავლენს სექტანეტის მიერ უსარგებლო ნივთების კოლოსალური ფასნამატით გაყიდვის ფაქტს, ამიტომ 2017 წლის 24 იანვრიდან მათი დიდი ნაწილი საქართველოსთვის განკუთვნილი ინტერნეტ მაღაზიიდან ამოიღეს:
-პუნქტი მეექვსე: მომდევნო ეტაპზე განვიხილოთ სქემის უსასრულოდ გავრცელების უტოპია. კერძოდ, ხშირად მსხვერპლებს თავს ახვევენ, რომ საშუალოდ შესაძლებელია თითო კაცმა თავის ქვეშ 1 თვეში მოიყვანოს 2 კაცი, რაც რეალობისგან აბსოლიტურად აცდენილია. გადავხედოთ სისტემას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1 თვე - 1 კაცი
2 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი
3 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი = 7 კაცს
4 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი + ამ 2-2 კაცის მოყვანილი 2-2-2-2 კაცი = 15 კაცს
5 თვე = 31 კაცი
6 თვე = 63 კაცი
7 თვე = 127 კაცი
8 თვე = 255 კაცი
9 თვე = 511 კაცი
33 თვე = 8 589 934 591 კაცი (აჭარბებს ჩვენი პლანეტის მოსახლეობას)
მოკლედ სექტანეტელების ბოდვა საშუალოდ ერთ თვეში თითო კაცის მიერ თავიანთ ქვეშ ორი კაცის მოყვანის შესაძლებლობის შესახებ, რომ რეალობასთან ახლოს იყოს, სქემის მიერ პლანეტა მოცული იქნებოდა 2 წელიწადსა და 9 თვეში, ანუ 2001 წელს.
რეალურის განვითარების სისწრაფე კი ძალზედ ჩამორჩება მოსალოდნელს და სექტანეტელის მიერ სასურველ სიჩქარეს, რადგან კომპანიის დაფუძნებიდან 19 წლის შემდეგ ჯერ მხოლოდ 1 000 000 კაცი არის მსოფლიო მასშტაბით მოცული, მსმენია ალტერნატიული ვარიანტიც, რომ 14 მილიონი არიან... თუნდაც 150 მილიონი იყვნენ, მაინც ლოკოკინა უფრო ჩქარია. ამის გათვალისწინებით კიდევ საინტერესოა ის გარემოება, რომ არსებობენ სექტანეტელები, რომლებიც უცებ 30 კაცს ჩართავენ ხოლმე თავის ქვეშ და გაიჭედებიან, ყოველი ასეთი „უცებ 30 კაცის ჩართვა" კიდევ უფრო აფერხებს ახალი პირების სქემაში ჩართვის საშუალო სიჩქარეს.
-პუნქტი მეშვიდე: ჩვენს ხელთ არის ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც ხდება სექტანეტელების ტრენინგი, რა დროსაც მათ ასწავლიან თუ როგორ უნდა მოახდინონ ფსიქოლოგიური გავლენა მსხვერპლზე, რათა ისინი ჩაერთონ სქემაში. პარალელურად სექტანეტელების თვითდაჯერების ასამაღლებლად, მათ აძლევენ ცნობილ მოთხრობებს, იგავ-არაკებს და ნაშრომებს რომელიც ეხება ბიზნეს-სფეროს, მაგრამ რეალურად საერთოდ არ ეხება სექტანეტის სამუშაო სისტემას, ფინანსურ პირამიდას:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტექსტური მასალა:
შესავალი სიტყვა სექტანეტის შესახებ -
http://m.uploadedit.com/ba3s/1493024128686.docx„8 აგური“, სექტანეტელების „10 მცნება“, რომელშიც გაწერილია ყველაფერი ეტაპობრივად, როგორ მოახერხონ ახალი ჩასართავი პირების მოძიება და სქემაში ჩართვა -
http://m.uploadedit.com/ba3s/1493024162741.docxსექტანეტის დეტალური ინსტრუქცია სქემაში ჩასართავ პირზე მაქსიმალური ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად (ქართულ რეალობაზე მორგებული) -
http://m.uploadedit.com/ba3s/1495097131217.docxსექტანეტის კიდევ ერთი დეტალური ინსტრუქცია სქემაში ჩასართავ პირზე მაქსიმალური ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად (ქართულ რეალობაზე მორგებული) -
http://m.uploadedit.com/ba3s/1493024254704.docxტრენინგები, ახალგაწევრიანებული სექტანეტელისთვის, „წინსვლა“ და „ერთობა“ -
http://m.uploadedit.com/ba3s/1493024304951.docx ,
http://m.uploadedit.com/ba3s/1493024326452.docxსექტანეტში აგრეთვე არიგებენ სხვადასხვა სამოტივაციო ლიტერატურას, რომელიც რეალურად კავშირში არ არის სექტანეტის სქემასთან: იგემეთ ბაყაყი, სად არი ჩემი ყველი, მილიონერის საიდუმლო.
