Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია


Posted by: Perfecto_77 12 Dec 2017, 13:01


თბილისის მერია იწყებს ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას. საინტერესოა რა გამოვა ბოლოს.

"თბილისში ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.
პროექტის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა."

აგერ ვიძიუ:





ასევე ჰამქარმა გამოაქვეყნა ინფო, რომ... ისაა... დავაკოპირებ პირდაპირ ბარემ:
SOS - მტკვრის ქუჩაზე კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით (!!!) რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო ტექნიკა აზიანებს არქეოლოგიურ ნაშთებს. ზერელე დაკვირვებით ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების ნაგებობა. დიდი ალბათობით აბანო, კოშკის ნაფუძარი ან სხვა ნაგებობა, რაც აუცილებლად უნდა დაზუსტდეს.. იმის გათვალისწინებით რომ ეს ადგილი იყო ორბელიანთუბანი სავარაუდოდ ნაგებობა უნდა ყოფილიყო ორბელიანების საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი. სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! მოვითხოვთ არქეოლოგის დაუყოვნებლივ ჩართვას და ნაშთების ჯეროვნად შესწავლა-გადარჩენას!
ველით პასუხს: თბილისის მერია / Tbilisi City Hall საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund

ჰამქარის ფოტოები:
https://postimg.org/image/zb05fjp51/

https://postimg.org/image/xj76kmy2d/

https://postimg.org/image/vq49wwkrp/



Posted by: darlan 12 Dec 2017, 18:02
QUOTE
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია


ეს რა კოშკი მოჩნას???

Posted by: NVIDIA MAN 12 Dec 2017, 18:09
darlan
QUOTE
ეს რა კოშკი მოჩნას???


ორბელიანები როგორც ცნობილია ქალაქის გალავნის მიღმად ცხოვრობდენ, ვინაიდან დაცული არ იყო მამული ქალაქის კედლით, აშენდა ეგ კოშკურა (კიდევ რამოდენიმე უნდა ყოფილიყო მაგრამ დღემდე ვერ მოაღწია).

Posted by: Perfecto_77 12 Dec 2017, 18:10
darlan
იუსტიციის სახლის მხრიდან კოლმეურნეობისკენ რომ ადიხარ (მტკვრის ქუჩაა ეს) მანდაა ეს კოშკი. სავარაუდოდ XVIII საუკუნისაა.

Posted by: Rapanui 12 Dec 2017, 20:35
პრეზენტაციიდან ჩანს, რომ ყოფილ ტრამვაის გაჩერებასთან რომ გადახურვაა რკინის კონსტრუქციებით, მაგის დემონტაჟს აპირებენ help.gif
ისტორიული იერსახის შენარჩუნებაო, ისაო, ესაო და მაგას სპობენ drug.gif

ტემპერა
თბილისის ჰამქარი არ აპირებს ამაზე რეაგირებას? rolleyes.gif

user posted image

Posted by: Perfecto_77 12 Dec 2017, 21:13
Rapanui
აუ ეგ ადგილია?
მაგის აღება როგორ შეიძლება.
უძველესია.
* * *
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა: ქ. თბილისში მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის სამომავლო კონსერვაციის საკითხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო კვირის განმავლობაში შეიმუშავებს. საბოლოო გადაწყვეტილებას სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრების შეფასებებისა და დასკვნების საფუძველზე მიიღებს, რომლებმაც მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთები დღეს გასვლითი სხდომის ფარგლებში უკვე მოინახულეს.

არქეოლოგების, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეებისგან დაკომლექტებული საბჭოს წინასწარი შეფასებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტი 2 საუკუნის წინანდელ აგურით ნაშენ წყალშემკრებ საკომუნიკაციო ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც მე-20 საუკუნის 50 იანი წლებიდან პირველადი დანიშნულების ფუნქცია დაკარგული აქვს. საბჭოთა პერიოდიდანვე მას სამშენებლო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს მიღებული. ობიექტს მოშლილი აქვს გუმბათოვანი გადახურვის კონსტრუქცია. ამავდროულად წყალშემკრები ნაგებობა მუდმივად იმყოფება გრუნტის წყლის დატბორვის ზემოქმედების ქვეშ, რაც მისი ღია კონსერვაციით შენარჩუნების პირობებში სათანადო გეოლოგიურ და ინჟინრულ ჩარევას მოითხოვს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, არქეოლოგიური ობიექტის თხრილი, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ღობით შემოიფარგლება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი, რომელიც უბნის ცენტრალური საკანალიზაციო მილსადენის რეაბილიტაციას და სავალი გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.

* მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ობიექტი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას 1 დეკემბერს გამოვლინდა. მშენებელმა კომპანიამ მიმდინარე სამუშაოები კანონმდებლობის თანახმად შეაჩერა და შესაბამისი შეტყობინებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა. 12 დღის განმავლობაში, შესაძლო ფიზიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ობიექტი მუდმივად იმყოფებოდა სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ. არქეოლოგიური ნაშთების გაწმენდის შედეგად გამოვლენილი ფრაგმენტები ინვენტარიზებულია და დაცულია სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ფონდში.

#კულტურულიმემკვიდრეობა
* * *
თბილისის განვითარების ფონდმაც გააკეთა განცხადება:
მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების წარმოებისას აღმოჩენილი ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლების ისტორიული კვლევა მიმდინარეობს.

ფაქტის შესწავლის მიზნით, დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული აგურის კედლის წყობა ისტორიულად შესაძლოა, მე-19 საუკუნის კოლექტორი იყოს, რომელიც საკომუნიკაციო სისტემებით მტკვარს უერთდებოდა. კოლექტორი საბჭოთა პერიოდში დაზიანდა, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი შემორჩენილია.

თბილისის მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთა შეთანხმებით, ერთი კვირის ვადაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მოამზადებს მიდგომას, თუ როგორი ფორმით წარიმართება შემდგომი სამუშაოები. გამოითქვა სურვილი, რომ აღნიშნული ისტორიული ნაწილის ვიზუალიზაცია მოხდეს და მისი კონსერვაცია ჩატარდეს.

ისტორიული კვლევის დასრულებამდე, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვა მოხდება, ხოლო შემდგომი სამუშაოები საბოლოო დასკვნის მიხედვით გაგრძელდება.


კარგია თუ ასე მოხდა. აქვთ სურვილი რომ ვიზუალიზაცია მოხდეს და კონსერვაცია ჩატარდესო! დაველოდოთ შედეგებს.

Posted by: Snow93 13 Dec 2017, 10:01
QUOTE (Perfecto_77 @ 12 Dec 2017, 21:13 )
Rapanui
აუ ეგ ადგილია?
მაგის აღება როგორ შეიძლება.
უძველესია.

კოლმეურნებასთან ყვავილები სადაც იყიდება

Posted by: Farenheit 13 Dec 2017, 10:22
არკას ხელი არ ახლონ ახვრებმა mad.gif
ფართების მომატების ხარჯზე ეგეთი ვანდალიზმი არ შეიძლება

Posted by: Perfecto_77 13 Dec 2017, 11:24
Snow93
QUOTE
კოლმეურნებასთან ყვავილები სადაც იყიდება

ვიცი კი, 20 ნომერი ავტობუსის გაჩერება როა. იმედია უბრალოდ რამე შეცდომაა იმ ვიდეოში, თორე მაგ კონსტრუქციის მოხსნა როგორ უნდა მოუვიდეს თავში ვინმეს...

რაც შეეხება მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილ ობიექტს, იწრმუნებიან სათანადო სამუშაოები ჩატარდებაო და ხელს არ ვახლებთო ზედმეტადო. იმედია მართლაც მოხდება კონსერვაცია და ვიზუალიზაცია და ტურისტებისთვის მისაწვდომი იქნება სანახავად.

Posted by: Carver 14 Dec 2017, 03:48
ეგ ტერიტორია, მიწის ქვეშ, საბადოა არქეოლოგებისთვის..

