Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > გილოცავთ! ისევ დაიკლო მოსახლეობამ!

Posted by: არისტოტელე999 19 Jan 2019, 18:14
ისევ დაიკლო ცოტათი მოსახლეობამ, დაახლოებით რამდენიმე ათეული ათასით

ასევე აღსანიშნავია რომ:

ყოველ 11 წუთში 1 ბავშვი იბადეა
ყოველ 10 წუთში 1 ადამიანი კვდება
ამას+ გადინება ქვეყნიდან

ანუ ყოველ 46 წუთში 1 ადამიანს ვკარგავთ

ვთქვათ უხეშად რომ დღეში 30 კაცს ვკარგავთ
კვირაში 210-ს
თვეში კი 840-ს
ხოლო წელიწადში დაახლოებით 10,000-ს

აღსანიშნავია რომ მოსახლეობა ყოველწლიურად ცოტათი გვიბერდება, მედიალური ასაკი 2000-წელს 34 იყო ახლა კი 38 არის

Posted by: Sсооby 19 Jan 2019, 18:20
რაც უფრო მალე გაქრება მოსახლეობა მით უკეთესი
იქნებ ვიღაცამ წესიერად გამოიყენოს ეს მიწა
ტყუილად ცდება
ამოვწურეთ ჩვენ რესურსი თვითგანადგურების რეჟიმში ვართ ისედაც

Posted by: Ahmed 19 Jan 2019, 18:21
და რატო უნდა გაჩერდეს ვინმე ამ ქვეყანაში ? ან გამრავლდეს ? ქვეყანა ჩვენ არგვეკუთვნის .. ყოველდღე კიდე გვიუარესებენ არსებობას .. ხოდა დარჩებიან საბოლოოდ ბიძინიეს კალხოზში თვით ბიძინიე და ვირთხები მისნი + მთლად დაჩაჩანაკებული მონები რომელსაც საერთოდ არანაირი შანსი არ აქვს და ჩაქნეული აქვს ხელი .

Posted by: AMD64 19 Jan 2019, 18:26
Ahmed
QUOTE
და რატო უნდა გაჩერდეს ვინმე ამ ქვეყანაში ? ან გამრავლდეს ? ქვეყანა ჩვენ არგვეკუთვნის .. ყოველდღე კიდე გვიუარესებენ არსებობას .. ხოდა დარჩებიან საბოლოოდ ბიძინიეს კალხოზში თვით ბიძინიე და ვირთხები მისნი + მთლად დაჩაჩანაკებული მონები რომელსაც საერთოდ არანაირი შანსი არ აქვს და ჩაქნეული აქვს ხელი .

სამწუხარო რეალობაა

Posted by: ბეჟანბეჟანი 19 Jan 2019, 18:35
QUOTE (არისტოტელე999)
აღსანიშნავია რომ მოსახლეობა ყოველწლიურად ცოტათი გვიბერდება,

ბავშვები არ ვაკეთოთ და მერე სხვას დავაბრალოთ ერის დაბერება.

Posted by: n-i-c-k 19 Jan 2019, 18:52
QUOTE
ბავშვები არ ვაკეთოთ და მერე სხვას დავაბრალოთ ერის დაბერება

გაკეთება მარტივია .. შენახვაა მერე ძნელი sad.gif

Posted by: gears 19 Jan 2019, 18:59
QUOTE
ა რატო უნდა გაჩერდეს ვინმე ამ ქვეყანაში ? ან გამრავლდეს ? ქვეყანა ჩვენ არგვეკუთვნის .. ყოველდღე კიდე გვიუარესებენ არსებობას .. ხოდა დარჩებიან საბოლოოდ ბიძინიეს კალხოზში თვით ბიძინიე და ვირთხები მისნი + მთლად დაჩაჩანაკებული მონები რომელსაც საერთოდ არანაირი შანსი არ აქვს და ჩაქნეული აქვს ხელი .

მერე უნდა ვიბრძოლოთ

წასვლა გამოსავალია?

კი
დროებით

მაგრამ მაინც საქართველოა ჩვენი სამშობლო

27 წელია ანტი ქართული პოლიტიკა ტარდება
მათი მიზანიც ეს არის
ნიჰილიზმის გაღვივება და მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება.

Posted by: Georgian92 19 Jan 2019, 19:03
QUOTE
ბავშვები არ ვაკეთოთ და მერე სხვას დავაბრალოთ ერის დაბერება

ხალხი თვეში 300 ლარზე მუშაობს რა ბავშვები ?

Posted by: Generalissimus 19 Jan 2019, 19:03
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ბავშვები არ ვაკეთოთ და მერე სხვას დავაბრალოთ ერის დაბერება

მოწყვეტილი ხარ რეალობას.
დარმავოი შემოსავალი გაქვს ეტყობა .

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Jan 2019, 19:04
არისტოტელე999
QUOTE
მედიალური

= საშუალო

გავუფრთხილდეთ ქართულ ენას up.gif

Posted by: kea 19 Jan 2019, 19:06
QUOTE
აღსანიშნავია რომ მოსახლეობა ყოველწლიურად ცოტათი გვიბერდება, მედიალური ასაკი 2000-წელს 34 იყო ახლა კი 38 არის

იქნება და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა?

მეტი არაა ჩემი მტერი, მაინც ახალგაზრდობის გადინება და შობადობის კლება იქნება მიზეზი.

Posted by: არისტოტელე999 19 Jan 2019, 19:07
QUOTE
= საშუალო

გავუფრთხილდეთ ქართულ ენას

სხვადასხვაა მედიალური და საშუალო

Posted by: levani169 19 Jan 2019, 19:14
ეს ქვეყანა და მთავრობა ქართველის გარდა ყველას ეკუთვნის,ადერ უკვე ოთხი თვეა ასე ნაქებ და გამჭვირვალედ მომუშავე იუსტიციის საჯარო რეესტრში ჩემი საკარმიდამო ადგილი რომელიც სულ ცოტა რამდენიმე საუკუნეა ჩვენი ოჯახურ-საგვარეულო მამულია,ვერ გაგვიფორმებ-დაგვირეგისტრირებია,მაგიერში ირანელ-ინდოელები და გამგებლები ერთ კვირაში აყომარებენ ხოლმე მსგავს ამბებს.
"ის რეესტრი რა საჭიროა,რომელიც საგვარეულო სახლ-კარს არ დაგირეგისტრირებს და ჰაერში გამოგკიდებს?"

