ადრე ვნახე რომელიღაც ფორუმზე,გადმოვწერე და როცა ვერ ვარ ხასიათზე ვკითხულობ და ვმხიარულდები
ა
აბაროტის აღება _ ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი _ წყენის მთესველი
აეწელა _ ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა _ ჟინთ აშლა
აიწია _ ფრიად განკვირდა
ამტუტება _ წესთ აღრევა
ანტიფრონცკი _ ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი _ ჰარიფთან ნახე
არღნის ჩიტი _ მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყვიან
ატაშოლი _ ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე _ წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აწევა _ თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა _ წართმევა მძლავრისაგან
ახვევა _ წარსლვა უპატიურისა
ბ
ბაზარი _ სიტყუა-პასუხი
ბაზრის შეყვანა _ რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე
ბაზარში წამოიკიდა _ საუბრითა მტყუვან-ჰყო
ბათქი _ ურთიერთ საშუღლო პაემანი
ბაიანი _ ნემსიანი ჭურჭელი
ბაითი _ ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო
ბაირამობა _ აწ: შუება ხორციელი
ბალამუტი _ აღრევის მოწადინეთა ხმიანობა
ბანძი _ ცუდუბრალო
ბასიაკი _ მდაბალი მემთვრალე
ბაცანა _ ლაწირაკი
ბაცნობა _ უწვერულთ ყრმათა ლაღობა
ბესპონტაობა _ საქნელთ ვერ-მოპოება
ბესპრიდელი _ წესთ თაკილობა
ბირჟა _ ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
ბლატავი _ გულ მაღლად საუბარი
ბლატი _ ამა ქუეყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა
ბოი-ფრენდი _ ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძვით მტრფიალებელი
ბოლი _ თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
ბოლო პასადკა _ დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს
გ
გააბლატავა _ თვისზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო
გაბაზრება _ ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ
გაბლატავდა _ გული მოიცა
გაგება _ წესი, მოძღურება, რომელ არს: გაგება ქურდული, გინა შავი, ანუ წესი ავაზაკთა; გაგება ქალაქური; გაგება ძველი, ანუ ამპარტავანთ შეჯიბრება;
გაგება კაცური, გინა ვაჟკაცური, მრავალ ქურდულ დოგმატთაგან განწმენდილ;
გაგება ქუჩური, ბირჟის კვრისა წესი; ესრეთ მოვალს გაგებისა კვალად მრავალი სახელი, აქა ესე ვიკმაე
გადაახტა _ თავზედო, ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო;
გადირკვა _ ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება
გაედო _ შარში ჩავარდა
გათევზდა _ რა მცირეს პირობასა გარდახდეს სხუათა უზიანებლად
გალუბოი _ სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე
გამაზვა _ თვისის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან ფულითა გინა სხვითა ზღოს; გამაზვა სხუა არს პონტისაგან მოკლება; არს ოდესმე გამაზვა ქრთამის მიცემაცა
გამსკდარი _ ურთიერთას თქმული, ამბავზედ იტყვიან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაიცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაიცა არს გამხელილი შფოთითა
განაბი _ ქურდთაგან ბაძის ამღები
გასაღება _ ქირით მოკლვა
გასრიალდი _ შენს მალ წარსვლას ვლამი
გარეკილი _ ჭკვა მხიარული
გასროკვა _ სროკზედ წარგზავნა
გატანა _ ჭერ-ქუეშ ცარცვა
გატისკვა _ უპატიური წურთნა
გატყდომა _ წყენასავით
გატეხილშია _ ხასიათ შემუსვრილია
გაუჩალიჩა _ ავი შემართა
გაფრენა _ ჭკვითგან გარდასლვა
გაჩითვა _ ჩუმი გაშინჯვა
გაჩითვა _ წარმოჩენა
გაჩხერა _ ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა
გაცვეტება _ რაიმესი გამოწულილვით განხილვა. ხოლო გაცვეტებანი ესრეთ განიყოფიან: უკეთუ კაცი რასმე ვინმესაგან საუბრით შეიმეცნებს, გაფაიზაღებად იწოდების;
ოდეს თუალითა თვისით ჰნახავს, გინა გონებითა მიჰხვდების, გაიასნებად უხმობენ.
