Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > კანონიერი ქურდები


Posted by: Nodo_K 19 Jun 2018, 21:11
საკმაოდ კარგი ფილმია

https://www.youtube.com/watch?v=pJ4Rjnwa-Lc

ქართველები მრავლობენ

Posted by: არიგო 19 Jun 2018, 21:13
ჩემ ღლეს თუ არც მრავლობენ. ეგენიც არ იყვნენ მასკები და მარკ ცუკერბერგები.
ტეხავს ამ თემის განხილვა ნებისმიერ ჭრილში. უნდა მორჩეს ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ.
უკვე საკმარისზე მეტი ზიანი მიაყენეს ქვეყანას და საზოგადოებას

Posted by: GEORGEXIII 19 Jun 2018, 21:14
ქურდა როგორ უნდა დაკააანონდე?

boli.gif

Posted by: არიგო 19 Jun 2018, 21:15
GEORGEXIII
QUOTE
ქურდა როგორ უნდა დაკააანონდე?

საჭირო ცოდნა გამოცდილება და დასტური გინდა ძალოვანი სტრუქტურებიდან. არ ვღადაობ მართლა

Posted by: Nodo_K 19 Jun 2018, 21:21
არიგო
მეტისმეტად სწრაფად დამოსტე :დ ზონელები სადარაჯოზე ხართ? :დ




GEORGEXIII
ქურდი კანონშია, სწორი თარგმანი და არა კანონიერი ქურდი. ეგ ტერმინი არ არსებობს ქუჩურში.

Posted by: არიგო 19 Jun 2018, 21:23
Nodo_K
QUOTE
მეტისმეტად სწრაფად დამოსტე :დ ზონელები სადარაჯოზე ხართ? :დ

არა პროსტა ბავშვობაში ძველები მჩაგრავდნენ და ეხლა შანსს არ ვუშვებ ხელიდან რო არ ვუკბინო

Posted by: Lаki 19 Jun 2018, 21:26
QUOTE
ქურდი კანონშია, სწორი თარგმანი და არა კანონიერი ქურდი. ეგ ტერმინი არ არსებობს ქუჩურში.


ქუჩურში არა!
პანიაწიეში არსებობს ქურდი!
კანონიერი, კანონში არის რუსულიდან უშნოდ კალკირებული (თარგმნილი)



Posted by: SPLIYVI 19 Jun 2018, 21:28
ქურდი ზღვაზე ან ბასეინში რომ ხვდება ხო ყლინი წყალი ხვდ3ბა ტუჩ3ბზე?

Posted by: Nodo_K 19 Jun 2018, 21:30
Lаki
QUOTE
პანიაწიეში

ეგ ვაფშე არ ვიცი რას ნიშნავს

Posted by: dega 19 Jun 2018, 21:30
QUOTE
კანონიერი ქურდები

არასწორი გამოთქმაა
"კანონიერი ქურდი " როგორც ასეთი შეარქვეს სამართალდამცავებმა მაშინ...
ქურდი კანონიერი არ არსებობს
არსებობს ქურდი კანონში
მათ საკუთარი კანონები აქვთ და არ ემორჩილებიან სხვა კანონებს.............
სხვა სამყარო იყო
სხვა განზომილება
იყვნენ გენიოსები
მაგრამ თავისი დრო უკვე მოილიეს
დღეს ქურდი კანონში არ არსებობს და არც არის აუცილებელი არსებობდეს
დღეს კიარა 40 წელია უკვე რაც არ არსებობენ...........
დღეს ქურდი კანონში თავად სახელმწიფოა


Posted by: From SLUM To HeLL 19 Jun 2018, 21:32
QUOTE (არიგო)
ტეხავს ამ თემის განხილვა ნებისმიერ ჭრილში. უნდა მორჩეს ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ.

ჰეჰ, მორჩეს კი არა, მაგენი დრო მოიდის. ღმერთმა ბატონი ბიძინა ამყოფოს ჯანზე და ყველაფერი კარგად იქნება!

Posted by: LuxAeterna 19 Jun 2018, 21:33
QUOTE (SPLIYVI @ 19 Jun 2018, 21:28 )
ქურდი ზღვაზე ან ბასეინში რომ ხვდება ხო ყლინი წყალი ხვდ3ბა ტუჩ3ბზე?

შესაბამისად პალიროვშიკები გამოდიან.


პარაზიტები უნდა მოსპო, მოაშთო, სიმსივნე უნდა ამოკვეთო მეტასტაზები რომ არ წავიდეს. ეს ბოზური ინსტიტუტი როგორ დაამკვიდრეს...

Posted by: Lаki 19 Jun 2018, 21:36
QUOTE (Nodo_K @ 19 Jun 2018, 21:30 )
Lаki
QUOTE
პანიაწიეში

ეგ ვაფშე არ ვიცი რას ნიშნავს

იგივე ქურდულს ნიშნავს.
--------

ვორი ვ ზაკონე (ტერმინი) წარმოიშვა პერესტროიკის დროს.
(უფრო სწორად კი იმ პროპაგანდისტული ფილმის შემდეგ, "ვორი ვ ზაკონე" რომ გადაიღეს. biggrin.gif

ქურდი ვარო ქურდი რომ იტყოდა, მას არ სჭირდებოდა ზედსართვები კანონიერი, კანონში და რაღაც ასეთები.

Posted by: Alfred_Albion 19 Jun 2018, 22:24
კანონიერი ქურდების ინსტიტუტი ბოლშევიზმის პირმშო და მისი წარმატების საიდუმლოა. იგი შეიქმნა არა მხოლოდ კრიმინალების, არამედ ყველა იმ დეკლასირებული ადამიანის სამართავად, ვისაც კარლ მარქსმა ლუმპენ-პროლეტარიატი უწოდა. ამ უკანასკნელს მარქსი მსოფლიო რევოლუციის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევდა და სავსებით სამართლიანადაც - ლუმპენ-პროლეტარიატი, რომელიც თავისუფალია "კლასობრივი ცნობიერებისგან", რევოლუციურს კი არა, ანარქისტულ ძალას წარმოადგენს.
ბოლშევიკების მეცადინეობა შედეგიანი აღმოჩნდა:
კანონიერი ქურდების ფსევდოდანაშაულებრივმა კანონმდებლობამ, რომელიც სრულებით დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან და ოდენ ყოფითი და პრიმიტიული საკითხების რეგულირებით შემოიფარგლება, სახელმწიფოს მიერ გათელილი ადამიანები დიდი ხნით ჩამოაშორა პოლიტიკურ ბრძოლას.
მთელს საბჭოეთში ციხე ყველა დეპოლიტიზებული ადგილი გახლდათ და ამდენად ყველაზე უფრო საბჭოთაც.

smile.gif

Posted by: iverieli 5 Sep 2018, 11:32
Вор в законе Гога Потийский получил 13 лет за убийство сына чиновника

Пресненский суд Москвы на основании обвинительного вердикта коллегии присяжных приговорил к 13 годам гражданина Грузии Георгия Гугушвили, известного как вор в законе Гога Потийский.

