Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > შავი ხვრელის პირველი ფოტო


Posted by: Dface 10 Apr 2019, 18:56
user posted image

წყარო: https://www.cnet.com/news/first-ever-image-of-a-black-hole-is-basically-the-eye-of-sauron/

Posted by: wolf-larsen 10 Apr 2019, 19:01
საქართველოა გადაღებული კოსმოსიდან?

Posted by: spider77 10 Apr 2019, 19:02
QUOTE
შავი ხვრელის პირველი ფოტო


ავშენდით, ავშენდით biggrin.gif


Posted by: iviko18 10 Apr 2019, 19:05
QUOTE
შავი ხვრელის პირველი ფოტო


რას დავაჭირე ამისთანას
user posted image

Posted by: zamzumi 10 Apr 2019, 19:06
QUOTE
შავი ხვრელის პირველი ფოტო

თან რომ დააყოლეს - ანიმაციააო?

Posted by: mepar 10 Apr 2019, 19:08
თბ-სელს ინტერნეტი აქვს ჩართული? ახალი აფიორა ამოგდეს მეგობარო, ახმეტელის მეტროსთან მდებარე ფოტო სტუდიის უბანძესი ფოტოშოპის სპეციალისტი დაუქირავებიათ ამ შობელძაღლებს და რაღაც ბუბლიკს შავ ხვრელად გვასაღებენ

Posted by: Georgian92 10 Apr 2019, 19:08
QUOTE
საქართველოა გადაღებული კოსმოსიდან?

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: კუსლარხევი 10 Apr 2019, 19:09
ტყუილში გვიცხოვრია ყვითელი ყოფილა

Posted by: Ar-Pharazôn 10 Apr 2019, 19:11
მრავალი ტრილიონი წლის შემდეგ, ეგ ხვრელები ბოლო მასიური წარმონაქმნები იქნებიან სამყაროში

შემდეგ ისინიც დაიშლებიან (რაც ბოლო სინათლეს წარმოშობს. დიდი ფეირვერკი იქნება). ამის შემდეგ უმცირესი ნაწილაკებიღა დარჩებიან და სამყაროს გაფართოება საბოლოოდ მათაც დაშლის, ბოლოს კი ყველაფერი ერთ ტემპერატურაზე, გაყინული დარჩება. სამუდამო სიბნელეში.

სამყაროს სიკვდილი იქნება ეგ. იმედია მანამდე, ჩვენ თუ არა, რომელიმე სხვა ცივილიზაცია სხვა სამყაროში გვირაბს აღმოაჩენს და წაიღებს საქართველოს იქ.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 10 Apr 2019, 19:12


................................

Posted by: kodeqsi 10 Apr 2019, 19:13
QUOTE (iviko18 @ 10 Apr 2019, 19:05 )
QUOTE
შავი ხვრელის პირველი ფოტო


რას დავაჭირე ამისთანას
user posted image

lol.gif lol.gif lol.gif up.gif

ისე კია ეგ და მისი ღრუსეთუმე ალიანსი კაი ხანია მაგ შავ ხვრელში შესაძვრენი/გადასაკარგი... yes.gif

Posted by: evgena 10 Apr 2019, 19:13
წურწუმიას 6-ში გარე განათებას გავს

Posted by: Ninelku 10 Apr 2019, 19:14
QUOTE
ტყუილში გვიცხოვრია ყვითელი ყოფილა

თვითმფრინავების შავი ყუთების არ იყოს. ისინიც ყვითელია. gigi.gif

Posted by: zrzbrb 10 Apr 2019, 19:19
პირველი არაა მეგობარო, პირველი სხვა თემაში დევს უკვე

Posted by: Gale 10 Apr 2019, 19:20
უფრო საინტერესო ხვრელებიც არსებობს დედამიწაზე, დაბლა დაეშვით თქვენთვის აჯობებს.

რაზე ფიქრობს ხალხი facepalm.gif

Posted by: Lev! 10 Apr 2019, 19:22
ანუ ამით რა ნაბიჯი გადავდგით კაცობრიობამ, ერთი ორი სიტყვით ვინმემ ამიხსენით biggrin.gif

Posted by: გაგუშა 10 Apr 2019, 19:26
ტიპები შავი ხვრელის ფოტეობს იღებენ და ჩვენ ისევ დრაქში ვართ user.gif

Posted by: კუსლარხევი 10 Apr 2019, 19:28
Ar-Pharazôn
QUOTE
სამყაროს სიკვდილი იქნება ეგ. იმედია მანამდე, ჩვენ თუ არა, რომელიმე სხვა ცივილიზაცია სხვა სამყაროში გვირაბს აღმოაჩენს და წაიღებს საქართველოს იქ.


up.gif up.gif

Posted by: merkuriela 10 Apr 2019, 19:31
ერთი მეცნიერი ამბობდა, იმ შავი ხვრელის იქეთ გასვლა შეიძლებაო, მაგრამ იქედან ნორმალური ვერ დაბრუნდებიო.

Posted by: Ar-Pharazôn 10 Apr 2019, 19:34
merkuriela

შესვლა როგორ არ შეიძლება

აი, დაბრუნებაზე რა მოგახსენო

ივენთ ჰორაიზონს გადალახავ თუ არა, ნაწილებად დაიშლები, როგორც მაკარონი, და იმ სიშავეს შეუერთდებიან შენი ნაწილაკები. 'სულს' რა მოუვა, არ ვიცი (ან საერთოდ არსებობს თუ არა)

Posted by: Ninelku 10 Apr 2019, 19:35
გაგუშა
QUOTE
ტიპები შავი ხვრელის ფოტეობს იღებენ და ჩვენ ისევ დრაქში ვართ 


ჩვენ, ამოყირავებული ავტომანქანების ინსტალაცია გვეხერხება!

Posted by: konformist 10 Apr 2019, 19:35
QUOTE
ანუ ამით რა ნაბიჯი გადავდგით კაცობრიობამ, ერთი ორი სიტყვით ვინმემ ამიხსენით

დაველოდოთ
პატრიარქი გვეტყვის საშობაო ეპისტოლეში

Posted by: merkuriela 10 Apr 2019, 19:36
Ar-Pharazôn
QUOTE
ივენთ ჰორაიზონს გადალახავ თუ არა, ნაწილებად დაიშლები, როგორც მაკარონი, და იმ სიშავეს შეუერთდებიან შენი ნაწილაკები.

მე რატომღაც ვიფიქრე რომ ფსიქიკურ ნორმაზე მიანიშნებდა.

Posted by: valodia2017 10 Apr 2019, 19:36
Ar-Pharazôn
QUOTE
მრავალი ტრილიონი წლის შემდეგ, ეგ ხვრელები ბოლო მასიური წარმონაქმნები იქნებიან სამყაროში

შემდეგ ისინიც დაიშლებიან (რაც ბოლო სინათლეს წარმოშობს. დიდი ფეირვერკი იქნება). ამის შემდეგ უმცირესი ნაწილაკებიღა დარჩებიან და სამყაროს გაფართოება საბოლოოდ მათაც დაშლის, ბოლოს კი ყველაფერი ერთ ტემპერატურაზე, გაყინული დარჩება. სამუდამო სიბნელეში.

სამყაროს სიკვდილი იქნება ეგ. იმედია მანამდე, ჩვენ თუ არა, რომელიმე სხვა ცივილიზაცია სხვა სამყაროში გვირაბს აღმოაჩენს და წაიღებს საქართველოს იქ.



სადაური პლანი მოწიე თუ შეგიძLია გაგვიმხილო, ძაან მოუტანია როგორც ჩანს

Posted by: kenenisa 10 Apr 2019, 19:39
სამყაროს ბუასილი სჭირს? givi.gif

ისე სერიოზულად: ეს ჩვენი გალაქსიის შავი ხვრელია ხო ალბათ?

Posted by: Ar-Pharazôn 10 Apr 2019, 19:40
valodia2017

პლანი არ უნდა მაგას, ვალოდია

კაი 20 წელია ასტროფიზიკოსები ამ ვარიანტს განიხილავენ , როგორც ყველაზე უფრო დიდი ალბათობით მოსახდენ სცენარს

https://en.wikipedia.org/wiki/Heat_death_of_the_universe

თუმცა, ჯერ სამყაროს ფორმაზე არ იციან ბევრი რამე, და რაც მთავარია - ბნელ ენერგიაზე , რომლისგანაც სამყაროს მასის და ენერგიის 3/4 შედგება და წარმოდგენა არ აქვთ მეცნიერებს, თუ რას წარმოადგენს




Posted by: Lev! 10 Apr 2019, 19:43
QUOTE (konformist @ 10 Apr 2019, 19:35 )
QUOTE
ანუ ამით რა ნაბიჯი გადავდგით კაცობრიობამ, ერთი ორი სიტყვით ვინმემ ამიხსენით

დაველოდოთ
პატრიარქი გვეტყვის საშობაო ეპისტოლეში

lol.gif lol.gif


..........................

Posted by: kenenisa 10 Apr 2019, 19:47
QUOTE
ანუ ამით რა ნაბიჯი გადავდგით კაცობრიობამ, ერთი ორი სიტყვით ვინმემ ამიხსენით

შავ ხვრელებზე იმდენი საინტერესო თეორია არსებობს რომ რომელიმეს დამტკიცება მაინც სამყაროს შესწავლის საქმეში უდიდესი გარღვევა იქნება.

მი პირადად პარალელური სამყაროების არსებობის თეორია მაინტერესებს ყველაზე უფრო, შეიძლება ამ პარალელურ სამყაროში მოხვედრის ერთადაერთი გზა სწორედ რომ ეგ შავი ხვრელებია.

Posted by: გაგუშა 10 Apr 2019, 19:49
Ninelku
QUOTE
ჩვენ, ამოყირავებული ავტომანქანების ინსტალაცია გვეხერხება!


როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი მართლა აღარ ვიცი
ტიპები სად არიან და ჩვენ კიდე სად drug.gif

საერთოდ რა გვინდა და რის მიღწევას ვცდილობთ ამ სამყაროში ვერ გავიგე

Posted by: valodia2017 10 Apr 2019, 19:52
Ar-Pharazôn
QUOTE
კაი 20 წელია ასტროფიზიკოსები ამ ვარიანტს განიხილავენ , როგორც ყველაზე უფრო დიდი ალბათობით მოსახდენ სცენარს

https://en.wikipedia.org/wiki/Heat_death_of_the_universe

თუმცა, ჯერ სამყაროს ფორმაზე არ იციან ბევრი რამე, და რაც მთავარია - ბნელ ენერგიაზე , რომლისგანაც სამყაროს მასის და ენერგიის 3/4 შედგება და წარმოდგენა არ აქვთ მეცნიერებს, თუ რას წარმოადგენს


ასტოფიზიკის და მსგავსი ფსევდო მეცნიერების არ მჯერა

გამოღლევებულებს ისიც ვერ გაურკვევიათ გალაკტიკა რამხელაა, ფიქცია თუ რეალობა და ეხლა კიდე გახლეჩვაზე მოუნდათ ფსევდო თეორიების წამოლაგება

ჩვენ რეალურად ვიცით ის რომ არაფერი არ ვიცით

Posted by: kenenisa 10 Apr 2019, 19:56
QUOTE
ასტოფიზიკის და მსგავსი ფსევდო მეცნიერების არ მჯერა

idea.gif old.gif

Posted by: FullbackAce 10 Apr 2019, 20:00
QUOTE (valodia2017 @ 10 Apr 2019, 19:52 )
Ar-Pharazôn
QUOTE
კაი 20 წელია ასტროფიზიკოსები ამ ვარიანტს განიხილავენ , როგორც ყველაზე უფრო დიდი ალბათობით მოსახდენ სცენარს

https://en.wikipedia.org/wiki/Heat_death_of_the_universe

თუმცა, ჯერ სამყაროს ფორმაზე არ იციან ბევრი რამე, და რაც მთავარია - ბნელ ენერგიაზე , რომლისგანაც სამყაროს მასის და ენერგიის 3/4 შედგება და წარმოდგენა არ აქვთ მეცნიერებს, თუ რას წარმოადგენს


ასტოფიზიკის და მსგავსი ფსევდო მეცნიერების არ მჯერა

ასტროლოგებს დაუჯერე ასტროლოგებს.



