Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე


Posted by: miss_pepsi 26 Jan 2010, 19:05
არ იყო კატალოგში, ძებნაც გამოვიყენე და ჰა http://www.SmileS.Ge


ეეეეეეეე.ი ვიკიპედიიდან ცოტა მასალა:

*28 აგვისტო. 1749, მაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი)

დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში (მეც მინდა user.gif )

გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი"( I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. "ფაუსტში" გარდამავალი ეპოქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ ეტაპთა პროფილიც ისახება. მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული, ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ., ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად.


ოკეი, წავიკითხე ეს ფაუსტი გად ნოუზ როდის და დღემდე ხანდახან ვკითხულობ ხოლმე.. ჩემი "საწოლის თაროზე" მიდევს და ძალიან მომწონს.. ასევე მისი წავიკითხე "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" და ასევე მომეწონა.. ერთი ღამის წიგნი biggrin.gif ძალიან მარტივი პატარა და საყვარელია.. ცოტა მომეშალა ნერვები.. იმიტომ რომ ვერტერი რაღაც.. აი რაც სურდა იმას ვერ ახდენდა რეალობაში- რაღაცას ამბობდა და ბოლომდე ვერ იმასშვრებოდა biggrin.gif ეს პლატონური სიყვარული ჰო მკლავს რა biggrin.gif
ვიკიშიც კარგად წერია "ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს".. ჰოდა იმისდა მიუხედავად რომ არ მომწონდა თავისი სისუსტის გამო, ისე აბღავლდი,როცა წავიკითხე,რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა.. უF user.gif


უი უი, ასევე გოეთესი ძააალიან მიყვარს (ნუ ბავშვობაში რომ წავიკითხე მახსოვს ძალიან მომეწონა და დღიურშიც ისეთი 'აღშფრთოვანებული' კომენტარი დავტოვე რომ ეხ biggrin.gif ) "მეზობლის უცნაური ბავშვები".. თუმცა კარგად არ მახსოვს მარა მაინც თავის დროზე კეეეეერქი იყო biggrin.gif user.gif

ჰოდა ეგრე user.gif

აბა, თქვენ რას ფიქრობთ?... user.gif

Posted by: Crøs 26 Jan 2010, 19:53
ეს ცნობილი აუერბახის მარანი ლაიფციგში(ამჟამად რესტორანი),გრიმაიშე შტრაშეზე,სადაც ხშირად დადიოდა გოეთე და სადაც მან მოისმინა ლეგენდა ფაუსტზე,სადაც სავარაუდოდ მეფისტოფელის ხრიკებით ამოქმედებულ კასრზე გადმჯდარმა ფაუსტმა ჩაიქროლა ამ ადგილებში biggrin.gif სწორედ ამ ადგილმა შთააგონა მას დაეწერა ეს ტრაგედია.
user posted image
მათ საპატივცემულოდ გაკეთებული ქანდაკება და თავად მარანი
user posted image
user posted image
user posted image

miss_pepsi
"ტყის მეფეც" საინტერესო ბალადა აქვსsmile.gif ნუ ვერთერიც მიყვარს,მაგრამ სუიციდის მომხრე არ ვარ არასდროს biggrin.gif

Posted by: Bruno Dumont 26 Jan 2010, 20:57
ის იცით თქვნ გერმანიასი რესტორანი როა და მანდ წარწერაა აქ ჭამა გოეთემ და ვალი არ გადაიხადაო და ქართული ხმების მგონი(მაგის ერთ-ერთი წევრის ბიოგრაფიაში წერია ეგ) წევრი მივა და ეტყვის ჰა მაგის ვალი და გააანებეთ ამ საცოავ კაცს ამენი ხანი რო დატანჯეთ საფლავსიო
ფაქტირუად კურიოზია
biggrin.gif

Posted by: Crøs 26 Jan 2010, 22:20
Bruno Dumont
QUOTE
ის იცით თქვნ გერმანიასი რესტორანი როა და მანდ წარწერაა აქ ჭამა გოეთემ და ვალი არ გადაიხადაო და ქართული ხმების მგონი(მაგის ერთ-ერთი წევრის ბიოგრაფიაში წერია ეგ) წევრი მივა და ეტყვის ჰა მაგის ვალი და გააანებეთ ამ საცოავ კაცს ამენი ხანი რო დატანჯეთ საფლავსიო ფაქტირუად კურიოზია

lol.gif ისე გერმანული იუმორი ძალიან მიყვარს,სასტიკი და სულში ჩამწვდომი biggrin.gif givi.gif ხო იცი გერმანული იუმორის ყველაზე ნათელი მაგალითი რა არის?წარწერები კონცლაგერის შესასვლელებში-"Arbiet Macht Frei"-სამუშაო ხდის თავისუფალს" biggrin.gif
user posted image >ფროს როზენი
user posted image >აუშვიცი
user posted image >დაჰაუ
user posted image >ზაკსენჰაუზენი
user posted image >ტერეზინი




პ.ს. მაპატიეთ თემიდან გადავხვევისათვის user.gif

Posted by: miss_pepsi 27 Jan 2010, 13:21
cros
QUOTE
ეს ცნობილი აუერბახის მარანი ლაიფციგში(ამჟამად რესტორანი),გრიმაიშე შტრაშეზე,სადაც ხშირად დადიოდა გოეთე და სადაც მან მოისმინა ლეგენდა ფაუსტზე,სადაც სავარაუდოდ მეფისტოფელის ხრიკებით ამოქმედებულ კასრზე გადმჯდარმა ფაუსტმა ჩაიქროლა ამ ადგილებშისწორედ ამ ადგილმა შთააგონა მას დაეწერა ეს ტრაგედია.


სსსსაინტერესოა და გმადლობ ფოტოებისთვის..


ეჰ ჰო, სუციდის მომხრე არც მე ვარ.. მაგიტომ დამგრუზა ძალიან biggrin.gif


Bruno Dumont
QUOTE
ის იცით თქვნ გერმანიასი რესტორანი როა და მანდ წარწერაა აქ ჭამა გოეთემ და ვალი არ გადაიხადაო და ქართული ხმების მგონი(მაგის ერთ-ერთი წევრის ბიოგრაფიაში წერია ეგ) წევრი მივა და ეტყვის ჰა მაგის ვალი და გააანებეთ ამ საცოავ კაცს ამენი ხანი რო დატანჯეთ საფლავსიო ფაქტირუად კურიოზია


lol.gif

Posted by: oswaldo 27 Jan 2010, 18:10
სამწუხაროდ ქართულ ენაზე გოეთეს ნაწარმოებების თარგმანები საშუალო და უმეტესწილად სუსტი დონისაა.

Posted by: minerva 27 Jan 2010, 18:32
მომწონს ეს ბალადა ნამეტნავად:

...........Mein Vater, mein Vater, und hörest du nicht,
Was Erlenkönig mir leise verspricht?
- Sei ruhig, bleibe ruhig, mein Kind;
In dürren Blättern säuselt der Wind.

...........Mein Vater, mein Vater, und siehst du nicht dort
Erlkönigs Töchter am düsteren Ort?
- Mein Sohn, mein Sohn, ich seh' es genau:
Es scheinen die alten Weiden so grau!
და ა.შ.


პ.ს. ნუ გოეთე კი, მაგრამ დოიჩებში ზოგიერთები უფრო მეტად მეფავორიტებიან მე პირადად war.gif



Posted by: iohan 27 Jan 2010, 18:36
ვაჰ ჩემი სეხნია გაიჩითა.




კაი ტიპია ეგეც biggrin.gif

Posted by: Crøs 27 Jan 2010, 21:38
iohan
QUOTE
ვაჰ ჩემი სეხნია გაიჩითა.



კაი ტიპია ეგეც

სამაგიეროდ ხევსური არაა biggrin.gif

Posted by: iohan 27 Jan 2010, 23:44
cros
QUOTE
სამაგიეროდ ხევსური არაა


რას იზამ თითო ნაკლი ყველას აქვს biggrin.gif

Posted by: miss_pepsi 3 Feb 2010, 20:59
minerva
QUOTE
მომწონს ეს ბალადა ნამეტნავად:

...........Mein Vater, mein Vater, und hörest du nicht,Was Erlenkönig mir leise verspricht?- Sei ruhig, bleibe ruhig, mein Kind;In dürren Blättern säuselt der Wind.

...........Mein Vater, mein Vater, und siehst du nicht dort Erlkönigs Töchter am düsteren Ort? - Mein Sohn, mein Sohn, ich seh' es genau:Es scheinen die alten Weiden so grau!და ა.შ.

პ.ს. ნუ გოეთე კი, მაგრამ დოიჩებში ზოგიერთები უფრო მეტად მეფავორიტებიან მე პირადად


რა ბედნიერი ხარ გოეთეს ორიგინალში რომ კითხულობ.. საერთოდ შექსპირს თუნდაც ქართულად რომ წაიკიტხავ და მერე ინგლისურად.. ნუ აი შედარება არაა... დარწმუნებული ვარ გოეთეს შემთხვევაშიც ასეა..

რა მინდოდა ამ იტალიურ-ესპანუნურისგან.. საერთოდ არ ვკითხულობ ამ ორ ენაზე არაფერს :| ფრანგული და გერმანული მესწავლა.. და დავტკბებოდი.. მნეაჰ..


cros

შენც რა ყველგან მოძრაობ თურმე biggrin.gif

Posted by: alepou 24 Mar 2010, 00:28
სასწრაფოდ მჭირდება "მეზობლის უცნაური ბავშვების" ელექტრონული ვერსია. თუ სადმე გეგულებათ, იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: goga_g 24 Mar 2010, 02:34
miss_pepsi
QUOTE
რა მინდოდა ამ იტალიურ-ესპანუნურისგან.. საერთოდ არ ვკითხულობ ამ ორ ენაზე არაფერს


მერე რატომ არ კითხულობ ?

რა დაგიშავა მაგ: სერვანტესმა, ლორკამ,უნამუნომ,ხიმენესმა ან ბორხესმა. smile.gif

Posted by: Glorfindel 24 Mar 2010, 10:37
გოეთე დაიდო ე = ))


მაგრად მომწონს, ''იმენა'' გიჟი იყო.

გენიალურია ფაუსტი !

Posted by: goga_g 24 Mar 2010, 11:41

-----------------------------

--
-
-
-

Posted by: minerva 25 Mar 2010, 17:57
goga_g

წითლად ვინ შეაფერადე? biggrin.gif

Posted by: goga_g 25 Mar 2010, 18:27
minerva

biggrin.gif

http://forum.ge/?f=18&showtopic=33891064
არაა ამ კაცის ადგილი მაგ ობელისკზე.


Posted by: minerva 25 Mar 2010, 19:11
goga_g
QUOTE
ჰაინრიხ ბიოლი / Heinrich BÖLL
არაა ამ კაცის ადგილი მაგ ობელისკზე.


კარგი რაა, მარქსის ქვეშ ბიოლს რომ აფერადებდი, ხელი მაინც როგორ არ აგიკანკალდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: goga_g 25 Mar 2010, 19:53
minerva
biggrin.gif
* * *
ისე სერიოზულად - მარქსთან ბიოლის ხსენებაც კი (არა თუ შედარება) ძალიან უხერხულია.
ეჭვი მეპარება , ნაწილობრივ ან ზერელედ მაინც იცნობდე მარქსის იდეებს, შრომებს და შემოქმედებას.

