Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > შინდისი


Posted by: Alice_ 17 Sep 2019, 03:04
user posted image


ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=If8yTe410iA&t=70s

რეჟისორი: დიტო ცინცაძე
როლებში: გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამუნა აბშილავა

ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბებზე, 2008 წლის აგვისტოს მომხადარი შინდისის ბრძოლის შესახებ.

Posted by: George_Best 17 Sep 2019, 03:14
ტრეილერი ვნახე გუშინ ან გუშინწინან მაგისწინ
რეჯისორი რო არ ვიცოდე ვინაა,ვიფიქრებდი მორიგ კატასტროფას,მარა დიტოს ვენდობი,,იმედია თავისებურ ფილმს გადაიღებ და არა ბანალურ ჰოლივუდურ კინოს,მამენტ ისეთი ამბავია ჰოლივუდური კინოც წავა,იტოგში წესით კაი უნდა გამოვიდეს
ზღვარზე რო აქვს,მაგის დუხთ რო გდაიროს ვაბსე გაასწორებს,ტრეილერსი ცოტა მამაო ცვენო და ეს ქართველო ხელი ხმალს იკარ,ცინცაძისტვის ცოტა სტრანია,იმედია გოგი დოლიძესავიტ სიმღერა და ხოტბის გარდა ფილმიც იქნება

Posted by: deep purple_in rock 17 Sep 2019, 09:36
George_Best
კი გეთანხმები.. სცენარია მთავარი თან მინდია ყავს ოპერატორი და მინდია პელეა ამბის თხრობაში.. ქასთიც კარგი ყავს

Posted by: mepar 17 Sep 2019, 20:54
საუნდტრეკი ადევს საშინელი, ეს ისტორია მინდა რიგითი რაიანის სტილში, ბიჭები ძალიან უბრალოები, კარგი იუმორით და ჯიგარით და არა რელიგიური თემატიკა, მაგარი ისტორიაა შინდისი, პათეტიკური არ მინდა რომ იყოს

Posted by: Arsenal14 20 Sep 2019, 13:56
ველოდები ამ ფილმის გამოსვლას სულმოუთქმელად

Posted by: DinamoTbilisi 27 Sep 2019, 23:51
ზედმეტად დიდი მოლოდინები შევიქმენი წინასწარ, პრინციპში კი ვხვდებოდი რო ვამეტებდი biggrin.gif
მოლოდინიდან გამომდინარე არაუშავდა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: deep purple_in rock 28 Sep 2019, 00:40
DinamoTbilisi
სცანარი, დრამატურგია როგორია ? თუ მარტო ხმალი ავლესოთაა

Posted by: rati nwt 28 Sep 2019, 01:25
აგვისტოს 5 დღეზე უფრო ხარისხიანი და ადეკვატური ფილმი ჩანს. მთავარია მსოფლიოს მაშტაბით პრომოუშენს როგორ მოახერხებენ.


არ ვიცი ვინ და რა თანხით დააფინანსა, მაგრამ თრეილერიდან გამომდინარე საქართველოს მაშტაბისთვის ომის სცენები და გადაღების ხარისხი ნორმალური ჩანდა.

კიდევ ერთი თრეილერი
https://www.facebook.com/cavea.ge/videos/1400751020102743/

Posted by: DinamoTbilisi 28 Sep 2019, 09:37
QUOTE (deep purple_in rock)
თუ მარტო ხმალი ავლესოთაა

არანაირად biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ყურება ღირს აუცილებლად, თან სწორად უწერია კავეას პოსტში ზემოთ რო დადეს, ყველამ უნდა იცოდეს ეს ამბავი და ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა ალბათ არ იცის საერთოდ sad.gif

იიი ერთმორწმუნე ერია და უნდა ვიმეგობროთ მაგათთან - ამ აზრს და მაგის მომხრეებს სულში მოუჯვეს ამ ფილმით love.gif

Posted by: TOTALMAN 29 Sep 2019, 00:32
კარგი ფილმია

QUOTE
იიი ერთმორწმუნე ერია და უნდა ვიმეგობროთ მაგათთან - ამ აზრს და მაგის მომხრეებს სულში მოუჯვეს ამ ფილმით