QUOTE
უფრო საინტერესო ხვრელებიც არსებობს დედამიწაზე, დაბლა დაეშვით თქვენთვის აჯობებს.

რაზე ფიქრობს ხალხი


ეგ არის საფიქრალი თუ არის აბა მთავრობაზე და ნატო ევროკავშირზე ფიქრია რამის მომცემი ?


აი ესეთი ხალხი მიკლავს იმის იმედს რომ როდესმე ნორმალური ქვეყანა გვექნება user.gif

Posted by: mepar 10 Apr 2019, 20:03
valodia2017
QUOTE
ასტოფიზიკის და მსგავსი ფსევდო მეცნიერების არ მჯერა

მაგ მეცნიერების შენი აზრის სრულიად უსარგებლო გამოგენებების შედეგია შემდეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმჯობესება და პროგრესი... არა ეკლესია გადაგვარჩენს

Posted by: idallgo 10 Apr 2019, 20:05
QUOTE
 შავი ხვრელის პირველი ფოტო



ჩემს მამაოს ვაჩვენე და ხუინიაო.... sad.gif

Posted by: tb-seli 10 Apr 2019, 20:07
რა ცოტა უნდა ადამიანს, რაღაც ანიმაცია დადეს და ხალხი ახფთოვანებულია givi.gif თან სერიოზული სახეებით რო მიდის ხომე მსჯელობა facepalm.gif

Posted by: iviko18 10 Apr 2019, 20:10
QUOTE (tb-seli @ 10 Apr 2019, 20:07 )
რა ცოტა უნდა ადამიანს, რაღაც ანიმაცია დადეს და ხალხი ახფთოვანებულია givi.gif თან სერიოზული სახეებით რო მიდის ხომე მსჯელობა facepalm.gif

დედამიწის კიდედან რომ იხედები უკეთესი რაკურსით ჩანს? boli.gif

Posted by: tb-seli 10 Apr 2019, 20:11
mepar
QUOTE
მაგ მეცნიერების შენი აზრის სრულიად უსარგებლო გამოგენებების შედეგია შემდეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმჯობესება და პროგრესი... არა ეკლესია გადაგვარჩენს

ვახ რა ძეცკი სადია lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ხო აბა რა, ეგ ფსევდო მეცნიერება რომ არ გამოეყენებინათ ისე ველოსიპედს ვერ გამოიგონებდნენ.

ეხლა შავი ხვრელის სურათი თუ დადეს წარმოგიდგენია რა მაგრად განვითარდებით, ხუმრობა ხო არაა რაც მაგ ნახატზე ხდება givi.gif facepalm.gif

Posted by: kenenisa 10 Apr 2019, 20:14
QUOTE
დედამიწის კიდედან რომ იხედები უკეთესი რაკურსით ჩანს?

biggrin.gif

ბრტყელია ხო დედამიწა? smile.gif

Posted by: FullbackAce 10 Apr 2019, 20:15
QUOTE (tb-seli @ 10 Apr 2019, 20:11 )
mepar
QUOTE
მაგ მეცნიერების შენი აზრის სრულიად უსარგებლო გამოგენებების შედეგია შემდეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმჯობესება და პროგრესი... არა ეკლესია გადაგვარჩენს

ვახ რა ძეცკი სადია lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ხო აბა რა, ეგ ფსევდო მეცნიერება რომ არ გამოეყენებინათ ისე ველოსიპედს ვერ გამოიგონებდნენ.

ეხლა შავი ხვრელის სურათი თუ დადეს წარმოგიდგენია რა მაგრად განვითარდებით, ხუმრობა ხო არაა რაც მაგ ნახატზე ხდება givi.gif facepalm.gif

ასტრო ფიზიკოსები ჯერ ფიზიკოსები რომ არიან მაგდენი არ იცით ? აინშტაინი იყო ერთერთი მათგანი...





ესეც უფრო მაღალი ხარისხის სურათი

Posted by: iviko18 10 Apr 2019, 20:15
QUOTE (kenenisa @ 10 Apr 2019, 20:14 )
QUOTE
დედამიწის კიდედან რომ იხედები უკეთესი რაკურსით ჩანს?

biggrin.gif

ბრტყელია ხო დედამიწა? smile.gif

პატივცემული იუზერი დარწმუნებულია ამაში და სხვებსაც გვარწმუნებს ხოლმე. yes.gif

Posted by: tb-seli 10 Apr 2019, 20:18
FullbackAce
QUOTE
სურათი


სურათი არა პორტრეტი კიდე givi.gif

ვაგინა და ანუსია, ნასაში ტროლაობენ უკვე უსაქმურობისგან lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


პ.ს.

რეპტილოიდის თვალია, რაღაცის ტქმა უნდათ ილუმინატებს biggrin.gif

Posted by: kenenisa 10 Apr 2019, 20:20
QUOTE (iviko18 @ 10 Apr 2019, 20:15 )
QUOTE (kenenisa @ 10 Apr 2019, 20:14 )
QUOTE
დედამიწის კიდედან რომ იხედები უკეთესი რაკურსით ჩანს?

biggrin.gif

ბრტყელია ხო დედამიწა? smile.gif

პატივცემული იუზერი დარწმუნებულია ამაში და სხვებსაც გვარწმუნებს ხოლმე. yes.gif

boli.gif


Posted by: mepar 10 Apr 2019, 20:23
tb-seli
ეს შავი ხვრელი ფოტო შოპია თუ დედამიწას რომ კოლბა ადგას იმაზეა მიხატული?

Posted by: FullbackAce 10 Apr 2019, 20:23
QUOTE
სურათი არა პორტრეტი კიდე  givi.gif

ვაგინა და ანუსია, ნასაში ტროლაობენ უკვე უსაქმურობისგან  lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif


პ.ს.

რეპტილოიდის თვალია, რაღაცის ტქმა უნდათ ილუმინატებს  biggrin.gif

user posted image

Posted by: kopancho 10 Apr 2019, 20:24
მგას კიდეებზე ბალანიც ექმება.......

Posted by: Kakha.G 10 Apr 2019, 20:26
ისე ეგ შავი ხვრელი ტრაკს კი გავს

Posted by: 4L3X 10 Apr 2019, 20:40
გავს ისე Interstellar-ის გარგანტუას არა?

user posted image

ხოდა ხალხო ამით მაინც უნდა მიხვდეთ რომ ამ ხალხისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ და შორს ამათგან

user posted image

Posted by: goglimogli 10 Apr 2019, 20:45
долго в одну дырку не смотри, а то ослепнешь

Posted by: shepherd 10 Apr 2019, 20:46
Ar-Pharazôn
QUOTE
მრავალი ტრილიონი წლის შემდეგ, ეგ ხვრელები ბოლო მასიური წარმონაქმნები იქნებიან სამყაროში

შემდეგ ისინიც დაიშლებიან (რაც ბოლო სინათლეს წარმოშობს. დიდი ფეირვერკი იქნება). ამის შემდეგ უმცირესი ნაწილაკებიღა დარჩებიან და სამყაროს გაფართოება საბოლოოდ მათაც დაშლის, ბოლოს კი ყველაფერი ერთ ტემპერატურაზე, გაყინული დარჩება. სამუდამო სიბნელეში.

სამყაროს სიკვდილი იქნება ეგ. იმედია მანამდე, ჩვენ თუ არა, რომელიმე სხვა ცივილიზაცია სხვა სამყაროში გვირაბს აღმოაჩენს და წაიღებს საქართველოს იქ.

არ გცოდნია. ახალი თეორიის თანახმად, ამ სამყაროში უმრალოდ ქრება დაფეთქტება, რითაც წარმოქმნის პარარწლურ სამყაროს, იმ საწყისი ენერგიით, რაც აქედან წაიღო. ჩვენი სამყაროც ასე წარმოიქმნა. და ასე უსასრულოდ.
უსასრულობაა ღმერთი და თვით ღმერთია უსასრულობა.

ფოტო კი ფეიკი უფროა.შავი ხვრელიდან არანაირი გამოსხივება გარეთ არ გამოდის.სურათი როგორ გადაუღეს?

Posted by: kodeqsi 10 Apr 2019, 20:46
QUOTE (Dface @ 10 Apr 2019, 18:56 )
user posted image

ეგ სამსუნგ გალაქსი 11-ის ბრენდული ვოლფეიფარ იქნების...

ან სამსუნგ გალაქსი 41-ის... yes.gif

Posted by: 4L3X 10 Apr 2019, 20:59
Why this black hole photo is such a big deal




Posted by: NinjaRacer 10 Apr 2019, 21:13


მოკლედ ეს ტიპი ბაზრობს რო 55 მილიონი სინათლის წლითაა ეს გალაქტიკა დაშორებული. მის ცენტრში. 44 მილიარდ კილომეტრიანი დიამეტრის მქონე შავი ხვრელიაო. 6.5 მილარდჯერ აღემატება მზის მასას.

დასძინა ასევე რომ დედამიწა მრგვალიაო და დაიგინა თან. ნასას მეცნიერია მაინც ტყუილად არ შეიწერდა ეხლა ეგ.

Posted by: ნარდი 10 Apr 2019, 22:37
QUOTE (idallgo @ 10 Apr 2019, 20:05 )
QUOTE
 შავი ხვრელის პირველი ფოტო



ჩემს მამაოს ვაჩვენე და ხუინიაო.... sad.gif

ეხლა შავ ხვრელს აჩვენე Mამაოს სურათი და რას Gეტყვის მოგვახსენე

Posted by: qariana 10 Apr 2019, 22:59

აუ ეს რაა, გეგონება დონატი გადაიღეს 0,0001 მეგაპიქსელით facepalm.gif

ისე შავ ხვრელებზე სულ ეს დიალოგი მახსენდება biggrin.gif


Posted by: Ninelku 10 Apr 2019, 23:17
kenenisa
QUOTE
ბრტყელია ხო დედამიწა?

ახალი ამბავი. ჩვენ ფორუმზე დიდი ხანია ვიცით. gigi.gif

Posted by: 4L3X 10 Apr 2019, 23:23
QUOTE (qariana @ 10 Apr 2019, 22:59 )
აუ ეს რაა, გეგონება დონატი გადაიღეს 0,0001 მეგაპიქსელით facepalm.gif

ტიპებმა 50 მილინონი სინათლის წლით დაშორებულ საგანს გადაუღეს სურათი და ხარისხზე წუწუნებენ facepalm.gif
ვახ!!!

Posted by: kenenisa 10 Apr 2019, 23:35
QUOTE (Ninelku @ 10 Apr 2019, 23:17 )
kenenisa
QUOTE
ბრტყელია ხო დედამიწა?

ახალი ამბავი. ჩვენ ფორუმზე დიდი ხანია ვიცით. gigi.gif

bis.gif

ესეიგი წინ მივდივართ, ვვითარდებით.


* * *
QUOTE
ტიპებმა 50 მილინონი სინათლის წლით დაშორებულ საგანს გადაუღეს სურათი და ხარისხზე წუწუნებენ 
ვახ!!

სამაგიეროს მაგათ აიფონი უდევთ ჯიბეში 12 მეგაპიქსელიანი.

Posted by: Macancala 10 Apr 2019, 23:58
shepherd
QUOTE
ფოტო კი ფეიკი უფროა.შავი ხვრელიდან არანაირი გამოსხივება გარეთ არ გამოდის.სურათი როგორ გადაუღეს?

შიგნიდანაა გადაღებული biggrin.gif

Posted by: Ar-Pharazôn 11 Apr 2019, 00:03
QUOTE
ფოტო კი ფეიკი უფროა.შავი ხვრელიდან არანაირი გამოსხივება გარეთ არ გამოდის.სურათი როგორ გადაუღეს?


ზედმეტად ახლოს მივიდა პაპარაცი და ეტყობა მასონებისგან დამალული ჭეშმარიტება გაეპარა

Posted by: NinjaRacer 11 Apr 2019, 00:05
user posted image

აგე ჰაბლმა გადაუღო. ამაზე მეტი დეტალების გადაღება ჰაბლს არ შუეძლია. ეს არის იმ გალაქტიკის სურათი რომლის შავ ხვრელსაც გადაუღეს გუშინ სურათი. ეს სხივი რასაც ხედავთ არის ამ შავი ხვრელიდან გამოსტყორცნილი მატერია/ენერგია/ნაწილაკები. ერთერთი ყველაზე დიდი გალაქტიკაა

ამათმა რაც ქნეს უპრეცედენტოა. მთლიანი დედამიწის ზომის ტელესკოპი გააკეთეს ისტორიაში ყველაზე დიდი და რაც კი შეიძლება ყველაზე მაღალი გარჩევადობის სურათი გადაუღეს 'ჩორნაია დირა'-ს.

