forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავტომობილის ძარის ნომერი (VIN) - გაყალბებულია, დამეხმარეთ
cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 23:02  #54767072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2001 წლიდან მოყოლებული საქართველოში აწ უკვე 3 ჯერ გაყიდულ მანქანაზე და უკვე მე-4-დ გაყიდვის მცდელობისას შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს (ე.წ. ექსპერტს) ძარის ნომრის ერთი თვალის შევლებით უჩნდება ეჭვი რომ მანქანის ძარის ნომერი არის ყალბი, ე.წ. "გადარტყმული". ანუ თვლიან რომ სავარაუდოდ ამტომობილის წარმომავლობის ქვეყანაში მოიპარეს მანქანა, შეცვალეს ძარის ნომერი, შემოიყვანეს ავტომობილი ჩვენთან, ის მას შემდეგ გაიყიდა 3-ჯერ, ანუ გაყიდვის წინ სახელმწიფომ თავისი ექსპერტების წყალობით 3-ჯერ დაადასტურა რომ ძარის ნომერი არის ნამდვილი, ხოლო 18 წლის მერე იმავე "ექსპერტიზის" ერთი თვალის შევლებით უარყო წინა 3 გადაწყვეტილება და ეჭვქვეშ დააყენა ის.

მოკლედ ექსპერტიზა დანიშნულია, შესაძლებელია გაყალბებულია და შესაძლებელია არ არის გაყალბებული, ვერაფეს გამოვრიცხავ...

მაგრამ აქ სხვა რამე მაინტერესებს:

რა ფენომენთან გვაქვს საქმე და რისი ღირსია წინა 3 ექსპერტი თუ ძარის ნომერი მართლა გაყალბებულია და რა უფლებები მაქვს მე და კიდე 2 პიროვნებას როგორც მყიდველს რომელებიც სახელმწიფომ შეცდომაში შეიყვანა და აყიდინა მოპარული მანქანა?

და რისი ღირსია მე-4 ექპერტი თუ არ არის გაყალბებული...?







GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 144
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 23:50  #54767333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე ჯერ რომ ექსპერტიზის დასკვნას დაელოდოთ ჯობს და პასუხიდან გამომდინარე შევაფასოთ წინა 3 ექსპერტი და ბოლოც.

წინ სამი ექსპერტი შეფასებას ამ.ეტაპზე არ მოვახდენ , ხოლო მეოთხეს რაც შეხება არაფრის ღირსი არაა , სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებს, ნებისმიერი ეჭვის გასაქარწყლებად უფლება აქვს დანიშნოს ექსპერტიზა


--------------------
ვაი დამარცხებულთ!
cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:13  #54767451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
QUOTE
წინ სამი ექსპერტი შეფასებას ამ.ეტაპზე არ მოვახდენ

სულ ეგ არის? მუნდირს იცავ? ძალიან ცუდი...

"ექსპერტიზის" ფუნქცია 0... ყველაფერი დანარჩენი "საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა", "თავის დაზღვევის პოლიტიკა" არაპროფესიონალიზმთან შეჯერებული - "...ჯობია თავი დავიზღვიოთ... ჩვენი რა მიდის... იქნებ მართლა მოპარულია მანქანა?... იყურყუტოს 6 საათი რუსთავის პოლიციაში მანქანის მფლობელმა და მერე კიდე ელოდოს ექსპერტიზის დასკვნას...
და თუ გაყალბებულია მაინც მფლობელია დამნაშავე და არა სახელმწიფო სტრუქტურა... რას ენდნენ "ექსპერტს" 3-ჯერ? არ უნდა დასიზმრებოდათ რომ მოპარულ მანქანას ყიდულობდნენ?

მაგარია არა...
smile.gif








GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 144
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:20  #54767481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სულ ეგ არის? მუნდირს იცავ? ძალიან ცუდი...


მე მათ მუნდირს არ და ვერ დავიცავ. უბრალოდ შესაბამისი მტიცებულებების გარეშე არ ვახდენ შეფასებას.

QUOTE
თავის დაზღვევის პოლიტიკა


თქვენ რომ იყოთ მათ ადგილზე და მსაგავსი შემთხვევა გქონდეთ როგორ მოიქცეოდით??


cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:29  #54767526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
QUOTE
ე მათ მუნდირს არ და ვერ დავიცავ. უბრალოდ შესაბამისი მტიცებულებების გარეშე არ ვახდენ შეფასებას.

