#52127193 · 6 Feb 2018, 00:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, იანვრის დადგომასთან ერთად ხველა დამაწყებინა, მსუბუქად მახველებდა, ათასში ერთხელ და საუბარშიც ხელს არ მუშლიდა, ამიტომ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, 18 იანვრისთვის ისევ მახველებდა მაგრამ რადგან სუსტი იმუნიტეტი მაქ და ყოველი გაციება დიდხანს მიგრძელდება ისევ ველოდებოდი თავისით როდის გამივლიდა, ხოდა ამ დღეს დავლიე და 1 ღერი სიგარეტიც მოვწიე, დაახლ. 25 იანვარს წვიმაში დავსველდი და ხველა გამიუარესდა, უფრო ხშირად მახველებდა და ლაპარაკშიც ხელს მიშლიდა, უკვე სურდოც მქონდა და ნახველიც(ან შეიძლლება ცხვირიდან ყელში ჩანადენი იყო) 28 იანვარს ისევ დავლიე და მოვიე( ამ ორს მდგომარეობის გაუარესება პირდაპირ არ მოჰყოლია, ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნავ). 2 თებერვალს მივედი თერაპევტთან, ფილტვებზე მომისმინა და რაღაც ალერგიული რეაქცია გაქვსო, ლიბექსინი და კეტოტიფენი გამომიწერა, ამასთან ერთად ანტიბიოტიკი - აზიმაკი(რადგან ამდენ ხანს გაგიგრძელდაო) და იმუნიტეტისთვის ომესამი(სუსტი იმუნიტეტი მაქვსთქო ვუთხარი და) 5 დღის განმავლობაში. ხვალ გადის 5 დღე მარა შესამჩნევი პროგრესი არაა და წეღან სარკეში ენაზე უკან თეთრი ლაქები შევნიშნე და სულ უკან მგონი 1-2 პატარა მუწუკი. იქნებ იცოდეთ ვინმემ რისი ბრალია და შესაბამისი რჩევა მომცეთ. დიდი მადლობა წინასწარ.
--------------------
Utúlie'n Aurë! Aiya Eldalië ar Atanatari, utúlie'n Aurë! Auta i lómë! Aurë entuluva!
|