Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > გო/ ვეი ჩი/ ბადუკი


Posted by: shisaku 20 Aug 2013, 17:49
გო (ვეი ჩი ჩინურად, ბადუკი კორეულად) არის ერთ-ერთი უძველესი მაგიდის თამაში, რომელის საფუძვლებიც ჩინეთიდან მოდის...

თამაშის მიზანია დაფაზე მაქსიამალური ტერიტორიის დაკავება. თამაში მიმდინარეობს თეთრი და შავი ქვებით...

ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია გო მისთვის ნათელი ხდება თუ რაოდენ დიდი საასპარეზო ტერიტორია აქვს და თამაშის სხვადასხვაგვარად წარმართვის უამრავ შესაძლებლობას ხედავს...

ესს თამაში გაცილებით უფრო კომპლექსურია ვიდრა ჭადრაკი და უფრო დიდ გონებრივ დატვირთვას მოითხოვს...

user posted image


* * *
თამაშის შესწავლის მსურველებს, დიდი სიამოვნებით გასწავლით ...

მოხარული ვიქნები თუ ვინმე დაინტერესდება ამ სპროტით...

Posted by: Galaron 22 Aug 2013, 12:21
მაგარი საინტერესო თამაშია. ჭადრაკს ბევრ დონეზე იხევს. მარტო ის რად ღირს, რომ ძლიერი კომპიუტერული პროგრამა ვერ შექმნეს ჯერ, გოს რომ თამაშობდეს პროფესიულ დონეზე.

გოს მაგიდა საკმაოდ ძვირი ღირს, ხარისხიანი ხომ საერთოდ. კაიას ხისგან უნდა იყოს.

თუ ვინმე დაინტერესდება, აუცილებლად უყურეთ ანიმეს "ჰიკარუ ნო გო". პოპულარულად არის საწყისები მოცემული იქ.

Posted by: shisaku 23 Aug 2013, 20:34
კარგია ვიღაცას მაინც თუ აინტერესებს საქართველოში...

ჩვეულებრივი სათამაშო მაგიდა თავისი ქვებით იწყება 100$ იდან... (მე მაქვს 2 დაფა, ჯერ-ჯერობით)

რაც შეეხება ტრადიციულ მაგიდას რომელიც სურათზეა ნაჩვენები 300$ იდან იწყება ფასი... ხოლო კაიას ხისგან შექმნილი მაგიდა იშვიათია საკმაოდ და 1000$ იდან იწყება ფასი...

თუმცა ხელმისაწვდომია პლასმასის მაგიდებიც, რომლების შეძენა ამაზონზეც შეიძლება და სულ რაღაც 20-30 $ ღირს.

რაც შეეხება ანიმეს იქ ყველა პარტია, რეალურია და თამაშის მცოდნისთვის ალბათ უფრო სასიამოვნო სანახავიცაა...

Posted by: nocs_13 26 Aug 2013, 10:59
წესები სად შეიძლება შევისწავლოთ. როგორც გავიგე ტყვედ აყვანა მოსულა მაგ თამაშში.

Posted by: Cele 26 Aug 2013, 16:25
საინტერესო თამაშია, ადრე სადღაც მოვკარი თვალი ანიმეში და მეთქი რას თამაშობენ-თქო რაღაც საინტერესო ყომარია-თქო და მერე აღარც მახსოვდა

ეხლა რო ვნახე ეს თემა გამახსენდა უცებ

მარტივი წესები აქვს, ვიკიზე წაიკითხეთ და ეგრევე მოხვალთ აზრზე, პროსტა თვითონ თამაშია ძნელი იმ გაგებით რო მილიონი სტრატეგიაა და მაგარი "მოზგაობა" უნდა რა..ჭადრაკს მაგრად მირჩევნია ეს თამაში, თუმცა სამწუხაროდ ჯერ ნათამაშები არა მაქ გო.

http://en.wikipedia.org/wiki/Go_(game)

Posted by: shisaku 24 Sep 2013, 17:43
ჭადრაკი გაქვს ნათამაშები? ))

როგორც ვფიქრობდი ცოტას თუ აქვს ნანახი ან გაგონილი ამის შესახებ...