ცოდვაა მარქსის პიროვნებასთან ტეტია ბიოლის დაყენება , ც ო დ ვ ა. biggrin.gif biggrin.gif





Posted by: minerva 25 Mar 2010, 20:25
goga_g
QUOTE
ისე სერიოზულად - მარქსთან ბიოლის ხსენებაც კი (არა თუ შედარება) ძალიან უხერხულია.


ვახ!
თუ მაინცდამაინც ერთი კაცი უნდა ამოგეგდო, რაღა ბიოლი მეთქი კაცო, მე ეგ გავაპროტესტე biggrin.gif

QUOTE
ეჭვი მეპარება , ნაწილობრივ ან ზერელედ მაინც იცნობდე მარქსის იდეებს, შრომებს და შემოქმედებას


ძალიან შემცდარხარ wink.gif
გაუგებარია რატომ, მარა გამოცდები არ მიბარებია რო? gigi.gif


პ.ს. კარგი, გავიარეთ..

Posted by: Ocelot 25 Mar 2010, 21:56
ვა, რა საინტერესო სტოპკაა biggrin.gif ვინ და რა ლოგიკით დაალაგა ნეტა biggrin.gif

არენდტი
სეგერსი
გრიმი
ფონტანე

ესენი ვინ არიან? biggrin.gif

სად არიან კაფკა, მუზილი, მაირინკი, დიობლინი, კიოპენი, ბროხი, ნიცშე, შოპენგაუერი? biggrin.gif


ისე მთლა კენწეროში რო დევს, მაგან ცოტა გამოასწორა ამბავი biggrin.gif

Posted by: goga_g 26 Mar 2010, 02:11
minerva
QUOTE
თუ მაინცდამაინც ერთი კაცი უნდა ამოგეგდო, რაღა ბიოლი მეთქი კაცო

აბა სხვა ვინ? მასეთი უნიჭო , ვინც ვიცი მაქედან არც ერთი არაა biggrin.gif
Ocelot
QUOTE
არენდტი

http://ru.wikipedia.org/wiki/Арендт,_Ханна
QUOTE
ფონტანე

http://ru.wikipedia.org/wiki/Фонтане,_Теодор
QUOTE

გრიმი

ბრაწია გრიმsmile.gif
QUOTE
სად არიან კაფკ

ჩეხს რა უნდა მანდ biggrin.gif
QUOTE
მუზილი

ან ავსტრიელს.
QUOTE
ნიცშე, შოპენგაუერი?

user.gif ბაზარი არაა ბევრნი არ არიან -
ფიხტე, ჰაიდეგერი, ფოიერბახი, შელერი და რაავიცი ვინ აღარ აკლია...შეიძლება ჩაითვალოს , რომ დასანგრევია ეგ ძეგლია თუ ობელისკია რაც არი biggrin.gif biggrin.gif

სულ რო არ გადავუხვიოთ თემას, წაკითხულებიდან რაც მახსოვს, ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი იყო და საუბრები ეკერმანთან. პირველი კარგია (მაგრამ გენიალური - არა) მეორე ბევრად მირჩევია პირველს, საინტერესო მსჯელობები და მონოლოგებია.
...ფაუსტი კი წავიკითხე ღრმა ჯეელობაში მაგრამ ვეერაფერი ვერ გავიგე მაშინ , სიუჟეტის გარდაbiggrin.gif

Posted by: Ocelot 26 Mar 2010, 03:34
goga_g
QUOTE
აბა სხვა ვინ? მასეთი უნიჭო , ვინც ვიცი მაქედან არც ერთი არაა

შენს ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი biggrin.gif რაც მართლა აქვს, ის არ წაგიკითხია და აფასებ მეშვიდე ხარისხოვანი ნოველით biggrin.gif
QUOTE
ბრაწია გრიმ

აა, ნუ მაშინ მართლა დასანგრევი ყოფილა ეგ ობელისკი biggrin.gif ანდერსენი ვერ მოხვდა და ეგ ორი სირი წამოიჭიმა biggrin.gif

Posted by: Crøs 26 Mar 2010, 10:11
გრიმებს ზუსტად ისეთი დამსახურება აქვთ გერმანული ენისა და ლიტერატურის ისტორიაში,როგორც სულხან-საბას ჩვენთან....

QUOTE
ანდერსენი

ანდერსენს რა უნდა გერმანიაში drug.gif

Posted by: goga_g 26 Mar 2010, 10:24
Ocelot
QUOTE
შენს ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდირაც მართლა აქვს, ის არ წაგიკითხია და აფასებ მეშვიდე ხარისხოვანი ნოველით

გავარტყი მწერალს 10-დან ერთი რო გაუვარდება. მაგაზე მგონი შესაბამის თემაში უკვე ვისაუბრეთ biggrin.gif

QUOTE
გრიმებს ზუსტად ისეთი დამსახურება აქვთ გერმანული ენისა და ლიტერატურის ისტორიაში,როგორც სულხან-საბას ჩვენთან....

ნაღდად მასეა.
QUOTE
ანდერსენს რა უნდა გერმანიაში
biggrin.gif ოF, კაფკა და მიუზლი ხო ჯილა გერმანელები იყვნენე რაა biggrin.gif

Posted by: minerva 26 Mar 2010, 19:07
cros
QUOTE
გრიმებს ზუსტად ისეთი დამსახურება აქვთ გერმანული ენისა და ლიტერატურის ისტორიაში,როგორც სულხან-საბას ჩვენთან....


yes.gif
ველოდებოდი, რომ ეს ვინმეს დაეწერა smile.gif

Posted by: Ocelot 26 Mar 2010, 19:08
QUOTE
გრიმებს ზუსტად ისეთი დამსახურება აქვთ გერმანული ენისა და ლიტერატურის ისტორიაში,როგორც სულხან-საბას ჩვენთან....

გული ამიჩუყდა user.gif


goga_g
QUOTE
გავარტყი მწერალს 10-დან ერთი რო გაუვარდება

ბევრია ეგეთი, ერთი რო გაუვარდათ. მაგ, გოეთე, სერვანტესი, სვიფტი, მეტიურინი და ა.შ.
QUOTE
ოF, კაფკა და მიუზლი ხო ჯილა გერმანელები იყვნენე რაა

დანიელია მგონი. სუ მეშლება biggrin.gif ავსტრია და გერმანია კიდე რამ გაყო, ერთი ხუია biggrin.gif

Posted by: goga_g 26 Mar 2010, 19:48
Ocelot
QUOTE
ბევრია ეგეთი, ერთი რო გაუვარდათ. მაგ, გოეთე, სერვანტესი, სვიფტი,

biggrin.gif ამათ ბიოლს როგორ ადარებ...შეიძლება, მაგრამ იმ ერთსდაც გააჩნია .

Posted by: Ocelot 26 Mar 2010, 20:27
goga_g
QUOTE
ამათ ბიოლს როგორ ადარებ...შეიძლება, მაგრამ იმ ერთსდაც გააჩნია

შენ რა იცი, იქნებ მაგის ისეთი 1-2 წაიკითხო რო მაგათ გვერდზე დააყენო biggrin.gif

Posted by: goga_g 27 Mar 2010, 01:27
Ocelot
QUOTE
შენ რა იცი, იქნებ მაგის ისეთი 1-2 წაიკითხო რო მაგათ გვერდზე დააყენო

3-4-5-6 -ც წავიკითხე დაჟე მაგრამ რაღაც არ უჩანს სამაგისო პირი ...biggrin.gif

Posted by: Ocelot 27 Mar 2010, 02:00
goga_g
QUOTE
3-4-5-6 -ც წავიკითხე დაჟე მაგრამ რაღაც არ უჩანს სამაგისო პირი

ეგ რომლებია? ნუმერაციის მიხედვით არა აქ biggrin.gif კლოუნი და ბილიარდია ყველაზე ცნობილი.

Posted by: goga_g 27 Mar 2010, 02:17
Ocelot
QUOTE
ეგ რომლებია?

რა მნიშვნელობა აქვს რომელია, მთავარია რაოდენობა აღინიშნებაbiggrin.gif
QUOTE
ყველაზე ცნობილი.

მუუასება ეს სიტყვა თავისი სრული არსით, მნიშვნელობით და დატვირთვით biggrin.gif
QUOTE
კლოუნი და ბილიარდია ყველაზე ცნობილი.

ცნობილი თუ გენიალური?მარტო ერთი არ ნიშნავს მეორეს და მეორე კიდე პირველს...დანარჩენი ტყუილად წერა? biggrin.gif


Posted by: Ocelot 27 Mar 2010, 02:21
goga_g
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს რომელია, მთავარია რაოდენობა აღინიშნება

ნუ მაშინ დოსტოევკის წავიკითხოთ მარტო, ნეტოჩკა, ანეკდოტი, სპეტანჩიკი, თეთრი ღამე, ბედნიე ლიუდი, კროტკაია და მაგით ვიმსჯელოთ biggrin.gif
QUOTE
ცნობილი თუ გენიალური?

ჩვენ ბოდიში, მარტო გენიალურებს კადრულობ უკვე? rolleyes.gif
QUOTE
დანარჩენი ტყუილად წერა?

მაგის გარდა აქვს კიდე სახლი და ადამი, ორივე მეტ-ნაკლებად ცნობილი რომანი. დანარჩენი მეორე ხარისხოვანი მოთხრობები და ნოველები.

Posted by: goga_g 27 Mar 2010, 02:33
Ocelot
რააოდენობაში ვიგულისხმე რაოდენობა, რომელიც დავწერე პირდაპირი მნიშვნელობით, წეღანაც ვერ მიხვდი და ეტყობა ამ პოსტის დაწერისასაც ვერ ხვდები.
QUOTE
ჩვენ ბოდიში

არაფრის.
QUOTE
მარტო გენიალურებს კადრულობ უკვე?
შენ რა იცი მე საერთოდ რას ვკადრულობ? ვთქვი სადმე მგავსი რამე? რა არი ეხა კამათი გინდა, უკვე აღარ იცი რაზე მეკამათო და სიტყვების და აზრების გადაკეთება დაიწყე თუ როგორაა საქმე?
QUOTE
მაგის გარდა აქვს კიდე სახლი და ადამი, ორივე მეტ-ნაკლებად ცნობილი რომანი. დანარჩენი მეორე ხარისხოვანი მოთხრობები და ნოველები.

გასაგებია

Posted by: Ocelot 27 Mar 2010, 02:45
goga_g
QUOTE
შენ რა იცი მე საერთოდ რას ვკადრულობ? ვთქვი სადმე მგავსი რამე? რა არი ეხა კამათი გინდა, უკვე აღარ იცი რაზე მეკამათო და სიტყვების და აზრების გადაკეთება დაიწყე თუ როგორაა საქმე?

მდა...

Posted by: Solveig 27 Mar 2010, 02:46
QUOTE
აუერბახის მარანი ლაიფციგში(ამჟამად რესტორანი),



ძალიან მაგ არი ეპიზოდია ეგძ (თუმცა, რომელი არაა smile.gif)

მეფისტოფელის "შელოცვა" გახსოვთ?
ყურძნის მტევანს გვაძლევს ვაზი,
თხას კი შუბლზე რქები აზის,
თუკი ღვინო მოდის ხიდან,
ღვინოს მოგვცემს ხის მაგიდაც!

მაშ ამოაძრეთ საცობები და შესვით უხვად biggrin.gif biggrin.gif


Ocelot
goga_g
თემა გოეთეზეა smile.gif


პს. ისე, ჯორჯანელის ნათარგმნი "ფაუსტის" I ნაწილი არ მოგწონთ?