გაწელვა _ ბაითისა; ბაითი გაწელაო დიდის სახლის მაშენებელზედ ამბობენ
გახეთქვა _ გამხელასავით, გამსკდართან ნახე
გახურება _ შუღლთ საბაბისა ძიება
გოიმი _ კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკვიდრობისა ვერ-შემშუვინებელი
გრევი _ უსრული პადაგრევისაგან
გრეხი _ კაცის მიმართ შენაცოდი რაიმე;
განჰყოფენ საქციელთა, რაიც გრეხია და რაიც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდებაი და ტეხავსო იტყვიან, ოდეს მცირედი შესცოდა
გულავი _ თვისისა სურვილისამებრ დროის გატარება,
დ
დააბრეხვა _ როყიო სათქუმელი თქუა
დააგოიმა _ შეტყუილის დაჯერება აქმნია
დაამუღამა _ მუღამეულ-ჰყო
დააცმევინა _ განაძო
დაახეთქა _ ულოდნელი ისიტყუა რაიმე
დაბმა _ ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს
დაბაზრება _ ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარვით განაძლიერებს; ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს
დაბოლება _ ბოლით დაბანგვისათვის მეცადინეობა
დაბოლილი _ ბოლითგან დაბანგული
დაბრედა _ ამა სოფლითგან მიფარვა
დაგინება _ ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი
დაგრუზვა _ გუემით ფიქრმეტყუილება
დადება _ დატევებაზედ ამბობენ:
იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თვისისა ანაბარად;
იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;
ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქვიან გადაგდება
დავასება _ თუალ შევარდნით სიამე
დაზაგაჟნიკება _ მოზაგაჟნიკება გასწავლის
დაიადა _ თვისს კერძოდ ჰყო
დაიზეთა _ უარისათვის საბაბი შეუჭირდა
დაიწვა _ ვერ დაფარულ ეყო
დაკიდება _ საფიქრალითგან განდევნა
დალივერება _ თუალ-თუალის ყოფა
დაპადაგრევება _ პადაგრევისა მიძღუნა
და რამე _ რაიც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა
დაუაბგონა _ უკანა კერძად ჰყო
დაუადა _ მცირედი ძღუენი მიართუა
დაურტყა _ ულოდნელი საქციელი უქმნა
დახვოსტვა _ კუდში მოლალეობა
დერსკობა _ ამაყთ წარბ მაღლობა
დილიხორი _ გამხელილი ხუაშიადი
დობრად _ ძალთ უტანებელად
ე
ეე! _ ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკვირვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურვისასა; გარნა სხუაი არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე
ვ
ვაზვრატი _ არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანებისათვის მოთხოვნილი, არამედ ნაცარცვის მოქცევისა სასყიდელი
ვალის დადება _ მცირედის მადლისა ყვედრება
ვაჟნი _ ცუდმედიდი
ვაფშე _ ყოვლით კერძო
ვეში _ ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თვითეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი _ წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თვისზედ უფროსს იხსენიებენ
ზ
