Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ქიმიის, ფიზიკის და მათემატიკის ამოცანები


Posted by: nalelevose 29 Jul 2013, 14:49
მოგესალმებით,

მინდა გამოვთვალო რა ძრავია საჭირო ტივის დასაძრავად (წყალში).
ტივს წყალთან შეხების ზედაპირი აქვს ცილინდრები (კასრები ჰორიზონტალურად დაწვენილი)

1. მაინტერესებს როგორ გამოვთვალო წყლის წინაღობა
2. როგორ გამოვთვალო პროპელერის მიერ აღძრული ძალა ბრუნებისა და ზომის მიხედვით

შედეგი არ მჭირდება რომ ძალიან ზუსტი იყოს, ცდომილება დასაშვებია.... უბრალოდ დაძრავს თუ არა კონკრეტული ძალის ძრავი - ამის გამოთვლაც მისაღებია

მადლობელი ვიქნები თუ ვიმნე მომაწოდებთ სასარგებლო ინფორმაციას smile.gif

Posted by: Zura_SX 30 Jul 2013, 17:35
nalelevose
ეს შენი სურვილით გაინტერესებს თუ უნივერსიტეტში მოგთXოვეს ?
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: GIORGI XXL 31 Jul 2013, 00:23
nalelevose
"წყალი" მდინარეა თუ ტბა?
თუ მდინარეა ძრავი არ უნდა და თუ აღმა აპირებ ცურვას ეს ამოცანას ართულებს givi.gif

Posted by: asphurcela 31 Jul 2013, 18:02
nalelevose
დენით თევზაობას ხო არ აპირებ? givi.gif

წინაღობა დამოკიდებულია მასში მცურავის გეომეტრიაზე.
წაუმწვეტე თავები და რაკეტის ფორმა მიეცი - წინაღობას მინიმუმამდე დაიყვან.
ძრავი მოტოციკლეტის წავა. პროპელერი კიდე - რამე 3 ფრთიანი და ასე 10-20 სანტიმეტრის დიამეტრის. უფრო 10 სმ. 20 ის დატრიალება სწრაფად გაუჭირდება.
აქაც გააჩნია რა სისწრაფით ატრიალებ. რაც სწრაფია ბრუნვა, მით პატარა დიამეტრის პროპელერი უნდა აიღო და პირიქით.


Posted by: mamon 29 Aug 2013, 17:14
asphurcela
QUOTE
წაუმწვეტე თავები და რაკეტის ფორმა მიეცი - წინაღობას მინიმუმამდე დაიყვან.

ოღონდ რაკეტა არა გეთაყვა.
წვეთის ფორმა !
ეს ჰიდროდინამიკაა და არა ზებგერითი აეროდინამიკა.



QUOTE
რამე 3 ფრთიან

პროპელერი ანუ მდაბიურად ამძრავი ხრახნი ითვლება ძრავის მომენტის/სიმძლავრის და ოპტიმალური ბრუნვების რიცხვის მიხედვით.

ეს იმდენად რთული მექანიკაა რომ !ინტეგრალები ჭირდება.

ასე "ნა პალცახ პრიკინუტ" არ ხდება ეს თუ გამოცდილება არ გაქვს ცოტა მაინც. მიიღებ წყლის შხეფებს და მოტრიალე ზ ე ბ გ ე რ ი თ აეროდინამიკის ტ ი ვ ს ;(






Posted by: esoeso87 7 Feb 2014, 17:33
ერთი ქილა საკვებით თქვენ შეგიძლიათ გამოკვებოთ 6 ლეკვი და 2 ძაღლი. თუ თქვენ გექნებათ 10 ქილა საკვები და გეყოლებათ 21 ლეკვი, რამდენ ძაღლს ეყოფა დარჩენილი საკვები?
იქნებ გამარკვიოთ როგორ იხსნება, მე 59 მივიღე, სწორი პასუხი არ ვიციიი
* * *
აუზის ავსებას ხუთი პატარა ტუმბო 4 საათს ანდომებს.
იგივე აუზს ორი დიდი ტუმბო 5 საათში ავსებს. რამდენ საათში
აავსებს ამ აუზს ოთხი პატარა და სამი დიდი ტუმბო ერთად
მოქმედებით?
ამის პასუხი 2 საათია, მაგრამ როგორ მიიღება იქნებ დაწეროთ...

Posted by: Irakli 7 Feb 2014, 18:14
esoeso87
http://forum.ge/?f=66&showtopic=34498139

Posted by: qeti/qetevani 30 Mar 2014, 00:37

განსაზღვრეთ ელექტროლიტში გამავალი დენი თუ 50 წთ-ში ნაკეთობაზე, 1,8 ნიკელი გამოიყოფა?

მგონი ასე ხომ?

m=kit i=m/kt
m=1,8
k-0.30

t=50wt=300 wm
i-1,8/0.30* 300

Posted by: Komponent 30 Mar 2014, 00:48
ხაშურში ვართ? biggrin.gif (რა ამბავია ამდენი თემა)

Posted by: asphurcela 30 Mar 2014, 10:00
qeti/qetevani
შვილო, გაგაგდებენ ამ ფორუმიდან, ყველა კითხვაზე ახალი თემა თუ გავხსენით ეს განყოფილება დაემსგავსება მართლა ხაშურს.
რას ვერჩით ხაშურს, მარა, ისეთი ვარიანტია ბათუმს რომ გადაყვნენ ნაცები და ხაშური მიივიწყეს.
არის შესაბამისი თემა და იქ დასვი ხოლმე კითხვები.

Posted by: LOLZ 30 Mar 2014, 13:26
qeti/qetevani
Warning:
4.2. აკრძალულია ახალი თემების გახსნა:

4.2.1. ფორუმზე უკვე განხილულების. გთხოვთ, ყოველთვის გამოიყენეთ "ძებნა" ("search"), სანამ ახალ თემას გახსნიდეთ. ან, როგორც მინიმუმ - თემების სახელწოდებების ძებნა თემათა ჩამონათვალის გვერდიდან. ეს რამდენიმე წამს წაგართმევთ. "ძებნის" გამოყენების იგნორირება ზიანს მიაყენებს ყველას - მომხმარებელსაც, რომელსაც აქვს კითხვა (რადგანაც ამით ის უგულებელყოფს სხვების მიერ დაგროვებულ გამოცდილებას და არ მოისურვებს პასუხის მიღებას უმოკლეს დროში) და ფორუმის მუდმივ მომხმარებლებსაც (რომლებისთვისაც უინტერესოა ფორუმში თემების ნახვა ერთი და იმავე კითხვებით). თუ ამგვარი თემები ვინმეს მიერ უკვე შექმნილია, გთხოვთ, ამოარჩიოთ რომელიმე მათგანი (უმჯობესია  არჩევანი შეაჩეროთ იმ თემაზე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა გამოხმაურებები პასუხების სახით).

კითხვები თუ გექნება ამ თემებში პოსტე!
http://forum.ge/?f=66&showtopic=34628537
http://forum.ge/?f=66&showtopic=34498139
http://forum.ge/?f=66&showtopic=34444829

Posted by: nachniki 28 Jun 2014, 21:34
3 ჰექტარიდან აიღეს ხორბლის მოსავლის 60%. მთლიანი მოსავლის 30% განადგურდა და ის აღმოჩნდა 3 ტონა.
რას უდრის ის ფართობი, რომელზედაც მოიწევდნენ 200კგ ხორბალს?

Posted by: m e r a 28 Jun 2014, 21:49

კარგად დაალაგე და მერე დაგეხმარებით, თორე თუ 1,5 ჰექტარზე 3 ტონაა, ძალიან მარტივად გამოვა პასუხი.

Posted by: nachniki 28 Jun 2014, 21:51
ზურსტად ისე დავწერე როგორც წიგნში წერია
როგორ გააკეთე ეგ?

Posted by: Muon 28 Jun 2014, 22:15
პირობა ცოტა აბდა-აბდაა. თუ სწორად გავიგე
0.1 ჰა?

Posted by: Raycher 28 Jun 2014, 22:19
nachniki

30% თუ 3 ტონაა, ესეიგი 100% 10 ტონა იქნება, ხო :

და 60% თუ აიღეს, ზნაჩეტ 6 ტონა აუღიათ.

10% ანუ 1 ტონა დაუტოვებიათ მინდორში

ამოცანა გვეკითხება რას უდრის ის ფართობი, რომელზეც მოიწევდნენ 200 კგ ხორბალსო.

აქ შეკითხვა არ მესმის. აინტერესებთ ის ფართობი, რაც ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ესადაგება 200 კგ ხორბალს, თუ ის ფართობი, რაც ესადაგება კარგ შემთხვეავში, რომ არ განადგურებულიყო.

ან იქნებ იმ შემთხვევაში 1 ტონა რომ მინდორში არ დაეტოვებინათ, მოკლედ მაგარი შენძრეულია მაგ ამოცანის ავტორი, გადაურეკე და მოუკითხე კარგები და კეთილები..

Posted by: eniqsi 28 Jun 2014, 22:23
nachniki
QUOTE
3 ჰექტარიდან აიღეს ხორბლის მოსავლის 60%. მთლიანი მოსავლის 30% განადგურდა და ის აღმოჩნდა 3 ტონა.
რას უდრის ის ფართობი, რომელზედაც მოიწევდნენ 200კგ ხორბალს?

თუ მთლიანი მოსავლის 30% განადგურდა და ის 3 ტონაა დარჩა 70% ე. ი. 7 ტონა.
თუ 3 ჰექტარიდან აიღეს ხორბლის მოსავლის 60% ,მაშინ დანარჩენ მიწაზე აიღეს 40% ე. ი. მიწის ფართობი ყოფილა 5 ჰექტარი.
ამოცანის საწყისი პირობების გაგება ამოცანის ნახევრად ამოხსნაა. დანარჩენი შენ თითონ.smile.gif

Posted by: nachniki 28 Jun 2014, 22:39
ორაზროვანია რა. მე რაღაც შეცდომა მგონია.

ხარ 1000მკვ ვიღებ ხან 2000მკვ

Raycher
ჩავთვალოთ რომ ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ესადაგება 200 კგ ხორბალს
რა გამოვა მაშინ?

Posted by: m e r a 29 Jun 2014, 01:38
nachniki
QUOTE
ზურსტად ისე დავწერე როგორც წიგნში წერია როგორ გააკეთე ეგ?



თუ სწორედ წერია, მაშინ პირობები ასე უნდა იყოს:

1. მთლიანი იქს მოსავლიდან 30% პროცენტი განადგურდა, ანუ 3 ტონა.
2. მთლიანი ფართობის ნაწილიდან, ანუ 3 ჰექტარიდან აიღეს მოსავლის 60%.

გამოდის, რომ:

1. მთლიან ფართობზე არის გადარჩენილი 70%, ანუ 7 ტონა მოსავალი.
2. 3 ჰექტარზე მოვიდა 7 ტონის 60%, ანუ 4,2 ტონა.
3. 4,2ტ / 200კგ = 21.
4. 3ჰ / 21 = ?

მეორე ვარიანტი:

1. მთლიან ფართობზე არის გადარჩენილი 70%, ანუ 7 ტონა მოსავალი, მთლიანად კი 10 ტონა.
2. 3 ჰექტარზე მოვიდა 10 ტონის 60%, ანუ 6 ტონა.
3. 6 ტ / 200 კგ = 30.
4. 3 ჰ / 30 = 1000 მეტრ კვადრატი.

ეს მეორე უნდა იყოს სწორი.

Posted by: :givi: 29 Jun 2014, 02:11
m e r a
გეშლება.

რაც განადგურდა იმიანა აიღეს 3 ჰექტარზე 60%.

უსმინეთ eniqsi-ს.


nachniki
0.2 ჰა=2000მ^2 არის პასუხი


m e r a
ან არ გეშლება და აღებამდე განადგურდა givi.gif

Posted by: Muon 29 Jun 2014, 19:02
QUOTE
აღებამდე განადგურდა


აღებამდე თუ განადგურდა, როგორ გაიგეს, რომ 3 ტონა იყო?

Posted by: _STRIKER_ 29 Jun 2014, 19:27
1000 კვ. მეტრი















.

Posted by: oleg-i 29 Jun 2014, 19:59
იმიან ამიანად ამოცანა ამოხსნა X%-მა.
* * *

და საერთოდ ცნობილი უნდა იყოს:
-რა დათესეს?
-სად დათესეს?
-როდის დათესეს?
-რამდეზე რამდენი დათესეს?
-ვინ და რატომ დათესა?
...
...
და ვინ იყო იმ დროს (გვარს არ დავასახელებ) კოლმეურნეობის თავმჯდომარე!!!
biggrin.gif

Posted by: asphurcela 29 Jun 2014, 20:21
oleg-i
არადა თევდორე აფრთხილებდა არ დათესო, მთვარე არ მომწონს, დაგისეტყვამსო biggrin.gif
დაუჯერე რა...

Posted by: Muon 30 Jun 2014, 13:21
_STRIKER_


0.1 ჰა = 1000 კვ. მეტრს

Posted by: _STRIKER_ 30 Jun 2014, 13:32
QUOTE (Muon @ 30 Jun 2014, 13:21 )
_STRIKER_


0.1 ჰა = 1000 კვ. მეტრს

up.gif

Posted by: :givi: 30 Jun 2014, 16:13
givi.gif
QUOTE
0.2 ჰა=2000მ^2 არის პასუხი

დიდი ტყუილი spy.gif


Posted by: Grageon 1 Jul 2014, 21:12
000000000000000000000000000000000000000000
შემეშალა

Posted by: execution 1 Jul 2014, 21:14
60% რომ აიღეს ეგ რაღა საჭიროა ვერ ვხვდები ან პირობა გავიგე არასწორად
მთლიანის 30% თუ 3 ტონაა ანუ სულ 10 ტონაა 3 ჰექტარზე და 0.06 ჰა უნდა 200 კგ ს , არა?

Posted by: Corsa Burnout 22 Jul 2014, 12:49
მოკლედ ამოცანა შემდეგში მდგომარეობს

2 ერთი და იგივე სიგრძის მილი ვერტიკალურად დგას, დაუშვათ 20 მეტრსი სიგრძის, ერთი მილი არის 5სმ დიამეტრის, მეორე არის 50სმ, ორივეს ვავსებთ წყლით
ორივე მილს ქვემოთ უკეთებთ ერთი და იგივე დიამეტრის ნახვრეტს წყლის გამოსაშვებათ


კითხვა: რომელი მილიდან გამოვა უფრო მეტი წნევით წყალი



პასუხი აუცილებლად უნდა დასაბუთდეს ფორმულით

Posted by: Kakha 22 Jul 2014, 14:33
კლასიკური ფიზიკის თანახმად ფსეკრზე წნევა იქნება ერთი და იგივე, მითუფრო თუ ნახვრეტები ერთი და იგივე დიამეტრისაა ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება, პ.ს. ნახვრეტის დიამტერიც რომ ეწეროს ცოტა უფრო გარკვეული პასუხი იყო შესაძლებელი smile.gif

Posted by: DRAKONI 22 Jul 2014, 22:04
Kakha
QUOTE
კლასიკური ფიზიკის თანახმად ფსეკრზე წნევა იქნება ერთი და იგივე, მითუფრო თუ ნახვრეტები ერთი და იგივე დიამეტრისაა ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება, პ.ს. ნახვრეტის დიამტერიც რომ ეწეროს ცოტა უფრო გარკვეული პასუხი იყო შესაძლებელი

სტატიკურ მდგომარეობაში კი ეგრეა, მაგრამ ხომ არ გეკითხებიან ფსკერზე რა წნევააო?

რეალურად წნევაზე გავლენას მრავალი ფაქტორი მოახდენს. მაგალითად ვიწრო მილში წინაღობის (ხახუნის) ძალა მეტი იქნება

გარდა ამისა, როგორც კი წყალი გამოსვლას დაიწყებს, ვიწრო მილში წყლის დონე უფრო სწრაფად მოიკლებს ვიდრე დიდ მილში და წნევაც მეტად დაეცემა. ასე რომ მტკიცება:
QUOTE
ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება

არასწორია.

Posted by: Kakha 23 Jul 2014, 08:47
DRAKONI
საერთოდ რას გვეკითხება რომ გარკვეულია???
რას ნიშნავს მეტი წნევით გამოვა? რაღაც ელიავას ტერმინოლოგიასავით ჟღერს smile.gif
ამიტომ აღვწერე მარტივი იდეალური მოდელი, ხოლო რაც შეეხება რეალური სითხის თვისებებს, სანამ ნახვრეტის მდებარეობა, დიამეტრი მილის გარსის სისქე და კიდე ბევრი დეტალი არ გვეცოდინება, ეს ამოცანა კაკულიას თემა იქნება smile.gif
* * *
DRAKONI
QUOTE

QUOTE
ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება

არასწორია.

დენადობაში დინების სიჩქარე არ იგულისხმება, არამედ მისი ზედაპირული დაჭიმულობა.

Posted by: eniqsi 23 Jul 2014, 15:46
Kakha
QUOTE
საერთოდ რას გვეკითხება რომ გარკვეულია???
რას ნიშნავს მეტი წნევით გამოვა? რაღაც ელიავას ტერმინოლოგიასავით ჟღერს smile.gif

შეაერთეთ შლანგით და ზიარი ჭურჭელი გამოვა. smile.gif

Posted by: qicina 22 Jan 2015, 14:32
ამათი ნახაზი მაინტერესებს, ანუ ჩანახაზი როგორი უნდა იყოს გრაფიკულად კარგად ვერ მივხვდი და თქვენი დახმარება მინდა. სწორი პასუხი რომ ავარჩიო მერე.

1) მოცემულია:
მხოლოდ აფრიკელებს შეუძლიათ ტამტამზე დაკვრა
ყველა ვინც ტამტამზე უკრავს შავკანიანია

აქედან პირველი ცებულება არის მცდარი და მეორე ჭეშმარიტი. (ანუ პირველი დებულება იქნება არც ერთ აფრიკელს არ შეუძლია ტამტამზე აკვრა ხო?)

2) მოცემულია:
ყველა ადამიანი რომელიც ნამყოფია კოსმოსში ჭაღარაა
ყველა ის ადამიანი რომელიც არაა ნამყოფი ანტრაქტიდაზე, ჭაღარა არაა

3)მოცემულია:
ყოველი მსახიობი და მოცეკვავე არის რომანტიკოსი
არცერთი მოჭადრაკე მამაკაცი არაა რომანტიკოსი
ყველა რომანტიკოსი არის მეოცნებე

4)მოცემულია:
ყველა მოსწავლე ვალდებულია ისწავლოს
ყველა მოსწავლეს არ ააქვს სახელმძღვანელოები


მარტო გრაფიკული ჩანახაზები მაინტერესებს და პასუხებს მეთვიონ მივხვდები მერე. მიტო აღარ დავწერე სავარაუდო პასუხები. ცოტა საჩალიჩო კია გრაფიკული სურატების ჩალიჩი და მერე აქ დადება, მაგრამ გთხოვთ დამეხმარეთ რა.

Posted by: panama777 23 Jan 2015, 14:46
ბამბუკი ისე იზრდება, რომ მისის ყოველი წერტილი ერთი და იმავე სიჩქარით ადის მაღლა.ლოკოკინა ბამბუკის წვერზე შვიდ საათში ავიდა.ერთი საათი დაისვენა და უკან ჩამოსვლას რვა საათი მოანდომა.რამდენჯერ მეტია ლოკოკინას სიჩქარე ბამბუკის ზრდის სიჩქარეზე?

Posted by: ბერმუხა 23 Jan 2015, 15:35
ალბათ 8/7 ჯერ ანუ 1.143 ჯერ ჩქარია ლოკოკინა

Posted by: ლაბარნა 23 Jan 2015, 15:37
panama777

QUOTE
ბამბუკი ისე იზრდება, რომ მისის ყოველი წერტილი ერთი და იმავე სიჩქარით ადის მაღლა


ანუ ჩავთვალოთ, რომ ძირიდან, ფესვებიდან იზრდება მუდმივი სიჩქარით?

მაშინ შემოვიღოთ აღნიშვნები: H(0) ბამბუკის სიმაღლე (სანტიმეტრებში) ნულოვან მომენტში, H(t) _ ბამბუკის სიმაღლე დროის ნებისმიერ t მომენტში, H(7) _ ბამბუკის სიმაღლე 7 საათში, H(8) _ ბამბუკის სიმაღლე 8 საათში, H(16) _ ბამბუკის სიმაღლე 16 საათში, ანუ როცა ძირს ჩამოვიდა ლოკო (იგივე ერთეულებში ორივე).
vB _ ბამბუკის ზრდის სიჩქარე, დავუშვათ, სმ/სთ
vL _ ლოკოკინას სიჩქარე, სმ/სთ

შედგება ფორმულები:

H(7) = H(0) + vB*7
H(8) = H(0) + vB*8
H(16) = H(0) + vB*16

ლოკოკინას მიერ გავლილი გადაადგილებაც იგივეა (H(7) და H(8)), ოღონდ პირველ შემთხვევაში ბამბუკის ზრდის სიჩქარე ეხმარება მას ასვლაში, მეორე შემთხვევაში კი პირიქით ხელს უშლის, ანუ:

H(7) = (vL+vB)*7
H(8) = (vL-vB)*8

ახლა უკვე მთელი სისტემა გვაქვს, 5 უცნობი და 4 დამოუკიდებელი განტოლება. ზუსტ სიდიდეებს ვერ ვიპოვით, მაგრამ მიმართებებს მართლაც ვიპოვით. ამოვხსნათ და მივიღებთ:

H(0) + 7vB = 7vL + 7vB
H(0) + 8vB = 8vL-8vB

H(0) = 7vL

vL = 16vB

ანუ ლოკოს სიჩქარე 16-ჯერ მეტია ბამბუკის ზრდის სიჩქარეზე.

ბიოლოგიურად კი, დიდი ბოდიში, ბამბუკი რთული ინტერკალარული ზრდით ხასიათდება, მუხლებსშორისებიდან იზრდება და მისი ყოველი წერტილი სულაც არ ადის მაღლა ერთნაირი და, მით უმეტეს, თანაბარი სიჩქარით. ამ მათემატიკური ამოცანის საფუძვლად საკმაოდ პროფანიზებული ბიოლოგიაა ჩადებული.

მოდერაციასთან ბოდიში, თუ უჯეროდ გახსნილ თემას გამოვეხმაურე. ბოლო-ბოლო, შეიძლება ფიზიკა-მათემატიკის ამოცანებს მიუერთდეს და ეგ იქნება.

http://forum.ge/?f=66&showtopic=34498139

აგერ და თან 101 გვერდზეც მისულა...

Posted by: credo35 23 Jan 2015, 15:41
...........................................................................

Posted by: ბერმუხა 23 Jan 2015, 15:48
წინა პოსტში სისულელო დავწერე.

ვთქვათ ლოკოკინის სიჩქარეა X ბამბუკის ზრდის სიჩქარე Y. ასვლისას სიჩქარე შეიკრიბება . ჩამოსვლისას გამოაკლდება. რადგანაც "ბამბუკი ისე იზრდება, რომ მისის ყოველი წერტილი ერთი და იმავე სიჩქარით ადის მაღლა"


მაშინ 7*(X+Y) + Y = 8*(X-Y) პასუხი გამოვა 16 ი

სად შევცდი ?

Posted by: ლაბარნა 23 Jan 2015, 15:49
ბერმუხა

16

არსად, მე შევასწორე ))

Posted by: Taba 26 Feb 2015, 13:44
ციტატა პირველი ნაწილიდან
მოკლედ ამ ბოლო დროს იხსნება თემები : "მიშველეთ ამოცანას ვერ ვხსნი", "საშინაო დავალებას ვერ ვაკეთებ " და ა.შ. ყველა ეს თემა დაიხურება.
ამ თემას კი ავპინავ და ყველა სკოლის მოსწავლის გასაგონად ვამბობ , აღარ გახსნათ ასეთი თემები. გაუფრთხილებლად მიიღებთ +20%-ს.
ამომხსნელებს კი მოვუწოდებ პირდაპირ ამოხსნებს ნუ დადებენ , განმარტებაც მოაყოლონ.

პირველი ნაწილი http://forum.ge/?f=66&showtopic=34182854
მეორე ნაწილი http://forum.ge/?f=66&showtopic=34498139


Posted by: zarmaca 26 Feb 2015, 17:26
მაინცდამაინც ჩემს კომენტარზე დაიხურა ის თემა smile.gif დავაკოპირე :

ბავშვი? რამდენის ხარ განა biggrin.gif biggrin.gif სპასიბა ბიჭებო პასუხისათვის მაგრამ ოლეგი, ეს სკოლის დავალება არაა, სკოლა მე იმ დროს დავამთავრე როცა ჯერ კიდევ ბნელი ხანა იყო და მაგ დროს ალბათობა რა ხილი იყო კაცმა არ იცოდა არათუ სკოლაში ასწავლიდნენ biggrin.gif ....მე მჭირდება პირად საქმეში და ხდომილებები ნამდვილად დამოკიდებულია რადგან ჯერ ხდება A და შემდეგ B, თუ A არ მოხდა მაშინ ვერც B მოხდება,მაგრამ თუ A მოხდა, არ ნიშნავს რომ B -ც უეჭველი მოხდება, ამასთან, A -ზეა დამოკიდებული თუ რომელი B მოხდება,იგივე პრინციპით C (თუ A და B არ მოხდა ვერც C მოხდება და რომელი C მოხდება დამოკიდებულია A -სა და B -ზე) და ასეა ჩამწკრივებული რამდენიმე biggrin.gif როგორ გამოვთვალო რამდენიც არ უნდა იყოს ჩამწკრივებული ყველას მოხდენის შანსი

Posted by: oleg-i 26 Feb 2015, 21:55
zarmaca
QUOTE
სპასიბა ბიჭებო

ვინაა შენი ბიჭი biggrin.gif
QUOTE
ხდომილებები ნამდვილად დამოკიდებულია რადგან ჯერ ხდება A და შემდეგ B, თუ A არ მოხდა მაშინ ვერც B მოხდება,მაგრამ თუ A მოხდა, არ ნიშნავს რომ B -ც უეჭველი მოხდება, ამასთან, A -ზეა დამოკიდებული თუ რომელი B მოხდება,იგივე პრინციპით C (თუ A და B არ მოხდა ვერც C მოხდება და რომელი C მოხდება დამოკიდებულია A -სა და B -ზე) და ასეა ჩამწკრივებული რამდენიმე  როგორ გამოვთვალო რამდენიც არ უნდა იყოს ჩამწკრივებული ყველას მოხდენის შანსი


შენს საკითხს ასეთი სქემის სახეს მივცემ: A-მ შესაძლოა გამოიწვიოს B, B-მ კი თავისმხრივ შესაძლოა გამოიწვიოს C და ა,.შ. ისე რომ
თუ მოხდა C - ეს ნიშნავს რომ აუცილებლად ( უეჭველი) მომხდარა B, და მითუმეტეს ადრე უეჭველად მომხდარა A.
ალბათობა იმისა რომ განხორციდელდება A-ც, B-ც და C -ც დაითვლება ე. წ. პირობითი ალბათობის ფორმულით:
P(ABC) = P(A)*P(B|A)*P(C|B) სადაც
P(A) --- A- ხდ ალბათობაა
P(B|A) ---- B-ხდ ალბათობაა იმ პირობით, რომ A უკვე განხორციელდა
P(C|B) ----- C -ხდ ალბათობაა იმ პირობით რომ B უკვე განხორციელდა (ცხადია A-ც განხორციელებულა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დადე კონკრეტული ამოცანა და შევეცადოთ გავარკვიოთ.....
ოღონდ ასეთიც არ გვინდა:
დოლარის კურსიც დავარდება --- > ბინასაც ვიყიდი ---> ცოლსაც მოვიყვან ---> რუსეთიც დაიშლება და... და ... ..... ოი ტატატა!!! biggrin.gif
მაგ საკითხზე კაკულიას უნდა მიმართო lol.gif
-----------------------------------------------------------
იმედია იუმორის გრძნობა გაქვს.

Posted by: zarmaca 26 Feb 2015, 23:03
თქვენ სწორად ჩაწვდით ამოცანის აზრს, ბატონო და ღრმად მხცოვანო ოლეგი, მაგრამ ვთქვათ და P(B|A) ყოფილა B-ს ხდომილების ალბათობა იმ პირობით რომ A უკვე განხორციელდა,თუ მეც სწორად მოგყვებით და შეგიძლიათ ეს ყველაფერი გასარკვევ ფორმულაში გადაიყვანოთ, მაგალითად მაგალითით smile.gif ვთქვათ და A -ს მოხდენის ალბათობა 50% -ია, B -ს 15%(იმ შემთხვევაში თუ A მოხდა) და C -ს 75%(იმ შემთხვევაში თუ A და B მოხდა), მაშინ თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს, რა იქნება სამივეს მოხდენის ალბათობა

P.S. იუმორი ნამდვილად მესმის მაგრამ "ვინაა შენი ბიჭი" რა ფორმატის იუმორში ჯდება არ ვიცი, ეტყობა ახალია რამე და ახალგაზრდებს გესმით მარტო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: oleg-i 27 Feb 2015, 22:44
ზარმაცა
QUOTE
ვთქვათ და A -ს მოხდენის ალბათობა 50% -ია, B -ს 15%(იმ შემთხვევაში თუ A მოხდა) და ჩ -ს 75%(იმ შემთხვევაში თუ A და B მოხდა), მაშინ თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს, რა იქნება სამივეს მოხდენის ალბათობა

0,5*0,15*0.75*100% = 5,625%
------------------------------------------------
შენი ამოცანა ერთი ასეთი მარტივი მაგალითის მაგალითზე smile.gif განვიხილოთ:
გვაქვს 4 ბურთულა ...... 1 თეთრი - 3 შავი
A --- შემთხვევით ვიღებთ სამ ბურთულას მათში უეჭველი თეთრის მოხვედრით, ამის ალბათობაა 3/4
B --- ამოღებული სამი ბურთულადან შემთხვევით ვიღებთ ორს მათში უეჭველი თეთრის მოხვედრით, ამის ალბათობაა 2/3
C -- ამ ორიდან შემთხვევით ვიღებთ ერთს ისევ თეთრის მოთხოვნით ...ალბათობით 1/2

მაშინ ალბათობა იმისა, რომ განხორციელდა AცBცCც ცხადია იქნება ნამრავლი ... ანუ 1/4

მაგრამ ეს მაგალითი სრულიადაც არ ამსუბუქებს საკითხის სირთულეს, რამეთუ როგორც თავში აღნიშნავდი...
QUOTE
მაგრამ თუ A მოხდა, არ ნიშნავს რომ B -ც უეჭველი მოხდება,

ასე, რომ ეს ზოგადად... ისე კი კონკრეტულ შემთხვევებში თავს სხვადასხვაგვარად მოიფხანს კაცი biggrin.gif
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ისე კი ლოგიკურ გამონათქვამში: " თუ(როცა) A, მაშინ(ე,ი) B ", რასაც ე.წ. იმპლიკაციასაც უწოდებენ, იგულისხმება აუცილებელი(უეჭველი) B.
...თუ კარგად ვისწავლი, მაშინ მამა "ბასანოშკებს" მიყიდის...(აუცილებლად!-ო) : biggrin.gif

Posted by: zarmaca 28 Feb 2015, 00:03
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გასაგებია, მაგ სირთულეს აწი მე მივხედავ.. კაი კაცი ხარ wink.gif

Posted by: ქართლოსი 2 Mar 2015, 21:37
მარტო ელექტროობის ნაწილის სწავლა მინდაფიზიკაში და კარგი მასწავლებელს ვეძებ.

Posted by: ქართლოსი 10 Mar 2015, 23:27
ეს როგორ იქნება?

http://www.picz.ge

Posted by: lepori 11 Mar 2015, 01:36
ქართლოსი
წესით და კანონით ბ >> მიღებულ ხსნარშI მარილის პროცენტული წილი მეტია ზღვის წყალში მარილის პროცენტულ წილზე...
4%-ან ხსნარს, 50%-ანი დაუმატეს, შესაბამისად მარილის პროცენტული წილი გაიზრდებობდა

Posted by: ქართლოსი 12 Mar 2015, 16:49
lepori
როგორ იხსნება ეგეც მაინტერესებდა მსვლელობა.


Posted by: მეგატვინი 12 Mar 2015, 23:07
ქართლოსი

წესით ასე

დავუშვათ ზღვის წყალი არის 100 გრამი

მაშინ მარილი იქნება 4 გრამი (100 ის 4 % 4ია)
წყალი 96 გრამი

დაუმატეს 1 გრამი წყალი და 1 გრამი მარილი

გახდა 97 გრამი წყალი და 5 გრამი მარილი

დამატების შემდეგ მიღებულ ხსნარში მარილის პროცენტული წილი იქნება 5/5+97*100=4.9 რაც 4 ზე მეტია

ამიტომ პასუხი იქნება ბ

Posted by: ქართლოსი 12 Mar 2015, 23:43
მეგატვინი

მადლობა.
მათემატიკის მასწავლებელი უნდა მოვნახო ცოტახნით.

Posted by: მეგატვინი 12 Mar 2015, 23:48
ქართლოსი

თუ ინგლისური იცი,გირჩევ კარგ რესურსებს და შენით ისწავლი.

ქართულადაც მაქვს თოფურიის ელექტრონული ვერსია

Posted by: ქართლოსი 13 Mar 2015, 00:13
მეგატვინი

მათემატიკა რას ამბობ. არამგონია ვცადე და არ გამომივიდა.

მომეცი მაინც გადავხედავ.

Posted by: მეგატვინი 13 Mar 2015, 10:24
ქართლოსი
QUOTE

მათემატიკა რას ამბობ. არამგონია ვცადე და არ გამომივიდა.


ანუ არ გესმის მათემატიკა ?

მაშინ ჯერ უნარების მათემატიკას მიაწექი(რის ტესტებსაც შენ აკეთებ)
თუ უფრო მეტი გაინტერესებს მერე აიღე თოფურია და სხვა წიგნები

აიმცის უნარების მათემატიკური ნაწილი იყიდე,ნებისმიერი წლის
ახსნაც არის იქ და ამოცანებიც ბევრია.



Posted by: ქართლოსი 13 Mar 2015, 11:12
მეგატვინი
QUOTE
ანუ არ გესმის მათემატიკა ?


თითქმის არა გამრავლების ტაბულაც არ ვიცი.

QUOTE
აიმცის უნარების მათემატიკური ნაწილი იყიდე,ნებისმიერი წლის
ახსნაც არის იქ და ამოცანებიც ბევრია.


ამაზე ამბობ?
ახსნა ამასაც აქ მაგრამ ვერ ვიგებ მაინც.

http://www.picz.ge

Posted by: მეგატვინი 13 Mar 2015, 11:35
ქართლოსი

არადა ადვილია ყველაფერი biggrin.gif

ინგლისური არ გესმის ?
ცოტაც საკმარისია

კონკრეტულად რას ვერ იგებ მაინც ?


Posted by: ქართლოსი 13 Mar 2015, 11:57
მეგატვინი



QUOTE
არადა ადვილია ყველაფერი

ვისთვის გააჩნია.

QUOTE
ინგლისური არ გესმის ?
ცოტაც საკმარისია

ინგლისური მესმის არ დავიკარგები იმ დონეზე.

QUOTE
კონკრეტულად რას ვერ იგებ მაინც ?

კონკრეტულზე არაა ლაპარაკი,
მათემატიკა არ მისწავლია 5 კლასის მერე



Posted by: მეგატვინი 13 Mar 2015, 12:05
ქართლოსი
QUOTE
ინგლისური მესმის არ დავიკარგები იმ დონეზე.


კაია,მაშინ ეს საიტი გამოგადგება,იმათთვისაა ვინც მათემატიკა არ იცის და 0დან იწყებს ყველაფერს.
სკოლის მათემატიკაში რაც შედის ყველაფერს ისწავლის

https://www.khanacademy.org/math/arithmetic

არითმეტიკიდან დაიწყე,მერე პრე-ალგებრა და მიყევი ესე.

ვიდეოს რო ჩართავ cc-სა დააჭირე და სუბტიტრებს ჩართავს.

Posted by: ქართლოსი 13 Mar 2015, 12:30
მეგატვინი
მადლობა.
==============
==============

Posted by: execution 13 Mar 2015, 15:51
user posted image
----------------------------------------------------------------------------------------------------------
user posted image
ამათზე რას ფიქრობთ?
გამოთვლით ასე გამოდის, მაგრამ ლოგიკურად 0.99999999999........... უდრიდეს 1 ს ? biggrin.gif მაქსიმალურად ახლოს არის 1 თან მაგრამ 0.999999..... = 1 ? რავიცი არ ჯდება რაღაც


მეგატვინი
ვა კაი რაღაცა ჩანს, მადლობა

Posted by: მეგატვინი 13 Mar 2015, 17:58
Ex3cuTioN
QUOTE
ვა კაი რაღაცა ჩანს, მადლობა


მაგარია ძალიან,ადვილი ენითაა,მარა ხანდახან შორიდან უვლის ხოლმე biggrin.gif

3 თვეა მაგას ვიყენებ + წიგნებითაც,მეც აქ მასწავლეს ეგ საიტი.


Posted by: illmatic 14 Mar 2015, 18:50
ctg^3-ის წარმოებული რა იქნება?
3ctg^2 ?

Posted by: THH 14 Mar 2015, 18:56
illmatic
არა, კიდევ უნდა გაამრავლო კოტანგესის წარმოებულზე.

Posted by: illmatic 14 Mar 2015, 19:05
THH
ანუ როგორც რთული ფუნქცია,ისე უნდა გავაწარმოო?
მადლობა

Posted by: moodyman 14 Mar 2015, 19:22
ამიხსენით რა ეს
თუ სკოლის მასალა არაა, დამილინკეთ თემა სად ვიკითხო

mo.gif

user posted image

პასუხებია A=-4 და B=-1

Posted by: THH 15 Mar 2015, 02:51
moodyman
რადგან A=-4 ამიტომ
P=x^3+x^2-4x+1=(x-1)(x^2+2x-2)-1, პირობით მეორე ფრჩხილი ნულია და ამიტომ B=-1.
* * *
QUOTE
moodyman

წინა ამოხსნა მთლად კორექტული არაა, რადგან ვიგულისხმე რომ A=-4 იყო მოცემულობა (უბრალოდ თავები ამიჭრელდა, ეტყობა). აი, სწორე ამოხსნა:
(x-1)(x^2+2x-2)=x^3+x^2-4x+2=(x^3+x^2+Ax+1)-(A+4)x+1=P-(A+4)x+1
პირობით, ვიცით, რომ P რაციონალურია, როცა x^2+2x-2=0. ამ დროს მარცხენა მხარე ნულია, ამიტომ P-(A+4)x+1=0. თუ A არაა -4, მაშინ x=(P+1)/(A+4) გამოვა რაციონალური (რადგან P და A ასეთებია), მაგრამ x^2+2x-2=0 ფესვი ირაციონალურია. ეს წინააღმდეგობა აჩვენებს რომ A=-4 და მერე როგორც იყო წინა პოსტში.

Posted by: moodyman 15 Mar 2015, 18:46
THH
გასაგებია უმეტესწილად, მადლობა yes.gif

ერთი პირველივე ნაბიჯს ვერ მივხვდი კარგად, (x-1)(x^2+2x-2) რატომ გამოიყენე,
ანუ როგორ მიხვდი რომ ზუსტად მაგ ნამრავლის გამოყენება იყო საჭირო,
სხვა ასეთი ტიპის ამოცანებისთვის რომ ვიცოდე

ჩაინიკური კითხვაა მაგრამ ... biggrin.gif

Posted by: THH 15 Mar 2015, 19:17
moodyman
QUOTE
ერთი პირველივგე ნაბიჯს ვერ მივხვდი კარგად, (x-1)(x^2+2x-2) რატომ გამოიყენე,
ანუ როგორ მიხვდი რომ ზუსტად მაგ ნამრავლის გამოყენება იყო საჭირო,
სხვა ასეთი ტიპის ამოცანებისთვის რომ ვიცოდე

რა თქმა უნდა მესმის. გამოვიყენე მრავლწერვრების გაყოფის ალგორითმი.
ეს როგორც რიცხვებშია: 20 რომ გაყო 3-ზე მიიღებ 6-ს და ნაშთში 2-ს. ანუ 20=3* 6+2.. ასევე მარვალწევრებში:
x^3+x^2+Ax+1 რომ გაყოფ x^2+2x-2 ზე მიიღებ x-1 და ნაშთში (A+4)x-1:
აღნიშნული ალგორითმი შეგიძლი ნახო აქ
http://en.wikipedia.org/wiki/Polynomial_long_division
პირდაპირ მაგაილითი წაკითხე. თუ ვერ გაიგე მომწერე და აგიხსნი


Posted by: moodyman 15 Mar 2015, 20:45
THH
წავიკითხე მაგალითი და გასაგებია ყველაფერი, მადლობა


Posted by: ქართლოსი 19 Mar 2015, 13:50
მეგატვინი

http://kodala.ge/index.php?option=com_content&view=article&id=23&Itemid=6

ეს კარგია?

Posted by: მეგატვინი 19 Mar 2015, 13:54
ქართლოსი

ალბათ კარგია,რავიცი როგორ გაიგებ

რაც გირჩიე ის ყველაზე კარგი ვარიანტია,მარა არც ეს არის ცუდი

Posted by: ქართლოსი 19 Mar 2015, 14:19
მეგატვინი

ხო ეხლა მასწავლენბელი ავიყვანე.


Posted by: Gooramos 19 Mar 2015, 20:28
A და B პუნქტებს შორის მანძილი 60 კილომეტრია. A-დან და B-დან ერთდროულად ერთი და იმავე მიმართულებით გამოვიდა ორი ავტომანქანა. თუ A-დან გამოსული ავტომანქანის სიჩქარე 10კმ/სთ-ით გადიდდება, ხოლო მეორის სიჩქარე - 8კმ/სთ-ით, მაშინ პირველი მეორეს დაეწევა იმავე ადგილას და თან ერთი საათით ადრე, სადაც იგი სიჩქარეების გაზრდამდე დაეწეოდა. განსაზღვრეთ თითოეული ავტომანქანის სიჩქარე.


გამიშრო სისხლი!! იქნებ ვინმე დამეხმაროთ.

Posted by: oleg-i 19 Mar 2015, 23:24
Gooramos
QUOTE
A და B პუნქტებს შორის მანძილი 60 კილომეტრია. A-დან და B-დან ერთდროულად ერთი და იმავე მიმართულებით გამოვიდა ორი ავტომანქანა. თუ A-დან გამოსული ავტომანქანის სიჩქარე 10კმ/სთ-ით გადიდდება, ხოლო მეორის სიჩქარე - 8კმ/სთ-ით, მაშინ პირველი მეორეს დაეწევა იმავე ადგილას და თან ერთი საათით ადრე, სადაც იგი სიჩქარეების გაზრდამდე დაეწეოდა. განსაზღვრეთ თითოეული ავტომანქანის სიჩქარე.



A-დან გამოსულის სიჩქარე პირველ შემთხვევაში ---- X კმ/ს მეორე შემთხვევაში კი .... X +10
B-დან გამოსულის სიჩქარე პირველად ................. Y მეორე შემთხვევაში ------------Y + 8
ორივე შემთხვევაში შეხვედრა ხდება K -ში
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირველ შემთხვევაში მოძრაობის დრო 60/(X-Y) სთ მეორე შემთხვევაში 60/(X+10 - Y -8) = 60/(X-Y+2) სთ -------- განსხვავება მათ შორის 1 სთ, ანუ
60/(X-Y) - 60/(X-Y+2) = 1 --------- (1)
AK მანძილის ჩაწერა ორივე შემთხვევისათვის ---- AK = X* 60/(X-Y) = (X +10)* 60/(X-Y +2) ----(2)
ანალოგიურად ----- BK = Y*60/(X-Y) = (Y +8)*60/(X-Y+2) ---------------------------------------------(3)
(2) და (3) დან X = (5/4)Y (ამის დადგენა ლოგიკური მსჯელობითაც შეიძლებოდა)---------- ჩასმა (1) ში --------კვადრატული განტოლება Y-ის მიმართ ----- Y = 40 კმ/სთ ...................X = 50კმ/სთ ........ ?????(ხომ არაფერი მოვიტყუე? smile.gif

Posted by: Gooramos 20 Mar 2015, 00:33
oleg-i
ძალიან დიდი მადლობა!!

Posted by: Kala@tonne 26 Mar 2015, 11:07
Rogor sheicvleba mtvaris modzraoba tu shesadzlebeli iqneba dedamiwasa da mtvares shoris mizidulobis dzalis mospoba

Posted by: oleg-i 26 Mar 2015, 16:24
Kala@tonne
გამოაბი ერთლიტრიან სავსე კოკა-კოლას ბოთლს(ნაბეღლავის ბოთლზე არ გამოვა lol.gif ) 1,5 -2,5 მ სიგრძის თოკი და შეეცადე შენს თავს ზემოთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში წრიულად დააბრუნო... როცა ასეთ წრიულ მოძრაობას უზრუნველყოფ, რაღაც მომენტში გაუშვი ხელი დ დააკვირდი ბოთლის შემდეგ მოძრაობას...
ანალოგია:
მთვარე ------------------------------------------------------- კოკა-კოლას ბოთლი
დედამიწა ------------------------------------------------------- თვითონ შენ
მიზიდულობა დედამიწასა და მთვარეს შორის ------ დაჭიმული თოკი
მიზიდულობის მოსპობა ----------------------------------თოკის გაწყვეტა , ხელის გაშვება

მთვარეც კოკას ბოთლის მსგავსად მოწყდება წრიულ ორბიტას და განაგრძობს წრფივ მოძრაობას მანამ, სანამ რომელიმე სხვა ციური სხეულის მიზიდულობის გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდება...
და თუ გაწყრა ღმერთი და მიზიდულობა საერთოდ მოსპო(""შენ მეისპე""-ო ---იტყვიან ხოლმე გურულები biggrin.gif) დაქცეულა მაშინ ქვეყნიერება და ეგაა....

Posted by: Kala@tonne 27 Mar 2015, 18:06
oleg-i
გაიხარე yes.gif დიდი მადლობა

Posted by: execution 7 Apr 2015, 22:48
5.25 გამომდის

პასუხებში 10.5 ია



ოკ მივხვდი რა მეშლებოდა,


კი არადა პასუხებშია არასწორად biggrin.gif

Posted by: ana) 10 Apr 2015, 23:12
user posted image
ეს როგორ ამოვხსნა გამახსენეთ რა sad.gif

Posted by: tsuludato 17 Apr 2015, 03:45
ხალხო სტატისტიკაში მაქვს ასეთი რაღაც. თუ ვინმე ერკვევით იქნებ ამიხსნათ ამ ჩემისამ ეს ორი ციფრი რატომ მიიღო (ყვითლად ხაზგასმული)

Posted by: verula71 20 Apr 2015, 23:12
ალბათობა ვისაც გესმით დამეხმარეთ .... ალბათობა იმისა რომ გია და ლია ჩააბარებენ გამოცდას შესაბამისად 0,3 და 0,4ია. ეს ხდომილებები დამოუკიდებელი ხდომილებებია, რისი ტოლია ალბათობა იმისა, რომ ერთი მათგანი ჩააბარებს გამოცდას?

Posted by: mariolusi 21 Apr 2015, 23:27
მატემატიკაში ნული ვარ და არ მეღადავოთ

რა მინდა ეხლა კონტეინერში რამდენი ყუთი დაეტევა ეს მაინტერესებს კონტეინერის ზომებს და ყუთების ზომებს
ქვემოთ დავწერ ქთხოვთ არ დაიზაროთ დამეხმარეთ

მე ასე ვითვლი სიგრძეში რამედნი ცალიც ეტევა ამას ვამრავლებ სიგანეზე და ვამრავლებ სიმაღეზეც რამდენი ყუთიც ეტევა სწორია ასე გამოთვლა

სულ 525 ცალი ყუთი გამომდის და რავი მებებრება .

ზომები კონტეინერის: სიგრძე - 11998მმ,· სიგანე - 2330მმ, სიმაღლე - 2330მმ

ჩემი ყუთების ზომები:სიგრძე 80სმ სიგანე 45 სმ და სიმაღლე 37 სმ


Posted by: verula71 21 Apr 2015, 23:41
QUOTE (verula71 @ 20 Apr 2015, 23:12 )
ალბათობა ვისაც გესმით დამეხმარეთ ....    ალბათობა იმისა რომ გია და ლია ჩააბარებენ გამოცდას შესაბამისად 0,3 და 0,4ია. ეს ხდომილებები დამოუკიდებელი ხდომილებებია, რისი ტოლია ალბათობა იმისა, რომ ერთი მათგანი ჩააბარებს გამოცდას?

გავიგე როგორც იხსნება

Posted by: პითონი 21 Apr 2015, 23:45
უნის მასალას ვერ ამოხსნით?
ინტეგრალები,წარმოებულები და ა.შ

ზეგ გამოცდა მაქვს sad.gif

Posted by: illmatic 22 Apr 2015, 21:31
ამას ამომიხსნით? ლოპიტალის წესით გახსნას მთხოვენ.

user posted image

ცოტა ცუდად მიწერია,ეს ყველაფერი ზღვარს ეკუთვნის და შუაში გამრავლება წერია biggrin.gif

Posted by: Tottenham 27 Apr 2015, 18:21
გამოვიანგარიშოთ რა რაოდენობის და მოცულობის წყალბადი გამოიყოფა თუ სარეაქციოდ აიღეს 112გ რკინა და მასზე იმოქმედეს ჭარბი მარიმჟავათი

Posted by: super fast jellyfish 29 Apr 2015, 00:38
კალკულუსში ვინც კარგად ერკვევით მეორე რიგის არაჰომოგენურ დიფერენციალურ განტოლებებზე მაქვს შეკითხვა.

y = y(h) + y(p)

y(h) ჰომოგენური, ზოგადი ამონახსნია.

y (p) კერძო, რომელიც დამოკიდებულია ტოლობის მარჯვენა მხარეს არსებულ ფუნქციაზე.
აქ ისმის კითხვა:
როგორ უნდა შევარჩიო სწორი y(p) ?
მაგალითად ტოლობის მეორე მხარეს გვაქვს : 10e^3x + 3
y(p) = Ae^3x + B ამ შემთხვევაში სწორი იქნება ხო ?

თუ ტრიგონომეტრიული ფუნქცია მაქვს მაშინ რა ხდება?


* * *
illmatic

პასუხები გააქვს? ზუსტად არ მახსოვს როგორაა, მაგრამ
იდეაში ასე უნდა იყოს :

user posted image

Posted by: verula71 2 May 2015, 11:54
ძალიან გთხოვთ ვინმე დამეხმარეთ, კლასში ბიჭები 20% იყო, 5 ბიჭის დამატების შემდეგ ბიჭები გახდა 25%. რამენი %ით შემცირდა გოგოების პროცენტული რაოდენობა? პასუხია 6,25 და რატომ ვერ ვხვდები...

Posted by: ლაბარნა 2 May 2015, 18:25
ვთქვათ, კლასში იყო X რაოდენობის ბიჭი და Y რაოდენობის გოგო, X+Y=A ანუ საწყისი რაოდენობა კლასში მოსწავლეებისა.

დაგვემატა 5 ბიჭი, ანუ ბიჭების რაოდენობა გახდა (X+5), ხოლო კლასში მოსწავლეების რაოდენობა (A+5). გოგოების აბსოლუტური რაოდენობა იგივე დარჩა.

ვიცით კიდევ, რომ (X+5)/(A+5)=0,25 და X/A=0,2

ვიპოვოთ ახლა X და A...

A = 5X.

(X+5)/(5X+5)=0,25
X+5 = 1,25X + 1,25
0,25X=3,75

X = 15

A = 75

Y = 60

ასეთი იყო თავდაპირვანდელი შემადგენლობა კლასისა, 15 ბიჭი, 60 გოგო და სულ 75 მოსწავლე. ბიჭების პროცენტული რაოდენობა იყო 20%, გოგონებისა _ 80%.

5 ბიჭის დამატების შემდეგ სიტუაცია გახდა ასეთი:

20 ბიჭი, 60 გოგო და სულ 80 მოსწავლე. ბიჭების პროცენტული რაოდენობა _ 25%, გოგონებისა _ 75%.

პასუხი უნდა იყოს 5 %.

საინტერესოა, სად გვაქვს შეცდომა?





Posted by: verula71 2 May 2015, 21:50
ლაბარნა მეც ასე ამოვხსენი ზუსტად და პასუხში არის 6,25


Posted by: ლაბარნა 3 May 2015, 12:09
verula71

QUOTE
მეც ასე ამოვხსენი ზუსტად და პასუხში არის 6,25


წიგნებს ადამიანები არედაქტირებენ და ხანდახან მექანიკური შეცდომებიც ეპარებათ.

შეიძლება დავსვათ შებრუნებული ამოცანა, მივიჩნიოთ სწორ პასუხად 6,25% და ვცადოთ გარკვევა, რომელია მცდარი მონაცემი, 5, 20% თუ 25%... ან შევცვალოთ მიმართულება, ბიჭები დამატების ნაცვლად გამოვაკლოთ. ამ ვარიანტების ამოხსნის მერე შეიძლება მივხვდეთ, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ამოცანის ავტორს...

Posted by: verula71 3 May 2015, 21:12
ლაბარნა
ხო ალბათ მართალი ხარ , მე მინდოდა გადამემოწმებინა. ისე ღვაბერიძეში იყო ეს ამოცანა და რატომღაც ჩემს პასუხში შემეპარა ეჭვი, მადლობა

Posted by: oleg-i 3 May 2015, 23:10
verula71
ლაბარნა
QUOTE
ასეთი იყო თავდაპირვანდელი შემადგენლობა კლასისა, 15 ბიჭი, 60 გოგო და სულ 75 მოსწავლე. ბიჭების პროცენტული რაოდენობა იყო 20%, გოგონებისა _ 80%.

5 ბიჭის დამატების შემდეგ სიტუაცია გახდა ასეთი:

20 ბიჭი, 60 გოგო და სულ 80 მოსწავლე. ბიჭების პროცენტული რაოდენობა _ 25%, გოგონებისა _ 75%.

პასუხი უნდა იყოს 5 %.





საინტერესოა, სად გვაქვს შეცდომა?


სად და.... კითხვა ასეა დასმული:
QUOTE
რამენი პროცენტით შემცირდა გოგოების პროცენტული რაოდენობა?

და არა უბრალოდ ''რამდენით''-ო.
ანუ 80% - 75% = 5% სხვაობა 80% -ის რამდენი პროცენტიაო ....
6, 25% სწორი პასუხია.
yes.gif

Posted by: verula71 4 May 2015, 22:29
oleg-i
გაიხარე,რომ გამაგებინე შეცდომა სად დავუშვი...... მადლობა

Posted by: anamid 5 May 2015, 21:38
მოგესალმებით ყველას!!! ასეთი ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ რა...
მოცემულია სამკუთხედი ABC, კუთხე A = 75 გრადუსი. B წვეროდან AC გვერდზე გავლებულია სიმაღლე BH, რომელიც AC გვერდის ნახევარის ტოლია, ანუ BH=1/2AC. უნდა ვიპოვოთ კუთხე C.

Posted by: oleg-i 5 May 2015, 23:49
anamid
QUOTE
მოცემულია სამკუთხედი ABC, კუთხე A = 75 გრადუსი. B წვეროდან AC გვერდზე გავლებულია სიმაღლე BH, რომელიც AC გვერდის ნახევარის ტოლია, ანუ BH=1/2AC. უნდა ვიპოვოთ კუთხე C.


BH = X .. . AC=2X . . . AB = X/Sin75 . . . BC = X/SinC . . .
ფართობის ჩაწერა ორგვარად .... (X*2X)/2 = (AB*BC*SinB)/2
ტრიგონომეტრია . . . SinB = Sin(180-(75+C)) = Sin(75+C) = Sin75CosC + Cos75SinC
ჩასმები . . . . . . . . . . . . . . . . . მარტივი ტრიგონომეტრიული განტოლება . . . >>>>>>>> C = 15 გრადუსი


შესაძლებელია კოსინუსების თეორემის განხილვაც AC - ს მიმართ .......

Posted by: anamid 6 May 2015, 07:58
oleg-i
დიდი მადლობა!!! ტრიგონომეტრია რომ ჯერ არ გაუვლიათ?) არ შეიძლება ამ ამოცანის ამოხსნა პლანიმეტრიულად?)

Posted by: oleg-i 6 May 2015, 15:07
anamid
კიდევ ერთხელ გავქექე ნაცარი biggrin.gif, მაგრამ ტრიგონომეტრიას გვერდი მაინც ვერ ავუარე, თუმც ტრიგ. განტოლების ამოხსნისას შეცდომა მაინც აღმოვაჩინე . . . . . . . . . . . . . . . . . . . C = 30 გრადუსი !!!!!

მოცლილობისას კიდევ გავქექავ - იქნებ ...?

Posted by: moodyman 16 May 2015, 17:08
ტრიგონომეტრიის გამოყენება გეომეტრიაში <- ასეთი სათაურით იუთუბზე ვერაფერს ვნახულობ და იქნებ დამეხმაროთ, როგორ მოვძებნო

Trigonometric ratios and figures
1) Sine formulas, cosine formulas
2) Measurement of figures (including application to solid figures)

ეს გამუქებული ნაწილი მაინტერესებს
ან ფიგურები მითხრათ იქნებ, ყველა, სადაც ტრიგონომეტრია გამოიყენება

Posted by: მეგატვინი 16 May 2015, 19:19
moodyman

https://www.youtube.com/results?search_query=+Measurement+of+figures+using+trigonometry

https://www.google.com/search?q=using+trigonometry+to+find+angle+measures&ie=utf-8&oe=utf-8


Posted by: წილო 16 May 2015, 19:23
აუზს აქვს კვადრატის ფორმა. კუთხეებში კაკლის ხეები დგას. როგორ გავზარდოთ ფართობი 2ჯერ ისე, რომ ხეები არ მოიჭრას და კვადრატის ფორმა შეინარჩუნოს

Posted by: moodyman 16 May 2015, 21:48
მეგატვინი
ეგრე მეც მოვძებნე კაცო biggrin.gif

არაა მაი საკმარისი, სამკუთხედია მარტო, ანუ ელემენტარულები
* * *
sinx=-0.6

არკსინუსით იქნებაპასუხი თუ როგორ იხსნება?

Posted by: Bloomy 18 May 2015, 06:34
წილო
QUOTE
აუზს აქვს კვადრატის ფორმა. კუთხეებში კაკლის ხეები დგას. როგორ გავზარდოთ ფართობი 2ჯერ ისე, რომ ხეები არ მოიჭრას და კვადრატის ფორმა შეინარჩუნოს

პირობა თუ სწორედ გავიგე ...
http://www.radikal.ru


Posted by: oleg-i 18 May 2015, 20:33
Bloomy
კაკლის ჩრდილქვეშ რომ მაგიდა არ გაქვს გაშლილი?

Posted by: Bloomy 19 May 2015, 00:56
oleg-i
QUOTE
კაკლის ჩრდილქვეშ რომ მაგიდა არ გაქვს გაშლილი?


მაღლა მარჯვენა კუთხეში ხდება ყველაზე საინტერესო

Posted by: illmatic 19 May 2015, 14:04
ბიჭებო ჩასმის ხერხით ეს ინტეგრალი როგორ ამოვხსნა?
user posted image

Posted by: leon_iasha 25 May 2015, 03:41
აი ასე შეიძლება, ჩასმა არაა საჭირო

Posted by: Angra Mainyu 1 Jun 2015, 17:19
სამნიშნა რიცხვში წაშალეს ათეულების გამომსახველი ციფრი. რისი ტოლია წაშლილი ციფრი თუ, სამნიშნა რიცხვისა და ორნიშნა რიცხვის სხვაობა 120-ის ტოლია?
ა) 2 ბ) 3 გ) 4 დ) 8 ე) 1
ამის ამოხსნის გზა შეგიძლიათ დაწეროთ? სამაგისტრო უნარების მათემატიკაა....

Posted by: oleg-i 1 Jun 2015, 17:52
QUOTE
სამნიშნა რიცხვში წაშალეს ათეულების გამომსახველი ციფრი. რისი ტოლია წაშლილი ციფრი თუ, სამნიშნა რიცხვისა და ორნიშნა რიცხვის სხვაობა 120-ის ტოლია?
ა) 2 ბ) 3 გ) 4 დ) 8 ე) 1
ამის ამოხსნის გზა შეგიძლიათ დაწეროთ? სამაგისტრო უნარების მათემატიკაა....

X ---- ასეულების აღმნიშვნელი ციფრია
Y ----- ათეულების
Z ------ ერთეულების
X, Y, Z --- ერთერთია 0, 1, 2,.....9-დან
(100X + 10Y + Z) - (10X + Z ) = 120
90X + 10Y = 120
9X + Y = 12 ..------->>>>>> X = 1 და
Y = 3 (!!!!!!!!!) - პასუხი
------------------------------------------
საწყისი სამნიშნა ყოფილა 130, 131, 132, ............. 139-დან რომელიღაც ერთი მათგანი.
-------------------------------------------------------------


Posted by: Parijanka 1 Jun 2015, 20:24
მეგობრებო,იქნებ ეს ამოცანები ამომიხსნათsmile.gif)
1)ზედაპირის მართობულად აამიანი ბარს 600 ნ ძალით აწვება.რისი ტოლი იქნება ბარის წნევა ნიადაგზე,თუ ბარის სიგანეა 20სმ,მისი პირის სისქე 0.5მმ
2)სინათლის სხივი ჰაერიდან ეცემა მინას. დაცემის კუთხეა 3°. რისი ტოლი შეიძლება
იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან გარდატეხის კუთხე?
3)rodesac pirvel sarTulze wyalsaden milSi onkanTan wneva 5*105 pa maSin meewvese sarTulze 20 metRiT maRla 0,5 sm2 farTobis onkanis Camkets wyali awveba
a) 35 n b) 15 n g) 20 d) 25

Posted by: unknown lady 1 Jun 2015, 20:52
ხალხო, მე მაქვს ერთი კითხვა

მოკლედ ამოცანა არის ესეთი, ორი კამათელის ერთდროულად გაგორებისას რა არის იმის ალბატობა რომ მოსული რიცხვების ჯამი ნაკლები აღმოჩნდება 11-ზე
მე ვხსნი ესე

იმისთვის რომ მოსული რიცხვების ჯამი ნაკლები იყოს 11-ზე არ უნდა მოხდეს შემდეგი

პირველ კამათელზე მოვიდა 5 მეორეზე 6
პირველზე მოვიდა 6 , მეორეზე 5
პირველზე მოვიდა 6 , მეორეზე 6
მეორეზე მოვიდა 6, პირველზეც 6

ამიტომ 4/36 =1/9 - ეს არ მაწობს დარჩა 8/9

მაგრამ პასუხებში არის 3/36=1/12 დარჩა 11/12

ხოდა 4 შემთხვევა რატო არ აიღება?

Posted by: super fast jellyfish 1 Jun 2015, 20:52
illmatic
მარტივია, კი ამოგიხსნეს მაგრამ თუ ვერ მიხვდი ამას უყურე
https://www.youtube.com/watch?v=HZTv4zCgEnA





მე კიდევ ასეთი კითხვა მაქვს. მატრიცის რანგი გახსოვთ ვინმეს? მაგალითად კვადრატულ 4/4ზე მატრიცაში, დეტერმნინატი თუ ნულს არ უდრის 4-ია, თუ დეტ=0 უკვე ვითვლით 3/3ზე მატრიცის დეტერმინანტებს რომელიმე სტრიქონის გამორიცხვით თუ ? rolleyes.gif

* * *
QUOTE (unknown lady @ 1 Jun 2015, 20:52 )
ხალხო, მე მაქვს ერთი კითხვა

მოკლედ ამოცანა არის ესეთი, ორი კამათელის ერთდროულად გაგორებისას რა არის იმის ალბატობა რომ მოსული რიცხვების ჯამი ნაკლები აღმოჩნდება 11-ზე
მე ვხსნი ესე

იმისთვის რომ მოსული რიცხვების ჯამი ნაკლები იყოს 11-ზე არ უნდა მოხდეს შემდეგი

პირველ კამათელზე მოვიდა 5 მეორეზე 6
პირველზე მოვიდა 6  , მეორეზე 5
პირველზე მოვიდა 6 , მეორეზე 6
მეორეზე მოვიდა 6, პირველზეც 6

ამიტომ 4/36 =1/9 - ეს არ მაწობს დარჩა 8/9

მაგრამ პასუხებში არის 3/36=1/12  დარჩა 11/12

ხოდა 4 შემთხვევა რატო არ აიღება?

5 და 5 ნუ თვლი ჯამი 10-ია.

ალბათობაში დიდი არაფერი მესმის მაგრამ ლოგიკურად ასე უნდა იყოს
5 და 6
6 და 5
6 და 6

ანუ პირველ კამათელზე თუ მოვიდა 5 რისი ალბათობაც 1/6 ია მეორე კამათელზე გაწყობს მხოლოდ 6 ის მოსვლა რაც ასევე 1/6-ია რადგან რივე ერთდროულად უნდა მოხდეს ნამრავლი იქნება პასუხი ანუ 1/6 * 1/6 = 1/36
თუ პირველ კამათელზე მოვიდა 6 მაშინ მეორე გაწყობს უკვე ან 5 ან 6 ანუ აქ გექნება 1/6* 2/6 = 1/18
რადგან გაწყობს ან ერთი ან მეორე დააჯამებ და 1/36+1/18 = 3/36=1/12
1-1/12=11/12

შეიძლება უფრო მარტივი გზაც იყოს smile.gif

Posted by: unknown lady 1 Jun 2015, 21:13
super fast jellyfish


მადლობა, კი ეგ გზა მესმის, სიტყვა ერთდროულად გამომრჩა, მივხვდი ეხლა, დიდი მადლობა!

Posted by: super fast jellyfish 1 Jun 2015, 21:26
unknown lady
არაფერს smile.gif კარგია თუ დაგეხმარე smile.gif
წარმატებები

Posted by: ქართლოსი 2 Jun 2015, 21:38


სინათლის და ბგერის სიჩქარე როგორ გაზომეს?

Posted by: bigmaster 4 Jun 2015, 20:01
მათემატიკის წიგნი მჭირდება მაგრად ან საიტი სკოლის მასალა გადასამეორებლად, ვინმეს ხოარ მოგეპოვებათ რო გამომიგზავნოთ ემაილზე? ან რას მირჩევთ სულ ნულდან მინდა დაწყება. ქათულად რო იყოს ოღონთ

Posted by: Papun 5 Jun 2015, 00:00
bigmaster

http://lib.gtu.ge/sites/default/files/wignebi/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90.%20%28%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%29%20I%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.pdf ალგებრული ნაწილი.


ქართლოსი

http://www.colorado.edu/physics/2000/waves_particles/lightspeed_evidence.html
ინგლისური თუ იცი კარგად არის ახსნილი.

Posted by: bigmaster 5 Jun 2015, 11:00
Papun
gaixare didi madloba eg mindoda zustad

Posted by: Chester0x 5 Jun 2015, 21:08
5 5 5 5 = 111

რა მოქმდებები უნდა ჩავსვათ ამ ოთხ ხუთიანს შორის რო 111 მივიღოთ ?

იქნებ დამჰელფოთ ვინმემ biggrin.gif

Posted by: Angra Mainyu 9 Jun 2015, 16:06
სამი ერთნაირი სიმძლავრის ტრაქტორი 8 დღეში 120 ჰა მიწას ხნავს. რამდენ ჰექტარ მიწას მოხნავს 15 ასეთივე ტრაქტორი 7 დღეში? ა) 500 ბ)515 გ) 525 დ) 540 .
ამის ამოხსნის გზა დამიწერეთ რა. user.gif

Posted by: oleg-i 9 Jun 2015, 19:14
Angra Mainyu
ჯერ დაადგინე ე. წ. ''შრომის ნაყოფიერება'' - ანუ ერთი ტრაქტორის მიერ ერთ დღეში შესრულებული ''საქმე"(მოხნული მიწა)...
შემდეგ კი ლოგიკა გიკარნახებს...

მაგრამ სადაა მერე ლოგიკა, არა?... lol.gif
ჰოდა შენც გაბრაზდი და გამოგივა

Posted by: ქართლოსი 10 Jun 2015, 14:40
შერეული წილადი რო გადააქციო არაშერეულ წილადად 9 მთელი 3/4
და ისევ უკან დააბრუნო
31/3 მივიღე
და უკან
რო აბრუნებ გამოდის 10 მთელი 1/3 რატომ?

======================================================

თქვენ გქონდათ 20 კანფეტი. 15 შეჭამეთ. კანფეტების რა ნაწილი შეგიჭამიათ?

"რა ნაწილი" რას ნიშნავს?

Posted by: Angra Mainyu 10 Jun 2015, 15:01
oleg-i
QUOTE
ჯერ დაადგინე ე. წ. ''შრომის ნაყოფიერება'' - ანუ ერთი ტრაქტორის მიერ ერთ დღეში შესრულებული ''საქმე"(მოხნული მიწა)...
შემდეგ კი ლოგიკა გიკარნახებს...

მაგრამ სადაა მერე ლოგიკა, არა?... lol.gif
ჰოდა შენც გაბრაზდი და გამოგივა

რომ ვცადე და არ გამომივიდა მაგიტომაც დავპოსტე აქ...

Posted by: elnur009 10 Jun 2015, 15:25
Angra Mainyu
QUOTE
გ) 525

ესაა სწორი
ჯერ 3 და 15 შევკვეცოთ და 1 და 5 ხო იქნება მერე 1 გავამრავლოთ 8-ზე 8 არი და 5 რო 7-ზე გავამრავლოთ 35-ია დანარჩენს უკვე პროპორციით ადვილად გამოიყვან -- 35*120/8=525
ქართლოსი
QUOTE
"რა ნაწილი" რას ნიშნავს?

მერამდენედი ნაწილი რაა
3/4 ნაწილი შეგიჭამია
QUOTE
31/3 მივიღე

ეს როგორ მიიღე?
39/4 არ არი?
4*9/4+3/4
აი ესე უნდა
* * *
ქართლოსი
1667 წელს, იტალიელმა ასტრონომმა გალილეო გალილეიმ ორი ადამიანი დააყენა გორაკზე ნეხევარ კმ-მდე ნაკლები დაშორებით. თითოეულ ადამიანს ეჭირა დაფარული ფარანი. ერთმა ახსნა საფარი თავის ფარანს; როდესაც მეორემ დაინახა შუქი, მანაც ასევე ახსნა საფარი. იმის დაკვირვებით, თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს პირველ ფარნიანთან მისვლას, გალილეო ფიქრობდა, რომ ის შეძლებდა გამოეთვალა სინათლის სიჩქარე. სამწუხაროდ, მის მიერ შერჩეული მანძილები ძალიან პატარა იყო განსხვავების შესამჩნევად. იტალიელი ასტრონომის აზრით, სინათლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი იყო.

1670-იანებში, დანიელმა ასტრონომმა ოლე რომერმა იუპიტერის მთვარის - იოს ტრანზიტი გამოიყენა როგორც სინათლის სიჩქარის ქრონომეტრი. რამდენიმე თვიანი დაკვირვებებით, როდესაც იომ იუპიტერის უკან ჩაიარა, რომერმა აღმოაჩინა, რომ დაბნელება იმაზე გვიან ხდება, ვიდრე ამას გამოთვლები წინასწარმეტყველებენ. რომერი ფიქრობდა, რომ იოდან წამოსულ სინათლეს რაღაც დრო დასჭირდა დედამიწამდე მოსაღწევად. დაბნელებები ყველაზე მეტად მაშინ იგვიანებდნენ, როდესაც დედამიწა და და იუპიტერი ერთმანეთს უშორესი მანძილით იყვნენ დაშორებულნი, ხოლო დაბნელებები დაგეგმილ დროზე მოდიოდნენ, როდესაც ისინი უახლოეს წერტილში იყვნენ (ერთმანეთის მიმართ). მან ჩათვალა, რომ სინათლე 10-11 წუთს ანდომებს მზიდან დედამიწამდე მოსვლას. სინამდვილეში სინათლეს 8 წუთი უნდა. საბოლოოდ, მეცნიერებს ჰქონდათ რიცხვი, რომელსაც სინათლის სიჩქარისთვის გამოიყენებდნენ - რომერის გამოთვლბით 200 000 კმ/წმ.


ფიზეულს მოწყობილობის მექანიზმი.
1728 წელს, ინგლისელმა ფიზიკოსმა ჯეიმზ ბერდლიმ თავისი გამოთვლები დაამყარა ვარსკვლავების პოზიციის გამოჩენის ცვალებადობაზე, რაც გამოწვეულია დედამიწის მზის გარშემო მოძრაობით. მან გამოთვალა, რომ სინათლის სიჩქარე 301 000 კმ/წმ იყო.

1800-იანებში, ორმა მცდელობამ პრობლემა დააბრუნა დედამიწაზე. ფრანგმა ფიზიკოსმა ჰიპოლიტე ფიზეუმ სინათლის წყარო მიმართა სწრაფად მოძრავ კბილანიან ბორბალზე, რომელსაც სარკე 5 მილის მოშორებით ჰქონდა დამონტაჟებული, რადგან აერეკლა და უკან დაებრუნებინა თავის წყაროსთან. ბორბლის სიჩქარის ცვლილებამ საშუალება მისცა ფიზეუს გამოეთვალა თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს ხვრელიდან გასვლას - მოპირდაპირე სარკეში და ამ ნახვრეტში ისევ უკან დაბრუნებას. სხვა ფრანგმა ფიზიკოსმა ლეონ ფოკოლტმა მბრუნავი სარკის გამოყენება ამჯობინა ბორბალს. ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მეთოდი იმაზე მეტყველებდა, რომ სინათლის სიჩქარე 1000 მილი (1600 კმ) იყო წამში smile.gif

პრუსიაში დაბადებულმა ალბერტ მაიკელსონმა, რომელიც გაიზარდა აშშ-ში, სცადა ფოკოლტის მეთოდის გამეორება 1879 წელს, მაგრამ მან გამოიყენა უფრო დიდი დისტანცია და ასევე უკიდურესად მაღალი ხარისხის სარკეები და ლინზები. მისი შედეგი იყო 299 910 კილომეტრი წამში. ეს სინათლის სიჩქარის ყველაზე ზუსტი გამოთვლა იყო 40 წელიწადის განმავლობაში.
ეს სინათლის სიჩქარეზე და ბგერაც დაგუგლე და იპოვი მარტივად

Posted by: ქართლოსი 10 Jun 2015, 16:48
elnur009
QUOTE
მერამდენედი ნაწილი რაა
3/4 ნაწილი შეგიჭამია


ამ 3/4 დან 15 და 20 რომელია? რომელი რომელს ნიშნავს?

3- 15 -ია და 20-- 4 ?

QUOTE
ეს როგორ მიიღე?
39/4 არ არი?
4*9/4+3/4
აი ესე უნდა


ესე
9 მთელი 3/4
3X9+4 მნიშვნელი 3 ეს უდრის 31/3 მერეესდავაბრუნე ისევ და 10 მთელი 1/3მივიღე.


მასწავლებლის გარეშე გამოვა მათემატიკის სწავლა?
ვერ ვნახე წესიერი მასწავლებელი sad.gif და მეზარება ძებნა რა უკვე.


QUOTE
1667 წელს, იტალიელმა ასტრონომმა გალილეო გალილეიმ ორი ადამიანი დააყენა გორაკზე ნეხევარ კმ-მდე ნაკლები დაშორებით. თითოეულ ადამიანს ეჭირა დაფარული ფარანი. ერთმა ახსნა საფარი თავის ფარანს; როდესაც მეორემ დაინახა შუქი, მანაც ასევე ახსნა საფარი. იმის დაკვირვებით, თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს პირველ ფარნიანთან მისვლას, გალილეო ფიქრობდა, რომ ის შეძლებდა გამოეთვალა სინათლის სიჩქარე. სამწუხაროდ, მის მიერ შერჩეული მანძილები ძალიან პატარა იყო განსხვავების შესამჩნევად. იტალიელი ასტრონომის აზრით, სინათლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი იყო.

1670-იანებში, დანიელმა ასტრონომმა ოლე რომერმა იუპიტერის მთვარის - იოს ტრანზიტი გამოიყენა როგორც სინათლის სიჩქარის ქრონომეტრი. რამდენიმე თვიანი დაკვირვებებით, როდესაც იომ იუპიტერის უკან ჩაიარა, რომერმა აღმოაჩინა, რომ დაბნელება იმაზე გვიან ხდება, ვიდრე ამას გამოთვლები წინასწარმეტყველებენ. რომერი ფიქრობდა, რომ იოდან წამოსულ სინათლეს რაღაც დრო დასჭირდა დედამიწამდე მოსაღწევად. დაბნელებები ყველაზე მეტად მაშინ იგვიანებდნენ, როდესაც დედამიწა და და იუპიტერი ერთმანეთს უშორესი მანძილით იყვნენ დაშორებულნი, ხოლო დაბნელებები დაგეგმილ დროზე მოდიოდნენ, როდესაც ისინი უახლოეს წერტილში იყვნენ (ერთმანეთის მიმართ). მან ჩათვალა, რომ სინათლე 10-11 წუთს ანდომებს მზიდან დედამიწამდე მოსვლას. სინამდვილეში სინათლეს 8 წუთი უნდა. საბოლოოდ, მეცნიერებს ჰქონდათ რიცხვი, რომელსაც სინათლის სიჩქარისთვის გამოიყენებდნენ - რომერის გამოთვლბით 200 000 კმ/წმ.


ფიზეულს მოწყობილობის მექანიზმი.
1728 წელს, ინგლისელმა ფიზიკოსმა ჯეიმზ ბერდლიმ თავისი გამოთვლები დაამყარა ვარსკვლავების პოზიციის გამოჩენის ცვალებადობაზე, რაც გამოწვეულია დედამიწის მზის გარშემო მოძრაობით. მან გამოთვალა, რომ სინათლის სიჩქარე 301 000 კმ/წმ იყო.

1800-იანებში, ორმა მცდელობამ პრობლემა დააბრუნა დედამიწაზე. ფრანგმა ფიზიკოსმა ჰიპოლიტე ფიზეუმ სინათლის წყარო მიმართა სწრაფად მოძრავ კბილანიან ბორბალზე, რომელსაც სარკე 5 მილის მოშორებით ჰქონდა დამონტაჟებული, რადგან აერეკლა და უკან დაებრუნებინა თავის წყაროსთან. ბორბლის სიჩქარის ცვლილებამ საშუალება მისცა ფიზეუს გამოეთვალა თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს ხვრელიდან გასვლას - მოპირდაპირე სარკეში და ამ ნახვრეტში ისევ უკან დაბრუნებას. სხვა ფრანგმა ფიზიკოსმა ლეონ ფოკოლტმა მბრუნავი სარკის გამოყენება ამჯობინა ბორბალს. ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მეთოდი იმაზე მეტყველებდა, რომ სინათლის სიჩქარე 1000 მილი (1600 კმ) იყო წამში

პრუსიაში დაბადებულმა ალბერტ მაიკელსონმა, რომელიც გაიზარდა აშშ-ში, სცადა ფოკოლტის მეთოდის გამეორება 1879 წელს, მაგრამ მან გამოიყენა უფრო დიდი დისტანცია და ასევე უკიდურესად მაღალი ხარისხის სარკეები და ლინზები. მისი შედეგი იყო 299 910 კილომეტრი წამში. ეს სინათლის სიჩქარის ყველაზე ზუსტი გამოთვლა იყო 40 წელიწადის განმავლობაში.
ეს სინათლის სიჩქარეზე და ბგერაც დაგუგლე და იპოვი მარტივად


ეს ინტერნეტით გადათარგმნე?

Posted by: elnur009 10 Jun 2015, 19:33
ქართლოსი
QUOTE
3- 15 -ია და 20-- 4 ?

yes.gif
QUOTE
3X9+4 მნიშვნელი 3 ეს უდრის 31/3 მერეესდავაბრუნე ისევ და 10 მთელი 1/3მივიღე.

3 მნიშვნელად როგორ გადააქციე? ან 9-ს სამზე რატო ამრავლებ ?
QUOTE
მასწავლებლის გარეშე გამოვა მათემატიკის სწავლა?
ვერ ვნახე წესიერი მასწავლებელი  და მეზარება ძებნა რა უკვე.

კი გამოვა როგორ არა 6 კლასის მათემატიკის წიგნით დაიწყე და ასე მიყევი
QUOTE
ეს ინტერნეტით გადათარგმნე?

არა ქართულ ვიკიპედიაში იყო

Posted by: ქართლოსი 10 Jun 2015, 19:53
elnur009
QUOTE
3 მნიშვნელად როგორ გადააქციე? ან 9-ს სამზე რატო ამრავლებ ?



აქედან ვსწავლობ არც ვიცი სწორე წერია თუ არა
http://skoool.ge/id359.php#anchor7

მადლობა.

ძაან მღლის ეს მათემატიკა მე ვარ ესე თუ ყველა ესეა ნეტა?

Posted by: elnur009 10 Jun 2015, 20:06
ქართლოსი
არაფრის, მაინც ჯობია როგორც გითხარი ისე ქენი 6 ან 7 კლასის მათემატიკის წიგნი შეიძინე
QUOTE
ძაან მღლის ეს მათემატიკა მე ვარ ესე თუ ყველა ესეა ნეტა?

ხოო მეც ეგრე ვარ როცა ვერ ვხსნი თავი მტკივა როგორც წესი :დ
Chester0x
ალბათ ასე იქნება 555/5=111
სხვანაირად მგონი არ გამოვა

Posted by: ქართლოსი 10 Jun 2015, 21:30
elnur009
QUOTE
მაინც ჯობია როგორც გითხარი ისე ქენი 6 ან 7 კლასის მათემატიკის წიგნი შეიძინე



სექტემბერში გამოცდებიაა და მინდა მოვასწრო სწავლა

Posted by: moodyman 11 Jun 2015, 00:27
ხალხო გავიჭედე,იქნებ დამეხმაროთ
მართკუთხედებში რომაა A,B და C, ეგენია საპოვნი
პასუხები მაქვს მარა ვერაფრით ვერ მივედი იქამდე :/

user posted image

Posted by: Chester0x 12 Jun 2015, 23:30
მეშვიდე კლასის წიგნში ვნახე ეს ამოცანა იქნებ რამე მიშველოთ ;დ

ინდიელებმა თეთრკანიანებს ნიუ-იორკი მიყიდეს 24 დოლარად. მათ რომ ეს ფული ბიზნესში ჩაედოთ ყოველწლიური 8 პროცენტი მოგებით, მაშინ დღეს ნიუ იორკსაც გამოისყიდნენ უკან და რამდენიმე წვრილი ქალაქიც მოუვიდოდათ ხურდაში. მართალია თუ არა ეს მსჯელობა

Posted by: Dixtosa 13 Jun 2015, 01:06
Chester0x
თუ გაყიდვა მოხდა ოთხასი წლის წინ და ყოველ წელს ახალი ფასის რვა პროცენტს მოითხოვდნენ მაშინ ყოველ მეთე წელს იქნებოდა ასეთი ფასები


25
48
97
201
428
916
1973
4253
9174
19799
42738
92262
199180
430008
928347
2004225
4326969
9341596
20167795
43540750
94001207
202941548
438135572
945901830
2042131099
4408807866
9518285504
20549264498
44364320792
95779241137
206780197902
446422938186
963793640598
2080758182891
4492200854316
9698324717146
20937955663507
45203475873727
97590914027402
210691463800449

Posted by: barnabeka 15 Jun 2015, 11:42
user posted image

Posted by: yellow -fresh 15 Jun 2015, 19:58
ხი კვადრატის გამოყეენება მინდაააააააააა

Posted by: ggt123 15 Jun 2015, 20:29
barnabeka
აქ იცი რა დამოკიდებულებაა? 1 კვადრატს დამატებული 2-ის კვადრატი უდრის 5-ს... ანუ X-ის მაგივრად იქნება 7-ის კვადრატს დამატებული 8-ის კვადრატი და Y-ის მაგივრად იქნება 9-ის კვადრატს დამატებული 10-ის კვადრატი

Posted by: barnabeka 15 Jun 2015, 20:49
ggt123
აუ გაიხარე ძმაო ჯიგარი ხარ

Posted by: yellow -fresh 17 Jun 2015, 06:11
კაროჩე ჩატარდა კვლევა მონაწილეებიიყვნენ ბიჭები და გოოები სულ 40 ადამიანი კვლევა მდგომარეობდა იმაში რომ რაგაც ფოტოზე გამოსახული 7 ადამიანიდან რომელიმე უნდა აერჩიათ ... ამ 40 ი დან 12 ბიჭია 28 გოგო ამ ფორმულითაა საჭირო ამოხსნა http://pix.ge/

Posted by: Annatar 17 Jun 2015, 11:53
ggt123
მაგ ლოგიკას თუ გავყვებით მაშინ 25 და 61 რა შუაშია?

Posted by: ggt123 17 Jun 2015, 14:09
QUOTE
ggt123
მაგ ლოგიკას თუ გავყვებით მაშინ 25 და 61 რა შუაშია?

იმ შუაშია რო სამის კვადრატს დამატებული 4-ის კვადრატი არის 25 და 5-ის კვადრატს დამატებული 6-ის კვადრატი არის 61

Posted by: Annatar 17 Jun 2015, 14:35
ggt123
მივხვდი, my mistake. ქვედა მხარეს 2-2 რიცხვი რომ იწერებოდა მაგას არ დავაკვირდი.

Posted by: ggt123 17 Jun 2015, 15:14
QUOTE
ggt123
მივხვდი, my mistake. ქვედა მხარეს 2-2 რიცხვი რომ იწერებოდა მაგას არ დავაკვირდი

Annatar
არაუშავს smile.gif

Posted by: ქართლოსი 17 Jun 2015, 19:12
რამე საიტი თუ არის ან რამესასუალება მათემატიკური ფორმულები, განტოლებები
რომ ჩაწერო და დაგიანგარიშოს და თან მსვლელობაც განახოს.
მადლობა.


barnabeka
QUOTE
აუ გაიხარე ძმაო ჯიგარი ხარ


თირკმელიც არის ვინმე?

Posted by: ggt123 17 Jun 2015, 19:21
QUOTE
რამე საიტი თუ არის ან რამესასუალება მათემატიკური ფორმულები, განტოლებები
რომ ჩაწერო და დაგიანგარიშოს და თან მსვლელობაც განახოს.
მადლობა.

ქართლოსი
რისი სწავლა გინდა მითხარი და დაგეხმარები

Posted by: ქართლოსი 17 Jun 2015, 20:48
ggt123
QUOTE
რისი სწავლა გინდა მითხარი და დაგეხმარები


გეტყვი ეხლა უცბად ყველაფერს
ესეგი შემოდგომაზე სექტემბრისთვის არის ამეებში გამოცდები

http://profgldani.ge/index.php იმფორმაციული ტექნოლოგიები
http://www.itvet.ge/programs/

და მინდა მოვასწრო სწავლა
ეხლა ვსწავლობ ჩემით ამ საიტიდან
http://skoool.ge/math_main.php
მაგრამ უკვე რაღაცეებს ვეღარ ვიგებ
მასწავლებლებთან თუ ძაან საჭიროებამ არ მოითხოვა არ მიყვარს მეცადინეობა.
არა და მათემატიკის დამოუკიდებლთ სწავლის მეეჭვება ძაან.

ეხლა ვეძებ კიდევ საიტებს ან ვიდეოებს რომ რასაც ვერ ვიგებ იქნებ
უფრო ღრმა ახსნებით ვნახო მეთქი.

მადლობა.

Posted by: ggt123 17 Jun 2015, 20:59
ქართლოსი
მე შემიძლია მარტო მათემატიკაში დაგეხმარო და აგიხსნა

Posted by: ქართლოსი 17 Jun 2015, 21:27
ggt123
QUOTE
მე შემიძლია მარტო მათემატიკაში დაგეხმარო და აგიხსნა

ფორუმით ძნელია ესე. რამე სხვა გზა მინდა მოვნახო.

Posted by: ggt123 17 Jun 2015, 21:49
QUOTE
ggt123
QUOTE
მე შემიძლია მარტო მათემატიკაში დაგეხმარო და აგიხსნა

ფორუმით ძნელია ესე. რამე სხვა გზა მინდა მოვნახო.

ქართლოსი
ხო რავიცი როგორც გინდა მე დახმარება შემოგთავაზე

Posted by: tsuludato 18 Jun 2015, 22:09
ხალხო ფიზიკაში დამეხმარეთ
1) გვაქვს წყლით სავსე ჭურჭელი. ვაგდებთ ბურთს რომელიც მოძრაობს 4მ/წმ სიჩქარით ქვევით. რა სიჩქარით და რომელი მიმართულებით (ზევით თუ ქვევით) უნდა ვამოძრავოთ ჭურჭელი რომ ბურთი დედამიწის ზედაპირის მიმართ უძრავი დარჩეს?

2) 10 მ/წმ საწყისი სიჩქარითა და 0,5 მ/წმ^2 აჩქარებით მოძრავი სხეულის სიჩქარე გარკვეული დროის შემდეგ 25%-ით შემცირდა. განსაზღვრეთ ამ დროის განმავლობაში სხეულის მიერ გავლილი მანძილი.

Posted by: ქართლოსი 18 Jun 2015, 22:46
ადამიანმა სხვა ადამიანთან დაამყა კვანტური კავშირიო რა არის ეს "კვანტური კავშირი" ?



-----------------------------------------------
====================================
* * *
ეს ვერ გავიგე როგორ ხდება ამის გამოყვანა?

საიდან მოვიდა კვადრატები, H დ.ა.შა.?
მადლობა.

http://www.picz.ge

Posted by: ggt123 18 Jun 2015, 23:18

ქართლოსი
აქ არაა კარგად ახსნილი და არც ნახაზია ნორმალური. Z-ის მოპირდაპირე კუთხე არის მართი კუთხე,მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს ქვია ჰიპოტენუზა ანუ Z, დანარჩენ გვერდებს კათეტები. ჰიპოტენუზის კვადრატი=თითოეული კათეტის კვადრატების ჯამს

Posted by: tsuludato 18 Jun 2015, 23:26
ვინმეს ჩემი ამოცანების ამოხსნა შეგიძლიათ? :დ

Posted by: ggt123 18 Jun 2015, 23:31
QUOTE
ვინმეს ჩემი ამოცანების ამოხსნა შეგიძლიათ? :დ

tsuludato
რო ვიცოდე დაგეხმარებოდი biggrin.gif
* * *
tsuludato
ფიზიკის ჯგუფში რო დაპოსტო? იქ უფრო სწრაფად გიპასუხებენ მგონი

Posted by: tsuludato 19 Jun 2015, 00:21
ამის გარდა მგონი მეტი ფიზიკის ჯგუფი არ არის. ადრე ამ ჯგუფში ვხსნიდით ყველანაირ ამოცანებს

Posted by: ქართლოსი 19 Jun 2015, 11:02
ggt123
QUOTE
აქ არაა კარგად ახსნილი და არც ნახაზია ნორმალური. Z-ის მოპირდაპირე კუთხე არის მართი კუთხე,მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს ქვია ჰიპოტენუზა ანუ Z, დანარჩენ გვერდებს კათეტები. ჰიპოტენუზის კვადრატი=თითოეული კათეტის კვადრატების ჯამს



აი აქ არის http://skoool.ge/math_main.php ეს ნაწილი "პითაგორას თეორემის გამოყენება, ნაწილი 1"

Posted by: Metal_Head 19 Jun 2015, 11:08
ეს ღლეობა ამომიხსენით რა ...

ნახაზზე გამოსახული 2 კგ მასის ერთგვაროვანი ბერკეტი წონასწორობაშია. მარცხენა სხეულის მასაა 6 კგ. რისი ტოლია საყრდენზე ბერკეტის დაწოლის ძალა?

user posted image





აა ბარემ კიდე ესეც მადლობთ .....

5 კგ მასის თავდაპირველად უძრავ სხეულზე 3 წმ-ის განმავლობაში მოქმედებდა ერთი მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. ამის შემდეგ ძალამ შეიცვალა მიმართულება და სხეულზე მოქმედებდა საწინააღმდეგო მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. რისი ტოლი იქნება სხეულის სიჩქარე ამოძრავებიდან 4 წმ-ის შემდეგ?


დამენძრა ფიზიკაში facepalm.gif

Posted by: saxelisaxeli1 27 Jun 2015, 03:02
დამეხმარეთ მათემატიკის მცოდნეებო http://education.ge/uploads/editor/1895_Math_2010_Version_II_web.pdf
აქ 33ე ამოცანა როგორ კეთდება? თითქმის მივედი პასუხამდე მაგრამ აშკარად რაღაცაში ვუშვებ შეცდომას.

Posted by: oleg-i 27 Jun 2015, 04:40
saxelisaxeli1
...................................
------------------------

Posted by: execution 27 Jun 2015, 12:31
წრეწირის ცენტრი ხომ სამკუთხედში უნდა იყოს და ცენტრალური კუთხე კიდე 90 გრადუსი?

+ მაგას

აქ რამე მეშლება?

Posted by: saxelisaxeli1 27 Jun 2015, 14:38
Ex3cuTioN
არადა სწორი ხარ ყველაფერში sad.gif((

oleg-i
რაც დამიწერე გამოვთვალე მაგრამ არ გამოდის პასუხი მაინც (სწორად გამოვთვალე ეჭვი არ შეგეპაროს, ბევრჯერ გადავამოწმე დავდებ თუ გინდა) მე როგორც გავაკეთე ისიც 100% სწორია და პასუხთან ძალიან ახლოსაა მაგრამ რაღაც აკლია ზუსტად იმას ვერ ვიღებ, რკალებით უნდა წავიდე ალბათ

Posted by: Papun 27 Jun 2015, 20:56
Ex3cuTioN
განტოლების მეორე მხარეს გაორკეცებული ნამრავლი დაგავიწყდა დაგავიწყდა.
* * *
saxelisaxeli1
სამკუთხედში სინუსების თეორემით სამივე გვერდს გავიგებთ.
ფართობს გამოვთვლით ჰერონის ფორმულით, რადგან ნებისმიერ სამკუთხედზე შემოხაზული წრის რადიუსის პოვნისთვის გვჭირდება.
რადიუსით წრის ფართობს გავიგებთ და გამოვაკლებთ სამკუთხედის ფართობს ჰერონის ფორმულით გამოთვლილს.


Posted by: execution 27 Jun 2015, 21:11
Papun
up.gif
QUOTE

Posted by: oleg-i 27 Jun 2015, 21:26
saxelisaxeli1
Ex3cuTioN
QUOTE
წრეწირის ცენტრი ხომ სამკუთხედში უნდა იყოს და ცენტრალური კუთხე კიდე 90 გრადუსი?


გაანალიზების შემდაგ დგინდება რომ წრეწირის ცენტრი მართლაც სამკუთხედის შიგნით უნდა იყოს!!! yes.gif
(მე შეგნაბულად არ ავაგე შესაბამისი ნახაზი!!! რამათუ შემდეგ იქნებოდა პრეტენზია - ეგეთი ნახაზი წარმოდგენილი არ არისო)
ეს ერთგვარი ''ხრიკია"..... არ გაძლევენ ზუსტ ნახაზს, მაგრამ სამაგიეროდ დებენ შესაბამისი მონაცემების ისეთ ნახაზს, რომელიც მსჯელობაში ხელს არ შეგიშლის.
QUOTE
აქ რამე მეშლება?


კი! wink.gif ........ მარჯვენა მხარეში უნდა გეწეროს ( - 80x ) და არა ( -40x)
-------------------------------------------------
x = 15 - 5(ფესვი3-დან) .... შემდეგ R =...... და შემდეგ S = 100(2-ფესვი3)პი - 75 +25ფესვი3 ( ერთერთი ვარიანტი)

Posted by: saxelisaxeli1 28 Jun 2015, 00:19
ნუ მე აბენახევარსინუსალფათი გამოვთვალე და ჰერონით რამე სხვას მივიღებ? ვცდი კიბატონო რამდენჯერმე გდავამოწმებ და დავწერ... არ დაიკარგოთ :დდ თუ არ უშველა სხვა გზა მომაფიქრებინეთ

Posted by: Papun 29 Jun 2015, 11:38
წელს ვინც აბარებთ მათემატიკას დილას
აქ თუ დაწერთ რაც გაგახსენდებათ მადლობელი ვიქნები smile.gif
* * *
3*25^x-8*15^x+5*9^x<=0
need some help smile.gif

Posted by: oleg-i 29 Jun 2015, 15:06
განტოლების ორივე მხარის გაყოფა [(9^x)არ=0] -ზე........[(5/3)^x)] = y -ის მიმართ კვადრატული განტოლება.....

Posted by: Papun 29 Jun 2015, 15:36
oleg-i
მადლობა smile.gif
რომ დავპოსტე მერე მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა biggrin.gif

Posted by: execution 29 Jun 2015, 16:23
Papun
მე ვაბარებ, I ვარიანტი მომიწია, დავწერ რაც გამახსენდება.

წელს ვიზარმაცე ძალიან, 40 ქულას თუ გადავაჭარბე უკვე კმაყოფილი ვიქნები.

Posted by: Papun 29 Jun 2015, 16:40
Ex3cuTioN
მეც ვზარმაცობ, მაგრამ ცოტა მეტი მინდა.
იმედია ნორმალურად დავწერთ.

Posted by: Gooramos 6 Jul 2015, 11:48
რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს ხუთკუთხედს? რამე ფორმულაა თუ ზეპირად უნდა დავთვალო?

Posted by: illmatic 6 Jul 2015, 14:25
გამარჯობა
მათემატიკასა და ეკონომიკაში მატრიცას რაში იყენებენ?

Posted by: Papun 6 Jul 2015, 23:07
Gooramos
QUOTE
რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს ხუთკუთხედს?

წესიერ ხუთკუთხედსა და ნებისმიერ წესიერ ფიგურას იმდენი სიმეტრიის ღერძი გააჩნია, რამდენი კუთხეც( ან გვერდი) აქვს.
ანუ 5 ექნება წესიერ ხუთკუთხედს.

Posted by: Gooramos 10 Jul 2015, 16:55
Papun
დიდი მადლობა. დიდ დროს ვხარჯავდი ასეთ რაღაცეებზე

Posted by: SlipKnot1234 11 Jul 2015, 21:25
გამარჯობა
AB მონაკვეთი სიბრტყის პარარელურია მისი ბოლოებიდან სიბრტყისადმი გავლებულია ორი დახრისი AC=6 და BD=4. AC დახრილი სიბრტყესთან ადგენს a(ალფა) კუხთეს. იპოვეთ BD-ს დახრის კუთხე თუ Sin a=1/3.

Posted by: Papun 11 Jul 2015, 23:26
SlipKnot1234
user posted image

Gooramos
smile.gif

Posted by: SlipKnot1234 12 Jul 2015, 16:11
მონაკვეთი კვეთს სიბრტყეს, მონაკვეთის ბოლოებიდან მანძილები სიბრტყემდე 6სმ და 10სმ-ია, ხოლო მონაკვეთის გეგმილის სიგრძე სიბრტყეზე 12სმ-ია. იპოვეთ მონაკვეთის სიგრძე. მადლობა წინასწარ

Posted by: Chester0x 13 Jul 2015, 22:43
გვაქვს ორი 10 ლიტრიანი რძის კასრი , როგორ გადავასხათ 4 და 5 ლიტრიან ქვაბებში 2-2ლ რძე ^^
any idea ? xd

Posted by: lepori 13 Jul 2015, 22:47
Chester0x
QUOTE
გვაქვს ორი 10 ლიტრიანი რძის კასრი , როგორ გადავასხათ 4 და 5 ლიტრიან ქვაბებში 2-2ლ რძე ^^
any idea ? xd

ცოტა რომ გადავღვაროთ შეიძლება? biggrin.gif

Posted by: Chester0x 13 Jul 2015, 22:51
QUOTE (lepori @ 13 Jul 2015, 22:47 )
Chester0x
QUOTE
გვაქვს ორი 10 ლიტრიანი რძის კასრი , როგორ გადავასხათ 4 და 5 ლიტრიან ქვაბებში 2-2ლ რძე ^^
any idea ? xd

ცოტა რომ გადავღვაროთ შეიძლება? biggrin.gif

ვერ გეტყვი არ ეწერა პირობაში ;დდ შეიძლება maybe ;დდ

Posted by: lepori 13 Jul 2015, 23:04
Chester0x
QUOTE
ერ გეტყვი არ ეწერა პირობაში ;დდ შეიძლება maybe ;დდ

ბევრი გადასხმა-გადმოსხმით ძლივსღა მივიღე
აშკარა უფრო ადვილი ხერხი უნდა არსებოდეს
rolleyes.gif

თან ნახევარზე მეტი რძე დავაქციე biggrin.gif

Posted by: Chester0x 13 Jul 2015, 23:06
lepori
აუ იქნებ მითხრა როგორ მიიღე ;დდ ვწვალობ ამდენი ხანია ;დდ gigi.gif

Posted by: lepori 13 Jul 2015, 23:14
12 მოქმედება დამჭირდა:


N 10 10 4 5
0 10 10 0 0
1 10 1 4 5
2 10 1 0 5
3 10 0 1 5
4 10 0 4 2
5 10 2 4 0
6 5 2 4 5
7 5 2 0 5
8 1 2 4 5
9 1 2 0 5
10 0 2 1 5
11 0 2 4 2
12 4 0 2 2

Posted by: Chester0x 13 Jul 2015, 23:30
lepori
დიდი მადლობა ძაან 2kiss.gif

Posted by: illmatic 18 Jul 2015, 12:09
რა მაინტერესებს
ორი ზღვრის ნამრავლის გაერთიანება ხომ შეგვიძლია,მაგ: ლიმ.რაღაცა × ლიმ.რაღაცა1 = ლიმ.რაღაცა×რაღაცა1

და საწინაამღდეგო დებულება სამართლიანია? ნამრავლის ორ ზღვრად გახლეჩას ვგულისხმობ.და კიდევ,თუ გავხლიჩე,იმ ორიდან ერთში ზღვარზე რომ გადავიდე და მეორე დავტოვო ჩვეულებრივ შემიძლია?

Posted by: Dixtosa 18 Jul 2015, 15:39
illmatic
QUOTE
ორი ზღვრის ნამრავლის გაერთიანება ხომ შეგვიძლია,მაგ: ლიმ.რაღაცა × ლიმ.რაღაცა1 = ლიმ.რაღაცა×რაღაცა1

არანაირად არ შეგიძლია

ლიმ(ხ) * ლიმ(1/ხ) არის უსასრულობის და ნოლის ნამრავლი ანუ განუსაზღვრლობა
მარა ლიმ(ხ*1/ხ) = ლიმ(1) = 1


ზედა ზღვრებში იქსი (ხ) მიდის უსასრულობისკენ

Posted by: illmatic 18 Jul 2015, 18:16
Dixtosa
არა,სხვა რაღაც ვიგულისხმე.ცუდად მიწერია.

მე მაინტერესებს მაქვს თუ არა ზღვრის გახლეჩის უფლება შემდეგნაირად.


Posted by: Dixtosa 18 Jul 2015, 20:33
illmatic
ეგ რანაირი გახლეჩვაა საერთოდ. არა არ შეგიძლია

მარა აქ შეგიძლია გახლიჩო ისე რო დელტა იქსი დარჩეს რომელიმეს.
მაგალითად სინუსს დაუტოვე და გამოვა ის რაც მესამე ხაზზე გიწერია

Posted by: gaucho 19 Jul 2015, 00:36
Dixtosa
illmatic
მაგ შემმთხვევაში ნამდვილად შეიძლება გახლეჩვა.

ზოგადად თუ გახლეჩვისას მიღებული ფუნქციებს საძიებელ წერტილში გააჩნია სასრული ზღვარი მაშინ პრობლემა არ არის

1=x*1/x ფუნქციის გახლეჩვა არ გამოდგება იმიტომ რომ 1/x ფუნქცია "ცუდად იქცევა" 0 წერტილში.

თპრე 0-ის გარდა ნებიისმიერ წერტილში მათი გახლეჩვაც შეიძლება yes.gif


Posted by: illmatic 19 Jul 2015, 08:46
Dixtosa
gaucho
კოსინუსის ქვეშ დელტა იქსი გამეპარა,მარტო სინუსთან უნდა ეწეროს biggrin.gif

მადლობა

Posted by: Vikus 19 Jul 2015, 09:01
ახლა ვკითხულობ პოსტებს და ვერ გამიგია რა ენაზე ლაპარაკობთ user.gif როგორ უნდა ჩავაბარო მათემატიკა?

Posted by: gaucho 19 Jul 2015, 11:48
illmatic
ხო მივხვდი მაგას და დამავიწყდა აღმენიშნა.



QUOTE
მადლობა

up.gif

Posted by: SlipKnot1234 21 Jul 2015, 19:58
იპოვეთ a-ს ყველა მნიშვნელობა რომლისთვისაც (2-a)X2-3ax+2a=0 განტოლების ორივე ფესვი მეტია 1/2=ზე

Posted by: gaucho 22 Jul 2015, 01:31
SlipKnot1234
იცი როგორ გამოითვლება კვადრატული განტოლების ფესვები?

პრობლემა სად არის?

სად "იჭედები"?

Posted by: SlipKnot1234 22 Jul 2015, 15:30
კი მივყვები ჩვეულებრივად, მაგრამ პასუხს ვერ ვღებულობ.

Posted by: gaucho 22 Jul 2015, 17:55
SlipKnot1234
დაწერე კონკრეტულად სად "იჭედები"?

მათემატიკაში პრობლემის ზუსტად მიგნება და დანახვა უმნიშვნელოვანესია.

მაქედან იწყება მათემატიკა.

ვერ აკეთებ? კონკრეტულად რას? რატო?

Posted by: ritchie 23 Jul 2015, 20:19
5y^4x^2y'=x-1
ამონახსნი როცა Y(1)=2



დამეხმარეთ რა user.gif

Posted by: gaucho 24 Jul 2015, 10:15
ritchie
კარგად დაწერე გთხოვ.

ხარისხის და გამრავლების მოქმედებები გამოყავი კარგად.

y ჩვეულებრივ x-ის ფუნქციაა?

Posted by: ritchie 24 Jul 2015, 15:40
gaucho
დიფერენციალური განტოლებაა

აღარ მახსოვს წესივრად მგონი ესე იყო
5x²y⁴y'=X-1 განტოლების x--ის ამონახსნი როცა y(1)=2


Posted by: gaucho 24 Jul 2015, 17:55
ritchie


გადახედე აბა ამას, https://cims.nyu.edu/~kiryl/Calculus/Section_7.6--Differential_Equations/Differential_Equations.pdf

თუ რამე გაუგებარი იქნება მითხარი.

Posted by: ritchie 26 Jul 2015, 01:12
gaucho
http://sketchtoy.com/65585541

მერე რას მთხოვენ ვერ ვხვდები

Posted by: HCl 26 Jul 2015, 01:24
ritchie
რომ აინტეგრე მუდმივები გამოგრჩა, საწყისი პირობა გჭირდება მაგათ დასაფიქსირებლად

Posted by: ritchie 26 Jul 2015, 01:53
HCl
ხო მართალი ხარ
რაც მაინტერესებს მაგისთვის დიდი მნიშვნელობა კი არ აქ მაგ C-ს მივუწერ თუ არ


Posted by: gaucho 26 Jul 2015, 02:14
ritchie
ბარემ მივიყვანოთ ბოლომედ:

ე.ი გვაქვს:
y^5=lnx+1/x+c

აქედან:

y=(lnx+1/x+c)^(1/5)

თუ გავითვალისწინებთ y(1)=2 პირობას გვაქვს c=31

საბოლოოდ მივიღეთ:

y=(lnx+1/x+31)^(1/5)


საკითხი ამოწურულია?

Posted by: illmatic 26 Jul 2015, 22:51
ასეთი პრობლემა მაქვს:
(1+a)^n = 1 + n*a ამ ფორმულის გამოყენება როდის შემიძლია? მინდა დავითვალო (1.08)^25 ზედა ფორმულით,მაგრამ კალკულატორისგან განსხვავებულ პასუხს ვიღებ. წიგნში მხოლოდ a-ს სიმცირეზეა საუბარი,n-ზე არაფერი წერია. შემიძლია ამ ფორმულის გამოყენება ნებისმიერი n-სათვის?

Posted by: gaucho 26 Jul 2015, 23:00
illmatic
რეალურად ეგ ტოლობა სულაც არ არის სწორი.

სწორია (1+a)^n > 1 + n*a უტოლობა როცა a დადებითი რიცხვია და n ნატურალური.

უბრალოდ a რაც უფრო პატარაა(n-იც პატარა ჯობია მაგრამ a-ს სიპატარავემ შეიძლება გადაწონოს n-ის დიდობა, პირიქით არა.) მით უფრო ემსაგვსება ეს უტოლობა ტოლობას.



Posted by: illmatic 26 Jul 2015, 23:06
gaucho
ტელეფონით ვარ და ვერ ვნახე ''მეტია და ტოლია'' ზნაკი biggrin.gif

n-ის რა საზღვრებში შემიძლია მოქმედება? და (1.08)^25-ის ზეპირად დათვლა შესაძლებელია?

Posted by: gaucho 26 Jul 2015, 23:54
illmatic
QUOTE
n-ის რა საზღვრებში შემიძლია მოქმედება

ნებისმიერ საზღვარში, უბრალოდ რაც უფრო პატარაა a მით უფრო მუშაობს ეგ ფორმულა.

გააჩნია რა სიზუსტე გინდა.

QUOTE
და (1.08)^25-ის ზეპირად დათვლა შესაძლებელია?

იმ შეფასებით რაზეც ჩვენ ვსაუბროთ ცდომილება ძაან დიდი იქნება.

0.08 არ არის იმდენად პატარა რომ ამ ფორმულამ კარგად იმუშაოს.


საერთოდ საიდან მოდის ეგ უტოლობა ჰო იცი?

ჩეულებრივი ბინომიალური ფორმულის "მთავარი" ნაწილია 1+n*a ეგ არის და ეგ.


აი გადახედე: http://mathworld.wolfram.com/BernoulliInequality.html

Posted by: illmatic 27 Jul 2015, 14:27
gaucho
მადლობა
ბინომზე არ ვიცოდი,მეგონა დიფერენციალიდან გამოდიოდა,გადავხედავ საღამოს.

Posted by: gaucho 27 Jul 2015, 16:14
illmatic
თუ n ნატურალურია ბინომიალური ფორმულა საკამრისია დასამტკიცებლად.


თუ რამეს ვერ გაიგებ იკითხე აუცილებლად.

აბა შენ იცი

Posted by: ქართლოსი 30 Jul 2015, 08:45
უცხო ენებზე რომაა კურსები
მათემატიკის კურსები არ არის
ეგთი სადმე?

Posted by: HCl 30 Jul 2015, 10:39
ქართლოსი
მარტო სკოლის, ანდა ვინმე პროფესორი უნდა იშოვო ვინც მარტოს აგიხსნის
ანდა mit-ს კურსებზე შედი და იქ არის ღია კურსები

Posted by: ქართლოსი 30 Jul 2015, 11:18
HCl


QUOTE
ანდა ვინმე პროფესორი უნდა იშოვო


პროფესორი არ მინდა მარტივი მათემატიკა მინდა მეე 6 კლასიდან მეცხრემდე.

QUOTE
ანდა mit-ს კურსებზე შედი და იქ არის ღია კურსები

ეს რა არის სად არის?
მადლობა.

Posted by: super fast jellyfish 6 Aug 2015, 01:25
ქართლოსი
mit მასაჩუსეტის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ღია კურსებია.
რად გინდა კურსი? ცოტა რამე თუ გაგეგება დაჯექი და ყველარის პოვნა შეგიძლია.

მე პირადად უმაღლესი მატემატიკის ჩაბარება მჭირდებოდა მისაღებ გამოცდაზე მაგისტრატურაზე. მხოლოდ კურსერათი და იუთუბით მოვემზადე და ჩავაბარე,
იუთუბის გვერდები:
https://www.youtube.com/user/patrickJMT ეს კაცი ყველაზე მეტად მიყვარს, ძალიან მარტივი და გასაგები ენით ხსნის ყველაფერს. თან ფლეილისთებად აქვს.
https://www.youtube.com/user/DrChrisTisdell
https://www.youtube.com/user/khanacademy

და კურსერა: http://cursera.com/
ეს იყო ჩემი კურსი: https://www.coursera.org/course/apcalc

Posted by: ქართლოსი 6 Aug 2015, 10:16
super fast jellyfish

ინგლისური არ ვიცი მაგ დონეზე ჯერჯერობობით.

ვცდი აბა მაინც.

მადლობა.


მათემატიკასი მარტო სწავლა მიჭირს ძაან. თითქმის არაფერი არ გამომდის.

ვინმე რო მიხსნია ეგრე უფრო ვსწავლობ.


Posted by: super fast jellyfish 6 Aug 2015, 12:19
ქართლოსი

არაფერს smile.gif
რუსულადაც უნდა იყოს წესით, ბევრი მასალა უდევთ მაგათაც.
ინგლისურს რაც შეეხება ტერმინებია ძირითადად, თავიდან გაგიჭირდება მერე უკვე მიხვდები, მაგრამ გააჩნია მათემატიკის დონეს.

ჯერ ნახე და თუ ვერ აუღე ალღო მერე ალბათ კერძო მასწავლებელი.

Posted by: ქართლოსი 6 Aug 2015, 14:52
super fast jellyfish
QUOTE
ჯერ ნახე და თუ ვერ აუღე ალღო მერე ალბათ კერძო მასწავლებელი.


ხო უკვე ავიყვანე კერძო მასწავლებელი ესე მირჩევნია.


QUOTE
mit მასაჩუსეტის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ღია კურსებია.


სად ტარდება ესენი უფასოა?

Posted by: cyber11 6 Aug 2015, 20:24
თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება.

სად იქნება 4მკკ და 16მკკ მუხტების სისტემაში ველის დაძაბულობა 0 ტოლი თუ მუხტებს შორის მანძილია 3მ.

მადლობა ადმინს რომ ასეთი კარგი ფორუმი არსებობს და მადლობა ყველას ვისაც დახმარების სული აქვს.

ამ ამოცანაზე ძალიან ვიწვალე მაგრამ ...

Posted by: super fast jellyfish 7 Aug 2015, 15:09
ქართლოსი

http://ocw.mit.edu/courses/find-by-topic/#cat=mathematics

Posted by: oleg-i 8 Aug 2015, 00:18
cyber11
..........................................................................................................................

Posted by: ქართლოსი 8 Aug 2015, 15:40
საქართველოს ტელეფონის ნომრები 558 32 43 21 ---------- 558 ამ დასაწყისით რამდენი ნომრის

არსებობაა შესაძლებეი?
როგორ იანგარიშება?

Posted by: Dixtosa 8 Aug 2015, 16:48
ქართლოსი
რამდენია განსხვავება 558 და 559 მილიონებს შორის?

Posted by: ქართლოსი 8 Aug 2015, 20:09
Dixtosa
QUOTE
რამდენია განსხვავება 558 და 559 მილიონებს შორის?


1 000 000 000

ესეგი მილიონი ნომერი შეილება 558 ამაზე გამოვიდეს?

Posted by: Accident 8 Aug 2015, 20:15
ქართლოსი
QUOTE
1 000 000 000

ეგ მილიარდია...

Posted by: ქართლოსი 8 Aug 2015, 21:52
Accident
QUOTE
ეგ მილიარდია...


ხო ციფრები შემეშალა.

მილიონის დაწერა მინდოდა.

Posted by: super fast jellyfish 9 Aug 2015, 01:14
QUOTE (ქართლოსი @ 8 Aug 2015, 15:40 )
საქართველოს ტელეფონის ნომრები 558 32 43 21 ---------- 558 ამ დასაწყისით რამდენი ნომრის

არსებობაა შესაძლებეი?
როგორ იანგარიშება?

კი ძალიან მარტივად აგიხსნეს. შეგიძლია ცოტა ალბათობაც ჩართო ანუ მოცემულია
558 *** ***
თითოეული ფიფქის ადგილას შეიძლება გქონდეს 10 შემთხვევა, ანუ ციფრები 0-დან 9ის ჩათვლით.
გაქვს ხულ 6 ცალი ფიფქი ანუ 10 ^6 = 1 000 000

Posted by: ქართლოსი 9 Aug 2015, 23:28
super fast jellyfish
მადლობა.


ეს არასწორი გამოყვანაა ხო?


http://www.picz.ge



აქ ბოლო 2 ამოცანა ვერ გავიგე როგორ იხსნება?

http://www.picz.ge

Posted by: super fast jellyfish 10 Aug 2015, 00:49
ქართლოსი
კი არასწორია. გეკითხებიან 23 1/3-ის რამდენი %-ია 7/5.

რიცხვის პროცენტი როგორ ითვლება? რაღაც რიცხვი გავყოთ 100ზე და გავამრვალოთ %-ზე ხო?
ანუ 23 1/3 : 100 *X = 7/5 წილადს თუ გარდაქმნი და გაყოფას გამრავლებით ჩაწერ
70/3 * 1/100 * X =7/5
შეკვეცე,გადაამრვალე და წესით 6 უნდა იყოს პასუხი.

რაც შეეხება ამოცანებს 133-ე ამოგიხსენი, 134 ზუსტად იგივეა. სცადე და თუ ვერ ამოხსნი მერე იმაშიც დაგეხმარები.


პ.ს. კალიგრაფია სასტიკი მაქვს givi.gif
user posted image

Posted by: ქართლოსი 10 Aug 2015, 10:25
super fast jellyfish
QUOTE
პ.ს. კალიგრაფია სასტიკი მაქვს


დაიხვეწება მერე არაუშავს.
მადლობა.


Posted by: super fast jellyfish 10 Aug 2015, 23:27
ქართლოსი

გასაგებია ყველაფერი?

ამოხსენი 134 ?

Posted by: ქართლოსი 10 Aug 2015, 23:56
super fast jellyfish
QUOTE
გასაგებია ყველაფერი?


დამეღალა ტვინი უკვე. ხვალ მივდივარ მასწავლებელთან ამიხსნის ის.

ბაზა არ მაქვს, ეგრევე რთულ რაღაცეებით დავიწყე გამოცდამდე რომ
მოვასწრო სწავლა და იმიტომ მიჭირს გაგება.

მადლობა ყურადღებისთვის.


Posted by: ქართლოსი 12 Aug 2015, 13:07
super fast jellyfish

4; 7; 9; 6; 5; 23; 76.

თუ არ არის ერთი და იგივე რიცხვი
ან ციფრი მოდა მაინც გამოდის?


Posted by: oleg-i 12 Aug 2015, 22:16
ქართლოსი
11111-2-5-2 -5 -2 -6 რიცხვით მონაცემებს აქვს ერთი მოდა ---2
2 -1-2 -5-127 -5-9-127 რიცხვით მონაცემებს აქვს სამი მოდა ---- 2; 5 და 127
2 -6-6-6-2-2 რიცხვით მონაცემებს აქვს ორი მოდა ----2 და 6
2-3- 7-2015- 13 რიცხვით მონაცემებს აქვს ხუთი მოდა ----2; 3; 7; 13 და 2015
ასე რომ შენს მიერ წარმოდგენილ რიცხვთა მონაცემებს აქვს ?????????

Posted by: ქართლოსი 12 Aug 2015, 23:28
oleg-i
QUOTE
ასე რომ შენს მიერ წარმოდგენილ რიცხვთა მონაცემებს აქვს ?????????


არ არის ერთნაირები და არ აქვს ესეგი?

QUOTE
11111-2-5-2 -5 -2 -6 რიცხვით მონაცემებს აქვს ერთი მოდა ---2

5 იც ხომ არის მრამდენიმე და წესი როგორ არის მოდის?

* * *
ისეთი კალკულატორი არსებობს ყველაფერს რომ ანგარიშობდეს მათემატიკაში?

Posted by: super fast jellyfish 13 Aug 2015, 21:02
ქართლოსი

აუ მედიანა და მოდა ძალიან ადრე ვისწავლე.
მოდა ისაა რაც ყველაზე ხშირად გხვდება. თუ არ გვხდება ანუ ერთხელაც არ მეორდება რაიმე ციფრი ან რიცხვი მაშინ მოდა არ არასებობს.
თუ რაიმე 2 რიცხვი ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობით გვხდება, მაშინ ორივე მოდაა.

ჩემი რჩევა იქნება დაალაგე ხოლმე ზრდადობის მიხედვით, მედიანისთვის მაინც გჭირდება და მოდასაც ადვილად მიაგნებ.

Posted by: ქართლოსი 13 Aug 2015, 22:12
super fast jellyfish
QUOTE
აუ მედიანა და მოდა ძალიან ადრე ვისწავლე.


თუ არ გხვდება პრაქტიკაში გავიწყდება ესეგი.

Posted by: super fast jellyfish 14 Aug 2015, 00:40
ქართლოსი
ეს ორივე ისეთი რაღაცაა მე პირადად ნამდვილ მათემატიკად არ მივიჩნევ.

მასე წილადებზე მოქმედებები უფრო ადრე ვისწავლე, საერთოდ არ ვიყენებ მაგრამ მახსოვს smile.gif

Posted by: ქართლოსი 14 Aug 2015, 10:21
super fast jellyfish
QUOTE
ეს ორივე ისეთი რაღაცაა მე პირადად ნამდვილ მათემატიკად არ მივიჩნევ.


ადვილი რომაა ეტყობა მაგაზე ამბობ. თორემ მათემატიკის ნაწილი ხომ არის.

Posted by: super fast jellyfish 14 Aug 2015, 19:25
ქართლოსი
კი, მატემატიკაა. კომბინატორიკაში ვისწავლე მგონი.
ანუ "მათემატიკურად" დაფიქრება არ სჭირდება. საერთოდ რა საჭიროა მაგასაც ვერ ვხვდები.

Posted by: ქართლოსი 14 Aug 2015, 19:37
super fast jellyfish
QUOTE
საერთოდ რა საჭიროა მაგასაც ვერ ვხვდები.


ამიხსნეს რისთვისაცაა საჭირო, დამავიწყდა თორემ დავწერდი.

Posted by: ქართლოსი 17 Aug 2015, 22:47
http://www.naec.ge/images/doc/SXVA/matematika-prof-2015-nimushebi.pdf

Posted by: ქართლოსი 22 Aug 2015, 13:18
3/16 ისა და 5/24 ის უმცირესი საერთო მნიშვნელი 16 გამოდის?
* * *
82/6 =13.66666667 კალკულატორის მიხედვით
ქვეშმიწერით რომ ვანგარიშობ ვიღებ13.6666.... რატომ?