Posted by: Schneider 19 Jan 2019, 19:42
ვის ცალია ხალხისთვის კაცო, ვილების აშენება უნდა მოასწრონ, სანამ ბიდლოსგან მიცემული მანდატები აქვთ...

Posted by: dega 19 Jan 2019, 19:43
ბალტიისპირეთის ქვეყნები განახევრდა ევროკავშირში შესვლის მერე...
განა მაქეთკენ არ მივდივართ და სამაგალითო ქვეყნები არაა?

Posted by: Lаki 19 Jan 2019, 19:49
QUOTE
ბალტიისპირეთის ქვეყნები განახევრდა ევროკავშირში შესვლის მერე...
განა მაქეთკენ არ მივდივართ და სამაგალითო ქვეყნები არაა?

საინტერესო ისაა, მიგრანტები თუ შედიან მაგ ქვეყნებში.

არისტოტელე999
QUOTE
სხვადასხვაა მედიალური და საშუალო

ამ შემთხვევაში არაა.
ასე რომ სწორი შენიშვნაა

QUOTE
გავუფრთხილდეთ ქართულ ენას

Posted by: 2kS1N 19 Jan 2019, 19:50
ამ ქვეყანას არ ეშველება მინიმუმ 10 წელი კიდევ
სანამ ყველა ღორის მუცელი არ აივსება იქამდე ქვეყანას ისევ მეწველი ძროხის დანიშნულება ექნება
და აი 10 წლის შემდეგ რომ ყველაფერი ახლიდან იქნება ისევ დასაწყები მერე რამდენი ათწლეული დასჭირდება კიდევ ხზ
მოკლედ აზრი არ აქვს

Posted by: Davidex 19 Jan 2019, 20:07
აი მაგიტომაც მიდის სრული პროგრამით ინდუსების, არაბების, ნიგერიელების, და სხვა "განვითარებული ხალხების" შემოთესლება yes.gif ზრუნავენ იმაზე რო ქვეყანა ცარიელი არ დარჩეს. yes.gif

თანამედროვე უწიგნური ახალგაზრდობის "კერპი" როა, გირჩის "ჯაფარა", მაგან ხო ბრძანა, მთავარია ქვეყანა ეკონომიკურად წავიდეს წინ, თუნდაც იმ ფასად რომ ქართველები იმიგრანტებმა ჩაანაცვლონო. მაგ სიტყვის მერე მის "ფანებში" ერთი ეთნიკური ქართველი არ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ..... "პლანს" თესავს ბიჭი და სხვა გრეხები "ეპატია" ავტომატურად facepalm.gif

Posted by: gears 19 Jan 2019, 20:16
QUOTE (Davidex @ 19 Jan 2019, 20:07 )

მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ჩანაცვლება

ამიტომაც მიდის ასეთი ანტი ქართული პროპაგანდა
რათა ადვილად და "უმტკივნელოდ" წარიმართოს ეს პროცესი

ეს "გირჩი" საკუთარი ნებით არ აღმოცენებულა

QUOTE
მაგ სიტყვის მერე მის "ფანებში" ერთი ეთნიკური ქართველი არ უნდა დარჩენილიყო

ეთნიკურად ქართველობა არ არის საკმარისი

მთავარია თვითშეგნება

ზოგს უხარია კიდეც

დაუჯერებელია
მაგრამ ასეა

Posted by: SaamI 19 Jan 2019, 20:40
არისტოტელე999
QUOTE
ხოლო წელიწადში დაახლოებით 10,000-ს

10-ით კი არა, 80-90 ათასით ვიკლებთ ყოველწლიურად.
gears
QUOTE
მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ჩანაცვლება

მხოლოდ ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს.
1. მატერიალისტური - მსოფლიოს ვერაფერი სასაგგებლო ვერ შევთავაზეთ, ამიტომ შიმშილით ვიხოცებით.
2. რელიგიური - მოწყინდა ღმერთს ჩვენი ---ობის ყურება, მეორედ მოსვლიც დროც ჯერ არ დამდგარა, ჰოდა ჩუმათ გვანადგურებს.

Posted by: zipo-zipo 19 Jan 2019, 20:43

წარმატებით ხორციელდება გეგმა "საქართველო ქართველების გარეშე"

Posted by: butkuj 19 Jan 2019, 21:23
ბეჟანბეჟანი

QUOTE
ბავშვები არ ვაკეთოთ და მერე სხვას დავაბრალოთ ერის დაბერება.

აკეთებენ ოღონდ ევროპაში . ახალგაზრდობის 30% იქ არის და საქართველოში ესენი არ მშობიარობენ .

Posted by: ronald_wesley 19 Jan 2019, 21:27
არადა 881 ლიმონით გაიზარდა მსოფლიო
dega
QUOTE
ბალტიისპირეთის ქვეყნები განახევრდა ევროკავშირში შესვლის მერე...

კაი ეხლა ღღრუსობა გაიკრიფა და მაგის ხარჯზე .

Posted by: Demolition 19 Jan 2019, 21:29
სანამ აქ ქართველების რიცხვი 10%-მდე არ დავა, მინამ არაფერი გვეშველება.
#ჯაფარაპრეზიდენტად.

Posted by: DORO 19 Jan 2019, 21:57
ახალი რეფორმატორი მოვა და ცოტა გასწორდება სიტუაცია old.gif

ნორვეგია აქ არასდროს იქნება ტყუილად არ უნდა ველოდოთ ამას

Posted by: არისტოტელე999 19 Jan 2019, 21:58
მე რა მომწონს რაც ცოტა ხალხი მით უკეთესი
ვისუნთქებთ ცოტას

DORO
QUOTE
ნორვეგია აქ არასდროს იქნება ტყუილად არ უნდა ველოდოთ ამას

სლოვენიას რომ ველოდოთ?