კანონიერ ქურდს გოგა პოტისკის 13 წელი მიუსაჯეს მკვლელობისთვის რუსეთში.

https://lenta.ru/news/2018/09/05/goga/

Posted by: niktagva 5 Sep 2018, 11:40
ახალი თემაა ერთუჯრედიანებზე?

მოდერები არ რეაგირებენ?

Posted by: Hronos 5 Sep 2018, 11:44
SPLIYVI
QUOTE
ქურდი ზღვაზე ან ბასეინში რომ ხვდება ხო ყლინი წყალი ხვდ3ბა ტუჩ3ბზე?


ჩასახვაც სხვანაირად ხდება მაგათი ? biggrin.gif

Posted by: GIORGI XXL 5 Sep 2018, 12:14
QUOTE
დღეს ქურდი კანონში თავად სახელმწიფოა

სახელმწიფოს ადგილზე ბატონი ბიძინი უნდა მოვიაზროთ

Posted by: gears 5 Sep 2018, 12:17
დღეს ბატონი ბიძინეა - ქურდიც,კანონიც და კანონიერი ქურდიც

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: masai11 5 Sep 2018, 12:30
ისე თუ დაფიქრებულხართ, რა თვისებებს მოითხოვს ასეთს ეს კანონიერი ქურდობა რომ ასე კარგად და ხშირად რეალიზდებიან ქართველები ამ მიმართულებით?
ძველი ქურდების თაობაში ასე მრავლად არ იყვნენ ქართველები.

Posted by: B l a c k J a c k 5 Sep 2018, 12:59
QUOTE
სახელმწიფოს ადგილზე ბატონი ბიძინი უნდა მოვიაზროთ

სადაც ბიძინი იქაც ბიძინაც ანასხლეტი კალიაძეც.


დაწერეს უკვე: მასების სამართავად შექმნილი საბჭოთა მექანიზმი იყო, რომელსაც რუსეთი დღემდე წარამტებით იყენებს საკუთარი და არამარტო მოსახლეობის წინააღმდეგ.
დანარჩენი: არანაირი სამართალი ამგათ არც ქონდათ და არც გააჩნიათ, არანაირი მორალი არც ქონდათ და არც გააჩნიათ, არანაირი ცხოვრება/გაგება მაგათ არც ქონდათ და არც გააჩნიათ.
პატიმრებზე, კანონდამრღვევებზე, მაფიოზებზე და ასე შემდეგ საუბარი კიდევ შეიძლება.
ნებისმიერი მსჯელობა , განხილვა და ა.შ. კონკრეტულად ე.წ. კანონიერ ქურდებზე: არის მათი ცხოვრების პროპაგანდა, რომანტიზმით გაჯერება მათი ავაზაკური საქციელის და საბოლოო ჯამში კარგად შეფუთული ხოტბის შესხმა მათი.
კანონიერი ქურდები არა ლეღვის ფოთოლი ადამის მაჭუჭუზე.

Posted by: vaxo55 5 Sep 2018, 13:21
QUOTE
არანაირი სამართალი ამგათ არც ქონდათ და არც გააჩნიათ

ძველ დროს ქურდთან სწორედ სიმართლის დასადგენად ადიოდნენ ხოლმე
QUOTE
არანაირი მორალი არც ქონდათ და არც გააჩნიათ

ბოდიში მოიხადეთ-ძველი ქურდის მორალი გადაიწონის მთელი დღევანდელი პარლამენტარების მორალის ჯამს.

QUOTE
კანონდამრღვევებზე, მაფიოზებზე და ასე შემდეგ საუბარი კიდევ შეიძლება.

აააა,თუ ამათ მორალს სთვლი გასმართლებულად-მაშინ ჰოოო
.
QUOTE
კონკრეტულად ე.წ. კანონიერ ქურდებზე: არის მათი ცხოვრების პროპაგანდა, რომანტიზმით გაჯერება მათი ავაზაკური საქციელის და საბოლოო ჯამში კარგად შეფუთული ხოტბის შესხმა

ეგ დღევანდელი გადასახედიდან. ძველად ქურდს არ უნდა ჰქონოდა თავისი არაფერი მატერიალური. ეხლანდელებს ნუ ადარებთ. თქვენ იღებთ დღევანდელ ქურდს ეტალონად და როგორც დღევანდელი დინამო აღარაა ძველი დინამო, ისე ეხლანდელი ქურდული გაგება აღარაა ძველი.
p.s.
პარლამენტის სხდომაზე (პირდაპირი ტრანსლიაციის დროს) პარლამენტარები შესპორედნენ და ვახო რჩეულიშვილმა სიმართლის დასადგენად შესთავაზა თანამეინახეებს-წამო ავიდეთო! ვოტ!

Posted by: FRIDRIX 5 Sep 2018, 13:28
SPLIYVI
QUOTE
ქურდი ზღვაზე ან ბასეინში რომ ხვდება ხო ყლინი წყალი ხვდ3ბა ტუჩ3ბზე?

ციხეებში მუხლებზე რო დგებოდნენ და ციხის უფროსი ან ენკავედეს პოლკოვნიკი ურტყავდა ტუჩებში ეგეც ხო ხვდებოდათ ?

Posted by: B l a c k J a c k 5 Sep 2018, 13:37
vaxo55
აი რომელი ძველი ქურდები? :დ ბლეფი იყო ეგ ყველაფერი და ცრუ. თვითონ სიტყვა ამბობს - ქ უ რ დ ი. ადამიანი რომელიც სხვისი ოფლითა და შრომით მოპოვებულს იპარავს და მერე ამას ცხოვრების წესად ასაღებს.
არ ვიყვაით ქართველები ქურდ-ბაცაცები. ჩვეულებრივი პატიოსანი/ალალი მიწათმოქმედები ვიყავით და დაწყებული მონღოლებიდან ვიდრე დღევანდლამდე სხვათამიმბაძველობამ დაგვღუპა. შემოგვტენეს ეგ ქურდობაც.
მაგაზე საშინელი რა უნდა იყოს? მიდის და იპარავს: ოჯახიდან, სახლიდან. ძალადობით, მაიმუნობით, შანტაჟით.
არც ძველები, არც ახლები არ ყოფილან და არც იქნებიან ეტალონი. და არანაირი ნამდვილი კანონიერი ქურდი არ არსებობდა და არც იარსებენ.
და პარლამენტი რომ ჯუნგლებია - ეგ ამათ არ ამართლებთ.
ამიტომ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი: კრიმინალები იყვნენ, არიან და ყოველთვის კრიმინალურად დარჩებიან.

Posted by: lasha123456 5 Sep 2018, 13:48
QUOTE
პარლამენტარები შესპორედნენ და ვახო რჩეულიშვილმა სიმართლის დასადგენად შესთავაზა თანამეინახეებს-წამო ავიდეთო! ვოტ!


