ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.
-
რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. პროექტირება 2019 წელს დასრულდება):
-
ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. სტატუსი უცნობია):
-
ნატახტარი - რუისი (დასრულებულია):
-
აგარა - ზემო ოსიაური (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. (დასრულებულია). მიმდინარეობს საჩხერის გადასახვევიდან ოსიაურამდე მდებარე 7 კილომეტრიან მონაკვეთზე განათების მონტაჟის სამუშაოები:
-
ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. დაყოფილია ორ ლოტად):
პირველ ლოტს (5,8 კმ) ჩინური "სინოჰიდრო" აშენებს ჩამორჩენით, ხოლო მეორეს (8,25 კმ) იტალიური „ASTALDI S.P.A” აშენებდა. ბოლო ინფორმაციით გადიან და პროექტს აზერბაიჯანული" აკორდი გადაიბარებს.
-
ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი). ყველაზე რთული მონაკვეთი. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი:
- ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ. (დაპროექტებულია).
- ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Hunan Road and Bridge Construction Group“ სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2021 წლის დეკემბრამდე).
- უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. გამარჯვებული კომპანია - „China Road and Bridge Corporation“. პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.
- შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7 კმ. (დაპროექტებულია)
-
ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15.2 კმ. დასრულებულია).
-
ქუთაისის შემოვლითი - სამტრედია (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 42 კმ. დასრულებულია ერთი ზოლი და მოძრაობა ცალმხრივადაა, სამტრედიიდან ზესტაფონისკენ).
მეორე ზოლზე ჩატარდა ტენდერი.
1 ლოტი (6 კმ) - გამარჯვებული: შპს კომპანია ბლექ სი გრუპი
2 ლოტი (7,4 კმ) - გამარჯვებული: შპს კომპანია ბლექ სი გრუპი
3 ლოტი (16,6 კმ) - გამარჯვებული: ღია სააქციო საზოგადოება "სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდი"
4 ლოტი (11,3 კმ) - გამარჯვებული: შპს კომპანია ბლექ სი გრუპი
ჯამში 41,3 კმ. პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის ოქტომბერი.
-
სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ). დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტის მშენებლობას ახორციელებდა უკრაინული კომპანია "ალტკომი". აღნიშნულ მონაკვეთზე, კომპანია „ალტკომის“ მიერ, შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ 24%, „ალტკომს“ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა. ახალ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ დარჩენილი 76%-ის მშენებლობა უნდა განახორციელოს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. სამუშაოები 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. ახალი ვადა 24 თვეა ხელშეკრულების გაფორმებიდან (3 ნოემბერს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება).
II ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "სინოჰიდრო" ჩამორჩენებით - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.
III ლოტის მშენებლობას იდეაში ახორციელებს კომპანია "ტოდინი", მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.
IV ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd", მაგრამ აქაც დიდი ჩამორჩენებია და რა და როსი იქნება, არავინ იცის. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.):
-
- გრიგოლეთი - ფოთი (დაპროექტებულია). -
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ) სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა. ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 3 დეკემბერს:
-
ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დასრულებულია). ამჟამად მიმდინარეობს განათების მონტაჟის სამუშაოები პირველ ლოტზე, 14 კმ:
-
ბათუმის შემოვლითი გზა - სარფი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ.
- პირველ ლოტზე, ბათუმის შემოვლითი - 14 კმ, სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. ასეა ოფიციალური ინფო და რეალურად რა ხდება აქ, არ ვიცი:
ამჟამად რეალურად დასრულებული მონაკვეთები:
-
-
-
მთლიანი რუკა:
მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ ამჟამინდელმა მთავრობამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში დიდი ადგილი დაუთმო ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტს, რომლის უდიდესი წილი სწორედ ავტობანზე და მისი შენაკადი მაგისტრალებისა და გზების მშენებლობაზე მოდის. გეგმის მიხედვით ეს გრანდიოზული პროექტები (რიკოთის ჩათვლით) 2020 წლისათვის მთლიანად უნდა დასრულდეს (ჩასწორება: ვადამ 2022 წლამდე გადაიწია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გადაიწევს). უფრო დეტალურად:
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროექტების ვადებზე:
http://www.georoad.ge/uploads/files/infras...7-2020.18.4.pdfწინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIIავტობანი - ნაწილი 8ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Xწინა თემის ტოპ მპოსტავები:
ZEUS 314
ნიკა 143
kataxxl 114
donmixo777 84
rommel 69
nissan-terrano 48
Tocadero 38
GEORGEXIII 37
Snow93 37
mrpitkina 31
This post has been edited by Fabian on 7 Jan 2019, 12:36