ნორვეგიას არავინ ითხოვს

Posted by: George Bush 19 Jan 2019, 22:30
კაია up.gif
მში ბზიას ძახილს პრაგმატული აზრი მაინც ექნება 100000 კაცი რომ დავრჩებით მარტო

Posted by: Icewinds 19 Jan 2019, 22:33
QUOTE (dega @ 19 Jan 2019, 19:43 )
ბალტიისპირეთის ქვეყნები განახევრდა ევროკავშირში შესვლის მერე...
განა მაქეთკენ არ მივდივართ და სამაგალითო ქვეყნები არაა?

რუსებს გააჯმევინეს მასიურად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ძირითადათ მაგის ხარჯზე. yes.gif

Posted by: ninunin 19 Jan 2019, 22:53
gears
QUOTE
მერე უნდა ვიბრძოლოთ

წასვლა გამოსავალია?

კი
დროებით

მაგრამ მაინც საქართველოა ჩვენი სამშობლო

27 წელია ანტი ქართული პოლიტიკა ტარდება
მათი მიზანიც ეს არის
ნიჰილიზმის გაღვივება და მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება.

გამოსავალია, ამ ქყვეყნას კიდევ კარგა ხანი არ ეშველება და ამ ე.წ. უკეთესების მოლოდინში გადის მთელი წლები და ახალგაზარდობა
ამიტომ ვისაც უკეთესის შანსი აქვს უნდა წავიდეს და ადამიანისთვის სამშობლო ისაა სადაც თავს კარგად გრძნობ, რაც დავიბადე ეს ქვეყანა მე ფეხზე დამდგარი არ მინახავს კიდევ უფროდაუფრო უფსკრულში მიექანება, ხოდა როგორია ამ პირობებში შვილის გაჩენა და გაზრდა,ძალიან რთულია...ამიტომ მიდიან იქ, სადაც უკეთესად არიან

Posted by: qishooo 19 Jan 2019, 23:32
QUOTE (Davidex @ 19 Jan 2019, 20:07 )

თანამედროვე უწიგნური ახალგაზრდობის "კერპი" როა, გირჩის "ჯაფარა"

ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია
გირჩს მაქსიმუმ 70 000 კაცმა მისცა ხმა, მთლიანი ახალგაზრდობის რამდენი პროცენტია ეგ ?

ასე ჰაერში რომ ისვრით სიტყვებს
ეხლა რა სიტუაციაცაა ქვეყანაში გირჩის ბრალია?
თუ ?

Posted by: Icewinds 19 Jan 2019, 23:38
QUOTE (qishooo @ 19 Jan 2019, 23:32 )
გირჩს მაქსიმუმ 70 000 კაცმა მისცა ხმა

ორზე გაყავი. lol.gif

Posted by: qishooo 19 Jan 2019, 23:42
QUOTE (Icewinds @ 19 Jan 2019, 23:38 )
QUOTE (qishooo @ 19 Jan 2019, 23:32 )
გირჩს მაქსიმუმ 70 000 კაცმა მისცა ხმა

ორზე გაყავი. lol.gif

უარესი facepalm.gif
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: dinamosfan 19 Jan 2019, 23:52
gears
QUOTE
მერე უნდა ვიბრძოლოთ

წასვლა გამოსავალია?

კი
დროებით

მაგრამ მაინც საქართველოა ჩვენი სამშობლო

27 წელია ანტი ქართული პოლიტიკა ტარდება
მათი მიზანიც ეს არის
ნიჰილიზმის გაღვივება და მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება

რა უნდა იბრძოლო სამართალი ვერ მოგვიპოვებია და დაგვიმკვიდრებია ქვეყანაში
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ უსამართლობის შემოქმედების წინააღმდეგ ეგრევე ის ველური ბრბო გიპირისპირდება ვისაც პირდაპირ ეხება ეს უსამართლობა
იმათამდე ეს ბნელი მასა არ გიშვებს გესმის
ქოცებად და ნაცებად რომ იყოფიან

Posted by: Kakha.G 19 Jan 2019, 23:53
რაღა რ2 და რაღა ეს ფორუმი რა
და კიდე ყოველ წელს 4მმ.თ იმატებს ოკეანე
და ყოველ წელს ასტეროიდი მიშგურუ 2020 ნახევარი სინათლის წელით გვიახლოვდება
და ყოველ წელს ბრძენკაცი უფრო და უფრო ღლევდება

Posted by: dinamosfan 19 Jan 2019, 23:58
Kakha.G
QUOTE
ა რ2 და რაღა ეს ფორუმი რა
და კიდე ყოველ წელს 4მმ.თ იმატებს ოკეანე
და ყოველ წელს ასტეროიდი მიშგურუ 2020 ნახევარი სინათლის წელით გვიახლოვდება
და ყოველ წელს ბრძენკაცი უფრო და უფრო ღლევდება

ერორი რათ გინდა სტატისტიკას გადახედე დაითვალე სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები და იმ გარემოებას რაც შობადობას უწყობს ხელს
ერორი ყოფილა თურმე ყველაფრის თავი ვაახ ))

Posted by: kriketi-1985 20 Jan 2019, 00:01
კაი რაა biggrin.gif ვინც ვართ, ისინი ვერ ვუვლით ქვეყანას.

Posted by: dega 20 Jan 2019, 00:35
მე რა დავწერე
და
რუსებიო
მაინც რომ ნახავენ გამოსავალს
lol.gif facepalm.gif
ხო ბიჯო
თავად ბალტიელები არ წასულან

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Jan 2019, 00:41
QUOTE (butkuj)
აკეთებენ ოღონდ ევროპაში . ახალგაზრდობის 30% იქ არის და საქართველოში ესენი არ მშობიარობენ .

ევროპაში გაკეთებულ ბავშვთა 80%-ს ქართული არ ეცოდინება და 90% საქართველოსთვის დაკარგულია.

Posted by: KOLKHI 20 Jan 2019, 00:50
გვიმალავენ სრულ ინფორმაციას.
რატომ არ ამბობენ ვის ხარჯზე დაიკლო? გამოღლეებულების თუ მოაზროვნე ნაწილის?

