ეს თემა გავხსენი რათა ვისაუბროთ ყველაფერს რაც ეხება მედიცინის ამ სფეროს, დაწყებული ქირურგიის მიღწევებით და თანამედროვე სიახლეებით დამთავრებული პაციენტების და დაინტერესებული ადამიანების ნებისმიერი კითხვით რაც ამ სფეროს ეხება.
იმედი მაქვს, ფორუმზე, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება, მედიკოსებისთვის, ექიმებისთვის, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის .
ასევე საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ქირურგიაზე რამის თქმა უნდა ან რამე კითხვა აქვს.
თემა ეხება ქირურგიის ნებისმიერ მიმართულებას.
ამ ფოტოზე გამოსახულია პოლონელი კარდიოქირურგი - ზბიგნიევ რელიგა, გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ, რომელიც 23 საათს მიმდინარეობდა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მის ასისტენტს საოპერაციოს კუთხეში სძინავს. : ) (რა გასაკვირია)..
ფოტო გადაღებულია 1987 წელს.
* * *
დაწერეთ, იკითხეთ, გაგვაცანით სიახლეები და ა.შ
ყველაფერი ქირურგიის შესახებ.
This post has been edited by Bobgure on 25 Mar 2014, 03:04