სახელწოდება: ჯოკერი ◼️ Joker 2019
რეჟისორი: ტოდ ფილიპსი
მთავარ როლში: ხოაკინ ფენიქსი
აღწერა: ფილმში მოქმედება 80-იანი წლების გოთემში ხდება, მთავარი გმირი არტურ ფლეკია. შეუმდგარი სტენდ-აფ კომიკოსი, რომელიც შემდეგ სადისტი კლოუნი და კრიმინალური ვარსკვლავი ხდება. ფილმის სიუჟეტი ალან მურის და ბრაიან ბოლანდის გრაფიკული ნოველაზე
Batman: The Killing Joke-ზეა დაფუძნებული. მთავარი გმირი, ფილმის მსგავსად, აქაც კომიკოსია, რომელიც მრავალი საზარელი შემთხვევის შემდეგ ჯოკერის როლს ირგებს. ასევე ისიც ითქვა, რომ ფილმის ინსპირაციებს შორის არის
მარტინ სკორსეზეს კლასიკური შემოქმედება —
Taxi Driver,
Raging Bull და
The King of Comedy. შეგახსენებთ, რომ მარტინ სკორსეზე ჯოკერის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო, რომელიც ბოლოს ბრედლი კუპერმა ჩაანაცვლა.
JOKER - Teaser Trailer #1JOKER - Final Trailer #2 The Hollywood Reporter: დევიდ რუნი"სცენარი ჭკვიანურად არის დაწერილი და გვიჩვენებს ორად გაყოფილ ქალაქს, მორალურად გაბანკროტებულ ამერიკას, სადაც თანამედროვე ამერიკის ექოებსაც მოვკრავთ ყურს. ფართო აუდიტორიამ ფილმი შესაძლოა საკმაოდ კარგად მიიღოს. მათ შორის ისეთებმაც, ვისაც დიდად არ უყვარს კინო სუპერგმირების შესახებ. ლოურენს შერის საოპერატორო ნამუშევარი და მარკ ფრიდბერგის პროდაქშენის დიზაინი საუკეთესოდ ასახავს პროტაგონისტის მხურვალე ფსიქოზს. Joker ბეტმენის მონათესავე საუკეთესო ფილმია, რომელიც The Dark Knight-ის შემდეგ გადაუღიათ."
BBC: ნიკოლას ბარბერი"ბნელი დრამა ურბანულ დანაწევრებასა და იზოლაციაზე, ანტიკაპიტალისტური პროტესტით და ხოაკინ ფენიქსის გამორჩეული რეტრო ხედვითა და საუკეთესო მთავარი გმირის პერფორმანსით. ამ და სხვა დეტალების ხარჯზე Joker სხვა სუპერვილანებზე გადაღებულ ფილმებზე ბევრად კარგია, თუმცა ეს საკითხი შეგვიძლია ღიად დავტოვოთ."
The Guardian: ქსან ბრუქსი"ხოაკინ ფენიქსი კომიქსის გმირს გვიჩვენებს, რომელიც აქამდე ჯოკერის უკან იყო დარჩენილი, ეს არაჩვეულებრივად გაცოცხლებული საწყისი ისტორია ამ წლის ვენეციის ფესტივალს ფეიერვერკივით დაატყდა თავს. ტოდ ფილიპსის ბლოკბასტერი ბეტმენის დაუძინებელი მტრის, ჯოკერის ადრეულ წლებს გვაჩვენებს, სადაც ის ჯერ კიდევ წარუმატებელი კომიკოსია. მარტოსული და მარტოხელა, დაკარგული ადამიანი, რომელსაც სამყაროსთან კავშირი აღარ აქვს. ფილმი ერთგვარი მოწოდებაა, მოწოდება რომ გვიყვარდეს მონსტრი. ფენიქსი არტურ ფლეკის როლს ასრულებს, რომელიც შვიდ განსხვავებულ პრეპარატს სვამს და ლამინირებულ ბარათებს ატარებს, რომლებზეც წერია "მომიტევეთ სიცილი, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს". მას კომედიანტობა სურს, თუმცა სცენაზე გამოსვლისას იბნევა. წვეულებებზე ანიმატორობა სურს, თუმცა სამსახურიდან აგდებენ, როდესაც საბავშვო ოთახში პისტოლეტი უვარდება."
IndieWire: დევიდ ერლიხი"ეს არის ფილმი მკვლელ ნარცისზე, რომელიც თვლის, რომ სამყაროს ყურადღება მას უნდა ეკუთვნოდეს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოკლას მხოლოდ იმის გამო, რომ შემდეგ გულიანად იცინოს. ფილმი ასევე კაპიტალისტური სამყაროს დეჰუმანიზების ეფექტებს გვიჩვენებს. ეკონომიკურ კიბეს, რომელიც გაპოხილია და ზემოთ ასვლა თითქმის შეუძლებელია. ფილმი შლის საზღვრებს პირად ქონებასა და პირად ღირებულებებს შორის, იქამდე, სანამ ცხოვრება აბსოლუტურ ფასს არ დაკარგავს. ტოდ ფილიპსმა, რომლის კინომემკვირდრეობაც აქამდე მხოლოდ Hangover-ის ტრილოგიით ფასდებოდა, შექმნა ფილმი განსაკუთრებული ხედვით, მოულოდნელობის ეფექტით, სადაც პარადიგმებს ერთმანეთში ურევს და სრული მორალური ქაოსს წარმოაჩენს. ფილიპსი სადღაც შუაშია გაჭედილი, სადაც ერთი მხრივ ცდილობს ახალი სუპერგმირის ფილმი შექმნას, ამავდროულად კი ძველ, იაფფასიან ნიღაბს გვესვრის, ძველი სულელური ისტორიიდან, რომელიც ათასჯერ გვაქვს მოსმენილი. მას სურს, რომ ჯოკერი ამ ისტორიის სინათლეც იყოს და სიბნელეც, ინიც და იანიც."
პრემიერა - 4 ოქტომბერი ( USA ) - საქართველო სავარაუდოდ 5 / 6 ოქტომბერი.
ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე –
ოქროს ლომი გადაეცა
ტოდ ფილიპსის “ჯოკერს”. ფესტივალი ძირითადად არტ-ჰაუს კინოს პოპულარიზაციას ეწევა, ამიტომ ბევრისთვის გასაკვირი იყო გადაწყვეტილება. ჟიურის თავჯდომარე
ლუკრეცია მარტელი იყო, რომელიც თავადაა არტ-ჰაუს კინოს წარმომადგენელი. ფილმს ასევე გადაეცა - Winner Soundtrack Stars Award / Best Soundtrack
Hildur GuðnadóttirSoundtrack:
Poster:P.S თემის გახსნის მიზეზი, ეს ადამიანია
This post has been edited by GeorgeWayne on 20 Sep 2019, 00:09