ისე გუშინ არა 2017-ში გადაიღეს სურათი და ამდენი ხანი გადამუშავებს მოუნდნენ.

Posted by: 4L3X 11 Apr 2019, 00:24
shepherd
QUOTE (shepherd @ 10 Apr 2019, 20:46 )
ფოტო კი ფეიკი უფროა.შავი ხვრელიდან არანაირი გამოსხივება გარეთ არ გამოდის.სურათი როგორ გადაუღეს?

მე გაგცემ სერიოზულ პასუხს ოღონდაც როგორც დილეტანტი დილეტანს. აი სიშავეს ხომ ხედავ ცენტრში? ეგ არის თვიონ შავი ხვრელი, შავი იმიტომ არის რომ მთელ სინათლეს შთანთქავს. გარშემო რომ "შარავანდედია" ეგ არის სინათლე რომელიც სხვა ვერსკვლავებისგან მოდის ჩვენკენ მაგრამ შავი ხვრელი გარდატეხავს. ჩვენ თვითონ შავ ხვრელს ვერა მაგრამ მის გარშემო გარდატეხილ სინათლე ვხედავთ და შესაბამისაც შავი ხვრელის კონტურს.


Posted by: mamukasokhumeli 11 Apr 2019, 00:28
QUOTE
თუმცა, ჯერ სამყაროს ფორმაზე არ იციან ბევრი რამე, და რაც მთავარია - ბნელ ენერგიაზე , რომლისგანაც სამყაროს მასის და ენერგიის 3/4 შედგება და წარმოდგენა არ აქვთ მეცნიერებს, თუ რას წარმოადგენს

მაგრამ იციან ღმერთი არსებობს თუ არა,სამყარო როგორ წარმოიშვა და ა.შ.
user posted image

Posted by: 4L3X 11 Apr 2019, 00:30
QUOTE
ისე გუშინ არა 2017-ში გადაიღეს სურათი და ამდენი ხანი გადამუშავებს მოუნდნენ.

სრული ჭეშმარიტებაა

user posted image

ეს ქალბატონი არის ქეით ბოუმანი კომპიუტერული მეცნიერების ასისტენტ პროფესორი. ხოლო რაც მის წინ დევს არის 5 პეტაბაიტი (5000 ტერაბაიტი) ინფორმაცია შავი ხვრელის შესახებ.

Posted by: NinjaRacer 11 Apr 2019, 00:32
QUOTE
სრული ჭეშმარიტებაა

სხვათაშორის კლაუდ სერვისები რომ არა არ გამოუვიდოდათ ეგ ამბავი.

ზუსტად არ ვიცი დეტალებში რა და როგორ მაგრამ ქლაუდ სერვისებს იყენებდნენ.

Posted by: androabuladze 11 Apr 2019, 00:44

Ar-Pharazôn
QUOTE
რომელიმე სხვა ცივილიზაცია სხვა სამყაროში გვირაბს აღმოაჩენს და წაიღებს საქართველოს იქ

უეჭველი

და სკაფანდრზეც ჩოხა-ახალუხს გადაიცმევენ



Posted by: zrzbrb 11 Apr 2019, 00:45
ბავშვობაში საბანს რო გადავიფარებდი, ოთახის ნათურა ეგრე ჩანდა ხოლმე.

Posted by: GიორGი 11 Apr 2019, 01:08
zrzbrb
ბედნიერი ბაღნობა გქონია..

შუქი გქონდა smile.gif)

პს
სფეის იქსმა ახალი მრავალჯერადი რაკეტა დატესტა სკს ზე წარმატებით მიუერთდა ასე რომ ბაიკანური და როსკოსმოსი მალე გამოუსადეგარი გახდება...
პს
შატლების პროგრამის დახურვის შემდეგ სოიუზით დაფრინავდნენ კოსმონავტები, ბაიკანურიდან..
პპს
ერთი კგ ტვირთის ''წაღება'' კოსმოსში 28 კ $ ჯდება.. თავად ტვირთის ფასი სხვაა..
1კგ = 28000$

Posted by: johnoliver 11 Apr 2019, 01:11
QUOTE (shepherd @ 10 Apr 2019, 20:46 )
Ar-Pharazôn
QUOTE
მრავალი ტრილიონი წლის შემდეგ, ეგ ხვრელები ბოლო მასიური წარმონაქმნები იქნებიან სამყაროში

შემდეგ ისინიც დაიშლებიან (რაც ბოლო სინათლეს წარმოშობს. დიდი ფეირვერკი იქნება). ამის შემდეგ უმცირესი ნაწილაკებიღა დარჩებიან და სამყაროს გაფართოება საბოლოოდ მათაც დაშლის, ბოლოს კი ყველაფერი ერთ ტემპერატურაზე, გაყინული დარჩება. სამუდამო სიბნელეში.

სამყაროს სიკვდილი იქნება ეგ. იმედია მანამდე, ჩვენ თუ არა, რომელიმე სხვა ცივილიზაცია სხვა სამყაროში გვირაბს აღმოაჩენს და წაიღებს საქართველოს იქ.

არ გცოდნია. ახალი თეორიის თანახმად, ამ სამყაროში უმრალოდ ქრება დაფეთქტება, რითაც წარმოქმნის პარარწლურ სამყაროს, იმ საწყისი ენერგიით, რაც აქედან წაიღო. ჩვენი სამყაროც ასე წარმოიქმნა. და ასე უსასრულოდ.
უსასრულობაა ღმერთი და თვით ღმერთია უსასრულობა.

ფოტო კი ფეიკი უფროა.შავი ხვრელიდან არანაირი გამოსხივება გარეთ არ გამოდის.სურათი როგორ გადაუღეს?

lol.gif lol.gif lol.gif

ამ ტრილიენობით წლებით ისე კოჭაობთ ვითომც არაფერი.. თან მტკიცებით ფორმებში.. popcorn.gif

ტრილიონი იცით რამდენია.. კი ძალიან ბევრი.. და სამყაროსთვის შეიძლება 1 წამი.. ხოდა გონება სანამ ამიFეთქდება წავალ დავიძინებ..

popcorn.gif

GიორGი
QUOTE
ერთი კგ ტვირთის ''წაღება'' კოსმოსში 28 კ $ ჯდება.. თავად ტვირთის ფასი სხვაა..
1კგ = 28000$


დაახლოებით იგივე ფასი ყოფილა რაც საქართველოდან- ამერიკაში ტვირთის გაგზავნა.. ასე რომ არ ინერვიულოთ biggrin.gif

Posted by: მანდარინი2019 11 Apr 2019, 01:35
QUOTE (FullbackAce @ 10 Apr 2019, 20:23 )
QUOTE
სურათი არა პორტრეტი კიდე  givi.gif

ვაგინა და ანუსია, ნასაში ტროლაობენ უკვე უსაქმურობისგან  lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif


პ.ს.

რეპტილოიდის თვალია, რაღაცის ტქმა უნდათ ილუმინატებს  biggrin.gif

user posted image

gigi.gif gigi.gif gigi.gif

------------------------------------------------

Posted by: benito777 11 Apr 2019, 01:39

QUOTE
ფოტო კი ფეიკი უფროა.შავი ხვრელიდან არანაირი გამოსხივება გარეთ არ გამოდის.სურათი როგორ გადაუღეს?



ცენტრიდან არც გამოდის გამოსხივება,
ასხივებს შავი ხვრელის გარშემო არსებული აირი yes.gif

Posted by: მანდარინი2019 11 Apr 2019, 01:40
რადიოტელეკოპებით გადაუუღეს დედამიწის რამოდენიმე წერტილიდან , შემდგომ სუპერკომპიუტერზე მოახდინეს მონაცემების გაერთიანება და "ვიზუალიზაცია". შედეგი ისეთია თითქოს დედამიწის ზომის ტელესკოპით გადაუღეს ფჰოტოე

პს. როგორც მივხვდი მოვლენათა ჰორიზონტია აღბეჭდილი

Posted by: giorgevich23 11 Apr 2019, 01:45
15 წლის ვიყავი შავი ხვრელი რომ ვნახე,სამწუხაროდ მაშინ არ იყო იმის ტექნოლოგიური საშუალება ხელმისაწვდომი რომ ფოტო გაადამეღო.
კაი რამეა შავი ხვრელი love.gif
* * *
Ar-Pharazôn
QUOTE
შემდეგ ისინიც დაიშლებიან (რაც ბოლო სინათლეს წარმოშობს. დიდი ფეირვერკი იქნება). ამის შემდეგ უმცირესი ნაწილაკებიღა დარჩებიან და სამყაროს გაფართოება საბოლოოდ მათაც დაშლის, ბოლოს კი ყველაფერი ერთ ტემპერატურაზე, გაყინული დარჩება. სამუდამო სიბნელეში.

სამყარო არ იყინება,მუდმივად ფართოვდება და იკუმშება,მუდმივად იბადება სიცოცხლე და მუდმივად კვდება,ამის შემდეგ ახლიდან იწყება ყველა ეს ციკლი დაუსრულებლად.
დღეს მეფედ დაბადებული,რამდენიმე საუკუნის მერე მონად დაიბადება,დღეს მონად დაბადებული რამდენიმე საუკუნის მერე ისევ მონად დაიბადება,მონას ვინ მიცა ბედი,მაგის ბედი #####ან მე drug.gif

Posted by: NinjaRacer 11 Apr 2019, 01:52
QUOTE
15 წლის ვიყავი შავი ხვრელი რომ ვნახე,სამწუხაროდ მაშინ არ იყო იმის ტექნოლოგიური საშუალება ხელმისაწვდომი რომ ფოტო გაადამეღო.
კაი რამეა შავი ხვრელი

lol.gif რადიოტელესკოპი მაშინ სად იყო.
მანდარინი2019
კი მეც ეგრე მივხვდი mo.gif

Posted by: gio_rgi 11 Apr 2019, 02:31
QUOTE (Ar-Pharazôn @ 10 Apr 2019, 19:11 )
მრავალი ტრილიონი წლის შემდეგ, ეგ ხვრელები ბოლო მასიური წარმონაქმნები იქნებიან სამყაროში

შემდეგ ისინიც დაიშლებიან (რაც ბოლო სინათლეს წარმოშობს. დიდი ფეირვერკი იქნება). ამის შემდეგ უმცირესი ნაწილაკებიღა დარჩებიან და სამყაროს გაფართოება საბოლოოდ მათაც დაშლის, ბოლოს კი ყველაფერი ერთ ტემპერატურაზე, გაყინული დარჩება. სამუდამო სიბნელეში.

სამყაროს სიკვდილი იქნება ეგ. იმედია მანამდე, ჩვენ თუ არა, რომელიმე სხვა ცივილიზაცია სხვა სამყაროში გვირაბს აღმოაჩენს და წაიღებს საქართველოს იქ.

რატომ იქნება ეგრე ჰოკინგიმა რახან თქვა? ვინ იცის რა იქნება მომავალში მარტო ადამიანური ლოგიკით ვერ გაიგებ მომავალში რა იქნება.
მასე ადამიანური ლოგიკით ეგონათ რომ დედამიწა ბრტყელი რომ იყო, ასევე ეგონათ რომ როგორც მაკრო სამყაროში მოქმედებს ნიუტონის კანონები ისევე მოქმედებს მიკრო სამყაროშიც და ბევრი სხვა რამ რომელიც ადამიანურ ლოგიკაშიც ჯდებოდა და თან მათემატიკური ანალიზით და გამოთვლებით იყო გამყარებული ისეთი თეორიები აღმოჩენილან მცდარი

Posted by: meruemi 11 Apr 2019, 02:43
ეს სინამდვილეში თბილისელის ფოტოა როცა გლობუსის ყურების მომენტში smile.gif

Posted by: ლევონ 11 Apr 2019, 02:49
giorgevich23
QUOTE
15 წლის ვიყავი შავი ხვრელი რომ ვნახე,სამწუხაროდ მაშინ არ იყო იმის ტექნოლოგიური საშუალება ხელმისაწვდომი რომ ფოტო გაადამეღო.
კაი რამეა შავი ხვრელი 

ხო რა ცავატანემ. დაჟე ვიდეოებიც გვაქვს ნანახი შავი ხვრელის.

