Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > იტალია


Posted by: choko_ 31 May 2015, 00:28
იტალია
user posted image

Wiki
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


user posted image


წინა თემა და წინა თემის ტოპ 10
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


buon viaggio
user posted image

Posted by: choko_ 31 May 2015, 00:58
სასარგებლო ლინკები
http://italia-ru.com/page/dostoprimechatelnosti-rima
http://imogzaure.ge/?tag=italy

სასტუმროები
http://www.trivago.it/
http://www.booking.com/
http://www.venere.com/

Posted by: Trappist 31 May 2015, 01:30
გილოცავთ ახალ თემას ! bis.gif

კიდევ ერთი კაი ბმული

https://www.facebook.com/media/set/?set=a.554841614542093.145200.554379147921673&type=3

Posted by: -zeppelin- 31 May 2015, 05:54
დავიფქსირდე

მადლობა იტალიას პიცისთვის

წეღან ვჭამე ბრიკ ოვენ პიცა

მაგარი იყო

Posted by: nica27 31 May 2015, 13:49
გამარჯობათ, იტალიაში მინდა წასვლა 19 ივლისს, რომი-ფლორენცია-ვენეცია 8 დღე და მაგ დროს თუ იცით ძალიან ცხელა? შევძლებ დათვალიერებას? ღირს წასვლა?

Posted by: -zeppelin- 31 May 2015, 14:11
nica27
QUOTE
19 ივლისს, რომი-ფლორენცია-ვენეცია 8 დღე და მაგ დროს თუ იცით ძალიან ცხელა?

არა ფლორენციაში მაგ დროს უკვე ცივა ძალიან. დუბლიონკა ჯობია წაიღო ან რამე შუბა თუ გაქ

Posted by: MeGaLine 31 May 2015, 14:23
ზაფხულში მინდა აუცილებლად მოვინახულო იტალია ერთი 10 დღე. თუ ვინმეს სურვილი აქვს იქნებ ერთად წავიდეთ.



smile.gif

Posted by: choko_ 1 Jun 2015, 02:44
nica27

რა გინდა იტალიაში ძაან ცხელა თურმე და იყავი სადაც ხარ : ))

Posted by: nica27 1 Jun 2015, 16:12
choko_
სადაც ვარ იქაც ძაან ცხელა და ისევ იტალიაში ჯობია სიცხე wink.gif

Posted by: allex 1 Jun 2015, 18:19
მეგობრებო 25.26 ან 27 - ივნის ვაპირებ გამგზავრებას იტალიაში (რომში) თუ ვინმე აპირებთ ავტომობილით მგზავრობას მომწერეთ PM-ში დაგემგზავრებით და მგზავრობას გადავიხდი + ვატერაბ მანქანას თუ დაიღლება მძღოლი smile.gif გამომეხმაურეთ...

Posted by: choko_ 1 Jun 2015, 23:13
nica27

არა აქ მეტი მშრალი ჰავაა მეტად ცხელა

არ ჩამოხვიდე რა

Posted by: Time2Travel 3 Jun 2015, 15:44
გთავაზობთ ტურს "კლასიკური იტალია" 185 eur
რომი-ფლორენცია-ვენეცია,3 ულამაზესი ქალაქი,რომელიც ყველამ უნდა ნახოს.
ტური იწყება ყოველ კვირა დღეს და მოიცავს:
-დახვედრა გაცილებას აეროპორტში
-განათავსება 3*/4* სასტუმროებში,საუზმით
-რომის,ვატიკანის,ფლორენციის და ვენეციის ექსკურსია,რუსულენოვანი გიდის თანხლებით
-სამოგზაურო დაზღვევა
შესაძლებელია დამატებითი ექსკურსიების შეკვეთა სურვილისამებრ.
ავიაბილეთის ღირებულება 265-EUR-დან
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ტელ:2907-307; 599 582002

Posted by: Crøs 3 Jun 2015, 16:04
გუშინ მატერაში ერთი ულამაზესი დღე გავატარე smile.gif


Posted by: -zeppelin- 3 Jun 2015, 16:27
მე წუხელ იტალიაში ვიყავი. მოვინახულე ძველი რომაული ქალაქები. ჩემ შეყვარებულთან და კიდე ორ ამერიკელ წვყილთან ერტად დავდიოდი



მერე ბუძელნიკმა დარეკა ბლიად


Posted by: TruthIndex 3 Jun 2015, 19:32
ვგიჟდები ამ ქვეყანაზე.

რომი განსაკუთრებით მიყვარს - მუზეუმი ღია ცისქვეშ.

Posted by: choko_ 3 Jun 2015, 22:19
-zeppelin-
up.gif up.gif lol.gif lol.gif

Posted by: nica27 5 Jun 2015, 12:07
choko_
არა უნდა ჩამოვიდე მაინც! smile.gif

რომში რა უბანში ჯობია სასტუმროს აღება სამოძრაოდ რომ ადვილი იყოს და იაფი?

Posted by: -zeppelin- 5 Jun 2015, 12:26
nica27
QUOTE
არა უნდა ჩამოვიდე მაინც!

რა გეჩქარება. ადრეა ჯერ

Posted by: Kandinskaia 5 Jun 2015, 14:20
nica27
ვენეციაში ვერ ისუნთქებ უკვე მაგ დროს biggrin.gif

Posted by: -zeppelin- 5 Jun 2015, 14:31
Kandinskaia
QUOTE
ვენეციაში ვერ ისუნთქებ უკვე მაგ დროს

მე მციოდა. საშინელი სიცივეები იცის ღამე


Posted by: Kandinskaia 5 Jun 2015, 14:32
-zeppelin-
ხოო, გაიყინებოდი ღამე, როგორ გადარჩი მიკვირს biggrin.gif

Posted by: Otten 5 Jun 2015, 19:27
კონტინენტური ვენეცია იმენა გაკრასკული გლდანია

კორპუსები უსახურად ერთიმეორეზე ჩალაგებული.
ძაან უშნო ქალაქია კონტნინეტზე რაც ბოლო 30 წელში ააშენეს

Posted by: choko_ 5 Jun 2015, 23:13
nica27
QUOTE
რომში რა უბანში ჯობია სასტუმროს აღება სამოძრაოდ რომ ადვილი იყოს და იაფი?


სამოძრაოდ ადვილს და მაგარ უბნებს ჩამოგითვლი თუ გინდა მარა აი ფასები .... : )) ;P

Posted by: Jorik 6 Jun 2015, 13:27
ჰა იზეიმებს ვითომ დღეს იტალია ლიგას? rolleyes.gif

Posted by: choko_ 6 Jun 2015, 19:06
Jorik


როგორც იტალიელები იტყვიან magari : ))

ან ამ საღამოს უნდა იზეიმონ ან კიდევ ბევრი წლები დააგვიანდებათ და ნეტა გამოიყენონ ეს შანსი რა ...


forza juveeeeeeeeeeee ! ! !

Posted by: vaho 11 Jun 2015, 21:21
QUOTE
რომში რა უბანში ჯობია


ტრასტევერე.

მდინარიდან რაც შორია, უფრო იაფია ყველაფერი და უფრო გემრიელი. პიცას ვგულისხმობ.
მარა რომში პიცა არც უნდა ჭამო, პური (პანე), ყველი და წითელი ღვინო.

ეს უკანასკნელი შედარებით დიდ მარკეტში უნდა იყიდო აქციაზე, რაც იაფი, უფრო კარგია. ძვირი ღვინოები ნაგავია, როგორც ჩვენთან.

Posted by: Hugh_Grant 15 Jun 2015, 16:10
სამ თვეში ვიქნები 2 კვირით, შეიძლება სამიც დავრჩე, განწყობას გააჩნია

vaho
QUOTE
ძვირი ღვინოები ნაგავია, როგორც ჩვენთან.

ბაროლოზე ვერ ვიტყოდი იგივეს ან სანჯოვეზეზე

გეტყობა ვერ ერკვევი მაინცდამაინც

Posted by: სერაფიტი 18 Jun 2015, 00:10
ვუერთდები თხოვნას - იქნებ დაწეროთ ცენტრალური უბნის სახელები, ფეხით რომ ადვილად მოივლის კაცი ყველაფერს. სად ავიღო სასტუმრო?
იაფად, რა თქმა უნდა. სამვარსკვლავიანზეც არაა პრობლემა. მათავარია ცენტრში იყოს და კონდენციონერი ჰქონდეს. ბუქინგზე დავძებნი, უბრალოდ ტერმინის გარდა რა უბნებია ცენტრში რო მივუთითო?

Posted by: NikoloZoid 18 Jun 2015, 13:54
კვირას ჩამოვედი ამ სამოთხიდან love.gif

რომი-ნეაპოლი-სორენტო-კაპრი-ამალფი-პოსიტანო-რაველლო-სორენტო-პომპეი-რომი love.gif

უუულამაზესი ადგილებია,სურათებზე რაცაა იმაზე მილიონჯერ ლამაზი biggrin.gif
რომში ვიყავი hotel lazio ში 3 ვარსკვლავიანია ტერმინთან ახლოს..რო იძახიან ქურდობა და ათასი საშინელება ხდებაო,მაგას მე ვერ დავეთანხმები..ნუ არის ცოტა ისეთი ქუჩები,რომელიც არ გავს ტურისტულს და ცენტრალურს,მაგრამ შენით რამეს თუ არ მოიწევ,არავინ არაფერს გეტყვის. ამას პირადი მაგალითიდან ვამბობ,თორე შეიძლება არც იყოს ასე რავი...სასტუმროდან გამოსვლისას იშლებოდა ასეთი ხედი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


3 ღამეში ფეხით მოვიარე მთელი რომი.ექსკურსიები ძვირია უაზროდ და შენითაც შეგიძლია ამ ყველაფრის ნახვა. must see ადგილი რა თქმა უნდა ვატიკანია(ამაზე 1 სრული დღე უნდა დათმოთ,მაგრამ ღირს) კოლიზეუმი და ქალაქის სხვა ღირშესანიშნაობის ნახვა ღამით უფრო გამისწორდა მე..ხალხი ნაკლებია და ბევრად კარგად ჩანს,ფერები უკეთესი იყო..ნუ დღისითაც ვნახე მაინც biggrin.gif ავტობუსი და მეტროც ძალიან პრაქტიკულია.. 1,5 ევრო ღირს 100 წუთიანი ბილეთი ავტობუსში და რამდენჯერაც გინდა იმგზავრებ. 7 ევრომდე ღირს 24 საათიანი. მე ეს უკანასკნელი მქონდა აღებული. ზოგადად ქალაქი საკმაოდ ბინძურია გასაგები მიზეზების გამო,მაგრამ არ ინანებთ

ნეაპოლი-აქ რამდენიმე საათით გავჩერდი და რამდენიმე ქუჩა მოვიარე მხოლოდ და ბევრს ვერაფერს გეტყვით,გარდა იმისა,რომ სავსეა შავკანიანი ვაჭრებით,მტვრით და დიდი იახტებით biggrin.gif

სორენტო love.gif აი ამაზე უკვე შეიძლება ბევრი რამის თქმა love.gif ეს ქალაქი მომეწონა ყველაზე მეტად. ვიყავი სასტუმრო il faro-ში. 3 იანია ეგეც,მაგრამ უუმაგრეს ადგილას და მშვენიერი პირობებით. რომის 3 ვარსკვლავიანებს აჯობა ბევრად. ხედი სასტუმროდან იყო ასეთი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


თვითონ სორენტოს სურათებით აღარ შეგაწუხებთ,ნანახი გექნებათ ისედაც.მშვიდი,წყნარი,სუფთა ქალაქი.არანაირი კრიმინალი,გარე ვაჭრობა,შიში და ა.შ. მეგობრული ხალხი,გემრიელი საჭმელები,მეტ ნაკლებად მისაღები ფასები (რომზე იაფია ყველაფერი 2-3 ევროთი) და სულ ლიმონები

კაპრის კუნძული - თუ ხარ მდიდარი,გაქვს იახტა და ჯიბეში რამდენიმე ათასი ევრო,მაშინ გაგისწორდება,ისე სანახავად მხოლოდ ხედებით თუ დატკბები biggrin.gif

კატერით სეირნობა მშვენიერი იდეაა,ლამაზი ადგილები,სიგრილე,კარგი სურათები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


პოსიტანო - მანდ ვერ გავჩერდით პარკირების პრობლემის გამო,მხოლოდ ჩავიარეთ და 1-2 სურათით შემოვიფარგლეთ

ამალფი - სორენტოსთან შედარებით ცოცხალი და ხმაურიანი ადგილი.რა თქმა უნდა ულამაზესი ხედები და კრისტალურად სუფთა წყალი,უფასო პლიაჟით და გემრიელი საჭმლით

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


რაველო - იდეალური ადგილი სულიერად და ფიზიკურად დასასვენებლად. მშვიდი მუსიკა ისმის ყველგან,ჭიკჭიკი,ნაკლები ტურისტი ვიდრე სხვა ქალაქებში,ლამაზი ბაღები,სიგრილე,მისაღები ფასები,კარგი ხედები და მოკლედ სამოთხის ნაწილი დედამიწაზე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


პომპეი კი იცით რაცაა,როგორიცაა და რანაირიცაა,უბრალოდ გაოგნებული ვარ ამდენი საუკუნის მერე როგორაა შემონახული მთლიანი ქალაქი ასე კარგად..სურათებით არ შეგაწყენთ თავს,ისედაც სავსეა ნეტში

მოკლედ,იდეალური დასვენება გამომივიდა,ნამდვილად გირჩევთ აღნიშნულ მარშრუტს,არ ინანებთ yes.gif

Posted by: Hugh_Grant 18 Jun 2015, 14:58
NikoloZoid
დააპატარავე 800-მდე სურათები, თორემ არაფერი არ ჩანს


პს. მე ვაპირებ წელს ზუსტად მაგ მარშრუტს მანქანით
რამდენი დღე გეყო?

Posted by: Crøs 18 Jun 2015, 15:13
NikoloZoid
QUOTE
რომი-ნეაპოლი-სორენტო-კაპრი-ამალფი-პოსიტანო-რაველლო-სორენტო-პომპეი-რომი

კაპრიდან სალერნოში ჩამოსულიყავი გემით(კაი პიცას გაჭმევდი biggrin.gif ) და მერე წასულიყავი ამალფი-პოზიტანოსკენ wink.gif კვირას ამალფიში რომ ყოფილიყავი წმინდა ანდრიას ტაძარში წირვა გვქონდა ქართული.
ყველა ეგ ადგილი არაერთხელ მაქვს მოვლილი,უბრალოდ სამხრეთის სილამაზეს ჩრდილოეთისას ვერც შევადარებ.

პ.ს. ფოტოები უნდა დააპატარავო,თორემ იჭედება გვერდი.

Posted by: NikoloZoid 18 Jun 2015, 15:15
Hugh_Grant

1 კვირა ზუსტად,თუმცა 2-3 დღე რაველოში ან სორენტოში სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ user.gif
* * *
cros

ჩავასპოილერე სურათები yes.gif

სორენტოშიც ხოშიანი პიცა იყო,რა თქმა უნდა თავის ფეჩში..დღეში 3 სხვადასხვა ადგილას ვჭამდი,პიცის ფორმა მქონდა ბოლოს biggrin.gif

Posted by: Crøs 18 Jun 2015, 15:23
NikoloZoid
ისე ნამდვილი პიცა ნაპოლში უნდა გეჭამა,სორენტოში კი ტრადიციული ნიოკი ალლა სორენტინაsmile.gif
ნაპოლში სამწუხაროა ძველი ნაპოლი რომ არ ნახე თავისი ვიწრო ქუჩებით.უამრავი სანახავი ადგილი და მუზეუმია.კასერტაშიც შეგეძლო გადასვლა მეფის სასახლის სანახავად.
პოზოტანოშიც არ გაჩერება ცოდვაა,პარკინგის პრობლემა მანდ,ამალფიშიც და თითქმის მთელ კოსტიერაზე არის,ამიტომ ბევრი გემით ჩადის ან მოტოებით დადიან.

Posted by: Hugh_Grant 18 Jun 2015, 15:57
NikoloZoid
კაია up.gif

პარკინგები ძვირია თუ იცი ?


პს. იტალია პიცისთვის მენანება, იმდენი კარგი საჭმელები აქვთ, მაგას ყველგან შეჭამ gigi.gif

Posted by: Crøs 18 Jun 2015, 15:59
Hugh_Grant
პოზიტანოში და ამალფიში საათი 5 ევრო.

Posted by: Hugh_Grant 18 Jun 2015, 16:13
cros
QUOTE
პოზიტანოში და ამალფიში საათი 5 ევრო.

მთელ დღეზე ცოტა ძვირი გამოვა

სადმე უფასო ადგილები არ არის ცოტა მოშორებით, სუპერმარკეტებთან, სკოლებთან ან რესტორნებთან?

ადგილობრივებს ეცოდინებათ biggrin.gif

Posted by: Crøs 18 Jun 2015, 17:13
Hugh_Grant
QUOTE
სადმე უფასო ადგილები არ არის ცოტა მოშორებით, სუპერმარკეტებთან, სკოლებთან ან რესტორნებთან?

რა ცუდია წარმოდგენა რომ არ გაქვს როგორი სტილის ქუჩებია და არა ადგილობრივებისთვის რა კანონები მოქმედებს biggrin.gif
რესტორნებთან და სასტუმროებთან არის თავისი პარკინგი,მაგრამ მათი კლიენტი უნდა იყო wink.gif
QUOTE
მთელ დღეზე ცოტა ძვირი გამოვა

ამიტომ გირჩევთ ყველას,ჩადით გემით დილით,იარეთ რამდენიც გინდათ და როცა გინდათ იმავე გზით წამოდით.ყოველ საათში დადიან.

Posted by: Hugh_Grant 18 Jun 2015, 17:40
cros
QUOTE
ამიტომ გირჩევთ ყველას,ჩადით გემით დილით,იარეთ რამდენიც გინდათ და როცა გინდათ იმავე გზით წამოდით.ყოველ საათში დადიან.

საიდან სადამდე გემით ?

მე გარგანოში მივდივარ დასასვენებლად და იქიდან მინდა რამდენიმე დღიანი კრუიზი მოვაწყო მანქანით - რომი, ნეაპოლის მხარეში ...

Posted by: Crøs 18 Jun 2015, 17:45
Hugh_Grant
ნაპოლიდან,სორენტოდან,პოზიტანოდან,ამაფლიდან,სალერნოდან,კაპრიდან-ერთმანეთის რეისები არის ყოველთვის.ისეთი კრუიზებიც არის თითო საათს გაგატარებენ ამ ქალაქებში.ანუ დღეში რამდენიმეს მოასწრებს.განრიგი უნდა ნახო ნაპოლიდან,სორენტოდან ან სალერნოდან.

Posted by: Hugh_Grant 18 Jun 2015, 18:01
cros
ააა გასაგებია, მადლობა


ესე იგი ნეაპოლიდან ერთ დღეში შეიძლება მაგ მხარის შემოვლა ?

პომპეი ალბათ ცალკე თემაა ...

Posted by: Crøs 18 Jun 2015, 18:50
Hugh_Grant
ხო თავად პორტში უნდა ნახო კრუიზები.
პომპეისა და ვეზუვიზე ავტობუსები დადის ნაპოლიდან.

Posted by: Hugh_Grant 18 Jun 2015, 19:16
cros
მადლობა ამომწურავი ინფოსთვის smile.gif

Posted by: Otten 18 Jun 2015, 23:50
რამხელა განსხვავებაა სამხრეტ და ჩრდილოეთ იტალიას შორის?
ეგ ის პონტია რა სად ერეკლე და სად .....



სამხრეტში 25 პროცენტია უმუშევრობა მართლა?

Posted by: Hugh_Grant 18 Jun 2015, 23:52
Otten
დეიკიდე

მთავარია ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში wink.gif

Posted by: dii 19 Jun 2015, 12:11
მეგობრებო ჩემს თავში აზრები მწიფდება ოქტომბრის შვებულება იტალიას მივუძღვნა და ჩემი დაბადებიდან ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მოვიწყო bis.gif
ერთი კვირა მაქვს დრო. სულ სხვადასხვა მხარეს არის ყველაფერი საინტერესო. მირჩიეთ ყველაზე იაფად და სწრაფად როგორ ხდება გადაადგილება? და მირჩიეთ რა ვნახო, მე რო მკითხოთ, ყველაფერი მინდა ვნახო და მიჭირს რამე დავთმო baby.gif

Posted by: Hugh_Grant 19 Jun 2015, 12:45
dii
ერთ კვირაში მთელ იტალიას ვერ ნახავ

2 ქალაქი უნდა აირჩიო მაქსიმუმ


რომი + ......... ?

Posted by: dii 19 Jun 2015, 12:55
Hugh_Grant

ხო მაგაშია უბედურება .. რომი + რომელი ერთი ავირჩიო sad.gif sad.gif

Posted by: Hugh_Grant 19 Jun 2015, 13:03
dii
QUOTE
ხო მაგაშია უბედურება .. რომი + რომელი ერთი ავირჩიო sad.gif sad.gif

ორი მოკლე ვარიანტია

რომი + ფლორენცია

რომი + ნეაპოლი

Posted by: dii 19 Jun 2015, 13:25
Hugh_Grant

რომი+ვენეცია+ფლორენცია არ გამოვა?? საერთოდ რომში რამდენი დღეა ოპტიმალური

Posted by: Hugh_Grant 19 Jun 2015, 13:45
dii
QUOTE
რომი+ვენეცია+ფლორენცია არ გამოვა??

კი მარა გზაში ბევრი დრო დაგეხარჯება

QUOTE
საერთოდ რომში რამდენი დღეა ოპტიმალური

მინიმუმ სამი
ერთი დღე მარტო ვატიკანს უნდა


პს. ზღვა თუ გიყვარს ნეაპოლით ჯობს

Posted by: dii 19 Jun 2015, 15:03
Hugh_Grant
მიყვარს.... ახლა ვიწყებ რომის გეგმის შედგენას და მივხვდები ზუსტად. ტერმინისთან სასტუმროს აღება მგონი ცუდი აზრი არაა ხო?

Posted by: Hugh_Grant 19 Jun 2015, 16:19
dii
QUOTE
მიყვარს...

ჰოდა იქით ზღაპარია - კოსტიერა ამალფიტანა

QUOTE
ახლა ვიწყებ რომის გეგმის შედგენას და მივხვდები ზუსტად.

კარგად თუ ჩაუღრმავდი 1 კვირა მარტო რომში არ გეყოფა biggrin.gif

QUOTE
ტერმინისთან სასტუმროს აღება მგონი ცუდი აზრი არაა ხო?

იაფი და იორღა

Posted by: axlguns 19 Jun 2015, 16:30
QUOTE
ერთ კვირაში

QUOTE
2 ქალაქი უნდა აირჩიო მაქსიმუმ

spy.gif
რომი-ფლორენცია-ვენეცია-ტურინი-მილანი-პიზა-ვერნაზა მოვიარეთ 10 დღეში.
4 რომი,2-ფლორენცია,1 ვენეცია, 1 მილანი,1 ტურინი,1 პიზა-ვერნაზა.
ქანცი კი გაგვწყდა,მარა რაც სანახავი იყო თითქმის ყველაფერი ვნახე.
ერთადერთი გადარბენაზე სადაც ვიყავი: ტურინში ქალაქი ვერ დავათვალიერე,მარტო რაც მე მინდოდა ის მოვასწარით ( სტადიონი და საავტომობილო მუზეუმი) პიზაში პიზის კოშთან სურათები გადავიღეთ,პატარა ტყავის ბაზრობაზე გავიარეთ. ვერნაზა ერთი მუჭა ადგილია,კარგად ვიჭყუმპალავე ლიგურიის ზღვაში,
10 დღე საკაიფოდ გეყოფა რა

Posted by: dii 19 Jun 2015, 16:50
Hugh_Grant

ვაიმეე მე რომ ვიცი ჩაღღმავება... თან ოქტომბრამდე იმდენი დროა შესასწავლად :დ წინ რა მელის biggrin.gif\\
QUOTE
იაფი და იორღა

ეგ მინდა მეც
biggrin.gif

axlguns

აი რომიდან ვენეცია /ფლორენცია -ში რითი წახვედით??

Posted by: davita1985 19 Jun 2015, 21:19
ივლისში შევდივარ იტალიის საელცაოში, აგვისტოში მინდა წასვლა 3 კვირით, იმედია ვიზას მომცემენ, რამდენიმე წლის წინ კი მომცეს ერთთვიანი საქმიანი ვიზა, იმედია ეხლა ტურისტულს მომცემენ...

Posted by: axlguns 19 Jun 2015, 21:34
QUOTE
აი რომიდან ვენეცია /ფლორენცია -ში რითი წახვედით??

მატარებლით ვიმგზავრეთ.წინასწარ საიტიდან გვქონდა ბილეთები ნაყიდი. თუ არადა სადგურებში არის ავტომატები და ძალიან მარტივია ბილეთის ყიდვა.

Posted by: choko_ 19 Jun 2015, 23:28
dii

მეც გირჩევ 3 ან მეტი ქალაქი ნახო მაგ დროში ბარემ მოდიხარ და მერე როდის გექნება ეგეთი შანსი ვინ იცის ...

3 დღეში ყველაფერს მოასწრებ რომში ვატიკანსაც და ცენტრალურ უბნებში რა სანახაობაცაა (თუ ყველა მუზეომის ნახვა გინდა საცხოვრებლად გადმოდი) biggrin.gif

ფლორენციას სულ რაღაც ერთი დღე უნდა რა გაუყვები ერთი თავიდან მეორეში და გამოუყვები და ეგაა ფლორენცია პატარაა ...

ვენეციის ნახვაც დილიდან საღამომდე შეიძლება თუ ყველა კუნძულის მოვლა არ გინდა იქ და მიამატე კიდე რამე (ვერონა) up.gif

Posted by: Hugh_Grant 20 Jun 2015, 01:32
dii
QUOTE
ვაიმეე მე რომ ვიცი ჩაღღმავება... თან ოქტომბრამდე იმდენი დროა შესასწავლად :დ წინ რა მელის biggrin.gif\\

ჰო, მეც მასე ვარ

არ მიყვარს სადმე "სურათის გადასაღებად", გავლით ჩასვლა, უბრალოდ რომ ვთქვა რომ ნამყოფი ვარ

Posted by: Crøs 20 Jun 2015, 12:44
QUOTE
ფლორენციას სულ რაღაც ერთი დღე უნდა რა გაუყვები ერთი თავიდან მეორეში და გამოუყვები და ეგაა ფლორენცია პატარაა ...

ფლორენციაში უფიცი,პალაცო პიტი,პალაცო ვეკიო რომ არ ნახოს ცოდოობა.2 დღე საკმარისია.

Posted by: davita1985 21 Jun 2015, 12:03
რა მაინტერესებს საელჩოში სასტუმროს ჯავშანი მოგზაურობის მთლიან პერიოდზე უნდა მქონდეს თუ პირველად რომელ ქალაქშიც ვჩერდები რამდენიმე დღეზე??

Posted by: chegesto 22 Jun 2015, 14:01

ხოდა ამ ვიზაზე რა მოთხოვნები აქვთ ხომ არ იცით? მაგათი მომსახურების სააგენტოს საიტი ვერ ვნახე sad.gif

Posted by: davita1985 22 Jun 2015, 15:14
chegesto


http://italy-vms.ge/httpitaly-vms-ge%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91/

Posted by: nica27 22 Jun 2015, 16:46
davita1985
ყველაზე დიდხანს სადაც ჩერდები მარტო იმ სასტუმროს ჯავშანიც საკმარისია

Posted by: davita1985 22 Jun 2015, 20:43
nica27


მადლობა

...............

Posted by: Crøs 22 Jun 2015, 21:36
http://www.moya-planeta.ru/travel/view/lajfhaki_veneciya_12691/

ვენეციაში წამსვლელებს გამოგადგებათ.წაიკითხეთ.

Posted by: -zeppelin- 23 Jun 2015, 08:41
https://www.youtube.com/watch?v=j4F6eyM5sNo

Posted by: dii 23 Jun 2015, 10:42
მეგობრებო,

თურქიშს აქვს შესაიშნავი დრო 6 საათიანი გადააჯდომით სტამბულში. თან ათათურქის აეროპორტში. ასეთი რამ მაინტერესებს, სტამბულში ჩაფრენისას ალბათ აღარ უნდა შევიდე ტრანზიტულ ზონაში და პირდაპირ გავიდე აეროპორტიდან. და შემოსვლისას ჩვეულებრივი ჩექ ინი უნდა გავიარო? ანუ როგორია ეს პროცედურა???

Posted by: Crøs 23 Jun 2015, 11:30
dii
აეროპორტიდან არ უნდა გახვიდე თუ გადაჯდომით მიფრინავ.ტრანზიტული უნდა გაიარო.
არ გერჩივნა ალიტალიის პირდაპირი რეისი გეყიდა?

Posted by: dii 23 Jun 2015, 11:34
cros

ანუ ვერ გამოვალ აეროპორტიდან???? aba.gif
ალიტალიას საიტზე რომ ვეძებ ოქტომბერში ფრენებს არაფერს არ მიჩვენებს sad.gif

Posted by: Crøs 23 Jun 2015, 13:28
dii

QUOTE
ანუ ვერ გამოვალ აეროპორტიდან???? 

ვერა.
ალიტალიას აქვს ოქტომბრის ფრენა.333 ევრო ღირს. ედრიმს იტზე ნახე

Posted by: -zeppelin- 23 Jun 2015, 14:30
dii
QUOTE
თურქიშს აქვს შესაიშნავი დრო 6 საათიანი გადააჯდომით სტამბულში. თან ათათურქის აეროპორტში. ასეთი რამ მაინტერესებს, სტამბულში ჩაფრენისას ალბათ აღარ უნდა შევიდე ტრანზიტულ ზონაში და პირდაპირ გავიდე აეროპორტიდან. და შემოსვლისას ჩვეულებრივი ჩექ ინი უნდა გავიარო? ანუ როგორია ეს პროცედურა???

საქართველოს პასპორტი ხო გაქ? რო გახვალ თვითმფრინავიდან კითხავ გასასვლელი სად არიო. მერე მიხვალ სასაზღვრო პუნკთან და ალბათ რამე ფული იქნება გადასახდელი (ზუსტად არ ვიცი რამდენი მარა ბევრი არა) გადაიხდი და გახვალ გარეთ. 4 სატი იქნები გარეთ მერე შემოხვალ შიგნით და ჩაჯდები და გაფრინდები

შემოსვლისასაც გადიხარ ჩექ ინს და გასვლისას ჩექ აუთ

Posted by: Crøs 23 Jun 2015, 14:31
-zeppelin-
სულ როგორ უნდა მაიმუნობდე ფორუმზე aba.gif

Posted by: -zeppelin- 23 Jun 2015, 16:00
cros
QUOTE
სულ როგორ უნდა მაიმუნობდე ფორუმზე

ტყუილი რა დავწერე?



Posted by: CADRMN777 23 Jun 2015, 16:10
დამილინკეთ სად ვნახო რომის უნივერსიტეტების ფასები უცხოელი სტუდენტებისთვისს. შედარებით იაფები

Posted by: choko_ 23 Jun 2015, 22:58
CADRMN777

რაზე სწავლობ ?

http://www.uniroma1.it/

ესაა სახელმწიფო და იაფიანი

Posted by: bergoglio 25 Jun 2015, 00:40
გამარჯობა, სექტემბრის ბოლოს მივდივარ იტალიაში ნეაპოლი-პოზიტანო. რას მირჩევთ? ამალფის სანაპიროზე პოზიტანო ვარჩიე რატომღაც თვითონ ამალფის და სორენტოს. თუ ხართ ვინმე ნამყოფი რომელი ქალაქი ჯობია, რომელს აქვს უკეთესი პლიაჟი და ასე შემდეგ... წინასწარ დიდი მადლობა ))

Posted by: Crøs 25 Jun 2015, 12:40
bergoglio
ულამაზესია პოზიტანო,მაგრამ როგორც ამალფის პატარა სანაპირო აქვს,თანაც ძვირი ქალაქებია.პრინციპში ამალფი უფრო ქაოტურია,პოზიტანოს ღამის ცხოვრება აქვს კარგი.

Posted by: -zeppelin- 25 Jun 2015, 12:43
QUOTE
რას მირჩევთ?

კორტიზონის პლიაჟიც ნახე უეჭველი

მაცარელას რესტორანიც უნდა ნახო აუცილებლად

ჩელენტანოს სახლს მუზეუმი უნდა ნახოთ უეჭველი

ჩინტორეტოს სასახლეც კარგია smile.gif

Posted by: BasketballGuitar 26 Jun 2015, 10:20
2 ივლისს მივდივარ რომში და 9-ში ჩამოვდივარ, რაარი ისეთი საინრტერესო რაც უნდა ნახო ამ ერთის კვირის განმავლობაში და პატარა რჩევებსაც თუ მომცემთ იტალიის მოყვარულები ( საჭმელთან, გართობასთან და ა.შ დაკავშირებულ) კარგი იქნება biggrin.gif

Posted by: Crøs 26 Jun 2015, 12:57
BasketballGuitar
პირველ გვერდზე დევს ლინკი რომში რაც არის სანახავი.

Posted by: ნინა411 29 Jun 2015, 18:19
აბა რა ხდება იტალიაში? ისევ კრიზისი გაქვთ? givi.gif

Posted by: Crøs 29 Jun 2015, 18:35
ნინა411
ეგ საბერძნეთის თემაში უნდა გეკითხა boli.gif

Posted by: komate 30 Jun 2015, 22:53
გამარჯობა მივდივარ იტალიაში რომში ჯერ და მერე მინდა ნიცაში წასვლა ... ვიცი ავტობუსი მატარებელი მაგრამ ძალიან მაინტერესებს თუ არის შანსი წავიდე ზღვით??? რამე ერთ დღიანი ან უფრო მოკლე ეგეთი კრუისი ან რამე მაგვარი ხომ არ არის???

Posted by: zumbito 30 Jun 2015, 23:05
ბონჯორნო
ხალხ... ქალაქ ბარში ქართული რესტორანი გეგულებათ სადმე?
თან როგორ ამზადებენ ისიც მითხარით...
ერთ იტალიელს ვებლატავე, ხაჭაპური ჯობია პიცასო და... თავი არ მომეჭრას.

Posted by: Crøs 30 Jun 2015, 23:28
zumbito
https://www.facebook.com/pages/Ristorante-Georgia/288817211241647
შარშან ვიყავი.ძალიან კარგად ამზადებენ ყველაფერს,მეც იტალიელები მყავდა.მაგრამ როგორც ვიცი დაკეტეს ეს რესტორანი.ყოველი შემთხვევისთვის ფბ გვერდზე მიწერე ან დაურეკე.

komate
კორსიკაზე თუ გადახვალ იქიდან დადის გემი ნიცაში.რომიდან არა მგონია smile.gif

Posted by: -zeppelin- 30 Jun 2015, 23:32
user posted image


მისტერ გეი იტალია 2014 love.gif რა საყვარელია




user posted image

Posted by: hikikomori 2 Jul 2015, 10:23
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს თუ შეძლებთ იქნებ ვინმემ მიპასუხოს

მოწვევა გამომიგზავნა მეგობარი ბიჭის დედამ და დამიბარეს გასაუბრებაზე საელჩოში, რას მირჩევთ სიმართლე უნდა ვუთხრა თუ რაღაცეები უნდა მოვიტყუო? მეშინია რო არ იფიქრონ არიქა იქ აპირებს დარჩენასო ან რამე . ყველა საბუთი წესრიგში მაქვს user.gif
შენგენის ვიზები მაქვს მარა აქამდე სხვა მიზეზით დავდიოდი ხოლმე და გასაუბრებაზე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ხოდა არ ვიცი როგორ მოვიქცე როგორ ჯობია
help.gif

Posted by: dii 4 Jul 2015, 11:50
მეგობრებო,
რომში ტერმინისთან რაიმე სასტუმროსებრი მირჩიეთ.
მთავარი პრიორიტეტი ადგილმდებარეობა და საკუთარი აბაზანაა. დანარჩენი არ მაღელვებს smile.gif


Posted by: Crøs 4 Jul 2015, 12:37
hikikomori
სიმართლე უთხარი.ტყუილებზე შეიძლება გამოგიჭირონ,მითუმეტეს თუ დარჩენას არ აპირებ.

dii
ტერმინისთან უამრავი სასტუმროა.ბუქინგზე ნახე.გააჩნია რამდენ ვარსკვლავიანი და რა ფასში გინდა.

Posted by: MaliN 4 Jul 2015, 18:40
გამრჯობათ! იქნებ დამეხმაროთ, ვარ იტალიაში არალეგალურად და ეხლა მინდა წასვლა საქართველოში და თეთრი პასპორტი (მგონი ასე ქვია) თუ არ ავიღე გემით რომ წავიდე საბერძნეთამდე და მერე ავტობუსით რა პრობლემები შემექმნება? ზოგი ერთს ამბობს ზოგი მეორეს ვეღარ გავიგე,,,,, sad.gif

Posted by: naka 12 Jul 2015, 13:38
მეგობრებო...
ვყიდი Robbie Williams-ის კონცერტის 2 ბილეთს, რომელიც გაიმართება 23 ივლისს ქალაქ ლუკაში, მილანთან ახლოს.
ასევე ვყიდი მილანი-ლუკა-მილანის მატარებლის 2 ბილეთს.
დეტალებსა და ფასზე შემეხმიანეთ პირადში.

Posted by: choko_ 12 Jul 2015, 15:53
MaliN
QUOTE
გამრჯობათ! იქნებ დამეხმაროთ, ვარ იტალიაში არალეგალურად და ეხლა მინდა წასვლა საქართველოში და თეთრი პასპორტი (მგონი ასე ქვია) თუ არ ავიღე გემით რომ წავიდე საბერძნეთამდე და მერე ავტობუსით რა პრობლემები შემექმნება? ზოგი ერთს ამბობს ზოგი მეორეს ვეღარ გავიგე,,,,,



საბერძნეთი დაგაჯარიმებს 1400 ევროთი და ჩაგირტყამს 5 წლიან დეპორტს

Posted by: buub 13 Jul 2015, 23:03
Mainteresebs uaris mere ganmeorebit sabutebis chabareba tu sheidzleba da ramden xanshi?

Posted by: MaliN 14 Jul 2015, 14:17
choko_
და ეს 1400 ევრო უნდა გადავიხადო?

Posted by: Nescafe13 14 Jul 2015, 16:53
მოკლედ კაცი მილანში ან ნეაპოლში რო წავიდეს 1 კვირით , თავისი ბილეთებით და სასტუმროთი რამდენი დაჯდება ?

Posted by: choko_ 15 Jul 2015, 01:30
MaliN

მეორეთ თუ მოხდი საბერძნეთში გადაგახდევინებენ და პირველი დაჯარიმებისას გატარებენ

Posted by: Ni-L 15 Jul 2015, 11:30
მოკლედ შენგენზე შევიტანეთ 1 კვირის უკან საბუთები.
იტალიის საელჩომ გასაუბრებაზე დაგვიბარა, ვინმეს თუ გქონიათ მგავსი შემთხვევა, დაწერეთ
რა ტიპის გასაუბრება შეიძლება იყოს, ვღელავ gigi.gif

Posted by: MaliN 15 Jul 2015, 17:41
choko_
მადლობა! kiss.gif

Posted by: -zeppelin- 15 Jul 2015, 17:55
jump.gif

Posted by: choko_ 16 Jul 2015, 00:31
საერთოდ არ ცხელა იტალიაში help.gif help.gif

Posted by: buub 16 Jul 2015, 12:12
Ni-L

შევსებული ანკეტის გარშემო იქნება კითხვები, ვისთან რატო რამდენი ხნით მიდიხარ, დაგეგმილი მოგზაურობის გეზი, იქ გაჩერების ვადები,აქ რას მოღვაწეობ და ასეთ სტილში, წარმატებები smile.gif


cry.gif მე წინა ორშაბათს ჩავაბარე საბუთები და ამ ორშაბათს პანჩურით დამაუარეს როგორც იტყვიან maxati.gif

Posted by: Crøs 16 Jul 2015, 12:19
buub
როგორც ვიცი 90% უარია ამ თვეში.განსაკუთრებით საბერძნეთის ამბების შემდეგ.

Posted by: buub 16 Jul 2015, 12:41
cros

არ ვიცი რამდენად კავშირშია მაგასთან მაგრამ მე არადამაჯერებლად დასაბუთებული უკან დაბრუნდების გამო დამაუარეს და რა შეიძლება შევცვალო ამ შემთხვევაში?
განმეორებით როდის შემიძლია შეტანა ისე?
ისიც რა საშინელი წესია მთელ მოგროვებულ საბუთებს რო თავისთან იტოვებენ

Posted by: -zeppelin- 16 Jul 2015, 13:17
იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია იტალია

Posted by: Crøs 16 Jul 2015, 17:03
დამიენ რაისის კონცერტის ბილეთს ვყიდი,კონცერტი გაიმართება რომში 25 ივლისს.ვისაც გინდათ შემეხმიანეთ. 50 ევრო

Posted by: highway 18 Jul 2015, 05:01
cros
მე მაგისი ძველი ბილეთები მაქვს. 26-29 ივნისის კონცერტის "რებით დაუნ ჰოლი" ფესტის დროს.
გავცვალოთ?!
gigi.gif

Posted by: Champagne_Supernova 19 Jul 2015, 03:13
MUSE-ის კონცერტი მინდოდა, მაგრამ, მგონი, ბილეთები აღარ არის.
The Kooks - 23-ში ამ ბენდის კონცერტზე ხომ არ მიდის ვინმე რომში ?

Posted by: Crøs 19 Jul 2015, 12:14
Champagne_Supernova
ძალიან ვისიამოვნე მიუზის კონცერტით.მთელი დღე სიცხისა და ლოდინის მიუხედავად მაგარი ენერგია მოიტანეს.

Posted by: Champagne_Supernova 19 Jul 2015, 12:39
cros
გუშინ იყავი? წარმომიდგენია.....

Interpol - ესეც კარგია, 2 სექტემბერს, თუ ინდი და ალტერნატივა გიყვართ

Posted by: Aspirin 22 Jul 2015, 08:11
ხუთი დღით მივდივარ რომში
ღირს ტივოლიში ჩასვლა და ერთი დღის მოცდენა ?
ვინმე ნამყოფი ხართ ?

Posted by: choko_ 23 Jul 2015, 02:27
Aspirin

კი კაია თან 4 დღე გეყოფა ისედაც რომისთვის

Posted by: CADRMN777 23 Jul 2015, 13:20
ტური რო ვიყიდო და მარტო წავიდე რამით ხო არ დაეჭვდება კონსული? თან როგორც ასეთი ევროპაში პირველი გასვლაა ჩემი, თურქეთში კი ვყოფილვარ დასასვენებლად მაგრამ შენგენს პირველად ვითხოვ. დიდი შანსია უარის? სტუდენტი ვარ სამსახურით..რავიცი

Posted by: Aspirin 24 Jul 2015, 04:46
choko_
QUOTE
კი კაია თან 4 დღე გეყოფა ისედაც რომისთვის

იმხელა გრაფიკი შევადგინე 5 დღეც არ მყოფნის weep.gif

და ვფიქრობ ტივოლი როგორ შევაკვეხო biggrin.gif

Posted by: Benson 24 Jul 2015, 12:44
გამარჯობა თუ იცით ყველის წაღება შეიძლება იტალიაში? biggrin.gif

Posted by: _mavne_ 24 Jul 2015, 12:52
ე.ი ვიზა მომცეს მარა ვერ წავედი და მაინც უნდა მივიდე იმ ადგილას? (პასპორტზე მიკრულია დაბრუნებისას 1კვირაში **** მისამართზე უნდა მივიდე და ბლაბლაბლა)

Posted by: Crøs 24 Jul 2015, 13:22
Benson
QUOTE
გამარჯობა თუ იცით ყველის წაღება შეიძლება იტალიაში?

როგორ არა,მე მასე ჩამომდის სულ სულგუნი biggrin.gif
ოღონდ ხელბარგში არ უნდა ჩადო.

Posted by: CADRMN777 24 Jul 2015, 14:09
QUOTE (CADRMN777 @ 23 Jul 2015, 13:20 )
ტური რო ვიყიდო და მარტო წავიდე რამით ხო არ დაეჭვდება კონსული? თან როგორც ასეთი ევროპაში პირველი გასვლაა ჩემი, თურქეთში კი ვყოფილვარ დასასვენებლად მაგრამ შენგენს პირველად ვითხოვ. დიდი შანსია უარის? სტუდენტი ვარ სამსახურით..რავიცი

QUOTE (CADRMN777 @ 23 Jul 2015, 13:20 )
ტური რო ვიყიდო და მარტო წავიდე რამით ხო არ დაეჭვდება კონსული? თან როგორც ასეთი ევროპაში პირველი გასვლაა ჩემი, თურქეთში კი ვყოფილვარ დასასვენებლად მაგრამ შენგენს პირველად ვითხოვ. დიდი შანსია უარის? სტუდენტი ვარ სამსახურით..რავიცი

QUOTE (CADRMN777 @ 23 Jul 2015, 13:20 )
ტური რო ვიყიდო და მარტო წავიდე რამით ხო არ დაეჭვდება კონსული? თან როგორც ასეთი ევროპაში პირველი გასვლაა ჩემი, თურქეთში კი ვყოფილვარ დასასვენებლად მაგრამ შენგენს პირველად ვითხოვ. დიდი შანსია უარის? სტუდენტი ვარ სამსახურით..რავიცი

help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: dii 24 Jul 2015, 15:11
მეგობრებო,

რომიდან მინდა ვენეციაში და ვერონაში ჩასვლა თითო დღით. სად ჯობს გაჩერება ცოტათი ადამიანური ფასები რომ იყოს ოქტომბრის დასაწყისში. სადმე შუალედური ქალაქი ან არ ვიცი მირჩიეთ

Posted by: Benson 24 Jul 2015, 15:21
cros
გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ashley_tko 27 Jul 2015, 11:01
გამარჯობა,მომაქციეთ რა ყურადღება,
იტალიის ბილეთები რომელ საიტზე ვნახო იაფად?
ვიზას რომ ჩამირტყამენ იმ დღიდან რამდენი ხნის განმავლობაში შემიძლია გაფრენა??

Posted by: Crøs 27 Jul 2015, 11:16
dii
მაგ ორ ქალაქში იაფად არ ვიცი რას ეძახი,მაგრამ ვენეციაში ღამე დარჩენა ღირს.ღამით საოცრად ლამაზია.

ashley_tko
ბილეთის ჯავშანი უნდა აჩვენო საკონსულოში,თორემ მასე შეიძლება უარი გითხრან.ვიზას როცა მოგცემენ იქ ეწერება თარიღი საიდან სადამდე გაქვს.შესაბამისად თუ დაჯავშნული გექნება ბილეთი მის რეისს უნდა დაამთხვიონ წესით.

Posted by: lika23 27 Jul 2015, 13:36
იტალიაში ცხოვრების უფლების მოპოვება როგორ ხდება?

Posted by: ashley_tko 27 Jul 2015, 14:43
cros
ჯავშანი აუცილებელია? მოწვევას იტალიიდან მიგზავნიან და ამ შემთხვევაშიც?
აუ რა ჩახლართულია ყველაფერი, ძაან დავიღალე.
პირველ რიგში მოწვევა გამოვაგზავნინო, მერე ბილეთები დავჯავშნო და მერე ვიზაზე მივიდე?
და დაჯავშნა ფასიანია?ანუ თუ არ მომცეს ვიზა (რაც არამგონია) და ბილეთები დაჯავშნილია რამე თანხას ვკარგავ?

Posted by: Crøs 27 Jul 2015, 14:56
ashley_tko
ჯავშანზე არაფერს კარგავ,თუ არ გაწყობს მერე თარიღი,ან მოხსნი ჩვეულებრივ,ან გადაავადებ.
იტალიის საკონსულოს კიდევ რა უჭირს,ზოგი სასტუმროში წინასწარ გადახდილ ჩეკსაც თხოულობს.

Posted by: ashley_tko 27 Jul 2015, 15:09
cros
აჰაა გასაგებია, მე სასტუმროს ჯავშანს, ხელფასის ამონაწერს და ა.შ. არ მომთხოვენ მგონი, რადგან მიგზავნიან მოწვევას ხო?
იცი კიდევ რას გკითხავ, ჯანმრთელობის დაზღვევის გაკეთება რომელ სადაზღვევოო კომპანიაში ჯობია ხომ ვერ მეტყვი??
მადლობა დიდი

Posted by: Crøs 27 Jul 2015, 15:40
ashley_tko
ისე ხელფასის საბუთს კარგი იქნება თუ წარუდგენ.თუ მომწვევი არ გაფინანსებს მაშინ შენი ბანკის ანგარიშის 3 თვის ამონაწერიც აუცილებელი იქნება.
დაზღვევას საკონსულოს საბუთების შესატანი ოფისი რომაა რუსთაველზე იქ გაგიკეთებენ თუ არადა ნებისმიერი.

Posted by: სერაფიტი 28 Jul 2015, 01:05
cros
QUOTE
როგორ არა,მე მასე ჩამომდის სულ სულგუნი
ოღონდ ხელბარგში არ უნდა ჩადო.


ეს ალიტალიით როცა მიფრინავ?
უკრაინის ავიახაზებით მივფრინავდა მითხრეს, თვითმფრინავში საჭმელი აგვატანინესო ჩვენ. კვება არ შედის და ვფიქრობ შოკოლადს ან სენდვიჩს ავიყოლებ-მეთქი და არა?smile.gif


Posted by: Crøs 28 Jul 2015, 21:53
სერაფიტი
ერთ-ორ ყველიან ბუტერბროდს როგორ არ აგატანინებენ,უბრალოდ ხელბარგი მარტო საჭმლით რომ გქონდეს გამოტენილი მაგას დაგიშლიან სავარაუდოდ.
ყველა კომპანიისთვის მასეა,არა მარტო ალიტალია.

Posted by: სერაფიტი 29 Jul 2015, 02:38
cros

რა თქმა უნდა, ერთი-ორი ბუტერბროდი და ერთი ფილა შოკოლადი ამაქვსsmile.gif
დანარჩენი ხელბარგიც ბევრი არაფერია, მარა საჭმლით გატენილი არ ეთქმის.

მადლობაsmile.gif

Posted by: Champagne_Supernova 29 Jul 2015, 03:27
ashley_tko
ვიზა რა ტიპისაა? ტურისტული? თუ ოჯახი გიგზავნის მოწვევას და მათთან უნდა იცხოვრო, სასტუმროს ჯავშანი არ გინდა. ჩემთვის არ მოუთხოვიათ. თუ ოჯახი მოწვევასთან ერთად fideiussione bancaria (მათი ანგარიშიდან ამონაწერი, რომ შენი შენახვის სახსრები აქვთ), მაშინ ხელფასის ცნობა არაა საჭირო. ჩემს შემთხვევაში ასე იყო.

აქ წერია, რა საბუთებიცაა საჭირო ტურისტული ვიზისათვის: http://italy-vms.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1/


იმისათვის, რომ საბუთები ჩააბარო, უნდა დანიშნო შეხვედრა საიტის მეშვეობით: http://italy-vms.ge/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90/


სამოგზაურო დაზღვევა კი ჯიპიაი ჰოლდინგში გავაკეთე.

Posted by: ashley_tko 29 Jul 2015, 12:17
cros
მადლობა 2kiss.gif

Champagne_Supernova
QUOTE
თუ ოჯახი გიგზავნის მოწვევას და მათთან უნდა იცხოვრო

yes.gif
QUOTE
fideiussione bancaria

რა კარგია რომ მითხარი, გამოვაგზავნინებ ამასაც

ბილეთები დავჯავშნე fly.ge-ზე.
ალიტალია, 2000 ლარი ერთ ზრდასრულზე, 5 წლის და 1 წლის ბავშვებზე ნორმალური ფასია ხო?

ვიზა რა დამიჯდება?? ფული უნდა გამომიგზავნონ და ცოტა გავიჭედე, ვერ ვითვლი ხარჯებს, იქნებ დამეხმაროთ



Posted by: Crøs 29 Jul 2015, 13:50
ashley_tko
QUOTE
ვიზა რა დამიჯდება?? ფული უნდა გამომიგზავნონ და ცოტა გავიჭედე, ვერ ვითვლი ხარჯებს, იქნებ დამეხმაროთ

საბუთების ჩამონათვალში წერია
°VMS° სერვის ცენტრის მომსახურების საფასური 28,50 ევროს ექვივალენტი ლარებში ეროვნული ბანკის კურსით და საკონსულოს მოსაკრებლელი 82 ლარი ვიზის საფასურისაგან გათავისუფლებული არიან:
12 წლამდებავშვები
პენსიონერები

Posted by: akoako_1987 30 Jul 2015, 04:52
lika23
უნდა მუშაობდე და დამსაწმებელმა შეიტანოს განაცხადი,როდესაც საბუთების მიღება იქნება.ან ხელი მოაწერო საბუთიანთან და მერე ოჯახის გაერთიანება გააკეთო.
ან ფული გადაიხადო.ფიქტიური კონტრაქტი გააკეთო და ა.შ. ფული თქვი თორე ბევრი ვარიანტია.

Posted by: ashley_tko 30 Jul 2015, 15:25
cros
მადლობა :* :*
2kiss.gif

Posted by: dii 30 Jul 2015, 16:46
cros
მადლობა.
ნუ ასეთი ამბავია: 3 ოქტომბერს მივფრინავ, 11 ში ვბრუნდები. თბილისი-რომი -თბილისი
ვერონა და ვენეცია უნდა მოვინახულო აუცილებელია. ვიცი რომ დრო ცოტაა. სწორად მინდა დავალაგო მარშრუტი და დავიბენი.
თუ შეგიძლიათ იქნებ აუცილებლად სანახავი ადგილების სია მომაწოდოთ და მირჩიოთ როგორ დავაწყო მარშრუტი.
მადლობა

Posted by: Crøs 30 Jul 2015, 17:50
dii
ამ ქალაქებში რომ ჩახვალ სასტუმროში უფასოდ მოგცემენ რუკას ზედ აღნიშნული ღირშესანიშნაობებით.რის მიხედვითაც ადვილად გადაადგილდები,თუნდაც ფეხით,არც ისე დიდი ქალაქებია.
ვერონაში: ჯულიეტას სახლი(აივნით და დაბლა სტატუით)და საფლავი,პორტა ბორსარი,ვერონას არენა,პიაცა სინიორი,პიაცა ბრო,ჯუსტის ბაღი ლაბირინთებით,კასტელვეკიოს ციხესიმაგრე თავის ხიდით და მუზეუმები და ცნობილი ადამიანების ქანდაკებები,გზაში შეგხვდება ყველაფერი,დუომოც და სხვა ეკლესიებიც.
ვენეცია: გრან კანალი,დოჟების სასახლე,პიაცა სან მარკო(ტაძარიც),კა'დ'ორო-ს სასახლე,პონტე სუსპირი და რიალტო,კონსტიტუციის ხიდი,ბურანო,კაზინო,მუზეუმებს აღარ გიწერ თუ ნაკლები დრო გაქვს.


Posted by: ashley_tko 31 Jul 2015, 14:56
მგონი ეს მარტო ბილეთების და სასტუმროების თემა არაა ხომ? სხვა თემაზე რომ გადავიდეთ ცოტა ხნით თუ შეიძლება,მაინტერესებს რა საჩუქრები წაგიღიათ იტალიელი ახლობლებისთვის და მოწონებიათ?
ჩურჩხელა წავუღე ერთხელ და ცეცხლი წაუკიდეს, აქეთობისას სანთლები მაჩუქეს, მანდ ცუდი ხარისხის სანთლები გაქვთ და გამოგადგებათო... ყანწები, ხმლები და ა.შ. საერთოდ არ ესმით. სხვა რას ჩუქნით ხოლმე??

Posted by: Crøs 31 Jul 2015, 15:08
ashley_tko
ხმლებიც მიჩუქებია,მამაკაცებს მოწონთ ქართული ხმლები.განსაკუთრებით თუ მოყვარულია.ასევე სუვენირები,თბილისის და ზოგადად საქართველოს პანორამიანი ნახატები,ქართული ორნამენტებიანი აქსესუარები:სამაჯურები,ქუდები,ჩანთები და სხვა. ორიგინალურ ბოთლებიანი ღვინო. საჭმელიდან-სულგუნი,ხაჭაპური,ყველიანი მჭადი...

Posted by: ashley_tko 31 Jul 2015, 16:14
cros
მადლობა smile.gif ამათ არ მოსწონთ ქართული რაღაცეები sad.gif პირადად არ მეუბნებიან მაგრამ ხომ ვატყობ არ იხიბლებიან დიდად.
ღვინო მიმაქვს და კაკლის მურაბა მირჩიეს კიდევ ......

Posted by: SOSIBOSI 1 Aug 2015, 17:22
აბა მეგობრებო დამეხმარეთ, 20 აგვისტოდან ბოლონიაში მინდა წასვლა და რამე კარგი ტური ხომ არ იცით??? შედარებით იაფია პეგასუსის ბილეთები მაგ დროს. რამე რო იყოს მარტო ვერ ვიმოძრავებ (ნუ მეგობრები) ტურისტულის გარეშე? ვიზაზე ხო არ დავაგვიანე უკვე? sad.gifახლა მოულოდნელად გადავწყვიტეsad.gif ვინც ერკვევით, გამარკვიეთ რაააა

Posted by: Crøs 2 Aug 2015, 11:35
SOSIBOSI
ჯერ ვიზა თუ არ აგიღია ან რომელი ტურისტული წაგიყვანს მარტო ბოლონიაში?

Posted by: SOSIBOSI 2 Aug 2015, 14:24
cros
ხო მეგობარო მერე ზუსტად მაგას ვკითხულობ, ვინც ერკევით გამარკვიეთ თქო,მოესწრება თუ არა ვიზა 22 აგვისტომდე. 4 აგვისტოს რომ შევიტანო ვიზაზე საბუთები, ანუ 18 დღე გამოდის. 18 დღეში შენგენის ვიზა მოესწრებააა? თუ აზრი აღარ აქვს ჩალიჩს,აი ეს გამარკვიეთsmile.gif უარს არ მეტყვიან ზოგადად, მაქვს შენგენის ძველი ვიზები და მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობ,ანუ დამრჩენების კატეგორიაში არ გავდივარ biggrin.gif

Posted by: Crøs 2 Aug 2015, 14:50
SOSIBOSI
მოსწრებას ვერავინ გეტყვის.საკონსულოში უნდა იკითხო.ისე ამ თვეში პერსონალი შვებულებაში მიდის,იტალიელებისთვის ფერაგოსტო იწყება და პასუხისთვის როდის დაგიძახებენ ეგ არავინ იცის.ბოლო პერიოდში კი როგორც ვიცი უმეტესობას უარს ურტყამენ თუნდაც საბუთები წესრიგში და დამაჯერებელი მოტივი ქონდეთ.არ ვიცი რატომ დაიწყეს ასე.

Posted by: SOSIBOSI 2 Aug 2015, 16:07
cros
მადლობა მეგობარო დეტალებში გარკვევისათვის, ხვალ მივალ ტურისტულში და ევროპის რომელ ქვეყანაშიც მეტყვიან, რომ უპრობლემოდ მომცემენ ვიზას იქ შევიტან, გაიკეთონ ერთ ადგილზე იტალიელებმა ეგ თავის ვიზა, თუ არც მომცემენ, ლამაზი ადგილები დაილია თუ რაsmile.gif წავალ აღმოსავლეთ ევროპაში და ეგაა,არა მგონია იქ ვიზაზე გაჭედონ. შვებულების ამბავში ვიწვები,თორე სექტემბერში წავიდოდი.

Posted by: gagripsh 4 Aug 2015, 12:08
ვინც ხართ ნამყოფი იტალიაში რამდენად ღირს მარტო მოგზაურბა და დათვალიერება?

Posted by: ashley_tko 4 Aug 2015, 17:49
cros
ფერაგოსტო cry.gif ეს რა გამახსენე, ამეტირა cry.gif
შენ იტალიაში ხარ?

Posted by: feeling good 4 Aug 2015, 18:15
ვინც ნამყოფი ხართ სასტუმროს ხომ ვერ მირჩევთ რომში? ნორმალური 2 ან 3 ვარსკვლავიანი, მხოლოდ ძილისთვის რომ გამოვიყენო smile.gif მთავარია იყოს ცენტრში

ნოემბერში ვაპირებ წასვლას და საკმაოდ ძვირია სასტუმროები რომ გადავხედე

Posted by: Crøs 4 Aug 2015, 19:08
ashley_tko
QUOTE
ფერაგოსტო  ეს რა გამახსენე, ამეტირა 
შენ იტალიაში ხარ?

კი, რატომ აგეტირა? biggrin.gif

feeling good
ცენტრში კონკრეტულად რა ზონაში? რამდენის გადამხდელი ხარ და რამდენი დღით გინდა?


Posted by: ashley_tko 5 Aug 2015, 15:08
cros
მომენატრა ;( სანაპირო, ცეცხლი,კარავი, დისკოტეკა, პლანი biggrin.gif biggrin.gif აუუ sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: feeling good 7 Aug 2015, 08:34
cros

მაქსიმუმ 250 ევრო 5 ღამე smile.gif ცოტაა რომისთვის? ორ კაციანი ნომერი

ისეთ ადგილზე მინდა სასტუმრო ფეხით ვიარო ყველგან, ტრანსპორტის გამოყენების გარეშე user.gif

Posted by: ashley_tko 7 Aug 2015, 14:31
ხალხნო რა ქვია იმ საბუთებს რაც უნდა გამომიგზავნონ ვიზის ასაღებად იტალიიდან? ერთს fideiussione bancarea და სხვა რა მჭირდება? ანუ რაღაც საბუთი რომ არის, რომ თანახმაა გადაიხადოს ჩემი იქ ყოფნის ხარჯები, რა ქვია იტალიურად?

Posted by: Aspirin 7 Aug 2015, 15:38
feeling good
QUOTE
მაქსიმუმ 250 ევრო 5 ღამე smile.gif ცოტაა რომისთვის? ორ კაციანი ნომერი

ისეთ ადგილზე მინდა სასტუმრო ფეხით ვიარო ყველგან, ტრანსპორტის გამოყენების გარეშე user.gif

რკინიგზის სადგურ ტერმინის გარშემო ეძებე მაგ ფასში

ხარისხიანი ვერ იქნება მაგრამ ცენტრამდე ფეხით ივლი

Posted by: feeling good 7 Aug 2015, 17:20
Aspirin

2 ან 3 ვარსკვლავიანი მინდა, მხოლოდ ძილისთვის რომ გამოვიყენო.

შეგიძია მირჩიო ?

Posted by: სერაფიტი 7 Aug 2015, 21:55
feeling good

ტერმინიზე ვცხოვრობდით სამნი თროპლრუმში, სასტუმრო "ტერმინალი". საუზმით ექვსი ღამე 375 დაგვიჯდა. ერთი თუ ხარ, მაგ ფასად ნახავ უეჭველი. ბუქინგზე ნახე. ან დაგაკავშირებ იმ ტურისტულს ვინც მომიძებნა სასტუმრო. კარგი ადგილია, მეტრო ახლოა, რკინიგზაც, აეროპორტიდან პირდაპურ მანდ მიდიან ავტობუსები. ფეხითაც ახლოა რაღაცები.

Posted by: Aspirin 7 Aug 2015, 23:56
feeling good
QUOTE

2 ან 3 ვარსკვლავიანი მინდა, მხოლოდ ძილისთვის რომ გამოვიყენო.

შეგიძია მირჩიო ?

მე ქალაქგარეთ ავიღე თვითონ, ბევრად კომფორტულია

აქ ჩაწერე მონაცემები - Rome, Termini და ამოგიყრის ყველას
http://www.booking.com/index.fr.html?sid=1147284e85e7fac0176cd030ec9fce5d;dcid=1

პს. გამოხმაურებები წაიკითხე აუცილებლად

Posted by: feeling good 8 Aug 2015, 17:01
Aspirin
სერაფიტი

მადლობები smile.gif გავქექავ

Posted by: Aspirin 9 Aug 2015, 17:20
დღევანდელ დღეს, 9 აგვისტოს, 1483 წელს ვატიკანში გაიხსნა სიქსტის კაპელა love.gif

https://www.facebook.com/evropeli/photos/a.555879997771588.145408.554379147921673/1169147259778189/?type=1&theater

http://postimage.org/

Posted by: dii 10 Aug 2015, 12:12
სერაფიტი
აუ ოქტომბრის პერიოდზე ღამე 119 ევროა sad.gif "ტერმინალ"-ში

მე ვნახე რაღაც სასტუმრო მეტრო პირამიდასთან 5 წუთის სავალზე. მაგაზე იაფი არაფერი იყო, თუმცა გამოხმაურება ნორმალური აქვს.

Posted by: Crøs 10 Aug 2015, 14:00
ashley_tko
QUOTE
ხალხნო რა ქვია იმ საბუთებს რაც უნდა გამომიგზავნონ ვიზის ასაღებად იტალიიდან? ერთს fideiussione bancarea და სხვა რა მჭირდება? ანუ რაღაც საბუთი რომ არის, რომ თანახმაა გადაიხადოს ჩემი იქ ყოფნის ხარჯები, რა ქვია იტალიურად?

გადახედე კიდევ ამ საბუთებს http://italy-vms.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1/
მასპინძლობის დამადასტურბელი საბუთიც,რომელსაც დოკუმენტო დ'ოსპიტალიტა ქვია.

feeling good
აჰა,ამაზე იაფად ცენტრში ვერ იშოვი,ახლავე თუ დაჯავშნი.ტერმინიდან 10 წუთის სავალია ფეხით.
http://www.booking.com/hotel/it/il-papavero.it.html?aid=828662;sid=09c39b18bd838dea38e0fe63258aeba7;dcid=1;checkin=2015-10-06;checkout=2015-10-11;dist=0;group_adults=2;sb_price_type=total;srfid=915a1181fa41e21343dac3efeefa0e542c3039eeX10;type=total;ucfs=1&

Posted by: ashley_tko 10 Aug 2015, 15:06
cros
ძაან დიდი მადლობა
გთხოვთ მალე მიპასუხეთ რა
იტალიიდან სახლის ნომერზე როგორ დამირეკონ, წინ რა ინდექსი უნდა?

Posted by: Crøs 10 Aug 2015, 15:11
ashley_tko
წინ +995 და მერე ნომერი (თავის წინ 2ით სახლის შემთხვევაში და მობილურის შემთხვევაში 5ით)

Posted by: Paran0ids 10 Aug 2015, 17:29
გამარჯობათ. იტალიის ვიზაზე გავდივარ ხვალ და შორტებით გასვლა ცუდი ტონი ხომ არაა?

Posted by: ashley_tko 10 Aug 2015, 21:40
cros
შენ რომ არ მყავდე smile.gif ესიც გეცოდინება, სიცილიიდან უნდა გამომიგზავნონ მოწვევა. საკონსულოში მითხრეს ფოსტით უნდა გამოაგზავნინო, დედნები გვინდაო და რომელი ფოსტით გამოვაგზავნინო?

Posted by: Crøs 10 Aug 2015, 22:34
ashley_tko
ჩვეულებრივ სახელმწიფო ფოსტით http://www.poste.it/
ოღონდ დაზღვეული რა თქმა უნდა,ასიკურაციონე უნდა გაუკეთონ. შენი ზუსტი მისამართი არ დაგავიწყდეს და ფოსტის ინდექსი,ვინიცობაა ადგილზე არ მოვიდეს,ფოსტაში ტელ.ნომერი დატოვე რომ მოსვლისთანავე გაგაგებინონ.

Posted by: ashley_tko 11 Aug 2015, 00:14
cros
მადლობა 2kiss.gif რომ ჩამოვალ ერთი თავი სულგუნი ჩემზე იყოს biggrin.gif

Posted by: Rockhound 11 Aug 2015, 23:17
იტალიაში დოკუმენტები მაქვს გასაგზავნი და რა თქმა უნდა საქართველოს ფოსტას არ უნდა ვენდო, ხომ? biggrin.gif

DHL-ით რა ჯდება გაგზავნა ხომ არ იცით და რა დრო ჭირდება? smile.gif

Posted by: ხინკალი 12 Aug 2015, 12:10
აქ რომ საერთაშორისო მართვის მომწობა ავიღო იტალიაში რამდენი ხანი იქნება მოქმედი?

მინიმუმ 1 წელი მაინც??

Posted by: Crøs 12 Aug 2015, 12:25
ხინკალი
QUOTE
მინიმუმ 1 წელი მაინც??

კი და მერე იტალიურის გაკეთება მოგიწევს.

Posted by: ashley_tko 12 Aug 2015, 18:24
ათათურქის აეროპორტიდან ვინმე საჰიბას აეროპორტამდე შორია? რითი უნდა მივიდე?

Posted by: nicholas12 16 Aug 2015, 21:29
27 ში ვაპირებ საბუთების ჩაბარებას და რახდება როგორი სიტუაციაა ვინც იყავით ბოლოს ? პირველი ვიზაა და იტალია მირჩიეს.

Posted by: brastinto 17 Aug 2015, 19:05
QUOTE (nicholas12 @ 16 Aug 2015, 21:29 )
27 ში ვაპირებ საბუთების ჩაბარებას და რახდება როგორი სიტუაციაა ვინც იყავით ბოლოს ? პირველი ვიზაა და იტალია მირჩიეს.

7-ში საბუთები ჩავაბარე და 12-ში ვიზა მომცეს. ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურების ხარისხით.

Posted by: alikantura 20 Aug 2015, 12:05
გამრაჯობათ, მინდა იტალიაში, რომში ერთი კვირით წასვლა საქორწინო მოგზაურობაში.
მაინტერესებს თუ გისარგებლიათ ტურისტული კომპანიების მომსახურებით, რომელს მივაკითხო? ფასიც რომ სხვაზე იაფი იყოს და თან ნაგავი მომსახურებაც რომ არ ქონდეთ.

Posted by: Aspirin 24 Aug 2015, 01:14
Prestooo !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


------------------------------------

Posted by: l30n 28 Aug 2015, 12:13
მოგესალმებით ყველას smile.gif
თქვენი რჩევა მჭირდება და იმედი მაქვს დამეხმარებით
მოკლედ იტალიელ გოგოსთან მინდა ხელის მოწერა, მხოლოდ საბუთისაღების მიზნით
და ყველაფერი მაინტერესებს ამაზე.
მადლობა წინასწარ

Posted by: zukita 28 Aug 2015, 13:54
l30n
რა მხრივ გაინტერესებს?
ვერ გავიგე

Posted by: kataxxl 28 Aug 2015, 16:16
შეტანაზე მომსახურება 4 +

მაინც საქართველოა

თითების ანაბეჭდების აღება რაღც დამამცირებელი პროცედურაა

Posted by: l30n 29 Aug 2015, 23:10
zukita
მინდა ხელი მოვაწერო იტალიური საბუთი ავიღო, ახლა ვარ არალეგალი და მინდა გავხდე ლეგალი
რა პროცედურებია გასავლელი იქნებ თქვენი და თქვენი მეგობრების გამოცდილება გამიაროთ

Posted by: choko_ 1 Sep 2015, 18:35
l30n

იტალიელი გოგო ნაპოვნი გყავს ვინც თანახმაა მაგაზე ?

Posted by: Aspirin 2 Sep 2015, 14:54
ახლა ავიღე ვატიკანის ბილეთები წინასწარ ინტერნეტით, რიგში დგომა რომ არ მომიწიოს
წერია ვატიკანის მუზეუმები და სიქსტის კაპელა, რატომღაც წმ პეტრეს ბაზილიკა არ არის მითითებული

ეგ ცალკეა თუ მანდ შესვლა უფასოა ?
გმადლობთ

Posted by: dii 2 Sep 2015, 15:11
Aspirin
წმინდა პეტრეს ბაზილიკას ვერ დაჯავშნით უფასოა მანდ შესვლა.


...

ავტობუსით თუ ყოფილა ვინმე რომიდან ვერონაში? შესაძლებელია ასეთი მოგზაურობა?

Posted by: Aspirin 2 Sep 2015, 16:03
dii
QUOTE
წმინდა პეტრეს ბაზილიკას ვერ დაჯავშნით უფასოა მანდ შესვლა.

მანდაც რიგებია ?

და გუმბათზე ასასვლელი ლიფტი თუ შედის ბილეთის ფასში ?

Posted by: dii 2 Sep 2015, 16:15
Aspirin
არა გუმბათზე ასასვლელი ბილეთის ფასს ადგილზე იხდით, ოღონდ ლიფტის მერე მგონი 300 საფეხური უნდა აიაროთ ზემოთ გუმბათამდე biggrin.gif ეგ ლიფტი ისეა, სიმბოლურად როგორც მესმის :დ

Posted by: PAINKILLER 2 Sep 2015, 16:31
QUOTE
ავტობუსით თუ ყოფილა ვინმე რომიდან ვერონაში? შესაძლებელია ასეთი მოგზაურობა?

dii


ავტობუსი არ ვიცი თუ დადის, მე მატარებლით ვიმგზავრე, ოღონდ გადაჯომა მომიწია შედარებით იაფად რომ გამოვსულიყავი smile.gif თუ კარგად მახსოვს ბოლონიაში გადავჯექი სხვა მატარებელში, მთლიანად რამდენი ხანი დასჭირდა არც ეგ მახსოვს მაგრამ საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრე


ვერონა რაღაცნაირი მშვიდი ქალაქია, ისტორიული უბნის გარეთ ქუჩაში ხალხს თითქმის ვერ შეხვდები, მხოლოდ ტურისტულ ადგილებში არის ხალხმრავლობა smile.gif


QUOTE
რომიდან მინდა ვენეციაში და ვერონაში ჩასვლა თითო დღით. სად ჯობს გაჩერება ცოტათი ადამიანური ფასები რომ იყოს ოქტომბრის დასაწყისში. სადმე შუალედური ქალაქი ან არ ვიცი მირჩიეთ



მე ვერონაში გავჩერდი 1 დღე, შემდეგ დილით წავედი ვენეციაში და საღამოს ისევ დავბრუნდი, ეგრე უფრო იაფი გამოდის, ვენეციაში სასტუმრო ბევრად ძვირია smile.gif



Posted by: choko_ 2 Sep 2015, 16:35
dii
QUOTE
ავტობუსით თუ ყოფილა ვინმე რომიდან ვერონაში? შესაძლებელია ასეთი მოგზაურობა?


ავტობამის გავლას მოგზაურობას ვერ უწოდებ ტიბურტინის სადგურიდან კი გადიან ავტუბუსები ვერონას მიმართულებით : )

Posted by: PAINKILLER 2 Sep 2015, 16:39
dii




ვერონამდე და ვენეციამდე აუცილებლად უნდა ნახო ფლორენცია smile.gif



Posted by: dii 2 Sep 2015, 17:14
PAINKILLER
ტრენიტალიას საიტზე 2 ადამიანზე 60 ევრო გამოდის ერთი გზა რომი ვერონა, ცოტა ბიუჯეტური ვარიანტი მინდა sad.gif ეს გადაჯდომა მაწყობს და ღამის მგზავრობა ხო იდეალური იქნებოდა. რეგიონალურით წახვედით? ბილეთები ადგილზე იყიდება?choko_ ხო რაც არის :დ სადმე არსებობს განრიგი? ონლაინ რომ ვნახო?


PAINKILLER
დრო არ მყოფნის sad.gif ვერონა ვენეციის ნახვას განსაკუთრებული აუცილებლობა იწვევს თორე არ წავიდოდი თითო დღით.ასე ჩაქროლებით არ შემიძლია მე biggrin.gif შემდეგისთვის ვინახავ ფლორენციას.

Posted by: PAINKILLER 2 Sep 2015, 17:33
QUOTE (dii @ 30 Jul 2015, 16:46 )
cros
მადლობა.
ნუ ასეთი ამბავია: 3 ოქტომბერს მივფრინავ, 11 ში ვბრუნდები. თბილისი-რომი -თბილისი
ვერონა და ვენეცია უნდა მოვინახულო აუცილებელია. ვიცი რომ დრო ცოტაა. სწორად მინდა დავალაგო მარშრუტი და დავიბენი.
თუ შეგიძლიათ იქნებ აუცილებლად სანახავი ადგილების სია მომაწოდოთ და მირჩიოთ როგორ დავაწყო მარშრუტი.
მადლობა

7 დღით თუ რჩები, სჯობია ფლორენციაც ჩაამატო, ვერონასთან შედარებით ბევრად საინტერესოა smile.gif



მე 11 დღით ვიყავი, აქედან 5 დღე რომში, 2 დღე ფლორენციაში, თითო დღე ვერონა-ვენეცია-პიზა, მეტი ვეღარ გავქაჩე თორემ გენუაშიც მინდოდა და მილანშიც biggrin.gif





შემდეგ ჩასვლაზე სამხრეთ იტალიას ვესტუმრები აუცილებლად smile.gif
* * *
QUOTE
ტრენიტალიას საიტზე 2 ადამიანზე 60 ევრო გამოდის ერთი გზა რომი ვერონა, ცოტა ბიუჯეტური ვარიანტი მინდ


2 კაცზე 60 ევრო სულაც არ არის ძვირი, ვერონა საკმაოდ შორს არის რომიდან smile.gif


QUOTE
რეგიონალურით წახვედით? ბილეთები ადგილზე იყიდება?


რატომღაც მახსოვს რომ რეგიონალურით არ ვყოფილვარ... ბილეთები აპარატიდან ვიყიდე, იქვე შეგიძლია აარჩიო სხვადასხვა მარშრუტები, ფასების და დროის ამბავში, გადაჯდომებით ან პირდაპირ და ა.შ. მოკლედ არ არის რთული smile.gif


QUOTE
დრო არ მყოფნის  ვერონა ვენეციის ნახვას განსაკუთრებული აუცილებლობა იწვევს თორე არ წავიდოდი თითო დღით.ასე ჩაქროლებით არ შემიძლია მე  შემდეგისთვის ვინახავ ფლორენციას.


ეგეთი რა აუცილებლობაა ვერონას ნახვა? biggrin.gif



მე ასე გავანაწილებდი დროს: 4 დღე რომი, 1 ფლორენცია, 1 ვერონა და 1 დღე ვენეცია smile.gif


რეალურად არც რომისთვის არის 4 დღე საკმარისი და არც ფლორენციაზე გეყოფა 1 დღე, მაგრამ ქალაქს ნახავ და მთავარ ტურისტულ ადგილებსაც მოივლი smile.gif


ვერონაზე 1 დღე ბევრიც კი არის, უბრალოდ ტრანსპორტში გეხარჯება დრო...

Posted by: dato_dato 2 Sep 2015, 17:48
dii
QUOTE
ტრენიტალიას საიტზე 2 ადამიანზე 60 ევრო გამოდის ერთი გზა რომი ვერონა, ცოტა ბიუჯეტური ვარიანტი მინდა  ეს გადაჯდომა მაწყობს და ღამის მგზავრობა ხო იდეალური იქნებოდა. რეგიონალურით წახვედით? ბილეთები ადგილზე იყიდება?choko_ ხო რაც არის :დ სადმე არსებობს განრიგი? ონლაინ რომ ვნახო?

აქაც მე ვარ biggrin.gif biggrin.gif
გინდა ღამის მგზავრობა?
eurolines.it
ინებე, ღამე უფრო ნაკლები ღირს და აარჩიე რაც გინდა, მადლობა არაა საჭირო wink.gif smile.gif მსიამოვნებს როდესაც შემიძლია ვინმეს რამით დავეხმარო
* * *
შეგიძლია საერთოდ უფასოდ ან სიმბოლურ ფასად იმგზავრო
blablabla.com
ჩვენი დამემგზავრე.გე-ს პონტია, აფსოლუტურად უსაფრთხოა რო იცოდეთ smile.gif

Posted by: dii 2 Sep 2015, 18:48
dato_dato

მაინც დიდი მადლობა!!!!

2kiss.gif

Posted by: womanly 3 Sep 2015, 00:33
https://www.megabus.com/ დაეს რატომ ამ ავტობუსზე არავინ არაფერს ამბობთ? საოცარი ფასებია გადახედეთ

Posted by: dato_dato 3 Sep 2015, 09:35
dii
QUOTE
მაინც დიდი მადლობა!!!!

smile.gif smile.gif
womanly
QUOTE
https://www.megabus.com/ დაეს რატომ ამ ავტობუსზე არავინ არაფერს ამბობთ? საოცარი ფასებია გადახედეთ

კარგი საიტია დავიმახსოვრებ, მადლობ

Posted by: kataxxl 4 Sep 2015, 23:08
ძაან მალე მომცეს ვიზა. 28-ში შევიტანე და 2 ში სმს-ი მოვიდა

ერთ წლიანი ვთხოვე და არ მომცეს

მეუღლეს რეპორტ ბექი იდიოტებმა 31 ნოემბერს დაუნიშნეს

იმენა ცალტვინები არიან

Posted by: Crøs 5 Sep 2015, 00:34
womanly
QUOTE
https://www.megabus.com/ დაეს რატომ ამ ავტობუსზე არავინ არაფერს ამბობთ? საოცარი ფასებია გადახედეთ

კი მაგარია,რომიდან მილანამდე 12 საათიანი მგზავრობა თუ გინდა lol.gif

Posted by: Aspirin 7 Sep 2015, 02:16
რამდენი რამე ყოფილა რომში სანახავი

5 დღეში ვერ ვატევ

Posted by: klo-C 7 Sep 2015, 12:26
ამ თვის ბოლოს მივდივარ
რომი-ფლორენცია-ვენეცია

30-11 ოქტომბერი

ვინმე ხომ არ აპირებთ?

და კიდე წიგნს ვეძებ იუზერ გაიდს, სასურველია რუსულ ენაზე, სადმე ვიშოვი თბილისში?

Posted by: dato_dato 7 Sep 2015, 12:38
klo-C
QUOTE
ამ თვის ბოლოს მივდივარ
რომი-ფლორენცია-ვენეცია

30-11 ოქტომბერი

ვინმე ხომ არ აპირებთ?

29.09-02.10 მვდივარ რომში smile.gif

Posted by: dii 7 Sep 2015, 13:15
ვერონას მცოდნეებო! მიშველეთ!!

სადგურებს შორის:პორტა ნუოვა და პორტა ვესკოვო-ს შორის მეორეზე რომ გავაკეთო არჩევანი ხომ არ ვინანებ??
მირჩიეთ რა

Posted by: Crøs 7 Sep 2015, 13:25
dii
არ ინანებ,უბრალოდ პორტა ვესკოვო მდინარის მეორე ნაპირზეა,არც ძალიან შორს ცენტრიდან.მაგრამ ძირიტადად ყველა პორტა ნუოვაზე ჩამოდის ხოლმე.

Posted by: dii 7 Sep 2015, 14:19
cros
მადლობა!

მგონი საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ტრენიტალიით გადაადგილებაზე.
დავიტანჯე ამდენი ძებნით

Posted by: PAINKILLER 7 Sep 2015, 23:51
QUOTE
მგონი საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ტრენიტალიით  გადაადგილებაზე.

dii

მეც მაგით ვიმგზავრე სულ, სწრაფია და კომფორტული, თუ კარგად მოძებნი იაფად იშოვი ბილეთებს wink.gif


QUOTE
სადგურებს შორის:პორტა ნუოვა და პორტა ვესკოვო-ს შორის მეორეზე რომ გავაკეთო არჩევანი ხომ არ ვინანებ??


არაფერი სხვაობა არ არის, ცენტრიდან თითქმის ერთი მანძილია, მე პორტა ნუოვაში ჩავედი და სასტუმროც მაგ მხარეს მქონდა დაჯავშნული smile.gif




Posted by: dii 8 Sep 2015, 17:46
მაშასადამე!!!
ნაყიდია რომი-ვერონა-ვერონა-ვენეცია ტრენიტალიას ბილეთები და მეგაბასის ბილეთი ვენეცია-რომი

ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო!!!!!

დიდი თავსატეხი მოვიშორე

bis.gif

Posted by: PAINKILLER 8 Sep 2015, 19:45
dii

ანუ ფლორენციას მაინც გამოტოვებ? smile.gif


Posted by: klo-C 8 Sep 2015, 19:58
მეც მჭირდება რჩევა
რომიდან ფლორენციაში- ფლორენციიდან ვენეციაში რითი ჯობია?

და ფლორენციიდან მანაროლაში და უკან ფლორენციაში?

ეხლა ჯობია ვიყიდო ბილეთები წინასწარ?

dato_dato
სელფი გადავიღოთ კოლიზეუმთან biggrin.gif

Posted by: dato_dato 8 Sep 2015, 20:50
klo-C
გადავიღოთ აბა რაა biggrin.gif biggrin.gif
როდის მიდიხარ???

Posted by: Crøs 8 Sep 2015, 21:33
klo-C
QUOTE
რომიდან ფლორენციაში- ფლორენციიდან ვენეციაში რითი ჯობია?

და ფლორენციიდან მანაროლაში და უკან ფლორენციაში?

ეხლა ჯობია ვიყიდო ბილეთები წინასწარ?

მატარებლებით,კი ადრევე იყიდე ჯობია.

Posted by: klo-C 8 Sep 2015, 23:47
dato_dato
30-4 ვარ რომში


cros
ჩავუჯდები მაშინ, სასტუმროს მდებარეობის მიხედვით ავარჩევ გაჩერებებს

Posted by: dato_dato 9 Sep 2015, 00:40
klo-C
მე 29-ში მივფრინავ ქუთაისიდან

Posted by: dii 9 Sep 2015, 12:21
PAINKILLER
დრო თუ დამრჩა მეგაბასით გავქანდები ფლორენციაში. მაგრამ ეს არაა ბოლო მოგზაურობა ამიტომ ვინახავ რაღაც-რაღაცეებს სამომავლოდ jump.gif

Posted by: zukita 9 Sep 2015, 19:12
რამდენი მოდიხართ იტალიაში??? biggrin.gif ააშენებთ იტალიის ტურიზმს და მერე იტალიამ არ თქვას რო კრიზისი აქ biggrin.gif

Posted by: dato_dato 10 Sep 2015, 21:00
როგორც მოსალოდნელი იყო გრძელვადიანი მულტი ვიზა არ მისცეს მარა მე და ჩემი მეუღლე მივფრინავთ 29-ში რომში smile.gif smile.gif smile.gif
ორშაბათს ჩააბარა საბუთები და დღეს დილით გამოიტანა ვიზიანი პასპორტი ყოჩაღ იტალიის საკონსულოს

Posted by: dii 11 Sep 2015, 12:16
dato_dato
გილოცააავთ!!!
დღეებს საათებს და წუთებს ვითვლი...

Posted by: dato_dato 11 Sep 2015, 12:33
dii
QUOTE
dato_dato
გილოცააავთ!!!
დღეებს საათებს და წუთებს ვითვლი...

მეც მასე ვარ, იტალიაში ბევრჯელ ვარ ნამყოფი მარა რომამდე ვერ ჩავაღწიე და რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში ვარ, დავიზეპირე უკვე სად რითი და როდის უნდა მივიდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ვნახოთ ბარსელონას შთაბეჭდილებებს თუ გადაფარავს, მოლოდინი დიდია ყოველშემტხვევაში...
* * *
dii
შენ რა რიცხვებში იქნები რომში???
ხომ არ დავსტრელოთ და ფორუმული სელფი მივცეთ სადმე მე შენ და klo-C-მა??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: oops 11 Sep 2015, 16:13
აქა მშვიდობა.

გამოცდილო მოგზაურებო თქვენი რჩევები მჭირდება და იმედია არ დაიშურებთ )))

ორი ადამიანისთვის ვგეგმავ მოგზაურობას და რა გასაკვირია, რომ თვალი იტალიისკენ გამექცა biggrin.gif გადავქექ-გადმოვქექე ინტერნეტში წყაროები და ასე თუ ისე აზრზე მოვედი ეს გაგნებაში არ მყოფი ადამიანი.
ეხლა რა მაინტერესებს: რომი - ფლორენცია - ვერონა - ვენეცია - რომი 10 დღეში წესით უნდა მოეწროს, რას იტყვით? და კიდევ სავარაუდო ბიუჯეტის გათვლაში მჭირდება თქვენი დახმარება.
შიდა ტრანსპორტირებისთვის მატარებელი ჯობს?
და რა დამიჯდება ორ ადამინაზე?
კვებაზე რამდენი უნდა გავთვალო? (ძვირადღირებულ რესოტრნებს არ ვგულისხმობ)


მადლობა წინასწარ.

Posted by: dato_dato 11 Sep 2015, 16:25
oops
QUOTE
ეხლა რა მაინტერესებს: რომი - ფლორენცია - ვერონა - ვენეცია - რომი 10 დღეში წესით უნდა მოეწროს, რას იტყვით?

პირველ რიგში ძაან დაიღლები ჩემი აზრით ამდენი გადარბენით, აქედან რომელიმე 2 რო დატოვო კარგი იქნება

Posted by: Crøs 11 Sep 2015, 19:25
oops
QUOTE
და რა დამიჯდება ორ ადამინაზე?

ადრე ბევრჯერ დაგვიწერია ამ თემაში გამოთვლები. მაგრამ როცა არ იცი რამდენ ვარსკვლავიანი,ფასიანი და მდებარეობით რა სასტუმრო გაწყობს,რომელ მუზეუმებში გინდა შესვლა და დამატებით რა ხარჯების გაღება შეგიძლია,მასე ვერავინ გეტყვის რამდენი დაგიჯდება ზოგადად.
შიდა ტრანსპორტი მეტრო-ავტობუსი--1.5 ევრო,
მატარებლები ქალაქიდან ქალაქში კიდევ ცალკე თემაა და სანახავი.
ჭამა დღეში ერთ კაცზე საშუალოდ 20 ევრო გეყოფა.
ეგ 4 ქალაქი წესით 10 დღეში უნდა მოესწროს.რომი 3 დღე,ფლორენცია 2 დღე,ვერონა 1 დღე,ვენეცია 2 დღე და რომი 2 დღე.


Posted by: tako44 12 Sep 2015, 02:14
dato_dato
კულტურულ ამბავში რომს ვერც ერთი ქალაქი ვერ დაუდგება გვერდით) )))

Posted by: dii 12 Sep 2015, 10:43
dato_dato
3-10 რომში ვარ .. დიდი სიამოვნებიიით jump.gif jump.gif
* * *
აუდიოგიდებზე მაქვს შეკითხვა.
რუსულ ფორუმენზე წერდნენ რომ ინტერნეტდან შეიძლება ვატიკანის მუზეუმებისს აუდიოგიდის გადმოწერა, რაც ვნახე აზრი არ აქვს იმის ქონა/არქონას. ვინმეს ხომ არ მიგიწვდებათ ხელი?

Posted by: oops 12 Sep 2015, 15:25
dato_dato
cros

მადლობა მეგობრებო

Posted by: freedemocrat 12 Sep 2015, 15:30
4 დღით ჩამოვდივარ რომში ამ თვის ბოლოს, რა ფასებია ვინც ნამყოფი ხართ? ანუ ჭამაზე, შიდა ტრანსპორტზე და ა.შ

Posted by: davita1985 12 Sep 2015, 16:44
წელს მიწევდა რომში რამდენიმე დღით ჩასვლა, მაგრამ გეგმები შიცვალა სამწუხაროდ, იმედია მალე მოვახერხებ ვესტუმრო რომს...

Posted by: dato_dato 12 Sep 2015, 17:13
dii
სამწუხაროდ მე 3-ში მოვდივარ იქიდან მარა არაუშავს ცალცალკე გადავიღოთ და შევადაროთ biggrin.gif

Posted by: dii 14 Sep 2015, 14:24
dato_dato
ოკიი, შედეგები აქ გავუზიაროთ ერთმანეთს bis.gif სულ რაღაც 2 კვირა და 5 დღე დარჩა biggrin.gif

Posted by: -zeppelin- 14 Sep 2015, 14:35
ბენიტო მუსოლინი მკვდრეთით აღსდგაო და მართალია?

Posted by: Aspirin 22 Sep 2015, 01:32
გუშინ დავბრუნდი რომიდან

უმაგრესი ქალაქია

პარიზი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბარსელონა, ამსტერდამი და რა ვიცი კიდევ სად არ ვყოფილვარ - ყველა ჩაიხია

ერთი კვირა არ მეყო, კიდევ ბევრი რამე დამრჩა სანახავი, აუცილებლად მივბრუნდები ...

dii
QUOTE
აუდიოგიდებზე მაქვს შეკითხვა.
რუსულ ფორუმენზე წერდნენ რომ ინტერნეტდან შეიძლება ვატიკანის მუზეუმებისს აუდიოგიდის გადმოწერა, რაც ვნახე აზრი არ აქვს იმის ქონა/არქონას. ვინმეს ხომ არ მიგიწვდებათ ხელი?

შედი ვატიკანის საიტზე და წინასწარ აიღე ბილეთები ჯობია, რიგში დგომა რომ არ მოგიწიოს

€16 ბილეთი, +€4 ჯავშნის ფასი, +€7 აუდიო გიდი თუ გინდა

ასევე გირჩევ იყიდო Roma Pass ტურისტულ საინფორმაციოებში
ღირს - €36 და შედის პირველი 2 მუზეუმი უფასოდ (კოლიზეუმ-ფორუმ-პალატინუმს + კაპიტოლიუმის მუზეუმს ან + ბორგეზეს გალერეას გირჩევ, პირველი სამი ერთ ბილეთში შედის), + სხვა 40 მუზეუმში ფასდაკლება, +საქალაქო ტრანსპორტი უფასო (მათ შორის ზღვის მატარებელი)
რომა პასი 3 დღე მოქმედებს პირველი გამოყენებიდან, ამიტომ ჯერ ვატიკანში წადი და შემდეგ დღიდან დაიწყე (ვატიკანზე არ ვრცელდება, სხვა სახელმწიფოა)

Posted by: dato_dato 22 Sep 2015, 21:41
Aspirin
მადლობ საინტერესო ინფოსთვის, რომა პასს აეროპორტშივე ვიყიდი???
და ვატიკანში უბილეთოდ ვერ სევალ?

Posted by: Aspirin 23 Sep 2015, 01:29
dato_dato
QUOTE
მადლობ საინტერესო ინფოსთვის, რომა პასს აეროპორტშივე ვიყიდი???

მე ცენტრალურ სადგურ ტერმინიში ვიყიდე

QUOTE
ვატიკანში უბილეთოდ ვერ სევალ?

მხოლოდ წმ პეტრეს ბაზილიკაში, ისიც გუმბათზე ასვლა ფასიანია
მუზეუმში ვერა

Posted by: idallgo 23 Sep 2015, 03:07
მოკლედ მოვიარე ჩრდილოეთ იტალია 10 დღეში. მილანი - ბერგამო - კომო - ტურინი - ვერონა - ფლორენცია.

ძირითადი დისლოკაციის ადგილი მილანი იყო, საკაიფო თანამედროვე ქალაქი. ყველაზე მაგრად ბერგამო გამისწორდა. ტურინი და ვერონა ორივე მაგარია. ვერონაში 2 დღე ვიყავი და თავზე დავიმხე რასაც ქვია. smile.gif ვერონა ქარდი ავიღე და მუზეუმებში მაგ ქარდით შევდიოდი ზედმეტი დანახარჯების გარეშე + ადგილობრივი პატარა კუკუშკა ტრანსპორტით გადაადგილება. ტურინში კინოს მუზეუმია საკმაოდ შთამბეჭდავი. გული დამწყდა გენუა რომ ვერ ვნახე. ვენეციაზე მეტად ეგ ქალაქი მაინტერესებდა.

ახლა მივდივარ 2 კვირაში რომში რამოდენიმე დღით, იმედია კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდები.

Posted by: dato_dato 23 Sep 2015, 10:16
Aspirin
QUOTE
მხოლოდ წმ პეტრეს ბაზილიკაში

სიქსტის კაპელა???
QUOTE
მუზეუმში ვერა

რა ნახე საინტერესო, ღიირს შესვლა?

Posted by: Aspirin 23 Sep 2015, 10:33
dato_dato
QUOTE
სიქსტის კაპელა???

მუზეუმებში შედის

QUOTE
რა ნახე საინტერესო, ღიირს შესვლა?

თუ ანტიკური და რენესანსის ხელოვნება გაინტერესებს, აუცილებლად

მე პირღია გამოვედი, ძალიან მაგარია

Posted by: klikun 23 Sep 2015, 14:36
QUOTE
მე პირღია გამოვედი, ძალიან მაგარია


მეც გაოგნებული გამოვედი ვატიკანიდან ))
ძალიან მომეწონა

Posted by: dato_dato 23 Sep 2015, 15:11
Aspirin
klikun
QUOTE
თუ ანტიკური და რენესანსის ხელოვნება გაინტერესებს, აუცილებლად

QUOTE
მეც გაოგნებული გამოვედი ვატიკანიდან ))

მაშინ დილიდან წავალ....

Posted by: ჰოვა 24 Sep 2015, 00:39
გამარჯობა

როგორ შეიძლება იტალიაში ემიგრირება? არანაირი ნათესავური კავშირები არ მაქვს.

Posted by: anuka2009 24 Sep 2015, 00:51
ვატიკანში გირჩევთ ონლაინ ბილეთები იყიდოთ, უზარმაზარი რიგი დგას ბილეთებზე, მინიმუმ1-2 საათი რომ მოგიწევტ რიგში დჰომა, აი ონლაინ ბილეთების მფლობელები შედიან ურიგოდ!

Posted by: Aspirin 24 Sep 2015, 04:57
dato_dato
QUOTE
მაშინ დილიდან წავალ....

yes.gif
ჯერ მუზეუმები ნახე, შესასვლელი უკნიდანა აქვს, უნდა მოუარო კედელს მარჯვნიდან
მერე შედი წმ პეტრეს ბაზილიკაში, დიდი რიგი დგას, მაგრამ მალე გადის, ნახევარ საათში
გუმბათზე ასასვლელად 7 ევროიანი ბილეთი იყიდე, ნახევრამდე ლიფტით ახვალ, თორემ დაიბრიდები ...

Posted by: dato_dato 24 Sep 2015, 12:00
anuka2009
Aspirin
QUOTE
ვატიკანში გირჩევთ ონლაინ ბილეთები იყიდოთ, უზარმაზარი რიგი დგას ბილეთებზე, მინიმუმ1-2 საათი რომ მოგიწევტ რიგში დჰომა, აი ონლაინ ბილეთების მფლობელები შედიან ურიგოდ!

საიტი ხომ არ იცით სად ვიყიდო?

Posted by: klikun 24 Sep 2015, 12:11
dato_dato

http://mv.vatican.va/3_EN/pages/z-Info/MV_Info_Orari.html


Posted by: dato_dato 24 Sep 2015, 14:04
klikun
QUOTE
http://mv.vatican.va/3_EN/pages/z-Info/MV_Info_Orari.html

მადლობ 1-ში წვიმიანი დღეა მგონი რომში და 1-ისთვის ვიყიდი

Posted by: Otten 24 Sep 2015, 18:06
ჰოვა
QUOTE
როგორ შეიძლება იტალიაში ემიგრირება? არანაირი ნათესავური კავშირები არ მაქვს. 
       
       
     
   
   
     
არალეგალად წახვიდე და იტალიაშI? givi.gif

Posted by: Crøs 24 Sep 2015, 18:43
Colosseo, Fori, Terme di Diocleziano e Ostia Antica.
ოქტომბერში დაკეტილია გაფიცვასთან დაკავშირებით.

Posted by: dato_dato 24 Sep 2015, 19:28
cros
ქართულად შეგიძლია მითხრა ეს ყველაფერი?
თუ ესენი დაკეტილია 1ოქტომბერს წავალ ვატიკანშI, ხო ღია იქნება?

Posted by: Crøs 24 Sep 2015, 23:39
dato_dato
კოლიზეუმი,ფორუმები,დიოკლეტიანეს თერმული აბანოები,ანტიკური ოსტია.
იმედია რაღაც პერიოდში გახსნიან ხოლმე,თორემ ამდენ ტურისტს რა აუვა თავს.

Posted by: dato_dato 25 Sep 2015, 00:25
cros
მადლობა გაიხარე 29 და 30-შI მოვასწრებ მაგეებს და 1-ში წავალ ვატიკანში

Posted by: dii 25 Sep 2015, 10:57
cros
კოლიზეუმი და ფორუმი დაკეტილია?? cry.gif ოსტიისთვის ერთი დღე მქონდა გამოყოფილი.... რას აპროტესტებენ ამისთანას sleep.gif fingal.gif

Posted by: klikun 25 Sep 2015, 11:14
dii
QUOTE
ფორუმი


დიდი არაფერი არ იყო :დ
ფეხები დამატყდა იმდენი ვიარე მანდ, თან პაპანაქება სიცხეში და ნუ დიდად არ მომეწონა.
ბოკა დელა ვერიტა ნახე აუცილებლად ))

Posted by: dii 25 Sep 2015, 12:19
klikun
რაც მე "ვიმეცადინე" biggrin.gif იმდენი წავიკითხე გული ცუდად გამიხდა ახლა რომ ვერ ვნახავ biggrin.gif დამიზოგია 12 ევრო და ეგაა biggrin.gif რაღამიჭირს biggrin.gif ბოკა ს ვნახავ აბა რა, თან არაა შOრს ჩემგან, ტესტაჩიოში მაქვს სასტუმრო. ძალიან მაინტერსებს ამინდი, როგორი იქნება, არ ვიცი მაისურები უნდა წავიღო თი შედარებით თბილი ტანსაცმელი, ვენეციაში ვიცი რომ უფრო გრილა

Posted by: klikun 25 Sep 2015, 12:36
dii

როდის მიდიხარ?

აქ ნახე ამინდი.

http://worldweather.wmo.int/en/city.html?cityId=201

ვენეცია ზღაპარია <3 რომ შედიხარ ქალაქში, წყალში არის ლიანდაგი და ისე შედიხარ რა :დ უნახავივით ვიყურებოდი მატარებლიდან :დდდდ
გონდოლა 80 ევრო ღირდა და უფასოდ ვიკატავე ვაპორეტოთი lol.gif იქ ფაქტიურად ავტობუსია რა :დ სადგურებზე მიყავხარ და მოგატარებს მთელ ვენეციას :დდდ სასწაული თანამშრომლები ყავთ <3 დაკუნთული, დაზაგრული და კივილი მაჩოები givi.gif

მოკლედ კარგია რა love.gif

Posted by: dii 25 Sep 2015, 12:37
klikun

ვაპორეტო 7,5 ევრო ღირს ერთი გზაო biggrin.gifდა უფასოდ ეგ როგორ ??

Posted by: klikun 25 Sep 2015, 12:45
dii

არავინ არ ამოწმებდა, ამაყად შევდიოდი და გამოვდიოდი :დ
თან ეს სიმპათიური ბიჭები მიღებდნენ კარებს და დებილივით გაღიმებული თვალებში ვუყურებდი gigi.gif

Posted by: dii 25 Sep 2015, 12:51
klikun
აჰჰჰ მაშინ გასაგებია biggrin.gif მე არამგონია ასე მიწყალობონ, ქმართან ერთად ვიქნები biggrin.gif სადგურიდან ვაპირებ სან მარკოზე მივცუნცულდე ვაპორეტოთი და მერე ფეხით მინდა უბრალოდ ვიბოდიალო სანამ არ დავვარდები, გონდოლაზე ვიკატავებ თუ არა ადგილზე მოვიფიქრებ. უი მართლა ,ვენეციაში რამე ნაცადი კვების ობიექტი ხომ არ იცი, აი არა ტურისტული წყნარი მშვიდი

Posted by: klikun 25 Sep 2015, 12:55
dii

უი არა, ასე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ რესტორანში დაჯდომას და პიცის ჭამას ჯობია, მარკეტებივით არის, ან ღია "საცხობებივით" და იქ იყიდება პიცის ნაჭრები, უგემრიელესებია და მე იმას ვჭამდი, რესტორნის პიცა სულ არ მომეწონა :დ თან იაფია, 2 ევრომდე ღირს 1 ნაჭერი და დაგანაყრებს იმხელაა ))

Posted by: dii 25 Sep 2015, 14:05
klikun
მადლობაა love.gif ზუსტად ერთი კვირა დარჩა 3 ში მივდივარ chups.gif დავკარგე ძილი და მოსვენება

Posted by: Crøs 25 Sep 2015, 19:30
dii
რა ადგილას გაქვს სასტუმრო აღებული?

Posted by: dii 26 Sep 2015, 11:03
cros
ოსტეინსეს სადგურთან ახლოს, მეტრო პირამიდასთან.

Posted by: Crøs 26 Sep 2015, 12:21
dii
ააა,შენ მესტრეზე ყოფილყარ,მე კუნძულზე გეკითხებოდი biggrin.gif

Posted by: dii 26 Sep 2015, 12:34
cros

მე კი რომზე გიპასუხე biggrin.gif biggrin.gif ვენეციაში ერთი დღე ვჩერდები და გვიან ღამით ვბრუნდები რომში. ერთი ღამე ვჩერდები ვერონაში

Posted by: Crøs 26 Sep 2015, 12:45
dii
ა ხო.ახლა მივხვდი.მეტრო პირამიდა რომ რომშია.მეგონა ვენეციაში რჩებოდი.მასე ბევრი მყუდრო რესტორანია იქ სავახშმოდ.საღამოს ძალიან ლამაზია.სადგურთან პირდაპირ რომ გადახვალ ზედ კანალზეა ერთი.

Posted by: dii 26 Sep 2015, 13:46
cros

ისეთი ადგილი მინდა მენიუ რუსულ ინგლისულ ფრანგულად რომ არ წერია, სრულიად არატურისტული, აი ადგილობრივი უბრალო ხალხი სადაც სადილობს.

Posted by: Crøs 26 Sep 2015, 14:20
dii
მასეთი ეჭვი მეპარება პატარა ვენეციაში ნახო smile.gif

Posted by: dii 26 Sep 2015, 17:31
cros ვერ ვნახავ და klikun როგორც მირჩია დავეძალები ფარდულებს biggrin.gif ისე ფლორიანში მინდა შესვლა. ჯანდაბას მაგათ 6 ევროიან ესპრესოს :დ შიგნით მინდა დავათვალიერო, დიდი იმედი მაქვს დარბაზების დათვალიერებაში ჩეკის თანხა არ გაიზრდება biggrin.gif ვიღაც წერდა ფლორიანში გარეთ რომ ზიხარ და ყავის დალევისას მუსიკას უსმენ მოდის ასეთი ჩეკი : ვთქვათ ყავა - 8 ევრო ; მუსიკა 6 ევრო biggrin.gif ამავე წყაროდან ვიცი რომ მართალია უძველესი კაფეა ევროპაში მთელი თავისი ყავის ისტორიით და ბრენდირებული ყავით, მაგრამ უჩვეულებრივესი ყავაა საბოლოო ჯამში, ანუ ღმერთების სასმელს არ ელოდოთო, "ვენი ვიდი ბევი" უნდა გავაკეთო biggrin.gif და მერე მოგახსენებთ შთაბეჭდილებებს

Posted by: _mavne_ 26 Sep 2015, 23:17
ბილეთები რომელ საიტზე დავჯავშნო მატარებლის მაგალითად, დამავიწყდა საიტი sad.gif

Posted by: Crøs 27 Sep 2015, 00:56
_mavne_
http://www.trenitalia.com/
ან
http://www.italotreno.it/

Posted by: Aspirin 27 Sep 2015, 14:59
ეს ჯელატერია დელა პალმა, 150-ზე მეტი სახეობის ნაყინი, აუცილებლად შედით ...

http://postimage.org/

წიწაკისაც კი იყო givi.gif

Posted by: klo-C 27 Sep 2015, 15:22
Aspirin
სად არის ?

............
3დღეში იქ ვიქნები <3

Posted by: Aspirin 27 Sep 2015, 15:58
klo-C
QUOTE
სად არის ?

რომში, პიაცა დელა ნავონას და სპანიას შორის

Posted by: Antares98 27 Sep 2015, 20:42
რომში ყველაზე გემრიელი ნაყინი San Crispino-ში მაქვს ნაჭამი.

Posted by: dii 28 Sep 2015, 14:40
ეს ტრევი ხარაჩოებშია, კოლიზეუმი, ფორუმი, ოსტია ანტიკა არ იმუშავებს... რა ვნახო აბა ვატიკანის და სან ანჯელოს გარდა sleep.gif მომეშალანერვები

Posted by: Crøs 28 Sep 2015, 16:42
dii
აბა აქ ნახე რამდენი რამ გაქვს სანახავი და წუწუნებ biggrin.gif
http://italia-ru.com/page/dostoprimechatelnosti-rima

ჯერ ვილა ბორგეზეს ერთი დღე უნდა,თან დაისვენებ.

Posted by: Aspirin 28 Sep 2015, 17:00
dii
QUOTE
ეს ტრევი ხარაჩოებშია, კოლიზეუმი, ფორუმი, ოსტია ანტიკა არ იმუშავებს... რა ვნახო აბა ვატიკანის და სან ანჯელოს გარდა sleep.gif მომეშალანერვები

პანთეონი ნახე აუცილებლად, ძალიან მაგარია

ნუ ფორუმი შეგიძლია კარაკალას თერმებით ჩაანაცვლო, მითუმეტეს შენი სასტუმროს გვერდზეა

კაპიტოლიუმის მუზეუმი

წმ პავლეს მონასტერი, ეგეც შენს სასტუმროდან შორს არაა

სან ჯოვანი ლატერანოს ეკლესია, კატაკომბები და აშ ...

უამრავი რამეა, მე ერთი კვირა არ მეყო, მომავალ წელს კიდევ მივდივარ

Posted by: dii 28 Sep 2015, 17:10
აი ნახეთ მიახლოებითი გეგმა ასე გამოიყურება, მაგრამ დასახვეწია

03.10
ჩავდივარ საღამოს 6 საათზე, შევსახლდები სასტუმროში ვივახშმებ და მერე მინდა სადმე გავისეირნო, კოლიზეუმით დავიწყო თქო ვფიქრობ დიდ ხანს არ მინდა ბოდიალი, იმიტომ რომ ჩაფრენის დღეს ანუ 3 ში ჯერ სტამბულში ჩავდივარ დილით 9 საათზე საბიჰაში, მერე უნდა წავიდე სულტანაჰმეტზე ვისეირნო და 5 ზე ისევ ფრენა მაქვს ოღონდ ათათურქის აეროპორტიდან. ანუ საკმაოდ დაღლილი ვიქნებით მაგ საღამოს და ძალებს მოვუფრთხილედები

04.10
კოლიზეუმი, ფორუმი, პალატინი, კაპიტოლი, ნავონა, ტრევი, ესპანური კიბე
05.10 ეკუთვნის ვატიცანს და სან ანჯელოს კოშკს
06.10
ავენტინი
სიმართლის ბოკა smile.gif
კიდევ სადმე გავბოდიალდები

07.10
ბორგეზეს პარკი, არ ვიცი გალერეაში ქმარი ხელში ჩამაკვდება, ამდენ ხელოვნებას ვერ გაუძლებს ვიცი და ვფიქრობ დავინდო (ვატიკანიც ეყოფა)
რაღაც იდეები შემომაკლდა არადა არ მეყოფა არ მეყოფა დრო თქო ვტიროდი
08.10 ვერონაში ვარ
09,10 ვენეციაში და 10 რომთენდება ვიქნები უკვე რომში დილის 6 საათზე - იდეები მინდა მზის ამოსვლა საიდან ჩანს ყვეაზე ლამაზად
10 მაქვს თავისუფალი დღე

ისე ფლორენცია ხო არ მომესწრო 7 ან 10 ში

Posted by: Aspirin 28 Sep 2015, 17:43
dii
QUOTE
04.10
კოლიზეუმი, ფორუმი, პალატინი, კაპიტოლი, ნავონა, ტრევი, ესპანური კიბე

ნამეტანი გადატვირთულია, დაიბრიდები

მარა კოლიზეუმი-ფორუმი-პალატინო თუ დაკეტილი იქნა, მაშინ ხო

ჯობია კაპიტოლიუმი, პიაცა ვენეცია თავის მემორიალით, ბოკა დელა ვერიტა მაგ დღეს ნახო, ახლოსაა ყველაფერი

QUOTE
ნავონა, ტრევი, ესპანური კიბე

+პანთეონიც, 6.10-ში გადაიტანე
ერთ უბანშია ასევე

Posted by: dii 28 Sep 2015, 18:03
Aspirin


ხო დაკეტილი იქნებაო sad.gif
კიდე კატედრალების ნახვაც მინდა აუცილებლად აქ აღარ ჩამოვწერე.



Posted by: PAINKILLER 28 Sep 2015, 18:07
QUOTE
ჯერ ვილა ბორგეზეს ერთი დღე უნდა,თან დაისვენებ.


+111111111111111111111

QUOTE
10 მაქვს თავისუფალი დღე

QUOTE
ისე ფლორენცია ხო არ მომესწრო 7 ან 10 ში

dii



მაგას ბევრი ფიქრი რათ უნდა? smile.gif
* * *
QUOTE (oops @ 11 Sep 2015, 16:13 )
აქა მშვიდობა.

გამოცდილო მოგზაურებო თქვენი რჩევები მჭირდება და იმედია არ დაიშურებთ )))

ორი ადამიანისთვის ვგეგმავ მოგზაურობას და რა გასაკვირია, რომ თვალი იტალიისკენ გამექცა biggrin.gif გადავქექ-გადმოვქექე ინტერნეტში წყაროები და ასე თუ ისე აზრზე მოვედი ეს გაგნებაში არ მყოფი ადამიანი.
ეხლა რა მაინტერესებს: რომი - ფლორენცია - ვერონა - ვენეცია - რომი 10 დღეში წესით უნდა მოეწროს, რას იტყვით? და კიდევ სავარაუდო ბიუჯეტის გათვლაში მჭირდება თქვენი დახმარება.
შიდა ტრანსპორტირებისთვის მატარებელი ჯობს?
და რა დამიჯდება ორ ადამინაზე?
კვებაზე რამდენი უნდა გავთვალო? (ძვირადღირებულ რესოტრნებს არ ვგულისხმობ)


მადლობა წინასწარ.

მოასწრებ მაგ ყველაფერს, მე 11 დღე მქონდა და ეგ ყველაფერი ვნახე + პიზაც smile.gif


შიდა ტრანსპორტი რა თქმა უნდა მატარებელი



ბიუჯეტს რაც შეეხება, ახლა არ ვიცი როგორი ფასებია, მე რომ ვიყავი დაახლოებით 2000 ევრო დაჯდა 2 ადამიანი, შოფინგის გარეშე biggrin.gif

Posted by: dii 28 Sep 2015, 18:18
PAINKILLER
აუ იმდენი ვგეგმე ვგეგმე ბოლოს ვერაფერიც ვერ დავგეგმე idea.gif
* * *
PAINKILLER

ზუსტად მასე მაქვს განსაზღვრული 2000 ევრო მიმაქვს კეთილშობილური მიზნებისთვის. შოპინგი არ შედის გეგმებში საერთოდ

Posted by: ashley_tko 29 Sep 2015, 22:42
იტალიიდან (კატანია, პალერმო) ფული რომელი ბანკიდან ან ფულადი გზავნილების კომპანიიდან გადმოვარიცხინო ნაკლებ პროცენტში ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Crøs 29 Sep 2015, 22:48
ashley_tko
საქართველოში გინდა გადარიცხვა? არის ასეთი სერვიზი ინტელ ექსპრესი,ან ფოსტაში მანიგრამი იკითხე.

Posted by: dii 30 Sep 2015, 10:57
უი ფოსტაზე გამახსენდა. ვატიკანიდან ღია ბარათი გამოგიგზავნიათ ვინმეს?

Posted by: -zeppelin- 30 Sep 2015, 11:26
cros
QUOTE
საქართველოში გინდა გადარიცხვა? არის ასეთი სერვიზი ინტელ ექსპრესი,ან ფოსტაში მანიგრამი იკითხე.

წუხელს ბიჭი დაბადებულა დაურქმევიათ თურმე მარკო
ისეთი ბიჭი დაბადებულა და გამოსულა თურმე პოლო

dii
კი. პირადად მე პონტიფიკისგან მიმიღია ღია ბარათი


Posted by: ashley_tko 30 Sep 2015, 12:12
cros
არა მე არ ვარ ჯერ მანდ, იტალიიდან უნდა გამომიგზავნონ და მე მთხოვეს გარკვევა. მადლობა, ინტელ ექსპრესში დავრეკე და იქაური მისამართები გავიგე და იმედია საკომისიოს ნორმალური აქვთ, აქ არ მითხრეს რამდენი, თვითონ გაარკვიონო.

Posted by: Crøs 30 Sep 2015, 14:05
-zeppelin-
ჰაჯიმანიებს გაკეთებინებენ უკვე ამერიკის ჯარში? chest.gif

ashley_tko
მე პირადად მაგით ვსარგებლობ და ყველაზე ნაკლები პროცენტი აქვს.

Posted by: PAINKILLER 30 Sep 2015, 15:22
ახლა შემთხვევით ვნახე 3 წლის წინანდელი PM ერთერთ ფორუმელს მივწერე მატარებლებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს გამოადგება შეიძლება ისევ აქტუაური იყოს (უფრო ფასი იგულისხმება)

QUOTE

რომი-ფლორენცია 17 ევრო ღირს რეგიონალეზე, ყოველ 2 საათში ერთხელ გადის მატარებელი



Posted by: dii 30 Sep 2015, 15:34
-zeppelin-
biggrin.gif სასიამოვნოა

Posted by: Crøs 30 Sep 2015, 16:53
PAINKILLER
QUOTE

რომი-ფლორენცია 17 ევრო ღირს რეგიონალეზე, ყოველ 2 საათში ერთხელ გადის მატარებელი

ეგ ეტყობა მაშIნ იყო როცა მოგწერა biggrin.gif
ახლა 39 ევროზე ნაკლები არაა,ერთი რეისია დღეში რეჯონალესი მარტო და ისიც 20 ევრო ღირს.ყოველ ორ საათში კი არა,ყოველ 15 წუთშიც გადის wink.gif

Posted by: womanly 30 Sep 2015, 19:40
იტალის ქალაქ ბარში თუ ყოფილხართ ვინმე და თუ ღირს მანდ ჩასვლა?

Posted by: Crøs 30 Sep 2015, 20:23
womanly
QUOTE
იტალის ქალაქ ბარში თუ ყოფილხართ ვინმე და თუ ღირს მანდ ჩასვლა?

თვითონ როგორც ქალაქი დიდი არაფერია,მაგრამ წმინდა ნიკოლოზის მოსალოცად,საფლავის და ისტორიული ცენტრის სანახავად ღირს ნამდვილად.

Posted by: womanly 30 Sep 2015, 20:55
cros
რომიდან ხომარიცით რა მიდის მანდ? არც მეგაბასი დადის და არც ევროლაინი.........

Posted by: Crøs 30 Sep 2015, 21:07
womanly
QUOTE
რომიდან ხომარიცით რა მიდის მანდ?

მატარებელი-ბილეთის ფასი 40 ევროდან.
ავტობუსი- ტიბურტინადან გადის,ფასი ალბათ ცოტა ნაკლები.

Posted by: womanly 30 Sep 2015, 21:23
cros
მადლობა...................

Posted by: -zeppelin- 30 Sep 2015, 21:33
cros
QUOTE
ჰაჯიმანიებს გაკეთებინებენ უკვე ამერიკის ჯარში? 

კი.რაღა დროს ეგაა

dii
QUOTE
სასიამოვნოა

ჩემთვისაც ძAლიან სასიამოვნოა.უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი
მე ლექსო მქვია
შენ?

Posted by: klo-C 1 Oct 2015, 20:24
ვილა ბორგეზესი 2საატი უშვებენ ისედაც 2 საატიანი ბილეთია.

დღეს ვიყავი ძალიან ლამაზია <3
რჩევაა წინასწარ იყიდოთ ბილეთები რადგან შეიძლება ადგილზე არ იყოს, დღეს ეწერა რო 6 ოქტომბრამდე არ არის ადგილებიო

ცუდი ამინდები დამემთხვა მაგრამ მაინც საოცარია აქაურობა

Posted by: Crøs 1 Oct 2015, 20:31
klo-C
QUOTE
ვილა ბორგეზესი 2საატი უშვებენ ისედაც 2 საატიანი ბილეთია.

ეგ გალერიაში თორემ პარკში ბევრი რამაა სანახავი და გინდა მთელი დღე გაატარე.

Posted by: MIA19 2 Oct 2015, 23:31
მეგობრებო, ხვალ მივფრინავ იტალიაში და გთხოვთ ნუ დაგეზარებათ რჩევები. მივდივარ ვენეციაში 2 ღამე, აქედან ერთი დღ მინდა ვერონაში გადასვლა და იმავე დღეს უკან დაბრუნება, ერთ დღეში ხომ მოვასწრებ ვენეციასაც და ვერონასაც? მურანოს და ბურანოს ვერ ვნახავ ხო ალბათ ერთ დღეში?sad.gif მერე 2 ღამე ფლორენცია და 4 ღამე რომი. ძლიან აჟიტირებული ვარ, ჩემი ოცნება ხდება smile.gif ყველაფერი მირჩიეთ რაც შეგიძლიათ, სასტუმროების გარდა და შიდა ტრანსპორტიც ქალაქებს შორის ნაყიდი მაქვს უკვე. უფრო მაინტერესბეს რისი ნახვა არ უნდა გამომრჩეს, სად ვჭამო გემრიელი რამე რუმეები და რავი რაც გაგახსენდებათ, ამინდიც მაინტერესებს როგორი იქნება ეხლა? ტანსაცმლის ამბავში. ძალიან დავავალებთ smile.gif jump.gif jump.gif

Posted by: Crøs 2 Oct 2015, 23:39
QUOTE
ერთ დღეში ხომ მოვასწრებ ვენეციასაც და ვერონასაც?

ჰა? ups.gif

Posted by: semiramida1 2 Oct 2015, 23:47
QUOTE
ჰა?

პრინციპში რატომაც არ მოასწრებს , სულ რაღაც 100 კმ-ა (ერთი გზა)
აქეთ-იქით დიდი დიდი 2საათნახევარი დაკარგოს მაქს.


ვერონაში ძირითადად ერთი ადგილის სანახავად ჩადიან და ვენეციის სუნიან შუკებში ორი დღის სასიარულო რა არის smile.gif)

Posted by: -zeppelin- 2 Oct 2015, 23:49
MIA19
QUOTE
ერთ დღეში ხომ მოვასწრებ ვენეციასაც და ვერონასაც?

ვენეციას ვერონას და კიდე რომსაც დაათვალიერებ. თუ დრო გექნება თხოვნა მაქ პატარა ყველის და სუნელების გატანება მინდა პონტიფიკთან და წაუღე რა

Posted by: PAINKILLER 2 Oct 2015, 23:54
QUOTE
მივდივარ ვენეციაში 2 ღამე, აქედან ერთი დღ მინდა ვერონაში გადასვლა და იმავე დღეს უკან დაბრუნება, ერთ დღეში ხომ მოვასწრებ ვენეციასაც და ვერონასაც?

MIA19

წინდაუკან სიარული რა საჭიროა? ვენეციას 1 დღე ეყოფა (თუ მურანო-ბურანოში არ მიდიხარ biggrin.gif), შემდეგი დღე ვერონაში დარჩი და იქიდან ფლორენციაში გადახვალ პირდაპირ smile.gif




Posted by: Crøs 2 Oct 2015, 23:54
semiramida1
მე მგონია მაინც რომ ხუმრობთ,ერთ გზას უნდა მატარებლით 2 საათი.ჯამში 4 საათს კარგავს გზაში და ამ მცირე დროში ორი ქალაქის მონახულება?
ან ქალაქებში მოძრაობას არ თვლი თუ დანიშნულ ადგილად მიიყვანს მატარებელი და მალევე წამოვა უკან? smile.gif
QUOTE
ვენეციის სუნიან შუკებში ორი დღის სასიარულო რა არის

ერთ დღეში უნდა რომ მოასწროს.

