forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (57) « პირველი ... 55 56 [57]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მე ანუ ჩვენ XXXVI, The Universe & Me
cosmia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1013
წევრი No.: 241768
რეგისტრ.: 29-March 18

გამოგზავნილია: 18 Nov 2019, 00:14  #55493343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვსო ვისლუკუნეთ და მოვრჩით...

ავაჩუყე სამივე, ახლა ისინიც სლუკუნებენ, დღის მოულოდნელი დასასრული, ემოციური ტერორისტი ვარ lol.gif აბა მარტო ხო არ ვიტირებდი?! love.gif
littlemiss
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6936
წევრი No.: 190290
რეგისტრ.: 21-August 14

გამოგზავნილია: 18 Nov 2019, 02:24  #55493779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არასოდეს მიფიქრია ამაზე.
სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია, ადრეულზე, ტვინში რო ჩაგიჯდება და ერთადერთი გამოსავალი გგონია.
მაგრამ სამაგიეროდ მიფიქრია მეგობრებზე რომლებიც მხოლოდ სწორ დროს, სწორ ადგილას არიან შენთან და არა მაშინ როცა სადღაც ჭაობში ხარ , ისეთში სულ რომ ათ ქვაზე შედგე, ვერ ამოხვალ.
სიკვდილზე არა მაგრამ მიფიქრია სიყვარულზე, წამყვან მედიატორზე, ნირვანაზე რომელიც კანზე მუნივით მოგედება და არ გადის. გრძნობაზე პატარა ხელის თითებიდან თვალის გუგებზე რომ აგაცოცდება და ფერს უცვლის, მზეზე რომელიც უფრო მეტად ყვითელია და მთვარეზე რომელიც გასაოცარია სრულიად ჩვეულებრივი შუაღამის პერიოდს. მიფიქრია სიცილზე, როგორი სხვანაირია,თუმცა ხშირად სრულიად უმიზეზო,მხოლოდ ღრმა გრძნობებიდან წამოსული.
მიფიქრია საწყალ ცხოველებზე,პატარებზე, ბევრნი რომ არიან და არავინ რომ არ ჰყავთ, სახლის კარზე რომ დაუკაკუნონ.
მიფიქრია მოხუცებზე, ჩემზე როცა დავნაოჭდები და მაშინვე წავსულვარ განმარტოებით, ჩემთვის,უჩინრად.
მიფიქრია სოფელზე,ხის სახლზე და ჩემს გაღდილ ქოთნის ყვავილებზე. ჩემი ავტორობით შექმნილ, მტვერდადებულ წიგმზე და დიდი წვალებით შექმნილ რამდენიმე ვებ-საიტზე.
მიფიქრია ჩემ ოჯახზე... ერთადერთ რეალურ მიზეზზე რის გამოც ვსუნთქავ. ჩემს ორივე დაზე რომლებიც ასჯერ ჩემზე უკეთესები,ლამაზები,ჭკვიანები არიან . მიფიქრია ჩემ ნაბოლარა ძმაზე რომელიც ვერ შეძლებს უკვე შუახნის ასაკში დამიდგას სცენები რატო მოვედი სახლში ასე გვიან..
ჩემ მშობლებზე რომლებიც ალბათ წამყვანები იქნებიან ლექციაზე, სახელად სიყვარული.
მიფიქრია კანონებზე,უსამართლობაზე,სომალელ ბავშვებზე...
მიფიქრია საკუთარ უუნარობაზე და ბევრჯერ შემბრალებია საკუთარი თავი და მიკითხავს,ღირდა რომ ? ღირდა შენ გეცოცხლა?
არასოდეს მიფიქრია სიკვდილზე.


--------------------
"ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"

https://littlemissing.wordpress.com/
Tensee
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 336
წევრი No.: 246163
რეგისტრ.: 22-October 18

გამოგზავნილია: 18 Nov 2019, 04:23  #55493963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუჩემირა გამახსენდა :დ


ძაან ცუდი ადამიანი ვარ ხანდახან ადამიანური გადმოსახედიდან არ შეიძლება ასე..
Katutu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1199
წევრი No.: 224459
რეგისტრ.: 29-September 16

გამოგზავნილია: 18 Nov 2019, 07:22  #55494028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშვიდობის ნიშნად ხელს ვუქნევ მარტოობას, როგორც დავიწყებულ მეგობარს, ის კი ყოველ ჯერზე ჩემს შესახვედრად მორბის და გულში მიკრავს, თითქოს არც კი უფიქრია წასვლა, შემდეგ ხელებს მაღლა სწევს, ცივ სხივებს გადმოსტყორცნის და სახეზე მილოლიავებს, როგორც გარდამავალი მზისას და იბრალებს ჰეფესტობას ისე თითქოს და მისი მშობელი ვიყო და მიზღობს რომ მივატოვე. მე კი უეშმაკოდ მჯერა მისი კეთილი განზრახვისა თუ განუზრახვობის, რომ უკიდეგანო აზრებში დაკარგულს ხელს მიწვდის და სამშვიდობოს გამოვყავარ, ფეხს უჩქარებს, შემდეგ მირბის და მიმათრევს, კეთილი ღიმილით გამომხედავს დროდადრო რადგან ვერ ვეწევი, იცის რომ არ მინდა მაგრამ მაინც ძარღვების გასკდომამდე მეჭიდება, მიმათრევს და იღლება, იღლება, იღლება, ნაბიჯს ანელებს, უკვე სევდანარევი, პირის კუთხეებში გაშლილი ღიმილით გადმომხედავს მე, ტალახში გასვრილს, როგორ ვწევარ უსიცოცხლოდ და მაინც არ მიშვებს დანაოჭებულ, დროით გამომხმარ ხელს.


--------------------
ზოგჯერ მეშინია, ხელს რომ გავიქნევ, რაღაც არ გავხიო ქაღალდივით და სინამდვილე არ დავინახო (ც) ნარმონანა
fork
ოთხკბილა!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4740
წევრი No.: 202766
რეგისტრ.: 22-May 15

გამოგზავნილია: 18 Nov 2019, 11:20  #55494387      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს დასავლეთს ხელს დავუქნევ.
თბილისო,მევედი!
ხასიათშია არ მომისაქმო.
ოქრო ხალხი დავუტევე.

ეჰ,სამსახური...თორე...


--------------------
earth is not my location
მხოლოდ ტანიქუეტილზე!!!
barkly
SUPER MEMBER


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2669
წევრი No.: 50818
რეგისტრ.: 6-January 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2019, 15:29  #55495368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პადჟიგაწელი
QUOTE
100 პოსტი მინდა

QUOTE
75 დარჩა...........................

მიდი რა კიდე დაამატე გეხვეწები ,..
smile.gif


--------------------
არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ..
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (57) « პირველი ... 55 56 [57]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0312 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]