ვიდეო მასალა:
8 აგური -
https://drive.google.com/file/d/0Bz0etRUaNl...lhZUHFDdE0/viewე.წ. „შეხედულებების შეცვლა“ -
http://sendvid.com/xf351ur5ტრენინგი, ახალგაწევრიანებული სექტანეტელისთვის პრეზენტაციის ჩატარების წესების ასახსნელად -
http://sendvid.com/63zsvrypაღნიშნული მასალებით ხდება სექტანეტელების დატრენინგება და მათზე ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა, ამასთანავე ტექსტური და ვიდეო ტრენინგების გარდა არსებობს ზეპირი სახის ტრენინგები. კერძოდ:
ტრენინგი „პოზიტივი/ნეგატივი“ - აღნიშნული ტრენინგის მიმდინარეობისას ახლად ჩართულ სექტანეტელს რამოდენიმე სექტანეტელი უჯდება წინ და უსვამს ნეგატიურ შეკითხვებს ახალმოსული სექტანეტელი ცდილობს ყველა შეკითხვაზე მოახერხოს ისეთი პასუხის გაცემა, რომ შეკითხვა მაქსიმალურად ამოწუროს კომპანიის სქემის სასარგებლოდ. ეს ტრენინგი არის მრავალჯერადი და მასზე აგრეთვე ასწავლიან შეკითხვების კონკრეტულ ჯგუფებში შეყვანის ტექნოლოგიას, რომლის შემდეგაც სექტანეტელი კონკრეტულ შეკითხვას შესაბამის პასუხს სცემს, რომელიც თავის მხრივ ტრენინგის დროს აქვს შესწავლილი.
ტრენინგის მეორე ფორმა „ბრიფინგი“ - აღნიშნული ტრენინგისას გამოცდილი სექტანეტელი ოფისში არსებულ სექტანეტელებს განალაგებს წრეში (დაახლოების ისე ფილმებში რომ გაქვთ ნანახი ანონიმური ალკოჰოლიკების, ნარკომანების და სხვა სამკურნალო წრეები რომ არის) და მათ უყვება თავის პირად გამოცდილებებს, როგორ უნდა გახდეს წარმატებული და რას აკეთებს ამისთვის, შემდეგ რიგრიგობით სექტანეტელებიც ყვებიან თავიანთ აზრებს და სურვილებს. „ბრიფინგები“ ტარდება ოფისის ზრდის სიჩქარის შესაბამისად, რაც უფრო შეფერხებულია ოფისის განვითარება მით უფრო იზრდება „ბრიფინგების“ სიხშირე.
-პუნქტი მერვე: სექტანეტელები ახალი წევრების მისაზიდად ცდილობენ ყველა საშუალების გამოყენებას, მათ შორის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტები კერძო მევახშეებიდან, მიკროსაფინანსოებიდან, ლომბარდებიდან, ბანკებიდან და სხვა ფინანსური წყაროებიდან თანხების მოძიების შესახებ მითითების შესახებ. მათ შორის კერძო მევახშეობის შემთხვევები დაფიქსირდა უშუალოდ რამოდენიმე ოფისის „ლიდერის“ მხრიდანაც. მსგავსი ქმედებებით ხდება ფინანსურ პირამიდაში ჩართვისგან დაზარალებული ადამიანისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენება დამატებით აღებული ფინანსური ვალდებულების გამო, რაც აიძულებს შემდგომში აღნიშნულ პირებს ყველა გზა სცადონ, რათა მოახერხონ საახლობლოს ჩართვა სექტანეტში, რისი საშუალებითაც მცირედით მაინც შეუმცირდებათ ვალდებულებები რაც მძიმე ტვირთად დააწვათ.
პ.ს. მადლობა ყურადღებისთვის, გავაგრძელოთ თემის განხილვა -
http://sendvid.com/i4moxqzm This post has been edited by
FoolOnTheHill on 18 May 2017, 13:18
როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა © Qnet-ელი Woman777