Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პარამეცნიერებები > ქართული მითი


Posted by: The knight 11 Aug 2013, 01:10
ჩემი მეზობელი ამბობდა მამაჩემა სვანეთის ტყეში დალი ნახაო smile.gif
დილის 5 საათი იქნებოდაო (სანადიროდ იყო) ცხენი უცებ გაუჩერდა აღარ წავიდა ამ დროს ქალი გამოჩნდა და გაქრაო .

საქართველოს უღრან ტყეებში შეიძლება თუ არა იყოს მსგავსი რაღაცეებიი ?

ან ჭინკა ან ორ რქიანი გველი .

საერთოდაც ოჩოკოჩზე გადახედეთ ინფრომაციას

ტყუილი თუ მართალი ?

დროა საქართველოშიც ჩამოყალიბდეს უცხოლების მსგავსად მსგავსი ამბების გამოკვლევა იქ ბუნებაში ხეტიალი smile.gif


Posted by: NIKTA 14 Aug 2013, 01:40
მეც ძალიან მაინტერესებს ასეთი რაღაცეები. გადაღებებისთვის საჭირო აპარატურაც მაქვს და გამოცდილებაც. უბრალოდ ამ საკითხში თანამოაზრეებს ვერ ვპოულობ. ყველას ეშინია. smile.gif

Posted by: ika_gachava 14 Aug 2013, 13:21
http://ucnauri.com/217392/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%94/

ეს წაიკითხეთ smile.gif მეც მაინტერესებს ასეთი რაღაცეები და რამდენიმე ნაცნობისგან გამიგია რომ რაღაცეები უნახავთ

Posted by: jozefina 14 Aug 2013, 13:24
დალი არ ვიცი, მაგრამ ცემს სოფელში ერთ ადგილზე იძახიან რომ შუაღამისას იქ ჭინკები მოდიან და გათენებამდე ცეკვავენო smile.gif

ბავშვობაშიც და ახლაც ძალიან მეშინია იქ გავლა და საერთოდ ღამე არავინ დადის მგონი იქით, ერთხელ უნახავთ სხვა სოფლიდან მომავალი ქალი თურმე დილით, ძირს ეგდოო, ცოტა რომ მოასულიერესო ასე ტქვა რომ მთელი ღამე მაცეკვებდნენო :დ

შეიძლება ტყუილია და ცრურწმენაა, მაგრამ მაშინ ძალიან შემეშინდა და ახლაც გამომყვა biggrin.gif

Posted by: matusala_5 14 Aug 2013, 18:05
ჭინკობისთვეში ერთიდაიგივე ადგილას გამიგია რომ ბევრს უნახავს ჭინკა.
ვარ მათგან ერთ ადგილას ნამყოფი ,ოღონდ დღისით))))))))))))

Posted by: The knight 16 Aug 2013, 12:22
აი ბრედი ბარი და ისინი რო დადიან და ეძებენ რაღაცეებს , ისეთ პონტში რაა . მარა ტეელევიზია თუ არ იქნა სულაც არ მანაღვლებს smile.gif

Posted by: Ronnie James Dio 16 Aug 2013, 18:00
QUOTE
დალი არ ვიცი, მაგრამ ცემს სოფელში ერთ ადგილზე იძახიან რომ შუაღამისას იქ ჭინკები მოდიან და გათენებამდე ცეკვავენო

სალსას თუ ცეკვავენ მეც მინდა მაგათთან mo.gif

Posted by: B-E-R-U 16 Aug 2013, 18:22
jozefina
QUOTE
ასე ტქვა რომ მთელი ღამე მაცეკვებდნენო :დ

ვაა მაგარი ყოფილა რა გინდა biggrin.gif ტანცუიუტ ვსე bis.gif მხიარული ჭინკები ყოფილან,მაგათი როგორ უნდა გეშინოდეს biggrin.gif


ჩემს სოფელშიც იყო ხოლმე მითები. ტყეში თითქოს ნახეს რამდენჯერმე მთლიანად თეთრებში გამოწყობილი ქალი,რომელიც ჰაერშიც აიწიაო(აფრინდა ცოტა ზემოთ მოწიდან) ასე ამბობდა ერტი თვითმხილველი. ზოგჯერ სოფელშიც ჩამოდიოდა და ფანჯრებს კენჭებს ესროდა. საინტერესოა ეს კენჭების სროლის ფენომენი...მე სოფელი ცხინვალის რაიონში მქონდა,მაგრამ იგივე ისტორიები კენჭებზე დასავლეთიდანაც გამიგონია...ასეთი დამთხვევა? smile.gif

