#52751427 · 21 May 2018, 05:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმედია სწორ ადგილას ვხსნი თემას, თუ არადა გადამამისამართეთ.
მინდა ავაწყო მცენარისთვის განათება სრული სპექტრით. პორდაპირ ვიტყვი, განათებაში ვარ 0 მაგრამ ინფორმაციას ვისრუტავ. მაქვს რამდენიმე კითხვა:
რას ნიშნავს nm მაგალითად 630nm
სრული სპექტრის განათების მისაღებად საკმარისია მხოლოდ წითელი და ლურჯი ლედების დაყენება თუ სხვა ფერის დაყენებაც და თუ კი, მაშინ რომლების
რა განსხვავებაა პირდაპირ full specrum ლედ ნათურას შორის და სხვადასხვა ფერებით მიღებული კომბინაციისას? (ვგულისხმობ იმას რომ იყიდება პირდაპირ 1 ცალი სრულ სპექტრიანი ლედი და ასევე შესაძლებელია, წითელის, ლურჯის, ისამნისფერის და ა.შ ცალ-ცალკე ყიდვაც)
როგორც დავაკვირდი, ლედის წინ აყენებენ ლუპას და რამდენად გადამწყვეტი როლი აქვს ამ ლუპას მცენარისთვის შუქის მიწოდებაში?
რას ნიშნავს მატრიცული ლედი?
რა კრიტერიუმით ავირჩიო LED Driver-ი? ვთქვათ საერთო ჯამში მინდა მივიღო 100 ვატიანი ლედ პანელი, დრაივერი როგორ ავირჩიო?
ჯერ-ჯერობით ეს კითხვები მაქვს, დანარჩენს ალბათ დრო და თქვენი პასუხები მოიტანს, წინასწარ მადლობას გიხდით
This post has been edited by lukako93 on 21 May 2018, 05:33
--------------------
“In truth,there was only one christian and he died on the cross.”
|