კი და ეგ მგონია საერთოდაც ფილმის მთავარი სათქმელი

მინუსი , რაც შეიძლება ვთქვა
გაწელილია
ეს საყურის პოვნისა და ა.შ. სცენები ვერ დავაკავშირე მაინც და მიანც მთავარ ხაზთან

ბოლოს ნამდვილი კადრების ჩვენება ძალიან ემოციურია
რესპექტი მოკლედ

Posted by: Alice_ 29 Sep 2019, 21:00
ფილმის 2/3 ძალიან კარგია.

სულ თავიდანაც კარგია, ჯარისკაცების ერთმანეთში ლაპარაკი smile.gif მერე ბრძოლის სცენები ცოტა მეჰ..არის. მაგრამ ნუ, რესურსებიდან გამომდინარე, ალბათ ეგ იყო მაქსიმუმი.

სცენარი, მსახიობების თამაში, მუსიკა და ქრინჯი პათეტიკის არყოფნა მომეწონა.

Posted by: deep purple_in rock 30 Sep 2019, 15:08
ვაჰ ძაან ემოციური იყო. აღარ ვარგივარ sad.gif რაც მომეწონა დრამატურგია კარგია, დიტო ცინცაძის ხელიც ეტყობა.. მინდია ძააან მაგარია.. მსახიობები ყველა მომეწინა იმ ბავშვის გარდა,ძაან უნიჭოიყო. სხვა ჯობდა რო აეყვანათ.. დანარჩენ მსახიობებს ყოჩაღ. განსაკუთრებით ბახტაძეს და გოგას.. დასასრული იმ გენერლის სიტყვებით უნდა ყოფილიყო სა ეგ იქნებიდა მაგარი .. სხვა პირველად გადაიღეს ასეთ თემატიკაზე ფილმი და პირველის გათვალისწინებით,ძალიან კარგია ! რაც მთავარია იმ ### ნაროდის ნაღდი სახეა ასახული ძალიან კარგად !

Posted by: კუსლარხევი 16 Oct 2019, 01:18
ძალიან უკმაყოფილო ვარ.

1) არცერთი პერსონაჟი არ არის რეალისტური. შინდისელი გლეხების როლზე არ უნდა თამაშობდეს ტიპი რომელიც თავიდან ბოლომდე "თბილისელია"(ჰაბიტუსით, საუბრით, ქცევით)... ძაან ხელოვნური და არარეალურია. ეს პრობლემა ბოლო დროს ჩვენთან გადაღებულ უმეტეს ფილმს აქვს და ის რო რომელიღაც გმირი საწოლის ნაცვლად "კრაოტს" ამბობს არ არის საკმარისი მისი ავთენტურობის გამოსახატად.... ასევე რუსი ჯარისკაცებიც არარეალურები არიან.
ისევე როგორც მაგალითად : მთაწმინდელი ძველი ბიჭის როლზე ვერ ათამაშებ რაიონელ მსახიობს რომელიც დიალექტზე იალაპარაკებს( უბრალოდ არარეალური ხელოვნური გმირი იქნება) ანალოგიურად არის უკუკავშირიც რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რომელსაც ჩვენი რეჟისორები სამწუხაროდ ვეღარ ხედავენ...

2) სცენარიც არ მომეწონა. ჯერ ერთი რომ ჰეროიზმი მასში ფაქტიურად არ არის არადა რეალური ისტორია დოკუმენტური მასალებიდან გამომდინარე უფრო ჰეროიკული და ტრაგიკულია... ასევე რაღაც არასაჭირო ,არარეალური და ზედმეტად სენტიმენტალური მომენტები ურევია რომელიც ასევე უადგილოა(ბეჭდის პოვნა და ეგ ხაზი)

3) ბატალური სცენები, არვიცი როგორ ვთქვა ტექნიკურად კარგად არის გადაღებული თუმცა შინაარსობრივად, ტაქტიკურად არასწორად და ზოგი მომენტი სასაცილოდაც. (იმ ცეხლმფრქვევით რო წვავენ მანქანებს რუსებს, რუსები რაღაც პირველი მსოფლიო ომის სტილში უტევენ ჯგროდ ახლო დისტანციაზე, ასევე მანქანას ამოფარებული ხალხი რომლებიც ბეტეერისგან 20 მეტრში არიან და ა.შ) კარგი იქნებოდა ვინმე ამ საქმის მცოდნე კონსულტანტი ყოლოდათ.

