Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > ველოსიპედი


Posted by: datka1000 31 Jul 2017, 23:53
სასტავ კარგ ველოსიპედს რამდენად დავითრევ ? საშალო დონისას მაინც

Posted by: qardasha 1 Aug 2017, 12:34
datka1000


700-800


საშ დონის

Posted by: cheshire cat 11 Sep 2017, 12:14
გამარჯობა
სად შემიძლია შევაცვლევინო ველოსიპედის კამერა ( ორივე ბორბალია დაშვებული) ნორმალურ ფასად?
ბურუსპორტში ერთ კამერაში 18 ლარი გადამახდევინედ დაყენებით.
მეორე დღესვე გასკდა.
საერთოდ, ასე ადვილად უნდა სკდებოდეს კამერა თუ უხარისხობის ბრალია?

* * *
იქნებ სხვასაც დასჭირდეს:
ველოსიპედის შეკეთება

ველოსიპედის შესაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ვაჟაზე, სამედიცინოს წინ ძალიან კეთილ და პატიოსან კაცს ( სახელი არ მიკითხავს, სამწუხაროდ).

14 ლარად გამომიცვალა ორივე საბურავის კამერა. გამართა სხვა რაღაცებიც, რაშიც ფული არ გამომართვა საერთოდ. ბურუსპორტისგან განსხვავებით, გულიანად გააკეთა თავისი საქმე და არ გავუღლეტივარ. თუ საგარანტიო არ დამჭირდა, საერთოდ არ გავეკარები ბურუსპორტს და არც არავის ვურჩევ. არ შეიძლება 7 ლარის საქმეში 18 გამოგართვან!
მუშობს ყოველდღე, კვირის გარდა.

Posted by: kkaaxxaa 24 Sep 2017, 15:06
datka1000
მე ვყიდი მეორად ველოს. წელიწადნახევარია ვხმარობ. მხოლოდ წინა კამერა აქვს შეცვლილი. დანარჩენი ყველაფერი ორიგინალი აქვს. ბორბლები აქვს ცოტა გაცვეთილი და მაგ პონტში ვაკლებ ფასს და 600 ვყიდი.

Posted by: assassin23 26 Sep 2017, 08:21
cheshire cat
კამერის გამოცვლა რავი ყველაზე მარტივია 5-7 ლარი ღირს კამერა და გამოცვალე შენით არ გირჩევნია 7ლარიანი ცსტ ის კამერა უფრო კარგი ხარისხისაა... ... მე დავიღალე ზედმეტი ფულის მიცემით და ჩემით ვსწავლობ რაღაცეებს რაც გზაში გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან დაგიცავს როცა იცი ....



> ენდურო ბაიკს რამდენად დავითრევ ვინმემ ხო ა იცით ან დაუნჰილს??

Posted by: dendo 3 Dec 2017, 23:11
300 ლარი მაინც გინდა მაგრამ ახლა უფრო აიწევდა პრინციპში ფასები smile.gif

Posted by: INGATO 3 Dec 2017, 23:20
QUOTE (assassin23 @ 26 Sep 2017, 08:21 )


> ენდურო ბაიკს რამდენად დავითრევ ვინმემ ხო ა იცით ან დაუნჰილს??

3 000 და ზევით


https://forum.ge/?act=Post&CODE=06&f=38&t=34966153&p=51397189

Posted by: assassin23 5 Dec 2017, 23:01
INGATO
QUOTE
3 000 და ზევით

ამხელა ფასი თუ ექნებოდა არ მეგონა ... სადღაც 2000 მდე ვფიქრობდი ...

Posted by: INGATO 5 Dec 2017, 23:53
QUOTE (assassin23 @ 5 Dec 2017, 23:01 )

ამხელა ფასი თუ ექნებოდა არ მეგონა ... სადღაც 2000 მდე ვფიქრობდი ...

2 000 მდე cross country მარტო... ენდურო და დაუნჰილი სხვა სამყაროა ვაბშე

Posted by: assassin23 6 Dec 2017, 23:18
QUOTE
ენდურო და დაუნჰილი სხვა სამყაროა ვაბშე

ამ სამყაროში შებიჯება მინდა smile.gif))

დავიბენი უკვე ამ ბოლო დროს ...trail / full suspension / cross country / enduro / ამათ ვეღარ ვანსხვავებ დზალიან ცუდად არის ნეტში გაბნეული ... შეგიძლია დამეხმარო გარჩევაში ... სურათს აგიტვირთავ ჩემს გაკეთებულს დანომრილს რომ პასუხის გაცემა გაგიმარტივდეს

user posted image INGATO

Posted by: INGATO 7 Dec 2017, 06:33
assassin23


მეც ხშირად ვიბნევი ხოლმე და მთლად იდეალურად არ ვიცი მაგრამ 99% ვფიქრობ რო 3 downhill 2 cross country და 1 trail

Posted by: s-n-r 7 Dec 2017, 14:47
assassin23

QUOTE
დავიბენი უკვე ამ ბოლო დროს ...trail / full suspension / cross country / enduro / ამათ ვეღარ ვანსხვავებ დზალიან ცუდად არის ნეტში გაბნეული


ზუსტი კლასიფიკაცია არც არსებობს. ჩემი აზრით დღესდღეობით ასე იყოფა:

DH - დაუნჰილი, ყველაზე რთული და ტექნიკური ტრასებისთვის. იდეაში აქაც შეიძლება დაყოფა - სუფთა შეჯიბრებისთვის განკუთვნილი race bike გრძელი ბაზით (რაც ნიშნავს მეტ სტაბილურობას და სწრაფად დაფარულ მანძილს) და უფრო Freeride-ზე ორიენტირებული ველო ტრიუკებისთვის;

Freeride/Mini DH/Park bike - დაუნჰილი single crown ჩანგლით, მინიმუმ 180-170 მმ, ანუ აქ უფრო სიმსუბუქისა და მანევრის ვარიანტი გამოდის, ამ ველოთი აღმართებზე ვერ ივლი;

Enduro - მუშა სვლა 150-170 მმ ფარგლებში. უფრო დაშვებისთვის არის, მაგრამ გაჭირვებით აღმართებზეც ივლი;

All Mountain (AM) - ეს ალბათ do it all bike არის, მუშა სვლა 140 - 150 მმ, ენდუროზე ნაკლებად რთულ ტრასებზე გამოდგება. თუმცა, All Mountain და Trail-ის შორის ზღვარი თითქმის წაშლილია;

Trail - მუშა სვლა 120 - 140 მმ, ანუ ეს ქროს-ქანთრის გაძლიერებული ვერსიაა, პატარ-პატარა ნახტომებიც შეიძლება. თუმცა ამ კატეგორიის ზოგი ველოსიპედი შეიძლება ისეთი კარგი იყოს, რომ Enduro-საც უწევდეს კონკურენციას.

Cross Country - სამთო ველო მუშა სვლით 80 - 120 მმ (ყველაზე ხშირად 100 მმ), ძირითადად 29"-იანი ბორბლებით. იდეაში ამ კლასის ცალკე ქვეკლასებად დაყოფაც შეიძლება. ეს არის ყველაზე მსუბუქი, სწრაფი და ეფექტური ველოსიპედი, ყველაზე კარგად აღმართებზე ამით ივლი, ჩანგალს და უკანა ამორტიზატორს როგორც წესი ჩამკეტი აქვს. თუმცა დაშვებისთვის და ტექნიკური ტრასებისთვის არ გამოდგება.

Dirt/Street/slopestyle - ბაიკი ჩანგლის მუშა სვლით 100-120 მმ, რომელიც გამოიყენება სახტუნაოდ და ტრიუკებისთვის, დახრილი ჩარჩოთი, Cross Country - სთან შედარებით აქვს გაძლიერებული ჩარჩო, ჩანგალი და დისკები 26"-იანები უყენია. Slopestyle - ს რაც შეეხება, ძირითადად ის განსხვავებაა, რომ ორამორტიზატორიანია.

რაც შეეხება full suspension/hardtail - ეს უბრალოდ ამორტიზატორების რაოდენობას აღნიშნავს, და არა კლასს. hardtail შეიძლება იყოს როგორც ქროს ქანთრი, ასევე თრეილი, ნუ ახლა hardtail დაუნჰილი ვერ იქნება, რადგან ძალიან ძლიერი და მძიმე ჩარჩო დაჭირდება 200 მმ-იანი ჩანგლისთვის. full suspension კი შეიძლება ყველა ველო იყოს, დაწყებული დაუნჰილით და დამთავრებული Cross Country - ით.

Posted by: assassin23 7 Dec 2017, 21:13
QUOTE
All Mountain (AM)

QUOTE
Freeride/Mini DH/Park bike

QUOTE
Dirt/Street/slopestyle

ამათზე მესმის პირველად ... ვიდეო ლინკები გეცოდინება თვალსაჩინოებისთვის თუ შეძლებ ?
QUOTE
DH

QUOTE
Enduro

QUOTE
Trail

QUOTE
full suspension/hardtail

QUOTE
Cross Country

ამათზე კიდე უფრო კარგი წარმოდგენა შემექმნა... კარგი განმარტება დადე ნაღდად ჩემთვის გასაგები იყო s-n-r აი ვიდეო ლინკებს თუ დააგდებ ვაფშე თემაა smile.gif

s-n-r
ერთადერთი რომელიც ვიცი არ შემეშლება დაუნჰილია INGATO წინ ვილკა უფრო განსხვავებული ანუ მაღალი აქ და ეგ თუ აქ ესეიგი დჰ -ია რა
GunsN შენ რამეს ხო არ დამატებდი


* * *
user posted image

> ვიდეო ყველაფრის მთქმელია
>>s-n-r აქ კი შენი ახსნა დამეხმარა
* * *

user posted image
>
QUOTE
single crown ჩანგლით,
აი ისრით მაქ მანიშნული აი ამ განსხვავებაზეა ." მხოლოდ" ხო საუბარი ..
>> აქ ჩემეულ დასკვნას დავდებ მგონი ძალიან გაჯერებულია ბაზარი და მარკეტინგული ომია არადა განსხვავება დიდი არაფერი არაა ადინ ხუია ჩემი აზრით
* * *
QUOTE
რაც შეეხება full suspension/hardtail - ეს უბრალოდ ამორტიზატორების რაოდენობას აღნიშნავს, და არა კლასს. hardtail შეიძლება იყოს როგორც ქროს ქანთრი, ასევე თრეილი, ნუ ახლა hardtail დაუნჰილი ვერ იქნება, რადგან ძალიან ძლიერი და მძიმე ჩარჩო დაჭირდება 200 მმ-იანი ჩანგლისთვის. full suspension კი შეიძლება ყველა ველო იყოს, დაწყებული დაუნჰილით და დამთავრებული Cross Country - ით.

დამეხმარა გარკვევაში
user posted image

Posted by: assassin23 7 Dec 2017, 23:12

ამ ვიდეოში ყვითელი ენდუროა და ლურჯი ზოლით ენდუროა (როცა ფრერაიდს გავს) და მესამეში ხო საერთოდ ტრიალია და არა ენდურო როდესაც ძალიან მოგავს ... ??
* * *
პ.ს.ს ამ საიტზე ვაფშე პიზდეცია ნახე
https://bicycles.stackexchange.com/questions/16814/whats-the-difference-between-all-mountain-cross-country-freeride-downhill-bi/16822
user posted image
> სახელი ახალი გაიჩითა

Posted by: GunsN 8 Dec 2017, 14:54
assassin23
ანუ ვერ მივხვდი ყიდვა გინდა და არჩევ რომელი იყიდო?
რისთვის გინდა გააჩნია დაწერე აბა.
დასაშვებად ქალაქში სატასაოდ ოლმაუნთინი თუ რავი რა გინდა ჩამოყალიბდი biggrin.gif

Posted by: :-)) 8 Dec 2017, 23:02
ვერ ვხვდები რატო უნდა გადაიხადო ველოში 1000–2000 ლარი? facepalm.gif მაგ ფასად მანქანასაც დაითრევ....


150–250 ლარად დაითრევ მეორად ნორმალურ ველოს... მაიმარკეტზე გადახედეთ....

Posted by: INGATO 9 Dec 2017, 02:00
QUOTE (:-)) @ 8 Dec 2017, 23:02 )
ვერ ვხვდები რატო უნდა გადაიხადო ველოში 1000–2000 ლარი? facepalm.gif მაგ ფასად მანქანასაც დაითრევ....


150–250 ლარად დაითრევ მეორად ნორმალურ ველოს... მაიმარკეტზე გადახედეთ....

1000 ლარადაც იყიდი ჟიგულს რატო უნდა გადაიხადო 10კ და მეტი? იგივე პონტია აქაც wink.gif

Posted by: :-)) 9 Dec 2017, 02:14
INGATO

მე რაც მინახავს 150–250 ლარში კაი ველოები არის ხოლმე, თან საკმაოდ დიდი არჩევანია. ხოლო ბევრჯერ მინახავს ისეთი სიტვაციებიც როდესაც 1000+ იხდიან ისეთ ველოებში რომლებიც არაფრით ჯობია იმ 200 ლარიანებს. მე უფრო უცოდინრობას და გაურკვევლობას დავაბრალებდი უმეტეს შემთხვევაში.

უფრო ისეთი სასტავი იხდის მანქანის ფასებს, რომლებსაც ველოს არაფერი გაეგებათ, თითქოს მასთან მისდღემში შეხებაც კი არ ჰქონოდეთ. ველოსიპედის ყიდვის დროს ხო არ იციან ველოს არჩევა, მერე მისი მოვლა, ან კიდე ელემენტარული გაიკა რომ მოეშვება ან პაკრიშკა დაიშვებს ეგრევე "ხელოსანთან" რომ გარბიან smile.gif

რავიცი რავიცი.... smile.gif

Posted by: GunsN 9 Dec 2017, 09:06
:-))
რავიცი მე 750 ლარი გადავიხადე და სულაც არ ვნანობ.
ხალხი 3-4კ ს იხდის და არც მიკვირს, პირიქით, მიხარია რო იციან რაში უნდა დახარჯონ ფული.

Posted by: :-)) 9 Dec 2017, 14:05
GunsN

რავი პირადათ მე 200 ლარი გადავიხადე და ძალიანაც კმაყოფილი ვარ. ახალივითაა საერთოდ და ძალიან კარგი ხარისხისაც smile.gif

3–4 კ და თუნდაც 750 ლარს მე მაგაში არ გადავიხდიდი. ნუ ახლა ვისაც ბევრი ფული აქვს და არ იცის რაში დახარჯოს იმან შეიძლება გადაიხადოს და არც მიკვირს.

Posted by: assassin23 9 Dec 2017, 21:54
GunsN
ხო გეთანხმები ამდენ წერაში მთავარი გამომრჩა კითხვა დამესვა smile.gif
კაროჩე თემა ეგეთია ...
>სურვილი მაქ ვიყიდო კარგი ველო დასაშვებად ტყეში დდა სახტუნაოდაც რომ გამომადგეს ბარდიურებზე და ეგეთ რაღაცეებზე ... (დჰ არა იმიტო რომ ასასვლელად მძიმეა )
[b]პ.ს [/b]პახოდუ ასვლა ჩამოსვლა რომ მოსულა ეგეთი
>> დალშე რაც დავპოსტე ინტერესის სფეროა რომ გავერკვე ,,, ჯასთ ინტრესტინგ ...

:-))
მარტივი მიზეზის გამო სიამოვნება ძვირად ფასობს ...

Posted by: BIKEHOUSE 20 Feb 2018, 13:24
მაღაზიის ბმული ფორუმზე - https://forum.ge/?f=38&showtopic=35008152



ველოსახლი გთავაზობთ ველოსიპედების და ასესუარების ფართო არჩევანს,
ასევე ველოსიპედების სრულ სერვისს და გამართვას,
ვაქირავებთ სამთო და საგზაო ველოსიპედებს.

ჩვენი ფეისბუქი - https://www.facebook.com/bikehousegeo/

ველოსახლში გვაქვს შემდეგი ბრენდის ველოსიპედები :
CUBE , KHS და TOTEM

გვაქვს თიბისი ბანკის უპროცენტო განვადება ნებისმიერ პროდუქტზე

ჩვენი მისამართია :
► ბახტრიონის 28 - რუკაზე - https://goo.gl/NKa2xK
☎ ტელეფონი - 555 184324
⌚ სამუშაო საათები : ყოველდღე 11:00 - 19:00

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Hawley 25 Feb 2018, 14:22
QUOTE (:-)) @ 9 Dec 2017, 02:14 )
INGATO

მე რაც მინახავს 150–250 ლარში კაი ველოები არის ხოლმე, თან საკმაოდ დიდი არჩევანია. ხოლო ბევრჯერ მინახავს ისეთი სიტვაციებიც როდესაც 1000+ იხდიან ისეთ ველოებში რომლებიც არაფრით ჯობია იმ 200 ლარიანებს. მე უფრო უცოდინრობას და გაურკვევლობას დავაბრალებდი უმეტეს შემთხვევაში.