Posted by: semiramida1 2 Oct 2015, 23:54
ფლორენციაში უფიციში შესასვლელად რიგში მთელი დღის დაკარგვა თუ არ მოგიწევს მაშინ გაგიმართლა და ქალაქსაც ნახავ smile.gif


რომში ვატიკანის მუზეუმზე ერთი დღე გინდა დანარჩენი გადაანაწილე ქალაქზე, ყველაფრის ნახვა რათქმა უნდა შეუძლებელია , მაგრამ მე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებით ვია აპიას კატაომბებიდან და სან-კლემენტეს ეკლესიიდან გამოვედი smile.gif


ესეთი რამეები მგონი ყველამ თავისით უნდა აარჩიოს რუკაზე smile.gif გააჩნია რა მოგწონსsmile.gif ჩემს დას მაგალითად რაღაც 3დ კინოთეატრი მოეწონა და კოლიზეუმის ახლოს ფორუმის უკან მდგარი თანამედროვე ქანდაკებები smile.gif)

Posted by: PAINKILLER 2 Oct 2015, 23:57
QUOTE
ფლორენციაში უფიციში შესასვლელად რიგში მთელი დღის დაკარგვა თუ არ მოგიწევს მაშინ გაგიმართლა და ქალაქსაც ნახავ

semiramida1

მარტო უფიცის ნახვას სჯობია სხვა დანარჩენი ნახოს wink.gif



ისე არა მგონია დიდი რიგები იყოს, მე გაზაფხულზე ვიყავი და სულ რაღაც 1 საათი მომიწია რიგში დგომა, ახლაც არ არის სეზონი და არ იქნება ბევრი ხალხი



Posted by: semiramida1 2 Oct 2015, 23:59
cros
QUOTE
ერთ გზას უნდა მატარებლით 2 საათი.ჯამში 4 საათს კარგავს გზაში

მეორე გზა საღამოს არ ითვლება დროდ smile.gif და დილას თუ ჩავა 10 ზე მაინც არაფერი რთული არაა )

ისე კაი იდეაა იქ დარჩენა მაგრამ ალბათ უკვე აქვს ჯავშნები

QUOTE
ერთ დღეში უნდა რომ მოასწროს.

ანუ ერთი დღე ვერონა ერთი ვენეცია როგორც გავიგე რავი smile.gif
* * *
PAINKILLER
QUOTE
მარტო უფიცის ნახვას სჯობია სხვა დანარჩენი ნახოს

კი ნამდვილად სჯობს დანარჩენი ქალაქის ნახვა თუ ასარჩევად იქნება საქმე

მე სეზონზე მომიწია cry.gif

Posted by: MIA19 3 Oct 2015, 00:03
არასწორად გამიგეთ მეგობრებო, ვენეცია ერთი დღე და ერთი დღე ვერონა ვიგულსხმე ანუ 2 დღე ჯამში smile.gif
* * *
-zeppelin-

QUOTE
ვენეციას ვერონას და კიდე რომსაც დაათვალიერებ. თუ დრო გექნება თხოვნა მაქ პატარა ყველის და სუნელების გატანება მინდა პონტიფიკთან და წაუღე რა


ძალიან ხუმარა ხარ

Posted by: -zeppelin- 3 Oct 2015, 00:08
MIA19
QUOTE
ძალიან ხუმარა ხარ

აი ზემოთ რო ადამიანმა დაპოსტა მაგან მასწავლა ეგ ხუმრობები love.gif

წარმატებები იტალიაში. smile.gif

ხუმრობას რომ თავი დავანებოთ

Posted by: MIA19 3 Oct 2015, 00:11
semiramida1

მადლობა რჩევებისთვის :* კი სწორად გამიგე, ერთი დღე იქ ვერონა ერთი ვენეცია ვიგულისხმე :smile.gif ამინდზი ალბათ გრილი იქნება ხოო? 19-22 გრადუსს მიჩვენებს და იმედია უფრო სიცივე არ იქნება

Posted by: Crøs 3 Oct 2015, 00:14
MIA19
QUOTE
არასწორად გამიგეთ მეგობრებო, ვენეცია ერთი დღე და ერთი დღე ვერონა ვიგულსხმე ანუ 2 დღე ჯამში 
* * *

QUOTE
ერთ დღეში ხომ მოვასწრებ ვენეციასაც და ვერონასაც?

ეს რომ იკითხე იმიტომ გიპასუხე,ორ დღეში ორივეს რა თქმა უნდა მოასწერებ.

-zeppelin-
აი შენი საყვარელი პაპი
user posted image
Pope Francis goes down on David Rockefeller's hand as Henry Kissinger and John Rothschild await their turn.
* * *
QUOTE
ამინდზი ალბათ გრილი იქნება ხოო? 19-22 გრადუსს მიჩვენებს და იმედია უფრო სიცივე არ იქნება

ახლა წვიმებია და ჯობია თბილი ჟაკეტი ან კურტკაც წამოიღო.ჩრდილოეთში მითუმეტეს.

Posted by: -zeppelin- 3 Oct 2015, 00:33
cros
QUOTE
David Rockefeller's hand

აუ როკფელერი ებრაელი ყოფილა facepalm.gif

რა ყველა ქედს იხრის ებრაელების წინაშე ტო

ფორბსის მიხედვით პაპი მეოთხე ადგილზეა გავლენიან ადამიანებს შორის მარა ეს რა ვნახე ამ სურათზე facepalm.gif

Posted by: MIA19 3 Oct 2015, 00:50
cros

უიფ წვიმებიი?sad.gif( მადლობაა ინფოსთვის smile.gif
* * *
აიკომის წევრი ხომ არ ხართ ვინმე?

Posted by: dato_dato 3 Oct 2015, 13:51
MIA19
დილას ჩამოვედი წვიმს და გრილა ჩაიცვი შესაბამისად
ვატიკანში წადი დილიდან, ბილეთები ონლაინ იყიდე ან უკიდურეს შემთხვევაში რომელიმე ჯიხურში ან ვატიკანის მოედნის მარცხენა კუთხეში ტურისტულში 25,50-ად ყოველ 1 საათში შეყავთ ჯგუფი ურიგოდ
ისე იმხელა რიგია საღამომდე ვერ მიხვალ
კოლიზეუმიდან მდინარისკენ წადი კუნძულზე ლამაზი ხიდით გადადი და ხვთისშობელი მარიამის ტაძარში შედი ძაან ლამაზია იქვე მოედანი და ფანტანია და ლამაზი პატარა ქუჩები
შოპინგი თუ გინდა ტრევის ფანტანების მეტროსთან ამოდი და ფანტანია იქ მაგ ცენტრალურ ქუჩას ჩაუყევი კარგი მაღაზიებია ბოლოსკენ მარცხენა მხარე დიდი ზარაა სულ ბოლოში ქუჩას მიადგები გაუხვიე მარცხნივ და H&M-ის 4 სართულიანი მაღაიაა, ჩემ ცოლს უყვარს და გამწყვიტა ძებნაში biggrin.gif
თუ კონკრეტული გაინტერესებს რამე რომში მკითხე, გადავტკეპნე მგონი 4 დღეში
ვატიკანში მეტროთი მიხვალ ან პლაზა ვენეციიდან ავტობუსით

Posted by: MIA19 3 Oct 2015, 14:34
dato_dato

შენ გაიხარე, უდიდესი მადლობა smile.gif ჯერ ვენეციაში და ფლორენციაში ჩავდივარ და რომში 8 ში და იქამდე თუ რამე კითხვა დამებადა მოგწერ smile.gif ძალიან იმედია არ ცივა, პლაში და თბილი ჟაკეტი მომაქვს და ხო არ გავიყინები? biggrin.gif
* * *
ბილეთები ვიყიდე ვატიკანში 12 საათზე მგონი კარგი დროა smile.gif ბილეთი თუ მექნება მაინც მომიწევს ალბათ ბილეთიან შემსვლელთა რიგში დგომა ხოო?

Posted by: dato_dato 3 Oct 2015, 15:04
MIA19
რომის აეროპორტიდან იცი როგორ უნდა წახვიდე იაფად? მარჯვნივ ბევრ ავტობუსებს დაინახავ და ბილეთიც იქვე იყიდე ზპგი 4 ზოგი 5 ევრო ღირს 30 წუთში დაახლოებით ოსტიენსეზე ხარ ცოტა მეტი ტერმინიმდე, იქიდან მეტროთი სადაც გინდა, მატარებელი ძვირია გირჩევ 48 ან 72 საათიანი ტრანსპორტის ბილეთი იყიდო ანუ რამდენ ხანსაც რჩები თითოთითოთი გაიწეწები, მე 48 საათიანი ვიყიდე 12,50 ევროდ და პირველ დღესვე ამოიღო თავის ფასი, ისე 1,50 ღირს 1 ბილეთი
არანაირ რიგში არ მოგიწევს, ვატიკანის კედელთან აუყევი ქუჩას მარჯვნივ მუზეუმისკენ და შეხვალ ეგრევე
თბილ ჟაკეტში მგონი არ შეგცივა პლაში წვიმაში გამოგადგება ალბათ თორე რას გაგათბობს?

Posted by: womanly 3 Oct 2015, 15:21
dato_dato
რომის ცენტრად ტერმინი ითვლება ხოო? მე ვიქნები რომში 22 ოქტომბერს... სასტუმრო ჯერ არ დამიჯავშნია და რომელს მირჩევდით?

Posted by: semiramida1 3 Oct 2015, 16:10
MIA19
Buon viaggio! smile.gif

Posted by: Crøs 3 Oct 2015, 16:22
womanly
ტერმინთან თუ გაწყობს მანდ უამრავი სასტუმროა.ბუქინგზე ნახე შენ თვითონ ფასის და კომფორტის მიხედვით.

Posted by: dato_dato 3 Oct 2015, 17:29
womanly
მე ვიყავი სასტუმრო derby-ში 3 ვარსკვლავიანია, ცოტა მოძველებული მაგრა არაუშავდა, დასაძინებლად არაუშავდა დიდი აივანი მქონდა, ქვევით ოჯახური პიცა ცხვებოდა, იიიფ...... კარგი მდებარეობა აქვს ავტობუსი იქვე ჩერდება მეტრო ახლოა, ორი ხაზი გარბატელა და ოსტიენსე, წყნარი მშვიდი კვარტალია
აეროპორტიდანაც და უკანაც TAM ავტობუსი პირდაპირ მოდის ოსტიენსეზე

Posted by: MIA19 3 Oct 2015, 20:35
dato_dato
semiramida1
მადლობა მეგობრებო smile.gif
womanly
მე მივდივარ სასტუმრო ლაზარიში და გეტყვი რომ ჩAმოვალ, როგორ მომეწონება smile.gif http://www.booking.com/hotel/it/lazzari.it.html?aid=357026;label=gog235jc-hotel-XX-it-lazzari-unspec-ge-com-L%3Ait-O%3Aunk-B%3Aunk-N%3AXX-S%3Abo-U%3AXX;sid=099f24c1343484c3ab18150781e7dd74;dcid=1;dist=0&sb_price_type=total&type=total&

Posted by: womanly 3 Oct 2015, 21:25
MIA19
dato_dato
cros
მადლობა...

Posted by: dato_dato 4 Oct 2015, 01:22
MIA19
კაი ადგილზეა, ყველაფერთან ფაქტიურად ფეხით შეგიძლია მისვლა, მეტრო ტერმინიც ახლოა 5 ხაზი იყრის მანდ თავს წარმტებები

Posted by: choko_ 4 Oct 2015, 02:46
dato_dato
QUOTE
მეტრო ტერმინიც ახლოა 5 ხაზი იყრის მანდ თავს წარმტებები


რომელი 5 ხაზი ?

Posted by: dato_dato 4 Oct 2015, 11:28
choko_
მეტროსა და მატარებლების 5 ხაზი და ქვეყანა მიმართულება + ავტობუსები

http://www.radikal.ru

Posted by: choko_ 5 Oct 2015, 01:24
dato_dato

მეთქი 5 მეტროს ხაზია ტერმინზე და არ ვიცითქო biggrin.gif

Posted by: anuka2009 5 Oct 2015, 02:38
MIA19
ტერმინიზე არის ყველაზე იაფიანი სასტუმროები და მაგიტომაა მოსახერხებელი თან კოლიზეუმთანაც ახლოსაა. მეტი უპირატესობა არ გააჩნია. სავსეა ბომჟებით. მე მაქ მქონდა სასტუმრო, მაგრამ მეორედ რომ ჩავალ აუცილებლად სადმე ვია დელ კორსოს მიმდებარე ტერიტორიებზე ავიღებ. მე გირჩევ ნახო პიაცა ნავონა, ფორუმი, ბარბერინი, ესპანური კიბეები,ტრევი. ყველა ტაძარი თითქმის უფასოა და შიგნით სასწაულ სილამაზეს ნახავ. პიაცა დელ პოპოლოზეა რამდენიმე ტაძრი საოცარი სილამაზის. ვატიკანია ბილეთები აუცილებლად ონლაინ- უზარმაზარ რიგს აიშორებ თავიდან. ვატიკანში ტერმინიდან მიხვალ მეტროთი - ოტავიანო არის გაჩერება. კოლიზეუმის ბილეთებს ონლაინ არ აქვს აზრი, იმიტომ რომ მაინც ერტი რიგი აქვს. ტრევისთან არის ყველაზე გემრიელი ნაყინები. კიდევ თუ რამე გაინტერესებს მკიტხე. ტურიატულ რუქას მოგცემენ სასტუმროში, აადაც ღირშეაანიშნაობები არია მოხაზული და იმის მიხედვით იარე. წინასწარ დაგუგლე ფანტანები და პიაცები და მასტ სი ასგილები შენ თვითონ განსაზღვრე. ოთხ დღეში რომ ჩაეტიო ისეwink.gif

Posted by: DONAB 9 Oct 2015, 01:01
ბონჯორნოო ^_^
კარგი ამბავით დავიწყებ და 12-ში ბოლონიაში მივფრიანვ გაცვლითი პროექტით, 18-ში მთავრდება პროექტი და 21-ში რომიდან მოვფრინავ... იქნებ მირჩიოთ 18-დან 21-მდე როგრო დავგეგომო დრო ოპტიმალურად , 18ში რომ ვენციაშI ან ფლორენციაში წავიდე იქიდნ მატარებლით ან სხვა ტრანსპორტით მარტივად დავბრუნდებით რომში ?
და კიდევ ვატიკანის ბიელთები როგორ დავჯავშნო ინტერნეტით
და იქნებ რაიმე მოსახერხებელი "იაფიანი" ჰოსტელიც იცოდეთ ორი ღამით დამჭIრდება ლბათ რომში

Posted by: dato_dato 9 Oct 2015, 10:24
DONAB
QUOTE
18ში რომ ვენციაშI ან ფლორენციაში წავიდე იქიდნ მატარებლით ან სხვა ტრანსპორტით მარტივად დავბრუნდებით რომში ?

ავტობუსი გირჩევნია ალბათ ნაკლები ღირს ვიდრე მატარებელი
QUOTE
და კიდევ ვატიკანის ბიელთები როგორ დავჯავშნო ინტერნეტით

მე გირჩევ ქალაქში სადმე წინა დღეს იყიდო ვატიკანის შესასვლელი ბილეთი ან იმავე დღეს ვატიკანთან რომ მიხვალ კედლის მარცხენა კუთხეში არის ტუროპერატორის ოფისი და იქ იყიდო იგივე ბილეთი 27,50 ღირს სამაგიეროთ დილის 10-იდან ყოველ საათში ერთხელ ურიგოდ შეყავთ ჯგუფები
ამ შენობის 1 სართულზეა ოფისები, მე "ყვიტელ" აბრიანი ოპერატორის მომსახურებით ვისარგებლე, უცებ შეგვიყვანეს, მანდედანვეა ტურები ვატიკანის ბაღში და სხვა მიმართულებებით....

Posted by: PAINKILLER 9 Oct 2015, 11:55
QUOTE
ტერმინიზე არის ყველაზე იაფიანი სასტუმროები

anuka2009


ტერმინიზე ყველაზე იაფიანი კი არა, ყველაზე ბანძი სასტუმროებია biggrin.gif


იგივე ფასად ცოტა მოშორებით ბევრად კარგ სასტუმროს აიღებ...

QUOTE
მე მაქ მქონდა სასტუმრო, მაგრამ მეორედ რომ ჩავალ აუცილებლად სადმე ვია დელ კორსოს მიმდებარე ტერიტორიებზე ავიღებ.


მეც ტერმინიზე ვიყავი 4 დღე და მეორედ მანდ სასტუმროს აღარ ავიღებ...

QUOTE
18ში რომ ვენციაშI ან ფლორენციაში წავიდე იქიდნ მატარებლით ან სხვა ტრანსპორტით მარტივად დავბრუნდებით რომში ?

DONAB

ბოლონიიდან ვენეციაში მარტივად მოხვდები მატარებლით, და იქიდანაც მატარებლით სჯობია რომში წასვლა, იაფია, წინასწარ დაჯავშნაც შეგიძლია, და ავტობუსზე უფრო კომფორტულიც არის smile.gif

ეცადე წინასწარ დაჯავშნო მატარებლის ბილეთები, ვაგზალზე არის აპარატები საიდანაც ყიდულობ ბილეთებს, სავარაუდო ვარიანტებსაც გიჩვენებს ფასის და მგზავრობის დროის მიხედვით


მე ფლორენციიდან ვერონაში წავედი ბოლონიის გავლით, 1 საათი მომიწია ბოლონიის ვაგზალზე დგომა სხვა მატარებელში გადასაჯდომად, სამაგიეროდ ბილეთის ფასზე საკმაოდ ეკონომია გავაკეთე smile.gif

Posted by: MIA19 10 Oct 2015, 01:15
ე.ი. ვიყავი ვენეციაში, ვერონაში, ფლორენციაში და გუშინ საღამოს ჩამოვედი რომში. რომში ვიღაცამ თქვა სასტუმრო ლაზარის ირგვლივ სავსეა ბომჟებითო, სასტუმრო ნამდვილად არ ბრწყინავს, ერთი პატარა ოთახია და ძალიან პატარა აბაზანა, მაგრამ ბომჟებს ჯერ-ჯერობით არ შევუწუხებივარ smile.gif) გუშინ ღამით ვიყავი კოლიზეუმთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, დღეს ვნახე ორი დიდი ტაძარი სანტა მარია დელი ანჯელი და მაჯიორე, რესპუბლიკის მოედანზე, ტრევი-რომელიც ხარაჩოებშია sad.gif პანთეონი და ნავონა. ხვალ მივდივარ ვატიკანში და იქიდან კასტელ სანტანჯელო, პოპოლო და ვილა ბორგეზე (ძაან ბევრია ერთი დღისთვის?) ზეგ ფორუმი, კაპიტოლიუმი და პიაცა ვენეცია და ტრასტევერე, სიმართლის პირიც სადღაც მანდ არის ხოო? მაზეგ კიდევ მაქვს მთელი დღე და მომწერეთ თუ გამომრჩა რამე ფლიიზ. რა მაინტერესებს წმ. პეტრეს ბაზილიკიდან გადმოსახედი რომ არის გუმბათიდან ეგ ვატიკანშია ხოო? შოკში ვარ, რომი საოცრებააააა. ხო, ესპანური კიბეები ხარაჩოებშია და არც ყვავილებია და არც არაფერიო,.მაგრამ.მაინც მინდა ნახვა და როდის ჩავსვაა?

Posted by: BBQ 10 Oct 2015, 02:53
2 კვირის წინ

http://pix.ge/

Posted by: PAINKILLER 10 Oct 2015, 03:52
QUOTE
ვალ მივდივარ ვატიკანში და იქიდან კასტელ სანტანჯელო, პოპოლო და ვილა ბორგეზე (ძაან ბევრია ერთი დღისთვის?)

MIA19

ერთი დღე მარტო ვატიკანზე გჭირდება + პეტრეს ტაძრის გუმბათზე თუ ახვალ, მეტზე არც დრო და არც ენერგია არ გეყოფა smile.gif

QUOTE
წმ. პეტრეს ბაზილიკიდან გადმოსახედი რომ არის გუმბათიდან ეგ ვატიკანშია ხოო?


არა, ეგ პეტრეს ტაძარშია, გვერდიდან აქვს ცალკე შესასვლელი (ფასიანია), ლიფტი ადის მესამე სართულზე (ასე მახსოვს) და მერე ფეხით უნდა ახვიდე დაახლოებით 300 საფეხურია (თუ არ ვცდები)



QUOTE
ზეგ ფორუმი, კაპიტოლიუმი და პიაცა ვენეცია და ტრასტევერე, სიმართლის პირიც სადღაც მანდ არის ხოო? მ


ბოკა დელა ვერიტა (სიმართლის პირი) არის კაპიტოლიუმიდან სამხრეთით, მდინარის ნაპირთან smile.gif



Posted by: BBQ 10 Oct 2015, 10:20
ზოგი ქუჩა თბილისს მაგონებდა ...

http://pix.ge/

Posted by: womanly 10 Oct 2015, 19:03
ვენეციაში ცავფრინდები დილით და საღამოს ავტობუსით მინდა რომში წასვლა... ბილეთი წინასწარ ვიყიდო ჯობია თუ იქვე ვნახავ სალაროებში ნორმალურ ფასად? და საიდან გადის ავტობუსები დამაკვალიანეთ რა

Posted by: Lucullus 10 Oct 2015, 20:19
მოგესალმებით ყველა რომაელს !



-------------------------------------------

Posted by: ashley_tko 11 Oct 2015, 20:50
მიპასუხეთ რა ვინმემ, ძალიან მაგარი ბილეთი ვიპოვე ძალიან იაფად, ერთი ისაა რომ გადაჯდომებს შორის მხოლოდ 1 საათია შუალედი. აეროპოსტები არ იცვლება, ათათურქის აეროპორტზე მაქვს საუბარი. რამდენად მოვახერხებ ორი ბავშვით, ძაან პატარა დროა??

Posted by: anuka2009 11 Oct 2015, 22:08
PAINKILLER
PAINKILLER
QUOTE
ტერმინიზე ყველაზე იაფიანი კი არა, ყველაზე ბანძი სასტუმროებია

ნუ ეგ ვიგულისხმე, ცოტა მორიდებულდ დავწერე biggrin.gif
ashley_tko
ძალიან ცოტა დროა, ათათურქში ძალიან ბევრი ხალხია, თან 10 წუთითაც რომ დააგვიანოს რეისმა რაც ჩვეულწბროვო ამბავია, იჭედები სერიოზულად.

Posted by: BBQ 11 Oct 2015, 22:46
პანთეონი მომეწონა ძალიან

http://postimage.org/

Posted by: klo-C 11 Oct 2015, 23:38
საოცარი ემოციებით ვარ დატვირთული. უცებ გაფრინდა 11 დღე, ბევრი რამ ვნახე მაგრამ ამ ქვეყანას რა ამოწურავს ...
კიდე მინდა, აუცილებლად დავბრუნდები

Posted by: dato_dato 11 Oct 2015, 23:54
ashley_tko
ჩემი აზრით ვერ მოასწრებ რადგანაც ათათურქში რომ ჩაფრინდები მერე ჩასხდომის გეიტამდე სეკურიტი ჩეკინგი უნდა გაიარო სადაც როგორც წესი და რამდენჯერაც მე ჩავფრინდი ეგრე იყო უზარმაზარი რიგია რომელსაც კაი ხანი სჭირდება და ეგ შენი 1 საათი ისე გავა ვერც მიხვდები

Posted by: dii 12 Oct 2015, 11:55
დაგიბრუნდით იტალიიდან ... ბედნიერი გაოცებული და ემოციებით სავსე jump.gif ცოტა გონს მოვალ და დავწერ შთაბეჭდილებებს
* * *
womanly
მე გავაკეთე ასე, დილით ადრე ჩავედი ვენეციაში ტრენიტალიათი სანტა ლუჩიას სადგურში და საღამოს 9:45 გამოვედი მეგაბასის ავტობუსით. ბილეთები ინტერნეტით იყიდეთ. გადის ტრონკეტოდან. people mover-ით გადახვალთ და იქვეა გაჩერება. საიტი https://uk.megabus.com/ ტრონკეტო არის სანტა ლუჩიასთან; რომ გამოხვალთ სანტა ლუჩიადან მარჯვნივ წახვალთ და იქვეა. ბარგი ჩავაბარეთ 6 ევრო ღირს ერთი ჩანთა. და საღამოს 9 მდე შეგინახავენ. ანუ სანტა ლუჩიაში თუ ჩახვალთ იქვე ჩააბარეთ ბარგი, წინასწარ ნახეთ people mover საიდანაც გადის (1,5 ევრო ღირს ერთი კაცი ავტომატით იყიდით ბილეთს) და ბოლო გაჩერებაზე (სულ 2 ჯერ ჩერდება) ჩამოხვალთ. მატარებლიდან რომ გამოხვალთ მარცხენა მხარეს ბევრი ხალხი იქნება, მანდ ჩერდება ყველა ავტობუსი. სალაროები არ არის იქ. ამიტომ წინასწარ ინტერნეტით ჯობს ყიდვა. მეგაბასის wi-fi არის დაცინვა :დ მეტი არაფერი. დანარჩენს არ ვერჩი. ჩადის რომში ტიბურინაზე. მეტროსთან ახლოს ჩერდება ტერმინიმდე ერთი თუ ორი გაჩერებაა.

Posted by: womanly 12 Oct 2015, 12:45
dii
დიდი მადლობა... ხო მეგაბასს ვფიქრობ მეც. მაგრამ ადრე რო მეყიდა ბილეთები კარგი იყო ფასდაკლებაზე... ეხლა 3 კაცი 54 ფუნტი ჯდება...

Posted by: dii 12 Oct 2015, 12:49
womanly
ხო მე მქონდა ერთი თვით ადრე სადღაც ნაყიდი 16 ფუნტი 2 კაცზე, ტრენიტალია მაინც გაცილებით ძვირი გამოვა მგონი.

Posted by: ashley_tko 12 Oct 2015, 17:05
dato_dato
anuka2009
იმიტომაც არის ხომ ბილეთი ასეთი იაფი sad.gif მინიმუმ რა დრო დამჭირდება გადასაჯდომად რომ გავითვალისწინო ?

Posted by: womanly 15 Oct 2015, 19:24
dii
მეგაბასის ბილეტები ვიყიდე ინტერნეტით და ამოვბეჭდე.. მხოლოდ ეს ერთი თაბახის ფურცელია ბილეთი თუ რამე უნდა მქონდეს კიდევ?

Posted by: _mavne_ 16 Oct 2015, 00:24
გაიზ მატარებლის ბილეთები სად ვიყიდო? რა საიტია?

Posted by: dii 16 Oct 2015, 11:19
womanly
არაფერი მეტი. მანდ წერია სრული ინფორმაცია. მობილურსაც აჩვენებდნენ და ზოგი ამობეჭდილსაც.
ჩაწერილი აქვს გვარები მგონი.
_mavne_
trenitalia.com ამ საიტიდან. რაც ადრე იყიდით უკეთესია

Posted by: qetquta82 16 Oct 2015, 12:25
მოგესალმებით,
მაინეტერსებს იტალიაში საშობაოთ _ რომელი რიცხვიდან მოირთვება რომი და საშობაო ფასდაკლებები როდიდან იწყება?

Posted by: BBQ 16 Oct 2015, 12:52
qetquta82
QUOTE
მაინეტერსებს იტალიაში საშობაოთ _ რომელი რიცხვიდან მოირთვება რომი და საშობაო ფასდაკლებები როდიდან იწყება?

მთელი დეკემბერი

ყველაზე კარგი პერიოდია ნიკოლოზობიდან (6 დეკემბერი) - შობამდე

Posted by: Crøs 16 Oct 2015, 13:21
qetquta82
ზამთრის ფასდაკლებები მთელ იტალიაში შობის მერე,ანუ იანვრიდან იწყება თითქმის ორი თვით.

Posted by: qetquta82 16 Oct 2015, 16:51
BBQ
cros
გმადლობთ

Posted by: youngstar 16 Oct 2015, 16:55
ხო რომი ძან მაგარია უბრალოდ ვისაც ისტორია გიყვართ და ტრადიციული ტურისტი ხართ თქვენთვისაა ბევრი ქართველი გასართობად და დროსატარებლად ეძებს ხოლმე ქალაქებს და მაგ განხრით რომი მაინდამაინც მიმზიდველი არ არი ყოველშემთხვევაში მაგ ფასში ბევრად უფრო მაგარ ადგილებზე წახვალ თუ მარტო გართობა გინდა აი რომი ისტორია თუ გიყვართ სამოთხეა pop.gif

Posted by: altezza_altezza 16 Oct 2015, 17:19
ამ დღეებში ვინმე ხომ არ აპირებთ ჩაწერას საელჩოში?



Posted by: altezza_altezza 18 Oct 2015, 14:10
იტალიაში მინდა წასვლა

საელჩოში ტურისტული ტურის გარეშე რომ შევიდე რამდენად მაქვს ამის რეალური შანსი რომ ჩამირტყან?

გთხოვთ არ დაიზაროთ

Posted by: Crøs 18 Oct 2015, 18:15
altezza_altezza
QUOTE
საელჩოში ტურისტული ტურის გარეშე რომ შევიდე რამდენად მაქვს ამის რეალური შანსი რომ ჩამირტყან?

მაგას ვინ გეტყვის? თუ ყველა საბუთი წესრიგში გაქვს ვიზის მოთხოვნისათვის,უარი რატომ უნდა გითხრან...

Posted by: Lady_Bird 18 Oct 2015, 21:54

altezza_altezza
ტურით და ტურის გარეშე შესვლა არაფერშუაშია. მთავარია მოთხოვნებს აკმაყოფილებდე და ყველა საბუთი წარადგინო რაც საჭიროა. საბუთებს მაინც ოპერატორთან აბარებ. ზედმეტ კითხვებს არავინ დაგისვამს

Posted by: dii 19 Oct 2015, 11:04
altezza_altezza
მე ტურისტულით არსად არ ვყოფილვარ ეგვიპტის გარდა. არასოდეს არ შემქმია პრობლემა ვიზაზე

Posted by: *porcelain* 19 Oct 2015, 18:05
altezza_altezza


ტურისტულის გარეშე ვიყავი მე პირადად და არაფერი პრობლემა არ ყოფილა
მთავარია გქონდეს სტაბილური შემოსავალი და კარგი სავიზო ისტორია (საბუთები აუცილებლად წესრიგში რა თქმა უნდა)
ასე,რომ ნამდვილად გაქვს რეალური შანსი!
აბა,წარმატებები )

Posted by: altezza_altezza 20 Oct 2015, 21:58
Lady_Bird
cros
*porcelain*
dii

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, გაიხრარეთ კარგები ხართ smile.gif


კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომ ჩავეწერო ტურისტულად მარტოს პატარა შანსი მაქვს ? თუ ვინმესთან ერთად ჯობია?


ელექტრონულად აქაც გახდა საჭირო საბუთების გადაგზავნა სანამ შევალ?


და აქვე გკითხავთ, ხელფასს ხელზე ვიღებ, საბანკო ტრიალი არ მაქვს, ანგარიშზეც დავდებ თანხას, ხოლო ის ფაქტორი ხომ არ იქნება ხელისშემშლელი რომ ბანკში არ მერიცხება? ბუღალტრული ცნობა მექნება

Posted by: mGeLo777 21 Oct 2015, 17:49
გენუაში მინდა boli.gif

ხართ ვინმე მანდ?



Posted by: *porcelain* 21 Oct 2015, 17:51
altezza_altezza


ჩემს შემთხვევაში, მარტო შევედი და არაფერი პრობლემა არ მქონია.ვუთხარი,რომ სამოგზაუროდ მივდიოდი.
უპრობლემოდ მომცეს ვიზა (იმაზე ბევრად მეტი ვადით,ვიდრე მსურდა)
საბუთებს რაც შეეხება,მე ყველაფერი პირადად მივიტანე (ასე მახსოვს ყოველ შემთხვევაში )

Posted by: altezza_altezza 21 Oct 2015, 17:55
*porcelain*


გასაგებია,მადლობა )))


იცი რა მაინტერესებს კიდო,სამსახურის ცნობები რა მიიტანე?

ანუ საბუთები რა გქონდა და ასე შEმდეგ ან პირადში რომ მომწერო თუ შეგიძლია




..........................................

მეგობრებო, ბილეთები სად ვნახო ყველაზე იაფად? ნოემბრის თვეში,თუნდაც დეკემბრის დასაწყისის

Posted by: cybernation21 26 Oct 2015, 20:45
ჰელოუ მოგზაურებო,
ვენეციაში ჩავდივარ და იქიდან ვაპირებ რომში გადასვლას, დღენახევარი მაქ სუ თავიბოლო, რა არი must see ადგილები რისი უნახავობაც ტეხავს?
შოპინგის თემა მაინტერესებს კიდო, ძაან ძვირობა? რა უბანია საშიპინგოთ კაი(ნუ თუ მოვასწარი).

Posted by: dato_dato 27 Oct 2015, 02:27
cybernation21
QUOTE
შოპინგის თემა მაინტერესებს კიდო, ძაან ძვირობა? რა უბანია საშიპინგოთ კაი(ნუ თუ მოვასწარი).

ტრევის ფანტანებთან ამოდი მეტროში და ქვევით ჩაუყევი ფანტანისკენ ცენტრალურ ქუჩას კაი მაღაზიებია და ბოლოში მარჯვნივ გაუხვიე, დიდი H&M-იცაა მანდ და ზარაც თუ გაინტერესებს, სხვაც ბევრია მაგ ქუჩებზე, სხვა რა უნდა ნახო 1 დღეში ვერ გეტყვი

Posted by: ninuchia-80 27 Oct 2015, 15:07
ფლორენციიდან ნეაპოლამდე იქნებ მირჩიოთ ავტობუსით ჯობია მგზავრობა თუ მატარებლით?
ან დაახლოებით რა ღირს?

Posted by: cybernation21 27 Oct 2015, 15:41
ninuchia-80
http://www.rome2rio.com/s/Florence/Naples


dato_dato
მადლობელი yes.gif

Posted by: Crøs 27 Oct 2015, 16:06
ninuchia-80
QUOTE
ფლორენციიდან ნეაპოლამდე იქნებ მირჩიოთ ავტობუსით ჯობია მგზავრობა თუ მატარებლით?
ან დაახლოებით რა ღირს?

მარატებლით.34 ევროდან იწყება ბილეთის ფასი.

Posted by: Wellington 29 Oct 2015, 00:18
კოლიზეუმი ერთი თვის წინ ...

http://postimage.org/

Posted by: foorsmile 29 Oct 2015, 00:22
QUOTE (Wellington @ 29 Oct 2015, 00:18 )
კოლიზეუმი ერთი თვის წინ ...


აქ მაქსიმუსი იბრძოდა ხოო ? ............ smile.gif

Posted by: Wellington 29 Oct 2015, 00:37
foorsmile
QUOTE
აქ მაქსიმუსი იბრძოდა ხოო ? ............ smile.gif

კი, ამერიკულ ფილმში biggrin.gif

http://postimage.org/

Posted by: CADRMN777 29 Oct 2015, 15:23
არავინ იცით ვინმე ვინც ევროპის ერთწლიან ვიზებ აკეთეებს?

Posted by: ninuchia-80 29 Oct 2015, 15:51
cybernation21
cros
მადლობა

მუშავდება გეგმები ჯერ biggrin.gif
დეკემბრისთვის
და ყველა ვარიანტებს განვიხილავ smile.gif
ფლორენცია
ნეაპოლი
მხოლოდ
ამ ჯერზე
smile.gif

Posted by: Wellington 31 Oct 2015, 06:01
იხსნება ისევ 3 ნოემბერს bis.gif

TREVI FOUNTAIN REFILLED WITH WATER AS RESTORATION WORK ENDS

http://www.lifeinitaly.com/news/trevi-fountain-refilled-water-restoration-work-ends

Posted by: womanly 2 Nov 2015, 22:45
ისე გავიდა 11 დღე ვერც კი მივხვდი... საოცრად დადებითად დამუხტული დავბრუნდი...ვენეცია, რომი, მილანი.... ნუ რომი და ვენეცია ეს არის საოცრებააა... ტრევი დაკეტილი იყო რესტავრატორები მუშაობდნენ...

Posted by: CADRMN777 16 Nov 2015, 19:22
რამდენად შეიძლება ვიყიდო ერთი ოთახი მაინც, უბრალოდ ერთი ოთახი სველი წერტილით რომის ცოტა გარეუბანში, ან ფლორენციაში?

Posted by: Crøs 17 Nov 2015, 01:00
CADRMN777
ასე 200 ათას ევროდ.

Posted by: CADRMN777 19 Nov 2015, 15:22
biggrin.gif ნუ ბევრად უფრო იაფად და ხელმისაწვდომ ფასებში ვნახე და რა მაინტერესებსს. საქართველოში ვართ მე და ჩემი ქმარი და თუ არის შესაძლებლობა რომ ვიყიდოთ? შემდეგ უფრო თუ გაგვიიოლდება წასვლა, რაკი მანდ საკუთრებაში გვაქვს რაღაც?

Posted by: ashley_tko 24 Nov 2015, 16:09
ვინმე ხომ ვერ დამეხმარებით საელჩოში ჩასაბარებელი ანკეტის შევსებაში? cry.gif cry.gif

Posted by: mGeLo777 24 Nov 2015, 16:22
გენუაში ხართ რომელიმე ? drug.gif


....................

Posted by: Crøs 24 Nov 2015, 19:57
CADRMN777
QUOTE
შემდეგ უფრო თუ გაგვიიოლდება წასვლა, რაკი მანდ საკუთრებაში გვაქვს რაღაც?

ეგ არ მოქმდებს უკვე,სხვა კანონებია.
QUOTE
ნუ ბევრად უფრო იაფად და ხელმისაწვდომ ფასებში ვნახე და რა მაინტერესებსს.

საად ნახე იაფად,რომში თუ რომის პროვინციაში სადმე?ნორმალური ბინა მაგაზე იაფად არ ვიცი,შენ თუ ნახე გამოიყენე ეგ შანსი.

Posted by: turebige 26 Nov 2015, 11:38
5 დღიანი ტური მხოლოდ 270 ევრო https://www.turebi.ge/tours_in&id=11948#content

Posted by: Cartier 29 Nov 2015, 19:47
ამ თემაში უნდა დავფიქსირდე

ჩემი ფავორიტი ქვეყანაა

Posted by: ashley_tko 1 Dec 2015, 17:36
კითხვები მაქვს ვიზის განაცხადთან დაკავშირებით, იქნებ იცოდეთ რა ვინმემ

1) ერთი გრაფა არის ასეთი : განმცხადებლის მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების გადახდის საშუალება: 1. ნაღდი ფული 2. საცხოვრებელით უზრუნველყოფა 3.ყველა ხარჯი იფარება ყოფნის პერიოდში 4. წინასწარ გადახდილი მგზავრობა 5.სხვა ...
რომელი უნდა მოვნიშნო, პირველ და მე-3 პუნქტებს შორის რა განსხვავებაა საერთოდ ვერ ვხვდები, ან წინასწარ გადახდილი მგზავრობა რას ნიშნავს, რათქმაუნდა წინასწარ გადავიხდი ბილეთის ფულს, აბა ვალზე ვინ მომცემს....
საბანკო გარანტია (fideiussione bancaria) გამომიგზავნეს და ეს უნდა მივუთითო?? საცხოვრებელსაც თვითონ მაძლევენ, ნაღდ ფულსაც და ყველა ხარჯს მიფარავენ, ყველა გრაფას ხომ არ მოვნიშნავ?? გამარკვიეთ რა ძაან დავიბენი.


2.ასევე არის გრაფა: პირადი ინფორმაცია ევროკავშირის,ევროპის,ეკონომიკური თანამეგობრობის ან შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქის ოჯახის წევრის შესახებ. ანუ იმ პიროვნებაზე უნდა შევავსო ვინც მოწვევას მიგზავნის თუ ოჯახის წევრი თუ არის ეს პიროვნება მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შევავსო?? პირად ნომერს და რაღაცეებს მთხოვენ

დამეხმარეთ user.gif

Posted by: MIA19 2 Dec 2015, 00:54
ashley_tko
პირველ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებ ტურისტულმა შემივსო, მგონი ნაღდი ფული უნდა მონიშნო, არ ვარ დარწმუნებული ოღონდ და რაც შეეხება მეორეს,.მაგას ავსებ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის და სხვა ჩამოთვლილის მოქალაქე ოჯახის წევრი გყავს იმ შემთხვევაში, შეგყავს იმ ადამიანის შესახებ ინფორმაცია. პირველ შეკითხვაზე ტურისტულში რომ დარეკო გიპასუხებენ, არამგონია დაეზაროთ smile.gif
* * *
საბანკო გარანტიაში იგულისხმება ანგარიშზე ხო უნდა გედოს თანხა და ხომ მიგაქვს ბანკიდან მაგის ცნობა და ეგ.

Posted by: gigsona2 2 Dec 2015, 07:55
Milan Malpensa Airport -იდან მილანის ცენტრში როგორ მოვხდე შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: ashley_tko 2 Dec 2015, 20:49
MIA19
მადლობა მია :*
ხვალ დილით მაქვს გასაუბრება კონსულთან

თუ იცით, პასუხს მაშინვე მეტყვიან, მაძლევენ თუ არა ვიზას?
წარმატებები მისურვეთ biggrin.gif


Posted by: Crøs 3 Dec 2015, 00:58
gigsona2
ექსპრესი,ავტობუსი,მატარებელი.
ტაქსი-90 ევრო

Posted by: gigsona2 3 Dec 2015, 09:45
cros
ექსპრესი მატარებელი და ტაქსი ძვირია... შორი კია ცენტრამდე 50 კილომეტრი,,,, ანუ როგორც მივხვდი საქალაქო ტრანსპორტი არმოძრაობს მანდ ხო?

Posted by: MIA19 3 Dec 2015, 13:03
ashley_tko
წარმატებები smile.gif დაწერე რას გეტყვის smile.gif

Posted by: ashley_tko 3 Dec 2015, 17:05
MIA19
მადლობა smile.gif ვიყავი დღეს, ჩავაბარე საბუთები, კონსულს არ შემახვედრეს და ვერ მივხვდი რატომ, არ უნდა გავსაუბრებოდი ? sad.gif( პასუხი სმს-ით მომივა და დავწერ 10 დღეში :* :* :* :* :* მოწვევა და საბანკო გარანტია საზღვარგარეთიდან გამომიგზავნეს, მაგრამ ოპერატორმა მითხრა კარგი იქნება თუ ქმრის სახელფასო ცნობას და ამონაწერს მოიტანო, ახლა ვფიქრობ მივიტანო თუ არა, 400 ლარი ერიცხება მხოლოდ ბანკში და პირიქით არ გავაფუჭო სიტუაცია

Posted by: MIA19 3 Dec 2015, 18:49
ashley_tko

ჯობია მიიტანო, რადგან გითხრეს. არ არის პრობლემა კონსულს რომ არ შეგახვედრეს, მთავარი საბუთების ჩაბარებაა, მეც ეგრე ჩავაბარე და სმს მომივიდა რომ პასუხი მზად იყო. ეჰ კიდე მინდა იტალიაშიიიიიი jump.gif love.gif

Posted by: Crøs 3 Dec 2015, 21:06
gigsona2
QUOTE
ექსპრესი მატარებელი და ტაქსი ძვირია.

მალპენზა ექსპრესი და ნავეტა არაა ძვირი,ცენტრამდე 10 ევრო ღირს და ყოველ ნახევარ საათში დადის. ავტიბუსებიც დადიან,მაგრამ საიდან ზუსტად მაგას ვერ გეტყვი.

Posted by: ashley_tko 4 Dec 2015, 16:28
დღეს დამირეკეს საკონსულოდან და დამიბარეს გასაუბრებაზე. საშემოსავლო სამსახურიდან მომთხოვეს ჩემი ქმრის ცნობა, რამდენი ქონდა შემოსავალი 2015 წლის განმავლობაში. ხომ ვერ მეტყვით, ამ ცნობაში მხოლოდ სამსახურიდან შემოსული ხელფასი იქნება დაჯამებული თუ რაც კი ანგარიშზე ჩარიცხვია 2015 წელს???

Posted by: gigsona2 4 Dec 2015, 17:29
უნგრეთიდან 1 დღით გადავდივარ იტალიაში და პასპორტის გარდა რამეს ხო არ მომთხოვენ დამატებით?

Posted by: metreveli-123 6 Dec 2015, 20:30
სასტავ წინა გვერდები არ მინახია და ბარემ აქ ვიკითხავ თუ არ დაგეზარებათ დაწერეთ, მოკლედ ეუ ში ვცხოვრობ ხო და იტალიაში მინდა გადმოსვლა მეუღლესთან და ბავშვთან ერთად, სამსახურები და სახლების ამბები როგორ არის? პროფესიით მშენებელი ვარ კონკრეტული განხრით რა თქმა უნდა არის აზრიანი თემა თუ დავეგდო სადაც ვარ? ტვინი მომედღნა აქ სიცივეებით და ბინის პრობლემებით პროსტა.


P.s ქურდობა და მამაძაღლობები არ გამომდის არასოდეს გამიკეთებია და ვერც გავაკეთებ ხოდა ადამიანურად რო ვიცხოვრო ვიშრომო არი შანსი თავი გავიტანო? საბუთებზე რა ხდება ანუ ლეგალიზება თუ არის შესაძლებელი. მადლობა წინასწარ

Posted by: ashley_tko 8 Dec 2015, 13:48
სიცილიაზე ხართ ვინმე?? ზამთარში არასდროს ვყოფილვარ და მაინტერესებს რა ამინდებია დეკემბერში, სქელი ტანსაცმლის, პალტოს, ხელთათმანების და ეგეთების წაღება მომიწევს? ანუ ინტერნეტში ვნახე დაახლოებით 20 გრადუსია ზამთარშიო და მაშინ გამოდის ჟაკეტით უნდა მივდიოდე biggrin.gif

Posted by: Crøs 8 Dec 2015, 20:43
metreveli-123
არ გირჩევ,კაცისთვის სამსახურის შოვნა ძნელია,თან თუ ენა არ იცი...
ლეგალიზებაც სამი წელია შეწყდა და არავინ იცის ჯერ როდის გამოვა დეკრეტი.

ashley_tko
კი თბილა ახლა,ძალიან ჩაფუთნულიც არ გინდა.მარტო ჟაკეტით გაგიჭირდება biggrin.gif

Posted by: metreveli-123 8 Dec 2015, 21:50
cros
გასაგებია, ცუდია ეგ დავეტი სადაც ვარ ჯობს მგონი

Posted by: ashley_tko 9 Dec 2015, 15:31
cros

ძაან კარგი, პალტოები ხომ გაცვიათ? ხელთათმანები გიკეთიათ? biggrin.gif რავი კუნძულია მაინც, ძაანაც რომ დამეტყოს პროვინციელობა არ მაწყობს biggrin.gif biggrin.gif


Posted by: Crøs 9 Dec 2015, 15:53
ashley_tko
მე სიცილიაზე არ ვარ მაგრამ სამხრეთში სადაც ვარ აქაც 20 გრადუსია.ხელთათმანები და ქუდი საერთოდ არ მაქვს.სიმართლე რომ გითხრა არც დამჭორვებია იტალიაში.არც პალტო.

Posted by: Scoorp 10 Dec 2015, 18:15
ძიძად ხო არ წასულხართ აქედან ვინმე იტალიაში?
ან თქვენს გარშემო თუ გაგიგიათ

გერმანია ავსტრია ძაან აქტიურადაა ჩართული მაგ ამბაავშვი
მაგრამ იტალიაზე არ გამიგია ჯერ მსგავსი რამ.

Posted by: Imp_ 11 Dec 2015, 23:04
გამარჯობა, თუ ვინმე უკვე იმყოფებით იტალიაში და გაქვთ ცხოვრების უფლება ან ვიზა, მილანში ერთი იტალიელი ოჯახი ეძებს დამხმარეს, მათთან ცხოვრებით და კვებით, ესაჭიროებათ სასწრაფოდ, თუ ვინმეს გაქვთ სურვილი შემიძლია დაგაკავშიროთ ანუ მოგვცეთ საკონტაქტო ინფორმაცია

მადლობა წინასწარ

Posted by: Champagne_Supernova 12 Dec 2015, 00:50
Scoorp

მე წამოვედი იტალიაში ე.წ. au-pair-ად, მაგრამ იტალიისთვის სპეციალურად au-pair-ის ვიზა არ არსებობს, ამიტომ ოჯახმა სამთვიანი ტურისტული ვიზა გამომიგზავნა. სამი თვე ვიყავი მხოლოდ მათთან, რადგან, ტურისტული ვიზის გაგრძელება არ შეიძლება, არალეგალი კი არ უნდოდათ.

ზუსტად კი არ ვიცი, მაგრამ, გრძელვადიანი ტურისტული ვიზა რომ გამოაგზავნონ au-pair-სათვის, მაშინ ფლუსსის გამოსვლის აქტიური პერიოდი უნდა იყოს ალბათ, რადგან ნულა ოსტა სჭირდება.

Posted by: Scoorp 12 Dec 2015, 09:45
Champagne_Supernova


ვეღარ დარჩი ანუ სამი თვის მერე? და დაბრუნდი აქეთ? ენა იცოდი?
და ფლუსსი ან ნულა ოსტა რას ნიშნავს?

Posted by: Crøs 12 Dec 2015, 20:19
Scoorp
QUOTE
და ფლუსსი ან ნულა ოსტა რას ნიშნავს?

ფლუსი(ან სანატორია) არის მთავრობის მიერ გამოცემული დეკრეტი,როცა იტალიაში მყოფ და მომუშავე უცხოელებს შეუძლიათ დროებით ცხოვრების უფლებაზე მოთხოვნის გაგზავნა.სამი წელია აღარ გამოსულა ეს კანონი და სავარაუდოდ კიდევ კაი ხანს არ გამოვა.მის გარეშე კი ლეგალურად დარჩენის უფლება შეულებელია სამუშაოდ. თუ ვინმე იტალიელმა გრძლევადიანი სამუშაო მოწვევა არ გამოგიგზავნა და საკონსულოში გრძელვადიანი ვიზა არ ჩაგირტყეს.
QUOTE
მაგრამ იტალიაზე არ გამიგია ჯერ მსგავსი რამ.

ძალიან ცოტას იხდიან იტალიაში მაგ სამუშაოზე და იმიტომ არცაა პოპულარული აუ პაირი

Posted by: Scoorp 14 Dec 2015, 10:44
cros

მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: Champagne_Supernova 14 Dec 2015, 16:02
Scoorp

იმ ოჯახში ვეღარ დავრჩი, იმათ არ უნდოდათ, რომ სახლში არალეგალი ჰყოლოდათ. ისე კი, იტალიაში მაინც დავრჩი, მეგონა, რომელიმე კანონი დროზე გამოვიდოდა, მაგრამ, არა და არ გამოსულა დღემდე... ამ ლოდინში ვარ, უკვე მესამე წელი დაიწყო... კი, ენა ვიცოდი, მაგრამ, დოკუმენტების გარეშე არც ენის ცოდნა ნიშნავს რამეს, არც - უნივერსიტეტის დიპლომი, არაფერი, არავინ ხარ საერთოდ.

თუ, ვთქვთ, მოძებნი ოჯახს, რომელიც 3-თვიან ტურისტულ ვიზას გამოგიგზავნის, და შენც მხოლოდ კულტურული გაცვლის კუთხით გინდა მოგზაურობა, რატომაც არა, 3 თვით ჩამოდი იმ ოჯახში და მერე დაბრუნდი უკან. გრძელვადიანად კი არც ო-პერობა ღირს და არც, ზოგადად, სამუშაოდ ჩამოსვლა აქ... ერთი სული მაქვს, გავაღწიო.

გერმანიაში კი გაცილებით სჯობს, საფრანგეთშიც. ჩემი მეგობრები წავიდნენ და ძალიან კმაყოფილები არიან, 1 -წლიანი ვიზებიც გაუკეთდათ და ხალხიც კარგი შეხვდათ, მართლა კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლაა ეს.
დუბაიზე უნდა მეთქვა, ო-პერად არც იფიქროთ იქ წასვლა, მონური შრომაა, ჩემი მეგობარი იყო, 1-წლიანი კონტრაქტი დაუდეს და მთელი წელი აწამეს 3 ბავშვის მოვლით, ვილის ლაგებით, კვირაში მხოლოდ 1 დღე თავისუფალი დროით და 1000 დოლარი ხელფასით. დილის 7-დან გვიან საღამოს 11 საათამდე ფეხზე იყო, ხან უფრო გვიანობამდეც ამუშავებდნენ.

Posted by: Scoorp 14 Dec 2015, 17:46
Champagne_Supernova

გერმანიაშიც მყავს რამდენიმე მეგობარი
და არცერთს შეხვდა ნორმალური ოჯახი
ყველა შენს გამოყენებაზეა მგონი ზოგადად ორიენტირებული
ნუ გერმანიაში უფრო უკეთესი მდგომარეობაა როგორც ჩანს.
პერსპექტიულადაც ჯობია,როგორც აღნიშნე.
უბრალოდ გერმანული ენი იმდენად არ მხიბლავს და ქვეყანა და ხალხიც არ მიზიდავს ესე შორიდან gigi.gif
შეიძლება ვცდები ბევრ რამეში.
იტალიაზე პირიქით ვარ წლებია,მაგრამ თუ მაგდენად რთულია ადგილის პოვნა. ალბათ აღარც ღირს ფიქრი.
თან ვიზა ეგეთი პრობლემურია დაsad.gif

ანუ ეხლაც მანდ ხარ? რას აკეთებ,სად ცხოვრობ,როგორ
ორი სიტყვით მითხარი
თუ გინდა პმ მომწერე

Posted by: Champagne_Supernova 14 Dec 2015, 18:52
Scoorp
გასაგებია, ჰო, ალბათ, ზოგადად არის გერმანიაში უკეთესი სიტუაცია, უფრო სხვა მენტალიტეტის ხალხია. უბრალოდ, მე ვინც გამიგია, ყველას გაუმართლა. მაგრამ, ლეგალად ყოფნა ძალიან დიდი პლიუსია მაინც. იქ არალეგალს არ აჩერებენ. აქ აჩერებენ და იყენებენ და არც სათანადოდ უხდიან ხელფასს.

იტალიას სანამ სხვა კუთხით არ დაინახავ, ვერ ხვდები, ვერ აცნობიერებ, რამხელა წვალება გელის აქ. სტუდენტად რომ ვიყავი, სულ სხვანაირად ვუყურებდი და ახლა, არალეგალობის პერიოდში მისი ბნელი მხარე დავინახე. ფსიქოლოგიურადაა ძალიან ძნელი, უპირველეს ყოვლისა, მატერიალურ საკითხებს რომ თავი დავანებოთ. საბუთები წესრიგში რომ მქონოდა, ვფიქრობ, მაინც უკეთ ვიქნებოდი, მაგრამ, უსაბუთოდ ნული ხარ (თუ, რა თქმა უნდა, თამამი და მსუბუქი ხასიათი არ გაქვს, მაშინ კი მოახერხებ ვინმეს გაცნობას, ალბათ). ლეგალურ, წესიერ სამუშაოზე კი უსაბუთოდ არ აგიყვანენ. საუბარია სისტემაზე, გარემოზე, რამ აქ არის შექმნილი.

იმავე დროში, რასაც იტალიაში მუშაობაში გაატარებ, გაცილებით მეტს საზღაურსაც მიიღებ და ფსიქოლოგიურ წნეხსაც ნაკლებად განიცდი ბრიტანეთში ან სხვა წესიერ ქვეყანაში რომ წახვიდე, ნორვეგიაში და ა.შ.. ზოგადად, უცხოეთში თავის დამკვიდრება ძნელია, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს ქვეყნები, სადაც განსაკუთრებით ძნელია და არც ღირს საბოლოოდ, იმიტომ, რომ შედეგს ვერ იღებ. რატომ უნდა იწვალო აქ, როცა სხვაგანაც შეგიძლია წასვლა. თუ თვითგანვითარება გინდა, აქ საცხოვრებლად და სამუშაოდ არ უნდა ჩამოხვიდე.

Posted by: CADRMN777 16 Dec 2015, 02:10
ვინმემ ხომ არ იცით იტალიურის კარგი მასწავლებელი, თუ იცით საკონტაქტო ინფორმაცია თუ შეგიძლიათ მომაწოდეთ აქ ან inbox-ში, ნორმალურ ფასად რომ ამზადებდეს

Posted by: ashley_tko 18 Dec 2015, 19:16
ვინმე ამიხსნით სტამბული- თბილისის რეისს იქითობისას თუ ჭირდება ნახევარი საათი, აქეთობისას რათ უნდა 4 საათი???? თავიდან შეცდომა მეგონა და ყველა ბილეთზე ასე წერია

Posted by: SKAGEN 5 Jan 2016, 16:19
ashley_tko
დროშია დიდი სხვაობა, ანუ საათობრივ ზონებში

Posted by: Abdul-11 8 Jan 2016, 15:07
ბუონ ანნო ა ტუტე ანკე ბელი ე ბრუტი biggrin.gif

Posted by: lika23 8 Jan 2016, 21:17
გამარჯობათ,იტალიაში მყოფი ხალხისგან მაინტერესებს აზრი,მოკლედ ძალიან მომწონს იტალია,იტალიური და იტალიელები,უფრო ამიტომ მაქვს სურვილი რომ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში დროებით მაინც.ოჯახით იტალიაში წასვლა რამდენად შესაძლებელია?ჩემს მეუღლეს ეხერხება ხელობა და შეუძლია ასეთ სამუშაოზეც იმუშაოს.

Posted by: Haakon 9 Jan 2016, 07:43
lika23
ლეგალიზებაა პრობლემა, სამუშაო იმდენად არა

Posted by: lepori 9 Jan 2016, 11:13
ჯამაათნო,
მოწვევის გარეშე რომ აიღოს მავანმა ათდღიანი ტურისტული ვიზა
დაახლოებით რა ფინანსური გარანტიები შეიძლება მოითხოვონ?



Posted by: mGeLo777 12 Jan 2016, 23:24
https://www.facebook.com/Net1News/videos/vb.136782941887/10153518242036888/?type=2&theater

Posted by: datoo 13 Jan 2016, 02:09
rock in roma ზე ვინც ხართ წინა წლებში ნამყოფი დაწერეთ ერთი 2 სიტყვით
ეხლავე ჯობია დაჯავშნა თუ 1 თვით ადრეც შევძლებ ყიდვს ?

Posted by: Leo woman 17 Jan 2016, 19:32
Aლიტალია სანდო ავიახაზებია?
ბარში მივდივართ სამი კაცი აპრილის დასაწყისში და ვეძებ აქედანვე იაფიანს
მირჩიეთ სად ვეძებო?)smile.gif

Posted by: Crøs 17 Jan 2016, 20:37
datoo
ახლავე იყიდო ჯობია ბილეთები,მე მიუზზე ვიყავი და ძლივს მოვასწარი ამ დროს ბილეთის ყიდვა,თან უკვე საკმაოდ ძვირად.
სიგურ როსზე ვიყიდე ახლა მილანის ფესტივალზე,ჯერ იყო ბილეთები.
Leo woman
QUOTE
Aლიტალია სანდო ავიახაზებია?
ბარში მივდივართ სამი კაცი აპრილის დასაწყისში და ვეძებ აქედანვე იაფიანს
მირჩიეთ სად ვეძებო?)


ალიტალიას საიტზე

Posted by: lepori 18 Jan 2016, 00:10
QUOTE
ალიტალიას საიტზე

თბილისი-რომზე მიწირს, ვერ მოიძებნა რეისო
არადა 3 თვის წინ ნამდვილად არსებობდა
>> გააუქმეს? :'(

თუ მე ვეძებ არასწორად?





----------
QUOTE
მოწვევის გარეშე რომ აიღოს მავანმა ათდღიანი ტურისტული ვიზა
დაახლოებით რა ფინანსური გარანტიები შეიძლება მოითხოვონ?


Posted by: Crøs 18 Jan 2016, 00:52
lepori
ააა,უკაცრავად,ვერ წავიკითხე კარგად აპრილში რომ აპირებ. ალიტალია მარტო ზაფხულის რეისებს აკეთებს საქართველოსთან. თურქეთზე გადაჯდომით ან სხვა გზით მოგიწევს მაშინ,

QUOTE
მოწვევის გარეშე რომ აიღოს მავანმა ათდღიანი ტურისტული ვიზა
დაახლოებით რა ფინანსური გარანტიები შეიძლება მოითხოვონ?

http://italy-vms.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1/

Posted by: datoo 18 Jan 2016, 12:21
cros
QUOTE
ახლავე იყიდო ჯობია ბილეთები,მე მიუზზე ვიყავი და ძლივს მოვასწარი ამ დროს ბილეთის ყიდვა,თან უკვე საკმაოდ ძვირად.
სიგურ როსზე ვიყიდე ახლა მილანის ფესტივალზე,ჯერ იყო ბილეთები.


მადლობა ...
ერთადერთი lineup არის გაურკვევლობა ჯერ ჯერობით ძალიან ცოტაა დაანონსებული იმედია გაიზრდება ხომ რაოდენობა ?))

Posted by: lepori 18 Jan 2016, 18:00
cros
QUOTE
აა,უკაცრავად,ვერ წავიკითხე კარგად აპრილში რომ აპირებ. ალიტალია მარტო ზაფხულის რეისებს აკეთებს საქართველოსთან. თურქეთზე გადაჯდომით ან სხვა გზით მოგიწევს მაშინ,

QUOTE

გრაციას smile.gif


QUOTE

http://italy-vms.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%...83%98%E1%83%A1/


მანდ რაც წერია, მაგ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ .. (მე რა, ვისაც აინტერესბს ის აკმაყოფილებს biggrin.gif )
მაგრამ იმაზე ვდარდობთ, მოწვევის არ ქონის გამო უფრო მეტ ფულს ხო არ მოითხოვენთქვა

Posted by: Crøs 18 Jan 2016, 21:30
datoo
QUOTE
ერთადერთი lineup არის გაურკვევლობა ჯერ ჯერობით ძალიან ცოტაა დაანონსებული იმედია გაიზრდება ხომ რაოდენობა ?))

კი აბა რა,იმდენი ჯგუფი იქნება რომ smile.gif

lepori
QUOTE
გრაციას

გრაციე

QUOTE
მაგრამ იმაზე ვდარდობთ, მოწვევის არ ქონის გამო უფრო მეტ ფულს ხო არ მოითხოვენთქვა

გააჩნია რამდენი გიდევს ანგარიშზე.

Posted by: lepori 18 Jan 2016, 22:06
cros
QUOTE
გრაციე

გრაციე smile.gif

QUOTE
გააჩნია რამდენი გიდევს ანგარიშზე.

1500 ევრო 12 დღისთვის
სადღაც 70-75 ევრო გამოდის დღეზე (+ სასტუმრო და ბილეთი)
საიტზე უწერიათ 27 ევრო უნდა გქონდეთ დღეზეო biggrin.gif

მარა, რავი აბა smile.gif

Posted by: mGeLo777 19 Jan 2016, 22:10
იტალიურის სწავლას ვიწყებ თებერვლის დასაწყისში მომავალ წელს მოვდივარ ზაფხულში


გენუააააააააააააააააააააააა

Posted by: PRIOR 21 Jan 2016, 02:10
ყველა გზა რომში მიდის მართლაც, კიდევ უნდა ჩავიდე, ასე ქალაქი არ მომნატრებია, თან სულ რამდენიმე თვე გავიდა ...

Posted by: mGeLo777 21 Jan 2016, 21:56
სამაკლერო საიტები დაწერეთ რა მაინტერესებს როგორი ფასებია

Posted by: Leo woman 21 Jan 2016, 23:30
ალიტალია გამოვრიცხს ისეთი ცუდი რევიუ აქვს.
Cheapflightnow.com ამ საიტზე რა იცით,აქ ისეთი დაბალი ფასებია და პეგასუსის საიტზე უფრო ძვირია იგივე რეისები.
უფ დავიღალე ძებნით))

Posted by: Crøs 21 Jan 2016, 23:44
mGeLo777
QUOTE
სამაკლერო საიტები დაწერეთ რა მაინტერესებს როგორი ფასებია

უამრავი საიტია,აჰა ერთ-ერთი http://www.immobiliare.it/

Leo woman
პეგასუსის ოფიციალური საიტიდან ჯობია იყიდო.

Posted by: mGeLo777 22 Jan 2016, 09:20
cros
QUOTE
უამრავი საიტია,აჰა ერთ-ერთი http://www.immobiliare.it/

გრაციე gigi.gif

Posted by: Leo woman 22 Jan 2016, 14:04
cros
Flypgs.com ეს ოფიციალურია ხომ???
დაჯავშნა მინდა

Posted by: Crøs 22 Jan 2016, 14:32
Leo woman
QUOTE
Flypgs.com ეს ოფიციალურია ხომ???

კი

Posted by: marrriam 25 Jan 2016, 19:02
გამარჯობა :3 რამდენიმე კითხვა მაქვს თუუ მიპასუხებთ დიდად მადლობელი
1. ტურისტულ ვიზაზე რომ შევიდე და უარი მითხრან მერე მოწვევა რომ გამომიგზავნონ რამდენ ხანში შემიძლია განმეორებით შესვლა?
2. საგზური მინდა ვიყიდო 10 დღიანი მაგრამ იქ მეტ ხანს მინდა დავრჩე და მაინტერესებს შეიძლება ასე? ანუ საგზურს + დამატებითი დღეების სასტუმროს ჯავშანი და დაზღვევა. ან პირიქით ჯერ წავიდე და მერე ის საგზური გამოვიყენო.
3. დაახლოებით 1 თვე მინდა წავიდე ანგარიშზე 2000 ევრო საკმარისია ?
4. არ ვმუშაობ და გზავნილები შემიძლია წარვადგინო მხოლოდ შემოსავლის წყაროდ

პ.ს. 2 წლის წინ მქონდა იტალიის 1 თვიანი ვიზა

Posted by: Crøs 25 Jan 2016, 23:13
marrriam
QUOTE
1. ტურისტულ ვიზაზე რომ შევიდე და უარი მითხრან მერე მოწვევა რომ გამომიგზავნონ რამდენ ხანში შემიძლია განმეორებით შესვლა?

6 თვეში
QUOTE
2. საგზური მინდა ვიყიდო 10 დღიანი მაგრამ იქ მეტ ხანს მინდა დავრჩე და მაინტერესებს შეიძლება ასე? ანუ საგზურს + დამატებითი დღეების სასტუმროს ჯავშანი და დაზღვევა. ან პირიქით ჯერ წავიდე და მერე ის საგზური გამოვიყენო.

არა
QUOTE
3. დაახლოებით 1 თვე მინდა წავიდე ანგარიშზე 2000 ევრო საკმარისია ?

დამოკიდებულია ვიზის ვადაზე,სადაც ყოველდღიური ხარჯია გათვალისწინებული.
QUOTE
4. არ ვმუშაობ და გზავნილები შემიძლია წარვადგინო მხოლოდ შემოსავლის წყაროდ

ესეც საეჭვოა

Posted by: Windmühle 29 Jan 2016, 01:07
ხვალ მივემგზავრები ვენეციისკენ.
მირჩიეთ რამე რაც უნდა გავითვალისწინო.
როგორი ამინდებია?

Posted by: Crøs 29 Jan 2016, 01:32
http://www.tbilisilovesyou.com/2016/01/28/alitalia-cancellati-i-voli-2016-roma-tbilisi-az550-az551/

გაუუქმებიათ რეისები


Posted by: Champagne_Supernova 11 Feb 2016, 16:35
გამარჯობა. ვინმეს dichiarazione di valore ხომ არ გაქვთ გაკეთებული? დიპლომებთან ერთად ატესტატიც საჭიროა და ატესტატის ნიშნების ფურცელიც? საკონსულოს საიტზე კიდევ რაღაც წერილი წერია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და წერილი
სამინისტროდან. თუ ვინმე გარკვეულია, გთხოვთ, მიპასუხოთ.

Posted by: Crøs 11 Feb 2016, 22:08
Champagne_Supernova
არ ვიცი თუ გამოგადგება ეს ინფორმაცია
http://www.ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/informazioni_e_servizi/servizi-consolari/legalizzazioni-dichiarazioni-valore.html
http://apostil-sng.com/nostrifikaciya/deklaraciya-dlya-italii

Posted by: Champagne_Supernova 11 Feb 2016, 22:57
cros

გმადლობ. საელჩოს საიტზე ყველაფერი ვნახე, მაგრამ, კონკრეტული მაგალითით მაინტერესებდა. ნამდვილობის შესახებ წერილებზე ვერ გავიგე ზუსტად, ვინ გასცემს.

Posted by: akamore 15 Feb 2016, 22:42
Champagne_Supernova

მე მაქვს გაკეთებული. მე ატესტატი არ მიმიტანია, მაგისტრატურის დიპლომი მაქვს და ეგ დავამოწმებინე. როგორც მახსოვს ნამდვილობაც არის საჭირო და აპისტილით დამოწმებაც. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გასცემს ორივეს. ჩემ შემთხვევაში ესე იყო, დიპლომიც დავამოწმებინე და ნიშნების ფურცლებიც.
http://eqe.gov.ge/geo/static/167/recognition ამ საიტზე ნახავ ინფორმაციას. სპორტის სასახსელსთან რომ მეცნიერებათა აკადემიის შენონები იყო ერთ-ერთი იმ შენობათაგანია. ფული იქვე შეგიძლია გადაიხადო სანამ რიგი მოგიწევს. გაითვალისწინე, ნიშნების ფურცლებისთვის ცალკე იხდი თანხას და დიპლომისთვის ცალკე (ესე მახსოვს), თან აპოსტილისთვის ცალკე და ნამდვილობისთვის ცალკე. ნამდვლობას მგონი ერთი თვე სჭირდება და აპოსტილს 2 კვირა, თუ პირიქით. მე რომელიღაცა 2 კვირით დამიგვიანეს, რომელიღაცა ადრე მომცეს. მესიჯი მოგივა ტელეფონზე.
შემდეგი ეტაპი ის არის რომ საელჩო ვებ გვერზე ნახავ თარჯიმნების ჩამონათვალს. მე ვისთანაც დავრეკე ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მეორე დღისთვის მითარგმნა და გამომიგზავნა მეილზე. ნოტარიულად დამოწმება არ სჭირდება. მიიტან ამ დოკუმენტებს საელჩოში და თუ არ ვცდები 2 კვირაში (შეიძლება ერთი თვე) იქნება პასუხი. თვითონ დაგიწერენ ფურცელზე როდის უნდა მიხვიდე წასაღებად. მიხვალ და წამოიღებ.
წინასწარ ჯობია თადარიგი დაიჭირო და ადრე დაიწყო ამ პროცედურების მოგვარება, დროში რო არ გაგეწელოს.
წარმატებები

Posted by: Champagne_Supernova 16 Feb 2016, 22:51
akamore

დიდი მადლობა. უკვე დაწყებული მაქვს. მე მეგონა, რომ მხოლოდ დიპლომები საკმარისი იქნებოდა საკონსულოსთვის. დიპლომები აპოსტილით უკვე დავამოწმებინე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში და ვათარგმნინე კიდეც. ნიშნების ფურცლები ახლა დატოვეს. ატესტატი არაა საჭირო, ანუ? ატესტატი არ დაამოწმეს, ძველი გერბი ახატია და გამოცვალეო იუსტიციის სახლში. არ დავკარგო ანუ დრო ატესტატის ასაღებად? ანუ, ყველაფერი რომ ჩამოვთალოთ, საჭიროა: დიპლომები აპოსტილით და თარგმანი, ნიშნების ფურცლები აპოსტილით და თარგმანი, ნამდვილობის დადასტურება ხარისხის განვითარების ცენტრიდან და მისი თარგმანი. მეტი ხომ არაფერი? საკონსულოში გადასახადი გვერდების მიხედვითაა თუ დოკუმენტების რაოდენობის ? და დაახლოებით რამდენი? ლარებშია გადახდა, ხო? გმადლობ.

Posted by: akamore 18 Feb 2016, 00:57
Champagne_Supernova
მე არ დამჭირვებია ატესტატი, მაგისტრატურაზ მივდიოდი. რა უნდა გააკეთო, ბაკალავრი თუ მაგისტრატურა, თვითონ სასწავლებელი რას გთხოვს, გთხოვს ატესტატს?
საკონსულოში მომსახურება უფასოა. ვიზაც უფასო იყო, სასწავლო ვიზა უფასოაო ესე მითხრეს და მარტო 23 ევროს ექვივალენტი გადავიხადე სავიზო ცენტრის მომსახურების ვიზისთვის რომ დავტოვე საბუთები მაშინ. თუმცა ახლა D კატეგორიის სასწავლო ვიზაზე 50 ევროო უწერიათ. ჯობია დარეკო 2430059 და მათ კითხო დაწვრილებით, პასუხობენ ზარებს და თავაზიანებიც არიან.
Dichiarazione di Valore-ს ასაღებად ჩიტაძეზე მიდიხარ, იქ აბარებ საბუთებს, დაგიწერენ ფურცელზე როდის უნდა აიღო და მიხვალ იმ დღეს იმ საათზე. მე ესე მახსოვს რომ უფასო იყო.
ვიზის ასაღებად მიდიხარ ოპერის გვერდით, ჩასახვევში აქვთ ოფისი და მანდ იხდი მომსახურების გადასახადს. მე 2-3 დღეში ჩამირტყეს. თვალებს არ დავუჯერე მესიჯი რო მომივიდა ტელეფონზე smile.gif

"ვიზებისა და საკონსულო განყოფილებაში შემოსვლის თარიღის დანიშვნის შესახებ ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანია Visa Management Service Georgia-ს შემდეგ ნომერზე 00995.32.2430059 , ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30სთ-დან 17:30სთ-მდე (საქართველოს დროით).
გარდა ამისა, სავიზო და საკონსულო განყოფილებასთან დაკავშირება შესაძლებელია 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (საქართველოს დროით) შიდა ნომერზე: 123," - ესეც საელჩოს ვებ გვერდიდან

Posted by: G I O R G I 18 Feb 2016, 11:40
მოგესალმებით კაპრიზე თუ არის ვინმე ნამყოფი? მაინტერესებს რაღაც დეტალკები smile.gif

Posted by: Crøs 18 Feb 2016, 12:09
G I O R G I
კი.რა გაინტერესებს?

Posted by: Champagne_Supernova 18 Feb 2016, 23:28
akamore
არა, მე უკვე იტალიაში ვარ, საბუთებს ჩემი და მიმზადებს. მე მეგონა, dichiarazione-სთვის ატესტატიც აუცილებელი იყო, თუ არ ითხოვენ, აღარ დაველოდები მის ხელახლა დამზადებას. ანუ, სასწავლო მოტივით თუ მიდიხარ, დამოწმება უფასოა. მე ვიზა არ მჭირდება, რადგან უკვე იტალიაში ვარ და ჩემი და თუ ეტყვის, რომ სასწავლოდ მჭირდება dichiarazione, იმედია, უფასოდ გააკეთებენ. იტალიური სასწავლებლიდან არაფერი მოუთხოვიათ ანუ. გმადლობ!

Posted by: DeNiro94 19 Feb 2016, 23:31
ლეგალიზება როგირ ხდევა იტალიაში? ყვეაზე მარტივი გზა რომელია? იქნებ დაწეროთ

Posted by: Crøs 20 Feb 2016, 00:23
DeNiro94
QUOTE
ყვეაზე მარტივი გზა რომელია?

იტალიელთან ქორწინება smile.gif

Posted by: akamore 20 Feb 2016, 13:41
Champagne_Supernova იტალიური სასწავლებლიდან მე დიპლომი, ნიშნების ფურცელი, ნამდვილობა-აპოსტილი და dichiarazione მომთხოვეს. წარმატებები

Posted by: DeNiro94 21 Feb 2016, 21:16
QUOTE (cros @ 20 Feb 2016, 00:23 )
DeNiro94
QUOTE
ყვეაზე მარტივი გზა რომელია?

იტალიელთან ქორწინება smile.gif

რა დაჯდება ეგ სიამოვნება ხომარ იცი?

Posted by: :user: 29 Feb 2016, 15:05
მოგესალმებით! : )) იქნებ დამეხმაროთ ვინმე

მოკლედ აპრილის დასაწყისისკენ ვაპირებ იტალიაში წასვლას, სავარაუდოდ მილანში.
შემდეგ იქ მინდა დაახლოებით 7-9 დღის გატარება, რომ ვიბოდიალო აქეთ იქით. თან ვიქნები მარტო და სურვილი მაქვს ჰოსტელებში დავრჩე

სიამოვნებით ვნახავდი პატარა ლამაზ ქალაქებს, თუ ზღვის პირა იქნება უკეთესი.
თან იაფად მინდა გამოვიდე, ავტობუსებით/მატარებლით ვივლიდი და იაფიან ჰოსტელებში დავრჩებოდი

თუ შეგიძლიათ რჩევები მომცეთ ძალიან გამომადგება. რომელ ქალაქებში წავიდე, როგორ გადავაადგილდე, რა გავითვალისწინო წინასწარ, და ა.შ.

ყველაფერი დამეხმარებოდა!

მადლობა წინასწარ: )

Posted by: Crøs 29 Feb 2016, 17:28
user.gif
QUOTE
სიამოვნებით ვნახავდი პატარა ლამაზ ქალაქებს, თუ ზღვის პირა იქნება უკეთესი.

მილანთან ახლოს თუ გინდა გირჩევდი კომოს,ვარეზეს,ბერგამოს,ლეკოს,ნოვარას.
ზღვა შორსაა და თუ წახვალ მაშინ ჯენოვაში. თუ სპეციამდე ჩააღწევ მთლად უკეთესი.

Posted by: :user: 1 Mar 2016, 11:26
cros
QUOTE
მილანთან ახლოს თუ გინდა გირჩევდი კომოს,ვარეზეს,ბერგამოს,ლეკოს,ნოვარას.
ზღვა შორსაა და თუ წახვალ მაშინ ჯენოვაში. თუ სპეციამდე ჩააღწევ მთლად უკეთესი.

მადლობა მადლობა : ) გადავხედავ ახლა ჩემ გრაფიკს. ვცდი სპეციას

ისე ზღვის კურორტებში 5-15 აპრილისკენ როგორი ამინდები იქნება ხომ არ იცი დაახლოებით? ანუ ამ დროს ზღვაში ჩასვლა რამდენად იქნება შესაძლებელი?

Posted by: Crøs 1 Mar 2016, 13:44
user.gif
ჯერ ცივი იქნება.მითუმეტეს ეგ ჩრდილოეთში.მაისის ბოლოს კიდევ შეიძლება.

Posted by: AsToN 6 Mar 2016, 02:52
ბოლონიაში რამე სასტუმროს ხო ვერ მირჩევდით ვინც ხშირად დადიხართ

Posted by: merops 14 Mar 2016, 23:49
მოგესალმებით, იტალიაში ვაპირებ წასვლას აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ:
1. 1 მაისი როგორც ვიცი დასვენების დღე უწევს. რამე საიტი ხომ არ იცით, სადაც მუზეუმების სამუშაო საათები/დღეები და ზოგადი ინფო იქნება (თუ სათითაოდ უნდა ვეძებო)???
1.1 წინასწარ საიტიდან ვაპირებ მხოლოდ ვატიკანის ბილეთების შეძენას. სხვა მუზეუმებიც შევიძინო თუ ადგილზე ჯობია ყიდვა?
2. ვენეციაში ვრჩები ერთი დღით - დილით ჩავდივარ ფლორენციიდან, საღამოს გადავდივარ ბოლონიაში (მატარებლით). როგორც ვიცი ბარგის დატოვება შესაძლებელია სადგურში. დაახლოებით ხომ ვერ მიმასწავლით - სად ვტოვებ - რა ვიკითხო, სად წავიდე და რა ღირს??
3. ვენეციაში ჩასულს რას მირჩევთ - პირდაპირ დავაწვე სადაც ფეხები და თვალები წამიყვანენ))) თუ სხვა რამე ჯობია (ტურის აღება და ა.შ.) - ვენეციას ერთ დღეში ხომ მოვასწრებ????
4. მატარებლის ბილეთების წინასწარ შეძენას ვაპირებ საიტიდან - რამე გავითვალისწინო შეძენამდე (რამის შემოწმებ ხომ არ არის საჭირო), თუ მარტივად- ავირჩიო თარიღი, სადგური და მორჩა? ბილეთები ალბათ აუცილებლად უნდა ამოვბეჭდო?
5. ვისაც უშოპინგია - რომის და ფლორენციის H&M-ს შორის ფასების ამბავში რამე სხვაობა არის?

მადლობა წინასწარ

Posted by: Crøs 15 Mar 2016, 03:20
merops
QUOTE
1. 1 მაისი როგორც ვიცი დასვენების დღე უწევს. რამე საიტი ხომ არ იცით, სადაც მუზეუმების სამუშაო საათები/დღეები და ზოგადი ინფო იქნება (თუ სათითაოდ უნდა ვეძებო)???

http://www.rome-museum.com/it/
QUOTE
1.1 წინასწარ საიტიდან ვაპირებ მხოლოდ ვატიკანის ბილეთების შეძენას. სხვა მუზეუმებიც შევიძინო თუ ადგილზე ჯობია ყიდვა?

ყველასი ონლაინ შეიძინე ჯობია
QUOTE
2. ვენეციაში ვრჩები ერთი დღით - დილით ჩავდივარ ფლორენციიდან, საღამოს გადავდივარ ბოლონიაში (მატარებლით). როგორც ვიცი ბარგის დატოვება შესაძლებელია სადგურში. დაახლოებით ხომ ვერ მიმასწავლით - სად ვტოვებ - რა ვიკითხო, სად წავიდე და რა ღირს??

http://www.grandistazioni.it/cms/v/index.jsp?vgnextoid=793cad75b396b110VgnVCM1000003f16f90aRCRD
ინგლისურად გადაიყვანე თუ გესმის,თუ არადა აგიხსნი ისევ
QUOTE
3. ვენეციაში ჩასულს რას მირჩევთ - პირდაპირ დავაწვე სადაც ფეხები და თვალები წამიყვანენ))) თუ სხვა რამე ჯობია (ტურის აღება და ა.შ.) - ვენეციას ერთ დღეში ხომ მოვასწრებ????

მოასწრებ. სადგურიდან შეგიძლია ფეხით გაუყვე სან მარკომდე ან გონდოლის ფული თუ გაქვს (80-120 € ) იმითაც გაისეირნო.თუ არადა ვაპორეტოები დადიან 6 ევროდ. მაგრამ მთელი მუღამი მგონი ფეხით სიარულია,გზაში ცნობილ ადგილებს ნახავ. სან მარკოდან მურანოზე შეგიძლია გადასვლა.
QUOTE
4. მატარებლის ბილეთების წინასწარ შეძენას ვაპირებ საიტიდან - რამე გავითვალისწინო შეძენამდე (რამის შემოწმებ ხომ არ არის საჭირო), თუ მარტივად- ავირჩიო თარიღი, სადგური და მორჩა? ბილეთები ალბათ აუცილებლად უნდა ამოვბეჭდო?

კარგად გაითვალისწინე თარიღები და საათები,შეგიძლია ამობეჭდო(უმჯობესია),ანდა ტელეფონით აჩვენო კონტროლიორს,მაგრამ ტელეფონს ნუ ენდობი,ვაიდა დაგიჯდეს და ვერ დატენო დროზე.
QUOTE
5. ვისაც უშოპინგია - რომის და ფლორენციის H&M-ს შორის ფასების ამბავში რამე სხვაობა არის?

არა მგონია. თუმცა მაგაზე უკეთესი მაღაზიები შეგხვდება და არც გაგახსენდება smile.gif

Posted by: tamuna18 15 Mar 2016, 19:09
მაისში მივდივარ 1 კვირით მილანი,ვერონა და ვენეცია მაქვს გეგმაში.
სასარგებლო რჩევებს მივიღებ სიამოვნებით

Posted by: merops 15 Mar 2016, 23:10
cros

მადლობა))) სასარგებლოა რჩევებისთვის. წასვლამდე კიდევ შეგაწუხსებთ ალბათ)))

Posted by: AsToN 18 Mar 2016, 00:57
ბოლონიაში მივდივარ პირველად და იქნებ მირჩიოთ რა ვნახო რაარის განსაკუთრებული ...
P.S ყველაფერი მაინტერესებს )

Posted by: baby-bobo 20 Mar 2016, 23:20
ხალხო ამხელა თემას ნუ გადამაკითხებთ.

მინდა წასვლა იტალუაში, მაინტერესებს ყველა პროცედურა
საკონსულოდან დაწყრბული ყველაფერი.

მადლიბა

Posted by: Kratom 21 Mar 2016, 09:07
tamuna18

მილანი - აქ ვერაფერს გირჩევ, სსორი
ვერონა - ჩემის საზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და უცნაური ქალაქი. რჩევები:
1. თუ დარჩენას არ აპირებ და მხოლოდ გავლით იქნები და მატარებლით ხარ, აუცილებლად აიღე უკანა ბილეთი ჩასვლისას, რადგან ყველა სადგურიდან, რაც კი იტალიაში შემხვედრია ყველაზე არასასიამოვნო და "ბომჟებით" სავსე ვერონის სადგურია და სადგურზე ღამის გატარება არც ისე კარგი იდეაა
2. როგორც სადგურიდან გამოხვალ - იარე წინ, მერე მარჯვნივ, გადადი ხიდზე, გაიარე არკა და ქალაქის ცენტრში აღმოჩნდები
3. სანახავი ვერონაში არც ისე ბევრია - ადგილობრივი კოლიზიუმი, ვოთომ რომეო და ჯულიეტას სახლი. კაფეებიდან გირჩევ ტრატტორია მურამარეს პორტა ნუოვოს 46. ტუ Vერონა გეპატარავა გასასეირნებლად, დააჯექი ავტობუსს და წადი სომაკომპანიაში - კარგი სოფელია, ძAლიან ლამაზი


Vენეციაზე მოგვიანებით და და დაწვრილებით მოგწერ


* * *
AsToN
თუ BოლOნიაში უნდა ჩაფრინდე, აეროპორტიდან რომ გამოხვალ წადი მარჯვნივ შედი ავტობუსში (6ევრო)
და ჩAმოდი სტაციონე ჩEნტრალეზე. გადადი Gზას გაჩEრებაზე, წადი მარცხნივ Aრკამდე არ Mისული და გაჩEრებაა იქ, დააჟEქი ტურისტულ ავტობუსს Dა კველაფერს ნახავ ღAც სანახავია. Uკანა გზაზე დაათVალიერე ბოლონიის კოშKები (ძAლიან ლამაზია), ბოლონიის უნივერსიტეტის შEნობა, გარიბალდის პროსპექტი

Posted by: tasu 21 Mar 2016, 12:16
მეგობრებო თქვენი დამხარება მჭირდება, 29 ივნისს ჩავდივარ რომში და 7 ივლისს მოვდივარ მილანიდან ტბილისში, ეს ერტადერტია რაც ზუსტად ვიცი. დანარჩენში ქინებ დამეხმაროტ ვინც გამოცდილი ხართ, მინდა ფლორენციის და ვენეციის ნახვაც და როგორ გავანაწილო დრო ან რა მარშრუტს მირჩევთ, ან საერტოდ რომში მანქანა ხომ არ ვიქირავო და ცავიდე მილანამდე ჩერეზ ფლორენცია ვენეცია , მირჩიეთ რა რა ვქნა

Posted by: Kratom 21 Mar 2016, 16:37
ჩადი რომში და Iქირავე მანქანა, დაბრუნების ადგილი მიუთითე ვერონა. მე პირადად ესე გავანაწილებდი:
29-30-31 (მანქანა არ გჭირდება, აზრი არ აქ) - ვატიკანი (მთელი დღE გინდა). შედი წმ. პეტრეს მოედნიდან, უფასოა. 31 - კოლიზიუმი და შEმოგარენი, ესპანური საფეხურები
1 იქირავე მანქანა წადი ფლორენციაში (როგორც მახსოვს 2-3 საათის გზაა), შეიარე სიენა და არეცოში
3ში დილით ვერონა (იქვე დატოვე მანქანა) თუ საყიდლები Gინდა იქვეა გზად აუთლეტი. დააჯექი მატარებელს და 4-5 ივლისი პადუა-ვენეცია, ბურანო-მურანო იქვე.
შენს ადგილას ფლორენციას Gამოვრიცხავდი, რადგან 2 დღე ძალიან ცოტაა ფლორენციისთვის, სჯობს ეს დრო ვენეციაზე გაანაწილო. და გაითვალისწინე მანქანის ხარჯი: ფასიანი გზები, დაბლოკილი თანხა ბარათზე, საწვავი

Posted by: merops 21 Mar 2016, 21:51
trainitalia-ზე ვცდილობ დარეგისტრირებას და მთხოვს Tax code / VAT. რა მივუთითო 20%????)))

Posted by: mikheili1985 21 Mar 2016, 21:59
merops
კოდიჩე ფისკალია ეგ

Posted by: merops 21 Mar 2016, 22:01
მოკლედ, რეგისტრაციას ვერ გავდივარ. მტენის ბარათს ,,Application for registration to CartaFRECCIA ''. რეგისტრაციის გარეშე ვიყიდო??

Posted by: mikheili1985 21 Mar 2016, 22:04
merops
იყიდი რეგისტარციის გარეშეც

Posted by: merops 21 Mar 2016, 22:04
ბილეთებს ვგულისხმობ...

კოდიჩე ფისკალია-ც ვერ გავიგე))). საქართველოს მოქალაქეზე არ არის გათვლილი რეგისტრაცია??

* * *
ოკ, გავრისკავ.
ჯერ ყველაზე იაფიანს ვიყიდი მაშინ..

Posted by: mikheili1985 21 Mar 2016, 22:18
merops
იყიდი ჩვეულებრივ

Posted by: Kratom 22 Mar 2016, 12:23
tamuna18

ვენეცია

ნუ აუცილებლად გირჩევ მურანოზე წასვლას (დილიდან), მერე ბურანოზე გადადი (საღამოს). გზად შეგიძლია სან მიკელეზე შეიარო. გონდოლას აყვანას თუ აპირებ, ჯობია რეალტოზე აიყვანო (უფრო სიმპატიურები არიან
* * *
tamuna18
tamuna18

ვენეცია

ნუ აუცილებლად გირჩევ მურანოზე წასვლას (დილიდან), მერე ბურანოზე გადადი (საღამოს). გზად შეგიძლია სან მიკელეზე შეიარო. გონდოლას აყვანას თუ აპირებ, ჯობია რეალტოზე აიყვანო (უფრო სიმპატიურები არიან
* * *
tamuna18

ვენეცია
გონდოლას ფასი ყველგან ერთია 80 ევრო, შევაჭრებას აზრი არ აქ, უბრალოდ წინასწარ შეუთანხმდი მარშრუტზე, მარტო გრანდ კანალზე რომ არ გაგატაროს. სან მარკოს მოედანს კაპელას და ტაძარს ისედაც ნახავ. მე პრადად სან პანტალონეზე ვჩერდები ყოველთვის, სასტუმრო ფალიერი, არც ისე ძვირია და სანტა ლუჩიას სადგურთანაც ახლოსაა და რეალტო სან მარკოს მოედანთანაც. სან მარკოზე გირჩევ კაფე ფლორიანში შეხვიდე, მართალია ძალიან ძვირია, მაგრან ღირს. სანტა ლუჩიას სადგურიდან რომ გამოხვალ, თუ გრანდ კანალის ხიდს არ გადახვალ და გზას მარცხნივ გააგრძელებ, გეტოში მოხვდები, ძალიან ლამაზი ადგილებია.
და კიდევ)) თუ პირველად მოგზაურობ ვერონადან მგზავრობისას დააკვირდი ვენეცია მესტრეში არ ჩამოხვიდე, შენ გჭირდება ვენეცია სანტა ლუჩია - სულ ბოლო გაჩერება. ვერონადან ვენეციამდე ნახევარ გზაზეა პადუა, გირჩევ შეიარო, არ ინანებ ნამდვილად. კარგი საჭმელო თუ გიყვარს, ვენეციაში გაგიჭირდება ნაღდი იტალიური სამზარეულოს დაგემოვნება, ჩემი სუბიექტური აზრია. ლიდოს სანაპიროზეც შეგიძლია გაისეირნო, ლამაზია
* * *
merops

1. ვატიკანში შესვლა უფასოა სან პიეტროს მოედნიდან, აზრი არ აქ ბილეთის ყიდვას, რიგში მაინც მოგიწევს დადგომა, სწრაფად გადის ძალიან
2. მატარებლიდან რომ გამოხვალ ლიანდაგები რომ დამთავრდება წადი ხელმარცხნივ ტუალეტებისკენ, ტუალეტის გვერდითაა ეგრევე
3. ვენეციაში რომ ჩახვალ დააჩექი ვიპორეტოს ეგრევე სადგურთან და ჩამოდი სან მარკოს მოედანზე, ფეხით გამოუკევი რეალტოს და მერე უკან, ბევრს ვერაფერს მოასწრებ, ვენეცია სამი დღე მაკნც უნდა.
4. რა აზრი აქ? ავტომატები ყველა ვაგზალზეა, ბილეთები ყოველთვის არის
5. ერთნაირი ფასებია

Posted by: Leva_78 22 Mar 2016, 14:25
Kratom

რაც ბილეთების ყიდვას შეეხება, გუშინ ტრენიტალიის საიტზე ვიყიდე ყველა ბილეთი, რომი-ფლორენცია, ფლორენცია-ვენეცია, ასევე რომი-ნაპოლი, წინასწარ 3 კვირით ადრე ვიყიდე იმიტომ რომ რაც დრო გადის ბილეთის ფასი ძვირდება, 3 დღის წინ რომ მეყიდა 10 ევროთი ნაკლები დამიჯდებოდა. trenitalia.com - საიტზე რომ ჩაწერო ერთი და იგივე რეისის სხვადასხვა თარიღები, მაგალითად ერთ კვირაში და 3-4 კვირაში, შეიძლება ფასის სხვაობის ნახვა. Regionale -ეს არ ვგულისხმობ, ორ ჯერ ნელი მატარებელია, როცა მაგალითად რომი-ვენეციას გზას Frecciarossaს- მაღალ სიჩქარიან მატარებელს 1,5 საათი უნდა, რეგიონალური 3 საათში და 48 წუთში ჩადის, და შუა აპრილზე დღეს რომ იყიდო ბილეთი ერთი და იგივე ფასი აქვს ნელ და სწრაფ მატარებელს, დროს კი მოიგებ, უფრო სწრაფად იმოგზაურებ.

Posted by: Kratom 22 Mar 2016, 15:32
Leva_78
ეხლა გადავათვალიერე საიტი და შევადარე ადგილზე ნაყიდი ბილეთების ფასი, დიდი განსხვავებაა, აწი გავითვალისწინებ up.gif

Posted by: tamuna18 27 Mar 2016, 11:48
Kratom

მადლობა სასარგებლო რჩევებისთვის

Posted by: პერსიელი 30 Mar 2016, 02:20
მილანში ვინც ცოვრობთ მომწერეთ რა PM

Posted by: AsToN 30 Mar 2016, 11:35
ბოლონიიდან რომში წასასვლელად რა ტრანსპორტს მირჩევთ?
და ფრენები რომელ საიტზე ჯობს ვნახო

Posted by: Crøs 30 Mar 2016, 20:40
AsToN
QUOTE
ბოლონიიდან რომში წასასვლელად რა ტრანსპორტს მირჩევთ?

მატარებლით,ტრენიტალიის საიტზე ნახე ბილეთები.

QUOTE
და ფრენები რომელ საიტზე ჯობს ვნახო

თბილისიდან ბოლონიაში თუ სად?

Posted by: AsToN 30 Mar 2016, 22:55
cros

ბოლონოოდან რომში ფრენას ვგულისხმობ smile.gif

Posted by: Crøs 30 Mar 2016, 23:01
AsToN
QUOTE
ბოლონოოდან რომში ფრენას ვგულისხმობ

მატარებლით არ გირჩევნია? თვითმფრინავი 100 ევროზე მეტი დაგიჯდება,მატარებელი სადღაც მაქსიმუმ 40
აქ ნახე ფრენები
http://www.edreams.it/

Posted by: Gadareulli_uzomod 8 Apr 2016, 17:15
მეგობრებო რომში ვაპირებთ წასვლას სამეგობრო და სახლი სასტუმროები იაფად როგორ უნდა ვნახოთ?

Posted by: AsToN 9 Apr 2016, 01:33
cros

ავტობუსით ვიყავი დღეს და 10 ევრო დამიჯდა სულ ))

Posted by: Crøs 9 Apr 2016, 20:31
AsToN
QUOTE
ავტობუსით ვიყავი დღეს და 10 ევრო დამიჯდა სულ ))

მასე არ ჯობია? რომ აიჩემე ფრენა ან მანქანა biggrin.gif

Posted by: gioo7 9 Apr 2016, 23:34
გამარჯობა მეგობრებო.. ვინმემ ხომ არ იცით, იტალიიდან საქართველოში რომ გამოვფრინდე და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდე 16 წლისას მარტოს შემეძლება ფრენა?რაიმე დამატებითი საბუთის წარდგენა დამჭირდება ?.. ანუ მშობლების თანხმობა და ა.შ.. იტალიური საბუთი მაქვს(permesso di soggiorno) და ერთ წლიანი ვიზა რომელსაც ვადა კიდევ აქვს. (საქართველოდან რომ გამოვფრინდი ის)

Posted by: mikheili1985 11 Apr 2016, 12:50
gioo7
მშობლების ნებართვა გინდა 18 წლამდე

Posted by: G I O R G I 12 Apr 2016, 11:12
მაინტერესებს booking.com ზე ჩემით რომ შევიძინო სასტუმროს დღეები მომცემს რაიმე შეღავათს ტურიტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული ფასებს შორის?

Posted by: mikheili1985 12 Apr 2016, 11:24
G I O R G I
QUOTE
მაინტერესებს booking.com ზე ჩემით რომ შევიძინო სასტუმროს დღეები მომცემს რაიმე შეღავათს ტურიტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული ფასებს შორის

ტურისტულს გააჩნია,მგონი დღეს უფასოდ არავინ აღარაფერს აკეთებს.ცოტა ინგლისურა მაინც თუ ახერხებ ჯერ ბუქინგით მოძებნე ადგილი სადაც გაწყობს,მერე იგივე სასტუმრო დაგუგლე და პირდაპირ სასტუმროს დაუკავშირდი,უფრო იაფად გამოხვალ.

Posted by: hikikomori 22 Apr 2016, 17:35
გამარჯობათ, ვინმეს თუ აქვს რამე გამოცდილება ქორწინებასთან დაკავშირებით ძალიან მჭირდება რჩევა

მე საქართველს მოქალქე ვარ და ვაპირებ იტალიის მოქალაზე ქორწინებას

მაინტერესებს რა პროცედურები მაქვს გასავლელი ქორწინება რო იტალიაში დავარეგისტრირო?
და რამდენად არის ეს პროცედურები დროში გაწელილი
საცხოვრებელი ნებართვა მჭირდება

ნებისმიერი რჩევა ძალიან დამეხმარება
მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: YNWA 23 Apr 2016, 17:47
გამარჯობა,

ფეხბურთის განყოფილებაში ვერ ვიკითხე პოსტების ლიმიტის გამო და თუ ვინმეს რამე ინფო გაქვთ როგორ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ფინალის თამაშზე ბილეთების ყიდვა გთხოვთ დამეხმაროთ.

მილანში ტარდება ეს თამაში მაისში. სწორედ ამიტომ ვიკითხე იტალიის თემაში. იქნებ ვინმეს რამე ინფო გქონდეთ ან მილანიდან იყოთ ვინმე help.gif


დამეხმარეთ გთხოვთ user.gif

Posted by: mikheili1985 23 Apr 2016, 17:55
YNWA
უეფას საიტზე შევავსე განაცხადი და უარი მომივიდა, სხვა რაც ვნახე 2000+ადევს მე არანაირად არ მიღირს.
* * *
hikikomori
ალბათ იტალიაში ხარ უკვე ? აწერთ ხელს მეუღლე აკეთებს მოთხოვნას , შესაბამსიად წარადგენს საბუთებს, სახლის ანუ ალლოჯოს (ანუ რომ აქ საკმარისი ფართი),შემოსავლის ცნობა,ნუ თავისთავად ქორწინების მოწმობას,დაგინიშნავენ აპუნტამენტოს მანდაც მიგაქ იგივე საბუთები რაც გააგზავნა იქამდე მეუღლემ ფოსტით (kit),ანაბეჭდებიდან თვე ,თვე ნახევარში მზადაა პერმესსო(რეგიონს გააჩნია )მთლიანად პროცესი თუ სრაფადვე მოაგროვებ საბუთებს 1-1,5 -+წელი(ესეც რეგიონს გააჩნია.მთავარი მონახაზი ესაა.თუ რამე გამომრჩა ჩავამატებ.

Posted by: Crøs 23 Apr 2016, 18:15
YNWA
აჰა თუ გადამხდელი ხარ smile.gif)))))

Posted by: Stаlker 24 Apr 2016, 10:25
ოქტომბერი-ნოემბერში დამჭირდება სერია A-ს ბილეთები თავისი პრაეზდნოით. ნეაპოლიდან დავიწყებ პაჟალუი.

Posted by: Stаlker 24 Apr 2016, 17:15
cros
ერთ თვიანი ულიმიტო პრაეზნოი რა ღირს იტალიაში? თუ არის საერთოდ ეგეთი.


მილანი, ტურინი, გენუა, ნეაპოლი. თითო მატჩი. 50 ევრომდე ბილეთები ხო იქნება?
თუმცა ახალი კალენდარი ვნახოთ ჯერ, დერბები როდის იქნება, ერთ-ერთს მაინც უნდა დავესწრო.

Posted by: mGeLo777 24 Apr 2016, 20:25
გენუაში ხართ ნამყოფი? drug.gif


.....................

Posted by: Crøs 25 Apr 2016, 01:14
Stаlker
QUOTE
ერთ თვიანი ულიმიტო პრაეზნოი რა ღირს იტალიაში? თუ არის საერთოდ ეგეთი.

აბონემენტზე იძახი? ეგ არ ვიცი.
ისე აქ ნახე ბილეთები.ახლა არ დევს ოქტ.ნოემბრის მაგრამ მაინც.თან გუნდების მიხედვითაა მოძებნა
http://www.viagogo.it/Biglietti-Sport/Calcio/Calcio-Internazionale/Serie-A/Milan-Biglietti
http://www.seatwave.it/football-tickets/categoria
http://www.ticketbis.it/biglietti-milan/ca356
http://www.ticketone.it/biglietti.html?affiliate=ITT&doc=category&fun=kategorieliste&hkId=56&tipps=yes&detailadoc=erdetaila&detailbdoc=evdetailb&kategorieKuerzel=Calcio

Posted by: Stаlker 25 Apr 2016, 13:58
mGeLo777
QUOTE
გენუაში ხართ ნამყოფი?

ბათუმს გავსო ძალიანო. ერთი იქაური ისტორიის მასწავლებელი რუსი ქალი ამბობს war.gif



გრაციე, cros
აბონემენტზე იქნებ გამირკვიო შემოდგომამდე.

Posted by: mGeLo777 25 Apr 2016, 21:37
Stаlker
QUOTE
ბათუმს გავსო ძალიანო.

ამოვიდა ბათუმი ყელში უკვე lol.gif lol.gif

არა არა გაცილებით მაგარი ქალაქი იქნება უეჭველიი

Posted by: hikikomori 26 Apr 2016, 10:40
QUOTE (mikheili1985 @ 23 Apr 2016, 17:55 )

hikikomori
ალბათ იტალიაში ხარ უკვე ? აწერთ ხელს მეუღლე აკეთებს მოთხოვნას , შესაბამსიად წარადგენს საბუთებს, სახლის ანუ ალლოჯოს (ანუ რომ აქ საკმარისი ფართი),შემოსავლის ცნობა,ნუ თავისთავად ქორწინების მოწმობას,დაგინიშნავენ აპუნტამენტოს მანდაც მიგაქ იგივე საბუთები რაც გააგზავნა იქამდე მეუღლემ ფოსტით (kit),ანაბეჭდებიდან თვე ,თვე ნახევარში მზადაა პერმესსო(რეგიონს გააჩნია )მთლიანად პროცესი თუ სრაფადვე მოაგროვებ საბუთებს 1-1,5 -+წელი(ესეც რეგიონს გააჩნია.მთავარი მონახაზი ესაა.თუ რამე გამომრჩა ჩავამატებ.

მადლობა გამოხმაურებისთვის,

არა ამ წუთას საქართველოში ვარ და ვფიქრობთ სად მოვაწეროთ ხელი
დროში რო გაიწელოს ძაან არ გვაწყობს ეს საბუთების მოგვარება და ამიტომ ვერ გადავწყვიტეთ

Posted by: mikheili1985 26 Apr 2016, 11:11
hikikomori
დროის დაჩქარებაზე ვერაფერს ვერ გეტყვი სამწუხაროდ,გამართლებაზეც ბევრია დამოკიდებული,ეხლახანს მეგობარმა შეიტანა და სხვა დანარჩენებს თუ2-3 თვე უწევსდა ,ეს 2კვირაში დაიბარეს.თუ პატარა რეგიონია ალბათობა იმისა რო მალე იყოს, დიდია.თვენი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღო გადაწყეტილება,ჩემებმა საქართველოში მოაწერეს ხელი (ფიქტიური იყო), ხოდა სადამ პასუხი მოვიდოდა ,უსაბუთოდ აქ გეციდინება ძნელია სამსახურის დაწყება,ხოდა "ტყუილად ყოფნას" ეგ დრო საქართველოში გაატარა, რო ჩამოვიდა , 3-4 თვეში დაამთავარა .

Posted by: sokxrata 26 Apr 2016, 11:37
sicilia shi minda wasva 1 kvira shemdeg 1 kvira minda venezia da roma 2 kvira jamshi 1 kacs 2 kvirit 2500€ ekofa? aviabiletebis gareshe
restoranshi ro ikvebo da dagemovno ikauri sachmelebi ogond ojaxur restornebshi minda viaro exkursiabeze ro iaro zogjer da ravi datvaliero kargad kalakebi da tan datkbe dasvenebit
1 kvirit ro davdivar xolme koveltvis darchena minda xolme.

Posted by: Crøs 26 Apr 2016, 21:04
sokxrata
წესით უნდა ჩაეტიო,ორი კვირით ყველაზე ცოტა 1000 ევრომდე მაინც დაგიჯდება სასტუმრო თან თუ სეზონზე მიდიხარ.მერე გზა-სიცილია-რომი-ვენეცია.ქალაქში,სამგზავრო,მუზეუმები და კვება. შენ უნდა გამოთვალო როცა სასტუმროს და მუზეუმების ბილეთებს დაჯავშნი. კვებაზე დღეში საშუალოდ 20-25 ევრო იგულისხმე,ნუ ადგილსაც გააჩნია,ვენეციაში ერთი პიცა 13-15 ევრო ღირს.

Posted by: ILIA1702 27 Apr 2016, 18:05
მოკლედ პარასკევს სამსახურის მერე მიფრინავ ვენეციაში(მარკო პოლოს აეროპორტი) და უკან მოვფრინავ კვირას ღამე მილანიდან. ვინც მანდ ცხოვრობთ და კარგად გესმით იქნებ რამე მარშრუტი დამაგეგმინოთ იმის გათვალისწინებით რომ ვენეციაში და მილანშიც ნამყოფი ვარ ადრე უბრალოდ ახლა ჩემი GF-ის ხათრით მივდივართ ანუ 2-ნი ვიქნებით. ვიცი რომ გონდოლას ვერ ავცდები, რა მოწონს მაგაში არვიცი smile.gif მაქსიმალურად პროდუქტიული ვიკენდი რომ გამოვიდეს იქნებ დამეხმაროთ wink.gif პ.ს. ერთი ქალაქის "ჩაკვეხება" შეიძლება მგონია მაგალითად ვერონა.

Posted by: Crøs 27 Apr 2016, 18:32
ILIA1702
2 დღეში ვენეცია და მილანიც რომ მოასწრო მაგაზეც მადლობა უნდა თქვა boli.gif

Posted by: ILIA1702 27 Apr 2016, 19:36
cros
ვენეციას კარგი ტემპით 1 დღეც არ უნდა რომ დაათვალიერო, მითუმეტეს მანქანით ვიქნები და მაგიტომ ვიფიქრე რომ სხვა ქალაქებში გავლა შეიძლებოდა მეორე დღეს. მილანის მოვლის სურვილი დიდად არ მაქვს არაფრით განსაკუთრებული ქალაქი არაა ჩემთვის ვნახე ერთხელ და საკმარისია. რაღაც ტბაა მილანიზ ზევით იქ ვნახე ბუნება და ძაან ლამაზია სავარაუდოდ იქ წავალ.

Posted by: Crøs 27 Apr 2016, 19:41
ILIA1702
QUOTE
რაღაც ტბაა მილანიზ ზევით იქ ვნახე ბუნება და ძაან ლამაზია სავარაუდოდ იქ წავალ.

მაშინ ვენეციიდან პირდაპირ კომოში წადი.თბილად ჩაიცვით,ახლა ცივა იქ საკმაოდ.

Posted by: ILIA1702 27 Apr 2016, 19:57
cros
ჰო კომოსთან რა ტბასაცაა იმაზე ვლაპარაკობდი. სხვა რჩვებს რას მოგვცემდით, მაგალითად საჭმელი სასმელი, გონდოლის მძღოლს როგორ შეუთანხმდე რომ არ გაგწეწოს და მისთანანნი smile.gif გრაცია მილე

Posted by: Crøs 27 Apr 2016, 20:02
ILIA1702
QUOTE
ჰო კომოსთან რა ტბასაცაა იმაზე ვლაპარაკობდი.

კომოს ტბა ქვია მაგას smile.gif
QUOTE
მაგალითად საჭმელი სასმელი, გონდოლის მძღოლს როგორ შეუთანხმდე რომ არ გაგწეწოს და მისთანანნი  გრაცია მილე


გონდოლის "მძღოლს"(biggrin.gif) ვერ დააკლებინებ.80 ან 120 უნდა გადაუხადო,გააჩნია მოკლე გზით გინდა დათვალიერება თუ დიდით.
საჭმელი ჯობია წაიღო,რესტორნებში ძვირია განსაკუთრებით ვენეციაში.

Posted by: mikheili1985 27 Apr 2016, 21:42
ILIA1702
QUOTE

ვენეციას კარგი ტემპით 1 დღეც არ უნდა რომ დაათვალიერო, მითუმეტეს მანქანით ვიქნები და მაგიტომ ვიფიქრე რომ სხვა ქალაქებში გავლა შეიძლებოდა მეორე დღეს. მილანის მოვლის სურვილი დიდად არ მაქვს არაფრით განსაკუთრებული ქალაქი არაა ჩემთვის ვნახე ერთხელ და საკმარისია. რაღაც ტბაა მილანიზ ზევით იქ ვნახე ბუნება და ძაან ლამაზია სავარაუდოდ იქ წავალ.

ძაან გაწვალდები , ორი დღე სულ სიარულ- მგზავრობაში,შენ კი ნამყოფი ხარ მარა ვინც შენთან იქნება,იმმათვის საშინელებაა.თან კიდე კომო რო გინდა. spy.gif

Posted by: ILIA1702 27 Apr 2016, 22:53
cros
საჭმელი თუ წავიღე იქაური ქუდი არ დავიხურე მოგზაურობა ხიბლს კარგავს smile.gif გონდოლის შაფიორებს რაღაც უნდა მოვუხერხო, დავებაზრები ჯიგრულად იქნებ გაჭრას smile.gif)
mikheili1985
ჩვენ ეგეთი მოგზაურები ვართ რეკორდია 3 დღეში 100 კმ ფეხით ბარსელონაში და დანარჩენი დღეები არ ვიცოდით რა დაგვეთვალიერებინა და პლაჟზე ვეგდეთ smile.gif)
რამე სასარგებლო რჩევა;დარიგება გამოუშვით. მარტო არის დროის ლიმიტი მეტი არაფერია მოცემულობა.

Posted by: achi00089 28 Apr 2016, 12:44
პოსიტანო-ში ყოფილა ვინმე? ინტერნეტში გადავაწყდი და მაგრა მომინდა. რა ხდება საიდან უნდა მოხდე? ალბათ ძვირია ხო?

Posted by: tamunia_tamunia 28 Apr 2016, 12:52
achi00089
მეც მანდ ვფიქრობ წელს წასვლას. პოზიტანო ან სორენტო , ორივე ახლოსაა ერთმანეთთან , ფასები მეც მაინტერესებს თუ ხართ ვინმე ნამყოფი..
რიმინში წასვლა ჯობია თუ პოზიტანოში?

Posted by: Crøs 28 Apr 2016, 13:19
achi00089
tamunia_tamunia
მე ვცხოვრობ ახლოს smile.gif სორენტო-პოზიტანო-ამალფი-რაველო-სალერნო ამ ტურს გირჩევთ

Posted by: achi00089 28 Apr 2016, 14:15
cros

ვახ რა მაგარია, რა ხდება მანდეთ მერე? როგორი ფასებია? სასტუმრო და კვება მაინტერესებს. ფრენა როგორც ჯობია კიდე ხომ ვერ მირჩევდი, სტამბულიდან ნაპოლი და მერე ტრანსპორტით თუ რამე სხვა გზებია კიდეsmile.gif დაგაყარე კითხვები მოკლედsmile.gif

Posted by: tamunia_tamunia 28 Apr 2016, 17:49
cros
ახლოსაა ხო ერთმანეთთან ეს ადგილები? ბინის დაქირავებას ვაპირებ და როგორ ჯობია სად გავჩერდე? ყველაზე ლამაზი და კარგი ადგილი რომელია?

achi00089
ფრენას რომში ვფიქრობ და მერე მატარებლით 2 საათის გზაა როგორც ვიცი smile.gif

cros
გვირჩიე როგორ მოვიქცეთ smile.gifsmile.gif

Posted by: Crøs 28 Apr 2016, 19:52
achi00089
tamunia_tamunia
რომიდან ნეპოლში მატარებლით,თუ ნეაპოლში ჩამოფრინდები მთლად უკეთესი. დადიან ავტობუსები,არის აგრეთვე ტურები გემით (ნეაპოლის ან სალერნოს) პორტიდან. ბევრი მაგალითად სალერნოში ჩამოდის და ისე მიდიან ამალფის კოსტიერას მოსანახულებლად. ყველა ლამაზი ქალაქია,მე პირადად პოზიტანო მომწონს.ამალფიც ლამაზია და თან მოციქული ანდრიას კათედრალური ტაძარი და საფლავია,სადაც ასევე წმინდა პანტელეიმონის და წმინდა ბარბარეს ნაწილები ინახება. რაველოც ახლოშია ამალფიდან,ავტობუსები დადის,10 წუთიც არ უნდა.
კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ სასტუმროში გაჩერდეთ,ტურისტული ზონაა და დაბალ ფასებსაც ვერავინ შემოგთავაზებთ.ბუქინგზე ნახეთ და ფასები შეარჩიეთ.წინასწარ ჯობია დაჯავშნა,პატარა ქალაქებია და ზაფხულში გადაჭედილია ხოლმე.

Posted by: mGeLo777 29 Apr 2016, 13:54
QUOTE
პოსიტანო-ში ყოფილა ვინმე?


QUOTE
პოსიტანო


QUOTE
სორენტო

ნეტა არ მენახა sad.gif

Posted by: Crøs 29 Apr 2016, 18:48
რამდენიმე დღის უკან გადაღებული ცისარტყელა პოზიტანოში smile.gif
http://radikal.ru/big/8479e8c6fc37429f96c0ac56e3ecb11e

Posted by: waitforit 29 Apr 2016, 19:37
რომში კემპინგ ზონა არის სადმე? სასტუმროს ფული არ მაქვს და თან არ მინდა ვინმე ალდომ დამჭრას.

Posted by: Crøs 29 Apr 2016, 19:46
waitforit
QUOTE
რომში კემპინგ ზონა არის სადმე?

კი ციგნებთან yes.gif

ვხუმრობ biggrin.gif დაგუგლე Roma Camping zona და რამდენიმეს გაჩვენებს.

ვილა ბორგეზესთან გირჩევდი

Posted by: waitforit 29 Apr 2016, 19:58
cros
კაროჩე წინა ზაფხულზე ვიყავი ჩასული 2 დღე ტურუსტულად . ხოდა კოლიზეუმი ვნახე და ტრევი და კი წამოვედი უკან. ახლა დიდი ხნით ვაპირებ ჩასვლას და მაგასაც ვნახავ ჰეჰ. და გასასვლელში ტვინს მომიხნავენ სასტუმრო დაჯავშნილი თუარ მექნება?

და გემით ვაპირებ საბერძნეთიდან იტალიაში გადასვლას და რა ღირს ან საკაიფო თუა ?

Posted by: Crøs 29 Apr 2016, 20:12
waitforit
QUOTE
და გემით ვაპირებ საბერძნეთიდან იტალიაში გადასვლას და რა ღირს ან საკაიფო თუა ?

ფასი არ ვიცი,მაგრამ ორი დღე კი უნდა მგზავრობას და გიღირს?
QUOTE
და გასასვლელში ტვინს მომიხნავენ სასტუმრო დაჯავშნილი თუარ მექნება?

ხო აი ამას ვერ გეტყვი,ვიზალიბერალიზაციას რა შედეგები მოყვება biggrin.gif

Posted by: qaosi 29 Apr 2016, 21:04
იტალიური იცით ვინმემ? რთული სასწავლი ენაა? ვიღაცამ მითრა როგორც იწერება ისე იკითხებაო და მართლა მასეა?

Posted by: Crøs 29 Apr 2016, 21:14
qaosi
QUOTE
როგორც იწერება ისე იკითხებაო და მართლა მასეა?

თითქმის

Posted by: Nini999 20 May 2016, 09:29
გამარჯობა, საკონსულოში რა მჭირდება ვიზაზე ? პატარა ბავშვით ვაპირებ წასვლას და სასტუმრო არ მინდა ოღონდ დეიდასთან ჩავდივარ და ის მოქალაქე არ არის და მოწვევას ვერ გამომიგზავნის და ვინც გამოცდილები ხართ იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, რომ უარი არ მითხრან ვიზაზე და რომელი ავიაკომპანიას მირჩევთ შედარებით ნორმალური ფასი რომ ღირდეს. მადლობა წინასწარ

Posted by: achi00089 10 Jun 2016, 11:02
მოკლედ ხალხო გადაწყდა აგვისტოს პირველ ნახევარში მივდივარ ნაპოლიში, რეებს მირჩევთ რო ვნახო? კულტურული ამბებიც მაინტერესბს და კულინარიული, რა ფასებია საშუალოდ? პომპეის ვაპირებთ და პოსიტანოს იდეაში და რაიმეს ხომ არ მირჩევდით? smile.gif

Posted by: AsToN 10 Jun 2016, 14:10
რომში ცხოვრობთ ვინმე? პატარა დახმარება მინდა

Posted by: dato_dato 10 Jun 2016, 14:25
მილანის ბილეთები ვიყიდე 28 სექტემბერი 2 ოქტომბერი
ვგეგმავ:
28-29 მილანი
29-30 ფლორენცია
1 ვენეცია
2 მილანში დაბრუნება და გამოფრენა
რას იტყვით?

Posted by: Crøs 10 Jun 2016, 20:07
achi00089
QUOTE
მოკლედ ხალხო გადაწყდა აგვისტოს პირველ ნახევარში მივდივარ ნაპოლიში, რეებს მირჩევთ რო ვნახო?

ბევრი რამეა სანახავი ნეაპოლში smile.gif
სამეფო სასახლე,არქეოლოგიური მუზეუმი,სან სევეროს კაპელა(თავისი კრისტო ველატოთი),პიაცა პლებიშიტო,წმინა იანუარის ტაძარი,გალერეა უმბერტო,კასტელ დელ ოვო და კასტელ სანტ ელმო, სოტერანეა(მიწისქვეშა კატაკომბები და ტუნელები),პალაცო დი კაპოდიმონტე,სან კარლოს თეატრი,კასტელ ნუოვო...ბევრია კიდევ
QUOTE
პომპეის ვაპირებთ

პომპეისთან ერთად ერკოლანოც ნახე და ვეზუვიზეც ადი,ულამაზესი ხედია
QUOTE
პოსიტანოს იდეაში და რაიმეს ხომ არ მირჩევდით?

მარტო პოზიტანოს ნახვა საცოდაობაა,მთელი ამალფის კოსტიერა ნახე,ერთ დღეში კი ცაეტევი,თან ნეაპოლიდან ტურებია ტრანსპორტითაც და გემითაც.

dato_dato
QUOTE
მილანის ბილეთები ვიყიდე 28 სექტემბერი 2 ოქტომბერი
ვგეგმავ:
28-29 მილანი
29-30 ფლორენცია
1 ვენეცია
2 მილანში დაბრუნება და გამოფრენა
რას იტყვით?

თუ სირბილით შემოივლი ყველაფერს კი მოასწრებ biggrin.gif

Posted by: AsToN 10 Jun 2016, 21:35
cros

რომში ხო არ ცხოვრობთ?

Posted by: Crøs 10 Jun 2016, 22:47
AsToN
QUOTE
რომში ხო არ ცხოვრობთ?

არა თორემ ხომ გიპასუხებდი, მკითხე იქნებ ვიცი ან სხვა ვინმე გამოჩნდეს ვინც იცის smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 11 Jun 2016, 00:30
cros
QUOTE
არა თორემ ხომ გიპასუხებდი, მკითხე იქნებ ვიცი ან სხვა ვინმე გამოჩნდეს ვინც იცის

ცუდი ამბების მგოსანიც მოვიდაა facepalm.gif

რა ხდება ცუდი ხო არაფერია მაქეთ ან საქართველოში? როგორც კი რამე იქნება გამაგებინე რა

Posted by: Crøs 11 Jun 2016, 01:12
მამაო თამაზი
ცუციკ ყველგან უნდა მსდიო? ზოოპარკის შენებას აღარ იწყებ?

Posted by: მამაო თამაზი 11 Jun 2016, 02:24
cros
შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი

Posted by: CALDWELL 11 Jun 2016, 18:23
QUOTE
ბოლონიიდან რომში წასასვლელად რა ტრანსპორტს მირჩევთ?

მატარებლით,ტრენიტალიის საიტზე ნახე ბილეთები.


მატარებლის ბილეთი სად დავჯავშნო?

Posted by: Crøs 11 Jun 2016, 23:26
CALDWELL
QUOTE
მატარებლის ბილეთი სად დავჯავშნო?

QUOTE
ტრენიტალიის საიტზე

biggrin.gif
http://www.trenitalia.com/

Posted by: მამაო თამაზი 11 Jun 2016, 23:31
cros
QUOTE
http://www.trenitalia.com/

ალიტალია ჯობია. კიდე ალამერიკა ან ვაბშე მურიკა

love.gif 2kiss.gif ჩემო მზეო. ჩემო ოქრო ჩემო ცუდი ამბების მგოსანო

Posted by: Crøs 12 Jun 2016, 00:55
მამაო თამაზი
დედას ჯარისკაცი love.gif tan.gif

Posted by: achi00089 12 Jun 2016, 01:10
cros


გაიხარე 2 ღამე ვაპირებთ სორენტოში და იქიდან ადვილია ხო მოვლა პოსიტანო და ამალფის? რა ფასებია საერთოდ კვება და გადაადგილება გემითაც მოჟნა ხო?

