1000 Points Clubნუ წლევანდელ სეზონში უკვე მესამე ჰოკეისტმა მოახერხა 1000 ქულიანი მაილსტოუნის მორტყმა და ვთქვათ ამაზეც ერთი ორი სიტყვა
2016-17 წლის სეზონში 1000 ქულიან ნიშნულს უწიეს ვანკუვერის, ვაშინგტონისა და პიტსბურგის კაპიტნებმა, ჰენრიკ სედინმა, ალექს ოვეჩკინმა და სიდნი კროსბიმ და ისინი შეემატენ ამ პრესტიჟულ "1000 Pts Club"-ს
მთლიანობაში ამ სამი ჰოკეისტის ჩათვლით, სულ 86-მა ჰოკეისტმა მოახერხა, 1000 ქულიანი ნიშნულზე ასვლა.
პირველად ეს გააკეთა დეტროიტ რედვინზის ლეგენდა გორდი ჰაუმ 1960-61 წლების სეზონში (NHL-ს 44 სეზონში). მან 1000-ე ქულა თავისი კარიერის რიგით 938-ე მატჩში დააგროვა.
დენის პოტვინი კი გახდა პირველი მცველი, რომელმაც უწია 1000 ქულას (1986-87 წლების სეზონში).
ამ 86 ჰოკეისტიდან, 78 არის ფორვარდი, ხოლო დანარჩენი 8 კი მცველი
1997-98 წლების სეზონში 6 მოთამაშემ მოახერხა თავიანთ კარიერაში 1000-ქულიანი ბარიერის გადალახვა, 1990-91 წლების სეზონში კი 5-მა მოთამაშემ
ყველაზე ცოტა დრო 1000-ქულიანი ბარიერის გადასალახად დასჭირდა უეინ გრეცკის, ლეგენდარულ ჰოკეისტს მხოლოდ 424 შეხვედრა დასჭირდა, რათა 1000 ქულა დაეგროვებინა. შემდეგი ამ მხრივ იყო პიტსბურგის ლეგენდა მარიო ლემიუ 513 თამაშით. თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ, უეინ გრეცკის 433 თამაში დასჭირდა იმისათვის რომ მე-2 1000 ქულა მოეგროვებინა ნჰლ-ში. შესაბამისად ორივე შემთხვევაში მან ლემიუზე უფრო ადრე მოახერხა 1000-ქულის დაგროვება(და ერთადერთი ჰოკეისტია რომელსაც 2000 ქულაზე მეტი აქვს დაგროვებული ლიგის ისტორიაში, მოიცა მოვიდეს ძია იაგრი
)
მცველებიდან ყველაზე ნაკლები თამაში ათასი ქულის დასაგროვებლად დასჭირდა პოლ კოფის (770 თამაში),
86 მოთამაშიდან 54-ს მათგანს 1000 მატჩზე ნაკლები დასჭირდა, ამ 1000 ქულის მოგროვებისათვის.
დეივ ანრეიჩუკმა თავისი მე-1000 ქულა დააგროვა 998-ე თამაშში
ბრაიან კროპმა კარიერის დასრულებამდე 8-მატჩით ადრე მოახერხა 1000-ქულის დაგროვება, ხოლო ლენი მაკდონალდმა 10-მატჩით ადრე
12-მოთამაშეს მხოლოდ ასისტებითაც კი შეეძლო 1000-ქულიან კლუბში შესვლა. ეს ჰოკეისტებია : უეინ გრეცკი, რონ ფრენსისი, პოლ კოფი, ადამ ოუტსი, სტივ აიზერმენი, იარომირ იაგრი, გორდი ჰაუ, მარსელ დიონე, მარიო ლემიუ, ჯო საქიქი, მარკ მესიე და რეი ბურკი.(ჯო ტორნტონიც მალე შეუერთდება მათ სიას დიდი ალბათობით)
მთლიანობაში 23 სხვადასხვა ფრენჩაიზს ჰყავდა გუნდში მინიმუმ 1 მოთამაშე, რომელმაც 1000-ქულიან ბარიერს უწია(იგულისხმება მე-1000 ქულის დაგროვება კონკრეტულ გუნდში თამაშის დროს) აქედან 3-ფრენჩაიზის რელოკაცია მოხდა. შესაბამისად მთლიანობაში 26-მა გუნდმა იზეიმა თავიანთი ჰოკეისტის ამ პრესტიჟულ კლუბში შესვლა
დეტროიტ რედ ვინზსი ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული გუნდია, ისტორიის მანძილზე, მის შემადგენლობაში 7-მა ჰოკეისტმა მოახერხა ამ კლუბში შესვლა, შემდეგ მოდის ტორონტო მეიპლ ლიფსი 6 ჰოკეისტით
ლიგის ისტორიის მანძილზე, მხოლოდ სამჯერ მოხდა ისე რომ, ერთიდაიგივე გუნდის ორმა ან მეტმა ჰოკეისტმა, ერთიდაიმავე სეზონში მოახერხეს 1000-ქულის მოგროვება. 1997-98 წლის სეზონში ამის გაკეთება ვაშინგტონ კაპიტალზის სამმა ჰოკეისტმა, ადამ ოუტსმა, ფილ ჰოზლიმ და დეილ ჰანტერმა მოახერხეს. 1995-96 წლის სეზონში, ტორონტოელთაგან დოგ გილმორმა და ლარი მერფიმ, ხოლო 2010-11 წლებში ოტავა სენატორის კაპიტანმა დანიელ ალფრედსონმა და რუსმა ფორვარდმა ალექსეი კოვალევმა.
