Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კარგი პულმონოლოგი

Posted by: Int3lig3nt 29 Dec 2009, 23:42
კარგი პულმონოლოგი მინდა...

Posted by: mtvareuli 29 Dec 2009, 23:58
Int3lig3nt

რატომ, ხო თქვი კარგი ექიმი მყავსო? უკეთესობა არ გაქვს?

Posted by: Natuka NGN 30 Dec 2009, 00:19
Int3lig3nt
გრიპი გქონდა და გაგირთულდა თუ გაცივდი? ადი ახალ ტუბდისპანსერში ხათუნა ქუჩმაზაშვილი...
და იქ ყველა პროფესიონალია.
ვალაბუევი, ოღOნდ არ ვიცი ახლა სადაა... ვახტანგ ქაცარავა, ოღOნდ ის ქირურგია ძლაიან კარგი და ბევრი ხალხი ყავს ძალიან.

Posted by: donvaso 30 Dec 2009, 00:35
QUOTE
ვალაბუევი

ბატონი ვალოდია თერაპიის ინსტიტუტშია, მე პირადად მას გირჩევ... უძლიერესია... smile.gif

Posted by: utilizatori 30 Dec 2009, 01:01
პულმონოლოგი გინდა თუ ფტიზიატრი გააჩნია

ქაცარავა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 01:08
mtvareuli
QUOTE
რატომ, ხო თქვი კარგი ექიმი მყავსო? უკეთესობა არ გაქვს?

შედეგს ვერ ვხედავ ჯერ sad.gif.

Natuka NGN
არა, დაბალი სიცხეები მქონდა და ფილტვების ანთება აღმომაჩნდა ძველი ნარჩენი.
მეოცე დღეა ნემსებს ვიკეთებ და ჯერ შედეგი არ ჩანს.
როგორც თავიდან, დაბალი სიცხეები მაქვს დღისით, დილა-საღამოს არაფერი.

Posted by: Solveig 30 Dec 2009, 01:30
QUOTE
ქაცარავა

მეც ბევრისგან გამიგია მისი ქება.

Posted by: mtvareuli 30 Dec 2009, 01:43
Int3lig3nt

ჩემი რჩევა ძალაში რჩება... უფრო სწორად უფრო დაჟინებით გირჩევ ამ ყველაფრის ფონზე yes.gif

QUOTE
ფილტვების ანთება ძველი

QUOTE
დაბალი სიცხეები

QUOTE
მეოცე დღეა ნემსებს ვიკეთებ და ჯერ შედეგი არ ჩანს

Posted by: utilizatori 30 Dec 2009, 01:45
Int3lig3nt

ანტიბიოტიკებია შესაცვლელი
კარგი იქნება ნახველის ანალიზს თუ გააკეთებ ბაქტერიოლოგიაზე
და ბეკაზეც
ხო არ ოფლიანობ?

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 02:04
utilizatori
QUOTE
ანტიბიოტიკებია შესაცვლელი კარგი იქნება ნახველის ანალიზს თუ გააკეთებ ბაქტერიოლოგიაზე და ბეკაზეც ხო არ ოფლიანობ?

ორჯერ შემიცვალა უკვე smile.gif.

როდესაც დიაგნოზი დამისვეს, ინფექციურშიც წავიღე ყველაფერი და იქაც დაამოწმეს. აღარ გაუკეთებიათ ანალიზი.

ეს ბოლო კვირაა ვოფლიანობ, მანამდე არ მახსოვს, არ შევუწუხებივარ...

Posted by: utilizatori 30 Dec 2009, 02:08
Int3lig3nt
საერთოდ ოფლიანობა ტუბერკულოზის ერთ-ერთი ნიშანია
ხოდა ნახველის ანალიზი იქნებოდა კარგი
რენტგენზე ზედა წილებში ხომ არ იყო დაჩრდილვა?

ტუბერკულოზს ერთი ანტიბიოტიკი არ შველის
თუ ეგ არის ასე 4 სხვადასხვა მედიკამენტის კომბინაცია უნდა
იმედია ღვიძლი წესრიგში გაქვს smile.gif

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 02:12
utilizatori
აი რა წერია რენტგენზე:

Ro გრამაზე აღინიშნება ნაზად გამოხატული გამჭვირვალობის დაქვეითება ორივე ფილტვის ქვემო წილებში პარაჰილარულად, არამკვეთრი კონტურით. სინუსები თავისუფალი. cor ნორმალური.

იმედია სწორად წავიკითხე smile.gif.

Posted by: utilizatori 30 Dec 2009, 02:45
Int3lig3nt

ხო სწორია
ქვემო წილებშია სუსტი დაჩრდილვა
ტუბერკულოზმა უფრო ზედა წილებში იცის სადაც ცუდად ვენტილირდება ფილტვები
რაც არ უდნა გაგიკვირდეთ ტუბერკულოზის ჩხირს უჟანგბადო გარემო უყვარს smile.gif

სისხლის ანალიზებში რა ხდება
ლეიკოციტები რამდენია
და ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები ?
ხველა გაქვს თუ არა მაგასაც გააჩნია
ნახველით თუ ნახველის გარეშე
მოიტა ერთი ფილტვებზეც მოგისმენ biggrin.gif

მოკლედ პულმონოლოგთან მიხვიდე ჯობია
ანტიბიოტიკები ვინ გამოგიწერა?

