#23247123 · 2 Jan 2011, 01:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გამარჯობათ. ვისაც არ გეზარებათ გთხოვთ ამიხსნათ paypal-ის მუშაობის პრინციპი და თუ შესაძლებელია რომ ჩემი კარტის ნომრით სხვა ქვეყანაში იყოს ვინმე დარეგისტრირებული? მადლობთ წინასწარ
|
ფეიფალი არის ონლაინ-გადახდების სისტემა. ისევე, როგორც ემონი საქართველოში. მოქმედებს ასე: აბამთ პლასტიკურ ბარათს ფეიფალის ანგარიშზე და როდესაც რომელიმე საიტი მოგთხოვთ ფეიფალით გადახდას, სისტემა ავტომატურად წაიღებს თანხას თქვენი ბარათიდან, რომელიც გაქვთ მიბმული ანგარიშზე. ასევე, შესაძლებელია ფეიფალის ანგარიშზე თანხის შეტანა/გაგზავნა/გამოტანა. სამწუხაროდ, საქართველო ოფიციალურად არ არის ფეიფალის შემადგენლობაში და დასარეგისტრირებლად საჭიროა სხვა ქვეყნის არჩევა. შესაძლებელია, რომ თქვენი პლასტიკური ბარათით ისარგებლონ სხვა ქვეყანაში. მაგრამ ყველა ქართული ბანკის ბარათებით არა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პროკრედიტ ბანკის ვიზა კლასიკით და საქართველოს ბანკის ამექსით არის შესაძლებელი ფეიფალით სარგებლობა.
--------------------
ამანათების გადამზიდავების მიმოხილვა -http://tiny.cc/gadamzidebi
|