მოკლე ბიოგრაფია
განზ-ენ-როუზი (ინგლ. Guns N' Roses) -ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 28 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში "სასიკვდილო სია".
ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, განზ-ენ-როუზიზმა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა.
ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში,მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.
განზ-ენ-როუზიზის წევრები.ამჟამინდელი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ექსლ როუზი – ვოკალი, ფორტეპიანო (1985–დღემდე)
დიზი რიდი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, სინთეზატორი (1990–დღემდე)
ტომი სტინსონი – ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)
კრის პიტმენი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, პროგრამირება, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)
რიჩარდ ფორტუსი – რითმული და წამყვანი გიტარები, დამატებითი ვოკალი (2002–დღემდე)
ფრენკ ფერერი – დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია (2006–დღემდე)
რონ თალი – წამყვანი და რითმული გიტარები (2006–დღემდე)
დიჯეი ეშბა – წამყვანი და რითმული გიტარები (2009–დღემდე)
*****
აქსელ როუზი - როკის ლეგენდაგამორჩეული სტილი, ძლიერი ვოკალი, ღრმა შინაარსის მქონე სიმღერის ტექსტები ... თავისი ნიჭის წყალობით მან თავის ჯგუფს GUNS N" ROSES-ს საყოველთაო აღიარება მოუტანა ... მისმა სიმღერებმა დროს გაუძლო და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ხშირად შედის ყველა დროის საუკეთესო ნამუშევრების სიაში ... ეს ადამიანი კი აქსელ როუზია.
უილიამ ბრიუს როუზი იგივე აქსელ როუზი დაიბადა ლაფაიეტში, ინდიანას შტატში. ვოკალისტი და სიმღერბის ავტორი უკრავს გიიტარაზე, პიანინოზე ... კარიერა 1979 წელს დაიწყო. ცნობილია როგორც მზიმე როკ-ჯგუფის ფრონტმენი. ის "განზების" ერთადერთი მოქმედი წევრია, რომელიც ჯგუფში პირველი დღეებიდან იყო. ცნობილია სცენაზე გამომწვევი ჩაცმითა და საქციელით, ასევე ჯგუფის წევრებტად საჯარო დისკუსიებით.
უილიამი წამოშიბით შოტლანდიელ-გერმანელია. ის ორი წლის იყო, როცა მამამისმა მისი დედა მიატოვა. შემდეგ დედამისი თავიდან გათხოვდა და შვილებს ახალი ქმრის გვარი - ბეილი მისცა. მას ორი უმცროსი დედმამიშვილი ჰყავს - ნახევარ-და ემი და ძმა სტიუარტი. აქსლი იხსენებს, რომ მას და მის და-ძმას მამინაცვალი ფიზიკურად უსწორდებოდა. 17 წლამდე ეგონა რომ ბეილი ნამდვილი მამა იყო, ხოლო როდესაც სიმართლე შეიტყო, ნამდვილი გვარი - როუზი დაიბრუნა .
მიუხედავად ყველაფრისა მისი ოჯახი რელიგიური იყო და 5 წლის ასაკიდან იგი მღეროდა საეკლესიო გუნდში.
თინეიჯერ აქსელს პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან. იგი დაპატიმრებული იყო დაახლოებით 20-ჯერ. მიზეზი კი ყველაზე ხშიირად ნასვან მდგომარეობაში ჩხუბი იყო. 16 წლის ასაკში იგი თმის შეჭრაზე უარის გამო გამოაგდეს სახლიდან. სწორედ მაშინ შეხვდა იგი იზი სტრადლინს.ბიჭები როკის სიყვარულმა გააერთიანა. მალე მეგობარი ლოს-ანჯელესში გადავიდა და როუზი კვლავ მარტო დარჩა. მოგვიანებით მას ადვოკატმა ურჩია რომ შტატი დაეტოვებინა და აქსელი შემხვედრი ავტომობილებით გადაადგილდებოდა ქალაქიდან ქალაქსი შემდეგ იგი ლოს-ანჯელესში აღმოჩნდა სადაც დაუკავშირდა ძველ მეგობარს. 1986 წელს როუზმა ოფიციალურად დაირქვა სახელი აქსელ როუზი .
