გამარჯობა. ჩემთვის ხელოვნება არის ნარკოტიკი და ალკოჰოლი. განსაკუთრებით მიყვარს მხატრული ლიტერატურა და კინომატოგრაფია.
კვირა არ გავა ერთი წიგნი რომ არ წავიკითხო ან ფილმი არ ვნახო. ბევრი რომ არ გავაგრძელო ტრაბახი, საკმაოდ კარგად ვერკვევი ორივე სფეროში. მაგრამ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და თანამედროვე ქართულ კინოს არ ვიცნობდი 2017წლამდე.
სწორედ რომ 2017 წელს დავიწყე ორივეს გაცნობა. საბას გამარჯვებული წიგნები, თთქმის ყველა წაკითხული მაქვს და ასევე რამე ქართულ ფილმს თუ მოვკრავ თვალს ვუყურებ, როგორც კინოთეტრში ისე ინტერნეტში.
ხოდა, გარკვეული წარმოდგენა უკვე შემექმნა და მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, ასევე თქვენი აზრი მაინტერესებს თუ რომელს ანიჭებთ უპირატესობას.
ჩემი აზრით- თანამედროვე ქართული ლიტერატურა რბილად რომ ვთქვათ არის ღლეობა
ერთი და იგვე ფაბულა აქვს ყველას და ერთნაირად პრიმიტული ენით გახლავთ დაწერილი. თამთა მელაშვილის მწერლობა არ გაიშვა არსად ))) ტიპშამ ფოლკნერის ენა გაუპატიურა )))
გათვლაში ისეთი საშინლად ჰქონდა დაკოპირებული ხმაური და მძვინვარება რომ რავიცი შემრცხვა ჩემი თანამემაულე რომ არის.
ალეკო შუღლაძის გადამავლას აქებდენ და სხვადასხვა ფრანგული ფილმების კოპირებული სიუჟეტი შემრჩა ხელი )))
ლაშა ბუღაძეზე აღარაფერს ვამბობ ))) ასევე ბურჭულაძის კვერცხობები წავიკითხე
ერთადერთი აკა ქაჩავს და ჰგავს რივალდოს აი თავის დროზე ბასას რომ ათრევდა, მაგრამ მარტო აკა რას იამზს ამდენი ღლეეები ჰყავს გვედრით.
აი, თანამედროვე ქართულ კინოში სულ სხვა სიტუაციაა. შედარება არ არის, გაცილებით მაღლა დგანან ქართველი რეჟისორები, ვიდრე მწერლუკები. თან მცირე დაფინანსების პირობებში ხდება ეს ყველაფერი.
თანამედროვე ქართული კინო, ჩემი აზრით ,არის ზედმეტად რეალისტური. სარკეა რა საქართველოს. ირეკლავს ყველაფერს, მაგრამ აი ზედმეტად დოკუმენტურ ფილმებს ემსგავსება )))) არანაირი განსაკუთრებული სიმბოლოები, მეტაფორები და ალუზიები არ იჩითება, რაც ძალიან არ მომწონს მე პირადად. გასაგებია, სოციალური თემების წამოწევა ხდება, მაგრამ ასე პირდაპირ მოყოლა რაღაც ისტორიების მაინც არ უხდება მხატრულ ფილმებს. ფელინის და სხვა დიდიებული იტალიელი რეჟისორების ფილმებშიც ძირითადი თემა სოციალური პრობლემები იყო, მაგრამ ისინი სულ სხვა ენით ესაუბრებოდენ მაყურებლებს. მარტო ტკბილი ცხოვრება რად ღირს, როდესაც ქალის ძუძებიც უდიდეს სათქმელს ამბობს
მოკლედ, ძალიან პირდაპირია ქართული ფილმები რეჟისორების რამე განსაკუთრებული ხედვები არ ეტყობა, უბრალოდ აჩვენებენ რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მანდაც არის მინუსები... კერძოდ ის რომ -ძირითადად ხდება მხოლოდ დედაქალაქის ცხოვრების ჩვენება, იშვიათად რეგიონებზე ან თუნდაც მაღალმთიან მოსახლეობაზე ფილმები იყოს.
მიუხედავად ყველაფრისა თანამედროვე ქართული კინო ბევრ სფეროზე წინ დგას, ხოლო ლიტერატურას ძაან აფარჩაკებს.