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_NHL_p...ith_1000_pointsაგერ სია შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
* * *
100 pts2015-16 წლის სეზონის ჩათვლით, NHL-ში 106 ჰოკეისტს აქვს მინიმუმ 100 ქულა დაგროვებული სეზონში. მთლიანობაში ამ 106-მა ჰოკეისტმა 272 ჯერ შეძლეს ამ შედეგის დადება. ხოლო 25 ფრენჩაიზს ისტორიაში ერთხელ მაინც ჰყავდა ჰოკეისტი, რომელსაც 100-ქულიანი სეზონი ჰქონდა.
პირველი სეზონი, სადაც მოთამაშემ მოახერხა 100-ქულიანი ბარიერის გადალახვა იყო 1968-69 წლების სეზონი. ეს ბოსტონ ბრუინსის ცენტრმა ფილ ესპოზიტომ გააკეთა. მან სეზონი 126 ქულით დაასრულა. ამ სეზონში კიდევ ორმა მოთამაშემ(ბობი ჰალი და გორდუ ჰაუ) მოახერხა ამ ბარიერის გადალახვა.
პირველი მცველი, რომელმაც მოახერხა ამ შედეგზე გასვლა იყო, ბრუინსის ლეგენდა ბობი ორი(სულ კი ამ 106 ჰოკეისტიდან 101 ფორვარდია, ხოლო დანარჩენი 5 მცველი)
1968-69 წლების სეზონის შემდეგ მხოლოდ 7 სეზონი იყო ისეთი, სადაც არცერთი გუნდის ჰოკეისტს არ ჰქონია 100 ქულა.
1997-98 დან 2003-04 წლების სეზონამდე, მხოლოდ 8 მოთამაშემ მოახერხა, მთლიანობაში 11-ჯერ 100-ქულის დაგროვება სეზონში
სარეკორდო მაჩვენებელი ერთ სეზონში 100-ქულას გადაცილებული ჰოკეისტებით 1992-93 წლების სეზონია. ამ წელს 21-მა მოთამაშემ მოახერხა ამ შედეგზე ასვლა, ამ მხრივ მეორე საუკეთესო სეზონი ლიგის ისტორიაში, 84-85 წლების სეზონია, ამ სეზონში 16-მა მოთამაშემ მოახერხა იგივე შედეგზე გასვლა.
მოთამაშე, რომელსაც კარიერაში ჰქონდა ყველაზე მეტი 100-ქულიანი სეზონი არის უეინ გრეცკი. მან 15-სხვადასხვა სეზონში მოახერხა ამის გაკეთება(ამ 15-დან 4 შემთხვევაში მან 200 ან მეტი ქულა მოაგროვა). მეს შემდეგ საუკეთესოა მარიო ლემიუ. მას 10 ასეთი სეზონი ჰქონდა(88-89 წლების სეზონში მარიოს 199 ქულა ჰქონდა და დააკლდა მხოლოდ ერთი ქულა იმისათვის რომ 200 ქულა დაეგროვებინა და უეინ გრეცკთან ერთად გამხდარიყო ლიგის ისტორიაში მეორე მოთამაშე 200-ქულიანი სეზონით)
უეინ გრეცკის ასევე ეკუთვნის კიდევ ერთი რეკორდი, ის ზედიზედ 13 სეზონის მანძილზე ახერხებდა 100-ქულიან მაჩვენებელზე გასვლას.
რაც შეეხება მცველებიდან, საუკეთესო ამ მხრივ ბობი ორია, ბოსტონის ლეგენდამ ეს 6 ჯერ მოახერხა, ზედიზედ 6 სეზონის მანძილზე.
3 მოთამაშეს შეეძლო სეზონშI 100-ქულის დაგროვება თუნდაც ასისტებით. ბობი ორი, უეინ გრეცკი(11 ჯერ
) და მარიო ლემიუ.