გული მწყდება მარა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ვერანაირ ოსკარს ვერ აიღებს.....

Posted by: Magicman 17 Oct 2019, 22:28
არ დამევასა, ძალიან პათეტიკური იყო იმენა biggrin.gif

ბოლო 20 წთ იყო მინი ''შედევრი'', თავისი დიალოგებით
დალშე დიდი არაფერი

Posted by: deep purple_in rock 18 Oct 2019, 00:36
არადა ის რუსის გენერალი რა მაგრად თამაშობს, ვაფშე კაი კასტია იმ ბავშვის გარდა ყველა.. მარა სცენარი ძაან ბანძია.კარგი სცენარის შემთხვევაში მაგარი ფილმი გამოვიდოდა..
* * *
რა გახდა ნორმალური სცენარისტი ქვეყანაში

Posted by: mepar 18 Oct 2019, 12:37
ე.ი. მოხდა მართლა ისეთი გმირობა რომელიც რომ არ გადააკეთო გამოვა საუკეთესო საომარი დრამა და მოახერხეს რომ გაებანძებინათ?

Posted by: GRAZU 18 Oct 2019, 12:55
QUOTE
ე.ი. მოხდა მართლა ისეთი გმირობა რომელიც რომ არ გადააკეთო გამოვა საუკეთესო საომარი დრამა და მოახერხეს რომ გაებანძებინათ?

ანუ ბანძიათქო ვერ იტყვი
უბრალოდ მოლოდინი გაცილებით დიდი იყო და პრინციპში, ამის საფუძველი გვქონდა

უმარილო იყო რაღაცნაირად, მებრძოლებთან ემოციური კავშირი ვერ იყო არადა მეგონა ცრემლად დავიღვრებოდი

Posted by: TOTALMAN 20 Oct 2019, 02:31
https://wff.pl/en/news/nagrody-35-wff

love.gif love.gif

Posted by: DinamoTbilisi 20 Oct 2019, 10:35
QUOTE (TOTALMAN)
https://wff.pl/en/news/nagrody-35-wff

love.gif
უნდა შევძვრეთ რა ოსკარზე

Posted by: კუსლარხევი 26 Oct 2019, 16:13
mepar
QUOTE
ე.ი. მოხდა მართლა ისეთი გმირობა რომელიც რომ არ გადააკეთო გამოვა საუკეთესო საომარი დრამა და მოახერხეს რომ გაებანძებინათ?


ჩემი აზრით მაგარი ბანძობა იყო.... არც სცენარი მომეწონა, არც მსახიობები და ტიპაჟები იყვნენ როლებისთვის შესაფერისი, და არაფერი... რაც ტრეილერში იყო ეგ იყო კარგი ანუ ბატალური მომენტების ტექნიკური მხარე.

არვიცი რა. შინდისელი გლეხების და იმერელი ჯარისკაცების როლები იმავე დიალექტზე მოსაუბრე ხალხს უნდა შეასრულებინო და ამის უგულვებელყოფა ჩემთვის კლავს ყველაფერს....

