Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > დენის შეყვანა აუშენებელ კორპუსში


Posted by: GATSBY77 6 Apr 2021, 20:39
სალამი მეგობრებო,

ჩემი ახლობელი ცხოვრობს აუშენებელ კორპუსში სადაც 12 წელია არ გაგრძელებულა მშენებლობა. აუშენებელ კორპუსში დენის შეყვანა თელასისგან არის პრობლემა. თქვენ რომ იყოთ ესეთ მდგომარეობაში რას იზამდით რომ თელასისგან დენი შეგეყვანათ? რამდენად შესაძლებელია თელასმა დააკმაყოფილოს თხოვნა და დენი შეუყვანოს რამდენიმე მაცხოვრებლებს? რა ორგანოებს შეიძლება მიმართოს რომ დაეხმარნონ ესეთ ადამიანებს?

Posted by: В.И. Ленин 6 Apr 2021, 20:42
ამ მთავრობის ხელში ეს საქმე არ გამოვა.

Posted by: picpic 6 Apr 2021, 20:46
GATSBY77

უკანონოდ არის შესული?!

თუ მისია ფართი, მაგრამ სხვები ვერ შედიან საცხოვრებლად რადგან კორპუსი მოუწესრიგებელია?!

Posted by: GATSBY77 6 Apr 2021, 20:53
QUOTE (picpic @ 6 Apr 2021, 21:46 )
GATSBY77

უკანონოდ არის შესული?!

თუ მისია ფართი, მაგრამ სხვები ვერ შედიან საცხოვრებლად რადგან კორპუსი მოუწესრიგებელია?!

კანონიერად ცხოვრობენ და რეესტრშიც აქვთ ფართი დარეგისტრირებული. როგორც იცით დეველოპერებმა ფულები შეჭამეს და ამის გამო არ აშენებულა კორპუსი. კორპუსში ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი და არიან სიბნელეში. თელასი თავს იკავებს რომ მოახდინონ მათი თხოვნის დაკმაყოფილება. სად უნდა მივიდეს მერიაში, მარეგულირებელში თუ სხვა ორგანოებში სადაც მოხდება რომ ანგარიში გაუწიონ ესეთი ადამიანების თხოვნას და დენის შეუყვანონ ოფიციალურად?

Posted by: SPLIYVI 6 Apr 2021, 20:57
GATSBY77
მშენ3ბელს არ აქვს დენის შეყვანის ფული გადახდილი ალბათ

http://www.telasi.ge/ge/customers/new

Posted by: dat111 6 Apr 2021, 21:00
QUOTE
კანონიერად ცხოვრობენ და რეესტრშიც აქვთ ფართი დარეგისტრირებული.

ეგ კი მაგრამ ექსლუატაციაში არაა მიღებული, პროექტიც არაა კორპუსის ენერგომამარაგების სავარაუდოდ, რამე დროებითი სტატუსით თუ მოახერხებენ, შეიძლება როგორც მშენებარე ობიექტს საერთო დენი გაუყვანონ და მერე ამათმა ცალცალკე დაიყენონ მრიცხველები და ფული მოკრიფონ და ერთად გადაიხადონ, ცალცალკე აბონენტებად არამგონია აიყვანონ ეგრე მარტივად

Posted by: picpic 6 Apr 2021, 21:00
QUOTE
კანონიერად ცხოვრობენ და რეესტრშიც აქვთ ფართი დარეგისტრირებული.

არ გეწყინოს მარა მთლად დარწმინეებული არ ვარ რომ მართლა დარეგისტრირებული იქნება. და აი რატომ
- კორპუსი თუ დარეგისტრირებული არაა რეესტრში მარტო მის ფართს არ გაატარებდნენ (ნუ, კომუნისტების დროიდან თუ არ ცხოვრობენ იქ).

და თუ მართლა მასეა, და დარეგისტრირებულია, უბრალოდ შანსი არაა რომ თელასმა არ შეუყვანოს დენი. მაშინ სასამართლოში უნდა უჩივლოს იმიტომ რომ თელასის გარდა ვერ შეიყვანს ვერავინ და, ის კი უკანონოდ ეუბნება უარს. თელასზე, გაზზე და ეგეთ მონოპოლისტებზე ყველა ვარიანტში გამოიტანს მის სასარგებლოდ სასამართლო.

უბრალოდ რამდენს მოსთხოვენ შეყვანაში ეგაა საქმე.