ისე ცავატანემ მაგარი ბოლი რამეა ეს პონტები. "დადგებიან და 15 მილიარდი წლის მერე ჩვენ მივაღწევ იქამდე" - და უცბათ გამოყოფენ მილიარდებს დასაფინანსებლად. ჩაიჯიბავენ ტელესკოპიანი სირები და ეგაა. ყბელაზე მაგრად ტროლავენ სამყაროს. მარსზე ბილეთებს ყიდიან ტიპები biggrin.gif

მაგრამ ყველაზე მაგარი ისენი არიან, პირველი ტროლერები. ჩაკრულოები და რაღაცეები რომ გაუგზავნეს სხვა ცივილიზაცია მოისმენსო lol.gif ჩვენც რომ გვიხარია ჩაკრულოს მო8სმენს გალავასტიკი ვიღაცაო. შე სლეო შენა. პლეი და სტოპი ეცოდინება იმას? აიღებს და შეჭამს ნახ.

ოს დღე მამასწრო ტრამპი გამოვიდეს და მოუჭრას ამათ დაფინანსება. ტყუილად ხარჯამენ ფულებს. ადამიანის სიცოცხლოს გახანგრძლივებას მოხმარდეს ჯობს old.gif



წავედი ეხლა დავიძინო. დილიდან ბევრი საქმე მაქვს. მარხვა გადის მალე და ნათლობის ჯვრები მაქვს საკეთებელი. კაი ზაკაზებია წამოსული

Posted by: kenenisa 11 Apr 2019, 02:52
QUOTE
ჩვენც რომ გვიხარია ჩაკრულოს მო8სმენს გალავასტიკი ვიღაცაო. შე სლეო შენა. პლეი და სტოპი ეცოდინება იმას? აიღებს და შეჭამს ნახ.

biggrin.gif

ეს მართლა სპლიყვია მე მგონი,
არადა სპლიყვის ხუმრობებზე არ მეცინებოდა ხოლმე.


Posted by: webtura 11 Apr 2019, 02:56
ლევონ

წადი ბიჯო რუსთავი 2-ის გააცინე და მოიგეში და მაყუთს გამოკრავ ხელს.
თანაც მაგათ სომხები ევასებათ, რადგან ეგ ტელეკომპანია სააკიანის არის.

biggrin.gif

Posted by: annavita 11 Apr 2019, 06:01
QUOTE (zamzumi @ 10 Apr 2019, 19:06 )
QUOTE
შავი ხვრელის პირველი ფოტო

თან რომ დააყოლეს - ანიმაციააო?

givi.gif თორე აქამდე ხომ მხოლოდ ჭეშმარიტი დოკუმენტური მასალებით გვანათლებდნენ, სრული ფორმატით, მოცულობითი კადრებით და ფოტოშოპის გარეშე facepalm.gif
......................
მართლა, სადაა ტბ-სელი? ბანი აქვს?

Posted by: MONTY 11 Apr 2019, 06:49
55 მლნ სინათლის წელიწადი ყოფილა მანძილი და ყველაზე შორს მყოფი ობიექტი რომელიც დაფიქსირებულია , არის GN-z11 --- 32 მლრდ სინათლის წელიწადი

ალბათ ვერასდროს შეძლებენ ისეთ ტექნოლოგიის შექმნას რომელიც მიაღწევს GN-z11 მდე მაგრამ ყველაზე საინტერესო იქნებოდა , GN-z11 დან 32 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული სხვა ობიექტების ნახვა .


მე მაინც მგონია რო სამყარო უსასრულოა და 32 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტი თუ არსებობს , 50-100 და 1000 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტიც იქნება და ესე უსასრულოდ ან უბრალოდ ცარიელი სივრცე , ობიექტის გარეშე .

Posted by: makvala 11 Apr 2019, 10:21
QUOTE
უფრო საინტერესო ხვრელებიც არსებობს დედამიწაზე, დაბლა დაეშვით თქვენთვის აჯობებს

ჩემ სამუშაო ადგილს შეეშვით!

Posted by: Eric 11 Apr 2019, 10:57
Gale
QUOTE
უფრო საინტერესო ხვრელებიც არსებობს დედამიწაზე,

up.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 11 Apr 2019, 11:15
აქაც იყოს...
გთავაზოვობთ კახა გოგოლაშვილის სტატიას შავი ხვრელის ფოტოს შესახებ:

user posted image

შავი ხვრელის ჩრდილის ნამდვილი ფოტო

პროექტ მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპით (Event Horizon Telescope) მიღებული შედეგების პრეზენტაცია ერთბაშად მსოფლიოს რამდენიმე პრესცენტრებში ჩატარდა. პროექტში მონაწილე რადიო ტელესკოპები, დედამიწის სხვადასხვა წერტილებზეა განლაგებული, რომლებიც ერთი ობიექტისკენ არის მიმართული (ინტენფერომეტრი) და ერთი გიგანტური ტელესკოპის აგების საჭიროებას გამორიცხავს, მგრძნობელობა და გარჩევადობის შესაძლებლობა კი თითქმის იგივე აქვს, თითქოსდა დედამიწის ზომის “თეფშიანი” ტელესკოპი გვქონდეს. მსოფლიოს მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით მიღებულ ფოტოზე, გიგანტური ელიფსური გალაქტიკის, მესიე 87 (M87)-ის ზემასიური შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის ნამდვილი გამოსახულებაა წარმოდგენილი. მოვლენათა ჰროზინტი არის ადგილი, რომლის იქეთ მოხვედრილი ნებისმიერი მატერია (ენერგია) უკან ვეღარასოდეს გამოვა და ჩვენს სამყაროსთან კავშირს კარგავს… ანუ ჰორიზონტის შიგნით რაიმეს დანახვა შეუძლებელია, ჩვენი აპარატურა მხოლოდ იმას “ხედავს”, რაც ჰორიზონტს გარეთ ხდება.

user posted image
აკრეციული დისკოსა და ჭავლების ილუსტრაცია მცირე მასის შავი ხვრელის მაგალითზე.

ითვლება, რომ გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრში, ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, რომლის მასა მილიონიბით, მილიარდობით მზის მასას უტოლდება და განუწყვეტლივ შთანთქავს მის ახლოს მოხვედრილ მატერიას – გაზი, ვარსკვლავები, პლანეტები… ე.წ. აკრეციული დისკო, რომელსაც ამ ისტორიულ ფოტოზე ელვარე რგოლის სახით ვხედავთ, შავი ხვრელის კოლოსალური გრავიტაციით აჩქარებული, ერთმანეთზე ხახუნით გავარვარებული მატერიის გამოსხივებაა. შავი ხვრელები, პოლუსებთან, ე.წ. რელატივისტურ ჭავლებსაც (“ჯეტი”) ასხივებენ – ლამის სინათლის სიჩქარემდე აჩქარებული ნაწილაკების ნაკადებს. მცდარია მოსზრება იმის შესახებ, რომ ხვრელს ნებისმიერი რაოდენობის მატერიის ერთბაშად შთანთქმა შეუძლია, მიზიდული ნივთიერებების ნაწილს უკანაც აფრქვევს.
ჩვენსა და ზოგიერთ სხვა გალაქტიკებში, ნაწილაკთა ჭავლები არ დაიმზირება, ზემასიური შავი ხვრელი არააქტიურ მდგომარეობაშია. მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როდის “დაიძინა” მან და რამდენად აქტიური იყო წარსულში. საინტერესოა ისიც, როგორ მოქმედებს მისი აქტიურობა გალაქტიკის ცენტრის ახლო სივრცეების ევოლუციაზე. სწორედ ამ გამოცანების ამოხსნისთვის დაიწყო 10 წლის წინ, მოვლენათა ჰორიზონტის ტელეკოპის შექმნაზე მუშაობა, რომელშიც სამხრეთ პოლუსზე არსებული რადიო ობსერვატორიაც მონაწილეობს.

user posted image პროექტში მონაწილე რადიო ტელესკოპების ადგილმდებარეობა.

ეს გამოსახულება რადიო დიაპაზონის საშუალებით არის მიღებული, ოპტიკა (ადამიანისთვის ხილული ან მასთან ახლო დიაპაზონები) არ გეგონოთ, ოპტიკა რომ იყოს, ამაზე გაცილებით მკაფიო იქნებოდა. მაშინ, რაღა რადიო დიაპაზონში გადაიღეს? თუ შავი ხვრელი აქტიურია, ე.ი. მის გარშემო რაღაც არის, რაც მისი წიაღისკენ უკან დაუბრუნებლად გადაეშევბა, ან ზემოთ ხსენებულ რელატივისტურ ჭავლებში მოხვდება და სულ სხვა მიმართულებით გაიტყორცნება. აქტიურობა რომ არა, ანუ რაიმეს შთანთქმა, შავი ხვრელი საერთოდ არ გამოჩნდებოდა, იმიტომაც არის შავი. რაც შეეხება გამოყენებულ დიაპაზონს. ზემასიური შავი ხვრელის გარშემო არსებული გაზი, მანძილი ასეთ ობიექტებამდე (ყველაზე უფრო ახლოს მდებარე მშვილდოსანი A-მდე მანძლი 26 000 სინათლის წელია) და მათი ზომა, უზარმაზარი მასის მიუხედავად, მსგავსი ობიექტების დამზერას ხილულ დიაპაზონში ძალიან აძნელებს ან შეუძლებელს ხდის. სინათლეც რადიო გამოსხივებაა, მაგრამ მისი თვისებების გამო, უფრო დაბალი სიხშირის გამოსხივებებთან შედარებით, რომელზეც მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპიმუშაობს, შავი ხვრელის გარშემო თავმოყრილ გაზის ღრუბელს ვერ განჭოლავს და შთაინთქმება. რაც უფრო მასიურია შავი ხვრელი, მით უფრო დიდია მისი მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი. სად ირმის ანხტომის 4 მილიონი მზის მასის მქონე ზემასიური შავი ხვრელი და სად აქ წარმოდგენილი მესიე 87-ის 6,5 მილიარდი მზის მასის ზემასიური შავი ხვრელი. პირველის მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი 45 ასტრონომიული ერთეულია – 374,3 სინათლის წუთი (არა წელი !!!) მეორესი კი 1000 სინათლის წუთი, ამიტომაც მოხერხდა 53,5 მილიონი სინათლის წლის იქეთ მდებარე გალაქტიკის ცენტრში არსებული ურჩხულის მოვლენათა ჰორიზონტის აქ წარმოდგენილი გამოსახულების მიღება.

user posted image ელიფსური M87-ის ზემასიური შავი ხვრელიდან ამომავალი რელატივისტური ჭავლი (ოპტიკა).

ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, შავი ხვრელის ჩრდილი უნდა გამოიყურებოდეს როგორც ნახევარ მთვარის ფორმის ელვარე რკალით შემოსაზღვურილი ბნელი წრე, რასაც ყველა მეცნიერი არ ეთანხმებოდა. მოვლენათა ჰორიზონტის ტელეკსოპმა სკეპტიკოსთა მოსაზრებები გააქარწყლა და აინშტაინის წინასწარმეტყველების სისწორეში დაგვარწმუნა – შეხედეთ ფოტოს.
http://astronet.ge/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B/?fbclid=IwAR34Pu0IsTfS7AuM5hNTi4cTntjR8T2VG1VEXqm6YCycUJyGN2Vkr_nX-FQ

იხილეთ ასევე ინგლისურენოვანი სტატია:
https://www.bbc.com/news/science-environment-47873592?fbclid=IwAR1YY6jY4rCsn3lX3_yjHWbdpjBlvbClW4O-pe0XdDGkJb68201pb-iOfQY

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: მაოძედუნი 11 Apr 2019, 11:51
თქვენ ჩვენი ბიუჯეტის ხვრელი უნდა ნახოთ, მიმიქარავს ეგ შავი ხვრელი თუ რაცხა.

