Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > მარიო ვარგას ლ'ოსა


Posted by: chaPPek 24 May 2009, 18:23
დღეს დავამთავრე "საქებარი სიტყვები დედინაცვალს"

და, იმდენად მოხიბლული ვარ ამ წიგნით, თემაც უნდა გავხსნაsmile.gif

რამოდენიმე ხნიანი ლიტერატურული იმედგაცრუების შემდეგ ეს პირველი წიგნი იყო, რომელმაც მართლა ძალიან მომხიბლა.

და ახლა ვფიქრობ, ვიყიდო თუ არა სხვა წიგნებიჩ, არ მინდა რომ ეს იმედი გამიცრუვდეს givi.gif


რამე ისევ ასეთი ეროტიულ ინწელეკწუალური მინდა smile.gif
ძილის წინ, პირდაპირ მისწრებაა yes.gif



Posted by: sophya 25 May 2009, 12:51
chaPPek
მართლა საინტერესოა. ჩემი მეგობარიც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო და მიზიარებდა...
ახლა გვერდზე მიდევს კუნდერა, ჰოდა რომ წავიკითხავ, მერე შეგიძლია მათხოვო ეგ წიგნი? smile.gif

Posted by: chaPPek 26 May 2009, 20:27
sophya


კი, როგორ არა bis.gif

ისე, კუნდერას მოუხდებათქო ვერ გეტყვი smile.gif
მითუმეტეს სალაღობო ტრფობანი - ს წაკითხვას თუ აპირებ sad.gif

თუმცა, კუნდერას უნიჭოდ (ჩემი აზრით) დაწყებულ ეროტიულ ხაზს ლლ'ოსა კარგად გააგრძელებს up.gif

Posted by: sophya 26 May 2009, 21:00
chaPPek
QUOTE
ისე, კუნდერას მოუხდებათქო ვერ გეტყვი
მითუმეტეს სალაღობო ტრფობანი - ს წაკითხვას თუ აპირებ


ხო, ახლა დავამთავრე 'სალაღობო ტრფობანი'

QUOTE
თუმცა, კუნდერას უნიჭოდ (ჩემი აზრით) დაწყებულ ეროტიულ ხაზს ლლ'ოსა კარგად გააგრძელებს

ეროტიულ სცენებში გეთანხმები, რომ ცოტა უნიჭობა ურევია biggrin.gif მაგრამ საერთო ჯამში ცუდი არ იყო... smile.gif


შენი სკაიპის მისამართი მომწერე და შემოგეხმიანები smile.gif






sorry for offtopic.gif

Posted by: the_lizard_king 27 May 2009, 01:46
chaPPek
ამის ყიდვა მინდოდა ამასწინათ და აღარ გარისკე (ძვირი ღირდა) smile.gif

Posted by: chaPPek 27 May 2009, 11:55
the_lizard_king
QUOTE
(ძვირი ღირდა)



ჰო, პატარა წიგნია და 30 ლარამდე ღირს, მაგრამ ღირს smile.gif

Posted by: the_lizard_king 27 May 2009, 16:40
chaPPek
ჰაქსლი ვიყიდე მაგის მაგივრად smile.gif

Posted by: chaPPek 11 Aug 2010, 11:26
ამის მერე წავიკითხე "დონ რიგობერტოს რვეულები" და "ცუდი გოგოს გამოხტომები"
\
ნუ აი, სულ გამოშტერებულა ბატონი ვარგას biggrin.gif

რიგობერტოს რვეულებში ინცესტების და პედოფილიის ნიადაგზე ეგონ შილეს საკმაოდ ზედაპირული გარჩევები მიყვება,
პრახაჟძენიებში კიდე 1968 წლის და ჰიპების მოძრაობის გარცევებია. მოკლედ, ისევ ის პრობლემა მაქვს,როცა მწერალი გასწავლის იმას რაც უკვე იცი და So Lame.


Posted by: davidkola 11 Aug 2010, 13:52
chaPPek
და სად იყიდება ეგ წიგნი? ქართულად არის ნათარგმნი?

Posted by: Bruno Dumont 11 Aug 2010, 13:57
მე ვაპირებდი თემის გახსნას და გამიხარდა რო ყოფილა.
დეიდა ხულია წავიკითხე გუშინწინ მე მომეწონა.
კიდე ქალაქი და ძაღლები მაქვს წაკითხული.
ომი,სინათლის დასასრული,ამის წაკითხვა მინდა,როგორც ვიცი კანუდოსზეა,თუ სწორად მახსოვს მაგის გამო აბრალებდნენ დოჩანასვილს ლიოსას მოპარეო იდეა.

Posted by: lurdes 11 Aug 2010, 14:03
დეიდა ხულიას ვკითხულობ და არც ისე მომეწონა

Posted by: chaPPek 11 Aug 2010, 20:56
davidkola
QUOTE
ა სად იყიდება ეგ წიგნი? ქართულად არის ნათარგმნი?


წიგნის სახლში ვიყიდე, რუსული, ინასტრანკას გამოცემაა.

QUOTE
დეიდა ხულიას ვკითხულობ და არც ისე მომეწონა


ახლა მოვიტანე სახლში და პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ გაზეთის ქაღალდზეა დაბეჭდილი

Posted by: lurdes 11 Aug 2010, 21:02
chaPPek
QUOTE
ახლა მოვიტანე სახლში და პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ გაზეთის ქაღალდზეა დაბეჭდილი

ამას შევეგუესავით smile.gif
რა ვიცი, ვერ ჩამითრია ამ წიგნმა, გადავდე და ხვალ-ზეგ მივუბრუნდები.

Posted by: Bruno Dumont 11 Aug 2010, 22:02
chaPPek
QUOTE
ახლა მოვიტანე სახლში და პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ გაზეთის ქაღალდზეა დაბეჭდილი

ხოდა აღარ იყიდო აწი,შენ თუ შეჩვეული ხარ დიად და ბრწინვალე ქაღალდზე დაწერილი წიგნების ყიდვას ვინ გაძალებს.
შენ ხომ ფაქიზი მკითხველი ხარ,ოღონდ სათუთად და რბილად ეწეროს წიგნზე,ისე რო გადაშალ და გესიამოვნო,და წიგიც დაგყვეს.
ხოდა იყიდეთ მასეთი წიგნები,ფული თქვენსკენაა,რაც მტავარია.

lurdes
ჩვენ არ დავევასებით მაგეებს,უხარისხო და დამპალ წიგნებს ვკიტხულობთ ჩვენ.
მაგათ გემოვნება სხვააქვთ.

Posted by: Solveig 11 Aug 2010, 22:45
Bruno Dumont
QUOTE
თუ სწორად მახსოვს მაგის გამო აბრალებდნენ დოჩანასვილს ლიოსას მოპარეო იდეა.

ვერ მოპარავდა, რადგან დოჩანაშვილის რომანი გამოვიდა 1980 წელს (ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა) და ლიოსასი კიდევ, 1981.


მოპარვა რა, ისტორიული ამბავია, პერსონაჟებიც რეალურად არსებული პიროვნებები იყვნენ. რამდენადაც მახსოვს, დოჩანაშვილის სიტყვებიდან, ჟურნალში ნახა სტატია მაგ ამბავზე და მანდედან მოუვიდა იდეა, გამოეყენებინა.

Posted by: lurdes 11 Aug 2010, 23:45
Bruno Dumont
QUOTE
ჩვენ არ დავევასებით მაგეებს,უხარისხო და დამპალ წიგნებს ვკიტხულობთ ჩვენ. მაგათ გემოვნება სხვააქვთ.

მთავარია რას კითხულობ, თარგმანსაც გააჩნია
ჰოდა კითხვისას წიგნის ხარისხზე არ ფიქრობ. ნუ, თუ ხელში არ ჩაგეშალა წიგნი და თავი არ შეგახსენა. ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა smile.gif


Posted by: Bruno Dumont 12 Aug 2010, 02:34
Solveig
QUOTE
ვერ მოპარავდა, რადგან დოჩანაშვილის რომანი გამოვიდა 1980 წელს (ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა) და ლიოსასი კიდევ, 1981.

მოპარვა რა, ისტორიული ამბავია, პერსონაჟებიც რეალურად არსებული პიროვნებები იყვნენ. რამდენადაც მახსოვს, დოჩანაშვილის სიტყვებიდან, ჟურნალში ნახა სტატია მაგ ამბავზე და მანდედან მოუვიდა იდეა, გამოეყენებინა.

ხო მეც მასე ვიცი,მამაჩემმა მომიყვა ეგ ამბავი.
ოღონდ გაზეთში წაიკითხაო ესე მითხრა,ეგ კანუდოსზე მართალი ამბავი ყოფილა,ერთ პატიოსან მღვდელს ავაზაკები შეუკრებია და ქალაქივით დაუარსებია,ორი წელი იცავდნენ თავს და ბრაზილიის ხელისუფლება ვერაფერს უშვებოდაო.
ხოდა მაგის მერე ძალიან მინდა ლიოსას მაგ რომანის წაკითხვა და რუსულად მაქვს სახლში და სრულყოფილად აშკარად ვერ გავქაჩავ რო გავიგ,ხოდა ნერვები მეშლება.
lurdes
QUOTE
ჰოდა კითხვისას წიგნის ხარისხზე არ ფიქრობ. ნუ, თუ ხელში არ ჩაგეშალა წიგნი და თავი არ შეგახსენა. ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა

ჰოდა ეგაა მთავარი smile.gif .
ძირითადად თბილისელების გამოცემაში კარგი და საინტერესო რამეები წერია და ხარისხის დედაც არ ვატირე,რაც მთავარია იაფია.

Posted by: lurdes 12 Aug 2010, 09:13
Bruno Dumont
QUOTE
ძირითადად თბილისელების გამოცემაში კარგი და საინტერესო რამეები წერია და ხარისხის დედაც არ ვატირე,რაც მთავარია იაფია.

ასეა smile.gif

Posted by: chaPPek 12 Aug 2010, 13:51
Bruno Dumont
QUOTE
ხოდა აღარ იყიდო აწი,შენ თუ შეჩვეული ხარ დიად და ბრწინვალე ქაღალდზე დაწერილი წიგნების ყიდვას ვინ გაძალებს.


რას მერჩი ადამიანო ? spy.gif ვინმემ თქვა რო ვერ ვეგუები? უბრალოდ სიმართლე რაცაა ვთქვი ))) calm down.

:ლენინიბურჟუაზია:

QUOTE
ფული თქვენსკენაა,რაც მტავარია.


რა საშინლად გამოხატავ თავს..

Posted by: chaPPek 25 Aug 2010, 14:29
დავამთავრე დეიდა ხულია smile.gif) მიუხედავად იმისა რომ ნესტისგან ფურცელბი დაიჭმუჭნა, და თვითონ ხულიას სიუჟეტი არც იყო საინტერესო - რადიოდადგმებს ველოებოდი სულწასული, მაინც კაი წიგნია.ან მე დამაბრმავა ამ პერუელის სიყვარულმა smile.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Oct 2010, 15:42
უდასტოინესი მწერალი. რამდენიმე გატყლარჭული ნობლების მერე, ღირსეულმა დადო ძვალი smile.gif

ჰა! როგორი პროზაიკოსია?

Posted by: the_lizard_king 7 Oct 2010, 15:46
gabarzgaleba
chups.gif chups.gif

Posted by: BEKO 7 Oct 2010, 17:12
gabarzgaleba
QUOTE
ჰა! როგორი პროზაიკოსია?


ახლა სასწრაფოდ გამომცემლობა "ინტელექტი" შემოგვთავაზებს ლიოსას ისეთ თარგმანს, ქე რომ არ იკითხება!

Posted by: vasasi 7 Oct 2010, 17:18
gabarzgaleba
QUOTE
უდასტოინესი მწერალი. რამდენიმე გატყლარჭული ნობლების მერე, ღირსეულმა დადო ძვალი

ჰა! როგორი პროზაიკოსია?



კარგია..

თან ძალიან, ძალიან კარგი..: )

ძალიან მაგარი იუმორი და თხრობის მშვენიერი სტილი.

Posted by: JollyRoger 7 Oct 2010, 17:19
gabarzgaleba
QUOTE
მარიო ვარგას ლიოსა

love.gif მართალია მხოლოდ "ქალაქი და ძაღლები" მაქვს წაკითხული, მაგრამ ესეც საკმარისი იყო შესაყვარებლად smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 7 Oct 2010, 17:20
QUOTE
კარგია..

თან ძალიან, ძალიან კარგი..: )

ძალიან მაგარი იუმორი და თხრობის მშვენიერი სტილი.


+ ბევრი

Posted by: maklay 7 Oct 2010, 17:32
ეხლა ვკითხულობ "დეიდა ხულიას". ჯერ დასკვნას ვერ ვაკეთებ, თუმცა პედრო კამაჩოს ჩანართების ისეთი სულისშემძვრელია, ზოგჯერ გული მიწუხს ხოლმე.. smile.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Oct 2010, 17:33
პუჭურ კოლეგა, არტურო პერეს რევერტესთან ერთად smile.gif

Posted by: Ocelot 7 Oct 2010, 17:39
http://forum.ge/?f=18&showtopic=33970994&hl=

Posted by: Anomalyous 7 Oct 2010, 17:41
სად შეიძლება ამ შემოქმედის წიგნების ყიდვა?

Posted by: bently 7 Oct 2010, 17:45
Anomalyous
QUOTE
სად შეიძლება ამ შემოქმედის წიგნების ყიდვა?

http://elva.ge/index.php?option=com_wsshoppingcart&view=product&Itemid=2&product=6868


Posted by: Anomalyous 7 Oct 2010, 17:49
bently
მადლობა smile.gif

Posted by: Martin Eden 7 Oct 2010, 17:58
სიმართლე ვთქვა არ მოველოდი smile.gif

მაგარია up.gif up.gif up.gif

Posted by: stiven dedalosi 7 Oct 2010, 17:59
როგორც იქნა აღირსეს,როგორც არა ერთმა აღნიშნა,რაგაც მაგარ ხასიათზე დავდექი, რომ გავიგე,მაგარია!!!

