ყოველთვის ირონიული დამოკიდებულება მქონდა ამ თემის მიმართ.
ზოგჯერ შემომეკითხება ხოლმე პოსტები, რომელიც ამ თემაში იწერება.
ჰოდა, სანამ ფორუმიდან საბოლოოდ წავსულვარ, მეც გავესაუბრები საკუთარ "მე-ს"
ამ თემაში პოსტვის სურვილის გაღვიძების და ინსპირაციის წყარო, ის ლამაზი გოგოა ძირითადად საკუთარ თავს რომ ამხნევებს
გუშინ ზღვაში შევედი და რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა.
თითქსო შემეშინდა რომ დავიხრჩობოდი და ამავე დროს, მომინდა ძალიან შორს გამეცურა.
საზიზღარი ამინიდ იყო და ისე ღელავდა ზღვა, მართლა დავიხრჩობოდი უფრო შორს რომ წავსულიყავი.
ნაპირზე რომ გამოვედი რამოდენიმე წამი ბენდიერიც ვიყავი, რადგან იმიტომ არ შევცურე უფრო ღრმად, ამ ცხოვრებიდან წასვლის შემეშინდა ეგ შიში იმით იყო გამოწვეული, რომ არ მეთმობა ეს წუთისოფელი და არის აქ რაღაც ისეთი, რის გამოც სიცოცხლე მიღირს.