თანოსის მიერ მონიჭებული ფრიად საპატივცემულო პრივილეგიის ფარგლებში, მსურს შემოგთავაზოთ თბილისის ფორუმის "კომიქსების" ახალი თემა.
რა არის კომიქსიკომიქსი ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით.
ამერიკულ ბაზარზე ბევრი კომიქსი თუ კომიქს კომპანიაა, მაგრამ მათ შორის გიგანტები მხოლოდ ერთეულები არიან
2013 წლის მონაცემებით ყველაზე გაყიდვადი კომიქს-კომპანიები
1-MARVEL
2-DC
3-IMAGE COMICS
4-IDW Publishing
5-Dark Horse Comicsპირველი ათი კომპანია გაყიდვებით
მარველის კომიქსები
მარველის კომიქსები (Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing-ს ეკუთვნის, Marvel Entertainment-ის ფილიალია. კომპანია 1939 წელს დაარსდა და Timely Publications-ს ეწოდებოდა. 1950-იანი წლებიდან კი Atlas Comics. იმ სახით, რა სახითაც დღეს ეს კომპანია ჩვენთვისაა ცნობილი 1961 წელს მოგვეცა, როდესაც მათ დაიწყეს კომიქსების გამოსვება სუპერგმირებზე. პირველი კომიქსი იყო ფანტასტიკური ოთხეული- The Fantastic Four( 1961 წლის ნოემბერი). კომპანიას ეკუთვნის ისეთი ცნობილი სუპერგმირები როგორებიც არიან ადამიანი ობობა, კაპიტანი ამერიკა, ჰალკი, ტორი, რკინის კაცი, ვერცხლისფერი სერფერი, ფანტასტიკური ოთხეული, იქს ადამიანები და ა.შ. ანტიგმირებს შორის კი უნდა აღინიშნოს თანოსი, დოქტორი დუმი, წითელი თავისქალა, მაგნეტო, ლოკი და ა.შ. კომპანიის განვითარებასი დიდი როლი შეიტანა სტენ ლიმ, ჯეკ კირბიმ, სტივ დიტკომ და ა.შ. დღეისათვის მარველის კომპანიის წამყვან ავტორებად გვევლინებიან ჰიკმენი და ბენდისი, პირველი მათგანი შურისმაძებლების ( Avengers) კომიქსებს წერს, მეორე კი იქს- ადამიანებისას ( X-men). ასევე გადაღებულია ფილმები მარველის კომიქსებზე დაფუძნებით. მასზე ინფორმაციას, და ზოგადად კომიქსებზე დაფუძნებულ კინოებზე ინფორმაციას შემდეგ პოსტში მოგაწვდით.
DC
DC კომიქსები (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications). გამომცემლობა 1969 წელს შეიძინა კომპანია Warner Bros. Entertainment. DC კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირებია: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. ანტაგონისტებიდან კი უნდა აღინიშნოს ჯოკერი, ლექსი ლუტორი, ქალი კატა და ა.შ. ინიციალი "DC" შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული სერიის დეტექტივური კომიქსების მიხედვით(Detective Comics). და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, მისი შვილობილი კომპანია ვერტიგო, რომელიც ცნობილია მისი მისტიკური კომიქსებით.
ამ დროისთვის, ამ ორი კომპანიას უკავია ამერიკის სამომხმარებლო ბაზის 70 პროცენტი.
Image Comicsამერიკული კომიქსების კომპანია, დაარსდა 1992 წელს. ის დაარსეს მწერლება, რომლებიც შეინარჩუნებდნენ საავტორო უფლებებს მათ მიერ შექმნილ საავტორო უფლებებს. კომპანიამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. მისი ყველაზე ცნობილი კომიქსებია Spawn, Savage Dragon, Witchblade, The Darkness, Invincible, The Walking Dead, Saga, და Haunt. ამ მომენტისათვის, მთავარი მწერალია რობერტ კირკმანი.
Dark Horse Comicsკომპანია დაარსდა 1986 წელს მაიკ რიჩარდსონის მიერ. ყველაზე ცნობილი კომიქსებია, ფრენკ მილერის 300, ცოდვის ქალაქი (sin city), Hellboy, TMNT, Usagi Yojimbo და სხვა.
IDW Publishingკომპანია დაარსდა 1999 წელს. თავდაპირველად ცნობილი იყო თავისი ჰორორის ჟანრის კომიქსებით. მაგალითად 30 Days of Night .
გასულ წელს დაიკავა მეოთხე ადგილზე გავიდა ყველაზე გაყიდვად კომპანიებს შორის.
გასული წლის ყველაზე გაყიდვადი კომიქსები
ტოპ 10 გრაფიკული ნოველებისა
ოფიციალური საიტები აღნიშნული კომპანიების
http://marvel.com/http://www.dccomics.com/http://imagecomics.com/http://www.idwpublishing.com/http://www.darkhorse.com/კომიქსების გადმოსაწერი საიტებიცხადია ტორენტებზე მშვენიერი კოლექციებია
ასე ძირითადად ვიყენებთ
http://comicsgeek.ru/http://comicsdb.ru/http://www.darkreign.ru/http://jurnalu.ru/წინა თემის ტოპ მპოსტავები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
thanos 652
Lamorac 290
Henyd0r1 85
SpiderS2099 85
13thanos13 66
GOVEN 53
აბულაბას 38
Dzigo 36
წინა თემის ლინკითემის წევრების ინიციატივით, გადავწყვიტეთ ე.წ კომიქს-კლუბის მოწყობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ვირჩევთ რომელიმე სერიას და აქტიური მკითხველები ვკითხულობთ შეძლებისდაგვარად პარალელურ რეჟიმში.
პირველი ასეთი კომიქსი ვერტიგოს "ენიგმა" გახლავთ.
აგერ ლინკი:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4992119მაშ ასე
გრაფიკული ნოველების რიგით მე-4 თემას გახსნილად ვაცხადებ
.