Posted by: Rapanui 14 Dec 2017, 04:24
Perfecto_77
QUOTE
ვიცი კი, 20 ნომერი ავტობუსის გაჩერება როა. იმედია უბრალოდ რამე შეცდომაა იმ ვიდეოში, თორე მაგ კონსტრუქციის მოხსნა როგორ უნდა მოუვიდეს თავში ვინმეს...

არაა შეცდომა. ამხელა რაღაც როგორ უნდა გამორჩენოდათ.
თან განა მარტო ახლანდელ პრეზენტაციაში არაა.
რამდენიმე თვის წინ, პირველი რენდერები რომ გამოაქვეყნეს იმაშიც არაა:

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: NVIDIA MAN 14 Dec 2017, 11:11
და მიზეზი რაღააა რო აშორებენ ხო კარგად არიან!


Posted by: ივანიჩ 14 Dec 2017, 11:26
რენდერზე დადის ტრამვაი
და სამანქანო გზაც აღარ არის
და ესე იქნება ვითომ?

Posted by: Perfecto_77 14 Dec 2017, 16:25
Rapanui
QUOTE
არაა შეცდომა. ამხელა რაღაც როგორ უნდა გამორჩენოდათ.
თან განა მარტო ახლანდელ პრეზენტაციაში არაა.
რამდენიმე თვის წინ, პირველი რენდერები რომ გამოაქვეყნეს იმაშიც არაა:


ვაახ facepalm.gif

იმედია დატოვებენ მაინც... ვინმე როგორ არ ეყოლებათ გუნდში ჭკუა რომ მოეკითხებოდეს.

Posted by: Rapanui 14 Dec 2017, 22:16
Perfecto_77
QUOTE
იმედია დატოვებენ მაინც...

რენდერებზე რახან არაა, ე.ი. დაშლიან და ამიტომ შენი იმედი უსაფუძვლოა old.gif

ივანიჩ
QUOTE
რენდერზე დადის ტრამვაი

არ დადის - უბრალოდ იდგებიან, როგორც ბარათაშვილზე დგას და ალბათ სავაჭრო ობიექტი იქნება (კაფე, სუვენირების მაღაზია და რამე)

user posted image

Posted by: ივანიჩ 14 Dec 2017, 23:44
QUOTE
არ დადის - უბრალოდ იდგებიან

ანუ რაზეც დგას ის რელსები არაა აბა?

Posted by: Perfecto_77 15 Dec 2017, 12:40
Rapanui
QUOTE
რენდერებზე რახან არაა, ე.ი. დაშლიან და ამიტომ შენი იმედი უსაფუძვლოა 


ხავსსაც ვეღარ ვეჭიდებით ანუ? facepalm.gif
იქნება ჰამქარმა მიხედოს მაგ საქმეს. ნატა ფერაძეც ერთ-ორ ტკბილ სიტყვას იტყვის ალბათ.


QUOTE
არ დადის - უბრალოდ იდგებიან, როგორც ბარათაშვილზე დგას და ალბათ სავაჭრო ობიექტი იქნება (კაფე, სუვენირების მაღაზია და რამე)

აბა ეს რელსები რაღა საჭიროა.

Posted by: Rapanui 15 Dec 2017, 16:21
QUOTE
ანუ რაზეც დგას ის რელსები არაა აბა?
QUOTE
აბა ეს რელსები რაღა საჭიროა.

თუ რენდერებს დააკვირდებით, იმის ნიშნებს დაინახავთ, რომ ეგენი უბრალოდ სილამაზისთვის დგანან. ანუ ერთ ლიანდაგზე ერთმანეთის მიყოლებით დგას რამდენიმე ვაგონი, სახურავზე დენის მიმღები არ აქვს და ერთ რენდერში ჩანს რომ ვაგონებს ერთი მხრიდან, ბორბლებთან, ყვავილებიანი ქოთნები აქვს მიმაგრებული.

შარდენზეც ხომ დადგეს. ხოდა ეგ პონტია ესეც. მაგრამ ახალ პრეზენტაციაში რატომღაც აღარაა:
user posted image

Posted by: Rapanui 15 Dec 2017, 17:35
დღეს გადავუღე:
user posted image

ეს აფიშების გასაკრავი ბოძიც არაა რენდერებში...
user posted image

Posted by: Carver 15 Dec 2017, 18:23
QUOTE (Rapanui @ 15 Dec 2017, 16:21 )

user posted image


თავდაპირველ რენდერზე ეს ნაწილი სხვანაირია..
ძველი ვარიანტი სჯობს, სადაც სართულიანობა გათანაბრებულია, ისე რომ ძველს და თანამედროვე დაშენებას შორის კონტრასტი განგებ შენარჩუნებულია..
http://radikal.ru


ალბათ ესეც შეცვალეს ბოლო ვარიანტში..
http://radikal.ru

Posted by: Soft_Eject 15 Dec 2017, 21:16
მთლიანობაში კარგია მე მომწონს რო კდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება ამ მანქანებით ტანჯულ ქალაქს
უბრალოდ ის მოედონა რომელშიც სკვერია და მიწისქვეშა გადასასველელი ამოდის პირიმზესთან კი არ მგონია მაგრამ მაინც ვიკთხავ უნდა აკრძალოონ მანქანების მოძრაობა ?
პ.ს ძაალ ლამაზი წყნარი ადგილი გახდებოდა ავტოები რომ აკრძალონ/მხოლოდ ადგილობრივებისათვის რომ იყოს

Posted by: Carver 17 Dec 2017, 19:08
user posted image

Posted by: Perfecto_77 17 Dec 2017, 19:19
დღეს გავიარე და რამდენიმე ფოტო გადავიღე.

ასე გამოიყურება ახლადაღმოჩენილი მიწისქვეშა ობიექტი მტკვრის ქუჩაზე:
https://postimages.org/

https://postimages.org/

თუ დააკვირდებით, ირგვლივ ყველგან მიმოფანტულია ძველისძველი წითელი აგურების ნამტვრევები.
https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

ეს კარფურთან:
https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

ეხლა მთავარია ეს რკინის გადახურვა არ მოხსნან აქედან
https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

Posted by: Snow93 18 Dec 2017, 09:52
ზუსტად ახლა იყო მაგის დრო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif მთელი ზაფხული ხო გადაკეტეს სანაპიროზე ჩამოსახვევი და სულ გადაჭედილი იყო ოპერასთან, ზაფხულამდე ვერ მოითმენდა კალაძე, ჩათრევა იცის აღმშენებლობამ facepalm.gif

Posted by: Perfecto_77 18 Dec 2017, 11:56
https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

Posted by: tbilisec 18 Dec 2017, 22:32
ჩემი აზრით, ეგ მიწისქვეშ აღმოჩენილი არკები ამ კოშკებიდან რომელიმეს ფუნდამენტი უნდა იყოს...
თუ ვინმეს უფრო კონკრეტულად შეუძლია აღნიშნული კოშკების ადგილების დღევანდელ ფოტოებზე აღნიშვნა, კარგი იქნება
user posted image

Posted by: Perfecto_77 18 Dec 2017, 23:38
tbilisec
ვაა, ეგ რა გალავანია, მაგას პირველად მივაქციე ყურადღება ეხლა.

ზუსტად ასე განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ის ნაგებობა დღევანდელი იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარესაა, გზის იქით.

მოგრძო შენობა რომ ჩანს ეგ სემინარიაა?

პატარა სამების ტაძარსაც ვერ ვხედავ.

Posted by: tbilisec 18 Dec 2017, 23:48
Perfecto_77
აქ ორიენტირად მარტო ვანქის გადარჩენილი სამრეკლო თუ გამოდგება
კი. თეთრი შენობა სემინარიაა. მის ზევით კი თამამშევის ქარვასლა თავისუფლების მოედანზე

Posted by: Perfecto_77 19 Dec 2017, 00:39
tbilisec
იგივე ხედით გადაღებული თანამედროვე ფოტო გვინდა რა.