Posted by: Plessi pike 7 Oct 2010, 18:39
QUOTE
ჰა! როგორი პროზაიკოსია?

არი რა! yes.gif
რა პანჩო-მოკისკოსებშიც მოუწია ცხოვრება ისინი აღწერა,
(ვინმე ნორმალური იტყვის....მამიდაჩემი ####-აო??...............ამან თქვა!)
ჰოდა დაუფასეს კაცს გამბედაობა wink.gif tongue.gif

Posted by: Crøs 7 Oct 2010, 18:44
"ხულია დეიდა" არაუშავს," ქალაქი და ძაღლები"(კომუნისების თარგმნილი) უფრო,ახლა ვნახოთ "მწვანე სახლი" და საბოლოოდ შევაფასებთ რომ კარგი მწერალია yes.gif

Posted by: marilis_ 7 Oct 2010, 20:41
რა ამაღელვებელია, როდესაც ნობელს ლიოსა იღებს, განსაკუთრებიღ პამუქის, კლეზიოსა და ვიღაცის შემდეგ biggrin.gif

Posted by: Dafne 7 Oct 2010, 21:17
უმაგრესი ბლოგია http://www.guardian.co.uk/books/booksblog/2007/mar/13/feudsensationwhyvargosllos

წაიკითხეთ, იხორხოცეთ, აკრიფეთ 30 30

Posted by: marilis_ 7 Oct 2010, 21:22
Dafne
გოგონი, თქვენი გაცნობა შეიძლება?! du.gif
ვგიჟდები, გოგო რომ გარდიანს კითხულობს! bis.gif

Posted by: lars von trier 7 Oct 2010, 21:28
QUOTE
ოგონი, თქვენი გაცნობა შეიძლება?! ვგიჟდები, გოგო რომ გარდიანს კითხულობს!

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Dafne 7 Oct 2010, 21:32
სხოგან მოვხვდი, ბატონო ჭაბუა.










....................

Posted by: Eöl 9 Oct 2010, 22:16
სულ ორი-სამი ყავთ ლათინოსებს ნორმალური მწერალი.. smile.gif

ხოდა აფასებენ.. smile.gif ეკუთვნოდა ნამდვილად....

განსაკუთრებით ლე კლეზიოსა და მიულერის შემდეგ..

P.S. იდეასავით მაქვს: ნობელიანტის თემა რომ აიპინოს (მაგალითად როგორც ფეხბურთის განყოფილებაშია, ლიგის მოგებულის თემა აპინულია ახალი ჩემპიონის გამოჩენამდე.) არ ივარგებს?.. :?

Posted by: chaPPek 11 Oct 2010, 00:58
ჩემო ცოდვილი თარგმანი - http://candysayss.blogspot.com/2010/10/blog-post_11.html


Posted by: chaPPek 13 Oct 2010, 14:10
"დონ რიგობერტოს დღიურები"

თარგმანი II biggrin.gif
http://candysayss.blogspot.com/2010/10/blog-post_13.html

Posted by: lars von trier 13 Oct 2010, 14:27
ომი,სინათლის დასასრული მგონი ეგაა კანუდოსზე როა,მაგის წაკითხვა მინდა და რუსულად მეზარება,თან არა მგონია გავქაჩო,ვინმე არ აპირებს თარგმნას biggrin.gif?

Posted by: chaPPek 13 Oct 2010, 20:35
lars von trier
QUOTE
თარგმანი II


QUOTE
ვინმე არ აპირებს თარგმნას


რა იავნი მესიჯია givi.gif

დავიწყებ, და ვნახოთ

Posted by: lars von trier 13 Oct 2010, 20:50
chaPPek
QUOTE
თარგმანი II

შენს ბლოგზე ნათარგმნის ზომას და მაგ რომანისას თუ გავითვალისწინებთ, კი ყოფილა იავნი მესიჯი biggrin.gif

Posted by: chaPPek 14 Oct 2010, 17:24
lars von trier
QUOTE
ბლოგზე ნათარგმნის ზომას


biggrin.gif ბლოგზე მთლიან თარგმანს ვერ დავდებ, ძალიანაც რომ მინდოდეს. ყოველთვის რამოდენიმე თავს ვდებ ხოლმე, ჩემი თარგმანიდან yes.gif

Posted by: chaPPek 5 Feb 2011, 01:58
Bruno Dumont
QUOTE
ხოდა აღარ იყიდო აწი,შენ თუ შეჩვეული ხარ დიად და ბრწინვალე ქაღალდზე დაწერილი წიგნების ყიდვას ვინ გაძალებს.
შენ ხომ ფაქიზი მკითხველი ხარ,ოღონდ სათუთად და რბილად ეწეროს წიგნზე,ისე რო გადაშალ და გესიამოვნო,და წიგიც დაგყვეს.
ხოდა იყიდეთ მასეთი წიგნები,ფული თქვენსკენაა,რაც მტავარია.



ამ რბილად რომ ვთქვა სითავხედეზე წესით არც ახლა უნდა გამეცა პასუხი. მაგრამ გადახედე მაინც, მერე მოიმარჯვე შენი ტუალეტის ქაღალდის დაბალხარისხიანი პროზა და იკითხე.

შენ რაიცი, იქნებ მე ხარისხიანი წიგნის ფულს 2 თვე ვაგროვებ??

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2297593.html

Posted by: iumorina2011 5 Feb 2011, 13:27
chaPPek
QUOTE
ტუალეტის ქაღალდის დაბალხარისხიანი პროზა და იკითხე.

... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო

Posted by: chaPPek 4 Apr 2011, 00:07
http://www.facebook.com/pages/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/189165972359

რადიო თავისუფლების გვერდზე, ფეისბუქზე, მალხაზ ხარბედია საუბრობს "დეიდა ხულიაზე", რომელსაც თურმე სულაც არ უნდა ერქვას "დეიდა ხულია" biggrin.gif

Posted by: ფრენოლოგი 4 Apr 2011, 00:27
QUOTE
რადიო თავისუფლების გვერდზე, ფეისბუქზე, მალხაზ ხარბედია საუბრობს "დეიდა ხულიაზე", რომელსაც თურმე სულაც არ უნდა ერქვას "დეიდა ხულია"

ვაი მწერალირატო? user.gif


კამაჩოს სცენარები იყო მაგ წიგის მთავარი პლუსი user.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Apr 2011, 00:30
ფრენოლოგი
QUOTE
კამაჩოს სცენარები იყო მაგ წიგის მთავარი პლუსი

აბაა? თან რა საინტერესოდ წერდა და ავითარებდა სიუჟეტს yes.gif
მახო, ხელები შორს კამაჩოსგან! ბოლოს ისედაც ძალიან დაიჩენჩა, საწყალი sad.gif

Posted by: ფრენოლოგი 4 Apr 2011, 00:34
WOMAN IN LOVE
QUOTE
ბოლოს ისედაც ძალიან დაიჩენჩა, საწყალი

ჰო, ძალიან შემეცოდა ბოლოს , sad.gif თუმცა ეგრე რომ არ მოსვლოდა ნაკლებად საინტერესო იქნებოდა მგონი წიგნი , რავი user.gif

QUOTE
აბაა? თან რა საინტერესოდ წერდა და ავითარებდა სიუჟეტს

თვითონაც რა საინტერესო ვინმე იყო yes.gif


Posted by: gabarzgaleba 4 Apr 2011, 14:28
WOMAN IN LOVE
QUOTE
მახო, ხელები შორს კამაჩოსგან! ბოლოს ისედაც ძალიან დაიჩენჩა, საწყალი sad.gif


პირიქით, კამაჩოს უფლებებია დარღვეული ქართულ თარგმანში. მთავარი გმირი არ ჩანს სათაურში smile.gif

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/3545261.html

Posted by: Weiman 4 Apr 2011, 16:54
არ მომეწონა საერთოდ "დეიდა ხულია".

ბოლომდე როგორ გავძელი, არ მესმის.

Posted by: ბებერი 29 Jul 2011, 12:44
არ მოგეწონათ ხულია?
rolleyes.gif
საინტერესოა, რატომ?

Posted by: garota de ipanema 29 Jul 2011, 14:24
კარგია ლიოსა................................ნუ დეიდა ხულია................:წუბ:

Posted by: marimari11 15 Jan 2016, 03:00
წლების წინ რომ გავიგე ტელევიზორში ლიოსამ ნობელის პრემია აიღოო და დეიდა ხულია მომხვდა ყურში იმის მერე მინდა ამ წიგნის წაკითხვა.
ძლივს ვიყიდე 2 თვის წინ და ჯერ მაქამდე ვერ მივედი mo.gif

Posted by: George Best :) 15 Jan 2016, 03:08
marimari11
არ წაიკითხო
ლიოსა თუგინდა და რუსული იცი-ომი,სინათლის დასასრული წაიკითხე,სამოსელ პირველში კანუდოსი და მენდეს მასიელი როა მაგაზეა,მეც არ წამიკითხავს ისე,მარა სანდო ხალხმა სასწაულად აქო,დავიწყე და მართლაკაი იყო
თუ ეგ არა და მაინც ლიოსა გინდა,ქალაქი და ძაღლები ძაან კარგია,არი ქართულად

Posted by: marimari11 15 Jan 2016, 03:13
George Best smile.gif
არა რუსულად ვერ ვკითხულობ სადღა მახსოვს მაგდენი რუსული biggrin.gif
თუ შევხვდი მაგ წიგნს ვიყიდი მაგრამ ეს ხულია უნდა წავიკითხო პროსტა იმდენი ხანია მინდა ნერვები მეშლება რომ ვერ მივაღწიე მაქამდე givi.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2016, 14:10
QUOTE
თურმე სულაც არ უნდა ერქვას "დეიდა ხულია"

სრული სიმართლეა...ორიგინალში რომანს ჰქვია La tía Julia y el escribidor- "დეიდა ხულია და მწერალი"
საოცარია, რატომ "მოტეხეს" მწერალი სათაურიდან.

Posted by: marimari11 15 Jan 2016, 14:14
http://www.radikal.ru
ჩემსას ასე აწერია

Posted by: Solveig 15 Jan 2016, 22:15
marimari11


რა სცენარისტი...
სგ რა, დიდოსტატები გვყავს თარგმანში, ვერაფერს იტყვი facepalm.gif

Posted by: Crøs 16 Jan 2016, 23:00
Solveig
QUOTE
სრული სიმართლეა...ორიგინალში რომანს ჰქვია La tía Julia y el escribidor- "დეიდა ხულია და მწერალი"
საოცარია, რატომ "მოტეხეს" მწერალი სათაურიდან.

რუსულად უფრო შეუფერეს მგონი Тётушка Хулия и писака


ქალაქის,მწვანე სახლის და ხულიას გარდა არის რამე კიდევ ქართულად ნათარგნი?
ამ ბოლოს ლათინოებს მივეძალე და მინდა ამის რამე ახალი.

Posted by: George Best :) 16 Jan 2016, 23:41
cros
QUOTE
ქალაქის,მწვანე სახლის და ხულიას გარდა არის რამე კიდევ ქართულად ნათარგნი?

მწვანე სახლი როდის თარგმნეს,ან სად ნახე?
კი,ანცი გოგოს ოინები,თუ რაღაც ეგეთი ქვია,სახლშიც მიგდია,20 ლარი მივათხლიშე რატომღაც

თბილისელებმა რო გამოუშვა შორეულ 90-იან წლებში სამ ლარ-ნახევრად ვიყიდე,მაშინ ერქვა მარტო დეიდა ხულია biggrin.gif

Posted by: Crøs 16 Jan 2016, 23:51
George Best smile.gif
უი მართალი ხარ,სახლი რუსულად წავიკითხე,ეგ ორი ქართულად. ვარგა ეგ გოგოს ოინები?

Posted by: George Best :) 16 Jan 2016, 23:55
cros
აზრე არ ვარ,არ წამიკითხავს ჯერ biggrin.gif
აღწერაში რაც ეწერა,სანტა ბარბარას გავდა biggrin.gif

Posted by: Solveig 17 Jan 2016, 00:01
ისევ დეიდა ხულიას რომ დავუბრუნდეთ-სულ არაა აუცილებელი, მაინცდამაინც პედრო კამაჩო იგულისხმებოდეს იმ მწერლუკაში. ლიოსაც დღესაა კლასიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, თორემ იმ დროს, რასაც რომანი ასახავს, ეგეც მწერლუკანა ვარგიტასი იყო biggrin.gif

Posted by: BUGSY_SIEGEL 23 Feb 2016, 23:28
ამიგოს, სად ვიყიდო ქალაქი და ძაღლები? ქართულად არის თარგმნილი?

Posted by: unlucky 23 Feb 2016, 23:37
დღეს მთხოვნიდნენ "ცუდი გოგოს ოინებს" და უარი ვთქვი. რამე "გიკი გოგოს" მსგავსი მგონია და ღირს რო წავიკითხო?