მაგიტო მევასება შენგელაია რო ყველა როლზე ტიპები შერჩეული ყავდა უმაღლესად და ის მისი პერსონაჟები იყვნენ ნამდვილები, აქკიდე ყველაფერი ხელოვნურია

Posted by: GunsN 17 Nov 2019, 13:02
https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/26564-%E2%80%9C%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90%E2%80%9C-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9D?fbclid=IwAR0Ls2mM0mNNrKo6CDFb7eG_L-raKiRx7XQYjo0xlyXA_0ICwAA8R6_p0Os
ესეც ასე

Posted by: kalisto 17 Nov 2019, 13:29
რეჟისორმა თქვა რომ ამ ფილმში იქნება რეალურთან მიახლოვებული სპეცეფექტებიო და არა "გ"ოლივუდურიო facepalm.gif
ამ ყველაფერმა სურვილი დამიკარგა ფილმის ნახვის

Posted by: Georgian92 17 Jan 2020, 10:33
ამ კინოს ყურება სად შეიზლება ინტერნეტში.. ხოარ უბერავენ ესენი facepalm.gif

Posted by: ratomac aRa 17 Jan 2021, 23:33
QUOTE
არვიცი რა. შინდისელი გლეხების და იმერელი ჯარისკაცების როლები იმავე დიალექტზე მოსაუბრე ხალხს უნდა შეასრულებინო და ამის უგულვებელყოფა ჩემთვის კლავს ყველაფერს....


შინდისელები გლეხები ვის უნდა შეესრულებინა?

ჯარისკაცების წარმომავლობა და დიალექტი საერთოდ უმნიშვნელოა ამ ამბავში

Posted by: hellsurvivor 19 Jan 2021, 18:01
Georgian92
QUOTE
მ კინოს ყურება სად შეიზლება ინტერნეტში..



https://www.youtube.com/watch?v=Na9lUkNP1ts

Posted by: დავიდ ვილია 20 Jan 2021, 22:44
10% ანახა ამ ბიჭების გმირობა რეალურად რაც გააკეთეს

მეტს ველოდი ბევრად

Posted by: -Alex- 21 Jan 2021, 13:05
ფაისანიც არაა სადმე ინტერნეტში?

Posted by: narmonana 21 Jan 2021, 13:22
ტყვედ არ ჩაბარდეთ ბიჭოოოოოო!!!!!!

Posted by: J-Time 21 Jan 2021, 13:42
-Alex-

https://thepiratebay1.to/torrent/40104944/Shindisi_2019_RUSSIAN_1080p_WEB_AC3_x264_iYi_mkv

Utorrent ს გადმოწერ, ან გამოიყენებ ნებისმიერ სხვა პროგრამას, რომელსაც ტორენტ საიტებიდან გამმოწერა შეუძლია, დაჭერ ად ტორეენტ ფრომ ურლ- ს და ჩასვამ ამას: 064A09E29E1A67C74670FF23AA0633D932ECFD48

Posted by: გუგო 21 Jan 2021, 18:16
სამწუხაროდ ,,მეტს ველოდი”
ამ შემთხვევაში ზედგამოჭრილია :|

მაია ასათიანის ჰქონდა ერთხელ გადაცემა შინდისის გმირებზე, მგონი იქ უფრო უკეთ იყო დალაგებული მოვლენათა განვითარების დინამიკით , დრამატურგიით :|

ნუ მე ცრემლად რომ ვიღვარე და ვიბღავლე გასაგებია ისტორიის ავთენტურობიდან გამომდინარე, მაგრამ Hostageს მსგავსად თუ დამატებითი/პრე ისტორია არ იცის უცხოელმა მაყურებელმა რთულია ბოლომდე ჩაწვდეს დეტალებს.

ღორების სისატიკის 10% არაა ასახული cry.gif
ისეთი თრეილერი ჰქონდა The Outpostთის ექშენი წარმომედგინა.

Posted by: dongabo 21 Jan 2021, 22:47
ეს ფილმი გვინდოდა ჰოლივუდი და რამე ?! ნახევარსაც არ ვუყურე და არც მაქვს გაგრძელების სურვილი. შეიძლება მერე თავს ძალა დავატანო და დავასრულო. გინება და ყვირილ-ჭყივილი ისმოდა ნახევარ ფილმში .
უცხოელი კი არა და ქართველიც ვერ დაინტერესდება ამ ფილმით ვინც 2008 წელს პატარა იყო და არ ეხსომება.
მიუხედავად იმისა რომ აგვისტოს 5 დღე ნანახი არ მაქვს და არც ვაპირებ, 99% დარწმუნებული ვარ ისიც კი სჯობია ამ ფილმს.
ფილმის პლიუსი ის არის რომ ცრემლები და სიბრაზე მომაწვა,რადგან წაგებული ომი, დაკარგული ადამიანები და ტერიტორიები გამახსენდა თუ ამას პლიუსი ეთქმის და რუსღორებს და ნაცხროვას კიდევ ერთი შევუკურთხე ხალხის გამწარებისთვის.

