Commersant.ge–ს რეიტინგი – უმდიდრესი ქართველი პარლამენტარების ათეული
რეიტინგის ლიდერი კობა ნაყოფიაა
Commersant.ge
Commersant.ge ახალ რუბრიკას „commersant.ge-ს რეიტინგს“ გთავაზობთ, რომელიც ყოველ კვირას ქართულ ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებულ რეიტინგებს შემოგთავაზებთ. რეიტინგები საიტის რედაქციის მიერ საკუთარი მოკვლევის საფუძველზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით შედგება.
რუბრიკის პირველ თემად საქართველოს პარლამენტართა შემოსავლები შევარჩიეთ. რეიტინგის შედგენისას დეპუტატების მიერ შედგენილი ქონების დეკლარაციებით ვიხელმძღვანელეთ.
შედეგად, ყველაზე მდიდარი ქართველი დეპუტატების სია ასე გამოიყურება:
1. კობა ნაყოფია – ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.
პარლამენტარი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას მოსკოვში, მიწის ნაკვეთს და მშენებარე სახლს თბილისში, დიღომში, ბინას ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე საცხოვრებელი სახლსა და მიწის ნაკვეთს გალში. ამასთან, კობა ნაყოფია და მისი მეუღლე 50–50%–იან წილებს ფლობენ ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ჩაიოფაზე მდებარე აგარაკზე. მეუღლის სახელზე ასევე ირიცხება ბინა მოსკოვში, ორი ბინა თბილისში ამბროლაურის ქუჩაზე, ორი მშენებარე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე. ამავე სახლში ფლობს მშენებარე ბინას დეპუტატის ვაჟი. რაც შეეხება ავტომობილებს, კობა ნაყოფიას მფლობელობაშია მერსედეს „ჯი ელ 500“, მერსედესის მარკის სამი ავტომობილი ჰყავს მის ვაჟს და ერთიც მეუღლეს. დეპუტატი ასევე არის გუდიაშვილის 2 ტილოს მფლობელი. საბანკო ანგარიშებზე კობა ნაყოფიას 263 ათასი ლარი, 15 ათასი დოლარი და 200 ათასი რუბლი ერიცხება. მეუღლეს კი 10 ათასი დოლარი და 2 ათასი ლარი. ნაღდი ფულის სახით დეპუტატს 30 ათასი ლარი აქვს მითითებული.
2. დავით ბეჟუაშვილი – თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი.
იგი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინებს მოსკოვსა და კიევში, მეუღლის სახელზე კი ირიცხება მიწის ნაკვეთი საგურამოში. მეუღლის სახელზეა ასევე 2004 წლის „ლენდ როვერი“. დავით ბეჟუაშვილი საბანკო ანგარიშებზე 2 მლნ 662 ათასი ევრო, 2 ათასი დოლარი, 2 ათასი ბრიტანული ფუნტი და 2 ათას 500 ლარი ირიცხება. ნაღდი ფულის სახით კი 21 ათას დოლარსა და 100 ათს ევროს ფლობს. ნაღდი ფული 5ათასი დოლარია აღრიცხული დეპუტატის მეუღლის, ხოლო ორი ვაჟის სახელზე 50–50 ათასი ლარი.
3. რუსუდან კერვალიშვილი – სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი.
კერვალიშვილი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას ბოცვაზის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ბათუმში და მიწის ნაკვეთს ურეკში. რუსუდან კერვალიშვილის დედის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არმაზში, ასევე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ონში. დეპუტატი არის ორი ავტომობილის „ნისან ალტიმასა“ და „აუდის“ მფლობელი, ხოლო დედის სახელზეა „ტოიოტა რავ 4“. რუსუდან კერვალიშვლს დეკლარაციაში ავეჯთან და სამკაულთან ერთად მითითებული აქვს 50 ფერწერული ტილო. იგი ასევე არის ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს 2 ათასი აქციის მფლობელი. საბანკო ანგარიშებზე დეპუტატს თანხა განთავსებული არა აქვს, თუმცა ნაღდი ფულის სახით 600 ათას დოლარს ფლობს. ნაღდი ფულის სახით 500 ათასი დოლარის მფლობელია დეპუტატის დედაც.