Posted by: jmm75 20 Jan 2019, 00:53
არისტოტელე999
QUOTE
ისევ დაიკლო ცოტათი მოსახლეობამ, დაახლოებით რამდენიმე ათეული ათასით

ასევე აღსანიშნავია რომ:

ყოველ 11 წუთში 1 ბავშვი იბადეა
ყოველ 10 წუთში 1 ადამიანი კვდება
ამას+ გადინება ქვეყნიდან

ანუ ყოველ 46 წუთში 1 ადამიანს ვკარგავთ

ვთქვათ უხეშად რომ დღეში 30 კაცს ვკარგავთ
კვირაში 210-ს
თვეში კი 840-ს
ხოლო წელიწადში დაახლოებით 10,000-ს

აღსანიშნავია რომ მოსახლეობა ყოველწლიურად ცოტათი გვიბერდება, მედიალური ასაკი 2000-წელს 34 იყო ახლა კი 38 არის

ჰოდა რა გნებავთ, რას გვილოცავთ?

Posted by: dat111 20 Jan 2019, 01:11
QUOTE
გამოღლეებულების თუ მოაზროვნე ნაწილის?

ეს ისეთი კითხვა იყო პასუხის გაცემა რო გეუხერხულება biggrin.gif
რა უნდა აქ მოაზროვნეს

Posted by: Icewinds 20 Jan 2019, 01:25
QUOTE (dega @ 20 Jan 2019, 00:35 )
მე რა დავწერე
და
რუსებიო
მაინც რომ ნახავენ გამოსავალს
lol.gif facepalm.gif
ხო ბიჯო
თავად ბალტიელები არ წასულან

ქოცხროვის დამსახურებაა რომ 1960 წლის მერე პირველად ჩამოვცდით 4 მილიონს. შესაბამისად შენი და შენნაირების. ასე რომ ცოტა დავაყენებდი შენს ადგილას ამ თემაზე საუბრისას.

Posted by: aprilsilver 20 Jan 2019, 01:42
ძალიან სერიოზულია დემოგრაფიული პრობლემები რაც გვაქვს.
იმ დღეს რუსთავი 2–ზე იყო გუდაურში დიდითოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო გაჩერებული ავტომობილის მძღოლის ( მეზობელი ქვეყნის მოქალაქის) ინტერვიუ, სადაც წუუწუნებდა და ბოლოს თქვა: " ასეთი ქვეყანა რომ გაქვთ იმიტომაც გარბის აქედან ხალხიო".
კინაღამ პულტი ვესროლე ტელევიზორს (ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, მის ქვეყანაში ასე რომ ვთქვა თავს დაიტოვებენ და ტანს საზღვრიდან გადმოაგდებენ) , მაგრამ კაპიკ–კაპიკ რომ დავრჩით მართალია (((

როგორც ვიცი რეგიონში ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა ჩვენ გაქვს
user posted image

Posted by: Kobalty 20 Jan 2019, 01:54
აუ, როგორც გინდა ისე გაიგეთ, გავარტყი მსოფლიოს ქვეყნების 90%-ს მუდმივად საცხოვრებლად, საქართველოს ფონზე..
ბევრი მიზეზია, მეზარება ჩამოწერა, დიდი აზრი არც აქვს..
ვინც უნდა იცოდეს - კი იცის.

ვერც ვერავინ ჩაგვანაცვლებს, ვერც გაგვაქრობს..
ამ ქვეყანას და ხალხს უნიკალური იმუნიტეტი და რეზისტენტობა აქვს, გაქრობის და გადაშენების წინააღმდეგ, რომელიც მართალია გვიან მაგრამ მაინც ერთვება ხოლმე..
ტაკ შტო, არ უნდა სახის ხოკვა..
მეტნაკლებად როგორც იქნება მსოფლიოს 80%, ისე ვიქნებით ჩვენც..

Posted by: settoys 20 Jan 2019, 02:00
Ahmed
QUOTE
და რატო უნდა გაჩერდეს ვინმე ამ ქვეყანაში ? ან გამრავლდეს ? ქვეყანა ჩვენ არგვეკუთვნის .. ყოველდღე კიდე გვიუარესებენ არსებობას .. ხოდა დარჩებიან საბოლოოდ ბიძინიეს კალხოზში თვით ბიძინიე და ვირთხები მისნი + მთლად დაჩაჩანაკებული მონები რომელსაც საერთოდ არანაირი შანსი არ აქვს და ჩაქნეული აქვს ხელი .

ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა: აქედან გაქცევით არაფერი გამოვა.

Posted by: kardinali100 20 Jan 2019, 02:08
QUOTE
27 წელია ანტი ქართული პოლიტიკა ტარდება
მათი მიზანიც ეს არის
ნიჰილიზმის გაღვივება და მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება.

Posted by: Deutschland.. 20 Jan 2019, 03:35
და რატომ უნდა გაჩერდეს აქ ადამიანი ?

ძალიანაც კარგი თუ დაიკლო ესეიგი ხალხი ნორმალურ პირობებს ეძებს სადაც შეძლებს ადამიანურ ცხოვრებას.

რატომ არის ეს ტრაგედია? არა ბიჭო ეხლა მთელი ცხოვრება აქ 300 ლარად უნდა იპახაონ.

რაც მეტი წავა მით უკეთესი, ეს ქვეყანა არის ერთი დიდი მოძალადე სახელმწიფო, რომელსაც რაც მალე დატოვებს ხალხი მით უკეთესი.

წადი ისეთ ქვეყანაში რომელსაც მოუვლი და დააფასებ და ისიც იგივე ნაირად დაგიბრუნებს პასუხს.

Posted by: არმეძებო 20 Jan 2019, 03:48
Deutschland..

უნდა წახვიდე,მაგრამ არ უნდა დარჩე,
სხვისი ქვეყანა შენი ვერასოდეს გახდება,სხვა მენტალობის ხალხია ცხოვრობს,ქართველი კაცი ვერასოდეს გახდება მაგ მენტალობის,და არც ისინი მიგიღებენ შენ ისეთს,როგორიც ხარ,ამიტომ მოგიწევს ისეთ კომპრომისებზე წასვლა,რაც არაბუნებრივი და არაორგანულია შენთვის,ამის გამო მუდმივ დისკომფორტში იქნები.
ასე ადვილი არაა როგორც მაქედან.ჩანს უცხოეთში ადაპტაცია და ასიმილირება.

Posted by: dimitri72 20 Jan 2019, 04:07
QUOTE
გილოცავთ! ისევ დაიკლო მოსახლეობამ!