Posted by: simebi 23 Aug 2015, 13:38
QUOTE
3/16 ისა და 5/24 ის უმცირესი საერთო მნიშვნელი 16 გამოდის?


48 გამოდის საერთო მნიშვნელი, ზოგადად კი საერთო მნიშვნელის პოვნის დროს უნდა იპოვო მნიშვნელების უმცირესი საერთო ჯერადი, მაგ: 2/3 და 1/2, ამათი საერთო მნიშვნელი არის 6, რადგან მნიშვნელების უმცირესი საერთო ჯერადი არის 6.

QUOTE
82/6 =13.66666667 კალკულატორის მიხედვით
ქვეშმიწერით რომ ვანგარიშობ ვიღებ13.6666.... რატომ?


იმიტომ რომ კალკულატორი ვერ გიჩვენებს უსასრულოდ 13.6666........ ამიტომ "გიმრგვალებს" და რომ არ "დაიკარგოს" შემდეგ მდგომი ..6_ანები 7_ანს გიწერს ბოლოში, შეეძლო დაეწერა 13.(6) რომელიც იგივეა რაც 13.6666.......... მაგრამ არა აქვს ყველა კალკულატორს ეგ ფუნქცია.


პ.ს. შემდეგი წლისთვის ეროვნულებისთვის ემზადები ისე ?

Posted by: TheAnswer 24 Aug 2015, 11:51
ძალიან დამაინტერესა ამ ბოლო დროს ფიზიკა,მაგრამ არანაირი ცოდნა არ მაქვს ამ დროისათვის

მათემატიკაში კარგი ვარ,მალე ვითვისებ ყველაფერს

უნივერსიტეტში რომ ავიღო დამატებითად ფიზიკის საგნები,ძალიან გამიჭირდება?
რამდენ ხანში შევისწავლი იმ დონეზე,რომ ვილაპარაკო თავისუფლად ფიზიკაზე,პროფესორობა არ მინდა biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 27 Aug 2015, 13:52
simebi
QUOTE
პ.ს. შემდეგი წლისთვის ეროვნულებისთვის ემზადები ისე ?


სექტემბრის ბოლოს კოლეჯის გამოცდაა. ეროვნულები ბარდება.

მადლობა პასუხისთვის.

============================================


TheAnswer
QUOTE
უნივერსიტეტში რომ ავიღო დამატებითად ფიზიკის საგნები,ძალიან გამიჭირდება?


აიღე და თუ გაგიჭირდა და ვერ ასწრებ სწავლას გაანებებ თავს.
მათემატიკას თუ კარგად ითვისებ ფიზიკა არ უნდა გაგიჭირდეს წესით.

Posted by: lepori 27 Aug 2015, 14:32
TheAnswer
QUOTE
უნივერსიტეტში რომ ავიღო დამატებითად ფიზიკის საგნები,ძალიან გამიჭირდება?

ჯავახიშილში სწავლობ?..

მანდ არის რამდენიმე საინტერესო კურსი, თავისუფალ კრედიტებში, მაგალითად
სამყაროს ევოლუცია და ნანოტექნოლოგიები.
ამეებს სულ სიმღერ-სიმღერით დაძლევ, თან საინტერესოა smile.gif

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაც იყო >
მაგრამ მგონი წინაპირობა ჰქონდა.
სამყაროს ევოლუცია ყველასთვისაა

შეგიძლია ფიზიკის შესავალი აიღო,
რაც სკოლაში გისწავლია მანდ გაგახსენებენ smile.gif

QUOTE
რამდენ ხანში შევისწავლი იმ დონეზე,რომ ვილაპარაკო თავისუფლად ფიზიკაზე

ეუფ biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 2 Sep 2015, 00:03
მაგალითათ 17 ხარისხად 7 სათითაოთ რო არ გაამრავლო მარტივი გზა ტუ არის რამე?
სხვა ციფრებზეც?
მადლობა.

Posted by: HCl 2 Sep 2015, 00:10
ქართლოსი
არა, უნდა იჯდე და ამრავლო biggrin.gif

Posted by: Dixtosa 4 Sep 2015, 16:22
ქართლოსი
QUOTE
მაგალითათ 17 ხარისხად 7 სათითაოთ რო არ გაამრავლო მარტივი გზა ტუ არის რამე?

აი ეს
https://en.wikipedia.org/wiki/Exponentiation_by_squaring


Posted by: HCl 9 Sep 2015, 09:43
Dixtosa
ეგ კომპიუტერისთვის biggrin.gif

Posted by: kobakoba1111 9 Sep 2015, 17:41
თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ გეპეის გამოცდის ამოცანებია.

როგორი სიდიდის იქნება საერთო ემიტერიანი მაძლიერებელი კასკადის შესავალის
წინაღობა, თუ დენის გაძლიერების კოეფიციენტი β=100; (ან ეს უნდა იყოს β=80). ემიტერის წრედში
ჩართულია Rე=100 ომ-ის ტოლი წინაღობა და ემიტერული გადასასვლელის
წინაღობა rე=25 ომ. ( ეს მგონი ამ ფორმულით იხსნება Rშეს = β (Rე + rე) )
ა)6,5; ბ)8; გ)8,5; დ)10;

მაინვერსირებელ შესასვლელიან ინტეგრატორზე იმოქმედა 1წმ ხანგრძლივობისა და
1 ვ ამპლიტუდის მართკუთხა ფორმის იმპულსმა. როგორი სიდიდის იქნება
გამოსავალი ძაბვა შესავალი სიგნალის შეწყვეტის მომენტში, თუ უკუკავშირის
წრედში ჩართულია C=10 მკფ ტევადობის კონდენსატორი, ხოლო შესავალ წრედში ჩართულია R=20 კომ-ის ტოლი წინაღობა. (ეს მგონი ამ ფორმულით იხსნება Vშეს = V * t /C * R )
ა)-5ვ; ბ)5ვ; გ)2ვ; დ)-10ვ;

როგორი უნდა იყოს დიოდის დასაშვები უკუძაბვის მინიმალური მნიშვნელობა
რფაზა (- ეს ვერ გავიგე) ნულის გამომყვანიან გამმართველში, თუ დატვირთვაზე უნდა იმოქმედოს
180ვ-ის ტოლი ძაბვის საშუალო მნიშვნელობამ?
ა)564ვ; ბ)580; გ)464.2; დ)468,6ვ

როგორი სიდიდის იქნება არასიმეტრიული სამფაზა ბოგური გამმართველის
გამოსასვლელზე მიღებული საშუალო მნიშვნელობა, როდესაც ტირისტორს გამღები
იმპულსები მიეწოდება α=60გრადუსი ფაზური ძვრით. α=0-ის დროს გამოსასვლელზე
მიღებული ძაბვის საშუალო მნიშვნელობა 200ვ-ის ტოლია.
ა)100ვ; ბ)160ვ; გ) 150ვ; დ) 120ვ;


როგორი სიდიდის იქნება რევერსული განედურ _ იმპულსური გარდამქმნელის
გამოსავალზე მიღებული ძაბვის საშუალო მნიშვნელობა, თუ მის შესასვლელზე
მოქმედებს 120ვ-ის ტოლი მუდმივი ძაბვა და იმპულსის შევსების კოეფიციენტი γ=0,4 -ს.
ა)-48ვ; ბ) -24ვ; გ)24ვ; დ)12ვ;

Posted by: illmatic 10 Sep 2015, 10:49
გამარჯობა
სურათზე გამოსახული მოქმედება როგორ შეასრულეს?

მეორედან პირველს ჩვეულებრივ ვიღებ, პირველიდან მეორის მიღების გზაა ცოტა გაუგებარი biggrin.gif

Posted by: HCl 10 Sep 2015, 10:55
illmatic
მეორედან პირველს თუ იღებ მორჩა.
შეგიძლია ჩათვალო რომ უბრალოდ დაესიზმრა ვიღაცას პირველი რომ მეორეს უდრიდა.

Posted by: M43DL0 11 Sep 2015, 01:15
ესეთი რაღაც გვინდა საიტზე
გადავიხდით თანხას თუ სრულყოფილად იმუშავებს ფორმულა (ალგორითმი)
გვჭირდება ალგორითმი (ფორმულა)



OFFTOPIC:
საიტზე სადაც განთავსებულია კომპანიები სხვადასხვა კატეგორიაში, არის შეფასების სისტემა 1 დან 5 მდე.
საჭიროა რომ შედგეს რეიტინგი რომელიც კომპანიებს დაალაგებს რეიტინგის მიხედვით. ამ რეიტინგში გათვალისწინებული უნდა იყოს შეფასება და შემფასებლების რაოდენობა.
მაგ: კომპანია ა –ს აქვს შეფასება 4.5 და შეფასებული ყავს 10 ადამიანს. კომპანია ბ–ს აქვს 4.5 რეიტინგი და შეფასებული ყავს 100 ადამიანს. ის კომპანია რომელიც უფრო მეტ ადამიანს ყავს შეფასებული უნდა იყოს წინ თუ შეფასების საშუალო ექნებათ თანაბარი.
ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მეორე პირობაც.
თუ კომპანია ა შეფასებული ყავს სამ (3) ადამიანს და საშუალო შეფასება აქვს –5, ხოლო კომპანია ბ თუ შეფასებული ყავს 100 ადამიანს და საშუალო შეფასება აქვს 4.8. კომპანია ბ რეიტინგში უფრო წინ უნდა იყოს ვიდრე კომპანია ა, რადგან კომპანია ბ–ს შემფასებლების რაოდენობა მეტია კომპანია ა–ს შემფასებლების რაოდენობაზე ხოლო საშუალოში სხვაობა მცირეა.
ანუ ჩვენ გვინდა ალგორითმი (ფორმულა) რომელსაც საიტზე ჩავსვამთ და დაითვლის კომპანიების რეიტინგს, გათვალისწინებული იქნება შემფასებლების რაოდენობა და საშუალო შეფასება.
გვინდა გამოვრიცხოთ ის ფაქტი, რომ კომპანიები ვისაც ცოტა შემფასებელი ყავს მაგრამ აქვთ საშუალო ძალიან მაღალი, არ აღმოჩნდნენ იმ კომპანიებზე წინ ვისაც ბევრი შემფასებელი ყავთ მაგრამ საშუალო აქვთ მაქსიმუმზე დაბალი. შემფასებლების რაოდენობა მცირედით პრიორიტეტული უნდა იყოს.


Posted by: illmatic 11 Sep 2015, 10:08
HCl
სხვა იუზერებსაც დაველოდები, მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: ქართლოსი 13 Sep 2015, 17:50
http://www.picz.ge

Posted by: HCl 13 Sep 2015, 19:14
ქართლოსი
"მილიმეტროვკაზე" უნდა გადახაზო და დათვალო უჯრები, შემდეგ გადაამრავლებ უჯრედის ფართობზე. ეგ ზუსტად თუ გინდა უფრო, ისე პირდაპირ მაგ ფურცელზე დათვალე უჯრები (რაც ნახევრად ხვდება ისინი შეკრიბე და ორზე გაყავი), მანდ უჯრის ფასი 1 კვადრატული სანტიმეტრია ჰოდა დათვლი რა biggrin.gif
პერიმეტრის დასათვლელად არის სპეციალური ხელსაწყო სახელი არ მახსოვს, შენც შეგიძლია ააწყო მუყაოს დისკი ჭიკარტით მიამაგრე ფანქარზე და გაყევი საზღვარს. რამდენი ბრუნიც გააკეთა ეგ სიგრძეს მოგცემს

Posted by: ქართლოსი 13 Sep 2015, 19:35
HCl

აი მაგალითად მიწის ნაკვეთია ეგეთი ის როგორ ითვლება,
ან სადაც უჯრები არ არის?

და ეგეთ ფიგურებს რა ქვია?

Posted by: Chikod 15 Sep 2015, 17:01
კითხვა ფიზიკის მცოდნეებთან.
"Какая необходима мощность нагревателя , чтобы нагреть 5 литров воды на двадцать градусов за одну минуту?
А 300 литров за час?
А если мощность внешнего теплообменника равна мощности нагревателя?"

მადლობა.



Posted by: ქართლოსი 18 Sep 2015, 21:13
მათემატიკოსმა მილიონ დოლარზე უარი თქვა.

https://www.youtube.com/watch?v=88QKPQc7V_g

Posted by: lepori 18 Sep 2015, 21:43
ქართლოსი
QUOTE
მათემატიკოსმა მილიონ დოლარზე უარი თქვა.


პერელმანი ერთხელ უკვე გავკიცხეთ მაგ საქმისთვის biggrin.gif
https://forum.ge/?showtopic=34135503&hl=%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

Posted by: Dixtosa 19 Sep 2015, 01:34
QUOTE
გავკიცხეთ

ცუდი გიქნიათ.

ფული მსყემატიკას აფუჭებსო. საკმაოდ აძრიანი პროტესტია

Posted by: HCl 19 Sep 2015, 09:27
QUOTE (Dixtosa @ 19 Sep 2015, 01:34 )
QUOTE
გავკიცხეთ

ცუდი გიქნიათ.

ფული მსყემატიკას აფუჭებსო. საკმაოდ აძრიანი პროტესტია

მგონი მანდ უფრო სხვა რამეა.
მარტო ფული რომ ყოფილიყო პრობლემა ფილდსის მედალს მაინც აიღებდა, მაგრამ სავარაუდოდ სხვა რაღაცა ეწყინა საზოგადოებისაგან / მათემატიკოსებისგან. რაზეც შეიძლება მხოლოდ ვიკიმთხაოთ რა მოხდა.
ისე მაგაზე უფროა დასაფასებელი ამხელა ცდუნებას რომ გაუძლო და პრინციპებს არ უღალატა <3

საერთოდაც გენიოსს ჩვენ არ უნდა ვკიცხავდეთ/განვიკითხავდეთ yes.gif yes.gif

Posted by: ქართლოსი 19 Sep 2015, 17:10
lepori
QUOTE
პერელმანი ერთხელ უკვე გავკიცხეთ მაგ საქმისთვის
პერელმანმა უარი თქვა მილიონიან პრემიაზე




მადლობა.

Posted by: illmatic 20 Sep 2015, 12:30
ალბათობიდან არაფერი მახსოვს, ეს ამომიხსენით რა ვინმემ rolleyes.gif

user posted image

შუალედი ვიპოვე boli.gif

Posted by: defender. 21 Sep 2015, 21:59
მოგესალმებით ,
ვეძებ კადრებს რომლებსაც შეუძლიათ ტოტალიზატორის ფსონების შედგენა , ან აქვთ შესაბამისი გამოცდილება და პროგრამა( ან შეუძლიათ პროგრამის დაწერა) რომლითაც შეადგენენფსონებს (კუშებს)
ტოტალიზატორისთვის .

Posted by: ქართლოსი 24 Sep 2015, 18:47
3/5+3/7 ამისგამოყვანის წესი როგორ არის?
========================================

Posted by: illmatic 25 Sep 2015, 13:23
ქართლოსი
მიმატება გინდა?

სანამ ერთმანეთს მიუმატებ, ჯერ უნდა გააერთმნიშვნელიანო. საერთო მნიშვნელი იქნება 35. ანუ, ორივე წილადი გაამრავლე ისეთ რიცხვზე, რომ მნიშვნელში 35 დაგიჯდეს.
გექნება: (3×7 + 3×5)/35

Posted by: ქართლოსი 25 Sep 2015, 21:08
illmatic

ხო გავარკვიე მადლობა.
======================
======================

Posted by: capitan marvel 26 Sep 2015, 00:33
მეგობრებო გილაკის მარტივი სქემა მჭირდება მუშაობის პრინციპის და იქნებ დამეხმაროთ თუ არასწორად ვპოსტავ გადამმამისამართეთ
http://radikal.ru/big/e6a97e79761548a99382ea9a41b8507f

აი რაღაც ესეთი ღილაკს რომ დააჭერ ''რაღაც'' გამოარდეს წინ და რო მიაწვები ამ ''რაღაცას'' ისევ უკან ჩაჯდეს

Posted by: noni_1982 30 Sep 2015, 18:22
გამარჯობათ ძვირფასო მათემატიკოსებო )) თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან ! ამოცანა რომელსაც ვერ მოვუხერხე ვერაფერი და ვერ მივხვდი რა ლოგიკით უნდა ამოიხსნას ასე გამოიყურება : " სამ კალატოზს ერთად მუშაობით კედლის აშენება შეუძლია 12 სთ-ში. რამდენ საათში ააშენებს ამ კედელს თითოეული ცალ-ცაკე , თუ ეს დროები ისე შეეფარდება ერთმანეთს როგორც 2:3:4 ?

თუ ვინმეს ესმის ამ ამოცანის ლოგიკა და განტოლება რომლითაც იხსნება გთხოვთ დამეხმარეთ !!!

Posted by: oleg-i 1 Oct 2015, 00:38
noni_1982
ამოცანა არაუშავს რა გამოიყურება smile.gif
QUOTE
რამდენ საათში ააშენებს ამ კედელს თითოეული ცალ-ცაკე , თუ ეს დროები ისე შეეფარდება ერთმანეთს როგორც 2:3:4 ?

ეს პირობა ნიშნავს რომ
პირველი კალატოზი კედელს მარტო მუშაობით აშენებს 2t....(გნებავს 2x... 2a... გნებავს 2ჭ) საათში
მეორე კალატოზი კედელს მარტო მუშაობით აშენებს 3t....(გნებავს 3x... 3a... გნებავს 3ჭ) საათში
მესამე კალატოზი კედელს მარტო მუშაობით აშენებს 4t....(გნებავს 4x... 4a... გნებავს 4ჭ) საათში
-----------------------------------------
არ დაიბნე!... იმის თქმა მინდა რომ არც t-ს, არც a-ს და მითუმეტეს არც ტ -ს სიმბოლოს შერჩევას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმც დროის სიმბოლოსათვის ხშირად გამოიყენებენ ხოლმე
t -ს
------------------------------
მაშინ
პირველი კალატოზი ერთ სთ-ში ააშენებს კედლის 1/2t ნაწილს
მეორე კალატოზი ერთ სთ-ში ააშენებს კედლის 1/3t ნაწილს
მესამე კალატოზი ერთ სთ-ში ააშენებს კედლის 1/4t ნაწილს

ერთად მუშაობით სამივე ერთ საათში ააშენებენ კედლის 1/2t + 1/3t + 1/4t = 13/12t ნაწილს (1)
.............................................................
ამის გარდა ცნობილია, რომ
QUOTE
სამ კალატოზს ერთად მუშაობით კედლის აშენება შეუძლია 12 სთ-ში.

ეს ნიშნავს, რომ
ერთად მუშაობით სამივე კალატოზი ერთ საათში ააშენებს კედლის 1/12 ნაწილს (2)
----------------------------------------------------------------
(1) და ( 2) აზრებით შეგვიძლია დავწეროთ განტოლება: 13/12t = 1/12 საიდანაც t =13
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
ასე, რომ
პირველი კალატოზი კედელს მარტო მუშაობით ააშენებს wink.gifwink.gif საათში
მეორე კალატოზი კედელს მარტო მუშაობით ააშენებს wink.gifwink.gifwink.gif საათში
მესამე კალატოზი კედელს მარტო მუშაობით ააშენებს wink.gifwink.gifwink.gifwink.gif საათში
************************************************************************
p.s. იგულისხმებოდა, რომ კალატოზები არ იყვნენ წამოყვანილნი ელიავას ბაზრობოდან

Posted by: illmatic 3 Oct 2015, 13:24
QUOTE
იგულისხმებოდა, რომ კალატოზები არ იყვნენ წამოყვანილნი ელიავას ბაზრობოდან

lol.gif up.gif

Posted by: metofe 6 Oct 2015, 18:55

~გამარჯობათ






ყუთიდან რომელშიც აწყვია ბარათები შემდეგი სიბოლოებით ა, ა, ა, ბ, ზ, ზ , ი, ნ,რ

შემთხვევით იღებენ ბარათს და ადებენ შემდეგ ბარათს როგორია ალბათობა იმისა რომ მიიღება სიტყვა ზარბაზანი

––––––––––

ურნაში 3 თეთრი , 7 შავი და 5 წითელი ბირთვია, რას უდრის იმის ალბათობა რომ ურნიდან შემთხვევით ამოღებული ბურთი იქნება თეთრი

––––––––––––––––
ურნაში 3 თეთრი , 7 შავი და 5 წითელი ბირთვია, რას უდრის იმის ალბათობა რომ ურნიდან შემთხვევით ამოღებული ბურთი იქნება თეთრი




ესენი ამომიხსენით თუ შეგიძიათ

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 7 Oct 2015, 12:21
ეს როგორ?
http://www.picz.ge

h, V და V0 ვიცით





მეორე
http://www.picz.ge




http://www.picz.ge
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: con 8 Oct 2015, 22:07
გთხოვთ ფიზიკის 10-ე კლასის გედენიძე, ლაზარაშვილის ამოცანათა კრებულის 1.1-1.47 მდე სურათ გადაუღოთ და გამომიგზავნოთ.. დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: OKELA84 26 Oct 2015, 18:53
ეს ამოცანა როგორ უნდა? ტოლფერდა სამკუთხედის მედიანა ამ სამკუთხედის პერიმეტრს ყოფს ნაწილებად: 15სმ და 6სმ.იპოვეთ სამკუთხედის გვერდები?

Posted by: Dixtosa 26 Oct 2015, 22:44
ორი ფორუმლა დგება

2*AB+ხ=50
AB+ხ/2+მედიანა=40

მეორეს ორზე რო გადაამრავლებ და ვსო

Posted by: OKELA84 27 Oct 2015, 16:30
Dixtosa
ეს ამოცანა როგორ უნდა? ტოლფერდა სამკუთხედის მედიანა ამ სამკუთხედის პერიმეტრს ყოფს ნაწილებად: 15სმ და 6სმ.იპოვეთ სამკუთხედის გვერდები?

Posted by: nope 29 Oct 2015, 02:47
OKELA84
რაღაც შეცდომაა მანდ, ორი გვერდის ჯამი მესამე გვერდზე ნაკლები ვერ იქნება

Posted by: Maritta 30 Oct 2015, 15:01
nope
უღრმესი მადლობა.მე ვერ გავიგე პირობა

Posted by: abzo 30 Oct 2015, 22:20
თუ √(21-12√3)=a+b√3

მაშინ a+b = ?

Posted by: Chrysippus 31 Oct 2015, 12:55
მოგესალმებით
მოკლედ ესეთი ამოცანაა და ვერ ამოვხსენი ვერანაირად თითქოს ელემენტარულია მაგრამ ვერ მივუდექი ეგების თქვენ დამეხმაროთ



AK:KB=2:3; BL:LC=2:1 რისი ტოლია AO:OL

Posted by: nope 31 Oct 2015, 21:11
Chrysippus
ABCD მართკუთხედია ალბათ.

L დან გაავლებ AB-ს პარალელურ LN წრფეს. გაქვს AKD და NMD მსგავსი სამკუთხედები ანუ შეგვიძლია ჩავწეროთ
NM/AK=ND/AD
NM=(AK*ND)/AD=(2x*y)/3y=2x/3
ML=LN-NM=5x-NM=5x-2x/3=13x/3

AOK და LOM დამკუთხედებიც მსგავსია AOK~LOM, შესაბამისად გვექნება
AO/OL=AK/ML=2x/(13x/3)=6/13

AO:OL=6:13

მემგონი ესაა up.gif up.gif

Posted by: abzo 31 Oct 2015, 21:21
QUOTE (abzo @ 30 Oct 2015, 22:20 )
თუ √(21-12√3)=a+b√3

მაშინ a+b = ?

ეს არ გამოგდით ? მე რაღაც არ გამომივიდა და თქვენც თუ არ გამოგდით მითხარით რა

Posted by: nope 31 Oct 2015, 21:23
-------------------------------------------

Posted by: oleg-i 31 Oct 2015, 22:12
abzo
--------------------------------------------
---------------------------------------------

Posted by: Chrysippus 1 Nov 2015, 12:29
nope

კი ეგაა biggrin.gif დიდი მადლობა გაიხარე

Posted by: joni1 1 Nov 2015, 19:59
რამდენი ნულით ბოლოვდება 2^4*5^2*7^4 გამოსუხაულება, ამის ამოხსნის პრინციპი მაინტერესებს.

Posted by: Dixtosa 1 Nov 2015, 21:41
oleg-i
ორუცნობიანი განტოლება ამოხსენი ერთი განტოლებით biggrin.gif







» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «






Posted by: ქართლოსი 2 Nov 2015, 21:26
7.9 როგორ კეთდება მიმდინარეობა?


http://www.picz.ge

Posted by: Dirac 4 Nov 2015, 09:53
ქართლოსი
ჯერ დაითვალე რამდენმა ადამიანმა იცის მარტო ინგლისური (ვთქვათ მიიღე X). მერე დაითვალე რამდენმა იცის მარტო ფრანგული (მიიღე Y). ამის მერე დაითვალე რამდენმა იცის ან მარტო ინგლისური, ან მარტო ფრანგული, ან ორივე ერთად (ანუ X+Y+23). საბოლოოდ 100-ს გამოაკელი ეს რიცხვი და მიიღებ სასურველ პასუხს.
* * *
joni1
QUOTE
რამდენი ნულით ბოლოვდება 2^4*5^2*7^4 გამოსუხაულება, ამის ამოხსნის პრინციპი მაინტერესებს.

რამდენი ნულითაც ბოლოვდება, იმდენჯერ შეგიძლია გაყო ათზე უნაშთოდ. ათი კიდე არის ორის და ხუთის ნამრავლი, სხვა მამრავლი ათს არ გააჩნია. ამიტომ უნდა დაითვალო ამ შენს ნამრავლში ორებით და ხუთებით რამდენ ათს ააწყობ.

Posted by: ქართლოსი 4 Nov 2015, 10:28
Dirac
QUOTE
ჯერ დაითვალე რამდენმა ადამიანმა იცის მარტო ინგლისური (ვთქვათ მიიღე X). მერე დაითვალე რამდენმა იცის მარტო ფრანგული (მიიღე Y). ამის მერე დაითვალე რამდენმა იცის ან მარტო ინგლისური, ან მარტო ფრანგული, ან ორივე ერთად (ანუ X+Y+23). საბოლოოდ 100-ს გამოაკელი ეს რიცხვი და მიიღებ სასურველ პასუხს.
* * *



პასუხი 8 არის წიგნში და ესე არ დაემთხვა.

Posted by: OKELA84 4 Nov 2015, 16:53
ქართლოსი
ვენის დიაგრამით კეთდება

Posted by: execution 4 Nov 2015, 17:51
ამოცანა არ არის, მაგრამ "რამდენიმე კითხვა ფიზიკოსებს" თემა აღარ ჩანს.

ხოდა, რაღაცის სწავლას ვცდილობ, მაგრამ დავიბენი.

ელექტრონები მოძრაობენ - პოლუსიდან + კენ და ამ დროს ამბობენ რომ დენი მოძრაობს + დან - კენო არა? biggrin.gif (ნერვები მეშლება ამაზე)

ხოდა დამიწება როცა არის, მიწისკენ ელექტრონები მოძრაობს თუ დენი?

თუ დენი მოძრაობს მიწისკენ ესეიგი ელექტრონები მოძრაობენ მიწიდან იმისკენ რაც დამიწებულია არა? biggrin.gif
ხოდა ვერ მივხვდი, აშკარად რაღაცას არასწორად ვამბობ და დავიბენი :|

Posted by: Dirac 4 Nov 2015, 19:12
ქართლოსი
მეც 8 მივიღე. 80-23=57. ამდენმა იცის მარტო ინგლისური. 35-23=12, ამდენმა იცის მარტო ფრანგული. 23-მა იცის ორვე, ანუ 57+12+23=92 იცის ფრანგულ-ინგლისურიდან ერთერთი ენა მაინც. გამოდის რომ რვამ არცერთი არ იცის.

Posted by: ქართლოსი 4 Nov 2015, 19:29
Dirac
QUOTE
მეც 8 მივიღე. 80-23=57. ამდენმა იცის მარტო ინგლისური. 35-23=12, ამდენმა იცის მარტო ფრანგული. 23-მა იცის ორვე, ანუ 57+12+23=92 იცის ფრანგულ-ინგლისურიდან ერთერთი ენა მაინც. გამოდის რომ რვამ არცერთი არ იცის.



გასაგებია.


Posted by: დობი 4 Nov 2015, 23:05
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა. პარასკევს საკონტროლო მაქვს და ამოცანები ვერ ამოვხსენი. წინასწარ დიდი მადლობა.
1. განსაზღვრეთ A და B წერტილებში დამაგრებული 10,და 20 ნკ წერტილოვანი მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შიგნით C წერტილში მოთავსებული 2 ნკ მუხტზე მოქმედი ძალები და მათი ტოლქმედი, თუ AB=30სმ, AC=10სმ.
2. როგორ უნდა შევცვალოთ მანძილი ორ მუხტს შორის, რომ წყალში ჩაშვებისას მათი ურთიერთქმედების ძალის მოდული ისეთივე იყოს, როგორიც ვაკუუმში?

Posted by: Maritta 5 Nov 2015, 13:25
ქართლოსი
როგორ მარტივ კითხვებზე ითხოვ პასუხს.მერამდენე კლასში ხარ ? 10 ? თუ 11?

Posted by: ქართლოსი 5 Nov 2015, 14:34
Maritta
QUOTE
როგორ მარტივ კითხვებზე ითხოვ პასუხს.მერამდენე კლასში ხარ ? 10 ? თუ 11?


არ მივლია სკოლაში.

======================================


ეს ამოხსნები ნებისმიერ ამოცანაზე მოქმედებს?


ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხი არსებობს,
ესენია:
1. ამოცანის ამოხსნა განტოლების შედგენის მეთოდით;
2. ამოცანის ამოხსნა ,,უკუსვლის” მეთოდით;
3. ამოცანის ამოხსნა ცხრილის მეთოდით;
4. ამოცანის ამოხსნა ვენის დიაგრამის გამოყენებით.

Posted by: Maritta 5 Nov 2015, 23:48
ქართლოსი
კი შეგიძლია ყველა მეთოდით ამოხსნა ამოცანა .გააჩნიაამოცანის ტიპს.4ვე მეთოდისხვადასხვა ამოცანას მიესადაგება.
marita.mathematic ესაა ჩემი სკაიპიდა როცა გენდომება საკითხი მომწერე და რომ მეცლება პასუხს მოგწერ ხოლმე.თუ არ ემზადები
* * *
ქართლოსი
ერთ ამოცანას 4 ვე ხერხით ვერ ამოხსნი. მაგრამ 4ვე ხერხი გამოიყენება სხვადასხვა ამოცანებში.

Posted by: ქართლოსი 6 Nov 2015, 15:53
Maritta
კიდევ არის სხვა ამოხსნის ხერხები?
მადლობა.

Posted by: ქართლოსი 12 Nov 2015, 17:47
როგორ უნდა მიხვდე ამოცანა რა მეთოდისთ იხსნიბე??

1. ამოცანის ამოხსნა განტოლების შედგენის მეთოდით;
2. ამოცანის ამოხსნა ,,უკუსვლის” მეთოდით;
3. ამოცანის ამოხსნა ცხრილის მეთოდით;
4. ამოცანის ამოხსნა ვენის დიაგრამის გამოყენებით.



http://www.picz.ge

Posted by: lepori 12 Nov 2015, 22:09
QUOTE
როგორ უნდა მიხვდე ამოცანა რა მეთოდისთ იხსნიბე??

1. ამოცანის ამოხსნა განტოლების შედგენის მეთოდით;
2. ამოცანის ამოხსნა ,,უკუსვლის” მეთოდით;
3. ამოცანის ამოხსნა ცხრილის მეთოდით;
4. ამოცანის ამოხსნა ვენის დიაგრამის გამოყენებით.

უნდა სცადო ყველა მეთოდი, სანამ არ ამოხსნი..
ზოგს ასეუფრი ადვილად ამოხსნი, ზოგს ისე
500-600 ამოცანის ამოხსნის შემდეგ აუღებ ალღოს და მიხვდები თავიდანვე, რომელი მეთოდი ჯობია

Posted by: ქართლოსი 14 Nov 2015, 18:27
lepori
QUOTE
500-600 ამოცანის ამოხსნის შემდეგ აუღებ ალღოს და მიხვდები თავიდანვე, რომელი მეთოდი ჯობია


facepalm.gif რამხელა გზა მქონია გასავლელი.

სხვა მარტივი გზა არ არსებობს?

Posted by: მეგატვინი 14 Nov 2015, 18:45
ქართლოსი

მარტივია ნაღდად,არ უნდა მაგას ბევრი ჩალიჩი,უბრალოდ დაფიქრება

პირველი ამოცანა მაგალითად
ფერმერს 8 დღის შემდეგ დარჩა 320 კგ,12 დღის მერე 240 კილოგრამი

ე.ი 4 დღის შუალედში დაუხარჯავს 320-240=80 კგ.

12 დღეში სულ სამი,4 დღიანი შუალედია ამიტომ 12 დღეში დახარჯავდა 3*80=240 კგ-ს.

12 დღის მერე კიდე 240 კბ დარჩა ანუ სულ ფერმერს ჰქონია 240+240=480 კგ მომარაგებული.

მეორე
მაქსიმუმ რამდენის გამომუშავება შეუძლია გიორგის 9 დღეში
ავიღოთ კვირა დაწყებული ორშაბათიდან
ორშაბათიდან პარასკევამდე მისცემენ 5*5=25 ლარს+ შაბათ-კვირა 2*8=16
ერთ კვირაში გადაუხდიან 25+16=41 ლარს
ამას კიდევ ორი სამუშაო დღე 2*5=10
მინიმალური 9 დღის განმავლობაში გამოდის 41+10=51 ლარი

მაქსიმალური რო ვიპოვოთ
დავიწყოთ შაბათიდან (შაბათ-კვირას + 1 კვირა)
შაბათი-კვირა 2+8=16
და ამას დამატებული 1 კვირის თანხა ანუ(41 ლარი)
სულ მაქსიმალური გამოდის 41+16=57 ლარი

რავი ამოგახსნევინებ სხვებსაც თუ გინდა biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 14 Nov 2015, 19:39
მეგატვინი
QUOTE
მარტივია ნაღდად,არ უნდა მაგას ბევრი ჩალიჩი,უბრალოდ დაფიქრება

გააჩნია ვისთვის.

სკოლაში არ მივლია და საიდან უნდა ვიცოდე. facepalm.gif




QUOTE
რავი ამოგახსნევინებ სხვებსაც თუ გინდა

მე მინდა ვისწავლო ამოხსნა ხოდა როგორ მეთქი ეგ მინდოდა.

რო ამომახსნევინე მადლობა.

Posted by: lepori 14 Nov 2015, 20:53
ქართლოსი
QUOTE
facepalm.gif რამხელა გზა მქონია გასავლელი.

სხვა მარტივი გზა არ არსებობს?


500-600 ამოცანის ამოხსნა რა დიდი მოგზაურობა უნდა, დღეში 20 გააკეთე და თვის ბოლოს მორჩები biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 15 Nov 2015, 10:42
lepori
QUOTE
დღეში 20 გააკეთე და თვის ბოლოს მორჩები


რომ ვერ ვაკეთებ ეგაა.

და რა ვქნა მეთქი.

Posted by: lepori 15 Nov 2015, 11:53
ქართლოსი
QUOTE
რომ ვერ ვაკეთებ ეგაა.

და რა ვქნა მეთქი.

როგორც წესი, ერთი სტილის ამოცანები ერთადაა ხოლმე,
თუ რამე ვერ გააკეთე, აქ იკითხე, აგიხსნის ვინმე და დაგაკვალიანებს როგორ ამოხსნა >> მერე გაგიადვილდება სხვების გაკეთება...

თუ მასწავლებელს იშოვე ხო თლათ უკეთესი smile.gif

მარტივია, უბრლაოდ ბევრი მუშაობა უნდა biggrin.gif


მაგალითად 7.26 მოცანის გაკეთებას არაფერი არ უნდა - უბრალოდ უნდა დაჯდე და მიუმატო გიოს ფულები ერთმანეთს biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 15 Nov 2015, 12:05
lepori
QUOTE
თუ მასწავლებელს იშოვე ხო თლათ უკეთესი



დავდივარ მასწავლებელთან, იქ ვიგებ ყველაფერს
და სახში რო ვჯდები გავაკეთო დავალებები
ვეღარ ვიხსენებ ხოლმე.
1-2 დღეში ვჯდები ხოლმე დავალების გასაკეთებლათ
მასწავლებლის მერე.

Posted by: simebi 15 Nov 2015, 14:58
QUOTE (ქართლოსი @ 15 Nov 2015, 10:42 )
lepori
QUOTE
დღეში 20 გააკეთე და თვის ბოლოს მორჩები


რომ ვერ ვაკეთებ ეგაა.


ადვილად თითქმის არავის გამოსდის, თავიდან ყველა წვალობს დასაწყისში, რაც მეტს იწვალებ მით მეტად განვითარდები, მერე როგორც გითხრეს აუღებ ალღოს. ერთ-ერთი მთავარია მიხვდე რომ მათემატიკა და ზოგადად ტექნიკური მეცნიერებები ლოგიკაზეა დაფუძნებული მაგრამ: ინტუიციით ვხვდებით და ლოგიკით ვამტკიცებთ, არ არსებობს დადგენილი წესები აზროვნებისთვის როგორც გინდა იაზროვნე, ყველას თავისი სტილი აქვს მაგრამ მთავარია მიხვდე რომ ინტუიციური გაგება და მიხვედრაა მთავარი. დანარჩენი კი მას შემდეგ რაც ინტუიციით მიხვდები უნდა შეეცადო რომ აჩვენო სხვას ჭეშმარიტება (ლოგიკის ენაზე აუხსნა) ეს არის და ეს. აქ არის http://www.aura.ge/27-saxaliso-matematika.html ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები და შეეცადე გააკეთო ხოლმე ხანდახან რაც მეტად იწვალებ მით უკეთესი თუნდაც ვერ ამოხსნა , შენ წარმოიდგინე უფრო მეტად განვითარდები იმიტომ რომ გონებას როცა წინააღმდეგობა აწყდება მაშინ იწყებს გაძლიერებას და ისე ზარმაცდება. ბევრი აკეთე ხოლმე ამოცანები რაც შეიძლება მრავალფეროვანი და შენთვის რთული.

Posted by: ქართლოსი 15 Nov 2015, 15:20
simebi

მადლობა.

ნახევარი საათი რომ ვიფიქრებ ეგეთ უბრალო ამოცანაზე
ვიღლები და მგონი აზრიც აღარ აქვს თუ არ აგიხსნა ვინმემ.





Posted by: simebi 15 Nov 2015, 15:35
QUOTE (ქართლოსი @ 15 Nov 2015, 15:20 )
simebi

მადლობა.

ნახევარი  საათი რომ  ვიფიქრებ ეგეთ უბრალო ამოცანაზე
ვიღლები  და  მგონი  აზრიც  აღარ  აქვს  თუ  არ  აგიხსნა  ვინმემ.

უნდა აგიხსნან დასაწყისში სწორად რომ განვითარდე და დამოუკიდებელი აზროვნება განგივითარდეს მათმატიკაში , მერე დამოუკიდებლადაც შესძლებ საკუთარ თავზე მუშაობას და განვითარებას. ნახევარი საათი არაა ცოტა მაგრამ არც ბევრი, აზრი კი აქვს ნახევარი საათის მერეც რომ გააგრძელო აი ბევრს რომ იწვალებ და ამოხსნი და შენთვითონ ეჭიდავები ამოცანას ბევრად სწრაფად განვითარდები. რამდენიმე დღეც მიფიქრია ამოცანაზე მე პირადად მანამდე 10 საათი რომ ძვრას ვერ ვუშვებოდი მაგრამ მერე ამომიხსნია უცებ ასე რომ აქვს აზრი. კარგი მასწავლებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია კარგად რომ აგიხსნას და არ დაგაბნიოს

Posted by: asphurcela 15 Nov 2015, 18:23
ქართლოსი
რამდენი წლის ხარ?
ასაკი იმიტომ მაინტერესებს, რომ შესაბამისი რჩევა მოგცე.
(ცხადია თუ საიდუმლო არაა)

Posted by: ქართლოსი 15 Nov 2015, 18:44
asphurcela
QUOTE
რამდენი წლის ხარ?
ასაკი იმიტომ მაინტერესებს, რომ შესაბამისი რჩევა მოგცე.
(ცხადია თუ საიდუმლო არაა)



საიდუმლო რატომ უნდა იყოს?

33 ის ვარ.
* * *
simebi
QUOTE
ნახევარი საათი არაა ცოტა მაგრამ არც ბევრი, აზრი კი აქვს ნახევარი საათის მერეც რომ გააგრძელო აი ბევრს რომ იწვალებ და ამოხსნი და შენთვითონ ეჭიდავები ამოცანას ბევრად სწრაფად განვითარდები. რამდენიმე დღეც მიფიქრია ამოცანაზე მე პირადად მანამდე 10 საათი რომ ძვრას ვერ ვუშვებოდი მაგრამ მერე ამომიხსნია უცებ ასე რომ აქვს აზრი.



ამოცანასაც ხომაქვს მნიშვნელობა მსგავს ამოცანაზე ღირს ამენი დროის დახარჯვა?

QUOTE
კარგი მასწავლებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია კარგად რომ აგიხსნას და არ დაგაბნიოს

სად ვნახო ესეთი მერე?

Posted by: მათემატიკა 15 Nov 2015, 19:27
კარგი სალამი კარგ ხალხს !
თქვენი დახმარება მჭირდება მეგობრებო , გთხოვთ ეს ამოცანა ამომიხსენით, თუ არ შეწუხდებით smile.gif

user posted image

Posted by: simebi 15 Nov 2015, 20:58
QUOTE
მსგავს ამოცანაზე ღირს ამენი დროის დახარჯვა?


ნუ მე მახსოვს მარტივებზეც ბევრი მიწვალია რომ ვერ ვხვდებოდი

QUOTE
სად ვნახო ესეთი მერე?


ეხლა არ მახსოვს მაგრამ თუ თბილისში ცხოვრობ შემიძლია გაგიკითხო და მოგწერ პმ_ში. დეფიციტი თან სერიოზული კი ნამდვილად არის ასეთი მასწავლებლების.

QUOTE
მე ესე ვფიქრობ ვიღაცამ 5-10 წუთში რომ
გამაგებინოს რაღაც იმაზე რატომ დავხარჯო
საათები.


განძრახ არ ვიხმრებდი ხოლმე ზოგჯერ რომ გამევარჯიშებინა გონება, როცა საჭიროდ ჩავთვლიდი ვიხმარებდი ხოლმე, გააჩნია თუ ჩასაბარებლად ემზადები ჯობია მოიხმარო და თან შენს თავზე იმუშავო, და ისე გონების სავარჯიშოდ მე ეგრე მირჩევნია ბევრი ფიქრი ამოცანაზე სხვების დაუხმარებლად.

Posted by: Papun 15 Nov 2015, 21:20
მათემატიკა
B და O წერტილები შეაერთე. კუთხე OBC = 30(გრადუსი) => კუთხე BOC = 60 => კუთხე AOC = 120.
O-დან მარტობი დაუშვი AC-ზე. გადაკვეთის წერტილი იყოს D. AD = 3. კუთხე AOD = 60.
sin(60) = AD/R => R = AD/sin(60)
R = 3/(sqrt(3)/2)
R = 2*sqrt(3)
სექტორის ფართობი წრის ფართობის მესამედია, ე.ი. (pi*R^2)/3 => pi*12/3 => 4*pi smile.gif

sqrt - კვადრატული ფესვი
^ - ხარისხი


Posted by: ქართლოსი 15 Nov 2015, 21:45
simebi
QUOTE
ეხლა არ მახსოვს მაგრამ თუ თბილისში ცხოვრობ
შემიძლია გაგიკითხო და მოგწერ პმ_ში. დეფიციტი
თან სერიოზული კი ნამდვილად არის ასეთი მასწავლებლების.


კი თბილიში ვცხოვრობ.



simebi
QUOTE
რამდენიმე დღეც მიფიქრია ამოცანაზე მე პირადად
მანამდე 10 საათი რომ ძვრას ვერ ვუშვებოდი მაგრამ მერე
ამომიხსნია უცებ ასე რომ აქვს აზრი.


არ ვიცი ეს რამდენად სწორეა მაგრამ,
მე ესე ვფიქრობ ვიღაცამ 5-10 წუთში რომ
გამაგებინოს რაღაც იმაზე რატომ დავხარჯო
საათები.

Posted by: მათემატიკა 15 Nov 2015, 22:06
Papun
ძალიან დიდი მადლობა.
მაგრამ :
1. რანაირად მიხვდით რომ მესამედია?
2. ანუ როდესაც ორი უცნობი გვერდი გვაქვს და ერთია მხოლოდ ცნობილი, ვპოულობთ ცნობილის მოპირდაპირე გვერდის სინუსს?
კარგად ვერ ვერკვევი ამ სინუს , კოსინუსს , ტანგესზე და მოკლედ ხომ ვერ მეტყვი განმარტებას? ან ლინკი დამიდე.
ტრიგონომეტრიის ცხრილი მაქვს.
* * *
ესეც ამომიხსენი რაა ჯიგაროო <3 წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის smile.gif

user posted image

Posted by: Dixtosa 15 Nov 2015, 23:11
QUOTE
რამდენიმე დღეც მიფიქრია ამოცანაზე

მე ერთ ამოცანაზე 4 წელი ვფიქრობდი. სერიოზულად. givi.gif

ძაან დონე გრძონბაარო ამოხსნი მაინც biggrin.gif

Posted by: simebi 15 Nov 2015, 23:20
QUOTE (Dixtosa @ 15 Nov 2015, 23:11 )
QUOTE
რამდენიმე დღეც მიფიქრია ამოცანაზე

მე ერთ ამოცანაზე 4 წელი ვფიქრობდი. სერიოზულად. givi.gif

ძაან დონე გრძონბაარო ამოხსნი მაინც biggrin.gif

დაწერე აბა რა ამოცანა მაგრად მაინტერესებს biggrin.gif გრძნობა კიი მაგარია სვაბოდა რაღაცნაირი biggrin.gif

პ.ს, 4 წელი რატო ისე ეომებოდით? biggrin.gif გეკითხა ვინმესთვის დახმარება

Posted by: Papun 15 Nov 2015, 23:37
მათემატიკა
QUOTE
1. რანაირად მიხვდით რომ მესამედია?

სექტორის კუთხე არის 120 გრადუსი, 360 გრადუსის მესამედი.
QUOTE
2. ანუ როდესაც ორი უცნობი გვერდი გვაქვს და ერთია მხოლოდ ცნობილი, ვპოულობთ ცნობილის მოპირდაპირე გვერდის სინუსს?

user posted image

აბიტურიენტი ხარ? მეცნობა ამოცანები ეროვნულის ტესტებიდანაა მგონი.
AB რკალის გრადუსული ზომა იქნება 120, რადგან 1:2 შეფარდებითაა დაყოფილი(x:2x x+2x=360 => x=120).
O-დან AB-ზე დავუშვათ მართობი და გადაკვეთის წერტილი D იყოს ისევ.
ვიცით DB=9, OD=r, კუთხე DOB=60.
tan(60)=DB/OD => OD=DB/tan(60) => r=9/sqrt(3) => 3*sqrt(3).
პატარა წრის ფართობი იქნება (pi*r^2)/3 => pi*27/3 => 9*pi.

Posted by: lepori 15 Nov 2015, 23:42
ქართლოსი
QUOTE
ვფიქრობ ვიღაცამ 5-10 წუთში რომ
გამაგებინოს რაღაც იმაზე რატომ დავხარჯო
საათები.

თავდ რომ აღმოაჩენ უფრო იაზრებ და უფრო გამახსოვრდება
სხვა რომ აგიხსნის, გაიგებ, გაიაზრებ გავა დრო და აღარ გემახსოვრება biggrin.gif

ასე რომ, ნუ დაინანებ დროს ფიქრისთვის
სასარგებლო საქმეა yes.gif

Posted by: მათემატიკა 16 Nov 2015, 00:06
Papun
თუ შეიძლება თქვენ მოგწერთ ხოლმე კითხვებს smile.gif ბევრს არ გაგაბეზრებთ biggrin.gif
კი ეროვნულებიდანაა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

Posted by: Papun 16 Nov 2015, 00:23
მათემატიკა
You're welcome smile.gif
ამ თემაში იკითხე ხოლმე და მე თუ ვერ მივხვდი სხვა მაინც აგიხსნის smile.gif

Posted by: ქართლოსი 16 Nov 2015, 00:26
Dixtosa
QUOTE
მე ერთ ამოცანაზე 4 წელი ვფიქრობდი. სერიოზულად.

სულ მაგაზე ხომ არ ფიქრობდი 4 წელი?

Posted by: Papun 16 Nov 2015, 00:39
ქართლოსი
Andrew Wiles 10 წლის ასაკში დაინტერესდა ფერმას ბოლო თეორემით, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვერ ამტკიცებდნენ. 30 წელი დაუთმო ამ თეორემას და საბოლოოდ მოახერხა მაინც დამტკიცება.

Posted by: ქართლოსი 16 Nov 2015, 10:47
Papun
QUOTE
Andrew Wiles 10 წლის ასაკში დაინტერესდა ფერმას ბოლო თეორემით, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვერ ამტკიცებდნენ. 30 წელი დაუთმო ამ თეორემას და საბოლოოდ მოახერხა მაინც დამტკიცება.


მასოფლიოში არავინ რომ არ იცის ეგ სხვა არის. თუ გინდა ამოხსანა
უნდა იფიქრო თუ რაცაა საჭირო კიდე რომ ამოხსნა ხო.

და რაც უკვე ცნობილია საქვეყნოდ რატომ უნდა დავხარჯო დღეები წლები
დ.ა.შ მის ამოხსნაზე როდესაც აგიხსნიან სიტყვაზე 5-10 წუთში
და მოეღება შენ ტანჯვას ბოლო. smile.gif

ამ რაღაცაზე ბევრიმაქვს ნაფიქრიდა ამ დასკვნამდე მივედი.

მათემატიკის მასწავლებელმაც ეგრე მირჩია.

Posted by: Papun 16 Nov 2015, 11:51
ქართლოსი
გეთანხმები, მეც მასე ვფიქრობ. თუ ჩათვლი, რომ საკმარისად იფიქრე და ყველა შენთვის ცნობილი გზა სცადე, აღარ ღირს ზედმეტი დროის დახარჯვა ერთ ამოცანაზე.
მერე უკვე გამოცდილს უნდა ჰკითხო და აგიხსნის. მთავარია გაიაზრო.
* * *
4 წელი ბევრი რომ გეგონა მაგიტომ დაგიწერე ზემოთ ენდრიუზე.
* * *
QUOTE
და მოეღება შენ ტანჯვას ბოლო.

შენთვის თუ ტანჯვაა მათემატიკის ამოცანების ამოხსნა მაშინ არ გირჩევ ამ მიმართულებით სწავლას smile.gif

Posted by: Dixtosa 16 Nov 2015, 13:42
ქართლოსი
QUOTE
სულ მაგაზე ხომ არ ფიქრობდი 4 წელი?

რა მნიშვნელობა აქვს მაგას. ასე ყოველ თვე მივუბრუნდებოდი ხოლმე სადღაც მთელი დღით.

QUOTE
დ.ა.შ მის ამოხსნაზე როდესაც აგიხსნიან სიტყვაზე 5-10 წუთში

ხო მაგრამ მერე ივლი იმით დამძიმებული რო შენ თვითონ ვერ მიხვდი...
და მაშინ როცა კარიერა researchზე გინდა მაშინ კიდევ უფრო მძიმდება გრძნობა))

simebi
არ იყო მთლად მათემატიკური ამოცანა.

Posted by: ქართლოსი 16 Nov 2015, 13:43
Papun
QUOTE
შენთვის თუ ტანჯვაა მათემატიკის ამოცანების ამოხსნა მაშინ არ გირჩევ ამ მიმართულებით სწავლას


ჩემთვის ყველაფერი ტანჯვაა.

Posted by: მათემატიკა 16 Nov 2015, 21:00
Papun
ამის პროფესორი თქვენ მეგულებით. biggrin.gif

user posted image

Posted by: Papun 16 Nov 2015, 21:42
მათემატიკა
პასუხი მივიღე, მაგრამ როგორ დავწერო ამოხსნის გზა ვერ ვხვდები biggrin.gif ნახაზის აგება უნდა.
sqrt(3)/8 თუ არის პასუხი მოვიფიქრებ რამეს და აგიხსნი რამენაირად.

Posted by: მათემატიკა 16 Nov 2015, 21:47
Papun
პასუხი ესაააა , მარაა ამოხსნაა როგორ უნდაა აზრზე არავარ
user posted image

Posted by: Papun 16 Nov 2015, 22:03
მათემატიკა
user posted image
O1O2=4
O1E=2
O2E=CD=AB=2*sqrt(3) პითაგორას თეორემით O1O2E სამკუთხედიდან.

r=CA=DB

O1C=O1A-CA=3-r
O1O3=3+r

O2D=1-r
O2O3=1+r

O3C^2=O1O3^2-O1C^2 => O3C=(3+r)^2-(3-r)^2=12*r
O3D^2=O2O3^2-O2D^2 => O3D=(1+r)^2-(1-r)^2=4*r

O3C=sqrt(12*r)
O3D=sqrt(4*r)

O3C+O3D=CD=AB=2*sqrt(3) => 2*sqrt(3r)+2*sqrt( r)=2*sqrt(3) => sqrt(3r)+sqrt( r)=sqrt(3) => sqrt( r)*(sqrt(3)+1)=sqrt(3) => r=3/(sqrt(3)+1)^2

ასე გავაკეთე, ვერ ვხვდები რამე თუ მეშლება.
* * *
მათემატიკა
მეორე ვარიანტი ვიყავი მე, მაგრამ ესეც გავარჩიეთ მასწთან და ვერ ვიხსენებ. მერე ვიფიქრებ კიდე, რაღაც მეშლება.
უნიში რომ ჩააბარებ დაგავიწყდება კვადრატული განტოლების ამოხსნაც biggrin.gif

Posted by: მათემატიკა 16 Nov 2015, 22:13
Papun
QUOTE
O1E=2

დიდი წრის რადიუსი 3-ია და ეგ ნაწილი 2 იქნება?
რა პროგრამით გააკეთე ეგ ნახაზი თუ შეიძლება მითხარი smile.gif
მადლობა !

Posted by: Papun 16 Nov 2015, 22:14
facepalm.gif მივხვდი, ფესვის ამოღება დამავიწყდა O3C და O3D-დან.
* * *
მათემატიკა
ჩავასწორე ზემოთ და ნახე. დამიჯდა პასუხი.

QUOTE
დიდი წრის რადიუსი 3-ია და ეგ ნაწილი 2 იქნება?

O1E=O1A-EA
EA ხო მეორე წრის რადიუსის ტოლია, ანუ 3-1=2
* * *
QUOTE
რა პროგრამით გააკეთე ეგ ნახაზი თუ შეიძლება მითხარი

Xournal, Windows-თვისაც თუ არის არ ვიცი.

Posted by: მათემატიკა 16 Nov 2015, 22:44
Papun
უღრმესი მადლობა , მივხვდი როგორც იქნა.

პ.ს ესაა ეგ პროგრამაა? სმარტფონებისთვისაა ეგ პროგრამაა? არც გუგლ ფლეიზე არ დევს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Papun 16 Nov 2015, 22:53
მათემატიკა
up.gif არაფრის.
ეგ არის, ლინუქსისთვისაა. windows-თვისაც იქნება რამე.
პრინციპში მაგ პროგს არავინ იყენებს მე რაც გავაკეთე იმისთვის biggrin.gif
მათემატიკოსებისთვის არის სპეციალური პროგრამები, ფორმულების და ნახაზების გასაკეთებლად.

Posted by: Merengues 17 Nov 2015, 12:12
......................................................................

Posted by: მათემატიკა 18 Nov 2015, 16:36
Papun biggrin.gif შეგაწუხე მარაა biggrin.gif
user posted image
............................................................................................................

ეს ვიცი რომ მარტივია biggrin.gif
user posted image

Posted by: Papun 18 Nov 2015, 20:51
მათემატიკა
პირველი ტიპის ამოცანების ამოხსნას დიდ დროს ვანდომებ და მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო biggrin.gif აბიტურიენტობის პერიოდში ფაქტობრივად არ გამიკეთებია და ეროვნულზე სხვა გზა რომ არ მქონდა მაინც მომიწია ფიქრი და გავაკეთე წვალების მერე. თან ჯობს მასეთი ტიპის ამოცანები შენით ამოხსნა, ფორმულები და თეორემები არ სჭირდება რომ რაიმე სახის მითითება გამოგადგეს სხვისგან. დაფიქრება უნდა უბრალოდ. ასე რომ სხვა თუ დაგეხმარება თორემ მე მაგის გამკეთებელი აღარ ვარ ახლა biggrin.gif ან როცა დრო მექნება ჩავუჯდები და თუ გავაკეთებ დავწერ.

მეორეს რაც შეეხება, ცენტრიდან B წერტილამდე გაავლე მონაკვეთი, კუთხე ABD არის ჩახაზული კუთხე და ეყრდნობა BD რკალს.
კუთხე BOD არის ცენტრული კუთხე და ეგეც ეყრდნობა BD რკალს, ამიტომ კუთხე BOD-ს გრადუსული ზომა იქნება 2*კუთხე ABD=50.
სამკუთხედი BOD არის ტოლფერდა(OB და OD რადიუსებია და ტოლია), ამიტომ ფუძესთან მდებარე კუთხეები იქნება (180-50)/2=65.
კუთხე ADB გამოვა 180-65=115, რადგან კუთხე BDO და ADB გაშლილ კუთხეს ქმნიან.

Posted by: მათემატიკა 21 Nov 2015, 20:59
Papun

user posted image

ამოხსნის ეტაპები თუ შეგიძლია დამიწერე , მადლობა !!

Posted by: Papun 21 Nov 2015, 22:04
მათემატიკა
წინა ამოცანას დაგიწერ ჯერ.
ვთქვათ მეორე მილი x საათში ავსებს ავზს. მაშინ, მოცემულობიდან გამომდინარე, პირველი მილი x-6 საათში აავსებს.
პირველი მილით ავზის ავსების სიჩქარე იქნება 1/(x-6), მეორეთი 1/x.
ვიცით, რომ ცარიელ ავზს წყალს აწოდებდნენ ორივე მილით 5 საათის განმავლობაში, ანუ ამ დროში ავზის (1/(x-6)+1/x)*5 ნაწილი შეივსო.
ასევე ვიცით, რომ მხოლოდ მეორე მილით მიწოდებისას კიდევ 3 საათი დასჭირდა ბოლომდე შევსებას, ანუ (1/(x-6)+1/x)*5+(1/x)*3=1
ამ განტოლებას რომ ამოხსნი დაგიჯდება, x1=3 და x2=16, მაგრამ პირველი ფესვი არ გვაწყობს, რადგან თუ მეორე მილი 3 საათს ანდომებს მთლიანი ავზის შევსებას, პირველი მილისთვის უაზრობა ჯდება, 3-6=-3 საათი. აქედან გამომდინარე, მეორე მილი ანდომებს 16 საათს, პირველი ანდომებს 10 საათს.
მაგრამ სხვა რამეს გვეკითხებიან. რამდენი საათია საჭირო ორივე მილით წყლის მიწოდებისას ცარიელი ავზის ასავსებად.
პირველი მილით ავსების სიჩქარე არის 1/10, მეორეთი 1/16. ამიტომ, (1/10+1/16)*y=1. აქედან y=80/13. ანუ ორივე მილით მიწოდებისას 80/13 საათი დასჭირდება ასავსებად.

თუ რამეს ვერ გაიგებ მკითხე, მიჭირს ასეთი ამოცანების ახსნა და შეიძლება ცოტა გაუგებრად მეწეროს.

მეორეს რაც შეეხება, კვადრატის BD დიაგონალი იპოვე პითაგორას თეორემით,
BD-ს გამოაკელი BP(დიდის რადიუსი, კვადრატის გვერდის ტოლია და მოცემულია), დაგვრჩება PD, ანუ პატარა რადიუსი.
გამუქებულის ფართობი იქნება (pi*PD^2)/4


Posted by: მათემატიკა 21 Nov 2015, 22:51
QUOTE
მეორეს რაც შეეხება, კვადრატის BD დიაგონალი იპოვე პითაგორას თეორემით,
BD-ს გამოაკელი BP(დიდის რადიუსი, კვადრატის გვერდის ტოლია და მოცემულია), დაგვრჩება PD, ანუ პატარა რადიუსი.
გამუქებულის ფართობი იქნება (pi*PD^2)/4

პითაგორას თეორემით BD 2*ფესვი 2 მიიღებაა , მერე გამოვაკელი, ეგრე გავეკეთე მეეც მარაა საბოლოო პასუხია : PI*( ფესვი2 - 1 ) ^2 სმ^2 და რანაირად?

მადლობა ! 2kiss.gif
* * *
QUOTE
(1/(x-6)+1/x)*5+(1/x)*3=1 ამ განტოლებას რომ ამოხსნი დაგიჯდება, x1=3 და x2=16

კვადრატულ განტოლებამდე როგორ დაიყვანე?
* * *
QUOTE
(1/10+1/16)*y=1. აქედან y=80/13

ეს ვერ გავიგე biggrin.gif რანაირად მიხვდი რომ y=80/13 იქნებოდა?

Posted by: Chrysippus 21 Nov 2015, 23:32
50 კგ მასის ბიჭი ქანაობს საქანელაზე, რომლის საკიდელის სიგრძეა 4მ რას უდრის საკიდელის დაჭიმულობის ძალა იმ მომენტში როცა საქანელა წონასწორობის მდგომსრეობას გაივლის 6მ/წმ სიჩქარით ? g=10მ/წმ^2

Posted by: oleg-i 22 Nov 2015, 12:03
Chrysippus
http://physics.aidio.net/index.php/kitxva-pasuxi?view=question&id=462

Posted by: Chrysippus 22 Nov 2015, 12:54
oleg-i

დიდი მადლობა

ერთ ამოცანასაც დავდევ თუ შეიძლება

16 მ სიგრძის მილის მასაა 2.1 ტ. იგი ძევს ორ ქვესადგურზე რომლებიც მილის ბოლოებიდან დაშორებულია 4 და 2მ-ით. რა ძალით აწვება მილი ქვესადგარებს ?


Posted by: oleg-i 22 Nov 2015, 13:12
გაარჩიე მსგავსი ამოცანა
https://www.youtube.com/watch?v=Q_Pq0g-tdlg

Posted by: ქართლოსი 23 Nov 2015, 16:50
მეგატვინი
QUOTE
მეორე
მაქსიმუმ რამდენის გამომუშავება შეუძლია გიორგის 9 დღეში
ავიღოთ კვირა დაწყებული ორშაბათიდან
ორშაბათიდან პარასკევამდე მისცემენ 5*5=25 ლარს+ შაბათ-კვირა 2*8=16
ერთ კვირაში გადაუხდიან 25+16=41 ლარს
ამას კიდევ ორი სამუშაო დღე 2*5=10
მინიმალური 9 დღის განმავლობაში გამოდის 41+10=51 ლარი

მაქსიმალური რო ვიპოვოთ
დავიწყოთ შაბათიდან (შაბათ-კვირას + 1 კვირა)
შაბათი-კვირა 2+8=16
და ამას დამატებული 1 კვირის თანხა ანუ(41 ლარი)
სულ მაქსიმალური გამოდის 41+16=57 ლარი


ის ვერ გავიგე ამ 9 დღეში რამდენი შაბათ-კვირა იგულისხმება.

Posted by: Chrysippus 23 Nov 2015, 19:02
oleg-i

მადლობთ საინტერესო ვიდეო გაკვეთილები გაქვთ მარტივად და გასაგებად ხსნით მასალას ყველას ვურჩევ უყუროს up.gif

რაც შეეხება ამოცანას ვერანაირად ვერ გავაკეთე უფრო სწორედ გავაკეთე მაგრამ პასუხები არ ემთხვევა მგონი შეცდომაა გაპარული წიგნში ან მართლა მე ვერ ვაკეთებ biggrin.gif ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ ამოხსენით

Posted by: oleg-i 23 Nov 2015, 22:14
Chrysippus
http://physics.aidio.net/index.php/kitxva-pasuxi?view=question&id=389

Posted by: Chrysippus 24 Nov 2015, 17:03
ძაფზე ჩამოკიდებული 0.5 კგ მასის სხეული გადახარეს 60-იანი კუთხით და გაუშვეს ხელი რას უდრის ძაფის დაჭიმულობის ძალა სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის უდაბლეს წერტილში ?

Posted by: მათემატიკა 25 Nov 2015, 19:04
Papun
სად დაგვეკარგე biggrin.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 25 Nov 2015, 20:14
1 კითხვა მაქ ფიზიკა/ქიმია სფეროდან
აი როცა რამეს ასველებ 'წყალს ასხამ' რატო მუქდება ის ნივთიერება თუ სხეული?

Posted by: miShiko123123123 25 Nov 2015, 20:21
QUOTE (Datvlas_vin_gtxоvs @ 25 Nov 2015, 20:14 )
1 კითხვა მაქ ფიზიკა/ქიმია სფეროდან
აი როცა რამეს ასველებ 'წყალს ასხამ' რატო მუქდება ის ნივთიერება თუ სხეული?

ეგ მხოლოდ ტანსაცმელზე შვება იმიტომ რომ ქსოვილის სიღრმეში ჩადის წყალი, ის სველდება ესეიგი ის სხეულში იჟონება, არამარტო წყალი არამედ ყველა სითხე.ნუ მოკლედ ამის ახსნა შეუძლებელია, მარტივი ახსნა აქვს მაგრამ ჩამოსაყალიბებლად ძნელია, იქნებ ჩემზე უკეთ სხვა დაგეხმაროს... აზრებს ვერ ვაყალიბებ ამის უნარი ბავშვობიდანვე არ მქონდა biggrin.gif biggrin.gif : D

Posted by: SunGirl 25 Nov 2015, 20:43
ამოცანების ამოხსნაში ვინ დამეხმარება ? ძაან არ შეგაწუხებთ. აქაც დავპოსტავდი მაგრამ ფორუმის ფუნქციებს ვერ ვფლობ

Posted by: Papun 27 Nov 2015, 22:30
მათემატიკა
QUOTE

კვადრატულ განტოლებამდე როგორ დაიყვანე?

ფრჩხილები გახსენი, მსგავსი წევრები შეაერთე, გააერთმნიშვნელიანე, მნიშვნელი მოიშორე განტოლების ორივე მხარის მნიშვნელში რაც დაგიჯდება მაგაზე გამრავლებით.
QUOTE
რანაირად მიხვდი რომ y=80/13 იქნებოდა?

ფრჩხილებში გააერთმნიშვნელიანე და ჩვეულებრივ ამოხსენი განტოლება. მიღებული მნიშვნელობის შებრუნებულზე გაამრავლე ორივე მხარე, მერე შეგეკვეცება.
* * *
QUOTE
საბოლოო პასუხია : PI*( ფესვი2 - 1 ) ^2 სმ^2 და რანაირად?

r=2*sqrt(2)-2=2*(sqrt(2)-1)
s=(pi*r^2)/4 => (pi* 4*(sqrt(2)-1)^2)/4=pi*(sqrt(2)-1)^2

Posted by: მათემატიკა 28 Nov 2015, 23:23
QUOTE
ფრჩხილებში გააერთმნიშვნელიანე და ჩვეულებრივ ამოხსენი განტოლება. მიღებული მნიშვნელობის შებრუნებულზე გაამრავლე ორივე მხარე, მერე შეგეკვეცება.
კი ეს გავიგე 13/80*y=1 y=80/13

QUOTE
r=2*sqrt(2)-2=2*(sqrt(2)-1)
s=(pi*r^2)/4 => (pi* 4*(sqrt(2)-1)^2)/4=pi*(sqrt(2)-1)^2

ესეც გავიგე smile.gif


QUOTE
ფრჩხილები გახსენი, მსგავსი წევრები შეაერთე, გააერთმნიშვნელიანე, მნიშვნელი მოიშორე განტოლების ორივე მხარის მნიშვნელში რაც დაგიჯდება მაგაზე გამრავლებით.
ანუ (1/(x-6)+1/x)*5+(1/x)*3=1
ამ განტოლებას რომ ამოხსნი დაგიჯდება, x1=3 და x2=16,


ამას ძალიან ბევრი ვეჩალიჩე მარაა ვერა და ვერ დამიყვანე კვადრატულ განტოლებამდე, ეგრე ვაკეთენ მარა არ გამოდის sad.gif და თუ გცალია დამიწერეე რაა როგორ დაიყვანე , დიდი მადლობა .
* * *
5/(x-6) + 8/x = 1
აქამდეე მივდივარ მარაა მერეე ვერ ვიყვან კვადრატულამდე
* * *
გავაკეთე x(x-6) ზე გავამრავლე ყველა წევრი , და მერე დავაჯგუფე მივიღე x^2-19x+48=0
D=361-192= 13^2
X1=(19-13)/2 = 3
X2=(19+13)/2= 16

* * *
user posted image
4 ქულიანები რა რთულებია sad.gif Papun რამე წიგნს ვერ მირჩევ თოფურიას გარდა? რომ დამეხმაროს ესეთ ამოცანებში ?

Posted by: Papun 3 Dec 2015, 22:25
მათემატიკა
არ ამოგიხსნი, მითითებას მოგცემ biggrin.gif
AC^2=AE*AB
ნახევარწრეწირის ცენტრი შეაერთე E წერტილთან. ცალ-ცალკე ფართობები დათვალე COE სექტორის და EOB სამკუთხედის. შეკრიბე და გამუქებულის ფართობი გამოვა.
წიგნს რაც შეეხება თოფურია საკმარისია ეროვნულებისთვის, თეორიაც კარგად წერია.
გირჩევ, შედარებით რთული ამოცანების ამოხსნის დაწყებამდე თეორემები და ფორმულები ისწავლო დამტკიცებით, გააზრებულად. მერე ყველაფერი მარტივია smile.gif

Posted by: მათემატიკა 3 Dec 2015, 22:32
Papun
რაღადროსია ეგ გავაკეთე უკვე biggrin.gif მადლობა მაინც !

Posted by: GeorgeSword 6 Dec 2015, 22:21
QUOTE (Datvlas_vin_gtxоvs @ 25 Nov 2015, 20:14 )
1 კითხვა მაქ ფიზიკა/ქიმია სფეროდან
აი როცა რამეს ასველებ 'წყალს ასხამ' რატო მუქდება ის ნივთიერება თუ სხეული?

საინტერესო კითხვაა , მარტივი თითქოს ...არასოდეს მიფიქრია ამ კონკრეტულ საკითხზე

ზოგიერთი მატერიის ოპტიკური თვისებები იცვლება როგორც ჩანს
სინათლის სხივი უფრო განიცდის შთანთქმას წყალთან ურთიერთქმედების შედეგად და შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ ამიტომ გვეჩვენება უფრო მუქად ესა თუ ის საგანი (თუმცა ყველა არა)
მოკლედ რომ ვთქვად შთანთქმის კოეფიციენტი იცვლება,რომელიც შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვანაირად (უფრო სწრაფად ან უფრო ნელად) სხვადასხვა ფერების მიხედვით(ტალღის სიგრძეების) რომელიც სინათლის სხივის სპექტრშია წარმოდგენილი და ამიტომაცაა რომ სხვადასხვა ფერებზე და მატერიაზეც სხვადასხვა ეფექტს ვხედავთ

ეს ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვა საკმაოდ რთული და მრავლისმომცველია თუ ჩავუღრმავდებით მოლეკულურ და ატომურ დონეზე smile.gif

Posted by: Dixtosa 7 Dec 2015, 15:34
QUOTE
Datvlas_vin_gtxоvs

შეიძლება კი არ მუქდება არამედ იშლება სინათლე უფრო (წყალი ხო შეუშლის დავარდნილი სხივის გრადუსით არეკვლას). და გვეჩვენება თითქოს გამუქდა.

Posted by: Zia_kurosawa 14 Dec 2015, 23:55
https://forum.ge/?showtopic=34816296&view=findpost&p=46477604

Posted by: maldini 21 Dec 2015, 22:21
avtomatidan gasrolil tyvias lulidan gamosvlis momentshi aqvs maqsimaluri sichqare Tu achqarebas ganagrzobs?


monadire traktoristebtan vdaobdi da yvela mimtkicebda imatebs sichqareso
kidev imas mimtkicebdnen mzime sxeuli msubuqze male daecemao

Posted by: Mazarin 22 Dec 2015, 12:22
maldini
QUOTE
avtomatidan gasrolil tyvias lulidan gamosvlis momentshi aqvs maqsimaluri sichqare Tu achqarebas ganagrzobs?


არ იმატებს, ლულიდან გამოსვლის მომენტშიც უკვე უარყოფითი აჩქარება აქვს.

QUOTE
kidev imas mimtkicebdnen mzime sxeuli msubuqze male daecemao

ეგეც არასწორია.

P.S. თუ რათქმაუნდა ავტომატს დედამიწისკენ არ ისვრი.

Posted by: velali 24 Dec 2015, 10:17
ამარჯობათ ვინმეს თუ შეგიძლიათ ამომახსნევინოთ რომელიმე ან მითხრათ, გმადლობთ წინასწარ ძალიან მეჩქარება <3


რას უდრის ფოტოეფექტის წითელი საზღვარი (ტალღის სიგრძე) ანგსტრემებში (A^\circ), თუ მეტალის ზედაპირიდან გამოსვლის მუშაობა 1.8 ევ-ია· პლანკის მუდმივა h = 6,6·10-34 ჯ.წმ, 1 ევ=1,6·10-19 ჯ, 1A^\circ=1·10-10 მ, c=3·108 მ/წმ (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი შემდეგი სახით, მაგ. 1,2).


------------------------

რამდენი ჯოულია 2·1020 ფოტონის ენერგია, თუ მისი სიხშირეა 8·1014 ჰერცი. პლანკის მუდმივა h = 6,6·10-34 ჯ.წმ (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი შემდეგი სახით, მაგ. 1,234).


------------------------


კითხვის ტექსტი
წყალბადის ატომის გამოსხივების ხაზოვან სპექტრის ბალმერის სერიაში რამდენი R -ის ტოლია მე-5-ე ხაზის შესაბამისი ტალღის სიხშირე (\nu) (R არის რიდბერგის მუდმივა) (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი შემდეგი სახით, მაგ. 1,2345).

------------------------
კითხვის ტექსტი
რამდენი ელექტრონვოლტია (ევ) 7 ფოტონის ენერგია, თუ მისი სიხშირეა 8·1014 ჰერცი. პლანკის მუდმივა 6,6·10-34 ჯ.წმ, 1ევ=1,6·10-19 ჯ (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი შემდეგი სახით, მაგ. 1,234).

Posted by: simebi 24 Dec 2015, 10:48


QUOTE
ლულიდან გამოსვლის მომენტშიც უკვე უარყოფითი აჩქარება აქვს.


ლულაში გავარდნის დროს მუდმივად იმატებს ხო მგონი სიჩქარე? ანუ ტყვიის სიჩქარეს ლულაში არსებული წნევა რომ ემატება ?

Posted by: Mazarin 24 Dec 2015, 11:18
simebi
QUOTE
ტყვიის სიჩქარეს ლულაში არსებული წნევა რომ ემატება

ეს არ ვიცი, რა წნევააა ლულაში? რა ქმნის მაგ წნევას?

Posted by: simebi 24 Dec 2015, 11:26
QUOTE (Mazarin @ 24 Dec 2015, 11:18 )
simebi
QUOTE
ტყვიის სიჩქარეს ლულაში არსებული წნევა რომ ემატება

ეს არ ვიცი, რა წნევააა ლულაში? რა ქმნის მაგ წნევას?

აფეთქების დროს რომ ენერგია ( ზუსტად ვერ ვხვდები რა ენერგია) გამოიყოფა და ლულაშია სანამ ტყვია გავარდება ლულიდან, წესით აფეთქების მომენტიდან არსებული ეს ძალა ტყვიის სიჩქარეს უნდა აწვდიდეს დამატებით სიჩქარეს უნდა აძლევდეს (სანამ ტყვია გავარდება ლულიდან)

Posted by: Mazarin 24 Dec 2015, 12:10
simebi
QUOTE
აფეთქების დროს რომ ენერგია

მართალია, ჰაერი ცხელდება ფართოვდება აწვება. ალბათ.

Posted by: Haxor1 27 Dec 2015, 18:30
მოკლედ ასეთი ტიპის ამოცანებზე გადავედი... თუ A მაშინ B და ვერ მივხვდი რანაირად გავაკეთო ასეთი ტიპის დავალებები და რამე რჩევები ხომ არ გექნებად ადვილად რომ მივხვდე,ყველა პასუხი სწორად მიმაჩნია ხოლმე სავარაუდოდან და მოკლედ რაა დამეხმარეთ ვინმე cry.gif givi.gif

მაგალითად ეს ამოცანა

თუ დაზგა გამართულად იმუშავებს,გეგმას დროულად შევასრულებთ

რომელ დასკვნას აქვს იგივე შინაარსი

ა)თუ გეგმა დროულად შევასრულეთ ე.იდაზგა არ გაფუჭებულა
ბ)თუ დაზგამ გამართულად არ იმუშავა გეგმას ვერ შევასრულებთ
გ)თუ გეგმა დროულად ვერ შევასრულეთ,ე.ი დაზგამ გამართულად არ იმუშავა

სწორე პასუხი:გ

და ვერ მივხვდი რატომ არა ბ ან ა იგივე შინაარსი აქვს ა საც და ბსაც spy.gif facepalm.gif

Posted by: ლოგიკⒶ 27 Dec 2015, 20:45
Haxor1
QUOTE
თუ დაზგა გამართულად იმუშავებს,გეგმას დროულად შევასრულებთ

როდესაც კითხულობ ასეთ მოცემულობას ზუსტად ის შინაარსი უნდა გამოიტანო რაც მანდ წერია არც მოაკლო რამე და არც დაუმატო



QUOTE
ა)თუ გეგმა დროულად შევასრულეთ ე.იდაზგა არ გაფუჭებულა

იქნებ დაზგა გაფუჭდა მაგრამ უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ და გეგმა დროულად შეგვასრულებინეს? ამ ვარიანტის გამორიცხვა მხოლოდ მაშინ შეიძლება პირობაში რომ ეწეროს "სამუშაოს შესრულება შესაძლებელია მხოლოდ გამართული დაზგით" მაგრამ ასეთი რამ არ წერია ხო? შესაბამისად A პირობა თუ შესრულდა მაშინ B შედეგს მივიღებთ მაგრამ A პირობა თუ არ შესრულდა შეიძლება იგივე B შედეგი მივიღოთ რამე სხვა Z ფაქტორის დახმარებით

QUOTE
ბ)თუ დაზგამ გამართულად არ იმუშავა გეგმას ვერ შევასრულებთ

ეს იგივე ა) ვარიანტია ოღონდ შებრუნებულად დასვეს კითხვა

QUOTE
გ)თუ გეგმა დროულად ვერ შევასრულეთ,ე.ი დაზგამ გამართულად არ იმუშავა

აი ეს კი სწორი ვარიანტია ვინაიდან პირობაში ნათქვამია რომ თუ დაზგა იმუშავებს მაშინ გეგმას შევასრულებთ ანუ გამორიცხულია რომ დაზგამ იმუშაოს და გეგმა ვერ შევასრულოთ (გინდ უცხოპლანეტელებმა ომი რომ გამოგვიცხადონ givi.gif )

Posted by: oleg-i 27 Dec 2015, 20:48
Haxor1
ე.წ. იმპლიკაცია: ,, თუ (როცა) A , მაშინ(ე.ი) B'' ნიშნავს, რომ თუ(როცა) ხდება(მოხდება, მოხდა) A, მაშინ(ე.ი) აუცილებლად ხდება(მოხდება,მოხდა) B...... სხვა სიტყვებით B ხდომილობათა არე თავის თავში მოიცავს A ხდომოლობათა არეს -ანუ A არის B- ს ქვესიმრავლე...
ანუ A არის პირობა(მიზეზი) B დასკვნის(შედეგის)-ა.
მაგ: თუ ყვირის, ე.ი. (მაშინ) პირს აღებს(აუცილებლად)..... როცა თოვს, მაშინ ცივა(აუცილებლად)...
ზემოთთქმულიდან გამომდინარე თუ არ მომხდარა B , ე.ი. არ მიმხდარა A-ც, ანუ .... ,,თუ ვერ აღებს პირს, მაშინ ვერც ყვირის '' wink.gif ან ,,თუ
არ ცივა, მაშინ არც თოვს''....

მოკლედ გამონათქვამი:- ,, თუ (როცა) A , მაშინ(ე.ი) B(აუცილებლად)'' ეკვივალენტურია(იგივურია, კონტრაპოზიციულია) გამონათქვამის:
,,თუ (როცა) არა B, მაშინ(ე.ი) არა A (აუცილებლად)
---------------------------------------------
ახლა შენ თვითონ გამოთქვი ,,თუ ჩავაბარებ უნარების გამოცდას, მაშინ მიყიდიან ბასანოშკებს''--ის იგივური გამონათქვამი და კიდევ

,,თუ ნიანგი არ ჭიკჭიკებს, მაშინ(ე.ი) სტაფილო დაფრინავს"- ის ეკვივალენტური გამონათქვამია ...

Posted by: Chrysippus 30 Dec 2015, 20:18
გამარჯობათ ფიზიკოსებთან მაქვს შემდეგი კითხვა ყინვის დროს ონკანი მოშვებული რატომ უნდა დავტოვო ამ დროს წნევა მცირდება ალბათ მილის კედლებზე ხო ?
რატომ ? და რატომ მაინცდამაინც ყინვისას biggrin.gif

Posted by: Mazarin 30 Dec 2015, 21:14
Chrysippus
QUOTE
ყინვის დროს ონკანი მოშვებული რატომ უნდა დავტოვო

მდგარი წყალი ბევრად უფრო მარტივად იყინება ვიდრე მოძრავი.

Posted by: Chrysippus 30 Dec 2015, 21:16
Mazarin

უი biggrin.gif და მილი რატო სკდება ?

Posted by: Mazarin 30 Dec 2015, 21:36
Chrysippus
ფართოვდება გაყინვისას, მგონი მინუს ოთხს რო ჩაცდება მერე ფართოვდება დაახლოებით 10% ით

Posted by: oleg-i 30 Dec 2015, 21:42
Chrysippus
QUOTE
ყინვის დროს ონკანი მოშვებული რატომ უნდა დავტოვო ამ დროს წნევა მცირდება ალბათ მილის კედლებზე ხო ?
რატომ ? და რატომ მაინცდამაინც ყინვისას

წნევას არავითარი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში.
წყლის კრისტალიზაციის კუთრი სითბო საკმაოდ დიდია - 330 კჯ/კგ, რაც ნიშნავს რომ 0 გრადუსიან 1 კგ წყალს უნდა წავართვათ 330 კჯ სითბო(ენერგია) რათა ის გადაიქცეს 0 გრადუსიან ყინულად. ამას კი საკმაო დრო დაჭირდება. ასე, რომ ეზოში არსებული ონკანი 1) უნდა იქნას შეფუთული სპეციალურ თბოიზოლატორში, რათა გაძნელდეს თბოგადაცემა ''ყინვიან'' გარემოსთან(0 გრადუსზე დაბალი) და
2) ონკანი უნდა დავტოვოთ ''ღია'' მდგომარეობაში, რათა წყალმა ვერ მოასწროს გაყინვა... წყალმა მოასწროს თხევად მდგომარეობაში ონკანს გარეთ გამოსვლა და მერე ''კისერიც უტეხია'' smile.gif.
წინააღმდეგ შემთხვევაში ონკანშიც და წყლის სადენი მილის მიწისზედა ნაწილში მდგარი(უმოძრაო) წყალი მოასწრებს გაყინვას. გაყინვისას კი წყალი ფართოვდება (მთავარი ხიფათი) და შესაბამისად აზიანებს წყალსადენ მილს -ხეთქავს მას( როგორც მეზობლები იტყვიან ''ბრიდავს'' მილს )
ამას მოყვება შემდეგ ''თბილწყალკანალი'' და ა. შ. wink.gif

Posted by: Dixtosa 30 Dec 2015, 21:45
Mazarin
4 გრადუსზე აქვს ყველაზე დიდი სიმკვრივე. გაყინვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 0ზე იყინება.

Posted by: HCl 30 Dec 2015, 21:55
0 გრადუსზე იყინება წყალი ნორმალურ პირობებში. გაყინვისას იცვლება სიმვკრივე 10% რაც ცხადია მოცულობის ზრდას იწვევს 10% ით და ეგ ხეთქავს მილებს.

Posted by: Chrysippus 30 Dec 2015, 22:03
oleg-i

დიდი მადლობა გაიხარეთ

Posted by: Mazarin 30 Dec 2015, 22:35

QUOTE
გაყინვასთან არანაირი კავშირი არ აქვს

Dixtosa

მინუს ოთხზე იყინება თქო არ მითქვამს. მინუს ოთხი გაფართოებაზე ვთქვი.

Posted by: HCl 30 Dec 2015, 23:04
Mazarin
-4 არაფერი არ ხდება, წყლის სიმკვრივე მაქსიმალურია 4-ზე მგონი ეგ გაგისწორა

Posted by: elnur009 6 Jan 2016, 18:39
ერთი ონკანით აუზი ივსება 6 სთ-ში, მეორეთი იცლება 9 სთ-ში. რამდენ საათში აივსება ცარიელი აუზი ,თუ ორივე ონკანს გავხსნით?
ეს ამოხსენით რა ვინმემ boli.gif პირდაპირ პასუხი არ მინდა როგორ ხდება საერთოდ ამოხსნა

Posted by: actionscript 6 Jan 2016, 18:49
elnur009
ერთი ონკანი ერთ საათშI ავსებს 1/6-ს
მეორე 1/9-ს
ჯამში ორივეს რომ მოუშვება აავსებენ 1/6-1/9 = 1/18

ანუ ერთ საათში ივსება 1/18

18 საათში გაივსება


მეგონა ორივე ავსებდა წინაზე რაც დავწერე biggrin.gif

Posted by: elnur009 6 Jan 2016, 20:01
actionscript
მადლობა გაიხარე love.gif
ესეთი მარტივი თუ იყო არ მეგონა boli.gif
* * *
იქნებ ამაშიც დამეხმაროთ: 2.8კგ ხილი გაშრობისას კარგავს იმდენს, რომ დაკარგული მასის 1/3 2-ჯერ მეტია დარჩენილზე, რას უდრის მშრალი ხილის მასა?

Posted by: Mazarin 8 Jan 2016, 22:38
elnur009
QUOTE
2.8კგ ხილი გაშრობისას კარგავს იმდენს, რომ დაკარგული მასის 1/3 2-ჯერ მეტია დარჩენილზე, რას უდრის მშრალი ხილის მასა?


განტოლება: x*1/3 = 2*y სადაც x არის ის მასა რომელსაც ხილი კარგავს, y არის იმის მასა რაც რჩება.
ვიცით რო ჯამში არის 2.8კგ ანუ: x+y = 2.8

=>
x = 2.8 - y
ჩავსვათ პირველ განტოლებაში იქსი, და იგრეკი ვიპოვოთ.

ანუ (2.8-y)*1/3 = 2*y
ამ განტოლებას რო ამოხსნი მიიღებ y = 0.4, x=2.4

ანუ მშრალი ხილი არის ოთხასი გრამი.

Posted by: elnur009 8 Jan 2016, 23:24
Mazarin
მადლობა, ძაან მაინტერესებდა როგორ იხსნებოდა

Posted by: Chrysippus 9 Jan 2016, 22:38
[(cos^2a-sin^2b)/sin^2a*sin^2b]-ctg^2a*ctg^2b

ეს გამოსახულება ვერ გავამარტივე და ტუ არ შეწუხდებით იქნებ დამეხმაროთ

Posted by: oleg-i 10 Jan 2016, 17:54
Chrysippus
QUOTE
[(cos^2a-sin^2b)/sin^2a*sin^2b]-ctg^2a*ctg^2b

ეს გამოსახულება ვერ გავამარტივე და ტუ არ შეწუხდებით იქნებ დამეხმაროთ


Posted by: Chrysippus 10 Jan 2016, 20:41
oleg-i

მადლობაააააააააააააააააააააა თქვენ გაიხარეთ მაინცდამაინც gigi.gif

უი მართლა თქვენს პიზიკის საიტზე ვცდილობ დარეგისტრირებას და რატომღაც არ გამოდის მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზია ეგების დამეხმაროთ იქაც უნდა შეგაწუხოთ biggrin.gif

Posted by: DeepPurple 11 Jan 2016, 14:36
ხალხო, ვინმემ მასწავლეთ როგორ უნდა დავპოსტო აქ sad.gif პირველად დავრეგისტრირდი წუხელ და ვერ ვპოსტავ, რაღაც მაგალითი მაქვს და მინდა ავტვირთო ფოტო

Posted by: lasha12345 12 Jan 2016, 00:01
ეს ამოცანა ამომიხსენით რა

ორი ტურისტი ერთმანეთის შესახვედრად გამოვიდა A და B ქალაქებიდან, რომელთა შორის მანძილი 30კმ-ია.
თუ პირველი გამოვა 2 საათით ადრე მეორეზე, მაშინ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს 2,5 საათის შემდეგ მეორე ტურისტის გამოსვლიდან.
თუ მეორე გამოვა 2 საათით ადრე პირველზე, მაშინ შეხვედრა შედგება პირველი ტურისტის გამოსვლიდან 3 საათის შემდეგ. რამდენ
კილომეტრს გადის თითოეული ტურისტი საათში?

Posted by: თორნნიკე 12 Jan 2016, 19:07
ორი წრეწირი ცენტრებით O1 და O2 წერტილებში, რომელთა
რადიუსებია შესაბამისად 3 და 1, გარედან ეხება ერთმანეთს.
წრეწირებსა და მათ საერთო გარე მხებს შორის ჩახაზეს მესამე
წრეწირი ისე, რომ ის ეხება მოცემულ ორ წრეწირს და გარე
მხებს ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული. იპოვეთ მესამე
წრეწირის რადიუსი. ფლიიზ biggrin.gif ვინმემ დადეთ რა ამოხსნა sad.gif

Posted by: oleg-i 12 Jan 2016, 22:59
თორნნიკე
QUOTE
ორი წრეწირი ცენტრებით O1 და O2 წერტილებში, რომელთა
რადიუსებია შესაბამისად 3 და 1, გარედან ეხება ერთმანეთს.
წრეწირებსა და მათ საერთო გარე მხებს შორის ჩახაზეს მესამე
წრეწირი ისე, რომ ის ეხება მოცემულ ორ წრეწირს და გარე
მხებს ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული. იპოვეთ მესამე
წრეწირის რადიუსი. ფლიიზ


Posted by: Mazarin 12 Jan 2016, 23:10
oleg-i
რა სოფტს ხმარობ? მასწავლე

Posted by: oleg-i 12 Jan 2016, 23:22
Mazarin
Adobe Illustrator CS5

Posted by: Mazarin 12 Jan 2016, 23:26
oleg-i
QUOTE
Adobe Illustrator CS5

გაიხარე

Posted by: lasha12345 13 Jan 2016, 01:51
ორი ტურისტი ერთმანეთის შესახვედრად გამოვიდა A და B ქალაქებიდან, რომელთა შორის მანძილი 30კმ-ია.
თუ პირველი გამოვა 2 საათით ადრე მეორეზე, მაშინ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს 2,5 საათის შემდეგ მეორე ტურისტის გამოსვლიდან.
თუ მეორე გამოვა 2 საათით ადრე პირველზე, მაშინ შეხვედრა შედგება პირველი ტურისტის გამოსვლიდან 3 საათის შემდეგ. რამდენ
კილომეტრს გადის თითოეული ტურისტი საათში? ეს ამოცანა ვინმემ ამომიხსენით რა sad.gif

Posted by: abzo 13 Jan 2016, 03:38
საკოორდინატო სიბრტყეზე მოძრაობს A(x, y) წერტილი, რომლის კოორდინატები
დროის ყოველ t მომენტში აკმაყოფილებენ განტოლებათა სისტემას
x= 8sint + 6cost
y= 4sint - 12cost

იპოვეთ, რა უმცირესი მანძილით იქნება A(x, y) წერტილი დაშორებული B(-1; 2)
წერტილიდან, როდესაც

p/2 <x< 2p/3

მე სხვა პასუხს ვღებულობ და დამეხმარეთ რა

Posted by: afcika 13 Jan 2016, 12:59
QUOTE (lasha12345 @ 13 Jan 2016, 01:51 )
ორი ტურისტი ერთმანეთის შესახვედრად გამოვიდა A და B ქალაქებიდან, რომელთა შორის მანძილი 30კმ-ია.
თუ პირველი გამოვა 2 საათით ადრე მეორეზე, მაშინ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს 2,5 საათის შემდეგ მეორე ტურისტის გამოსვლიდან.
თუ მეორე გამოვა 2 საათით ადრე პირველზე, მაშინ შეხვედრა შედგება პირველი ტურისტის გამოსვლიდან 3 საათის შემდეგ. რამდენ
კილომეტრს გადის თითოეული ტურისტი საათში? ეს ამოცანა ვინმემ ამომიხსენით რა sad.gif

აგერ..................... ფიზიკის ამოცანები დადეთ რა smile.gif

Posted by: Mazarin 13 Jan 2016, 13:50
abzo
QUOTE
იპოვეთ, რა უმცირესი მანძილით იქნება A(x, y) წერტილი დაშორებული B(-1; 2)
წერტილიდან, როდესაც


QUOTE
p/2 <x< 2p/3

x თუ t ?

Posted by: abzo 13 Jan 2016, 14:36
t ,
უკაცრავად p/2 <t< 2p/3 ტოლობებიც შეიძლება, ეგ სიმბოლო ვერ ვნახე biggrin.gif

Posted by: Mazarin 13 Jan 2016, 15:15
abzo
QUOTE
ტოლობებიც შეიძლება, ეგ სიმბოლო ვერ ვნახე

<=, >=

QUOTE
მე სხვა პასუხს ვღებულობ და დამეხმარეთ რა

მე 76 ის ფესვს ვღებულობ. შენ?

Posted by: abzo 13 Jan 2016, 17:09
მე ფესვი 76 შეფარდებული 5 თთან
მაჩვენე აბა როგორ აკეთებ რა :/

Posted by: Mazarin 13 Jan 2016, 17:26
QUOTE
მაჩვენე აბა როგორ აკეთებ რა :/

აქამდე ხო მიდიხარ

http://www4c.wolframalpha.com/Calculate/MSP/MSP55391e94hg2f39b1169400000e80503bd59b08h7?MSPStoreType=image/gif&s=15&w=179.&h=18.

Posted by: afcika 13 Jan 2016, 17:41
რა მაინტერესებს, ფიზიკას ხომ არ აბარებთ ვინმე აქედან ეროვნულებზე? smile.gif

Posted by: abzo 13 Jan 2016, 17:52
QUOTE
აქამდე ხო მიდიხარ

სურათი.



კი ოღონდ cos t

Posted by: Mazarin 13 Jan 2016, 17:58
QUOTE
კი ოღონდ cos t

მაგის მინიმუმი როგორ უნდა იპოვო?
სკოლის მასალა მგონი ეგ არ არი, უნდა გააწარმოო და ნულს გაუტოლო.
ამასაც ასე შვები?

ნუ მე გავამარტივე და 20(5cos^2(x) + 3cos(x)) + 85-ზე ვშვები. ანუ ეს მაშინ არის მინიმალური როცა 5cos^2(x) + 3cos(x) არის მინიმუმი მერე ამას გააწარმოებ მიიღებ -10sin(t)cos(t)-3sin(t), ეს უნდა გააწარმოო და ამოხსნა. პასუხი უნდა შეადარო ბოლო წერტილებს, ანუ ნულს და მინუს -1/2 ზე რა მნიშვნელობასაც იღებს იმას (იმიტო რო კოსინუსი 2პინახევარზე არის -1/2) და მოკლედ რაც დაგრჩება ამათ შორის აიღებ მინიმუმს (ოღონდ ის პასუხი უნდა ჩავარდეს მაგ შუალედში აუცილებლად, არ დაგავიწყდეს მაგის შემოწმება).

ბოდიში ცუდი ახსნილისთვის, ეხა სამსახურიდან გავდივარ და თუ რამე ღამე გავაგრძელოთ.

Posted by: abzo 13 Jan 2016, 18:20
ეროვნულებზე იყო და სკოლის მასალას არ უნდა ცდებოდეს წესით
* * *
გავაკეთე გავაკეთე
100cos^2(x) + 60cos(x) + 85-ზე
ამას 5 ზე ვკვეცავდი და ახლა მივხვდი რო არ შეიძლება, მადლობა ^^

Posted by: oleg-i 13 Jan 2016, 22:41
abzo
Mazarin
ამ ამოცანაში ერთერთი საინტერესო საკითხი ისიცაა, რაც უფრო კრეატიულად მიხვალ მანძილის დროზე დამოკიდებულების გამოსახულებამდე: d = ფესვი {100cos^2(t) + 60cos(t) + 85-ზე} -დან. შემდეგ კი cos(t)-ს მიმართ კვადრ ფუნქციის გამოკვლევაა
მინიმუმზე -0,5<=cos(t)>=0 შუალედისათვის ......... d -ს მინიმალური მნიშვნელობაა ფესვი 76-დან.

Posted by: Mazarin 13 Jan 2016, 23:38
oleg-i
abzo

საინტერესოა, მე მაგ კვადრატულ განტოლებას ვაწარმოებ, და ვეძებ კრიტიკულ წერტილებს, გაწარმოების გარეშე როგორ ქენით მასწავლეთ.

Posted by: oleg-i 14 Jan 2016, 00:49
Mazarin
გაწარმების ოპერაცია იცოცხლეთქვა კარგი რამე გცოდნია ფუნქციის ზოგადი კვლევისათვის:
პირველი რიგის წარმოებულის 0-თან ტოლობა -----კრიტ წერტილები
მეორე რიგის წარმოებულის 0-თან ტოლობა ------გადაღუნვის წერტილები
ასიმპტოტები და სხვა....
მაგრამ მე-9 კლასში კვადრატულ ფუნქციასაც ისწავლიდი .... პარაბოლა.... შტოები ზევით(ქვევით)... მინიმუმის(მაქსიმუმის) წერტილები.... ფუნქციის ნულები....დისკრიმიმანტი...ზრდადობა-კლებადობა.... დადებითობა-უარყოფითობა და ააააა....შშშშშ
---------------------------------------------------------
ამ ამოცანაში ტრაექტორიის (რომელიც ჩაკეტილი წირი იქნება პერიოდით 2პი) დახაზვა უფრო საინტერესოა:------ ეს A წერტილი დროის ყოველ t = arccos(-0,3) +2nპი მომენტში ყველაზე ახლოს(ფესვი 76-დან) აღმოჩნდება (-1;2) წერტილთან.

Posted by: Mazarin 14 Jan 2016, 11:47
oleg-i
მემგონი ვერ გამიგე.
მათემატიკოსი ვარ. (თავმდაბალისმაილი)
QUOTE
გაწარმების ოპერაცია

კი ბატონო
QUOTE
პირველი რიგის წარმოებულის 0-თან ტოლობა -----კრიტ წერტილები

კი ბატონო
QUOTE
მეორე რიგის წარმოებულის 0-თან ტოლობა ------გადაღუნვის წერტილები

კი ბატონო
QUOTE
ასიმპტოტები და სხვა....

აუცილებლად
QUOTE
კვადრატულ ფუნქციასაც ისწავლიდი .... პარაბოლა.... შტოები ზევით(ქვევით)... მინიმუმის(მაქსიმუმის) წერტილები.... ფუნქციის ნულები....დისკრიმიმანტი...ზრდადობა-კლებადობა.... დადებითობა-უარყოფითობა და ააააა....შშშშშ

მითუმეტეს კომაროვში
QUOTE
ამ ამოცანაში ტრაექტორიის (რომელიც ჩაკეტილი წირი იქნება პერიოდით 2პი) დახაზვა უფრო საინტერესოა:------ ეს A წერტილი დროის ყოველ t = arccos(-0,3) +2nპი მომენტში ყველაზე ახლოს(ფესვი 76-დან) აღმოჩნდება (-1;2) წერტილთან

ესეც თავისთავად ცხადია. ამოვხსენი ეს და პასუხიც მიწერია ზევით.

მე სხვა შეკითხვა მაქვს, კრიტიკული წერტილების პოვნაზე მარტივი გზა ვერ ვიპოვე უბრალოდ.
დისკრიმინანტი უარყოფითია, ფუნცქიას ნულები არაქვს, აგება არც ისე მარტივი. ანუ სკოლის მასალას მაინც აცდა მე ვფიქრობ.
და როგორ პოულობ მინიმუმ წერტილს იმ -1/2 < > 0 შუალედში გაწარმოებაზე უფრო მარტივად ეგ მაინტერესებს.

Posted by: oleg-i 15 Jan 2016, 00:58
Mazarin
QUOTE
მათემატიკოსი ვარ. (თავმდაბალისმაილი)

მე მომათემატიკოსმოფიზიკოსო(დამორცხვებულისმაილი)


* * *

Mazarin
ტრაექტორიის დახაზვა უფრო საინტერესო იქნება. თუ მოვიცალე .....

Posted by: lasha12345 15 Jan 2016, 02:18
იპოვეთ a პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც M(a;3) და N(5;7) წერტილები y ღერძიდან ერთი და იმავე მანზილით არიან დაშორებული

Posted by: Mazarin 15 Jan 2016, 11:45
lasha12345
QUOTE
იპოვეთ a პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც M(a;3) და N(5;7) წერტილები y ღერძიდან ერთი და იმავე მანზილით არიან დაშორებული

ნამდვილად იგრეკიდან? ცენტრიდან ხო არა?
მაგის პასუხი 5 და -5 ია მარა არამგონია ეგეთი პირობა იყოს, გადაამოწმე.

oleg-i
გაგიწარმოებია შენც... მეც ეგრე ამოვხსენი და შენ დაწერე რო ეგ სკოლის მასალა არარის და უფრო მარტივადაც იხსნებაო (თუ რამე არ მეშლება).

ველოდები მარტივ ამოხსნას vik.gif war.gif

მე მაპატიე, ეხა ვნახე ვიეტაც გიწერია.

Posted by: lasha12345 15 Jan 2016, 13:08
პირობა სწორია და მაგის ამოხსნა დაწერე რა
* * *
ეს არ ყოფილა რთული ამოვხსენი უკვე
ცენტრიდან რა მანძილით იქნება დაშორებული?

Posted by: Mazarin 15 Jan 2016, 14:05
პითაგორას თეორემის გამოყენებით.
ორივე წერტილის კოორდინატების კვადრატების ჯამი გაუტოლე ერთმანეთს და ამოხსენი კვადრატული განტოლება.
მარტივია ესეც, ცადე, თუ არადა დავწერ

Posted by: lasha12345 15 Jan 2016, 17:25
კი ამოვხსენი ეგეც +- ფესვი 65 მივიღე

Posted by: Mazarin 15 Jan 2016, 17:31
lasha12345
QUOTE
+- ფესვი 65 მივიღე

კი ეგარის up.gif

Posted by: pnevma1 15 Jan 2016, 22:02
მიმდევრობის შემდეგი წევრები რომელია, შეგიძლიათ დამეხმაროთ ამოხსნაში ? და რატომ ეგ მაინტერესებს....

1) 8,5,2,4,2,0,9,6, ?
2) 5,7,9,10,14, ?
3) 4,7,6,8,4,8,6,5 ?

Posted by: Mazarin 16 Jan 2016, 01:34
pnevma1
QUOTE
მიმდევრობის შემდეგი წევრები რომელია, შეგიძლიათ დამეხმაროთ ამოხსნაში ? და რატომ ეგ მაინტერესებს....

1) 8,5,2,4,2,0,9,6, ?
2) 5,7,9,10,14, ?
3) 4,7,6,8,4,8,6,5 ?


მე რაც დავინახე მაგ სამივეს საერთო ის აქვს, (და პრინციპში სხვა ლოგიკას ვერც ვხედავ) რომ საშუალო და მედიანა ერთი და იგივეა სამივეში, შესაბამისად რიცხვი ისე უნდა შეარჩიო რო ეს არ დაირღვეს.

ანუ პირველში იქნება 9
მეორეში 12
და მესამეში 6

Posted by: pnevma1 16 Jan 2016, 11:45
QUOTE (Mazarin @ 16 Jan 2016, 01:34 )
pnevma1
QUOTE
მიმდევრობის შემდეგი წევრები რომელია, შეგიძლიათ დამეხმაროთ ამოხსნაში ? და რატომ ეგ მაინტერესებს....

1) 8,5,2,4,2,0,9,6, ?
2) 5,7,9,10,14, ?
3) 4,7,6,8,4,8,6,5 ?


მე რაც დავინახე მაგ სამივეს საერთო ის აქვს, (და პრინციპში სხვა ლოგიკას ვერც ვხედავ) რომ საშუალო და მედიანა ერთი და იგივეა სამივეში, შესაბამისად რიცხვი ისე უნდა შეარჩიო რო ეს არ დაირღვეს.

ანუ პირველში იქნება 9
მეორეში 12
და მესამეში 6

მადლობა. და მედიანა რა არის შეგიძლიათ მოკლედ მითხრათ ?

Posted by: lasha12345 16 Jan 2016, 17:43
მოძებნეთ p პარამეტრის ყველა მნიშვნელობა მარტივ რიცხვთა სიმრავლიდან,
რომლისთვისაც 6x2 −12x +3 = p(x − 2) განტოლებას x ცვლადის მიმართ გააჩნია
ერთი მაინც მთელი ამონახსნი.
* * *
მოძებნეთ p პარამეტრის ყველა მნიშვნელობა მარტივ რიცხვთა სიმრავლიდან,
რომლისთვისაც 6x2 −12x +3 = p(x − 2) განტოლებას x ცვლადის მიმართ გააჩნია
ერთი მაინც მთელი ამონახსნი. ამის ამოხსნა მინდა smile.gif

Posted by: oleg-i 16 Jan 2016, 19:24
Mazarin

QUOTE
1) 8,5,2,4,2,0,9,6, ?
2) 5,7,9,10,14, ?
3) 4,7,6,8,4,8,6,5 ?


მე რაც დავინახე მაგ სამივეს საერთო ის აქვს, (და პრინციპში სხვა ლოგიკას ვერც ვხედავ) რომ საშუალო და მედიანა ერთი და იგივეა სამივეში, შესაბამისად რიცხვი ისე უნდა შეარჩიო რო ეს არ დაირღვეს.


საინტერესო ლოგიკა წამოაყენე, მაგრამ
ა) 1) 8,5,2,4,2,0,9,6, მიმდევრობა ამ ლოგიკიდან ამოვარდნილია ... მედიანა = 3 ხოლო საშუალო = 4,5
ბ) თუ შენი ლოგიკა მართებულია, მაშინ იგი უნდა ''მუშაობდეს" მიმდევრობის პირველ ორ, პირველ სამ, პირველ ოთხ(!!!) და ა.შ. პირველ ნებისმ n წევრზეც........ ანუ ეს გამართლდება მხოლოდდამხოლოდ არითმეტიკული პროგრესიის შემთხვევაში.

ვფიქრობ აქ სხვა ადგილას ''ყარს'' ძაღლის თავი.


lasha12345
QUOTE
მოძებნეთ p პარამეტრის ყველა მნიშვნელობა მარტივ რიცხვთა სიმრავლიდან,
რომლისთვისაც 6x2 −12x +3 = p(x − 2) განტოლებას x ცვლადის მიმართ გააჩნია
ერთი მაინც მთელი ამონახსნი.

6x2 ნიშნავს 6xკვადრატს?
თუ კი, მაშინ p = 3

Posted by: lasha12345 16 Jan 2016, 22:41
მარტო მაგი არ არის პასუხი კიდევ აქვს

Posted by: Mazarin 17 Jan 2016, 00:03
oleg-i
QUOTE
მედიანა = 3

ზრდის მიხედვით დალაგება დაგავიწყდა.


QUOTE
თუ შენი ლოგიკა მართებულია, მაშინ იგი უნდა ''მუშაობდეს" მიმდევრობის პირველ ორ, პირველ სამ, პირველ ოთხ(!!!) და ა.შ. პირველ ნებისმ n წევრზეც........


ამაში კი მართალი შეიძლება იყო.
მარა არაა აუცილებელი

pnevma1
QUOTE
მედიანა რა არის შეგიძლიათ მოკლედ მითხრათ ?


რიცხვებს ზრდის მიხედვით დაალაგებ და შუა არი მედიანა. თუ ლუწი რაოდენობის რიცხვებია მაშონ შუა ორის საშუალო

Posted by: abzo 17 Jan 2016, 01:53
QUOTE
მოძებნეთ p პარამეტრის ყველა მნიშვნელობა მარტივ რიცხვთა სიმრავლიდან,
რომლისთვისაც 6x2 −12x +3 = p(x − 2) განტოლებას x ცვლადის მიმართ გააჩნია
ერთი მაინც მთელი ამონახსნი.


x-2 ზე გავყოთ ორივე მხარე
მივიღებთ

6x + 3/ x-2 = p

x მთელია, 6xც მთელია,
ანუ 3/ x-2 ც მთელი უნდა იყოს, ამისთვის xის მხოლოდ რამდენიმე შესაძლებლობაა. მაქსიმუმ 5 და მინიმუმ -1.
ცადე ყველა მთელი x და როცა p მარტივი იქნება ეგენი გაწყობს biggrin.gif

Posted by: lasha12345 17 Jan 2016, 14:12
მოსწავლემ განიხილა (a+1)x2+2x-a=0 სახის კვადრატული განტოლებები, სადაც a პა-
რამეტრი ღებულობს ყველა მთელ მნიშვნელობას 1 დან 99 -ის ჩათვლით. შემდეგ მან
ამოხსნა თითოეული განტოლება და იპოვა მიღებული ყველა ამონახსნის ნამრავლი.
რისი ტოლია ეს ნამრავლი?

Posted by: oleg-i 17 Jan 2016, 18:45
Mazarin
QUOTE
ზრდის მიხედვით დალაგება დაგავიწყდა.

მდაა! up.gif
QUOTE
ამაში კი მართალი შეიძლება იყო.
მარა არაა აუცილებელი

???? კარგი, ვენებს ნამდვილად არ გადავიჭრი smile.gif
მაგრამ როცა კაცი
QUOTE
3) 4,7,6,8,4,8,6,5 ?
მიმდევრობას ზრდადობით დაალაგებ...
4,4, 5, 6,6, 7, 8,8, როგორ მოითმენ და 9, 10,10, 11, 12,12 - ით არ გააგრძელებ biggrin.gif

lasha12345
QUOTE
მოსწავლემ განიხილა (a+1)x2+2x-a=0 სახის კვადრატული განტოლებები, სადაც a პა-
რამეტრი ღებულობს ყველა მთელ მნიშვნელობას 1 დან 99 -ის ჩათვლით. შემდეგ მან
ამოხსნა თითოეული განტოლება და იპოვა მიღებული ყველა ამონახსნის ნამრავლი.
რისი ტოლია ეს ნამრავლი?

ჩაწერე ფესვთა ნამრავლი ვიეტას ფორმულით x1x2 = -a/(a+1) ... შემდეგ კი განიხილე ყველა ნამრავლი a=1 -დან 99-ის ჩათვლით
(-1/2)(-2/3)(-3/4) ......(-99/100) = ?

Posted by: Mazarin 17 Jan 2016, 19:42
oleg-i
QUOTE
კარგი, ვენებს ნამდვილად არ გადავიჭრი
მაგრამ როცა კაცი
QUOTE

3) 4,7,6,8,4,8,6,5 ?

მიმდევრობას ზრდადობით დაალაგებ...
4,4, 5, 6,6, 7, 8,8, როგორ მოითმენ და 9, 10,10, 11, 12,12 - ით არ გააგრძელებ


ზრდის მიხედვით გადალაგების უფლება არ გაქ. მე უბრალოდ მედიანა როგორ ითვლება ის შეგახსენე (რაც ალბათ ისედაც იცოდი)


QUOTE
ვენებს ნამდვილად არ გადავიჭრი


ვენების გადაჭრა არაა საჭირო, შეგიძლია შენი პასუხი დადო, მარტო იმის ახსნა მე რა შეცდომა მაქ მგონი არასწორია

Posted by: afcika 17 Jan 2016, 22:28
ეს ვინმემ ამიხსენით რა smile.gif იმედი მაქვს, ხაართ აქ ამის ამომხსნელი ხალხი, ჩემმა მასწმაც არ იცოდა biggrin.gif

Posted by: pnevma1 17 Jan 2016, 23:38
QUOTE
1) 8,5,2,4,2,0,9,6, ?


მედიანა და საშუალო კი გავიგე რაც არის მაგრამ ეს ვერ გავიგე: მაგალითად რომ დავალაგოთ ზრდის მიხედვით პირველი ოთხი და სამი წევრი წევრი 2,4,5,8 და 2,5,8 პირველში მედიანა არის (4+5)/2=4.5 მეორეში 5 . ან სხვა რამეს გულისხმობთ და მე ვერ ვიგებ smile.gif

Posted by: oleg-i 18 Jan 2016, 00:05
afcika
.................................................................
* * *
Mazarin
QUOTE
ვენების გადაჭრა არაა საჭირო, შეგიძლია შენი პასუხი დადო, მარტო იმის ახსნა მე რა შეცდომა მაქ მგონი არასწორია

smile.gif
შეცდომისაგან არავინ არის დაზღვეული... მეც შევცდი...
შენი ლოგიკა მომეწონა(!!!)
და ამიტომ გამოგეხმაურე. თუმც ისიც აღვნიშნე, რომ სასურველია ამ ლოგიკამ თავიდანვე იმუშაოს მეთქი..
კარგი, დავუშვათ ეს არ იყოს აუცილებელი (რაშიც დაგეთანხმები და ვენებს არ გადავიჭრი მეთქი smile.gif )
ანუ მოგვცეს მიმდევრობის პირველი 8 წევრი და დანარჩენი წევრები უნდა ჩავწეროთ შენეული ლოგიკით: მედიანა = საშუალოს (ვიმეორებ-პირველ 8 წევრზე ეს ლოგიკა არ ვრცელდება) , მაშინ აღნიშნული 1) მიმდევრობა
8,5,2,4,2,0,9,6 ------>>> 0,2,2,4, 5,6,8,9, მედიანა= 4,5 = საშუალო = 36/8
მაშინ მე-9 წევრისათვის(x) გვექნება სამი ვარიანტი:
ა) მედ = 5 საშ= (36 + x)/9 = 5 ანუ x=9 (რაც შენც აღნიშნე)
ბ) მედ=4 საშ= (36 + x)/9 = 4 ანუ x=0
გ) მედ = x საშ=(36 + x)/9 = x ანუ x=4,5
ანუ მხოლოდ ერთი ვარიანტი რომ ყოფილიყო, მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ უკვე სამი ბევრია

მე მაგალითად ვფიქრობდი, რომ ''ტრიპლეტებად'' დამეყო: 8,5,2, 4,2,0, 9,6,3, (ართმ) მაგრამ ''ტრიპლეტებს '' შორის ბმებს ვერ ვხედავ.

სწავლა სიბერემდეაო და შენთან კამათში მე კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე...
კონფუცის უთქვამს: .... მხოლოდ 60 წლის ასკში მივხვდი, რომ არ უნდა იკამათოო.
ცოტაც და...
--------------------------
წარმატებებს გისურვებ.
smile.gif

Posted by: lasha12345 18 Jan 2016, 02:24
მოსწავლემ განიხილა (a+1)x2+2x-a=0 სახის კვადრატული განტოლებები, სადაც a პა-
რამეტრი ღებულობს ყველა მთელ მნიშვნელობას 1 დან 99 -ის ჩათვლით. შემდეგ მან
ამოხსნა თითოეული განტოლება და იპოვა მიღებული ყველა ამონახსნის ნამრავლი.
რისი ტოლია ეს ნამრავლი?

Posted by: oleg-i 18 Jan 2016, 02:32
lasha12345
ბჯოო!.. ამ გვერდის დასაწყისშივე დევს შენი პასუხი
თუ სახლში მოგიტანო lol.gif

Posted by: Mazarin 18 Jan 2016, 12:17
pnevma1
QUOTE
მაგრამ ეს ვერ გავიგე:

მართალი ხარ მაგაში რაც ვერ გაიგე.

oleg-i-მაც აღნიშნა ეგ რო ჩემი ლოგიკა მიმდევრობის ყველა წევრზე არ ვრცელდება, ამიტო თავს ვერ დავდებ რო სწორია, მარა მაშინ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, დღესაც ვცდი რო შემოვალ იქნებ რამე უკეთესიც ვნახო.
პროსტა ამას მაინც იმიტო მოვეჭიდე რო სამივე მიმდევრობას აქვს მაგ ეტაპზე ეგ თვისება, და ვიფიქრე რო შემთხვევითობა არ იქნება.

აგერ აქაც
QUOTE

ა) მედ = 5 საშ= (36 + x)/9 = 5 ანუ x=9 (რაც შენც აღნიშნე)
ბ) მედ=4 საშ= (36 + x)/9 = 4 ანუ x=0
გ) მედ = x საშ=(36 + x)/9 = x ანუ x=4,5
ანუ მხოლოდ ერთი ვარიანტი რომ ყოფილიყო, მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ უკვე სამი ბევრია


ახსნა რატოა ჩემი პასუხი არასწორი.
მოკლედ სხვა პასუხი უნდა ვეძებოთ

oleg-i
შევუტიოთ ერთიც იქნებ ვიპოვოთ ძაღლის თავი.

მეორეში ტრიპლეტებად დაყოფას აქვს აზრი, 5 7 9 10 14 და მესამე 18 გამოდის. (მეც დავყავი ტრიპლეტებად) მარა პირველში და მესამეში ვერ ვიპოვე ვერაფერი
* * *
pnevma1
oleg-i

მოკლედ ეს მოვიფიქრე კიდე, ტრიპლეტები გვეხმარება.

1) 8 5 2 4 2 1 9 6
რო დავყოთ 8 5 2 და 4 2 1 სხვაობები არის 4 3 1 იგივე ლოგიკით მეორე და მესამე ტრიპლეტებს შორის არის
4 2 1 + ხ ხ ხ = 9 6 ?
გამოდის 5 4 და 2 უნდა იყოს წესით შემდეგი ანუ პასუხი არის 3
თან მერე ისეც ჯდება

9 6 3 - 8 5 2 = 1 1 1
მესამე და პირველ ტრიპლეტებს შორის სხვაობა.

2)
მეორეში უკვე დავწერე რა ლოგიკაცაა (იქაც ტრიპლეტებია საჭირო)
5 7 9 მრავლდება ორზე და ჯდება 10 14 18
ანუ პასუხი: 18

3) მესამეშიც ისევე ჩახლართულია როგორც პირველში
4 7 6 8 4 8 6 5 ?

პირველს და მეორეს შორის კავშირია +4 -3 +2
მეორეს და მესამეს შორის -2 +1 და მესამე გამოდის -0 ანუ პასუხი გამოდის 8

და პირველს და მესამეს შორისაც იჩითება 4 7 6 ----- 6 5 8 ==== +2 -2 +2

Posted by: abzo 18 Jan 2016, 23:54
a პარამეტრის თითოეული მნიშვნელობისათვის (−5; 2) შუალედიდან განვიხილოთ
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეში
5+a - |2y| > =0
|x| = < |a-2| / 2
უტოლობათა სისტემის
ამონახსენთა სიმრავლით განსაზღვრული ფიგურა. იპოვეთ ამ ფიგურების
ფართობებს შორის უდიდესი და დაადგინეთ a -ს მნიშვნელობა, რომლისთვისაც მი-
იღწევა ეს უდიდესი ფართობი.

ისევ სხვა პასუხს ვღებულობ და მომეხმარეთ რა .

Posted by: oleg-i 19 Jan 2016, 00:19
Mazarin
აგაშენა ღმერთმა smile.gif კიდევ ერთი დასტური იმისა რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება
როგორც გავიგე 1) 8,5,2, 4,2,0, 9,6,3, -ში
პირვ და მე-2 ტრიპლეტს კავშირი... -(4,3,2)
მე-2 და მე -3 ........................................ +(5,4,3)
მე-3 და მე-4 ........................................ -(6,5,4) (თუ მე-3-თან დაციკლავ? - ალბათ არა, არ ღირს)
მაშინ კენტები წავლენ ....+(1,1,1) და ლუწები .... -(1,1,1) კავშირებით
მოკლედ მე-4 ტრიპლეტი იქნება ... 3,1,-1,

მაგრამ საინტერესოა მე-3) 4,7,6, 8,4,8, 6,5,8,
მოკლედ როგორ ჩაწერ მე-4 ტრიპლეტს: 6,6,6, თუ 10,2,10 (თუ არც ერთმათგანს)?
-----------------------------------------
ყველა შემთხვევაში აპლოდისმენტები!!!!

smile.gif

Posted by: niniaa 1 Feb 2016, 22:27
Haxor1
QUOTE
ბ)თუ დაზგამ გამართულად არ იმუშავა, გეგმას ვერ შევასრულებთ

ეს ბ/ვარიანტი გამორიცხულია,რადგან სიტყვა ,, დროულად " არ არის წინადადებაში...
QUOTE
ა)თუ გეგმა დროულად შევასრულეთ ე.ი,დაზგა არ გაფუჭებულა

გაფუჭება გულისხმობს ,რომ შეიძლება ,საერთოდაც ვერ იმუშაოს ,ისე გაფუჭდეს...გამართულად არ მუშაობა კი უფრო სხვა რამეა
ამიტომ
QUOTE
თუ დაზგა გამართულად იმუშავებს,გეგმას დროულად შევასრულებთ
შეესაბამება ეს :
QUOTE
გ)თუ გეგმა დროულად ვერ შევასრულეთ,ე.ი დაზგამ გამართულად არ იმუშავა .
ანუ ,ვერ" და ,,არ" არის წინადადებაში ისე შეტანილი,რომ პირობა გეგმის შესრულებისა არ იცვლება...