Posted by: sansanich 26 Sep 2013, 09:34
shisaku
QUOTE
კარგია ვიღაცას მაინც თუ აინტერესებს საქართველოში...

ჩვეულებრივი სათამაშო მაგიდა თავისი ქვებით იწყება 100$ იდან... (მე მაქვს 2 დაფა, ჯერ-ჯერობით)

რაც შეეხება ტრადიციულ მაგიდას რომელიც სურათზეა ნაჩვენები 300$ იდან იწყება ფასი... ხოლო კაიას ხისგან შექმნილი მაგიდა იშვიათია საკმაოდ და 1000$ იდან იწყება ფასი...

თუმცა ხელმისაწვდომია პლასმასის მაგიდებიც, რომლების შეძენა ამაზონზეც შეიძლება და სულ რაღაც 20-30 $ ღირს.

რაც შეეხება ანიმეს იქ ყველა პარტია, რეალურია და თამაშის მცოდნისთვის ალბათ უფრო სასიამოვნო სანახავიცაა...

ვა, ლამინატისგან რო ააწყოს კაცმა, რა, ვერა?....................

Posted by: nocs_13 26 Sep 2013, 09:45
შოგიც ასევე ძლიერი თამაშია და ასევე იშვიათი "დასავლეთში".

Posted by: bubesh 18 Jun 2014, 17:13
გამიხარდა ბადუკით დაინტერესებული ხალხი აქაც რომ ვიპოვე. ახლახანს დავიწყე სწავლა და ძალიან მომწონს, ცოტა დავამუღამო მინდა (ან ბევრი biggrin.gif)

Posted by: dato220 17 Aug 2016, 17:48
ვინც ბადუკის თამაში იცის ან შესწავლა უნდა, ეწვიეთ საქართველოს გო-ს ფედერაციის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე.მრავალ საინტერესოს შეიტყობთ გო-ს (ბადუკის) შესახებ https://www.facebook.com/Viswavlotgo

Posted by: ხინკალი 21 Feb 2017, 14:00
საკვანძო პუნქტზე ჩემი ქვა უცებ მეტოქემ თავისად გახადა..

ან კიდევ როდის შეშდება სვლა, როცა შენ ქვას იქ ვერ სვამ , ქვის დაცვა მინდოდა, მაგრამ ვერ ჩავსვი




Posted by: Tiperson 22 Feb 2017, 12:10
QUOTE (dato220 @ 17 Aug 2016, 17:48 )
ვინც ბადუკის თამაში იცის ან შესწავლა უნდა, ეწვიეთ საქართველოს გო-ს ფედერაციის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე.მრავალ საინტერესოს შეიტყობთ გო-ს (ბადუკის) შესახებ https://www.facebook.com/Viswavlotgo

გაიხარე

რამდენი ხანია მინდა ამ თამაშის სწავლა , ამ ფილმის მერე ძალიან დავინტერესდი ამ თამაშით

http://www.imovies.cc/movies/450141172

უყურეთ ამ ფილმს ყველას გირჩევთ

Posted by: ლეოპარდი 22 Feb 2020, 00:00
გოს სათამაშო კომპლექტი ვინმეს ხომ არ შეგხვედრიათ თბილისში რომ იყიდებოდეს?

Posted by: fortum 4 Aug 2020, 13:20
ამ თამაშის შესწავლა დავიწყე ცოტა ხნის წინ
ჯერ ბევრი ვერაფერი გავუგე



კარი ვიდეოები თუ იცით დადეთ

Posted by: dato220 20 Aug 2020, 02:01
ეწვიეთ საქართველოს გო-ს ფედერაციის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე. მრავალ საინტერესოს შეიტყობთ გო-ს (ბადუკის) შესახებ https://www.facebook.com/Viswavlotgo

Posted by: რასტრელი 20 Aug 2020, 11:28
sansanich
QUOTE
ვა, ლამინატისგან რო ააწყოს კაცმა, რა, ვერა?....................



