#52181685 · 14 Feb 2018, 13:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი! შეგიძლიათ ვინმემ გამრკვიოთ რატომ შესჩივიან აშშ-ს რომ ის დოლარს ბეჭდავს შეუზღუდავი რაოდენობით და თვითონ თავად ყიდულობენ ამ დოლარებს? რუსებმა იციან ხშირად ამაზე ლაპარაკი, ამერიკა ისეო და ასეო, ყველაზე დიდი ვალი აქვსო და დაერხევაო. ერთი სიტყვით ეს ფულის ბეჭდვის ამბავი როგორ ხდება თუ გამარკვევთ მადლობელი ვიქნები. რუსული ვიცი კარგად, რუსულ ინტერნეტ სივრცეში მინდოდა ინფორამციის მოძიება, მაგრამ მანდ სულ შეთქმულების თეორიებს და მსგავსს რაღაცეებს წავაწყდი.
კიდე რა მაინტერესებს ისე, ჩვენთან ბევრი იძახის რო უნდა ავაყვავოთ ტურიზმი და სოფლის მეურნეობა და ავშენდებითო, მე კი როგორც მახსვოვს სოფლის, მეურნეობაც და ტურიზმიც არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები რამაც ეკონომიკურ განვითარებაზე შეიძლება იქონიოს დიდი გავლენა. ეს ასეა თუ არა? რაღაც არამგონია კიტრმა და პამიდორმა დიდი გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე, ან იგივე ტურიზმი ტაილანდში მაგარი განვითარებულია და ცხოვრების დონე ძაან დაბალია.
This post has been edited by Unknown232324 on 14 Feb 2018, 13:12
|