დაიკლო და მოგვივა მალე შევსება, ახლა უკვე მაროკოს არომატით mad.gif vis.gif

Posted by: Royal_Flash 20 Jan 2019, 04:32
ქვეყანას, სადაც საარჩევნო ურნასთან მისული 10 ამომრჩევლიდან 9 ნაც-ქოცებს აძლევს ხმას, არაფერი არ ეშველება. ზუსტად ისეთი ქვეყანა გვაქვს, როგორსაც ამ ქვეყნის 90% იმსახურებს. yes.gif დემოკრატია ხო გინდათ, ჰოდა, აეგარი ზუსტად.

Posted by: Christian Cullen 20 Jan 2019, 08:34
dega

ბალტიისპირეთს ნუ ვადარებთ საქართველოს, -30 ს რომ მიარტყამს ზამთარში და 24 საათი უმზეობა და ნისლია, იქიდან უევროკავშიროდაც განახევრდება მოსახლეობა, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, ინდუსები, ირანელები და აფრიკელები ვერ იკიდებენ ფეხს.

Posted by: gears 20 Jan 2019, 08:49
ანტი ეროვნული და ანტი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობების ბრალია რა

ეს არის მთავარი მიზეზი
შემდეგ ვაბრალოთ რუსებს და ჩვენს უჟმურ ხასიათს

არც ერთი მთავრობა არ ზრუნავდა ლოკალურ პრობლემებზე

ხან ვანიების დავალებებს ასრულებდნენ და ხანაც მერკელების

თურმე შვედური მოდელით უნდა იცხოვროს გასაცოდავებულმა და ოკუპირებულმა გრუზიამ
მიგრანტებს თავშესაფარი მიანიჭოს + აჭამოს და ასვას

აი ასეთი ხალხია მოყრილი ქვეყნის სათავეში.

Posted by: kikucha 20 Jan 2019, 09:32
სასწრაფოს გვწსაჭიროწბა ემიგრანტები , ალბათ ახლო სამეზობლოდან კერძოთ ჩრდილოეთ კავკასიიდან.

Posted by: shepherd 20 Jan 2019, 09:49
არისტოტელე999
QUOTE
ყოველ 11 წუთში 1 ბავშვი იბადეა
ყოველ 10 წუთში 1 ადამიანი კვდება
ამას+ გადინება ქვეყნიდან

ანუ ყოველ 46 წუთში 1 ადამიანს ვკარგავთ

ვთქვათ უხეშად რომ დღეში 30 კაცს ვკარგავთ
კვირაში 210-ს
თვეში კი 840-ს
ხოლო წელიწადში დაახლოებით 10,000-ს

აღსანიშნავია რომ მოსახლეობა ყოველწლიურად ცოტათი გვიბერდება, მედიალური ასაკი 2000-წელს 34 იყო ახლა კი 38 არის

უნდა დავიკიდოთ. სამაგიეროდ ევროპისკენ, ნათელი, დიადი მომავლისკენ მივდივართ. არ ირღვევა ლჭიპიტის უფლებები, სკოლაში ბავშვს მასწავლებელი ყურს ვეღარ აუწევს, კარგად ისწავლეო. ყველაფერი კარგადაა, რას წუწუნებთ? ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია

Posted by: The13thFloor 20 Jan 2019, 09:54
გარბის ხალხი კონცლაგერიდან, რა გიკვირთ
ბოლოს მარტო პენსიონრები, ანაფორიანი ყაჩაღები, დეპუტატები და ბატონი ბიძინა დარჩებიან

Posted by: Adam_Beyer 20 Jan 2019, 10:20
QUOTE
 გილოცავთ! ისევ დაიკლო მოსახლეობამ!

ბიძინა ივანოვას ოჯახის მისიაც ეგ არის, საქართველოს დაცლა, გაუბედურება და ჩაბანძება

ეს ყველაფერი რათქმაუნდა მტრის გულის გასახარებლად და საკუთარი მილიარდების შესანარჩუნებლად!

ნორმალური, მშრომელი და მოაზროვნე ადამიანი აბა როგორ უნდა გაჩერდეს აქ, სადაც სრული განუკითხავობაა

უმუშევრობა, ბატონ-ყმობა და ასე შემდეგ… ვინც დასაქმებულია კიდე მათ მათხოვრული ხელფასი აქვთ, 400-500 ლარი (მაქსიმუმ)!

ოჯახები ვეღარ იქმნება, თუ იქმნება ბავშვის გაჩენის ეშინიათ და თავს იკავებენ ეკონომიკური მდგომარეობის გამო და სხვანაირად როგორ გამრავლდება ერი!?

მარტო ბერა ივანიშვილის და მისი ცოლის იმედზე ვერ იქნება ერი smile.gif და ხიხო კალაძის ოჯახის იმედზე კიდე!

Posted by: Deutschland.. 20 Jan 2019, 10:50
არმეძებო
QUOTE
უნდა წახვიდე,მაგრამ არ უნდა დარჩე,
სხვისი ქვეყანა შენი ვერასოდეს გახდება,სხვა მენტალობის ხალხია ცხოვრობს,ქართველი კაცი ვერასოდეს გახდება მაგ მენტალობის,და არც ისინი მიგიღებენ შენ ისეთს,როგორიც ხარ,ამიტომ მოგიწევს ისეთ კომპრომისებზე წასვლა,რაც არაბუნებრივი და არაორგანულია შენთვის,ამის გამო მუდმივ დისკომფორტში იქნები.
ასე ადვილი არაა როგორც მაქედან.ჩანს უცხოეთში ადაპტაცია და ასიმილირება.

რატომ არ უნდა დარჩე ? რო აქ ვიღაცეებს 300 ლარიანი მონები არ მოაკლდეთ ?

თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერია შესაძლებელი და ისე კარგად გახდება როგორც დაგიბარებია.

Posted by: Schneider 20 Jan 2019, 11:28
Deutschland..

user posted image

................................