რას ლაპარაკობ

ლამინატზე სულს ვერ ჩააყოლებ ამ თამაშს.





biggrin.gif

biggrin.gif

givi.gif

Posted by: mepar 8 Sep 2020, 20:14
კომპიუტერმა უკვე დიდი ხანია დაამარცხა ვის საუკეთესო მოთამაშე, მე მგონი ალფაზერო იყო

Posted by: Anatory 27 Dec 2021, 23:17
ეს თამაში რაღაც სხვანაერი ჭადრაკია, თუ სხვა ტიპის აზროვნებაა საჭირო? ანუ მარტო გონებაში უნდა დათვალო სვლები თუ რაღაც სხვა ტიპის თემაა?

Posted by: kaiser Soze 2 Jan 2022, 02:21
მე როგორც ვიცი - ნათამაშები არ მაქვს - მაგრამ რაც გაგონილი მაქვს ბევრად უფრო სტრატეგიულია ვიდრე ჭადრაკი, რომელიც 99% ტაქტიკურია.

გოს და ჭადრაკის შედარება ალბათ კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა სხვაობაა ტაქტიკასა და სტრატეგიას შორის.

პლუს 8 8 ზე დაფა და 19 19 ზე დაფა, შესაბამისსად გო გაცილებით რთულია კომპიტაციურად, რადგან მილიონ ტრილიონობით მეტი შესაძლო კომბინაციაა.

კომპიუტერმა ჭადრაკში ადამიანი დაამარცხა ‘97 ში, მაგრამ მთელი 19 წელი მოუნდა რომ გოში დაემარცხებინა.

Posted by: dato220 17 Jan 2022, 23:53
გოს უმარტივესი წესების მიუხედავად ძალიან მრავალფეროვანი და რთული სტრატეგია აქვს. გოს თეორია კი რასაც ადამიანები 5000 წლის განმავლობაში ქმნიდნენ, ხელოვნური ინტელექტიკის გაძლიერების შემდეგ აღმოჩნდა რომ არასწორი ყოფილა. სრულიად განსხვავებული აზროვნების დონეზე გაყავხარ ამ თამაშს. ვისაც გაინტერესებთ დაემატეთ საქართველოს გოს ფედერაციის ოფუციალურ ჯგუფს. https://www.facebook.com/groups/viswavlotgo

Posted by: tyvia 21 Jan 2022, 22:32
kaiser Soze

QUOTE
ვიდრე ჭადრაკი, რომელიც 99% ტაქტიკურია.


დაბალ დონეზეა ეგრე

Posted by: Mr-Raptor 22 Jan 2022, 00:18
რაღაც ისეთი სილუეტი იკვეთება რო გოს ჭადრაკს უთანაბრებენ კი არადა ჯობიაო biggrin.gif ჩასკდით biggrin.gif

ძირშივე განწირული აზრია biggrin.gif


Posted by: dato220 29 Jan 2022, 03:27
გოს და ჭადრაკის შედარება არასწორად მიმაჩნია, რადგან ორივე განსხვავებული და დიდებული თამაშია და თავისებურად საინტერესო. საერთოდ ვინც რაშიც უკეთ ერკვევა ის ურჩევნია. ერთი უნდა აღინიშნოს, რომ გოს უმარტივესი წესები აქვს, მაგრამ ყველაზე რთული და დიდი შესაძლებლობების მქონე ლოგიკური - სამაგიდო თამაშია, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია.

Posted by: Anatory 14 Feb 2022, 17:51
როგორც გავერკვიე ძირითადი სხვაობა მაინც ჭადრაკთან ისაა რომ ჭადაკი უფრო სამხედრო კამპანიაა სადაც მეფე უნდა დაატყვევო და გოში ცდილობ მეტი ტერიტორიები მიიტაცო. რაღაცნაერად მენტალობას გიცვლის მე ესე მგონია რა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)