Posted by: JizZy 3 Feb 2016, 11:39
წინადადებების შევსება მიჭირს უნარებში(უფრო სწორად მეზარება წაკითხვა)

lol.gif


---------------

Posted by: niniaa 3 Feb 2016, 14:48
JizZy
QUOTE
წინადადებების შევსება მიჭირს უნარებში(უფრო სწორად მეზარება წაკითხვა)

აბა დადე რამე და იქნებ მარტივი ხერხი ვიპოვოთ lol.gif

Posted by: ქართლოსი 4 Feb 2016, 20:46
7.32-ის 9 კაკალი მივიღე სწორეა? 9 კაკლით ნაკლებია უჯრაში?

პირობითათ რომ ვიღებ ციფრებს 3 კაკალით ნაკლები გამოდის ვაზაში. ალბათ
ყველა პირობით ციფრზე ეგრე იქნება.

მაგრამ გამოყვანა რა ფორმულით ხდება ვერ მივხვდი.


user posted image

Posted by: HCl 4 Feb 2016, 22:00
ქართლოსი
რას ნიშნავს ყველა პირობით ციფრზე ? :?

ფორმულით ასე შეიძლება. ვაზა - x, უჯრა x-15, გადადების შემდეგ ვაზა - x-6, უჯრა x-15+6=x-9, რომ გაიგო მერე უჯრაში რამდენით ნაკლები კაკალი იქნება: x-6-(x-9)=3 მორჩა

Posted by: BOBOKHA 4 Feb 2016, 22:32
JizZy
ჩემი გადმოსახედიდან არც ისეთი რთული ყოფილა, როგორსაც ვფიქრობდი.

ზერელედ გადახედე წინადადებას. თუ ისეთი წყობა უჩანს, რომელსაც საპირისპირო მნიშვნელობები აქვს ანუ ვგულისხმობ ერთი ნაწილი დადებითი უნდა იყოს მეორე - უარყოფითი. (მგონი მიხვდი რასაც ვამბობ biggrin.gif )

პასუხებიდან უკვე ადვილი იქნება ამორჩევა. ხშირ შემთხვევაში ესეთი წინადადებებია ხოლმე და პასუხის გაცემაც არ ჭირს. (ჩემი გადმოსახედიდან ყოველშემთხვევაში.)

თუ ასეთი საპირისპირო მნიშვნელობის წინადადები არ არის, მიაქციე ყურადღება კავშირებს. ეგეც გაგიადვილებს საქმეს, თავისუფლად ხვდები რას რა მოყვება.

Posted by: ქართლოსი 4 Feb 2016, 22:44
HCl
QUOTE
რას ნიშნავს ყველა პირობით ციფრზე ? :?


სხვადასხვა ციფრები ავიღე ვაზის კაკლეის და უჯრის და ყველგან 3 კაკალიმომცა სხვაობა.

მაგალითად, ვაზაში არის 50 კაკალი უჯრაში 15 ით ნაკლები ესეგი 35, მერე ამ ვაზის 50
კაკლიდან გადავიტანე უჯრაში 6 კაკალი, უჯრაში გახდა 41 კაკალი, ვაზაში დარჩა 44 კაკალი,

გამოვიდა რომ 3 კაკალით მეტია ვაზაში და სხვადასხვა ციპრებზე სულ 3-ს ვიღებ სხვაობას.

მადლობა.

Posted by: HCl 4 Feb 2016, 22:46
ქართლოსი
აა, ვერ მივხვდი biggrin.gif
ჰო მასე უნდა იყოს, პრინციპში ეგრეც შეიძლება გაკეთება, ტესტია ...

Posted by: ქართლოსი 5 Feb 2016, 13:54
ცხრილის მეთოდით როგორ ხდება ამოცანების ამოხსნა?
=====================================================

Posted by: lanikoshikabadze 6 Feb 2016, 13:07
user posted image

გამეორება შეიძლება ნებისმიერის

Posted by: besvs 6 Feb 2016, 17:55
3!+9+15=30
3!=3*2*1=6



ესაა ყველაზე გავრცელებული პასუხი.
თუმცა ზოგი 5.3 + 9.7 + 15 =30 ასე ჩალიჩობს.

Posted by: lanikoshikabadze 6 Feb 2016, 17:56
besvs
ეგ ძახილის ნიშანი რას ნიშნავს?

Posted by: Dirac 6 Feb 2016, 18:40
სამი კენტი რიცხვის შეკრებით ლუწს ვერ მიიღებ.ამიტომ არა აქვს ამონახსნი. წერტილი და ძახილის ნიშანი თუ დასვიო არ წერია პირობაში. მაშინ ინტეგრალს დავწერ. ამაცანის პირობაში რაც წერია იმას ამონახსნი არ აქვს. ამ სისულელე ამოცანის შემდგენელს გულში რა ქონდა ეგ არ ვიცი.

Posted by: nforumi 6 Feb 2016, 21:08
Dirac
QUOTE
ამ სისულელე ამოცანის

რატო სისულელე?

ამოხსნა იქნებოდა თუ კონკურსანტი დაწერდა რომ სამი კენტი რიცხვის ჯამით ლუწი რიცხვი არ მიიღება. როგორც ჩანს მარტო ის ერთი კაცი მიხვდა ამას smile.gif

Posted by: Lord_Crusader 7 Feb 2016, 12:18
15+15=30 biggrin.gif
ვინ გვეუბნება რო ყველა უჯრა უნდა შევავსოთ? biggrin.gif

Posted by: lanikoshikabadze 7 Feb 2016, 15:36
Lord_Crusader
ხო ეგ არის რა
იმდენი რამე არ წერია რო მოცემული ეგრე ვერ გაიგებ
ესეც ჯდება (15-5) + (13-3) + (11-1) = 30
ამიტომ პასუხი ესაა: მონაცემები არ არის საკმარისი პასუხის მისაღებად

Posted by: Nany 7 Feb 2016, 16:45
კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 2 საარჩევნო უბანზე 30% -ით მეტი იყო ვიდრე 1
საარჩევნო უბანზე, ხოლო 3 საარჩევნო უბანზე - 10%-ით მეტი ვიდრე 2 საარჩევნო უბანზე. 1 საარჩევნო
უბანთან შედარებით, რამდენი პროცენტით მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში 3
საარჩევნო უბანზე?

43-ია პასუხი და ვერ ვიგებ როგორ მიიღეს, ჰელფ ჰელფ :/

Posted by: Dixtosa 7 Feb 2016, 18:17
Nany
პირველი იყო x ამომრჩეველი
მეორეში ყოფილა 130/100 * x
მესამეში კი (130/100) * (110/100) * x

130*110/(100*100) = 13*11/100 = 143/100 = (100+43) / 100

Posted by: Dirac 7 Feb 2016, 20:20
Lord_Crusader
QUOTE
15+15=30 
ვინ გვეუბნება რო ყველა უჯრა უნდა შევავსოთ?

რომელიმეში თუ არ ჩასვა, იგივეა რაც ნული ჩასვა. ნული კიდე არაა ჩამონათვალში. სად გინახავს +15+15 ასეთი გამოსახულება? ან 15+ +15?

Posted by: Nany 7 Feb 2016, 22:10
QUOTE (Dixtosa @ 7 Feb 2016, 18:17 )
Nany
პირველი იყო x ამომრჩეველი
მეორეში ყოფილა 130/100 * x
მესამეში კი (130/100) * (110/100) * x

130*110/(100*100) = 13*11/100 = 143/100 = (100+43) / 100

მადლობა 2kiss.gif

Posted by: nforumi 7 Feb 2016, 23:26
Dirac
არ დამეთანხმე თუ დამეთანხმე?

მე ასეთ პასუხს, რაც ზემოთ დავწერე, სწორ პასუხად ჩავუთვლიდი გამოსაცდელს.

Posted by: Dirac 8 Feb 2016, 01:49
nforumi
გეთანხმები რომ ეგ იქნებოდა კარგი პასუხი, მაგრამ მთლად დარწმუნებული არ ვარ რომ ამოცანის შემქმნელი მაგას გულისხმობდა.

Posted by: oscillator 8 Feb 2016, 04:37
153+137+11=301

1,3,5,7,9,11,13,15
მარა არ მგონია სწორი იყოს... უჯრები შეავსეო ასე არ წერია?

https://www.google.ge/search?q=gaurav+agarwal+answer+30&biw=1366&bih=657&tbm=isch&imgil=i461JwMxUfRtbM%253A%253BdIi2E-klJMcOeM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fbrainly.in%25252Fquestion%25252F6610&source=iu&pf=m&fir=i461JwMxUfRtbM%253A%252CdIi2E-klJMcOeM%252C_&usg=__QT-jdlpv3W57ZAl9cBvYNM_Yxa4%3D&ved=0ahUKEwjR3-GV8-bKAhUHthQKHVSRANIQyjcIJQ&ei=zd-3VpHFKofsUtSigpAN#tbm=isch&tbs=rimg%3ACZnXN4nsO57wIjiX0DA7wB9P2kne_1RaCrcCYAOLr9lM-djqgpmCBXLBhlKqMdZv6IOpuGxEEr1QZnZGS7ISDBAVgNioSCZfQMDvAH0_1aESccrrJnqtPiKhIJSd79FoKtwJgRTCunNCeS5JIqEgkA4uv2Uz52OhFYpSjoWsbcTSoSCaCmYIFcsGGUEUQXFpXdzEb5KhIJqox1m_1og6m4RXOjUMdXibqYqEgkbEQSvVBmdkRGuFmpEcOrdQCoSCZLshIMEBWA2Ec2G6ac8PH_1p&q=gaurav%20agarwal%20answer%2030&imgrc=AOLr9lM-djrPEM%3A

Posted by: Mazarin 8 Feb 2016, 15:05
13 + 11 + 1 = 30

ეს არის სწორი, ხუთობით სისტემაში წერია რიცხვები.
თუ მილიონში ერთი ხსნის არაა გასაკვირი ესეთი ბოზობა იმალებოდეს.

Posted by: Dirac 8 Feb 2016, 17:31
Mazarin
ხუთობით სისტემაში ცხრას რა უნდა? biggrin.gif

Posted by: Mazarin 8 Feb 2016, 17:36
Dirac
QUOTE
ხუთობით სისტემაში ცხრას რა უნდა?


QUOTE
ცხრა

facepalm.gif

QUOTE
13 + 11 + 1 = 30

ეს წერია ხუთობითში.
ძნელი მისახვედრი არარის.

ცხრიანი აქ ისეთივე ზედმეტია როგორც შენი შენიშვნა თავისი სმაილიკით.

Posted by: Dirac 8 Feb 2016, 21:34
Mazarin
რას იტყაპუნებ თავში? ხუთობითში ციფრი ცხრა არ გამოიყენება. ჩამოგიწერა 5, 7, 9, რომელბიც არცერთი არ გამოიყენება ხუთობითში მაგრამ გულში მაინც ხუთობითი იგულისხმა? biggrin.gif საერთოდ ასეთი ამოცანები არის სისულელე. მათემატიკა არ არის იმის გამოცნობა თუ ვიღაცა იდიოტს გულში რა უდევს. იმ იდიოტმა პირობა უნდა ჩამოაყალიბოს ცალსახად. რასაც არ ამბობს პირობაში, ის არ უნდა იგულისხმო. თუ არ ამბობს პირობაში ხუთობით სისტემაში ამოხსენიო, მაშინ არ უნდა იგულისხმო, იმიტომ რომ ხუთობით სისტემას ადამიანები არ ვიყენებთ.

Posted by: nforumi 9 Feb 2016, 11:48
Dirac
QUOTE
გეთანხმები რომ ეგ იქნებოდა კარგი პასუხი, მაგრამ მთლად დარწმუნებული არ ვარ რომ ამოცანის შემქმნელი მაგას გულისხმობდა.

მთლად დარწმუნებული როგორ უნდა იყო რამეში, მაგრამ აბა რა უნდა ეგულისხმა სხვა?
ციფრების ჩაკვეხებას, ან ათწილადებად გადაკეთებას ხომ არ იგულისხმებდა, როგორც აქ ზოგიერთმა დაწერა.

Posted by: Mazarin 9 Feb 2016, 13:28
Dirac
QUOTE
რას იტყაპუნებ თავში?

ნუ უზრდელობ.

და როგორმე 13+11+1 თუ დავწერე, ცხრა რო არ გამოიყენება ეგეც მეცოდინება რო წაიღე ტვინი ამ შენი ცხრიანით. არ ეთანხმები ნუ ეთანხმები რას მამტყუნებ ბლიად

მაგ დედაარ%^ნიანი ციფრებით გავაკეთე სწორი ტოლობა, 13 + 11 + 1 = 30 ეს არის სწორი ხუთობით სისტემაში, სულ **ეზე მკიდია ყველა ცხრიანი და ხუთიანი.

მასწავლის აქ რაარი მათემატიკა.... ვაფშე რა შუაშია აქ მათემატიკა, იქნებ აიქუს ტესტია, ან ზოგადი უნარების, ან ლოგიკის.

და თუ მაინცდამაინც ეგრე გიყვარს ეგ "მათემატიკა" მაშინ ისიც გაითვალისწინე რო თავის თავში ყველა სისტემას მოიცავს, არამარტო ათობითს..

Posted by: exploit 16 Feb 2016, 10:24
მოგების შანსი თითო თამაშზე 62%

სათამაშოა 14 თამაში, მინიმუმ მოსაგებია 12 თამაში და 0-1-2 თამაშის წაგება პრობლემას არ ქმნის.

რამდენი % ია შანსი იმისა რომ 14 თამაშში მსგავსი პროცენტული უპირატესობით არ წააგო 3 თამაში.

Posted by: serjhanti 16 Feb 2016, 11:02
სამი კენტისაგან ლუწი არ მიიღება.
რამეს თუ გულისხმობს სხვას ამოცანა, არასწორია, უნდა იყოს მოცემული პირობაში.
ფრჩხილებში მოცემულია ასევე ","-ები, რომელთა გამოყენებითაც შეგვიძლია, რომ მივიღოთ 30. მაგ.: 13,5+13,5+3=30, მაგრამ არ მგონია, რომ ხრიკი მძიმის გამოყენებაში იმალებოდეს, თანაც მძიმეს გამოყენება ორჯერ ხდება და ჩვენ კი მხოლოდ ციფრების გამეორება შეგვიძლია.
ჩ.ი.ზ.

Posted by: exploit 16 Feb 2016, 17:14
მოგების შანსი თითო თამაშზე 62%

სათამაშოა 14 თამაში, მინიმუმ მოსაგებია 12 თამაში და 0-1-2 თამაშის წაგება პრობლემას არ ქმნის.

რამდენი % ია შანსი იმისა რომ 14 თამაშში მსგავსი პროცენტული უპირატესობით არ წააგო 3 თამაში.

Posted by: Dirac 16 Feb 2016, 19:15
p-თი ავღნიშნოთ ის შენი 62%, უფრო სწორედ p=0.62.

დავითვალოთ ალბათობა რომ ყველას მოიგებს. ეს იქნება p^14. დამოუკიდებელი ალბათობები მრავლდება, პირველიც უნდა მოიგოს, მეორეც, მესამეც, და ასე შემდეგ. თითოელის ალბათობაა p, რომ გადაამრავლებ მიიღებ p^14

ახლა ალბათობა რომ ერთს წააგებს. ეს იქნება 14*p^13*(1-p). თოთხმეტზე იმიტომ მვრავლდება რომ გაქვს თოთხმეტი განსხვავებული შემთხვევა, პირველი შეიძლება წააგოს, მეორე, და ასე შემდეგ. (1-p)-ზე იმიტომ ვამრავლებთ რომ ეს არის წაგების ალბათობა, ანუ 13 უნდა მოიგოს და 1 წააგოს.

ახლა ორის წაგების ალბათობა. ეგ იქნება 14!/(12! * 2!) * p^12*(1-p)^2 = 7*13*p^12*(1-p)^2. ამ შემთხვევაში ორს აგებს, ეს ორი შეიძლება იყოს პირველი და მეორე, პირველი და მესა, პირვლელი და მეოთხე, ... მეშვიდე და მეთოთხმეტე. ხოდა ასე მიიღებ 7*13 განსხვავებულ ვარიანტს.

შედეგად მივიღებთ რომ 0-ის, 1-ის ან 2-ის წაგების შანსი არის p^14 + 14*p^13*(1-p) + 7*13*p^12*(1-p)^2.

Posted by: exploit 16 Feb 2016, 20:02
Dirac
შენ გაიხარე ბიძია-ბაბუა, სახეზეა აშკარა პროგრესი ლომაიას რეფორმებისა wink.gif

% რამდენი გამოდის მაგ ფორმულით?

QUOTE
შედეგად მივიღებთ რომ 0-ის, 1-ის ან 2-ის წაგების შანსი არის p^14 + 14*p^13*(1-p) + 7*13*p^12*(1-p)^2.


Posted by: asphurcela 16 Feb 2016, 20:20
QUOTE
% რამდენი გამოდის მაგ ფორმულით?

0.05427613099

5.43 %

მაგრამ ვერ გავიგე რას ნიშნავს
QUOTE
მსგავსი პროცენტული უპირატესობით არ წააგო

პროცენტული უპირატესობით წაგება მოგება რას ნიშნავს?
ზოგადად ან წააგე ან მოიგე.

ანუ კითხვაა რას უდრის ალბათობა იმის, რომ 12 თამაშს მოიგებ?
რაც იგივეა 2 თამაშს წააგებ?
მაშინ რას ნიშნავს:
QUOTE
არ წააგო 3 თამაში.


არ წააგო სამი თამაში, მაშინ უნდა მოიგო 11?
ფრე სად ჯანდაბაშია აბა smile.gif


ფორუმს ჩატი დაემატა? spy.gif

Posted by: შოთა.03. 16 Feb 2016, 20:22
http://giflive.com/111/yo-yo-yo-yo/

Posted by: exploit 16 Feb 2016, 20:26
დიდი მადლობა ორივეს smile.gif

საჭირო ინფორმაცია იყო ჩემთვის

asphurcela
ცნობისმოყვარეობას დაგიკმაყოფილებ, მოკლედ საერთაშორისო დონის ტურნირზე მივდივარ ნარდში
ჩემი მოგების ალბათობა თითო მატჩში საშუალოდ მერყეობს 60-65% ში
62% მაქსიმალურად მიახლოებულია ვინრეიტის მაჩვენებელთან.

ტურნირი ტარდება ტრიპლ ელიმინეიშენის სისტემით ანუ 2 წაგებით არ აგებ
საჭიროა 12 მოგება ჩემპიონობისთვის

შესაბამისად დამჭირდა შანსების გამოთვლა. smile.gif

მადლობა კიდევ ერთხელ.


შოთა.03.
lol.gif

Posted by: შოთა.03. 16 Feb 2016, 21:16
exploit
წარმატებები მეგობარო!!!

ზედა პოსტი კი იყო ოფი, მარა რო არ დამედო თავს ვერ ვაპატიებდი smile.gif

Posted by: oleg-i 16 Feb 2016, 23:49
exploit
QUOTE
მოგების შანსი თითო თამაშზე 62%

სათამაშოა 14 თამაში, მინიმუმ მოსაგებია 12 თამაში და 0-1-2 თამაშის წაგება პრობლემას არ ქმნის.

რამდენი % ია შანსი იმისა რომ 14 თამაშში მსგავსი პროცენტული უპირატესობით არ წააგო 3 თამაში.

კითხვა ბუნდოვანია, მაგრამ არაუმეტეს 2-ის წაგების შანსის დათვლა კი შეიძლება, რაც იგივეა რომელიმე 12-ის მაინც მოგების შანსი...
რაც თავისმხრივ ნიშნავს:
1) ან 12-ვეს მოგებას, რომლის შანსია: (0,62)^14* 100% =???
2) ან მხოლოდ რომელიმე 1 თამაშის წაგებას(14 ვარიანტია), რომლის შანსია: 14*(0,62)^13*(0,38)*100%=???
3) ან მხოლოდ რომელიმე 2 თამაშის წაგებას(91 ვარიანტია), რომლის შანსია: 91*(0,62)^12*(0,38)^2*100% =???

მიღებული შედეგები უნდა შეკრიბო...
---------------------------------------------


Posted by: Chrysippus 17 Feb 2016, 15:24
წესიერი სამკუთხედის წვეროები დაშორებულია P სიბრტყიდან 51,45 და 27-ის ტოლი მანძილებით.
იპოვეთ მანძილი სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილიდან P სიბრტყემდე.

ვერ გავაკეთე biggrin.gif ეგების თქვენ დამეხმაროთ

Posted by: oleg-i 17 Feb 2016, 22:39
QUOTE
წესიერი სამკუთხედის წვეროები დაშორებულია P სიბრტყიდან 51,45 და 27-ის ტოლი მანძილებით.
იპოვეთ მანძილი სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილიდან P სიბრტყემდე.


Posted by: Chrysippus 17 Feb 2016, 22:48
oleg-i

მადლობა ბატონო ოლეგ ესეთი კითხვა მაქ როცა გაზს აქვს რაღაც P წნევა V მოცულობა ხოლო ტემპერატურა T როგორ უნდა დავიანგარიშო წვისას რა ენერგიას გამოყოფს ?

Posted by: oleg-i 17 Feb 2016, 23:13
Chrysippus
QUOTE
როცა გაზს აქვს რაღაც P წნევა V მოცულობა ხოლო ტემპერატურა T როგორ უნდა დავიანგარიშო წვისას რა ენერგიას გამოყოფს ?

პირობა არ არის საკმარისი: რომელი გაზია... წვის კუთრი სითბო... და ა.შ

Posted by: Chrysippus 17 Feb 2016, 23:21
oleg-i

მაგი არ წერია ამოცანაში უბრალოდ არის ასეთი პირობა რომ ნორმალური წნევისა ანუ 10^5 პა და ტემპერატურის(273K) პირობებში როცა მოცულობა არის 1 მ^3 გამოყოფს 36 მგჯ ენერგიას და რა ენერგია შეიძლება გამოყოს როცა ტემპერატურა იქნება 7 ცელსიუსი წნევა 110კპა ხოლო მოცულობა 10 მ^3

Posted by: oleg-i 18 Feb 2016, 00:40
Chrysippus
QUOTE
ნორმალური წნევისა ანუ 10^5 პა და ტემპერატურის(273K) პირობებში როცა მოცულობა არის 1 მ^3 გამოყოფს 36 მგჯ ენერგიას და რა ენერგია შეიძლება გამოყოს როცა ტემპერატურა იქნება 7 ცელსიუსი წნევა 110კპა ხოლო მოცულობა 10 მ^3

ეს უკვე სხვა საკითხია... პირობა უკვე სრულყოფილია - ორი შემთხვევა ყოფილა მოცემული.
დაწვის დროს გამოყოფილი სითბო (ენერგია) Q = qm (q - წვის კუთრი სითბოა)
შემდეგ დაიწერება აირის მდგომარეომის ძირითადი განტოლება ( მენდელეევ-კლაპეირონის) PV = (m/M)RT (M - მოლური მასაა და
R- უნივერსალური მუდმივა) აქედან m =PVM/RT ....საბოლოოდ ----->>>>>>
Q = qPVM/RT განიხილე ორივე შემთხვევა .... შეფარდებით ამოაგდე qM/R გამოსახულება .....Q1/Q2 = (P1V1T2)/ (P2V2T1) ...
Q2 = ????

Posted by: Chrysippus 18 Feb 2016, 00:47
oleg-i

დიდი მადლობა 2kiss.gif jump.gif jump.gif

Posted by: MarioB 22 Feb 2016, 14:11
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ ამის ამოხსნაში : მარტო ერთი ონკანი აუზს 5 საათში ავსებს, მარტო მეორე 6 საათში.ჯერ გახსნეს მარტო მეორე ონკანი,54 წუთის შემდეგ - პირველიც და აავსეს აუზის 7/10 ნაწილი რამდენ ხანს იყო თითოული ონკანი გახსნილი ?

Posted by: Piper 28 Feb 2016, 16:37
გამამრჯობათ! 2 ამოცანა მაქვს ფიზიკის:

1) დისკოს ბრუნვის ღერძიდან R და R/2 მანძილებით დაშორებული წერტილების კუთხის სიჩქარეებს შეეფარდება:
ა. 4; ბ. 2; გ. 1; დ. 0,5

2) განსაზღვრეთ დედამიწის ეკვატორი წერტილების წირითი სიჩქარის მოდული დღეღამური ბრუნვისას. დედამიწის რადიუსი ჩათვალეთ 6400 კმ-ის ტოლია.

წინასწსრ მადლობა!

Posted by: asphurcela 28 Feb 2016, 21:22
Piper
QUOTE
1) დისკოს ბრუნვის ღერძიდან R და R/2 მანძილებით დაშორებული წერტილების კუთხის სიჩქარეებს შეეფარდება:
ა. 4; ბ. 2; გ. 1; დ. 0,5

დისკოს წერტილების კუთხური სიჩქარე ყველასთვის ერთნაირია. ამდენად მათი შეფარდება იქნება 1.

QUOTE
2) განსაზღვრეთ დედამიწის ეკვატორი წერტილების წირითი სიჩქარის მოდული დღეღამური ბრუნვისას. დედამიწის რადიუსი ჩათვალეთ 6400 კმ-ის ტოლია.

სირითი სიჩქარე v = S/t სადაც S განვლილი მანძილია, t დრო, რა დროშიც გაივლის ამ მანძილს.
ეკვატორის სიგრძე იქნება S = 2*pi*R ხოლო დრო ერთი სრული ბრუნის არის 24 საათი.
ამიტომ:
v = 2*pi*R / t = 2*3.14*6400/24 = 1674.6 კმ/სთ

QUOTE
წინასწსრ მადლობა!

არაფრის.
მაგრამ ესეთ 2+2 ის დონის ამოცანებს თუ ვერ ხსნი, ცერადაა საქმე.
* * *
MarioB
QUOTE
მარტო ერთი ონკანი აუზს 5 საათში ავსებს, მარტო მეორე 6 საათში.ჯერ გახსნეს მარტო მეორე ონკანი,54 წუთის შემდეგ - პირველიც და აავსეს აუზის 7/10 ნაწილი რამდენ ხანს იყო თითოული ონკანი გახსნილი ?

ასეთი ტიპს ამოცანები იხსნება შემდეგნაირად:
რადგან ერთი ონკანი აუზსს 5 საათში ავსებს, ამიტომ წყლის წარმადობა, ან ამ ონკანით აუზის ავსების სიჩქარე არის 1/5 [1/საათი] (ეს ერთეულია, მაგრამ მათემატიკოსები არ იყენებენ)
ამიტომ თუ ონკანი რაღაც t დროის განმავლობაში იქნება ღია, მაშინ აუზი აივსება t* (1/5) ნაწილით, ანუ t/5.
იგივე ეხება მეორე ონკანსაც.
ეხლა, ამოცანა გეუბნება, რომ პირველი ონკანი 54 წუთით გვიან გახსნეს. მაშასადამე, თუ მეორე ონკანი ღია იყო t დროის განმავლობაში, მაშIნ პირველი იქნებოდა ღია (t-54) წუთი. განტოლება რომ არ აიბურდოს, დრო გამოსახე წუთებში, ან საათებში თუ დატოვებ 54 წუთი გადაიყვანე საათებში.
მე წუთებში გამოვსახავდი. 5 საათი = 5*60 = 300 წუთი, და 6 საათი = 6* 60 = 360 წუთი.
ამის მერე იწერება განტოლება:
მეორე ონკანის გაღების დრო გამრავლებული მის სიჩქარეზე დამატებული პრველი ონკანის გაღების დრო გამრავლებული მის სიჩქარეზე = ავზის ავსებულ ნაწილს:
t/360 + (t-54)/300 = 7/10
ამას თუ ამოხსნი მიიღებ t = 144 წუთს. ესაა მეორე ონკანი. ხოლო პირველი იქნება 144-54 = 90 წუთი.

Posted by: abzo 3 Mar 2016, 17:06
დაწერეთ ყველა რიცხვი რომელიც 7 ზე გაყოფისას ნაშთს გვაძლევს 3ს და 11 ზე გაყოფისას 4ს
თითქოს მარტივია მაგრამ ვერ მივუდექი

Posted by: simebi 3 Mar 2016, 17:59
abzo

მე ასე ამოვხსენი:

ჩავწეროთ რიცხვები ასეთი სახით 7m+3=11n+4, გამოვსახოთ ტოლობაში m, 7m=11n+1 => m=(11n+1)/7=n+(4n+1)/7 საჭიროა გავიგოთ n რა მნიშვნელობისთვისაა (4n+1)/7 მთელი ასეთი n არის n=7c+5 , შესაბამისად ჩასმის მერე მიიღება რომ m=11c+ 8 შესაბამისად საძიებელი რიცხვები იქნება 7(11c+8)+3 სახის ანუ 77c+59, c მთელი არაუარყოფითი რიცხვია .

Posted by: abzo 3 Mar 2016, 19:20
simebi
დიდი მადლობა. გაიხარე

Posted by: abzo 10 Mar 2016, 15:24
a+b=4
a^2 + b^2 ის უმცირესი მნიშვნელობა როგორ გამოვთვალო

Posted by: AnEeEeE=]] 10 Mar 2016, 15:49
abzo
ა გამოსახე ბ თი და ქვემოთ ჩასვი , მერე გაამარტივე და კვადრატული დაგიჯდება მერე კვადრატულ ფუნქციაში იპოვე უმცირესი მნიშვნელობა... 0 იქნება თუ არ ვცდები

Posted by: abzo 10 Mar 2016, 16:07
უკაცრავად უკაცრავად
ab=4
a^2 + b^2 ამის უმცირესი მნიშვნელობას ვერ ვთვლი

Posted by: illmatic 10 Mar 2016, 16:12
abzo
როგორც ზემოთ დაწერეს, ისე გააკეთე
პირველიდან a გამოსახე და მეორეში ჩასვი. a და b მთელი რიცხვებია, ხო?

Posted by: erer 10 Mar 2016, 19:32
პირველად ვარ ამ განყოფილებაში და დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ.
X დიამეტრის მილი Y წნევის შემთხვევაში რა რაოდენობის წყალს გაატარებს საათში როგორ უნდა გამოვთვალო?

და კიდევ, შევეცდები გასაგებად ავხსნა, მაგალითს მოვიყვან, ვთქვათ 60 მმ დიამეტრის მილში მიდის წყალი 8 ატმ წნევით, ეს მილი გრძელდება 32 მმ მილით. მილი რომ წვრილდება წნევა იმატებს ხო? და რამდენით იცვლება წნევა როგორ უნდა დავთვალო?

რამე საიტი თუ იცით სადაც მსგავსი რაღაცეების გამოსათვლელი ფორმულები იქნება და მომწერთ დიდად მადლობელი ვიქნები.

Posted by: Hider_M 10 Mar 2016, 21:09
x და y არის უწყვეტად განაწილებული სეგმენტზე [0:1] იპოვეთ ალბათობა, რომ x და y-ს შორის მაქსიმუმი ინტერვალი არის 1/3 და 1/4 შორის.
ესეთი ამოცანები ინტეგრალის გარეშე როგორ კეთდება არ იცით ვინმემ?

Posted by: Giorgijee 14 Mar 2016, 16:45
http://www.truckscout24.ru/search/rus/detail.asp?vehicletype_id=8&vehicle_id=15780925&make=0&mid=13&page=9&AllowNext=1&language=rus&price_type=1 ამას აწერია წონა 16.000 ანუ თექვსმეტი ათასია კილოგრამია?

Posted by: მეგატვინი 14 Mar 2016, 16:47
Giorgijee
QUOTE
ასე რომ წერია -> 16.000


ეგ თექვსმეტია

QUOTE
16000


ეგ თექვსმეტი ათასი
ან ესეც შეიძლება ეწეროს -> 16 000

Posted by: Giorgijee 14 Mar 2016, 17:00
spy.gif drug.gif :

Posted by: ქართლოსი 18 Mar 2016, 15:36
გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად.

რას ნიშნავს ამ შემთხვევაში პერპენდიკულარული.

Posted by: PrinceLucy 19 Mar 2016, 12:28
რამე ქიმიის ამოცანები არ გაქვთ ?

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 19 Mar 2016, 12:32
ქართლოსი
ანუ მართობული

შენი ხაზი ადგენს 90 გრადუსიან კუთხეს ობიექტთან
ან პირიქით შენი ობიექტი ადგენს გზის სავალი ნაწილის ღერძთან 90 გრადუსიან კუთხეს

||
||
||
----------

Posted by: ქართლოსი 19 Mar 2016, 20:09
Datvlas_vin_gtxоvs
QUOTE
ანუ მართობული

შენი ხაზი ადგენს 90 გრადუსიან კუთხეს ობიექტთან
ან პირიქით შენი ობიექტი ადგენს გზის სავალი ნაწილის ღერძთან 90 გრადუსიან კუთხეს



მადლობა.

Posted by: spichora 21 Mar 2016, 00:19
user posted image

ესეიგი ხალიჩა (პირველი მართკუთხედი) ისე უნდა მოვჭრად (1ხელ მხოლოდ) რომ მოვათავსოდ ოთახის იატაკზე (მეორე მართკუტხედი). კარგი ხანია ვჩალიჩობ და დამეხმარედ რა !

Posted by: asphurcela 21 Mar 2016, 04:49
არ გამოვა მხოლოდ ერთი ჩამოჭრით.
თან ხალიჩაა და რამე ნახატი ექნება ზედ.
აირევა სურათი.
მინიმუმ 3 ჩამოჭრას ითხოვს რო 5x6 ზე დასვა.


Posted by: ლოგიკⒶ 23 Mar 2016, 16:15
asphurcela
რა სურათი აირევა კაცო biggrin.gif აიღე და დააგდე ეგ ხალიჩა ყოველგვარი ჭრების გარეშე რაც ზედმეტი მოგრჩება კედელზე აუშვი სიმაღლეში



ეგეთი სტილი მევასება კუთხეში იატაკზე რომ დაჯდები და თბილ კედელს ეყუდები ძალიან მაგარია

Posted by: Uxeiro 23 Mar 2016, 16:23
QUOTE (spichora @ 21 Mar 2016, 00:19 )
user posted image

ესეიგი ხალიჩა (პირველი მართკუთხედი) ისე უნდა მოვჭრად (1ხელ მხოლოდ) რომ მოვათავსოდ ოთახის იატაკზე (მეორე მართკუტხედი). კარგი ხანია ვჩალიჩობ და დამეხმარედ რა !

დაამოკლე მინიმუმ 3 უჯრით და დანარჩენი მოთავსდება, ეს რა თავსამტვრევია? smile.gif

Posted by: asphurcela 23 Mar 2016, 21:44
ლოგიკⒶ
biggrin.gif
გინდა კედელზე აუშვი და გინდა პადვალში ჩაიტანე.
ზოგადად გადაგდების მომხრე ვარ wink.gif

Posted by: MySweetAudrina 24 Mar 2016, 13:38
Merilen

პასუხი რა აქვს? 444?

222 არის უდიდესი, უმცირესია -222, მათი სხვაობა არის 444.

პ.ს

biggrin.gif

Posted by: Merilen 24 Mar 2016, 14:01
MySweetAudrina
რაოოო?
ვერ მივხვდი .
ამიხსენი.
-222 +222 რანაირადაა 444?
biggrin.gif

თან სხვაობა გვინდა ჩვენ.
ანუ -222- -222 ამას ამბობ ხომ შენ ? პასუხი -444 იქნება,მაგრამ მინუსით არაა მერე სწორი.დადებითი რიცხვი გვინდა

Posted by: MySweetAudrina 24 Mar 2016, 14:05
Merilen

პასუხი 444 აქვს? smile.gif

ანუ უდიდესი რიცხვი არის 222, უმცირესი არის -222.

იქ წერია უდიდესის და უმცირესის სხვაობაო smile.gif შენ პირიქით აკლებ smile.gif

ანუ უდიდესი არის 222 და უმცირესი არის (-222). სწორი იქნება 222-(-222) ორი მინუსი გახდება პლუსი (+), ანუ ფრჩხილი რომ გავხსნათ იქნება 222 + 222 = 444

tongue.gif

Posted by: Merilen 24 Mar 2016, 14:13
MySweetAudrina
კიი ანუ ეგაა .ყოჩაღ .
მადლობა 2kiss.gif

Posted by: MySweetAudrina 24 Mar 2016, 14:14
Merilen

არაფრის smile.gif

პ.ს

მანდ კითხვები დამაბნეველია, ეცადე დაკვირვებით წაიკითხო, შეცდომა რომ არ დაუშვა smile.gif

პ.პ.ს

Merilen

biggrin.gif ინტრიგან lol.gif

Posted by: Raftor 25 Mar 2016, 18:40
მათი კვადრატული ფართობები განსხვავებულია (9X4=36, 5X6=30) და როგორ უნდა მოათავსო ვერ ვხვდები... როგორც არ უნდა გადაადგილო პირველი მართკუთხედი ჯამში ფართობი იქნება 36 ... ანუ ყველა ვარიანტში პირველი მართკუთხედიდან 6 უნდა მოაკლო...

ვიღაცამ არასწორად გითხრა, 6X6 შეიძლება მაგრამ 5X6 ზე შანსი არაა...

user posted image

Posted by: armagedonidze 29 Mar 2016, 13:01
მაქვს ოთხი ნატურალური რიცხვი. ნებისმიერი ორი მათგანის ჯამის კვადრატი იყოფა დანარჩენი ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლზე.
დაამტკიცეთ რომ ამ ოთხი რიცხვიდან, მინიმუმ სამი ერთმანეთის ტოლია.

Posted by: Chrysippus 29 Mar 2016, 21:08
x^2+(a+2)x+8a+1>0 იპოვეთ a-ს ყველა მნიშვნელობა რომელიც აკმაყოფილებს უტოლობას

Posted by: gaucho 29 Mar 2016, 21:16
armagedonidze

ვერ დაამტკიცებ. კონტრმაგალითი :

n, n, 2n, 2n.

Posted by: Mazarin 29 Mar 2016, 22:28
gaucho
QUOTE
ვერ დაამტკიცებ. კონტრმაგალითი :

n, n, 2n, 2n.


(n + 2n)^2 = 9n^2

2n*n = 2n^2

არ იყოფა

Posted by: oleg-i 29 Mar 2016, 23:08
QUOTE
x^2+(a+2)x+8a+1>0 იპოვეთ a-ს ყველა მნიშვნელობა რომელიც აკმაყოფილებს უტოლობას

ამ უტოლობას ნებისმიერი a -თვის აქვს ამონახსნი(თვით ნებისმიერი x -ც კი).... a-სგან დამოკიდებულებით ეს ამონახსნი იქნება სხვადასხვა... კითხვა გასამართია

Posted by: Chrysippus 29 Mar 2016, 23:23
oleg-i

ასე წერია წიგნში ას რა მნიშვნელობისთვის შესრულდება უტოლობა ნებისმიერი იქსისთვის

Posted by: Attila 29 Mar 2016, 23:28
QUOTE
x^2+(a+2)x+8a+1>0 იპოვეთ a-ს ყველა მნიშვნელობა რომელიც აკმაყოფილებს უტოლობას

wtf? spy.gif

Posted by: oleg-i 30 Mar 2016, 00:01
ჰოდა კითხვა გამართეთქო: ნებისმიერი x -თვის (თქო?)

ადექი და დისკრიმინანტის უარყოფითობა ამოხსენი ...

Posted by: gaucho 30 Mar 2016, 02:37

Mazarin
QUOTE

(n + 2n)^2 = 9n^2

2n*n = 2n^2

არ იყოფა


ვაიმე biggrin.gif

facepalm.gif


Posted by: Qutaiso 30 Mar 2016, 06:10
მოდი პირდაპირ გეტყვით რა საქმე ტოტალიზატორს ეხება სადაც რაღაც სისტემის დამუშავებას ვცდლობ...

არის 20 გუნდი მოცემული აქედან 5 აგებს
გუნდები ოთხ-ოთხ წყვილებად ისე როგორ უნდა დაიყოს რომ ალბათობით მოგება მე დამრჩეს, თუ თითო წყვილის კოეფიციენტი 2 უდრის?? gaucho

Posted by: gaucho 30 Mar 2016, 08:25
Qutaiso
ასე გავიგე:

20 თამაშია და გაქვს 20 პროგნოზი. იცი რო აქედან 15 ჯდება და 5 არა. თითო პროგნოზზე კოეფიციენტია 2.

შენ გინდა ამ მონაცემებით დადო 5 4-4 თამაშიანი ბილეთი ისე რო მოგებაში დარჩე?


რატო დამთაგე? givi.gif

Posted by: Qutaiso 30 Mar 2016, 08:30
gaucho
QUOTE
პროგნოზზე კოეფიციენტია 2.

1,2

Posted by: armagedonidze 30 Mar 2016, 10:48

ვთქვათ გვაქვს A1<A2<A3<A4 რიცხვები (ანუ მოვდივართ საწინააღმდეგოს დაშვებიდან)

ნუ რაც მე შევძელი ჯერჯერობით ისაა რომ:

1. ამ ოთხი რიცხვიდან ან ყველა კენტია, ან სამი კენტია და ერთი ლუწი
2. (A1+A2)*(A1+A2)/A3*A4=1,2,3. -ანუ ეს განაყოფი ნაკლებია ოთხზე (არ ვიცი კვადრატი როგორ იკრიფება კლავიატურაზე)
3. 2*A2>A3

მეტი ჯერჯერობით ვერაფერი user.gif

Posted by: gaucho 30 Mar 2016, 12:30
Qutaiso
ინტერნეტი გამეთიშა და ვეღარ მოგწერე.

მოკლედ 20-დან 15 1.2 კუში ვერანაირად ვერ ეყოფა უეჭველ მოგებას.

ერთელებამდე სიზუსტით მინიმუმ 84% შედეგების უნდა გიჯდებოდეს რო მცირე მაგრამ +ში გასვლა დაიწყო.

საერთოად იმას გწერდი რო ტოტალიზატორს თუ გინდა მოუგო საქმე ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგე და ძალიან ბევრი შრომაც დაგჭირდება.

თუმცა საკმარისი შეიძლება მაინც არ იყოს, ნერვები უნდა გქონდეს ძაან მყარი, დისციპლინა და მოკლედ იმდენი ფსიქოლოგიური +ები გინდა რომ მაგდენის სრულად რეალიზების შემთხვევაში სხვა უფრო მაგარ საქმესაც ნახავ.

პროსტო აქ ხიბლი ისაა რო თითქოს ადვილია დაწყება, განსხვავებით სხვა ბიზნესებისგან, მაგრამ მინუსები იმდენია რო ეგ ერთი + დიდი არაფერი.

წარმატებებსს გისურვებ შენი საქმის შენ იცი.

Posted by: gaucho 30 Mar 2016, 13:19
armagedonidze
ასე თუ არ გამოჩნდება გადაწერე და გაადიდე.


Posted by: Qutaiso 30 Mar 2016, 14:04
gaucho
კაი მადლობა.. ახლა ვნახე და ჩატში დაგიტოვე რაღაცეები და რავი წაიკითხე როცა ნახავ

Posted by: Iva12345 31 Mar 2016, 11:39
a) გამოთვალეთ ABC სამკუთხედის ფართობი თუ: A(2;3;- 3) ,B(- 3;3;4), C(1;4 - 4)
b) გამოთვალეთ სამკუთხა ABCD პირამიდის გაორკეცებული მ,ოცულობა, თუ:
A(2;3;- 3) ,B(- 3;3;4), C(1;4 - 4) , D(2;0;- 4) .
გმადლობთ წინასწარ და დეტალურად დაწერეთ გამოცდაზე იქნება ასე sad.gif და დიდად მადლობელი ვიქნები თუ ამიხსნით smile.gif

Posted by: Chrysippus 2 Apr 2016, 19:29
(a^2+a+1)x^2+(2a-3)x+a-5=0 იპოვეთ a-ს მნიშვნელობა,რომლისთვისაც განტოლების ერთი ფესვი ნაკლებია 1-ზე, ხოლო მეორე მეტია 1-ზე

უსასტიკესად გავიჭედე აი დაახლოებით ისე ქვევრში რომ გაიჭედება ის კაცი(სახელი დამავიცყდა)biggrin.gif

Posted by: oleg-i 2 Apr 2016, 20:38
QUOTE
(a^2+a+1)x^2+(2a-3)x+a-5=0 იპოვეთ a-ს მნიშვნელობა,რომლისთვისაც განტოლების ერთი ფესვი ნაკლებია 1-ზე, ხოლო მეორე მეტია 1-ზე

1) a^2+a+1 სამწევრის დისკრიმინანტი უარყოფითია, რის გამოც იგი ყოველთვის დადებითია... გამომდინარე აქედან y= (a^2+a+1)x^2+(2a-3)x+a-5 პარაბოლას შტოები ზევითაა მიმართული...
2) განტოლების ფესვების არსებობისათვის აუცილებელია პარაბოლას დისკრიმინანტის უარყოფითობა:
D < 0.... გახვალ მარტივ კუბურ უტოლობაზე -4(a^3 - 5a^2 -a +5) > 0.... კუბურ ოთხწევრს დააწყვილებ და დაშლი
-4 ( a-5)(a-1)(a+1) > 0 .... ინტერვალთა მეთოდით ამოხსნი ( a-5)(a-1)(a+1) < 0 მიიღებ გაერთიანებას:
a< -1 ან 1< a <5
3) (მთავარი!!!) იმისათვის, რომ x = 1 წერტილი აღმოჩნდეს ფესვებს(პარაბოლას ნულებს) შორის აუცილებელი და საკმაარისია y= (a^2+a+1)x^2+(2a-3)x+a-5 პარაბოლას მნიშვნელობა x = 1 -ზე იყოს უარყოფითი ...
ჩააგდე და ამოხსენი კვადრ. უტოლობა ...... -2 - ფესვი11დან < a < -2 + ფესვი11დან...

გადაკვეთე 2) თან და მიიღებ გაერთიანებას [-2 - ფესვი11დან ; -1] ან [1; -2 + ფესვი11დან]
---------------------------------
ალგორითმი სწორად დავწერე....
მაგრამ გადასამოწმებელია, იქნებ ''შავ" სამუშაოში სადმე შევცდი

Posted by: Chrysippus 2 Apr 2016, 20:50
oleg-i
დიდი მადლობა თქვენ გაიხარეთ !!!!!!!!!!!!!!! ხო და კიდე ბატონო ოლეგ აი ეს ნაწილი ვერ გავიგე
QUOTE
(მთავარი!!!) იმისათვის, რომ x = 1 წერტილი აღმოჩნდეს ფესვებს(პარაბოლას ნულებს) შორის აუცილებელი და საკმაარისია y= (a^2+a+1)x^2+(2a-3)x+a-5 პარაბოლას მნიშვნელობა x = 1 -ზე იყოს უარყოფითი ...
რატომ უნდა იყოს ასე ?

Posted by: oleg-i 2 Apr 2016, 21:24
აიღე საკოორდინატო ღერძები ... აიღე x = 1 წერტილიც
1) - 2) პირობით გამოდის, რომ პარაბოლას წვერო უნდა ''ჩამოცდეს'' ox ღერძს .... დახაზე შენი აზრით ყველა შესაძლო შემთხვევა ... მათგან გამოიკვეთება სამი ვარიანტი:

იცი, რომ ფესვი წარმოადგენს პარაბოლას მიერ ox ღერძის გადაკვეთის წერტილს
ა) ორივე ნული (ფესვი ) x = 1-ის მარცხნივაა.... ანუ ორივე ნაკლებია 1-ზე , რაც შენ არ გაწყობს...
ამ დროს დააკვირდი გრაფიკს და დაადგენ რომ y(1) > 0
ანალოგიურად გექნება მსგავსი ვარიანტი

ბ) ორივე ნული (ფესვი ) x = 1 -ის მარჯვნივაა .... ანუ ორივე მეტია 1-ზე , რაც ასევე არ გაწყობს...
ამ დროსაც y(1) > 0

დაბოლოს გრჩება შენთვის სასურველი ვარიანტი
გ) x = 1 წერტილი ფესვებს შორისაა ანუ მარცხენა ფესვი <1 და მარჯვ. ფესვი კი >1 ...
და რა განსხვავებაა წინა ვარიანტებიდან? ...... y(1) < 0 !!!!

Posted by: Chrysippus 4 Apr 2016, 18:19
ax^2+(1-a^2)x-a>0 უტოლობიდან გამომდინარეობს |x|<2 იპოვეთ a-ს მნიშვნელობა cry.gif

Posted by: oleg-i 5 Apr 2016, 00:42
QUOTE
ax^2+(1-a^2)x-a>0 უტოლობიდან გამომდინარეობს |x|<2 იპოვეთ a-ს მნიშვნელობა

ამ უტოლობის ამონახსენი უნდა მოთავსდეს -2-სა და 2-ს სორის,
რისთვისაც პარაბოლა უნდა იყოს ამოზნექილი და მისი ნულები(ნულებს შორის შესრულდება დადებითობა) უნდა მოექცეს -2-სა და 2-ს შორის...
შემდეგ ჩაწერე შესაბამისი ალგორითმი... მოგიწევს ხუთი უტოლობის თანაკვეთის განხილვა...
შესაძლებელია ირაციონალური უტოლობების განხილვაც, მაგრამ ეს ზედმეტი თავისტკივილია

Posted by: Iva12345 5 Apr 2016, 10:53
აგორებენ 1 კამათელს A= {კამათელზე მოვა ლუწი რიცხვი} B= {კამათელზე მოვა კენტი რიცხვი } C={კამათელზე მოვა რიცხვი,რომელიც არ აღემატება 3_ს} n[(A∪B)∪(A∩C)] ტოლია აირჩიეთ ერთი პასუხი:
a. 4
b. 0
c. 6
d. 1
როგორ ამოვხსნა ხალხო ალბათობა თუ ვინმემ კარგად იცით დამეხმარეთ კიდე ერთი 3 4 ნაირი ამოცანა მაინც რომ ამოვხსნა :*
* * *
შეკითხვა 2 ორი მსროლელი დამოუკიდებლად ესვრის სამიზნეს. პირველი მსროლელისათვის სამიზნეს დაზიანების ალბათობაა 0,9 , ხოლო მეორე მსროლელისათვის კი -0,8. ალბათობა იმისა, რომ სამიზნე დაზიანდება მხოლოდ ერთი ტყვიით, ტოლია აირჩიეთ ერთი პასუხი:
a. 0,27
b. 0,26
c. 0,28
d. 0,25
ამოხსნა როგორ იქნება მეგობრებო?
* * *
შეკითხვა 3 ხარატის მიერ სტანდარტული დეტალის დამზადების ალბათობა 0,9 შეგირდის მიერ კი – 0,7. ხარატმა და შეგირდმა დაამზადეს შესაბამისად 100 და 300 დეტალი. ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით შერჩეული დეტალი სტანდარტულია, ტოლია
* * *
შეკითხვა 4 თუ არასიმეტრიული მონეტის აგდებისას ღერბის მოსვლის ალბათობაა 0,64 მაშინ ალბათობა იმისა, რომ 100 დამოუკიდებელ ცდაში ღერბის მოსვლათა რიცხვი მოთავსდება [60,70] ინტერვალში ტოლია (თუ აირჩიეთ ერთი პასუხი:

a. 0,6911
b. 0,9131
c. 0,0053
d. 0,0123

Posted by: iraklii2003 6 Apr 2016, 19:54
გაქვს 12 მონეტა აქედან 11 ოქრო 1 ყალბი 3 სწონით უნდა დაადგინო ყალბი მონეტა უფრო მძიმეა თუ მსუბუქი ეს ან კიდე ამის მსგავსია გაქვს 6ტომარა აქედან 5-თი არის ოქროს მონეტებით საავსე 1 კი ყალბი მონეტებით ცნობილია რომ ყალბი მონეტის წონა არის 10 გრამი ოქროს მონეტების 9 გრამი ერთი აწონით უნდა ვიპივოთ რომელ ტომარაშია ყალბი მონეტები სასწრაფოა ძალიან მაგრა მჭირდება

Posted by: GiGlema_ 6 Apr 2016, 20:01
პირველის ამოხსნა აგერ
https://forum.ge/?amp;showtopic=33979579&view=findpost&p=28219073
აქაა ზედმიწევნით ზუსტად ახსნილი.


მეორეში
გადანომრავ ამ ტომრებს, გაქვს 1,2,3,4,5,6.
პირველიდან აიღებ 1ს
მეორედან 2ს
მესამედან 4ს
მეოთხედან 8ს
მეხუთედან 16ს
მეექვსედან 32ს.
აწონილი უნდა იყოს 630 გრამი და აკლდება 1,2,4,8,16 ან 32 გრამი.
რამდენიც აკლდება, იმის მიხედვით მიხვდები რომელიცაა.

Posted by: iraklii2003 6 Apr 2016, 21:03
GiGlema_
ცოტა გასაგებად რო დაწერო ვერა და თან ის მეორე არ გადადის და აქ დაწერე 2 ამოცანაში თვითონ ტომარები უნდა აწონო დაწერე ძმურად მჭრირდება

Posted by: abzo 9 Apr 2016, 11:47
შეგიძლიათ დამეხმაროთ ?
1)ტოლფერდა ტრაპეციის სიმაღლე უდრის H ს ხოლო დიაგონალებს შორის კუთხე ალფას, იპოვეთ ფართობი თუ H = 2ფესვი2, cosალფა=4/5

2) მოცემულია სამკუთხედის s ფართობი, მახვილი კუთხეა a . იპოვეთ მანძილი მედიანების გადაკვეთის წერტილიდან ჰიპოტენუზამდე თუ s=81 sin2a=4/9

მადლობა წინასწარ

Posted by: Crøs 10 Apr 2016, 19:25
აი ეს ორი მაგალითი იქნებ ამომიხსნათ
ა) {5/3+17/25: [(1/3+3/5) X 9/7+(1/2+2/3-1/4) X (1+7/5)]} : 14/9 = პასუხი უნდა იყოს 6/5
ბ) [(3/4+25/9 X 3/10-10/9) : (1-11/42:66/14)] : [(1+3/4X4/5-1/6) : 43/60] = პასუხი უნდა იყოს 1/4


Posted by: Elizbari1995 10 Apr 2016, 19:33
QUOTE (abzo @ 9 Apr 2016, 11:47 )
შეგიძლიათ დამეხმაროთ ?
1)ტოლფერდა ტრაპეციის სიმაღლე უდრის H ს ხოლო დიაგონალებს შორის კუთხე ალფას, იპოვეთ ფართობი თუ H = 2ფესვი2, cosალფა=4/5

2) მოცემულია სამკუთხედის s ფართობი, მახვილი კუთხეა a . იპოვეთ მანძილი მედიანების გადაკვეთის წერტილიდან ჰიპოტენუზამდე თუ s=81 sin2a=4/9

მადლობა წინასწარ

სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ

Posted by: Samooo 10 Apr 2016, 22:48
cros
აი ^^ მგონი ბევრის არ მიბოდიალია biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Crøs 10 Apr 2016, 23:21
Samooo
ოქრო გოგო ხარ bis.gif 2kiss.gif

Posted by: Mikerson 10 Apr 2016, 23:21
მეგობრებო ეს 2 ამოცანა იქნებ ვინმემ ამომიხსნათ:

1) ხარატის მიერ სტანდარტული დეტალის დამზადების ალბათობა 0,9 შეგირდის მიერ კი – 0,7. ხარატმა და შეგირდმა დაამზადეს შესაბამისად 100 და 300 დეტალი. ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით შერჩეული დეტალი სტანდარტულია, ტოლია?

2) საწყობში მიიტანეს 400 უცხოური და 100 ადგილობრივი წარმოების დეტალი. ალბათობა იმისა რომ უცხოური წარმოების დეტალი სტანდარტული - 0,9 ხოლო ადგილობრივი წარმოებისა კი - 0,8. შემთხვევითად არჩეული დეტალი აღმოჩნდა სტანდარტული. ალბათობა იმისა რომ დეტალი უცხოური წარმოებისაა ტოლია?

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 11 Apr 2016, 14:18
Mikerson
1
QUOTE
ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით შერჩეული დეტალი სტანდარტულია, ტოლია?

თუ სწორად დავთვალე 3/4


Posted by: Mikerson 13 Apr 2016, 20:33
QUOTE
თუ სწორად დავთვალე 3/4

0.75 ეწერა პასუხებში და წესით სწორია ეგ მარა ახლა ის მითხარი როგორ ამოხსენი biggrin.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 14 Apr 2016, 11:38
Mikerson
QUOTE
როგორ ამოხსენი

100 * 9/10 ზე ეს ოსტატის დამზადებული სტანდარტული დეტალების რაოდენობა + 300 * 7/10 შეგირდის დამზადებული სტანდარტული დეტალების რაოდენობა = 90 + 210 და არის 300 სტანდარტული დეტალი up.gif
სულ დაამზადეს 400 (პირობაში წერია) 100 + 300
და აქედან სტანდარტული არის 300
ალბათობა ითვლება შეფარდებით 300/400 და არი 3/4


Posted by: Mikerson 14 Apr 2016, 17:11
Datvlas_vin_gtxоvs
გაიხარე

Posted by: abzo 15 Apr 2016, 17:06
Elizbari1995
უღმესი მადლობა ^^

Posted by: mixeili777 21 Apr 2016, 20:36
გამომიყვანეთ ზალიან გთხოვთ როგორ დავწერო მაგალითი.

(1)ყუთის განზომილებებია 4სმ, 2სმ, და ერთი სანტიმეტრი. რამდენი კუბი შეავსებს ამ ყუთს,თუ კუბის წიბო 1სმ.

(2) ორი ერთნაირი კუბისაგან შეადგინეს მართკუთხა პარალელეპიპედი.კუბის წიბოს სიგრძე უდრის 1 სიგრძის ერთეულს.
რას უდრის მიღებული მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა?


(3) ფიგურა შედგება ერთი სანტიმეტრიანი წიბოს მქონე 18 კუბისაგან.
რას უდრისა ამ ფიგურის მოცულობა?

(4) მართკუთხა პარალელეპიპედის განზომილებებია 3სმ, 3სმ,და 12სმ.
რა სიგძის მართულია საჭირო მართკუთხა პარალელეპიპედის კარკასის დასამზადებლად?

(5) კუბის ერთი წახნაგის ფართობი 16სმ კუბშია .
რას უდრის კუბის ზედაპირის ფართობი ?


ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ეს ხუთივე ამოცანა იქნებ ამომახსნევინოთ და როგორ დავწერო რვეულში...

Posted by: ბეჟანბეჟანი 21 Apr 2016, 22:48
mixeili777

graviton და lepori მონიშნე. მაგათ იციან.











lol.gif

კაი, სანამ ჯოხით შემომივარდნენ, მე გეტყვი.biggrin.gif
QUOTE
(5) კუბის ერთი წახნაგის ფართობი 16სმ კუბშია .
რას უდრის კუბის ზედაპირის ფართობი ?

16 კუბში. biggrin.gif
პ.ს. ფართობი კუბებში არ იზომება. კუბის ზედაპირის ფართობი უდრის 1 წახნაგის ნამრავლს წახნაგთა რაოდენობაზე
QUOTE
(4) მართკუთხა პარალელეპიპედის განზომილებებია 3სმ, 3სმ,და 12სმ.
რა სიგძის მართულია საჭირო მართკუთხა პარალელეპიპედის კარკასის დასამზადებლად?

შეკრიბე და გაამრავლე ოთხზე.
QUOTE
(3) ფიგურა შედგება ერთი სანტიმეტრიანი წიბოს მქონე 18 კუბისაგან.
რას უდრისა ამ ფიგურის მოცულობა?

18 კბ-ს
QUOTE
(2) ორი ერთნაირი კუბისაგან შეადგინეს მართკუთხა პარალელეპიპედი.კუბის წიბოს სიგრძე უდრის 1 სიგრძის ერთეულს.
რას უდრის მიღებული მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა?

2 კბ

QUOTE
(1)ყუთის განზომილებებია 4სმ, 2სმ, და ერთი სანტიმეტრი. რამდენი კუბი შეავსებს ამ ყუთს,თუ კუბის წიბო 1სმ.

გაამრავლე ერთმანეთზე.

Posted by: lepori 21 Apr 2016, 22:52
ბეჟანბეჟანი
QUOTE
graviton და lepori მონიშნე. მაგათ იციან.

სად შემიძლია მაგდენი კაცო biggrin.gif

გვერძე განყოფილებში უკვე ვუპასუხე სხვათაშორის tongue.gif

Posted by: ckali77 24 Apr 2016, 18:43
ricxvTa sasruli mimdevrobis gabnevis maCvenebeli vuwodoT am mimdevrobis
wevrTa Soris udidesisa da umciresis sxvaobis mniSvnelobas. magaliTad, 6, 0, 1,
–5, 11, 7 mimdevrobis gabnevis maCvenebelia 11 – (– 5) = 16.
mocemulia ricxvTa sasruli mimdevroba, romlis luwnomrian wevrTagan
Sedgenili mimdevrobis gabnevis maCvenebeli 15-is tolia, xolo kentnomrian
wevrTagan Sedgenili mimdevrobisa 12-is tolia. qvemoT CamoTvlilTagan romlis
toli ar SeiZleba iyos mocemuli mimdevrobis gabnevis maCvenebeli?
(a) 14
(b) 16
(g) 18
(d) 20
(e) 24

Posted by: lepori 26 Apr 2016, 19:23
ckali77
http://convert.ge/ge/text.shtml ასხივოსნებს wink.gif

რიცხვთა სასრული მიმდევრობის გაბნევის მაჩვენებელი ვუწოდოთ ამ მიმდევრობის
წევრთა შორის უდიდესისა და უმცირესის სხვაობის მნიშვნელობას. მაგალითად, 6, 0, 1,
–5, 11, 7 მიმდევრობის გაბნევის მაჩვენებელია 11 – (– 5) = 16.
მოცემულია რიცხვთა სასრული მიმდევრობა, რომლის ლუწნომრიან წევრთაგან
შედგენილი მიმდევრობის გაბნევის მაჩვენებელი 15-ის ტოლია, ხოლო კენტნომრიან
წევრთაგან შედგენილი მიმდევრობისა 12-ის ტოლია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის
ტოლი არ შეიძლება იყოს მოცემული მიმდევრობის გაბნევის მაჩვენებელი?
(a) 14
(b) 16
(g) 18
(d) 20
(e) 24


მე მგონი 14
როგორ იხსნება არ ვიცი
მე გამორიცხვის მეთოდით მიცედი biggrin.gif

Posted by: abzo 27 Apr 2016, 12:59
დამეხმარეთ რა
პარალელოგრამის გვერდებია 4 და 6
დიაგონალებს შორის კუთხის ტანგენსი 1/5
იპოვეთ პარალელოგრამის ფართობი

Posted by: lepori 27 Apr 2016, 18:46
abzo
QUOTE
დამეხმარეთ რა
პარალელოგრამის გვერდებია 4 და 6
დიაგონალებს შორის კუთხის ტანგენსი 1/5
იპოვეთ პარალელოგრამის ფართობი


QUOTE
The area of a parallelogram with sides B and C (B ≠ C) and angle gamma at the intersection of the diagonals is given by
K =|tan(gamma)|*|(B^2 - C^2)|/2.

https://en.wikipedia.org/wiki/Parallelogram

ანუ >>>>> K =1/5*|(4^2 - 6^2)|/2

Posted by: ვაკო_მარქსი 27 Apr 2016, 23:33
ckali77
14.
შემოვიტანოთ ცვლადები: x, y -უმცირესი და უდიდესი ლუწი, m,n-უმცირესი და უდიდესი კენტი.
მთლიან მიმდევრობაში გაბნევის მაჩვენებელი უნდა იყოს ან x-y=15 ან m-n=12 ან მოცემულ კენტ და ლუწ რიცხვთა რაიმენაირი ვარიაცია.
კარგად წარმოსადგენად ვთქვათ გვაქვს რიცხვითი ღერძი და მასზე დატანილი ოთხი x,y,m,n წერტილები. სხვაობა ორ რიცხვს შორის ნიშნავს, რომ მოცემული გვაქვს მათ შორის მანძილი რიცხვით ღერძზე, xისა და yისთვის ეს 15ია, mისა და nისთვის 12. ჩვენ გვჭირდება რიცხვით ღერძზე ჩვენს მიერ დატანილი წერტილებიდან ორ მაქსიმალურად დაშორებულს შორის მანძილის დაახლოებითი განსაზღვრა. ცხადია, m და n არ გამოდგება, რადგან 15>12. შესაბამისად დაგვრჩა x-y=15 ან xისა და yის m ან nთან მიმართება. ამ ორი შემთხვევიდან ნებისმიერსი გაბნევის მაჩვენებელი მეტია 15ზე, შესაბამისად მეტია 14ზეც,რაც მას გამორიცხავს.
"გაბნევის მაჩვენებელს" სტატისტიკაში, გაბნევის დიაპაზონს უწოდებენ.

Posted by: aivenho 5 May 2016, 11:46
დამეხმარეთ

არასწორი ხუთკუთხედი ქვია მგონი
ფართის გამოთვლა მინდა
გვერდების ზომებია 10.8; 2.3; 3.8; 4.2; 1.5

Posted by: Irakli 5 May 2016, 17:34
aivenho
არასაკმარისი ინფორმაციაა, დიაგონალები ან რაიმე კუთხეები უნდა გქონდეს კიდევ მოცემული მემგონი

Posted by: asphurcela 5 May 2016, 17:41
ხო არასაკმარისი ინფოა. მხოლოდ გვერდებით ხუთკუთხედს გინდა ჩაზნექილს დავხაზავ, გინდა ამოზნექილს.
ფართობი სხვადასხვა იქნება.

მარილი აკლია ამოცანას.

Posted by: oleg-i 7 May 2016, 01:19
QUOTE
არასწორი ხუთკუთხედი ქვია მგონი
ფართის გამოთვლა მინდა
გვერდების ზომებია 10.8; 2.3; 3.8; 4.2; 1.5


10.8 - ის ნაცვლად უნდა ეწეროს 11.8 და გამოვა --------------------->>>>>>>>>>>>>>>> ??? wink.gif
ა, ბატონო სვანური მარილი...

Posted by: Irakli 7 May 2016, 11:39
oleg-i
მაინც აკლია პირობა

Posted by: CL55AMG 7 May 2016, 21:56
ერთი ონკანი ავზს ავსებს 4 საათში , მეორე კი 3 საათში. ავზის რა რაოდენობა შეივსება 1 საათში, თუ ორივე ონკანს ერთდროულად გავხსნით?

ეს როგორ ამოიხსნება?

Posted by: aivenho 7 May 2016, 22:02
Irakli
oleg-i
მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Samooo 7 May 2016, 22:02
QUOTE (CL55AMG @ 7 May 2016, 21:56 )
ერთი ონკანი ავზს ავსებს 4 საათში , მეორე კი 3 საათში. ავზის რა რაოდენობა შეივსება 1 საათში, თუ ორივე ონკანს ერთდროულად გავხსნით?

ეს როგორ ამოიხსნება?

I -ის "სიჩქარეა" - 1/4
II-ის - 1/3

1/4+1/3=7/12

Posted by: lepori 7 May 2016, 22:05
CL55AMG
QUOTE
ერთი ონკანი ავზს ავსებს 4 საათში , მეორე კი 3 საათში. ავზის რა რაოდენობა შეივსება 1 საათში, თუ ორივე ონკანს ერთდროულად გავხსნით?

ეს როგორ ამოიხსნება?

ჯერ დაითვალე თითოეული ონკანე, ცალ-ცალკე, ავზის რა ნაწილს აავსებს ერთ სათში..
მერემ შეკრიბე და ეგაა პასუხი>>

მაგალითად, პირველი ონკანი ავზს ავსებს 4 საათში,
ანუ ერთ საათში შეავსებს ავზის 1/4 ნაწილს...

Posted by: lakarana 8 May 2016, 14:44
გვაქვს მობრუნება O სათავის გარშემო ą კუთხით. რა წერტილზე აისახება X(1;0), როცა ą=-30°?

Posted by: Samooo 8 May 2016, 15:39
QUOTE (lakarana @ 8 May 2016, 14:44 )
გვაქვს მობრუნება O სათავის გარშემო ą კუთხით. რა წერტილზე აისახება X(1;0), როცა ą=-30°?

პრინციპში ბევრიგზაა
ყველაზე მარტივი X" წერტილიდაან მართობი დაუშვი აბსცისაზე
კუთხეები იცი 2გვერდიიცი gigi.gif

Posted by: lakarana 8 May 2016, 15:58
Samooo
ვაააჰ
* * *
გაიხარეე. იმდენი ხანი ვჩალიჩობდი ამაზე რო

Posted by: abzo 9 May 2016, 16:13
რას ფიქრობთ, შეცდომაა აქვთ ჰო ?

Posted by: asphurcela 9 May 2016, 16:24
abzo
ცხადია ეკუთვნის, რადგან [ -ესეთი ფრჩხილი აქვს.
როცა არ ეკუთვნის ( -ს წერენ.

შეცდომაა მანდ.

Posted by: abzo 9 May 2016, 20:13
asphurcela
დიდი მადლობა

Posted by: abzo 11 May 2016, 13:11
ABCD კვადრატის შიგნით აღებულია M წერტილი ისე, რომ კუთხე MAB = 60 და კუთხე MCD = 15 იპოვეთ კუთხე MBC

Posted by: gioscorpi 13 May 2016, 12:48
დამეხმარეთ ამოცანის ამოხსნაში drug.gif
_______

ორი მატარებელი ერთმანეთის შესახვედრად მოძრაობს 10 მ/წმ და 15 მ/წმ სიჩქარით, რა დროში ჩაუვლის მეორე მატარებელი პირველ მატარებელში მჯდომ მგზავრს თუ პირველი მატარებლის სიგრძე 200 მ, ხოლო მეორისა 500 მ - ია?

*******
სავარაუდო პასუხები: 1) 8 წმ. 2) 30 წმ, 3) 40 წმ და 4) 6 წმ.
_______

P. S. ჩემი აზრით რაღაც კომპონენტი აკლია, მაგამ ზეპირი გათვლით 3) 40 წმ მგონია user.gif

Posted by: Samooo 13 May 2016, 13:18
gioscorpi
500/25 მაგრამ არაა პასუხი biggrin.gif
მოკლედ რადგან მგზავრია პირველი მატარებლისსიგრძე არ გაინტერესებს (წერტილია) ;D
და რადგან შემხვედრია V1+V2

Posted by: asphurcela 13 May 2016, 18:10
gioscorpi
სად ეწერა ეგ სისულელე?

QUOTE
500/25

არის პასუხი.

Posted by: Samooo 13 May 2016, 19:17
QUOTE (abzo @ 11 May 2016, 13:11 )
ABCD კვადრატის შიგნით აღებულია M წერტილი ისე, რომ კუთხე MAB = 60  და კუთხე MCD = 15 იპოვეთ კუთხე MBC

აი, L გამოვიგონე ;დ და დავამტკიცე რომ L ემთხვევა M-ს.

ალბათ უფრო ნორმალური გზაცც არსებობს მაგრამ ვცადე givi.gif

Posted by: oleg-i 14 May 2016, 01:08
abzo
Samooo

მოცემული კონკრეტული კუთხეებისათვის ( 60 და 15) ამოხსნის წარმოდგენილ ვარიანტს პრაქტიკულად წუნი არ აქვს...
მაგრამ ზოგად შემთხვევაში მაგ მიდგომით ცხადია ფონს ვერ გავალთ...
მაგ: ვთქვათ 60 გრადუსიანი კუთხის მაგივრად აეღოთ კუთხე, რომლის ტანგენსია 2 ( arctg2 = დაახლ 62 გრად) და 15 -იანის მაგივრად კი arctg0,4 = დაახლ 22 გრად , მაშინ მოგიწევდათ მკაცრი მსჯელობა, რათა დაგედგინათ საძიებელი კუთხე - ( სიმარტივისათვის მისი ტანგენსი)
იმედია წარმატებით გაართმევთ თავს ... smile.gif

Posted by: abzo 14 May 2016, 20:11
Samooo
oleg-i
დიდი მადლობა

დიდი ხანია ვწვალობ ამაზე და იქნებ აქაც მომეხმაროთ რა biggrin.gif

log6 20 გამოსახეთ log4 12 და log20 9 რიცხვების საშუალებით

Posted by: Samooo 14 May 2016, 20:41
oleg-i
QUOTE
მაგრამ ზოგად შემთხვევაში მაგ მიდგომით ცხადია ფონს ვერ გავალთ...

ვიცი ;დ ამიტომაც დავამატე კომენტარი.
სპეციალურად ავარიდე თავი მაგგზას მიმავიწყდA და დავიკარგე ;დ
abzo
logA(B) = logC(B) / logC(A)
გამოვა წესით

Posted by: oldgio 14 May 2016, 20:53
დიდი ხანია ვწვალობ ამაზე და იქნებ აქაც მომეხმაროთ რა biggrin.gif

log6 20 გამოსახეთ log4 12 და log20 9 რიცხვების საშუალებით


მგონი ვხსნი და ფოსტა მომეცი, დასკანირებულს გამოგიგზავნი. ტვინი კი გამიბურღა smile.gif

Posted by: abzo 14 May 2016, 22:03
oldgio

abzogio@yahoo.com

მადლობა წინასწარ ^^

Posted by: oldgio 15 May 2016, 08:40
QUOTE (abzo @ 14 May 2016, 22:03 )
oldgio

abzogio@yahoo.com

მადლობა წინასწარ ^^

გამოვგზავნე. დაათვალიერე. არ მოგერიდოს შემდეგშიც. რითაც შემიძლია..

Posted by: verula71 15 May 2016, 22:21
იქნებ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში
Aდან Bკენ გავიდა ერთდროულად მხედარი და ქვეითი. მხედარი Bში ჩადის 50 წუთით ადრე ვიდრე ქვეითი, არ ჩერდება და უკან ბრუნდება. ქვეითს ხვდება 2 კილომეტრის დაშორებით Bდან... Aდან გასვლიდან 1 საათი და 40 წუთის შემდეგ. იპოვეთ მანძილი და სიჩქარეები

Posted by: oldgio 15 May 2016, 22:58
QUOTE (verula71 @ 15 May 2016, 22:21 )
იქნებ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში
Aდან Bკენ გავიდა ერთდროულად მხედარი და ქვეითი. მხედარი Bში ჩადის 50 წუთით ადრე ვიდრე ქვეითი, არ ჩერდება და უკან ბრუნდება. ქვეითს ხვდება 2 კილომეტრის დაშორებით Bდან... Aდან გასვლიდან 1 საათი და 40 წუთის შემდეგ. იპოვეთ მანძილი და სიჩქარეები

ხვალამდე მოითმენს? ნაყლაპი მაქვს ცოტა, არ მაქვს მაგისი ხალისი smile.gif

Posted by: verula71 15 May 2016, 23:04
QUOTE (oldgio @ 15 May 2016, 22:58 )
QUOTE (verula71 @ 15 May 2016, 22:21 )
იქნებ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში
Aდან Bკენ გავიდა ერთდროულად მხედარი და ქვეითი. მხედარი Bში ჩადის 50 წუთით ადრე ვიდრე ქვეითი, არ ჩერდება და უკან ბრუნდება. ქვეითს ხვდება 2 კილომეტრის დაშორებით Bდან...  Aდან  გასვლიდან 1 საათი და 40 წუთის შემდეგ. იპოვეთ მანძილი და სიჩქარეები

ხვალამდე მოითმენს? ნაყლაპი მაქვს ცოტა, არ მაქვს მაგისი ხალისი smile.gif

ცოტა მითითება მაინც რო მომცეთ, ................................................................

Posted by: oldgio 15 May 2016, 23:20
QUOTE (verula71 @ 15 May 2016, 23:04 )
QUOTE (oldgio @ 15 May 2016, 22:58 )
QUOTE (verula71 @ 15 May 2016, 22:21 )
იქნებ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში
Aდან Bკენ გავიდა ერთდროულად მხედარი და ქვეითი. მხედარი Bში ჩადის 50 წუთით ადრე ვიდრე ქვეითი, არ ჩერდება და უკან ბრუნდება. ქვეითს ხვდება 2 კილომეტრის დაშორებით Bდან...  Aდან  გასვლიდან 1 საათი და 40 წუთის შემდეგ. იპოვეთ მანძილი და სიჩქარეები

ხვალამდე მოითმენს? ნაყლაპი მაქვს ცოტა, არ მაქვს მაგისი ხალისი smile.gif

ცოტა მითითება მაინც რო მომცეთ, ................................................................

მითითება ასეთია:3 აღნიშვნაა შემოსატანი, სიჩქარეები და მანძილი. 50 წუთის, ანუ 5/6 საათით ადრე მისვლა იწვევს დროებს შორის მაგდენ სხვაობას. ეს ერთი განტოლება. 1 სთ 40 წთ დახარჯა ორივემ შეხვედრამდე. ქვეითის სიჩქარე მრავლდება ამ დროზე, ემატება 2 კმ და ვღებულობთ მთელ მანძილს. ეს მეორე; მხედრის სულ გავლილ მანძილს, დათვლილს სიჩქარის გადამრავლებით დროზე, ვუმატებთ ქვეითის იმავე წესით მიღებულ მანძილს და ვღებულობთ ორმაგ მანძილს. ესეც მესამე განტოლება. დანარჩენი რუტინაა, რომელსაც ფხიზელი თავი სჭირდება smile.gif

Posted by: verula71 15 May 2016, 23:30
დიდი მადლობა, მეც მიახლოებით ესე დავიწყე, მაგრამ მე 7 კლასის ამოცანაა და ვიფიქრე ასე რთული არ უნდა ყოფილიყო... მადლობა

Posted by: oldgio 15 May 2016, 23:35
მეშვიდე კლასისაა?? დარწმუნებული ხარ? კვადრატული განტოლება მიიღება დიდი კოეფიციენტებით. პასუხები ხომ არ იცი, განტოლებების სისწორეში რომ დავრწმუნდე?

Posted by: verula71 15 May 2016, 23:44
არა პასუხები არ ვიცი, კომაროვის შაბათის სკოლაში დადის ეს ბავშვი , მაგრამ მე7 კლასელმა ეს სისტემა რომ გამოიყვანოს შანსიარაა და ამიტომ შემეპარა ეჭვი და ვიფიქრე იქნებ უფრო მარტივად კეთდებოდა, დიდი მადლობა დრო რომ დამითმე biggrin.gif

Posted by: oldgio 15 May 2016, 23:46
მოკლედ, განტოლებები ასეთია: 5/3(x+y)=2z; z(1/y-1/x)=5/6; 5/3(x-y)=4 სადაც იქსი მხედრის სიჩქარეა, იგრეკი - ქვეითის, ზეტი - მანძილი
* * *
ისე, რიცხვები და პირობა კიდევ შემიმოწმე, დისკრიმინანტიდან ფესვი არ ამოდის

Posted by: Samooo 16 May 2016, 00:11
QUOTE
მე7 კლასელმა ეს სისტემა რომ გამოიყვანოს შანსიარაა


ბევრი ჩავხლარრთე იმედია არამერია მაგრამ ერთი უცნობით ადვილია ამოსახსნელად 7სთვის
s/((s+2)/(10/6))+5/6=s/((s-2)/(10/6))
S=2(2+ფესვი5)

Posted by: oldgio 16 May 2016, 00:13
არც იმის შანსია, მეშვიდეკლასელმა ირაციონალური რიცხვებით იჟონგლიოროს :DDD

Posted by: Samooo 16 May 2016, 00:17
QUOTE (oldgio @ 16 May 2016, 00:13 )
არც იმის შანსია, მეშვიდეკლასელმა ირაციონალური რიცხვებით იჟონგლიოროს :DDD

ეს
1/20 (s-4)^2 = 1 მდე მიდის რავიცი user.gif
ალბატ უფრო მარტივი გზაცაა
მოვიფიქრებ biggrin.gif

Posted by: abzo 16 May 2016, 20:36
მეხუთეში ეს h რამეს ნიშნავს ? თუ ჩვეულებრივად -უსასრულობიდან + უსასრულობამდეა ამის პასუხი ?
https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/13231203_1122856361089333_2139519376_n.jpg?oh=ebef46f04c835d31f226c2cc4414a598&oe=573CD1E3

Posted by: asphurcela 16 May 2016, 20:54
abzo
QUOTE
თუ ჩვეულებრივად -უსასრულობიდან + უსასრულობამდეა ამის პასუხი ?

ხო, ანუ x ის რა მნიშვნელობებისთვის აქვს აზრი h-ს-ო
და ყველა x ის ჩასმა მოსულა მანდ.

რაღაც ჩანაწერია უშნო. წესიერად შეეძლოთ ჩაწერა

Posted by: abzo 17 May 2016, 10:39
asphurcela
დიდი მადლობა.

Posted by: gioscorpi 17 May 2016, 14:38
Samooo

მეც ხომ გითხარი რაღაც კომპონეტი აკლიათქო givi.gif

*******
Samooo
asphurcela



წლევანდელი საატესტატო საგამოცდო ტესტებიდანაა drug.gif givi.gif gigi.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 21 May 2016, 09:37
დავაი დაწერეთ აბა რას ვერ აკეთებთ up.gif biggrin.gif

Challenge Accepted

Posted by: super fast jellyfish 22 May 2016, 00:20
მიმდევრობის ჯამს რომ შლიდი მაგალითად
ჯამი [C/ (1+m)^n]
გახსოვთ ვინმეს როგორ იშლებოდა?
ასე სწორია?
c/m * (1 - 1/(1+m)^n )

user.gif user.gif

Posted by: asphurcela 22 May 2016, 14:58
ეგ ჯამი კრებადია, როცა (1/|m+1|)<1

თუ n =1 დან n' მდე, მაშინ ეგ ჯამი უდრის:

(C/m)*(m+1)^-n' ((m+1)^n' - 1)
რაც იგივეა:
(C/m)*(1 - 1/(m+1)^n')
რაც იგივეა რაც შენ მიიღე.
ხოლო თუ n' -ს გავაქცევთ უსასრულობისკენ, კი მიხვდები რასაც მიიღებ.

Posted by: super fast jellyfish 22 May 2016, 15:07
asphurcela

კი, კი smile.gif

მადლობა

2kiss.gif

Posted by: afcika 27 May 2016, 18:36
გამარჯობა, 2, 11 და 12 როგორ უნდა ამოვხსნა? smile.gif
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: oleg-i 28 May 2016, 01:06
afcika
12)
ლინზის ფორმულის დახმარებით (1/F = 1/d + 1/f) დაადგინე f...
გამოგადგება პირველი ვარიანტი.... იგივე ზომის შებრუნებული ნამდვილი გამოსახულება დაჯდება ორმაგ ფოკუსურ მანძილზე f = 20 სმ სმ-ზე .... +25 სმ- ც ნორმალური თვალისათვის ხედვის საუკეთესო მანძილია.
11)
ზედა შტოში დენის ძალა 7/3 -ჯერ მეტია ქვედასთან შედარებით (თუ ფანქრით მიწერილი რიცხვები მათ წინაღობების მნიშვნელობებს -''ომიანობას'' აღნიშნავენ) .... თითოეულ წინაღობაში განვითარებული სიმძლავრე დათვალე ფორმულით P = I^2*R ... გაანალიზე და დაადგენ, რომ....???? მაქსიმალური სიმძლავრე განვითარდება 2-ომიან წინაღობაში, ხოლო მინიმალური კი ...... შენ თვითონ დაასკვენი.
2)
თანაბრად აბრუნებენო .... საქმე გაგიმარტივეს და მიგანიშნეს, რომ აჩქარება მოდულით მუდმივია და ცენტრისკენულია ანუ ყოველ წერტილში ერთმანეთის ტოლია !!!!!
დაწერე ზედა წერტილისათვის ნიუტონის მეორე კანონი. რადგანაც ღერო აქაც დაჭიმულია, ამიტომ T(ზედა) + mg = ma ....
ქვედა წერტილისათვის: - T(ქვედა) - mg = ma.... გამოიყენე პირობა T(ქვედა) = 3T(ზედა)..... გამორიცხე T -ბი და დაადგინე a = ?

Posted by: gubaz_merve 29 May 2016, 18:15
კვადრატის დიაგონალის საპოვნელი ფორმულა მჭირდება .წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif

Posted by: gugamaxara 29 May 2016, 18:54
გამარჯობათ
ვინმეს ფიზიკის კონსპექტი ხომ არ აქვს სურათები რომ მომცეს? sad.gif

Posted by: lepori 29 May 2016, 19:45
gugamaxara
QUOTE
გამარჯობათ
ვინმეს ფიზიკის კონსპექტი ხომ არ აქვს სურათები რომ მომცეს?

რომელი ნაწილი გინდა >> ან რისთვის

ფიზიკა უზარმაზარია smile.gif

gubaz_merve
პითაგორა ვერ პოულობს?..

Posted by: gubaz_merve 29 May 2016, 20:10
lepori
პითაგორა კი პოულობს მე ვერ ვპოულობ და სირცხვილია smile.gif პითაგორა ეგვიპტეში გურულებისგან ცდილობდა გაეგო საიდუმლოებანი 22 წელი იცხოვრა და ქურუმიც კი გახდა თუმცა საბერძნეთში უკვე თავისად გაასაღა smile.gifპროტუბერანების ცოდნა.

Posted by: Kaxab 29 May 2016, 20:54
რათ აწვალებთ?
gubaz_merve
მართკუთხა სამკუთხედში, ჰიპოტენუზის კვადრატი, კათეტების კვადრატების ჯამს უდრის-ესაა პითაგორას თეორემა.

Posted by: gubaz_merve 29 May 2016, 21:42
Kaxab
სწორად მოიქცა smile.gif ცოტა გონება უნდა დამეძაბა იქ ხომ 2 სამკუთხედი გამოდის smile.gif ვბერდები smile.gif მადლობა ორივეს smile.gif
* * *
კარგი ამოცანა რომელიც მოზარდის მრავალმხრივ განვითარების სურვილს უზრუნველყოფს .ფორმულირებაა საჭირო მათემატიკურად და გასამართია გრამატიკულად .
ეგვიპტური კუბიტის სიგრძეს მეტრულ სისტემაში რომ გამოვაკლოდ პი რიცხვს მეტრებში 3,1416-0,5236=1.6180339887498948482*1.6180339887498948482=1.6180339887498948482+1

Posted by: abzo 4 Jun 2016, 03:44


5^3lg x = 12.5 x

მომეხმარეთ რა, მარტივი უნდა იყოს მაგრამ რაღაც არ გამომდი ს

Posted by: oleg-i 4 Jun 2016, 12:39
QUOTE
5^3lg x = 12.5 x

მომეხმარეთ რა, მარტივი უნდა იყოს მაგრამ რაღაც არ გამომდი ს


განსაზღვრის არეა x > 0 ..... უფლება გეძლევა გაალოგარითმო ორივე მხარე.... ჯობს აირჩიო ათობითი ფუძე:
(3lgx ) * lg5 = lg(125/10) + lgx = 3lg5 -1 +lgx ------>>>> lgx = ???? ------->>>>> ...... x = ???

Posted by: asphurcela 4 Jun 2016, 12:50
QUOTE
(3lgx ) * lg5

spy.gif

5^3 * lgx რო გაალოგარითმო მიიღებ
lg(5^3 * lgx) = lg(5^3) + lg(lgx)
lglg-ს რას უზავ მერე?

ისე ერთი შეხედვით შეიძლება ამოხსნა:
5^3lg x = 12.5 x
125 lgx = 12.5 x
10 lgx = x
ერთერთი (ტU ერთადერთი არა) x რომელიც ამას დააკმაყოფილებს არის 10.

Posted by: abzo 4 Jun 2016, 13:22
oleg-i
დიდი მადლობა
asphurcela
მადლობა მაგრამ, აქ ვერ მივხვდი რა გააკეთეთ
125 lgx = 12.5 x
10 lgx = x

და ეს გამიჭირდა :/



Posted by: asphurcela 4 Jun 2016, 13:28
QUOTE
მადლობა მაგრამ, აქ ვერ მივხვდი რა გააკეთეთ
125 lgx = 12.5 x
10 lgx = x

სერიოზულად?

აბა მაშინ გაგიჭირდებოდა, მა რა იქნებოდა...

125/12.5=10

Posted by: abzo 4 Jun 2016, 13:33
ა არა biggrin.gif

5^(3lgx)=12.5x

ასეა biggrin.gif

Posted by: asphurcela 4 Jun 2016, 13:39
QUOTE
5^(3lgx)=12.5x

ეს უკვე სხვა განტოლებაა.
ზევით რაც გეწერა ის სხვაა smile.gif

ხო ეგ მარტივია, ორივე მხრის ლოგარითმს აიღებ ათის ფუძით და როგორ ოლეგიმ მიგითითა ეგრე იხსნება

5^(3lgx)=12.5x
lg(5^(3lgx)) = lg((125/5)*(x))
3lg(x)*lg(5) = lg(125/5)+lg(x)
და lg(x) ის მიმართ ამოხსნი (გამოსახავ)
ბოლოს lg(x) = რაღაცას
და x=10^(რაღაცა)

Posted by: abzo 4 Jun 2016, 13:53
asphurcela
კი მადლობა, იქნებ ამაშიც მომეხმაროთ ^^


Posted by: oleg-i 4 Jun 2016, 15:50
abzo
განსაზღვრის არე x > 0 და არ = 0 ..... გაამარტივე: კუბ ფესვი x-დან = x^(1/3).... 8 = 2^3 ... მიიღებ:

x^lg2 + 8*2^lgx = 9/2 ..... ისარგებლე იგივეობით, რომ a^lgb = b^lga და ამოხსენი 2^lgx = ??? (შეგიძლია მანამდე შემოიტანო დამხმარე ცვლადი y = 2^lgx ) და ბოლოს მიიღებ x = ???? ( რომ გითხრა x = 666 დამიჯერებ?)

Posted by: abzo 4 Jun 2016, 16:07
oleg-i
აააა ეს იგივეობა არ გამხენებია :/ a^lgb = b^lga

დიდი მადლობა

რომ გითხრა x = 666 დამიჯერებ? ეს ხუმრობა იყო ? biggrin.gif

მე 1/10 მივიღე smile.gif

Posted by: oleg-i 4 Jun 2016, 16:44
abzo
QUOTE
მე 1/10 მივიღე


მე კიდე ეს მივიღე Cos{arcsin[(ფესვი99)/10]}
შევცდი ნუთუ? rolleyes.gif

Posted by: asphurcela 5 Jun 2016, 02:38
abzo
გინდა ერთი დათვური სამსახური გაგიწიო? wink.gif

აჰა:
https://www.wolframalpha.com/input/?i=x%5Elg2+%2B+8*2%5Elgx+%3D+9%2F2

Posted by: gubaz_merve 5 Jun 2016, 04:54
..................................................

Posted by: abzo 5 Jun 2016, 10:30
asphurcela
შენ გაიხარე ეს რა მაგარი რამე მასწავლე, უღრმესი მადლობა ^^

ცოტა გეომეტრიაშიც გავჭედე :დ დ

სამკუთხედში, რომლის ფუძის სიგრძეა a სმ და სიმაღლეა h სმ, ჩახაზულია მართკუთხედი ისე, რომ მისი ორი წვერო სამკუთხედის ფუძეზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ორი წვერო სამკუთხედის ფერდებზე. იპოვეთ ამ ტიპის მართკუთხედების ფართობებს შორის უდიდესი.

Posted by: oleg-i 5 Jun 2016, 13:06
QUOTE
სამკუთხედში, რომლის ფუძის სიგრძეა a სმ და სიმაღლეა h სმ, ჩახაზულია მართკუთხედი ისე, რომ მისი ორი წვერო სამკუთხედის ფუძეზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ორი წვერო სამკუთხედის ფერდებზე. იპოვეთ ამ ტიპის მართკუთხედების ფართობებს შორის უდიდესი.


დაზაძე მახვილკუთხა სამკუთხედი მასში პირობის მიხედვით ჩახაზული მართკუთხედით... სამკუთხედის a ფუძეზე მდებარე მართკუთხედის გვერდის სიგრძე აღნიშნე x -ით სიგანე კი y -ით .... მართკუთხედის ფართობია S = xy
მოიშველიე მსგავსობა : x/a = (h-y)/h .... y = (ha - hx )/a აქედან ჩასვი S -ში და განიხილე ფართობი როგორც x -ს კვადრატული ფუნქცია S = f(x) = - (h/a)*x^2 + hx .... შესაბამის პარაბოლას(შტოებით ქვევით) ექნება მაქსიმუმის წერტილი x(max) = ??? ფართობის მაქსიმალური მნიშვნელობით ...
...... S(max) = ??? (უნდა გაიხსენო ფორმულები X(o) = - b/2a da Y(o) = ?? )
-----------------------------------

ასე რომ უდიდესი ფართობის მქონე მართკუთხედის გვერდების სიგრძეებია x (max) = ??? და y (max) = ???


Posted by: abzo 5 Jun 2016, 14:19
oleg-i
აუ რა მარტივი ყოფილა ნერვები მომეშალა ჩემ თავზე, დიდი მადლობა
* * *
ოთხკუთხედის მოპირდაპირე გვერდების შუაწერტილების შემაერთებელი მონაკვეთები ტოლია. იპოვეთ კუთხე ოთხკუთხედის დიაგონალებს შორის
* * *
აქაც ბევრი ვიფიქრე და არ გამომივიდა sad.gif

Posted by: oleg-i 7 Jun 2016, 00:33
abzo
QUOTE
ოთხკუთხედის მოპირდაპირე გვერდების შუაწერტილების შემაერთებელი მონაკვეთები ტოლია. იპოვეთ კუთხე ოთხკუთხედის დიაგონალებს შორის


აიღე ორი განსხვავებული სიგრძის ურთიერთმართობული გადამკვეთი მონაკვეთი(არაა აუცილებელი ისინი შუა წერტილებში გადაკვეთო!!! - პირიქით, აჯობებს მეტი ზოგადობისათვის ისინი განსხვავებული პროპორციებით გადაკვეთო) .... განიხილე მათი ბოლოებით შედგენილი ოთკუთხედი(შენი ოთკუთხედი). შემდეგ დააკვირდი მათი შუაწერტილების მიმდევრობით შეერთებით მიღებულ ოთხკუთხედს.... რა ფიგურაა???.... მისი დიაგონალები(ანუ შენი ოთკუთხედის მოპირდაპირე გვერდების შუაწერტილების შემაერთებელი მონაკვეთები) ტოლია???
ახლა იმსჯელე პირიქით( და არა ზურგშექცევით smile.gif ) ... ანუ ასეთი ოთკუთხედის დიაგონალები ურთიერთმართობულია!!!!!

მართალია არაპირდაპირი მტკიცებაა, მაგრამ პირღიაობას მაინც ჯობს
* * *
abzo
პირიქით მსჯელობისას განიხილავ ოთკუთხედის გვერდების შუაწერტილების მიმდევრობით შეერთებით მიღებულ ოთკუთხედს და დაამტკიცებ მის მართკუთხედობას, რისთვისაც დაგჭირდება საწყის ოთკუთხედში დიაგონალების გავლება... სამკუთხედის შუახაზის თვისება და ა.შ.....


Posted by: არწივი9 7 Jun 2016, 17:57
oleg-i
იქნებ აქ შემოიხედო?
https://forum.ge/?showtopic=34628537&view=findpost&p=48012392

Posted by: oleg-i 8 Jun 2016, 01:23
არწივი9
მაიკელსონის ცდას უკირკიტებ? smile.gif
ვეღარაფერს დავუმატებ ლეპორისა და ასფურცელას პოსტებს გარდა იმისა, რომ მიღებული გამარტივებული ფორმულები ''მუშაობენ'' მხოლოდდამხოლოდ მცირე სიჩქარეებზე (v<<c) და გამოუსადგარნი არიან სხვა დანარჩენ შემთხვევებში(გააჩნია რა მიახლოება გვსურს)... და ასეთ შემთხვევებში არ უნდა მოხდეს მათი ''შემოპარება'' (მითუმეტეს შეგნებული)

Posted by: Komponent 8 Jun 2016, 07:26
asphurcela
QUOTE

აჰა:
https://www.wolframalpha.com/input/?i=x%5El...5Elgx+%3D+9%2F2

https://www.wolframalpha.com/input/?i=e%5Ex%3D10
აქ რატომ არ დამიწერა X=2,3002585 ?
ამ ბოლო დროს ასე სამკითხაო პასუხებს მიწერს, სხვა პროგრამა არაფერი იცით? თუნდაც კომპიუტერში ჩასაყენებელი.

Posted by: asphurcela 8 Jun 2016, 16:48
Komponent
გააჩნია როგორ შეეკითXები.
მანდაც გიზერს ლოგარითმების ჯამს.
თუ რიცხვი გაინტერესებს, კითხე ასე:
https://www.wolframalpha.com/input/?i=log(10)%3D

QUOTE
სხვა პროგრამა არაფერი იცით? თუნდაც კომპიუტერში ჩასაყენებელი.

Mathematica (ვოლფრამის მამაა)

Posted by: Komponent 8 Jun 2016, 17:48
asphurcela
მადლობა,
ეგ რიცხვის გამოთვლა მიეცი და იმიტო. მე კიდე განტოლების სახით ვკითხე. არადა ფორმულებში ეგ ე სულ მასე განტოლების სახით მჭირდება. ერთი ორი თვის წინ მიხსნიდა ხოლმე განტოლებებს და ახლა რა ეტაკა. (როგორღაცა კი ამოვხსნი მარა საწვალებელია). დაამოდერე ერთი ეგ საკითხიც, არ ჭრის აქაური მოდერობა მანდ? smile.gif
log(10) და ln10 თუ ერთიდაიგივეა ორნაირი ჩაწერა რატომ არსებობს?
ვოლფრამის მამას კიდე, უფრო ვერ გავუგე.

Posted by: asphurcela 8 Jun 2016, 18:01
Komponent
QUOTE
log(10) და ln10 თუ ერთიდაიგივეა ორნაირი ჩაწერა რატომ არსებობს?

რავი აბა პროგრამისტებს რას გაუგებ.

QUOTE
და ახლა რა ეტაკა.

სადღაც უდევთ მაგალითები, თუ როგორ ჩაუწერო სინტაქსურად სწორად, რო გაიგოს რა კითხე.

Posted by: Komponent 8 Jun 2016, 18:13
asphurcela
კარგი, მადლობა

Posted by: Samooo 11 Jun 2016, 12:08
ხახუნის კოეფიციენტია 0.6 და 5კგ სხეული გააჩოჩეს 25ნ ძალით ამდროს რა ძალით აწვება საყრდენს სხეული

Posted by: oleg-i 11 Jun 2016, 15:23
რადგანაც ''გააჩოჩეს' - ო , მიგანიშნეს რომ 25 ნ-ით დაძლიეს უძრაობის მაქსიმალური ხახუნიო, რომელიც თავისმხრივ ''მიუ"N -ის ტოლია. ანუ ''მიუ"N= 25 ..... საყრდენის რეაქციის ძალა N = 25/0,6 = 41,6666... ნ-ია , რომელიც თავისმხრივ სხეულის საყრდენზე დაწოლის P ძალის ტოლიცაა.
არადა სიმძიმის ძალა mg = 50 ნ... როგორც ჩანს ამ სხეულის დაწოლა საყრდენზე ''შეამსუბუქეს'' (რაღაც პრინციპით იმავდროულად ზემოთაც აქაჩეს ) ...

დაიხმარე http://physics.aidio.net/index.php/kitxva-pasuxi?view=question&id=1014

Posted by: Samooo 11 Jun 2016, 17:19
oleg-i
QUOTE
დაიხმარე http://physics.aidio.net/index.php/kitxva-...uestion&id=1014

"ზედაპირზე წარმოებული ხახუნის ძალა"-
უი, უკვე გასაგებია ასე
QUOTE
რა ძალით აწვება საყრდენს სხეული

ამ "ცუდად გამოტანილმა" კითხვამ ძალიან შორს წამიყვანა user.gif

მადლობა yes.gif

Posted by: არწივი9 11 Jun 2016, 17:51
QUOTE (oleg-i @ 8 Jun 2016, 00:23 )
არწივი9
მაიკელსონის ცდას უკირკიტებ?  smile.gif

ნუ თუ დავაზუსტებთ ფარდობითობის თეორიას yes.gif ერთ წიგნში აღწერილია მისი შექმნის მიზეზები და მაიკელსონ-მორლის ცდებია განხილული და ეგ ერთი დეტალი აღმოჩნდა გაუგებარი

Posted by: მეგატვინი 13 Jun 2016, 14:43
y = -1/2 x + 2 და y=2/3 x - 5 ( მინუს ერთი მეორედი იქსი და ორი მესამედი იქსი) განტოლებების შესაბამისი გრაფიკები იკვეთებიან (6,-1) წერტილში
იპოვეთ იმ წრფის განტოლება რომელიც კვეთავს ამ ორ წრფეს, ისე რომ შედგეს მართკუთხა სამკუთხედი

ორი პასუხი აქვს,დაგიწერთ თუ გინდათ, როგორ იხსნება ეს მაინტერესებს

Komponent
QUOTE
log(10) და ln10 თუ ერთიდაიგივეა ორნაირი ჩაწერა რატომ არსებობს?


ერთიდაიგივე არ არის

ln არის ნატურალური ლოგარითმი,რომლის ფუძე არის e
lg- ს ფუძე არის 10
log კიდე ჩვეულებრივი ლოგარითმია

Posted by: Zia_kurosawa 14 Jun 2016, 15:29
ესეიგი გვაქვს მანძილი 200 მეტრი.
ავტომობილი 50კმ/სთ სიჩქარით იწყებს მოძრაობას
ამ 200 მეტრიან მონაკვეთზე, ანუ 13 მეტრი წამი სიჩქარით.
3 წამში იგი აღწევს 100 კმ/სთ სიჩქარეს და მერამდენე მეტრზე ექნება
მას ეს სიჩქარე დაფიქსირებული?

ანუ 200 მეტრიან მონაკვეთზე შევარდა 50კმ/სთ ით და აგრძელებს სიჩქარის
ზრდას, 100კმ/სთმდე დასჭირდა 3 წამი მაგრამ ამ მონაკვეთის
მერამდენე მეტრზე შეძლებს მიაღწიოს მაგ სიჩქარეს?

მადლობთ

ეს 200 მეტრი რაღა შუაშია? smile.gif
(50+100)/2 და მიიღებ საშუალო სიჩქრეს, მე მგონი არ გაგიჭირდება 3 წამზე გამრავლება და უნდა მიიღო 62.5 მეტრი.
რაც შეეხება ასეთ ამოცანაზე თემის გახსნას , ვორნია მაგრამ მე მხოლოდ დავხურავ სანამ უფროსები მოვლენ და მეორედ ან თუ არ მოგწონს ჩემი პასუხი დაწერე აქ ფიზიკის და მათემატიკის ამოცანები,
ახლა მხოლოდ

აგერ ეს ამოხსნა მითხრეს, მაგრამ მემგონი მთლად სწორი არ უნდა იყოს..


Posted by: Komponent 14 Jun 2016, 15:47
მეგატვინი
QUOTE
Komponent
QUOTE
log(10) და ln10 თუ ერთიდაიგივეა ორნაირი ჩაწერა რატომ არსებობს?


ერთიდაიგივე არ არის

ln არის ნატურალური ლოგარითმი,რომლის ფუძე არის e
lg- ს ფუძე არის 10
log კიდე ჩვეულებრივი ლოგარითმია

პასუხები ერთიდაიგივე აქვთ, ესეიგი ერთიდაიგივეა smile.gif (პასუხია მთავარი, სხვა რაში უნდა მაინტერესებდეს?)
Zia_kurosawa
ხომ დაგიწერა ტაბამ

Posted by: Zia_kurosawa 14 Jun 2016, 16:02
Komponent

ხო დამიწერა, მაგრამ რაღაც მემგონი ვერ აღვწერე კარგად..

62,5 მეტრი როგორ უნდა მივიღო? 150/2*3=75*3=225 :|

Posted by: asphurcela 14 Jun 2016, 17:40
Zia_kurosawa
QUOTE
150/2*3=75*3=225

კმ/სთ -ს ამრავლებ წამზე და იმიტომ იღებ უაზრობას wink.gif

ისე ესე იხნება, კლასიკურად:
1) პოულობ აჩქარებას: a = (v1-v0)/t = (ვიმუშავოთ მ/წმ-ში) (50კმ/სთ = 13.89 მ/წმ; 100კმ/სთ = 27.78 მ/წმ)
a = (27.78-13.89)/3=4.63 მ/წმ^2
2) ვპოულობთ მანძილს მოცემული აჩქარების, საწყისი სიჩქარის და დროის გათვალისწინებით:
s = v0*t+a*t^2/2 = 13.89*3+4.63*9/2=62.505 მ
* * *
მეგატვინი
QUOTE
ორი პასუხი აქვს,დაგიწერთ თუ გინდათ, როგორ იხსნება ეს მაინტერესებს

ორი პასუხი აქვს?
უსასრულო რაოდენობის წრეეფს გაგივლებ, რომლებიც ორივეს გადაკვეთს და ხან ერთის მართობული იქნება, ხან მოერის.
ამ ამოცანას ან აკლია რაღაც ან თუ არაფერი აკლია უნდა დაიწეროს ზოგადი ამოხსნა.
მინიშნება:
გჭირდება 2 წრფის მართობულობის პირობა wink.gif

Posted by: Zia_kurosawa 14 Jun 2016, 18:10
asphurcela


Speed 10mph 20mph 30mph 40mph 50mph 60mph 70mph 80mph 90mph 100mph
Time 0.7s 1.5s 2.5s 3.5s 4.7s 5.9s 7.5s 9.3s 11.2s 13.6s
Distance 1.5m 6.3m 19.6m 35.6m 60m 93.4m 140.9m 200.2m 264.6m 366.9m

აგერ ეს როგორღა უნდა ავხსნა მაშინ?

http://www.torquestats.com/index.php?car_id=137
წყარო.

ანუ რა ხდება, აჩქარება 0-96 კმ/სთ მდე აქვს 5.9 წამი
ჰოოდა ავდექი მეც და იგივე ხერხით, 96+0/2=48 მერე 48/3.6=13.3 მერე 13.3*5.9 და
მივიღე 78.6.... ჰოოდა როგორღა იქნება ეს საქმე?

Posted by: Taba 14 Jun 2016, 18:38
Zia_kurosawa
QUOTE
62,5 მეტრი როგორ უნდა მივიღო? 150/2*3=75*3=225 :|

3 წამი არის 0,000833 საათი
75 კმ/სთ* 0,000833სთ=0.0625 კმ =62.5მ

Posted by: Zia_kurosawa 14 Jun 2016, 18:57
Taba

ნუ რა ხდება, აჩქარება 0-96 კმ/სთ მდე აქვს 5.9 წამი
ჰოოდა ავდექი მეც და იგივე ხერხით, 96+0/2=48 მერე 48/3.6=13.3 მერე 13.3*5.9 და
მივიღე 78.6.... ჰოოდა როგორღა იქნება ეს საქმე?

და ეს?

Posted by: asphurcela 14 Jun 2016, 19:13
QUOTE
ნუ რა ხდება, აჩქარება 0-96 კმ/სთ მდე აქვს 5.9 წამი

აჩქარება ითვლება ასე: საბოლოო სიჩქარეს აკლდება საწყისი და იყოფა იმ დროზე რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა. ანუ
a = (96 კმ/სთ - 0)/5.9 წმ
რადგან სიჩქარე კილომეტრ/საათშია და დრო წამში, ორივე უნდა დავსვათ ერთნაირ განზომილებაზე
96 კმ/სთ = 96000მ/3600წმ = 26.67 მ/წმ
ანუ
a = (26.67-0)/5.9 = 4.52 მ/წმ^2

ეს რა არის?
QUOTE
96+0/2=48

არაფერი არაა ეგ, უაზრობაა.

ამის მერე გაინტერესებს, რა მანძილი ექნება გავლილი იმ დროს როცა სპიდომეტრზე 96 კმ/სთ -ა?
იყენებ ზედა ფორმულას:
S = v0*t + a*t^2 /2 (არ აგერიოს ერთეულები, იხმარე მეტრი და წამი)
S= 0 * 5.9 + 4.52*(5.9)^2 /2 = 78.67 მეტრი

Posted by: მეგატვინი 14 Jun 2016, 19:23
asphurcela
QUOTE
გჭირდება 2 წრფის მართობულობის პირობა


ოპ biggrin.gif
მადლობა, გამახსენდა, ამოვხსენი

მივიღე შემდეგი განტოლებები
y = 2x - 13
y=-3/2x+8

მაგრამ b!=-13 და b!=8 შესაბამისად, რადგან ამ რიცხვებზე პირობა არ სრულდება
პასუხებშიც ესეა და რატომ ვერ მეტყვი ?

Komponent
QUOTE
პასუხები ერთიდაიგივე აქვთ, ესეიგი ერთიდაიგივეა


https://www.google.com/search?q=ln+10&ie=utf-8&oe=utf-8&client=firefox-b

ln10 = 2.30258509299

log 10-ის ფუძით არის lg და lg10 = 1

მაგრამ log-ს თუ ფუძედ e ექნება, რა თქმა უნდა ერთიდაიგივე იქნება
https://www.google.com/search?q=ln+10&ie=utf-8&oe=utf-8&client=firefox-b


Posted by: Zia_kurosawa 14 Jun 2016, 19:35
asphurcela

მოკეთევ, მეც მაგ პასუხამდე მივედი ზემოთ როგორც ამჩნევთ,
მაგრამ ცხრილში სწერია რომ BMჭ M5 0-60 მილამდე
ჩქარდება 5.9 წამში და 93 მეტრი სჭირდება ამის გასავლელადო..)
ჰოდა ამიტომ დავიბენი.. და ჩAგაცივდით თქვენ ყველას

Posted by: asphurcela 14 Jun 2016, 19:37
მეგატვინი
QUOTE
მივიღე შემდეგი განტოლებები
y = 2x - 13
y=-3/2x+8

ვერ გავიგე, სადაა სამკუთხედი?
აი ეს შენი წრფეები, მატლაბში ავაგე:

* * *
ძია_კუროსაწა
QUOTE
ანუ რა ხდება, აჩქარება 0-96 კმ/სთ მდე აქვს 5.9 წამი

eek.gif spy.gif
ჩამოყალიბდი რას გვეკითხები.
პირობებს ცვლი ყოველ პოსტში.
მე გიპასუხე იმაზე რაც იკითხე.
არ ვიცი ბმჭ რას ავიტარებს. მე გიპასუხე შენს კონკრეტულ კითხვაზე და თან ახსნაც მოვაყოლე, რომ მომავალში შენიტ იანგარიშო.

ეხლა წერ
QUOTE
93 მეტრი

წინა პოსტში გიწერია სიჩქარე.
QUOTE
ანუ რა ხდება, აჩქარება 0-96 კმ/სთ მდე აქვს 5.9 წამი




Posted by: Komponent 14 Jun 2016, 19:52
მეგატვინი
QUOTE


https://www.google.com/search?q=ln+10&ie=ut...lient=firefox-b

ln10 = 2.30258509299

log 10-ის ფუძით არის lg და lg10 = 1

მაგრამ log-ს თუ ფუძედ e ექნება, რა თქმა უნდა ერთიდაიგივე იქნება

https://www.wolframalpha.com/input/?i=log(10)%3D
ვერ გავიგე, ამ საიტს ეშლება ესეიგი?

Posted by: მეგატვინი 14 Jun 2016, 19:54
asphurcela
QUOTE
ვერ გავიგე, სადაა სამკუთხედი?


მაგ განტოლებებით მივიღე (x,y) წერტილები და ავაგე გრაფიკები

ორივე წრფემ ისე გადაკვეთა მოცემული წრფეები,რომ აიგო მართკუთხა სამკუთხედი

Komponent
QUOTE
ვერ გავიგე, ამ საიტს ეშლება ესეიგი?


უწერია ქვეშ
Assuming "log" is the natural logarithm
ანუ ln აიღო log-ის მაგივრად და იმიტომ დაწერა იგივე პასუხი

მარჯვნივ დააჭირე
Use the base 10 logarithm instead

Posted by: asphurcela 14 Jun 2016, 20:05
მეგატვინი
წრფის მართობულობის პირობა სწორად გაქვს გაკეთებული.
2x და -3/2
ნიშანი ეცვლება და ტრიალდება იქსის კოეფიციენტი.
მაგრამ მე ვერ გავიგე სამკუთხედი როგორ შექმენი?
შენი ოთხივე წრფე ერთ წერტილში იკვეთება (გრაფიკზე) და სადაა სამკუთხედი?
უბრალოდ ნახაზზე მართი კუთXე არ ჩანს კარგად, საზღვრებია აქვს ისე ჰაიჰარალედ მითითებული.
მარა სამუთხედი სადაა?

ამოცანის პირობა სრულია? (სწორეა?)

მე რაღაც ესეთი წარმოვიდგინე:
ა და ბ წრფეა მოცემული და ცე წრფე მართობულად კვეთს ერთერთს.
ამიტომ დავწერე უამრავ წრფეს აგიგებთქო წინა პოსტში.

Posted by: მეგატვინი 14 Jun 2016, 20:20
asphurcela
QUOTE
მაგრამ მე ვერ გავიგე სამკუთხედი როგორ შექმენი?


QUOTE
შენი ოთხივე წრფე ერთ წერტილში იკვეთება (გრაფიკზე) და სადაა სამკუთხედი?

ხომ მივიღე y=2x-13 y=-3/2x+8 განტოლებები,
b-ები არ უნდა უდრიდეს შესაბამისად -13-ს და 8-ს და სწორედ მაგას გეკითხებოდი

საბოლოოდ ასეთი განტოლება დავწერე
y=2x+b და -3/2x+b
b-ს სხვა ნებისმიერი მნიშვნელობისთვის გრაფიკმა ისე გადაკვეთა ის ორი წრფე,რომ დაახლოებით გამოჩნდა მართკუთხა სამკუთხედი

QUOTE
ამოცანის პირობა სრულია? (სწორეა?)


როგორც იყო პირობა ისე ამოვხსენი,პასუხებს ემთხვევა ჩემი პასუხები და ნახაზიც,უბრალოდ ვერ გავარკვიე რატომ არ მიიღება განტოლებაში
მიღებული b-ს მნიშვნელობები

Posted by: asphurcela 14 Jun 2016, 20:33
QUOTE
y=2x+b და -3/2x+b

ეს უკვე სხვა საკითხია.
ამას ვამბობდი მეც, უამრავი ამონახსნი აქვსთქო.
b ები მხოლოდ წააჩოჩებენ წრფეს, დახრილობას არ ცვლიან.
ამიტომ უამრავი ეგეთი სამკუთხედის აგება შეიძლება.
შენ რაც დაწერე თავიდან ისაა შემთXვევა, როცა ყველა ოთხივე წრფე 1 წერტილში იკვეთება.
ამიტომ სამკითხედი ვერ მიიღება იმ (პირველ) ამონახსნში.


* * *
QUOTE
პასუხებს ემთხვევა ჩემი პასუხები

რომელი?
ეს: y=2x+b და -3/2x+b?
თუ ასეა, სწორეა, თუ ბ დაკონკრეტებული აქვს, მაშინ მის შემდგენელს ლაფატკა ხელში და აიდა ელიავაზე.

Posted by: Zia_kurosawa 14 Jun 2016, 20:35
asphurcela

მე იმას გეკითხები რომ თუ კი ჩვენ, ჩვენი
გამოთვლებით ვიღებთ იმ ციფრს 78 და რაღაც,
BMჭ რატომ იღებს 93ს იგივე ციფრებით და იგივე დროში?

ესეიგი
აი ამ წყაროში: http://www.torquestats.com/index.php?car_id=137

0-60 მილს იღებს 5.9 წამში და 93 მეტრში წევსო,
ჩვენ კი მივიღეთ 78, ხოდა რა ხდება? ვის ეშლება?

Posted by: asphurcela 14 Jun 2016, 20:36
აჰა ოკ, აგერ გიწერია
QUOTE
მაგრამ b!=-13 და b!=8 შესაბამისად, რადგან ამ რიცხვებზე პირობა არ სრულდება
პასუხებშიც ესეა და რატომ ვერ მეტყვი ?


ხო, იმიტომ რომ ოთხივე წრფე 1 წერილში იკვეთება მაგ დროს და რომელ სამუკთხედზეა ბაასი?

Posted by: მეგატვინი 14 Jun 2016, 20:40
asphurcela
QUOTE
მაშინ მის შემდგენელს ლაფატკა ხელში და აიდა ელიავაზე.


biggrin.gif

QUOTE
ხო, იმიტომ რომ ოთხივე წრფე 1 წერილში იკვეთება მაგ დროს და რომელ სამუკთხედზეა ბაასი?

QUOTE
შენ რაც დაწერე თავიდან ისაა შემთXვევა, როცა ყველა ოთხივე წრფე 1 წერტილში იკვეთება.
ამიტომ სამკითხედი ვერ მიიღება იმ (პირველ) ამონახსნში.


გასაგებია, მადლობა up.gif

Posted by: asphurcela 14 Jun 2016, 20:43
Zia_kurosawa
QUOTE
0-60 მილს იღებს 5.9 წამში და 93 მეტრში წევსო,
ჩვენ კი მივიღეთ 78, ხოდა რა ხდება? ვის ეშლება?

ოკ, ეხლა გავიგე რას კითხულობ smile.gif

ნუ ეგ ნიშნავს, რომ აჩქარება არაა მუდმივი მანქანის დაძვრიდან ბოლომდე.
ზოგადად შიგაწვის ძრავის სიმძლავრე ჯერ ერთი დამოკიდებულია ძრავის ბრუნზე და მერე ათასი ფაქტორია.
მოკლედ მანქანის მონაცემები თუ სწორედ უწერიათ (გაზომეს და ეგ მიიღეს), ეს ნიშნავს, რომ სადრაც შუა გზაზე აჩქარება მატულობს (იცვლება).
ჩვენ მუდმივი აჩქარებით (უცვლელი) რომ ვიანგარიშეთ იმიტომ მივიღეთ ნაკლები მანძილი.

მე უფრო მგონია, რომ დაძვრისას ბორბლები ბუქსაობენ და ეს იწვევს მანქანის რეალური აჩქარების სიმცირეს. ხოლო როცა ბორბლები მოეკიდება ტრასას მერე უკვე კარგად გააქანებს.

Posted by: Zia_kurosawa 14 Jun 2016, 21:59
asphurcela

ეგრე რა შე კაი კაცო,
თორემ აქამდე მეგონა რომ კალკულატორი მესაუბრებოდა mo.gif

მადლობა გაუს-მარკოვცი

Posted by: Komponent 14 Jun 2016, 22:05
მეგატვინი
QUOTE
უწერია ქვეშ
Assuming "log" is the natural logarithm
ანუ ln აიღო log-ის მაგივრად და იმიტომ დაწერა იგივე პასუხი

გასაგებია, მადლობა

Posted by: selina 14 Jun 2016, 22:35
user posted image

ამ ფიგურის ფართობის გამოსათვლელ ფორმულით ხომ ვერ დამეხმარებით ყველა გვედრის სიგრძე და სიმაღლე ცნობილია

Posted by: მეგატვინი 14 Jun 2016, 22:46
selina

იდეაში ტრაპეციის ფართობის ფორმულა უნდა გამოგადგეს

A = (b + d)/2 * h

მაგრამ ცოტა არარეგულარული ფიგურაა,ამიტომ არაზუსტი იქნება ამ ფორმულით ჩემი აზრით.

ჯობია დაყო სხვადასხვა ფიგურებად,სამკუთხედად და ოთხკუთხედად და მერე შეკრიბო მაგათი ფართობები


Posted by: selina 14 Jun 2016, 23:44
QUOTE (მეგატვინი @ 14 Jun 2016, 22:46 )
selina

იდეაში ტრაპეციის ფართობის ფორმულა უნდა გამოგადგეს

A = (b + d)/2 * h

მაგრამ ცოტა არარეგულარული ფიგურაა,ამიტომ არაზუსტი იქნება ამ ფორმულით ჩემი აზრით.

ჯობია დაყო სხვადასხვა ფიგურებად,სამკუთხედად და ოთხკუთხედად და მერე შეკრიბო მაგათი ფართობები

გასაგებია დაყოფაზე. თუ როცა მართი კუთხე მაქვს იმ შემთხვევაში მეუბნები არაზუსტი იქნება ტრაპეციის ფართობის ფორმულით მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა ვქნა?
user posted image

Posted by: მეგატვინი 15 Jun 2016, 00:01
selina
QUOTE
მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა ვქნა?


სამკუთხედი გამოყავი მანდაც, თუ მოცემული გაქვს ყველა მონაცემი არ უნდა იყოს პრობლემა

Posted by: Taba 15 Jun 2016, 10:28
Zia_kurosawa
QUOTE
აგერ ეს როგორღა უნდა ავხსნა მაშინ?

როგორ უნდა ავხსნათ და არაა თანაბარი აჩქარება, ეგ მანქანა როგორც ჩანს თავიდან აქვს მეტი აჩქარება და სანამ სიჩქარეს(გადაცემათა კოლოფის) შეცვლის აჩქარება კლებულობს. ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ დათვლი მანძილს , თუ არ იცი თანაბარი აჩქარების დროის მონაკვეთები. მარტო საწყისი და საბოლოო სიჩქარე არაფერს გაძლევს, მაგალითად ავიღოთ ორი მანქანა რომლებიც საწყისი 0-ია და საბოლოო 100 კმ/სთ 10 წამში, ერთმა შეიძლება 90კმ/სთ 2 წამში მიაღწია და დანარჩენი დრო 90-დან ასამდე ავიდა მეორემ 6 წამში. ამიტომაა მანდ ბევრი დროის მონაკვეთები, რადგან არათანაბარია აჩქარება, საწყისი და საბოლოო სიჩქარით მანძილს ვერ გაიგებ ამ შემთხვევაში , მხოლოდ შეგიძლია ამ მონაცემებს დაეყრდნო, რომელიც გაზომეს წამზომით.
ხომ ხვდები მანქანამ იმოძრავა 100 კმ საწყისი 0 საბოლოო 100 კმ/სთ , შეიძლება 1 საათში გაიაროს და შეიძლება 100 საათში თუ არათანაბარია აჩქარება.50 კმ როდის გაივლის ალაჰმა და იმან იცის ვინც 50-ე კმზე დაელოდება წამზომით smile.gif

Posted by: abzo 16 Jun 2016, 01:12
oleg-i
დამაგვიანდა მადლობის თქმა ^^ მადლობა დახმარებისთვის
* * *
ამაშიც მომეხმარეთ გთხოვთ
იპოვეთ a პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც
sin(ax-x^2) ^1/2=0
განტოლების ყველა ამონახსნის ჯამი 100-ის ტოლია.
* * *
უფრო ზუსტად ასეა sin[(ax-x^2) ^1/2]=0 არ დაიბნეთ

Posted by: oleg-i 16 Jun 2016, 20:29
abzo
QUOTE
იპოვეთ a პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც
sin(ax-x^2) ^1/2=0
განტოლების ყველა ამონახსნის ჯამი 100-ის ტოლია.