უფრო ისეთი სასტავი იხდის მანქანის ფასებს, რომლებსაც ველოს არაფერი გაეგებათ, თითქოს მასთან მისდღემში შეხებაც კი არ ჰქონოდეთ. ველოსიპედის ყიდვის დროს ხო არ იციან ველოს არჩევა, მერე მისი მოვლა, ან კიდე ელემენტარული გაიკა რომ მოეშვება ან პაკრიშკა დაიშვებს ეგრევე "ხელოსანთან" რომ გარბიან smile.gif

რავიცი რავიცი.... smile.gif

200 ლარიანი კარგი ველო lol.gif

შენ არ გაგეგება არაფერი ველოების თორემ არ იტყოდი კარგიაო, მაგ 200 ლარიანს ექნება V ტორმუზები ტროსზე, ჩაჟანგებული ვილკა რომელიც დარწმუნებული ვარ არ გაგიხსნია და არ იცი შიგნით რა ხდება, გადამრთველები რომელიც 1 ხელ გადართვისას ორ სიჩქარეს ტოვებს და მესამეზე ხტება. დისკები რომელსაც ბორდიურზე ასვლისას დაღუნავ და თუ გაგიმართლა მაქსიმუმ ალუმინის რამა ქონდეს ან ეგეც არა.

200 ლარიან და 1000 ლარიან ველოს შორის უფრო დიდი განსხვავებაა, ვიდრე 1000$ ან და 3000$ ან მანქანას შორის.
200 ლარიან ველოზე შეიძლება კატაობა ისწავლო და მერე მოგინდეს ნორმალური ველო, თუ ჯერ კიდევ არ გინდა ესეიგი კატაობაც არ გისწავლია .

Posted by: dendo 25 Mar 2018, 18:00
კარგი ველოსიპედი 1000 ლარი მაინც ღირს

Posted by: iskkra 26 Mar 2018, 04:08
ვინმე ხო არ ყიდიით 400 ლარამდე კარგ ველოს??

Posted by: Mmerisi 26 Mar 2018, 14:14
assassin23
კარგი ვიდეო დადე მომეწონა
* * *
შეზეთვაც აუცილებელია თუ ვინმეს დაგაინტერესებთ


https://www.youtube.com/watch?v=guzy0h7gB3I

Posted by: iskkra 26 Mar 2018, 14:27
ვინმე ხო არ ყიდიით 400 ლარამდე კარგ ველოს??

Posted by: s-n-r 26 Mar 2018, 18:29
iskkra

QUOTE
ვინმე ხო არ ყიდიით 400 ლარამდე კარგ ველოს??


მე შემიძლია გავყიდო ძველი ველო, თუ დაინტერესდები.

https://forum.ge/?showtopic=34989315&hl=cross

Posted by: borbolia777 6 May 2018, 13:37
Veloebi ganvadebit sad unda davitrio?

Posted by: Withay 24 Jun 2018, 17:35
ვოლოსპედი მინდა სამსახურში სასიარულოდ (90% ასფალტზე და ტროტუარზეა სასიარულო) რომელ ველოსპიედს მირჩევდით ონლაინ მაღაზიიდან ახალი რომ ვიყიდო ექსტრა.ჯიზე რომ არის მაქედან.
ან სად ჯობია ნახმარი ველოსპიედი რომ ვიყიდო? ერთი ვიცი რუსთავის ავტობაზრობაზე რომ არის მაგრამ რამდენად კარგები აქვთ არ ვიცი...

იქნებ რამე მირჩიოთ, ბიუჯეტი 700-750 ლარი
მაგრამ ახალი იმ პონტში მინდა რომ განვადებები კეთდება და თვეში 40-50 ლარის გადახდა არ გამიჭირდებოდა 1-2 წლის განმავლობაში.

Posted by: AraGviani 25 Jun 2018, 18:06
Withay

სამსახურისთვის ველოსიპედის ტიპს ჩემზე უფრო გამოცდილები შეგარჩევინებენ.

ველოსიპედის დასაყენებელი ადგილი თუ არ გაქვს სამსახურში.... რთულადაა საქმე.
ველოსიპედი მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ყველაზე იოლად მოსაპარი და რთულად მოსაძებნი ტრანსპორტია.
ყოველწელიწადს 200 მილიონზე მეტი ველოსიპედის ქურდობა რეგისტრირედება მსოფლიო მასშტაბით. რაც არ რეგისტრირდება, კაცმა არ იცის რამდენი შემთხვევაა... wink.gif
მეტალის ტროსით სადმე მიბმა, თუნდაც კამერების თვალწინ არ შველის. smile.gif კიდიათ. გაიკეთებს ტიპი ველოსიპედისტის ნიღაბს, რომელიც იდეაში მტვრისგან იცავს ფილტვებს, რუგზაკში ჩაიგდებს დიდ კუსაჩკას და 10-20 წამში აორთქლდა "საიმედოდ" დაბმული ველოსიპედი. მომპარავების უმეტესობა არასრულწლოვნები არიან და კანონიც ვერაფერს მოჭამს. ასე რომ ეგ საქმე ჩვენთან ყვავის. დაჟე ავტოფარეხში და საარდაფშიც არა აქვს აზრი ველოსიპედის დაყენებას თუ მაგარი საკეტები და კარი არ აყენია. სპეციალურად მაგის გულისთვის ტეხავენ სარდაფებსაც და ავტოფარეხებსაც. უამრავი შემთხვევაა თბილისში, როცა სარდაფები, ფარეხები გაუტეხეს ხალხს, ძვირადღირებულ ნივთებს ხელი არ მოკიდეს და მხოლოდ ველოსიპედები წაიყვანეს.
ასე რომ სამსახურშიც და სახლშიც აჯობებს ველოსიპედი იყოს დახურულ შენობაში, პატრონის თვალწინ და თუ ამის საშუალება არ არის, აზრი არა აქვს ტრანსპორტად გამოყენებას. დღეს თუ არა რომელიმე დღეს უეჭველი მოიპარავენ.
ცოტა რთულად გასაჭრელია მეტალისჯაჭვიანი საკეტები, მაგისთვის ცოტა სხვანაირი ინსტრუმენტები და მეტი დროა საჭირო, მაგრამ თუ ველოსიპედი მეტალის ჯაჭვით ერთიდაიგივე ადგილზე დღეების განმავლობაში მიბმული გამოჩნდება, მომპარავიც მოემზადება და ერთ დღესაც წაიყვანს.
ქურდის დაჭერის ერთადერთი გზაა ჯიპიეს ტრეკერის ჩაყენება ველოსიპედში, მაგრამ ნამდვილი ჯიპიეს ტრეკერი 130 დოლარზე ნაკლები არ ღირს, უმეტესობა რომელიმე მობილური ოპერატორის სიმბარათზეა მიბმული და იშვიათად რომ წააწყდე woldwide აპარატს... (სიმბარათი ჯიპიერეს ინტერნეტისთვის სჭირდება. ჯიპიესით მარტო ადგილმდებარეობას აფიქსირებს, პატრონთან და აპლიკაციასთან კომუნიკაციას ჯიპიერეს ინტერნეტით ახორციელებს.) გარდა ამისა, მომპარავების უმეტესობა არასრულწლოვანია და ვერაფერს დააკლებ რომც დაიჭირო. ბევრი ბევრი სცემო და გაიჩალიჩო სროკი ხულიგნობაზე ან სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. + ველოსიპედი პატრონზე არსად არ რეგისტრირდება. თუ სერიული ნომერი არ გაქვს ამოწერილი, საერთოდ ვერ დაამტკიცებ, რომ ველოსიპედი შენია. რომც გქონდეს ამოწერილი, რამდენიმე თვე ველოსიპედი, როგორც ნივთმტკიცება დაჟანგდება და გაუბედურდება პოლიციის შენობაში და ათასი ვალაკიტა, რომელიც აზრს უკარგავს საერთოდ მაგ ველოსიპედის დაბრუნებას.
სანამ არ იქნება დაცული სადგომები ველოსიპედებისთვის, ან ჯიპიეს სიგნალიზაციაზე აყვანის ფასიანი სერვისი იმისთვის, რომ შენ არ მოგიწიოს ქურდების დევნა და ჭკუის სწავლება, მანამ ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენება აზრს კარგავს.
ან უნდა გქონდეს ველოსიპედის სამსახურში და სახლში დასაყენებელი ადგილი. wink.gif

Posted by: Withay 25 Jun 2018, 20:02
AraGviani
სამსახურში ველოსიპედს ძაანაც რომ მოუნდეთ ვერ მომპარავენ, მეთვითონ ვიყურები ვიდეოკამერაში და გარკვევით გამოჩნდება მომპარავი biggrin.gif დაჟე ცხელ კვალზე დავაკლავ და დავასრისავ ველოსპიედზე "ქრდს" გაყვანასაც ვერ მოასწრებს ტერიტორიიდან biggrin.gif
მთავარია ველოსპიედი მაშოვნინა biggrin.gif
ნუ ველოსპიედში 2 და 3K ნამდვილად არ მიღირს

Posted by: boni91 5 Jul 2018, 14:46
nakamura summit 27.5

ეს როგორი ველოა ღირს ყიდვა ?? სამსახურში სასიარულოდ მინდა არ ვაპირებ მთებიდან დაშვებას

125ევროდ

Posted by: TheSonofMan 6 Jul 2018, 10:27
მოკლედ გადავწყვიტე ველოს ყიდვა და წარმოდგენა არ მაქვს რომელი ვიყიდო. მთის მინდა , ასფალტზეც ძალიან რომ არ დამღალოს ისეთი

ორი დღის წინ Shimano 27,5 ვნახე გასაყიდად. უკან სიჩქარეების სისტემა არის XTR , ყველაფერი შიმანოა მოკლედ. ამორტიზატორები რეგულირდება და თუ არ ვცდები ჩამკეტიც უნდა ქონდეს. რამაზე ეტყიბა , რომ გოგოსთვისაა ხო ? ტექნიკურად აისახება ეს ველოზე , თუ დავიკიდო ? საერთოდ რის ყიდვას მირჩევთ და მაინტერესებს ამ შიმანოსში რამდენის გადახდა ღირს

user posted image

Posted by: sold_ier 8 Jul 2018, 17:25
გამარჯობა

ველოსიპედის ყიდვა გადავწყვიტე და ვარ დამწყები.

მინდა გასართობად პერიოდულად საკატაოდ ლისზე, მიმდებარე გრუნტზე, კოჯრიდან დაშვება და ეგეთი არაპროფესიონალური საქმიანობისათვის.

რო გადავხედე ველოსიპედებს ძირითადად სამი ველოსიპედი მომეწონა.

ფასი მინდა დაახლოებით 1500 ლარამდე.

ერთი არი გოსტ კატო ვაკეში იყიდება ახლები. 1500 ლარში.

მეორე კუბ ეიმ პრო დაახლოებით 1350 ლარი ველო პლიუსში

და მესამე სკოტები ვნახე ბურუსპორტში 1300-1400 ლარში მოდელები არ ვიცი.

ვიცი რო ნაწილებია მთავარი, მაგრამ მაინც თუ იცით ესენი რა ნაწილებითაც მოდიან, რომელს მირცევდით ამეებიდან? ან ამ ფასში ან იაფად სხვა ხარისხიან რომელ ველოს მირჩევთ?

ნახმარები რამოდენიმე ვნახე მარა 1000 ლარებზე ძვირი ღირს ესეთები და აზრი აღარ აქ ნახმარის ყიდვა.

გოსტ ტაკანა ვნახე კიდე 800 ლარად მარა კაი ნახმარი და გაცვეთილი იყო გარეგნულად.

თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე. მადლობა

Posted by: s-n-r 9 Jul 2018, 13:09
TheSonofMan

QUOTE
ორი დღის წინ Shimano 27,5 ვნახე გასაყიდად. უკან სიჩქარეების სისტემა არის XTR , ყველაფერი შიმანოა მოკლედ. ამორტიზატორები რეგულირდება და თუ არ ვცდები ჩამკეტიც უნდა ქონდეს. რამაზე ეტყიბა , რომ გოგოსთვისაა ხო ? ტექნიკურად აისახება ეს ველოზე , თუ დავიკიდო ? საერთოდ რის ყიდვას მირჩევთ და მაინტერესებს ამ შიმანოსში რამდენის გადახდა ღირს


სურათი რომ დადე, მაგ ველოზე ამბობ?
ეგ შიმანო კი არა, ლეგენდარული Specialized SX Trail/Enduro არის.
27,5 თვლებზე არა მგონია იყოს, 26" ბორბლები იქნება, ძველი მოდელია.
თუ კარგ მდგომარეობაშია, ფასი დაახლოებით 1400 - 1500 ლარი.
მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ ძველი სტანდარტების ველოა და ნაწილების სრულად გამართვა საკმაოდ დიდი თანხა დაჯდება.
რამაზე სად შეატყვე, რომ გოგოსია? უბრალოდ ის ნახე, ჩარჩო როგორ მდგომარეობაშია და შენი ზომის თუ არის.





sold_ier

QUOTE
ფასი მინდა დაახლოებით 1500 ლარამდე.

ერთი არი გოსტ კატო ვაკეში იყიდება ახლები. 1500 ლარში.

მეორე კუბ ეიმ პრო დაახლოებით 1350 ლარი ველო პლიუსში

და მესამე სკოტები ვნახე ბურუსპორტში 1300-1400 ლარში მოდელები არ ვიცი.


ჩემი რჩევა იქნება, ცოტა დაამატო და Cube Analog - ის დონის ბაიკი მაინც იყიდო.


QUOTE
კოჯრიდან დაშვება და ეგეთი არაპროფესიონალური საქმიანობისათვის


კოჯრიდან დაშვებას ნუ ეხუმრები. კარგად რომ ჩახვიდე, Trail / All-Mountain ველო მაინც გინდა.
თუ მაინდამაინც ჰარდთეილით აპირებ, მაშინ კარგი მუხრუჭები დაგჭირდება.
ძალიან ციცაბო დაღმართებია და სასურველია, წინა როტორი მაინც 180მმ გქონდეს.
ლისზე კიდევ შეიძლება.

Posted by: assassin23 11 Jul 2018, 20:52
QUOTE (AraGviani)
ველოსიპედი მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ყველაზე იოლად მოსაპარი და რთულად მოსაძებნი ტრანსპორტია.



> ამაზე რას იტყვით აბა რა აზრის ხართ ...სხვა თუ არაფერი რეგისტრირებული გეყოლება

Posted by: Demacia 10 Aug 2018, 13:11
Road Bikeერები ვართ აქ ?რამე კლუბი არის?

Posted by: Pyramid_of_Cheops 21 Aug 2018, 02:26
თბილისში რომელი მაღაზიაა იქნებ დაწეროთ არჩევანიც რომ იყოს და ფასებიც ნორმალური?