Posted by: არისტოტელე999 20 Jan 2019, 12:23
QUOTE
უნდა წახვიდე,მაგრამ არ უნდა დარჩე,
სხვისი ქვეყანა შენი ვერასოდეს გახდება,სხვა მენტალობის ხალხია ცხოვრობს,ქართველი კაცი ვერასოდეს გახდება მაგ მენტალობის,და არც ისინი მიგიღებენ შენ ისეთს,როგორიც ხარ,ამიტომ მოგიწევს ისეთ კომპრომისებზე წასვლა,რაც არაბუნებრივი და არაორგანულია შენთვის,ამის გამო მუდმივ დისკომფორტში იქნები.
ასე ადვილი არაა როგორც მაქედან.ჩანს უცხოეთში ადაპტაცია და ასიმილირება.

biggrin.gif
ღორი თუ ხარ ადამიანი მაშIნ იქნება არაორგანული, რადგანაც იქ ღორივით მოქცევას არ გაპატიებენ
თუ წესიერი ადამიანი ხარ რამდენიმე თვეში სახლად აღიქვამ ევროპას smile.gif

Posted by: Kakha.G 20 Jan 2019, 12:37
რუსეთი ემიგრაციით 3 ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთის და ინდოეთის მერე
ყოფ. სსრკ დან მხოლოდ ესტონეთში აღინიშნება მიგრაციის დადებითი სალდო

Posted by: Perfecto_77 20 Jan 2019, 12:45
Kakha.G
ერთი მხრივ რუსები კი მიდიან ევროპა-ამერიკაში საცხოვრებლად, ვისაც ამის ტრაკი აქვს.

მეორე მხრივ თავად რუსეთში ბევრი მიდის სომეხ-აზერისტანიდან, საქართველოდან და სავარაუდოდ ცენტრალური აზიიდანაც.

Posted by: Kakha.G 20 Jan 2019, 12:55
Perfecto_77
ერთი მოსკოველი წერდა ბოლოს როდის ვნახე ქართველი ქუჩაში არ მახსოვსო.
კავკასიიდან მიგრაცია დიდიხანია შეჩერდა
მიგრაცია რუსეთში შუააზიიდან და ჩინეთიდანაა

Posted by: Deutschland.. 20 Jan 2019, 12:56
არისტოტელე999
QUOTE
ღორი თუ ხარ ადამიანი მაშIნ იქნება არაორგანული, რადგანაც იქ ღორივით მოქცევას არ გაპატიებენ
თუ წესიერი ადამიანი ხარ რამდენიმე თვეში სახლად აღიქვამ ევროპას

+1 რა თქმა უნდა, სადაც ჩახვალ იქაურიბას ისე უნდა მოერგო როგორც მკვიდრი მოსახლეობა და არა ის რომც ის ქვეყანა მოგერგოს შენ.

Schneider
შენი ჭირიმე რა!

Posted by: არისტოტელე999 20 Jan 2019, 13:01
Deutschland..
QUOTE
+1 რა თქმა უნდა, სადაც ჩახვალ იქაურიბას ისე უნდა მოერგო როგორც მკვიდრი მოსახლეობა და არა ის რომც ის ქვეყანა მოგერგოს შენ.

არ ესმით ეს
მშვენიერი ხალხია გერმანელებიც
მე ძალიან კარგად მექცეოდნენ, აბსოლუტურად ყველანი.

მოიქეცით კარგად და მოგექცევიან კარგად
აქ როგორც გინდა მოიქცე, მაინც მონასავით გექცევიან

ისე კი რუსეთში რატომ უნდა წახვიდე კაცი?
იგივე სირთულეა ევროპაში წასვლა და 10-ჯერ სჯობს
ნუ ეხლა თუ ინგლისურიც არ იცი b1/b2 დონეზე მაშინ დაეტიე სახლში რა

Posted by: Perfecto_77 20 Jan 2019, 13:03
Kakha.G
QUOTE
ერთი მოსკოველი წერდა ბოლოს როდის ვნახე ქართველი ქუჩაში არ მახსოვსო.
კავკასიიდან მიგრაცია დიდიხანია შეჩერდა

ახლა იმდენად აღარ იქნება საქართველოდან. უფრო ევროპაში მიდიან ან ამერიკაში.

თუმცა უკვე ბევრია წასული რუსეთში.

Posted by: David_Gale 20 Jan 2019, 13:11
გააჩერეთ წითელზე,

შვილს ასწავლეთ სხვისი დროის და სივრცის პატივისცემა, სანამ კარს შეუღებთ ოთახზე პატივი ეცით დაუკაკუნეთ

აი ესეთი ელემენტალურებზე ვიმუშაოთ და გადავრჩებით, ნორმალურ ადამიანებად აღვიზრდებით

თუ არდა

დაგვიპყრობენ ისევ და მერე გავმრავლდებIთ

მოდუნდით

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 20 Jan 2019, 13:14
ბაზარი არაა, ყველა ცოცხალი არსება უკეთეს ადგილს ეძებს საკუთარი შთამომავლობის დასატოვებლად.
ევოლუციააsmile.gif
ცეხავიკების ქვეყანაში კიდე ადამიანი წვალების და ტანჯვის მეტს ბევრს ვერაფერს ნახულობს.
მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი ფუფუნებაა პატრა ერისთვის ადგილი ცის ქვეშ smile.gif)
აგერ ჩვენზე გავლენიანი ებრაელები საუკუნეები ელოდნენ მაგ მომენტს,
ესე ერთი ხელის მოსმით ''გაქრება და გაქრეს'' დამოკიდებულებაც, იმის მანიშნებელია, რომ ნაციის დაცემას აღარაფერი უკლია))

Posted by: dat111 20 Jan 2019, 13:26
QUOTE
ცეხავიკების ქვეყანაში კიდე ადამიანი წვალების და ტანჯვის მეტს ბევრს ვერაფერს ნახულობს.
მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი ფუფუნებაა პატრა ერისთვის ადგილი ცის ქვეშ smile.gif)
აგერ ჩვენზე გავლენიანი ებრაელები საუკუნეები ელოდნენ მაგ მომენტს,
ესე ერთი ხელის მოსმით ''გაქრება და გაქრეს'' დამოკიდებულებაც, იმის მანიშნებელია, რომ ნაციის დაცემას აღარაფერი უკლია))