Posted by: zamzumi 11 Apr 2019, 12:10
ამ დროს ერთი სამეცნიერო წერილი წავიკითხე:
ჰაერის დაბინძურებაზე და კლიმატის ცვლილებებზე ამდენი ვიშ-ვიში რომ ხდება,
ლაბორატორიის დონეზე არსებობს ჰაერის "გარეცხვის" საშუალება, მაგრამ რეალურ პირობებში ძალიან ძვირი ჯდებაო.

Posted by: sulo 11 Apr 2019, 12:22
მაგარი პროექტია და კარგი შედეგიც...
ალბარტა ისევ მართალი აღმოჩნდა... smile.gif

Posted by: kshaneli 11 Apr 2019, 12:24
ნარინჯისფერი შავი ხვრელი პირველად ვნახე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: DATOIA 11 Apr 2019, 12:36
გიგანტური მილის ან ბანანის ფორმის მოწყობილობა (სიგრძე 15 ტრილიონი მეტრიდან ზემოთ და სიგანე -> შავი ხვრელის რადიუსი * 2 * P-ზე) რომ შევქმნათ და
მაგ შავ ხვრელში შევუშვათ ან ასე ვთქვათ შევყოთ - არ აიყვანს ვითომ კაცობრიობას მეცნიერების ახალ მწვერვალზე ? givi.gif

მე მგონი ამას ითხოვს შავი ხვრელი და ვერ გვაგებინებს ამდენი წელია boli.gif

Posted by: giorgevich23 11 Apr 2019, 12:44
DATO1
QUOTE
მაგ შავ ხვრელში შევუშვათ ან ასე ვთქვათ შევყოთ -

გოლფის ბურთის ხელა შავ ხვრელს რამდენიმე წამში შეუძლია დედამიწის ჩაყლაპვაო და რაუნდა შევყოთ ისეთი რო ხვრელი დაკმაყოფილდეს biggrin.gif

Posted by: DATOIA 11 Apr 2019, 12:48
QUOTE (giorgevich23 @ 11 Apr 2019, 12:44 )
DATO1
QUOTE
მაგ შავ ხვრელში შევუშვათ ან ასე ვთქვათ შევყოთ -

გოლფის ბურთის ხელა შავ ხვრელს რამდენიმე წამში შეუძლია დედამიწის ჩაყლაპვაო და რაუნდა შევყოთ ისეთი რო ხვრელი დაკმაყოფილდეს biggrin.gif

ხოდა სწორედ მაქეთ უნდა მივმართოთ მეცნიერები, სურათების გადაღებას და ჩუკენობას, ჯობია ნამდვილი საქმით დავკავდეთ შავ ხვრელთან biggrin.gif

Posted by: griankali 11 Apr 2019, 13:10
MONTY
QUOTE
55 მლნ სინათლის წელიწადი ყოფილა მანძილი და ყველაზე შორს მყოფი ობიექტი რომელიც დაფიქსირებულია , არის GN-z11 --- 32 მლრდ სინათლის წელიწადი
ალბათ ვერასდროს შეძლებენ ისეთ ტექნოლოგიის შექმნას რომელიც მიაღწევს GN-z11 მდე მაგრამ ყველაზე საინტერესო იქნებოდა , GN-z11 დან 32 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული სხვა ობიექტების ნახვა .
მე მაინც მგონია რო სამყარო უსასრულოა და 32 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტი თუ არსებობს , 50-100 და 1000 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტიც იქნება და ესე უსასრულოდ ან უბრალოდ ცარიელი სივრცე , ობიექტის გარეშე .

55 მილიონი კი არა, დამზირადი სამყარო, რასაც აკვირდებიან, 80 მილიარდ სინათლის წელიწადზე მეტია.
მარტო ჩვენი „მშობლიური“ ლანიაკეას ზომაა 520 მილიონი სინათლის წელიწადი. მასში 100 ათასი გალაქტიკაა.

რაც შეეხება კიდევ მეტ მანძილებს, მიაჩნიათ, რომ მატერია უფრო შორსაც არის, ოღონდ იქიდან შუქს ჩვენამდე არ მოუღწევია.

მანძილები თუ გაინტერესებს, აგერ შენ კარგი ვიდეო. როცა ვარსკვლავების ზომების აღწერა თავდება და სივრცეში გავდივართ, მანძილები კილომეტრებიდან გადადის სინათლის დღეებსა და მერე წლებზე. ზომები მუდამ მითითებულია ეკრანის ზედა ნაწილში.
თუ ექვსი წუთი ბევრია, 2:40-დან უყურე. 5:50-მდე კმარა, მერე ჰიპოთეზაა.


Posted by: triumpi 11 Apr 2019, 13:46
მსგავსი სამეცნიერო კვლევები და თეორიებიხ დამტკიცება' ან უარყოფა ხდებოდა, ხდება და მოხდება --- რადგან თანამედროვე კვლევებიც კი ფრიად არასრულყოფილი და უკმარია ობიექტურად არსებული რელობების ასახსნელად და შესაცნობად.

არსებული ტექნოლოგიები მხოლოდ სამყაროს უმცირეს ნაწილს აფიქსირებს --- მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს ტრაექტორიაზე იმყოფებიან და ჯერ არ გადაუჭარბებიათ გაფართოების პროცესში დაცილების სინათლის სიჩქარეს.

სამყარო თუ ფართოვდება სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით --- ყოველწამს იზრდება სამყაროს ობიექტებს შორის დაცილებაც უმცირესი კუთხით გადახრის გამო და რა წამს დაცილების სიჩქარე გადააჭარბებს სინათლის სიჩქარეს ნებისმიერი სამყაროს ობიექტებს შორის --- იგი უხილავი ხდება და მისი ,, გამოსახულება" ვეღარ ეწევა ,,მიმღებს''.

უბრალოდ რომ ვთქვათ, თუ სწორ ხაზოვან ტრაექტორიას ავიღებთ და ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გავგზავნით ორ ობიქტს სინათლის სიჩქარით --- ისინი ერთმანეთს ორმაგი სინათლის სიჩქარით დაცილდებიან და მათი ,,გამოსახულებანი" ერთმანეთს ვერასოდეს დაეწევიან ,,სახილველად''. სინათლის სიჩქარით მავალმა ობიექტმა თავისი ტრაექტორიის მიმართულებით რომ მეორე ობიექტი გაუშვას სინათლის სიჩქარით --- გაშვებულს ექნება ორმაგი სინათლის სიჩქარე.

თუ სამყარო 14 მილიარდამდე სინათლის წლისაა --- ესაა რადიუსი საწყისი ეპიცენტრიდან დაცილებისა და სამყარო დიამეტრი გამოდის 28 მილიარდ სინათლის წლამდე გაფართოებული და ამ სამყაროს გარშემოწერილობა-ეკვატორი 90 მილიარდ სინათლის წელს აღწევს.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ სინათლის სიჩქარით რომ იმოძრაო მის შემოსავლელად 90 მილიარდი წელი გჭირდება და ამავდროულად ეს სამყარო ამასობაში კვლავ ფართოვდება სინათლის სიჩქარეზე მეტად და სანამდის ვინმე იფრენს მის გარს შემოსავლელად სინათლის სიჩქარით 90 მილიარდი წელი--- იგი ამ წამიერთან შედარებით კიდევ 7-ჯერ გაეზრდება რადიუსი და დიამეტრი14 -ჯერ, ანუ 90×14 და მიაღწევს 1260 მილიარდ სინათლის წელს, რაც სამყაროს ეკვატორს გახდის 3950-მილირდზე მეტი სინათლის წლის მანძილამდე და მის ,,გარს შემოსავლელად'' წასულს რეალურად 44-ჯერ მეტი სინათლის წლები სჭირდება ამ ,,გაზრდილის" შემოსავლელად და რაც მეტი დრო გავა, მით უფრო
მეტი სინათლის წლები დაჭირდება და მაინც მზარდი იქნება ჩამორჩენა.... ანუ სინათლის სიჩქარით სვლისას იგი ვერასოდეს შემოუვლის სამყაროს და ამდენად უნდა დავასკვნათ, რომ თვით სინათლის სიჩქარე ლოკოკინის სიჩქარეც არაა სამყაროს შესაცნობ შემოსავლელად.

და ეს ხდება კოსმიურ უსასრულობაში.
წარმოიდგინეთ რომ ხარ კოსმოსში უძრავად მყოფი დამკვირვებელი და შენსკენ მოექანება გაფართოებადი სამყაროს მატერია და მას სანამ დაინახავ --- უკვე ,,ჩავლილია"....
უფრო გლეხურად კი ასე: ტყვია თუ გესროლეს სინათლის სიჩქარით --- სანამ მას დაინახავ, მას მისია უკვე შესრულებული აქვს.

მაშასადამე: სამყაროს ამწამიერი ობიექტური რეალობის აღსაქმელად დროიდან გასვლაა ერთადერთი გზა და შემდგომ არანაირი დრო აღარაა საჭირო ამ გიგანტური მანძილების გადასალახავად.

მაშასადამე მხოლოდ --- დროიდან მარადისობაში და უკან დროში გარდასვლებია ობიექტური რეალობის აღქმის გზა და ასეთი აღქმის უნარი გააჩნია ადამიანის ცნობიერებას და უმეტესნიც.

Posted by: NinjaRacer 11 Apr 2019, 13:51
triumpi
სამყარო 72კმ/წამით ფართოვდება დაახლოებით ნუ ადრე ეგრე დათვალეს. სინათლის სიჩქარით არ გმონია ფართოვდებოდეს.

ორმაგი სინათლის სიჩქარე არ არსებობს ისე.

ისენი უბრალოდ ძალიან სწრაფად დაშორდებიან ერთმანეთს. თორე სინათლის სიჩქარით იმოძრავებენ.

მატერია ვერასდროს იმოძრავებს სინათლის სიჩქარით. მხოლოდ სინათლე ანუ ფოტონი.

Posted by: graviton 11 Apr 2019, 15:24
NinjaRacer
QUOTE
ამყარო 72კმ/წამით ფართოვდება დაახლოებით ნუ ადრე ეგრე დათვალეს. სინათლის სიჩქარით არ გმონია ფართოვდებოდეს.

ორმაგი სინათლის სიჩქარე არ არსებობს ისე.

ისენი უბრალოდ ძალიან სწრაფად დაშორდებიან ერთმანეთს. თორე სინათლის სიჩქარით იმოძრავებენ.

მატერია ვერასდროს იმოძრავებს სინათლის სიჩქარით. მხოლოდ სინათლე ანუ ფოტონი.

სამყარო ფართოვდება დაახლოებით 72 კმ/(წმ*მეგაპარსეკი) სიჩქარით. ანუ ყოველი მეგაპარსეკით დაცილებული სცილდება ამ სიჩქარით..
სამყაროს დიამეტრი დაახლებით 300 ბილიონი პარსეკია...
თუ ზევით მოცემულ ჰაბლის კონსტანტს გაამრავლებ ამ მანძილზე, მიიღებ, რომ სამყაროს ერთი კიდე, მეორე დიამეტრალურს სცილდება დაახლოებით 70 სინათლის სიჩქარით.... ცხადია ეს არაა სხეულის საკუთარი სიჩქარე, ესსაა მეტრიკის გაფართოებით მიღებული სხეულების დაცილების სიჩქარე, რომელიც ცხადია სინათლის სიჩქარეზე დიდია...

Posted by: triumpi 11 Apr 2019, 15:36
NinjaRacer
ეგ მონაცემი 72კმ\წმ მეგაპარსეკში იანგარიშება, რომელიც 3, 26 მილიონი სინათლის წელია და სულ სხვაა სამყაროს ქსოვილის გაფართოების სიჩქარე, რომელიც დროის და დაცილების ზრდისას გამუდუმებით იზრდება აჩქარებით.
და კოსმიურ სივრცეში რამ უნდა შეზღუდოს სიჩქარე, როდესაც უწონობაა და ხახუნიც არაა მატერიასთან?