Posted by: BUGSY_SIEGEL 24 Feb 2016, 10:26
პედრო კამაჩოს რადიოდადგმები biggrin.gif
გენიალურია up.gif
ბოლოს რა გაჭEდა givi.gif

Posted by: BUGSY_SIEGEL 26 Feb 2016, 14:19
Solveig
QUOTE
რა სცენარისტი...
სგ რა, დიდოსტატები გვყავს თარგმანში, ვერაფერს იტყვი

აბა რა უნდა ერქვას?
ესპანურად მწერალი არის Escritor
და Escribidor არის სცენარისტი

Posted by: marimari11 5 Mar 2016, 00:39
რა დამძაბა ამ ლიოსამ.... ხულიას ვკითხულობ ე.ი
პირველ ამბავში და ძმაზე ჩემი პასუხია კი ქმარი გაშორდებოდა და ატეხდა ერთ ამბავს
მეორეზე - არა არ მოკლავდა
მესამეზე - არა არ მოიჭრიდა


სწორი პასუხები არ არსებობს ხო? :დდ

პ.ს ამ სახელებმა და გვარებმა დამტანჯეს givi.gif

Posted by: GreenWestHam 5 Mar 2016, 14:13
QUOTE
რა დამძაბა ამ ლიოსამ.... ხულიას ვკითხულობ ე.ი
პირველ ამბავში და ძმაზე ჩემი პასუხია კი ქმარი გაშორდებოდა და ატეხდა ერთ ამბავს
მეორეზე - არა არ მოკლავდა
მესამეზე - არა არ მოიჭრიდა

gigi.gif
სერიოზულად ჩაღრმავებიხარ კამაჩოს რადიოსერიალებს

QUOTE
პ.ს ამ სახელებმა და გვარებმა დამტანჯეს

ცოტა დააცადე და სულ აურევს ერთმანეთში biggrin.gif

Posted by: BUGSY_SIEGEL 5 Mar 2016, 19:59
marimari11
ლიოსამ სინამდვილეში მოიყვანა დეიდა ხულია ცოლად biggrin.gif 10 წლით უფროსი ქალი
რეალური ისტორიაა, 9 წელი იყვნენ ცოლ-ქმარი
ბოლივიელი მწერალი ხულია ურკვიდი
რომელმაც ამ რომანის მერე დაწერა თავისი რომანი Lo que Varguitas no dijo
ანუ რა არ თქვა ვარგიტასმა biggrin.gif

Posted by: marimari11 5 Mar 2016, 20:02
BUGSY_SIEGEL
ხო ეგ ხულიაზე ვიცი biggrin.gif

Posted by: marimari11 20 Mar 2016, 01:16
ძაან მაინტერესებს ხულიას ამბავი
დაშორების მერე რა მოუვიდა
რატო დაშორდნენ?

ნერვები მომიშალა ფინალმა
ხულიასთან ურთიერთობაზე არაფერი რომ არ უთქვამს და არც დაშორების იზეზზე

Posted by: OHOI_IKA 20 Mar 2016, 01:37
marimari11
QUOTE
ძაან მაინტერესებს ხულიას ამბავი
დაშორების მერე რა მოუვიდა
რატო დაშორდნენ?

იმიტომ რომ ბოზი კაცია
კაი მწერალი და კაცად ბოზი

Posted by: marimari11 20 Mar 2016, 01:44
OHOI_IKA
თითქმის ყველა კაცი ბოზია
რას ვიზამთmo.gif


ბოლოს მაინც უფრო პატივისცემით უნდა ელაპარაკა ხულიაზე ასე მგონია მე
რაღაც შეჯამებასავით უნდა გაეკეთებინა მათი ურთიერთობის

Posted by: cucarаcha 20 Mar 2016, 01:59
marimari11
დასასრული ძაან ბანძი ქონდა biggrin.gif
რეალურ ხულიასაც 9 წელში დაშორდა და ეგ ამბავი მოყვა რა
მაგ წიგნში მე პედრო კამაჩოს რადიოდადგმები მომეწონა

Posted by: OHOI_IKA 20 Mar 2016, 02:00
marimari11
როგორ გააკეთებდა, ეგრევე მეორე ნათესავი მოიყვანა ცოლად smile.gif)))
ჰო, კაცი ყველა ბოზია, სინსილა გაწყდა მაგათი
QUOTE
მაგ წიგნში მე პედრო კამაჩოს რადიოდადგმები მომეწონა

marimari11
აი, ჩემნაირი smile.gif)

Posted by: cucarаcha 20 Mar 2016, 02:10
marimari11
QUOTE
ძაან მაინტერესებს ხულიას ამბავი

ისწავლე ესპანური და წაიკითხე ლო კე ვარგიტას ნო დიხო
რა არ თქვა ვარგიტასმა biggrin.gif
ალბათ იქ ნახავ სიმართლეს
ქალურ სიმართლეს მაინც biggrin.gif

Posted by: marimari11 20 Mar 2016, 02:12
cucarаcha
მე ესპანურის მსწავლელი მე არ ვარ და ორი სიტყვით მომიყევი რა rolleyes.gif
QUOTE
მაგ წიგნში მე პედრო კამაჩოს რადიოდადგმები მომეწონა

QUOTE
აი, ჩემნაირი

კამაჩოს დადგმებია მაგ წიგნის სული და გული აბა მაგის გარეშე დიდი არაფერი არ იქნებოდა

ეგ კამაჩოც არსებობდა?

Posted by: cucarаcha 20 Mar 2016, 02:19
marimari11
წაკითხული არ მაქ არც მე.. რაც ვიცი ისაა რო ხულია მერე ყოველთვის ამბობდა ლიოსა ჩემს გარეშე მწერალი ვერ გახდებოდაო, მას უბრალოდ ნიჭი ჰქონდა და მე ვაიძულებდი რომ წერა დაეწყო..ჩემი აზრით ტიპიური ისტორიაა მაგათ ერთად დიდი დღე არ ეწერათ
QUOTE
ეგ კამაჩოც არსებობდა?

კი ოღონდ ბოლივიელი არ იყო
ესპანელი იყო და კორინ ტელადო ერქვა
2009ში გარდაიცვალა

Posted by: marimari11 20 Mar 2016, 02:22
cucarаcha
QUOTE
რაც ვიცი ისაა რო ხულია მერე ყოველთვის ამბობდა ლიოსა ჩემს გარეშე მწერალი ვერ გახდებოდაო

ამაში ეჭვი არ მეპარებაyes.gif დარწმუნებული ვარ ძალიან დაეხმარებოდა და ხელს შეუწყობდა
მასზე დიდიც იყო და გამოცდილიც ბევრ რამეს ასწავლიდა
9 წელი ისედაც ბევრია და მაგათ ასაკს თუ გავითვალისწინებთ კიდე კარგად გაქაჩეს

Posted by: cucarаcha 20 Mar 2016, 02:25
marimari11
ისე ლამაზი ქალი იყო ხულია tuk.gif

Posted by: marimari11 20 Mar 2016, 02:31
cucarаcha
აი ხულია
http://pix.ge/

აი პატრიცია მეორე ცოლი
http://pix.ge/

პ.ს საზიზღარი წარბები ქონია ლიოსსას :დ ვაბშე არ იყო სიმპატიური

Posted by: cucarаcha 20 Mar 2016, 02:38
marimari11
ლიოსა ეხლა უფრო სიმპატიურია 80 წლის ასაკში biggrin.gif
და პატრისიას გაშორდა დაქორწინებიდან 50 წლის მერე 79 წლისა biggrin.gif
მოკლედ უცნაური კაცია როცა საქმე ქალებთან ურთიერთობას ეხება

Posted by: marimari11 20 Mar 2016, 02:40
cucarаcha
ვაიმე ეგ ეხლა ვნახე givi.gif givi.gif givi.gif ახალი პარტნიორი რომ ყავს 2015 წლიდან :დ
50წელი 1 ადამიანთან რომ იქნები როგორ უნდა გაშორდე? ვერ ვხვდები

უცნაური კი არ არის ბოზი კაცია :დდდ
ვსო გავბრაზდი ვარგიტასზე ცუდი გოგოს ოინებს აღარ წავიკითხავ user.gif user.gif

Posted by: cucarаcha 20 Mar 2016, 02:47
marimari11
QUOTE
ვსო გავბრაზდი ვარგიტასზე ცუდი გოგოს ოინებს აღარ წავიკითხავ

ჰაჰაჰა
აი ცუდი გოგოს ოინებში რადიკალურად სხვა ისტორიაა biggrin.gif
ერთი ქალი უყვარს მთელი ცხოვრება
ბავშვობიდან სიბერემდე
როცა ყველაფერს მოიბეზრებ წაიკითხე ეგეც

Posted by: marimari11 20 Mar 2016, 02:48
cucarаcha
QUOTE
ერთი ქალი უყვარს მთელი ცხოვრება

როგორც სიყვარული ქოლერის დროს? love.gif
კარქი წავიკითხავ მაშინ rolleyes.gif
არის კიდე რამე თარგმნილი?

Posted by: George Best :) 20 Mar 2016, 02:52
OHOI_IKA
შენ ვიცი ყველაფერს კითხულობ,რუსულიც იცი<ვაინა,კანცა სვეტა,ლიოსას კანუდოსი წაგიკითხავს?მაქვს რუსულად თან მაგრა მიქებენ,პროსტა ცოტა მერთულება და რას იტყვი...
QUOTE
თითქმის ყველა კაცი ბოზია

sad.gif

QUOTE
არის კიდე რამე თარგმნილი?

ქალაქი და ძაღლები
ზალიან კარგია
მარტო ბუკინისტურია,ახალი გამოცემა არაა

QUOTE
ღონდ გაზეთში წაიკითხაო ესე მითხრა,ეგ კანუდოსზე მართალი ამბავი ყოფილა,ერთ პატიოსან მღვდელს ავაზაკები შეუკრებია და ქალაქივით დაუარსებია,ორი წელი იცავდნენ თავს და ბრაზილიის ხელისუფლება ვერაფერს უშვებოდაო.
ხოდა მაგის მერე ძალიან მინდა ლიოსას მაგ რომანის წაკითხვა და რუსულად მაქვს სახლში და სრულყოფილად აშკარად ვერ გავქაჩავ რო გავიგ,ხოდა ნერვები მეშლება.

Bruno Dumont
QUOTE
12 Aug 2010, 02:34  

https://forum.ge/?showtopic=33970994&view=findpost&p=21085728

რამდენი წელია წაკუითხვა მინდა :დ

Posted by: Solveig 20 Mar 2016, 03:43
QUOTE
მარიო ვარგას ლ'ოსა, Jo

ამ ბებერმა გაფუჭებულმა 79 წლის ასაკში მიატოვა ტავისი პატრიცია და ხულიო ეგლესიასის ცოლყოფილზე იქორწინა მესამედ biggrin.gif
* * *
marimari11
QUOTE
ნერვები მომიშალა ფინალმა

პირიქით, გაასწორა, ფინალში კამაჩო რომ გაიჩითა biggrin.gif

და, ხულიას რომ დასცილდებოდა, ეგ ხომ იმთავითვე ცხადი იყო. ან მაგდენ ხანს როგორ გაქაჩეს ერთად. წიგნში კარგად იგრძნობა, როგორი ირონიითაც უყურებდა ლიოსა თავის პირველი დიდი სიყვარულის ისტორიას. ალბათ, რეალურ ხულიასაც სწორედ ეს ეწყინა და ამიტომაც დაწერა საპასუხო წიგნი.

Posted by: OHOI_IKA 20 Mar 2016, 04:17
George Best smile.gif
QUOTE
შენ ვიცი ყველაფერს კითხულობ,რუსულიც იცი<ვაინა,კანცა სვეტა,ლიოსას კანუდოსი წაგიკითხავს?მაქვს რუსულად თან მაგრა მიქებენ,პროსტა ცოტა მერთულება და რას იტყვი...

ყველაფერს ვერ ვკითხულობ და კანუდოსიც ვერ წავიკითხე ბოლომდე. ფლოთი უფრო საინტერესო აქვს, ვიდრე თვითონ წიგნია. რაღაც მომენტებში ძალიანაა გაწელილი. უაზროდ. არადა ისტორია ძალიან საინტერესოა მიუხედავად იმისა, რომ მასეთი თემები შემდეგ ბევრი იყო smile.gif
ჩემი აზრით ერთმნიშვნელოვნად ყველაზე მაგარი მისი წიგნი "ქალაქი და ძაღლებია"

QUOTE

QUOTE
თითქმის ყველა კაცი ბოზია



გული გავუკეთე რა givi.gif
QUOTE
წიგნში კარგად იგრძნობა, როგორი ირონიითაც უყურებდა ლიოსა თავის პირველი დიდი სიყვარულის ისტორიას

yes.gif

Posted by: Solveig 20 Mar 2016, 04:28
OHOI_IKA
QUOTE
ფლოთი

თქვენ მაინც ნუ გამოიყენებთ ასეთ სიტყვებს... "შინაარსი" ხომ გვაქვს smile.gif

კამაჩოს რადიოდადგმები biggrin.gif ლათინურამერიკული სერიალების მორიგი სერია ყოველთვის რაღაც კატასტროფულ ადგილზე რომ წყდება. მაგალითად




Posted by: OHOI_IKA 20 Mar 2016, 04:53
Solveig
QUOTE
თქვენ მაინც ნუ გამოიყენებთ ასეთ სიტყვებს... "შინაარსი" ხომ გვაქვს 

ჰო, მართალი ხართ. რაღაც ცუდად მივეჩვიე sad.gif


Posted by: marimari11 20 Mar 2016, 12:26
Solveig
QUOTE
პირიქით, გაასწორა, ფინალში კამაჩო რომ გაიჩითა

ეგ კი მეც მომეწონა მაინტერესებდა მაგის ბედიც
QUOTE
წიგნში კარგად იგრძნობა, როგორი ირონიითაც უყურებდა ლიოსა თავის პირველი დიდი სიყვარულის ისტორიას.

