Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ახალი ქართული ტესტ დრაივი!


Posted by: ფრანკენშტეინი 12 Jun 2019, 16:29
გამარჯობა მეგობრებო
გადავწყვიტე ჩემი ძველი მერსედესის ტესტ დრაივი გადამეღო

სულ მქონდა სურვილი და დღეს შევძელი

გთხოვთ უყუროთ ვიდეოს და შეაფასოთ
პირველია და მესმის რომ ბევრი რამ შესაძლებელია, დასახვეწი იყოს.

თუ მოგეწონებათ გთხოვთ გააზიაროთ და მომავალშიც შემოგთავაზებთ, ასეთი ტიპის ტესტ დრაივებს.



Posted by: Faulkner 12 Jun 2019, 16:44
96-იან ასტრაზე და 99 გოლფზე როდის დაიდება?

Posted by: ფრანკენშტეინი 12 Jun 2019, 17:51
QUOTE
96-იან ასტრაზე და 99 გოლფზე როდის დაიდება?


ეგენი არ ვიცი და თუ ეს ვიდეო ნახვადი იქნება მაშინ E30-ზე გადავიღებ

ნუ პაგანის ჯერ ვერ ვქაჩავ მაპატიეთ biggrin.gif

Posted by: levani169 12 Jun 2019, 19:08
ფრანკენშტეინი
2500 $ ძვირია ბრატ,ცოტას არ დააკლებ 1700 მაქვს?!

Posted by: kataxxl 12 Jun 2019, 19:26
ფრანკენშტეინი

ზუსტად ვუყურე 12 წამი მერე გავთიშე

სვარკა იყო

თავზე კაერის დამაგრება რამ მოგაფიქრა

გამოსახულება უნდა იყოს სტატიკური

ხმა უნდა ჩაიწერო მიკროფონით

და ჯერ საერთოდ სცენარი დაწერო თავისი ტექსტით

ისე იქნება ღლეობა მეგა ღლეობა

სხვა ოფშენი არააა

Posted by: ფრანკენშტეინი 12 Jun 2019, 19:50
levani169
QUOTE
2500 $ ძვირია ბრატ,ცოტას არ დააკლებ 1700 მაქვს?!


არ ვყიდი საერთოდ biggrin.gif

kataxxl

QUOTE
ზუსტად ვუყურე 12 წამი მერე გავთიშე


user.gif

Posted by: robin 12 Jun 2019, 20:21
ცუდი საყურებელია, ხარისხი მინუსშია, გული არ გაიტეხო რჩევები გაითვალისწინე, რაიმე რეტრო ავტო აგეგდო საინტერესო იქნება.

Posted by: quattro 12 Jun 2019, 20:43
არც მე მომეწონა ,ბოლომდე უყურე biggrin.gif alk.gif 2kiss.gif
მოუმზადეელი იყო და არა საინტერესო 2kiss.gif

Posted by: levani169 12 Jun 2019, 21:20
ფრანკენშტეინი
QUOTE

არ ვყიდი საერთოდ

ხოოო,მაშინ არც მე მომეწონა გადაცემა. biggrin.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 12 Jun 2019, 23:16
ძალიან სასიამოვნოა რომ ყველას ასე მოგეწონათ biggrin.gif


Posted by: burzgla 12 Jun 2019, 23:42
ფრანკენშტეინი
აღარ გადაიღო


ნუ გააბაზრებ რო ეგ შენი ვიდეოა : (

Posted by: wrangler7 13 Jun 2019, 00:15
მე იქ შევწყვიტე მეჩქარებაო biggrin.gif როგორი პონტია იცი,აი ზემოდან რო გადმოხედავ,კი მეჩქარება,მაგრამ ჩაგიწერთ და გაგანათლებთ biggrin.gif
ზოგადად,სიახლები ასწორებს up.gif

პ.ს. მერე ვუყურებ ბოლომდე biggrin.gif

Posted by: Raven 13 Jun 2019, 01:04
QUOTE
მე იქ შევწყვიტე მეჩქარებაო

მეც smile.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 13 Jun 2019, 01:33
wrangler7

Raven

რა ზემოდან გადმოხედვა არ გრცხვენიათ!?
უბრალოდ ვიდეოს სპონტანურობას და დაუგეგმაობას გავუსვი ხაზი.


Posted by: SR-71 13 Jun 2019, 02:43
ალექს რეი, გამოდი, გიცანით... D
* * *
სასიამოვნო, სათნო საუბარი გაქვს, მიუხედავად იმისა რომ აშშ-ური აქცენტი და ავტომობილის ტექნიკური განხილვა ზერელე, თუმცა შემეცნებითობის მხრივ ზერელეა ყველა ქართული ტესტ დრაივი რაც მინახავს.