თემაც ხომ ბნელ მატერიაზეა, რომელიც თვით სინათლეს შთანქავს, რომელიც წამში 300 000 კილომეტრს გადის და როგორ ფიქრობთ რომელს ძალუძს მეტი სიჩქარის განვითარება --- ფოტონს, თუ მას, ვინც ამ ფოტონებს იჭერს და შთანქავს...თანაც ვითომდა უმასო ფოტონებს.
სინათლის სიჩქარეზე ბევრად ნაკლები და მიახლოებული სიჩქარეები სამყაროს გარკვეული მანძილებით დაშორებულ ობიექტებზე აისახება და რა ხდება, როდესაც სამყაროს უდიდესი ნაწილი დღევანდელი ჩვენი აღქმის საზღვრებს მიღმაა და მას თვით სინათლის სიჩქარითაც ვერ დაეწევი სახილველად.
მითუმეტეს მაშინ, როდესაც სამყაროში არსებული ენერგიის 3\4 -ს მიაწერენ
,,შავ ხვრელებს'' და მხოლოდ ვარაუდობენ მის შიგნით მიმდინარე რეალობებზე.

მაშასადამე მხოლოდ კოსმიური სივრცით და ამ მატერიალური სამყაროთი არ შემოიფარგლება უსასრულობათა საფეხუროვანი წყებები, ანუ განზომილებათა სიმრავლე დაშვებადი საფეხუროვანი შესაძლებლობებით.

***
გაუცია სწორი პასუხი პრაქტიკოს ფიზიკოსს და მეტიც.

Posted by: NinjaRacer 11 Apr 2019, 15:51
triumpi
სხეულს საკუთარი სიჩქარე ვერ ექნება სინათლის სიჩქარეზე მეტი თქო. ეს დავწერე მეც.
და ფოტონს ვითომდა მასა არ აქვს არასწორია. ფოტონს მასა არ აქვს. მოძრავია. არასდროს ჩერდება ამიტომ e=mc2 -ით არ გამოითვლება სხვა ფორმულა აქვს მანდ.

წონად ნაწილაკს ვერანაირად ვერ ააჩქარებ სინათლის სიჩქარემდე. ცერნშიც ვერ ააჩქარეს ატომები. იქაც ვაკუუმია და ხახუნის ძალა არაა.

თუ კი ის მატერია ფართოვდება რაც სამყაროშია თვითონ ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე ცალკე აღებული ელემენტი მოძრაობს სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით. ვერ აიღებ ვერსაიდან ათვლის წერტილს.

უბრალოდ ერთმანეთს დაშორდებიან ძალიან სწრაფად. ისე მივხვდი რის თქმა გინდოდა და არ გეკამათები. საერთოდ არ მაქვს არანაირი ასტროფიზიკური განათლება.

Posted by: girvan_88 11 Apr 2019, 15:53
lol.gif lol.gif
თქვენ თუ შტეკერაზე და მის ძმაკაცზე უარესები არ იყოთ მე მოვკვდე

რა შავი ხვრელი, რა 55 მილიარდი სინათლის წელი, რა გალაქტიკები, რა პარალელური ცივილიზაციები lol.gif თან სერიოზული სახეებით რომ მსჯელობენ

არ არსებობს არაფერი, ილუზიაა ყველაფერი yes.gif

Posted by: NinjaRacer 11 Apr 2019, 15:56
QUOTE
თქვენ თუ შტეკერაზე და მის ძმაკაცზე უარესები არ იყოთ მე მოვკვდე

მადლობა კომპლიმენტისთვის chups.gif
ჩემთვის დიდი პატივია შტეკერასთან შედარება biggrin.gif

QUOTE
არ არსებობს არაფერი, ილუზიაა ყველაფერი 



1000% მართალი ხარ. დედამიწა პრტყელია!!!!
მაგას ვამბობ მეც. იტყუებიან ეს მეცნიერები. ფულებს ტეხავენ ბიუჯედიტან და ჩვენ გვაბოლებენ მარსი არა ის კიდე

Posted by: girvan_88 11 Apr 2019, 15:57
NinjaRacer როგორც თქვენ (მეც) კაიფობ მაგ დუეტზე ისე ვკაიფობ იმ ხალხზე ვინც ამ შავხრელებს და მსგავს სისულელეებზე სერიოზული სახით მსჯელობს biggrin.gif

Posted by: ლევონ 11 Apr 2019, 15:57
QUOTE (girvan_88 @ 11 Apr 2019, 15:53 )
lol.gif lol.gif
თქვენ თუ შტეკერაზე და მის ძმაკაცზე უარესები არ იყოთ მე მოვკვდე

რა შავი ხვრელი, რა 55 მილიარდი სინათლის წელი, რა გალაქტიკები, რა პარალელური ცივილიზაციები lol.gif თან სერიოზული სახეებით რომ მსჯელობენ

არ არსებობს არაფერი, ილუზიაა ყველაფერი yes.gif

lol.gif

ეგა ცავატანემ. მეც მაგას ვამბობ წინა გვერდზე. თან მიღწევაო. 2 პალასიანი ავტობანის იქით არ ყოფილან და შავ ხვრელში მიდიან ტო

Posted by: NinjaRacer 11 Apr 2019, 16:05
QUOTE
2 პალასიანი ავტობანის იქით არ ყოფილან და შავ ხვრელში მიდიან ტო

+1

up.gif lol.gif

გაიხარე. კარგად მაცინე

Posted by: triumpi 11 Apr 2019, 17:47
ლევონ
ჰხედამ ლევონჯან ხალხი ჰკაიფობს ხვრელებზე და შტეფსელა-ტარაპულკებზე....
თანაც ამ დროს ყველა ნამყოფია ამ შავ ხვრელებში და აქ, ამ ცოდვილ დედამიწაზე არიან ინკარნირებულნი.

აგერა თემაცაა შარდოვიჩზე და ხმას არ იღებენ პროჭოვიჩებზე და ფუჩუროვიჩებზე და მითუმეტეს უძველეს მაღაროელ-გვირაბგამყვან გველზე, რომელიც ამ ხვრელებში მილიარდერივით დასრიალობს და სულ არ ფიქრობს რომ ამ წუთისოფელში მხოლოდ სტუმრადაა და აქედან წასვლისას ორმო-ცისას გავლა მოუწევს, იგივ ცის ორმოს გვირაბისა და უძახონ მერე გინდ შავი ხვრელი და გინდაც ჯოჯოების სახეთქი ცხრაკლიტული ბორდელი, სადც მეკარედ სატანიანცია და აღსარებებს იბარებს ვრაცულ ხვრელებში სავიზოდ და სულ ხაჩიკიანზე ჰკიდია სწამდათ თუ არა სწამდათ მის კარზე ჩასვრილ აყუდებულებს...

***

როდესაც უშვებ ილუზიის არსებობას --- ავტომატურად უშვებ მის მიღმა არსებული ობიექტური რეალობის არსებობასაც, რომელმაც თუნდაც ეს ილუზიანცი შაჰქმნა და ამდენად --- ქმნილების არსებობის ფაქტები უდავოდ ადასტურებს მისი შამქმნელის არსებობასაც.

ჰოდა, ჩემო ლევონჯან კარგად უწყი, რომ დაგბადეს და ის დამბადებელი კი თავისმა დამბადებელმა დაჰბადა და ასე შემდეგ, სანამ არ მივალთ სათავიან ადამიანთან და ისიც თავისი შამქმნელისკენ მიგვითითებს --- იმასაც ჰკითხეთ ვინ და რამ შაჰქმნაო.

ჰოდა ეგაა რა ათასობით ხვრელის ავანჩავანის გასაღების საიდუმლოც ---რომ მერე სად და როგორ ახალ ხვრელში გამოგვკეტავენ, თუკი გადავურჩებით საუკუნო სიკვდილში ჩახრჩობას.

ერთი კაი ვრაცული სიბრძნეც გამახსენდა ახლა და ბარეღამ მოგიყვები:
სახარებაი უბნობს რომა --- არაწმინდა ბოროტი სული როდესაც დროებით გადის ადამიანისგანო, დადის და დაეხეტება უწყალო ადგილებში ავადო, ვერა ჰპოვებს რა შვებასაო... და მემრე ამბობსო, წავალ ისევ ჩემს სადგურ სახლშიო და როდესაც მივა და დასუფთავებულ-დალაგებულს ჰნახავსო.... წავაო და თავისზე უბოროტეს შვიდ სხვა სულს მაიყვანსო ამ სახლშიო და სახლის პატრონს გაჩენის დღესაც კი აწყევლინებს უკვე რვავეო...

ბევრი ვიტეხე თავი ერთ დროსა, რომ ეს პარადოქსი ამომეხსნა და ბოლოს ძლივს გავაცნობიერე, რომ დასუფთავებულ-დალაგებულ სახლში ყოფილა ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანცისათვის, რადგან --- თუ ღვთის სიყვარულით არაა სავსე არსების სახლი, მას უცხონი მტრულად დაეპატრონებიან როგორც ცარიელს...

და ვეღარ შევლენ იქ, სადაც ღვთის სიყვარულით სავსე ნათელია და არღარაა ნამცეცი ადგილიც კი ბნელი მტრის შესაღწევად სახლში.

აი ასრე ყოფილა ვრაცულად უპატრონო ეკლესიის ამბავიც ჩემო ძმაო ლევონჯან!
პირველი სომეხიც ხომ პირველი ქართველი იყო --- განა ჰაოსი და ქართლოსი ღვიძლი ძმები არ იყვნენ?
იყვნენ და აბა მერე რა ეტაკათ, ან ვინ ატაკათ ტვინის ხვრელებში?
დიდი ისტორიებია საწერი ლევონჯან, რომ რაც მტრობას შავად გამოუხვრელებია --- სიყვარულს პირველქმნილ ნათლად აღუდგენია.

ვრაცებისგანაც ისწავლების... popcorn.gif

Posted by: MONTY 11 Apr 2019, 18:05
QUOTE (griankali @ 11 Apr 2019, 13:10 )
MONTY
QUOTE
55 მლნ სინათლის წელიწადი ყოფილა მანძილი და ყველაზე შორს მყოფი ობიექტი რომელიც დაფიქსირებულია , არის GN-z11 --- 32 მლრდ სინათლის წელიწადი
ალბათ ვერასდროს შეძლებენ ისეთ ტექნოლოგიის შექმნას რომელიც მიაღწევს GN-z11 მდე მაგრამ ყველაზე საინტერესო იქნებოდა , GN-z11 დან 32 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული სხვა ობიექტების ნახვა .
მე მაინც მგონია რო სამყარო უსასრულოა და 32 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტი თუ არსებობს , 50-100 და 1000 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტიც იქნება და ესე უსასრულოდ ან უბრალოდ ცარიელი სივრცე , ობიექტის გარეშე .

55 მილიონი კი არა, დამზირადი სამყარო, რასაც აკვირდებიან, 80 მილიარდ სინათლის წელიწადზე მეტია.
მარტო ჩვენი „მშობლიური“ ლანიაკეას ზომაა 520 მილიონი სინათლის წელიწადი. მასში 100 ათასი გალაქტიკაა.

რაც შეეხება კიდევ მეტ მანძილებს, მიაჩნიათ, რომ მატერია უფრო შორსაც არის, ოღონდ იქიდან შუქს ჩვენამდე არ მოუღწევია.

მანძილები თუ გაინტერესებს, აგერ შენ კარგი ვიდეო. როცა ვარსკვლავების ზომების აღწერა თავდება და სივრცეში გავდივართ, მანძილები კილომეტრებიდან გადადის სინათლის დღეებსა და მერე წლებზე. ზომები მუდამ მითითებულია ეკრანის ზედა ნაწილში.
თუ ექვსი წუთი ბევრია, 2:40-დან უყურე. 5:50-მდე კმარა, მერე ჰიპოთეზაა.


მეც მგონია 80 მლრდ ზე მეტი და უსასრულოც კი და ყველაფერს თავისი დანიშნულება ექნება, როგორც დედამიწაზე არსებულ ცოცხალ თუ არა ცოცხალ ბუნებრივ ობიექტებს .
ადამიანი კი მთვარეზე შორ მანძილზე არაა გაფრენილი და მარსიც კი ვერ შეისწავლა ნორმალურად . mad.gif

500 წელი და მეტიც კი დასჭირდება სამყაროს თუნდაც 1% ს ნორმალურად შესასწავლად და დანარჩენი მიუღწეველ ოცნებად დარჩება ან შეუძლებელი უნდა შეძლონ და ისეთი აპარატი შექმნან რომლითაც, 1 სინათლის წელიწადით დაშორებულ ობიექტამდე მისვლას მოანდომებს 1 წელზე ნაკლებ დროს .