ვაიმე ეგ ირონია რატომ ვერ ვიგრძენი spy.gif spy.gif mo.gif
პირიქით მეგონა იმიტომ დაწერა წიგნი ხულიაზე რომ პატივს სცემდა მაგრამ ფინალში მივხვდი რომ ეგრე არ იყო

Posted by: George Best :) 21 Mar 2016, 04:36
OHOI_IKA
QUOTE
ჩემი აზრით ერთმნიშვნელოვნად ყველაზე მაგარი მისი წიგნი "ქალაქი და ძაღლებია"

ჯერ-ჯერობით მეც მანდ ვარ
ამ ცუდ გოგოს დავიწყებ აბა
გავაოფებ ცოტას მხედვარს სასტიკად ველოდები,როდის აპირებთ,ეგრევე ვყიდულობ
ახლა სერიალი ვნახე და კიდე უფრო მინდა წაკითხვა,ზამასკა მაქვს :დ

Posted by: Solveig 21 Mar 2016, 22:00
OHOI_IKA
QUOTE
"ქალაქი და ძაღლებია"

ამ წიგნის წაკითხვა მინდა ძალიან. ჰოდა, ძველს აბა სად ვნახავ და თქვენ ხომ არ გეგმავთ გამოცემას?

Posted by: OHOI_IKA 22 Mar 2016, 12:41
Solveig
მხოლოდ ძველი გამოცემაა sad.gif
ახლა მომინდა smile.gif)) მაგრამ სხვა გამომცემლობებს აქვთ ლიოსაზე უფლება და სულ ვახსენებ ინტელექტს, რომ გამოსცენ ეს წიგნი. იმედია იზამენ smile.gif

Posted by: marimari11 14 Apr 2016, 13:38
23 აპრილს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას ახალი რომანის „ვაცის ნადიმის“ წარდგინება.

https://www.facebook.com/events/460016344194678/

Posted by: senpai 14 Apr 2016, 14:29
QUOTE
ახალი რომანის „ვაცის ნადიმის“ წარდგინება.

ნეტა როგორაა ორიგინალი ან ინგლისური დასახელება ?

Posted by: thanos 14 Apr 2016, 15:45
senpai
QUOTE
ორიგინალი

La fiesta del chivo
QUOTE
ინგლისური

The Feast of the Goat
QUOTE
რუსული

Праздник Козла


Posted by: cucarаcha 14 Apr 2016, 15:57
jump.gif
....................................................

Posted by: მადამ ფისუნია 14 Apr 2016, 16:39
marimari11
მაგის დასაპოსტად შემოვედი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: senpai 14 Apr 2016, 18:19
thanos
QUOTE
Праздник Козла

მადლობა, ჩავინიშნე.

ქართულად წავიკითხავ ზაფხულში ბარემ.

Posted by: თოფიჩაM 17 Apr 2016, 15:28
ჩემი ფავორიტი ლათინოამერიკელი. "მწვანე სახლი" და "დეიდა ხულიო" up.gif

Posted by: cucarаcha 11 May 2016, 17:13
მაგარია ვაცის ნადიმი.. ჩამითრია...

Posted by: Kebo 11 May 2016, 17:17
დეიდა ხულია ვიყიდე 2 თვის წინ
ვერ დავიწყე ვერაფრით
როგორი წიგნია ?

კარგად იკითხება ?

Posted by: marimari11 11 May 2016, 18:58
Kebo
კი კარგად იკითხება
წაიკითხე
მე მომეწონა
cucarаcha
რაზეა?

Posted by: cucarаcha 13 May 2016, 10:29
marimari11
დიქტატორული რომანია რა
დომინიკის დიქტატორზეა, მოქმედება 3 ხაზით მიდის, თვითონ დიქტატორი, დომნიკელი ქალი ურანია კაბრალი და დიქტატორის გარემოცვის წევრი
შეიძლება მოგეწონოს

Posted by: cucarаcha 16 May 2016, 12:56
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 600 გვერდი fig.gif

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 16 May 2016, 18:52
QUOTE
მარიო ვარგას ლ'ოსა,

ცუდი გოგო წავიკითხე და სხვათაშორის, სწრაფი ტემპით, წყალივით წავიდა, რომ იტყვიან...
იყო განსაკუთრებული მომენტები,,,
ცხოვრებისეული სისაძაგლეები...
ბევრი რამ იყო რამაც წიგნიდან რეალობაში გადმომტყორცნა და დამაკავშირებელ რგოლად მაგრძნობინა თავი...
რაც შეეხება ეროტიულ სცენებს, გენიალურადაა აღწერილი და ნათარგმნის ალბათ...
მოკლედ , წასაკითხია up.gif

Posted by: სერაფიტი 13 Jul 2016, 02:54
QUOTE
რაც შეეხება ეროტიულ სცენებს, გენიალურადაა აღწერილი და ნათარგმნის ალბათ


ნათარგმნი არც ისე კარგად. რამდენჯერაც იმეორებდა მთარგმნელი "ლოგინი ჰქონდათო", იმდენჯერ მეცინებოდა.

არადა არ იყო სასაცილო ის ყველაფერი,რასაც ვკითხულობდი. წყალივით სიუჟეტი აქვს, შემოგეკითხება ადვილად. დიდ ხანს დამამახსოვრდება ეს წიგნი.

"დეიდა ხულია" დავიწყე და სადღაც შუაში ძლივს დავამუღამე. "ცუდი გოგის მერე" ცოტა მძიმედ წავიდა ორხაზოვანი სიუჟეტის გამო და არა მხოლოდ. მაგრამ ახლა უკვე მომეწონს.

საბოლოოდ, კარგი ავტორია ნამდვილად.

Posted by: angels wings 13 Jul 2016, 11:48
ლილიტის_ქალიშვილი

აუ ე.ი მომეწონება bis.gif bis.gif bis.gif ნაყიდი მაქვს და შვებულებას ველოდები რომ დავიწყო კითხვა user.gif user.gif user.gif

Posted by: George Best :) 26 Aug 2016, 01:34
ცუდი გოგოს ოინები კოელიოს ან ვინმე მსგავს რო დაეწერა,მართლა კარგი წიგნი იქნებოდა მაგისთვის
აი ლიოსასთვის რავი,ერთი ჩვეულებრივი წიგნია,წავიკითხე,გავერთე,ერთი წლის მერე ან მემახსოვრება ან არა

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 26 Aug 2016, 03:12
angels wings
QUOTE
ე.ი მომეწონება bis.gif bis.gif bis.gif ნაყიდი მაქვს და შვებულებას ველოდები რომ დავიწყო კითხვა

კიიი არაა ცუდი
ლიტერატურული ღირებულებებით არაა ღჭურვილი მაგრამ "მოაქვს"///



George Best smile.gif
QUOTE
აი ლიოსასთვის რავი,ერთი ჩვეულებრივი წიგნია

მაგაში გეთანხმები ///

Posted by: Solveig 5 Sep 2016, 01:19
QUOTE
ვაცის ნადიმი.


ეს ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ამ ორიოდე თვის წინ მოვიკითხე და, ვეღარ ვიშოვე... აღარ იყო. გაიყიდაო-გამყიდველმა მითხრა.


ახლა მოვრჩი "ცუდი გოგოს ოინებს". კარგი წიგნია.
* * *
სერაფიტი
QUOTE
წყალივით სიუჟეტი აქვს, შემოგეკითხება ადვილად.

მართლა ეგრეა. 2 დღეში წავიკითხე. ვერ მოვწყდი ვერაფრით.

მაგარი მთხრობელია ლიოსა. ჩათრევა იცის.

თარგმანი ისე-რა. ლოგინის ქონა მაგარია, ჰო biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 5 Sep 2016, 22:32
Solveig

"პატრიარქის შემოდგომის" შემდეგ "ვაცის ნადიმი" ისეთი არაფერიაო, მითხრეს, იგივე თემატიკაა და რაღაცნაირად თითქოს ამოწურულიო. მაგრამ მაინც წავიკითხავდი. ლიოსას ხათრით.

ცუდი გოგო ჩემი საყვარელი წიგნი გახდა "ლაითი" ლიტერატურიდან smile.gif

Posted by: Ziggy Pop 6 Sep 2016, 11:05
ლიოსას კიდევ მინიმუმ 3-4 რომანი აქვს ისეტი, აუცილებლად რომ უნდა ითარგმნოს და იმედია ასეც მოხდება.

Posted by: Solveig 6 Sep 2016, 17:20
George Best smile.gif
QUOTE
ცუდი გოგოს ოინები კოელიოს ან ვინმე მსგავს რო დაეწერა

შანსი არაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა კოელიოს ისეთი მოვლენების ფონზე განეხილა, როგორიცაა კუბის რევოლუცია, მარქსისტული გადატრიალება და პარტიზანული ბრძოლები პერუში და მერე სამხედრო გადატრიალება, ჰიპური მოძრაობა, ცივი ომი და სსრკ-ს ნგრევა ................. biggrin.gif

ამიტომ არის კოელიო-კოელიო და ლიოსა-ლიოსა biggrin.gif





Posted by: George Best :) 6 Sep 2016, 17:22
Solveig
QUOTE
შანსი არაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა კოელიოს ისეთი მოვლენების ფონზე განეხილა, როგორიცაა კუბის რევოლუცია, მარქსისტული გადატრიალება და პარტიზანული ბრძოლები პერუში და მერე სამხედრო გადატრიალება, ჰიპური მოძრაობა, ცივი ომი და სსრკ-ს ნგრევა .................

ჰოდა მაგიტო იქნებოდა მაგისთვის ცხოვრების შემოქმედება ეგ წიგნი :დ

Posted by: giojavaxa 6 Sep 2016, 23:00
მარიო ვარგას ლ'ოსასა და ხულიო კორტასარის შემოქმედების წაკითხვა მინდა მას შემდეგ რაც სკოლაში დოჩანაშვილი გავიარეთ


როგორ ბედავთ სამსახურში... ნასვამ მდგომარეობაში, ჰა!

- მე? მე და ნასვამი?! - გაიოცა და უცებ საყვედურით შემომაცქერდა, - ააა, მივხვდი, თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?

- არა, - მივუგე, - ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, პასუხი რომ გამცეთ კითხვებზე?

- სიამოვნებით, სიამოვნებით... ბოდიში, და არც ანსელმოიანი რომანი? ლჲოსასი, მარიო ვარგასის...

- ა... არა.

- და... კორტასარი?

- ეეე... არა.

მეგონა, გამკიცხავდა, მაგრამ შურით ამათვალიერა:

- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!

- რატომ?

- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...

- რა ბედნიერება?

- პირველად წაკითხვის. ესე იგი, თქვენ სამხრეთ...






- ააა, მივხვდი, - ამბობს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, - თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?

- ა-არა, ხომ... - ამბობს ხელმძღვანელი, მშვიდდება, - არა ტყუილი რა საჭიროა... ნაწარმოებია ასეთი?

- ჰე! არის და... და არც ლჲოსა? მარიო ვარგასი...

- ეეე... არა,

- და კორტასარი?

- მმუ... არა.

და უცებ კაცი ღონივრად ართმევს ხელს:
- მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი...

- რატომ?! - უკვირს ხელმძღვანელს.

- რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით...

- რა სიამოვნებაა?

კაცი კი ამბობს:

- პირველად წაკითხვის.
<3

Posted by: Ferlador 23 Sep 2016, 17:19
ახლახანს დავამთავრე ცუდი გოგოს ოინები.
საკმაოდ სწრაფად და გლუვად იკითხება.

ნახევრიდან უკვე შემოვიდა ინტრიგა.
იყო გამორჩეული და სენსიტიური მომენტები.
იყო ბევრი სივერაგე, რამაც ცხოვრებისეული მომენტები დამიხატა.
კიდევ ერთხელ შემახსენა როგორი არასანდო შეიძლება იყოს ქალი.
და როგორი უზომო, უანგარო და ამავდროულად დაუდევარი შეიძლება იყოს მისდამი სიყვარული.
ეროტიული სცენები ისე იყო აღწერილი, რომ ვგრძნობდი როგორ იცვლიდა სისხლის ნაკადი მიმართულებას.

სხვა დასასრულს ველოდი, უფრო სასტიკს... და მაინც, ბედის ირონიამ ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინა ჭკუის მასწავლებელივით...

ნამდვილად ღირს წაკითხვა up.gif
საინტერესოა, ფილმი თუ არის?

Posted by: neosat 23 Sep 2016, 19:50
http://www.readersland.ge/?m=show_off&id=11424



რა მაგარი სეილია დავითრიე ორივე და ჩავუჯდები

დეიდა ხულიას მეტი არაფერი მაქვს წაკითხული და საინტერესო იქნება


თან ზოგადად მიზიდავს ლათინოამერიკული ლიტერუტურა საინტერესო წასაკითხია

Posted by: marimari11 23 Sep 2016, 19:55
ძაან მაგარიი ფასდაკლებაა up.gif

Posted by: mishoji 8 Feb 2017, 16:26
ვაცის ნადიმზე რას იტყვით? გარსია მარკესის "პოლკოვნიკს არავინს სწერს" და "ფოთოლცვენის" ყიდვა სჯობს თუ ამისი?

Posted by: George Best :) 8 Feb 2017, 16:48
QUOTE
პოლკოვნიკს არავინს სწერს"

მარკესს ამის დონის არაფერი დაუწერია
სასწაულად მაგარი რამეა
ვაცის ნადიმი დიდი რომანია უბრალოდ ფოთოლცვენა და პოლკოვნიკი მოთხრობები

Posted by: HurricaneKat. 8 Feb 2017, 16:56

30 არავინ

Posted by: giojavaxa 13 Feb 2017, 20:18
ვაცის ნადიმი მიდევს სახლში და 30 მაისს უნდა დავიწყო.. wink.gif wink.gif

Posted by: Solveig 10 Aug 2017, 01:21
ქალაქი და ძაღლები-ბრწყინვალე წიგნია.

Posted by: chantal 10 Aug 2017, 19:30
QUOTE
ვაცის ნადიმზე რას იტყვით?


ძალიან კარგია, უმაგრესი თარგმანი
* * *
მწვანე სახლი არის ქართულად ნათარგმნი?