Posted by: keen 30 Dec 2009, 10:05
QUOTE
ვახტანგ ქაცარავა, ოღOნდ ის ქირურგია ძლაიან კარგი და ბევრი ხალხი ყავს ძალიან.

yes.gif ადრე მთელი დღე იყო საჭირო რიგში დგომა, ახლაც იგივე სიტუაციაა ალბათ smile.gif

Posted by: Natuka NGN 30 Dec 2009, 10:19
Int3lig3nt
მისმინე, ხველა გაქვს? სველი თუ მშრალი. უფრო გასარკვევად ვიტყვი - თუ სველია, მას ნახველი ექნება. თუ ნახველი გაქვს სასწრაფოდ დათესე, ნახე რა ამოითესება და შესაბამისად უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკები, ვინაიდან ასეთი ხანგრძლივი პროცესია. დააკვირდი, მარცხენამხრივი არ იყოს. თუ ანთება მარცხენამხრივია ან თავიდან იქ დაიწყო, დიდი ალბათობაა იყოს მიკოპლაზმით გამოწვეული და მაგას ცოტა განსხვავებული მკურნალობა უნდა. ვინაიდან ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული მიკოპლაზმა იყოს. კიდევ, მაინც გადაამოწმე ტუბდისპანსერში. სიფრთხილეს თავი არა სტკივა.
უპირველესად მაინც - თუ ნახველი გაქვს სასწრაფოდ დათესე. და თუ მარცხნივ უფრო მეტად არის დაჩრდილვა რენტგენისას, ძალიან დიდი ალბათობაა მიკოპლაზმით იყოს ეს გამოწვეული. რაღაცატომ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. თუ მიკოპლაზმაა, მაშინ მხოლოდ ერიოთრომიცინის ჯგუფი, კიდევ მეორე დამავიწყდა და ციპრო მოქმედებს და მინიმალური დღეების რაოდენობა ანტიბიოტიკების მიღებისა 14 დღეა. ეს მინიმალური. სხვაგვარად სიცოცხლისუნარიანი რჩება ეს პარაზიტი.
გვიან წავიკითხე, რომ ორივე ფილტვის ქვედა წილშია დაჩრდილვა. მაინც უნდა გადაამოწმო. დღეს ყევლაფერი ეტიპიურად მიმდინარეობს.
utilizatori
კი, მართალია, მაგრამ შესაძლოა იყოს ატიპიურიც. ამიტომ, მოდი გამორიცხოს, სულ 25 ლარი ღირს კვლევა.
QUOTE
და ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები ?

კი ესეც აუცილებელია და როეც რამდენია. და კიდევ, არ იყოს ბაქტერიული, მაგალეთად პნევმონია სტაფილოკოკი.
ერთი სიტყვით, ჩვენი ექიმების მტავარი შეცდომა - ანტიბიოტიკებს ნიშნავენ ზეპირად. შეიLძება შემეკამათოთ, არის სასიცოცხ;ლო ჩვენებები და ამ დროს გადადება არ შეიძლებაო. მაგრამ, როდესაც ანთება უკვე 20 დღეა მიმდინარეობს, აკ უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელია ბაკტერიული და ვირუსული კვლევა.

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 11:04
utilizatori
ხველა არ მაქვს, მარა ყელში თითქმის მუდმივად მაქვს ნახველი.

ლეიკოციტები 8.0
ჩხირბირთვიანი ნეიტროფილების არე ცარიელია ანალიზში და არ ვიცი. მხოლოდ სეგმენტბირთვიანები წერია 47%

Natuka NGN
როე ჰემოგლობინია, ხომ? 117 მაქვს

დილას დავურეკე ექიმს და ჩემი შეშფოთების მიზეზი გავაცანი.
მენდეო, მე ისეთ მკურნალობას გიტარებ, რომ ყველაფერი გამოირიცხოსო.
თუ გინდათ, მაინც გაიკეთეთ ანალიზებიო - ანტისხეულების ტიტრი ტუბერკულოზის ჩხირზე.

ჰოდა წეღან ვიყავი და ამიღეს სისხლი, საღამოს იქნება პასუხები.

ახლა ვალოდია ვალაბუევთან უნდა წავიდე.

Posted by: keen 30 Dec 2009, 11:16
QUOTE
როე ჰემოგლობინია, ხომ? 117 მაქვს

no.gif როე არის იგივე ედს ანუ ერითროციტების დალექვის სიჩქარე smile.gif

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 11:19
keen
QUOTE
ერითროციტების დალექვის სიჩქარე

1მმ/სთ

Posted by: keen 30 Dec 2009, 11:33
QUOTE
1მმ/სთ

მომატებული აშკარად არ გაქვს smile.gif

ისე არც მე ვარ მედიკოსი და არც Natuka NGN...ხოდა კარგ ექიმთან მიდი, კი გირჩიეს აქ არაერთი smile.gif

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 11:39
keen
QUOTE
ისე არც მე ვარ მედიკოსი და არც Natuka NGN...ხოდა კარგ ექიმთან მიდი, კი გირჩიეს აქ არაერთი

ჰო, მივდივარ უკვე smile.gif.

მადლობა ყველას.

Posted by: Natuka NGN 30 Dec 2009, 11:40
Int3lig3nt
QUOTE
ანტისხეულების ტიტრი ტუბერკულოზის ჩხირზე.

ვანი_ტ ეს კვლევა არასაკმარისად ჩათვალა ადრე. კარგი, საჭიროა, მაგრამ მაინც არასაკმარისი. ნახველი დაათესინე, 20 ლარი ღირს ბაქტერიოფაგში. ჭურჭელი აუცილებლად უნდა იყოს სტერილური, + მანამდე პირის ღრუ უნდა გაისუფთაო სოდიანი წყლით და შეეცადო ნერწყვი არ წაყვეს ნახველს. იმიტომ, რომ შერსაძლოა პირის ღრუს რაიმე ინფექცია გაჰყვეს ანალიზს. ის ჩხირვირთვიანები და სეგმენტბირთვიანები კი წერია, მაგრამ რა პარამეტრებია ნორმის, მანდე ეწერება ფურცელზე. ნეიტროფილები როგორ არაა აღნიშნული? სად გაიკეთე კვლევა? უცნაურია. როე კიდევ ქვედა ზღვარზეა. სად იკეთებ კვლევებს? მომწერე PM-ში

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 16:31
ვიყავი ბატონ ვალოდიასთან.
დიდხანს მომიწია ლოდინი...