Posted by: AraGviani 22 Aug 2018, 12:37
assassin23
QUOTE
ამაზე რას იტყვით აბა რა აზრის ხართ ...სხვა თუ არაფერი რეგისტრირებული გეყოლება

ეს მეთოდი ინგლისის პოლიციამ გამოიყენა პირველად. ხო, თუ ველოსიპედი რაიმე ოფიციალურ ბაზაში იქნება დარეგისტრირებული, ძალიან იოლი იქნება მოპარულის აღმოჩენის შემთხვევაში პატრონთან იდენტიფიცირება. ყველა ველოსიპედს აქვს თავისი უნიკალური სერიული ნომერი, რომელიც პედლების ბუდის ქვეშ აქვს ამოტვიფრული ჩარჩოზე. ზოგიერთი მოპარულის გამსაღებელი გააშლიფოვკებს ხოლმე და სერიული ნომერი წაშლილია. მერე რთულია დამტკიცება, რომ ეს იმენნა შენი ველოსიპედია. უხილავი მარკერით გაკეთებული წარწერა არ ჩანს სადაა და არ იშლება, მაგრამ არაეფექტური იქნება იმიტომ, რომ თუ მასიურად დაიწყო გამოყენება, მომპარავებიც შეიძენენ ნათურას, რომლითაც ჩანს სერიული ნომერი და წასაშლელი რაიმეც გამოინახება wink.gif ან მთლიანად გადაღებავს ჩარჩოს და მოგჭამა ჭირი შენმა უხილავმა წარწერამ. smile.gif

ყველაზე მთავარი არის მოპარული ველოსიპედის მოძებნა, თორემ რომ იპოვი, მერე ბევრი რამით შეიძლება იდენტიფიცირება და დამტკიცება, რომ შენია. მოძებნა კი სერიოზული პრობლემაა და არც ისე იოლია.
იდეალური გამოსავალი იქნებოდა ველოსიპედის ჩარჩოში, რთულად მისაწვდომ ადგილას ჯიპიეს ტრეკერის ჩაყენება. დაძრავს თუ არა ველოსიპედს მომპარავი, ეგრევე მოდის განგაშის სიგნალი ტელეფონზე ველოსიპედის ადგილმდებარეობის ჩვენებით რუკაზე. სანამ ქურდი შეძლებს ჯიპიეს ტრეკერამდე მიღწევას და გათიშვას, მანამ დაადგები თავზე, მაგრამ ძვირი ჯდება, თან არ შეიძლება ეს პატრონის დონეზე გადაწყდეს იმიტომ, რომ ზოგი ვერ მოზომავს და მომპარავს მაგრად სცემს, დაჭრის და შეიძლება იქით გასროკონ ხულიგნობიდან დაწყებული სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დამთავრებული საკუთარი ნივთის დაბრუნების მცდელობისას. უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ ასეთი სიგნალიზაციის სერვისი ექნებოდა რომელიმე დაცვის ოფიციალურ სამსახურს. განგაშის სიგნალი მათ რომ გადაეცეთ მონიტორზე. დაცვის სამსახურის ჯგუფს მაქსიმუმ 2-3 წუთი სჭირდება ხოლმე განგაშისას ადგილამდე მისვლაზე. დაიჭერდნენ და მოიხდიდა თავისას მომპარავი სასამართლოთი. როცა ასეთი სიგნალიზაცია მასიურად ეყენება ველოსიპედებს, როცა მომპარავებს შანსები მინიმალური ექნებათ და იოლად დაიჭერენ, ველოსიპედების ქურდობის შემთხვევები ძალიან დაიკლებს. როცა იცი, რომ 99% დაგიჭერენ და გაგსროკავენ, აღარ მოიპარავ ველოსიპედს. აღარ გიღირს გარანტირებულ სროკად. მაგრამ ამას სისტემის აწყობა უნდა, ყოველთვე სიგნალიზაციის მომსახურების გადახდა უნდა და კიდევ ბევრი მსხვილმან-წვრილმანი და ქართველები არ არიან ასეთი სისტემის ამწყობები.

Posted by: yobo 22 Aug 2018, 12:40
ეს ჯიპიეს ტრეკერი აქ თუ იშოვება? ...............

Posted by: john_rembo 29 Aug 2018, 20:09
მეგობრებო გამარჯობათ...
ახალი ვარ ამ თემაში, ველოს ყიდვა მინდა... დიდი შანსია რომ ერთ კვორაში დავანებო თავი და ამიტომ ძვირადაც არ მინდა ვიყიდო და ფეისბუქზე მთავაზობს წარამარა რაღაცა ტაივანის ახალ ველოსიპედებს... რაღაც გაყიდვების საიტი მიღუნავს ტვინს და ვიზუალურად არაუშავს თითქოს და არ ღირს ნეტა ცოტა გასართობად და დამწყებისთვის?
https://extra.ge/განცხადე

Posted by: Thunder) 17 Sep 2018, 19:44
QUOTE (Pyramid_of_Cheops)
თბილისში რომელი მაღაზიაა იქნებ დაწეროთ არჩევანიც რომ იყოს და ფასებიც ნორმალური?


Posted by: Maiko Shamugia 20 Sep 2018, 06:25
Thunder)
ბახტრიონზე ველო სახლი

Posted by: Thunder) 20 Sep 2018, 08:43
QUOTE (Maiko Shamugia)
ბახტრიონზე ველო სახლი


მადლობა

Posted by: kshaneli 24 Sep 2018, 10:22
ველოსპედი მინდა სამსახურში სასიარულოდ და საიდან ჯობია გამოვიწერო?

Posted by: AraGviani 11 Oct 2018, 11:59
kshaneli
QUOTE
ველოსპედი მინდა სამსახურში სასიარულოდ და საიდან ჯობია გამოვიწერო?

https://velo.ge/t/topic/25 აქ არის თბილისის ველომაღაზიების ჩამონათვალი. მართალია ძველი პოსტია, მაგრამ ბაზარი დიდად არ შეცვლილა. დაემატა ველო სახლი ბახტრიონის ქუჩაზე. თუ არ ვცდები, ბახტრიონის 28 ნომერშია.

გამოწერა თავის ჩამოტანიანად (წონა, გაბარიტები), განბაჟებიანად იმდენივე, ან იმაზე მეტი დაგიჯდება, ვიდრე თბილისში ყიდვა. თუ აწყობა და რეგულირება არ იცი, მაშინ მოგიწევს ველოსახელოსნოში ამის ხარჯის დამატებაც.
თბილისის ველომაღაზიებს არა აქვთ იმხელა ფასნამატი, გამოწერა უფრო იაფი რომ გიჯდებოდეს კაცს. smile.gif ეხლა მით უმეტეს, სეზონის ბოლოა და 30-40%-იანი ფასდაკლებები აქვთ სულ რომ ამოყიდონ დარჩენილი ველოსიპედები და გაზაფხულზე ახალი მოდელები შემოიყვანონ ასე რომ საიტიდან გამოწერაზე იაფიც კი დაჯდება ეხლა შეძენა. სხვადასხვა მაღაზიები სხვადასხვა ბრენდის ველოსიპედების შემომტანები არიან. სანახავი და ასარჩევია კონკრეტულად რა გჭირდება, რა დანიშნულებით.
მაგალითად ველო+ შემოყავს cube-ს გერმანული ველოსიპედები. ბურუსპორტს შემოყავს scot, khs... მაგელანს jamis და ასე შემდეგ. ფასები ბრენდების, დანიშნულების და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით განსხვავდება. ყველაზე იაფიანი 700 ლარამდეა. ზემოთ კი ფასს ზღვარი არა აქვს. smile.gif თბილისში ყველაზე ძვირიანი რაც მაქვს ნანახი, სკოტის ელექტროველოსიპედია 12 000 ლარიანი...

Posted by: melika 16 Oct 2018, 09:56
user posted image

რა მინდა გკითხოთ
ეს ველოსიპედი ვიყიდე 800 ლარად, არ დავაკვირდი მყარჩანგლიანია
რა უპირატესობა აქვს ამორტიზატორიანთან და რა შემთხვევაში ?

Posted by: s-n-r 16 Oct 2018, 10:56
melika

QUOTE
არ დავაკვირდი მყარჩანგლიანია


მყარჩანგლიანი როგორ არის, არ მუშაობს ამორტიზატორი? smile.gif აშკარად suspension fork უყენია.
თუ ორამორტიზატორიანს (full suspension) გულისხმობ?

Posted by: melika 16 Oct 2018, 11:08
s-n-r
მოიცა ვერ მივხვდი, suspension fork რა პონტია? ხელით ძალა რო დავატანე არ მოძრაობს, ჩანგალზე lock და unlock არ აქვს და მაგიტო გავაკეთე ეს დასკვნა
რა პრინციპით მუშაობს ეხლა ეს ? სულ ამორტიზაციაშია ?

Posted by: s-n-r 16 Oct 2018, 11:51
melika

QUOTE
მოიცა ვერ მივხვდი, suspension fork რა პონტია? ხელით ძალა რო დავატანე არ მოძრაობს, ჩანგალზე lock და unlock არ აქვს და მაგიტო გავაკეთე ეს დასკვნა
რა პრინციპით მუშაობს ეხლა ეს ? სულ ამორტიზაციაშია ?


ვაჰ, როცა ყიდულობდი, გამყიდველმა არ გითხრა სპეციფიკაცია? კონსტრუქცია აშკარად მოქმედი ამორტიზატორის აქვს.
აბა ყურადღებით დააკვირდი, ზოგჯერ მასეთი უბრალო ჩანგლები არასწორი შენახვისგან იჭედება და გგონია რომ მყარია, რაღაც გარკვეული ზემოქმედება ჭირდება, რომ გაიხსნას და ამოძრავდეს.
ოღონდ ფრთხილად, არაფერი დააზიანო. კიდევ ყურადღებით დაათვალიერე, სადმე ჩამკეტი ან რეგულირება არ ჰქონდეს, შეიძლება ჩაკეტილ მდგომარეობაზე აყენია.
სურათზე არ ჩანს ასე დეტალურად, თავადაც მიხვდები რა ტიპის ჩანგალია. სხვაგვარად მასეთი ფორმის ჩანგლის დამზადებას რა აზრი აქვს?

Posted by: melika 16 Oct 2018, 11:56
s-n-r
ხოდა რო ვერ მივხვდი პრინციპს მაგიტო ვიკითხე აქაც, თორე ლოგიკურად უნდა ქონდეს კი ბატონო, აღწერაში უწერია xds suspension fork მარა პრინციპს რო ვერ მივხვდი ჩავთვალე რო რაღაც ისე ვერ იყო და შეცდომააა, ხოდა ვიკითხე გამოცდილ ხალხში
დავდებ ეხლა ერთ სურათს თუ გამოჩნდება და მიხვდები რა მაფიააა
* * *
user posted image

წავა ეს ??? თუ მივეერო მაღაზიას სადაც ვიყიდე

Posted by: s-n-r 16 Oct 2018, 12:48
melika

გასაგებია. ჩემს გამოცდილებას გეტყვი - მეც მყავდა დაახლოებით მასეთი ველო და თავიდან მეგონა ამორტიზატორი არ მუშაობდა.
მაგრამ შემდეგ ძალა დავატანე ორმოზე გადასვლისას და მის შემდეგ ამუშავდა.

სურათიდან ეგ ჩანგალი ნამუშევარს ჰგავს - მილები თავიდან სუფთაა, და შემდეგ ერთ დონეზე იწყება მტვრის ფენა.
შეიძლება ხელით რომ აწვები, მაშინ ვერ გრძნობ და მხოლოდ სრული წონით დაწოლისას მუშაობს.
ან შეიძლება ქვემოდან აქვს რამე სარეგულირებელი მექანიზმი.

წესით, ჩანგალი გამართულად უნდა მუშაობდეს და ალბათ ჯობია მაღაზიის გამყიდველსაც ჰკითხო რჩევა.
მაგრამ თავიდანვე თვითონ უნდა ეთქვა და მოეწოდებინა სრული ინფორმაცია.

Posted by: melika 16 Oct 2018, 20:59
s-n-r
როგორ შვება იცი , ტორმუზს თუ მოუჭერ მერე მუშაობს ამორტიზატორი, თან წინაზე .... ესე უნდა იყოს?

Posted by: s-n-r 16 Oct 2018, 21:39
melika

QUOTE
როგორ შვება იცი, ტორმუზს თუ მოუჭერ მერე მუშაობს ამორტიზატორი, თან წინაზე .... ესე უნდა იყოს?


კი ბუნებრივია, მუხრუჭის დაჭერისას წინაღობა ხვდება და მაშინ უკეთესად მუშაობს, კი პრინციპი მასე უნდა იყოს.
თუ გინდა, წინა ბორბალი კედელს მიაბჯინე (ოღონდ კედელი გაისვრება, აივანზე, სადარბაზოში სცადე ან რამე ააფარე კედელს) და მაშინ უკეთესად დაინახავ როგორ მუშაობს.

თუმცა მეორე საკითხია, ასეთი ძალდატანება რომ ჭირდება ჩანგალს, საერთოდ ღირს თუ არა მასეთი ველოსიპედით მოძრაობა და რამდენად უსაფრთხოა.
ახალი ამორტიზატორის დაყენება მასეთ ველოზე უაზრობაა, ჯობია თანხა მოაგროვო და უკეთესი ველო იყიდო (თუ საკმარისად გაგიტაცებს ეგ სპორტი).
მოკლედ გირჩევ მაინც მიბრუნდე იმ მაღაზიაში და აჩვენო ველო, იქნებ ამორტიზატორს რამე წუნი აქვს და ამიტომ მუშაობს ასე ძნელად.
თუ გითხრეს, ამორტიზატორი ნორმალურია და ყველა ჩვენს ველოსიპედზე ასე მუშაობსო, მაშინ რაღაც სპეციალური შესასხურებელი იყიდება ველომაღაზიებში, გარედან კარგად გაწმენდ ამორტიზატორს, მოძრავ მილებზე მიასხამ, ცოტა ხანი ამუშავებ და შეიძლება ცოტა უკეთესად ამუშავდეს (თუმცა შეიძლება არაფერი ეფექტი არ ჰქონდეს).

ასევე, შეიძლება ახლა ასე ცუდად იმიტომ მუშაობს ამორტიზატორი, რომ ნაწილები შიგნით არ არის სრულად მომჯდარი და ე.წ. "აბკატკა" ჭირდება.
შეიძლება ცოტა ხნის გავლის (ასე დაახლოებით 20-30 კილომეტრი) შემდეგ უკეთესად ამუშავდეს.
ასეა თუ ისე, მთავარია ამორტიზატორი მუშაობს და იმედია ეგ ველო ცოტა ხანი მაინც გამოგადგება, ხოლო შემდეგ გამოცდილებას, თანხას დააგროვებ და კი იყიდი უკეთესს.

ზოგადად, დაბალ ბიუჯეტში ჯობია მაქსიმალურად მარტივი ველო იყიდო, რათა ხარისხი და გამძლეობა უკეთესი იყოს.
ფბ-ზე Tbilisi Bicycle Group - ში გაწევრიანდი, იკითხე რაც დაგაინტერესებს და ყველა სიხარულით გიპასუხებს.

Posted by: melika 16 Oct 2018, 21:47
s-n-r
მადლობელი ჩემი მეგობარო დახმარებისთვის

Posted by: Heart_of_Darkness 21 Nov 2018, 21:52
სადმე რეალური ფასდაკლებები არის?
დავივლიდი მაღაზიებს.

Posted by: rozoma 23 Nov 2018, 16:43
slick საბურავებს ვეძებ 27.5 mtb-სთვის ქალაქში სასიარულოდ, სად შეიძლება რომ ვნახო?

რაღაც ამის მსგავსი მინდა

Serfas Drifter City Tire With FPS - 27.5 X 2.0" https://www.amazon.com/dp/B01NBQRVVL


Posted by: AraGviani 11 Dec 2018, 16:30
melika
ეგ ბრენდი ჩინურია. ანუ ჩინეთში სადღაც სარდაფში აწყობილი გაურკვეველი რაღაც არაა. ერთ-ერთი ოფიციალური ჩინური ქარხნის ნაწარმია. რამდენად კარგია ან არა, ეგ სამწუხაროდ არ ვიცი. როგორც ქვედა პოსტებიდან ვნახე, თავისივე ქარხნული წინა ამორტიზატორი უყენია. მაგ ბრენდის ველოსიპედები პავლოვზე რომ ველომაღაზიაა, მაგათ აქვთ გაყიდვაში. სერვისიც აქვთ.
თეორიულად, შანსი არაა ველოსიპედის ამორტიზატორი საიდანმე მაინც რომ არ რეგულირდებოდეს. წესით მაგათმა უნდა იცოდნენ. კია გასული რამდენიმე თვე რაც დაპოსტე. სამწუხაროდ ეხლა ვნახე... sad.gif


Posted by: AraGviani 3 Feb 2019, 00:40

...

Posted by: lasha123456 20 Apr 2020, 22:38
GIANT როგორი ფირმაა?

მეორადი ველოსიპედი ვნახე და თუ ღირს ყიდვა?

Posted by: lordstar 21 Apr 2020, 08:41
......................................................

Posted by: ViPeR 23 Apr 2020, 00:21
lasha123456
QUOTE
GIANT როგორი ფირმაა?

მეც შემხვდა ეგ ფირმა და რავი/არ მომეწონა დიდად


მთაგორიან ქალაქში ვცხოვრობ.რომელ ველოს მირჩევდით?montanias vs traccers

აღმართზე ასვლისას არ მინდა გავწვალდე

ალიექსპესზეც ვნახე ელექტრო ველოები სადღაც სამას ევრომდე.რას ფიქრობთ>?
user posted image
აი ესეთი ველოსიპედი

Posted by: neMile 24 Apr 2020, 11:56
სალამი ასეთ პეროს სად ვიშოვი?

user posted image

ამას რომ მოერგოს

user posted image

ან იქნებ ყიდდეთ ვინმე ან რამე ვერ ვნახე ვერსად არადა 1 კვირის ნაყიდი მაქ ველოსიპედი და ვერ შევირგე :დდდ

Posted by: alukardgeo 26 Apr 2020, 17:34
გამარჯობათ ისანი სამგორის მხარეს სადმე სახელოსნო ხო არ იცით ველოსიპეტების, კამერა მაქვს შესაცვლელი >) თუ ნომერი გექნებათ უმჯობესია

Posted by: kaiser Soze 27 Apr 2020, 21:22
ველომცოდნეებო მოგესალმებით : )

ვფიქრობ ველოს ყიდვას სამსახურში სასიარულოდ - ბიუჯეტი ასე 400 ევროს ფარგლებში..