Posted by: nakash 27 Mar 2010, 12:19
QUOTE (cros @ 26 Jan 2010, 18:53 )

user posted image

აქ ნამყოფი ვარ
:მარიაჟი: givi.gif
მაგარი ქლიბი ქალაქია ლაიპციგი ისე.. მიუხედავად ამხელა ისტორიისა და ბახი და გოეთე და შილერი და ამბები დღემდე გედეერია რა... ნუ 6 იოდ წლის წინ ასე იყო ყოველ შემთხვევაში

Posted by: Solveig 28 Mar 2010, 14:35
nakash
QUOTE
მარიაჟი

biggrin.gif
QUOTE
მაგარი ქლიბი ქალაქია ლაიპციგი ისე.. მიუხედავად ამხელა ისტორიისა და ბახი და გოეთე და შილერი და ამბები დღემდე გედეერია რა... ნუ 6 იოდ წლის წინ ასე იყო ყოველ შემთხვევაში

დიდი ეჭვი მაქვს, რომ დიდი განსხვავება არ უნდა იყოს.
ლაიპციგს კი არა, ბერლინს ვერ მოუცილებია ჯერ ბოლომდე ეგ სახე.


ისე, კი უნდა გამონახოს დრო კაცმა ეგეთი ადგილების სანახავად...sad.gif

Posted by: actionscript 14 May 2010, 13:59
ფაუსტზე მჭირდება გარჩევა/განხილვა
თუ შეგიძლიათ საიტები დამილინკეთ (რუსული, ინგლისური, ქართული) სადაც ვიპოვი მსგავს ინფორმაციას
rolleyes.gif

Posted by: Crøs 14 May 2010, 15:52
actionscript
http://mygete.narod.ru/ofauste.htm
http://www.bestreferat.ru/referat-25234.html

http://school-essay.ru/mefistofel-i-faust-po-poeme-gete-faust.html
http://works.tarefer.ru/43/100124/index.html

Posted by: actionscript 14 May 2010, 18:59
cros
უღრმესი მადლობა
rolleyes.gif

Posted by: iza 11 Jul 2010, 17:54
ვგიჟდები ტყის მეფეზე love.gif
ფაუსტზე აღარაფერს ვამბობ, ვმუნჯდები...

თუ ვინმე აპირებთ წიგნების გამოწერას ამაზონიდან, პმ მომწერეთ.

გადავაქოთე სახლში ყველაფერი და ვერსად ვიპოვე sad.gif

http://www.amazon.com/Faust-II-Trag%C3%B6die-Erster-Zweiter/dp/3941579126/ref=sr_1_7?ie=UTF8&s=books&qid=1278856172&sr=1-7
* * *
QUOTE
სამწუხაროდ ქართულ ენაზე გოეთეს ნაწარმოებების თარგმანები საშუალო და უმეტესწილად სუსტი დონისაა.


არც მიცდია წამეკითხა ქართულად. ავიღე ხელში და გადავაგდე...

QUOTE
"მეზობლის უცნაური ბავშვების"


რა დღეში არიან და მერე როგორ შეუყვარდებათ ერთმანეთი biggrin.gif love.gif

Posted by: miss_pepsi 11 Jul 2010, 23:12
iza
QUOTE
რა დღეში არიან და მერე როგორ შეუყვარდებათ ერთმანეთი


ისე მიყვარს love.gif ყოველშემთხვევაში რაც მახსოვს biggrin.gif ეგ კი არა, მაგ პერიოდში რომ წავიკითხე (ბავშვობაში biggrin.gif ) ჩემ მეზობელ ბიჭს,რომელთანაც სულ ვჩხუბობდი საეჭვოდ გავხედე- ეეე spy.gif -მარა გამეცინა რა თქმა უნდა და არ შევიმჩნიე biggrin.gif

Posted by: iza 11 Jul 2010, 23:24
miss_pepsi


QUOTE
ისე მიყვარს  ყოველშემთხვევაში რაც მახსოვს  ეგ კი არა, მაგ პერიოდში რომ წავიკითხე (ბავშვობაში  ) ჩემ მეზობელ ბიჭს,რომელთანაც სულ ვჩხუბობდი საეჭვოდ გავხედე- ეეე  -მარა გამეცინა რა თქმა უნდა და არ შევიმჩნიე 


ვაიმეეე, მაგრად გამეცინაა lol.gif 2kiss.gif

Posted by: Solveig 12 Jul 2010, 07:34
actionscript
QUOTE
ფაუსტზე მჭირდება გარჩევა/განხილვა

ა. ანიქსტს აქვს წიგნი "გოეთე და ფაუსტი", რუსულად.
ძალიან კარგი წიგნია, გირჩევ, მოიძიო..განხილვაცაა და შექმნის ისტორიაც.

iza
QUOTE
არც მიცდია წამეკითხა ქართულად. ავიღე ხელში და გადავაგდე...

თუ გერმანული იცი, რა თქმა უნდა, ორიგინალს ვერაფერი შეედრება, მაგრამ მეეჭვება, ჯორჯანელის ნათარგმნი "ფაუსტი" (I ნაწილი მოასწრო მხოლოდ) გადასაგდები იყოს.

Posted by: iza 12 Jul 2010, 16:31
Solveig

არა, მთარგმნელთან არ მაქვს პრეტენზია, თუმცა ვთვლი, რომ ყველა მთარგმნელი რაღაც ,,თავის" ნაწილს დებას თარგმანში, რითაც იგი ორიგინალისგან სხვა სულითაა გაჟღენთილი.

QUOTE
ორიგინალს ვერაფერი შეედრება


100% გეთანხმები.

QUOTE
თუ გერმანული იცი


კი და ფაუსტი ორიგინალში რაღაც სულ სხვაა, დიდი ხანი არ არის რაც ორიგინალში წავიკითხე, მაგრამ მეგონა სულ სხვა ფაუსტი წავიკითხე, ვიდრე 10 წლის წინ


smile.gif

Posted by: Ocelot 12 Jul 2010, 16:37
სხვათაშორის პასტერნაკის ფაუსტი, ორიგინალს ჯობია biggrin.gif ისევე როგორც პასტერნაკის შექსპირი, შექსპირისას biggrin.gif მთარგმნელს გააჩნია.

Posted by: S A F O 29 Jul 2010, 16:29
ხალხო გოეთეს "საუბრები" არ არის ხომ თარგმნილი ქართულად?? სრულ ვერსიას ვგულისხმობ და არა ამონარიდებს-"გოეთეს საუბარი ეკერმანთან".

Posted by: iza 29 Jul 2010, 21:37
S A F O

QUOTE
ხალხო გოეთეს "საუბრები" არ არის ხომ თარგმნილი ქართულად?? სრულ ვერსიას ვგულისხმობ და არა ამონარიდებს-"გოეთეს საუბარი ეკერმანთან".


no.gif

Posted by: S A F O 30 Jul 2010, 23:07


QUOTE
ხალხო გოეთეს "საუბრები" არ არის ხომ თარგმნილი ქართულად?? სრულ ვერსიას ვგულისხმობ და არა ამონარიდებს-"გოეთეს საუბარი ეკერმანთან".





გმადლობ -iza 2kiss.gif

Posted by: iza 2 Aug 2010, 23:14
S A F O

QUOTE
გმადლობ -i


არაფრის. მაინცდამაინც ქართულად გინდა? 2kiss.gif

Posted by: aRbano 3 Aug 2010, 23:34
დღეს ვიყიდე ფაუსტი და კიდევ რამოდენიმე ნაწარმოები ერთი წიგნად ორ ლარად tongue.gif
რუსულია, ძველია და რაღაც ფაუსტური აურა დაკრავს, ზედ ვიღაც ბატონის ხელმოწერა აქვს, სახელი ვერაფრით გავარჩიე მარა მისი ბიბლიოთეკიდანაა...
მაგარი წიგნია ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ smile.gif

Posted by: S A F O 5 Aug 2010, 22:46
QUOTE
არაფრის. მაინცდამაინც ქართულად გინდა?




iza-რუსული(უფრო) ან ინგლისურიც შეიძლება. smile.gif smile.gif

Posted by: qetuc 29 Aug 2010, 20:52
QUOTE
დღეს ვიყიდე ფაუსტი

მე მაქ წაკითული yes.gif 1წლის წინ და მომეწონა ძაან yes.gif (ჩემი გერმანულის მასწავლებელი მაგის ფანია biggrin.gif biggrin.gif )

Posted by: ameliamelia 29 Aug 2010, 22:02
ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი ეძახდა ასე:
გЁტე
ახლაც მახსოვს მისი ტუჩების მოძრაობა, როცა მის გვარს წარმოთქვამდა ხოლმე smile.gif
ეს მხოლოდ ასოთწყობა არ იყო:
ეს იყო თაყვანისცემა, აღფრთოვანება, სიყვარული, ლტოლვა
აი ნამდვილი ლტოლვა
აი ისეთი ლტოლვა, რომელსაც იცი, რომ ვერასდროს დაიკმაყოფილებ, მაგრამ თავს არ უტყდები.
შეეძლო დაუსრულებლად ბევრი ელაპარაკა მასზე და ამ დროს იყო ხოლმე აღტკინებული, ისეთი აღტკინებული, რომ სუნთქვასაც ვერ ვბედავდი,
მეშინოდა, ჩემს სუნთქვას მისი ინტიმი არ დაერღვია
როდესაც მასზე იწყებდა საუბარს, მეგონა იმქვეყნიდან მელაპარაკებაო: იჯდა თავის გЁტე - ს გვერდით და ნეტარებდა.

Posted by: Johnnie Walker 29 Aug 2010, 22:04
QUOTE
ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი ეძახდა ასე:
გЁტე
ახლაც მახსოვს მისი ტუჩების მოძრაობა, როცა მის გვარს წარმოთქვამდა ხოლმე
ეს მხოლოდ ასოთწყობა არ იყო:
ეს იყო თაყვანისცემა, აღფრთოვანება, სიყვარული, ლტოლვა

lol.gif
მე მგონი ვიცი ის შენი მასწავლებელი smile.gif

Posted by: ameliamelia 29 Aug 2010, 22:05
QUOTE (Johnnie Walker @ 29 Aug 2010, 22:04 )
QUOTE
ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი ეძახდა ასე:
გЁტე
ახლაც მახსოვს მისი ტუჩების მოძრაობა, როცა მის გვარს წარმოთქვამდა ხოლმე
ეს მხოლოდ ასოთწყობა არ იყო:
ეს იყო თაყვანისცემა, აღფრთოვანება, სიყვარული, ლტოლვა

lol.gif
მე მგონი ვიცი ის შენი მასწავლებელი smile.gif

ხოო?
smile.gif)
იქნებ მართლა იცი? smile.gif)

Posted by: Johnnie Walker 29 Aug 2010, 22:18
ameliamelia
თუ ქალია - 100%,

თუ კაცი - გამოთვლა ძნელი არ არის smile.gif

Posted by: ameliamelia 29 Aug 2010, 22:19
Johnnie Walker

კი ქალია, ოღონდ ცოცხალი აღარ არის

Posted by: irusha 29 Sep 2010, 15:59
აფ----------------------------------

Posted by: Sofilicious 23 Jan 2011, 15:27
irusha
QUOTE
აფ----------------------------------


+1

ჩემი თემებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემაა ეს love.gif

http://pix.ge/

Posted by: ფრენოლოგი 23 Jan 2011, 15:33
დაბადება

"1749 წლის აგვისტოს 28-ს, შუადღეს, 12-ჯერ დაჰკრა კედლის საათმა და მეც მოვევლინე ქვეყანას მაინის ფრანკფურტში.
მზე კირჩხიბზე შემდგარიყო, მუშთარი და ერნი იღიმებოდნენ, არც თუ აფროდიტე ბრძანდებოდა გულგანაწყენი; კრონოს და მარიხი გულგრილად მიმოიქცეოდნენ. მხოლოდ მთოვარე მეყვსეულად გავსილი იმჟამად თვისის მცხრალი არილის ციმციმსღა აძლიერებდა, ვინაიდან მოწეულიყო ჟამი ცთომილების მიმოქცევისა. ამრიგად, მარტოოდენ იგი წინაღდგომოდა შობასა ჩემსას, ვიდრემდის ჟამი იგი არ გაივლიდა".