ქართულად კი ლაპარაკობს, მაგრამ რუსული აქცენტით და ძალიან ხმადაბლა და კარგად არ მესმოდა, რას მეუბნებოდა biggrin.gif.

გამომკითხა ბავშვობიდან რა პრობლემები მქონდა და შემდეგ გულდასმით გამსინჯა.

აქ საანტიბიოტიკოს ვერაფერს ვხედავო,
მხოლოდ მარჯვენა ზედა მხარეს, იღლიასთან არის გამკვრივებული სუნთქვა თუ რაღაც ასეთი.
მომიწევს ახალი რენტგენის გადაღება, ზედა ნაწილში, რაღაც შრეებზე.

უნდა გავიკეთო სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, და სრული უროლოგიური გამოკვლევა (ბავშვობაში პლასტიკური ოპერაცია მაქვს პიელონეფრიტზე თუ რაც ქვია, შარშან კი პროსტატის ანთება გადავიტანე და შეიძლება მაგასთან იყოს კავშირშიო).

ტუბერკულოზზე ეჭვი არ მაქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა პასუხიო. თუმცა რა ანალიზიც შენ გაიკეთე (ანტისხეულების ტიტრი ტუბერკულოზის ჩხირზე), უარყოფითი პასუხი რომ იყოს, მაინც ვერ ვიქნებით დარწმუნებულიო. ამიხსნა რატომაც, მარა ვერ გავიგე წესიერად sad.gif.
მოკლედ, ჯერჯერობით ტუბერკულოზთან დაკავშირებით არაფერი არ არის და ახალი რენტგენის მერე ვნახოთ, რა შედეგი იქნება.

დროებით პროფილაქტიკური წამლები გამომიწერა ღვიძლზე და თირკმელზე.
ახალი წლის მერე კი გამოკვლევას ჩავიტარებ.

ჰო, და ყოველ 2 საათში უნდა ვიზომო სიცხე.

Posted by: utilizatori 30 Dec 2009, 17:15
QUOTE (Int3lig3nt @ 30 Dec 2009, 10:19 )
keen
QUOTE
ერითროციტების დალექვის სიჩქარე

1მმ/სთ

ლოლ ეს ნორმაში კი არა დაბალი გქონია biggrin.gif
2-10 მმ-მდეა ნორმა

ჰემოგლობინი კარგია

სეგმენტბირთვიანები არ არის საინტერესო
ჩხირების მომატებაა საინტერესო ანთებისთვის
ლეიკოციტი არ არის ბევრი 8 ნორმის ფარგლებია 9 ზედა ზღვარია

დარწმუნებული ხარ რმ ცუდად ხარ? biggrin.gif
მწეველი ხარ?
* * *
QUOTE
ბავშვობაში პლასტიკური ოპერაცია მაქვს პიელონეფრიტზე თუ რაც ქვია

პიელონეფრიტი თირკმელების ანთებითი დაავადება
რაის პლასტიკური ოპერაცია გადაიტანე მაგის გამო ვერ გავიგე

უროლოგიურ გამოკვლევას რაც შეეხება ეტყობა ფიქრობს რომ სიცხეები მაგის ბრალია

QUOTE
შარშან კი პროსტატის ანთება გადავიტანე და შეიძლება მაგასთან იყოს კავშირშიო

ხო ამასთან უფრო იქნება კავშირში ვიდრე პიელონეფრიტი

მოკლედ მიჰყევი ინსტრუქციებს smile.gif

Posted by: Int3lig3nt 30 Dec 2009, 17:24
utilizatori
QUOTE
2-10 მმ-მდეა ნორმა

no.gif
მამაკაცებისთვის 1-10 არის ნორმა
ქალებისთვის 2-15 (ქალები ზუსტად არ მახსოვს)

QUOTE
დარწმუნებული ხარ რმ ცუდად ხარ?

დილას ლოგინში მეწვოდა ფილტვები და სულ სველი ვიყავი sad.gif.

QUOTE
მწეველი ხარ?

no.gif
არცერთი ღერი.

წავედი ახლა მე ანალიზის პასუხებზე...

Posted by: Natuka NGN 30 Dec 2009, 21:34
Int3lig3nt
QUOTE
თუმცა რა ანალიზიც შენ გაიკეთე (ანტისხეულების ტიტრი ტუბერკულოზის ჩხირზე), უარყოფითი პასუხი რომ იყოს, მაინც ვერ ვიქნებით დარწმუნებულიო

მეც ეს ვთქვი და ეს მითხრა ვანომაც, ამიტომ გავაკეთეტ სხვა კვლევა. ყველაზე საინტერსო რაა იცი? მეც ფილტვების ანთება მაქვს... დაბალი სიცხები მქონდა სულ და დღეს წავედი, შევწუხდი, ზურგის ტკივილი მაქვს მეც... ჰოდა... დამაყარეს წამლები და წოლითი რეჟიმი.

Posted by: Solveig 30 Dec 2009, 22:57
Int3lig3nt
ანტისხეულებზე სწორი გითხრა...არ არის ეგ მონაცემი დიდად ინფორმატიული.

შეიძლება, გქონდეს ეგ ტიტრი, მაგრამ ეგ იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ოდესღაც შენს ორგანიზმს ჰქონდა კონტაქტი ბაქტერიასთან და გამომუშავდა ანტისხეულები..და თუ გაქანებული ტუბერკულოზია, მაშინ ანტისხეულების ტიტრამდე სხვა პარამატრებიც კარგად აჩვენებს მაგას.

utilizatori
QUOTE
ჩხირების მომატებაა საინტერესო ანთებისთვის

ტუბ-ის შემთხვევაში, მონოციტებიც საინტერესოა.