თუ უფასოდ შეყვანაზე მიდის საუბარი, და აქ მთავარი ჭიდილი იმაზეა რომ უფასოდ შეუყვანონ, მაშინ სპლიყვის ვერსია მართალია

Posted by: GATSBY77 6 Apr 2021, 21:03
QUOTE (SPLIYVI @ 6 Apr 2021, 21:57 )
GATSBY77
მშენ3ბელს არ აქვს დენის შეყვანის ფული გადახდილი ალბათ

http://www.telasi.ge/ge/customers/new

მშენებელი დიდი ხანია არ ჩანს რადარზე. ეხლა მიდის საუბარი რომ მერიამ ჩართოს ახალი სამშენებლო კომპანია რომ დაასრულებინონ კორპუსი. მაგრამ ამ ხალხს უწევთ სიბნელეში ცხოვრება. ამ ურთულეს შემთხვებაში რა იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? თუ რამდენიმე ოჯახი დაწერენ განცხადებას შეიძლება დააკმაყოფილონ? ამხანაგობის თავჯდომარეც ვერ აკეთებს ვერაფერს.

Posted by: B l a c k J a c k 6 Apr 2021, 21:14
GATSBY77
კორპუსი არაა ჩაბარებული. დიადმ კალიაძემ გამოსცა ამნისტია და ხარვეზიანი კორპუსები ყველა ჩაუშვეს ექსპლოატაციაში. რა თქმა უნდა ნახევარზე მეტი ამათი კორპუსები იყო.
ერთადერთი შანსი არის, რომ როგორც გაზზე ცალკე ხაზის გაყვანა სთხოვო და ხარჯები შენ გადაიხადო, მაგრამ დიდი ალბათბით მაგაზე თელასი გეტყვის დაუსრულებელი კორპუსია და ვერ ვიზავთო. ყველაფერს მშენებელს სთოხვენ: დოკუმენტებს, გეგმას, ანხაზებ და ა.შ. თუ მშენებელი არ არის, მაშინ შარია (((((

Posted by: Generalissimus 6 Apr 2021, 21:18
ამ ახალი კორპუსების 70% დასანგრევი იქნება 10-15 წელიწადში, რაში იხდით ფულს თუ მაინც იცით, ფაქტიურად ქირაობთ ბინებს კი არ ყიდულობთ.

Posted by: kaiser Soze 6 Apr 2021, 21:22
GATSBY77
მშენებარე კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლა არ შეიძლება. სხვა სიტყვებით, კი მათი საკუთრებაა, მაგრამ არ აქვთ ჯერ იქ ცხოვრების უფლება. მოკლედ გამოსავალია კორპუსის დასრულება და შემდეგ დენის და სხვა პრობლემების მოგვარება.

ამ შემთხვევაში მფლობელებს არაფერი ბერკეტი არ აქვთ, გარდა კომპანიის მიმართ ჩივილისა. საინტერესოა თუ რად გადავიდნენ დაუსრულებელ კორპუსში? არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიხადონ თანხა კორპუსის დასრულებამდე. მხოლოდ ბ. როცა ჩაბადებათ კორპუსი, თავისი დენით და ყველა პირობით, მერე იხდიან დარჩენილ 70%-ს.

Posted by: GATSBY77 6 Apr 2021, 21:32
QUOTE (B l a c k J a c k @ 6 Apr 2021, 22:14 )
GATSBY77
კორპუსი არაა ჩაბარებული. დიადმ კალიაძემ გამოსცა ამნისტია და ხარვეზიანი კორპუსები ყველა ჩაუშვეს ექსპლოატაციაში. რა თქმა უნდა ნახევარზე მეტი ამათი კორპუსები იყო.
ერთადერთი შანსი არის, რომ როგორც გაზზე ცალკე ხაზის გაყვანა სთხოვო და ხარჯები შენ გადაიხადო, მაგრამ დიდი ალბათბით მაგაზე თელასი გეტყვის დაუსრულებელი კორპუსია და ვერ ვიზავთო. ყველაფერს მშენებელს სთოხვენ: დოკუმენტებს, გეგმას, ანხაზებ და ა.შ. თუ მშენებელი არ არის, მაშინ შარია (((((

ზუსტად თელასი თხოვს დოკუმენტებს და გეგმას. კალაძე რომელმაც სამშენებლო კომპანია ჩართო ამ მშენებლობის გაგრძელებაში უთხრეს რომ მე ვერაფერს მოგცემთო. მიმართეთ ამხანაგობის თავჯდომარესო. ხო და ამ ხალხმა რომლებმაც განაცხადი დაწერეს თელასში უთხრეს რომ მოგვიტანეთ ნახაზი და გეგმაო. როგორც ჩანს ამ კორპუსს დიდი ხანი არ უწერია აშენება და ამასობაში ამათ მაინც შეუყვანონ დენი. ამ საუკუნეში რომ დენის პრობლემა იქნება სადმე?
* * *
QUOTE (kaiser Soze @ 6 Apr 2021, 22:22 )
GATSBY77
მშენებარე კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლა არ შეიძლება. სხვა სიტყვებით, კი მათი საკუთრებაა, მაგრამ არ აქვთ ჯერ იქ ცხოვრების უფლება. მოკლედ გამოსავალია კორპუსის დასრულება და შემდეგ დენის და სხვა პრობლემების მოგვარება.