მიშასაც ეგრე რო ექნა ჟვანია ცოცხალი იქნებოდა

Posted by: Coronerxd 5 Sep 2018, 14:00
QUOTE (SPLIYVI @ 19 Jun 2018, 21:28 )
ქურდი ზღვაზე ან ბასეინში რომ ხვდება ხო ყლინი წყალი ხვდ3ბა ტუჩ3ბზე?

დზმა, ქურდები არ ყვინთავენ spy.gif

Posted by: აშკარა 5 Sep 2018, 14:03
masai11
QUOTE

ისე თუ დაფიქრებულხართ, რა თვისებებს მოითხოვს ასეთს ეს კანონიერი ქურდობა რომ ასე კარგად და ხშირად რეალიზდებიან ქართველები ამ მიმართულებით?


რუსეთში, შედარებით უინიციატივო და ნაკლებად ნიჭიერი აბორიგენების ფონზე, რევოლუციის ერთერთი წამყვანი ძალა იყვნენ და კრემლშიც მოჯდნენ კაი ხნით,

ამიტომ სულაც არაა გასაკვირი რომ კრიმინალურ სამყაროშიც ლიდერების პოზიციებზე გავიდნენ.

აბა ამერიკაში რა ხდება შეხედეთ?

დალეწეს ძვლებში ეგრევე, როგორც კი ძველბიჭობა, "პალაჟენიის დაყენება" და ეგეთები გაუშვეს.

Posted by: Lаki 5 Sep 2018, 14:14
აშკარა
QUOTE
აბა ამერიკაში რა ხდება შეხედეთ?

დალეწეს ძვლებში ეგრევე, როგორც კი ძველბიჭობა, "პალაჟენიის დაყენება" და ეგეთები გაუშვეს.

ეგ ვინ? ქურდები?
იქაურ მაფიოზებზე რას იტყვი?

Posted by: B l a c k J a c k 5 Sep 2018, 14:26
Lаki
QUOTE
იქაურ მაფიოზებზე რას იტყვი?

მაფიოზე არის მაფიოზი. რეკეტია და ფული ამოაქვს ძალადობრივი გზით. არ აქვს პრეტენზია: არც სამართლის განჩინების, არც მომრიგებლობის, არც მასაზე ზემოქმედების, რომ კარგი ტიპია , არც საკუთარი ცხოვრების სტილის დამკვიდრების და ა.შ.
ამათ შეყრიან ციხეში , გამოვლენ და ქურდია, პატივი უნდა სცე, უბანში გაივლის-გამოივლის, ციხე დააქვს ყველგან სადაც მივა და მთელი შანტრაპა დაყვება კიდევ მისნაირი უსაქმურების. ამაშია განსხვავება.
გამბინომ , ლაკი ლუჩიანომ და მთელმა მაგათმა ტარტაროზებმა ძალიან კარგად იცოდნენ ვინებიც იყვნენ და რაებიც ივნენ. ნათლიას პერსონაჟზე რომ აფანატებს ხალხი: ჩვეულებრივი ცივსისხლიანი მკვლელი იყო. ეგ და ლუკა ბრაზი ტანდემში-ცხოველები სუფთა. მთელ მსოფლიოს მოსწონს და რიგით იტალიელებს ვკითხოთ: სიცილიაზე გლეხს რომ ვენახის შემოსავლიდან წილს დაახევს და ბაღებს დაუწვავს-გაგიჟდება ვითომ მაფიოზებზე.
აქ რამდენი ესენი ამოტივტივდნენ მიდიმოვდივარ არის: ვასკა ჩერნომორსკი, პომპომჩიკა, იაპონჩიკა და ნებისმიერი თემა "სისტემის წინააღმდეგ მებრძოლ ვითომ მოდათათუთაშხიო" ტიპების საქმეების გაფანატებისკენ მიდის. არა და ნებისმიერს ვისაც დაასახელებენ თემებში გინდა საბჭოთა და გინდა ახლანდელი მილიცია/პოლიცისს კაპიტანი სამხრეებს დააჭედებდა წარბებზე. ეგ სცენაზე არიან მაგრები, თორემ კულისებში გაუდიოდათ ბრია-ბრია.

ბოლო-ბოლო რომ გატრაწეს ბოლომდე და გამოჩნდა რომ ჩვეულებრივი მაფიოზები/რეკეტიორები და ყაჩაღები არიან. ახლა ძველი ქურდები იყვნენ ქურდებიო გვატენიან.
ძველი რომელი? ცარცული პერიოდის მეგარაპტორებს საქმეს რომ ურჩევდნენ? თუ იურიული პარკის შესასვლელში მზესუმზირას რომ აკნატუნებდნენ ტირექსის მოლოდინში? biggrin.gif

Posted by: giorgevich23 5 Sep 2018, 14:34
ქოცებო რას იტყვით?კალაძემ უკვე უყურა HD -ში?

Posted by: vaho 5 Sep 2018, 14:44
https://shalamov.ru/library/6/3.html

აგერ უწერია ყველაფერი ამ პატიოსან კაცს, ძველებზეც მათ შორის.

რატო გინდათ კაგებეს მიერ შექმნილი ყველაზე საშინელი პროექტის იმპორტირება დღევანდელ საქართველოში?

Posted by: weisenhaus 24 Sep 2018, 03:47
https://www.youtube.com/watch?v=ESAB0c8nVSo

საკმაოდ ცნობილმა რუსმა ქურდმა ვოვა ვაგონმა პერმის ციხეში თავი ჩამოიხრჩოო. არადა. მენტების მოკლულია და მერე დაკიდებული. რამდენიმე წლის წინ მოკლეს მაგ ციხეში კიდევ ერთი ქურდი.

ქართველ ქურდებს კი მასიურად ატოვებინებენ რუსეთის ტერიტორიას სამუდამოდ პირადად რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, რუსეთში მობრუნების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება მათ წინააღმდეგო.


Posted by: fat man2 24 Sep 2018, 04:11
dega
QUOTE
დღეს ქურდი კანონში თავად სახელმწიფოა

100%

Posted by: Davidex 24 Sep 2018, 05:28
QUOTE (არიგო @ 19 Jun 2018, 21:15 )
GEORGEXIII
QUOTE
ქურდა როგორ უნდა დაკააანონდე?

საჭირო ცოდნა გამოცდილება და დასტური გინდა ძალოვანი სტრუქტურებიდან. არ ვღადაობ მართლა

yes.gif yes.gif yes.gif

ბნელ ნახირს დღემდე არ სჯერა, რომ ყველა მეტნაკლებად "წონიანი" ქურდი სტრუქტურებთან არათუ თანამშრომლობს, არამეს მათ პირდაპირ დავალებებს ასრულებს. ალბათ არ მოიძებნება ორგანიზებული დანაშაულის სხვა სისტემა დედამიწაზე, რომელიც თავისი არსით და ბუნებით ასეთი "ბოზური" იყოს. yes.gif
* * *
ისე გამიკვირდა ცოტათი იმდენი სიმართლე გამოურიეთ ამ სამ გვერდში.... იქნებ წაიკითხოს ლენჩმა ახალმა თაობამ და წინა ლენჩ თაობაზე ცოტა უფრო ნაკლებად ლენჩი გაიზარდოს....

