#59248520 · 22 May 2022, 21:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, ახლობელს აქვს ასეთი სიტუაცია. რაღაცა ხელშეკრულების შესასრულებლად ესაჭიროებოდა რაღაცა მასალები. ტრანსპორტირება შეუკვეთა ერთერთი გადამზიდავით, რომელმაც მოატყუა და 1 თვის ვადის მაგივრად, უკვე მე-5 თვეა, არ მიაწოდა ტვირთი, თან ეუბნება, გზაშია გზაშიაო. ეხლა ამ ადამიანს უკვე გაუვიდა იმ კონტრაქტის ვადა, რომელიც უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვერ ასრულებს, შესაბამისად, მეორე მხარე აპირებს უჩივლოს და ფულის გადახდაც დაავალდებულოს.
ხოდა კითხვა ასეთია, რამდენად აქვს აზრი ამან რო უჩივლოს მაგ გადამზიდავს და მაგ თანხის და თავისი დაკარგული ტვირთის ღირებულების გადახდაც აიძულოს? პირად საუბრებში გადამზიდავი იძახის - ***-ზე მკიდია და არაფერს არ გადავიხდი, რამდენიც გინდა მიჩივლეო. გადამზიდავი - რიგითი ჭ კლასის კომპანიაა, არაფერი ხელშეკრულება, გარდა იმ პირობებისა, რაც საიტზე უწერიათ.
|