Posted by: Solveig 12 Aug 2017, 20:53
QUOTE
უმაგრესი თარგმანი

ორიოდე ცუდი ლაფსუსია გაპარული.

მარტლა არ მეგონა sad.gif სხვა თარგმანებიც მაქვს წაკითხული კალანდიასი და მშვენიერი ენა ჰქონდა ყოველთვის. ამ ფონზე, ძალიან ცუდად მოხვდა თვალს "ოსპით ამოჭმული სახე".

QUOTE
ვაცის ნადიმი

ბრწყინვალე რომანია, მაგრამ უმძიმესი წასაკითხი აღმოჩნდა.

თურმე, სადამდე შეიძლება, რომ დაეცეს ადამიანი..
ჰოდა, წამების და დასჯის რა მეთოდებიც არის აღწერილი-არ ვიცი, კასრებში მოთავსებულ ვიდეოებში მაგაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო...


მაგრად გაგვიმართლა, რომ ჩვენი პატარა დიქტატორიკო ტრუხილიოსნაირი ჭკვიანი და ვერაგი ვერ იყო და, საბედნიეროდ, ოცდამეერთე საუკუნის ქართველობაც ცოტა მეტად თვალგახელილი აღმოჩნდა, ვიდრე დომინიკელები იყვნენ ამ 60-70 წლის წინ , თორემ, ასე მშვიდად ვერ დავაღწევდით თავს.


sanantonio7
QUOTE
ერთმნიშვნელოვნად აუცილებლად წასაკით წიგნებს შორისაა.

დასტურ, ასეა. განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა უნდა წაიკითხონ, რომ გააცნობიერონ-რა საშინელებაა დიქტატურა და სადამდე მიჰყავს ადამიანები ერთი მხრივ, შეუზღუდავ ძალაუფლებას, მეორე მხრივ კი-მონურ მდგომარეობას და შიშს.

Posted by: sanantonio7 12 Aug 2017, 22:11
ვაცის ნადიმში აღმოაჩენ კლასიკური გაგების დიქტატორ ტრუხილიოს, მის თვისებებს და ბევრ პარალელს გაავლებ ისტორიულ პერსონაჟებთან . ტრუხილიოს , მისი ხელქვეითებისა და
ზოგადად ხალხის განწყობაა ასახული სასწაულად (რეჟიმ გამოვლივები, გაქცეულები და ა.შ). მოკლედ ერთმნიშვნელოვნად აუცილებლად წასაკით წიგნებს შორისაა.

Posted by: George Best :) 13 Aug 2017, 04:40
Solveig
QUOTE
ქალაქი და ძაღლები-ბრწყინვალე წიგნია.

up.gif
ზუსტად 11 წლის წინ მაქვს წაკითხული,მე-10 კლასში
მაგ დროს რაც წავიკითხე,ყველაფერი გადაკითხული მაქვს,95 პროცენტი არაფერი მახსოვს
ეგ კიდე,თითქმის ზუსტად მახსოვს,რა ძალიან კარგია მართლად და როგორი ქართული,არა მარტო ზოგადად სამყაროს ამბავია
მე სადაც წავიკითხე,კიდე ერთი მოთხრობა იყო,ძაღლი უხერხულ ადგილას რო უკბენს,სსრ-ის დროინდელი გამოშვება,ჯერ კიდე იშოვნება ალაგ-ალაგ ბუკინისტებთან ეგ გამოცემა
QUOTE
ვაცის ნადიმი

წინა ფესტზე ვიყიდე,ცოტა ვერიდებოდი,ცუდი გოგოს ოინების მერე,რატომღაც იგივე თემატიკა მეგონა,მარა რა კარგი აღწერებიც წავიკითხე,ჩავუჯდები
კანუდოსის ლიოსასეული ვარიანტიც თარგმნონ რა sad.gif

Posted by: Solveig 13 Aug 2017, 22:37
George Best smile.gif
QUOTE
ქალაქი და ძაღლები

QUOTE
ზოგადად სამყაროს ამბავია

ეგ არის წიგნი ჯუნგლის კანონის შესახებ smile.gif

და იმაზეც, რომ ყოველთვის აქვს აზრი, რომ ღიად დაუპირისპირდე ძალადობას. გლობალურ თუ არა, მცირემასშტაბიან სიკეთეს მაინც გააკეთებ ამით.

QUOTE
,რატომღაც იგივე თემატიკა მეგონა,მ

არა, არა, რადიკალურად განსხვავებული თემაა.
ჩემზე რომ იყოს, ქალაქსა და ძაღლებს და ვაცის ნადიმს კლასგარეშე საკითხავებში შევიტანდი და ზაფხულში წავაკითხებდი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და მომავალ სამხედროებს და პოლიციელებს.

განსაკუთრებით, ამ უკანასკნელებს.

QUOTE
კანუდოსის ლიოსასეული ვარიანტიც თარგმნონ რა

ძალიან მაინტერესებს მეც....

Posted by: George Best :) 28 Aug 2017, 06:10
მართლა რა კარგია ვაცის ნადიმი,ბოლო ხანს იმდენი იდიოტობა წავიკითხე რო სასტიკად გემრიელად მიდის
ძაან მსიამოვნებს,არ მინდა რო მოვრჩე,კიდე კარგი დიდი არის :დ

Posted by: George Best :) 8 Sep 2017, 08:38
ძალიან ძალიან მაგარი წიგნია ვაცის ნადიმი,საღოლ ასეთ მაგარს ნამდვილად არ ველოდი
მაიკო ორბელიანის ამბავი გამახსენდა,როგორ მიუგდეს გათხლეშილ იმპერატორს ნარჩევმა ქართველმა თავადებმა,როგორ გავს ყველა დიქტატორი და ამ დიქტატორის ირგვლივ მცხოვრები ხალხი,ყველა დროში,გარემოში თუ ქვეყანაში ერთმანეთს,როგორც შემტენები ისე დაუმორჩილებლები და მებრძოლები
იდეალურად იყო აღწერილი ყველაფერი რა,სხვადასხვა ხალხიდან და კუთხიდან,მართლა ბრავო ლიოსას,დიდი ხანია ასეთი კარგი რამე არ წამიკითხავს,კარცერ ლუქსებით რო მოეწყობა ქვეყანა, სავალდებულო წასაკითხად შეიტანონ,წერილს მივწერ ლუქსების უფროსობას

Posted by: George Best :) 26 Nov 2017, 02:02
ხუთი კუთხე ვერ არის რაღაც კარგი წიგნი
მამენტ ცუდიც არაა,მარა ვაცის ნადიმის მერე საერთოდ არ წავიდა,ვერც დუხით გაქაჩა და ვერც პერსონაჟებით,ერთადერთიიმ ჟურნალისტმა გოგომ გაასწორა,დალშე სუსტია რა,ბოლოსკენ დაწერილია,ეტყობა სიბერის ბრალია :დ

Posted by: giojavaxa 26 Nov 2017, 02:07
დეიდა ხულია და ვაცის ნადიმი..

რომელი ვხიო პირველი ?

Posted by: George Best :) 26 Nov 2017, 02:18
giojavaxa
QUOTE
დეიდა ხულია და ვაცის ნადიმი..

ვაცის ნადიმი,დეიდა ხულია საერთოდ რო არ ხიო არც არაფერი დაგაკლდება და ვაცის ნადიმი ძლიერი წიგნია

Posted by: Solveig 27 Nov 2017, 02:03
giojavaxa
ვაცი სერიოზული წიგნია და ხულია- კარგი გასართობი.


ჯერ ვაცი წაიკითხე და მერე-ხულია

Posted by: senpai 27 Nov 2017, 10:14
ლიოსას აქვს უნარი დაამახსოვროს თავი მკითხველს. რამდენი წიგნი არ წამიკითხავს, თუნდაც უფრო საინტერესო სიუჟეტით, მარა "ცუდი გოგოს ოინები"-დან მაინც მეტად დამამახსოვრდა მომენტები, ვიდრე სხვა ნაწარმობებიდან, რომელიც უფრო მომეწონა.

Posted by: Lallana 27 Nov 2017, 17:37
ვაცის ნადიმი და ქალაქი და ძაღლები უძლიერესი წიგნებია, კარგა ხანია ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია რომელიმე წიგნს


ახლა ცუდი გოგოს კითხვას ვიწყებ

Posted by: rodo 27 Nov 2017, 20:12
ვაცის ნადიმი ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად აქვს აღწერილი პერსონაჟები, მათი ფსიქოლოგია და შინაგანი სამყარო. მართალია დიდი ზომის წიგნია, მაგრამ ძალიან კარგად იკითხება. ამ მწერლის რაიმეს კიდევ წავიკითხავდი, რას მირჩევთ: "დეიდა ხულიას", "ქალაქი და ძაღლები"-ს, თუ "ხუთი კუთხე"-ს?

Posted by: George Best :) 27 Nov 2017, 20:15
rodo
ქალაქი და ძაღლები ძაან კარგია
ხუტი კუთხე და ხულია ისე რა

Posted by: rodo 27 Nov 2017, 20:25
George Best
როგორც წიგნის ანოტაციაში ვნახე, "ქალაქი და ძაღლები" კადეტების მძიმე ცხოვრებაზეა ჯარში. ალბათ დამცირებაზე, თვითგადარჩენაზე, ღირსებაზე, ვაჟკაცობაზე და მსგავს თემებზეა, არა?

Posted by: nino_nini 13 Dec 2017, 19:08
ამ ავტორის მარტო "დეიდა ხულია" მაქვს წაკითხული.დავიტანჯე,სანამ ბოლოში გავედი.საზიზღარი სტილითაა დაწერილი/თარგმნილი თუ ორივე ერთად biggrin.gif

Posted by: chantal 13 Dec 2017, 22:30
ცუდი გოგოს ოინები და ვაცის ნადიმი უკეთესად იკითხება ვიდრე ხულია. თარგმანის პრობლემაა პირველი ერთი თარჯიმნის არის

Posted by: senpai 13 Dec 2017, 22:48
გილოცავთ, ბერძენიშვილმა ცოცხალ ავტორებს შორის უდიდესად დაასახელა ლიოსა biggrin.gif bis.gif





Posted by: Solveig 13 Dec 2017, 23:04
QUOTE
ბერძენიშვილმა ცოცხალ ავტორებს შორის უდიდესად დაასახელა ლიოსა

რაღა გვიჭირს smile.gif

ერთი მხრივ, კარგია, რომ ჩვენში ვინმე მაინც საუბრობს ლიტერატურაზე, მაგრამ, მეორე მხრივ-ცუდია, რომ ამას მხოლოდ 1 ადამიანი აკეთებს.

ძველად კი იყვნენ ლიტერატურის კრიტიკოსები, მაგრამ, თითზე ჩამოსათვლელი ისინიც. გარდა ამისა, უფრო ქართულ ლიტერატურას ეხებოდნენ, ნაკლებად-მსოფლიო ლიტერატურას.

დრო გადის, ახალ-ახალი ნაწარმოებები იქმნება და ლიტერატურათმცოდნეობამ ფეხი უნდა აუწყოს ამ დროს. არადა, ჩვენში აშკარად მწვავე ნაკლებობაა ლიტერატურული კრიტიკის მხრივაც, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგითი მკითხველის ყურამდე ამის მიტანაზე.

ეს ერთადერთობა რაღაცნაირად, კუმირების შექმნას უწყობს ეს ხელს და ახალგაზრდებს მაგის იქით ვერაფერი წარმოუდგენიათ. ანუ, ფაქტიურად, 2 ბანაკია-ერთი, რომლისთვისაც ბერძენიშვილის სიტყვა უზენაესია და მეორე-ვინც ლანძღავს და თათხავს ბერძენიშვილს (ძირითადად, თავისი პოლიტწარსულის გამო).

ბერძენიშვილი არის ნაკითხი კაცი, ლიტერატურის კარგი მცოდნე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უნდა უქნიოს კაცმა. მას თავისი სუბიექტური შეხედულებები აქვს. ზოგჯერ-ძალიან მცდარი, დაუსაბუთებლად აგრესიულიც კი.


Posted by: senpai 13 Dec 2017, 23:13
QUOTE
ბერძენიშვილი არის ნაკითხი კაცი, ლიტერატურის კარგი მცოდნე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უნდა უქნიოს კაცმა

აბა რა biggrin.gif


ისე ხანდახან მაგარი მიკერძოებულია ხოლმე ბერძენიშვილი, თავის ფავორიტ მწერლებს წინ წევს ხოლმე და სხვები ავიწყდება biggrin.gif

QUOTE
2 ბანაკია-ერთი, რომლისთვისაც ბერძენიშვილის სიტყვა უზენაესია

როგორც გვახარია კინოში, ისეა ეს ლიტერატურაში. biggrin.gif



Posted by: George Best :) 13 Dec 2017, 23:35
გვახარიას შედარებით დახვეწილი ვერსიაა ბერძენიშვილი,ოღონდ გვახარიას ის პლუსი აქვს თავის დროზე ბევრი მაგარი ფილმი გვაჩვენა,როცა არ იყო საშუალება და ეს იმენა ლაქლაქაა :დ
ერთი ხეირი ისაა,ამხელა ბრძენმა რო თქვა,იქნებ კიდე ბევრი და ბევრი გვითარგმნონ

Posted by: rodo 14 Dec 2017, 16:54
QUOTE (senpai @ 13 Dec 2017, 23:13 )
ისე ხანდახან მაგარი მიკერძოებულია ხოლმე ბერძენიშვილი, თავის ფავორიტ მწერლებს წინ წევს ხოლმე და სხვები ავიწყდება biggrin.gif

ამ თვალსაზრისით ჩვენ მგონი ყველა მიკერძოებულები ვართ, სხვანაირად შეიძლება არც ყოფილიყო საინტერესო.

ჩემი აზრით, ლევან ბერძენიშვილმა ძალიან საინტერესო საუბარი და ტექსტის ანალიზი იცის ხოლმე.