4. დევი ოვაშვილი – ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატი
უძრავი ქონების სახით პარლამენტარი ფლობს საცხოვრებელ სახლს ბახტრიონის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთს ურეკსა და მცხეთაში. მისი მეუღლის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ორი ნაკვეთი ორთჭალაში. დევი ოვაშვილი 70 ფერწერული ტილოს მფლობელია. რაც შეეხება ფულს, დეპუტატს საბანკო ანგარიშებზე 635 ათასი ევრო და 2 ათასი ლარი აქვს, ნაღდი ფულის სახით კი 20 ათასი ლარი.
5. არჩილ გეგენავა – მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი.
პარლამენტარი უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ბაგებში, მეუღლის სახელზე კი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინა ირიცხება. ასევე მეუღლისაა „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ ჯიპი. არჩილ გეგენავა ფლობს „ემ ჯგუფის“ სასტუმროებისა და რესტორნების 15 ათას აქციას, საბანკო ანგარიშებზე კი 150 ათასი დოლარი და 7 300 ლარი ერიცხება, მეუღლეს კი 32 ათასი დოლარი და 780 ლარი.
6. გოგი ლიპარტელიანი – ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი
დეპუტატი უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს გორგასლის უჩაზე და აგარაკს და 2 მიწის ნაკვეთს წყნეთში. გოგი ლიპარტელიანი არის ს/ს „ელექტროავტომატის“ 57 430 აქციის მფლობელი, მისი მეუღლე კი ამავე ს/ს–ს 34714 აქციას ფლობს. საბანკო ანგარიშებზე 5 ათასი ლარი ერიცხება, ნაღდი ფულის სახით კი 90 ათასი ლარი აქვს.
7. ფრიდონ თოდუა – ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი
დეპუტატი უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს დიღომში, ხოლო მისი მეუღლე ბინას მოსკოვში. ფრიდონ თოდუას ჰყავს „მერსედესის“ მარკის მანქანა, საბანკო ანგარიშებზე კი 1500 დოლარსა და 8 ათას 500 ლარს ფლობს. ნაღდი ფულის სახით დეპუტატს 12 ათასი, ცოლს კი 2 ათასი ლარი აქვს.
8. გოჩა ენუქიძე – ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი
უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას ყიფშიძის ქუჩაზე, არასაცხოვრებელ ფართს თბილისში აბაშიძის, ყიფშიძისა და გუდაუთის ქუჩებზე, ასევე არასაცხოვრებელ ფართს მცხეთაში, მიწის ნაკვეთებს თბილისში ყიფშიძისა და გუდაუთის ქუჩაზე, მცხეთაში, ოთხი მიწის ნაკვეთი საგურამოში, ასევე მიწის ნაკვათები ბაკურიანსა და ამბროლაურში. მეუღლის სახელზეა 2008 წლის „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი. დეპუტატის სახელზე საბანკო ანგარიშებზე ირიცხება 3 ათასი ლარი, 7 ათასი დოლარი, 20 ათასი ევრო, 120 ათასი ბრიტანული ფუნტი, ხოლო მეუღლის სახელზე 160 ათასი ევრო ირიცხება.
9. გია გოგუაძე – ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი
დეპუტატი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას შატბერაშვილის ქუჩაზე, ორ მიწის ნაკვეთსა და ორ ავტოფარეხს მცხეთის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთს გარდაბანში. ხოლო მისი მეუღლის სახელზე მცხეთის ქუჩაზე მდებარე ბინა და მიწის ნაკვეტი ირიცხება. გია გოგუაძეს ჰყავს „ბე ემ ვე“–ს მარკის ავტომობილი, საბანკო ანგარიშზე კი 10 ათასი დოლარი ერიცხება. ამდენივე თანხის მფლობელია მისი მეუღლე. ნაღდი ფულის სახით დეპუტატი 20 ათას, მეუღლე კი 25 ათას დოლარს ფლობს.
10. გოდერძი ბუკია – ხობის მაჟორიტარი დეპუტატი
დეპუტატის მეუღლე უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლს მუხაძის ქუჩაზე, ბინას ფალიაშვილზე და მიწის ნაკვეთს წავკისში. მის სახელზევე ირიცხება 2005 წლის „ფოლკსვაგენი“. საბანკო ანგარიშებზე გოდერძი ბუკია ფლობს 20 ათას დოლარს, მეუღლის სახელზეა 2 ათასი დოლარი, ხოლო შვილის სახელზე 2 ათსი დოლარი და 2 500 შვეიცარული ფრანკი. ნაღდი ფულით დეპუტატის მეუღლე 5 ათას დოლარს ფლობს. --http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=19389&ct=18 ----რა ეპარლამენტარებოდათ ამათ ნეტა, ჰა???
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?