Natuka NGN
QUOTE
ველაზე საინტერსო რაა იცი? მეც ფილტვების ანთება მაქვს... დაბალი სიცხები მქონდა სულ და დღეს წავედი, შევწუხდი, ზურგის ტკივილი მაქვს მეც... ჰოდა... დამაყარეს წამლები და წოლითი რეჟიმი.

wow.gif

Posted by: Natuka NGN 30 Dec 2009, 23:41
Solveig
აბაა... იცი მამას ქონდა სტაფილოკოკი პნევმონია ბოლოს. ერთი სიტყვით, ხელოვნურ სუნთქვას რომ ვუკეთებდი, ფაქტიურად ბოლო სუნთქვა და წვენი ამოვუღე და დიდი შანსია გადამდებოდა. ან მანამდეც... გუშინ უკვე სუნთქვა რომ გამიჭIრდა კიბეებზე ასვლისას, დღეს წავედი ექიმთან. 10 დღიანი კურსი მაქვს ჯერ და წოლა...
* * *
Int3lig3nt
PM ნახე. გავიგე ყველაფერი....

Posted by: Natuka NGN 31 Dec 2009, 11:24
Int3lig3nt
PM ნახე. გავიგე ყველაფერი....

Posted by: SOULFUL 31 Dec 2009, 11:57
QUOTE
კარგი პულმონოლოგი, ვის მირჩევთ და სად?

თამაზ მაღლაკელიძე

თბილისის სახ. უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი, მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #5. საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტია, მიუხედავად იმისა რომ პროფესორია, ძალიან თავმდაბალი და ყურადღებიანი კაცია, თან რისი დეფიციტიცაა საქართველოში თანამედროვე მედიცინას ფეხდაფეხ მიყვება.

Posted by: Voila 4 Jan 2010, 17:07
Int3lig3nt
QUOTE
კარგი პულმონოლოგი მინდა

კახა ვაჭარაძე.
ტუბდისპანსერშიცაა, და ტატიშვილის კლინიკაშიც. თუ გინდა მობილურს მოგცემ პმ-ში.
ამ ექიმს ისე გირჩევ, რომ თავს დავდებ მის პროფესიონალიზმზე. თან კარგი ტიპია smile.gif

Posted by: Natuka NGN 4 Jan 2010, 21:06
Voila
QUOTE
კახა ვაჭარაძე.

მე კიდევ არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევ რაც მისი გამოწერილი წამლები და შემდეგ შედეგები ვნახე.... აღარ განვაგრძობ...

Posted by: Voila 4 Jan 2010, 21:58
Natuka NGN
QUOTE
მე კიდევ არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევ რაც მისი გამოწერილი წამლები და შემდეგ შედეგები ვნახე.... აღარ განვაგრძობ

წამლები არ ვიცი... მე ნაკლებად ვერკვევი ეგეთ რაღაცეებში smile.gif შედეგებს უფრო ვუყურებ ხოლმე smile.gif
შედეგს რაც შეეხება - 8 წლის წინ ვიმკურნალე მასთან, თან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ყოველი ნიავის წამობერვაზე ვცივდებოდი. მისი მკურნალობის მერე არ გავციებულვარ, 8 წლის შემდეგ, ამ 2 თვის წინ ახალნამშობიარევმა ავიკიდე ვირუსი. ალბათ დასუსტებული და გამოფტული ვიყავი და მაგის ფონზე... მანამდე ისე კარგად ვიყავი, სერიოზულად დამავიწყდა რა იყო გაციება.

Posted by: Natuka NGN 4 Jan 2010, 22:14
Voila
ტუბი გქონდა? მაშინ მასთან რატომ მიხვედი? გაგმართლებია... მომიტევე, აღარ გავაგრძელებ, მომიტევე.

Posted by: Voila 5 Jan 2010, 16:43
Natuka NGN
პლევრიტი მქონდა მარჯვენა ფილტვზე smile.gif და არანაირი გართულებაც მკურნალობის დროს არ მქონია.

Posted by: da_ra 16 Jan 2010, 22:04
თუ შეგიძლიათ დაწერეთ ვალოდია ვალაბუევის კოორდინატები,სამუშაო ადგილი და მისამართი, შემთხვევით ხომ არ იცით სახლში თუ ღებულობს ავადმყოფებს?

Posted by: t-90 27 Oct 2011, 20:46
QUOTE (da_ra @ 16 Jan 2010, 22:04 )
თუ შეგიძლიათ დაწერეთ ვალოდია ვალაბუევის კოორდინატები,სამუშაო ადგილი და მისამართი, შემთხვევით ხომ არ იცით სახლში თუ ღებულობს ავადმყოფებს?

ვალაბუევი ცოცხალია? თუ ცოცხალია კოორდინატები მინდა სასწრაფოდ თუ გაქვთ გთხოვთ მითხრათ.

Posted by: iza 28 Oct 2011, 17:17
ვახტანგ ქაცარავა მართლა საუკეთესოა up.gif მამას ადრე ფილტვების ანთება გაურთულდა და ძალიან ცუდად იყო. აი, ძალიან ცუდად, ჰოდა ვახტანგმა გადაარჩინა მაშინ ჩემი მამიკო...

Posted by: mivarus 28 Oct 2011, 23:54
QUOTE
ამ ექიმს ისე გირჩევ, რომ თავს დავდებ მის პროფესიონალიზმზე. თან კარგი ტიპია

მეც ვეთანხმები Voila-ს. შარშან მე კახა ვაჭარაძემ ფაქტიურად გადამარჩინა გართულებული პნევმონიისაგან.