ზაპოი _ ესე ქართულად ანკანაკებაი არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
ზახოდი _ მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ
ზონა _ ავაზაკთ შესაწყუდეველი
ზუბი _ ფარული ჯავრი
თ
თალია _ უწინ ძაძის ტომარას ერქუა, გარნა აწ სათულელი არს უწყაო: ესე ვითარ ერთი თალია იტირა ანუ ბევრი უტირნია
თესი _ მიმალვა მეყუსეული
თირვა _ ქუეშით ცქერა
თომარი _ სიტყვით შექცევა
ი
იაზვა _ მწარედ მსიტყუელი
იასნი _ თუალითა დანახული
იზმენა _ რისამე ვერ-ყოფისათვის გულისა ძრწოლა
იდეინი _ ჰაზრით მაცხოვნე
იპარავს _ სახელკეთილის დიაცის ქუეშ-ქუეშ ტყნაურობაზედ იტყვიან
ისპალნიტელი _ ავისა გამეტებულად მოქმედი
ისტაბლიშმენტი _ ერთობა დამკვიდრების მოსურნეთა
იუზგარი _ ზნე-კეთილი
კ
კაიფი _ სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
კატაობა _ ნარნარად სრბოლა
კიმარი _ გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყვიან
კიშკაობა _ მომეტებულის საჭმლისა შექცევა
კლიჩკა _ სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი
კონტრა _ მომტერე, მეშუღლე
კუში _ ფულად მისაღები
ლ
ლ _ ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
ლაწირაკი _ ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭთაგანი
ლევი _ არმად ნაშოვნი
მ
მაზი _ უსრული მაზიანისაგან
მაზიანი _ გამაზვისა ქმნა
მაიაკი _ ნიშან-ყოფა
მანაგუა _ თრიაქის ფაფა
მანდრაჟი _ სულთ ფორიაქი
მარიაჟი _ თვისის პეწისა დია მოყვარული
მასტერკა _ პლანი თითისებრ გახვეული (მოსაწევად)
მასტი _ რისამე თანხუედრად კეთილი
მაყუთი _ ნაღდი ფული
მესნი _ ამა ადგილთა მობინადრე
მეშჩანი _ ფუყე სვეტი
მიირთვა _ ცთომილება ჰყო, ჭამასთან ნახე
მოზაგაჟნიკება _ თადარიგად ქონა
მოზგი _ ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი
მოკეტვა _ მყუდროდ შთენა
მოკრახვა _ სიძუნწითა მალვა
მოსმა _ ვინმესთვის სახელის საჯაროდ შემწიკულა; მოსმადვე იწოდების, ოდეს ერთმან მეორეს მკაცრად მისი ადგილი მიუჩინოს
მოტყდომა _ მოხევასთან ნახე
მოქესტვა _ ნაჩქარობისათვის რაიმესი ვერ-სრულად დამალვა
მოღუნვა _ მაყუთის დასქელება
მოყომარება _ შეგონებით დარწმუნება
მოწვა _ ზრახვასა მიუხვდა
მოხევა _ სრბოლად სწრაფვა; კვალად: თვისი ან სხუისი მოშორება თუალსაწიერითგან; მოხევადვე სახელდებენ ვინმესგან ულოდნელად მჭევრის სიტყვის მბობასა
მოხსნა _ სათავისოდ გაიხადა
მუღამი _ გულისთქმისა პასუხი
ნ
ნაკოლი _ ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება
ნარკუშა _ საკურნებელთა ავად მხმარებელი
ნაროდი _ ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უხმობენ
ნასედკა _ ავთა მსტოვარი
ნაშა _ დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
ნახალკის შეტენვა _ უბრალოზედ ცოდვის შეთხზვა
ნივიჟუს დარტყმა _ შეხუედრისას პირისა მორიდება