ის კოშკიც არ შეინიშნება მაგ ფოტოზე, რომელიც ეხლაც დგას მანდვე.

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ როგორც სპეციალისტებმა თქვეს ეს ნაგებობა XIX საუკუნეს განეკუთვნება სავარაუდოდ და თავიდანვე მიწისქვეშა ნაგებობა (წყალგამტარი) იყო და არა კოშკი.

Posted by: tbilisec 19 Dec 2017, 01:05
შეიძლება ვანქის გალავანი 19-საუკუნეში ააშენეს ან განაახლეს...

დღევანდელი კოშკი კი უფრო გვიანდელი მგონია

Posted by: Carver 19 Dec 2017, 02:31
QUOTE (tbilisec @ 18 Dec 2017, 22:32 )
ჩემი აზრით, ეგ მიწისქვეშ აღმოჩენილი არკები ამ კოშკებიდან რომელიმეს ფუნდამენტი უნდა იყოს...
თუ ვინმეს უფრო კონკრეტულად შეუძლია აღნიშნული კოშკების ადგილების დღევანდელ ფოტოებზე აღნიშვნა, კარგი იქნება
user posted image

პირველად ვხედავ ამ ფოტოს..
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძველი თბილისი დღევანდელს ათასჯერ სჯობს..

Posted by: Primrose 20 Dec 2017, 10:45
QUOTE
პრეზენტაციიდან ჩანს, რომ ყოფილ ტრამვაის გაჩერებასთან რომ გადახურვაა რკინის კონსტრუქციებით, მაგის დემონტაჟს აპირებენ 
ისტორიული იერსახის შენარჩუნებაო, ისაო, ესაო და მაგას სპობენ


QUOTE
Rapanui
აუ ეგ ადგილია?
მაგის აღება როგორ შეიძლება.
უძველესია.



Perfecto_77


რა არის უძველესი, 1984 თუ 85 წელი იყო რომ გააკეთეს, სკოლაში ტრამვაით დავდიოდი წერეთლიდან და ეგ ბოლო გაჩერება იყო.

Posted by: Perfecto_77 20 Dec 2017, 11:16
Primrose
QUOTE
რა არის უძველესი, 1984 თუ 85 წელი იყო რომ გააკეთეს, სკოლაში ტრამვაით დავდიოდი წერეთლიდან და ეგ ბოლო გაჩერება იყო.


მე როგორც მახსოვს XX საუკუნის დასაწყისის ფოტოებზეც ჩანს.

Posted by: Primrose 21 Dec 2017, 10:30
QUOTE
მე როგორც მახსოვს XX საუკუნის დასაწყისის ფოტოებზეც ჩანს.


Perfecto_77

შეიძლება რაღაცა კი ჩანს, მეც მინახავს სურათები, მაგრამ ზუსტად მახსოვს მერვე კლასში ვიყავი, გაზეთ თბილისში დაიწერა კიდევაც.

Posted by: Perfecto_77 22 Dec 2017, 16:04
Primrose
მოკლედ შესაძლოა არც ისე ძველი აღმოჩნდეს, როგორიც მე მახსოვდა (თუმცა ის ძველი ფოტო იქნებ ვნახო სადმე).
ანუ გააჩნია სანამ 85_ში მაგას გააკეთებდნენ, მანამდე რა იყო.

მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მაინც ლამაზი რაღაცაა და იქნებ არ მოხსნან.

Posted by: მიხეილი 23 Dec 2017, 03:12
ვანქი რომელ წელს მოტეხეს კომუნისტებმა?

Posted by: Perfecto_77 23 Dec 2017, 12:26
ის წყალშემკრები ნაგებობა მიწით დაფარეს...

ასე სთქუეს:
"მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია მიწის დაფარვის წესით განხორციელდა .

მტკვრის ქუჩაზე, ინფრსატრუქტურული სამუშაოების შედეგად გამოვლენილ 2 საუკუნოვანი აგურით ნაშენი წყალშემკრები საკომუნიკაციო ნაგებობის კონსერვაცია მისი მიწით დაფარვის წესით განხორციელდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მისი მუდმივმოქმედი საბჭოს წევრების შეფასებებისა და ანალიზის საფუძველზე მიიღო, რომელთაც. მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთები 1 კვირის წინ გასვლითი სხდომის ფარგლებში მოინახულეს.

საბჭოს შემადგენლობაში შემავალი არქეოლოგების, არქიტექტორ-რეტავრატორების, გეოლოგებისა და ხელოვნებამცოდნეების მიერ ობიექტის სრულყოფილი სამეცნიერო-კვლევითი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აგურით ნაშენი ნაგებობის არქეოლოგიურ თვალსაჩინოებად შენარჩუნებისა და საპრეზენტაციო მიზნებისათვის კონსერვაციის განხორციელების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს გრუნტის წყლები და საბჭოთა პერიოდში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა. არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებასა და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ნაგებობის ნაშთების სრულფასოვანი კვლევის მიზნით წარმოებული მიწის სამუშაოები უცილობლად გამოიწვევს მომიჯნავე შენობების (საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) საძირკვლების მოშიშვლებას.
არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაციის შემდგომ, შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე მიმდინარე ინფრსატრუქტურული სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.
ობიექტის კონსერვაციამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო არქეოლოგიური ნაშთის ანაზომები და ფოტო-ფიქსაცია. კონსერვაციის შემდგომ კი არქეოლოგიური ობიექტის მდებარეობის ადგილზე საინფორმაციო ბანერი განთავსდება.
* მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ობიექტი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას 1 დეკემბერს გამოვლინდა. მშენებელმა კომპანიამ მიმდინარე სამუშაოები კანონმდებლობის თანახმად შეაჩერა და შესაბამისი შეტყობინებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა. 20 დღის განმავლობაში, ფიზიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ობიექტი მუდმივად იმყოფებოდა სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ. არქეოლოგიური ნაშთების გაწმენდის შედეგად გამოვლენილი ფრაგმენტები ინვენტარიზებულია და დაცულია სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ფონდში.
არქეოლოგიური ობიექტი მე XIX საუკუნის ბოლო პერიოდის აგურით ნაშენ წყალშემკრებ საკომუნიკაციო ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც მე-20 საუკუნის 50 იანი წლებიდან პირველადი დანიშნულების ფუნქცია დაკარგული აქვს. საბჭოთა პერიოდიდანვე ნაგებობას სამშენებლო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

#კულტურულიმემკვიდრეობა".
* * *
კიდევ ფოტოები:
https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

აქ ეს მარცხენა აივანი როგორ მოგწონთ? ეს ადრეც შემიმჩნევია, წლებია ასეა. ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს, თან ქვემოთ საცხობია...
https://postimages.org/

https://postimages.org/

Posted by: hadesnexus 10 Jan 2018, 15:16
ამწუთას გავიარე და მოედანზე იმ რკინის ლამაზ გადახურვებს ხსნიან, თქვენ რომ ამბობდით ნეტა დატოვონ და მართებულია? ისტორიული თუარა ტრადიციული მგონია მაგ ადგილისთვის.

* * *
user posted image
user posted image

Posted by: Gia898811 10 Jan 2018, 16:00
რესტავრაცია ჩაუტარეთ და დააბრუნეთ ეგ გადახურვა თავის ადგილას. alk.gif

Posted by: ტემპერა 11 Jan 2018, 14:25
Rapanui
QUOTE
პრეზენტაციიდან ჩანს, რომ ყოფილ ტრამვაის გაჩერებასთან რომ გადახურვაა რკინის კონსტრუქციებით, მაგის დემონტაჟს აპირებენ 
ისტორიული იერსახის შენარჩუნებაო, ისაო, ესაო და მაგას სპობენ 

ტემპერა
თბილისის ჰამქარი არ აპირებს ამაზე რეაგირებას? 

