მოვყები პატარა ისტორიას ჩემი ამჟამინდელი მანქანის შესახებ
მაინც ბევრი მეკითხება ხოლმე რა სად როგორ და ბარემ ერთიანად დავწერ აქ და ნახავს ყველა ვისაც აინტერესებს
თუ არ დამეზარა მერე ვიდეოსაც გადავიღებ და შევაგდებ წუტუბეზე რეები მაქ გაკეთებული სად როგორ რამდენი დაჯდა და ა.შ
მოკლედ მანქანა ვიყიდე 2020 ოქტომბერში
იყო ასეთი
სრულიად სტოკი, იაპონური 2004 წლიანი 3.0, ოთხ კარიანი პაჯერო 3, 160000კმ გარბენით, რაღაცა დაკარ რალი ედიშენია, შეცვლილი დაკიდების სისტემით (პადვესკით), სტანდარტულ პაჯეროსგან განსხვავებით შეცვლილი აქვს ოთხივე ამორტიზატორი, პრუჟინიანად, + წინა და უკანა სუხოი ამორტიზატორი, რეები აყენია რა და როგორ არ ვიცი რაგან მე ეგეთი ვიყიდე, თუმცა სხვა მსგავსი მოდიფიკაციის პაჯერო რომ ვნახე იმასაც ესეთები ეყენა, სავარაუდოდ ქარხნულადვე მოყვება ეს დააფგრეიდებული პადვესკა, არის ბევრად გრუბი სტანდარტულზე, თუმცა ბევრად კარგი მართვადობით, როგორც ტრასაზე ასევე გრუნტზე მაღალ სიჩქარეზე.
დაიყო ისტორია ასეთი იყო ყიდვის დღეს
სრულიად სტანდარტული, 17 აინი ქარხნული დისკებით, 265/65R17 საბურავებით (31 ინჩებში)
ნუ ვინაიდან და რადგანაც თავიდანვე ყიდვის მიზანი იდეაში იყო ის რომ უნდა მეარა ქალაქში, ანუ ჩემი ყოველდღიური მანქანა იყო + ექსპედიციებზე სადაც ხშირად დავდივარ ხოლმე, ნუ მეტნაკლებად როცა შემიძლია და დრო მაქვს ვცდილობ გავიდე ქალაქ გარეთ, პირველი რაც გავაკეთე იყო ის რომ შევუცვალე საბურავები
გადავედი BF Goodrich Ko2 AT ებზე, ზომაც ოდნავ ავამაღლე 265/70R17 ანუ 32 ინჩი, კლირენსი აიწია არსად არაფერს არ ედებოდა ცოტა ვიდზეც მოვიდა უფრო აგრესიული გახდა
)
აქვე ვიტყვი ამ საბურავებზე, რომ საკმაოდ კარგი საბურავებია თავისი კლასის შესაბამისად, მეტ ნაკლებად აგრეისული ატ, დაშვებულზე დადის იდეალურად, თოვლში/ყინულზე ნორმალურად, ტალახში ნუ როგორც ატე ისე
კახისის ტბაზე ასვლის ექსპედიციისას
აქვე ვიდეოს დავდებ
მივხდი რომ სტანდარტული დაკიდებით და 32 იანი საბურავებით მთლად შორსაც ვერ წავიდოდი
)
მივიღე გადაწყვეტილება ამეწია/დამელიფტა მანქანა და გადავსულიყავი უფრო დიდი 33 იანი საბურავებზე (285/70R17)
რის შემდეგაც გამოვიწერე ლიფტ კიტი, დაბალბიუჯეტიანი ე.წ პრასტავკებს რასაც ეძახიან
წინა პრასტავკები ესენია
https://polimer-nsk.ru/product/366უკანა პრასტავკები ესენია
https://polimer-nsk.ru/product/392?fbclid=I...-_T_11PxZow-Xecჯამში დაჯდა სადღაც 400 ლარამდე ჩამოტანიანად
+50 ლარი დაყენება
რაც შეეხება საბურავებს იმ ეტაპზე გადავაწყდი სულ ახალ nokian rotiva at plus ებს, გადავწყვიტე მეტიდა და დამეყენებინა, აგრესიული არაა ძაან ჩუმი და რბილი საბურავებია თუმცა მაინც ა/ტ ეა, თოვლში დადის ძალიან კაგრად ალბათ უმეტესობა ა/ტ ზე უკეთსად, ტალახში უმეტესობა ა/ტ ზე უარესად, თუმცა ვისაც აგრესიულობა არ უნდა მეტნაკელბად ტრასაზე უწევს სიარული და გზიდანაც იშვიათად მაგრამ გადადის მე პირადად გავუწევდი ამ საბურავებს რეკომენდაციას
გამოვიდა მანქანა ასეთი
33 იანი საბურავები +5 სმ ლიფტი
* * *
ნუ მერე გადავწყვიტე დამეყენებინა განათება რომელიც წინა მანქანისთვის ჩამოვიტანე მარა იმხელები აღმოჩნდა რო ფიზიკურად ვერ დავტიე იმაზე ვერსა, მეგდო გარაჟში ერთი წელი
) ამაზე მოვუძებნე ადგილი და დავაყენე ზედ წინა შიტოკზე
ნუ ეს ყველაფერი გავაკეთე გავაკეთე მაგრამ ის წარმოდგენა რაც მქონდა 33 იანი საბურავის დაყენებაზე ჩემთვის არ გამართლდა