(ax-x^2) ^1/2 = (pi)n .... ( pi = 3,1415.....) ...... n=0-1-2-3-4- ..... ax-x^2 = [(pi)n]^2.....
x^2 - ax + [(pi)n]^2 = 0... , ე.ი. გვაქვს უამრავი კვადრატული განტოლება თითოეულ შემთხვევაში ფესვთა ჯამით x1 + x2 = a (ვიეტა) ..... ფესვის არსებობის პირობით D>0, რომელიც მიგიყვანს პირობამდე:
a<= - 2(pi)n ან a>= 2(pi)n ......(1)
პირობის თანახმად უნდა მოიძებნოს იმ k შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა (ანუ რომელი და რამდენი n გამოდგება), როდესაც ყველა ფესვის ჯამი იქნება 100 -ს ტოლი, ანუ 100 = ka ---->> a = 100/k...(2)......(თუ n = 0, მაშინ k =1....... n=0-1-->> k=2......... n=0-1-2-->>k=3 ........--------->>>>>>>>> n = k-1 ....(3)
ახლა თავი მოუყარე (1) (2) და (3) სისტემას .... (1) - ის მარცხენა ნაწილი არ გამოგადგება და ამოიხსნება მხოლოდ მარჯვენა ნაწილი 100/k >= 2(pi)(k-1) .....k(k-1)<= 100/2(pi)....ორი მომდევნო უდიდესი ნატურალური რიცხვის ნამრავლი ნაკლებია დაახლ 16-ზე ... ---->>> მაქსიმალური k = 4......
a=25
ანუ საბოლოოდ კვადრ განტოლებას აქვს სახე: x^2 - 25x + [(pi)n]^2 = 0, რომელშიც გაქვს 4 შემთხვევა:
n = 0-1-2-3.... თითოეულ შემთხვევაში ფესვთა ჯამი 25-ის ტოლია .... ყველა ფესვის ჯამი = 100

Posted by: moodyman 17 Jun 2016, 00:56
user posted image

An ზოგადი ფორმულა უნდა ვიპოვო და როგორ?
2,6,12,20... მიმდევრობაა და რამე წესი არსებობს ზოგადი ფორმულა რომ მოვუძებნო?

Posted by: oleg-i 17 Jun 2016, 13:18
moodyman
QUOTE
An ზოგადი ფორმულა უნდა ვიპოვო და როგორ?

A(n+1) = A(n) + 2n..........A(1) = 0
0-2-6-18-54 ----------- A(n) = 2*3^(n-2).... n = 2,3,4,5, .... A(1) = 0

Posted by: moodyman 17 Jun 2016, 15:32
oleg-i
პასუხებში n(n-1) წერია, მარა პრინციპი უფრო მაინტერესედა ფორმულის პოვნის და მივხვდი, მადლობა

ესეც რა user.gif
თუ 2(x^2)+y^2=4, რა შეიძლება იყოს 4x+y^2 -ის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობა?

პირველ განტოლებაში x ან y უნდა განვსაზღვრო და მეორეში ჩავსვა, მერე კვადრატული ამოვხსნა?
ვერ მივიღე პასუხი და არასწორად მივდივარ მგონი

Posted by: abzo 17 Jun 2016, 16:43
oleg-i
უღმესი მადლობა, თქვენ რომ არა საქართველოში მათემატიკის საქმე ცუდად იქნებოდა :დდდ

Posted by: oleg-i 18 Jun 2016, 12:26
moodyman
QUOTE
პასუხებში n(n-1) წერია

აჰა!... შეცდომა გაპარულა - მიმდევრობას მართლაც სულ სხვა აქვს(რომელიც შენ შენიშნული გქონდა) :
0 - 2 - 6 - 12 - 20 - .... n(n-1) ...

QUOTE
თუ 2(x^2)+y^2=4, რა შეიძლება იყოს 4x+y^2 -ის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობა?

პირველიდან წამოიღე y^2 = 4 - 2(x^2) მეორეში.... მეორე განიხლილე როგორც კვადრ ფუნქცია f(x) = - 2(x^2) + 4x + 4 და გამოიკვლიე იგი.....

abzo
QUOTE
თქვენ რომ არა საქართველოში მათემატიკის საქმე ცუდად იქნებოდა :დდდ

მეც გამკვირვებია, ასე რატომ დავმძიმდითქვა?...
smile.gif

Posted by: moodyman 18 Jun 2016, 18:11
oleg-i
QUOTE
პირველიდან წამოიღე y^2 = 4 - 2(x^2) მეორეში.... მეორე განიხლილე როგორც კვადრ ფუნქცია f(x) = - 2(x^2) + 4x + 4 და გამოიკვლიე იგი.....

ასე გავაკეთე და მაქსიმალური მნიშვნელობა მივიღე 6
მაგრამ მინიმალურსაც მთხოვენ და როგორ ვიპოვო?


Posted by: oleg-i 18 Jun 2016, 23:01
მაგრამ მინიმალურსაც მთხოვენ და როგორ ვიპოვო?

ყველა თხოვნა შეასრულო, რა ''ოქროს თევზი" ხომ არ ხარ ბოლოსდაბოლოს...

თუმც ეს მაგალითი ყურადღების ღირსია ნამდვილად... მეც თავიდან ჰაიჰარალედ შევხედე და კარგად დაკვირვების შემდეგ ნამდვილად ''მომხიბლა'' თავისი იდუმალებით tuk.gif

მოკლედ პირველი განტოლებიდან y^2 = 4 -2(x^2) უნდა მოთხივნილ იქნას პირობა: 4 -2(x^2) >= 0 .....
ანუ ამ უტოლობის ამონახსნი [ -ფესვი2 ; ფესვი2] არის უკვე ზემოთნახსენები f(x) = -2(x^2) + 4x + 4 ფუნქციის განსაზღვრის არე ..... ამ სეგმენტზე კი f(x) ფუნქციას მაქსიმუმი ექნება x = 1 -ზე და მინიმუმი კი x = - ფესვი2- ზე

Posted by: moodyman 19 Jun 2016, 00:26
oleg-i
კარგი იყო biggrin.gif ნამდვილად ვერ მივხვდებოდი
დიდი მადლობა

up.gif

Posted by: HCl 19 Jun 2016, 19:55
წინა წლის მათემატიკიდანაა და ვინმემ ხომ არ იცით ამოხსნა ?
პასუხი გ-ია user.gif user.gif

Posted by: oleg-i 19 Jun 2016, 21:34
HCl იმედია ერკვევი ღერძულ (და ცენტრულ) სიმეტრიებში...
დათვური სამსახური რომ არ გამომივიდეს და ეს საკითხი თვითონ რომ გადაჭრა, ამისათვის აიღე უჯრედებიანი ფურცელი..... გაავლე საკოორდინატო X ; Y ღერძები და მასზე ააგე y = x წრფე.... იმედია ამ წრფეს ცნობ: ცენტრზე გამავალი პირველი და მესამე მეოთხედების 45 გრადუსით გამკვეთი წრფე...... ახლა სიმარტივისათვის ჯერ აიღე (1;0) წერტილი და მოძებნე მისი სიმეტრიული წერტილი ამ წრფის მიმართ ... დიახ! ეს იქნება (0;1) .......
ახლა აიღე (0;-2) წერტილი და მოძებნე მისი სიმეტრიული ამ წრფის მიმართ .... დიახ! ეს არის (-2;0) წერტილი.
ახლა ერთიც... წერტილი (3; 2) სიმეტრიულად ასახე იგივე წრფის მიმართ.... რაიო? .... მართალი ხარ .... ეს არის (2;2) კი არა, არამედ ( 2;3) წერტილი.....
ჰოდააა... ახლა გააკეთე დასკვნა და დამოუკიდებლად ააგე A(3;-2) წერტილის სიმეტრიული წერტილი ამ წრფის მიმართ.... სად მიხვედი კაცო? .... ეგრე, ახლა სწორია..... ეს არის K( ?;?)
ახლა კი K( ?;?) ეგ წერტილი პარალელურად გადაიტანე a=(3; -5) ვექტორითო, ნიშნავს, რომ ამ K( ?;?) წერტილიდან X ღერძის მიმართულებით(მარჯვნივ) იარე 3 ერთეულითო და შემდეგ Y ღერძის საწინააღმდეგოდ(ქვევით) კი 5 ერთეულითო და მიხვალ იმ ანასახშიო.
აბა შენ იცი, არ დაიკარგო... ტარაბუა არ დაგეხვეს თუ კაცი ხარ wink.gif

Posted by: Fintikoz 19 Jun 2016, 21:52
კვადრატის წვეროებიდან კვადრატის გვერდის ტოლი რადიუსით შემოწერილია ოთხი წრეწირი იპოვეთ გამუქებული ფიგურის ფართობი თუ კვადრატის გვერდის სიგრძეა 1

Posted by: HCl 19 Jun 2016, 22:25
oleg-i
მთვრალი ხომ არ ხარ ? biggrin.gif

მივხვდი საცა მეშლებოდა მადლობა ! :დ

Posted by: oleg-i 19 Jun 2016, 22:54
HCl
ეეჰ, ძმისწულო... გირჩიე ჯერ სიმეტრია y=x წრფის მიმართ შეგეცნო... ჯერ ადვილადმოსააზრებელი წერტილების სიმეტრიული წერტილები აგეგო სიმეტრიის შეგრძნებით, რაშიც მე თვითონ დაგეხმარე... ვიფიქრე დამოუკიდებლად გააკეთებდი დასკვნას(და ასე უმჯობესი იქნებოდა), რომ A(a;b) წერტილის სიმეტრიული წერტილი y=x წრფის მიმართ არის K(b;a) წერტილი...
კიდევ მე ვარ მთვრალი? lol.gif
lol.gif

Fintikoz

გადაკვეთის წერტილების დადგენა... ისინი რკალებს სამ ტოლ ნაწილებად ყოფენ.... გადაკვეთის წერტილების შეერთება... კვადრატი... მისი დიაგონალის ან გვერდის სიგრძის დადგენა.
გამუქებული ფართობი = კვადრატის ფართობი + 4( 30 გრადუსიანი სეგმენტის ფართობი)...
(სეგმენტის ფართობი = სექტორის ფართობი - სამკუთხედის ფართობი).....
.......... S = a^2* ( 1 - ფესვი3 + პი/3)

Posted by: asphurcela 19 Jun 2016, 23:58
HCl
QUOTE
მთვრალი ხომ არ ხარ ? 

კიდე კაი სმაილიკი გიწერია ბოლოში.
ოლეგის საფირმო იუმორს თუ არ იცნობ, ე.ი. არ ხარ შენ ჭეშმარიტი ფორუმელი wink.gif

Posted by: Fintikoz 20 Jun 2016, 00:06
oleg-i

QUOTE
გადაკვეთის წერტილების დადგენა... ისინი რკალებს სამ ტოლ ნაწილებად ყოფენ.... გადაკვეთის წერტილების შეერთება... კვადრატი... მისი დიაგონალის ან გვერდის სიგრძის დადგენა.
გამუქებული ფართობი = კვადრატის ფართობი + 4( 30 გრადუსიანი სეგმენტის ფართობი)...
(სეგმენტის ფართობი = სექტორის ფართობი - სამკუთხედის ფართობი).....
.......... S = a^2* ( 1 - ფესვი3 + პი/3)

მადლობთ ბატონო ოლეგ მაგრამ მაინც ვერ გავიგე როგორ ამოხსენით biggrin.gif იქნებ უფრო გლეხურად ჩემთვის გასაგებ ენაზე ახსნათ რომ გავიგო biggrin.gif 30 გრადუსიანი რკალი რომელია და საიდან მიიგეთ ?

Posted by: oleg-i 20 Jun 2016, 02:01
Fintikoz
QUOTE
იქნებ უფრო გლეხურად ჩემთვის გასაგებ ენაზე ახსნათ რომ გავიგო  30 გრადუსიანი რკალი რომელია და საიდან მიიგეთ ?

მთლად 9 ნომერ გლეხზე ვერ გამოვიყვანე... აზნაურიშვილობა თუ არა მისი ნათლულობაა მაინც საჭირო... smile.gif

Posted by: Fintikoz 20 Jun 2016, 10:02
oleg-i
gigi.gif

მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

წელს ვაბარებ ფიზიკა/მათემატიკას და მათემაიკაშI ალგებრულ ამოცანებს თითქმის ყველას ვაკეთებ მაგრამ ოტხქულიან გეომეტრიულ ამოცანებშI ვიჭედები 10 დან 8ს ვერ ვაკეთებ და რა ვქნა არ ვიცი აგური ვირტყა თავშI თუ ქვა mad.gif მეტისმეტად უნიჭო ვარ ალბათ ამისთვის facepalm.gif

Posted by: asphurcela 20 Jun 2016, 12:37
Fintikoz
QUOTE
აგური ვირტყა თავშI თუ ქვა

დღეში 40-50 ამოცანა უნდა ამოხსნა wink.gif
დამიჯერე აგურზე მტკივნეულია biggrin.gif
სამაგიეროდ ჩამოგიყალიბდება ინტუიცია და რამოდენიმე თვის მერე თვალდახუჭული ამოხსნი ნებისმიერი სირთულის ამოცანას.


Posted by: Fintikoz 20 Jun 2016, 13:35
asphurcela

მადლობთ რჩევისთვის აუცილებლად ვეცდები რაც შეიძლება ბევრი ვაკეთო მსგავსი ამოცანები

Posted by: skott56 30 Jun 2016, 17:29
გამარჯობა,

http://www.picz.ge/img/s1/1606/30/b/ba1aba09dcdb.png

ვინმემ ხომ არ იცით ეს ამოცანა როგორ იხსნება?

პასუხი: დ

Posted by: oleg-i 30 Jun 2016, 17:47
R და R წინაღობები ერთმანეთთან პარალელურად არიან ჩართულნი.... მათში ერთიდაიგივე I დენი გადის. მაშინ მათთან მიმდევრობით მერთებულ 2R წინაღობაში '' თავს მოიყრის'' ჯამური (2I) დენი. .... R წინაღობაზე გამოყოფილი დენის სიმძლავრეა P = I^2*R , ..... 2R წინაღობაში გამოყოფილი სიმძლავრე კი იქნება P ' = (2I)^2*(2R) = 8* I^2*R = 8*P

Posted by: skott56 30 Jun 2016, 17:56
oleg-i

გაიხარე, მადლობა

Posted by: moodyman 1 Jul 2016, 03:20
განსაზღვრის არე არის [0,2]
f(x)=|x-1|+|x^2-2x|

უნდა ვიპოვოთ მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები ამ შუალედზე
ამოხსნის ხერხი მაინტერესებს, ანუ ვუშვებთ, რომ x-1>0 და x^2-2x >0 და ვპოულობთ მინიმუმ/მაქსიმუმს, მერე ვუშვებთ, რომ x-1>0 და x^2-2x <0 და აქაც ვიპოვით,
მერე x-1<0 და x^2-2x <0, ამ შემთხვევშიც ვპოულობთ მინიმუმ მაქსიმუმს და საბოლოოდ ვირჩევთ აქედან რომელია ყველაზე ნაკლები და მეტი

სწორად ვხსნი? user.gif

Posted by: mero93 1 Jul 2016, 03:46
moodyman

აღარ მახსოვს როგორ ვაკეთებდი თავის დროზე მაგრამ ერთი ვარიანტია გრაფიკები გამოსახო. ცალკე |x-1| და ცალკე |x^2-2x|. ან პრინციპში ერთადაც შეიძლება რავიციbiggrin.gif

უბრალოდ ახლა რომ შევხედე უფრო მეადვილა ცალ-ცალკე გამოსახვა. მაგრამ მერე შეგიძლია პროსტა გრაფიკები შეკრიბო და ეგაა.

ანდა ვაბშე მაგარი. |x^2-2x| მაგ შუალედში სულ უარყოფით იქნება. შესაბამისად -x^2+2x დაწერ და დაგრჩება მარტო ორი ვარიანტი. სადაც x ნაკლებია 1-ზე >> -x^2+2x-x+1 და სადაცა მეტია 1-ზე -x^2+2x+x-1. თან მგონი სიმეტრიულია ეს ყველაფერი და მარტო 1 ვარიანტის განხილვაც გეყოფა. იგივე იქნება მეორეზეც.

Posted by: moodyman 1 Jul 2016, 11:27
mero93

------

მივხვდი მგონი მადლობა :დ
მიღებულ X-ებს უკან მოდულში არ ვსვამდი რო შემემოწმებინა, უკვე მოდულს გარეთ გამოტანილ განტოლებაში ვსვამდი და მაგიტო ვერ ვიღებდი პასუხს

Posted by: moodyman 4 Jul 2016, 01:40
ვერ დავაკავშირე და იქნებ დამეხმაროთ

დავუშვათ, lg2=0.3010 (მაინც დავაზუსტებ რო იგულისხმება ლოგარითმი 10 ის ფუძით), მაშინ რამდენნიშნა იქნება 5^29?

ესეც ორიგინალი, იქნებ არასწორად გავიგე

Posted by: oleg-i 6 Jul 2016, 00:44
QUOTE
დავუშვათ, lg2=0.3010 (მაინც დავაზუსტებ რო იგულისხმება ლოგარითმი 10 ის ფუძით), მაშინ რამდენნიშნა იქნება 5^29?


აღნიშნე დროებით .... x = 5^29 ...... გაალოგარითმე lgx = 29lg5 = 29lg(10/2) = 29(1-0,301) = 20,271......... x = 10^20,271........
ე.ი 5^29 არის 21-ნიშნა რიცხვი !

Posted by: zarmaca 6 Jul 2016, 11:54
შეიძლება ისეთი კითხვაა თქვენი ამოცანების ფონზე დამცინოთ, მაგრამ მჭირდება და არ ვიცი, რა ვქნა.. თუ გვაქვს 10 ყუთი,რომელთაგან 9-ში მხოლოდ თეთრი ბურთები აწყვია,ხოლო მეათეში თეთრი და შავი,და მეათაედან თეთრის ამოღების პროცენტი არის 72.. თუ ეს 10 ყუთი წინ მიწყვია,შემთხვევით ვირჩევ ყუთს და მერე ბურთს,რა შანსია რომ თეთრ ბურთს ავიღებ,ისევ 72 ? ანუ გამიშალეთ დეტალურად პასუხი,მაგ.ასე: 10 დან იმ ერთის ამორჩევის პროცენტი 10-ია,შემდეგ იქედან შავის ამორჩევის პროცენტი 28, შესაბამისად 0,1 * 0,28 * 100 = 2,8.. ანუ შავის ამოღების პროცენტი 2,8 გამოდის,შესაბამისად თეთრის იქნება 97,2.. ანუ ეს მე უკუღმა წავედი ეხლა,მაგრამ დატვირთული ვარ ამ დროისათვის,წაღმა როგორ მივიდე პასუხამდე smile.gif ბოლო ბოლო 97,2 ია თუ 72, მაგარი დაბნეული ვარ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Mazarin 6 Jul 2016, 12:06
zarmaca
QUOTE
შეიძლება ისეთი კითხვაა თქვენი ამოცანების ფონზე დამცინოთ, მაგრამ მჭირდება და არ ვიცი, რა ვქნა.. თუ გვაქვს 10 ყუთი,რომელთაგან 9-ში მხოლოდ თეთრი ბურთები აწყვია,ხოლო მეათეში თეთრი და შავი,და მეათაედან თეთრის ამოღების პროცენტი არის 72.. თუ ეს 10 ყუთი წინ მიწყვია,შემთხვევით ვირჩევ ყუთს და მერე ბურთს,რა შანსია რომ თეთრ ბურთს ავიღებ,ისევ 72 ? ანუ გამიშალეთ დეტალურად პასუხი,მაგ.ასე: 10 დან იმ ერთის ამორჩევის პროცენტი 10-ია,შემდეგ იქედან შავის ამორჩევის პროცენტი 28, შესაბამისად 0,1 * 0,28 * 100 = 2,8.. ანუ შავის ამოღების პროცენტი 2,8 გამოდის,შესაბამისად თეთრის იქნება 97,2.. ანუ ეს მე უკუღმა წავედი ეხლა,მაგრამ დატვირთული ვარ ამ დროისათვის,წაღმა როგორ მივიდე პასუხამდე  ბოლო ბოლო 97,2 ია თუ 72, მაგარი დაბნეული ვარ 


9/10 + 1/10*72/100

Posted by: zarmaca 6 Jul 2016, 12:17
მოიცა მოიცა,დეტალურად გამიშალე თქო და რა არის ეს biggrin.gif biggrin.gif ანუ, 1/10 გასაგებია,იმ ერთი ყუთის ამორჩევის პროცენტი, 72/100 იმ ერთი ყუთიდან თეთრის ამოღების პროცენტი, 1/10 * 72/100 იქნება ჯამში იმ ერთი ყუთიდან თეთრის ამოღების პროცენტი ხო? ეს 9/10 რატო და ვაფშე ეგ 9/10 + 1/10 * 72/100 = 0,9 + 0,072 = 0,972.. ეგ რა გამოვიდა, 0,972 როგორაა თეთრის ამოღების პროცენტი როცა 10 დან 9 ყუთში თეთრი დევს.. თუ ეგ შავის ამოღების პროცენტია,ეგრე არ მინდა,წაღმა მინდა წასვლა, შავის პროცენტიდან თეთრის გამოთვლა კი არა, პირდაპირ თეთრის გამოთვლა

Posted by: oleg-i 6 Jul 2016, 13:31
zarmaca

QUOTE
თუ გვაქვს 10 ყუთი,რომელთაგან 9-ში მხოლოდ თეთრი ბურთები აწყვია,ხოლო მეათეში თეთრი დეტრა შავი,და მეათაედან თეთრის ამოღების პროცენტი არის 72.. თუ ეს 10 ყუთი წინ მიწყვია,შემთხვევით ვირჩევ ყუთს და მერე ბურთს,რა შანსია რომ თეთრ ბურთს ავიღებ,ისევ 72 ?


სწორად გითხრეს: შანსი იმისა, რომ
"შემთხვევით შემთხვევით შერჩეული 1 ყუთიდან შემთხვევით ამოღებული 1 ბურთი იქნება თეთრი'' არის 0, 972 = 97,2%

და აქ არაფერია გასაკვირი...
ამოცანა(რადგანაც მაინცდამაინც % -ბი გისწორდება biggrin.gif) საბოლოოდ დაიყვანება
{ 10*100 ბურთი = ( 9*100 + 72) თეთრი + 28 შავი } - დან თეთრის ამოღების შანსი.

Posted by: Mazarin 6 Jul 2016, 16:33
zarmaca
QUOTE
მოიცა მოიცა,დეტალურად გამიშალე თქო და რა არის ეს  ანუ,

კიდე თუ გინდა გაშლა არ მოგერიდოს, არ გვეზარება...

Posted by: zarmaca 6 Jul 2016, 18:36
გასაგებია..ანუ უკუღმა სწორად მოვყევი, 97.2 მეწერა ზემოთ.. პროცენტებში გაშლილი და დეტალურად დაშლილი მადლობა თქვენ smile.gif
* * *
ეხა ვნახავთ თუ სწორად გავიგე, ანუ თუ 10 ყუთიდან, 3-ში სულ თეთრები აწყვია, 5-ში შავები, მეცხრედან თეთრის ამოღების ალბათობაა 68% და მეათედან 72%, მაშინ თეთრის ამოღების ალბათობა შემთხვევითი შერჩეული ყუთიდან იქნება

3/10 + 1/10*68/100 + 1/10*72/100 = 44% ხომ არის ეს ბილეთი smile.gif

Posted by: Mazarin 7 Jul 2016, 16:05
zarmaca
QUOTE
ხომ არის ეს ბილეთი

შეკრება არ გამიკეთებია მარა მარცხენა მხარე სწორია.
სწრაფად სწავლობ.
ზარმაცის თვისებაა

Posted by: AJIKA 8 Jul 2016, 18:43
წარმოვიდგინოთ ჰიპოტეტური ეკონომიკა, რომელშიც მხოლოდ ორი დარგია – სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა. თითოეული დარგი აწარმოებს ერთი სახის პროდუქტს ერთადერთი ტექნოლოგიით. ვთქვათ ტექნოლოგიები წლიდან წლამდე უცვლელია და დანახარჯები პროდუქციის ერთეულზე არაა დამოკიდებული წარმოების მასშტაბებზე.
გასული წლის განმავლობაში წარმობული იყო სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქცია 40 პირობითი ერთეულის ოდენობით. აქედან 4 ერთეული მოხმარებული იყო თავად სოფლის მეურნეობაში, ხოლო 12 ერთეული ენერგეტიკაში საწარმოო მოხმარების სახით. ენერგეტიკაში იმავე წელს წარმოებული იყო 30 პირობითი ერთეული მთლიანი პროდუქტი. აქედან 12 ერთეული გამოყენებული იყო სოფლის მეურნეობაში, ხოლო 6 ერთეული ენერგეტიკაში საწარმოო მოხმარებისათვის.

ა. ააგეთ ტექნოლოგიური მატრიცა A.
ბ. ჩაწერეთ ლეონტიევის მოდელი მიმდინარე წლისათვის, თუ საბოლოო მოთხოვნის (Final Demand) პროგნოზი ამ წელს შეადგენს 30 და12 პირობით ერთეულს, თითოეული პროდუქტისათვის, შესაბამისად.
გ. იპოვეთ შებრუნებული მატრიცა (I-A)-1 სტრიქონებზე ელემენტარული ოპერაციებით.
დ. იპოვეთ თითოეული პროდუქტის მთლიანი წარმოების მოცულობა (Output) მიმდინარე წელს
(ბ) პუნქტში მითითებული საბოლოო მოთხოვნის სიდიდეებისათვის.



დამეხმარეთ რააა

Posted by: abzo 9 Jul 2016, 01:52
თუ შეგიძლიათ მომეხმარეთ რა, რაღაც გამიჭირდა.
აღარ შეწუხდეთ გავაკეთე ჩემით biggrin.gif

Posted by: qishooo 10 Jul 2016, 15:10
შეგიძლიათ ამიხსნათ სწორი პასუხი (ბ) 2-ჯერ
რატოა?

Posted by: Kala@tonne 10 Jul 2016, 16:13
qishooo
კვადრატის გვერდი ავღნიშნოთ a_თი , მაშინ იმ სამკუთხედის გვერდებიც a გამოვა და მესამე პარალელოგრამისაც. ამის მერე პირველ ნახაზს დააკვირდი და მიხვდები რომ მესამე პარალელოგრამის ( რომბის) მახვილი კუთხე 30° ია.. კუთხე ,რომელიც სიბრტყეზეა და იქმნება რომბის მახვილი კუთხითა და სამკუთხედის კუთხით , 90°ია და რადგან ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხე 60° ია რომბის მახვილი კუთხე გამოდის 30°.. მერე რომბის ფართობია a^2×sin30° = a^2/2... ბოლო, კვადრატის ფართობი( ანუ ა კვადრატი )გაყოფილი მესამე აპარალელოგრამის( ანუ ა კვადრატ ნახევრის) ფართობზე უდრის 2ს ... ვიცი ცუდად ავხსენი და თუ რამე ვერ გაიგე კონკრეტულად მკითხე

Posted by: qishooo 10 Jul 2016, 20:59
Kala@tonne
არა, ცუდად არ აგიხსნია, პირიქით , მივხვდი ყველაფერს.
გაიხარე bis.gif up.gif up.gif

Posted by: zarmaca 12 Jul 2016, 06:56
ისევ უნდა დამეხმაროთ smile.gif ზედა მაგალითზე
QUOTE
თუ 10 ყუთიდან, 3-ში სულ თეთრები აწყვია, 5-ში შავები, მეცხრედან თეთრის ამოღების ალბათობაა 68% და მეათედან 72%, მაშინ თეთრის ამოღების ალბათობა შემთხვევითი შერჩეული ყუთიდან იქნება

რა იქნება თეთრის ამოღების პროცენტი თუ ამ ათიდან რომელიღაცა 3 ყუთი მაქვს? პირველი ყუთიდან ალბათ იგივე 3/10 + 1/10*68/100 + 1/10*72/100 = 44%, შემდეგ დარჩა 9 ყუთი ანუ 3/9 + 1/9*68/100 + 1/9*72/100 = 49% შემდეგ 8 იქნება 55% ,თუ ასეა,
მაშინ 1/3*44/100 + 1/3*49/100 + 1/3*55/100 = 49%.. თუ ასეა,ამის ერთ ფორმულაში გაერთიანებაც შესაძლებელი იქნება biggrin.gif თუ არა,მაშინ როგორაა

Posted by: moodyman 12 Jul 2016, 20:02
oleg-i
QUOTE
აღნიშნე დროებით .... x = 5^29 ...... გაალოგარითმე lgx = 29lg5 = 29lg(10/2) = 29(1-0,301) = 20,271......... x = 10^20,271........
ე.ი 5^29 არის 21-ნიშნა რიცხვი !

ახლაღა ვნახე, დიდი მადლობა !


Posted by: oleg-i 13 Jul 2016, 01:03
zarmaca
QUOTE
QUOTE
თუ 10 ყუთიდან, 3-ში სულ თეთრები აწყვია, 5-ში შავები, მეცხრედან თეთრის ამოღების ალბათობაა 68% და მეათედან 72%, მაშინ თეთრის ამოღების ალბათობა შემთხვევითი შერჩეული ყუთიდან იქნება


44% და ამას არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი... არ არის აუცილებელი ''ან " ვარიანტების განხილვა : დედა რომელი ყუთი შემხვდება: 100%-იანი , 68%-იანი , 72%-იანი თუ ვაიდა 0%-იანი... ბლა-ბლა 3/10 + 1/10*68/100 + 1/10*72/100 = 44%,
.
ამოცანა მარტივია: გაქვს ერთი დიიიიიდი ყუთი 1000 ბურთულით ...... (300 + 68 +72) = 440 თეთრი და დანარჩენი შავი. და ამ ყუთიდან იღებ ერთ კინკილა ბურთულას შანსით 44%.

და თუ ამის გჯერა, ახლა ასე იმსჯელე:
10 ყუთიდან ანაცუა-ბანაცუას პრინციპით შევარჩიე 1 ყუთი... გახსენი და ამოიღე ერთი ალბათობა გამოვიდა 44%...
ახლა 10 ყუთიდან უკვე ბანაცუა-ანაცუათი შეარჩიე რომელიღაც 3 და შემდეგ მათგან " ესა-მესა"-თი ბოლოს მაინც ერთ ყუთს
ხსნი და ისევ ერთ კინკილა ბურთს იღებ ... მაინც 44% -ია შანსი. გინდ რომელიმე 7 და თუნდაც 5,5 ყუთი აგეღო - არაფერი იცვლება.... მაინც ძველი 44% -იანი ანაცუა-ბანაცუაა
biggrin.gif
წარმოიდგინე რომ 44%-იანი არყის(რბილია) ბოცადან გადმოასხა 1 ლ ან 3 ლ .... ერთიდაიგივე სიმაგრის იქნება თორე რამდენ კაცს ეყოფა, ეს სულ სხვა საკითხია.... გააჩნია სმის მიზეზს:
'' ...და თუ წუთისოფლის მივტოპავ ტალახს - ვსვამ კოკობ არაყს"... (მურმან ლებანიძე)

Posted by: abzo 13 Jul 2016, 12:52
ეს ამიხსენით რა, ვერაფრით ვერ ვხვდები
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpa1/v/t35.0-12/13646722_1167412016633767_1812246683_o.png?oh=faaa723bd2802792f024bdb0e1efca1f&oe=5788C11D&__gda__=1468566732_d255577e44da291af6d0f518b8838e06

Posted by: asphurcela 13 Jul 2016, 15:25
abzo
რას ეწოდება კენტი ფუნქცია და როგორ უნდა შეამოწმო ფუნქციის კენტობა?

QUOTE
ვერაფრით ვერ ვხვდები

ამიტომ უნდა გადახედო ლიტერატურას, წიგნთან მუშაობის უნარი უნდა გამოიმუშავო.
რომ ვერ ხვდები ე.ი. რაღაც გამოტოვე სწავლისას/კითხვისას
* * *
oleg-i
QUOTE
10 ყუთიდან ანაცუა-ბანაცუას პრინციპით შევარჩიე 1 ყუთი..

givi.gif biggrin.gif
მაგარი იუმ-4-ს გრძობა გაქ რა

Posted by: abzo 13 Jul 2016, 15:41
asphurcela
რომ გადავხედე და მაინც სხვა პასუხი მგონია სწორი, მაგიტომ გთხოვთ დახმარებას და არა კრიტიკას და ჭკუის სწავლებას smile.gif

Posted by: asphurcela 13 Jul 2016, 15:46
ოჰ ეს ახალგაზრდა ჯეელები.
კი არ გაკრიტიკებ, ვცდილობ შენ თვითონ ამოგახსნევინო.

QUOTE
ჭკუის სწავლებას

მასწავლებლისგან ჭკუის სწავლება არ უნდა იუკადრისო, ყმაწვილო smile.gif (არადა არც მიფიქრია ჭკუის სწავლება wink.gif, აგერ ოლეგი დამეთანხმება)

ბიჯო ამდენი ხანია ფორუმზე ხარ და რით ვერ დაამუღამე აქაური იუმორი?
vik.gif

მანამდე კითხვას უპასუხე:
QUOTE
რას ეწოდება კენტი ფუნქცია და როგორ უნდა შეამოწმო ფუნქციის კენტობა?

და მივალთ ნელა ნელა პასუხამდე

Posted by: abzo 13 Jul 2016, 15:55
თუ y=f(x) ფუნქციის განსაზღვრის არე სიმეტრიულია რიცხვითი წრფის სათავის მიმართ და განსაზღვრის არის ყოველი x რიცხვისთვის სრულდება f(-x)=-f(x) მაშინ y=f(x) ფუნქცია კენტია

Posted by: asphurcela 13 Jul 2016, 16:14
კეთილი. ეხლა შევამოწმოთ სათითაოდ ეს ფუნქციები, თუ აკმაყოფილებენ განმარტებას:
1) y = f(x^3) (ეს ასეც შეიძლება ჩაიწეროს: y(x) = f(x^3) )
ჩავსვათ "-x" იქსის ადგილას:
y(-x) = f((-x)^3) = - f(x^3)
ანუ f(-x)=-f(x) პირობა შესრულდა და ფუქნცია კენტია.

სცადე ეხლა დანარჩენების შემოწმება

Posted by: abzo 13 Jul 2016, 16:17
ა არაა სწორი პასუხი, დ არის, ამიტომ ვიკითხე, სხვა რაღაცაშია საქმე

Posted by: asphurcela 13 Jul 2016, 16:23
ა და დ არის კენტი ფუნქციები.
აკმაყოფილებენ განმარტებას.

ეგ პასუხები სად წაიკითხე არ ვიცი smile.gif
y = f(x^3) კენტი ფუნქციაა

Posted by: abzo 13 Jul 2016, 16:25
2014 წლის ეროვნულის პირველ ვარიანტში იყო და შეცდომა ექნებოდათ ვითომ ?

Posted by: asphurcela 13 Jul 2016, 16:30
აბა რა გითხრა, თუ დავუფიქრდებით...

მოკლედ y = f(x^3) ეს არის რაღაც ზოგადი ფუნქცია, სადაც -x ის შეტანით ვიღებ f(-x^3) ფუნქციას.
ეხლა იბადება კითხვა, გვაქვს კი უფლება შიდა მინუსი გავიტანოთ გარეთ? ანუ f(-x^3)= - f(x^3) ?
როგორც ჩანს ზოგად ვარიანტში არ უდრის.
ამიტომ გამოვა მხოლოდ დ პასუხი

კერძო ვარინტში როცა დავაკონკრეტებთ
y = x^3 ეს ნაღდად კენტია.
ეხლა ვფიქრობ დავწერო რამე x^3 ის ფუნქცია, რომელიც არ იქნება კენტი

Posted by: abzo 13 Jul 2016, 16:39
კარგი, დ როგორ მტკიცდება რომ კენტია ?

Posted by: asphurcela 13 Jul 2016, 18:58
QUOTE
კარგი, დ როგორ მტკიცდება რომ კენტია ?

მოცემულია y = f(x) - f(-x)
ჩავსვათ x ების ნაცვლად "-x" :
f(-x) - f(-(-x)) = f(-x) - f(x) = (მინუსი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ) = - (-f(-x) + f(x)) = -(f(x) - f(-x)) = -y
რ.დ.გ

Posted by: oleg-i 13 Jul 2016, 23:14
asphurcela
QUOTE
მაგარი იუმ-4-ს გრძობა გაქ რა


შენი მაინც კვადროა...
QUOTE
აგერ ოლეგი დამეთანხმება


...''ჯიჯის კითხეთ, ჯიჯის... ალფაიძეს! ''... biggrin.gif

Posted by: abzo 14 Jul 2016, 02:43
asphurcela
დიდი მადლობა

Posted by: zarmaca 16 Jul 2016, 08:51
[b]oleg-i[b]
QUOTE
zarmaca
QUOTE

თუ 10 ყუთიდან, 3-ში სულ თეთრები აწყვია, 5-ში შავები, მეცხრედან თეთრის ამოღების ალბათობაა 68% და მეათედან 72%, მაშინ თეთრის ამოღების ალბათობა შემთხვევითი შერჩეული ყუთიდან იქნება

44% და ამას არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი... არ არის აუცილებელი ''ან " ვარიანტების განხილვა : დედა რომელი ყუთი შემხვდება: 100%-იანი , 68%-იანი , 72%-იანი თუ ვაიდა 0%-იანი... ბლა-ბლა 3/10 + 1/10*68/100 + 1/10*72/100 = 44%,
.
ამოცანა მარტივია: გაქვს ერთი დიიიიიდი ყუთი 1000 ბურთულით ...... (300 + 68 +72) = 440 თეთრი და დანარჩენი შავი. და ამ ყუთიდან იღებ ერთ კინკილა ბურთულას შანსით 44%.

და თუ ამის გჯერა, ახლა ასე იმსჯელე:
10 ყუთიდან ანაცუა-ბანაცუას პრინციპით შევარჩიე 1 ყუთი... გახსენი და ამოიღე ერთი ალბათობა გამოვიდა 44%...
ახლა 10 ყუთიდან უკვე ბანაცუა-ანაცუათი შეარჩიე რომელიღაც 3 და შემდეგ მათგან " ესა-მესა"-თი ბოლოს მაინც ერთ ყუთს
ხსნი და ისევ ერთ კინკილა ბურთს იღებ ... მაინც 44% -ია შანსი. გინდ რომელიმე 7 და თუნდაც 5,5 ყუთი აგეღო - არაფერი იცვლება.... მაინც ძველი 44% -იანი ანაცუა-ბანაცუაა
biggrin.gif
წარმოიდგინე რომ 44%-იანი არყის(რბილია) ბოცადან გადმოასხა 1 ლ ან 3 ლ .... ერთიდაიგივე სიმაგრის იქნება თორე რამდენ კაცს ეყოფა, ეს სულ სხვა საკითხია.... გააჩნია სმის მიზეზს:
'' ...და თუ წუთისოფლის მივტოპავ ტალახს - ვსვამ კოკობ არაყს"... (მურმან ლებანიძე)


პირობა არ წაგიკითხავს დაკვირვებით
QUOTE
რა იქნება თეთრის ამოღების პროცენტი თუ ამ ათიდან რომელიღაცა 3 ყუთი მაქვს?

3 ყუთს კი არ ვირჩევ მიმდევრობით ან..ან და ვაი დედა კი არა, მაქვს 3 ყუთი.. ანუ ვთქვათ ამ 10 ყუთიდან 5-ში სულ შავებია და 5-ში სულ თეთრები, თეთრის ამოღების პროცენტი 50 -ია,ეხლა გეუბნები, 3 ყუთი მაქვს და რა იქნება პროცენტობა,შენ მპასუხობ რომ იგივეო, იგივე როგორ როცა თუ 6 ყუთი მაქვს,მაშინ პროცენტობა 100 იქნება იმიტომ რომ 1 აუცილებლად იქნება თეთრებით გამოტენილი, ანუ ეს 6 ჩემია,მაქვს რომელიღაცა 6..

ეხლა თავიდან კითხვა smile.gif
QUOTE
თუ 10 ყუთიდან, 3-ში სულ თეთრები აწყვია, 5-ში შავები, მეცხრედან თეთრის ამოღების ალბათობაა 68% და მეათედან 72%, რა იქნება თეთრის ამოღების პროცენტი თუ ამ ათიდან რომელიღაცა 3 ყუთი მაქვს?

ანუ აქაც,თუ 8 ყუთი მაქვს, 10 დან 8 = 80%-ს და რაც არ უნდა თვალო,პროცენტობა 100 უნდა იყოს რადგან 3-ში სულ თეთრები აწყვია და რომელიღაც შემხვდება,მაგრამ თუ 3 ყუთი მაქვს? ბოდიში თუ მსგავსი სიმარტივებით თემას გიფუჭებთ..

Posted by: oleg-i 16 Jul 2016, 12:28
zarmaca
ახლა ყურადღებით მომისმინე!

QUOTE
თუ 10 ყუთიდან, 3-ში სულ თეთრები აწყვია, 5-ში შავები, მეცხრედან თეთრის ამოღების ალბათობაა 68% და მეათედან 72%, რა იქნება თეთრის ამოღების პროცენტი თუ ამ ათიდან რომელიღაცა 3 ყუთი მაქვს?

კითხვა გარკვევით უნდა დასვა ...
QUOTE
რა იქნება თეთრის ამოღების პროცენტი თუ ამ ათიდან რომელიღაცა 3 ყუთი მაქვს?

რა შემთხვევაში???.... ანუ რა ხდომილობისას??? ... ანუ რა ამბავში და გარკვევით უნდა მოყვე ეს ამბავი...
1) თუ შენს პირობადათქმულ 10 ყუთიდან შემთხვევით შევარჩევ რომელიღაც 3 ყუთს, ამ სამიდან შემთხვევით შევარჩევ 1 ყუთს და იქედან შემთხვევით ამოვიღებ 1(!) ბურთს, მაშინ თეთრის ამოღების ალბათობა იქნება 44%
2) თუ შენს პირობადათქმულ 10 ყუთიდან შემთხვევით შევარჩევ რომელიღაც 3 ყუთს, 3-ვეს გადმოვაბნევ და მათში აუცილებლად(!) აღმოჩნდებიან თეთრი ბურთები, მაშინ ამ ხდომილობის ალბათობა იქნება (11/12)*100%
3) თუ შენს პირობადათქმულ 10 ყუთიდან შემთხვევით შევარჩევ რომელიღაც 3 ყუთს, თითოეული მათგანიდან შემთხვევით ამოვიღებთ თითო-თითო ბურთს და მათ შორის ერთი მაინც(!) იქნება თეთრი, მაშინ ამ ხდომილობის ალბათობის დათვლა შედარებით რთულია, მაგრამ ამოხსნადია(მოცლილობისას).

შეიძლება გვქონდეს სხვა შემთხვევებიც(ხდომილობები). ასე, რომ ჩამოყალიბდი...
შემთხვევით შერჩევა კი ნამდვილად ანაცუა-ბანაცუათი შერჩევას ნიშნავს wink.gif

QUOTE
ბოდიში თუ მსგავსი სიმარტივებით თემას გიფუჭებთ..

პირიქით ბოდიში... ვერ მიგივხვდი რა თქვი. ამ დროს იტყვიან ...'' ენა გამოყავი და მე თვითონ მივხვდები რისი თქმაც გინდა''-ო wink.gif

Posted by: zarmaca 16 Jul 2016, 20:23
ვეცდები გამოგიყო ენა wink.gif

მე სულ სხვა რამისათვის მჭირდება ეგ ალბათობა,უბრალოდ ანალოგია გავაკეთე ყუთებზე და ბურთებზე,როგორც ჩანს არასწორად,უფრო ზუსტად,უფრო ზუსტი ახსნა სჭირდებოდა..
2) და 3) შემთხვევა ერთნაირია ჩემი გაჭირვებული პრობლემისათვის..
ყუთიდან 72% ია თეთრის ამოღების თქო რომ ვამბობ,შენ იგულისხმე რომ ყუთში თუ 100 ბურთია, 72 თეთრია და 28 შავი,ასეთ დროს 2) შემთხვევაში,ანუ თუ გადმოვაბნევ 100% იქნება თეთრის ამოსვლა და 3) შემთხვევაში 72%..
არა,როცა ვამბობ 72% -ია თქო,ვგულისხმობ რომ 72% ია ამ ყუთიდან თეთრის ამოღების ალბათობა მაგრამ 28% ია რომ ამ ყუთში საერთოდ არ არის თეთრი,ეხლა,გადმოვაბნევ თუ ჯერ თეთრს ამოვიღებ,ორივე შემთხვევაში 72% იქნება..

ეხლა დამიწერე დეტალურად, თუ 10 ყუთიდან, 3-ში სულ თეთრები აწყვია, 5-ში შავები,წითლები,მწვანეები,რაც გინდა,ანუ თეთრი არ არის, მეცხრედან თეთრის ამოღების ალბათობაა 68% და მეათედან 72%, და მაქვს 3 ყუთი, რა შანსია რომ თეთრ ბურთს ამოვიღებ?
(მაქვს იმას ნიშნავს რომ 8 ყუთი რომ მქონდეს 100% იქნებოდა თეთრის ამოღების ალბათობა)..
იმედი მაქვს ჩამოვყალიბდი,ეხლა პასუხის გარდა,კიდე კითხვა არ დამისვა თორემ თავს მოვიკლავ smile.gif ხო,პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილ სიცოცხლის ამბავია,ზუსტი ალბათობა ძალიან მჭირდება..

Posted by: oleg-i 17 Jul 2016, 01:18
zarmaca
ძმისწულო!
მოთმინებით კიდევ ერთხელ გეკითხები: რომ ამბობ

QUOTE
და მაქვს 3 ყუთი, რა შანსია რომ თეთრ ბურთს ამოვიღებ?
- ო
რა უქენი ამ სამ ყუთს.. გამიმხილე, გაფიცებ ყველაფერს... მეც მუღამში ჩავვარდი.
მარტო ერთი გახსენი და იქედან მარტო ერთი გაჩითე, ორი, სამი თუ მთლიანად გადმოაბნიე და თეთრი რომ არ ამოვიდა, შეუკურთხე და გადხვედი მეორეზე? თუ
სამივედან თითო ბურთი ამოიღე და გაწყობს:
1) მარტო 1 იყოს თეთრი
2) მარტო 2 იყოს თეთრი
3) სამივე იყოს თეთრი
4) სამიდან თუნდაც 1 იყოს თეთრი
5) სამიდან თუნდაც 2 იყოს თეთრი
ამ ხუთი შემთხვევის ალბათობები დათვლადია, მაგრამ არც თუ იოლი... მოცლილობა უნდა მაგას და მახათიც უნდა გედოს ახლოში მეტი მუღამისათვის. lol.gif

თუ
სამივეს გადმოაბნევ, მაშინ თეთრების(!) გადმობნევის - ანუ ყველა არ იქნება შავი ( დიდება უფალო!) ალბათობა იქნება (11/12)* 100% = 91.66%

რომ ამბობ
QUOTE
(მაქვს იმას ნიშნავს რომ 8 ყუთი რომ მქონდეს 100% იქნებოდა თეთრის ამოღების ალბათობა)

იმას ნიშნავს, რომ რვავეს ხსნი და რვავედან იღებ ერთ ბურთს და სულ მცირე ერთი მათგანი მაინც არის თეთრებით გაძეძგილი... 100% -ს სად წაუვა, არა?
არადა არც გატნევენ 8 ყუთს... სამი წაიღეო... უხ, მაგათი!!! ...

QUOTE
კითხვა არ დამისვა თორემ თავს მოვიკლავ

pop.gif
-----------------------
მეტის თქმა მე არ შემიძლია.
მოგებას გისურვებ ძმისწულო...

Posted by: zarmaca 17 Jul 2016, 07:54
QUOTE
რომ ამბობ
QUOTE
(მაქვს იმას ნიშნავს რომ 8 ყუთი რომ მქონდეს 100% იქნებოდა თეთრის ამოღების ალბათობა)

იმას ნიშნავს, რომ რვავეს ხსნი და რვავედან იღებ ერთ ბურთს და სულ მცირე ერთი მათგანი მაინც არის თეთრებით გაძეძგილი... 100% -ს სად წაუვა, არა? არადა არც გატნევენ 8 ყუთს


თუ ხვდები მაგდენს დალოცვილო,ამოხსნაც დაგეწერა მისი ბარემ smile.gif ('გატნევენ' მოიცილე, გატანენ)

ხომ ფაქტია,რომ არ აქვს მნიშვნელობა ვაბნევ თუ ერთი ამომაქვს, როცა
QUOTE
როცა ვამბობ 72% -ია თქო,ვგულისხმობ რომ 72% ია ამ ყუთიდან თეთრის ამოღების ალბათობა მაგრამ 28% ია რომ ამ ყუთში საერთოდ არ არის თეთრი


ჩათვალე რომ იმ 3 ყუთს ვაბნევ,გადმოვყრი სამივედან ბურთებს და 1 მაინც უნდა იყოს თეთრი.. უბრალოდ ზედა ქუოტე ფაქტორი გაითვალისწინე smile.gif

"(11/12)* 100% = 91.66%" 10 ყუთიდან 5 შავებით არის სავსე და 91.66 ვერ იქნება ჩემთვის საჭირო პასუხი..
რაც იქნება,ასე არ დამიწერო ,გაშალე ეგ, რა არის 11 რისი 12..

Posted by: abzo 18 Jul 2016, 22:55
მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეში (3;7) წერტილზე გავლებული ყოველი უარყოფითი საკუთხო კოეფიციენტიენტის მქონე წრფე აბსცისათა და ორდინატთა ღერძებთან ერთად შემოხაზავს მართკუთხა სამკუთხედს. იპოვეთ ამ ტიპის სამკუთხედებს შორის, უმცირესის ფართობი

მოკლედ y0=b x0=-k/b
y=3k+b დან განვსაღზვრე k ჩავსვი -b^2/2k ში და მივიღე

3b^2+2Sb-14S=0
სადაც S სამკუთხედის ფართობია

აქ სხვების ამოხსნებში ვნახე D გაუტოლეს ნულს და შეგიძლიათ ამიხსნათ რატო ?

Posted by: solar_system 19 Jul 2016, 22:58
იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ წრეწირზე შემთხვევით აღებული სამი წერტილი შეადგენს მახვილკუთხა სამკუთხედს. ამაში დამეხმარეთ რა ვერაფერი გავუგე.

Posted by: asphurcela 20 Jul 2016, 13:38
solar_system
საინტერესო ამოცანაა.
თუმცა სუფთა მათემატიკური თვალსაზრისით მაგის ალბათობა 0--ს ტოლია, რადგან წრერირზე უსასრულო რაოდენობის წერტილის დასმა შეიძლება.
და რადგან საერთო შესაძლო წერტილების რაოდენობა ალბათობის გამოსათვლელი წილადის მნიშვნელში ზის, მდენად ალბათობა გაიქცევა ნულისკენ.

მაგრამ, თუ განვიხილავთ ფიზიკის თვალსაზრისით, სადაც წერტილის დასმას განვიხილავთ, როგორც კალმის (ფანქრის) სასრული სიდიდის წვერის საშუალებით, მაშინ წრეწირზე განთავსებული წერტილების რაოდენობა სასრული იქნება და დამოკიდებული იქნება წრეწირის სიგრძეზე. დიდია წრეწირი - დიდია წერტილების რაოდენობა. ამის შემდეგ შემოსატანია მიღებული კუთხის დასაშვები ცდომილება, 1 გრადუსი, მეათედი გრადუსი, მეასედი თუ რამდენი?
შედეგად ალბათობა ამ დასახელებულ პარამეტრებზე იქნება დამოკიდებული.

ხოდა, მოკლედ ალბათობა მათემატიკური თვალსაზრისით 0 ის ტოლია.

Posted by: Mazarin 20 Jul 2016, 16:47
solar_system
QUOTE
იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ წრეწირზე შემთხვევით აღებული სამი წერტილი შეადგენს მახვილკუთხა სამკუთხედს


25% გამომივიდა ოღონდ თითქმის ლოგიკურად ამოვხსენი, თუ ჩამოვწერ სიტყვებით ახსნას თორე მათემატიკური ოპერაციები არ მაქვს...

asphurcela
QUOTE
რადგან საერთო შესაძლო წერტილების რაოდენობა ალბათობის გამოსათვლელი წილადის მნიშვნელში ზის, მდენად ალბათობა გაიქცევა ნულისკენ.

ცდები
[0;1] სეგმენტზე შემთხვევით აღებული წერტილი რო 0.5 ზე მეტი იყოს მაგის ალბათობა ნულია?

Posted by: oleg-i 20 Jul 2016, 17:13
solar_system
QUOTE
იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ წრეწირზე შემთხვევით აღებული სამი წერტილი შეადგენს მახვილკუთხა სამკუთხედს. ამაში დამეხმარეთ რა ვერაფერი გავუგე.


დიამეტრით წრეწირი გაყავი მარცხენა და მარჯვენა მხარეებად....წრეწირზე სამი შემთხვევით აღებული წერტილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის მახვილკუთხა სამკუთხეწდის წვეროებს, თუ სამივე არ(!!!) აღმოჩნდება დიამეტრის ერთ მხარეს - ანუ ბლაგვკუთხა სამკუთხედს მივიღებთ იმ დროს, როცა სამივე წერტილი აღმოჩნდება დიამეტრის რომელიმე ერთ(!!!) მხარეს...
ალბათობა იმისა რომ თითოეული წერტილი აღმოჩნდება დიამეტრის რომელიმე მხარეს არის 1/2...
ალბათობა იმისა რომ სამივე წერტილი აღმოჩნდება დიამეტრის რემელიმე ერთი კონკრეტულ(დავუშვათ მარცხენა ) მხარეს იქნება 1/8, ანალოგიურად მარჯვენა მხარისათვისაც 1/8......

ხოლო ალბათობა იმისა, რომ რომ სამი შემთხვევითი წერტილი შექმნის მახვილკუთხა სამკუთხედს იქნება 1 - 2/8 = 3/4 = 75%
--------------------------------
მოკლედ, ამოცანა შეიძლება დაიყვანო მონეტების შემთხვევაზე: რისი ტოლია ალბათობა იმისა, რომ სამი მონეტის აგდებისას სამივეზე არ(!!!) დაჯდება ერთიდაიგივე დასახელება(სამივე გერბი ან სამივე საფასური)

Posted by: Mazarin 20 Jul 2016, 17:21
oleg-i
QUOTE
სამივე წერტილი აღმოჩნდება დიამეტრის რომელიმე ერთ(!!!) მხარეს...


ნებისმიერ ორ წერტილს შორის ხო გაატარებ დიამეტრს...

Posted by: oleg-i 20 Jul 2016, 17:35
abzo
QUOTE
მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეში (3;7) წერტილზე გავლებული ყოველი უარყოფითი საკუთხო კოეფიციენტიენტის მქონე წრფე აბსცისათა და ორდინატთა ღერძებთან ერთად შემოხაზავს მართკუთხა სამკუთხედს. იპოვეთ ამ ტიპის სამკუთხედებს შორის, უმცირესის ფართობი

მოკლედ y0=b x0=-k/b
y=3k+b დან განვსაღზვრე k ჩავსვი -b^2/2k ში და მივიღე

3b^2+2Sb-14S=0
სადაც S სამკუთხედის ფართობია

აქ სხვების ამოხსნებში ვნახე D გაუტოლეს ნულს და შეგიძლიათ ამიხსნათ რატო ?

ამ ამოცანის ამოხსნა სხვადასხვა მიდგომით შეიძლება...

კერძოდ, შენს შემთხვევაში:
შეგიდგენია კვადრატული განტოლება b - მიმართ S პარამეტრით. უნდა გაანალიზო ის, რომ უმცირესი ფართობის შემთხვევაში ეს წრფე იქნება ერთადერთი(!!!!!!!!) - ანუ იარსებებს ერთადერთი(!!!) b და შესაბამისად ერთადერთი(!!!) k.
ჰოოდა შენს კვადრატულ განტოლებას რა შემთხვევაში ექნება ერთადერთი ამონახსნი?...
დიახ!... როცა დისკრიმინანტი ... რაიო??????????
S = 42
--------------------------
თუ დასვამ კითხვას: რა წრფის შემთხვევაში იქნება სამკუთხედის ფართობი დავუშვათ 50-ის ტოლი(ო), მიიღებ ორ ისეთ სხვადასხვა წრფეს, რომ სამკუთხედის კათეტები უბრალოდ ადგილს გაუცვლიან ერთმანეთს.



* * *
Mazarin
QUOTE
ნებისმიერ ორ წერტილს შორის ხო გაატარებ დიამეტრს...

ხო!
მაგრამ ამით რისი თქმა გინდა?

რა, ამოხსნის ლოგიკა არ მოგწონს?...

sa.gif

Posted by: Mazarin 20 Jul 2016, 18:00
oleg-i
QUOTE
მაგრამ ამით რისი თქმა გინდა?


რისი და შენ აღებულში შეიძლება სამივე ერთ მხარეს იყო მაგრამ მე დიამეტრი მაგათ შუაში გავავლო.
არცერთ დიამეტრს არ უნდა შეეძლოს მათი ერთ მხარეს მოქცევა, და მაშინ იქნება მახვილკუთხა.
ანუ თუ არცერთი დიამეტრისთვის სამივე ერთ მხარეს არ იქნება.

თუ არსებობს ერთი მაინც ისეთი დიამეტრი რომელიც ცალ მხარეს აქცევს მაგ წერტილებს, მაშინ სამკუთხედი ბლაგვია.
შენ ერთ კონკრეტულ დიამეტრზე გაქ მემგონი დათვლილი და პასუხიც არასწორია.

Posted by: oleg-i 20 Jul 2016, 18:12
Mazarin

QUOTE
არცერთ დიამეტრს არ უნდა შეეძლოს მათი ერთ მხარეს მოქცევა, და მაშინ იქნება მახვილკუთხა.

მართალი ხარ!
ჰოდა მოვიფიქროთ რამე...

Posted by: Optimer 20 Jul 2016, 18:16
user posted image
ფიზიკაზე არაფერს პოსტავთ, არადა 2 დღეში გამოცდა მაქვს. აბა ეს ამოხსენით და გამაგებინეთ : )

Posted by: Fintikoz 20 Jul 2016, 18:35
QUOTE
მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეში (3;7) წერტილზე გავლებული ყოველი უარყოფითი საკუთხო კოეფიციენტიენტის მქონე წრფე აბსცისათა და ორდინატთა ღერძებთან ერთად შემოხაზავს მართკუთხა სამკუთხედს. იპოვეთ ამ ტიპის სამკუთხედებს შორის, უმცირესის ფართობი

პატივცემულო მათემატიკოსებო იქნებ დაწეროთ აქედან კვადრატულ ფუნქციას როგორ იღებთ მეც ვფაფხურობ რაღაცას პასუხი კი მივიღე მაგრამ რაღაც ძალიან უშნოდ გამომდის biggrin.gif
შIეძლება უფრო საინტერესოდაც იხსნება არ ვიცი

Posted by: Sabouch 20 Jul 2016, 18:46
oleg-i
QUOTE
მართალი ხარ!

მე ვარ. მოფიქრებული მაქ ეხა დაჩაზე ავალ და ტელეფონით გავშლი

Posted by: oleg-i 20 Jul 2016, 19:14
Fintikoz
დაატვალიერე წინა გვერდი...
abzo-ს ვარიანტს ვუპასუხე. თუმც არსებობს ამოხსნის სხვა ვერსიებიც.

Posted by: Fintikoz 20 Jul 2016, 19:21
oleg-i

ეგ ვნახე მაგრამ ვერ გავიგე რა უწერია biggrin.gif ანუ რა საჭიროა თვითონ ფართობის ჩასმა განტოლებაშI

თუ არ შეწუხდებით იქნებ ცოტა ვრცლად დაეწეროთ ეგ ოპერაციები

Posted by: oleg-i 20 Jul 2016, 20:14
Sabouch
ორი ნებისმიერი წერტილი რაღაც რკალს მოჭიმავს... სამკუთხედის მახვილკუთხობისათვის აუცილებელია მესამე წერტილი შერჩეულ იქნას ამ რკალის მოპირდაპირე სიმეტრიული რკალიდან, მაგრამ წინ ვეღარ მივდივარ...
მგონი მართლა 25% გამოდის, მაგრამ "მგონია" არ მაწყობს...

Posted by: Turex 20 Jul 2016, 20:26
Optimer
წესით ბ უნდა იყოს სწორი პასუხი გადაამოწმე მაინც

Posted by: Mazarin 20 Jul 2016, 21:11
oleg-i
ხო მართალი ხარ. არავითAრი მგონი.
მეორებწერტილი განსაზღვრავს ალბათობას. რაც Uფრო შორია პირველისგან მით უფრო Aხლოა ალბათობა ორმოცდაათთან Dა პირიქით რაც უფრო ახლოა მით მიდის ნულამდე. ხოდა ნორმალური განაწილებაა და საშუალო გამოდის 25%

Posted by: asphurcela 21 Jul 2016, 00:25
QUOTE
სამი წერტილი შეადგენს მახვილკუთხა სამკუთხედს

მე მაპატიეთ, მართკუთხა წავიკითხე. ანუ კუთხე მეგონა დაკონკრეტებული 90 გრადუსი.
მახვილკუთხაზე კი ბატონო...
* * *
Optimer
მაგ ამოცანაზე ოლეგიმ გიპასუხა (თუ არ ვცდები)
წინა გვერდებზე ნახე

Posted by: RedShark 21 Jul 2016, 04:50
QUOTE (Optimer @ 20 Jul 2016, 18:16 )
user posted image
ფიზიკაზე არაფერს პოსტავთ, არადა 2 დღეში გამოცდა მაქვს. აბა ეს ამოხსენით და გამაგებინეთ : )

მოდი კონკრეტულ მაგალითზე გამოვითვალოთ. საამისოდ სქემაზე არსებულ თითოეულ ელემენტს ინდივიდუალური აღნიშვნები და ნომინალები მივანიჭოთ:

user posted image

როგორც ხედავ სქემა ჩართულია წრედში, რომელსაც 10 ვოლტი ძაბვა აქვს მოდებული. პარალელურად ჩართულ რეზისტორებს მინიჭებული აქვს R1 და R2 აღნიშვნები და თითოეული მათგანი არის 1 კ სიდიდის, მიმდევრობით ჩართულ რეზისტორს მინიჭებული აქვს R3 აღნიშვნა და 2კ სიდიდე.

სიდიდეები ვიანგარიშოთ შემდეგ ერთეულებში: ძაბვა U - ვოლტებში; დენი I - მილიამპერებში; წინაღობა R - კილოომებში. სიმძლავრე P - მილივატებში.

ჯერ გავარკვიოთ რა სიდიდის იქნება მთლიანი წრედის ჯამური წინაღობა, რომელსაც აღვინშნავთ როგორც Rsum:
user posted image
ე.ი. 2.5 კ.

ახლა გავარკვიოთ მთელი წრედის მიერ მოხმარებული დენი Isum:
user posted image
ე.ი. 4 მა.

გავარკვიოთ რა სიმძლავრეს მოიხმარს მთელი წრედი Psum :
user posted image

ახლა ვნახოთ რა სიდიდეები გვექნება წრედის ცალკეულ უბნებზე:

გამოვითვალოთ პარალელურად ჩართული R1, R2 რეზისტორების ჯამური სიდიდე Rpar
user posted image

გამოვითვალოთ ძაბვა (აღვნიშნოთ როგორც U2) R3 რეზისტორზე:
user posted image

გამოვითვალოთ ძაბვა (აღვნიშნოთ როგორც U1) R1, R2 პარალელურად ჩართული რეზისტორების ჯამურ წინაღობაზე:
user posted image

გამოვითვალოთ სიმძლავრეები (დავარქვათ P1a და P1b) რომელებიც გვაქვს R1, R2 პარალელურად ჩართულ რეზისტორებზე:
user posted image
ე.ი. თითოეულ მათგანზე 4 მილივატი.

გამოვითვალოთ სიმძლავრე (P2) R3 რეზისტორზე:
user posted image
ე.ი. 32 მილივატი

შენი ტესტის პასუხი არის: 32 / 4 = 8

ანუ დ) 8P

Posted by: oleg-i 21 Jul 2016, 14:00
Fintikoz
abzo
QUOTE

QUOTE
მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეში (3;7) წერტილზე გავლებული ყოველი უარყოფითი საკუთხო კოეფიციენტიენტის მქონე წრფე აბსცისათა და ორდინატთა ღერძებთან ერთად შემოხაზავს მართკუთხა სამკუთხედს. იპოვეთ ამ ტიპის სამკუთხედებს შორის, უმცირესის ფართობი


Posted by: Fintikoz 21 Jul 2016, 21:53
oleg-i

სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ შედევრია up.gif up.gif up.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: gubaz_merve 31 Jul 2016, 15:03
ერთი მეტრის დიამეტრის მქონე სფეროს მოცულობა მაინტერესებს როგორ ითვლება

Posted by: Fintikoz 31 Jul 2016, 16:49
gubaz_merve

სფეროს მოცულობა ტოლია (4πr^3)/3 სადაც r სფეროს რადიუსია,შენს შემთხვევაშI რადიუსი ნახევარი მეტრია,ხოლო π=3.14. ჩასვი რიცხვითი მნიშვნელობები და მიიღებ...........................?

Posted by: gubaz_merve 1 Aug 2016, 00:48
QUOTE (Fintikoz @ 31 Jul 2016, 16:49 )
gubaz_merve

სფეროს მოცულობა ტოლია (4πr^3)/3 სადაც r სფეროს რადიუსია,შენს შემთხვევაშI რადიუსი ნახევარი მეტრია,ხოლო π=3.14. ჩასვი რიცხვითი მნიშვნელობები და მიიღებ...........................?

აბა ვცადოთ smile.gif 40 მეტრი იყოს დიამეტრი
(12,56*20'3):3=33493.3333м'3 ან 33493333,3лит.
მადლობა smile.gif

Posted by: ArxeoptericS 8 Aug 2016, 14:52
ესეთი დილემის წინაშე რომ დადგეთ რას იზამდით და რატომ?
გვაქვს 6 ბურთულა, აქედან 4 ბურთულაში ფულია, არჩევანს აკეთებს 6 ადამიანი, ანუ 2 კაცი რჩება უფულოდ, ნუ გასაგებია რომ მომგებიანი ბურთულის ამოღების შანსი 66%ია, მაგრამ აქვს თუ არა აზრი რიგით რომელი ავიღებთ ბურთულას? რამე მონტი ჰოლის პარადოქსის ვარიანტი ამ ამოცანას არ უდგება?

Posted by: oleg-i 9 Aug 2016, 11:37
ArxeoptericS
QUOTE
გვაქვს 6 ბურთულა, აქედან 4 ბურთულაში ფულია, არჩევანს აკეთებს 6 ადამიანი, ანუ 2 კაცი რჩება უფულოდ, ნუ გასაგებია რომ მომგებიანი ბურთულის ამოღების შანსი 66%ია, მაგრამ აქვს თუ არა აზრი რიგით რომელი ავიღებთ ბურთულას? რამე მონტი ჰოლის პარადოქსის ვარიანტი ამ ამოცანას არ უდგება?



1) პირველის მიერ მომგებიანი ბურთულას ამოღების შანსია 4/6 -->> 66%

2) მეორის მიერ მომგებიანი ბურთულას ამოღების შანსი განისაზღვრება იმით, თუ რომელი ბურთულა შეხვდა პირველს... ანუ თუ რა თანმიმდევრობის ქვეხდომილებები შედგა:
ა) + + შანსით (4/6)*(3/5) თუ
ბ) - + შანსით (2/6)*(4/5)
ჯამით (4/6)*(3/5) + (2/6)*(4/5) = 4/6

3) მესამის მიერ მომგებიანი ბურთულას ამოღების შანსი განისაზღვრება იმით, თუ რა თანმიმდევრობის ქვეხდომილებები შედგა:
ა) +++ შანსით (4/6)*(3/5)*(2/4)
ბ) -++ შანსით 2/6*4/5*3/4
გ) +-+ შანსით 4/6*2/5*3/4
დ) --+ შანსით 2/6*1/5*4/4
ჯამით ...... 4/6

4) ....ჯამით ...... 4/6

5)....ჯამით ...... 4/6

6 ) მეექვსეს მიერ მომგებიანი ბურთულას ამოღების შანსია ( C3-4დან *C2-2დან)/ C5-6დან = 4/6

დასკვნა:
1) სასტარტო პოზიციაში რიგით ნომერს მნიშვნელობა არა აქვს .... შანსი ყველასთვის არის 4/6
2) უშუალოდ ამოღების წინ მე-2,3,4,5,6 ცდისპირის მოგების შანსი მეტი ან ნაკლებია 4/6 ზე...
მაგ პირველის და მეორეს მიერ წამგებიანი ბურთულების ამოღების შემთხვევაში (ამ კონკრეტული ხდომილების შანსია 2/6*1/5 = 1/15)
მე-3,4,5,6,-ს მოგების შანსი უშუალოდ ამოღების წინ გადაიზრდება 100%-ში

Posted by: ArxeoptericS 15 Aug 2016, 00:18
oleg-i
ნუ რაც დაწერე ეგ მეც ვიცი და ვხვდები, უბრალოდ არსებობს თუ არა ლოგიკურად ის ვარიანტი სადაც ჩემი შანსი იღბლიანი ბურთის ამოღების გავზარდო?

Posted by: oleg-i 15 Aug 2016, 14:14
ArxeoptericS
QUOTE
არსებობს თუ არა ლოგიკურად ის ვარიანტი სადაც ჩემი შანსი იღბლიანი ბურთის ამოღების გავზარდო?

1).. ამბობენ შელოცვა უხდებაო, ოღონდ მხურვალედ!
2).. ექვსივე ადგილის(ნომრის) ყიდვა... 100% !
boli.gif

Posted by: gubaz_merve 25 Aug 2016, 09:22
წრეში ჩახაზულია ტოლგვერდა სამკუთხედი,წრის დიამეტრი როგორ გავიგო ?

Posted by: asphurcela 25 Aug 2016, 16:25
gubaz_merve
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98

Posted by: gubaz_merve 25 Aug 2016, 20:42
asphurcela
მადლობა smile.gif
ისემართალი ხარ ინფოს მოპოვება არ ვიცი.აწი სანამრამეს ვიკითხავ ვიკიპედიასაც გადავხედავ.

Posted by: makratela 25 Aug 2016, 20:51
თქვენი დახმარება მჭირდება და იქნებ ვინმემ იცოდეთ.
წელს ვხდები აბიტურიენტი, მეხუთე საგნად მინდა ფიზიკის ჩაბარება, ვერ ვშოულობ მასწავლებელს რომ აბიტურიენტი მოამზადოს, იქნებ დამეხმაროთ, ხომ არ იცით ვინმე ვინც ამზადებს??
დიდი მადლობა

Posted by: oleg-i 25 Aug 2016, 23:20
makratela
დაათვალიერე physics.aidio.net
ტორტის დამზადებაში ვერა, მაგრამ ფიზიკის სწავლაში დაგეხმარება

Posted by: makratela 26 Aug 2016, 01:05
oleg-i
მადლობა საიტისტვის, მაგრამ მე მასწავლებელი მჭირდება.
ისე კი სასარგებლო საიტია და გამოვიყენებ აუცილებლად!
მასწავლებელი არ იცი ვინმე???

Posted by: პოლპოტი 2 Sep 2016, 17:16
ერთი გამაგებინეთ, ნული რომ უსასრულობაზე გავამრავლოთ, ისევ ნულს მივიღებთ თუ რაიმე სხვა რიცხვს?



კიდევ რა მინდა გავიგო: http://old.computerra.ru/2005/609/233475/ წერია აი რა:
QUOTE
Всем известно, что полиномиальные уравнения с одной переменной решаются по явным формулам - вплоть до четвертой степени. Для более высоких - нет.

შეიძლება რომ განტოლებები იყოს არა მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხში არამედ რაიმე წილადურ ხარისხში? მაგალითად არა x^2, არამედ x^3,7 ან x^4,9? მაშინ შეიძლება ამოიხსნას განტოლება სადაც გვაქვს x^4,9, მაგრამ x^5-ის მქონე უკვე ვეღარ ამოიხსნება?

Posted by: asphurcela 3 Sep 2016, 12:10
პოლპოტი
QUOTE
ერთი გამაგებინეთ, ნული რომ უსასრულობაზე გავამრავლოთ, ისევ ნულს მივიღებთ თუ რაიმე სხვა რიცხვს?

განუზღვრელობას მიიღებ. ანუ ვერასოდეს გაიგებ რა მიიღე.

QUOTE
შეიძლება რომ განტოლებები იყოს არა მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხში არამედ რაიმე წილადურ ხარისხში? მაგალითად არა x^2, არამედ x^3,7 ან x^4,9? მაშინ შეიძლება ამოიხსნას განტოლება სადაც გვაქვს x^4,9, მაგრამ x^5-ის მქონე უკვე ვეღარ ამოიხსნება?

შესაძლებელია.
განტოლებას ექნება ნებისმიერ შემთხვევაში ამოხსნა. საკითხავია ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში გინდა თუ ზოგადი ამოხსნა.
ზოგადი ყოველთვის აქვს. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში თუ არა კომპლექსურში მაინც ექნება ამონახსნი.


Posted by: პოლპოტი 3 Sep 2016, 13:45
asphurcela
QUOTE
განუზღვრელობას მიიღებ. ანუ ვერასოდეს გაიგებ რა მიიღე.

და რატომ? ნული და უსასრულობა ხომ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია (ნუ, მე ასე წარმომიდგენია), ისინი გადამრავლებისას თითქოს ერთმანეთს უნდა აბათილებდნენ და რაიმე რიცხვს უნდა ვღებულობდეთ, ასე არაა?

QUOTE
განტოლებას ექნება ნებისმიერ შემთხვევაში ამოხსნა. საკითხავია ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში გინდა თუ ზოგადი ამოხსნა.
ზოგადი ყოველთვის აქვს. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში თუ არა კომპლექსურში მაინც ექნება ამონახსნი.

აბა ის რა იყო აბელმა რომ დაამტკიცა რომ მეხუთე ხარისხის განტოლებებს ამონახსენი არ აქვსო? rolleyes.gif

Posted by: siml11 3 Sep 2016, 14:01
მაგარი თემაა
.................

Posted by: gubaz_merve 10 Sep 2016, 14:01
,პირამიდის ფუძის ჰიპოტენუზის ნახევარი უნდა იყოს პირამიდის სიმაღლე ,სწორი ფორმაა აზრის გადმოსაცემად თუ არა ? როგორ იქნება უფრო სწორი

Posted by: Fintikoz 10 Sep 2016, 21:51
დაამტკიცეთ,რომ (1/2)(3/4)(5/6).....(99/100)<0.1

Posted by: Irazme 11 Sep 2016, 00:00
ქართლოსი
ეს ამოცანა 4%-იანი და 50%-იანი ხსნარების შერევას გულისხმობს. რა თქმ უნდა ნარევის კონცენტრაცია იქნება 4 სა და 50-ს შორის

Posted by: Fintikoz 12 Sep 2016, 18:04
სად ხართ პატივცემულო მათემატიკოსებოო biggrin.gif

Posted by: zabzu 14 Sep 2016, 14:04
ხალხო თუ გაუგებთ რამეს ამას
http://radikal.ru

Posted by: leo-jafo 14 Sep 2016, 16:24

Fintikoz

შემოვიტანოთ აღნიშვნები
x=1*3*5..99/2*4*6*..*100
y=2*4*6*...*98/3*5*7*..*99
x<y-ზე რადგან 1/2<2/3, 3/4<4/5,...,97/98<98/99, 99/100<1.
x*y=1/100 ( ყველა რიცხვი იკვეცება 100-ს გარდა)
x<y
x*x<x*y=1/100
x<1/10

Posted by: Bloomy 6 Oct 2016, 19:47
გამარჯობა,

ვსწავლობ Probability & Statistics (Calculus Based)

მჭირდება დახმარება კალკულუსში ( პირველ რიგში კალკულუსის იმ ნაწილში რაც ამ საგნისთვის არის საჭირო. )

თუ შეგიძლიათ მომზადება ან იცით მასწავლებლის კოორდინატები ვინც შეძლებს -სკაიპით- მამეცადინოს გთხოვთ მომწერეთ პმ-ში პირობები.

მადლობა წინასწარ

Posted by: RayV 10 Oct 2016, 20:33
უცებ დახმარება მჭირდება

როგორ გადავიყვანო რიცხვი სამობითი სისტემიდან პირდაპირ ხუთობითში ?
ცალცალკე ვიცი ათობითში გადაყვანაც და გადმოყვანაც მაგრამ პირდაპირ როგორ ვქნა ?
* * *
კაი დაიკიდეთ არ ყოფილა პირდაპირ გადაყვანის ფორმულა lol.gif

Posted by: Mamu.MG 20 Oct 2016, 23:36
თუ იცით ვინმემ დამეხმარეთ. აბა თქვენ იცით

Posted by: gubaz_merve 20 Oct 2016, 23:54
ლაზერის სხივის გამრუდება გრავიტაციის გარდა რა ძალას შეუძლია ?p.s.აუფ სად დამიპოსტავსsmile.gif ალკოჰოლი თავისას შვება ტორმუზია smile.gif

Posted by: Echo Zvana 1 Nov 2016, 16:15
ამოცანა არ არის, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: ხომ არ იცით, არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, რომელმაც მათემატიკის სწავლა დაიწყო 15 წლის ასაკში (ან მეტში) და ამოხსნა იქამდე ამოუხსნელი ამოცანა?

Posted by: Mamu.MG 2 Nov 2016, 01:02
Echo Zvana
ერთი ინფორმაცია კი მქონდა ნანახი ბავშვზე, რომელიც მათემატიკის დიდი ცოდნით გამოირჩეოდა და მაგ ასაკში უკვე პროფესორებთან და მეცნიერებთან მუშაობდა.

Posted by: oleg-i 2 Nov 2016, 08:11
Echo Zvana
QUOTE
ხომ არ იცით, არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, რომელმაც მათემატიკის სწავლა დაიწყო 15 წლის ასაკში (ან მეტში) და ამოხსნა იქამდე ამოუხსნელი ამოცანა?


ნატურალურ რიცხვთა ჯამის ფორმულა კარლ ფრიდრიხ გაუსმა ბავშვობისას მათემატიკის გაკვეთილზე დაწერა - ო (არა...არა...
მე იქ არ ვყოფილვარ..... მისმა თანამედროვემ თქვა smile.gif )

Posted by: Echo Zvana 3 Nov 2016, 21:21
Mamu.MG
oleg-i
სხვა რამ მაინტერესებს.
მე მაინტერესებს, არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, რომელმაც ბავშვობაში არ იცოდა მათემატიკა (ან ძალიან ელემენტარულ დონეზე იცოდა) და შემდეგ მოახერხა ისე ესწავლა, რომ ამოხსნა იქამდე ამოუხსნელი ამოცანა, ან რაიმე სუპერ-დუპერ თეორია შეიმუშავა.

Posted by: Echo Zvana 9 Nov 2016, 18:30
ხომ არ იცით, საქართველოში ვინმე რისერჩზე მუშაობს? ანუ აქამდე ამოუხსნელ ამოცანებს რომ "ეჭიდებიან", ასეთი ხალხი მოიპოვება?

Posted by: lepori 9 Nov 2016, 19:57
Echo Zvana
QUOTE
ხომ არ იცით, საქართველოში ვინმე რისერჩზე მუშაობს? ანუ აქამდე ამოუხსნელ ამოცანებს რომ "ეჭიდებიან", ასეთი ხალხი მოიპოვება?

ყველა სამეცნიერო ნაშრომი ეგ არაა? biggrin.gif
ასე რომ კი, მუშაობენ ჩვენთან "რისერჩებზე" yes.gif

Posted by: Echo Zvana 10 Nov 2016, 13:24
lepori
ვგულისხმობ "დიდ" ამოცანებს, მაგალითად მარტივი რიცხვის გამოსათვლელი ფორმულის პოვნა, ან "მილეიუმის ამოცანებიდან" ნებისმიერი.

Posted by: simebi 10 Nov 2016, 14:16
Echo Zvana

მე ვჩალიჩობდი ისე მილენიუმის ამოცანაზე (და სხვებზეც) სკოლის მათემატიკით givi.gif ბოლოს მივხვდი ჩემს უგუნურებას და გავანებე თავი ეგეთ ამოცანებს biggrin.gif

Posted by: lepori 10 Nov 2016, 15:15
Echo Zvana
QUOTE
ვგულისხმობ "დიდ" ამოცანებს, მაგალითად მარტივი რიცხვის გამოსათვლელი ფორმულის პოვნა, ან "მილეიუმის ამოცანებიდან" ნებისმიერი.

მაგდენი აღარ ვიცი smile.gif
გვყავდა აქ ერთ-ორი კარგი მათემატიკოსი
მაგრამ წავიდნენ მგონი ყველანი sad.gif

Posted by: Fizflex 14 Nov 2016, 16:31
Gamarjoba) tqveni daxmareba mcgirdeba, ver mivxvdi ra unda gavaketo am amocanashi da iqneb mishvelot. რომელი იუოფა 3-ზე ნებისმიერი n>6 ნატურალური რიცხვებისთვის : 1. n(n+1)(n-4) 2. n(n+2)(n-1) 3. n(n+3)(n-5)

Posted by: Echo Zvana 15 Nov 2016, 13:49
Fizflex
ნაშთების წესებს გადახედე. საკმაოდ მარტივია, მაგრამ თუ ეგ წესები არ იცი, გაგიჭირდება.

Posted by: asphurcela 15 Nov 2016, 16:03
simebi
QUOTE
მე ვჩალიჩობდი ისე მილენიუმის ამოცანაზე (და სხვებზეც) სკოლის მათემატიკით  ბოლოს მივხვდი ჩემს უგუნურებას და გავანებე თავი ეგეთ ამოცანებს

არასწორი გადაწყვეტილება მიგიღია.
სკოლის მათემატიკა ნუ ხო კაი, მარა თავი რატომ დაანებე? smile.gif

Posted by: simebi 15 Nov 2016, 17:29
asphurcela

QUOTE
არასწორი გადაწყვეტილება მიგიღია.
სკოლის მათემატიკა ნუ ხო კაი, მარა თავი რატომ დაანებე?


მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა სკოლის მათემატიკით + ძალიან ცოტა უმაღლესი მათემატიკა და ინტერნეტი. ნუ გონების გავარჯიშების გამო შეიძლება დაუფიქრდე ისეთ ამოცანებს რომელსაც ვერ ამოხსნი მაგრამ, მაგ შემთხვევაში მანევრირების საშუალება მაგ ცოდნით არ მქონდა ფაქტიურად და ჩავთვალე რომ არც გონებას გამივარჯიშებდა მაინც და მაინც..

Posted by: Charles Spencer Chaplin 22 Nov 2016, 02:19
Help! Help Help!

დამეხმარეთ რააა! უმნიშვნელოვანესი საჭიროება მაქვს.

წყლის მილი, დიამეტრი 50 მმ, მილის სიგრძე 900 მ, თავისა და ბოლოს დონეებს შორის სხვაობა 120 მ. თუ ყველა ონკანი დაკეტილი იქნება რა წნევას მივიღებთ წლასადენის ქსელი ბოლო წერტილში???

წინასწარ მადლობა

Posted by: Irakli 22 Nov 2016, 18:49
Charles Spencer Chaplin
ისწავლეთ სწორ ადგილას პოსტვა, არის ამოცანების თემა და იქ იკითხე.

Posted by: Charles Spencer Chaplin 23 Nov 2016, 11:20
ეს ამოცანების თემა არ არის? სად ვიკითხო?

Posted by: Echo Zvana 23 Nov 2016, 20:13
Charles Spencer Chaplin
კი, ეს ამოცანების თემაა.
..................................................

Posted by: erer 1 Dec 2016, 11:59
მეექვსე კლასის ამოცანაა. ბავშვმა ვერ გაიგო და მეც გავიჭედე. საქმე ისაა რომ ვერ მივედი იმ რიცხვამდე, რაც წიგნის ბოლო გვერდის მიხედვით ამ ამოცანის პასუხი უნდა იყოს. წილადებს ვერ ვწერ აქ და სიტყვებით დავწერ. პასუხი არის ერთი მთელი და ერთი მეოთხედი (ანუ 1,25 რაა). რაიმე ბეჭდვითი შეცდომაა თუ მე ვერ გავიგე რამე, იქნებ დამეხმაროთ.
რადგან პასუხში მითითებული 1,25 საათი უფრო ნაკლებია ვიდრე პირველ მანქანასთან შეხვედრის დრო, სავარაუდოდ იგულისხმება რომ პირველ მანქანასთან შეხვედრის მომენტიდან A პუნქტამდე რამდენ ხანში მივაო. არადა ამოცანის მიხედვით თითქოს გეკითხებიან სულ რამდენი დრო დაჭირდა B-დან A-მდე მისასვლელად. რამე შეცდომაა თუ მეჩვენება?

Posted by: serjhanti 1 Dec 2016, 12:45
QUOTE (erer @ 1 Dec 2016, 11:59 )
მეექვსე კლასის ამოცანაა. ბავშვმა ვერ გაიგო და მეც გავიჭედე. საქმე ისაა რომ ვერ მივედი იმ რიცხვამდე, რაც წიგნის ბოლო გვერდის მიხედვით ამ ამოცანის პასუხი უნდა იყოს. წილადებს ვერ ვწერ აქ და სიტყვებით დავწერ. პასუხი არის ერთი მთელი და ერთი მეოთხედი (ანუ 1,25 რაა). რაიმე ბეჭდვითი შეცდომაა თუ მე ვერ გავიგე რამე, იქნებ დამეხმაროთ.
რადგან პასუხში მითითებული 1,25 საათი უფრო ნაკლებია ვიდრე პირველ მანქანასთან შეხვედრის დრო, სავარაუდოდ იგულისხმება რომ პირველ მანქანასთან შეხვედრის მომენტიდან A პუნქტამდე რამდენ ხანში მივაო. არადა ამოცანის მიხედვით თითქოს გეკითხებიან სულ რამდენი დრო დაჭირდა B-დან A-მდე მისასვლელად. რამე შეცდომაა თუ მეჩვენება?

აბ მონაკვეთის რა წერტილზე (ანუ რა მანძილზე რომელიმე წერტილიდან) შეხვდნენ ერთმანეთს, ეს თუ ეწერებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.


მაგრამ... მოიცა დავფიქრდე... smile.gif მგონი შეცდომა არც არის.
* * *
ა მანქანა უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ბ მანქანა.
ა მანქანას დაჭირდა 2,5 საათი შეხვედრამდე და შემდეგ 5 საათი ბოლომდე შეხვედრიდან. ანუ ა წერტილიდან 1/3 მონაკვეთზე შეხვდნენ ერთმანეთს.
ბ მანქანას შეხვედრის მომენტში გავლილი აქვს სრული გზის 2/3 რასაც მოანდომა 2.5 საათი.
ბ მანქანას ა პუნქტამდე დარჩენილი აქვს 1/3 მონაკვეთი. რადგან 2/3 მონაკვეთს მოანდომა 2.5 საათი, 1/3 მონაკვეთს მოანდომებს 2.5:2=1.25 საათს.

Posted by: erer 1 Dec 2016, 12:59
serjhanti
ეგ რომ ეწეროს კი, მაგრამ არ წერია და რა ვიცი აბა.
* * *
serjhanti
მართალი ხარ. სწორად ახსენი. შემრცხვა ეხლა როგორ ვერ მივხვდი biggrin.gif
მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამოცანის პირობა ცოტა ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული. მით უმეტეს 11 წლის ბავშვისთვის. გარკვევით წერია "A-დან გამოსული ავტომობილი B პუნქტში 5 საათში ჩავიდა", ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ა-დან ბ-მდე დაჭირდა 5 საათი.

Posted by: Echo Zvana 1 Dec 2016, 17:52
ვინმეს ჯორჯ პოლიას "How to solve it" ხომ არ გაქვთ სახლში და ეძებთ ისეთ ადამიანს, ვინც იჩუქებს (ჯანდაბას, ითხოვებს) ამ წიგნს? ამაზონმა 13 დოლარი და 80 კაპიკიო, რაამბავია cry.gif

Posted by: lepori 1 Dec 2016, 18:41
Echo Zvana
QUOTE
ვინმეს ჯორჯ პოლიას "How to solve it" ხომ არ გაქვთ სახლში და ეძებთ ისეთ ადამიანს, ვინც იჩუქებს (ჯანდაბას, ითხოვებს) ამ წიგნს? ამაზონმა 13 დოლარი და 80 კაპიკიო, რაამბავია cry.gif

პდფ არ გაწყობს?

https://notendur.hi.is/hei2/teaching/Polya_HowToSolveIt.pdf

Posted by: Echo Zvana 1 Dec 2016, 21:53
lepori
თუ ისე არ გამოჩნდა, სხვა რა გზაა, მაგრამ წიგნს ვამჯობინებ ხოლმე, PDF–ები ცოტა მოუხერხებელია.

Posted by: xonski2 5 Dec 2016, 01:48
თქვენის ნებართვით შეკითხვას დავსვავ.


მაქვს 24 ვოლტი და 80 ამპერი მოცულობის აკულიატორი.

მოდებულია 2 ამპერი წინაღობა,

მაინტერესებს 16 ვოლტზე რამდენ საათში ჩამოვა ძაბვა,?
საათში რამდენ ვოლტს დაიკლებს მოცემულ შემთხვევაში აკულიატორი.

შეერტების კვეთი 2 მმ, სპილენძი. მანძილი 10 მეტრი (აკუსა და წინაღობას შორის)



ან რაქვია ამ აჩქარების საზომ ერთეულს რაზეც ძაბვის კლების სიჩქარეა .
* * *
erer
მოცემულობა არასრულია, ჯერერთი აჩქარება არაა მოცემული, მერე მეორე საწყისი სიჩქარე გაუგებარია,

ამ მოცემულობით მეორე მანქანა იგივე დროში ჩავა დანიშნულების ადგილზე ,რაც პირველი

Posted by: Nodo_K 5 Dec 2016, 19:06
http://www.mindgames.com/game/Clown+Connect+10
ამის წესები რგო არის??

Posted by: rushdu 6 Dec 2016, 13:39
აბა ვინ დამეხმარება?
ერთი მალიარი მანქანას ღებავს 3 საათში.
მეორე მალიარი იგივე მანქანას 2 საათში.
რამდენ ხანში შეღებავენ იგივე მანქანას ორივე ერთად?

Posted by: Echo Zvana 6 Dec 2016, 18:00
rushdu
პირველი მუშა ერთ საათში ღებავს მთლიანი მანქანის 1/3-ს. მეორე მუშა 1 საათში ღებავს მთლიანი მანქანის 1/2-ს. ორივე მუშის ერთდროულად მუშაობის შემთხვევაში მთლიანად შესაღებად საჭირო დრო აღვნიშნოთ x-ით. მაშინ: x/3+x/2=1 <––– ეს უნდა ამოვხსნათ, რადგან პირველი მუშა იქს დროში შეასრულობს იქს მესამედს, მეორე მუშა კი იქს მეორედს, ჯამში ერთი უნდა იყოს, რათა მთლიანი მანქანა შეიღებოს. აწი ერთ უცნობიანი განტოლება გაქვს ამოსახსნელი და იქსს რასაც მიიღებ, ის იქნება ამ ამოცანაზე პასუხი.
თუ განტოლების ამოხსნა არ იცი, დაწერე და აგიხსნი მაგასაც.

Posted by: rushdu 7 Dec 2016, 01:09
Echo Zvana
მე მგონი ესეა ხო.
სკოლის მერე განტოლება ახლოს არ მინახავს, ერთი ვოძდაათი წელია.

1/3+1/2=X
5/6=X
X=1.1/5
ანუ პასუხია 72 წთ.

Posted by: skott56 7 Dec 2016, 18:50
1) რას უდრის თავისუფალი ვარდნის აჩქარება (g1) დედამიწის ზედაპირიდან h = R/3 მანძილზე (R დედამიწის რადიუსია, g = 10 მ/წმ2

2) იპოვეთ წრფის გასწვრივ მოძრავი სხეულის მიერ ბოლო 3 წამში განვლილი მანძილი, თუ სხეული მოძრაობდა უსაწყისო სიჩქარით t = 6 წმ-ის განმავლობაში და მისი აჩქარება a = 2მ/წმ2

please help rolleyes.gif help.gif

Posted by: Echo Zvana 8 Dec 2016, 00:19
rushdu
არაა ეგრე, 5/6 არ არის ერთი მთელი ერთი მეხუთედი. და 1/3+1/2 რატომ გაუტოლე იქსს?
ასე უნდა იყოს:
x/3+x/2=1 => (2*x+3*x)/6=1 => 5x=6 => x=1.2.

Posted by: rushdu 8 Dec 2016, 15:27
Echo Zvana

იტოგში სწორი პასუხია 72 წთ
და დამიწერე განტოლება.

Posted by: Echo Zvana 8 Dec 2016, 16:22
rushdu
დაგიწერე უკვე ამოხსნა თავიდან ბოლომდე, თავის განტოლებიან სწორ პასუხიან გოგოსიან და ბიჭიანა

Posted by: rushdu 8 Dec 2016, 20:11
Echo Zvana

მადლობა.

ჩემი ტვინი განტოლებებს ვეღარ ქაჩავს, უკვე. user.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 5 Jan 2017, 11:01
ამოცანები დაწერეთ პითაგორცი bis.gif

Posted by: Nodo_K 7 Jan 2017, 22:09
Datvlas_vin_gtxоvs
კალათში არის 4 ბურთულა აქედან 1 არის წითელი, რამდენია იმის ალბათობა რომ 5 მცდელობიდან 1ხელ მაინ ამოვვიღო წითელი ბურთულა?

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 7 Jan 2017, 23:46
Nodo.K
თითო მცდელობაზე 1/4 ია
5ვე მცდელობაზე ერთი და იგივე პირობა გვაქ

1/4

Posted by: Nodo_K 8 Jan 2017, 00:24
Datvlas_vin_gtxоvs
25%--?

Posted by: asphurcela 8 Jan 2017, 06:11
QUOTE
კალათში არის 4 ბურთულა აქედან 1 არის წითელი, რამდენია იმის ალბათობა რომ 5 მცდელობიდან 1ხელ მაინ ამოვვიღო წითელი ბურთულა?


რა 1/4 კაცო? მაგ ლოგიკით, მილიონჯერ რომ გაიმეორო ექსპერიმენტი და 1ხელ მაინც წითელი 25% ით ამოვა?
ცდებით.

Nodo.K
სად დაგჭირდა ეს ამოცანა და რატომ ვერ ხსნი? smile.gif

მთელ თეორიას ვერ დაგიწერ ეხლა, მაგრამ ვეცდები მოკლედ აგიხსნა.
დავიწყოთ იქედან, რომ 1 ცდაზე წითლის ამოღების ალბათობაა 1/4.
შემდეგ. ცდას ვატარებ განმეორებით და მიყოლებით 5 ჯერ. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო ცდა თავიდან ტარდება. ანუ ბურთულა ისევ კალათში ბრუნდება.
ამით იმის თქმა მინდა, რომ არცერთი ამ 5 ცდიდან წინაზე ან მომდევნოზე დამოკიდებული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველი ცდისას, წითლის ამოღების ალბათობა ისევ 1/4 არის.

შემდეგ:
თუ შემთხვევების ალბათობები ერთმანეთისგან დამოუკედბელია, მაშინ ალბათობები მრავლდება. თუ დამოკიდებულია, იკრიბება.
მაგ1: რას უდრის ალბათობა იმისა, რომ მონეტის 2 ჯერ აგდებისას, ორივეჯერ მოვა გერბი?
ეს ორი აგდება დამოუკიდებელია (არ აქვთ ერთმანეთზე გავლენა). ამიტომ:
P(2 აგდებაზე გერბი გერბი) = P(გერბი)*P(გერბი) = (1/2)*(1/2)=1/4

მაგ2: რას უდრის ალბათობა იმისა, რომ მონეტის 2 ჯერ აგდებაზე 1 მაინც გერბი მოვა.
ამ დროს გადათვლის გასაიოლებლად ფიქრობენ ასე:
ზედა კითხვა ეკვივალენტურია შემდეგი კითხვის:
რას უდრის ალბათობა იმისა, რომ 2 ჯერ აგდებისას არ მივიღებთ ყველას "საფასურს" (თუ რაც ქვია მონეტის მეორე მხარეს).
ვინაიდან ალბათობა ნორმირებულია, ანუ ყველა შესაძლო შემთხვევის ჯამი 1 უნდა იყოს (არ შეიძლება ალბათობა მეტი იყოს 1 ზე).
ამიტომ ყველა შესაძლო ვარიანტი არის:
P(2 აგდება, არა ყველა საფასური) + P(2 აგდება, ყველა საფასური) = 1
აქედან:
P(2 აგდება, არა ყველა საფასური) = 1 - P(2 აგდება, ყველა საფასური)
ანუ:
P(2 აგდება, 1 მაინც გერბი) = P(2 აგდება, არა ყველა საფასური) = 1 - P(2 აგდება, ყველა საფასური) = 1 - (1/2)*(1/2) = 1 - 1/4 = 3/4
თუ გავზრდით აგდებების რიცხვს, 1 მაინც გერბის მოსვლა გაიზრდება და მიუახლოვდება 1-ს, მაგრამ ვერასოდეს გახდება 1.
იქნება 0.99999999999999999999999999999999999999....................................9

ეხლა ამ ანალოგიით დავუბრუნდეთ კალათს და 1 წითელ ბურთულას:
ვთქვათ გვაქვს 1 წითელი და 3 თეთრი (ან რაც გინდა, მოკლედ არაწითელი რა).
P(5 ცდა, 1 მაინც წითელი) = P(5 ცდა, არა ყველა თეთრი) = 1 - P(5 ცდა, ყველა თეთრი)

თეთრის მოსვლის ალბათობა 1 ცდაზე არის 3/4, ანუ

P(5 ცდა, 1 მაინც წითელი) = P(5 ცდა, არა ყველა თეთრი) = 1 - P(5 ცდა, ყველა თეთრი) = 1 - (3/4)*(3/4)*(3/4)*(3/4)*(3/4) = 0.762695
მიახლოებით 76.3%

თუ გაზრდი ცდების რაოდენობას და 5 ის ნაცვლად აიღებ დიდ რიცხვს, ალბათობა იმისა, რომ 1 მაინც წითელი იქნება, მიუახლოვდება 1-ს.

Posted by: Echo Zvana 8 Jan 2017, 11:18
asphurcela
ამოცანა დაწერეთო ითხოვეს და მგონი, ამიტომ დაიწერა ეგ.
..............................................................

Posted by: Nodo_K 8 Jan 2017, 11:30
asphurcela
95% არის მე ასე დავიანგარიშე და დაპოსტვა შემეზარა, 1 მცდელობაზე არის 25%, 2 მცდელობაზე 2ჯერ 25 და ასე 5მდე, 5ჯერ გავამრავლებთ 25 % და დავამგვრალებთ მერე

Posted by: Echo Zvana 8 Jan 2017, 11:55
Nodo.K
არაა მასე, სხვანაირად უნდა გამოიანგარიშო:
ალბათობა(ერთხელ მაინც ამოვა წითელი)=1-ალბათობა(არც ერთხელ არ ამოვა წითელი)
ალბათობა(არც ერთხელ არ ამოვა წითელი)=(1-1/4)^5, ამიტომ: ალბათობა(ერთხელ მაინც ამოვა წითელი)=1-(3/4)^5. ეს კი იმ რიცხვს უდრის, რაც ზემოთ დაგიწერს.

Posted by: asphurcela 8 Jan 2017, 14:47
Echo Zvana
QUOTE
ამოცანა დაწერეთო ითხოვეს და მგონი, ამიტომ დაიწერა ეგ.

უყურე მაგას, უფროსს მასხარად იგდებს biggrin.gif

Nodo.K
QUOTE
95% არის მე ასე დავიანგარიშე და დაპოსტვა შემეზარა, 1 მცდელობაზე არის 25%, 2 მცდელობაზე 2ჯერ 25 და ასე 5მდე, 5ჯერ გავამრავლებთ 25 % და დავამგვრალებთ მერე

არა კაცო, სადიან მოიტანე.
აიღე რამე სახელმძღვანელო, არაა რთყლუ გასაგებად.

Echo Zvana
QUOTE
ალბათობა(ერთხელ მაინც ამოვა წითელი)=1-ალბათობა(არც ერთხელ არ ამოვა წითელი)
ალბათობა(არც ერთხელ არ ამოვა წითელი)=(1-1/4)^5, ამიტომ: ალბათობა(ერთხელ მაინც ამოვა წითელი)=1-(3/4)^5

up.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 8 Jan 2017, 16:00
Nodo.K
95% თითქმის 1ის ტოლია

შენ გაქ 5 შანსი რო ამოიღო წითელი ბურთი (რომელიც 4დან მხოლოდ 1ია)
ანუ ყველა (4) შესაძლო ვარიანტიდან (ხდომილებიდან) გვაწყობს მხოლოდ 1

1/4 ია მაგის ალბათობა რადგან 1ლი ამოღება არაფერ შუაში არაა მე2 ამოღებასთან და არც სხვებთან, ყუთში ბურთების რაოდენობა და პროპორცია იგივეა

გინდა 100 მცდელობა გქონდეს
ალბათობა მაინც 1/4 იქნება

Posted by: Nodo_K 8 Jan 2017, 16:53
ეე მოიცა კაცო, კალათიდან წითელი ბურთულას ამოღება 5ჯერ ხელის ჩაყოფით უფრო მეტი არ არის ვიდრე ერთხელ? ჰმ სხვანაირად მეგონა მე. დავიბენი რაღაც
QUOTE
აიღე რამე სახელმძღვანელო, არაა რთყლუ გასაგებად.

რომელი მაგალითად?

Posted by: asphurcela 8 Jan 2017, 18:21
Datvlas_vin_gtxоvs

კაიფი და ტროლინგი უსათაუროსკე, ბრად.
გითხრეს ესეა, დაიჯერე.

Posted by: oleg-i 8 Jan 2017, 21:04
Nodo.K
Datvlas_vin_gtxоvs
და თუ წინა ამოცანის გაგების ალბათობა გაგიხდათ 100%, სცადეთ ასეთი ამოცანის ამოხსნაც:
1) ყუთში არის 4 ბურთულა, აქედან 1 არის წითელი. შემთხვევითობის პრინციპით იღებ ჯერ ერთ, შიმდეგ მეორე და შემდეგ მესამე ბურთილას(ამოღებულ ბურთულას ყუთში არ აბრუნებ). რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ყუთში არ ჩარჩება წითელი...
2) ყუთში არის 4 ბურთულა, აქედან 1 არის ფორუმის ფირმის smile.gif. ერთ ცდაზე ბღუჯად იღებ სამ ბურთულას(დოლარებს კიარა). რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ფორუმის ბურთულა ყუთში არ ჩარჩება...

რა განსხვავებაა 1) და 2) ამოცანების პირობებს და პასუხებს შორის.

Posted by: Echo Zvana 8 Jan 2017, 21:06
Datvlas_vin_gtxоvs
რომ გითხრან, წითელი ბურთულა თუ ამოიღე, მანქანას გაჩუქებო, 1 ცდას აირჩევ თუ 100-ს? gigi.gif
Nodo.K
QUOTE
კალათიდან წითელი ბურთულას ამოღება 5ჯერ ხელის ჩაყოფით უფრო მეტი არ არის ვიდრე ერთხელ?

ჩვენ სხვა რამე დავწერეთ?

თუ მართლა ტროლაობთ, სხვაგან მოხვდით :S

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 12 Jan 2017, 10:09
Echo Zvana
asphurcela
რატომ ფიქრობ რო ვტროლაობ?

ვამბობ 1/4ია

oleg-i
QUOTE
1) ყუთში არის 4 ბურთულა, აქედან 1 არის წითელი. შემთხვევითობის პრინციპით იღებ ჯერ ერთ, შიმდეგ მეორე და შემდეგ მესამე ბურთილას(ამოღებულ ბურთულას ყუთში არ აბრუნებ). რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ყუთში არ ჩარჩება წითელი...

1 - 3/4*2/3*1/2

QUOTE
2) ყუთში არის 4 ბურთულა, აქედან 1 არის ფორუმის ფირმის smile.gif. ერთ ცდაზე ბღუჯად იღებ სამ ბურთულას(დოლარებს კიარა). რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ფორუმის ბურთულა ყუთში არ ჩარჩება...

დაჯგუფება
ფორუმის ბურთულა იყოს B
ის სამი დანარჩენი იყოს A1 A2 A3

ყველა შესაძლო ვარიანტი
A1 A2 A3
A1 A2 B
A1 A3 B
A2 A3 B

4 შესაძლო ვარიანტიდან გვაწყობს 3 (როცა B ამოვა)

3/4 ?

Posted by: Echo Zvana 12 Jan 2017, 17:10
Datvlas_vin_gtxоvs
ოლეგის ამოცანებში სწორი პასუხები გიწერია. ეგენი თუ დაწერე, იმ ამოცანის ამოსახსნელად რაღა დარჩა? :დ
არ არის 1/4. წინა გვერდზე რომ ავხსენით, წაიკითხე?

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 12 Jan 2017, 23:16
Echo Zvana
წავიკითხე
მარა ჩემ აზრზე ვრჩები

5 ცდაზე რო ყუთიდან თეთრ ბურთს ამოიღებ მაგის ალბათობა არი 1/4
ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და იმიტომ



არა? war.gif biggrin.gif

sa.gif

Posted by: Echo Zvana 13 Jan 2017, 00:09
Datvlas_vin_gtxоvs
არა.
ყველა ცალკეულ ცდაზე არის 1/4 ალბათობა (რადგან დამოუკიდებელია ერთმანეთისგან).
ბურთულებს რომ თავი დავანებოთ, კამათელზე ექვსიანი რომ მოვა ამის ალბათობა ხომ 1/6–ია, მაგრამ ორჯერ რომ გააგორებ ორივეჯერ რომ 1/6 მოვა – ამის ალბათობა 1/36 არის. ერთმანეთისგან დამოუკიდებელია აქაც, მაგრამ პირველ შემთხვევაში რაც ერთჯერ უნდა შესრულებულიყო ის პირობა ახლა ორჯერ უნდა შესრულდეს. მიხვდი რაშია საქმე თუ საზიზღრად ავხსენი? :დ

Posted by: oleg-i 13 Jan 2017, 00:51
Datvlas_vin_gtxоvs
ანუ 1) და 2) იგივური (ეკვივალენტური) ამოცანები იყო... ამოხსნის არჩევანი შენზე იყო დამოკიდებული.

მაშინ ერთიც:
ყუთში 4-წითელი... 3-ლურჯი და 2- თეთრი ერთნაირი ფორმის ბურთულაა. ყუთში ჩაუბრუნებლად იღებენ ჯერ ერთ, შემდეგ მეორე და შემდეგ მესამე ბურთულას, დასუნავენ და დებენ გვერდზე.
1) რა არის იმის ალბათობა, რომ ყუთში აუცილებლად ჩარჩება ლურჯი და თეთრი ბურთულები...
2) რისთვის სუნავენ ბურთულებს?... რა რიტუალს ასრულებენ ამით?...

Posted by: asphurcela 13 Jan 2017, 00:52
QUOTE
ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და იმიტომ

ეგრე იქნებოდა, რომ ეკითხათ თითო ცდაზე რამდენიაო.

ეხლა, როგორც 1 ცალი მთლიანი ექსპერიმენტი, მთლიანი ხუთივე ცდის, როგორც ერთი მთლიანი ექსპერიმენტისას მიღებულ ალბათობას გეკითხებიან.
ეს უნდა გაიაზრო რას ნიშნავს.

ერთი მთლიანი ექსპერიმენტი ნიშნავს: შეხვედი ოთახში, დაგხვდა კალათი, ჩაატარე 5 ცდა - გამოხვედი.
ვსიო ესაა ერთი ექსპერიმენტი.
ხოდა ეს ცდა, ანუ ოთახში შესვლა და გამოსვლა მილიონჯერ რო გაიმეორო, და დათვალო ამოღებული ბურთები და ფერები, მიიღებ 0.76 იან თანაფარდობას და არა 1/4-ს.


* * *
QUOTE
2) რისთვის სუნავენ ბურთულებს?

lol.gif

Posted by: matemana 13 Jan 2017, 01:01
QUOTE (oleg-i @ 8 Jan 2017, 21:04 )
Nodo.K
Datvlas_vin_gtxоvs
და  თუ  წინა ამოცანის გაგების ალბათობა გაგიხდათ  100%,  სცადეთ ასეთი ამოცანის ამოხსნაც:
1)  ყუთში არის 4 ბურთულა, აქედან 1 არის წითელი.  შემთხვევითობის პრინციპით  იღებ ჯერ ერთ, შიმდეგ მეორე და შემდეგ მესამე ბურთილას(ამოღებულ ბურთულას ყუთში  არ აბრუნებ). რისი ტოლია  იმის ალბათობა,  რომ ყუთში არ ჩარჩება წითელი...
2)  ყუთში არის 4 ბურთულა, აქედან 1 არის  ფორუმის  ფირმის  smile.gif.  ერთ ცდაზე  ბღუჯად იღებ სამ ბურთულას(დოლარებს კიარა). რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ფორუმის  ბურთულა    ყუთში  არ  ჩარჩება...

რა  განსხვავებაა  1) და 2) ამოცანების  პირობებს  და პასუხებს შორის.

1) 3/4

2) იგივე 3/4

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 13 Jan 2017, 10:12
კარგი შემდეგი გამოუშვით up.gif
აღარ გვინდა ეს ალბათობები და ბურთულები biggrin.gif

Posted by: MarioB 16 Jan 2017, 12:47
1 დამლაგებელი ოთახს ალაგებს 3 საათში, მეორე 2 საათში,რამდენ ხანში დაალაგებს ერთ ოთახს ორივე დამლაგებელი ერთად? ამომახსნევინეტ ვინმემ

Posted by: Irakli 16 Jan 2017, 15:35
MarioB
1 საათში და 12 წუთში

Posted by: MarioB 16 Jan 2017, 15:41
Irakli
ამოხსანაც დაწერე რა თუ არ გეზარება

Posted by: Irakli 16 Jan 2017, 18:27
პირველი ალაგებს 1/2 ოთახს 1 სთ-ში, მეორე 1/3-ს; ორივე ერთად 1/2 + 1/3 = 5/6 ოთახისას 1 სთ-ში
მთლიან ოთახს დაალაგებენ 1/(5/6) = 6/5 სთ-ში, ანუ 1 სთ და 12 წთ-ში.

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 17 Jan 2017, 17:44
MarioB
თუ კი მსგავსი ამოცანა შეგხვდა 2 მუშაზე ან 2 ონკანზე, ყოველთვის, 1ელ რიგში უნდა დათვალო სიჩქარე
ანუ 1 საათში რა რაოდენობის სამუშაოს ასრულებენ up.gif მერე ყველაფერი მარტივდება
რაც ზემოთ დაწერა Irakli


up.gif

Posted by: oleg-i 19 Jan 2017, 18:03
აბა ერთიც:
30 მოსწავლე 10 ქულიანი ტესტით შეაფასეს. სანდრო 4 ქულით შეფასდა. სხვა დანარჩენმა მოსწავლემ სანდროზე მეტი ქულა აიღო.
მაქსიმუმ რამდენი ერთნაირქულიანი მოსწავლის მოძებნაა შესაძლებელი?

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 19 Jan 2017, 18:17
oleg-i

29
?

როცა ყველამ (სანდროს გარდა) 5 6 7 8 9 ან 10 ქულა აიღო

რაღაც ფანდია აქ biggrin.gif

Posted by: oleg-i 19 Jan 2017, 20:14
Datvlas_vin_gtxоvs
29 - ეს იქნება ე.წ. ''საუკეთესო" შემთხვევაში, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება არ განხორციელდეს... ეს ''ქუდბედიანი" შემთხვევაა - ''ბედი მაქვსო'' რომ იტყვიან... ''მადლობა უფალოო''.
ამიტომ შენ უნდა განიხილო ე.წ. ''უარესი'' შემთხვევა'' - '' რა დედამ დაწყევლაო''... ''ფთუი ეშმაკსო''...
და ამ უარეს შემთხვევაში მაინც რომ აუცილებლად(უეჭველად... ''წყალი რომ არ გაუვა'') მოძებნი ერთნაირქულიანი მოსწავლეების მაქსიმალურ რიცხვს.

Posted by: simebi 19 Jan 2017, 20:25
oleg-i

5 ? 29 ბავშვი გადანაწილდება 5,6,7,8,9,10 ქულებზე ანუ 29:6>4 ანუ 5 ბავშვს ერთნაირი ქულა მაინც ექნება

Posted by: oleg-i 19 Jan 2017, 20:36
simebi

QUOTE
5 ? 29 ბავშვი გადანაწილდება 5,6,7,8,9,10 ქულებზე ანუ 29:6>4 ანუ 5 ბავშვს ერთნაირი ქულა მაინც ექნება

yes.gif

***************************************************************************************

აბა ესეც!

გვაქვს ხუთი დანომრილი ბურთულა -- 1,2,3,4,5, და ხუთი ცარიელი დანომრილი ყუთი -- 1,2,3,4,5.
თითოეულ ბურთულას შემთხვევითობის პრინციპით ათავსებენ ცარიელ ყუთში.
რისი ტოლია ალბათობა იმისა, რომ :
1) მხოლოდ ორი ბურთულას ნომერი არ დაემთხვევა ადგილმიჩენილი ყუთის ნომერს
2) არცერთი ბურთულას ნომერი (არ) დაემთხვევა ადგილმიჩენილი ყუთის ნომერს.

და შემდეგ ზოგად შემთხვევაში : გვაქვს N ცალი დანომრილი ბურთულა და N ცალი დანომრილი ყუთი იგივე კითხვებით....



Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 19 Jan 2017, 21:50
oleg-i

კაროჩე, ან ცუდათ სვამ კითხვას, ან მე ვერ ვიგებ რა up.gif
პირობაში გიწერია დაწერე 'მაქსიმუმ' რამდენი შეიძლება იყოსო
და ეგ არის 29


5 იმ შემთხვევაშია სწორი პასუხი, თუ იკითხავდი მინიმუმ რამდენი აიღებდა ერთნაირ შეფასებასო

Posted by: oleg-i 19 Jan 2017, 22:12
Datvlas_vin_gtxоvs
QUOTE
5 იმ შემთხვევაშია სწორი პასუხი, თუ იკითხავდი მინიმუმ რამდენი აიღებდა ერთნაირ შეფასებასო

მართალი ხარ!.. up.gif

ახლა ამ ამოცანაზე იფიქრე

გვაქვს ხუთი დანომრილი ბურთულა -- 1,2,3,4,5, და ხუთი ცარიელი დანომრილი ყუთი -- 1,2,3,4,5.
თითოეულ ბურთულას შემთხვევითობის პრინციპით ათავსებენ ცარიელ ყუთში.
რისი ტოლია ალბათობა იმისა, რომ :
1) მხოლოდ ორი ბურთულას ნომერი არ დაემთხვევა ადგილმიჩენილი ყუთის ნომერს
2) არცერთი ბურთულას ნომერი (არ) დაემთხვევა ადგილმიჩენილი ყუთის ნომერს.

და შემდეგ ზოგად შემთხვევაში : გვაქვს N ცალი დანომრილი ბურთულა და N ცალი დანომრილი ყუთი იგივე კითხვებით....

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 19 Jan 2017, 22:49
oleg-i
1) 1 - 1/125 ?
2) 1 - 1/5*1/5*1/5*1/5*1/5

Posted by: oleg-i 19 Jan 2017, 23:46
Datvlas_vin_gtxоvs
QUOTE
1) 1 - 1/125 ?
2) 1 - 1/5*1/5*1/5*1/5*1/5

არა... ეს ასეთი ზერელე ამოცანა არ არის. განზოგადებულ შემთხვევაში ნამდვილად გაგიჭირდება, მაგრამ N = 5 შემთხვევის ამოხსნა უნდა შეძლო.
მოდი ჯერ N = 3 და 4 შემთხვევა განიხილე და ასე შემდეგ სცადე განაზოგადო ...

Posted by: Onyx′ 19 Jan 2017, 23:49
აქ უნდა დავფიქსირდე

ფინალურებისთვის იმედია დამეხმარება :დ

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 22 Jan 2017, 15:50
ფიზიკოსები შემოდით
ახსნილი უკეთესი იქნება up.gif

http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge


Posted by: zarnadze123 22 Jan 2017, 21:11
http://www.picz.ge/img/s1/1701/22/2/2b67bc2f0699.jpg 38 -ე და 39 ე ამოცანის გაკეთებაში დამეხმარეთ რა

Posted by: Dixtosa 22 Jan 2017, 21:37
oleg-i
QUOTE
1) მხოლოდ ორი ბურთულას ნომერი არ დაემთხვევა ადგილმიჩენილი ყუთის ნომერს
2) არცერთი ბურთულას ნომერი (არ) დაემთხვევა ადგილმიჩენილი ყუთის ნომერს.

1. C(5, 3) * AREVA(2) / P(5)?
2. AREVA(5) / P(5)?

სადაც
AREVA(0) = 1
AREVA(1) = 0
AREVA(N) = (N-1) * (AREVA(N-2) + AREVA(N-1))
ლოგიკა ასეთია ავიღეთ პირველი რიცხვი ვთქვათ 1 შეგვიძლია დავდოთ N - 1 ადგილას. თითო ასეთ ადგილას სადაც დავსვით (მაგალითად 3-ზე) სამი გადმოვა პირველის ადგილას და მერე იგივე უნდა ჩავატაროთ N - 2 რიცხვზე. AREVA(N-1) ამას რაც შეეხება. ეს მოდის იქიდან რომ არაა აუცილებელი სამი გადმოვიდეს პირველზე. AREVA(N-1) და AREVA(N-2) თანაკვეთა ვერ ექნება რადგან N-2-ზე 3ი დაფიქსირებულია ერთიანის ადგილას. N - 1-ზე კი პირიქით სამი არის სხვა ნებისმიერ ადგილას.
AREVA(5) = 4 * (2*(1 + 0) + 3*(1 + 2*(1 + 0))) = 4 * (2 + 9) = 44
P(N) = 1*2*3*...*N
C = დაჯგუფება

edit: არევა შემეშალა მოვიფიქრებ ახლავე biggrin.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 23 Jan 2017, 10:08
zarnadze123

38ე ამოცანაში
პითაგორას თეორემით იპოვი სამივე მონაკვეთს
MN = ფესვი 54დან
MN = ფესვი 61დან
NK = 7

მერე კოსინუსების თეორემას დაწერ და NMK კუთხის კოსინუსს იპოვი
აი კუთხეს კი ვერ იპოვი მაგ რიცხვით 11/ფესვი 366დან

Posted by: Echo Zvana 23 Jan 2017, 14:08
zarnadze123
38-ეში კოსინუსების თეორემამდე რომ მიხვალ, შემდეგ arccos ფუნქციას დაწერ და ეგაა. თუ cos a = x, მაშინ a = arccos x (შეზღუდვები აქვს, მაგრამ ეროვნულებზე ამის მეტი, მგონი, არ გჭირდება).
39–ეში ცილინდრის რადიუსი გამოსახე ბირთვის რადიუსიდან (პატარა სამკუთხედი რომ არის დახაზული, ეგ არის ტოლფერდა მართკუთხა (თუ მაინცდამაინც დამტკიცება გინდა, თალესის თეორემით შეგიძლია), ამიტომ შეგიძლია, პითაგორას თეორემით იპოვო კვადრატის გვერდის მეორედი). ახლა კვადრატის გვერდი იცი, ანუ იცი ცილინდრის სიმაღლე და ფუძის რადიუსი. ცილინდრის მოცულობა არის ფუძის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე, ბირთვის მოცულობა არის (4/3)*pi*(R^3), შეაფარდებ ამათ და ეგაა.

Posted by: zarnadze123 23 Jan 2017, 16:34
Echo Zvana
Datvlas_vin_gtxоvs
გაიხარეთ მადლობა რაც მე ამ ამოცანებზე ვიწვალე biggrin.gif
* * *
Echo Zvana
39 ში სჰეფარდება რა იქნება?

Posted by: oleg-i 23 Jan 2017, 22:47
Dixtosa
QUOTE
1. C(5, 3) * AREVA(2) / P(5)?
2. AREVA(5) / P(5)?

yes.gif
QUOTE
არევა შემეშალა მოვიფიქრებ ახლავე

არაფერი შეგშლია
no.gif
ახლა დავაკვირდეთ:
AREVA(1) = 0
AREVA(2) = 1
AREVA(3) = 2(1+0) = 2
AREVA(4) = 3(2+1) = 9
AREVA(5) = 4(9+2) = 44
...
AREVA(N) = (N-1)[AREVA(N-1) + AREVA(N-2)] რიცხვითი მიმდევრობის რეკურენტული ფორმულაა, მაგრამ როგორ ჩაიწერება რიცხვითი ფუნქციის სახით --- AREVA(N) = f(N) ...???? ..... შესაძლებელია რო?... ყოველშემთხვევაში მე ვერ მოვახერხე... იქნებ შენ გამოგივიდეს smile.gif

და კიდევ... რომ როცა N----> უსასრ, მაშინ ალბათობა იმისა რომ არცერთი ბურთულას ნომერი არ დაემთხვევა ადგილმიჩენილი ყუთის ნომერს
AREVA(N)/ N! ------> 0, 368.... გვიან გავერკვიე, რომ ეს (1/e) -ია ....
იფიქრე ამაზე ... საინტერესო ჩანს

ამ კითხვას შარშან ვარჩევდი თემაში: საინტერესო ამოცანები ალბათობაში....

