ადამიანის შრომისუნარიანობა დამოკიდებულია იმ მიკროკლიმატზე, რომელშიც იგი იმყოფება. შრომისნაყოფიერების ასამაღლებლად აუცილებელია სამუშაო გარემოპირობების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს სასიამოვნო ტემპერატურის, სუფთა და საჭირო დოზით ნოტიო ჰაერის უზრუნველყოფას. ეს კი მიიღწევა ჰაერის კონდიცირების სისტემების მეშვეობით. აღნიშნული სისტემების გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია მათი დროდადრო მოვლა.
ფილტრების კონტროლი – კონდიციონერის ფილტრები დროთა განმავლობაში იფარება მტვრით და თუ ისინი არ გამოიცვალა, კონდიციონერის წარმადობა ეცემა. დამონტაჟებული ფილტრის კონტროლის სისტემა ირთვება, როდესაც ფილტრი საკმარისად დაბინძურებულია.
დენით დაცვა – დახარჯული დენის მიხედვით შეიძლება დადგინდეს აქვს თუ არა კონდიციონერს რაიმე პრობლემა. მაგალითად, თუ ელექტროენერგია მოიხმარება ნაკლები რაოდენობით ე.ი. კომპრესორი მუშაობს დატვირთვის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდა ფრეონის გაჟონვა. ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარება კი მიუთითებს იმაზე, რომ კომპრესორს მიეწოდება არა აირისებრი, არამედ თხევადი ფრეონი. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ გარეთ ძალზე დაბალი ტემპერატურაა ან შიდა ბლოკის ფილტრები მტვრიანია.
კონდიციონერის დაცვის საშუალებები მრავალფეროვანია. მათი გამოყენება ზრდის კონდიციონერის ეფექტურობას 20-30%-ით. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰაერის კონდიციონერის გასაწმენდად არის
მაორთქლებელი და მაკონდენსირებელი თბომცვლელები.Hჰაერის კონდიციონერის მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გათბობა-გაგრილების სისტემების გაწმენდა პროფესიონალების მიერ წელიწადში ერთხელ მაინც.
კანდიციონერებში თბომცვლელები ჩვეულებრივ წარმოდგენილია სპილენძის ან ალუმინის მილებით. მაორთქლებელი თბომცვლელი უზრუნველყოფს შიდა გაგრილებას ოთახში არსებული თბილი ჰაერის შესრუტვის გზით. შემდეგ კი კონდენსატორის მეშვეობით ხდება ამ სითბოს გარეთ გატყორცნა. ამ პროცესის მიმდინარეობისას ჰაერი მუდმივად მოძრაობს აღნიშნულ ორ თბომცვლელში, რომლებიც ექცევიან დასნებოვნების გამომწვევი ნივთიერებების გავლენის ქვეშ, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი და ნესტი. ეს ნივთიერებები თბომცვლელს ეკვრება ნადების სახით, აბინძურებს მას და ამცირებს ჰაერის მიმოცვლის ეფექტიანობას.
ამავდროულად, თბომცვლელებს უწევთ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც იწვევს ელექტროენერგიის მეტ დანახარჯებს. კონდიციონერი დაბინძურებული თბომცვლელებით იყენებს 30-37%-ით მეტ ენერგიას, ვიდრე გაწმენდილი თბომცვლელების შემთხვევაში მოიხმარდა. ამასთანავე, ზოგადად გაგრილების უნარიანობა დანადგარისა მცირდება დაახლოებით 30%-ით. კონდიციონერის მოვლა, მათ შორის თბომცვლელის რეგულარული წმენდა, ზრდის მთლიანად კონდიციონერის სიცოცხლის ხანგრძლივობას და თავიდან აგაცილებთ როგორც ძვირადღირებული თბომცვლელების, ასევე კონდიციონერის სხვა ნაწილების გამოცვლის აუცილებლობას.
თბომცვლელის ზედაპირზე ჭუჭყის, ობისა და ნესტის დალექვა იწვევს ოთახში ბაქტერიების გავრცელებას, რაც უარყოფითად აისახება ჰაერის ხარისხზე. აღნიშნულისგან პრევენციის მიზნით ეფექტურია თბომცვლელების გაწმენდა მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ ახალი და სუფთაა, შემდეგ კი სასურველია წელიწადში ორჯერ, ან ერთხელ მაინც გასუფთავდეს.