Posted by: voice of amerika 4 Nov 2011, 22:27
დედაჩემს სწორი დიაგნოზი დაუსვა ვაჭარაძემ, როცა ერტი კვირა მეცხრეში ვერ იგებდნენ რა სჭირდა...მისი დახმარებით გადავრჩით მართლაც....ისე რა საინტერესოა, ერთი და იგივე ექიმზე ზოგი კარგს ამბობს, ზოგიც ცუდს...მე ქაცარავა არ მირჩიეს, მაშIნ როდესაც ექიმებს ვეძებდი და ახლობელმა ვაჭარაძე მირჩია...

Posted by: da_ra 5 Nov 2011, 00:05
iza
QUOTE
ვახტანგ ქაცარავა მართლა საუკეთესოა up.gif მამას ადრე ფილტვების ანთება გაურთულდა და ძალიან ცუდად იყო. აი, ძალიან ცუდად, ჰოდა ვახტანგმა გადაარჩინა მაშინ ჩემი მამიკო...

და ჩემი დედიკო კი, პირიქით, ქაცარავასთვის რომ დამეჯერებია დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა.

Posted by: tavadze 5 Nov 2011, 00:16
voice of amerika
QUOTE
დედაჩემს სწორი დიაგნოზი დაუსვა ვაჭარაძემ, როცა ერტი კვირა მეცხრეში ვერ იგებდნენ რა სჭირდა...მისი დახმარებით გადავრჩით მართლაც....ისე რა საინტერესოა, ერთი და იგივე ექიმზე ზოგი კარგს ამბობს, ზოგიც ცუდს...მე ქაცარავა არ მირჩიეს, მაშIნ როდესაც ექიმებს ვეძებდი და ახლობელმა ვაჭარაძე მირჩია...

მეც ისე ვიცი, რომ ვაჭარაძე კარგია მაგ დარგში. yes.gif yes.gif

Posted by: musha_boquladze 2 Feb 2012, 00:48
ხალხნოო,
მირჩიეთ დაწესებულება სადაც კარგად გადამიღებენ რენტგენს ფილტვებზე, და შემდეგ კარგად წაიკითხავენ ამ სურათს.

ტუბდისპანსერზე რას იტყვით? წესით ფილტვებზე ყველაზე კარგად ეგენი არიან დასპეცებულები.
სად არის ტუბდისპანსერი?
თუმცა ტუბერკულიოზზე არ არის ეჭვი, ტკივილები მაქვს მკერდის არეში და მაინტერესებს სიმსივნე ხომ არ მაქვს smile.gif
* * *
რენტგენს ყოველ ნაბიჯზ იღებენ, აი მერე წამკითხავი ჭირს ნორმალური და მაგიტომ დავპოსტე

Posted by: INA-INA 14 May 2012, 12:37
ვალაბუევთან კოსულტაცია სად ხდება არ იცით არავინ?

Posted by: Matronaa 14 May 2012, 21:50
ვაჭარაძემ წელს უკვე მეორედ გადამირჩინა დედა...

დედას ძალიან სწრაფად გაურთულდა გრიპი და სერიოზული ფილტვების ანთება ჩამოყალიბდა თავისი ბრონქოსპაზმით და ა.შ.
ეს მარტო ჩემი მაგალითი...
ზუსტად ანალოგიურად იყო დედას ბავშვობის მეგობარიც, რომელიც ასევე მან გამოიყვანა მდგომარეობიდან და სწორედ მან გვირჩია თავდაპირველად კახასთან კონსულტაცია.

* * *
ვალაბუევი წლების წინ ყველაზე კარგი პულმონოლოგი იყო, მაგრამ ახლა ცოცხალია? რამდენადაც მახსოვს, ოპერის უკან რომ პოლიკლინიკაა იქ მუშაობდა...

Posted by: nnoname 6 Sep 2012, 15:14
QUOTE (Natuka NGN @ 30 Dec 2009, 00:19 )
Int3lig3nt
გრიპი გქონდა და გაგირთულდა თუ გაცივდი? ადი ახალ ტუბდისპანსერში ხათუნა ქუჩმაზაშვილი...
და იქ ყველა პროფესიონალია.
ვალაბუევი, ოღOნდ არ ვიცი ახლა სადაა... ვახტანგ ქაცარავა, ოღOნდ ის ქირურგია ძლაიან კარგი და ბევრი ხალხი ყავს ძალიან.

პულმონოლოგი ვალაბუევი ამჟამად მუშაობს დიღომში, რკინიგზის საავამყოფოში სამშაბათს და პარასკევს 10–დან 2 საათამდე.
* * *
პულმონოლოგი ვალაბუევი ამჟამად მუშაობს დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში, სამშაბათს და პარასკევს 10–დან 2 საათამდე.
* * *
პულმონოლოგი ვალაბუევი ამჟამად მუშაობს დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში, სამშაბათს და პარასკევს 10–დან 2 საათამდე.

Posted by: GloriaGloria 24 Oct 2012, 14:16
ჩემს მეუღლეს ამ ბოლო დროს საეჭვოდ ახველებს დილას და ძილის წინ.. 4 წლის წინ ფილტვების ანთება გადაიტანა ორჯერ ისე რომ არ იცოდა და ძალიან მძიმედ იყო. ეხლა მინდა შევამოწმო ფილტვები როგორ მდგომარეობაში აქვს და რატომ ახველებს და რა გამოკვლევა უნდა ჩავიტაროთ და სად მირჩევთ? რომელ ექიმს?

Posted by: FletcheR 1 Sep 2014, 00:25
გამარჯობათ

არ ვიცოდი სად დამეპოსტა ან რა დამესეჩა biggrin.gif
მიმითითეთ თემა სად ვიკითხო და ჩემით დავხურავ smile.gif
მოკლედ ძაან გაურკვევლობაში ვარ.

