8 ქვეყანაში, 15 სარტყელში ზე’რაგბის 22-ე სეზონის წინ მედია იმაზე’ღა მსჯელობს, თუ
როგორ გაილაღებენ კივები, და მახვშებიც რას უწამლებენ ნაკლულ სისტემასOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( წინა 6 სეზონის წინათქმა + შეჯამება + ცხრილები + EN
იხილეთ სტატიაში, საითზე ))
შარშან, პირველი ზე 18-ის პლეი’ოფში ოთხი კივური გუნდი გავიდა, მაგრამ პროტექციონისტური, აშკარად პრო-აფრიკული ფორმულის გადამკიდე, ზელანდიის მხოლოდ ჯილამ გამართა მეოთხედ’ფინალი შინ. ამის’და მიუხედავად, მოწინავე ოთხეულში მაინც შევიდა კივური ტრიო, სამივე ვაილდ’ქარდმა კი ქულებით ბარაქიანად ჩამოიტოვა ავსტრალიის ფალავანი, და ორმა "მწვანე აფრიკის" მოწინავესაც აჯობა
რაც ახლა წაიკითხეთ, მაგას ძირის ძირამდე ზე’რაგბის გურმანი თუ ჩასწვდება, თორემ ფანებიცა და მედიაც წუხან, ეს რა თავ’სატეხიაო. შარშან საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოფიციოზი - "სანზაარის" საითი ჯიუტად არ აქვეყნებდა უმთავრეს - ერთიან, 18-გუნდა ცხრილს
ეჭვად გვაქვს, რომ ლაიონზის მწვრთნელი დებულების დეტალებში ჩაიჭრა და მაგის გამო სტუმრად ითამაშა ფინალი; "როიტერსმა" ეგრეც ვერ გაარკვია, ერთიანში ლიდერები რის მიხედვით დაელაგებინა, ქრუსეიდერზის მენეჯერმა კი აღიარა: შვიდი (!) ცხრილი რაში მარგია? ერთი (!) შემიდგინეთ, საიდანაც ზედა რვა გუნდი პლეი’ოფში გავაო
ჩიხში შევაოისმინა რა რაგბეთის ჩივილი, ბოლოს სანზაარ’მაც აღიარა, სისტემა ნაკლულიაო და "სტრატეგიული რევიუ" შეუკვეთა მენცრებს. ამათ რა დაასკვნეს, ეგ ჯერაც საიდუმლოა, მაგრამ თურმე სულ მალე - მარტში (რიცხვს არსად წერენ!) ალიანსის დესპანები სიდნის ნაცვლად ლონდონში შეიკრიბებიან, რათა 2018 წლის ფორმულაზე იმსჯელონ
მედიას შეუტყვია, არგენტინისა და იაპონიის თითო გუნდს არას ერჩიან შეფები, მაგრამ აფრიკას კი მიუთითებენ პარტნიორები, ქინგზი და ჩიტაზი დაშალეთო, ხოლო ავსტრალიას ფორსის გაწირვას მოსთხოვენ. ამაზე ორივე, რაღა თქმა უნდა, სასტიკ უარზე დადგება, რადგან დიდი ბრძოლით მიუღწევია კივეთთან უფლებრივი თანა’სწორობისთვის
მერე კიდევ, ორივე ქვეყნის "მორაგბეთა ასოციაციები" თავიანთ წევრთა პროფესიულ ინტერესებს დაიცავენ, რაკი ბარემ ასი ოსტატი უმუშევარი დაურჩებათ. ნაკრებთა შეფებიც იტყვიან, ზე’რაგბის დასის შეკვეცით არჩევანი გაგვიმწირდებაო, ბოლოს კი თავად მახვშები თურმე ხელზე დაიხვევენ იმას, რომ ტელე’კონტრაქტებს ყავლი 2020 წელსღა გასდით. ჰოდა, ვარაუდობს მედია, კრება ჩიხში შევა და მხიარულად დაიშლებაო
ერთბაშად 7 ქულა2014 წლის გარიგებით, წლეულს შავები არ ეთამაშებიან ლურჯებს, ხოლო ყვითლები - მწვანეებს. სიახლეა ის, რომ ნახევარ’ფინალში გასულები (სტატიკური) ბადის მიხედვით შეწყვილდებიან და არა (დინამიური) ნომრებით. შეიქმნა სამ-კაცა სამსჯავრო, რომელიც ჩამოარიგებს ბანებს, უქმი ვიქენდი კი აღარ ჩაითვლება სასჯელის ვადაში - ამავე დასკვნამდე ჩვენი წესრიგის კომიტეტი ადრე მივიდა!