ვცხოვრობ ქალაქში რომელიც უმეტესად ბრტყელია (გორებიცაა, მაგრამ იქ არ ვაპირებ ველოთი ვიარო). სამსახურამდე არის 4 კილომეტრი და ძირითადად ბრტყელზე.

მაინტერესებს ფიქსი სტილის, ანუ ერთსიჩქარიან ველოს თუ გაუწევთ რეკომენდაციას?

მიზეზები არის ფასი, ესთეტიკა (მინიმალიზმის ფანი ვარ) და ის რომ სერვისი არ დასჭირდება.

ქვემოთაა ორი მოდელი რომელიც მომეწონა, 350 დან 400 ევრომდე ღირს ორივე.

ველო არ მქონია 12 წლის რომ ვიყავი მას მერე, ანუ 20 წელზე მეტია გასული. მაშინ მქონდა აისტი, რომელსაც არ ქონდა სიჩქარეები, მაგრამ დადიოდა რა.

user posted imageuser posted image

Posted by: GDN 27 Apr 2020, 23:42
ახალი ველოს უკანა საბურავი ერთ მცირე მონაკვეთზე გაღუნულივითაა დისკი სწორი და ნორმალურია. მითხრეს ჯერ ახალია და რამოდენიმე დღეში მოძრაობაში გამოსწორდებაო. გამოცდილებით რას იტყვით? Mtb 26 ინჩია. შევამოწმებინე ბაბონი არა აქვსო.

Posted by: Daთa 28 Apr 2020, 00:47
ქალაქში 10კმ-ს ისე რომ თავი არ გაიგიჟო დაახლოებით რა დროში დაფარავ ველოსიპედით? user.gif

Posted by: ViPeR 28 Apr 2020, 15:34
kaiser Soze
QUOTE
აინტერესებს ფიქსი სტილის, ანუ ერთსიჩქარიან ველოს თუ გაუწევთ რეკომენდაციას?

ვა ეგ ფიქსი მოდელები თუ გამოდის ეხლა არ ვიცოდი.რამდენი ვეძებე ესპანეთში ვერ ვიპოვე.

მაგ მოდელს ტორმუზი პედალზე რო ქონდეს გაასწორებდა

მე მქონდა საბჭოთა 28 და 26 .

Posted by: GunsN 28 Apr 2020, 15:43
QUOTE (Daთa @ 28 Apr 2020, 00:47 )
ქალაქში 10კმ-ს ისე რომ თავი არ გაიგიჟო დაახლოებით რა დროში დაფარავ ველოსიპედით? user.gif

40 წუთი დაახლოებით.

Posted by: Daთa 28 Apr 2020, 17:31
GunsN
მადლობა.
-------------------------------



რომელ მაღაზიაში ჯობია ყიდვა? და როგორი უნდა ვიყიდო? 500 ლარის ფარგლებში რომ ვიყიდო რამე ახალი ცოტა აღმართებზეც რო არ მომკლას ისეთი სადღაც 10% აღმართი თუ როგორც იწერება smile.gif

Posted by: demetre26 28 Apr 2020, 23:09
მოგესალმებით, სიჩქარეების გადამრთველზე L სიჩქარე რა დროს გამოიყენება?

Posted by: GunsN 29 Apr 2020, 07:37
QUOTE (Daთa @ 28 Apr 2020, 17:31 )
GunsN
მადლობა.
-------------------------------



რომელ მაღაზიაში ჯობია ყიდვა? და როგორი უნდა ვიყიდო? 500 ლარის ფარგლებში რომ ვიყიდო რამე ახალი ცოტა აღმართებზეც რო არ მომკლას ისეთი სადღაც 10% აღმართი თუ როგორც იწერება smile.gif

mymarket ზე გადახედე, ახალი 500 ლარში ვერაფერი მოგივა ნორმალური

Posted by: woulstoke 29 Apr 2020, 19:05
გამარჯობათ,

რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას Trinx ის მთის ველოსიპედებს?
ძირითადად ქალაქში სასიარულოდ მინდა თუმცა ხანდახან ბუნებაშიც რო გამატაროს. ექსტრემალურ სიარულს და კლდეებზე ხტუნაობას არ ვაპირებ.
ვინმეს თუ გყავთ რამდენად გამომადგება? ჩარჩო მაინტერესებს ძირითადად

Posted by: vasili1988 29 Apr 2020, 21:52
QUOTE (woulstoke @ 29 Apr 2020, 19:05 )
გამარჯობათ,

რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას Trinx ის მთის ველოსიპედებს?


++++++++++++++++

მეც მინდა ყიდვა და მაინტერესებს როგორია, კია ჩინური მარა იქნება გამოჩნდეს ვინმე ვინც იცის ეს ბრენდი

Posted by: GDN 30 Apr 2020, 00:46
მთავარია ალუმინის ჩარჩო და ორმაგი ალუმინის დისკებით იყოს. ახლის კვალობაზე კარგებია სანამ მოღლიტავ. გამძლეა რა საკმაოდ. საბურავები 140 ლარიანები ფაქტია არ მოყვება 400 ლარიან ველოს. და არც shimano deore ს კომპლექტები

Posted by: Oldmak888 30 Apr 2020, 13:09
გამარჯობა ფორუმელებო მოკლედ ველო უნდა ვიყიდო 500-600 ლარის ფარგლებში,მაგრამ ვერ გავიგე რომელი ავარჩიო არის საგზაო თხელი საბურავებით და მეორე სქელი საბურავებით ჰოდა რომელი ჯობია ? ანუ სიჩქარის მხრივ რა და რა მინუსები აქვს თხელ საბურავებს ? ვარგა საერთოდ ?

Posted by: idallgo 30 Apr 2020, 14:13
QUOTE (Oldmak888 @ 30 Apr 2020, 13:09 )
გამარჯობა ფორუმელებო მოკლედ ველო უნდა ვიყიდო 500-600 ლარის ფარგლებში,მაგრამ ვერ გავიგე რომელი ავარჩიო არის საგზაო თხელი საბურავებით და მეორე სქელი საბურავებით ჰოდა რომელი ჯობია ? ანუ სიჩქარის მხრივ რა და რა მინუსები აქვს თხელ საბურავებს ? ვარგა საერთოდ ?

რისთვის გინდა გააჩნია... ქალაქში სამოძრაოდ თხელი საბურავებით ჯობია, ანუ ჰიბრიდი ან ტრასის ველო. გემოვნების ამბავია. (თხელს რასაც ეძახიან ძირითადად700C ზომაა გავრცელებული, თუმცა სხვა ზომებიცაა). სიჩქარის მხრივ პლიუსია თხელი საბურავი. თუ ძირითადად ბუნებაში გიყვარს სიარული უსწორ-მასწორო გზებზე სქელი სამთო საბურავით სჯობს (სამთო ველოსიპედი).

მე მაგალითად დავდივარ გრუნტიანზეც და ასფალტზეც თანაბრად (ძველი ჰიბრიდი მყავს და ვიწრო სამთო საბურავი მიყენია).

Posted by: kus_kusa 30 Apr 2020, 18:10
user posted imageuser posted image ამ ორიდან რომელი ჯობია

Posted by: Oldmak888 30 Apr 2020, 20:47
idallgo
აჰა გასაგებია ანუ ჰიბრიდი ორივეა რა მარტივად რომ ვთქვატ უხეში გზისთვისაც გამოდგება და სწორისთვისაც და ასევე შედარებით ჩქარიც არის ხო ?
და შეგიძლია ფოტო ჩამიგდი ან რამე როგორ გამოიყურება ჰიბრიდის ტიპის ველო ? ანუ რანაირია ? მე ვერ ვერკვევი საერთოდ

Posted by: donvaso 30 Apr 2020, 21:02
user posted image

რას იტყვით ამაზე?

Posted by: idallgo 30 Apr 2020, 22:04
QUOTE (Oldmak888 @ 30 Apr 2020, 20:47 )
idallgo
აჰა გასაგებია ანუ ჰიბრიდი ორივეა რა მარტივად რომ ვთქვატ უხეში გზისთვისაც გამოდგება და სწორისთვისაც და ასევე შედარებით ჩქარიც არის ხო ?
და შეგიძლია ფოტო ჩამიგდი ან რამე როგორ გამოიყურება ჰიბრიდის ტიპის ველო ? ანუ რანაირია ? მე ვერ ვერკვევი საერთოდ

კი იდეაში ორივესთვისაა. თუმცა გააჩნია, ჰიბრიდებშიცაა მოდიფიკაციები. მაგალითად ეს უფრო ქალაქი\ტრასის ვარიანტია.

user posted image

Posted by: Oldmak888 2 May 2020, 17:31
idallgo
ისე ყველაზე კარგი ველო რომელია სავარჯიშოდ და კალორიების დასაწვავად ?

Posted by: GDN 7 May 2020, 14:50
QUOTE
ისე ყველაზე კარგი ველო რომელია სავარჯიშოდ და კალორიების დასაწვავად ?

ახალი და უპრობლემო mtb

Posted by: sanfol 12 May 2020, 17:59
ელექტრო ველოსიპედს რაღაც პრობლემა შეექმნა, ვისაც გყავთ გეცოდინებათ მოტოციკლივით უნდა გადაწიო რულზე რო დაიძრას და ამას ძაან თუ არ გადაწიე ისე არ გადადის ელექტროზე

რაში შეიძლება იყოს პრობლემა ან ხელოსანი არსებობს ამის?

Posted by: Skvanchi 20 May 2020, 19:23
გამარჯობა ხალხნო და ჯამათნო ;დ;დ მოკლედ მეგობარმა მაჩუქა ეს მოწყობილობა რომელსაც აზრზე არ ვარ რა ქვია ქართულად, არის სულ ახალი-პარკი აკვრია ეკრანზე, არცკი ჩამირთავს ჯერ. იბეიზე 400-500$ ებად დევს, გავყიდი ან გავცვლი ლეპტოპში/ტელეფონში. ( თუ კარგი ლეპტოპი იქნება დავამატებ თანხას ). გასაყიდი ფასი 900 ლარი. მადლობთ ყურადღებისთვის ;დuser posted image
user posted image

Posted by: Forsaken 21 May 2020, 00:07
გამარჯობათ. ფიქსდ ველოსიპედები სადმე იყიდება ჩვენთან?

Posted by: kaiser Soze 23 May 2020, 13:32
გამარჯობათ ველომოყვარულებო.

მოკლედ მინდა საზ ტრანსპორტი და მანქანა ჩავანაცვლო ველოთი - სამსახურსა და სპორტისთვის.

გავაკეთე როსერჩი და ძირითადად ეგეთი კატეგორიებია: ურბანული (ფიქსირებული), ფიტნესი (რომელიც საგზაო/კროსი/ურბანულის ნაზავია) და კროსი.

რომელს მირჩევთ. რაც უფრო დამღლის და ფეხის კუნთებს ამიფეთქებს, მით უკეთესი. ათლეტის ფიტნესი მაქვს და ჩელენჯები მიყვარს. სისი ბიჭების ბაიკი არ მინდა.

1500 ლარის ფარგლებში ვფიქრობ ბიუჯეტს.

ესენი მომეწონა ვიზუალზე (ფიქსი, ფიტნესი და კროსი):
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: jarjosini 24 May 2020, 00:02
გამარჯობათ. მყავს 2011 წლის მოდელი სკოტ ასპექტ 60. შატუნი აქვს 3 კბილანიანი 42-34-24 კბილების რაოდენობით, უკანა კასეტა 7 სიჩქარიანი 14-28. მაინტერესებს ასეთ ვითარებაში თუ არის შესაძლებელი ეგრედწოდებულ single system-ზე გადაყვანა ამ ველოსი. თუ არის შესაძლებელი რომ მხოლოდ შატუნის შეცვლით გაკეთდეს ეს ყველაფერი და რამდენ კბილიანი კბილანა უფრო გონივრული შატუნზე რომ დაყენდეს? უკანა სუპერის, დისკის და კასეტის შეცვლის გარეშე თუ გამოვა ეგ საქმე?

Posted by: psychedelic-gigi 25 May 2020, 00:44
QUOTE (Forsaken @ 21 May 2020, 00:07 )
გამარჯობათ. ფიქსდ ველოსიპედები სადმე იყიდება ჩვენთან?

მეც მაგას ვეძებ ხომ არ გაგირკვევიათ რამე?

Posted by: s-n-r 25 May 2020, 03:23
kaiser Soze

QUOTE
ურბანული (ფიქსირებული)


საქართველოში ცხოვრობთ? რავი ვფიქრობ ჯობია ფიქსირებული, ერთსიჩქარიანი არ იყიდოთ. რაც არ უნდა კარგ ფორმაში იყო, მაინც მოგინდება დამატებითი 3-4 სიჩქარის ქონა, ქალაქგარეთ გასეირნება.
ფიქსი ალბათ კარგია მეორე, მესამე ველოდ. ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
ასევე, თბილისში (მაღაზიაში) ალბათ ნორმალური ხარისხის ფიქსის ვერც იყიდი. თან ზოგჯერ სურათზე კი ფიქსი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სიჩქარეებიანია და უკანა ბუდეში აქვს ჩამონტაჟებული სიჩქარეები.
თბილისში თუ ცხოვრობთ და ახლის ყიდვა გინდათ, ვფიქრობ კიუბის (cube.eu) დილერს, ველოპლუსს უნდა ჰქონდეს კარგი არჩევანი და როგორც ვიცი, მაგათთან შეკვეთა/ჩამოყვანაც შესაძლებელია (რეკლამაში არ ჩამითვალოთ, სხვა ველომაღაზიებიც არის, ბაიკს.ჯი, ბურუსპორტი, ექსტრიმი, მაგელანი და ალბათ სხვებიც არის).

მეც ვაპირებ მსგავსი ტიპის ველოს ყიდვას (აქამდე სულ სამთოები მყავდა/მყავს).
როგორც ინფორმაცია მოვიძიე, უბრალო ველომოყვარულისთვის ოპტიმალურია gravel ტიპის ველო - ქალაქშიც გამოიყენებ, შორ დისტანციებზეც და ლაით ოფროუდზეც.

Posted by: kaiser Soze 25 May 2020, 13:49
s-n-r
მადლობა გამოხმაურებისთვის : )

საქართველოში არ ვცხოვრობ (სამწუხაროდ), ბუდაპეშტში ვცხოვრობ, რომელიც შედარებით ბრტყელია პეშტის მხარეს, მაგრამ მეტი რისერჩი რომ ჩავატარე, მეც უფრო ჰიბრიდის (კროს) ტიპის ველო გადავწყვიტე. დაუნსაიდი ისა აქვს რომ 14 კილო გამოდის საშუალოდ, როცა ქალაქური ან ფიტნეს ტიპის მაქს 11 კილო..

კუბს მეც ვუყურებ, დიზაინზე მომეწონა და ჰიდრავლიკური დისკებითაა - მაგრამ ფასი ჩემს გადაწყვეტილების წერტილზე ოდნავ ძვირია. ანუ სადღაც 2000-ს ლარს ურტყავს აქ. ასევე ავსტრიული ბრენდია კტმ, და რამოდენიმე ადგილობრივი ბრენდი.
აი ეგ მომეწონა დიზაინზეც და მგონი სპეკებსაც არა უშავს:
https://gepida.hu/en/webshop/bicycle/30200230-48a-alboin-300-crs
ერთია რომ ჰიდრავლიკური მუხრუჭი არ აქვს, მაგრამ ალბათ იაფია რომ გამოვუცვალო მერე.

სამსახური 4 კმ-შია, ანუ მაქს 15 წუთში მივალ, ჯიმი 2 კმ-ში. ჰაიკინგზე და გრძელ ტურებზე არ ვივლი. მაქს შოპინგზე და სარბენებზე გავიდე ქალაქში. ანუ წმინდა პრაქტიკული მიზნებისთვის მინდა.

Posted by: MAKIAVELI_ 29 May 2020, 21:20
დრო,როდესაც მაქვს სულ ვცდილობ ან ფეხით ვისეირნო,ან ველოსიპედით

Posted by: Dixtosa 2 Jun 2020, 02:42
დირთბაიკს ხოარ მომაქირავებდით ვინმე ერთი თვით ბანი ჰოპის დამუღამება მინდა :S
ჩემსაზე სკამი არ ჩადის ბოლომდე და სტემი მაქ გრძელი...

Posted by: mamachemi 5 Jun 2020, 11:34
Forsaken
psychedelic-gigi

https://www.facebook.com/containergeo/ აი აქ არის რაც მე ვნახე.