ამას გოეთე ყვება (და კ. გამსახურდია თარგმნის) თავის ავტობიოგრაფიაში - "პოეზია და სინამდვილე".

არადა, ახალშობილი ძლივს გადაარჩინეს. და გოეთეს ბაბუამ (დედის მხრიდან) სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მაინის ფრანკფურტში პროფესიონალი გინეკოლოგის მოწვევა





გარდაცვალება

"მეტი სინათლე!" - ყველას სმენია, ალბათ. გოეთეს ბოლო სიტყვები.

და ამას უკვე ეკერმანი ყვება (გაგიკვირდებათ და, ისევ კ. გამსახურდია თარგმნის):
"გოეტეს სიკვდილის მეორე დღეს უაღრესმა სურვილმა ამიტანა მისი მოკვდავი ნეშთის ნახვას მოწყურვებული. გოეტეს ერთგულმა მსახურმა ფრიდრიჰმა ოთახის კარი გამოაღო. პირაღმა იწვა და ისე მშვიდად ესვენა მუნ, თითქოს მძინარე ყოფილიყო.
სრული სიმშვიდე და სიმკვრივე ცხადდებოდა სახის მისის გამომეტყველების პირისპირ. ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ ხელი შემეხო თმების მისის კულულისათვის და ცოტა მომეჭირა, მაგრამ მის წინაშე კრძალვამ არ დამანება ამის ჩადენა.
მისი შიშველი სხეული ზეწარში შესუდრული ესვენა. ირგვლივ ყინულის უშველებელი გოროხები შემოეწყოთ. ფრიდრიჰმა ზეწარი შემოხსნა, სხეულის მისის ღვთაებრივმა ბრწყინვალებამ და სილამაზემ გამაოცა.
მკვრივად ჩამოქნილი დევური მკერდი ჰქონდა, ხელ-ფეხი სავსე და კუნთებიანი. ლამაზი, წვრილი ფეხები და მთელს სხეულზე ვერსად იპოვნიდით ზედმეტ სიმსუქნეს და ვერც მიხრწნის ნიშანს. ამ ნაკვთმშვენიერი სხეულის ხილვამ წამიერად დამავიწყა, რომ მისი უკვდავი სული გაყროდა კიდეც ამ ცხედარს. გულზე დავადევი ხელი, უაღრესი მდუმარება საცნაურვყავი, პირი ვიბრუნე და გარედ გავედი, რათა მოზღვავებული ცრემლისათვის მიმეცა გზა..."



©

ვიღაც ლიტ ფორუმიდან




თხმელნართ-მეფე (ასე უთარგმნია სათაური ვიღაცას )

ვინ მიგელავს ღამეში ტევრსა ქარიანს?
შვილი მიჰყავს პატარა, მიუჩქარია.
არ აშინებს გზაწვრილი არავითარი,
ბიჭი მყარად უპყრია, გულზე მიმთბარი.

შვილო, რატომ შეჩქვიფდი, რა დაგემართა?
შეხე, მამა, ღელისპირს მეფე თხმელნართა!
გვირგვინი აქვს! კუდი აქვს! ხევს დაჰყოლია!
არა, შვილო, დამშვიდდი, ნისლის ზოლია.

"ჩემი გახდი, პატარავ, არ მყავს ვაჟები,
ლამაზ-ლამაზ თამაშებს გეთამაშები.
ავსილია ნაპირი ვარდით, იითა,
დიბით მოგრთავს დედამტე, დარაიითა."

მამა, ყური მიუგდე, ნუთუ არ გესმის,
ხმები მისი ლაქარდის, ნელი ალერსის?
შვილო, არაფერია, ნუ შეშფოთდები,
ქარმა შეაშრიალა ხმელი ფოთლები.

"იქ გახედე, პატარავ, სადაც ლელია,
ნახე, ჩემი ასულნი როგორ გელიან!
დაგიწნავენ გვირგვინებს, გილალავებენ,
გიმღერებენ, გიროკვენ, გინანავებენ."

მამა, სადაც ნაპირი ვერცხლისფერია,
თხმელნართ მეფის ასულნი ქარში მღერიან.
შვილო, მკვდარი ფლატეა, გადარეცხილი,
წნორები დგას ბებერი, გადავერცხლილი.

"ჩემად მსურხარ, პატარავ, მესალბუნები,
არ წამოხვალ, წაგიყვან, ნება-უნებლივ."
ჩქარა, მამა, გვეწევა! ხელი შემართა!
მამა, გულზე მეწვდება მეფე თხმელნართა!

მიქრის ცხენი, ფლოქვებით ელვის მკვესარი,
მამის მკერდზე წრიალებს ბავშვი მკვნესარი.
აჰა, კიდეც მიადგნენ სახლის კარიბჭეს,
მაგრამ მამის მკლავებში ბავშვი მკვდარი წევს.
* * *
Der Erlkönig.



Posted by: Julika Stiller-Tschudy 24 Feb 2011, 00:25
მე დიდი ხანი არაა, რაც ამ ფორუმს შემოვუერთდი და გამეხარდა რომ გოეთეზეც არის თემა. გერმანული ენა და ლიტერატურა გოეთეს გარეშე წარმოუდგენელია. Jedenfalls ასე ვფიქრობდი საქართველოში, მაგრამ დამერწმუნეთ გერმანიის უნივერსიტეტში შეიძლება გერმანული ლიტერატურა ისე დახურო, რომ გოეთესთან შეხება არ მოგიხდეს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა.. ერთადერთი ლიტერატურის სემინარი მქონდა გოეთეზე 5 წლის განმავლობაში და ისიც ფაქტიურად უცნობ ნოველაs: "Unterhaltungen deutscher Ausgewanderten" ეხებოდა. და ამ სემინარშიც ყურადღების ცენტრში არა გოეთე, არამედ ნაწარმოების ფორმა და ანალიზი იდგა smile.gif .
- ასე რომ გოეთე ისევ საქართველოში წაკითხულიდან მახსოვს. ვაღიარებ, "ფაუსტის" წაკითხვა თავს ვაიძულე, მაგრამ აი "ვერთერი".. love.gif ალბათ ჩემი მაშინდელი განწყობის ბრალიც იყო vis.gif . "ვერთერი" მე პირადად გოეთეს საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია და ეს ჩემი აზრია და არვის თავზე არ ვახვევ. თორემ ერთი იუზერივით დამდებს ვინმე პრიმიტიულობაში ბრალს smile.gif .

Posted by: irusha 26 Feb 2011, 01:38
QUOTE
. "ვერთერი" მე პირადად გოეთეს საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია


ძალიან მაგარია... ძალიან... yes.gif

მაგრამ "ფაუსტი" ფაუსტია.. ))

Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:28
რამდენიმე წლის წინ ვიყავი ვაიმარში. "როგორ შეიძლება გერმანისტმა გერმანია ისე დატოვო ვაიმარი არ ნახოვო"- გერმანელების აზრი.
პატარა კოკროჭინა ქალაქია, მოკირწყლული ქუჩებით, პატარა კაფეებით და რა თქმა უნდა გოეთეს და შილერის ნაკვალებით სავსე.
გოეთეს ორი სახლი ჰქონდა. ერთი თვითონ ვაიმარში და მეორე კიდევ ქალაქგარეთ, ფეხით შეიძლება ქალაქიდან გადასვლა. გზა-ხეივანი ულამაზესია, სქელტანიანი ბუმბერაზი ხეებით. ეს ბაღი გოეთემ გააშენა, ეს ხეებიც თვითონ დარგოო- მითხრეს.
ეს გოეთეს სახლის წინა მხარე ვაიმარში.

Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:31
ეს არის ამ სახლის უკანა მხარე, ბაღით, სადაც გოეთე თვითონ რგავდა და უვლიდა მცენარეებს.

Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:38
ეს კი ცნობილი საძირკველი. სახლში პატარა მაღაზიაა განთავსებული და შესაძლებელია ასეთი ფეხის საწმენდის ან სურათების ყიდვაც, სხვა ბევრ წვრილმანებთან ერთად. წიგნებზე და ა.შ. აღარ ვსაუბრობ..

Posted by: Julika Stiller-Tschudy 26 Feb 2011, 03:43
ეს კიდე გოეთეს სახლი ქალაქგარეთ, სადაც თავიდან საყვარელი და შემდეგ მის ცოლი ქრისტიანე ვულპიუსი დიასახლისობდა. სახლის ზემოთ შორიახლოს იდგა პატარ ქოხი, სადაც ეს ქალი თავიდან ცხოვრობდა. ამბობენ გოეთე ხშირად დაძვრებოდა ღამე ამ ქალთან როცა ქალაქგარე სახლში იმყოფებოდაო smile.gif .

Posted by: MliVi 3 Mar 2011, 14:08
გოეთეს შემოქმედება ვისაც მოგწონთ "გოეთეს საუბრები ეკარმენთან" წაიკითხეთ მოგეწონებათ...... yes.gif yes.gif

Posted by: misha55555 20 Mar 2011, 15:59
QUOTE
დამერწმუნეთ გერმანიის უნივერსიტეტში შეიძლება გერმანული ლიტერატურა ისე დახურო, რომ გოეთესთან შეხება არ მოგიხდეს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია,

ერთ გერმანელ წარმოსადეგ, საქმოსან,სამაკლერო კომპანიის ხელმძღვანელს ვკითხე გოეთეს რა ერქვა მეთქი და ფიქრი დაიწყო, რამოდენიმე სახელი ჩამოთვალა და ბოლოს ძლივს მოუყარა თავი. ეს იგივეა რაც ქართველს შეეკითხო ფშაველას სახელი და ფიქრი დაიწყოს. შოთა? თუ ნიკოლოზი. არა , არა აკაკი. ა ხო ,გამახსენდა-ვაჟა.

Posted by: Back_To_Back 22 Jun 2011, 10:11
QUOTE
"ვერთერი"

ამას ესევე ქვია თუ ადამიანურ ენებზე (რუსული ინგლისური) სხვანაირად ჟღერს?

Posted by: iza 22 Jun 2011, 10:43
S A F O

QUOTE
"საუბრები" არ არის ხომ თარგმნილი ქართულად


QUOTE
რუსული(უფრო) ან ინგლისურიც შეიძლება.



http://www.ozon.ru/context/detail/id/2197801/

ვიცი ადრინდელი პოსტია, მაგრამ თუ ეხლაც გაინტერესებს, კარგი გამოცემაა. ელვა ჯი-ს მეშვეობით შეგიძლია გამოიწერო





smile.gif

Posted by: giorgivachadze 22 Jun 2011, 21:11
Back_To_Back
QUOTE
ამას ესევე ქვია თუ ადამიანურ ენებზე (რუსული ინგლისური) სხვანაირად ჟღერს?

