Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > მინერალური წყლები


Posted by: masai11 2 Jan 2022, 23:48
თემის ინსპირაცია პოსტსაახალწლო "პახმელია" არ არის.
ზოგადად საინტერესოა რომელ, ფართო გაყიდვაში მყოფ გაზიან მინერალურ წყალს ვეტანებით უფრო მეტად. და თუ გინდათ ისივ ვთქვათ რატომ.
ზოგადად მინერალური წყლების კატეგორიაში გადის მტკნარი, ბოთლში ჩამოსხმული წყლებიც - ბახმარო, სნო და ა.შ. ამიტომ დავაკონკრეტე გაზიანი წყლები მეთქი.

მე კობი მირჩევნია ყველას, არც ისე გაზიანია და თან გემოთი ჩემი სოფლის მინერალურ წყალს მაგონებს.

თუ კობი არაა ბორჯომი. მაინც.

Posted by: masai11 6 Jan 2022, 22:27
user posted image
ხალხებო, აი ეს მინერალური წყალი გაგისინჯავთ ვინმეს?
8,5 ლარი ღირს 1 ბოთლი.
რავიცი, რა გათვლა ქონდა კომპანის როცა ასეთი ძვირადღირებული წყალი შემოქონდა საქართველოში, ქვეყანაში სადაც უამრავი მინერალური წყალია.
რავი, რატო უნდა იყიდო ახლა ეს წყალი? ნუ ცნობისმოყვარეობის გამო შეიძლება ჰა 1 ბოთლი მაგრამ მერე?

Posted by: .•*⭐️*•. 6 Jan 2022, 22:41
ამერიკაში 2-3$ ღირს ეგ მოცულობა

მე ბორჯომის გარდა არაფერს ვსვამ, ყველაზე მეტად მეგემრიელება.

თუ ვერ მივაგენი, გაჭირვებისას ვსვამ სან პელეგრინოს და მსგავსებს smile.gif)


ნუ, მრავალფეროვნებისთვის იყოს ბაზარზე, თუ შემომტანს უღირს და მომხმარებელიც ეყოლება...


Posted by: shavi_kheli 8 Jan 2022, 20:00
QUOTE (masai11 @ 6 Jan 2022, 22:27 )
user posted image

კარგი წყალია ნამდვილად.

თუმცაღა მე გაზიანი ყველა წყალი მიყვარს

Posted by: UNEEK 8 Jan 2022, 23:49
პელეგრინოს გახსნისას გაზი მყისვე გასდის, განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში.
ჩემს ფავორიტებად რჩება ბორჯომი და პერიერი. (შუშის)
user posted image

Posted by: thug 9 Jan 2022, 00:01
შუშის ნაბეღლავს დავუმუღამე ბოლო დროს მაგას ვსვავ სულ.
ადრე ბორჯომი მერჩივნა მარა რავი ეხლა ნაბეღლავი უფრო მომწონს.

Posted by: GEORGEXIII 9 Jan 2022, 11:33
QUOTE
3. ნაბეღლავი [ 7 ]  [43.75%]

გაზი, გემო, მარილიანობა.


ყველაფერი იდეალური აქვს...

ეს იმ წყალს მომაგონებს საირმეში პირველი ნომერი წყალი რომ არის თირკმელების.

Posted by: ანაბელლი 9 Jan 2022, 14:29
UNEEK
QUOTE
პელეგრინოს გახსნისას გაზი მყისვე გასდის, განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში.
ჩემს ფავორიტებად რჩება ბორჯომი და პერიერი. (შუშის)

გამიგია, რომ ნატურალურად გაზიან წყლებს მალე გასდით გაზიო, არ ვიცი მითია თუ სინამდვილე

Posted by: UNEEK 9 Jan 2022, 16:00
შოვში ან უწერაში თუ დაგისვენია, და წყალი თერმოსით მოგიტანია,
გემახსოვრება მეორე დილამდე მჟავე წყალს ისევ ისეთი გემო და კარბონაცია აქვს.

კიარა და, შოვი-ონის და შოვი-ამბროლაურის ავტობუსებს ხალხი მოყვებოდა 20 ლიტრიანი ჭურჭლებით წყლების წასაღებად.

თბილისში ნაყიდ ბორჯომს გაზი არ გასდის ისე სწრაფად.
ამერიკული ბორჯომი ფეიკია.

Posted by: masai11 9 Jan 2022, 17:52
QUOTE (shavi_kheli @ 8 Jan 2022, 20:00 )
QUOTE (masai11 @ 6 Jan 2022, 22:27 )
user posted image

კარგი წყალია ნამდვილად.

თუმცაღა მე გაზიანი ყველა წყალი მიყვარს

სპეციალურად ვიყიდე, რომ გამესინჯა ეს მინ. წყალი.
გემო ნატურალურისა აქვს და არა სოდა + CO-სი, როგორც ჩვენებურ ჩამოსხმებს.
განხვავებულია ჩვენი ტოპ მინწყლების გემოსგან და სქწორედ "კობის" წააგავს.


Posted by: masai11 7 Mar 2022, 17:03
user posted image
კარფურში შევიძინა.
რავი, მე მგონი PELLEGRINO ჯობია.

Posted by: kriketi-1985 14 Mar 2022, 02:27
ნაბეღლავის გარდა ვერაფერს ვსვამ, წლებია არ აგდებენ ხარისხს.არც ლიკანი, არც ბორჯომი ისეთი გემრიელი არაა.