Posted by: Crøs 12 Jun 2016, 01:18
achi00089
QUOTE
გაიხარე 2 ღამე ვაპირებთ სორენტოში და იქიდან ადვილია ხო მოვლა პოსიტანო და ამალფის? რა ფასებია საერთოდ კვება და გადაადგილება გემითაც მოჟნა ხო?

კი,იქიდან უკვე ახლოა,ავტობუსითაც შეგიძლია(ან სპეციალური ტურების უჭერო ბასი) სორენტოდან გამოყვე და გემითაც.
კვება ეგეთ ქალაქებში ცოტა ძვირია,თუმცა არც კატასტროფული. მანქანით არ გირჩევ,ვერც დააყენებ ვერსად და თუ დააყენე საათი 5 ევროა.
ამალფიში უგემრიელესი ნაყინია ხედ ანდრია პირველწოდებულის ტაძრის პირდაპირ. ხო,მოციქულის საფლავსაც ნახავ.

Posted by: zura_bwin 13 Jun 2016, 22:39
მზად ხართ მაკარონშიკებო?
http://nr.soccerway.com/matches/2016/06/17/europe/european-championships/italy/sweden/2024867/?ICID=HP_MS_01_01

Posted by: მამაო თამაზი 13 Jun 2016, 22:59
cros
facepalm.gif


Posted by: The DoctoR 15 Jun 2016, 17:45
მარტივი კითხვა - მატარებლის ელ. ბილეთი როგორ უნდა დავასკანერო? smile.gif ინტერნეტში რაც ვნახე ყველა ქაღალდის ბილეთების აპარატებია (პატარები). სკანერიანი ვერ ვნახე და როგორ გამოიყურება მაინც რომ მაჩვენოთ smile.gif

Posted by: ქაფქიანა 15 Jun 2016, 17:49
გამარჯობა მეგობრებო.

ასეთი დესთინეიშენი მინდა რომი-ვენეცია-ბარი. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში.

დამეხმარეთ რა და როგორ რა...

საერთოდ არაფერი ვიცი.

Posted by: Crøs 15 Jun 2016, 20:18
The DoctoR
რა უნდა დაასკანერო,ამობეჭდე ონლიან ნაყიდი ბილეთი და კონტროლიორი თავისი სკანერ აპარატით გაგიტარებს(შტრიხ კოდს)
ქაფქიანა
აბა რა გითხრა,მაგ პერიოდისთვის გაითვალისწინე რომ სადგურზე ბილეთები უკვე ძვირია,ახლავე ჯობია იყიდო და სასტუმროც დაჯავშნო(თუ სტუმრად არ მიდიხარ)

Posted by: The DoctoR 15 Jun 2016, 20:41
cros
რავი, სადგურში აპარატებია და იქ უნდა დაასკანეროო smile.gif
ანუ მატარებელში "დაველოდო" კონტროლიორს ხომ?

Posted by: Crøs 15 Jun 2016, 21:38
The DoctoR
QUOTE
რავი, სადგურში აპარატებია და იქ უნდა დაასკანეროო

ეგ თუ კარტონის ბილეთი გიჭირავს უკვე მანდ შეძენილი,რა თქმა უნდა აპარატში უნდა ჩაარტყა,თუ ინლაინ გაქვს ნაყიდი,ამობეჭდე ან სულაც ტელეფონში ან ტაბლეტში აჩვენე კონტროლიორს,მისთვის საკმარისია ბილეთის il codice PNR რასაც თავის ხელის აპარატით დაასკანერებს. ხო,რეგიონალურებს არ ეხება როგორც მახსოვს.

Posted by: achi00089 16 Jun 2016, 11:34
cros

სალამი, გამომადგა შენი რჩევებიsmile.gif მოკლედ პოსიტანო ძალიან ძვირი იყო ღამისთევა და 2 ღამე ვრჩები სორენტოში და სორენტოდან ვაპირებ ავტობუსით ან ფერით მოძრაობას. ზოგადად ფასები ძვირია ხო? ანუ კვება ძირითადად, რაიმე ადგილს ხომ არ მირჩევდი? ნაპოლიც შესასწავლი მაქვს კარგად იქიდან მოვდივართ სორენტოში და ვფიქრობ მატარებელი ჯობია თუ ფერიsmile.gif

Posted by: The DoctoR 16 Jun 2016, 22:11
cros
მადლობა smile.gif "ავაფარებ" კონტროლიორს ამობეჭდილ ბილეთს მაშინ smile.gif

QUOTE
პოსიტანო

ეგ რა ლამაზი ყოფილა, ახლა გუგლში ვნახე smile.gif აფსუს, სხვა გეზი რომ მიჭირავს smile.gif

კიდევ - ვიზაში report back ჩამიტყეს და ეგ რას ნიშნავს? რომ უნდა გამოვცხადდე გასაგებია, მარა შინაარსობრივად რა პონტია.

Posted by: Crøs 16 Jun 2016, 22:35
achi00089
QUOTE
მოკლედ პოსიტანო ძალიან ძვირი იყო ღამისთევა

პოზიტანო ამალფი ძვირია ძალიან კი,პლიაჟებიც ფასიანია. სორენტოშიც არ უნდა იყოს დაბალი ფასი,მაგრამ იმათან შედარებით ალბათ გინახავს.
QUOTE
სორენტოდან ვაპირებ ავტობუსით ან ფერით მოძრაობას

ფეხით როგორ აპირებ გაფიცებ biggrin.gif ავტოსტოპით? იმედი უნდა გაგიცრუო,აქ მაგდენ წყალობას არ იღებენ : )) ავტობუსით რა თქმა უნდა,ანდა გემით. შენი გადასაწყვეტია,თუ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ცუდად ხდები(რაც ძალიან ბევრია),მაშინ გემი ჯობია.
QUOTE
ანუ კვება ძირითადად, რაიმე ადგილს ხომ არ მირჩევდი?

ეს რესტორანი მომწონს მე,რამდენჯერმე ვიყავი და მისი შალატიელი კონ ვონგოლე ე კოცე მაგარია. ფასები ყველგან ძვირია,მაგრამ მაგათი საჭმელები აუცილებლად გასასინჯი
http://www.mediterraneopositano.com/index.html

QUOTE
მატარებელი ჯობია თუ ფერი

ფეხით დაივიწყე,ავტობუსითთქო biggrin.gif

* * *
The DoctoR
QUOTE

QUOTE
პოსიტანო

ეგ რა ლამაზი ყოფილა, ახლა გუგლში ვნახე

პოზიტანო ქვია ოღონდ,არა პოსიტანო
ამალფის კოსტიერასნაირი სილამაზე მსოფლიოში სხვა არ არსებობს.

QUOTE
კიდევ - ვიზაში report back ჩამიტყეს და ეგ რას ნიშნავს? რომ უნდა გამოვცხადდე გასაგებია, მარა შინაარსობრივად რა პონტია.

ამაზე ვერაფერს გეტყვი,მე უვიზოდ დავდივარ.

Posted by: მამაო თამაზი 16 Jun 2016, 22:54
cros
დაუკარით დაუკარით დაუკარით
სანამ ცაზე ვარსკვლავები ინთება


Posted by: Crøs 17 Jun 2016, 00:05
მამაო თამაზი
QUOTE
დაუკარით დაუკარით დაუკარით
სანამ ცაზე ვარსკვლავები ინთება

ნუ მიოფებ აქ,თორემ დავდე შენი თავგადახოტრილი ფოტოები mad.gif

Posted by: მამაო თამაზი 17 Jun 2016, 00:50
cros
QUOTE
ნუ მიოფებ აქ,თორემ დავდე შენი თავგადახოტრილი ფოტოები 

ვაბშე სამართებლით გადავიპარსე ეხხლა. წეღან.

უკვე მეორედ და ძააან გამიხარდა

Posted by: ditrixa_catalonieli 19 Jun 2016, 01:12
მილანში ვგეგმავ წასვლას 11 ივლისისკენ ვნახოთ რამდენად გამომივა მუღამი მაქ მაგარი მილანის სან სირო და მთელი ამბები

Posted by: Lamorac 20 Jun 2016, 17:21
რომში ვიყავი 2 დღის წინ

მომწონა როგორც ტურისტული ქალაქი
ის მინდა ვთქვა, რომ ცნობილი ღირსშესანიშნაობები იმდენად მაგარი არ ყოფილა ჩემთვის რამდენადაც ,,უცნობი"ადგილები, აი ისეთი ბოდიალის დროს რომ აღმოაჩენ.
მთელ კოლიზეუმებს და რომან ფორუმებს ერთი ტრასტევერეს ქუჩა მირჩევნია თავისი პატარა კაფეებით.

როგორც საცხოვრებელი ქალაქი საშინლად არ მომეწონა
გერმანიაში ცხოვრების შემდეგ აქ მერე საზოგადოებრივი ტრასპორტი არის სამარცხვინო
ქუჩები ბინძური, უწესრიგობა
მოკლედ დიდი საქართველოა

Posted by: მამაო თამაზი 20 Jun 2016, 18:24
ბოლონიაში ვიყავი ორი დღის წინ. ძალიან მაგარი იყო.

მსოფლიოში ყველაზე მაგარი ნაშები არიან იქ

Posted by: სერაფიტი 22 Jun 2016, 23:43
Lamorac

QUOTE
როგორც საცხოვრებელი ქალაქი საშინლად არ მომეწონა
გერმანიაში ცხოვრების შემდეგ აქ მერე საზოგადოებრივი ტრასპორტი არის სამარცხვინო
ქუჩები ბინძური, უწესრიგობა
მოკლედ დიდი საქართველოა


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლა ჰგავს უწესრიგობით, მაინც სიამოვნებით ვიცხოვრებდი რამდენიმე წელი თუნდაც.
იტალიური ტემპერამენტი და ცხოვრების სიყვარული გერმანიას არ დაესიზმრება.
ჭამე სპაგეტი, პიცა, უგემრიელესი ჯელატო, ისეირნე ღამის რომში და იყავი ბამბუჩაlove.gif

Posted by: Crøs 23 Jun 2016, 00:08
ditrixa_catalonieli
QUOTE
მილანში ვგეგმავ წასვლას 11 ივლისისკენ

ზუსტად 11ში მოვდივარ მე მილანიდან smile.gif

Posted by: pataridze1 23 Jun 2016, 22:37
გამარჯობათ, ფოლკლორულმა ანსამბლმა, კლუტურული ვიზისთვის ონლაინ შეხვედირს დანიშვნისას რა ავირჩიო..?? http://radikal.ru/big/6ae511679a9c4120807d744df4a27a69

და რომ დავნიშნავ შეხვედრას რამდენ ხანში გიბარებენ საელჩოში.

http://italy-vms.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%90/



Posted by: Crøs 23 Jun 2016, 23:40
pataridze1
ინვიტო თუ მოწვევა გაქვს რომელიმე პერსონისგან ან ორგანიზაციისგან,თუ არადა ტურიზმო.

Posted by: მამაო თამაზი 25 Jun 2016, 02:39
cros
აი ყველაზე მაგარი გოგო ხარ მსოფლიოში


ჩემი სისხლი გირევია და მაგიტო

Posted by: Crøs 25 Jun 2016, 03:01
მამაო თამაზი
თუ შენ გირევია ჩემი სისხლი?
ჩამო ცუციკ იტალიაში,პაპს შეგახვედრებ და გამოგაკეთებს biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: dato_dato 1 Jul 2016, 12:18
მილანში ბერგამოს აეროპორტში ჩამოსვლისას, მილანის ცენტრალურ სადგურში როგორ უნდა წავიდე ხო ვერ მიმასწავლით და უკან ბერგამოს აეროპორტში საიდან და რითი უნდა მოვხვდე?
ტაქსი ვიცი და არ მირჩიოთ

Posted by: Imp_ 1 Jul 2016, 17:26
dato_dato
როგორც კი გამოხვალ Aეროპორტიდან ავტობუსები დგანან, ბილეთს მძღოლოსგან
, ან აეროპორტში, უკან დასანრუნებელი მილანის ცენტრალურ სადგურზე ყველგან იყიდება, ავტომატებიდანაც შეგიძლია, ავტობუსებიც იქვე Dგანან . 5 ევრო ღირს ბილეთი ერთიგზა

Posted by: masterG 1 Jul 2016, 22:03
ვიზასთან როგორ გვაქვს ქართველებს საქმე?

Posted by: Jorik 2 Jul 2016, 15:55
დღეს ყველანი იტალიას ვბალელშიკობთ!! smile.gif

Posted by: dato_dato 2 Jul 2016, 16:19
Imp_
მადლობ, ეგ მაინტერესებდა ზუსტად ანუ აეროპორტთანვე დგანან და ბერგამოში არაა წასვლა საჭირო

Posted by: rezi0881 11 Jul 2016, 16:15
cros

გამარჯობა, ხო არ იცი რომიდან ფლორენციაში გამგზავრება რა დაჯდება?

Posted by: Crøs 11 Jul 2016, 16:50
rezi0881
მატარებლით? გააჩნია რა დროს გინდა.თარიღი დაწერე. ზაფხულში ამ პერიოდში იწევს ხოლმე ფასები.

Posted by: mariamao 12 Jul 2016, 00:21
გამარჯობა...smile.gif


მეგობრებო 25 ივლისს მივდივარ იტალიაში....

3 დღე რომი, 2 ფლორენცია 4 დღე ვია-რეჯიო ( სანაპირო ყოფილა ზღვის) და 1 დღე ვენეცია 1 მილანი...

რომი ასე თუ ისე დავგეგმეთ.... მარა ვეგარ ვასწრებ ასე ორგანიზებულად დანარჩენი ქალაქების დაგეგმვას...
რამე ოპერატიულ რჩევებს და მნიშვნელოვან ადგილებს თუ მეტყვით ფლორენცია ვენეცია მილანში ძაან დამავალებთ
დიდი მადლობა წინასწარ. გამომადგება ნებისმიერი რჩევა პირველად მივდივარ ევროპაში სამოგზაუროდ თან 3 მეგობარი აბსოლიტურად დამოუკიდებლლად....
და ვღელავ გამოუცდელობით რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს სანახავი smile.gif

Posted by: achi00089 12 Jul 2016, 17:38
ერთი სული მაქვს დადგეს 5 აგვისტო და პარიზიდან ეგრევე ნაპოლი და მერე სორენტო ! მაგრა ეცხელება ალბათ

Posted by: shikomoto 12 Jul 2016, 19:35
მოგესალმებით მეგობრებო, კითხვა მაქ ესეთი საბუთები შემაქვს იტალიის საკონსულოში და მინდა ჯერ იტალიაში ჩასვლა და მერე ბარსელონაში გადასვლა და ბარსადან უკან საქართველო მაგრამ არ მაქ წარმოდგენა როგორ წავიდე ბარსელონაში თვითფრინავი არ მინდა სიმართლე ვთქვა ან გემი ან მატარებელი და იქნებ დამაკვალიანოთ აგვისტოში რიცხვებს მნიშვნელობა არ აქ როდის წავალ, იქნებ ვინმემ იცოდეთ რა გირს და სად ჯობია ჩასვლა

Posted by: Crøs 12 Jul 2016, 19:43
shikomoto
https://orari.captaintrain.com/treni/torino/barcelona

achi00089
QUOTE
ერთი სული მაქვს დადგეს 5 აგვისტო და პარიზიდან ეგრევე ნაპოლი და მერე სორენტო ! მაგრა ეცხელება ალბათ

დუღს აქაურობა ახლა,მაგ დროს რა იქნება.



mariamao
მილანში ბევრი არაფერის სანახავი,დუომო,გალერია და კასტელო,ნახევარ დღეშიც ჩაეტევი. ფორენცია ფეხითაა მოსავლელი,იმდენი კარგი ადგილია.სასტუმროში მოგცემენ რუკას და იქ აღნიშნულია რაც უნდა ნახო.
ვენეციაც ასევე,ფეხით სან მარკომდე,იქიდან ვაპორეტოთიც წამოხვალ სადგურამდე.

ისე წინა გვერდებს რომ გადახედოთ წერია კონკრეტული ადგილები.



Posted by: dato_dato 12 Jul 2016, 20:01
shikomoto
QUOTE
მოგესალმებით მეგობრებო, კითხვა მაქ ესეთი საბუთები შემაქვს იტალიის საკონსულოში და მინდა ჯერ იტალიაში ჩასვლა და მერე ბარსელონაში გადასვლა და ბარსადან უკან საქართველო მაგრამ არ მაქ წარმოდგენა როგორ წავიდე ბარსელონაში თვითფრინავი არ მინდა სიმართლე ვთქვა ან გემი ან მატარებელი და იქნებ დამაკვალიანოთ აგვისტოში რიცხვებს მნიშვნელობა არ აქ როდის წავალ, იქნებ ვინმემ იცოდეთ რა გირს და სად ჯობია ჩასვლა

პარომი დადის დასავლეთ სანაპიროდან ლივორნო-ბარსელონაში

Posted by: shikomoto 12 Jul 2016, 20:36
Pარომი რა ღირს ხო არ იცით ?? ეხლა გავჩითე ახლობელი ვენეციაში და დამხვდება Dა ახლომახლო არსადაა პორტი რო იქიდან Gადიოდეს გემი

Posted by: Crøs 12 Jul 2016, 21:05
shikomoto
QUOTE
Pარომი რა ღირს ხო არ იცით ?? ეხლა გავჩითე ახლობელი ვენეციაში და დამხვდება Dა ახლომახლო არსადაა პორტი რო იქიდან Gადიოდეს გემი

ვენეციიდან ბარსელონაში? ეგრე მთელ იტალიას უნდა შემოუაროს და ეჭვი მეპარება რეისი საერთოდ იყოს და თუ არის ძალიან ძვირი დაჯდება.


Posted by: მამაო თამაზი 12 Jul 2016, 23:16
cros
ამატა


Posted by: shikomoto 13 Jul 2016, 02:16
თვითფრინავით წასვლა უფრო იაგი გამოდის დავიჯერო 50 ევრო მითხრეს ტურისტულშო

Posted by: Crøs 13 Jul 2016, 22:02
shikomoto
QUOTE
თვითფრინავით წასვლა უფრო იაგი გამოდის დავიჯერო 50 ევრო მითხრეს ტურისტულშო

ვენეციიდა? 100 ევროზე ნაკლები არაა ფრენა.

Posted by: ハシシ 22 Jul 2016, 14:06
ატენციონე
https://youtu.be/rZfNXVqjZ2s





დაი რაგაცი, დაი

Posted by: მამაო თამაზი 22 Jul 2016, 19:26
cros
QUOTE
ვენეციიდა? 100 ევროზე ნაკლები არაა ფრენა.

user posted image

Posted by: ハシシ 23 Jul 2016, 11:55
weasel
როგორ ფიქრობ, ესენი ერთ დღეს იქნება ორივე? ცენტრალური მატჩები როგორ იყო შარშან?

9 giornata 23/10/2016
მილანი - იუვენტუსი
სამპდორია - ჯენოა

Posted by: weasel 23 Jul 2016, 18:07
ハシシ
არ არის გამორიცხული ერთ დღეს იყოს.

Posted by: Mike Wazowski 25 Jul 2016, 01:34
2 კითხვა მაქვს და იქნებ ვინმემ იცოდეს პასუხი

პირველი: პიზის რკინიგზის სადგურზე ბარგის დასატოვებელი ადგილი თუ არის? დილით ჩავფრინდები და საღამოს მოვდივარ მატარებლით და არ მინდა მთელი დღე ბარგით სიარული

და მეორე: საღამოსთვის მაქვს დაჯავშნული მატარებლის ბილეთები ფლორენციის მიმართულებით. ცოტა ადრე რო მოგვინდეს წამოსვლა, შეიძლება თუ არა იგივე ბილეთებით წინა მატარებლის აღება ან ბილეთების ადგილზე გადაცვლა? ავტობუსზე მითხრეს შეიძლებაო

Posted by: Crøs 25 Jul 2016, 23:58
Mike Wazowski
QUOTE
პირველი: პიზის რკინიგზის სადგურზე ბარგის დასატოვებელი ადგილი თუ არის? დილით ჩავფრინდები და საღამოს მოვდივარ მატარებლით და არ მინდა მთელი დღე ბარგით სიარული

შეიძლება სადგურში, Deposito bagagli უნდა მოძებნო,ფასები აგერაა http://www.depositobagaglipisa.it/tariffe.pdf

QUOTE
და მეორე: საღამოსთვის მაქვს დაჯავშნული მატარებლის ბილეთები ფლორენციის მიმართულებით. ცოტა ადრე რო მოგვინდეს წამოსვლა, შეიძლება თუ არა იგივე ბილეთებით წინა მატარებლის აღება ან ბილეთების ადგილზე გადაცვლა?

შეიძლება გადაცვლა,კასაში მიდი

Posted by: Mike Wazowski 26 Jul 2016, 11:08
cros

up.gif up.gif up.gif

დიდი მადლობა!! ! ! ! ! ძალიან დამეხმარე

Posted by: achi00089 26 Jul 2016, 18:22
cros

სალამი მალე მივდივარ ამ ჩემს ნაპოლიში და რაც წავიკითხე მაგარი კრიმინალური ქალაქია. ნუ რეკომენდაციებით ვნახე და შენც ხომ არ მირჩევდი რამეს? ტიპები გეხვოსტებიანო და ა.შ. ვინმე რო გადამეკიდოს ვშფეთო სახეში თუ რა ვქნა))) ნუ კარმანშიკებზე მოვიფიქრებ რამესsmile.gif

Posted by: Crøs 26 Jul 2016, 21:11
achi00089
QUOTE
სალამი მალე მივდივარ ამ ჩემს ნაპოლიში და რაც წავიკითხე მაგარი კრიმინალური ქალაქია. ნუ რეკომენდაციებით ვნახე და შენც ხომ არ მირჩევდი რამეს? ტიპები გეხვოსტებიანო და ა.შ. ვინმე რო გადამეკიდოს ვშფეთო სახეში თუ რა ვქნა))) ნუ კარმანშიკებზე მოვიფიქრებ რამეს

ნუ ახლა თუ მთლად სეკონდილიანოში არ ისერინებ მობილურით და მაყუთით ხელში,კარგი იქნება biggrin.gif ისე ტრანსპორტში იციან ამოცლა,შარვლის ჯიბეში ნურაფერს ჩაიდებ. სადგურის ზონასაც მოერიდე საღამო ხანს,ძალიან ბევრი აფრიკელი და მაროკოელი დადის. გადაკიდებით არავინ გადაგეკიდება,თუ ძალიან გვიანობამდე არ იყავი გარეთ,ეცადე მაინც ხალხმრავალ ადგილას იმოძრავო.

Posted by: ハシシ 27 Jul 2016, 00:40
cros
2-4 ზახოდი ზახოდი ჰეროინი რა ღირს სკამპიაში?

Posted by: Crøs 27 Jul 2016, 01:46
ハシシ
QUOTE
2-4 ზახოდი ზახოდი ჰეროინი რა ღირს სკამპიაში?

spy.gif

Posted by: ハシシ 27 Jul 2016, 02:26
არაფერი არ იცით ამ თემაში. სმაილებით აოფებთ ტყუილად.

Posted by: macygray 28 Jul 2016, 14:00
ハシシ
რომი, ვენეცია, მილანი, ლიგურია - თუ რამე გაინტერესებთ, ექსპერტი ვარ smile.gif
იტალია, მი ამორ love.gif

Posted by: Mike Wazowski 28 Jul 2016, 15:20
ფლორენცია - ვენეციაში რა სიტუაციაა კრიმინალის მხრივ? შეიძლება ქუჩებში ღამე უსაფრთხოდ სეირნობა?

Posted by: NatalieN 28 Jul 2016, 15:39
QUOTE (Mike Wazowski @ 28 Jul 2016, 15:20 )
ფლორენცია - ვენეციაში რა სიტუაციაა კრიმინალის მხრივ? შეიძლება ქუჩებში ღამე უსაფრთხოდ სეირნობა?

ფლორენცია ძალიან წყნარი ქალაქია, კრიმინალური მე არაფერი შემინიშნავს. ვენეცია უფრო არეულია, ძალიან ბევრი ხალხია, იძახიან ჯიბის ქურდებიც ბევრი არისო.

Posted by: macygray 28 Jul 2016, 15:42
Mike Wazowski
ფლორენციაში ნამყოფი არ ვარ, ვენეციაში კი, არაფერი განსაკუთრებული არ შემინიშნავს. პირველად იტალიაში მარტო ვიმოგზაურე, ყველა მაფრთხილებდა რომ სულ ჯიბის ქურდები, აფერისტები და კრიმინალები არიანო, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ღამე უკაცრიელ ადგილებში ნუ ისეირნებ მაინც და მაინც და მეტი არაფერი საფრთხილო არ არის

Posted by: Crøs 28 Jul 2016, 16:52
Mike Wazowski
არაფერი საშიში არაა.ღამის 2 საათამდე მისეირნია.თან ბევრი რამე ღიაა ზაფხულის სეზონზე.

macygray
QUOTE
მი ამორ

ეს რა ენაზე ექსპერტ?

Posted by: Mike Wazowski 28 Jul 2016, 16:55
დიდი მადლობა პასუხისთვის. გაიხარეთ smile.gif

რამე "პეკულიარი" ადგილები ხომ არ იცით, თავისი ისტორია რომ ქონდეს?

Posted by: macygray 28 Jul 2016, 17:12
cros
მი ამორე რა თქმა უნდა smile.gif სპელინგზე მისკუზა smile.gif)
ტურისტებს გვეპატიება wink.gif

Posted by: Crøs 28 Jul 2016, 17:18
macygray
QUOTE
მი ამორე

მი ამორე 2kiss.gif
QUOTE
მისკუზა

მი სკუზი ან უბრალოდ სკუზა

Mike Wazowski
QUOTE
რამე "პეკულიარი" ადგილები ხომ არ იცით, თავისი ისტორია რომ ქონდეს?

რომელ ქალაქში?

Posted by: Mike Wazowski 28 Jul 2016, 19:17
cros
QUOTE
რომელ ქალაქში?


ვენეცია, ფლორენცია

ეხლა დავგუგლე და რამოდენიმე კურიოზული ადგილი ვიპოვე

ერთ-ერთი: Ponte dei Pugni ვენეციაში

აქ თურმე ორი გვარის წარმომადგენლები, Castellani და Nicolotti, ერთმანეთს ხვდებოდნენ თავპირის დასალეწად biggrin.gif დამარცხებულები წყალში ხვდებოდნენ ბოლოს fingal.gif
ეს მუშტიკრივი ისეთ მოვლენად იქცა რომ ოფიციალურად წელიწადში ორჯერ იმართებოდა ქალაქის ხელმძღვანელობის ზედამხედველობით biggrin.gif

user posted image
Joseph Heintz il Giovane (1673)

Posted by: lelukaa 5 Aug 2016, 22:27
მანქანის ქირაობა და ქალაქებს შორის ისე სიარული რამდენად მოსახერხებელია?
დღეში 25 ევროო მანქანა, საწვავი რა ღირს იტალიაში ჰო არ იცით?

Posted by: lilyhammer 6 Aug 2016, 13:46
გამარჯობა.

სამსახურის ცნობას დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ თუ იცით იტალიის საკონსულოში?

Posted by: მილანელი 10 Aug 2016, 03:16
რომში ხართ ვინმე?

-------------------------------------

Posted by: Santiano 11 Aug 2016, 20:21
აქაც დავდებ ამ პოსტებს, თუ ვინცობაა ვინმემ საკუთარი აზრი რომ გამოთქვას

ხორხე
QUOTE
8 დღით მივდივარ, 1 დღით მინდა მარტო ფლორენციაში გადასვლა და მორჩა

კაია up.gif

პირველი დღე აუცილებლად - ვატიკანი
დილიდან ვატიკანის მუზეუმი (1), შეგიძლია მაგათ საიტზე აიღო ბილეთები, რიგი რომ აიცილო (შესასვლელი უკანა მხრიდან, ვატიკანის კედელს უნდა მოუარო)
შემდეგ წმ პეტრეს ბაზილიკა(2), უფასოა, დიდი რიგია, მაგრამ არ შეგეშინდეს, მალე გადის (მაქს. ნახევარი საათი)
გუმბათზეც ადი, ლიფტი ნახევრამდე მიდის, მერე ფეხით, საკმაოდ დაიღლები, მარა იქიდან ხედი განგაცვიფრებს (€7)

რომ გამოხვალ, პიაცა სან პიეტროს პირდაპირ დიდ ქუჩას გაუყევი, რომლის ბოლოშიც, მარცხნივ ტურისტული ავტობუსებია(3), მაგაზე დაჯექი მეორე გადახდილ სართულზე და მთელ რომს მოგატარებს. დასაწყისისთვის, საერთო შთაბეჭდილებისთვის კაია, აუდიო გიდი ქართულის გარდა ყველა ენაზეა მგონი.

ისევ იქ მიგიყვანს და იქვე სანტ ანჯელოს ციხე და ხიდია (4), ეგ შეგიძლია მხოლოდ გარედან დაათვალიერო, შემდეგ ხიდზე გადახვიდე და პიაცა ნავონაზე (5), სადმე კაფეში დაასრულო საღამო.

https://postimg.org/image/uq00932mt/ https://postimage.org/index.php?lang=french

ეს პირველი დღე, ნელნელა დავწერ დანარჩენებსაც, ოქტომბრამდე დრო გვაქვს

Posted by: ხორხე 12 Aug 2016, 11:43
Santiano
მეც ეგ უნდა დამეწერა იქ (ამ თემაში დაწერაზე) და კარგია რომ აქაც დადე, სასარგებლო ინფორმაციაა

Posted by: lelukaa 12 Aug 2016, 14:13
Santiano
მილანი, ვერონა, ვენეცია, ფლორენციაზეც შეგიძლიათ მოგვაძალოთ პოსტები smile.gif)

Posted by: Compostela 12 Aug 2016, 19:12
ხორხე
სხვა ნიკით ვაგრძელებ

აუცილებლად იყიდე ბილეთი "რომა პასს" (ტურ. ინფოებშია, დაახლ. 35 €), რომლითაც პირველი ორი მუზეუმი უფასოა, და კიდევ 50-მდეზე ფასდაკლებაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უფასოა. სამი დღე მოქმედებს, ამიტომ მეორე დილიდან დაიწყე გამოყენება, რადგან ვატიკანზე არ ვრცელდება, სხვა სახელმწიფოა. საღამოს თუ გამოიყენებ, ის დღე მთლიანად ჩაგეთვლება.

მეორე დღე მთლიანად ძველი რომის ნანგრევებს მიუძღვენი, დაიწყე რა თქმა უნდა კოლიზეუმით (1), გადადი ფორუმზე (2) და შემდეგ ადი პალატინოს ბორცვზე (3) (ეს ყველა ერთ ბილეთში შედის, ანუ რომა პასსით პირველი უფასო ვიზიტი). იქიდან ჩადი ჩირკო მასსიმოზე (4) და გაუყევი კარაკალას აბანოებამდე (5), კარაკალას აბანოებზე მეორე უფასო შესვლა შეგიძლია დააფიქსირო. დაასრულე დღე სან ჯოვანი ლატერანოს ულამაზესი ეკლესიის ნახვით (6).

https://postimg.org/image/fqx743hr9/ https://postimage.org/index.php?lang=french

Posted by: gia-gia-gia 12 Aug 2016, 22:39
მოგესალმებით!

ძალიან მინდა აგვისტოს ბოლოში ფლორენციაში ან ვენეციაში ვიმოგზაურო, მაგრამ ძალიან მეშინია გადაფრენების...

ვინმემ ხომ არიცით, არის მაგალითად რაიმე საზღვაო რეისი იგივე თურქეთიდან იტალიისკენ? ანუ სატრანზიტო ვიზას რომ ავცდე?

გმადლობთ!

Posted by: Crøs 13 Aug 2016, 00:09
gia-gia-gia
QUOTE
ვინმემ ხომ არიცით, არის მაგალითად რაიმე საზღვაო რეისი იგივე თურქეთიდან იტალიისკენ? ანუ სატრანზიტო ვიზას რომ ავცდე?

პირდაპირი არ არის,საბრეძნეთში მოგიწევს გადაჯდომა და იქიდან მერე იტალიაში.

Posted by: gia-gia-gia 13 Aug 2016, 00:32
QUOTE (cros @ 13 Aug 2016, 00:09 )
gia-gia-gia
QUOTE
ვინმემ ხომ არიცით, არის მაგალითად რაიმე საზღვაო რეისი იგივე თურქეთიდან იტალიისკენ? ანუ სატრანზიტო ვიზას რომ ავცდე?

პირდაპირი არ არის,საბრეძნეთში მოგიწევს გადაჯდომა და იქიდან მერე იტალიაში.

უკაცრავად და რამდენი ხანი მომიწევს საბერძნეთიდან იტალიაში მგზავრობა ზღვით?

გმადლობთ

Posted by: კალამი 14 Aug 2016, 21:05
მოგესალმებით ყველას მოკლედ დღეს სამოთხეში ვიყავი რომელსაც cinque terre ქვია. ეს აუცილებლად უნდა ნახოს ყველა იმ ადამიანს ვინც იტალიას ესტუმრება ნუ ბევრი სხვა ადგილებიცაა იტალიაში მაგრამ ეს ჩემთვის გამორჩეული ადგილია.

მოკლედ ერთ სურათს დავდებ ბევრი არა მაქვს იმიტომ რომ არ ვარ ფოტოების გადაღების მოყვარე ადამიანი.
user posted image
მე უკვე მეორეჯერ ვიყავი ერთი თვის მანძილზე და იმედია მესამედაც წავალ.

Posted by: Crøs 15 Aug 2016, 01:48
gia-gia-gia
QUOTE
უკაცრავად და რამდენი ხანი მომიწევს საბერძნეთიდან იტალიაში მგზავრობა ზღვით?

იგუმენიცადან ანკონამდე დაახლოებით 14 საათი.

Posted by: Hahman 15 Aug 2016, 15:53
იტალიის საკონსულო 3 დღიანი ბილეთის ჯავშანს იღებს?

Posted by: NatalieN 16 Aug 2016, 12:13
QUOTE (Hahman @ 15 Aug 2016, 15:53 )
იტალიის საკონსულო 3 დღიანი ბილეთის ჯავშანს იღებს?

Hahman
3 დღიან ჯავშანში რას გულისხმობ? მხოლოდ 3 დღით მიდიხარ? ზუსტად 3 დღიან ვიზას მოგცემენ, აჯობებს ცოტა მეტ პერიოდზე მიიტანო ჯავშნები.

ამ ბოლო დროს იტალიის საკონსულო დამატებით ცნობას ითხოვს შემოსავლების სამსახურიდან შემოსავლების შესახებ (ზუსტად არ ვიცი რა ქვია ამ ცნობას),
ძალიან გაართულეს sad.gif

Posted by: The Game N.W.A. 16 Aug 2016, 14:38
1)flight reservation ვიზისთვის რომელი ავიახაზებით გავაკეთო?
პეგასუსით ვცდილობდი და ვერ მივაგენი რეზერვაციას.
2)მანქანით მინდა შემოვლა. Milan-Bergamo-Verona-Venice-Bologna-Florence-Pisa-Rome-Naples-Sorrento-Amalfi
14 დღეში ჩავეტევი? მანქანით რამდენად ღირს და მოგზაურობა და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული? ~20 ევრო მანქანა, ~1.5 ევრო ლიტრი ბენზინი, 10-15 ევრო ფასიანი ავტობანი. სხვა არის რამე? (ანგარიშზე რა თანხას გიყინავენ?)

ავიაბილეთების გარდა 3000 ევრო მეყოფა ამ ტურისთვის 2 ადამიანზე?

any tips?

Posted by: NatalieN 16 Aug 2016, 16:00
QUOTE (The Game N.W.A. @ 16 Aug 2016, 14:38 )
1)flight reservation ვიზისთვის რომელი ავიახაზებით გავაკეთო?
პეგასუსით ვცდილობდი და ვერ მივაგენი რეზერვაციას.
2)მანქანით მინდა შემოვლა. Milan-Bergamo-Verona-Venice-Bologna-Florence-Pisa-Rome-Naples-Sorrento-Amalfi
14 დღეში ჩავეტევი? მანქანით რამდენად ღირს და მოგზაურობა და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული? ~20 ევრო მანქანა, ~1.5 ევრო ლიტრი ბენზინი, 10-15 ევრო ფასიანი ავტობანი. სხვა არის რამე? (ანგარიშზე რა თანხას გიყინავენ?)

ავიაბილეთების გარდა 3000 ევრო მეყოფა ამ ტურისთვის 2 ადამიანზე?

any tips?

The Game N.W.A.
ზოგადად უფასოა ჯავშანი და ნებისმიერმა ტურისტულმა უნდა გაგიკეთოს, ავიახაზებს მნიშვნელობა არ აქვს. ონლაინ თუ გინდა Fly.ge-ზე შეიძლება დაჯავშნა ოღონდ 1 დღე აქვს ვადა.
თუ ყიდვა გინდა სხვადასხვა ავიარეისები უნდა ცადო, რომელიც იაფი იქნება იმ ავიაკომპანიის საიტიდან შეიძენ. პეგასუს პირდაპირ ყიდვა აქვს ან შეგიძლია ფასის გაყინვა რამოდენიმე დღით, მგონი 9 ევრო ღირს.

http://flights2.traveleurope.com/vg1/home.do

http://www.edreams.com/?mktportal=google&mobileDomainIgnore=0&ipLookupIgnore=0&awsearchcpc=1&gclid=CjwKEAiA9om3BRDpzvihsdGnhTwSJAAkSewLSJhIBsL1JvMtQGf5iCvRZXf-LjgpfnETqT9LpDOaZhoCnF3w_wcB

3,000 ევრო უნდა გეყოთ ჩემი ვარაუდით, მანქანით გადაადგილება რა ჯდება არ ვიცი, მაგრამ მატარებლის ბილეთები თუ დროულად იყიდით ერთი გზა 20 ევროს ფარგლებშია.

Posted by: Hahman 16 Aug 2016, 16:06
NatalieN
არა, ვგულისხმობ ბილეთის ჯავშანს რომელსაც ვადა 3 დღეში გასდის თუ არ შეიძენ. თუ ჯავშანს ვადა გაუვიდა რაღა ძალა აქვს? ან ეს უაზრო ჯავშანი რაში სჭირდებათ გამაგებინა. გამაგიჟებს ეს ევროპა რა... smile.gif

Posted by: NatalieN 16 Aug 2016, 16:13
QUOTE (Hahman @ 16 Aug 2016, 16:06 )
NatalieN
არა, ვგულისხმობ ბილეთის ჯავშანს რომელსაც ვადა 3 დღეში გასდის თუ არ შეიძენ. თუ ჯავშანს ვადა გაუვიდა რაღა ძალა აქვს? ან ეს უაზრო ჯავშანი რაში სჭირდებათ გამაგებინა. გამაგიჟებს ეს ევროპა რა... smile.gif

გეთანხმები უაზრო ჯავშანია და მაინც ითხოვენ შენგენის ვიზებზე. ამიტომ ყოველთვის რამოდენიმე დღით მეტზე ვაკეთებ ხოლმე ჯავშნებს რომ თავი დავიზღვიო და ბილეთის გაძვირების შემთხვევაში თარიღები შევცვალო smile.gif

Posted by: The Game N.W.A. 16 Aug 2016, 21:00
დავრეკე საელჩოში და ვიზით მინდა გაფრენა და ჯავშანი არ აქვს მეთქი და ჯავშანი საიდან მოგიტანო თქო და რავი საჭიროა ეგ დოკუმენტი და სხვა ავია კომპანიის დაჯავშნეო

Posted by: Crøs 17 Aug 2016, 02:07
NatalieN
QUOTE
14 დღეში ჩავეტევი? მანქანით რამდენად ღირს და მოგზაურობა და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?

ჩაეტევი და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული მაგას ვერავინ გეტყვის,უბრალოდ ერთს გეტყვი, გაწვალდები smile.gif

Posted by: Compostela 17 Aug 2016, 12:05
The Game N.W.A.
QUOTE
Milan-Bergamo-Verona-Venice-Bologna-Florence-Pisa-Rome-Naples-Sorrento-Amalfi

პირველი სამი და ბოლონია ამოაგდე

Posted by: NatalieN 17 Aug 2016, 12:12
QUOTE (The Game N.W.A. @ 16 Aug 2016, 21:00 )
დავრეკე საელჩოში და ვიზით მინდა გაფრენა და ჯავშანი არ აქვს მეთქი და ჯავშანი საიდან მოგიტანო თქო და რავი საჭიროა ეგ დოკუმენტი და სხვა ავია კომპანიის დაჯავშნეო

საელჩოებშიც იციან რომ ყველას ტყუილი ჯავშნები მიაქვს, ფორმალობაა უბრალოდ sad.gif

Posted by: macygray 17 Aug 2016, 16:06
კალამი
ძალიან მაგარი ადგილებია, მონტეროსოს ნახვა კარგად ვეღარ მოვასწარი, დაღამდა რომ ჩავედი და გული მწყდება, კიდევ ერთხელ უნდა წავიდე აუცილებლად

Posted by: achi00089 17 Aug 2016, 17:37
12-ში ჩამოვედი მოკლედ იტალიიდან (ნაპოლი-სორენტო-პოზიტანო) და ნუ ძალიან მაგრა გაასწორა. ნაპოლი ძალიან ლამაზია, სუფთა ეგეთი წარმომედგინა იტალია (პირველად ვიყავი) ხმაურიანი ხალხი, ტემპერამენტი, მაგარი პიცა და ყავა. 2ჯერ ეცადნენ გავექურდე, მაგრამ არ გამოუვიდათ. მაგარი ჩალიჩი მიდის მაგრამ არც ისეთი ტიპები რო წერდნენ ფორუმებზე და საიტებზე. მოკლედ ფრთხილად უნდა იყო რა. რაც შეეხება სორენტოს მატარებლით 1 საათში ჩავედით სადღაც და აი მართლა საოცრებაა. უმაგრესი ჰავა, ზღვა და სიტუაცია. პროსტა ნაპოლიზე მეტი ხალხი იყო მემგონი. 2 ღამე გავჩერდით სორენტოში და მერე ერთი დღით წავედით პოზიტანოში. ეგელ ლამაზი იყო ძალიან, უბრალოდ გაჩერებიდან სანამ ზღვაზე ჩავედი და მერე ამოვედი დავიბრიდე იმ წვრილი კიბეებით. თუმცა ღირდა აშკარად. ამალფი ვერ მოვასწარი უბრალოდ ცოტა გამიტყდა, მაგრამ მაინც მაგარი იყო!

მოკლედ ვინც მანდეთკენ მიდიხართ კაი დროს გაატარებთ ნაღდად! smile.gif

Posted by: gia-gia-gia 17 Aug 2016, 20:52
მოგესალმებით იტალიაში მოგზაურობის მოყვარულებო!

მოკლედ, ვაპირებ სტამბოლიდან გავემგზავრო საბერძნეთში და რომელიმე პორტიდან (პატრასი ან იგუმენიცა) გავცურო ფლორენციის მიმართულებით.

რას მირჩევდით? ხომ კარგი ვარიანტია? გზაში ვნახავ რამე ფოტოგრაფიულს და საინტერესოს? ბილეთები ადგილზე იქნება საბერძნეთში?

და რაც მთავარია,

იტალიის ვიზით საბერძნეთში შემიშვებენ?? ვინმეს აქვს მსგავსი გამოცდილება?

გმადლობთ წინასწარ!

Posted by: Crøs 18 Aug 2016, 00:42
achi00089
QUOTE
ნაპოლი

QUOTE
სუფთა ეგეთი წარმომედგინა იტალია

ნამდვილად ნეაპოლში იყავი? spy.gif

QUOTE
ამალფი ვერ მოვასწარი უბრალოდ ცოტა გამიტყდა, მაგრამ მაინც მაგარი იყო!

ამალფი და მის კიდევ სამხრეთით უნდა ნახო რა ზღვაა და ადგილები.

gia-gia-gia
QUOTE
მოკლედ, ვაპირებ სტამბოლიდან გავემგზავრო საბერძნეთში და რომელიმე პორტიდან (პატრასი ან იგუმენიცა) გავცურო ფლორენციის მიმართულებით.

იგუმენიცა ანკონა,წინაც მოგწერე. ფლორენციამდე მატარებლით,ზღვა არაა მანდ biggrin.gif
ბილეთს ადგილზე იყიდი,შენგენის ვიზით უპრობლემოდ გაივლი საბერძნეთს,თუ რა თქმა უნდა რამე ყალბი საბუთი არ აღმოგაჩნდა.

Posted by: _TEMO_ 18 Aug 2016, 04:10
24ში მივდივარ 2 კვირით იტალიაში,ჩავფრინდები რომში და ბოლო გასვლა მექნება სავარაუდოდ ვენეციიდან ავსტრიისაკენ (ვენა) რას მირჩევდით,სად და რამდენი დღე გავატარო ? ვარ ავტო მოყვარული და რომის,ფლორენციის და ვენეციის გარდა ვფიქრობ ჩავიდე ბოლონია/მოდენაში რათა დავათვალიერო იქაური ავტო მუზეუმები,იქნებ ვინმეს იყოს ნამყოფი და იცოდეს რამე ? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: ILIA1702 18 Aug 2016, 19:16
_TEMO_
ავტომოყვარული თუ ხარ იტალიაში რამდენიმე ქალაქში შეგიძლია იტალიური მარკის სუპერქარები დატესტო. რაც შეეხება ქალაქებში დარჩენა მე ზოგი ქალაქი ყელში 1 დღეში ამომდის გააჩნია მაგრამ ფრთხილად იყავი იტალიაში ყოველთვის ცდილობენ დაგაგმოიმონ. ვენა არ გამაზო და რაც მთავარია მანდ ტექნიკის მუზეუმი არის ზემუზეუმი და გირჩევ.

Posted by: axlguns 19 Aug 2016, 15:38
_TEMO_
ტურინში არის დიდი საავტომობილო მუზეუმი, თავისი რეტრო და თანამედროვე სუპერქარებით. მაგრად მომეწონა და გირჩევდი. 1დღეში მოასწრებდი მთლაინად ქალაქსაც

Posted by: achi00089 19 Aug 2016, 17:37
cros

კი, ნამდვილად ნეაპოლში ვიყავი და მაგრა გამისწორდა, თავისებური ხიბლი აქვს რა))) მინდოდა ამალფიც, მაგრამ 2 დღე ვამჯობინე დამესვენა სორენტოში, ისედაც მაგარ გადარბენაზე ვიყავი და დავისვენე ცოტაsmile.gif

უკვე მომენატრა იქაური პიცა, ყავა და რიზოტოsmile.gif

Posted by: axlguns 19 Aug 2016, 18:05
კალამი
QUOTE
cinque terre

იფ,იფ ძალიან მაგარია,შარშანწინ ვიყავი მეუღლესთან ერთად და სასწაულად ლამაზი მხარეა,ცოტა ზღვა არ მომეწონა,საშინლად მარილიანი წყალია.
ხო მაგარი მატარებლის სადგური აქვთ? biggrin.gif

* * *
achi00089
კრიმინალის მხრივ როგორი სიტუაციაა?? თუ მივბრუნდები იტალიაში,ნეაპოლის ნახვა მინდა ძალიან

Posted by: კალამი 20 Aug 2016, 01:25
axlguns
Manarola-ს სადგური მომეწონა თავისი გძელი ტუნელით

Posted by: axlguns 20 Aug 2016, 14:28
achi00089
კრიმინალის მხრივ როგორი სიტუაციაა?? თუ მივბრუნდები იტალიაში,ნეაპოლის ნახვა მინდა ძალიან

Posted by: achi00089 22 Aug 2016, 16:34
axlguns

ნუ როგორც ხედავ ცოცხალი დავბრუნდიsmile.gif ნუ მაგარი ჩალიჩი მიდის ტრანსპორტში და ქუჩაშიც, უბრალოდ ყურადღებით უნდა იყო რა, დაძაბული ვაბშე არ ვყოფილვარ პროსტა ფხიზლად ვიყავი სულsmile.gif ნუ პაჩკებით ფული არ ჩაიდო ჯიბეში და ისე იარე, მაგრა მოგეწონება. რავი მე მაგრა გამისწორდაsmile.gif

Posted by: GERCI 23 Aug 2016, 20:31
მე და ჩემი მეუღლე ვაპირებთ ჯერ იტალიაში და მერე ესპანეთში მოგზაურობას, საბუთები შევიტანეთ იტალიაზე და პარასკევს ვართ დაბარებული გასაუბრებაზე, რას მკითხავენ სავარაუდოდ მოუმზადებელი რომ არ წავიდეთ?

Posted by: ALL-IN 23 Aug 2016, 21:50
რომს ქალაქი არ ჯობია იტალიაში wink.gif

Posted by: Compostela 23 Aug 2016, 23:52
GERCI
QUOTE
მე და ჩემი მეუღლე ვაპირებთ ჯერ იტალიაში და მერე ესპანეთში მოგზაურობას,

იტალიის შემდეგ ესპანეთი მაგრად გაგიტყდებათ, ჯობია იტალიაში დარჩეთ და ესპანეთში სხვა დროს წახვიდეთ
ან ჯერ ესპანეთიდან დაიწყოთ

Posted by: GERCI 24 Aug 2016, 09:56
ცოტა ჩაინიკური კითხვა უნდა დავსვვა biggrin.gif მოკლედ იტალიამ რომ მომცეს ვიზა და იტალიის გავლით ესპანეთში რომ ჩავიდე და ვიზა რომ დავარღვიო რა მოხდება? იტალიაში გამომაბუნძულებენ? თუ მექნება ესპანეთში დარჩენის უფლება?


Posted by: Crøs 24 Aug 2016, 13:38
ვინმე ხომ არ მოყევით მიწისძვრის ზონაში? :/

Posted by: კალამი 24 Aug 2016, 16:49
cros
აქ ტოსკანაში ტუტო ა პოსტო
ვახ რა ზარალი მოუტანა უკვე 60 კაცს გადააჭარბა დაღუპულთა რიცხვს
კიდევ იყოო 5 ბალიანი სადღაც ერთი საათის წინ

Posted by: Compostela 24 Aug 2016, 18:33
GERCI
QUOTE
ცოტა ჩაინიკური კითხვა უნდა დავსვვა  მოკლედ იტალიამ რომ მომცეს ვიზა და იტალიის გავლით ესპანეთში რომ ჩავიდე და ვიზა რომ დავარღვიო რა მოხდება? იტალიაში გამომაბუნძულებენ? თუ მექნება ესპანეთში დარჩენის უფლება?

მნიშვნელობა არა აქვს რომელ შენგენის ქვეყანას მოინახულებ შემდეგ
მთავარია ვიზის ხანგრძლივობა არ დაარღვიო

Posted by: GERCI 24 Aug 2016, 18:37
Compostela
ეგ ვიკითხე ზუსტად, ვთქვათ იტალიამ ჩამირტყა ვიზა, იტალიიდან გადავედი ბარსაში და იქ გამივიდა ვიზის ვადა, აი მერე რა ხდება?

Posted by: Crøs 24 Aug 2016, 21:15
კალამი
მთავარ გეოლოგს გამოუცხადებია კიდევ იქნება განმეორებითიო :/

GERCI
QUOTE
ეგ ვიკითხე ზუსტად, ვთქვათ იტალიამ ჩამირტყა ვიზა, იტალიიდან გადავედი ბარსაში და იქ გამივიდა ვიზის ვადა, აი მერე რა ხდება?

მერე როგორ აპირებ აეროპორტში ვადაგასული ვიზით კონტროლის გავლას?

Posted by: GERCI 24 Aug 2016, 21:17
cros
ვიზის ვადებში რომ ჩავეტიო და ჩავიდე ესპანეთში და მერე რომ გავიდეს ვადა

Posted by: Crøs 24 Aug 2016, 21:54
GERCI
QUOTE
ვიზის ვადებში რომ ჩავეტიო და ჩავიდე ესპანეთში და მერე რომ გავიდეს ვადა

ვერ გავიგე ესპანეთში დარჩენას აპირებ თუ დაბრუნებას? დაბრუნებისას პრობლემები შეგექმნება,დარჩენის შემთხვევაშიც არალეგალი იქნები და გაწყობს მასე?

Posted by: კალამი 24 Aug 2016, 22:02
cros
120 კაცზე ავიდა დაღუპულთა რაოდენობა
არავის არ შეუძლია მიწისძვრის პროგნოზირება
ისე აქაც მე სადაც ვარ უგრძვნია ხალხს მე კიდე არაფერი არ გამიგია

Posted by: GERCI 24 Aug 2016, 23:39
ზეგ ვარ გასაუბრებაზე დაბარებული საელჩოში და იმოქმედებს ნეტა ეს მიწისძვრა? პირველი გასვლაა ევროპაში და ვნერვიულონ ძალიან

Posted by: Crøs 24 Aug 2016, 23:57
კალამი
QUOTE
120 კაცზე ავიდა დაღუპულთა რაოდენობა

ხო,მეტიცო და 400 დაშავებულია.
GERCI
QUOTE
იმოქმედებს ნეტა ეს მიწისძვრა?

კაი რა,რეებს ფიქრობ biggrin.gif

Posted by: GERCI 25 Aug 2016, 00:09
cros
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ვიზა და რომ არ ჩამირტყან ძალიან უკან დავიწევ რა sad.gif საბუთები ყველაფერი წესრიგში მაქვს, ხელფასის ცნობებით და რავი ყველაფრით რა. ვინმე იყო ამ ბოლოს გააული გასაუბებაზე? რას მკითხავენ?

Posted by: კალამი 25 Aug 2016, 18:02
GERCI
რაღა გინდა იტალიაში მალე რომსაც დაერხევა @ ლელა კაკულია

Posted by: Crøs 29 Aug 2016, 22:58
achi00089
კვირას ვიყავი კიდევ სორენტოში. სანაპიროზე გარუჯვა და პიაცა ტასო. მაღაზიებში ბოდიალმა დამღალა smile.gif


360 გრადუსით ნახეთ ვენეცია ვიდეოში

Posted by: The Game N.W.A. 31 Aug 2016, 01:19
cros
ნეაპოლი - პომპეი/ვეზუვი - პოსიტანო - ამალფი.

ამათი დაგეგმვა როგორ შეიძლება? რამდენი დღე იქნება საკმარისი?

ნეაპოლში 2 ღამით ვიქირავო სასტუმრო. 1 დღე ნეაპოლში, მეორე დღე პომპეიზე. მესამე დღე პოსიტანო მეოთხე ამალფი?

Posted by: dato_dato 31 Aug 2016, 05:12
მალპენზადან მილანში ცენტრალამდე რითი წავალ ყველაზე იაფად და რა ერირება ხომ ვერ მეტყვით? 4 ვიქნებით და ტაქსიც იგივე ხომ არ გამოვა?

Posted by: Nikusha001 31 Aug 2016, 11:26
dato_dato

ბერგამოდან 5 ევრო ღირს ავტობუსი და მანდედანაც ეგრე იქნება ალბათ უფრო ახლოა როგორც მახსოვს

Posted by: shikomoto 31 Aug 2016, 12:25
მოკლეტ მეგობრებო 3 სექტემბერს მივდივარ იტალიაში კონკრეტულად რომში და ვიქნები დილით 10:20 ნუ სავარაუდოთ 1 საათი საბუთები და ბარგის აღება და მაქვს 1 დღე მარტო 19 საათზე ისევ აეროპორტში უნდა ვიყო ბარსელონაში მივფრინავ მერე, Fiumicino ამ აეროპორტში ჩავდივარ, რასაც მოვასწრებ მინდა ვნახო კოლიზეუმი და ტრევის შადრევანი, ნუ რამდენად მეყოფა დრო არ ვიცი, პირველი რაც მაინტერესებს იქნებ იცოდეთ აეროპორტიდან ქალაქამდე რა ღირს მგზავრობა ტაქსი ავტობუსი ან რავიცი არ აქ მნიშვნელობა მთავარია საგამოთი უკან მოვიდე თორე დავრჩები იტალიაში biggrin.gif

Posted by: tekle333 31 Aug 2016, 14:19
მივდივარ მილანში რის ნახვას მირჩევთ მეგობრებო სულ 4 დღე მაქვს ან სად შემიძლია კიდევ გადავიდე ახლო მახლოს ? რომელი ტრანსპორტი ჯობია? ყველაფერი მაინტერესებს smile.gif

Posted by: dato_dato 31 Aug 2016, 14:40
QUOTE
მოკლეტ მეგობრებო 3 სექტემბერს მივდივარ იტალიაში კონკრეტულად რომში და ვიქნები დილით 10:20 ნუ სავარაუდოთ 1 საათი საბუთები და ბარგის აღება და მაქვს 1 დღე მარტო 19 საათზე ისევ აეროპორტში უნდა ვიყო ბარსელონაში მივფრინავ მერე, Fiumicino ამ აეროპორტში ჩავდივარ, რასაც მოვასწრებ მინდა ვნახო კოლიზეუმი და ტრევის შადრევანი, ნუ რამდენად მეყოფა დრო არ ვიცი, პირველი რაც მაინტერესებს იქნებ იცოდეთ აეროპორტიდან ქალაქამდე რა ღირს მგზავრობა ტაქსი ავტობუსი ან რავიცი არ აქ მნიშვნელობა მთავარია საგამოთი უკან მოვიდე თორე დავრჩები იტალიაში

shikomoto
6 ევრო ღირს ავტობუსი ტერმინიმდე და იქიდან ან ფეხით ან მეტროთი მიხვალ კოლიზეუმამდე, მერე იქიდან ჩაუყვები ქუჩას და ჩახვალ ფანტანებთან ან მეტროთიც შეგიძლია ასევე ავტობუსით

Nikusha001
QUOTE
ბერგამოდან 5 ევრო ღირს ავტობუსი და მანდედანაც ეგრე იქნება ალბათ უფრო ახლოა როგორც მახსოვს

მადლობ
shikomoto
QUOTE
მივდივარ მილანში რის ნახვას მირჩევთ მეგობრებო სულ 4 დღე მაქვს ან სად შემიძლია კიდევ გადავიდე ახლო მახლოს ? რომელი ტრანსპორტი ჯობია? ყველაფერი მაინტერესებს 

როდის მიფრინავ? მე 28.09-02.10 და ვენეცია ჩავაკვეხე 1 დღეღამე

Posted by: webdesigner93 31 Aug 2016, 14:59
იტალიის საკონსულომ პასუხი ჩემს განაცხადზე 1 დღეში დამიბრუნა biggrin.gif ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, არადა საბუთებს რომ ვაბარებდი რიგებიაო და ცოტა დიდი ხანი ვუნდებით ახლაო მითხრეს იქ მომუშავე გოგონებმა smile.gif

Posted by: tekle333 31 Aug 2016, 15:06
QUOTE (dato_dato @ 31 Aug 2016, 14:40 )

QUOTE
მივდივარ მილანში რის ნახვას მირჩევთ მეგობრებო სულ 4 დღე მაქვს ან სად შემიძლია კიდევ გადავიდე ახლო მახლოს ? რომელი ტრანსპორტი ჯობია? ყველაფერი მაინტერესებს 

როდის მიფრინავ? მე 28.09-02.10 და ვენეცია ჩავაკვეხე 1 დღეღამე

მე დეკემბერში გუშინ ვიყიდე ბილეთები . თუმცა წინასწარ მინდა ვიცოდე ყველაფერი რომ რაც შეიძლება ბევრი რამე ვნახო? ვენეციამდე შორია? რითი უნდა გადახვიდე? ბილეთი აქედანვე იყიდე?

Posted by: NatalieN 31 Aug 2016, 15:07
QUOTE (shikomoto @ 31 Aug 2016, 12:25 )
მოკლეტ მეგობრებო 3 სექტემბერს მივდივარ იტალიაში კონკრეტულად რომში და ვიქნები დილით 10:20 ნუ სავარაუდოთ 1 საათი საბუთები და ბარგის აღება და მაქვს 1 დღე მარტო 19 საათზე ისევ აეროპორტში უნდა ვიყო ბარსელონაში მივფრინავ მერე, Fiumicino ამ აეროპორტში ჩავდივარ, რასაც მოვასწრებ მინდა ვნახო კოლიზეუმი და ტრევის შადრევანი, ნუ რამდენად მეყოფა დრო არ ვიცი, პირველი რაც მაინტერესებს იქნებ იცოდეთ აეროპორტიდან ქალაქამდე რა ღირს მგზავრობა ტაქსი ავტობუსი ან რავიცი არ აქ მნიშვნელობა მთავარია საგამოთი უკან მოვიდე თორე დავრჩები იტალიაში biggrin.gif

shikomoto
ტაქსი (თეთრი) ღირს ოფიციალურად 48 ევრო, აეროპორტიდან ცენტრამდე ან ვატიკანამდე (ფასი ერთია), მაგრამ გთხოვენ 70 ევროს და უნდა ევაჭრო. კიდევ არის ტაქსები (შავი ფერის) სადაც 6-7 კაცი ეტევა, თუ ბევრნი იქნებით ეს ტაქსი ჯობია, ან სხვა მგზავრებთან ერთად შეგიძლია ჩაჯდე, აქაც თავიდან ძირს გეტყვიან, ბოლოს შეიძლება 15-20 ევროდ წაგიყვანონ. მაგარი ქაოსია, ბევრი მაკლერი დგას და ყვირიან smile.gif

ავტობუსი ღირს 2 გზა 15 ევრო (თუ სწორად მახსოვს, სახლში თუ მექნება ბუკლეტი შენახული ვნახავ და მოგწერ ზუსტად).
არის 2 ტიპის ავტობუსი, ერთი მიდის ქალაქის ცენტრამდე (მე ამას გირჩევ) მეორე ვატიკანამდე, მარა ბევრი სიარული მოგიწევს სანამ ვატიკანთან მიხვალ, თან ცოტა დამაბნეველი და შემოვლითი გზაა. აეროპორტიდან რომ გახვალ გარეთ გაუყევი მარჯვნივ და იარე სადღაც 5 წუთი, მერე დაინახავ თეთრ ავტობუსებს ვარდისფერი ან იასამნისფერი წარწერებით. მოკლეთ თუ ავტობუსი არ დგას, ე.ი. ახალი გასულია და მოვა მეორე. კედელზე ეწერება სადმე რომ რომის ავტობუსები საიდან გადიან. ოპერატორიც იქნება ვინმე. ჯობია 2 გზა იყიდო თავიდანვე. საათების განრიგს მოგცემენ. გაითვალისწინე 1:30 საათი ქალაქამდე და უკან. რეისზე არ დაგაგვიანდეს. ხშირად დიდი საცობებია.
* * *
QUOTE (webdesigner93 @ 31 Aug 2016, 14:59 )
იტალიის საკონსულომ პასუხი ჩემს განაცხადზე 1 დღეში დამიბრუნა biggrin.gif ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, არადა საბუთებს რომ ვაბარებდი რიგებიაო და ცოტა დიდი ხანი ვუნდებით ახლაო მითხრეს იქ მომუშავე გოგონებმა smile.gif

webdesigner93
გილოცავ smile.gif

ერთჯერადი ვიზა მიიღე თუ მრავალჯერადი?

Posted by: dato_dato 31 Aug 2016, 16:22
tekle333
QUOTE
მე დეკემბერში გუშინ ვიყიდე ბილეთები . თუმცა წინასწარ მინდა ვიცოდე ყველაფერი რომ რაც შეიძლება ბევრი რამე ვნახო? ვენეციამდე შორია? რითი უნდა გადახვიდე? ბილეთი აქედანვე იყიდე?

მაარებლის ბილეთები ვიყიდე აქედანვე 3 საათი უნდა დაახლოებით

Posted by: GERCI 31 Aug 2016, 16:40
shikomoto
გამარჯობა მეგობარო, მე 4 სექტემბერს მივფრინავ რომში და იმავე დღეს მინდა ბარსელონაში ჩასვლა, იქნება დამაკვალიანო სად შეიძლება ბილეთის ყიდვა რომი-ბარსელონა? მე დაახლოებით 12 საათზე ჩავალ რომში და ფრენები რეგულარულად სრულდება თუ შეიძლება 4-ში ვერ წავიდე ბარსელონაში? და დაახლოებით რა ღირს ბილეთი? ერთი გზა მინდა, ტვირთი 15 კილომდე მექნება ალბათ

Posted by: NatalieN 31 Aug 2016, 17:31
QUOTE (tekle333 @ 31 Aug 2016, 15:06 )
მე დეკემბერში გუშინ ვიყიდე ბილეთები . თუმცა წინასწარ მინდა ვიცოდე ყველაფერი რომ რაც შეიძლება ბევრი რამე ვნახო? ვენეციამდე შორია? რითი უნდა გადახვიდე? ბილეთი აქედანვე იყიდე?

მატარებლის ბილეთები აქედანვე იყიდე წინასწარ, 20 ევროს ფარგლებში ღირს 1 გზა. მერე გაგიძვირდება 50 ევრომდე.

Posted by: Crøs 31 Aug 2016, 19:01
The Game N.W.A.
QUOTE
ნეაპოლი - პომპეი/ვეზუვი - პოსიტანო - ამალფი.

ამათი დაგეგმვა როგორ შეიძლება? რამდენი დღე იქნება საკმარისი?

ნეაპოლს დაახლოებით ორი დღე უნდა თუ ყველა ღირშესანიშნაობის ნახვა გინდა.პომპეი და ვეზუვი ერთი დღე-მაქსიმუმ ორი საათი პომპეი და 2 საათი ვეზუვი(გზა არ ითვლება).ჯერ ვეზუვიზე ფეხით ასვლის შემდეგ აღარ გექნება არაფრის თავი,რომ სხვაგან სადმე წახვიდე და დაათვალიერო ისე დაიღლები,ამიტომ პომპეის მერე წადი.
ხო,ერკოლანოც შეიძლება ჩაისვას პომპეისთან ერთად,ახლოშივეა.
ამათ მერე დილით წადი ნაპოლიდან სორენტოში,დილა გეყოფა,მერე იქიდან გემით ან ავტობუსით პოზოტანოში და იქიდან ამალფიში.საღამოს წამოხვალ.
მე სულ მანქანით დავდივარ ხოლმე ამიტომ კონკრეტულ სააგენტოებს ვერ გეტყვი.ნეაპოლიდან და სორენტოდან ვნახე რომ ავტობუსები დადიან,რომელსაც ეგ ტურები აწერია.
dato_dato
QUOTE
მალპენზადან მილანში ცენტრალამდე რითი წავალ ყველაზე იაფად და რა ერირება ხომ ვერ მეტყვით? 4 ვიქნებით და ტაქსიც იგივე ხომ არ გამოვა?


ტაქსი ძვირი დაგიჯდება,ავტობუსები დადის იაფად.
* * *
shikomoto
QUOTE
მოვასწრებ მინდა ვნახო კოლიზეუმი და ტრევის შადრევანი, ნუ რამდენად მეყოფა დრო არ ვიცი,

მარტო ამეებს მოასწრებ,სხვაზე ეჭვი მეპარება.ტაქსი 50 ევროა,ამიტომ 6 ევროიანი ავტობუსი ჯობია,45 წუთში ჩადის ტერმინამდე. მატარებელი 8 ვეროდან,გააჩნია რა რეისი შეგხვდება იმ დროს,11 და 14იანიც არის. უბრალოდ კოლიზეუმიდან ტრევიმდე მეტრო ან ავტობუსი დაგჭირდება,ესეც 1.5 ევრო ერთი გზა.
GERCI
QUOTE
სად შეიძლება ბილეთის ყიდვა რომი-ბარსელონა?

აეროპორტშივე,კომპანიების ოფისებში.

Posted by: NatalieN 31 Aug 2016, 21:48
QUOTE (GERCI @ 31 Aug 2016, 16:40 )
shikomoto
გამარჯობა მეგობარო, მე 4 სექტემბერს მივფრინავ რომში და იმავე დღეს მინდა ბარსელონაში ჩასვლა, იქნება დამაკვალიანო სად შეიძლება ბილეთის ყიდვა რომი-ბარსელონა? მე დაახლოებით 12 საათზე ჩავალ რომში და ფრენები რეგულარულად სრულდება თუ შეიძლება 4-ში ვერ წავიდე ბარსელონაში? და დაახლოებით რა ღირს ბილეთი? ერთი გზა მინდა, ტვირთი 15 კილომდე მექნება ალბათ

ყველაზე იაფი Ryanair-ია ხოლმე მაგ რეისზე. ამათ საიტზე მოძებნე. 1 გზა ბილეთები უფრო ძვირი ღირს ხოლმე

ამ საიტზე მოძებნე და მერე იმ ავიაკომპანიის საიტიდან გამოწერე ბილეთი რომელიც ყველაზე იაფი იქნება

http://flights2.traveleurope.com/vg1/search/results.action?idRequest=2002081061765

ისე ცოტა ადრე უნდა გეყიდა, ეხლა უკვე გაძვირებულია


Posted by: webdesigner93 31 Aug 2016, 23:09
NatalieN
QUOTE
გილოცავ 

ერთჯერადი ვიზა მიიღე თუ მრავალჯერადი?

მადლობა, მულტი ვიზა მომცეს

Posted by: NatalieN 1 Sep 2016, 00:06
QUOTE (webdesigner93 @ 31 Aug 2016, 23:09 )
NatalieN
QUOTE
გილოცავ 

ერთჯერადი ვიზა მიიღე თუ მრავალჯერადი?

მადლობა, მულტი ვიზა მომცეს

ე.ი. იტალია გამოსწორებულა smile.gif
გავიგე დამატებით საბუთების მიტანას ითოვენო, მაგალითად შემოსავლების სამსახურიდან ცნობას. და კიდევ საელჩოშიც იბარებენ ზოგს პირადად კონსულთან გასაუბრებაზე. როგორც ვხვდები შენ არ დაუბარებიხარ კონსულს.

Posted by: webdesigner93 1 Sep 2016, 00:37
NatalieN
QUOTE
ე.ი. იტალია გამოსწორებულა
გავიგე დამატებით საბუთების მიტანას ითოვენო, მაგალითად შემოსავლების სამსახურიდან ცნობას. და კიდევ საელჩოშიც იბარებენ ზოგს პირადად კონსულთან გასაუბრებაზე. როგორც ვხვდები შენ არ დაუბარებიხარ კონსულს.

არ ვიცი ნამდვილად, უბრალოდ ჩემი მგონი 15ე ვიზაა შენგენის ზონის და არამგონია რამე მოეთხოვათ ან დავებარებინე სადმე, სტანდარტულად ანკეტა, პასპორტი, დაზღვევა, სურათი, სამსახურის ცნობა და საბანკო ამონაწერი მიმაქვს ხოლმე, დანაზოგის შესახებ ცნობაც აღარ მიმაქვს ხოლმე უკვე.

უბრალოდ ის აღვნიშნე რო 1 დღეში განიხილეს საბუთები და ძაან მაგარია ეგ smile.gif

Posted by: alcvol 1 Sep 2016, 02:50
shikomoto
QUOTE
მოკლეტ მეგობრებო 3 სექტემბერს მივდივარ იტალიაში კონკრეტულად რომში და ვიქნები დილით 10:20 ნუ სავარაუდოთ 1 საათი საბუთები და ბარგის აღება და მაქვს 1 დღე მარტო 19 საათზე ისევ აეროპორტში უნდა ვიყო ბარსელონაში მივფრინავ მერე

ჯობია არ ნახო, თორემ ბარსელონა მაგრად გაგიტყდება რომის შემდეგ gigi.gif

Posted by: NatalieN 1 Sep 2016, 10:37
QUOTE (webdesigner93 @ 1 Sep 2016, 00:37 )
NatalieN
QUOTE
ე.ი. იტალია გამოსწორებულა
გავიგე დამატებით საბუთების მიტანას ითოვენო, მაგალითად შემოსავლების სამსახურიდან ცნობას. და კიდევ საელჩოშიც იბარებენ ზოგს პირადად კონსულთან გასაუბრებაზე. როგორც ვხვდები შენ არ დაუბარებიხარ კონსულს.

არ ვიცი ნამდვილად, უბრალოდ ჩემი მგონი 15ე ვიზაა შენგენის ზონის და არამგონია რამე მოეთხოვათ ან დავებარებინე სადმე, სტანდარტულად ანკეტა, პასპორტი, დაზღვევა, სურათი, სამსახურის ცნობა და საბანკო ამონაწერი მიმაქვს ხოლმე, დანაზოგის შესახებ ცნობაც აღარ მიმაქვს ხოლმე უკვე.

უბრალოდ ის აღვნიშნე რო 1 დღეში განიხილეს საბუთები და ძაან მაგარია ეგ smile.gif

ალბათ პირველ შენგენზე აქვთ გართულებული

1 დღეში პასუხი მართლაც სასიამოვნოდ გასაოცარია smile.gif
* * *
QUOTE (alc.9%vol @ 1 Sep 2016, 02:50 )
shikomoto
QUOTE
მოკლეტ მეგობრებო 3 სექტემბერს მივდივარ იტალიაში კონკრეტულად რომში და ვიქნები დილით 10:20 ნუ სავარაუდოთ 1 საათი საბუთები და ბარგის აღება და მაქვს 1 დღე მარტო 19 საათზე ისევ აეროპორტში უნდა ვიყო ბარსელონაში მივფრინავ მერე

ჯობია არ ნახო, თორემ ბარსელონა მაგრად გაგიტყდება რომის შემდეგ gigi.gif

მეც ასე მეუბნებოდნენ და საერთოდ არ გამიტყდა რომის შემდეგ ბარსელონა wink.gif

Posted by: dato_dato 1 Sep 2016, 11:00
NatalieN
QUOTE
მეც ასე მეუბნებოდნენ და საერთოდ არ გამიტყდა რომის შემდეგ ბარსელონა 

მე პირიქით, ბარსელონა უფრო მომწონს, რომის მთელ სიდიადეს ნაგავი და ქუჩებში არსებული ანტისანიტარია ყველანაირ ხიიბლს უკარგავს

ვნახოთ მილანი რა შთაბეჭდილებას მოახდენს, რამე რესტორანს ან ტავერნას ხომ ვერ მირჩევთ მილანში, ცოცხალი მუსიკა რომ უკრავდეს და სასიამოვნო საღამო რომ გავატაროთ მეგობრებმა, დაბადების დღე რომ ავღნიშნოთ და ძაან არ გავიწეწოთ?

Posted by: Crøs 1 Sep 2016, 11:57
dato_dato
QUOTE

ვნახოთ მილანი რა შთაბეჭდილებას მოახდენს

რა შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს,ერთი დიდი თანამედროვე ქალაქია,ნაკლებად ისტორიული და კულტურული ძეგლებით.
დუომო,გალერია და კასტელო.მეტი არც არაფერია სანახავი.

Posted by: dato_dato 1 Sep 2016, 12:13
cros
QUOTE
რა შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს,ერთი დიდი თანამედროვე ქალაქია,ნაკლებად ისტორიული და კულტურული ძეგლებით.
დუომო,გალერია და კასტელო.მეტი არც არაფერია სანახავი.

ეგეც საინტერესოა
მაგიტომ მივდივარ ვენეციაში

Posted by: Crøs 1 Sep 2016, 12:19
dato_dato
QUOTE
მაგიტომ მივდივარ ვენეციაში

ვენეცია რა შუაშია?

Posted by: dato_dato 1 Sep 2016, 12:36
cros
QUOTE
ვენეცია რა შუაშია?

რა შუაშია და ბევრი არაფერი სანახავი რომ არ არის მილანში ამიტომ მეორე დღეს მივდივარ ვენეციაში

Posted by: Whale 1 Sep 2016, 13:03
alc.9%vol
QUOTE
ჯობია არ ნახო, თორემ ბარსელონა მაგრად გაგიტყდება რომის შემდეგ 

მე პირიქით, ბარსას შემდეგ ვნახე რომი და პიდაფჩენილი დავდიოდი
მართლა 10 თავით ჯობია

ბარსელონა შეიძლება შეადარო მილანს, დაახლოებით ერთი დონეა
უბრალოდ იქ ზღვაა

Posted by: NatalieN 1 Sep 2016, 15:58
QUOTE (dato_dato @ 1 Sep 2016, 11:00 )
QUOTE
მეც ასე მეუბნებოდნენ და საერთოდ არ გამიტყდა რომის შემდეგ ბარსელონა 

მე პირიქით, ბარსელონა უფრო მომწონს, რომის მთელ სიდიადეს ნაგავი და ქუჩებში არსებული ანტისანიტარია ყველანაირ ხიიბლს უკარგავს

გეთანხმები 100%
მე ორივე მომწონს smile.gif მაგრამ ბარსელონა უფრო ახლოსაა ჩემთან


* * *
QUOTE (dato_dato @ 1 Sep 2016, 12:36 )
cros
QUOTE
ვენეცია რა შუაშია?

რა შუაშია და ბევრი არაფერი სანახავი რომ არ არის მილანში ამიტომ მეორე დღეს მივდივარ ვენეციაში

dato_dato
გაითვალისწინე რომ ვენეცია ძალიან ძვირია, ტრანსპორტიდან დაწყებული ყავით დამთავრებული smile.gif ზოგიერთ ადგილას ყავა 15-20 ევრო ღირს, წინასწარ გაიგე ფასები და მერე შეუკვეთე wink.gif


Posted by: Mike Wazowski 2 Sep 2016, 15:27
QUOTE
გაითვალისწინე რომ ვენეცია ძალიან ძვირია, ტრანსპორტიდან დაწყებული ყავით დამთავრებული  ზოგიერთ ადგილას ყავა 15-20 ევრო ღირს, წინასწარ გაიგე ფასები და მერე შეუკვეთე


კაფე fლორიანში შედით აუცილებლად, სან მარკოს მოედანზე. 300 წლის კაფეა (1720 წ.) და 33 სახეობის ყავას ამზადებენ. ძალიან სიმბოლური ადგილია. უამრავი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობდა და სტუმრობს მაგ კაfეს, ჯაკომო კაზანოვადან დაწყებული, ჰოლივუდის ვარსკვლავებამდე დამთავრებული

წინასწარ გაერკვიეთ, დღის რომელ მონაკვეთში რა ყავა შეუკვეთოთ biggrin.gif 11საათის მერე რძიან ყავას არ სვავენ ვენეციელები. სიმბოლურად "კაfე ვენეციანო" შეგიძლიათ გასინჯოთ

2kiss.gif

Posted by: dato_dato 2 Sep 2016, 16:17
NatalieN
QUOTE
dato_dato
გაითვალისწინე რომ ვენეცია ძალიან ძვირია, ტრანსპორტიდან დაწყებული ყავით დამთავრებული  ზოგიერთ ადგილას ყავა 15-20 ევრო ღირს, წინასწარ გაიგე ფასები და მერე შეუკვეთე

მადლობ, ნამყოფი ვარ და პური 5 ევროდ მაქვს ნაყიდი biggrin.gif biggrin.gif
Mike Wazowski
QUOTE
კაფე fლორიანში შედით აუცილებლად, სან მარკოს მოედანზე. 300 წლის კაფეა (1720 წ.) და 33 სახეობის ყავას ამზადებენ. ძალიან სიმბოლური ადგილია. უამრავი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობდა და სტუმრობს მაგ კაfეს, ჯაკომო კაზანოვადან დაწყებული, ჰოლივუდის ვარსკვლავებამდე დამთავრებული

წინასწარ გაერკვიეთ, დღის რომელ მონაკვეთში რა ყავა შეუკვეთოთ  11საათის მერე რძიან ყავას არ სვავენ ვენეციელები. სიმბოლურად "კაfე ვენეციანო" შეგიძლიათ გასინჯოთ


ვეწვევი აუცილებლად
მადლობ

Posted by: GERCI 2 Sep 2016, 23:28
იტალიაში მივფრინავთ ხვალ მე და ჩემი მეუღლე პირველად და მებაჟე ფულს ამოწმებს რამდენი მაქვს? ან რამდენი უნდა მქონდეს რომ შემიმოწმოს? და საერთოდ რა პროცედურაა მოკლედ რომ ამიხსნან, რამე ისეთი არ წავიღო რომ უკან გამომაბუნძლონ biggrin.gif

Posted by: The Game N.W.A. 3 Sep 2016, 19:44
cros
სალამი, ხომ არ იცი last supper-ის ბილეთებს ვერ ვიშოვი ვერსად? ონლაინში ადგილები აღარ არისო.
http://www.vivaticket.it/?nvpg[home]&op=cenacoloVinciano&change_language=1

28 სექტემბერს ვიქნები მილანში

მადლობა

Posted by: dato_dato 3 Sep 2016, 21:13
The Game N.W.A.
QUOTE
8 სექტემბერს ვიქნები მილანში

მეც 28-ში მივფრინავ მილანში smile.gif

Posted by: Crøs 3 Sep 2016, 21:51
The Game N.W.A.
QUOTE
სალამი, ხომ არ იცი last supper-ის ბილეთებს ვერ ვიშოვი ვერსად? ონლაინში ადგილები აღარ არისო.
http://www.vivaticket.it/?nvpg[home]&op=cenacoloVinciano&change_language=1

28 სექტემბერს ვიქნები მილანში

მთელი სექტემბერი გაყიდულია,არის მხოლოდ 9 ოქტობმერს და ონლაინ ყიდვა ორ ადამიანზე დაგიჯდება 93 ევრო.
http://www.cenacolo.it/prenotazione-biglietti-ultima-cena-cenacolo-vinciano.asp

Posted by: lilyhammer 5 Sep 2016, 02:27
https://it.wikipedia.org/wiki/Campione_d%27Italia

აქ თუ ხართ ვინმე ნამყოფი? biggrin.gif

Posted by: The Game N.W.A. 7 Sep 2016, 08:33
QUOTE (cros @ 3 Sep 2016, 20:51 )
The Game N.W.A.
QUOTE
სალამი, ხომ არ იცი last supper-ის ბილეთებს ვერ ვიშოვი ვერსად? ონლაინში ადგილები აღარ არისო.
http://www.vivaticket.it/?nvpg[home]&op=cenacoloVinciano&change_language=1

28 სექტემბერს ვიქნები მილანში

მთელი სექტემბერი გაყიდულია,არის მხოლოდ 9 ოქტობმერს და ონლაინ ყიდვა ორ ადამიანზე დაგიჯდება 93 ევრო.
http://www.cenacolo.it/prenotazione-biglietti-ultima-cena-cenacolo-vinciano.asp

ვერანაირად ვერ მოვახერხებ ნახვას? sad.gif

Posted by: Crøs 7 Sep 2016, 21:13
The Game N.W.A.
QUOTE
ვერანაირად ვერ მოვახერხებ ნახვას?

აბა რა გითხრა. იღბალი უნდა smile.gif
ერთხელ ეგრე გალერია ბორგეზეს მივადექი და სალაროში მითხრეს,რომ ყველა ბილეთი იმ დღეს და მომავალ ორ დღეს უკვე დაჯავშნულ/გაყიდული იყო,გულდაწყვეტილი გამოვბრუნდი და ვიღაც ბელგიელი ქალი მეძახის.მივედი და ბილეთი მაჩუქა,დღეს ვეღარ ვასწრებ დათვალიერებას,მეჩქარებაო biggrin.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 9 Sep 2016, 11:39
კეთილო ადამიანებო ხომ ვერ მირჩევთ რომში შოპინგზე რამეს?
ცენტრალურ ქუჩებზე ბრენდ მაღაზიებს არ ვგულისხმობ. მაგატ ისედაც გადავაწყდები ყველა ვარიანტში.
ნორმალური ხარისხის პროდუქცია მისაღებ ფასებში თუ შეიძლება შეიძინოს ადამიანმა.
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ხარისხიანი იტალიური ბრენდები თუ არსებობს რამე.

Posted by: dato_dato 9 Sep 2016, 11:53
DON PEDRO SANGRE
QUOTE
კეთილო ადამიანებო ხომ ვერ მირჩევთ რომში შოპინგზე რამეს?
ცენტრალურ ქუჩებზე ბრენდ მაღაზიებს არ ვგულისხმობ. მაგატ ისედაც გადავაწყდები ყველა ვარიანტში.
ნორმალური ხარისხის პროდუქცია მისაღებ ფასებში თუ შეიძლება შეიძინოს ადამიანმა.
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ხარისხიანი იტალიური ბრენდები თუ არსებობს რამე.

მეტრო ბარბერინი და მიმდებარედ ქვევით რო ჩაუყვები ცენტრალურ ქუჩაზე კარგი მაღაზიებია და არც ისე ძვირი, ასევევე ბოლოში რო ჩახვალ ვია დელ ტრიტონეთი მარჯვნივ ვია დელ კორსოზე სულ მაღაზიებია

Posted by: DON PEDRO SANGRE 9 Sep 2016, 12:13
QUOTE (dato_dato @ 9 Sep 2016, 11:53 )
DON PEDRO SANGRE
QUOTE
კეთილო ადამიანებო ხომ ვერ მირჩევთ რომში შოპინგზე რამეს?
ცენტრალურ ქუჩებზე ბრენდ მაღაზიებს არ ვგულისხმობ. მაგატ ისედაც გადავაწყდები ყველა ვარიანტში.
ნორმალური ხარისხის პროდუქცია მისაღებ ფასებში თუ შეიძლება შეიძინოს ადამიანმა.
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ხარისხიანი იტალიური ბრენდები თუ არსებობს რამე.

მეტრო ბარბერინი და მიმდებარედ ქვევით რო ჩაუყვები ცენტრალურ ქუჩაზე კარგი მაღაზიებია და არც ისე ძვირი, ასევევე ბოლოში რო ჩახვალ ვია დელ ტრიტონეთი მარჯვნივ ვია დელ კორსოზე სულ მაღაზიებია

მადლობა მეგობარო. ვია დელ კორსო ვიცი. ეხლა ინტერნეტში მოვძებნე, ქალაქგარეთ აუტლეტებიც ყოფილა. ხომ არ იცის ვინმემ, რამდენად ღირს იქ წასვლა?

Posted by: dato_dato 9 Sep 2016, 12:27
DON PEDRO SANGRE
QUOTE
მადლობა მეგობარო. ვია დელ კორსო ვიცი. ეხლა ინტერნეტში მოვძებნე, ქალაქგარეთ აუტლეტებიც ყოფილა. ხომ არ იცის ვინმემ, რამდენად ღირს იქ წასვლა?

მე როგორც მითხრეს ფასები იგივეა რაც ქალაქშიო და თუ ბევრის ყიდვას არ აპირებ აზრი არ აქვს წასვლასო, უბრალოდ ერთად არის ყველაფერიო, რამდენად მართალია ვერ გეტყვი

Posted by: Crøs 9 Sep 2016, 19:21
DON PEDRO SANGRE
QUOTE
ქალაქგარეთ აუტლეტებიც ყოფილა. ხომ არ იცის ვინმემ, რამდენად ღირს იქ წასვლა?

კასტელ რომანო,სორატე და ვალმონტონე. თუ მიასწრებ ფასდაკლებებს ღირს.

Posted by: dudito 11 Sep 2016, 20:01
საღამო მშვიდობის, თქვენი დახმარება მჭირდებაsmile.gifsmile.gif

რომიდან მატარებლის სადგური გვაქვს Roma Tiburtina , ზუსტად ცენტრალურ სადგურთან გვაქვს სასტუმრო, მატარებელი ღამის 11 ზე გადის და სასტუმროდან ტიბურტინას სადგურამდე ფეხით წავალ? 40 წუთს წერს გუგლი და რამე ისეთი ქუჩები ხომ არაა რომ გადაადგილება საშიში იყოს?

ასევე მილანში ჩადის Milano Porta Garibaldi- 1 დღე მაქვს მილანში და მარტო ცენტრის ნახვა მინდა და რკინიგზის სადგურიდან მეტროთი უნდა წავიდე ხო ცენტრამდე?

დაგეგმილი გვაქვს ასე

25 სექტემბერი ჩავფრინდებით მილანში, ცენტრალურ სადგურზე მივალთ ავტობუსით და მერე იქიდან ვერონაში
26 დილით ადრე წავალ ვენეციაში, ღამე დავრჩებით ვენეციაში და 27 საღამოს წავალთ ფლორენციაში
27,28 ღამე ფლორენცია და 29 ღამე წავალ რომში
29,30,1,2 ოქტოებრი რომში ვრჩები და 3 -ში ღამის მატარებელს მივყვებით მილანში

სასტუმროები და შიდა გადაადგილებები ნაყიდი გვაქვს, რამე რჩევებს თუ მომცემთ მადლობელი დაგრჩებითsmile.gifsmile.gifsmile.gif
ვერონაში მეტრო დაგვჭრდება თუ ერთ დღეში ფეხით მოვივლი? და რკინიგზის სადგურებზე ქალაქის რუკები არის?

მადლობა წინასწარsmile.gifsmile.gif

Posted by: Crøs 11 Sep 2016, 20:17
dudito
QUOTE
რომიდან მატარებლის სადგური გვაქვს Roma Tiburtina , ზუსტად ცენტრალურ სადგურთან გვაქვს სასტუმრო, მატარებელი ღამის 11 ზე გადის და სასტუმროდან ტიბურტინას სადგურამდე ფეხით წავალ? 40 წუთს წერს გუგლი და რამე ისეთი ქუჩები ხომ არაა რომ გადაადგილება საშიში იყოს?

ფეხით რა გაგიყვანს? ტერმინიდან ტიბურტინამდე მეტროთი გახვალ.
dudito
QUOTE
ასევე მილანში ჩადის Milano Porta Garibaldi- 1 დღე მაქვს მილანში და მარტო ცენტრის ნახვა მინდა და რკინიგზის სადგურიდან მეტროთი უნდა წავიდე ხო ცენტრამდე?

რკინიგზის მეტროში ჩახვალ და ოთხ გაჩერებაში დუომოს მეტროში ამოხვალ.
QUOTE
ვერონაში მეტრო დაგვჭრდება თუ ერთ დღეში ფეხით მოვივლი? და რკინიგზის სადგურებზე ქალაქის რუკები არის?

არა,რა მეტრო ))) სადგურიდან ფეხით გაუყვები. რუკებიც ბევრგან აქვთ რომ იკითხო.

Posted by: dudito 11 Sep 2016, 20:24
cros

დიდი მადლობაsmile.gifsmile.gif


ანუ რომა ტერმინიდან მეტრო მიდის პირდაპირ ხო ტიბურტინას სადგურზე?

Posted by: Crøs 11 Sep 2016, 21:08
dudito
QUOTE
ანუ რომა ტერმინიდან მეტრო მიდის პირდაპირ ხო ტიბურტინას სადგურზე?

კი

Posted by: The Game N.W.A. 11 Sep 2016, 22:56
QUOTE (cros @ 11 Sep 2016, 20:08 )
dudito
QUOTE
ანუ რომა ტერმინიდან მეტრო მიდის პირდაპირ ხო ტიბურტინას სადგურზე?

კი

სალამი. მობილურ ინტერნეტზე რომელ ოპერატორს აქვს კარგი პირობები?

მადლობა

Posted by: sandro_g 11 Sep 2016, 23:38
სალამი
3 დღე ვიქნები რომში, კერძოდ 3-4-5 ოქტომბერი. რა შეიძლება ვნახო ამ პერიოდში?
პ.ს ვიცხოვრებ ტერმინთან smile.gif
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Crøs 12 Sep 2016, 01:21
The Game N.W.A.
QUOTE
სალამი. მობილურ ინტერნეტზე რომელ ოპერატორს აქვს კარგი პირობები?

მე პირადად Wind მაქვს. ამას გირჩევდი
sandro_g
QUOTE
3 დღე ვიქნები რომში, კერძოდ 3-4-5 ოქტომბერი. რა შეიძლება ვნახო ამ პერიოდში?
პ.ს ვიცხოვრებ ტერმინთან

პირველ გვერდზე ლინკები დევს და გადახედე,წერია რაცაა სანახავი.

Posted by: The Game N.W.A. 12 Sep 2016, 15:36
რუკები გავაკეთე მილანი, ვენეცია, ფლორენცია, რომი. შეიძლება ვინმეს გამოადგეს. ლურჯები must see places არის, სტაფილოსფერი optional.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

https://drive.google.com/open?id=1sDxsWzhrJqjmkYZbTWaOrG6FTsM&usp=sharing

sandro_g
ნახე შენც, მონიშნული მაქვს რომში სანახავი ადგილები.

Posted by: Jorik 17 Sep 2016, 15:59
The Game N.W.A.
QUOTE
რუკები გავაკეთე მილანი, ვენეცია, ფლორენცია, რომი. შეიძლება ვინმეს გამოადგეს. ლურჯები must see places არის, სტაფილოსფერი optional.

up.gif

Posted by: ricrub 18 Sep 2016, 12:04
გამარჯობათ,
airbnb-თი ბევრს გისარგებლიათ იტალიაში? რაღაც კითხვები მაქვს

Posted by: The Game N.W.A. 20 Sep 2016, 22:03
ტანსაცმელზე ტაქს ფრის ამბები როგორ არის იტალიაში?

Posted by: DON PEDRO SANGRE 21 Sep 2016, 14:57
QUOTE (cros @ 9 Sep 2016, 19:21 )
DON PEDRO SANGRE
QUOTE
ქალაქგარეთ აუტლეტებიც ყოფილა. ხომ არ იცის ვინმემ, რამდენად ღირს იქ წასვლა?

კასტელ რომანო,სორატე და ვალმონტონე. თუ მიასწრებ ფასდაკლებებს ღირს.

მადლობა ყურადღებისთვის smile.gif
ფასდაკლებები სეზონურია ალბათ? თუ ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს?

Posted by: Crøs 21 Sep 2016, 19:17
DON PEDRO SANGRE
QUOTE
ფასდაკლებები სეზონურია ალბათ? თუ ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს?

სეზონურია რა თქმა უნდა და გავიდა მაგის დრო შობამდე. თუმცა იშვიათად გამოერევა ხოლმე ხანდახან რომელიმე მაღაზია ფასდაკლებებს რომ აკეთებს.

ricrub
QUOTE
airbnb-თი ბევრს გისარგებლიათ იტალიაში? რაღაც კითხვები მაქვს

კი,მაგრამ აღარ ვენდობი,სასტუმრო მირჩევნია. ყოფილა შემთხვევები,რომ დაჯავშნული ჩასვლის წინა დღეს გაუუქმებიათ და ფულიც უკან დაუბრუნებიათ.
The Game N.W.A.
QUOTE
ტანსაცმელზე ტაქს ფრის ამბები როგორ არის იტალიაში?

არის ერთეულები,მაგრამ საძებარია. პრინციპში მაღაზიას გარედან აკრავს ხოლმე სტიკერი და მასე იპოვნი.

Posted by: alcvol 21 Sep 2016, 20:25
The Game N.W.A.
QUOTE
რუკები გავაკეთე

რომში ვილა ბორგეზეს, სან ჯოვანი ლატერანოს და ტრასტევერეს ჩავსვამდი აუცილებლად კიდევ

Posted by: ricrub 22 Sep 2016, 11:24
cros
QUOTE
კი,მაგრამ აღარ ვენდობი,სასტუმრო მირჩევნია. ყოფილა შემთხვევები,რომ დაჯავშნული ჩასვლის წინა დღეს გაუუქმებიათ და ფულიც უკან დაუბრუნებიათ.

და მასეთ დროს საელჩოში აპარტამენტის ჯავშანი უნდა მიუტანო? თუ სხვა რამესაც ითხოვენ?

Posted by: მაო 22 Sep 2016, 18:44
მოგესალმებით, გერმანიიდან მილანში ჩავდივართ 3 დღით, მითხარით ჯერ მილანის სანახაობები და იქიდან ახლოს თუ რამეა ისეთი სანახავი, რაც ღირს. მადლობა წინასწარ

Posted by: Crøs 22 Sep 2016, 18:49
ricrub
QUOTE
და მასეთ დროს საელჩოში აპარტამენტის ჯავშანი უნდა მიუტანო? თუ სხვა რამესაც ითხოვენ?

სასტუმროს ჯავშანს ითხოვენ როგორც ვიცი.სასტუმრო არ გაგიუქმებს მასე ჯავშანს.სხვა საბუთები წერია საკონსულოს საიტზე.

Posted by: The Game N.W.A. 23 Sep 2016, 15:37
alcvol
QUOTE
რომში ვილა ბორგეზეს, სან ჯოვანი ლატერანოს და ტრასტევერეს ჩავსვამდი აუცილებლად კიდევ

ტრასტევერე დავამატე, ვილა ბორეგეზე და სან ჯოვანი დრო და ფინანსები თუ დამრჩა ვნახავ.

მადლობა

Posted by: alcvol 23 Sep 2016, 16:13
The Game N.W.A.
არაფრის

გააჩნია რამდენი დღით მიდიხარ, თუ ბევრით - კატაკომბები და კარაკალას აბანოებიც შეიძლებოდა

Posted by: pamplona 26 Sep 2016, 21:59
The Game N.W.A.
up.gif

კარგი რაღაც დაგიმატებია, მაგრად მინდა მაგ ქალაქების ნახვა ზუსტად, მაგრად დამეხმარება...

რამდენიმე კითხვას დაგისვამ და ეგებ მიპასუხო ან სხვას თუ აქვს პასუხები ჰო უკეთესი


1 კვირით გვინდა წასვლა მე და ჩემ მეგობარს, ნუ ვთქვათ 10 დღე... საიდან უფრო უკეთესია მოვხვდე იტალიაში თუ პირდაპირი რეისი?

აი ამ რეისებზე ვერ ვერკვევი, ტურით კიდე არ მინდა წასვლა, ჩემით მინდა დავგეგმო და გამარკვიეთ...

Posted by: The Game N.W.A. 26 Sep 2016, 22:30
pamplona
ვიზ ეარით მივფრინავ ქუთაისიდან მილანში. მილანიდან->ვენეცია->ფლორენცია->ნეაპოლი->ამალფი->რომი.
რომიდან მოვფრინავ თბილისში.

ხვალ ღამით მაქვს ფრენა, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.

Posted by: iosebovich 26 Sep 2016, 22:37

Posted by: dato_dato 26 Sep 2016, 22:38
The Game N.W.A.
QUOTE
ვიზ ეარით მივფრინავ ქუთაისიდან მილანში. მილანიდან->ვენეცია->ფლორენცია->ნეაპოლი->ამალფი->რომი.
რომიდან მოვფრინავ თბილისში.

ხვალ ღამით მაქვს ფრენა, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.

აქამდეემთხვევა ყველაფერი biggrin.gif მერე მე მილანიდან ვბრუნდები 2-ში უკან
რითი მიდიხარ ქუთაისამდე?
რომელ რიგში ხარ როგორ გიცნო?

Posted by: iosebovich 26 Sep 2016, 22:42

Posted by: pamplona 26 Sep 2016, 22:48
The Game N.W.A.
სასტუმროებს კი გავარკვევ შემდეგ

ანუ პირდაპირ ჩასვლა სჯობს, სხვა ქვეყნით რო შევიდე არ ჯობს? ბუდაპეშტიდან ვიცი რომ იაფია გადასვლა იტალიაში...

Posted by: The Game N.W.A. 26 Sep 2016, 23:21
dato_dato
4 დღით ჩადიხარ? და რეები ემთხვევა ვერ მივხვდი smile.gif რაც მე ჩამოვწერე მაგეებს 4 დღეში ნაღდად ვერ მოასწრებ biggrin.gif


pamplona
არამგონია სხვა ქვეყნის გავლით უფრო იაფი დაგიჯდეს ვიდრე პირდაპირ ჩაფრენა.
არ ვიცი ვერ გეტყვი...

Posted by: dato_dato 26 Sep 2016, 23:36
The Game N.W.A.
ტელეფონით ვა და ჩაყლაპა ციტირება
ხვალე ღამე ვიზეირი მილანი და ვენეცია ემთხვევა, ყველაფერს ერთად ვერ ვნახავ მანამდე ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მერე კიდე წავალ სვა რაღაცის სანახავად wink.gif

Posted by: The Game N.W.A. 26 Sep 2016, 23:55
dato_dato
გასაგებია,

აქედან მანქანით. ადგილებს რაც შეეხება 20E და 20F ავიღე, მე და ჩემი მეუღლე მივფრინავთ smile.gif

Posted by: dato_dato 26 Sep 2016, 23:59
The Game N.W.A.
22 4 შუა ადგილი ჩვენ გვაქვს დაკავებული მე და ჩემ მეგობარს ჩვენც მეუღლეებით მივფრინავთ გნახავ აუცილებლად smile.gif wink.gif

Posted by: alcvol 27 Sep 2016, 11:52
The Game N.W.A.
pamplona
ბედნიერი მგზავრობა !

რომ ჩამოხვალთ შთაბეჭდილებები დაწერეთ

Posted by: iosebovich 27 Sep 2016, 13:44
რასაც ვდებ ნამყოფი ვარ და ვისაც ეს სიამოვნება წინ გელით ხოო თეთრი შურით მშურს რაა... იტალია სასწაული ქვეყანაა სასწაული.

Posted by: TGroup 28 Sep 2016, 23:55
მეგობრებო მილანში ვარ დღეს ჩამოვედი დავათვალიერე რაც სანახავი იყო და სად წაავლა ჯობს მოკლეხ დაწერეთ პიცა კაი სადა ან რავი ძანნ ლამაზი ქალაქია

Posted by: piqsira 29 Sep 2016, 00:00
QUOTE (TGroup @ 28 Sep 2016, 22:55 )
მეგობრებო მილანში ვარ დღეს ჩამოვედი დავათვალიერე რაც სანახავი იყო და სად წაავლა ჯობს მოკლეხ დაწერეთ პიცა კაი სადა ან რავი ძანნ ლამაზი ქალაქია

მოგეწონა? მეც მოვდივარ 12-ში და მაინტერესებს. თუ ჯობს ეგრევე სხვა ქალაქებში წავიდე?

Posted by: alcvol 29 Sep 2016, 00:37
piqsira
QUOTE
თუ ჯობს ეგრევე სხვა ქალაქებში წავიდე?

ტაძარი და გალერეა ყველა ვარიანტში უნდა ნახო

Posted by: TGroup 29 Sep 2016, 00:39
alcvol
ვნქხე ეგენი უკვე

რავი ძანნ კაი ქალაქია მე ძანნ მომეწინა უბრალოდ სიძვირეა და ეს ტრავმაი ტვინს ბურღავს

Posted by: Compostela 29 Sep 2016, 01:03
TGroup
ჰო რა მასეთ ლამაზ გოთიკურ ტაძარს იტალიაში კი არა მთელ ევროპაში ვერ ნახავ

Posted by: TGroup 29 Sep 2016, 01:29
Compostela
ხო თან პირველი ქვეყანა სადაც ვმოგზაურობ და მგონი დამერხა (( არმეგონა ესე თუ დამევასებოდა მოგზაურბა

Posted by: irakli636 29 Sep 2016, 14:00
ვიზა აუცილებელია იტალიის საელჩოში რომ ავიღო? ან სხვა ქვეყნის შენგენის ვიზა შესაძლოა რომ გამოვიყენო?

Posted by: Crøs 29 Sep 2016, 18:07
irakli636
QUOTE
ან სხვა ქვეყნის შენგენის ვიზა შესაძლოა რომ გამოვიყენო?

რა თქმა უნდა,შენგენის ვიზა სადაც არ უნდა აიღო იტალიაშიც შეგეძლება წასვლა იმ ქვეყნის გავლით.

Posted by: n-it-a 2 Oct 2016, 11:56
გამარჯობათ,

გამიხარდება თუ უყურადღებოდ არ დამტოვებთ. გადავხედე თქვენს ჩანაწერებს და რაღაცეებში გავერკვიე დიდი მადლობა.მაგრამ მაინც გამიჩნდა ერთი ორი კითხვა.

იტალია-საფრანგეთში მინდა წასვლა სადღაც 31 დეკემბერი - 7 იანვრის შუალედში. იტალიის საელჩოში 10-ში ვარ ჩაწერილი. არ მგონია შემექნას ვიზაზე პრობლემა. მინდა გკითხოთ რაკი ვიზას იტალიის საელჩო მაძლევს, აუცილებელია თავიდანვე იტალიაში ჩავფრინდე.?

ანუ გაგვიჩნდა იდეა რომ 31-ში პარიზში ჩავსულიყავით, 3-ში ვენეციაში, 4-ში ვერონაში და 5-ში მილანში და 7 -ში უკან თბილისში. მანამდე პირიქთ ვგეგმავდით smile.gif))

31-7 შუალედში მუზეუმები მუშაობს თუ იცით?

და ამ დროს ძალიან გავიყინებით? smile.gif))))))))))))))))))))))))

მადლობა წინასწარ


Posted by: iosebovich 2 Oct 2016, 23:29
ესეც ფლორენცია. ვინც ჩახვალთ ამის უნახავად არ წამოხვიდეთ რაა ....



Posted by: pumpuliko 9 Oct 2016, 19:18
იმედია ვინმე გამომეხმაურებით და უპასუხოდ არ დამტოვებთ sad.gif 12 ში მივფრინავთ მე და ჩემი მეგობრები ქუთაისიდან მილანში ,. ფლორენცია , ბოლონია, პიზა ამ ადგილების ნახვა გვინდა . ამ პერიოდისთვის ძლიან ეციაბა ფლორენციაში თუ როგორც ჩვენთან არის იგივე კლიმატია იქაც ? თუ გიმოგზაურით ქალაქებს შორის ავტპოსტოპით ან რამდენად მუშაობს ავტოსტოპი მანდ?

Posted by: Crøs 9 Oct 2016, 19:38
pumpuliko
ცოტა უფრო გრილა,ტბილი ტანსაცმელი წაიღეთ. ავტოსტოპი დაივიწყე თუ მანქანების გაჩერება გინდა,ავტობუით ან მატარებლით გდაადგილება კი ბატონო.

Posted by: pumpuliko 9 Oct 2016, 21:46
მადლობა გამოხმაურებისთვის :* ხო , მეც დავგუგლე და მოვიძიე ინფო ნეტში . მკვდარი თემა ავტოსტოპი sad.gif ავტობუსი მირჩევნია უფრო იაფია ვიდრე მატარებელი . თუ იცით ვინმემ ფლორენციაში ან ბოლონიაში თუ არის რამე იაფიანი პაბები ადამიანური ფასი რომ იყოს smile.gif

Posted by: The Game N.W.A. 10 Oct 2016, 01:17
მოვიარეთ იტალია.

მილანი - ვენეცია - ფლორენცია - პიზა - ნაპოლი - სორენტო - ამალფი - პოსიტანო - რომი.

საოცრებების ქვეყანაა.

Posted by: Crøs 10 Oct 2016, 01:30
pumpuliko
QUOTE
თუ იცით ვინმემ ფლორენციაში ან ბოლონიაში თუ არის რამე იაფიანი პაბები ადამიანური ფასი რომ იყოს

რაც უფრო ცენტრს და ცნობილ ადგილებს მოშორდები,მით უფრო შედარებით იწევს დაბლა ფასები. ფლორენციაში სადგურის გვერდზე მაკდონალდიც არის გაჭირვებაში ))

The Game N.W.A.
QUOTE
პოსიტანო

პოზიტანო ქვია. "ს" "ი"-ს წინ ზ-დ იკითხება.

კარგია თუ მოგეწონა smile.gif

Posted by: The Game N.W.A. 10 Oct 2016, 01:57
cros
მაკდონალდსში ერთხელ ვჭამეთ და რესტორანზე ძვირი დაგვიჯდა ლამის. ერთი ორმაგი ჩიზბურგერი 5 ევრო ღირს )). მენიუები ავიღეთ რაღაც 27 ევრო გადავიხადეთ.

უაზრობაა მაგას ჯობს პანინი ან რამე ჭამო 5 ევროდ.

Posted by: Crøs 11 Oct 2016, 00:55
The Game N.W.A.
1.20 ევრო ღირს ჰამბურგერი უბრალო.შენ ახლა ბიგმაკი და ორმაგი ჩიზბურგერი თუ აიღე მთლიანი მენიუთი მაგდენი კი დაგიჯდებოდა. რა პანინი,პიცის ერთი ნაჭერი ფლორენციაში ცენტრში 3.5 ევრო ღირს,აღარ ვამბობ პანინოებზე.

Posted by: მამაო თამაზი 11 Oct 2016, 04:44
cros
იტალიის მნათობი ხარ!

ამომავალი მზე ხარ!

იტალია შენი მანდ ყოფნით არსებობს და სულდგმულობს!


Posted by: Hahman 11 Oct 2016, 10:01
QUOTE (The Game N.W.A. @ 10 Oct 2016, 01:17 )
მოვიარეთ იტალია.

მილანი - ვენეცია - ფლორენცია - პიზა - ნაპოლი - სორენტო - ამალფი - პოსიტანო - რომი.

საოცრებების ქვეყანაა.

რა ტრანსპორტით მოიარეთ? და რამდენი დაგიჯდათ?

Posted by: dato_dato 11 Oct 2016, 10:30
Hahman
QUOTE
რა ტრანსპორტით მოიარეთ? და რამდენი დაგიჯდათ?

9 ევრო მივეცი მატარებლის ბილეთში მილანიდან ვენეციაში და 9 უკან მარა წინასწარ ვიყიდე

Posted by: webdesigner93 11 Oct 2016, 11:06
QUOTE
მაკდონალდსში ერთხელ ვჭამეთ და რესტორანზე ძვირი დაგვიჯდა ლამის. ერთი ორმაგი ჩიზბურგერი 5 ევრო ღირს )). მენიუები ავიღეთ რაღაც 27 ევრო გადავიხადეთ.

რა ამბავია biggrin.gif არაერთხელ ვყოფილვარ იტალიაში და დიდად კი არ ვეტანები ბურგერებს, მაგრამ რამდენჯერაც შევსულვარ როგორ მახსოვს ჰამბურგერი ღირს 1,10 ევრო, ჩიზბრუგერი 1,20 ევრო და ორმაჰი ჩიზბურგერი 1,8 ევრო.

P.S. ყველა ქალაქში ასე იყო სადაც ნამყოფი ვარ, მილანში, ბოლონიაში, პეზაროში(მგონი აქაც not sure), ვენეციაში, რომში, ანკონაში და რავი .....

Posted by: Crøs 11 Oct 2016, 12:22
webdesigner93
ფლორენციაშიც მასეა.ამან უბრალოდ განსხვავებულები მოითხოვა მენიუებით. ))

Posted by: The Game N.W.A. 11 Oct 2016, 12:54
Hahman
მატარებლით

dato_dato
QUOTE
9 ევრო მივეცი მატარებლის ბილეთში მილანიდან ვენეციაში და 9 უკან მარა წინასწარ ვიყიდე

რომელი მატარებლით?

40 ევრო გადავიხადე ცალ ბილეთში იტალოტრენოსი.

cros
QUOTE
1.20 ევრო ღირს ჰამბურგერი უბრალო.შენ ახლა ბიგმაკი და ორმაგი ჩიზბურგერი თუ აიღე მთლიანი მენიუთი მაგდენი კი დაგიჯდებოდა. რა პანინი,პიცის ერთი ნაჭერი ფლორენციაში ცენტრში 3.5 ევრო ღირს,აღარ ვამბობ პანინოებზე.

ჰამბურგერი და ჩიზი არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა. ორმაგი ჩიზი როგორც დაფიდან მახსოვს 4.95 ღირდა და მაგ ფასად ორმაგი ჩიზის ჭამას 5 ევროიანი პანინი ჯობს თქო ვიგულისხმე.

მენიუ ავიღეთ 2 ცალი და 1 მაკ ნაგეთსი კეტჩუპით და მასე გადავიხადეთ...
* * *
რაღაცების ფასები ამოწერილი მაქვს, ბევრი რამ მაკლია მაგრამ წარმოდგენის შესაქმნელად ალბათ გამოგადგებათ. მუზეუმები ღირს 10-18 ევრო. ჭამა რესტორანში კერძის ფასი 10-12 ევროდან იწყება. ჩქაროსნული მატარებელი ქალაქიდან ქალაქამდე 15-50 ევრო. ნორმალური სასტუმროს ფასი დღეში მინ. 80 ევრო უნდა იანგარიშოთ.

24 აეროპორტიდან მილანამდე
80 ვენეციის ბილეთი
15 2გბ ინტერნეტი (vodafone. VPN ადგილზე გაასწორებინეთ თორე დაგტანჯავთ ინტერნეტი!!!)
9 მილანის შიდა სამგზავრო ბილეთი
30 დუომო
27 მაკდო
100 ფლორენცია გზა
ვაპორეტო 15
ტელეფონი 10
16 მუზეუმ
ტაქსი მილანი 8 (დაახლოებით 3-4კმ)
30 3ჩანთის შენახვა ვენეციაში (ეს ფასი გადავიხადეთ სადგურამდეა შესანახი ადგილი, არის მეორე სადგურიდან რომ გამოდიხარ მარჯვენა მხარეს და იმათ კარებზე ეწერათ 5 ევრო მთელი დღეო, მაგრამ ნაკლებად სანდო ადგილად გამოიყურებოდა)
24 3 დღიანი ავტობუსის ბილეთი ფლორენციაში
26 პიტი პალასი
118 ფლორენცია - ნეაპოლი მატარებელი
30 ნეაპოლი - რომი მატარებელი
50 უფიცი (skip the line)
16 ფლორენციიდან პიზამდე მატარებლის ბილეთი
7 სორენტო
7 პოსიტანო
32 ამალფი გემით
3.6 სორენტო
7 ნაპოლი
რომა პასი 38.5x2

ჯამში 10 სრული დღე + 11 დღეს დილიდან აეროპორტში წავედით 2 საათზე გვქონდა ფრენა, ავიაბილეთებით და სასტუმროებით დაგვიჯდა 4000-ზე ოდნავ მეტი. ფრენაში გადავიხადეთ 380 ევრო. ქუთაისიდან ვიზით ჩავფრინდით მილანში და რომიდან წამოვედით თბილისში პეგასუსით. მატარებლის ბილეთები აქედან ნაკლები გვქონდა დათვლილი და ადგილზე გაცილებით გაძვირებული დაგვხვდა. ვსარგებლობდით ტრენიტალიით და იტალოს ჩქარი მატარებლებით. იტალოს ტრენ იტალია ჯობია სისუფთავით.

Posted by: Compostela 11 Oct 2016, 13:13
რომში თითქმის ყველა რესტორანში არის ტურისტული მენიუები 10 ევროდ
რომელშიც შედის სალათი ან სუფი, პიცა ან პასტა, დესერტი - ნაყინი ან ყავა, + დასალევი - ჭიქა ღვინო, ლუდი ან ლიმონათი

გარდა მაგისა იმავე ფასში შეგიძლიათ რომელიმე ცენტრალურ ქუჩას მოშორებულ იტალიურ რესტორანში, გემრიელად მიირთვათ და დალიოთ

იტალიაში ჰამბურგერს რა მაჭმევს

Posted by: dato_dato 11 Oct 2016, 13:22
The Game N.W.A.
QUOTE
რომელი მატარებლით?

40 ევრო გადავიხადე ცალ ბილეთში იტალოტრენოსი.

ჩვეულებრივი მატარებლით ტრენიტალი, აქედანვე ვიყიდე ბილეთები

QUOTE
24 აეროპორტიდან მილანამდე

მე 14 ევრო მივეცი ორ გზაში ისე 8 ღირს ავტობუსშივე რო იყიდი

QUOTE
9 მილანის შიდა სამგზავრო ბილეთი

ი კაცზე ხო? 4,5 ევრო ღირს ერტ კაცზე 24 საატიანი, ყველა ტრანსპორტში ჭრის

Posted by: The Game N.W.A. 11 Oct 2016, 13:39
dato_dato
QUOTE
მე 14 ევრო მივეცი ორ გზაში ისე 8 ღირს ავტობუსშივე რო იყიდი

ჩვენ მატარებლით წავედით მილანში.

ფასები 2 ადამიანზე მაქვს ჩამოწერილი, დამავიწყდა დაწერა.


Posted by: Compostela 11 Oct 2016, 14:02
ახლა გამახსენდა კიდევ, სასტუმრო რომის გარეუბან ლა ჯუსტინიანაზე გვქონდა, საიდანაც ელექტრიჩკა 1 ევრო ღირდა და 20 წუთში ცენტრში იყავი (რომა პასით საერთოდ უფასო). მანდ იყო პატარა საოჯახო რესტორანი, სადაც უგემრიელეს იტალიურ კერძებს ამზადებდნენ, ყოველდღე განსხვავებული მენიუთი. კლიენტებიც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, მაგათ ვერ მოატყუებ. ყოველ საღამოს დაღლილები და მოშიებულები ვბრუნდებოდით რომიდან და მანდ შევივლიდით. გადასარევი ატმოსფერო, იტალიური ცოცხალი იუმორით. ჰოდა რაც არ უნდა გვეჭამა და გვესვა, ოჯახის უფროსი 10 ევროს გვართმევდა კაცზე. მახსოვს უგემრიელესი სალტიმბოკა, ნიოკი ალა რომანა, პიცა სპეჩალე და სხვა. სახლის საუკეთესო ღვინით ...

Posted by: The Game N.W.A. 11 Oct 2016, 14:21
ფლორენციაში 3 დღე მქონდა გათვალისწინებული და რეალურად აღმოჩნდა ძალიან პატარა ქალაქი, 1 დღეში მოვიარეთ ფაქტიურად ყველაფერი. რომ აღარ ვიცოდით რა გვეკეთებინა წავედით პიზაში. ამინდებიც არაჩვეულებრივი დაგვემთხვა, 1 დღე წამოწინწკლა რომში.

მშვენიერი რუკა მაქვს გაკეთებული თავისი მუზეუმებით და ლოკაციებით. ვინც მოგზაურობას აპირებს მომავალში გამოგადგებათ.
https://www.google.com/maps/d/edit?usp=sharing&mid=1sDxsWzhrJqjmkYZbTWaOrG6FTsM

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

ჭამა ძალიან პირობითია მოკლედ. 30 ევრო 1 ხორცის ნაგლეჯიც დაგიჯდებათ და მთლიანად ჭამაც.

Posted by: Crøs 11 Oct 2016, 18:42
The Game N.W.A.
QUOTE
15 2გბ ინტერნეტი (vodafone. VPN ადგილზე გაასწორებინეთ თორე დაგტანჯავთ ინტერნეტი!!!)

ვინდი ჩაგერთო შენც,ნაკლებიც დაგიჯდებოდა და ავტომატურად მოდის პარამეტრებიც.

Posted by: The Game N.W.A. 11 Oct 2016, 18:59
cros
რაღაცები მაგრად დამაბოლეს ოპერატორებმა. ვინდში მივედი თავიდან და 5გბ გვაქვს 30 ევროდო საერთაშორისოებზეო. ვოდაფონმა 2.5გბ გვაქვს 15-ადო. სხვა შეთავაზებებზე მითხრეს ეგ იტალიელებისთვის არისო. ავდექი მეც და ვოდაფონი ავიღე.

1 დღე იმუშავა ვოდაფონის ინტერნეტმა მერე გამომერთო. ვიფიქრე ანგარიში გათავდა თქო, ჩავრიცხე 5 ევრო, კიდე ცოტახანი იმუშავა კიდე გაითიშა. მერე ძლივს წავაწყდი ვოდაფონს და ვპნ გაქვს გასასწორებელიო :|

Posted by: Crøs 11 Oct 2016, 19:05
The Game N.W.A.
QUOTE
რაღაცები მაგრად დამაბოლეს ოპერატორებმა. ვინდში მივედი თავიდან და 5გბ გვაქვს 30 ევროდო საერთაშორისოებზეო. ვოდაფონმა 2.5გბ გვაქვს 15-ადო. სხვა შეთავაზებებზე მითხრეს ეგ იტალიელებისთვის არისო. ავდექი მეც და ვოდაფონი ავიღე.

ეგ რომელ ოფისში დაგაბოლეს ნეტა,ტურისტებს ეგრე უჩალიჩებენ,აქ გეკითხა ჩემთვის და გეტყოდი როგორ უნდა გეთქვა,რა 30 ევრო,ნახე რა დაბალი ფასები აქვს
http://www.wind.it/it/privati/tariffe_e_opzioni/internet/

Posted by: The Game N.W.A. 11 Oct 2016, 19:58
cros
მილანის ტერმინალზეა, მატარებლიდან გადმოხვალ თუ არა იქვეა, ცოტა შიგნით მარჯვენა ბოლოში იყო ტექნიკის მაღაზია და ვოდაფონი.

Posted by: Waterloo 12 Oct 2016, 16:19
რა ლამაზია ამალფის სანაპირო.....................

Posted by: The Game N.W.A. 12 Oct 2016, 16:52
Waterloo
იმაზე გაცილებით ლამაზი და ეფექტურია, ვიდრე ამ სურათების გახუნებულ ფერებში ჩანს. მთლიანი experience რასაც გზიდან დაწყებული, ადგილზე სტუმრობით დამთავრებული ღებულობ შეუდარებელია.
გუგლის სურათებიდან ამალფის პოზიტანოზე უკეთესს ველოდებოდი, მაგრამ პოზიტანო გაცილებით მაგარი გამოდგა, სანაპიროც უკეთესია და თვითონ დასახლებაც უფრო ლამაზია.

Posted by: Waterloo 12 Oct 2016, 17:23
The Game N.W.A.
კი, იმიტომ დავწერე მთლიანად ამალფის სანაპიროზე, რომელიც სორენტოდან სალერნომდე ვრცელდება, პოზიტანო მართლაც ყველაზე ლამაზია

http://postimage.org/

Posted by: Crøs 12 Oct 2016, 19:47
The Game N.W.A.
Waterloo
სალერნომდე ვერ ჩამოხვედით? კაი პიცას გაჭმევდით boli.gif

Posted by: Waterloo 12 Oct 2016, 22:20
cros
QUOTE
სალერნომდე ვერ ჩამოხვედით? კაი პიცას გაჭმევდით boli.gif

ნეაპოლი და მისი შემოგარენი ნამდვილი პიცის სამშობლოა
სიამოვნებით მივიღებდი დაპატიჟებას შემდეგ ჩამოსვლაზე up.gif

Posted by: The Game N.W.A. 17 Oct 2016, 12:19
cros
მაქეთ ცხოვრობ?

უფფ მაგარი ადგილებია!

Posted by: piqsira 19 Oct 2016, 21:01
სამი დღეა ჩამოვედი იტალიიდან, 4 დღე მქონდა და მხოლოდ ვენეცია და მილანი მოვიარე. მინდა ვთქვა რომ ვენეციის სანახავად არ მეყო 2 დღე. ჩემთვის რაღაც სასწაული აურა დამხვდა იქ. გინდა ყველა ქუჩა მოიარო და ყველა ჩიხში შეიხედო. ყველგან რაღაც ლამაზი და განსხვავებული გხვდება. ქალაქი, რომელიც მზადაა მიიღოს სტუმრები ყველანაირ ამინდში. პირველ დღეს მზე იყო, მეორე დღეს თქეში წვიმა, მაგრამ ღირდა იმის ნახვაც როგორ დიდდება წყალი და შემოდის სახლში. ძლივს შეველიეთ ვენეციას.
მილანი- სულ სხვა თემაა. აქ 1 დღეც საკმარისია. ულამაზესი დუომო და შოპინგის ბუმი. მიქელანჯელოს დაუმთავრებელი ქანდაკება. სანტა მარია დელა გრაციას ეკლესია,ტრიუმფალური თაღი, ლასკალა, და გალერია სავსე ხალხით. მოკლედ მართლაც მოდის ქალაქი. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომეწონა ის იყო , რომ ხალხი უფრთხილდება თავის ქალაქს. ყველა აივანზე ბაღები. სისუფთავე, სადარბაზოებიც კი სასწაულად მოწყობილი (ნუ სადაც ვცხოვრობდი ნამდვილად გავდა გალერეას სადარბაზო).