80-იანი წლბის მიწურულს მომღერალ დონ ევერლის ქალიშვილ ერინთად ჰქონდა რომანი. ეს გოგონა ჯგუფის კლიპში sweet child o mine-იც არის გადაღებული. წყვილმა 1990 წელს იქორწინა ლას ვეგასში. ერინი ამტკიცებდა რომ როუზი სახლში მიადგა და თავის მოკვლით დაემუქრა თუ ცოლად არ გაყვებოდა. ერინს შემდეგ მუცელი მოეშალა რაც აქსელმა მძიმედ გადაიტანა. აამის შემდეგ იგი მეზობლისთვის ღვინის ბოთლის გადამტვრევის გამო დაიჭირეს. შემდეგ წყვილი ოფიციალურად 1991 წლის იანვარში დაშორდნენ. შემდეგ იგი ყოფილ ცოლს ყვავილებს გამუდმებით უგზავნიდა ხოლო ერინმა ამის გამო სასამართლოში უჩივლა ემოციური ზეწოლისთვის. 1991-93 წლებში როუზი მოდელ სტეფანია სეიმურსაც ხვდებოდა რომელიც "ნოემბრის წვიმაშიც" გადაიღეს. შემდეგ ქალმა როუზს ფიზიკურ ძალადობაშიც დასდო ბრალი. აქსელი სამი წლის განმავლობაში მოდელ ჯენიფერ დრაივერს ხვდებოდა ხოლო მოგვიანებით 2006 წელს მას მოდელ საშა ვოლკოვასთან ჰქონდა რომანი.
სლეში- ნამდვილი სახელი - სოლ ჰადსონი
ბიოგრაფია სლეშის დედა შავკანიანი ამერიკელია , ხოლო მამამისი - თეთრკანიანი ინგლისელი. მისი მშობლები ხელოვანები არიან და თავიანთი პროფესიით მუშაობენ. დედა დიზაინერია, რომელიც დევიდ ბოუისათვის კოსტუმებს ქმნის, მამა კი ალბომების ყდების დიზაინერია - მას ეკუთვნის ნილ იანგისა და ჯონი მიტჩელის ალბომების გაფორმება.
სხვადასხვა პერიოდში სლეშზე დიდ გავლენას ახდენდნენ: ლედ ზეპელინი, როლინგ სტოუნზი, ერიკ კლეპტონი, აეროსმითი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეფ ბეკი და ნილ იანგი. მისივე აღიარებით, აეროსმითის ალბომმა Rocks მთელი ცხოვრება შეუცვალა. სლეში ამაყობს სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან: ერიკ კლეპტონი, ლენი კრავიცი, პოლ როჯერსი, იგი პოპი, მაიკლ ჯექსონი, ბრაიან მეი და სხვა მრავალი.
4-5 წლის ასაკში სლეში მშობლებთან ერთან ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, ბებიასთან და ბაბუასთან. როდესაც იგი 8 წლის იყო, მისი მშობელები განქორწინდნენ და სლეში დედასთან, უმცროს ძმასთან და ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.
სლეში გატაცებული იყო ველო-მოტოციკლეტებით BMX. იგი საკმაოდ კარგად ფლობდა ამ სახეობას, მაგრამ როდესაც 14 წლის გახდა, მისმა მეგობარმა და განზ-ენ-როუზიზის მომავალმა დრამერმა სტივენ ადლერმა შესთავაზა, შეექმნათ ჯგუფი. სტივი დაუკრავდა გიტარაზე, ხოლო სლეში კი ბას გიტარას შეისწავლიდა. თუმცა საბოლოოდ, სლეში გიტარისტი, ხოლო სტივი - დრამერი გახდა, სლეშმა ბებიამისს გიტარა სთხოვა. მან გადმოუღო ძველი ესპანური გიტარა. რომელსაც მხოლოდ 1 სიმი ჰქონდა. სლეში წავიდა გიტარის მასწავლებელთან, რობერტთან. მან უთხრა დაავალა დარჩენილი 5 სიმის შოვნაც, მანამდე კი 1 სიმითაც მოახერხებდნენ რამეს. მას შემდეგ სლეში დღეში 24 საათს გიტარას უთმობდა. იგი ჩამოშორდა თავის ბანდას, რომელთანაც ერთადაც ბიემიქსზე კატაობდა. ამ დროს სტივი ჩამოვიდა ვაილიდან, სადაც იგი დედასთან იყო წასული და სლეშს დაურეკა. მან განუცხადა, რომ დასარტყამ ინსტრუმენტებს მოჰკიდა ხელი. ერთად მათ შექმნეს ჯგუფი Road Crew, რომლის არსებობამაც დიდი ხანი არ გასტანა. მას შემდეგ სლეშმა ჩამოაყალიბა ჯგუფი Tidus Sloan, მაგრამ იგი მალევე დაიშალა, ვოკალისტის უყონლობის გამო.