ყოველთვის მაწუხებდა ფილტვები, დიდი ხანი სუნთქვას ვერ ვიკავებ, ღრმად ჩასუნთქვისას თითქოს რაღაც მიჭერს, ძალიან მალე ვიღლები, ვოფლიანობ და ა.შ
ყოველთვის მქონდა ნახველი დიდი რაოდენობით, ყოველ ამოხველებაზე...
არასოდეს არ მომიწევია სიგარეტი, თუმცა მიწევს პასიური მწეველობა.

რამოდენიმე წლის წინ მქონდა ფილტვების ანთება(უბნის ექიმმა მითხრა). სისხლიანი ხველა, მაღალი სიცხე და ა.შ

ვიყავი ტუბ დისპანსერში ხუდადოვზე. გადამიღეს რენტდგენი და 1 ფილტვი მთლიანად დაჩრდილული მქონდა თუ სწორად მახსოვს მარცხენა.
გვითხრეს ტუბერკულოზის ნიშნებიაო. ავიღე სისხლის და ნახველის ანალიზები და ნუ არ აღმომაჩნდა ტუბი. მოკლედ კვირები დავდიოდი ხან რაზე, ხან რაზე და ვერ იგებდნენ რა მჭირდა.
მერე დაუძახეს ვიღაც სხვა ექიმს მოპირდაპირე შენობიდან პროფესორი გია გვასალიაო თუ სწორად მახსოვს სახელი (სამწუხაროდ გავიგე მერე თავი მოკლია).
კაროჩე მომისმინა და "უფშტვენსო" (biggrin.gif) ესე თქვა და გამაგზავნა ბავშვთა პირველ საავადმყოფოში.
იქაც რაღაცეები იჩალიჩეს, მერე აპარატში მასუნთქებდნენ და კაროჩე მითხრეს ბრონქული ასთმა გაქო.
გამომიწერეს წამლები ინჰალატორები და ა.შ
მაგრამ ვერაფერი შველა ვერ ვიგრძენი
ნუ ჩაწყნარდა მერე. ნელნელა გამიარა სისუსტემაც სისხლიანმა ხველამაც სიცხეებმაც

2 წლის წინაც კომისარიატში გამომიძახეს და რენტგენი რო გადამიღეს მიხედე ფილტვებს რაღაცა გაქო ხოდა დამბრაკეს biggrin.gif

მის მერე და ეხლაც რაც ასაკი მემატება ვგრძნობ სუნთქვა ნელნელა უფრო და უფრო მიჭირს. ამოხველებისას და ღრმად ჩასუნთქვისას ხანდახან მტკივა. ბოლო ხანებია სუნებზე სპაზმები მეწყება, სიგარეტის ბოლზე, მძაფრ სუნებზე, კვამლზე, ბენზინის სუნზე, გაზის სუნზე, სუნამოების სუნზეც კი და ა.შ რამოდენიმე წამით სუნთქვა მეკვრება ხოლმე. ხანდახან მაგალითად რამოდენიმე დღე მოვარდისფრო ნახველს ვიღებ, ხან უფრო მუქს(ყავისფერს). "ფშტვენაც" მესმის ხანდახან თუ ხიხინი რავი რა დავარქვა.
იშვიათად, მარა ზოგჯერ უაზროდ მაძლევს სიცხეს 37ს. ხანდახან 38მდეც. ამ ზაფხულს უკვე ორჯერ მომცა სიცხე უაზროდ, ასევთქვად უმიზეზოდ. ეხლაც 37 მაქ უკვე 3 დღეა როცა ეს დღეები სახლში ვიჯექი და პროსტა ვერანაირად ვერ გავცივდებოდი რა ხო ვიცი.

კი ვაპირებ ამ დღეებში ექიმთან მისვლას.
მანამდე კი აქ დავსვავ კითხვას.
კი ვიბოდიალე რაღაცეები, და მესმის ძნელია ასე ზედაპირულად დიაგნოზის დასმა მაგრამ იქნებ რამე გამაგებინოთ. და ბოლოს კარგი ექიმი იქნებ მირჩიოთ ვის მივაკითხო და სად.

პ.ს 20 წლის ვარ

Posted by: Solveig 1 Sep 2014, 02:06
FletcheR

გვქონია თემა და მივაერთე.

გადახედე აბა, რამდენიმე ექიმის გვარიც წერია.

Posted by: FletcheR 1 Sep 2014, 02:20
Solveig
მადლობა
გადავხედავ აუცილებლად

ვგონებ მკვდარია ეს თემა sad.gif

Posted by: Solveig 1 Sep 2014, 12:03
FletcheR

თემა მკვდარია, მაგრამ ექიმები ცოცხლები არიან და რავი, გაიკითხე ნაცნობებსი და მიდი რომელიმესთან smile.gif

ახლა რა მდგომარეობაა, არ ვიცი, მაგრამ წლების წინ ჩემი ძმა იყო ქაცარავასთან, მაგალითად. მაშინ პირველ საავადმყოფოში მუშაობდა ეგ კაცი. მე ელენე შეროზიასთან ვარ ნამყოფი-ტუბდისპანსერში იყო, შეიძლება, ახლა სხვაგანაა. დაგუგლე მაინც. მე მხოლოდ კონსულტაციისათვის ვიყავი მისული, მკურნალობა და ასეთები არ დამჭირდა და ამიტომ, ვერ გეტყვი, როგორი ექიმია.

Posted by: tatia17 1 Sep 2014, 23:44
არ მგონია მასზე უკეთესი იყოს ვინმე

Posted by: eleniko19 7 Feb 2015, 16:14
QUOTE (FletcheR @ 1 Sep 2014, 00:25 )
გამარჯობათ

არ ვიცოდი სად დამეპოსტა ან რა დამესეჩა biggrin.gif
მიმითითეთ თემა სად ვიკითხო და ჩემით დავხურავ smile.gif
მოკლედ ძაან გაურკვევლობაში ვარ.

