ასე ვბოლავ იხვს.
ინებეთ რეცეპტი:
ხორხოშინა მარილი, პილპილი, პაპრიკა,ყავისფერი შაქარი, ერთი ღამით ვაჩერებ შუშის ღრმა თასში დაბალ ალკოჰოლიან ლუდთან ერტად, მეორე დღეს ვამშრალებ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცით.
შესაბოლში ვხმარობ სხვადასხვანაირი ხილის ნაფოტებს.
შესაბოლის თასში კიდევ სხვადასხვა სითხეს ვიყენებ, როგორებიცაა წითელი-თეთრი ღვინო, ან მანგოს-ბლის-ვაშლის და ა.შ. ნატურალურ წვენებს, გააჩნია რას ვბოლავ.
ამჯერად ჩემი დირბულას ხეივნის ღვინოზე შევბოლე.
ცელსიუსებში ვეღარ ვერკვევი, ბოდიში, 22 წელი ცოტა არ არის.
165F-ფორენჰეიტზე ამყავს ტემპერატურა და მერე ვდებ დამარნადებულ იხვს თაროზე, ვაკონტროლებ ტემპერატურას, რათა არ გამექცეს ზემოთ. სადღაც ნახევარი საათი და შემდეგ დავუწევ დაბლა დაახლოებით 80-100F-მდე, იხვს და ბატს დაახლოებით 4.5-5 საათი სჭირდება.
მოგიწევთ ნაფოტების დამატება და ასევე სითხის შევსებაც.
შედეგი გახლავთ დელიკატესი.