Posted by: jozefina 16 Aug 2013, 20:35
Ronnie James Dio
QUOTE
სალსას თუ ცეკვავენ მეც მინდა მაგათთან 

სალსა და ტანგო გეგონოს :დ

რაღაცა გიჟურ ფერხულში ჩაგაბავენ და ბოლოს დაღლილობისგან გული გაგისკდებაო biggrin.gif ასე მაქვს გაგონილი biggrin.gif

B-E-R-U
QUOTE
ტანცუიუტ ვსე  მხიარული ჭინკები ყოფილან,მაგათი როგორ უნდა გეშინოდეს

user posted image

Posted by: nina1992 16 Aug 2013, 20:38
QUOTE
ერთხელ უნახავთ სხვა სოფლიდან მომავალი ქალი თურმე დილით, ძირს ეგდოო, ცოტა რომ მოასულიერესო ასე ტქვა რომ მთელი ღამე მაცეკვებდნენო :დ


lol.gif lol.gif lol.gif

ცუდად ვარ




Posted by: Ronnie James Dio 16 Aug 2013, 21:04
jozefina
QUOTE
რაღაცა გიჟურ ფერხულში ჩაგაბავენ და ბოლოს დაღლილობისგან გული გაგისკდებაო biggrin.gif ასე მაქვს გაგონილი biggrin.gif

გეგონოს. ვის გაუსკდება გული მაგასაც ვანახებ მაგ ჭინკებს biggrin.gif

Posted by: jozefina 16 Aug 2013, 21:10
Ronnie James Dio
QUOTE
გეგონოს. ვის გაუსკდება გული მაგასაც ვანახებ მაგ ჭინკებს

http://smayliki.ru/smilie-1039408455.htmlშენსკენ ვარ biggrin.gif

Posted by: Replica 17 Aug 2013, 00:40
გამიგია რომ ახლო წარსულში სამეგრელოში ერთმა ტიპმა პოლიციაში საჩივარიც კი შეიტანა ჭინკის წინააღმდეგ და პოლიცია იძულებული გახდა საქმე აღეძრა
P.S. დაჟე მემგონი გახსნესიკდეც, მგრამ ეს ზუსტად არ ვიცი biggrin.gif

Posted by: khatia88 17 Aug 2013, 05:02
QUOTE (B-E-R-U @ 16 Aug 2013, 18:22 )
jozefina
QUOTE
ასე ტქვა რომ მთელი ღამე მაცეკვებდნენო :დ

ვაა მაგარი ყოფილა რა გინდა biggrin.gif ტანცუიუტ ვსე bis.gif მხიარული ჭინკები ყოფილან,მაგათი როგორ უნდა გეშინოდეს biggrin.gif


ჩემს სოფელშიც იყო ხოლმე მითები. ტყეში თითქოს ნახეს რამდენჯერმე მთლიანად თეთრებში გამოწყობილი ქალი,რომელიც ჰაერშიც აიწიაო(აფრინდა ცოტა ზემოთ მოწიდან) ასე ამბობდა ერტი თვითმხილველი. ზოგჯერ სოფელშიც ჩამოდიოდა და ფანჯრებს კენჭებს ესროდა. საინტერესოა ეს კენჭების სროლის ფენომენი...მე სოფელი ცხინვალის რაიონში მქონდა,მაგრამ იგივე ისტორიები კენჭებზე დასავლეთიდანაც გამიგონია...ასეთი დამთხვევა? smile.gif

ეე რა ქალი? მე რატომ არ მახსოვს?

კენჭები არა ლოდები. ნეტა როდის მოხგვდა კენჭი? spy.gif
შავი ხელი და თხაკაცებზე იყო კიდე ისტორიები lol.gif lol.gif

Posted by: jozefina 17 Aug 2013, 11:46
B-E-R-U
QUOTE
ზოგჯერ სოფელშიც ჩამოდიოდა და ფანჯრებს კენჭებს ესროდა.