Posted by: adam* 13 Jun 2019, 09:18
რანაირი მანქანაც იყო კი თქვა, სხვა რა უნდა ექნა. ვისაც აინტერესებდა ეს მანქანა გაერკვეოდა.

Posted by: Gateways 13 Jun 2019, 09:51
SR-71
QUOTE
თუმცა შემეცნებითობის მხრივ ზერელეა ყველა ქართული ტესტ დრაივი რაც მინახავს

რატო სარიშვილს კარგი ვიდეოები აქვს

Posted by: melika 13 Jun 2019, 10:55
kataxxl
გაჯობე
მე 2:18 ზე გავთიშე
:დდდდდდდდ

Posted by: GoldenSky 13 Jun 2019, 11:08
ძაან ზერელე გაკეთებულია smile.gif

რომ გაინტერესებდეს ეგ სფერო საერთოდ სხვა რამეს გააკეთებდი მაგრამ ფაქტია არ გაინტერესებს smile.gif

Posted by: ბახარხალა 13 Jun 2019, 11:24
ნაუშნიკების გარეშე ვუყურებდი და ტაქსისტის ლაივი მეგონა user.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 13 Jun 2019, 12:54
თუ ავა ნახვებზე საკაიფოდ ძალიან საინტერესო მანქანას შემოგთავაზებთ თუ არ დამეზარა ჩაწერა up.gif

Posted by: FCB-87 13 Jun 2019, 13:46
კაით ბიჭო რა , იღადავა კაცმა თავისთვის რაღაცა იწვალა, ხარისხი რო არ ვარგა თვითონაც იცის. დამწყებია და წავახალისოთ ცოტა smile.gif



Posted by: ფრანკენშტეინი 13 Jun 2019, 15:14
FCB-87
QUOTE
ხარისხი რო არ ვარგა თვითონაც იცის


გოუ პრო 5-ით გადავიღე
წესით კარგად უნდა იღებდეს და რავი მე რაც ვნახე არაა ეგეთი ცუდი.

full hd არის 60 fps-ში
ამაზე უკეთესად ასეთი ტიპის კამერებს უჭირთ გადაღება.


Posted by: SR-71 13 Jun 2019, 15:34
Gateways

კადრებად შესაძლოა, მაგრამ ნასაუბრევად არაფერი აქვს შემეცნებითად ღირებული.

Posted by: FCB-87 13 Jun 2019, 15:45
ფრანკენშტეინი
QUOTE
გოუ პრო 5-ით გადავიღე
წესით კარგად უნდა იღებდეს და რავი მე რაც ვნახე არაა ეგეთი ცუდი.

full hd არის 60 fps-ში
ამაზე უკეთესად ასეთი ტიპის კამერებს უჭირთ გადაღება.

სხვა ხარისხზეა ჯიგარო აქ საუბარი, smile.gif სულ რო 8Kთი გადაიღო, კონტენტია საჭირო მეტი.

გააგრძელე შენი საქმე თან თუ გევასება მაგას რა ჯობია!

Posted by: PREDATOR 13 Jun 2019, 16:27
QUOTE (ფრანკენშტეინი)
გთხოვთ უყუროთ ვიდეოს და შეაფასოთ


user posted image

Posted by: Z-owner 13 Jun 2019, 16:47
PREDATOR
აუუუ რააც მე ეგ გიფი ვეძებეეე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 13 Jun 2019, 22:29
წავიდეს ეს ნორმალურად და დამიჯერეთ შემდეგი ტესტ დრაივები კიდევ უფრო მოგეწონებათ up.gif



Posted by: Raven 13 Jun 2019, 23:55
QUOTE
თუ არ დამეზარა

ამას ნუ იძახი.................

Posted by: Gursona 14 Jun 2019, 00:03
მარტო მე მომეწონა? :DDDDDDDD

ავტორს წარმატებები.....