Posted by: Auslander 14 Mar 2022, 03:00
QUOTE (GEORGEXIII @ 9 Jan 2022, 11:33 )
QUOTE
3. ნაბეღლავი [ 7 ]  [43.75%]

გაზი, გემო, მარილიანობა.


ყველაფერი იდეალური აქვს...

yes.gif

ნაბეღლავი გაზგასულიც გემრიელი მეჩვენება მე. ბორჯომი ცოტა მომლაშო რჩება. საირმეც მომწონს, რაღაცნაირი მსუბუქია.

თუ დაკვირვებიხართ რამხელა განსხვავებას იძლევა გემოზე როგორ ჭურჭელში დაისხამ (ჭიქის ფორმა, ზომა, მასალა...) და რამდენად სწრაფად დალევ. საინტერესოა ექსპერტ-დეგუსტატორების აზრი biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 15 Mar 2022, 15:55
Auslander
კი მასეა.. და ნაბეღლავის წყალს ვამსგავსებ საირმეში პირველი ნომერი წყალი როა, თირკმელების აი მაგას.

Posted by: masai11 16 Mar 2022, 14:58
user posted image

ძუღური თუ გაგისინჯავთ ვინმეს და თუ შეგხვედრიათ სადმე არკეტში?

4-5 წლის წინ, ამ წყლის წარმებაზე ნებართვა ვინც დაარეგისტრირა მაგ კაცის პირადი კონტაქტი მქონდა, ვურეკავდი და მეუბნეობდა საიდან შეიძლებოდა ამეღო. მარკეტებში არც მაშინ იყიდებობდა.
კარგი იყო, ნატურალური. მაგრამ ძალიან ცოტა.
მას შემდეგ არ შემხვედრია, აღარც მე მიმიკითხვას. თქვენ ხომ არ გსმენიათ რამე?

Posted by: shavi_kheli 18 Mar 2022, 00:06
QUOTE (masai11 @ 9 Jan 2022, 17:52 )
QUOTE (shavi_kheli @ 8 Jan 2022, 20:00 )
QUOTE (masai11 @ 6 Jan 2022, 22:27 )
user posted image

კარგი წყალია ნამდვილად.

თუმცაღა მე გაზიანი ყველა წყალი მიყვარს

სპეციალურად ვიყიდე, რომ გამესინჯა ეს მინ. წყალი.
გემო ნატურალურისა აქვს და არა სოდა + CO-სი, როგორც ჩვენებურ ჩამოსხმებს.
განხვავებულია ჩვენი ტოპ მინწყლების გემოსგან და სქწორედ "კობის" წააგავს.

Botlis formas tu daakvirdebi/sheadareb, gemo agar unda gagkvirveboda biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 21 Mar 2022, 22:47
გულძმარვას ნაბეღლავი რომ შველის რავი...

მწარე ან მჟავე რომ მოგივა ცოტა მეტი.. იმენა საკაიფო ტუტეა კუჭს მაგრად ამშვიდებს.

Posted by: masai11 28 Mar 2022, 20:02
გუშნ ვნახე ვასიკო მაღლაფერიძის პროექტი რომაა, საქართველოში რომ მოგზაურობს.
თრუსოს ხეობაში იყო, უმარავი მინერალური წყალია იქ, მინერალური წყლის ტბა და მთელი მდინარე ამ მენირალური წლის რომ მოედინება.
ამ ქვეყანას ლუკმა-პური მართლა როგორ უნდა უჭირდეს ჩვენი ყველა მთავრობის დედაც რომ ვატირე.

Posted by: snep 9 Jul 2022, 19:12
QUOTE
მინერალური წყლები, რომელს ანიჭებთ უპირატესობას


QUOTE
მიტარბი


Posted by: Fabian 11 Aug 2022, 12:37
QUOTE
2. ლიკანი [ 9 ]  [25.71%]

.....................................................

Posted by: masai11 11 Aug 2022, 13:00
snep
QUOTE
მიტარბი


ეგ იყიდება სადმე?

Posted by: loretashiri 3 Sep 2022, 20:34
QUOTE
 მინერალური წყლები, რომელს ანიჭებთ უპირატესობას

ნადიბანი

Posted by: ninicool 3 Sep 2022, 22:13
ბულგარეთში სტამბოლიდან ავტობუსით მივდიოდი ხოლმე, თურქეთის ერთ-ერთ ბოლო გაჩერებაზე მარკეტში რომ შევედი, მთელი ნაძვისხე დამხვდა ბორჯომის. კინაღამ "ჰერიო, ბიჭებო" ვუმღერე biggrin.gif


Posted by: Andro_forza_Napoli 18 Oct 2022, 16:45
ლიკანი ნორმალურია

Posted by: masai11 22 Jan 2023, 14:42
ჩემი აზრით "ლიკანი" დღეს ყველაზე ბანძი მინერალური წყალია ქართულ ბაზარზე.

Posted by: 11-F 25 Mar 2023, 16:50
ნაბეღლავი შუშის ბოთლით up.gif

Posted by: GEORGEXIII 6 Apr 2024, 13:24
გადის დრო მარა ნაბეღლავი უცვლელია ჩემთვის

alk.gif alk.gif

Posted by: ჰეისან 7 Apr 2024, 22:28
ლიკანს არაფერი მირჩევნია. უგემრიელესია

Posted by: GEORGEXIII 8 Apr 2024, 16:03
რა დრო იყო ნაბეღლავი საახალწლო აქციაში კარფურში 0.66ლარი ღირდა



user.gif user.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)