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 26 Jan 2017, 00:31
zarnadze123
39ე ში პასუხი უნდა იყოს 8/3 ან 16/6 (თუ არაფერი შემეშალა) biggrin.gif
როგორც უკვე დაწერეს, ბირთვის რადიუსი მართკუთხა ტოლფერდა სამკუთხედს ადგენს ცილინდრის რადიუსებთან

ცილინდრის რადიუსს თუ ავღნიშნავთ - a სიმბოლოთი, ბირთვის რადიუსი იქნება a*ფესვი 2დან
მოცულობის ფორმულები: ბირთვი - 4*Pi*R^3 / 3
ცილინდრი - Pi*R^2*h (სიმაღლე). სიმაღლე დიამეტრის ტოლია ანუ 2a

ჩასვამ მნიშვნელობებს Pi ზე და a^3 ზე შეკვეცავ წილადს და გრჩება 16/6


up.gif

Posted by: zarnadze123 26 Jan 2017, 01:11
Datvlas_vin_gtxоvs
http://www.picz.ge/img/s1/1701/26/e/e155b61eb024.jpg 40 ეს თუ გამაკეთებინებ დზაან მაგარი იქნება biggrin.gif ან როგორ კეთება ეს რომ დამხმაროთ

Posted by: Dixtosa 26 Jan 2017, 10:01
zarnadze123
სიმეტრიულობა ნიშნავს რომ წვეროს X კოორდინატები ტოლია ორივესი.
პარაბოლა არ გადაკვეთს აბსცისას თუ
წვეროს Y კოორდინატი > 0 და a > 0
ან
Y < 0 და a < 0

a-ს ნიშანი განსაზღვრავს პარაბოლის ორი წვეროს მიმართულებს. დადებითი ზევით მიმართულია უარყოფითი ქვევით. ახლა განტოლებებია შესადგენი უბრალოდ.

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 26 Jan 2017, 10:34
zarnadze123
a = -4 - 3*ფესვი2დან
b = 4 - 3*ფესვი2დან

1ლი პარაბოლა იქნება ამოტრიალებული და X ღერძის დაბლა
მე2 პარაბოლის a დადებითია და X ღერძის მაღლა იქნება

X ნულს ორივეგან ტოლია (სიმეტრიის ღერძი), გამოიყენებ ფორმულას -b/2a და იღებ ab = 2
Y ნული 1ლი განტოლების + 6 = Y ნული მეორე განტოლების. ამის ფორმულა -D/4a

აქ იღებ განტოლებათა სისტემას ორი უცნობით a და b
b ს გამოსახავ a თი და იღებ კვადრატულ განტოლებას a ს მიმართ => a^2 + 8a - 2 = 0

Posted by: simebi 26 Jan 2017, 17:50
მოიძებნება თუ არა ისეთი Z>1 რაციონალური რიცხვი რომ (z^4+4z^3+6z^2-4z)^1/2 იყოს რაციონალური რიცხვი? https://en.wikipedia.org/wiki/Unit_square ეს ჰიპოთეზა დავიყვანე აქამდე და თუ მოიძებნება მაშინ ასეთი წერტილი არსებობს, მაგრამ აქ გავიჭედე..

Posted by: zarnadze123 26 Jan 2017, 18:00
Datvlas_vin_gtxоvs
და მაგ კვდარატულს ამოვხსნი და ეგაა პასუხი ხო? Dდ პარალობელბი ზოგადად არ ვიცი კარგად დდ
* * *

Datvlas_vin_gtxоvs
მადლობა მიხვდი ახლა ვერ დავაკვირდი თავიდან დ

Posted by: krigel77 28 Jan 2017, 11:47
Diasaxlisma 500g yveli da 200g karaqi iyida.sosisi 4jer meti iyida vidre karaqi da dzexvi ertad.sul produqtebis raodenoba 2kgs sheadgenda.ramdeni iyo dzexvi

Posted by: Irakli 28 Jan 2017, 11:57
x იყოს ძეხვი, y სოსისი

0.5 + 0.2 + x + y = 2
y = 4x + 0.8

აქედან ჩასმით: x იქნება 0.1, ანუ 100 გრამი.

Posted by: Lowlander 28 Jan 2017, 11:59
krigel77

რომელი კლასის ამოცანაა?

X-სოსისი, Y-ძეხვი

X=(200+Y)*4
X+Y+200+500=2000 ეს სისტემა ამოხსენი


Posted by: baboli123 28 Jan 2017, 18:01
3 X ხარისხში + 4 X-ხარისხში =5 X- ხარისხში ნუ ჩასმის ხერხითაც შეიძლება და X=2 მაგრამ რომ არ ჩავსვათ ისე როგორ კეთდება?"

Posted by: Dixtosa 28 Jan 2017, 18:59
baboli123
https://en.wikipedia.org/wiki/Fermat's_Last_Theorem

ანუ ჩასმა ამოხსნის საკმაოდ კარგი მეთოდია biggrin.gif თუ იცი რო მეტი ჩასასმელი არ გექნება.

Posted by: baboli123 28 Jan 2017, 19:16
Dixtosa
ეგ ხომ მაგრამ ამოხსნა წერია მანდ მე ვერ ვნახე

Posted by: Irakli 29 Jan 2017, 12:25
baboli123
შეგიძლია დაამტკიცო რომ 2-ზე მეტი ამონახსნი არა აქვს, აიღე ეს მსგავსი ტოლობა:

5^(x+2) = 3^(x+2) + 4^(x+2) და გაყავი 5^x-ზე, მიიღებ ამას:

25 = 9 * 0.6^x + 16 * 0.8^x

ამას ამონახსნი აქვს მარტო x=0-ისთვის, როცა x>0, მარჯვენა მხარე კლებულობს და მარცხენა კიდევ უცვლელი რჩება, ამიტომ x=0 ამონახსნი არის ერთადერთი.

Posted by: baboli123 29 Jan 2017, 16:15
Irakli
კიდე შეიზლება რომ გაკეთდეს 5 ის ნებისმიერ ხარისხში ბოლოვდება 5 ით და 3 სა და 4 ს რომ ავიყვანთ იქს ხარისხში მაგის ბოლების ჯამი უნდა დამთავრდეს 5 -ით და ჩამოვწერ 3 ის კვადრატი ბოლოვდება 9-ით კუბი 5-ით მეოთხე ხარისხი 1-ით მეხუთე 3 ით და 4 ის რომ ავიყვანოთ ნებისმიერ ხარისხში ან 4 ით დაბოლოვდება ან ექვსით 4 ის კვადრატი ბოლოვდება 6 ით კუბი 4 Iთ და მერე ისევ მეორდება და ამიტომ კვადრატიში 9 +6 ბოლოვდება ხუთით და ჩავსამთ კვადრატს იქსის მაგივრად რავი წესით ეს ამოხსნა არასწორი არ უნდა იყოს

Posted by: Irakli 29 Jan 2017, 19:04
baboli123
მე რაც დავწერე ეგ უფრო მკაცრი დამტკიცებაა რომ იცოდე smile.gif

Posted by: NUGOFF 29 Jan 2017, 19:17
მოცემულია კვადრატის ფორმის მუყაოს ქაღალდი, რომლის გვერდის სიგრძეა α. მისგან უნდა დავამზადოთ თავღია ყუთი ისეთი, რომ მისი მოცულობა იყოს მაქსიმალური. იპოვეთ ასეთი ყუთის სამივე განზომილება და მოცულობა.
დამეხამრეთ რა <3

Posted by: Irakli 29 Jan 2017, 19:32
NUGOFF
წარმოადგინე კვადრატს რომ მოაჭრა კუთხეებში x ზომის პატარა კვადრატები როგორი ზომის ყუთი გამოგივა შესაწებებლად და მერე a და x-ით ჩაწერე მაგის მოცულობა.

ეგ არის x-ის მიხედვით ფუნქცია და მაგის მაქსიმუმის პოვნაც შეიძლება მერე თუ გამოიკვლევ.

Posted by: Komponent 29 Jan 2017, 19:56
NUGOFF
QUOTE
მოცემულია კვადრატის ფორმის მუყაოს ქაღალდი, რომლის გვერდის სიგრძეა α. მისგან უნდა დავამზადოთ თავღია ყუთი ისეთი, რომ მისი მოცულობა იყოს მაქსიმალური. იპოვეთ ასეთი ყუთის სამივე განზომილება და მოცულობა.
დამეხამრეთ რა <3

ჩემი აზრით ამ ამოცანას ცალკე თემა სჭირდება, ვინაიდან მთელი მათემატიკის ნახევრის ცოდნას მოითხოვს. smile.gif

Posted by: NUGOFF 29 Jan 2017, 19:58
QUOTE (Irakli @ 29 Jan 2017, 19:32 )
NUGOFF
წარმოადგინე კვადრატს რომ მოაჭრა კუთხეებში x ზომის პატარა კვადრატები როგორი ზომის ყუთი გამოგივა შესაწებებლად და მერე a და x-ით ჩაწერე მაგის მოცულობა.

ეგ არის x-ის მიხედვით ფუნქცია და მაგის მაქსიმუმის პოვნაც შეიძლება მერე თუ გამოიკვლევ.

user posted image
შეხედე აბა ამ სურათს თუ სწორად წავედი
* * *
ეს ადრე დავწერე და ამ ამოცანას ეხება თუარა აღარ მახსოვს და შეიძლებაც და ესაა პასუხი ,არვიცი biggrin.gif
* * *
QUOTE (Komponent @ 29 Jan 2017, 19:56 )
ჩემი აზრით ამ ამოცანას ცალკე თემა სჭირდება, ვინაიდან მთელი მათემატიკის ნახევრის ცოდნას მოითხოვს. smile.gif

yes.gif yes.gif biggrin.gif biggrin.gif yes.gif რავი ვინმე ჭკვიანი გამოჩნდება

Posted by: Komponent 29 Jan 2017, 20:10
NUGOFF
თუ მოგვცემენ მოდერები უფლებას, გასენი თემა და იქ ამოვხსნათ ყველასთვის გასაგებად.

Posted by: NUGOFF 29 Jan 2017, 20:17
გავხსენი და მიმიბლოკეს biggrin.gif დაველოდები აქ ვინმე მათემატიკს

Posted by: Komponent 29 Jan 2017, 20:50
QUOTE
გავხსენი და მიმიბლოკეს  დაველოდები აქ ვინმე მათემატიკს

ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია იქითა მოდერმა, შუა გზაში გაგვაწყვეტინა სიტყვა, კი არ უნდა დაებლოკა, აქეთ განყში უნდა გადმოეშვა და მერე აქაურ მოდერებთან განვიხილავდით რა გვექნა. არა იქითა მოდერი ცუდი არ არის მაგრამ, ეტყობა კოდექსებს არ სწავლობს smile.gif

Posted by: oleg-i 29 Jan 2017, 21:08
NUGOFF
ყუთის მოცულობას დამოკიდებულება x -ზე : V(x) = (a-2x)^2 *x ...... 0<x<a/2
თუ იცი ფუნქციის გამოკვლევა წარმოებულის გამოყენებით ...... მიიღებ, რომ მაქსიმალური მოცულობა შეესაბამება იმ შემთხვევას, როცა x=a/6
და თუ წარმოებულის აზრზე არ ხარ, მაშინ განიხილე კერძო შემთხვევა მაგ (a= 12) და სცადე საკმაო ზედმიწევნით ააგო ამ V(x) ფუნქციის გრაფიკი [ 0; 6] შუალედზე და გეომეტრიულად დაადგინე პიკის წერტილი





Posted by: Irakli 29 Jan 2017, 22:02
NUGOFF
არ გაქვს სწორად ამოხსნილი, როგორც ზევით დაგიწერეს მაგ ფუნქციის მაქსიმუმის წერტილი უნდა მოძებნო x = [0; a/2] შუალედში. წარმოებულის გამოყენებით ეგ ექსტრემუმის წერტილი მარტივად მოიძებნება, ასეთი განტოლება გექნება

(a-2x)^2 - 4(a-2x)x = 0

(a-2x)(a-6x) = 0

საიდანაც მიიღებ რომ x = a/6. თუ წარმოებული არ აუხსნია არავის, მაშინ გრაფიკულად უნდა ამოხსნა, ააგო ფუნქცია და ისე იპოვო მაქსიმუმი წერტილი: https://www.google.ge/?gws_rd=cr&ei=xCuOWLL7KMGTaZjuruAP#q=graph++((1-2x)%5E2)+*+x

Posted by: NUGOFF 30 Jan 2017, 11:24
მადლობა დახმარებისთვის <3 გაიხარეთ 2kiss.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 1 Feb 2017, 15:42
რამე ამოცანა დაწერეთ

up.gif

Posted by: illmatic 1 Feb 2017, 17:21
გამარჯობა
თავისუფლების ხარისხი რას ნიშნავს? იქნებ ახსნისას 1-2 მაგალითიც მოიშველიოთ

Posted by: SleepDealer 3 Feb 2017, 14:05
ჰორიზონტისადმი 30(გრადუსიანი) დახრილ ფერდობზე ეშვება ციგა 8მ/წმ სიჩქარით. განსაზღვრე სიჩქარის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მდგენელები..

ნახაზი გამიკეთეთ ვინმემ რა და მივხვდები ჩემით დანარჩენს, არ შეგეზაროთ მარტივია ... sad.gif

Posted by: shako1121 7 Feb 2017, 16:32
http://www.picz.ge/img/s3/1702/7/5/549f28e5483d.jpg ძაან რთულია ესენი მეშინია ცოტა help.gif help.gif

Posted by: lepori 7 Feb 2017, 18:34
illmatic
QUOTE
გამარჯობა
თავისუფლების ხარისხი რას ნიშნავს? იქნებ ახსნისას 1-2 მაგალითიც მოიშველიოთ

მაგალითად პაიკის თავისუფლების ხარისხი არის ერთი >> მხოლოდ წინ შეუძლია წასვლა
ეტლის 2 >> წინაც მიდის და გარდიგარდმოც დადის
ლაზიერის 3 >> წინდაუკანაც დადის, გარდიგარდმოც და დიაგონალზეც

Posted by: lakarana 12 Feb 2017, 14:39
(X:Y) წერტილი y=kx+b სიმეტრიისას სად აისახება ფორმულა არ იცით არავინ?

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 13 Feb 2017, 12:38
lakarana
ეგ წრფის განტოლებაა (წრფის ზოგადი ფუნქცია)
რის მიმართ გინდა ასახვა?

Posted by: THH 14 Feb 2017, 18:33
lakarana
ფორმულა წერია
https://en.wikipedia.org/wiki/Reflection_(mathematics)
გვერდის ბოლოს. ოღონდ იქ ვექტორების ტერმინებშია. შენს შემთხვევაში:
a=(k,-1), v=(X,Y) და c=-b.
თუ ვექტორების სკალარული ნამრავილი, იცი დანარჩენს ადვილად გამოთვლი

Posted by: roleqsissaatimachuqes 21 Feb 2017, 16:20
ეს ამოცანა ამომახსნევინეთ ხალხო


fotoaparati, romlis fasi iyo 20 lari, jer
gaZvirda da Semdeg gaiafda. amasTan gaiafeba moxda 4-jer
meti procentiT vidre gaZvireba. ramdeni procentiT
gaiafda da ramdeni procentiT gaZvirda fotoaparati, Tu
igi axla 16 lari da 80 TeTri Rirs?

Posted by: asphurcela 21 Feb 2017, 18:57
roleqsissaatimachuqes
საწყისი ფასი: 20 ლარი.
მომატების პროცენტი x.
დაკლების პროცენტი 4x.

მომატებისას ფასი გახდა 20+20*x
დაკლებისას ახალ ფასს დააკლდა 4x% ანუ:
(20+20x) - (20+20x)*4x
და ეს ფასია 16.8 ლარი. ანუ
(20+20x) - (20+20x)*4x = 16.8
ამოხსნი ამ განტოლებას და მიიღებ x1 = 0.05 და x2 = -0.8
ვინაიდან პროცენტი ზოგადად დადებითი რიცხვია, ვირჩევთ 0.05-ს ანუ 5%-ს.
ხოლო დაკლების პროცენტი იქნება 5*4=20%

პასუხი, 5 მომატება, 20 დაკლება

Posted by: roleqsissaatimachuqes 21 Feb 2017, 19:15
asphurcela
მადლობა დიდი.

Posted by: Onyx′ 23 Feb 2017, 18:55
თქვენს გახარებას რა 2kiss.gif

1.გამოთვალეთ სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა 11 ომი წინაღობის გამტარობაში, თუ მასში გადის 3 ამპერი დენი 12 წამის ვანმვალობაში

2. იპოვეთ m=19კგ მასის სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილება, თუ მისი სიჩქარე 10 მ/წმ-დან 25 მ/წმ-მდე გაიზარდა

3. იპოვეთ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მასზე მოქმედი ძალის მომენტი m=19 ნ.მ, ხოლო ძალის მხარი 1=4მ

4. ბრტყელი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილი შევამცირეთ 3-ჯერ, ხოლო კონდენსატორის ფირფიტების ფართობი გავზარდეთ 23ჯერ, რის შედეგადაც კონდენსატორის ტევადობა გაიზარდა n-ჯერ. განვსაზღვროთ m-ის მნიშვნელობა

არ დაგივიწყებთ <3

Posted by: oleg-i 23 Feb 2017, 23:24
QUOTE
1.გამოთვალეთ სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა 11 ომი წინაღობის გამტარობაში, თუ მასში გადის 3 ამპერი დენი 12 წამის ვანმვალობაში

2. იპოვეთ m=19კგ მასის სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილება, თუ მისი სიჩქარე 10 მ/წმ-დან 25 მ/წმ-მდე გაიზარდა

3. იპოვეთ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მასზე მოქმედი ძალის მომენტი m=19 ნ.მ, ხოლო ძალის მხარი 1=4მ

4. ბრტყელი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილი შევამცირეთ 3-ჯერ, ხოლო კონდენსატორის ფირფიტების ფართობი გავზარდეთ 23ჯერ, რის შედეგადაც კონდენსატორის ტევადობა გაიზარდა n-ჯერ. განვსაზღვროთ m-ის მნიშვნელობა

არ დაგივიწყებთ <3


1) (ობთის) = (ინედ)^2*(აბოღანიწ)* (ორდ)
2) mv^2/2....
3) (ძალის მაბრუნებელი მომენტი) = ( ძალა * მხარბეჭი)
4) ბრტყელი კონდენსატორის ტევედობა პირდაპირპროპორციულია ფირფიტების ფართობის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის....

Posted by: Onyx′ 24 Feb 2017, 03:21
oleg-i
ვერ გავიგე

ფორმულები არ მინდა, გამოთვლა მჭირდება
პასუხის გრაფაში მაგეებს ვერ ჩავწერ, თორე ისე მადლობა 2kiss.gif

Posted by: roleqsissaatimachuqes 24 Feb 2017, 11:49
sakoncerto darbazSi 600 adgilia. imis Semdeg,
rac TiToeul rigSi adgilebis ricxvi 4-iT gaadides da
kidev ori rigi daumates, darbazSi 748 adgili gaxda.
ramdeni rigia axla darbazSi?

Posted by: Irakli 24 Feb 2017, 12:30
roleqsissaatimachuqes
X * Y = 600
(X+2)*(Y+4) = 748

X-რიგების რაოდენობა, Y-ადგილების ოდენობა თითეულ რიგში; ჩასმით ამოხსნი ამ სისტემას და მიიღებ პასუხს (20, 30).

Posted by: asphurcela 24 Feb 2017, 15:00
oleg-i
QUOTE
(ძალის მაბრუნებელი მომენტი) = ( ძალა * მხარბეჭი)

smile.gif

QUOTE
ფორმულები არ მინდა, გამოთვლა მჭირდება

ხო გაიგე?

ნამეტნავად საინტერესოდ ძირგამომპალი განათლების სიტემა გვაქვს.
ეს არა არის 1 ან 2 შემთხვევა, მასობრივად ასეა.

ის ტენდენცია, რაც ძირფესვიანად ამოსაძირკვია, არის შემდეგი:
1) ვისაც უნდა ისწავლის, ვისაც არა - არა.
2) მთავარია ტესტში სწორი პასუხები ჩაწეროს და ვინ ჩაწერს, რა მნიშვნელობა აქვს.

ანუ, იმის შეგნება, რომ თუ სწავლობ, უნდა ისწავლო და თუ არ გინდა სწავლა, რატომ სწავლობ - გაუცნობირებლად რჩება უკუნითი უკუნისამდე.

ავიღოთ სისტემა, სადაც მოსწავლეს შეგნებული აქვს ის რასაც ხელი მოკიდა.
მიეცი ტესტი და ჩუმად დაუდე პასუხებიც იქვე, ვითომ შემთXვევით, ისე რომ გაიგოს რომ იქ პასუხბია და ეგონოს რომ შემთXვეით ჩაუვარდა ხელთ.
არ ჩაიხედავს პასუხებში და შეეცდება თვითონ ჩაწეროს, თუნდაც შესდომით.
ამით ის პასუხს გასცემს კითხვას, თუ რამდენად მიჰყვება სწავლას და სად არის მისი პოზიცია.
საგნის ვერ გაყოლას ის თავისი თავმოყვარეობის შელახვად მიიჩნევს. გამოდის, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი გაუჩნდა და იფიქრებ, ნუთი ასეთი შტერი ვარ?
ეს უბრალოდ, საშუალო სტატისტუკურ ადამიანზე ნორმალური განათლების სისტემის არსებობისას.
მაშასადამე, ჩვენთან, მოსწავლეს ვატენით იმას, რაც არ უნდა - ამაშია ყველაზე დიდი პრობლემა.

Posted by: Onyx′ 24 Feb 2017, 18:57
asphurcela
აუ მოდი რა შენი ჭირიმე მორალი უკითხე პატარა ბავშვებს სკოლაში
და ჭკუას ნუ მასწავლი ვინც არ უნდა იყო მანდ

მეოთხე კურსზე ჩამისვეს ფიზიკის გამოცდა
ფიზიკა რომელთანაც შეხება სკოლის მერე არ მქონია და არც მინდოდა მქონოდა
ზუსტად მაგ ### განათლების სისტემის ბრალია კრედიტების შევსების გამო რო შემატენეს ეს ფიზიკა და ქიმია
რომლებიც საერთოდ არ სჭირდება ჩემს სპეციალობას

და კიდე ერთხელ გიმეორებ საჯაროდ მორალი უკითხე ვისაც იცნობ იმათ
მეორეჯერ რამის თქმა თუ მოგინდება პირადში მომწერე
აქ კონკრეტული პასუხების გასაგებად შემოვედი და არა შენი ლექციის მოსასმენად

Posted by: Echo Zvana 24 Feb 2017, 22:10
QUOTE
მეორეჯერ რამის თქმა თუ მოგინდება პირადში მომწერე

ეს კიდევ არსებობს? facepalm.gif

Posted by: asphurcela 24 Feb 2017, 22:15
Onyx′
შენ ხო არ გძმარავს?
ჯერ ერთი სად დაინახე რო შენ მოგმართე.
მე ოლეგის მივწერე რადგან ორივე განათლების სფეროში ვართ.
თსუ-ს ლექტორი ვარ 2006 წლიდან და მაქვს უფლება ჩემი აზრი გამოვთქვა განათლების უაზრო სისტემაზე.
ცოტა ზრდილობა რომ გესწავლა, არ გაწყენდა, მითუმეტეს სტუდენტი ყოფილხარ.

ეს ერთი, მერე მეორე, შენთვისაც რომ მომემართა, სად დაინახე პიროვნების მიმართ გამამტყუნებელი წინადადება, რომ ეს შენი ბრალია ან რამე მასეთი?
თუ კარგად გამოიტან აზრს, დაინახავ, რომ სისტემაზე მაქვს საუბარი.
ზუსტად ეგ ვთქვი, რომ რატომ აძალებ მოწავლეს იმას, რაც არ უნდათქო.

spy.gif

Posted by: sichinavailia 24 Feb 2017, 22:50
asphurcela

სიმართლეს წერ. "რესპექტი" ჩემგან.
საქართველოში განათლების სისტემას ბოდიში მომიხდია, მაგრამ დედა აქვს მოხნული.
ის ადამიანი მგონი გეპეის სტუდენტია, მეცნო სიტუაცია. გეპეი მაქვს დამთავრებული, კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. ისეთი საგნები იყო პროგრამაში კავშირგაბმულობასთან საერთოდ შეხებაც რომ არ ჰქონდა. მასალათმცოდნეობა იყო რაღაც საგანი, მეტალურგია გვასწავლეს და ახლაც არ ვიცი რაში მჭირდება. ხაზვა ხომ საერთოდ კულტის დონეზეა გეპეიში. ამ დროს კი ელექტროდინამიკა საერთოდ ამოიღეს პროგრამიდან, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს არ სჭირდებათო facepalm.gif სემესტრში 12 საგანს გვიკითხავდნენ და აქედან 8 იყო ჰუმანიტარული, ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, შრომის კოდექსები, ეკოლოგია და კიდევ რაღაც. ის 4 საგანი კი სინამდვილეში ერთი და იგივე იყო, ოღონდ სახელები ჰქონდათ სხვადასხვა.
გამოცდები საერთოდ ფანტასტიკაა. ნაწილი კომპიუტერზე ბარდება. სტუდენტმა იცის რა ამოცანა შეხვდება, მხოლოდ მოცემულობაში მნიშვნელობებია განსხვავებული. მეორე ნაწილი ლექტორთან ბარდება, რომელიც რათქმაუნდა სხვა ლექტორის ნათესავს უმაღლეს ქულას უწერს.
სამწუხაროდ განათლების არასწორი რეფორმის შედეგი სავალალოა. მთლად ისეც არ მინდა გამოვიდეს, რომ მხოლოდ რეფორმის არარსებობის ბრალია. სტუდენტების მხრიდანაც უნდა იყოს მოთხოვნა, რომ მიიღოს სერიოზული განათლება. 9 ათას ლარზე მეტს იხდის უმრავლესობა და ფაქტობრივად დიპლომის გამო. ცოდნის დონე აბსოლუტურ უმრავლესობაში არის -273,16. "ბეზდელნიკების" ბანდაა, დალევა, პლანი და ეგეთი მამაძაღლობები რომ უნდათ. ზოგი ჯარს ემალება, ზოგი მამიკომ დააშინა და საერთოდ ძაან ცუდი ახალგაზრდობა მოდის.

Posted by: Echo Zvana 25 Feb 2017, 01:30
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გავიარე ლიტერატურა და ხელოვნება, ანთროპოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკური იდეოლოგიები, ფსიქოლოგია, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, ბიზნესის საფუძვლები, ეკონომიკა, ბიოლოგია... და ეს ყველაფერი თავისუფალ უნივერსიტეტში - ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტის ყველაზე რეიტინგულ ფაკულტეტზე facepalm.gif მსოფლიოს რამდენიმე დიდ უნივერსიტეტშიც არის მსგავსი რამ. ერთი დიდი მარაზმია ეს ყოველივე.

Posted by: asphurcela 25 Feb 2017, 01:59
sichinavailia
Echo Zvana
სამწუხარო რეალობაა და კიდევ უფრო სამწუხაროა რომ სტუდენტების უმრავლესობას აწუხებს ეს საკითხი, მაგრამ ვერაფერს ცვლიან.
არადა სტუდენტია დამკვეთი და სტუდენტი იხდის ფულს და სულ ცალ ფეხზე კიდია ადმინისტრაცია-სამინისტროს სტუდენტის აზრი.
უმეტესობა საგანი შემოტენილია მავანთა ხელფასების დასაკმაყოფილებლად და მიზეზი ვიტომდა სტუდენტებზე ზრუნვაა კრედიტების სახით.
რა შავ ქვად უნდა ცარიელი კრედიტი, იმ საგანში რომელიც არასდროს გამოადგება?
რატომ აფლანგვინებენ ესოდენ ძვირფას დროს და ფარატინა დიპლომისთვის თუ იმ დიპლომის ჩამონათვალში არ იჯდება საჭირო საქგანი?

როცა ინჟინერი საზღვარგარეთ გააგზავნის თავის სივის, რა, დამსაქმებელი პოლიტიკურ იდეოლოგია ფსიქოლოგია, მსოფლიო ისტორიას მიანიჭებს რამე უპირატესობას კანდიდატის განხილვისას?

დამსაქმებელმაც ისწავლა ჭკუა და ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აჰყავს სამსახურში ჩამორჩენილი ქვეყნებიდან.
მაგრამ აყვანის კრიტერიუმი მარტო დიპლომი არაა (თუმცა სამწუხაროდ ეს პრიორიტეტია ბევრგან), არამედ სთხოვს აჩვენოს მისი გაკეთებული პროექტი.
რა გაუკეთებია აქამდე, რა ამოცანა გადაუჭრია და როგორ?

ამიტომ განათლების სისტემამ ახალგაზრდას უნდა მიაწოდის ის, რასაც ახალგაზრდა ითხოვს.
ამით იქნება ორმხრივი მოგება - სტუდენტიც კმაყოფილია და პედაგოგიც.
(ცალკე საკითხია პედაგოგთა კომპეტენცია, მაგრამ ეს მოგვარებადი საკითხია)

Posted by: Onyx′ 25 Feb 2017, 02:57
asphurcela
ჩემი პოსტი გაქვს დაციტირებული და აბა ვის მიმართე?
ზემოთ ვწერ ვერ გავიგე მეთქი და შენ დაბლა მპასუხობ ხო გაიგე მეტი რა გინდაო?
და იწყებ ლექციას იმაზე, რომ სტუდენტებს სწავლა კი არა მარტო გამოცდის ჩაბარება და დიპლომი უნდათო
ზრდილობას რაც შეეხება, უცნობს შენ ხო არ გძმარავსო რო ეუბნები ეგ უფრო არის უზრდელობა, ვიდრე ჩემი პოსტი
ნორმალურად ილაპარაკე, სჯობს დამიჯერე

ოლეგს მაგ პასუხისთვის მადლობა გადავუხადე
მაგრამ ვერ გავიგე, 3 დღეში ფორმულებს ვერ დავიზეპირებ, იმ საგნის ფორმულებს სკოლის მერე რო არ მისწავლია

Posted by: Echo Zvana 25 Feb 2017, 03:53
asphurcela
100%.
სავალდებულო ჯარი რომ არ იყოს, საერთოდ არ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში და ჩემით ვისწავლიდი რაც საჭიროა. "რაიცი რაში გამოგადგება" ლოგიკით ათას ნაგავს მასწავლიდნენ სკოლაში, მაშინ, როცა შემეძლო ის მესწავლა, რაც ვიცი რაშიც გამომადგება.

Posted by: Irakli 25 Feb 2017, 13:03
თემას ნუ აოფებთ ბატონებო, განათლების სისტემის ვარამი სხვაგან განიხილეთ smile.gif

Posted by: Komponent 25 Feb 2017, 18:44
Onyx′
მეც ისე გავიგე, რომ ოლეგის მიმართავს, თუმცა ამ მიმართვაში იყენებს შენ სიტყვებს.

Posted by: oleg-i 25 Feb 2017, 21:35
asphurcela
QUOTE
ხო გაიგე?

ნამეტნავად საინტერესოდ ძირგამომპალი განათლების სიტემა გვაქვს.

ვერ გევიგე ოპელი?? aba.gif biggrin.gif
QUOTE
ავიღოთ სისტემა, სადაც მოსწავლეს შეგნებული აქვს ის რასაც ხელი მოკიდა.
მიეცი ტესტი და ჩუმად დაუდე პასუხებიც იქვე, ვითომ შემთXვევით, ისე რომ გაიგოს რომ იქ პასუხბია და ეგონოს რომ შემთXვეით ჩაუვარდა ხელთ.
არ ჩაიხედავს პასუხებში და შეეცდება თვითონ ჩაწეროს, თუნდაც შესდომით.
ამით ის პასუხს გასცემს კითხვას, თუ რამდენად მიჰყვება სწავლას და სად არის მისი პოზიცია.
საგნის ვერ გაყოლას ის თავისი თავმოყვარეობის შელახვად მიიჩნევს. გამოდის, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი გაუჩნდა და იფიქრებ, ნუთი ასეთი შტერი ვარ?
ეს უბრალოდ, საშუალო სტატისტუკურ ადამიანზე ნორმალური განათლების სისტემის არსებობისას.
მაშასადამე, ჩვენთან, მოსწავლეს ვატენით იმას, რაც არ უნდა - ამაშია ყველაზე დიდი პრობლემა.

გაგახარებს ღმერთი...
ჩვენ კი ... '' მამალმა თქვა მე ვიყივლებო და... ''

Onyx′
QUOTE
ფორმულები არ მინდა, გამოთვლა მჭირდება

ამას ნამდვილად არ ველოდი... მხოლოდ რიცხვების ჩასმა იყო საჭირო...
რასაც მოყვა აზრის გაზიარება კოლეგისადმი მთავარი კონტექსტით:
QUOTE
მაშასადამე, ჩვენთან, მოსწავლეს ვატენით იმას, რაც არ უნდა - ამაშია ყველაზე დიდი პრობლემა.

ვერ გავიგეო...
ჰო, საკითხის სიმარტივიდან გამომდინარე პირველი კითხვის პასუხის გაცემისას ვიანგლე... სიტყვები უკუღმა ჩავწერე: (ობთის) --->(სითბო) = .....


მადლობა მიღებულია...
წარმატებებს გისურვებ.
smile.gif

Posted by: roleqsissaatimachuqes 6 Mar 2017, 10:13
ამომახსნევინეთ რა გთხოვთ

10.91. manZils A qalaqidan B qalaqamde ganrigiT
avtobusi gadis saSualo siCqariT 40 km/sT. erTxel
gzatkecilis SekeTebis gamo avtobusma gaiara gzis
pirveli naxevari 20 wT-is dagvianebiT. rom misuliyo B -Si
ganrigiT, avtobusma gzis darCenili nawili gaiara 45
km/sT siCqariT. ipoveT manZili A -dan B -mde.

Posted by: oleg-i 6 Mar 2017, 15:47
გასავლელი მანძილი ..... 2S
განრიგით დასაფარავი დრო ...... 2T სთ------>>>> 2S = 40 *2T.......S = 40T

პირველ უბანზე დაყოვნების დრო 20 წთ = ?სთ ''ამოქაჩა" მეორე უბანზე, ანუ მეორე უბანზე იმოძრავა განრიგთან შედარებით ნაკლები დრო ... (T - ?)სთ 45 კმ/სთ -ით . ------->>>> S = 45(T - ?)
ანუ 40T = 45(T - ?) ------>>> T = ????? სთ, შემდეგ კი 2S = ??????? კმ
-----------------------------------------------------------------
სავარაუდო პასუხია:

A - თბილისი ------------------->>>> B - ქუთაისი


Posted by: RayV 6 Mar 2017, 20:29
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სისტემაში (3; 7) წერტილზე გამავალი ყოველი უარყოფითი საკუთხო
კოეფიციენტის მქონე წრფე აბსცისათა და ორდინატთა ღერძებთან ერთად შემოსაზღვრავს მართკუთხა
სამკუთხედს. იპოვეთ ამ ტიპის მართკუთხა სამკუთხედების ფართობებს შორის უმცირესი.

დახმარება მჭირდება ამ ამოცანაში.
ეროვნულების 4ქულიანია.
პასუხი არის 42 მაგრამ ამოხსნის გზა მაინტერესებს.

მე ესე ვაკეთებ:
წრფის განტოლება y=-kx+b
y-ღერძის გადაკვეთისას x=0 y=b
x-ღერძის გადაკვეთისას y=0 x=b/k
ანუ ამ წრფით შექმნილი სამკუთხედის კათეტებია b და b/k
ფართობი იქნება S= 1/2*b*b/k
ვიცით რომ წრფე გადის (3;7)-ზე
ანუ 7=-k*3+b საიდანაც k=(b-7)/3
ვსვავ S-ში S = 3*b^2/2*(b-7)
აქ უკვე ვიჭედები და ფართობის მინიმალურ მნიშვნელობას ვეღარ ვითვლი biggrin.gif
გრაფიკი რომ დავხაზო და ისე ვნახო ბევრი წვალება უნდა

Posted by: Irakli 6 Mar 2017, 22:09
RayV
წარმოებულით შეგიძლია იპოვო ექსტრემუმის წერტილები მარტივად; სხვაგვარად მართლა გრაფიკი უნდა გამოიკვლიო ან დახაზო.

https://www.google.ge/?gws_rd=cr&ei=VKS9WND3E7DN6QSNxZSQDw#q=graph+1.5*(x%2B7)%5E2%2Fx&*

Posted by: roleqsissaatimachuqes 6 Mar 2017, 22:11
Irakli
ეს ერთიც ამომიხსენი გთხოვ ზემოთ რომ დავწერე.

Posted by: RayV 6 Mar 2017, 22:16
Irakli
წარმოებულის გარეშე მინდოდა მარა ვისაც ვკითხე ყველამ ეგრე მითხრა.
წარმოებულით რომ ამოვხსნა ნეტა ჩამითვლიან ეროვნულზე ? rolleyes.gif
პროგრამაში არ შედის და მაგიტომ ვკითხულობ.

Posted by: oldgio 6 Mar 2017, 22:37
QUOTE (RayV @ 6 Mar 2017, 22:16 )
Irakli
წარმოებულის გარეშე მინდოდა მარა ვისაც ვკითხე ყველამ ეგრე მითხრა.
წარმოებულით რომ ამოვხსნა ნეტა ჩამითვლიან ეროვნულზე ? rolleyes.gif
პროგრამაში არ შედის და მაგიტომ ვკითხულობ.

მაგ ამოცანის მოხერხებული გადაწყვეტა ბატონმა ოლეგმა შემოგვთავაზა 51-ე გვერდზე.

Posted by: RayV 6 Mar 2017, 22:55
QUOTE (oldgio @ 6 Mar 2017, 22:37 )
QUOTE (RayV @ 6 Mar 2017, 22:16 )
Irakli
წარმოებულის გარეშე მინდოდა მარა ვისაც ვკითხე ყველამ ეგრე მითხრა.
წარმოებულით რომ ამოვხსნა ნეტა ჩამითვლიან ეროვნულზე ?  rolleyes.gif
პროგრამაში არ შედის და მაგიტომ ვკითხულობ.

მაგ ამოცანის მოხერხებული გადაწყვეტა ბატონმა ოლეგმა შემოგვთავაზა 51-ე გვერდზე.

მადლობა ორივეს biggrin.gif

Posted by: Echo Zvana 6 Mar 2017, 23:20
RayV
უნდა ჩაგითვალონ წარმოებულით ამოხსნილი, თუ შეზღუდვა არ იქნება პირობაში მითითებული (ეროვნულებში მთავარია, ამოცანა სწორად ამოხსნა და წარმოებულს გამოიყენებ თუ ინტეგრალებს არ აინტერესებს გამსწორებელს).

Posted by: NAVARA 6 Mar 2017, 23:50
RayV
ეგ სამკუთხედი დაყავი სამ ნაწილად ორი სამკუთხედი ზედა/ქვედა + 3-7ზე მართკუთხედი.
მართკუთხედის ფართობი მუდმივია და 21 ია.
სამკუთხედები მსგავსია, პრიჩომ წრფის დახრის კუთხის მიხედვით ერთის ფართობი რომ იზრდება მეორის მცირდება.
მინიმუმი მიიღწევა როცა ფართობები ტოლია. ვოღონდ ეგ დასამტკიცებელია.
დამტკიცება შეიძლება გრაფიკულად.
ნებისმიერი გადახრის დროს მწვანე აკლდება სამაგიეროდ ემატება მწვანე +წითელის ფართობი

Posted by: oleg-i 7 Mar 2017, 00:10
oldgio

QUOTE

QUOTE (RayV @ 6 Mar 2017, 22:16 )
Irakli
წარმოებულის გარეშე მინდოდა მარა ვისაც ვკითხე ყველამ ეგრე მითხრა.
წარმოებულით რომ ამოვხსნა ნეტა ჩამითვლიან ეროვნულზე ?  
პროგრამაში არ შედის და მაგიტომ ვკითხულობ.

მაგ ამოცანის მოხერხებული გადაწყვეტა ბატონმა ოლეგმა შემოგვთავაზა 51-ე გვერდზე.

ჩუქუ... ჩუქუ..................ჩუქუ... ჩუქუ...............

როგორც ჩანს მატარებელს მთლად უხმაუროდ არ ჩაუვლია....
გაიხარე!.....
51 არის 50-ის შემდეგ!
------------------------------------------

დამესიზმრა, რომ ვიღაც როლექსის საათს მჩუქნიდა....

Posted by: Irakli 7 Mar 2017, 02:27
RayV
უნარები ტესტები არ არის? ანუ რომ ამოხნს წარმოებულით არ ჩაგითვლიან? biggrin.gif

თუ არადა სხვა ამოხსნის მეთოდები 50-ე გვერდზეა.

Posted by: Echo Zvana 7 Mar 2017, 13:53
Irakli
უნარები კი, მაგრამ ეროვნულების მათემატიკა იგულისხმა, სადაც ტესტების გარდა ამოსახსნელი ამოცანებიც არის.

Posted by: roleqsissaatimachuqes 7 Mar 2017, 16:48
oleg-i
მადლობა. ახლა მივხდი შინაარსს.

Posted by: ერთი 10 Mar 2017, 14:56
გამარჯობათ
წილადი რომ გადამიყვანოს პროცენტში,ეგეთი კალკულატორი არსებობს ?
აი დაუშვათ 3 - 48 დან რამდენი პროცენტია ?
კალკულატორის გარდა,მათემატიკის თემა იქნებ მიპოვოთ ვინმემ,ეს საკითხი რომ შევისწავლო

მადლობა წინასწარ

Posted by: Echo Zvana 10 Mar 2017, 16:14
ერთი
კალკულატორი არ ვიცი, ისე ადვილი გამოსათვლელია.
3/48=x/100.
x=100*3/48.
რაც გიწერია წილადში ის ჩაწერე გაყოფის სახით კალკულატორში და გაამრავლე 100–ზე.

Posted by: ერთი 10 Mar 2017, 20:04
Echo Zvana
მადლობა
ანუ 300 / 48 = 6.25
8 - 44 დან 800/44 = 18.18
6 - 37 დან 600 / 37 =16.21

სწორად გავიგე ?
ჯერ რო 00 მიუწერო და გავყო იმ ციფრზე,უფრო იოლი დასათვლელია და ხომ იგივე გამოდის ?

Posted by: Echo Zvana 10 Mar 2017, 20:43
ერთი
კი, სწორად გაიგე, და კი, ეგრეც იგივე გამოდის.

Posted by: ერთი 10 Mar 2017, 23:07
Echo Zvana
მადლობა,თუ გესმის,იქნებ ერთიც ამიხსნა

6 - 37 დან ანუ 16.21 % 3 ჯერ ,ალბათობა რამდენია ? საერთო ჯამში ?
ანუ 3 ჯერ 16.21 % იანი,აქედან 1 მაინც რო მოხდება,საერთო ჯამშI რამდენია ალბათობა ?
ცოტა რთულია მემგონია,მარა ეგ როგორ ითვლება ,შემთხვევით ხომ არ იცი ? ))))))))))

Posted by: Echo Zvana 11 Mar 2017, 00:26
ერთი
არაა ეგ რთული, ელემენტარული ალბათობაა.
თუკი რაღაცის მოხდენის ალბათობა არის 16.21%, მაშინ მისი არმოხდენის ალბათობა არის 100%-16.21%=83.79%. მაშინ იმის ალბათობა, რომ 3 ცდის შემდეგ არც ერთხელ არ მოხდება ეს რაღაც, არის: 83.79 * 83.79 * 83.79 <–– ამდენი პროცენტი, რადგან ყოველი ცდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ახლა ეს ალბათობა გამოვაკლოთ 100%–ს და მივიღებთ 3–იდან ერთხელ მაინც რომ მოხდება იმის ალბათობას: 100–83.79 * 83.79 * 83.79 <–– ამდენი პროცენტი არის პასუხი.
ძაან დეტალებში არ დამიწერია და თუ რომელიმე ნაწილი ვერ გაიგე, მკითხე.
ისე ალბათობის დასათვლელად პროცენტებში გადაყვანა არ გჭირდება.

Posted by: ერთი 11 Mar 2017, 10:16
Echo Zvana
დავამრგვალებ და იქნებ ციფრი მითხრა და უფრო კარგად გავიგებ
დაუშვათ რაღაცის ალბათობა არის 20 % და 3 ცდა თუ გაქვს .
საერთო ჯამში რამდენი პროცენტია რომ ეს რაღაცა მოხდება.
შეგიძლია ამ წილადებზე და პროცენტებზე ლინკი მომცე,ინტერნეტში ?
ეს ყველაფერი ნასწავლი მაქვს და 1-2 საათში გავიხსენებ,ჩემი აზრით ..
მჭირდება ეხლა,მინდა გავერკვე.

Posted by: Echo Zvana 11 Mar 2017, 12:07
ერთი
მაშინ ჯერ ცოტა უფრო ადვილი ამოცანით აგიხსნი და შემდეგ იმასაც მიხვდები:
ყუთში არის 5 ბურთულა. აქედან 4 შავია და 1 თეთრი. რა არის იმის ალბათობა, რომ თეთრ ან შავ ბურთულას ამოიღებ? 5/5=1, რადგან 5 ვარიანტიდან 5-ივე გაწყობს და შავს ან თეთრს უეჭველი ამოიღებ.
მერე: რა არის იმის ალბათობა, რომ თეთრს ამოიღებ? 1/5, რადგან 5 ვარიანტიდან მხოლოდ ერთი გაწყობს. რა არის იმის ალბათობა, რომ შავს ამოიღებ? ეს არის 5/5-1/5, რადგან შავის ამოღების ალბათობა უდრის: (შავის ან თეთრის ამოღების ალბათობას) მინუს (თეთრის ამოღების ალბათობა)=5/5-1/5.
ახლა შენ მითხარი, თეთრის ამოღების ალბათობა რომ ყოფილიყო 2/5, რა იქნებოდა შავის ამოღების ალბათობა?
https://ka.khanacademy.org/math/pre-algebra/pre-algebra-ratios-rates/pre-algebra-percent-problems/v/finding-percentages-example
ამ ლინკზე არის პროცენტები ახსნილი.

Posted by: ერთი 11 Mar 2017, 17:58
შავის ალბათობა არის 80 % და თეთრის 20
2/5 რო ყოფილიყო თეთრის,შავის ალბათობა იქნებოდა 3/5 ანუ 60 %


კარგი რა მაგალითზეც მაინტერესებს,იმას დავწერ და იქნებ კონკრეტულად ამიხსნა
52 კარტიანი კალოდაში თუ მე მყავს ორი კაროლი ანუ კალოდაში დარჩა 50 კარტი...
თუ ჩვენ ავიღებთ 3 შემთხვევით კარტს,რა ალბათობაა რომ მათში ამოვა 4 ტუზიდან ერთერთი smile.gif
ანუ 50 დარჩენილ კარტში არის 4 ტუზი,რომ ამოვიღოთ 3 კარტი შემთხვევითი,რა ალბათობით იქნება ამ სამიდან ერთერთი ტუზი ?

http://www.picz.ge
სურათს დაგიდებ
შუაში დავნომრე,პოკერში ანუ იდება ჯერ სამი კარგი + 1 შემდეგ და ბოლოს კიდევ 1
და ალბათობა მაინტერესებს იმ სამში რა ალბათობით იქნება ერთერთი ტუზი,შემდეგ მეოთხეში და ბოლოს მეხუთეში.
ეს შეგიძლია ამიხსნა ?

Posted by: oleg-i 11 Mar 2017, 23:36
ერთი
p(3-დან მარტო ერთი ტუზი) = C(1-4)*C(2-46)/C(3-50) = 21% ....
p(3-დან თუნდაც ერთი ტუზი) = 1 - C(3-46)/C(3-50) = 23 %....
----------------------------------------
მთავარი კანონი: ... მოთამაშე აგებს....

Posted by: Echo Zvana 11 Mar 2017, 23:45
ერთი
ამ ამოცანაში უკვე ცოტა კომბინატორიკაც გჭირდება. ამის გამოთვლა რომ აგიხსნა ამისთვის ფაქტორეალები და C-ები უნდა აგიხსნა. თუ გინდა აგიხსნი ამათაც, არაა პრობლემა gigi.gif

Posted by: ერთი 13 Mar 2017, 21:00
oleg-i
უმეტესობა აგებს,მაგრამ ყველა არა.

Echo Zvana
მზა პასუხები ვიპოვე,უბრალოდ მაინტერესებს იოლად როგორ გავიგო,ჩემით
და ბავშობაში კი ვსწავლობდი მათემატიკას კარგად,ვემზადებოდი კიდევაც და თოფურია ერთქვა მგონი,ეს ყველაფერი გავლილი მაქვს
უბრალოდ მინდა რო იოლად და რაც შეიძლება სწრაფად დავითვალო წილადები და პროცენტები და რას მირჩევ ?
მახსოვს რო ვემზადებოდი მათემატიკაზე,მასწავლებელი მიხსნიდა ხოლმე და მერე მაძლევდა ესე 50 ამოცანას
იმას ვხსნიდი და თემას ვამუღამებდი
რამე მსგავსი შეგიძლია მირჩიო ? )))))))))

Posted by: Echo Zvana 13 Mar 2017, 23:48
ერთი
უნდა აკეთო მაგალითები სისტემატურად, პასუხები შეამოწმო. თუ არასწორი პასუხი მიიღე, კითხე ვინმეს (ან აქ იკითხე და მოგწერთ სწორ ამოხსნას). თოფურიაში არის ამ თემებზე მაგალითები. წილადების დათვლაში მგონი, ალბათობის გამოთვლას გულისხმობდი, ამიტომ კომბინატორიკა უნდა ისწავლო.
ფაქტორეალი ისწავლე, C, A, დამოუკიდებელი და დამოკიდებული ხდომილობები. შენ რაც თქვი მსგავსი ამოცანების ამოხსნისთვის, წესით, საკმარისი უნდა იყოს ეს.
პ.ს. კაზინოს დამარცხებას თუ აპირებ, რთული ამბავია ეგ biggrin.gif

Posted by: ერთი 14 Mar 2017, 10:58
Echo Zvana
კაზინოს ვერ მოუგებ საერთო ჯამში,იმიტომ რომ ყველა თამაში ისე აქვთ შედგენილი აქვთ ,ალბათობა მოგების მეტი აქვთ მათ.
მაგალითად რულეტკაზე 37 ციფრია და გიხდიან 1 * 36 მაგს ,სხვა თამაშებზე მემგონი კიდე მეტი % აქვთ.
რაც შეეხება ონლაინ პოკერს,აქ შესაძლებელია სისტემატიურად ითამაშო პლიუსი,მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
ერთერთი არის მათემატიკა და ალბათობა,პროცენტები,წილადები და კიდე ბევრი რამე ,რომელიც მინდა სხაპასხუპით ვიცოდე,როგორც ბებიაჩემი მეუბნებოდა ))))))
ზოგჯერ დავწერ ხოლმე და თუ აქ ხართ,იქნებ ამიხსნათ..
მადლობა

Posted by: Jameson 19 Mar 2017, 01:29
ერთ აუზში 160 მ3 წყალია,მეორეში 117 მ3. აღებენ ონკანებს რომელთა საშუალებით ივსება აუზები. რამდენი საათის შემდეგ იქნება მეორე აუზში 13 მ3 ით მეტი წყალი ,ვიდრე პირველში,თუ მეორე აუზში საათში ისხმება 14 მ3 ით მეტი წყალი ვიდრე პირველ აუზში?


დამეხმარეთ რაა დამეთხარა თვალები biggrin.gif

Posted by: Irakli 19 Mar 2017, 09:00
Jameson
საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ასხია თითეულ აუზში, მთავარია განსხვავება იცოდე: 160-117 = 43. მერე იცი რომ ეს მოცულობების სხვაობა, ასევე დამატებით 13 მ^3 განსხვავება გექნება რაღაც t საათში იმის ხარჯზე რომ დამატებით 14 მ^3 მეტს ასხავ მეორე აუზში 1 საათში. აქედან უკვე მარტივია ამოხსნა biggrin.gif

Posted by: Jameson 19 Mar 2017, 13:51
Irakli
QUOTE
აქედან უკვე მარტივია ამოხსნა


ვაბშე ვერ გამიმარტივდა ამოხსნა და თუ შეგიძლია რო დამიწერო ფორმულა biggrin.gif

მათემატიკაში კლაუდია შიფერი ვარ biggrin.gif

Posted by: Irakli 19 Mar 2017, 14:04
Jameson
აუ, კაი ეხლა, დაძაბე ცოტა ტვინის ნეირონები biggrin.gif

აუზებში წყლის მოცულობების სხვაობა არის დასაწყისში 43, ამას ემატება მერე კიდევ ბოლოში განსხვავება 13 რასაც იღებ; ეს რაოდენობა ივსება რაღაც t დროში 14 მ^3 საათში სიჩქარით. რამდენ ხანში აავსებ ასეთ მოცულობას მსგავსი სიჩქარით?

Posted by: Jameson 19 Mar 2017, 14:47
Irakli
ესე იქნება ფორმულა?

სხვაობებს დამატებული 13 ხო გამოდის 56

X*14=56
X=4

Posted by: Irakli 19 Mar 2017, 18:02
Jameson
ჰო ეგრე იქნება wink.gif

Posted by: Jameson 19 Mar 2017, 18:33
Irakli
გაიხარე smile.gif


სადმე არსებობს ეგეთი ამოცანები სადაც ახსნაც ექნება რა როგორ გაკეთდა?

Posted by: _GHOST_ 23 Mar 2017, 15:07
Jameson
კაროჩე, კალკულუსი უნდა ისწავლო რა, მათემატიკის დარგია, რომელიც ცვლილებას სწავლობს. როცა ისწავლი, შემდეგ გამოყენებასაც შეძლებ და მსგავსი ამოცანები იქნება ჩვეულებრივი ამბავი.

Posted by: ვოზნიაკი 28 Mar 2017, 19:42
გამარჯობა

ვინმეს წინა წლების Mათემატიკის ეროვნულების ამოხსნები ხომ არ გაქვთ ?
2015 წლის ტესტიდან მაინტერესებს კონკრეტულად 18, 22, 38,40
https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2016/05/2015-EXAM-answ-Math_ver_1.pdf

ბევრია მაგრამ ალბათ თქვენთვის მარტივი იქნება gigi.gif

Posted by: Echo Zvana 28 Mar 2017, 22:12
18. განსხვავებული ფერები შეგვიძლია, შემდეგნაირად მივიღოთ: პირველი ბურთი იქნება წითელი და მეორე თეთრი. ან პირველი ბურთი იქნება თეთრი და მეორე წითელი.
1. 1/2 ალბათობით ამოვა წითელი ბურთი. მაშინ მეორე ბურთისთვის დარჩენილი იქნება 7 წითელი და 8 თეთრი: ანუ 8/15 ალბათობით მეორე ბურთი იქნება განსხვავებული ფერის. ანუ: P(პირველი ბურთი იქნება წითელი და მეორე თეთრი)=1/2*8/15.
2. P(მეორე ბურთი იქნება წითელი და პირველი თეთრი)=P(პირველი ბურთი იქნება წითელი და მეორე თეთრი)=1/2*8/15.
პასუხი იქნება ამათი ჯამი: ანუ 2*1/2*8/15=8/15.
22. გაერთმნიშვნელიანების შემდეგ ჯდება:
(a*(x-1)+b*(x+1))/(x^2-1);
ორივე წილადში მნიშვნელებში ერთი და იგივე გამოსახულება გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია, დავიკიდოთ და მარტო მრიცხველები შევადაროთ. ფრჩხილების გახსნის შემდეგ ზემოთ რომ დავწერე იმ გამოსახულებაში გვექნება:
ax-a+bx+b=x*(b+a)+(b-a)
ახლა ნახე: იგივურად ტოლი რახანაა, b+a უნდა იყოს 7–ის ტოლი, რადგან ის იქსის კოეფიციენტია. b-a უნდა იყოს 10–ის ტოლი, რადგან მარჯვენა გამოსახულებაში 7*x+10 გვაქვს. მაშინ: (b+a)*(b-a)=7*10. (b+a)*(b-a) იგივეა, რაც b^2-a^2. რახან a^2-b^2ს გვეკითხებიან, ნიშანი შეუცვალე ნამრავლს და ეგაა.


იმ ორსაც მოგწერ ხვალ თუ არ დაწერეს იქამდე.

Posted by: simebi 28 Mar 2017, 23:57
გთხოვთ რა ვინც ინგლისური იცით ეს ამოცანა https://en.wikipedia.org/wiki/Rendezvous_problem მითარგმნეთ რა, საინტერესო ჩანს. თან იქნებ ვიმსჯელოთ ამ ამოცანაზე. პირობას გადმოვაკოპირებ:

Two young people have a date in a park they have never been to before. Arriving separately in the park, they are both surprised to discover that it is a huge area and consequently they cannot find one another. In this situation each person has to choose between waiting in a fixed place in the hope that the other will find them, or else starting to look for the other in the hope that they have chosen to wait somewhere.
If they both choose to wait, of course, they will never meet. If they both choose to walk there are chances that they meet and chances that they do not. If one chooses to wait and the other chooses to walk, then there is a theoretical certainty that they will meet eventually; in practice, though, it may take too long for it to be guaranteed. The question posed, then, is: what strategies should they choose to maximize their probability of meeting?

Posted by: Echo Zvana 29 Mar 2017, 01:07
simebi
ორი ადამიანი მივიდა უზარმაზარ პარკში შესახვედრად, მაგრამ არც ერთმა არ იცის ზუსტად სადაა მეორე. თითოეულს შეუძლია, აირჩიოს, დაელოდოს თუ წავიდეს მოსაძებნად. თუ ორივე დალოდებას აირჩევს, მაშინ შეხვედრის შანსი 0-ია (ცხადია, რატომაც). თუ ორივე ძებნას აირჩევს, შეიძლება შეხვდნენ და შეიძლება ვერა. თუ ერთი აირჩევს ძებნას და მეორე მოცდას, მაშინ თეორიულად 100%-ია იმის შანსი, რომ ოდესღაც შეხვდებიან. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში შესაძლოა, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდეს და ამიტომ გარანტია ვერ გექნება. რა სტრატეგია უნდა აირჩიონ იმისათვის, რომ შეხვედრის შანსი მაქსიმუმამდე გაზარდონ?

Posted by: simebi 29 Mar 2017, 01:19
Echo Zvana

დიდი მადლობა. ისე არაფერი წერია პარკის ფორმაზე თუ ნებისმიერიაო? შეიძლება პარკის სხვადასხვა ფორმაზე სხვადასხვა სტრატეგია სჭირდებოდეს და მაგიტომ ვიკითხე..

Posted by: ვოზნიაკი 29 Mar 2017, 18:44
QUOTE (Echo Zvana @ 28 Mar 2017, 22:12 )
18. განსხვავებული ფერები შეგვიძლია, შემდეგნაირად მივიღოთ: პირველი ბურთი იქნება წითელი და მეორე თეთრი. ან პირველი ბურთი იქნება თეთრი და მეორე წითელი.
1. 1/2 ალბათობით ამოვა წითელი ბურთი. მაშინ მეორე ბურთისთვის დარჩენილი იქნება 7 წითელი და 8 თეთრი: ანუ 8/15 ალბათობით მეორე ბურთი იქნება განსხვავებული ფერის. ანუ: P(პირველი ბურთი იქნება წითელი და მეორე თეთრი)=1/2*8/15.
2. P(მეორე ბურთი იქნება წითელი და პირველი თეთრი)=P(პირველი ბურთი იქნება წითელი და მეორე თეთრი)=1/2*8/15.
პასუხი იქნება ამათი ჯამი: ანუ 2*1/2*8/15=8/15.
22. გაერთმნიშვნელიანების შემდეგ ჯდება:
(a*(x-1)+b*(x+1))/(x^2-1);
ორივე წილადში მნიშვნელებში ერთი და იგივე გამოსახულება გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია, დავიკიდოთ და მარტო მრიცხველები შევადაროთ. ფრჩხილების გახსნის შემდეგ ზემოთ რომ დავწერე იმ გამოსახულებაში გვექნება:
ax-a+bx+b=x*(b+a)+(b-a)
ახლა ნახე: იგივურად ტოლი რახანაა, b+a უნდა იყოს 7–ის ტოლი, რადგან ის იქსის კოეფიციენტია. b-a უნდა იყოს 10–ის ტოლი, რადგან მარჯვენა გამოსახულებაში 7*x+10 გვაქვს. მაშინ: (b+a)*(b-a)=7*10. (b+a)*(b-a) იგივეა, რაც b^2-a^2. რახან a^2-b^2ს გვეკითხებიან, ნიშანი შეუცვალე ნამრავლს და ეგაა.


იმ ორსაც მოგწერ ხვალ თუ არ დაწერეს იქამდე.

კარგად არის ახსნილი
უდიდესი მადლობა
მეორმოცეც მითხარი და ეგაა
38ზე შენ აღარ შეწუხდე თვითონ გავაკეTე

Posted by: RayV 31 Mar 2017, 13:15
ვოზნიაკი
სანამ მათემატიკოსები ისვენებენ ჩემი ამოხსნა ნახე biggrin.gif
თუ ვერ გაარკვევ რამეს მკითხე
https://fb-s-c-a.akamaihd.net/h-ak-xlf1/v/t34.0-12/17619323_1909496685995862_739195185_n.jpg?oh=5f5eb929553889d73cb282d8aca8b806&oe=58E0A9D0&__gda__=1491057355_05ecc02a75fd940f4e5c3aa15c1fe0cb

Posted by: alberta1112 3 Apr 2017, 17:49
a= -1 ხოლო b= -2 tu rame ar shemeshala

Posted by: shuma89 7 Apr 2017, 13:31
http://radikal.ru

http://radikal.ru


ამ ნახაზზე მინდა გავიგო AB რკალის სიგრძე, ან სულაც AOB კუთხის გრადუსული ზომა, მერე ჩემით დავთვლი რკალის სიგრძეს.

Posted by: Echo Zvana 7 Apr 2017, 19:24
shuma89
ამოცანის პირობა დაწერე თავიდან ბოლომდე.

Posted by: oleg-i 7 Apr 2017, 22:59
shuma89
ნახაზი ვერაფრით დაიკვეხნის მაგრამ ''მუნჯის ენა დედამ იცის''-ო და ...
1) საშუალო წრეწირის ცენტრი აღნიშნე K -თი ... მისი რადიუსია AK = R1 = (R+r)/2 ...
2) განიხილე სამკუთხედი KAO ........ სინუსების თეორემა KA/Sin120 = KO/Sin<KAO ........ R1/Sin120 = (R1-r)/Sin<KAO ანუ ჩათვალე, რომ <KAO მარცხენა ჯიბეში გიდევს
3) <AKB = 120 + <KAO ამ სამკუთხედის გარე კუთხეა და შესაბამისი AB რკალიც მარჯვენა ჯიბეში ჩაიდევი...
4) აბა აწი კი გაფრინდები....
--------------------------------------
თუ კაი საქმეზე მიდიხარ ჩვენც წამოგყვებით smile.gif

Posted by: stinky 9 Apr 2017, 17:25
ერთი კითხვა მაქ, კომპლექსურ რიცხვებზე, ტრიგონომეტრიული, მაჩვენებლიანი, მუავრის ფორმულა. ეს ამოცანა მანდედანაა და სწორად არი ამოხსნილი?


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ან ის მაინც რო მითხრათ რა ფორმულით იხსნება ეგ მაგალითი lol.gif წერია რო გამოთვალეთ მარტო და a=მაგას

Posted by: oleg-i 9 Apr 2017, 19:52
stinky
პირველ რიგში უნდა იცოდე i^2 = -1 ... შემდეგ კი ჯამის კვადრატი.......
a = [(Cos(11p/4) + iSin(11p/4))^2]^10 = [Cos^2(11p/4) + 2Cos(11p/4)Sin(11p/4) - Sin^2(11p/4)]^10 ამ გამოსახულებაში პირველი და მესამე წევრისთვის უნდა გამოიყენო ორმაგი კუთხის კოსინუსის ხოლო შუა წევრისათვის სინუსის ფორმულა ..... Cos^2(11p/4) - Sin^2(11p/4) = Cos (11p/2) = 0 და
2Cos(11p/4)Sin(11p/4) = Sin (11p/2) = -1
ასე რომ a = ( 0 - 1) ^10 = ვანგას დაბადების დღეს! ... მაგას! tongue.gif

Posted by: stinky 9 Apr 2017, 21:42
oleg-i

მადლობა, ანუ რა ქვია მაგას შეგიძლია მითხრა? ანუ მაგ ამოცანას? ან ინგლისურად ძალიან ბევრი მასალაა იუთუბზე და როგორ ვნახო ეგეთი ამოცანების გამოთვლები? user.gif

და ერთი კითხვაც ბარემ, ელიფსში "ფოკუსური მანძილი" ფოკუსებს შორის მანძილია? თუ ცენტრიდან ფოკუსს შორის? war.gif

Posted by: bigmaster 12 Apr 2017, 01:06
oleg-i
Echo Zvana
ალბათ იშვიათად შემოდის აქ ხალხი და ერთი კითხვა მაქვს იქნებ იცოდეთ biggrin.gif


კლიენტ A - ს უნდა სახლის ყიდვა. გამყიდველი B სთხოვს 40 000 დოლარს, კლიენტი A სთავაზობს 15 000 ეხლავე გადახდას და 30 000 -ის სამ წელიწადში გადახდას, კითხვა: რა საპროცენტო განაკვეთის დროს იქნება ორივე შეთავაზება ტოლი?


15 000 ეხლავე იხდის, ანუ 40000 - 15000 = 25000 ანუ ეს არი საბოლოო რიცხვ რაც უნდა მივიღო რო 40000 გაუტოლდეს , მაგრამ საწყისი რიცხვი რომელია საიდანაც % უნდა გამოვთვალო? და ეს საწყისი რიცხვი რანაირად გამოვთვალო როცა მარტო საბოლოო რიცხვი მაქვს და წლები მარტო

Posted by: oleg-i 12 Apr 2017, 16:55
bigmaster
კლიენტი აბოლებს გამყიდველს: ''ოღონდ მადროვე და ახლავე გაძლევ 15-ს, დანარჩენი 25 -ს ნაცვლად სამ წელიწადში მოგცემ 30-ს .... 5-ით მეტს!..... ანუ 20% -ის დანამატით''-ო.
კლიენტი სათავისოდ მართალია.... 5 მართლაც არის 25-ის 20%.

არადა გამყიდველმა თავის ''საქონელში" ნაცვლად 40-სა მიიღო 45...(ან მიღებდა და ან არა ასეთი კლიენტისაგან - ეს ცალკე თემაა lol.gif ) ....12,5% -ით მეტი(სამწლიან ნამატი - 5 40-ის მხოლოდ 12,5%-ია.)
----------------------------------------
ეს იყო მშრალი არითმეტიკა....
დასკვნა: კლიენტი სავარაუდო თაღლითია....

Posted by: asphurcela 12 Apr 2017, 17:59
QUOTE
დასკვნა: კლიენტი სავარაუდო თაღლითია....

ნოტარიუსი რას ამბობს? biggrin.gif

QUOTE
15 000 ეხლავე იხდის

ტიპი რა გაქექილია, ნახე რა.
40 ათასიანის 15 ად დათრევა უნდა და მერე მოტყდება და გაიქცევა საასომხეთში.

Posted by: bigmaster 12 Apr 2017, 18:29
oleg-i
asphurcela
კონტრაქტში წერია ყველაფერი მშრალის ხიდის მაკლერების ბაზარი კი არ არი biggrin.gif

QUOTE
კლიენტი აბოლებს გამყიდველს: ''ოღონდ მადროვე და ახლავე გაძლევ 15-ს, დანარჩენი 25 -ს ნაცვლად სამ წელიწადში მოგცემ 30-ს .... 5-ით მეტს!..... ანუ 20% -ის დანამატით''-ო.
კლიენტი სათავისოდ მართალია.... 5 მართლაც არის 25-ის 20%.

არადა გამყიდველმა თავის ''საქონელში" ნაცვლად 40-სა მიიღო 45...(ან მიღებდა და ან არა ასეთი კლიენტისაგან - ეს ცალკე თემაა  ) ....12,5% -ით მეტი(სამწლიან ნამატი - 5 40-ის მხოლოდ 12,5%-ია.)
----------------------------------------
ეს იყო მშრალი არითმეტიკა....
დასკვნა: კლიენტი სავარაუდო თაღლითია....

ანუ ვერც თვქენ გაიგეთ რა ხდება ამ ამოცანაში? biggrin.gif რაღAც სირობაა მგონი თან ეგ გერმანულიდან გადმოვთარგმნე facepalm.gif

ეე მევთქვი ტვინიკოსა სასტავი პოსტავდით ამ თემაშI ერთი ამოცანა ვერ ამოხსენით biggrin.gif ერთია თეორია იცოდე მაგრამ მერე პრაქტიკულ ამოცანებს ვერ წყვეტდე ეგაც არი smile.gif


ანუ ის % ული განაკვეთუ უნდა ვიპოვო რომლითაც 400000 გახდება მეორე შეთავაზება სამი წლის განმავლობაში, ანუ ყოველწლიურად რამდენი პროცენტით უნდა გაიზარდოს.

Posted by: asphurcela 12 Apr 2017, 18:40
bigmaster
ტვინიკოსები აქ როა ეგეთი ბარე ორი არ დადის biggrin.gif
ნუ ეს ხუმრობით.

ისე ტვინიკოსობაზე არაა ეგ ამოცანა, რამდენადაც ტერმინოლოგიის სწორად გაგებაზე.
მე პირადად ეგ საბანკო მომსახურებები და მსგავსი რამეები არ ვიცი.
აზრზე არ ვარ რას ნიშნავს
QUOTE
საპროცენტო განაკვეთი

და რა დროს იხდის კლიენტი, თუ ვინცაა და საიდან ითვლიან.
ამაშია საქმე.

დანარჩენი სკოლის მეოთხე კლასია. მიუმატე გამააკელი და პროცენტი იანგარიშე.

Posted by: gubaz_merve 12 Apr 2017, 21:26
bigmaster
საწყისი რიცხვია 25000 ,სამ წელიწადში პროცენტი ემატება 5 ათასი,138,8 დოლარი თვეში 0,0055%

Posted by: bigmaster 12 Apr 2017, 22:05
QUOTE (gubaz_merve @ 12 Apr 2017, 21:26 )
bigmaster
საწყისი რიცხვია 25000 ,სამ წელიწადში პროცენტი ემატება 5 ათასი,138,8 დოლარი თვეში 0,0055%

გინდოდა გეთქვა 30000 საწყისი რცხვი ხო? მგონი მივხვდი 45000 ხო არი მეორე შეთავაზება, 15000 წინასწარ იხდის. ანუ 30000 დან უნდა მივიღო 25 000 სმ წელიწადშI ამ ნული მთელი რაღაც პროცენტით... პროცენტი რო ნული მთელი რაღAც არი მაგ შემთხვევაში ხო მცირდება რიცხვი? მაგარი დამაბნეველი რაღAცაა ორშაბათს ვნახავ ამის დამწერს და ვეტყვი რო რაღAცა უაზრობაა : /

Posted by: gubaz_merve 13 Apr 2017, 00:35
QUOTE (bigmaster @ 12 Apr 2017, 01:06 )
oleg-i
Echo Zvana
ალბათ იშვიათად შემოდის აქ ხალხი და ერთი კითხვა მაქვს იქნებ იცოდეთ biggrin.gif


კლიენტ A - ს უნდა სახლის ყიდვა. გამყიდველი B სთხოვს 40 000 დოლარს, კლიენტი A სთავაზობს 15 000 ეხლავე გადახდას და 30 000 -ის სამ წელიწადში გადახდას, კითხვა: რა საპროცენტო განაკვეთის დროს იქნება ორივე შეთავაზება ტოლი?


15 000 ეხლავე იხდის, ანუ 40000 - 15000 = 25000 ანუ ეს არი საბოლოო რიცხვ რაც უნდა მივიღო რო 40000 გაუტოლდეს , მაგრამ საწყისი რიცხვი რომელია საიდანაც % უნდა გამოვთვალო? და ეს საწყისი რიცხვი რანაირად გამოვთვალო როცა მარტო საბოლოო რიცხვი მაქვს და წლები მარტო

ნაწერიდან გამომდინარე გეტყვი,ვფიქრობ შემოთავაზება ურიგო არ არის თუ სახლი შენს სახელზე დარჩება და გადაზღვევის გათვალისწინებით შეგიძლია ნოტარიუსთან გააფორმოთ ხელშეკრულება სადაც პირობები იქნება აღწერილი,ფაქტიურად 15000 გაძლევს ,ასრე რომ სათვალავიდან გადის ,შეგიძლია ბანკში გადარეკო და გაიგო 15000 დოლარი რომ სამი წლით დააბანდო რამდენს გადაგიხდიან,ვფიქრობ იმაზე ნაკლებს ვიდრე კლიენტმა შემოგვთავაზა პროცენტის სახით ,გაიგე 25000 სამ წელიწადში ნამატი რამდენიექნება,არამგონია იმაზე მეტი იყოს რასაც გთავაზობენ.

Posted by: asphurcela 13 Apr 2017, 13:45
gubaz_merve
QUOTE
ნაწერიდან გამომდინარე გეტყვი,ვფიქრობ შემოთავაზება ურიგო არ არის თუ სახლი შენს სახელზე დარჩება

smile.gif
ვერ გავიგე, ამოცანაა, თუ ეს კაცი ყიდის?
თუ ბანკის წარმომადგენელია smile.gif

bigmaster
QUOTE
გინდოდა გეთქვა 30000 საწყისი რცხვი ხო?

არა კაცო.
გუბაზმა სწორად დაიწყო, მაგრამ პროცენტი მგონი ეგ არაა.
არ ვიცი ბანკები როგორ ანგარიშობენ, რაღაც თავისებური წესები აქვთ.
მაგრამ მე როგორც გავიგე აი რა ხდება.
სახლს ყიდის A 40 ად.
კლიენტს ფული არ აქვს, აქვს მხოლოდ 15.
ეხლა საქმეში ერთვება ბანკი და ეუბნება ამათ:
მე მოგცემ 40-ს (A-ს).
მაგრამ B-სგან 3 წელიწადში უნდა მქონდეს 45.
B ეუბნება, დავაი, ოღონდ 15 მაქ უკვე და 15-ს მე მივცემ და 40-15 = 25, 25 შენ მიეცი A-ს.
ანუ მე შენგან ვსესხულობ 25-ს გარკვეული პროცენტით, ისე რომ სამწელიწადში შენ 30-ს აიღებ.

ბანკი გამოდის, რომ გასცემს 25-ს 3 წლის ვადით და საანგარიშოა წლიური პროცენტი ისე, რომ 3 წელიწადში 30 მიიღოს.
ეხლა საანგარიშოა თვეში რამდენი უნდა შეიტანოს B-მ ამ სამი წლის განმავლობაში.

ეხლა საჭიროა ბანკის როგორ ანგარიშობს ამ წლიურ პროცენტს?

მგონი ასე:
მოკლედ ზედმეტი აქვს გადასახდელი 5000 სამ წელიწადში.
წელიწადში გამოდის 5000/3= 1666.7
ეს არის 25000 -ის 1666.7/25000= 0.0667
6.67%


Posted by: gubaz_merve 13 Apr 2017, 19:37
asphurcela
მათემატიკურად ახსნა პრობლემის შინაარსი,რაც შეეხება გამოთვლას მართალი ხარ smile.gif გუშინვე ვიცოდი ,ზეპირად გადავთვალე და ნახევარ პროცენტზე მეტი გამოდიოდა 138,8
საქმე იმაშია როგორც ვხვდები რომ ამ თანხას კლიენტი სთავაზობს სამი წლის შემდეგ,25000 რომ დააბანდო ბანკში სამი წლის თავზე არამგონია 30000 დაგროვდეს,როგორც ვიცი წლიური პროცენტი შვეიცარიაში 2 პროცენტია,ნუ საქართველოში თუ აჩი ბანკთან დაიჭერს საქმეს ვინმე შესაძლოა 200 პროცენტიც დაპირდნენ smile.gif

Posted by: bigmaster 13 Apr 2017, 19:41
asphurcela
QUOTE
მგონი ასე:
მოკლედ ზედმეტი აქვს გადასახდელი 5000 სამ წელიწადში.
წელიწადში გამოდის 5000/3= 1666.7
ეს არის 25000 -ის 1666.7/25000= 0.0667
6.67%

პერფექტ wink.gif რამდენი ვიჭყლიტე ტვინი იმას ვერ ვხვდებოდი რო კაკრაზ ეგ პროცენტი უნდა გამოაკლო ანუ ბანკს მიაქვს თუ სხვა რამეს სულ ერთია ფასში არ ითვლება . სპასიბა

gubaz_merve
მადლობა, არა მე არ ვყიდულობ ბინას ამოცანაა biggrin.gif

Posted by: asphurcela 13 Apr 2017, 20:17
bigmaster
არაფრის, იმედია სწორეა smile.gif
მთლად მე ნუ მენდობი, ვერ ვერკვევი საბანკო საქმეში.

gubaz_merve
QUOTE
როგორც ვიცი წლიური პროცენტი შვეიცარიაში 2 პროცენტია

კი შევიცარიაში დაბალია ძაან პროცენტი.
საქართველოში 10-12% ში არის. იშვიათად 8-9 ში.
შენ თუ დააბანდე ფული, ანუ შენგან თუ ისესხა ბანკმა სადრაც 3 ან 4 ან კაი შემთხვევაში 4.5-ს შეიძლება გამოკრა ხელი.

Posted by: Nodo_K 22 Apr 2017, 19:23
ა და ბ მანქანა დაიძრა ერთმანეთის საპირისპიროდ 600 კლ მანძილზე, ა მოძრაობს 70 კ/ს ბ-80 კ/ს, რამდენ ხანში შეხვდებიან ერთმანეთს?

= 600*(8+7)/2 = 450
ანუ 4 სთ 30 წთ

სწორია?

Posted by: asphurcela 23 Apr 2017, 01:14
Nodo_K
v1 = 70 კმ/სთ
v2 = 80 კმ/სთ
S = 600 კმ
-------------
t = ?

S = S1 + S2
S1 = v1*t
S2 = v2*t
v1*t+v2*t = S
t = S / (v1+v2) = 600 / (70+80)=600/150=4 სთ

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 27 Apr 2017, 21:18
1) ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე v სიჩქარით მისრიალებს 4m მასის
სხეული. მას ზევიდან ვერტიკალურად დაეცა და შეეწება m მასის სხეული.
ამის შემდეგ სრიალის სიჩქარეა ?

2) გამტარი ჩართულია 12 ვ ძაბვის ქსელში, მასში გამავალი დენის ძალაა 4 ა. რა მუშაობა სრულდება 2 წთ-ის განმავლობაში

3) ერთნაირ ძაბვაზე გაანგარიშებული 40 ომი და 100 ომი წინაღობის პარალელურად შეერთებული ნათურებიდან პირველი მოიხმარს
პასუხი: 1ლი ნათურა მოიხმარს 2.5ჯერ მეტს
უფრო ნაკლები წინაღობა გვაქ და მეტ ძაბვას რო მოითხოვს ეს ომის კანონს არ ეწინააღმდეგება?

4) იპოვეთ 3კგ. მასის სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი, თუ ის 4მ/წმ სიჩქარით მოძრაობს 8მ. რადიუსის მქონე წრეწირზე

5) იპოვეთ ერთგვაროვანი სითხის სიმკვრივე, თუ მასში ყოველი 5 სანტიმეტრით
ჩაძირვისას წნევა 400 ნ/მ2-ით იმატებს.


ახსნა დაწერეთ რა

Posted by: IONx64 6 May 2017, 15:18
მოგესალმებით, მათემატიკაში არც ისე ძლიერი ვარ, მაქვს ერთი ამოცანა ამოსახსნელი და იმედია დამეხმარებით, ალბათ მცოდნეებისთვის მაგარი ელემენტარულია, მაგრამ მე ვერ დავადგი თავი:

მოკლედ: ორ საწყობში სიმინდისა და ხორბლის გარკვეული რაოდენობაა. ამასთან პირველში მათი შეფარდებაა 3:4, ხოლო მეორეში 5:9. როგორია სიმინდისა და ხორბლის რაოდენობების შეფარდება ორივე საწყობში ერთად, თუ ცნობილია, რომ პირველ საწყობში მოთავსებულია მთელი მარცვლეულის 1/4?

ა) 7:25; ბ) 4:9; გ) 3:5;


გთხოვთ მერე ამიხსნათ პასუხი როგორ მიიღეთ როგორ გამოთვალეთ. მადლობა.

Posted by: Dixtosa 6 May 2017, 17:01
IONx64
3ხ:4ხ
5ყ:9ყ
QUOTE
პირველ საწყობში მოთავსებულია მთელი მარცვლეულის 1/4?

(3ხ+4ხ)*4 =(3ხ+4ხ) + (5ყ+9ყ)
(3ხ+4ხ)*3 = (5ყ+9ყ)
ანუ
21ხ=14ყ
ანუ
1.5ხ=1ყ

ჩვენ გვაინტერესებს 3ხ+5ყ : 4ხ + 9ყ რაც არის 3ხ+7.5ხ : 4ხ + 13.5ხ რაც არის 10.5:17.5 რაც არის 21 : 35 რაც არის 3 : 5

Posted by: IONx64 7 May 2017, 15:56
მადლობა დახმარებისათვის მეგობარო.

Posted by: ME-OMARI 7 May 2017, 21:21
აბა მათემატიკის მოყვარულებო თქვენი დახმარება მჭირდება, მოკლედ მაქვს ესეთი შემთხვევა, 123456789 ამ რიცხვიდან მინდა ამოვიღო 123, 456, 789 ეს ციფრები ცალცალკე, მაგალითად 123 რომ მივიღო იმ რიცხვისგან ეს რიცხვი (123456789) უნდა გავყო 1000000 ზე, ხო მიხვდით? ახალ როგორ მივიღო 456 და 789?

Posted by: oleg-i 7 May 2017, 22:46
ME-OMARI
QUOTE
აბა მათემატიკის მოყვარულებო თქვენი დახმარება მჭირდება, მოკლედ მაქვს ესეთი შემთხვევა, 123456789 ამ რიცხვიდან მინდა ამოვიღო 123, 456, 789 ეს ციფრები ცალცალკე, მაგალითად 123 რომ მივიღო იმ რიცხვისგან ეს რიცხვი (123456789) უნდა გავყო 1000000 ზე, ხო მიხვდით? ახალ როგორ მივიღო 456 და 789?


მათემატიკა იმდენად მიყვარს, რომ იძულებელი ვარ გამოვერსაჩლო მათემატიკას ამგვარი შეურაცხყოფისათვის
QUOTE
123 რომ მივიღო იმ რიცხვისგან ეს რიცხვი (123456789) უნდა გავყო 1000000 ზე, ხო მიხვდით?

ვერა... ვერ მივხვდი!... ი 0,456789 სა ვირის ........ში შეჩურთე?
ააა!... შენ გინდოდა გეთქვა 123 = (123456789 - 456789) : 1000000 ხომ?
456 = (123456789 - 123000789) : რამდენზე ?.... ხო რამდენზე? გაიმეორე, ნუ გრცხვენია smile.gif
789 = ?????? როგორ... როგორო???
ყოჩაღ!
გაიხარე smile.gif
----------------------------------
ეს მიდგომა არაა ერთადერთი.... ცხადია სხვა გზებიც არსებობს. გააჩნია პირობას, თუ .......

Posted by: gubaz_merve 8 May 2017, 07:35
მოკლედ ასეთი ამბავია და მგონი ძალიან ძნელი ,მარა რა ვიცი. ვისთვის როგორ,პი ათობით სისტემაში ასე ჩაიწდრება
3,1415926535 8979323846 2643383279 5028841971 6939937510 5820974944 5923078164 0628620899 8628034825 3421170679 8214808651 3282306647 0938446095 5058223172 5359408128 4811174502 8410270193 8521105559 6446229489 5493038196 4428810975 6659334461 2847564823 3786783165 2712019091 4564856692 3460348610 4543266482 1339360726 0249141273 7245870066 0631558817 4881520920 9628292540 9171536436 7892590360 0113305305 4882046652 1384146951 9415116094 3305727036 5759591953 0921861173 8193261179 3105118548 0744623799 6274956735 1885752724 8912279381 8301194912 9833673362 4406566430 8602139494 6395224737 1907021798 6094370277 0539217176 2931767523 8467481846 7669405132 0005681271 4526356082 7785771342 7577896091 7363717872 1468440901 2249534301 4654958537 1050792279 6892589235 4201995611 2129021960 8640344181 5981362977 4771309960 5187072113 4999999837 2978049951 0597317328 1609631859 5024459455 3469083026 4252230825 3344685035 2619311881 7101000313 7838752886 5875332083 8142061717 7669147303 5982534904 2875546873 1159562863 8823537875 9375195778 1857780532 1712268066 1300192787 6611195909 2164201989
შვიდობითში მინდა ეს რიცხვი,ა რავალია? smile.gif

Posted by: ლაბარნა 8 May 2017, 10:45
gubaz_merve

QUOTE
შვიდობითში მინდა ეს რიცხვი


აგერ, რამდენად სწორია, არ ვიცი, მაგრამ უმუშავია ხალხს უკვე ამაზე:

3.06636 51432 03613 41102 63402 24465 22266 43520 65024 01554 43215 42643 10251 61154 56522 00026 22436 10330 14432 33631

წყარო: http://turner.faculty.swau.edu/mathematics/materialslibrary/pi/pibases.html

4-ობით სისტემაშია ყველაზე ახლო 3-თან, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ტრანსცენდენტური რიცხვი არცერთ მთელ ბაზაში არ იქცევა სასრულ წილადად.



Posted by: asphurcela 8 May 2017, 11:30
gubaz_merve
QUOTE
შვიდობითში მინდა ეს რიცხვი,ა რავალია?

ისევ ნატვრისთვალს ეძებ, ელიოზ? smile.gif

Posted by: oleg-i 8 May 2017, 14:36
gubaz_merve
ჯიპს ''ამშვენებდა'' ამას წინათ ასეთი ნომერი .... PI 777 PI.... არ გამოდგება?

გაიხარე გუბაზ!... smile.gif

Posted by: gubaz_merve 8 May 2017, 18:23
oleg-i
smile.gif
asphurcela
ერთაოზ თუ ფიქრობ რომ ყველაფერი უკვე ნაპოვნია ცდები,გახსოვთ ალბათ გუგლის რუკაზე ვიკითხე,მერე სხვა საქმე გამომიჩნდა და მივატოვე თორემ ამას მე ვიპოვიდი https://youtu.be/LZ7qtKzJINM კიდევ რამდენია ასეთი smile.gif ვინ მოთვლის,მერე კიდე ისეთი რაღაცეები ვიპოვე ორიონელების რომ ყველაზე დაუჯერებელ თეორიებსაც კი განვიხილავ smile.gif

Posted by: asphurcela 8 May 2017, 18:40
QUOTE
თორემ ამას მე ვიპოვიდი

არქეოლოგიურ გათხრებს გუგლის რუკით ატარებ? biggrin.gif

დაგასწრეს მე მაგათი ასე და ისე smile.gif

რა იკითხე გუგლზე , არ მახსოვს, ან არ მინახავს.

Posted by: gubaz_merve 8 May 2017, 20:33
asphurcela
არა რა გათხრებს smile.gif ეგ ყორღანია,შესაძლოა პი-მთა-გორა,მოკლედ გასაგებ ენაზე რომ გითხრა ცილინდრის ფორმის ხელოვნური ნაგებობა,ერთი შეხედვით დიამეტრი 200 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს,სიმაღლეც საინტერესოა,მომავალ წელს ჩემი კვადროკოპტერით მივადგები და გრძედის და განედსაც გავიგებ ,სიმაღლესაც მისი მეშვეობით ,აი დიამეტრს რა მოვუხერხო,თოკის გარდა იდეა არ მომდის
* * *
ლაბარნა
შვიდობითი სისტემის კალკულატორში ვწერ და რიცხვების კონვერტაციას აკეთებს პროგრამა,მაგრამ მე მსქსიმუმიდან ვიწყებ და ვნახოთ როდის დამიწერს,ისე ეგ რიცხვებია თავიდან

Posted by: asphurcela 8 May 2017, 23:20
QUOTE
მომავალ წელს ჩემი კვადროკოპტერით მივადგები

შენ ხო საბრძნეთში ხარ?

Wind Hellas Telecommunications SA - ეს რა არის?

Posted by: gubaz_merve 8 May 2017, 23:29
QUOTE (asphurcela @ 8 May 2017, 23:20 )
QUOTE
მომავალ წელს ჩემი კვადროკოპტერით მივადგები

შენ ხო საბრძნეთში ხარ?

კი საბერძნეთში ვარ და 12 წელია არ ჩამოვსულვარ,მინდა კარგი კრუიზი დავგეგმო რომ არავის ვაწყენინო,ხომ იცი ქართველების ამბავი ,ჩამოხვედი და ჩვენთან არ მოხვედი smile.gif
წყალში რადიოტალღები არ ვრცელდება შორ მანძილზე,წყალქვეშა ნავის ბგერის მეშვეობით მართვა მგონი შესაძლებელია ,რას მირჩევთ?
* * *
QUOTE
Wind Hellas Telecommunications SA - ეს რა არის?

მობილური ოპერატორია

Posted by: asphurcela 10 May 2017, 12:43
QUOTE
წყალქვეშა ნავის ბგერის მეშვეობით მართვა მგონი შესაძლებელია ,რას მირჩევთ?

ანუ დრონი რომ ააფრინო, ამისთვის წყალქვეშა ნავი უნდა ააგო კაცო?
დელფინი დაიჭირე, გაზარდე გაწრთვენი და იმას ასტვენინე წყალში wink.gif

Posted by: gubaz_merve 10 May 2017, 19:45
QUOTE (asphurcela @ 10 May 2017, 12:43 )
QUOTE
წყალქვეშა ნავის ბგერის მეშვეობით მართვა მგონი შესაძლებელია ,რას მირჩევთ?

ანუ დრონი რომ ააფრინო, ამისთვის წყალქვეშა ნავი უნდა ააგო კაცო?
დელფინი დაიჭირე, გაზარდე გაწრთვენი და იმას ასტვენინე წყალში wink.gif

ხმის მეშვეობით მართვა რეალურია და სირთულეს არ წარმოადგენს,აი fpv-სიგნალია პრობლემა,როგორც ჩანს კოაქსიალურ კაბელს ვერ ავცდები,ერთიც მითხარი და გავედი დროებით ,კოაქსიალურ კაბელზე როცა ამბობენ 50 ომიანიაო ,12მეტრზე რამდენი ომი იქნება?

Posted by: asphurcela 10 May 2017, 19:48
QUOTE
,კოაქსიალურ კაბელზე როცა ამბობენ 50 ომიანიაო ,12მეტრზე რამდენი ომი იქნება?

კინდა კილომეტრიანი იყოს, სულ 50 ომიანი იქნება.
რადგან ეს ის წინაღობა არაა, რაზეც შეჩვეული ხარ, მავთულის, მაგალითად, რომელიც სიგრძის მიხედვით იზრდება.
ესაა ტალღური კომპლექსური წინაღობა, რომელიც სიგრძეზე არაა დამოკიდებული.

Posted by: soph12 10 May 2017, 19:51
ფერმერმა დაზოგილი თანხით შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელზეც აპირებს კარტოფილის ან კომბოსტოს მოყვანას. კარტოფილის დათესვა და მოვლა მას დაუჯდება 2700$, ხოლო კომბოსტოს დათესვა და მოვლა კი 3100$. ექსპერტის შეფასებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მაღალი ხარისხის კარტოფილის მოსვლის ალბათობა შეადგენს 0.3, ხოლო საშუალო ხარისხის კი 0.7. ამავე დროს მაღალი და საშუალოს ხარისხის კომბოსტოს მოსვლის ალბათობა 0.5 ტოლია. მაღალი ხარისხის 1 ტონა კარტოფილის ღირებულება შეადგენს 890$, ხოლო საშუალო ხარისხის 600$. მაღალი ხარისხის 1 ტონა კომბოსტოს ღირებულება ტოლია 950$, ხოლო საშუალო ხარისხის კი 700$. ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ნებისმიერი ხარისხის კარტოფილზე და კომბოსტოზე მოთხოვნა ერთი და იგივეა და 0.7 ალბათობით შეიძლება შეადგინოს 10 ტონა ან 0.3 ალბათობით 20 ტონა. მოსალოდნელი მნიშვნელობის კრიტერიუმზე დაყრდნობით დაადგინეთ რა უფრო მომგებიანია კარტოფილის თუ კომბოსტოს დათესვა?

Posted by: gubaz_merve 11 May 2017, 00:05
asphurcela
ეხლა ვფიქრობდი თუ კვატებზე დამიწყო ლაპარაკი ქლა უმფროს მოდერატორთან ვუჩივლებ თქვა biggrin.gif

Posted by: asphurcela 11 May 2017, 19:11
soph12
ორივე დათესე, ნახევარი ნახევარზე, შენი რა მიდის wink.gif

gubaz_merve
რა ქენი, ააწყე წყალთმფრენი? smile.gif

Posted by: gubaz_merve 14 May 2017, 03:34
asphurcela
არა კაცო ორივე ერთად ძალიან ძნელია ,თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ,უბრალოდ ეფექტურობის თვალსაზრისით გაუმართლებელია,უბრალოდ ნაწილების გამოყენება შეიძლება.
დამტენს ველოდები და ჯიპიესს,იმედია მომავალ კვირამდე ჩამომივა,მერე იწყება ცოტა რთული დაპროგრამების პროცესი ,იმედია თავს გავართმევ smile.gif

Posted by: asphurcela 14 May 2017, 18:53
gubaz_merve
QUOTE
,მერე იწყება ცოტა რთული დაპროგრამების პროცესი ,იმედია თავს გავართმევ

არა კაცო შენ რა გაგიჭირდება პროგრამირებაში მხეცი ხარ smile.gif
user posted image

Posted by: gubaz_merve 16 May 2017, 03:20
QUOTE (asphurcela @ 14 May 2017, 18:53 )
gubaz_merve
QUOTE
,მერე იწყება ცოტა რთული დაპროგრამების პროცესი ,იმედია თავს გავართმევ

არა კაცო შენ რა გაგიჭირდება პროგრამირებაში მხეცი ხარ smile.gif
user posted image

კარგია როცა ვიღაცა გამხნევებს biggrin.gif

Posted by: stinky 17 May 2017, 22:09
ააგეთ მთელ რიცხვთა ( Z ) ჯგუფის ფაქტორ ჯგუფი შემდეგი პირობით, : Z(5) = {x} x = 5t, t ეკუთვნის Z

იპოვეთ მოსაზღვრე კლასები 2 + Z(5) , 4 + Z(5) ამათი.

იპოვეთ მოპირდაპირე ელემენტი 3 + Z(5).


დამეხმარეთ, ან იქნებ რამე რესურსი იცოდეთ ამ ამოცანაზე თუ გინდა ინგლისური იყოს.

ეს არი წრფივი ალგებრის ამოცანა

Posted by: Nodo_K 18 May 2017, 07:20
ვთამაშობ დომინოს 10 ლარიანებს, 1 ხელის აკომისიო არის 12%, დავუშვათ ვითამაშე 100 ხელი, და მოვიგე 60, საკომისიო რამდენ ლარს წაიღებს?
ან როგორ უნდა დავიანგარიშო ის მასწავლეთ.

Posted by: asphurcela 19 May 2017, 17:03
Nodo_K
QUOTE
ვთამაშობ დომინოს 10 ლარიანებს

დომინოს 1 ხელის მოგება 10 ლარია?
თუ რას გულისხმობ?
QUOTE
1 ხელის აკომისიო არის 12%, დავუშვათ ვითამაშე 100 ხელი, და მოვიგე 60, საკომისიო რამდენ ლარს წაიღებს?

ერთ ხელზე 10 ლარს ხო იგებ?
მიაქვთ 10*0.12=1.2
60 ხელზე იქნება 60 ჯერ ამდენი.

Posted by: FocusMocus 24 May 2017, 21:44
მაინტერესებს ამის ამოხსნა როგორააა?

Posted by: oleg-i 24 May 2017, 22:44
აღნიშნე 1 ქილა არაჟნის წონა A -თი
1 ქილა მაწვნის წონა M -ით
1 ქილა რძის წონა R -ით
----------------------------------------
ერთმანეთს უნდა შეადარო 2M და 3R + 1A....

არადა მთავარი პირობა გეუბნება, რომ 1A + 6M = 4A + 9R ჩაუტარე ამას პატარა ფოკუსი: ორივე მხარეს ააკელი 1A და მიიღებ, რომ 6M = 3A + 9R .
ახლა ჩაუტარე მოკუსი: ორივე მხარე გაყავი 3-ზე და ჰოპლაააა:
2M = 1A + 3R
ეს რა ჯანდაბა გამოფრინდა? .... რას გვეკითხებიან?.... რომელი პასუხი უნდა შემოვხაზოთ?
ააა!!!!
ა) კი არა, არამედ გ)

Posted by: FocusMocus 24 May 2017, 23:00
[b]oleრა კარგი ახსნააა.მადლობა .მგონი კიდე შეგაწუხებთ

Posted by: FocusMocus 26 May 2017, 15:51
ეს როგორ ჩავწერო მათემატიკურად?

Posted by: Echo Zvana 26 May 2017, 19:24
n იყოს ერთი ნესვის წონა. მაშინ:
n=n*8/9+1/3
ამ ერთუცნობიან განტოლებას ამოხსნი და მიიღებ პასუხს.

Posted by: FocusMocus 26 May 2017, 20:01
Echo Zvana
მადლობაა. ძაან გამეყინა ტვინი რა sad.gif

Posted by: FocusMocus 26 May 2017, 20:59
როგორ ჩავწერო? მათემატიკურად სწორად როგორაა

Posted by: Taxi Driver 26 May 2017, 21:44
FocusMocus

2 მასიური-2*x;
1 ქუდი -2*x+6;

2*(2*x+6)=2*x/2+39;
x=9;

1 მაისური 9;
1ქუდი 24;
პ:24-9;

Posted by: asphurcela 26 May 2017, 21:51
FocusMocus
რომელ კლასში ხარ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 27 May 2017, 11:12
ამოცანა

რა დროში დაეცა მიწაზე თავისუფალად ვარდნილი სხეული,თუ დაცემისას მისი სიჩქარე იყო 60მ/წმ?

Posted by: Echo Zvana 27 May 2017, 12:10
Datvlas-vin-gtxovs
თავისუფალი ვარდნისას აჩქარება დაახლოებით არის 9.8 მ/წმ, საწყისი სიჩქარე 0–ად ჩავთვალოთ. ახლა ნახე: თუკი ყოველ წამში 9.8–ით უფრო სწრაფად მოძრაობს, რამდენ წამში მიაღწევდა 60მ/წმ სიჩქარეს 0–იდან?

Posted by: asphurcela 27 May 2017, 13:39
QUOTE
თავისუფალი ვარდნისას აჩქარება დაახლოებით არის 9.8 მ/წმ

QUOTE
მ/წმ

ოხ ეს მათემატიკოსები smile.gif


Posted by: Echo Zvana 27 May 2017, 15:08
asphurcela
gigi.gif
მ/წმ^2
ვეღარ ვარედაქტირებ ზედა პოსტს :დ

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 27 May 2017, 16:50
Echo Zvana
ანუ 6 წამი ?

t - g - v
0 -10-0
1-10-10
2-10-20
3-10-30
4-10-40
5-10-50
6-10-60

Posted by: giat 30 May 2017, 03:59
საინტერესოა ერთი რამ
დღეს გავიგე ის რომ ნობელის პრემია მათემატიკის დარგში არ არსებობს თურმე და
და ეს გამოწვეული ყოფილა პირადი ურთიერთობებისა და მტრობის ნიადაგზე და
პრობლემა -ქალი თურმე
იქნებ ვინმემ ზუსტად ან კონკრეტულად ახსნა რატომ

Posted by: asphurcela 30 May 2017, 12:21
giat
QUOTE
დღეს გავიგე ის რომ ნობელის პრემია მათემატიკის დარგში არ არსებობს თურმე

სამაგიეროდ სხვა პრემიებია მათემატიკისთვის, თან საკმაოდ სოლიდური თანხით.

მაგრამ რაც შეეხება ნობელს, ზუსტი მიზეზი უცნობია.
არსებობს 2 ძირითადი მოსაზრება, რომლებიც ბოლომდე არცერთი არ მტკიცდება
1) ქალი. (ხანდახან ცოლს ამბობენ, მაგრამ ნობელს ცოლი არ ჰყოლია)
მოკლედ, ქალი დააწერაო მათემატიკოსმა Gosta Mittag-Leffler-მა. რომელიც საკმაოდ წარმატებული მათემატიკოსი იყოო (მე არაფერი მსმენია მის ნაშრომებზე).
ხოდა არ უნდოდა რომ ამ გოთვერან კაცს მოეგოო. (არადა რა შანსი ქონდა მოგების ვერ ვხვდები, როცა სერიოზული არაფერი ქონია მათემატიკაში)

2) ნობელი არ თვლიდაო მათემატიკას პრაქტიკულ მეცნიერებად და თან იმ დროისათვის უკვე არსებობდაო სკანდინავიის პრიზი მათემატიკაში.

რომელია სწორი არავინ იცის. მის ანდერძში არ წერია რომ მათემატიკას არ მისცეთო. მაგრამ არც სიაშია მოხენიებული.
ამიტომ ვერ აძლევენ. რო ჩაეწერა მათემატიკოსებს არ მისცეთო, უნდა 1-2 სიტყვით აეხსნა.

Posted by: goga80 2 Jun 2017, 14:57
1. რა სიმძლავრის მექანიზმია საჭირო იმისთვის, რომ 5 კგ მასის სხეული თანაბრად ვასრიალოთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე 3მ/წმ სიჩქარით, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0.2-ის ტოლია?

2.10 კგ მასის სხეული, რომელიც ჰორიზონტალურად საწყისი 20 მ/წმ სიჩქარით მოძრაობდა, ხახუნის ძალის გავლენით თანდათან გაჩერდა, რისი ტოლია ხახუნის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0.1-ის ტოლია?

ამ ორის ამოხსნაში დამეხმარეთ რა weep.gif help.gif

Posted by: asphurcela 2 Jun 2017, 16:31
goga80
1)
მოც: m; v; miu.
-------------------
P =?
ამოხსნა:
P = A/t (მუშაობა გაოფილი დროზე) = F*s/t=miu*m*g*s/t
ვინაიდან s/t = v, ამიტომ
P = miu*m*g*v

2) მოც: m; v; miu
------------------------
A = ?

ვინაიდან სხეულს აქვს საწყისი სიჩქარე და მერე ჩერდება, ამიტომ მისი საწყისი ენერგია მთლიანად გადადის სითბოში.
ანუ: სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედის მიერ შესრულებული მუშაობა უდრის სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილების.
დამოუკიდებლად ხახუნის კოეფიციენტისა რაც არ უნდა იყოს ის, კინეტიკური ენერგიის ცვლილება იქნება მუშაობა. ამიტომ ამიცანაში მიუ ტყუილად (დასაბნევად) ზის.
ე.ი.
A = m*v^2 / 2 (ემ ვე კვადრატის ნახევარი) (რადგან საბოლოო კინეტიკური ენერგია 0 ა, გაჩერდა სხეული)

Posted by: A.M 2 Jun 2017, 18:32
physics.aidio.net

ცოტას დაგეხმარებათ ესაც

Posted by: f57 3 Jun 2017, 01:37
გამარჯობა, მეგობრებო.
მსგავსი ამოცანები როგორ ამოიხსნება?
QUOTE
ავტომობილი თანაბრად მოძრაობს თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით. დილის 8 საათისათვის ავტომობილს გავლილი ჰქონდა მთელი გზის 1/6 ნაწილი, ხოლო იმავე დღის დილის 11 საათისათვის კი -მთელი გზის 8/9 ნაწილი. მთელი გზის რა ნაწილი ჰქონდა გავლილი ავტომობილს ამავე დღის დილის 10 სთ და 30 წთ-სთვის?


შესაძლო პასუხები:
ა) 65/108
ბ) 57/108
გ) 8/18
დ) 83/108

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

და კიდევ ეს ამოცანა მაინტერესებს:
QUOTE
ორმა ბიზნეს პარტნიორმა გაინაწილა 80500 ლარის ტოლი მოგება პროპორციით 2:5. რა თანხა შეხვდა თითოეულს?

Posted by: ninoto 3 Jun 2017, 13:40
giat
asphurcela
როგორც რუსულ ვიკიპედიაში წერია, ნობელს თავდაპირველად შეუტანია მათემატიკა დასაჯილდოებელ კატეგორიებში, შემდეგ კი ამოუშლია და მის ნაცვლად მშვიდობის პრემია ჩაუწერია.

f57
პროპორციებით სინჯე
up.gif

Posted by: Evaeva 3 Jun 2017, 21:32
რეალურ ცხოვრებაში რამეს იძლევა

Posted by: asphurcela 3 Jun 2017, 23:59
QUOTE
რეალურ ცხოვრებაში რამეს იძლევა

რა იძლევა რამეს?

Posted by: Echo Zvana 4 Jun 2017, 01:40
f57
QUOTE
ორმა ბიზნეს პარტნიორმა გაინაწილა 80500 ლარის ტოლი მოგება პროპორციით 2:5. რა თანხა შეხვდა თითოეულს?

2*x+5*x=80 500
ეს ერთუცნობიანი განტოლება უნდა ამოხსნა, შემდეგ 2x და 5x გაიგო რას უდრის.

Posted by: GeorgeSword 4 Jun 2017, 02:09
asphurcela
QUOTE
რა იძლევა რამეს?


ფიზიკის ამოცანები :დ

Posted by: goga468 5 Jun 2017, 22:30
გთხოვთ დამეხმარეთ ვინც იცით ფიზიკა

ოთხაშაბთს ფიზიკა მაქვს , ამოცანების ამოხსნაში რო დამეხმართო თუ შეიძელბა , საერთოდ არ ვიცი ფიზიკა help.gif help.gif და მაგრად მჭირდება ჩაბარება , ზუსტად რო დამიწეროთ რას რა უნდა გავამოკლო ან გავყო ან გავამრავლო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


1) განსაზღვრეთ 11კგ. მასის ბურთულას კინეტიკური ენერგია თუ იგი მოძრაობს 10მ/წმ სიჩქარით.(ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი.მეასედის სიზუსტით. მაგ: 1.23)

2)იპოვეთ მათემატიკური ქანქარას სიგრძე, თუ მისი რხევის პერიოდია 1.8 წმ. და g =10 მ/წმ2 ( ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი 1.234 . მეათასედის სიზუსტით ).

3) ბრტყელი ტალღა ვრცელდება x- ღერძის დადებითი მიმართულებით ტალღის განტოლებას აქვს სახე: s=15cos(690\pit-3\pix). განსაზღვრეთ ტალღის სიხშირე \nu. ( ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი. მაგ: 1.23)

4)იპოვეთ ერთატომიანი იდეალური აირის ტემპერატურა (კელვინებში), თუ მისი გადატანითი მოძრაობის საშუალო კინეტიკური ენერგიის სიდიდეა 426k, სადაც k არის ბოლცმანის მუდმივა (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი, მაგ. 1.23):

5) P=18 პასკალმდე წნევის შემცირებით არის მოცულობა 10 მ3-დან 15მ3-მდე გაიზარდა . იპოვეთ აირის გაფართოება ზეშესრულებული მუშაობა

6 )იპოვეთ ერთატომიანი იდეალური აირის ტემპერატურა ©, თუ მისი გადატანითი მოძრაობის საშუალო კინეტიკური ენერგიის სიდიდეა 438K, სადაც K არის ბოლცმანის მუდმივა

7) ბრტყელი ტალღა ვრცელდება x- ღერძის დადებითი მიმართულებით ტალღის განტოლებას აქვს სახე: s=15cos(690\pit-3\pix). განსაზღვრეთ ტალღის სიხშირე \nu. ( ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი. მ

Posted by: A.M 5 Jun 2017, 23:04
კურსელებში გაიკითხე, ყველაფერს ეგ აჯობებს... ახსნევინებენ ხოლმე ამ ამოცანებს მანდ, შანსი არაა ვინმეს არ ჰქონდეს

Posted by: skrillex1234 6 Jun 2017, 18:58
მოგესალმებით ყველას, თქვენი დახმარება მჭირდება შემდეგ ამოცანაზე : ჭურჭლიდან, რომელიც სავსეა გლიცერინით გადმოასხეს 2 ლიტრა გლიცერინი და ჭურჭელი შეავსეს წყლით, ამის შედეგ გადმოასხეს ნარევის იმდენივე რაოდენობა და ისევ შეავსეს წყლით. ბოლოს ჭურჭლიდან ისევ გადმოასხეს 2 ლიტრა ნარევი და კვლავ შეავსეს წყლით. ამის შემდეგ ჭურჭელში დარჩა 3 ლიტრით მეტი წყალი ვიდრე სუფთა გლიცერინი. რამდენი ლიტრი გლიცერინი და წყალია ჭურჭელში.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 7 Jun 2017, 10:46
ამოცანა: ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე v სიჩქარით მისრიალებს 4m მასის
სხეული. მას ზევიდან ვერტიკალურად დაეცა და შეეწება m მასის სხეული.
ამის შემდეგ რისი ტოლი იქნბა სრიალის სიჩქარე?


Posted by: oleg-i 7 Jun 2017, 14:23
QUOTE
ამოცანა: ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე v სიჩქარით მისრიალებს 4m მასის
სხეული. მას ზევიდან ვერტიკალურად დაეცა და შეეწება m მასის სხეული.
ამის შემდეგ რისი ტოლი იქნბა სრიალის სიჩქარე?


სხეულთა შეჯახებებისას განსაკუთრებით კარგად ''მუშაობს'' იმპულსის მუდმივობის კანონი: ურთიერთქმედ სხეულთა იმპულსების გეომეტრიული(ვექტორული ) ჯამი უცვლელია....
განიხილე ეს კანონი მოსრიალე სხეულის მოძრაობის მიმართულებით გავლებულ X ღერძზე: ...... დამჯახებელი სხეულის იმპულსის გეგმილი X -ზე + მოსრიალე სხეულის იმპულსის გეგმილი X -ზე = შერწყმულ სხეულთა იმპულსის გეგმილი X -ზე ............ გაითვალისწინე ის, რომ ზემოდან ვერტიკალურად დაცემის გამო პირველი შესაკრები არ გექნება ( 0 -ია), ასე რომ
მოსრიალე სხეულის იმპულსის გეგმილი X -ზე = შერწყმულ სხეულთა იმპულსის გეგმილი X -ზე ................ 4mv = 5mV -----> V = ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 10 Jun 2017, 11:36
oleg-i
4/5
up.gif სგ სგ

სხეული იწყებს მოძრაობას ვერტიკალურად 40 ჯ კინეტიკური ენერგიით. იპოვეთ კინეტიკური ენერგია მაქსიმალური სიმაღლის მეოთხედში.
აქ E=mv^2 / 2
პოტენციურს უნდა დავუკავშიროთ? h/4 იქნება
მარა ვერა რა
ბოლოში ვერ გავდივარ


* * *
facepalm.gif


4კგ. მასის ეთგვაროვანი ბერკეტის საყრდენი მისი სიგრძის 1/4-ზეა მოთავსებული. მის მოკლე ბოლოზე ჩამკიდებულია 10კგ. მასის ტვირთი. იპოვეთ, თუ რა მასის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ ბერკეტის გრძელ ბოლოზე, რომ ის წონასწორობაში იყოს?

* * *
.............

პარალელეპიპედის ფორმის N რაოდენობის ხის ძელაკი, რომელთა სიმკვრივეა 200კგ/მ3, ერთად შეკრულია ძაფით და ჩაშვებულია წყალში. რამდენი ძელაკია წყლის ზედაპირის ზევით თუ წყალში ჩაძირულია 3 ძელაკი?
* * *
***
??? იპოვეთ ზამბარის რხევის პერიოდი, თუ მასზე ტვირთის ჩამოკიდებისას ზამბარა წაგრძელდა 40სმ-ით

პერიოდი 2Pi*ფესვი m/k
არც m ვიცით არც k
დრეკადობის ძალით F = 40*k სმ


* * *
---
რა მანძილს გადის თავისუფლად ვარდნილი სხეული მეხუთე წამში, თუ მისი საწყისი სიჩქარეა 0 და დედამიწაზე ეცემა 5წამში?


45 ?? რატო
h=125
v მეხუთე წამზე = 50 მ/წმ
და 45 რატო გამოდის?
* * *

ზამბარა გაჭიმეს x მანძილით,რა დროსაც შესრულდა A მუშაობა,რა მუშაობა შესრულდება კიდევ 2x მანძილზე გაჭიმვით?

* * *
.......
როდესაც დაცემული სხივი ზედაპირთან 30o-იან კუთხეს ქმნის, მაშინ არეკვლის კუთხეა:
* * *
^^^^
4 კგ მასის სხეულის სიჩქარე თავისუფალი ვარდნისას გზის რაღაც მონაკვეთზე გაიზარდა 2-დან 8მ/წმ-მდე. სიმძიმის ძალის მუშაობა გზის ამ უბანზე იქნება

?

* * *
//// 1კგ. მასის ბურთი 2მ/წმ საწყისი სიჩქარით მიგორავს ზედაპირზე, სადაც ხვდება 4მ. რადიუსის წრიული ფორმის ჩაღრმავება. იპოვეთ ზედაპირზე დაწოლის ძალა უკიდურეს ქვედა წერტილში. ხახუნი უგულებელყავით. ჩათვალეთ, რომ ბურთი არ მოწყდება ზედაპირს.
* * *
///// წრედში მიმდევრობით ჩართულია ორი ერთნაირი წინაღობის გამტარი. როგორ შეიცვლება სიმძლავრე, თუ მიმდევრობით მივუერთებთ კიდევ ერთ ასეთსავე გამტარს?

პასუხია რო შემცირდება 1.5 ჯერ facepalm.gif როგორ უნდა შემცირდეს როცა სიმძლავრე = I^2*R ზე
მიმდევრობით შეერთებისას ჰო დენის ძალა მუდმივია და წინაღობები იკრიბება
* * *
ერთსა და იმავე ზამბარაზე ჩამოკიდეს ჯერ m1 და შემდეგm2 მასის სხეულები. ზამბარამ დაიწყო რხევა. პირველ შემთხვევაში რხევის პერიოდია 3 წამი, მეორე შემთხვევაში კი - 4წამი. იპოვეთ რხევის პერიოდი, თუ იმავე ზამბარაზე ორივე სხეულს ერთად ჩამოვკიდებთ ??


* * *
ჰორიზონტალურ ზედაპირზე დევს 5კგ. მასის სხეული. მას ჰორიზონტისადმი 60 გრადუსიანი კუთხით მოსდეს 10ნ. ძალა. იპოვეთ, რა მუშაობა უნდა შესრულდეს, რომ სხეული ჰორიზონტალურად გადაადგილდეს 3მეტრით

Posted by: oleg-i 10 Jun 2017, 21:43
Datvlas-vin-gtxovs
შენ გინდა რომ ფიზიკა ფორუმზე ისწავლო???

lol.gif lol.gif
ამოცანა 2-3 სტრიქონში ეტევა... ახსნა დამოკიდებულია ''სიყრუის'' კოეფიციენტზე.
QUOTE
სხეული იწყებს მოძრაობას ვერტიკალურად 40 ჯ კინეტიკური ენერგიით. იპოვეთ კინეტიკური ენერგია მაქსიმალური სიმაღლის მეოთხედში.აქ E=mv^2  / 2პოტენციურს უნდა დავუკავშიროთ? h/4 იქნებამარა ვერა რაბოლოში ვერ გავდივარ

მექ ენერგიის მუდმივობა: E(kin/max) = E(kin) + E(pot) = E (pot/max) .... 40 = mgh + E(kin) = mgH(max) ...... მაქსიმალური სიმაღლის მეოთხედზე პოტ ენერგია მაქსიმალური პოტ ენერგიის მეოთხედის ტოლი იქნება ( ჰა, რას იტყვი?) ანუ 40/4 = 10 ჯ .... ასე რომ ამ დონეზე კინ ენერგია 40 -10 = 30 ჯ იქნება

QUOTE
რა მანძილს გადის თავისუფლად ვარდნილი სხეული მეხუთე წამში, თუ მისი საწყისი სიჩქარეა 0 და დედამიწაზე ეცემა 5წამში?45 ?? რატოh=125v მეხუთე წამზე = 50 მ/წმდა 45 რატო გამოდის?

რატო და .... ვარდნის დაწყებიდან 5 წმ ში გაიარა h = gt^2/2 = 125 მ -იო(შენ თვითონ ამბობ) ჰოდაა... იგივე ვარდნის დაწყებიდან 4 წმ-ში გაივლიდა 80 მ...
ასე რომ ''იმენნა'' იმ ერთ '' მე -5 წმში'' სხეულს გაუვლია 125-80 = 123456789, 21404573.... (გჯერა?) მ
და ა.შ.

------------------------
დაიხმარე physics.aidio.net იქ ბევრი ამოცანაა განხილული... ყველა მარტივზე არა, მაგრამ საინტერესო კითხვებზე გიპასუხებენ, ოღონდ შენც უნდა აიტკივო თავი

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 12 Jun 2017, 11:00
oleg-i
ეს ის 12 ამოცანაა რომელიც 50 ამოცანიდან ვერ ამოვხსენი biggrin.gif 38 გავაკეთე

კაი სპს
გადავხედავ

3 დიდი წიგნი მიდევს და ვარჩევ ნელნელა

Posted by: baxitskaro 13 Jun 2017, 16:49
გამარჯობა
თუ შეგიძლიათ რამოდენიმა ამოცანის ამოხსნაში რომ დამეხმაროთ, მადლობა წინასწარ.
1) 1მ მ/წმ სიჩქარით 30 გრადუსიანი კუთხით გასროლილი სხეულის საწყისი სიჩქარე Y ღერძზე იქნება: ა) 5; ბ) 22 გ) 30; დ) 10
* * *
2) 5წმ.ში ავტომობილის სიჩქარე 40 მ/წმ. დან გაიზარდა 50 მ/წმ.მდე. მისი აჩქარებაა : ა) 2.5 მ/წმ. ბ)4მ/წმ. გ) 0 დ) 0.5 მ/წმ
* * *
3) სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად , ეს ნიშნავს რომ ძალების ტოლქმედი: ა) მუდმივი სიდიდეა ბ) იზრდება გ) მცირდება დ) ნულის ტოლია
* * *
3) სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად , ეს ნიშნავს რომ ძალების ტოლქმედი: ა) მუდმივი სიდიდეა ბ) იზრდება გ) მცირდება დ) ნულის ტოლია
* * *
3) სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად , ეს ნიშნავს რომ ძალების ტოლქმედი: ა) მუდმივი სიდიდეა ბ) იზრდება გ) მცირდება დ) ნულის ტოლია
* * *
4) იპოწვეთ იმ ლინზის ოპტიკური ძალა, რომლის ორმაგი ფოკუსი 10მ-ია.
* * *
5) რას უდრის ლინზის ფოკუსი თუ მანძილი საგნიდან ლინზამდე 4 მ. ხოლო მანძილი საგნიდან გამოაახულებამდე 6 მ. ია
* * *
6) დაცემის კუთხე 27 გრადუსია, რისი ტოლია კუთხე დაცემულ სხივსა და ზედაპირს შორის?
* * *
7) დაცემულ სხივსა და არეკლილ სხივებს შორის კუთხე 80 გრადუსია. რისი ტოლია დაცემის კუთხე?
* * *
8) რას უდრის თავისუფლად ვარდნილი სხეულის მიერ პირველ წამში გავლილი მანძილი?
* * *
9) რა აჩქარებით იმოძრავებს 5კგ. მასის სხეული, რომელზეც მოქმედებს 12 ნიუტონის ძალა?
* * *
10) ლინზებიდან, რომელთა ფოკუსური მანძილებია 0,25მ; 0.5მ; 1მ და 2მ., რომელს აქვს მინიმალური ოპტიკური ძალა?
* * *
11) იმ ლინზის ფოკუსური მანძილი, რომლის ოპტიკური ძალაა 5 დპტრ არის ?
* * *
13) რაზეა დამყარებული ლინზის მოქმედების პრინციპი?
* * *
14. როდესაც დაცემულ და არეკლილ სხივებს შორის კუთხე 60 გრადუსია და დაცემის კუთხე 5 გრადუსით გაიზარდა, რისი ტოლი იქნება არეკვლის კუთხე?
* * *
15. ხის ჩრდილის სიგრძე 3მ. -ია. რა სიმაღლის არის ხე თუ ხის წვეროდან ჩრდილს შორის 5მ. -ია?

Posted by: CoCa_CoLa 13 Jun 2017, 19:53
რა დროში ჩამოვა(უმაღლესი წერტილიდან უდაბლეს წერტილში) სხეული 30 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე, თუ მისი სიმაღლეა 5მ? (უგულებელყავით ხახუნი)
30 გრადუსიანი კუთხის წინ მდებარე კათეტი რომ ჰიპოტენუნზის ნახევარია და შესაბამისაბ დახრილი სიბრტყის სიგრძე რომ 10 მეტრია მაგას მივხვდი აი მერე ვეღარ ამოვხსენი :დდდდდ

Posted by: oleg-i 13 Jun 2017, 21:48
CoCa_CoLa
QUOTE
რა დროში ჩამოვა(უმაღლესი წერტილიდან უდაბლეს წერტილში) სხეული 30 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე, თუ მისი სიმაღლეა 5მ? (უგულებელყავით ხახუნი)
30 გრადუსიანი კუთხის წინ მდებარე კათეტი რომ ჰიპოტენუნზის ნახევარია და შესაბამისაბ დახრილი სიბრტყის სიგრძე რომ 10 მეტრია მაგას მივხვდი აი მერე ვეღარ ამოვხსენი :დდდდდ

დახრილ სიბრტყეზე მოთავსებულ სხეულზე მოქმედებს ვერტ ქვევით მიმართული mg სიმძიმის ძალა და სიბრტყის მართობულად ზევით მიმართული ე.წ. საყრდენის დრეკადი რეაქციის N ძალა.... ამ ორი ძალის ტოლქმედი მიმართულია სიბრტყის გასწვრივ ქვევით და mgSin@ -ს ტოლია და სხეულს a = gSin@ = 5 მ/წმ^2 აჩქარებას ანიჭებს .... უნდა დააკავშირო დახრ სიბრტყის სიგრძე(გავლილი მანძილი) L = 10 მ( ყოჩაღ!!!!... საქმის ნახევარი მოგილევია wink.gif ) ამ აჩქარებასთან და მოძრაობის დროსთან: L = at^2/2 ------------->>> t = ???

შემდეგ შეადარე ეს დრო იმ დროსთან, რომლის განმავლობაში ჩამოვარდებოდა ეს სხეული უშუალოდ 5 მ სიმაღლიდან ყოველგვარი დახრილი სიბრტყის გარეშე....