Die Leiden des jungen Werthers
The Sorrows of Young Werther
Страдания юного Вертера

Posted by: Back_To_Back 23 Jun 2011, 09:53
giorgivachadze
QUOTE
Страдания юного Вертера

ააა ეგ არის ხო, როგორ ვერ ვიცანი, არადა მაქვს სახლში biggrin.gif

Posted by: S A F O 23 Jun 2011, 10:57
iza
QUOTE
ვიცი ადრინდელი პოსტია, მაგრამ თუ ეხლაც გაინტერესებს, კარგი გამოცემაა. ელვა ჯი-ს მეშვეობით შეგიძლია გამოიწერო



არაუშავს, მაინც უღრმესი მადლობა. 2kiss.gif 2kiss.gif


კარგი იქნება ქართულადაც რომ იყოს ნათარგმნი სრული ვერსია . smile.gif

Posted by: spliyvi1 6 Feb 2012, 21:59
გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.
იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს ვინც გულმავიწყია.
კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს.
იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი.
შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არ გაქვს.
ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა.
ყველას უნდა, რომ იყოს ვინმე; არავის არ სურს გაზრდა.
ცხოვრების თითოეული ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ წინდახედულება ძალიან საჭიროა.
ჩვენ ყოველდღე უნდა მოვუსმინოთ მუსიკას, ყოველდღე უნდა წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, ყოველდღე უნდა დავაკვირდეთ ერთ კარგ სურათს და თუ შესაძლებელია ყოველდღე უნდა ვთქვათ კეთილგონიერი და მგრძნობიარე სიტყვები.
ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას.
მე შენ მიყვარხარ, შენ რა ბიზნესით ხარ დაკავებული?
თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.
სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.
სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.
მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.
არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.
არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.
არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს.
არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.
პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.
ადამიანის “ნახევრად-ცოდნა” გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან.
გმირობა ყველაფერია, ხოლო დიდება და სახელი არარა.
ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა.
ადამიანის გონება შეუზღუდავია.
“პატარა კაცი” მაინც კაცად ითვლება.
ნამდვილი და მართალი კაცი ყოველი მომენტის გამოყენებას ცდილობს.
არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.
სიტყვები ყოველთვის მეორდება.
მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა.
რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე.
ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.
ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.
რაც არ იწყება დღეს, ის არ დამთავრდება ხვალ.

Posted by: spliyvi1 26 Feb 2012, 22:18
მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.
შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.
ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.
ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.
სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!
თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.
დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ” .
როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.
ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.
არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ?
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

Posted by: Sunny_Sunday 25 Dec 2012, 12:15
QUOTE
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე



ვიცი რომ გენიაა, მაგრამ არ მიყვარს user.gif

ალბათ ვერ ვწვდები.

Posted by: DoomVS: 27 Feb 2013, 12:42
ჰა თქვენ ფაუსტის მოყვარულებო.. ამის შემდეგ ლამის წავიკითხო..user.gif

Posted by: madamshosha 27 Feb 2013, 12:44
ახალგაზრდა ვერტერის ვნებანმა დამტანჯა და სული ამომხადა რასაც ქვიაა... : ))))))) biggrin.gif biggrin.gif გამიმწარა ახალგაზრდობა biggrin.gif

Posted by: BELLA-DONNA 28 Feb 2013, 15:32
madamshosha
QUOTE
ახალგაზრდა ვერტერის ვნებანმა დამტანჯა და სული ამომხადა რასაც ქვიაა... : )))))))  გამიმწარა ახალგაზრდობა

უი, რატო? მე ეხლა მინდა წაკითხვა და ანუ მოვემზადო ტანჯვისთვის? biggrin.gif

Posted by: bequiet 30 Jan 2014, 02:48
ახლახანს წავიკითხე,კარგი წიგნია.თქვენ თუ მოგწონთ და რატომ ?

Posted by: Bobgure 30 Jan 2014, 04:12
გენიალურია, რა თქმა უნდა წაკითხვისთანავე ხვდები..

Posted by: Andy_Kaufman 12 Mar 2014, 15:36
როგორც იქნა ფაუსტის სრული ვერსია ვიპოვე ქართულად ხოდა რატომღაც მეგონა არიყო მეორე ნაწილი თარგმნილი user.gif

მარა თავიდან წაკითხვა მეზარება პირველი ნაწილის sad.gif

Posted by: Pegasos 21 Mar 2014, 23:59
Andy_Kaufman

QUOTE
ფაუსტის სრული ვერსია ვიპოვე ქართულად


სად ნახე?

Posted by: Andy_Kaufman 22 Mar 2014, 00:33
Pegasos
QUOTE
სად ნახე?

თსუ ს პირველი კორპუსის პადზემკასთან

Posted by: thanos 22 Mar 2014, 00:35
Andy_Kaufman

შავ-თეთრი რომაა, გოეტეს პორტრეტით რომაა წიგნი და გოეტე რომ აწერია იმას გულისხმობ/?
ის მგონი იგივეა...

Posted by: Andy_Kaufman 22 Mar 2014, 13:51
thanos
საბჭოთა საქართველოს გამომცემლობის 1962 წლის გამოშვებაა .... კაი 600 გვერდიანი წიგნია თავის შენიშვნებით და წინასიტყვაობით ... ნუ ორივე ნაწილია და ის შენ რასაც ამბობ ვიცი თავიდან ეგ წავიკითხე და მხოლოდ პირველი ნაწილია მანდ დაახლოებით 250 გვერდიანი წიგნია


Posted by: seeman 22 Mar 2014, 17:13
QUOTE
ფაუსტის სრული ვერსია


მე როგორც ვიცი დავით წერედიანის ნათარგმნია ახალი ვერსია და მაგიაო სრული ლევან ბერძენიშვილმა თქვა


QUOTE
საბჭოთა საქართველოს გამომცემლობის 1962 წლის გამოშვებაა .... კაი 600 გვერდიანი წიგნია


ანუ ფაუსტი ამხელააა ?? იმ წერედიანის ვერსია კი არ ვიცი ისე მომენტ შეიძლება მაგხელაც იყოს







Posted by: Faun 22 Mar 2014, 17:42
miss_pepsi
და რას ელოდი ვერთერისგან? როცა თავს იქით ძალა არ გაქს? როცა დიდი სული გაქ მაგრამ ძალა არ გაქვს? სხვის ქალს რომ ეტრფოდა და მისი ტუჩების გემო რომ გაიგო ამაზე მეტი რაღა უნდა ექნა?

Posted by: THH 22 Mar 2014, 18:31
QUOTE
მე როგორც ვიცი დავით წერედიანის ნათარგმნია ახალი ვერსია და მაგიაო სრული ლევან ბერძენიშვილმა თქვა

სამწუხაროდ, წერედიანმა, ისევე როგორც ჯორჯანელებმა ფაუსტის მხოლოდ პირველი ნაწილი თარგმნეს. არამგონია მეორე ნაწილი საერთოდ იყოს ნათარგმნი. ვიცი, რომ არსებობდა 20-აინი წლების თარგმანი, არმახსოვს კი ვისი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ის იქნებოდა სრული. სისრულეს რომ თავი დავანებოდ, არსებულ თარგმანებს პოეტური თარგმნის პრეტენზიები აქვთ, რაც თავიდანვე განწირულია, რადგან ფაუსტის ლექსად სრულყოფილად თარგმნა შეუძლებელია. აჯობებს კარგი პროზული თარგმანი გაკეთდეს.

Posted by: seeman 22 Mar 2014, 20:25
კაროჩე ვერ გავიგე ფაუსტი წაკითხული აშკარად მაქვს ადრე, მერე გავიგე რო სრული არაა ნათარგმნი (ნეტა რა ვერსია წავიკიტხე მეbiggrin.gif ) მერე წერედიანმა თარგმნაო ეგეც არ ყოფილა სრული ეხლა ირკვევა რო საერთოდ არაა ნათარგმნი ბოლომდე

THH

რუსულად არის ნათარგმნი სრულად ?

სადაც დანტემ მოიტანა იქ ამასაც შეიძლება გადავხედო როდესმე


Posted by: THH 23 Mar 2014, 00:08
seeman
QUOTE
რუსულად არის ნათარგმნი სრულად ?

კი. რამდენიმე თარგმანია, მათ შორის ერთი პატერნაკის
აი, რასაც მივაგენი
http://az.lib.ru/g/gete_i_w/text_1800_faust.shtml
მე თვითონ არცერთი რუსული თარგმანი არ მაქვს წაკითხული. ის არც მიგითითე თვალის
ერთი გავლებით თითქოს სრული თარგმანია.

Posted by: Andy_Kaufman 23 Mar 2014, 14:12
seeman
QUOTE
მე როგორც ვიცი დავით წერედიანის ნათარგმნია ახალი ვერსია და მაგიაო სრული ლევან ბერძენიშვილმა თქვა

მე რაც მაქვს დავით ონიაშვილის თარგმანია

QUOTE
ანუ ფაუსტი ამხელააა ?? იმ წერედიანის ვერსია კი არ ვიცი ისე მომენტ შეიძლება მაგხელაც იყოს

თავიდან ერთი 85 გვერდი ოთარ ჯინორიას შესავალია და ბოლოში ერთი 50 გვერდი შენიშვნებია biggrin.gif დალშე სულ ფაუსტია 500გვერდი დაახლოებით (I და II ნაწილი) yes.gif

ბოლო გამოცემა რაცაა სულაკაურმა გამოსცა მე როგორც ვიცი მაგრამ იქ მხოლოდ პირველი ნაწილია მე რასაც გადავხედე და ეგაა წერედიანის :/
http://sulakauri.ge/books/single/646/

Posted by: THH 23 Mar 2014, 17:59
გუგლის დახმარებით გავარკვიე: ქართულად არსებობს ''ფაუსტის'' 4 თარგმანი. აი რა ვიპოვე:

''ქართული "ფაუსტის" მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა "სახელგამმა", რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა "საბჭოთა საქართველომ", დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს - ეს წიგნი "მერანმა" გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. დღეს კი, სერიაში "მსოფლიო კლასიკა", დავით წერედიანის შესანიშნავი თარგმანიც გამოვიდა''

'ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტის" დავით წერედიანისეული თარგმანი გამოსცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ტრაგედიის მხოლოდ პირველი ნაწილია თარგმნილი, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნის გამოსვლით ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ფაქტი მოხდა. ''

ამ ინფორმაციის წყაროა: http://www.radiotavisupleba.ge/content/faust/24660114.html

აი ერთ-ერთი ფორუმელის აზრიც:

aravinac
QUOTE
მაქვს დავით ონიაშვილის ფაუსტის პირველი ნაწილი,
არის ენობრივი პრობლემები,მაგრამ მთლიანობაში მაინც საყვარელია,
რაც მთავარია არ არის პროზა.


თუ aravinac -ს არ ეშლება, მაშინ გამოდის რომ მას ჰქონია ონიაშვილის თარგმანის 1927 წლის გამოცემა, რომელიც სრული არ ყოფილა, როგორც ჩანს ონიაშვილს მერე გაუსრულებია ფაუსტის თარგმან და ის მთლიანად 1962 წელს გამოვიდა (ჯინორია 60-იან წლებში მოღვაწეობდა, მისი წინასიტყავობით 60-იან წლებში გამოვიდა დანტეს ''ახალი ცხოვრებაც'').