ძალიან მომეწონა იტალია.

Posted by: lepori 19 Oct 2016, 22:39
cros
QUOTE
სალერნომდე ვერ ჩამოხვედით? კაი პიცას გაჭმევდით

სალერნოში ხარ ბიჯოო?..

მაგათ უნიში ვარ ნამყოფი, უბრალი კაცი არ გეგონო mad.gif

Posted by: Crøs 19 Oct 2016, 22:48
lepori
QUOTE
სალერნოში ხარ ბიჯოო?..

ჰო ბიჯოო biggrin.gif
QUOTE
მაგათ უნიში ვარ ნამყოფი, უბრალი კაცი არ გეგონო

რომელში ფიშანოსი? რა გინდოდა აქეთ?

Posted by: lepori 19 Oct 2016, 23:47
cros
QUOTE
ჰო ბიჯოო

მერე გეთქვა ერთი წლის წინ, პიცაზე ხო დაგეპატიჟინებოდი biggrin.gif

QUOTE
რომელში ფიშანოსი? რა გინდოდა აქეთ?

ფიშანო რაია ბჯო?

სოფელი იყო ვიეტრი სულ მარე
იმ სოფელში საზაფხულო სკოლა იყო >>ზეგამტარების რკინის ხანა
და იქ მე ვიმოღვაწევე სტუდენტის სახით

სხვათაშორის მაგ სკოლის სახელზე კიტხვაც მქონდა დაწერილი და ჯორჯმა აიღო...


აქაც გვყვავს ერთი სალერნოელი ბიჭი, ვკითხავ კროსს თუ იცნობმეთქი

Posted by: Crøs 19 Oct 2016, 23:56
lepori
QUOTE

მერე გეთქვა ერთი წლის წინ, პიცაზე ხო დაგეპატიჟინებოდი

ერთი წლის წინ შენი ნიკიც კი არ ვიცოდი )))
QUOTE
ფიშანო რაია ბჯო?

ფიშანო სალერნოს პროვინციული საუნივერსიტეტო ქალაქი დაბაა.სადაც სალერნოს სახელმწიფო უნივერსიტეტია.
QUOTE
სოფელი იყო ვიეტრი სულ მარე
იმ სოფელში საზაფხულო სკოლა იყო

ჩემი ვიეტრი სოფელიც გახადა facepalm.gif
ბევრი გინახავს ეგეთი ლამაზი "სოფელი"? )))
უნივერში კი არა სკოლაში ყოფილხარ :პ
QUOTE
აქაც გვყვავს ერთი სალერნოელი ბიჭი, ვკითხავ კროსს თუ იცნობმეთქი

იტალიელი?საიდან უნდა მიცნობდეს ლოლ

Posted by: lepori 20 Oct 2016, 00:16
cros
QUOTE
ერთი წლის წინ შენი ნიკიც კი არ ვიცოდი )))

წადი მერე, ინტელექტი აიმაღლე tongue.gif

QUOTE
ჩემი ვიეტრი სოფელიც გახადა

აბა რა არის?..
ქალაქი?

QUOTE
ბევრი გინახავს ეგეთი ლამაზი "სოფელი"? )))

ჩემი შალაური უფრო ლამაზია tongue.gif

QUOTE
უნივერში კი არა სკოლაში ყოფილხარ :პ

სალერნოს უნის მიერე იყო ორგანიზებული
მაგათ პრაფესორებიც იყვნენ და სტუდენტებიც

ნუ მიკნინიბ საჯაროდ მიღწევებს mad.gif

Posted by: Crøs 20 Oct 2016, 00:34
lepori
QUOTE
წადი მერე, ინტელექტი აიმაღლე

სად უნდა წავიდე? biggrin.gif
QUOTE
აბა რა არის?..
ქალაქი?

კომუნაა ჯო. მარტო პასუხებისთვის გასწავლე დაგუგლვა? mad.gif
https://en.wikipedia.org/wiki/Comune

QUOTE
სალერნოს უნის მიერე იყო ორგანიზებული
მაგათ პრაფესორებიც იყვნენ და სტუდენტებიც

კაი ხო,მჯერა. ინგლისურად გასწავლიდნენ? რამდენი ხნით იყავი?

Posted by: lepori 20 Oct 2016, 01:04
cros

QUOTE
მარტო პასუხებისთვის გასწავლე დაგუგლვა? mad.gif

მაიტა კითხვა ვიეტრიზე და დავგუგლავ უცებ tongue.gif

QUOTE
კაი ხო,მჯერა. ინგლისურად გასწავლიდნენ? რამდენი ხნით იყავი?


ორიოდ კვირა
კი ინგლლისურად,
აბა მე იტალიური სად იცის

Posted by: The Game N.W.A. 20 Oct 2016, 23:09
ევროპაში მოგზაურობის ყველაზე იაფი საშუალება რა არის? GoEuro?

Budapest - Vienna - Munich - Prague - Berlin - Warsaw გვინდა გაზაფხულზე.

Posted by: Crøs 20 Oct 2016, 23:31
The Game N.W.A.
გოუ ეურო არ ვიცი და FlixBus კაი ხოდშია.თან იაფი.

Posted by: tekle333 22 Oct 2016, 23:05
გამარჯობათ მეგობრებო , ბილეთები სად დავჯავშნო მილანიდან ვენეციისკენ ან რითი ჯობია წასვლა? მანქანის ქირაობა? ავტობუსი ? თუ მატარებელი? 4 დღე მაქვს სულ როგორ მირჩევთ გამოცდილებით ღირს საერთოდ სადმე წასვლა თუ მთელი დღეები მილანს დავუთმო და გემრიელად მოვიარო?

Posted by: Crøs 23 Oct 2016, 00:14
tekle333
მილანს ერთ დღეში მოასწრებ.ასევე ვენეციასაც.ორი დღე კი ფლორენციას დაუთმე და ეგაა. მატარებლით ჯობია. ან სადგურშივე აიღე წინასწარ ან ონლაინ თუ გინდა ტრენიტალიას საიტზე ან იტალოტრენოს.

Posted by: tekle333 23 Oct 2016, 00:57
QUOTE (cros @ 23 Oct 2016, 00:14 )
tekle333
მილანს ერთ დღეში მოასწრებ.ასევე ვენეციასაც.ორი დღე კი ფლორენციას დაუთმე და ეგაა. მატარებლით ჯობია. ან სადგურშივე აიღე წინასწარ ან ონლაინ თუ გინდა ტრენიტალიას საიტზე ან იტალოტრენოს.

როგორ ჯობია აქედანვე ვიყიდო ? არის ფასში სხვაობა ალბათ ხოო?
* * *
100ევრო გამოდის ფასი მილანი ვენეცია დილით წასვლა საღამოს დაბრუნება 2 კაცზე? ვიყიდო თუ ძვირია და ადგილზე ჯობია ყიდვა?

Posted by: krikri 23 Oct 2016, 19:27
პალერმოში არავინ ხართ?
არავის გინდათ ხვალ 8 კილომეტრის გავლა biggrin.gif ?

Posted by: demna_ 24 Oct 2016, 19:55
იტალიის ვიზისთის აუცილებლად ვიზაჯორჯიას უნდა მივაკითხო? როგორც სხვა საელჩოებშ ხდება რომ შენით ავსებ აპლიაკაციას და შედიხარ ეგრე არაა?

Posted by: Hahman 24 Oct 2016, 19:59
QUOTE (demna_ @ 24 Oct 2016, 19:55 )
იტალიის ვიზისთის აუცილებლად ვიზაჯორჯიას უნდა მივაკითხო? როგორც სხვა საელჩოებშ ხდება რომ შენით ავსებ აპლიაკაციას და შედიხარ ეგრე არაა?

არაა საჭირო ვიზაჯორჯიაში ფულის ხარჯვა.

+995 32 2430059 აქ დარეკე და ჩაეწერე.

დამატებითი იფორმაცია: http://www.ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/informazioni_e_servizi/visti/

Posted by: demna_ 24 Oct 2016, 20:59
Hahman
აუ მადლობა დიდი

Posted by: The Game N.W.A. 24 Oct 2016, 21:23
tekle333
მილანი 1 დღეში მოვასწარი მე, ვენეციაში ძალიან არ მეყო 1 დღე smile.gif
ფლორენცია ძალიან პატარაა 1 დღეში მოვიარეთ, მეორე დღეს აღარ ვიცოდით რა გვექნა და მესამე დღეს პიზაზე წავედით მაგის გამო.

მე ფლორენციაში 2 დღის გატარებას ვენეციაში ყოფნას ვამჯობინებდი, უბრალოდ შედარებით ძვირია სასტუმრო.


მატარებლის ბილეთები აქ იყიდე. ჩვენ ადგილზე ვყიდულობდით და საკმაოდ გაძვირებული იყო.

Posted by: piqsira 24 Oct 2016, 22:07
The Game N.W.A.
კი აქედან რომ 20 ევრო მივეცით ვენეციამდე. იქ 44 ევრო იყო ადგილზე. ვენეციაში 2 დღეც არ გვეყო არათუ 1. ბევრი რამეა სანახავი და თითქმის ყველა ქუჩაზე რაღაც ლამაზი გხვდება.

Posted by: n-it-a 27 Oct 2016, 12:35
დამეხმარეთ თუ შესაძლებელიაა.....


აეროპორტიდან რომის ცენტრამდე როგორ უნდა მივიდე?

დავაზუსტებ რა ხდება, 31 დეკემბერს მიწევს ჩასვლა და მხოლოდ ორჯერ მიჩვენებს გასვლას ორივე დრო არანაირად არ მაწყობს. არადა ვიცოდი ავტობუსებიც იყო და მატარებლებიც და მაგის პრობლემა წესით არ უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია რომ უბრალოდ ჯერ არაა დეკემბრის გასვლები დაზუსტებული?



Posted by: dato_dato 27 Oct 2016, 12:45
n-it-a
QUOTE
აეროპორტიდან რომის ცენტრამდე როგორ უნდა მივიდე?

დავაზუსტებ რა ხდება, 31 დეკემბერს მიწევს ჩასვლა და მხოლოდ ორჯერ მიჩვენებს გასვლას ორივე დრო არანაირად არ მაწყობს. არადა ვიცოდი ავტობუსებიც იყო და მატარებლებიც და მაგის პრობლემა წესით არ უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია რომ უბრალოდ ჯერ არაა დეკემბრის გასვლები დაზუსტებული?

აეროპორტიდან რო გამოხვალ რამდენიმე კომპანიის ავტობუსები მუდმივად დგას და გთავაზობს რომის ცენტრამდე წაყვანას, არამგონია 31 დეკემბერს სხვანაირად იყოს რამე, მანდ 31 და 1-იც ჩვეულებრივი დღეებია ისეთივე როგორც 1 ივნისი ან 1 სექტემბერი

Posted by: AsToN 27 Oct 2016, 12:46
n-it-a

აეროპორტიდან რო გამოხვალ მარჯვენა მხარეს წადი და იქ დგას ავტობუსები, რომელიც ცეტნრში მიყიგყანენ ტერმინზე (5 ევრო ღირს) და იქიდან თუ გვიანი იქნება ტაქსით მოგიწევს სასტუმრომდე მისვლა

Posted by: n-it-a 27 Oct 2016, 13:00
QUOTE (AsToN @ 27 Oct 2016, 12:46 )
n-it-a

აეროპორტიდან რო გამოხვალ მარჯვენა მხარეს წადი და იქ დგას ავტობუსები, რომელიც ცეტნრში მიყიგყანენ ტერმინზე (5 ევრო ღირს) და იქიდან თუ გვიანი იქნება ტაქსით მოგიწევს სასტუმრომდე მისვლა

პირიქით დილით ადრე 11 საათზე ჩავდივარ

Posted by: AsToN 27 Oct 2016, 13:29
n-it-a

მაშინ არ გქონია სანერვიულო smile.gif მე სულ ღამე ჩავდივარ ხოლმე

Posted by: Crøs 27 Oct 2016, 17:55
დამთავრდება ეს მიწისძვრები ოდესმე?

30 ტერემოტო

Posted by: მამაო თამაზი 28 Oct 2016, 03:56
cros
QUOTE
დამთავრდება ეს მიწისძვრები ოდესმე?

მიწაც კი იძვრის შენით მოხიბლული


Posted by: FlywithN 30 Oct 2016, 11:50
მეგობრებო, შეძენილი მაქვს ბილეთები ქუთაისი-მილანის მიმართულებით 23-30 ნოემბრის პერიოდში და ეხლა აღმოჩნდა რომ მეორე ადამიანი ვეღარ მოდის. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი გადაიხადოთ სახელის შეცლის საფასური 90 ევრო შეგვიძლია დაგითმოთ ეს ბილეთი

Posted by: lelukaa 5 Nov 2016, 21:44
გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება smile.gif
მილანი, ვერონა, ვენეცია, ფლორენცია მუზეუმების ბილეთები სად შეიძლება ვიყიდო წინასწარ რომ მერე იქ რიგში არ ვკარგო დრო?
ან საერთოდ როგორ ჯობია? ფასები ონლაინ ყიდვისას და ადგილზე დიდად განსხვავდება?

Posted by: piqsira 6 Nov 2016, 00:57
ადგილზეც შეიძლება ყიდვა. რიგიც რომ იყოს ძალიან მალე ვადიოდა. ჩვენ მაგალითად წინასწარ რომ გვქონოდა ნაყიდი ბილეთები დუომოში შესასვლელად, გაგვიუქმდებოდა. ვიღაცის პანაშვიდს იხდიდნენ და ტაძარში არავის უშვებდნენ. მარტო ვერანდებზე ადიოდა ხალხი. ფეხით ასვლა 9 ევრო. ლიფტით 13 ევრო. ტაძარი 2 ევრო ღირდა( მუზეუმით 6 ევრო ). კასტელოში მიქელანჯელოს ქანდაკების სანახავად მისულებს არავინ არ დაგვხვდა რიგში. 5 ევრო ღირს. კიდე მილანში სანტა მარია დელა გრაციეში ინახრბა ლეონარდო დავინჩის "საიდუმლო სერობა",მაგრამ.იქ წინასწარი ჯავშნები უნდა. სხვა მილანში ასე ფასიანი არაფერია სანახავი. ვენეციაში მართლააა რიგები, მაგრამ ისიც მალე გადის, იმდენად სხვადასხვაგვარი ბილეთები იყიდება. გააჩნია რისი დათვალიერება გინდა, 19 ევრო გადავიხადეთ დოჟის სასახლე. ციხე. ბიბლიოთეკა. მათი ისტორიული საგამოფენო დარბაზები.

Posted by: lelukaa 8 Nov 2016, 09:32
წარმოდგენა შემექმნა დაახლოებით, მადლობა:*
სანტა მარია დელა გრაციე სად შეიძლება დავჯავშნო გეცოდინება ეგეც smile.gif

Posted by: piqsira 9 Nov 2016, 10:41
ნამდვილად არ ვიცი, იქ იდგა ერთი ადამიანი, რომელიც ჯგუფებს ხვდებოდა ვისაც ჯავშნები ქონდა გაკეთებული. გვერდით კი იყო ბილეთების სალარო , მაგრამ მანდაც რომ ვიკითხეთ დაჯავშინი ვისაც აქვს ისინი მოდიან რეგისტრაციაზეო. მერე უკვე დეტალებში აღარ ჩავკითხვივართ, აზრი აღარ ქონდა უბრალოდ. თვითონ ტაძარი ლამაზია შიგნიდან ძალიან.

Posted by: dato_dato 9 Nov 2016, 11:29
piqsira
QUOTE
გვერდით კი იყო ბილეთების სალარო

აკლიათ მაგათ, აი ეგ სალარო რისთვისაა საერთოდ ვერ გავიგე და რო ვკითხე რისთვის ხართ მეთქი ცარიელი თვალებით და გაოგნებული სახით მიყურებდნენ და ვერც პასუხი გამცეს biggrin.gif biggrin.gif
ძაან მინდოდა საიდუმლო სერობის ნახვა მაგრამ..... თურმე დიდი ხნით ადრე უნდა დამეჯავშნა ასე რომ გაითვალისწინეთ

Posted by: piqsira 9 Nov 2016, 12:21
QUOTE
აკლიათ მაგათ, აი ეგ სალარო რისთვისაა საერთოდ ვერ გავიგე და რო ვკითხე რისთვის ხართ მეთქი ცარიელი თვალებით და გაოგნებული სახით მიყურებდნენ და ვერც პასუხი გამცეს 
ძაან მინდოდა საიდუმლო სერობის ნახვა მაგრამ..... თურმე დიდი ხნით ადრე უნდა დამეჯავშნა ასე რომ გაითვალისწინეთ

ალბათ წინასწარ დასაჯავშნად? რავიცი ვერც მე გავიგე, ერთი ის დავინახე რომ ჯგუფი გაატარეს რეგისტრაციაში.

Posted by: Belfast 9 Nov 2016, 16:10
რა ყველა უბედურება ერთად დაატყდა თავს საცოდავ იტალიას

Posted by: turebige 16 Nov 2016, 13:30
ახალი წელი იტალიაში Last Minute Deal!
მილანი-ვენეცია-ფლორენცია-რომი https://www.turebi.ge/tours_out?id=26336#content

Posted by: mikheili1985 17 Nov 2016, 20:47
lelukaa
QUOTE
წარმოდგენა შემექმნა დაახლოებით, მადლობა:*
სანტა მარია დელა გრაციე სად შეიძლება დავჯავშნო გეცოდინება ეგეც smile.gif

როდისთვის გინდა?
ხშირად მიწევს მანდ გასვლა და აგიღებდი.

Posted by: EDENA 19 Nov 2016, 00:46
რა ფანტასტიკური ქალაქია რომი, ვერ გადაგიწყვეტია რას გადაუღო ფოტო biggrin.gif biggrin.gif


დაუნსაიდები: გარევაჭრობა, ნაგავი და 1 ევროიანი ტუალეტები biggrin.gif ერთ ევროდ ჩვენთან სუფრას გაშლი biggrin.gif

Posted by: მამაო თამაზი 19 Nov 2016, 03:49
ამ თემას ის რო არ ყავდეს არაფერი ეშველებოდა

Posted by: კალამი 22 Nov 2016, 14:57
დღეს დილით ნაპოლში ჩამოვედი და მაგრად დამევასა საკაიფო ქალაქი არის და ხალხი ხო კიდე რა biggrin.gif ტოსკანაში სულ ცუდათ ლაპარაკობენ ნაპოლზე მარა არაფერი არაა მართალი

Posted by: piqsira 27 Nov 2016, 13:02
იტალიაში მინდა კიდეე, კიდე და კიდე smile.gif)

Posted by: lelukaa 30 Nov 2016, 20:42
mikheili1985
ვიყავი უკვე და ისე წამოვედი რომ საიდუმლო სერობა ვერ ვნახე sad.gif((
ადგილზე მივედი და მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა დაგეჯავშნაო sad.gif
ძალიან დამწყდა გული.

სამაგიეროდ უგონოდ შემიყვარდა ვერონა-ვენეცია smile.gif <3 რა მინდოდა მილანში და ფლორენციაში 5 დღე რომ მცოდნოდა რა საოცრებება იყო ვენეციაც და ვერონაც, თან ვერონა უკვე წინასაახალწლო მზადებაში იყო <3

Posted by: piqsira 30 Nov 2016, 20:50
lelukaa
აი მეც ეგ ვინანე. მილანში უნდა ჩავსულიყავი წამოსვლის დღეს და საკმარისი იქნებოდა. ვენეციისთვის უფრო ბევრი დრო უნდა დამეთმო. უბრალოდ გადახდილი იყო უკვე ბინების ფული... კიდე წავალ არაუშავს smile.gif)

Posted by: lelukaa 30 Nov 2016, 20:55
piqsira
ჰოო, მეც ეგრე გადავწყვიტე smile.gif
ამალფი და პოზიტანო უნდა ვნახო აუცილებლად და ვერონა ვენეციასაც გავიმეორებ,
უკან გზაზე სანტა მარია დელა გრაციესაც ვესტუმრები წინასწარ დაჯავშნილი ბილეთით smile.gif))

Posted by: piqsira 30 Nov 2016, 20:56
smile.gif აბა შენ იცი, ახდენილი მოგზაურობა smile.gif

Posted by: mikheili1985 30 Nov 2016, 21:24
lelukaa
QUOTE

ვიყავი უკვე და ისე წამოვედი რომ საიდუმლო სერობა ვერ ვნახე sad.gif((
ადგილზე მივედი და მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა დაგეჯავშნაო sad.gif
ძალიან დამწყდა გული.

სამაგიეროდ უგონოდ შემიყვარდა ვერონა-ვენეცია smile.gif <3 რა მინდოდა მილანში და ფლორენციაში 5 დღე რომ მცოდნოდა რა საოცრებება იყო ვენეციაც და ვერონაც, თან ვერონა უკვე წინასაახალწლო მზადებაში იყო <3

თითი დღე საკმარისია მილანს,ვერონასა და ფირენცეზე რომსაც ნახავდი ძაან რომ მოგენდომებინა.

Posted by: giorgimercy 1 Dec 2016, 01:00
გამარჯობათ
ყველას გირჩევთ ჩინკვე ტერრეს ნახვას.
სასწაული მხარეა
* * *
ჩვენი მარშუტი ესეთი იყო:
პორტოფინო (სასტუმრო სანტა მარგარეტაში)
ჩინკვე ტერრე ( მონტეროსო ალ მარე, მანაროლა, რიომაჯორე)
პიზა, ფლორენცია
რომი,
ვენეცია
მილანი
და ჰო კიდე ვენეციიდან გზად ბრეშიაში კარგი აუთლეტი ☺

Posted by: achi00089 1 Dec 2016, 11:35
კალამი

მე მაგრა გამისწორდა ნაპოლი და მერე ნაპილიდან სორენტო-პოზიტანოში წავედი. თავისებური ქალაქია, კაი ხედებით, აქტიური ხალხით, პიცით, ესპრესოთი და ა.შ. smile.gif

Posted by: tekle333 5 Dec 2016, 11:21
17 ში მივფრინავ ნილანში 4 დღით . რის ნახვას მოვასწრებ რა ვნახო მირჩიეთ რაა ??? და კიდევ ერთი აეროპორტიდან რითი მივიდე ცენტრამდე?

Posted by: piqsira 5 Dec 2016, 12:09
აეროპორტიდან ცენტრალურ ვაგზლამდე დადის ავტობუსი, თუ სწორად მახსოვს 30 წუთში ერთხელ, ბილეთებიც იქვე იყიდება სალაროში, მერე ვაგზლიდან მეტრო უკვე. 4 დღე მგონი ბევრია მარტო მილანის დასათვალიერებლად, 1 დღეში მოვასწარით. ნუ თუ შოპინგი გინდა და მაღაზიებში სიარული.... 2 დღეც საკმარისია. რა უნდა ნახო: ნუ Duomo აუცილებლად, იქვე გვერდით მუზეუმი, Vittorio Emanuele-ს გალერეა, ლასკალა, Arco della pace-ე; Castello Sforzesco მიქელანჯელოს ქანდაკებით, Santa Maria Delle Grazie-ს ეკლესია თვითონ , თუ წინასწარი ჯავშანი გაქვს "საიდუმლო სერობის" სანახავად ეგეც კარგია, ისე ვერ ნახავ , წინასწარი ჯავშნები უნდა. Colonne di San Lorenzo, Navigli , ნუ თუ სტადიონიც გაინტერესებს სან სიროც.

Posted by: tekle333 5 Dec 2016, 13:19
საშობაოდ არის ხოლმე ფასდაკლებები? აქვს აზრი შოპინგს ?

Posted by: juli_26 5 Dec 2016, 15:19
1 თვიან ენის კურსებისთვის მომცემენ ნეტა ვიზას, აქვს აზრი?

Posted by: mikheili1985 5 Dec 2016, 17:56
tekle333
QUOTE

17 ში მივფრინავ ნილანში 4 დღით . რის ნახვას მოვასწრებ რა ვნახო მირჩიეთ რაა ??? და კიდევ ერთი აეროპორტიდან რითი მივიდე ცენტრამდე?

რომელ აეროპორტში ჩადიხარ?ავტობუსებია გამოხვალ თუ არა.

რა თქმა უნდა Duomo, ზემოთაც ადი.მანდვეა novecento მიზეუმი თუ ხელვნებით გატაცებული ხარ, აქვე გალერიაVittorio Emanuele.
la scala
->Castello sforzesco(ციხესიმაგრე) ->ერთადაა ესენი ->parco sempione (სემპიონეს პარკი)->მანდედანვე ფეხით შეგიძლია,დილას თუ მოხვდი საუზმეზე, მანდ სადამ გადმოხვალ გზად პიაცა ვირჯილიოა , მასევე ქვია ბარს bar virgilio,ნორმალური ბარია მანდ ყველა ,ზოგიერთი გამონაკლისი გარდა., მოკლედ იტლიელების ბარის გარდა სხვაგან რა შეხვიდე. Santa Maria delle Grazie ეკლესია და il cenacolo Vinciano გვერიდიგვერდაა(დავინჩის მუზეუმი)აქვეა museo martinitt e stelline.
მაგ ზონაშია და ვინჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი(The Museo nazionale della Scienza e della Tecnologia Leonardo da Vinc)(თუ დრო გექნება შეიარე 10-15€ მეტი არ ღირს),მუზეუმები თუ გაინტერესებს , სემპიონეს პარკს რო გამოცდები ტრიენალეს მუზეუმია (ერთხელ ვიყავი მარა , ვერ ვერკვევი ხელოვნებაში ტყულად ფულს ნუ გადაყრი თუ შენც მასე ხარ smile.gif ) ბევრია მოკლედ, მუზეუმები თუ გაინტერესებს.
Brera ს მუზეუმი.
san siro
.ეს ორი პიაცაც მიაყოლე (Fontana, S. Babila )დუომოდან შეგიძლია ფეხითგახვიდე, საღამოს ჯობია,ან მეტროთი.
s.ambrogio ეკლესია.

საღამოს ნავილიოზე გაისეირნე (cioccolato ს ქსელის ნაყინებია ან აქ ან კადორნაზე რო მოხვდები არ გამოტოვო),პორტა ჯენოადან (მეტროა), მანდვე ნორმალური პიცერიებია.
კომოს ტბაზე შეგიძლია წახვიდე. ახლოა მილანიდან.
შოპინგი 2თებერვლის მერე.
კორსო ბუენოს აირესი.შოპინგის დროს.
თუ რამე გამომრჩა ჩავამატებ მერე.
ერთ დღეს თუ გადადებ შოპინგისთვის კადორნადანაც გადის და ლამპუნიანოდან (ორივე მეტროს გაჩერებაა) მაქსიმუმ საათნახევარი გზა და 15€ ერთი გზა.ღირს წასვლა. https://www.google.it/maps/place/Serravalle+Designer+Outlet,+via+della+moda,+1,+15069+Serravalle+Scrivia+AL/@45.3098984,9.1551789,8z/data=!4m5!1m2!2m1!1soutlet+serravalle+milano!3m1!1s0x478767358f5b3563:0xeec2f566bf0dae13?hl=en-it

juli_26
QUOTE

1 თვიან ენის კურსებისთვის მომცემენ ნეტა ვიზას, აქვს აზრი?

ალბათ უფრო სხვა რამეს მიაქცევენ ყურადღებას. სამუშაო, ხელფასი ანუ რამდენად დამბრუნებელი ხარ.

Posted by: juli_26 5 Dec 2016, 22:27
mikheili1985

მადლობა ))

Posted by: Crøs 5 Dec 2016, 22:36
მდააა რენცის სასტავი მიდის,ახლა ისევ სალვინი მოვა და გაყრიან ყველა ემიგრანტს...

Posted by: mikheili1985 6 Dec 2016, 01:49
juli_26
ჩემი ახლობელს მისცეს ვიზა, არც სამუშო, არც დაქორწინებული, არც სტუდენტობა რომ ვითომ მაგიტო დაბრუნდება, პირველი გასვლა იყო თან , რო რამე უკვე ნამყოფი ყოფილყო ევროპაში,ერთადერთი, მამა ყავს ამერიკაში და ფინანსირება ეგ უთხრა.

cros
ჩვენ ისედაც გაქცევაზე ვართ, აი ჩინელები,ინდოლები, პაკისტანელები და არაბები გაყარონ, რას გვანან. facepalm.gif

Posted by: juli_26 6 Dec 2016, 16:52
mikheili1985

მთავრობა იცვლება იტალიაში?

Posted by: tekle333 6 Dec 2016, 17:01
QUOTE (mikheili1985 @ 5 Dec 2016, 17:56 )
tekle333
QUOTE

17 ში მივფრინავ ნილანში 4 დღით . რის ნახვას მოვასწრებ რა ვნახო მირჩიეთ რაა ??? და კიდევ ერთი აეროპორტიდან რითი მივიდე ცენტრამდე?

რომელ აეროპორტში ჩადიხარ?ავტობუსებია გამოხვალ თუ არა.

რა თქმა უნდა Duomo, ზემოთაც ადი.მანდვეა novecento მიზეუმი თუ ხელვნებით გატაცებული ხარ, აქვე გალერიაVittorio Emanuele.
la scala
->Castello sforzesco(ციხესიმაგრე) ->ერთადაა ესენი ->parco sempione (სემპიონეს პარკი)->მანდედანვე ფეხით შეგიძლია,დილას თუ მოხვდი საუზმეზე, მანდ სადამ გადმოხვალ გზად პიაცა ვირჯილიოა , მასევე ქვია ბარს bar virgilio,ნორმალური ბარია მანდ ყველა ,ზოგიერთი გამონაკლისი გარდა., მოკლედ იტლიელების ბარის გარდა სხვაგან რა შეხვიდე. Santa Maria delle Grazie ეკლესია და il cenacolo Vinciano გვერიდიგვერდაა(დავინჩის მუზეუმი)აქვეა museo martinitt e stelline.
მაგ ზონაშია და ვინჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი(The Museo nazionale della Scienza e della Tecnologia Leonardo da Vinc)(თუ დრო გექნება შეიარე 10-15€ მეტი არ ღირს),მუზეუმები თუ გაინტერესებს , სემპიონეს პარკს რო გამოცდები ტრიენალეს მუზეუმია (ერთხელ ვიყავი მარა , ვერ ვერკვევი ხელოვნებაში ტყულად ფულს ნუ გადაყრი თუ შენც მასე ხარ smile.gif ) ბევრია მოკლედ, მუზეუმები თუ გაინტერესებს.
Brera ს მუზეუმი.
san siro
.ეს ორი პიაცაც მიაყოლე (Fontana, S. Babila )დუომოდან შეგიძლია ფეხითგახვიდე, საღამოს ჯობია,ან მეტროთი.
s.ambrogio ეკლესია.

საღამოს ნავილიოზე გაისეირნე (cioccolato ს ქსელის ნაყინებია ან აქ ან კადორნაზე რო მოხვდები არ გამოტოვო),პორტა ჯენოადან (მეტროა), მანდვე ნორმალური პიცერიებია.
კომოს ტბაზე შეგიძლია წახვიდე. ახლოა მილანიდან.
შოპინგი 2თებერვლის მერე.
კორსო ბუენოს აირესი.შოპინგის დროს.
თუ რამე გამომრჩა ჩავამატებ მერე.
ერთ დღეს თუ გადადებ შოპინგისთვის კადორნადანაც გადის და ლამპუნიანოდან (ორივე მეტროს გაჩერებაა) მაქსიმუმ საათნახევარი გზა და 15€ ერთი გზა.ღირს წასვლა. https://www.google.it/maps/place/Serravalle+Designer+Outlet,+via+della+moda,+1,+15069+Serravalle+Scrivia+AL/@45.3098984,9.1551789,8z/data=!4m5!1m2!2m1!1soutlet+serravalle+milano!3m1!1s0x478767358f5b3563:0xeec2f566bf0dae13?hl=en-it

juli_26
QUOTE

1 თვიან ენის კურსებისთვის მომცემენ ნეტა ვიზას, აქვს აზრი?

ალბათ უფრო სხვა რამეს მიაქცევენ ყურადღებას. სამუშაო, ხელფასი ანუ რამდენად დამბრუნებელი ხარ.

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის , მივფრინავ მილანი მალპენსა -ში , ეს პერიოდი ძალიან სიცივეები იქნება ალბათ ხოო?

Posted by: mikheili1985 6 Dec 2016, 17:52
juli_26
კი
tekle333

QUOTE
, ეს პერიოდი ძალიან სიცივეები იქნება ალბათ ხოო?

დღეს ზუსტად ეგ გამახსენდა ისე შემაცია დილას , მინდოდა მომეწერა რომ ცივა ,7-8 გრადუსია, ნუ მთლად შუბები თუ რაც ქვია smile.gif არ დაგჭირდება.სპორტული ქუდი და ხელთათმანებიც, გამოგადგება .ავტობუსი ჯობია აეროპორტიდან თუ ბევრი ბარგი არ გაქ , 8 € ღირა shuttle malpensa ჩენტრალემდე1 საათი მაქსიმუმ გზა.

Posted by: juli_26 6 Dec 2016, 20:06
mikheili1985


საბუთს გამოუშვებენ თუ მართლა გამოყრიან ემიგრანტებს? biggrin.gif

მე ვაპირებ წამოსვლას მაქეთ ))

Posted by: mikheili1985 6 Dec 2016, 21:25
juli_26
საბუთზე ჯერ არაფერი ისმის , თებერვლის ფლუსსი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში.

QUOTE
საბუთს გამოუშვებენ თუ მართლა გამოყრიან ემიგრანტებს? biggrin.gif

ტყუილია.

Posted by: juli_26 6 Dec 2016, 21:45
mikheili1985

და ფლუსის გაკეთებას რამე პირობები აქვს, რომ რამდენიმე წელი უნდა იყო მანდ და ა.შ.?

Posted by: mikheili1985 7 Dec 2016, 00:43
juli_26
პმ ნახე .

Posted by: pamplona 10 Dec 2016, 13:28
მილანი - ვენეცია - რომი
სასტუმროები მაინტერესებს სადაც გაჩერდით და მოგწეონათ ფასის მხრივ

+ რით უნდა გადაადგილდე

ვინც იცის არ დაგეზაროთ

ნუ რა უნდა ვნახო ისინი კი ვიცი...

Posted by: n-it-a 14 Dec 2016, 17:28
სალამი, თუ არ შეწუხდებით რამდენიმე კითხვით შეგაწუხებთ .
მოკლედ რა მაინტერესებს - ვატიკანის ბილეტების ყიდვა მინდა 31დეკემბრისთვის ონლაინი. ამ საიტზე ვყიდულობ https://biglietteriamusei.vatican.va/musei/tickets/do?action=booking&codiceTipoVisita=26&step=2

მაგრამ აქ საათებია და ეს საათები რას ნიშნავს? მე ვატიკანში 1 საათზე ადრე ვერ ვიქნები. მზღუდავს რამეში ეს საათები?

უფუცის ბილეთები სად ვიყიდო ონლაინ?

და კიდევ ერთი კითხვა ხომ არ იცი ეგრეთ წოდებული ბაზრობები ან იაფი ბუტიკები რომში,ფლორენციაში, ვერონაში ვენეციაში და მილანში. საყიდლებზე შერბენაც რომ მოვახერხოთ
მადლობა წინასწარ და ბოდიში

Posted by: Hahman 15 Dec 2016, 16:43
იტალიაში რომელია ყველაზე იაფიანი ავიახაზები? იტალიის რამდენიმე ქალაქის მონახულება მინდა. მეზაზარება ფლიქს ბასით სიარული.

Posted by: tekle333 19 Dec 2016, 23:37
Gamarjobat megobrebo exla var milanshi ,zeg makvs frena dilis 7saatze ,riti sheidzleba mivide aeroportamde?tomel saatamde mushaobs metro ?troleibudi?avtobusi ?,centralamde rom mivide ikidan ikneba aeroportshi csmsvleli avtobusi ?madloba cinascar

Posted by: mikheili1985 20 Dec 2016, 00:36
tekle333
ღამის ავტობუსები ყველანაირად იქნება. საიდან მიდიხარ ჩენტრალემდე?
12 საათზე გადის ბოლო მეტრო 12:30 მდეა ღია

Posted by: tekle333 20 Dec 2016, 11:26
ცენტრალიდან აეროპორტანდე როგორაა ?ანუ იქიდან სულ გადიან ავტობისები ტუ მანდაც 12მდე არიან ?

Posted by: piqsira 20 Dec 2016, 11:30

tekle333

ავტობუსების გაჩერებაზე გვითხრეს რომ მთელი ღამე მუშაობენ. 4.30 იყო ჩვენ რომ მივედით ცენტრალში და ჩვეულებრივად მუშაობდნენ.

Posted by: mikheili1985 20 Dec 2016, 15:23
tekle333
5:25 ჩენტრალედან გადის პორდაპირი.თუ ვერ ასწრებ კადორნადან გადის 4:20.თუ არა , ყოვე თითქმის ნახევარ საათში გადის ღამით.ტერმინალ 2 მდე მატარებელი და იქიდან 10 წუთის გზაა.ადრე ჯობია წახვიდე, თორე მატარებლებმა დაგვიანებაც კარგად იციან.

Posted by: tekle333 27 Dec 2016, 13:47
QUOTE (mikheili1985 @ 20 Dec 2016, 15:23 )
tekle333
5:25 ჩენტრალედან გადის პორდაპირი.თუ ვერ ასწრებ კადორნადან გადის 4:20.თუ არა , ყოვე თითქმის ნახევარ საათში გადის ღამით.ტერმინალ 2 მდე მატარებელი და იქიდან 10 წუთის გზაა.ადრე ჯობია წახვიდე, თორე მატარებლებმა დაგვიანებაც კარგად იციან.

დიდი მადლობა დახმარებისთვის , ჩამოვფრინდი მშვიდობიანად . მომეწოონა მილანი თუმცა ძვირიანი ქალაქია. ავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მომატყუა. გაჩერდა გაჩერებაზე გვკითხა ბილეთი გვქონა ნაყიდი თუ არა , ჩვენ წინასწარ არ გვიყიდია . ავტობუსი თითქმის ცარიელი იყო თუმცა ესე გვითხრა აღარ დამრჩა ბილეთები და შემიძლია 2 გზის ბილეთი მოგყიდოო . სხვა გზა არ მქონდა ვეღარ ვიბოდიალებდი თან წვიმდა .1 გზაში წრიული ბილეთი გვაყიდინა smile.gif

Posted by: mikheili1985 27 Dec 2016, 15:32
tekle333
არაფრის, მთავარია კმაყოფილი ხარ, არამგონია მოეტყუებინე.რა ღირდა ბილეთი?

Posted by: tekle333 27 Dec 2016, 17:16
QUOTE (mikheili1985 @ 27 Dec 2016, 15:32 )
tekle333
არაფრის, მთავარია კმაყოფილი ხარ, არამგონია მოეტყუებინე.რა ღირდა ბილეთი?

ბილეთში გადავიხადე 14 ევრო ერთი გზა, არადა აეროპორტიდან ჩენტრალამდე წამოვედი 8 ევროდ

Posted by: teneee3 27 Dec 2016, 22:31
გამარჯობათ. შიდა გადაადგილებითვის ბილეთებს რომელ საიტზე ყიდულობთ, მატარებელი ჯობია თუ ავტობუსი

ესეთი გეგმაგვაქვს მილან - ვენეცია-ფლორენცია -პიზა-რომი-პარიზი -მილანsmile.gif ( 14 დღიანი ტური)

Posted by: Crøs 28 Dec 2016, 22:43
teneee3
მატარებელი
Trenitalia.it

რომიდან პარიზში გაფრენა.არაა ძვირი

Posted by: teneee3 28 Dec 2016, 22:47
cros
ვიყიდე მატარებლის ბილეტები,
რომი-პარიზში 30 ევრო გადავიხადეთ ორ კაცზე, პარიზი - მილანი ჯდება ძვირი 70 ევრომდე უწევს


Posted by: ricrub 3 Jan 2017, 17:43
სალამი,
მანქანა დაგიქირავებიათ ვინმეს იტალიაში?

რაებს ითხოვენ ხო არ იცით?

Posted by: Windmühle 4 Jan 2017, 16:23
ხალხნო კაპრიმდე როგორ მიიღწევა მარტივად?
გეგმა ასეთია დაახლოებით მილანი-ვენეცია-ფლორენცია-რომი-კაპრი-მილანი
კაპრიმდე რომიდან ვერ ვნახე ვერაფერი რაც პირდაპირ მიდის, ვერც ავტობუსი და ვერც ვერაფერი და მირჩიეთ რამე.
აქამდე მარტო ვენეციაში ვიყავი და ეხლა ამ ტურს 10 დღეზე ვგეგმავ ,მაგრამ მემგონი ცოტაა დრო. ((

Posted by: mikheili1985 4 Jan 2017, 16:24
Windmühle
ნაპოლში რო ჩახვიდე და მერე ტრაგეტოთი, ცუდი აზრია?

Posted by: Windmühle 4 Jan 2017, 16:39
mikheili1985
ტრაგეტო რა არის? ნაპოლიდან ყველაზე მარტივი იქნება ალბათ მისადგომად.

ძაან კი მინდა კაპრის დათვალიერება, მაგრამ წვალება მოგვიწევს მემგონი:/

Posted by: mikheili1985 4 Jan 2017, 16:42
Windmühle
წვალებას რას ეძახი არ ვიცი, რომიდან 2საათი დაჭირდება მატარებელს ნაპოლამდე და ნახევარი საათის გზაა яხტით.

Posted by: Windmühle 4 Jan 2017, 16:54
mikheili1985
იახტები გადიან ალბათ ხომ ხშირად? რომელ საიტზე შეიძლება ვნახო ამათი განრიგები და ამბები, თან რომ დავჯავშნოთ?

ათ დღეში უნდა ჩავეტიოთ და ამას ვგულისხმობ წვალებაში. დროის ფაქტორს.

Posted by: mikheili1985 4 Jan 2017, 17:03
Windmühle
ადგილზევე იყიდი უპრობლემოთ ბილეთს, ყოველ ნახევარ საათში გადიოდა ზაფხულობით.ეხლაც მასე იქნება.
http://www.capri.it/it/orari-traghetti
http://www.capri.it/it/come-arrivare
ამასაც გადახედე 80 წუთი უწერია ნაპოლიდან კაპრიმდე.უფრო ნაკლები მახსოვდა , მოკლედ ესეც გაითვალისწინე.

Posted by: Crøs 4 Jan 2017, 22:30
Windmühle
ამ სიცივეში რა გინდა კაპრიზე?))
ნეაპოლი დაათვალიერო მაგას ჯობია ამ პერიოდში.
* * *
ricrub
მანქანის დასაქირავებლად საერთაშორისო მართვის მოწმობა გინდა.პასპორტის ასლი,საკრედიტო ბარათი.

Posted by: ricrub 4 Jan 2017, 22:44
cros
მადლობა გამოხმაურებისთვის
საერთაშორისოს ჩვენთან გასცემენ?თანხას რამდენს ითხოვენ ბალანსზე და 23 წლის მძღოლზე რამე დეტალები ხომ არ ემატება?

Posted by: Crøs 5 Jan 2017, 20:33
ricrub
QUOTE
საერთაშორისოს ჩვენთან გასცემენ?

მაგდენი აღარ ვიცი. უნდა იკითხო

QUOTE
23 წლის მძღოლზე რამე დეტალები ხომ არ ემატება?

მინიმალური წლოვანება 21 წელი მოთხოვნა: დღიური 20,17 ევრო გადასახადი და ქირაობის მაქსიმუმი 15 დღე. მარტო მსუბუქი ავტომობილები.
25 წლიდან ნებისმიერი კატეგორიის მანქანა და დრო.
პრინციპში კომპანიას გააჩნია,ზოგი 21დან ითხოვს,ზოგი 25დან.

Posted by: giorgimercy 8 Jan 2017, 22:28
ricrub
არ უნდა საერთაშორისო მოწმობა
გოლდქარი არის ერთერთი კარგი კომპანია კარგი პირობებით სხვებთან შედარებით (იაფი ცოტა და დეპოზიტზე ცოტას ბლოკავს)
ჩვენ 7 დღე გვქონდა ნაქირავები და დაახლოებით 600 ევრო დაჟდა, დეპოზიტზე 150 ევრო დაბლოკეს
მაგრამ ჩვენ მიკროავტობუსი 9 კაციანი ვიქირავეთ და შესაბამისად ძვირია პატარა მანქანასთან შედარებით
საკრედიტო ბარათი დაგჭირდება (არა სადეპოზიტო) და აქედანვე დაჯავშნი და მალპენზაში რომ ჩახვალ იქვეა აეროპორტში ოფისი
ჯამში მანქანა 1000 ევრო დაჯდა
ქირაობა, საწვავი(დიზელი) და გზების საფასური
მარშუტი ესეთი იყო : მილანი-პორტოფინო-ჩინკვე ტერრეს ხუთივე ქალაქი, ლა სპეციას გავლით პიზა-ფლორენცია-რომი
რომიდან ვენეცია-მილანი ჯამში 1700 კმ მგონი დაახლოებით , ფასიანი გზები 100 კმ დაახლოებით 5-7 ევრო

Posted by: menina55 12 Jan 2017, 20:45
გამარჯობა მეგობრებო
მაინტერესევს ევროპის რომელიმე ქვეყნიდან იტალიაში გამგზავრება რა დამიჯდება თვითმფრნავით

ასევე მაინტერესებს თვითონ იტალიაში სზვადასხვა ქვეყნებში წასვლა წამოსლა მატარებლით ან ავტობუსით რა ღირს?

Posted by: თამროთამარა 13 Jan 2017, 00:07
ბავშვებო, ვინც იტალიაში ცხოვრობთ როგორი ხალხია Cesenaticoში ხომ ვერ მეტყვით.


Posted by: oldgio 13 Jan 2017, 00:14
QUOTE (menina55 @ 12 Jan 2017, 20:45 )
გამარჯობა მეგობრებო
მაინტერესევს ევროპის რომელიმე ქვეყნიდან იტალიაში გამგზავრება რა დამიჯდება თვითმფრნავით

ასევე მაინტერესებს თვითონ იტალიაში სზვადასხვა ქვეყნებში წასვლა წამოსლა მატარებლით ან ავტობუსით რა ღირს?

edreams.com ეს იაფი ფრენები
trenitalia.com ეს - იტალიის რკინიგზა

Posted by: ricrub 13 Jan 2017, 00:47
giorgimercy
QUOTE
არ უნდა საერთაშორისო მოწმობა
გოლდქარი არის ერთერთი კარგი კომპანია კარგი პირობებით სხვებთან შედარებით (იაფი ცოტა და დეპოზიტზე ცოტას ბლოკავს)
ჩვენ 7 დღე გვქონდა ნაქირავები და დაახლოებით 600 ევრო დაჟდა, დეპოზიტზე 150 ევრო დაბლოკეს
მაგრამ ჩვენ მიკროავტობუსი 9 კაციანი ვიქირავეთ და შესაბამისად ძვირია პატარა მანქანასთან შედარებით
საკრედიტო ბარათი დაგჭირდება (არა სადეპოზიტო) და აქედანვე დაჯავშნი და მალპენზაში რომ ჩახვალ იქვეა აეროპორტში ოფისი
ჯამში მანქანა 1000 ევრო დაჯდა
ქირაობა, საწვავი(დიზელი) და გზების საფასური
მარშუტი ესეთი იყო : მილანი-პორტოფინო-ჩინკვე ტერრეს ხუთივე ქალაქი, ლა სპეციას გავლით პიზა-ფლორენცია-რომი
რომიდან ვენეცია-მილანი ჯამში 1700 კმ მგონი დაახლოებით , ფასიანი გზები 100 კმ დაახლოებით 5-7 ევრო


ახლა ვნახე,გაიხარე მადლობა

Posted by: TGroup 13 Jan 2017, 01:32
სექტემბერში ვიყავი და ძანნ მომენატრა ;დ ყველაზე მეტად კომოს ტბა აი სურნელი ეხლაც მახსოვს და ულამაზესი ხედები ;( ვენეცია დიდად არ დამევასა

Posted by: The Game N.W.A. 16 Jan 2017, 17:29
cros
სალამი, მომილოცავს ყველაფერი smile.gif

მოკლედ სამი თვის შემდეგ ისე მომენატრა იტალია, რომ გადავწყვიტე ბელგია ჰოლანდიის ტრიპში ისევ ჩამესვა და ჩამოვსულიყავი smile.gif

წინაზე მილანი-ვენეცია-ფლორენცია/პიზა-ნეაპოლი/პომპეი/სორენტო/პოზიტანო/ამალფი-რომი/ვატიკანი ვნახე. ამჯერად ვერონა, ბოლონია, ფლორენცია, ლუკა/პიზა მაქვს გეგმაში. ინტერნეტი როგორ ვიყიდო მირჩევ? წინაზე რაღაც 25 ევროიანი 2.5გბ პაკეტი შემომტენა ვოდაფონმა და მითხარი უფრო იაფადაც შეიძლება ვინდში ყიდვაო. მე რომ მივედი მაშინ მთავაზობდნენ მხოლოდ ტურისტულ პაკეტებს, რომელიც გაცილებით ძვირი იყო ბანერებზე მითითებულ ფასებთან შედარებით. ოპერატორმა international-ებზე ვერ ვყიდით ამათო ეგრე მითხრეს..

მერე ვაპირებ ბელგია ჰოლანდიაში წასვლას და რამე ვარიანტი ხო არ არის ისეთი, რომ იტალიაში ნაყიდმა სიმმა და ინტერნეტმა სხვა ევროპის ქვეყნებშიც იმუშაოს?

მადლობა

Posted by: Crøs 16 Jan 2017, 21:54
The Game N.W.A.
მეც გილოცავ smile.gif

აგერაა ფასები გადახედე,რამდენიანსაც გინდა იმდენიანს ჩაართვევინებ.
http://www.wind.it/it/privati/tariffe_e_opzioni/internet/
უბრალოდ ნომრის ყიდვის დროს ეტყვი რომ მარტო ინტერნეტის ჩართვა გინდა.
და თუ საერთაშორისო ზაზრების ჩართვაც გინდა,უფრო მეტი დაგიჯდება თავისთავად.
ერთი ეგაა რომ არ თქვა რომ ტურისტი ხარ,სააბონენტო მინდათქო.
სხვა ქვეყანაში რომ გადავდივარ,ვინდის როუმინგი ავტომატურად მერთვება,მაგრამ ანგარიშზე კარგად უნდა გედოს,რადგან ორმაგი მიაქვს მოგეხსენება.

Posted by: The Game N.W.A. 17 Jan 2017, 10:10
cros
პასპორტში ხომ მაინც ნახავენ ვიზით რომ ვარ?

Posted by: Crøs 17 Jan 2017, 11:39
The Game N.W.A.
ხო მაინც ცადე და სურათიანი გვერდით მიეცი.ეგენი მაინც მარტო მაგის ქსეროქს იღებენ.კაი იქნებოდა ვინმე იტალიურის მცოდნე რომ მიგყოლოდა.
არა მგონია 3გბზე მეტი დაგჭირდეს.
იტალიის გარეთ ნეტი როგორც მივხვდი ანგარიშიდან გეჭრება და არა ინტერნეტ პაკეტიდან.თუმცა კარგად კითხე ოფისში.მე ეგრე მქონდა ადრე რა ვიცი.

Posted by: turebige 17 Jan 2017, 14:27
მილანი-ფლორენცია-ვენეცია - ერთკვირიანი ტური 248 ევროდან https://www.turebi.ge/tours_out?id=27813

Posted by: The Game N.W.A. 17 Jan 2017, 18:22
cros
ქსეროქსს წავიღებ და მაგას მივცემ smile.gif

2.5გბ 10 დღე მეყო წინაზე და დამრჩა კიდე მეგაბაიტები

Posted by: Hitzor 23 Jan 2017, 20:57
მილანიდან ვენეციაში ტრენიტალიას გარდა სხვანაირად ვერ წავალ?
ცოტა გაძვირდა მატარებლის ბილეთი sad.gif

Posted by: mikheili1985 24 Jan 2017, 02:09
Hitzor
https://shop.flixbus.it/search?adults=1&children=0&bikes=0&departureStation=&arrivalStation=&departureCity=1194&arrivalCity=2155&rideDate=24.01.2017&oneway=&backRideDate=25.01.2017&adults=&children=&bikes=&_locale=it&form_build_id=form-D3ISq60I8Me8PEenme86fkAprtIQPzvklLu3xwm5USE&form_id=fb_search_form_main&_ga=1.57733603.871478058.1480946874
ავტობუსით

Posted by: pukaaa 26 Jan 2017, 11:42
საელჩოში ვინც იყავით ბოლო პერიოდში იქნებ დაწეროთ როგორი სიტუაციაა? რთულად გასცემენ?

Posted by: kakabela 27 Jan 2017, 00:23
QUOTE (pukaaa @ 26 Jan 2017, 11:42 )
საელჩოში ვინც იყავით ბოლო პერიოდში იქნებ დაწეროთ როგორი სიტუაციაა? რთულად გასცემენ?


ara advilad dzaan pirvelad shevedit me da meugle samsaxutis cnobac ar mqonda. marto brunvebi binis amonaweri manqanis .studentis sabuti meuglis. da 1 kviriani mogvces ravi yvela ambobda samsaxuris cnobis gareshe ar chaartkameno mara ki mogvces da viyavit.

Posted by: ILIA1702 4 Feb 2017, 15:24
მოგესალმებით,
ისევ იტალიის დრო დადგა, ჩემს დაბადებისდღეზე ჩავფრინდები რომში და დავრჩები შემდეგი 2 სრული დღე მანდ, შემდეგ გადავდივარ ნაპოლში და იქედან მოვდივარ უკან პარიზში ღამე.
იქნებ მირჩიოთ რაები უნდა/არ უნდა ნახო, ლაპარაკი მაქვს მუზეუმებზე (რომლის დიდი ფანი არც ვარ სიმართლე გითხრათ, რომელი pass აღება სჯობს და რომელია must see ა.შ) და ისეთ რამეებზე რაც არ არის ბანალურ სტატიებში.
მიუხედავად იმისა რომ 2 ჯერ ვარ ადრე ნამყოფი რომში, სიამოვნებით აღმოვაჩენ თავიდან იტალიის დედაქალაქს თავის ქალაქსახელმწიფოიანად და შემდეგ პიცის აკვანს.


Posted by: lika23 10 Feb 2017, 00:34
Gamarjobat,damsaqmeblebis an saagentoebis misamaryebi tu icit
* * *
Gamarjobat,damsaqmeblebis an saagentoebis misamaryebi tu icit

Posted by: mikheili1985 12 Feb 2017, 01:56
lika23
ქალაქს მნიშვნელობა არააქ?

Posted by: gagripsh 14 Feb 2017, 09:34
ლეონარდოს საიდუმლოს სერობის ბილეთებს ვერ ვიშოვი თებერვალში თუ იცით? ან ადგილზე?

Posted by: mikheili1985 14 Feb 2017, 15:05
gagripsh
ერთი ბილეთი გინდა? გაგირკვევ დღეს

Posted by: Crøs 14 Feb 2017, 15:30
gagripsh
QUOTE
ლეონარდოს საიდუმლოს სერობის ბილეთებს ვერ ვიშოვი თებერვალში თუ იცით? ან ადგილზე?

ვერა.
მარტის ბოლომდე ყველა ბილეთი გაყიდულია.

Posted by: -zeppelin- 15 Feb 2017, 03:50
cros
ამატა <3
ამატა <3
ამატა <3

Posted by: natuka_ra 15 Feb 2017, 12:51
gagripsh
მოულოდნელად მოვხვდი მილანში, იმავე დღეს მივედი ადგილზე. დიდ ჯგუფებთან მივდიოდი და ვეკითხებოდი შემთხვევით ხომ არ აქვთ ზედმეტი ბილეთი ანუ ვინმე მსურველი ხომ არ გამოკლებიათ, მესამე ცდამ გაამართლა და გერმანელების ჯგუფმა მიწილადა 2 ბილეთი მე და 1 სხვა ჩემნაირ უბილეთოს.

გირჩევ სცადო.

Posted by: mikheili1985 17 Feb 2017, 21:37
gagripsh
ყველზე ადრე 9მარტს არის ბილეთი

Posted by: kunkulo 19 Feb 2017, 03:57
QUOTE (mikheili1985 @ 17 Feb 2017, 21:37 )
gagripsh
ყველზე ადრე 9მარტს არის ბილეთი

ვყიდი SAMSUNG GALAXY A7 2015 წლის მოდელს 290 ევროში 16 GB მეხსიერება.... 16 MP კამერა 2 RAM .... 1 წელი აქვს გარანტია კიდევ დარჩენილი--- დახაზული ან რამე არ არის ახალივით გამოიყურება ბატარეიაც კარგად უძლებს და თამაშებსაც კარგად უძლებს ...ვყიდი იმიტომ რომ ახალ მოდელზე მაკლდება ფული და მინდა რომ დავამატო და ახალი ვიყიდო..... ვცხოვრობ იტალიაში და თუ ვინმეს გსურთ ამ მობილურის შეძენა და თუ ვინმეს გაინტერესებთ დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე +39 351 137 2578

Posted by: kunkulo 19 Feb 2017, 04:02
QUOTE (kunkulo @ 19 Feb 2017, 03:57 )
QUOTE (mikheili1985 @ 17 Feb 2017, 21:37 )
gagripsh
ყველზე ადრე 9მარტს არის ბილეთი

ვყიდი SAMSUNG GALAXY A7 2015 წლის მოდელს 290 ევროში 16 GB მეხსიერება.... 16 MP კამერა 2 RAM .... 1 წელი აქვს გარანტია კიდევ დარჩენილი--- დახაზული ან რამე არ არის ახალივით გამოიყურება ბატარეიაც კარგად უძლებს და თამაშებსაც კარგად უძლებს ...ვყიდი იმიტომ რომ ახალ მოდელზე მაკლდება ფული და მინდა რომ დავამატო და ახალი ვიყიდო..... ვცხოვრობ იტალიაში და თუ ვინმეს გსურთ ამ მობილურის შეძენა და თუ ვინმეს გაინტერესებთ დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე +39 351 137 2578

--------------------------------------------------
* * *
ვცხოვრობ FUCECCHIO ში.......................................

Posted by: menina55 20 Feb 2017, 10:47
QUOTE (gagripsh @ 14 Feb 2017, 09:34 )
ლეონარდოს საიდუმლოს სერობის ბილეთებს ვერ ვიშოვი თებერვალში თუ იცით? ან ადგილზე?

ბილთები წინასწარ უნდა იყოდო ხომ?
თუ როგორ ხდება მანდ შესლა
რამდენი ხნით ადრე უნდა იყიდოო
და რა ღირს



war.gif
უხ ძაან მაგარია რა !!!

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 20 Feb 2017, 17:01
იტალია ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ფლორენცია.

გაეცანით ჩემ სტატიას თრეველჰაბზე - http://travelhub.com.ge/მოგზაურობა-ფლორენციაში/

Posted by: pati_paata 20 Feb 2017, 17:37
რომიდან ბერლინისკენ რა საშუელბით შეიძლება წასვლა ნორმალურ პირობებში და ნორმალურ ფასად?

Posted by: daria90 20 Feb 2017, 18:09
რა მინდოდა საქართველოში იტალია მინდაააა ისეეევვვ ... წადით ხალხოოო რაგინდათ აქ

Posted by: Crøs 20 Feb 2017, 19:43
menina55
QUOTE
ბილთები წინასწარ უნდა იყოდო ხომ?
თუ როგორ ხდება მანდ შესლა
რამდენი ხნით ადრე უნდა იყიდოო
და რა ღირს


http://www.cenacolo.it/prenotazione-biglietti-ultima-cena-cenacolo-vinciano.asp
http://www.vivaticket.it/index.php?nvpg[evento]&id_show=63954&idt=744

Posted by: Special_1 23 Feb 2017, 22:02
ზაფხულისთვის ძალიან იაფად მინდა სასტუმრო ან ბინა ფლორენციაში, ვეძებ ვეძებ და ვერ ვიპოვნე ისეთი როგორიც მმინდა

Posted by: AgeraR 26 Feb 2017, 23:02
ვინც ნამყოფი ხართ, ზოგადი ფასები როგორიააა? შიდა გადაადგილების, კვების ან დალევის?

Posted by: wf28 27 Feb 2017, 00:20
https://www.facebook.com/events/221902681578729/ ამის შესახებ რას იტყვით გისარგებლიათ კმაყოფილი ხართ ამ ტური-ოპერატორით?

Posted by: -zeppelin- 27 Feb 2017, 00:25
wf28
QUOTE
https://www.facebook.com/events/221902681578729/    ამის შესახებ რას იტყვით გისარგებლიათ კმაყოფილი ხართ ამ ტური-ოპერატორით? 

მაგარია არ გამაზო

Posted by: Crøs 27 Feb 2017, 01:35
AgeraR
QUOTE
ვინც ნამყოფი ხართ, ზოგადი ფასები როგორიააა? შიდა გადაადგილების, კვების ან დალევის?

გადაადგილება:მეტრო,ავტობუსი- 1,5 ევრო
კვება დღეში დაახლოებით 20 ევრომდე

Posted by: -zeppelin- 27 Feb 2017, 01:42
cros
QUOTE
გადაადგილება:მეტრო,ავტობუსი- 1,5 ევროკვება დღეში დაახლოებით 20 ევრომდე 
       

რა სიიაფე გქონიათ მანდ რა არი. ევროპაა თუ იაპონია

Posted by: teneee3 27 Feb 2017, 08:25
ვიყავით იტალიაში მეუღლესთან ერთად 8 დღით მილანი-ვენეცია-ფლორენცია-რომი, სიამოვნებით წავალ ზაფხულში კიდევ ერთხელ. ერთი რჩევა----
ქალაქებს შორის გადაადგილება ძლიან ძვირია, მე წინასწარ მქონდა ნაყიდი მატარებლის ბილეთები ონლაინე და გაცილებით იაფი დამიჯდა, მაგ. ფლორენცია-რომში ორ კაცზე ჩქაროსნულში გადავიხადე 19 ევრო და ადგილზე ავტომატში რო ვნახე 70 ევროს ფარგლებში ღირდა ერთი კაცი, ამიტომ ჯობია ბილეთები წინასწარ იყიდო,

Posted by: Crøs 28 Feb 2017, 14:16
-zeppelin-
QUOTE
რა სიიაფე გქონიათ მანდ რა არი. ევროპაა თუ იაპონია

აბა რაა,არ გავკარი თქვენ ამერიკას boli.gif

Posted by: soffia 28 Feb 2017, 16:24
ხალხებო, კომოს ტბაზე ვინმე ყოფილხართ? ყველანაირი ინფო გამომადგება.

ორი წლი წინ რომი მოვიარე, მაგრამ ძალიან განსხვავდება ჩრდილოეთი და სამხრეთი რამდენადაც მე ვიცი. ლეგენდები დადის მილანის და კომოს სიძვირეზე, რომელიც არც რომს აკლდა პრინციპში biggrin.gif

Posted by: gagripsh 28 Feb 2017, 18:53
soffia
მე ვიყავი 25 ში კომოზე, არ დავრჩენილვარ ერთი დღით ვიყავი. ბევრი არ ვიცი სასტუმროს ფასები და ა.შ.
ფასები კი შედარებით მაღალია ვიდრე ფლორენციაში იყო. მაგრამ ძალიანაც არა.
მილანში და კომოზე თითქმის ერთი ფასი იყო.

Posted by: soffia 1 Mar 2017, 12:54
gagripsh
მადლობა.სასტუმრო აღებული მაქვს უკვე და პრინციპში უფრო ადგილობრივი ფასები მაინტერესებდა - კაფეები, ბარები, შოპინგი და მისთანანი : )) ერთი კითხვა კიდევ, ძალიან ცივა? : )) პატარა მიმყავს და მაინტერესებს კლიმატის სხვაობა რამდენად დიდია აქაურთან შედარებით. ხო, მილანი როგორ მოგეწონა ეგეც მიმიწერე რა : )) დუომოს გარდა რამეა სანახავი კიდევ?

Posted by: Maranzano 3 Mar 2017, 16:39
იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა ყველაფრის სანახავად...

Posted by: -zeppelin- 3 Mar 2017, 21:29
იტალიის დაპყრობას ვაპირებ.cros უნდა იყოს დედოფალი

Posted by: gagripsh 6 Mar 2017, 09:24
soffia
იქ ოდნავ უფრო თბილოდა მე რომ ვიყავი. ფასები ნუ ჩვენზე შედარებით მაღალია სადილი ერთი კაცი მინიმუმ 10-15 ევრო. შოპინგით დიდად არ მიშოპინგია, მაგრამ მილანთან აოუთლეთ სოფლებია და ალბაძთ იქ კაია. მილანი ძალიან მომეწონა, მაგრამ ფლორენიცას და ვენეციას არ შეედრება. სანახავია კიდევ ბერრას გალერეა, და ვინჩის საიდუმლო სერობა კაკ მინიმუმ smile.gif)

Posted by: Scoorp 13 Mar 2017, 13:52
მეგობრებო,

მილანი-ფლორენცია-ვენეცია-მილანი
ამათ შორის გაადგილება რომელი ტრანსპორტით ჯობია?
მატარებელ-ავტობუსში
და ბილეთები რა ღირს საშუალოდ?

საიტზე ვნახულობ
ავტობუსი საშუალოდ 10-15 ევროა და მატარებელი 20
მაგრამ
ფასები ხო არ იმატებს მერე ან რამე ისეთი ხომ არაა რომ ვიცოდე? biggrin.gif
წინასწარ ვიყიდო ან რაღაც?

Posted by: evalota 13 Mar 2017, 16:23
QUOTE
მეგობრებო,

მილანი-ფლორენცია-ვენეცია-მილანი
ამათ შორის გაადგილება რომელი ტრანსპორტით ჯობია?
მატარებელ-ავტობუსში
და ბილეთები რა ღირს საშუალოდ?

საიტზე ვნახულობ
ავტობუსი საშუალოდ 10-15 ევროა და მატარებელი 20
მაგრამ
ფასები ხო არ იმატებს მერე ან რამე ისეთი ხომ არაა რომ ვიცოდე?
წინასწარ ვიყიდო ან რაღაც?

პლუს ერთი დაინტერესებული.
ფლორენციიდან პიზაშიც ხომ მოხერხდება შერბენა?

Posted by: Scoorp 13 Mar 2017, 17:52
evаlota

ხო მემგონი პიზას მეც ჩავაკვეხებ givi.gif

თუმცა ხარჯები მინდა დავთვალო ჯერ

ფლორენციაში მუზეუმების თანხები ვინც იცით მითხარით, აღარ მაძებნინოთ რა user.gif

ნახევარი თემა გადავიკითხე, საინტერესო ინფორმაციებსაც წავაწყდი)
ხოდა კიდევ, ზოგი წერს ფლორენციას 1 დღე ყოფნისო,
მუზეუმების ნახვა მინდა ნორმალურად და არა ჯირითით მოვლა
მე 3 დღეს ვფიქრობდი, მაგრამ თუ შესაძლებელია 2 დღეში ჩატევა 2-ზე ვიფიქრებდი
და ერთი ღამით ვენეციაში ან ვერონაში დავრჩებოდი (მივიღებ რჩევას სად უფრო ჯობს დარჩენა biggrin.gif )
მოკლედ ყველანაირი რჩევა დამეხმარება,უნდა დავგეგმო ყველაფერი უახლოეს დღეებში

Posted by: evalota 13 Mar 2017, 19:30
Scoorp
QUOTE
ხო მემგონი პიზას მეც ჩავაკვეხებ

yes.gif
ვერონაც ჩაიკვეხება.
ოღონდ ფლორენცია მე სამი ღამე გამომდის და მაშინ ვასწრებ პიზა-ვერონას.
2 ღამე მილანი, 3 ფლორენცია, 1 ვენეცია - რაღაც მსგავსს ვგეგმავ.

უფიცის ამბები ლატარეააო - შეიძლება მთელი დღე რიგში იდგე, შეიძლება მალევე შეაღწიოო.
მე ონლაინ ვაპირებდი ბილეთების ყიდვას, 25 ევრომდე ჯდებოდა.
დააზუსტე ეგ ამბები.

მაისის დასაწყისში ვგეგმავდი ტურს და მგონი, ოქტომბრის დასაწყისი მიწევს. drug.gif

რო ჩამოხვალ დაბლოგპოსტე მილანური არდადაგების შესახებ. 2kiss.gif
მოკლე რევიუები რა, სად, როდის, რა ფასად.

Posted by: Crøs 13 Mar 2017, 21:13
Scoorp
QUOTE
ხოდა კიდევ, ზოგი წერს ფლორენციას 1 დღე ყოფნისო,
მუზეუმების ნახვა მინდა ნორმალურად და არა ჯირითით მოვლა
მე 3 დღეს ვფიქრობდი, მაგრამ თუ შესაძლებელია 2 დღეში ჩატევა 2-ზე ვიფიქრებდი

3 დღეა საკმარისი ყველა მუზეუმი და ცნობილი ადგილი რომ მოიარო,უფრო ნაკლებ დროში სირბილი მოგიწევს და ცოდოობაა.

Posted by: -zeppelin- 13 Mar 2017, 21:24
cros
მზად ხარ დედოფლობისთვის? კვატროჩენტოს კურსები უნდა გავიაროთ ერთად

Posted by: Crøs 13 Mar 2017, 22:47
-zeppelin-
გაჩერდი თორემ შენივე კონდახი მოგხვდება თავში :პ

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 01:22
cros

ყველა მუზეუმი ფასიანია?
ან უფასო დღეები არ აქვთ?

Posted by: -zeppelin- 14 Mar 2017, 01:44
Scoorp
QUOTE
ყველა მუზეუმი ფასიანია?ან უფასო დღეები არ აქვთ?

კი როცა კროსს დაბადების დღE აქვს მაშინ არის ხოლმე უფასო დღEები

Posted by: Crøs 14 Mar 2017, 02:19
Scoorp
QUOTE
ყველა მუზეუმი ფასიანია?
ან უფასო დღეები არ აქვთ?

როგორ არა,თვის პირველი კვირა უფასოა,მარა დიდი რიგებია მაგ დროს.

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 10:48
evаlota

ჯერ წავიდე,ჩავიდე და ჩამოვიდე biggrin.gif
რჩევების დაწერა არ დამეზარება givi.gif

ვერონაში ვენეციიდან აჯობებს მგონი ჩასვლა,არა?
ან მილანიდან თუკი მილანში 2 ღამე უნდა დარჩე
თემა რამდენადაც გადავიკითხე მგონი ეგრე ჯობია დაგეგმო

ქალაქიდან ქალაქში გადასვლები ჯდება ჯამში ყველაზე ძვირი როგორც მივხვდი givi.gif

cros

მადლობა))



====

შტუტგარდიდან უნდა ჩამოვიდეს მილანში ჩემი მეგობარი და რითი ურჩევდით ჩამოსვლას?
როგორ აჯობებს იქნებ გვირჩიოთ

Posted by: lelukaa 14 Mar 2017, 11:24
Scoorp
evаlota
ესეიგი, რამდენად გამოგადგებათ არ ვიცი და რაც ზუსტად მახსოვს დაგიწერთ.
მილანი-ვერონა-ვენეცია-ფლორენცია-მილანი დამიჯდა 75 ევრო, დაახლოებით 1 თვით ადრე ვიყიდე ტრენიტალიაზე აქედანვე.
ერთი იყო მარტო რეგიონალე, დანარჩენი ფრეჩიაროსსა, ეს უკანასკნელი ჯობია რადგან ძალიან სწრაფია და საკმაო დროს იგებ და ღირს რა.
ისე ინტერესის გამო გადავამოწმე ფლორენცია-მილანის ბილეთის ფასი ადგილზე და 55 ევრო ღირდა, როცა 75 ევროში მე ოთხივე გზა ვიყიდე.

QUOTE
ვერონაში ვენეციიდან აჯობებს მგონი ჩასვლა,არა?

თუ მილანიდან წახვალ ჯერ ვერონა და მერე ვენეცია.
თუ ფლორენციიდან მოდიხარ ჯერ ვენეცია და მერე ვერონა.

თითო, დღე ვიყავი ვერონა ვენეციაში და არ მეყო, ჯობდა მილანში არ დავრჩენილიყავი 3დღე და ვერონა-ვენეციით დავმტკვარიყავი უფრო მეტად.
მაგ ორზე გადავირიე განსაკუთრებით. თან წინასაახალწლო პერიოდი იყო და ვერონა იყო დაუვიწყარი, სასწაული <3
ფლორენციაში 2 დღეში ამოვწურე ყველაფერი რაც დაგეგმილი მქონდა, ფასები რო არ მოგატყუოთ არ მახსოვს, სადღაც კი უნდა მქონდეს ბილეთები და ეწერება ალბათ ზედ.
მილანში საიდუმლო სერობის ნახვა თუ გინდათ სანტა მარია დელა გრეციეში, აუცილებლად 2 კვირით ადრე მაინც უნდა დაჯავშნოთ, მივჩერჩეტდი ბედნიერად და ვერ შევედი, გული დამწყდა ძალიან sad.gif

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 11:48
lelukaa

მადლობა დიდი 2kiss.gif

ანუ ადგილზე გამორიცხულია იაფად ავტობუსის ბილეთის ყიდვაც ხო? :/

ხო მე ფლორენცია-ვენეცია-ვერონას ვაპირებ
ვინც პირიქით მიდის კი ვიცი რო პირიქითაა :დ

ვერონა-ვენეციაში ღამე ძვირია უბრალოდ
საიდუმლო სერობაზეც გავითვალისწინებ აუცილებლად

ფლორენციაში ცენტრში იყავით? თუ გარეუბანში?

Posted by: lelukaa 14 Mar 2017, 12:42
Scoorp
QUOTE
რამდენი ხნით ადრე იყიდე შენ შიდა გადაადგილების ბილეთები?

ერთი თვით ადრე დაახლოებით, შეიძლება ცოტა უფრო ნაკლები.
ავტობუსების ამბავი არ ვიცი sad.gif

QUOTE
ვერონა-ვენეციაში ღამე ძვირია უბრალოდ

ნუ ჰო მილანი და ფლორენცია იაფია ამათზე.
რა ფასებს ვარაუდობ დაახლოებით გააჩნია.

ფლორენციაში სანტა მარია დელ ფიორედან ვიყავით დაახლოებით 1 კილომეტრში სასტუმრო Plus Florence,

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 12:55
lelukaa


ფასებს რაც შეიძლება დაბალს biggrin.gif

ვაპირებ airbnb.-ის ბინები ან ოთახები ავიღო
მემგონი ისე სასტუმრო/ჰოსტელები გაცილებით ძვირია


Posted by: lelukaa 14 Mar 2017, 13:21
Scoorp
ჯამში რა დაგიჯდება საინტერესოა, მე დამიჯდა 465 ევრო ფრენა, ვიზა, შიდა გადაადგილება და სასტუმროები 7 ღამე.

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 13:22
lelukaa

დავწერ მერე
მაგაზე ნაკლები ვერ გამომივა ალბათ.
ნუ ვიზა მაკლდება

რა პერიოდში იყავი?

Posted by: lelukaa 14 Mar 2017, 13:28
Scoorp
ნოემბერში, ისეთი კარგი ამინდები იყო, მხოლოდ ბოლო 2 დღე წვიმდა მილანში გადაუღებლად, მაგრამ არ ციოდა და არ გავჩერებულვართ, დღეში 12-15 კმს დავდიოდით ფეხით smile.gif
ჩემი მოგზაურობის მუღამიც ეგაა ხოლმე, ფეხით ბოდიალი რაც შეიძლება ბევრი, ადგილობრივი სამზარეულო, ნუ ღირსშესანიშნაობები თავისთავას...

ა ჰო მაგ ფასში ბარგიც შედიოდა ერთი გზის.
ნუ იმის გათვალისწინებით რომ ძალიან კარგ სასტუმროებში ვიყავით და მილანის გარდა ყველგან ცენტრში ვთვლი რომ ძალიან იაფი დაგვიჯდა.

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 13:32
lelukaa

კი იაფია ნამდვილად
გამიკვირდა კიდეც ეგეთი იაფი რო გამოგივიდათ smile.gif)
თქვენით დაგეგმეთ?
თუ ტურისტულით?

აუ აი ბარგი ვიყიდო თუ არა ვერ ვხვდები sad.gif
მერე რომ არ ვინანო
იმ ერთ ზურგჩანთაში რამდენ რამეს ჩავატევ
მაგრამ ჩემოდნის თრევაც მაგრად მეზარება facepalm.gif

Posted by: lelukaa 14 Mar 2017, 13:36
Scoorp
ჩვენით და თითქმის 4 თვით ადრე, სასტუმროებზე დაგვემართა ნევროზი ოღონდ.
გვინდოდა რომ სადგურებიდან ადვილად მივსულიყავით, თან ყოფილიყო ცენტრში, თან კარგი, თან საუზმით , ბოლოს ბუქინგის დანახვა აღარ მინდოდა ოღონდ smile.gif))
სამაგიეროდ შედეგი იყო სუპერ smile.gif

საზიარო მაინც იყიდეთ, მარტო არ მიდიხარ სავარაუდოდ.

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 13:43
lelukaa


არა ორნი ვაპირებთ
მაგრამ საქართველოში არაა ვინც მოდის
და ძირითადად მარტოს მიწევს ძებნა და ტვინი ამეხადა უკვე
smile.gif))
საზიარო ბარგიც მაგიტომ არ გამომივა თორე :/
აუ პირადში მოგწერ რა რაღაცებს თუ არ შეგაღონე ძაან biggrin.gif


Posted by: lelukaa 14 Mar 2017, 13:45
Scoorp
მიდი, თუ რამით დაგეხმაები ნო პრობ.

Posted by: Crøs 14 Mar 2017, 19:43
Scoorp
QUOTE
ანუ ადგილზე გამორიცხულია იაფად ავტობუსის ბილეთის ყიდვაც ხო? :/

იაფად რას ნიშნავს,ავტობუსის ბილეთი ადგილზე არის ან არ არის.მატარებელი სხვა საკითხია,ფასი თამაშობს.
QUOTE
მემგონი ისე სასტუმრო/ჰოსტელები გაცილებით ძვირია

ფლორენციაში ბოლოს Hotel ascot-ში ვიყავი,სადგურთან ახლოსაა და დუომოც ფეხით იქვეა. ცენტრისთვის არაა ძვირი,55 ევროში გამოვედი.

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 21:16
cros

ხო არასწორად ვიკითხე,უკაცრავად :დ

Posted by: evalota 16 Mar 2017, 15:25
lelukaa
რა კარგი გოგო ხარ! love.gif
მშვენიერი ინფორმაცია იყო. მეც ყველაფერს წინასწარ ვიყიდი.
მით, უმეტეს ამის ფონზე
QUOTE
ავტობუსის ბილეთი ადგილზე არის ან არ არის.მატარებელი სხვა საკითხია,ფასი თამაშობს.

Scoorp
QUOTE
აუ აი ბარგი ვიყიდო თუ არა ვერ ვხვდები

ლარჯ კაბინ ბეგი იყიდე. პლუს უფასო სმოლ კაბინ ბეგი გექნება და იოლად გამოძვრები.
ყველა ვარიანტში დაგჭირდება რა. ძალიან პატარაა უფასო თუ 3 დღით არ მიდიხარ.

Posted by: Scoorp 16 Mar 2017, 15:35
evаlota

ვიკითხე და წესით ჩავეტევი ზურგჩანთაში
3-დღეზე მეტს ვაპირებ
მაგრამ ზაფხულია მაინც და შედარებით ნაკლები ბარგი მექნება
10 კილომდეა წონა და არამგონია რომ ვერ ვიმყოფინო biggrin.gif

ანუ იდეაში იმ დიდი ჩემოდნის თრევაც ძალიან მეზარება და დამღლის ვიცი
ასე რომ სადღაცას მაწყობს კიდეც პატარა ბარგი

Posted by: turebige 16 Mar 2017, 16:46
იტალიის 4 ქალაქი ერთ ტურში
მილანი/ვენეცია/ფლორენცია/რომი
https://www.turebi.ge/tours_out?id=29256

Posted by: GODZILLA 16 Mar 2017, 18:49
კომოზე ვიყავი მილანიდან გადავედი ძაან ლამაზია, და ხედი Brunate - დან..... ვინც მოხვდებით ნახეთ აუცილებლად....

user posted image

Posted by: dato_dato 17 Mar 2017, 10:14
evаlota
QUOTE
ლარჯ კაბინ ბეგი იყიდე. პლუს უფასო სმოლ კაბინ ბეგი გექნება და იოლად გამოძვრები.

არაფერიც არ გექნება wink.gif ლარჯს რო იყიდი მარტო ლარჯის შეტანის უფლებას ყიდულობ biggrin.gif

Posted by: Scoorp 17 Mar 2017, 10:57
QUOTE (GODZILLA @ 16 Mar 2017, 18:49 )
კომოზე ვიყავი მილანიდან გადავედი ძაან ლამაზია,  და ხედი Brunate - დან.....  ვინც მოხვდებით ნახეთ აუცილებლად....

user posted image

რამდენი საათის გზაა მილანიდან?

ვნახე
1 საათის გზა ყოფილა
gigi.gif

Posted by: lelukaa 17 Mar 2017, 18:08
evаlota
2kiss.gif

QUOTE
ლარჯ კაბინ ბეგი იყიდე. პლუს უფასო სმოლ კაბინ ბეგი გექნება და იოლად გამოძვრები.

ლარჯ კაბინ ბეგს თუ იყიდი, სმოლი გიუქმდება, რაღაც სანტიმეტრებში ფულის ყრას კი არ გირჩევდით რა ვიცი.
თუ მაინცდამაინც პრიორიტი ბორდინგის ყიდვა შეიძლება, თუ სწორად მახსოვს სადღაც 4 ევრო ღირს და პატარა ხელჩანთის ატანაც შეგიძლია უფასო ზურგჩანსათთან ერთად smile.gif

Posted by: Crøs 17 Mar 2017, 20:51
QUOTE (GODZILLA @ 16 Mar 2017, 18:49 )
კომოზე ვიყავი მილანიდან გადავედი ძაან ლამაზია, და ხედი Brunate - დან..... ვინც მოხვდებით ნახეთ აუცილებლად....

user posted image

და ეს კომოს ფოტო რომ არ არის არაუშავს? biggrin.gif
ზღვას და ტბას მაინც ვერ არჩევს ეს ხალხი დავიჯერო rolleyes.gif

Posted by: Scoorp 24 Mar 2017, 13:51
აუ ერთი კითხვა მაქვს კიდევ biggrin.gif

ივნისის შუა რიცხვებში ფლორენციაში ძალიან ცხელა?
მილანი-ვენეცია იმედია არ იქნება ისეთი კატასტროფული ?

user.gif

Posted by: Crøs 24 Mar 2017, 19:21
Scoorp
QUOTE
ივნისის შუა რიცხვებში ფლორენციაში ძალიან ცხელა?

არაა smile.gif

Posted by: menina55 24 Mar 2017, 20:17
გამარჯობა მეგობრებო
ერთი კითხვა მაქვს

მაინტერესებს იტალიაში უნივერსიტეტები ფასიანი?
და მხოლოდ იტალიურ ენაზე შეიძლება თუ მაგ. მხოლოდ ინგლისურითაც შეიძლება?
ფლორენციის უნივერსიტეტებში რა ხდება ესეც მაინტერესებს თუ იცით ვინმემ.

Posted by: მამაო თამაზი 27 Mar 2017, 06:06
cros
მი სკუზი

....................................

Posted by: ნინა411 28 Mar 2017, 11:28
menina55
დიახ, ფასიანია სწავლა იტალიაში, იტალიურ ენაზეც კი და სადაც ინგლისურენოვანი ფაკულტეტია იქ სწავლა საკმაოდ მსუყე თანხა ჯდება.

Posted by: Scoorp 28 Mar 2017, 14:06
მუზეუმების ბილეთები საიდან ვიყიდო?
მაგალითად საიდუმლო სერობაზე

რომელი საიტია შედარებით სანდო,იაფი?

Posted by: acdachi 28 Mar 2017, 17:43
http://pia.ge/post/111378-italia-sengenis-wevrobas-droebit-seracerebs
ეს სიმართლეა ვითომ?

იტალიის ხელისუფლება სიცილიაში G7 სამიტის ფარგლებში, შენგენის შეთანხმებას დროებით შეაჩერებს.
გაზეთი II Messaggero წერს, რომ 10 მაისიდან თვის ბოლომდე შიდა, ასევე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება.

"დიდი შვიდეულის" სამიტი 26-27 მაისს ჩატარდება ქალაქ ტაორმინაში კუნძულ სიცილიაზე. წინასწარი შეფასებით, ქალაქს 20 ათას ადამიანზე მეტი ეწვევა, მათ შორის ჟურნალისტები, დიპლომატები და საერთაშორისო დელეგაციის წევრები.



19-ში მივდიოდი და რა გამოდის ეხლა ვიზის აღება მომიწევს??

Posted by: neosat 28 Mar 2017, 19:14
Scoorp
QUOTE
მუზეუმების ბილეთები საიდან ვიყიდო?
მაგალითად საიდუმლო სერობაზე

რომელი საიტია შედარებით სანდო,იაფი?




მუზეუმებში იყიდი პირდაპირ tongue.gif



უფიცი იყო ყველაზე ძვირი

Posted by: Crøs 31 Mar 2017, 01:04
menina55
გამოგადგება http://www.ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/it/ambasciata/news/dall_ambasciata/2017/03/borse-di-studio-per-la-georgia.html

Posted by: Scoorp 31 Mar 2017, 14:14
QUOTE (neosat @ 28 Mar 2017, 19:14 )
Scoorp
QUOTE
მუზეუმების ბილეთები საიდან ვიყიდო?
მაგალითად საიდუმლო სერობაზე

რომელი საიტია შედარებით სანდო,იაფი?




მუზეუმებში იყიდი პირდაპირ tongue.gif



უფიცი იყო ყველაზე ძვირი

არ არის ეგრე

საიდუმლო სერობის სანახავად ადრე უნდა იყიდო ბილეთები
ყველამ მირჩია ვინც ნამყოფია )
რიგებსაც ავიცილებდი თავიდან

Posted by: dato_dato 31 Mar 2017, 14:24
QUOTE
საიდუმლო სერობის სანახავად ადრე უნდა იყიდო ბილეთები
ყველამ მირჩია ვინც ნამყოფია )
რიგებსაც ავიცილებდი თავიდან

ადგილზე ვერაფერი გავაწყე მე პირადად, ვერც იმ და ვერც შემდეგ დღეებზე ვერ მოვახერხე შესვლა, თურმე დიდი ხნით ადრე იჯავშნება სამაგიეროდ გზის მეორე მხარეს ვიყავი კარგ მუზეუმში smile.gif

Posted by: konkretula 1 Apr 2017, 17:56
იტალიაში შეხვედით ვინმე უვიზოდ? რამე პრობლემა ხო არ ყოფილა ან გაგიგიათ? 3ში მივდიავრ და მეშინია sad.gif(

Posted by: lelukaa 2 Apr 2017, 12:44
Scoorp
QUOTE
მუზეუმების ბილეთები საიდან ვიყიდო?
მაგალითად საიდუმლო სერობაზე

საიდუმლო სერობა დაჯავშნე აქ, ვერ შევედი და ფლაერი კი წამოვიღე მომავალი ვიზიტისთვის smile.gif))
http://radikal.ru

Posted by: Crøs 4 Apr 2017, 20:05
acdachi
QUOTE
ეს სიმართლეა ვითომ?

მანდვე წაიკითხე
http://pia.ge/post/112949-saqartvelos-moqalaqeebi-italiasi-ar-seusves

Posted by: Same 5 Apr 2017, 17:10
ამ ბოლო დღეებში იტალიაში ვინ ჩახვედით და რა ხდება აეროპორტში? გავიგე რომ შედარებით მკაცრი კონტროლიაო და მართალია?

Posted by: RedBulla 6 Apr 2017, 11:51
konkretula
ჩახვედი?
შეგიშვეს ?

რა როგორ იყო თუ დამიწერ კაის იზამ
მივდივარ 10 შო დააა

Posted by: Jorik 8 Apr 2017, 14:07
ჩენს ფორუმზე იყო რომელიღაც თემაში, მილანიდან გამოაბრუნესოო ხალხი

Posted by: Crøs 8 Apr 2017, 14:12
Jorik
წინა გვერდზე დავდე ლინკი.

Posted by: konkretula 17 Apr 2017, 20:23
RedBulla
არ ვარ ძაან აქტიური ფორუმზე, ახლა ვნახე მოწერილი და სავრაუდოდ შენც უპრობლემოდ შეგიშვეს ;დ

ვისაც აინტერესებს იმათთვის დავწერ:
მე წავედი 3-ში მილანში, ვიზეარით. შეუშვეს ყველა მგზავრი უკლებლივ. ზოგს რაღაც საბუთები მოსთხოვეს (შორიდან ვუყურებდი კონკრეტულად არ ვიცი რა)
მე და ჩემი ბიჭი ვიყავით, თავიდან ნაგლად მარტო პასპორტები დავუდეთ მეთქი თუ მომთხოვეს მერე ვაჩვენებ დანარჩენს. არაფერი არ მოუთხოვიათ, ერთადერთი ზრდილობის გამო გვკითხა რომელ ქალაქებში აპირებთ წასვლასო და როდის ბრუნდებით უკანო, ვუპასუხეთ და შეგვიშვეს, მეტი არაფერი უკითხავთ. მითუმეტეს მე 3 დღით ადრე აღებული ცარიელი პასპორტი მქონდა, მაგრამ სავარაუდოდ პროგრამაში უჩვენებს რო ადრეც ვიყავი შენგენის ზონაშI (6 თვის წინ) და არ დამირღვევია არაფერი.

Posted by: turist777 17 Apr 2017, 20:25
კარგია აქ???
--------------------------------------------

Posted by: RedBulla 17 Apr 2017, 21:39
konkretula
კი შემიშვეს
მეუღლეა მოქალაქე და მაგათ შესასვლელით ვისარგებლე მეც თორე ისე ყველა პასპორტის მოქალაქეებისთვის რიგში იმდენი ხალხი იყო :დ


ხო კოდე არც ქუთაისში და აც მილანში პასპორტის გარდა არაფერი მოუთდოვიათ

Posted by: turist777 17 Apr 2017, 21:52
RedBulla
კაია

როგორი იყო იტალია?

Posted by: RedBulla 17 Apr 2017, 23:35
turist777
რავი მშვენიერი
აქ ვარ ისევ

Posted by: konkretula 18 Apr 2017, 23:29
turist777
გააჩნია რა მოგწონს და რომელ ქალაქები წახვალ. მე სანმარინოში ვიყავი და ვერ ვიტყვი არ მომეწონა თქო მაგრამ მეორედ აღარ წავალ ;დ

Posted by: mshvilosani 19 Apr 2017, 18:45
გამარჯობა. მაისსში ვაპირებ იტალიაში სამოგზაუროდ წასვლას. რომი-მილანი-ვენეცია-ფლორენცია-ვერონა-პომპეი. რის ნახვას მირჩევთ ამ ქალაქებში? მუზეუმები და ღირსშესანიშნავი ადგილები.გადაადგილება როგორ სჯობს?

Posted by: Maranzano 19 Apr 2017, 19:13
konkretula
QUOTE
გააჩნია რა მოგწონს და რომელ ქალაქები წახვალ. მე სანმარინოში ვიყავი და ვერ ვიტყვი არ მომეწონა თქო მაგრამ მეორედ აღარ წავალ

ეეე, მაქვეა რიმინი
განუმეორებელი ბიზანტიური არქიტექტურით

Posted by: buskunia 20 Apr 2017, 15:16
სალამი

რა მაინტერესებს

იტალიაში ლეგალურად მცხოვრებ მოქალაქეს უნდა ორი არასრულწლოვანის წაყვანა ტურისტულით, ერთი თვით. პასპორტები წესრიგში აქვს, ბინის ამბავიც მოგვარებულია, ანუ სასტუმრო არ დაჭირდება და სხვა რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო, თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ

მადლობა

Posted by: konkretula 20 Apr 2017, 23:24
Maranzano
რიმინშიც ვიყავით ოღონდ გავლით და ვერ დავათვალიერე sad.gif

Posted by: acdachi 21 Apr 2017, 13:25
გამარჯობა, ერთი რჩევა მჭირდება რა
19-20-21 უეჭველი მილანში ვარ, უკან მოვფრინავ 26-ში მილანიდან
ამ 4 დღეში რომი-ფლორენცია რო ვნახო კარგი ვარიანტია?
თუ რომი - ვენეცია, ვერონა ჯობია?
+20-ში ერთი დღით მილანთან ახლოს რისი ნახვა შეიძლება? კომოს ტბაა ერთი ვარიანტი,

Posted by: umbr_ella 2 May 2017, 15:30
RedBulla
ვააა, წასულხარ biggrin.gif ხელიდანაც არ წახვიდე და შეირგე ახლა იტალია. ჩამოხვედი თუ დარჩი? tongue.gif


სახმელეთო ტურზე აქაც ვიკითხავ, თუ არის მსურველი ვინმე მომწერეთ tongue.gif

Posted by: RedBulla 2 May 2017, 18:00
umbr_ella
:დ

დავრჩი 28 ში უნდა წამოვსულიყავი
ეხლა ხელს ვაწერ და მერე ბინადრობის უფლების საბუთზე ვიწყებ ზრუნვას :დ



როგორ ხარ რას შვები?

Posted by: umbr_ella 8 May 2017, 09:14
RedBulla
QUOTE
როგორ ხარ რას შვები?

მიხარია შენი კაი ამბები wink.gif
მე ვმუშაობ და ვარ. იტალიის სახმელეთო ტურზე განსაკუთრებით <3
ჯგუფი რომ შეიკვრება, გამოვყვები აუცილებლად და წამოგიღებთ ჭადის ფქვილს, ტყემალს და სულგუნს. კიდე რა გინდა, დამიწერე მერე, ახლა არ დამავიწყდეს biggrin.gif

Posted by: Scoorp 10 May 2017, 10:54
ჰოსტელებზე რას მეტყვით?
2 ადამიანისთვის იქნებ მირჩიოთ ფლორენცია-ვენეციაში
ყველაზე ცოტა რა შეიძლება დაგვიჯდეს 1 ღამე?

Posted by: gagripsh 10 May 2017, 11:38
Scoorp
ფლორენციაში ამ ჰოსტელს გირჩევ - Plus Florence. კარგ ადგილასაა ახლოსაა ისტორიულ ცენტრთანაც და სადგურთანაც. ფასიც ნორმალური აქვს. თან ქვემოთ კარგი რესტორანიც აქვს ნორმალურ ფასებში. ვენეციაში გენერატორს აქებენ, მაგრამ მე მანდ არ ვყოფილვარ sad.gif

Posted by: Scoorp 10 May 2017, 11:52
gagripsh

ნუ ვენეციაზე მითხრეს რომ ჰოსტელებიც ძალიან ძვირია
და ისევ airbnb-ით სარგებლობა აჯობებს ალბათ

რა დაგიჯდა ღამე მაგ ჰოსტელში?

Posted by: lelukaa 10 May 2017, 12:03
Scoorp

QUOTE
ფლორენციაში ამ ჰოსტელს გირჩევ - Plus Florence.


+1, ნოემბერში 2 ადამიანზე 2 ღამეშI გადავიხადეთ 101 ევრო სითი ტაქსიანად smile.gif

Posted by: acdachi 10 May 2017, 15:52
გამარჯობა, რომში ვინც ხართ ნამყოფი ვატიკანში შესვლა როგორაა?
ჩემი ძმაკაცი მეუბნება დილით მიდი 7-ზე და უფასოდ შეხვალ და არც რიგში იდგებიო

ზოგი მეუბნება არცერთ პონტში არ არის უფასო, წინასწარ იყიდე ბილეთებიო ..არადა იაფიც არაა

ანუ ეს ბილეთი ურიგოდ შესვლაზეა მარტო თუ ყველა ვარიანტში საყიდია?

Posted by: gagripsh 10 May 2017, 22:52
Scoorp
თებერვალში 2 მა კაცმა 3 ღამეში გადავიხადეთ სადრაც 110-120 ევრო ზუსტად არ მახსოვს. კი ვენეცია ძვირია შედარებით. პატარა სასტუმროში ვიყავით ჩვენ ნორმალური იყო მარა იაფი არ იყო sad.gif

Posted by: elen7 10 May 2017, 23:24
acdachi
უფასოდ ვერავინ ვერ შევა იქ, ტყუილია, მაგრამ შენმა ძმაკაცმა თუ გითხრა რავიცი.

დილის 7 ზე თუ მიხვალ მოგიწევს 2 საათი ცდა, 9 ზე იღება და სავარაუდოდ იქ არავინ არ იქნება და ბილეთსაც იყიდი ურიგოდ.
ბილეთს ყიდულობ ონლაინ იმიტომ, რომ იქ აღარ გიწევს რიგში დგომა, პირდაპირ ასკანერებ ბილეთს და შედიხარ, შეგიძლია შენთვის სასურველი დღე და საათი აირჩიო.
თუ არ იყიდი იქ დადგები რიგში, მე შარშან ვიყავი აღდგომას და უსაშველო რიგი არ ყოფილა.
კოლიზეუმთან იყო ძალიან დიდი რიგი,

Posted by: TTE 10 May 2017, 23:59
acdachi
ბილეთები კი წინასწარ ჯობია.
რიგს რაც შეეხება , ივლისში ვიყავი 1-2 საათისთვის აევედით ჩვეულებრივად , დაჟე თავისუფალი იყო შესასვლელები. მოედანი კი იყო სავსე

Posted by: spichuka 15 May 2017, 18:56
მოკლედ.. 5 ივნისიდან 16 ივნისამდე გვინდა იტალიაში წასვლა.. 3 ან 4 ვართ ძმაკაცები ... მილანში ვგეგმავთ ჯერ ჩასვლას wizzair ის პონტში და მერე იქედან ან მანქანას ვიქირავებთ და მოვივლით ყველაფერს ან მატარებლით ვივლით.. თქვენგან მჭირდება ახლა რჩევები სად წავიდეთ, აუცილებლად სანაახავი ადგილები ჩამოგვიწერეთ და ასევე მივიღებთ ნებისმიერი სხვა სახის სასარგებლო რჩევას ^_^

პ.ს მივდივართ დასასვენებლად და განსატვირთად.. კლუბები ჯაგა ჯუგი და ეგეთი გართობა არ გვაინტერესებს wink.gif

Posted by: NeverComeBack 15 May 2017, 18:58
პარასკებს მამაჩემი ჩაფრინდა მილანში არაფერი მომთხოვესო მხოლოდ პასპორტს დახედა და ჩამირტყაო სხვებსაც იგივე ვინც იყვნენო ხან მკაცრად არი კონტროლიო ვისთანაც ჩავიდა თავის ძმაკაცია ეცადეთ პარასკები დაამთხვიოთ ანუ პარასკები 1-15 რიცხვამდე , 16-31 მდე და სხვა დღეებში პარასკების გარდა მოწმდებაო



Posted by: acdachi 16 May 2017, 10:04
NeverComeBack
გამარჯობა,
პარასკევს მივდივარ ეხლა მე და ანუ ადვილად გავივლი მაგას ამბობ?


QUOTE
ანუ პარასკები 1-15 რიცხვამდე , 16-31 მდე და სხვა დღეებში პარასკების გარდა მოწმდებაო

ამას ვერ მივხვდი რა დაწერე biggrin.gif


Posted by: annabel777 16 May 2017, 15:15
QUOTE (spichuka @ 15 May 2017, 18:56 )
მოკლედ.. 5 ივნისიდან 16 ივნისამდე გვინდა იტალიაში წასვლა.. 3 ან 4 ვართ ძმაკაცები ... მილანში ვგეგმავთ ჯერ ჩასვლას wizzair ის პონტში და მერე იქედან ან მანქანას ვიქირავებთ და მოვივლით ყველაფერს ან მატარებლით ვივლით.. თქვენგან მჭირდება ახლა რჩევები სად წავიდეთ, აუცილებლად სანაახავი ადგილები ჩამოგვიწერეთ და ასევე მივიღებთ ნებისმიერი სხვა სახის სასარგებლო რჩევას ^_^

პ.ს მივდივართ დასასვენებლად და განსატვირთად.. კლუბები ჯაგა ჯუგი და ეგეთი გართობა არ გვაინტერესებს wink.gif

მილანში ვცხოვრობ მე და დიდი არაფერია სანახაობრივად ჩემი აზრით,მილანში თუ გინდათ ნახეთ DUOMO DI MILANO

შემდეგი ლამაზია ვერონა.ჯენოვა,რომი,ნაპოლი.

კონკრეტულად მოსანახულებელი ადგილები გინდათ რომ მოგწეროთ?

Posted by: spichuka 16 May 2017, 16:01
annabel777
ყველაფერი მოგვწერე რის თქმასაც შეძლებ და არ დაგეზარება <35

Posted by: acdachi 16 May 2017, 16:20
annabel777
გამარჯობა, 3 დღით ვიქნები მილანში და ყველაზე კარგი ღამის კლუბი და ყველაზე კარგი (ნორმალურ ფასებიანი) საჭმელი სადაა? chups.gif

Posted by: Scoorp 16 May 2017, 16:40
QUOTE (annabel777 @ 16 May 2017, 15:15 )
QUOTE (spichuka @ 15 May 2017, 18:56 )
მოკლედ.. 5 ივნისიდან 16 ივნისამდე გვინდა იტალიაში წასვლა.. 3 ან 4 ვართ ძმაკაცები ... მილანში ვგეგმავთ ჯერ ჩასვლას wizzair ის პონტში და მერე იქედან ან მანქანას ვიქირავებთ და მოვივლით ყველაფერს ან მატარებლით ვივლით.. თქვენგან მჭირდება ახლა რჩევები სად წავიდეთ, აუცილებლად სანაახავი ადგილები ჩამოგვიწერეთ და ასევე მივიღებთ ნებისმიერი სხვა სახის სასარგებლო რჩევას ^_^

პ.ს მივდივართ დასასვენებლად და განსატვირთად.. კლუბები ჯაგა ჯუგი და ეგეთი გართობა არ გვაინტერესებს wink.gif

მილანში ვცხოვრობ მე და დიდი არაფერია სანახაობრივად ჩემი აზრით,მილანში თუ გინდათ ნახეთ DUOMO DI MILANO

შემდეგი ლამაზია ვერონა.ჯენოვა,რომი,ნაპოლი.

კონკრეტულად მოსანახულებელი ადგილები გინდათ რომ მოგწეროთ?

მეც მივიღებდი რჩევებს-მილანი-ფლორენცია-ვენეციაზე

war.gif

Posted by: acdachi 20 May 2017, 10:03
უპრობლემოდ მიგვიღეს მთელი ბორტი smile.gif))
ჩემთვის პასპორტის გარდა არაფერიც არ უთხოვიათ

ზოგს კითხეს როდის ბრუნდებითო და თუ გაქ წესრუგშიო

Posted by: spichuka 20 May 2017, 10:58
acdachi
კარგია გილოცავთ, ბედნიერი დასვენება ^_^ ვიზეარით გაფრინდი?

Posted by: acdachi 20 May 2017, 21:55
მადლობა,კი ვიზეარით მილანში............

Posted by: cuda 21 May 2017, 15:28
მოკლედ ბილეთი მინდა იტალიაში , სასურველია ბარში , fly.ge ზე რაც ვნახე ქუთაისიდან "ტუდა აბრატნი" 4400+ ლარიდან იყო თან 2 გადაჯდომით , თბილისიდან კიდე 880+ და ამხელა სხვაობა რატოა? ან რავი ხალხი რო ამბობ 50-100 ლარად დავდივართო ეგ მართალია ვაფშე? ეჭვი მეპარება უკვე ამაზე იაფად სად ვნახო

Posted by: Kebo 21 May 2017, 15:51
cuda

wizzair.com

Posted by: Crøs 21 May 2017, 18:59
cuda
QUOTE
სასურველია ბარში

ბარიში

თარიღი მომწერე და ვნახავ რამეს. ზაფხულში ძვირდება ბილეთები როგორც ყოველთვის.

Posted by: GLADI 21 May 2017, 20:49
ტურისტულად რომ წახვიდე 1 კვირით რა ჯდება და რა არის საჭირო ამისათვის..

მეც ბარიში მინდა. :დ


Posted by: cuda 21 May 2017, 22:26
Kebo
ელექტრონულად მექნება მანდ ნაყიდი ბილეთი?

Posted by: cuda 22 May 2017, 23:23
wizzair ზე არ არის ბარის ბილეთები საერთოდ? ვერ ვნახულობ

Posted by: pastorius 23 May 2017, 16:20
სალამი მეგობრებო,

იტალიაში, შიდა ქალაქებში მატარებლის ბილეთებს სად ყიდულობთ?

Posted by: mikheili1985 23 May 2017, 17:16
pastorius
თუ ინტერნეტში ვერა, ტაბაკერიაში, ჯორნალაიო, სტაციონეზე smile.gif

Posted by: Werner Voss 23 May 2017, 18:50
მალპენზადან მილანის რკინიგზის ცენტრალურ სადგურამდე შორია ხო? და ყველაზე იაფიანი სამგზავრო ვარიანიტი ამ ორ პუნქტს შორის რა არის?

Posted by: Crøs 23 May 2017, 19:31
Werner Voss
QUOTE
მალპენზადან მილანის რკინიგზის ცენტრალურ სადგურამდე შორია ხო? და ყველაზე იაფიანი სამგზავრო ვარიანიტი ამ ორ პუნქტს შორის რა არის?

ავტობუსი. ერთი (73) მიდის სან ბაბილას პიაცამდე,იქიდან მერე მეტროთი გახვალ ჩენტრალეზე,1.5 ევრო(90 წუთი და მეტროშიც გამოიყენებ ბილეთს)
და მეორე პირდაპირ ჩენტრალემდე მიდის და 5 ევრო ღირს.
მატარებელი უფრო ძვირია.

Posted by: Werner Voss 24 May 2017, 12:27
cros
QUOTE
ავტობუსი. ერთი (73) მიდის სან ბაბილას პიაცამდე,იქიდან მერე მეტროთი გახვალ ჩენტრალეზე,1.5 ევრო(90 წუთი და მეტროშიც გამოიყენებ ბილეთს)
და მეორე პირდაპირ ჩენტრალემდე მიდის და 5 ევრო ღირს.
მატარებელი უფრო ძვირია.

ერთს კითხვა კიდე თუ შეიძლება, სექტემბერში ვაპირებ წასვლას მილინში გაუჩერებლად, პირდაპირ ფლორენციაში და მერე რომში და მატარებლით ჯობია ქალაქებს შორის მგზავრობა თუ ავტობუსით, ფასებს დაახლოებით ერთი და იგივეს მიჩვენებს ორივეზე.

Posted by: cuda 24 May 2017, 19:04
სადმე მაშოვნინეთ ბილეთი , მილანი და რომი არ მაწყობს , იდეალური იქნება ბარიში პირდაპირ ან სადმე ახლოს. fly.ge ზე თბილისიდან ორივე გზა ("ტუდა-აბრატნი") 880 ლარი ჯდება , თბილისი - სტამბული - ბარი და ამაზე იაფად არ იქნება?

Posted by: Crøs 24 May 2017, 19:15
Werner Voss
QUOTE
ერთს კითხვა კიდე თუ შეიძლება, სექტემბერში ვაპირებ წასვლას მილინში გაუჩერებლად, პირდაპირ ფლორენციაში და მერე რომში და მატარებლით ჯობია ქალაქებს შორის მგზავრობა თუ ავტობუსით, ფასებს დაახლოებით ერთი და იგივეს მიჩვენებს ორივეზე.

მატარებლებით,ოღონდ წინასწარ უნდა იყიდო ახლავე ბილეთები ტრენიტალია.იტ-ზე თორემ აგვისტო სექტემბერი ტურისტული სეზონია და ძვირი დაგვხვდება ადგილზე.

cuda
QUOTE
სადმე მაშოვნინეთ ბილეთი , მილანი და რომი არ მაწყობს , იდეალური იქნება ბარიში პირდაპირ ან სადმე ახლოს. fly.ge ზე თბილისიდან ორივე გზა ("ტუდა-აბრატნი") 880 ლარი ჯდება , თბილისი - სტამბული - ბარი და ამაზე იაფად არ იქნება?

თარიღს თუ არ დაწერ,მასე ვერავინ გეტყვის იაფ ბილეთებს,ყოველდღე სხვადასხვა ფასია.

Posted by: cuda 24 May 2017, 19:28
cros
QUOTE
თარიღს თუ არ დაწერ,მასე ვერავინ გეტყვის იაფ ბილეთებს,ყოველდღე სხვადასხვა ფასია.


ივნისის პირველი კვირა ნებისმიერი რიცხვი

Posted by: Crøs 24 May 2017, 19:44
cuda
QUOTE
ივნისის პირველი კვირა ნებისმიერი რიცხვი

ცუდადაა შენი საქმე,ყველაზე პატარა ფასი 435 ევროა წასვლა-წამოსვლა smile.gif თან თურქიშით და თან 10 საათიანი გადაჯდომის ლოდინით.

დამიჯერე,პეგასუსი აირჩიე რომით. 1-9 ივნისი.გიჯდება 320 ევრო(30 კგ ბაგაჟით) და მერე რომიდან მატარებლით ბარიმდე არ დაგიჯდება ძვირი.

Posted by: Werner Voss 24 May 2017, 20:17
cros
დიდი მადლობა დახმარებისთვის

Posted by: cuda 24 May 2017, 20:40
cros
435 ევრო სად ნახე?

fly.ge ზე ვნახე მე 880 ლარად სტამბულით
http://radikal.ru

23 კილო აქ ამას ხო?
* * *
უეჭველი ბარიში მინდა თან , ჩემთვის არ მინდა , ვინც მიდის არც ინგლისური იცის და იტალიური მითუმეტეს იქ მატარებელს და რაღაცას ვერ გააგნებს , ბარის აეროპორტში კიდე დახვდებიან
* * *
სტამბულში გადაჯდობაც არაა პრობლემა , ანუ რაც დავსქრინე როგორც მივხვდი 880 ლარს ვიხდი და ვსო , და 23 კილო მიმაქ , ესეა ხო?
* * *
სამოგზაურო დაზღვევა სად კეთდენა? ან ანგარიშზე თანხა როგორ უნდა წარვადგინო გაფრენისას?
* * *
cros
http://radikal.ru



მოკლედ 10 რიცხვი გადაწყდა რა, და ვფიქრობ ეს ავიღო , თურქიშს რას ერჩი?
* * *
http://radikal.ru

კიდე უფრო იაფად ვნახე , ეს mytrip.com როგორი საიტია? და ბილეთი ელექტრონულად იქნება ხო? პასპორტს აჩვენებს და ვსო ხო?

Posted by: Scoorp 25 May 2017, 16:24
მილანი-ფლორენცია-ვენეცია-მილანი

ამ მიმართულებებიდან
მატარებლით გადაადგილება რომლიდან რომელ ქალაქში უფრო უკეთესია? ხედების თვალსაზრისით ვიძახი ))

Posted by: Crøs 25 May 2017, 20:11
cuda
QUOTE
435 ევრო სად ნახე?

საერთოდ მე კომპანიების ოფიციალურ საიტებზე ვყიდულობ ხოლმე ბილეთებს,მაგალითად აგერ თურქიშზე ასეა 1-9 ივნისი
http://radikal.ru

http://radikal.ru

Posted by: -zeppelin- 26 May 2017, 02:48
cros


user posted image


გადააგდეთ ეს კაცი ტო


Posted by: Crøs 26 May 2017, 18:37
-zeppelin-
QUOTE
გადააგდეთ ეს კაცი ტო

ვინაა?

Posted by: cuda 26 May 2017, 22:45
cros
http://radikal.ru


რა უნდა ამის გარეშე რატო არ მიშვებს
* * *
გავარკვიე უკვე 1 1 1 1 1232 34ე2 1

Posted by: კალამი 27 May 2017, 14:03
Saluta andonio biggrin.gif

....
.
.

.

.

Posted by: cuda 28 May 2017, 23:27
ამ თემას არ ეხება მარა იქნებ იცოდეთ , მოკლედ booking.com ან airbnb.ccom ზე რო დავჯავშვნო სასტუმრო და აღარ მივიდე რა იქნება ისინი no-show რო მონიშნავენ? ნე რამე ჯარიმა დამეკისრება? ჯავშანი იმიტო უნდა რო აქ საზღვარზე აჩვენოს რა ისე ნათესავთან მიდის მარა მოწვევის დრო არაა და მაგიტო გვინა ესეთი რაღაცის გაკეთება

Posted by: Crøs 29 May 2017, 00:05
cuda
პირველად გადის საზღვარგარეთ ასეთი ელემენტარული დეტალები რომ არ იცით ? smile.gif
ბუქინგზე რომ შეხვალ ისეთი სასტუმრო უნდა ნახო,რომელსაც უფასო აქვს შემდეგ ჯავშანზე უარი და აღარაფერს ჩამოგაჭრის კარტიდან. ხოლო როცა კი დაჯავშნით შეგიძლია მაშინვე ამოაპრინტერო ჯავშანი და ეგ იქონიოს საზღვარზე,თუნდაც მერე გაუქმებული იყოს.

აი მსგავსი ჰოტელები რომლებსაც უფასო ჯავშნის გაუქმება აწერია(ნუ მე რუსულად მაქვს)

Posted by: cuda 29 May 2017, 00:16
cros
როდისღაც ყველასთვის პირველია და რა არი ამაში გასაკვირი? ანუ ეხლა რო დავჯავშვნო ამოვბეჭდო და მაშინვე გავაუქმო ჯავშანი უეჭველი არ იქნება ხო პრობლემა?

Posted by: Crøs 29 May 2017, 00:21
cuda
QUOTE
ანუ ეხლა რო დავჯავშვნო ამოვბეჭდო და მაშინვე გავაუქმო ჯავშანი უეჭველი არ იქნება ხო პრობლემა?

არა რა თქმა უნდა. საზღვარზე(თბილისის აეროპორტში) სასტუმროში ვერ და არ დარეკავენ ამის გადასამოწმებლად,ასე რომ არ ინერვიულო smile.gif

Posted by: cuda 29 May 2017, 00:24
cros
და უკვე ჩასულზე მობრუნება არა ხო? რავი ზოგისგან გამიგია რო შეიძლება იქაურმა მესაზღვრემ მოაბრუნოსო რამე მიზეზის გამო, მარა რეალური ფაქტი ვერავის მოყავს რო ვინმე ჩავიდა და მოაბრუნეს

Posted by: turebige 30 May 2017, 13:34
მილანი _ გენოა ივლისის თვეში 350 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=31439

Posted by: lika23 31 May 2017, 18:27
გამარჯობათ,მილანში რამდენია საჭრო თანხა ქალაქის დასათვალიერებლად და საშოპინგოდ?დაახლოებით,ბინის და კვების გარეშე.სად არის შეღავათიან ფასებში ტანსაცმელი და როდიდან იწყება ფასდაკლებები?

Posted by: Bergen 1 Jun 2017, 01:33
lika23
QUOTE
,მილანში რამდენია საჭრო თანხა ქალაქის დასათვალიერებლად და საშოპინგოდ?

მაგარი კითხვაა რა, გააჩნია რის ყიდვას აპირებ

Posted by: lika23 1 Jun 2017, 11:31
Bergen
ზოგადად ვკითხულობ,მაგალითად 3კაბას ვიყიდი სადმე 100£?

Posted by: Crøs 1 Jun 2017, 12:18
lika23
QUOTE
გამარჯობათ,მილანში რამდენია საჭრო თანხა ქალაქის დასათვალიერებლად და საშოპინგოდ?დაახლოებით,ბინის და კვების გარეშე.სად არის შეღავათიან ფასებში ტანსაცმელი და როდიდან იწყება ფასდაკლებები?

ძალიან ზოგადი კითხვაა.გააჩნია რის დათვალიერებას აპირებ და რა ფასის და მარკის ტანსაცმელი გინდა.მასე ვერავინ გეტყვის ზუსტ "სტავკას".

Posted by: Heinz Doofenshmirtz 1 Jun 2017, 14:39
გამარჯობა, მუზეუმების ნახვა თუ გინდა, წინასწარ უნდა დაჯავშნო ადგილები?

და სად/როგორ ხდება დაჯავშნა, ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Bergen 1 Jun 2017, 14:44
Heinz Doofenshmirtz
ვატიკანის მუზეუმი ჯობია წინასწარ დაჯავშნო, თავიანთვე საიტზე
დანარჩენ რომზე ჯობია რომა პასი იყიდო ტურისტულ საინფორმაციოებში ადგილზე
პირველი ორი მუზეუმი უფასოა (მაგალითად კოლიზეუმი და ფორუმი ერთ ბილეთში გადის და კიდევ რომელიც გინდა, ვატიკანი სხვა სახელმწიფოა და არ შედის), დანარჩენებზე დიდი ფასდაკლებებია, საზტრანსპორტი უფასო 3 დღე
ჰო, ვილა ბორგეზეც წინასწარ დაჯავშნო ჯობია

Posted by: ricrub 1 Jun 2017, 15:21
იტალიის საზღვარზე ლამის დეპორტი მხიეს გაუქმებული ჯავშნის გამო

3 საათი მომიწია ცალკე ოთახში ლოდინი და ახსნა-განმარტებები

Posted by: Heinz Doofenshmirtz 1 Jun 2017, 15:24
Bergen
მადლობა. smile.gif

Posted by: ZOR-666 5 Jun 2017, 14:49
მე ჩავედი რომში 27 მაისს.. ყველა საბუთი მქონდა ბრონიან ამონეწერიანად . 4 ნი ვიყავით. მესაზღვრეს არაფერი არუკითხავს. უკან როდის მიდიხარო ერთი ეგ მკითხა და ჩაარტყა ბეჭედი პასპორტში/.. არაფერი არ უთხოვიათ ერცერთისთვის..

Posted by: Scoorp 5 Jun 2017, 15:59
23-ში ხომ არ მოფრინავთ მილანიდან ქუთაისში ვინმე?

Posted by: novalisi 7 Jun 2017, 22:11
ივნისის შუა რიცხვებში წყვილს გვინდა იტალიაში წასვლა და რას გვირჩევთ ტურისტულით წავიდეთ თუ ჩვენით დავჯავშნოთ ჯობია? რა ქალაქებს და რის ნახვას გვირჩევთ? წყნარი, რომანტიული ტური გვინდა - ძეგლები, საინტერესო ადგილები, ხმაურისა და შოფინგების გარეშე.
ვენეცია აუცილებლად უნდა იყოს ტურში. როგორი ამინდებია მაგ დრის ვენეციაში, სიცივეა? რა ტანსაცმელი წავიღოთ?

Posted by: Bergen 8 Jun 2017, 04:30
novalisi
ვენეცია 1 დღე, ფლორენცია - 2, რომი მინიმუმ - 4

ეს სამი ძირითადი კლასიკაა და დანარჩენი კიდევ უამრავი ადგილი შეიძლება მიამატო, იტალიაა...

Posted by: Scoorp 8 Jun 2017, 08:01
novalisi
Bergen


ფლორენციისთვის 2 ცოტაა როგორც ვიცი))
3 სრული დღე მაინც უნდაო გამიგია :დ




---

16-ში ხო არ მიფრინავთ ვინმე მილანში? sleep.gif

Posted by: kamechistavi 10 Jun 2017, 18:22
გამარჯობათ მეგობრებო იტალიის ვიზას თუ აკეთებს ვინმე რამოდენიმე წლიანს თუ არის ეგეთი რამ შესაძლებელი და არის რეალური გთხოვთ შემეხმიანეთ ან გამაგებინეთ

Posted by: Jorik 10 Jun 2017, 22:25
kamechistavi
უვიზოა, უვიზო, როცა გინდა ჩადი

Posted by: Crøs 11 Jun 2017, 11:24
kamechistavi
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო იტალიის ვიზას თუ აკეთებს ვინმე რამოდენიმე წლიანს თუ არის ეგეთი რამ შესაძლებელი და არის რეალური გთხოვთ შემეხმიანეთ ან გამაგებინეთ

რამდენიმე წლიანი თუ გინდა ეგ საკონსულოში უნდა ითხოვო,თან სერიოზული მოტივით და საბუთებით უნდა მიხვიდე(სწავლა ან მუშაობა კონტრაქტით და მოწვევით).


მოკლედ,ვინც იტალიაში ან იტალიიდან მეზობელ ქვეყნებში იაფად გადაადგილება გინდათ,გირჩევთ flixbus ! ამაზე იაფი კომფორტული ავტობუსი თავისი ვაი ფაით და კონდინციონერით მე არ შემხვედრია.

Posted by: novalisi 11 Jun 2017, 11:31
Bergen
Scoorp
მადლობა wink.gif

Posted by: Werner Voss 11 Jun 2017, 11:52
cros
QUOTE
მოკლედ,ვინც იტალიაში ან იტალიიდან მეზობელ ქვეყნებში იაფად გადაადგილება გინდათ,გირჩევთ flixbus ! ამაზე იაფი კომფორტული ავტობუსი თავისი ვაი ფაით და კონდინციონერით მე არ შემხვედრია.

კიდევ ერთხელ შეგაწუხებ, მოკლედ ოქტომბერში ვიყიდე ვიზის ბილეთები როგორც იქნა, მილანიდან ფლორენციამდე ზუსტად მაგ flixbus ით ვაპირებ მგზავრობას და მალპენზიდან lampugano ს ავტობუსების სადგურამდე მოხვედრის ყველაზე პრაქტიკული და იაფი გზა რომელია?

Posted by: giat 11 Jun 2017, 20:37
საინტერესო და ძალიან ლამაზია კაპრის ნახევსრ კუნძული
გირჩევთ მოინახულოთ

Posted by: Bergen 11 Jun 2017, 21:10
giat
QUOTE
კაპრის ნახევსრ კუნძული

კაპრი კუნძულია

Posted by: Crøs 12 Jun 2017, 01:01
Werner Voss
QUOTE
მალპენზიდან lampugano ს ავტობუსების სადგურამდე მოხვედრის ყველაზე პრაქტიკული და იაფი გზა რომელია?

1 ტერმინალიდან გადის მატარებელი მილანო კადორნამდე.მერე მანდ კადორნას მეტროში ჩახვალ რო ფიერმილანოს მიმართულებით და ამოხვალ ლამპუნიანოს სადგურზე.

ანდა მეორე ვარიანტი


Posted by: Bite_my_lip 12 Jun 2017, 11:18
მალპენზას აეროპორტიდან პირდაპირ მიდის მატარებელი მილანო ცენტრალეზე?
(ავტობუსი ან მატარებელი)
და რომელი ჯობია???

Posted by: ILIA1702 12 Jun 2017, 13:02
Bite_my_lip
QUOTE
მალპენზას აეროპორტიდან პირდაპირ მიდის მატარებელი მილანო ცენტრალეზე?
(ავტობუსი ან მატარებელი)
და რომელი ჯობია???

პირდაპირი მატერებელიცაა და ავტობუსიც. ფასით ავტობუსი სჯობს თავისი ვაიფაით.