Posted by: BeCooL 14 Jun 2019, 00:54
ფრანკენშტეინი
QUOTE
თუ არ დამეზარა

ამას მართლა ნუ იძახი :დ
ჯერ იყოდა ვიდეოში მეჩქარებაო, ახლაა და თუ არ დამეზარაო lol.gif ღადაობა ტიპი ხარ :დდდ თუ გეჩქარება, გეზარება და ა.შ. ვაფშე არ გადაიღო კაცო ვინ გაძალებს biggrin.gif

პ.ს.
კარგ ავტობლოგერობას საკმაოდ დიდი რესურსი უნდა ფულის, ცოდნის, ნერვების და ა.შ. თუ სერიოზულად გინდა გაქაჩო.
თუ პროსტო შენს მუღამს ისწორებ და ერთობი კი ბატონო ;დ
პ.პ.ს
ამერიკული აქცენტი მომწონს biggrin.gif

Gursona
QUOTE
მარტო მე მომეწონა? :DDDDDDDD

არააა biggrin.gif ნუ მომეწონას ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაც პონტში ვიხალისე. აგრესია, ნეგატივი და ა.შ. არ გამოუწვევია ჩემში

Posted by: სქაილაინ 14 Jun 2019, 01:09
ფრანკენშტეინი

კარგო კონტენტია მომწონს ესეთი ტიპის რევიუები , უბრალოდ სხვა ცოტა ახალი მოდელის მანქანები გადაიღე თუ სერიოზულად აპირებ.

წარმატება up.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 14 Jun 2019, 01:13
Gursona
2kiss.gif

მადლობა მეგობარო
შენ ხარ ის ერთადერთი! biggrin.gif

BeCooL

biggrin.gif

უფრო ჩემს პონტში ვერთობი რა, ამავდროულად მგონია რომ ვიღაცას მაინც გაუსწორდება ყურება და რატომაც არა.

QUOTE
ამერიკული აქცენტი მომწონს

ეს მეც შევამჩნიე facepalm.gif
ყოველდღიურად ინგლისურად ბევრად მეტს ვლაპარაკობ მგონი და ამიტომაც ავიკიდე აქცენტი biggrin.gif

Skyline R33 Widebody
QUOTE
კარგო კონტენტია მომწონს ესეთი ტიპის რევიუები , უბრალოდ სხვა ცოტა ახალი მოდელის მანქანები გადაიღე თუ სერიოზულად აპირებ.

წარმატება


დიდი მადლობა მეგობარო
თუ იქნება დაინტერესება და ნახავს ხალხი ვიპოვი რამე საინტერესოსაც smile.gif


Posted by: VALETA 14 Jun 2019, 01:27
https://www.youtube.com/channel/UCygrWx8DOPi-t14zhzelGpg

ამ ტიპისნაირად ვინმე ჩვენთან რო აკეთებდეს აბზორებს უფრო საინტერესო იქნებოდა. რაც ვუყურებ სარიშვილიც და ის მეორე როა დაჯდებიან სრაზუ მანქანაზე და აი ამდენ ცხენზე დადის და უფ რას იდგავს . აი რას უძლებს ტურბო და რაღაცეებს ხოდა ცოტა ვინმემ სალონის- მანქანის "ფიშკები" რო ანახოს გაასწორებს. სუსტ და ძლიერ მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება და ასე შემდეგ. გადაიღოს ქემრიზეც ტიდაზეხ და რავი ყოველდღიურ მანქანებზეც რაც ხალხს აინტერესებს და აგერაც ჩანს ყოველი მეორე თემა იხსნება რომელი ჯობია გამძლეა თუ არა და ეგეთები. ბიუჯეტი აიღონ რაღაც და ტოპ მანქანები ჩამოწერონ კლასებით რომლოს ყიდვა ჯობია მეორადის და რაღაც ეგეთ სტილში ანუ ბევრი რამე შეუძლია გააკეთონ ჩვენ რეალობაში თან იმენა ტიპებს კონკურენტი არავინ არ ყავთ ეგ ბაზარი მთლიანად აუთვისებელია. მარა არა იმენა ბმვ მერსედესის ჩადგმები , ცხენებს რამდენს უძლებს , დაკიდების სისტემა რამდენად სპორტულია და ტურბინა კვდება თუ არა იმენა ესაა ტოპ თემები


მარტო ჯეტაზე და პასატზე რამდენი თემაახსოვს აქ გახსნილი. ვინმემ ვიდეო რო გადაიღოს ნორმალური ახსნით თუ რომელი მატორი- კარიბკა ჯობია სუსტი და ძლიერი მხარეები და ასე შემდეგ ეგ ჩახევს ნახვებით მაგ ცხენების სასტავს. პროსტა ალბათ ეგ ვიდეოები იმ ხალხზეცაა გათვლილი ვისაც მანქანა საერთოდ არ ყავს ( 15-16 წლისებზე ) და ბმვ მერსედესის ჩადგმებზე რო ოცნებობენ . აუდიტორიაა ეგეც ბაზარი არაა მარა სხვა ნიშაც არსებობს რომელიც იმენა თავისუფალია. სარიშვილმა ცადა რამოდენიმეჯერ ვნახე ლიფზე რო ქონდა და საშინელი აბზორი იყო

Posted by: SR-71 14 Jun 2019, 13:27
ფრანკენშტეინი

ინგლისურად საუბრობ შტატების აქცენტით?... D

Posted by: shuka 14 Jun 2019, 14:21
მშვენიერი იყო, მე პირადად მომეწონა, დავამატებდი იმას რომ მოდელის ისტორიით დაიწყე ხოლმე და + ტექნიკური მახასიათებლები გამოიტანე ვიდეოზე მეტი არქმადობისთვის. აჩქარება + შენელების ტესტი შეგიძლია დაამატო.