Posted by: Gull wing 5 Jun 2020, 12:32
kaiser Soze
რა ღირს ეგ? V brake ზეა სურათში, ცოტა მობერებულია უკვე და 28იანი საბურავები ძაან იშვიათობა როგორც ვიცი, ჯობია ისვე 29იანი მოძებნო წესიერი მუხრუჭით მაგ ფასში. სხვა კომპონენტები საკმაოდ კარგი აქვს, ბიუჯეტური ველოს კვალობაზე

Posted by: kaiser Soze 6 Jun 2020, 16:47
Gull wing
ეგ 400 ევრო ღირს. ვიყიდე უკვე ოღონდ სხვა - ისიც, ვ ბრეიკზე, მაგრამ რომ დავსერჩე ჩემი მიზნებისთვის კაია. არ მიღირს ზედმეტი 120 ევროს მხოლოდ ჰიდრავლიკურ მუხრუჭში გადახდა. თან წონაში და მეინტენანსში უპირატესობა აქვს ვ ბრეიკს.

აი ეგ ვიყიდე - ფიტნესის ტიპის - ანუ საგზაო ტიპის სწორი საჭით. ბრენდია სპეშიალიზედ - ამერიკული. მსუბუქია და მინიმალური დიზაინით. კაი ხარისხის ალუმინითაა და კაბელები შიგნიდანა აქვს - ეგ მნიშვნელოვანი ელემენტია, იმჰო, და ის რომ ტელესკოპი არ ქონდა (უშნოა და ამძიმებს, კომფორტი მკიდია). 500 ევროდ. კმაყოფილი ვარ პირველი კვირაა.

user posted image

https://www.specialized.com/us/en/sirrus-1-0/p/174693

ბოლოს ველო 24 წლის წინ მქონდა. ეს ამ ეტაპზე კაია, სამსახურში სასიაეულოდ და უბრალო ფიტნესისთვის, და როცა მომბეზრდება ამას გავყიდი და 1000 + ევროიან საგზაო ველოს ვიყიდი, 60 კმ/სთს რომ უპრობლემოდ დამადებინებს - ანუ შიმანო ულტეგრათი. დამწყებისთვის ალბათ ეგეთი არც ღირს ჯერ.

Posted by: Gull wing 7 Jun 2020, 00:56
kaiser Soze

მომილოცავს, მშვიდობაში. კარგი ბრენდია ძალიან და შენი მოთხოვნებისთვის შესაფერისი ველოსიპედია, ფიტნეს ველოა )) თუმცა ძვირია ცოტა როგორც ჩანს მანდ ველოსიპედები. შენს მსგავს სიტუაციაში ვიყავი ცოტა ხნის წინ ზუსტად მეც და დაახლოებით მაგ ფასში ბოლოს GT ვიშოვნე, მეც ამერიკული ))


Posted by: kaiser Soze 7 Jun 2020, 02:23
Gull wing
გაიხარე - მაგარი რაღაცა ყოფილა ველო - ძაან მუღამში ჩამაგდო.
მანევრირებადია ძაან და საკმაოდ სწრაფი სწორზეც.
თან ჩემთან ბუდაპეშტში უკვე ძაან ველო-მეგობრული სიტუაცია იჩითება. მთავარი სატრანსპორტპ გამზირის ერთი სამანქანო ზოლი (ორი სამანქანო და ერთი ტრამვაის ზოლი იყო თითო მხარეს) ველო ზოლად გადააკეთეს. საუბარი მიდის სანაპიროს და ისტორიული ცენტრის დაკეტვაზე მანქანებისთვის. და საცობების სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა. პარკინგს ხომ ვერსად ვერ იპოვი..
იმას ვფიქრობ სად ვიყავი აქამდე.
თბილისში საკმაოდ ცუდი სიტუაცია იყო ამ მხრივ - ველო ზოლები არც მახსენდება შემენიშნოს - ბოლოს აგვისტოში ვიყავი.. რამე ცვლები ხო არაა?




Posted by: Gull wing 7 Jun 2020, 02:45
kaiser Soze
კი სწრაფი იქნება და ქალაქის რეჟიმში სიხისტეც არ შეგიშლის ხელს. სამწუხაროდ არც მე არ ვარ თბილისში, მაგრამ როგორც ვიცი არაფერი შეცვლილა მაგ მიმართულებით, ველო ბილიკები ძაან ცოტაა, პეკინის გარდა სხვა ასე უცებ არც მახსენდება, სიმართლე რომ ითქვას დიდად არც ვაკვირდებოდი ადრე, შემდეგ ჩასვლაზე დავაკვირდებიsmile.gif)

Posted by: array 8 Jun 2020, 11:14
დახმარება მინდა თქვენი, კამერა შევუცვაე წინა მხარეს და რო რომ დავიწყე დაყენება , ცჰანგალში რო ვსვავ ღერძს და ვუჭერ გვერდებიდან როტორი ედება დაჭერისას სამუხრუჭე ხუნდებს , თუ არ დაუჭერ იდიალურად ტრიალებს არც ედება ოდნავ, აი როგორც კი მოუჭერ გვერდებიდან უკვე იჭედება ბორბალი, როგორ დავაყენო რამე მეთოდი არის?

Posted by: ElChico 14 Jun 2020, 23:55
ველიკი კარგი რამეა, მაგრამ ჩვენთან ცუდი რელიეფუის გარდა ერიდება ხალხი. ყოველშემთხვევაში ამას იმიზეზებენ

Posted by: qeta2010 15 Jun 2020, 10:41
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image
იყიდება გერმანიიდან ჩამოტანილი ერთწლიანი გარანტიით ძრავზე და ელემენტზე, ყველაზე ძვირადღირებული საუკეთესო ბრენდის GHOST electric-bike მთის ელექტრო ველოსიპედი.სრული ელექტრო,350W-36 V 10,5 A. ერთწლიანი გარანტიით ძრავზე და ელემენტზე.პედლების გარეშე სიარულის რეჟიმის დროს – ველოსიპედი დადის ელექტრო ძრავით, პედლების ტრიალის გარეშე, სიჩქარე რეგულირდება საჭეზე დამონტაჟებული სახელურის საშუალებით.იტენება ადაპტერით ( 2-5 საათში სრულად).ერთი დატენევით შესაძლებელია გაიაროს 35 კმ/სთ.მაქსიმალური სიჩქარე 35კმ/სთ.ველოსიპედი დაკომპლექტებულია უმაღლესი პროფესიონალური კლასის shimano DEORE, XT , SLX ნაწილებით.ბორბლის ზომა არის 26 სმ.ჩარჩოს ზომა L .ველოსიპედისტის რეკომინდირებული წონა 40კგ–120 კგ.სიმაღლე 170–190 სმ. მოყვება ორიგინალი დამტენი 36V.2A და გასაღები.ერთწლიანი გარანტიით ძრავზე და ელემენტზე. ფასი 3700 ლარი.ტელ:555–17–66–27

______________________________________________________________
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image
იყიდება გერმანიიდან ჩამოტანილი 1150$ სუპერ ინოვაციური ელექტრო 9კგ.ველოსიპედი douna k1 electric bike ,არის მსოფლიოში ყველაზე უმსუბუქესი და კომპაქტური დასაკეცი ელექტრო ველოსიპედი,რომელიც შეგიძლიათ ჩაიდოთ ჩანთაში და ატაროთ ხელით ნებისმიერ ადგილას(,მეტრო,ავტობუსი,მარშუტკა,მატარებელი,თვითმფრინავი)როცა გინდათ იკატავებთ,იტენება სრულად 2 საათში.ძრავი 240w.ელემენტი 48v.გადის 15 კმ –25 კმ სიჩქარით.არის იდეალურ მდგომარეობაში,მოყვება ყველაფერი რაც ქარხნულად მოყვება,პასპორტი,დამტენი.დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს და ნახეთ ვიდეორგოლი.მისი ფასია 1150$.იყიდება 1700 ლარად.იდეალურ მდგომარეობაში. ტელ:555–17–66–27

ადამიანის რეკომინდირებული სიმაღლე 140სმ–170 სმ. წონა 30–75 კგ მდე.

https://urbanelectrix.com/products/2017-douna-k1-folding-electric-bicycle-electric-scooter-electric-bike-lithium-battery-weight-9-8kg-max-load-75kg?fbclid=IwAR1xJ2YwHYnISrmiFFoP_WCBGk2Y6R1_KAD_VJNxOChcp2Qma7jYiSL0Y6k
იხილეთ ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=V048qvBGQdU&feature=emb_logo

Posted by: volfmai 15 Jun 2020, 17:30
ყველაფერი ველოსიპედების შესახებ:

https://www.aura.ge/menu/60-archevani/352-velosipedebi.html


როგორ ავირჩიოთ საბავშვო ველოსიპედი:

https://www.aura.ge/124-deda-da-shvili/1113...velosipedi.html

Posted by: deiar123 16 Jun 2020, 16:45
რაც მანქანა აღარ მყავს სულ უფრო და უფრო ვფიქრობ ველოსიპედზე ვერ მოვაბი თავი თან 10-15 წელია არ მყოლია, რამდენიმეჯერ ვიმოძრავე ქალაქში მეგობრის ველოებით მაგრამ არ მაქვს გამოცდილება ახლების და შესაძლოა მაგიტომაც მღლის ძალიან, ისე რომ არ მიღირს განტვირთვის და გასეირნების გარდა რომ სადმე ვიარო მაგით, მსმენია რომ უნდა იცოდე რა დროს რომელი სიჩქარით იარო და სად როგორ მოუმატო და მოუკლო ეს ასეც არის დარწმუნებული ვარ მაგრამ ამ ყველაფერს ანუ კომფორტს რო ძალიან არ დამღალოს რამდენად ქმნის ელექტრო ველოსიპედები და რამდენად კარგი არის ექსპლუატაციაში?
* * *
რაც მანქანა აღარ მყავს სულ უფრო და უფრო ვფიქრობ ველოსიპედზე ვერ მოვაბი თავი თან 10-15 წელია არ მყოლია, რამდენიმეჯერ ვიმოძრავე ქალაქში მეგობრის ველოებით მაგრამ არ მაქვს გამოცდილება ახლების და შესაძლოა მაგიტომაც მღლის ძალიან, ისე რომ არ მიღირს განტვირთვის და გასეირნების გარდა რომ სადმე ვიარო მაგით, მსმენია რომ უნდა იცოდე რა დროს რომელი სიჩქარით იარო და სად როგორ მოუმატო და მოუკლო ეს ასეც არის დარწმუნებული ვარ მაგრამ ამ ყველაფერს ანუ კომფორტს რო ძალიან არ დამღალოს რამდენად ქმნის ელექტრო ველოსიპედები და რამდენად კარგი არის ექსპლუატაციაში?

Posted by: kaiser Soze 17 Jun 2020, 13:06
deiar123
ველო არ მყოლია 20+ წელი, ბოლო 8 წელი საერთოდ არ ვმჯდარვარ - მაგრამ რაც ვიყიდე, ძაან ადვილია ველოთი სიარული.
ელექტრო ველოებს რა მუღამი აქვს ვერ ვხვდები. ტყუილი ფულის ყრა მგონია. ძვირია, უშნოა და მძიმეა.
ეგ კი არა, ჩემი 4.5 წლის ბავშვი დადის ხანდახან დღეში 15 კილომეტრს 16 ინჩიანი ველოთი.

სიჩქარეებიანი ველო უნდა იყიდო და გადართო სიჩქარეები - თავად შეატყობ - თუ გიჭირს პედლების ტრიალი ადვილ (დაბალ) სიჩქარეზე უნდა გადართო, თუ გიადვილდება, რთულ (მაღალ) სიჩქარეზე - და უფრო სწრაფად წახვალ. მე პირადად დაბალ სიჩქარეებზე გადართვის საჭიროება არც მქონია - მაგალითად წინა სამი სიჩქარიდან პირველი, და უკანა სიჩქარიდან პირველი 3 ჯერ არ დამჭირვებია სამი კვირაა.. თუმცა 15 გრადუსიან აღმართზე მეტიც არ მომიწია რომ დამეძლია. ყველაზე დიდი სიჩქარეა როდესაც ყველაზე დიდი წინა კბილანა შეწყვილებულია ყველაზე პატარა უკანა კბილანასთან. ყველაზე რთული ამ დროსაა პედლები სატრიალებელად, მაგრამ ყველაზე სწრაფად წახვალ. ყველაზე დაბალი სიჩქარე კიდევ პირიქით - როდესაც ყველაზე პატარა წინა კბილანა რის შეწყვილებული ყველაზე დიდ უკანა კბილანასთან.

თბილისის პირობებში უფრო კროსის ტიპის ველოს ავირჩევდი - რადგან ხშირა უსწორ მასწორო და ქვაფენილიანი გზები - მინიმუმ შიმანო აცერა ან ალტუსის სიჩქარეებით. (3X7, ან 3X8).

Posted by: jarjosini 17 Jun 2020, 14:13
გამარჯობათ. მაინტერესებს რამდენად გონივრულია უკანა დისკზე 7 სიჩქარიანი ტრეშოტკის არსებობის შემთხვევაში, ველოსიპედის სინგლ სისტემაზე გადაწყობა. წინ რომ მხოლოდ ერთი კბილანა დარჩეს შტუნზე და უკანა დისკზე 7 სიჩქარიანი ტრეშოტკა. თუ ჯობია უკან მინიმუმ 8 სიჩქარიანი კასეტა ეყენოს?

Posted by: idallgo 17 Jun 2020, 17:03
QUOTE (jarjosini @ 17 Jun 2020, 14:13 )
გამარჯობათ. მაინტერესებს რამდენად გონივრულია უკანა დისკზე 7 სიჩქარიანი ტრეშოტკის არსებობის შემთხვევაში, ველოსიპედის სინგლ სისტემაზე გადაწყობა. წინ რომ მხოლოდ ერთი კბილანა დარჩეს შტუნზე და უკანა დისკზე 7 სიჩქარიანი ტრეშოტკა. თუ ჯობია უკან მინიმუმ 8 სიჩქარიანი კასეტა ეყენოს?

მე ვფიქრობდი მაგაზე მაგრამ არც ისე იაფია და რომ დავთვალე ჩემს ძველ ველოზე არც მიღირს. ამიტომ მარტივად, ჩავხსენი წინა სუპერი, ჯაჭვი დავაყენე შუა კბილანაზე და მარტო უკანა სუპერს ვამუშავებ. ეგ კომბინაცია კაი აღმართებზეც და ტრასაზეც უპრობლემოდ მყოფნის... smile.gif

Posted by: jarjosini 17 Jun 2020, 18:14
idallgo

ისე მაგ იდეაზე მეც ვფიქრობდი და უნდა ვცადო რა გამოვა

Posted by: IONx64 18 Jun 2020, 10:06
ველოცი მეორად ნორმალურ ველოს რამდენად და სად დავითრევ ასევე ნაწილებს?

assassin23
ისე სიმართლეს ამბობ საკუთარი ხელით გაკეთება უნდა შეგეძლოს კაცს. 3 წელია მყავს ველო და კამერას 2 საათი ვხსნიდი smile.gif)

უნდა ვისწავლო რა.
* * *
idallgo
შეგიძლია ამიხსნა უკეთ ეს კომბინაცია?

ჩემსაზე ასე მაქვს წინა კბილანაზე შუაზე მიყენია სულ და უკანაზე ზემოდან მეოთხეზე მაქვს და აღმართზე ძალის დატანება მიწევს.

როგორ უნდა გავაკეთო?

Posted by: idallgo 18 Jun 2020, 12:45
IONx64
წინა სუპერი მთლიანად მოვხსენი ველოსიპედს და ჯაჭვი წინა კბილანაზე მუდმივად შუა პოზიციაზე მიყენია.
რაც შეეხება უკანა სუპერს მას ჩვეულებრივად ვხმარობ, უკანა კასეტის 1-ლი კბილანიდან დან 7-ე კბილანის ჩათვლით (7-იანი კასეტა მაქვს).
.მარტივად რომ ვთქვათ სიჩქარეებს ვრთავ მარტო უკანა სუპერზე. წინა მუდმივად ერთ პოზიციაშია...

Posted by: IONx64 18 Jun 2020, 15:48
idallgo
აჰა გასაგებია ბრო.

მაშინ მეც მასე ვიზამ წინა სუპერზე შუაზე დავტოვებ ჯაჭვს და უკანებზე წინაღობების მიხედვით გადავრთავ.

Posted by: kaiser Soze 19 Jun 2020, 03:10
idallgo
მერე რა უპირატესობა აქვს მაგას?

პირველი კბილანა არც მე მჭირდება, მაგრამ მესამე - დიდი კბილანის გარეშე სისწრაფეს იზღუდავ.

Posted by: idallgo 19 Jun 2020, 09:38
kaiser Soze

სისწრაფე მართალი გითხრა მახატია... wink.gif

ტრასაზე და ქუჩაშიც იშვითად ვმოძრაობ.

ჰა და ჰა სახლიდან მთაწმინდის პარკამდე გადავიდე, 2.5 კილომეტრია დაახლოებით...