ხუმრობ? რა მტკიცებულებების გარეშე? შსს მომსახურების სააგენტოს ექსპერტებმა 3-ჯერ გასცეს დადებითი დასკვნა, რის საფუძველზეც ავტომობილი 2001 წლიდან 3 ადამიანის საკუთრებაში 3-ჯერ იმყოფებოდა სხვადასხვა დროს... და ერთ მშვენიერ დღეს 18 წლის მერე იმავე სახელმწიფო სტრუქტურამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა - არა კაცო ვიხუმრე არისტოფან მაგ 3-ჯერ, კვერცხი ექპერტიზები ჩავატარეო smile.gif

GHOST91
QUOTE
თქვენ რომ იყოთ მათ ადგილზე და მსაგავსი შემთხვევა გქონდეთ როგორ მოიქცეოდით??


ანუ თავი დავიზღვიოთ, ყველა წინა ექსპერტიზას ხაზი გადავუსვათ და ყველა VIN კოდი გაყალბებულად გამოვაცხადოთ? smile.gif

This post has been edited by cmpt on 6 Jun 2019, 00:31
GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 144
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:35  #54767557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვხუმრობ. იმ მტიცებულებაზე ვამბობ , რომ ჯერ ექპერტიზის პასუხი არ არის ნომერი ნამდვილია თუ გაყალდებულია და შესაბამისად არ არსებობს მტიცებულება , რომლის საფუძვლზეც შევაფასებთ იმ წინა 3 ექსპერტის პატიოსნებას.


cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:40  #54767580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
QUOTE
არ ვხუმრობ. იმ მტიცებულებაზე ვამბობ , რომ ჯერ ექპერტიზის პასუხი არ არის ნომერი ნამდვილია თუ გაყალდებულია და შესაბამისად არ არსებობს მტიცებულება , რომლის საფუძვლზეც შევაფასებთ იმ წინა 3 ექსპერტის პატიოსნებას.

თავის დროზე 3 ექპერტის მიერ ჩატარებული ექპერტიზა ექსპერტიზა არაა? და თუ იმ შემთხვევაში თუ არაპატიოსნად მოიქცნენ უნდა დადგეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი და მე ვითვლები თუ არა ამ შემთხვევაში უხარისხოდ ჩატარებული ექპერტიზის მსხვერპლად ანუ დაზარალებულად...

ეგ კითხვა დავსვი თავში და ყველაფერს უპასუხე მაგის გარდა.
GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 144
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:51  #54767631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუ იმ შემთხვევაში თუ არაპატიოსნად მოიქცნენ უნდა დადგეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი


გეთანხმებით უნდა დადგეს.



QUOTE
მე ვითვლები თუ არა ამ შემთხვევაში უხარისხოდ ჩატარებული ექპერტიზის მსხვერპლად ანუ დაზარალებულად.


აღნიშნულზე შეგიძლია შეიტანოთ სამოქალაქო სარჩელი და მოთხოვოთ შესაბამის უწყებას დაეკისროს თქვენთვის მოყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
wrangler7
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6716
წევრი No.: 136578
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:52  #54767633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ექსპერტი,წამიერად შეამოწმებენ და ეგაა,ეს ბოლო ალბათ ახალი მიღებულია მასე რომ დააკვირდა biggrin.gif
cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 00:56  #54767641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
დიახ
wrangler7
QUOTE
რა ექსპერტი,წამიერად შეამოწმებენ და ეგაა,ეს ბოლო ალბათ ახალი მიღებულია მასე რომ დააკვირდა

ეგრეა, როგორც წამიერად ამოწმებდნენ და "კარგიაო", ეხლა ასევე წამიერად იძახიან "გადარტყმულიაო", დანარჩენი ზევით დავწერე (თავის დაზღვევა და ა.შ.)



This post has been edited by cmpt on 6 Jun 2019, 01:29
wrangler7
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6716
წევრი No.: 136578
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 18:40  #54771322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მანქანაა? ზოგს რამდენიმე ადგილას აწერია ვინი,ან რატო შეეპარათ ეჭვი,რამე ეტყობოდა ვიზუალურად შეცვლილის?
cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 7 Jun 2019, 00:21  #54772940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wrangler7
QUOTE
რა მანქანაა? ზოგს რამდენიმე ადგილას აწერია ვინი,ან რატო შეეპარათ ეჭვი,რამე ეტყობოდა ვიზუალურად შეცვლილის?