Posted by: d2d4 24 Sep 2018, 05:35
QUOTE (Davidex)
ბნელ ნახირს დღემდე არ სჯერა, რომ ყველა მეტნაკლებად "წონიანი" ქურდი სტრუქტურებთან არათუ თანამშრომლობს, არამეს მათ პირდაპირ დავალებებს ასრულებს. ალბათ არ მოიძებნება ორგანიზებული დანაშაულის სხვა სისტემა დედამიწაზე, რომელიც თავისი არსით და ბუნებით ასეთი "ბოზური" იყოს. 

ყველაფერს ხომ ჭირდება ფორმა, სახელმწიფოსაც ხომ ჭირდება კანონი, ზოგი სახელმწიფო დიქტატურულია ზოგი დემოკრატიული ზოგი ნახევრად დემოკრატიული.
ყველაზე ცუდ სახელმწიფოშიც შეიძლება არსებობდეს კარგი ადამიანები ასევე ცუდიც.
მე ვამბობ იმას რომ დავუშვათ ქუჩაში და ციხეში ამოიძირკვა ქურდული. არ არსებობს კრიმინალი არ გაქრება და ქურდულის ადგილს სხვა რამე დაიკავებს, და ის უფრო უკეთესი იქნება?

Posted by: Davidex 24 Sep 2018, 05:43
d2d4

კი, ის უფრო უკეთესი იქნება. ნებისმიერი რამე ამ სიმსივნეზე უკეთესი იქნება. მარტო იმიტომ რომ ის არ იქნება სახელმწიფოს მიერ საკუთარი ხალხის მუხლებზე დაყენების ტოტალური მექანიზმი. მარტო რუსმა შეძლო შეექმნა ისეთი იარაღი, რომელიც 100+ წლის მანძილზე საკუთარ ხალხზე ბატონობას უზრუნველყოფდა. მუამარ კადაფები და ბევრი და ბევრი მტარვალი ადრე თუ გვიან ამოაყირავა ხალხმა. ნებისმიერი დიქტატორი ადრე თუ გვიან ამოყირავდება. მაგრამ საბჭოთა სისტემა კიდევ მრავალი ათწლეული იმუშავებს - რადგან აქ თავად ხალხშია ჩათესლილი ეს სიმსივნე. ქურდული სისტემა (რაოდენ უცნაურადაც არ ჟღერდეს) ხომ იერარქიულია და იერარქიის ქვემოთ ინდივიდუალურ სადარბაზომდე დახვალ, აი სულ ზემოთ კი - თავად "წითლები" დგანან. შესაბამისად მინიმალური ხარჯით - პრაქტიკულად უფასოდ - მართავს სახელმწიფო 160 მილიონ მოსახლეობას, თან თითქმის საუკუნის მანძილზე.

გენიალური (უდედა#####ულესი) ინსტრუმენტია yes.gif

Posted by: d2d4 24 Sep 2018, 06:03
QUOTE (Davidex)
კი, ის უფრო უკეთესი იქნება. ნებისმიერი რამე ამ სიმსივნეზე უკეთესი იქნება.

აი ეგეთი მოლოდინები გვქონდა ყველა არჩევნების წინ biggrin.gif

Posted by: fermina 29 Sep 2018, 11:45
ახლა იტყვიან, რა გინდათ, ხო დააკავესო და ამდენს რომ ბედავენ, უკვე პრობლემა რომ არის, ეგ არაფერი.

სულ ვამბობდი და ასიათასჯერ გავიმეორებ, ამათთან სულ მცირედი დათმობა, რბილი მიდგომა, მილიმეტრით უკან დახევა და Aტვზე გადაგივლიან.

ლავას ოღლის უსვან თავზე ხელი კარგად და კიდევ გია გიორგაძეები გაუშვან დაკავებიდან რამდენიმე დღეში და კარგად ექნებათ საქმე.

ჯეირანას ჭკუაზე რომ გაივლის კაცი და გინდაც ქალი facepalm.gif

http://liberali.ge/news/view/39743/qurduli-samyaros-tsevrobisa-da-qurduli-samyaros-mkhardacheris-braldebit-6-piri-daakaves

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

მისი ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და წალკაში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ - მინდია გორაძემ (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს - მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან - თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება“ მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების - მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების - ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ - გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, "- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.


Posted by: laxxa 29 Sep 2018, 12:49
კანონიერი ქურდი კიდევ ერთი უსაქმური სასტავი ქარტულ რეალობაში ,ანუ მუშაიობა გრეხია არ შაიძლება შეპასუხება არ შაიძლება ხელის დარტყმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი ნუ შეუზლიათ ბოზობა აპატიონ ანუ აკურთხონ და კიდევ პატივს რომ ცემ ეკუთვნის .პრინციპში არაფრისმაქნისები არ არიან სერიოზულ მაფიას ვერსად ვერ დაუპირისპირდებიან ესაა რომ თუ სადმე დაიჭირეს ქარტველი და შეაშინეს მოწველიან მაგრად .ერთი სახეობაა იმ უსაქმური მუქთაღორა ქარტველების რომლებიც ლაითად გვევლინებიან მღვდლებად და ჩინოვნიკებად ..

Posted by: BVB-Fan 4 Feb 2019, 01:34
პაატა ხომერიკი, მაგარი კაცი ძაან, იმენა იტალიანსკაია მაფია იყო
ძაან ბესპაშადნი და მაგიტომაც მოკლეს :/

ხსოვნა იყოს

Posted by: FRIDRIX 4 Feb 2019, 08:41
მოდერ პროცედურის მიხედვით ეს თემა დასახურია კარგი იქნებოდა ავტორს დასვენებასაც თუ გამოუწერდი


Posted by: david40 4 Feb 2019, 09:05
FRIDRIX
QUOTE
მოდერ პროცედურის მიხედვით ეს თემა დასახურია კარგი იქნებოდა ავტორს დასვენებასაც თუ გამოუწერდი

რას ამბობ. აქ ხალხს ბანებს ადებენ ქურდების უდიერად მოხსენიებისათვის.