Posted by: ფრანკენშტეინი 14 Jun 2019, 16:14
shuka

QUOTE
მშვენიერი იყო, მე პირადად მომეწონა,


მადლობა მეგობარო

კიდევ ერთი მანქანის გატესტვას ვაპირებ 1-2 კვირაში და ეგაა რა
მერე დაველოდები თუ ნახავს ხალხი კიდევ გადავიღებ თუ არადა დავუტოვებ ისტორიას ამ ორ ვიდეოს biggrin.gif

Posted by: Gursona 14 Jun 2019, 17:01
ბიჭები აქვე ვიკითხავ... ხომ არავინ იცით ეს როგორ გავაკეთო


Sorry, Tkven unda daagrovot 50 postingi da iyot forumze 14 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi


ამას მთხოვს და ვერადა ვერ ვხსნი ახალ თემას არადა 14 დღეზეე მეტი კია რაც ვარ ფორუმზე მარა ეს 50 პოსტინგი რა არისსს???

Posted by: quattro 14 Jun 2019, 17:06
VALETA
QUOTE
ამ ტიპისნაირად ვინმე ჩვენთან რო აკეთებდეს აბზორებს უფრო საინტერესო იქნებოდა

+1000
ჯერ ყოველთვის მაგარი მანქანები ყავს +ისე დეტალურად ხსნის ისტორია ,უჩვეულო ვეშები რომელს რააქ და ა,შ საინტერესო და ინფორმატიულია,მეც სუუყურებ მაგის ტესტებს
გურამჩიკასაც კარგებიაქ ინწკირველს ,სუ სხვა მხრივ განიხილავს ხოლმე, გოჩა ტ.ტ.იც კაი ვიდეოებს დებს სუ ტუნინგი და ა,შ, და რავი ბევრი საინტერესო ბლოგერია
გამოფენებზე ჟენევა ფრაკფურტი და რავი სად არდადიან რო პირველებმა გადაიღონ ვიდეოები
მეორადებზე ავტო,ბუ როა ძალიან საინტერესო ვიდეოებია ,ყველა მოდელზე იღებენ რააქ სუსტი რა უფუჭდება და ა,შ

ქართულს უყურებ,38 წლი რაღაცას იღებენ დედის გინებით და ინფორმაცია -0ია ხოლმე ,იმენა ტყვილა დროის კარგვაა მაგიტომაც არუყურებ
წაკითხვა ეზარებათ როიღებენ მანქანას რო რამე ინფო დადონ როცა წლების გადაღეჭილია ავტომობილი და აბსოლიტურად ყველას გადაღებული აქ უკვე

Posted by: SR-71 14 Jun 2019, 20:17
VALETA

quattro

კი ძლიერია მაგრამ სამწუხაროდ მას აქვს ისეთი თვისება რასაც მიკერძოება ჰქვია, 4რანერისა და გელენდვაგენის გატესტვისას სულ ნეგატივები ეძება, აი ვრანგლერისას კი იადონი ამოსდიოდა პირიდან.
როლს როის კულინენის ტესტირებისას სიახლით გახარებული ისე აცეტდა რომ უმთავრესი დანიშნულება, სუვობა და მისი შესაძლებლობები მიავიწყდა...

Posted by: ფრანკენშტეინი 14 Jun 2019, 20:21
SR-71
quattro

დაგ დემურო მაგ ტესტ დრაივებით ცხოვრობს და იასნია კარგს გააკეთებს, დროს დაუთმობს ბევრს და ა.შ.
დაგის განხილვები მე პირადად dougscore-ის გამო მომწონს ძალიან.