Posted by: Bite_my_lip 12 Jun 2017, 13:26
ILIA1702


მარტივად მისაგნები რომელია აეროპორტიდან?
მარტო მივდივარ და ამიტომ ცოტას ვნერვიულობ და წინასწარ მინდა ვიცოდე რა და როგორ ჯობია
ავტობუსს ალბათ მეტი დრო დასჭირდება,ერთი ეგეცაა...
და ფასებში რა სხვაობაა ბარემ ეგეცმითხარი

Posted by: ILIA1702 12 Jun 2017, 13:38
Bite_my_lip
დრო თითქმის ერთიდაიგივეა 1 საათზე ოდნავ მეტი(ოდნავ ჩქარია მატარებელი) მაგრამ მოსახერხებულობის მხრივ სჯობს ავტობუსი, 10 ევრო ღირს(მატარებელი 13 და ზევით). გამოხვალ თუ არა აეროპორტიდან ეგრევე ნახავ "შატლი" ქვია ეგეთ ავტობუსებს და მინიშნება იქნება. თან გზაში ვაიფაი გაქვს და სჯობს რა. პ.ს. გაითვალისწინე რომ რკინიგზის სადგური არ არის ქალაქსი ძალიან ცენტრში სხვა იტალიური ქალაქებივით და ტრანსპორტით მოგიწევს გადაადგილება.

Posted by: Bite_my_lip 12 Jun 2017, 13:48
ILIA1702

ხომ ესაა რკინიგზის სადგური? (წითლად რაცაა)
თუ მეშლება?

http://radikal.ru



მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: acdachi 12 Jun 2017, 14:43
Bite_my_lip
სადგური ეგაა კი, 8 ევრო ღირს მალპენზადან რკინიგზის სადგურამდე ავტობუსი

მერე სადგურ ლამპუგნანომდე მეტროა ყველაზე კარგი ვარიანტი, 1.5 ღირს და მალე მიდის
ამოხვალ თუ არა ეგრევე დგას ავტობუსები.
5 წუთით ადრე რო მიხვიდე შეიძლება არ იდგეს და არ შეგეშინდეს smile.gif
ზუსტად მოვა როცა წერია

ნამდვილად კომფორტულია ფლიქსბასი ,
სეგესტაც ნორმალურია და ოდნავ უფრო იაფი


Posted by: Bite_my_lip 12 Jun 2017, 14:59
acdachi


ლამპუგნანოში რა მინდა?
მილანში ვჩერდები 2 ღამე
smile.gif


---
"zona risorgimento"-ს ტერიტორიაზეა სახლი და ვფიქრობ რომ სადგურიდან ფეხით ჩავიდე იქამდე : )))))

Posted by: Werner Voss 12 Jun 2017, 15:32
cros
QUOTE
1 ტერმინალიდან გადის მატარებელი მილანო კადორნამდე.მერე მანდ კადორნას მეტროში ჩახვალ რო ფიერმილანოს მიმართულებით და ამოხვალ ლამპუნიანოს სადგურზე.

ანდა მეორე ვარიანტი

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ


მოკლედ მილანში გაუჩერებლად პირდაპირ ფლორენცია 2 დღე - რომი 4 დღე - ვენეცია 1 დღე - უკან მილანში ერთი დღე და ჰაიდა ქუთაისში
ერთი ეგაა რომ ჩაფრენის დრო ძალიან არაპრაქტიკულია და ფლორენციაში ღამის 1-2 საათზე მოვხვდები ავტობუსით, რამე პრობლემა ხო არ არის ამაში, ან მესაძღვრეები ხო არ გაჭედავენ იმაზე მილანში რო არ ვრჩები?

Posted by: acdachi 12 Jun 2017, 16:47
QUOTE
ლამპუგნანოში რა მინდა?

Werner Voss-ს ვუპასუხე ჩემი აზრით smile.gif

არა საზღვარზე არამგონია რამე პრობლემა იყოს..ძაან იშვიათად მოთხოვონ ვინმეს ეგრე დეტალურად


Posted by: Bite_my_lip 12 Jun 2017, 17:00
acdachi


არაუშავს...



.......

Posted by: stenka 12 Jun 2017, 17:42
თუ ვინმე იტალიაში ან ახლო მახლო ხართ, 14 ივნის ფლორენციაში ტარდება რადიოჰედის კონცერტი. მაქვს 4 ბილეთი. თითოეული ბილეთში გადახდილია 73 ევრო და ვყიდი 55-ად თუ ოთხივეს ერთად აიღებთ. ანუ სულ დაგიჯდებათ 220 ევრო, ის რაშიც 293 ევროა გადახდილი.

ბილეთები ელექტრონულია, ასე რომ ყიდვისთანავე მოგაწვდით. ელექტრონული ბილეთის ნამდვილ ბილეთში გადასაცვლელად ასევე გამოგიგზავნით მყიდველის (ჩემი) პასპორტის ასლს და წერილს ბილეთებზე უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე (რეგულაციაა ეგეთი, ბილეთების გამოსატანად)

Posted by: Crøs 12 Jun 2017, 19:16
Werner Voss
QUOTE
მოკლედ მილანში გაუჩერებლად პირდაპირ ფლორენცია 2 დღე - რომი 4 დღე - ვენეცია 1 დღე - უკან მილანში ერთი დღე და ჰაიდა ქუთაისში
ერთი ეგაა რომ ჩაფრენის დრო ძალიან არაპრაქტიკულია და ფლორენციაში ღამის 1-2 საათზე მოვხვდები ავტობუსით, რამე პრობლემა ხო არ არის ამაში, ან მესაძღვრეები ხო არ გაჭედავენ იმაზე მილანში რო არ ვრჩები?

აუ რა ეჭვები გაქვს)))) მთავარია აეროპორტიდან გახვიდე და ვისი რა საქმეა სად გაჩერდები))

stenka
შენ თბილისში ხარ? ფლორენციაში რომ იყო კონცერტზევე გაყიდიდი მაგ ბილეთებს ან დღესვე ებეიზე.
როგორ ველოდები მეც რადიოთვებს,ხვალ ბარგს ვალაგებ და მივდივარ bis.gif
* * *
stenka
მაგარი ღადაობა მიდის უკვე ნეტში ამაზე biggrin.gif biggrin.gif
http://radikal.ru

Posted by: stenka 12 Jun 2017, 19:52
cros
QUOTE
შენ თბილისში ხარ? ფლორენციაში რომ იყო კონცერტზევე გაყიდიდი მაგ ბილეთებს ან დღესვე ებეიზე.
როგორ ველოდები მეც რადიოთვებს,ხვალ ბარგს ვალაგებ და მივდივარ 

არა არც თბილისში და არც ფლორენციაში, იბეიზე და ბევრ საიტზე დავდე მარა სასტავი 40 ევროდ მეჩალიჩება. სულ დაკარგა ხალხმა ნამუსი biggrin.gif

QUOTE
მაგარი ღადაობა მიდის უკვე ნეტში ამაზე 

ისე ვერ მივხვდი რატო არ გაიყიდა ბოლომდე ეს კონცერტი, თან როგორც გავიგე ეს იპოდრომი ფლორენციაში არაა ძალიან დიდი და ძაან "სკუჩნი" და ინტიმური გარემო იქნებაო, თუ ხალხს მაინცდამაინც გადავსებული სტადიონები მოწონს. მე მეგონა ვერ მოვასწრებდი ბილეტების ყიდვას და შარშან ვიყიდე ტურის დაანონსებისთანავე...ბოლო-ბოლო რადიოჰედია ქუჩის ბიჭები ხომ არა :/

Posted by: Crøs 12 Jun 2017, 20:11
stenka
QUOTE
იბეიზე და ბევრ საიტზე დავდე მარა სასტავი 40 ევროდ მეჩალიჩება. სულ დაკარგა ხალხმა ნამუსი

იტალიურ იბეიზე? :O
QUOTE
თან როგორც გავიგე ეს იპოდრომი ფლორენციაში არაა ძალიან დიდი და ძაან "სკუჩნი" და ინტიმური გარემო იქნებაო,

რას ქვია ფლორენციაში არაა? eek.gif რუკაზე ნანახი გაქვს? ტეატრო პუჩინისთან ახლოსაა პარკო დელე კაშინე,ანუ იმპოდრომი შიგნით. მასეთ გახსნილ ტერიტორიაზე კი მოგეხსენება რამდენი ხალხი ეტევა. მიუზზე ვიყავი რომის იპოდრომზე და ზღვა ხალხი ვეყარეთ მზის ქვეშ, ახლა ქოლგები უნდა წავიღო რომ არ დავიწვა.
უფიციდანაც ახლოსაა ფეხით,არნოს უნდა გაუყვე.
კიდევ რომ იყიდება ალბათ იმის ბრალია რომ ორ დღეში მერე მილანშია.რეავი---

Posted by: Werner Voss 12 Jun 2017, 20:26
cros
QUOTE
აუ რა ეჭვები გაქვს)))) მთავარია აეროპორტიდან გახვიდე და ვისი რა საქმეა სად გაჩერდები))

ხო რა ვიცი ჩემი თავის იმედად პირველად მივდივარ ევროპაში და ცოტა აჭრილი ვარ user.gif
acdachi
გასაგებია, მადლობა smile.gif

Posted by: stenka 12 Jun 2017, 20:54
QUOTE
რას ქვია ფლორენციაში არაა?  რუკაზე ნანახი გაქვს? ტეატრო პუჩინისთან ახლოსაა პარკო დელე კაშინე,ანუ იმპოდრომი შიგნით.

ანუ ფლორენციაშია კია, დიდი არაამეთქი biggrin.gif

Posted by: Crøs 12 Jun 2017, 21:41
stenka
QUOTE
ანუ ფლორენციაშია კია, დიდი არაამეთქი

ფლორენციაში აღარ უნდა დაგეწერა,დავიბენი biggrin.gif


ფლიქსბასის ბილეთი ვიყიდე ,400 კმ მანძილი უნდა გავიარო და 5 ევროდ,მეცინება რა იაფია)))

Posted by: კალამი 12 Jun 2017, 23:08
თუ ვინმე ხართ ნაპოლშო შეგიძლიათ დამეხმაროთ ??? ესეიგი ეხლა რა ხდება 20 ივნისიდან 26 ივნისამდე მჭირდება ერთი ადგილი ღამის გასათევად თუ ვინმეს აქვს რამე პონტი რო დამეხმაროს გამაგებინეთ .
ანაზღაურებაც კარგი იქნება და პატივისცემაც.

გამოცდები მაქ და არ მინდა სასტუმროში 400€ დავტოვო

Posted by: Crøs 12 Jun 2017, 23:30
კალამი
გოგო ხარ თუ ბიჭი? პროფილში შეიძლება სხვა გეწეროს ))
გავიკითხავ აბა თავისუფალ ადგილს და თუ ვნახე მოგწერ.

Posted by: კალამი 12 Jun 2017, 23:47
cros
ბიჭი ვარ ფლორენციასთან ვცხოვრობ და წელს ნაპოლში მიწევს გამოცდების ჩაბარება ნუ ეროვნულების პონტი როა ესენი რო მატურიტას უძახიან.
სასტუმროები ვბახე და 338 ევრო მიჯდება 6 დღე პლიუს ტრენოს პონტი და საჭმელიც კი ავალ ალბათ 500-600 ევრომდე.
გამოცდები მაქ 21 - ში და 22 - ში ანუ 20 - ში საღამოთი იქ უნდა ვიყო მერე 23 დან 25 ჩათვლით თავისუფალი ვარ 26 -ში მაქვს ბოლო წერითი გამოცდა. სახლში რო დაბრუნდე 23 - დან 25 - მდე არააქ მგონი აზრი ძან დიდი დროის და მაყუთის დაკარგვაა.

რავი თუ გამიგებ დიდ საქმეს გამიკეთებ თუ რამე აგერ ჩემი ნომერი

Posted by: Crøs 13 Jun 2017, 00:11
კალამი
წაშალე შენი ნომერი.
თუ გავიგე ვინმე პირადში მოგწერ და დაურეკავ.

Posted by: კალამი 13 Jun 2017, 00:20
cros
ოკ წავშალე :biggrin.gif
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: TamoTamoTamo 13 Jun 2017, 17:40
მოკლედ აგვისტოში 7 დღით მივდივარ იტალიაში, ქუთაისი-მილანი-ქუთაისი, ამ შვიდ დღეში რის ნახვას მოვასწრებ მირჩიეთ რა, რომში წავიდე თუ არა ვერ გადავწყვიტე, არადა იტალიიდან რომის უნახავად როგორ ჩამოვიდე .. მოკლედ მე ვვარაუდობ მილანი-ვენეცია-ვერონა-რომის ვერსიას. მოკლედ მირჩიეთ რომელი ქალაქები ვნახო ამ 7 დღეში..

Posted by: gagripsh 13 Jun 2017, 17:42
TamoTamoTamo
კოპალ შენ ხარ?

Posted by: კალამი 13 Jun 2017, 22:05
TamoTamoTamo
რავი ზღვის პონტიც თუ გინდა შეგიძლია ჩინქუე ტერეზეც წახვიდე არაა არც ისე დიდი მანძილი მილანიდან .
ისე მილანში არც ისე ბევრი რამაა სანახავი და მაგას ჯობია ფლორენცია ნახო.

Posted by: TamoTamoTamo 14 Jun 2017, 14:15
gagripsh

არ ვარ კოპალა smile.gif



კალამი მადლობა რჩევისთვის, ძალიან მომეწონა ფოტოები. ჩინქუე ტერე-ში მგონი სადგური არ არის ( ტრენიტალიაზე ვერ ვნახულობ) და ლა სპენზიაში უნდა ჩავიდე მატარებლით თუ იცი?

Posted by: კალამი 18 Jun 2017, 23:37
TamoTamoTamo
როგორ არ არის მთავარია ლევანტოში ჩახვიდე მერე იქიდან არის სპეციალური რეისები ყოველ 10 წუთში თუ არ ვცდები.
ისე რო იცოდეს ზუსტად მაგ ადგილზე მატარებელი უფრო მოსახერხებელია თან ლამაზი ხედია

Posted by: Bergen 19 Jun 2017, 01:59
TamoTamoTamo
მარტო რომზე მინიმუმ 3 დღე იანგარიშე
და რა თქმა უნდა ეგ ყველაზე მთავარია
არა მხოლოდ იტალიაში, მთელ ევროპაში

Posted by: mikheili1985 19 Jun 2017, 02:05
Bergen
QUOTE
მარტო რომზე მინიმუმ 3 დღე იანგარიშე


ლიმიტია რამე თუ ერთი კვირა როცა გაქ დრო, 3 დღე მინიმუმ რომზე რატომ უნდა იანგარიშო?

Posted by: Bergen 19 Jun 2017, 02:16
mikheili1985
QUOTE

ლიმიტია რამე თუ ერთი კვირა როცა გაქ დრო, 3 დღე მინიმუმ რომზე რატომ უნდა იანგარიშო?

რა ვიცი, ვენეცია, ჩინკუე ტერე, ფლორენცია და ვერონაც მინდაო და
სამ დღეზე მეტს რომში როგორღა მოასწრებს

Posted by: კალამი 19 Jun 2017, 15:58
კარგით რა რათ უნდა სამი დღე ? თუ ეხლა ძალიან დიდი ისტორიის მოყვარულე ხარ შეიძლება დაგჭირდეს სამი დღე მარა თუ ისე გაინტერესებს რომი 1 დღეც საკმარისია.

Posted by: TamoTamoTamo 19 Jun 2017, 16:30
10 დღე გადავწყვიტე და ავიღე კიდეც ბილეთები smile.gif

მოკლედ ასე ვგეგმავ: მილანი-ვენეცია-ფლორენცია-რომი-ჩინქუე ტერე-მილანი. რომში 3 დღე დავრჩები ალბათ, დანარჩენ ადგილებში 1-2 დღე.
ჩავაკვეხო კიდევ რამე? თუ ნამეტანი გადარბენა გამომივა?
კალამი
მადლობა ინფოსთვის :*

Posted by: oldgio 19 Jun 2017, 16:58
QUOTE (კალამი @ 19 Jun 2017, 15:58 )
კარგით რა რათ უნდა სამი დღე ? თუ ეხლა ძალიან დიდი ისტორიის მოყვარულე ხარ შეიძლება დაგჭირდეს სამი დღე მარა თუ ისე გაინტერესებს რომი 1 დღეც საკმარისია.

1 დღე მხოლოდ ვატიკანის მუზეუმს ჭირდება, ორივე ფრთას smile.gif. თუ გსურს კარგად დაათვალიერო, ფეხით უნდა იბოდიალო კაცმა, - ყოველ ნაბიჯზე ღირსშესანიშნაობაა smile.gif

Posted by: irakli_f1 19 Jun 2017, 17:05
კოლიზეუმში, ფორუმში, ვატიკანში და სხვა ღირსშესანიშნაობებში რა ღირს შესვლა თუ იცით? ან რამე მთლიანი აბონიმენტი თუ არის ყველგან რომ შედიოდე?

ბარემ ჩამოვწერ რამდენიმე კითხვას და იქნებ მიპასუხოთ ვისაც გექნებათ გამოცდილება.

ოქტომბერში მივდივართ იტალიაში სამნი და გვინდა ვნახოთ მილანი (1 დღე), რომი (2-3 დღე) და ვატიკანი 1 (დღე):
1) booking.com-ზე ვნახულობ სასტუმროებს 3 საწოლიანი ოთახებით 50-60 ევროთ ჯამში რაც კაცზე 20-25 ევრო გამოდის, ძალიან იაფი მეჩვენება და რაშია საქმე?

2) რომა პასის ყიდვა 36.5 ევრო ჯდება ხო? როგორც გავიგე 2 მუზეუმში შედიხარ უფასოდ და + ფაბლიქ ტრანსპორტიც უფასოა და ეს უკანასკნელი განუსაზღვრელი რაოდენობით თუ რამე ლიმიტია? კიდე როგორც წავიკითხე ამ რომა პასით 2 მუზეუმის შემდეგ კარგი ფასდაკლებებიაო და მაინც რამდენია დაახლოებით ეს ფასდაკლებები?

3) ჭამა რა ჯდება დაახლოებით დღეში ამ ქალაქებში? ჩვეულებრივად რომ იკვებო რა, სტუდენტურად gigi.gif

4) ჰო და რაც მთავარია, აქედან ქუთაისი - მილანით მივფრინავთ და იქიდან მიუნხენი - ქუთაისით და რამე პრობლემა ხო არ იქნება საზღვარზე იტალიაში?

Posted by: oldgio 19 Jun 2017, 17:40
QUOTE (irakli_f1 @ 19 Jun 2017, 17:05 )
კოლიზეუმში, ფორუმში, ვატიკანში და სხვა ღირსშესანიშნაობებში რა ღირს შესვლა თუ იცით? ან რამე მთლიანი აბონიმენტი თუ არის ყველგან რომ შედიოდე?

აი:
http://www.romapass.it/p.aspx?l=en&tid=37

ვატიკანის მუზეუმში შესვლა 13 ევრო ღირდა 2012-ში. რიგი სწრაფად მიდიოდა. კოლიზეუმი ორჯერ ძვირია, თან რიგია საშინელი.

Posted by: acdachi 20 Jun 2017, 22:55
მარტო ვატიკანში 16 ღირს ეხლა
აუცილებლად წინასწარ იყიდე..იაფიც არის და თან ურიგოდ შეხვალ
თორე ისე 1-2 საათი მოგიწევს რიგში დგომა კარგ შემთხვევაში

irakli_f1
4- არა, არ იქნება არაფერი პრობელმა
3- სტუდენტურად როგორ? თუ მარკეტში იყიდით პურს, ძეხვს ყველს და ა.შ დაახლოებით 15 ევრო გეყოფათ ერთი ჭამა..
თუ სადმე შეხვალ 3 კაცზე 50 ევრო
1 - 44 ევრო გადავიხადე 3*-იანში რომში 2 კაცზე და ძაან ბანძი აღმოჩნდა.
airbnb-ზე არ გირჩევნია?
+ სასტუმროს თანხის გარდა თითო კაცზე ქალაქის გადასახადია 4-5 ევრო ერთ ღამეზე.

Posted by: Portofino 20 Jun 2017, 23:37
irakli_f1
irakli_f1
QUOTE
3) ჭამა რა ჯდება დაახლოებით დღეში ამ ქალაქებში? ჩვეულებრივად რომ იკვებო რა, სტუდენტურად 

დილით და საღამოს სუპერმარკეტში ნაყიდი რაღაცეებით იკვებეთ სასტუმროში, კარგია თუ ისეთს აიღებთ სადაც საუზმეც შედის, მაშინ მხოლოდ საღამოს მოგიწევთ

შუადღის მერე ბევრ რესტორნებშია ტურისტული მენიუ, რომელიც 10 ევრო ღირს

Posted by: irakli_f1 21 Jun 2017, 17:18
QUOTE
44 ევრო გადავიხადე 3*-იანში რომში 2 კაცზე და ძაან ბანძი აღმოჩნდა.
airbnb-ზე არ გირჩევნია?
+ სასტუმროს თანხის გარდა თითო კაცზე ქალაქის გადასახადია 4-5 ევრო ერთ ღამეზე.

კონკრეტუალად რა არ მოგეწონა იმ სასტუმროში? პირველად მესმის ეს airbnb, რითი ჯობს booking-ს? რომ დავჯავში აქედანვე სასტუმროს ის 4-5 ევროს მერე დამიმატებენ ქალაქის გადასახადს თუ რაც არის?

QUOTE
სტუდენტურად როგორ? თუ მარკეტში იყიდით პურს, ძეხვს ყველს და ა.შ დაახლოებით 15 ევრო გეყოფათ ერთი ჭამა..
თუ სადმე შეხვალ 3 კაცზე 50 ევრო

კი, მარკეტში რომ ვიკვებო მინიმალური დანახარჯით.

Posted by: acdachi 22 Jun 2017, 00:25
კი ქალაქის გადასახადი არ შედის..ჩექ-აუთის დროს გახდევინებენ

რა არ მომეწონა და ისეთი შეგრძნება მქონდა ძველ სანატორიუმში ვიყავი
საუზმე კი იყო კარგი, მაგრამ
შეფასებები ნახე სტუმრების, მინიმუმ 4 რო ქონდეს შეფასება ეგეთი აარჩიე

ხო მარკეტში დაახლოებით ეგრე..15 ევრო..1-1 ლუდიც მოგივათ
ნებისმიერ ბარში 5 ევროზე ნაკლები არ ღირს 300 ჰაჰა 400 გრამიანი.
მარკეტში კარგი ფასები აქვს.

Posted by: SELF 22 Jun 2017, 01:56
acdachi
QUOTE
შეფასებები ნახე სტუმრების, მინიმუმ 4 რო ქონდეს შეფასება ეგეთი აარჩიე

ბუქინგზე? ათბალიანში?

Posted by: Stalker-79 22 Jun 2017, 23:22
cros
ამ ქალის ძეგლი (მაინც) დაიდოს ამ თემაში და ვაფშე მოგზაურობაში (გაგვიმარჯოს)

Posted by: acdachi 23 Jun 2017, 10:41
SELF
QUOTE
ბუქინგზე? ათბალიანში?

არა tripadvisor-ის

Posted by: Kikunaa 23 Jun 2017, 11:54
ვატიკანის და სხვა მუზეუმებშიც სტუდენტები 50 %- იანი ფასდაკებით შეხვალთ. ვატიკანში ბილეთის ყიდვისას ვუთხარი რომ სტუდენტი ვარ და გადავიხადე 8 ევრო. არ მოუთხოვიათ რაიმე დამადასტურებელი, იმდენი ხალხი იყო რიგში smile.gif

Posted by: RedBulla 24 Jun 2017, 05:30
გამატჯობათ
ჩAვედი მეუღLესთAნ ერთAდ ვიზალიბერალიზაციით
8 ივლის გამდის 90 დღე და 7 ივლის ში მოვდივაფ
მეუღლე რჩება არის იტალიის მოქალაქე
ხელს ვაწერთ 6 ში წამოსვლის წინა დღეს
ხოდა რისი კითხვა მინდა :დ
3 თვის ცდა არ მინდა და ვიზა კეთდება კიდე?
რამდენად მარტივად
და დაახლოებით რა ჯდება?

Posted by: SELF 24 Jun 2017, 05:58
RedBulla
არ კეთდება ადვილად

Posted by: 123omari123 24 Jun 2017, 20:17
რეჯიო დი კალაბრია - ამ ქალაქში ყველაზე იაფად სად შემიძლია რომ შევიძინო ორივე გზის ბილეთი 14 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: SELF 24 Jun 2017, 20:33
123gia123
ქუთაისიდან - მილანში და მილანიდან რეჯოში

Posted by: 123omari123 24 Jun 2017, 20:41
SELF
დაახლოებით რამდენი დამიჯდება ვერ მეტყვი?

Posted by: SELF 24 Jun 2017, 21:03
123gia123
სადღაც 300 ევრომდე მიჩვენა ორი გზა

Posted by: Werner Voss 24 Jun 2017, 21:13
რომში რამე ნორმალური სასტუმრო მირჩიეთ მოსახერხებელ ადგილას და ხელმისაწვდომი ფასებით

Posted by: El_Chapo 26 Jun 2017, 23:22
გუუდთრეველ.ჯის მომსახურებით თუ გისარგებლიათ ვინმეს?
იტალიის ტურები აქვთ 8დღიანი, ერთი შეხედვით ნორმალურია და ფასიც მისაღები.
რეალურად მაინტერესებს რას ღებულობ, ნორმალურია?
რიმინი / სან მარინო / რომი (ნეაპოლი, პომპეი) / ფლორენცია / მონტეკატინი-ტერმე (პიზა) (სიენა-სან ჯიმილიანო) / ბოლონია / ვენეცია / რიმინი 188 ევრო უწერიათ ფასი
თავისი ტრანსპორტით, ექსკურსიებით და სასტუმრო საუზმით, რეალურია ვითომ? smile.gif)))
ავიაბილეთები არ შედის ოღონდ, ეგ ცალკეა.

Posted by: Scoorp 27 Jun 2017, 13:52
რატომ წერთ რომ ვენეციას 1 დღე ყოფნისო, არ მესმის user.gif


Posted by: Crøs 28 Jun 2017, 10:05
El_Chapo
QUOTE
რიმინი / სან მარინო / რომი (ნეაპოლი, პომპეი) / ფლორენცია / მონტეკატინი-ტერმე (პიზა) (სიენა-სან ჯიმილიანო) / ბოლონია / ვენეცია / რიმინი 188 ევრო უწერიათ ფასი

ჰა? ups.gif ამდენ ქალაქს 8 დღეში მატარებლიდან განახებენ თუ რა ხდება?))))

Posted by: -zeppelin- 28 Jun 2017, 10:22
cros
QUOTE
ჰა?  ამდენ ქალაქს 8 დღეში მატარებლიდან განახებენ თუ რა ხდება?))))

wow.gif

Posted by: El_Chapo 28 Jun 2017, 14:48
3.
cros
QUOTE
ჰა? ups.gif ამდენ ქალაქს 8 დღეში მატარებლიდან განახებენ თუ რა ხდება?))))

არ ვიცი კროს, ჯერ ვარჩევ, მაგიტომ ვიკითხე, რაც ვნახე მაგათ საიტზე, 2 საათიანი ექსკურსია გექნება დილით და მეორე დილამდე თავისუფალი დრო გაქვს. ქალაქიდან ქალაქში ავტობუსით გადაყავხართ, სასტუმროს უზრუნველჰყოფენ და დილის საუზმეს, დანარჩენი შენზეა.

ცოტა მაეჭვებს ეგეთი გრაფიკით რამე სიამოვნება მივიღო, მაგიტომაც ვიკითხე რეალურად რას ღებულობ ამ ტურით და ვინმეს თუ უსარგებლია მომსახურებით.

Posted by: ciii 29 Jun 2017, 01:20
მეგობრებო, ივლისის ბოლოს მივდივარ მილანში, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად, ქალაქების დათვალიერებას და ხეტიალს ვერ მოვახერხებთ. (სხვა დროს დავბრუნდებით მაგისთვის)

თუ შეგიძლიათ მირჩიეთ სად წავიდეთ მილანიდან .სადმე ახლოს ჩრდილოეთ იტალიაში ცოტა წესიერი სანაპირო და დაბალი ფასები რომ იყოს. smile.gif მადლობა

Posted by: Bergen 29 Jun 2017, 03:10
Werner Voss
QUOTE
რომში რამე ნორმალური სასტუმრო მირჩიეთ მოსახერხებელ ადგილას და ხელმისაწვდომი ფასებით

Hotel Infinito ნახე აბა

ciii
QUOTE
თუ შეგიძლიათ მირჩიეთ სად წავიდეთ მილანიდან .სადმე ახლოს ჩრდილოეთ იტალიაში ცოტა წესიერი სანაპირო და დაბალი ფასები რომ იყოს.

მაგ კრიტერიუმებს რიმინი და მიდამოები აკმაყოფილებს
თუმცა ლიგურიის სანაპირო სამჯერ ახლოა, მაგრამ უფრო ძვირი
ნახეთ ბუქინგ კომზე, ისიც და ისიც...

Posted by: ciii 29 Jun 2017, 03:45
Bergen
ვნახავ, დიდი მადლობა :*

Posted by: Dark_Sky 1 Jul 2017, 14:16
აუ ისე შემიყვარდა ეს ქვეყანა კიდევ ბევრჯერ წავიდოდი, რაღაცნაირი აურა ტრიალებს love.gif love.gif

Posted by: evalota 2 Jul 2017, 23:00
Scoorp
QUOTE
რატომ წერთ რომ ვენეციას 1 დღე ყოფნისო, არ მესმის

იყავი უკვე? როგორი იყო?
დაპირებული აფდეითი დაიდოს.
მე სექტემბრის ბილეთები ვიყიდე.
ასე ვგეგმავსავით -
2 ღამე მილანი, 1 ღამე ვერონა, 1 დღე ვენეცია, 3 ღამე ფლორენცია, ნახევარი დღე ბექ თუ მილანი,მერე ღამე ქუთაისი და გამთენიას თბილისი. :არ მიდის ყველა გზა რომში mad.gif გვატყუებენ:
იდეები და ტიპსები მიიღება დიდი მოლოდინით.
ყველაფერზე.
მგზავრობიდან სასტურმო-აპარტამენტ-ჰოსტელებამდე.

Posted by: SELF 3 Jul 2017, 01:39
evаlota
QUOTE
2 ღამე მილანი, 1 ღამე ვერონა, 1 დღე ვენეცია, 3 ღამე ფლორენცია, ნახევარი დღე ბექ თუ მილანი,მერე ღამე ქუთაისი და გამთენიას თბილისი. :არ მიდის ყველა გზა რომში  გვატყუებენ

ორ ღამე მილანსა და სამ ღამე ფლორენციას, სამი ღამე რომს დაუთმო ჯობს და იმათ თითო
მე ვერონასაც ამოვაგდებდი საერთოდ, რომის სასარგებლოდ, იტალიაში ჩახვიდე და რომი არ ნახო, ნახევრად ტყუილად გადაყრილი ფულია

პს. თუ უკვე ნანახი გაქვს, სხვა საკითხია, მაგრამ მე მაინც ვერ მოვითმენდი...

Posted by: VisualBB 3 Jul 2017, 02:27
დაახლოებით 10 თვით სად, როგორ შეიძლევა ვიშოვო ბინა ფლორენციაში,
სტუდენტისთვის.

ხომ არ მიმასწავლიდით, მირჩევდით რამეს ზომიერ, უკეთესია - დაბალ ფასში?

ახლოს Duomo-სთან.

Posted by: Scoorp 3 Jul 2017, 11:17
evаlota

ვიყავი კი
biggrin.gif

დაპირებული აფდეითის ამბავი არ მახსოვდა, ბოდიში givi.gif

მოკლედ მილანზე როგორც უმეტესობისგან მსმენია, დიდი მოლოდინი არც მქონია (ქალაქზე) და განსაკუთრებული არაფერია ნამდვილად.
დუომომ შიგნიდან აღმაფრთოვანა და გადამრია (გარედანაც ძალიან ეფექტურია) ,მაგრამ შიგნით რაღაც სასწაული იყო, თან კვირა დღეს დავემთხვიეთ და წირვა თუ რაღაც პროცესი იყო, გალობა, ლოცვის კითხვა დაემთხვა და მაგან საერთოდ გამაგიჟა.

მე ვისურვებდი რომ უკეთ დამეგეგმა სანახავი ადგილების სია წინასწარ. კი ვიცოდი მონახაზი რაც უნდა მენახა,მაგრამ ვიღაცას რომ ერჩია რაღაცები, ბევრად მეტს ვნახავდი ალბათ.

მოკლედ მილანში რისი ნახვაც მოვასწარი ეს იყო-დუომო შიგნიდან,და ზემოთაც ავედი. იქვეა გვერდით მუზეუმიც (ბილეთის ყიდვისას იყიდე 72 საათიანი ბილეთი (12 ევრო ღირს), რომელშიც ბევრი რამე შედის. დუომოში გაითვალისწინე რომ მოკლე კაბით და ბრეტელებიანი მაისურით ვერ შეხვალ biggrin.gif მე ეგ არ ვიცოდი და ამიტომ მეორე დღეს მომიწია დათვალიერება)

ასევე შეგიძლია ნახო მილანში
Castello Sforzesco
Arco della Pace
(ამ ორი ადგილის ნახვას თუ გადაწყვეტ, ახლოსვე ყოფილა Acquario Civico და თუ გინდა მანდაც შეირბინე (ამის არსებობა ახლა გავიგე biggrin.gif )

სამწუხაროდ საიდუმლო სერობა ვერ ვნახე,მაგრამ შემდეგ ჩასვლაზე მივხედავ მაგ ამბავს )))

ქალაქებს შორის გადასაადგილებელი ბილეთები წინასწარ იყიდე
მე ეგეც დამეზარა და გაძვირებული იყო ავტობუსის ბილეთები ადგილზე ყიდვისას
ფლიქსბასი ყველას ჯობია (ვიმგზავრე ევრობასითაც და ბას ცენტერითაც)

ხო გარდა მაგის, მუზეუმებში თუ აპირებ შესვლას, აუცილებლად წინასწარ იყიდე თუ დაჯავშნე, თორე მოგიწევს ჩემსავით სამ საათნახევარი აკადემიასთან რიგში დგომა და უფიცასთან გამიმართლა კიდევ ცოტა ხანი ვიდექი.
ორშაბათობით მუზეუმები არ მუშაობს და გაითვალისწინე ეგ.

ფლორენცია პატარა ქალაქია, ფეხით მოივლი, (შიდა ტრანსპორტი არც გამომიყენებია, მიუხედავად იმისა რომ ცენტრთან ახლოს არ ვცხოვრობდი)
ფლორენცია არის ქალაქი მუზეუმი, ყველა კუთხეში რაღაც ხელოვნების ნიმუშია givi.gif
და უფიცის გალერეაში ხო საერთოდ, ყოველ ნაბიჯზე ქანდაკება,ნახატი,მოხატული ჭერი,ძეგლი,სურათი და ა.შ უსასრულოდ.

უფიცა საკმაოდ დიდია და ნახევარ დღეს თუ მაინც დაუთმობ კარგი იქნება.

ფლორენციაში აუცილებლად ნახე მზის ჩასვლა Piazzale Michelangelo- ამ ცნობილი ადგილიდან )))

დანარჩენი რავიცი, გზად შეგხვდება სხვა მუზეუმებიც (ლეონარდოსი, გალილეოსი და ა.შ.)
ფლორენციის დუომოსაც ვერ აუვლი გვერდს ))) (შიგნით შესვლა უფასოა)
გუმბათზე ასვლის ბილეთის ყიდვა მოგიწევს.

ნუ მაღაზია-აფთიაქები რომ 9 საათის მერე დაკეტილია იცი შეიძლება, თუ არადა მომზადებული იყავი მაგისთვის :დ

სუვენირებზე შემიძლია გითხრა რომ ვენეციაში რაღაცები გაცილებით იაფი ღირდა,ვიდრე ფლორენციაში
(არადა მე წინასწარ შემაშინეს რომ ვენეცია ძაააალიან ძვირიაო, და ფლორენციაში ვეცი ამ სუვენირებს :დ )

კვებაზე ბევრს ვერაფერს გირჩევ, იმიტომ რომ ჭამა ფაქტობრივად არ გვახსოვდა :დ

ვენეციას რაც შეეხება, ეგ უნდა ნახო შენით, მე რა უნდა გირჩიო და გითხრა არ ვიცი givi.gif
საოცარი ქალაქია, სულ სხვა განზომილებაა

ვენეციის ბიენალე თუ გაინტერესებს (დაემთხვევი შენც და შეგიძლია ბევრი საინტერესო გამოფენა ნახო (ქართველების პავილიონიც მათ შორის) თუმცა რამდენად მოასწრებ 1 დღეში ვერ გეტყვი

ხო იქაური წყალი არ დამილევია, კი მითხრეს რომ არაა საშიშიო,მაგრამ მე თავი შევიკავე
არადა ძვირია წყალი


თუ რამე ისეთი გამახსენდა კიდევ მოგწერ smile.gif)

ავტობუსის ბილეთები ავტობუსში არ იყიდება givi.gif უნდა იყიდო იქ სადაც სიგარეტი იყიდება (ან აპარატებში)
მილანში უმჯობესია 1 ან 2 დღიანი ბილეთი იყიდო მეტროსი, თორემ ისე ძვირი დაგიჯდება თითო ჯერზე ყიდვა.

* * *
SELF


კაი რაა, ფლორენციის 1 დღით ნახვას, ჯობია საერთოდ არ ნახოს ადამიანმა

მე პირადად რომი იმიტომ ამოვაგდე რომ 2-3 დღით რომში ჩარბენა მგონია უაზრობაა და სრული, მინიმუმ 5-6 დღე მაინც უნდა დაუთმო რომ მერე თქვა რომი ვნახეო smile.gif))
არ ვიცი, შეიძლება ვცდები

Posted by: TamoTamoTamo 3 Jul 2017, 17:17
შოპინგი სად ჯობია, მილანში თუ რომში? ჯერ მილანში ჩავდივარ და მერე რომში, ხოდა დავხარჯო მთელი რესურსი მილანში თუ რომშიც არის რაიმე ხელსაყრელი საშოპინგო ადგილები? ხოდა კიდევ თუ იცით მილანში აუთლეტები მიმასწავლეთ რაა....

Posted by: El_Chapo 3 Jul 2017, 21:50
ამბობენ ჯიბის ქურდებით და აფერისტებით არის გატენილი მთელი იტალიაო,
მაინტერესებს რამდენად მართალია და ვინმეს თუ გქონიათ სამწუხარო გამოცდილება?

Posted by: Crøs 3 Jul 2017, 22:31
VisualBB
QUOTE
ახლოს Duomo-სთან.

დუომოსთან ახლოს ზალიან ძვირია..ჯობია სადმე გარეუბანში.
TamoTamoTamo
QUOTE
შოპინგი სად ჯობია, მილანში თუ რომში?

რომში. აუტლეტებიც არის რომიდან ცოტა მოშორებით. ფასდაკლება აგვისტოში იწყება ყველგან.
El_Chapo
QUOTE
ამბობენ ჯიბის ქურდებით და აფერისტებით არის გატენილი მთელი იტალიაო,

აფერისტები არ ვიცი და ტრანსპორტში და ხალხმრავალ ადგილას კარგად შეინახე ფული
givi.gif

Posted by: mikheili1985 3 Jul 2017, 22:37
El_Chapo
QUOTE
ამბობენ ჯიბის ქურდებით და აფერისტებით არის გატენილი მთელი იტალიაო,
მაინტერესებს რამდენად მართალია და ვინმეს თუ გქონიათ სამწუხარო გამოცდილება?

მილანში არის სამწუხაროდ, განსაკუთრებით გვიან საათებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არაბები, ზანგები, გაურკვეველი წარმოშობის ხალხი აკეთებს , ზონას გააჩნია , ცენტრალური უბნები უფრო პატრულორებადია და ნაკლებადაა მარა არის , ავტობუსები სადაც თუ ვინმე უბედურია ყველა ერთად მოხვდება ხოლმე , არ შეგაშინოს ამან, მარა ყურადღებით იყავი,ადვილია პროვოკაციაზე წამოგებაც.

Posted by: El_Chapo 3 Jul 2017, 22:45
cros
QUOTE
კარგად შეინახე ფული
givi.gif

მე რაც წამეკითხა, ის იგულისხმე ხოო? facepalm.gif givi.gif
mikheili1985
ავტობუსებში ალბათ ქალაქის ტრანსპორტს გულისხმობ, თორე ავტობუსით
და მატარებლით ვაპირებ მთელი იტალიის შემოვლას,
ჰოდა თუ ჩამეძინა დავრჩები ტრუსების ამარა? givi.gif
კიდევ კარგი ბოქლომიანი ზურგჩანთა ვიყიდე და თან ტყავის,
დიდი ვერაფერი მაგრამ ცოტას გავურთულებ საქმეს.

პ.ს. სამი ცალი ყალბი საფულე მიმაქვს, ეგრეთ წოდებული კუკლა, მაგას ვატარებ ჯიბით, ჰოდა რამე კარგი წერილი მომაფიქრებინეთ ქურდებისთვის, საფულეში ჩასადებათ wink.gif

Posted by: Crøs 3 Jul 2017, 23:09
El_Chapo
QUOTE
მე რაც წამეკითხა, ის იგულისხმე ხოო?   

რა? rolleyes.gif

ხო,ქალაქის ტრანსპორტზეა საუბარი და ღიშესანიშნაობებთან ხალხის სიმრავლის დროს.
QUOTE
კიდევ კარგი ბოქლომიანი ზურგჩანთა ვიყიდე და თან ტყავის,
დიდი ვერაფერი მაგრამ ცოტას გავურთულებ საქმეს.

პ.ს. სამი ცალი ყალბი საფულე მიმაქვს, ეგრეთ წოდებული კუკლა, მაგას ვატარებ ჯიბით, ჰოდა რამე კარგი წერილი მომაფიქრებინეთ ქურდებისთვის, საფულეში ჩასადებათ

შენ რა სერიოზული პროექტი გქონია
givi.gif

Posted by: El_Chapo 3 Jul 2017, 23:53
cros
QUOTE
რა?

ამერიკაში რომ მივდიოდი, ბებიაჩემმა ტრუსიკზე ჯიბე მიმიკერა, თან შიგნიდან. givi.gif
რა იცი შვილო სად გადაგეყრება მხედრიონი და ქობალიაო user.gif
QUOTE
შენ რა სერიოზული პროექტი გქონია

უსერიოზულეს.
ფლორენციაში რომ ჩავალ რომი ისე ახლოს არის მგონი შემიტყუებს. თან კაპიკები ღირს ავტობუსის ბილეთიც და ისეთი ჰოსტელი(თუ კერძო ბინაა, ვერ მივხვდი) გავჩითე, იმხელა საწოლით რო სიგანაზე დავიძინებ user.gif

პ.ს. ერთი მიტყდება ძაან, რომ პასტელები ვერ მიმაქვს, არ მეტევა ზურგჩანთაში, აწი აღარ ვიმგზავრებ ამ ავიაკომპანიით facepalm.gif

Posted by: AsToN 4 Jul 2017, 00:05
შარშან აგვისტოში ვიყავი რომში და ისე დავისიცხე ზაფხულში აღარსად წავალ დასათვალიერებლად ) თბილისზე მეტად ცხელოდა

Posted by: El_Chapo 4 Jul 2017, 00:08
კიდე რა მაინტერესებს, აი ვთქვათ დავიკარგე, ვერ მივაგენი ჩემს სასტუმროს, პარკში რომ სკამზე დავიძინო, პოლიცია მცემს ვითომ? biggrin.gif

Posted by: KapitanGrant 4 Jul 2017, 00:22
ლამაზია იტალია ძალიან

//////////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: Crøs 4 Jul 2017, 01:15
El_Chapo
QUOTE
ამერიკაში რომ მივდიოდი, ბებიაჩემმა ტრუსიკზე ჯიბე მიმიკერა, თან შიგნიდან. 
რა იცი შვილო სად გადაგეყრება მხედრიონი და ქობალიაო

givi.gif ბევრი უკან წამოსული აქაური ქართველი მასე დადის ისე.ოღონდ ფულის მოპარვის კი არა კონფისკაციის ეშინიათ))))
QUOTE
ფლორენციაში რომ ჩავალ რომი ისე ახლოს არის მგონი შემიტყუებს.

მთლად მასეთი ახლოც არაა)
QUOTE
კიდე რა მაინტერესებს, აი ვთქვათ დავიკარგე, ვერ მივაგენი ჩემს სასტუმროს, პარკში რომ სკამზე დავიძინო, პოლიცია მცემს ვითომ?

ცემით არა,მაგრამ საცვლის ამარამ კიშეიძლება გაიღვიძო))))

Posted by: SELF 4 Jul 2017, 01:23
Scoorp
QUOTE
კაი რაა, ფლორენციის 1 დღით ნახვას, ჯობია საერთოდ არ ნახოს ადამიანმა

ერთი ღამე ორი დღეც შეიძლება იყოს, გააჩნია როგორ დაგეგმავ

QUOTE
მე პირადად რომი იმიტომ ამოვაგდე რომ 2-3 დღით რომში ჩარბენა მგონია უაზრობაა და სრული, მინიმუმ 5-6 დღე მაინც უნდა დაუთმო რომ მერე თქვა რომი ვნახეო ))

ჰოდა იმიტომ ვუთხარი ვერონაც ამოაგდოს, 4 ღამე გამოუვა
რაც რომის მინიმუმისთვის საკმარისია
აბა რა პონტია, ვერონა და ეგეთი სოფლები ნახო და რომი არა? მარტო ერთი სიქსტის კაპელა ღირს მთელ ვერონად
ან მილანი, დუომოს რათ უნდა ორი ღამე?
ჩადი, ნახე და იმ დღესვე წამოდი, ერთი ღამეც არ ჭირდება...

Posted by: KapitanGrant 4 Jul 2017, 02:11
ამათი ენაც კარგი სასწავლი იქნება ალბათ

Posted by: SELF 4 Jul 2017, 03:10
KapitanGrant
შენ რა, პოსტებს აგროვებ?
პოლიტგანყში აპირებ ალბათ ტროლაობას

Posted by: Scoorp 4 Jul 2017, 10:27
QUOTE (El_Chapo @ 3 Jul 2017, 22:45 )

პ.ს. სამი ცალი ყალბი საფულე მიმაქვს, ეგრეთ წოდებული კუკლა, მაგას ვატარებ ჯიბით, ჰოდა რამე კარგი წერილი მომაფიქრებინეთ ქურდებისთვის, საფულეში ჩასადებათ wink.gif

lol.gif lol.gif lol.gif


აუ შენ რა გეგმებით და მომზადებული მიდიხარ

მე პატარა ჩანთას ვატარებდი, სადაც საფულე,ტელეფონი და პასპორტი მედო
მიუხედავად იმისა რომ წინა მხარეს მქონდა მოქცეული, დაძაბული ვიყავი მაინც

თუმცა ესე დღისით არამგონია ვინმე მოგვარდეს და ჩამოგგლიჯოს
ხალხმრავლობას ერიდე უბრალოდ
gigi.gif

SELF

კი არის ეგ ვარიანტიც, რომ ღამით იმგზავრო და მთელი დღე გამოიყენო
მაგრამ მაგ სიცხეში, ღამენათევმა იბოდიალო, რავიცი, მე ვერ გავქაჩავდი ალბათ

ვერონა და ეგეთი სოფლები არაა ხელწამოსაკრავი აშკარად ))
რომი შეიძლება ცალკე თემაა,მაგრამ იტალიაში ასე მგონია სწორედ სოფლები და ნაკლებად ცნობილი ადგილები უფრო საინტერესო და სანახაობრივია

Posted by: SELF 4 Jul 2017, 11:10
Scoorp
არ არისაუცილებელი ღამით მგზავრობა, ჩქარ მატარებლებს დიდი დრო არ სჭირდებათ დილას ან საღამოს.

რაც შეეხება 'სოფლებს' მშვენიერია, მარტო ტოსკანაზე არ გეყოფა ერთი კვირა
მაგრამ იტალია ჩემთვის, პირველ რიგში რომია და მერე სხვა...

Posted by: Werner Voss 4 Jul 2017, 11:43
რა ძვირი ყოფილა სასტუმროები იტალიაში, 30 ევროდ მაქსიმუმ რაღაც ბუნაგი იშოვო.

Posted by: mikheili1985 4 Jul 2017, 18:24
El_Chapo
QUOTE


ავტობუსებში ალბათ ქალაქის ტრანსპორტს გულისხმობ, თორე ავტობუსით
და მატარებლით ვაპირებ მთელი იტალიის შემოვლას,
ჰოდა თუ ჩამეძინა დავრჩები ტრუსების ამარა? givi.gif
კიდევ კარგი ბოქლომიანი ზურგჩანთა ვიყიდე და თან ტყავის,
დიდი ვერაფერი მაგრამ ცოტას გავურთულებ საქმეს.
ხო, ქალქის ავტობუსი ვიგულისხმე , საქალაქთაშორისოები მოუხერხებელია მაგათთვის , მანდ ნაკლებად მარა ყურადღება ყველგან უნდა , რავი თუ არ ჩაგეძინა თორე სხვანაირად როგორ უნდა დაგეჩალიჩონ,მატარებელშიც ნაკლებად , ძირითადად ისეთ ადგილებში დადიან სადაც , ბილეთის გარეშეც გაძვრებიან .მოკლედ ოდნავ ყურადღება საკმარისია

Posted by: oldgio 6 Jul 2017, 17:16
QUOTE (El_Chapo @ 3 Jul 2017, 21:50 )
ამბობენ ჯიბის ქურდებით და აფერისტებით არის გატენილი მთელი იტალიაო,
მაინტერესებს რამდენად მართალია და ვინმეს თუ გქონიათ სამწუხარო გამოცდილება?

მართალი გითხრა, მხოლოდ რომში ვარ ნამყოფი და იქ ამ მხრივ მართლაც კატასტროფაა. ჯიბის ქურდები ადვილად იცნობა, - მოუსვენრად დაძრწიან და ჩანთა-ჯიბეებზე უყურებენ კლიენტს. ერთი აცლის და მეორეს გადასცემს smile.gif. განსაკუთრებით ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებშია პრობლემა, როგორც ყველა ტურისტულ ქვეყანაში. ასეთ წერტილებში არც უნდა იკვებო, ცეცხლის ფასებია. ოდნავ გადაუხვიე პარალელურ ქუჩებზე და ცა და მიწასავითაა განსხვავება. ფულის საფულეთი ტარებას, ხოლო ამ საფულის ჯიბეში ჩადებას არ ვურჩევ არავის, თუ რამეა, - მხოლოდ შიდა ჯიბეში. მე ზურგჩანთას არ ვიშორებდი და მის ღრმა ჯიბეში მედო დოკუმენტები და ფული. ყოველ შემთხვევაში, ბარათზეც მედო თანხა. რაც შეეხება სასტუმროს ვერმიგნებას, წინასწარ შეისწავლე მარშრუტები, გზები, სასტუმროს მდებარეობა, ნავიგატორიც არაა ცუდი, ჰოდა, ფეხითაც მიხვალ.. თუ რომზეა საუბარი, ისე როგორ უნდა დაშორდე სასტუმროს, რომ შემოგეუკუნეთოს smile.gif

Posted by: El_Chapo 6 Jul 2017, 21:00
mikheili1985
ცოტა ყურადღება კი არა, მანდ ქართველ კარმანშიკს ვიცნობ ერთს ნეაპოლშია, ტრუსიკს ისე გახდის და ჩააცმევს მსხვერპლს, აზრზეც ვერ მოვა, დაჟე შეიძლება ბავშვიც გაუკეთოს შუალედში. აი ძაან დედაატერილი ვინმეა smile.gif)

oldgio
სასტუმროს სიახლოვეს თუ ვიქენი, მასეთ წასვლას რა აზრი აქვს საერთოდ?
მე ხეტიალი მიყვარს და ვინ იცის სად ამოვყოფ თავს. დაკარგვით არამგონია დავიკარგო, მაგრამ ყველაფერი ხდება ხოლმე პირველად. აიფონზე დავპინავ სასტუმროს და ან ის მომაგნებს ან მე.

პ.ს. დანა რომ ვიყიდო და რუგზაკით ვატარო, პოლიცია აღმოჩენის შემთხვევაში დამაჯარიმებს ვითომ?
ნაღდად არ ვაპირებ ვიღაც მაძუგიებს გავატანო ჩემი ფული, ნივთები და მით უმეტეს შთაბეჭდილებები.
ფარით ან ფარზე sa.gif
facepalm.gif givi.gif

Posted by: mikheili1985 7 Jul 2017, 01:38
El_Chapo
QUOTE
ცოტა ყურადღება კი არა, მანდ ქართველ კარმანშიკს ვიცნობ ერთს ნეაპოლშია, ტრუსიკს ისე გახდის და ჩააცმევს მსხვერპლს, აზრზეც ვერ მოვა, დაჟე შეიძლება ბავშვიც გაუკეთოს შუალედში. აი ძაან დედაატერილი ვინმეა smile.gif)

რომელ კინოზე გაქ ნანახი ? gigi.gif
3 წელი ვიცხოვრე მანდ , არაფერი არავის არ ამოუცლია.

Posted by: evalota 7 Jul 2017, 18:03
SELF
QUOTE
ორ ღამე მილანსა და სამ ღამე ფლორენციას, სამი ღამე რომს დაუთმო ჯობს და იმათ თითო
მე ვერონასაც ამოვაგდებდი საერთოდ, რომის სასარგებლოდ, იტალიაში ჩახვიდე და რომი არ ნახო, ნახევრად ტყუილად გადაყრილი ფულია

პს. თუ უკვე ნანახი გაქვს, სხვა საკითხია, მაგრამ მე მაინც ვერ მოვითმენდი...

დავასტუკე და წამოვედი არ მინდა. ახლა მოვიჩრდილოფლორენციებ, სამხრეთები და კარგი პონტები 2018ში.
მომავალი წლის მაისი/ივნისის გეგმა ასეთია - რომი 5 ღამე და პლუს 2-2 ღამე პოზიტანო, კაპრი და ამალფი. chups.gif
Scoorp
სუპერ გოგო ხარ, უუუსუპერესი! 2kiss.gif

Posted by: Crøs 8 Jul 2017, 00:00
El_Chapo
QUOTE
ცოტა ყურადღება კი არა, მანდ ქართველ კარმანშიკს ვიცნობ ერთს ნეაპოლშია,

მანდაური ქართველები ძირითადად ბინებზე დადიან ან მაღაზიებში. ტრანსპორტში ჯერ არ გამიგია ქართველი კარმანშიკი.

QUOTE
დანა რომ ვიყიდო და რუგზაკით ვატარო, პოლიცია აღმოჩენის შემთხვევაში დამაჯარიმებს ვითომ?

აუ შენ რა შარის თავი ყოფილხარ. გადი რა,ქართველებიც ტერორისტად არ შეგვრაცხონ ახლა)))

Posted by: El_Chapo 8 Jul 2017, 00:54
cros
QUOTE
აუ შენ რა შარის თავი ყოფილხარ. გადი რა,ქართველებიც ტერორისტად არ შეგვრაცხონ ახლა)))


აქ ხუმრობა არ მოსულა?
რა კარმანშიკი, მოიცა რაა, იქეთ მოვპარავ ჭკუით თუ არ იქნებიან biggrin.gif ვცხონდები მაინც.
QUOTE
მანდაური ქართველები ძირითადად ბინებზე დადიან ან მაღაზიებში.

უყურე შენ როგორ ყველაფერი სცოდნია smile.gif)))

Posted by: RedBulla 8 Jul 2017, 22:58
გუშინ ჩამოვედი იტალიიდან
უპრობლემოდ

ამ დღეებში უნდა დავრეკო საელჩოში ვიზაზე user.gif

Posted by: irakli_f1 9 Jul 2017, 22:21
ბუქინგზე სასტუმროს დაჯავშნის დროს ითხოვს ბარათს და პარალელურად წერია ასეთი რამე: No charge - only needed to reserve your room (არ ჩამოგეჭრებათ თანხაო), ხოდა რა მაინტერესებს ახლა, ქეშად მინდა გადავიხადო სასტუმროებში ფული და ბარათს რომ მივუთითებ, ანუ ბარათზე ჩამომაჭრის ჩექ აუთის დროს, თუ შემიძლია ქეშად გადავიხადო?

Posted by: 7th.Ghost 10 Jul 2017, 00:04
irakli_f1
როცა მიხვალ სასტუმროში ქეშად მიცემ და პრობლემაც მოიხსნება თუ არ მიცემ არაფერი ჩამოგეჭრება მარა კარგია რო გააუქმო საიტზე

Posted by: irakli_f1 10 Jul 2017, 16:46
ვინც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყავით რომში თუ შეიძლება ფასები დაწერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობებში შესვლის:

1) კოლიზეუმი (როგორც ვიცი, ამის ბილეთით შედიხარ მერე ფორუმში და პალატინის ბორცვზე)

2) პანთეონი

3) წმინდა პეტრეს ბაზილიკა

4) ვატიკანის მუზეუმი და სისტის კაპელა

მხოლოდ ბილეთის ფასი მაინტერესებს, გიდის და მატებითი მაიმუნობების გარეშე

Posted by: Crøs 10 Jul 2017, 18:18
irakli_f1
QUOTE
1) კოლიზეუმი (როგორც ვიცი, ამის ბილეთით შედიხარ მერე ფორუმში და პალატინის ბორცვზე)

12€

QUOTE
) პანთეონი

უფასო
QUOTE
) წმინდა პეტრეს ბაზილიკა

8€

QUOTE
ვატიკანის მუზეუმი და სისტის კაპელა

16€

ისე გაითვალისწინეთ,თვის ბოლო კვირას უფასოა!
* * *
13-ში დილას ხომ არავინ მოდიხართ იტალიაში დამემგზავრეთ))

Posted by: irakli_f1 11 Jul 2017, 10:15
QUOTE (cros @ 10 Jul 2017, 18:18 )
irakli_f1
QUOTE
1) კოლიზეუმი (როგორც ვიცი, ამის ბილეთით შედიხარ მერე ფორუმში და პალატინის ბორცვზე)

12€

QUOTE
) პანთეონი

უფასო
QUOTE
) წმინდა პეტრეს ბაზილიკა

8€

QUOTE
ვატიკანის მუზეუმი და სისტის კაპელა

16€

ისე გაითვალისწინეთ,თვის ბოლო კვირას უფასოა!
* * *
13-ში დილას ხომ არავინ მოდიხართ იტალიაში დამემგზავრეთ))

მადლობა დიდი
---------------------

Posted by: ILIA1702 11 Jul 2017, 17:51
cros
QUOTE
ისე გაითვალისწინეთ,თვის ბოლო კვირას უფასოა!

ყოველი თვის პირველი კვირა დღე არის უფასო როგორც იტალიაში ისე საფრანგეთშიც, მაგრამ მაგალითად საფრანგეთში ეგ წესი არ მოქმედებს ყველა მუზეუმში და ამასთან ერთად ტურისტულ სეზონზე.

პ.ს. მილანში ვიქნები 11 საათიდან 21 საათამდე 21 ივლისს და რამე რეკომენდაციები ხომ არ გაქვთ რა შეიძლება გააკეთოს კაცმა? რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და შესაბამისად ქალაქის დათვალიერება არ დამჭირდება.

Posted by: Crøs 11 Jul 2017, 18:31
ILIA1702
ხო შემეშალა,თვის პირველი კვირა უნდა დამწერეა.
იტალიაში მოქმედებს ეგ წესი. ბევრ მუზეუმში ვყოფილვარ უფასოდ. თუმცა არის ზოგჯერ კვირა დღესასწაულს ემთხვევა და ან ფასიანია ან დახურული.

აქაა ჩამოთვლილი კარგად ყველა მუზეუმი(რომში)
http://www.turismoroma.it/cosa-fare/domenica-al-museo-ingresso-gratuito-la-prima-domenica-del-mese

Posted by: El_Chapo 11 Jul 2017, 20:03
მილანში რამე კარგი კლუბი ან საღამოს რომ დაჯდე, ბარი იყოს თუნდაც.
იცით ვინმემ ნორმალური ადგილი?
რასავ ვუყურებ არც ერთი არ მომწონს, თინეიჯერების ჯაგაჯუგზე ნამდვილად არ მინდა მოხვედრა down1.gif

Posted by: Bergen 11 Jul 2017, 20:58
cros
QUOTE
) წმინდა პეტრეს ბაზილიკა

8€

ესეც უფასო იყო, თუ გუმბათზე არ ახვალ

Posted by: Crøs 12 Jul 2017, 00:38
Bergen
QUOTE
ესეც უფასო იყო, თუ გუმბათზე არ ახვალ

მერე გუმბათიდან გადმოხედვას აქვს ეფექტი მთელი რომ რომ ჩანს smile.gif

Posted by: Bergen 12 Jul 2017, 02:21
cros
QUOTE
მერე გუმბათიდან გადმოხედვას აქვს ეფექტი მთელი რომ რომ ჩანს

მართალია, ყველაზე ლამაზი ხედი მაქედანაა smile.gif

Posted by: irakli_f1 12 Jul 2017, 12:00
QUOTE (cros @ 11 Jul 2017, 18:31 )
ILIA1702
ხო შემეშალა,თვის პირველი კვირა უნდა დამწერეა.
იტალიაში მოქმედებს ეგ წესი. ბევრ მუზეუმში ვყოფილვარ უფასოდ. თუმცა არის ზოგჯერ კვირა დღესასწაულს ემთხვევა და ან ფასიანია ან დახურული.

აქაა ჩამოთვლილი კარგად ყველა მუზეუმი(რომში)
http://www.turismoroma.it/cosa-fare/domenica-al-museo-ingresso-gratuito-la-prima-domenica-del-mese

ვერ გავიგე ზუსტად, ანუ თვის პირველი კვირა (7 დღე) თუ ერთი კვირა დღე არის მუზეუმები უფასო? და რომში ყველა მუზეუმს მოიცავს ეგ წესი?

Posted by: Crøs 12 Jul 2017, 17:08
irakli_f1
ყოველი თვის პირველივე კვირა დღე. მაგალითად 6 აგვისტოს უწევს ახლა კვირა დღე.
ყველას არ მოიცავს,მაგრამ ძირითადებს.

Posted by: hata 13 Jul 2017, 17:27
რავი თუ ვინმეს გამოგადგებათ სამსახურების საიტია ევროპაში გადახედეთ.

http://buyvisa.info/

Posted by: CORDOBA 15 Jul 2017, 12:11
გამარჯობათ ფორუმელებო.
საბუთის გაგზავნა მინდა საქართველოში, (მილანიდან ვინმე გადამზიდი ფირმა თუ იცით იქნებ დაწეროთ კონტაქტი, ან სამარშუტო ავტობუსები თუ დადიან მილანიდან.
პ.ს DHL-მა 84.50 ევრო მითხრა mad.gif

მადლობა წინასწარ ყველას

Posted by: ძამა 15 Jul 2017, 13:40
სეზონურ სამუშაოებზე ევროპაში,, ცალკე თემაც მქონდა გახსნილი მაგრამ პასიურობა იყო ძალიან,,,,
აი რა მოხდება რო ვინც პორტუგალიაში, იტალიაში, საფრაგეთში, ესპანეთში ცხოვრობთ, რაიმე გვითხრათ სეზონურ სამუშაოებზე,,,
მოგეხსენებათ ეგ ქვეყნები, ყურძნის, ზეთისხილის, თხილის და ათასნაირი ფერმების ქვეყანაა,,
იმათაც აწყობთ იაფი მუშა, სეზონურ სამუშაოებზე ხალხი სჭირდებათ და თუ არ იცით, ვინმემ გაგვიგეთ რამე ამის შესახებ, ძალიან რთული ამბავია????
....
ბოლო ბოლო მოდით შევეჯიბროთ სომხებისა და ებრაელების დიასპორას არ გინდათ????biggrin.gif
იმ ქვეყნების თემაშიც დავწერ ამ პოსტს,,,
რა იცი მარცხი ელანძეა wink.gif

Posted by: mGeLo777 15 Jul 2017, 17:43
იტალიაში როგორ მოვხვდე იაფად?
თვითმფრინავის ფასები ვნახე facepalm.gif

საბერძნეთიდან რა დამიჯდება გადასვლა გემით?

დამილინკეთ რა 2kiss.gif

Posted by: natuka_ra 15 Jul 2017, 19:40
სალამი,
იტალიაში მცხოვრებნო, ოქტობრის 15-20 რიცხვებში, რომელიმე მხარეში ზღვის სეზონი კიდევ არის? იბანავება?

Posted by: Crøs 15 Jul 2017, 20:15
ძამა
QUOTE
იტალიაში

QUOTE
რაიმე გვითხრათ სეზონურ სამუშაოებზე,,,
მოგეხსენებათ ეგ ქვეყნები, ყურძნის, ზეთისხილის, თხილის და ათასნაირი ფერმების ქვეყანაა,,

დღიური საჭმლის ფული თუ გინდა,რასაც ათასობით აფრიკელები აკეთებენ და ნაგვიან ფიცრებით აშენებულ ბარაკებში ათევენ ღამეს კი ბატონო,ვირივით უნდა იმუშავო ოღონდ.
როგორ გგონია ამდენი ქართველი კაცია ჩამოსული და სეზონური სამუშაო რომ ღირდეს რამედ არ იმუშავებდნენ_?

mGeLo777
QUOTE
საბერძნეთიდან რა დამიჯდება გადასვლა გემით?დამილინკეთ რა

http://radikal.ru
http://hellenicinternational.forth-crs.gr/

natuka_ra
QUOTE
იტალიაში მცხოვრებნო, ოქტობრის 15-20 რიცხვებში, რომელიმე მხარეში ზღვის სეზონი კიდევ არის? იბანავება?

სამხრეთში კი. განსაკუთრებით სიცილიაზე

Posted by: ძამა 15 Jul 2017, 21:16
QUOTE
როგორ გგონია ამდენი ქართველი კაცია ჩამოსული და სეზონური სამუშაო რომ ღირდეს რამედ არ იმუშავებდნენ_?

სეზონურს არ ჯობია სტაბილური????????
...........
QUOTE
დღიური საჭმლის ფული თუ გინდა,რასაც ათასობით აფრიკელები აკეთებენ და ნაგვიან ფიცრებით აშენებულ ბარაკებში ათევენ ღამეს კი ბატონო,ვირივით უნდა იმუშავო ოღონდ

ძაან ხო არ ამუქებ???/;)

ვინც სამუშაოდ არის წასული მუშაობს კიდეც და ყველაფერი ნორმალურად არი,,, ძალიან ნუ გავაფარჩაკებთ ეხლა wink.gif

Posted by: mGeLo777 15 Jul 2017, 22:00
cros
მადლობა


..............................................


საიტს არ ხსნის sad.gif


Posted by: Bergen 16 Jul 2017, 00:33
ძამა
რამე ენა იცი ?

...................................

Posted by: mikheili1985 16 Jul 2017, 01:16
ძამა
QUOTE
სეზონურ სამუშაოებზე ევროპაში,, ცალკე თემაც მქონდა გახსნილი მაგრამ პასიურობა იყო ძალიან,,,,
აი რა მოხდება რო ვინც პორტუგალიაში, იტალიაში, საფრაგეთში, ესპანეთში ცხოვრობთ, რაიმე გვითხრათ სეზონურ სამუშაოებზე,,,
მოგეხსენებათ ეგ ქვეყნები, ყურძნის, ზეთისხილის, თხილის და ათასნაირი ფერმების ქვეყანაა,,
იმათაც აწყობთ იაფი მუშა, სეზონურ სამუშაოებზე ხალხი სჭირდებათ და თუ არ იცით, ვინმემ გაგვიგეთ რამე ამის შესახებ, ძალიან რთული ამბავია????
....
ბოლო ბოლო მოდით შევეჯიბროთ სომხებისა და ებრაელების დიასპორას არ გინდათ????biggrin.gif
იმ ქვეყნების თემაშიც დავწერ ამ პოსტს,,,
რა იცი მარცხი ელანძეა wink.gif

დაივიწყე.
ჯერ მაგაზე ნებართვა გჭირდება , რომელიც ფაქტიურად 0 უდრის, მერე კიდე რაც მაგაში დრო და ენერგია უნდა დახარჯო, ქირა , ჭამა , სხვა ხარჯები, ორი მაგდენს იშოვი საქართველოში თუ მოინდომებ.+ ჯანმრთელობაც დაგეზოგება
მაგ საქმე ძირითდად ზანგები აკეთებენ და მაგათ თუ ფიზიკაში კონკურენციას გაუწევ , შენ ყოფილხარ სუპერ კაცი , მართლა საქართველოს მოახმარე ეგ მონდომება

Posted by: RedBulla 16 Jul 2017, 16:33
მეუღლე მყავს იტალიის მოქალაქე
ვაპირებ ვიზის აღებას
როგორ რანაირად მოვიქცე
გაგიკეთებიათ ვიზა?
საიტზე ვერ შევდივარ საელჩოს
არის მცოდნე ვინმე? :დ

Posted by: dewkdewk 17 Jul 2017, 19:10
macygray
QUOTE
რომი, ვენეცია, მილანი, ლიგურია - თუ რამე გაინტერესებთ, ექსპერტი ვარ
იტალია, მი ამორ

მე ვაპირებ მილანის ვერონის და ვენეციის ნახვას და რამე რჩევებს თუ მეტყვი კაი იქნება რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ძამა 18 Jul 2017, 10:21
QUOTE
რამე ენა იცი ?

ინგლისური, რუსული თვისთავად და ბერძნული,,,,

..
QUOTE
მაგ საქმე ძირითდად ზანგები აკეთებენ და მაგათ თუ ფიზიკაში კონკურენციას გაუწევ , შენ ყოფილხარ სუპერ კაცი , მართლა საქართველოს მოახმარე ეგ მონდომება

40, 50 , 60 ევროს გადაგიხდიან საქართველოში????/
..
ნებართვა და ასეთი მარტივი რაღაცაები ყველამ ვიცით რო ჭირდება, მაგრამ ნე ლეგარნად რამდენი მუშაობს და რამხელა კორუფციაცაა ევროპაში ზოგადად,,,,
ბევრს კიდია კი არადა პირიქით აწყობთ არალეგალურები

Posted by: Crøs 18 Jul 2017, 20:21
ძამა
QUOTE
40, 50 , 60 ევროს გადაგიხდიან საქართველოში????/

20 ევრო თუ გადაგიხადეს აქ დღეში მადლობა უნდა უთხრა smile.gif

Posted by: ძამა 18 Jul 2017, 22:34
QUOTE

20 ევრო თუ გადაგიხადეს აქ დღეში მადლობა უნდა უთხრა

ამ შემთხვევაში ,მადლობის ნაცვლად თქვენი მათხოვარი დედა ვატირე თქო მაგას ვეტყვი,,,,

Posted by: merabi1995 18 Jul 2017, 22:43
სასტავ,, ერთი მიპასოხეთ, თოში გამგზავრების დროს ამ **** ქვეყნიდან დატოვების დროს ორივე ბილეთი უნდ მქონდეს? აეროპორტი ქუთაისი ამოწმებს მაგას? და დაზღვევა და ჯავშანი?

Posted by: mikheili1985 18 Jul 2017, 23:09
ძამა
QUOTE


40, 50 , 60 ევროს გადაგიხდიან საქართველოში????/

ვეჟო, 50€ ს რომ გადაგიხდის ნაპოლეტანელი დამსაქმებელი , სულს ამოგხდის მუშაობით , ერთი თვე ვერ გაუძლებ ,მანდედან ნახევარი ჭამაში დაგეხარჯება , ქირის ფული ? ხოდა დაგრჩეს გაწი გამოწი 10-15€ , სადამ სამუშაოს ნახავ , გზის ხარჯი , მოკლედ ათასი დეტალია , იგივე სამუშაო რომ შეასრულო და ჭკუით იყო 40 ლარი , არ დაგრჩება? მაინცდამაინც მიწაზე თუ გინდა რომ იმუშავო.
დაგვიჯერე, შენთვის გეუბენბი , თუ მაინცდამაინც გადაწყვიტე ჩასვლა , არ დამივიწყო და შთაბეჭდილებები მოგვწერე

Posted by: Crøs 18 Jul 2017, 23:21
merabi1995
QUOTE
სასტავ,, ერთი მიპასოხეთ, თოში გამგზავრების დროს ამ **** ქვეყნიდან დატოვების დროს ორივე ბილეთი უნდ მქონდეს? აეროპორტი ქუთაისი ამოწმებს მაგას? და დაზღვევა და ჯავშანი?

საქართველოდან როცა მიდიხარ კი,რა თქმა უნდა. უკან დასაბრუნებელი ბილეთის გარეშე არ გაგიშვებენ თუ მაგალითად სასწავლო ან სამკურნალო ვიზა არ გაქვს და უბრალოდ ტურისტად აპირებ წასვლას.

Posted by: merabi1995 18 Jul 2017, 23:25
რა სისილელეა იძახი იცი თბილისი გიშVებს და იქ რომ ჩAდიხარ ის აღარ გიშვებს ქვეყანაშI რადგან უკანა ბილეთI არ გაქვს შენ თუ გინდა იდ ქარდით წადი biggrin.gif იქ არ შეგიშვენენ თორრ

Posted by: Crøs 18 Jul 2017, 23:32
merabi1995
QUOTE
რა სისილელეა იძახი იცი თბილისი გიშVებს და იქ რომ ჩAდიხარ ის აღარ გიშვებს ქვეყანაშI რადგან უკანა ბილეთI არ გაქვს შენ თუ გინდა იდ ქარდით წადი  იქ არ შეგიშვენენ თორრ

4 დღის უკან ჩამოვფრინდი და თბილისმა მთხოვა ზუსტად უკანა ბილეთი facepalm.gif და რომ არ მოგთხოვონ თბილისში თუ იცი რომ იქ მაინც მოგთხოვენ,რაღას კითხულობ მაშინ vis.gif

Posted by: merabi1995 18 Jul 2017, 23:43
ვიცი რომ ბევრისათვის არ უკითხავთ ქუთაის არ უკითხავს ბევრისათVის

Posted by: RedBulla 19 Jul 2017, 17:28
merabi1995
ისე წავედი ქუთაისიდან
არც აქ არც მილანში არ უნახიათ არაფერი
დახედეს პასპორტს და ვსო
ეს 3 თვის წინ
ეხლა როგორაა არ ვიცი



ვიზა რომ ავიღო 1 წლიანი
ისევ მჭირდება დაზრვევა უკან დასაბრუნებელი ბილეთი და თანხა?

Posted by: Bergen 19 Jul 2017, 18:19
ძამა
QUOTE
რუსული თვისთავად

უფროსი თაობა ხარ ალბათ smile.gif

Posted by: TamoTamoTamo 21 Jul 2017, 18:31
კიდევ მირჩიეთ რა, მილანი-ვენეცია-ფლორენცია-რომი ყველაფრის მატარებლის ბილეთი ვიყიდო თუ ადგილზე ავტობუსიც შეიძლება ჩავანაცვლო რომელიმე ქალაქში. აქედან რომ შევიძინო და სულ მატარებლით ვიმგზავრო, კი მიჯდება 350 ევრო ორი კაცი.

Posted by: Mike Wazowski 24 Jul 2017, 16:30
რომის რომელ ტურისტულ ავტობუსს მირჩევთ? ვეძებე და თითქოს ყველაზე გვიანობამდე ვარდისფერი ავტობუსი დადის მაგრამ სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა დროს მიჩვენებს და ვეღარ გავიგე ვერაფერი

Posted by: Gale 24 Jul 2017, 21:48
რომა პასზე ინდივიდუალური მონაცემები დატანილია? ანუ შემიძლია თუ არა ორი ვიყიდო და ერთი სხვას მივცე?

Posted by: 7th.Ghost 25 Jul 2017, 01:57
სექტემბერში მივდივარ მილანში , ვინ აპირებთ წასვლას smile.gif


Posted by: Bergen 25 Jul 2017, 03:00
Gale
QUOTE
რომა პასზე ინდივიდუალური მონაცემები დატანილია? ანუ შემიძლია თუ არა ორი ვიყიდო და ერთი სხვას მივცე?

კი, დახურულ კონვერტშია, შემდეგ თვითონ ხსნი და აწერ სახელს, გვარს და აქტივაციის თარიღს

პს. ყოველ შემთხვევაში 2 წლის წინ ასე იყო

Posted by: RedBulla 25 Jul 2017, 22:45
7th.Ghost
მე biggrin.gif
18 ან 20 ვფიქრობ



კაროჩეე დავრეკე საელჩოში და მეთქი ასე და ასე მეუღლეა იქაური მოქალაქე ვიზალიბერალიზაციით ვიყავი და მინდა კიდე ოღონდ შემიძლია წასვლა 5 ოქტომბრის მერე თქო და გადახვალ ჩვეულებრივად გამოგიგზავნის მარტო ხელის მოწერის საბუთსოო


20-25 წუთში მეუღლემ დარეკა იტალიიდან და 5 ოქტომბრამდე ვერ გადმოვაოო

spy.gif


პ.ს ჩავედი დავუშვათ 10 ში და წამოვედი მეორე თვის 7 ში
აი ეს 10 და 7 დი ითვლება იმ 90 დღეში?

Posted by: 7th.Ghost 25 Jul 2017, 23:48
RedBulla
რატო ვერ ჩახვალ 180 დღეში 90 დღე გაქვს დარჩენის უფლება .

რავი მე ჩვეულებრივ დავდივარ არაფერსაც არ მიმოწმებენ , დიდი მადლობა დღევანდელ მთავრობას ამ სიკეთისთვის !


Posted by: RedBulla 25 Jul 2017, 23:52
7th.Ghost
ხოდა ეგაა რა წავალ 20 სექტემბერს და წამოვალ 22 ში

Posted by: MrFenix 28 Jul 2017, 12:05
სან მარინოში შესვლა შესაძლებელია თუ რამე ვიზა არის საჭირო?

Posted by: dewkdewk 28 Jul 2017, 15:14
მილანის ვერონის და ვენეციის ნახვას ვაპირებ და რამე რჩევებს თუ მომცემთ კაი იქნება ნებისმიერი რჩევა გამომადგება

(მილანი და ვერონა ერთ დღეში უნდა მოვასწრო)

Posted by: 7th.Ghost 31 Jul 2017, 02:30
ამ კვირაში ვინმე თუ წახვედით იტალიაში ?
როგორი სიტუაციაა პრობლემები ხო არ ექმნებათ საზღვარზე ქართველებს

Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Aug 2017, 16:17
მუზეუმების ბილეთების აღება შეგიძლიათ აქ:
https://www.florence-tickets.com/
ონლაინ ბილეთები 4 ევროთი ძვირდება. თუმცა, მგონი ღირს.

Posted by: Marikruz@ 4 Aug 2017, 16:16
Italiarail.com -ამ საიტზე თუ გიყიდიათ ვინმეს ბილეთები? ფასები შევადარე trenitalia.com-ს და ბევრად დაბალია.

Posted by: Tabo 4 Aug 2017, 16:20
MrFenix
QUOTE
სან მარინოში შესვლა შესაძლებელია თუ რამე ვიზა არის საჭირო?

არანაირი ვიზა, "ჩვეულებრივი" ქალაქია იტალიის შუაგულში biggrin.gif რავი 3 წლის უკან ეგრე იყო. მე ძალიან მაგრად დამევასა love.gif biggrin.gif

Posted by: zipo-zipo 4 Aug 2017, 16:21


იტალიაში არალეგალებისთვის დარჩენა და მუშაობა რამდენად რთულია?
ათასობით ქართველი რომაა იტალიაში, ეგენი რა სტატუსით არია



Posted by: Crøs 4 Aug 2017, 21:08
Marikruz@
QUOTE
Italiarail.com -ამ საიტზე თუ გიყიდიათ ვინმეს ბილეთები? ფასები შევადარე trenitalia.com-ს და ბევრად დაბალია.

მაგ საიტზე დოლარებით აჩვენებს ფასებს,ტრენიტალიაზე ევროებში. როგორც ვნახე ფასი იგივე გამოდის.
და მე მაინც ტრენიტალიას საიტზე გირჩევ ყიდვას,მაინც მაგ კომპანიის მატარებლებით გამგზავრებენ სხვა საიტებიდანაც რომ იყიდო )))

ანდა დიდი ქალაქებისთვის იტალოტრენოთიც შეიძლება,მეტად კომფორტულია თან. http://www.italotreno.it/en

Posted by: ბეჟანბეჟანი 8 Aug 2017, 22:40
მირჩიეთ!
ცოტა პანიკაში ვარ. გამოცდილები შემეხმიანეთ რა.

ვატიკანის მუზეუმების ონლაინ ბილეთი ვიყიდე. საიდან უნდა შევიდე და რომელ სალაროში ან გასასვლელში უნდა ვაქციო ვაუჩერი ბილეთად?
* * *
TamoTamoTamo
QUOTE
მილანი-ვენეცია-ფლორენცია-რომი

რომი-მილანი გამოგრჩა.
მეც მაგ ქალაქებში ვმოგზაურობ და ყველა ბილეთი მატარებელზე ვიყიდე.
ამბობენ, ავტობუსი ბევრად ნელიაო.
მატარებლის ბილეთების შერჩევისას ყურადღება მიაქციე მგზავრობის დროს. ერთიდაიგივე ფასიანი ბილეთით მგზავრობის ხანგრძლივობა შეიძლება რამოდენიმე საათით განსხვავდებოდეს.

Posted by: Kniaz_Gruzii 17 Aug 2017, 22:51
სალამი

ორშაბათი/სამშაბათი დასვენება იყო იტალიაში თუ იცით? ბანკები არ მუშაობენო და მართალია?

Posted by: sonex2009 19 Aug 2017, 17:24
გამარჯობათ. მივდივარ მილანში ერტი კვირით, შეგილიათ მირჩიოთ რისი ნახვა შეილება ახლო ქალაქებში სად ღირს გადასვლა, მადლობა წინასწარ

Posted by: Crøs 20 Aug 2017, 16:22
Kniaz_Gruzii
QUOTE
ორშაბათი/სამშაბათი დასვენება იყო იტალიაში თუ იცით? ბანკები არ მუშაობენო და მართალია?

კი

sonex2009
QUOTE
გამარჯობათ. მივდივარ მილანში ერტი კვირით, შეგილიათ მირჩიოთ რისი ნახვა შეილება ახლო ქალაქებში სად ღირს გადასვლა, მადლობა წინასწარ

მილანის დათვალიერებისთვის ერთი დღეც საკმარისია,გადადი კომოში,ნოვარა,ბერგამო,ბრეშა,პავია,კრემონა,პარმა,ვერონა...ძალიან ბერვია დასათვალეირებელი...

Posted by: mGeLo777 21 Aug 2017, 12:14
QUOTE (cros @ 15 Jul 2017, 20:15 )
ძამა
QUOTE
იტალიაში

QUOTE
რაიმე გვითხრათ სეზონურ სამუშაოებზე,,,
მოგეხსენებათ ეგ ქვეყნები, ყურძნის, ზეთისხილის, თხილის და ათასნაირი ფერმების ქვეყანაა,,

დღიური საჭმლის ფული თუ გინდა,რასაც ათასობით აფრიკელები აკეთებენ და ნაგვიან ფიცრებით აშენებულ ბარაკებში ათევენ ღამეს კი ბატონო,ვირივით უნდა იმუშავო ოღონდ.
როგორ გგონია ამდენი ქართველი კაცია ჩამოსული და სეზონური სამუშაო რომ ღირდეს რამედ არ იმუშავებდნენ_?

mGeLo777
QUOTE
საბერძნეთიდან რა დამიჯდება გადასვლა გემით?დამილინკეთ რა

http://radikal.ru
http://hellenicinternational.forth-crs.gr/

natuka_ra
QUOTE
იტალიაში მცხოვრებნო, ოქტობრის 15-20 რიცხვებში, რომელიმე მხარეში ზღვის სეზონი კიდევ არის? იბანავება?

სამხრეთში კი. განსაკუთრებით სიცილიაზე

მეგობარო,საიტს არ მიხსნის


sad.gif

Posted by: Crøs 21 Aug 2017, 18:23
mGeLo777
აბა აქ ნახე
https://booking.grimaldi-lines.com/?l=it&c=GRI&l1=GRIGO-ITBDS&d1=27082017&d2=
http://www.directferries.it/igoumenitsa_bari_traghetto.htm
https://www.traghettilines.it/it/grecia/traghetti-igoumenitsa-bari.aspx
https://www.aferry.it/traghetto-igoumenitsa-bari.htm
http://www.traghetti.com/traghetti_igoumenitsa_bari_superfast_anek.htm
სადაც იაფი იქნება ის აირჩიე.

Posted by: lepori 21 Aug 2017, 18:27
cros

ძვირფასო კროსს, იტალიიდან პირდაპირი ფრენის ვარიანტი არ არსებობს საქართველოსკენ?
ადრე იყო მახსოვს, ეხლა ვერარა მიპოვნია sad.gif

Posted by: mGeLo777 21 Aug 2017, 19:17
cros
გრაციე ამორე



მგონი სწორად დავწერე facepalm.gif

Posted by: Crøs 21 Aug 2017, 22:25
lepori
QUOTE
ძვირფასო კროსს, იტალიიდან პირდაპირი ფრენის ვარიანტი არ არსებობს საქართველოსკენ?
ადრე იყო მახსოვს, ეხლა ვერარა მიპოვნია

არის ძვირფასო ლეპორ,ვიზეირი დაფრინავს მილანიდან ქუთაისში და მერე მარშუტკებით ან მატარებლით მოგიწევს კახეთში ჩაკიკინება biggrin.gif
https://wizzair.com/#/

mGeLo777
პრეგო კარო

Posted by: lepori 22 Aug 2017, 00:53
cros
დიდად გრაციე ძვირფასო კროს,
ნამეტნავად ღირებული ინფორმაცია მომაწოდე 2kiss.gif


---
ისე, საცა ქუთაისში ბარემ თბილისშიც ჩაფრინდნენ ეგჩემალალები mad.gif
და საცა მილანიდან ბარემ რომიდანაც გაფრინდნენ biggrin.gif

Posted by: sonex2009 23 Aug 2017, 14:04
გამარჯობათ. მივდივარ მილანში ერტი კვირით, შეგილიათ მირჩიოთ რისი ნახვა შეილება ახლო ქალაქებში სად ღირს გადასვლა, მადლობა წინასწარ

Posted by: Lasha244 24 Aug 2017, 19:15
გამარჯობათ.მაინტერესებს ერთი რამ და ვინც იცის იმან მიპასუხოს...
იტალიაში რომ წავიდე, 90 დღე ხომ მაქვს დარჩენის უფლება ოფიციალურად და
რომ აღარ წამოვიდე და დავრჩე რამე ჯარიმა დამეკისრება ?
ვიღაცამ თქვა ინტერპოლით გეძებენ მერეო და რამდენად მართალია?

დიდი მადლობა წინასწარ. smile.gif

Posted by: კალამი 5 Sep 2017, 17:34
გამარჯობათ ესეიგი ეხლა რა ხდება კაროჩე სამი საქმე მაქვს გადასათარგმნი და იტოგში ერთ საქმეზე 25 ეუროს ვიხდი თუ ვინმეს აწყობს პრობლემაა ისაა რო ძალიან რთული საქმეა იტალიურიდან ქართულად გადათარგმნა.
მე გასულ იანვარს დავიწყე ერთი დანაშაულის გადათარგმნა და 15 დღე დამჭირდა 6 გვერდის გადათარგმნა.
მოკლედ თუ ვინმე ხართ დამეხმარეთ და ფულსაც მიიღებთ

Posted by: zipo-zipo 5 Sep 2017, 18:57


ბინადრობის უფლების აღება შენგენის ზონის რომელ ქვეყანაშია უფრო მარტივი და რა გზები არსებობს?



Posted by: ბეჟანბეჟანი 6 Sep 2017, 14:10
sonex2009
QUOTE
გამარჯობათ. მივდივარ მილანში ერტი კვირით, შეგილიათ მირჩიოთ რისი ნახვა შეილება

მილანში აუცილებლად უნდა ნახო მილანის საკათედრო ტაძარი. მართლაც რომ საოცრებაა. ვერანაირი სურათი, ვიდეო და მოყოლა ოდნავაც ვერ შეცვლის ნახვას.
მილანის სავაჭრო ცენტრი, ყველაზე ძველი სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში.
მილანის მწვანე სახლები.

ლეონარდო დავინჩის "საიდუმლო სერობა", მაგრამ იქ ბილეთი ნახევარი წლით ადრე უნდა აიღო, ან გადამყიდველები ყიდიან ძალიან ძვირად.

მილანიდან რომამდე მატარებლით სამ საათზე ცოტა მეტი უნდა. სადღაც 40-50 ევრო ღირს. ფლორენციამდე საათნახევარი. ორ საათზე ცოტა მეტი უნდა ვენეციამდე და 30-40 ევრო. ახლოა ბოლონია, გენუა, ტურინი.
და საერთოდ, მატარებლები ისე ჩქარა დადიან, რომ დროის შეგრძნებას კარგავ. 300 კმ/სთ სიჩქარით უბერავენ. თვითმფრინავის ნახევარი სიჩქარეა რა. საგარეუბნო მატარებლები (ჩვენებური თბილისი-ბათუმის მსგავსი) 150 კმ სიჩქარით მიიზლაზნებიან.

Posted by: marituri 18 Sep 2017, 17:52
გამარჯობა,

გამოცდილებო მირჩიეთ ამალფიზე , რაველოში როგორ მოვხვდე.

მადლობა

Posted by: Crøs 18 Sep 2017, 21:32
marituri
QUOTE
გამოცდილებო მირჩიეთ ამალფიზე , რაველოში როგორ მოვხვდე.

მადლობა

ნაპოლიდან ან სალერნოდან უფრო მოკლე გზაა. ავტობუსით ან გემით. ამალფიში რომ ჩახვალ იქ პორტის პირდაპირ რაველოს ავტობუსები გადიან.

Posted by: Mopirmkrtalo 21 Sep 2017, 16:21
იტალიაში მამაკაცების სამსახურები არ არის ? drug.gif

Posted by: irakli_f1 30 Sep 2017, 22:16
გამარჯობა. ორშაბათს მივფრინავ მილანში და 10 დღეში ვბრუნდები მომინგემიდან. იტალიაში მაქვს სასტუმროს ჯავშნები, ხოლო მიუნხენში 3 ღამე ნათესავთან უნდა ვიყო და რამეს იტყვიან საზღვარზე? რა თქმა უნდა დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ყველაფერი წესრიგშია. უბრალოდ 3 ღამის ჯავშანი არ არის რა

Posted by: GUSTO 1 Oct 2017, 21:03
irakli_f1
QUOTE
უბრალოდ 3 ღამის ჯავშანი არ არის რა

მისი კოორდინატები და სტატუსი იქნება საჭირო, ვინც მიგიღებს

Posted by: Werner Voss 1 Oct 2017, 22:45
ოქტომბრის მეორე ნახევარში როგორი ამინდები იცის იტალიაში, ეციება? რასაც ვუყურებ საქართველოზე გაცილებით თბილა ხო?

Posted by: GUSTO 2 Oct 2017, 00:25
Werner Voss
QUOTE
ოქტომბრის მეორე ნახევარში როგორი ამინდები იცის იტალიაში, ეციება? რასაც ვუყურებ საქართველოზე გაცილებით თბილა ხო?

გააჩნია რეგიონს
ჩრდილოეთში აღმ. საქართველოსავითაა, ცენტრში - დასავლეთ, სამხრეთში უფრო თბილა და აშ...

Posted by: Werner Voss 2 Oct 2017, 14:25
GUSTO
QUOTE
გააჩნია რეგიონს
ჩრდილოეთში აღმ. საქართველოსავითაა, ცენტრში - დასავლეთ, სამხრეთში უფრო თბილა და აშ...

ანუ კარგად ცივა იქაც უკვე
მადლობა პასუხისთვის.

Posted by: celtics 7 Oct 2017, 21:12
რომში არავინ ხართ? შევხვდეთ ხვალ,გავიდეთ სადმე,პირველად ვარ,მე 5 დღეა უკვე,ამ არქიტექტურის თვალიერება და პიცის ჭამა ამოვიდა ყელში

Posted by: კალამი 9 Oct 2017, 18:05
celtics
გადი მერე სადგურზე და გაიცანი ბარიგები

Posted by: GUSTO 9 Oct 2017, 21:22
celtics
QUOTE
პიცის ჭამა ამოვიდა ყელში

პიცას რა გაჭმევს რომში
იმდენი კაი რამეები აქვთ...

Posted by: aloha__ 12 Oct 2017, 14:12


გაიზ,



მილანიდან რომამდე ყველაზე იაფად როგორ ვიმგზავრებ?
იტალიის რკინიგზის ერთწლიანი წევრობის ბარათი გააქვთ ვინმეს? საკაიფო ფასდაკლება აქვს







irakli_f1
უფასო შეწყვეტა სადაც შეგიძლია შენც ის სასტუმრო დაჯავშნე და ანახე ჯავშანი მესაზღვრეს.




Posted by: mikheili1985 12 Oct 2017, 15:00
aloha__
თუ წინდაწინ ჯავშნი , შეიძლება მატარებლის ბილეთიც ნახო იაფად , თუ ამ დღეებში აპირებ ავტობუსი , ბლაბლაქარის ვარიანტიც განიხილე

Posted by: Crøs 13 Oct 2017, 19:53
aloha__
QUOTE
მილანიდან რომამდე ყველაზე იაფად როგორ ვიმგზავრებ?

ფლიქსბასით,16 ევრო
https://www.flixbus.it/tratte-autobus/milano-roma

Posted by: marigng 13 Oct 2017, 23:39
მოგესალმებით
ადრე გვირჩევდით რომ ჯობია კოლიზეუმის ბილეთების წინასწარ ონლაინით შეძენა. ბილეთების საიტს ხომ ვერ მეტყოდით??
მადლობა

Posted by: GUSTO 14 Oct 2017, 00:14
marigng
წინასწარ შეძენა ვატიკანის მუზეუმის ჯობია

დანარჩენებისთვის რომა პასის ყიდვას გირჩევთ ადგილზე, საინფორმაციოებში

Posted by: RedBulla 15 Oct 2017, 13:10
23 ში ეხლა არ მოდიხართ არავინ?

Posted by: marigng 15 Oct 2017, 16:31
QUOTE

GUSTO


მადლობა
ვატიკანის მუზეუმის ბილეთები როგორ ან სად შევიძინო წინასწარ??
სულ 3 დღით გავჩერდები რომში და მინდა წინასწარ გავერკვიო ,დავგეგმო

Posted by: mikheili1985 15 Oct 2017, 16:47
კეთილო ხალხო თბილისიდან მილანისკენ ამ დღეებში ვინმე ხომ არ მოდიხართ , პასპორტის წამოღება მინდა , perfavor

Posted by: juli_26 15 Oct 2017, 17:08
mikheili1985

27 ში მოვდივარ მე და 23 ში ვიქნები თბილისში, წამოგიღებ ))

Posted by: mikheili1985 15 Oct 2017, 17:26
juli_26
აუ ჯიგარი ხარ smile.gif მოგწერ პირადში

Posted by: GUSTO 16 Oct 2017, 00:54
marigng
QUOTE
ვატიკანის მუზეუმის ბილეთები როგორ ან სად შევიძინო წინასწარ??

მაგათსავე საიტზე

http://www.museivaticani.va/content/museivaticani/en.html#lnav_shop

რომა პასით პირველი 2 მუზეუმი უფასოა, დანარჩენებში ფასდაკლებებია, ასევე საზ ტრანსპორტიც უფასოა 3 დღე
ვატიკანი არ შედის, სხვა სახელმწიფოა
მე პირველი კოლიზეუმ-ფორუმში გამოვიყენე (ერთ ბილეთში შედის), მეორე კაპიტოლიუმის მუზეუმში...

Posted by: Heinz Doofenshmirtz 16 Oct 2017, 01:18
აიდი ბარათმა, სადაც ეწერა, რომ სტუდენტი ვარ, კოლიზეუმში გაჭრა, ვატიკანში უარი მითხრეს.

Posted by: merabi1995 16 Oct 2017, 16:14
მეგობრებო ევროპაში რომელი კუნძულზე მირჩევთ დასვენებას ნოემბრის თვეში ზღვა რომ იყოს პლიაჟი და გავირუჯო აბა დამიყარეთ კომენტარები

Posted by: GUSTO 16 Oct 2017, 16:17
merabi1995
კანარებზე

ოღონდ უნდა იცოდე რომელი მხარე შეარჩიო

კვიპროსსაც არაუშავს ჯერ კიდევ ნოემბერში (უფრო იაფიც დაგიჯდება ფრენა)

Posted by: giopero 16 Oct 2017, 17:49
გამარჯობათ,
იანვრის 5 ში ვგეგმავთ 6 კაცი მილანში წასვლას, ბილეთები დავითრიეთ უკვე...
თქვენი რჩევები დამჭირდება ვინც ხართ ნამყოფები...
1. ბინის ქირაობა გვინდა აირბნბ-ზე და ხო არ იცით რამე ბინა სადაც ნამყოფი ხართ და მირჩევთ???
თუ არადა მაინტერესებს როგორ ჯობია ცენტრში იქირაო ბინა და ცოტა მეტი გადაიხადო თუ ცოტა მოშორებით და ავტობუსით ან მეტროთი იარო?

რამე ტოჩკები ხომ არ იცით, სადაც აუთლეტ ზმანები იყიდება და კვების ობიექტები ხომ არ იცით რომელიც შედარებით იაფი და გემრიელია
მადლობა წინასწარ

Posted by: merabi1995 16 Oct 2017, 19:12
ტურისტული მეუბნება კანარებზე ცივა უკვეო და წყალი ცივიაო არადა 27 გრადუსია ლაივ კამერით ვუყურებ და მზეა სამხრეთისკენ წავალ დავისვენებ

Posted by: vatman 16 Oct 2017, 23:35
giopero
QUOTE
რამე ტოჩკები ხომ არ იცით, სადაც აუთლეტ ზმანები იყიდება

აუთლეტები ძირიტადად ქალაქგარეთ არის, თორე ჩვეულებრივი ბრენდული მაღაზიები ყრია თვით მილანში
marigng
QUOTE
მოგესალმებით
ადრე გვირჩევდით რომ ჯობია კოლიზეუმის ბილეთების წინასწარ ონლაინით შეძენა. ბილეთების საიტს ხომ ვერ მეტყოდით??
მადლობა

ნუ მაგაზე უკვე კი გირჩიეს, რო იყიდო რომა პასი. რომა პასით კაი შეღავათი რო მიიღო, მაგით პირველი 2 ობიექტი აირჩიე კოლიზეუმი და ვილა ბორგეზე. ოღონდ გათვალისწინე, რო რაც არ უნდა გქონდეს წინასწარ ნაყიდი გალერეა ბორგეზეში, აუცილებლად უნდა დარეკო ერთი 10 დღით ადრე და დაჯავშნო შენი ვიზიტის დრო. მანდ შესვლა ხდება ყოველ 2 საათში ერთხელ, და მხოლოდ გარკვეული რაოდენობა.
რომა პასი შეგიძLია კიდევ თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ან/და ოსტია ანტიკაში გამოიყენო შემდეგ
giopero
QUOTE
1. ბინის ქირაობა გვინდა აირბნბ-ზე და ხო არ იცით რამე ბინა სადაც ნამყოფი ხართ და მირჩევთ???

და სასტუმრო რატომ არ გინდა?
2 თვით ადრე კაი სასტუმროები შეგიძლია ძალიან კარგ ფასად დაითრიო

Posted by: Werner Voss 17 Oct 2017, 01:15
vatman
QUOTE
ოღონდ გათვალისწინე, რო რაც არ უნდა გქონდეს წინასწარ ნაყიდი გალერეა ბორგეზეში, აუცილებლად უნდა დარეკო ერთი 10 დღით ადრე და დაჯავშნო შენი ვიზიტის დრო. მანდ შესვლა ხდება ყოველ 2 საათში ერთხელ, და მხოლოდ გარკვეული რაოდენობა.

ticketone ზე ვიყიდე გალერეა ბორხესის ბილეთი (ნუ ვაუჩერი) კონკრეტული შესვლის დრო და თარიღით და მაინც მჭირდება დარეკვა

Posted by: vatman 17 Oct 2017, 10:43
Werner Voss
QUOTE
ticketone ზე ვიყიდე გალერეა ბორხესის ბილეთი (ნუ ვაუჩერი) კონკრეტული შესვლის დრო და თარიღით და მაინც მჭირდება დარეკვა

თუ დრო წერია მაშინ არამგონია მარა მაინც
გადაამოწმე, ან საიტზე ან ნაყიდ ბილეთში სადმე თუ წერია წინასწარ დარეკვაზე.

Posted by: dato_dato 17 Oct 2017, 10:58
giopero
QUOTE
1. ბინის ქირაობა გვინდა აირბნბ-ზე და ხო არ იცით რამე ბინა სადაც ნამყოფი ხართ და მირჩევთ???
თუ არადა მაინტერესებს როგორ ჯობია ცენტრში იქირაო ბინა და ცოტა მეტი გადაიხადო თუ ცოტა მოშორებით და ავტობუსით ან მეტროთი იარო?

მილანში 2 დღეზე მეტი არ გავჩერდებოდი მე პირადად ამიტომ ცენტრში ვიქირავებდი სასტუმროს რომ ფეხით მევლო, სასტუმრო "რიო" არაა ცუდი მაგ მიზნებისთვის
QUOTE
რამე ტოჩკები ხომ არ იცით, სადაც აუთლეტ ზმანები იყიდება და კვების ობიექტები ხომ არ იცით რომელიც შედარებით იაფი და გემრიელია
მადლობა წინასწარ

ზმანები ყველა ნაბიჯზეა, მე ერთ პატარა აუტლეტს მივაგენი რკინიგზის სადგურთან, სადაც აეროპორტების ავტობუსები ჩერდბა იქიდან მარჯვნივ მეორე პარალელურ ქუჩაზე გზაჯვარედინზე კიდე მარჯვნივ მარცხენა მხარეს პატარა მაღაზიაა სულ ბოსი, არმანი, ბარბერი და ბრენდები ქონდათ ძაან იაფად ზომებს თუ მოირგებ
საჭმელი დუომოდან ქვევით უნდა დაეშვა კორსო იტალიაზე და ვია რუგაბელლა-ს კვეთაზეა მარცხენა კუთხეში სელფ სერვისია ძან გემრიელი და მრავალფეროვანი საჭმელებით, რუკაზე თუ მოძებნი არ ინანებ იაფად და გემრიელად გამოიკვებებით

Posted by: lilu777 22 Oct 2017, 13:03
როცა გადაჯდომა გიწევს ევროპის ქვეყანაში, აეროპორტიდან რომ გახვიდე რა პროცედურებია
საქართველოს მოქალაქისთვის და რამდენი დრო გეხარჯება გასვლა გამოსვლაში ?

Posted by: El_Chapo 22 Oct 2017, 13:07
lilu777
ჩვეულებრივი პროცედურაა, პასპორტ კონტროლი უნდა გაიარო.



Posted by: lilu777 22 Oct 2017, 14:00
El_Chapo

ეგ მესმის, რომ პასპორტის გარეშე არ გამიშვებენ. მაინტერესებს დეტალები, რომ დრო გავთვალო და ვიცოდე. მაგალითად რომ მიუხედავად იმისა რამდენიმე საათით მენდომება გასვლა რიგში უნდა ჩავდგე თუ არა? რომ დამაყოვნებენ თუ არა? რომ იქიდან შემოსვლისას ბევრ დროს დავკარგავ თუ არა? ყველაფერი ეს დეტალურად . სულ რარაც 6 საათი მექნება შუალედი

Posted by: mGeLo777 22 Oct 2017, 20:14
მაინც ჩამოვალ!!!



https://www.youtube.com/watch?v=rjumudJOT6E

Posted by: demna_ 27 Oct 2017, 11:26
ბინა ვიქირაო თუ სასტუმროში ავიღო ოთახი არ ვიცი. ისე რომში რა უბანში ან რა ქუჩაზე უნდ დავბინავდე? user.gif

Posted by: El_Chapo 27 Oct 2017, 12:50
lilu777
რა თქმა უნდა რიგში უნდა ჩადგე, ვიპ მომსახურებისას თუ არ გადაიხდი(ეს არ ვიცი როგორ ხდება), გასვლა გამოსვლის პროცედურებზე მაქს 1-1.5 საათი ივარაუდე, რომელ აეროპორტში ჩაფრინდები იმასაც გააჩნია, მაგალითად მალპენსადან მილანში ჩასვლას, ცენტრალამდე პლიუს ნახევარი საათი დაუმატე, უკან დროც გაითვალისწინე, ეგეც შენი 2.5 საათი, და რაც დრო დაგრჩება იმით დუომოს და გალერეის ნახვას მოასწრებ, გაკვრით. არც ის დაგავიწყდეს ჩასხდომა როდის მთავრდება, მოკლედ გადათვალე ეს ყველაფერი. 6 საათი არ არის ცოტა დრო, მაგრამ არც ბევრია, თუ ყურადღებით არ იქენი შეიძლება დარჩე იტალიაში.
ისე შენი პოსტი სხვა თემაშიც ვნახე და რა გადაჯდომები გაქვს ესეთი და რამდენ ქვეყანაში უნდა ჩაფრინდეს ეს თვითმფრინავი? biggrin.gif

Posted by: cigarettes 31 Oct 2017, 11:53
ნეაპოლზე რა აზრის ხართ ტურისტულად 1 კვირით წასვლაზე? და ზოგადად სამხრეთ იტალია მაინტერესებს, ვინც ნამყოფი ხართ დაწერეთ შთაბეჭდილება, მადლობა

Posted by: celtics 31 Oct 2017, 15:55
cigarettes
კარგია სამხრეთიც,მაგრამ კრიმინალურია ბევრად და ფრთხილად უნდა იყო.

Posted by: Crøs 1 Nov 2017, 19:47
El_Chapo
ჩამოხვედი შენ უკვე ? smile.gif

cigarettes
რა გაინტერესებს სამხრეთში აბა? კონკრეტულად ნეაპოლშიც ბევრი რამეა დასათვალიერებელი.

Posted by: cigarettes 3 Nov 2017, 15:46
QUOTE (cros @ 1 Nov 2017, 19:47 )


cigarettes
რა გაინტერესებს სამხრეთში აბა? კონკრეტულად ნეაპოლშიც ბევრი რამეა დასათვალიერებელი.

როგორი ფასებია საცხოვრებლის და კვების მხრივ. კრიმინალის დონე როგორია, ღირს თუ არა ოჯახთან ერთად ჩასვლა ვთქვათ 1 კვირით. ზოგადად ტურისტისთვის როგორი ქალაქია, და ა. შ. მადლობა...

Posted by: Crøs 3 Nov 2017, 19:44
cigarettes
QUOTE
როგორი ფასებია საცხოვრებლის და კვების მხრივ. კრიმინალის დონე როგორია, ღირს თუ არა ოჯახთან ერთად ჩასვლა ვთქვათ 1 კვირით. ზოგადად ტურისტისთვის როგორი ქალაქია, და ა. შ. მადლობა...

ნორმალური ფასებია ჩრდილოეთთან შედარებით.გააჩნია სასტუმროში იცხოვრებ თუ ბინაში.ორივეს დაბალფასიანიც შეიძლება მოძებნა.კრიმინალმა არ შეგაშინოს,თუ რა თქმა უნდა ღამით არ მოგინდება გასეირნება,ისე კი ფულის შენახვა კარგად მარტო სამხრეთში კი არა,მთელ იტალიაში ჯობია))
ტურისტულადაც გადასარევი ქალაქია,ბევრი კოლრიტული რამეები აქვს ნაპოლის შემორჩენილი და დასათვალიერებელიც ბევრია მუზეუმებიდან დაწყებული უბრალო ქუჩებით დამთავრებული.

Posted by: _Pablo_ 4 Nov 2017, 00:03
cros
QUOTE
ჩამოხვედი შენ უკვე ?

არა ჯერ, გაზაფხულამდე გადამედო, ოჯახური პირობების გამო.
QUOTE
კრიმინალმა არ შეგაშინოს,თუ რა თქმა უნდა ღამით არ მოგინდება გასეირნება,ისე კი ფულის შენახვა კარგად მარტო სამხრეთში კი არა,მთელ იტალიაში ჯობია))

მიკვირს ამას ბევრი წერს და ადრეც მითხარი იგივე. თავიდან მეც "დაშინებული" დავდიოდი, მაგრამ მერე მილანის პარკში გავათენე(მეძინა კიდეც სკამზე biggrin.gif), ვენეციაშიც და ფირენცეშიც, სამივეგან არაფხიზელ მდგომარეობაში და კაცი არ გამკარებია სათოფეზე, არათუ რამის მოპარვა სცადეს. იყვნენ იქ ზანგებიც და კიდევ მოკრიმინალო ელემენტებიც, მაქსიმუმი რაც მაგათგან მახსოვს, ნარკოტიკების ყიდვა შემომთავაზეს, სულ ეგ იყო.
ალბათ უფრო ჰაბიტუსით არჩევენ და დაბნეულ ტურისტებს ეძებენ, თორე ცოტა თუ დაკვირვებული ხარ არამგონია ვინმემ რამე აგაწაპნოს.

Posted by: Thenotorious99 4 Nov 2017, 19:15
გამარჯვება ყველას

ტვირთის წონაზე რა პირობებია რაიმე ინფორმაცია ხო არ გაქვთ?

ანუ იქედან აქეთ რამდენი კგ-ს წამოღება შემიძლია

Posted by: Crøs 4 Nov 2017, 22:27
_Pablo_
გაგიმართლა-თქო,თორემ იმდენს პარავენ,ვერ დაითვლი ))

Thenotorious99
QUOTE
ტვირთის წონაზე რა პირობებია რაიმე ინფორმაცია ხო არ გაქვთ?

ანუ იქედან აქეთ რამდენი კგ-ს წამოღება შემიძლია

გააჩნია რომელი ავიაკომპანიით მგზავრობ. ზოგს საერთოდ ბილეთის ფასში მარტო ზურგჩანთა აქვს გათვალისწინებული,ზოგი მაქსიმუმ 23 კილოს გატანინებს.
ბილეთის ყიდვის დროს საიტზე წერია ან ოპერატორს კითხე.

Posted by: _Pablo_ 5 Nov 2017, 02:28
cros
კაი რა ქროს, ყველა ქალაქში როგორ გამიმართლა?
კი არის კრიმინალი, მაგრამ ღამე გარეთ არ გახვიდე არაა.
სულ დილამდე ვხეტიალობდი გამოპრუტუნებული და ერთად ერთი კრიმინალი რაც ვნახე, ისიც მე ჩავიდინე biggrin.gif

Posted by: Thenotorious99 5 Nov 2017, 09:29
cros
გასაგებია,

მე მაინტერესებს ყველაზე დიდ ტვირთს რომელი ავიაკომპანია გადამატანინებს.

მადლობა

Posted by: mGeLo777 8 Nov 2017, 22:11
დღეს ვიყიდე ბილეთები jump.gif




..........................

კოლიზეუმში იაფად როგორ მოვხვდე ბრადცი? biggrin.gif


Posted by: GUSTO 9 Nov 2017, 01:05
mGeLo777
QUOTE
კოლიზეუმში იაფად როგორ მოვხვდე ბრადცი? 

რომა პასი აიღე და პირველი ორი მუზეუმი და ტრანსპორტი უფასოა (კოლიზეუმს და ფორუმს ერთი ბილეთი აქვს) დანარჩენებზე ფასდაკლებები
ვატიკანი არ შედის, ამიტომ პირველი დღე მაგას დაუთმე და მერე გამოიყენე

Posted by: mGeLo777 9 Nov 2017, 09:55
GUSTO
გაიხარე მადლობა




...................

Posted by: RedBulla 16 Nov 2017, 06:12
რათ არის ეს თEმა ჩAძIრულიიი?

აბა ფორუმელებო რამდენი ხართ იტალიაშI?

Posted by: stephanozi 17 Nov 2017, 21:23
გამარჯობათ ხალხო. გაზაფხულზე ვგეგმავ იტალიაში ტორუს მოწყობას, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელი მარშუტით წავიდე:
მილანი-ფლორენცია-რომი თუ რომი-ნეაპოლი-პომპეი-სორენტო (კაპრზეც შეიძლება გადასვლა თუ ძალიან არ გავიჭედე ფინანსებში). რას მირჩევთ თითოეულ ქალაქს მინიმუმ რამდენი დღე უნდა დავუთმო? სასტუმროში ჯობია გავჩერდე თუ აირბიენბიზე ვიქირაო სახლი? მატარებლის და მუზეუმის ბილეთები წინასწარ ჯობია ვიყიდო?
რომში ჩემი აზრით 3 დღე მაინც დამჭირდება.

Posted by: Werner Voss 17 Nov 2017, 22:48
stephanozi
თუ პირველად მიდიხარ მაშინ კლასიკური მარშრუტი: მილანი-ფლორენცია-რომი-ვენეცია ჯობია ალბათ, ნუ ამათ ბონუსად სხვა ქალაქები თქვენს დროზე და რესურსებზეა დამოკიდებული.
მილანს 1 დღეც ეყოფა, ფლორენციას 2, რომს 4, ვენეციას 2
QUOTE
სასტუმროში ჯობია გავჩერდე თუ აირბიენბიზე

რომელსაც უფრო იაფად იშოვით, მთავარია მოხერხებულ ადგილზე იყოს.
QUOTE
მატარებლის და მუზეუმის ბილეთები წინასწარ ჯობია ვიყიდო?

მატარებლის ბილეთები აუცილებლად წინასწარ და რაც შეიძლება ადრე, თორემ ადგილზე 3-4 ჯერ ძვირი ეღირება, მუზეომის ბილეთებიც ინტერნეტით ყიდვა ჯობია, თორემ შეიძლება იქ უზარმაზარ რიგში მოგიწიოთ დგომა, განსაკუთრებით უფიცის გალერეაში და ვატიკანში, ერთი ეგაა, რომ ინტერნეტით ყიდვის შემთხვევაში ზოგს საკომისიო ემატება 4 ევრომდე.

Posted by: Bergen 18 Nov 2017, 00:02
ტოტო რიინა გარდაიცვალა


Posted by: Jorik 18 Nov 2017, 16:54
არის ძაან მაგარი სერიალი ტოტო რიინაზე

il capo dei capi


აუ იტალია ალბათ გლოვობს მსოფლიოზე ვერ გასვლას sad.gif

Posted by: Gadareulli_uzomod 30 Nov 2017, 16:20
სპერლონგაში ხართ ვინმე ნამყოფი??

Posted by: choko_ 3 Dec 2017, 23:46
Gadareulli_uzomod

კი რომიდან მანდ დავდივართ ხოლმე საბანაოდ აქ ზღვა არ ვარგა და ...

Posted by: Gellert 8 Dec 2017, 10:33
choko_
QUOTE
კი რომიდან მანდ დავდივართ ხოლმე საბანაოდ აქ ზღვა არ ვარგა და ...

უფრო ახლოს არაფერია ხომ?
ოსტიაში რომ საშინლად ბინძური ზღვაა ვიცი

Posted by: sაlოmეa 8 Dec 2017, 11:21
მილანთან რა ქალაქებია ახლოს
ადამიანმა სამი დღის განმავლობაში რო მოასწროსნახვა
სირბილი რო არ დამჭირდეს
თებერვალში ძაან ყინავს?

Posted by: Gellert 8 Dec 2017, 11:33
sაlოmეa
ვერონა, ბერგამო, კომოს ტბა

QUOTE
თებერვალში ძაან ყინავს?

თბილისივით ამინდებია

Posted by: sაlოmეa 8 Dec 2017, 12:44
Gellert
QUOTE
ვერონა, ბერგამო, კომოს ტბა

მადლობა
გენუა შორია თუ იცი?
მეზარება რუკაზე ძებნა

Posted by: Gellert 8 Dec 2017, 15:38
sაlოmეa
შედარებით
.........................

Posted by: choko_ 14 Dec 2017, 05:49
QUOTE (Gellert @ 8 Dec 2017, 10:33 )
choko_
QUOTE
კი რომიდან მანდ დავდივართ ხოლმე საბანაოდ აქ ზღვა არ ვარგა და ...

უფრო ახლოს არაფერია ხომ?
ოსტიაში რომ საშინლად ბინძური ზღვაა ვიცი

ზოგო სანტა მარინელაში დადის მარა მე სპერლონგა მირჩევნია რა ...

ოსტიას ყველაფერი ჯობია ...


Posted by: HugoChavez 21 Dec 2017, 01:59
მეგობრებო ვინმე გამოცდილის რჩევა მჭირდება წასვლა მინდა იტალიაში სამუშაოდ ( ფიზიკურად ) და ვინც მანდ ხართ არის სამუშაოები? ქვეყანა როგორია ანაზღაურება პირობები დეიდაჩემია მაქეთ და მეუბნება რომ კარგი ქვეყანაა და ენაც ადვილია მაგრამ ძირითადად მდედრობითი სქესის სამუშაოებიაო და ეგ მაკავებს ინგლისური კი ვიცი :დდ

Posted by: choko_ 22 Dec 2017, 02:27
HugoChavez

სხვა ქვეყანაში წადი

Posted by: ladusha2 22 Dec 2017, 12:53
choko_
რატო სხვა ქვეყენა?

Posted by: RedBulla 25 Dec 2017, 06:13
HugoChavez
ბიჭI თU ხარ არ ჩAმოხვიდე

Posted by: RedBulla 25 Dec 2017, 06:18
sაlოmეa
ანუ ესტუმრები თEბერვალშI იტალიას

ვენეციაშI წადი
სულ რაღAც 300 კილომეტრია მილანიდან

Posted by: HugoChavez 25 Dec 2017, 12:24
RedBulla
არაა კაცის სამუშაოები? თუ მაგრად ჭირს?

Posted by: RedBulla 26 Dec 2017, 03:40
HugoChavez
ნუ მე ტრენტო ში ვარ
მაგრად ჭირს კაცის სამსახურები
და თუ ამოჩნდა რამე საბუთი გინდა და ენაც

Posted by: choko_ 26 Dec 2017, 05:10
დაჟე არც გოგოს არ ვურჩევ აქ ჩამოსვლას როცა სხვა ქვეყანაში შეუძლია წასვა აქ არავინ არ უნდა ჩამოვიდეს

Posted by: კალამი 29 Dec 2017, 01:12
ძნელია უცხოელმა სამსახური იშოვოს თუ რაღათქმაუნდა ენა არ იცი.
ბარიგობას თუ მიაწვები თორე ისე ძნელია biggrin.gif 2 პივა მორეტის და შაურმას ფული სულ გექნება

Posted by: Gellert 3 Jan 2018, 22:49
მეგობრებო გთხოვთ მივიღოთ მონაწილება ამ აქტუალური საკითხის განხილვაში ადმინისტრაციასთან

შემოდით => https://forum.ge/?act=ST&f=33&t=34997104&st=0#entry51935084

Posted by: Lasha244 4 Jan 2018, 21:55
5თვეა უკვე რაც იტალიაში ვარ და უკვე არალეგალად ვითვლები ხომ ? და ვთქვათ რომ დავბრუნდე 1 წლის მერე საქართველოში ჯარიმა არის რამე?
ამ მხრივ თუ გაქვთ ინფორმაცია იქნებ დაწეროთ,
მადლობა წინასწარ.

Posted by: Bergen 6 Jan 2018, 18:22
Lasha244
QUOTE
5თვეა უკვე რაც იტალიაში ვარ და უკვე არალეგალად ვითვლები ხომ ? და ვთქვათ რომ დავბრუნდე 1 წლის მერე საქართველოში ჯარიმა არის რამე?

ითვლები
3000 ევრო
5 წელი დეპორტი

Posted by: ladusha2 6 Jan 2018, 19:25
Lasha244

მუშაობ რმეზე იქნებ დაწრო შენი გამოწდილება სამუშაოებზე არალეგალურად?

Posted by: Lasha244 13 Jan 2018, 14:59
Bergen

QUOTE
ითვლები
3000 ევრო
5 წელი დეპორტი

წყარო?

Posted by: J&J 13 Jan 2018, 16:00
Lasha244
ვიზალიბერალიზაციამდე რომ ყველა არხზე ვიდეოები ტრიალებდა ისინი მაინც არ გინახავს?
ყველგან ამბობდნენ რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა და დეპორტია, როგორც დაგიწერეს ზემოთ. ეგრე ხო ყველა დარჩებოდა.

Posted by: RedBulla 15 Jan 2018, 05:16
J&J
Bergen
თუ პერმესოთი დაბრუნდი უკან მაინც?

ვიცი რო ჯარიმაა უბრალოდ მაინტერესებს

Posted by: Crøs 15 Jan 2018, 20:53
RedBulla
QUOTE
თუ პერმესოთი დაბრუნდი უკან მაინც?

პერმესო ხვალაც რომ გამოვიდეს 6 თვის ჩამოსულს მაინც არ შეეხება და ვერ გააკეთებს. თან ვიზალიბერიზაციის შემდეგ ჩამოსულთათვის მგონი უფრო გართულდება საერთოდ.

Posted by: RedBulla 15 Jan 2018, 22:41
cros
მესამე თვეა რაც აქ ვარ ანუ გამდის მალე 3 თვე
პერმესოს გამოსვლა ემთვის არ აქ მნიშვნელობა მეუღლეს გამო მაძლევენ

Posted by: Lasha244 31 Jan 2018, 17:33
J&J
QUOTE
ყველგან ამბობდნენ რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა და დეპორტია, როგორც დაგიწერეს ზემოთ. ეგრე ხო ყველა დარჩებოდა.

ჯარიმა არა იხვი,იტალია არ იძლევა დეპორტს და არც არანაირ ჯარიმას არ აკისრებს არავის. თუ კაცი არ მოკალი ან რამე არ მოიპარე და არ დაგიჭირეს...

ჩვენები არიან ყველაფერში ღორები და ეგააა,მეტი არაფერი ; ))))

საქართველო გაძლევს დეპორტს რო გადმოხვალ საზღვარზე,და ჯარიმასაც ეს გაკისრებს,იტალია ვერაფერს ვერ გიზამს.

იცოდეთ ეს 2kiss.gif

Posted by: Werner Voss 31 Jan 2018, 18:05
QUOTE
ჯარიმა არა იხვი,იტალია არ იძლევა დეპორტს და არც არანაირ ჯარიმას არ აკისრებს არავის. თუ კაცი არ მოკალი ან რამე არ მოიპარე და არ დაგიჭირეს...

ჩვენები არიან ყველაფერში ღორები და ეგააა,მეტი არაფერი ; ))))

საქართველო გაძლევს დეპორტს რო გადმოხვალ საზღვარზე,და ჯარიმასაც ეს გაკისრებს,იტალია ვერაფერს ვერ გიზამს.

იცოდეთ ეს

როგორ, არალეგალი რომ გააჩერონ სიტყვაზე ქუჩაში არ დაადეპორტებენ? ეჭვი მეპარება რაღაც, ძალიან ბევრს ვიცნობ დადეპორტირებულებს, მათ შორის იტალიიდან
5 წლიანი დეპორტი და 3000 ევრო ჯარიმა კიდე არის შენგენი რეგულაცია და არა კონკრეტულად იტალიის, ან საქართველოსი

Posted by: Heinz Doofenshmirtz 31 Jan 2018, 22:58
Ciampino-თი გისარგებლიათ ვინმეს? შეფასებები რაც ვნახე, ძაან დაბალი აქვს. 1 კვირაში მიწევს ფრენა მანდ.