Posted by: medium 4 Feb 2019, 10:01
მამაჩემი რომ მოკვდა ყველა სადღეგრძელოს სვამდა და იძახდნენ პატიოსანი კაცი იყოო, არადა 90 იანებში 2 -ჯერ გაგვძარცვეს ბინის ე.წ " კაი ბიჭებმა " (მომპარავებმა )
თან მიდიოდა ქუჩაში იდეოლოგიური ქადაგება რომ ქურდული პატიოსნურია
ახლა შეკითხვა, ჯერერთი თუ ქურდული პატიოსნურია და ამავე დროს მამაჩემი პატიოსანი კაცი იყო რატომ გაგვძარცვეს 2 ჯერ? smile.gif
ესეიგი ან მამაჩემი არ იყო პატიოსანი და იმსახურებდა ეგეთ მოქცევას ან ისინი არ არიან პატიოსნები რადგან მამაჩემის (პატიოსნად )შრომით დაგროვებულს იპარავენ
მე ვფიქრობ რომ მამაჩემი არ იმსახურებდა ისეთ მოქცევას და ნამდვილად იყო პატიოსანი, საერთოდ ვერ იტანდა კრიმინალებს და როცა ვკითხე რატომ არ ჩავრიეთ ქურდი და არ დავიბრუნეთ მოპარული, მიპასუხა _ქურდებისთვის უნდა მეხადა ფულიო?
ეს ვერ გავიგე მაშინ პატარა ვიყავი მაგრამ ახლა კი ვხვდები რაც მითხრა
მოკლედ რამდენჯერ ამ თემას და მსგავს ვნახავ სულ ვითრგუნები, მახსენდება მამაჩემის სევდიანი სახე იმ სიტყვების დროს, მახსენდება დედა#####ული , კაიბიჭობას შეფარებული ნაგავი ადამიანები, მახსენდება იგივე ნაგავი ადამიანები როგორ ფარისევლურად სვამდა მამაჩემის სადღეგრძელოს და ამბობდნენ რომ მამაჩემი პატიოსანი კაცი იყო და ვითრგუნები რადგან იმ ჭიქის მათ კბილებში ჩალეწვა რომ ვერ შევძელი

Posted by: david40 4 Feb 2019, 11:06
medium
QUOTE
თან მიდიოდა ქუჩაში იდეოლოგიური ქადაგება რომ ქურდული პატიოსნურია
ახლა შეკითხვა, ჯერერთი თუ ქურდული პატიოსნურია და ამავე დროს მამაჩემი პატიოსანი კაცი იყო რატომ გაგვძარცვეს 2 ჯერ? 
ესეიგი ან მამაჩემი არ იყო პატიოსანი და იმსახურებდა ეგეთ მოქცევას ან ისინი არ არიან პატიოსნები რადგან მამაჩემის (პატიოსნად )შრომით დაგროვებულს იპარავენ

მანდ ცოტა სხვაგვარი ნიუანსებია. მთელი ქურდული ფილოსოფია. მეზარება ეხლა ამაზე წერა. მოკლედ ვიტყვი, რომ მაგათ მოვუ###ნ კაიბიჭობა და პატიოსნება, გაგება, ჯიში და ჯილაგი.

Posted by: laxxa 4 Feb 2019, 14:56
რაღა დროს კანონიერი ქურდებია მოჭამა დრო ამ უსაქმურების ბლატაობამ ეხლა მღვდლებმა ჩაანაცვლეს არაფერს ემორჩილებიან არიან უსაქმურები და ზიან ქვეყნის ბიუჯეტზე თან გაბოლებენ ეხლა ვინ უფრო მავნებელია ეს კიკინებიანები რომლებიც 25 მილიონიან შემოსავალს იღებენ და ღმერთმა იცის სად მიაქვთ ( ერთი ნარკუშა მღვდელი იყო სტრანსბურგში წამალი ცოდვაა არააო აი პლანი ცოდვააა დაერხათ გირჩელებს) ეს თაღლითი საძმო როგორც თვითონ უწოდებენ თავს უნდა გასუფთავდეს და პატიოსანი ხალხი მოვიდეს .

Posted by: gen100 4 Feb 2019, 15:22
ქურდები კიარა მე რომ ვინმე მომადგეს წილში გაგვიყვანეო შეიძლება ქალაქის ცეტრში იპოვოთ უკანატანიდან ყელამდე სარგათხრილი.


Posted by: niktagva 4 Feb 2019, 15:57
QUOTE

  თბილისის ფორუმი -> თემატური ფორუმი -> კულტურა და ხელოვნება

QUOTE
კულტურა და ხელოვნება

QUOTE
 კანონიერი ქურდები

user posted image

ვინ გადაიტანა?

Posted by: ანდაზა 8 Feb 2019, 18:57
"რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე. რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი. რაც მეტია ცრუბრძნობა, მით მეტია სიხარბე. რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი"


Posted by: akako78 8 Feb 2019, 19:33
ერთი ქურდი იყო ვახო ეხვაია-ასე მაქვს გაგებული ეგ რომ იბარებდა ან სხოდკაზე რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს ვინც ქურდად იწოდებოდაო ან ირქმევდაო-საპირფარეშოში რიგი დგებოდაო-კუჭი ეშლებოდათ ნერვიულობისაგან..ეგეც გამიგია უკვე მოგვარებული ჰქონდაო და ქურდის სახელით იწოდებოდაო ერთი ვითომდა ძერსკი რუსი დალნი-ვასტოკის ქურდი და თვითმფრინავში ისხდნენ ეგ და ვახო თურმე..და ამან ქურდი ვარო ვერ გაუბედა რომ ეთქვა..ეტყოდა და უპარაშუტოთ მოუწევდაო იცოდაო იმ თვითფრინავის დატოვებაოsmile.gifრომ მოკვდა ეხვაია მერეღა თქვა ქურდი კაცი ვარო ე.ი. ურკაო..გინესის რეკორდებშია მის დასაფლავების დროს დასწრება იყო რეკორდული -250 სული ქურდი თუ უფრო მეტი-ეგ რაც იციან..

პ.ს.ეგეც ვიცი და გამიგონია რომ თვითონ ქურდი ძველ დროში არასოდეს არ უბიძგებდა სხვას ქურდობისკენ..პირიქით აძაგებდნენ და არ დადგეთო ამ გზაზეო..ბევრი მართლა იძულებული იყო რომ ეგ გზა აერჩია და არა ის რომ დღეს რომანტიზმით რომ არიან ისევ შეპყრობილები..ბევრი მართლაც რომ გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა და სხვა გზა არ ჰქონდა!!!

Posted by: ანდაზა 10 Feb 2019, 06:37
QUOTE
ერთი ქურდი იყო ვახო ეხვაია

"ლეგენდა ცოცხლდება..."

Posted by: BANJGVLIANI 20 Feb 2019, 01:00
https://www.youtube.com/watch?v=mvU1P-B9ysU

Posted by: gia1970 26 Feb 2019, 22:49
კულტურა და ურკები
...........................................

Posted by: Luka251 1 Mar 2019, 14:25
გაქაჩავს გული ურალში?