ლიოსას რაც შეეხება შეეხება, ძალიან დიდი ავტორია, თუმცა, ცოცხალი ავტორებიდან, ჩემი აზრით, მასზე დიდი მწერლებიც არიან, მაგალითად, ისმაილ კადარე ან პოლ ოსტერი.

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2017, 10:04
QUOTE
გილოცავთ, ბერძენიშვილმა ცოცხალ ავტორებს შორის უდიდესად დაასახელა ლიოსა

ლიოსას ძალის ძალით 2015 წელს პირველად წავიკითხე და მერე სულ ვნანობდი იმ დაკარგულ 27 წელზე sad.gif


QUOTE
ჩვენში აშკარად მწვავე ნაკლებობაა ლიტერატურული კრიტიკის მხრივაც, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგითი მკითხველის ყურამდე ამის მიტანაზე.

++
რუსთავი 2-ზე და ჯიდიესზე ქონდათ/აქვთ ბლოგები გადაცემაში, ვითომ კრიტიკის
როცა სინამდვილეში მხოლოდ ანოტაციის კითხვით შემოიფარგლებიან

ბერძენიშვილის საუბრები ( ნუ თავისი გადაცემა რადიოში) იმდენად საინტერესოდ მეჩვენება რომ რაოდენ დიდ დემაგოგიას არ უნდა 'გვაჩეჩებდეს' მაინც მსიამოვნებს

Posted by: ValenTine_Kelly 15 Dec 2017, 10:50
QUOTE
რუსთავი 2-ზე და ჯიდიესზე ქონდათ/აქვთ ბლოგები გადაცემაში, ვითომ კრიტიკის
როცა სინამდვილეში მხოლოდ ანოტაციის კითხვით შემოიფარგლებიან

+1

იგივეა ინტერნეტშიც, ვითომ წიგნის კრიტიკა/შეფასებების ბლოგ/საიტებზე.

Posted by: Katerina :-) 22 Dec 2017, 13:50
მოკლედ, დღეს წიგნის ბაზრობაზე "ვაცის ნადიმი" და "ქალაქი და ძაღლები" შემომეყიდა, რას მირჩევთ, რომელი წავიკითხო ჯერ? ჯერ ლიოსას საერთოდ არ ვიცნობ, თუ არ ჩავთვლით რომ მქონდა დეიდა ხულიას წაკითხვის მცდელობა და ვერა და ვერ ჩავერთე....

Posted by: George Best :) 22 Dec 2017, 13:54
Katerina :-)
QUOTE
რომელი წავიკითხო ჯერ?

QUOTE
"ქალაქი და ძაღლები"

ორივე ძაან კარგია ისე

Posted by: Katerina :-) 22 Dec 2017, 14:02
George Best smile.gif

გმადლობ, მაშინ ჯერ სქელტანიან "ვაცის ნადიმს" ვეკვეთები, ასე მგონია ასეთი წუნწკლი ამინდი მოუხდებათქო

Posted by: Katerina :-) 10 Jan 2018, 17:06
დავიწყე "ქალაქი და ძაღლები", თავიდან თითქოს ცოტა რთულად მიდის, მანუგეშეთ რომ ჩაიქოქება კარგად :-)

Posted by: rockforever 10 Jan 2018, 17:47
QUOTE
გვახარიას შედარებით დახვეწილი ვერსიაა ბერძენიშვილი,ოღონდ გვახარიას ის პლუსი აქვს თავის დროზე ბევრი მაგარი ფილმი გვაჩვენა,როცა არ იყო საშუალება და ეს იმენა ლაქლაქაა :დ
ერთი ხეირი ისაა,ამხელა ბრძენმა რო თქვა,იქნებ კიდე ბევრი და ბევრი გვითარგმნონ



ბერძენიშვილმა ჯობია რაც იცის, თავისი არისტოფანე და ანტიკური ლიტერატურა იმაზე იკითხოს ლექციები, ქართულ ლიტერატურას იცნობს მკითხველის დონეზე
და არა სპეციალისტის.
შესაბამისად, ლექციებს რომ კითხულობს, რაღაც თავის მონაგონებს ურთავს და ისეთ რამეებს ყვება, არსად რომ არ წერია.

აგერ ლადარიას შესანიშნავი ლექციები აქვს, ოღონდ კითხულობს იმაზე, რაც მისი სპეციალობაა, დანტეზე და იტალიურ ლიტერატურაზე.

ეს ვაცის ნადიმი რა ტიპის წიგნია? ყველა წინადადებაზე საფიქრალი და ტვინის საჭყლეტია? თუ ექშენი აქვს?

ძაან დიდი მომეჩვენა და ვერ ვრისკავ დაწყებას.

Posted by: kaiser Soze 10 Jan 2018, 18:30
ლიოსასი წავიკითხე მამიდა თუ დეიდა თუ რაცაა ხულია, თხის ქეიფი, მსოფლიოს დასასრულის ბრძოლა (თარგმანებისთვის ბოდიში).

დააფგრეიდებული ჟურნალისტია რა. თხრობა იცის და მოვლენების აღწერა, გრაფიკულ დეტალებში დაგიხატავს სურათს, მაგრამ ადამიანის აზრების, გრძნობების წარმოდგენა რომ უნდა სრული კატასტროფაა. მეორე კლასელი უკეთესად აღეწრს ადამიანის შინაგან სამყაროს ვიდრე ლიოსა.

Posted by: natia_natia9 10 Jan 2018, 22:31
QUOTE (Katerina :-) @ 10 Jan 2018, 17:06 )
დავიწყე "ქალაქი და ძაღლები", თავიდან თითქოს ცოტა რთულად მიდის, მანუგეშეთ რომ ჩაიქოქება კარგად :-)

ძალიან მიყვარს “ქალაქი და ძაღლები”

Posted by: Solveig 11 Jan 2018, 01:08
QUOTE
ადამიანის აზრების, გრძნობების წარმოდგენა რომ უნდა სრული კატასტროფაა. მ

შენ მგონი, მართლა თხის ქეიფი წაიკითხე smile.gif

QUOTE
დააფგრეიდებული ჟურნალისტია

სვეტლანა ალექსიევიჩია ეგეთი. ის კი არა, "დააფგრეიდებულიც" კი არაა. უბრალოდ, ჟურნალისტია.

Posted by: Ziggy Pop 11 Jan 2018, 21:22
რამდენი სისულელეც ბერძენიშვილს უქია, იმდენი ლარიანი მომცა, რამე კარგს ვიყიდდი.

Posted by: rodo 12 Jan 2018, 18:53
ლიოსას "ვაცის ნადიმი", რაშიც მას გადასცეს ნობელის პრემია, რა თქმა უნდა მხატვრული ღირებულებისაა. ჯერ ეს ერთი, მწერალი ამ ნაწარმოებში იყენებს თანამედროვე მხატვრულ ხერხებს (მაგალითად, შინაგანი დიალოგი, ინტერტექსტი), ასევე მას ჰყავს გამოგონილი პერსონაჟები. რაც შეეხება მის ღირებულებას, ჩემი აზრით შესანიშნავი მწერალია.

საერთოდ, ბოლო დროის ნობელიანტების ნაწარმოებებიდან ბევრი ეფუძნება დოკუმენტურ ისტორიებს, იქნება ეს მარიო ვარგას ლიოსა, სვეტლანა ალექსიევიჩი, პატრიკ მოდიანო და სხვ.

Posted by: SUBADARI 27 Mar 2018, 21:15
QUOTE
ქალაქი და ძაღლები

ისე აქეთ ვყიდულობ უნდა წავიკითხო

Posted by: HurricaneKat. 2 Apr 2018, 09:56
ძალიან მიკვირს ლიოსას რომ აკრიტიკებენ eek.gif

QUOTE
დეიდა თუ რაცაა ხულია


ყველაზე სუსტი რომანია
მგონია რომ ვინმე ახლობელის გასართობად დაწერა, მისივე თხოვნით

Posted by: Parabola 2 Apr 2018, 16:00
HurricaneKat.

ბიოგრაფიულია
მას გადახდა. ცოტა შეალამაზა ოღონდ
მერე ,,ხულიამ'' უპასუხა- რაღაცეები არ თქვაო პატარა ლიოსამ smile.gif

Posted by: Solveig 2 Apr 2018, 17:55
HurricaneKat.
QUOTE
მგონია რომ ვინმე ახლობელის გასართობად დაწერა, მისივე თხოვნით

მეეჭვება. ჯერ ერთი, ოჯახური ამბებია წიგნში ასახული და მის ოჯახის წევრებს, წესით, არ უნდა გახარებოდათ შინაური ამბების გამოფრიალება. მერე კიდევ, წიგნშივე ჩანს, რომ მეორე ცოლი ეჭვიანობდა ქმრის ძველ თავგადასავლებზე. აქედან გამომდინარე, სხვა ვერ წააქეზებდა მაგ წიგნის დასაწერა.

უფრო მგონია, რომ თავის თავს და ახალგაზრდულ ახირებებს დასცინა.

და კიდევ, თანამემამულეებს, რომლებიც ესოდენ იყვნენ გატაცებული ტელე- და რადიონოველებით (იყვნენ რა, ახლა არიან, თუ არიან biggrin.gif )

Posted by: HurricaneKat. 2 Apr 2018, 19:45
Parabola
Solveig


ჰო ვიცი რომ ავტობიოგრაფიულია
ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების რომლებიც ახერხებენ რაღაც უმნიშვნელო ამბავი ცხოვრებიდან საოცრად მოყვნენ Moby-Dick

მაშინ ასე დაწერდა, ნათესავები რომ შეიკრებიან და ერთი ის მოყევი ის როგორ იყოო, და ესეც ნასვამზე მოყვება biggrin.gif

Posted by: Oqrialeli 27 May 2018, 16:59
დეიდა ხულია კარგია.ბოლივიელი მოკალმეც რეალური პერსონაჟია ნეტავ?
კაი რამებს კი წერდა სანამ აურვდა.ექიმი რო ვარჯიშობს და მუცელი შეწიეო ტრენაჟორების მასწი რო უტტრაკბს

Posted by: George_Best 10 Jun 2018, 13:42
რო აპირებდნენ,ომი სინათლის ბოლოს თარგმნას რა სტადიაშია?

კანუდოსის ამბებზეა....

Posted by: Solveig 10 Jun 2018, 15:18
oqrialeli
QUOTE
ბოლივიელი მოკალმეც რეალური პერსონაჟია ნეტავ?


biggrin.gif

ეგეთების მეტი რა არის იქ smile.gif

ჩემს ნაცნობს დაემართა ასეთი რაღაც-საღამოს ტვ-ს უყურებდა და, დაიწყო სერიალი, სადაც სცენარის ავტორი იყო გლორია პერესი.
ჩაეძინა და რომ გაეღვიძა, ტვ ჩარტული იყო და შიგ გადიოდა სხვა სერიალი, რომლის სცენარის ავტორი იყო ისევ გლორია პერესი.
გადართო სხვა არხზე, იქაც სერიალი, სცენარის ავტორი- გლორია პერესი.
ბოლოს აკივლდა-გააჩერეთ დედამიწა, უნდა ჩავიდეო biggrin.gif

Posted by: NNina 10 Jun 2018, 15:31
ძილის წინ არის ეროტიული და ინტელექტუალური მისწრება?


Posted by: George_Best 11 Jun 2018, 22:36
NNina
QUOTE
ძილის წინ არის ეროტიული და ინტელექტუალური მისწრება?

პეროგაყრილი მძრეველა ვარ მე და მაგრა ვეტანები,შენც?

Posted by: ფორსტმანი 24 Jan 2019, 12:52
https://www.radiotavisupleba.ge/a/ნობელიანტი-მარიო-ვარგას-ლიოსა-საქართველოში-ჩამოდის/29728035.html?fbclid=IwAR3-F0NqPRCSo8emJZWlj_9uQXajKv8lwwVKRhXBw9J9kxOOBSbq3cMTt7k

Posted by: 4L3X 27 Mar 2019, 20:18
"ბოლო ჟამის ომი" წავიკითხე. ყველას გირჩევთ! აი ყველას! ძალიან მაგარი წიგნია. ომის დეტალურად აღწერის გარდა, სერტანებს და ბაიას შტატსაც მაგრამ გვაცნობს ავტორი და პერსონაჟებსაც.

ზევით წერია რომ მარიო საქართველოში ჩამოვა, მე დავამატებ რომ სექტემბერში დაგვდებს პატივს.

Posted by: actionscript 30 Mar 2019, 14:28
4L3X
QUOTE
"ბოლო ჟამის ომი" წავიკითხე. ყველას გირჩევთ! აი ყველას! ძალიან მაგარი წიგნია. ომის დეტალურად აღწერის გარდა, სერტანებს და ბაიას შტატსაც მაგრამ გვაცნობს ავტორი და პერსონაჟებსაც.


2 კვირაა ნაყიდი მაქვს და ვერა და ვერ დავიწყე


Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 31 Mar 2019, 15:25
"ცუდი გოგოს ოინები" წავიკითხე.

ამაზე გადაირია სრულიად მსოფლიო?

კანიოკი რომელია ამისი, არ იცით ვინმემ? "ცუდი გოგოს ოინები" აშკარად არაა smile.gif)

Posted by: senpai 31 Mar 2019, 16:00
watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
კანიოკი რომელია ამისი,

ყველა სხვადასხვას ამბობს, ზოგისთვის ბოლო ჟამის ომი-ია, ზოგისთვის ქალაქი და ძაღლები, ხშირად ახსენებენ ვაცის ნადიმსაც.

QUOTE
ამაზე გადაირია სრულიად მსოფლიო?

სად თქვეს ეგ ?

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 31 Mar 2019, 18:24
senpai
QUOTE
სად თქვეს ეგ ?


