აბსოლუტურად არაკომპეტენტური სიუჟეტი იყო...
დაეტყო რუსთავს ნოდარა მელაძის "ხელი"...
ჯერ ერთი პს-ს "ხელში ჩაუვარდა" დოკუმენტი ამ რიჟა ბაზარში შეფუთო ეს ნიუსი მაყურებლის პირდაპირი მოტყუებაა..
რა ჩაუვარდა როცა პენტაგონის საიტზე იდო ეს დოკუმენტები?
მათ შორის ეს..
სანამ პს-ი და რუსთავი ამ ამბებს გაიგებდა გამოძიებაზე მუშაობდა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმია (ICIJ)...
საქმის არსი არის შემდეგი რო აშშ სირიელი ამბოხებულებისთვის ყოფილ სოვიეტ სივრცეში ეძებს და ყიდულობს საბჭოთა წარმოების იარაღს.. პენტაგონი ადასტურებს ამას და გეუბნება, რო შესყიდვისას არ დარღვეულა არც აშშ-ს და არც საქართველოს კანონმდებლობა..
ამ დროს სიუჟეტში ისმება უცნაური კითხვები: ხომ არის ეს იარაღის შავი ბაზარი? ხომ არ არის ეს კორუფცია? გადავიკიდებთ თუ არა თურქეთს?
გასაგებია რო ბიძინა და ქოცნება არ გევასება მარა ესეთ ყვერობას არ უნდა აკეთებდე რა..
რეალურად ამ სიუჟეტით დაარტყეს აშშ-ს, პენტაგონს და საქართველოს, რომელსაც ხვალ თურქეთმა შეიძლება უთხრას შენ ძმაო შიგ ხომ არ გაქვსო??? და გააკეთეს ღრუსეთის საქმე...გრუზია ტერორისტებს ამარაგებსო ბედნიერები არიან სპუტნიკი, გაზეტა რუ და რია ნოვოსტი..
და სიუჟეტში შეგნებულად არ ითქვა რომ პენტაგონმა Alliant Techsystems Operations LLCის მეშვეობით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის საბჭოთა იარაღი უყიდა სირიელ მეამბოხეებს და "ქართული წილი" მთელ ამ შესყიდვაში არის სასაცილო - 1,8 მილიონი დოლარი
ჩააბარეთ ნიუსი ნოდარა მელაძეებს და კიდე უარესს მიიღებთ..
უბრალოდ არ შეიძლება მაყურებელს ასე მოექცე...ამას პროპაგანდაც აღარ ჰქვია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პირველი უნდა დაინტერესედეს ამ სამარცხვინო სიუჟეტით, რა მიზნებს ისახავდა რეალურად ამ თემის ასე "უცნაურად" გაშუქება..
კაი დავუშვათ, თეორიულად რო ბიძინას და იზორიას აქვს წილი იმ 1,8 მილიონში (რაც თანხის ოდენობიდან გამომდინარე სასაცილოა იასნია) და ამის გამო რუსეთ-თურქეთის დარტყმის ქვეშ აყენებ მთელ ქვეყანას?
ნაცი-ქოცი ერთი სლე რა
This post has been edited by guriaaa on 27 Jun 2017, 11:08