არარის ეგ ისტორიული, 80იან წლებშ გაკეთდა, თუმცა უხდება

Posted by: Rapanui 11 Jan 2018, 18:08
ტემპერა
მინიმუმ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ხო არის გაკეთებული.
ისტორიული იერსახის შენარჩუნების ფარგლებში, ეგ ხომ ნამდვილად შესანარჩუნებელი იყო.
მაინცდამაინც, ოფიციალურად ისტორიულის სტატუსი უნდა ჰქონოდა, არა? vis.gif

Posted by: ტემპერა 11 Jan 2018, 18:46
Rapanui
QUOTE
მინიმუმ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ხო არის გაკეთებული.

გასული საუკუნის ბოლოს, სულ რაღაც 30 წლის წინ : )

QUOTE
ისტორიული იერსახის შენარჩუნების ფარგლებში, ეგ ხომ ნამდვილად შესანარჩუნებელი იყო.
მაინცდამაინც, ოფიციალურად ისტორიულის სტატუსი უნდა ჰქონოდა, არა? 

პირვანდელ სახეს აწვებიან, მაგ შენობის ბოლოს ალქსანდერს ბაღის მხარეს, შენობას სვეტებს ამატებენ და საერთოდ სხვა სახეს აძლევენ, ისეთს როგორიც იყო 1860-იან წლებში

Posted by: Rapanui 11 Jan 2018, 19:29
ტემპერა
QUOTE
გასული საუკუნის ბოლოს, სულ რაღაც 30 წლის წინ : )

რასაც დღეს ისტორიულს ვუწოდებთ, თავიდანვე, შექმნის დღიდანვე ეგეთი სტატუსი კი არ ჰქონდა.
ხოდა ამასაც ჰქონდა შანსი, მაგრამ მოკლეს.

QUOTE
პირვანდელ სახეს აწვებიან, მაგ შენობის ბოლოს ალქსანდერს ბაღის მხარეს, შენობას სვეტებს ამატებენ და საერთოდ სხვა სახეს აძლევენ, ისეთს როგორიც იყო 1860-იან წლებში

მაგათი ფსევდოპირვანდელი სახე და მაგათი ფსევდორესტავრაციები არ გაიშვა. უკვე ნანახი გვყავს საქმეში, რაც არიან.
რენდერზე ჩანს, რომ იქ სადაც რკინის არკები იდგა, უბრალოდ ლეღვობას აკეთებენ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Carver 11 Jan 2018, 19:35
ტემპერა
QUOTE
შენობას სვეტებს ამატებენ და საერთოდ სხვა სახეს აძლევენ, ისეთს როგორიც იყო 1860-იან წლებში

სვეტებიანი შენობა იდგა?


ეგ რკინის კონსტრუქციები, რასაც შლიან, ვიზუალურად ლამაზი დეტალი იქნებოდა ყველა შემთხვევაში..

Posted by: ტემპერა 11 Jan 2018, 19:48
Rapanui
QUOTE
მაგათი ფსევდოპირვანდელი სახე და მაგათი ფსევდორესტავრაციები არ გაიშვა. უკვე ნანახი გვყავს საქმეში,

შენობების უდიდესი ნაწილი პირვანდელი სახით აღდგა აღმაშენებლის მეორე მონაკვეთზე, ასევე ორნამენტებიც ქვაში გაითალა და არა ისე როგორც სააკამ ქნა , თაბაშირში ჩამოსხმული და აახლა რომ სულს ღაფავს. მოგონილ სახლებზე რომ არაფერი ვთქვათ.


ესეც პირვანდელი იქნება , იმიტომ მოხსნეს ის რკინის ხლამი, რომელსაც არანაერი ღირებულება არ ჰქონდა და მოგონილი იყო პატიაშვილის დროს,


აი ამ შენობის კუთხე, ესეც პირვანდელია არაფერს არ იგონებენ, იყო ნახაზი იპოვეს და აკეთებენ ისე როგორც იყო 1860-იან წლებში:
user posted image

* * *
QUOTE
რასაც დღეს ისტორიულს ვუწოდებთ, თავიდანვე, შექმნის დღიდანვე ეგეთი სტატუსი კი არ ჰქონდა.
ხოდა ამასაც ჰქონდა შანსი, მაგრამ მოკლეს.

ამას არანაერი შანსი არ ჰქონდა, რომ ყოფილიყო, ნაჭედი, ნაწვრთობი , ისე როგორც ადრე კეთდებოდა ესგ სხვაა , მარა ამ სვარკის კონსტრუქციას რა ღირებულება აქვს ნუ გადამრიეთ, უბრალოდ ვიზუალურად არ არაის ცუდი და თუ დატოვებდნენ არაფერს დააშავებდე,, თან მიეჩვია თვალი

Posted by: ტემპერა 11 Jan 2018, 20:07
* * *
user posted image

user posted image

Posted by: Niku7a 21 Jan 2018, 11:15
როდის მთავრდება რეაბილიტაცია წესითა და რიგით? ცნობილია თარიღი?

Posted by: polaris 22 Jan 2018, 20:47
პატარა აფდეითი: მერია დავაინტერესეთ კოლმეურნეობის მიწისქვეშაში ლენინის მოედნის მეორე ამოსასვლელის გაკეთებით. ლეთს სი.

Posted by: Snow93 23 Jan 2018, 09:32
polaris
იეგერემეისტერი ჩემზეა!

Posted by: DORO 23 Jan 2018, 10:59
საფეხმავლო სუბზონა იქნება ეტყობა
მინი შარძენი

მეყვავილეები სად გადაყავთ

Posted by: Perfecto_77 29 Jan 2018, 15:40
რაღაც ნელა მიმდინარეობს სამუშაოები და ისიც ვერ გავიგეთ როდისთვის იგეგმება დასრულება ხო?


Posted by: N_E_M_O 29 Jan 2018, 16:12
QUOTE
პატარა აფდეითი: მერია დავაინტერესეთ კოლმეურნეობის მიწისქვეშაში ლენინის მოედნის მეორე ამოსასვლელის გაკეთებით. ლეთს სი.


უბრალო დაინტერესებაა თუ რამე გამოვა ამ საქმიდან ?

Posted by: Perfecto_77 1 Feb 2018, 19:56


ნუ მთლად ორბელიანზე არა, აღმაშენებლის გამზირზეა საუბარი, მაგრამ მაინც საინტერესოა.

არ ვიცი ან ახლა რატომ დადეს ეს ვიდეო, კაი ხნის წინ მორჩა აღმაშენებლის რეაბილიტაცია, მაგრამ ძალიან სიმპტომატურია რაც ხდება.

facepalm.gif

Posted by: dundee 3 Feb 2018, 17:37
QUOTE
მეყვავილეები სად გადაყავთ

ეს მეც მაინტერესებს.
იმედია კარგ ადგილს მოუძებნიან

Posted by: Perfecto_77 7 Feb 2018, 15:27
კალაძემ ოქტომბერ-ნოემბერში დასრულდება დაახლოებითო. მიანგრ-მოანგრიეს ძველი, ავარიული შენობები. ვინმე თუ მოხვდით მანდეთ გადაიღეთ ფოტოები და დააკვირდით დეტალებს რა.

Posted by: Rapanui 8 Feb 2018, 00:46
ჩემი ფოტოები (ბოლო ფოტო დღევანდელია)

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: Perfecto_77 12 Feb 2018, 11:31
როგორი იქნება ორბელიანის განახლებული მოედანი
http://travelingeorgia.ge/news/rogori-iqneba-orbelianis-ganaxlebuli-moedani/


Posted by: ივანიჩ 13 Feb 2018, 14:09
QUOTE
ბოლო ფოტო დღევანდელია

ეგ რეაბილიტაციაა თუ ახლიდან აშენება
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Perfecto_77 13 Feb 2018, 15:21
კოლმეურნეობაზე რაც ავარიული შენობებია სულ ანგრევენ თუ იცით? მაგალითად პატარა სამებისკენ რომ სახლებია, ნახევარი უკვე დაინგრა თავისით და დარჩა საშინლად ავარიული შენობებიც. მაგათაც დაანგრევენ? ჭუჭყის ბუდეა ეგ ადგილი, თან საშინლად ყარს, როდემდე უნდა იყოს ეგრე მიგდებული?