მე კი გართობისთვის და ზოგადად ავტომოყვარულებისთვის ჩავწერე.
ისე კი ჰონდა პრელუდის რივიუს გადავიღებდი სიამოვნებით love.gif

Posted by: quattro 15 Jun 2019, 14:31
SR-71
ეგ ყველას აქ ხოლმე ხოიცი რაღაც დონით+ერთ ბლოგერი სრულად არასდროს გადმოცემს ხოლმე მაინც მანქანაზე, ერთს დიდი ყურადღება სალონზე აქ,მეორე ს სიარულზე,მესამეს ტექნიკურ მხარეზე და ნუ სრულყოფილი სურათი როშეიქმნას რამოდენიმეს ტესტს მაინც უნდა უყურო )
ფრანკენშტეინი
ვიდეოში დიდ შრომას დებენ და მაგიტომაც უყურებს ამდენი ხალხი
უნდა დაწერო სცენარივით, საკითხები რომელსაც განიხილავ და შეეხები ,რას როგორ იტყვი და რის მერე,რაზე გექნება აქცენტი გამახვილებული განხილვისას და ნუ კაი ოხრად ინფოს მოძიება და კითხვა ცალკე ჭირდება რო ბევრი ინფო გქონდეს და მაყურებლისთვის საინტერესო იყოს

Posted by: სნუპ დოგი 15 Jun 2019, 16:20
ფრანკენშტეინი
კაია ბრო მომეწონა. BMW E30 ან BMW E34 გადაიღე და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება bis.gif

Posted by: KDI 15 Jun 2019, 19:36
ფრანკენშტეინი
მეც მომეწონა,

W202-ზე საქართველოში არავის არაფერი გადაუღია თუ გაითვალისწინებ


Posted by: ფრანკენშტეინი 15 Jun 2019, 22:17
სნუპ დოგი
KDI

დიდი მადლობა მეგობრებო
როგორც ჩანს ვიღაცებს მოსწონთ კიდეც და სასიამოვნოა smile.gif


QUOTE
კაია ბრო მომეწონა. BMW E30 ან BMW E34 გადაიღე და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება


შენზე ბედნიერი არავინ არ არის! biggrin.gif

ვიცი დიდი ვერაფერი, მაგრამ სულ არაფერს ჰომ სჯობს?



პ.ს. მაღალი ალბათობით ეს იყო ჩემი ბოლო ვიდეო(თუ იქნება ნახვები საკმაოდ მაშინ კიდევ გადავიღებ) და დაგემშვიდოდებით, ზოგს მოეწონა, ზოგსაც ისე რა, მაგრამ მე უნდა გადამეღო, რადგანაც სულ მინდოდა და ბოლოს გავაკეთე yes.gif
მადლობა ყველას.

Posted by: night-blue 15 Jun 2019, 22:21
ფრანკენშტეინი

ყველაფერი მომეწონა გარდა ერთისა L <--- ამ ასოს რატომ არბილებ?

Posted by: ფრანკენშტეინი 15 Jun 2019, 22:36
night-blue


QUOTE
L <--- ამ ასოს რატომ არბილებ?


არ ვიცი
შეიძლება იმის ბრალია რომ მართლა ბევრად მეტს ვსაუბრობ ინგლისურად ვიდრე ქართულად.

თბილისელი ვარ თუ მაგას გულისხმობ...

Posted by: სნუპ დოგი 15 Jun 2019, 22:43
QUOTE (ფრანკენშტეინი @ 15 Jun 2019, 22:17 )
სნუპ დოგი
KDI

დიდი მადლობა მეგობრებო
როგორც ჩანს ვიღაცებს მოსწონთ კიდეც და სასიამოვნოა smile.gif


QUOTE
კაია ბრო მომეწონა. BMW E30 ან BMW E34 გადაიღე და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება


შენზე ბედნიერი არავინ არ არის! biggrin.gif

ვიცი დიდი ვერაფერი, მაგრამ სულ არაფერს ჰომ სჯობს?



პ.ს. მაღალი ალბათობით ეს იყო ჩემი ბოლო ვიდეო(თუ იქნება ნახვები საკმაოდ მაშინ კიდევ გადავიღებ) და დაგემშვიდოდებით, ზოგს მოეწონა, ზოგსაც ისე რა, მაგრამ მე უნდა გადამეღო, რადგანაც სულ მინდოდა და ბოლოს გავაკეთე yes.gif
მადლობა ყველას.

ოპაააა ძაან დიდი მადლობა love.gif ეხლა ჩავუჯდები. არხიც გამოვიწერე. jump.gif

გააგრძელე გადაღება. მშვენიერია. იმ იდიოტ სარიშვილს და მელოტა როა კიდე 100000 ჯერ ჯობიხარ.. love.gif




Posted by: BeCooL 15 Jun 2019, 22:46
სნუპ დოგი
QUOTE
გააგრძელე გადაღება. მშვენიერია. იმ იდიოტ სარიშვილს და მელოტა როა კიდე 100000 ჯერ ჯობიხარ..  love.gif


facepalm.gif იდიოტი რატოა?