ამ შემთხვევაში მფლობელებს არაფერი ბერკეტი არ აქვთ, გარდა კომპანიის მიმართ ჩივილისა. საინტერესოა თუ რად გადავიდნენ დაუსრულებელ კორპუსში? არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიხადონ თანხა კორპუსის დასრულებამდე. მხოლოდ ბ. როცა ჩაბადებათ კორპუსი, თავისი დენით და ყველა პირობით, მერე იხდიან დარჩენილ 70%-ს.

მოკლედ 2008 წელს ომის დროს გაჩერდა მშენებლობა. იმის შემდეგ არაფერი აშენებულა. ექსპლუატაციაში არ არის შესული მაგრამ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

რომელ ორგანოებში შეიძლება მივიდნენ რომ მიაწვნენ და იქნებ შეუყვანონ დენი? მერიაში რომ დაწერონ განცხადება შეიძლება დაუკმაყოფილონ მოთხოვნა და ალტერნატიული ფართი შესთავაზონ სხვაგან სადაც მერია აშენებს კორპუსებს ესეთი ხალხისთვის?

Posted by: dega 6 Apr 2021, 22:45
GATSBY77
მარეგულირებელში იყვნენ მიცკევიჩზე??
პირველივე სართულზე
ნუ ისინი უკვე აბონენტების დამცველებია,მაგრამ არამგონია მაგათზე უკეთ აგიხსნან რა არის გასაკეთებელი...
ერთი ორჯერ ვიყავი და რავი,კმაყოფილი ვარ
რაც შეუძლიათ დაგეხმარებიან ან ბოლობოლო გეტყვიან რა არის საჭირო

Posted by: Raven 6 Apr 2021, 22:47
QUOTE
ამ მთავრობის ხელში ეს საქმე არ გამოვა.

lol.gif up.gif

Posted by: matemana 6 Apr 2021, 22:54
QUOTE (Generalissimus @ 6 Apr 2021, 21:18 )
ამ ახალი კორპუსების 70% დასანგრევი იქნება 10-15 წელიწადში, რაში იხდით ფულს თუ მაინც იცით, ფაქტიურად ქირაობთ ბინებს კი არ ყიდულობთ.

2002-ში იყო თუ არ ვცდები საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა. ღმერთმა არ ქნას ეგეთი თუ განმეორდა მე არ ვიცი ამ ახალაშენებულ სახლებს რა ბედი ეწევათ.

Posted by: dega 6 Apr 2021, 22:59
matemana
2002-ში იყო თუ არ ვცდები საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა. ღმერთმა არ ქნას ეგეთი თუ განმეორდა მე არ ვიცი ამ ახალაშენებულ სახლებს რა ბედი ეწევათ.[/quote]
Generalissimus
QUOTE
ამ ახალი კორპუსების 70% დასანგრევი იქნება 10-15 წელიწადში, რაში იხდით ფულს თუ მაინც იცით, ფაქტიურად ქირაობთ ბინებს კი არ ყიდულობთ.

რა იცით?
მშენებლები ხართ?
რა აკლია მაგ სახლებს?

Posted by: zarzeimi 6 Apr 2021, 23:06
dat111
QUOTE
ეგ კი მაგრამ ექსლუატაციაში არაა მიღებული

ქსელების მიერთების გარეშე (წყალი, წყალარინება, კანალიზაცია, დენი, გაზი), ასევე ლიფტი დ.ა.შ. კორპუსს ექსპლუატაციაში როგორ მიიღებენ?

Posted by: levani169 6 Apr 2021, 23:17
QUOTE
აუშენებელ კორპუსში სადაც 12 წელია არ გაგრძელებულა მშენებლობა

QUOTE
12 წელია

პირსისხლა ნაცები

Posted by: matechala 6 Apr 2021, 23:26
კორპუსი თუა ერთი ბინა ვერ მიერთება, ერთიანად უნდა მოხდეს მთლიანი კორპუსის მიერთება, მე ასე ვიცი ყოველშემთხვევაში

Posted by: kaiser Soze 6 Apr 2021, 23:45
QUOTE
რომელ ორგანოებში შეიძლება მივიდნენ რომ მიაწვნენ და იქნებ შეუყვანონ დენი? მერიაში რომ დაწერონ განცხადება შეიძლება დაუკმაყოფილონ მოთხოვნა და ალტერნატიული ფართი შესთავაზონ სხვაგან სადაც მერია აშენებს კორპუსებს ესეთი ხალხისთვის?

აზრზე არა ვარ. რთული სიტუაციაა. როგორ ცხოვრობენ დენის გარეშე, რავი წარმოუდგენელია ჩემთვის.