Posted by: Tocadero 15 Feb 2018, 17:31
ნუ ეხლა რეაბილიტაცია აღარაა რასაც ეგენი აკეთებენ მაგრამ რაც ნაცებმა პლეხანოვზე ქნეს არც ეგ არ იყო რეაბილიტაცია

ისე ფასადების ღებვა იცოცხლე მაგარი იცოდნენ smile.gif)))))))))))))))))))))))))

მაგრამ ქოცებმა ლამპოჩკები გამოურთეს და ბოზები და არაბები შეუსიეს რომ საბოლოოდ ჩაეხაზათ პლეხანოვი

იმ მილებს კი ვერაფერი უქნეს

რამე მაინც გახსნან შიგნით

მუზეუმები და რამე რომ ტურისტები შევიდნენ ფული დატოვონ

Perfecto_77


მაგას რეგვენ სტროიკა სთაილი ქვია smile.gif)))))))))))))))))))))))))


Posted by: Primrose 16 Feb 2018, 09:02
QUOTE
არ ვიცი ან ახლა რატომ დადეს ეს ვიდეო, კაი ხნის წინ მორჩა აღმაშენებლის რეაბილიტაცია, მაგრამ ძალიან სიმპტომატურია რაც ხდება.


მარტო მაგისთვის არიან დასაჭერები ვინც ეგრე ვითომ რაღაცას აკეთებს.

Posted by: Carver 19 Feb 2018, 19:23
გუდიაშვილზე ხორციელდება ეს ორი კონკრეტული პროექტი თუ იდეის დონეზე დარჩა?




ეს შენობა დღესაც ასე გამოიყურება რელობაში?
user posted image

Posted by: Rapanui 7 Mar 2018, 19:27
user posted image

ეს უკვე დაშალეს

user posted image

Posted by: ML320_Blue 7 Mar 2018, 22:43
QUOTE (Rapanui @ 7 Mar 2018, 19:27 )
user posted image

ეს უკვე დაშალეს

user posted image

ეს ქოხიც ისტორიული შენობაა და პომპეუსს აქვს ფეხი დადგმული იქ თუ მურვან ყრუს? :დ
და უნდა აღადგინონ? :დ

Posted by: Rapanui 7 Mar 2018, 23:00
ML320_Blue
მაგის ადგილზე ეს აშენდება:
user posted image

Posted by: Fabian 7 Mar 2018, 23:48
Rapanui
QUOTE
მაგის ადგილზე ეს აშენდება

როგორც ვხვდები იდეაში ადგილს ისტორიულ იერს უბრუნებენ, მარა საინტერესოა შენობამ პორტიკი რა ვითარებაში დაკარგა.

Posted by: iskkra 26 Mar 2018, 20:56
ვანქი რომელ წელს მოტეხეს კომუნისტებმა?

Posted by: Perfecto_77 26 Mar 2018, 21:48
დღევანდელი ფოტოები. მოედნის დიდი ნაწილი დაკეტილია და ვერ შევედი.
user posted image

user posted image

ეს აივანი სანამ ვინმეს არ მოკლავს არ უნდან მოხსნან?
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: NorthSea 31 Mar 2018, 22:24
ამათი აღდგენილი smile.gif)) თუ "აღადგინეს" ისევ თვითონ და თავის ოჯახის წევრებს გადაულოცავენ 1 ლარად. ხალხს მარტო გარედან დაგვათვალიერებენ. 21-ე საუკუნის მონათმფლობელები არიან დღეს ხელისუფლებაში.

Posted by: emre 31 Mar 2018, 22:33
NorthSea
შიგნით რა ვალდებულია მთავრობა ვინმეს ბინა გაურემონტოს? -.-

Posted by: Perfecto_77 31 Mar 2018, 22:58
იმედია კოლმეურნეობაზე საზოგადოებრივ ტუალეტთან ისეთი ჯოჯოხეთური სიმყრალე აღარ იქნება, სირცხვილია, ამის დედაც facepalm.gif

Posted by: NorthSea 1 Apr 2018, 11:16
emre
ჰო, აბა კაცო! კალაძე & კო სულ იმის ელისო კილაძის ჩიტები არიან მანდ სხვა ვინმე გააჭაჭანონ.
დაურიგებს თავისიანებს
და გაურემონტებს კიდევაც
popcorn.gif

Posted by: emre 1 Apr 2018, 11:33
NorthSea
რას დაურიგებს კაცო...
ვინც იქ ცხოვრობდა იმათ გაყრიან თუ რისი თქმა გინდათ : )

Posted by: NorthSea 1 Apr 2018, 11:53
emre
გეკადრება?! როდის იყო ესენი ვინმეს ყრიდენდნენ და რამეს ართმვდნენ?! cry.gif უბრალოდ ბანკში ჩააჰიპოთეკინებენ. ტენდერებსაც სამართლიანად ჩაატარებენ. როგორც ჩვევიათ ხოლმე

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 09:31
QUOTE
ეს ქოხიც ისტორიული შენობაა და პომპეუსს აქვს ფეხი დადგმული იქ თუ მურვან ყრუს?



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Perfecto_77 20 May 2018, 12:11


46:02_დან უყურეთ რა ხდება ორბელიანის მოედანზე მდებარე საზოგადოებრივ ტუალეტში rolleyes.gif

Posted by: kataxxl 24 May 2018, 21:03
დიდხანს ვერ მორჩებიან. მაღაზიები ვერ გაყავთ რომ რემონტი აკეთონ.

ქოც დებილიზმია

Posted by: Choncxis mzera 27 Jul 2018, 17:59

Posted by: Perfecto_77 14 Oct 2018, 12:15
ნელნელა რაღაცას ემსგავსება. ზოგი ქუჩაც გაიხსნა და მოძრაობს ტრანსპორტი. იმედია მალე მორჩება.

Posted by: JSB14BSJ 7 Nov 2018, 13:19
რას შვრებიან, როდის იხსნება?
როგორც მახსოვს, ნოემბერი იყო ნათქვამი და იცით რამე ახალი?

Posted by: Perfecto_77 7 Nov 2018, 15:54
JSB14BSJ
QUOTE
რას შვრებიან, როდის იხსნება?
როგორც მახსოვს, ნოემბერი იყო ნათქვამი და იცით რამე ახალი?

ადრე თქვა კალაძემ ოქტომბერ-ნოემბერში დასრულდებაო.


Posted by: Tocadero 7 Nov 2018, 16:55
Perfecto_77

კალაძე მემგონი ფარული ნაცია. ყველაფერს ისე ნელა აკეთებენ რომ რაც შეიძლება დიდი უკმაყოფილება გამოიწვიონ ხალხში

Posted by: Perfecto_77 7 Nov 2018, 17:40





Posted by: JSB14BSJ 11 Dec 2018, 05:35
ამ თემაში არ მომხდარა რამე ახალი?

Posted by: Carver 12 Dec 2018, 00:27
წელს ვერ მოასწრებენ..
ათონელზე ააჩქარეს რიტმი მხოლოდ..

როგორც ჩანს, არც რენდერის მიხედვით აკეთებენ და სართულიანობას აკლებენ..
user posted image
user posted image

Posted by: JSB14BSJ 12 Dec 2018, 23:35
Tocadero
QUOTE
კალაძე მემგონი ფარული ნაცია

მარტო კალაძე, არა?
biggrin.gif

Carver
QUOTE
არც რენდერის მიხედვით აკეთებენ და სართულიანობას აკლებენ..

no.gif
კარგად დააკვირდი


უბრალოდ, როდის გახსნიან უკვე, ტვინი შეიხნა და გადაიხნა და მოიხნა ცხოვრება რა ცალკერძ ამ ჩამყაყებული მშენებლობების გაჯის და მტვრის სუნით და ცალკერძ - წრეები რო უნდა არტყა იქაურობას. ჯერ იყო და პირუმოვას ქმრის ქუჩით (გვარი დამავიწყდა) ვეღარ ჩადიოდი სამინისტროს ძველ შენობამდე და უნდა თაბუკაშვილზე შესულიყავი, მერე, როგორც იქნა ხო გახსნეს და ახლა სანაპიროზე-მაინც ხვდები.