ო
პ
პაბეგშია _ მალვით სუფევს
პადაგრევი _ არა მცირედი ძღუენი
პადიეზდი _ სადარბაზოსავით, გარნა დია უწმინდური
პადლიზა _ პირ-მოთნე
პალაჟენია _ უფროს-უნცრობისა რიგი
პაცანა _ ბაცანასთან ნახე
პიარი _ ხალხთ დარწმუნების მეცადინობა:
შავი პიარი არს სხუათა ბიწისა მუდმივ ჩინება;
თეთრი პიარი თვისის კეთილობისა სხუათათვის ჩიჩინია;
ყვითელი პიარი არს თითხვნა ჭორთა
პლანაქეში _ თრიაქისა გარდამეტებით მწეველი
პლანი _ ესრეთ ითქმის რა ნორჩნი კანაფისა გაახმონ და დაფქუან;
პლეტი _ იჩქითი განრიდება გინა ოტება შეშინებულისა
პოზდნი _ ხანის დამზმელი
პონტი _ უცაბედი საქნარი
პრავი _ მართალი მარწმუნებელი
პრაკოლი _ ვენაზედ ნემსით განახურეტი
პრეტენზიული _ აჯისა ბრძანებად მომაქცეველი
პრიკოლი _ უნდილ საღრეჭი
პრიკუპი _ ქაღალდის თამაშისას ერთის წრიულის მოხვეჭა
ჟ
რ
რიჟა _ მრუდე, გინა პირუმტკიცი
როჟა _ კაცი უამური
როჟის კერვა _ მწუთხის სახისა შეკუÀთა
ს
საიმი _ გეშის აღება
სანქციის დება _ ესრეთ იტყვიან, ოდეს ვინმე ხატითა თვისითა გინა საქციელით თვისს ნაჩუმათევს თუალ-საჩინოდ ჰყოფს
სასტავი _ მოყუასთ ერთობა
საჩკაობა _ თავისა მოზანტება
სეკა _ ესე ციფრად ოც და ერთი, რაიც ნიშნავს ტოლნი ვართო, ანუ ბარი-ბარში
სვეტი _ ცარიელ დარბაისლობისა მოიმედე
სვეცკი _ სვეტთაგან ამოდ შესატკბობი
სვოი _ ჩუენ კერძო
სიაფანდი _ არ-საღირებელს უსულო საგანზედ ამბობენ; გინა ცრუსა კაცზედ
სიმონ! _ ქალაქური მოწოდება
სიმპო _ უსრული სიმპატიურითგან, რაიცა არს ამოდ სახილველი
სიტყვის აღება _ თვისივე დაგინებისა მოშლა
სიტყვის მოხსნა _ სიტყვის აღებავე
სიფათი _ სახე უშვერი
სიცო _ ნაკუეთი სიცოცხლითგან
სკოლსკობა _ ხასიათთ ავად მოქნილობა, ხოლო სკოლსკისა უნდოსა და ორპირს კაცზედ იტყვიან
სპონტამ _ ერთი არს კნინღა, გინა იქვე, ითქუას თუ: სპონტამ გავაკეთებდიო ესე იგი არღარა მიკლდა გაკეთებას, უკეთუ მსუროდაო; მეორე არა ცარიელად ჰყოფისათვის: სპონტამ ყოფნა, სპონტამ დარჩენა და ესე ვითარნი
სროკი _ დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი
სტოპრო _ ასნი მეასედთაგანნი, რომელ ნანდვილსა ნიშნავს
სტოსის წაყვანა _ საგანთ და საქნელთ ხელერთპირი გარიგება
სტრელი _ პაემანის-ყოფა
სუტენიორი _ მეურვე მეძავთა
სხადნიაკი _ ქურდთ შეყრილობა
ტ
ტეხავს _ აუგია
ტრუხა _ ამაო, ფუტუროსავით
უ
უსწორდება _ ამოდ უჩნს
ფ
ფანი _ გარდარეული მოთაყვანე
ფაიზაღი _ ნამდვილ სარწმუნო
ფაქტი _ თრიაქთა და ესე ვითართა მცირე რამ შეკვრა
ფუფლო _ პირობას გარდასრული
ქ
ქაჩავს _ ძალ-უცს
ქაჯი _ მეტის მეტი ტეტია
ქელანი _ ერთად მოცემული, მაყუთზედ იტყვიან
ქეში _ პლანაქეშისგან მოკლებით
ქეში _ სხუათა ენაა, მაყუთთან ნახე
ქსივა _ ძუელად: ტუსაღთ უსტარი; აწ: ჯიბეს საქონი მცირე რამ საბუთი მარწმუნებელი
ღ
ღადავი _ თომარზედ აღმატებული