ახლა თარგმნის ხარისხი: მე არ მინახავს ონაშვილის და მირიანაშვილის თარგმანები..მაგრამ წამიკითხავს კოსტანტინე გამსახურდიას კრიტიკა ფაუსტის პირველ ორ თარგმამზნე, მისი აზრით არსებული თარგმანები არადამაკმაყოფილებელია, საერთოდაც დიდი პოეზია უთარგმნელია და სჯობია პროზად ითარგმნოს, როგორც ამას ფრანგები აკეთებენო.

ეს აზრი მეც მომწონს, შეადარეთ ''ოდისეას'' პროზაული თარგმანი ჰომეროსის სხვა თარგმნებს. მაგრამ დავუბრუნდეთ ონაშვილის თარგმანს:
http://nataliavarada.blogspot.co.uk/2012/10/blog-post_24.html
აი, ერთი პოსტი
http://forum.ge/?f=18&showtopic=33842185&st=210
aravinac
QUOTE
საოცარი წიგნია.... დავით ონიაშვილის თარგმანი ძალიან მომწონს.
რა დიდებული წიგნია, მართლაც.
შესანიშნავადაა ადამიანი და მისი მტერის ერთი ალბათ არაერთადერთი შეხვედრა აღწერილი.
და რუსთაველის ბოროტსა სძლია კეთილმა, გერმანელ ჰუმანისტს არაჩვეულებრივად აქვს გაჟღერებული.



წერედიანის თარგმნის წინასიტყვაობაში წერია, რომ საშუალო თარგმანი გოეთესი თარგმანი არააო, და ამის გამო ხელახლა ვთარგმნეო. ცხადია რომ მინიშნებულია ჯორჯანელების თარგმანი.

ბევრმა აქო წერედიანის თარგმანი, მაგრამ ასეთი რამეც დაიდო:
mancunia89
QUOTE
ვიყიდე ფაუსტის წერედიანისეული თარგმანი და იმედაგაცრუებული დავრჩი. დაშვებულია საანეგტოტო შეცდომა: Margarete ქართულად რატომღაც მარგერეტადაა თარგმნილი...

QUOTE
აი, კიდევ ერთი საანეგტეტო შეცდომა: წერედიანის ფაუსტში მზე წრეზე მოძრაობს:

მზე მიმოგრგვინავს, მჭეხი და ფიცხი
სფეროთა შორის ძმებრივ დაძრული,
რაითა შეკრას, ვითარცა მიწყივ
გზა იგი თვისი, წრედ მოსაზღვრული.

რა თქმა უნდა გოეთესთან სხვანაირადაა:

Die Sonne tönt nach alter Weise
In Brudersphären Wettgesang,
Und ihre vorgeschriebne Reise
Vollendet sie mit Donnergang.

როგორც ხედავთ აქ არა თუ წრეზე მოძრაობაზე არაა ლაპარაკი, არც მზის სიფიცხეზეა ლაპარაკი. წერედიანისეულ თარგმანში გვხდება ხელოვნური და ბუნდოვანი ფრაზა ''ძმებრივ დაძრული''. აი რა კარგადა აქვს იგივე ნაწყვეტი თარგმნილი გიორგი ჯორჯანელს:

დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით,
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწარდათქმულ გზის დამთავრებას.



QUOTE
წერედიანის თარგმნიდან გამოდის, რომ გოეთემ არ იცოდა კეპლერის კანონები, რაც ტყუილია. გოეთე არა მარტო ინფორმირებული იყო კეპლერის კანონებზე, არამედ ნიუტონის შრომებსაც კარგად იცნობდა (რაც კეპლერის შრომათა გენიალური გაგრძელება იყო). უფრო მეტიც ის ცდილობდა ზოგიერტ საკითხში ნიუტონის მოძღვრების ალტერნატივა შეექმნა.

გოეთეს მთარგმნელმა უნდა იცოდეს ეს და ბევრი სხვაც სანამ ამ საქმეს მოკიდებს ხელს. ის პოეტური ფანდები რაც ასე მოუხდა ვიიონის თარგმანს არაა საკმარისი გოეთეს სათარგმნელად.

Posted by: Pegasos 9 Apr 2014, 21:34
ლექსი "დასავლურ-აღმოსავლური დივანიდან".


"ნეტარი ლტოლვა"

ბრძენკაცის გარდა, ნურავის ეტყვი,
რადგან ბრბო წამსვე აგიგდებს მასხრად,
დაღუპვას ცეცხლის ალში რომ ელტვის,
სიცოცხლეს ხოტბა მინდა შევასხა.

ტრფობის ღამეთა გრილ ნიავქარში,
რომელმაც გშობა, სად შენ ჰბადებდი,
თავბრუს დაგახვევს უცხო მარმაშში
სანთელი მშვიდი ამონათებით.

ჩამოგეცლება გარემომცველი
ბნელი, უკუნი და ჩრდილ-ბინდება,
ახლადჩენილი სურვილი მწველი
სიმაღლეებში დაიწინდება.

არცრა სიშორე გიღირს არაფრად
და მონუსხული ეშვები ფრენით,
შუქს დაეწაფე, პეპელა, ხარბად,
ფერფლადქცეული ხარ გეენიით.

ერთი იცოდე, თუ არ გაქვს ნიჭი,
სიკვდილისა და აღდგომის ნება,
სოფლის სტუმარი წყვდიადში იჭრი
გზას უღიმღამო და მოჩვენება.


გერმანულიდან თარგმნა ამირან (პაკო) სვიმონიშვილმა.
პაკო წელს გარდაიცვალა, 40 წლის ასაკში. რომ დაცლოდა, კიდევ რამდენ შესანიშნავ თარგმანს დაგვიტოვებდა, მათ შორის გოეთეს შემოქმედებიდან, რომლის სამყაროს ღრმად წვდებოდა ახალგაზრდა პოეტი და მთარგმნელი, ნიჭიერი მოქართულე და გერმანისტი.

Posted by: rati nwt 22 Apr 2014, 16:31
ფაუსტი

ვაჰმე ეს რა რთულად მოსაძიებელი წიგნია, ბიბლიოთეკაში ძველი საშინელი ვერსიის ნაგლეჯები ვნახე. თან პოემის სახით ცუდია რაა, ვერ ქაჩავს , მთელი გოეთე იკარგება ასე მგონია.

ახალი არ ვიცი, მგონი ესეც პოემის სახითაა.



ვინმე ღვთისნიერმა გოეთეს მოყვარულმა( ან ზოგადად ამ ჟანრის) გერმანულის მცოდნემ, არ შეიძლება თარგმნოს ფაუსტი? პროზის სახით, სრული შინაარსი. ლამაზად ხატოვნად,ნორმალურ ქართულ ენაზე. სულ არ მინდა იმის რითმა.

Posted by: Aurellius 15 Sep 2014, 11:09
ჯეიმს ჯოისი გოეთეზე: მოსაწყენი მოხელეო.
"'un noioso funzionario' (a boring civil servant)".

ეს სემუელ ბატლერი გოეთეზე: biggrin.gif
I have been reading a translation of Goethe's Wilhelm Meister. Is it good? To me it seems perhaps the very worst book I ever read. No Englishman could have written such a book. I cannot remember a single good page or idea,, and this priggishness is the finest of its kin that I can call to mind. Is it all a practical joke? If it really is Goethe's Wilhelm Meister that I have been reading, I am glad I have never taken the trouble to learn German.

Posted by: Homo Erotikus 15 Sep 2014, 11:46
rati nwt
QUOTE
ვაჰმე ეს რა რთულად მოსაძიებელი წიგნია

გლდანში გადავაწყდი ძალიან კარგად შენახულ ეგზემპლარს, ახალივით არის, 5 ლარად ვიყიდე, მარა პირველი ნაწილია user.gif

მეორე ნაწილი იშოვება სადმე?

THH
QUOTE
ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს - ეს წიგნი "მერანმა" გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან

აი ეს წიგნი 5 ლარად ვიყიდე ახმეტელის მეტროსთან, სრულიად შემთხვევით მოვხვდი გლდანში და სრულიად შემთხვევით დავათვალიერე გარეთ გამოტანილი წიგნები smile.gif

Posted by: ირაკლო 25 Jun 2016, 23:18
ხალხო ფაუსტის ქართული, სრული თარგმანი არსებობს?

Posted by: Mimemone 26 Jun 2016, 11:21
სრული თარგმანის ავტორი პეტრე მირიანაშვილია მთარგმნელ, როგორც ვიცი. მეორე დავით ონიაშვილის თარგმანია სრული მგონი.

Posted by: ირაკლო 27 Jun 2016, 14:43
Mimemone
მადლობა smile.gif


Posted by: shuqri-var-kiparoidze 21 Dec 2016, 17:45
მეორე ნაწილი ნათარგმნია ქართულად?

სად იყიდება?


Posted by: giojavaxa 13 Feb 2017, 19:52
არჩევითი ნათესაობა---ამაზე რას ფიქრობთ ?

shuqri-var-kiparoidze
როგორც ვიცი არაა თარგმნილი

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Jan 2018, 11:55
giojavaxa
ერთ ბიბლიოთეკაში ვნახე პლეხანოვზე (სახელი არ მახსოვს)
მეორე ნაწილი, ქართულად თარგმნილი (ხმარების კვალი ეტყობოდა)
არ ვიცი თარგმანის ბრალი იყო თუ გოეთეს biggrin.gif მაგრამ 1ლი ნაწილი ბევრად კარგი იყო

ვერტერი მოვრჩი bis.gif სასწაული ნაწარმოებია

QUOTE
არჩევითი ნათესაობა---ამაზე რას ფიქრობთ ?

დღეს ვიწყებ ამას

50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო <- სერიიდანაა

Posted by: Solveig 13 Jan 2018, 12:16
მე მომწონს ჯორჯანელის თარგმანი. იმდენჯერ მქონდა წაკითხული ცალკეული საყვარელი ადგილები, რომ ზეპირადაც კ მახსოვდა smile.gif

ონიაშვილის თარგმანის კრიტიკა მაქვს ნანახი-განადგურებული ჰყავს გამსახურდიას ფაქტიურად.

რაც შეეხება წერედიანს-მთლიანად არ მაქვს ნანახი ტარგმანი, მაგრამ რამდენიმე ნაწყვეტი ვნახე და პოეზია არ მომეწონა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ჯორჯანელოს თარგმანს ვიყავი მიჩვეული. ჯორჯანელთან ხან პოეზიაა, ალაგ-ალაგ პროზაც ან გგონია, რომ პროზაა და უცებ პოეზია აღმოჩნდება smile.gif

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 00:57
.....................................................

Posted by: მამაო ენუქი 14 Jan 2018, 01:06
წერედიანის ადგილზე თავს მოვიკლავდი yes.gif

Posted by: merkantila 16 Jan 2018, 18:59
სასწაული რამეა წერედიანის თარგმანი, ვკაიფობ ამ თარგმანით

Posted by: Solveig 16 Jan 2018, 19:02
QUOTE
წერედიანის ადგილზე თავს მოვიკლავდი

QUOTE
სასწაული რამეა წერედიანის თარგმანი,

რა საინტერესოა, ერთმანეთის მიმდევრობით რომ დალაგდა smile.gif

merkantila
მამაო ენუქი
შეგიძლიათ, რომ დაასაბუთოთ თქვენი მოსაზრება (გარდა "მისწორდება/არ მისწორდებასი")?