ზოგადად ბინაში ფული არ უნდა გადაიხადოთ, სანამ არ ჩაგაბარებენ. ოქროს წესია. არცერთი ბანკი არ იძლევა იპოთეკას ჩაბარებამდე. მშენებელი იღებს კრეტიდტს, აშენებს ბინას, და შემდეგ იღებს ფულს კლიენტებისაგან.

Posted by: GATSBY77 7 Apr 2021, 08:40
QUOTE (kaiser Soze @ 7 Apr 2021, 00:45 )

აზრზე არა ვარ. რთული სიტუაციაა. როგორ ცხოვრობენ დენის გარეშე, რავი წარმოუდგენელია ჩემთვის.

ზოგადად ბინაში ფული არ უნდა გადაიხადოთ, სანამ არ ჩაგაბარებენ. ოქროს წესია. არცერთი ბანკი არ იძლევა იპოთეკას ჩაბარებამდე. მშენებელი იღებს კრეტიდტს, აშენებს ბინას, და შემდეგ იღებს ფულს კლიენტებისაგან.

სხვადასხვა ადგილიდან ჰქონდათ დენის შეყვანილი მაგრამ სხვებიც დაჯდნენ მათ ხაზზე და სამმაგი და ოთხმაგის გადახდა უწევდათ. ასე ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი. ეხლა უნდათ რომ თავიანთი მრიცხველი ჰქონდეთ თელასისგან და ოფიციალურად დარეგისტრირებული. თუ იქნება რამდენიმე ადამიანის განაცხადი შეიძლება დააკმაყოფილონ ესეთი მაცხოვრებლები? ვინ დაეხმარება მერია, თელასი, მარეგულირებელი? ოცნებიდან ახლობელი უნდა ყავდეს რომ ეს გამოვიდეს?

Posted by: SaamI 12 Apr 2021, 06:37
Generalissimus
QUOTE
ამ ახალი კორპუსების 70% დასანგრევი იქნება 10-15 წელიწადში,

რატო?
ჩემი რომ უკვე 15 წლისაა?.... წელს დაიწყებენ დანგრევას?... biggrin.gif

Posted by: ლაშა117 12 Apr 2021, 14:10
უარს ეტყვის ყველა ვარიანტში თელასი, უბრალოდ არამომგებიანია რამდენიმე ოჯახის გამო დენის შეყვანა დაუმთავრებელ კორპუსში, თან ახლა შეიცვალა კანონი როგორც ვიცი ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ყველანაირი კომუნიკაციების მიყვანა/შეყვანა აიკრძალა

Posted by: ჯარჯი 12 Apr 2021, 21:04
GATSBY77

აიყვანონ კარგი იურისტი და სრულიად მოაგვარებენ smile.gif

Posted by: rugbyArmazi 13 Apr 2021, 08:07
Generalissimus
საიდან ასკვნი რო შენობების 70 პროცენტი დასანგრევი იქნება?
მაგ სფეროსთან მაქვს შეხება და ვერაფერს მსგავსს ვერ ვხედავ.
არა მგონია კომუნისტებზე უარესად აშენებდნენ.
კი,რათქმაუნდა არის მანდაც ლაფსუსები მაგრამ არც მასე კატასტროფულად არაა საქმე.
მთავარი პრობლემა განათლებაშია.არავის უნდა საამშენებლოზე ჩაბარება.ყველას ჟურნალისტობა,ბანკირობა ან იურისტობა უნდა.იმას არავინ ფიქრობს რომ არაა სახელმწიფოში ამდენი იურისტი საჭირო.მალე დიპლომირებული ინჟინრები აღარ გვეყოლება.
ჩემს სფეროში მაგალითად (გათბობა-ვრნტილაცია-წყალმომარაგება) კადრების დეფიციტია.ნორმალური,მცოდნე პროექტანტის ან სამუშაოთა მწარმოებლის პოვნა პრობლემაა

Posted by: GATSBY77 13 Apr 2021, 16:21
QUOTE (ჯარჯი @ 12 Apr 2021, 22:04 )
GATSBY77

აიყვანონ კარგი იურისტი და სრულიად  მოაგვარებენ smile.gif

შანსი არაააო თელასმა, კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთო. ამ შემთხვევაში იურისტმა რა უნდა ქნას?

ხალხო სემეკმა და ნარმანიამ რა შეიძლება გააკეთონ ესეთი მაცხოვრებლებისთვის?
---------------------------

Posted by: ჯარჯი 14 Apr 2021, 20:54
GATSBY77
QUOTE
შანსი არაააო თელასმა

თელასი აბა რას იტყვის? აიყვანონ კარგი იურისტი და მოითხოვონ ბოობოლო სასამართლო დადგენილება რომ იქნება უარს ვეღარ იტყვიან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)