ა და კიდე, უვიზოთი მივდივარ და 7 დღე დამრჩა იმ 90 დღის ამოწურვამდე და ძაან შეღუნავენ ტვინს პასპორტის კონტროლზე? ყველაფერი მაქვს, ფულის და უკან დასაბრუნებელი ბილეთის ჩათვლით.

Posted by: choko_ 5 Feb 2018, 15:39
პერიოდებია აქ რა შეიძლება გაგაჩერონ უსაბუთო და არაფერი არ გითხრან და ყოფილა ისიც რო სახლებიდან აიყვანეს ქართველები და გაადეპორტეს ყველა უსაბუთო

Posted by: Kakebu 8 Feb 2018, 19:11
გამარჯობა შევიძენ ძვირიან საათებს , მილანში და რომში smile.gif)) პმ

Posted by: basti-bubuuu 11 Feb 2018, 21:59
ვენეციაში არის თბილისიდან პირდაპირი რეისი?

Posted by: Heinz Doofenshmirtz 13 Feb 2018, 23:08
choko_
გუშინ დავბრუნდი იტალიიდან. არაფერი უკითხავთ, ჩვეულერივად გამიშვეს და გამომიშვეს.

Posted by: bigmaster 14 Feb 2018, 17:42
ძაან მაინტერესებს იტალიაში ლეგალურად რო იცხოვრო რა გზები არსებობს რა რა ტიპის ვიზაა საჭირო? როგორც გერმანიაშია მაგალითად გერმანული ენის საწავლი ვიზა ეგეთი რამე არი იტალიაში? ანუ ცხოვრება რო გინდა ლეგალურად რა უნდა ქნა ?

Posted by: supercalifragilisticexpialidocis 12 Mar 2018, 12:08
მეგობრებო, სიცილიაზე მივდივარ 1 კვირით და ხომ ვერ დამაკვალიანებთ, კუნძულის რომელ ნაწილში წავიდე, ან რომელი ქალაქები ვნახო კონკრეტულად?
ძალიან გადარბენებიც არ მინდა, წყნარად ვნახავდი 3 ქალაქს და ამიტომ მინდა რჩევა smile.gif

Posted by: oldgio 12 Mar 2018, 12:15
QUOTE (supercalifragilisticexpialidocis @ 12 Mar 2018, 12:08 )
მეგობრებო, სიცილიაზე მივდივარ 1 კვირით და ხომ ვერ დამაკვალიანებთ, კუნძულის რომელ ნაწილში წავიდე, ან რომელი ქალაქები ვნახო კონკრეტულად?
ძალიან გადარბენებიც არ მინდა, წყნარად ვნახავდი 3 ქალაქს და ამიტომ მინდა რჩევა smile.gif

https://www.tripadvisor.com/Attractions-g187886-Activities-Sicily.html

Posted by: Tio 19 Mar 2018, 12:45
Bergen
მანდ არის საშუალებები როგორც ვიცი 2 წლიანი სამუშაო ვიზის გაკეთების

Posted by: mustafa_ibrahim 19 Mar 2018, 12:56
basti-bubuuu
QUOTE
ვენეციაში არის თბილისიდან პირდაპირი რეისი?

ვენეციაში არა, მაგრამ მარტის ბოლოდან აირზენა იფრენს ბოლონიაში, იქიდან ახლოსაა სადღაც 130-150 კმ.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 24 Mar 2018, 14:15
იყიდება ქუთაისი - მილანის ბილეთები 26 სექტემბრის რეისზე

ასევე მილანი-ქუთაისის ბილეთები 1 ოქტომებრის რეისზე

Posted by: Attila 28 Mar 2018, 22:21
QUOTE
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: AnnabelLee 29 Mar 2018, 10:57
კაპრში ყოფილხართ? ვეძებ და ძალიან მწირი ინფორმაციაა. ერთ დღეში მოვასწრებთ რომიდან წასვლას და უკან დაბრუნებას?

Posted by: Crøs 29 Mar 2018, 11:39
AnnabelLee
კაპრიზე(იტალიური სახელები არ იკვეცება smile.gif )

რომიდან ვერ მოასწრებ. ნეაპოლის პორტიდან დილით უნდა გახვიდე გემით და საღამოს დაბრუნდე ისევ პორტში. მინიმუმ საათი მაინც უნდა ერთი გზა გემით(სწრაფი),ისე იაფიანიცაა კიდევ რასაც უფრო მეტი დრო უნდა.
ჯერ არაა სეზონი ისე კაპრისთვის. მაისიდან უფრო.გაიტვალისწინე იქ ყველაფერი ძვირია,ელემენტარული ყავიდან დაწყებული.

Posted by: AnnabelLee 29 Mar 2018, 12:00
cros
ნეაპოლში არ ვჩერდებით, რომიდან არ გამოვა ეგ ამბები? smile.gif)
გამარჯობა, როგორ ხარ? smile.gif)

Posted by: Crøs 29 Mar 2018, 12:11
AnnabelLee
არამიშავს,შენ?

რომიდან მაშინ ასე 7-8ზე უნდა გახვიდე მატარებლით(1:30 წთ მგზავრობა) და ასე 10საატიან პარომს გაყვეთ პორტიდან. მერე კაპრიზე კუნძულის გარშემო ტურებია კაპრის პორტიდანვე. მერე სხვა ტურია ფეხითაც შემოგატარებენ თავისი გიდით. იმედია მოასწრებ დღის განმავლობაში და მერე გვიან საღამოს წამოხვალთ რომში. გემის წასვლა-წამოსვლის ბილეთები წინასწარ იყიდე,რიგებია ხოლმე კუნძულზეც.

Posted by: AnnabelLee 29 Mar 2018, 13:17
cros
მადლობა <3
პირადში მოგწერ 2kiss.gif

Posted by: mGeLo777 1 Apr 2018, 22:46
მეც ვაპირებ კარპიზე გადასვლას
ვერ გადავწყვიტე სორენტოში გავჩერდე 2 ღამით თუ კარპიზე


Posted by: Gellert 2 Apr 2018, 06:06
mGeLo777
QUOTE
ვერ გადავწყვიტე სორენტოში გავჩერდე 2 ღამით თუ კარპიზე

სორენტო უფრო იაფი დაგიჯდება

Posted by: mGeLo777 2 Apr 2018, 10:02
Gellert
გასაგებია,გავითვალისწინებთ.
მოკლედ ტური ასე თუ ისე დაგეგმილი გვაქვს
2 ღამე რომში (ვატიკანსაც ვნახავთ)
ფლორენცია 1 ღამე (კვირა დღე უწევს და იმედია ფიორენტინა ჯენოა იქნება რომ დავესწრო biggrin.gif)
ვენეცია 1 ღამე
ნეაპოლს ვნახავთ ვენეციიდან რომ დავბრუნდებით დღისით, სორენტოში დავბინავდებით და რომელიმე დღეს გადავალთ კარპიზე

სავარაუდოდ ესე იქნება biggrin.gif

Posted by: Crøs 2 Apr 2018, 11:14
mGeLo777
მე გირჩევ ნეაპოლში დაბინავდეთ სასტუმროში,სორენტოშიც ძვირია.ნეაპოლში კი იაფიანის ნახვა შეიძლება,თან უფრო მეტია დასათვალიერებელი. სორენტოს ორ საათშიც ნახავდი იმდენად პატარაა smile.gif

Posted by: mGeLo777 2 Apr 2018, 15:16
cros
QUOTE
მე გირჩევ ნეაპოლში დაბინავდეთ სასტუმროში,სორენტოშიც ძვირია.ნეაპოლში კი იაფიანის ნახვა შეიძლება,თან უფრო მეტია დასათვალიერებელი. სორენტოს ორ საათშიც ნახავდი იმდენად პატარაა

გრაციე
ჩრდილოეთი დაგეგმილია და სამხრეთზე რომ გადავალთ გავითვალისწინებ

Posted by: oshi 6 Apr 2018, 13:06
ფლორენციიდან სიენამდე ფეხით ხუთ დღეში . ტოსკანა ძალიან ლამაზია და ფაქტიურად მარტო ხარ გზებზე, ზეითუნის ხეების მდელოები, კვიპაროსების წყობა სოფლების გზებზე და გემრიელი საჭმელები კიდევ უფრო ჰარმონიულს ხდიან აქაურობას. სიჩუმეც კი ხმაურობს ამ გზებზე...

ვისაც ლაშქრობა გიზიდავთ იდიეალურია.


Viva l'Italia
L'Italia liberata
L'Italia del valzer
L'Italia del caffè…

Posted by: kaxelooo 15 Apr 2018, 20:40
ვინმე არ გადმოსულხართ ავტომობილით იტალიაში? სარფიდან მინდა ჩემი მანქანა წამოვაყვანინო ახლობელს და დაახლოებითი ხარჯი მაინტერესებს და მინდობილობა მარტო ინგლისურად რო ათარგმნინოს შეიძლება თუ თურქულ ბერძნულადაც უნდა?

Posted by: gurgenag 20 Apr 2018, 15:08
მილანიდან მალპენზას აეროპორტიდან ფლორენციამდე რითი ჯობია წასვლა? რას მირჩევთ?

Posted by: RedBulla 20 Apr 2018, 15:10
gurgenag
https://www.flixbus.com/

Posted by: საქმიანნი 22 Apr 2018, 12:01
ე.ი. შემომეყიდა მილანის ბილეთები მარტის დასაწყისში )

სადღაც 8 დღე უნდა დავრჩე და როგორი მარშრუტის შედგენას მირჩევთ? და რამდენი დღე დავუთმო ქალაქებს?
რომიც ჩავაკვეხო გეგმაში თუ არ ღირს და მარტო ჩრდილოეთი ვნახო ამ ჯერზე?

Posted by: Werner Voss 22 Apr 2018, 12:24
საქმიანი
QUOTE
სადღაც 8 დღე უნდა დავრჩე და როგორი მარშრუტის შედგენას მირჩევთ? და რამდენი დღე დავუთმო ქალაქებს?
რომიც ჩავაკვეხო გეგმაში თუ არ ღირს და მარტო ჩრდილოეთი ვნახო ამ ჯერზე?

2 დღე ფლორენცია, 4 დღე რომი, 1 დღე ვენეცია, 1 მილანი, ქალაქებს შორის მგზავრობა რაც შეიძლება დილით ადრე აიღე ის დღე რომ არ დაკარგო

Posted by: საქმიანნი 22 Apr 2018, 14:31
Werner Voss
QUOTE
2 დღე ფლორენცია, 4 დღე რომი, 1 დღე ვენეცია, 1 მილანი, ქალაქებს შორის მგზავრობა რაც შეიძლება დილით ადრე აიღე ის დღე რომ არ დაკარგო

მადლობა, მაგრამ რომს 4 და მილანს 1? მეტი არ სჭირდება?

ლამის ერთი წელი კი მაქვს დრო, მაგრამ მაინც შეგაწუხებთ წინასწარვე ))

Posted by: Werner Voss 22 Apr 2018, 15:44
საქმიანი
QUOTE
მადლობა, მაგრამ რომს 4

რომისთვის 4 დღე ძალიან ცოტაა, მაგრამ ძირითად სანახავებს მოასწრებ
QUOTE
მილანს 1? მეტი არ სჭირდება?

ყელამდე ყოფნის მილანს 1 დღე, კათედრალი, იქვე ახლოს სფორსაც სასახლე და ასევე არც ისე შორს და ვინჩის საიდუმლო სერობა, სულ ესაა ისტორიული მილანი

Posted by: Crøs 22 Apr 2018, 17:02
AnnabelLee
შენ ინდოეთში ხომ არ იყავი ზამთარში? biggrin.gif

Posted by: amg63 23 Apr 2018, 22:13
რომში რამე ვაკანსია არ გეგულებათ ? ენერგიული ლამაზი გოგონასთვის. ინგლისური იცის. იტალიური რაღაც დონეზე ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს.

Posted by: Crøs 24 Apr 2018, 20:19
QUOTE
იტალიური რაღაც დონეზე ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს.

user.gif

Posted by: Asuka 25 Apr 2018, 17:54
ქართული დიასპორა არის იტალიაში? რომელ ქალაქში გრძნობს თავს კარგად, თუ არის.

Posted by: საქმიანნი 26 Apr 2018, 13:12
Werner Voss
დიდი მადლობა

Posted by: yoo avaliani 2 May 2018, 21:38
იქნებ დამეხმაროთ... კოლისეუმის და ვატიკანის ბილეთების აღება მინდა საქართველოდან და რანაირად მოვახერხო?...

Posted by: Crøs 6 May 2018, 22:23
Asuka
QUOTE
ქართული დიასპორა არის იტალიაში? რომელ ქალაქში გრძნობს თავს კარგად, თუ არის.

არის, ყველაზე მეტი ქართველი ქალაქ ბარიშია. ამას თუ კარგად ყოფნა ქვია რეავიც https://www.youtube.com/watch?v=smMY_NYLmI4

yoo avaliani
https://www.rome-museum.com/it/?gclid=EAIaIQobChMIyruBnNrx2gIVGPlRCh1G1giZEAAYASAAEgKVyvD_BwE

Posted by: yoo avaliani 8 May 2018, 12:33
cros

მადლობა დიდი და იქნებ ისიც იცოდე, ჩემი სახელით ერთად რომ შევიძინო რამდენიმე ბილეთი, იმითი სხვებსაც შევიყვან თუ ყველას ბარათით სათითაოდ უნდა შევიძინო?...

Posted by: Crøs 8 May 2018, 12:44
yoo avaliani
რამდენიც გინდა იმდენი იყიდე ერთი კარტით.მთელი ჯგუფისთვისაც შეგიძლია.

Posted by: RedBulla 13 May 2018, 13:30
user posted image

Posted by: ChibsTelford 13 May 2018, 14:37
იტალიაში მივდივარ და საზღვარზე ბანკის ამონაწერის გარეშე ვერ გადავალ? პირდაპირ ქეში რომ ვაჩვენო არ გამოვა?

Posted by: Werner Voss 13 May 2018, 14:47
ChibsTelford
QUOTE
იტალიაში მივდივარ და საზღვარზე ბანკის ამონაწერის გარეშე ვერ გადავალ? პირდაპირ ქეში რომ ვაჩვენო არ გამოვა?

პრიქით ქეში ჯობია ყოველთვის, ნაკლებ კითხვებს აჩენს, ამონაწერს ოფიციალურად საერთოდ არ ითხოვენ საზღვარზე.
სასტუმროს ფულის გარდა დღეზე 50 ევრო გჭირდება მინიმუმ

Posted by: ChibsTelford 13 May 2018, 15:44
Werner Voss
"სასტუმროს ფულში" რა იგულისხმება? airbnb-თი მივდივარ და საცხოვრებლის დოკუმენტი მაქვს.

Posted by: Werner Voss 13 May 2018, 23:48
ChibsTelford
QUOTE
"სასტუმროს ფულში" რა იგულისხმება? airbnb-თი მივდივარ და საცხოვრებლის დოკუმენტი მაქვს.

ხო ეგ იგულისხმება, ანუ თუ უკვე გადახდილი გაქ აქედანვე მაგ airbnb ის ბინის მეპატრონისთვის, მაშინ საზღვარზე მარტო რამდენი დღეც რჩები იმდენჯერ 50 ევრო დაგჭირდება.

Posted by: RedBulla 14 May 2018, 00:28
ChibsTelford
ქეში ჯობია
3 ჯერ ისე შევედი ბილეთი და პასპორტის გარდა არაფერი მოუთხოვიათ

Posted by: ChibsTelford 14 May 2018, 23:20
Werner Voss
RedBulla
მადლობა wink.gif
//////

Posted by: Beroname 16 May 2018, 11:12
მაინტერესებს გაისად მანქანით მოვლა იტალიის

თუ ვინმე ყოფილხართ მასე, იქნებ მითხრათ რა რისკებია, რა ხარჯებია, საერთოდ ღირს თუ არა? რომ ჩავიდე, მანქანა ვიქირაო და 7-10 დღე გავატარაო მოძრაობაში

Posted by: ChibsTelford 16 May 2018, 11:16
იტალიელ მასპინძლებს მინდა რომ საჩუქარი ჩავუტანო და რას მირჩევთ? სასმელი ვერ მიმაქვს საზღვარზე.

Posted by: vatman 16 May 2018, 12:02
Beroname
შარშან ვიქირავე მანქანა 6 დღით მილანის აეროპორტში. დავჯავშნე 6 დღით ადრე. რადგან 1-ლი შემთხვევა იყო, ავიღე ყველანაირი დაზღვევით რაც შეიძლებოდა ჰქონოდა, შესაბამისად არც თანხა დაუბლოკიათ, არც მანქანის დაზიანებაზე შეუმოწმებიათ ჩაბარებისას. მე ვიქირავე GOLD CAR -ში. იტალიაში ამათთან მეორედ არ ავიღებ მანქანას მაინც biggrin.gif. პირველ მანქანაზე ჩეკი ენთო, უკანა სავარძელზე ღვედი გაფუჭებული იყო. მე მირჩევნია ავიღო ან Hertz-ში ან Sixt-ში. პატარა კომპანიებზე უფრო ძვირია, მარა უფრო სანდოა. მილანის აეროპორტში მანქანის არჩევანი უფრო დიდი ჰქონდა Sixt-ს. პრავას რაც შეეხება ყველა გამქირავებელს პირობებშI უწერია რო ჩვენანაირი ქვეყნისთვის საჭიროა საერთაშორისო მართვის მოწმობა (110 გელა). წასვლამდე გავაკეთე, მარა რეალურად არავის ადგილზე არ მოუთხოვია. სანამ დაჯავშნი პირობები კარგად უნდა წაიკითხო. და მოემზადე რო 99% მანქან იქნება იტალიური. რა თქმა უნდა მანქანა უნდა აირჩიე შენი მოთხოვნებიდან, რამდენი ადამიანი, ბარგი და ა.შ.
გზებზე დადიან ჩვენააირად, ოღონდ ზებრაზე ფეხით მოსიარულეებს ატარებენ. კამერები არის ყველგან, მაგრამ ჯარიმა ჯერ არ მომსვლია საქართველოში. ამბობენ 3-4 წლის შემდეგაც შეიძლება მოვიდეს.
თუ დიდი ქალაქების დათვალიერებას აპირებ მაშინ არ გირჩევ მანქანას. ჯერ ერთი პარკირება ჭირს და მეორე აქვთ ZTL ზონები, სადაც საშვის გარეშე შესვლა ჯარიმდება, ZTL ზონას თითოეული მუნიციპალიტეტი ადგენს თვითონ. პარკინგი ძვირია, ასევე თუ ავტოსტრადას გამოიყენებ , მანდაც ფული უნდა გადაიხადო. ნავიგატორს 100-ზე არ უნდა ენდო.
მოკლედ თუ აპირებ მხოლოდ დიდი ქალაქების ნახვას მანქანას არ გირჩევ.
800 კმ-ზე დამეხარჯა 60 ევროს საწვავი, ავტომობილი ფიატ 500L, 1.3 დიზელი, მექანიკა.
პარკირება, ფასიანი გზები დაიხარჯა 80 ევრო დაახლოებით. ვერონაში 4 საათიან პარკირებაში 11 ევრო გადავიხადე biggrin.gif. ძირითადად ვსარგებლობდი უფასო გზებით.
სასტუმრო აუცილებლად უნდა ნახო პარკირება რო ჰქონდეს. ქალაქში სასურველია ჰქონდეს კერძო პარკინგი. მილანში სასტუმროს ჰქონდა ძაან მაგარი პარკინგი, 24 საათი 15 ევრო. ცენტრში არ იყო. ცენტრში უფრო ძვირია ადის 25 ევრომდე სუტკაში.
მანქანით მოძრაობისას საშუალება გაქვს დაჯავშნო სასტუმრო უფრო იაფად ან ქალაქგარეთ ან გარეუბანში.
2 კაცი თუ იქნებით, მანქანა უფრო ძვირი დაჯდება. ჩვენ 4 კაცზე დაგვიჯდა უფრო იაფი ვიდრე ტრანსპორტით გვევლო ქალაქებს შორის, გარდა ამისა დავათვალიერეთ ისეთი ადგილები სადაც მანქანის გარეშეც ვერ მიხვალ.

აქ ძალიან ბევრს ამოიკითხავ თუ რუსული გესმის:
http://forum.awd.ru/viewforum.php?f=559&sid=caf84251d622b5b35a942aa88a50b3a7

Posted by: Beroname 16 May 2018, 13:58
QUOTE (vatman @ 16 May 2018, 12:02 )
Beroname
შარშან ვიქირავე მანქანა 6 დღით მილანის აეროპორტში. დავჯავშნე 6 დღით ადრე. რადგან 1-ლი შემთხვევა იყო, ავიღე ყველანაირი დაზღვევით რაც შეიძლებოდა ჰქონოდა, შესაბამისად არც თანხა დაუბლოკიათ, არც მანქანის დაზიანებაზე შეუმოწმებიათ ჩაბარებისას. მე ვიქირავე GOLD CAR -ში. იტალიაში ამათთან მეორედ არ ავიღებ მანქანას მაინც biggrin.gif. პირველ მანქანაზე ჩეკი ენთო, უკანა სავარძელზე ღვედი გაფუჭებული იყო. მე მირჩევნია ავიღო ან Hertz-ში ან Sixt-ში. პატარა კომპანიებზე უფრო ძვირია, მარა უფრო სანდოა. მილანის აეროპორტში მანქანის არჩევანი უფრო დიდი ჰქონდა Sixt-ს. პრავას რაც შეეხება ყველა გამქირავებელს პირობებშI უწერია რო ჩვენანაირი ქვეყნისთვის საჭიროა საერთაშორისო მართვის მოწმობა (110 გელა). წასვლამდე გავაკეთე, მარა რეალურად არავის ადგილზე არ მოუთხოვია. სანამ დაჯავშნი პირობები კარგად უნდა წაიკითხო. და მოემზადე რო 99% მანქან იქნება იტალიური. რა თქმა უნდა მანქანა უნდა აირჩიე შენი მოთხოვნებიდან, რამდენი ადამიანი, ბარგი და ა.შ.
გზებზე დადიან ჩვენააირად, ოღონდ ზებრაზე ფეხით მოსიარულეებს ატარებენ. კამერები არის ყველგან, მაგრამ ჯარიმა ჯერ არ მომსვლია საქართველოში. ამბობენ 3-4 წლის შემდეგაც შეიძლება მოვიდეს.
თუ დიდი ქალაქების დათვალიერებას აპირებ მაშინ არ გირჩევ მანქანას. ჯერ ერთი პარკირება ჭირს და მეორე აქვთ ZTL ზონები, სადაც საშვის გარეშე შესვლა ჯარიმდება, ZTL ზონას თითოეული მუნიციპალიტეტი ადგენს თვითონ. პარკინგი ძვირია, ასევე თუ ავტოსტრადას გამოიყენებ , მანდაც ფული უნდა გადაიხადო. ნავიგატორს 100-ზე არ უნდა ენდო.
მოკლედ თუ აპირებ მხოლოდ დიდი ქალაქების ნახვას მანქანას არ გირჩევ.
800 კმ-ზე დამეხარჯა 60 ევროს საწვავი, ავტომობილი ფიატ 500L, 1.3 დიზელი, მექანიკა.
პარკირება, ფასიანი გზები დაიხარჯა 80 ევრო დაახლოებით. ვერონაში 4 საათიან პარკირებაში 11 ევრო გადავიხადე biggrin.gif. ძირითადად ვსარგებლობდი უფასო გზებით.
სასტუმრო აუცილებლად უნდა ნახო პარკირება რო ჰქონდეს. ქალაქში სასურველია ჰქონდეს კერძო პარკინგი. მილანში სასტუმროს ჰქონდა ძაან მაგარი პარკინგი, 24 საათი 15 ევრო. ცენტრში არ იყო. ცენტრში უფრო ძვირია ადის 25 ევრომდე სუტკაში.
მანქანით მოძრაობისას საშუალება გაქვს დაჯავშნო სასტუმრო უფრო იაფად ან ქალაქგარეთ ან გარეუბანში.
2 კაცი თუ იქნებით, მანქანა უფრო ძვირი დაჯდება. ჩვენ 4 კაცზე დაგვიჯდა უფრო იაფი ვიდრე ტრანსპორტით გვევლო ქალაქებს შორის, გარდა ამისა დავათვალიერეთ ისეთი ადგილები სადაც მანქანის გარეშეც ვერ მიხვალ.

აქ ძალიან ბევრს ამოიკითხავ თუ რუსული გესმის:
http://forum.awd.ru/viewforum.php?f=559&sid=caf84251d622b5b35a942aa88a50b3a7

მადლობა ასეთი კარგი ინფორმაციისთვის.

თუ წავალთ 4 კაცი წავალთ სავარაუდოდ.
დიდი ქალაქების მუღამი ნაკლებად მაქვს, უფრო საინტერესოთ მეჩვენება რაიონები და სოფლები.
დიდ ქალაქებშიც ვაპირებ, მაგრამ მანდ მანქანის გარეშე რა თქმა უნდა, მატარებელი დაფრინავს და 16 ევრო მივეცით მილანი-მონაკო thello-თი ვიარეთ და მასეც ვაპირებ მომავალში.
მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება ისეთი ადგილები, სდაც მანქანა აუცილებელი იქნება და სხვა მუღამი ექნება.
ეარბნბ ვიფიქრე ჰოსტებს მოვძებნი თქო და პახოდუ ისეთს რომ ჰოსტმა რაღაც ახლომახლო რადიუსში იცოდეს სად რა უნდა ვნახო, მერე სხვა ჰოსტი სხვა რაიონში და ა.შ. 5-6 რეგიონი რომ ვნახო დაგლიჯავს.

დღეში რა ჯდება მანქანა? მე რაც მოვძებნე ინტერნეტში 30-40 ევრო საშუალო ტიპის მანქანები იყო 4 კაციანი ცოტა ბარგით.
მაგაზე უაფად უკეთეს პირობა არ ეძრობა? გადავხედავ საიტს სავარაუდოდ იქაც იქნება საინტერესო ინფოები

Posted by: jazzsoul 16 May 2018, 14:33
მილანი რამდენად უსაფრთხო ქალაქია? ჯიბის ქურდობა ხშირია? ღამე სიარული უსაფრთხოა?

Posted by: mikheili1985 16 May 2018, 15:40
QUOTE
მილანი რამდენად უსაფრთხო ქალაქია? ჯიბის ქურდობა ხშირია? ღამე სიარული უსაფრთხოა?

ნორმალურად უსაფრთხო ქალქაია , ცენტრალური უბნები განსაკუთრებით.ყურადღებით ყოველთვის გმართებს ყოფნა.ღამის საათებში მარტო სიარულს მაინც მოერიდე.

Posted by: jazzsoul 17 May 2018, 10:29
mikheili1985
მადლობა smile.gif

***********
იტალიიდან ტელეფონით როგორ რეკავთ? როუმინგია ჩვეულებრივად თუ Go Sim-ის აღება ჯობია?

Posted by: vatman 18 May 2018, 15:51
Beroname
QUOTE
დღეში რა ჯდება მანქანა? მე რაც მოვძებნე ინტერნეტში 30-40 ევრო საშუალო ტიპის მანქანები იყო 4 კაციანი ცოტა ბარგით.
მაგაზე უაფად უკეთეს პირობა არ ეძრობა? გადავხედავ საიტს სავარაუდოდ იქაც იქნება საინტერესო ინფოები

დაახლოებით მაგდენი, მე დამიჯა დღე 48.5 ევრო. აქედან 28 ევრო მანქანა, დანარჩენი დაზღვევა. მანქანა იყო ფიატ 500L. ბარგს, რაც შეეხება 4 კაცის საშუალო ბარგი ეტევა.
QUOTE
მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება ისეთი ადგილები, სდაც მანქანა აუცილებელი იქნება და სხვა მუღამი ექნება.

ჩვენ კომოს და გარდა ტბებზე ვიყავით, შესაბამისად მანდ თუ მიდიხარ უნდა იაღო მანქანა. ძალიან გაასწორა. სულ დამოკიდებული არ ხარ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
მარა პარკირება.... biggrin.gif

ავტოსტრადაზე გაითავლისწინე რო მანდ ზოგ ზოლში ნიშანი კიდია, რო მითიტებულ სიჩქარეზე ნაკლებით მოძრაობა არ შეიძლება.

Posted by: SOLO-MON 21 May 2018, 21:39
მოსაწევი როგორ ვიყიდო რომში ? და რა ღირს ? მემბერშიფებიტაა მანდაც თუ რა ხდება ?

მადლობა მეგობრებო წინასწარ 2kiss.gif

Posted by: womanly 26 May 2018, 17:16
მოგზაურებო აირბინების ფასდაკლების ლინკს გაგიზიარებთ რომლის მეშვეობითაც თუ დარეგისტრირდებით ფასდაკლება გექნებათ, ვინც არიცის რა საიტია გეტყვით რომ მსოფლიო ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ დაჯავშნოთ ამ საიტზე ბინაა და იმოგზაუროდ უსაფრთხოდ www.airbnb.com/c/ninod2

Posted by: FCB-87 5 Jun 2018, 12:19
მეგობრებო, მილანში მივდივართ მე და ჩემი მეუღლე 5 დღით, და ბანკის ამონაწერი საჭიროა?

სასტუმრო ყველაფერი დაჯავშნილი მაქ.

Posted by: Werner Voss 5 Jun 2018, 12:50
FCB-87
QUOTE
მეგობრებო, მილანში მივდივართ მე და ჩემი მეუღლე 5 დღით, და ბანკის ამონაწერი საჭიროა?

სასტუმრო ყველაფერი დაჯავშნილი მაქ.

თუ ბარათით მიგაქვს ფული, უბრალოდ უნდა აუხსნა, რომ ბარათზე გაქვთ, ამონაწერს არ ითხოვს არავინ ოფიციალურად, დღეზე საჭიროა კაცზე მინიმუმ 50 ევრო, სასტუმროს ფული არ შედის ამ 50 ევროში

Posted by: _Pablo_ 5 Jun 2018, 12:59
SOLO-MON
მაგაზე ადვილი მგონი იტალიაში არაფერია, ნებისმიერ პარკში, სკვერში სადაც ნახავ ზანგს, რომელიც ბირჟაობს მიდი და პირდაპირ ჰკითხე, რა ფასსაც გეტყვის იმის ნახევარი შესთავაზე. wink.gif
ეზ იზი ეზ ზეთ.

Posted by: FCB-87 5 Jun 2018, 13:04
Werner Voss
QUOTE
თუ ბარათით მიგაქვს ფული, უბრალოდ უნდა აუხსნა, რომ ბარათზე გაქვთ, ამონაწერს არ ითხოვს არავინ ოფიციალურად, დღეზე საჭიროა კაცზე მინიმუმ 50 ევრო, სასტუმროს ფული არ შედის ამ 50 ევროში

მადლობა, მეც ეგრე ვიფირქრე ზუსტად wink.gif

Posted by: Crøs 5 Jun 2018, 17:14
ვინმე ხომ არ ცხოვრობთ აქედან პალერმოში ან ვინმეს ხომ არ იცნობთ იქედან? რაღაც კითხვები მაქვს.

Posted by: _unico_ 17 Jun 2018, 15:24
რომში მივდივარ 1 კვირით და ინტერნეტის პონტში რას მირჩევთ აქედან როუმინგი თუ იქ ავიღო ბარათი

Posted by: Werner Voss 17 Jun 2018, 15:31
_unico_
ვინდი, აეროპორტშივე შეგხვდება მაგათი დახლი, ზუსტად ტარიფები არ მახსოვს მაგრამ ძალიან მისაღები ფასები აქვთ და აქედან როუმინგით აღებაზე ბევრად უკეთესი ვარიანტია.

Posted by: White88 18 Jun 2018, 18:24
QUOTE
მაგაზე ადვილი მგონი იტალიაში არაფერია, ნებისმიერ პარკში, სკვერში სადაც ნახავ ზანგს, რომელიც ბირჟაობს მიდი და პირდაპირ ჰკითხე, რა ფასსაც გეტყვის იმის ნახევარი შესთავაზე.
ეზ იზი ეზ ზეთ.

_Pablo_
მილანშიც ეგრე იქნება წესით თუ უფრო რთულია მანდ შოვნა?

Posted by: ramona 18 Jun 2018, 18:37
Naxevar fasad dagtanxmdeba is zangi kimagram?

Posted by: _Pablo_ 18 Jun 2018, 19:02
White88
QUOTE
მილანშიც ეგრე იქნება წესით თუ უფრო რთულია მანდ შოვნა?

ყველგან მარტივია, ნებისმიერ პარკში შედი და იყიდი, დაჟე პიაცებზეც რომ ბირჟაობენ ეგენიც ბარიგები არიან wink.gif

Posted by: marimari11 18 Jun 2018, 19:15
მარტში როგორი ამინდებია ხოლმე რომში?
დაახლოებით დღეზე რამდენი უნდა გათვალო თავის ბინიან-საჭმიანად? 4 დღე ეყოფა?

Posted by: ramona 19 Jun 2018, 08:36
Martshi wvimebi icis. Sxva dro gamonaxe

Posted by: White88 19 Jun 2018, 18:44
QUOTE
ყველგან მარტივია, ნებისმიერ პარკში შედი და იყიდი, დაჟე პიაცებზეც რომ ბირჟაობენ ეგენიც ბარიგები არიან

გასაგებია მადლობა

Posted by: nanu 28 Jun 2018, 09:16
გამარჯობა.
რამდენიმე კითხვა მაქვს პრეისკრიციონეზე ვინც სწავლობთ მანდ და იქნებ მომწეროთ. მადლობა <3

Posted by: Eshopping 28 Jun 2018, 13:55
გამარჯობა, კონსულტაცია მჭირდება

იტალიაში ვაპირებ წასვლას, პერმისო მექნება სავარაუოდ ხელის მოწერას ვაპირებ ისეთთან ვისაც აქვს პერმისო და მეც მომცმენ სავარაუდოდ.
ენის სწავლასაც ვიწყებ და რაიმე ხელობის დაუფლებას .
რამდენად ღირს მამაკაცისთვის ჩასვლა თუ ეს საბუთიც მექნება (პერმისო) და ენასაც სასაუბროს ვისწავლი.
მადლობელი დაგრჩებით თუ მცირეოდენ კონსულტაციას გმაიწევთ smile.gif

Posted by: Crøs 28 Jun 2018, 18:30
Eshopping
QUOTE
პერმისო

პერმესო ქვია, პერმესო დი სოჯორნო
QUOTE
რაიმე ხელობის დაუფლებას .

აი რა ხელობას? მშენებლობებზე თვითონ იტალიელები მუშაობენ და სავარაუდოდ ძნელი საშოვნია.
მოხუცების მომვლელად არ ამგონია იმუშავო ან მებაღედ(ამასაც კი ნაცნობობით იღებენ უკვე)
აი ფაბრიკებშიც ძალიან ცოტა შანსია.
სხვა რა გითხრა? ოფისში რომ არავინ დაგსვავს ეგ კი გეცოდინება.

Posted by: Eshopping 28 Jun 2018, 19:35
QUOTE (cros @ 28 Jun 2018, 18:30 )
Eshopping
QUOTE
პერმისო

პერმესო ქვია, პერმესო დი სოჯორნო
QUOTE
რაიმე ხელობის დაუფლებას .

აი რა ხელობას? მშენებლობებზე თვითონ იტალიელები მუშაობენ და სავარაუდოდ ძნელი საშოვნია.
მოხუცების მომვლელად არ ამგონია იმუშავო ან მებაღედ(ამასაც კი ნაცნობობით იღებენ უკვე)
აი ფაბრიკებშიც ძალიან ცოტა შანსია.
სხვა რა გითხრა? ოფისში რომ არავინ დაგსვავს ეგ კი გეცოდინება.

კომპიუტერების, ტელეფონების შემკეთებლად, ქსელის ადმინსტარტორად smile.gif ვებ პროგრამისტად. მძღოლად smile.gif რავიცი ბევრი ვარიანტია? ანუ არ ღირს იტალიაში კაცის წასვლა?

Posted by: Crøs 29 Jun 2018, 01:22
Eshopping
მაგის ვაკანსიებსაც ავსებენ იტალიელები. ერთი ქართველი ბიჭი ვიცი აიტიშნიკი,ქართველ ემიგრანტებს უყენებს ხოლმე ვინდოუზს ან ისე რამეს შეუკეთებს. ესეც აქა იქა.
მძღოლადაც არა მგონია.
რა ვიცი,აქ ჩამოსული ქართველი კაცების უმეტესობა ცოლების ხარჯზე ცხოვრობენ,ესეც იმიტომ რომ ერთად იყვნენ და ოჯახი არ დაიშალოს,თორემ.სხვა არაფერი ხეირი მაგათგან ))

Posted by: Eshopping 29 Jun 2018, 01:48
QUOTE (cros @ 29 Jun 2018, 01:22 )
Eshopping
მაგის ვაკანსიებსაც ავსებენ იტალიელები. ერთი ქართველი ბიჭი ვიცი აიტიშნიკი,ქართველ ემიგრანტებს უყენებს ხოლმე ვინდოუზს ან ისე რამეს შეუკეთებს. ესეც აქა იქა.
მძღოლადაც არა მგონია.
რა ვიცი,აქ ჩამოსული ქართველი კაცების უმეტესობა ცოლების ხარჯზე ცხოვრობენ,ესეც იმიტომ რომ ერთად იყვნენ და ოჯახი არ დაიშალოს,თორემ.სხვა არაფერი ხეირი მაგათგან ))

ვინდოუსის გადაყენება აიტი სპეციალობას არ ნიშნავს smile.gif) ყველას შეუძლია მაგის გაკეთება, კაი აიტი სპეციალისტზე ყველგან მოთოვნაა და დავიჯერო იტალიაში კიდიათ ეგეთი ჩამორჩენილია იტალია რომ თანამდროვე ტექნოლოგიები არ აქვთ განვითარებული? ისე აღწერთ გეგონება უგანდა იყოს ))

Posted by: Crøs 29 Jun 2018, 13:26
Eshopping
არა მე არ მითქვამს რომ ეგ სპეციალობა არავის ჭირდება და განვითარებული არაათქო. უბრალოდ აქაც ბევრია და შევსებულია.უცხოელს არავინ დაასაქმებს მაგაზე.მითუმეტეს რომ ენა კარგად არ იცის. რაც რეალურია იმას გეუბნები.შენ ცადე მაინც,თორემ მერე იფიქრებ როგორ სხვა მრავალი საქარღველოსან წამომსვლელი რომ ტყუილად გაშინებთ და არავის დახმარება არ გვინდა))
იკითხე და გიპასუხე)))

პ.ს. ის ბიჭიც აიტიშნიკია ნამდვილად.უბრალოდ სამსახური ვერ ნახა. smile.gif

Posted by: lasha_kaka 29 Jun 2018, 13:42
კაცების სამუშაო არ არის იტალიანოში? smile.gif

Posted by: Eshopping 29 Jun 2018, 16:59
100 ჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობს რა , აშშ ზეც იგივეს წერენ ჯოჯოხეთიაო აქო, შვედეთზეც და უკან დაბრუნებული არავინ მინახავს smile.gif)

Posted by: bigmaster 29 Jun 2018, 18:21
cros
არ გეწყნოს მაგრამ გაგებაში არა ხარ ვინდოუსის გატაყენება გგონია აიტი biggrin.gif ეტყობა ოჯახში სამოშაოდ ხარ წასული და შორს არი ეგ საკკთხები შენგან. აიტი სპეციალისტებზე უდიდესი მოთხოვნაა ნებისმიერ ქვეყანაში თავის ხუთნიშნა ხელფასებით

Posted by: Eshopping 29 Jun 2018, 19:02
QUOTE (bigmaster @ 29 Jun 2018, 18:21 )
cros
არ გეწყნოს მაგრამ გაგებაში არა ხარ ვინდოუსის გატაყენება გგონია აიტი biggrin.gif ეტყობა ოჯახში სამოშაოდ ხარ წასული და შორს არი ეგ საკკთხები შენგან. აიტი სპეციალისტებზე უდიდესი მოთხოვნაა ნებისმიერ ქვეყანაში თავის ხუთნიშნა ხელფასებით

მეც მაგას ვგულისხმობდი smile.gif მაგრამ საქართველოში მაინც არ ფასდება და თუ ფასდება ეგეთი კომპანია ძალიან ცოტაა ვფიქრობ.

Posted by: <casablanca> 29 Jun 2018, 20:05
Eshopping
ეგ პერმესო როგორი საბუთია , მარტო იტალიაში გექნება ცხოვრების და მუშაობის უფლება თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ? თუ სხვაგანაც შეგეძლება , მერე ცოტა ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლო ჯობია ალბათ.

Posted by: Eshopping 29 Jun 2018, 20:20
QUOTE (<casablanca> @ 29 Jun 2018, 20:05 )
Eshopping
ეგ პერმესო როგორი საბუთია , მარტო იტალიაში გექნება ცხოვრების და მუშაობის უფლება თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ? თუ სხვაგანაც შეგეძლება , მერე ცოტა ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლო ჯობია ალბათ.

იტალიაში რომ გექნება ცხოვრების და დასაქმების უფლება ვიცი , მაგრამ ევროპის სხვა ქვეყნებში არ ვიცი :|

Posted by: Crøs 29 Jun 2018, 21:54
Eshopping
QUOTE
100 ჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობს რა , აშშ ზეც იგივეს წერენ ჯოჯოხეთიაო აქო, შვედეთზეც და უკან დაბრუნებული არავინ მინახავს )

ხოდა მასე მოიქეცი,ნუღარ კითხულობ smile.gif

bigmaster
QUOTE
არ გეწყნოს მაგრამ გაგებაში არა ხარ ვინდოუსის გატაყენება გგონია აიტი

აი როგორ არ გეწყინება როცა წაკითხულის შინაარსის გამოტანა არ შეგიძლია. დავწერე რომ ეს ბიჭი აიტიშნიკია და სამსახური ვერ იშოვათქო და პერიოდულად ვინდოუზს უყენებს ხალხს რომ რაღაც ორი კაპიკი იშოვოსთქო.
QUOTE
ეტყობა ოჯახში სამოშაოდ ხარ წასული და შორს არი ეგ საკკთხები შენგან.

ოჯახშიც არ ვმუშაობ. ანდა რა შუაშია ეს? მგონი პირადულზე უხეშად გადმოდიხარ და შენ გაქვს პრობლემა პოსტების აღქმასთან არა?
<casablanca>
QUOTE
ეგ პერმესო როგორი საბუთია , მარტო იტალიაში გექნება ცხოვრების და მუშაობის უფლება

კი

Posted by: bigmaster 29 Jun 2018, 23:59
cros
QUOTE
ეს ბიჭი აიტიშნიკია და სამსახური ვერ იშოვათქო და პერიოდულად ვინდოუზს უყენებს ხალხს რომ რაღაც ორი კაპიკი იშოვოსთქო.

lol.gif lol.gif lol.gif ამდენი თვითაღიარებული აიტიშნიკია რო იცოდე , დარწმუნებული ვარ პროფესიონალი აიტიშნიკი იტალიაში ემიგრანტების ვინდოუსების გადაყენებაზე სირბილს არ დაიწყებს, მაგიტო გითხარი გაგებაშI არ ხარ რას წერ საწყენად არ მითქვია

Posted by: Crøs 30 Jun 2018, 00:04
bigmaster
მე მგონი შენ არ ხარ გაგებაში საერთოდ რატომ და როგორ ხვდებიან ადამიანები აქ. აზრიც არ აქვს ახლა შენაირს მოვუყვე ამ ბიჭის აქ ყოფნის მიზეზი. ხოდა მოდი გაიარე და სხვა თემაში იქავე კლავიატურაზე თითები. ადრეც შემინიშნიხარ მსგავსი უტიფარი გამოხტომებით სხვა თემებში.

Posted by: bigmaster 30 Jun 2018, 00:47
cros
მეტი პოზიტივეი ნუ ხარ გაბრაზებული biggrin.gif საწყენად არ მითქვია გითხარი და თუ გინდა გიმღერებ biggrin.gif მართლა გაგებაში არ ხარ

Posted by: DORO 30 Jun 2018, 07:42
QUOTE
რა ვიცი,აქ ჩამოსული ქართველი კაცების უმეტესობა ცოლების ხარჯზე ცხოვრობენ,ესეც იმიტომ რომ ერთად იყვნენ და ოჯახი არ დაიშალოს,თორემ.სხვა არაფერი ხეირი მაგათგან ))



Posted by: romka 30 Jun 2018, 13:31
იტალიაში რა ღირს ვიზა ან როგორ ხდება წასვლა

Posted by: ravi_shen 7 Jul 2018, 02:11
QUOTE (cros @ 6 May 2018, 22:23 )
Asuka
QUOTE
ქართული დიასპორა არის იტალიაში? რომელ ქალაქში გრძნობს თავს კარგად, თუ არის.

არის, ყველაზე მეტი ქართველი ქალაქ ბარიშია. ამას თუ კარგად ყოფნა ქვია რეავიც https://www.youtube.com/watch?v=smMY_NYLmI4

yoo avaliani
https://www.rome-museum.com/it/?gclid=EAIaIQobChMIyruBnNrx2gIVGPlRCh1G1giZEAAYASAAEgKVyvD_BwE

ძალიან ბევრი, აი ძალიან.
მე მგონი თვითონ იტალიელებზე მეტი.
მიზეზი ვერ დავადგინე
ორი დღის წინ ჩამოვედი " დასასვენებლად" ვიყავი და ამდენი ქართველი უცხოეთში ჩემი 8 წლიანი ემიგრანტობის დროს ერთად არ შემხვედრია :დ

Posted by: lashaa777 9 Jul 2018, 02:52
გამარჯობათ რას ფიქრობთ ეხლა ღირს რომში და იტალიის სხვა ქალაქებში მოგზაურობა? ტემპერატურას ვგულისხმობ ძალიან ცხელა ხომ?

Posted by: Bergen 9 Jul 2018, 05:09
lashaa777
QUOTE
გამარჯობათ რას ფიქრობთ ეხლა ღირს რომში და იტალიის სხვა ქალაქებში მოგზაურობა? ტემპერატურას ვგულისხმობ ძალიან ცხელა ხომ?

კი, უკვე ცხელა სექტემბრამდე

Posted by: ჩე.. 20 Jul 2018, 03:03
გამარჯობა.

20-25 აგვისტო მინდა ვენეციაში წასვლა მეუღლესთან ერთად.

რა თანხებთანაა დაახლოებით დაკავშირებული ხომ ვერ მეტყვით?

და რას მირჩევთ,ჩემი ხოდით წავიდე თუ ტურისტული კომპანიის დახმარებით?

Posted by: celtics 20 Jul 2018, 03:33
<casablanca>
QUOTE
ეგ პერმესო როგორი საბუთია , მარტო იტალიაში გექნება ცხოვრების და მუშაობის უფლება თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ? თუ სხვაგანაც შეგეძლება , მერე ცოტა ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლო ჯობია ალბათ.

როგორც მახსოვს, მუდმივს რომ აიღებ, ამის მერე შეგიძლია სხვა ქვეყნებში, 2 წლიანი პერმესო არ გამოდგება

Posted by: ucha7767 28 Jul 2018, 22:02
გამარჯობა . იმედია გამოცდილი მოგზაურნი შემორჩით ამ განყოფილებაში.

ოქტომბერ ნოემბრისკენ ვაპირებ ორ ადამიანზე ტურს იტალიაში . დაახლოებით 10 დღიანი მინდა . რომი ფლორენცია ვენეცია . და რას მირჩევთ ტურისტულ სააგენტოს მივმართო (რომელს მირჩევთ?) თუ . ჩემი ხოდით წავიდე ? აღსანიშნავია რომ აქამდე საზთვარგარეთ არ ვყოფილვარ მაგრამ არც ენა მიჭირს .

Posted by: Crøs 29 Jul 2018, 01:31
ucha7767
ტურისტულ სააგენტოს ვერ გირჩევ,არ ვიცნობ არცერთს,მაგრამ როგორც ყველა იმაზე მეტს გამოგართმევს რაც მარტომ შეგიძლია დაგეგმო.თან ახლავე თუ დაიწყებ ყველაფრის დაჯავშნას უფრო იაფი დაგიჯდება მაგ თვეებში.უბრალოდ გაითვალისწინე ნომებერში კარგად აგრილებული იქნება უკვე ვენეციასა და ფლორენციაში და ამიტომ ტური ჯერ მაგით დაიწყე და რომი ბოლოს შემოიტოვე.

თუ ონლაინ ბილეთების ლინკები გინდა მკითხე და მოგაწვდი.

Posted by: _Hopes_And_Fears_ 29 Jul 2018, 11:43
31-ში მივფრინავ იტალიაში
როგორც იქნა ავიხდენ ბავშობის ოცნებას და დავათვალიერებ საფუძვლიანად ფლოერნციას
ნუ 15 დღით ვიქნები მანამდე გეგმაშინ მქონდა პალერმო - ფლორენცია მაგრამ ექიმმა ზღვა და მზე ამიკრძალა sad.gif
ამიტომ საფუძვლიანად დავათვალიერებ ფლორენციას
მომავალ წელს უკვე სიცილიას მივხედავ ...

Posted by: mikheili1985 29 Jul 2018, 12:02
QUOTE
ამიტომ საფუძვლიანად დავათვალიერებ ფლორენციას

ამ სიცხეში 15 დღე ფლორენციაში რა უნდა აკეთო?დაიტანჯები

Posted by: mGeLo777 29 Jul 2018, 12:57
_Hopes_And_Fears_
QUOTE
31-ში მივფრინავ იტალიაში
როგორც იქნა ავიხდენ ბავშობის ოცნებას

მეც ეგრე ვარ biggrin.gif ოღონდ 1 თვეში მივფრინავ

გამიზიარე გამოცდილება ფლორენციაში 2 ღამე ვაპირებ გაჩერებას


GL


Posted by: ucha7767 29 Jul 2018, 18:18
_Hopes_And_Fears_

რა გიჯდება ეგ ტური ? მარტო მიდიხარ ?

Posted by: Mike Wazowski 30 Jul 2018, 11:17
ფლორენციაში ვინც მიდიხართ, მედიჩების დინასტიის ისტორიას გაეცანით დაწვრილებით და საფუძვლიანად. ეს ბევრად უფრო საინტერესოს გახდის თქვენ მოგზაურობას

პიზაშიც ჩაირბინეთ. 5-6 საათი სულ გეყოფათ თავისი წასვლა-წამოსვლით. კოშკზე ასასვლელი ბილეთები წინასწარ დაჯავშნოთ ჯობია

Posted by: mGeLo777 30 Jul 2018, 22:15
ბილაინის როუმინგი ვნახე 1GB 60 ლარი ღირს

ხოდა რამე უფრო იაფ ვარიანტს ვერ შემომთავაზებთ?


მანდ რომ ვიყიდო ბარათი რა ღირს/ინტერნეტი?

Posted by: Crøs 30 Jul 2018, 22:38
mGeLo777
10 ევრო სამჯერ მეტი ინტერნეტით.

Posted by: mGeLo777 30 Jul 2018, 22:41
cros
გრაციე

'............................................

Posted by: _Hopes_And_Fears_ 31 Jul 2018, 11:36
mikheili1985

იმდენი მუზეუმია რომ 15 დღეც კი ძალიან ცოტა არის ფლორენციისთვის მე თუ მკითხავ + ტოსკანა არის ულამაზესი მხარე და იმდენია სანახავი ამ რეგიონში რომ გული მწყდება ყველაფრის ნახვას რომ ვერ მოვასწრებ
ასე რომ ვინც იცის რისთვის მიდის იმისთვის ცოტა არის 15 დღეც ...

ucha7767

330 ევრო ბილეთი დამიჯდა თბილისიდან თურქიშით
25 ევრო დღე-ღამე ჰოსტელში

ტურით არ მივდივარ ჩემი ხოდით მივდივარ ...

Posted by: mikheili1985 31 Jul 2018, 15:01
_Hopes_And_Fears_
QUOTE
იმდენი მუზეუმია რომ 15 დღეც კი ძალიან ცოტა არის ფლორენციისთვის მე თუ მკითხავ + ტოსკანა არის ულამაზესი მხარე და იმდენია სანახავი ამ რეგიონში რომ გული მწყდება ყველაფრის ნახვას რომ ვერ მოვასწრებ
ასე რომ ვინც იცის რისთვის მიდის იმისთვის ცოტა არის 15 დღეც ...

მართალი ხარ , ყველასთვის ერთნაირი არაა. up.gif

Posted by: _Pablo_ 31 Jul 2018, 19:35
ნეაპოლი არის სრული საგიჟეთი, ეგეთი მეორე ქალაქი არ მეგულება, დაჟე პროტივზეც ჩვეულებრივად დადიან და პოლიცია, ვითომც არაფერიო biggrin.gif

ოქტომბერში რეპეტე smile.gif

Posted by: Crøs 31 Jul 2018, 20:22
_Pablo_
როდის იყავი ჩამოსული? biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 1 Aug 2018, 11:22
cros
ერთი ორი დღით კროს, საქმე ვავაკეთე და წამოვედი ეგრევე, დიდ ხანს არ გავჩერებულვარ. smile.gif

Posted by: _Hopes_And_Fears_ 6 Aug 2018, 20:35
ამდენი ხანია ფლორენციაში ვარ და ჯერ ვერ ამოვწურე დოუმო და მისი მიმდებარე ტერიტორიები

Posted by: mGeLo777 7 Aug 2018, 17:48
ბილეთები 2მხრივად ნაყიდი მაქვს

სასტუმროების თანხაც გადახდილი მაქვს საბუთი მაქვს

მატარებლების ბილეთები ვიყიდე უკვე


7 დღით მივდივარ და 350 ევრო მაინც უნდა მქონდა?

ანუ 200 ევრო მაქვს მეტი არა და არ შემიშვებენ?


Posted by: ILIA1702 7 Aug 2018, 18:34
mGeLo777
QUOTE
ბილეთები 2მხრივად ნაყიდი მაქვს

სასტუმროების თანხაც გადახდილი მაქვს საბუთი მაქვს

მატარებლების ბილეთები ვიყიდე უკვე


7 დღით მივდივარ და 350 ევრო მაინც უნდა მქონდა?

ანუ 200 ევრო მაქვს მეტი არა და არ შემიშვებენ?

არავინ არ გიძვრებათ ჯიბეში ხალხნო საზღვარზე, შეიძლება გკითხონ მაქსიმუმ, ის ქეშად კიდე არავის დააქვთ თანხა და ეტყვი დანარჩენი ბარათში მაქვსო და მორჩა.

Posted by: mGeLo777 8 Aug 2018, 12:57
ILIA1702
არ ვიცი ძმაო პირველად მივდივარ ეგრე და მაგიტომ ვიკითხე


Posted by: Mike Wazowski 8 Aug 2018, 18:34
QUOTE (Mike Wazowski @ 30 Jul 2018, 11:17 )
ფლორენციაში ვინც მიდიხართ, მედიჩების დინასტიის ისტორიას გაეცანით დაწვრილებით და საფუძვლიანად. ეს ბევრად უფრო საინტერესოს გახდის თქვენ მოგზაურობას

ყველაზე მთავარი დამავიწყდა - ბრუნელესკის გუმბათის ისტორიას გაეცანით, მაგასაც ძალიან დაწვრილებით. სად ისე რო ნახავ და სად ისე, რო იცი რას ნახულობ და რა ისტორია აქვს

Posted by: zura-bwin 8 Aug 2018, 19:08
QUOTE
ფლორენცია

აუ ეს ნისლში და წვიმაში რა იქნება
ნუ ზაფხულში გამწვანებული ბაღები თავისთავად
ისე არ მოვკვდე ფლორენცია ერთხელ არ ვნახო

Posted by: _Hopes_And_Fears_ 9 Aug 2018, 22:10
პირველად რომ ხედავ მის უდიდებულესობას ძარღვებში სისხლი გეყინება, სუნთქვა გიხშირდება
მონუსხული დგახარ და უყურებ რა ხელმა, რა გონებამ, რა არსებებმა ააშენეს ეს საოცრება ... ყველა დედატალი რაღაც არაამქვეყნიურია, არაადამიანური ...

user posted image

Posted by: Mike Wazowski 11 Aug 2018, 22:16
QUOTE (_Hopes_And_Fears_ @ 9 Aug 2018, 22:10 )
პირველად რომ ხედავ მის უდიდებულესობას ძარღვებში სისხლი გეყინება, სუნთქვა გიხშირდება
მონუსხული დგახარ და უყურებ რა ხელმა, რა გონებამ,  რა არსებებმა ააშენეს ეს საოცრება ... ყველა დედატალი რაღაც არაამქვეყნიურია, არაადამიანური ...

user posted image

ძალიან ლამაზია, მაგრამ ეგ მარმარილოს ფასადი/საფარი, როგორც მახსოვს, მე-19 თუ მე-20 საუკუნეში აქვს დამატებული და არ არის კათედრალის ნამდვილი სახე

Posted by: Perske 12 Aug 2018, 14:03
QUOTE
ისე არ მოვკვდე ფლორენცია ერთხელ არ ვნახო

mad.gif

Posted by: GEORGIA007 13 Aug 2018, 12:44
QUOTE
არავინ არ გიძვრებათ ჯიბეში ხალხნო საზღვარზე, შეიძლება გკითხონ მაქსიმუმ, ის ქეშად კიდე არავის დააქვთ თანხა და ეტყვი დანარჩენი ბარათში მაქვსო და მორჩა.

სამი შესვლიდან პირველად არადა ბოლო ორჯერ ამომაღებინეს მთელი კეში და საგულდაგულოდ გადამათვალევინეს

Posted by: mGeLo777 13 Aug 2018, 12:58
GEORGIA007
QUOTE
სამი შესვლიდან პირველად არადა ბოლო ორჯერ ამომაღებინეს მთელი კეში და საგულდაგულოდ გადამათვალევინეს

ხოდა ვიშოვე 350 ევრო 10-20 ებად მაქვს სულ და თუ გადათვალეს და კი ყოფნის 7 ღამეს

biggrin.gif


Posted by: GEORGIA007 13 Aug 2018, 15:07
mGeLo777
QUOTE
ხოდა ვიშოვე 350 ევრო 10-20 ებად მაქვს სულ და თუ გადათვალეს და კი ყოფნის 7 ღამეს

ეგ ყოველი შემთხვევისთვის, თორემ ეგ საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად შეამოწმებენ smile.gif

Posted by: _Hopes_And_Fears_ 13 Aug 2018, 15:25
რავი მე რომ ჩამოვედი არც კი უკითხავთ ფული მქონდა თუ არა
მხოლოდ დაზღვევა ვანახე და სასტუმროს ჯავშანი

გუდ ლაქო და ეგ იყო და ეგ

Posted by: mGeLo777 13 Aug 2018, 17:59
_Hopes_And_Fears_
ძაან კაი biggrin.gif

რა ხდება ფლორენციაში? სიცხეებია?


GEORGIA007
იასნა

Posted by: _Hopes_And_Fears_ 13 Aug 2018, 21:59
mGeLo777

აუ საშინელი და კოღოები
რომ ჩამოხვალ აფთიაქში შედი და ეგრევე სპრეი იყიდე კოღოს საწინააღმდეგო 8€ ღირს ან მაქედან წამოიღე ოღონდ ხელბარგში არ ჩადო

Posted by: mGeLo777 13 Aug 2018, 23:23
_Hopes_And_Fears_
QUOTE
აუ საშინელი და კოღოები

down1.gif


ეგ ცუდია


QUOTE
რომ ჩამოხვალ აფთიაქში შედი და ეგრევე სპრეი იყიდე კოღოს საწინააღმდეგო 8€ ღირს ან მაქედან წამოიღე ოღონდ ხელბარგში არ ჩადო

გრაციე up.gif



რამე კლუბი იქნება იმედია ქალაქში biggrin.gif

Posted by: zura-bwin 14 Aug 2018, 16:10
mGeLo777
ხიდებს მოერიდე მაინც
https://www.novayagazeta.ru/news/2018/08/14/144171-v-genue-obrushilsya-avtomobilnyy-most-mestnye-vlasti-soobschayut-o-desyatkah-pogibshih

Posted by: mGeLo777 14 Aug 2018, 16:35
zura-bwin
მე ხო ბედი არ მაქვს რა biggrin.gif
ეხლა დაინგრევა ყველაფერი

Posted by: zura-bwin 14 Aug 2018, 17:18
mGeLo777
წყალდიდობაც თუ მოყვა ეხლა... შემოდგომაზე იცის ხოლმე გენუაში წყალდიდობები. როდის მიდიხარ შენ?

Posted by: GUBE 14 Aug 2018, 17:21
იტალიაში ვინც მოდიხართ სექტემბრამდე თავი შეიკავეთ თორე ყველა კარებზე ნახავთ chiuso per il ferie წარწერას biggrin.gif მეგობრული რჩევა იტალიიდან

Posted by: GEORGIA007 14 Aug 2018, 19:26
QUOTE
chiuso per il ferie

?

Posted by: _Hopes_And_Fears_ 14 Aug 2018, 20:26
mGeLo777

მოკლედ საჭმელი იქ ჭამე სადაც ადგილობრივები ჭამენ და არა ფოეფოე პეროებში ...

მაგრად მივქარე მე და დიდი ფულიც დავხარჯე ###ობების ჭამაში და სმაში



Posted by: mGeLo777 14 Aug 2018, 22:28
zura-bwin
QUOTE
წყალდიდობაც თუ მოყვა ეხლა... შემოდგომაზე იცის ხოლმე გენუაში წყალდიდობები. როდის მიდიხარ შენ?

მე 6 სექტემბერს რომში
2 ღამე მანდ ვრჩები მერე ფლორენციაში 2 ღამე
ვენეციაში 1 დღით ჩავალთ დილით და ღამით ისევ ფლორენციაში ვბრუნდებით
ფლორენციიდან ლა სპეციაში მივდივართ იქ 2 დღე უნდა გავჩერდეთ და 1 დღეს დავუთმობ გენუას
ჯენოას ფანი ვარ და ფერარისი რომ არ ვნახო ჩემს თავს ვერ ვაპატიებ biggrin.gif
ლა ზპეციადან სადღაც ჩინკოჩენკოში აპირებენ ჩემები წასვლას biggrin.gif იქვეა მაგრამ დავიკიდებ სავარაუდოდ და გენუაში დავაწვები biggrin.gif

QUOTE
მოკლედ საჭმელი იქ ჭამე სადაც ადგილობრივები ჭამენ და არა ფოეფოე პეროებში ...

არაა რა ფოეფოეებში biggrin.gif 6 მივდივართ და მარკეტებში დავითრევთ ყველაფერს

QUOTE
მაგრად მივქარე მე და დიდი ფულიც დავხარჯე ###ობების ჭამაში და სმაში

მაინც რამდენი?

GUBE
QUOTE
chiuso per il ferie

მგონი დასვენებას ნიშნავს ხო?

Posted by: GUBE 14 Aug 2018, 22:29
კი დასვენებაა ჩვენებურად არდადაგებზე არიან ყველა

Posted by: _Hopes_And_Fears_ 14 Aug 2018, 22:39
mGeLo777

1500€ მარტო კაცმა 2 კვირაში
ნუ კარგად გავერთე ყველანაირად მაგრამ საჭმელით მარტო ბოლო 2 დღე ვიკაიფე იმ ზავიძენიებში დავიწყე სიარული სადაც ადგილობრივები დადიოდნენ და არა ტურისტები ...

ფოეფოე ადგილებში იმენნა არაფერი არ გამისწორდა თბილისური იტალიური რესტორნები მერჩივნა ყველაფერი უგემური ჰქონდათ ვაბშე თან ძვირი
აი ადგილობრივში რომ დავიწყე სიარული მერე მივხვდი იტალიური გემო რა იყო

მოკლედ ფლორენციაში სან მარკოზე არის კაი ზავიძენია ერთია მარტო და მანდ თუ მოხვდი პასტა ფლორენცია შეუკვეთე 12€ ღირს

ჰენსმეიდ პასტაა ყველის და ნივრის სოუსით და ისპანახით საოცრება იყო


Posted by: a-liza 14 Aug 2018, 22:56
გამარჯობა smile.gif
ნოემბერში ვგეგმავთ ხუთნი მილანში გამგზავრებას. 4 დღე გვაქვს გათვალისწინებული მილანისთვის და შემდეგ მივდივართ პარიზში. ამ 4 დღეში, გარდა მილანის აუცილებლად სანახავი ადგილებისა, სად შეგვიძლია წავიდეთ? ვერონა, ვენეცია, ფლორენციას მოვიაზრებთ, ყველას ვერა რათქმაუნდა, რომელიმეს. ან გამოცდილებმა იქნებ უკეთესი ვარიანტი შემომთავაზოთ და ტრანსპორტირების დაგეგმვაშიც დამეხმაროთ. ლინკები რომ ჩამიგდოთ. დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: mGeLo777 14 Aug 2018, 23:02
_Hopes_And_Fears_
QUOTE
ფოეფოე ადგილებში იმენნა არაფერი არ გამისწორდა თბილისური იტალიური რესტორნები მერჩივნა ყველაფერი უგემური ჰქონდათ ვაბშე თან ძვირი
აი ადგილობრივში რომ დავიწყე სიარული მერე მივხვდი იტალიური გემო რა იყო

იასნა


QUOTE
1500€ მარტო კაცმა 2 კვირაში

:O

QUOTE
მოკლედ ფლორენციაში სან მარკოზე არის კაი ზავიძენია ერთია მარტო და მანდ თუ მოხვდი პასტა ფლორენცია შეუკვეთე 12€ ღირს

ჩავინიშნავ,მივალ აუცილებლად.


მე ორმხრივი მგზავრობა 300 ლარი დამიჯდა სასტუმროები იმ ქალაქებში რაც ზემოთ დავწერე 600 ლარი + 300 ლარი მატარებლების და ავტობუსის ბილეთი
და 350 ევრო მიმაქვს,ნუ რაღაც ცალკე გადასახდელი არის გარკვეულ ქალაქებშიო სპეციაში მაგალითად 1 დღე 2.5 რომში 5 ევროო biggrin.gif
ეგეთი ხარჯებისთვის 50 ევროს დავამატებ
ხო როუმინგი აქ ძალიან ძვირია ბარათსაც მანდ დავითრევ და ესეთი ხარჯებისთვის 50 ცალკე მექნება და 350 როგორმე ვიმყოფინებ
საჭმელში ალბათ ბევრი არ დაგვეხარჯება 6 ვართ გავინაწილებთ და უფრო იაფად გამოვალთ biggrin.gif

Posted by: zura-bwin 14 Aug 2018, 23:33
mGeLo777
QUOTE
მე 6 სექტემბერს რომში

2-შია თამაშები და მერე 16 სექტემბრამდე არ იქნება არაფერი
ჯენოა - სამპდორია 25/11/2018

Posted by: Crøs 14 Aug 2018, 23:41
mGeLo777
მაიცა 6 კაცი 350 ევროთი აპირებთ 1 კვირა საჭმლის ჭამას??

Posted by: mGeLo777 14 Aug 2018, 23:42
zura-bwin
კი მაგას ველოდებოდი რამდენი ხანი და რა გამიჩალიჩეს რა sad.gif mad.gif

cros
არაააა მე პირადად 350 ევრო მაქვს იმათ უფრო მეტი მოაქვთ რა ენაღვლებათ biggrin.gif


Posted by: Crøs 14 Aug 2018, 23:45
mGeLo777
QUOTE
არაააა მე პირადად 350 ევრო მაქვს იმათ უფრო მეტი მოაქვთ რა ენაღვლებათ 

აა,მეთქი ევსივეზე გქონდა გათვლილი ჭამის ფული და უკვე შემეცოდეთ biggrin.gif

Posted by: mGeLo777 14 Aug 2018, 23:46
cros
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: GUBE 15 Aug 2018, 01:23
QUOTE (cros @ 14 Aug 2018, 23:41 )
mGeLo777
მაიცა 6 კაცი 350 ევროთი აპირებთ 1 კვირა საჭმლის ჭამას??

თუ საჭმელს მაღაზიაში იყიდიან მორჩებათ

Posted by: Crøs 15 Aug 2018, 01:47
GUBE
რა მორჩებათ ადამიანო,10 ევრო იანგარიშე ყველაზე მცირე დღეში კაცზე 70 ევრო=7 დღე და მერე 6ზე გადაამრავლე ))

Posted by: _Hopes_And_Fears_ 15 Aug 2018, 01:47
mGeLo777

ქალაქში მოძრაობა ავტობუსით 1.5€

ბილეთები იყიდება გაზეთის ჯიხურებში და სიგარეტის მაღაზიებში

Posted by: GUBE 15 Aug 2018, 17:26
QUOTE (cros @ 15 Aug 2018, 01:47 )
GUBE
რა მორჩებათ ადამიანო,10 ევრო იანგარიშე ყველაზე მცირე დღეში კაცზე 70 ევრო=7 დღე და მერე 6ზე გადაამრავლე ))

10 ევროთ კაცზე ბარებში და პიცერიებში გამოიკვებებიან
მე მაღაზიები ვიგულისხმე და მაღაზიიდან 10 ევროსას დღეში 1 ადამიანი ვერ შეჭამს 2 წლის წინ 196 კილო ვიყავი და 7 წელია აქ ვცხოვრობ არ ვჭამდი მაგდენს დამიჯერე smile.gif

* * *
QUOTE (_Hopes_And_Fears_ @ 15 Aug 2018, 01:47 )
mGeLo777

ქალაქში მოძრაობა ავტობუსით 1.5€

ბილეთები იყიდება გაზეთის ჯიხურებში და სიგარეტის მაღაზიებში

ქალაქის ტრანსპორტს ბილეთს ვადა აქვს 70 წთ მერე ახალია საჭირო ან არ უნდა ჩაარტყა დადგე ჩასარტყამთან და თუ დაინახავ კონტროლიორს მოასწო biggrin.gif
user posted image
ტაბაკინოში ანუ სიგარეტის მაღაზიებში ყველაფერი იყიდება ყველაფერს შეგივსებენ ანგარიშებს და ა შ და ყველაფერზე დაგაკვალიანებენ


თუ ერთგან 1 კვირაზე მეტი ჩერდები უმჯობესია აბონამენტი გააკეთო ტრანსპორტის

Posted by: mGeLo777 15 Aug 2018, 18:07
GUBE
_Hopes_And_Fears_
ჯიგრები ხართ მადლობა

არაა ერთი კვირა ვერ ვჩერდებით სამწუხაროდ biggrin.gif


QUOTE
ქალაქის ტრანსპორტს ბილეთს ვადა აქვს 70 წთ მერე ახალია საჭირო ან არ უნდა ჩაარტყა დადგე ჩასარტყამთან და თუ დაინახავ კონტროლიორს მოასწო 

იასნა biggrin.gif up.gif


პროსტიტუციის თემა როგორაა რომში ან ფლორენციაში?


ან რამე კაი კლუბები თუ იცით დაწერეთ old.gif

Posted by: Crøs 15 Aug 2018, 18:41
GUBE
QUOTE
10 ევროთ კაცზე ბარებში და პიცერიებში გამოიკვებებიან

პიცებზე სად ეყოფათ 10 ევრო დღეში,ერტხელ ხომ არ შეჭამენ?)) თან ტურისტულ ზონებში კარგად იცი პიცა რაც ღირს. არამგონია მარკეტის 3 ევროიანი პანინოთი გამოვიდნენ,თან მინიმუმ ორჯერ მაინც ხომ უნდათ ჭამა. კაი 50 ცენტეზიმიანი პასტა რომ იყოდონ სასტუმროში ვინ გააკეთებინებს lol.gif
QUOTE
მაღაზიიდან 10 ევროსას დღეში 1 ადამიანი ვერ შეჭამს 2 წლის წინ 196 კილო ვიყავი და 7 წელია აქ ვცხოვრობ არ ვჭამდი მაგდენს დამიჯერე

მე მაგდენი მეხარჯება თუნდაც საკუთარ სახლში ვარ (თან შენზე მეტი ხანია იტალიაში) პრიმო,სეკონდო,ხილი,კოლაციონე,ჩენეტა,წყალი-მეტი თუ არა სკრომნად 10 ევროზე ადის. პ.ს. 55 კილო ვარ მუდმივად ))

QUOTE
თუ ერთგან 1 კვირაზე მეტი ჩერდები უმჯობესია აბონამენტი გააკეთო ტრანსპორტის

სიტი პასი ჯობია,ყველაფერი შედის.

Posted by: GUBE 16 Aug 2018, 01:54
QUOTE (cros @ 15 Aug 2018, 18:41 )
GUBE
QUOTE
10 ევროთ კაცზე ბარებში და პიცერიებში გამოიკვებებიან

პიცებზე სად ეყოფათ 10 ევრო დღეში,ერტხელ ხომ არ შეჭამენ?)) თან ტურისტულ ზონებში კარგად იცი პიცა რაც ღირს. არამგონია მარკეტის 3 ევროიანი პანინოთი გამოვიდნენ,თან მინიმუმ ორჯერ მაინც ხომ უნდათ ჭამა. კაი 50 ცენტეზიმიანი პასტა რომ იყოდონ სასტუმროში ვინ გააკეთებინებს lol.gif

პრიმო სეკონდო და ყველა ჭამაზე ეგრე 10 კიარა 100 არ ეყოფა ტურისტი თუა ცოტა უნდა მოუკლოს ფასები გინდა დავწერო კოპის ან ესელუნგის smile.gif
პური 32 ცენტი ღირს კოპში ბაკეთე რძის პროდუქტები საკმაოდ იაფია პასტა არცერთ საქართველოში გაზრდილს არ ეხატება გულზე ხილი კილო ევრო ან 1.5 მაქსიმუმ პროშუტო კოტო ან კრუდო 1,5 ან მაქსიმუმ 2 ევრო
ცხრილი გავაკეთო და დავთვალო და მოვირჩინო 10 ევროდან გინდა ?
პიცა მარგარიტა 4.5 ღირს შაურმა 3.5 და 4 ევრო თუ მანდამაინც ბარში სურთ კვება დილით ყველგან ერთი ფასი აქ ყავას და ბრიოშს

Posted by: mikheili1985 16 Aug 2018, 02:19
QUOTE
პური 32 ცენტი ღირს კოპში ბაკეთე რძის პროდუქტები საკმაოდ იაფია პასტა არცერთ საქართველოში გაზრდილს არ ეხატება გულზე ხილი კილო ევრო ან 1.5

32 ცენტი რა ღირს , 100 გრამი?
მართლა არ ვიცოდი, ნახევარკილოიან პურს 2€ მდე უწევდა.ეგ კაი მარა პასტა სად უნდა მოამზადოს?biggrin.gif
10€ მენიუ იქნება
დილას იოგურტი კროასანთან ერთად , ჯამში 2 ევრომდე.ოღონდ ქუჩაში უნდა ჭამო.კოპის ფასებით.
შუა დღეზე 1€ სალამე 2€ ყველი 1€ სალათა 1€ პური, ოღონდმთლიანად არ უნდა შემოგეჭამოს ნახევრად უნდა გაყო რო საღამოსაც მოგრჩეს biggrin.gif

შუალედებში ხილი ჯამში 2€
წყალს 2შეკვრას იყიდი და თან ატარებ გზაში , თითო ბოთლს.ჯამში 3€ რომლიც 1 კვირა
გეყოფა.

Posted by: Crøs 16 Aug 2018, 09:17
GUBE
შენ ტურისტად ყოფილხარ საერთოდ მინიმუმ ერთი კვირა?)) თუნდაც ერთი დღე რომ აიღო უცხო ქალაქში მთელო დღე დადიხარ რაღაცეწბის სანახავად და დაღლილი არ იცი რომელ მარკეტს მიადგე სად უფრო დაბალი ფასებია,ხშირად პირველივე შემხვედრს ფასფუდით გიწევს კვება. ან თუდაც იყიდო საყიდლები(ყოველდღე ხომ არ ივლი ყოველ უცხო ქალაქში მარკეტებში) რომელი სასტუმროს მაცივარია ერთი რომ ჩატიო 6 კაცის საჭმელი?

Posted by: -zeppelin- 16 Aug 2018, 09:18
cros
yes.gif


user posted image

Posted by: GUBE 16 Aug 2018, 10:38
ყავა კროასანთან ერთად ბარშიც 2ევრომდეა პასტის მომზადება არ დამიწერია მე

რო მივლია და ვიცი მაგიტო
ფასებიც დავწერე თუ მანდამაინც ბარში კვება სურს 5ევრო მარგარიტა მერე იმატებს შაურმა 3.5 დან ყველა მაღაზიას აქ მზა პროდუქტები მაგ კარიფურში 2მთლიან შემწვარ ქათმის ბაყვს 2.50 უნდა 3.5მთლიან დედალს შემწვარი კარტოფილიდან დაწყებული ყველაფერი მზა არდა მაქსიმუმ 1კერძი 3ევრო და არ ვიცი როგორი მადა აქვს ადამიანს მარა დაანაყრებს

ასეა თუ ფული ცოტა გაქ კი უნდა გაუჭირცო და გაიტანო თავი ერთი კვირა თუ არა და მანამ იყო სანამ გეყოფა ან საერთოდ არ უნდა წამოხვიდე ტუ ეს არ
თქვენთვის გადავიღებ კოპში იმ ფასს რაც გითხარით

Posted by: mGeLo777 16 Aug 2018, 10:50
ბრადცი/დატცი არ იჩხუბოთ

ცოტაც და ჩავალ და დავწერ რამდენი დამჭირდება 1 დღეში biggrin.gif



Posted by: Crøs 16 Aug 2018, 10:55
GUBE
QUOTE
3.5მთლიან დედალს შემწვარი

დაიცა რომელ ქალაქშუ ხარ შენ მთლიან დედალს მაგდენი რომ უნდა კარფურში,ჩემთან კიდეც 5 ევრო?))
მართლა მაინტერესებს.
ანდა იქნებ კარფური არ შეხვდა,რუკებით უნდა ეძებოს?
ფლორენციაში ცენტრში რომ დადიხარ სად უნდა ეძებოს ან სადაა...ვენეციაზე აღარ ვლაპარაკობ,ერთადერთი პატარა მარკეტი შემხვდა როცა უკვე მთელი ვენეცია მქონდა ფეხით მოვლილი და ისიც უკანა გზაზე შემთხვევით.

Posted by: mikheili1985 16 Aug 2018, 11:11
GUBE
QUOTE
რო მივლია და ვიცი მაგიტო
ფასებიც დავწერე თუ მანდამაინც ბარში კვება სურს 5ევრო მარგარიტა მერე იმატებს შაურმა 3.5 დან ყველა მაღაზიას აქ მზა პროდუქტები მაგ კარიფურში 2მთლიან შემწვარ ქათმის ბაყვს 2.50 უნდა 3.5მთლიან დედალს შემწვარი კარტოფილიდან დაწყებული ყველაფერი მზა არდა მაქსიმუმ 1კერძი 3ევრო და არ ვიცი როგორი მადა აქვს ადამიანს მარა დაანაყრებს

ასეა თუ ფული ცოტა გაქ კი უნდა გაუჭირცო და გაიტანო თავი ერთი კვირა თუ არა და მანამ იყო სანამ გეყოფა ან საერთოდ არ უნდა წამოხვიდე ტუ ეს არ
თქვენთვის გადავიღებ კოპში იმ ფასს რაც გითხარით

მე ბრიოში და იოგურტი პაჩკებით რო იყიდება ეგ ვიანგარიშე თორე არ გეყოფა ფული biggrin.gif
მარა კაი გავზარდოთ ბიუჯეტი ცოტა.
დილას ბარში ვაკეთებთ კოლაციონეს,მოცუცქნული კაპუჩინო და ბრიოში 2€ ესეც ამ ფასში თუ იპოვე მანახე სადაა და მე დაგპატიჟებ
სადილზე კოშე დი პოლლო 3,5 100 გრამი პური 0.50 ცენტი =4€
საღამოც მასე და 1€ წყალი
ბოსტნეული არ უნდა?
ხილი?
თან ეგეც დაგეგმილი რო გაქ რო დღეს უნდა ნახო პიაცა დი დუომო , მერე კასტელო, მერე სანტა მარა დელლე გრაციე , უცბათ მოგშივდა , გადაირებენ ბარში , შედიხარ თუარადა ,ბუონჯიორნო გეუბნება და შენ უცბათ , სკუზი მა პოსსო ანდარე ინ ბანიო,უკმაყოფილო სახით დაგთანხმდება ,თუ არ გაგიმართლა 1წყალს გაყიდენებს , მოკლედ როგორც იქნა ,გადაიბან ხელს , გამოხვალ,ჩანთიდან იღებ სალფეტკებში შეხვეულს და გემრიელად მოულხენ . biggrin.gif
რო ჩამოხვალ იტალიური მოგზაურობიდან და რო გეკითხებიან რო აბა როგორ მოგეწონა იტალია, და შენ რო ეუბნები სანახავად , მართლა მაგარი იყო მარა რავი დალშე დიდი არაფერი lol.gif

Posted by: Crøs 16 Aug 2018, 11:41
mikheili1985
QUOTE
თან ეგეც დაგეგმილი რო გაქ რო დღეს უნდა ნახო პიაცა დი დუომო , მერე კასტელო, მერე სანტა მარა დელლე გრაციე , უცბათ მოგშივდა

ხო,თან მაგ ზონაში უნდა გაითვალისწინოს რომ მარკეტები არაა და ძალიან არ უნდა მოშივდეს,თორემ 14 ევროიანი პიცა შერჩება ხელში biggrin.gif

Posted by: mGeLo777 16 Aug 2018, 12:22
https://coub.com/view/29s58zmq


ისე რა მაგარი სახელებია biggrin.gif


Posted by: mikheili1985 16 Aug 2018, 13:45
cros
QUOTE
ხო,თან მაგ ზონაში უნდა გაითვალისწინოს რომ მარკეტები არაა და ძალიან არ უნდა მოშივდეს,თორემ 14 ევროიანი პიცა შერჩება ხელში  biggrin.gif

არი მარა ისეთი ფასებია რო მემგონი ეგ 14€ პიცა უფრო ეკონომიური იქნება biggrin.gif

Posted by: Crøs 16 Aug 2018, 14:08
mikheili1985
QUOTE
არი მარა ისეთი ფასებია რო მემგონი ეგ 14€ პიცა უფრო ეკონომიური იქნება

ისე წარმოიდგინე შემწვარი წიწილით ან კარტოფილით ზურგჩანთაში რომ მოივლი მთელ დუომოებს და უფიცებს,მერე გამოხვალ,პიაცაზე გაშლი სუფრას,დატეხავ ქათამს და წაიხემსებ biggrin.gif
პანინოები კიდე მესმის smile.gif

აი ახლა ვიყიდე ზუსტად კარფურში,1 ევრო დაუკლიათ ამ თვეში,ხალხი არაა ქალაქში და არ ეყიდებათ,თან მოციცქნულია,ერთ ჭამაზე თუ გეყოფა კაცს )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: mikheili1985 16 Aug 2018, 14:49
cros
QUOTE
ისე წარმოიდგინე შემწვარი წიწილით ან კარტოფილით ზურგჩანთაში რომ მოივლი მთელ დუომოებს და უფიცებს,მერე გამოხვალ,პიაცაზე გაშლი სუფრას,დატეხავ ქათამს და წაიხემსებ  biggrin.gif
პანინოები კიდე მესმის smile.gif

აი ახლა ვიყიდე ზუსტად კარფურში,1 ევრო დაუკლიათ ამ თვეში,ხალხი არაა ქალაქში და არ ეყიდებათ,თან მოციცქნულია,ერთ ჭამაზე თუ გეყოფა კაცს )


იფ იფ , ამ სიცხეში რომ ამოიღებ ბომჟივით მაგ ქათამს და კარტოფილს და პურს , ზემოდან თბილ წყალს რო დააყოლებ , დაგავიწყებს ყველაფერს lol.gif
1ხელ ვიყიდე ეგ ქათამი , რავი ალბათ მე შემხვდა მაინცდამაინც იმდენი მარილი ქონდა , მთელი დღე წყალს ვსვავდი biggrin.gif

Posted by: -zeppelin- 17 Aug 2018, 21:06
cros
გავიგე იტალიელი მაფიოზის ცოლი ყოფილხარ და ეს მაფიოზი მომკვდარა და ძალაუფლება აგიღია ხელში.

მართალია?

Posted by: Crøs 17 Aug 2018, 21:32
-zeppelin-
ცოლი როდის მოგყავს შენა? ამერიკიდან მოწვევა გამომიგზავნე და ჩამოვალ ქორწილში chups.gif

Posted by: personaji 18 Aug 2018, 09:45
მოგზაურებო სალამი. იტალიის ტური 2 ადამიანზე. იაფი და კარგი მირჩიეთ დამეხმარეთ. მინდა რომი, ფლორენცია, ვენეცია. ეს უეჭველი და რა ჯობია ბოლონია ვნახო და მილანი და ვერონა არა თუ ვერონა და მილანი ვნახო და ბოლონია არა. საიდან გავფრინდე. იაფი რო გამოვიდეს და ა.შ. მოკლედ ტურის დაგეგმვაში მომეხმარეთ რა

Posted by: mikheili1985 18 Aug 2018, 15:48
personaji
QUOTE
მოგზაურებო სალამი. იტალიის ტური 2 ადამიანზე. იაფი და კარგი მირჩიეთ დამეხმარეთ. მინდა რომი, ფლორენცია, ვენეცია. ეს უეჭველი და რა ჯობია ბოლონია ვნახო და მილანი და ვერონა არა თუ ვერონა და მილანი ვნახო და ბოლონია არა. საიდან გავფრინდე. იაფი რო გამოვიდეს და ა.შ. მოკლედ ტურის დაგეგმვაში მომეხმარეთ რა

სიიაფეზე , კოპის ფასებით დეტალებში გვაქ დათვლილი, გამზადებული მენიუა. biggrin.gif
უფრო სერიოზულად კი :
ტურის ამბავში დრო თუ გაქ გადაავლე ამ თემას , უამრავი რჩევა წერია

Posted by: personaji 18 Aug 2018, 18:01
mikheili1985
ძალიან ბევრი გვერდია და რომელი გვერდიდან ვნახო დაახლოებით ვერ მირჩევ? ეხლა დავითვალე და 2 კაცზე 6500 ლარი გამომივიდა ყველაფრით. რომი, ფლორენცია. ვენეცია, მილანი. რომიდან პომპეი, ნეაპოლი. ფლორენციიდან პიზა, მონტეკატინი. მერე ვენეცია. მერე ვერონა და მილანი. 9 დღეში როგორ ჩავეტევით არ ვიცი.

Posted by: mikheili1985 18 Aug 2018, 21:37
personaji
როგორ დათვალე ჩამოწერე აბა biggrin.gif
მე ვატიკანში 7 წლის წინ ვიყავი, 15-20€ დამიჯდა შესვლა როგორც მახსოვს.
სხვებიც მოგვეხმარებიან.რომელი გვერდიდანა მეც არ მახსოვს, თან არც მაგის დრო მაქ რო ყველას დავუყვე და მოვძებნო sad.gif
მონდომებას გააჩნია , მე ჩავეტეოდი ალბათ ვერონას და მონტეკატინს (ეს რა არის არ ვიცი) ამათ შევხედავდი ,ამოგდებაც შეიძლება და 5 ტერრეს ჩავსვადი თუ მაინცდამაინც დრო დამრჩა ან ნაპოლისკენ რო წახვალ კაპრს ჩავსვავდი .
წინა გვერდებზე დაიწერა ხალხი ფლორენციას ვერ ასწრებს 1 კვირაში, რავი აბა მე რა გითხრა biggrin.gif
ვატყობ შენთვის, ჯობია ნაკლები ქალაქები ნახო ,მარა მეტი დრო გაატარო.

Posted by: personaji 18 Aug 2018, 22:32
ტურისტულმა კომპანიამ სასტუმროები და შიდა გადაადგილება ამ ქალაქებში. რომი, ფლორენცია, ვენეცია, მილანი. მითხრა 1220ევრო. 3600 ლარი +სანახაობები. ვატიკანი, პომპეი, კოლიზეუმი, გონდოლები და ა.შ ესენი მე ვნახე და იქვე რო შევიძინო 2010 ლარი გამომივიდა. გადაადგილება ამ ძირითდი ქალაქების გარდა რაც ტურის ფასში შედის 370 ლარი და გამოვიდა 5980 ლარი რა.

Posted by: mikheili1985 18 Aug 2018, 22:51
personaji
QUOTE
ტურისტულმა კომპანიამ სასტუმროები და შიდა გადაადგილება ამ ქალაქებში. რომი, ფლორენცია, ვენეცია, მილანი. მითხრა 1220ევრო. 3

ამაზე ალბათ ვერავინ ვერ გაგდცემს პასუხს ასე, დამოკიდებული რა სასტუმრებში მოგიწევს , რამდენი ხანი და როგორი კვებით იქნება და ადგილი.

Posted by: personaji 19 Aug 2018, 08:27
mikheili1985
ჰო ზეგ მივალ დაველაპარაკები ტურისტულს. მერე ერთ ტურისტულ რუკასაც ამოვბეჭდავ. დავკეცავ და წავედი

Posted by: mGeLo777 19 Aug 2018, 23:18
https://www.ambebi.ge/article/226770-aeroportshi-dagvtoves-18-adamiani-mat-shoris-sami-bavshvi-ras-edaveba-aviakompania-vizears-kartveli-mgzavri/


ესეთები თუ ხდებოდა არ ვიცოდი mad.gif

Posted by: geo570ge1997 22 Aug 2018, 10:13
QUOTE (mGeLo777 @ 19 Aug 2018, 23:18 )
http:///article/226770-aeroportshi-dagvtoves-18-adamiani-mat-shoris-sami-bavshvi-ras-edaveba-aviakompania-vizears-kartveli-mgzavri/


ესეთები თუ ხდებოდა არ ვიცოდი mad.gif

facepalm.gif .

Posted by: Mike Wazowski 23 Aug 2018, 00:17
ყველაზე ლამაზი კლიპი, რაც კი ვენეციაზე მინახავს love.gif love.gif


Posted by: CORDOBA 26 Aug 2018, 13:52
აქა მშვიდობა ქართველებო
დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი ფორუმზე
იმედია ყველა მსურველმა მოახერხა საწადელის მიღწევა (ევროპაში ჩასვლა/ნახვა/დამკვიდრება)

ბოლო 2-3 წელია არ ვარ დაინტერესებული საბუთების გაკეთებაზე (რა როგორ ხდება/კეთდება)
ერთი კითხვა მაქვს, უვიზო რეჟიმის შემდეგ, ვინმემ თუ მოახერხა სამუშაოს დაწყება და საბუთების ლეგალური გზით მიღება (პერმესო)
მაინტერესებს რა ეტაპი გაიარ/ა/ეთ

მადლობა წინასწარ ყველას


პ.ს ყოველთვის მინდოდა დამეწერა ერთი პატარა გამოცდილება მოგზაურებითვის, შეიძლება ვინმეს გამოადგეს
თუ ქალაქების დათვალიერება გინდათ, ადექით ძალიან ადრეა ესე 5:30 საათისთვის, გადით ქალაქში, ბარები იღება 6 საათიდან, მიირთვით საუზმე (ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ ყავას და კორნეტს)
ესე დილით დათვალიერებული ქალაქი 5-10 ჯერ აღემატება დღისით/შუადღით დათვალიერებულ ქალაქებს
წარმატებები

Posted by: Thunder) 26 Aug 2018, 16:05
მამაკაცის სამუშაოები თუ არის იტალიაში ? sa.gif

Posted by: Nardini79 28 Aug 2018, 08:20
QUOTE
პ.ს ყოველთვის მინდოდა დამეწერა ერთი პატარა გამოცდილება მოგზაურებითვის, შეიძლება ვინმეს გამოადგეს
თუ ქალაქების დათვალიერება გინდათ, ადექით ძალიან ადრეა ესე 5:30 საათისთვის, გადით ქალაქში, ბარები იღება 6 საათიდან, მიირთვით საუზმე (ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ ყავას და კორნეტს)
ესე დილით დათვალიერებული ქალაქი 5-10 ჯერ აღემატება დღისით/შუადღით დათვალიერებულ ქალაქებს
წარმატებები

ქალაქის ყველა ხმა თუ არ "ჩაირთო" ისე მუღამს ვერ გაუგებ
ყველაზე ნაღდია დიქტოფონში ჩაიწერო ფრაგმენტები და მერე მოუსმინო

Posted by: mGeLo777 30 Aug 2018, 18:37
https://forum.ge/?f=29&showtopic=35045242&st=0


facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif




Posted by: Mopirmkrtalo 1 Sep 2018, 03:21
მამაკაცის სამუშაოები არაა იტალიაში? facepalm.gif

Posted by: JapAnn 2 Sep 2018, 22:07
ოქტომბერში მინდა ფლორენცია-რომის მონახულება და სასტუმროების ფასებს რომ გადავხედე, ოოო, დიო მიო!
ჰოსტელს ვერ ავცდები ვატყობ. არასოდეს გავჩერებულვარ და რა სიტუაციაა, იქნებ გამოცდილება გამიზიაროთ? user.gif

ისე, ოქტომბერი რამდენად კარგი პერიოდია?

Posted by: Magicman 3 Sep 2018, 01:38
ფლორენციაში მივდივარ 10 დღეში და
რაიმე რჩევები მომეცით, ორ დღეზე რო გადავანაწილო biggrin.gif

საქმის პარალელურად მოვასწრებ იმედია < 3

Posted by: mGeLo777 4 Sep 2018, 12:00
Magicman
QUOTE
ფლორენციაში მივდივარ 10 დღეში და
რაიმე რჩევები მომეცით, ორ დღეზე რო გადავანაწილო 

საქმის პარალელურად მოვასწრებ იმედია < 3

რომ ჩავალ დავწერ ბრად



პ.ს როგორი ამინდი იქნება ხვალ-ზეგ რომში ხომ არ იცით?


ვიპოვე gigi.gif


https://www.bbc.com/weather/3169070

Posted by: Nardini79 4 Sep 2018, 12:58
წმინდა ადგილებით დაიწყეთ
http://www.figc.it/en/229/2090/Impianti.shtml

სკუადრა აძურას მოსამზადებელი ცენტრი და სახლმუზეუმი ფლორენციაში. ყველა ტურნირის წინ აქ იკრიბებიან, აქედან მიდიან და აქ ბრუნდებიან smile.gif

შეიძლება, თქვენი მანდ ყოფნის დროსაც კოვერჩანოში იყოს ნაკრები. შესვლა როგორ ხდება არ ვიცი, არ ვარ ჯერ ნამყოფი mad.gif

Posted by: mGeLo777 4 Sep 2018, 16:27
Nardini79
მე ვერ დავამთხვიეეე რა mad.gif

არადა ბოლონიაშია თამაში 7ში 8-11მდე ყოფილიყო უეჭველი გავიჩითებოდი



Posted by: Nardini79 4 Sep 2018, 16:39
mGeLo777
ერთი რაღაც მაინტერესებს, ოჯახთან ერთად მიდიხარ თუ მეგობრებთან ერთად?

Posted by: mGeLo777 4 Sep 2018, 16:57
Nardini79
მეგობრებთან

.......................

Posted by: Werner Voss 4 Sep 2018, 17:06
Magicman
QUOTE
ფლორენციაში მივდივარ 10 დღეში და
რაიმე რჩევები მომეცით, ორ დღეზე რო გადავანაწილო 

საქმის პარალელურად მოვასწრებ იმედია < 3

ესენი უნდა ნახო:
Galleria dell'Accademia
uffizi gallery
Palazzo Vecchio
ponte vecchio ს ხიდი
palazzo pitti
მიქელანჯელოს მოედანი მდინარის მეორე მხარეს მაღლობზე და მზის ჩასვლას თუ დაამთხვევ მანდ ყოფნას უკეთესი
boboli gardens
თუ მოახერხე Santa Croce ეს ეკლესიაშიც შედი, სადაც ცნობილი ფლორენციელების საფლავებია
ასევე თუ არ დაგეზარება კათედრალის გუმბათზე ადი, ძალიან ბევრი საფეხურია ასასვლელი, მაგრამ ღირს

ნუ
Galleria dell'Accademia
uffizi gallery
ამათი ნახვის გარეშე იქიდან წამოხვიდე დანაშაულია
გირჩევ ბილეთები წინასწარი იყიდო ონლაინ, შეხვალ ყოველგვარი რიგის გარეშე და დაზოგავ დროს
http://www.b-ticket.com/b-ticket/uffizi/
ეს გუმბათი და კათედრალის მუზეომი
https://grandemuseodelduomo.waf.it/en/cumulative-ticket-great-museum-of-the-cathedral-of-florence?idtour=8484

Posted by: Nardini79 4 Sep 2018, 17:49
QUOTE
მეგობრებთან ერთად

ჩემი დედა #####ან თუ წავსულიყავი. მე როგორც მაწყობს და კალენდარი როგორც მოითხოვს ისე გადავცვლიდი. მანამდე კიდე ცოტა ფულს წავამატებდი და 3 დღე იყოს, ერთი კვირის მაგივრად.

Posted by: mGeLo777 4 Sep 2018, 18:40
Nardini79

თამაშებზე თუ ამბობ ესე დაემთხვა უბრალოდ იმიტომ 10 თვის წინ ვიყიდე ბილეთი




Werner Voss
ვახ რა ძვირი ფასებია ბილეთებზე biggrin.gif

Posted by: Lasha244 5 Sep 2018, 20:36
ყველა თავისას რომ წერს ამ თემაში,რამდენჯერ დაისვა კითხვა და უპასუხეთ რა,პასუხზეც იჯღანებით?

mad.gif

QUOTE (Mopirmkrtalo)
მამაკაცის სამუშაოები არაა იტალიაში?



Posted by: Crøs 5 Sep 2018, 20:49
Lasha244
რამდენიც მაგ კიყხვას ვუპასუხე აქ,იმდენი გამლანძღა კითხვის ავტორმა.ხოდა ყველა თავს იკავებს პასუხიაგან,იმიტომ რომ რეალური სიტუაციის გაგება არავის უნდა და ლანძღვაზე გადადიან.

Posted by: Mopirmkrtalo 6 Sep 2018, 02:55
cros
QUOTE
Lasha244
რამდენიც მაგ კიყხვას ვუპასუხე აქ,იმდენი გამლანძღა კითხვის ავტორმა.ხოდა ყველა თავს იკავებს პასუხიაგან,იმიტომ რომ რეალური სიტუაციის გაგება არავის უნდა და ლანძღვაზე გადადიან.


რეალობა მაინტერესებს ზუსტად და თუარ შეწუხდები რომ დაწერო,
რა საჩხუბარი ეგაა smile.gif

Posted by: Crøs 6 Sep 2018, 12:17
Mopirmkrtalo
აწი ვისაც უნდა იმან უპასუხოს.


Posted by: Werner Voss 6 Sep 2018, 12:33
mGeLo777
QUOTE
ვახ რა ძვირი ფასებია ბილეთებზე 

კი ძვირია მუზეომები, შარშანდელთან შედარებით კიდე გაუძვირებიათ, ონლაინით ყიდვა კიდევ ამატებს ცოტა საკომისიოს

Posted by: mGeLo777 7 Sep 2018, 01:27
მებაჟეს საერთოდ არაფერი არ უკითხავს არც დაზღვევა თანხა ჯავშანი არ შეუმოწმებია
ღამის რომი ასწორებს :ლავ:

Posted by: CORDOBA 12 Sep 2018, 17:34
QUOTE
Lasha244
რეალობა მაინტერესებს ზუსტად და თუარ შეწუხდები რომ დაწერო,
რა საჩხუბარი ეგაა smile.gif


ყოველთვის არის და იქნება სამუშაოები კაცისთვისაც და ქალისთვისაც, საქმე ხელფასშია
ნებისმიერ მოქალაქე რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში ეგრევე სურთ სამუშაო დიდი ხელფასით, ამაში არის პრობლემა, 700 ევრო რომ ქონდეს ხელფასი იყტყვიან რაში უნდა გეყოს ეგ ხელფასიო და ამას მოყვება ყველაფერი, არ არის სამუშაოები და ა.შ
სურვილი იყოს და მუშაობის ყოველთვის დაიწყებს კაცი

წარმატებები ყველას

Posted by: evva 12 Sep 2018, 18:44
რომელ სამ ქალაქს მირჩევთ?

Posted by: ILIA1702 12 Sep 2018, 20:20
evva
რომი, ფლორენცია, ვენეცია

Posted by: evva 12 Sep 2018, 21:15
ILIA1702
მადლობა



ვერონა
გენუა

მინდა
:/

Posted by: Crøs 12 Sep 2018, 21:42
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ნეაპოლი

Posted by: mGeLo777 14 Sep 2018, 17:13
რომი რავი რომს რათ უნდა შეფასება
ფლორენცია 3/10 აქ ტყუილად დავკარგე დრო
ვენეცია 10/10
ლა სპეცია 10/10
ჩინქვეტერე მგონი სწორად დავწერე რაღაც საოცრება იყო biggrin.gif




Posted by: Gellert 15 Sep 2018, 01:00
mGeLo777
სპეცია მოგეწონა და ფლორენცია არა?
რას არ გაიგებს კაცი :დ

Posted by: mGeLo777 15 Sep 2018, 01:25
Gellert
აი როგორც კი რომიდან ფლორენციაში ჩავედით და მატარებლის სადგურს გავცვდით მანდ უკვე იგრძნობოდა რომ იტალიაში ვიყავით biggrin.gif

მაგარი ბინძური ქალაქია კი ყველაფერი ვნახეთ ნორმ მაგრამ რავი ყოველ ღამით ფერადკანიანების ჩხუბი რესტორნებთან სულ ჩხუბები იყო

ასეთმა ფაქტორებმა

ფლორენციაში რომ გოგოები იყო ეგეთი სპეციაში არ იყო



სპეციას რას უწუნებ? biggrin.gif
ქალაქიც მაგარი იყო და ის 5 სოფელიც
უბრალოდ ........
მონტეროსოს სანაპიროზე სადღაც 100 მდე გასახდელია
ოი საოცრებავ ერთ ერთიდან დღნაურის ხმა ისმის
გამოვარდა უცებ 2 ბიჭი facepalm.gif facepalm.gif


ისე ზოგადად რასაც დავაკვირდი უმეტესობა იტალიელი მამაკაცი ჩინელ ქალთან ერთად მოძრაობდა biggrin.gif


სურათები მაქვს დავდებ რასაც გადავუღე ოღონდ ქალაქებს ვერ მივაწერ მეძინება sad.gif
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Gellert 15 Sep 2018, 01:51
mGeLo777
შენ ჩინკუე ტერე მოგწონებია
აბა ფლორენციაში რომ ღირსშესანიშნაობები და სილამაზეა, სპეციაში იმის მეასედიც არ არის biggrin.gif

სოფლებზე თუ მიდგა საქმე, ტოსკანაშიც არანაკლებ ლამაზებია...

Posted by: mGeLo777 15 Sep 2018, 02:11
Gellert
ხო ჩინკუეტერე
კიკი ვიცი ძმაო მე უბრალოდ ხალხზე გავამახვილე ყურადღება
ფლორენციაში ბანდებად იყო დაყოფილი ფერადკანიანები biggrin.gif
GTA-ში მეგონა თავი




Posted by: Gellert 15 Sep 2018, 03:54
mGeLo777
კი ეგ ეგრეა, ზანგების შემოსევას ვერ აკავებენ ევროპელები, ტარაკნებივით ყველა ხვრელიდან მოძვრებიან, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. შემდეგ ბარიგობენ ტურისტების თავშეყრის ადგილებში. მე დიდი ხანია მაგათ ყურადღებას აღარ ვაქცევ. მივეჩვიე, როგორც ქუჩის ძაღლებს biggrin.gif

Posted by: mGeLo777 15 Sep 2018, 10:19
Gellert
კი ეგრეა ლიბერალების ხელში biggrin.gif
მაგრამ მაკარონშიკები ამკაცრებენ მგონი

ვატიკანში მაგრად დასდევდნენ კარაბინიელები
წყლებს ყიდდნენ 1 ბოთლს 1 ევროდ ბოთლი რომ გამოვართვი გაიქცა ტიპი
არადა ფული არ მქონდა მიცემული
თან გზაში გადმოუცვივდა ჩანთიდან ბოთლები მაგრად შემეცოდა ვანიშნე ხელით რომ მოსულიყო თავიდან
და მივეცი თანხა


რომელ ქალაქში ხარ?

Posted by: Gellert 15 Sep 2018, 11:22
mGeLo777
QUOTE
რომელ ქალაქში ხარ?

მე ავსტრიაში ვცხოვრობ
იტალიაში სამოგზაუროდ ან დასასვენებლად ჩავდივარ smile.gif

Posted by: mGeLo777 15 Sep 2018, 11:45
Gellert
კაია ძმაო,წარმატებები

Posted by: Crøs 15 Sep 2018, 13:50
გააჩნია ადამიანს,ზოგი სულიერი და კულტურული თვალსაწიერის გასამდიდრებლად მოდის იტალიაში,ზოგს მარტო ლამაზი სახლები,პლიაჟები და გოგოები,კლუბები აკმაყოფილებს.
ნამდვილი ღირებულებების აღმოჩენა და დაინტერესება ალბათ ასაკთან ერთად მოდის და სწავლიდან/გამოცდილებიდან.

ყველას წარმატებები და ლამაზი დროს გატარება იტალიაში smile.gif

Posted by: mGeLo777 15 Sep 2018, 18:20
cros

პრეგო პრეგო

გრაციე



ვისაც ვკითხე თუ სად აკეთებენ ყველაზე კარგ პიცას თითქმის ყველა ნეაპოლს ასახელებდა biggrin.gif



Posted by: Crøs 15 Sep 2018, 18:26
mGeLo777
QUOTE
ვისაც ვკითხე თუ სად აკეთებენ ყველაზე კარგ პიცას თითქმის ყველა ნეაპოლს ასახელებდა 

ეჭვი ხომ არ შეგეპარა? biggrin.gif biggrin.gif

მე ნეაპოლის ტკბილეულსაც გამოვარჩევდი.რამდენი იტალიელი ვიცი ჩრდილოეთიდან მაგის გამო ჩადის ნეაპოლში რომ სფოლიატელა,ბაბა და სხვა ჭამონ.

Posted by: mGeLo777 15 Sep 2018, 18:35
cros
ეხლა დავრწმუნდი biggrin.gif






Posted by: არსაითი 16 Sep 2018, 12:32
სოფლებში საერთოდ გვეგემრიელება ყველაფერი.

Posted by: Crøs 10 Oct 2018, 18:38
mGeLo777
აბა როგორ მოიარე რომ აღარ ჩანხარ აქ ? ))


ამ ჯგუფში ხომ არავინ ხართ აქედან?
https://www.facebook.com/groups/wizzairkutaisi/

Posted by: kshaneli 10 Oct 2018, 18:56
ზაფხულში გამწვანებული ბაღები ისე არ მოვკვდე ფლორენცია ერთხელ არ ვნახო

Posted by: merabi1995 10 Oct 2018, 19:31
ნეაპოლში ვარ საუკეთესო პიცაა ფროსტა მაგარი სირი ხალხია
* * *
ნეაპოლში ვარ საუკეთესო პიცაა ფროსტა მაგარი სირი ხალხია

Posted by: mGeLo777 11 Oct 2018, 17:30
cros
QUOTE
აბა როგორ მოიარე რომ აღარ ჩანხარ აქ ? ))

ხოოო სწავლა დამეწყო + ვარჯიში და ვეღარ მოვიცალე

იდეალურზე იდეალური იყო :შ აუ რომ მახსენდება sad.gif
მაგრად მენატრება საერთოდ ყველა ქალაქი სადაც ვიყავი biggrin.gif

რომი რომი რომი love.gif

შენ მგონი ნეაპოლში ხარ ხო?

merabi1995
QUOTE
ნეაპოლში ვარ საუკეთესო პიცაა ფროსტა მაგარი სირი ხალხია

ტაქსისტს რომელსაც მივყავდით სასტუმროში აეროპორტიდან
ვკითხე სად შეიძლება ყველაზე კარგი პიცის ჭამათქო და ეგრევე ეგ მიპასუხა ნეაპოლშიო



kshaneli
QUOTE
ზაფხულში გამწვანებული ბაღები ისე არ მოვკვდე ფლორენცია ერთხელ არ ვნახო

ფლორენციაში მაგრად გაგვიმართლა რომ ჩავედით ფორმულა 1 -ის ძველი მანქანების გამოფენა იყო
მანდ ერთი მაგარი იაფი მარკეტია ფლორენცია სთორის გვერდით biggrin.gif

Posted by: Crøs 11 Oct 2018, 18:29
merabi1995
QUOTE
ნეაპოლში ვარ საუკეთესო პიცაა ფროსტა მაგარი სირი ხალხია

ხალხმა რა დაგიშავა?

mGeLo777
ანუ რომი მოგეწონა ყველაზე ძალიან? smile.gif
არა,მე ნეაპოლში არ ვცხოვრობ,მაგრამ ხშირად ვარ smile.gif

Posted by: mGeLo777 11 Oct 2018, 18:45
cros
QUOTE
ანუ რომი მოგეწონა ყველაზე ძალიან?

კიიიიიი შემიყვარდა ძააან love.gif


QUOTE
არა,მე ნეაპოლში არ ვცხოვრობ,მაგრამ ხშირად ვარ

up.gif


გომორას ვუყურე და მაგარი "აპასნი" ქალაქია biggrin.gif

Posted by: RedBulla 24 Oct 2018, 18:03
რა უნდა ამ თEმას ქვემოთ



მოკლედ მივიღე ბინადროსბის უფლებაც ^___^

Posted by: Illuminatus 24 Oct 2018, 18:51
RedBulla
გილოცავთ მაგრამ კითხვა მაქვს ვინ იცის ამ პროექტის შესახებ ბინებს რომ ყიდიან ერთ ევროში, გასარემონტებეს. ვნახე და ვერ გავიგე იტალიურად წერია, უცხოელებზე იყიდება თუ მარტო მესნებზე რა

Posted by: RedBulla 24 Oct 2018, 21:55
Illuminatus
დამილინკე და გეტყვი მოკლედ რა წერია


რაც მე ვიცი ყველაზე იყიდება
მაგრამ ძაან ძვირი ღირს

ვფიქრობ რამე 1 ოთახიანის ყიდვას მაგრამ ჯერ ჯერობით 80-100 ათასი უნდა

Posted by: merabi1995 26 Oct 2018, 12:33
გამარჯობათ იტალიაში ვარ ნაპოლში ვერც საქართველოსკენ ვერ მივდივარ და ვერც სხვა ქვეყნისკენ ვერ მივდივარ რა გზა იცით უკან დასაბრუნებელი ან რა ვუშველო თავს ვერც ვმუშაობ პერმესოს გარეშე რთულია დამეხმარეთ

Posted by: Crøs 26 Oct 2018, 13:40
Illuminatus
კი,მაგრამ მინიმუმ 20 000-ის დახარჯვას გავალდებულებს სახლმწიფო რეკონსტრუქციაზე და რემონტზე.ეგრე კი არაა,იყიდე და გაქვს ნახევრად დანგრეული სახლი.უნდა გააკეთო და გადააახადებიც უხადო. მაგრამ ეგ ისეთ ადგილებშია გამოფენილი,გიჟი თუ წავა,მაგალითად ეტნას ქვეშ.

merabi1995
ძალიან სამწუხაროა რომ სამსახურს ვერ შოულობ.ნეაპოლში სათვისტომოში ნინა გეცოდინება ქერა ქალი,იქნება მაგან გინახოს რამე.ანდა ფეისბუქზე რომ არის ჯგუფი "ქართველები იტალიაში" მანდაც დაწერე.

Posted by: merabi1995 26 Oct 2018, 13:59
ვისზე ნინოზე იძახი კი მივაკითხე ოფისი რომ აქვს მაგრამ არ ღირს რადგან არ არის ფიIკურად რადგან იმდენი ქართველი ბიჭია ვისაც მუშაობა უნდა მაგრამ ვერ მუშაობენ და პერმესო დი ჯორნოს გარეშე საერთოდ და ენა პლიუს კაფეები ბარები დავიარე მერჯელინაზე და ყველამ დაკომპლექტებულები ვართო და 400 ევროზე დავიწყო მუშაობა ცოტა ტეხავს თბილისში 600 ლარი მქონდა ხელფასი რა სიკვდილად წამოვედი ფროსტა უკანაც ვერ მივდივარ ფულიც არ მაქვს

Posted by: ketina 3 Nov 2018, 19:15
დედაჩემია იტალიაში და ვერ ნახა ჯერ სამუშაო, არის ვინმე ვინც დაეხმარება დასაქმებაში, გადაუხდის როგორც ვიცი, დამსაქმებელს ხელფასიდან უხდიან, ხომ არის რაღაც ოფისები, იქნებ მომწეროთ კოორდინატები, ძალიან მჭირდება, ვის მიაკითხოს
მადლობა
* * *
ნინო ვინ არის? იქნებ ქალებისთვის ჰქონდეს რამე? მომწერეთ რა კოორდინატები, როგორ დავუკავშირდე, მადლობა

Posted by: mGeLo777 5 Nov 2018, 21:50
აუ როგორ მენატრება ჩემი იტალია biggrin.gif love.gif


chups.gif sad.gif

Posted by: SRB100 8 Nov 2018, 09:33
გამარჯობა, მილანი-ვერონა-ვენეციას ვგეგმავ მაისსში.
რამდენად კარგი პერიოდია მაინტერესებს და შიდა გადაადგილებისთვის ბილეთები სად შეიძლება რომ ვნახო?
ბუქინგით ავიღე მილანში ბინა 7 ღამე და რას მირჩევთ ვენეციაში და ვერონაში ღამე გავჩერდე თუ დავბრუნდე უკან, მოვასწრებ ერთ დღეში დათვალიერებას?
მადლობა.

Posted by: Werner Voss 8 Nov 2018, 11:56
SRB100
QUOTE
ამდენად კარგი პერიოდია მაინტერესებს და შიდა გადაადგილებისთვის ბილეთები სად შეიძლება რომ ვნახო?

მაისი და სექტემბერი არის იდეალური პერიოდი ევროპაში სამოგზაუროდ, ძალიან ზომიერი ამინდებია მაგ დროს.
ბილეთები:
მატარებელი:
http://www.trenitalia.com/tcom-en
https://www.italotreno.it/en

ავტობუსი:
https://www.flixbus.com

QUOTE
ბუქინგით ავიღე მილანში ბინა 7 ღამე და რას მირჩევთ ვენეციაში და ვერონაში ღამე გავჩერდე თუ დავბრუნდე უკან, მოვასწრებ ერთ დღეში დათვალიერებას?

ვენეციაში დილით ადრე თუ ჩახვალ და გვიან წამოხვალ ძირითად სანახავებს მოასწრებ კი, მაგრამ გემრიელად თუ გინდა დაათვალიერო და არა სირბილით, მაშინ ჯობია ერთი ღამე დარჩე, თან ღამე ძალიან ლამაზია ვენეცია. ვერონაზე ვერაფერს გეტყვი

Posted by: GLOKTA 8 Nov 2018, 14:15
ქვეყანა სადაც ქვაც კი ცოცხლდება, ძალიან მომენატრა და ცოტა ხანი ვერ ჩავალ, წინა კვირას კი მინდოდა ჩუმად ჩარბენა, მაგრამ...
მოკლედ ფოტო მეგობრის გადაღებულია და საავტორო უფლებაც დაცულია, სარეკლამო ან სხვა მიზნით გამოყენება იკრძალება ავტორთან შეუთანხმებლად.
რავი მაინც მივაწერე არ ამიშარდეს მერე biggrin.gif

user posted image

Posted by: vatman 8 Nov 2018, 15:52
SRB100
QUOTE
გამარჯობა, მილანი-ვერონა-ვენეციას ვგეგმავ მაისსში.
რამდენად კარგი პერიოდია მაინტერესებს და შიდა გადაადგილებისთვის ბილეთები სად შეიძლება რომ ვნახო?
ბუქინგით ავიღე მილანში ბინა 7 ღამე და რას მირჩევთ ვენეციაში და ვერონაში ღამე გავჩერდე თუ დავბრუნდე უკან, მოვასწრებ ერთ დღეში დათვალიერებას?
მადლობა.

თუ 3-4 კაცი მიდიხართ, მე გირჩევ მანქანა იქირავო, უფრო მეტსაც ნახავ და შეიძლება უფრო იაფშიც გამოხვიდეთ

Posted by: Crøs 8 Nov 2018, 16:03
GLOKTA
QUOTE
მოკლედ ფოტო მეგობრის გადაღებულია და საავტორო უფლებაც დაცულია, სარეკლამო ან სხვა მიზნით გამოყენება იკრძალება ავტორთან შეუთანხმებლად.
რავი მაინც მივაწერე არ ამიშარდეს მერე

აბა დაგუგლე და ნახე რამდენი ფოტოა გადაღებული მაგ ქანდაკების და მაგაზე უკეთესი რაკურსით და ხარისხითაც smile.gif

Posted by: GLOKTA 8 Nov 2018, 16:28
cros
ვიცი რომ სავსეა ნეტი, მაგრამ ასე მთხოვა და ჰა.
მეც კი ვიცი შედევრი რომ არ არის biggrin.gif

Posted by: Werner Voss 8 Nov 2018, 18:01
--------------------------------------

Posted by: SRB100 9 Nov 2018, 14:30
vatman
მანქანის ქირაობაზე ვიფიქრე, მაგრამ რაც ვნახე დეპოზიტს ითხოვენ 600 ევროს ოდენობით დაახლოებით.
დეპოზიტის გარეშე ვიქირავებ?

Werner Voss
მადლობა დიდი, მეც ვფიქრობ ერთი ღამე დავრჩეთ ვენეციაში.

Posted by: Mike Wazowski 8 Dec 2018, 05:26
სერობის ბილეთები სად დავჯავშნო, რომელ საიტზე? 10 ან 11 თებერვლისთვის მინდა 2 ბილეთი
* * *
მივაგენი ოფიციალურ გვერდს

https://cenacolovinciano.vivaticket.it

Posted by: Schneider 10 Dec 2018, 06:01
გენუაში რის ჭამას მირჩევდით? smile.gif

......................................

Posted by: tvinikosa 20 Dec 2018, 07:16
რა მაინტერესებს რა დამიჯდება საშუალოდ იტალიაში დასვენება 1 კვირით?
რომ ვნახო ყველაფერი.

Posted by: vatman 20 Dec 2018, 10:56
QUOTE
რა მაინტერესებს რა დამიჯდება საშუალოდ იტალიაში დასვენება 1 კვირით?
რომ ვნახო ყველაფერი.

1 კვირაში ყველაფერს ვერ ნახავ იტალიაში tom.gif

Posted by: Werner Voss 20 Dec 2018, 13:58
tvinikosa
QUOTE
რა მაინტერესებს რა დამიჯდება საშუალოდ იტალიაში დასვენება 1 კვირით?
რომ ვნახო ყველაფერი.

სუფთა ერთი კვირა, ანუ გაფრენა-გამოფრენის გარეშე, რომის ძირითადი ღირსშესანიშნაობებისთვის და ფლორენცია/ვენეციისთვის გეყოფა. პირადად შენ რა დაგიჯდება ძნელია თქმა, გააჩნია რა ფასად იშოვი თვითმფრინავის, შიდა ტრანსპორტირებისთვის მატარებლის და ავტობუსის ბილეთს, სასტუმროს და თავად ყოველდღიურ ხარჯს როგორ ეკონომიურად დაგეგმავ. მაგალითად მე 10 დღე ეს ყველაფერი ერთად 900 ევრომდე დამიჯდა, ამ ფულიდან სადღაც 120 ევრო მუზეომებში გადავიხადე და დიდად არც ეკონომიით მომიკლავს თავი..

Posted by: tvinikosa 23 Dec 2018, 00:18
Werner Voss
QUOTE
სუფთა ერთი კვირა, ანუ გაფრენა-გამოფრენის გარეშე, რომის ძირითადი ღირსშესანიშნაობებისთვის და ფლორენცია/ვენეციისთვის გეყოფა. პირადად შენ რა დაგიჯდება ძნელია თქმა, გააჩნია რა ფასად იშოვი თვითმფრინავის, შიდა ტრანსპორტირებისთვის მატარებლის და ავტობუსის ბილეთს, სასტუმროს და თავად ყოველდღიურ ხარჯს როგორ ეკონომიურად დაგეგმავ. მაგალითად მე 10 დღე ეს ყველაფერი ერთად 900 ევრომდე დამიჯდა, ამ ფულიდან სადღაც 120 ევრო მუზეომებში გადავიხადე და დიდად არც ეკონომიით მომიკლავს თავი..


შენ რით იყავი წასული?
შენით თუ რამე ტურ ოპერატორით?

Posted by: Werner Voss 23 Dec 2018, 00:45
tvinikosa
QUOTE
შენ რით იყავი წასული?
შენით თუ რამე ტურ ოპერატორით?

ჩემით

Posted by: bigmaster 23 Dec 2018, 01:13
Werner Voss
ახალწელს ვხვდები რომში რამის ნახვას ხოვერ მირჩევ ისეთს რაც ყველაზე მეტად მოგეწონა

Posted by: Werner Voss 23 Dec 2018, 02:14
bigmaster
თუ ერთი-ორი დღე გაქ მარტო, მაშინ რომში პირველ რიგში წმინდა პეტრეს ტაძარი და ვატიკანის მუზეომი უნდა ნახო, მერე პიაცა ნავონა და ტრევის შადრევანი, ძალიან ლამაზია ორივე, განსაკუთრებით ღამე, ამათთან ახლოსაა პანთეონის ტაძარიც, ამათ უნახავად არ უნდა წამოხვიდე იქედან, ნუ კოლიზეომიც ალბათ, თუ მოასწარი
კონკრეტულად ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ვერაფერს გირჩევ.

Posted by: Crøs 23 Dec 2018, 02:57
bigmaster
ახალ წელს 1ში ყველაფერი დაკეტილია.
ისე კი ეს გამონაკლისი ივენთებია. უორჰოლის გამოფენაც ნახე(მე ვნახს უკვე)
http://www.romatoday.it/eventi/data/01-gennaio-2019/

Posted by: bigmaster 23 Dec 2018, 04:43
cros
მეტრო როგორ მუშაობს ახალიწლის დღეებში ხოარ იცი და რომელ საათამდე? 31ში ღამე რამე საინტერესო არ ხდება გარეთ ფეიერვერკები ან რამე?
Werner Voss
4 დღე მაქვს მოვასწრებ მგონი მთავარი რამეების ნახვას
რომის ფორუმიც ასიანი უნდა ვნახო ძველი რომის გარდა არამგონია სხვა დიდი რამე საინტერესო იყოს რომში.. დალშე არქიტექტურას დავათვალიერებ ქუჩებში გავისეირნებ და ქალაქს შევიგრძნობ ;დ და ეგ იქნება რა

Posted by: Crøs 23 Dec 2018, 12:15
bigmaster
QUOTE
მეტრო როგორ მუშაობს ახალიწლის დღეებში ხოარ იცი და რომელ საათამდე?

A და B ხაზი როგორც ვიცი 3 საათამდეა ღამე.დანარჩენი მგონი ადრე წყდება.ასევე ავტობუსები და ტრამვაი საღამოს 9:30მდეა.
ახალი წლის ღამეზე წინ ლინკი დაგიდე საინტერესო რაც ხდება.