ქალი არ ვიცი, მაგრამ ბორჯომში რომ ჩავდიოდი, იქ ბორჯომთან თუ იცით სოფელია ყვიბისი, ხოდა იქ არისო რაღაცა სახლი ტყის პირასო, თითქმის ყოველ ღამე სახლს კენჭებს ესვრიანო და დაჟე ფანჯრებსაც ხვდება და არ ტყდებოდაო,

სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი ეს ისტორია როგორ დამთავრდა biggrin.gif



და საერთოდაც ჩემი დაქალი ან გაგიჟდა და ან დამავოი ყავს სახლში, როცა სახლში მარტოა, ხანდახან ესმის როგორ უკრავს ვიღაც სახლში პიანინოზე გვერდით ოთახიდან, ეძახის, მღერის რაღაც გაურკვეველ მელოდიას smile.gif ზალაში რომ შევდივარ, თანში ჟრუანტელი მივლისო და არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება ხოლმე ხანდახანო biggrin.gif

თავიდან ეშინოდა და ახლა ისე მიეჩვია, ბოლოს ეჩხუბა დაუკარი რამდენიც გინდა მაგ პიანინოზე არ მაღელვებსო biggrin.gif



Posted by: B-E-R-U 17 Aug 2013, 12:39
khatia88
QUOTE
ეე რა ქალი? მე რატომ არ მახსოვს?

კენჭები არა ლოდები. ნეტა როდის მოხგვდა კენჭი?

რა არ გახსოვს,ჩვენთან უბანში ყვებოდნენ ხოლმე...მერე იქით ბირჟაზეც,რამდენი ეგეთი ისტორია გამიგია. არ გახსოვს და გაჩერდი vik.gif მე კი არ მომხვდა მეთქი,ეგერე ამბობდნენ,რომ ისვროდაო.

Posted by: Andriadze 17 Aug 2013, 13:17
დალი არა ნატაშა..........................................

Posted by: Artanjelo 17 Aug 2013, 20:19
ბეტმენს ფესვები სვანეთიდან აქვს.

Posted by: Lomgul Orbeli 18 Aug 2013, 13:59
QUOTE
ჩემი მეზობელი ამბობდა მამაჩემა სვანეთის ტყეში დალი ნახაო


ჯარჯის და დალის ამბავი გამახსენდა
love.gif

ალბათ შემიყვარდებოდა პირველივე დანახვისთანავე

QUOTE
ან ჭინკა ან ორ რქიანი გველი .საერთოდაც ოჩოკოჩზე გადახედეთ ინფრომაციას ტყუილი თუ მართალი ?


მე დალები და ალები მაინტერესებს უფრო გოგოები ალბათ ოჩოპინტრეებით და ტარზანებით არიან დაინტერესებულიები...
lol.gif

ალები წყლის ქალები არიან გადმოცემით და ძალიან მშვენიერები ოღონდ თევზიკ კუდები არ აქვთ რაც ძალიან პრაქტიკული მგონია მე პირადად biggrin.gif

Posted by: The knight 18 Aug 2013, 14:28
არსებობენ

ისიც ვიცი რო ბებიაჩემა ორქიანი გველი ნახა , საქართველოს უღრან ტყეებში ავსულები ბინადრობენ ეგ კი არა ხალხს თოვლის კაცი აქვთ ნანახი

Posted by: vita brevis 19 Aug 2013, 12:39
QUOTE
მამაჩემა სვანეთის ტყეში დალი ნახაო


დიდი ამბავი,ჩემს ეზოში რამდენჯერ აუვლ_ჩაუვლია ups.gif
The knight

Posted by: nika1792 8 Sep 2013, 14:27
ტყას მაფას შევხვდებოდი სიამოვნებით lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: AiTeNi 8 Sep 2013, 22:52
QUOTE
და საერთოდაც ჩემი დაქალი ან გაგიჟდა და ან დამავოი ყავს სახლში, როცა სახლში მარტოა, ხანდახან ესმის როგორ უკრავს ვიღაც სახლში პიანინოზე გვერდით ოთახიდან, ეძახის, მღერის რაღაც გაურკვეველ მელოდიას  ზალაში რომ შევდივარ, თანში ჟრუანტელი მივლისო და არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება ხოლმე ხანდახანო 

თავიდან ეშინოდა და ახლა ისე მიეჩვია, ბოლოს ეჩხუბა დაუკარი რამდენიც გინდა მაგ პიანინოზე არ მაღელვებსო


დამაჟრიალა... გული გამისკდებოდა მაგის ადგილას

ერთ სოფელში სადაც ხშირად ჩავდივარ არის კლდე, იმ კლდიდან ადრე ქალი გადმოუგდიათ, თუ თვითონ გადმოხტა, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ამბობენ შუაღამეს იქ რომ გაივლი ქალის კივილი ისმისო

ისევ დამაჟრიალა... რა კროლიკი ვარ facepalm.gif

Posted by: nin777 9 Sep 2013, 16:21
მაინტერესებს ესეთი რაღაცეები

chups.gif

Posted by: misha20123 9 Sep 2013, 23:41
QUOTE
მაგრამ ცემს სოფელში ერთ ადგილზე იძახიან რომ შუაღამისას იქ ჭინკები მოდიან და გათენებამდე ცეკვავენო

ცეკვავენ ვარსკვლავებში მაინც მიიწვიონ აბა რას ცეკვავენ ასეთშ ვნახოთ ერთი boli.gif


კი არ მჯერა ასეტების მაგრამ მეც დავწერ ერთ ამბავს ბავშობაში სოფელში მოხდა ერთ-ერთ ზაფხულს..