Posted by: oldfriend 24 Jan 2021, 19:50
განსაკუთრებული ნეგატივი არ გამოუწვევია, მაგრამ ბევრად, ბევრად უკეთესის გადაღება შეიძლებოდა(დაჟე დაბალი ბიუჯეტითაც).
ტექნიკური კუთხით თუ შევხედავთ, ბიუჯეტის ფონზე ნორმალურია,უარესს ველოდი.
მსახიობებიც კარგები არიან, მაგრამ ადგილებში ხელოვნურები თითქოს.ალბათ რეჟისორის ბრალი უფროა ეგ.ფილმს შეიძლება ითქვას რო სცენარი არ აქვს,არ ყავს მთავარი გმირი.არ ახდენს პერსონაჟებზე კონცენტრირებას.ადგილებში უპატიებლად გაწელილია.აკლია"მხატვრულობა", თითქოს დოკუმენტურ რეკონსტრუქციას უყურებ.უბრალოდ კადრების კრებულს და ეგაა.მეტი სიღრმე,მეტი ემოცია და რაც მთავარია მეტი ქრონომეტრაჟი იყო საჭირო.მსგავსი ისტორიისთვის საათი და 36 წუთი ცოტაა.ისტორიის ავთენტურობას უნდა გაცდენოდნენ და მხატვრული ელემენტები უნდა შეეტანათ.პერსობაჟების განვითარება,შინაგანი ბრძოლა, კონფლიქტები და აშ.ბევრად უფრო საინტერესო გამოვიდოდა.
აი მაგალითად,დასაწყისში როცა იმ გოგოს მამა უკმაყოფილოა რო ხალხი გარბის და მთავარ გმირს რო ეუბნება (თუ შეიძლება ასე ეწოდოს),შენ რა გენაღვლება ოსია შენი ცოლიო.აი ეგ კონფლიქტი შეეძლოთ განევრცოთ.მაგალითად ამ ორს ერთმანეთი მაგრად არ მოსწონს მაგრამ გვერდზე დებენ ყველაფერს რო ჯარისკაცები გადაარჩინონ.ფილმში კიდე არაფერი არ მოჰყოლია ამ სცენას.ან
თუნდაც ის 3 გადარჩენილი ჯარისკაცი მაინც უნდა ეჩვენებინათ რო ვიღაც ყოლოდა მაყურებელს ვისაც უგულშემატკივრებდა.კი, ქართველს არ დაჭირდება ეგეთი რამე იმიტო რო საკუთარ თავზე გადავიტანეთ ეს ომი, მაგრამ,მარტო ეგ არ უნდა იყოს მიზეზი რის გამოც ამა თუ იმ გმირს ვგულშემატკივრობ.მით უმეტეს უცხოელს რო აჩვენო უკვე მეოცე წუთზე ჩაეძინება, იმიტო რო ფილმში არაფერია რეალური ისტორიის შეკვეცილი სახით გადამღერების გარდა, არადა მეტისკენ სწრაფვაა საჭირო.კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ, მთლიანობაში ესაა

Posted by: -Alex- 26 Jan 2021, 11:58
J-Time
დიდი მადლობა
დიდი მადლობა
დიდი მადლობა

Posted by: Your unique security code 26 Jan 2021, 12:04
მაგრად გატეხა ფილმი რომ ჩავარდა((

არადა ერთი სერიოზული ნამუშევარი ეკუთვნით იმ ბიჭებს.