და თუ ''დაუმუღამებ", იქნებ საბოლოო სიჩქარეებიც შეადარო ერთმანეთს ორივე მოძრაობის შემთხვევაში (რა იცი... ეშმაკს არ ძინავს და რა დროს გამოგადგეს იქნებ? lol.gif )

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Jun 2017, 23:08
baxitskaro
QUOTE
2) 5წმ.ში ავტომობილის სიჩქარე 40 მ/წმ. დან გაიზარდა 50 მ/წმ.მდე. მისი აჩქარებაა : ა) 2.5 მ/წმ. ბ)4მ/წმ. გ) 0 დ) 0.5 მ/წმ

a = v-v0 / t
v-v0=50-40=10
t=5
a = 2 მ/წმ^2 (მეტრი/წამ^კვადრატი)

QUOTE
3) სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად , ეს ნიშნავს რომ ძალების ტოლქმედი: ა) მუდმივი სიდიდეა ბ) იზრდება გ) მცირდება დ) ნულის ტოლია

ნიუტონის 1ლი კანონი -> ინერცია
ტოლქმედი ნულის ტოლია, ანუ ამ სხეულზე სხვა ძალების მოქმედება კონპენსირებულია

QUOTE
6) დაცემის კუთხე 27 გრადუსია, რისი ტოლია კუთხე დაცემულ სხივსა და ზედაპირს შორის?

90-27 გრადუსი

QUOTE
7) დაცემულ სხივსა და არეკლილ სხივებს შორის კუთხე 80 გრადუსია. რისი ტოლია დაცემის კუთხე?

მგონი 50

QUOTE
8) რას უდრის თავისუფლად ვარდნილი სხეულის მიერ პირველ წამში გავლილი მანძილი?

s=gt^2 / 2
g=10 t=1 10*1/2
5 მეტრი

QUOTE
9) რა აჩქარებით იმოძრავებს 5კგ. მასის სხეული, რომელზეც მოქმედებს 12 ნიუტონის ძალა?

F=ma (ნიუტონის მეორე კანონი a = F / m )
12 = 5a
a = 12/5

QUOTE
13) რაზეა დამყარებული ლინზის მოქმედების პრინციპი?

ჩაზნექილობაზე ან ამოზნექილობაზე
თუ ლინზა ჩაზნექილია სხივებს შეკრებს, თუ ამოზნექილია - გაფანტავს


oleg-i
კაი კაცი ხარ
შენგან ბევრი ვისწავლე აქ
* * *
QUOTE
15. ხის ჩრდილის სიგრძე 3მ. -ია. რა სიმაღლის არის ხე თუ ხის წვეროდან ჩრდილს შორის 5მ. -ია?

4მ. პითაგორას რიცხვებია
3 4 და 5
ხე სიბრტყესთან რომელზეც დგას მართ კუთხეს ადგენს და მართკუთხა სამკუთხედი იქნება
AC ხე
AB წვეროდან ჩრდილამდე
CB ჩრდილი

A
|\
| \
| \
| \
| \
|..........\
C B

Posted by: butana 14 Jun 2017, 09:21
Datvlas-vin-gtxovs

გაიხარე უღრმესი მადლობა.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 14 Jun 2017, 18:52
oleg-i
ესეთი ამოცანა მოვიდა

ორი სხეული მოძრაობდა, მასები და სიჩქარეები ვიცოდით და გვეკითხებოდნენ შეჯახების შემდეგ სიჩქარეს
ვიცი იმპულსების თემაა და ტოლი უნდა იყოს რო შეკრებ მიღებული სიჩქარის
მარა
ერთმანეთის მართობულად მოძრაობდნენ. ასეთ დროს რა იქნება?

Posted by: oleg-i 14 Jun 2017, 22:18
Datvlas-vin-gtxovs
დაჯახება არადრეკადია(სხეულები ერწყმიან ერთმანეთს)..... ამ დროს მექანიკური ენერგიის ნაწილი აუცილებლად გადადის შინაგანში.
იმპულსის მუდმივობის კანონი: m1v1 ვექტ + m2v2 ვექტ = (m1 + m2)Vვექტ ....... ვექტორების შეკრება პარალელოგრამის წესით(სამკუთხედის წესითაც შეიძლება) .....

გეომეტრია..... (m1 + m2)Vვექტ წარმოადგენს m1v1 ვექტ და m2v2 ვექტ -ებზე აგებული მათკუთხედის დიაგონალს ...... პითაგორა: [ m1v1]^2 + [m2v2]^2 =
[(m1 + m2)V]^2 --------> V = ??

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 14 Jun 2017, 23:18
oleg-i
QUOTE
[(m1 + m2)V]^2 --------> V = ??

ფესვი ჰიპოტენუზის კვადრატიდან გაყოფილი მასათა ჯამზე


სპ სპ სპ

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 16 Jun 2017, 22:46
oleg-i
ეგ ამოცანა მოვიდა ციფრებით და ვერა რა
ეს სხეულები ერთმანეთის მართობულად მოძრაობდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ და განაგრძეს მოძრაობა
გვეკითხებიან სიჩქარეს შეჯახების შემდეგ

m1 = 2
v1 = 3

m2 = 4
v2 = 2
* * *
20 კგ მასის ტვირთი 70 ნ ძალის მოქმედებით 0.2 ხახუნის კოეფიციენტის ზედაპირზე მისრიალებს აჩქარებულად. რა მასის ტვირთი უნდა დავადოთ რო სხეულმა თანაბრად გააგრძელოს მოძრაობა?

Posted by: oleg-i 17 Jun 2017, 23:14
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ეს სხეულები ერთმანეთის მართობულად მოძრაობდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ და განაგრძეს მოძრაობა
გვეკითხებიან სიჩქარეს შეჯახების შემდეგ

m1 = 2
v1 = 3

m2 = 4
v2 = 2

ბჯოოო!....
ეს ამოცანა ხომ ამოგიხსენი უკვე.... რავი გავიგეო და ???...
QUOTE
ფესვი ჰიპოტენუზის კვადრატიდან გაყოფილი მასათა ჯამზე


სპ სპ სპ
-ო და ?????.... aba.gif



---------------------
QUOTE
20 კგ მასის ტვირთი 70 ნ ძალის მოქმედებით 0.2 ხახუნის კოეფიციენტის ზედაპირზე მისრიალებს აჩქარებულად. რა მასის ტვირთი უნდა დავადოთ რო სხეულმა თანაბრად გააგრძელოს მოძრაობა?

ტვირთის დადებამდე F - მიუMg = Ma ..... ინტერესის გამო შეგიძლია გაიგო აჩქარება (თუმც არავინ გეკითხება)
ტვირთის დადების შემდეგ F - მიუ(M+m)g = 0 ------> m = ????


Posted by: Datvlas-vin-gtxovs 18 Jun 2017, 17:23
oleg-i
ჰიპოტენუზის კვადრატი 13 გამოდის... ფესვი 13დან კიდე ძალიან ცუდი რიცხვია
თეორიულად გავიგე მარა ამ რიცხვებზე არ მუშაობს

QUOTE
F - მიუMg = Ma

70 = 0.2mg ?
70 არ გამოდის, 20*0.2*10
სად ვუშვებ შეცდომას?
* * *
oleg-i
ჰიპოტენუზის კვადრატი 13 გამოდის... ფესვი 13დან კიდე ძალიან ცუდი რიცხვია
თეორიულად გავიგე მარა ამ რიცხვებზე არ მუშაობს

QUOTE
F - მიუMg = Ma

70 = 0.2mg ?
70 არ გამოდის, 20*0.2*10
სად ვუშვებ შეცდომას?

Posted by: oleg-i 18 Jun 2017, 23:19
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ეს სხეულები ერთმანეთის მართობულად მოძრაობდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ და განაგრძეს მოძრაობა
გვეკითხებიან სიჩქარეს შეჯახების შემდეგ

m1 = 2
v1 = 3

m2 = 4
v2 = 2

აკი უკვე აგიხსენი.....
QUOTE
დაჯახება არადრეკადია(სხეულები ერწყმიან ერთმანეთს)..... ამ დროს მექანიკური ენერგიის ნაწილი აუცილებლად გადადის შინაგანში.
იმპულსის მუდმივობის კანონი: m1v1 ვექტ + m2v2 ვექტ = (m1 + m2)Vვექტ ....... ვექტორების შეკრება პარალელოგრამის წესით(სამკუთხედის წესითაც შეიძლება) .....

გეომეტრია..... (m1 + m2)Vვექტ წარმოადგენს m1v1 ვექტ და m2v2 ვექტ -ებზე აგებული მათკუთხედის დიაგონალს ...... პითაგორა: [ m1v1]^2 + [m2v2]^2 =
[(m1 + m2)V]^2 --------> V = ??


(2*3)^2 + (4*2)^2 = 100.... ე.ი. ჯამური იმპულსი 10-ის ტოლია 10 =(m1 + m2)V ....... V = ???
----------------------------------

QUOTE

QUOTE
20 კგ მასის ტვირთი 70 ნ ძალის მოქმედებით 0.2 ხახუნის კოეფიციენტის ზედაპირზე მისრიალებს აჩქარებულად. რა მასის ტვირთი უნდა დავადოთ რო სხეულმა თანაბრად გააგრძელოს მოძრაობა?

ტვირთის დადებამდე F - მიუMg = Ma ..... ინტერესის გამო შეგიძლია გაიგო აჩქარება (თუმც არავინ გეკითხება)
ტვირთის დადების შემდეგ F - მიუ(M+m)g = 0 ------> m = ????

F - მიუ(M+m)g = 0 ------> m = ????
70 - 0,2*(20 + m)*10 = 0 აქედან დამოუკიდებლად დათვალე m = ????
-------------------------------------------------
და თუ კიდევ ვერ გაიგე, მაშინ დარეკე 112 -ში
spy.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Jun 2017, 09:49
oleg-i
ერთმანეთზე დევს სამი m მასის ერთნაირი ფირფიტა ფირფიტებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოებიფიენტი ტოლია ფირფიტებს შორის ხახუნის კოეფიციენტიდა და ტოლია k. თუ პირველ ფირფიტას გამოვასრიალებთ, ისე რომ დანარჩენებს არ შევეხებით მასზე მოქმედი ხახუნის ძალა იქნება?

Posted by: shotx 20 Jun 2017, 17:04
რას უდრის თავისუფალი ვარდნის აჩქარება მარსზე თუ მარსის მასაა 6.4*1023 კგ, რადიუსი 3400 კმ, G=6.67*10-11 ნმ2/კგ2
user.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 20 Jun 2017, 23:38
shotx

სხვადასხვა პლანეტისთვის g იცვლება, რადგან პლანეტის მასაზე და რადიუსზეა დამოკიდებული
g'მარსის = G*M/R^2 (რადიუსი კვადრატშია)

G გრავიტაციული მუდმივა
QUOTE
G=6.67*10-11 ნმ2/კგ2

M მარსის მასა
R მარსის რადიუსი

Posted by: shotx 21 Jun 2017, 07:37
Datvlas-vin-gtxovs
მადლობა.user.gif

Posted by: kuki 24 Jun 2017, 14:03
გამარჯობა მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება, წინა შუალედურზე ფორუმიდან ღვთისნიერი კაცი დამეხმარა და 12 ქულა ავიღე..
user posted image
user posted image
user posted image

29 და 30 ამოცანა ვიცი როგორც იხსნება, 29 - რამდენჯერაც იზრდება იმდენით მციდება,პასუხი 9 არის, 30-ში კი ერთმანეთზე ვამრავლებთ ყველაფერს... აი დანარჩენები ძაან ჯადოებიA ))

Posted by: Irakli2013 25 Jun 2017, 14:37
del

Posted by: A.M 3 Jul 2017, 20:11
kuki საინჟინრო ფიზიკა? biggrin.gif


Posted by: A.M 3 Jul 2017, 20:14
პირობის მიხედვით გაარჩევ ალბათ რომელი ამოცანის ამოხსნა რომელია...

Posted by: Mikerson 13 Jul 2017, 17:26
მოკლედ ძალიან მჭირდება ამათი პასუხები და იქნებ ვინმე დამეხმაროთ, მეხუთეში მეთვითონ ვიპოვე შეცდომა და დანარჩენები იქნებ ვინმემ გამაკეთებინოთ rolleyes.gif

https://ibb.co/fu6ZEa

Posted by: bach0 14 Jul 2017, 16:34
ვინც იცით ზუსტად მითხარით რა..

(LN2x + 3x - 1) 3 ხარისხად X-ზე

ვინმემ ეს ამოცანა ამომიხსენით გთხოვთ ვისაც არ გეზარებათ ძაან დამეხმარებით


გაწარმოება არის..

ან მითხარით LN2X როგორ იშლება გაწარმოებაშI?

Posted by: qishooo 14 Jul 2017, 22:38
მოცემული ამოცანა როგორ ამოიხსენება ხო ვერ მეტყვით? biggrin.gif

*******
ამ ფორმულით ამოვხსენი x1 : n! / m!(n-m)! = 4 ; x2: n! / m!(n-m)! = 3
პასუხი : 4 * 3 = 12


Posted by: მათემატიკა123 21 Jul 2017, 22:05
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში ნებისმიერი გამოცდის წარმატებით ჩაბარების გარანტიით.ვარ მათემატიკოსი და რამდენიმე ათეული წელია ვსაქმიანობ ამ საგნის ირგვლივ.ჩემი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ,როგორც ეროვნულ ისე საგრანტო გამოცდებს.გაკვეთილების რაოდენობა და გადასახადი დამოკიდებულია ინდივიდუალურად მოსწავლის სწავლის დონეზე.გადასახადი საკმაოდ დაბალია სხვა მასწავლებლებთან შედარებით.გისურვებთ წარმატებებს ! ერთად მოვემზადოთ გამოცდებისათვის .
დამატებითი ინფორმაციისათვის დააკომენტარეთ და გაგაცნობთ სხვა პირობებსაც 577 240 311

Posted by: messi2003 24 Jul 2017, 23:26
ვინმემ თუ იცით წლევანდელ მათემატიკაში როგორ იხსნება მე9, 23ე და28 . ძალიან გთხოვთამიხსენით

Posted by: Echo Zvana 25 Jul 2017, 16:42
messi2003
ამოცანები დადე და ამოგიხსნით.
................................................................

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 26 Jul 2017, 17:06
Echo Zvana
ფიზიკის ამოცანაა დაახლოებით ესეთი
მანქანას აქ გარკვეული v სიჩქარე და გვეკითხებიან რამდენ ხანში გაჩერდება
ან რა მანძილს გაივლის მას შემდეგ რაც მძღოლი ძრავას გამორთავს

მაგალითად v = 10მ/წმ
შეგვიძლია გაგება თუ რამდენ ხანში გაჩერდება ან რა მანძილს გაივლის?

თუ კიდე რამე პარამეტრი გვინდა? (მაგალითად შენელება)

Posted by: messi2003 28 Jul 2017, 00:16
Echo Zvana
http://www.naec.ge/uploads/postData/EEG-2017/test-2017/Math_2017_GEO.pdf 28 ნომერი თუ შეგიძლია ამიხსნა

Posted by: Echo Zvana 28 Jul 2017, 12:22
messi2003
http://radikal.ru

Posted by: __ნიკოლოზი__ 6 Aug 2017, 21:33
გამარჯობა. სამაგისტროზე იყო ასეთი კითხვა: სულ რამდენი ისეთი ოთხნიშნა რიცხვი არსებობს, რომლის როგორც კიდურა ორი ციფრის, ისე შუა ორი ციფრის ჯამი 1-ის ტოლია?


aq pasuxi aqvT 2. arada aseti ricxvebia 1010; 1100, 0101. 0011.
სავარაუდო პასუხებში ეწერა 1, 2, 4, 6.
რატომ არ არის 4? არ უწერიათ ნატურალური რიცხვი რამდენიაო, უწერიათ უბრალოდ რიცხვი.

Posted by: oleg-i 6 Aug 2017, 22:16
__ნიკოლოზი__
0101 და 0011 ოთხნიშნა რიცხვია ვითომ? spy.gif

Posted by: __ნიკოლოზი__ 6 Aug 2017, 22:32
oleg-i
რიცხვის განმარტება როგორია? ნატურალური რიცხვი არ არის 0101; 0011, მაგრამ რიცხვი რატომ არ არის?

Posted by: barnabeka 7 Aug 2017, 11:56
სამნიშნა რიცხვების რაოდენობა რომელიც იყოფა 4 ზეც და 9 ზეც როგორ უნდა ამოვხსნა ესეთი ამოცანები თან რომ მითხრათ

Posted by: messi2003 11 Aug 2017, 20:13
Echo Zvana
გაიხარე დიდი მადლობა

Posted by: Echo Zvana 16 Aug 2017, 14:07
რამდენნაირად შეგვიძლია მოვათავსოთ n წიგნი k თაროზე?
მოცემული არ არის რამდენ წიგნს იტევს თითო თარო, ან ჯამში დაეტევა თუ არა ეს წიგნები თაროებზე. ჰოდა ხარვეზიანი არ არის? MIT–ს კურსიდანაა და, წესით, მე ვერ უნდა ვამჩნევდე რაღაცას.

Posted by: NAVARA 16 Aug 2017, 15:59
წიგნების რიგითობას აქვს მნიშვნელობა?

Posted by: Echo Zvana 16 Aug 2017, 17:15
NAVARA
კი
.............................................................................

Posted by: NAVARA 16 Aug 2017, 18:32
საბაზისო კომბინატორიკაა. MIT რა პონტია, ამოხსნის მეთოდზე შეზღუდვა ხომ არ აქვვს

Posted by: oleg-i 16 Aug 2017, 22:33
Echo Zvana
QUOTE
რამდენნაირად შეგვიძლია მოვათავსოთ n წიგნი k თაროზე?
მოცემული არ არის რამდენ წიგნს იტევს თითო თარო, ან ჯამში დაეტევა თუ არა ეს წიგნები თაროებზე. ჰოდა ხარვეზიანი არ არის? MIT–ს კურსიდანაა და, წესით, მე ვერ უნდა ვამჩნევდე რაღაცას.

ამ საკმაოდ ''გაცვეთილ'' კითხვას კომბინატორიკის ელემენტებიდან თითქმის ყველა რჯულის მათემატიკის მოსამზადებელ სახელმძღვანელოში ვნახულობთ. მითითებული პასუხია k^n ( და არა n^k - როგორც ხშირ შემთხვევებში ეშლებათ ხოლმე ).
მაგრამ!!!
სიმარტივისათვის განვიხილოთ კერძო შემთხვევა: რამდენნაირად შეგვიძლია მოვათავსოთ 3 წიგნი 2 თაროზე?
ამ სახელმძღვანელოებში ასე მსჯელობენ: პირველ(A) წიგნს აქვს მდებარეობის ორი შანსი ( ან პირველი და ან მეორე თარო), ანალოგიურად მეორე(B) და მესამე© წიგნსაც. რის გამოც გვექნება შემთხვევათა 2*2*2 = 2^3 = 8 ვარიანტი-ო.... ანუ წიგნები განსხვავებულები არიან ერთმანეთისაგან-ო, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ამ შემთხვევაში წიგნების განსხვავებულობა ავტომატურად დაბადებს NAVARA - ს კითვას: კი მაგრამ რიგითობა - ო?
ანუ....
გინდა არ გინდა საბოლოოდ გექნება თაროებზე მოთავსებული წიგნების რაოდენობრივად განსხვავებული სურათის 4 შემთხვევა:
3-0.......2-1......1-2......0-3
და თუ წიგნები
ა) ერთნაირებია ( მაგ AAA) , მაშინ გვექნება წიგნების განთავსებათა შესაბამისად 4 ვარიანტი AAA....AA-A....A-AA....AAA
ბ) განსხვავებულია და შესაბამისად დავიცავთ თაროზე განთავსების მათ რიგითობასაც, მაშინ
3-0 შემთხვევას ექნება 3! = 6 ვარიანტი ABC...ACB ..................................................
2-1 შემთხვევას ექნება 2*3 = 6 ვარიანტი AB-C....BA-C..........................................
1-2 შემთხვევას ექნება 3*2 = 6 ვარიანტი
0-3 შემთხვევას ექნება 3! = 6 ვარიანტი
--------------------------------------------------
სულ 24 ვარიანტი
გ) განსხვავებულია მაგრამ არ გავითვალისწინებთ თაროზე განთავსების მათ რიგითობას, მაშინ გვექნება 2^3 = 8 ვარიანტი
=========================================================================
ასე რომ ამოცანის პირობა სრულყოფილი უნდა იყოს უდავოდ.... არ უნდა ბადებდეს დამატებით კითხვებს. spy.gif

Posted by: Echo Zvana 16 Aug 2017, 22:57
oleg-i
NAVARA
ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ k–სა და n-ს შეზღუდვები თუკი არ უწერია, ესე იგი უნდა ჩავთვალო, რომ უსასრულოდ ბევრი წიგნის დატევა შემიძლია თითოეულ თაროზე?

Posted by: ninobarbare 28 Aug 2017, 01:16
QUOTE (barnabeka @ 7 Aug 2017, 11:56 )
სამნიშნა რიცხვების რაოდენობა რომელიც იყოფა 4 ზეც და 9 ზეც როგორ უნდა ამოვხსნა ესეთი ამოცანები თან რომ მითხრათ

ვინაიდან 4-ს და 9-ს საერთო გამყოფი არ გააჩნიათ, ამიტომ ისეთი რიცხვები, რომლებიც იყოფა ერთდროულად ორივე მათგანზე წარმოადგენს 4*9 ანუ 36-ის ჯერად რიცხვებს.
შემდეგ იპოვე პირველი ასეთი სამნიშნა რიცხვი - 108
ანუ, შენ გაქვს არითმეტიკული პროგრესია, რომლის პირველი წევრია 108 და სხვაობა 36.

იპოვე ასეთი ბოლო სამნიშნა რიცხვი ანუ არითმეტიკული პროგრესიის, ზოგადი წევრის ფორმულით 108+36(n-1)<1000
აქედან ხვდები, რომ n<25,7777 ანუ n=25 და მიმდევრობის ბოლო, ოცდამეხუთე წევრია 108+36*(25-1)=972

შემდეგ დაწერ არითმეტიკული პროგრესიის ჯამის გამოსათვლელ ფორმულას S25=(a1+a25)/2*25
საიდანაც ყველა ასეთი სამნიშნა რიცხვის ჯამია (108+972)/2*25=13500

Posted by: stinky 6 Sep 2017, 14:54
ელიფსის ფოკუსურ მანძილს რას უწოდებენ? ერთი ფოკუსიდან მეორე ფოკუსამდე მანძილს?

თუ ცენტრიდან ერთ ფოკუსამდე მანძილს?

Posted by: ninobarbare 8 Sep 2017, 02:51
QUOTE (stinky @ 6 Sep 2017, 14:54 )
ელიფსის ფოკუსურ მანძილს რას უწოდებენ? ერთი ფოკუსიდან მეორე ფოკუსამდე მანძილს?

თუ ცენტრიდან ერთ ფოკუსამდე მანძილს?

ელიფსის პოლუსების ცოდნით შეიძლება გამოვთვალოთ ფოკალური მანძილი ანუ ფოკუსური მანძილი. (ფოკუსური მანძილი ეწოდება ფოკუსებს შორის მანძილს.) სიდიდე a და b არიან ელიფსის დიდი და პატარა პოლუსები. ფოკუსური მანძილის გამოსათვლელი ფორმულაა: |F_1F_2|=2\sqrt{a^2-b^2},

Posted by: stinky 10 Sep 2017, 20:48
ninobarbare

მადლობა, მეც ეგრე მახსოვდა givi.gif

Posted by: shuma89 28 Sep 2017, 19:55
წრეწირი გავყავი 11 ცალი დიამეტრის გავლებით ტოლ ნაწილებად, ანუ გამომივიდა 22 ტოლი ნაწილი, მერე ამ დიამეტრების წრეწირთან კვეთის ადგილები შევაერთე, გამოვიდა 22 კუთხედი smile.gif
ამ ოცდაორკუთხედის გვერდის სიგრძე როგორ გავიგო, რა ფორმულით, რალურად მე მაქვს მონაცემი ამ გვერდის სიგრძე და მინდა დიამეტრი გავიგო.
22 კუთხედის გვერდის სიგრძეა 30სმ, მინდა გავიგო რადიუსი იმ წრისა რომელშიც ეს იქნება ჩახაზული.
მემგონი კარგად ავხსენი.


ამ ფოტოზე ვეცადე გამეკეთებინა, მაგრამ 11 იამეტრი ვერ გვავლე, მხოლოდ 8 გავავლე და ნიმუშად გამოდგება მგონი.

Posted by: oleg-i 29 Sep 2017, 00:03
shuma89
QUOTE
წრეწირი გავყავი 11 ცალი დიამეტრის გავლებით ტოლ ნაწილებად, ანუ გამომივიდა 22 ტოლი ნაწილი, მერე ამ დიამეტრების წრეწირთან კვეთის ადგილები შევაერთე, გამოვიდა 22 კუთხედი
ამ ოცდაორკუთხედის გვერდის სიგრძე როგორ გავიგო, რა ფორმულით, რალურად მე მაქვს მონაცემი ამ გვერდის სიგრძე და მინდა დიამეტრი გავიგო.
22 კუთხედის გვერდის სიგრძეა 30სმ, მინდა გავიგო რადიუსი იმ წრისა რომელშიც ეს იქნება ჩახაზული.
მემგონი კარგად ავხსენი.

ე.ი . გაქვს 22 ტოლფერდა სამკუთხედი ფერდებით R , ფუძით 30 სმ და წვეროში 360/22 = 16,(36)... გრადუსიანი კუთხით .... ავლებ ფუძის მედიანას(სიმაღლეს - ბისექტრისას) და გებულობ R -ს ........... R = 15/ Sin8,(18) = ???

Posted by: Echo Zvana 29 Sep 2017, 01:17
shuma89
http://sketchtoy.com/68337924
წარმოიდგინე რომ შენი ნახაზის ერთი ნაწილია ეს. აქ OA=OB. კოსინუსების თეორემით: OA^2+OB^2-2*OA*OB*cos(<AOB)=AB^2. ანუ კუთხე AOB უნდა გაიგო და შემდეგ ჩასვა. კუთხე AOB არის 360 გაყოფილი კუთხეების რაოდენობაზე. შეიძლება ცოტა გაუგებრად აგიხსენი ამ შუაღამისას :დ ხვალაც შემოვალ და თუ რამე ვერ გაიგე, იკითხე კიდევ.

Posted by: FocusMocus 12 Oct 2017, 13:05
გამარჯობათ.კომაროვის ამოცანები მინდა 6დან 9კლასის ჩათვლით.აქვს რამე კრებული ამოცანების. ხომარ იცით?

Posted by: Echo Zvana 14 Oct 2017, 11:15
FocusMocus
fb გვერდი აქვთ და მანდ დებდნენ ხოლმე. თუ ვერ იპოვე, მიწერე და ალბათ გიპასუხებენ.
.............................................................................

Posted by: skrillex1234 1 Nov 2017, 01:35
მოგესალმებით ყველას, თქვენი დახმარება მჩირდება შემდეგი ამოცანების ამოხსნაშიდა გთხოვთ დამეხმაროთ
1)განსაზღვრეთ m და n-ის რა მნიშვნელობებისთვისაა წრფე: (2m-n+5)x+(m+3n-2)y+2m+7n+19=0 პარალელური OY ღერძის, როცა აბცისათა ღერძს ჩამნოკვეთს +5-ის ტოლ მონაკვეთს.
2)იპოვეთ Q წერტილი, რომელიც სიმეტრიულია P(-5;13) წერტილისა 2x-3y-3=0 წრფის მიმართ.
3)მოცემულია მართკუთხედის ორი გვერდის განტოლება: x-2y=0 ; x-2y+15=0 და დიაგონალის განტოლება 7x+y-15=0. იპოვეთ მართკუთხედის წვეროები.

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 9 Nov 2017, 23:17
ედითედ ნახუი

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 11 Nov 2017, 12:19
რა დროში ჩამოვა(უმაღლესი წერტილიდან უდაბლეს წერტილში) სხეული 30 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე, თუ მისი სიმაღლეა 5მ?

წყალში ჩაძირულია L სიგრძის წიბოს მქონე კუბი. კუბის ზედა წახნაგზე წნევა არის P, ქვედა წახნაგზე კი - 1.2P. პოვეთ, რა მანძილითაა დაშორებული კუბის ზედა წახნაგი წყლის ზედაპირიდან.

პარალელეპიპედის ფორმის N რაოდენობის ხის ძელაკი, რომელთა სიმკვრივეა 200კგ/მ3, ერთად შეკრულია ძაფით და ჩაშვებულია წყალში. რამდენი ძელაკია წყლის ზედაპირის ზევით თუ წყალში ჩაძირულია 3 ძელაკი?

Posted by: oleg-i 11 Nov 2017, 19:27
QUOTE
რა დროში ჩამოვა(უმაღლესი წერტილიდან უდაბლეს წერტილში) სხეული 30 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე, თუ მისი სიმაღლეა 5მ?

წყალში ჩაძირულია L სიგრძის წიბოს მქონე კუბი. კუბის ზედა წახნაგზე წნევა არის P, ქვედა წახნაგზე კი - 1.2P. პოვეთ, რა მანძილითაა დაშორებული კუბის ზედა წახნაგი წყლის ზედაპირიდან.

პარალელეპიპედის ფორმის N რაოდენობის ხის ძელაკი, რომელთა სიმკვრივეა 200კგ/მ3, ერთად შეკრულია ძაფით და ჩაშვებულია წყალში. რამდენი ძელაკია წყლის ზედაპირის ზევით თუ წყალში ჩაძირულია 3 ძელაკი?


1) გულისხმობენ, რომ ხახუნი უგულებელყოფილია და ზედა წერტილში სხეული უძრავია. L = at^2/2 ....... L = 5/Sin30 = 10 მ --- სიბრტყის სიგრძეა, ხოლო a = gSin30 = 5 მ/წმ^2 ------- დახრილ სიბრტყეზე უხახუნოდ მოძრაობის აჩქარებაა ვნებათაღელვის თეორიის თანახმად.....
ჰოდა ამ ინფორმაციით დათვალე t = ????

2) დავუშვათ დაშორება კუბის ზედა წახნაგიდან წყლის ზედაპირამდე არ ირის X, მაშინ წნევა ზედა ზედაპირის დონეზე P =rgX ( r ---წყლის სიმკვრივეა) ხოლო ქვედა წახნაგის დონეზე კი 1,2P = rg(X + L) ...... ამ ორი განტოლებით დათვალე X = ????

3) r სიმკვრივის სითხეში r1 სიმკვრივის მასიური სხეულის ტივტივის პირობაა : V(ჩაძირული)/V(სრული) = r1 /r ......
დანარჩენი შენ იცი .....

Posted by: messi2003 13 Nov 2017, 20:36
მეგობრებო, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ?! საწარმომ T საათის განმავლობაში, უნდა გამოუშვას ერთი და იგივე რაოდენობის A და B სახეობის ნამცხვარი. 1 საათში, მას შეუძლია გამოუშვას Xკგ A სახეობის ნამცხავრი ან Yკგ-B სახეობის. რა მაქსიმალური რაოდენობის თითოეული სახეობის ნამცხვარი შეუძლია გამოუშვას საწარმომ?

Posted by: messi2003 14 Nov 2017, 21:21
QUOTE (messi2003 @ 13 Nov 2017, 20:36 )
მეგობრებო, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ?! საწარმომ T საათის განმავლობაში, უნდა გამოუშვას ერთი და იგივე რაოდენობის A და B სახეობის ნამცხვარი. 1 საათში, მას შეუძლია გამოუშვას Xკგ A სახეობის ნამცხავრი ან Yკგ-B სახეობის. რა მაქსიმალური რაოდენობის თითოეული სახეობის ნამცხვარი შეუძლია გამოუშვას საწარმომ?
gavige

გავიგე აღარ მინდა მივიღე პასუხი biggrin.gif

Posted by: messi2003 24 Nov 2017, 21:42
დამეხმარეთ რა ამოზნექილ ABCDEF ექვსკუთხედშიყველა კუთხე ტოლია. AB=3 BC=4 CD=5 EF=1. იპოვეთ DE და AF გვერდების ჯამი. პასუხი 14=ია
* * *
QUOTE (messi2003 @ 24 Nov 2017, 21:42 )
დამეხმარეთ რა ამოზნექილ ABCDEF ექვსკუთხედშიყველა კუთხე ტოლია. AB=3 BC=4 CD=5 EF=1. იპოვეთ DE და AF გვერდების ჯამი. პასუხი 14=ია

help.gif ძალიან გთხოვთ პატარა მითითება მომეცით რა, იმას კი მივხვდი რომ წრეწირშია ჩახაზული და ტოლგვერდა სამკუთხედი რომ გამოდის წვეროებს ერთის გამოშვებით თუ შევაერთებთ, მაგრამ პასუხამდე ვერ მივდივარ
* * *
QUOTE (messi2003 @ 24 Nov 2017, 21:42 )
დამეხმარეთ რა ამოზნექილ ABCDEF ექვსკუთხედშიყველა კუთხე ტოლია. AB=3 BC=4 CD=5 EF=1. იპოვეთ DE და AF გვერდების ჯამი. პასუხი 14=ია
* * *
QUOTE (messi2003 @ 24 Nov 2017, 21:42 )
დამეხმარეთ რა ამოზნექილ ABCDEF  ექვსკუთხედშიყველა კუთხე ტოლია. AB=3  BC=4  CD=5  EF=1. იპოვეთ  DE  და  AF გვერდების ჯამი. პასუხი 14=ია

help.gif ძალიან გთხოვთ პატარა მითითება მომეცით რა, იმას კი მივხვდი რომ წრეწირშია ჩახაზული და ტოლგვერდა სამკუთხედი რომ გამოდის წვეროებს ერთის გამოშვებით თუ შევაერთებთ, მაგრამ პასუხამდე ვერ მივდივარ

help.gif ძალიან გთხოვთ პატარა მითითება მომეცით რა, იმას კი მივხვდი რომ წრეწირშია ჩახაზული და ტოლგვერდა სამკუთხედი რომ გამოდის წვეროებს ერთის გამოშვებით თუ შევაერთებთ, მაგრამ პასუხამდე ვერ მივდივარ

Posted by: oleg-i 25 Nov 2017, 17:38
messi2003
QUOTE
დამეხმარეთ რა ამოზნექილ ABCDEF ექვსკუთხედში ყველა კუთხე ტოლია. AB=3 BC=4 CD=5 EF=1. იპოვეთ DE და AF გვერდების ჯამი. პასუხი 14=ია


ყველა კუთხე ტოლია - ე.ი. 120 გრადუსია... ე.ი. ''მოპირდაპირე'' გვერდები პარალელურია: AB||DE......BC||EF......CD||AF.....
ახლა აღნიშნული პრინციპისა და მონაცემების გათვალისწინებით ააგე სავარაუდო ნახაზი (სიმარტივისათვის AB ჰორიზონტალურად გაავლე )...
ახლა უმჯობესია მიღებულ ექვსკუთხედზე შემოხაზო მართკუთხედი ABKCMDENFP : ---- ექვსკუთხედის AB და DE გვერდები და C და F წვეროები მართკუთხედის გვერდებზე დევს..... აღნიშნე 30 გრადუსიანი კუთხეებიც...
მართკუთხედის ერთი გვერდის დადგენა ადვილია KM =NP = 4,5 *ფესვი 3-დან...
NF = 0,5 *ფესვი 3-დან...
PF = ???
AP = ???
KP = MN = ???
AF = ???
DE = ???
-------------------------
გოოოლ!!!!!

QUOTE
იმას კი მივხვდი რომ წრეწირშია ჩახაზული და ტოლგვერდა სამკუთხედი რომ გამოდის წვეროებს ერთის გამოშვებით თუ შევაერთებთ,


ესაა კარგი დარტყმა ვიციო? biggrin.gif

Posted by: messi2003 25 Nov 2017, 20:03
oleg-i
შენ გაიხარე, მეორე დღეა ამ ამოცანაზე ვფიქრობ... ხო ის მართლა შემეშალა წრეწირზე rolleyes.gif შევცდი დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ფრედი 26 Nov 2017, 18:11
user posted image

და

user posted image


როგორ ამოიხსნება თუ მეტყვით დამავალებთ yes.gif

Posted by: Solveig 26 Nov 2017, 20:07
messi2003
უმარტივესი ამოცანაა, წრეწირი არაფერ შუაშია,...

მაგ ექვსკუთხედის გვერდები უნდა გააგრძელო და გადაკვეთის წერტილებით მიიღებ ტოლგვერდა სამკუთხედს.
ვინაიდან ტოლგვერდას ყველა გვერდი ტოლი აქვს, მაგით დაადგენ, რომ DE არის 6, ხოლო AF კი 8.
მათი ჯამი, შესაბამისად, იქნება 14...


პ.ს. 8.იანის დაწერა დამვიწყებია gigi.gif ჩავასწორე.

Posted by: A.M 28 Nov 2017, 17:12
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ:

1. რას ნიშნავს ანიჰილაციის კვეთა?
2. რა განსხვავებაა იონიზაციური და რადიაციულ დანაკარგებს შორის? (პირველი - იონიზაციაზე დახარჯული ენერგია და მეორე - უბრალოდ დაჯახებაზე?)
3. რა არის ეფექტური განარბენი? (ეს ის მანძილი არაა რა სიღრმეზეც შეაღწევს ნაწილაკი ნივთიერებაში)?
4. რა არის ურთიერთქმედების ეფექტური განივკვეთი?

Posted by: Nodo_K 30 Nov 2017, 07:03
აუ ძაან მარტივია და ვერ მივხვდი,
ანუ1,14 გვაქვს და რა რიცხვზე უნდა გავამრავლოთ რომ მივიღოთ პლუს 120 ??

ხ*1.14=ხ+120
2ხ=?

Posted by: asphurcela 30 Nov 2017, 13:55
Nodo_K
თუ ესაა მოცემულობა:
QUOTE
ანუ1,14 გვაქვს და რა რიცხვზე უნდა გავამრავლოთ რომ მივიღოთ პლუს 120 ??

ეს ნიშნავს:
1.14*x = 120
x = 120 / 1.14 = 105.263157895

მაგრამ, თუ ეწერბოდა:
"1,14 გვაქვს და რა რიცხვზე უნდა გავამრავლოთ რომ მივიღოთ ამ რიცხვს პლუს 120"

მაშინ:
1.14*x = x + 120
1.14*x - x = 120
x *(1.14 - 1) = 120
x * 0.14 = 120
x = 120 / 0.14 = 857.142857143

* * *
A.M
https://www.quora.com/What-is-an-annihilation-cross-section
განმარტებებია და იქნებ წიგნიდან ისწავლო. აქ ახსნილი მწირი იქნება

Posted by: Nodo_K 30 Nov 2017, 15:06
QUOTE
მაშინ:
1.14*x = x + 120
1.14*x - x = 120
x *(1.14 - 1) = 120
x * 0.14 = 120
x = 120 / 0.14 = 857.142857143

yes.gif
მადლობა
მარტივი იყო ალბათ? არა?
asphurcela

Posted by: asphurcela 30 Nov 2017, 16:14
Nodo_K
ნწ, საკმაოდ რთული იყო, მთელი 6 საათი ვხსნიდი.

Posted by: მოურავი 6 Dec 2017, 16:57
გამარჯობა
1. ვთქვათ, ფუნქცია განსაზღვრულია [-4:4] შუალედში. ეს პირობა მათემატიკურად როგორ ჩავწერო?
2 . გრაფიკის მიხედვით მარტივად როგორ მივხვდე ფუნქცია ლუწია თუ კენტი?

Posted by: Echo Zvana 15 Dec 2017, 13:05
მოურავი
1. ერთ–ერთი ვარიანტი ესაა (აქ f(x)-ის ნაცვლად ჩაწერ მოცემულ/მიღებულ ფუნქციას. "o.w." ნიშნავს otherwise-ს (ანუ "წინააღმდეგ შემთხვევაში")) https://sketchtoy.com/68446831
2. გრაფიკს თუ ვიზუალურად გულისხმობ და არა მის აღწერას, ეგრე ვერ დაადგენ ზუსტად. ლუწი და კენტი ფუნქციების განსაზღვრებების მიხედვით უნდა ივარაუდო რომელს გავს გრაფიკი და, მაგრამ ზუსტად მაინც ვერ გეცოდინება.
თუ ფუნქცია ჩაწერილი გაქვს, მაშინ უნდა ნახო f(–x) უდრის თუ არა –f(x)–ს (ან f(-x)–ს) და ამის მიხედვით გაარკვევ რომელია (და არის თუ არა).

Posted by: FocusMocus 16 Dec 2017, 22:40
user posted image
22 და 23 როგორ ჩავწეროთ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 28 Dec 2017, 18:40
FocusMocus
ამოცანა 22
I მილი ერთ საათში ავსებს აუზის 1/8 ნაწილს
II მილი ერთ საათში ავსებს აუზის 1/5 ნაწილს

ეხლა უნდა შეადარო 6/8 (ანუ 3/4) და 4/5
4/5 მეტია

1ელ შემთხვევაში ავსებული იქნება 75%
მეორე შემთხვევაში 80%

===
ამოცანა 23 ს მერე დავწერ

Posted by: Xxxtentacion 28 Dec 2017, 19:36
აუ ვინმე დამეხმარეთ რა ამ ფიზიკას ვერაფერი ვერ გავუგე წინასწარ დიდი მადლობა lol.gif

ბერკეტი წონასწორობაშია,განსაზღვრეთ ბერკეტის სიგრძე,თუ პატარა მხრის სიგრძე 20სმ-ია და F=1.25ნიუტონს
გთხოვთ ძაან მეჩქარება love.gif love.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 28 Dec 2017, 20:21
Xxxtentacion
QUOTE
F=1.25

რაღაცას არ გვეუბნები ბოლომდე, სადაა მოდებული ძალა ან ბერკეტის საყრდენი რა სიგრძეზე დევს?

Posted by: EffecTY 31 Dec 2017, 18:57
მოკლედ ეს ღვაბერიძის ამოცანაა და ვერ ვხსნი. 7.89 (2014)
ტრაპეციის ფუძეებია 22 და 12, ფერდები 21 და 17. იპოვეთ სიმაღლე.

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 19:56
EffecTY
QUOTE
მოკლედ ეს ღვაბერიძის ამოცანაა და ვერ ვხსნი. 7.89 (2014)
ტრაპეციის ფუძეებია 22 და 12, ფერდები 21 და 17. იპოვეთ სიმაღლე.

პითაგორას თეორემა თუ იცი, ადვილად იხსნება.

დახაზე, 12-იანი ფერდის ბოლოებიდან დაუშვი სიმაღლეები 22-იან ფერდზე. მიიღებ ორ მართკუთხა სამკუთხედს და ერთ მართკუთხედს. ამ ორი მართკუთხა სამკუთხედის ქვედა კათეტების და მართკუთხედის ქვედა გვერდის ჯამი უდრის 22-ს.

ამ განტოლებას რომ შეადგენა, სიმაღლის გარდა ყველგან რიცხვები გექნება, ამოხსნი და იპოვი სიმაღლეს.

Posted by: EffecTY 31 Dec 2017, 23:06
QUOTE (nforumi @ 31 Dec 2017, 19:56 )
EffecTY
QUOTE
მოკლედ ეს ღვაბერიძის ამოცანაა და ვერ ვხსნი. 7.89 (2014)
ტრაპეციის ფუძეებია 22 და 12, ფერდები 21 და 17. იპოვეთ სიმაღლე.

პითაგორას თეორემა თუ იცი, ადვილად იხსნება.

დახაზე, 12-იანი ფერდის ბოლოებიდან დაუშვი სიმაღლეები 22-იან ფერდზე. მიიღებ ორ მართკუთხა სამკუთხედს და ერთ მართკუთხედს. ამ ორი მართკუთხა სამკუთხედის ქვედა კათეტების და მართკუთხედის ქვედა გვერდის ჯამი უდრის 22-ს.

ამ განტოლებას რომ შეადგენა, სიმაღლის გარდა ყველგან რიცხვები გექნება, ამოხსნი და იპოვი სიმაღლეს.

კი ბატონო დავხაზე ყველაფერი, ვიღებ პასუხს 16.8-ს smile.gif კალკულატორიც ვნახე ტრაპეციის და გვერდები რომ ჩავწერე აშკარად 16.8 არის, მაგრამ პასუხში რატომღაც 8 არის ახალშიც და ძველშიც. დამაწყდა ნერვები.... შენ რომ ხსნი რას იღებ პასუხს თუ არ დაგეზარება შემატყობინე smile.gif

Posted by: Komponent 1 Jan 2018, 01:47
EffecTY
მეც 16,8 მივიღე.

Posted by: Irakli 1 Jan 2018, 11:36
EffecTY
16.8 არის პასუხი იმ რიცხვებით რაც შენ გიწერია.

Posted by: EffecTY 1 Jan 2018, 12:13
კი რიცხვები სწორია smile.gif ანუ პასუხებში წერია არასწორად.

Posted by: nforumi 1 Jan 2018, 13:38
EffecTY
QUOTE
კი რიცხვები სწორია  ანუ პასუხებში წერია არასწორად.

ეგრეც ხდება ხოლმე smile.gif

ისე დააკვირდი, ტრაპეციის გვერდები და ფუძეები ხომ არ გაქვს არეული ერთმანეთში.

Posted by: EffecTY 1 Jan 2018, 21:44
კაროჩე დროში ვარ გაჭედილი მაგრად და ეს ორი ამოცანაც ამომიხსენით რა თუ არ გეზარებათ sad.gif
1.ტრაპეციის დიაგონალები ურთიერთამრთობულია, მათი სიგრძეებია 3 და 4 სმ. იპოვეთ ტრაპეციის შუახაზი.
2.ტრაპეციის ფუძესთან მდებარე ბლაგვი კუთხეების ბისექტრისები მეორე ფუძეზე იკვეთებიან (ერთ წერტილში). იპოვეთ ტრაპეციის უდიდესი გვერდი, თუ მისი სიმაღლეა 12, ხოლო ბისექტრისები - 13 და 15.
წინასწარ მადლობა <3 და ბოდიში შეწუხებისთვის biggrin.gif

Posted by: oldgio 1 Jan 2018, 22:19
1-ის ასეთი გზა ვნახე: დავიყვანოთ ეს ამოცანა მართკუთხა სამკუთხედზე. ქვედა ფუძე იყოს ად, ხოლო ზედა - ბც. გავავლოთ ც წვეროზე ბდ დიაგონალის პარალელური წრფე, იმავდროულად გავაგრძელოთ ად ფუძე და გადაკვეთა აღვნიშნოთ კ-თი. მივიღებთ მართკუთხა სამკუთხედ აცკ-ს, რომლის კათეტები დიაგონალების ტოლია. ვპოულობთ აკ ჰიპოთენუზას = 5. ეს იმავდროულად ფუძეების ჯამის ტოლია. შუახაზი კი ნახევარია. 2,5

Posted by: EffecTY 1 Jan 2018, 22:25
oldgio
მადლობა დიდი, პროსტა თუ შეგიძლია რომ ამიხსნა რატომ არის აკ ფუძეების ჯამის ტოლი მადლობელი დაგრჩები biggrin.gif

Posted by: oldgio 1 Jan 2018, 22:28
დკ ტოლია ბც-სი, ბც პარალელურადაა ჩამოსრიალებული ქვედა ფუძეზე. ესე იგი, აკ=ად+დკ, ანუ აკ=ად+ბც

ახლა მეორეს ვხსნი.
პე.ეს. შენი ასაკის უმცროსი ძმა ვერაფრით მეყოლება, დიდია სხვაობა ასაკობრივი yes.gif biggrin.gif

Posted by: EffecTY 1 Jan 2018, 22:30
oldgio
გასაგებია , გაიხარე ძმაო მადლობა

Posted by: Solveig 6 Jan 2018, 02:22
QUOTE
16.8 არის პასუხი იმ რიცხვებით რაც შენ გიწერია.

ეს ამოცანა იხსნება საერთოდ, თუ დაღამდა და მე ამერია ტვინი? spy.gif

მე ვაკეთებდი ასე:

1. დავუშვი სიმაღლეები ქვედა ფუძეზე,. გამოვიდა მართკუთხედი, რომლის სიგანე 12სმ-ა და 2 ცალი მართკუთხა სამკუთხედი ჰიპოტენუზებით 21 და 17.
2. ქვედა ფუძეზე არის 3 მონაკვეთი. 1) კათეტი X, 2) 12სმს და 3) კათეტი Y.

3. ვადგენთ სისტემას
X+Y=22-12=10
21'2-X'2=17'2-Y'2

ანუ 21'2-17'2=152=X'2-Y'2=(X-Y)(X+Y)

ვიცით, რომ X+Y=10, ე.ი. X-Y=15.2.

X=12.6

ჩვენი სანუკვარი სიმაღლე არის იმ მართკუთხა სამკუთხედის კათეტი, რომლის მეორე კათეტი 12.6 ხოლო ჰიპოტენუზა 21-ია. ანუ, საძიებელი კათეტი გამოდის 16.8.


მაგრამ, უბედურება იმაშია, რომ 12.6+12=24.6 და ამას კიდევ უნდა დაემატოს იმ მართკუთხა სამკუთხედის კათეტის სიგრYე, რომლის ჰიპოტენუზაც 17-ია... არადა, თავიდან გვეუბნებოდნენ, ტრაპეციის ფუძე 22 არისო. საიდან? მინუსებში გავდივართ? biggrin.gif


Posted by: asphurcela 6 Jan 2018, 04:15
Solveig
. .

Posted by: Solveig 6 Jan 2018, 12:05
asphurcela
მეც ზუსტად ეგრე ვაკეთებდი, მხოლოდ, ჩემი ტრაპეცია "გამოზნექილი" იყო დაშენი-შეზნექილია biggrin.gif

შესაბამისად, ჩემთან გამოვიდა, რო, X+Y=10 და ამიტომ გადადიოდა მინუსში მერე.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Jan 2018, 12:34
რამე ამოცანა დაწერეთ bis.gif

Posted by: Kaxab 6 Jan 2018, 12:39
Solveig
QUOTE
2. ქვედა ფუძეზე არის 3 მონაკვეთი. 1) კათეტი X, 2) 12სმს და 3) კათეტი Y.

ეგ შუა 12 სმ გადააგდე, დაგრჩება სამკუთხედი, რომლის ყველა გვერდი ვიცით. კოსინუსების თეორემით კუთხეებსაც ვიპოვით. სიმაღლის პოვნას რაღაუნდა.

Posted by: asphurcela 6 Jan 2018, 12:53
Solveig
ხო, კარგი მიგნება გქონდა.
რომ არა შენ, მე ყურადღებას არც მივაქცევდი.
რახან სოლვეიგმა ესეთი რამ მიიღო, ე.ი. საინტერესოათქო, წუხელ რო შევხედე.
მეც შენნაირად ამოვხსენი პირველად და გავოგნდი biggrin.gif
მერე მივხდი რაშიც იყო საქმე smile.gif



Datvlas-vin-gtxovs
წინა გვერდზე არის მგონი 2 თუ 1 დახმარებას ითხოვენ და თუ დრო გაქვს მიეხმარე.

* * *
Kaxab
არა, მანდ სხვა რამეში იყო საქმე.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Jan 2018, 13:40
EffecTY
QUOTE
1.ტრაპეციის დიაგონალები ურთიერთამრთობულია, მათი სიგრძეებია 3 და 4 სმ. იპოვეთ ტრაპეციის შუახაზი.
2.ტრაპეციის ფუძესთან მდებარე ბლაგვი კუთხეების ბისექტრისები მეორე ფუძეზე იკვეთებიან (ერთ წერტილში). იპოვეთ ტრაპეციის უდიდესი გვერდი, თუ მისი სიმაღლეა 12, ხოლო ბისექტრისები - 13 და 15.

ამოცანა 1
!!! ეს თეორემა ყველას შეიძლება გამოგადგეთ !!! (თუ უკვე არ იცოდით)
თუ ტრაპეციაში დიაგონალები ურთიერთმართობულია მაშინ ფესვი მათი კვადრატების ჯამიდან ტოლია ფუძეების ჯამის

user posted image
და ძალიან მარტივად იხსნება
ფესვი 3^2 + 4^2 = ფესვი 25 დან
a + b = 5
შუახაზი = 2.5


asphurcela
ესენი?

QUOTE
7700K

ოჰ biggrin.gif
პროცესორი ცხოვრების ბოლომდე up.gif

Posted by: Solveig 6 Jan 2018, 14:52
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ტრაპეციის ფუძესთან მდებარე ბლაგვი კუთხეების ბისექტრისები მეორე ფუძეზე იკვეთებიან (ერთ წერტილში). იპოვეთ ტრაპეციის უდიდესი გვერდი, თუ მისი სიმაღლეა 12, ხოლო ბისექტრისები - 13 და 15.
ეს მარტივი ჩანს. ორივე ბისექტრისა ტოლფერდა სამკუთხედს ჩამოაჭრის ტრაპეციას.

QUOTE
!!! ეს თეორემა ყველას შეიძლება გამოგადგეთ !!! (თუ უკვე არ იცოდით)
თუ ტრაპეციაში დიაგონალები ურთიერთმართობულია მაშინ ფესვი მათი კვადრატების ჯამიდან ტოლია ფუძეების ჯამის

ეს არ ვიცოდი.
ის მახსოვდა, რომ თუ ტრაპეციის დიაგონალები ურთიერთმართობულია, მაშინ ფართობი ძალიან მარტივად ითვლება-დიაგონალების ნამრავლის ნახევრით
უფრო სწორად, ფორმულა იყო, როგორც მახსოვს, დიაგონალების ნამრავლის ნახევარი გამრავლებული გადაკვეთის კუთხის სინუსზე და ვინაიდან 90 გრადუსიანი კუთხის სინუსი 1-ია, საქმე ძლიერ მარტივდება.

asphurcela
ეჰ, დამავიწყდა გეომეტრია.
22 წელი ხუმრობა დრო არაა.

Posted by: oleg-i 6 Jan 2018, 15:58
QUOTE
!!! ეს თეორემა ყველას შეიძლება გამოგადგეთ !!! (თუ უკვე არ იცოდით)
თუ ტრაპეციაში დიაგონალები ურთიერთმართობულია მაშინ ფესვი მათი კვადრატების ჯამიდან ტოლია ფუძეების ჯამის


და თუ დიაგონალები ზოგადად რაიმე C კუთხით იკვეთებიან, მაშინ 112 -ში დავრეკოთ თუ გუგავასთან ??? wink.gif

QUOTE
რამე ამოცანა დაწერეთ


ტრაპეციის დიდი ფუძე 3 -ჯერ მეტია პატარაზე... გავლებულია დიაგონალები.... მარჯვენა (და არა მარცხენა !!! aba.gif ) ფერდითა და დიაგონალების ნაწილებით შექმნილი სამკუთხედის ფართობი S - ის ტოლია. დაადგინე ტრაპეციის ფართობი...

Posted by: Solveig 6 Jan 2018, 17:04
oleg-i
QUOTE
თუ დიაგონალები ზოგადად რაიმე C კუთხით იკვეთებიან, მაშინ 112 -ში დავრეკოთ თუ გუგავასთან ???

გუგავა სკოლაში ცუდი მოსწავლე ყოფილა და ვერ გვიშველის. რამე სხვა გზა უნდა გამოვნახოთ biggrin.gif



Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Jan 2018, 17:43
oleg-i
ჰო წერია გასაგებად თუ დიაგონალები ურთიერთმართობულია მაგ შემთხვევაში მუშაობს ეს თეორემა

არა?

Posted by: oleg-i 6 Jan 2018, 17:46
* * *
Datvlas-vin-gtxovs

ჰოდა იმას გეკითხები, თუ მაგ 120 გრადუსით გადაიკვეთებიან დიაგონალები, მაშინ როგორ დათვლი შუახაზს-მეთქი?...
უნდა დაწერო უფრო ზოგადი ფორმულა a + b = ფესვი ????????


Solveig

სხვა გზა მის შეფთან მიგვიყვანს...

wink.gif

***************************************************
QUOTE

QUOTE
რამე ამოცანა დაწერეთ


აბა შეესიეთ...
* * *
****************************************************************************
მთლად უკეთესი.... საშობაო ვარიანტი ექსკლუზიურად! alk.gif

Posted by: Echo Zvana 7 Jan 2018, 00:19
ეს ამოცანა ადრეც დავდე, მაგრამ რახან საშობაო საჩუქრებია, ბარემ კიდევ დავდებ smile.gif
კუთხე BAC=120 გრადუსს. AK და CF ბისექტრისებია. იპოვეთ კუთხე CFK
ფოტო: http://b.pix.ge:81/x/bmcuc.jpg

Posted by: NAVARA 7 Jan 2018, 02:20
oleg-i
QUOTE
მთლად უკეთესი.... საშობაო ვარიანტი ექსკლუზიურად!
სინუსების თეორემით შეიძლება, მარა ტრიგონომეტრია სჭიდება. რომელი კლასია.

Posted by: oleg-i 8 Jan 2018, 16:27
NAVARA
QUOTE
QUOTE
მთლად უკეთესი.... საშობაო ვარიანტი ექსკლუზიურად!
სინუსების თეორემით შეიძლება, მარა ტრიგონომეტრია სჭირდება.

მართალია... თუმც ისეთი კუთხეები შევარჩიე, რომ ბოლოს ალფა კუთხე გრადუსებში მთელი რიცხვით გამოისახება.


Echo Zvana
QUOTE
ეს ამოცანა ადრეც დავდე, მაგრამ რახან საშობაო საჩუქრებია, ბარემ კიდევ დავდებ
კუთხე BAC=120 გრადუსს. AK და CF ბისექტრისებია. იპოვეთ კუთხე CFK
ფოტო: http://b.pix.ge:81/x/bmcuc.jpg

იგივე თემააა... მაგრამ ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ ეგ ამოცანა ცალსახად(C კუთხისგან დამოუკიდებლად) მხოლოდ BAC=120 გრადუსის შემთხვევაში იხსნება და სხვა შემთხვევებში კი საძიებელი კუთხე უკვე C კუთხის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული...
და ამ ღირსების გამო შეიძლება ვიხუმროთ, რომ ეგ ამოცანა მეტად ''სექსუალურად'' გამოიყურება... შესაბამისად მეტ ყურადღებასაც იმსახურებს. smile.gif

Posted by: simebi 8 Jan 2018, 22:17
QUOTE
ეს ამოცანა ადრეც დავდე, მაგრამ რახან საშობაო საჩუქრებია, ბარემ კიდევ დავდებ
კუთხე BAC=120 გრადუსს. AK და CF ბისექტრისებია. იპოვეთ კუთხე CFK
ფოტო: http://b.pix.ge:81/x/bmcuc.jpg



user posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ისე ტვინი კი ამიდუღა მაგრად vis.gif

Posted by: oleg-i 8 Jan 2018, 23:26
simebi
QUOTE
ისე ტვინი კი ამიდუღა მაგრად

სამაგიეროდ შენს ამოხსნაში ყველაფერი ''ნატურალური'' იყო... ყოველგვარი ""ქიმიის" (ტრიგონომეტრიის) გარეშე. კარგი იყო. smile.gif

მაგრამ როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე
QUOTE
ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ ეგ ამოცანა ცალსახად(C კუთხისგან დამოუკიდებლად) მხოლოდ BAC=120 გრადუსის შემთხვევაში იხსნება და სხვა შემთხვევებში კი საძიებელი კუთხე უკვე C კუთხის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული...

და ამ შემთხვევაში ტრიგონომეტრიის გამოყენება უკვე საქმეს აადვილებს.
ამის მაგალითად გამოდგება ჩემს მიერ წარმოდგენილი ამოცანა, სადაც სიმარტივის მიზნით კუთხეები ისე მაქვს შერჩეული, რომ საძიებელი კუთხე მთელი რიცხვით გამოისახება...შემდეგ კი დავდებ შედარებით რთულ ვარიანტსაც.

Posted by: Echo Zvana 8 Jan 2018, 23:36
QUOTE
ისე ტვინი კი ამიდუღა მაგრად 

შეცდომით მისცეს მეშვიდეკლასელებს ეს ამოცანა კომაროვში ადრე, მაქედან ვიცი biggrin.gif

Posted by: simebi 9 Jan 2018, 12:27
oleg-i
QUOTE
ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ ეგ ამოცანა ცალსახად(C კუთხისგან დამოუკიდებლად) მხოლოდ BAC=120 გრადუსის შემთხვევაში იხსნება და სხვა შემთხვევებში კი საძიებელი კუთხე უკვე C კუთხის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული...

და ამ შემთხვევაში ტრიგონომეტრიის გამოყენება უკვე საქმეს აადვილებს.

ადრე ვიცოდი ცოტა მარა მერე დამავიწყდა, იმიტომ გამოვიდა მასე "ნატურალური" biggrin.gif

Posted by: Onyx′ 21 Jan 2018, 17:52
ესენი შემავსებინეთ რა გთხოვთ

user posted image

- სპინი
- მაგნიტური კვანტური რიცხვი
- მთავარი კვანტური რიცხვი
- ორბიტალური კვანტური რიცხვი


სად რომელი ჩავწერო ანუ

Posted by: asphurcela 21 Jan 2018, 22:50
n მთავარი
l ორბიტალური
m მაგნიტური
s სპინი

Posted by: kotte 22 Jan 2018, 11:46
"არა ბატონო არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ"

ქრისტეფორე მგალობლიშვილი old.gif

Posted by: Heisenberg@ 23 Jan 2018, 09:15
ვინმეს თუ შეუძლია რომ მირჩიოს წიგნები(ქვემოთ ჩამოვთვლი, რა წიგნებიც მინდა) , სადაც საკითხები სრულად, სიღრმისეულად
და ნათლად იქნება განხილული. ასეთი წიგნები მხოლოდ ძველი გამოშვება ვნახე 1960- 1980 -იანი წლების, მე მაინტერესებს ახალი დაბეჭდილი თუ არის რამე და სად შეიძლება წიგნის ყიდვა? მხედველობაში მაქვს მათემათიკური ანალიზი (სრული კურსი, ყველა ტომი), ალგებრა, ანალიზური გეომეტრია, ნამდვილ ცვლადთა ფუნქციათა თეორია, დიფერენციალური განტოლებები, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატატისტიკა.

Posted by: Onyx′ 23 Jan 2018, 18:05
asphurcela
მადლობა 2kiss.gif


user posted image

ამ შემთხვევაში?

Posted by: asphurcela 23 Jan 2018, 19:37
Onyx′
მესამე ხაზის ტალღის სიგრძეა 433.937 ნანომეტრი.
რიდბერგის მუდმივით გამოსახული არის 100/(21R)
ანუ 100/21 ჯერ ერი, რაც იქნება 4.7619 დამრგვალებით

Posted by: krigel77 25 Jan 2018, 23:50
10 ხისგან როგორ გავაკეთოთ 5 რიგი ისე რომ თითო რიგში 4 ხე იყოს ? smile.gif

Posted by: asphurcela 26 Jan 2018, 00:44
krigel77
შუა შუა გადაჭერი ეგ ათი ხე და გექნება 20.
მერე ჭაარჭე 4-4 ხუთ რიგად.

Posted by: NAVARA 26 Jan 2018, 09:05
რამე დადეთ ისეთი მარტივი რომ ჩანდეს და მონსტრი რომ იყოს.


krigel77

user posted image


Posted by: krigel77 26 Jan 2018, 20:35
user posted image ეს არის ამოცანის სრული პირობა

Posted by: shuma89 29 Jan 2018, 03:03
მაინტერესებს ამ ნახაზზე
FP1Q1
FP2Q2
FP3Q3
FVQ
თუ არიან ერთმანეთის ტოლები მათემატიკურად, ჩემი შეხედულებით კი არიან, მაგრამ მაინც მინდა გადავამოწმო მცოდნე ხალხთან რამდენად მართალი ვარ.
და კიდევ რა მაინტერესებს 99 %-ით კი ვიცი, მაგრამ ნახაზზე L წყვეტილი ხაზი რაც არის ეგ რამდენით ზემოტაც არ უნდა ავწიო მაინც ხო იგივე კანონზომიერება იქნება?
და კიდევ ფოკუსი რომ ზემოთ ავწიო ხო მაინც იგივე კანონზომიერება იქნება დაცული? (ის კი ვიცი რომ ფოკუსის ზემოთ აწევით პარაბოლის ფორმაც შეიცვლება )

კიდევ ერთი კითხვა,
პარაბოლის შტოების შორის გავლებული მონაკვეთის სიგრძე თუ ვიცი მაშინ ამ მონაკვეთითან კვეთის ადგილამდე პარაბოლოს სიგრძე თუ შემიძლია გავიგო? ტოესტ კი შეიძლება, მაგრამ რა ფორმულა არის მანდ იქნებ ამიხსნათ. . . .
ისევ ამ ფოტოდან თუ გამოვალ უკეთესი იქნება მგონი აი L წრფეს ხო გადაკვეთს სადღაც. ვიცი ამ გადაკვეთის წერტილებს შორის რა სიგრძის მონაკვეთი მაქვს, და მინდა ამავე წერტილებს შორის მოჭრილი პარაბოლის სიგრძის გაგება.

Posted by: oleg-i 29 Jan 2018, 16:01
shuma89
QUOTE
მაინტერესებს ამ ნახაზზე
FP1Q1
FP2Q2
FP3Q3
FVQ
თუ არიან ერთმანეთის ტოლები მათემატიკურად, ჩემი შეხედულებით კი არიან, მაგრამ მაინც მინდა გადავამოწმო მცოდნე ხალხთან რამდენად მართალი ვარ.

მართალი ხარ...
QUOTE
და კიდევ რა მაინტერესებს 99 %-ით კი ვიცი, მაგრამ ნახაზზე L წყვეტილი ხაზი რაც არის ეგ რამდენით ზემოტაც არ უნდა ავწიო მაინც ხო იგივე კანონზომიერება იქნება?

კი...
QUOTE
და კიდევ ფოკუსი რომ ზემოთ ავწიო ხო მაინც იგივე კანონზომიერება იქნება დაცული? (ის კი ვიცი რომ ფოკუსის ზემოთ აწევით პარაბოლის ფორმაც შეიცვლება )

კი...
QUOTE
პარაბოლის შტოების შორის გავლებული მონაკვეთის სიგრძე თუ ვიცი მაშინ ამ მონაკვეთითან კვეთის ადგილამდე პარაბოლოს სიგრძე თუ შემიძლია გავიგო? ტოესტ კი შეიძლება, მაგრამ რა ფორმულა არის მანდ იქნებ ამიხსნათ. . . .
ისევ ამ ფოტოდან თუ გამოვალ უკეთესი იქნება მგონი აი L წრფეს ხო გადაკვეთს სადღაც. ვიცი ამ გადაკვეთის წერტილებს შორის რა სიგრძის მონაკვეთი მაქვს, და მინდა ამავე წერტილებს შორის მოჭრილი პარაბოლის სიგრძის გაგება.

პარაბოლა უნდა ჩაწერო მათემატიკურად - ჯობს y = a*x^2 სახით...
შემდეგ dl = sqrt[ (dx)^2 + (dy)^2] = (1+4a^2x^2)^(1/2)dx .....
შემდეგ wolframalpha-ს კითხე integral(1+4a^2x^2)^(1/2)....
გამოგიგდებს არც თუ მთლად სასიამოვნო გამოსახულებას
1/2 x sqrt(1 + 4 a^2 x^2) + log(2 a x + sqrt(1 + 4 a^2 x^2))/(4 a) და მასში x-ს ნაცვლად ჩააგდე შენი მონაკვეთის სიგრძე.....
შემდეგ დაათვლევინე ისევ wolframalpha-ს

Posted by: messi2003 31 Jan 2018, 23:40
რომბში ჩახაზულია წრეწირი და ორი წრეწირი მახვილი და ბლაგვი კუთხის წვეროებთან. დიაგონალებია 6 და 8. ვიპოვოთ ბლაგვი და მახვილი კუთხის წვეროებთან ჩახაზული წრეწირების რადიუსების შეფარდება. გთხოვთ დამეხმარეთ...



Posted by: oldgio 31 Jan 2018, 23:53
ჯერ გაიგე ჩახაზული წრეწირის რადიუსი, მერე შეადგინე მართკუთხა სამკუთხედი დიაგონალების ნახევრებისგან. ჯერ განიხილე ამ მართკუთხა სამკუთხედის მსგავსება მახვილ კუთხეში ჩახაზულის რადიუსით შედგენილ მართკუთხა სამკუთხედთან (რომბის გვერდისადმი მართობული რადიუსი), მერე კი – ანალოგიური მსგავსება ბლაგვ კუთხეში ჩახაზულის რადიუსით შედგენილ მართკუთხასთან. ორივე რადიუსს გაიგებ ცალ–ცალკე და მერე შეაფარდებ.

Posted by: messi2003 1 Feb 2018, 22:29
oldgio
შენ გაიხარე მივიღე 4/9 თან. მადლობაა

Posted by: skrillex1234 3 Feb 2018, 01:56
ამ ამოცანანაზე დამეხმარეთ რა sad.gif
ტრაქტორისტს გარკვეული ფართობის მოსახნავად გამოყოფილი ჰქონდა 5 სთ. ის დაგვიანებით შეუდგა სამუშაოს, ამიტომ ფართობის მესამედი მოხნა 25%-ით მეტი შრომის ნაყოფიერებით, შემდეგ კი შეამცირა შრომის ნაყოფიერება 20%-ით და სამუშაო თავის დროზე დაამთავრა. რამდენი წუთით დააგვიანა ტრაქტორისტმა სამუშაოს დაწყება?

Posted by: oleg-i 3 Feb 2018, 15:59
skrillex1234
QUOTE
ტრაქტორისტს გარკვეული ფართობის მოსახნავად გამოყოფილი ჰქონდა 5 სთ. ის დაგვიანებით შეუდგა სამუშაოს, ამიტომ ფართობის მესამედი მოხნა 25%-ით მეტი შრომის ნაყოფიერებით, შემდეგ კი შეამცირა შრომის ნაყოფიერება 20%-ით და სამუშაო თავის დროზე დაამთავრა. რამდენი წუთით დააგვიანა ტრაქტორისტმა სამუშაოს დაწყება?


ერთი მუშის(ვირის, ტრაქტორის...) მიერ ერთ საათში შესრულებულ სამუშაოს(საქმეს...) უწოდებენ შრომის ნაყოფიერებას, წარმადობას....

იყო S ჰა ფართობი მოსახნავი 5 სთ -ში გეგმიური შრომის ნაყოფიერებით S/5 (ჰა/სთ)....
S/3 მოიხნა 25%--თ მეტი ანუ 1,25 (S/5) = S/4 შრ ნაყოფიერებით .... გასულა S/3 : S/4 = 4/3 სთ
დანარჩენი 2S/3 მოიხნა ახალი შრ.ნაყოფიერების 20% -თ ნაკლები ანუ 0,8(S/4) = S/5 შრ ნაყოდიერებით.... გასულა 2S/3 : S/5 = 10 /3 სთ

მთელი ფართობი მოიხნა ??? საათში ?
რამდენი წუთით დააგვიანა ტრაქტორისტმა სამუშაოს დაწყება?

Posted by: messi2003 6 Feb 2018, 22:11

9.118 ნომერი, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ!!!

Posted by: NAVARA 7 Feb 2018, 01:41
f(x)=ax^2+bx+c ში ჩასვი A, B, D კოორდინატები
7=4a-2b+c
3=a-b+c
7=9a+3b+c

მიიღებ
y=x^2-x+1

სამკუთხედი BDA არ გაინტერესებს მუდმივია მაგის ფართობი.
ამაქსიმირებ BDC-ს სადაც C მდებარეობს წირზე y=x^2-x+1 შუალედში x E (-1, 3)

სამკუთხედის ფართობი კოორდინატებით ითვლება
x1y2 + x2y3 + x3y1 – x1y3 – x2y1 – x3y2 მოდულის ნახევარი.

სადაც კოორდინატები.
x1,y1 არის B
x2,y2 არის D
x3,y3 არის C (x,y)

გაინტერესებს რომელი (x,y) ისთვისაა |2y-2x-6| მაქსიმალური.
|y-x-3| = |x^2-2x-2|
x E (-1, 3)

დალშე მემგონი გაართმევ თავს.
ვოპშემ გამოთვლებში თუ რამე შემეშალა sry, ხელახლა გადაიანგარიშე ჯობია.

Posted by: messi2003 7 Feb 2018, 20:40
NAVARA

ეს საიდან მიიღე ვერ მივხვდი
QUOTE
სამკუთხედის ფართობი კოორდინატებით ითვლება
x1y2 + x2y3 + x3y1 – x1y3 – x2y1 – x3y2 მოდულის ნახევარი.


Posted by: NAVARA 7 Feb 2018, 21:58
messi2003
დავგუგლე.
სამკუთხედის ფართობის ფორმულა კოორდინატების მიხედვით.
smile.gif

Posted by: shuma89 8 Feb 2018, 01:04
რა ზომის ჩრდილი ექნება 58 მმ-იან დიამეტრის მილს მისგან 1 მ ით დაცილებულ სიბრტყეზე, თუ მოცემული სიბრტყე და მალი პარალელურად არიან განლაგებული და მზის მიმართ პერპენფიკულარულად მდებარეობენ.

Posted by: lepori 8 Feb 2018, 11:02
shuma89
QUOTE
რა ზომის ჩრდილი ექნება 58 მმ-იან დიამეტრის მილს მისგან 1 მ ით დაცილებულ სიბრტყეზე, თუ მოცემული სიბრტყე და მალი პარალელურად არიან განლაგებული და მზის მიმართ პერპენფიკულარულად მდებარეობენ.

თუ სწორად ჩავწვდი საქმის არსს, ჩრდილი 58მმ-იანი წრე უნდა იყოს

Posted by: Echo Zvana 8 Feb 2018, 15:44
ნუბური შეკითხვა:
a და b ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემთხვევითად არის შერჩეული (0, 75) შუალედში. როგორ ვიპოვოთ P(|a-b| ≤ 30)?

Posted by: messi2003 9 Feb 2018, 00:27
QUOTE
დავგუგლე.
სამკუთხედის ფართობის ფორმულა კოორდინატების მიხედვით.

სკოლაში არ მისწავლია ეგ ფორმულა და სხვანაირად არ კეთდება

* * *
QUOTE
9.118 ნომერი, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ!!!

This post has been edited by messi2003 on 6 Feb 2018, 22:13

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)


Posted by: messi2003 18 Feb 2018, 23:38
საკოორდინატო სიბრტყეზე მოძრაობსA წერტილი,რომლის კოორდინატები დროის ყოველ t მომენტში აკმაყოფილებს სისტემას
X=8sint+6cost
Y=4sint-12cost იპოვეთ რა უმცირესი მანძილით იქნება ეს წერტილი დაშორებული B(-1; 2) წერტილიდან, როდესაც p/2<=t<=2p/3
იქნებ ცოტა მითითება მომცეთ, გთხოვთ

Posted by: Tomash 19 Feb 2018, 00:54
messi2003
ორ წერტილს შორის მანძილის დათვლის ფორმულა დაწერე საკოორდინატო სიბრტყეზე და მერე
იცი რო იმ მინიმუმი იმ შემთხვეაში იქნება ანუ ეგ ფუნქცია თავის ვერტექსს იმ შემთხვევაში მიაღწევს თუ მაგის წარმობული 0ის ტოლი იქნება,
ხოდა რო გააწარმოებ მერე გამოსახვა შეგიძლია უკვე იქსის იგრეკით ან პირიქით ან ვაბშე პარამეტრული ფუნქციაა და t დაგრჩება
ხოდა რო ჩასვამ რა წერტილებსაც მიიღებ ეგენი იქნება რა
რათქმაუნდა გაწრმოებისას t რომელ მეოთხედშია ეგეც უნდა გაითვალისწინო


ეროვნულებში ხო არ იყო ეს ამოცანა ?

Posted by: Echo Zvana 20 Feb 2018, 15:00
ფიზიკოსების რჩევა მჭირდება:
კურსების შესწავლას ვიწყებ კვანტური კომპიუტერების შესახებ (კვანტური ინფორმაციის თეორია, კვანტური კომპიუტინგის ალგორითმები...). ამისათვის მჭირდება კვანტური მექანიკის საფუძვლების ცოდნა (შეიძლება მეტიც, მაგრამ ამ ეტაპზე საფუძვლები მეყოფა). საიდან ჯობს დაწყება? ფეინმენის ლექციები ძაან advanced არის?
ფიზიკაში ვარ ნუბი, მარტო ბერკეტის წესი და დიფუზია ვიცი (ჰა-ჰა ნიუტონის კანონები).
პ.ს. კალკულუსი, წრფივი ალგებრა და ალბათობა ნორმალურად ვიცი.

Posted by: Irakli 20 Feb 2018, 19:52
Echo Zvana
ფორმალური კურსები გჭირდება, მინიმუმ კალკულუსი და კვანტური ფიზიკის 2-2 სემესტრი

Posted by: Echo Zvana 20 Feb 2018, 20:18
Irakli
კალკულუსი მეტ-ნაკლებად ვიცი, კვანტური ფიზიკის სწავლა საიდან დავიწყო ეს არ ვიცი. ონლაინში მინდა სწავლა, ფეინმენის ლექციებს აქებენ მაგრამ ეგრევე მაგას რომ ვეჯახო შეიძლება არ ჰქონდეს აზრი.

Posted by: Mako Subladze 20 Feb 2018, 20:30
krigel77
QUOTE
10 ხისგან როგორ გავაკეთოთ 5 რიგი ისე რომ თითო რიგში 4 ხე იყოს ?

ხუთქიმიანი ვარსკვლავი გააკეთა(დატოვა)

Posted by: Tomash 22 Feb 2018, 00:20
Echo Zvana
პირდაპირ კვანტური მექანიკით დაწყება რამდენად კარგი იქნება არ ვიცი
თეორიული მექანიკის და სტატისტიკის ცოდნა გჭირდება წინასწარ
განსაკუტღებით თეორიული მექანიკის რომ აზრზე იყო რა როგორ ხდება და
მერე ძირითადად მაგასთანაა პარალელები გავლებული

Posted by: Echo Zvana 22 Feb 2018, 01:17
Tomash
Irakli
მადლობა.
.................................................................................

Posted by: Irakli 23 Feb 2018, 20:15
Echo Zvana
ფეინმანის კურსში იმაზე მეტი ბლა-ბლა-ბლა წერია, ვიდრე მე მომწონს. ფეინმანის კურს ბერკლის ფიზიკის კურსი მირჩევნია პირადად, თუმცა მოძველდა ესეც: https://en.wikipedia.org/wiki/Berkeley_Physics_Course
* * *
ამერიკაში ისე ბაკალვრები Griffith-ს იყენებენ, ხოლო მაგისტრი/დოქტორანტები ხშირად Merzbacher-ს; მე პირველს გირჩევ რადგან დამწყები ხარ უფრო, მეორე უფრო რთული სახელმძღვანელოა გასაგებად.

Posted by: Echo Zvana 23 Feb 2018, 23:52
Irakli
მადლობა, ვნახავ ბერკლის კურსს.
............................................................................................................

Posted by: kloden 28 Feb 2018, 18:04
Amocana area magram magati tvkvandzia...

Null xarisxad nulshi 1 s ROM udris. Nu xo kai miistrafvis...

Ra azris cart amaze?

Posted by: ucelo 28 Feb 2018, 23:12
kloden
QUOTE
Null xarisxad nulshi

QUOTE
Ra azris cart amaze?

ამასაც ალბათ არითმეტიკული ფესვის ბედი ელის. ან 0-ზე შეტანხმდებიან ან 1-ზე ან განუზვრელობაზე ან ნულზე გაყოფასავით აკრძალავენ.

Posted by: kloden 1 Mar 2018, 02:37
ucelo

Mere motskeniloba chamovardeba((((((

Posted by: Irakli 1 Mar 2018, 11:36
kloden
ქართული ანბანით წერეთ გეთაყვა

Posted by: kloden 2 Mar 2018, 14:24
Irakli

Very vtser qartulad... Turem qartuli asoebit ufro lamazia xolme chemi postebi(((...

Posted by: Solveig 2 Mar 2018, 18:05
QUOTE (skrillex1234 @ 2 Feb 2018, 23:56 )
ამ ამოცანანაზე დამეხმარეთ რა sad.gif
ტრაქტორისტს გარკვეული ფართობის მოსახნავად გამოყოფილი ჰქონდა 5 სთ. ის დაგვიანებით შეუდგა სამუშაოს, ამიტომ ფართობის მესამედი მოხნა 25%-ით მეტი შრომის ნაყოფიერებით, შემდეგ კი შეამცირა შრომის ნაყოფიერება 20%-ით და სამუშაო თავის დროზე დაამთავრა. რამდენი წუთით დააგვიანა ტრაქტორისტმა სამუშაოს დაწყება?

ვინმემ ამოხსენით ეს? მე 20წთ გამომივიდა

Posted by: asphurcela 4 Mar 2018, 00:27
Solveig
წინა გვერდზე დევს, ოლეგის ამოხსნილი:

QUOTE
ერთი მუშის(ვირის, ტრაქტორის...) მიერ ერთ საათში შესრულებულ სამუშაოს(საქმეს...) უწოდებენ შრომის ნაყოფიერებას, წარმადობას....

იყო S ჰა ფართობი მოსახნავი 5 სთ -ში გეგმიური შრომის ნაყოფიერებით S/5 (ჰა/სთ)....
S/3 მოიხნა 25%--თ მეტი ანუ 1,25 (S/5) = S/4 შრ ნაყოფიერებით .... გასულა S/3 : S/4 = 4/3 სთ
დანარჩენი 2S/3 მოიხნა ახალი შრ.ნაყოფიერების 20% -თ ნაკლები ანუ 0,8(S/4) = S/5 შრ ნაყოდიერებით.... გასულა 2S/3 : S/5 = 10 /3 სთ

მთელი ფართობი მოიხნა ??? საათში ?
რამდენი წუთით დააგვიანა ტრაქტორისტმა სამუშაოს დაწყება?



ანუ 5 - 14/3 = 1/3 სთ ანუ 20 წთ..

Posted by: Solveig 5 Mar 2018, 16:13
asphurcela
QUOTE
5 - 14/3 = 1/3 სთ ანუ 20 წთ..

მე ცოტა სხვანაირად გავაკეთე, მაგრამ, პასუხი მაინც ეგ გამოვიდა up.gif

Posted by: არწივი9 8 Mar 2018, 22:28
Irakli
QUOTE
მინიმუმ კალკულუსი

ამის სწავლას რამდენი ხანი უნდა?

Posted by: Irakli 8 Mar 2018, 23:33
არწივი9
2-3 სემესტრი მინიმუმ ალბათ, გააჩნია პროგრამას.

Posted by: messi2003 16 Mar 2018, 00:17
ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ რა user posted image

Posted by: Tornik333 16 Mar 2018, 14:24
√1.25×1.75
ეს რას უდრის ?
სტატიაში ამაზე სხვა პასუხია, კალკულატორი სხვას ითვლის.
excel-ის geomean ფუნქციაა

Posted by: oleg-i 17 Mar 2018, 14:04
messi2003
QUOTE
ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ რა


* * *

messi2003

შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამოცანის პირობის რიცხვითი მონაცემებით ასეთი ოთხკუთხედი არ შეიკვრება, რადგანაც გამოდის რომ BC გვერდიც და წრეწირის დიამეტრიც 3--ს ტოლია ... BC = 3 = d....
ამიტომ საჭიროა რომელიმე მონაცემის შესწორება .... მაგ BC = 5


Posted by: Nodo_K 17 Mar 2018, 22:06
ერთცდაზე გოლის გატანის ალბათობა არის 66%
მოთამაშე პენალტს ურტყამს 4 ჯერ. რამდენი %_ია იმის ალბათობა რომ 4 დან ოთხივეს ააცილებს?

Posted by: oleg-i 17 Mar 2018, 23:32
Nodo_K
QUOTE
ერთცდაზე გოლის გატანის ალბათობა არის 66%
მოთამაშე პენალტს ურტყამს 4 ჯერ. რამდენი %_ია იმის ალბათობა რომ 4 დან ოთხივეს ააცილებს?

ააცილოს კაცო? ოთხივე? კარებში ვერ მოარტყას?.... - მეკარემ რომ აუღოსო - მაინც გეთქვა შე კაცო!
მასეთი დაწყევლილი საქარეთველოს ნაკრებშიც არ მეგულება ვინმე, მაგრამ ალბათობა მაინც არსებობს:

აცილების ალბათობა ყოფილა 100% - 66% = 34%.
ოთხივეს აცილების ალბათობა იქნება 0.34 * 0,34 * 0.34 * 0.34 * 100% = 1.34 %
რაც ნიშნავს, რომ 100 ცალ ''4 სერიან'' დარტყმებში მოსალოდნელია ერთი ისეთი დაწყევლილი სერია, რომელშიც ოთხივეს ააცილებს. მაგრამ ეს არის ალბათობა, თორემ სრულიად შესაძლებელია 400 -ვე გოლის გატანაც.

და რა იქნება 400 -ვე გოლის გატანის ალბათობა - ანუ 4-დან 4-ვეს გატანის ალბათობა?
და რა იქნება 4-დან ერთის მაინც გატანის ალბათობა?
შეგიძლია ამ კითხვებზე პასუხის თავისუფლად გაცემა.


Posted by: messi2003 18 Mar 2018, 15:02
oleg-i
მადლობა, გაიხარე

Posted by: oleg-i 18 Mar 2018, 17:46
messi2003
დიდი მადლობა მერამდენედ მეხმარები, ძალიან გთხოვ ამ ამოცანის ამოხსნაშიც დამეხმარე რა
ფერმერს სურს L სიგრძის ღობით შემოსაზღვროს წრიული სექტორის ფორმის მიწის
ნაკვეთი. რა მაქსიმალური ფართობი შეიძლება ჰქონდეს ამ ნაკვეთს? იპოვეთ
შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხის სიდიდე.
მე ამოვხსენია და პასუხს ვღებულობ S=90L^2p/(360+P)^2n და პასუხებშიაL^2/16 და 2რად
-------------------------------------------------------------------------------------
სექტორის კუთხე აღვნიშნოთ a(ალფა) -თი. მისი რადიანული ზომაა შესაბამისი რკალის სიგრძის ფარდობა რადიუსთან --- a = x/R = (L-2R)/R

წრეში 2pi რადიანულ კუთხეზე (360 გრად) განაწილებულია piR^2 ფართობი, მაშინ სექტორის ფართობი იქნება მისი (a/2pi) ნაწილი ..... S = aR^2 /2 = (LR - 2R^2)/2
მივიღეთ სექტორის ფართობის რადიუსთან დამოკიდებულების კვადრატული ფუნქცია S = f® = - R^2 + (L/2)R რომელსაც მაქსიმუმი ექნება R0 = L/4 -ზე (გაიხსენე კვადრატული ფუნქციის მაქსიმუმისა და მინიმუმის წერილი X0= - b/2a )
ასე რომ მაქსიმალური ფართობის შესაბამისი რადიუსია R0 = L/4 .... შესაბამისი რადიანული კუთხე a0 = ??? რად და შესაბამისი მაქსიმალური ფართობი Smax = ???

Posted by: Attila 18 Mar 2018, 18:01
აი ეს რა არის? როგორ ვისწავლო? როგორ მოვაბრუნო ჩემსკენ? ქართულად ახსნილი დამილინკეთ რა წერია აქ საერთოდ lol.gif
user posted image
user posted image

Posted by: Solveig 18 Mar 2018, 18:35
Attila
უმარტივესი მაგალითებია. რა არის მანდ რთული, ან რა ვერ გაიგე?

Posted by: Attila 18 Mar 2018, 18:42
Solveig
საერთოდ ვერ ვგებულობ ვერაფერს მანდ რაც წერია, მე მაინტერესებს ქართული მასალა სადაც კარგად გავიგებ და ვისწავლი ან გავიხსენებ.თუმცა ვერ გავიხსენებ, რადგან არ მისწავლია.

Posted by: Solveig 18 Mar 2018, 18:52
Attila
აბა რა გითხრა. ჩემს დროს ეგენი მეშვიდე კლასში ისწავლებოდა ალგებრაში. ახლაც იგივე იქნება ალბათ...

https://www.youtube.com/watch?v=Y36iTdeh7oQ
https://www.youtube.com/watch?v=B7nrMDKrCQ0
https://www.youtube.com/watch?v=8MXWkX6EX8A
https://ka.khanacademy.org/math/pre-algebra/pre-algebra-ratios-rates/pre-algebra-write-and-solve-proportions/v/find-an-unknown-in-a-proportion
იქნებ ესენი გამოგადგეს..

Posted by: Attila 18 Mar 2018, 19:02
Solveig
გმადლობ კარგი მასალა ჩანს, გულდასმით ვნახავ )

Posted by: Echo Zvana 19 Mar 2018, 00:02
Attila
"ხანის აკადემია" მოძებნე ხოლმე იუთუბში ან გუგლში, დაბალი კლასების მათემატიკა ბლომადაა ნათარგმნი ქართულად, მასალაც საკმაოდაა.

Posted by: Solveig 19 Mar 2018, 01:19
Echo Zvana


QUOTE
"ხანის აკადემია"

ერთი ბმული მაგისია ზუსტად.
ნორმალური წყარო ჩანს. დამწყებს გამოადგება ნამდვილად..

Attila
ეროვნული გამოცდისათვის ემზადები?

Posted by: Attila 19 Mar 2018, 08:53
Solveig
არა.პროფესიული კოლეჯის გამოცდებში იყო, ესენი არ ვიცი არ მისწავლია ვერ დავწერ და ცოტა მეცადინეობა გადავწყვიტე.

Posted by: messi2003 19 Mar 2018, 20:36
oleg-i
გაიხარე, რა ჭკვიანი ხარ, მე კი სულ სხვანაირი გზით წავედი,არასწორით. მადლობა ძალიან დამეხმარე

Posted by: oleg-i 19 Mar 2018, 21:07


QUOTE
oleg-i
გაიხარე, რა ჭკვიანი ხარ,


გესმის ასფურცელა?... ა, კიდო! - ჭკვიანი ხარო .
''... დამგესლე ახლა, აგერ ვარ, ა...''



Posted by: Nodo_K 21 Mar 2018, 13:20
oleg-i 0 0. 1 0. 0 1. 1 1. 2 0. 0 2. 2 2. 2 1. 1 2. Fexburti vaxzenet da am angarishebidan luwis dasmis albbtoaa 7 5zzea tu 5 4ze

Posted by: asphurcela 21 Mar 2018, 13:46
oleg-i
QUOTE
გესმის ასფურცელა?... ა, კიდო! - ჭკვიანი ხარო .

ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას smile.gif

Posted by: არწივი9 25 Mar 2018, 22:40
QUOTE (Irakli @ 8 Mar 2018, 22:33 )
არწივი9
2-3 სემესტრი მინიმუმ ალბათ, გააჩნია პროგრამას.

დღეში რამდენი საათის მეცადინეობის პირობით? rolleyes.gif

Posted by: Jameson 26 Mar 2018, 19:52
რიცხვის პროცენტული კლება როგორ უნდა გამოვთვალო??

სიტყვაზე 120 შემცირდა რაღაც პროცენტით და მივიღეთ 36.

რამდენი პროცენტით არის შემცირებული როგორ ითვლება biggrin.gif

Posted by: lepori 26 Mar 2018, 21:07
Jameson
QUOTE
რიცხვის პროცენტული კლება როგორ უნდა გამოვთვალო??

სიტყვაზე 120 შემცირდა რაღაც პროცენტით და მივიღეთ 36.

რამდენი პროცენტით არის შემცირებული როგორ ითვლება

ჯერ ის დაითვალე 36 რამდენი პროცენტია
ანუ 36/120*100
ხოდა რასაც მიიღებ, 100 მინუს ეგ რიცხვ იქნება პასუხი


>>>>>>>>>>
36 120-ს 30%ია
ანუ 120 შემცირებულა 70%ით



--
პირიქითაც შეგძლია, ჯერ 120-36 იანგარიშო (=84)
და მერე დაითვალო, სხვაობა რამდენი პროცენტია 120სა
84/120*100 = 70

Posted by: Irakli 26 Mar 2018, 21:08
არწივი9
3-4 საათი ალბათ

Jameson
გამოაკლე 120-ს 36 და გაყავი 120-ზე. მერე გააამრავლე 100-ზე და მიიღებ პროცენტებში: (120-36)/120 = 84/120 = 0.7 გაამრავლე 100%-ზე: 0.7 * 100% = 70% - ანუ 70%-ით დაიკლო ფასმა.

Posted by: Jameson 29 Mar 2018, 10:29
lepori
Irakli

ჯიგრებიხართ მადლობა

Posted by: dendo 29 Mar 2018, 11:08
ხშირად დადეთ ხოლმე საინტერესოამოცანები

Posted by: ket_a 29 Mar 2018, 18:59
გამარჯობათ!

8 ლაზიერის ამოცანის ამოხსნის პრინციპი ხომ არ იცით ვინმემ? help.gif

Posted by: Kaxab 29 Mar 2018, 20:38
ket_a
8 ლაზიერი არარეალურია, საიდან მოგაგონდა?

Posted by: ket_a 29 Mar 2018, 20:50
Kaxab

QUOTE
8 ლაზიერი არარეალურია, საიდან მოგაგონდა?

ამოცანაა ასეთი:

რვა ლაზიერის ამოცანა გულისხმობს 8x8 განზომილების მქონე საჭადრაკო დაფაზე რვა ლაზიერის განთავსებას ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ ემუქრებოდნენ ჭადრაკის წესების გათვალისწინებით. ლაზიერის ფერს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. უფრო ზუსტად ამოცანა გულისხმობს რომ, ლაზიერები დაფაზე ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ არც ერთ ჰორიზონტალზე, ვერტიკალზე და დიაგონალზე არ უნდა იმყოფებოდეს ერთზე მეტი ლაზიერი.

და ვიკითხე,ხომ არავინ იცის ამ ამოცანის ამოხსნის პრინციპი.

Posted by: Irakli 29 Mar 2018, 20:56
Kaxab
საკმაოდ რეალურია, 92 სხვადასხვა ამონახსნი აქვს.

ket_a
ფუნდამენტური ამონახსნის მონახვისთვის ფორმულა არსებობს, რომელიც ნებისმიერი ზომის ჭადრაკის დაფისთვის გამოდგება. იხ. აქეთ: https://en.wikipedia.org/wiki/Eight_queens_puzzle

Posted by: Kaxab 29 Mar 2018, 21:55
ეგ პროგრამირებაში სავარჯიშო ყოფილა. თამაშისას არ მგონია რეალური.

Posted by: ket_a 29 Mar 2018, 22:13
Kaxab
QUOTE
ეგ პროგრამირებაში სავარჯიშო ყოფილა. თამაშისას არ მგონია რეალური.

yes.gif
არა მარტო პროგრამირებაში.რათქმაუნდა სათამაშოდ არაა გათვლილი smile.gif

Posted by: lepori 30 Mar 2018, 21:59
ket_a
QUOTE
რვა ლაზიერის ამოცანა გულისხმობს 8x8 განზომილების მქონე საჭადრაკო დაფაზე რვა ლაზიერის განთავსებას ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ ემუქრებოდნენ ჭადრაკის წესების გათვალისწინებით. ლაზიერის ფერს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. უფრო ზუსტად ამოცანა გულისხმობს რომ, ლაზიერები დაფაზე ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ არც ერთ ჰორიზონტალზე, ვერტიკალზე და დიაგონალზე არ უნდა იმყოფებოდეს ერთზე მეტი ლაზიერი.

და ვიკითხე,ხომ არავინ იცის ამ ამოცანის ამოხსნის პრინციპი.


ამოხსნის პრინციპში რასგულისხმობ?
დაალაგე ლაზიერები სხვადასხვა დიაგონალზე და ეგაა biggrin.gif

თუ ამოხსნის ალგორთმი გინდა?

Posted by: asphurcela 31 Mar 2018, 08:51
ket_a
ჩემი სტუდენტობის დროს პროგრამირების გავლისას ამოვხსენი და ჩამოვწერე ხელით.
მერე რამდენიმე წლის წინ მატლაბში დავწერე პროგრამა.
თუ მივაგენი დავდებ კოდს. შეიძლება ძველ კომპიუტერში მქონდეს სადმე, არ ვიცი სად მაქვს.

Posted by: ket_a 31 Mar 2018, 09:06
lepori
QUOTE
დაალაგე ლაზიერები სხვადასხვა დიაგონალზე და ეგაა

კაი კაცო biggrin.gif
QUOTE
თუ ამოხსნის ალგორთმი გინდა?

რათქნაუბდა. რა ფორმულით ინაცვლებენ ადგილებს ლაზიერები რომ რვა უნიკალური ვერსია დგება
asphurcela
კოდი არ მინდა,მაგას თავად მივხედავ.
ალგორითმი მინდა,რაც ზემოთ დავწერე ანუ.

Posted by: არწივი9 31 Mar 2018, 17:40
Irakli
QUOTE
3-4 საათი ალბათ

ყოველდღე? rolleyes.gif

Posted by: Irakli 2 Apr 2018, 01:09
არწივი9
კვირაში 3-ჯერ smile.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 2 Apr 2018, 19:26
შეიძლება ვინმეს გამოგადგეთ

სამუხრუჭე მანძილი გამოითვლება ფორმულით -> L = Vo^2 / 2a
L = მანძილი
Vo = სიჩქარე რომლიდანაც ვიწყებ დამუხრუჭებას
a = რა აჩქარებით (შენელებით) ვამუხრუჭებთ

მანქანის გაჩერების დრო -> T = Vo / a
* * *
სხეული უსაწყისო სიჩქარით ვარდება 10 მეტრი სიმაღლიდან, რამდენჯერ მეტი ან ნაკლები იქნება 4 მეტრ სიმაღლეზე პოტენციური ენერგია კინეტიკურ ენერგიაზე?

ეს ამოვხსენი გრძელი გზით facepalm.gif
ვიცი უფრო მოკლე გზაც იქნება

სხეულის მასა ერთიდაიგივეა და პირობითად 1 კგ ს ტოლი იყოს
E პოტენციური = mgh = gh = 40 ჯოული
E კინეტიკური = mv^2 / 2 = v^2 / 2

აქ იწყება ყველაფერი givi.gif facepalm.gif
გადაადგილება h ან S = 6 მეტრი. 10-4
S = Vot + gt^2 / 2 = gt^2 / 2 (უსაწყისო სიჩქარით ვარდება, Vot ნულის ტოლია)
ჯერ ვიგებთ რა დროში დაფარა სხეულმა 6 მეტრი

6 = 10*t^2 / 2
12/10 = t^2
t = ფესვი 6/5 დან ან 12/10 დან
ეხლა გვინდა სიჩქარის გაგება. v = Vo + gt = gt = 10t
E კინეტიკური = v^2 / 2
აქ სიჩქარის ნაცვლად 10t ს ვსვამთ, გვექნება (10*ფესვი 6/5)^2 / 2 = 100*6/5 / 2 = 20*6 / 2 = 60 ჯოული facepalm.gif

გვეკითხებოდნენ რამდენჯერ მეტია ან ნაკლები პოტენციური კინეტიკურზე
40/60 = 2/3
პასუხია ნაკლებია 1.5 ჯერ



war.gif

Posted by: არწივი9 3 Apr 2018, 19:18
QUOTE (Irakli @ 2 Apr 2018, 00:09 )
არწივი9
კვირაში 3-ჯერ smile.gif

და ეს ცოდნა რისი ტოლფასია? ანუ რაც ფიზიკოსმა უნდა იცოდეს ისაა ხო?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 3 Apr 2018, 23:39
ერთიც და გავედი
ამწეს ელექტროძრავა ჩართულია 220 ვ ძაბვის ქსელში. მასში გამავალი დენის ძალაა 10 ა. რა სიმაღლეზე აიტანს 200 კგ მასის ტვირთს ამწე 30 წმ-ში,თუ დახარჯული ელექტროენერგიის მხოლოდ 50% ხმარდება ტვირთის ატანას?

სიმძლავრე P = IU დენის ძალა * ძაბვა = 2200 ვატი = მუშაობა A / t დროსთან
F= mg = 2000
A = FS ანუ 2000*S
2200 = 2000*S / t (დრო 30 წამი)
22 = 20*S/30 = 2*S/3
S/3 = 11
S = 33 მ

ენერგიის 50% თუ ხმარდება, მაშინ ტვირთი ნახევარ სიმაღლეზე ავა 33/2 = 16.5 მ

ჩემით up.gif

---

m მასის სხეული თანაბრად ააქვთ 60 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე. იპოვეთ სხეულზე მოქმედი რეაქციის ძალა

საყრდენი რეაქციის და სიმძიმის ძალების ერთმანეთის ტოლია (ერთმანეთს აწონასწორებენ) როდესაც სხეული ჰორიზონტალურ ზედაპირზე დევს. რადგან დახრილი სიბრტყე გვაქ, ეს ძალები ერთმანეთის ტოლი არ იქნება
საყრდენი რეაქციის ძალა ტოლია mg * სიბრტყეებს შორის კუთხის კოსინუზე N = mg * cosa
cos60 = 1/2
პასუხი: mg/2
* * *
20 კგ მასის ურიკა დევს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, ურიკასა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტი 0,1 ია, ურიკას ჰორიზონტალურად ექაჩებიან 10ნ ძალით, ამ მომენტში ხახუნის ძალა ტოლია

F ხ. = N*u
ხახუნის კოეფიციენტი u = 0.1
რადგან ურიკა წონასწორობაშია, მაშინ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნულია mg + N = 0
N = -mg = 20*10 = 200 ნ
F ხ. = 200 * 0.1 = 20

აქეთ ვექაჩებით 10 ნიუტონით და პასუხი იქნება 20ნ-10ნ = 10ნ
* * *
ჰორიზონტალურ ზედაპირზე 15 კგ მასის ციგას ბავშვი მიასრიალებს თანაბრად 7.5 ნ ძალით. ციგასა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია

7.5 ნიუტონი დაგვჭირდა რომ სხეული აგვემოძრავებინა
F ხახუნი ტოლია ხახუნის კოეფიციენტის და საყრდენი რეაქციის ძალის ნამრავლის u*N
N = -mg = 15*10 = 150

7.5 = u * 150
u = 0.05

თუ არასწორედ გავაკეთე, შემისწორეთ up.gif

Posted by: Nodo_K 4 Apr 2018, 20:28
კალათბურთში , 4 პერიოდია, რა არის იმის ალბათობა რომ 4ვე პერიოდი კენტ ნირცხვზე დამთავრდეს?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 4 Apr 2018, 22:42
Nodo_K
1/16


Posted by: Nodo_K 4 Apr 2018, 22:55
Datvlas-vin-gtxovs
ზუსტად იცი? არამგონია ეგრე იყოს, ლუწის უფრო მეტი ალბათობაა ვიდრე კენტის.

დააკვირდი

Posted by: konformist 4 Apr 2018, 23:18
Datvlas-vin-gtxovs
ორი ხდომილებაა - კენტი, ლუწი

რადგან 4 პერიოდია 2 მე-4 ხარისხში=16

0000
1111

აბა დათვალე 0000, 0001, 0010, 0011, 0100, 0101, 0110, 0111, 1000, 1001, 1010,1011, 1100, 1101, 1110, 1111

gigi.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 4 Apr 2018, 23:23
Nodo_K
QUOTE
ლუწის უფრო მეტი ალბათობაა ვიდრე კენტის

არამც და არამც
ან ლუწი იქნება ჯამში ან კენტი
ორივეს ალბათობა 1/2 ია

up.gif

konformist
მე მიხსნი თუ რატო მომნიშნე?
ვერ მივხვდი

Posted by: konformist 4 Apr 2018, 23:25
Datvlas-vin-gtxovs

ბოდიში შემეშალა

Nodo_K
უნდა მომენიშნა smile.gif

Posted by: Nodo_K 4 Apr 2018, 23:45
konformist
Datvlas-vin-gtxovs
მადლობა ორთავეს <3

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 5 Apr 2018, 09:31

როდესაც 5კგ მასის უძრავ სხეულზე მოქმედი ძალის იმპულსი 20ნ*წმ-ია, მაშინ რა სიჩქარეს იძენს ის?

Ft = m(V-Vo)
20 = 5(V-Vo)
V-Vo = 4
V = 4 მ/წმ



=======


konformist
Nodo_K

up.gif up.gif

აბა ვინ ამოხსნის bis.gif

თუ ამწეს 2ტ მასის ტვირთი თანაბრად ააქვს 0,5მ/წმ სიჩქარით, მაშინ რა სიმძლავრეს ავითარებს იგი?


წყალში რა სიღრმეზე გაორმაგდება ატმოსფერული წნევა? 1ატ=105 პა



===


Posted by: Nodo_K 5 Apr 2018, 22:06
konformist
Datvlas-vin-gtxovs

მოდი გემბლინგსშევეჭიდოთ,

97 პროცენტი მატჩი მთავრდება 4 ზე ნაკლები კინტი (1-0, 0-1, 2-1, 1-2 ) ლუწი ( 0-0, 1-1, 2-0, 0-2, 2-2 ) 4/5 ზეა ლუწის სასარგებლოდ, რა არის ალბათობა იმისა რომ 4 ცდიდან ოთხივე კენტ რიცხვზე დამთავრდეს ?

ამოხსნა:

1 ცდა არის კენტი 45/55
4 ცდა 0.45*0.45*0.45*0.45*100=4.1

სწორია?

Posted by: lulz0 16 Apr 2018, 18:21
ამოცანა: http://www.picz.ge/img/s3/1804/16/4/4846dcfe7721.jpg

Posted by: oleg-i 16 Apr 2018, 22:34
lulz0
QUOTE
ამოცანა: http://www.picz.ge/img/s3/1804/16/4/4846dcfe7721.jpg


Posted by: lulz0 16 Apr 2018, 23:22
oleg-i
დიდი მადლობა!

პ.ს პარამეტრის ინტერვალს მხოლოდ დისკრიმინანტით ვსაზღვრავდი. აწი გავითვალისწინებ.

* * *
ამოცანა: user posted image

შეკითხვა;
1: შეიძლება ფუნქცია (ნებისმიერი ან თუ კონკრეტული რომელი) გარდავქმანთ სხვა ფუნქციად, რომელიც პირველი ფუნქციის მნიშვნელობებიდან მხოლოდ მარტივ მნიშვნელობებს მიიღებს რაიმე ახალი t მთელი პარამეტრისთვის;

2: მარტივ რიცხვთა ზოგადი ჩანაწერი არსებობს?


* * *
ამოცანა: user posted image

Posted by: THH 19 Apr 2018, 11:24
ბოლო ამოცანის ამოხსნა: p=|(x-3)(x+5)|, საიდანაც დავასკვნით, რომ |x-3| და |x+5| არის p-ს დაშლა ნამრავლად. მაგრამ p მარტივია და ამიტომ მას აქვს ერთადერთი დაშლა 1 და p. ასე, რომ ან |x-3|=1 და |x+5|= მარტიავია ანდა კიდევ |x+5|=1 და |x-3|= მარტიავია.
მოკლეთ, x შეიძლება იყოს 2,4,-4 ან -6. აქედან, მხოლოდ 2, -4 გამოდგება. რაც იძლევა (2,7) და (-4, 7) წერტილებს.

Posted by: oleg-i 19 Apr 2018, 23:22
lulz0
QUOTE


2: მარტივ რიცხვთა ზოგადი ჩანაწერი არსებობს?

არა...

ამოცანა: მოძებნეთ ყველა ისეთი მარტივი p რიცხვი, რომლისთვისაც 6x^2 -12x + 3 = p (x-2) განტოლებას x -ს მიმართ გააჩნია ერთი მაინც მთელი ამონახსნი ( x მთელი რიცხვია ... p მარტივი რიცხვია )
--------------------------------
1) შეამოწმე და დარწმუნდი იმაში რომ x = 2 არ არის განტოლების ფესვი...
ახლა დაუშვი რომ ამ განტოლებას აქვს რაიმე მთელი ამონახსნი. მაშინ ამ ამონახსნით გამოსახული პარამეტრიც უნდა იყოს მთელი რიცხვი ----- p = (6x^2 -12x + 3) / (x-2) = 6x + 3/(x-2) -ც უნდა იყოს მთელი. ..... (x-2) უნდა იყოს 3-ის გამყოფი.
-------->>>>> x = -1... 1...3...5... ხოლო მათი შესაბამისი p - ებია p = -9...3...21...31 და ბოლოს მათგან გამოარჩიე მარტივი p - ები
---->>> p = 3 ან 31

Posted by: lulz0 20 Apr 2018, 09:52
THH
oleg-i
დიდი მადლობა ორივეს დახმარებისთვის!

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 23 Apr 2018, 20:29
ფიზიკის ამოცანები გამოუშვით
bis.gif

Posted by: lulz0 24 Apr 2018, 21:24
გამარჯობათ. მოკლედ ეს ამოცანაა
user posted image

რომელიც ამოვხსენი და პასუხი მივიღე (2;0), (-6;2), (6;-2), (-2,0) აგერ გრაფიკულადაც იგივე https://www.desmos.com/calculator/ewki2fffs5 .
თუმცაღა პასუხებში (ოთხი პასუხია) ემთხვევა მხოლოდ ორი ზემოთ ჩამოთვლილი ( (2;0) და (-2,0) ) და არი კიდევ ორი ( (-6;-2) და (6;2) ).

არადა რავი ეროვნულებისაა და მაგრამ ნახაზზე რო აშკარად ჩანს რომ არაა ეგ ორი ამონახსნი. რა მეშლება გამარკვიეთ.
წინასწარ მადლობა!

Posted by: asphurcela 24 Apr 2018, 22:09
lulz0
QUOTE
რა მეშლება გამარკვიეთ


იქს კვადრატის მერე მინუსია ამოცანაში.
გრაფიკის აგებაზე შენ + გიწერია.
თუ შეცვლი, მერე ემთხვევა დარჩენილი ორი წყვილი (-6;-2) და (6;2)

Posted by: lulz0 26 Apr 2018, 14:46
ეჰ, რა დებილი შეცდომა გამეპარა.

მადლობა asphurcela შეცდომის პოვნისთვის.

Posted by: paperboi 4 May 2018, 18:35
გამარჯობა,

ეს როგორ ამოვხსნა?


Posted by: asphurcela 7 May 2018, 10:16
paperboi

http://clas.sa.ucsb.edu/staff/lee/Inflection%20Points.htm

Posted by: paperboi 9 May 2018, 17:08
asphurcela
მე ასე ამოვხსენი და იქნებ გადახედოთ:
მეორე რიგის წარმოებული არის ფუნქციის აჩქარება. გადაღუნვის წერტილებია იქ, სადაც მეორე რიგის წარმოებულის დადებითობა იცვლება უარყოფითობით (ან პირიქით).
ამ ნახაზის მიხედვით (-5:-3) შუალედში აჩქარება დადებითია, (-3)-ში ნულდება და შემდეგ იწყებს კლებას. გამოდის, რომ ნიშანი შეიცვალა, ე.ი გადაღუნვის წერტილია.
იგივე მდგომარეობაა x=1 წერტილში.

Posted by: oleg-i 9 May 2018, 21:19
paperboi
QUOTE
მე ასე ამოვხსენი და იქნებ გადახედოთ:
მეორე რიგის წარმოებული არის ფუნქციის აჩქარება. გადაღუნვის წერტილებია იქ, სადაც მეორე რიგის წარმოებულის დადებითობა იცვლება უარყოფითობით (ან პირიქით).
ამ ნახაზის მიხედვით (-5:-3) შუალედში აჩქარება დადებითია, (-3)-ში ნულდება და შემდეგ იწყებს კლებას. გამოდის, რომ ნიშანი შეიცვალა, ე.ი გადაღუნვის წერტილია.

კი ბატონო!

QUOTE
იგივე მდგომარეობაა  x = 1  წერტილში.

არა ბატონო!

მოკლედ... ფუნქციის პირველი რიგის წარმოებულით ახასიათებენ ფუნქციის ცვლილების ''სიჩქარეს'' - გრაფიკულად ''ციცაბობას'' განსაზღვრავს....
პირველი რიგის წარმოებული 0-ის ტოლია ნიშნავს, რომ ამ წერტილში ''ციცაბობა'' ნულია - გრაფიკის მხები ამ წერტილში აბსცისას პარალელურია. ასეთი წერტილები შენს გრაფიკზე სამია: - x = -3; x = 1; x = 5;

ფუნქციის მეორე რიგის წარმოებულით ახასიათებენ ფუნქციის '' სიჩქარის'' ცვლილების ''სიჩქარეს'' , ანუ ფუნქციის ცვლილების ''აჩქარებას''... გრაფიკულად ამოზნექილობა/ჩაზნექილობას განსაზრვრავს - მეორე რიგის წარმოებული დადებითია ნიშნავს, რომ ამ უბანში ფუნქციის გრაფიკი ამოზნექილია და პირიქით.
მეორე რიგის წარმოებული 0-ის ტოლია ნიშნავს, რომ ამ წერტილში ამოზნექილ-ჩაზნექილობა ნულია, ანუ გრაფიკი ამ წერტილში გადაღუნულია- ამოზნექილობა იცვლება ჩაზნექილობით ან პირიქით. ასეთი წერტილები შენს გრაფიკზე ისევ სამია(მაგრამ ''ღმერთი სამობითაა(ო)''-ს დასტურად ეს ფაქტი მაინც არ გამოდგება - სხვაგან უნდა მოიძიო wink.gif) : - x = -1,5; x = 4; x = 5;

მიაქციე ყურადღება იმას რომ x = 5 წერტილში ორივე რიგის წარმოებული 0-ის ტოლია....
* * *
paperboi
აპრუწუწუნ!..
სამწუხაროდ გვიან შევნიშნე, რომ ამ საკითხში წარმოდგენილია არა ფუნქციის გრაფიკი, არამედ მისი წარმოებულის გრაფიკი... რის გამოც ფუნქციის ''აჩქარება'' 0-ის ტოლია x = -3; x = 1; x = 5; წერტილებში - თვით y = f(x) ფუნქციის გადაღუნვის წერტილებია.
ხოლო x = -1,5; x = 4; x = 5; წერტილებში ფუნქციის მესამე რიგის ( ''აჩქარების" ცვლილების ''სიჩქარე'') წარმოებულია 0-ის ტოლი.

Posted by: paperboi 10 May 2018, 12:50
oleg-i
QUOTE
ასეთი წერტილები შენს გრაფიკზე ისევ სამია(მაგრამ ''ღმერთი სამობითაა(ო)''-ს დასტურად ეს ფაქტი მაინც არ გამოდგება - სხვაგან უნდა მოიძიო  )

biggrin.gif

გასაგებია, მაგრამ
QUOTE
რის გამოც ფუნქციის ''აჩქარება'' 0-ის ტოლია x = -3; x = 1; x = 5; წერტილებში - თვით y = f(x) ფუნქციის გადაღუნვის წერტილებია

x=5 წერტილი მაინტერესებს. ამ წერტილის მარცხნიდან აჩქარება იკლებს, შემდეგ x=5 წერტილში ნულდება და შემდეგ ისევ იზრდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ნიშანს არ იცვლის. გადაღუნვის წერტილად მაინც ითვლება? გადაღუნვის წერტილების განმარტება ზუსტად აღარ მახსოვს.

Posted by: oleg-i 10 May 2018, 17:00
paperboi
QUOTE
გადაღუნვის წერტილების განმარტება ზუსტად აღარ მახსოვს.

გადაღუნვის წერტილზე მეორე რიგის წარმოებული (აჩქარება) 0- ია, მაგრამ ეს არაა საკმარისი -ნიშანსაც უნდა იცვლიდეს... asphurcela -ს მიერ მითითებულ მისამართზე კარგადაა გარჩეული.

ასე, რომ მართალი გამოდექი, როცა x=5 წერტილი ეჭვსქვეშ დააყენე... (თუმც ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ''სამობით'' არ არის biggrin.gif )

Posted by: higher1189 13 May 2018, 15:04
კლასის თითოეული მოსწავლე დადის ან მხოლოდ სიმღერის წრეზე, ან
მხოლოდ ცეკვის წრეზე, ან მხოლოდ ხატვის წრეზე, ან - სამივეზე. იმ მოსწავლეთა
2/3 ნაწილი, რომლებიც დადიან სიმღერის წრეზე, დადის როგორც ცეკვის, ასევე
ხატვის წრეზე. იმ მოსწავლეთა 2/7 ნაწილი, რომლებიც დადიან ცეკვის წრეზე,
დადის როგორც სიმღერის, ასევე ხატვის წრეზე. ხატვის წრეზე 2-ჯერ მეტი
მოსწავლე დადის, ვიდრე სიმღერის წრეზე. კლასის მოსწავლეთა რა ნაწილი
დადის ხატვის წრეზე?

ეს როგორ იხსნება, ძაან ამჭრა biggrin.gif

Posted by: არწივი9 13 May 2018, 16:22
თუ შეიძლება მითხარით მატრიცებში განულება როგორ ხდება? ანუ როგორც ვიცი თუ მატრიცა დიდია მაშინ სასარგებლოა რომ დიაგონალის ქვემოთ ნულები დავსვათ და მაშინ გამოთვლა მკვეთრად მარტივდება, ეს როგორ გავაკეთო?

Posted by: oleg-i 13 May 2018, 20:25
higher1189
QUOTE
კლასის თითოეული მოსწავლე დადის ან მხოლოდ სიმღერის წრეზე, ან
მხოლოდ ცეკვის წრეზე, ან მხოლოდ ხატვის წრეზე, ან - სამივეზე. იმ მოსწავლეთა
2/3 ნაწილი, რომლებიც დადიან სიმღერის წრეზე, დადის როგორც ცეკვის, ასევე
ხატვის წრეზე. იმ მოსწავლეთა 2/7 ნაწილი, რომლებიც დადიან ცეკვის წრეზე,
დადის როგორც სიმღერის, ასევე ხატვის წრეზე. ხატვის წრეზე 2-ჯერ მეტი
მოსწავლე დადის, ვიდრე სიმღერის წრეზე. კლასის მოსწავლეთა რა ნაწილი
დადის ხატვის წრეზე?

მოკლედ, არ არსებობენ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ერთდროულად დადიან სამიდან რომელიმე ორზე.

დავუშვათ სამივე წრეზე დადის x რაოდენობის მოსწავლე, მაშინ პირობიდან
QUOTE
იმ მოსწავლეთა   2/3 ნაწილი, რომლებიც დადიან სიმღერის წრეზე, დადის როგორც ცეკვის, ასევე
ხატვის წრეზე.

გამომდინარეობს, რომ ზოგადად სიმღერის წრეზე დადის (3/2)x ..... და მხოლოდ სიმღერაზე (1/2)x მოსწავლე.
ანალოგიურად პირობიდან
QUOTE
იმ მოსწავლეთა 2/7 ნაწილი, რომლებიც დადიან ცეკვის წრეზე,
დადის როგორც სიმღერის, ასევე ხატვის წრეზე

გამომდინარეობს, რომ ზოგადად ცეკვის წრეზე დადის (7/2)x ..... და მხოლოდ ცეკვაზე (5/2)x მოსწავლე.


დაბოლოს პირობიდან
QUOTE
ხატვის წრეზე 2-ჯერ მეტი
მოსწავლე დადის, ვიდრე სიმღერის წრეზე.

გამომდინარეობს, რომ ზოგადად ხატვის წრეზე დადის 3x ..... და მხოლოდ ხატვაზე კი 2x მოსწავლე.

QUOTE
კლასის მოსწავლეთა რა ნაწილი
დადის ხატვის წრეზე?
- ო???
ანუ გეკითხებიან ფარდობას 3x/((1/2)x + (5/2)x + 2x + x) = ?????


მაგ კლასში არის 12 მოსწავლე....
ცეკვავს - 7 = 5 +2(ცეკვავს/მღერის /ხატავს)......
მღერის - 3 = 1 +2(ცეკვავს/მღერის /ხატავს).....
ხატავს - 6 = 4 +2(ცეკვავს/მღერის /ხატავს)...

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 14 May 2018, 17:49
ეს რა ფორმულაა?

რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი, თუ მისი 1 მ დიამეტრის ბორბალი წუთში 360ბრუნს აკეთებს?
* * *
და ეს facepalm.gif

4კგ. მასის ეთგვაროვანი ბერკეტის საყრდენი მისი სიგრძის 1/4-ზეა მოთავსებული. მის მოკლე ბოლოზე ჩამკიდებულია 10კგ. მასის ტვირთი. იპოვეთ, თუ რა მასის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ ბერკეტის გრძელ ბოლოზე, რომ ის წონასწორობაში იყოს
* * *
ძალის მომენტია F1L1 = F2L2 ის მარა
ბერკეტი 4კგ ა და ეგ როგორ დააწვება მხარეებს ?
* * *

პასუხია 1ლი. რატო?

რომელი თოვლის საფარი იცავს ნათესებსა და მცენარეებს ყინვისაგან?
I. ფხვიერი, ახალი თოვლის საფარი
II. ძველი, დატკეპნილი თოვლის საფარი

* * *
ბერკეტის წონა რო არ გავითვალისწინოთ არ შეიძლება?
user posted image



* * *
რას უდრის წყალში ჩაძირული 8კგ მასის სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა,თუ იგი ფსკერს 50ნ ძალით აწვება?

ფსკერზე მოქმედი ძალა რამეს გვაძლევს? მაგა მგონი არ გვადგება

Posted by: SabaAfa 15 May 2018, 13:55
1. კუბი ჩაძირულია სითხეში,სითხის წონით გამოწვეული წნევა კუბის ზედა წახნაგზეა P ქვედაზე კი 1,2P სითხის ზედაპირიდან რა სიღრმეზეა ჩაძირული კუბის ზედა წახნაგი თუ კუბის წიბოს სიგრძეა L ?
2. წყალში მოტივტივე ერთგვაროვანი სხეული ჩაძირულია თავისი მოცულობის 3/4 ნაწილით რისი ტოლია სხეულის მასალის სიმკვრივე თU წყლის სიმკვრივეა 1000კგ/მ კუბთან.
3. 1300კგ/მ3 სიმკვრივის გლიცერინში ჩაუშვეს სამი სხეული,პირველი შხეულის სიმკვრივეა 1,1გრ/სმ3 მეორე სხეულის 1250კგ/მ3 მესამე სხეულის კი 1.4გრ/სმ3 რომელი ჩაიძირება გლიცერინში?
4.ჰიდრავლიკური წნეხის დიდი დგუშის ფართობი 20-ჯერ მეტია მცირე დგუშის ფართობზე თუ მცირე დგუშზე მოქმედებს 30ნ ძალა რისი ტოლი იქნება დიდ დგუშზე მოქმედი ძალა?
5. როგორ შეიცვლება ჰიდროსტატიკური წნევა თუ სიმკვრივეს შევამცირებთ 2 ჯერ ხოლო ჩაძირვის სიღრმეს გავზრდით 4 ჯერ?
6. სხეულის წონა სითხეში 20ნ ის ტოლია განსაზღვრეთ სხეულის მოცულობა თუ ამ სხეულის სიმკვრივე სითხის სიმკვრივეზე 200კგ/მ3 ით მეტია?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 15 May 2018, 14:18
SabaAfa
რაღაც ეგეთია ესაც
user posted image

შენებიდან შეიძლება რომელიმე ამოვხსნა

Posted by: SabaAfa 15 May 2018, 14:23
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 15 May 2018, 14:18 )
SabaAfa
რაღაც ეგეთია ესაც
user posted image

შენებიდან შეიძლება რომელიმე ამოვხსნა

400=pgh
400=0.05*10p
400=0.5p
p=800 ;დ

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 15 May 2018, 14:46
SabaAfa
4 კგ მასის სხეულის სიჩქარე თავისუფალი ვარდნისას გზის რაღაც მონაკვეთზე გაიზარდა 2-დან 8მ/წმ-მდე. რა იქნება სიმძიმის ძალის მუშაობა გზის ამ უბანზე ?