6 შემთხვევაში ჰოკეისტები რომლებმაც, მოახერხეს 100-ქულის დაგროვება, სეზონის მონაკვეთში დაატრეიდეს. ესენია : ჟან რატელი, ბერნი ნიკოლსი, ჯონ კულენი, ტიმუ სელანი, უეინ გრეცკი და ჯო ტორნტონი. ეს უკანასკნელი არის ერთადერთი ჰოკეისტი, რომელმაც მოიგო, რომელმაც მოიგო არტ როსი, იმავე წელს როდესაც დატრეიდდა.(ასევე ჰართ თროფი)
მცველები რომლებმაც მოახერხეს 100-ქულის დაგროვება სეზონში : ბობი ორი(ექვსჯერ), დენის პოტვინი და პოლ კოფი(ხუთჯერ) და ალ მაკინისი და ბრაიან ლიჩი თითო-თითო ჯერ
ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტი, რომელმაც დააგროვა 100 ქულა სეზონში, არის სიდნი კროსბი.(18 წლის და 253 დღის)
ყველაზე ასაკოვანი ჰოკეისტი კი არის გორდი ჰაუ, რომელმაც 40 წლის ასაკში(40 წელი 364 დღე), მოახერხა 100-ქულაზე გასვლა სეზონში
პიტსბურგ პინგვინი ფლობს რეკორდს, როგორც ფრენჩაიზი ყველაზე მეტი 100 ქულიანი სეზონით, მის შემადგენლობაში 33-ჯერ მოახერხეს სხვადასხვა ჰოკეისტებმა ამ ნიშნულის მიღწევა, მთლიანობაში 12-მა ჰოკეისტმა, რაც აგრეთვე სარეკორდო მაჩვენებელია. შემდეგ კი მოდის ბოსტონ ბრუინსი, რომლის შემადგენლობაში 9 ასეთი ჰოკეისტი თამაშობდა
ბოსტონ ბრუინსი იყო პირველი გუნდი, რომელსაც ერთ კონკრეტულ სეზონში ჰყავდა 4 მოთამაშე მინიმუმ 100 ქულით(1970-71), ეს შედეგი შემდეგში გაიმეორა ედმონტონმა(სამჯერ) და პიტსბურგმა.
პიტსბურგ პინგვინს 22 სხვადასხვა სეზონში ჰყავდა მინიმუმ ერთი ჰოკეისტი 100 ქულით ან მეტით, შემდეგ მოდიან ლოს ანჟელეს კინგსი და კოლორადო(ადრე ქვებექ ნორდიქსი) 14 ასეთი სეზონით. ედმონტონ ოილერს კი ზედიზედ 11 სეზონის მანძილზე ჰყავდა გუნდში მინიმუმ 1 ჰოკეისტი 100-ქულიანი შედეგით(1979-80 დან 89-90-მდე)
ლოს ანჟელეს კინგსი არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ერთ სეზონში ჰყავდა ორი ჰოკეისტი 150 ან მეტი ქულით. 1988-89 წლებში, უეინ გრეცკიმ მეფეების შემადგენლობაში დააგროვა 168 ქულა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ბერნი ნიქოლმა 150. ამ შედეგის განმეორებამდე ცოტა დააკლდა პიტსბურგ პინგვინსს. 1995-96 წლების სეზონში, მარიო ლემიუმ 161 ქულა მოაგროვა, ხოლო იარომირ იაგრმა 149.
3 ფრენჩაიზს, რელოკაციამდე და მის შემდეგაც ჰყავდა გუნდში მინიმუმ ერთი მოთამაშე 100 ქულიანი სეზონით(ჰართფორდ ვეილერსი/კაროლინა ჰურიკეინსი, ატლანტა ფლეიმზი/კალგარი ფლეიმზი და ქვებექ ნორდიქსი/კოლორადო ეველანჩი)
3 ფრენჩაიზს, რელოკაციამდე ჰყავდა გუნდში მინიმუმ ერთი მოთამაშე 100 ქულიანი სეზონით, რელოკაციის შემდეგ კი არა.(მინესოტა ნორთ სტარსი/დალას სტარსი, ვინიპეგ ჯეტსი(ძველი)/არიზონა კოიოტსი და ატლანტა თრაშერსი/ვინიპეგ ჯეტსი(ახალი))
დღესდღეობით ლიგაში არსებული ფრენჩაიზებიდან 5 გუნდს, არასოდეს ჰყოლია 100-ქულიანი მოთამაშე სეზონში. ეს გუნდებია: ნიუ ჯერსი, ფლორიდა, ნეშვილი, კოლამბუსი და მინესოტა