"მსოფლიო რაგბის" განრიგით, ამოქმედდება ახალი, საცდელი წესები: ცრუ შერკინებაში 8 კაცი უნდა ჩადგეს - საქართველოში უკვე ეგრეა; მრავალ’ჯერადი ხეირის შემდეგ კაპიტანი აირჩევს, სად დაინიშნოს ჯარიმა; საჯარიმო ლელო ერთბაშად 7 ქულაა და გარდასახვა აღარ დაირტყმება; ბურთმა კი ჰაერში გინდაც გადაკვეთოს კიდის ხაზის სიბრტყე, მიწაზე დაუბიჯებლად მაინც შეგეძლება მისით თამაში (ნრლ)
142 მატჩი ოთხ კონტინენტზე, 8 ქვეყანაში და 15 სასაათო სარტყელში გაიმართება. სან’ვულვზი ისევ 3-ჯერ ირაგბებს სინგაპურში; "ქალაქ გარეთ" თითოჯერ გავა ოთხი ზელანდიური კლუბი (გამონაკლისია ქრუსეიდერზი); ორი თამაში კი სულაც ზღვისრეთის კუნძულებზე - სუვაში (ფიჯი) და აპიაში (სამოა) გაიმართება
ბოდენი და ჯორდიეს არცაა გასაკვირი, რადგან ბლუზს განაცხადში 15 სამოელი ჰყავს, გურუ ტანა უმანგას ხათრით კი თვით სონი-ბილ ვილიამსი ჩაწერილა ოქლენდში, ოღონდაც ჯერაც იშუშებს რიოში მიღებულ ტრავმას
ერთი ხანობა იუქმებს "ოლ ბლექსის" ქრუსეიდერი კაპიტანი ქიარან რიდიც. ამ გუნდში ვეღარ ვიხილავთ მონპელიეში გადასულ ნემანი ნანდოლოს, შემოდგომიდან კი "ქართველთა საბუდარში"ვე მივა ჩიფსის 10 ნომერი არონ ქრუდენი
ჩიფსი არდადეგებზე ორ უმსგავსო, ფემინისტურ სკანდალში გაეხვია, მერე კი დაემტვრა 9 ნომერი ბრედ ვებერი. ჰარიქეინზი ისევ მოისაკლისებს უიღბლო ნეჰე მილნერ-სქადერს, მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბეს, მგეზავ ბოდენ ბარეთს კი მხარში ამოუდგება უმცროსი ძმა, ჯორდი
სრულიად ბრიტანეთის "ლომები" ზელანდიაში რომ ჩადიან, 14 რაუნდის შემდეგ ზე’რაგბის განრიგი აირევა, ოზთა ჯილა კი, სავარაუდოდ, 2014 წლის ჩემპიონი, ვორათაზი იქნება
ქვეიდი, სმითი, პუატრანობრამბიზს ბარემ ოთხი ლიდერი (მორ პოქოქ ტომუა ტომანე) წაუვიდა და არგენტინელი 9 ნომერი, ტომას კუველიც დაემტვრა, ხოლო რედსს თუმც დაუბრუნდნენ ქვეიდ ქუპერი, სთივენ მორი, სქოთ ჰიგინბოთამი და 36 წლის, მსოფლიო მოვლილი მღლეტელი ჯორჯ სმითი დაემატა - ძნელად, რომ უცებ აბურთავდეს
ვორათაზის კოლორიტი, კვაჭი ტატაფუ პოლოტა-ნაუ გადავიდა ფორსში, ვინაც ნალიგარი ქერთის რონაც აიმატა. ხაგუარესს საშოვარზე უეცრად წაუვიდა ნაკრების 8 ნომერი ფაკუნდო ისა; სან’ვულზვს აღარა ჰყავს უცნაური მგეზავი ტუსი პისი, მაგრამ კი დაემატა ნაკრების 9 ნომერი ფუმიაკი ტანაკა, და აფრიკაშიც რამდენიმე სიახლეა:
ბულზს დაუბრუნდა ბოკეს ჯეელი 10 ნომერი ჰანდრე პოლარდი, ვისაც ტრავმის გართულების გამო შარშან კინაღამ მკლავი მოკვეთეს; ლუდ დე’იახერიც ჩიტაზიდან ბულზში გადავიდა; სთორმერზმა "უნარების მასწავლებლად" მიიღო ზელანდიელი პოლ ფინი, შარქსმა კი - ვისაც უწინ ფრედერიკ მიშალაკი აბურთავებდა - ბებერი ფრანგივე, კლემონ პუატრანო მოჩანგლა
ზე რაგბი 2017 რაზმები @ ვიკი >>
https://en.wikipedia.org/wiki/2017_Super_Rugby_season#Squads(( სტატიაში, საითზე ყველაფერი ფერადია ))
დაწყებამდე = 0 რაუნდი შარშანდლის (2016) მიხედვით1 ჰრქ ჰარიქეინზ გრიგალები ველინგთონ
2 ლნზ ლაიონზ ლომები იოჰანესბერგ
3 სთო სთორმერზ ტაროსი ქეიპთაუნ
4 ბრმ ბრამბიზ ველის რაშები კანბერა
5 ჰლნ ჰაილენდერზ მთიელები დანიდინ
6 ჩიფ ჩიფს ბელადები ჰემილთონ
7 ქრს ქრუსეიდერზ ჯვაროსნები ქრაისთჩერჩ
8 შრქ შარქს ზვიგენები დურბან
9 ბულ ბულზ ხარები პრეტორია
10 ვრთ ვორათაზ [ყვავილია] სიდნი
11 ბლუ ბლუზ ლურჯები ოქლენდ
12 რბლ რებელზ მეამბოხეები მელბურნ
13 ხგრ ხაგუარეს იაგუარები ბუენოს აირეს
14 ჩტზ ჩიტაზ ავაზები ბლუმფონტეინ
15 რედ რედს წითლები ბრისბენ
16 ფორ ფორს ძალა პერთ
17 ქნგ ქინგზ მეფეები პორთ ელიზაბეთ
18 სნვ სან’ვულვზ მზის მგლები ტოკიო
ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
და ოთხიც მდევრებში უკეთესნი: სამი შავი | ყვითელი და ერთიც მწვანე | ლურჯი
2017 მწვრთნელი სტაჟი კაპიტანიბლუ ტანა უმანგა 1 პარსონს
ბრმ სთივენ ლარქემ 3 ს.ქართერ | ლეალიაფანო
ბულ ნოლის მარე 1 პოლარდ
ვრთ დარილ გიბსონ 1 ჰუპერ
ლნზ იოჰან აკერმან 4 ვაითლი
რბლ თონი მაკ’გან 3 სთერზაქერ
რედ ნიქ სთაილზ 1 სლიპერ
სთო რობი ფლექ 1 კოლისი
სნვ ფილო ტიატია 0 ქვერქ | ტატეკავა
ფორ დევიდ ვესელზ 0 მაკ’ქალმან
ქნგ დიონ დევიდს 1 ფერეირა
ქრს სქოთ რობერთსონ 0 ს.ვაითლოქ
შრქ რობერტ დიუ’პრე 0 ლემბი
ჩიფ დეივ რენი 5 ქეინ
ჩტზ ფრანკო სმით 1 ფრ.ფენტერ
ხგრ რაულ პერეს 1 კრევი
ჰლნ თონი ბრაუნ 0 დიქსონ | ბ.სმით
ჰრქ ქრის ბოიდ 2 ქოულზ
პირველი რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htm ხუთ 23/02რბლ.ავს 12.45 ბლუ.ზელ
პარ 24/02ჰლნ.ზელ 10.35 ჩიფ.ზელ
რედ.ავს 13.00 შრქ.აფ2
შაბ 25/02სნვ.აფ1 08.15 ჰრქ.ზელ
ქრს.ზელ 10.35 ბრმ.ავს
ვრთ.ავს 12.45 ფორ.ავს
ჩტზ.აფ1 17.05 ლნზ.აფ2
ქნგ.აფ2 19.15 ხგრ.აფ2
სთო.აფ1 21.30 ბულ.აფ1
სთრიმები http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@