Posted by: kenenisa 11 Apr 2019, 18:20
ისე ცოცხალი ორგანიზმები სამყაროს მოწყობის სქემას ვატარებთ ჩვენში, აქედან გამომდინარე შეიძლება კოსმიურ შავ ხვრელებსაც ზუსად იგივე ფუნქციები ჰქონდეს როგორც ჩვენს ფიზიოლოგიურ "შავ ხვრელებს".
ჩემი დაკვირვებით ცოცხალი ორგანიზმები, სწორედ რომ სამყაროს, ასე ვთქვათ, მინი ასლები ვართ.

Posted by: 4L3X 11 Apr 2019, 20:07
kenenisa
user posted image

Posted by: RedShark 11 Apr 2019, 21:25
user posted image

-------------------------

Posted by: nick_el_son 12 Apr 2019, 00:58
user posted image

chups.gif

Posted by: Macancala 12 Apr 2019, 02:07
QUOTE
ლევონ
ჰხედამ ლევონჯან ხალხი ჰკაიფობს ხვრელებზე და შტეფსელა-ტარაპულკებზე....
თანაც ამ დროს ყველა ნამყოფია ამ შავ ხვრელებში და აქ, ამ ცოდვილ დედამიწაზე არიან ინკარნირებულნი.

აგერა თემაცაა შარდოვიჩზე და ხმას არ იღებენ პროჭოვიჩებზე და ფუჩუროვიჩებზე და მითუმეტეს უძველეს მაღაროელ-გვირაბგამყვან გველზე, რომელიც ამ ხვრელებში მილიარდერივით დასრიალობს და სულ არ ფიქრობს რომ ამ წუთისოფელში მხოლოდ სტუმრადაა და აქედან წასვლისას ორმო-ცისას გავლა მოუწევს, იგივ ცის ორმოს გვირაბისა და უძახონ მერე გინდ შავი ხვრელი და გინდაც ჯოჯოების სახეთქი ცხრაკლიტული ბორდელი, სადც მეკარედ სატანიანცია და აღსარებებს იბარებს ვრაცულ ხვრელებში სავიზოდ და სულ ხაჩიკიანზე ჰკიდია სწამდათ თუ არა სწამდათ მის კარზე ჩასვრილ აყუდებულებს...

***

როდესაც უშვებ ილუზიის არსებობას --- ავტომატურად უშვებ მის მიღმა არსებული ობიექტური რეალობის არსებობასაც, რომელმაც თუნდაც ეს ილუზიანცი შაჰქმნა და ამდენად --- ქმნილების არსებობის ფაქტები უდავოდ ადასტურებს მისი შამქმნელის არსებობასაც.

ჰოდა, ჩემო ლევონჯან კარგად უწყი, რომ დაგბადეს და ის დამბადებელი კი თავისმა დამბადებელმა დაჰბადა და ასე შემდეგ, სანამ არ მივალთ სათავიან ადამიანთან და ისიც თავისი შამქმნელისკენ მიგვითითებს --- იმასაც ჰკითხეთ ვინ და რამ შაჰქმნაო.

ჰოდა ეგაა რა ათასობით ხვრელის ავანჩავანის გასაღების საიდუმლოც ---რომ მერე სად და როგორ ახალ ხვრელში გამოგვკეტავენ, თუკი გადავურჩებით საუკუნო სიკვდილში ჩახრჩობას.

ერთი კაი ვრაცული სიბრძნეც გამახსენდა ახლა და ბარეღამ მოგიყვები:
სახარებაი უბნობს რომა --- არაწმინდა ბოროტი სული როდესაც დროებით გადის ადამიანისგანო, დადის და დაეხეტება უწყალო ადგილებში ავადო, ვერა ჰპოვებს რა შვებასაო... და მემრე ამბობსო, წავალ ისევ ჩემს სადგურ სახლშიო და როდესაც მივა და დასუფთავებულ-დალაგებულს ჰნახავსო.... წავაო და თავისზე უბოროტეს შვიდ სხვა სულს მაიყვანსო ამ სახლშიო და სახლის პატრონს გაჩენის დღესაც კი აწყევლინებს უკვე რვავეო...

ბევრი ვიტეხე თავი ერთ დროსა, რომ ეს პარადოქსი ამომეხსნა და ბოლოს ძლივს გავაცნობიერე, რომ დასუფთავებულ-დალაგებულ სახლში ყოფილა ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანცისათვის, რადგან --- თუ ღვთის სიყვარულით არაა სავსე არსების სახლი, მას უცხონი მტრულად დაეპატრონებიან როგორც ცარიელს...

და ვეღარ შევლენ იქ, სადაც ღვთის სიყვარულით სავსე ნათელია და არღარაა ნამცეცი ადგილიც კი ბნელი მტრის შესაღწევად სახლში.

აი ასრე ყოფილა ვრაცულად უპატრონო ეკლესიის ამბავიც ჩემო ძმაო ლევონჯან!
პირველი სომეხიც ხომ პირველი ქართველი იყო --- განა ჰაოსი და ქართლოსი ღვიძლი ძმები არ იყვნენ?
იყვნენ და აბა მერე რა ეტაკათ, ან ვინ ატაკათ ტვინის ხვრელებში?
დიდი ისტორიებია საწერი ლევონჯან, რომ რაც მტრობას შავად გამოუხვრელებია --- სიყვარულს პირველქმნილ ნათლად აღუდგენია.

ვრაცებისგანაც ისწავლების... 

ვიში პილატაჟ!!! bis.gif

QUOTE
ამ წუთისოფელში მხოლოდ სტუმრადაა და აქედან წასვლისას ორმო-ცისას გავლა მოუწევს, იგივ ცის ორმოს გვირაბისა და უძახონ მერე გინდ შავი ხვრელი და გინდაც ჯოჯოების სახეთქი ცხრაკლიტული ბორდელი, სადც მეკარედ სატანიანცია და აღსარებებს იბარებს ვრაცულ ხვრელებში სავიზოდ და სულ ხაჩიკიანზე ჰკიდია სწამდათ თუ არა სწამდათ მის კარზე ჩასვრილ აყუდებულებს...

აქ საერთოდ help.gif vis.gif

Posted by: უჩინარი 12 Apr 2019, 02:13
სინამდვილეში როგორი ფორმა ექნება? ანუ სურათებით 2დ გამოსახულებაში ვხედავთ მარა რეალობაში ხო სფეროს ფორმა აქ და სინათლით ხო უნდა იყოს შემორტყმული გარშემო ანუ შავ ხვრელს ხო ვერ უნდა ვხედავდეთ რადგან სინათლით იქნება შემორტყმული

Posted by: bigmaster 12 Apr 2019, 02:24
QUOTE

55 მლნ სინათლის წელიწადი ყოფილა მანძილი და ყველაზე შორს მყოფი ობიექტი რომელიც დაფიქსირებულია , არის GN-z11 --- 32 მლრდ სინათლის წელიწადი
ალბათ ვერასდროს შეძლებენ ისეთ ტექნოლოგიის შექმნას რომელიც მიაღწევს GN-z11 მდე მაგრამ ყველაზე საინტერესო იქნებოდა , GN-z11 დან 32 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული სხვა ობიექტების ნახვა .
მე მაინც მგონია რო სამყარო უსასრულოა და 32 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტი თუ არსებობს , 50-100 და 1000 მლრდ სინათლის წლით დაშორებული ობიექტიც იქნება და ესე უსასრულოდ ან უბრალოდ ცარიელი სივრცე , ობიექტის გარეშე .

რა სინათლის წლები რა აზრი აქვს მაგეების ანგარიშს? სივრცე და დრო არი უსასრულო ადამიანის გონებით. უბრალოდ ეგრეა მოწყობილი ადამიანის გონება, რაღაცის იქით კიდე რაღაცაა .. სრული აბსურდია სამყაროს ზომებზე მსჯელობა

Posted by: GIORGELA 12 Apr 2019, 02:52
ბეჟანბეჟანი

ვინ არის კახა გოგოლაშვილი?



QUOTE
მიზიდული ნივთიერებების ნაწილს უკანაც აფრქვევს.



QUOTE
ზემასიური შავი ხვრელი არააქტიურ მდგომარეობაშია. მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როდის “დაიძინა” მან და რამდენად აქტიური იყო წარსულში.




Posted by: bockuchava 12 Apr 2019, 05:21
smile.gif

user posted image

user posted image

Posted by: dzvelzeparolidavkarge 12 Apr 2019, 07:10
QUOTE (უჩინარი @ 12 Apr 2019, 02:13 )
სინამდვილეში როგორი ფორმა ექნება? ანუ სურათებით 2დ გამოსახულებაში ვხედავთ მარა რეალობაში ხო სფეროს ფორმა აქ და სინათლით ხო უნდა იყოს შემორტყმული გარშემო ანუ შავ ხვრელს ხო ვერ უნდა ვხედავდეთ რადგან სინათლით იქნება შემორტყმული

შავი ხვრელი სფეროა, კი, მაგრამ ბრუნავს და შესაბამისად ქმნის მორევის მსგავს დისკოს იმ მატერიით, რომელიც მის გარშემო ბრუნავს. ეგ სინათლე არის მაგ მატერიის ჩქარი ბრუნავს შედეგად გამოყოფილი მხურვალების შედეგი (იმ მატერიის რომელიც მოვლენათა ჰორიზონტს არ გასჩენია რათქმაუნდა)

Posted by: MONTY 12 Apr 2019, 08:22
bigmaster
QUOTE

რა სინათლის წლები რა აზრი აქვს მაგეების ანგარიშს? სივრცე და დრო არი უსასრულო ადამიანის გონებით. უბრალოდ ეგრეა მოწყობილი ადამიანის გონება, რაღაცის იქით კიდე რაღაცაა .. სრული აბსურდია სამყაროს ზომებზე მსჯელობა

ადამიანის გონებით კი და ესეც დღეს მაგრამ თეორიულად ხო შეიძლება იყოს საზღვრებიც და ეს 100-200-300 წლის შემდეგ ტექნოლოგიურმა განვითარებამ დაადგინოს .
დღეს თუ 80 მლრდ სინათლის წლის მანძილზე ხდება დაკვირვება , 100-200 წლის შემდეგ შეიძლება 200 მლრდ ზე იყოს შესაძლებელი .
ყველაზე საინტერესო კი დედამიწის გარდა , სხვა შორეული ობიექტებიდან დანახული სამყარო იქნება .
მაგალითად 5-10-100 სინათლის წლით დაშორებული ობიექტებიდან როგორი იქნება სამყარო .

Posted by: ბეჟანბეჟანი 12 Apr 2019, 11:43

QUOTE (GIORGELA)
ვინ არის კახა გოგოლაშვილი?

კარგ რამეებს აქვეყნებს ხოლმე ასტრონომიისა და ასტროფიზიკის შესახებ.
http://astronet.ge
ასევე არის ფეისბუქჯგუფის, "ასტრონომიის მოყვარულთათვის" ადმინი.
https://www.facebook.com/groups/GeoAstroClub/

* * *
QUOTE (bockuchava @ 12 Apr 2019, 05:21 )
smile.gif

user posted image

user posted image

biggrin.gif

Posted by: gio_rgi 12 Apr 2019, 21:25
QUOTE (griankali @ 11 Apr 2019, 13:10 )

55 მილიონი კი არა, დამზირადი სამყარო, რასაც აკვირდებიან, 80 მილიარდ სინათლის წელიწადზე მეტია.
მარტო ჩვენი „მშობლიური“ ლანიაკეას ზომაა 520 მილიონი სინათლის წელიწადი. მასში 100 ათასი გალაქტიკაა.