ჩემი სახლიდან 50 -100 მეტრში ქალი და მამაკაცი ცხოვრობდა ფატიურად მეზობლები იყვნენ ხომ იცით როგორაა სოფლებში სახლები დაშორებული....
რომ ვთქვა ორივე კარგად მახსოვს კაციც დ ა უფრო ქალიც ...შელოცვებს დ არაღაც მასეთებს აკეთებდა ხოლმე დაჟე მგონი მეც შემილოცა ერთხელ თვალი არ გეცესო biggrin.gif მაგრად მეცინებოდა ისეთ რაღაცეებს ამბობდა მახსოვს ერთი -ორი ფრაზა :ტყიდან გამოვარდა შავი კაცი შავი ხმლით მოკლა შავი გველი ...მერე წიტელი კაცი წითელი გველი მოკლაო და აასე შემდეგ ფერების მიხედვით biggrin.gif
მოკლედ კარგი ქალი იყო უნდა ვთქვა ...კაციც კარგი იყო მუხის ხისგან რაღაც ფიგურებს თლიდა ...ერთხელ მახსოვს ბებიაჩემთან ერთად(აბა მარტო მოვკვდებოდი შიშისგან biggrin.gif ) მის ეზოში ვიღავით დ ა გვიყვებოდა უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ რაღაცეებს ,,მაშინ ცოტა უცხო ხილი იყო უცხოპლანეტელები ჩემთვის ...საკმაოდ საინტერესო ამბებიც მოყვა როგორ იტაცებენო ადა ასე შემდეგ.... კი ვიყავი 1-2 კვირა მაგარი შეშინებული biggrin.gif
მოკლედ ორივე გარდაიცვალნენ და სახლიც მიტოვებული გახდა ....ნამდვილად ღამე იმ სახლტან გავლა უსიამოვნო იყო და ბევრს ეშინოდა დ აეხლაც ეშინიათ ხოლმე ....ერთ დღესაც გვერდზე სოფელში გოგო დაიკარგა სად არ ეძებეს მაგრამ ვერსად ნახეს ...ალბათ მიხვდებიტ ბოლოს სად იპოვეს
შუარამეა დ ამაგარ წივილ კივილი მაღვიძებს ...იმ სახლში იპოვა ერთმა მეგობარმა(აცხოვნოს კარგი ადამინი იყო ის ბიჭი sad.gif ) ხმას ვერ იღებდაო გოგო და ვერ დგებოდა ზურგზე მოიკიდ ა და ისე გამოიყვანა..............

ვიცი რომ ის გოგო საკამაოდ დიდხანს ხმას არ იღებდ ად ამხოლოდ წერდა იმ ამბის მერე ეკლესიური ც გახდა და ხშირად დადიოდა ეკლესიაში ...როცა ხმა ამოიღო უთქვამს რაღაც ხმამ მიმიყვანაო იმ სახლში და რავი rolleyes.gif


Posted by: nin777 10 Sep 2013, 08:07
არა რა რაღაც მაინც არსებობს

__________________________

drug.gif

Posted by: demna_ 10 Sep 2013, 09:54
QUOTE (B-E-R-U @ 16 Aug 2013, 18:22 )
jozefina
QUOTE
ასე ტქვა რომ მთელი ღამე მაცეკვებდნენო :დ

ვაა მაგარი ყოფილა რა გინდა biggrin.gif ტანცუიუტ ვსე bis.gif მხიარული ჭინკები ყოფილან,მაგათი როგორ უნდა გეშინოდეს biggrin.gif


ჩემს სოფელშიც იყო ხოლმე მითები. ტყეში თითქოს ნახეს რამდენჯერმე მთლიანად თეთრებში გამოწყობილი ქალი,რომელიც ჰაერშიც აიწიაო(აფრინდა ცოტა ზემოთ მოწიდან) ასე ამბობდა ერტი თვითმხილველი. ზოგჯერ სოფელშიც ჩამოდიოდა და ფანჯრებს კენჭებს ესროდა. საინტერესოა ეს კენჭების სროლის ფენომენი...მე სოფელი ცხინვალის რაიონში მქონდა,მაგრამ იგივე ისტორიები კენჭებზე დასავლეთიდანაც გამიგონია...ასეთი დამთხვევა? smile.gif