Posted by: SabaAfa 15 May 2018, 15:19
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 15 May 2018, 14:46 )
SabaAfa
4 კგ მასის სხეულის სიჩქარე თავისუფალი ვარდნისას გზის რაღაც მონაკვეთზე გაიზარდა 2-დან 8მ/წმ-მდე. რა იქნება სიმძიმის ძალის მუშაობა გზის ამ უბანზე ?

Amg= mv2^2/2 * - mv1^2/2= 128-8=120

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 15 May 2018, 16:30
SabaAfa
და კინეტიკურ ენერგიასთან რატო აკავშირებ? ვერ მივხვდი

Posted by: Uxeiro 15 May 2018, 17:51
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 14 May 2018, 17:49 )
ეს რა ფორმულაა?

რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი, თუ მისი 1 მ დიამეტრის ბორბალი წუთში 360ბრუნს აკეთებს?

l=d
v=s/t
ბორბლის გარშემოწერილობას იპოვი დიამეტრით.
გარშემოწერილობა რომ გეცოდინება, გაამრავლებ 360-ზე და გაიგებ წუთში რა მანძილი გაუვლია.
მერე მანძილს გაყოფ დროზე და ეგაა

ოღონდ ან მანძილი კმ-ებში გადაიყვანე და დრო სთ-ებში, ან მანძილი მეტრებში და დრო წამებში up.gif

ის კუბიკი პია

Posted by: ibo 15 May 2018, 17:52
არწივი9
QUOTE
თუ შეიძლება მითხარით მატრიცებში განულება როგორ ხდება? ანუ როგორც ვიცი თუ მატრიცა დიდია მაშინ სასარგებლოა რომ დიაგონალის ქვემოთ ნულები დავსვათ და მაშინ გამოთვლა მკვეთრად მარტივდება, ეს როგორ გავაკეთო?

კონკრეტულად რისი გამოთვლა გინდა? მაგალითი მოიყვანე თუ შეგიძლია

Posted by: Uxeiro 15 May 2018, 17:55
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 14 May 2018, 17:49 )
ბერკეტი 4კგ ა და ეგ როგორ დააწვება მხარეებს ?

ერთგვაროვანი მასალისააო.
ე.ი. პროპორციულად - სიგრძის 1/4-ს წონის 1/4 შეხვდება, 3/4-ს - 3/4

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 15 May 2018, 18:24
Uxeiro
QUOTE
ე.ი. პროპორციულად - სიგრძის 1/4-ს წონის 1/4 შეხვდება, 3/4-ს - 3/4

10/3 კგ ს ვიღებ მარა პასუხებში არ ემთხვევა, თორე არც დავწერდი givi.gif

QUOTE
l=d
v=s/t
ბორბლის გარშემოწერილობას იპოვი დიამეტრით.
გარშემოწერილობა რომ გეცოდინება, გაამრავლებ 360-ზე და გაიგებ წუთში რა მანძილი გაუვლია.
მერე მანძილს გაყოფ დროზე და ეგაა

ოღონდ ან მანძილი კმ-ებში გადაიყვანე და დრო სთ-ებში, ან მანძილი მეტრებში და დრო წამებში up.gif

up.gif

Posted by: SabaAfa 15 May 2018, 18:33
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 15 May 2018, 16:30 )
SabaAfa
და კინეტიკურ ენერგიასთან რატო აკავშირებ? ვერ მივხვდი

იმიტომ ვაკავშირებ,რომ თავისუფალ ვარდნასთან გვაქვს საქმე და მითუმეტეს სიჩქარე იზრდება რაც იმას ნიშნავს რომ მისი კინეტიკური ენერგია იმატებს ვინაიდან სიჩქარე თუ იზრდება ეს იმას ნიშნავს რომ მაღლიდან გადმოგდებულ სხეულთან გვაქ საქმე რომელიც სიჩქარეს იძენს და პოტენციურ ენერგიას კარგავს

Posted by: oleg-i 16 May 2018, 00:27
Datvlas-vin-gtxovs
SabaAfa
QUOTE

QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 15 May 2018, 14:46 )
SabaAfa
4 კგ მასის სხეულის სიჩქარე თავისუფალი ვარდნისას გზის რაღაც მონაკვეთზე გაიზარდა 2-დან 8მ/წმ-მდე. რა იქნება სიმძიმის ძალის მუშაობა გზის ამ უბანზე ?

Amg= mv2^2/2 * - mv1^2/2= 128-8=120

მარტივადაა ამოხსნილი... გამოყენებულია კინეტიკური ენერგიის თეორემა: ძალთა ტოლქმედის (და იგი ამ შემთხვევაში mg -ს ტოლია) მუშაობა კინეტიკური ენერგიის ცვლილების ტოლია.

შეიძლებოდა ''რქიანი'' გზითაც: A = FS სადაც F=mg და S = (V^2 - V0^2) / 2g...... საბოლოო ფორმულა ცხადია ერთიდაიგივეა

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 16 May 2018, 16:46
0 C-დან 4 C-მდე გათბობისას წყლის მოლეკულებს შორის საშუალო მანძილი რატო მცირდება ?

oleg-i
SabaAfa

up.gif

Posted by: SabaAfa 16 May 2018, 20:56
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 16 May 2018, 16:46 )
0 C-დან 4 C-მდე გათბობისას წყლის მოლეკულებს შორის საშუალო მანძილი რატო მცირდება ?

oleg-i
SabaAfa

up.gif

მოლეკულური კინეტიკური ენერგიის თანახმად თითოეული მოლეკულა წყალში(სპეციალური შემთხვევაა) რაც უფრო ცხელდება მით უფრო მეტ ენერგიას იძენს შესაბამისად მათ შეუძლიათ წყალბადური ბმების დარღვევა და აქეთ-იქით ქაოსურად მოძრაობა რაც მათ შორის მანძილებს ამცირებს

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 16 May 2018, 21:39
SabaAfa
ჰო, მეც პირიქით ვიცოდი. აირებში მოლეკულები უფრო შორსაა ვიდრე სითხეებში და მითუმეტეს მყარ სხეულებში
ანუ, მარტო წყალია განსაკუთრებული შემთხვევა?

Posted by: SabaAfa 16 May 2018, 21:42
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 16 May 2018, 21:39 )
SabaAfa
ჰო, მეც პირიქით ვიცოდი. აირებში მოლეკულები უფრო შორსაა ვიდრე სითხეებში და მითუმეტეს მყარ სხეულებში
ანუ, მარტო წყალია განსაკუთრებული შემთხვევა?

კი წყალი ზოგადად ძალიან უცნაური რაღაცაა ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე გამოკვლეული მაგრამ უნიკალური თვისებები აქვს ფიზიკურადაც და ქიმიურადაც

Posted by: Echo Zvana 16 May 2018, 23:25
კვანტიზებული სინათლე რას ნიშნავს?
........................................................................................................................

Posted by: Echo Zvana 18 May 2018, 15:21
QUOTE
კვანტიზებული სინათლე რას ნიშნავს?
........................................................................................................................

ენიბადი?

Posted by: lepori 18 May 2018, 16:49
QUOTE (Echo Zvana)
ენიბადი?

ენიბადი რას ნიშნავს?

QUOTE (Echo Zvana)
კვანტიზებული სინათლე რას ნიშნავს?

ფოტონს

QUOTE
ფოტონი — ელემენტარული ნაწილაკი ფიზიკაში, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების კვანტი (ულუფა) და სინათლისა და ყველა სხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივების საბაზისო ერთეული


Posted by: Echo Zvana 18 May 2018, 22:26
lepori
მადლობა. "ენიბადის" (anybody?=არის აქ ვინმე-ს მსგავსი რაღაც) ინგლისურში გამოიყენებენ ხმის გასაგონებლად.

Posted by: არწივი9 21 May 2018, 18:26
QUOTE (ibo @ 15 May 2018, 16:52 )
არწივი9
QUOTE
თუ შეიძლება მითხარით მატრიცებში განულება როგორ ხდება? ანუ როგორც ვიცი თუ მატრიცა დიდია მაშინ სასარგებლოა რომ დიაგონალის ქვემოთ ნულები დავსვათ და მაშინ გამოთვლა მკვეთრად მარტივდება, ეს როგორ გავაკეთო?

კონკრეტულად რისი გამოთვლა გინდა? მაგალითი მოიყვანე თუ შეგიძლია

მაგალითად ამის:
user posted image

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 22 May 2018, 14:20
სხეული ვარდება 10მ სიმაღლიდან უსაწყისო სიჩქარით
რა იქნება მისი პოტენციური და კინეტიკური ენერგია დედამიწიდან 4 მეტრ სიმაღლეზე?


Eპ = mgh (m იყოს 1) = 40
Eკ = mv^2 / 2 = v^2 / 2
h (გადაადგილება) = v^2 + vნულ^2 / 2g
6 = v^2 / 20
v^2 = 120
Eკ = 60

Posted by: Echo Zvana 22 May 2018, 15:46
არწივი9
აა "ზედა სამკუთხა" პოზიციაზე მიყვანა? გაუსის ელიმინაცია ქვია მეთოდს (Gaussian elimination დაგუგლე თუ დამატებით ინფო გინდა).
წესები:
1. შეგიძლია ნებისმიერი სტრიქონი გაამრავლო ნებისმიერ კონსტანტაზე (ტოლობის მარჯვენა მხარეს შესაბმის სტრიქონშიც იგივეს აკეთებ).
2. შეგიძლია სტრიქონებს გაუცვალო ადგილები (მარჯვენა მხარესაც იგივე უნდა ქნა)
3. თითოეულ სტრიქონს შეგიძლია გამოაკლო/დაუმატო ნებისმიერი სხვა სტრიქონ(ებ)ი, ან ამ სტრიქონების ნებისმიერ კონსტანტაზე ნამრავლი (აქაც, ტოლობის მარჯვენა მხარესაც იგივეს უშვები შესაბამის სტრიქონებს). შენი მაგალითის შემთხვევაში შეგვიძლია ასე ვქნათ:
მეორე სტრიქონს გამოვაკლოთ 23/34-ჯერ პირველი სტრიქონი. მეორე სტრიქონის პირველ სვეტში მივიღებთ 0-ს, ამავე სტრიქონის მეორე სვეტში 87-51*23/34-ს. მესამე სტრიქონს ჯერ გამოვაკლოთ 46/34-ჯერ პირველი სტრიქონი (რათა მესამე სტრიქონის პირველ სვეტში მივიღოთ 0), შემდეგ გამოვაკლოთ ((25-46/34)/87)-ჯერ მეორე სტრიქონი. (რადგან წინა ოპერაციის შემდეგ მესამე სტრიქონის მეორე სვეტში მივიღეთ 25-46/34 და ახლა გვინდა რომ 0 დავსვათ ამ პოზიციაზეც ისე, რომ მესამე სტრიქონის პირველ სვეტში 0 უცვლელი დარჩეს. ეს 0 უცვლელი დარჩება, რადგან მეორე სტრიქონის პირველ სვეტში უკვე 0 გვაქვს მიღებული, ამიტომ მეორე სტრიქონი რამდენჯერაც არ უნდა გამოვაკლოთ ნებისმიერ სხვა სტრიქონს, პირველ პოზიციაზე მდგომ რიცხვს ვერ შევცვლით). ასე აგრძელებ დანარჩენ სტრიქონებზეც. თუ "კარგი" მატრიცაა და რიგებს სწორად გადაანაწილებ, მაშინ მე-n-ე სტრიქონზე მუშაობისას წინა სტრიქონებში უკვე გექნება პირველ n-1, n-2, n-3....1 პოზიციებზე ნულები.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 22 May 2018, 18:00
user posted image

Echo Zvana
ეს როგორ უნდა ჰო ვერ მეტყვი? ომის კანონს ავამუშავებდი მარა დავიბენი
პარალელურ შეერთებაში თუ ძაბვა მუდმივია, ის მეოთხე გამტარი რასთან შევკრიბო?
ან ამპერმეტრი ამ გამტარებზეც იგებს რამდენია დენის ძალა?

Posted by: Echo Zvana 22 May 2018, 22:29
Datvlas-vin-gtxovs
ფიზიკაში ნუბი ვარ. ეს ხალხი უფრო დაგეხმარება:
asphurcela
Uxeiro
oleg-i
lepori

Posted by: asphurcela 23 May 2018, 07:56
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ომის კანონს ავამუშავებდი მარა დავიბენი

რამ დაგაბნია? ელემენტარულია, მხოლოდ ომის კანონი გინდა.

ამპერმეტრი აჩვენებს მთლიან წრედში რა დენი გადის. ანუ ფაქტობრივად დენის წყარო რა დენს აწვდის წრედს.
მაშასადამე ეს დენი გადის სამეულში და იგივე დენი გადის მეოთხე რეზისტორშიც.
ვინაიდან ყველა რეზისტორი ტოლია. ამიტომ სამეულში გამავალი დენი არის ჯამი ამ სამ რეზისტორში ცალცალკე გამავალი დენისა.
სამეულისთვის ომის კანონი შეგიძლია დაწერო, რადგან მათზე ძაბვის ვარდნასაც ზომავ.
ანუ სამეული, როგორც ერთი მთლიანი რაღაც წინაღობა იქნება R(სამი ერთად)= U/I
ხოდა ვინაიდან ყველა რეზისტორი ტოლია, ამიტომ ეს დენი სამ ნაწილად იყოფა (მსგავსად მდინარისა, როცა ის სამ ტოტად იყოფა).
ე.ი. საძიებელი R =R(სამი ერთად)*3 =3U/I

ამდენად გამოთვლებისთვის მეოთხე ცალკე მდგომი რეზისტორის მნიშვნელობა (სიდიდე) არ გვაინტერესებს.
შემთხვევით მისი სიდიდე რომ სხვანაირი ყოფილიყო, რამე, განსხვავებული წინა სამეულისგან, გამოთვლა მაინც ისეთივე იქნებოდა.
უბრალოდ დენის სიდიდე იქნებოდა სხვა (რიცხვითი მნიშვნელობა).
ვინაიდან რიცხვითი მნიშვნელობები მოცემული არ არის, ამიტომ ზოგადი ამოხსნის პასუხი მაინც 3U/I იქნებოდა.

Posted by: Komponent 23 May 2018, 09:36
asphurcela
QUOTE
ზოგადი ამოხსნის პასუხი მაინც U/3I იქნებოდა.

თითეული გამტარის წინაღობა განსაზღვრეთო, U/3I _ეს არაა სწორი. 3U/I ესაა სწორი : )

Posted by: asphurcela 23 May 2018, 23:47
Komponent
კი, სწორეა 3 ზე უნდა გამემრავლებინა და არა გამეყო.

ანუ აქედან:
R =R(სამი ერთად)*3 რადგან ჯამური წინაღობა პარალელური შეერთებისას 3 ზე იყოფა.
ანუ სათითაოს შემთხვევაში 3 ზე მრავლდება.

ანუ 3U/I

Posted by: dvbt2 24 May 2018, 00:15
ეს იქნებ ამომახსნეცინოთ ვინმემ რა. ვითომ ადვილია და ვერ გამოვიყვანე.

Posted by: asphurcela 24 May 2018, 00:53
dvbt2

x^3+abx^2=3x^2(ax+1)
x^3+abx^2=3ax^3+3x^2

3a = 1
ab = 3
a = 1/3
b = 3/a=9

ე.ი
a+b = 1/3 + 9 = 28/3
ანუ ბ)

Posted by: dvbt2 24 May 2018, 10:12
asphurcela
გაიხარე. რთულად მივდიოდი არა და მართლა მარტივი ყოფილა.

Posted by: ibo 24 May 2018, 17:12
არწივი9
QUOTE
მაგალითად ამის:

ეგ კი მივხვდი მარა კონკრეტულად რისთვის გჭირდება, მაგ. დეტერმინანტის დასათვლელად, განტოლებათა სისტემის ამოსახსნელად თუ რისთვის?

განტოლებათა სისტემის ამოსახსნელად თუ გინდა დაგიწერა უკვე ექო ზვანამ.

Posted by: Kg6e 28 May 2018, 23:05
იპოვეთ a და b ნატურალური რიცხვების ყველა წყვილი, რომლისთვისაც სამართლიანია უტოლობა: (a+3b) / (a-b) > ab;
მადლობა წინასწარ.

Posted by: Irakli 29 May 2018, 19:50
პირველ რიგში გასაგებია რომ a-b>0 ან a>b რადგან მარჯვნივ დადებითი რიცხვია და წილადი მარცხნივ უნდა იყოს დადებითი. რადგან a და b ნატურალურია, შესაბამისად შეგვიაძლია ჩავწეროთ რომ a-b>= 1. ამრიგად, მარცხენა ნაწილიდან შემდეგი გარდაქმნებით მიიღება:

1 + 4b/(a-b) > ab
4b/(a-b) > ab - 1
4b > (ab-1)(a-b)
4 > (a-1/b)(a-b)

თავისთავად ეს ნამრავლი მარჯვნივ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები, რაც ნიშნავს რომ თუ, a-b არის 1-ზე არანაკლები, ანუ a - 1/b არ უნდა აღემატებოდეს 4-ს, ანუ a ვერ იქნება 4-ზე მეტი

ამრიგან წყვილები რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პირობას ჩასმის შედეგად იქნება: (4;3) (3;2) (2;1)


Posted by: Datvlas-vin-gtxovs 2 Jun 2018, 21:50
asphurcela
Komponent

მადლობა ამოხსნისთვის up.gif up.gif

Posted by: dvbt2 5 Jun 2018, 01:48
ეს გამაკეთებინეთ რა. ვერ გამოვიყვანე გეომრტრიული პროგრესია რომელზე იქნება. დავბერდი მგონი.
user posted image

Posted by: asphurcela 5 Jun 2018, 07:56
dvbt2
ალფას აქ ვერ დავწერ, ამოტომ იქსი იქნება ალფა.
გეომეტრიული პროგრესიის თვისების თანახმად (მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრის რაიმე რიცხვზე გამრავლებით, ამიტომ მომდევნო წევრის წინა წევრთან შეფარდება ერთი და იგივე რიცხვია, ტოლია).
ანუ:
sin(x)/(1-sin(x)) = (1+sin(x))/sin(x)
sin^2(x) = 1 - sin^2(x)
2sin^2(x) =1
1-2sin^2(x) = 0
cos(2x) = 0
ამ განტოლების ზოგადი ამოხსნაა:
x = pi*n/2 - pi/4 = pi/2 *(n - 1/2)
სადაც n მთელი ნატურალური რიცხვია 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 .......
----
მაგრამ ამოცანა გვეუბნება, რომ კუთხეო მოთავსებულიაო პი ნახევარსა და სამ პი ნახევარს შორისო
pi/2 <= x <=3pi/2. ანუ გრადუსებში 90 <= x <= 270

ეხლა ვნახოთ ენის მნიშვნელობები, ჩავსვათ ზოგად ამონახსნში:
n =1 მაშინ x = pi/4 (45) (ნაკლებია 90 ზე და ამიტომ არ არის ამონახსნი)
n=2 x = 3pi/4 (135) (მეტია 90 ზე და ნაკლებია 270, ამიტომ არის ამონახსნი)
n=3 x = 5pi/4 (225)(მეტია 90 ზე და ნაკლებია 270, ამიტომ არის ამონახსნი)
n=4 x=7pi/4 (315) (მეტია 270 ზე და ამიტომ არ არის ამონახსნი)
და ასე შემდეგ, მეტი ენებისთვის უფრო გასცება ფარგლებს.


მაშასადამე მხოლოდ ორი ამონახსნი აქვს.
პასუხი, გეომეტრიული პროგრესია იქმნება კუთხის მხოლოდ ორი მნიშვნელობისთვის.
....

Posted by: dvbt2 7 Jun 2018, 00:25
asphurcela
გაიხარე. დიდი მადლობა.

Posted by: gk-gio 9 Jun 2018, 08:57
ნიკამ დაბადების დღეზე დადგა სმფეხა და ოთხფეხა სკამები. ბიჭებმა ყველა სკამი დაიკავეს და აღმოჩნდა , რომ ბიჭების და ყველა სკამის ფეხების რაოდენობა იყო49 . რამდენი ბიჭი იჯდა მაგიდასთან?

Posted by: Irakli 9 Jun 2018, 12:21
x-ით აღვნიშნოთ სამფეხა სკამების რაოდენობა და y-ით - ოთხფეხა. რადგან ბიჭებმა ყველა სკამი დაიკავეს და ალბათ ცალფეხა ბიჭი არ ყავდათ მოწვეული დაბადების დღეზე, ამიტომ ბიჭების ფეხების რაოდენობა ცხადია იქნება 2(x+y), სადაც x+y არის ბიჭების ანდა სკამების რაოდენობა. ამრიგად,

2(x + y) + 3x + 4y = 49

5x + 6y = 49

5x = 49 - 6y

მარჯვენა გამოსახულება უნდა იყოს 5-ის ჯერადი, შესაბამისად 6y უნდა გვაძლევდეს რიცხვს, რომელიც 4-ზე მთავრდება და 49-ზე ნაკლებია, ასეთია 24 ამ პირობით, ანუ y = 4; შესაბამისად x=5 და x+y=9 ბიჭს.

კითხვა მდგომარეობს იმაში იწუწურაქეს თუ არა ნიკას მშობლებმა, მარტო 8 მეგობარი რომ დაუპატიჟეს ბიჭს დაბადების დღეზე? biggrin.gif

Posted by: gk-gio 10 Jun 2018, 09:23
მადლიბა მეგობარო, მაგრამ ეს არის მეოთხე კლასის ამოცანა, და სესაბამისად ორუცნობიანებთან შორს არიან.

რამე უფრო მარტივი ლოგიკა უნდა იყოს.


Posted by: nesiz 10 Jun 2018, 09:52
სალამი.
მათემატიკა მაინტერესებს მაგრამ რომ ვუკვირდები ფუნდამენტურები არ ვიცი. სკოლის წიგნების ბრტყელ-ბრტყელ განმარტებებს ვერ ვუგებ. რაიმე მსგავსი http://ncp.ge/files/subjects/matematika/MATEMATIKA_2014%20(I%20nacili).pdf წიგნი ხომ არ გეგულებათ (ინგლისური უფრო წავა), კარგად რომ იყოს გარჩეული ძირითადი ცნებები და აქსიომები მათემატიკის?

წინასწარ მადლობა!

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 10 Jun 2018, 10:28
gk-gio
49 კენტი რიცხვია, მიიღება ლუწი + კენტი 'სგან
3'ფეხა სკამების რაოდენობა უნდა იყოს კენტი
ანუ 49 უნდა მიიღო 2ის 3ის და 4ის ჯერადების ჯამისგან

სისტემის გარეშე როგორ უნდა ამოხსნა ვერ გეტყვი. მეც მაგ გზას გავყვებოდი რაც Irakliup.gif

nesiz
თოფურიას გირჩევ

Posted by: nesiz 10 Jun 2018, 11:24
მადლობა რჩევისთვის. ალბათ ორ ნაწილად როა ალგებრა და მათემატიკა მაგ წიგნებს იძახი ხომ? ვიცი ეგენი და ძირითადად პრაქტიკაზე ანუ სავარჯიშოებზე ორიენტირებული წიგნია. თან თეორიებიც საკმაოდ ამოგლეჯილია თითქოს ჯაჭვიდან, მაგალითად, კვადრატულ ფუნქციას უფრო დიდი ყურადღეებაა აქ დათმობილი ვიდრე ზოგადად ფუნქციას, მის არსს, სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და ა.შ; ანუ, უფრო თეორიული წიგნი მაინტერესებს და უფრო ზოგადი საკითხები რომ იყოს 0 იდან ახსნილი.

Posted by: Echo Zvana 10 Jun 2018, 13:12
nesiz
მაინცდამაინც წიგნი გინდა? შეგიძლია ხანის აკადემიაზე დაიწყო სწავლა (Khan Academy), დამწყებთათვის კარგია. ინგლისურადაცაა და ქართულადაცაა ნათარგმნი.

Posted by: gk-gio 10 Jun 2018, 14:22
Datvlas-vin-gtxovs
[b]Irakli[/b}

თითქოსდა მსგავსი

ეზოში სეირნობენ ქათმები და ცხვრები სულ 10 თავია და 28 ფეხი.

ამის ამოხსნა ასე ვასწავლე. დავუშვათ ცხვრების დადგნენ 2 ფეხზე მაშინ მიწაზე სულ 20 ფეხი იქნებოდა. ზემოთ აწეული 8. 8 / 2 =4 ანუ 4 ცხვარი და 6 ქათამი ყოფილა.

დაახლოებით ასე ლოგიკით უნდა ამოხსნანს ეს მეოთხე კლასელმა,

Posted by: nesiz 10 Jun 2018, 15:47
Echo Zvana
მადლობა გამოხმაურებისთვის. კი წიგნი მინდა.ვიცი კი ხანის აკადემია მართლა კარგია დამწყებისთვის. ვიდეოთი ვერ ვსწავლობ ტექსტი უნდა იყოს აუცილებლად და მეორე რომ ისიც დიდად არ განსხვავდება სკოლის წიგნისგან: რაღაც პატარა ჭრილში განიხილავს საკითხებს და მერე პრაქტიკას აბავს. და მე უფრო ის წიგნი მინდა რომელიც კონცეფპტებს ერთმანეთთან აკავშირებს, არატრადიციულ და მრავალ ინტეპრეტაციას გვთავაზობს მაგ კონცეპტების აღსაწერად, მუშაობის მექანიზმის გასაგებად. ანუ ფართო ჭრილში განიხილავდეს უფრო.

Posted by: Echo Zvana 10 Jun 2018, 21:34
gk-gio
QUOTE
ამის ამოხსნა ასე ვასწავლე. დავუშვათ ცხვრების დადგნენ 2 ფეხზე მაშინ მიწაზე სულ 20 ფეხი იქნებოდა.

როგორ უნდა მიხვდეს, რომ 20 ფეხი იქნებოდა?
* * *
როგორ უნდა შევამოწმოთ, 2 კვანტური ბიტი გადახლართულია თუ არა ერთმანეთთან? ასევე, თუ საერთო მდგომარეობა გვაქვს მოცემული, როგორ უნდა მივხვდეთ ცალ-ცალკე რა მდგომარეობაშია თითოეული ბიტი?
მაგალითად შემდეგ შემთხვევებში:
user posted image

Posted by: gk-gio 10 Jun 2018, 22:58
Echo Zvana

ქათამს ისედაც ორი ფეხი აქვს. ცხვარი ორს რომ აწევს მიეაზეც ორი დარჩება. სულ ათი სულია ანუ 20 ფეხი

Posted by: dvbt2 13 Jun 2018, 07:11
QUOTE (gk-gio @ 10 Jun 2018, 09:23 )
მადლიბა მეგობარო, მაგრამ ეს არის მეოთხე კლასის ამოცანა, და სესაბამისად ორუცნობიანებთან შორს არიან.

რამე უფრო მარტივი ლოგიკა უნდა იყოს.

ეგ მარტივი ამოცანა არაა.
ნუ დაწერ განტოლებებს. აზრი მაინც ისაა რომ 49 უნდა წარმოადგინო 2 რიცხვის ჯამის სახით რომელთაგან ერთი იყოფა 5-ზე ხოლო მეორე 6-ზე.
ამაზე უკვე შეიძლება უბრალოდ მიხვდე ან 6 დააკლო თითო ჯერზე და მიდიხარ სისტემის გარეშეც რომ ასეთი 25 და 24-ა.
25:5+24:6=9

Posted by: nesiz 16 Jun 2018, 16:06
1. http://prntscr.com/jvmvl8
2. წილად-წრფივი ფუნქციის ექსტრემუმის წერტილების პოვნა როგორ შეიძლება წარმოებულის გარეშე?

Posted by: shotx 29 Jun 2018, 14:00
user posted image
დახმარება.......

Posted by: NAVARA 29 Jun 2018, 18:49
nesiz
QUOTE
1. http://prntscr.com/jvmvl8
2. წილად-წრფივი ფუნქციის ექსტრემუმის წერტილების პოვნა როგორ შეიძლება წარმოებულის გარეშე?
K დასვი (0;0)-ში. შემოხაზე 4 იანი წრეწირი K-ზე. სამკუთხედი რომლის ფართობს ამინიზირებ არის X,Y ღერძებიით და მაგ წრეწირის მხებით შექმნილი. მეორე(მარცხენა) მხარე სიმეტრიულია. არ გაინტერესებს. ვოპშემ მინიმუმი მაგ სამკუთხედს აქვს როცა BK=KC-ს მაგრამ ეგ არის ინტუიციური დასკვნა. რომ დაამტკიცო უნდა აიღო სხვა ნებისმიერი კუთხით დახრილი მხები და უნდა დაამტკიცო რომ ფართობი უფრო მეტი გამოდის ვიდრე 45 გრადუსის შემთხვევაში. ვიზუალურად
user posted image
მწვანე + ებიანი სამკუთხედი ოპტიმალურია(ჰიპოთეტურად). წითელ + ებიანი ნებიმიერი.
უნდა დაამტკიცო რომ ზემოთ მწვანე + ფიგურის ფართობი მარჯვნივ წითელი + ფიგურის ფართობზე ნაკლებია. (დანარჩენი ნაწილები იგივე აქვთ). ვოდა მაგ განაპირა ფიგურებს რკალი და მიმდებარე გვერდი ტოლი აქვთ დანარჩენი ორი გვერდი კოდევ წითელს დიდი გამოსდის. სიმეტრიულად თუ შემოატრიალებ ზედდებით ჩანს რა ნაწილი ემატება. აღარ გადავტვირთე ნახაზი.

ვოპშემ ბოდიალიზმი კია ზატო წარმოებულის გარეშე ჩისტად გრაფიკულად გამოდის :]

Posted by: oleg-i 3 Jul 2018, 02:08
nesiz
QUOTE
1. http://prntscr.com/jvmvl8
2. წილად-წრფივი ფუნქციის ექსტრემუმის წერტილების პოვნა როგორ შეიძლება წარმოებულის გარეშე?

-----------------------------
p.s. მეორე მსჯელობა ირიბია.... f - ის ერთადერთობა ნიშნავს შესაბამისი x -ის ერთადერთობას, ანუ f პაერამეტრიანი კვადრატული განტოლების ამონახსნის ერთადერთობას.... შესაბამისად დისკრიმინანტის ნულთან ტოლობას

Posted by: bensons 13 Jul 2018, 11:57
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე იყო ასეთი ტესტი

მოცემულია სამნიშნა რიცხვი, რომლის ასეულების აღმნიშვნელი ციფრია A, ათეულების – B, ხოლო ერთეულების – C.
განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა:
I. A2 + B2 + C2 = 1 (2- ის მაგივრად კვადრატი არის---ვერ გადავიდა ზუსტად)
II. B2 + C2 = 0
იმისათვის, რომ ვიპოვოთ ეს სამნიშნა რიცხვი,
(ა) საკმარისია I პირობა, ხოლო II პირობა არ არის საკმარისი.
(ბ) საკმარისია II პირობა, ხოლო I პირობა არ არის საკმარისი.
(გ) საკმარისია I და II პირობა ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე არცერთი არ არის საკმარისი.
(დ) საკმარისია თითოეული პირობა ცალ-ცალკე.
(ე) ორივე პირობა ერთად არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებითი პირობები.

პასუხად მითითებულია ა)

რას ფიქრობთ-რიცხვი ხომ უარყოფითიც არის(არაა მითითებული ნატურალურია თუ მთელი რიცხვი) მხოლოდ ნათქვამია "რიცხვი"
ვფიქრობ შეიძლება იყოს 100 ან -100

Posted by: AnEeEeE=]] 13 Jul 2018, 12:05
bensons

100 არის ეგ რიცხვი, სხვა შემთხვევა გამორიცხულია ა უნდა იყოს ერთი

მეორე პირობაა არაა საკმარისი იმიტომ რომ პირველი ციფრი შეიძლება 1 2 ან 3 იყოს მეორე პირობიდან მარტო ის ჩანს რომ ბ და ც ორივე 0-ია

უარყოფითზე არ მიფიქრია შეილება -100 იყოს მაშინ ან 100 , ე) შემოხაზე?

Posted by: bensons 13 Jul 2018, 12:11
ე) შემოვხაზე რადგან A შეიძლება იყოს 1 ან -1

Posted by: AnEeEeE=]] 13 Jul 2018, 12:15
bensons
საინტერესოა ძაან ჩაღრმავებიხარ, ეგ დაკონკრეტება ამოცანის საერთო პირობაში უნდა ყოფილიყო , ისე გაასაჩივრე ეგ =)) ზოგადად ამერიკაში მიღებული პრაქტიკაა გასაჩივრება ყოფილა შემნტხვევა რო ტესტის ამოცანა გაუუქმებიათ =))

Posted by: 200000 13 Jul 2018, 12:18
bensons
A ვერ იქნება -1.
ციფრი ვერ იქნება დადებითი ან უარყოფითი.
-100 - ის პირველი ციფრი მაინც 1-ია.

Posted by: Irakli 13 Jul 2018, 17:54
bensons
Warning:
არის უკვე ამოცანების თემა და იმას მივუერთე, ცალკე თემის გახსნა არ იყო საჭირო

Posted by: messi2003 14 Jul 2018, 15:57

y =cos(X- 3) ფუნქციის გრაფიკი სიმეტრიულია
ა) ორდინატთა ღერძის მიმართ;
ბ) (3; 0) წერტილის მიმართ;
გ) x = 3 განტოლებით განსაზღვრული წრფის მიმართ;
დ) y = 3 განტოლებით განსაზღვრული წრფის მიმართ.
ვინმემ მიპასუხეთ რომელია სწორი გთხოვთ


Posted by: oleg-i 14 Jul 2018, 16:57
messi2003
QUOTE


y =cos(X- 3) ფუნქციის გრაფიკი სიმეტრიულია
ა) ორდინატთა ღერძის მიმართ;
ბ) (3; 0) წერტილის მიმართ;
გ) x = 3 განტოლებით განსაზღვრული წრფის მიმართ;
დ) y = 3 განტოლებით განსაზღვრული წრფის მიმართ.
ვინმემ მიპასუხეთ რომელია სწორი გთხოვთ


იმედია იცი, რომ y = cosX ფუნქცია ლუწი ფუნქციაა... მისი გრაფიკი(კოსინუსოიდა) სიმეტრიულია OY ორდინატთა ღერძის (ანუ x = 0 !!!!!! განტოლებით მოცემული წრფის მიმართ !!!!!!!!!) - OY ღერძს კვეთს (0;1) წერტილში, OX ღერძს კი --- ( ''პი'' /2 + ''პი''k ; 0) წერტილებში.
y =cos(X- 3) ფუნქციის გრაფიკი კი მიიღება y = cosX კოსინუსოიდის 3 ერთეულით მარჯვნივ ''გაჩოჩებით'', ანუ მისი გრაფიკი სიმეტრიული იქნება ????? - (თავად დაადგინე !!!!!!!!!!!!!!!!!) წრფის მიმართ.


Posted by: skrillex1234 15 Jul 2018, 17:14
1)მანქანაში 5 ადგილია. რამდენნაირად შეიძლება განთავსდეს მანქანაში 4 ადამიანი, თუ საჭესთან ადგილის დაკავება შეუძლია 2 მათგანს.
2)30 სართულიანი ლიფტის ნულოვან სართულზე შევიდა 5 ადამიანი. იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ: ა)მგზავრები სხვადასხვა სართულზე ჩამოვლენ; ბ) მგზავრები ერთსა და იმავე სართულზე ცამოვლენ

ეს ამომიხსენით რა.
მადლობა წინასწარ.

Posted by: oleg-i 18 Jul 2018, 12:42
skrillex1234
QUOTE
1) მანქანაში 5 ადგილია. რამდენნაირად შეიძლება განთავსდეს მანქანაში 4 ადამიანი, თუ საჭესთან ადგილის დაკავება შეუძლია 2 მათგანს.
2)30 სართულიანი ლიფტის ნულოვან სართულზე შევიდა 5 ადამიანი. იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ: ა)მგზავრები სხვადასხვა სართულზე ჩამოვლენ; ბ) მგზავრები ერთსა და იმავე სართულზე ცამოვლენ

ეს ამომიხსენით რა.
მადლობა წინასწარ.

1)
ა) საჭესთან ჯდომის მიზეზით გვექნება 2 ვარიანტი...
ბ) საჭესთან დაჯდომის შემდეგ 3 ადამიანი უნდა განთავსდეს 4 ადგილზე.... ერთი ადგილი დაგვრჩება ცარიელი - ამ მიზეზით გვექნება 4 შემთხვევა.
გ) თუ ყურადღება მიექცევა იმ ფაქტსაც, თუ თითოეულ შემთხვევაში ამ სამი კაციდან რომელი ადამიანი კონკრეტულად რომელ ადგილს დაიკავებს( მაგალითად სამივეს უკანა ..სიდენიაზე,, ჯდომის შემთხვევაში თუ ყურადღება მიექცევა ვინ მარჯვნივ, ვინ შუაში და ვინ მარცხნივ მოთავსდება) ამ მიზეზით გვექნება 3! = 6 ვარიანტი.

ასე რომ სულ გვექნება 2*4*6 = 48 შესაძლო შემთხვევა

2) ა) (30* 29*28*27* 26) / (30 ხარისხად 5)
ბ) 1/ (30 ხარისხად 4)

Posted by: nesiz 20 Jul 2018, 19:15
oleg-i
NAVARA
მადლობა;


Posted by: არწივი9 26 Jul 2018, 20:36
თუ შეიძლება მითხარით f(x) ფუნქციის
ა) ზემოდან შემოსაზღვრულობა
ბ) ზუსტი ზედა/ქვედა საზღვარი sup f(x)/inf f(x)
გ) ზღვარი
ერთიდაიგივეა? როგორც ვიცი არა, მაგრამ მათ შორის კერძოდ რა სხვაობაა? უფრო ზუსტად ა და ბ-ს შორის რა სხვაობაა?


Posted by: Echo Zvana 29 Jul 2018, 16:54
ფუნქციის ყველა მხების განტოლება როგორ უნდა ვიპოვოთ? მაგალითად, ამ ფუნქციის: y=1+(x-1)^2.
m*a=1+(x-1)^2 <-- ამ ფორმის ამოხსნის მეთოდის გარდა, სხვა მეთოდი მაინტერესებს.

Posted by: Irakli 29 Jul 2018, 17:10
Echo Zvana
ნებისმიერი წრფის განტოლებაა y=kx+b

f(x) ფუნქციის წარმოებული კონკრეტულ წერტილში, რომელშიც გაინტერესებს, გაძლევს k დახრის კოეფიციენტს. b-ს კიდევ იპოვი y-ების გატოლებით იმ წერტილში რომელშიც ეძებ მხებს.

Posted by: messi2003 16 Aug 2018, 23:35
ამოცანა 25
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემულია O(0; 0), A(0; 6) და B(8; 0) წერტილები.
ვთქვათ, ამ სიბრტყეზე მდებარე P წერტილი ისეთია, რომ OAPB ოთხკუთხედი ამოზნექილია და მისი
ფართობი 48-ის ტოლია. იპოვეთ ასეთი P წერტილის აბსცისას შესაძლო მაქსიმალური მთელი
მნიშვნელობა.
ა) -4 ბ) 8 გ) 15 დ) 16
ვინმეს თუ შეგიძლიათ ამიხსენით რა ეს ამოცანა

Posted by: oleg-i 20 Aug 2018, 00:09
messi2003
QUOTE
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემულია O(0; 0), A(0; 6) და B(8; 0) წერტილები.
ვთქვათ, ამ სიბრტყეზე მდებარე P წერტილი ისეთია, რომ OAPB ოთხკუთხედი ამოზნექილია და მისი
ფართობი 48-ის ტოლია. იპოვეთ ასეთი P წერტილის აბსცისას შესაძლო მაქსიმალური მთელი
მნიშვნელობა.
ა) -4 ბ) 8 გ) 15 დ) 16
ვინმეს თუ შეგიძლიათ ამიხსენით რა ეს ამოცანა


Posted by: simebi 20 Aug 2018, 22:47
რამე რთული ლოგიკური ამოცანა გამოუშვით და ამოვხსნათ boli.gif

ერთს დავწერ კომბინატორიკიდან (სკოლის თეორია ყოფნის თავისუფლად)

სათათბიროში 1600_მა დეპუტატმა შექმნა 16000 კომიტეტი თითოეულში 80 კაცით, დაამტკიცეთ რომ,
არსებობს ორი ისეთი კომიტეტი, რომელთაც ყავთ არანაკლებ 4 საერთო წევრი.

Posted by: Echo Zvana 21 Aug 2018, 00:20
simebi
მგონი რიცხვები აურიე ამოცანაში :დ
აჰა კაი ამოცანა:
ერთეულოვან წრეში შეარჩიეს 6 წერტილი. დაამტკიცეთ, რომ ამ წერტილებში მოიძებნება მინიმუმ 2 ისეთი წერტილი, რომელთა შორის მანძილი მაქსიმუმ 1-ის ტოლია.

Posted by: simebi 21 Aug 2018, 07:15
Echo Zvana
QUOTE
ერთეულოვან წრეში შეარჩიეს 6 წერტილი. დაამტკიცეთ, რომ ამ წერტილებში მოიძებნება მინიმუმ 2 ისეთი წერტილი, რომელთა შორის მანძილი მაქსიმუმ 1-ის ტოლია.

დავუშვათ რომ რომელიმე წერტილი ამ 6 წერტილიდან ემთხვევა O_ს (წრის ცენტრი) , მაშინ თუ ამ წერტილს დავაკავშირებთ სხვა რომელიმე წერტილთან მონაკვეთით, რომელიც არის ამ წერტილიდან წრის გარშემო არსებული წრეწირისადმი გავლებული მონაკვეთის ნაწილი (ან წერტილი მდებარეობს წრეწირზე), მაშინ ადვილი დასანახია რომ არსებობს ისეთი 2 წერტილი რომელთა შორის მანძილი არ აღემატება 1_ს (რადგან რადიუსი არის 1_ის ტოლი), იმ შემთხვევაში თუ ამ წერტილებიდან არცერთი არ ემთხვევა O_ს, დავუშვათ რომ არცერთი 2 წერტილი არ მდებარეობს წრის ერთ რადიუსზე (თუ მდებარეობს ადვილი დასანახია რომ იოლად მტკიცდება ამოცანა), გავყოთ 6 სექტორად წრე ( როგორც A1OA6), მაშინ ადვილი დასანახია რომ რომელიღაც სექტორის ზომა აუცილებლად ნაკლებია ან ტოლია 360/6 გრადუსზე, დავუშვათ ეს სექტორი იყოს A1OA6, ადვილი დასანახია რომ A1_სა და A6_ს შორის მანძილი არ აღემატება 1_ს (ეს ადვილი დასამტკიცებელია და აღარ დავწერ დამტკიცებას).
user posted image

QUOTE
მგონი რიცხვები აურიე ამოცანაში :დ

ეხლა გადავამოწმე და სწორია, მარა უბრალოდ ვიტყვი რომ საკმაოდ რთულია ეგ ამოცანა biggrin.gif , IMO_ს P1 და P3 ამოცანას გადახევს თავისუფლად, სადღაც IMO_ს P2, P5, _ის სირთულეს უტოლდება რა biggrin.gif

Posted by: Echo Zvana 21 Aug 2018, 15:57
QUOTE
ეხლა გადავამოწმე და სწორია, მარა უბრალოდ ვიტყვი რომ საკმაოდ რთულია ეგ ამოცანა  , IMO_ს P1 და P3 ამოცანას გადახევს თავისუფლად, სადღაც IMO_ს P2, P5, _ის სირთულეს უტოლდება რა 

ვახ :დ რაღაც არასწორად წავიკითხე ესე იგი. გადავხედავ ამ საღამოსაც :დ

Posted by: messi2003 21 Aug 2018, 23:57
oleg-i
გაიხარე, მადლობა, ეს ამოცანა წლევანდელი ეროვნულების ერთქულიანი ამოცანა იყო და ამოხსნები რომ ედოთ ვერაფერი გავიგე, ახლა კი ყველაფერი გასაგებია.

Posted by: donadona 30 Aug 2018, 20:34
user posted image დიფერენციალურ განტოლებაზე შეუძია ვინმეს დახმარება?
* * *
user posted image ან ეს განტოლება თუ შეგიძლიათ რომ ამომახსნევინოთ

Posted by: არწივი9 2 Sep 2018, 16:15
აქ ზემოდან მეორეს ქართულად რა ჰქვია?
user posted image

Posted by: lepori 2 Sep 2018, 18:49
არწივი9
QUOTE
ქ ზემოდან მეორეს ქართულად რა ჰქვია?

რუსული არ ვიცი მარა, R-ს მიხედვით ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე უნდა იყოს

Posted by: არწივი9 2 Sep 2018, 23:42
lepori
QUOTE
R-ს მიხედვით ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე უნდა იყოს

მადლობა

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 4 Sep 2018, 13:38
წლევანდელი უნარების ამოცანა
user posted image

Posted by: Definitely_Maybe 4 Sep 2018, 13:58
Datvlas-vin-gtxovs
(ბ) m/n

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 4 Sep 2018, 17:24
Definitely_Maybe
ჰო up.gif
მოძრაობაზე ამოცანასავით შეიძლება ამოხსნა
V ბეჭდვის სიჩქარე
S სამუშაო
t დრო

Posted by: Nodo_K 18 Sep 2018, 16:23
3 მდეა თამაში 2 ნოლს ვაგებ და ახალი ხელის პროცენტულობბა 50/50ზზეა. რამდენი %ია შანსი რომ მოვიგო 3_2 ?? და როგორ დავიანგარიშო..

Posted by: nforumi 18 Sep 2018, 16:31
Nodo_K
QUOTE
3 მდეა თამაში 2 ნოლს ვაგებ და ახალი ხელის პროცენტულობბა 50/50ზზეა. რამდენი %ია შანსი რომ მოვიგო 3_2 ?? და როგორ დავიანგარიშო..


1/8

Posted by: Nodo_K 18 Sep 2018, 16:47
QUOTE (nforumi @ 18 Sep 2018, 16:31 )
Nodo_K
QUOTE
3 მდეა თამაში 2 ნოლს ვაგებ და ახალი ხელის პროცენტულობბა 50/50ზზეა. რამდენი %ია შანსი რომ მოვიგო 3_2 ?? და როგორ დავიანგარიშო..


1/8

დეტალურად ამიხსენი როგორ დაიანგარიშე

Posted by: nforumi 18 Sep 2018, 16:56
Nodo_K
QUOTE
დეტალურად ამიხსენი როგორ დაიანგარიშე


რა ახსნა უნდა. თითოეული ხდომილების ალბათობა არის 1/2. სამივე ხდომილების რეალიზების ალბათობა გამოითვლება მათი ალბათობების გადამრავლებით: 1/2 * 1/2 * 1/2 = 1/8


Posted by: Nodo_K 18 Sep 2018, 17:03
აჰა ხო, კარგი მაშინ ვიგებ 1_0ს, 3მდეა იისევ, ვთამაშობთ და 20-- 80ზეა ამ ხელის მოგება, რამდენი%ია?? ამ მატჩის მოგება??

Posted by: nforumi 18 Sep 2018, 17:08
Nodo_K
QUOTE
აჰა ხო, კარგი მაშინ ვიგებ 1_0ს, 3მდეა იისევ, ვთამაშობთ და 20-- 80ზეა ამ ხელის მოგება, რამდენი%ია?? ამ ხელის მოგება?

თუ სწორად გავიგე პირობა, ასე იქნება:

1/5 * 1/5 = 1/25.

ხო, აქ გამოვთვალეთ მხოლოდ ის შემთხვევა, როცა ორივეს იგებ (არ აგებ).

არის კიდე სხვა ვარიანტები: წააგო, წააგო, მოიგო, მოიგო; წააგო, მოიგო, წააგო, მოიგო და სხვა. თუ ამ ვარიანტებსაც გაითვალისწინებ, მაშინ ცხადია სხვა პასუხი იქნება.

Posted by: Nodo_K 18 Sep 2018, 17:14
ჯანფაბა რაღაც ავირიე, მწრწ მოგწერ ჩატში ახლლლა ტელეთი ვარ

Posted by: არწივი9 3 Oct 2018, 01:10
იქნებ ერთი ამოცანის გაგებაში დამეხმაროთ?

მოკლედ, ლექტორმა მოგვიყვანა ასეთი მაგალითი: არის ორი ერთნაირი მანქანა რომლებიც ერთდროულად დაიძვრებიან განსხვავებულ გზებზე. ანუ ჯერ სწორი გზაა, მერე ერთი მანქანის შემთხვევაში აღმართი, ხოლო მეორის შემთხვევაში დაღმართი (ამ აღმართ-დაღმართების ფორმა ზუსტად ერთნაირია). ცხადია ის მანქანა რომელიც დაღმართში ჩაგორდება ჯერ მოუმატებს სიჩქარეს და მერე ამოსვლას რომ დააპირებს შენელდება, მეორე მანქანის შემთხვევაში პირიქით იქნება.
user posted image
შეკითხვა ასეთია: ეს მანქანები სწორ გზაზე ერთნაირად/ერთდროულად გავლენ თუ რომელიმე მათგანი მეორეს გაასწრებს?

მათემატიკური ამოხსნა ყოფილა ის რომ თუ გრაფიკზე სიჩქარეს გავამრავლებთ დროზე, მაშინ ის ვინც თავიდან დაბლა ჩავიდა უფრო ნაკლებ მანძილს დაფარავსო, ანუ მეორეს ჩამორჩებაო:
user posted image
ანუ დაფარული მანძილი აქ გრაფიკზე ფიგურის ფართობით იანგარიშება, ეს თითქოს გასაგებია.

მაგრამ ფიზიკის მხრივ ვერ გავიგე რატომაა ასე smile.gif რა არსებით მნიშვნელობა აქვს ჯერ ავალ და მერე ჩავალ თუ პირიქით ვიზამ? ჯერ (სიჩქარეში) დანაკარგია და მერე მოემატება სისწრაფეს, ან პირიქით იქნება. ჯამი ერთიდაიგივე არ უნდა გამოვიდეს?

Posted by: oleg-i 4 Oct 2018, 01:07
არწივი9
QUOTE
ანუ დაფარული მანძილი აქ გრაფიკზე ფიგურის ფართობით იანგარიშება, ეს თითქოს გასაგებია.

მართალია!
განვლილი L მანძილი სიჩქარის დროზე v(t) დამოკიდებულების გრაფიკის ქვეშ მოთავსებული ფიგურის ფართობით დაითვლება... ამ შედეგზე აჯამვის(ინტეგრების) ოპერაციით გავდივართ - გრაფიკის ქვეშ მოთავსებულ გეომეტრიულ ფიგურას ძალიან ვიწრო მართკუთხედებად ვყოფთ გვერდებით ძალიან მცირე t დრო და შესაბამისი საშუალო v სიჩქარე. დროის ამ მცირე შუალედში მოძრაობას მივიჩნევთ თანაბარ მოძრაობად და შესაბამისი გადაადგილებაც რიცხობრივად ამ ვიწრო მართკუთხედის ფართობის ტოლია s = vt...
ასეთი მიდგომა სხვა საკითხების გადაჭრისაც შეგიძლია გამოიყენო. მაგ თუ გაქვს აირის წნევის მოცულობისაგან
P(V) დამოკიდებულების გრაფიკი, მაშინ გრაფიკის ქვევით მოთავსებული ფართობით შეგიძლია დათვალო აირის მიერ შესრულებული მუშაობა, იქედან გამომდინარე, რომ მუდმივი წნევისას ეს მუშაობა წნევისა და მოცულობის ცვლილების ნამრავლის ტოლია A = p''delta''V.

QUOTE
ცხადია ის მანქანა რომელიც დაღმართში ჩაგორდება ჯერ მოუმატებს სიჩქარეს და მერე ამოსვლას რომ დააპირებს შენელდება, მეორე მანქანის შემთხვევაში პირიქით იქნება.

მართალია!
ორივე მანქანის საწყისი v სიჩქარე თავთავიანთ დაღმართ(აღმართ) მისადგომებთან ერთნაირია? --- კი!
სიმარტივისათვის უგულებელვყოთ მოძრაობის ხელისშემშლელი(დამაბრკოლებელი) ფაქტორები, მაშინ შესაბამისად გადალახული ღრმული(ბურცობის) ბოლო წერტილებში(ისევ ჰორიზონტალურ უბანზე გასვლის მომენტში) მათ იგივე v სიჩქარეები ექნებათ? --- კი!

ღრმულის დაძლევისას პირველის სიჩქარე განიცდის ცვლილებას:
v ----> გაზრდილი vქვედა --------> და ისევ v ---->
ამიტომ მოძრაობის საშუალო სიჩქარე ღრმულზე V ღრმ > v

ბურცობის დაძლევისას მეორეს სიჩქარე განიცდის ცვლილებას:
v ----> შემცირებული vზედა --> და ისევ v ---->
ამიტომ მოძრაობის საშუალო ბურცობზე V ბურც < v
---------------------------------------------------------------------
შედეგად საშუალო სიჩქარეები V ღრმ > V ბურც !

და თუ
QUOTE
(ამ აღმართ-დაღმართების ფორმა ზუსტად ერთნაირია)
ანუ განვლილი მანძილები ერთნაირია და შედეგად Tღრმ < Tბურც !!! ...
ღრმულზე დაშვებული ავტომობილი უფრო ადრე გავა ჰორიზონტალურ უბანზე!!!
მეთანხმები?... smile.gif


QUOTE
მაშინ ის ვინც თავიდან დაბლა ჩავიდა უფრო ნაკლებ მანძილს დაფარავსო, ანუ მეორეს ჩამორჩებაო:

რაიო? spy.gif
არ იტყოდა ის კაცი მასე... ვფიქრობ, შენ ვერ მოიტანე ამბავი სწორად.
შესატყვისი v(t) გრაფიკებიც პირიქით და გრაფიკის ქვემოთ მოთავსებული ფიგურების ფართობების ერთნაირობის გათვალისწინებით უნდა დაგეხაზა, რომელზეც ზუსტად აისახებოდა დროთა შორის სხვაობა...
გაასწორე smile.gif

Posted by: არწივი9 5 Oct 2018, 17:04
oleg-i
QUOTE
ორივე მანქანის საწყისი v სიჩქარე თავთავიანთ დაღმართ(აღმართ) მისადგომებთან ერთნაირია? --- კი!

კი რათქმაუნდა

QUOTE
სიმარტივისათვის უგულებელვყოთ მოძრაობის ხელისშემშლელი(დამაბრკოლებელი) ფაქტორები, მაშინ შესაბამისად გადალახული ღრმული(ბურცობის) ბოლო წერტილებში(ისევ ჰორიზონტალურ უბანზე გასვლის მომენტში) მათ იგივე v სიჩქარეები ექნებათ? --- კი!

ნუ მეც ასე მგონია

QUOTE
ღრმულის დაძლევისას პირველის სიჩქარე განიცდის ცვლილებას:
v ----> გაზრდილი vქვედა --------> და ისევ v ---->

მოიცა, რატომ? კაი, ჩავიდა დაბლა, მაგრამ მაღლა ასვლას რომ დაიწყებს ხომ შემცირდება მისი სისწრაფე?

QUOTE
ანუ განვლილი მანძილები ერთნაირია და შედეგად Tღრმ < Tბურც !!! ...
ღრმულზე დაშვებული ავტომობილი უფრო ადრე გავა ჰორიზონტალურ უბანზე!!!

არა
უნდა ჩავუჯდე ამ საკითხს კარგად ups.gif

QUOTE
მაშინ ის ვინც თავიდან დაბლა ჩავიდა უფრო ნაკლებ მანძილს დაფარავსო, ანუ მეორეს ჩამორჩებაო:

QUOTE
არ იტყოდა ის კაცი მასე... ვფიქრობ, შენ ვერ მოიტანე ამბავი სწორად.

არ აუხსნია ეს მაგალითი კარგად, საერთოდ არ გვიხსნის წესიერად და არ მომწონს. სწორედ ის თქვა რომ ის მანქანა უფრო სწრაფად წავა წინ რომელიც ჯერ აღართზე ავაო და ასეთი ანალოგია (ცოტა პრიმიტიული) მოიყვანა - ის სტუდენტი უფრო წინ/სწრაფად წავაო ვინც თავიდან შეუდგება აღმართსო, ანუ თავიდანვე ვინც კარგად იმეცადინებსო old.gif

უნდა დავფიქრდე, ტვინის საჭყლეტი ამოცანაა

Posted by: oleg-i 5 Oct 2018, 22:05
არწივი9
QUOTE

QUOTE
ღრმულის დაძლევისას პირველის სიჩქარე განიცდის ცვლილებას:
v ----> გაზრდილი vქვედა --------> და ისევ v ---->

მოიცა, რატომ? კაი, ჩავიდა დაბლა, მაგრამ მაღლა ასვლას რომ დაიწყებს ხომ შემცირდება მისი სისწრაფე?


ბჯოო!!! სად ბანაობ??? spy.gif
მიადექი ციგით ყინულოვან ღრმულს 10 კმ/სთ სიჩქარით და დაეშვი... ციგას რომ სპიდომეტრი ქონდეს, მაშინ მისი ჩვენებები მაგალითისთვის ასე დალაგდებოდა : 10-11-12-13-14-15-14-13-12-11-10 . საშუალო სიჩქარე გამოვა
10 - ზე მეტი - დაახლ 12 კმ/სთ.

ახლა მიადექი ციგით იგივე პერიმეტრის ყინულოვან ბურცობს 10 კმ/სთ სიჩქარით და ინერციით შეუდექი აღმართს... ციგას რომ სპიდომეტრი ქონდეს, მაშინ მისი ჩვენებები მაგალითისთვის ასე დალაგდებოდა : 10-9-8-7-6-5-6-7-8-9-10 . საშუალო სიჩქარე გამოვა 10 - ზე ნაკლ - დაახლ 8 კმ/სთ.

რომელს უფრო მალე გაივლი???????.....!
აივლი!!!!!!!!.........
ივლი???????????? ......
ვლი!!!!!!!!!!!!!!.........
ლი?????????????......
ი!!!!!!!... ი!!!!!!.....ი!!!!!!.....
spy.gifspy.gifspy.gif

ღრმულს!!!.... რმულს!!!!....მულს!!!...ულს!!!...ლს!!!...ს!!!!......



QUOTE
უნდა დავფიქრდე, ტვინის საჭყლეტი ამოცანაა

სხვა ტვინის საჭყლეტი არ მოგცეს ბიძიკო ღმერთმა... მაგას ქე მაინც კითხავ ვინმეს და პასუხის გამცემი მადლიანიც გამოჩნდება ვინმე, მარა....
სამყაროს ჭიპი სადააო? და .... --- ამაზე პასუხის გამცემი მანახია ნეტა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: არწივი9 5 Oct 2018, 23:09
oleg-i
QUOTE
მიადექი ციგით ყინულოვან ღრმულს 10 კმ/სთ სიჩქარით და დაეშვი... ციგას რომ სპიდომეტრი ქონდეს, მაშინ მისი ჩვენებები მაგალითისთვის ასე დალაგდებოდა : 10-11-12-13-14-15-14-13-12-11-10 . საშუალო სიჩქარე გამოვა

კი მაგრამ რა იცი რომ ბოლოში ისევ 10 კმ/სთ იქნება? rolleyes.gif


QUOTE
ახლა მიადექი ციგით იგივე პერიმეტრის ყინულოვან ბურცობს 10 კმ/სთ სიჩქარით და ინერციით შეუდექი აღმართს... ციგას რომ სპიდომეტრი ქონდეს, მაშინ მისი ჩვენებები მაგალითისთვის ასე დალაგდებოდა : 10-9-8-7-6-5-6-7-8-9-10 . საშუალო სიჩქარე გამოვა 10 - ზე ნაკლ - დაახლ 8 კმ/სთ.

რომელს უფრო მალე გაივლი???????.....!

ლექტორმა სხვანაირად გვითხრა chups.gif

Posted by: m e r a 5 Oct 2018, 23:20

რას ანგარიშობთ ამდენს, თავიდან ვინც დაბლა წავა, ის დაღმართში აკრეფილ სიჩქარეს ბოლომდე გამოიყენებს და დახარჯავს ამ ენერგიას აღმართში ასვლისას, ხოლო ვინც თავიდან აღმართში ავა, მას ბოლოში, ანუ დაღმართის ბოლოს დაუხარჯავი ენერგია მორჩება.

ძალიან მარტივი ამოცანაა........

Posted by: oleg-i 6 Oct 2018, 02:07
არწივი9
QUOTE
მიადექი ციგით ყინულოვან ღრმულს 10 კმ/სთ სიჩქარით და დაეშვი... ციგას რომ სპიდომეტრი ქონდეს, მაშინ მისი ჩვენებები მაგალითისთვის ასე დალაგდებოდა : 10-11-12-13-14-15-14-13-12-11-10 . საშუალო სიჩქარე გამოვა

კი მაგრამ რა იცი რომ ბოლოში ისევ 10 კმ/სთ იქნება?  

ამით შენ გაგიმარტივე ბიძიკო საქმე... ყინულოვანი ღრმული/ბურცობის მაგალითი შეგნებულად მოგიყვანე - მოძრაობის დამაბრკოლებელი ფაქტორები მოგიხსენი, თორემ თუ მას გავითვალისწინებდით, მაშინ ორივე შემთხვევაში ბოლო სიჩქარე 10- ზე ნაკლები იქნებოდა და საშულო სიჩქარეებში განსხვავება კიდევ უფრო საგრძნობი გახდებოდა...
QUOTE
ლექტორმა სხვანაირად გვითხრა

თავი აზროვნებისთვის მოგცა ღმერთმა...
----------------------------------------------------------------




QUOTE
რას ანგარიშობთ ამდენს, თავიდან ვინც დაბლა წავა, ის დაღმართში აკრეფილ სიჩქარეს ბოლომდე გამოიყენებს და დახარჯავს ამ ენერგიას აღმართში ასვლისას, ხოლო ვინც თავიდან აღმართში ავა, მას ბოლოში, ანუ დაღმართის ბოლოს დაუხარჯავი ენერგია მორჩება.

ძალიან მარტივი ამოცანაა........


ერთი ფილმი გამახსენდა -''ქვევრი''...
''... ეს ხომ წრეა, არა? ... ლავუაზიეს კანონია!...''

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 18 Oct 2018, 21:09
user posted image

ეს როგორ დავთვალო?
2+2 პარალელურად იკრიბება და მერე 6იანთან მიმდევრობით?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Nov 2018, 09:47
100კგ ხის რა ნაწილი ჩაიძირება მზესუმზირის ზეთში, რომლის სიმკვრივეა 930კგ/მ3, თუ ხის სიმკვრივეა 800კგ/მ3?

პასუხია 80/93
მარა გამოთვლებით 10/93 გამომდის... რატო?

ეს სხეული ტივტივებს, ანუ Fამომგდები = Fსიმძიმე
Fამომგდები = pზეთი*Vსხეული*g
Fსიმძიმე = mg

pზეთი*Vჩაძირული_სხეულის_ნაწილი*g = mg
g ები გადავხაზოთ, დარჩება 930*V=100
V=10/93

რას ვაკეთებ შეცდომით?
და ერთი რაღაც ვერ გავიგე. ხის სიმკვრივე რატო მოგვცეს, როცა მასას გვეუბნებიან პირდაპირ?


Posted by: oleg-i 6 Nov 2018, 15:32
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
100კგ ხის რა ნაწილი ჩაიძირება მზესუმზირის ზეთში, რომლის სიმკვრივეა 930კგ/მ3, თუ ხის სიმკვრივეა 800კგ/მ3?

პასუხია 80/93
მარა გამოთვლებით 10/93 გამომდის... რატო/

ეს სხეული ტივტივებს, ანუ Fამომგდები = Fსიმძიმე
Fამომგდები = pზეთი*Vსხეული*g
Fსიმძიმე = mg

pზეთი*Vჩაძირული_სხეულის_ნაწილი*g = mg

g ები გადავხაზოთ, დარჩება 930*V=100
V=10/93

რას ვაკეთებ შეცდომით?
და ერთი რაღაც ვერ გავიგე. ხის სიმკვრივე რატო მოგვცეს, როცა მასას გვეუბნებიან პირდაპირ?

რას და...
80/93 -ს აქვს განზომილება (კუბური მეტრი)და ის არ არის 80/93 ნაწილი. ანუ
V=10/93 კუბური მეტრი (მ^3)!!!! არის უშუალოდ ზეთში ჩაძირული ნაწილის მოცულობა (მეტრ კუბებში) და იგი წარმოადგენს მთელი მოცულობის 80/93 ნაწილს.
ანუ მთელი მოცულობა ყოფილა გაყოფილი 10/93 გაყოფილი 80/93-ზე = 1/8 კუბური მეტრი. მართლაც მისი მასა გამოვა 800*(1/8) = 100 კგ

მასის მოცემა არ იყო საჭირო (იგულისხმება რომ ეს სხეული არის მასიური - ანუ არ აქვს სიღრუე).

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 6 Nov 2018, 16:50
oleg-i
რაც დამიწერე ნაწილი გავიგე, ნაწილი ვერ. მარა მინდა რო გავიგო
ისე, ამოხსნა სწორად მაქ?

Posted by: oleg-i 7 Nov 2018, 14:59
Datvlas-vin-gtxovs
[quote]რაც დამიწერე ნაწილი გავიგე, ნაწილი ვერ. [/quote]

გავასწორებ: (ჩემი პასუხის პირველ სტროფში 80/93 -ის ნაცვლად უნდა ეწეროს 10/93... ანუ უნდა ეწეროს!!!)

[/quote] რას და...
10/93 -ს აქვს განზომილება (კუბური მეტრი) და ის არ არის 10/93 ნაწილი. ანუ
V=10/93 (მ^3)!!!! არის უშუალოდ ზეთში ჩაძირული ნაწილის მოცულობა მეტრ კუბებში და იგი წარმოადგენს მთელი მოცულობის 80/93 ნაწილს.
ანუ მთელი მოცულობა ყოფილა გაყოფილი 10/93 გაყოფილი 80/93-ზე = 1/8 კუბური მეტრი. მართლაც მისი მასა გამოვა 800*(1/8) = 100 კგ

მასის მოცემა არ იყო საჭირო (იგულისხმება რომ ეს სხეული არის მასიური - ანუ არ აქვს სიღრუე). [/quote]



[quote]ისე, ამოხსნა სწორად მაქ?[/quote]

შენ გეკითხებიან Vჩაძირული/Vმთლიანი = ?
შემდეგ შენს ამოხსნაში m-ს შეცვლი pხეVმთლიანი -თი (იგულისხმება რომ არ აქვს ღრუ) ....... pზეთიVჩაძg = pხეVმთლიანიg ........ Vჩაძ/Vმთლ = pხე/pზეთი = 80/93 ნაწილი .
ანუ ზეთში ჩაძირულია მთელი (93/93) მოცულობის 80/93 ნაწილი და იგი უშუალოდ შენს მიერ უნებურად მიღებული 10/93 = 0.108 მეტრკუბი მოცულობისაა.... მთლიანი მოცულობა კი გამოდის 1/8 = 0.125 მეტრკუბი


[quote]მარა მინდა რო გავიგო[/quote]

გაიგე?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 9 Nov 2018, 08:33
oleg-i
[quote][quote][/quote]
ეხლა ამ არეულმა quote ბმა სულ ამრია : /

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 10 Nov 2018, 12:28
სხეული იწყებს მოძრაობას ვერტიკალურად 40 ჯ კინეტიკური ენერგიით. იპოვეთ კინეტიკური ენერგია მაქსიმალური სიმაღლის მეოთხედში
ეხლა აქ მონაცემები საკმარისია?
ზევით ისვრიან მგონი ჰო
ასვლის უმაღლეს წერტილში კინეტიკური ენერგია ნული იქნება
მარა მეოთხედზე როგორ გავიგო?








ეს როგორ იქნება?
ჰორიზონტალურ ზედაპირზე 1კგ და 2კგ მასების სხეულებს შორის მოთავსებულია შეკუმშული ზამბარა. ზამბარის განთავისუფლების შემდეგ 1კგ მასის სხეულმა შეიძინა 2მ/წმ სიჩქარე. რა მუშაობა შესრულდა ზამბარის შესაკუმშად?

არც სიხისტე ვიცით არც წაგრძელების სიგრძე

Posted by: oleg-i 10 Nov 2018, 23:20
QUOTE
სხეული იწყებს მოძრაობას ვერტიკალურად 40 ჯ კინეტიკური ენერგიით. იპოვეთ კინეტიკური ენერგია მაქსიმალური სიმაღლის მეოთხედში
ეხლა აქ მონაცემები საკმარისია?
ზევით ისვრიან მგონი ჰო
ასვლის უმაღლეს წერტილში კინეტიკური ენერგია ნული იქნება
მარა მეოთხედზე როგორ გავიგო?

ასვლის უმაღლეს წერტილში კინ ენერგია კი იქნება ნული, მაგრამ სამაგიეროდ პოტ ენერგია (mgh) ექნება 40 ჯ.... შესაბამისად მეოთხედ სიმაღლეზე პოტ ენერგია ექნება 10 ჯ ხოლო დანარჩენი 30 ჯ ექნება კინ ენერგიის სახით ... მექ ენერგიის მუდმივობის კანონი.

QUOTE
ჰორიზონტალურ ზედაპირზე 1კგ და 2კგ მასების სხეულებს შორის მოთავსებულია შეკუმშული ზამბარა. ზამბარის განთავისუფლების შემდეგ 1კგ მასის სხეულმა შეიძინა 2მ/წმ სიჩქარე. რა მუშაობა შესრულდა ზამბარის შესაკუმშად?

არც სიხისტე ვიცით არც წაგრძელების სიგრძე


ზამბარის შეკუმშვისას მუშაობა შესრულდა ზამბარისათვის პოტ ენერგიის მისანიჭებლად. ზამბარის გათავისუფლებისას ეს პოტენციური ენერგია კი მთლიანად გადავიდა(გადანაწილდა) სხეულების კინ ენერგიებში...
1კგ - იანმა სხეულმა შეიძინა 2 მ/წმ სიჩქარეო, მაშინ 2 კგ -იანის სიჩქარე კითხე იმპულსის მუდმივობის კანონს.
ის გეტყვის: '' შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო?'' wink.gif ... ჰოდა
მიუტანე რძე... გამოართვი 2 კგიანის სიჩქარე და დათვალე მათი კინ ენერგიათა ჯამი.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 11 Nov 2018, 15:10
oleg-i
კაი. გასაგებია

ამოხსნას არ გთხოვ. მე2 და მე3 ამოცანებზე რა საკითხავი მასალა არსებობს? სკოლის ფიზიკის წიგნებში ვერაფერი ვნახე

1) M მასის და v სიჩქარით მოძრავი სხეული ეჯახება k სიხისტის ზამბარას, რა x მანძილზე შეიკუმშება ზამბარა?

2) დენში ჩართული კონდენსატორის ფირფიტების დაშორებისას ძაბვა: იზრდება, მცირდება, არ იცვლება

3) ერთმანეთზე დევს სამი m მასის ერთნაირი ფირფიტა ფირფიტებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოებიფიენტი ტოლია ფირფიტებს შორის ხახუნის კოეფიციენტიდა და ტოლია k. თუ პირველ ფირფიტას გამოვასრიალებთ, ისე რომ დანარჩენებს არ შევეხებით მასზე მოქმედი ხახუნის ძალა იქნება?

4) 2 კგ მასის სხეული თოკით ააქვთ 3მ/წმ2 აჩქარებით, თოკის დაჭიმულობა ტოლია
აქ T = m(g+a) უნდა ? და 26ნ იქნება...

თუ ჭოჭOნაქზე (რომელსაც 2 თოკი აქ) სხვადასხვა მასის სხეულებს დავკიდებთ, თOკების დაჭიმულობის ძალები ტოლი რატომ იქნება?
user posted image

5) 200მ/წმ სიჩქარით მოძრავი ტყვია დაეჯახა მყარად დამაგრებულ ფიცარს გახვრიტა და მეორე მხარეს გამოვიდა 120მ/წმ სიჩქარით. ენერგიის რა ნაწილი დაკარგა მან ფიცარში გასვლისას

აქ კინეტიკურის გარდა სხვა რამის დათვლაც გვინდა? v1 და v2 ს ჩავსვამთ

6) V მოცულობისა და ρ სიმკვრივის ბურთი ისეა დამაგრებული ავზის ფსკერზე რომ თოკი არ წყდება, ავზში ρ0 სიმკვრივის სითხე ასხია. რას უდრის თოკის დაჭიმულობის ძალა?
user posted image

ამომგდებ ძალას მინუს სიმძიმის ძალა?

7) ზამბარის საწყისი ზომა იყო 30 სმ, ის გაჭიმეს 25ნ ძალის მოქმედებით და მისი სიგრძე გახდა 35 სმ. ზამბარის სიხისტეა ?
აქ ჩავსვი რიცხვები და 25 = k/5 -> k = 125 მარა პასუხებში არაა

:/

Posted by: nesiz 19 Nov 2018, 12:24
http://prntscr.com/lk4ar9
....................................

Posted by: savitberger 17 Dec 2018, 17:03
ცნობილია, რომ a/(x+1)+b/(x-1) და (7x+10)/(x^2-1) გამოსახულებები a და b პარამეტრების
გარკვეული მნიშვნელობებისთვის იგივურად ტოლია. იპოვეთ a და b პარამეტრების
ამ მნიშვნელობებისთვის a^2-b^2

Posted by: MeTamashiMinda 17 Dec 2018, 17:12
Datvlas-vin-gtxovs
ზმა, დაანებე ფიზიკის სწავლას თავი biggrin.gif biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: savitberger 2 Jan 2019, 13:02
28-სა და 496-ს შორის არის რომელიმე სრულყოფილი რიცხვი?

Posted by: zazunaa 8 Jan 2019, 15:52
user posted image

ვინმემ მითხარით გთხოვთ ესეთ უაზრო წრედში წინაგობა რას უდრის, გიჟი ლექტორი მყავს ტვინი ამიდუგდა უკვე )))
* * *
რანაირი პასუხი არ მოვიფიქრე ყველაფერზე მეუბნება არასწორიაო ((

Posted by: oleg-i 8 Jan 2019, 20:28
zazunaa
QUOTE
გიჟი ლექტორი მყავს ტვინი ამიდუგდა უკვე

პრეზერვატივების დიზაინერისთვის ასეთი წრედის გარჩევა ნამდვილად სიგიჟეა, მაგრამ ელექტრიკოსისთვის კი ეს სქემა
ძალიან მარტივი უნდა იყოს.
თუ გამტართა მიმდევრობით/ პარალელურ შეერთებზე აზრზე ხარ, მაშინ ამ სქემის ყურადღებით გაანალიზებისას დაადგენ, რომ ეს წინაღობები ერთმანეთთან პარალელურად არიან ჩართულნი: დავუშვათ ზედა შავი წერტილი ჩართულია ''+'' ზე, ქვედა კი ''-''ზე...
''+'' დან წამოსული დენის 1/3 ნაწილი ზედა წინაღობაში გაივლის ზევიდან ქვევით, ხოლო დანარჩენი 2/3 ნაწილი თანაბრად განაწილდება შუა და ქვედა წინაღობებს შორის:--- 1/3 შუა წინაღობაში გაივლის ქვევიდან ზევით და მეორე 1/3 ნაწილი კი ქვედა წინაღობაში გაივლის ზევიდან ქვევით... ბოლოს კი სამივე i/3 დენი ერთი მთლიანი i დენის სახით გამოვა ''-'' ზე.

ჰო!.. რა ვთქვით, როგორი შეერთებაა(ო)?.... და რისი ტოლია სრული წინაღობა ასეთი შეერთების დროს(ო)?..


Posted by: HCl 15 Jan 2019, 23:19
zazunaa
R/3.
სადენები საცაა ის წერტილები შეგიძლია ერთმანეთთან მიიტანო და გექნება სამი პარალელურად ჩართული რეზისტორი.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 20 Jan 2019, 08:59
QUOTE
ჰო!.. რა ვთქვით, როგორი შეერთებაა(ო)?.... და რისი ტოლია სრული წინაღობა ასეთი შეერთების დროს(ო)?..

პარალელური

1/R1 + 1/R2 + 1/R3 ჩემმა მზემ up.gif

Posted by: ვეჯი 3 Mar 2019, 20:25
(7^6+7^5-7^4)/11 როგორ გამოვთვალო?

Posted by: oleg-i 3 Mar 2019, 21:11
ვეჯი
QUOTE
(7^6+7^5-7^4)/11 როგორ გამოვთვალო?

7^4 გაიტანე ფრჩხილებს გარეთ და თუ თავისი ნებით არ გამოგყვეს, მაშინ დარეკე ბოლოსდაბოლოს 112- ზე... smile.gif

Posted by: ვეჯი 4 Mar 2019, 14:02
მადლობაააააააააააააააააააააააა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ვეჯი 7 Apr 2019, 16:20
კონუსის სიმაღლეა 20სმ. იპოვეთ კვეთის ფართობი, რომელიც გადის კონუსის წვეროზე და ფუძის ქორდაზე, რომლის მიერ მოჭიმული რკალის გრადუსული ზომაა 60, თუ ეს კვეთა სიბრტყესთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს.

Posted by: simebi 29 Apr 2019, 19:38
................................

Posted by: 200000 29 Apr 2019, 20:03
simebi
user posted image

მემგონი სანამ ვხსნიდი, შენც მიიღე პასუხი wink.gif

Posted by: simebi 29 Apr 2019, 20:06
200000
ხო biggrin.gif მერე ვნახე გამოთვალაში მქონია შეცდომა biggrin.gif

მადლობა მაინც რომ შეწუხდი..

Posted by: 123omari123 19 May 2019, 19:42
გამარჯობა
დაუშვად, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ავტომობილს შეუძლია აჩქარდეს 1.9 წამში 0 დან 100 კმ/სთ_მდე, ანუ დაახლოებით 1.5 g გადატვირთვის განვითარება, იგივე მანქანა თუ შეძლებს უფრო დიდი აჩქარების განვითარებას 45 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე (ან უფრო დიდი დახრილობის სიბრტყეზე) დაღმა სვლისას, რამდენად დიდი იქნება განსხვავება? ანუ რამდენად მოახდეს დედამიწის მიზიდულობის ძალა გავლენას?

Posted by: ქართლოსი 1 Jun 2019, 12:47
3.7 ლიტრით გაიარა 120 კილომეტრი
100 კილომეტრზე რამდენი ლიტრა გამოდის

როგორ იანგარიშეა?

Posted by: Redemption* 1 Jun 2019, 14:01
ქართლოსი
შეფარდებით

3.7 _______ 120
x ________ 100 გვაინტერესებს x, ანუ რამდენი ლიტრი დაჭირდა 100 კილომეტრზე

3.7/120 = x/100 ესენი ერთნაირად შეეფარდება ერთმანეთს

მერე სტანდარტულად ერთცვლადიან განტოლებას ვხსნით
3.7 * 100 = 120 * x
370 = 120 * x
x = 370 / 120
x = 3 მთელი 1/12, ანუ დაახლოებით 3.083333... ლიტრი

Posted by: ქართლოსი 3 Jun 2019, 11:14
Redemption*

მადლობა.


,............................

Posted by: LordBaelish 20 Jun 2019, 16:37
სალამი, იქნება მიშველოთ ამ ამოცანის ამოხსნაში და ამიხსნათ მისი ამოხსგნის გზა :დ მარტივია ვიცი, მაგრამ ვერაფერი გავუგე :დ მადლობა წინასწარ

"გასავლელი გზის ზუსტად ნახევარი ველოსიპედისტმა გაიარა 20 კმ/სთ სიჩქარით, რა სიჩქარით უნდა იმოძრაოს მან გზის მეორე ნახევარზე, რომ მთელ გზაზე საშუალო სიჩქარე 24 კმ/სთ გამოვიდეს?"

Posted by: verula71 28 Jun 2019, 19:33
დამეხმარეთ რა თუიცით როგორ იხაზება Y =1/cosx help.gif

Posted by: zuri 9 Jul 2019, 20:05
verula71
ესაა

მარცხნივაც იგივენაირად მიდის, კოსინუსი ლუწი ფუნქციაა და Y ღერძის მიმართ სიმეტრიულია გრაფიკი.
ეხლა როგორ უნდა მიხვდე რომ ეგეთი ფორმა ექნება:
კოსინუსი იცვლება -1-დან 1-მდე. x=0-ში cos(0)=1, ხოლო 1/cos(x)-ის წარმოებული x=0-ში არის 0. ანუ იწყებ Y=1-დან ჰორიზონტალური წირის ხაზვას მარჯვნივ და თანდათან ზევით მიგაქვს რადგან კოსინუსი კლებულობს და x=pi/2-ზე 0 ხდება, ანუ Y პლიუს უსასრულობაში მიისწრაფის.
ანალოგიურად დახატავ x=pi/2-დან pi-მდე, მინუს უსასრულობიდან უნდა დაიწყოს ამოსვლა და -1-თან მივიდეს ჰორიზონტალურად.
და ა.შ.

Posted by: zuri 12 Jul 2019, 19:03
ერთი ამოცანა გამახსენდა:

დაამტკიცეთ რომ ადამიანთა ის რაოდენობა რომელთაც სხვისთვის კენტჯერ აქვთ ხელი ჩამორთმეული არის ლუწი.

კარგი ამოცანაა და არც ისე რთული.

Posted by: HCl 12 Jul 2019, 20:21
zuri
ადვილია ეგ.
______________

Posted by: zuri 21 Jul 2019, 18:49
user posted image

აბა ამის ყველა ამონახსენი იპოვეთ.

Posted by: nforumi 22 Jul 2019, 18:59
zuri
2,3,4,5,6,7
wink.gif
...............................

Posted by: fortum 24 Jul 2019, 17:25
QUOTE (zuri @ 12 Jul 2019, 19:03 )
ერთი ამოცანა გამახსენდა:

დაამტკიცეთ რომ ადამიანთა ის რაოდენობა რომელთაც სხვისთვის კენტჯერ აქვთ ხელი ჩამორთმეული არის ლუწი.

კარგი ამოცანაა და არც ისე რთული.

ყოველი ხელის ჩამორთმევის დროს ადამიანები ქვას რომ აძლევდნენ ერთმანეთს
შემდეგი ხელის ჩამორთმევის დროს ახალ ქვას ნაჩუქარს არა
ქვების ჯამი ყოველთვის იქნება ლუწი იმიტომ რომ თითოეული ხელის ჩამორთმევის დროს 2 ქვა დაემატება
ქვების რაოდენობა ავღნიშნოთ X-ით
იმ ადამიანების რაოდენობა რომლებსაც ლუწი რაოდენობის ქვები აქვთ - Y-ით
შესაბამისად X-Y აუცილებლად ლუწი იქნება
ანუ იმათი ქვების რაოდენობის ჯამი ვისაც კენტჯერ აქვს ხელი ჩამორთმეული ლუწია
და კენტის მხოლოდ ლუწზე გამრავლებით მივიღებთ ლუწს

რთული იყო mad.gif

Posted by: zuri 28 Jul 2019, 13:15
fortum
ვერ გავიგე აქ რა დაწერე მაგრამ ამის ამოხსნაში ქვების შემოტანა არ დამჭირებია და უფრო მარტივად ამოვხსენი.

Posted by: fortum 28 Jul 2019, 16:29
zuri
უფრო მარტივად ავხსნი
ჩამორთმეული ხელების რაოდენობა არის ლუწი იმიტომ რომ 2 ადამიანი მონაწილეობს
ეს ავღნიშნოთ X-ით
იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ლუწჯერ ჩამოართვა ხელი Y-ით
შესაბამისად X-Y აუცილებლად ლუწი იქნება იმიტომ რომ ლუწს ლუწი აკლდება

Posted by: zuri 31 Jul 2019, 14:28
fortum
არაა სწორი საერთოდ.
ჯერ ესე ერთი იმის გამო რომ ორი ადამიანი მონაწილეობს არ ნიშნავს რომ ხელების რაოდენობა ლუწია როცა ბევრ ჩამორთმევაზე გადადიხარ. ერთიდაიგივე ხელი თუ ერთზე მეტჯერ ართმევს ხელს მაშინ აღარ გამოდის ლუწი.
და მეორეც, მაგ ლოგიკით გამოდის რომ ყველაფერი ლუწია? იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ლუწჯერ ჩამოართვა ხელი ლუწია? ეს არაა სწორი. მხოლოდ კენტჯერ ჩამორთმეულების რაოდენობაა ყოველთვის ლუწი.

Posted by: fortum 31 Jul 2019, 16:07
zuri
ქვებზე იმიტომ იყო უფრო ადვილი გასაგები
ჩამორთმეული ხელებოს რაოდენობას კი არა ჩამორთმევებს ვითვლით ჯამში
მაგალითად თითო ჩამორთმევის დროს ადამიანი ერთ ხაზს რომ ისმევდეს ხელზე ხაზების რაოდენობა ყოველთვის ლუწი იქნება რადგან ყოველ ჩამორთმევაზე 2 მიემატება

რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობას ვინც ლუწჯერ ჩამოართვა ხელი ან კენტი იქნება ან ლუწი მაგრამ რადგან ეს რაოდენობა ლუწია არ აქვს მნიშვნელობა კენტზე გავამრავლებთ თუ ლუწზე მაინც ლუწს მივიღებთ

ხოდა ჯამში ხაზების რაოდენობა თუ ლუწია და იმათი ხაზების რაოდენობაც ვინც ლუწჯერ ჩამოართვა ხელი ერთს მეორეს გამოვაკლებთ და აუცილებლად ლუწს მივიღებთ

Posted by: zuri 31 Jul 2019, 21:06
fortum
QUOTE
მაგალითად თითო ჩამორთმევის დროს ადამიანი ერთ ხაზს რომ ისმევდეს ხელზე ხაზების რაოდენობა ყოველთვის ლუწი იქნება რადგან ყოველ ჩამორთმევაზე 2 მიემატება

ეს სწორი მიდგომაა.

QUOTE
რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობას ვინც ლუწჯერ ჩამოართვა ხელი ან კენტი იქნება ან ლუწი მაგრამ რადგან ეს რაოდენობა ლუწია არ აქვს მნიშვნელობა კენტზე გავამრავლებთ თუ ლუწზე მაინც ლუწს მივიღებთ

ანუ აქ როგორც მივხვდი შემდეგ რამეს ამბობ: ვისაც ლუწჯერ აქვს ხელი ჩამორთმეული მას ლუწი ხაზი აქვს ხელზე. ამიტომ ლუწჯერ ჩამორთმეულ ადამიანთა ხაზების ჯამი ყოველთვის ლუწი გამოვა. სწორია.

QUOTE
ხოდა ჯამში ხაზების რაოდენობა თუ ლუწია და იმათი ხაზების რაოდენობაც ვინც ლუწჯერ ჩამოართვა ხელი ერთს მეორეს გამოვაკლებთ და აუცილებლად ლუწს მივიღებთ

ჯამში ხაზების რაოდენობა ლუწია. ამას გამოვაკელით ლუწჯერ ჩამორთმეულთა ხაზები, რომელიც ლუწი იყო. კი ბატონო, დაგვრჩა კენტჯერ ჩამორთმეული ხალხი და მათი ხაზების ჯამი არის ლუწი.

QUOTE
ანუ იმათი ქვების რაოდენობის ჯამი ვისაც კენტჯერ აქვს ხელი ჩამორთმეული ლუწია
და კენტის მხოლოდ ლუწზე გამრავლებით მივიღებთ ლუწს

სწორია. არ დავაკვირდი კარგად თავის დროზე. აქ მთლად კენტის ლუწზე გამრავლება არაა სწორი ექვივალენტი. ყველას ხო სხვადასხვა რაოდენობა კენტი ხაზი აქვს. უფრო სწორია რომ ვთქვათ რომ კენტი შესაკრებების ჯამი რომ ლუწი გამოვიდეს აუცილებელია რომ შესაკრებთა რაოდენობა იყოს ლუწი.


მე სხვანაირად ამოვხსენი.
თითოეულ ჩამორთმევაზე ცალკე ლუწ და ცალკე კენტ ჩამორთმეულთა რაოდენობა ან 2-ით იმატებს, ან 2-ით იკლებს, ან იგივე რჩება. ანუ ლუწით იცვლება ყოველთვის ეს რაოდენობა, რაც ნიშნავს რომ ლუწობა არ იცვლება, თავიდან თუ კენტი იყო ისევ კენტად რჩება და თავიდან თუ ლუწი იყო ისევ ლუწად რჩება.
თავიდან კი, სანამ ხელის ჩამორთმევები დაიწყება, კენტ ჩამორთმეულთა რაოდენობა არის 0, ანუ ლუწი. და მერე ამ 0-ს ყოველთვის 2 ემატება ან აკლდება, ანუ ლუწი რჩება.

Posted by: fortum 31 Jul 2019, 22:26
QUOTE (zuri @ 31 Jul 2019, 21:06 )
თითოეულ ჩამორთმევაზე ცალკე ლუწ და ცალკე კენტ ჩამორთმეულთა რაოდენობა ან 2-ით იმატებს, ან 2-ით იკლებს, ან იგივე რჩება..

რატომ? შეიძლება 1 ლუწიც დაემატოს
A თუ B-ს ჩამოართმევს ხელს და შემდეგ A C-ს
თავიდან 2 კენტი იყო შემდეგ 1ლუწი დაემატა და 0 კენტი

გვაქვს 64 უჯრიანი დაფა (8 8-ზე)
ერთ-ერთი დიაგონალის კუთხეები მოჭრილია ანუ 62 უჯრაა დარჩენილი
ასევე გვაქვს 31 დომინო. თითოეულს შეუძლია 2 უჯრის დაფარვა
შესაძლებელია თუ არა რომ ამ დომინოებით დაფა მთლიანად დავფაროთ
და როგორ/რატომ

Posted by: zuri 31 Jul 2019, 23:05
fortum
QUOTE
რატომ? შეიძლება 1 ლუწიც დაემატოს

არა.
1. თუ ლუწიანი ართმევს ლუწიანს მაშინ ორივე კენტიანი ხდება, ანუ ლუწიანის რაოდენობა 2-ით მცირდება და კენტიანის 2-ით იზრდება.
2. თუ კენტიანი ართმევს კენტიანს მაშინ ორივე ლუწიანი ხდება. ანუ ლუწიანის რაოდენობა 2-ით იზრდება და კენტიანის 2-ით მცირდება.
3. თუ კენტიანი ართმევს ლუწიანს მაშინ ადგილები ეცვლებათ. ანუ არც კენტიანის და არც ლუწიანის რაოდენობა არ იცვლება.

QUOTE
A თუ B-ს ჩამოართმევს ხელს და შემდეგ A C-ს
თავიდან 2 კენტი იყო შემდეგ 1ლუწი დაემატა და 0 კენტი

თავიდან სამივეს 0-ჯერ, ანუ ლუწჯერ ქონდათ ჩამორთმეული ხელი. ბოლოს 1-ს აქვს ლუწჯერ ჩამორთმეული, ანუ ლუწ ჩამორთმეულთა რიცხვი 2-ით შემცირდა. ხოლო კენტთა რიცხვმა 0-დან 2-ით მოიმატა და გახდა 2.

Posted by: Komponent 31 Jul 2019, 23:22
ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე ამოცანას, რომელებიც სკოლის ფიზიკის მასწავლებლების გამოცდაზე ყოფილა. ალბათ ის ისტორიაც იცით, მუსხელიშვილსაც რომ ვერ ამოუხსნია სკოლის ამოცანა smile.gif

ჯერ დავალება 38 გავარჩიოთ 2019 გამოცდიდან. ამის პასუხი დადეს აქ https://web.facebook.com/groups/353565797987889/
სადაც ზოგი უკომენტარებს კიდეც, რითი ვეღარ დაძველდა ეგ ამოცანაო (იგივე დავალება ყოფილა 2017 შიც, ოღონდ შეკითხვებია გადაადგილებული, სამინისტრომაც გამოაქვეყნა ამის პასუხი ) მოკლედ მთელი ფიზიკოსები უყურებს და არავინ აკრიტიკებს. მე ზოგ რამეს არ ვეთანხმები ამ ამოხსნაში, მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ ხედავთ შეცდომებს მათ ამოხსნაში და რას არ ეთანხმებით. (ქვემოთ სურათია ფეისბუქიდან).
დავალება 38
მოკლედ, მაგრამ ნათლად წარმოადგინეთ პასუხის მიღების გზა. წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი პასუხი არ შეფასდება.
L სიგრძის ძაფზე დაკიდებულ მცირე ზომის m მასის ბურთულას მიანიჭეს
ჰორიზონტალურად მიმართული v0 სიჩქარე და ბურთულამ შემოწერა წრეწირი
ვერტიკალურ სიბრტყეში. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. განსაზღვრეთ:
1) ძაფის დაჭიმულობის ძალა, როდესაც ბურთულა გადის ქვედა წერტილს;
2) ბურთულას სიჩქარე ზედა წერტილის გავლისას;
3) ძაფის დაჭიმულობის ძალა, როდესაც ბურთულა გადის ზედა წერტილს;
4) v0 სიჩქარის მინიმალური შესაძლო მნიშვნელობა.
user posted image

Posted by: fortum 1 Aug 2019, 00:28
QUOTE (zuri @ 31 Jul 2019, 23:05 )
3. თუ კენტიანი ართმევს ლუწიანს მაშინ ადგილები ეცვლებათ

კი, ესაა მთავარი

....................

Posted by: Nzoth 1 Aug 2019, 18:35
მოგესალმებით მოკლედ შემხვდა ესეთი ამოცანა

ორი დახრილი სიბრტყე შესაბამისად პირველი 30 და მეორე 60 გრადუსიანი დახრილობით ეხება ერთმანეთს ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები პირველი სიბრტყის მართობულად P წერტილიდან გაისროლეს ბურთი რაიმე V სიჩქარით რომელიც დაეცა მეორე სიბრტყის Q წერთილზე იპოვეთ PQ მანძილი

მოკლედ თითქოსდა მარტივია ხო ანუ გარდაქმნი საკოორინატო სიბრტყეს 60 გრადუსით შესაბაისად მიიღებ გრავიტაციის ვექტორის გარდაქმნილ მდგენელებს და ამოხსნი თუმცა ეს რომ გააკეთო მითითებული უნდა იყოს საწყისი ანუ გასროლის წერტილის კოორდინატები რომელიც არაა მითითებული და დავიბენი ანუ მანძილი ამ ორ წერტილს შორის გასროლის კოორდინატზე ანუ P(X,Y)-ზე არაა დამოკიდებული ? ამოხსნაში წერია რომ დაცემის მომენტში ბურთს მეორე სიბრტყის ანუ 60 გრადუსიანი სიბრტყის გასწვრივ სიჩქარე არ აქ და აქედანაა გამოყვანილი პფრენის დრო მაგრამ ვერ გავიგე რატომ არ აქვს ამ სიბრტყის გასვრივ სიჩქარე რა ლოგიკით ?


Posted by: zuri 1 Aug 2019, 19:45
fortum
QUOTE
გვაქვს 64 უჯრიანი დაფა (8 8-ზე)
ერთ-ერთი დიაგონალის კუთხეები მოჭრილია ანუ 62 უჯრაა დარჩენილი
ასევე გვაქვს 31 დომინო. თითოეულს შეუძლია 2 უჯრის დაფარვა
შესაძლებელია თუ არა რომ ამ დომინოებით დაფა მთლიანად დავფაროთ
და როგორ/რატომ

თითქოს ვხვდები რომ არაა შესაძლებელი, მაგრამ პასუხის ჩამოყალიბებისას სადღაც ვიჭედები. კიდე ვიფიქრებ ამ დღეებში.
* * *
Nzoth
მოიცა, ანუ ამოცანის პირობაში არაა ნათქვამი რომ მეორე სიბრტყეს მართობულად დაეცა? ან შეიძლება P წერტილის მოცემა პირობაში ნიშნავდეს მისი კოორდინატების მოცემას. რამდენად სანდოა ამოცანის პირობა ეგ არ ვიცი. ქართულად ეწერა თუ გადმოთარგმნილია?

Posted by: zuri 1 Aug 2019, 20:08
მეც ამომიხსნია ეს ამოცანა სტუდენტებთან. თუ რამეს არ ეთანხმები მაშინ ჯერ შენ დაგვიწერე რას არ ეთანხმები და გავარჩიოთ.

Posted by: Komponent 1 Aug 2019, 22:46
zuri
ჰო ჩემი იაღლიში დავწერე, რახან თემა შედგა, მათ იაღლიშებსაც ვიპოვით. გადავიდეთ შემდეგი ამოცანის განხილვაზე ყველანი, ისევ 2019 წლის გამოცდიდან. (ქვემოთ სურათია ამოხნის ფეისბუქიდან).
მაინტერესებს თქვენ როგორ ამოხნიდით ამ ამოცანას? (მე ისევ არ ვეთანხმები სურათზე არსებულ ამოხსნას)

დავალება 42
მოკლედ, მაგრამ ნათლად წარმოადგინეთ პასუხის მიღების გზა. წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი პასუხი არ შეფასდება.
თავდაპირველად უძრავ სხეულზე მოქმედებს ერთი მიმართულების ძალა, რომლის
მოდული დროზე დამოკიდებულია კანონით: F=At, სადაც A მოცემული დადებითი
ნიშნის მუდმივაა. განსაზღვრეთ, რა დროში შეიცვლება სხეულის იმპულსი p0-დან
9p0-მდე.
user posted image

Posted by: არწივი9 1 Aug 2019, 23:08
QUOTE
ალბათ ის ისტორიაც იცით, მუსხელიშვილსაც რომ ვერ ამოუხსნია სკოლის ამოცანა

მოგვიყევი

Posted by: zuri 2 Aug 2019, 00:41
Komponent
QUOTE
ჰო ჩემი იაღლიში დავწერე

სად გიწერია შენი იაღლიში?

არცერთი ამოცანის ამოხსნაში ხარვეზს ვერ ვხედავ.

Posted by: Komponent 2 Aug 2019, 08:03
არწივი9
სადღაც ოჯახში მისულა, იქ უთქვამთ, ბავშვი ფიზიკის დავალებას ვერ ხსნის და იქნებ წაეხმაროთო. ვერც ამას ამოუხსნია, ეუბნებოდენ თურმე კიდეც, ოღონდაც შეეშვიო. წასვლისას უთქვამს, სადმე არ თქვათ მაინც, რომ ვერ ამოვხსენიო. მერე უთქვამს, თუ გინდათ თქვით, მაინც არავინ დაგიჯერებთო.

zuri
ჩემი იაღლიში არის ის რომ, არასწორად არ ვეთანხმებოდი.

მეორე ამოცანის ამოხსნაში წერს რომ p0=p1; რაც არასწორია ვინაიდან p დამოკიდებულია t-ზე; t-სთვის არსებობს t0; t1 და t2. აქედან გამომდინარე არსებობს p0; p1 და p2. აქედან გამომდინარე p0-ი p1-ის ტოლი ვერ იქნება. ამოცანის პირობაში კი p0-იდანაა დასმული შეკითხვა.
ამომხსნელს უნდა ამოეცნო, არასწორი შეკითხვა.

(ჯერ აქ შევჯერდეთ და მერე კიდე ვაპირებ ორ ამოცანის დადებას)

Posted by: zuri 2 Aug 2019, 09:12
Komponent
ინდექსების აღნიშვნას გამოვეკიდოთ? ყველაფერი სწორადაა მანდ. პირობაში ეგეთი აღნიშვნით მოგცეს იმპულსები და ამოხსნაშიც ეგრე იყენებს.

Posted by: Irakli 2 Aug 2019, 10:22
შეურთდა ამოცანების თემას

Posted by: Nzoth 2 Aug 2019, 14:13
zuri

არა არ ეწერა რომ მართობულად დაეცა ამოცანა ინგლისურ ენაზეა თუმცა ინგლისური საკმაო კარგად ვიცი შესაბამისად ზუსტად მაქვს ნათარგმნი P წერტილის კოორდინატები არ არის მითითებული ანუ ამ ამოცანის ამონახსნი რას მეუბნება რომ საიდანაც არ უნდა გავისროლო სხეული გასროლის და დაცემის ადგილებს შორის მანძილი ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივი იქნება ? biggrin.gif

Posted by: zuri 2 Aug 2019, 14:42
Nzoth
QUOTE
საიდანაც არ უნდა გავისროლო სხეული გასროლის და დაცემის ადგილებს შორის მანძილი ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივი იქნება ?

ეს გამორიცხულია.
განვიხილოთ ექსტრემალური შემთხვევა, როცა P წერტილი მთლად ძირშია, ანუ სიბრტყეების შეხების ადგილასაა. რადგან სიბრტყეები ერთმანეთის მართობულია და საწყისი სიჩქარე მარცხენა სიბრტყის მართობულია, მაშინ საწყისი სიჩქარე მარჯვენა სიბრტყის პარალელური გამოდის. P წერტილიდან ზედაპირის პარალელურად გასროლილი სხეული კი ეგრევე დავარდება სიბრტყეზე თუ თავიდან P წერტილი პირდაპირ იმ სიბრტყესთან იყო. ანუ PQ=0. სხვა არაექსტრემალურ შემთხვევაში კი გასაგებია რომ PQ>0. ანუ პასუხი დამოკიდებულია P-ს კოორდინატებზე.

Posted by: Nzoth 2 Aug 2019, 19:34
zuri

ხო ნუ აშკარად გამორჩა ავტორს დამატებითი პირობა
----------------------------------------------------------------------
მოკლედ კიდევ ერთი ამოცანით მინდა შეგაწუხოთ სკოლის მასალა რამდენადაა არ ვიცი თუმცა მაინც დავდებ

იდეალური გაზის ტემპერატურაა T ხოლო კონცენტრაცია n მოლეკულის მასა კი- M მაქსველის განაწილების გამოყენებით იპოვეთ დროის ერთეულშI კედლის ფართის ერთეულზე კედლის ნორმალისადმი (a,a+da) კუთხეთა შUალედში დაცემული მოლეკულათა რაოდენობა

აქ სხეულოვანი კუთხე უნდა ავიღო ? გავიჭედე biggrin.gif

Posted by: gaucho 3 Aug 2019, 17:31
fortum
QUOTE
გვაქვს 64 უჯრიანი დაფა (8 8-ზე)
ერთ-ერთი დიაგონალის კუთხეები მოჭრილია ანუ 62 უჯრაა დარჩენილი
ასევე გვაქვს 31 დომინო. თითოეულს შეუძლია 2 უჯრის დაფარვა
შესაძლებელია თუ არა რომ ამ დომინოებით დაფა მთლიანად დავფაროთ
და როგორ/რატომ

შეუძლებელია.

დიაგონალზე ჩამოჭრილი კუთხეები აუცილებლად ერთი ფერისაა, ამიტომ რომელ დიაგონალზეც არ უნდა ჩამოვჭრათ კუთხეები თეთრი და შავი ფერის უჯრების რაოდენობა შესაბამისად იქნება 30 და 32 ან 32 და 30.

რადგან მეზობელი უჯრებიადნ ერთი აუცილებლად შავია და მეორე აუცილებლად თეთრი გამოდის დომინოს თითო ქვას ერთი ფერის მხოლოდ ერთი უჯრის დაფარვა შეუძლია. რადგან 32>31 იმ ფერის უჯრები, რომლებიც დარჩება 32, ვერანაირად ვერ დაიფარება დომინოს 31 ქვით.

Posted by: არწივი9 3 Aug 2019, 18:13
Komponent
QUOTE
სადღაც ოჯახში მისულა, იქ უთქვამთ, ბავშვი ფიზიკის დავალებას ვერ ხსნის და იქნებ წაეხმაროთო. ვერც ამას ამოუხსნია, ეუბნებოდენ თურმე კიდეც, ოღონდაც შეეშვიო. წასვლისას უთქვამს, სადმე არ თქვათ მაინც, რომ ვერ ამოვხსენიო. მერე უთქვამს, თუ გინდათ თქვით, მაინც არავინ დაგიჯერებთო.

ასეთი რთული ამოცანა იყო?

Posted by: zuri 3 Aug 2019, 21:56
gaucho
აუ, რა მარტივი ყოფილა. მე კიდე ლუწი და კენტით ვცდილობდი დამემტკიცებინა და ვერ გავედი ბოლოში.

Posted by: fortum 3 Aug 2019, 22:46
QUOTE (gaucho @ 3 Aug 2019, 17:31 )
fortum
QUOTE
გვაქვს 64 უჯრიანი დაფა (8 8-ზე)
ერთ-ერთი დიაგონალის კუთხეები მოჭრილია ანუ 62 უჯრაა დარჩენილი
ასევე გვაქვს 31 დომინო. თითოეულს შეუძლია 2 უჯრის დაფარვა
შესაძლებელია თუ არა რომ ამ დომინოებით დაფა მთლიანად დავფაროთ
და როგორ/რატომ

შეუძლებელია.

დიაგონალზე ჩამოჭრილი კუთხეები აუცილებლად ერთი ფერისაა, ამიტომ რომელ დიაგონალზეც არ უნდა ჩამოვჭრათ კუთხეები თეთრი და შავი ფერის უჯრების რაოდენობა შესაბამისად იქნება 30 და 32 ან 32 და 30.

რადგან მეზობელი უჯრებიადნ ერთი აუცილებლად შავია და მეორე აუცილებლად თეთრი გამოდის დომინოს თითო ქვას ერთი ფერის მხოლოდ ერთი უჯრის დაფარვა შეუძლია. რადგან 32>31 იმ ფერის უჯრები, რომლებიც დარჩება 32, ვერანაირად ვერ დაიფარება დომინოს 31 ქვით.

სწორია
ალბათ უჯრების რაოდენობა სხვა რომ მეთქვა უფრო გართულდებოდა
ასე ეგრევე ჭადრაკის დაფა გახსენდება

რამე ასეთ ლოგიკურს თუ დაწერთ სიამოვნებით ამოვხსნი


Posted by: zuri 4 Aug 2019, 11:14
გვაქვს 100 x 100 უჯრების დაფა. თითოეულ უჯრაში უნდა ჩავწეროთ ციფრი 1, 2 ან 3. შესაძლებელია თუ არა რომ ამ ციფრებით დაფა ისე გავავსოთ რომ ყველა ჰორიზონტალურ, ყველა ვერტიკალურ, და ორივე დიაგონალურ ხაზზე მათი ჯამი განსხვავებული გამოვიდეს?

რესპუბლიკური ოლიმპიადიდან მახსოვს ეს ამოცანა.

Posted by: oleg-i 4 Aug 2019, 14:30
''პირველად იყო სიტყვა'' და...
ერთი ანდაზა გამახსენდა: ''რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო''.
რატომ მაინცდამაინც დავითაო და არა მაგალითად ანითაო ან სულაც ჯემალაო?...
ააა! - ჯემალიე არ ერითმება ხომ?!

და მაინ ნეტა ვინ იყო ი დავითა, ჰა? boli.gif
-------------------
''პირველად იყო სიტყვა''



* * *
Nzoth
QUOTE
ორი დახრილი სიბრტყე შესაბამისად პირველი 30 და მეორე 60 გრადუსიანი დახრილობით ეხება ერთმანეთს ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები პირველი სიბრტყის მართობულად P წერტილიდან გაისროლეს ბურთი რაიმე V სიჩქარით რომელიც დაეცა მეორე სიბრტყის Q წერთილზე იპოვეთ PQ მანძილი

მოკლედ თითქოსდა მარტივია ხო ანუ გარდაქმნი საკოორინატო სიბრტყეს 60 გრადუსით შესაბაისად მიიღებ გრავიტაციის ვექტორის გარდაქმნილ მდგენელებს და ამოხსნი თუმცა ეს რომ გააკეთო მითითებული უნდა იყოს საწყისი ანუ გასროლის წერტილის კოორდინატები რომელიც არაა მითითებული და დავიბენი ანუ მანძილი ამ ორ წერტილს შორის გასროლის კოორდინატზე ანუ P(X,Y)-ზე არაა დამოკიდებული ? ამოხსნაში წერია რომ დაცემის მომენტში ბურთს მეორე სიბრტყის ანუ 60 გრადუსიანი სიბრტყის გასწვრივ სიჩქარე არ აქ და აქედანაა გამოყვანილი პფრენის დრო მაგრამ ვერ გავიგე რატომ არ აქვს ამ სიბრტყის გასვრივ სიჩქარე რა ლოგიკით ?

ცხადია, რომ გასროლის წერტილს ცალსახა მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა ასეთი ამოცანა: 30 გრად-იან სიბრტყეზე სიბრტყეების გადაკვეთის წრფიდან S მანძილით დაშორებული P წერტილიდან ამ სიბრტყის მართობულად სხეული გაისროლეს ისეთი სიჩქარით, რომ 60 გრად-იან სიბრტყეს Q წერტილში დაეცა ასევე მართობულად: დაადგინეთ:
1) ფრენის დრო ...
2) გასროლის სიჩქარე...
3) PQ დაშორება ...

Posted by: fortum 4 Aug 2019, 16:31
QUOTE (zuri @ 4 Aug 2019, 11:14 )
გვაქვს 100 x 100 უჯრების დაფა. თითოეულ უჯრაში უნდა ჩავწეროთ ციფრი 1, 2 ან 3. შესაძლებელია თუ არა რომ ამ ციფრებით დაფა ისე გავავსოთ რომ ყველა ჰორიზონტალურ, ყველა ვერტიკალურ, და ორივე დიაგონალურ ხაზზე მათი ჯამი განსხვავებული გამოვიდეს?

რესპუბლიკური ოლიმპიადიდან მახსოვს ეს ამოცანა.

შეუძლებელია იმიტომ რომ ვარიანტების რაიდენიბა არის სულ 200
100-იდან 300-ამდე ხოლო ვერტიკალების ჰორიზონტალების და დიაგონალების ჯამი 202-ია

თუ ჰორიზონტალის და ვერტიკალის ჯამი შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს მაშინ
ერთ-ერთ დიაგონალზე უნდა ჩამოვწეროთ 1-ები მის ერთ მხარეს სულ 1-ები მეორე მხარეს
2-ები. თუ 3-ის გამოყენება აუცილებელია კუთხეში შეიძლება დაწერა

Posted by: zuri 4 Aug 2019, 17:06
fortum
QUOTE
ვარიანტების რაიდენიბა არის სულ 200

ვარიანტების რაოდენობაა 201 smile.gif
მაგრამ მაინც სწორია.
* * *
ბერი დილის 8 საათზე გამოდის სახლიდან და იწყებს გორაზე მყოფ მონასტერში ასვლას, და ამას ანდომებს 3 საათს.
მეორე დილის 8 საათზე ბერი იწყებს მონასტერიდან ჩამოსვლას იგივე მარშრუტით და სახლში მისვლას ანდომებს 2 საათს.
დაამტკიცეთ რომ მოიძებნება წერტილი გორაზე სადაც ბერი ერთიდაიგივე დროს იმყოფება გინდა დაბლიდან ადიოდეს, გინდა მაღლიდან ეშვებოდეს.

Posted by: fortum 4 Aug 2019, 17:42
QUOTE (zuri @ 4 Aug 2019, 11:14 )
გვაქვს 100 x 100 უჯრების დაფა. თითოეულ უჯრაში უნდა ჩავწეროთ ციფრი 1, 2 ან 3. შესაძლებელია თუ არა რომ ამ ციფრებით დაფა ისე გავავსოთ რომ ყველა ჰორიზონტალურ, ყველა ვერტიკალურ, და ორივე დიაგონალურ ხაზზე მათი ჯამი განსხვავებული გამოვიდეს

დიაგონალენის გარეშე თუ არის შესაძლებელი?

....................
* * *
QUOTE (zuri @ 4 Aug 2019, 17:06 )
ბერი დილის 8 საათზე გამოდის სახლიდან და იწყებს გორაზე მყოფ მონასტერში ასვლას, და ამას ანდომებს 3 საათს.
მეორე დილის 8 საათზე ბერი იწყებს მონასტერიდან ჩამოსვლას იგივე მარშრუტით და სახლში მისვლას ანდომებს 2 საათს.
დაამტკიცეთ რომ მოიძებნება წერტილი გორაზე სადაც ბერი ერთიდაიგივე დროს იმყოფება გინდა დაბლიდან ადიოდეს, გინდა მაღლიდან ეშვებოდეს.

2 ბერი რომ იყოს, ერთი ადიოდეს და მეორე ჩამოდიოდეს
რაღაც წერტილში აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს

Posted by: zuri 4 Aug 2019, 22:01
fortum
QUOTE
დიაგონალენის გარეშე თუ არის შესაძლებელი?

არ ვიცი.

QUOTE
2 ბერი რომ იყოს, ერთი ადიოდეს და მეორე ჩამოდიოდეს
რაღაც წერტილში აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს

კი.


გაჭიმულ თოკზე ჭიანჭველას შეუძლია გადაადგილდეს თოკის გასწვრივ ორი შესაძლო მიმართულებით 1 სმ/წმ სიჩქარით. თუ ორი ჭიანჭველა ერთმანეთს შეხვდა მაშინ ორივე იცვლის მიმართულებას საპირისპიროდ და აგრძელებს იგივე სიჩქარით მოძრაობას.
ავიღოთ 1 მეტრი სიგრძის თოკი და დავსვათ ჭიანჭველები 1 სმ ინტერვალით თოკის თავის და ბოლოს ჩათვლით. თუ ჭიანჭველები ერთდროულად იწყებენ მოძრაობას შემთხვევითად არჩეული მიმართულებით რისი ტოლია მინიმალური და მაქსიმალური დრო რის შემდეგაც ყველა ჭიანჭველა თოკიდან გადავა?

Posted by: Irakli 5 Aug 2019, 15:57
oleg-i
QUOTE
''პირველად იყო სიტყვა'' და...
ერთი ანდაზა გამახსენდა: ''რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო''.
რატომ მაინცდამაინც დავითაო და არა მაგალითად ანითაო ან სულაც ჯემალაო?...
ააა! - ჯემალიე არ ერითმება ხომ?!

და მაინ ნეტა ვინ იყო ი დავითა, ჰა?

მაგ ანდაზაში არ იგულისხმება დავითი, დავითა, ჯემალა ანდა მაყვალა. ანდაზა გულისხმობს "დავა"-ს ანუ იგივე "კამათს". კამათით რასაც მოიმკი, შენ თავს დააბრალეო.

Posted by: zuri 5 Aug 2019, 17:56
Irakli
QUOTE
ანდაზა გულისხმობს "დავა"-ს ანუ იგივე "კამათს".

გვეღადავები? smile.gif
* * *
oleg-i
კი, ეგრე დასმული ამოცანა ალბათ სწორია უკვე.

Posted by: Irakli 5 Aug 2019, 18:16
zuri
არადა მართლა ეგრეა და არ გეღადავები smile.gif

Posted by: gaucho 6 Aug 2019, 10:28
აშკარად დავაზეა ლაპარაკი მანდ კი, რა არის მანდ სადავო? spy.gif


QUOTE
გაჭიმულ თოკზე ჭიანჭველას შეუძლია გადაადგილდეს თოკის გასწვრივ ორი შესაძლო მიმართულებით 1 სმ/წმ სიჩქარით. თუ ორი ჭიანჭველა ერთმანეთს შეხვდა მაშინ ორივე იცვლის მიმართულებას საპირისპიროდ და აგრძელებს იგივე სიჩქარით მოძრაობას.
ავიღოთ 1 მეტრი სიგრძის თოკი და დავსვათ ჭიანჭველები 1 სმ ინტერვალით თოკის თავის და ბოლოს ჩათვლით. თუ ჭიანჭველები ერთდროულად იწყებენ მოძრაობას შემთხვევითად არჩეული მიმართულებით რისი ტოლია მინიმალური და მაქსიმალური დრო რის შემდეგაც ყველა ჭიანჭველა თოკიდან გადავა?

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამოცანაა.

უბრალოდ მე რო ეს ამოცანა მოვისმინე პირველად პირობაში იყო რომ ერთ მხარეს n(მარცხნიდან მარჯვნივ) და მეორე მხარეს m (მარჯვნიდან მარცხნივ) ჭიანჭველა იწყებს მოძრობას.

საყვარელი კიდე იმიტოა, რო ერთი პატარა მიგნებით მთელ ამხელა გამოთვლებს გვერდს უვლი. მოკლედ თუ ვინმემ არ იცით შეეცადეთ გააკეთოთ, გაკაიფებთ ამოცსნა biggrin.gif

Posted by: fortum 6 Aug 2019, 16:34
QUOTE (zuri @ 4 Aug 2019, 22:01 )
გაჭიმულ თოკზე ჭიანჭველას შეუძლია გადაადგილდეს თოკის გასწვრივ ორი შესაძლო მიმართულებით 1 სმ/წმ სიჩქარით. თუ ორი ჭიანჭველა ერთმანეთს შეხვდა მაშინ ორივე იცვლის მიმართულებას საპირისპიროდ და აგრძელებს იგივე სიჩქარით მოძრაობას.
ავიღოთ 1 მეტრი სიგრძის თოკი და დავსვათ ჭიანჭველები 1 სმ ინტერვალით თოკის თავის და ბოლოს ჩათვლით. თუ ჭიანჭველები ერთდროულად იწყებენ მოძრაობას შემთხვევითად არჩეული მიმართულებით რისი ტოლია მინიმალური და მაქსიმალური დრო რის შემდეგაც ყველა ჭიანჭველა თოკიდან გადავა?

თუ ჭიანჭველები შეხვედეისას მიმართულებას იცვლიან შეგვიძლია წარმივიდგინოთ რომ ერთმანეთზე გადადიან და გზას აგრძელებენ
ამიტომ მაქსიმალური დრო იქნება ის რაც 1 ჭიანჭველას დასჭირდება 1ბოლოდან მეორემდე მისასვლელად ანუ 100წამი, გადასავარდნად 101
მინიმალური დრო -51წამი

Posted by: zuri 6 Aug 2019, 17:07
fortum
რატომ 101 და 51? 100 და 50. ბოლოში მიღწევას და გასვლას შორის ხომ დამატებითი დრო აღარ იხარჯება?

Posted by: fortum 6 Aug 2019, 17:34
QUOTE (zuri @ 6 Aug 2019, 17:07 )
რატომ 101 და 51? 100 და 50. ბოლოში მიღწევას და გასვლას შორის ხომ დამატებითი დრო აღარ იხარჯება?

მართალია

ისეთს დაწერთ რომ ვერ ამოვხსნა?
წინას მაინც გამოცნობილად ვითვლი biggrin.gif

....................

Posted by: Nzoth 6 Aug 2019, 19:16
QUOTE
გაჭიმულ თოკზე ჭიანჭველას შეუძლია გადაადგილდეს თოკის გასწვრივ ორი შესაძლო მიმართულებით 1 სმ/წმ სიჩქარით. თუ ორი ჭიანჭველა ერთმანეთს შეხვდა მაშინ ორივე იცვლის მიმართულებას საპირისპიროდ და აგრძელებს იგივე სიჩქარით მოძრაობას.
ავიღოთ 1 მეტრი სიგრძის თოკი და დავსვათ ჭიანჭველები 1 სმ ინტერვალით თოკის თავის და ბოლოს ჩათვლით. თუ ჭიანჭველები ერთდროულად იწყებენ მოძრაობას შემთხვევითად არჩეული მიმართულებით რისი ტოლია მინიმალური და მაქსიმალური დრო რის შემდეგაც ყველა ჭიანჭველა თოკიდან გადავა?


შეიძლება ორივე ბოლოში დავსვა 1 სანტიმეტრის ინტერვალით და ერთი მიმართულების სიჩქარით დაიწყონ მოძრაობა თუ სიჩქარეები აუცილებად შემხვედრი მიმართულების უნდა იყოს ? პირობა ვერ გავიგე კარგად თუ მსგავსი რამ შიძლება მაშIნ მინ. დრო 1 წამია და მაქსიმუმი 100 წამი არაა ? და თუ შემხვედრი მიმართულების უნდა იყოს სიჩქარეები მაშIნ ზევით პატივცემულმა სწორედ აღნიშნა მინ. დრო 50 წამია

პ.ს ეგების ამ ამოცანაზე შემაწიოთ ერთი-ორი სიტყვა კი ამოვხსენი მაგრამ მაინც ეჭვებში ვარ biggrin.gif
QUOTE
იდეალური გაზის ტემპერატურაა T ხოლო კონცენტრაცია n მოლეკულის მასა კი- M მაქსველის განაწილების გამოყენებით იპოვეთ დროის ერთეულშI კედლის ფართის ერთეულზე კედლის ნორმალისადმი (a,a+da) კუთხეთა შUალედში დაცემული მოლეკულათა რაოდენობა


აქ მაქსველის განაწილებას დავუმატე გამა/4პი -სთან და Vcos(a) ეს უკანასკნელი მოცულობაა ხოლო პირველი სოლიდური კუთხის ალბათობა გამა=(sina)(da)(dფი)<------ ფორმულა სფერული კოორდინატებიდან და შემდეგ ეს აჯაფსანდალი ვაინტეგრე სწორად ვქენი გემრიელი გამოვა ვითომ ?biggrin.gif

Posted by: Komponent 7 Aug 2019, 13:38
QUOTE (zuri)

QUOTE
ანდაზა გულისხმობს "დავა"-ს ანუ იგივე "კამათს".

გვეღადავები? 