Posted by: სნუპ დოგი 15 Jun 2019, 22:51
BeCooL
იმიტომ რომ ძაან არასერიოზულია ვიდეოებში. ქალივით ტლიკინებს. და ცანცარებს. მოკლედ ვიდეოებში არასერიოზული ტიპი არის. მთელი ვიდეოები არის როგორ მოგზაურობს. მანქანაზე 30% საც არ საუბრობს.

Posted by: Z-owner 16 Jun 2019, 00:33
ფრანკენშტეინი
QUOTE
BMW E30

ტრაკს არ იქნევდა ძმა?

Posted by: FCB-87 16 Jun 2019, 01:22
სად მონახე ეს რეტრო მანქანა smile.gif)))

Posted by: BeCooL 16 Jun 2019, 01:27
QUOTE (სნუპ დოგი @ 15 Jun 2019, 22:51 )
BeCooL
იმიტომ რომ ძაან არასერიოზულია ვიდეოებში. ქალივით ტლიკინებს. და ცანცარებს. მოკლედ ვიდეოებში არასერიოზული ტიპი არის. მთელი ვიდეოები არის როგორ მოგზაურობს. მანქანაზე 30% საც არ საუბრობს.

VLOG-ს სხვა შინაარსი და სხვა დატვირთვა აქვს.

ნუ რავიცი ყველას ვერ მოეწონება სარიშვილის სტილი, მაგრამ დღევანდელ აქაურ ავტობლოგერებს მინიმუმ 10ჯერ ჯობია, მანქანის ცოდნითაც და სტილითაც, ობიექტურად.

Posted by: shuka 16 Jun 2019, 02:16
ფრანკენშტეინი
კარგი იყო ე30 იც
არ დაუჯერო აქ ან იქ ვინ რას დაწერს, სავარძლის ექსპერტები არიან როგორც წესი და ხშირად ლუზერებიც.
შენ როგორც გისწორდება ისე გადაიღე, ფიდბექებს ნუ უყურებ. დასაწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში.
უშეცდომო და უნაკლო არავინ ვიბადებით.
მთავარია სრულყოფა არ შეწყვიტოთ და ყველაფერი გამოვა.
ძალიან კარგია დასაწყისისთვის და ერთ ვიდეოდ, რომ იღებ რედაქტირების გარეშე ეგ საკმაოდ დიდი პლიუსია, რომ იცოდე.
ბევრი პროფი ვიდეო ბლოგერი ვერ ქაჩავს მაგას.
სიტყვა-სიტყვა აწყობილი დაჭრილ-გადაბმული ვიდეოები ბევრად ხშირად მხვდება იუთუბ სივრცეებში ვიდრე ერთიანი.
მოკლედ ჩათვალე 1 მაყურებლით მეტი გყავს.
წარმატებები!

Posted by: ფრანკენშტეინი 16 Jun 2019, 12:17
shuka

დიდი მადლობა
ჰოო ნამდვილად ეგრეა
1 გადაღებით ვიღებ და არც ვამუშავებ, წინააღმდეგ შემთხვევაში წაიღებს მთელ დღეს
ასე კი 15 წუთში უკვე ვიდეო მაქვს, სარიშვილის და ჩემი რესურსები ძალიან განსხვავდება biggrin.gif

ნახვები თუ იქნება მერე რასაკვირველია, ბევრად უკეთ გადავიღებ, დავამონტაჟებ და ა.შ. მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ მინდოდა რომ გამეკეთებინა რა.


Posted by: Gogla1990 16 Jun 2019, 23:31
ფრანკენშტეინი

დასაწყისისთვის ნორმალურია, უფრო სწორად კარგიც კი
გააგრძელე, ნელნელა დახვეწავ და მშვენიერი გამოვა up.gif




პ.ს
კაცმა რაღაც სცადა, აქვს სურვილი კარგი გამოუვიდეს, იმის მაგივრად რომ გავამხნევოთ და წარმატება ვუსურვოთ, კომენტარებში ამდენი ნეგატივი რატომ? rolleyes.gif

Posted by: BeCooL 17 Jun 2019, 01:18
Z-owner
QUOTE
ტრაკს არ იქნევდა ძმა?