Hჰაერის კონდიციონერების მოვლა ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ცხელი ზაფხული გვხვდება. საუკეთესო გზა, რომ კონდიციონერი სუფთა იყოს და უპრიანად მუშაობდეს, არის პროფესიონალის დაქირავება, რომელიც მოგიგვარებთ ზემოაღნიშნულ ყველა პრობლემას.
შესავალი
1970-იან წლებში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტების მზარდ რაოდენობას აწუხებდა თავის ტკივილები, ალერგია ამოუცნობ სტიმულზე, ლეთარგიული გრძნობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა და ა.შ დროთა განმავლობაში დადგინდა, რომ ეს ავადმყოფობა გამოწვეული იყო ზოგიერთ შენობაში ობის არსებობით და მას დაარქვეს “ავადმყოფი შენობის სინდრომი”. ყველაზე მწვავედ და ხშირად ეს სინდრომი ვლინდება ასთმიანებში, სასუნთქი გზებით დაავადებულებში, ასევე დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებსა და კონტაქტური ლინზების მომხმარებლებში. სიმპტომები უკან იხევს, როდესაც ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ არის “დაავადებულ” შენობაში. ზემოთ თქმული ნიშნავს, რომ კომპანიაში უცაბედად შეიძლება თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ერთდროულად გახდეს ავად, რაც კატასტროფულად აისახება შესრულებული მუშაობის ხარისხზე და რაოდენობაზე. დაბინძურებულმა სისტემამ შეიძლება ხელი შეუწყოს პნევმონიის და ტუბერკულოზის აფეთქებას შენობაში. “ავადმყოფი შენობის სინდრომი” პოტენციურად ლეტალურია.
ობი და სოკო გამოყოფენ სპორებს, რომლებიც დაფრინავენ ჰაერში და ეტანებიან შენობებში ნესტიან ადგილებს. ობი და სოკო ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც ცხოვრობენ და იზრდებიან თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე. მათ სჭირდებათ მხოლოდ ნესტი და საკვები, აქედან გამომდინარე კონდიციონირების სიტემები მათთვის სასურველი ადგილია. ობი იზრდება გათბობა-ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით კი იზოლაციაში, ხვიაში და პლატაზე.
ობი და სოკო ქმნიან ტოქსიკურ გარემოს, რომელიც საშიშია ისეთ ექსტრემალურ გარემოპირობებთან ადაპტირებული ცოცხალი ორგანიზმისთვისაც კი, როგორიცაა ბაქტერიები და მწერები, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანზე.
ობის და სოკოს გარდა “ავადმყოფი შენობის სინდრომი” შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ ან ვირუსმა. ერთ-ერთი ბაქტერია, რომელიც ასევე ბინადრობს ვენტილაცია-კონდიცირების სისტემებში, არის ლეგიონელა პნეუმოფილი, იგი იწვევს პნევმონიას და ზოგიერთ შემთხვევაში არის ლეტალური.
ჩვენთვის ძვირფასი ჯანმრთელობისათვის საჭიროა არც ისე ბევრი - გათბობის, ვენტილაციის და კონდინცირების სისტემების სისტემატურად გაწმენდა მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალების დახმარებით, რომლებიც იყენებენ სპეციალურ ხსნარებს ამ საშიშროების აღმოსაფხვრელად. მაგალითად, ჩლეან – Aირ არის ბიოციდი რომელის წყვიტავს “ავადმყოფი შენობის სინდრომის” პრობლემას გათბობა-ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემაში. პროდუქტი არის უსაფრთხო და არ საჭიროების შენობის დაცლას გამოყენების დროს, მისი გმაოყენება შეიძლება პულველიზატორით.
“ავადმყოფი შენობის სინდრომის” გაჩენის საშიშროებას, ასევე, ქმნიან ნახმარი ფილტრები. ეს უკანასკნელნი ხელს უშლიან სავენტილაციო სისტემიდან მიკრო ორგანიზმების შენობაში შეღწევას. არსებობს ე.წ. ბიოფილტრები, რომლებიც უკეთესად უმკლავდებიან ბაქტერიებსა და ვირუსებს, შედეგად მინიმუმადე დაყავთ “ავადმყოფი შენობის სინდრომის” გაჩენის ალბათობა.