Posted by: bigmaster 26 Dec 2018, 19:53
cros
არ ვიც მანდ რა წერია biggrin.gif იტალიურად ვიცი ამრტო არივედერჩი ბონჯორნო და მი პიაჩე ასკოლტარე ლა მუზიკა და ეგეთი რამეები biggrin.gif რამე სკი ვნახავ 12 საათზე რა ვქნა ეგ არ ვიცი ძილს არ ვაპირებ

Posted by: mGeLo777 26 Dec 2018, 23:27
აუ როგორ მომენატრა რომი :შ




..................

Posted by: Mike Wazowski 30 Jan 2019, 16:32
მილანში, კასტელო სfორცესკოში რო და ვინჩის ფრესკაა, მაგის ნახვა შესაძლებელია თუ იცით? ნუ ნაწილიბრივ მაინც...

Posted by: Werner Voss 30 Jan 2019, 16:57
Mike Wazowski
QUOTE
მილანში, კასტელო სfორცესკოში რო და ვინჩის ფრესკაა, მაგის ნახვა შესაძლებელია თუ იცით? ნუ ნაწილიბრივ მაინც...

საიდომლო სერობას გულისხმობ? თუ კი მაშინ თვებით ადრეც კი ჭირს მაგის ბილეთის შოვნა, ადგილზე შეიძლება გადამყიდველებს ქონდეთ ხუთმაგ ფასში

Posted by: Mike Wazowski 30 Jan 2019, 20:13
QUOTE (Werner Voss @ 30 Jan 2019, 16:57 )
Mike Wazowski
QUOTE
მილანში, კასტელო სfორცესკოში რო და ვინჩის ფრესკაა, მაგის ნახვა შესაძლებელია თუ იცით? ნუ ნაწილიბრივ მაინც...

საიდომლო სერობას გულისხმობ? თუ კი მაშინ თვებით ადრეც კი ჭირს მაგის ბილეთის შოვნა, ადგილზე შეიძლება გადამყიდველებს ქონდეთ ხუთმაგ ფასში

არა. სერობის ბილეთები დაჯავშნული მაქვს უკვე. დრო ვიცოდი როდის იხსნებოდა თებერვლის ბილეთების გაყიდვა და დაუდარაჯდი.


აი ამას ვგულისხმობ

http://www.saladelleassecastello.it/?lang=en




Posted by: Mike Wazowski 1 Feb 2019, 18:10
QUOTE (Mike Wazowski @ 30 Jan 2019, 16:32 )
მილანში, კასტელო სfორცესკოში რო და ვინჩის ფრესკაა, მაგის ნახვა შესაძლებელია თუ იცით? ნუ ნაწილიბრივ მაინც...

არავინ არაფერი იცით?

Posted by: Crøs 1 Feb 2019, 22:44
Mike Wazowski
QUOTE
არავინ არაფერი იცით?

ვაიმე დედა,15 მაისამდე დაკეტილია სარესტავრაციო სამუშაოების გამოოო და ვერ ნახე ?
https://saladelleasse.milanocastello.it/it/content/orari-e-biglietteria

Posted by: Mike Wazowski 2 Feb 2019, 11:37
QUOTE (cros @ 1 Feb 2019, 22:44 )
Mike Wazowski
QUOTE
არავინ არაფერი იცით?

ვაიმე დედა,15 მაისამდე დაკეტილია სარესტავრაციო სამუშაოების გამოოო და ვერ ნახე ?
https://saladelleasse.milanocastello.it/it/content/orari-e-biglietteria

sad.gif ეს იმიტომ რომ დაკეტილია

sad.gif ეს იმიტომ რომ მე თვითონ ვერ ვნახე

2kiss.gif ეს შენ პასუხისთვის. დიდი მადლობა

ბოდიშიშეწუხებისთბის სმაილიკი ვერ ვნახე


Posted by: RedBulla 3 Feb 2019, 16:25
ივნისში მოქალაქეობაზე შემაქვს საბუთები chups.gif

Posted by: Tathagata 4 Feb 2019, 10:14
QUOTE (RedBulla @ 3 Feb 2019, 16:25 )
ივნისში მოქალაქეობაზე შემაქვს საბუთები chups.gif

ამაზე სად უნდა შეიტანო განაცხადი?

Posted by: giorgi--6 6 Feb 2019, 17:17
გამარჯობა
რომში თვითონ ქალაქში უფასო ვაიფაი არის თუ იცით?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Crøs 6 Feb 2019, 17:49
RedBulla
QUOTE
ივნისში მოქალაქეობაზე შემაქვს საბუთები

შეტანიდან 2 წელი რომ უნდა ელოდო პასუხს იცი? ადრე 1 წელი უნდოდა.

giorgi--6
სასტუმროებში,მაკდონალდსში,ზოგ კაფე-ბარში ან რესტორანში,გარედან ფრი ვაი ფაი თუ აწერია.

Posted by: giorgi--6 6 Feb 2019, 17:55
cros
და თვითონ ქალაქს რომ ქონდეს თავისი ვაიფაი ეგრე არაა? იმიტომ რომ ვკითხულობდი რომ მთელს რომში უფასო ვაიფაი გააკეთეს მაგრამ ტელეფონი რომ დაუკავშირო იტალიის ნომერი უნდა გქონდეს ტელეფონში ჩართულიო

Posted by: ფორსტმანი 7 Feb 2019, 18:11
გამარჯობათ.

რომში ახლა ყველაზე იაფიანი ინტერნეტ ტარიფი რომელ ქსელს აქვს და რა დამიჯდება ?

Posted by: Crøs 7 Feb 2019, 20:48
giorgi--6
QUOTE
და თვითონ ქალაქს რომ ქონდეს თავისი ვაიფაი ეგრე არაა? იმიტომ რომ ვკითხულობდი რომ მთელს რომში უფასო ვაიფაი გააკეთეს მაგრამ ტელეფონი რომ დაუკავშირო იტალიის ნომერი უნდა გქონდეს ტელეფონში ჩართულიო

არ ვიცი,მასე საჯაროდ არაფერი გამიგია უფასო რომ იყოს. იმიტომ რომ ყოველი ოპერატორი იმდენ ინტერნეტს გთავაზობს,რომ გრჩება კიდეც დეპოზიტის დროის გასვლის შემდეგ და მარტო ტურისტებისთვის მთელ რომზე არამგონია იყოს.

ფორსტმანი
მე მაგალითად ვინდი მაქვს და 20გბ(წუთებს ყველგან აღარ ვთვლი) და ეს 10 ევრო თვეში.

Posted by: ფორსტმანი 8 Feb 2019, 12:51
cros
QUOTE
მე მაგალითად ვინდი მაქვს და 20გბ(წუთებს ყველგან აღარ ვთვლი) და ეს 10 ევრო თვეში.

მადლობა

Posted by: STUNTER 9 Feb 2019, 19:24
გამარჯობათ მაინტერესებს ტრანსპორტი რომ ვიყიდო იტალიაში გადავიფორმო და გადავიდე ესპანეთში , ესპანეთში განბაჟება ან რამე გადასახადი დაჭირდება ?

Posted by: კალამი 14 Feb 2019, 04:31
QUOTE
ივნისში მოქალაქეობაზე შემაქვს საბუთები

მეც მინდა საბუთების შეტანა მოქალაქეობაზე და რა პროცესებია გასასვლელი?

Posted by: vinchenz@ 22 Feb 2019, 12:01
STUNTER
QUOTE
გამარჯობათ მაინტერესებს ტრანსპორტი რომ ვიყიდო იტალიაში გადავიფორმო და გადავიდე ესპანეთში , ესპანეთში განბაჟება ან რამე გადასახადი დაჭირდება ?

ნომრების შეცვლა დაგჭირდებათ თუ ესპანეთში აპირებთ მანქანის ხანგრძლივად გამოყენებას, როგორც ვიცი ევროკავშირის ქვეყნებში მანქანით (სიტყვაზე იტ ნომრით) 6 თვე შეგიძლიათ უპრობლემოდ იაროთ, მაგრამ თუ ესპანეთში ცხოვორბთ და მუდმივად აპირებთ მანქანის გამოყენებას, მაშინ ესპანური ნომერი უნდა აიღოთ და ადგილობრივი კანონმდებლობით გაიფორმოთ მანქანა ამ 6 თვის განმავლობაში. როგორც ვიცი ერთადერთი ხარჯი ესაა და საზღვარზე განბაჟება არ ხდება- ვხნახე რა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა იტ და ესპანეთიც. თუმცა ეს იმდენად სპეციფიური საკითხია, სჯობს კომპეტენტურ სააგენტოსთან გაიაროთ კონსულტაცია.
პ.ს. ეს ესპანეთში მცხოვრებს უფრო ეცოდინება...

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 02:05
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან და ძალიან მეჩქარება პასუხის გაგება, ვარ საქართველოს მოქალაქე, მაქვს ბიომეტრიული პასპორტი, ვცხოვრობ ლეგალურად იტალიაში, ვფლობ ეგრეთ წოდებულ permesso di soggiorno-ს, უკვე მე 9 ე წელია, რაც მაძლევს აქ ცხოვრების უფლებას, მაგრამ საბუთს ვადა აქვს გასული და მაქვს გადასავადებელად მოთხთვნა გაგზავნილი, ამიტომ დროებითი საბუთი მომცეს, რომლითაც პრობლემატურია იტალიიდან გასვლა და მე მესაჭიროება გერმანიაში ჩასვლა უახლოეს პერიოდში, აქ პოლიციაში მითხრეს რომ თუ შესაძლებელია ქართული პასპორტით წასვლა შეგიძლია დატოვო იტალიაო და ეს კითხვა მაქვს თუ არის შესაძლებელი ბიომეტროული პასპორტით მგზარობა იტალიიდან? და თუ კი რა მოვიმოქმედო ამოსთვის?

Posted by: Crøs 28 Feb 2019, 02:14
anonimuri
რიჩევუტათი მარტო საქართველოში შეგიძლია. შენი ქართული პასპორტით იტალიიდან გაგიშვებენ გერმანიაში,მაგრამ უკანა გზაზე საბუთს მოგთხოვენ და პრობლემას შეგიქმნიან.

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 02:24
cros
ანუ საქართველოდან რო მიდიხარ ევროპაში ვიცი რო ფეჩათს გირტყავენ და არ გადაამოწმებენ ვითომ იტალიაში გაფრენამდე? ან გერმანოაში ჩასვლისას არ ხდება პიროვნების იდენტიფიცირება? თუ ზუსტად იცი გაჩაგენიმე დაწვრილებით,
და თუ არ გადაამოწმებენ და მხოლოდ იქიდან წამოსვლაა პრობლემა, ვიცი რო პერმესო უკვე გამზადებულია მიმწვანებს კუესტურის საიტზე და რო ვუთხრა გერმანიაში პოლიციას რო დავკარგე პერმესოთქო ეგენი ხო მოითხოვენ მონაცემებს და ნახავენ რო ლეგალური ვარ, ამაზე რას იტყვი?

Posted by: vinchenz@ 28 Feb 2019, 11:01
anonimuri
ქართული პასპორტით გადაადგილება წესით არ უნდა იყოს პრობლემა, ვნახე რა უვიზო რეჟიმია საქ. მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან 90 დღე, ანუ ლოგიკურად ( ჩემი სუბიექტური აზრია) თუ ამ 90 დღეში შემოიარე მთელი ევროპა, როგორც საქართველოს მოქალაქემ და შემობრუნდი იტალიაში (სადაც ლეგალურად ხარ და ამის დამადასტურებელი საბუთი გაქვს), არ უნდა შეგექმნას სიძნელეები, პრობლემა იქნება 90 დღეს თუ გადააცილე და იტალიაში ყოფნის ლეგალური საფუძველი არ გაქვს და მოთხოვნაზე მაჩვენეო ვერ წარმოადგენ დაბრუნებისას.
დროებითი საბუთი ვინ მოგცათ? კვესტურამ თუ საქ. საკონსულომ? თუ კვესტურამ, არ მგონია შემოგედაონ მათ მიერვე გაცემულ საბუთზე, თუნდაც დროებითი იყოს, მათი ბეჭედი და კვესტორეს ხელმოწერაა და საბუთია. თუ საქ. საკონსულომ მაშინ მაინც და მაინც მშვიდად ვერ ვიქნებოდი.
"უთხრა და მოუყვე და შევჩივლო" არ მუშაობს სასაზღვრო პოლიციასთან, ყველა თქვენი სიტყვის დამადასტურებელი საბუთი თუ გექნებათ უკეთესია.

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 11:15
vinchenz@
დროებითი საბუთი არა პერმესო მაქვს ვადა გასული და რიჩევუტა, ეგ რაც დავწერე საქართველოს საკონსულოს მივწერე მაგათთვის გასაგებ ენაზე და მერე აქ დავაკოპირე, ანუ პერმესო გამწვანებულია მაგრამ ჯერ არ ამიღია, 1 თვეში გამომიგზავნიან და ეხლა მარტო რიჩევუტა მაქვს და მაგით ვითომ გამიშვებენ? თუ მარტო პასპორტი ვანახო ?
* * *
ანუ მარტო პასპორტი რომ ვანახო , აქ იტალიაში, აეროპორტში, ბეჭედი არ მექნება ჩარტყმული პასპორტში და შესაბამისად ვერ გააკონტროლებენ როდის დავტოვე საქართველო და გამომდინარე აქედან ვერ გააკონტროლებენ რამდენიხანია რაც შენგენის ზონაში ვიმყოფები და ბლეფი მგონია რომ მარტო პასპორტით გამიშვან თუ ვცდები რამეში? და თუ არ ვცდები მარტო რიჩევუტათი ვერ გავალ მგონი იტალიიდან მარა ის ვიცი რო უკვე მზად არის ახალი პერმესო და რო გადაამოწმონ კომპიუტერში, გაჩოჩნდება რო ისევ ძალაშია...

Posted by: vinchenz@ 28 Feb 2019, 11:47
anonimuri
რასაც თქვენ ყვებით, მგონი უკეთესია დაიცადოთ და მერე წახვიდეთ სხვაგან.
არ ვიცი რამდენად უსაფრთხოა გადამოწმების შესაძლებლობაზე და მესაზღვრეთა კეთილ ნებაზე დაყრდნობით მოგზაურობა.

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 12:16
vinchenz@
მადლობა რჩევისთვის
სხვა არავინ არის ჩემზე ინფორმირებული აქ? ))

Posted by: ILIA1702 28 Feb 2019, 12:19
anonimuri
იგივე სისტემაა საფრანგეთში, თუ პირველი პერმესო არ არის და უკვე მე-9 ჯერ ანახლებ, ძველ პერმესოსთან ერთად ის რიჩევუტა ითვლება ქვის გამხეთქავ საბუთად თუ მიდიხარ საქართველოში(შენს მშობლიურ ქვეყანაში მხოლოდ).
პ.ს. იშვიათად ამოწმებენ პასპორტს და ვიზას ისიც აეროპორტებში, თუარადა ავტობუსში და ა.შ. საერთოდ არაფერს ამოწმებენ როგორც წესი.

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 12:50
ILIA1702
უვიზო მიმოსვლა რომ გავითვალისწინოთ მარტო ქართული პასპორტი რო ვანახო გამიშვებენ? ფრენა მაქვს უკვე დაჯავშნილი და ბუსით ვერ წავალ...
მეც მე9 ჯერ ვანახლებ მარა თოლიციაში მითხრეს რომ არ შეგიძლია იტალიის დატოვებაო

Posted by: ILIA1702 28 Feb 2019, 13:04
anonimuri
ევროპის შიდა ფრენების დროს იშვიათად ამოწმებენ პასპორტში ვიზას, მაგრამ შეიძლება შეამოწმონ...
აგერ ეს საიტი ვნახე და ამბობს რომ მხოლოდ საქართველოში(ანუ მშობლიურ ქვეყანაში) შეგიძლია მაგ საბუთებით მოგზაურობა და შენგენში არაო. შესაბამისი ვიზა გჭირდებაო, მაგრამ რადგან ბიომეტრიულია პასპორტი უვიზო მიმოსვლის გამო წესით უნდა შეგიშვან მხოლოდ პასპორტით, შტამპის ძებნას არ დაიწყებს სტიურდესა.
https://portaleimmigrazione.eu/viaggiare-con-la-ricevuta-del-permesso-di-soggiorno/

Posted by: Crøs 28 Feb 2019, 14:01
anonimuri
კიდევ ერთხელ დაგიწერ.
საქართველოში წასვლა-წამოსვლა შეგიძლია პასპორტით და რიჩევუტათი. ევროპის სხვა ქვეყანაშიც შეხვალ,მაგრამ უკანა გზაზე მარტო პასპორტი ვეღარ გიშველის.მასე დავდივარ ევროპის შიგნით,მაგრამ უკანა გზაზე მთხოვენ პერმესოს. კონტროლია ავტობუსებზეც და მატარაბლებშიც,არავინ მოგატყუოს.

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 17:49
cros
და თუ არ გადაამოწმებენ და მხოლოდ იქიდან წამოსვლაა პრობლემა, ვიცი რო პერმესო უკვე გამზადებულია მიმწვანებს კუესტურის საიტზე და რო ვუთხრა გერმანიაში პოლიციას რო დავკარგე პერმესოთქო ეგენი ხო მოითხოვენ მონაცემებს და ნახავენ რო ლეგალური ვარ, ამაზე რას იტყვი? არა მგონია დამიჭირონ ჩემი ფეხით რო მივიდე პვითმფრინავის ბილეთით ხელში, მაგრამ რამდენხანს გააჭიანურებენ ეგაა საკითხავი
* * *
cros
ანუ აქედან მარტო პასპორტი და რიჩევუტა ვანახო ვადაგადული პერმესოს გარეშე? თუ მაგასთან ერთად?

Posted by: Crøs 28 Feb 2019, 18:12
anonimuri
საზღვარზე,მითუმეტეს გერმანიაში ვის აქვს ხელწვდომა იმაზე,შენ იტალიის ბინადრობის უფლება გაქვს თუ არა)) რისთვის გვინდა მაშინ პერმესოს კარტა თუ არ წარვუდგინეთ და ვაჩვენეთ? შეუძლიათ მხოლოდ მოქალაქეობის დადგენა უსაბუთობის შემთხვევაში,ბინადრობა რა შუაშია?დაჭერით შეიძლრბა არა,მაგრამ უბრალოდ საზღვარზე არ გაგიშვრბენ.
გარისკე თუ გინდა,შენი საქმისა შენ იცი.
ყვრლაფერი აჩვენე საზღვარზე.

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 18:22
cros
იტალიის აეროპორტზე გკითხე ეგ, აქედან წასვლისას რა ვანახო? პასპორტი და რიჩევუტა მარტო? თუ პერმესოც? სინამდვილეში ყველა საბუთს წავიღებ აეროპორტში მაგრამ აქ დაწერეს ზოგმა მარტო პასპორტოთაც გადახვალო და დავიბენი რომელი ჯობია ვანახო გასვლისას აღარ ვიცი, და გერმანიაში რო ჩავალ იმდღესვე პოლიციაში მივალ და განვაცხადებ რო პერმესო დავკარგე და ფრენა მაქვს იტალიაში რამოდენიმე დღეშითქო ვეტყვი ეგენი გადაამოწმებენ რო პერმესო მწყობრში მაქვს და რამე საბუთს მომცემენ იმედია ქვეყნის დასატოვებლად.

Posted by: <casablanca> 28 Feb 2019, 19:12
anonimuri
დიდად ვერ ვერკვევი იმ საკითხში რასაც კითხულობ, მაგრამ ლოგიკურად თუ რაღაც საბუთი არ გაქვს წესრიგში , მაშინ უფრო მოსალოდნელია გერმანიაში შესვლის დროს შეგექმნას პრობლემა, ვიდრე გამოსვლისას. მერე იტალიში დაბრუნებისას შესვლის პრობლემა შეიძლება იყოს და ასე შემდეგ.
ტყუილის თქმას ვითომ დავკარგეო არ გირჩევ. თუ შეგატყვეს რაღაც ტყუილი, მერე უფრო ეძიებიან, რაღაცას უფრო მნიშვნელოვანს ხომ არ მალავსო. ჯობია ის ვადაგასული აჩვენო და თუ გაახურებენ, მერე აუხსნა რომ ვადა გაგრძელებულია საიტზე , უბრალოდ საბუთის აღება ვერ მოასწარი. ეგრე ჯობია.

Posted by: mikheili1985 28 Feb 2019, 20:08
<casablanca>
ლოგიკა არ მუშაობს მანდ.
anonimuri
არ მინდა დაგაბნიო, მე ჩემ გამოცდილებას გეტყვი,გერმანიის საზღვარზე არ ვყოფილვარ პერმესოთი, პარიზში მარტო პასპორტი ვანახე წასვლისასაც და წამოსვლისასაც , პერმესო არავის არ უკითხია.რაც ჩემ ირგვლივ მესმის ძალიან იშვიათად რომ ვინმეს პრობლემა შეექმნას თან ეუროზონაში.გამიკვირდა კროსმა რაც დაწერა , მარა ვიმეორებ აქ უფრო მუშაობს გამოცდილება და არა ლოგიკა.ალაბათ ვიღაცას შეექმენა პრობლემა.თორე თეორიულად არანაირი პრობლემა არ უნდა შეგექმნას.საერთოდ ურიჩევუტოდ უნდა გადახვიდე და გადმოხვიდე.თუ ვინმემ მაინც გადაგამოწმა მაინც არ უნდა შეგექმნას იმიტომ რომ რიჩევუტა გაქ.

Posted by: Crøs 28 Feb 2019, 21:10
mikheili1985
ესპანეთი,საფრანგეთი-უკანა გზაზე პერმესო მომთხოვეს.მე არ ვიცი თქვენ როგორ გიმართლებთ,მაგრამ ფაქტია რომ შიდა ფრენებზეც შეუძლიათ შეგიმოწმონ.
მეტააც ვიტყვი,ჩემი მეგობრის შვილივ პერმესოს განახლრბას აკეთებდა.რიჩევუტით წავიდა საქართველოში თურქეთში გადაჯდომით და ტრანზიტზრ რიჩევუტაზე გაუტრაკეს უკანა გზაზე.რის ვაი ვაგლახით დააღწია თავი.

Posted by: mikheili1985 28 Feb 2019, 21:30
cros
თურქეთზე კი , მეც გამიგია მარა ეგეც ეუროზონას როცა ტოვებ, გერმანიაში ქართული პასპორტით არ უნდა შეექმნას პრობლემა მითუმეტეს რიჩევუტათი.

Posted by: anonimuri 28 Feb 2019, 23:29
მოკლწდ ფრენა ხვალ მაქვს, დავპოსტავ მერე ჩემ გამოცდილებასაც

Posted by: Crøs 2 Mar 2019, 13:01
anonimuri
ჰა აბა სად ხარ?))

Posted by: oshi 6 Mar 2019, 00:06
არა რა, იტალიისნაირი ზღაპრული ქვეყანა არ არსებობს. შეუდარებელი და უკონკურენტოა

Posted by: <casablanca> 8 Mar 2019, 21:20
anonimuri
QUOTE
მოკლწდ ფრენა ხვალ მაქვს, დავპოსტავ მერე ჩემ გამოცდილებასაც

ყველაფერმა კარგად ჩაიარა ?

Posted by: კალამი 9 Mar 2019, 02:29
anonimuri
გაგიტრაკეს ბრატ? მეც მინდა გერმანიაში წასვლა მაგარი მოსაპარია იქანა
ისე ბაითები ხო დგას ბრატ იქ ? : lol.gif
თუ რამე ხო წამოვყვები?,

Posted by: Livi09 11 Mar 2019, 13:38
გამარჯობა მეგობრებო,

მაინტერესებს ესეთი საკითხი ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება, რომ გამიზიაროთ. მოკლედ ვაპირებ იტალიაში გადასვლას ( ოჯახური მდგომარეობის გამო შემიძლია იქვე მოვითხოვო ცხოვრების უფლება) მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამსახური აქედანვე ვიშოვო ვიდრე იქ ვეძებო (ფინანსურად სხვანაირად არ გამოვა). მოკლედ ვლაპარაკობ იტალიურად ბ1 დონეზე, ნუ ალბათ ცოტა კიდევ უფრო უკეთესად, ბ1-ბ2-ს შორის. მაქვს ევროპული განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით (მაგისტრატურა), ინგლისური ვიცი ძალინ კარგად yes.gif და მაქვს კარგი სამუშაო გამოცდილებაც პროფესიული კუთხით (ვარ 26 წლის). საქართველოში ვმუშაობ, საკმაოდ დიდ და კარგ კომპანიაში.

პირველ რიგში, ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება რომ დამაკვალიანოთ სად და როგორ შეიძლება მოვძებნო სამსახური (careerjet.it-ის გარდა) და რამდენად რეალურია საქართველოდან ამის მოხერხება. user.gif მოკლედ როგორ და სად ვეძებო თუ გაქვთ ინფორმაცია და დამაკვალიანებთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით biggrin.gif

Posted by: Crøs 11 Mar 2019, 22:28
Livi09
QUOTE
რამდენად რეალურია საქართველოდან ამის მოხერხება.

აი ესაა ყველაზე რთული.
ისე არის საიტები https://corsidia.com/materia/ricerca-attiva-del-lavoro/come-trovare-lavoro/siti-utili
https://www.lavoroediritti.com/lavoro-e-concorsi/i-10-migliori-siti-trovare-offerte-lavoro-on-line-2

გააგზავნე სივი და იქნებ გაგიმართლოს.

Posted by: mGeLo777 14 Mar 2019, 18:03
ტრენტოში ცხოვრობთ რომელიმე?

ან როგორი ქალაქია ?

Posted by: lord777 19 Mar 2019, 22:47
მეგობრებო რას მირჩევთ, მინდა იტალიაში წასვლა და ჩაბარება, მიზეზი მაქვს ის რომ ვარ გეი.ჩვენს ქვეყანაში არატრადიციული ორიენტაციის ხალხი რა მდგომარეობაშიც არის თქვენც უკეთ იცით.მაინტერესებს რამდენად მაქვს შანსი რომ მივიღო დადებითი პასუხი?

Posted by: <casablanca> 19 Mar 2019, 23:04
lord777
იტალია რატომ აირჩიე ? ნაცნობები გყავს ან ენა იცი ? ჯობია უფრო ჩრდილოეთით წახვიდე, უფრო მდიდარ ევროპულ ქვეყნებში ჩაბარდე.

Posted by: lord777 20 Mar 2019, 00:01
QUOTE
იტალია რატომ აირჩიე

იტალიელ ბიჭებზე ლეგრნდები მსმენია biggrin.gif ვხუმრობ
QUOTE
ნაცნობები გყავს ან ენა იცი

ნათესავები მყავს იქ მაგრამ ენა სამწუხაროდ არ ვიცი
:(99
QUOTE
ჯობია უფრო ჩრდილოეთით წახვიდე, უფრო მდიდარ ევროპულ ქვეყნებში ჩაბარდე.

კონკრეტულად რომელ ქვეყნებს მირჩევ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე? ანუ სად უფრო მეტი შანსი მექნება?

Posted by: <casablanca> 20 Mar 2019, 00:38
lord777
შანსები არ ვიცი. ყველგან დაგჭირდება დამადასტურებელი რაღაც საბუთები, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო გდევნიან და პოლიციაც ვერ გიცავს.
უფრო მდიდარი ქვეყნები იმიტომ ჯობია, რომ უკეთესი პირობები და სოც.დახმარება გექნება პასუხის მიღებამდე მაინც. გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, სკანდინავიის ქვეყნები -ესენი ჯობია. საფრანგეთი საცხოვრებელსაც არ აძლევსო ამბობენ. იტალიაც მასე იქნება.

Posted by: lika23 21 Mar 2019, 10:08
lord777
როდის იყო იტალიაში ვინმეს იბარებდნენ? არალეგალურად თუ იმუშავებ თორე ქვეყნისგან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებ ვერც უფლებებს და ვერც დახმარებას.

Posted by: vinchenz@ 21 Mar 2019, 11:25
პოლიტიკური თავშესაფრით იბარებენ yes.gif
ფულს არავინ მოგცემს რახან გეი ხარ ( არსად, რადგან არ ითვლება არც გადახრად და არც რაღაც პრივილეგიად, ისეთივე მოქალაქე ხარ როგორც სხვა), მაგრამ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი არის, ანუ კონკრეტული სახლემწიფო დაცვის ქვეშ იქნები შენს ქვეყანაში შენზე განხორციელებული დევნის გამო.
პერმესოსაც კი გაძლევენ დროებითს, სანამ თავშესაფრის საქმე განიხილება, ანუ 6 თვიანს და მიღების ცენტრებში განაწილებენ მაგ პერიოდში.
რა თქმა უნდა მოთხოვნა დასაბთებული უნდა იყოს და თან ახლდეს მტკიცებულებები.

Posted by: lord777 23 Mar 2019, 23:43
ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
vinchenz@
იმ ხნის განმავლობაში სანამ საქმეს განიხილავენ აძლევენ რაიმე თანხას რომ თავი გაიტანოს ადამიანმა თუ სამუშაოს უფლებას აძლევენ იმ 6 თვის განმავლობაში
---
ჰოლანდიაზე ახლობელს ვკითხე იქ არის და თითქმის არავის ღარ აძლევენ პოზიტივსო,საფრანგეთზეც იგივეს მეუბნებიან რადგან საქართველო უკვე უსაფრთხი ქვეყნად ითვლებაო facepalm.gif
ნეტავ რა ნახეს უსაფრთხო ამ ქვეყანაში არ ვიცი.

Posted by: spider77 25 Mar 2019, 14:43
QUOTE
ჰოლანდიაზე ახლობელს ვკითხე იქ არის და თითქმის არავის ღარ აძლევენ პოზიტივსო,საფრანგეთზეც იგივეს მეუბნებიან რადგან საქართველო უკვე უსაფრთხი ქვეყნად ითვლებაო

სკანდინავიის ქვეყნებშიც ეგრეა და ტყუილად ნუ ამისამართებთ ადამიანებს იქითკენ.

ნურც ცრუ დამსაქმებლებს ნუ დაუჯერებთ, თევზის ფარიკაში, ნავთობ კორპორაციაში და ა.შ. დასაქმების წინადადებებზე, შარში გაყოფთ თავს.

Posted by: Realism4Life 1 Apr 2019, 14:03
აქაც დავდებ ბარემ:
16 წლამდე თითქმის ყოველ წელს დავდიოდი სიცილიაში გაცვლითი პროგრამით რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები მონაწილეობდნენ.
წელს მინდა ჩავაკითხო ჩემს ახლობლებს, ვინც მიწვევდა და შეგიძლიათ ვინმემ გამარკვიოთ რა საბუთები დამჭირდება ამისათვის?

Posted by: Crøs 1 Apr 2019, 18:16
Realism4Life
ისევ მოწვევა იმ ახლობლებისგან,გააჩნია რამდენი ხნით აპირებ.თუ მხოლოდ რამდენიმე დღით,მაშინ მათი მისამართი,ტელეფონი,პირადობის ასლი გჭირდება.ამის გარდა დღეზე 50€,ორმხრივი ბილეთები,დაზღვევა,ბიომეტრიული პასპორტი.

Posted by: kvantanamera 5 Apr 2019, 14:54
გაფრთხილდით სანამ არალეგალურს ურჩევთ ვინმეს რამეს. დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ვითომ გავრცელებისთვის (მეგობრისთვის გაგზავნა) რომ სჯიან ახალგაზრდებს ეგრე არ მოგივიდეთ თქვენც. დაანებეთ მიგრაციაზე, ვიზებზე , დასაქმებაზე საუბარს თავი . ვისაც რა აინტერესებს მივიდეს საკონსულოებში..

Posted by: lika23 19 Apr 2019, 15:17
გამარჯობა. მილანში 3დღეში რისი ნახვა შეიძლება? შოპინგი თუა შესაძლებელი ხელმისაწვდომ ფასებში მაღაზია ან თუნდაც ბაზრობა?

Posted by: STUNTER 29 Apr 2019, 05:55
იტალიაში ვაპირებ წასვლას და რჩევა მჭირდება ერთი გზის ბილეთი რომ ავიღო მარტო თუ შემიშვებენ უკვე ვიყავი დაურღვევლად ჩამოვედი

Posted by: Crøs 29 Apr 2019, 20:41
STUNTER
QUOTE
იტალიაში ვაპირებ წასვლას და რჩევა მჭირდება ერთი გზის ბილეთი რომ ავიღო მარტო თუ შემიშვებენ უკვე ვიყავი დაურღვევლად ჩამოვედი

არა,ორივე გზისას მოგთხოვენ.არ გარისკო ტყუილად.

Posted by: TOVLIS BABU 6 May 2019, 02:11
სალამი,ვინმემ იქნებ მითხრათ რა დამჭირდება იტალიაში სამოგზაუროდ წასასვლელად რა საბუტები შევაგროვო რო არ შემექმნას პრობლემები?

Posted by: Biutiful 6 May 2019, 03:20
TOVLIS BABU
საქართველოს მოქალაქე თუ ხარ დაზღვევა, ფრენია ბილეთები, სასტუმროს ჯავშანი ან მისამართი დაწერილი გურცელზე ტელეფონის ნომრითურთ ვისთანაც რჩები. თუ ავღანისტანის ან ეგეთი ქვეყნის პასპორტი გაქვს არვიცი :დ

Posted by: max-14 6 May 2019, 22:43
საერთოდ რომელი ქვეყანაღა იბარებს ლტოლვილად საქ მოქალაქეებს?
კერძო საკუთრების შეძენით რომელიმე ქვეყანა იძლევა ცხოვრების უფლებას?

Posted by: xmale 7 May 2019, 00:03
ვაააჰ

იტალიააა

.....................................................................

Posted by: ilo44 7 May 2019, 10:53
გამარჯობათ, აბა ვინ იცის, ამერიკამ ექსპრესის ბარათს გამოვიყენებ იტალიაში გადახდისთვის რამდენად გავრცელებულია?

Posted by: Crøs 7 May 2019, 11:00
max-14
იტალია არა.

ilo44
კი შეიძლება. აქაა ჩამოთვლილი სად.
https://www.americanexpress.com/it/where-to-use-card.html

Posted by: JEN 9 May 2019, 20:51
გამარჯობა, მოკლედ au pair ად მივდივარ ამ ზაფხულში იტალიაში 2 თვით. პასპორტში არ მაქვს გასვლები ჯერ-ჯერობით. რა არის საჭირო რომ საზღვარზე შემიშვან ??საელჩოში არ მიწევს ხომ შესვლა? ორმხრივი ბილეთი, მისამართი საკმარისია? კონტრაქტიც მაქვს ჰოსთ ოჯახთან

Posted by: Crøs 9 May 2019, 21:03
JEN
მაგ ყველაფერთან ერთად 2 თვის დაზღვევაც გჭირდება. კონტაქტში მითითებულია რომ კვებით და ბინით უზრუნველყოფენ? თუ კი,მაშინ მეტი აღარაფერი გინდა.

Posted by: JEN 9 May 2019, 21:18
QUOTE (cros @ 9 May 2019, 21:03 )
JEN
მაგ ყველაფერთან ერთად 2 თვის დაზღვევაც გჭირდება. კონტაქტში მითითებულია რომ კვებით და ბინით უზრუნველყოფენ? თუ კი,მაშინ მეტი აღარაფერი გინდა.

კი კვება და ბინა მითითებულია. დაზღვევის გაკეთება როგორ ხდება? უნდა დაველაპარაკო ესე იგი ამაზე, მადლობა

Posted by: Crøs 9 May 2019, 21:48
JEN
პირადში მოგწერ სად გააკეთო იაფად

Posted by: stratus12 25 May 2019, 16:59
იტალიაში შემიძლია მეორადი ავტომობილის ყიდვა გადაფორმება ?

Posted by: Crøs 25 May 2019, 20:23
stratus12
რა თქმა უნდა.

Posted by: stratus12 25 May 2019, 21:33
cros
ესპანეთში ვერ ვიფორმებ და ხომ ვერ მეტყვი იტალიაში რა საბუთებია საჭირო რომ გადავიფორმო და წამოვიდე საქართველოში ავტომობილით

Posted by: Crøs 26 May 2019, 16:08
stratus12
https://assistpoint.ru/blog/zvezdy-shou-biznesa/kak-kupit-avto-v-italii-ceny-na-mashiny-v-italii-sajty-pro-prodazhe/

Posted by: mikheili1985 2 Jun 2019, 23:56
ამ კვირაში ხომ არავინ აპირებთ მილანში ჩასვლას საქართვეელოდან, საბუთის წამოგება მინდოდა.

Posted by: AumMantra 1 Jul 2019, 14:56
ნამყოფი ვარ რეჯო ემილიაში,მილანში და ვენეციაში..ბოლონიაში გავლით ვიყავი.საკმარისად ვნახე და განვიცადე იმისთვის რო ვაღმერთებდე ამ ქვეყანას..

Posted by: mGeLo777 4 Jul 2019, 01:26
სექტემბერში 1 წელი გახდება

რომი
ფლორენცია - ფირენზეეეეე როგორ მომწონს ეს სახელი <3
ვენეცია
ლა სპეცია ჩინქუეტერეეეეეეეეეეეეეეეე


ეჰ მენატრება წელს ჩამოვალ ისევ

Posted by: All*eyes*on*me 4 Jul 2019, 05:46
ჩემს გარდა ვენეციაში ვინ ხართ ნამყოფი და სან მარკო არ გინახავთ? ))))))

Posted by: Ostati 14 Jul 2019, 14:23
ჩემი პოსტები იტალიაზე

მილანი -- https://www.memogzauri.com/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98/

user posted image

ვენეცია -- https://www.memogzauri.com/venecia-da-fasebi/

user posted image

Posted by: MySweetAudrina 14 Jul 2019, 23:06
გამარჯობა.

სექტემბრის შუა რიცხვებში ვაპირებ იტალიაში წასვლას. რომი, ფლორენცია, ვენეცია და მილანი. ბილეთები უკვე ვიყიდო თუ ფასები დაიწევს? თბილისი რომო, მილანი თბილისი მინდა ორ ადამიანზე. თურქიშით დავფრინავ ხოლმე და ახლა აღმოვაჩინე რომ ბევრად ძვირი ყოფილა თურქიში. სადღაც 650 ევრო არის და პეგასუსით 450 ევრო. ნუ ამიხსნეს რომ გამოფრენა გამიჭირდება რადგან ბერგამო შორს არის. ხოდა რას მირჩევთ, თურქიშს კვება აქვს და ეგ უპირატესობა კარგია. მარა 200 ევროა სხვაობა. დაახლოებით რა ფასებია ისე მგზავრობა სექტემბერში ამ მიმართულებით? ღირს დალოდება ფასზე, თურქიშს აკლდება ხოლმე 1 თვით ადრე.

ნუ ვინმე რამეს თუ მირჩევთ ქალაქებში მგზავრობაზე, მატარებლის ბილეთებზე და ა.შ მადლობელი დაგრჩებით

Posted by: MirMax 16 Jul 2019, 12:12
გამარჯობათ ვინმემ არ იცით რამე კომპანია იაფად რო მითარგმნოს დოკუმეტი იტალიურად საელჩოსთვის მჭირდება და რაც ვნახე კომპანიები გვერდში 25 ლარს მთხოვენ თავისი ნოტარიულად დამოწმებით.

Posted by: gegiogio77 16 Jul 2019, 12:51
იტალიაში რომ ჩამოვიდე 24 წლის ბიჭი რამე სამსახურს ვიპოვი ? არის რამე ვარიანტი გთხოვთ ინებ იცოდეთ რაიმე ვარშავაში ვარ ეხლა

Posted by: პოსეიDON 16 Jul 2019, 12:52
იტალია კია ლამაზი, მაგრამ მხოლოდ მე მომეჩვენა იტალიელები ცივ და შოვინისტ ხალხად?
დდშვც სიმონ.

პატივისცემით ბოკაჩო

თახვი.

Posted by: Crøs 16 Jul 2019, 20:55
MySweetAudrina
ვიზეარის ბილეთები არ გიცდია ნახო?

ქალაქიდან ქალაქში ფლიქბასი ყველაზე იაფია,თუ მატარებელი გინდა აქ ნახე https://www.trenitalia.com/ & https://www.italotreno.it/it

gegiogio77
QUOTE
იტალიაში რომ ჩამოვიდე 24 წლის ბიჭი რამე სამსახურს ვიპოვი ?

ნაკლები შანსია იშოვო.

პოსეიDON
QUOTE
მხოლოდ მე მომეჩვენა იტალიელები ცივ და შოვინისტ ხალხად?

ეგრეა. თავში აქვთ ავარდნილი და ჩრდილოელები სამხრეთელებს ვერ იტანენ და პირიქით,არამცთუ უცხოელებისადმი ცივი დამოკიდებულება...

Posted by: MySweetAudrina 16 Jul 2019, 22:25
cros

არა, ქუთაისიდან ძალიან არა კომფორტული მგონია მგზავრობა, ჯერ მანქანით დავიღალო და მერე ფრენით sad.gif

ისე რომელი სჯობს სამგზავროდ მატარებელი თუ ავტობუსი?

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: Crøs 16 Jul 2019, 22:42
MySweetAudrina
ჩქაროსნული მატარებელი კარგია დროის და მეტი კომფორტის მხრივ,მაგრამ ფლიქსბასზე ბევრად ძვირია.თუმცა ფლიქსიც არაა ცუდი,კონდინციონერი,ტუალეტი და ვაიფაი აქვს.უბრალოდ დრო მეტი უნდა.

Posted by: RastaWoman 18 Jul 2019, 18:07

გამარჯობა
შეიძლება იცოდეთ ცალკე თემა რომ არ გავხსნა- სამსახურის პოვნა იოლია?
მომვლელად ან რაიმე მსგავსი?
მინიმალური ანაზღაურება როგორია? ვიზის გარეშე შემიძლია წავიდე ხომ იტალიაში პირველი 3 თვე ?
არსებობს რაიმე კომპანია რომელიც დამეხმარება სამსახურის პოვნაში?

Posted by: Schneider 18 Jul 2019, 18:25
RastaWoman
აქ მოგზაურობაზეა
დასაქმების განყოფილება ცალკეა smile.gif

Posted by: vinchenz@ 18 Jul 2019, 18:47
MySweetAudrina
QUOTE
სექტემბრის შუა რიცხვებში ვაპირებ იტალიაში წასვლას. რომი, ფლორენცია, ვენეცია და მილანი. ბილეთები უკვე ვიყიდო თუ ფასები დაიწევს? თბილისი რომო, მილანი თბილისი მინდა ორ ადამიანზე. თურქიშით დავფრინავ ხოლმე და ახლა აღმოვაჩინე რომ ბევრად ძვირი ყოფილა თურქიში. სადღაც 650 ევრო არის და პეგასუსით 450 ევრო. ნუ ამიხსნეს რომ გამოფრენა გამიჭირდება რადგან ბერგამო შორს არის. ხოდა რას მირჩევთ, თურქიშს კვება აქვს და ეგ უპირატესობა კარგია. მარა 200 ევროა სხვაობა. დაახლოებით რა ფასებია ისე მგზავრობა სექტემბერში ამ მიმართულებით? ღირს დალოდება ფასზე, თურქიშს აკლდება ხოლმე 1 თვით ადრე.

თურქიშის და პეაგსუსის ნაკლი ისაა, რომ დიდ ხნიანი შუალედებია , ანუ თბილისიდან სტამბულში ჩასულს გიწევს მინიმუმ 6 საათი მოცდა. რაც უფრო ნაკლებია მოცდის დრო მით უფრო იზრდება ხოლმე ფასი. ამ მხრივ თურკიშ ეარლიანსი და პეგასუსი ერთი პონტია, უბრალოდ პეგასუსი უფრო იაფია, ანუ მრავალსაათიანი მოცდა მოგიწევთ ორივე ვარიანტში. საკვებს რაც შეეხება სჯობს იტალიაში ჭამოთsmile.gif)))) სექტემბერში წესით ფასები დაწეული უნდა იყოს, რადგან ზაფხულის პერიოდია ძვირი.
ქუთაისს ტყუილად იწუნებთ, მგონი აეროპორტში 10 საათიან ჯდომას ქუთაისამდე მგზავრობა ჯობია, თან როგორც ვიცი (არ მიმგზავრია პირადად) ავტობუსებია მიმაგრებული და საკმაოდ კომფორტულებიც.
QUOTE
ნუ ვინმე რამეს თუ მირჩევთ ქალაქებში მგზავრობაზე, მატარებლის ბილეთებზე და ა.შ მადლობელი დაგრჩებით



ჩქაროსნულები ძვირია, მაგრამ როგორც მახსოვს ხუთშაბათს და სამშაბათს 10:30მდე არის ხოლმე რაღაც სეილები, შეგიძლიათ საიტზე დააკვირდეთ www.trenitalia.it www.italotreno.it ორივეგან არის ინგისური ენის ფუნქცია. ავტობუსიც (ფლიქსბას) კარგია, მაგრამ ბილეთს ასვლისას თუ იყიდით ძვირია, ხოლო აპლიკაციას თუ ჩამოტვირთავთ და ისე შეიძენთ, მაშინ დაზოგავთ. რომი მილანი ავტობუსით 6 საათზე ცოტა მეტია, რაც საკმაოდ დამღლელია, მატარებლით მგონი 4 საათია, ტურინი ნამდვილად ვიცი რომ 4ია აი მილანი არ მახსოვს მაპატიეთ, მაგრამ 6ზე ნაკლებია. ფლორენციაში მატარებლით 2 საათში ჩახვალთ რომიდან, როცა მანქანით ავტობუსით 4ზე მეტია საჭირო. მე მაინც მატარებლისკენ ვიხრები იმჰო.

პოსეიDON
QUOTE
იტალია კია ლამაზი, მაგრამ მხოლოდ მე მომეჩვენა იტალიელები ცივ და შოვინისტ ხალხად?
დდშვც სიმონ.

მგონი მოგეჩვენათ. დასავლელ და აღმოსავლელ გერმანელებსაც არ ევასებათ ერთმანეთი და მეგრელებზეც "ხუმრობს" ბევრი ჩვენთან, უცხოელებზე რამე გართულება ჰქონოდეთ იტალიელებს არ გამიგია.

Posted by: Crøs 18 Jul 2019, 19:01
vinchenz@
QUOTE
ანუ თბილისიდან სტამბულში ჩასულს გიწევს მინიმუმ 6 საათი მოცდა.

ამას თავისი პლიუსი აქვს, ამ შუალედში თურქიშის კომპანია უფასოდ გათვალიერებინებს სტამბოლს.

Posted by: RastaWoman 18 Jul 2019, 19:04
QUOTE (Schneider @ 18 Jul 2019, 18:25 )
RastaWoman
აქ მოგზაურობაზეა
დასაქმების განყოფილება ცალკეა smile.gif

Mადლობა

Posted by: vinchenz@ 18 Jul 2019, 19:11
cros
QUOTE
ამას თავისი პლიუსი აქვს, ამ შუალედში თურქიშის კომპანია უფასოდ გათვალიერებინებს სტამბოლს.

ეგ მშვენიერია, თუმცა გააჩნია დროის შუალედს, რადგან ორივე აეროპორტი ( გოგჩენი და ათათურქი) დაახლოვებით ერთი საათის გზაზეა ქალაქის ცენტრიდან.

Posted by: Crøs 18 Jul 2019, 19:33
vinchenz@
აი აქ ძალიან კარგად არის ახსნილი ყველაფერი,იქნებ ვინმეს გამოადგეს. smile.gif
https://turktrip.ru/stambul/besplatnaya-ekskursiya-turkish-airlines

Posted by: პოსეიDON 19 Jul 2019, 13:41
vinchenz@
QUOTE
მგონი მოგეჩვენათ



მადლობთ, საკმაოდ თავაზიანი ბრძანდებით up.gif
საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა ალბათ დაგიჯერებდით კიდეც baby.gif biggrin.gif





Posted by: vinchenz@ 19 Jul 2019, 14:18
პოსეიDON
QUOTE
საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა ალბათ დაგიჯერებდით კიდეც   


მეც იგივეს ვიტყოდი biggrin.gif

Posted by: Crøs 19 Jul 2019, 19:20
პოსეიDON
ორნი ვართ უკვე ვინჩენცას წინააღმდეგ, კიდევ რამდენიმე კაცს მოგიყვან თუ გინდა yes.gif popcorn.gif

Posted by: vinchenz@ 19 Jul 2019, 19:35
აღარ წახვიდეთ მეტი იტალიაში და მარტივად გადაწყვეტთ მათ აუტანელ შოვინიზმთან პრობლემას yes.gif

Posted by: პოსეიDON 19 Jul 2019, 21:21
QUOTE (vinchenz@ @ 19 Jul 2019, 19:35 )
აღარ წახვიდეთ მეტი იტალიაში და მარტივად გადაწყვეტთ მათ აუტანელ შოვინიზმთან პრობლემას yes.gif

არ გავარტყი იტალიელებს :დდ დედამიწა ყველასია ძმაუ.. მაგათაც ეგ უნდათ რო უცხოელები არ ჩავიდნენ, მარა ვერ მივართვი.. up.gif gigi.gif

პრინციპში ცოტათი მესმის მათი, ჩემ ქალაქშიც რო ჩამოდიან ტურისტები მე პირადად არ მსიამოვნებს ამდენი ხალხი.. მაგრამ თავაზიანობა და ჰუმანურობა კიარ მავიწყდება ამის გამო.


Posted by: vinchenz@ 19 Jul 2019, 21:55
პოსეიDON
QUOTE
არ გავარტყი იტალიელებს :დდ დედამიწა ყველასია ძმაუ.. მაგათაც ეგ უნდათ რო უცხოელები არ ჩავიდნენ, მარა ვერ მივართვი..  

პრინციპში ცოტათი მესმის მათი, ჩემ ქალაქშიც რო ჩამოდიან ტურისტები მე პირადად არ მსიამოვნებს ამდენი ხალხი.. მაგრამ თავაზიანობა და ჰუმანურობა კიარ მავიწყდება ამის გამო.


ნუ იტყვი ნუ იტყვიbiggrin.gif
https://www.ambebi.ge/article/236171-sastumrodan-gamoqara-chemi-meugle-ziza-da-3-clis-tqupi-gogona-ra-sheemtxva-propesor-buba-kudavas-ojaxs-qazbegshi-da-ras-pasuxobs-mepatrone/

Posted by: პოსეიDON 20 Jul 2019, 02:16
vinchenz@
რა კარგი ხალხი ვართ ქართველები, უცხოელების გამო ერთმანეთსაც კი დავჭამთ, ოღონდ სტუმრებს ესიამოვნოთ.. up.gif gigi.gif drug.gif down1.gif

Posted by: vinchenz@ 20 Jul 2019, 12:48
პოსეიDON
QUOTE
რა კარგი ხალხი ვართ ქართველები, უცხოელების გამო ერთმანეთსაც კი დავჭამთ, ოღონდ სტუმრებს ესიამოვნოთ..

მე ჩემ თავს არ ვაიგივებ მასეთ ხალხთან და არც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , უბრალოდ shit happends everywhere wink.gif
QUOTE
ორნი ვართ უკვე ვინჩენცას წინააღმდეგ, კიდევ რამდენიმე კაცს მოგიყვან თუ გინდა

დაჯგუფება შექმენით ვინჩენცას და შოვინიზმის იტალიური გამოხატულების წინააღმდეგ biggrin.gif
ენივეი PILის 13 პროცენტი ტურიზზმზე მოდის იტალიაში და უცხოელ ტურისტთა რიცხვი 50% აჭარბებს პუნქტუალურად-გადაეცით ესეც შეკრებაზე biggrin.gif

Posted by: Crøs 20 Jul 2019, 12:55
vinchenz@
QUOTE
აღარ წახვიდეთ მეტი იტალიაში და მარტივად გადაწყვეტთ მათ აუტანელ შოვინიზმთან პრობლემას

დიდი ხანია იტალიაში ვცხოვრობ უკვე. smile.gif მაგრამ მაგის გამო არ ვაპირებ დატოვებას.რაც რეალობაა ის ვთქვი.

Posted by: vinchenz@ 20 Jul 2019, 13:00
cros
QUOTE
დიდი ხანია იტალიაში ვცხოვრობ უკვე.  მაგრამ მაგის გამო არ ვაპირებ დატოვებას.რაც რეალობაა ის ვთქვი.

QUOTE
PILის 13 პროცენტი ტურიზზმზე მოდის იტალიაში და უცხოელ ტურისტთა რიცხვი 50% აჭარბებს პუნქტუალურად-

ესეც რეალობაა, ISTAT-ის მონაცემებით, შესაბამისად შოვინისტური დამოკიდებულება რომ იყოს უცხოელების მიმართ ტურიზმი ასეთ დონეზე არ იქნებოდა. გარდა ამისა ნახევარი რუმინეთი, ალბანეთი მაროკო და აფრიკელიც არ იქნებოდა დასაქმებული და ბევრი შეღავათის მქონე.
ცალკეული სიტუაციებით და კონკრეტული გამოცდილებებით არ იქმნება საერთო სურათი, ძალიან დიდი ხანიც რომ ცხოვრობდე კონკრეტულ ქვეყანაში, თქვენი რეალობა ეგეთია შეიძლება, მაგრამ საერთო სურათი არა
no.gif

Posted by: Crøs 20 Jul 2019, 13:08
გარკვეული ორგანიზაციების მონაცემებით პრაქტიკას ვერ დაუპირისპირებ ნამდვილად. სტატისტიკას კი ქვეყნის იდეოლოგია მართავს და არავის უნდა უარყოფით დეტალებზე ყვირილი,რადგან ეს თავად ქვეყანასნზიანს მოუტანს საერთაშორისო არეალზე და ევროკავშირის ნორმების დარღვევად გამოვლინდება. შოვინისტური უფრი ხმამაღლა ნათქვამია.ნაციონალიზმი და ხანდახან რასიზმიც ჭირთ.

Posted by: vinchenz@ 20 Jul 2019, 13:12
cros
QUOTE
ნაციონალიზმი და ხანდახან რასიზმიც ჭირთ.

ამას არავინ უარყოფს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ისეთივე სჭირთ, როგორც ყველა ერს, მათ შორის ჩვენც ქართველებს-ამის თქმა მინდა, თორე რაც იტალიაში მარაზმები და პარადოქსებია რა მოსთვლის?
დადებითი მეტია ოღონდ იმჰო

Posted by: 360-Grad 20 Jul 2019, 14:03
cros
vinchenz@
რა თვისებებია იტალიელებისთვის დამახასიათებელი , ცუდი და კარგი. აი თითქმის ყველას რომ აქვს .
რაც შევამჩნიე მგონი საკმაოდ წუწურაქები არიან , სხვა ?

Posted by: vinchenz@ 20 Jul 2019, 17:14
360-Grad
QUOTE
რა თვისებებია იტალიელებისთვის დამახასიათებელი , ცუდი და კარგი. აი თითქმის ყველას რომ აქვს .
რაც შევამჩნიე მგონი საკმაოდ წუწურაქები არიან , სხვა ?

ეუფ, ხალხი ხალხია, წუწურაქი, ბოღმა და იდიოტი ყველა ეროვნებისაა იმჰო და "გერმანელი ჟმოტია და იტალიელი აფერისტი და ნორვეგიელი ცივი"-ს არ ვეთანხმები.
Tutto il mondo e' paese.
პასტას გარეშე არ შეუძლიათ ცხოვრება, ესაა რაც სხვებისგან მკვეთრად გამოარჩევთ biggrin.gif

Posted by: Crøs 22 Jul 2019, 21:38
ავტობუსის გაჩერებაზე givi.gif

user posted image

Posted by: მამაო თამაზი 23 Jul 2019, 02:24
cros
რა წერია რაო? იქნება მეორედ მოსვლაო?


Posted by: Crøs 23 Jul 2019, 10:08
მამაო თამაზი
თქვენთან ტრამპს არ უძღვნიან ასე წარწერებს?

Posted by: JEN 23 Jul 2019, 10:20
ვინმე ოფიციალური მოწვევით თუ წასულხართ, პირადში შემეხმიანეთ ძალიან გთხოვთ

Posted by: Crøs 23 Jul 2019, 20:54
JEN
რა გაინტერესებს აბა

Posted by: მამაო თამაზი 24 Jul 2019, 04:07
cros
QUOTE
თქვენთან ტრამპს არ უძღვნიან ასე წარწერებს?

და რა წერია რო?


Posted by: Crøs 24 Jul 2019, 10:36
მამაო თამაზი
რა წერია და
"ბარბაროსო სალვინი,
შენს პორტრეტს გამოვაკრავთ ბოძის თავზე,
როგორც ჩვენი იშვიათი ურჩზულევისთვის კეთდება ხოლმე და წავაწერთ
"აქ შეგიძლიათ ნახოთ ტირანი" შექსპირი,მაკბეტი".

Posted by: მამაო თამაზი 24 Jul 2019, 11:15
cros
ლიბერალები ტრამპზე უარესებს წერენ. სათამაშოებს აკეთებენ და ასე შემდეგ



Posted by: Crøs 24 Jul 2019, 11:35
მამაო თამაზი
ხოდა რა გინდა. არც თქვენთან დაუკლიათ.

Posted by: მამაო თამაზი 24 Jul 2019, 11:41
cros
QUOTE
ხოდა რა გინდა. არც თქვენთან დაუკლიათ.

TRUMP 2020 <3


Posted by: vinchenz@ 24 Jul 2019, 18:19
...................................................................
jump.gif biggrin.gif


Posted by: RedBulla 27 Jul 2019, 01:47
ავიღე 5 წლიანი კარტა იდენტიტა და პერმესო


შემდეგი გაჩერება მოქალაქეობა vik.gif

Posted by: Crøs 27 Jul 2019, 08:44
RedBulla
სადღაა 5 წლიანი.მე მუდმივი მაქვს. ილიმიტატო არ აწერია შენსას?)) კარტა იდენტიტაც მეტია აშკარად)))

მოქალაქწობაზე მინიმუმ 10 წელი რეზიდენცა უნდა გქონდეა და შენს სახელზე ნაქირავები ბინა.

Posted by: მამაო თამაზი 27 Jul 2019, 09:13
cros
შენ ეგ ყველაფერი გააქვს მერე?

როგორ მოახერხე რა ყოჩაღი ხარ. აი გეტყობა ვისი გვარისაცა ხარ რა. უჰ უჰ

Posted by: Crøs 27 Jul 2019, 10:13
მამაო თამაზი
მანდ არ ჩამომიყვანო)) რა ჯანდაბად მინდა მერე,სახლში უნდა დავბრუნდე.

Posted by: -zeppelin- 27 Jul 2019, 10:22
cros
QUOTE
მანდ არ ჩამომიყვანო)) რა ჯანდაბად მინდა მერე,სახლში უნდა დავბრუნდე.

როდის?

ფულს რო მოაგროვებ მაშინ ხო? smile.gif))

გჯერა მაგისი?

მე არ მჯერა

Posted by: Crøs 27 Jul 2019, 11:34
-zeppelin-
არა. წლის ბოლოს.

Posted by: მამაო თამაზი 27 Jul 2019, 12:25
cros
ანუ ვაბშე მიდიხარ?

კაი რა.

ვაბშე ვაბშე მიდიხარ? sad.gif

Posted by: RedBulla 30 Jul 2019, 01:58
cros
კარტა იდენტიდა 2030 წლამდე მაქვს
პერმესო 2023 წლამდე

მოქალაქეობაზე არ მინდა მაგდენი წვალება

მოკლედ მეუღლეა მოქალაქე იტაალის და )))

Posted by: lilu777 3 Aug 2019, 03:46
გახსენით რა ახალი თემა

Posted by: DORO 3 Aug 2019, 07:05
.........

................................

Posted by: tvinikosa 3 Aug 2019, 17:31
გამარჯობათ, 
კითხვა მაქვს ახლა ვარ პოლონეთში და ველოდები კარტა პობიტუს ნაქვს საბუთი რომზეც არის ბეჭედი დარტყმული რომ ვარ ლოდინის რეჟიმში.
პოლონეთში წავედი 13 დეკემბერს 2018 წელს და მინდა საქართველოში დაბეუნება სექტემბერში.
ახლა რა მაინტერესებს თუ მაქვს უფლება კვლავ წავიდე სექტემბერში იტალიაში?

Posted by: Crøs 3 Aug 2019, 17:43
tvinikosa
სანამ საქართველოში წახვალ შეგიძლია იტალიაში გადასვლა,შენგენის შიდა საზღვრებში მარტო პასპორტს და ბილეთს აქვს მნიშვნელობა.

Posted by: tvinikosa 4 Aug 2019, 10:44
cros
ყველაზე მეტათ მაინტერესებს,
ახლა პოლონეთში ველოდები კარტა პობიტუს და უკვე ველოდები 7 თვეა და ვეღარ ვიცდი იმდენი ხანი ველოდები ხოდა კიდევ ვინ იცის როდის მოვა პასუხი,

საქართველოში რომ წავალ უნდა დავოჯახდე და მაინტერესებდა იტალიაში შევძლებ თუ არა საქორწილო სამოგზაუროდ წასვლას თუ 3 თვე უნდა ვიყო საქართველოში და მერე მექნება წასვლის უფლება?

Posted by: Crøs 4 Aug 2019, 10:50
tvinikosa
პოლონეთში საბუთს რამდენ ხანში მოგცემენ ნამდვილად ვერ გეტყვი.
პირდაპირ პოლონეთში რომ ბრუნდებოდე კიდევ ხო,მაგრამ შეიძლება იტალიის მესაზღვრემ გაგიჭედოს.

Posted by: -zeppelin- 4 Aug 2019, 12:04
იტალიაში ვიყავი

ჯერ ბერლუსკონის შევხვდი მერე ჯუზეპე კონტეს. ბერლუსკონი ძველი ნაცნობია. ადრე სათევზაოდ წამიყვანა როცა ბავშვი ვიყავი. მახსოვს რაღაცეებს მჩუქნიდა ხოლმე. ჯუზეპე კიდე ჩემი ძმაკაცის სიძეა. ბევრჯერ შევვედრივართ სუფრაზე. ვერ წარმოვიდგენდი რო პრემიერ მინისტრი გახდებოდა. რას წარმოვიდგენდი. ხოდა იტალიაში რო ვიყავი ეხლა შევუარე მივულოცე. დიდად არასოდეს მომწონდა მაგრამ ნაცნობობის ხათრით გავაკეთე ეს.

ცოტა ხნით ვიყავი ამიტომ აჟიოტაჟი არ ამიტეხია. კარლა ბრუნის გაუგია ჩემი ჩამოსვლა და სარკოზი გამოაგზავნა ჩემ წასაყვანად. ისეთი კარგი დრო ვატარეთ იტალიურ ღვინოზე. ბოლოს ვინანე რატო არ გავაფრთხილე თქო


იტალიას კიდევ ორ თვეში ვეწვევი


ხაშმის საფერავი შევპირდი მონიკა ბელუჩის და რო დავწურავ ეხლა ამ შემოდგომაზე უნდა მივცე ცოტა ერთი ბოცა. ძალიან ყვარებია თურმე და კი არ მითხრა.

Posted by: tvinikosa 5 Aug 2019, 13:48
cros
მადლობა ყურადღებისთვის.
მომიწევს საქართველოში დარჩენა 3 თვე და მერე წასვლა იტალიაში.
და ყველაზე კაი რომელი თვე არის სამოგზაუროდ ???

Posted by: Crøs 5 Aug 2019, 14:02
tvinikosa
აპრილი,მაისი და სექტემბერი,ოქტომბერი.

Posted by: tvinikosa 5 Aug 2019, 14:04
cros
QUOTE
აპრილი,მაისი და სექტემბერი,ოქტომბერი

გაიხარე მადლობა დიდი

Posted by: -zeppelin- 5 Aug 2019, 15:16
cros
რა არი არ აქცევ ყურადღებას რას ვწერ?



Posted by: Crøs 7 Aug 2019, 01:24
-zeppelin-
ჩამო შატო ხაშმში საფერავი დავლიოთ.

Posted by: -zeppelin- 7 Aug 2019, 02:01
cros
გილოცავ. წავიკითხე ფბ ზე. ხოოოდა მაგხელა შვილები თუ გყავდა არც ვიცოდი

Posted by: Sheffield 8 Aug 2019, 00:20
ბუონა სერა...

ხომ არ იცით ნეაპოლსა და სალერნოში საუკეთესო პიცის ლოკაციები?

user posted image

Posted by: Crøs 8 Aug 2019, 00:54
Sheffield
ნაპოლი: სორბილო, ბრანდი, და მიკელე,ტრე სორელე,პრეზიდენტე
სალერნო: მაჩინა ე პიეტრა, ჯარდინო დელი დეი,სორბილო. არის კიდევ რამდენიმე,მაგრამ მე ამათ გირჩევ.

* * *
-zeppelin-
მადლობა 2kiss.gif

Posted by: Sheffield 8 Aug 2019, 01:21
cros
QUOTE
ნაპოლი: სორბილო, ბრანდი, და მიკელე,ტრე სორელე,პრეზიდენტე
სალერნო: მაჩინა ე პიეტრა, ჯარდინო დელი დეი,სორბილო. არის კიდევ რამდენიმე,მაგრამ მე ამათ გირჩევ.

გრაციე მილე love.gif




პს. და მიკელე მეც კი გამიგია, ეგ საუკეთესო ხომ არ არის? popcorn.gif

Posted by: Crøs 8 Aug 2019, 01:31
Sheffield
საუკეთესოსი რა გითხრა.უფრო ფილმმა გახადა პოპულარული. მე პრეზიდენტი ხა სორბილო მომწონს.

Posted by: Sheffield 8 Aug 2019, 01:42
cros
ჰო, კიდე ლა ზმორფია მირჩიეს სალერნოში და ხომ არ გაგიგია? smile.gif

Posted by: Realism4Life 8 Aug 2019, 18:02
იტალიაში მკვდრებიც ლაპარაკობენ biggrin.gif
ამდენი ლაპარაკის უნარი საიდანა აქვთ იტალიელებს ეგ მიკვირს.

Posted by: Crøs 9 Aug 2019, 01:22
Sheffield
ეგ დუომოს წინაა და ცოტა ძვირიც ღირს. ბევრია ნორმალური პიცერიები.ვია რომაზეც რომ გაიარო ჩამწკრივებულებია. უბრალოდ მანდ ქალაქის ისტორიულ ცენტრში ყოველთვის ძვირია.

Posted by: mGeLo777 2 Sep 2019, 23:27
ჩაო რაგაცი


9ში მანდ ვარ ტრენტოში მივდივარ
ბარგით ვარ და რკინიგზის სადგურში შევძლებ რომ ბარგი დავტოვო?
არის რამე ეგეთი სერვისი?

Posted by: Crøs 3 Sep 2019, 10:17
mGeLo777
კი თითქმის ყველა სადგურშია შესანახი კამერები.

Posted by: mGeLo777 4 Sep 2019, 01:26
cros
გრაციეეეეეეეეეეეეეეეეეე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nina68 4 Sep 2019, 15:17
გამარჯობა ,თუ იცით ვინმემ გთხოვთ მიპასუხოთ,ჩემი მეგობარი ესპანეთში აპირებს წასვლას ,
აქვს ბანკის და ონლაინ ვადაგადაცილებული სესხები,საზღვარზე პრობლემა შეგექმნებაო უთხრეს და მართალია???

Posted by: Crøs 4 Sep 2019, 20:28
nina68
არანაირად. მესაზღვრეს ნამდვილად არ შეუძლია თქვენი მეგობრის სესხის შესახებ ცოდნა ) თუ რა თქმა უნდა ძიებაში არაა ის ადამიანი.

mGeLo777
ოღონდ მუშაობის დროს დააკვირდი როდისაა ღია. https://bagbnb.com/it/deposito-bagagli/trento
და არა მარტო სადგურზე შეგიძლია დატოვო,ნახე ლინკში რამდენ ადგილასაა ჩასაბარებელი.

Posted by: kaxelooo 4 Sep 2019, 21:55
ბოლოს ვინც ხართ წასული უვიზო რეჟიმით ქუთაისში იტალიელი მესაზღვრე დგასო და სასტუმროს ჯავშანი თუ არ მაქ და მაქვს თანხა საკმარისზე მეტი პრობლემაა ეგ?

Posted by: Crøs 4 Sep 2019, 22:17
kaxelooo
ჯავშნის გარეშე ყოველთვის პრობლემაა. დაჯავშნე ფრი ქენსელით,შენი რა მიდის, მაგრამ სასტუმროს ფული ხელზე გქონდეს და აჩვენე,ადგილზე უნდა გადავიხადოთქო
ამას პლიუს დღიური 50 ევრო.

Posted by: nina68 4 Sep 2019, 22:34
cros

დიდი მადლობააა bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: mGeLo777 5 Sep 2019, 14:20
cros
დიდი მადლობააააააააააააააააააააააააა

Posted by: MirMax 12 Sep 2019, 15:18
გამარჯობათ სტუდენტური ვიზის ასაღებად მივდივარ და ბილეთი ნაყიდი უნდა მქონდეს და წარვადგინო თუ დაჯავშნული უნდა მქონდეს? თუ შეიძლება საერთოდ არ წარვადგინო?

Posted by: Crøs 12 Sep 2019, 15:45
MirMax
საკონსულოებში წინასწარ ნაყიდ ბილეთებს არავინ ითხოვს. ეგ მარტო აეროპორტში დაგჭირდება smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 12 Sep 2019, 23:25
cros
QUOTE
საკონსულოებში წინასწარ ნაყიდ ბილეთებს არავინ ითხოვს. ეგ მარტო აეროპორტში დაგჭირდება


user posted image

Posted by: Realism4Life 12 Sep 2019, 23:47
QUOTE (მამაო თამაზი @ 12 Sep 2019, 23:25 )
cros
QUOTE
საკონსულოებში წინასწარ ნაყიდ ბილეთებს არავინ ითხოვს. ეგ მარტო აეროპორტში დაგჭირდება


user posted image

მარტო ქვეყანა კი არა, ერთი ცალკე სამყაროა იტალია რა user.gif

Posted by: Crøs 13 Sep 2019, 00:15
მამაო თამაზი
კამპანიის პიცა სადაა?

Posted by: mako_s 26 Sep 2019, 04:20
მილანში ბინა ან სასტუმრო მირჩიეთ ადამიანურ ფასში

Posted by: ვიღაცაგადარეული 26 Sep 2019, 19:19
mako_s
აირბიენბი აწ და მარადი.

*********

რომიდან 1 დღიანი როუდ ტრიპისთვის რომელი ქალაქია 10/10 სანახავი? boli.gif


Posted by: Schneider 26 Sep 2019, 21:12
QUOTE (ვიღაცაგადარეული @ 26 Sep 2019, 19:19 )
mako_s
აირბიენბი აწ და მარადი.

*********

რომიდან 1 დღიანი როუდ ტრიპისთვის რომელი ქალაქია 10/10 სანახავი? boli.gif

ტივოლი


.................................

Posted by: vinchenz@ 26 Sep 2019, 21:28
ვიღაცაგადარეული
QUOTE
რომიდან 1 დღიანი როუდ ტრიპისთვის რომელი ქალაქია 10/10 სანახავი?

რომთან ახლოს გაინტერესებთ?
პატარა ცენტრებია ლამაზი და საინტერესო -სუბიაკო, ტივოლი, ბრაჩანო, ანციო, ნეტტუნო, ვიტერბო, ჩივიტა დი ბანიორეჯიო... ძნ ბევრია.
ცოტა მოშორებით რომიდან ორვიეტო, ტოდი, პერუჯა, ასისი, გუბბიო
სკანნო, როკა კალაშო, ატრი, ვასტო, ბარრეა...
10/10 არ ვიცი, ეგ გემოვნებაზეა და რისი ნახვა გსურთ, ზღვა, მთა თუ ისტორიული პაწაწა ქალაქები...

Posted by: კალამი 28 Sep 2019, 03:51
არის ვინმე ვინც უნივერსიტეტში სწავლობს ?

Posted by: Benito_Mussolini 29 Sep 2019, 19:28
გამარჯობათ, თბილისიდან ყველაზე იაფად რომელი ავიაკომპანიით ჩამოვალ მილანში ან მის სიახლოვეს ? ვიზაირზე მხოლოდ ქუთაისიდანაა გაფრენა, ორივე გზა მაინტერესებს თუ იცით მიპასუხეთ გთხოვთ! 1 თვით ადრეც რო დავჯავშნო ბილეთები მაწყობს!

Posted by: mGeLo777 29 Sep 2019, 23:39
კალამი
კი ჩემი ძმა სწავლობს რამე თუ გაინტერესებს მკითხე შევეკითხები

Benito_Mussolini
150 ლარად ჩაფრინდა ჩემი ძმა მილანში ქუთეისიდან
140 დაუჯდა ბარგი თუ 120 რავი ბევრი რამ წაიღო tongue.gif

Posted by: Crøs 30 Sep 2019, 00:08
Benito_Mussolini
თბილისი ბოლონია ჯეორჯიან ეირვეისი დაფრინავს.ყველაზე ახლოს ესაა მილანთან

Posted by: Mike Wazowski 4 Oct 2019, 17:51
ხომ არ იცით, სერობის ბილეთების ადგილზე ყიდვა თუა შესაძლებელი ? ერთი-ორი შემთხვევა ვიცი როცა ჯგუფებს დაუმატებიათ ხალხი და, მაინტერესებს, შემთხვევითობაა თუ ხდება ხოლმე მასე?

Posted by: Crøs 4 Oct 2019, 18:38
Mike Wazowski
ეგ ძალიან იღბლიანი უნდა იყო,თორემ მაგის შანსი თითქმის არაა.

Posted by: Mike Wazowski 6 Oct 2019, 02:55
cros

მადლობა. მე ვიფიქრე, გიდები ხომ არ ჩალიჩობენ რამეს გადამყიდველების მსგავსად-თქო

ონლაინ ბილეთები, ოფიციალურ საიტზე, თებერვლამდე არ არის და, დარეკვით ექნებათ ნეტა?

ისე, რა უბედურებაა?! 30 კაცი უწერიათ და 15 კაციანი ჯგუფები შეყავთ. ან ფულს რას კარგავენ, ან იმ ხალხს რას ერჩიან ვინც ჩადის და შესვლას ვერ ახერხებს

15 კაცია ზუსტად, ამხელა დარბაზში...
user posted image

Posted by: axlguns 8 Oct 2019, 20:33
QUOTE
150 ლარად ჩაფრინდა ჩემი ძმა მილანში ქუთეისიდან

კაი ძვირი დაჯდომია biggrin.gif
ზეგ მივფრინავთ ბარში 2კაცი,2გზა 170 ლარათ

Posted by: mGeLo777 8 Oct 2019, 20:43
axlguns
მერე ბარში რომ ჩასულიყო იმ ქალაქამდე სადაც ცხოვრობს ჩასვლა 50 ევრო მაინც დაჭირდებოდა biggrin.gif

Posted by: axlguns 10 Oct 2019, 22:04
mGeLo777
ბარში არც უნდა ჩამოსულიყო.მილანის ბილეთები იდება ხოლმე ძალიან იაფად და იმიტო მოვწდრე.ნუ ეხლა ხვალ რომ მოგინდება გაფრენა მაგას არ ვგულისხმობ.
გუშინ გამოვფრინდით ქუთაისიდან და არაფერი საპანიკო არ ხდება ამ მესაზღვრეებთან დაკავშირებით.თითქმის ყველას უშვებდნენ მე რაც ვნახე.ერთადერტი ქალი გამოაბრუნეს სასტუმროს მაგივრად საერთო საცხოვრებელი ჰქონდა დაჯავშნილი,ისიც კაცების sad.gif

Posted by: Black&Pearl 11 Oct 2019, 00:00
axlguns

სად იდება მილანის ბილეთები იაფად? თბილისიდან თუ არის ფრენები ?

გთხოვთ მიპასუხეთ: მივდივართ ორი პირი, მე არ მაქ შენასვლელი აქამდე ეუროპაში, ის ნამყოფია და ასე ვთქვათ გაძევებული და არა გადეპორტებული - თუ შეექმნება ჩემს პარტნიორს პრობლემა ქუთაისის აეროპორტში, თუმცა ვიმეორებ დეპორტი არ ადევს, უბრალოდ დაარღვია უვიზო დიდხანს გაჩერდა ევროპაში და ბოლოს ერთი ცნობილი ქვეყნიდან გამოაძევეს 5 წლიანი იქ ჩასვლის აკრძალვით, რამდენად გაუჭირდება ეხლა ესეთს იტალიაში შესვლა ?

Posted by: mGeLo777 11 Oct 2019, 01:14
axlguns
მაგარია რა ძმაო იტალია შარშან ვიყავი

ჩინ ქუე ტერეეეეეეეეეეეეეეეეე მენატრება

ალორაააააააააა ტუტიიიიიიიიიიიიიიიიიი


ეეეჰ

Posted by: spider77 11 Oct 2019, 09:20
Black&Pearl
QUOTE
სად იდება მილანის ბილეთები იაფად

თვითონ რაინ ეარის საიტზე.


შენ მეგობარს არ შეუშვებენ, ტყუილად ფული არ დახარჯოს.


Posted by: axlguns 11 Oct 2019, 10:08
Black&Pearl
QUOTE
სად იდება მილანის ბილეთები იაფად? თბილისიდან თუ არის ფრენები ?

თბილისიდან იაფად არაა ხოლმე არაფერი.ჯერჯერობით ქუთაისი.
ძალიან დიდი ალბათობით არ შეუშვებენ თუ დარღვეული აქვს უვიზო.
spider77
ისეთები შეუშვიათ პირი დამრჩენია ღია.გვარის გამოცვლით,ცოლის გვარზე გადავიდა და ჰაიდააა.ეხლა საფრანგეთშია,რენში.
როგორ არ ვიცი sad.gif
mGeLo777
უმაგრესი ქვეყანაა ,ეხლა სალერნოში ვართ,მერე კაპრი ამალფი და ნეაპოლში დავგაზავთ.
არივედერჩი რაგაციიიი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: vikingi 11 Oct 2019, 11:13
იტალიაში როუმინგთან დაკავშირებით ხომ ვერ მირჩევდით რამეს?

როგორც გავარკვიე იქაური კარტის აღება ჯობია, მაგრამ სად ხდება ეგ ამბავი და რომელი კომპანიის ჯობია ზუსტად არვიცი. და ფასები როგორია...

ძირითადად ინტერნეტისთვის ვაპირებ გამოყენებას.

Posted by: mGeLo777 11 Oct 2019, 11:54
axlguns
ვა ვა საღოლ ძმაო ძაან მაგარია

მე ვაპირებდი ნეაპოლი - სორენტოს მაგრამ შევცვალე ბოლოს

რომი - ფლორენცია - ვენეცია - მერე ისევ ფლორენცია - ლა სპეია - რომი



Posted by: vinchenz@ 11 Oct 2019, 13:57
Black&Pearl
მგონი აირზენასაც აქვს მიალნის მიმართულებით ფრენა, მაგრამ რამდენად იაფია არ ვიცი... ისევ ვიზეარი ჯობია ქუთაისიდან იმჰო.
შენს ახლობელს არ შეუშვებენ no.gif
vikingi
QUOTE
როგორც გავარკვიე იქაური კარტის აღება ჯობია, მაგრამ სად ხდება ეგ ამბავი და რომელი კომპანიის ჯობია ზუსტად არვიცი. და ფასები როგორია...

ოპერატოტებია:
TIM, TRE, VODAFONE,WIND და ამათი პატარ პატარა ქვე ოპერატორები.
ასე ზოგადად ვერავინ გეტყვის რა ტარიფებია,რადგან იცვლება დროდადრო და შემოთავაზებები აქვს ყველა ოპერატორს. სჯობს თავად მიხვიდე და ნახო ან საიტი დაათვალიერო.
კარტის აღება ამ ოპერატორების ცენტრებში ხდება, რომელიც ყველა ქალაქშია, დაგჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბარათის ფასის გადახდა და წინასწარ კრედიტის დაფარვა.

Posted by: Crøs 11 Oct 2019, 15:38
axlguns
QUOTE
ეხლა სალერნოში ვართ

აქა ხარ? გამოდი აბა დამენახე? ups.gif biggrin.gif
* * *
vikingi
ვინდის ოფისებია.მიდი აიღე ახალი კარტა 10 ევრო ღირს.ზემოდან 10 დეპოზიტი და მთელ ევროპაში გამოიყენებ უფასო როუმინგს

Posted by: vikingi 11 Oct 2019, 16:19
vinchenz@
cros
მადლობელი

Posted by: Black&Pearl 11 Oct 2019, 20:53
spider77
vinchenz@

გასაგებია რომ რაინარის საიტზეა იაფად ფრენები მადლობთ! რატომ არ შეუშვებენ ჩემ ახლობელს როცა დეპორტი არ ადევს და აქამდე იტალიაში ცხოვრებაში არაა შენასვლელი ? პასპორტს შეცვლის, მარტო საფრანგეთშია შესული, არ ვიცი 7 ჯერ გადეპორტებული __ ხალხი ბრუნდება ევროპაში და ჩვეულებრივად შედიან ჩერეზ ცოტა არაცნობილ ქვეყნებიდან, და პოლონეთიდან ან სადმე არაცნობილი ქვეყნიდან რომ სცადოს თბილისიდან ვერ გადაფრინდება ?

Posted by: axlguns 11 Oct 2019, 23:28
cros
გარიბალდის 140თან ვართ,გამო აბა biggrin.gif
ეხლა დავბრუნდით ამალფი,რაველო პოზიტანოდან.უმაგრესი ადგილებია მაგრამ რაველო მომეწონა ყველაზე ძალიან, ერთი ეს რა გზაა,დავიტანჯე,ცუდათ გავხდი.ყოჩაღ ავტობუსის მძღოლებს.რა უნდა გადამიხადონ რო ყოველ დღე ამ გზებზე ვიარო.

Posted by: Crøs 11 Oct 2019, 23:35
axlguns
ცოტა ადრე მოგეწერა,ახლა დავბრუნდი სახლში biggrin.gif
მანდ გარიბალდიზე პიცერია სორბილოში შეიარეთ.
გზაზე არავინ გითხრა რომ გემით ჯობია გადასვლაო?)) მე კუჭი რომ გამიფუჭესბდა სიგნალებით დამაყრუვეს მაგ ავტობუსებმა იმიტომ აღარ ვეკარები. rolleyes.gif
იმ კვირას სენტიერო დეი დეი უნდა მოვიარო ტრეკინგით,ანუ კოსტიერას თავზე უნდა გადავუარო)

Posted by: unknown lady 22 Oct 2019, 22:02
ბერგამოდან მილანის ცენტრამდე (დუომოს ტაძრის მიმდებარედ) ავტობუსი რეგულარულად დადის?
ბილეთის წინასწარ ყიდვა არ არის საჭირო ხომ?
მარტო ავტობუსი დადის თუ აეროპორტის შათლიც
ანუ ბერგამოდან დუომომდე როგორ მივიდე მარტივად, თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება

Posted by: Crøs 23 Oct 2019, 00:03
unknown lady
აეროპორტიდან რეგულარულად დადის მილანის ცენტრალურ სადგურამდე.მერე მანდ მეტროში ჩახვალ და 4 გაჩერებაშია დუომო.

Posted by: unknown lady 23 Oct 2019, 11:29
cros
დიდი მადლობა

მეტრო ღამე იკეტება, როგორც ვიცი. ტაქსები არის ცენტრალურ სადგურზე, ის რომ ავტობუსიდან რომ ჩამოვალ ეგრევე ტაქსში გადავჯდე? ღამე მიწევს ჩასვლა ასე 2-3 საათზე
მილანის ცენტრალური სადგური ერთია ხო მარტო?

Posted by: Crøs 23 Oct 2019, 21:35
unknown lady
კი,მანდ სადგურის წინ დგანან ტაქსები,თუ არადა და გამოიძახებ,ეწერება ტრაფარეტზე.

Posted by: hannahgale 24 Oct 2019, 16:14
მე ასევე მინდა გავაზიარო ჩემი გამოცდილება ... ეს იყო ჩემი ოფისის სამუშაო მოგზაურობა და ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყო ჩემი პირველი იტალიის მოგზაურობა. მე აღფრთოვანებული ვიყავი იტალიაში მთავარი ღირსშესანიშნაობის მონახულებისთვის, როგორიცაა კოლოსეუმი, უფიზის გალერეა და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მას ბილეთები და სწრაფი შესასვლელი ბილეთები სჭირდება ჩემს ბილეთებს ვუკავთავებ ეს იყო დაახლოებით 29 ევრო, მაგრამ ეს იყო სულელური გართობა და მე მიყვარს იტალიის მონახულება,
ამის შემდეგ, მე ასევე colosseum მიწისქვეშა ტური ეს მართლაც კარგი იყო, მაგრამ გირჩევთ, რომ კოლოსეუმის მიწისქვეშა ტური გაიაროთ https://romecolosseumtickets.comuser posted image

Posted by: Crøs 24 Oct 2019, 16:21
hannahgale
აშკარად ქართველი არა ხარ lol.gif

Posted by: neo> 24 Oct 2019, 17:20
cros
მაგარი ჯიგარი ბოტია, biggrin.gif

Posted by: Crøs 25 Oct 2019, 00:09
neo>
QUOTE
მაგარი ჯიგარი ბოტია,

არ ვიცი აქ როგორ მოხვდა,მაგრამ აშკარად პოსტებს არ აგროვებს ან იტალიელია biggrin.gif

Posted by: USER001 27 Oct 2019, 02:23
ქალაქ მარანელოში,ფერარის ან ლამბორჯინის ქირაობის გამოცდილება ხომ არავის გაქვთ რომ გაგვიზიაროთ?

Posted by: gvarjila18 13 Nov 2019, 22:28
გამარჯობათ,მეგობრებო რომში ხართ ვინმე 23 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე მინდა წასვლა ოჯახით ცოლი შვილი მე მე და ჩემი ცოლი ვმუშაობთ სამედიცინო სფეროში მე ექიმი ვარ ის ექთანი არ არის შესაძლებელი იქ სადმე სამედიცინო კონფერენციაზე რომ დამარეგისტრიროთ,გასამყარებლად მინდა წასვლის მიზეზის მეშინია რომელიმე არ გაგვიშვან

Posted by: Iberico 15 Nov 2019, 03:22
USER001
QUOTE
ლამბორჯინის ქირაობის გამოცდილება ხომ არავის გაქვთ

ქირაობის არა, მაგრამ ვიცი რომ იტალიურად მაგ მანქანას ლამბორინი ქვია wink.gif

Posted by: mGeLo777 2 Dec 2019, 15:36
გუშინ აგროჰაბში ვიყავი და ტიპი ვერ ახვედრებდა გამყიდველს ხორცის სექციაში რაღაც აინტერესებდა
წყვილი იყო და ეს ტიპი შავი იყო ირანელი / თურქი მეგონა და არ დავეხმარე იასნა

ხოდა როგორც იქნა შეჯერდნენ რაღაცაზე და რო მიაწოდეს ხორცი გრაციეო

ეე მეთქი იტალიანო ვეროოოო ფრატელო თქო

კაროჩე 10 წლის უნახავ მეგობარს რომ ნახავ ეგრე ვიყავით

გასაღები ვაჩვენე მანქანის პატარა კოლიზეუმი მაქვს მიმბული მეთქი შარშან რომში ვიყიდეთქო

ნეაპოლიდან იყვნენ ჩვენ და ჩრდილოეთელები მაგრად განვსხვავდებით ერთმანეთისგანო ( ეს ჩრდ იმიტომ რომ ვუთხარი ჩემი ძმა სადაც ცხოვრობს)

მერე მოვუყევი სადაც ვიყავი ლა სპეციააააო დონე არისო მაგრამ სორენტო სჯობსო tongue.gif

მერე გომორაზე ვუთხარი ნანახი მაქვს და წიგნიც წაკითხული თქო ტიპები გააგიჟდნენ biggrin.gif

ჯენოას ფანი ვარ თქო რომ ვუთხარი მაგაზე ვაფშე გაჭედეს lol.gif



ეგრე იყო საბაჟოზე უნივერსიტეტის პრაქტიკები მქონდა და იტალიამ რაღაც სასწრაფოს მანქანა გვაჩუქა და 3 იტალიელი ბაბუა იყო ვინც ჩამოიყვანა და პრეგო რაგაცი მეთქი და გამოშტერდნენ biggrin.gif

არადა სულ 10 სიტყვა ვიცი და იმასაც არასწორად ვამბობ, მისკუზი

Posted by: Crøs 2 Dec 2019, 15:46
mGeLo777
სწორად უთქვამთ და გაუჭედავთ))

Posted by: mGeLo777 2 Dec 2019, 15:56
cros
რატო? biggrin.gif


მგონი ნეაპოლში ცხოვრობ))))

Posted by: sაlოmეa 3 Dec 2019, 23:47
შიდა ტრანსპორტი გერმანიასავით ძვირია?
ქალაქიდდან ქალაქში ვთქვათ

Posted by: mGeLo777 4 Dec 2019, 14:12
მაისში ვეწვევი ისევ ვიყიდე უკვე ბილეთი

მილანი,ტრენტო,ტურინი,გენუა (იასნა),სანრემო

მონაკო - ნიცა



დამრჩება სამხრეთი სანახავი და სავარაუდოდ შემოდგომაზე მოვინახულებ
ნეაპოლი სორენტო ამალფისურთ პალერმო

Posted by: ILIA1702 4 Dec 2019, 14:37
რომში საუკეთესო პიცები ან ზოგადად ადგილობრივი საჭმელი სად იღება ხომ არ იცით?
მუზეუმების ბილეთებისთვის რამე კარგი პაკეტი ხომ არ იცით ვატიკანიც რომ შედიოდეს და რიგებში დგომა რომ არ მოგვიწიოს ბევრი?

Posted by: mGeLo777 4 Dec 2019, 15:49
ვატიკანში რიგის გარეშე შევედით გიდი ავიყვანეთ და ურიგოდ შეგვიშვეს

Posted by: Mike Wazowski 5 Dec 2019, 02:33
QUOTE
ვატიკანიც რომ შედიოდეს და რიგებში დგომა რომ არ მოგვიწიოს ბევრი?

წინასწარ თუ იყიდი ბილეთებს, ურიგოდ შეხვალ. შეგიძლია პირდაპირ ვატიკანის საიტზე იყიდო

QUOTE
რომში საუკეთესო პიცები ან ზოგადად ადგილობრივი საჭმელი სად იღება ხომ არ იცით?

ტრასტევერეზე არის ბევრი კაი ადგილი და რა ვიცი..

Posted by: Crøs 5 Dec 2019, 16:33
sაlოmეa
გააჩნია,თუმცა ყველაზე იაფად ფლიქსბასით გამოხვალ.


Posted by: ket_a 12 Dec 2019, 15:15
mGeLo777

მე ვფიქრობ სეზონზე გენუაში წასვლას, მაისი კაი დროა თუ იცი?
მილანიდან გენუამდე ტრანსპორტირების ინფო სად მოვიძიო, ძვირია ზოგადად კვება და გართობა კურორტზე? ან რა არის სანახავი და ა.შ.
თუ გამიზიარებ ინფოებს მადლობელი დავრჩები

Posted by: mGeLo777 12 Dec 2019, 22:25
ket_a
კი ალბათ კაი დროა ნამდვილად არ ვიცი მე გენუაში ვიქნები ივნისში და ისევ ლიგურიაში უნდა ვიცურავო :happy:
29 მაისში ჩავდივარ მილანში > ტრენტო > ტურინი > გენუა და მერე საფრანგეთი

ლა სპეციაში ვიყავი შარშან და რავი ჩემთვის მისაღები ფასები იყო 5 ვიყავით და ერთად ვყიდულობდით და იაფად გამოდიოდა biggrin.gif






ეს ნახე


ტრანსპორტი ფლიქსბასი რა თქმა უნდა

მაისის ფასებს არ მიგდებს მაგრამ აპრილში 10-დან 25 ევრომდე არის გააჩნია დროის მონაკვეთს

Posted by: ket_a 13 Dec 2019, 15:00
mGeLo777
მადლობა მგელო biggrin.gif კაი გრიალი შენ love.gif

Posted by: mGeLo777 13 Dec 2019, 15:54
ket_a
გრაციე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Riviera 21 Dec 2019, 04:58
ვინ იცით, სალერნოდან კოსტიერა ამალფიტანას და იზოლა კაპრის მონახულება როგორ სჯობს? smile.gif

Posted by: Crøs 21 Dec 2019, 11:44
Riviera
ორი ვარიანტია. ავტობუსი და ბორანი.
კოსტიერასკენ ბორანი რკინიგზის სადგურთან რომ პორტია იქიდან გადიან.
პოზიტანო 12€,ამალფი10€. ავტობუსი 24საათიანი ბილეთი 10€. თუ ისე ჩვეულებრივ ბილეთს იყიდი-2,9€ ამალფიმდე და იქ პოზიტანოს/სორენტოს ავტობუსზე გადაჯდები იგივე ბილეთით.

კაპრიზე დიდი პორტიდან გადიან გემები და ერთი გზა ღირს 22,5€

Posted by: Riviera 21 Dec 2019, 16:06
cros
დიდი მადლობა smile.gif
QUOTE
პოზიტანო 12€,ამალფი10€.

ეს თითო გზა ხომ?

QUOTE
ავტობუსი 24საათიანი ბილეთი 10€

ასეთი ბილეთი გემისთვის არ არსებობს? სადაც გინდა რომ ჩამოხვიდე და ახვიდე, ანუ კრუიზს აკეთებდეს

Posted by: mGeLo777 21 Dec 2019, 16:39
QUOTE
ასეთი ბილეთი გემისთვის არ არსებობს? სადაც გინდა რომ ჩამოხვიდე და ახვიდე, ანუ კრუიზს აკეთებდეს

ეგეთი სპეციაში მქონდა

Posted by: suzuki312 21 Dec 2019, 22:10
სალამი ფორუმელებო, მაინტერესებს იტალიაში კაცის სამუშაო თუ არის რამე?

Posted by: crystalmen 15 Jan 2020, 22:46
საშვალოდ ფული რამდენი უნდა მედოს ჯიბეში საზღვარზე რო მომთხოვონ? დაახლოებით 10 დღით?

Posted by: USER001 15 Jan 2020, 23:07
QUOTE (crystalmen @ 15 Jan 2020, 22:46 )
საშვალოდ ფული რამდენი უნდა მედოს ჯიბეში საზღვარზე რო მომთხოვონ? დაახლოებით 10 დღით?

დღეზე 50 ევრო როგორც მახსოვს, ამ 50 ევროში არ შედის სასტუმროში გადახდილი თანხა.
ანუ ცალკე უნდა გქონდეს 50-50 ევრო თითოეულ დღეზე.

Posted by: mGeLo777 16 Jan 2020, 00:10
როდის მოვა ეხლა მაისიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი



ალორაააააა პრეგოოოოოოოოო ტუტიიიიიიიი

Posted by: UNEEK 18 Jan 2020, 18:23
მილანში Თუ იცით კარგი პიცა რესტორნების ლოქეიშენები,
კიდევ, იტალიური Თუ არ იცის ადამიანმა სხვა რა ენაზე Შეიძლება კომუნიკაციები?
პირველად მივდივარ, მადლობა წინასწარ.

Posted by: DJOSER 19 Jan 2020, 10:58
UNEEK
მილანში პიცას არ გირჩევთ მაინცდამაინც, ისეთივეა რაც სხვაგან, ჯობია ადგილობრივ სამზარეულოს მიეძალოთ, პიცა - ნეაპოლში smile.gif


ინგლისური და ფრანგული იციან ასე თუ ისე...

Posted by: petra79 19 Jan 2020, 15:47
გამარჯობათ,რიანეარით ვიყიდე ბილეთი თბილისი-მილანი-მადრიდი-მილანი-თბილისი,საჩეკინოდ ლოკალიზადორის ნომრები მაქ სამი გზის თბილისი-მილანის გარდა და თბილისი არ ითხოვს ჩეკინს თუ რა ხდება?მილანი-მადრიდის ჩეკინი უკვე გავაკეთე,ფრენა 20.01.2020-ში მაქ,ვის მივმართო?რიანეარს საკონტაქტო თუ აქვს საქართველოში?მადლობთ

Posted by: Crøs 19 Jan 2020, 16:10
petra79
კომპიდან და აპლიკაციიდან ორივედან სცადე ჩექინი(48საათით ადრე),თორემ აეროპორტში გადაგახდევინებენ((

თუ არა და საიტზე ჩატით დაუკავშირდი ან დაურეკე
https://www.ryanair.com/gb/en/useful-info/contact-us

Posted by: UNEEK 20 Jan 2020, 14:36
DJOSER
up.gif
ნიუ იორკში ამბობენ ნიუ იოკრკის პიცა იტალიურსაც კი ჯობიაო
ნეაპოლში ვერ და, მილანის Შემდეგ ფლორენციაში.
სულ 4 დღით.
ძაან მაინტერესებს ეს ქვეყანა. ხალხი და კულტურა.

Posted by: Мiami 20 Jan 2020, 15:47
პიცა ნეაპოლში
პასტა რომში
სტეიკი ფლორენცია
ზღვის პროდუქტი ვენეცია
up.gif
ასეა ეს

Posted by: Realism4Life 20 Jan 2020, 15:49
Мiami
QUOTE
პიცა ნეაპოლში
პასტა რომში
სტეიკი ფლორენცია
ზღვის პროდუქტი ვენეცია

კაპონატა სიცილიური biggrin.gif
* * *
UNEEK
პიცა "ნაპოლი" გასინჯე და შეადარე.

Posted by: DJOSER 20 Jan 2020, 17:30
UNEEK
QUOTE
ნიუ იორკში ამბობენ ნიუ იოკრკის პიცა იტალიურსაც კი ჯობიაო

ამერიკული პიცა განსხვავდება იტალიურისგან

QUOTE
ნეაპოლში ვერ და, მილანის Შემდეგ ფლორენციაში.
სულ 4 დღით.

ფლორენცია სასწაულია, 4 დღე კი გეყოფა - ერთი მილანს, დანარჩენი ფლორენციას...

QUOTE
ძაან მაინტერესებს ეს ქვეყანა. ხალხი და კულტურა.

ულამაზესი ქვეყანაა საფრანგეთთან ერთად მსოფლიოში

პს. მილანში გასინჯე ადგილობრივი ფასთ ფუდი - პანცეროტო, ლუინის კაფეში გირჩევ, დუომოდან არც ისე შორსაა, პროშუტოთი აიღე...

ასევე ადგილობრივი რიზოტო, ოსო ბუკო და კოტელეტო. პოლენტაც (მანდაური ღომია)...
ღვინო არაფერს მოაკლო.

Posted by: პითონი 20 Jan 2020, 22:32
გამარჯობა
თებერვალში მივდივარ ბოლონიაში, უნდა გადავიდე ფლორენციაში და ვენეციაში.
რა რჩევები გექნებათ?
ბოლონიაშია არ ვჩერდები.




Posted by: mGeLo777 21 Jan 2020, 13:26
პითონი
ფლორენციაში ტრეტორია ძაძა - ში მიდი და უთხარი მგელომ მოგიკითხათო


biggrin.gif

Posted by: HCl 21 Jan 2020, 13:45
QUOTE
პს. მილანში გასინჯე ადგილობრივი ფასთ ფუდი - პანცეროტო, ლუინის კაფეში გირჩევ, დუომოდან არც ისე შორსაა, პროშუტოთი აიღე...

მილანური არაა პრინციპში პანცეროტო, თუმცა კაი რამეა givi.gif რამე განსაკუთრებულია მაგ ადგილას? დამეზარა რიგში დგომა და თან სულ ტურისტები იყვნენ და ეჭვი შემეპარა რამდენად კარგი იყო.

Posted by: DJOSER 21 Jan 2020, 17:35
HCl
კი აპულიურია, მაგრამ ლუინის მართლა გემრიელი და განთქმულია

პროშუტოთი მიყვარს, არცერთ ჩასვლაზე არ ვმაზავ smile.gif

Posted by: UNEEK 21 Jan 2020, 22:23
მადლობები სწრაფი პასუხებისთვის.
რა კარგი ხალხი ხართ.

ალბათ კარგ ტუფლებსაც ვნახავ იტალიაში.
ფერარიზე ვიჯექი უკვე ამერიკაში. ლამბოზეც.

user posted image

Posted by: SRB100 23 Jan 2020, 10:45
მილანში მეტროთი მგზავრობა ძალიან დამაბნეველია? ანუ როგორც ვიცი 5 ხაზია და ერთიდან მეორეზე რომ გადაჯდე უნდა ამოხვიდე ჰაერზე და გადაჯდე თუ მეტროშივე გადადიხარ როგორც ჩვენთანაა?

Posted by: Мiami 24 Jan 2020, 16:19
SRB100
დამაბნეველია………………..………………..

Posted by: Мiami 25 Jan 2020, 23:44
ჩინკე ტერეში იკავით? მართლა ისეთია როგროც ფოტოებში?

Posted by: DJOSER 26 Jan 2020, 08:23
Мiami
QUOTE
ჩინკე ტერეში იკავით? მართლა ისეთია როგროც ფოტოებში?

კი

Posted by: mGeLo777 26 Jan 2020, 15:20
Мiami
მე ვიყავი ძალიან მაგარია


ლა სპეციას არაფერი არ სჯობს


მონტეროსოოო ივნისსში ისევ ვესტუმრო უნდა ლიგურიას <3

Posted by: crystalmen 28 Jan 2020, 04:20
გამარჯობათ ბიჭებო, რა მაინტერესებს ქუთაისიდან თუ გაფრინდით ვინმე ამ ბოლო დროს და რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?
დავიძაბე უკვე თუ სადმე ბილეთები იყიდება და მივედი ასე მითხრეს დიდი შანსია არ შეგიშვან ქუთაისიდანო!
თბილისის აეროპორტიდან უნდა წახვიდეო რა მაფიაა?

Posted by: მამაო თამაზი 28 Jan 2020, 05:20
cros
სად დაიკარგე აღარ ჩAნხარ საერთოდ


გული მწყდება ესეთი ტალანტი რო იკარგება sad.gif

Posted by: crystalmen 28 Jan 2020, 10:41
QUOTE
გამარჯობათ ბიჭებო, რა მაინტერესებს ქუთაისიდან თუ გაფრინდით ვინმე ამ ბოლო დროს და რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?
დავიძაბე უკვე თუ სადმე ბილეთები იყიდება და მივედი ასე მითხრეს დიდი შანსია არ შეგიშვან ქუთაისიდანო!
თბილისის აეროპორტიდან უნდა წახვიდეო რა მაფიაა?

არავინ არაფერი იცით?

Posted by: mikheili1985 28 Jan 2020, 11:20
QUOTE (crystalmen @ 28 Jan 2020, 10:41 )
QUOTE
გამარჯობათ ბიჭებო, რა მაინტერესებს ქუთაისიდან თუ გაფრინდით ვინმე ამ ბოლო დროს და რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?
დავიძაბე უკვე თუ სადმე ბილეთები იყიდება და მივედი ასე მითხრეს დიდი შანსია არ შეგიშვან ქუთაისიდანო!
თბილისის აეროპორტიდან უნდა წახვიდეო რა მაფიაა?

არავინ არაფერი იცით?

მოსაწვევებს ითხოვენ , ან თუ სასტუმროში ჩერდები ,სასტუმროს ჯავშანი.

Posted by: DJOSER 28 Jan 2020, 12:05
crystalmen
უმიზეზოდ აბრუნებენო?

Posted by: Amigo-Amo 28 Jan 2020, 12:15
QUOTE (crystalmen @ 28 Jan 2020, 10:41 )
QUOTE
გამარჯობათ ბიჭებო, რა მაინტერესებს ქუთაისიდან თუ გაფრინდით ვინმე ამ ბოლო დროს და რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?
დავიძაბე უკვე თუ სადმე ბილეთები იყიდება და მივედი ასე მითხრეს დიდი შანსია არ შეგიშვან ქუთაისიდანო!
თბილისის აეროპორტიდან უნდა წახვიდეო რა მაფიაა?

არავინ არაფერი იცით?

და რატომ მიფრინავ ქუთაისიდან? უკვე ნაყიდი გაქვს ბილეთი და მაგ პონტში?
რეინეარი თბილისიდან მილანში ასრულებს რეისებს და უფრო იაფიც ჯდება smile.gif
მე ამ ავიაკომპანიით არ მიფრენია, ზაფხულში ვიყავი პეგასუსით, თურქეთის გავლით და არავის არაფერი მოუთხოვია საერთოდ. ბოლონიაში მკითხეს სად ვისთან მიდიხარო და ვუთხარი დეიდასთან-მეთქი (დეიდაჩემს გამოვაგზავნინე იქ მუშაობის და ბინადრობის უფლება რომ აქვს და დავბეჭდე) და პრობლემა არ შეუქმნიათ.

Posted by: mGeLo777 28 Jan 2020, 13:39
crystalmen
მე შარშან ვიყავი და არაფერი არ უკითხავთ,ეხლა 2 კვირის წინ გაფრინდა ჩემი ძმა ქუთაისი - ბოლონია არაფერი არ უკითხავთ სხვებისთვისო (პერმესო აქვს მას)

ხოო მეც რეინეარით მივფრინავ მილანში თბილისიდან იაფია და თან უფრო კომფორტულიო და რავი biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 28 Jan 2020, 13:54
mGeLo777
რეინეარის ბილეთი სად და როგორ დაითრიე?
მეც ეგ პერმესო გადმოვაგზავნინე და კდიევ სხვა საბუთები, რაც მოეპოვებოდა, დავბეჭდე და ბოლონიაში ვაჩვენე. ერთი ის მითხრა, რომ შენ მოგვარეს ვიცნობო ერთ კაცს, კარგი ადამიანიაო. ჩემთან ერთად 2 კაცი იყო, ესენიც ჩემტარ არიან-მეთქი და პრობლემა არააო.
თბილისიდან ხო საერთოდ არაფერი უკითხავთ.

Posted by: Crøs 28 Jan 2020, 14:18
მამაო თამაზი
გუშინ ჩამოვედი ისევ იტალიაში.რატომ ვიკარგები?)))

Posted by: crystalmen 28 Jan 2020, 14:20
mGeLo777
QUOTE
მე შარშან ვიყავი და არაფერი არ უკითხავთ,ეხლა 2 კვირის წინ გაფრინდა ჩემი ძმა ქუთაისი - ბოლონია არაფერი არ უკითხავთ სხვებისთვისო (პერმესო აქვს მას)

ხოო მეც რეინეარით მივფრინავ მილანში თბილისიდან იაფია და თან უფრო კომფორტულიო და რავი

რა ვიცი ვეღარ გავიგე უკვე რა ვქნა ნაყიდი მაქვს ბილეთი და ყველამ სადაც ოფისებია არ შეგიშვებენო მოწვევა უნდა გქონდესო sad.gif

Posted by: Realism4Life 28 Jan 2020, 15:51
Amigo-Amo
პერმესო თუ გაქვს არაფერს გეტყვიან.
ისე კი თუ დეიდაჩემი თავის ქალიშვილთან ერთად კინაღამ გამოაბრუნეს უკან ქუთაისის აეროპორტიდან(ოღონდ ეგენი საფრანგეთში მიფრინავდნენ ახლობელის სანახავად 2კვირით).
ეგონათ 2 კვირაზე რას გვეტყვიანო. biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 28 Jan 2020, 16:47
QUOTE (Realism4Life @ 28 Jan 2020, 15:51 )
Amigo-Amo
პერმესო თუ გაქვს არაფერს გეტყვიან.

მე კი არ მაქვს, დეიდაჩემს აქვს და იმის ასლები ვანახე. ვუთხარი, სასტუმრო არ მინდა, მასთან ვრჩები, ის მიგვარებს-მეთქი.

Posted by: mGeLo777 28 Jan 2020, 16:53
Amigo-Amo
დეიდაშვილმა მიყიდა ისიც მოდის ჩემთან ერთად და საიტი არ ვიცი ალბათ აქ

https://www.ryanair.com/gb/en/cheap-flights/?from=TBS&to=BGY&out-from-date=2020-05-30&out-to-date=2020-05-30&budget=150

Posted by: crystalmen 28 Jan 2020, 18:01
სასტუმრო რო ვანახო ნაყიდი და გადახდილი რომ მაქვს მეტყვიან რამეს??

Posted by: Amigo-Amo 28 Jan 2020, 18:44
crystalmen
ნუ ნერვიულობ მეგობარო. მაგათ მშვენივრად იციან ვინ უნდა გაუშვან და ვინ არა smile.gif რავი, ჩემს ირგვლივ, ჩემი თანამშრომლებიდანაც არავისთვის არასრდოს შეუქმნიათ პრობლემა და რავი smile.gif

Posted by: nika88 7 Feb 2020, 18:59
ხო ვერ მეტყვით რომის მუზეუმის ბილეთები სად შეიძლება ვიყიდო? ვატიკანის ოფიციალურ საიტზე ვერაფრით მოვახერხე ყიდვა

Posted by: Crøs 7 Feb 2020, 19:12
nika88
https://www.ticketsrome.com/it/prenotazione-musei-roma

Posted by: Мiami 7 Feb 2020, 21:48
crystalmen
დაზღვევაც გააკეთე შეიძლება მოგთხოვონ

Posted by: UNEEK 12 Feb 2020, 15:33
იტალია Ძალიან მომეწონა,
კერძოდ მილანი/ფლორენცია 4 Ღამე 5 დღე.
პირველ რიგში დიდი მადლობა რჩევა დარიგებისთვის.

იაფი კვება,სასტუმრო, მუზეუმები
იტალიური ტყავის ბაზრობა ფლორენციაში.
სტეიკი და ამერიკული ლუდი(ეს Ძალიან გამიკვირდა❤ )

შემდეგი ვიზიტი რომში დავგეგმე. მართლა კარგი ქვეყანაა.
იტალიური არ მესმის, მაგრამ სასიამოვნოდ ჩამესმოდა ქუჩებში იტალიურად ლაპარაკი.
განსხვავებით ესპანურისგან.


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image



* * *
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: Мiami 12 Feb 2020, 15:58
UNEEK

რომში კაი პასტა თუ გინდა 2 რესტორანს გირჩევ Tonnarello და Trattoria Vecchia Roma
რიგებია შესასვლელთან ტრატორია მაგალითად მეორე დღისთვის დავჯავშნე ისეთი რიგი დამხვდა, ტონარელოში დაველოდე
ძაან გემრიელი პასტაა ცნობილი რესტორნებია

Posted by: Ceylon 13 Feb 2020, 05:18
UNEEK
კარგი სურათებია ყოჩაღ !

რითია გადაღებული ? rolleyes.gif

Posted by: UNEEK 13 Feb 2020, 11:48
Мiami
up.gif
ჩავინიშნავ.

Ceylon
Galaxy S10+

მადლობა, მაგრამ S9+ ჯობია. ვნანობ Ჩავაბარე. Თბილისშიც იგივე მითხრეს მეგობრებმა.

user posted image


Posted by: Ceylon 13 Feb 2020, 12:44
UNEEK
ვაა up.gif

მე როგორც ვიცი, ტელეფონებში საუკეთესო კამერა GOOGLE PIXEL 4-ს აქვს, მაგრამ არც ეგ მოჩანს ცუდი, თან გადაღებაც უნდა იცოდე ალბათ smile.gif

Posted by: პითონი 16 Feb 2020, 12:01
ჰაი smile.gif

მოკლედ, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ჩემი პირადი გემოვნებიდან.

ეხება 3 ქალაქს
ფლორენცია, ვენეცია და ბოლონია.

1- საჭმელი იყო უგემური, ვერ ვჭამე წესიერი ვერაფერი. ჩვენი საჭმელი ბევრად გემრიელია ისევე როგორც სასმელი. ტკბილეული იხარეთ, ძალიან კარგი აქვთ biggrin.gif
2- ფლორენცია და ვენეცია 7 საათის მერე მკვდარია, უამრავი ტურისტია და ადგილობრივი ძალიან ცოტა. ვერ ნახავ ხეს ;დ სამაგიეროდ უამრავ ტურისტს და ქართველს ნახავ. ფასები ძვირია ყველაფერზე, განსაკუთრებით კვება. ვენეციაში იყო 2-3 მაღაზია სადაც 10+ ევროდან იწყებოდა მაისურები და ა.შ, დანარჩენი უაზროდ ძვირია. ბოლონია შედარებით ცოცხალი ქალაქია, ადგილობრივი იყო ძალიან ბევრი უფრო, სიცოცხლე იგრძნობა, მიდის გართობა საღამოს და ხალხიც არის. ყველგან ეწევიან და გულაობენ.
3- ვმოძრაობდით ძირითადად ავტობუსით და მატარებლით, შესაბამისად გვქონდა შეცდომებიც. ყველაფერი კარგად გაარკვიეთ და გამოკითხეთ. მაგალითად ბოლონიის სადგურზე 7 სადგომი არის ორი, არ ვიცოდით და ძლივს მივუსწარით მერე მეორე სადგომზე, არადა 1 სთ იქ ველოდებით პროსტა... ;დ

დანარჩენი არ მახსენდება ისეთი არაფერი, თუ რამეა მკითხეთ და გეტყვით.
გადარეული არ ვარ, თუმცა ერთხელ წასვლა ღირდა.

პ.ს
შეიძლება ვინმემ ჩემზე უკეთ მოიარა და გამომრჩა რამე, ამიტომ მთლად ჩემს პოსტს არ ენდოთ.

ესეც რამდენი ფოტო.

ბოლონია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ვენეცია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ფლორენცია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




რა თქმა უნდა ყველა ფოტოს ვერ ვდებ.
სანახავი ბევრია.

აუცილებლად ნახეთ ფლორენციაში - Giardino di Boboli , Cathedral of Santa Maria del Fiore , Galleria degli Uffizi . ამ სამით ყველაზე ძალიან ვისიამოვნე.


Posted by: mGeLo777 16 Feb 2020, 23:15
პითონი
QUOTE
ჰაი

ჩაო ფრატელო

ბოლონია ცოცხალი ქალაქი იქნება აბა რა იქნება სტუდენტური ქალაქია
ფირენზე ვერ დაგეთანხმები რავი მაგარი საგულაო ქალაქია და კარგად მიდის ბოლი biggrin.gif


ეგეთი დამემართა მეც სადგურზე 1 ხაზი რეგიონალური მატარებლის გამოყოფილი არის ფლორენციაში და სპეციას მატარებელი გადიოდა 8ზე და 10 წუთი ეკლო 8 რომ მივედი და მეთქი უცებ გადავალ MC ში დავითრევ რამეს და მოვუსწრებ აქვეა თქო
მოკლედ ამოვედი 2 წუთი იყო დარჩენილი და სადაა შენი მატარებელი ვეძებ ვერ ვნახე ვკითხე პოლიციელს და ეგ რეგიონალური გვერდით არის ცალკე იყო მოკლედ გავიქეცი და რას ვხედავ მიდის ეს შენი მატარებელი biggrin.gif პოლიციელები იყო და მეთქი
ესე საჭმლის გამო დამაგვიანდა თქო და 4 საათში არის შემდეგი სპეცია და მაგ ბილეთს 8 საათI აქვს ვადა პიზას გაყევი აქ ტყუილად ლოდინსო ეხლა გადი 30 წუთშIო და პიზას ნ ახავ დიდი სანახავი კი არ არისო მაგრამ სადგურშI ყოფნას სჯობსო და იქ ადი სპეციას
მატარებელშიო კაი ხალხია მაკარონელები მოკლედ biggrin.gif <3

ღამით ვენეცია love.gif

Posted by: პითონი 17 Feb 2020, 00:34
mGeLo777
ფლორენციაში რავი ძმაო 7 სთის მერე არავინ დადიოდა გარეთ ბარიგების გარდა biggrin.gif

ჯიბესი მიგდებდნენ ლამის მოსაწევს და წამალს ისე იყო.
ეგრევე გთავაზობდნენ ქუჩასი გასვლისას.
მიკვირდა ძალიან ესე ნაგლად როგორ არიან თქო ;დ


ბოლონიას კაი გოგოები ყავს;დ

Posted by: mGeLo777 17 Feb 2020, 00:43
პითონი
ხო ვიცი ეგრე იყო მეც რომ ვიყავი მანდ biggrin.gif


ბოლონიაში არ ვყოფილვარ არ ვიცი ჩემი ძმისგან ვიიც რომ ძალიან ბევრი სტუდენტია

Posted by: პითონი 17 Feb 2020, 00:51
mGeLo777
კიი, ახალგაზრდობით სავსე იყო.
თან ვიქენდი დაემთხვა და იმენა გამოშლილები იყვნენ.

ყველა ეწეოდა იმენა;დ
მეგობარს სიგარეტი მოუნდა და ვერ იშოვა, იტალიური სბუთი გინდოდა რო გეყიდა biggrin.gif

და ტიპები კიდე იქ პლანს ეწეოდნენ ისე როგორც არაფერს

Posted by: Crøs 17 Feb 2020, 03:33
პითონი
QUOTE
იტალიური სბუთი გინდოდა რო გეყიდა

ტაბაკინოში არანაირი იტალიური საბუთი არ უნდა.ეგ როცა აპარატიდან გინდა იყიდო,ფისკალური ან სანიტარული კარტა უნდა გაატარო რომ სრულწლოვნად დაფიქსირდე და შეგეძლოს ყიდვა. ვინმესთვის გეთხოვათ მერე თავისი კარტა რომ გაეტარებინა,არც მაგაზე გეტყოდნენ უარს.


დღეს ალქაჯების ქალაქში ვიყავი და მეორე კიდევ ქალაქ მოჩვენებაში biggrin.gif

ფოტოებით არ გადავტვირთავ გვერდს smile.gif

Posted by: პითონი 17 Feb 2020, 10:17
cros
ხო აპარატზე ვამბობ.
ძალიან შორს იყო და მაღაზიებში კიდე არ

Posted by: mGeLo777 17 Feb 2020, 16:47
cros
QUOTE
დღეს ალქაჯების ქალაქში ვიყავი და მეორე კიდევ ქალაქ მოჩვენებაში

ფოტოებით არ გადავტვირთავ გვერდს

დავკონკრეტდეთ თქვენის ნებართვით love.gif


Posted by: Мiami 17 Feb 2020, 17:00
mGeLo777
იტალიაში ცხოვრობ?...…………………………………………………………….

Posted by: mGeLo777 17 Feb 2020, 18:03
Мiami
არა
ჩემი ძმა ცხოვრობს იტალიაში და
უახლოეს პერიოდში გადავდივარ მეც


Posted by: UNEEK 18 Feb 2020, 18:18
QUOTE
ფოტოებით არ გადავტვირთავ გვერდს


პირიქით,მეტი საინტერესო იქნება Თემა.
ისედაც გაყინულია არავინ წერს.

Posted by: Amigo-Amo 18 Feb 2020, 23:15
ფლორენცია და ბოლონია (ტუსკანას მხარე) თავისი შემოგარენით არის ძალიან მაგარი. საზოგადოებაც სხვანარია. რომში ტელეფონზე დარეკვა რო დამჭირდა, არცერთმა დამარეკინა ბლიად. ტუსკანაში ძალიან თბილი და მეგობრული მოსახლეობაა smile.gif

Posted by: Realism4Life 19 Feb 2020, 00:36
Amigo-Amo
QUOTE
ფლორენცია და ბოლონია (ტუსკანას მხარე) თავისი შემოგარენით არის ძალიან მაგარი. საზოგადოებაც სხვანარია. რომში ტელეფონზე დარეკვა რო დამჭირდა, არცერთმა დამარეკინა ბლიად. ტუსკანაში ძალიან თბილი და მეგობრული მოსახლეობაა

ჩრდილოელ და სამხრეთელ იტალიელებს მარადიული დაპირისპირება აქვთ მაგაზე. biggrin.gif

Posted by: Crøs 19 Feb 2020, 01:46
mGeLo777
QUOTE

დავკონკრეტდეთ თქვენის ნებართვით

ბენევენტო და აპიჩე.

UNEEK
QUOTE
პირიქით,მეტი საინტერესო იქნება Თემა.

კარგი,რანდენიმეს დავდებ მაშინ.

ბენევენტო,შუასაუკუნეებიდან ალქაჯების ქალაქადაა ცნობილი ლეგენდების მიხედვით,ისე კი ბართლომე მოციქულის რელიკვიები ინახება აქ და ჯერ კიდევ ძვ.წ. აღ-შია დაარსებული.

ტრაიანეს თაღი
user posted image

წმ.სოფიას სამონასტრო კომპლექსი
user posted image
უბრალოდ ქუჩები და ჩიხები

user posted image
user posted image
user posted image

რომაული ამფითეატრი
user posted image

აპიჩე,ქალაქი მოჩვენება.აქ სიცოცხლე 1962 წელს შეწყდა.მოსახლეობამ მიწისძვრის შემდეგ დატოვა და სეისმურად ერთ-ერთი პირველცენტრია.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Realism4Life 19 Feb 2020, 13:07
ჩემები biggrin.gif
https://www.facebook.com/2051209705091605/videos/213435576461351/UzpfSTEwMDAxMDcyNDUzMzQ1MzoxMDQ0Nzg3NTU1ODg4NzE5/

Posted by: UNEEK 19 Feb 2020, 14:56
პითონი
QUOTE
საჭმელი იყო უგემური, ვერ ვჭამე წესიერი ვერაფერი. ჩვენი საჭმელი ბევრად გემრიელია ისევე როგორც სასმელი. ტკბილეული იხარეთ, ძალიან კარგი აქვთ


50 ევროიან სასტუმროში ბრექფესტის მენიუ ბევრად ჯობია ამერიკულ 150-200 დოლარიან სასტუმროს მენიუს.
წინა გვერდებზე პიცა გვირჩიეს, ესეც ძალიან მოგვეწონა, ნაპოლი, თევზეულით გაწყობილი პიცა-ფაი, პეპერონსაც არაუშავდა (თუმცა ნიუ იორკულს ვერ შევადარებ ❤ )
ფლორენციული სტეიკიც ამ თემაში გვირჩიეს.
საუკეთესოა, ამერიკაში მსგავსი გემრიელობა არ გამისინჯავს. კილოგრამი სტეიკი -40 ევრო.
შემდეგ რიგებს წავაწყდით სენდვიჩებს ამზადებდნენ, ერთობ პოპულარული და გემრიელია, 4 ევრო.
სადგურში მაკსსაც ვეწვიეთ, ბეკონატორები ავიღეთ, კეტჩუპში ფული რატომ გამოგვართვეს არ ვიცი, ამერიკაში უფასოა

Posted by: Trini 20 Feb 2020, 13:03
UNEEK
ახლა უგემურ ამერიკულ სამზარეულოს ბევრად ჯობნის იტალიური, მაგრამ ქართულს ნაღდად ვერა smile.gif

Posted by: vinchenz@ 20 Feb 2020, 20:25

სამწუხაროდ ტურისტულად წასული ადამიანი ძირითადად ტურისტებისთვის გათვლილ კვებით წერტილებში იკვებება, სადაც ადგილობრივი ფეხს არ მიადგავს, რადგან 1. უაზროდ ძვირია 2. ბანძი საჭმელია.
არადა ისეთი ადგილები უნდა ეძებო, სადაც ადგილობრივი დადის საჭმელად. ამ მხრივ არც იტალიაა გამონაკლისი.

ფლორენციაში ბისტეკა ალა ფიორენტინა უნდა ჭამოთ და პიჩი, სკიაჩატა და რიბლოიტო ანუ წვნიანი.
ბოლონიაში ტორტელინი და მორტადელა
ხოლო ვენეციაში თევზეული ( არ ვარ თევზის მოყვარული და ვერ გეთყვით კონკრეტულად) და ბრინჯის სხვადასხვა სახეობები (რიზოტო) და ეს არის ყველაზე მიზერული ჩამონათვალი საჭმლისა რაც შეიძლებოდა ადამიანს გაეკეთებინაsmile.gif))))))))))))
ძალიან მიყვარს ჩვენი სამზარეულო, მაგრამ მრავალფეროვნებით შორსაა იტალიურისგან.