———————

Posted by: DustyKid 5 Mar 2019, 00:40
ქურდები ვითო გადაშენდნენ მარა დღესაც ბევრია და 15 წლის ლაწირაკებზე არ ვამბობ 20 - 22 წლის "ჩამოყალიბებული" აზროვნების მქონეები ტატუშკებს რო იკეთებენ და ჰგონიათ აკადემიასავით უნდა დახურონ კურსი რომ ქურდობას ეზიარონ, რო ვუყურებ ალბათ ბოლოს წინა თაობაა ეს 20 22 წლის ბიჭები და სადღაც მაინც არის მათი გავლენა მიუხედავად რომ იციან არაფერი შანსი აღარ აქვთ და იჭერენ ბევრს დღეს ტაკ შტო ვოზდუხ ობშიიი))

Posted by: Luka251 10 Apr 2019, 01:54
ტაროს გასადის სროკი მალე......................

Posted by: chicharito12 12 Apr 2019, 14:47
ფუუუუუუუუუუუუუ თემაც არ უნდა გაგეხსნა ამაზეე

Posted by: Mirvanyru 12 Apr 2019, 14:58
ამ ქურდებს მგონი მართლა თავი კაცები ჰგონიათ არა და ძალოვნები იმ პოზაში ტ**8ავენ რა პოზაშიც უსწორდებათ და იყენებენ რომ მერე ხელი შეახოცონ ხოლმე .... ეჰ... ფილმი კი კარგი ჩანს მგონი

Posted by: Luka251 27 Apr 2019, 00:17
ისე ტაროს გამოსვლა მაგრად შეცვლის სიტუაციას.

Posted by: kenshin 28 Apr 2019, 03:35
QUOTE (akako78 @ 8 Feb 2019, 19:33 )
ერთი ქურდი იყო ვახო ეხვაია-ასე მაქვს გაგებული ეგ რომ იბარებდა ან სხოდკაზე რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს ვინც ქურდად იწოდებოდაო ან ირქმევდაო-საპირფარეშოში რიგი დგებოდაო-კუჭი ეშლებოდათ ნერვიულობისაგან..ეგეც გამიგია უკვე მოგვარებული ჰქონდაო და ქურდის სახელით იწოდებოდაო ერთი ვითომდა ძერსკი რუსი დალნი-ვასტოკის ქურდი და თვითმფრინავში ისხდნენ ეგ და ვახო თურმე..და ამან ქურდი ვარო ვერ გაუბედა რომ ეთქვა..ეტყოდა და უპარაშუტოთ მოუწევდაო იცოდაო იმ თვითფრინავის დატოვებაოsmile.gifრომ მოკვდა ეხვაია მერეღა თქვა ქურდი კაცი ვარო ე.ი. ურკაო..გინესის რეკორდებშია მის დასაფლავების დროს დასწრება იყო რეკორდული -250 სული ქურდი თუ უფრო მეტი-ეგ რაც იციან..

პ.ს.ეგეც ვიცი და გამიგონია რომ თვითონ ქურდი ძველ დროში არასოდეს არ უბიძგებდა სხვას ქურდობისკენ..პირიქით აძაგებდნენ და არ დადგეთო ამ გზაზეო..ბევრი მართლა იძულებული იყო რომ ეგ გზა აერჩია და არა ის რომ დღეს რომანტიზმით რომ არიან ისევ შეპყრობილები..ბევრი მართლაც რომ გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა და სხვა გზა არ ჰქონდა!!!

მსგავსი ლეგენდები უწყობდა ხელს ამ ბინძური იდეოლოგიის რომანტიზებას, ერთეული შემთხვევები შეიძლება არ იყო ლეგენდა მაგრამ მისი გავრცელებაც იგივე საქმეს აკეთებდა ჯამში

Posted by: akako78 28 Apr 2019, 09:16
kenshin

ჩემი დიდი პაპა ბერიას დროს დაიჭირეს და დასახვრეტთა საკანში ჰყავდათ რამოდენიმე თვე(იქ გათეთრებულა სულკურთხეული-ერთი ღერი აღარ ჰქონდა შავი თმა შემდგომ)..უბრალოდ გაუმართლდა იმიტომ რომ იმან ვინც ცილი დასწამა(მოადგილე იყო მისი სასურსათო მაღაზიაში,რომელმაც პურის ტალონები მოჰპარა პაპაჩემს და საყვარელს მოუყვა ჩემი გვარის საბედნიეროდsmile.gifშემდგომ გადააგდო ეს ქალი იმან და ამ გაბოროტებულმა მიჯნურმა დაასმინა პროკურატურაში:დირექტორი დააჭერინა ამ არაკაცმაო და მის დახვრეტას ელოდება მერე თვითონ რომ დანიშნონო და თვითონ სხვენში ინახავსო ბოთლშიო ამ ტალონებსოsmile.gif)დაიჭირეს ის ღორის ინწუბო-უპოვეს მოპარული ტალონები და დახვრიტეს ეგრევე-პაპაჩემი კი გამოუშვეს..იმის მერე ჩემს გვარში 24 კაციდან და არცერთს არასოდეს არ გვქონია ნასამართლეობა და ამით ვამაყობთ კიდეც-არც პაპაჩემს ჩაეთვალა-რადგანაც გამართლდა..ასე ჭამა პური სამართალმა..

პ.ს.ზუსტად მაგიტომ დავწერე რომ რომანტიზმით შეპყრობილი არავინ არ უნდა მოიქცეს მასე და ეგ გზა არ უნდა აირჩიოს-ვისაც გარემოებამ შეამთხვია ამბავი ესე-ეგ სულ სხვა საქმეა..იმათ ვერ შეედრებიან აქ ტახტზე წამოწოლილები და დედიკოს კალთაზე გაზრდილები და მამიკოს ფულებით გაბლატავებულები..ხოდა ვინც მასეთმა მოინდომა ჩემს ზემოთ დაწერილში კი ნახეთ რომ ე.წ. მისნაირს ვერ უმხელს შენნაირი ვარო-მეც ვარ ქურდულ საძმოშიო!!!!????იმ მგელს რა ვუთხარი რომელიც მგლობას დამალავს მგლის დანახვაზე-აი ზუსტად მაგიტომ არ უნდა აირჩიონ ეს მგლული გზა მასეთებმა რომ არ მოსრიალდნენ ხოლმე პირველივე ყინულის დანახვაზე..აკეთე რა შენი საქმე თოხი დაიჭირე ხელში ან ბარი-რა ქურდი რის ქურდი..

Posted by: kenshin 28 Apr 2019, 15:07
akako78
QUOTE
ვისაც გარემოებამ შეამთხვია ამბავი ესე-ეგ სულ სხვა საქმეა..