დამზერადი სამყარო დღევანდელი მეცნიერული წარმოდგენებით ნამდვილად არ არის 80 მილიარდი სინათლის წლის. მეცნირულ წარმოდგენებში ვქულისხმობ ლოგიკათ და მათემათემატიკური ანალიზით და გამოთვლებით მიღებულ დასკვნებს და ამ დასკვნების მიხედვით დამზერადი სამყაროს ზომა არის არა 80 მილიარდი სინათლის წელი არამედ 13.8 მილიარდი წელია, იმიტომ რომ დიდი აფეთქების თეორის მიხვედით სამყაროს ასაკი არის 13.8 მილიარდი წელია და აქედან გამომდინარე სინათლის წყაროდან გამოსხივებული სინათლე ვერანაირად ვერ იქნება თვით სინათლის წყაროზე უფრო ხნიერი, აი ის სხვა საქმე რომ დიდი აფეთქების თეორის მიხედვითვე სამყარო აჩქარებთ ფართოვდება და ჩვენ რომ ვაკვირდებით უშორეს სინათლის წყაროდან გამოსხივებულ სინათლეს რომელიც არის 13.8 მილიარდი სინათლის
წელი დღევანდელი მდგომარეობით ეს წყარო მართლაც იყოს 80 მილიარდი სინათლის წლის იქით ან სულაც აღარ იყოს ან სულ სხვა ფორმით არსებობდეს მაგრამ ის დამზერადი ვერანაირად ვერ იქნებოდა ვერც ოპტიკურ და ვერც რადიო ტელესკოპების საშუალებით

Posted by: graviton 15 Apr 2019, 16:53
gio_rgi
ეს ნახე,.. და იქნებ მიხვდე

user posted image

Posted by: tebulooo 15 Apr 2019, 17:23
MONTY
QUOTE
500 წელი და მეტიც კი დასჭირდება სამყაროს თუნდაც 1% ს ნორმალურად შესასწავლად და დანარჩენი მიუღწეველ ოცნებად დარჩება ან შეუძლებელი უნდა შეძლონ და ისეთი აპარატი შექმნან რომლითაც, 1 სინათლის წელიწადით დაშორებულ ობიექტამდე მისვლას მოანდომებს 1 წელზე ნაკლებ დროს .

მე ვფიქრობ, რომ მაგ დროისათვის გვექნება მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა ათვისებული, ისიც მხოლოდ მისი ნაწილი, კოლონიზებული იქნება უახლოესი სიცოცხლისთვის თავსებადი პლატენები. ამ გალაქტიკიდან კი ვერასოდეს გავაღწევთ, რადგან უახლეს გალაქტიკა ანდრომედამდე 2.5 მილიონი სინათლის წელია. ერთადერთი ალბათ ჭიის ხვრელების გამოყენებით შეიძლება გავაღწიოთ სხვა გალაქტიკებში, თუმცა მაგეების არსებობის ნაკლებად მჯერა. და თუ იარსებებს ისიც ალბათ ჩვენს გალაქტიკაში შევძლებთ გადაადგილებას

Posted by: ჰერცოგი_ალბა 15 Apr 2019, 19:48
QUOTE (Ar-Pharazôn @ 10 Apr 2019, 19:34 )
ივენთ ჰორაიზონს გადალახავ თუ არა, ნაწილებად დაიშლები,

ეგ არ ეხება ზემასიურ შავ ხვრელს

Posted by: gio_rgi 16 Apr 2019, 10:26
QUOTE (graviton @ 15 Apr 2019, 16:53 )
gio_rgi
ეს ნახე,.. და იქნებ მიხვდე

user posted image

ესეიგი მაგ აზრით მზე რომ დაფორმირდა 4 მილიარდი წლის წინ მისგან გამოსხივებული სინათლის ასაკი შეიძლება იყოს 20 მილიარდი წელი?!
პირველი ის რომ სამყაროს ზომა იმ ვარაუდით რომელსაც თქვენ ეყდნობით არა 80 მილიარდი სინათლის წლის არის არამედ 93 მილიარდი სინათლის წლის ზომისა მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ოპტიკორი ან რადიო ტელესკოპით დაინახავ ამხელა მანძილზე ან ხილვადია სამყარო ამ მაშტაბებში. ხილვადი მხოლოდ 13.8 სინათლის წლის მაშტაბებშია და ესეც ვარაუდიებია რომელიც ემყარება მათემატიკურ ანალიზს ისევე როგორც დიდი აფეთქვების თეორია და სხვა ნებისმირი თეორიები რომელიც სამყაროს წარმოშობას ეხება და მის ზომებს ვარაუდობს
მეორ ის რომ მაგ გრაფიკზე 80 წერია არ ნიშნავს არსებითი მნიშვნელობის არის გაჩვენებ მსგავს გრაფიკებს რომელზეც მაგალითად 25 წერია მაგრამ ეს არადფერს არ ამტკიცებს უბრალოდ გრაფიკია სადემონსტარციოდ

Posted by: graviton 16 Apr 2019, 16:02
gio_rgi
QUOTE
ესეიგი მაგ აზრით მზე რომ დაფორმირდა 4 მილიარდი წლის წინ მისგან გამოსხივებული სინათლის ასაკი შეიძლება იყოს 20 მილიარდი წელი?!

ასეთ გაუგებრობას რატომ წერ?
რის მტკიცებას ცდილობ?რომ სინათლე 13.7 მილიარდ სინათლის წელზე მეტს ვერ გაივლიდა? ეს ისედაც ცხადია....
მივხვდი, რომ ეს გრაფიკი- სურათი საერთოდ არ გესმის რას აჩვენებს. ინფორმაციისთვის:
ეგ ფიქსირებული სურათი არ არის მხოლოდ, GIF ფაილია და გიჩვენებს სამყაროს დროში განვითარებას და თუ დააკლიკებ იქ გაჩერდება და დაინახავ მანძილს, რომლიდანაც წამოსული სხივები სამყაროს დაკვირვებად დაშორებას შეესაბამება...
QUOTE
პირველი ის რომ სამყაროს ზომა იმ ვარაუდით რომელსაც თქვენ ეყდნობით არა 80 მილიარდი სინათლის წლის არის

მე არ დამიწერია ეს და არც მაგ სურათიდან ჩანს მაგის მსგავსი რამე...
QUOTE
მეორ ის რომ მაგ გრაფიკზე 80 წერია არ ნიშნავს არსებითი მნიშვნელობის არის გაჩვენებ მსგავს გრაფიკებს რომელზეც მაგალითად 25 წერია მაგრამ ეს არაფერს არ ამტკიცებს უბრალოდ გრაფიკია სადემონსტარციოდ

თქვენი დადებული სურათი და ჩემი დადებული გიფ ფაილი,.. ზუსტად ეკვივალენტურია და ასახავენ ერთი და იგივე განვითარებას, უბრალოდ მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება, რადგან განხვავებულ კორდინატთა სისტემაშია...
ჩემი თანმყოლ მანძილს ასახავს(commoving distans...), ანუ მეტრიკის გაფართოებაა გათვალისწინებული გამოთვლებში, ხოლო შენი ასახავს საკუთრივ სინათლის გავლილ მანძილს (proper distance...), მაგრამ ორივე ფარდობიოთობის ზოგადი თეორიის კანონების გათვალისწინებითაა გამოთვლილი და მეტრიკა ლემატრიესია... ანუ დიდი გაფართოების...
QUOTE
არამედ 93 მილიარდი სინათლის წლის ზომისა მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ოპტიკორი ან რადიო ტელესკოპით დაინახავ ამხელა მანძილზე ან ხილვადია სამყარო ამ მაშტაბებში. ხილვადი მხოლოდ 13.8 სინათლის წლის მაშტაბებშია და ესეც ვარაუდიებია რომელიც ემყარება მათემატიკურ ანალიზს ისევე როგორც დიდი აფეთქვების თეორია და სხვა ნებისმირი თეორიები რომელიც სამყაროს წარმოშობას ეხება და მის ზომებს ვარაუდობს

დღეს სხვადასხვა მეთოდებით, სატელიტური თუ ადგილობრივი ობსერვატორიებით დანახული ყველაზე შორეული ობიექტი კვაზარებია, რომელთა წითელი წანაცვლება 9 მდე აღწევს ეს უკვე მიუთითებს იმ ობიექტის დანახვას, რომელიც დაიბადა დიდი აფეთქებიდან რამოდენიმე ათეული მილიონი წლის შემდეგ, და შესაბამისად ეს ობიექტები არიან Dღეს უკვე ათეული მილიარდი სინათლის წლით დაცილებული,...
სინათლის კონუსი, რომელიც ზედა ნახატზეა, ასახავს იმ დაკვირვებად მანძილს, რომელიც ცხადია გაიზრდება მომავალში., თუ მიჰყვები გიფ ფილის განვითარებას დაინახავ...
ეს არ ნიშნავს, რომ სინათლის ფოტონებმა გაიარეს ეს მანძილი, არა. სინათლის ფოტონებმა გაიარეს მაქსიმუმ 13.7 მილიარდი სინათლის წლის შესაბამისი მანძილი, მაგრამ ამ მსვლეობის განმავლობაში, ანუ 13,7 მილიარდი წლის განმავლობაში ეს წყარო ობიექტი დაგვცილდა 46 მილიარდამდე სინათლის წლის მანძილით, რადგან მეტრიკა უფრო სწრაფად ფარDოვდება ვიდრე სინათლე მოდის... ჩვენსკენ..
სამYარო დაკვირვებადია ნახატით მოცემული სინათლის კონუსის შიგნით და ეს კონუსის ზომა, თუ დააკვირდები ფართოვდება და მიდის შემთხვევათა ჰორიზონტისკენ , რომლის გარედანაც წამოსულ სხივებს ვერასოდეს დავინახავთ....
დრეს დაკვირვებადია იმ მანძილამდე, რომელსაც ნახატზე ჰორიზონტალური შავი ხაზი გადაკვეთს ნაწილაკთა ჰორიზონტს, ანუ დაახლოებით 46 მილიარდ სინათლის წელს ჩვენგან...
წითელი პატარ ხაზით მოვღნიშნე,...
ხოლო ჩვენ რომ დავბადებულიღავით 2-3 მილიარდი წლის შემდეგ დიდი აფეთქებიდან მაშინ დავინახავდით მხოლოდ 36 მილიარდ სინათლის წლით დაცილებულს, ეს გადაკვეთა პატარა ლურჯი ხაზიტ მოვღნიშნე...
სამყაროს დაუნახვადი ნაწილი კიდევ უფრო დიდია...

user posted image

Posted by: jano33333 19 Apr 2019, 10:37
ეგ შავი ხვრელია რომ .... ყველას

Posted by: Infini 7 Jul 2019, 02:14
რა მოსატანია მარა ეს შავი ხვრელი გაპარსულია თუ ბიბინებს ჯეჯილივით?

Posted by: viqtorich 7 Jul 2019, 22:18
QUOTE (Infini @ 7 Jul 2019, 02:14 )
რა მოსატანია მარა ეს შავი ხვრელი გაპარსულია თუ ბიბინებს ჯეჯილივით?

ბაყვები რატო არა ჩანს? smile.gif ------------------------------

Posted by: cheguevarra 24 Jul 2019, 18:02
კომენტარები.. facepalm.gif
ზატო პოლიტიკაში მიყავთ სერიოზული მსჯელობა.. biggrin.gif უფრო მნიშვნელოვანია ბიძინა/გახარია ნაც/ქოცი.. biggrin.gif
მარტო იმიტომ მინდა თუნდაც ბენუმ ბერტყოს დედამიწას, რომ ამათი სახეები ვნახო 40 მეტრიანი ცუნამის წინ.. biggrin.gif

Posted by: Blueსტუმარი 1 Sep 2019, 16:59
ცუდი ხარისხით კი არის მაგრამ მაინც ძაან კარგათ ჩანს შავი ხვრელი. კიდე ბევრი ესეთი ფოტო გვენახოს

Posted by: whiteman7 26 Nov 2019, 18:28
საინტერესოა კოსმოსი...................

Posted by: ჰერმიონაა 28 Nov 2019, 18:56
QUOTE
შავი ხვრელის პირველი ფოტო



QUOTE
ბაყვები რატო არა ჩანს?



როგორ გინდა არ გაგეცინოს lol.gif lol.gif

Posted by: Maturelly 28 Jan 2020, 17:40
ბრენდირებული მარკები, რომლებიც სტრუქტურას ანვითარებენ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)