#55870468 · 21 Feb 2020, 12:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მოვყვები ჩემს ისტორიას, ამაზონიდან/იბეიდან ხშირად ვიწერ ნივთებს დეკლარაციაში არასდროს ჩამიწერია ნივთის ზუსტი ღირებულება და არც არასდროს შემქმნია პრობლემა მაგაზე, ჩამოდიოდა ნივთი ვიხდიდი წონის საფასურს და მომქონდა სახლში. დაახლოებით 2 კვირის წინ რამდენიმე ნივთი გამიჩერეს საბაჟოზე, როგორც გავიგე თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს განბაჟება უწევს ღირებულების 18%, და ამავდროულად დეკლრაცაშია 130$ ის მაგივრად 85$ რომ მეწერა დამაკისრეს ჯარიმა +40%, ამასთან ერთად საბაჟოზე მომთხოვეს ექაუნთის გახსნა რაზეც უარი ვუთხარი, საბოოლოდ ექსპერტიზა დავანიშნინე, თითო ნივთის ექსპერტიზაზე 25 ლარი გადამახდევინეს 2 კვირა მალოდინეს და საბოლოოდ 200 ლარის ნაცვლად მომიწია 650 ლარის გადახდა.
საქმე ისაა რო აქამდეც ჩამომიტანია 300 ლარზე ძვიარი ნივთები და ასეთი რამე არასდროს არ მომხდარა, ნუ კაი დავუშვათ ეს ჩემი ბრალი იყო ჯარიმაც დავიმსახურე და ა.შ მაგრამ დავიჯერო მარტო მე ვარ ასეთ სიტუაციაში???
ეს 300 ლარი როგორც ვიცი დააკანონეს 2004 წელს, როცა დოლარის კურსი 1.60 იყო, ახლა ლარის კურსი რომ რეკორდებს ხსნის ყველამ ვიცით და რა მაინტერესებს , რატომ არის ახლაც 300 ლარი ზღვარი და არა ორჯერ მეტი? არამგონია მარტო მე მიქმნიდეს ეს პრობლემას. ვინც გარკვეული ხართ სამართლებრივი მხრივ რაიმე შანსი არ არსეობს რომ ეს კანონი შევცვალოთ და 300 ლარის ნაცვლად 600 ლარი მაინც რომ იყოს? იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება რაიმე ნივთის იმპორტირება, თუ წონაც აქვს მითუმეტეს, (წონის გადასახადიც რომ ძალიან ძვირია მაგაზე აღარ მაქვს პრეტენზია)
|