200 წლის წინ არ იყვნენ ცეხავიკები, არც 300-ის წინ მაგრამ ქვეყანა მაშინაც უკანალისკენ მიდიოდა, აქ ტრენდია ყველაფრის რუსებზე დაბრალება მაგრამ რუსების აქ შემოსვლა ლოგიკური გაგრძელება იყო იმ ვითარების რაც აქ უკვე ჩამოყალიბებული იყო ოსმალოებისა და სპარსელების საუკუნოვანი ბატონობის შემდეგ, ჩამოყალიბებულია ღრმა მონობის ფსიქოლოგია რაც სხვათაშორის აქ დაწერილ პოსტებშიც იკითხება და ამის საშველი არც არის და აღარც იქნება უკვე, ჩაიარა ჩვენმა მატარებელმა

Posted by: Perfecto_77 20 Jan 2019, 13:27
c.h.I.g.u.r.h.
QUOTE
მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი ფუფუნებაა პატრა ერისთვის ადგილი ცის ქვეშ )
აგერ ჩვენზე გავლენიანი ებრაელები საუკუნეები ელოდნენ მაგ მომენტს,
ესე ერთი ხელის მოსმით ''გაქრება და გაქრეს'' დამოკიდებულებაც, იმის მანიშნებელია, რომ ნაციის დაცემას აღარაფერი უკლია))

+

ელემენტარნა... ცუდია რომ ვერ ხვდება ხალხი ამას...

Posted by: RulerOfTheWorld 20 Jan 2019, 13:40
არისტოტელე999
Babies go - ეს რა არის biggrin.gif

http://www.rgsmusic.com.ar/cgi-bin/discos.cgi?estilo=BG&lang=eng

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 20 Jan 2019, 13:49
dat111
QUOTE
აღარც იქნება უკვე, ჩაიარა ჩვენმა მატარებელმა

შეიძლება.
გასარკვევია შეუქცევადია პროცესი თუ ჯერ კიდევ არის შანსები. რომ სახელმწიფო შევქმნათ.
ეხლა სახეზე რა სიმპტომებიც ჩანს, ჩვეულებრივ მომაკვდავი ნაციის სიმპტომებია))

Posted by: Hewlett-Packard 20 Jan 2019, 14:55
100 ქარხანა რომ გუგუნებს იმიტომაც გვაქვს ეგეთი შედეგები. მილიარდერი კაცი რომ სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა და კაზინოების აშენებას დაიწყებს, (აფსუს ერთი ილონ მასკი საქართველოსაც ჰყოლოდა) კონსტიტუციასა და კანონს ტავის თავსა და პარტიას მოარგებს, რომ საფრთხე არ დაემუქროს ასე განვითარდება ეკონომიკა? რომელსა უნდა მოჰყვეს კეტილდღეობა და მოსახლეობის ზრდა. ზუსტადაც იმ ხალხზე გათვლილი ბიზნესებია ვინც უცხოეთიდან უნდა შემოვიდეს დასახლდეს და ფული შემოიტანოს სასტუმროსთვის კაზინოსა და სავაჭრო ცენტრისტვის, ასეთ დროს გაძვალტყავებული ქართველი ხალხი ზედმეტია რა თქმა უნდა. დიახაც მიზანმიმარტულია ეს ქმედება და რაც არ უნდა შეეწინააღმდეგო 5კილო კარტოფილი და ხახვი ყოველთვის დაგამარცხებს

Posted by: iviko18 20 Jan 2019, 15:58
QUOTE (არისტოტელე999 @ 19 Jan 2019, 18:14 )
ისევ დაიკლო ცოტათი მოსახლეობამ, დაახლოებით რამდენიმე ათეული ათასით

ასევე აღსანიშნავია რომ:

ყოველ 11 წუთში 1 ბავშვი იბადეა
ყოველ 10 წუთში 1 ადამიანი კვდება
ამას+ გადინება ქვეყნიდან

ანუ ყოველ 46 წუთში 1 ადამიანს ვკარგავთ

ვთქვათ უხეშად რომ დღეში 30 კაცს ვკარგავთ
კვირაში 210-ს
თვეში კი 840-ს
ხოლო წელიწადში დაახლოებით 10,000-ს

აღსანიშნავია რომ მოსახლეობა ყოველწლიურად ცოტათი გვიბერდება, მედიალური ასაკი 2000-წელს 34 იყო ახლა კი 38 არის

წყარო თუ შეიძლება.

............

Posted by: DavidBrent 20 Jan 2019, 16:03
dega
QUOTE
ბალტიისპირეთის ქვეყნები განახევრდა ევროკავშირში შესვლის მერე...
განა მაქეთკენ არ მივდივართ და სამაგალითო ქვეყნები არაა?

ყირიმში რა ხდება იზრდება მოსახლეობა?
დედა სამძორეთს რაც დაუბრუნდა მერე?

Posted by: Kobalty 20 Jan 2019, 20:23
აუ რა პანაშვიდი თემაა, ვენოკებში აღარ გვიჩანს თავი..
მომაკვდავი სიმპტომები.. smile.gif

როგორ მაინტერესებს, რა ხნის ხალხი წერთ ესეთებს..
დავიჯერო <30-ზე ნაკლები? facepalm.gif

წნ, წნ, პრობლემებია ქვეყანაში და აბა ჰე, გავიქცეთ ყველანი, ნაცვლად ხელის განძრევისა..
ესეთი კონფორმისტული და არამებრძოლი ხასიათის - ან იქ ვის ვჭირდებით?
ჰო, რო ჩახვალთ - იქიდან დაცინვა და ჭკუის დარიგება არ დაგავიწყდეთ, წინამორბედი ემიგრანტების მსგავსად..

Posted by: sulo 20 Jan 2019, 20:34
აქ თემა იყო გახსნილი რატომ ჰყავს იმ ღარიბს ამდენი შვილებიო...
ეხლა კი დაკლებაზე ვიშვიშებთ...
იმის მაგივარად მრავალშვილიანებს დაეხმაროთ....