ყოველთვის მაწუხებდა ფილტვები, დიდი ხანი სუნთქვას ვერ ვიკავებ, ღრმად ჩასუნთქვისას თითქოს რაღაც მიჭერს, ძალიან მალე ვიღლები, ვოფლიანობ და ა.შ
ყოველთვის მქონდა ნახველი დიდი რაოდენობით, ყოველ ამოხველებაზე...
არასოდეს არ მომიწევია სიგარეტი, თუმცა მიწევს პასიური მწეველობა.

რამოდენიმე წლის წინ მქონდა ფილტვების ანთება(უბნის ექიმმა მითხრა). სისხლიანი ხველა, მაღალი სიცხე და ა.შ

ვიყავი ტუბ დისპანსერში ხუდადოვზე. გადამიღეს რენტდგენი და 1 ფილტვი მთლიანად დაჩრდილული მქონდა თუ სწორად მახსოვს მარცხენა.
გვითხრეს ტუბერკულოზის ნიშნებიაო. ავიღე სისხლის და ნახველის ანალიზები და ნუ არ აღმომაჩნდა ტუბი. მოკლედ კვირები დავდიოდი ხან რაზე, ხან რაზე და ვერ იგებდნენ რა მჭირდა.
მერე დაუძახეს ვიღაც სხვა ექიმს მოპირდაპირე შენობიდან პროფესორი გია გვასალიაო თუ სწორად მახსოვს სახელი (სამწუხაროდ გავიგე მერე თავი მოკლია).
კაროჩე მომისმინა და "უფშტვენსო" (biggrin.gif) ესე თქვა და გამაგზავნა ბავშვთა პირველ საავადმყოფოში.
იქაც რაღაცეები იჩალიჩეს, მერე აპარატში მასუნთქებდნენ და კაროჩე მითხრეს ბრონქული ასთმა გაქო.
გამომიწერეს წამლები ინჰალატორები და ა.შ
მაგრამ ვერაფერი შველა ვერ ვიგრძენი
ნუ ჩაწყნარდა მერე. ნელნელა გამიარა სისუსტემაც სისხლიანმა ხველამაც სიცხეებმაც

2 წლის წინაც კომისარიატში გამომიძახეს და რენტგენი რო გადამიღეს მიხედე ფილტვებს რაღაცა გაქო ხოდა დამბრაკეს biggrin.gif

მის მერე და ეხლაც რაც ასაკი მემატება ვგრძნობ სუნთქვა ნელნელა უფრო და უფრო მიჭირს. ამოხველებისას და ღრმად ჩასუნთქვისას ხანდახან მტკივა. ბოლო ხანებია სუნებზე სპაზმები მეწყება, სიგარეტის ბოლზე, მძაფრ სუნებზე, კვამლზე, ბენზინის სუნზე, გაზის სუნზე, სუნამოების სუნზეც კი და ა.შ რამოდენიმე წამით სუნთქვა მეკვრება ხოლმე. ხანდახან მაგალითად რამოდენიმე დღე მოვარდისფრო ნახველს ვიღებ, ხან უფრო მუქს(ყავისფერს). "ფშტვენაც" მესმის ხანდახან თუ ხიხინი რავი რა დავარქვა.
იშვიათად, მარა ზოგჯერ უაზროდ მაძლევს სიცხეს 37ს. ხანდახან 38მდეც. ამ ზაფხულს უკვე ორჯერ მომცა სიცხე უაზროდ, ასევთქვად უმიზეზოდ. ეხლაც 37 მაქ უკვე 3 დღეა როცა ეს დღეები სახლში ვიჯექი და პროსტა ვერანაირად ვერ გავცივდებოდი რა ხო ვიცი.

კი ვაპირებ ამ დღეებში ექიმთან მისვლას.
მანამდე კი აქ დავსვავ კითხვას.
კი ვიბოდიალე რაღაცეები, და მესმის ძნელია ასე ზედაპირულად დიაგნოზის დასმა მაგრამ იქნებ რამე გამაგებინოთ. და ბოლოს კარგი ექიმი იქნებ მირჩიოთ ვის მივაკითხო და სად.

პ.ს 20 წლის ვარ

მეც ზუსტად ასეტი სიმპტომებით ვიყავი და აღმომაჩნდა ბრონქიალური ასთმა დავით თელიას გირჩევ და თუ შეიძლება მომწერე ახლა როგორ გრძნობ თავს. smile.gif

Posted by: ashley_tko 11 Jun 2015, 16:36
ქაცარავაზე ვისაც გაინტერესებდათ ინგოროყვაში გადავიდა.

გუშინწინ გადავიღე რენტგენი დაბალი სიცხეების გამო და ჩემმა ოჯახის წევრმა რომელიც ქაცარავასთან ერთად მუშაობს წაიღო მასთან.
ასე უთქვამს სუფთაა, აქედან არ იქნება სიცხე მაგრამ ბავშვობაში რაღაც (მგონი ანთება) აქვს გადატანილი და უნდა გაუფრთხილდეს თავსო.
რა შეიძლება იყოს ეს "რაღაც" ? ძაან კი შევშინდი

Posted by: tin10nio 25 Nov 2015, 12:14
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ყველაზე კარგი ვინაა და სად მუშაობს..

Posted by: Master_Nick 30 Nov 2015, 22:49
QUOTE (tin10nio @ 25 Nov 2015, 12:14 )
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ყველაზე კარგი ვინაა და სად მუშაობს..

კახა ვაჭარაძე - მუშაობს ბერბუკის ქუჩაზე ქართულ ამერიკულ კლინიკაში (დღის მეორე ნახევარში იღებს პაციენტებს 17:00 საათის შემდეგ), პირველ ნახევარში ტუბერკულიოზის ცენტრში მუშაობს.
წინასწარ ჩაწერებია, დიდი რიგებია და შეიძლება საღამოს 10 საათამდეც მოგიწიოს ლოდინი, თუმცა მიგიღებს აუცილებლად

წელს მეუღლე გადამირჩინა, სერიოზული გართულებებით ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

Posted by: shara1994 1 Dec 2015, 00:40
ელენე შეროზია. რკინიგზის საავადმყოფო, 5 სართული... ძალიან მაგარია...
* * *
QUOTE (wishmaster_master @ 30 Nov 2015, 22:49 )

მეც კახა ვაჭარაძესთან მივედი და მაგან გამიშვა ელენესთან....

