ლეიკემია
რა უნდა ვიცოდეთ მასზე და რომელი ძირითადი სიმპტომები ახასიათებს?
ლილე შუკვანი --
14:33 28.02.2017
ლეიკემია კიბოს ერთ-ერთი სახეობაა. ლეიკოზის დროს სისხლსა და ძვლის ტვინში წარმოიქმნება თეთრი უჯრედები და ხდება ანომალიური, რაც ორგანიზმში იწვევს ანემიას, სისხლდენას და სხვადასხვა ორგანოებს დროთა განმავლობაში ძალიან აზიანებს. ახასიათებს სხვადასხვა ინფექციები. სისხლში უფრო და უფრო მცირდება ჯანსაღი უჯრედები.
ლეიკემია ოთხი სხვადასხვა ტიპისაა, აქედან ორი მწვავეა და ორიც ქრონიკული. მწვავე ლეიკემია უცებ აღმოცენდება და ამ დროს დაავადების პროცესი დაჩქარებულად მიდის, ქრონიკულს კი პროცეისის ნელი პროგრესირება ახასიათებს.
გამომწვევ მიზეზებზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან არსებობს როგორც მემკვიდრეობითი, ასევე შეძენილი ლეიკემია. შეძენილი დაავადების მიზეზი კი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება გახდეს.
ბოლო წლებში დაავადებულთა შორის მცირეწლოვანების რიცხვი ძალიან მომრავლდა. იმისათვის, რომ მალევე აღმოვაჩინოთ ლეიკემიის რისკი, უნდა ვიცოდეთ, რა გარეგნული სიმპტომები ახასიათებს:
სუნთქვის უკმარისობა - ლეიკემიით დაავადების დროს ადამიანს სიარულისა და ლაპარაკის დროსაც კი ძალიან ეღლება გული, აქვს ჰაერის უკმარისობა და იწყებს ქოშინს.
სხეულზე უმიზეზოდ გამოვლენილი 5 დან 10 სანტიმეტრამდე ზომის სისხლჩაქცევები და დალურჯებები - ამ დროს კანი ძალიან სენსიტიური ხდება, ოდნავი შეხებაც კი აღიზიანებს მას და ძალიან ადვილად ჩნდება დალურჯებები, დალუჯრებები და სისხლჩაქცევები თუ ერთდროულად ხუთს აჭარბებს სხეულზე და არა კიდურებზე ეს ერთ-ერთი ძირითადი სიმპტრომია, რომელიც ექიმმა აუცილებლად უნდა ნახოს.
სისხლდენა - ღრძილებიდან, ცხვირიდან ან ფარული სისხლდენა, რომელიც კუჭის მოქმედებისას გამოჩნდება.
გამონაყარი - წვრილი წითელი გამონაყარი რომელსაც ახაიათებს ზრდა.
დასიებული და შეშუპებული ღრძილები - შესაძლოა ახასიათებდეს ქავილიც და უსიამოვნო შეგრძნება პირის ღრუში.
ციებ-ცხელება და კანკალი - ეს სიმპტომი ლეიკემიით დაავადებულ ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს.
ძალიან ძლიერი ოფლიანობა ძილში - ეს სიმპტომი არა მხოლოდ ლეიკემიას, არამედ უამრავ სხვა დაავადებას ახასიათებს, ამიტომ საჭიროა ექიმთან დროული კონსულტაცია.
თავის ტკივილი - ეს სიმპტომი მწვავე ლეიკემიის ტიპს ეკუთვნის.
ფერმკრთალი სახე და სხეული- ანემიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ნიშანი.
ძვლების ძლიერი ტკივილი - ლეიკემია პირველ რიგში ძვლებს უტევს, იწყება ძვლის ტვინში, შესაბამისად ძვლების დასუსტება და ტკივილი ერთ-ერთი ნიშანდობლივი სიმპტომია.
გადიდებული ლიმფური კვანძები - ნიკაპის ქვეშ გამოზრდილი კვანძები ხელით მარტივად ისინჯება, ტკივილი არ ახასიათებს.
ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ლეიკემიით დაავადების რისკის ქვეშ დგახართ, უბრალოდ, აუცილებელია იმაზე მეტ ყურადღებას ვაქცევდეთ ჯანმრთელობას, ვიდრე ეს გვახასიათებს.
მიმაგრებული სურათი