Posted by: merkantila 16 Jan 2018, 20:31
ოკ.. ლადარია კი ამბობს რომ ასე (გარითმული) თარგმანი ფანოღურიაო და პროზად უნდა ითარგმნოსო, მაგრამ ერთხელ "მცირე ანდერძი" წავიკითხე ვიიონის, წერედიანის თარგმანი.
მსუბუქი იყო, წყალივით და სხარტად მიდიოდა, სიამოვნებით წავიკითხე და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წამეკითხა ფაუსტიც. ეს ტექნიკა, ეს ენობრივი სიმდიდრე და სიახლოვე მომეწონა. ჩემთვის კარგად "მოაქვს" .

ეხლა ფაუსტზე, სანამ მეორე გამოვიდოდა, პირველი რამდენჯერმე წავიკითხე, ვკითხულობდი თანმიმდევრობით, არეულად, ცალცალკე და ა.შ.. სიამოვნებას მანიჭებს ჩუმი კითხვაც და ხმამაღალი კითხვაც. მაკმაყოფილებს იუმორის დოზა, ენობრივი მრავალფეროვნება და რადგან ვარ ის მოკვდავი, სხვა მოკვდავთა შორის რომელიც ალბათ ვერასოდეს წაიკითხავს ფაუსტს ორიგინალში - მე დამაკმაყოფილა და მომეწონა ეს თარგმანი..

გარდა ამისა როგორც ძალიან ბევრი წერს (რეკომენდაციებს არ ვყვები თუმცა მაინტერესებს) საშუალოზე მაღალი თარგმანია და საკმაოდ მდიდრად კომპენსირებული ორიგინალიდან..

ასე რომ ესაა ჩემი კომენტარი smile.gif

Posted by: Parabola 17 Jan 2018, 13:28

ვისაც ორიგინალში წაუკითხავს ,,ფაუსტი'' უთქვამს რომ კარგი თარგმანი ვერ მოხერხდებაო .
მე მიყვარს გოეთე, გული მწყდება რომ ორიგინალში ვერასოდეს წავიკითხავ, მაგრამ მის სიდიადეს ისეც ჩაწვდება კაცი .

Posted by: maiako_mao 17 Jan 2018, 13:54
Parabola
QUOTE
მე მიყვარს გოეთე, გული მწყდება რომ ორიგინალში ვერასოდეს წავიკითხავ, მაგრამ მის სიდიადეს ისეც ჩაწვდება კაცი .


აბოსლუტურად გეთანხმები wink.gif

Posted by: HurricaneKat. 17 Jan 2018, 15:18
QUOTE
გული მწყდება რომ ორიგინალში ვერასოდეს წავიკითხავ
[SC]
ორიგინალში კი წავიკითხავ
მაგრამ ვერაფერს გავიგებ

Posted by: მამაო ენუქი 17 Jan 2018, 18:12
Solveig
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


შეადარე ეხა ეს ნახევარუჯრედა წერედიანის თარგმანს, სადღაც ვალპურგის ღამის მიდამოებშია უნდა იყოს თულის მეფე, თუ სწორად მახსოვს.

Posted by: bes_ka888 12 Feb 2018, 22:37
QUOTE (მამაო ენუქი @ 17 Jan 2018, 18:12 )
Solveig
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


შეადარე ეხა ეს ნახევარუჯრედა წერედიანის თარგმანს, სადღაც ვალპურგის ღამის მიდამოებშია უნდა იყოს თულის მეფე, თუ სწორად მახსოვს.

გოეთი ჩემი ერთ ერთი ფავორიტი მწწერალია
ეს კიდე რა არის გუგლეტრანსლეიტია? წერედიანს ვგულისხმობ facepalm.gif

Posted by: SR-71 12 Feb 2018, 23:00
QUOTE (მამაო ენუქი @ 17 Jan 2018, 18:12 )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

up.gif

....................................................

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 12 Feb 2018, 23:34
ვერტერი წავიკითხე ბოლო დროს
სასწაული წიგნია up.gif

დამიწერია უკვე gigi.gif facepalm.gif

Posted by: bes_ka888 13 Feb 2018, 12:20
Datvlas-vin-gtxovs
არჩევითი ნათესაობაც სცადე

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Feb 2018, 13:28
bes_ka888
კი. 40 გვერდი წავიკითხე და გავჩერდი yes.gif

Posted by: თარხუჯი 25 Apr 2018, 12:37
როგორც იყო ფაუსტის მეორე ნაწილიც გამოჩნდა ქართულად. გილოცავთ ყველას!

Posted by: JSB14BSJ 26 Apr 2018, 13:16
THH
QUOTE
სამწუხაროდ, წერედიანმა, ისევე როგორც ჯორჯანელებმა ფაუსტის მხოლოდ პირველი ნაწილი თარგმნეს. არამგონია მეორე ნაწილი საერთოდ იყოს ნათარგმნი. ვიცი, რომ არსებობდა 20-აინი წლების თარგმანი, არმახსოვს კი ვისი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ის იქნებოდა სრული. სისრულეს რომ თავი დავანებოდ, არსებულ თარგმანებს პოეტური თარგმნის პრეტენზიები აქვთ, რაც თავიდანვე განწირულია, რადგან ფაუსტის ლექსად სრულყოფილად თარგმნა შეუძლებელია. აჯობებს კარგი პროზული თარგმანი გაკეთდეს.


QUOTE
გუგლის დახმარებით გავარკვიე: ქართულად არსებობს ''ფაუსტის'' 4 თარგმანი. აი რა ვიპოვე:

''ქართული "ფაუსტის" მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა "სახელგამმა", რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა "საბჭოთა საქართველომ", დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს - ეს წიგნი "მერანმა" გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. დღეს კი, სერიაში "მსოფლიო კლასიკა", დავით წერედიანის შესანიშნავი თარგმანიც გამოვიდა''

'ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტის" დავით წერედიანისეული თარგმანი გამოსცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ტრაგედიის მხოლოდ პირველი ნაწილია თარგმნილი, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნის გამოსვლით ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ფაქტი მოხდა. ''

ამ ინფორმაციის წყაროა: http://www.radiotavisupleba.ge/content/faust/24660114.html

აი ერთ-ერთი ფორუმელის აზრიც:

aravinac
QUOTE
QUOTE
მაქვს დავით ონიაშვილის ფაუსტის პირველი ნაწილი,
არის ენობრივი პრობლემები,მაგრამ მთლიანობაში მაინც საყვარელია,
რაც მთავარია არ არის პროზა.



თუ aravinac -ს არ ეშლება, მაშინ გამოდის რომ მას ჰქონია ონიაშვილის თარგმანის 1927 წლის გამოცემა, რომელიც სრული არ ყოფილა, როგორც ჩანს ონიაშვილს მერე გაუსრულებია ფაუსტის თარგმან და ის მთლიანად 1962 წელს გამოვიდა (ჯინორია 60-იან წლებში მოღვაწეობდა, მისი წინასიტყავობით 60-იან წლებში გამოვიდა დანტეს ''ახალი ცხოვრებაც'').


ახლა თარგმნის ხარისხი: მე არ მინახავს ონაშვილის და მირიანაშვილის თარგმანები..მაგრამ წამიკითხავს კოსტანტინე გამსახურდიას კრიტიკა ფაუსტის პირველ ორ თარგმამზნე, მისი აზრით არსებული თარგმანები არადამაკმაყოფილებელია, საერთოდაც დიდი პოეზია უთარგმნელია და სჯობია პროზად ითარგმნოს, როგორც ამას ფრანგები აკეთებენო.

ეს აზრი მეც მომწონს, შეადარეთ ''ოდისეას'' პროზაული თარგმანი ჰომეროსის სხვა თარგმნებს. მაგრამ დავუბრუნდეთ ონაშვილის თარგმანს:
http://nataliavarada.blogspot.co.uk/2012/1...og-post_24.html
აი, ერთი პოსტი
თარგმანი და მთარგმნელები
aravinac
QUOTE
QUOTE
საოცარი წიგნია.... დავით ონიაშვილის თარგმანი ძალიან მომწონს.
რა დიდებული წიგნია, მართლაც.
შესანიშნავადაა ადამიანი და მისი მტერის ერთი ალბათ არაერთადერთი შეხვედრა აღწერილი.
და რუსთაველის ბოროტსა სძლია კეთილმა, გერმანელ ჰუმანისტს არაჩვეულებრივად აქვს გაჟღერებული.




წერედიანის თარგმნის წინასიტყვაობაში წერია, რომ საშუალო თარგმანი გოეთესი თარგმანი არააო, და ამის გამო ხელახლა ვთარგმნეო. ცხადია რომ მინიშნებულია ჯორჯანელების თარგმანი.

ბევრმა აქო წერედიანის თარგმანი, მაგრამ ასეთი რამეც დაიდო:
mancunia89

QUOTE
QUOTE
ვიყიდე ფაუსტის წერედიანისეული თარგმანი და იმედაგაცრუებული დავრჩი. დაშვებულია საანეგტოტო შეცდომა: Margarete ქართულად რატომღაც მარგერეტადაა თარგმნილი...


QUOTE
QUOTE
აი, კიდევ ერთი საანეგტეტო შეცდომა: წერედიანის ფაუსტში მზე წრეზე მოძრაობს:

მზე მიმოგრგვინავს, მჭეხი და ფიცხი
სფეროთა შორის ძმებრივ დაძრული,
რაითა შეკრას, ვითარცა მიწყივ
გზა იგი თვისი, წრედ მოსაზღვრული.

რა თქმა უნდა გოეთესთან სხვანაირადაა:

Die Sonne tönt nach alter Weise
In Brudersphären Wettgesang,
Und ihre vorgeschriebne Reise
Vollendet sie mit Donnergang.

როგორც ხედავთ აქ არა თუ წრეზე მოძრაობაზე არაა ლაპარაკი, არც მზის სიფიცხეზეა ლაპარაკი. წერედიანისეულ თარგმანში გვხდება ხელოვნური და ბუნდოვანი ფრაზა ''ძმებრივ დაძრული''. აი რა კარგადა აქვს იგივე ნაწყვეტი თარგმნილი გიორგი ჯორჯანელს:

დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით,
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწარდათქმულ გზის დამთავრებას.


QUOTE
QUOTE
წერედიანის თარგმნიდან გამოდის, რომ გოეთემ არ იცოდა კეპლერის კანონები, რაც ტყუილია. გოეთე არა მარტო ინფორმირებული იყო კეპლერის კანონებზე, არამედ ნიუტონის შრომებსაც კარგად იცნობდა (რაც კეპლერის შრომათა გენიალური გაგრძელება იყო). უფრო მეტიც ის ცდილობდა ზოგიერტ საკითხში ნიუტონის მოძღვრების ალტერნატივა შეექმნა.