გუდიაშვილის მოედანიც ანალოგიურადაა, ხო. დაიკეტა და კაცმა არ იცის, როდის დამთავრდება და ამოისუნთქავს იქაურობა. მაგრამ იქ მანქანით გადაადგილება თუ კიდე ასე თუ ისე შესაძლებელია (ვგულისხმობ, სადაც შესაძლებელია), მანქანის გაჩერება მხოლოდ იეროფანტებს შეუძლიათ და არა უბრალო მოკვდავებს.

Posted by: Carver 13 Dec 2018, 01:14
JSB14BSJ
QUOTE
კარგად დააკვირდი

შუშის და ხის კონსტრუქციის დანამატზე ვამბობ, რომელიც მწვანე თუ ცისფერი არკიანი შენობიდან იწყება და აქ ( ქვედა ფოტო) მთავრდება ( სვეტები რომ მიუშენეს)
user posted image

არ მგონია მერე დააშენონ..

Posted by: MANMUS 19 Dec 2018, 13:30
ბოლობოლო როდის ამთავრებენ? წესით ოქტომბერ-ნოემბერში უნდა მორჩენილიყო რატო გაწელეს ასე

Posted by: Perfecto_77 19 Dec 2018, 13:43
მშრალი ხიდის მიმდებარედ რაღაცას უკვე ემსგავსება. ამასწინათ გავიარე მაგრამ ფოტოები არ გადამიღია.




Posted by: Perfecto_77 12 Jan 2019, 12:03
გუშინ გადავიღე რამდენიმე ფოტო

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Carver 16 Jan 2019, 18:47
გერმანელთა სასტუმროები ძველ თბილისში
http://german-georgian.archive.ge/ka/blog/16

ვეტცელი ვის საკუთრებაშია?
როდემდე უნდა ეგდოს ესე სახურავ მოშლილი, ფასად გადაღებილი, რატომ ვაძლევთ დანგრევის საშუალებას?

Posted by: ივანიჩ 17 Jan 2019, 09:44
QUOTE
ვეტცელი ვის საკუთრებაშია?

შპს "Wetzel Plaza", რომლის ქონებასაც ყადაღა ადევს სასამართლო განჩინებით

Posted by: Carver 17 Jan 2019, 19:24
ივანიჩ
პირველ რიგში, მადლობა ინფორმაციისთვის..


ამ შემთხვევაში, მესაკუთრე თუ შეზღუდულია და ეკრძალება ქონების განკარგვა, გამოდის რომ დასანგრევადაა განწირული..
სამართლებრივად როგორაა, ძეგლის სტატუტის მქონე შენობას ზიანი ადგებოდეს უმოქმედობით, თუნდაც ყადაღის გამო, რამე მექანიზმები არ არის შენობის გადასარჩენად?

Posted by: GEORGIA007 18 Jan 2019, 02:18
Perfecto_77
QUOTE
გუშინ გადავიღე რამდენიმე ფოტო

up.gif

Posted by: ივანიჩ 18 Jan 2019, 09:59
QUOTE
ეკრძალება ქონების განკარგვა, გამოდის რომ დასანგრევადაა განწირული..

განკარგვა ეკრძალება თორე რეაბილიტაცია გააკეთოს ვინ უშლის
ეგ რეგულაციებია ძალზე გასამკაცრებელი თორემ ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხობა თუკი სადმე ძეგლი დარჩა

Posted by: rommel 18 Jan 2019, 12:37
user posted image
user posted image
როდის უნდა ვისწავლოთ ქვაფენილის დაგება sad.gif

Posted by: Carver 18 Jan 2019, 21:41
QUOTE (ივანიჩ @ 18 Jan 2019, 09:59 )
QUOTE
ეკრძალება ქონების განკარგვა, გამოდის რომ დასანგრევადაა განწირული..

განკარგვა ეკრძალება თორე რეაბილიტაცია გააკეთოს ვინ უშლის
ეგ რეგულაციებია ძალზე გასამკაცრებელი თორემ ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხობა თუკი სადმე ძეგლი დარჩა

მაგას როგორც ჩანს მხოლოდ კომერციული ინტერესი ამოძრავებს, ამიტომ თანხას არ ჩადებს მხოლოდ შენობის გადასარჩენად..
რამე გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს, დედა ეტირა ნაგებობას..




ქვაფენილს რაც შეეხება,
სასაცილოც აღარაა, მაგას დაგება არ ქვია საერთოდ, ან როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე,

Posted by: kataxxl 18 Jan 2019, 23:10
ვაკეში რომ დააგეს მეცხრესთან ტროტუარზე ქვაფენილი smile.gif))

ზედ ადამიანები ვერ დადიან

ყველა ცდილობს იაროს ველოსიპედის წითელ ბილიკზე რადგან და ვინაიდან დაგებული ქვები ზემოთ ამობურცულია ოვალურად ყველა

პრაქტუკულად შეუძლებელია ზედ სიარული დაჟე ბოტასებით სხვა ფეხსაცმელზე არაფერს ვიძახი


Posted by: GEORGIA007 18 Jan 2019, 23:53
QUOTE
მაგას დაგება არ ქვია საერთოდ, ან როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე,

მომავალ არჩევნებამდე, მერე ალბათ უარესს დააგებენ და ასე წრეზე

Posted by: Niku7a 12 Feb 2019, 11:06
QUOTE
ზედ ადამიანები ვერ დადიან

ყველა ცდილობს იაროს ველოსიპედის წითელ ბილიკზე რადგან და ვინაიდან დაგებული ქვები ზემოთ ამობურცულია ოვალურად ყველა

პრაქტუკულად შეუძლებელია ზედ სიარული დაჟე ბოტასებით სხვა ფეხსაცმელზე არაფერს ვიძახი

+1 დამემტვრა ფეხები.... მაგ ზოლზე სულ საცობია ფეხით მოსიარულეთა ოღონდ givi.gif

Posted by: Perfecto_77 16 Feb 2019, 17:38
მემგონი მეტისმეტად გაიწელა ეს პროექტი
დღევანდელი ფოტოები:
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: MANMUS 16 Feb 2019, 17:55
კარგა ხანს კიდევ ვერ მორჩებიან როგორც ჩანს.

Posted by: Perfecto_77 20 Mar 2019, 10:30
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ვავა

ვავა

biggrin.gif

ოდესმე დასრულდება?

user posted image

Posted by: Carver 21 Mar 2019, 18:44
დიდი ვერაფერი..
რეზიდენციის მხარეს უფრო ნორმალური გამოდის..

პს. მშრალ ხიდსაც უტარებენ რეაბილიტაციას..

Posted by: MANMUS 23 Mar 2019, 11:37
მთლიანობაში კარგი გამოდის up.gif როდის სრულდება ბოლობოლო?

Posted by: Snow93 30 Mar 2019, 17:22
მგონი კარგია. თუ არ გახდა ხელახლა სარემონტო 2 წლის მერე
user posted image
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: Nescafe13 30 Mar 2019, 18:53
მიმდებარეა ტერიტორიები რეკონსტრუქცია არ იგეგმება ?
ჩიქობავა,გორკი , ბუხაიძე და ა.შ , ძაან დაუშოებულია ძველი შენობები

Posted by: MANMUS 30 Mar 2019, 19:04
ისე კაცმა რომ თქვას ავლაბარსაც არ აწყენდა ერთი კარგი რეაბილიტაცია, ერთ ნორმალურ სახლს ვერ ნახავ ნახევრად დაშლილ, დაბზარული, დაფხავებული შენობებითაა სავსე ეს უბანი, ზოგიერთი საერთოდ დანგრეულია .