ეს გარემოებით შემთხვეული კიდე უკვე 90 იანებში ტრუხა თემა იყო და დღეს 1 პროცენტი არაა მაგის შანსი რო სხვა ალტერნატივა ვერ ნახოს ადამიანმა ცხოვრებაში და მაინდამაინც ამ გზის არჩევა მოუწიოს. არანაირი გამართლება არააქვს მაგას დღეს უკვე და შესაბამისად ორი კატეგორიაა, ერთი ვისთვისაც ეს ბიზნესია და მეორე ვისაც ძალა აქვს და ინტელექტი არ ყოფნის სხვა რამისთვის

Posted by: 5nizza 2 May 2019, 23:27
ქურდული იდეოლოგია ანტისახელმწიფოებრივი კონტრსახელმწიფოებრივია- არ არჩევს ადამიანებს რელიგიური ეროვნული ნიშნით . ქურდულში წილში ჩაჯდომა და დოლიები არ მოსულა არც გამოძალვა უბრალოდ იხევენ და ახევენ გოიმებს ქურდულში თუ ზოგადად როცა გეშინია, გეშინია იმის რო არ ხარ მართალი და ან ზოგადად საკუთარი ჩრდილის და კუილის გეშინია მაშინ გახევენ (თანაც არ დაგავიწყდეთ რო შიში და სირცხვილი ადამიანის თანდაყოლილი შეგრძნებებია სხვადასხვა დონეზე სწორად ამაზე მანიპულაციით ატყუებენ და ახევენ) . ქურდული პანიატიე დგას სიმართლის გაგებაზე იმაზე რომ სიმართლე მხოლოდ ერთია და არაფერი სხვა არ არის სიმართლეზე მეტი ( მოკლედ ფილოსოფიური კატეგორიის ჭეშმარიტების ერღგვარი ძიებაა) შესაბამისად რაც უფრო ჩამყაყებულია საზოგადოება რაც უფრო მეტია უსამართლობაზე საწინააღმდეგო პროტესტი ამ სიმყრალეში უფრო ძლიერია ქურდული იდეოლოგია .

ძაან ვრცელი თემაა ესე ცალსახად არაა ქურდების და ქურდულის დედა #####ან - მაშინ გეების ტრანსების ლეზბიანკების მამაოების პოლიტიკოსების ექიმების პოლიციელების ნარკომანების დედა მივტყან ჩემი აზრით ესეთი მიდგომა არასწორია . ქურდი თითონვე ამბობს რო ის ქურდია და არასდროს არ ამბობს როცა იჭერენ რომ ქურდი არაა ის აღიარებს რო იპარავს და მთელი ცხოვრება მოიპარავს წესით მოიპარავს იმად რაც უყურადღებოდაა დარჩენილი ან ჯიბეში ხელს ჩაგიყოფს თუ შენ ჯიბეს არ აქცევ ყურადღებას .

მე ქურდებთან შეხება არ მაქვს არც მინდა რო მქონდეს ისევე როგორც გეებთან ან პოლიტიკოსებთან მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რო რადგან ჩვენ ეს არ გვინდა ან არ მოგწონს უნდა დედა #####ნა ???

საერთოდ ფორუმზე აღარ მიდის მსჯელობა საუბარი რაც კარგი არაა

Posted by: Luka251 7 Jul 2019, 21:25
რა თემას ძირავენ.....
არადა რა კორიფეები პოსტავდნენ წინა თემებში.......

Posted by: Pac_-_Man 16 Jul 2019, 16:05
QUOTE
ის აღიარებს რო იპარავს და მთელი ცხოვრება მოიპარავს წესით მოიპარავს იმად რაც უყურადღებოდაა დარჩენილი ან ჯიბეში ხელს ჩაგიყოფს თუ შენ ჯიბეს არ აქცევ ყურადღებას .


1978 წლის სხოდკაზე "ბრილიანტა" უმცირესობაში მოყვა. ის კი წინააღმდეგი იყო ქურდობაზე ქონოდათ პრეტენზია ზუსტად იმათ ვინც სხვის ჯიბეში ყოფდა ხელს ან სხვის ნივთს იპარავდა. ავტორიტეტის მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო სიმართლე, სიმართლის მჩაგვრელი კი კუბოში! არ უნდა ჩამჯდარიყვნენ არავის წილში და ტიპმა 40 წლის წინ იწინასწარმეტყველა რო თუ მას არ დაუჯერებდნენ, შემდეგში ქურდულს უბრალოდ გადათელავდნენ. აუხდა ცხონებულს ყველაფერი.

Posted by: Dr.Kostava 25 Jul 2019, 12:31
კულტურა და ხელოვნება


კანონიერი ქურდები

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: NikeNik 27 Jul 2019, 01:39

აქ რა უნდა ამ თემას?

drug.gif

Posted by: Artist 28 Jul 2019, 21:04
QUOTE
ეხლა მღვდლებმა ჩაანაცვლეს არაფერს ემორჩილებიან არიან უსაქმურები და ზიან ქვეყნის ბიუჯეტზე თან გაბოლებენ ეხლა ვინ უფრო მავნებელია

დიახ… მღვდლები კარიერას აწვებიან და ფულს აკეთებენ… კონკურენციაც აქვთ, ისე მაფიას უფრო გავს მღვდლების ამბავი..


Posted by: Luka251 30 Jul 2019, 01:45
ბზიკაძემ და ვიბლიანმა რაზე დაცხეს მაშინ?

Posted by: Doktor Niemand 30 Jul 2019, 03:50
QUOTE (Dr.Kostava @ 25 Jul 2019, 12:31 )
კულტურა და ხელოვნება


კანონიერი ქურდები

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

lol.gif lol.gif
................................................

Posted by: fokuzmokuz 16 Nov 2019, 12:09
მამუკა ცისკარიშვილი გაგიგიათ. ლეგენდარული კახელი ქურდი იყო. კიო ქონდა ზედმეტსახელი.პეტერბურგში მოკლეს 2005 წელს

Posted by: Ersoy 2 Dec 2019, 11:55
ხო ხო მაგარი კულტურულნი და ხელვანები არიან biggrin.gif

Posted by: mr.tambourine 8 Dec 2019, 22:01
QUOTE (fokuzmokuz @ 16 Nov 2019, 12:09 )
მამუკა ცისკარიშვილი გაგიგიათ. ლეგენდარული კახელი ქურდი იყო. კიო ქონდა ზედმეტსახელი.პეტერბურგში მოკლეს 2005 წელს

კი სერიოზული იყო ჩლაოს სკოლა იყოsmile.gifკიო.



Posted by: fokuzmokuz 9 Dec 2019, 16:29
mr.tambourine
კი ძმაო გეთანხმები უძლიერესი იყო მასზე კარგის მეტი არაფერი არ გამიგია. შეგიძლია რამე მოყვე მასზე?

Posted by: mr.tambourine 9 Dec 2019, 17:38
QUOTE (BVB-Fan @ 4 Feb 2019, 01:34 )
პაატა ხომერიკი, მაგარი კაცი ძაან, იმენა იტალიანსკაია მაფია იყო
ძაან ბესპაშადნი და მაგიტომაც მოკლეს :/

ხსოვნა იყოს

კი მაგარი დერსკი იყო მოსკოვში ძაან დიდი საქმეებშ იყო ეგეც და მაგის პადზელნიკიც ილო ცანავა ორივე მოკლეს
* * *
QUOTE (fokuzmokuz @ 9 Dec 2019, 16:29 )
mr.tambourine
კი ძმაო გეთანხმები უძლიერესი იყო მასზე კარგის მეტი არაფერი არ გამიგია. შეგიძლია რამე მოყვე მასზე?