E30 და ტრაკი არ მოექნია?! jump.gif jump.gif

ისე 6 ცილინდრი და 125 ცხენის ძალა რა ცოტააა, ეჰჰჰ 80-იანი წლებიიი biggrin.gif

Posted by: სნუპ დოგი 17 Jun 2019, 01:43
BeCooL
2019 წელში ხომ რასამბობ ბრდღვნიან ყველაფერს. ტოიოტა პრიუსები ეძრობა რომელიც ტენო უნდა lol.gif


Posted by: ფრანკენშტეინი 17 Jun 2019, 01:50
QUOTE
ისე 6 ცილინდრი და 125 ცხენის ძალა რა ცოტააა, ეჰჰჰ 80-იანი წლებიიი


იცი რა არის?
თორქი აქვს 175 ნიუტონი რაც არაა ძ
ცოტა

მსუბუქია ძალიან
მექანიკაა და ამეების გამო მაგარი სახალისო სამართავია

Posted by: BeCooL 17 Jun 2019, 04:38
QUOTE (სნუპ დოგი @ 17 Jun 2019, 01:43 )
BeCooL
2019 წელში ხომ რასამბობ ბრდღვნიან ყველაფერს. ტოიოტა პრიუსები ეძრობა რომელიც ტენო უნდა lol.gif

პრიუსს მანქანას ნუ უწოდებ საერთოდ biggrin.gif
* * *
QUOTE (ფრანკენშტეინი @ 17 Jun 2019, 01:50 )
იცი რა არის?
თორქი აქვს 175 ნიუტონი რაც არაა ძ
ცოტა

მსუბუქია ძალიან
მექანიკაა და ამეების გამო მაგარი სახალისო სამართავია

ვიცი რომ მსუბუქია და მაგას ყოფნის იმ დონეზე რომ გაერთო :დ უბრალოდ ყურში ცუდად გხვდება როცა 6 ცილინდრზეა საუბარი, არადა ამ დროს სულ რაღაც 125 ცხენია, თორქიც 200ზე ქვემოთ

Posted by: ფრანკენშტეინი 17 Jun 2019, 11:56
BeCooL
QUOTE
უბრალოდ ყურში ცუდად გხვდება როცა 6 ცილინდრზეა საუბარი, არადა ამ დროს სულ რაღაც 125 ცხენია, თორქიც 200ზე ქვემოთ


ნუ ჰო ეგ ეგრეა, ახლა 3 სერიებს ტურბოები აქვთ და ახლანდელ 3 სერიას 180 ცხენისძალა და 300 თორქი აქვს, მაგრამ კი იქნება 500 კილოთი მძიმე
თან ატმოსფერული ძრავი

შენ ძველი ამერიკული რვა ცილინდრიანი ძრავები უნდა ნახო 100 ცხენისძალას ძლივს სცდებოდნენ

Posted by: shuka 19 Jun 2019, 22:37
ფრანკენშტეინი
არაფერი დიდი რესურსები არ უნდა ვიდეოს მარტივ რედაქტირებას, მეც ეგრე მეგონა სანამ goproს პროგრამით არ დავამუღამე დაჟრა და მიბმა.
დრო თავიდან მიაქვს ბევრი სანამ დავამუღამებ.
ეხლა ვიდეოს რომ ვიღებ გადაღების მომენტში ვსაზღვრავ რომელი ვიდეო სად უნდა მოვჭრა და მივაბა ფრაგმენტ-ფრაგმენტ..
მე გირჩევდი, რომ პირადი სიამოვნებისთვის გქონდეს ეგ ვლოგი თუ ეგრე არაა ისედაც.
რეკლამა, ცნობადობა და ა.შ (თუ რა თქმა უნდა ეგ გაქვს მიზნად) მერე და მერე თავისით მოვა როცა ბევრი ნასიამოვნები მაყურებელი გეყოლება.
ჩემი ძმაა მაგარი აქტიური ტიპი ზოგადად, სპორტის და ექსტრიმის ბევრი სახეობა იზიდავს და უბრალოდ პირადი ჩენელი აქ იუთუბზე და "ნიპრიჩომ" ხალხი ყავს 800ამდე გამომწერი და უამრავი მაყურებელი. უბრალოდ აინტერესებს ხალხს და ხალისობს ვიდეოებით და ეგ მგონია ამომავალი წერტილი ყურებადობის.
მეც რომ დამიდევს ხოლმე მოტოს ვიდეო 3000+ ნახვაზეც ასულა. "დაჟე" ვიღაცამ ჩემი ვიდეო მოიპარა და თავის ჩენელზე დადო ))
მოკლედ გააგრძელე ეგ საქმე + წვრილმანი სრულყოფები და შედეგი არ დააყოვნებს.
P.s ინგლისური ვერსია ვნახე, საკაიფოა. კარგად გცოდნია ენა საკმაოდ. მე ჩაიდანი ვარ მაგ ეგრე თავისუფლად საუბარში.