ძირითადად ახლო-მახლო მთაგორიან ადგილებზე დავდივარ. წავკისი-ტაბახმელა-კოჯორი ან კუსტბა ჩერეზ ტყე. ერთი-ორჯერ წყნეთშიც ვიყავი გადასული.

რავი უპრობლემოდ ვიარე აღმართებზეც.
თან ძველი ველოა და წინა სუპერს თუ არ ვამუშავებ არა მგონია ქვეყანა დაიქცეს და ველოსიპედების საზოგადოებიდან გამრიცხონ smile.gif.

Posted by: kaiser Soze 19 Jun 2020, 14:17
idallgo
გასაგებია რომ არ ხმარობ, მაგრამ რა უპირატესობა აქვს მარცხენა სიჩქარის გადასართავის მოხსნას, ამას ვერ ვხვდები.

ეგებ ძაან ციცაბო აღმართი მოგიწიოს და პირველი დაგჭირდეს, ან უცებ სისწრაფე მოგინდეს და მესამე დაგჭირდეს - ანუ პოტენციურად გამოსადეგია. ანუ რა უპირატესობა აქვს მავთულის ჩახსნას? ანუ ხელს რაში გიშლის? წონას მაქს 200 გრამს მატებდეს.

Posted by: idallgo 19 Jun 2020, 19:15
kaiser Soze
რავი რა გითხრა აბა. ჩავხსენი და დავკატაობ ასე კაი ხანია. უპირატესობა აქვს თქო არ მითქვამს. უბრალოდ ჩემს შემთხვევაში პრობლემა არაფერია და აღმართ დაღმათებშიც არ მიჭირს მოძრაობა ამ კომბინაციით. ნუ თავისთავად როგორ ხოდზე ხარ მაგასაც გააჩნია ალბათ...

Posted by: jack911111 25 Jun 2020, 18:27
გამარჯობა, ტრინქსს როგორი ველოსიოედები ყავს? გავთ ვინმეს გამოცდილება.

Posted by: nat7 2 Jul 2020, 14:00
გამარჯობა მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება 10 წლის ბიჭისთვის ველოსიპედის ყიდვისას რას მივაქციო ყურადღება? დამწყებია და მეც გამოუცდელი ვარ ამ ამბავში იქნება შეძლოთ ჩვენი დაკვალიანება

Posted by: FJ70 10 Jul 2020, 23:58
QUOTE
GIANT როგორი ფირმაა?

მეორადი ველოსიპედი ვნახე და თუ ღირს ყიდვა?



კარგი ფირმაა, ხარისხიანი, 4 წელი მყავდა მყავდა მაგ ფირმის ველო უცხოეთში ყოველდღე ვხმარობდი. კიდევ 2 ცალი სხვა ველოც შემეძლო მეხმარა, მაგრამ ეგ მუშაობდა ყველაზე უპრობლემოდ
აქაც მაგ ფირმის ვიყიდე იაფად ნახმარი city bicycle biggrin.gif სხვათა შორის 2010 წელში გამოშვებული ველოა, მუშაობს ვირივით უკვე 6 წელია ყოველდღე 12 კილომეტრს გავდივარ მაგით ყოველ დილას მარცხენა სანაპიროზე


* * *-------------------
nat7
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება 10 წლის ბიჭისთვის ველოსიპედის ყიდვისას რას მივაქციო ყურადღება? დამწყებია და მეც გამოუცდელი ვარ ამ ამბავში იქნება შეძლოთ ჩვენი დაკვალიანება


ბაზრობაზე ჩინური არ იყიდოთ, ან რაიმე მაგდაგვარი, მძიმეა და სულ ფუჭდება. ანუ ყველაფერი უხარისხოა შიგ, მერე მაგის კეთება ორმაგი ჯდება, ლამაზმა წარწერებმა და გარეგნობამ არ მოგატყუოთ biggrin.gif

ნახმარი გერმანული ან ტაივანის Giant-ი ბევრად, 100 ჯერ უკეთესია, ვიდრე ახალი ჩინური,

Posted by: kaiser Soze 2 Aug 2020, 22:41
ცუდია რომ ინტერესი პატარაა ველოებზე და ეს თემა მკვდარია.
ორი თვეა რაც მაქვს და არც საზ ტრანსპორტი, არც ავტო არ მიხმარია ამ ხნის მანძილზე - უსწრაფესად ვარ ქალაქის ყველა წერტილში.
სამსახურში რომ საზ ტრანსპორტით ყველაზე მცირე 25 წუთი მინდებოდა, ველოთი 13 წუთში ვარ სადარბაზოს კარიდან სამსახურის ველოს გარაჟამდე.
30 კმ/სთ-თი თავისუფლად დავდივარ ქალაქში. თან რაც მთავარია - არის ძალიან სახალისო - ყოველი რაიდისგან სიამოვნებას ვიღებ.
ველო ქალაქის ტრანსპორტის მომავლია.

nat7
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება 10 წლის ბიჭისთვის ველოსიპედის ყიდვისას რას მივაქციო ყურადღება? დამწყებია და მეც გამოუცდელი ვარ ამ ამბავში იქნება შეძლოთ ჩვენი დაკვალიანება

ცოტა გვიანი პასუხია, მაგრამ მე რომ 10 წლის ვიყავი, აისტი მქონდა და კაი იყო. ამ ბრენდს გავუწევდი რეკომენდაციას.
მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა, მაგრამ წესით კიდევ უნდა გამოდიოდეს. ბელარუსულია და იაფი ღირს.
ზოგ ჩემს მეგობარს დესნა ქონდა - და ესეც კაი იყო. ეხლა გამოდის თუ არა არ ვიცი. ვერ დავგუგლე.

Posted by: ITALIANEC 2 Aug 2020, 23:28
გამარჯობათ, ყიდვა მინდა და რომელი ბრენდი ვიყიდო ახალი/მეორადი - 500 700 ლარამდე . ქალაქში სასიარულოდ, (გლდანში ) 100 კგ , 1.85 სმ .
აზრზე არ ვარ ბრენდების. რამე მაყიდინეთ smile.gif ან ბრენდები ჩამომითვალეთ 2 -3 . რა გავითვალისწინო.

Posted by: კომუნისტ 3 Aug 2020, 13:34
ITALIANEC
CUBE, GHOST, GIANT, SCOTT
ესაა ყველაზე გაყიდვადი და ხარისხიანი ბრენდები, გერმანული, შვეიცარიული და ბოლო ამერიკა.
მაგ ფასად შეიძლება ყიდვა, მაგალითად სკოტის ან გოუსთის, ქოუბიც შეიძლება, მაგრამ შედარებით ძველი მოდელი იქნება...
ნაწილებს აქვს მნიშვნელობა და მდგომარეობას. მე ვიზუალზე გავაკეთე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და კმაყოფილი ვარ. Cube aim pro 2016-იანი მაქვს. მაგ ფასში, სამუხრუჭე სისტემა აუცილებლად როტორებზე და სითხეზე ჰქონდეს. V-ბრეიქ მოძველდა ძალიან.
მარტო ქალაქისას, გირჩევნია ქროსქანთრი, უგზოობაზეც რო გამოგადგება.

პ.ს. ლისზე არავინ დადიხართ აქედან ხო? ბოლოს 30+ კმ ვიარე :

Posted by: kaiser Soze 3 Aug 2020, 14:16
კომუნისტ
QUOTE
Cube aim pro 2016-

ეგ სამთო ველოა, და შესაბამისად ქალაქში ნაკლებად ეფექტური. და ახალი ეღირება სულ მცირე 1200 ლარი.

QUOTE
ნაწილებს აქვს მნიშვნელობა და მდგომარეობას. მე ვიზუალზე გავაკეთე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და კმაყოფილი ვარ. Cube aim pro 2016-იანი მაქვს. მაგ ფასში, სამუხრუჭე სისტემა აუცილებლად როტორებზე და სითხეზე ჰქონდეს. V-ბრეიქ მოძველდა ძალიან.

ვ-ბრეიქზე მაქვს და მშვენიერია (500 ევროიან მოდელზე - 2020ის გამოშვება - სპეშიალაიზდ, ანუ იაფიც არაა). არაა აუცილებელი როტორებზე და სითხეზე. უფრო ამძიმებს. მტბ-სთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასფალტზე არაა საჭირო.
ტურ დე ფრანსის ველოების აბსოლიტური უმრავლესობა დღესაც ვ ბრეიკებზეა.


ITALIANEC
კროს ტიპის ველოს გირჩევ, ანუ ჰიბრიდულს. ასევე ცოტა მძიმე რომ იყიდო უკეთესია, უფრო სტაბილურად იქნები. 100 კილოზე მჩატე და სწრაფ ველოს არ გირჩევ.
და ბიუჯეტი გაზარდო უნდა ცოტა, 1000 ლარზე ნაკლებად არ მოგივა ნორმალური.

Posted by: კომუნისტ 3 Aug 2020, 16:23
kaiser Soze
QUOTE
ეგ სამთო ველოა, და შესაბამისად ქალაქში ნაკლებად ეფექტური. და ახალი ეღირება სულ მცირე 1200 ლარი.

სამთოა, იდეაში, მაგრამ რამაზე ქროსქანთრი აწერია. ახალი 1400 ღირს, კი.
ქალაქში რა თქმა უნდა ნაკლებად ეფექტური იქნება, მთის საბურავებით, მაგრამ მაინც ვარჯიშის მიზნით, არა უშავს. ლისზე, წრიულზე, 40- კმ/სთც დავკეცე :დ (ღამით, რასაკვირველია)

ძალიან ბევრი კარგი მოდელებია ვი-ბრეიქზე, მაგრამ მაინც ახალი სისტემა სჯობს, არა?!..

Posted by: kaiser Soze 3 Aug 2020, 17:13
QUOTE
ძალიან ბევრი კარგი მოდელებია ვი-ბრეიქზე, მაგრამ მაინც ახალი სისტემა სჯობს, არა?!..

კი - ჩემსაზე 100 ევრო იყო განსხვავება - იმავე მოდელზე ვ ბრეიკზე. არ მიღირდა.


* * *
QUOTE
ძალიან ბევრი კარგი მოდელებია ვი-ბრეიქზე, მაგრამ მაინც ახალი სისტემა სჯობს, არა?!..

კი - ჩემსაზე 100 ევრო იყო განსხვავება - იმავე მოდელზე ვ ბრეიკზე. არ მიღირდა.


Posted by: ITALIANEC 3 Aug 2020, 23:01
ესე რა ჯიგრები ხართ, მეორე თემაც იყო ველოებზე მაგრამ კაციშვილი არ პოსტავს :დ მადლობა გაიხარეთ

Posted by: FJ70 14 Aug 2020, 15:56
QUOTE
ქალაქში რა თქმა უნდა ნაკლებად ეფექტური იქნება, მთის საბურავებით


თებერვლიდან მოყოლებული 4 ჯერ შევცვალე გაჭრილი და დაზიანებული საბურავები

შეიძლება cross country ველო, თავისი მთის საბურავებით იყოს ყველაზე შესაფერისი ამ ქალაქში სამოძრაოდ,

Posted by: არისტოტელე999 15 Aug 2020, 17:48
ადრე ძაან მევასებოდა ველოთი კატაობა
სულ დავდიოდი ქუჩებშიც მისწორდებოდა პროსტა კატაობა
ახლა აღარ მაქვს მუღამი
მეზარება ხოლმე თან აღარც მისწორდება
ველოც მომიძველდა, მაგრამ რავი სურვილი აღარ მაქ რა
არადა შემიძლია მანქანაში ჩავდო, ავიდე კუსტბაზე ან სადმე და იქ ვიკატაო საკაიფოდ მერე ჩამოვიდე

ისე 700 ლარის ფარგლებში რა ველოს ყიდვა შეიძლება?
უამორტიზატორო არ მინდა
ნახმარს ახალი მირჩევნია, მაგრამ ნახმარი თუ ბევრად უკეთესი იქნება მაგასაც განვიხილავ

Posted by: kaiser Soze 15 Aug 2020, 18:55
ველოს შერჩევისას გააჩნია სად დადიხარ.

მე ისეთ მუღამში ჩამაგდო ველომ რომ მანქანის მუღამი საერთოდ გამიქრა. ერთი სიამოვნებაა ქარს რომ ჭრი ველოთი. საზ ტრანსპორტი და მანქანა სამი თვეა არ მიხმარია - ერთი წუთითაც. ეგეც შენი ცო2 სეივინგი.

სანამ ველოს ვიყიდდი ორ კვირიანი ინტენსიური კვლევა გავაკეთე და მაგარი კმაყოფილი ვარ არჩევანით. აი პროდუქტი რომ 200% ით გაამართლებს მოლიდინებს.

მნიშვნელოვანია რომ მსუბუქია, ასე 10.5 კილო, რადგან დღეში რამოდენიმეჯერ მიწევს მეხუთე სართულზე ატანა და ჩატანა. სამთო და კროს ველოები 13 კილოზე ნაკლები არაა.

ჩაფხუტს სულ ვატარებ. აი ტურ დე ფრანსის მონაწილეები, ჩემზე რამდენად უკეთესი საიკლისტები არიან და ჩაფხუტს ატარებენ, ასე რომ დასკვნა მარტივია. თან 40+ ს ვადებ ხოლმე კომიუტინგისას, თუ ასფალტი მაძლევს საშუალებას (პრიალა უნდა იყოს და იანკების გარეშე). ისე საშუალოდ 30 კმ/სთ თი ვმოძრაობ ქალაქში.

მაგრამ უკვე უკეთესი ველოს მუღამში ჩავარდი. აგერ ოცნების ველოც მაქვს:
user posted image
1200 ევრო ღირს და შიმანო 105-ზეა. მსუბუქი და სწრაფია. ბაიკრადარმა საუკეთესო ველოდ დაასახელა 1000 ფუნტის მიდამოებში.

ეგეც ჩემი შავი ბედაური:
user posted image

Posted by: არისტოტელე999 15 Aug 2020, 19:31
მე road ბაიკები არ მევასება
ბორდიურებზე ჩახტომა-ახტომა და დაღლეპროჩაობა მევასება
ამიტომაც ცოტა ვირი ველო მინდა biggrin.gif

ზემოთა რაც დადე ძაან კაი ვიდზეა

Posted by: kaiser Soze 15 Aug 2020, 20:13
არისტოტელე999
ხო სხვადასხვა მუღამები აქვთ. მსუბუქი და სწრაფი.
ზოგადად როუდ ბაიკები მაგარ ვიდზეა, თავისი ვერძის რქების ფორმის საჭეებით.

აი ეგ მაგალითად უსექსეს ვიდზეა. 3000 ევრო ღირს ოღონდ.
ამაზე ოცნებაც არ ღირს, თუ სერიოზულად არ ხარ ბაიკ რეისინგით გატაცებული.

user posted image

ტურ დე ფრანსის ველოები 10 ათასი ევრო ღირს.

ყველაზე ძვირიანი ველო ისტორიაში - პეპელა ტრეკ მადონე - 500,000 $$ . იმიტომ რომ დამიან ჰერსტის არტ-ვორკია :დდ
პეპლების ფრთები დახატული არაა, მიწებებულია, ნაღდი პეპლების ფრთებია.

ისე ჩვეულებრივი ტრეკ მადონე ასე 10,000 ევროღირს და ტურ დე ფრანსის ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ველოა.

user posted image

Posted by: Gull wing 15 Aug 2020, 20:47
არისტოტელე999
ჰარდთეილი გჭირდება, როგორც ვხვდები, წინა ამორტიზატორით. როუდ ბაიკის წვრილ ბორბლებს რო ვუყურებ ხოლმე, გული მისკდება მაგით ან ბუგაროკზე როგორ ადიან ან ცოტა გაფუჭებულ გზაზე, სულ ლაპლაპა ტრასა გინდა რო მაგით ისიამოვნო.

რაც შეეხება ყიდვას, ნორმალური ნაწილებით რომ იყოს და გასიამოვნოს 1-2 წელი მაინც, ახლის ფასი დაახელოებით 1500 ლარიდან იწყება. Gt agressor, Trek marlin 5, cube - ის შედარებით იაფიანი მოდელები და მსგავსი ველოები, რაც ველომოყვარულებში დამწყების ბიუჯეტურ ველოებად ითვლება, მაგრამ საკმაოდ კარგია საკატაოდ და სავარჯიშოდაც, თუ მაინც და მაინც ყოველ კვირა დაშვება და სალტოების კეთება არ გიწევს. გამოცდილი ველომოყვარული არ ვარ, მეც როგორც ზემოთ დაწერა კაიზერმა, სანამ ვიყიდდი შევაგროვე ინფოები და ფასებსაც გადავხედე და 700 ლარად ახალს მე პირადად არ ვიყიდდი, ფიზიკურად არ მოვა რა წესიერი ველო.