ლიოსა ვიგულისხმე.

QUOTE
ყველა სხვადასხვას ამბობს, ზოგისთვის ბოლო ჟამის ომი-ია, ზოგისთვის ქალაქი და ძაღლები, ხშირად ახსენებენ ვაცის ნადიმსაც.


ვაცის ნადიმი მაქვს.

მაგრამ გული აღარ მიმდის biggrin.gif

Posted by: George_Best 3 Apr 2019, 14:35
ვაცის ნადიმი წაიკითხე ზაან კაია,თან ცვენ გამოცდილი გვაქ ეგ ამბავი

Posted by: THH 9 Apr 2019, 15:40
watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
კანიოკი რომელია ამისი, არ იცით ვინმემ

მე მისი ადრეული რომანი ''მწვანე სახლი'' მომწონს ყველზე მეტად...

https://en.wikipedia.org/wiki/The_Green_House

Posted by: George_Best 8 Sep 2019, 05:26
აქ ვატრაკებდი რო ძან დიდი დონის წიგნია ვაცის ნადიმი და იასნა არის
წიგნები არ მქონდა ისე გავიჭედე და მივყევი სამხრეთ ამრიკელებს,მარკესის ფოთოლცვენა ფოლკნერის კოპიო იყო,პოხუი,ის ოტერო სილვა წავიკითხე,კაი იყო არ ვტირივარ როცა მეტირება,მარა დამავიწყდება და უცებ ძველი გამოცემა ლარად ნაყიდი ასტურიასის სინიორ პრეზიდენტო
რა ვაცის ნადიმი,დიქტატორის სამყარო იდეალური იყო,თვითონ დიქტატორის კი არა,დიქტატურა ხალხს რას უშვება
გარემოს აღწერა აქვს ტიპს,აი გაყლევებს,საოცრებაა,ამბავი,პერსონაჟები რო რამე ჩვეულებრივი,წინასწარ მიხვდები ყველაფერს,აი არაფერი განსაკუთრებული
მარა ასტურიასის სამყაროს გარემო ვაიმე,სუნებს ვგრძნობდი,ხალხს,შიშს ,ქუჩებს გენიალურია
ძალიან მაგარია,ასე იდეალურად რატო უტყნავს დიქტატურა სამყაროს დედას,არსად წამიკითხავს,ქუჩაში კი არა,სახლში რო იყო მოქმედება,იქ მეშინოდა ვინმემ სინიორ პრეზიდენტს არ უთხრასო
ვახხხ
როგორ მიხარია ეგეთი მაგრობების კითხვა
სოლჟენიცინს აქვს ერთი მოთხრობა,ივან დენისოვიჩის ერთი დღე,ციმბირელ პატიმარზე იმას რო შიოდა ,ეგრე მძაფრაად ეს ასტურიასის სამყარო მაქვს განცდილი,პლეხანოველი მოგელას ბოლაობები და გევინ სტივენსი იულა სნოუპსის სიკვდილის მერე
სგ სგ ასტურიასს,სასწაულია

Posted by: Inquisitor 15 Feb 2020, 00:03
QUOTE
ბოლო ჟამის ომი

რა აზრის ხართ ამაზე ?

Posted by: 4L3X 15 Feb 2020, 00:18
QUOTE (Inquisitor @ 15 Feb 2020, 00:03 )
QUOTE
ბოლო ჟამის ომი

რა აზრის ხართ ამაზე ?

ძალიან მაგარი წიგნია. უეჭველი წასაკითხი.

Posted by: Inquisitor 15 Feb 2020, 00:20
4L3X
მის სხვა რომანებზე ბევრად მაღლა დგას - თუ კლასიკური ლიოსა არის ?

Posted by: 4L3X 15 Feb 2020, 01:07
Inquisitor
კიდევ "ძაღლები და ქალაქი" მაქვს მაგისი წაკითხული, კარგია მაგრამ "ბოლოჟამის ომს" საერთოდ ვერ მიეკარება. მგონია რომ ეგ არის მაგისი magnum opus

Posted by: Inquisitor 15 Feb 2020, 01:11
4L3X
QUOTE
"ძაღლები და ქალაქი"

ეს და ვაცის ნადიმი მომეწონა

ხულია, ოინები და ხუთი კუთხე - არა.

ან კათედრალის დაწყება მინდოდა ან ომის - ომს დავიწყებ.

მადლობა.

Posted by: Moby-Dick 15 Feb 2020, 21:39
Inquisitor
ბოლო ჟამის ომი ვაცის ნადიმსაც ჯობს ალბათ ბევრად, არხეინად იყავიbiggrin.gif

Posted by: Inquisitor 15 Feb 2020, 21:42
Moby-Dick
ლათინო ამერიკელებთან ზოგადად - ცოტა არ იყოს დაძაბული ურთიერთობა მაქვს ხშირ შემთხვევაში და რადგან მარიო ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისად რჩება - არ მინდა შეიცვალოს არსებული მდგომარეობა biggrin.gif

Posted by: Moby-Dick 15 Feb 2020, 21:48
Inquisitor
არა, პერსონაჟების გულშემატკივარს გაგხდისbiggrin.gif მაგარი ტიპები არიან, გულიანები, მებრძოლები ბოლომდეbiggrin.gif

Posted by: Inquisitor 15 Feb 2020, 21:53
Moby-Dick

ეგ ძალიან მომეწონა ლიოსასთან - საუბარი მაქვს "ძაღლები და ქალაქი"-ზე - პერსონაჟები ყავს წარმოჩენილი არაბუნებრივად საინტერესოდ. ისე რომ - რაღაც მხრივ ქომაგობ, რაღაც მხრივ მათ ადგილას წარმოიდგენ თავს. გაინტერესებს, მათი ბედის ინტერესი გაქვს.

"ვაცის ნადიმი"-ში - უფრო ტირანიული რეჟიმის აღწერამ ( ზოგადად ტირანიულ რეჟიმს აღწერს ყველა ნაწარმოებში - გასაგებია ) - დამაინტერესა - ბევრად უფრო ჩაუღრმავდა - პერსონაჟების მეორე რიგში გადაწევით.

"ხუთი კუთხე" - უფრო შეუსრულებელი დეტექტიური ჟანრის მწერლის ნაწარმოები იყო - ვიდრე ლიოსასი - შანტაჟი და სექსი გასდევდა მთელ ნაწარმოებს.

ხოლო ოინებზე და ხულიაზე - სათქმელიც კი არაფერი მაქვს.

Posted by: Lord_Raptor 15 Feb 2020, 23:49
QUOTE
ლათინო ამერიკელებთან ზოგადად - ცოტა არ იყოს დაძაბული ურთიერთობა მაქვს

მეც ვფრთხილობ მაგათთან, მაგრამ ვაცის ნადიმის საკითხვა მინდა. ლიოსასი წაკითხული არ მაქვს არაფერი.
მარკესს ან დოჩანაშვილის თუ გაქვს არ წავიკითხავ და არც ვახსენებ მაგათ სახელს. იყვნენ თავის კონტინენტზე და დოჩანაშვილიც გაიყოლონ თავისი შაქარლამა ენიანად.

Posted by: Inquisitor 15 Feb 2020, 23:51
Lord_Raptor
QUOTE
მეც ვფრთხილობ მაგათთან, მაგრამ ვაცის ნადიმის საკითხვა მინდა. ლიოსასი წაკითხული არ მაქვს არაფერი.

პირველივე გვერდებიდან მიხვდები - არის თუ არა შენი მწერალი ლიოსა.
( თუმცა გირჩევ "ქალაქი და ძაღლები"-ით დაიწყო - ლიოსას გაცნობა. )


მაგრამ, როგორც შეხედე ომი მირჩიეს - ეგ ბევრად ძლიერი არისო - ჯერ ვერ ვიტყვი ვერაფერს - არ წამიკითხავს.

Posted by: Lord_Raptor 16 Feb 2020, 00:00
Inquisitor
ბოლო ჟამის ომს არც განვიხილავდი. ამ ორს შორის ამოვარჩევ რამეს.
ამ ბოლოს უნდა დამეწყო ლიოსა მარა შემითრია მიხეილ ჯავახიშვილმა.
წაუკითხავ პატარა მოთხრობებს მივადექი. სასწაულია ეგ კაცი. ტოლსტოის ერთი-ერთზე დაუდგება ნებისმიერ თემაში.

Posted by: Мiami 16 Feb 2020, 10:37
ეს კაცი ხო ჩამოდიოდა?...…..……………………………..

Posted by: Inquisitor 16 Feb 2020, 11:51
Мiami
QUOTE
ეს კაცი ხო ჩამოდიოდა?...…..……………………………..

ჩამოდიოდა, მაგრამ აღარ ჩამოვიდა.

Posted by: Parabola 16 Feb 2020, 12:28
მე ,, დეიდა ხულია,, და ,, ცუდი გოგოს ოინები"
( ახლა რატომღაც ცუდი გოგოს ჩათლახური თამაშები უნდა დამეწერა, მართლა ასე ახსოვდა ქვეცნობიერს )
წავიკითხე. ეს ქალაქი და ძაღლები შემოვდე თაროზე.
მსუბუქი მწერალია. გააჩნია ცხოვრების რა პერიოდში გადაშლი. მე ზუსტად გავარტყი მაშინ.

Posted by: 024 16 Feb 2020, 20:44
არ მქონდა წაკითხული არაფერი ამ კაცის. იმდენი ურთიერთგამომრიცხავი რამ წავიკითხე ამ მწერალზე რო დამაინტერესა. ვაცის ნადიმი წავიკითხე და ძაან მევასა . მაგრა აქვს აღწერილი გარემო და ოსტატია გადმოცემის და გნუსხავს. მოკლედ სერიოზული ტიპი ყოფილა. დღეს ვიყიდე ბოლო ჟამის ომი. ვისაც წაკითხული გაქვთ ვაცის ნადიმი, ეს რაც დღეს ვიყიდე არ ჩამოუვარდება ვაცის ნადიმს?

Posted by: B l a c k J a c k 17 May 2020, 16:14
წავიკითხე ბოლო ჟამის ომი. კარგად მოიტანა: სრულყოფილად აქვს გადმოცემული რა და როგორ ხდებოდა. უფრო მემატიენეს როლში გამოდის და ბოლოს ექცევა სადავეები ხელიდან და თავის აზრს აკვეხებს. ლიოსაც იმ აზრზეა რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს.

გაჭირვეული ხალხი, რომელიც ანხევრად უდაბნოში ცხოვრობს, ჯარი, რომელსაც საკვები არ აქვს და ტყვია-წამალი უთავდება, ჟაგუნსოები, ყაჩაღები, ადამიანები, რომლებიც ხვდებიან რომ მათ სიცოცხლეს კაპიკის ფასი არ აქვს და სურთ სამყაროს უღრიალონ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და შეუძლიათ.
ვაცის ნადიმი დავიწყე და ზერელედ წავიკითხე: ლიოსას დავაბრალე. ახლა თავიდან გადავიკითხავ.
ლიოსას ბრალი არ არის: დიქტატორები არიან საოცრად მოსაწყენი ხალხი.

კარგი ნაწარმეობია და კარგია სამხრეთ ამერიკიდან ლ'ოსა მაინც რომ არ წერს მაგიურ რეალიზმზე :დ

Posted by: DATOIA 3 Dec 2020, 21:42
"საუბარი კათედრალში" წავიკითხე პირველად ამ მწერლის..

იქამდე 2-3 კვირის წინ მარკესის წიგნს ვკითხულობდი და XX საუკუნის სამხრეთ ამერიკული vibe-ები აქაც დიდი დოზითაა, რაღაც მომენტში ერთმანეთში ამერია პერუს და კოლუმბიის ამბები biggrin.gif facepalm.gif, პრინციპში მგონი XXI-საც დიდად არ შეუცვლია ცალკეული ქვეყნების გარდა ატმოსფერო - თუნდაც ვენესუელა რომ ავიღოთ..

რავი კარგად იკითხება და სიუჟეტიც საინტერესოდ ვითარდება, ერთმანეთში გადახლართული სცენები და დიალოგებიც კარგი იყო, მაგრამ სათაურიდან გამომდინარე მე ცოტა მეტ სიღრმეებს და მეტაფიზიკურ გაშლებს ველოდი..

გასაგებია რომ ბურჟუაზია ყველგან ბურჟუაზიაა და პროლეტარიატი ან პრეკარიატი ყველგან დაჩაგრული..
ეს ზანგი პერვერტი ბისექსუალი საინტერესო მიგნება იყო ჩემთვის gigi.gif
ფუფუნებაშI გაზრდილი და სიამაყით / ამპარტავნებით გამკსდარი - გამოკლეებული პროტაგონისტის მაზოხისტური მისწრაფებებიც ძალიან ძალიან მაგრადაა გაშლილი -> თინეიჯერობიდან - მიდლ ლაიფ კრიზისამდე და იმის იქეთაც..
ნუ მამამისიც ცალკე ამბავია, გასაკვირი არ არის რომ 1969 წელს დაიწერა ეს წიგნი.. ასეთ პერსონაჟს 2000-ების ევროპაში ვერავინ შექმნიდა (წარმოდგენა გაუჭირდებოდა) და რომც შეექმნა იქვე ჩაქოლავდნენ ალბათ - "ეჰ ჩემო ძმაო, სადღა არიან ეგეთი პედერასტები..." © გივი სიხარულიძე

მთლიანობაში კარგია მაინც, ყველას ვურჩევ წაიკითხოს და არ შეუშინდეს 750 გვერდს... boli.gif

Posted by: ალექსანდრა91 3 Dec 2020, 22:28
DATOIA
ძაან მომწონს შენი რევიუები და სულ ვკითხულობ ხოლმე :დ რამდენიმეზე თანხვედრაში მოვიდა ალბათ ჩემს აღქმასთან და მაგიტომ yes.gif
თან ყველგან იუმორს ურევ :დ
მეც სამხრეთ ამერიკელებს ვკითხულობ ახლა და ლიოსა მაქვს მომარაგებული ბლომად და გამიხარდა რომ დადებითად შეაფასე )))

Posted by: ალექსანდრა91 11 Dec 2020, 15:44
https://fb.watch/2j5fx9rh53/

    Posted by: bette 11 Dec 2020, 21:44
    Parabola
    წიგნებს სათაურებით და ყდის ფერით არჩევ უეჭ.