Posted by: >gorski*JDM*lover> 19 Jun 2019, 23:01
QUOTE (ფრანკენშტეინი @ 12 Jun 2019, 16:29 )
გამარჯობა მეგობრებო
გადავწყვიტე ჩემი ძველი მერსედესის ტესტ დრაივი გადამეღო

სულ მქონდა სურვილი და დღეს შევძელი

გთხოვთ უყუროთ ვიდეოს და შეაფასოთ
პირველია და მესმის რომ ბევრი რამ შესაძლებელია, დასახვეწი იყოს.

თუ მოგეწონებათ გთხოვთ გააზიაროთ და მომავალშიც შემოგთავაზებთ, ასეთი ტიპის ტესტ დრაივებს.



კაია ძმაო გააგრძელე ნელნელა უკეთესი გახდეს ეცადე...


კომენტარი არ წამიკითხია მარა 99.9 ნეგატიური იქნება არ დაიგრუზო
user.gif )))

Posted by: ფრანკენშტეინი 20 Jun 2019, 11:42
shuka

ჰო ნამდვილად პირადი სიამოვნებისთვის დავდე და რავი იყოს
ინგლისურადაც გადავიღე რა იცი რა ხდება biggrin.gif
არ არის ბევრი w210 pov ვიდეო ჰოდა იყოს მეთქი

მოტოს ალბათ უფრო მეტი უყურებს

რავი აბა დიდად იმის იმედი არ მაქვს რომ ეს ვიდეობი 3000+ ნახვებზე ავა, მაგრამ ვცადე რა მაინც.


>gorski*JDM*lover>

მადლობა მეგობარო
არ არის ეგრე ცუდადაც საქმე, მოეწონა ზოგს biggrin.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 23 Jun 2019, 15:34
აპ

-------------------------------


Posted by: ფრანკენშტეინი 29 Jun 2019, 17:29
აპ

------------------------------


Posted by: quattro 25 Jul 2019, 13:56
აპ ----------------------------------------

Posted by: ფრანკენშტეინი 22 Apr 2020, 11:16
აპ
------------------------------




Posted by: s.m.s. 22 Apr 2020, 11:31
ფრანკენშტეინი

შენ მირჩევნიხარ სარიშვილს, კარგი პოლიტიკა გაქვს მოყვარულის კვალობაზე ( პროფი არც არავინ გვყავს ავტობლოგერი ) "ვისწორებ ჩემსას, გინდ უყურეთ გინდ არა" მისგან განსხვავებით ტვინს არ ტყნავ მესიანიზმით.

ვინც ავტოცოდნაში პროფია სამწუხაროდ არ ავტობლოგერობენ.
* * *
შენც კაი ჰაიბრიდი ხარ lol.gif smile.gif

Posted by: ფრანკენშტეინი 22 Apr 2020, 14:17
s.m.s.

მადლობა
ჰო რავი ვცდილობ რა smile.gif

Posted by: chichu_oto 27 Apr 2020, 10:19
რომ გითხრა გიყურებ თქო მოგატყუებ მაგრამ მთავარი მონდომებაა ცადე განვითარდი და იქნებ გამოვიდეს ხზ მოკლედ ჩემგან აპ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: e36m3 27 Apr 2020, 15:00
QUOTE (s.m.s. @ 22 Apr 2020, 11:31 )
ვინც ავტოცოდნაში პროფია სამწუხაროდ არ ავტობლოგერობენ.

ამაზე დიდი სიმართლე კაი ხანია ფორუმზე არ წამიკითხავს.

მე არ მინახავს ჯერ ეგეთი ავტობლოგერი. Mighty car mods-ეს ჯიგრები არიან ჩემთვის სამაგალითოები ავტობლოგინგის სფეროში.

Posted by: kataxxl 28 Apr 2020, 13:59
s.m.s.

რას ამბობ წაიკითხავს ეხლა მაგას სარიშვილი და ისტერიკა დაემართება smile.gif))))))))))))))))


Posted by: სნუპ დოგი 25 Jun 2020, 02:19
ჰე სად ხართ აბა პროფესორებო? კაცს გადაუარეთ ლამის. ეხლა ამ ადამიანს 10000 გამომწერი ყავს.


ფრანკენშტეინი
გილოცავ მეგობარო.

Posted by: ფრანკენშტეინი 22 Jul 2020, 22:40
სნუპ დოგი

biggrin.gif კი გადამიარეს, მაგრამ მაგან მოტივაცია მომცა

მე არც პროფი ვარ და არც არავინ უბრალოდ რაც მომწონს იმას ვაკეთებ smile.gif

მადლობა

Posted by: Nemiroff 23 Jul 2020, 10:25
ფრანკენშტეინი
ფიტი ჰიბრიდი GP5 შენ გატესტე?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)