Posted by: beqa108 26 Jan 2021, 13:51
oldfriend
ზუსტად რისი დაწერაც მინდოდა ,შენ დაწერე ,არცერთი გმირის ე.წ ბექგრაუნდი არ ჩანს ფილმში, თუნდაც ლიმონკით რო აიფეთქა თავი ,ეგ მომენტი ბევრად ემოციურად შეიძლებოდა გაეკეთებინათ, რუსების სიბინძურე უკეთ შეიძლებოდა გამოეჩინათ , ვიღაც იტყვის ,რომ ავთენტურობასტან მიახლოვებული იყოვო ხო არ მოიგონებდნენ რამესო , არსებობს ისეთი პატარ-პატარა რაღაცეები "ხრიკები" ,რომელიც მაყურებელში დიდ ემოციას აღძრავს , თუ არ იცი ადამიანების ისტორია ,როგორ შეიძლება ,რომ მისი სიკვდილი გულთან ახლოს მიიტანოს მაყურებელმა ? ფილმი ჩემი აზრით ,საერთოდ უნდა დაწყებულიყო ომამდელი პერიოდით ,ან ეპიზოდური "ფლეშბექები" უნდა ყოფილიყო მიმდინარეობისას.

ბიუჯეტზე საუბარი ცოტა უადგილოა ,რადგან მანდარინების ფილმის 80% ერთ სახლის ირგვლივაა გადაღებული,თუმცა ისეთი დეტალებია დაჭერილი ,რომელიც ამ ფილმში არ არის .

ფილმი ისე დამთავრდა ,რომ არცერთი ჯარისკაცის სახე არ დამიმახსოვრებია .

Posted by: oldfriend 26 Jan 2021, 15:54
QUOTE (beqa108 @ 26 Jan 2021, 13:51 )
oldfriend
ზუსტად რისი დაწერაც მინდოდა ,შენ დაწერე ,არცერთი გმირის ე.წ ბექგრაუნდი არ ჩანს ფილმში, თუნდაც ლიმონკით რო აიფეთქა თავი ,ეგ მომენტი ბევრად ემოციურად შეიძლებოდა გაეკეთებინათ, რუსების სიბინძურე უკეთ შეიძლებოდა გამოეჩინათ , ვიღაც იტყვის ,რომ ავთენტურობასტან მიახლოვებული იყოვო ხო არ მოიგონებდნენ რამესო , არსებობს ისეთი პატარ-პატარა რაღაცეები "ხრიკები" ,რომელიც მაყურებელში დიდ ემოციას აღძრავს , თუ არ იცი ადამიანების ისტორია ,როგორ შეიძლება ,რომ მისი სიკვდილი გულთან ახლოს მიიტანოს მაყურებელმა ? ფილმი ჩემი აზრით ,საერთოდ უნდა დაწყებულიყო ომამდელი პერიოდით ,ან ეპიზოდური "ფლეშბექები" უნდა ყოფილიყო მიმდინარეობისას.

ბიუჯეტზე საუბარი ცოტა უადგილოა ,რადგან მანდარინების ფილმის 80% ერთ სახლის ირგვლივაა გადაღებული,თუმცა ისეთი დეტალებია დაჭერილი ,რომელიც ამ ფილმში არ არის .

ფილმი ისე დამთავრდა ,რომ არცერთი ჯარისკაცის სახე არ დამიმახსოვრებია .

კი მანდარინები მაგარი გამოვიდა.თან რეალური პროტოტიპი არც ერთ პერსონაჟს არ ყოლია, მაგრამ შინდისზე მეტ ემოციებს იწვევს მაინც.ფილმი მხატვრულია და გინდა არ გინდა უნდა შეიტანო ცვლილებები.რეალურად მომხდარი როა მაინც და მაინც მაგის იმედზე არ უნდა იყო.თუ დოკუმენტური ფილმის გადაღება გინდა ეგ სხვა საკითხია.
საქმე გვაქვს რეჟისორის გამოუცდელობასთან და ცუდ სცენართან.არადა ცუდი ის არის რო შეეძლოთ კარგი ფილმის გადაღება, მაგრამ თითქოს თავი არ დაიძაბეს.საათნახევარი მცირე დრო რო გგონია აქ პირიქით, გაწელილად გეჩვენება.