როგორც ვიცით, “ძუნწი ორჯერ იხდის”. ეს გამოთქმა ჩვენს დროშიც ძალზედ აქტუალურია. ჩვენ არარაციონალურად ვხარჯავთ ენერგო რესურსებს ჩვენი სახლების ვენტილაცია-კონდიცირებისათვის; ვიხდით ზედმეტ გადასახადებს, თუმცა არ გვაქვს სათანადო კომფორტი; ველოდებით დანადგარის სრულ მოშლას, რომ შეგვისრულონ საგარანტიო სერვისი, რომელიც ხანდახან რამდენიმე დღე ჭიანურდება და გვგონია, რომ ასეც უნდა იყოს, მაგრამ რეალურად ესეთი მიდგომა სრულიად გაუმართლებელია. სულ მცირე დანახარჯების გაწევა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი გადასახადები კარდინალურად შევამციროთ და შევქმნათ სასურველი მიკრო კლიმატი. საქმე ისაა, რომ მტვერი, რომლიც აუცილებლად არის ნებისმიერ შენობაში, თავს იყრის კონდიციონერების ხვიებში, სადაც ჩნდება ნადები და ბლოკავს ჰაერის ცირკულაციას. ამის გამო იგივე ეფექტის მისაღწევად უფრო მეტი ენერგორესურსები იხარჯება, სწორედ ამას ეწოდება ენერგოეფექტურობის დაქვეითება. საუბარია 10 – 40% დანახარჯის ზრდაზე, როდესაც კონდიციონერი მოუვლელია. ხვიის გარდა, წმენდა სჭირდება პლატასაც დაგროვილი ნადების შემდეგი გაფანტვის და შენობაში ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის.
გარე ბლოკის ხვიას არ გააჩნია ფილტრები და ასევე სჭირდება წმენდა ყოველ 5 – 6 თვეში.
თუნდაც A კლასის კონდიციონერის მოხმარება არ გამორიხცავს ენერგოეფექტურობის დაქვეითებას. ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების რეგულარული წმენდა პროფესიონალების მიერ.
ფილტრები დაბრკოლებას წარმოადგენენ მტვრისათვის, რითაც ხელს უწყობენ ენერგოეფექტურობის შენარჩუნებას. ფილტრები უნდა გამოიცვალოს ყოველ 3 თვეში ერთხელ მაინც, რადგან მასზე გროვდება დიდი რაოდენობით ჭუჭყი, წინაამღდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ხვიის დაბინძურება.
დაავადებული შენობის სინდრომი
ავადმყოფი შენობის სინდრომის ტიპიური სიმპტომები:
• თავის ტკივილი
• თავბრუსხვევა
• სურდო
• ქავილი, ცრემლიანი თვალები
• ფხაჭვნის გრძნობა ყელში
• გულისრევა
• ლეთარგია
• კონცეტრაციის დაკარგვა
• სასუნთქი გზების ინფექციები
ჰაერის ხარისხი შენობაში
ჰაერის ცნობილი დამბინძურებლები
მყარი ნაწილაკები:
1. ჰაერწვეთოვანი ნაწილაკები (3 მიკრომეტრამდე)
2. თამბაქოს კვამლი
3. ასბესტის ბოჭკოები
4. ალერგიის გამომწვევები (ყვავილის მტვერი და ობის სპორები)
5. პათოგენები (ბაქტერია და ვირუსი)
6. შლადი რადიოაქტიური პროდუქტები
ავადმყოფი შენობის სინდრომის გამომწვევი მიზეზები
1. არაადეკვატური ვენტილაცია – ადამიანისთვის საჭიროა გარე ჰაერის 15 – 20 კუბიკური ფუტი წუთში. ისეთ სივრცეში სადაც იმყოფებიან მწეველები, საჭიროა 60 კუბიკური ფუტი წუთში.
2. დამბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების გამჩენი შიდა წყაროები – წებოები, ხალიჩები, გადასაკრავები, დამუშავებული ხის პროდუქტები, ასლგადამღები მანქანები, პესტიციდები, ფორმალდეჰიდის გამომყოფი საწმენდი საშუალებები, თამბაქოს კვამლი და ჰაერწვეთოვანი მყარი ნაწილაკები.
3. დამბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების გამჩენი გარე წყაროები – ავტომობილების გამონაბოლქვი, სანტექნიკური ხვრელები, წვის პროდუქტები ახლო მდებარე გარაჟიდან.