Posted by: George Bush 20 Jan 2019, 20:39
QUOTE
რაც აქ უკვე ჩამოყალიბებული იყო ოსმალოებისა და სპარსელების საუკუნოვანი ბატონობის შემდეგ, ჩამოყალიბებულია ღრმა მონობის ფსიქოლოგია

არადა ზუსტად მაგ დროს ვიყავით ყველაზე მებრძოლი და გამძლე ხალხი და სწორედ მაგ დროს არ იყო ამ ფსიქოლოგიის ჭაჭანება biggrin.gif თან მარტივი იყო მაშინ ყველაფერი. შემოგესია ოსმალო და სპარსი, უნდა მიახვრიტო და მაგათი ლეში ჩაალპო biggrin.gif
მერე შემოვიდა ვანია და დერჟავის ნაწილი გავხდით. ძერჟავა გვარჩენდა და შესაბამისად ქართველი გაზარმაცდა, რუსეთს მეწველი ძროხასავით უყურებდა. თან მიუხედავად დაპირისპირებისა იმ ერთიანი სივრცის ორგანული ნაწილი გახდა. ქართველები იმ დროს რუსეთის იმპერიის პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხალხი იყო. თუნდაც რევოლუციაში კარლო ჩხეიძის წამყვანი როლი ამაზე მეტყველებს. ეგ ტენდენცია გაძლიერდა სსრკ-ს დროსაც. და უცბად ყველაფერი იმხობა, ქართველი დაბნეულია, ზუსტად ვერ გაუგია რა უნდა გააკეთო. რასაც ვხედავთ ეს არის ეროვნული დაბნეულობა, რაც ადრე თუ გვიან გაივლის biggrin.gif
არ გადავშენდებით, როგორც ერთ-ერთმა იუზერმა თქვა, იდიოტიზმამდე მისული თვითგადარჩენის უნარი გვაქვს. რომ გავმწყდარიყავით ალბათ უკეთესიც იქნებოდა, ჩვენც დავისვენებდით და ჩვენი მტრებიც, მარა ალბათ მამაზეციერმა მოგვიჩინა ეგეთი ბედი რომ მტრის ჯინაზე უნდა გავაგრძელოთ არსებობა biggrin.gif

Posted by: iviko18 20 Jan 2019, 20:44
QUOTE (sulo @ 20 Jan 2019, 20:34 )
აქ თემა იყო გახსნილი რატომ ჰყავს იმ ღარიბს ამდენი შვილებიო...

მერედა მცდარი რა იყო იმ თემაში? ღარიბის 12 წლის შვილმა ჯართის შეგროვებისას დაასრულა სიცოცხლე 2 დღის წინ.

Posted by: neo> 20 Jan 2019, 20:44
QUOTE
რაც უფრო მალე გაქრება მოსახლეობა მით უკეთესი
იქნებ ვიღაცამ წესიერად გამოიყენოს ეს მიწა

+++

იქნებდა ეღირსოს ამ მიწას პატრიოტი ხალხი ოდესმე, დაიღალა ჩვენნაირი ბედოვლათებისგან

Posted by: gears 20 Jan 2019, 20:51
QUOTE
ოსმალოებისა და სპარსელების საუკუნოვანი ბატონობის შემდეგ, ჩამოყალიბებულია ღრმა მონობის ფსიქოლოგია

ნწ
გარკვეულ წრეებში შესაძლებელია
როგორც დღეს
მედროვეებში

მაგრამ პირიქით
მუდამ რაღაცას ვეჭიდებოდით და იმედიანად ვიყავით
მიუხედავად ამხელა ზეწოლისა

რუსეთმა აგვირია მტერ-მოყვარე
ვითომ ვარჩიეთ იგივე ოსმალო-სპარსებს
ამან თვითგადარჩენისთვის ბრძოლის ინსტინქტი დააქვეითა

პატარა ერი ვართ და დროთა განმავლობაში "ვიფიტებით"
ვიღლებით.

QUOTE
ძერჟავა გვარჩენდა და შესაბამისად ქართველი გაზარმაცდა

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Kobalty 21 Jan 2019, 11:25
QUOTE
რასაც ვხედავთ ეს არის ეროვნული დაბნეულობა, რაც ადრე თუ გვიან გაივლის

+1

QUOTE
არ გადავშენდებით, როგორც ერთ-ერთმა იუზერმა თქვა, იდიოტიზმამდე მისული თვითგადარჩენის უნარი გვაქვს.

+1

Posted by: COURT 21 Jan 2019, 11:43
ყველაფრის საფუძველია ეკონომიკა. შენ თავს თუ ვერ არჩენ, 2 და 3 შვილს ვერ "გაკაჩავ". ჩემს გარშემო ბევრი ადამიანია ვისაც ოჯახი არ აქვთ შექმნილი, ბევრი 1 შვილიანია, 2 შვილი თუ ყავთ, ესეიგი რაღაც დონეზე შემოსავალი აქვს ოჯახს, 3 შვილიანები სულ 2 ოჯახია, ისიც "შემთხვევით" გამოუვიდათ. მეორე პრობლემაა კიდე - ახალგაზრდების გადინება. მე აიტი-ში ვმუშაობ და ვხედავ რომ წელიწადში რამოდენიმე მართლაც მაღალი კლასის სპეციალისტი საქართველოს თოვებს. იქაური ხელფასები რამოდენიმეჯერ აღემათება აქაურს და ამ დროს გლობალიზაციის გამო ხარჯები დაახლოებით ერთი და იგივეა. ზოგი კომპანია საცხოვრებელ ხარჯებსაც უნაზღაურებს. ჩვენთან კიდე მონები სჭრდებათ აქაურ "ბიზნესმენებს". ქართველები ვერ მრავლდებიან. სამაგიეროთ მრავლდებიან სხვა ეროვნების ხალხი, მათ შორის ჩამოსულები. სულ რაღაც 10 წელიწადი და პარლამენტში ისინი უმრავლესობას აიღებენ. მერე იძახეთ "ბაზარი დაარეგულირებს".

Posted by: andamat3 21 Jan 2019, 15:36
iviko18
QUOTE
აქ თემა იყო გახსნილი რატომ ჰყავს იმ ღარიბს ამდენი შვილებიო...

მერედა მცდარი რა იყო იმ თემაში? ღარიბის 12 წლის შვილმა ჯართის შეგროვებისას დაასრულა სიცოცხლე 2 დღის წინ.

მცდარი ის არის, რომ სახელმწიფო უნდა ედგას მრავალშვილიან ოჯახებს მხარში და 12 წლის ბავშვს ჯართის შეგროვება არ უნდა სჭირდებოდეს.

გამოსავალი ის კი არ არის, რომ ღარიბმა შვილის არ გააჩინოს, არამედ ის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ღარიბის შვილის ადამიანური ცხოვრება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)