არა ესე არ მახსენდება უბრალოდ ჩემი მეგობარია კახელი და მისგან მსმენია მასზე ხშირად ახსენებდა რო მაგარი ადამიანი იყოო და ჩლაიძესთან ძმაკაცობდაო..

Posted by: fokuzmokuz 28 Dec 2019, 14:38
mr.tambourine
კი მართლა ძაან მაგარი ადამიანი იყო მისი გარდაცვალების მერე ბევრს უკან წაუვიდა ცხოვრება მთელ კახეთს დააკლდა უძლიერესი ქურდი იყო და ძალიან თავმდაბალი იყო არიფებთან.

Posted by: mr.tambourine 2 Jan 2020, 20:59
QUOTE (fokuzmokuz @ 28 Dec 2019, 14:38 )
mr.tambourine
კი მართლა ძაან მაგარი ადამიანი იყო მისი გარდაცვალების მერე ბევრს უკან წაუვიდა ცხოვრება მთელ კახეთს დააკლდა უძლიერესი ქურდი იყო და ძალიან თავმდაბალი იყო არიფებთან.

კიი იყვნენ მაგ სამყაროში ნამდვილად კარგი და დასაფასებელი ადამიანები

Posted by: fokuzmokuz 4 Jan 2020, 18:25
mr.tambourine კი ძმაო გეთანხმები ამის ნამდვილი მაგალითი ეს კაცია. ამას წინათ ამბობდნენ მასზე რომ ახალი წლების დღეებში მოუკლავთ მის დაკრძალვაზე ათასი თუ მეტი ადამიანი მისულა და ახალი წელი თურმე გურჯაანში არავის აუღნიშნავს მთელ ქალაქში გლოვა იყო თურმე. ასეთი ადამიანები აღარ იბადებიან.

Posted by: littlebee 4 Jan 2020, 18:58
QUOTE
გინესის რეკორდებშია მის დასაფლავების დროს დასწრება იყო რეკორდული -250 სული ქურდი თუ უფრო მეტი-ეგ რაც იციან..

ასწორებ, რომ მოკვდები და გინესის რეკორდების კომისია ჩამოდის და სამძიმარზე მოსულ ხალხს ეკითხება ქურდია თუ არა up.gif

Posted by: kira001 4 Jan 2020, 19:06
ესენი კიდე არსებობენ? უყლევესი სასტავი

Posted by: H-8_Oil 4 Jan 2020, 19:42
kira001
ქურდებს სიცოცხლე ძმრატც boli.gif

Posted by: levani169 4 Jan 2020, 20:24
იმ დღეს კაზინოში ჯეკ პოტი მოვიგე და ქურდები წილს მთხოვენ (50%-ს) რას მირჩევთ,როგორ ჩამოვიყვანო 30%-ზე.
კაი წონიანი ქურდი მირჩიეთ ძმრატც!

Posted by: fokuzmokuz 8 Jan 2020, 13:49
აი ეს არის მამუკა ცისკარიშვილი ფოტოშიც ეტყობა როგორი კარგი ადამიანი იყო. ნათელში იყოს მისი სული.user posted image
* * *
კიო ზონიდან რო გადაყავდათ თურმე ხალხი ტიროდა ისე უყვარდათ და იმხელა პატივს სცემდნენ.

Posted by: mr.tambourine 12 Jan 2020, 00:51
QUOTE (fokuzmokuz @ 8 Jan 2020, 13:49 )
აი ეს არის მამუკა ცისკარიშვილი ფოტოშიც ეტყობა როგორი კარგი ადამიანი იყო. ნათელში იყოს მისი სული.user posted image
* * *
კიო ზონიდან რო გადაყავდათ თურმე ხალხი ტიროდა ისე უყვარდათ და იმხელა პატივს სცემდნენ.

ხოო ეტყობა სუფთა კაცი იყო ახალგაზრდა მოკლეს,რამდენი ეგრე ე.წ ქურდი მოკლეს ახალგაზრდა ასაკში და მართლა კაის მეტი როარ გამიგია ისეტები პაატა მირონა ნონო კაკულია ...

Posted by: fokuzmokuz 12 Jan 2020, 05:02
mr.tambourine
აბა ბიჭოო. ეხლა ესენი გააცოცხლა ნამდვილი კრისტალი მართალი ხალხი

Posted by: kenshin 12 Jan 2020, 07:32
QUOTE
თბილისის ფორუმი -> თემატური ფორუმი -> კულტურა და ხელოვნება

QUOTE
კანონიერი ქურდები

შიგ ხოარაგაქვთ

ფლორა და ფაუნის მოდერი სადაა წაათრიე ეს თემა ამათი მგლები და კარგიც ######

Posted by: fokuzmokuz 22 Jan 2020, 16:08
მამუკასნაირი იდეინი ქურდები ცოტანი იყვნენ. ბუმბერაზი ქურდი იყო კიო. კაი ბიჭებს ეუბნებოდა ვინც წამალს იკეთებთ მომავლობა არავინ არ დაიძახოსო. ზევიდან არავის არ უყურებდა მიუხედავად ამხელა ავტორიტეტისა და სახელისა. მთელ რუსეთში და საქართველოში ძალიან დიდი სახელი ქონდა.

Posted by: satoshi 22 Jan 2020, 16:12
ესენი არიან თუ არიან კანონიერი ქურდები

საპარლამენტო უმრავლესობის სია

http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/ParliamentaryMajority/saparlamento-umravlesobis-wevrebi

Posted by: FRIDRIX 22 Jan 2020, 16:14
QUOTE
კანონიერი ქურდები



saturn ჯიმი ლევი მოდერ რატოა ეს თემა პოლიტ განყოფილებაში? როდემდე უნდ ამოხდეს ამ ჩარეცხილი ახვარი მახრების პოპულარიზაცია?

Posted by: chombe 22 Jan 2020, 16:17
ოე, ოე...
მოდერასიონ, რა უბედურებაა ეს?!

სიდან ამოქექეს ეს ბანძი თემა და რა დითირამბები გააჩაღეს აქ ვიღაც გაღრეცილი კრიმინალების მისამართით...

ზაკრიწ ნემედლენნო...

აქტივნიხ უზერვობ ვ ბან ნავეჩნო !

აქსიონ !..

თორე, სხვანაირად წულუკიანთან კუდის კუდზე გადაფსკვნაში დაგდებთ ბრალს....

Posted by: Saturn 22 Jan 2020, 17:13
FRIDRIX
chombe
ძველი თემაა ეს.

იხურება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)