Posted by: არისტოტელე999 15 Aug 2020, 21:11
Gull wing

მეც რომ ვუყურებ როუდ ბაიკებს ვერ ვხვდები როგორ უნდა იარო აქ
მე ჩემი ველოთიც რომელსაც ბევრად დიდი საბურავები აქვს, პატარა ქვის და კენჭის გამოც ბევრჯერ წავქცეულვარ

ჩემი ველო 8 წელი მყავს biggrin.gif
hardtail არის, მაგრამ მსუბუქია
მგონი სჯობს ჩემი გამოვაცოცხლო, თან უკვე იმდენი მყავს მეცოდება biggrin.gif
მუხრუჭები იჭერს ცუდად(უკანა განსაკუთრებით)
საბურავები არ მივარგა(უკანა განსაკუთრებით), დავბერავ თუ არა საბურავებს 2-3 დღეში იშვებს facepalm.gif ანუ საბურავები შესაცვლელია უეჭველი როგორი ვიყიდო მირციეთ რა
დაჟანგული ჯაჭვი და ამორტიზატორები არ ჩადის
რამდენი დამჭირდება რომ გამოვაცოცხლო?

მირჩევნია რომ ჩემით გავაკეთო, თუ მარტივია

Posted by: Gull wing 15 Aug 2020, 21:36
არისტოტელე999
ახალი იყიდე? იმიტომ გეკითხები, მანდ ზოგი ისეთი განაგლებულია, 10 წლის ველოებზე ამბობენ 700-800 ლარებს არიქა რამე ბრენდი იყოს ოღონდ და შენი თუ კარგი ბრენდია და რამაც კარგია, შეიძლება გაცოცხლება რატომაც არა. ოღონდ ფასები და კეთება ნაღდად არ ვიცი, არასოდეს დამჭირვებია. ბავშვობაში აისტი რომ მყავდა იმის მერე ახლაღა ვიყიდე ველო, ჯერ ბორბალიც კი არ მომიხსნია smile.gif)

Posted by: არისტოტელე999 15 Aug 2020, 23:33
Gull wing

კი giant არის
მაგრამ ისეთI რა იაფასიანი მოდელი
რამა მომწონს
მსუბუქია და ხოდზეა
კამერა და საბურავი მჭირდება პირველ რიგში
გონზე არ ვარ სად ვიყიდო და რა ზომის მინდა
უხარისხო არ მინდა

Posted by: Gull wing 16 Aug 2020, 00:54
არისტოტელე999
რაც გამახსენდა უცებ myvelo.ge არის საიტი და ფბ გვერდიც აქვთ, ნაწილებსაც ყიდიან და ხელოსნებიც ყავთ როგორც წერენ. შეიარე, იქნებ დაგაკვალიანონ.

Posted by: sploolh 21 Aug 2020, 05:21
"უვლთწრ მთ ჟვმვიჟრგჲ თმაქვ რჲგა გ ევკჟვმყპ.

ზვნა მთ 57, მჲწრა ევუა 34, თ ეგამარა მნჲდჲ ბჲლვმთ ჟთმптჲმთ.მჲ£ჲრ გნსკ 12 თ დპანეჲგფვპ 8 ჲრ სფთლთღვ .მე და ჩემი დედაქალების პონტერნერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არაფერი სიმპტომები ინტერესტიური თუ ხედავთ პირლანდის 33 სურათში იმუნიტურება ?"

Posted by: zviozvio 21 Aug 2020, 16:08
7 წლის ბავშვისთვის სად ვიყიდო ხარისხიანი ველო? ევროპიდან ჩამოტანილები ან ახლები აქ მაღაზიაში, რომლებს მირჩევთ და რას მივაქციო ყურადღება?

Posted by: kaiser Soze 22 Aug 2020, 05:48
zviozvio
7 წლის ბავშვს 20 ინჩიანი ბორბლებით უნდა.
თუ კარგად იცის, 24 ინჩიანიც შეგიძლია. რომელიც 12 წლამდე ეყოფა.

ჩემი 4.5 საა და 16 ინჩიანი ვუყიდე, რაც 6 წლის ჩათვლით ეყოფა, მერე დავააფგრეიდებ 20 იანზე.

საქართველოში არ ვიცი სად იყიდება, მაგრამ ჯობია პროფ ველო მაღაზიაში წახვიდე და იქ იყიდო. იმიტომ რომ თან გაგიმართავენ ველოსიპედს. ჩემთან ასე 500 ლარის ფარგლებში ღირს ნორმალური ბავშვის ველოები.

დეკატლონია კაი სპორტული მაღაზიების ქსელი ევროპაში და კაი ველოები აქვთ, როგორც ბავშვების, ისევე მოყვარულებისთვის.

Posted by: კანფეტებიანი-კოსმონავტი 22 Aug 2020, 15:09
რადგან ველოსპორტს არ აქვს ცალკე განყოფილება და თემაც მხოლოდ ეს დამხვდა, სად იყიდება ველოსიპედის დისკები? ინტერნეტში რატომღაც არავის არ უდევს. :დ

Posted by: RS-FELIX 7 Sep 2020, 11:46
დავფიქსირდი რა იცი რა ხდება smile.gif smile.gif

Posted by: ITALIANEC 8 Sep 2020, 12:25
გავყიდი გავცვლი გერმანულ ველოსიპედს, (მიზეზი დროის არქონა )
Bulls Wildcross Germany 48 Size.
28 იანი საბურავებით, (მოვაყოლებ ახალ Continentalis საბურავებს არის უმაღლესი ხარისხი ვინც არ იცით)
Shimano ს ნაწილებით.
მძიმე წონაზე გათვლილი.
-----
ფასი 950 ლარი.
- ან გავცვლი ვიდეო/ფოტოკამერაში , ან ტელეფონში რომელსაც ექნება ძალიან კარგი კამერა + ელემენტი ექნება 4000 დან ზევით (samsung, LG, Xiaomi, Oneplus )
-
user posted image
user posted image

Posted by: jije1 9 Sep 2020, 23:49
ჩამომივიდა ველოსიპედების კონტეინერი, მაქვს 200 ცალზე მეტი ველოსიპედი, 598199920 გლდანში

Posted by: vanotl 12 Feb 2021, 00:28
დავფიქსირდებით smile.gif)
user posted image

Posted by: psychedelic-gigi 12 Feb 2021, 06:52
ცოტა მეტი რომ ფიქსირდებოდეს მაინც, კარგი იქნებაა... help.gif

Posted by: vanotl 12 Feb 2021, 14:00
კი, არადა ფორუმზე წესით კარგი აქტიურობა უნდა იყოს.

Posted by: kaiser Soze 12 Feb 2021, 19:44
დავაფიქსირებ ჩემს ბედაურსაც. ივნისში ვიყიდე, პანდემიის პონტში და 1000 კმ-ს გადავცდი უკვე.

საზ ტრანსპორტი არც მიხმარია ეს პერიოდია. მანქანას მარტო შაბათ კვირაობით ვხმარობ, როცა ოჯახთან ერთად გაბდივართ შედარებით გრძელ დისტანციაზე.

user posted image

Posted by: vasili1988 15 Feb 2021, 10:37
მოგესალმებით

Trinx ბაიკებზე რა აზრის ხართ? ღიირს ყიდვა?

Posted by: psychedelic-gigi 15 Feb 2021, 10:49
QUOTE (vasili1988 @ 15 Feb 2021, 10:37 )
მოგესალმებით

Trinx ბაიკებზე რა აზრის ხართ? ღიირს ყიდვა?

გამარჯობა, არა არ ღირს... სჯობს ნახმარი იყიდოთ იგივე ფასში

Posted by: vasili1988 15 Feb 2021, 10:56
psychedelic-gigi

მადლობა

ვეძებ მეორადებსაც და იმხელა ფასებს აბრეხვებენ მეორადებზე რო რავიცი


Posted by: idallgo 15 Feb 2021, 12:39
მეც ვეძებ მეორადებს და ორი უკიდურესობაა მეორადებზე მაიმარკეტის ფასებს თუ გადავხედავთ.

1. იაფად რაც იყიდება, ვგულისხმობ 400-500 ლარის ფარგლებში არის ჩინურები რაღაც უცნობი ბრენდების, რომლებზეც პირველზე თუ არა, მეორე-მესამე გასვლაზე უკვე პრობლემები გამოჩნდება ან არის ცნობილი ბრენდების, ბულსი, სკოტი, ტრეკი და ა.შ. რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან, ძალიან ძველია (მოდიფიკაციას თუ შევხედავთ სადღაც 12-15 წელია რომ აღარ გამოდის) და მდგომარეობითაც კაი დაღლილია.

2. შედარებით ძვირად რაც იყიდება, ვგულისხმობ 1000 ლარი და ზევით, მათი უმეტესობა ნორმალურ მდგომარეობაშია მაგრამ მაინც ძველი მოდიფიკაციებია.

აი კარგი მეორადი, გამართულიც რომ იყოს და უფრო თანამედროვე 1500-2000 ფარგლებში იყიდი, მაგრამ მე პირადად თუკი მაგხელა თანხას გადავიხდი, მირჩევნია განვადებით ვიყიდო სულ ახალი ველო მაღაზიიდან თუნდაც უფრო ძვირიანი.

500-1000 ლარის სეგმენტში არაფერი არაა საერთოდ ნორმალური.
აქ კიდევ ერთი მომენტია, გააჩნია ვინ ყიდის. არიან ტიპები რომლებსაც კონტეინერებით ჩამოსდით ველოები და მარტო ველოებს ყიდიან. ასეთებთან რამდენიც არ მივედი ვერ ვნახე წესიერი ან რაც წესიერი იყო უაზრო ფასს ადებდნენ. არიან სხვები, რომლებიც, ველოსიპედებთან ერთად, ველო ნაწილებსაც ყიდიან და თან არემონტებენ კიდეც. ასეთებთან უფრო შემხვედრია კაი ვარიანტები. ასევე თვითონ ვინმე თუ ყიდის თავის ველოს მანდაც შეიძლება ნახვა.

Posted by: vasili1988 15 Feb 2021, 13:30
idallgo

მართალი ხარ, მეც მასე მირჩევნია მაღაზიაში ვიყიდო განვადებით ვიდრე 1500 მივცე მეორადში და ძველ მოდელში

Posted by: psychedelic-gigi 15 Feb 2021, 19:39
QUOTE (vasili1988 @ 15 Feb 2021, 10:56 )
psychedelic-gigi

მადლობა

ვეძებ მეორადებსაც და იმხელა ფასებს აბრეხვებენ მეორადებზე რო რავიცი

მოთმინებით ეძებე და გამოჩნდება რამე. ვინმე პიროვნებისგან იყიდე კერძოდ ვინც არ ვაჭრობს და შეიძლება მისაღებ ფასში იყიდო 600-700 ლარად . უნდა შეგხვდეს რაიმე ქროს ქანთრი ნორმალურ მდგომარეობაში

Posted by: vasili1988 15 Feb 2021, 20:15
psychedelic-gigi

კი ვეძებ ყოველდღე, გამოჩნდება თუ არა ვიყიდი თუ არ დამასწრეს smile.gif

Posted by: psychedelic-gigi 15 Feb 2021, 23:18
ვინმე ფიქსიზე არ მოძრაობით ან ერთ სიჩქარიანზე?

Posted by: Erekle 007 25 Feb 2021, 11:54
QUOTE
მადლობა
ვეძებ მეორადებსაც და იმხელა ფასებს აბრეხვებენ მეორადებზე რო რავიცი

vasili1988
593 18 70 18 ზაზა. აბა ამას დაურეკე მგონი ამისგან ვიყიდე ძალიან კარგი ველოსიპედი ძალიან კარგ ფასად და სხვებიც ქონდა, ოღონდ უფრო ძვირიანები. რა თქმა უნდა გერმანულები

Posted by: mind_auger 21 Apr 2021, 18:13
მეგობრებო ამ დასაწვავ თბილისში ღირს როუდ ბაიკის ყიდვა 29-იან ბორბლებზე??

თუ ისევ 26-იან ჰარდთეილებს მივაწვე??

არმომწონს ეს მძიმე ძონძროხა ამორტიზატორიანი ჰარდთეილები თან 6-ე სართულზე უნდა ვარიხინო და...

მირჩიეთ რა...


Posted by: lasha16 22 Apr 2021, 02:25
QUOTE (mind_auger @ 21 Apr 2021, 18:13 )
მეგობრებო ამ დასაწვავ თბილისში ღირს როუდ ბაიკის ყიდვა 29-იან ბორბლებზე??

თუ ისევ 26-იან ჰარდთეილებს მივაწვე??

არმომწონს ეს მძიმე ძონძროხა ამორტიზატორიანი ჰარდთეილები თან 6-ე სართულზე უნდა ვარიხინო და...

მირჩიეთ რა...

რთული კითხვაა biggrin.gif
თუ ასფალტზე გაქვს გათვლა მაშინ რათქმაუნდა როუდ ბაიკი... თუმცა თუ უკვე გყავს ჰარდთაილი, მეორე ჰარდთაილის ყიდვას რაღა აზრი აქვს, როუდი აიღე.

შარშან მეც ამ დილემის წინაშე ვიყავი, როუდი თუ ჰარდთაილი თქო, მერე ვიფიქრე რავიცი სად მომიწევს წასვლა, ზოგადი დანიშნულებისთვის მინდოდა და არა მხოლოდ ტრასაზე სიარულისთვის, ამიტომ ჰარდთაილი ვიყიდე.
ისე კი ორივე უნდა გყავდეს biggrin.gif


Posted by: mind_auger 22 Apr 2021, 02:55
lasha16
ჰარდთეილი გზაზე რთულად სატარებლად მეჩვენება..იმენა მძიმეა რაღაცნაირი რავი...
ძირითადად ხო გზაზე გვიწევს მაინც სიარული რავი ტყეღრეში ვინ დადის რო?

Posted by: lasha16 22 Apr 2021, 06:53
mind_auger
ჩემი trinx M136 pro, შარშან ვიყიდე და 95% ასფალტზე ვიარე, სადღაც 5% გრუნტზე. სულ 400 კილომეტრამდე მაქვს გავლილი.
რომ ავწონე 17 კილოა. ექსტრემალი მე არ ვარ და არც არავის ვეჯიბრები, არც სიჩქარეს ვითხოვ და საერთოდ არ მოვითხოვ პირველობას, ეგღა მაკლია ქანცი გავიწყვიტო და ველოსიპედს დავაკვდე biggrin.gif ყველაფერი ჩემით დავარეგულირე და უხმოდ დადის საერთოდ, არაფერი არ გაფუჭებია.

ელექტროზე გადაკეთებასაც ვფიქრობ თუმცა გადავიფიქრე, რადგან ველოს ჯერ მაინც არ ვიყენებ როგორც სატრანსპორტო საშუალებას, ანუ მხოლოდ სასიერნოდ და გასართობად ვიყენებ, ვარჯიშში მეთვლება. ელექტრო კარგია როცა ქალაქში ყოველდღე გიწევს გადაადგილება, აღმართებისთვის.

როუდის მუღამი მაქვს, საინტერესოა როგორია, თუმცა მე ნაჯდომიც არ ვარ, ჰარდთაილებს ყველა ვარიანტში აჯობებს, ჩქარაც დადიან

Posted by: mind_auger 22 Apr 2021, 10:55
QUOTE
ჰარდთაილებს ყველა ვარიანტში აჯობებს, ჩქარაც დადიან

ხო მარა ერთი მინუსი აქვს რო ბუგაროკებზე და იამებზე ფრთხილად უნდა იყო შეიძლება წაიქცე რო მოუდუნდე
პლუს დაწოლილი ხარ ფაქტიურად


Posted by: lasha16 23 Apr 2021, 05:32
QUOTE (mind_auger @ 22 Apr 2021, 10:55 )
QUOTE
ჰარდთაილებს ყველა ვარიანტში აჯობებს, ჩქარაც დადიან

ხო მარა ერთი მინუსი აქვს რო ბუგაროკებზე და იამებზე ფრთხილად უნდა იყო შეიძლება წაიქცე რო მოუდუნდე
პლუს დაწოლილი ხარ ფაქტიურად

ხო, ეგეც გასათვალისწინებელია, როუდზე ზურგი თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გქონდეს და რანაირად მოვერგები მაგ პოზას, არც ვიცი.
მემგონი არის ცოტა სქელი საბურავები, სხვადასხვა პროტექტორით რომელიც გაუძლებს დაგრუნტულ გზას. გზებზე იამებს და ბუგაროკებს უნდა ააცილო, შენზეა დამოკიდებული, თუ მოუფრთხილდები, ველოც დიდხანს მოგემსახურება.
ზოგს ჰგონია რადგან ველო ახალი იყიდა, ყველაფერი უნდა შეეძლოს და ყველაფერს უნდა იტანდეს... არადა ყველაფერს თავისი ექსპლუატაციის წესი აქვს, როგორც კი გადახვალ ამ ზღვარს, უმალვე გიმტყუნებს, რაღაც გატყდება და გაფუჭდება.
ასე რომ ველო უნდა მოირგო, უნდა განსაზღვრო რასთან მოგიწევს შეგუება და მერე გადადგა ნაბიჯი საყიდალდ.