Posted by: Master_Nick 1 Dec 2015, 21:27
QUOTE (shara1994 @ 1 Dec 2015, 00:40 )
ელენე შეროზია. რკინიგზის საავადმყოფო, 5 სართული... ძალიან მაგარია...
* * *
QUOTE (wishmaster_master @ 30 Nov 2015, 22:49 )
QUOTE (tin10nio @ 25 Nov 2015, 12:14 )
ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ყველაზე კარგი ვინაა და სად მუშაობს..

კახა ვაჭარაძე - მუშაობს ბერბუკის ქუჩაზე ქართულ ამერიკულ კლინიკაში (დღის მეორე ნახევარში იღებს პაციენტებს 17:00 საათის შემდეგ), პირველ ნახევარში ტუბერკულიოზის ცენტრში მუშაობს.
წინასწარ ჩაწერებია, დიდი რიგებია და შეიძლება საღამოს 10 საათამდეც მოგიწიოს ლოდინი, თუმცა მიგიღებს აუცილებლად

წელს მეუღლე გადამირჩინა, სერიოზული გართულებებით ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

მეც კახა ვაჭარაძესთან მივედი და მაგან გამიშვა ელენესთან....

რატომ გაგიშვა ელენესთან, რა გითხრა მიზეზად?

Posted by: killerkill 3 Dec 2015, 20:16
ხო და მაქვს რაღაც მრგვლად მარცხენა მხარეს რისი ბრალია ან რა არის დაახლოებით ხო არ იცით? ნ ხვალ მივდივარ პასუხზე

Posted by: H_H_H_H 3 Dec 2015, 20:19
სიმრგვალესთან ერთად სწორი ხაზიც ხოარ ჩანს? წნევის დარტყმის ბრალი შეიძლება იყოს. ისის ხოლმე მასე განსაკუთრებით მწეველებში ფილტვსაც თავისი წნევა გააჩნია და ეგრე აისახება მრგვალ პატარა წრეთ რომელსაც სწორხაზოვან ხაზი გასდევს

Posted by: killerkill 3 Dec 2015, 20:22
კი, შუაშია სწორი , ოღონდ საკმაოდ განიერი ხაზი, ზემოდან იწყება sad.gif

Posted by: H_H_H_H 3 Dec 2015, 21:08
killerkill

სავარაუდოდ სისხლის მოძრობისას შეფერხებაა და წნევას წარმოშობს რაც რეტგენზე ესე აისახება. ხელისგულებზე წითლათ ლაქები არ გიჩნდება ან არ გიჩნდებოდა?
ფილტვის წნევაა დიდი ალბათობით. სპაზმური შეტევის ბრალი შეიძლება იყოს. არ მგონია საგანგაშო იყოს რამე. 2/3 ექიმთან გადაამოწმე რედგენის სურათი მაინც იმიტომ რომ უმეტესს თავში არაფერი უყრია და მკითხაობენ.

Posted by: killerkill 3 Dec 2015, 21:38
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. თან ნახველიც მაქვს და მეშინია მაინც, რა ვიცი...

Posted by: H_H_H_H 3 Dec 2015, 21:51
არაფრის. წარმატებები
---------------------------

Posted by: marazeg 24 Mar 2018, 13:35
ვახტანგ ქაცარავას და კახაბერ ვაჭარაძეს შორის ვერ ვაკეთებ არჩევანს .... არადა ბათუმიდან თბილისში ხშირად ვერ დავდივართ ...

ხო ვერ დამეხმრებით ... ?

Posted by: lilythedall 1 May 2018, 10:57
გუშინ თერაპევტმა მითხრა უი შენ პლევრიტი გაქვს გადატანილი და ფილტვში "ჩხაპნის" თუ "კაწვრის" ხმა გაქვსო. ვკითხე რას ქვია პლევრიტი მაქვს გადატანილი, არაფერი მსგავსი არ გადამიტანია. კი გაქვს გადატანილი და აწი მთელი ცხოვრება ასე გექნება მაგრამ არა უშავს ეს არაფერი არ არისო. მოვედი სახლში და დავგიგლე პლევრიტი და როგორც მივხვდი საკმაოდ საშიში რამეა და მისი გამომწვევი მიზეზები არის სხვადასხვა და კვლევა სჭირდება. თუ მართლა მაქვს/მქონდა პლევრიტი როგორ უნდა დავიწყო კვლევა ? ამ ექიმის იმედი არ მაქვს, რადგან უკვე მითხრა ეგ არაუშავს მთელი ცხოვრება ასე იქნებიო.

პულმოლოგთან უნდა მივიდე პირველ რიგში ?

Posted by: tsira11 1 May 2018, 12:25
marazeg

მე პირადად ნინო ჯანიაშვილს გირჩევდით ვაკის ჟორდანიაში

Posted by: SabaAfa 2 May 2018, 13:13
გამარჯობათ
ერთი კითხვა მაქვს,შეიძლება არასწორ განყოფილებაში ვსვავ ამ კითხვას მაგრამ არ ვიცი უკვე რა ვქნა :დ სადღაც 1-2 თვეა მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ყელში მაქვს ნახველი,ხველება არ მაწუხებს მაგრამ ნერწყვის ყლაპვისას ვგრძნობ რომ არის რაღაც,ჩახველების დროსაც ვგრძნობ იგივეს და ასევე ჩახველების დროს ზოგჯერ უსიამოვნო სუნი ამომდის ყელიდან და რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)