გოეთეს მთარგმნელმა უნდა იცოდეს ეს და ბევრი სხვაც სანამ ამ საქმეს მოკიდებს ხელს. ის პოეტური ფანდები რაც ასე მოუხდა ვიიონის თარგმანს არაა საკმარისი გოეთეს სათარგმნელად.

up.gif up.gif

მოდერ, ჩაამატე ეს ტექსტი პირველ პოსტშკ

Posted by: Oqrialeli 27 May 2018, 16:46
ახალგაზრდა ვერტერი მახსოვს,დიდი ხანი გავიდა.როგორ შეიგრძნობს ფოთლებს,მიწის სუნს ცამდე ასულ გრძნობას ტკივილს დამათრობელს ერთ მზის სხივში გაერთიანებულს

Posted by: Pistons04 10 Aug 2018, 19:03
ფასი რა ექნება თქვენი აზრით?
კარგ მდგომარეობაშია, ვახტანგ ბეწუკელის თარგმანი, 1961 ის გამოცემა.
user posted image


Posted by: Onyx′ 20 Aug 2018, 22:01
ბერძენიშვილი იძახის ორიგინალის შემდეგ, #1 თარგმანი მსოფლიოში წერედიანის ავტორობით ჩვენ გვაქვსო
და აქ რატო არ მოგწონსთ უცნაურია

მე არ მაქვს წაიკითხული საერთოდ ფაუსტი და მაინტერესებს თარგმანზე აზრები

Posted by: cinakani 22 Aug 2018, 16:32
QUOTE
ბერძენიშვილი იძახის ორიგინალის შემდეგ, #1 თარგმანი მსოფლიოში წერედიანის ავტორობით ჩვენ გვაქვსო
და აქ რატო არ მოგწონსთ უცნაურია


ბერძენიშვილის სიტყვა კანონი არაა, რომ უკრიტიკოდ მივიღოთ. მითუმეტეს ისეთ ავტორებზე უწერია გენიოსები არიანო შეიძლება სიცილით მოკვდე (ქართველ ავტორებს ვგულისხმობ). რაც შეეხება წერედიანის ფაუსტის თარგმანს, ბევრი გერმანისტისგან მაქვს გაგებული რომ სერიოზული ხარვეზები და ჩავარდნები აქვს. სიმართლე გითხრა არც მიკვრის, რადგან მაგის ნათარგმნი ვიონი რომ შევადარე ფრანგულს საოცრებები შემხვდა sad.gif

Posted by: THH 22 Aug 2018, 16:40
Onyx′
QUOTE
ბერძენიშვილი იძახის ორიგინალის შემდეგ, #1 თარგმანი მსოფლიოში წერედიანის ავტორობით ჩვენ გვაქვსო
და აქ რატო არ მოგწონსთ უცნაურია

აი, ამიტომ:


QUOTE

დაშვებულია საანეგტოტო შეცდომა: Margarete ქართულად რატომღაც მარგერეტადაა თარგმნილი...

აი, კიდევ ერთი საანეგტეტო შეცდომა: წერედიანის ფაუსტში მზე წრეზე მოძრაობს:

მზე მიმოგრგვინავს, მჭეხი და ფიცხი
სფეროთა შორის ძმებრივ დაძრული,
რაითა შეკრას, ვითარცა მიწყივ
გზა იგი თვისი, წრედ მოსაზღვრული.

რა თქმა უნდა გოეთესთან სხვანაირადაა:

Die Sonne tönt nach alter Weise
In Brudersphären Wettgesang,
Und ihre vorgeschriebne Reise
Vollendet sie mit Donnergang.

როგორც ხედავთ აქ არა თუ წრეზე მოძრაობაზე არაა ლაპარაკი, არც მზის სიფიცხეზეა ლაპარაკი. წერედიანისეულ თარგმანში გვხდება ხელოვნური და ბუნდოვანი ფრაზა ''ძმებრივ დაძრული''. აი რა კარგადა აქვს იგივე ნაწყვეტი თარგმნილი გიორგი ჯორჯანელს:

დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით,
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწარდათქმულ გზის დამთავრებას.

წერედიანის თარგმნიდან გამოდის, რომ გოეთემ არ იცოდა კეპლერის კანონები, რაც ტყუილია. გოეთე არა მარტო ინფორმირებული იყო კეპლერის კანონებზე, არამედ ნიუტონის შრომებსაც კარგად იცნობდა (რაც კეპლერის შრომათა გენიალური გაგრძელება იყო). უფრო მეტიც ის ცდილობდა ზოგიერტ საკითხში ნიუტონის მოძღვრების ალტერნატივა შეექმნა.

გოეთეს მთარგმნელმა უნდა იცოდეს ეს და ბევრი სხვაც სანამ ამ საქმეს მოკიდებს ხელს.

Posted by: ronald_wesley 13 Oct 2018, 06:28
ფაუსტის ძველი თარგმანი გაქვთ
""
????????????

Posted by: Solveig 13 Oct 2018, 21:28
https://www.radiotavisupleba.ge/a/faust/24660114.html

"დაწყნარდი, პუდელო, რა იყო, რას მირბენ გარს?
რას ყნოსავ ზღურბლსა და კარს?
რას დაწრიალებ, დახტი, წკმუტუნებ, ღრენ?
წექ ღუმელს უკან! ჰა, ჩემი ბალიში შენ!
გზად ბევრი იცელქე, სულ ხტუნვით იარე კარამდე,
აქ უკვე შინა ვართ, ეგ შენი ბზრიალი დამთავრდეს".

rolleyes.gif


Posted by: ronald_wesley 13 Oct 2018, 21:40
Solveig
წერედიანის არა ძველი!

Posted by: Solveig 13 Oct 2018, 21:42
THH
QUOTE
სამწუხაროდ, წერედიანმა, ისევე როგორც ჯორჯანელებმა

ჯორჯანელებმა არა, ჯორჯანელმა.
მხოლოდ გიორგი ჯორჯანელმა თარგმნა, კარლოს არ მიუღია მონაწილეობა.
პირველი ნაწილი რომ დაასრულა, მალევე გარდაიცვალა არცთუ ხნიერ ასაკში მყოფი.

ფარჯიანის ილუსტრაციებით გამოიცა ეგ თარგმანი 80-იანი წლების ბოლოს. ორიოდე წელიწადში ჯერაც ახალგაზრდა ფარჯიანიც გარდაიცვალა ტუბით sad.gif


* * *
ronald_wesley
QUOTE
წერედიანის არა ძველი!

შენთვის არც მომიმართავს rolleyes.gif მოგნიშნე? არა.

არ მომეწონა სტროფი და იმიტომ დავდე. მით უფრო, რომ მაგ თარგმანის ავ-კარგი ირჩეოდა ბოლო გვერდზე.
* * *
პლუს, სულმთლად ცინცხალი ამბავი-"საბა" მიუღია წერედიანს "ფაუსტის" მეორე ნაწილის თარგმანისათვის...

QUOTE
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center hat das Album „SABA 2018 in Frankfurt“ geteilt.
8 Std. ·
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center ულოცავს ლიტერატურული პრემია საბა • SABA-ს ლაურეატ ავტორებს და უსურვებს წარმატებას.

პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო გაბრიაძე

საუკეთესო ქართული თარგმანი - დავით წერედიანი, გოეთეს "ფაუსტი II" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

საუკეთესო რომანი - ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა"

საუკეთესო პოეტური კრებული - ზურაბ რთველიაშვილი, "პოეზიის დიქტატურა"

პრემია ნომინაციისთვის "საუკეთესო პროზაული კრებული" - ლევან მუსხელიშვილი, "მოკლე მოთხრობები"

პრემია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ნინო ხარატიშვილი

"საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა" - ტილმან შპრექელზენ

საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი - ეკატერინე ტეტი, იულია დენგი, რეზო ჭეიშვილის "ცისფერი მთები" გერმანული თარგმანისთვის.

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირმა ტაველიძე, "სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები"

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები"


Posted by: THH 5 Jan 2020, 15:14
წერედიანი გარდაცვლილა.

ნათელი დაადგეს მის სულს!

ნამდვილად კარგი მთარგმნელი იყო და ბევრი დააკლდა ქართულ კულტურას.

ის რომ მისი თარგმანი იდეალური არ იყო, ეს არ აკნინებს მას. გოეთეს იდეალური თარგმნა შეუძლებელია და ბატონი წერედიანი იმითაა დასაფასებელი, რომ შეუძლებელს შეეჭიდა და ზოგიერთი ადგილი ფანტასტიკურად კარგად თარგმნა.

მადლობა ამისთვის.

ჰო, ჩემი წლების წინ დაწერილი დიდი ხანია აღარაა მართალი. წერედიანმა მეორე ნაწილიც გამოსცა.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 30 Mar 2020, 22:24
ვერტერის ვნებანი უძლიერესია

ფაუსტიც. ოღონდ 1ლი ნაწილი. როცა დოქტორი თავს ღმერთ'კაცად თვლის და სულ დაფარულის ძიებაშია. მე2 ნაწილში უკვე მიწაზე ეშვება და ერთი რიგითი მოკვდავი ხდება. მგონია თვითონ გოეთეს ცხოვრებისეული აღქმა შეიცვალა. როგორ შეიძლება 1ლი ნაწილის მერე მოვლენები ეგრე განვითარებულიყო..

Posted by: ლეოპარდი 1 Apr 2020, 02:12
Datvlas-vin-gtxovs

QUOTE
ფაუსტიც. ოღონდ 1ლი ნაწილი. როცა დოქტორი თავს ღმერთ'კაცად თვლის და სულ დაფარულის ძიებაშია. მე2 ნაწილში უკვე მიწაზე ეშვება და ერთი რიგითი მოკვდავი ხდება. მგონია თვითონ გოეთეს ცხოვრებისეული აღქმა შეიცვალა. როგორ შეიძლება 1ლი ნაწილის მერე მოვლენები ეგრე განვითარებულიყო..


გარდა იმისა, რომ "ფაუსტზე" სამოცი წლის განმავლობაში მუშაობისას თავისთავად შეიცვლებოდა ადამიანის მსოფლაღქმა, თავად გოეთეც შეგნებულად ყოველთვის ბეჯითად და სიღრმისეულად მუშაობდა საკუთარ თავზე. და ფაუსტში ზოგადად ბევრი რამე იწვევს შეკითხვას "ეს მოვლენა როგორ შეიძლებოდა ასე რომ განვითარებულიყო".

Posted by: ronald_wesley 3 Apr 2020, 18:58
მე პირადად გერმანულის ბაიბურზსი არა ვარ მარა ჯორჯანელის თარგმანი მომწონს სმწუხაროა რომ მეორე ტომი ვერ მოასწრო

Posted by: marimari11 3 Apr 2020, 19:34
QUOTE (Solveig @ 12 Jul 2010, 04:34 )
actionscr1pt
QUOTE
ფაუსტზე მჭირდება გარჩევა/განხილვა

ა. ანიქსტს აქვს წიგნი "გოეთე და ფაუსტი", რუსულად.
ძალიან კარგი წიგნია, გირჩევ, მოიძიო..განხილვაცაა და შექმნის ისტორიაც.

iza
QUOTE
არც მიცდია წამეკითხა ქართულად. ავიღე ხელში და გადავაგდე...

თუ გერმანული იცი, რა თქმა უნდა, ორიგინალს ვერაფერი შეედრება, მაგრამ მეეჭვება, ჯორჯანელის ნათარგმნი "ფაუსტი" (I ნაწილი მოასწრო მხოლოდ) გადასაგდები იყოს.

ძაან რთული წასაკითხია გერმანულად?

სულ მეზარებოდა გერმანულად ლიტერატურის კითხვაsad.gif ცუდი გოგო ვარ
ჰომო ფაბერი კი წავიკითხე გერმანულად და რთული არ იყო, მაგრამ ალბათ გოეთე უფრო რთული იქნება

Posted by: Obstropolos 14 Apr 2020, 15:54
marimari11
ოხ, რა ზარმაცი გოგონა ხარ მარი biggrin.gif 2kiss.gif
დაიწყე კითხვა, ბოლო-ბოლო ? biggrin.gif



მეორე ტომი არ მქონია - როგორ არ ვიყიდე თავის დროზე facepalm.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 4 May 2020, 10:37
ერთი მეფისტოფელი დაგვხატავდა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)