ბრძანებაა აქვთ ეგეთი ეხლა - თუ საჭიროა 100-დან 5 "გადარტყმული" მანქანის გამოვლენა, 95 პატიოსანი ავტომფლობელის თავზეც არ გავიარე, რომლებსაც ასევე უმიზეზოდ ე.წ. ვითომ "გონივრული ეჭვის" საფუძველზე უზღუდავენ სახელმწიფოს მიერ უკვე დაკანონებულ საკუთრების უფლებას ავტომობილზე, რაც საერთოდ კანონით აკრძალულია მე რამდენადაც ვიცი.

მე როგორც მივხვდი ასაკიან მანქანებზე ნადირობენ, 90-იანის ბოლოს 2000-იანებში შემოყვანილ/გაფორმებულებზე...


ეგ კიდე არაფერი... თუ აღმოჩნდა რომ ძარის ნომერი გაყალბებულია აი მაშინ იწყება საინტერო ამბები:
ვერ დაძრავ და მოიხმარ ავტომობილს, ვერ გაასხვისებ, ვერ დაშლი ნაწილებად, ვერ აჩუქებ...
დანაშაულის ნივთმტკიცებაა და უნდა იდგეს შენს მიერ ხელწერილში მითითებულ მისამართზე... ხო "შტრაფნოიზე" გადაყვანა კიდე კაი გააუქმეს...
მოკლედ შენ აღარ გეკუთვნის, მაგრამ შენ ხარ პასუხისმგებელი მაინც, სანამ მფლობელი ვისაც მოპარეს არ წაიყვანს... არის შემთხვევები მფლობელები უარს აცხადებენ ჩამოსვლაზე და წაყვანაზე, აი მაშინ შეიძლება შეგრჩეს ეგ მანქანა ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.



This post has been edited by cmpt on 7 Jun 2019, 00:30
cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 13 Nov 2019, 14:23  #55476111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ბარდაკი ამას ჰქვია...

5 თვის მერე, კიო შენიაო, გიბრუნებთო, მაგრამ შენი აღარ არიო, ვერ გაასხვისებ, ნომრებს ვერ გამოცვლი და თავიდან რეგისტრაციას ვერ გაივლიო...
იარე მომავალი წლის სექტემბრამდე, მერე სანომრე ნიშნები იცვლებაო და ვეღარ ივლიო ძველი სანომრე ნიშნებითო, ადექი დაშალე და ნაწილებად გაყიდეო...

და რატომაო რომ ეკითხები - სახელმწიფო (გამოძიება და ექსპერტიზა) გარტყმაში არაა საიდან მოხვდა ეს მანქანა ქვყანაშიო და რატომ გასხვისდა კანონიერად 3-ჯერო... არქივი რეგისტრაციის დროის ხანდაზმულობის გამო განადგურებულიაო...

სახელმწიფომ აბა მე ხომ არ დავზარალდებიო, ჩემს საბაჟოს, მომსახურების სააგენტოს პასუხს ხომ არ მოვთხოვო თავის დროზე სიყალბის დაკანონებაზეო, ჰოდა ადექი და შენ დაზარალდიო...

ჯუნგლები... smile.gif

This post has been edited by cmpt on 13 Nov 2019, 14:26
wrangler7
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6716
წევრი No.: 136578
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 13 Nov 2019, 21:48  #55477615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რას აპირებ? გასაჩივრებას აზრი არ აქვს?
cmpt
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1686
წევრი No.: 91837
რეგისტრ.: 20-May 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2019, 05:24  #55478442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wrangler7
QUOTE
რას აპირებ? გასაჩივრებას აზრი არ აქვს?

პროკურატურას მივმართე დამატებით, მიანიჭეთ ნომერი და სრულად აღმიდგინეთ საკუთრების უფლება ჩემს ავტომობილზეთქო და პასუხს ველოდები... მერე ვნახოთ...

გასაჩივრებას აზრი როგორ არა აქვს, უბრალოდ დრო, ნერვები, ხარჯები და ა.შ. წააგებს სახელმწიფო სასამართლოს 100% ჩემი აზრით, ნუ სამართლიან ქვეყანაში მაინც ასე უნდა იყოს...

This post has been edited by cmpt on 14 Nov 2019, 05:27
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0238 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]