4. ბიოლოგიური დამაბინძურებლები – ბაქტერია; ობი; ყვავილის მტვერი; მილებში, მდგომ წყალში დაგროვებული ვირუსები; დამატენიანებელის და კონდიციონერის პლატა, ჭერის ფილებში დაგროვილი წყალი, ხალიჩები და იზოლაციები. Mფრივნელების და მწერების გამონაყოფი ასევე შეიძლება იყოს ბიოლოგიური დაბინძურების წყარო.
5. ასბესტი და შლადი რადიოაქტიური ნივთიერებები იწვევენ ხანგრძლივ ავადმყოფობას.
შიდა ჰაერის დაბინძურების წყაროები
• საღებავები, კედლის და იატაკის საფარები
• პანელები
• ფანერები და “დსპ”
• ჰერმეტიზაცია
• წებოები
• თბოიზოლაციები
• ავტოფარეხები
• სატვირთი დოკები
• საკვების მომზადების და მომსახურების ადგილები
• ფოტოს გამჟღავნების, ბეჭვდის და გეგმის წარმოების ადგილები
• ლაბორატორიები – ბიოლოგიური, ქიმიური
• ბიბლიოთეკები, ქაღალდის შენახვის და გამოყენების ადგილები
• მწეველთა ადგილები
• ტექნიკური ოთახები
• კოლონური კონდიციონერის აღჭურვილობა
• საოფისე ტექნიკა
• ნაგავსაყრელები
• ქუჩები
• მიწისქვეშა გადასასვლელების ვენტილატორები
• საკანალიზაციო და სავენტილაციო მილები
ავადმყოფი შენობის სინდრომის თავიდან აცილების ხერხები
1. გათბობა, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების რეგულარული მოვლა, ფილტრების პერიოდულად გაწმენდა და შეცვლა.
2. წყალშემდგარი ჭერის ფილების და ხალიჩების გამოცვლა
3. მოწევის აკრძალვა
4. შიდა ჰაერის გატყორცნა ბუნებაში.
5. საღებავების, წებოების, პესტიციდების, გამხსნელების შენახვა და გამოყენება კარგად ვენტილირებულ ადგილებში.
6. ახალ ან გადაკეთებულ შენობაში შესვლის აკრძალვა მანამ, სანამ საამშენებლო მასალები არ განთავისუფლდებიან დამბინძურებელი აირებისგან.
7. ვენტილაციის და სუფთა ჰაერის გამოყოფის დონის გაზრდა
8. ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია, საპირფარეშოებში, ქსეროასლის გადამღების, ტიპოგრაფიულ და მწეველთათვის განკუთვნილ ოთახებში.
9. ჰაერის წმენდა შეიძლება იყოს სასარგებლო.
შეზღუდვები: ტიპიური ფილტრები მცირე ნაწილაკების დაჭერას ვერ ახერხებენ; მაღალი ეფექტურობის ჰაერის ნაწილაკების ფილტრები ძვირადღირებულია მაღალი წნევის დაცემასთნ ერთად; მექანიკური ფილტრები უძლურნი არიან აიროვანი დამბინძურებლების წინააღმდეგ; მიმკრობი ფილტრები აირებისათვის ძვირადღირებულია და არ გააჩნია ვადის ამოწურვის მაჩვენებლები.
10. განათლება და ურთიერთობა შენობის მობინადრეებთან ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ფანჯრების გაღებამ და ახალი ჰაერის შემოშვებამ შეიძლება დაარღვიოს ვენტილაციის ბალანსი.
გათბობა, ვენტილაცია - კონდიცირების კომპონენტები
დაავადების გამავრცელებელი ერთეულები
• ჰაერის ფილტრები, ელექტროსტატიკური ფილტრი
• დამატენიანებელი
• ჰაერის მოწოდების და გამონაბოლქვის მილები
• გათბობა, ვენტილაცია – კონდეცირების ტექნიკის დრენაჟი
• კონტროლი
• ფანკოილის ერთეულები
• კოლონური კონდიციონერი
• ჰაერის მიმღები
• გამაცივებელი ხვია
• რადიატორები
• ინდუქციური ერთეულები
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
877 779565
This post has been edited by chiefangel on 25 May 2010, 01:00
მიმაგრებული სურათი