დისკოგრაფია» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სტუდიური ალბომები
Appetite for Destruction (1987)
GNR LIES (1988)
Use Your Illusion I (1991)
Use Your Illusion II (1991)
"The Spaghetti Incident?" (1993)
Chinese Democracy (2008)
ლაივ ალბომი
Live Era: '87–'93 (1999)
ისტორიაჩამოყალიბება (1985 - 1987)» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
განზ-ენ-როუზიზი ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში, Hollywood Rose-ის წევრების, ექსლ როუზის (ვოკალი), იზი სტრედლინის (რითმ-გიტარა) და L.A. Guns-ის წევრების, ტრესი განზის (წამყვანი გიტარა), ოლე ბეიჩის (ბასი) და რობ გარდნერის (დასარტყამი ინსტრუმენტები) მიერ[8]. ექსლი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო ტრესი განზი - მხოლოდ მეორე ჯგუფის. კოლექტივის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალთან.
მას შემდეგ, რაც ტრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ-ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსლმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და მისი საუკეთესო მეგობარი, დრამერი სტივენ ადლერი[9]. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო: ექსლ როუზი (ვოკალი), სლეში (სოლო გიტარა), იზი სტრედლინი (რითმ-გიტარა), დაფ მაკ-კეგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი). ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს სიმღერა Welcome to The Jungle, რომელიც შემდგომში ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.
ჯგუფის დაშლა (1994-1997)» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსლი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის. ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა როლინგ სტოუნზის სიმღერის Sympathy for the Devil ქავერ ვერსია ფილმისთვის ინტერვიუ ვამპირთან. გილბი კლარკის ნაცვლად ექსლის მეგობარ პოლ ტობიასის მიერ ჩაწერილი ნაწილი სიმღერაში სათანადოდ არ ჯდებოდა. როდესაც სლეშმა მოისმინა საბოლოო ჩანაწერი, აღმოჩნდა რომ მისი გიტარის სოლოს ნაცვლად პოლ ტობიასის გიტარის სოლო იყო ჩაწერილი.
1995 წლის დასაწყისში ოზი ოსბორნის გიტარისტმა ზაკ უაილდმა განაცხადა, რომ ექსლის პირადი თხოვნით იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის.
სლეშმა შექმნა თავისი სოლო პროექტი Slash's Snakepit. 1996 წლის აგვისტოში ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ. ორი კვირის განმავლობაში ალბომზე ერთად მუშაობის შემდეგ, დაფი და მეტ სორუმი გაემგზავრნენ თავიანთი პროექტის Neurotic Outsiders ტურნეში და უკან დაბრუნდნენ სექტემბრის დასაწყისში, სულ ერთი კვირით. ამის შემდეგ სლეშს და ექსლს მარტო უხდებოდათ მუშაობის გაგრძელება. ოქტომბერში სლეშმა განაცხადა, რომ იგი ჯგუფში მხოლოდ სამი კვირით იყო დაბრუნებული და რომ მისი და ექსლის ურთიერთობა წინ ვეღარ მიიწევდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ექსლმა განაცხადა, რომ სლეში ჯგუფში აღარ იყო.
სლეში შეცვალა Nine Inch Nails=ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა.1997 წელს მეტ სორუმს ექსლმა ჯგუფი დაატოვებინა. სორუმი ამტკიცებდა, თითქოს პოლ ტობიასმა ცუდად ახსენა სლეში. დაფ მაკ-კეგენმა 1998 წელს ასევე ოფიციალურად დატოვა ჯგუფი. შედეგად, დღეისათვის განზ-ენ-როუზიზის პირველი შემადგენლობიდან ერთადერთი ნამდვილი წევრი მხოლოდ ექსლია. მოგვიანებით სლეშმა, მაკ-კეგენმა და სორუმმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Velvet Revolver.
წინა თემებინაწილი-1
Guns'N'Rosesნაწილი-2
Guns N' Rosesნაწილი-3
Guns N' Rosesნაწილი-4
Guns N' Rosesწინა თემის ტოპ10 მპოსტავი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
misha20123 600
sallyBourbon 552
8922111 124
GIG-100 40
giorgi_ 31
aleqsa solano 26
ZSU-23-4 22
Wolverine Logan 13
Glorfindel 9
GunsN 8
ტოპ დანარჩენები :დ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Kebo 6
iashka99 6
datadara 6
Mr.Drummer 5
nutsiko 4
British-Beret 3
konsoliero 3
Just do It 3
Duff 3
gugs 2
მონა ლიზა 2
`ნარცისი 2
Hooligan11 1
xtrggg 1
Hermyon 1
axlguns 1
ormoTSadze 1
tristeza 1
Fix* 1
OLO-212 1
გიოო 1
ჭოლა პაპა 1
გიოო_ 1
ვუნდერკინდი 1
internethero 1
xafuci xatiashvili 1
This post has been edited by Glorfindel on 18 Feb 2013, 21:01