ეგ კენჭები ძალიან მოდაშია რა. მე რაჭაზე გამიგია იგივე, რომ თეთრებში ჩაცმული ავადმყოფი ბიჭი დადის და კენჭებს ესვრის ფანჯრებს facepalm.gif

Posted by: misha20123 11 Sep 2013, 23:49
რამდენი ვწერე არავის შეგეშინდათ mad.gif

http://forum.ge/?f=29&showtopic=34571545

პოლიტგანყოფილებიდან boli.gif

Posted by: TetGiorgsson 12 Sep 2013, 03:21
misha20123
QUOTE
რაღაც ხმამ მიმიყვანაო იმ სახლში და რავი

არა რომ წარმოვიდგინე კი აკეტა მუცელმა ტალღები მარა არააჰ, ეგეთების არ მეშინიშ.

ჭინკების თვეო ახსენეთ, ბებიაჩები იყო დაბადებული მაგ პერიოდში ისეთ დღEს როცა ჭინკები ჩნდებოდნენ ხოლმე და ბებიაჩემს ასე ეძახდნენა "თინაა თინაა თინააა" ხოდა ბებიაჩები წინასწარ უმზადებდა კეცებსა და წინდებს და ატანდა..

მარა რა ჩემ ფეხებად უნდოდა დღემდე ვერ ვხდები ჭინკას წინდა facepalm.gif

Posted by: nin777 12 Sep 2013, 09:07
QUOTE
ბებიაჩები იყო დაბადებული მაგ პერიოდში ისეთ დღEს როცა ჭინკები ჩნდებოდნენ ხოლმე და ბებიაჩემს ასე ეძახდნენა "თინაა თინაა თინააა" ხოდა ბებიაჩები წინასწარ უმზადებდა კეცებსა და წინდებს და ატანდა..

lol.gif lol.gif

Posted by: misha20123 12 Sep 2013, 12:56
TetGiorgsson
იმ ქალსაც თინა ერქვა yes.gif

Posted by: TetGiorgsson 12 Sep 2013, 23:10
QUOTE
იმ ქალსაც თინა ერქვა

ვააა მართლა თინა ერქვაა givi.gif

ისე მაგას მართლა მეუბნებოდნენ სოფელში ყოველ ჩასვლაზე და ღამე წანწალს ასე გადამაჩვიეს რომ მაშინებდნენ.

12-13 წლამდე მეშინოდა ხოლმე მართლა.. ოოხ ეს ბიძები mad.gif

ისე 1-2 ჭინკა კაცს კი უნდა ყავდეს მონადირებული up.gif

გემრიელი ხორცი აქ wink.gif

Posted by: suntqvа 22 Sep 2013, 22:30
ჩემთანაც მომხდარა რაღაც მსგავსი...

ჯვარს ვაბრუნებდით ძველ სალოცავში და წინა ღამით საშინელი ხმები ისმოდა იმ ადგილას, რამოდენიმე ადამიანმა გაიგონა რამოდენიმეჯერ გამეორდა , ადგილიც გაჩხრიკეს მაგრამ ვერავინ იპოვეს სულიერი... არც ქარი იყო და არც სხვა ფაქტორი რომ ხმები გამოეწვია....
ის ჯვარი დაუწვიათ კომუნისტების დროს და ვინც დაწვა არც ერთი ოჯახის ფუძე არ გაგრძელებულა, ასევე ვიცი რამოდენიმე ოჯახი რომელსაც წარსულში მძიმე დანაშაული ჩაუდენიათ, მათი სახლები დანგრეულია დღეს და მიტოვებული უპატრონოდ.

Posted by: 3DG 22 Sep 2013, 22:32
დალი არ ვიცი მაგრამ რუსი მესაზღვრეები იჩითებიან ხოლმე ჩემს სოფელში. თან ხშირად და რავი. გჯერათ? sad.gif













Posted by: sun-dance:) 22 Sep 2013, 23:46
თუ ვინმემ დააპიროს სადმე ეგეთ ადგილას ლაშქრობა ექსკურსია ან მსგავსი რამე მეც თან წამიყვანეთ რა.. ძალიან მაინტერესებსsmile.gif)

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)