Posted by: Trini 20 Feb 2020, 23:53
vinchenz@
QUOTE
ძალიან მიყვარს ჩვენი სამზარეულო, მაგრამ მრავალფეროვნებით შორსაა იტალიურისგან.

კი, პასტა კი აქვთ მრავალფეროვანი

მაგრამ ჩვენისთანა გემრიელობები არა...

Posted by: Realism4Life 21 Feb 2020, 00:08
Trini
QUOTE
კი, პასტა კი აქვთ მრავალფეროვანი

მაგრამ ჩვენისთანა გემრიელობები არა...

იტალიური სამზარეულო არის კერძების აკვანი მსოფლიოში, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. yes.gif


Posted by: Trini 21 Feb 2020, 00:19
Realism4Life
აკვანი?
რაც საუკეთესო აქვთ
პასტა და ნაყინი ჩინეთიდან შემოიტანა მარკო პოლომ


პს. მსოფლიოში საჭმელების წარმოშობის რამდენიმე კერა არსებობს, მათ შორის ყველაზე მდიდარი ახლო აღმოსავლეთია, სადაც კავკასიაც შედის. იტალია მათში საერთოდ არ მოიაზრება smile.gif

Posted by: Realism4Life 21 Feb 2020, 00:40
Trini
QUOTE
აკვანი?
რაც საუკეთესო აქვთ
პასტა და ნაყინი ჩინეთიდან შემოიტანა მარკო პოლომ


პს. მსოფლიოში საჭმელების წარმოშობის რამდენიმე კერა არსებობს, მათ შორის ყველაზე მდიდარი ახლო აღმოსავლეთია, სადაც კავკასიაც შედის. იტალია მათში საერთოდ არ მოიაზრება

დღეს საშუალო ადამიანს რომ კითხო რომელი ქვეყნის სამზარეულო მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარის გარდა, ნახევარზე მეტი იტალიურს გიპასუხებს, მათ შორის აზიელებიც დარწმუნებული ვარ.

Posted by: Trini 21 Feb 2020, 00:49
Realism4Life
QUOTE
დღეს საშუალო ადამიანს რომ კითხო რომელი ქვეყნის სამზარეულო მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარის გარდა, ნახევარზე მეტი იტალიურს გიპასუხებს, მათ შორის აზიელებიც დარწმუნებული ვარ.

იმიტომ რომ ცნობილია
ჩვენი სამზარეულო ჯერ უცნობია, რადგან გამოკეტილი ვიყავით დედამიწერილ ღრუსეთში...


პს. ძალიან კარგად ვიცი იტალია და მისი სამზარეულო, ეგ არის კარგი სასადილოს დონის საჭმელები. რესტორანზე ვერ ქაჩავს...

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 01:54
Trini
QUOTE
კი, პასტა კი აქვთ მრავალფეროვანი

მაგრამ ჩვენისთანა გემრიელობები არა...

არაა ცნობილში და უცნობში საქმე. ჯერ მხოლოდ თევზეულში სერიოზული გარღვევაა ქართულ სამზარეულოსა და იტალიურს შორის, ასევე ხორცეულში. რომ არ ვახსენოთ ზეითუნის ზეთი, რომელიც არ იწარმოება საერთოდ საქართველოში.
მაკარონი არის უამრავი სახეობის და ყველა სახეობას თავისი დამახასიათებელი სოუსი აქვს+ამას ეს დამოკიდებულია რეგიონზე, ქალაქზე, სოფელზე, ყველას თავისი ტრადიციული რეცეპტი აქვს და წარმოშობის ისტორია.
ის რომ ცნობილია იტალიური სამზარეულო, ამასაც თავისი მიზეზი აქვს: ჯანმრთელი და გემრიელია, ცნობილობასაც დამსახურება უნდა, თავზე არ გეცემა წვიმასავით და ქართულიც ასეთივე გახდება თუ ამაზე იმუშავებს ხალხი, მაგრამ კონკურეტციის გაწევასთან ძალიან შორსაა ამ ეტაპზე.


Posted by: Trini 21 Feb 2020, 02:00
vinchenz@
1. ჩვენგან განსხვავებით ცნობილია პირველ რიგში მრავალრიცხოვანი იტალიური ემიგრაციის გამო, რომელიც 150 წელს ითვლის
2. მე ვერ ვიხსენებ განსაკუთრებით აღსაფრთოვანებელ იტალიურ კერძს...
3. ერთადერთი შემიძლია დაგეთანხმოთ ტკბილეულზე, რომელშიც მართლა ჩემპიონები არიან...


Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 02:05
Trini
QUOTE
1. ჩვენგან განსხვავებით ცნობილია პირველ რიგში მრავალრიცხოვანი იტალიური ემიგრაციის გამო, რომელიც 150 წელს ითვლის

ხარისხით არის ცნობილი.
QUOTE
2. მე ვერ ვიხსენებ განსაკუთრებით აღსაფრთოვანებელ იტალიურ კერძს...

კაცია და გუნება. ცოტა არა რეალურად მეჩვენება იტალური სამზარეულოს ზედმიწევნით ამოწურვა, ანუ ყველაფრის გასინჯვა მისი მრავალფეროვნების გამო, შესაბამისად ცნობილ რამოდენიმე კერძზე დაყრდნობით ძნელია მსგავსი შეფასების გაკეთება.
QUOTE
3. ერთადერთი შემიძლია დაგეთანხმოთ ტკბილეულზე, რომელშიც მართლა ჩემპიონები არიან...

ძნ ბევრ რამეში არიან ჩემპიონები, მათ შორის: კრეატიულობაში, ხარისხში და სილამაზის აღქმაში.

Posted by: Trini 21 Feb 2020, 02:08
vinchenz@
გიმეორებთ: მრავალფეროვანია მაკარონებში? კი
გამორჩეულად რაიმეთი გემრიელი? არა

აქვთ მრავალფეროვანი სასადილოს დონის სამზარეულო და ბასტა


პს. პასტა ე ბასტა !

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 02:14
Trini
თევზი? რიზოტო? ხორცეული და ძეხვეული?
და ქართული არა სასადილოს კერძი რომელია? ხინკალი თუ ხარჩო? biggrin.gif ყველა კერძის ისტორია ნებისმიერ ქვეყანაში იწყება უბრალო ხალხიდან და მხოლოდ შემდგომ ჰპოვებს განვითარებას და დღეს რასაც უწოდებენ, მაღალ სამზარეულოში განსაკუთრებულ კერძად ჩამოყალიბებას smile.gif
მხოლოდ პასტა რომ გგონიათ იტ სამზარეულო უკვე ჩანს რომ არც ისე კარგად იცნობთsmile.gif

Posted by: Trini 21 Feb 2020, 02:30
vinchenz@
ვერც შევადარებ იტალიურ და ქართულ, თუნდაც ეკვივალენტებს გემოთი

დავიწყოთ პურით - ჩაბატაზე ბევრად გემრიელია ჩვენი შოთი
აიღეთ პოლენტა, რითიც გნებავთ, ჩვენი ღომი ნებისმიერ კომბინაციაში უჯოკრავს
რავიოლი, ტორტელინი ვერაფერია ხინკალთან
ლაზანია - აჩმასთან ვერ მოვა
პიცა - ხაჭაპურთან
იგივე თევზი - ცოცხალის და სათალის ეკვივალენტიც არ აქვთ
უბრალოდ ბოსტნეული აიღეთ - ჩვენს ნიგვზიან ბადრიჯანთან, აჯაფსანდალთან, ლობიოსთან ან ფხალეულთან რომელი იტალიური მოვა?
რაგუებზე აღარაფერს ვამბობ - ჩახოხბილით დაწყებული, ჩაქაფულითა და ნიგვზიანი ხარჩოთი დამთავრებული
საცივის და ბაჟეს დონის კერძი იტალიელებს არც კი დასიზმრებიათ... smile.gif

პს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ტკბილეულში გვჯობიან, და არა მხოლოდ ჩვენ love.gif

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 03:06
Trini
QUOTE
დავიწყოთ პურით - ჩაბატაზე ბევრად გემრიელია ჩვენი შოთი

biggrin.gif ჩაბატა რა მოსატანია? პურის რამდენი სახეობაა იტალიაში იცით? ან უარაფრო პიცის, ე.წ პიცა ბიანკის?
QUOTE
იღეთ პოლენტა, რითიც გნებავთ, ჩვენი ღომი ნებისმიერ კომბინაციაში უჯოკრავს

რა პოლენტა გაქვთ ნაჭამი? ვალსუგანა თუ ვენეტოს მთებში დამზადებული? ჩვენ ღომს ნამდვილად თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ სულ რამოდენიმე კომბინაცია არსებობს შეკაზმვის. პოლენტის უამრავი.
QUOTE
რავიოლი, ტორტელინი ვერაფერია ხინკალთან

სხვადასხვა რამეა, შედარება რთულია, რადგან ხინკალი უარაფროდ იჭმევა, ხოლო რავიოლი და ტორტელინი სოუსებით, როგორც ყოველთვის მრავალფეროვანით.
QUOTE
ლაზანია - აჩმასთან ვერ მოვა

აჩმა ძალიან მიყვარს და ლაზანიაც, ლაზანია კეთდება ბევრნაირად, ხოლო აჩმა მხოლოდ ყველით. საუბარია მრავალფეროვნებაზე, რომელიც ჩვენ არ გვაქვს.
QUOTE
იგივე თევზი - ცოცხალის და სათალის ეკვივალენტიც არ აქვთ

თევზის და მოლუსკის სახეობები იმდენია რომ რა ვიცი. არ მიყვარს თევზი და ვერ ვისაუბრებ, რადგან არ გამისინჯია არც ქართული და არც სხვა, მაგრამ არაგოსტა რომ არაა საქართველოში და სეპიე ცხადია. ორივე მაღალი სამზარეულოს ინგრედიენტი და ხალხი სპეციალურად ცხრა მთას იქით დადის თევზის საჭმელად თანაც არც თუ ისე იაფად.

QUOTE
უბრალოდ ბოსტნეული აიღეთ - ჩვენს ნიგვზიან ბადრიჯანთან, აჯაფსანდალთან, ლობიოსთან ან ფხალეულთან რომელი იტალიური მოვა?

მოვა მოვა, ტოსკანაში ისეთი ლობიო და სხვა პარკოსანი მოჰყავთ რომ იფ იფ smile.gifდა წვნიანებსაც გემრიელს ამზადებენ. ფხალი და ნიგვზიანი სუფთა ქართული სპეციფიკაა და როგორ ადარებთ მელანძანა გრილიატას?smile.gif)))) ფხალის მსგავსი ბროკოლეტი, პუნტარელე და ჩიკორიაა, რაც აგრეთვე სპეციფიკურია უცხო პირისთვის. ნიგოზის მაგივრად პინოლის იყენებენ, ანუ კედრის მარცვლებს.

იმაზე, რომ ქართული სამზარეულო კარგია არავინ დაობს, მაგრამ იტალიურს ვერ უწევს კონკურენციას, მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ პირველადი პრიდუქტის ხარისხი არის ძალიან დაბალი და როცა არ გივარგა ზეთი, ფქვილი, ყველი და ა.შ. და წრეზე ტრიალებ და არ ავითარებ ძველ კერძებს, ვერ გახდები ცნობილი და მოთხოვნილების ობიექტი+ ამას მეზობელი ქვეყნებიდან გადმოღებული "ინოვაციები"-იტალიელებს თავისი აქვთ ყველაფერი

yes.gif

Posted by: Trini 21 Feb 2020, 03:14
vinchenz@
აუ ვერ დაგეთანხმები რაა...
რაც ჩამოთვალე ყველაფერი გასინჯული მაქვს იტალიაში და კიდევ მეტი
კი, მრავალფეროვნება არის, ბოლო ბოლო საქართველოზე ათჯერ დიდია

მაგრამ გემო?! საკმაოდ საშუალო...
არ ვამბობ რომ უგემურია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული
ვერაფერი რომ ვერ მოგენატრება smile.gif
* * *
QUOTE
იტალიელებს თავისი აქვთ ყველაფერი

biggrin.gif

მთავარი რაც აქვთ - პასტა, რავიოლი, რიზოტო და ნაყინი ჩინელებისგან გადმოიღეს wink.gif

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 03:17
Trini
QUOTE
აუ ვერ დაგეთანხმები რაა...

გემოვნებაზე არ დაობენsmile.gif ფაქტი ფაქტად რჩება, რომ იტალიაში მშიერი არავინ დარჩენილა და სპეციალურად ჩადიან საჭმელად და ხმელთაშუა ზღვის კვების სტილი ჯანმრთელობის საწინდარიაოsmile.gif))))
QUOTE
რაც ჩამოთვალე ყველაფერი გასინჯული მაქვს იტალიაში და კიდევ მეტი

გააჩნია სად. ბაბა ბოლცანოში თუ ჭამე და პოლენტა ნაპოლიში ო-ო smile.gif
* * *
Trini
QUOTE
მთავარი რაც აქვთ - პასტა, რავიოლი, რიზოტო და ნაყინი ჩინელებისგან გადმოიღეს


ფქვილი არ შემოაქვთ თურქეთიდან, არც ზეთი რუსეთიდან და ლობიო ჩინეთიდან smile.gif საკუთარში პირველადი პროდუქტი ვიგულისხმე smile.gif
პ.ს. ხინკალზეც ამბობენ მონღოლების შემოტანილიაო და რა ვიცი wink.gif

Posted by: Trini 21 Feb 2020, 03:23
vinchenz@
QUOTE
გააჩნია სად. ბაბა ბოლცანოში თუ ჭამე და პოლენტა ნაპოლიში ო-ო

გურმანი ვარ და ვიცი როგორმე სად რა მივირთვა wink.gif

QUOTE
გემოვნებაზე არ დაობენ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ იტალიაში მშიერი არავინ დარჩენილა და სპეციალურად ჩადიან საჭმელად და ხმელთაშია ზღვის კვების სტილი ჯანმრთელობის საწინდარიაო))))

კი ბატონო, მაგ მხრივ ცნობილია კრეტის სტილი. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ყველაზე გემრიელია smile.gif

მე მაგალითად, იტალიურ და ბერძნულ მტკნარ საჭმელებს ევროპაში ფრანგულიც მირჩევნია და უნგრულიც

ქართულზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ wink.gif
* * *
vinchenz@
QUOTE
ფქვილი არ შემოაქვთ თურქეთიდან, არც ზეთი რუსეთიდან და ლობიო ჩინეთიდან  საკუთარში პირველადი პროდუქტი ვიგულისხმე

ეკონომიკაში და სოფლის მეურნეობაში რომ გვჯობიან, მაგაზე არაფერი მითქვამს


პირის გემოზე მაქვს საუბარი yes.gif

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 03:31
Trini
თქვენი პირის გემოთი თუ განისაზღვრება ყველაფერი ოკ biggrin.gif ჩვენ ბოდიში biggrin.gif
QUOTE
ეკონომიკაში და სოფლის მეურნეობაში რომ გვჯობიან, მაგაზე არა

სოფლის მეურნეობაში თუ გჯობიან ბადრიჯანი უკეთესია, ყველი და ზეთი და შესაბამისად საჭმლის გემოც და ხარისხიც და მისი კონტროლიც, რაც სამზარეულოს პოპულარობას განსაზღვრავს smile.gif ბანძი პროდუქტით მომზადებული ჩაქაფულის გემოც გეცოდინებათ smile.gif ამიტომ ყველაფერი ურთიერთ კავშირშია და მხოლოდ ცალკეული ინდივიდის პირის გემო არაა რელევანტური. მხოლოდ ფაქტებიsmile.gif ამ ეტაპზე კონკურენცია 0 სამწუხაროდ

Posted by: Trini 21 Feb 2020, 03:39
vinchenz@
მოდი რა უბრალოდ აგიხსნით smile.gif

ჩემს გურულ ბაბუას ძალიან უყვარს ლობიო. ჰოდა პიზის სანახავად რომ მყავდა, ლობიო აქვთო? ადგილობრივებს ვკითხე სად ვჭამთ საუკეთესოს თქვა და ერთ გარეუბანში მიგვასწავლეს. მოკლედ გეტყვით - იჭმეოდა, მაგრამ ბაბუაჩემის თქმით "აი აბდალი ლობიო ძლივს შევჭამეო". აბდალი შეუკაზმავ ან უგემოვნოდ შეკმაზულ საჭმელზე ითქმის biggrin.gif

და ასეა იტალიაში ყველაფერი, მიუხედავად იმისა რა ხარისხის პროდუქტისგან მზადდება wink.gif

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 03:43
Trini
QUOTE
და ასეა იტალიაში ყველაფერი, მიუხედავად იმისა რა ხარისხის პროდუქტისგან მზადდება

ოკ biggrin.gif სირსველი ლობიო ჭამეთ მარტო და არ დაგინახოთ პიზაში biggrin.gif
პ.ს. ორვიეტოში იღება კაი ლობიო yes.gif

Posted by: Trini 21 Feb 2020, 03:51
vinchenz@
რა ვქნა, იტალია ძალიან მიყვარს, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო smile.gif


რომში წელიწადში ერთხელ მაინც რომ არ ჩავიდე მოვკვდები smile.gif
და პირველი რასაც ვაკეთებ, სალტიმბოკას ვჭამ biggrin.gif

წელსაც მივდივარ, მაისში.
ივნისში გავაგრძელებ კოსტიერა ამალფიტანაზე დასვენებით love.gif

პს. აღმოსავლეთ საქართველოდან უნდა იყოთ სავარაუდოდ, რადგან იტალიური სამზარეულო უფრო მოგწონთ. მაგათსას კი შეიძლება ასე თუ ისე შევადაროთ. მაგრამ იგივე აღმოსავლურ ხინკალს, მწვადს, ხაშლამას თუ ჩაქაფულს მაინც ვერცერთი ოსო ბუკო ან ამატრიჩანა ვერ მირჩევნია wink.gif

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 10:56
Trini
QUOTE
რა ვქნა, იტალია ძალიან მიყვარს, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო

თქვენი პირის გემო ხომ საერთოდ, გიჟდებით მასზე biggrin.gif
QUOTE
პს. აღმოსავლეთ საქართველოდან უნდა იყოთ სავარაუდოდ, რადგან იტალიური სამზარეულო უფრო მოგწონთ. მაგათსას კი შეიძლება ასე თუ ისე შევადაროთ. მაგრამ იგივე აღმოსავლურ ხინკალს, მწვადს, ხაშლამას თუ ჩაქაფულს მაინც ვერცერთი ოსო ბუკო ან ამატრიჩანა ვერ მირჩევნია

ნწუ, არ ვარ აღმოსავლეთიდან და არ მითქვამს რომ იტალიური სამზარეულო უფრო მომწონს ვიდრე ქართული smile.gif არ ვარ სუბიექტური და მხოლოდ ჩემი პირის გემოთი არ ვწყვეტ - სულ ესაა, თორე ყველას რაღაც კონკრეტული გვირჩევნია და ერთმანეთისგან განსხვავებული smile.gif

პიზის კოშკიც ხომ არ გაასწორეთ შემთხვევით? biggrin.gif

ერთი მეგობარი მყავს და რომში იყო ასე 3 წლის წინ და მეუბნება: ის არ იყო რასაც ველდიო
biggrin.gif საინტერესოა რას ელოდებიან ხოლმე? biggrin.gif
თქვენ რატომ მოგწონთ რომი?
* * *
პითონი
QUOTE
2- ფლორენცია და ვენეცია 7 საათის მერე მკვდარია, უამრავი ტურისტია და ადგილობრივი ძალიან ცოტა. ვ

იტალიელების ცხოვრების სტილი ისაა, რომ 8ზე ივახშმონ, ხოლო სამუშაო დღეებში იშვიათად ცხოვრობენ ღამის ცხოვრებით, რადგან მეორე დღეს უნდა იმუშაონ. კვირის ბოლოს ნახავთ ადგილობრივებს.
QUOTE
ბოლონია შედარებით ცოცხალი ქალაქია, ადგილობრივი იყო ძალიან ბევრი უფრო, სიცოცხლე იგრძნობა, მიდის გართობა საღამოს და ხალხიც არის. ყველგან ეწევიან და გულაობენ.

ბოლონია სტუდენტური ქალაქია და ბუნებრივია, რომ უფრო ცოცხალი და აქტიურია, მთელი იტალიიდანაა სტუდენტობა.

Posted by: Trini 21 Feb 2020, 13:39
vinchenz@
QUOTE
თქვენი პირის გემო ხომ საერთოდ, გიჟდებით მასზე

მაგას არ ვუჩივი, ნამდვილი გურმანი გახლავართ

QUOTE
თქვენ რატომ მოგწონთ რომი?

ჯერ იმიტომ რომ ისტორიკოსი ვარ, მეორე განუმეორებელი გარემოს გამო

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 13:55
Trini
QUOTE
ჯერ იმიტომ რომ ისტორიკოსი ვარ, მეორე განუმეორებელი გარემოს გამო

up.gif
ვისაც ისტორია არ უყვარს, ვერ მოგზაურობას გაუგებს ნამდვილ გემოს smile.gif

Posted by: Trini 21 Feb 2020, 13:58
vinchenz@
მართალს ბრძანებთ, მინიმალური განათლება მაინც საჭიროა მოგზაურისთვის, პირველ რიგში ისტორიასა და ხელოვნებაში...

Posted by: HCl 21 Feb 2020, 14:13
QUOTE
ერთი მეგობარი მყავს და რომში იყო ასე 3 წლის წინ და მეუბნება: ის არ იყო რასაც ველდიო
biggrin.gif საინტერესოა რას ელოდებიან ხოლმე? biggrin.gif
თქვენ რატომ მოგწონთ რომი?

რომში ხალხი არ მოგეწონება დანარჩენი რავიცი: ისტორია, საჭმელი, სანახავი ყველაფერია. უფასოდ იმდენ რამეს ნახავ, ყველა ქუჩა განსაკუთრებულია. მთაც ახლოს აქვს და ზღვაც. ბოლო ბოლო სანტ ანჯელოს ციხეს რომ ჩაუვლი, ბერნინის ანგელოზების ხიდი, პეტრეს ტაძარი ხელ მარცხნივ წინ სანტ ანჯელო. რავი სილამაზით მაგ ქალაქს არაფერი დაეწუნება.

ახალგაზრდული და გასართობი ცენტრი ნაღდად არაა, მილანი სჯობს სისუფთავე მოწესრიგებულობით, საყიდლებისთვის. თუმცა სანახავი არაფერია.

Posted by: Crøs 21 Feb 2020, 14:22
კაი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ყვითელი პოლენტა რითიც არ უნდა იყოს შეზავებული და თუნდაც ალპებში დამზადებული,როგორ უნდა ამჯობინო ქართულ თეთრ ღომს?
ამდენი წელია იტალიაში ვცხოვრობ და ყველაფერი და ყველგან გამისინჯავს ასე თუ ისე,მაგრამ ვერაფრით შევიყვარე და ვერ ვამჯობინებ ქართულ სამზარეულოს.


პ.ს. თან საშინლად გურმანი კურო ვარ lol.gif

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 14:42
გურმანობა არ ნიშნავს ჭამის სიყვარულს smile.gif
გურმანი არის ის ვინც სწავლობს ახალს და არ კარგავს ძველს, ვისაც ესმის ინგრედიენტის დეტალები, ვინც არ შემოიფარგლება ერთი კერძის ერთი სახით დაგემოვნებით, ვინც ინტერესდება დამზადების ტექნიკით და საშუალებებითsmile.gif მაპატიეთ, მაგრამ დიდ ხანს ცხოვრება და მოაგზაურობის სიყვარული არაა გურმანობის ექვივალენტი, მით უმეტეს აგერ ზემოთ ეწერა ხარისხსაც რომ არ აქვს მნიშვნელობაო, არამედ მხოლოდ გემოს-ამას გურმანი არასდროს იფიქრებს smile.gif
ისე თეთრ სიმინდის ფქვილს იტალიაში მხოლოდ ქათმებს აჭმევენ, დაბალი ხარისხის გამო wink.gif
რა ტანჯვაა ისე იტალიაში რომ ცხოვრობ და საჭმელს ვერ ირგებ smile.gif

Posted by: UNEEK 21 Feb 2020, 14:50
QUOTE (Trini @ 20 Feb 2020, 13:03 )
UNEEK
ახლა უგემურ ამერიკულ სამზარეულოს ბევრად ჯობნის იტალიური, მაგრამ ქართულს ნაღდად ვერა smile.gif

ბოლოს რა გასინჯე ამერიკული და სად?

ქართული, ქართული...
მაგაზე Ძნელად მოსანელებელ საჭმელი არ ვიცი, პლუს თუ ტონა ღვინოს ჩაისხამ))
დაბრედვაა

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 14:54
HCl
QUOTE
რომში ხალხი არ მოგეწონება დანარჩენი რავიცი: ისტორია, საჭმელი, სანახავი ყველაფერია. უფასოდ იმდენ რამეს ნახავ, ყველა ქუჩა განსაკუთრებულია. მთაც ახლოს აქვს და ზღვაც. ბოლო ბოლო სანტ ანჯელოს ციხეს რომ ჩაუვლი, ბერნინის ანგელოზების ხიდი, პეტრეს ტაძარი ხელ მარცხნივ წინ სანტ ანჯელო. რავი სილამაზით მაგ ქალაქს არაფერი დაეწუნება.

რომი ფსიხების ქალაქია biggrin.gif
მაგრამ გეთანხმებით, მაგ დიდ მონუმენტებს რომ დავანებით თავი, ბერნინის პატარა შადრევნებია მიმოფანტული ცენრში და ეკლესიებში ბუმბერაზი ხალხის მოხატული ფრესკები და ლამაზია!
ტრასტევერეს რას ერჩით? გართობა მანდ, თუმცა მილანი უკეთესია მაგ მხრივsmile.gif

Posted by: HCl 21 Feb 2020, 15:02
vinchenz@
სან ლორენცო უფრო, ჩემთვის.

რომი ძალიან ლამაზი ადგილია, ვერასდროს ამოწურავ სანახავს. სადაც გინდა წახვიდე, ყველგან შეგიძლია წახვიდე. givi.gif

საჭმელებში მე ხორცის კულტურის არ ქონას განვიცდი, არ იციან დამზადება კერძებად. ისე დასაწუნი არაა ნამდვილად იტალიური სამზარეულო, თუმცა შედარება უადგილოა ქართულთან, სულ სხვა გემოებია. იგივეა შეადარო მოცარტი და რავიცი ბეთჰოვენი მაგალითად. ორივე კარგია მაგრამ სხვადასხვა რამეა.
ლაზანია ახსენეს ზემოს, კარგი ლაზანია უგემრიელესია, ისევე როგორც კარგი აჩმა.

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 15:08
HCl
არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. აჩმაზე ვგიჟდები და სახლში გაკეთებულ ლაზანიაზე love.gif
რესტორნის ლაზანია არაა ლაზანია! user.gif

Posted by: Trini 21 Feb 2020, 15:22
UNEEK
QUOTE
ბოლოს რა გასინჯე ამერიკული და სად?

რავი, რა აქვთ როო? biggrin.gif

სადაც არ წავედი სტეიკი, ჰამბურგერი და ჰოთდოგი იყო biggrin.gif

QUOTE
ქართული...
მაგაზე Ძნელად მოსანელებელ საჭმელი არ ვიცი

ამერიკელები რომ ცომის და ცხიმის რაოდენობას ნთქავენ, ჩვენ სად დაგვესიზმრება
ჩვენი საჭმელები მწვანილეულით და სანელებლებით მაინცაა გამდიდრებული
ისინი დაადებენ ერთ სალათის ფურცელს და პლასტმასის პომიდორსა და ჰეე უბერავენ

კი ჩვენთანაც უზომოდ იციან ზოგმა ჭამა, მაგრამ იმდენ მრგვალ ადამიანს ვერ ნახავ
ქართველებს რატომღაც მხოლოდ ღიპები ეზრდებათ, მაგათ ღიპებიც და თეძოებიც biggrin.gif biggrin.gif

vinchenz@
QUOTE
გურმანობა არ ნიშნავს ჭამის სიყვარულს

გურმანობა პირველ რიგში გემოს მოყვარულობას ნიშნავს wink.gif

QUOTE
რომი ფსიხების ქალაქია

მაგდენი ტურისტის შემხედვარე კიდევ კარგად არიან biggrin.gif

Posted by: Crøs 21 Feb 2020, 18:21
vinchenz@
ძალიან ცუდია სხვა უზერის მიმართ ასეთი ირონიული დამოკიდებულება. და იმედია სანამ მაგ პოსტს დაწერდით,ძალიან კარგად ხვდებოდით,რომ გურმანის მნიშვნელობაც კარგად ვიცოდი smile.gif
ჩვენთან კიდევ ყვითელ სიმინდს,ჩიკორიას და კიდევ რამდენიმე ბოსტნეულს აჭმევენ შინაურ ცხოველებს.რა მერე? givi.gif
და მოგზაურობით ზუსტად იმიტომ ვმოგზაურობ,რომ ახალ კულტურას და გემოს გავეცნო. და ტანჯვით სულაც არ ვიტანჯები,ვჭამ იმას,რაც მომწონს. smile.gif

პ.ს. მექსიკური და ბერძნული სამზარეულოს ფანი smile.gif (ქართულის თავისთავად)


Posted by: Kakha.G 21 Feb 2020, 20:58
[YOUTUBE]https://youtu.be/WSLlYLzdA88[/YOUTUBE]

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2020, 22:54
cros
ირონიული არაფერი არ ყოფილა და ვისაც ძნ პრეტენზიები არ აქვს ,არც ირონია დაუნახია და არც სარკაზმი, პოსტი გაიგო სწორი შინაარსით და რომ არც გცოდნოდათ რას ნიშნავდა შეცნობა ცუდი არაა, რა თქმა უნდა აპრიორი ყოვლისმცოდნედ თუ არ მიაჩნია ადამანს თავი smile.gif



Posted by: UNEEK 21 Feb 2020, 23:17
Trini
თურქული სამზარეულო ორივეს მირჩევნია ისე.

ვაფრენ

Posted by: Trini 21 Feb 2020, 23:23
UNEEK
QUOTE
თურქული სამზარეულო

საერთოდ არ მომწონს biggrin.gif

მაგას იტალიური ბევრად მირჩევნია smile.gif

Posted by: Amigo-Amo 21 Feb 2020, 23:34
ძაან ისეთ რაღაცაზე დაობთ მეგობრებო (ჩისტა გემოვნების საკითხია) smile.gif თან მოგზაურთა კლუბში და იტალიის თემაში smile.gif

Posted by: UNEEK 22 Feb 2020, 00:44
Amigo-Amo
იტალიურ საჭმელებზე იყო საუბარი
მათ Შორის ქართულ/ამერიკული მოვიხსენიეთ.

აბა სულ გაჩერებულია ეს Თემა

Posted by: kea 22 Feb 2020, 02:26
პირდაპირი ფრენები თბილისიდან იტალიის რომელ ქალაქშია ხომ არ იცით მაგელანებო?

Posted by: HCl 22 Feb 2020, 02:34
kea
ბერგამოში არის ნამდვილად :დ

Posted by: kea 22 Feb 2020, 03:12
HCl
ეგ მილანთანაა ხო?
ფლორენციასთან რამე ახლომახლო არ მიფრინავს ტიფლისიდან?

Posted by: vinchenz@ 22 Feb 2020, 03:43
kea
თბილისი- მილანი რაიანეარი და თბილისი- ბოლონია საქ. ავიახაზები ვიცი მე მარტო. ბერგამო მილანთანაა, ერთ საათის გზაა. ფლორენციასთან კი ბოლონია უფრო ახლოსაა, ვიდრე მილანი.

Posted by: HCl 22 Feb 2020, 03:59
kea
ბერგამოს ქალაქის აეროპორტია ტექნიკურად. დრო ფიუმიჩინოდან რამდენიც უნდა ტერმინამდე ავტობუსს ცოტა მეტი ჭირდება იმაზე მილანო ჩენტრალამდე. ეტყობა შუაშია ბერგამოსა და მილანს შორის, ბერგამომდე მატარებელს მეტი დაჭირდა მილანიდან თუ სწორად მახსოვს.

Posted by: UNEEK 22 Feb 2020, 04:57
kea
ბერგამო მილანთან საათის სავალია.
ჩვენ Ღამე Ჩავფრუნდით.
მილანამდე ტაქსი 30 ევრო 1კაცი.
ტრეინი 11 საათამდეა, ავრობუსიც.

ფლორენციაში მატარებლით კომფორტულად ჩავედით.
თუმცა იმ დღეს ამოყირავდა მილანი ბოლონია, პირველად ვიყავი, ადვილია მოძრაობა.
user posted image

Posted by: kea 22 Feb 2020, 05:59
დიდი მადლობა.

ბოლონიიდან ფლორენციამდე სადღაც საათნახევარია მანქანით როგორც გუგლმა მითხრა.

Posted by: Amigo-Amo 22 Feb 2020, 11:39
QUOTE (kea @ 22 Feb 2020, 05:59 )
ბოლონიიდან ფლორენციამდე სადღაც საათნახევარია მანქანით როგორც გუგლმა მითხრა.

რა საჭიროა მაგდენი gigi.gif ავტობუსს დაჭირდა საათი და 20 წუთი თავისი გაჩერებებით. იტოგში, ბოლონიაში რო ჩაფრინდები, ნომრიანი ავტობუსები სადაც დგებიან (გაჩერებაა რა აეროპორტის გამოსასვლელთანვე), იმის ზემოთ კიდევ დგებიან დიდი ავტობუსები და მაქედან ყოველ 1 საათში გადის ფლორენციის მიმართულებით და გემრიელად ჩახვალ
20 ევრო ღირს მგზავრობა. უფრო იაფად თუ გინდა, აეროპორტიდან ბოლონიის ავტობუსს უნდა გაყვე გაჩერებიდანვე, 2.5 ევრო ღირს და ბოლონიის რკინიგზის სადგურიდან 4.5 ევრო დაგიჯდება მატარებელი ფლორენციამდე (მარა როცა პირველად ხარ, ძნელია ცოტა).

Posted by: Trini 22 Feb 2020, 12:21
კაპრის ვინ იცნობთ მეგობრებო?
ერთ დღეში სამოგზაუროდ მოსწრებადია?

ანუ გარშემო კატარღით, + ბლუ გროტო და კუნძულის ინტერიერიც rolleyes.gif

Posted by: Crøs 22 Feb 2020, 12:53
Trini
კი. ერთ დღეში მოასწრებ.დილით ადრე უნდა გადახვიდე ბორანით.
დარჩენა მაიც არ ღირს იმდენად ძვირებია სასტუმროები და კვებაც.

Posted by: Trini 22 Feb 2020, 12:59
cros
კუნძულზე რითი ჯობს გადაადგილება?
საკმაოდ მთაგორიანი ჩანს და...

Posted by: Crøs 22 Feb 2020, 13:08
Trini
ძირითადი სანახავი ადგილები ფეხით და საბაგიროთივ შეგიძლია,მაგრამ თუ უბრალოდ სეირნობა გინდა მთელ კუნძულზე პორტთან ველოს,მოტოს ან მანქანას იქირავებ.

Posted by: მამაო თამაზი 22 Feb 2020, 13:30
cros
QUOTE
ძირითადი სანახავი ადგილები ფეხით და საბაგიროთივ შეგიძლია,მაგრამ თუ უბრალოდ სეირნობა გინდა მთელ კუნძულზე პორტთან ველოს,მოტოს ან მანქანას იქირავებ.

ვიკინგები თქვენამდე იყვნენ მოსულები? ინგლისი და საფრანგეთი რო ააწიოკეს ვიცი მარა იტალიამდე არ ვიცი იყვნენ თუ არა

Posted by: HCl 22 Feb 2020, 16:04
მამაო თამაზი
ვიკინგები მგონი სიცილიამდეც იყვნენ Ჩასულები

Posted by: მამაო თამაზი 22 Feb 2020, 16:26
HCl
QUOTE
ვიკინგები მგონი სიცილიამდეც იყვნენ Ჩასულები

tuk.gif love.gif

Posted by: Trini 22 Feb 2020, 19:35
მამაო თამაზი
QUOTE
ვიკინგები თქვენამდე იყვნენ მოსულები? ინგლისი და საფრანგეთი რო ააწიოკეს ვიცი მარა იტალიამდე არ ვიცი იყვნენ თუ არა

Norman conquest of southern Italy

https://en.wikipedia.org/wiki/Norman_conquest_of_southern_Italy

Posted by: Crøs 23 Feb 2020, 00:36
მამაო თამაზი
საქართველოშიც იყვნენ.სასირეთის ბრძოლა გაიხსენე. წინ სწორად გითხრეს,სამხრეთ იტალიამდე ჩავიდნენ.

დღეს უკვე 65 კორონავირუსით დაავადებული ადამიანი დაფიქსირდა იტალიაში sad.gif((

Posted by: მამაო თამაზი 23 Feb 2020, 00:49
cros
QUOTE
დღეს უკვე 65 კორონავირუსით დაავადებული ადამიანი დაფიქსირდა იტალიაში sad.gif((

ვაა რა ცუდია sad.gif

QUOTE
სასირეთის ბრძოლა გაიხსენე

აუჰ ხო

Posted by: HCl 23 Feb 2020, 01:44
გურმანებმა და ტექნოლოგებმა, იქნებ მიპასუხოთ. იტალიური რიკოტა და ქართული ნადუღი ერთი რამეა ჰო? გემოზე გავს ძალიან, მგონი ტექნოლოგიურადაც ეგაა, შრატიდან კეთდება.

Posted by: Trini 23 Feb 2020, 02:08
HCl
QUOTE
იტალიური რიკოტა და ქართული ნადუღი ერთი რამეა ჰო?

კი

Posted by: mGeLo777 23 Feb 2020, 16:24
ჩემს ძმას ველაპარაკე და სწავლა შეგვიწყვიტესო
კაფე სადაც საჭმელს ვჭამდით ისიც დაიკეტა
ქალაქში პარალიზებული არისო

Posted by: Crøs 23 Feb 2020, 16:27
mGeLo777
134 კაცია უკვე დაინფიცირებული. მილანში რამდენიმე ჩვენება გადაიდო.ასევე სერია ა და ბ მარტჩებიც. სკოლები და უნივერაიტეტები დაიხურა 4 მარტამდე. ნამდვილად არაა იტალიაში მოგზაურობის დრო.

Posted by: mGeLo777 23 Feb 2020, 16:43
cros
25მდე დაიხურაო
სამშაბათს გვეტყვიან რა როგორ იქნებაო


Posted by: vinchenz@ 23 Feb 2020, 17:38
შემდეგი კვირა დაკეტილია სკოლები და უნივერსტეტები ლომბარდიაში ( მილანია რეგ. ცენტრი), ვენეტოში ( ვენეცია) და პიემონტეში (ტურინი) და გადაიდო ყველა ღონისძიება, რომელიც ხალხის შეკრებას ითვალისწინებს, მათ შორის საფეხბურთო მატჩები, კარნავალი, კონცერტები, ნებისმიერი ხალხმრავლობის გამომწვევი მოვლენა ღია ცის ქვეშ თუ შენობაში, მუზეუმები და თეატრებიც დაკეტილია.

Posted by: HCl 23 Feb 2020, 18:21
ასეთი რა მოხდა, რამ ააფეთქა კორონა, რომში იყო 2 თუ 3 შემთხვევა და კაი ხანი არაფერი ისმოდა.

Posted by: vinchenz@ 23 Feb 2020, 19:37
HCl
რომში ეგრევე გააკეთეს ორი ჩინელის იზოლაცია და ჩინეთში მყოფი და დაბრუნებული იტალიელების, იმათაც გონიერება გამოიჩინეს და მალევე მიხვდნენ რომ რაღაც ვერ იყო საქმე და სავადმყოფოს მიმართეს ( ჩინელებმა). ლოდისთან პატარა ქალაქში კი ჩინეთიდან მივლინებდან ჩამოსულმა იტალიელმა მოიარა მთა და ბარი და გადასდო ნახევარ ქალაქს

Posted by: HCl 23 Feb 2020, 23:20
აუ რა პიზდეცი ყოფილა მილანში, ფოტოები შეარდება ცარიელი მაღაზიებიო, იმედია სამხრეთში მასე არ მოხდება თორემ შიმშილი მომკლავს კორონამდე facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: sაlოmეa 23 Feb 2020, 23:50
აუ user.gif
.

Posted by: Crøs 24 Feb 2020, 01:21
https://www.worldometers.info/coronavirus/

157 დაინფიცირებული

იაპონოასაც გადავუსწარით,მესამე ადგილზე ვართ. საჭმელი უნდა მოვიმარაგო მართლა facepalm.gif

Posted by: mGeLo777 24 Feb 2020, 01:25
cros
https://gisanddata.maps.arcgis.com/apps/opsdashboard/index.html#/bda7594740fd40299423467b48e9ecf6


აქ 155 წერია


sad.gif

Posted by: Trini 24 Feb 2020, 12:16
cros
ივნისის დასაწყისში ამალფიზე ზღვა და ამინდები როგორია, ხომ ვერ მეტყვით? smile.gif

Posted by: Crøs 24 Feb 2020, 12:19
Trini
მშვენიერი.ივნისიდან ვბანაობთ ხოლმე smile.gif

Posted by: Trini 24 Feb 2020, 12:50
cros
ესე იგი უკვე შეჩვევის გარეშე შედიხართ წყალში?

ხალხი სავსეა ალბათ smile.gif

Posted by: Crøs 24 Feb 2020, 14:01
Trini
კი. ხალხიც საკმაოდაა.ისე არც ზამთარში აკლია ტურისტები,მაგრამ ზაფხულში უფრო მეტია. ივლის-აგვისტო საშინელი ცხელია.

Posted by: Trini 24 Feb 2020, 14:46
cros
10 დღე მეყოფა ალბათ ყველაფრის სანახავად ხომ?

Posted by: mGeLo777 24 Feb 2020, 14:50
https://www.worldometers.info/coronavirus/


200 გგადასცდა ამის დედაც

Posted by: MR_ABCD 28 Feb 2020, 00:01
QUOTE (Trini @ 24 Feb 2020, 14:46 )
cros
10 დღე მეყოფა ალბათ ყველაფრის სანახავად ხომ?

givi.gif

Posted by: Crøs 28 Feb 2020, 00:07
mGeLo777
QUOTE
200 გგადასცდა ამის დედაც

655 ია უკვე დღეს.

Trini
ყველაფერში კოსტიერას და სამივე კუნძულს იძახი?ყელშიც ამოგივა.ნეაპოლს შეგიძლია 3 დღე დაუთმო და ყველაფერი ნახო.

Posted by: mGeLo777 28 Feb 2020, 00:24
cros
ხო მაგარი ცუდი სიტუაციაა რა ძალიან სწრაფად იზრდება რაოდენობა sad.gif

Posted by: GEORGIA007 28 Feb 2020, 01:36
16 გარდაცვლილიყო და მართალია თუ მორიგი ფეიკია?

Posted by: Trini 28 Feb 2020, 03:20
GEORGIA007
კი და ჩვეულებრივი გრიპით მეტია

უაზრო პანიკაა...

Posted by: irakliunited 1 Mar 2020, 22:25
კი ძალიან სწრაფად იზრდება : (((

Posted by: Crøs 8 Mar 2020, 01:03
ძაან ტრაკში ვართ,ლომბარდია მთლიანად დაკეტეს და ვერავინ გავა და შემოვა sad.gif

Posted by: მამაო თამაზი 8 Mar 2020, 07:01
cros
QUOTE
ძაან ტრაკში ვართ,ლომბარდია მთლიანად დაკეტეს და ვერავინ გავა და შემოვა sad.gif

შენ სად ხარ? sad.gif

Posted by: HCl 10 Mar 2020, 01:40
მთელი იტალია დაიკეტა
30 ღამურა


Posted by: Crøs 10 Mar 2020, 01:42
ვეღარსად გადავაადგილდები sad.gif

ნეტა მალე დამთავრდეს...

Posted by: HCl 10 Mar 2020, 02:50
cros
მაღაზიაში გასვლა საჭმელზე ხომ Შეიძლება?

Posted by: Crøs 10 Mar 2020, 03:03
HCl
კი და ამ წუთას ღამის სუპერმარკეტებზე ხალხია მიმწყდარი,იმხელა რიგებია facepalm.gif

Posted by: HCl 10 Mar 2020, 03:11
cros
მაგათი დედა ვატირე გაკრიფავენ ყველაფერს.

საით ხარ Შენ?

Posted by: CanadianMan 10 Mar 2020, 08:43
რახდება იტალიაში,რეალურად ისეთი მძიმე სიტუაციაა, როგორც ტელევიზორში და სოც მედიაში ვხედავთ თუ გაზვიადებულია?

Posted by: HCl 10 Mar 2020, 11:36
CanadianMan
რავი მე ლაციოში ვარ და სირზე ეკიდა ხალხს აქამდე, ცოტა Შემცირდა პროდუქტები. დღეს არვიცი რა იქნება, Ღამის კარფური გაუცლიათ სულ.
3 აპრილამდე.სახლში უნდა იჯდე, გარეთ ბოდიალი უმიზნოდ აიკრძალა.

სულ გარეთ ყრიან ეს Ჩემისები. ვერ დააბეს ადგილზე.

Posted by: Amigo-Amo 10 Mar 2020, 12:58
ფლორენციაში არიან ჩემი ნათესავები, იქ ცხოვრობენ და გუშინ ვესაუბრე. აქ ძაან ცოტააო ინფიცირებულები, არც გარეთ გასვლას უკრძალავენ არავისო smile.gif

Posted by: HCl 10 Mar 2020, 13:03
Amigo-Amo
ქალაქიდან გასვლაა აკრძალული უმიზნოდ. და სახლში დარჩენის რეკომენდაციას იძლევიან, ასე პირდაპირ აკრძალული არაა მართალი ხარ. მაგრამ ერიდება ხალხი გასვლას, რაც სწორია.

Posted by: Amigo-Amo 10 Mar 2020, 13:19
QUOTE (HCl @ 10 Mar 2020, 13:03 )
Amigo-Amo
ქალაქიდან გასვლაა აკრძალული უმიზნოდ. და სახლში დარჩენის რეკომენდაციას იძლევიან, ასე პირდაპირ აკრძალული არაა მართალი ხარ. მაგრამ ერიდება ხალხი გასვლას, რაც სწორია.

ქალაქები ჩაკეტილიაო, კი yes.gif
ჩრდილოეთში არის ეპიდემია, სამხრეთით სიწყნარეაო.
იასნად, იტალიის ნებისმიერ ქალაქში, თავი უნდა შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

Posted by: mGeLo777 12 Mar 2020, 21:32
ჩემი ძმაა ტრენტინოში მაგარი ცუდი სიტაციააო რავი პოლიცია რომ გაგაჩერებს და ვერ დაუმტიკებ
რომ მაღაზიაში მიდიხარ ან აფთიაქში დაგიჭერენო


ხზ


ბარები და რესტორნები დაკეტეს
მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები არის ღიაო


Posted by: neo> 13 Mar 2020, 01:49
QUOTE (cros @ 8 Mar 2020, 01:03 )
ძაან ტრაკში ვართ,ლომბარდია მთლიანად დაკეტეს და ვერავინ გავა და შემოვა sad.gif

იმედი არ დაკარგო უკეთესის, პირველ რიგში 2kiss.gif
მალე ჩვენც მოგვიწევს მაგ უბედურების გადატანა, და ფსიქოლოგიურად ვემზადები

საკვები გაქვს მომარაგებული რამდენიმე დღის მაინც? :

Posted by: Crøs 13 Mar 2020, 12:10
mGeLo777
არავინ არ დაიჭერს,ჯერ ჯარიმას გამოუწერენ. მერე გადმოწეროს ავტოსერტიფიკაციის მოდული და შეავსოს და ისე იაროს.
* * *
neo>
QUOTE
საკვები გაქვს მომარაგებული რამდენიმე დღის მაინც? :

საკვების მომარაგება არაა აუცილებელი
არც ჩინეთშიბდა არც აქ იტალიაში სუპერმარკეტები არავის დაუხურია და სულ არის პროდუქტი.მართლა აპოკალიფსის დადგომა ხომ არ გგონიათ თქვენ? biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 15 Mar 2020, 02:04
აუ მალე მორჩეს რა
გული მიკვდება იტალიაზე
user.gif
რაც მთავარია ნაკლები დანაკარგით ❤️❤️

Posted by: vinchenz@ 16 Mar 2020, 03:03
გული მტკივა ჩემი ერთერთი საყვარელი ქვეყნის გამო.
მაგრამ დარწმუნებული ვარ გაივლის ის რაც ხდება. სტერეოტიპად ჩამოყალიბებულ სილაღესთან და მხირულებასთან ერთად, რაღაც არის მათში მუდმივი, რაც არ იცვლება - სიცოცხლის სიყვარული. ხოდა forza!




Posted by: HCl 16 Mar 2020, 14:54
ცოდოა რა იტალია, 3-4 კაცი ერთად ასეირნებს ჩემთან ძაღლს. ვერ ჩერდებიან სახლში, ან რა გაგაჩერებს ადამიანს, შეიძლება გარეკო.
მაღაზიაში ჩასვლა და რიგი მიხარია უკვე.

Posted by: sაlოmეa 16 Mar 2020, 15:34
მალე დამთავრდეს რა
საქართველოს მერე მაგათზე მტკივა ყველაზე მეტად გული
sad.gif

Posted by: HCl 16 Mar 2020, 15:47
QUOTE (sაlოmეa @ 16 Mar 2020, 15:34 )
მალე დამთავრდეს რა
საქართველოს მერე მაგათზე მტკივა ყველაზე მეტად გული
sad.gif

მაგათი ბრალია ევროპა ასეთ დღეშია ჩვენი ჩათვლით, მაგრამ რა გინდა ქნა.

Posted by: Realism4Life 16 Mar 2020, 15:50
HCl
ეჰჰ, იტალიელებს მე რომ ვიცნობ 2 წუთი ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან და ეხლა წარმომიდგენია რა დღეშიც იქნებიან. sad.gif

Posted by: mGeLo777 16 Mar 2020, 16:44
ფრატელო


user posted image

Posted by: Realism4Life 16 Mar 2020, 18:24
ვაახ :დ
https://www.facebook.com/massimiliano.c.ceccarelli/videos/10212744905296478/

ამ ამბების შემდეგ არ გამიკვირდება იტალიამ ევროკავშირიდან გასვლა რომ მოითხოვოს.

Posted by: vinchenz@ 16 Mar 2020, 18:43
QUOTE
ვაახ :დ
https://www.facebook.com/massimiliano.c.cec...12744905296478/

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს მასიმო ჩიკარელი მაგარი დარეხვილიაsmile.gif))))))
სახლიდან გამოსვლის ახალი ხერხი gigi.gif
user posted image

Posted by: Crøs 16 Mar 2020, 19:54
QUOTE
ვაახ :დ
https://www.facebook.com/massimiliano.c.cec...12744905296478/

მთელი ნაკრები მაქვს ეგეთი ვიდეოების,მეტი საქმე კი აღარ აქვთ biggrin.gif
https://www.facebook.com/graziella.melis.1238/videos/200202954576608/UzpfSTE3MTg3MDg0NjY6MTAyMDY3MTEwNTAyMTEwNzc/

Posted by: mGeLo777 18 Mar 2020, 14:06
https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/231075248021778/UzpfSTEwMDAwMTE2MzA4Njg4MjoyNzY5NTI5NTA2NDI5MTI1/

Posted by: sაlოmეa 18 Mar 2020, 14:13
cros
მგონი მანდ ხართ თქვენ ხომ?
რა ხდება რეალირად, უკეთესობისკენ არ არის სიტუაცია? sad.gif

Posted by: mGeLo777 18 Mar 2020, 21:26
sაlოmეa
QUOTE
რა ხდება რეალირად, უკეთესობისკენ არ არის სიტუაცია?

არაა უკეთესობისკენ დღეს 475 გარდაიცვალა
ყოველ დღე ემატება

Posted by: unknown_user01 18 Mar 2020, 21:36
QUOTE (mGeLo777 @ 18 Mar 2020, 21:26 )
sაlოmეa
QUOTE
რა ხდება რეალირად, უკეთესობისკენ არ არის სიტუაცია?

არაა უკეთესობისკენ დღეს 475 გარდაიცვალა
ყოველ დღე ემატება

კონკრეტულად იტალიაში რატოა ამდენი შემთხვევა? რას ამბობენ ადგილზე?
cry.gif

Posted by: sაlოmეa 18 Mar 2020, 21:54
mGeLo777
QUOTE
არაა უკეთესობისკენ დღეს 475 გარდაიცვალა
ყოველ დღე ემატება

ღმერთო sad.gif

Posted by: Crøs 18 Mar 2020, 21:56
sაlოmეa
QUOTE
მგონი მანდ ხართ თქვენ ხომ?
რა ხდება რეალირად, უკეთესობისკენ არ არის სიტუაცია?

4000 მეტი დაინფიცირებული და 500მდე გარდაცვლილი ჯერ მარტო დღეს. სასწაული სისწრაფით იზრდება .ამ კვირაში ჩინეთს გადავუსწრებთ მგონი და ხვალ კი უკვე პირველები ვიქნებით გარდაცვლილთა რაოდენობით.

Posted by: sაlოmეa 19 Mar 2020, 13:28
cros
QUOTE
4000 მეტი დაინფიცირებული და 500მდე გარდაცვლილი ჯერ მარტო დღეს. სასწაული სისწრაფით იზრდება .ამ კვირაში ჩინეთს გადავუსწრებთ მგონი და ხვალ კი უკვე პირველები ვიქნებით გარდაცვლილთა რაოდენობით.

ღმერთო
როდის დამთავრდება
sad.gif

Posted by: bernarhodes 19 Mar 2020, 14:36
QUOTE (sაlოmეa @ 19 Mar 2020, 13:28 )
cros
QUOTE
4000 მეტი დაინფიცირებული და 500მდე გარდაცვლილი ჯერ მარტო დღეს. სასწაული სისწრაფით იზრდება .ამ კვირაში ჩინეთს გადავუსწრებთ მგონი და ხვალ კი უკვე პირველები ვიქნებით გარდაცვლილთა რაოდენობით.

ღმერთო
როდის დამთავრდება
sad.gif

Rodis modixar amerikashi ? lol.gif facepalm.gif gigi.gif

Posted by: mGeLo777 20 Mar 2020, 21:58
627



sad.gif



...........................

Posted by: ქართლოსი 28 Mar 2020, 10:41
რამდენი კვდება დღეში იტალიაში?

..................

Posted by: Realism4Life 28 Mar 2020, 10:53
ქართლოსი
QUOTE
რამდენი კვდება დღეში იტალიაში?

აგერაა სრული სტატისტიკა
https://www.worldometers.info/coronavirus/country/italy/

გუშინ 27 მარტს ყველაზე მეტი, 919 ადამიანი დაიღუპა sad.gif

Posted by: Crema 17 Apr 2020, 03:25
QUOTE (bigmaster @ 14 Feb 2018, 17:42 )
ძაან მაინტერესებს იტალიაში ლეგალურად რო იცხოვრო რა გზები არსებობს რა რა ტიპის ვიზაა საჭირო? როგორც გერმანიაშია მაგალითად გერმანული ენის საწავლი ვიზა ეგეთი რამე არი იტალიაში? ანუ ცხოვრება რო გინდა ლეგალურად რა უნდა ქნა ?

მეც მაინტერესებს
-------------------------

Posted by: levvani 20 Apr 2020, 02:02
+ .........................................

Posted by: sაlოmეa 20 Apr 2020, 02:16
რა ხდება ბავშვებო მანდ?
ვინც მანდ ხართ უფრო
სწორ ინფოს იტყვით
ცოტანორმალურადაა სიტუაცია ხომ?

Posted by: Trini 20 Apr 2020, 18:39
როდის გაიხსნება ეს მშვენიერი ქვეყანა?

...............

Posted by: Crøs 20 Apr 2020, 19:18
9მდე გაგვიგრძელეს კარანტინი. ჯერ-ჯერობით ცოტა იწევს ვირუსის რიცხვი.

Posted by: HCl 20 Apr 2020, 19:40
cros
როდის თქვეს? აკი 4-იო?

Posted by: Crøs 21 Apr 2020, 02:13
HCl
კამპანიაში ეგრე უნდა გუბერნატორს)) პრინციპში ყველა პროვინცია ინდივიდუალურად გადაწყვეტს ცოტა ხანში. მაინც ვერ თანხმდებიან საერთო გახსნაზე.
ისე კი 4 აპრილია ნათქვამი და რეავი.

Posted by: Trini 3 May 2020, 02:47
როგორც გაიხსნება, ეგრევე მოვდივარ 2 კვირით... love.gif


მაგრამ ნეტა როდის?

Posted by: Crøs 3 May 2020, 14:22
Trini
საზღვარი არავინ იცის როდის გაიხსნება. ჯერ რეგიონიდან რეგიონში ვერ მივდივართ თავისუფლად და ტურსიტებზე ზედმეტია ლაპარაკი.

Posted by: Realism4Life 3 May 2020, 15:18
Trini
https://viewfromthewing.com/italy-may-be-off-limits-for-travel-until-april-2021/

შესაძლოა 2021-მდე არ აღადგინონ მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. user.gif

Posted by: Trini 6 May 2020, 04:01
აგვისტოდან გაიხსნებაო alk.gif love.gif

https://nawnews.tk/ra-xdeba-italiashi-5-maisis-monacemebit-da-rodidan-varaudoben-saertashoriso-frenebis-agdgenas-qveyanashi/

Posted by: Realism4Life 11 May 2020, 00:14
:დდდდ
https://www.facebook.com/vito.rei/videos/3032858873442491/UzpfSTE3MDMxNzkyNjQ6MTAyMDY2NzY5MzU0Mzc3MTE/

Posted by: ROLSER 13 May 2020, 01:54
Ryanair

1 ივლისიდან ავიარეისები დანიშნულია თბილისი-კელნის და თბილისი-მილანის მიმართულებით

https://www.radiotavisupleba.ge/a/30607409.html

Posted by: Realism4Life 13 May 2020, 12:27
ROLSER
რა ფასად საინტერეო იქნება. user.gif

Posted by: HCl 13 May 2020, 12:57
ვიზეარი არ აპირებს?
___________________
აპში კი აჩვენებს იტალია უნგრეთ საქართველოს, გადაჯდომით ანუ.

Posted by: ROLSER 13 May 2020, 14:37
QUOTE (Realism4Life @ 13 May 2020, 12:27 )
ROLSER
რა ფასად საინტერეო იქნება. user.gif

რთული სათქმელია, შეიძლება არც გაძვირდეს მგზავრების მოსაზიდად.
თუ გაძვირდა, ადგილზე სასტუმროები იქნება ბევრად იაფი...

Posted by: godblessamerica 15 May 2020, 05:27
იტალიებში გულაობაა, არალეგალ ემიგრანტებს 6 თვიან სამუშაო საბუთებს ურიგებენ

Posted by: ROLSER 15 May 2020, 14:42
QUOTE (godblessamerica @ 15 May 2020, 05:27 )
იტალიებში გულაობაა, არალეგალ ემიგრანტებს 6 თვიან სამუშაო საბუთებს ურიგებენ

გულაობა კი არა პახაობა ყოფილა givi.gif

Posted by: vinchenz@ 29 May 2020, 20:37
................................................

jump.gif


Posted by: mGeLo777 29 May 2020, 21:12
დღეს ჩვენი დროით 12ზე თბილისი-ბერგამოს თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი mad.gif

რა დაგეგმილი ტური გამიმაზეს მილანი ტრენტო ტურინი გენუა მონაკო ნიცა მარსელი

Posted by: Illuminatus 12 Jun 2020, 19:29
https://www.comune.cinquefrondi.rc.it/case-a-1-euro?fbclid=IwAR32BTerTx5Tahm8ZiILZDCuyRvOsIQnoxbJ8Na9e7IEDOEch0fjJPC_8Sc

სახლები ერთ ევროში იტალიაში,უბრალოდ სარემონტოა და დაზღვევა გადასახდელი რა

Posted by: Darkstalker 10 Jul 2020, 19:59
ეს ზედა ბერგამო რა მაგარი ყოფილა

user posted image

Posted by: Vixen 20 Jul 2020, 17:53
გამარჯობა. იტალიის მოქალაქე ბიჭი და საქართველოს მოქალაქე გოგო რომ
დაქორწინდნენ იტალიაში, რა საბუთების წარდგენა სჭირდებათ? გმადლობთ.

Posted by: mGeLo777 15 Aug 2020, 11:51
ჩაო რაგააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: killjoy 27 Aug 2020, 13:10
აუ რა საოცარი ფოტოებია <3

ერთხელ ვიყავი იტალიაში შეყვარებულთან ერთად, მილანი, გენოა, ფლორენცია და სიენა ვნახეთ და იიისე შემიყვარდა შანსი არაა არ წავიდე კიდე, საერთოდ მანქანის ქირაობა და ამჯერად სამხრეთ სანაპიროების მოვლა მინდა, ვინმეს ხომ არ გაქვთ ასეთი გამოცდილება ? რამდენად უსაფრთხოა და რამდენად ღირს?

ესეც ჩვენი ფოტოები

გენოა
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: sაlოmეa 27 Aug 2020, 13:19
ზღაპრული ქვეყანაა მართლაც
love.gif

Posted by: Calvi 27 Aug 2020, 17:56
killjoy
არ გირჩევთ მანქანაში რამე ფასეულის დატოვებას, განსაკუთრებით სამხრეთში
ისე უსაფრთხოა...

Posted by: killjoy 30 Sep 2020, 13:03
Calvi

დიდი მადლობა, გავითვალისწინებ მაგას, საზღვრები გაიხსნება თუ არა ))

Posted by: vinchenz@ 15 Oct 2020, 19:59
...........................................................................
მომწონს smile.gif ეგებ ოდესმე, თუ მორჩება ეს დებილი პანდემია, მოვხვდე საჰაერო შოუზე smile.gif
დღეს


წლების წინ


Posted by: SuXiNiO019 9 Nov 2020, 16:33
.....ავვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ

Posted by: novalisi 30 Nov 2020, 21:38
მეგობრებო ბარში ჩასვლა მინდა და ახლა, პანდემიის დროს რამე განსხვავებული მჭირდება თუ ჩვეულებრივ ვიღებ ბილეთს და მივფრინავ ?

Posted by: mGeLo777 16 Feb 2021, 16:35
ტრენტინოს რეგიონში ვარ და ევროკავშირის მოქალაქესთან ვაწერ ხელს ( ლატვიელთან) რომში უნდა მოვაწეროთ ხელი?


Posted by: mGeLo777 6 Jul 2021, 01:14
რა უნდა ამ თემას მეორე გვერდზე



chups.gif

Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 23:13
ვენეცია საუკეთესოა რაც ვნახე იტალიაში

smile.gif
რომსაც მირჩევნია

Posted by: ratianee 17 Jul 2021, 10:22
გამარჯობა,აგვისტოს შუა რიცხვებში ვაპირებ ბარში გამგზავრებას მეუღლესთან ერთად,ვაქცინა არ გვაქვს გაკეთებული და რამე პრობლემა ხომარ შეგვექმნება? ბოლოს იყავით ვინმე?

Posted by: Freelancee 17 Jul 2021, 13:13
რაღაც საბუთების გაკეთებაზე, რომ იყო საუბარი სახელმწიფოს მხრიდან რა ხდება მაგ ამბავზე

Posted by: vinchenz@ 26 Jul 2021, 00:37
აგვისტოდან :
user posted image

Posted by: Crøs 26 Jul 2021, 21:46
ratianee
QUOTE
გამარჯობა,აგვისტოს შუა რიცხვებში ვაპირებ ბარში გამგზავრებას მეუღლესთან ერთად,ვაქცინა არ გვაქვს გაკეთებული და რამე პრობლემა ხომარ შეგვექმნება? ბოლოს იყავით ვინმე?

ტურისტულად ვერ წახვალთ გინდა ვაქცინით და გინდა უვაქცინოდ.

Posted by: celtics 27 Jul 2021, 04:11
Freelancee
პროცესშია, ზოგს მიუვიდა პასუხი, ზოგი კიდევ ელოდება, 1 წელი გავიდა

Posted by: mGeLo777 29 Jul 2021, 19:25
მამა მია პიცერია



როგორ ხართ მაკარონცი?




Posted by: Crøs 27 Aug 2021, 22:55
აბა ვინ მოდიხართ იტალიაში უახლოეს დღეებში? chups.gif

Posted by: Selah 14 Sep 2021, 16:17
მეგობრებო შვებულება მაქვს მალე, ვფიქრობ სადღაც 1 კვირით მაქს. 10 დღით, იტალია "მოვინახულო", რამოდენიმე ადგილს ხომ ვერ მირჩევთ? 1 რომი იქნება, ეგ ვიცი, კიდევ 3-4 ადგილს ხომ ვერ მირჩევთ? აქედან ერთი მაინც უნდა იყოს ზღვაზე შედარებით სიწყნარეში

Posted by: HCl 14 Sep 2021, 16:32
Selah
იტალია ძაან გრძელია და ყველგან ზღვა აქვს, რომიდან პირდაპირ მეტროთი გახვალ ზღვაზე ოსტიაზე, მაგრამ ბევრი ვერაფერი (თუმცა ნებისმიერ ქართულ პლაჟს მილიონჯერ სჯობს)
რომთანვეა ახლოს ანციო მშვენიერი ზღვა და ქალაქია, მატარებლით მიხვალ.
შენ ადგილას ჩავფრინდებოდი მილანში, კომოს ტბა და მილანი. რომში მერე მატარებლით და მერე ნეაპოლი. უკან რომი და ქუთაისი. ფირენზეს ჩაკვეტებას თუ მოახერხებ კარგი იქნება...

Posted by: Crøs 14 Sep 2021, 17:09
HCl
QUOTE
ფირენზეს

ეს რომელი ქალაქია? givi.gif

Posted by: spider77 15 Sep 2021, 10:09
Crøs
QUOTE
ფირენზეს

ეს რომელი ქალაქია?

ფლორენცია.

Posted by: Crøs 15 Sep 2021, 10:39
spider77
ფირენცე იტალიურად. ფირენზე რა უბედურებაა. ხო,კიდევ ფირრნცია გამიგია აქაური ქართველევისგან biggrin.gif

Posted by: HCl 15 Sep 2021, 23:04
Crøs
იტალიურად დავწერე ქართული ასოებით fig.gif fig.gif

Posted by: Cypher 17 Sep 2021, 04:11
გამარჯობა. ოქტომბერში რამდენიმე დღით მიწევს იტალიაში წასვლა სამსახურებრივი მიზნით, იქაური კომპანიის მიწვევით.

ამ პანდემიის გადამკიდე რა პროცედურები იქნება საჭირო და დამჭირდება თუ არა PCR ტესტი? კოვიდი გადატანილი მაქვს, აგვისტოში მოვიხადე.

Posted by: Crøs 17 Sep 2021, 13:07
Cypher
კი,პსრ ტესტი აუცილებელია.
და ამ ფორმის შევსება არ დაგავიწყდეს წამოსვლის წინ.ამობეჭდილი იქონიე.
https://app.euplf.eu/#/

Posted by: Cypher 17 Sep 2021, 23:28
QUOTE (Crøs @ 17 Sep 2021, 13:07 )
Cypher
კი,პსრ ტესტი აუცილებელია.
და ამ ფორმის შევსება არ დაგავიწყდეს წამოსვლის წინ.ამობეჭდილი იქონიე.
https://app.euplf.eu/#/

მადლობა smile.gif

და კიდევ ერთი კითხვა, რადგან 5 დღე მიწევს მანდ დარჩენა, დაბრუნების წინაც დამჭირდება მანდ PCR-ის გაკეთება?

Posted by: Crøs 17 Sep 2021, 23:32
Cypher
QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა, რადგან 5 დღე მიწევს მანდ დარჩენა, დაბრუნების წინაც დამჭირდება მანდ PCR-ის გაკეთება?

თუ კოვიდ პასპორტი გაქვს,არ დაგჭირდება. თუ არ გაქვს და კარანინში ყოფნა არ გინდა 8 დღე,მაშინ ტესტით უნდა დაბრუნდე და მესამე დღეს განმეორებით გაიკეთო.

Posted by: Cypher 18 Sep 2021, 00:03
Crøs


მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: Grome 19 Sep 2021, 01:45
ტურისტული მიზნით იტალიაში მოგზაურობა უახლოეს დღეებში შესაძლებელია?
პფაიზერის პირველი დოზის მერე შემხვდა კოვიდი რომელიც უკვე გადავიტანე მარა ბარათი სადაც აღრიცხულია რო კოვიდი გადავიტანე ჯერ არ ამიღია
ამ ბარათის აღების + პისიარის ტესტის შემდეგ მაინც გამორიცხულია იტალიაში მოგზაურობა?
მგონი საფრანგეთში უფრო გამარტივებულია ამ მხრივ და ვფიქრობ ნიცაში ჩაფრენა და შემდეგ იტალიაში გადასვლაზეც
ნებისმიერ ინფოს მივესალმები, არ დაიშუროთ :3

Posted by: Crøs 19 Sep 2021, 02:24
Grome
QUOTE
მაინც გამორიცხულია იტალიაში მოგზაურობა?

მაინც

QUOTE
ვფიქრობ ნიცაში ჩაფრენა და შემდეგ იტალიაში გადასვლაზეც

ვერ ჩაფრინდები ტურისტულად.

Posted by: Grome 19 Sep 2021, 04:00
Crøs
QUOTE
მაინც

ეს სულელური აკრძალვები მოიხსნება რო ოდესმე
ანუ ღირს ლოდინი თუ სხვა გზა მოვნახო? უეჭველი მინდა გაჩითვა იტალიაში... chups.gif

Posted by: SoulPrayer13 19 Sep 2021, 15:46
Grome
ენა თუ იცი ნუ მინიმუმ ინგლისური, შესაძლებელია მოსაწვევის გაკეთება.

Posted by: forumistvis 19 Sep 2021, 20:25
იმედია მალე იტალიაში ვიქნები, აღმოვჩნდები აი ეს პანდემია უკან დაიხევს და
დავჩალიჩდები სადმე წასვლაზე.

Posted by: mGeLo777 19 Sep 2021, 21:32
SoulPrayer13
QUOTE
ენა თუ იცი ნუ მინიმუმ ინგლისური, შესაძლებელია მოსაწვევის გაკეთება.

როგორ?

Posted by: Crøs 21 Sep 2021, 23:43
QUOTE

QUOTE
ენა თუ იცი ნუ მინიმუმ ინგლისური, შესაძლებელია მოსაწვევის გაკეთება.

როგორ?


Posted by: shavi_kheli 9 Oct 2021, 08:40
იტალიას ვერ ვიტან თავისი ქაოსით და გადაჩხავლებებით.

თუმცაღა დგ მომწონს ძალიან


Posted by: I am the one 12 Oct 2021, 10:54
გამარჯობა, 3 4 დღე მინდა იტალიაში წასვლა და აცრის გარეშე შესაძლებელია პსრ ტესტით?

Posted by: Crøs 12 Oct 2021, 14:57
I am the one
ტურისტულად ვერ წახვალთ ვერც აცრით და ვერც მარტო ტესტით.

Posted by: I am the one 12 Oct 2021, 20:01
Crøs

ბილეთი მაქვს გაყინული იტალიის და ევროპის ნებისმიერში შემიძლია გამოვიყენო და ვერც სხვაგან?

Posted by: Crøs 12 Oct 2021, 21:44
I am the one
რა შუაშია ბილეთის გაყინვა? ჯერ ის გაიგე რომელ ქვეყანაში უშვებენ ქართველებს ტურისტულად და მერე იყიდე ბილეთი.
იტალიის ვიზა უნდა გქონდეს(სასწავლო,სამუშაო) ან ოჯახის წევრის მოწვევა.
ეგეც რომ გქონდეს დავუშვათ,10 დღიანი კარანტინია და განმეორებითი ტესტი აუცილებელი.

Posted by: innuendo7 31 Mar 2022, 23:19
აპრილში იტალიაში შესასვლელად კოვიდზე რა რეგულაციებია, ხომ არ იცით? ან სად შეიძლება გაგება?

Posted by: Crøs 6 Apr 2022, 00:57
innuendo7
არაფერი უკვე,ტესტითაც წახვალ.

Posted by: TT-KK 7 Apr 2022, 15:02
Crøs
მე მგონი ტესტი არ არის საჭირო, მხოლოდ მწვანე ბარათი, ვინც იცით ზუსტად, იქნებ დაწეროთ რომ ჩვენც ვიცოდეთ.

Posted by: Crøs 8 Apr 2022, 01:22
TT-KK
ორივე მოქმედებს. თუ მწვანე ბარათი გაქვს ტესტი აღარ გინდა,თუ არ გაქვს,მაშინ გინდა ტესტი. გასაგებად დავწერე?))

Posted by: innuendo7 14 Apr 2022, 19:36


Crøs
QUOTE
თუ მწვანე ბარათი გაქვს ტესტი აღარ გინდა,თუ არ გაქვს,მაშინ გინდა ტესტი. გასაგებად დავწერე?))


გმადლობ!

Posted by: 123omari123 21 Jun 2022, 22:14
გამარჯობა,
ინტერნეტის პაკეტის საქართველოში ყიდვა ჯობია თუ იქ ბარათის ყიდვა და ინტერნეტის ჩართვა? საქართველოში როგორც ვხვდები ძალიან ძვირია ინტერნეტ პაკეტები. 10 ლარად 50 მბ არის biggrin.gif

Posted by: gvarjila18 21 Jun 2022, 23:36
გამარჯობა,ვინმე ხომ არ მიდიხართ ხვალ ზეგ რომში,დედაჩემს მინდა მობილური ტელეფონი გავუგზავნო სასწრაფოდ უნდა და

Posted by: febus 26 Jun 2022, 14:00
გამარჯობათ ამ ზაფხულს ვაპიერებ რომში ჩასვლას, საქართველოს გარეთ არასდროს ვყოფილვარ და მივიღებ ყველანაირ რჩევას..

ჩემს დას აქვს პერმისო და იმასთან ვაპირებ შვებულების დროს ჩასვლას და რა დამჭირდება საზღვარზე რომ პრობლემა არ შემექმნას?

Posted by: Crøs 26 Jun 2022, 14:11
123omari123
იტალიაში ჯობია
ბევრად იაფია და მეტი გიგაბაიტით. ნუ გააჩნია რამდენი ხნით აპირებ თან.

febus
მოწვევა უნდა გამოგიგზავნოს თავისი საბუთების ასლებით და დღეზე 50€ უნდა გედოს ჯიბეში. ორმხრივი ბილეთები და დაზღვევა.

Posted by: febus 26 Jun 2022, 14:14
Crøs
მადლობა გამოხმაურებისთვის უკეთ რო ამიხსნა რა საბუთებია საჭირო თუ შეძლებ.

მეგონა უვიზოს დროს მოწვევა არ იყო საჭირო

Posted by: Crøs 26 Jun 2022, 14:37
febus
რა თქმა უნდა არაა საჭირო მოწვევა თუ სასტუმროს დაჯავშნით და დღიური თანხა გექნებათ. თქვენ დაწერეთ წინ,რომ დასთან ჩავდივარო და იმიტომ დაგიწერეთ მოწვევაზე. ამიტომ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა წარადგინოთ საზღვარზე.
ან მოწვევა ან სასტუმრო.

Posted by: febus 26 Jun 2022, 14:38
Crøs

აჰა გასაგებია ახლა და მოწვევასთან ერთად რა საბუთებია საჭირო?

Posted by: Crøs 26 Jun 2022, 14:41
febus
მისი იტალიური პირადობის და პერმესოს ასლები.

Posted by: febus 26 Jun 2022, 14:47
Crøs
მადლობა.





-----

Posted by: 123omari123 27 Jun 2022, 15:11
Crøs
8 დღე ვაპირებ, თუ შეგიძლია უფრო დეტალურად ვერ ამიხსნი? თან ორ ადამიანზე რომ ჩავრთო რამე პაკეტის ყიდვა შეიძლება თუ სულერთია როგორც ერთზე ჩავრთავ ისე მეორეზე ცალცალკე?

Posted by: Crøs 27 Jun 2022, 16:08
123omari123
8 დღისთვის არ ვიცი თუ გიღირს. სამი ოპერატორია და დაახლოებით მსგავსი ფასები აქვთ. ასე 20€ სიმკარტა და ინტენეტი. კიდევ airalo-ს ონლაინ კარტას აქებენ მოგზაურები.

Posted by: 123omari123 27 Jun 2022, 17:54
Crøs
რატომ არ უნდა მიიღირდეს ვერ მივხვდი? აქ ასეთი ფასებია მაგთიში მაგალითად ტალიის ოპერატორები ესენი ვნახე TIM, Wind, Vodafone Omnitel გამავალი ზარი საქართველოში 1.7 ლარი და შემომავალი 1.5 ლარი ღირს, ინტერნეტის ჩართვას მემგონი აზრი არ აქვს 10 ლარი ღირს 50 მბ . ამ 20 ევროში დაახლოებით რამდენი მეგაბაბატი და სალაპარაკო იქნება?

Posted by: Crøs 27 Jun 2022, 20:12
123omari123
სალაპარაკო ულიმიტოა იგივე ოპერატორთან,
სხვაგან ფასიანი. მაგ,საქართვრლოში ძვირი დაგიჯდება.
ინტერნეტი 20გბ-დან ზემოთ. პაკეტს გააჩნია.

Posted by: 123omari123 27 Jun 2022, 21:35
Crøs
გასაგებია, დიდი მადლობა

ისე ეს airalo_ს აპლიკაცია საქართველოდან უნდა გავააქტიურო თუ იტალიიდან ხო არ იცი?

Posted by: febus 17 Aug 2022, 10:00
გამარჯობათ სასტუმროს დაჯავშნაში მინდა დახმარება და ვის შეგიძლიათ, რომ მასწავლოთ?

რეალურად სხვაგან ვაპირებ დარჩენას მაგრამ ის მოწვევას ვერ მიკეთებს და ჯავშანი მხოლოდ საზღვრის კვეთისთვის მინდა, რომ ჩავალ გავაუქმებ.

Posted by: Crøs 17 Aug 2022, 10:06
febus
ტყუილ ჯავშანს ვერ გააკეთებ.საზღვარზე ამოწმებენ ჯავშნის აქტიურობას. ზოგი გადახდის ამონაბეჭდსაც ითხოვს.

Posted by: febus 17 Aug 2022, 10:08
Crøs
ანუ იყოს ჩვეულებრივი ჯავშანი უბრალოდ რო ჩავალ გავაუქმებ. დაჯავშნა ხო უფასოა?

Posted by: Crøs 17 Aug 2022, 10:13
febus
ეტყობა ვერ გაიგე კარგად. დაჯავშნა კი უფასოა,მაგრამ ჩასვლამდე მინიმუმ 2-8 დღით ადრე უნდა გადაიხადო სასტუმროს თანხა.იშვიათია ძალიან რომელიმე სასტუმრო ნახო,ადგილზე გადახდით და უფასო გაუქმებით.
* * *
ერთი ვარიანტი გაქვს კიდევ,სასტუმროს თანხა ხელზე იქონიო,ანუ რამდენი დღეც რჩები,დაახლოებით იმდენი 50 ევრო. დღიური 50 ევროს გარდა. ანუ დღეზე ჯამში მინიმუმ 100 ევრო.

Posted by: febus 17 Aug 2022, 10:21
Crøs
ხო არ ვიცი პირველად გავდივარ ქვეყნიდან და რჩევაც ამიტომ მჭირდება, როგორც მითხრეს ჯავშნიან სასტუმროს მაგრამ ჩასვლის მერე აუქმებენ, გაუქმებაშიც იქნება რაღაც თანხა გადასახდელი ალბათ მაგრამ ნუ იმდენი არა ხო?

ვისთანაც ჩავდივარ იმას აქვს "პერმისო" მაგრამ მოწვევა როგორ უნდა გამიკეთოს ეგ არ იცის ერთულება ეგ პროცესი ძაან და ამიტომ მითხრა ჯავშანი გააკეთე და რო ჩამოხვალ გავაუქმოთო.

Posted by: fermina 25 Aug 2022, 10:59
მილანში მოსახვედრად 2023 წლის ივლისში ვიზეარზე უკეთესი/იაფი ვარიანტი არსებობს?
ახლა ვნახე ბილეთები ვიზეარზე და კი გამოდის 300 ევრომდე.
შეიძლება გაიაფდეს? ან სხვა ავიაკომპანიებზე ვეძებო, აქვს აზრი?

Posted by: t-panda 14 Sep 2022, 04:31
საქართველოდან საბუთებს რას ამოწმებენ საზღვარზე იტალიაში? თუ ამოწმებენ?
ბოლოს ვინც იყავით რა გთხოვეს ტურისტად რომ იყავით?





fermina
300 ძვირი არაა მგონი

Posted by: Crøs 14 Sep 2022, 10:01
t-panda
ყველაფერს ამოწმებენ.ვინმეს თუ მარტო პასპორტი და ბილეთი კითხეს მარტო,არ ნიშნავს რომ ყველას ასე ატარებენ.

Posted by: waswaswas 14 Sep 2022, 15:43
QUOTE (t-panda @ 14 Sep 2022, 04:31 )
საქართველოდან საბუთებს რას ამოწმებენ საზღვარზე იტალიაში? თუ ამოწმებენ?
ბოლოს ვინც იყავით რა გთხოვეს ტურისტად რომ იყავით?





fermina
300 ძვირი არაა მგონი

საზღვარზე შიეძლება არაფერი შეგიმოწმონ გარდა პასპორტისა, ასევე შეიძლება დეტალურად გამოგკიტხონ რამდენი ხნით ხარ, მოგთხოვონ აჩვენო რომ საკმარისი თანხა გაქვს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი გაქვს, რომ გასაჩერებელი ადგილი გაქვს და ა.შ. წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა კონკრეტულად რას გკითხავენ.

Posted by: ROW187 14 Sep 2022, 16:13
არაფერს არ გკითხავენ სამსახურის მოწვევა წაიღე ან დამიკავშირდი აღვადგინოთ ოფიციალური ელექტრო-რეზიდენტურაა დანარჩენი პირადში

Posted by: veliki 14 Sep 2022, 17:05
იმ კუუნძუულზე წასვლა ღირს საცხოვრებლად? სადაც მთავრობა გთავაზობს?

Posted by: ROW187 14 Sep 2022, 17:40
veliki
ეგ ზღაპარია რომელსაც აშუქებენ რა

Posted by: waswaswas 14 Sep 2022, 20:20
QUOTE (veliki @ 14 Sep 2022, 17:05 )
იმ კუუნძუულზე წასვლა ღირს საცხოვრებლად? სადაც მთავრობა გთავაზობს?

1 ევროაინ და მსგავს სახლები იყიდება იმ რეგიონში საიდანაც ბევრი ადამიანი მიდის და ამ 1 ევროიანი სახლის პროგრამაში თუ მიიღებ მონაწილეობას მოგთხოვენ გარანტიას რომ სახლს გაარემონტებ და ამ რემონტის მინიმალური ღირებულებაც გათვალისწინებულია. ეს მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაა. ამის გარდა უნდა იხადო გადასახადი სახლის ქონის. თან ამას ის ემატება რომ თუ არ ხარ ევროკავშირის მოქალაქე, სახლის ქონა იტალიაში არ გაძლევს იტალიაში ცხოვრების უფლებას, ანუ არ არის ვიზა მსგავსი რამისთვის. არსებობს Elective Residence Visa, რომელიც იმათ აძლევს ცხოვრების უფლებას ვისაც საკმარისი თანხა აქვს თავის სარჩენად, მაგრამ ეს ვიზა მუშაობის უფლებას არ გაძლევს.

დამატებითი ინფო რეგიონებზე სადაც ეს პროგრამა არის (ეს არ არის ოფიციალური წყარო): https://www.independent.co.uk/travel/news-and-advice/italy-one-euro-homes-buy-house-b1996970.html

Posted by: Cypher 14 Sep 2022, 22:22
Crøs


გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს: სასტუმროს ჯავშანი საკმარისია თუ გადახდილიც უნდა მქონდეს? დაჯავშნილი მაქვს და მითითებული რომ ადგილზე ქეშად ვიხდი

Posted by: Crøs 15 Sep 2022, 01:07
Cypher
კი,მაგრამ შეიძლება იქ გადასახდელი თანხა დაგათვლევინონ.

Posted by: t-panda 15 Sep 2022, 03:42
Crøs
waswaswas

კარგი მადლობა. ესეიგი ყველაფერი უნდა მქონდეს.

რაიმე ჰო არ გამომრჩა?

1. პასპორტი
2. თვითმფრინავის ჯავშანი ორივე მხარე
3. სასტუმროს ჯავშანი მთელი პერიოდი
4. ქეში (დღეში ასე 70 ევრო თუ მეტი?)
5. ბილეთები რაც დავჯავშნე წინასწარ
6. მოგზაურობის დაზღვევა

Posted by: waswaswas 15 Sep 2022, 11:17
QUOTE (t-panda @ 15 Sep 2022, 03:42 )
Crøs
waswaswas

კარგი მადლობა. ესეიგი ყველაფერი უნდა მქონდეს.

რაიმე ჰო არ გამომრჩა?

1. პასპორტი
2. თვითმფრინავის ჯავშანი ორივე მხარე
3. სასტუმროს ჯავშანი მთელი პერიოდი
4. ქეში (დღეში ასე 70 ევრო თუ მეტი?)
5. ბილეთები რაც დავჯავშნე წინასწარ
6. მოგზაურობის დაზღვევა

არ გამოგრჩა მემგონი არაფერი.

თანხას რაც შეეხება, 70 ევრო საკმარისზე მეტია მგონი თუ ამ წყაროს ვენდობით: "Means of Subsistence for Italy" სექციაშია ახსნილი https://www.schengenvisainfo.com/schengen-visa-application-requirements/means-subsistence/#:~:text=The%20daily%20amount%20is%2044.93,%E2%82%AC%20%2Ftwo%20and%20more%20persons.

Posted by: Cypher 15 Sep 2022, 15:52
Crøs


ეგ არაა პრობლემა.

მადლობა

Posted by: t-panda 20 Sep 2022, 18:35
ბუსტუხის ჟელატო უნდა ჩავახრამუნო ისევ მალე tongue.gif

აუჰ ვეღარ ვიცდი jump.gif

user posted image

Posted by: Crøs 21 Sep 2022, 00:30
t-panda
QUOTE
ჟელატო

უკვე მერამდენე ადამიანთან წავიკითხე და მოდი ვიკითხავ : ჟელატოს რატომ ეძახით ჯელატოს? biggrin.gif ჟ ასო საერთოდ არ არსებობს იტალიურში.

Posted by: t-panda 21 Sep 2022, 00:40
Crøs
biggrin.gif
მართალი ხარ მე შემეშალა.
ჯელატო. კარგი.


აჰა შენც მიირთვი!

user posted image

Posted by: 123omari123 28 Sep 2022, 22:43
ჩემი მეგობარი იყო ასე ორი თვის წინ იტალიაში და მისი ნომერი რომ წავიღო მეც ხომ გამომადგება?

თუ გამომადგება ტელეფონში უნდა ჩავდო წასვლის წინ? თუ ისევ იქ უნდა მივიდე სადაც ნომრებს იღებენ და ჩამიდებენ და თან ანგარიშზე დავრიცხავ და ინტერნეტს ჩავრთავ?

Posted by: 123omari123 24 Oct 2022, 22:51
ეს ნომერი მიცეს ნათესავს იტალიაში და უთხრეს ერთი თვის ბოლოს 8 ევრო ჩამოგეჭერება და გაითიშება თვისითო და ხო არ იცით შემთხვევით გაუქმება ხომ არ უნდა , მომდევნო თვეებშიც არ ჩამოიჭრას თანხა ბარათიდან?
https://www.abbonamenti.it/codici-sconto/TIM/2840783?fbclid=IwAR0iDRj_lCyVqXEfPTSGihc4NtBazhbLNZJnJGINaRFTTcaZ2wQJQd6nQ3Y

Posted by: მოთამაშე 25 Oct 2022, 00:10
ნეაპოლში ყველაზე იაფად როგორ უნდა ჩავფრინდე?! იყოს გადაჯდომა გადმოჯდომა, მთავარია ძაან არ გავიწეწო ) love.gif

Posted by: Crøs 25 Oct 2022, 00:27
123omari123
შენით ჩადე და ტაბაკინოში ჩარიცხავ.

QUOTE
ეს ნომერი მიცეს ნათესავს იტალიაში და უთხრეს ერთი თვის ბოლოს 8 ევრო ჩამოგეჭერება და გაითიშება თვისითო

ბარათზე ავტომატურად მიაერთა სააბონენტო? რა ძალა ედგა.

მოთამაშე
თურქიშით.

Posted by: მოთამაშე 25 Oct 2022, 00:33
Crøs
QUOTE
მოთამაშე
თურქიშით.


მადლობა. ცოტა რომ დამიკონკრეტო - საიდან გავფრინდე და ბილეთები სად ვიყიდო... რომელი გზა სჯობს?! ერთად ვიყიდო ტუდა ორიმხრივი თუ ცალცალკე?!

Posted by: Crøs 25 Oct 2022, 01:34
მოთამაშე
თბილისი-სტამბოლი-ნეაპოლი.
ორმხივი რა თქმა უნდა,ერთი ბილეთით ვინ გამოგიშვებს. თურქიშის ოფიციალურ საიტზე .
ჯობია ორი თვით ადრე მაინც იყიდო.უფრო იაფია.

Posted by: მოთამაშე 25 Oct 2022, 10:45
Crøs

გაიხარე ძმობილო მადლობა დიდი :*

Posted by: 123omari123 26 Oct 2022, 00:53
Crøs
ბანკის ბარათი არ მოუთხოვიათო და მისი მონაცემები, სიმ ბარათზე ხო არ დაერიცხება მინუსი 8 ევრო ეს ხო არ იგულისხმება? იტალიაში აღარ არის ახლა.

Posted by: johnsonanduncle 26 Oct 2022, 18:48
იტალიაში ნეაპოლში ან ფლორენციაში ჩავიდოდი უფრო სამხრეთ იტალია მიყვარს.

Posted by: Crøs 1 Nov 2022, 16:22
123omari123
არაფერი აღარ გამოაკლდება თუ გათიშული და შესავსები აქვს დეპოზიტი.

Posted by: chortivonaet 1 Nov 2022, 18:24
Crøs
იტალიაში ცხოვრობ? მოგწონს ეს ქვეყანა?

Posted by: 123omari123 4 Nov 2022, 16:31
Crøs
გასაგებია, მადლობა

Posted by: Crøs 4 Nov 2022, 16:32
chortivonaet
კი.რატომ მეკითხები?

Posted by: chortivonaet 4 Nov 2022, 17:55
Crøs
უბრალოდ მაინტერესებს........


Posted by: christafarian 4 Nov 2022, 18:19
იტალიას მოკითხვები თბილისიდან იმედია რომელიმე კუნძული გაამართლებს

Posted by: chortivonaet 4 Nov 2022, 20:01
იტალიაში წასვლა მაგრად მინდა მაფიოზურ გარემოში წასვლა არ მხიბლავს მარა მაინც მაინტერესებს

Posted by: febus 14 Dec 2022, 20:55
გამარჯობათ!


იტალიაში ცხოვრობთ ვინმე აქედან? შემეხმიანეთ რა არ დაგეზაროთ.

Posted by: Crøs 15 Dec 2022, 17:22
febus
კი ბატონო. რა გაინტერესებს?

Posted by: ket_a 9 Jan 2023, 12:14
გამარჯობათ, თქვენი პასუხებით ძალიან დამეხმარებით თუ არ დაიზარებთ.

მაისში ვგეგმავ იტალიაში წასვლას 8-10 დღით. სამიზნე ქალაქებია: რომი, ფლორენცია, პიზა, ვენეცია, ვერონა
ვფიქრობ 5 დღე გავატარო რომში(გულიანად მოვინახულო), ხოლო დარჩენილი 5 დღე ფლორენციაში დავბინავდე და აქედანვე გავემგზავრო დარჩენილ ქალაქებში დილით და დავბრუნდე უკან ფლორენციაში (პიზა, ვენეცია, ვერონა).
როგორ ფიქრობთ ძალიან შრომატევადი ხომ არ იქნება ფლორენცია-ვენეცია, ფლორენცია-ვერონა? თუ ჯობია ერთი ორი დღე ვენეციაში დავბინავდე?
მოკლედ ყველანაირ რჩვეას მივიღებ, მადლობა

Posted by: Crøs 9 Jan 2023, 12:20
ket_a
რა თქმა უნდა შრომატევადია და ჯობია თითოეულ ქალაქში დარჩე თუნდაც ერთი ღამით.

Posted by: ket_a 10 Jan 2023, 11:31
Crøs

ხომ ვერ მეტყვით სად ვნახო მატარებლის განრიგები და ფასები? რაიმე ოფიციალური ვებსაიტი. მადლობა

Posted by: Crøs 10 Jan 2023, 11:40
ket_a
https://www.trenitalia.com/
https://www.italotreno.it/it

Posted by: ket_a 10 Jan 2023, 13:48
Crøs
მადლობა პასუხისთვის

Posted by: SPLIYVI 21 Jan 2023, 19:56
პიპლ
2 დღე რომი, 2 დღე ნაპოლი
დამაკვალიანეთ
(ნაპოლში ნაპოლი-რომას თამაშიც შედის)

Posted by: Crøs 22 Jan 2023, 02:09
SPLIYVI
ცოტაა დასათვალიერებლად.

Posted by: SPLIYVI 22 Jan 2023, 12:12
QUOTE (Crøs @ 22 Jan 2023, 02:09 )
SPLIYVI
ცოტაა დასათვალიერებლად.

ვიცი ხო მაგრამ მაქსიმალურად მინდა გამოვიყენო

Posted by: Werner Voss 22 Jan 2023, 12:18
SPLIYVI
QUOTE
პიპლ
2 დღე რომი, 2 დღე ნაპოლი
დამაკვალიანეთ
(ნაპოლში ნაპოლი-რომას თამაშიც შედის)

თუ სრული ორი დღე გაქ რომში ვატიკანი, კოლიზეუმი, ტრევის შადრევანი, პანთეონი, ამებს მოასწრებ

ოღონდ ვატიკანის მუზეომის ბილეთები აქედანვე იყიდე ონლაინ, თორემ იქ კილომეტრიან რიგში მოგიწევს დგომა


Posted by: SPLIYVI 27 Jan 2023, 00:10
QUOTE (Werner Voss @ 22 Jan 2023, 12:18 )
SPLIYVI
QUOTE
პიპლ
2 დღე რომი, 2 დღე ნაპოლი
დამაკვალიანეთ
(ნაპოლში ნაპოლი-რომას თამაშიც შედის)

თუ სრული ორი დღე გაქ რომში ვატიკანი, კოლიზეუმი, ტრევის შადრევანი, პანთეონი, ამებს მოასწრებ

ოღონდ ვატიკანის მუზეომის ბილეთები აქედანვე იყიდე ონლაინ, თორემ იქ კილომეტრიან რიგში მოგიწევს დგომა

იქნებ უფასო დღე იყოს gigi.gif

ფრი დღეები არის ხოლმე მუზეებში და სად შეიძლება დასერჩვა?

Posted by: akkai 27 Jan 2023, 00:25
SPLIYVI
ვატიკანის მუზეუმის ბილეყი ონლაინ
https://romethingstodo.com/vatican-tickets/

უფასო მუზეუმების სია
https://www.google.com/search?q=free+rome+museums&rlz=1CDGOYI_enGE992GE992&oq=free+tickets+roma+mise&aqs=chrome.1.69i57j0i546l5.20437j0j7&hl=en-US&sourceid=chrome-mobile&ie=UTF-8

Posted by: Werner Voss 27 Jan 2023, 00:54
SPLIYVI
QUOTE
იქნებ უფასო დღე იყოს

ვატიკანის მუზეუმში შესვლა უფასოა ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, დილის 9 საათიდან შუადღის 2 მდე

ყველა ნორმალური მუზეუმი ფასიანია რომში, მარტო ტაძრებში შესვლაა უფასო

akkai
QUOTE
ვატიკანის მუზეუმის ბილეყი ონლაინ
https://romethingstodo.com/vatican-tickets/

ეგ რაღაც გადამყიდი საიტია და უფრო ძვირია მანდ ყიდვა, ესაა ვატიკანის მუზეუმის ოფიციალური გვერდი
https://tickets.museivaticani.va/home

Posted by: SPLIYVI 28 Jan 2023, 00:01
რაღაცეები დავიარე
საკიშკაოდ ჯიგარი ტაქსისტი გაეძრო
ხოოოდა არ არის ტურისტული ზავიძენიაო. ჩვენ დავდივართო. გზაში დაგვიბრონა. აი ღირდა. გაივსო უც3ბ ზავიძ3ნია მესტნი სასტავით
აი იმენნა დაგლიჯა
POPI POPI

საოცარი კიშკა
user posted image

Posted by: В.И. Ленин 28 Jan 2023, 01:16
QUOTE (SPLIYVI @ 28 Jan 2023, 00:01 )
რაღაცეები დავიარე
საკიშკაოდ ჯიგარი ტაქსისტი გაეძრო
ხოოოდა არ არის ტურისტული ზავიძენიაო. ჩვენ დავდივართო. გზაში დაგვიბრონა. აი ღირდა. გაივსო უც3ბ ზავიძ3ნია მესტნი სასტავით
აი იმენნა დაგლიჯა
POPI POPI

საოცარი კიშკა
user posted image

ღლეზე არ გკიდია ბიუჯეტის ფულები.
კობახას და თალაკვასთან ერთად რამ წაგიყვანა?

Posted by: ელჯერნო 28 Jan 2023, 13:57
იტალიაში არ ვიცი ოდესმე მოვხვდები თუ არა, თუმცა საქართველოშიც კარგად ვგრძნობ თავს.

Posted by: SPLIYVI 28 Jan 2023, 17:42
QUOTE (В.И. Ленин @ 28 Jan 2023, 01:16 )
QUOTE (SPLIYVI @ 28 Jan 2023, 00:01 )
რაღაცეები დავიარე
საკიშკაოდ ჯიგარი ტაქსისტი გაეძრო
ხოოოდა არ არის ტურისტული ზავიძენიაო. ჩვენ დავდივართო. გზაში დაგვიბრონა. აი ღირდა. გაივსო უც3ბ ზავიძ3ნია მესტნი სასტავით
აი იმენნა დაგლიჯა
POPI POPI

საოცარი კიშკა
user posted image

ღლეზე არ გკიდია ბიუჯეტის ფულები.
კობახას და თალაკვასთან ერთად რამ წაგიყვანა?

იხდის ყველაფერს და...
....................

Posted by: Starblind 30 Jan 2023, 21:52


გამოიწერეთ/Subscribe


Posted by: fermina 13 Mar 2023, 22:49
ივლისში რამდენიმე დღე უნდა ვიყო მონცაში, მილანთან ახლოს პატარა ქალაქია.

21-24 ფაქტობრივად თავისუფალი დრო მაქვს, მონცაში ბევრი არაფერია სანახავი.

დიდი ალბათობით მარტო ვიქნები და რა შეიძლება ახლომახლო ვნახო? ჩემით რაც მოვიძიე, დიდი ქალაქებიდან მანძილები და ა.შ. ეგ გასაგებია უკვე, მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს ახლომახლო რამე პატარა ლამაზი იტალიური სოფლები თუ არის, სადაც გასეირნება შეიძლება.

ახლა აღმოვაჩინე, რომ პირველად 1991 წელს ვიყავი იტალიაში, სკოლის მოსწავლე და ზუსტად მანდ ვყოფილვარ,იქვე ძალიან ახლოს პატარა ქალაქ გალარატეში smile.gif მოკლედ ვერ გავცდი იტალიაში მაგ ტერიტორიას.

თუ ვინმე ცხოვრობთ მანდ, უფრო მირჩევთ, რისი ნახვა შეიძლება. შორ მანძილზე წოწიალი მეზარება. მილანში თავისთავად წავალ. ბოლონიაა შედარებით ახლოს კიდევ.

მოკლედ უფრო მეტად პატარა, კოლორიტული ქალაქები და სოფლები მიზიდავს.

Posted by: Caucasusoul 14 Mar 2023, 00:04
ავტო ქარხნებში გაიარე უფასო ტესტ-დრავია შესაძლებელი მაგ ემილიოსთან ახლოს მილანთან და

Posted by: Cypher 14 Mar 2023, 20:25
fermina


ბერგამოში Città Alta-ში გაისეირნე. ძალიან ლამაზია. კათედრალი განსაკუთრებით. მეორე დღეა შოკიდან ვერ გამოვედი biggrin.gif

ახლო ქალაქებიდან მანტოვა აუცილებლად, ძალიან ლამაზია. ბრეშაც შეიძლება. ხვალ ან ზეგ ვაპირებ გავიარო.


Lago d'Iseo აუცილებლად კიდევ, იზეო უმშვენიერესი ადგილია და თან პატარაა, ერთი დღეც არ უნდა დასათვალიერებლად.

Posted by: fermina 16 Mar 2023, 23:37
Cypher
QUOTE
fermina


ბერგამოში Città Alta-ში გაისეირნე. ძალიან ლამაზია. კათედრალი განსაკუთრებით. მეორე დღეა შოკიდან ვერ გამოვედი

ახლო ქალაქებიდან მანტოვა აუცილებლად, ძალიან ლამაზია. ბრეშაც შეიძლება. ხვალ ან ზეგ ვაპირებ გავიარო.


Lago d'Iseo აუცილებლად კიდევ, იზეო უმშვენიერესი ადგილია და თან პატარაა, ერთი დღეც არ უნდა დასათვალიერებლად.

~
უდიდესი მადლობა, კარგი რჩევებია love.gif
* * *
Caucasusoul
QUOTE
ავტო ქარხნებში გაიარე უფასო ტესტ-დრავია შესაძლებელი მაგ ემილიოსთან ახლოს მილანთან და


ვაა საინტერესოა, ფასიან ტურებს კი მთავაზობს თრიფედვაიზორი მაგრამ საკმაოდ ძვირია და უფასო თუ არის შესაძლებელი, არ ვიტყოდი უარს smile.gif
* * *

Posted by: magidismtvrianitilo 28 Apr 2023, 00:20
გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ.
არ ვყოფილვარ არასდროს იტალიაში.
მყავს მეგობარი ბიჭი რომელიც ამჟამად ცხოვრობს იტალიაში და აქვს 2 წლიანი პერმესო (მოქალაქეობა არ აქვს ხაზს ვუსმევ ქართველია და აქვს 2 წლიანი პერმესო)
მაინტერესებს მასთან ხელის მოწერის შემთხვევაში ანუ ქართველი რომ ქართველ პერმესოიანთან აწერს ხელს დაახლოებით რამდენი დროს სჭირდება ნუ დაახლოებით რომ მითხრათ რომ მეც მომცენ პერმესო და ხომ არ იცით ამ შემთხვევაში რამდენხნიანი პერმესო გაიცემა?
მადლობა დიდი

Posted by: celtics 28 Apr 2023, 02:25
magidismtvrianitilo
Me rogorc vici 2 wliani (ganaxleba savaraudod ertad mogiwevt)
Ramden xanshi miigeb eg ar vici zustad,aq iweleba yvelaferi.

Umjobesia gaiaros konsultacia caf-shi (auxsnian procedurebs zustad)

Posted by: magidismtvrianitilo 28 Apr 2023, 04:00
celtics
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Nketia1983 28 Apr 2023, 18:57
იტალიაში ვინც ხართ ნამყოფი როგორი ქვეყანაა, როგორი ხალხია?

Posted by: Crøs 29 Apr 2023, 00:24
fermina
მონცაში მშვენიერი პარკია სანახავად და ასევე მონცას დუომო.
ახლოს კომოს ტბის მთელი გარშემო კომუნებია დასათვალიერებელი. ასევე ბორნითაც შეგიძლიათ გასეირნება ტურით.

Posted by: Aleksandre166 4 May 2023, 10:33

QUOTE
ვგიჟდები ამ ქვეყანაზე.

+1

Posted by: nadya-nadya 13 May 2023, 20:15
გამარჯობა, მოგზაურებო! თქვენი დახმარება მჭირდება და ძალიან გთხოვთ უყურადღებოდ არ დამტოვოთ პლზ <3
მოკლედ, მაისის ბოლოს ორი მეგობარი ( შუა ხნის smile.gif ) მივემგზავრებით იტალიაში, აღმოჩნდა, რომ არცერთის ტელეფონს არ აქვს ელ. სიმბარათის მხარდაჭერა, არადა, გვინდა ინტერნეტი გვქონდეს უწყვეტად . ხოდა, თქვენი რჩევა მჭირდება : იქ რომ ვიყიდო სიმ ბარათი, რომელი ვიყიდო, სად ვიყიდო, რამდენი გეგაბაიტი დამჭირდება 1 კვირა და რამდენი ეღირება . ასევე, აეროპორტიდან ტაქსის შეკვეთა წინასწარ გვიჯობს, თუ იქვე . გარდა ამისა, ყველანაირ სხვა რჩევასაც , რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და სასრგებლო იყოს, სიამოვნებით მივიღებ და გელოდებით სულმოუთქმელად. პ.ს. რომი, ფლორენცია, ვენეცია-( ეგ 1 დღე წასვლა-წამოსვლით) არის გეგმაში. სასტუმრო, მატარებლის ბილეტები დაჯავშნილი გვაქვს . წინასწარ მადლობა

Posted by: Crøs 15 May 2023, 01:17
nadya-nadya
ადგილზე იყიდით-ვინდტრე,ტიმი,ვოდაფონი. დაახლოებით 25 ევრო ჯდება.ინტერნეტს ერთ თვეში ვერ დახარჯავთ იმდენი აქვს. არის ასევე ქსელი ილიადი უფრო იაფი,მაგრამ ყველგან დაჭერა რამდენი აქვს ვერ გეტყვი.
დღე თუ ჩადიხართ,აეროპორტიდან პირდაპირ ავტობუსიც გადის ცენტრამდე და მატარებელიც.ტაქსი ძვირია.

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 26 Jul 2023, 09:55
QUOTE (Crøs @ 15 May 2023, 01:17 )
nadya-nadya
ადგილზე იყიდით-ვინდტრე,ტიმი,ვოდაფონი. დაახლოებით 25 ევრო ჯდება.ინტერნეტს ერთ თვეში ვერ დახარჯავთ იმდენი აქვს. არის ასევე ქსელი ილიადი უფრო იაფი,მაგრამ ყველგან დაჭერა რამდენი აქვს ვერ გეტყვი.
დღე თუ ჩადიხართ,აეროპორტიდან პირდაპირ ავტობუსიც გადის ცენტრამდე და მატარებელიც.ტაქსი ძვირია.

ღამე ჩავდივართ დაა თუ იცით ავტობუსი არის მაგ დროს? help.gif

Posted by: Cypher 26 Jul 2023, 13:16
Crøs
QUOTE
არის ასევე ქსელი ილიადი უფრო იაფი,მაგრამ ყველგან დაჭერა რამდენი აქვს ვერ გეტყვი.


თითქმის ყველგან იჭერს. ტოსკანა, ლიგურია, ლომბარდია, ფრიული, ვენეტო ნამდვილად ვიცი რომ არ აქვს პრობლემა. ერთადერთხელ იყო როცა სიგნალი არ ჰქონდა, როცა ფირენცედან სიენაში მივდიოდი და სადრაც ტრილ მინდორს როცა გადიოდა მატარებელი, რამდენიმე წუთი მოკვდა ქსელი. დანარჩენი უპრობლემოდ.

10 ევროდ 150 გბ აქვთ ახლა თან, ფიზიკურად ვერ ვხარჯავ.

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 27 Jul 2023, 14:29
გამეცით ვინმემ პასუხი, შუაღამის 2-ისთვის ჩავდივართ და ავტობუსები ან ტრაუმაი, რაიმე საზოგადოებირივ ტრანსპორტი მუშაობს?

Posted by: Crøs 30 Jul 2023, 02:11
PsychologistDimitriGobronidze

6ის ნახევრამდე მოგიწევს აეროპორტში ლოდინი.

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 2 Aug 2023, 09:44
QUOTE (Crøs @ 30 Jul 2023, 02:11 )
PsychologistDimitriGobronidze

6ის ნახევრამდე მოგიწევს აეროპორტში ლოდინი.

ჩემი მტერი დაელოდა მაგ დრომდე biggrin.gif

Posted by: Crøs 3 Aug 2023, 01:50
PsychologistDimitriGobronidze
QUOTE
ჩემი მტერი დაელოდა მაგ დრომდე

მაშინ გადაუხადე ტაქსს 60 ევრო

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 3 Aug 2023, 10:35
QUOTE (Crøs @ 3 Aug 2023, 01:50 )
PsychologistDimitriGobronidze
QUOTE
ჩემი მტერი დაელოდა მაგ დრომდე

მაშინ გადაუხადე ტაქსს 60 ევრო

4 ადამიანი ვართ და 15-20 ევრო თუ გამოვა კაცი ალბათ გვიღირს, ასე გამოვა? თუ მაინც 60 ევრო იქნება კაცი :დდ

Posted by: Crøs 4 Aug 2023, 00:02
PsychologistDimitriGobronidze
კი
მაშინ გიღირთ დილამდე ლოდინს.

Posted by: Pinkman987 15 Aug 2023, 00:01
რომში , ფლორენციაში და ვენეციაში ვარ ნამყოფი bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 18 Aug 2023, 09:45
მეგობრებო, რა ღირს ხომ არ იცით სომხეთის აეროპორტში მანქანის გაჩერება 1 დღე?

Posted by: Crøs 18 Aug 2023, 09:59
PsychologistDimitriGobronidze
user posted image

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 18 Aug 2023, 11:39
QUOTE (Crøs @ 18 Aug 2023, 09:59 )
PsychologistDimitriGobronidze
user posted image

მეგობარო, 8 დღით მივდივართ და გამოდის მხოლოდ 15 ათას დრამს გადავიხდით ხო? ანუ სადრაც 101 ლარამდე გამოდის...

Posted by: gio1126 8 Oct 2023, 02:47
გამარჯობათ, თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება პ.მ მომწერეთ, ეხლა ვარ პრატოში, ზეგ მინდა მილანში ჩასვლა ორი დღით, ვეძებ აპარტამენტს 2 დღე რომ ვიქირავო, ვარ მეუღლესთან და 9 წლის შევილთან ერთად, თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება იქნებ მომწეროთ,
* * *
პრატოში თუ ხართ ვინმე ძმურად იქნებ მომწეროთ რაღაც წვრილმანებზე მინდა დახმარება

Posted by: Crøs 8 Oct 2023, 10:42
gio1126
ფბზე პრატოს და მილანს ცალკე ჯგუფები აქვს ქართველების და იქ იკითხე. ან ქართველები იტალიაში

Posted by: Pshaveli 15 Dec 2023, 12:40
user posted image
იტალიაში არის ეს ხილი, ძალიან გემრიელი. არც სახელი ვიცი, არც წარმოშობა. ვინმეს ხომ არ ეცნობა?
* * *
user posted image
გაჭრილი ესეთია

Posted by: Realism4Life 15 Dec 2023, 13:42
Pshaveli
სამხრეთში ხარ, არა? biggrin.gif
დამავიწყდა მეც მაგის სახელი

Posted by: Pshaveli 15 Dec 2023, 13:43
Realism4Life
მე თბილისში ვარ, სიცილიიდან გამომიგზავნეს ეს ფოტო...

Posted by: Realism4Life 15 Dec 2023, 14:25
Pshaveli
QUOTE
მე თბილისში ვარ, სიცილიიდან გამომიგზავნეს ეს ფოტო...

ხო, სიცილიაში მეც სულ მხვდებოდა ეს ხილი, მაგიტომ გკითხე smile.gif))
გუგლის ვიზუალ სერჩმა ეს ამომიგდო:
https://it.wikipedia.org/wiki/Annona_cherimola

ჩერიმოლას ეძახიან იტალიელები

Posted by: Pshaveli 15 Dec 2023, 14:28
Realism4Life
მადლობა, არგენტინაში ჩირიმოჟა ყოფილა

Posted by: chillin 16 Dec 2023, 02:59
QUOTE (Pshaveli @ 15 Dec 2023, 12:40 )
user posted image

* * *
user posted image
გაჭრილი ესეთია

1-2 ჯერ გავსინჯე მეც და უგემრიელესია

Posted by: °iki° 17 Dec 2023, 13:45
QUOTE (chillin @ 16 Dec 2023, 02:59 )
QUOTE (Pshaveli @ 15 Dec 2023, 12:40 )
user posted image

* * *
user posted image
გაჭრილი ესეთია

1-2 ჯერ გავსინჯე მეც და უგემრიელესია

გაჭრილი უცხოპლანეტელ არსებას გავს biggrin.gif

არასდროს ვყოფილვარ იტალიაში და მომავალ ზაფხულს იმედი მაქვს წავალ jump.gif

Posted by: river-song 23 Dec 2023, 22:32
ხალხო ერთი დამაკვალიანეთ რომში ვინც ხართ ნამყოფი, ონლაინ ვნახულობ და მუზეუმების და გალერიების ბილეთები ამოყიდულია ამ საშობაოთ ხოდა ისე რო მივიდე იქნება ქონდეთ თუ როგორაა ეგ ამბები, ანუ შანსი მაქვს რო ვიყიდო ბილეთები თუ სხვა აქტივობები დავგეგმო უკვე biggrin.gif

Posted by: Cypher 24 Dec 2023, 19:29
ბერგამოში, ჩიტა ალტაში დღეს სანტების მსვლელობა იყო, წესით რეკორდს დადებდნენ იმდენნი იყვნენ biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 26 Dec 2023, 10:28
ზაფხულში ვგეგმავ ფლორენციაში ვიზიტს. ქუთაისიდან რომ გავფრინდე, ან რომში უნდა ჩავიდე, ან მილანში. რომლიდან უფრო მარტივი იქნება მატარებლით ტრანსფერი? თბილისიდან ბოლონიაში კი არის ფრენები, თუმცა, პირდაპირი ძალიან ძვირია და თურქეთიდან გადაჯდომითაც არც თუ ისე იაფი და თან 7-8 საათია დალოდების დრო, დიდად არ მაწყობს.

Posted by: HCl 26 Dec 2023, 10:37
Amigo-Amo
ორივე დიდი ქალაქია კარგი მატარებლების ქსელით, საიდანაც უფრო ახლოა იქიდან წადი. იტალოთი წადი, ძაან ისიამოვნებ

Posted by: Amigo-Amo 26 Dec 2023, 11:42
QUOTE (HCl @ 26 Dec 2023, 10:37 )
Amigo-Amo
ორივე დიდი ქალაქია კარგი მატარებლების ქსელით, საიდანაც უფრო ახლოა იქიდან წადი. იტალოთი წადი, ძაან ისიამოვნებ

ქიშვარდაი ბიჭმა როგორც თქვა "მტკვაელით გადავზომე და რომი უფრო ახლოსაა" lol.gif lol.gif lol.gif
რომში დავაწვები მაშინ (პროსტა ვიზიარით უფრო ძვირი თუ არ ღირდა პროსტა რომი).
კი, ნამყოფი ვარ 5 წლის უკან და მახსოვს მატარებლები, 250 კმ/სთ სიჩქარით მოძრაოდბნენ მგონი biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 26 Dec 2023, 11:48
როცა ძალიან გშია და ელოდები რამე წიოკს მოგიტანენ

user posted image

Posted by: Cypher 26 Dec 2023, 19:02
Amigo-Amo

ფირენცეში მოსახვედრად ყველაზე მოკლე გზა ბოლონიიდანაა, დალშე პულმანი და ეგაა.

ან მეორე ვარიანტია ლიუფტჰანზას აქვს ფრენები პირდაპირ ფირენცესკენ ჩერეზ მიუნხენი. ნუ კორონას პერიოდში ჰქონდა და ახლაც ექნებათ წესით.

ისე ზაფხულში არ გირჩევ მანდ წასვლას, წელს მთელი ივლისი მანდ გავატარე და ცოცხლად მოვიხარშე, არანორმალური სიცხეები იცის მაგ დროს. თუ გინდა რომ ფირენცეში ყოფნა შეირგო, წადი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში.

Posted by: Amigo-Amo 26 Dec 2023, 19:44
QUOTE (Cypher @ 26 Dec 2023, 19:02 )


ისე ზაფხულში არ გირჩევ მანდ წასვლას, წელს მთელი ივლისი მანდ გავატარე და ცოცხლად მოვიხარშე, არანორმალური სიცხეები იცის მაგ დროს. თუ გინდა რომ ფირენცეში ყოფნა შეირგო, წადი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში.

მაისის შუა რიცხვებში გადავწყვიტე. ფლორენციაში არ ვრჩები, პრატოში უნდა ვიყო ეგ პერიოდი. ვიცი, ნამყოფი ვარ 5 წლის უკან, ოღონდ ფლორენციიდან 40 კილოემტრის მოშორებით ვცხოვრობდი, დიკომანო ერქვა იმ დასახლებას და მაგრად ყინავდა ივნისის შუა რიცხვებში :დ
იქ ახლობლები მყავს და დღეს ველაპარაკე, მილანამდე ჩამოდიო და იქიდან ტაქსებით/მინივენებით დადიან ქართველებიო და გამოყვებიო სახლამდე, თორემ აეროპორტიდან სადგურამდე უნდა მიხვიდე, მერე მატარებლით ფლორენციამდე და მერე ისევ მატარებლით პრატომდე. 60-70 ევრო ჯდება კაცზე და მატარებლითა მაქს. 10-15 ევროთი ნაკლები დაგიჯდესო, თან ამდენჯერ უნდა გადაჯდე-გადმოჯდეო.

Posted by: Cypher 27 Dec 2023, 01:58
Amigo-Amo

ფირენცე-მილანოს მარშრუტზე ფლიქსბასს ვიყენებ ხოლმე. კი უნდა საკმაო დრო, მაგრამ მკიდია, მაინც მძინავს მთელი გზა biggrin.gif


Posted by: Amigo-Amo 27 Dec 2023, 10:15
QUOTE (Cypher @ 27 Dec 2023, 01:58 )
Amigo-Amo

ფირენცე-მილანოს მარშრუტზე ფლიქსბასს ვიყენებ ხოლმე. კი უნდა საკმაო დრო, მაგრამ მკიდია, მაინც მძინავს მთელი გზა biggrin.gif

მარტო რომ მივდიოდე, მეც ეგრე ვიზამდი, თუმცა, 7 წლის ბავშვთან ერთად ვიქნები და მირჩევნია რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდე პრატოში biggrin.gif

Posted by: Gvanc_287 28 Dec 2023, 22:06
QUOTE
იტალია


love.gif

..........................

Posted by: SaulGoodman 31 Dec 2023, 00:55
Gvanc_287
ხარ იტალიაში ნამყოფი?

Posted by: dadn 3 Jan 2024, 01:23
---------------------------------

Posted by: seeman 28 Feb 2024, 18:55
ვინც იცით ოქტომბერში როგორი ამინდებია მილანში ? წინასწარ ვფიქრობ ვიყიდო ბილეთები და მაგ ამბავში

ხომ კიდე მილანიდან ფლორენციაში გადასვლა ერთი დღით მუზეუმების სანახავად რამდენად ღირს შორია ძალიან ?

Posted by: Cypher 29 Feb 2024, 00:16
seeman
QUOTE
ვინც იცით ოქტომბერში როგორი ამინდებია მილანში ? წინასწარ ვფიქრობ ვიყიდო ბილეთები და მაგ ამბავში


ნორმალური როგორც წესი. ისე მილანი დიდი ვერაფერია, გარშემო პატარა ქალაქები უფრო საინტერესოა, ტბებთან განსაკუთრებით. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.


QUOTE
ხომ კიდე მილანიდან ფლორენციაში გადასვლა ერთი დღით მუზეუმების სანახავად რამდენად ღირს შორია ძალიან ?



დაიღლები და ერთ დღეში ვერ შეირგებ რა.

Posted by: name404 29 Feb 2024, 17:34
რომში ხართ ვინმე? შაბათს ricardo villalobos გულაობაზე ხო არ აპირებთ წასვლას?

Posted by: seeman 29 Feb 2024, 20:47
Cypher


QUOTE
ისე მილანი დიდი ვერაფერია, გარშემო პატარა ქალაქები უფრო საინტერესოა, ტბებთან განსაკუთრებით.


მეც მასე ვგეგმავ თუ მეყო დრო გარშემო პატარ პატარა ქალაქებში გავიარო. მუზეუმები და ეკლესიები მაინტერესებს ძირითადად . ფლორენციაში მოხვედრაც მაგიტომ მინდა

Posted by: Faulkner 19 Mar 2024, 18:07
იტალიაში დოლარი ჯობია კარტაზე თუ ლირებზე გადახურდავება? ტრანსპორტში გადახდა მოსულა კარტით? დოლარს იღებენ ზოგადად თუ ევრო უნდათ? რაღაც რომა პასიაო 48 და 72 საათიანი, ღირს მაგის ყიდვა?

Posted by: Cypher 19 Mar 2024, 18:12
Faulkner

რა ლირები, წინა საუკუნეში შეცვალა ლირა ევრომ.

Posted by: Faulkner 19 Mar 2024, 19:24
Cypher
QUOTE
რა ლირები, წინა საუკუნეში შეცვალა ლირა ევრომ

ანუ ევრო უნდა მქონდეს კარტაზე თუ დოლარი?

Posted by: Realism4Life 19 Mar 2024, 22:07
Faulkner
QUOTE
ანუ ევრო უნდა მქონდეს კარტაზე თუ დოლარი?

ევრო yes.gif

Posted by: Faulkner 19 Mar 2024, 22:57
Realism4Life
QUOTE
ევრო

უნგრეთში დოლარს აჭრიდა ჩვეულებრივად და იტალიაში კონვერტაციას ვერ იზავს ავტომატურად?

Posted by: Realism4Life 19 Mar 2024, 23:57
Faulkner
QUOTE
უნგრეთში დოლარს აჭრიდა ჩვეულებრივად და იტალიაში კონვერტაციას ვერ იზავს ავტომატურად?

კონვერტაციას კი მოახდენს, მაგრამ იქაური კურსით მაინც. ქეშიც გქონდეს უმჯობესია ევროში.

Posted by: 360-Grad 26 Mar 2024, 21:26
ლამაზი ენაა
:::::;;;;;;;;;;;;;;;;

Posted by: Ambitious_Person 27 Mar 2024, 12:38
რომისთვის ორი დღე ხომ საკმარისია?

რომის მერე ვენაზეც.მინდა დამრჩეს დრო

Posted by: cosаnоstra 27 Mar 2024, 14:07
Ambitious_Person
QUOTE
რომისთვის ორი დღე ხომ საკმარისია?

4
* * *
QUOTE (Faulkner @ 19 Mar 2024, 18:07 )
იტალიაში დოლარი ჯობია კარტაზე თუ ლირებზე გადახურდავება? ტრანსპორტში გადახდა მოსულა კარტით? დოლარს იღებენ ზოგადად თუ ევრო უნდათ? რაღაც რომა პასიაო 48 და 72 საათიანი, ღირს მაგის ყიდვა?

ევროს ანგარიშზე უნდა გქონდეს ევრო
ნაის ენდ იზი

Posted by: JAH 27 Mar 2024, 14:52
პოკო პარლო იტალიანო მი სკუზი))))))))))))))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)