) მინდოდა უფრო აგრესიულ ვიდზე ყოფილიყო მანქანა, ქარხნული დისკები ისეთი მონაცემებისაა რო 33 იანი საბურავიც შიგნით შევარდა კრილოებიში არანაირი არაფერი აგრესია
))
მომეშალა ნერვები და გადავწყვიტე ეხლა დისკები შემეცვალა + უფრო აგრესიული 33 იანი საბურავი დამეყენებინა
აქ დაიწყო თავის ტკივილი, ქარხნული დისკები არის 7ჯ +46 ოფსეტი, ვიყიდე 8ჯ -25 ოფსეტი რკინის დისკები R16 ზე, ამხელა სიგანის და ოფსეტის სხვაობამ გამოიწვია ის რომ საბურავები კატასტროფულად მოედო წინა შიტოკს ბამპერს თუ რაც ქვია იმას
)
რის გამოც მომიწია მისი ჩაჭრა დაახლოებით 3-5სმ თი ორივე მხარეს, წინა კრილოს კარის მხარეს კი მიჩაქუჩება ბოლომდე დაკეცვისას ედებოდა კრილოს უკანა მხარეს
)
თუმცა ჩემი ის მიზანი რო ყოფილიყო მეტად აგრესიულ ვიდზე მიღწეული იყო, ნუ ჩემთვის მაინც
)
გამოვიდა აი ასეთი
ხო ამ ეტაპზე საბურავებად შევარჩიე maxxis bravo 980, გუდრიჩს კოპიაა იდეაში, ნუ კარგი ბრენდია ესაც, საბურაბიც იგივე ნახატითაა დაახლოებით, გუდრიჩზე ნაკლებად ხმაურიანია დანარჩენი იგივენაირად დადის ერთი შეხედვით როგორც გუდრიჩი დადიოდა
)
* * *
ნუ ვინაიდან რამდენიმე ექსპედიციაზე უკვე ვიყავი ამ მანქანით და დავინახე კიდეც მისი ძირითადი პრობლემა იქ სადაც გზიდან გადადიხარ, გადავწყვიტე ეგ პრობლემაც მომეგვარებინა
ვიანდაინ მანქანა არის იაპონური 3.0 მას არ აქვს არც თრექშენი არც უკანა ხიდის ბლოკირება, ხოლო დაკიდების სისტემა არის დამოუკიდებელი, ანუ გიტარებიანი და არა ბალკა ხიდი, ხოდები აქვს საგრძნობლად პატარა, ნუ გიტარებიანის ნაკლი ეგაა, ხოდის უქონლობა ბალკიანთან შედარებით, ისეთ ადგილებშიც კი სადაც ძაან მარტივად უნდა გაიარო იკიდებს დიაგონალებს და იწყებს უაზროდ ბუქსაობას, შესაბამისად გიწევს რაზგონით გავლა თუ გაიარე საერთოდ
) თუმცა ჯერ ჯერობით არსად არ ჩავრჩენილვარ მარა ნუ მაინც მაგარი დისკომფორტია პატარა დიაგონალზეც კი რომ ბუქსაობას იწყებს, თუმცა ამაზე მერე კიდევ მოვყვები ერთ საინტერესო ფაქტს/ისტორიას
ნუ საბოლოოდ მივედი იქამდე რომ დავაყენე 100% იანი ბლოკი უკანა ხიდში, რამაც დიაგონალების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მკაცრად გადაჭრა და აწი საეთოდ არ მეშინია არანაირი დიაგონალის, ვინაიდან მანქანა მაინც საექსპედიციოა და არა სა Off-road-ო ამიტომ მეტ გამძაფრებაზე არ წავსულვარ და წინაც ბლოკი და აგრეისული მტ ები და მსგავი რაღაცეები არ მიფიქრია და არც გავაკეთებ მომავალშიც
პრაქტიკულად გავედი ბოლოში ამ მანქანაზე რაც კი შეიძლებოდა გამეკთებინა ჩემი სურვილით ყველაფერი გაკეთებულია უკვე
)
ბლოკირებული ხიდის დაყენების მერე პირველივე ტესტი
ლისის ცნობილი აღმართი წარმატებით გადაილახა
ხო ეხლა რაც შეეხება საინტერესო ფაქტს უკანა ბლოკზე და ზოგადად დიაგონალებზე ბუქსაობაზე უკანა ბლოკის გარეშე
ნუ როცა მანქანა 32 ებზე იდგა და არ იყო დალიფტული, სერიოზული პრობლემები მქონდა დიაგონალებზე როგორც უკვე დავწერე ზევით,
33 ებზე გადასვლით და დალიფტვით თითქოს იგივე სიტუაცია დარჩა, თუმცა ბოლოს როცა წავედი დიაგონალებიანი აღმრათზე ბლოკის გასატესად, საერთოდ უბლოკოდ ავიარე ეგ აღმართი
)
რანაირად როგორ ბოლომდე მეც ვერ გავიგე
აგერაა ვიდეოც
ესაც იგივე ადგილზე ჰაილუქს სარფი უბლოკოდ თუმცა ბევრად დიდი ხოდებით
* * *
ნუ ჯერ ჯერობით სულ ესაა
თუ რაიმე მივამატე კიდევ დავწერ თუმცა არამგონია, ეს თემა ზოგადად საარქივოდ ჩავაგდე აქ ვინმეს თუ დასჭირდება ინფორმაცია რომ მოიძიოს.
ბლოკი დაყენდა გასიტასთან, დაჯდა ბევრი ფულები
)