Posted by: George_Best 27 Jan 2021, 04:40
QUOTE
რეჟისორის გამოუცდელობასთან

ხო,დიტო ცინცაძის პირველი ფილმია და ალბათ მაგის ბრალიცაა

Posted by: ratomac aRa 27 Jan 2021, 09:21
QUOTE
ხო,დიტო ცინცაძის პირველი ფილმია და ალბათ მაგის ბრალიცაა


biggrin.gif

Posted by: oldfriend 27 Jan 2021, 11:59
QUOTE (George_Best @ 27 Jan 2021, 04:40 )
QUOTE
რეჟისორის გამოუცდელობასთან

ხო,დიტო ცინცაძის პირველი ფილმია და ალბათ მაგის ბრალიცაა

აზრზე არ ვარ მერამდენეა, მაგრამ მეათასეც რო იყოს ასეთი შთაბეჭდილება რჩება.

Posted by: George_Best 1 Feb 2021, 03:27
ქართულ სპორტშია ხოლმე ეგრე,რო ამოწყდება დინამო ან ნაკრები და ორმოცდაათი გადამთიელი რო გვიტევს,ეეე გამოიღეთ ამას რატო ბალეშიკობთ თქვე ესე ისე და ჩვენ ჩვენი გაჭირვება რო გვაქვს,აქ კიდე ქართულ კინოზეა ეგრე,რამე როგორც კი ეძრობა,ნუ კაი პირველი ჩვენ ვათახსირებთ,მარა მერე აი ბანდა შემოლაგდება და ისეთებს წერს რო ისევ ჩვენ ვიცავთ ხოლმე რა biggrin.gif

Posted by: -Alex- 1 Feb 2021, 11:57
მე მომეწონა ჯამში. უფრო ცუდს ველოდი. თუმცა beqa108 -ს ყველაფერში ვეთანხმები.

Posted by: ratomac aRa 1 Feb 2021, 13:33
QUOTE
არცერთი გმირის ე.წ ბექგრაუნდი არ ჩანს ფილმში


ამდენი კაცის როგორ უნდა გამოეჩინათ? მაშინ ტვ სერიები უნდა გადაეღოთ

Posted by: Corvette 10 Feb 2021, 16:19
ვაჟა თავის შვილს საყურეს რომ მიუტანს და მერე კვდება ეგ მომენტი ვერ გავიგე . თავი მოიკლა თუ როგორ კვდება ? არ არის ნაჩვენები და არც ტიტრებში არ არის მითითებული რომ ეგ პერსონაჟი რეალურად დაიღუპა . და კიდევ ის მომენტი , ღამე რომ გადაწვავენ რუსები იქაურობას და ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი იარაღს რომ გაისვრის სიბნელეში , სიჩუმეში - ეგ მომენტი ვერ გავიგე რას ნიშნავდა ეგ გასროლა? ისე ეგ ეპიზოდი მაგარი მძიმეა , გარდაცლილები რომ ყრიან და მობილურების რეკვა რომ ატყდება .

Posted by: George_Best 10 Feb 2021, 19:19
Corvette
რუსი ჯარისკაცი პატივს მიაგებს გასროლით ქართველებს და ეგ ბრმა ტყვია მოკლავს ვაჟას

Posted by: oldfriend 10 Feb 2021, 19:30
ისე მე მომეჩვენა თუ რუსები მეტისმეტად პოლიტკორექტულად იყვნენ დაჩვენები smile.gif

Posted by: Corvette 10 Feb 2021, 19:36
QUOTE (George_Best @ 10 Feb 2021, 19:19 )
Corvette
რუსი ჯარისკაცი პატივს მიაგებს გასროლით ქართველებს და ეგ ბრმა ტყვია მოკლავს ვაჟას

up.gif ანუ პატივის მიგებითაც კი ცუდი საქმე გამოსდით რუსებს biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)