Posted by: Carver 1 Apr 2019, 00:11
ორბელიანზე..

user posted image

Posted by: Snow93 1 Apr 2019, 00:40
რაც ჩამოთვალეთ ყველაფერს სჭირდება ნამდვილად გარემონტება, მაგრამ ჯერ ეს მორჩნენ და სამომავლოდ რა გითხრათ აბა, ყველა უბანი განიხილება იდეის დონეზე

Posted by: Perfecto_77 1 Apr 2019, 21:29


-------------------------------------

Posted by: Perfecto_77 24 Apr 2019, 16:56
დღეს თურმე კურიერს უთქვამს, რომაოოო

არბელიანის მოედნის რეჰაბილიტაციაზევოოო, 18 მილიონი დააკლდაო მერიასო და ქე გამოყვესოოო

ანუ 18 მილიონი დააკლდაო, რას ნიშნავს კაცო!


Posted by: nodara95 25 Apr 2019, 14:57
ერთი ჟოლობების მიწის ქვეშ ჩაყვანა ისწავლონ ამათ.. სულ აფუჭებს ჰაერში გამოკიდებული ჟოლობი ახალ გარემონტებულ ფასადს.

Posted by: JSB14BSJ 9 May 2019, 23:52
არავის გაგივლიათ/გადაგიღიათ, რა ხდება?

Posted by: kataxxl 10 May 2019, 00:15
JSB14BSJ

მანდ ჩემი ყოფილი ხელოსნები მუშაობენ

წარმომიგენია რეეეებს ჩაიდენდნენ smile.gif

ისე ერთი ისტორია იყო

სახურავებს რომ ხსნიდნენ ამ ჟესტ აბარებდნენ ჯართში

ხოდა მერიიდან მოსულან წადით ჩააბარეთ და წილი ჩამოიტანეთო

ამათ თქვენი დედაც და ჩამბარებელიცო და მაგის მერე ხელს არ კიდებდნენ

გურჯისტანია - კალაძე კი მერი

Posted by: JSB14BSJ 10 May 2019, 08:37
kataxxl
QUOTE
გურჯისტანია - კალაძე კი მერი

ვისაც იმსახურებს ქართველი ხალხი, მერიც ზუსტად ისაა და ინსპექტორ-გამომძიებელიც.

Posted by: Perfecto_77 21 May 2019, 18:08
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

დღეს

Posted by: NVIDIA MAN 21 May 2019, 21:29
რაღაც მაგრობა გამოდის.... 26-ში ხსნიან როგორც მომესმა.

Posted by: JSB14BSJ 22 May 2019, 09:32
NVIDIA MAN
QUOTE
რაღაც მაგრობა გამოდის

biggrin.gif
QUOTE
26-ში ხსნიან

და 27-ში ხურავენ ალბათ
biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 09:24
https://www.facebook.com/events/391791824756945/

Posted by: sheshlili 3 Jun 2019, 17:55
რას ხსნიან ფასადებს? სახლები წინა წელს უნდა ჩაებარებინათ უკვე, 2018 წლის შემოდგომაზე.

400 ლარი მიუგდეს ხალხს ქირა თითოეულ სახლზე, რა უნდა ექირავათ ნეტა ან სად, თბილისში.

ვისაც "ვინმე" ყავდა მოასწრო ერთი ბინის ორად დარეგისტრირება და ორმაგი ან თუნდაც სამმაგი ქირის აღება და ამოისუნთქა ან უკვე ადრე ნაშოვნს დაუმატა.

ვინც შეეწინააღმდეგა გაზი, დენი და სხვა კომუნიკაციები გადაუჭრეს და იძულებული გახადეს გამოსულიყვნენ.

მოსული იყო კალაძე, ვითომ სახალხოდ მანდ და ფორმიანი თუ გადაცმული დაცვის რგოლში ჩამჯდარი დადიოდა ახლოს რომ ვერ მიკარებოდა ვერავინ და მედიაში რამე არ გასულიყო შემთხვევით, რაც შებღალავდა მაგ მატყუარა კრიმინალის ფარისევლურ "უმწიკვლო" იმიჯს.

ახალ აღმოჩენილი ფართები თვითონ დაირეგისტრირა ფონდმა, ანუ სადმე თუ თუნდაც 1 მეტრი 1 მეტრზე ახალი სარდაფი გათხარეს ეხლა მაგათ ეკუთვნით და ყველა დანარჩენი ინვესტორის წინადადება ჩაკეტეს ამით.

ვინც ჩააწყო შეუცვალეს პროექტები და მანსარდები დაუმატეს, თან ხელს ახოცავენ და მეზობლებს კიდებენ ერთმანეთს, მაგათ გამო ვერ მთავრდება პროექტიო.

კაროჩე ვინც ეს იცის და მანდ მივა, მაგათთვის ტაშის დასაკვრელად....

Posted by: ASIMO 3 Jun 2019, 18:11
მაგარი საქმე გაკეთდა, საუკეთესო მერი თბილისის ისტორიაში. ყოჩაღ კალაძე და ყველა ის ადამიანი ვინც ამ პროექტში რამენაირად მიიღო მონაწილეობა!

Posted by: Perfecto_77 3 Jun 2019, 18:19
რაღაც ვერ დავრჩი აღფრთოვანებული. სამუშაოები დასრულებული არაა. ფილები ბოლომდე არაა დაგებული, ბეტონის ბარიერები აღებული არაა, ისევ ქაოსია. რას ხსნიან?

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Carver 4 Jun 2019, 17:06
JSB14BSJ
შევეშვი რა თქმა უნდა, წყლის ნაყვაა..


user posted image
user posted image

ფერებს რატომ ვერ სვავენ,
აღმაშენებლის ვორონცოვის მოკავვეთიც სადაც მოყვითალო ბრინჯაოსფერი იყო რამე, ყველგან ააჭრელეს..

Posted by: Carver 4 Jun 2019, 17:50
user posted image
user posted image

user posted image
user posted image

Posted by: Fabian 4 Jun 2019, 20:58
ტაკ კარდინალ100-ს მოადგილე თურქული მანქანა დაისაჯა ბანით, რადგან ეჭვი შეიტანა ჰაიოსის და ქართლოსის ძმობაში, მეორე მხარეც დაისაჯა გაოფებისთვის...

რაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა მომიწია თემის დაშლა და ნაგავი პოსტების შეგროვება ცალკე თემაში და მერე ამ ყველაფრის სტყორცნა სალხინებელში, საშინლად დამღლელი, დამთრგუნველი და ყოვლად დეპრესიული საქმიანობაა, ამიტომ თუ დააპირებთ ისევ გააგრძელოთ მოჯმა, არ გაპატიებთ და ყველას დაგადებთ 1 თვიან ბანს...

თქვენი უსათნოესი მოდერატორი...

მეც გყვარობთ.

Posted by: Perfecto_77 4 Jun 2019, 21:12
Fabian
გმადლობ, თემა თემას აღარ გავდა biggrin.gif


P.S.

აქაა გახსნის კადრები, გადაახვ-გადმოახვიეთ ცოტა თორე დაიტანჯებით ბლაბლაბლათი biggrin.gif


Posted by: vatman 6 Jun 2019, 10:14
მოკლედ გავიარე და ვერ მიხვდი მომეწონა განახლებული ორბელიანის მოედანი თუ არა.... rolleyes.gif
ისიც ჯერ ვერ ვხდები კაია თუ ცუდი რო საავტომობილო მოძრაობა აკრძალეს მანდ.

მომეწონა რო კიდევ ერთი მოწოსქვეშა პარკინგი ააშენეს

Posted by: Perfecto_77 6 Jun 2019, 11:34
vatman
QUOTE
მოკლედ გავიარე და ვერ მიხვდი მომეწონა განახლებული ორბელიანის მოედანი თუ არა.... 
ისიც ჯერ ვერ ვხდები კაია თუ ცუდი რო საავტომობილო მოძრაობა აკრძალეს მანდ.