    Posted by: George_Best 14 Dec 2020, 19:05
    შეიძლებოდა უკლებლივ ყველა იქ ჩაწოლილიყო მიწაში,ვერც ერთი ჯარისკაცი,ვერც ერთი ოფიცერი-ვერავინ გადარჩენილიყო,ვინც სამყაროს იმ ბრძოლის,გამარჯვების და ამ გამარჯვების უეცრად დამარცხების შეტრიალების ამბავს მიუტანდა:ამბოხებულებს შეეძლოთ უკან დასდევნებოდნენ,ალყა შემოერტყათ დ აყველანი ერთად გაეჟუჟათ -ხუთასივე კაცი,რომლებიც უკან მოუხედავად გარბოდნენ,რადგან შიში და თავზარდაცემა მიერეკებოდა,მაგრამ გაამრჯვებულებმა არ იცოდნენ რომ ომის კანონი მათ მოწინაამღდეგის სრული გადანადგურების საშუალებას აძლევდა.იესო ქრისტეს :ღჩეულნი" სხვა კანონებით ცხოვრობდნენ და მათი კანონები ამა სოფლისა არ გახლდათ.ეს ომი მხოლოდ ერთი შეხედვით იყო ომი,გარეგნულად,ომი მუნდრებისა ძონძების წინაამღდეგ,სანაპირო ზოლისა-სერანტების წინაამღდეგ.ახალი ბრაზილიისა-ტრადიციულ ბრაზილიასთან.ომი ამ სიტყვის საერთო მიღებული გაგებით.ყველა ამბოხებულს მტკიცედ სწამდა რომ ისინი სიკეთის და ბოროტების მარადიული,დროის მიღმიერი ჯარის თავგანწირული მებრძოლები იყვნენ,რომლებიც ბოროტების წინაამღდეგ სუკეთის გასამარჯვებლად იბრძოდნენ და ეს დიდი ომი დროთა საწყისიდან,სამყაროს შექმნიდან იწყებოდა და იმ დღეებშიც გრძელდებოდა.ამიტომ გაქცეულებს არ გამოსდევნებიან,ბოლომდე არ გაუჟუჟიათ



    Posted by: აზდაკი 21 Dec 2020, 00:24
    ბოლი ჟამის ომი და ვაცის ნადიმი ეს წიგნებია რომელიც უნდა წაიკითხოს კაცმა.

    თვითინ ლიოსას პიროვნება და წერის მანერაა საინტერესო.

    მარტივი საკითხავი და ჩახლართული ისტორიები.


    Posted by: George_Best 25 Dec 2020, 22:25
    არანორმალური სიძლიერის წიგნია ბოლო ჟამის ომი
    გამომაყლევაზე უკეთეს და არა ბანალურ სიტყვას ვერ ვპოულობ,რაც მიქნა ამ წიგნმა მაგის დასახასიათებლად

    Posted by: ალექსანდრა91 25 Dec 2020, 23:12
    George_Best
    QUOTE
    არანორმალური სიძლიერის წიგნია ბოლო ჟამის ომი
    გამომაყლევაზე უკეთეს და არა ბანალურ სიტყვას ვერ ვპოულობ,რაც მიქნა ამ წიგნმა მაგის დასახასიათებლად

    user posted image


    პ.ს. მაცადე და მე ვიპოვი lol.gif

    Posted by: George_Best 25 Dec 2020, 23:44
    QUOTE
    პ.ს. მაცადე და მე ვიპოვი

    lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

    გაცდი

    სპოილერები არ გახსნა ,რეალური ფაქტებია კანუდუსზე,საიდანაც თვითონ ლიოსას აღებული აქვს ამ წიგნში


    » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

    Posted by: George_Best 5 Jan 2021, 06:20
    ყველა დროის ყველაზე საუკეთესო წიგნებში რატო არ შედის ეს წიგნი ერთადერთი მარტივი პასუხია
    რწმენის სიძლიერის და ძალის,მით უფრო ღმერთის რწმენის და ეს რწმენა რო სიკეთეა მაგის ეშინია ყველას,ყვალანაირ წყობას დაჟე ეკლესიურსაც კი
    იმის აღიარებისაც რო პირდაპირ არა,მარა ყველა ადამიანს ცხოვრებაში ექნება თავისი ბოლო ჟამის ომი და იმ ომში უნდა მოიგოს
    ხოდა არი ლიოსა სადღაც უკან,მიჩოჩებული


    Posted by: Eeescadaaa 12 Feb 2021, 21:05

    ინტელექტის გამოცემა ვაცის ნადიმს 20 გვერდი აკლია
    თქვენ თუ გაქვთ მაინტერესებს ყველას აქვს თუ მე მხვდა მხოლოდ? givi.gif givi.gif givi.gif

    Posted by: ალექსანდრა91 12 Feb 2021, 21:56
    QUOTE (Eeescadaaa @ 12 Feb 2021, 21:05 )
    ინტელექტის გამოცემა ვაცის ნადიმს 20 გვერდი აკლია
    თქვენ თუ გაქვთ მაინტერესებს ყველას აქვს თუ მე მხვდა მხოლოდ? givi.gif givi.gif givi.gif

    კონკრეტულად რომელი გვერდები? ბოლო?

    Posted by: Eeescadaaa 12 Feb 2021, 22:37
    QUOTE (ალექსანდრა91 @ 12 Feb 2021, 21:56 )
    QUOTE (Eeescadaaa @ 12 Feb 2021, 21:05 )
    ინტელექტის გამოცემა ვაცის ნადიმს 20 გვერდი აკლია
    თქვენ თუ გაქვთ მაინტერესებს ყველას აქვს თუ მე მხვდა მხოლოდ?  givi.gif  givi.gif  givi.gif

    კონკრეტულად რომელი გვერდები? ბოლო?

    ჯერ 256 დან 273ზე ხტება და მერე მეორდება 273-288

    Posted by: ალექსანდრა91 12 Feb 2021, 23:35
    QUOTE (Eeescadaaa @ 12 Feb 2021, 22:37 )
    QUOTE (ალექსანდრა91 @ 12 Feb 2021, 21:56 )
    QUOTE (Eeescadaaa @ 12 Feb 2021, 21:05 )
    ინტელექტის გამოცემა ვაცის ნადიმს 20 გვერდი აკლია
    თქვენ თუ გაქვთ მაინტერესებს ყველას აქვს თუ მე მხვდა მხოლოდ?  givi.gif  givi.gif  givi.gif

    კონკრეტულად რომელი გვერდები? ბოლო?

    ჯერ 256 დან 273ზე ხტება და მერე მეორდება 273-288

    შევამოწმე და ჩემთან ჩვეულებრივ არის. ალბათ შენ შეგხვდა დეფექტიანი user.gif წესით უნდა შეგიცვალოს გამომცემლობამ, მისწერე yes.gif

    Posted by: Eeescadaaa 12 Feb 2021, 23:54
    ალექსანდრა91

    მადლობააა
    sleep.gif sleep.gif

    Posted by: Pepper_Crowley 3 May 2021, 21:45
    QUOTE
    ბოლო ჟამის ომი

    დავიწყე.
    არადა დიდი ხანია მაქვს და ვერ შევეჭიდე.
    სულ რამდენიმე ათეული გვერდი წავიკითხე ჯერ. უუუუსაინტერესოესი პერსონაჟებია.
    თან ერთგვარი კაიფი ისაა, რომ დოჩანასეული ისტორიისგან განსხვავებულს კითხულობ.

    შემოვირბენ კიდე, რამდენიმე დღეში. ჯერ - ძალიან მომწონს.


    * * *
    აი, გავაგრძელე კითხვა და... ცვეტში ისეთი წიგნია რა, მგზავრობისას რომ უნდა იკითხო, ,,გამოზოგილი სიამოვნებით", ჰა და ჰა რამდენიმე გვერდი, და მერე იფიქრო.

    აჭყლოპინებამდე აღტაცებული ვარ.

    Posted by: George_Best 6 May 2021, 03:14
    ყველაზე მაგრა ამ ამბავში ის ასწორებს რო ეგ სამყარო ყველა მხრივაა დანახებული
    სიუჟეტი ძაან საკაიფოდ აქვს მოყოლილი
    გალილეო გალი რატო შემოტენა მეთქი სუ ვფიქრბოდი და
    გალიე გალის ხაზი საბოლოოდ უთესლესი რამე ეძრობა

    და ზოგადა,უდიადესი წიგნია და ზოგადად თემატიკაც ეგეთია

    ეს ნაწყვეტი,წინა გვერდზე რაც დავწერე

    QUOTE
    შეიძლებოდა უკლებლივ ყველა იქ ჩაწოლილიყო მიწაში,ვერც ერთი ჯარისკაცი,ვერც ერთი ოფიცერი-ვერავინ გადარჩენილიყო,ვინც სამყაროს იმ ბრძოლის,გამარჯვების და ამ გამარჯვების უეცრად დამარცხების შეტრიალების ამბავს მიუტანდა:ამბოხებულებს შეეძლოთ უკან დასდევნებოდნენ,ალყა შემოერტყათ დ აყველანი ერთად გაეჟუჟათ -ხუთასივე კაცი,რომლებიც უკან მოუხედავად გარბოდნენ,რადგან შიში და თავზარდაცემა მიერეკებოდა,მაგრამ გაამრჯვებულებმა არ იცოდნენ რომ ომის კანონი მათ მოწინაამღდეგის სრული გადანადგურების საშუალებას აძლევდა.იესო ქრისტეს :ღჩეულნი" სხვა კანონებით ცხოვრობდნენ და მათი კანონები ამა სოფლისა არ გახლდათ.ეს ომი მხოლოდ ერთი შეხედვით იყო ომი,გარეგნულად,ომი მუნდრებისა ძონძების წინაამღდეგ,სანაპირო ზოლისა-სერანტების წინაამღდეგ.ახალი ბრაზილიისა-ტრადიციულ ბრაზილიასთან.ომი ამ სიტყვის საერთო მიღებული გაგებით.ყველა ამბოხებულს მტკიცედ სწამდა რომ ისინი სიკეთის და ბოროტების მარადიული,დროის მიღმიერი ჯარის თავგანწირული მებრძოლები იყვნენ,რომლებიც ბოროტების წინაამღდეგ სუკეთის გასამარჯვებლად იბრძოდნენ და ეს დიდი ომი დროთა საწყისიდან,სამყაროს შექმნიდან იწყებოდა და იმ დღეებშიც გრძელდებოდა.ამიტომ გაქცეულებს არ გამოსდევნებიან,ბოლომდე არ გაუჟუჟიათ


    რო მორჩები,გამოკვლევები მაქვს ამ წიგნზე ჩატარებული,რაღაცებს ვარკვევდი,ვეძებდი,მომწერე და სპოილერებში ვიბაზროთ

    Posted by: DATOIA 18 Sep 2022, 19:41
    "ცუდი გოგოს ოინები" წავიკითხე ამის წინა კვირაში და მეორე რომანი იყო "საუბარი კათედრალში"-ს შემდეგ..

    ნუ ეს უკვე ბევრად დაბალი დონისაა პირველისგან განსხვავებით, კარგად იკითხება, სცენარიც საინტერესოა, მაგრამ მეორედ აღარასოდეს მივუბრუნდები..

    თემები აქაც უცვლელია პრინციპში.. მუდმივი ბრძოლა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, გამოკლეებული პროტაგონისტი რომელიც ყოველთვის დინებას მიჰყვება და ბრძოლა არ შეუძლია,
    XX საუკუნის გეოპოლიტიკის წვლილი სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ბეზპრედელში და ა.შ და ა.შ მაგრამ "საუბარი კათედრალში" მე მაინც იმიტომ მომეწონა, რომ პერსონაჟებია რეალური
    და თავით შედიხარ მაგ ისტორიაში, აქ მე პირადად ეს პერუელი კურტიზანი ცოტა სურეალურად მეჩვენა და ისტორიებიც ზედმეტად სტერეოტიპული იყო, ბევრი არ უფიქრია როგორც ჩანს,
    თან 2006-ში დაუწერია და ალბათ მობერებულიც იყო მაგ დროს gigi.gif რაღაცით უელბეკის მაგ პერიოდის რომანების გავლენაც შევიგრძენი, მაგრამ უელბეკი სიღრმეებსაც ბევრს ურევს ყველგან,
    ეს ძაან ლაითია, სექსები და შეყოფა / გამოყოფა კი ბატონო... givi.gif

    რეზერვში მაქვს "ქალაქი და ძაღლები", "ბოლო ჟამის ომი..", ვნახოთ ვნახოოთ... boli.gif

    Posted by: Lord_Raptor 18 Sep 2022, 23:35
    ვაცის ნადიმი მაქვს წაკითხული მხოლოდ, ძლიერ მომეწონა.
    მაგნიტური ძალა აქვს, როგორც ავტორს. იშვიათი ნიჭია ჩემი აზრით, დიდ მწერლებშიც კი.

    Posted by: DATOIA 4 Oct 2022, 22:26
    მცირე Update:

    QUOTE
    აქ მე პირადად ეს პერუელი კურტიზანი ცოტა სურეალურად მეჩვენა და ისტორიებიც ზედმეტად სტერეოტიპული იყო


    არანაირი სურეალიზმი..

    საღოლ მარიო... love.gif



    Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
    © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)