ყ
ყამა _ იარაღი მკუეთელი, მტკაველის ოდენა და უდიდესი
ყიყინი _ კეთილი მოაჯეობა
შ
შავი _ ავაზაკთ მოძღუარი
შალა _ პლანთ-კეთილობა
შანს-პეპელა _ შემთხუევის მნე
შარაფი _ ქეიფი ღრეობა¬ზედ უმცირესი
შატალო _ შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი
შეახვია _ დააბასავით
შებმა _ დაბმისა მზგავსი არს, დაბმასთან ნახე
შეკეთება _ დაფქვილის პლანისა მასტერკად განმზადება
შეყენება _ ქუჩაში ცარცვა
შეწერა _ დაგინებისა ურიდველობა
შეწერვა _ ახევისა მზგავსი, გარნა იხილეთ აქა, თუ ვითარ განიყოფებიან:
ოდეს თაღლითები იქმან, არს შეწერვა ტეხნიკური,
ოდეს ძალითა წაერთმის, არს დაწერვა გინა ახევა,
ოდეს მიჩუმათებითა წაერთმის _ პარვა;
კვალად შეწერვა არს დაზანგებისა მგვანი, ოდეს ერთმან მეორესა რაიმე დაავალოს, გარნა არა პირველად
შიპიტი _ გულისა შუღლად აშუშხუნება
შმონი _ სავანეთა და საცმელთ განჩხრეკა
შმოტკისტი _ ზმანთ მოთაყვანე
შუხური _ ჩოჩქოლი და შუღლი დია ხმამაღალი
ჩ
ჩააკატავა _ ზერელედ განასრულა
ჩალიჩი _ ქმნად მიდგომა
ჩალიჩმეისტერი _ ჩალიჩისა ნატიფად მქნელი
ჩამიჩი _ ჟამ გარდასრული დიაცი
ჩამშვები _ მაბეზღარი
ჩანგლის თხრა _ ხასიათისა აღზუავება
ჩაშვება _ ჩამშვებთ მოღუაწება
ჩაჭრა _ გაგებასა შიგან დამარცხება
ჩესნი _ არმისა გარე-მიმაქცეველი
ჩისტა _ მხოლოდ თუ: ჩისტა რაიმესთვის, ჩისტა ოქროსი და მისთანა ყოველთა ზედა
ჩმორი _ ვერ-მძლე
ც
ცუმბუშა _ დაჯაბნილი ხელქვეშე
ძ
ძალად _ ნართაული, რაიცა არს მოსურნე გარნა ვერ შემძლე: მაგარისა წილ ძალად მაგარი, კარგისა წილ ძალად კარგი, ნაშისა წილ ძალად ნაშა და ესე ვითარნი
წ
წველა _ ნებსით ფასისა ხშირი რთმევა
წიკი _ ნერვთა გზნებით აკვიატებული რამ
ჭ
ჭამა _ ცთომილება, რაიცა არს ძმობაში ჭამა, გინა უქონელისა კადრება; ხოლო მეორე, რა ვინმემ ტყუილი დაიჯეროს
ჭერა _ თვისს სახედ ყოფა: ძველის ჭერა, როჟის ჭერა, ვაჟნის ჭერა და ესე ვითარნი ფრიად უმრავლესნი, გარნა არა ყოველთა სიტყუათათვის, რომელ არს მქონე: ბაითის ჭერა, ვერ-მქონე: მოკეტვა: კბილის ენაზედ ჭერა, თავისა ალაგმვა: და ზოგნი კიდევ სხუანი, სიმრავლისათვის ვერ შევუდექ
ხ
ხავერა _ სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული
ხატა _ ესე ხავერა არს, მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონები. ამათ ორივესა ხავერასა და ხატასა უწესო მოღუაწებისათვის ჰქონობენ ხოლმე
ხევძმარის ბაყაყი _ დიაცი გაუთხოვარი, ხატად უგვანო, ბოხ-ხმიანი და ხარხარით მოცინარი
ხიპიში _ შფოთი
ხრამჰესის ია _ დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)
ჯ
ჯაგა _ ბარბაროზი
ჯიგარი _ უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი
ჰ
ჰარიფი _ უცდელზედ ითქმის[B][/B][B]
This post has been edited by SCHIZOPHRENIA on 25 Nov 2008, 13:27