მეც ეგეთი განწყობა მაქვს.

სეპარირებული ნაგვის ურნები რომ დადგეს კარგია. მართალია ჯერ კიდევ ცოტა ბნელა გურჯისტანში, მაგრამ გამოანათებს ნელნელა.

ობიექტებზე ჯერ კიდევ რემონტი მიმდინარეობს. მემგონი მარტო მაჭახელაა გახსნილი.

ფილები დაგებული ჯერ კიდევ არ არის

საშინელი მტვერი და მოუწესრიგებლობაა ჯერ კიდევ.

ზოგიერთი შენობის ადგილზე ცარიელი ადგილი, ნაგავი და შემოღობილი ტერიტორიაა.

მოკლედ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია არ დასრულებულა და რა გახსნეს, ვერ გავიგე.

ჯერ კიდევ წინა წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო და ახლაც არაა დასრულებული.

კურიერს თუ დავუჯერებთ, პლუს 18 მილიონი ლარი დამატებით მიახარჯეს, რაც ეჭვებს იწვევს.

Posted by: Werner Voss 6 Jun 2019, 12:31
QUOTE
მემგონი მარტო მაჭახელაა გახსნილი.

ეგ შენობა, რაშიც მაჭახელაა გახსნილი არღვევს მანდ ყველანაირ სტრუქტურას, ძალიან ცუდად მოიქცნენ ფული რო დაინანეს მის დასანგრევად და ახალი შენობის ასაშენებლად.

Posted by: Carver 6 Jun 2019, 16:48
დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებს, ათონელის მხარე მშრალი ხიდისკენ უკეთესია..
ზოგიერთი ისეთი შენობა დატოვეს ისევ ისე, რომელიც თავდაპირველად აშენების მომენტიდანვე დასანგრევი იყო

ცუდად დასმული ფერები, იაფასიანი ვიდი აქვს იმ გათანამედროვებულ შენობებს,
თუმცა არის რამდენიმე კარგი შენობაც..
პირიმზეს არაფერი ეშველება, მოედანს ეფექტს უკარგავს..





პს. იმ თაღების დადგმა აღარ იგეგმება?

Posted by: lk2019 7 Jun 2019, 00:18
მაგას გაკეთება ქვია? ადრე სილის ბათქაშით აკეთებენ და იმ ბათქაშშ ძველი საღებავით კრასკავდნენრ რაასაც სხვა ვიზუალი ქონდა, ახალ ბეტეკის შპაკლით ლესავენ და კაპაროლის კრასკით ღებავენ, მაგიტო აქ ევრორემონტის შეხედულება, ჩუქურთმები სახურავისკენ ვაფშე შეცვალეს ზოგი ამოიღეს და ზოგი გადააკეთეს, ეს ფერი ხო ზე გოიმობაა, იგივე ფერი რატო არ უნდა გააკეთო, იმ ორ სართუიანს ზემოდან რო რაღაც დააშენეს, ეგ რესტავრაციაა? კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება? მასეტი ჩობანიზმი რატო უნდა გააკეთო, ყველაზე ნალებად დაზიენბული ფანჯრებია, ხის ფანჯარა რა კატასტრტოფაა ასეტი რო მეტალოპლასმასით არ შეცვალო, ქვაფენიც რადიკალურად განსხვავებული ძველი თბილისის სტილისგან. არადა 80 მილიონი დახარჯეს

თავისულფად შეიძებოდა 100%ით ავთენტური იერსახის აღდგენა.


Posted by: Foreign-Affairs 12 Jun 2019, 08:38
ზაარბრიუკენის მოედნის დასრულება-გახსნა როდისთვისაა დაგეგმილი?

Posted by: TramwayMan 12 Jul 2019, 20:22
yes.gif yes.gif


Posted by: GEORGIA007 14 Jul 2019, 00:30
ძაან კარგია გაცილებით სჯობია იმ ბომჟიატნიკს რაც იყო, მანდ გავლა სტრესი იყო ახლა სასიამოვნოა მანდ გასეირნება

Posted by: Carver 14 Jul 2019, 01:57
QUOTE (TramwayMan @ 12 Jul 2019, 20:22 )
yes.gif yes.gif


ნარიყალას რამდენიმე ეტაპიანი პროექტი რომ დაიწყეს ვითომ ნარმანიას დროს და გალავანს ლურჯი დამცავი ჩამოაფარეს ..

ნარმანიასავით წყალს გააყოლეს პროექტიც? არავის აქვს ინფო?

Posted by: GEORGIA007 14 Jul 2019, 12:16

QUOTE
არიყალას რამდენიმე ეტაპიანი პროექტი რომ დაიწყეს ვითომ ნარმანიას დროს და გალავანს ლურჯი დამცავი ჩამოაფარეს ..

ნარმანიასავით წყალს გააყოლეს პროექტიც? არავის აქვს ინფო?

გვერდითა თემაა ამავე განყოფილრბაში თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები და შეიძლება იქ მოიძიოთ ინფორმაცია კონკრეტულად მაგ პროექტის შესახებ

Posted by: JSB14BSJ 21 Sep 2019, 15:20
დარჩენილია რამე გასაკეთებელი და მიდის სამუშაოები თუ დამთავრდა ყველაფერი რაღაც სასწაულით და ბრმა შემთხვევით?

Posted by: Perfecto_77 30 Sep 2019, 16:38
ორბელიანის მოედანზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ყვავილების პავილიონის მოწყობის შემდეგ, თვითდასაქმებულ ასამდე მეყვავილეს სამუშაო პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება.

user posted image

user posted image

Posted by: @@kato@@ 18 Oct 2019, 02:07
ვინმემ ხომ არ იცით სად გააქრეს ლამაზი რკინის კონსტრუქცია, ახლანდელი რესტორან მაჭახელას წინ რომ იყო?

Posted by: FDA 9 Dec 2019, 03:52
QUOTE (Carver @ 1 Apr 2019, 00:11 )
ორბელიანზე..

user posted image

ეს შენობაა მანდ ?

Posted by: Librarian 18 Dec 2019, 08:08
საბოლოო ჯამში როგო შეაფასებდით?

Posted by: დიდიმინდორი 18 Dec 2019, 10:02
Librarian
საბოლოო?? ჯერ ერთწლიანი პროექტი ორ წელიწადზე გაწელეს, მერე ორჯერ ზარზეიმით გახსნეს და დამთავრებული ჯერ კიდევ არ არის.

ვინმემ იცის, ხალხი შსახლდა თუ არა საკუთარ სახლებში?

Posted by: Tocadero 19 Dec 2019, 14:33
დიდიმინდორი

მართალია დაუმთავებელი გახსნა კალიამ - ყველაფერი დებილობა ნაცებისგან როგორ უნდა გადაიღონ

არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაში

მართო მუქთა მჭამელები იცვლებიან


Posted by: დიდიმინდორი 19 Dec 2019, 16:04
Tocadero
ისინი სწრაფად აკეთებდნენ, ხან ხარისხიანად და ხანაც უხარისხოდ.

ესენი იწყებენ და მერე უთვბოლოდ წელავენ ან საერთოდ ატოვენებ სამუშაოებს.

პირველი - მატრაკვეცა და პაკაზუხა ქართველები.
მეორე - პოხუისტი და უთავბოლო ქართველები.

და კალაძე ამ ორივეს ნაერთი.

Posted by: Nescafe13 19 Dec 2019, 18:34
QUOTE
და კალაძე ამ ორივეს ნაერთი.


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: something1 21 Dec 2019, 00:21
ფილმის გადასაღებ სეტს გავს, თავისი უაზრო განათებებით.

Posted by: GEORGIA007 28 Dec 2019, 20:22
user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: GEORGIA007 1 Jun 2022, 18:27
ისე კაი გამოვიდა საერთო ჯამში





---

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)