Posted by: forum_irakli 23 Apr 2021, 18:11
https://www.gsport.ge/products/249

ეს ნახეთ აბა, ამისი ყიდვა ღიირს? თუ trinx ჯობია?

Posted by: lasha16 25 Apr 2021, 04:01
QUOTE (forum_irakli @ 23 Apr 2021, 18:11 )
https://www.gsport.ge/products/249

ეს ნახეთ აბა, ამისი ყიდვა ღიირს? თუ trinx ჯობია?

XDS ჩინურია და კიდევ უფრო მეტად ნაკლებად ცნობილი ბრენდია ვიდრე Trinx თუმცა, იდენტური მოდიფიკაციის მქონე Trinx წესით ცოტა იაფი უნდა იყოს,

Posted by: არისტოტელე999 26 Apr 2021, 16:16
QUOTE
https://www.gsport.ge/products/249


ეჰ 500-700 ლარად ადრე Giant და ნორმალური ფირმების ველოები იყიდებოდა ახლა რა ჯართებს ყიდიან მაგ ფასად sad.gif

Posted by: mind_auger 29 Apr 2021, 04:03
არისტოტელე999
თუ რამე იდება კარგ ფასში იყიდება წამსვე
გამზადებული უნდა გქონდეს თანხა

Fიტნეს ბაიკი იდო იმ დღეს HEAD-ის კარბონის ვილკაზე სულ ახალი 2019 წლის 550 ლარად ედო ტიპს 2 საათის დადებული ჰქონდა,თბილისში არ ვიყავი და რომ მივწერე გაყიდული ჰქონდა უკვე.

მეორეც იყო გონჩი BULLS DESERT FALCON რუსთავში ყიდიდა ტიპი შიმანო 105-ის სბორზე იმენა ბაიკი კიარა სტელსი იყო 750 ედო ფასი და 650-ში გავყიდიო რომ დავურეკე დამასწრეს უნდა ნახონო..ნახეს და ეგრევე წაიყვანეს.

ასე რომ იმენა ხელზე უნდა გქონდეს ფული რა..


Posted by: david1990 7 Aug 2021, 22:59
გამარჯობა. ეს როგორ დავარეგულირო, რომ წითელი ნიშნული ზუსტად ემთხვეოდეს სიჩქარეს?
მეოთხეშია და წესით წერტილზე უნდა იყოს...

user posted image

Posted by: Jedi Warrior 21 Aug 2021, 14:05
გაუმარჯოს ველომოყვარულებს,

ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება რომ გამოგეწერათ ველოსიპედი? - თბილისში არსებულ მაღაზიებში ფიტნეს ბაიკები არ იყიდება ფაქტიურად და ჩამოტანითაც არ არის მარტივი ასე ინდივიდუალურად არ ჩამოაქვთ . მადლობა

Posted by: system1ka 23 Sep 2021, 18:30
ვინმე შეიძლება იყოს დაინტერესებული ორიგინალ იაპონურ 1975 fuji special tourer ველოსიპედზე?
user posted image

Posted by: GIGABYTE77 24 Sep 2021, 05:24
system1ka
ვნახე ეს მაიმარკეტზე. მშვენიერი ველოსიპედია. ბლომად ფული რომ მქონდეს უეჭველად ვიყიდდი, მაგრამ ეჰ :/

Posted by: system1ka 24 Sep 2021, 10:41
GIGABYTE77
ფაქტიურად ისევ ისეთია რაც ქარხანამ გამოუშვა biggrin.gif მგონი არც არაფერი არ შეცვლილა. საბურავებიც კი თავისი აქვს ქარხნული. რავი ვფიქრობ 800 ლარი არ უნდა იყოს ძვირი. კი არის ასაკიანი მაგრა...
user posted image

Posted by: GIGABYTE77 24 Sep 2021, 20:41
system1ka
არ არის, მაგრამ ეს რომ ვიყიდო მერე სხვას ვეღარ გავწვდები :დ
არადა მე უფრო სამთო/ჰიბრიდი მჭირდება.

Posted by: system1ka 27 Sep 2021, 14:58
იდეაში გაცვლაც მაწყობს სამთო ველოში.. ამით მიჭირს მე სიარული.

Posted by: GIGABYTE77 28 Sep 2021, 04:21
system1ka
იმედია გაყიდი ან გამოჩნდება რამე საშენო. მე უკვე ერთი თვე ნახევარია რაც ვეძებ და ვერაფერი ვიპოვე ჯერ. არაუშავს, მაგრამ უბრალოდ ცოტა დამღლელია. boli.gif

Posted by: system1ka 28 Sep 2021, 10:00
GIGABYTE77
გაიხარე მეგობარო... ფეისბუქზე არის რამდენიმე აქტიური ჯგუფი ველოსიპედების ყიდვა გაყიდვის და გადახედე იდება ხშირად კარგი ვარიანტებიც.

Posted by: GIGABYTE77 29 Sep 2021, 06:43
system1ka
მადლობა. კი, ვნახულობ ხოლმე მანდაც.

Posted by: HCl 29 Sep 2021, 11:01
გამარჯობა, ამეებზე რას იტყვით? იაფია და არ გამიგია ეს ფირმა
https://extra.ge/detailed/ridex/sporti-da-mogzauroba/velo-sporti/velosipedi/ridex-rdx27-samto-velosipedi-327872

Posted by: GIGABYTE77 29 Sep 2021, 19:24
HCl
როგორც ვიცი არ ღირს ყიდვა; იაფფასიანია და უხარისხო.

P.S. ადრე Totem-ის ბრენდზე ვიკითხე აქ და არც ეგ იყიდოთ; როგორც გავარკვიე ეგეც კაი ნაგავი ყოფილა ძირითადად.

Posted by: kaiser Soze 29 Sep 2021, 19:56
HCl
არ ჩანს ცუდი. შიმანოს გრუფსეტი - ყველაზე ბეისიკი, მაგრან მაინც პლუსი ამ ფასში.

ორმაგი დისკები

დისკ ბრეიკები, რაც ამ ფასში ლამის წარმოუდგენელია.

Posted by: HCl 30 Sep 2021, 00:28
kaiser Soze
ქართული ყოფილა, ფოთში იწყობაო. ვერ ვერკვევი ბაიკებში და რა ვიყიდი არვიცი.

GIGABYTE77
გარანტიაო ისაო ესაო, ვკითხავ სხვებსაც რას იტყვიან. ძაან ცუდი თუ არაა, შევუწყობ ხელს წარმოებას

Posted by: GIGABYTE77 30 Sep 2021, 06:11
HCl
რავიცი, მეც მოხარული ვიქნები ქართული წარმოება რომ განვითარდეს, მაგრამ რაღაც მეეჭვება სერიოზული დონის თუ არა, ნორმალური მაინც იყოს ამათი ველოები; თუ მაინც გადაწყვეტ და იყიდი, გაგვიზიარე შთაბეჭდილებები.

Posted by: Nick_Halden 22 Mar 2022, 13:17
ბიჭებს გაუმარჯოს , თბილისში ელექტრო ველოსიპედს სად გავაკეთებინებ ხოარ იცით?

Posted by: პითონი 22 Mar 2022, 17:40
სალამი
ვინც შეძენით დაინტერესდებით

https://forum.ge/?showtopic=35231925&f=&st=0&#entry59029006


Posted by: mind_auger 28 Mar 2022, 16:12
ქალაქის ტურინგი მყავს 2015იანი პეგასუსი L ზომა,ვინც იცის მიხვდება როგორი მოშნი ველოა როუდში ან ფიტნეს ველოში ვინ გამიცვლის?

Posted by: Ras_al_Ghul 13 Apr 2022, 17:22
სალამი ყველას,

მეორადი (ნორმალურ მდგომარეობაში) ველოები სად იყიდება თბილისში? ხო არიცით ტოჩკები biggrin.gif

Posted by: assassin23 14 Apr 2022, 20:29
სასტავ ნაწილებს იწერთ თუ ყიდულობთ ადგილობრივ ბაზარზე,
და რომელ მაღAზიას მირჩევთ ანწილების შესძენად, ხარისხიანი ნაწილების ?

Posted by: kriketi-1985 5 Jun 2022, 09:54
გამარჯობა.
მაინტერესებს ველოსიპედით სად დავდივართ და საგზაო წესებს ვემორჩილებით?

Posted by: kaiser Soze 5 Jun 2022, 15:11
kriketi-1985
კი ემორჩილები. თეორიულად სადაც მანქანა დადის იქ ველოთიც წახვალ, თუ დაბალი სიჩქარის შეზღუდვა არ აქვთ.

პრაქტიკულად კი, თბილისის ქუჩებში ალბათ თვითმკვლელობაა ველოთი საამანქანო გზებზე სიარული. მძღოლები არ ელოდებიან ველოებს გზებზე და ქაოსური ტარების სტილია.

საქართველოში მისწრება იქნება გრაველის ტიპის ველო საფლის გზებზე. რკონში შეგიძლია ველოთი ასვლა ან შიო მვიმეში. გერგეთის სამებაზეც ახვალ ალბათ.

Posted by: kriketi-1985 5 Jun 2022, 16:04
kaiser Soze
მადლობა pop.gif

Posted by: ლანიაკეას_პატრიოტი 17 Aug 2022, 21:08
რატომაა ეს თემა ასე ჩამკვდარი? არ ვიმსახურებთ ამას sad.gif

ესეთი პრობლემა მაქვს, კორპუსის პატარა ბინაში ვცხოვრობ და არც გარაჟი მაქვს, არც არაფერი. ველოს რეცხვა-გასუფთავების ამბავს როგორ აგვარებთ ესეთ პირობებში?

Posted by: IONx64 18 Aug 2022, 10:07
სალამი ყველას აქ. ახლო მომავალში ვაპირებ ველოს ყიდვას და მინდა ყველა ინფორმაცია რაც აუცილებელია გავითვალისწინო ყიდვისას ზომა და ყველაფერი რა თან ჩვენს ტრასას რეგიონში მითუმეტეს ერგებოდეს.
დიდი გამოცდილება ამ საქმეში არ მაქვს ფაქტიურად ნიუბაი ვარ. smile.gif

Posted by: ChingWenFou 21 Aug 2022, 21:42
QUOTE
სალამი ყველას აქ. ახლო მომავალში ვაპირებ ველოს ყიდვას და მინდა ყველა ინფორმაცია რაც აუცილებელია გავითვალისწინო ყიდვისას ზომა და ყველაფერი რა თან ჩვენს ტრასას რეგიონში მითუმეტეს ერგებოდეს.
დიდი გამოცდილება ამ საქმეში არ მაქვს ფაქტიურად ნიუბაი ვარ.

ალბათ მთის ველოსიპედი უნდა იყიდო, თუ უგზოობაში აპირებ სიარულს, აი ასეთი რაღაცეები შეგიძლია დასერჩო და გაერკვევი:

https://www.eriksbikeshop.com/mountain-bike-buying-guide
https://www.bikeradar.com/advice/buyers-guides/best-mountain-bike/
https://hub.chainreactioncycles.com/buying-guides/bikes/mountain-bikes-buying-guide/




Posted by: John Paul Jones 3 Oct 2022, 20:06
როუდები რატო არ იშოვება? ფასის გამო? sad.gif

Posted by: Agonist 4 Oct 2022, 23:13
QUOTE (John Paul Jones @ 3 Oct 2022, 20:06 )
როუდები რატო არ იშოვება? ფასის გამო? sad.gif

როგორ არიშოვე ყიდვა გაყიდვის ჯგუფებში იდება ხოლმე ნუ რათქმაუნდა ძვირებიღის

Posted by: Caucasusoul 23 Apr 2023, 19:01
მარტო წინა ამორტიზატორებით მინდა რამე პოლუ-მთის საერთოდ საინტერესოა ქალაქში რამდენი კილომეტრის გავლას შეძლებს ადამიანი და რამე კლუბი არ არის თბილისში

Posted by: kaiser Soze 23 Apr 2023, 20:35
Caucasusoul
ჰიბრიდები შეგიძლია.

მე გრეიველს გირჩევ თუ საუკეთესო გინდა, მაგრამ ძვირია (როგორც გზატკეცილის ველო) და ამორტიზატორები არ აქვს.

გრეიველი არის იგივე გზატკეცილის ველო, ნაკლებად აგრესიული გეომეტრიით და უფრო სქელი ბორბლებით. გრუნტზე და უგზოობაზეც კარგია და თან სწრაფია. რეგიონებში გადასაასგილებლად იდრალური. მაგრამ 4000 ლარზე იაფად ვერ ნახავ.

Posted by: mind_auger 24 Apr 2023, 01:54
kaiser Soze
ეხლა ძაან ბალამუტობა მგონია მე მოყვარული ველოსიპედისტისთვის გრეიველზე იჯდება თუ ფიტნეს ბაიკზე როცა ფასში სხვაობა 5-6მაგია.

Posted by: kaiser Soze 24 Apr 2023, 10:57
mind_auger
თუ გაქვს კარგი ინვესტიციაა - გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებ. არც კაი ფიტნეს ველოებია იაფი. საწყისი გრეიველი საწყის ფიტნესზე მაქს ორჯერ ძვირი ღირდეს.

Posted by: Caucasusoul 24 Apr 2023, 23:39
4000 ველოში ვერ გადავიხდი ბოლოს სალონიკში მყავდა და მთელ ქალაქს უვლიდი და აქ რამდენათ კომფორტულია მოძრაობა ნუ საცობების გათვალისწინებით ალბათ ისევ შიმანოს ავიღებ 26 ზომის მაღალს

Posted by: mind_auger 25 Apr 2023, 06:07
Caucasusoul
ისე მე მყავს გერმანული პეგასუსი ტურინგ ველო.რომელსაც უკვე წელიწადია აღარ ვიყენებ.აღარ რა ვეღარ,დრო აღარ მაქვს და მიყენია ბინაში :დ

Posted by: Caucasusoul 25 Apr 2023, 10:55
mind_auger
ალუმინის ხო არ არის შემთხვევით შენი ველო, ვფიქრობ და ვფიქრობ აი მაგალითად კურიერად რო დავიწყო ვითომ ველო გამართლებულია თან პატარა ბლოგივით მაქვს და ინფოს შევმატებდი თბილისზე ძირითადათ მთავარია ველომ გამიმართლოს და სადმე გზაში არ დამტოვოს

Posted by: mind_auger 26 Apr 2023, 03:33
Caucasusoul
ყველა ახალი და მინიმუმ კარგი ველო ან ალუმინია და უკეთესი კიდე კარბონი.
ჩემი 7005იანი ალუმინია მაღალი დატვირთვის.ტურინგ ველოა დიდი წონების ზიდვაც რომ შეუძლია შორ მანძილზე.რულიც ტურინგის დავუყენე
user posted image
ესაა,ყველაფერი ქარხნული აქვს,რაც მოყვება გამართული ველოა დაჯექი იარე.
ორმაგი ქარხნული დისკებითაა და ორიგინალი შვალბეებით
შიმანოებიც მაღალი დონის აქვს
კოლოფი alivio
კასეტა deore LX
წინაც პიეზო უყენია განათება რომ ერთდება
მოკლედ სუფთა გერმანული ველოა zeg.de ზე ნაყიდი.
ვინც ერკვევა იცის პეგასუსი რაცაა.

Posted by: გიო88 14 May 2023, 23:35
სალამი ხალხს, ახალი ვარ ამ თემაში და მოგესალმებით

Posted by: UgoChavez 21 Sep 2023, 19:36
სალამი, სტიკერებს სად ვიყიდი ველოსთვის? გამოწერა არ მინდა. ან დაბეჭდვა თუ შეიძლება სადმე ისეთ ხარისხში რო ველოზე დაკრობა შეიძლებოდეს და სულის შებერვაზე არ აძვრეს.

Posted by: Vanpersie18 22 Sep 2023, 12:44
სამი ველო მყავს ერთი მეუღლისაა და ორი ჩემი

26 ნი მყავს სერიუსის ორიგინალი გერმანული მთის საერია


XT DEORE SHIMANO

დეორე რაცაა და რა დონეცაა იცით ალბათ და თან XT ვაფშე ჰაი კლაია

ალივიოა კოლოფი

ჰიდრავლიკის მუხრუჭებით

7005 ალუმინით
მესამე ეხლა ვიყიდე 28

საკატაოდ აქ კარგია და ის სოფელში დამყავს სერიუსი

28 ეგეთია ზუსტად

სულ 12 კილომდეა არც კი და მაგარი ვიდიანია

სწორზე სპიდს 40 ვაშორებ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)