ნეტა რას უსმენთ მაგ მოდერს, ეგ იმას გასწავლით ახალა, მეკამათეთო smile.gif
ეგ ანდაზა ორაზროვანია, ერთიც რომ ამოიცნო, მაინც კარგია.
თავიდან ფილოსოფიის წიგნი არ მქონდა და ანდაზებს ვსწავლობდი ხოლმე. სახალისო კი იყო. ყოველი სიტუაციისათვის იყო კარგი გამოთქმები. მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო გამოთქმები

Posted by: oleg-i 8 Aug 2019, 15:32
QUOTE
''პირველად იყო სიტყვა'' და...
ერთი ანდაზა გამახსენდა: ''რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო''.
რატომ მაინცდამაინც დავითაო და არა მაგალითად ანითაო ან სულაც ჯემალაო?...
ააა! - ჯემალიე არ ერითმება ხომ?!

და მაინ ნეტა ვინ იყო ი დავითა, ჰა?

მაგ ანდაზაში არ იგულისხმება დავითი, დავითა, ჯემალა ანდა მაყვალა. ანდაზა გულისხმობს "დავა"-ს ანუ იგივე "კამათს". კამათით რასაც მოიმკი, შენ თავს დააბრალეო.

QUOTE
აშკარად დავაზეა ლაპარაკი მანდ კი, რა არის მანდ სადავო?

yes.gif
სხვა ბევრ რამესთან ერთად კონფუცი წერს: ... 60 წლის ასაკში მივხვდი, რომ არ მეკამათაო, ამ ასაკში როგორც იქნა შევძელი ტყუილ- მართალის ერთმანეთისგან გარჩევაო...

არადა ისიც ნათქვამია: ... კამათში იბადება ჭეშმარიტებაო boli.gif

Posted by: Komponent 8 Aug 2019, 22:28
oleg-i
QUOTE
სხვა ბევრ რამესთან ერთად კონფუცი წერს: ... 60 წლის ასაკში მივხვდი, რომ არ მეკამათაო, ამ ასაკში როგორც იქნა შევძელი ტყუილ- მართალის ერთმანეთისგან გარჩევაო...

არადა ისიც ნათქვამია: ... კამათში იბადება ჭეშმარიტებაო 

დასაფიქრებლად კარგი პოსტია თუმცა, უკვე ბევრი თვლის, რომ სწორი კამათი ღირებულია.

Posted by: shuma89 19 Aug 2019, 23:39
ამოცანაა ფაქტიურად რაც მე მაინტერესებს, მაქვს პრობლემა, 265-268 ვოლტია ქსელში სოფელში ძაბვა, ტრანსფორმატორიდან 20 მეტრში ვცხოვრობ, ალბათ მაგიტომ.
გამოვთქვი პრეტენზია, ენერგოპრომ მითხრა, რომ ძალიან შორ უბანში გადის მანდედან ძაბვაო და შენთან რო დავწიოთ 240ზე მერე ბოლო უბანში 180 მიდისო. მოკლედ უსაშველოა.
ნათურებს ვცვლი სულ, დავიღალე უკვე.
ჩვეულებრივი ვარვარა ნათურა მაქვს.
95 ვატიანები და 60 ვატიანები.
მიმდევრობით ჩართვისას ზედმეტად მცირდება განათება, მინდა რამე სხვა ხერხი, მაგალითად წინაღობა, რომელსაც ცალ წვერზე ჩავრთავ მიმდევრობით და ჩამოიტანს დაბლა ძაბვას.
გადამაანგარიშებინეთ 95 და 60 ვატიანებს რომელს რამდენ ომიანი წინაღობა დასჭირდება ამ პრობლემისგან თავის დასაცავად. მადლობა წინასწარ.
* * *
95 ვატი 240 ვოლტზე გათვლა რავაა ნათურის, გამოდის 0.4 ამპერი.
ნათურის წინაღობა გამოდის 240/0.4=600 ომი.
600 ომიანი ნათურა 265 ვოლტზე 0.45 ამპერს მოიხმარს. ეს ზედმეტი 0.05 ამპერი წვავს მერე ასე ხშირად?
თუ ჩემი მსჯელობა რეალურია მაშინ გამოდის, რომ 265/0.4=660 ომი, ანუ ნათურას მიმდევრობით რო ჩავურთო 60 ომიანი ან ოდნავ მეტი წინაღობა რეალურად იმუშავებს იმავე დენზე რაზეც ქარხნულადაა გათვლილი ხოო?
თუ რამე ავურიე მე მაპატიეთ smile.gif ველი შენიშვნებს და გონივრულ რჩევებს.

Posted by: zuri 23 Aug 2019, 14:24
Nzoth
რა 1 წამი მინიმალური დრო? მთელ თოკზეა დასმული 1 სმ ინტერვალით ჭიანჭველები. 50 წმ მინიმალური დრო სწორედ იმას ნიშნავს რომ მაგაზე ნაკლები არ შეიძლება იყოს არცერთი თავდაპირველად არჩეული მიმართულებებისთვის.

shuma89
240 ვოლტზეა ეგ სიმძლავრეები ვითომ? თუ 220-ზე ან 230-ზე? კაი, ვთქვათ 240-ზეა გათვლილი. მაშინ სწორედ გაქვს გამოთვლები.
QUOTE
ეს ზედმეტი 0.05 ამპერი წვავს მერე ასე ხშირად?

რატომაც არა?
95 W * (265 V / 240 V)^2=116 W, დიდი სხვაობაა.

Posted by: shuma89 28 Aug 2019, 14:18
zuri
ესეიგი ენერგოპროს ვაგინო პირდაპირ? გუშინ კიდე 3 ნათურა შევცვალე 2 სართულიან სახლში. 9 ნათურაა სულ, საძინებლების ზალის პლოშადის სამზარეულოსი და ასე შემდეგ, რომლებსაც ხშირად ვხმარობთ და წინა 24 საათში 3 ცალი დაიწვა, უბრალოდ დავიღალე თორე 50 თეთრიან ნათურას კიდე იყიდი კაცი.

Posted by: zuri 28 Aug 2019, 14:30
shuma89
დეგენერატები არიან რომ მიზეზად იმას გეუბნებიან რომ შორს ვინც ცხოვრობს იქამდე ვერ მიაღწევსო. ნორმალურ ქვეყანაში უჩივლებდი ეგეთ რამეზე.

Posted by: skrillex1234 31 Aug 2019, 00:16
მოგესალმებით. იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ.
user posted image

Posted by: Irakli 31 Aug 2019, 13:20
skrillex1234
X და Y სიბრტყეზე რომ გადაზომო ეგ რიცხვები იქნება კვადრატი. მერე შენ რაც გინდა იქნება ფართობი 1/3 სიგრძის და 1/2 სიგრძის გვერდის მქონე კვადრატებს შორის, ანუ მაგათ ფართობებს შორის სხვაობა. პასუხია d)

Posted by: zuri 31 Aug 2019, 13:25
skrillex1234
1/3 მივიღე. ამოხსნაც გინდა?
* * *
Irakli
ეგრე მარტივად სადაა, პირდაპირ კვადრატების ფართობები გამოაკლო? მე ინტეგრალი გამოვიყენე.

Posted by: Irakli 31 Aug 2019, 14:18
zuri
ინტეგრალიც მერე ფართობია იგივე biggrin.gif
ამოხსნაც დაწერე მერე როგორ მიიღე 1/3

Posted by: zuri 31 Aug 2019, 14:59
Irakli
ამოცანის პირობა არასწორად გამიგია. მაქსიმუმი უნდა იყოსო იმ შუალედშიო, მე კიდე მეგონა რომ მანძილი უნდა ყოფილიყო იმ შუალედში.

Posted by: asphurcela 31 Aug 2019, 23:43
shuma89
QUOTE
მაქვს პრობლემა, 265-268 ვოლტია ქსელში სოფელში ძაბვა,

შეგიძლია უჩივლო. ძალიან დიდი სხვაობაა დასაშვები ძაბვიდან, 220 დან.
ნათურა ჯანდაბას და სხვა მოწყობილობებს გააფუჭებ, ტელევიზორი, მაცივარი.
გარდა ამისა ხანძრის გაჩენის საფრთხეა, რადგან მოწყობილობა, ნათურაც და სხვა ელმომხმარებელი გათვლილია 220-230 ვოლტზე.
მის ზემოთ ხდება ზედმეტი გახურება და ხანძრის საშიშროება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგიძლია უჩივლო და მოიგებ 99% საქართველოში და 100% ით მოიგებდი ევროპაში.

გამოსავალი ცოტა ძვირია:
1) ავტოტრასფორმატორი, ეგრეთწოდებული ლატრი, არის დიდ სიმძლავრიანები. წესით ელიავაზე უნდა იშოვებოდეს.
ამას რთავ შესავალ ხაზზე, მარა მარგიქმედების კოეფიციენტის 1 ზე ნაკლებობის გამო ცოტა ზედმეტი ელ ენერგია იხარჯება თავის თავზე (ლატრზე)
2) არის ძაბვის სტაბილიზატორები, მძლავრი, მაგრამ ეგეც ძვირი გამოვა ძაან.
3) რაც შენ დაწერე, ეგრეც შეიძლება, მარა არაპრაქტიკულია...
4) შეგიძლია ორი განსხვავებული სიმძLავრის ნათურები მიმდევრობით შეაერთო. მაგალიტად 200 ვატიანი და 60 ვატიანი. 200 იანი თითქმის აბჟუტდება და 60 იანი კარგად გაანათებს მაგ ძაბვაზე.


Posted by: illmatic 3 Oct 2019, 12:38
მეგობრებო, difference equation-ის ამოხსნაში დახმარება მჭირდება, იქნებ მიშველოთ biggrin.gif

და ქართულად ამაზე არსებობს რამე მასალა?

Posted by: lepori 3 Oct 2019, 13:55
illmatic
QUOTE
ქართულად ამაზე არსებობს რამე მასალა?

დიფერენციალური განტოლებები და დაგუგლე და ბევრ რამეს ამოყრის

ბევრს რა.. რაღაცებს biggrin.gif

Posted by: illmatic 3 Oct 2019, 15:57
lepori
QUOTE
დიფერენციალური განტოლებები და დაგუგლე და ბევრ რამეს ამოყრის

დიფერენციალური განტოლებები differential equations არის, ეს difference equations
მარტივად რომ ვთქვათ, ეს დისკრეტული შემთხვევაა, დიფერენციალური კი უწყვეტი პროცესებია

ასე რომ, სხვა რაღაც უნდა ერქვას წესით ქართულად biggrin.gif

Posted by: lepori 3 Oct 2019, 16:11
illmatic
QUOTE
დიფერენციალური განტოლებები differential equations არის, ეს difference equations

უი, დიფერენციალური წავიკითხე biggrin.gif

ეგ უნდა იყო "სხვაობიანი განტოლება"

https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/skhvaobiani-gantolebebi-matematikur-modelirebashi/786

ვერაფერი ვიპოვე ქართულად sad.gif

Posted by: illmatic 13 Oct 2019, 18:03
lepori
მადლობა, გადავხედე

ავტორს რაც დამჭირდა, იმის უმეტესი ნაწილი ზედმეტად გართულებული აქვს, თუნდაც აღნიშვნების მხრივ

ისევ იუთუბი გამომადგა :დ

Posted by: f57 20 Nov 2019, 01:23
საწყისი რიცხვი როგორ გამოვთვალო?
მაგალითად, რიცხვი 100 გაიზარდა 7%-ით და გახდა 107.
100 როგორ მივიღო ისევ?
უფრო კონკრეტულად ფორმულა მინდა ზუსტი.

Posted by: lepori 20 Nov 2019, 01:47
f57
QUOTE
მაგალითად, რიცხვი 100 გაიზარდა 7%-ით და გახდა 107.
100 როგორ მივიღო ისევ?

იქსი გაიზარდა იქსის 7%-ით და გახდა 100

სიმბოლოებით ასე ჩაიწერება:

X + X*0.07 = 107

ერთცვლადიანი განტოლებაა, რაც ასე იხსნება
X*1.07 = 107
X = 107/1.07 = 100


Posted by: ქართლოსი 2 Dec 2019, 09:42
0.500 თეთრი 5 ლარი გამოდის?

........................................

Posted by: lepori 3 Dec 2019, 18:43
ქართლოსი
QUOTE
0.500 თეთრი 5 ლარი გამოდის?

ახლა არა
მაგრამ წლის ბოლომდე აიწევს yes.gif

Posted by: popusha 18 Dec 2019, 15:39
სალამი,

შეგიძლიათ მითხრათ ბიოს რიცხვის გამოსათვლელი ფორმულა და რა ერთეულებში იზომება?

Posted by: lepori 19 Dec 2019, 16:34
QUOTE (popusha)
ბიოს რიცხვის

აგი Biot numberა?

თუ კი>>

The Biot number (Bi) is a dimensionless quantity used in heat transfer calculations.

არა აქვს ერთეულიო?

ფორმულას თუ შევხედავთ ასეა

ბიო = (თბოგადაცემის კოეფიციენტი)/(თბოგამტარობა) * (სიგრძე)
https://en.wikipedia.org/wiki/Biot_number


პდას
>>> უმფროსნო >>> https://forum.ge/?f=33&showtopic=34451666&st=30


Posted by: fortum 22 Dec 2019, 21:05
ამაზე ძაან ბევრი ვიფიქრე


მოკლედ დავწერ
3 ქალაქში ტარდება არჩევნები სადაც 4 კაცი მონაწილეობს
თითოეულში შეუძლიათ ერთი კანდიდატის გამორიცხვა და საბოლოოდ ვინც დარჩება ის იგებს. რიგრიგობით ხდება ეს ანუ მეორე ქალაქში იციან პირველში ვინ გამორიცხეს
კითხვა არის ასეთი: შესაძლებელია თუ არა რომ პირველ ქალაქში გამორიცხონ მათი პირველი კანდიდატი და ეს იყოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება?
(ანუ მხოლოდ ამ შემთხვევაში იმარჯვებდეს მათი მეორე კანდიდატი)

Posted by: Mako Subladze 30 Dec 2019, 23:32
კომაროვის მეათე კლასის მათემატიკის ტესტია.
წითლად მონიშნული პასუხებია.
მაწვალებს.
დამეხმარეთ, ამომახსევინეთ.
* * *
21-ე აღარ მინდა, გამინათდა. biggrin.gif
მრიცხველს წარმოვადგენ სხვაობის სინუსად:
sin 1 = sin 15 * cos14 - cos 15 * sin 14 , მერე გავჭრი წილადს და გამომივა ტანგენსების სხვაობა. შედეგში მიიღება პასუხი.

22-ე გამაკეთებინეთ.

Posted by: Mako Subladze 31 Dec 2019, 13:11
QUOTE
22-ე გამაკეთებინეთ.

ამის ამოხსნა გამზადებული ვიპოვე.
გიზიარებთ.

Posted by: დოჩანა 3 Jan 2020, 23:34
მათემატიკოსებო, სკანავის ორივე წიგნის გავლა დამოუკიდებლად ძალიან გამიჭირდება?

სკოლა დიდი ხანია დავასრულე, ამ წიგნებით არასდროს მიმეცადინია, მხოლოდ თოფურიას წიგნით და მირჩიეს რომ ეს ჯობიაო და რას იტყვით?

Posted by: goniashvili 21 Feb 2020, 12:59
ძალიან გთხოვთ ამის ამოხსნა გამაკეთებინეთ
1. ორი ერთნაირი ონკანი აუზს ავსებს 4 სთ-ში . ერთი მილით კი აუზი იცლება 4 სთ-ში, რამდენ ხანში დაიცლება სავსე აუზი , თუ პირველ ონკანს მთლიანად გავხსნით , მეორეს ნახევრად, გამავალი მილი მთლიანად გახსნილია.
2. პირველმა ტურისტმა ფაფის მოსახარშად 5 ჭიქა ბურღული გაიღო, მეორემ 3 ჭიქა. ფაფა სამმა თანაბრად გაინაწილა. მესამემ დანარჩენებს 80 თეთრი გადაიხადა. რამდენ-რამდენი უნდა გაინაწილონ ამ თანხიდან პირველმა და მეორემ?

Posted by: Irakli 21 Feb 2020, 23:18
goniashvili
1. რადგან გახსნილი ონკანები და ღია მილი ფაქტიურად ავსება-დაცლას აბათილებს, ამიტომ ერთი ნახევრად ღია ონკანი იგივეა რაც აუზი ივსებოდეს ან ამ შემთხვევაში იცლებოდეს საწყისი სიმძლავრის 1/4-ით. თუ სრულ დაცლას სრული სიმძლავრით უნდა 4 საათი, 1/4 სიმძლავრით დასჭირდება 4-ჯერ მეტი, 16 სთ.

2. სრულ ფაფაში პირველი ტურისტის წილი იყო 5/8, მეორესი 3/8. რადგან მესამემ თავის ულუფაში 80 თეთრი გადაიხადა, ასევე უნდა გაინაწილონ ისიც ფაფის დამამზადებლებმა - 50 და 30 თეთრი.

Posted by: Crypto 15 Mar 2020, 13:22
მეგობრებო, დავუშვათ, მაქვს 2 განზომილებიანი A(x,y) მასივი, რომელიც უცნობი 3დ ფუნქციის მნიშვნელობებს ასახავს
და ამ მასივში გარკვეული ქვემასივის მნიშვნელობები არ მაქვს.
რა ჰქვია მეთოდს, რომელიც 3 განზომილებიან სიბრტყეზე აპროქსიმაციას ან ინტერპოლაციას აკეთებს?
user posted image

Posted by: Irakli 15 Mar 2020, 18:53
Crypto
ყველაზე ცნობილი არის სპლაინი, ან იგივე კუბური სპლაინი ინტერპოლაციის მეთოდებიდან. მიუხედავად იმისა თუ რა tool-ს იყენებ, უნდა იყოს შიგნით ჩანერგილი ეგ ინტერპოლაციის ფუნქცია: https://en.wikiversity.org/wiki/Cubic_Spline_Interpolation

* * *
Matlab-ში მაგალითად: https://www.mathworks.com/help/matlab/ref/spline.html

3D ფუნქციისთვის: https://www.mathworks.com/help/curvefit/interactive-curve-and-surface-fitting-.html

Posted by: Crypto 15 Mar 2020, 20:58
Irakli
გმადლობ
თულს არ ვიყენებ, რაღაც სკრიპტისთვის მინდოდა

2-ე ვარიანტი: თუ მაქვს იმ "ამოჭრილი" ოთხკუთხედის წიბოების შესაბამისი ფუნქციები (ოთხივე სხვადასხვა),
რა იქნება საუკეთესო მეთოდი მათ შორის "ლანდშაფტის" შესავსებად იმ ფუნქციების გათვალისწინებით?
იმედია რაღაც სისულელე არ ვიკითხე ეხლა smile.gif


Posted by: Irakli 24 Mar 2020, 22:53
Crypto
როგორც მივხვდი რადგან სკრიპტს წერ, გინდა შენით დაითვალო ინტერპოლაცია ნებისმიერ გრიდზე. უმეტესობა თულს რასაც იყენებ, როგორც წესი უკვე აქვს ჩაშენებული ინტერპოლაციის ფუნქცია. თუ მაინცდამაინც ველოსიპედის გამოგონება გინდა ახლიდან, მაგალითად ნახე როგორი ფუნქციებია ინტერპოლაციისთვის პითონში:

https://stackoverflow.com/questions/41220617/python-3d-interpolation-speedup

Posted by: GIORGIPUNK 25 Mar 2020, 13:26
გამარჯობა უხერხულად კი ვგრძნობ თავს მაგრამ ამას ხომ ვერ გამომიყვანთ?

დაასრულეთ რეაქცია

7.(1ქ) რკინის ( II) ჰიდროქსიდის მიღება შესაძლებელია შემდეგი რეაქციით:

ა) Fe + Cu Cl2 →

ბ) FeCl2 + Na OH→

გ) FeCl3 + KOH→

დ)FeO+ H 2O →

8. (2ქ) დაასრულეთ რეაქციათა ტოლობები და გაათანაბრეთ:

HCl+ Al →

H 2SO4 + Fe 2O 3 →

9. (2ქ) რეაქციის შედეგად მიიღება ბარიუმის სულფატი (BaSO 4), თუ ბარიუმის ქლორიდი (BaCl 2) რეაქციაში შევა:

ა) მარილმჟავასთან

ბ) აზოტმჟავასთან

გ) გოგირდმჟავასთან

დ) გოგირდოვანმჟავასთან

დაწერეთ რეაქციის განტოლება --------------------------------------------------------

10. (3ქ) განახორციელეთ გარდაქმნა P " P2O5 " H3PO4" AlPO4

(დაწერეთ რეაქციის 3 განტოლება და გაათანაბრეთ )

· -

· -

· -




დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: lepori 2 Apr 2020, 22:38
QUOTE (GIORGIPUNK)
7.(1ქ) რკინის ( II) ჰიდროქსიდის მიღება შესაძლებელია შემდეგი რეაქციით:


დ)FeO+ H 2O →

FeO + H2O → Fe(OH)2


QUOTE
8. (2ქ) დაასრულეთ რეაქციათა ტოლობები და გაათანაბრეთ:

HCl+ Al →

H 2SO4 + Fe 2O 3 →


6 HCl + 2 Al → 2 AlCl3 + 3 H2

აქედან დავითვალე>>>
https://chemequations.com/en/


QUOTE (GIORGIPUNK)
9. (2ქ) რეაქციის შედეგად მიიღება ბარიუმის სულფატი (BaSO 4), თუ ბარიუმის ქლორიდი (BaCl 2) რეაქციაში შევა:

ა) მარილმჟავასთან

ბ) აზოტმჟავასთან

გ) გოგირდმჟავასთან

დ) გოგირდოვანმჟავასთან

დაწერეთ რეაქციის განტოლება --------------------------------------------------------


BaCl2 + H2SO4 = BaSO4 + HCl

H2SO4 ==> გოგირდმჟავა

QUOTE (GIORGIPUNK)
10. (3ქ) განახორციელეთ გარდაქმნა P " P2O5 " H3PO4" AlPO4

(დაწერეთ რეაქციის 3 განტოლება და გაათანაბრეთ )

აზრზე არა ვარ აქ რა უნდათ smile.gif


პ.ს.
ქიმიკოსი არ ვარ, სკოლა გავიხსენე და გუგლი მივაშველე
შეიძლება შემეშალა და არასწორი დავწერე რამე smile.gif

Posted by: controller 8 Apr 2020, 16:25
სალამი
თუ დაავადება ხვდება 0.1%-ს დედამიწის მოსახლეობის და ადამიანს ჩაუტარეს ამ დაავადების ტესტი,რომლის სიზუსტე არის 99%, პასუხი იყო დადებითი
რა არის ალბათობა იმისა,რომ ამ ადამიანს მართლა აქვს ეს დაავადება?

Posted by: evgena 8 Apr 2020, 16:40
controller
99%

Posted by: controller 8 Apr 2020, 16:48
QUOTE (evgena @ 8 Apr 2020, 16:40 )
controller
99%

ანუ პირველ პირობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?

Posted by: evgena 8 Apr 2020, 17:00
controller
არა, მანდ უკვე ტესტის სიზუსტეა მთავარი, შეხვედრით გინდა 0.1% ემართებოდეს და გინდა 99%-ს

Posted by: controller 8 Apr 2020, 17:01
QUOTE (evgena @ 8 Apr 2020, 17:00 )
controller
არა, მანდ უკვე ტესტის სიზუსტეა მთავარი, შეხვედრით გინდა 0.1% ემართებოდეს და გინდა 99%-ს

გასაგებია
მადლობა დიდი smile.gif))))))))))))))))

Posted by: evgena 8 Apr 2020, 17:09
controller
გაიხარე smile.gif

Posted by: goniashvili 13 Apr 2020, 12:59
ძალიან გთხოვთ ამის ამოხსნა გამაკეთებინეთ
ერთი მილით აუზი ივსება 12 საათში, მეორე მილით იცლება 9 საათში. რამდენ ხანში დაიცლება სავსე აუზი, თუ ორივე მილს ერთდროულად გავხსნით?

Posted by: Irakli 13 Apr 2020, 13:08
პირველი მილი 1 საათში ავსებს აუზის 1/12-ს
მეორე მილი 1 საათში ცლის აუზის 1/9-ს

1 საათში ორივე მილის გახსნისას აუზის 1/9-1/12 = 1/36 დაიცლება. შესაბამისად აუზი სრულიად დაიცლება 36 საათში.

Posted by: Semafora 15 Apr 2020, 00:48
a+3b/a-b>ab
როგორ იხსნება ნატურალურ რიცხვებში?

Posted by: oleg-i 16 Apr 2020, 03:51
Semafora
QUOTE
a+3b/a-b>ab
როგორ იხსნება ნატურალურ რიცხვებში?


1) a > b
2) ჩაატარე გარდაქმნები: a+3b/a-b>ab ------> a+3b /ab >a-b ------> 1/b + 3/a > a-b -------> a -3/a < b +1/b
3) b -ს მიანიჭე მნიშვნელობები 1-2-3-4-5-..... და თითოეულ მათგანზე შეარჩიე a.

დაინახავ რომ 3- ის შემდეგ უპერსპექტივოდ გაჭედავს - შეგრჩება მხოლოდ სამი წყვილი 2;1-----3;2----4;3

Posted by: ლაბარნა 16 Apr 2020, 11:19
GIORGIPUNK
lepori

QUOTE
10. (3ქ) განახორციელეთ გარდაქმნა P " P2O5 " H3PO4" AlPO4

(დაწერეთ რეაქციის 3 განტოლება და გაათანაბრეთ )


ალბათ ეს სამი რეაქცია უნდათ:

4P + 5O2 -> 2P2O5

P2O5 + 3H2O -> 2H3PO4

და რადგან არ აქვთ მითითებული, ალუმინის წყარო რა ნივთიერებაა, შეიძლება რომელიმე ამ 4 რეაქციიდან:

2Al + 2H3PO4 -> 2AlPO4 + 3H2
Al2O3 + 2H3PO4 -> 2AlPO4 + 3H2O
Al(OH)3 + H3PO4 -> AlPO4 + 3H2O
Al2(CO3)3 + 2H3PO4 -> 2AlPO4 + 3H2O + 3CO2


Posted by: Semafora 16 Apr 2020, 12:09
შემთხვევით, ხომ არ შეგიძლიათ ვინმეს რთული ამოცანები ჩამიგდოთ სადაც ყველა წრფიდან, რომელიც გარკვეულ (x;y) წერტილზე გადის,რაიმეს ითხოვენ.უმცირესი სამკუთხედის პოვნას ან რაიმე მსგავსი.სასურველია ამოხსნებით

P.S.
oleg-i
მადლობა გაიხარეთ

Posted by: Good4 3 May 2020, 00:39
ფიზიკის დრო - I გაკვეთილი, ელექტრული მოვლენები. ელექტრული დენის არსებობის პირობები https://www.youtube.com/watch?v=ITzj-wKhS0U
* * *
ფიზიკის დრო - II გაკვეთილი - წინაღობის დამოკიდებულება გამტარის თვისებებზე. ომის კანონი https://www.youtube.com/watch?v=nY1SfeMQwPs
* * *
ფიზიკის დრო - III გაკვეთილი, ფოტოეფექტი, ფოტორეზისტორი, ელექტროტევადობა, დიელექტრიკის პოლარიზაცია https://www.youtube.com/watch?v=L1tfSDLwvIU

Posted by: Good4 4 May 2020, 00:40
ფიზიკის დრო - IV გაკვეთილი, ელექტროტევადობა, ტევადური სენსორები. Touchscreen, აქსელომეტრი https://www.youtube.com/watch?v=u30rCPkTUPA
* * *
ფიზიკის დრო - V გაკვეთილი, რეალური ვირტუალური ლაბორატორიების მნიშვნელობა და დანიშნულება https://www.youtube.com/watch?v=r3IQiFeH8io
* * *
ფიზიკის დრო - VI გაკვეთილი, ელექტრული დენის მუშაობა და სიმძლავრე. ჯოულ-ლენცის კანონი https://www.youtube.com/watch?v=BFerVKYtF3I

Posted by: Good4 5 May 2020, 00:42
ფიზიკის დრო - VII გაკვეთილი, მაგნიტური ველის ძალწირები. ამპერის ძალა. სოლენოიდი https://www.youtube.com/watch?v=wMagrX6a7Xk

Posted by: Good4 6 May 2020, 01:13
ფიზიკის დრო, VIII გაკვეთილი - ელექტრომაგნიტების გამოყენება. მუდმივი დენის ძრავის მოქმედების პრინციპი https://www.youtube.com/watch?v=wOwqSz2NYKs
* * *
ფიზიკის დრო, IX გაკვეთილი - ელექტრომგნიტური ინდუქცია https://www.youtube.com/watch?v=b5ekF_mHdMg
* * *
ფიზიკის დრო, X გაკვეთილი - ფიზიკა და STEM-ი პროექტების შექმნა. რობოტი მუსიკოსი https://www.youtube.com/watch?v=5IepVaWlYWE

Posted by: lepori 6 May 2020, 02:50
Good4
QUOTE
ფიზიკის დრო - V გაკვეთილი, რეალური ვირტუალური ლაბორატორიების მნიშვნელობა და დანიშნულება https://www.youtube.com/watch?v=r3IQiFeH8io

გამარჯოაბ

თუ იცი სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებსაც თუ აქვთ მაგ ვირტუალურ ლაბორიატორიაზე წვდომა?

Posted by: Good4 7 May 2020, 01:33
ფიზიკის დრო, XI გაკვეთილი - ინფორმაციის გადაცემა - მორზეს ტელეგრაფი https://www.youtube.com/watch?v=OxwAJRBheyU
* * *
ფიზიკის დრო, XII გაკვეთილი - ლორენცის ძალა, ჰოლის სენსორი https://www.youtube.com/watch?v=elerdupUJfg

Posted by: Good4 8 May 2020, 01:40
ფიზიკის დრო - XIII გაკვეთილი - ელექტრომაგნიტური ინდუქციის გამოყენება https://www.youtube.com/watch?v=kqkuDEoPtW8
* * *
ფიზიკის დრო, XIV გაკვეთილი - ცვლადი დენის გენერატორი, ტრანსფორმატორი https://www.youtube.com/watch?v=Lno3yqm-0qA
* * *
ფიზიკის დრო, XV გაკვეთილი - რხევითი კონტური, ცვლადი დენის ეფექტური მნიშვნელობა https://www.youtube.com/watch?v=dLFDQes8euM

Posted by: shuma89 8 May 2020, 02:25

Good4

საინტერესო თემებია, იმედია გაგრძელდება.
წარმატებებს გისურვებთ.



Posted by: Good4 9 May 2020, 12:48
ფიზიკის დრო - XVI გაკვეთილი - კინემატიკა, ტრაექტორია, ათვლის სისტემა https://www.youtube.com/watch?v=_Ryxqp8QgoA
* * *
ფიზიკის დრო - XVII გაკვეთილი - ვექტორებზე მუშაობა, თანაბარაჩქარებული მოძრაობა https://www.youtube.com/watch?v=3cqakRMRu6o
* * *
ფიზიკის დრო - XVIII გაკვეთილი - მრუდწირული მოძრაობა https://www.youtube.com/watch?v=dnlMtXCCUXo
* * *
ფიზიკის დრო, XIX გაკვეთილი - რეალური ვირტუალური ლაბორატორია https://www.youtube.com/watch?v=s1u1w5ExvUY
* * *
ფიზიკის დრო, XX გაკვეთილი - სიჩქარის და აჩქარების განსაზღვრა სტრობოსკოპული მეთოდით https://www.youtube.com/watch?v=DvRbEm7bL-E

Posted by: Good4 11 May 2020, 01:56
ფიზიკის დრო, XXI გაკვეთილი - დინამიკა: ნიუტონის პირველი, მეორე, მასამე კანონი https://www.youtube.com/watch?v=LtTQ2bBzZds
* * *
ფიზიკის დრო, XXII გაკვეთილი - მსოფლიო მიზიდულობის კანონი, ჰორიზონტალურად გასროლილი სხეული https://www.youtube.com/watch?v=3C3YPamJ51A
* * *
ფიზიკის დრო, XXIII გაკვეთილი - მოძრაობა სიმძიმის ძალის გავლენით, სხვადასხვა ექსპერიმენტი https://www.youtube.com/watch?v=dnlMtXCCUXo

Posted by: Dirac 12 May 2020, 08:17
მთვარის ტრაექტორია დახატეთ დედამიწის გარჩემო. გაითვალისწინეთ რომ მთვარე წლის განმავლობაში 13-ჯერ ტრიალებს დედამიწის გარშემო. საინტერესო წირს მიიღებთ.

Posted by: Good4 12 May 2020, 13:40
ფიზიკის დრო, XXIV გაკვეთილი - პირველი კოსმოსური სიჩქარე / დრეკადობის ძალა / სხეულის წონა https://www.youtube.com/watch?v=lLfXwJnf7dE
* * *
ფიზიკის დრო, XXV გაკვეთილი - ხახუნის ძალა / ექსპერიმენტი რეალური და ვირტუალური სამყარის შერწყმით https://www.youtube.com/watch?v=TfvkY2tGmvg

Posted by: Good4 13 May 2020, 13:58
ფიზიკის დრო, XXVI გაკვეთილი - ხახუნის კოეფიციენტის განსაზღვრა დახრილი სიბრტყის მეშვეობით https://www.youtube.com/watch?v=wu0vNEVT5n8
* * *
ფიზიკის დრო, XXVII გაკვეთილი - მყისი ბრუნვის ცენტრი, ციკლოიდა, ბრაქისტოქრონა https://www.youtube.com/watch?v=8VPu7zW0lys
* * *
ფიზიკის დრო, XXVIII გაკვეთილი - სიმკვრივე, სიმკვრივის გამსაზღვრა, რობოტი ლაბორანტი https://www.youtube.com/watch?v=_Map8I3YOF0

Posted by: gubaz_merve 14 May 2020, 01:08
..............
.................................

Posted by: Good4 14 May 2020, 17:07
ფიზიკის დრო, XXIX გაკვეთილი - ძალის მომენტი. სხეულთა წონასწორობა. მარტივი მექანიზმები https://www.youtube.com/watch?v=ahH8Nlm_VLY
* * *
ფიზიკის დრო, XXX გაკვეთილი - მასათა ცენტრი. ფრიქციული ოსცილატორი. ამწე. რობოტი ობობა https://www.youtube.com/watch?v=zP7qkL9ABGE

Posted by: Good4 15 May 2020, 17:46
ფიზიკის დრო, XXXI გაკვეთილი - მოსწავლეთა მიერ შესრულებული ექსპერიმენტები https://www.youtube.com/watch?v=ejgLtRxrsag

Posted by: shuma89 15 May 2020, 21:11
თბოგამტარობის კოეფიციენტები სად შეიძლება ვნახო? ორმაგი მინაპაკეტის მაინტერესებს 4-იანი მინა 6მმ დაშორებით როა პაკეტში, მაგის თბოგამტარობის კოეფიციენტი მინდა შევადარო სასათბურე ფირისას და სასათბურე პოლიკარბონატის თბოგამტარობას

Posted by: Good4 16 May 2020, 18:58
ფიზიკის დრო, XXXII გაკვეთილი - იმპულსის მუდმივობის კანონი, რეაქტიული მოძრაობა https://www.youtube.com/watch?v=_su6rbsqPm0
* * *
ფიზიკის დრო, XXXIII გაკვეთილი - მექანიკური მუშაობა https://www.youtube.com/watch?v=4nc7vycsMqQ

Posted by: Nomak 18 May 2020, 16:19
გუშინ ჩემი დის 7 კლასის ამოცანამ ცოტა ხნით შემარყია, ამოვხსენი და მერე მეგობრებს ვაჩვენე ;D ერთი მესპორება ეხლა რო პასუხი არასწორი მაქვს.

როგორ იხსნება სწოწრედ ეს ამოცანა?
user posted image

Posted by: Irakli 18 May 2020, 22:33
Nomak
ერთუცნობიანი განტოლება თუ იციან, მაშინ მარტივია. ამოცანის ძირითადი განტოლება მეორე ნაწილშია, როცა ვიცით რომ დარჩენილი ვაშლების ნახევარი და 5 ვაშლი თანაბარი ოდენობისაა, ანუ ბიჭებზე დარიგებამდე 10 ვაშლი გვქონდა. ავღნიშნოთ ვაშლების სრული ოდენობა 2x-ით (ამოცანის პირობა გვეუბნება რომ ლუწია ეს რაოდენობა):

თავდაპირველი რაოდენობა - 2x; რაც გოგონებს მისცეს - x+1
დარჩენილი რაოდენობა კი უნდა იყოს 10 ვაშლი, რადგან პირობით ამის ნახევარი 5-ია, ამიტომ:

2x - (x + 1) = 10
x = 11
2x = 22

სულ 22 ვაშლი იყო.

Posted by: Nobleman 8 Jun 2020, 14:44
შეგიძლიათ დამეხმაროთ ამის ამოხსნაში?

ელექტროჩაიდანს ორი სპირალი აქვს ერთი წყალს 5 წთ-ში ადუღებს, მეორე კი 3 წთ-ში. რამდენ წუთში აადუღებს წყალს ორივე სპირალი
ა) მიმდევრობითი შეერთებისას
ბ) პარალერული შეერთებისას

Posted by: დოჩანა 8 Jun 2020, 16:24
QUOTE (Irakli @ 18 May 2020, 22:33 )
Nomak
ერთუცნობიანი განტოლება თუ იციან, მაშინ მარტივია. ამოცანის ძირითადი განტოლება მეორე ნაწილშია, როცა ვიცით რომ დარჩენილი ვაშლების ნახევარი და 5 ვაშლი თანაბარი ოდენობისაა, ანუ ბიჭებზე დარიგებამდე 10 ვაშლი გვქონდა. ავღნიშნოთ ვაშლების სრული ოდენობა 2x-ით (ამოცანის პირობა გვეუბნება რომ ლუწია ეს რაოდენობა):

თავდაპირველი რაოდენობა - 2x; რაც გოგონებს მისცეს - x+1
დარჩენილი რაოდენობა კი უნდა იყოს 10 ვაშლი, რადგან პირობით ამის ნახევარი 5-ია, ამიტომ:

2x - (x + 1) = 10
x = 11
2x = 22

სულ 22 ვაშლი იყო.

მეც 22 მივიღე, მაგრამ განტოლება შევადგინე და უფრო რთულად ამოვხსენი.

შენი ამოხსნა უფრო მომეწონა.

Posted by: Irakli 8 Jun 2020, 17:22
Nobleman
ელეტრული წრედის მიერ გადაცემული სითბო გამოიხატება ფორმულით Q=T*U^2/R, სადაც T არის დრო, U-ძაბვა და R წინაღობა. ორივე სპირალის შემთხვევაში ფორმულაში T და R განსხვავდება, ხოლო U და Q ერთი და იგივეა, ანუ სპირალების წინაღობები რომ აღვნიშნოთ R1 და R2-ით მაშინ ამოცანის პირობიდან გვექნება რომ:

5/R1 = 3/R2, ანუ R1/5 = R2/3, ავღნიშნოთ R1 = 5R, R2 = 3R

ა) მიმდევრობითი შეერთებისას წრედის წინაღობა იქნება R1+R2=8R, შესაბამისად აქ ზედა ფორმულის თანახმად წყალი 8 წუთში ადუღდება

ბ) პარალელური შეერთებისას სრული წრედის წინაღობა იქნება 15R/8, ამიტომ წყალი 15/8 წუთში ადუღდება, ანუ 2 წუთზე ოდნავ ნაკლები დასჭირდება.

მათემატიკურად რომ მივუდგეთ ამოხსნას, საჭიროა გავიაზროთ ფაქტი რომ ადუღების დრო და წრედის წინაღობა ერთმანეთის პროპორციული სიდიდეებია და პროპორციის მეთოდითა და ომის კანონის ცოდნით შესაძლოა ამოხსნა.


* * *
დოჩანა
მადლობა, შევეცადე გამემარტივებინა ამოხსნა როგორც შემეძლო.

Posted by: Nobleman 8 Jun 2020, 23:25
user posted image
ეს?Irakli

Posted by: Good4 10 Jun 2020, 18:00
ფიზიკის დრო - წნევა, აირის წნევა https://www.youtube.com/watch?v=uzoacFt7Q9Y
* * *
ფიზიკის დრო - პოტენციური და კინეტიკური ენერგია. ენერგიის მუდმივობის კანონი https://www.youtube.com/watch?v=dzk4fUZaxWU
* * *
QUOTE (Good4 @ 10 Jun 2020, 18:00 )


ფიზიკის დრო - პოტენციური და კინეტიკური ენერგია. ენერგიის მუდმივობის კანონი https://www.youtube.com/watch?v=dzk4fUZaxWU
* * *
ფიზიკის დრო - პოტენციური და კინეტიკური ენერგია. ენერგიის მუდმივობის კანონი https://www.youtube.com/watch?v=dzk4fUZaxWU

ფიზიკის დრო - წნევა, აირის წნევა https://www.youtube.com/watch?v=uzoacFt7Q9Y
* * *
ფიზიკის დრო - პოტენციური და კინეტიკური ენერგია. ენერგიის მუდმივობის კანონი https://www.youtube.com/watch?v=dzk4fUZaxWU
* * *
ფიზიკის დრო - წნევა, აირის წნევა https://www.youtube.com/watch?v=uzoacFt7Q9Y

Posted by: nonaot2018 18 Jun 2020, 00:26
შეგიძლიათ დამეხმაროთ?
საკოორდინატო სიბრტყეზე მოძრაობს A(x, y) წერტილი, რომლის კოორდინატები
დროის ყოველ t მომენტში აკმაყოფილებენ განტოლებათა სისტემას
x= 8sint + 6cost
y= 4sint - 12cost

იპოვეთ, რა უმცირესი მანძილით იქნება A(x, y) წერტილი დაშორებული B(-1; 2)
წერტილიდან, როდესაც

p/2 <ტ< 2p/3

Posted by: oleg-i 19 Jun 2020, 19:39
nonaot2018
QUOTE
შეგიძლიათ დამეხმაროთ?
საკოორდინატო სიბრტყეზე მოძრაობს A(x, y) წერტილი, რომლის კოორდინატები
დროის ყოველ t მომენტში აკმაყოფილებენ განტოლებათა სისტემას
x= 8sint + 6cost
y= 4sint - 12cost

იპოვეთ, რა უმცირესი მანძილით იქნება A(x, y) წერტილი დაშორებული B(-1; 2)
წერტილიდან, როდესაც

p/2 <ტ< 2p/3

დაწერე A(x, y) და B(-1; 2) წერტლილებს შორის მანძილის ფორმულა: ფესვი (x + 1)^2 + (y - 2)^2 - დან....
ჩასვი x(t) და y(t) დამოკიდებულებები....
აიყვანე სამწევრები კვადრატში.....
დაამუშავე მსგავსი წევრები....
გამოიყენე მარტივი ტრიგონომეტრია....
საბოლოოდ გახვალ კვადრატულ სამწევრზე cost -ს მიმართ....
გამოიკვლიე იგი მინიმუმზე .


Posted by: Komponent 21 Jun 2020, 15:29
QUOTE (Nobleman @ 8 Jun 2020, 23:25 )
user posted image
ეს?Irakli

Nobleman
(U^2)/R=W; ანუ (220^2)/R=60; R=(220^2)/60=806,666 ომი; ეს არის ერთი ნათურის წინაღობა,
მთელი მაგ წრედის წინაღობა იქნება r=R+R/2=1210 ომი;

მაგ წრედში გამავალი დენი უდრის I=U/r=220/1210=0,181818 ამპერი;
პირველი ნათურა მოიხმარს შემდეგ სიმძლავრეს W=R*I^2=806,666*0,181818^2=26,666 ვატი;
იმ ორი პარალელური ნათურიდან ერთერთი მოიხმარს, w=R*(I/2)^2=806,66*(0,181818/2)^2=6,6666 ვატს.

Posted by: anna222 25 Jun 2020, 01:01
user posted image ???? ♥️♥️♥️♥️

Posted by: oleg-i 25 Jun 2020, 16:40
anna222
------------------------------------------

Posted by: shuma89 5 Jul 2020, 17:15
ასეთი შეკითხვა მაქვს.
საკუთარ სახლში მაქვს ცენტრალური გათბობა. ზამთარში 10 გრადუსი გარემოს ტემპერატურის დროს რადიატორებში ვაბრუნებდი 50 გრადუსიან წყალს და ვიღებდი ოთახში 23 გრადუსს.
ანუ გარემოზე 40 გრადუსით თბილი წყალი იჭერდა გარემოზე 13 გრადუსით მეტ ტემპერატურას.
ახლა გარემოს ტემპერატურაა 40 გრადუსი, მე მაქვს 14 გრადუსიანი წყალი. იმავე რადიატორებში რო გავატარო ეს წყალი, რა ტემპერატურაზე დააჯენს ოთახის ჰაერს.
იმავე ლოგიკით რო ვიმსჯელოთ.
სხვაობა არის 26 გრადუსი, სამწუხაროდ მეტი ვერა sad.gif
13-27 იყო ტემპერატურის შეფარდება გარემოსა და წყლის ტემპერატურას შორის სხვაობებიდან. ანუ უხეშად რო ვთქვათ 30x70 % შეფარდებით.
ახლა სხვაობაა 26 გრადუსი იმავე შეფარდებით ანუ შეფარდება საშუალოდ გამოვა 8-18 ანუ 14 გრადუსიანიბწყალი გარემოს 40 გრადუს ტემპერატურის დროს მომცემს 32 გრადუსს ოთახში?
სწორია მსჯელობა?
რას იტყვით აბააა?

კი ვიცი რო ბევრია, მაგრამ მაინც მაინტერესებს რამდენად სწორად ვმსჯელობ ამ თემაზე.

Posted by: dream_catcher 5 Sep 2020, 15:41
შეკითხვეისთვის ცალკე თემა ვერ ვიპოვე და აქ ვიკითხავ

"კულონი მუხტს უწოდებდა სხეულის „ელექტრულ მასას“." - აწონვადია ელექტრული მუხტი?..

Posted by: lepori 5 Sep 2020, 16:28
dream_catcher
QUOTE
შეკითხვეისთვის ცალკე თემა ვერ ვიპოვე და აქ ვიკითხავ

"კულონი მუხტს უწოდებდა სხეულის „ელექტრულ მასას“." - აწონვადია ელექტრული მუხტი?..

მასა და მუხტი სხვადასხვა რამეა >> ამირომ მუხტი არაა აწონვადი
"ელექტრული მასა" ბრჭყალებში წერია >>> ანუ არ არის რეალურ მასაზე ლაპარაკი


სავარაუდოთ ავტორი პარალელს ავლებს გრავიტაციასთან

როგორც ორი სხეული, რომელთაც აქვთ მასები, ურთირთქმედებენ ერთმანეთთან (მსოფლიო მიზიდულობის კანონი)
ასევე, სხეულები რომლებსაც აქვთ მუხტები ურთიერთქმედებნ (კულონი კანონი)

მსოფლიო მიზიდულობის კანონი (მასებისთვის) და კულონის კანონი (მუხტებისთვის) ძალიან ჰგავს ერთმამენთს, ამეტომ ხშირად აკეთებენ ხოლმე მსგავს პარალელს












Posted by: dream_catcher 6 Sep 2020, 12:31
lepori
აჰა, მე კი ვიფიქრე დამუხტვისას სხეულს გარკვეული წონა ემატებოდა smile.gif)
მადლობა პასუხისთვის

Posted by: oleg-i 16 Sep 2020, 22:35
dream_catcher
QUOTE
აჰა, მე კი ვიფიქრე დამუხტვისას სხეულს გარკვეული წონა ემატებოდა )

მთლად უაზრობაც არ არის.... ნეიტრალური სხეულის უარყოფითად დასამუხტად მას სხვა სხეულიდან უნდა გადავცეთ ელექტრონები. ელექტრონებს კი ნამდვილად აქვთ საკუთარი მასა(ძაააალიან უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მასა!). ე. ი . გამოდის, რომ სხეულის უარყოფითად დამუხტვისას მისი მასა უუუუმნიშვნნელოდ იზრდება, სამაგიეროდ ელექტრონების გამცემი სხეული დაიმუხტება დადებითად და მასაც უუუმნიშვნელოდ დააკლდება....

Posted by: Switchback 18 Sep 2020, 13:35
გამარჯობა თქვენი დახმარება მჭირდება.


ოთკუთხედია , ოთხივე გვერდი სხვადასხვა ზომისაა და მინდა გავიგო რამდენი კვადრატია ფართობი



სიგრძე1 - 58.318 მეტრი
სიგრძე2 - 57.977 მეტრი
სიგანე1 - 0.451
სიგანე2 - 3.697


მადლობა წინასწარ

Posted by: Irakli 21 Sep 2020, 13:11
Switchback
სხვა ინფორმაციაც უნდა დაუმატო, კუთხეები გჭირდება, მარტო სიგრძეები არაა საკმარისი. ყველაზე მარტივად შეგიძლია დაითვალო თუ იცი დიაგონალების სიგრძეები და მათ შორის კუთხე, სხვა შემთხვევაში ორი მოპირდაპირე კუთხის გრადუსი გაიგე და ისე დაითვლი.

Posted by: alikantura 25 Sep 2020, 13:57
კონკრეტულ ოპერაციას ვაოხრციელებ 70%-იანი წარმატებით.

მჭირდება, რომ 5-ჯერ ზედიზედ შევასრულო წარმატებით ეს ოპერაცია.
რამდენ ცდაში ერთხელ გამომივა საშუალოდ 5-ჯერ ზედიზედ ოპერაციის წარმატებით მისი შესრულება,
ანუ ალბათობა მაინტერესებს

Posted by: Irakli 25 Sep 2020, 21:48
alikantura
0.7 ხარისხად 5, ანუ 16.8%-ია იმის შანსი, რომ 5-ჯერვე წარმატებით შესრულდება ეგ ოპერაცია. ეგ შანსი კი იგივეა რაც 6 ცდიდან ერთხელ გამოგივიდეს.

Posted by: alikantura 28 Sep 2020, 10:06
Irakli
QUOTE
0.7 ხარისხად 5, ანუ 16.8%-ია იმის შანსი, რომ 5-ჯერვე წარმატებით შესრულდება ეგ ოპერაცია. ეგ შანსი კი იგივეა რაც 6 ცდიდან ერთხელ გამოგივიდეს.

მადლობა.

Posted by: fortum 20 Oct 2020, 20:30
10-ნიშნა რიცხვი რომ ავიღოთ რამდენი პროცენტია ალბათობა რომ ერთ-ერთი ციფი 1-იანი იქნება?

....................

Posted by: Irakli 20 Oct 2020, 20:42
fortum
ეგ იგივეა რაც,

1 მინუს ის ალბათობა რომ არცერთი ციფრი რიცხვში არ შეიცავს 1-იანს. რადგან 10 ციფრიანი რიცხვია, მაშინ ეგ ალბათობა იქნება 0.9^10, ანუ საბოლოო პასუხი იქნება 1 - 0.9^10, სადღაც 65%-ია პასუხი.

Posted by: fortum 20 Oct 2020, 21:08
Irakli
მადლობა up.gif

მე ის მაბნევს რომ ყველა 10-ნიშნა რიცხვი რომ ავიღოთ
0000...0-იდან 9999...9-მდე ისეთი რიცხვების რაოდენობა სადაც 1 არაა თითქოს უფრო მეტი უნდა იყოს 1-ის შემცველებზე ანუ 50%-ზე ნაკლები უნდა იყოს

Posted by: Irakli 20 Oct 2020, 23:34
fortum
არა, ბევრია ასეთი ციხვი მაგ სიმრავლეში, შესაბამისად ეგ ერთიანი ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს მაგ რიცხვში, შესაბამისად მაგის ალბათობა 50%-ზე გაციელებით მეტი გამოდის მაინც, მხოლოდ ისინი გამოირიცხება რომელშიც 1 საერთოდ არ მონაწილეობს და ეგეთი რიცხვები მინიმალური ოდენობითაა.

Posted by: panama777 23 Oct 2020, 11:35
შეგიძლიათ ამის გამოთვლაში დამეხმაროთ? sinπ/10 sin3π/10

Posted by: oldgio 23 Oct 2020, 12:06
QUOTE (panama777 @ 23 Oct 2020, 11:35 )
შეგიძლიათ ამის გამოთვლაში დამეხმაროთ?  sinπ/10 sin3π/10

ინებეთ, ბატონო......................................................
ბოდიში, გადმობრუნებული სურათი გამოვიდა.

Posted by: panama777 23 Oct 2020, 13:09
დიდი მადლობა რომ შეწუხდით გაიხარეთ

Posted by: oldgio 23 Oct 2020, 15:35
QUOTE (panama777 @ 23 Oct 2020, 13:09 )
დიდი მადლობა რომ შეწუხდით გაიხარეთ

წარმატებები. ხომ გასაგებია ყველაფერი?

Posted by: panama777 23 Oct 2020, 19:05
QUOTE (oldgio @ 23 Oct 2020, 15:35 )
QUOTE (panama777 @ 23 Oct 2020, 13:09 )
დიდი მადლობა რომ შეწუხდით გაიხარეთ

წარმატებები. ხომ გასაგებია ყველაფერი?

გასაგებია მადლობა, თქვენც წარმატებები.

Posted by: LogicLover 25 Oct 2020, 17:43
user posted image....'''......................

Posted by: nforumi 25 Oct 2020, 23:21
LogicLover

17

smile.gif
...................

Posted by: LogicLover 26 Oct 2020, 00:32
nforumi
2kiss.gif
მე ვერ გავიაზრე თავიდან და გამიტყდა. ეშმაკური კითხვა იყო

Posted by: nforumi 26 Oct 2020, 10:33
LogicLover
QUOTE
მე ვერ გავიაზრე თავიდან და გამიტყდა. ეშმაკური კითხვა იყო

ეშმაკური, ანუ ლოგიკური smile.gif


Posted by: Red_Scorpion 26 Oct 2020, 21:55
LogicLover
კამათლების მოსვლის ათი შესაძლო კომბინაციაა (თანმიმდევრობას როცა მნიშვნელობა არ აქვს):
I) 1 და 1
II) 1 და 2
III) 1 და 3
IV) 1 და 4
V) 2 და 2
VI) 2 და 3
VII) 2 და 4
VIII) 3 და 3
IX) 3 და 4
X) 4 და 4

მარშალისთვის ამ კომბინაციების ჯამები არის შემდეგი ციფრები:
I) 2
II) 3
III) 4
IV) 5
V) 4
VI) 5
VII) 6
VIII) 6
IX) 7
X) 8

ლილისთვის ამ კომბინაციების ნამრავლები არის შემდეგი რიცხვები:
I) 1
II) 2
III) 3
IV) 4
V) 4
VI) 6
VII) 8
VIII) 9
IX)12
X) 16

მარშალმა არ იცოდა პასუხი რადგან ჯამი რომელიც მას უთხრეს იყო ან ციფრი 4 (კომბინაცია III და V) ან ციფრი 5 (კომბინაცია IV და VI) ან ციფრი 6 (VII და VIII), სხვა კომბინაციების ჯამები არ მეორდება და ცალსახად იყვი რა კომბინაცია გაქვს.
ლილიმაც არ იცოდა პასუხი რადგან მისი ნამრავლი იყო ციფრი 4-ის ტოლი (კომბინაცია IV და V), სხვა კომბინაციების ნამრავლები არ მეორდება.
როდესაც ლილიმ უთხრა მარშალს არ ვიცი პასუხიო, მაშინ მარშალი მიხვდა რომ ლილის ნამრავლი ოთხის ტოლი იყო, რომელსაც იძლევა კომბინაცია IV და V. კომბინაცია IV-ის ჯამი არის ციფრი 5 და კომბინაცია V-ის ჯამი არის 4. რადგან მარშალმა იცოდა თავისი ჯამი რომელი იყო ის მიხვდა რომელი კომბინაცია მოვიდა კამათლების. ლილიმ ამ მომენტისთვის იცის რომ პასუხი არის კომბინაცია IV ან კომბინაცია V, მაგრამ ის ფაქტი რომ მარშალი მიხვდა კომბინაციას მას არაფერ ახალ ინფორმაციას არ აძლევს. ამის შემდეგ მარშალი აძლევს დამატებით ინფორმაციას, რომ მათი ციფრები სხვადასხვაა, კომბინაცია IV -ის ციფრების ჯამი არის ციფრი 5, ხოლო ნამრავლი ციფრი 4, ანუ სხვადასხვა ციფრები. კომბინაცია V-ის ციფრების ჯამიც და ნამრავლიც არის ციფრი 4. რადგან მარშალის და ლილის ციფრები სხვადასხვაა ე.ი პასუხი არის კომბინაცია IV ანუ კამათლებზე დაჯდა ციფრები 1 და 4, მარშალის ციფრი იყო მათი ჯამი ანუ ციფრი 5 და ლილის ციფრი იყო ნამრავლი, ციფრი 4.
პასუხი იქნება: a^2+b^2=1^2+4^2=17

Posted by: LogicLover 26 Oct 2020, 22:48
Red_Scorpion
უკეთესად ვერავინ ახსნის ძალიან რომ მოინდომოს

ამოცანა კი ამოვხსენი მალევე მაგრამ ახსნის პირველი ორი ხაზი შემომეკითხა. ანუ დიალოგში მაგდენი ინფორმაცია რომ იყო დამალული ვერ გავიაზრე და გამიტყდა

Posted by: Komponent 27 Oct 2020, 00:20
oleg-i
QUOTE
dream_catcher
QUOTE
აჰა, მე კი ვიფიქრე დამუხტვისას სხეულს გარკვეული წონა ემატებოდა )

მთლად უაზრობაც არ არის.... ნეიტრალური სხეულის უარყოფითად დასამუხტად მას სხვა სხეულიდან უნდა გადავცეთ ელექტრონები. ელექტრონებს კი ნამდვილად აქვთ საკუთარი მასა(ძაააალიან უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მასა!). ე. ი . გამოდის, რომ სხეულის უარყოფითად დამუხტვისას მისი მასა უუუუმნიშვნნელოდ იზრდება, სამაგიეროდ ელექტრონების გამცემი სხეული დაიმუხტება დადებითად და მასაც უუუმნიშვნელოდ დააკლდება....

ამაზე იმდენი კამათები იყო. აქ თუ საზღვარგარეთ. აქ ისე წერია, თითქოს დამუხტული და დაუმუხტავი კონდესატორები ერთიდაიგივე წონისაა. ვფიქრობ სწორი პასუხია, არ ვიცით არის თუ არა ერთიდაიგივე წონის.

Posted by: Red_Scorpion 27 Oct 2020, 02:32
QUOTE (LogicLover @ 26 Oct 2020, 13:48 )
Red_Scorpion
უკეთესად ვერავინ ახსნის ძალიან რომ მოინდომოს

ამოცანა კი ამოვხსენი მალევე მაგრამ ახსნის პირველი ორი ხაზი შემომეკითხა. ანუ დიალოგში მაგდენი ინფორმაცია რომ იყო დამალული ვერ გავიაზრე და გამიტყდა

მადლობა, ძალიან ვეცადე რომ გასაგებად დამეწერა smile.gif

Posted by: gubaz_merve 10 Nov 2020, 01:28
რთულად ავხსნი და იქნება ვინმემ გაიგოს smile.gifმჭირდება ფორმულა მილში გატარებული ჰაერის კუბური მაჩვენებელი ,დამავალებთ თუ დამეხმარებით smile.gif

Posted by: nforumi 10 Nov 2020, 09:58
gubaz_merve
QUOTE
მჭირდება ფორმულა მილში გატარებული ჰაერის კუბური მაჩვენებელი ,დამავალებთ თუ დამეხმარებით


წნევა თუ არ იცვლება:
მილის განიკვეთის ფართობი * გამავალი ჰაერის სიჩქარე * დრო

Posted by: gubaz_merve 10 Nov 2020, 18:29
nforumi
პრივეტები რავა ხართ smile.gif ასფურცელა ჩაანს?თუ სიჩქარეს გავრზრდი წნევა რამდენით შეიცვლება?
* * *
კიდევ ერთი რჩევა მჭირდება,წარმოვიდგინოთ საათის მექანიზმი ,მაქსიმალური ბრუნის მისაღწევად საჭიროა ორი ღერძი კბილანებით 90/10 მე ვფიქრობ ათიანი მთავარი ღეძია.

Posted by: nforumi 10 Nov 2020, 20:13
gubaz_merve
QUOTE
პრივეტები

?

QUOTE
რავა ხართ

მაგრად smile.gif

QUOTE
ასფურცელა ჩაანს

კაი ხანია აღარ მომიკრავს თვალი.

QUOTE
თუ სიჩქარეს გავრზრდი წნევა რამდენით შეიცვლება?

წნევა მარტო სიჩქარეზე არ არის დამოკიდებული.

QUOTE
კიდევ ერთი რჩევა მჭირდება,წარმოვიდგინოთ საათის მექანიზმი ,მაქსიმალური ბრუნის მისაღწევად საჭიროა ორი ღერძი კბილანებით 90/10 მე ვფიქრობ ათიანი მთავარი ღეძია.

ვერ გავიგე პრობლემა.

Posted by: gubaz_merve 10 Nov 2020, 21:13
nforumi
შეფარდება სასწორის ,როცა ვთქვათ სიმძიმის გადანაწილება ხდება ეგ ფორმულა როგორაა,ისე კი გამიმართლა აქტიური რომ ხარ smile.gif

Posted by: Irakli 10 Nov 2020, 21:30
gubaz_merve
მეც ვცდილობ გავიგო კონკრეტულად რაში მდგომარეობს შენი კითხვა და ჯერჯერობით თავი-ბოლო ვერ გავუგე სამწუხაროდ user.gif

Posted by: gubaz_merve 10 Nov 2020, 23:06
იკა რავა ხარ smile.gifმოკლედ მინდა სიჩქარის გადაცემის კოლოფი შევქმნა რომელიც მხოლოდ ორი ღერძისგან შედგება,გეომეტრიულ ჭრილში როგორი შეფარდება იქნება კბილანების დიამეტრებს შორის?

Posted by: Irakli 10 Nov 2020, 23:31
gubaz_merve
გამარჯობა, მე კარგად ვარ, იმედია თავადაც კარგად ხარ.
ვერ ვხვდები რას გულისხმობ მხოლოდ ორ ღერძში, რადგან გადაცემათა კოლოფს ისედაც ორი ღერძი აქვს (მერტივ მექანიკურს ყოველ შემთხვევაში), ერთი ძრავისკენ და მეორე დიფერენციალისკენ; ამ ღერძზე სხვადასხვა ზომის კბილანებია, იმის მიხედვით რას ვანიჭებთ უპირატესობას.

Posted by: gubaz_merve 10 Nov 2020, 23:38
QUOTE (Irakli @ 10 Nov 2020, 23:31 )
gubaz_merve
გამარჯობა, მე კარგად ვარ, იმედია თავადაც კარგად ხარ.
ვერ ვხვდები რას გულისხმობ მხოლოდ ორ ღერძში, რადგან გადაცემათა კოლოფს ისედაც ორი ღერძი აქვს (მერტივ მექანიკურს ყოველ შემთხვევაში), ერთი ძრავისკენ და მეორე დიფერენციალისკენ; ამ ღერძზე სხვადასხვა ზომის კბილანებია, იმის მიხედვით რას ვანიჭებთ უპირატესობას.

უპირატესობა სიჩქარეს და ტორქს......
* * *
Irakli
D.C.დიოდი რომ გავუშვა კონდებსატორშ მონაცვლეობით ვოლტი ხომ გაიზრდება?

Posted by: Irakli 11 Nov 2020, 09:02
gubaz_merve
QUOTE
D.C.დიოდი რომ გავუშვა კონდებსატორშ მონაცვლეობით ვოლტი ხომ გაიზრდება?

სანამ კონდენსატორი არ აფეთქდება? biggrin.gif

Posted by: gubaz_merve 11 Nov 2020, 13:16
Irakli
რათა კაცო რათა smile.gif ?მე ვფიქრობ რომ ასეთი კონსტრუქციით ლითიუმ ტიტანატუ
ის კონდენსატორები დავტენო 2,7ვოლტი და თავსა და ბოლოში მომცემს ჯამს ვოლტაჟის

Posted by: Irakli 11 Nov 2020, 17:00
gubaz_merve
და დიოდები რატომ გჭირდება მაგისთვის?

Posted by: gubaz_merve 11 Nov 2020, 23:54
QUOTE (Irakli @ 11 Nov 2020, 17:00 )
gubaz_merve
და დიოდები რატომ გჭირდება მაგისთვის?

კონდენსატორის დაყოფა ხდება სექციებად

Posted by: Nodo_K 19 Nov 2020, 16:39
რამდენი პროცენტია იმის შანსი რომ ორი კოზირი ყავდეს?
ვინ დამითვლის? სულ ხუთი წყვილია 1 მაგიდაზეა
და 20 კარტი 4/16 დი ხო ასეა ?

Posted by: be2ginal 14 Dec 2020, 12:38
user posted image
ფორმულები დამიწერეთ როგორ გამოთვლით ძალიან გთხოვთ .

Posted by: Definitely_Maybe 14 Dec 2020, 22:17
be2ginal
პროპორცია დაიწერება.

user posted image

Posted by: be2ginal 16 Dec 2020, 17:11
QUOTE (Definitely_Maybe @ 14 Dec 2020, 22:17 )
be2ginal
პროპორცია დაიწერება.

user posted image

facepalm.gif მადლობა გაიხარე . old.gif old.gif old.gif

Posted by: ეკაკო 28 Jan 2021, 19:56
ამის ამოხსნა ხომ არ იცით?:
დაბა X-ში:
ყველა ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის თმის ღერი აქვს თავზე.
არც ერთს არ აქვს ზუსტად 518 თმის ღერი.
X-ის მოსახლეობა მეტია, ვიდრე ნებისმიერი მისი მოსახლის თმის ღერების რაოდენობა.
რა არის X-ის მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა?

Posted by: lepori 29 Jan 2021, 10:48
ეკაკო
QUOTE
ამის ამოხსნა ხომ არ იცით?:
დაბა X-ში:
ყველა ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის თმის ღერი აქვს თავზე.
არც ერთს არ აქვს ზუსტად 518 თმის ღერი.
X-ის მოსახლეობა მეტია, ვიდრე ნებისმიერი მისი მოსახლის თმის ღერების რაოდენობა.
რა არის X-ის მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა?

ეს 518 რა არის, თმის ღერების საშუალო რაოდენობა?

Posted by: Irakli 29 Jan 2021, 13:27
ეკაკო
ამოცანას პირობა აკლია, ან არასწორადაა ფორმულირებული. საიდან მოვიდა 518?

Posted by: nforumi 29 Jan 2021, 16:30
ეკაკო
QUOTE
ამის ამოხსნა ხომ არ იცით?:
დაბა X-ში:
ყველა ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის თმის ღერი აქვს თავზე.
არც ერთს არ აქვს ზუსტად 518 თმის ღერი.
X-ის მოსახლეობა მეტია, ვიდრე ნებისმიერი მისი მოსახლის თმის ღერების რაოდენობა.
რა არის X-ის მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა?


პასუხი არის 518, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ადამიანს აქვს 0 ღერი თმა.


Posted by: ეკაკო 29 Jan 2021, 20:20
თუ გავარკვიე დავწერ პასუხს, შეცდომით არაა. 518-ც ჯერ ვერ მივხვდი რატომაა მოცემული: არც ერთ ადამიანს არ აქვს ზუსტად 518 თმის ღერი

Posted by: nforumi 29 Jan 2021, 22:43
ეკაკო
QUOTE
თუ გავარკვიე დავწერ პასუხს, შეცდომით არაა. 518-ც ჯერ ვერ მივხვდი რატომაა მოცემული: არც ერთ ადამიანს არ აქვს ზუსტად 518 თმის ღერი

რა მნიშვნელობა აქვს კაცო 518 იქნება თუ სხვა ნებისმიერი რიცხვი?
518 ნიშნავს რომ ვიღაცას აქვს 517, ვიღაცას 516, ... ვიღაცას 0. საერთო ჯამში 518 ადამიანს.
კიდე ერთი ადამიანიც რომ იყოს ამ ქალაქში, მას ექნებოდა 519 თმა, რადგან არც სხვების რაოდენობას შეიძლება დაემთხვეს და არც 518-ის ტოლი შეიძლება იყოს. შესაბამისად ადამიანთა საერთო რაოდენობა (519) აღარ გამოდის მეტი, ვიდრე ამ ბოლოს თმების რაოდენობა (519).

ე. ი. 518 არის მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა.

Posted by: Irakli 30 Jan 2021, 00:59
nforumi
ამოცანის პირობაში არ წერია რომ ყველას 518-ზე ნაკლები თმა აქვს თავზე, იქნებ 600-ზე ნაკლები თმა არ აქვს ქალაქში არავის; არასწორადაა შედგენილი პირობა.

Posted by: lepori 30 Jan 2021, 09:36
Irakli
QUOTE
ამოცანის პირობაში არ წერია რომ ყველას 518-ზე ნაკლები თმა აქვს თავზე, იქნებ 600-ზე ნაკლები თმა არ აქვს ქალაქში არავის; არასწორადაა შედგენილი პირობა.

თავიდან მეც ესე მომეჩვენა
მაგრამ nforumiს ახსნა რომ წავიკითე მის ფლანგზე გადავედი biggrin.gif

ამ ფრაზაშია ძაღლის თავი>>
QUOTE
X-ის მოსახლეობა მეტია, ვიდრე ნებისმიერი მისი მოსახლის თმის ღერების რაოდენობა.


ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსახლეებს თმის ღერებეი აქვთ
0-1-2-3- და ა.შ. მიყოლოებით
ვერცერთს ვერ გადაახტები.. და რადგან 518 არავის აქვს ე.ი. 517-ა ზედა ზღვარი
სულ ცხოვრობს 518 ადამიანი
თმის ღრებით: 0, 1, 2, ... და ა.შ. 517-მდე


Posted by: nforumi 30 Jan 2021, 11:09
lepori
მადლობა, კარგი ახსნაა ესეც smile.gif

Irakli
მე მგონი აღარ არის სადაო, თუ მაინც არის?

Posted by: Irakli 30 Jan 2021, 12:10
lepori
nforumi
ახლა დავფიქრდი და 518 არის ერთადერთი ვარიანტი, რადგან ასეთი თმის ღერების სიმრავლე, მაგალითად:

0, 1, 2 ... 517, 519, 520 ... 999 შეესაბამება მოსახლეობის რაოდენობას 999 და პირობას ეწინააღმდეგება; ანუ თმების სიმრავლე რომელიც 518-ს გადაახტება ვეღარ ჩაითვლება სწორად ამოცანის პირობიდან გამომდინარე ადა ერთადერთი შესაძლო ვარიანტი არის 0 ... 517 თმების სიმრავლის შესაძლებლობა.

Posted by: nforumi 30 Jan 2021, 14:26
Iრაკლი
QUOTE
ახლა დავფიქრდი და 518 არის ერთადერთი ვარიანტი, რადგან ასეთი თმის ღერების სიმრავლე, მაგალითად:

0, 1, 2 ... 517, 519, 520 ... 999 შეესაბამება მოსახლეობის რაოდენობას 999 და პირობას ეწინააღმდეგება; ანუ თმების სიმრავლე რომელიც 518-ს გადაახტება ვეღარ ჩაითვლება სწორად ამოცანის პირობიდან გამომდინარე ადა ერთადერთი შესაძლო ვარიანტი არის 0 ... 517 თმების სიმრავლის შესაძლებლობა.

drug.gif

შენ როგორც წესი კარგად იცი ხოლმე ახსნა და ახლა რაც დაწერე პირიქით, ვერ გავიგე wink.gif

Posted by: Irakli 30 Jan 2021, 15:56
nforumi
იგივე დავწერე თითქმის რაც ჩემს ზევით დაწერეთ, უბრალოდ პერეფრაზი გავუკეთე. საწინააღმდეგოს დაშვებით, თუ თმების სიმრავლიდან 518 თმის მქონე წევრს არ ჩავთვლით, მაშინ სიმრავლის წევრთა რაოდენობა ვერ იქნება ნაკლები ვიდრე ბოლო წევრის თავზე თმების რაოდენობა; ამრიგად მხოლოდ 0, ... 517 თმის ღერის მქონე 518 წევრიანი სიმრავლე აკმაყოფილებს ამოცანის ყველა პირობას.

Posted by: nforumi 30 Jan 2021, 19:04
Irakli
კარგი, როგორც არის.
მთავარია ჩვენ გვესმის და ვისაც გაგება უნდა, იმან თავად გადაწყვიტოს რომელი ახსნა უფრო მოეწონება.

Posted by: zakroo 25 Feb 2021, 21:58
დიდი თხოვნით, ვინც ერკვევით, უმაღლეს ალგებრაში, იქნებ არ დაზარდეთ და ამოხსნათ რამიდენიმე მაგალითი მაინც, 26 თებერვლის 2021 წელი შუადღემდე რო მოესწროს. დიდი ბოდიში წინასწარ

Posted by: lepori 25 Feb 2021, 22:15
zakroo
პასუხები უწერია უკვე და ჩვენ რაღა მოგვეთხოვება?..

Posted by: zakroo 25 Feb 2021, 23:10
მოიცა მართლა უწერია? მე და მათემატიკა (ალგებრა) ძალიან შორს ვართ. მეგობარს უნდა უბრალოდ

Posted by: ბლაბლაბლა17 16 Mar 2021, 17:10
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და ამიხსენით ამოცანა!

M და N სადგურებიდან, რომელთა შორის მანძილი 45 კმ-ია, ერდროულად ორი მატარებელი გავიდა და ერთმანეთს 20 წთ-ში შეხვდა. M სადგურიდან გამოსული მატარებელი N სადგურში 9 წთ-ით ადრე ჩადის, ვიდრე მეორე M სადგურში.
იპოვე თითოეულის სიჩქარე?...

Posted by: nforumi 16 Mar 2021, 23:28
QUOTE (ბლაბლაბლა17 @ 16 Mar 2021, 17:10 )
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და ამიხსენით ამოცანა!

M და N სადგურებიდან, რომელთა შორის მანძილი 45 კმ-ია, ერდროულად ორი მატარებელი გავიდა და ერთმანეთს 20 წთ-ში შეხვდა. M სადგურიდან გამოსული მატარებელი N სადგურში 9 წთ-ით ადრე ჩადის, ვიდრე მეორე M სადგურში.
იპოვე თითოეულის სიჩქარე?...

v1*t1=45
v2*t2=45
t1+9/60=t2
(v1+v2)*20/60=45


მგონი სწორად დავწერე. ამის ამოხსნას შეძლებ იმედია.



Posted by: Irakli 17 Mar 2021, 16:01
სიჩქარე = გავლილი მანძილი/დრო

აქედან დრო = მანძილი/სიჩქარეზე

სრული მანძილი არის 45 კმ; აღვნიშნოთ ერთი მატარებლის სიჩქარე x-ით, მეორე y-ით

მეორე მატარებელი პირობის თანახმად მთლიან მანძილს 9წთ-ით მეტს ანდომებს, ანუ: 45/y - 45/x = 9/60 (პირველი განტოლება)

ორივე მატარებელი ერთმანეთს 20 წუთში ხვდება ნიშნავს, რომ ორივე ერთად მთლიან 45 კმ მანძილს 20 წუთში ფარავს, ანუ ისეთი მატარებელი რომ არსებობდეს, რომლის სიჩქარეც ამ მატარებლების სიჩქარეთა ჯამი იქნებოდა, ის მთლიან მანძილს 20 წუთში დაფარავდა

45/(x+y) = 20/60 (მეორე განტოლება)

ორუცნობიანი 2 განტოლებაა, ამონახსნიც ცალსახაა.

Posted by: forumistvis 17 Mar 2021, 22:05
Irakli
ერთი რამე ვერ გავიგე, 9/60 საიდან და რატომ შემოგვაქვს?

Posted by: nforumi 18 Mar 2021, 11:33
forumistvis
QUOTE
ერთი რამე ვერ გავიგე, 9/60 საიდან და რატომ შემოგვაქვს?

ჩემთანაც იგივე წერია, თუ ნახავ. 9 წუთი არის 9/60 საათი.

Posted by: forumistvis 18 Mar 2021, 11:41
nforumi
აჰა გასაგებია. კი ვნახე შენთანაც რომ იგივე ეწერა.

Posted by: ბლაბლაბლა17 18 Mar 2021, 23:56
QUOTE (Irakli @ 17 Mar 2021, 16:01 )
სიჩქარე = გავლილი მანძილი/დრო

აქედან დრო = მანძილი/სიჩქარეზე

სრული მანძილი არის 45 კმ; აღვნიშნოთ ერთი მატარებლის სიჩქარე x-ით, მეორე y-ით

მეორე მატარებელი პირობის თანახმად მთლიან მანძილს 9წთ-ით მეტს ანდომებს, ანუ: 45/y - 45/x = 9/60 (პირველი განტოლება)

ორივე მატარებელი ერთმანეთს 20 წუთში ხვდება ნიშნავს, რომ ორივე ერთად მთლიან 45 კმ მანძილს 20 წუთში ფარავს, ანუ ისეთი მატარებელი რომ არსებობდეს, რომლის სიჩქარეც ამ მატარებლების სიჩქარეთა ჯამი იქნებოდა, ის მთლიან მანძილს 20 წუთში დაფარავდა

45/(x+y) = 20/60 (მეორე განტოლება)

ორუცნობიანი 2 განტოლებაა, ამონახსნიც ცალსახაა.

დდი მადლობა, მართლა ძალიან დამეხმარე

Posted by: tyvia 9 May 2021, 19:29
ერთი უცნაური კითხვა გამიჩნდა
სასწორზე მაგნიტი რომ დავდოთ რომელიც 10 კილოს იწონის და ზემოდან ზუსტად ასეთივე მაგნიტი რომ დავადოთ ისე რომ ერთმანეთი განიზიდონ
მერე თოკებით რომ დავამაგროთ რომ ზედა ჰაერში გაჩერდეს და არ გადავარდეს
რა დაეწერება საწორზე?
ანუ თოკის წონა არ გვაინტერესებს დანარჩენი რამდენი იქნება?

Posted by: Universe´ 9 May 2021, 19:40
QUOTE
სასწორზე მაგნიტი რომ დავდოთ რომელიც 10 კილოს იწონის და ზემოდან ზუსტად ასეთივე მაგნიტი რომ დავადოთ ისე რომ ერთმანეთი განიზიდონ
მერე თოკებით რომ დავამაგროთ რომ ზედა ჰაერში გაჩერდეს და არ გადავარდეს
რა დაეწერება საწორზე?

მაგნიტებს შორის დაშორებას გააჩნია ჩემი, როგორც დიდი ფიზიკოსის და მცოდნის, აზრით.

Posted by: tyvia 9 May 2021, 19:46
Universe´

დავუშვათ 10 სანტიმეტრი რომ იყოს

....................

Posted by: Universe´ 9 May 2021, 20:05
tyvia
მაგნიტების განზიდვის ძალის გამომთვლელი ფორმულა დაგჭირდება კი არა

ორი მაგნიტი რომ მქონდეს ჩავატარებდი ექსპერიმენტს და გეტყოდი



offtopic.gif

Posted by: tyvia 9 May 2021, 21:11
შეიძლება ვცდები მაგრამ მგონია რომ მანძილს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია არ ეხებოდნენ ერთმანეთს

....................

Posted by: lepori 11 May 2021, 06:56
tyvia

QUOTE
სასწორზე მაგნიტი რომ დავდოთ რომელიც 10 კილოს იწონის და ზემოდან ზუსტად ასეთივე მაგნიტი რომ დავადოთ ისე რომ ერთმანეთი განიზიდონ
მერე თოკებით რომ დავამაგროთ რომ ზედა ჰაერში გაჩერდეს და არ გადავარდეს
რა დაეწერება საწორზე?


წესით 10 კილოზე მეტი smile.gif

Posted by: tyvia 11 May 2021, 14:01
lepori

4 ვარიანტია სულ
10, 15, 20 და მაგნიტებზეა დამოკიდებული
პირველი და ბოლო არ მგონია

Posted by: Komponent 11 May 2021, 14:36
QUOTE
რა დაეწერება საწორზე?

მე როგორც ვიცი, 20

Posted by: oleg-i 11 May 2021, 18:00
ტყვია

QUOTE
ერთი უცნაური კითხვა გამიჩნდა
სასწორზე მაგნიტი რომ დავდოთ რომელიც 10 კილოს იწონის და ზემოდან ზუსტად ასეთივე მაგნიტი რომ დავადოთ ისე რომ ერთმანეთი განიზიდონ
მერე თოკებით რომ დავამაგროთ რომ ზედა ჰაერში გაჩერდეს და არ გადავარდეს
რა დაეწერება საწორზე?
ანუ თოკის წონა არ გვაინტერესებს დანარჩენი რამდენი იქნება?

ქვედასთვის mg + F = N + T ....... ზედასთვის mg + T = F ......... T - თოკის დაჭიმულობაა , F - მაგნიტური განზიდვიდის ძალა. --------> N = 2mg - სასწორის ჩვენება

Posted by: tyvia 11 May 2021, 21:46
oleg-i

ადამიანურ ენაზე როგორ იქნება? biggrin.gif

QUOTE
თოკის დაჭიმულობაა


თოკი არ გვინდა საერთოდ
ჩავთვალოთ რომ მის გარეშე მოვახერხეთ მაგნიტის გაჩერება

.....................

Posted by: zuri 26 May 2021, 11:53
რამდენიმე კარგი ლოგიკური ამოცანა დევს ამ არხზე. ეს მომეწონა ყველაზე მეტად წითელთვალება ბერებზე:


Posted by: Komponent 27 May 2021, 11:34
zuri
QUOTE
რამდენიმე კარგი ლოგიკური ამოცანა დევს ამ არხზე. ეს მომეწონა ყველაზე მეტად წითელთვალება ბერებზე:

კარგია მაგრამ, არაა გამართული ამოცანა, პირობაში უნდა იყოს რომ ტურისტი მხოლოდ სიმართლეს ამბობს და ეს იციან ბერებმა.

ბერებმა ისედაც იციან სიმართლეს რომ ამბობს მაგრამ დამატებითი პირობა მაინც უნდა, ანუ ისიც უნდა იცოდენ რომ ტყუილის თქმა ტურისტს არ შეუძლია.

ადრე იდო სადღაც აქ თუ ფილოსოფიის განყოფილებაში, სამ კაცს რომ ქუდები აფარიათ, ის გამახსენდა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ.


Posted by: tyvia 28 May 2021, 01:01
zuri

მე რაც ვნახე ადვილი იყო ყველა

....................
* * *
უფრო კარგადაც შეიძლებოდა მეორე ნაწილის ახსნა

თუ ყველას არ ეცოდინება რომ 1-ს მაინც აქვს წითელი თვალები მაშინ მეორე დღეს რაც არ უნდა მოხდეს არავინ მოიკლავს თავს
თუ მეორე დღიდან არანაირი დასკვნის გამოტანა არ შეიძლება მაშინ მესამედანაც ვერ გამოიტანენ და ა.შ

Posted by: zuri 28 May 2021, 16:32
Komponent
კი, კარგი იქნებოდა ეგ პირობაც რომ დაემატებინათ.

tyvia
ადვილებია მაგრამ ეს ამოცანა მაინც გამოირჩევა ჩემი აზრით, უფრო საინტერესოა.
მეორე ნაწილი შეიძლებოდა უკეთესად აეხსნა სამის შემთხვევაში, სამზე თუ გაიაზრებ მერე უკვე გასაგებია. კი თქვა რომ მეორე ბერის აზროვნებაში უნდა ჩახვიდე მაგრამ მთლად გარკვევით მაინც არ თქვა. მე ჩემით მივედი პასუხამდე მერე.

QUOTE
თუ ყველას არ ეცოდინება რომ 1-ს მაინც აქვს წითელი თვალები მაშინ მეორე დღეს რაც არ უნდა მოხდეს არავინ მოიკლავს თავს
თუ მეორე დღიდან არანაირი დასკვნის გამოტანა არ შეიძლება მაშინ მესამედანაც ვერ გამოიტანენ და ა.შ

ის რომ ერთს მაინც აქვს წითელი თვალები ეგ ისედაც ყველამ იცის. უფრო მეტიც, სამის შემთხვევაში ისიც კი იცის ყველამ რომ დანარჩენებმაც იციან ეგ. მანდ სხვა რამის არ ცოდნაზეა უკვე ლაპარაკი. სამის შემთხვევაში პირველს არ ეცოდინება მეორემ თუ იცის რომ მესამემაც იცის.

Posted by: tyvia 28 May 2021, 18:26
zuri

გასაგებია ყველაფერი მაგრამ რატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრება როცა მარტივად შეგვიძლია რომ ვთქვათ

პირობაში ასეა რომ თუ 1-ს აქვს წითელი თვალები და გაიგებს ამის შესახებ მეორე დღეს უნდა მოიკლას თავი

მაგრამ იმ ინფორმაციის გარეშე მეორე დღე აზრს კარგავს იმიტომ რომ არცერთ შემთხვევაში არავინ მოიკლავს თავს და ეს ყველამ იცის
ანუ შეგვიძლია წარმოვიდგინით რომ პირველი დღის შემდეგ პირდაპირ მესამე თენდება ან მეოთხე ან ნებისმიერი სხვა
იმიტომ რომ ამ დღეებშიც ახალს ვერაფერს გავიგებთ და მხოლოდ ის გვეცოდინება რაც პირველ დღეს ვიცოდით

Posted by: zuri 28 May 2021, 22:05
tyvia
გასაგებია რომ ტურისტის ინფორმაციის გარეშე საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და ბერი ვერასოდეს გაიგებს თავის თვალის ფერს. აქ კითხვა სხვა რამეს გულიხსმობს. თითქოს ტურისტის ნათქვამი ხომ ისედაც იცოდნენო და მანამდე თუ არაფერი ხდებოდა მერე რატომ მოხდაო? ანუ რატომ არის ეს პარადოქსიო? რა შეიცვალა ტურისტის ნათქვამითო? თორე ის რომ ტურისტის გარეშე არაფერი მოხდებოდა რათქმაუნდა ადვილი ასახსნელია.

Posted by: tyvia 29 May 2021, 00:14
zuri

თავიდანვე იცოდნენ რომ ერთს მაინც ჰქონდა წითელი თვალები მაგრამ ტურისტის ნათქვამის შემდეგ გაუჩნდა მეორე დღეს მნიშვნელობა და ამითი შემდეგ დღეებსაც
იმიტომ რომ ყოველი დღე დამოკიდებულია წინაზე

Posted by: zuri 29 May 2021, 10:44
tyvia
და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ მანამდე მათ სხვა რაღაცა არ იცოდნენ. აი რაც მანამდე დავწერე ის არ იცოდნენ - რომ სხვამ თუ იცოდა სხვის შესახებ. მეორე დღეს რომ აზრი გაუჩნდა ეგ შედეგია და არა ამოხსნა. მეორედ რომ ვუყურე ვიდეოს მგონია რომ ეგ ნაწილიც საკმაოდ კარგად ახსნა.

მეორე ნაწილი გეკითხება კონკრეტულ რაღაცას - რა იყო ის რაც მანამდე არ იცოდნენ და მერე გაიგესო? შენ კიდე პასუხობ რომ მოერე დღეს შეეძინა აზრიო. ეგ ამოხსნა არ არის, ეგ არის უბრალოდ პირველი ნაწილის ამოხსნიდან გამომდინარე შედეგი.

Posted by: tyvia 29 May 2021, 15:30
zuri

თავიდან ერთმანეთის ფიქრებში გადასვლისას უშვებდნენ რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ სცოდნოდა ერთს მაინც რომ ჰქონდა წითელი თვალები
ტურისტის ნათქვამის შემდეგ ამას ვეღარ დაუშვებენ
ეს შეიცვალა

Posted by: zuri 30 May 2021, 00:07
tyvia
ხოდა დავდივართ იმ მსჯელობამდე რაც მანამდე ვთქვი, ერთმანეთის ფიქრებში ჩასვლისას იჭედებოდნენ. როგორც მანამდე დავწერე სამის შემთხვევაში პირველმა არ იცის მეორემ თუ იცის რომ მესამემაც იცის. ექვსის შემთხვევაშიც ანალოგურად - პირველმა არ იცის მეორემ თუ იცის მესამემ თუ იცის მეოთხემ თუ იცის მეხუთემ თუ იცის რომ მეექვსემაც იცის. გრამატიკულოად უკეთესად ვერ გავმართე.

Posted by: levaniko29 5 Jun 2021, 13:26
გამარჯობათ. . . თუ 2 მძღოლი 2 ავტომობილით მიდის 70 კილომეტრი სიჩქარით და ერთი მძღოლი გაჩერდება 35 წუთით, რა მანძილით ჩამორჩება მეორე მძღოლს და რა ფორმულით გამოითვლება ეს ამოცანა ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Aspie 5 Jun 2021, 13:56
levaniko29
ერთდროულად გამოვიდნენ მძღოლები ალბათ ხო? უნდა გამოთვალო 35 წუთში რა მანძილს გაივლის პირველი სანამ მეორე გაჩერებულია. თუ საათში 70 კმ/ს გადის, მაშინ 7/12 საათში (35 წუთში) გაივლიდა: S = v * t = 70 * 7/12 = 40.83 თუ დაამრგვალებ 41 კმ

Posted by: zuri 5 Jun 2021, 20:40
levaniko29
ესეთ ელემენტარულ ამოცანებს არ ვართ აქ.

Posted by: nino-ninikela 19 Jun 2021, 20:41
კომაროვში რა წიგნებითაც ასწავლიან სადმე შემიძლია მოვიძიო ინტერნეთით? ატვირთული პდფ ფორმატში?

Posted by: shuma89 21 Jul 2021, 01:14
სალამი
ამოცანაა ასეთი.
150 მეტრი სიმაღლის 50მმ დიამეტრის მილი სავსეა წყლით. რისი ტოლია წნევა აღნიშნული მილის ყველაზე დაბალ წერტილში.
კითხვა მეორე, რა სიჩქარით იმოძრავებს ამ მილში წყალი, თუ ბოლო გახსნილია და ზედა წერტილში შეუფერხებლად მიეწოდება წყალი.
კითხვა მესამე. რა რაოდენობის წყალი გაივლის 1 წამის განმავლობაში აღნიშნულ მილში
კითხვა მეოთხე
გამოთვალეთ მილის ბოლოში წყლის კინეტიკური ენერგია.
პირველ კითხვაზე პასუხი მგონი 15 ატმოსფეროა
სიჩქარე ვერ დავითვალე ;( ვერც ენერგია. იქნებ დამეხმაროთ

Posted by: lepori 21 Jul 2021, 10:07
shuma89
QUOTE
პირველ კითხვაზე პასუხი მგონი 15 ატმოსფეროა

ეს ეგრეა,
სხვაზე რა გითხრა,
შენ სიჩქარე იპოვე და დანარჩენს საკუთარ თავზე ვიღებ biggrin.gif

ვერ მივხვდი როგორ უნდა დავითვალოთ სიჩქარე.
150 მეტრს, თავისუფლაი ვარდნით ვარდება წყალი და მისი სიჩქარე უნდა ვიპოვოთ?


ანუ:
S - 150 მ
Vi - 0 მ/წმ
g - 9.8 მ/წმ2
....
Vf - ?


ამას გუსლიხმობენ? rolleyes.gif

.....
ყავას დავლევ და ერთხელ კიდე გადავიკითხავ biggrin.gif

Posted by: Komponent 21 Jul 2021, 10:58
lepori
QUOTE
ვერ მივხვდი როგორ უნდა დავითვალოთ სიჩქარე.
150 მეტრს, თავისუფლაი ვარდნით ვარდება წყალი და მისი სიჩქარე უნდა ვიპოვოთ?

მილში რა სიჩქარითო,
ვიკიპედიაში იქნება ჰიდრავლიკის ფორმულა და იმით დათვლი. მე რომ ვიცოდე უცხოენები კარგად, მე მოვნახავდი smile.gif
shuma89
QUOTE
გამოთვალეთ მილის ბოლოში წყლის კინეტიკური ენერგია.

მგონი კინეტიკური ენერგია კი არა, სიმძლავრე გაინტერესებს.
კინეტიკური ენერგიის გამოსათვლელად, ეგ პირობები არაა საკმარისი smile.gif
თუმცა, ერთი მოლეკულის ენერგიას დათვლი, როცა წყლის სიჩქარეს დაადგენ და მერე ამ ერთ მოლეკულისას გადაამრავლებ, რამდენი მოლეკულისაც დაგჭირდება, იმაზე.

Posted by: lepori 21 Jul 2021, 11:53
Komponent
მართალი ხარ,
რო დავფიქრდი რა კინეტიკურ ენერგიას გვეკიხებიან ეგეც გაუგებარია biggrin.gif

მე ასე ვივარაუდე >> წყლის რაღაც ერთეულოვანი უჯრედი რა სიჩქარეით მოძრაობს
სიბლანტეებისა და მამაძაღლობების უგულვებელყოფით

აბა მილის ზომების მეტი არაფერი ვიცით და როგორ დავითვალოთ?


Posted by: tyvia 21 Jul 2021, 19:18
დღეს სახლიდან რომ გამოვდიოდი ასეთი კითხვა გამიჩნდა
ვთქვათ ვცხოვრობთ 10 სართულიანი სახლის მე-10 სართულზე
რა არის ალბათობა იმისი რომ ლიფტი გამოძახების დროს ჩვენ სართულზე აღმოჩნდება?

Posted by: shuma89 21 Jul 2021, 20:50
lepori
Komponent
მეოთხე კითხვა დაიკიდეთ smile.gif
მილში გამავალი წყლის სიჩქარე ად მერე ადვილად გამოვა წამში გამავალი წყლის რაოდენობა.
ესენი ვერ გავიგე.

Posted by: lepori 22 Jul 2021, 07:48
tyvia
QUOTE
დღეს სახლიდან რომ გამოვდიოდი ასეთი კითხვა გამიჩნდა
ვთქვათ ვცხოვრობთ 10 სართულიანი სახლის მე-10 სართულზე
რა არის ალბათობა იმისი რომ ლიფტი გამოძახების დროს ჩვენ სართულზე აღმოჩნდება?

თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველი მეორე მგზავრობა პირველ სართულზე მთავრდება
ალბათ 1/19
მეორე სართული თუ ლიფტს არ იყენებს >> 1/17 გამოვა biggrin.gif

დილით თუ საღამოთი მაგასაც ხო გააჩნია?
დილით ჩადიან უფრო მეტად,
საღამოთი ამოდიან



Posted by: tyvia 22 Jul 2021, 11:44
QUOTE
დილით თუ საღამოთი მაგასაც ხო გააჩნია?


ჩავთვალოთ რომ დღის ისეთი მონაკვეთია როცა შესვლის და გამოსვლის შანსი თანაბარია

QUOTE
თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველი მეორე მგზავრობა პირველ სართულზე მთავრდება
ალბათ 1/19
მეორე სართული თუ ლიფტს არ იყენებს >> 1/17 გამოვა


მეორე სართული იყენებს ლიფტს biggrin.gif
მაგრამ რატომ 1/19 და არა 1/18?

ჩემი აზრით 10 სართულიან სახლში ლიფტი საკმაოდ ხშირად მოძრაობს
ამიტომ იმის შანსს რომ გამოძახების დროს მოძრაობის პროცესში იქნება 5%-ით შევაფასებ
დანარჩენ 95-ს გავყოფ 2-ზე და ერთ ნახევარს პირველ სართულს დავუწერ, მეორე ნახევარს კი 9 სართულზე გადავანაწილებ
47.5:9=5.2(7)
პასუხი დაახლოებით იქნება 5.2(7)%

Posted by: lepori 22 Jul 2021, 20:15
tyvia
QUOTE
პასუხი დაახლოებით იქნება 5.2(7)%



1/19*100% = 5.26% biggrin.gif

Posted by: tyvia 22 Jul 2021, 22:03
lepori

იმიტომ დაემთხვა რომ 1/18 უნდა დაგეწერა smile.gif
თუ 50%-ს ანგარიშობ პირველ სართულზე

Posted by: lepori 22 Jul 2021, 22:25
tyvia
QUOTE
იმიტომ დაემთხვა რომ 1/18 უნდა დაგეწერა

1/18*100=5.5(5)
1/19 უფრო ემთხვევა biggrin.gif

თუმცა დამთხვევა რა თქმა უნდა შემთხვევითია







Posted by: shuma89 22 Jul 2021, 23:28
lepori
Komponent
მეოთხე კითხვა დაიკიდეთ smile.gif
მილში გამავალი წყლის სიჩქარე ად მერე ადვილად გამოვა წამში გამავალი წყლის რაოდენობა.
ესენი ვერ გავიგე.

Posted by: lepori 23 Jul 2021, 07:45
shuma89
QUOTE
მილში გამავალი წყლის სიჩქარე ად მერე ადვილად გამოვა წამში გამავალი წყლის რაოდენობა.
ესენი ვერ გავიგე.

წყლის სიჩქარე როგორ დავითვალო თუ არაფერი ვიცი მილის ზომების გარდა?
რავი, მე ვერ ვხდები და ვინმე მცოდნე თუ წამოგვეშველება, სხვა გზა არაა

Posted by: Komponent 23 Jul 2021, 09:39
shuma89
lepori
ზემოთ ვივრაუდე, ფორმულა იქნება ვიკიშიო. მაგრამ უცხოენებში ძნელია ჩემთვის ქექვა.
თქვენ ხომ იცით უცხოენები.
ჩასვავთ ფორმულაში მონაცემებს და ეგაა.

Posted by: lepori 23 Jul 2021, 10:14
Komponent
QUOTE
ჩასვავთ ფორმულაში მონაცემებს და ეგაა.

აბა მონაცემები
მილისი სიგრძე სიგანე? biggrin.gif


თუ გრავიტაციული ვარდნაა დავწერე ამოხსნა
თუარადა არ ვიცი

Posted by: Komponent 23 Jul 2021, 10:41
lepori
QUOTE
აბა მონაცემები
მილისი სიგრძე სიგანე? biggrin.gif

QUOTE
150 მეტრი სიმაღლის 50მმ დიამეტრის მილი

50მმ შიგა დიამეტრი უნდა იყოს, ამას შენით უნდა მიხვდე. smile.gif
QUOTE
თუ გრავიტაციული ვარდნაა დავწერე ამოხსნა
თუარადა არ ვიცი

რომ არ იცი, ხომ გითხარი მერე ჰიდრავლიკის სტატიები წაიკითხეო. ახლა წერა კითხვა და განათლება თუ გეზარება, ეგ სხვა საკითხია biggrin.gif

Posted by: lepori 23 Jul 2021, 11:29
Komponent
QUOTE
50მმ შიგა დიამეტრი უნდა იყოს, ამას შენით უნდა მიხვდე

და მილის ზომით რა გავიგო?
მე გზის სიგანე რომ გითხრა მასზე მოძრავი მანქანის სიჩქარეს დაითვლი?

QUOTE
რომ არ იცი, ხომ გითხარი მერე ჰიდრავლიკის სტატიები წაიკითხეო. ახლა წერა კითხვა და განათლება თუ გეზარება, ეგ სხვა საკითხია

ბარემ ჰიდროდინამიკასაც ხო არ გადავავლო თვალი?

Posted by: Komponent 23 Jul 2021, 15:44
lepori
რათქმაუნდა გეხუმრე.

სხვა მხრივ თუ გაინტერესებს, ვფიქრობ მოცემული პირობები საკმარისია. მასე მახსოვს, ჰიდრავლიკის კურსიდან (არ იყო მთავარი საგანი ჩვენთვის, ერთ სემესტრში იყო მარტო).. კონსპექტიც მივაკარგე, თორემ უკეთ გამოვიდოდი.

Posted by: stinky 25 Jul 2021, 11:11
user posted image

ამ მარტივ ამოცანაში ა ხომ არის სწორი პასუხი?

Posted by: tyvia 25 Jul 2021, 12:48
stinky

ა უნდა იყოს გამორიცხვის მეთოდით

....................

Posted by: stinky 25 Jul 2021, 14:03
tyvia

გამორიცხვის მეთოდით გამოვრიცხე მეც ზუსტად და ა არის სწორი.

ბ-ში 40წთ-ია გაჩერებული.
დ-ში ბანაკში არ ბრუნდება
გ-ში დრო უკან მოდის

Posted by: tornikeeeee 25 Jul 2021, 14:24
stinky
დ მგონია, 0-1 მდე იგივე მანძილია რაც 1-2 მდე

Posted by: stinky 25 Jul 2021, 15:03
tornikeeeee

დ არ არის. ბანძილი ბანაკამდე 0მდე უნდა მიდიოდეს ბოლოს რადგან ბანაკში ბრუნდება.

ა არის სწორი პასუხი მოკლედ გავარკვიე.

Posted by: shuma89 26 Jul 2021, 15:49
QUOTE
150 მეტრი სიმაღლის 50მმ დიამეტრის მილი სავსეა წყლით.

ეს ხო ისედაც გრავიტაციული ვარდნაა. ხო ჩანს პირობიდან.
50მმ მილის დიამეტრი.
გრავიტაციული ვარდნით ხო შეიძლება მილში წყლის სიჩქარის გამოთვლა? სიჩქარე და მილის დიამეტრით წამში რამდენი წყალი გაივლის უმარტივესად დაითვლება. ასე არაა? თუ მეშლება რამე?
აი რაც ჩამოვთვალე მაგათ კი ვხვდები მაგრამ აღარ მახსოვს როგორ გამოვითვალო.

Posted by: lepori 26 Jul 2021, 19:35
shuma89
QUOTE
გრავიტაციული ვარდნით ხო შეიძლება მილში წყლის სიჩქარის გამოთვლა?

აჩქარებას დაითვლი


თუ მილის თავში სიჩქარე ნოლია
გაიგებ ბოლოში რამდნი იქნება >>> ეგ დავწერე წინა გვერდზეც
მეტი სხვა რა უნდა დავითვალო არ ვიცი smile.gif


Komponent
QUOTE
სხვა მხრივ თუ გაინტერესებს, ვფიქრობ მოცემული პირობები საკმარისია.

დავუბრუნდეთ ჩემ შეკითხვას >>

QUOTE
გზის სიგანე რომ გითხრა მასზე მოძრავი მანქანის სიჩქარეს დაითვლი?


Posted by: Komponent 27 Jul 2021, 08:27
lepori
QUOTE
გზის სიგანე რომ გითხრა მასზე მოძრავი მანქანის სიჩქარეს დაითვლი?

ვერა მაგრამ მაგან საკმაო მონაცემები დაწერა იმისთვის, რომ ვარაუდებით, მიახლოებით დათვალო.
თუმცა შარის მოდებაც შეიძლება, რომ რაღაც არ დაწერა smile.gif

Posted by: lepori 27 Jul 2021, 09:30
Komponent
QUOTE
საკმაო მონაცემები

მაგალითად?

Posted by: Komponent 28 Jul 2021, 16:12
lepori
QUOTE
მაგალითად?


რა პირობებიც უწერია ნახე ზემოთ და ესენი უნდა მიუსადაგო ჰიდრავლიკის ფორმულებს, რომლებზეც თქვი, არ წავიკითხავო რაღაც მიზეზების გამოო. (ასე გავიგე).
შენ არ წაიკითხავ, მე არ წავიკითხავ, ის არ წაიკითხავს და არ ამოიხსნება ეს ამოცანა.

მანდ მამოძრავებელ ძალას დაითვლი, მილის კვეთი გამრავლებული წნევაზე (რასაც ქმნის ეგ 150 მ სიმაღლის სვეტი).
მერე ეს ძალა უნდა გააბათილო:
მილში, გარკვეული სიჩქარით სითხის მოძრაობისას, ენერგეტიკული დანაკარგებიდან გამოყვანილ ძალას დამატებული ძალა რომელიც სჭირდება იმ რაოდენობა წყლის აჩქარებას, მილი ყოველთვის შევსილი რომ იყოს, ამით.

Posted by: lepori 28 Jul 2021, 19:33
Komponent
QUOTE
არ წავიკითხავო რაღაც მიზეზების გამოო. (ასე გავიგე).

არასწორად გაგიგია იმიტომ რომ არ მითქვამს smile.gif


QUOTE
მანდ მამოძრავებელ ძალას დაითვლი, მილის კვეთი გამრავლებული წნევაზე (რასაც ქმნის ეგ 150 მ სიმაღლის სვეტი).

რა ძალაა ეს
გრავიტაცია? მაგაზე დავთვაკე უკვე, სხვა?

QUOTE
მილში, გარკვეული სიჩქარით სითხის მოძრაობისას, ენერგეტიკული დანაკარგებიდან გამოყვანილ ძალას დამატებული ძალა რომელიც სჭირდება იმ რაოდენობა წყლის აჩქარებას, მილი ყოველთვის შევსილი რომ იყოს, ამით.

ვერაფერი ვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: Komponent 30 Jul 2021, 09:07
lepori
კი გრავიტაცია ამოძრავებს მანდ სითხეს. რა დათვალე არ ვიცი.

სიჩქარე გვაინტერესებდა და ამ განტოლების
QUOTE
მანდ მამოძრავებელ ძალას დაითვლი, მილის კვეთი გამრავლებული წნევაზე (რასაც ქმნის ეგ 150 მ სიმაღლის სვეტი).
მერე ეს ძალა უნდა გააბათილო:
მილში, გარკვეული სიჩქარით სითხის მოძრაობისას, ენერგეტიკული დანაკარგებიდან გამოყვანილ ძალას დამატებული ძალა რომელიც სჭირდება იმ რაოდენობა წყლის აჩქარებას, მილი ყოველთვის შევსილი რომ იყოს, ამით.

წევრები არის სიჩქარის შემცველობით და აქედან გამოვთვლით სიჩქარეს.

მილში სითხის მოძრაობისას, ენერგეტიკული თუ წნევის დანაკარგების გამოთვლა, იქნება ჰიდრავლიკის სტატიაში.
ხოლო სითხის აჩქარებაზ რა იხარჯება, ეს უჰიდრავლიკო ფიზიკით აღიწერება.

Posted by: lepori 30 Jul 2021, 09:23
Komponent
QUOTE
მანდ მამოძრავებელ ძალას დაითვლი, მილის კვეთი გამრავლებული წნევაზე (რასაც ქმნის ეგ 150 მ სიმაღლის სვეტი).
მერე ეს ძალა უნდა გააბათილო:
მილში, გარკვეული სიჩქარით სითხის მოძრაობისას, ენერგეტიკული დანაკარგებიდან გამოყვანილ ძალას დამატებული ძალა რომელიც სჭირდება იმ რაოდენობა წყლის აჩქარებას, მილი ყოველთვის შევსილი რომ იყოს, ამით.

>>

QUOTE (lepori)
ვერაფერი ვერ გავიგე

რა წევრებზე ლაპაროკ? რის წევრები?
ან რა განტოლება?
აბა სადაა განტოლობა

ან რა წნევის დანაკრაგზე საუბრობ
ან რა ენერგეტიკულ დანაკარგზე
საერთოდ ყველაფერი გაუგებარია biggrin.gif

ნუ, რა თქმა უნდა ის ჰიპოთეტური "სტატია" რომ წავიკთხი ყველაფერს ნათელი მოეფინება
მე ვარ ზარმაცი biggrin.gif







Posted by: Komponent 4 Aug 2021, 09:09
lepori
მაშინ რაც გამოთვალე, ეგ უთხარი. მიახლოებითია ეგეც.

Posted by: _R@uL_ 5 Aug 2021, 13:18
მოგესალმებით,

ვინც ფიზიკაში ერკვევით


შეგიძლიათ ფორმულა რომ მითხრათ შემდეგი რაღაცის გამოსათვლელად


მაგალითად დგახარ 2 მეტრის სიმაღლეზე და ისროლე ქვა 150 მეტრზე.
თუ ყველაფერს უცვლელს დატოვებ (ვგულსიხმობ სროლის სიძლიერეს ტრაექტორიას და ა.შ.), უბრალოდ მეორე ცდიდან შენ ისვრი ყველაფერს მიწიდან (ანუ 2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოხვედი), შენი ნასროლი ქვა რა მანძილზე დავარდება?

ანუ კითხვა არის შემდეგში, 2 მეტრის სიმაღლიდან სროლას, რა გავლენა აქვს ნასროლ მანძილზე?

Posted by: lepori 6 Aug 2021, 10:13
Komponent
QUOTE
მაშინ რაც გამოთვალე, ეგ უთხარი. მიახლოებითია ეგეც.

ეგ დავწერე უკვე

Posted by: tyvia 6 Aug 2021, 18:09
_R@uL_

2 მეტრიდან თუ ვისვრით უფრო შორს გადავარდება და ამის მიხვედრას ფიზიკოსობა არ უნდა ალბათ
მაგრამ ჩემთვის ასეთი მაგალითი უფრო საინტერესო იქნებოდა
დანადგარი რომ გვქონდეს რომელიც ქვას ისვრის და ქვემოთ მიმაგრებული რომ ჰქონდეს ვთქვათ ფიცარი რომელზეც ეს ქვა სულ ერთნაირად დაეცემა
2 მეტრით თუ ავწევთ მთლიან კონსტრუქციას შეიცვლება თუ არა ქვის ტრაექტორია?
ალბათ კი, შეიძლება ეს ძალიან უმნიშვნელო ცვლილება იყოს და თვალითაც ვერ შევამჩნიოთ მაგრამ მაინც იქნება

Posted by: lepori 7 Aug 2021, 17:35
tyvia
QUOTE
მაგრამ ჩემთვის ასეთი მაგალითი უფრო საინტერესო იქნებოდა
დანადგარი რომ გვქონდეს რომელიც ქვას ისვრის და ქვემოთ მიმაგრებული რომ ჰქონდეს ვთქვათ ფიცარი რომელზეც ეს ქვა სულ ერთნაირად დაეცემა
2 მეტრით თუ ავწევთ მთლიან კონსტრუქციას შეიცვლება თუ არა ქვის ტრაექტორია?
ალბათ კი, შეიძლება ეს ძალიან უმნიშვნელო ცვლილება იყოს და თვალითაც ვერ შევამჩნიოთ მაგრამ მაინც იქნება

ის ფიცარი სადაა მიმაგრებული ვერ მივხვდი
ტრაექტორია კი ყოველთვის პარაბოლაა
პარამეტრებია >>> გასროლის კუთხე და საწყისი სიჩარე
თუ ერთნაირი კუთხით და ერთნაირი სიჩქარით ისვრის, ტრაექტორია ერთნაირი იქნება >> ამოტრუალებული პარაბოლო
ორი მეტრით აწევს? >> აიწევა ის პარაბოლაც biggrin.gif






Posted by: tyvia 7 Aug 2021, 19:03
lepori

ფიცარი არის ბრტყელი და დევს ჰორიზონტალურად
ჯერ მიწაზე და შემდეგ 2 მეტრით მაღლა
სროლის კუთხეს არ ვცვლით უბრალოდ მაღლა ვწევთ ყველაფერს

მაგნიტი რომ ავიღოთ, რაც უფრო ახლოს დავუდებთ რკინას მით უფრო კარგად მიიზიდავს
დედამიწაზეც ეგრეა, თუ რამეს 2 მეტრით დავაცილებთ მიზიდულობაც ძალიან ძალიან ცოტათი შემცირდება და ტრაექტორიაც მაგიტომ შეიცვლება
თუ არაა მასე შემისწორე

Posted by: lepori 7 Aug 2021, 19:19
tyvia
QUOTE
ფიცარი არის ბრტყელი და დევს ჰორიზონტალურად
ჯერ მიწაზე და შემდეგ 2 მეტრით მაღლა
სროლის კუთხეს არ ვცვლით უბრალოდ მაღლა ვწევთ ყველაფერს

მაგნიტი რომ ავიღოთ, რაც უფრო ახლოს დავუდებთ რკინას მით უფრო კარგად მიიზიდავს
დედამიწაზეც ეგრეა, თუ რამეს 2 მეტრით დავაცილებთ მიზიდულობაც ძალიან ძალიან ცოტათი შემცირდება და ტრაექტორიაც მაგიტომ შეიცვლება
თუ არაა მასე შემისწორე


მგონი მივხვდი smile.gif

მართალი ხარ, ეგრეა
უმნიშნელო, მაგრამ განსხვავება იქნება,

თუ დავუშვებთ რომ დედამიწა იდეალური სფეროა (არადა არ არის)
და მისი რადიუსია 6371000 მეტრი
მაშინ 1/r2=
2.4636828e-14

ახლა ამას ორი მეტრით მაღლა თუ ავწევთ რა გამოვა
r = 6371002
ხოლო 1/r2= 2.4636812e-14


ამ ორი სიდის შორის განსხვავება კი იქნება: 6.49434253e-7
ანუ 0.000065%







Posted by: tyvia 7 Aug 2021, 19:31
lepori

up.gif

..............................

Posted by: zuri 23 Aug 2021, 11:46
_R@uL_
რაც უფრო მაღლიდან ისვრი რათქმაუნდა უფრო შორს დაეცემა, ამოტრიალებული პარაბოლაა მოძრაობის ტრაექტორია. და ისე ზუსტადაც შეგიძლია გამოიყვანო ჰორიზონალური გადაადგილებისთვის ფორმულა.

თუ h სიმაღლიდან v სიჩქარით ვისვრით სხეულს ჰორიზონტისადმი a კუთხით მაშინ შეგვიძლია შემდეგი განტოლებები ჩამოვწეროთ.
ჰორიზონტალური გეგმილისთვის: x=v*cos(a)*t
ვერტიკალური გეგმილისთვის: 0=h+v*sin(a)*t-0.5*g*t^2
გასაგებია x.
პირველი განტოლებიდან t-ს გამოვსახავთ x-ის საშუალებით და ჩავსვამთ მეორეში, მივიღებთ კვადრატულ განტოლებას x-ის მიმართ და მარტივად ამოვხსნით.

Posted by: aabbaa 5 Oct 2021, 18:53
user posted image

აბა ვინც ერკვევით ასეთ ტიპის ამოცანაში,დამეხმარეთ, ბავშვს ჭირდება. 10. ნომრად რომელიცაა.

Posted by: Red_Scorpion 6 Oct 2021, 10:59
QUOTE (aabbaa @ 5 Oct 2021, 09:53 )
user posted image

აბა ვინც ერკვევით ასეთ ტიპის ამოცანაში,დამეხმარეთ, ბავშვს ჭირდება. 10. ნომრად რომელიცაა.

პირველი ღვინის 1 ლიტრი ღირს 30/16 =15/8 ლარი
მეორე ღვინის 1 ლიტრი ღირს 18/16 =9/8 ლარი
დავუშვათ რომ გლეხმა 16 ლ (1 ფუთი) 21 ლარიანი ღვინის მისაღებად აიღო X ლიტრი პირველი და შესაბამისად (16-X) ლიტრი მეორე ღვინო.
X ლიტრი პირველი ღვინო ეღირება 15X/8 ლარი.
(16-X) მეორე ღვინო ეღირება (9/8)(16-X) ლარი.
ჯამში ამ ორი ღვინის ნარევი ღირს 21 ლარი, ანუ:

15X/8 + (9/8)(16-X)=21
15X/8 +18 - 9X/8 =21
6X/8 = 3
6X =24
X = 4

ანუ გლეხმა უნდა შეურიოს 4 ლიტრი პირველი და 16-4 = 12 ლიტრი მეორე ღვინო, რათა მიიღოს 16 ლ (1 ფუთი) 21 ლარიანი ღვინო.

* * *
aabbaa
პირველი ღვინის 4/16=1/4 და მეორე ღვინის 12/16=3/4 უნდა შეურიოს.

Posted by: aabbaa 7 Oct 2021, 09:34
Red_Scorpion
უღრმესი მადლობა, მასწავლებელმაც აუხსნა კლასში, და ახლა შევახედებ რო კარგად გაიაზროს.

Posted by: skrillex1234 17 Jan 2022, 22:22
user posted image

გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში.

Posted by: nforumi 20 Jan 2022, 12:18
skrillex1234
ამ ფორმულის გამოყენებით სცადე:

https://www.google.com/imgres?imgurl=https%3A%2F%2Fi1.wp.com%2Ffs00.infourok.ru%2Fimages%2Fdoc%2F266%2F271721%2Fhello_html_m2ad11dea.gif&imgrefurl=https%3A%2F%2Factionvideo.ru%2Fka%2Fphilosophical%2Ftest-14-reshenie-treugolnikov-reshenie-treugolnikov-metodicheskaya-razrabotka-po.html&tbnid=mTTcOezuTGvkiM&vet=12ahUKEwipx4GE8b_1AhXD7rsIHZ_7AloQMyhFegQIARBl..i&docid=kf3aVMCFXijUBM&w=2048&h=632&q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%20%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98&ved=2ahUKEwipx4GE8b_1AhXD7rsIHZ_7AloQMyhFegQIARBl

Posted by: akhieli 8 Feb 2022, 22:58
თუ მოცემულ სამნიშნა რიცხვს მარჯვნიდან მივუწერთ ნულს, მივიღებთ რიცხვს, რომელიც 1107–ით მეტი იქნება მოცემულ რიცხვზე. იპოვეთ მოცემული სამნიშნა რიცხვი

Posted by: zuri 9 Feb 2022, 08:43
akhieli
ესეთი უმარტივესი ამოცანაც სხვას უნდა ამოახსნევინო?
შეწყვიტეთ საშინაო დავალების ამოცანების დადება.

Posted by: akhieli 9 Feb 2022, 09:01
zuri
და თუ მართლა არვიცით რავქნათ? ან ვერგავიგეთ კითხვა და არასწორად მივდივართ.

Posted by: Irakli 9 Feb 2022, 14:59
akhieli
სამნიშნა რიცხვი თუა (xyz) ფორმის, მაშინ მისი რიცხვითი მნიშვნელობა ჩაიწერება ასე: 100x + 10y + z

ამოცანის პირობის თანახმად:
1000x + 100y + 10z = 100x + 10y + z + 1107

აქედან მალევე მიხვდები რა არს სწორი პასუხი

Posted by: nforumi 9 Feb 2022, 15:28
Irakli
QUOTE
1000x + 100y + 10z = 100x + 10y + z + 1107

სპეციალურად ურთულებ?

Posted by: konformist 9 Feb 2022, 15:51
QUOTE (akhieli @ 8 Feb 2022, 22:58 )
თუ მოცემულ სამნიშნა რიცხვს მარჯვნიდან მივუწერთ ნულს,  მივიღებთ რიცხვს,  რომელიც  1107–ით მეტი იქნება მოცემულ  რიცხვზე. იპოვეთ მოცემული სამნიშნა რიცხვი

10x-x=1107
9x=1107
x=123

შემთხვევით შემოვიხედე

Posted by: გიოგიო 9 Feb 2022, 18:49
გამარჯობათ.გთხოვთ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში. ABCD ტრაპეციის ფუძეებიდან BC=7სმ .AD=14 სმ. O არის ტრაპეციის დიაგონალების გადაკვეთის წერტილი. BOC სამკუთხედის ფართობია 18 სმ .იპოვეთ AOD სამკუთხედის ფართობი.

Posted by: akhieli 10 Feb 2022, 14:03
konformist
მადლობაა smile.gif ................................................................................

Posted by: konformist 10 Feb 2022, 19:07
QUOTE (გიოგიო @ 9 Feb 2022, 18:49 )
გამარჯობათ.გთხოვთ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში. ABCD ტრაპეციის ფუძეებიდან BC=7სმ .AD=14 სმ. O არის ტრაპეციის დიაგონალების გადაკვეთის წერტილი. BOC სამკუთხედის ფართობია 18 სმ .იპოვეთ AOD სამკუთხედის ფართობი.

ეხლა რაღაცებს გადავხედე, ზოგი გავიხსენე
არ ვიცი თუ გამოგადგებათ

ტრაპეციის თვისება: თუ ტრაპეციის ფუძეების შეფარდებაა X, ფუძეების მიმდებარე სამკუთხედების (დიაგონალების გავლების შედეგად მიღებული) ფართობის შეფარდება X² ტოლია

ჩვენ შემთხვევაში ტრაპეციის ფუძეების შეფარდება X = 2
BOC და AOD ფუძეებთან მიმდებარე სამკუთხედებია

AOD ფართობი აღვნიშნოთ A
BOC ფართობი B; პირობის თანახმად B = 18
ტრაპეციის თვისებიდან გამომდინარე A : B = X²
ანუ, A :18 = 4
A = 72

პასუხი: AOD სამკუთხედის ფართობი ტოლია 72 სმ²

იმედია სწორად გავიგე ამოც. პირობა smile.gif

Posted by: zuri 15 Feb 2022, 16:25
nforumi
სპეციალურად არ გაურთულებია. მისცა მინიშნება ზოგადად სამნიშნა რიცხვი როგორ წარმოადგინოს ციფრების საშუალებით, და არა პირდაპირ ამოხსნა რომ დაუფიქრებლად გადაიწეროს.

Posted by: nforumi 15 Feb 2022, 18:23
zuri
QUOTE
სპეციალურად არ გაურთულებია. მისცა მინიშნება ზოგადად სამნიშნა რიცხვი როგორ წარმოადგინოს ციფრების საშუალებით, და არა პირდაპირ ამოხსნა რომ დაუფიქრებლად გადაიწეროს.


ნახევრად ხუმრობით ვუთხარი...
ადამიანმა უბრალო ერთუცნობიანი განტოლების დაწერა ვერ მოახერხა და ძალიან ეჭვი მეპარება მაგ მინიშნებაში რამე გაეგო. ამიტომ smile.gif

Posted by: Irakli 15 Feb 2022, 19:09
nforumi
QUOTE
სპეციალურად ურთულებ?

დაახლოებით, აბა ისე როგორ მიხვდება biggrin.gif


Posted by: nforumi 15 Feb 2022, 19:43
Irakli
QUOTE
დაახლოებით, აბა ისე როგორ მიხვდება


ისე, რაღაც კუთხით მართლა მასეა! ყველაზე მარტივის ახსნა ყველაზე რთულია...
რთულს დაუშლი ნაწილებად და გააგებინებ! smile.gif


Posted by: tato1982 17 Feb 2022, 13:16
user posted image




როგორ იხსნება დამეხმარეთ ვინმე

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 15:38
tato1982
QUOTE
როგორ იხსნება დამეხმარეთ ვინმე

წინა გვერდზე ფორმულის ლინკი დაგიდე, იმედია ნახე.

აქ ყველა კუთხე შეგიძლია გამოსახო x-ით. შემდეგ გამოიყენებ იმ ფორმულას ორ სამკუთხედისთვის, რომელთაც TD საერთო აქვთ. ამ გვერდს გამოთვლი ორივე სამკუთხედისთვის, გაუტოლებ ერთმანეთს და მიიღებ ერთუცნობიან განტოლებას.

მგონი ცოტა რთული განტოლება გამოვა, მაგრამ პასუხის პოვნა შეიძლება.


Irakli-მ წინაზე სხვას გაურთულა ამოცანა. შეიძლება მეც გირთულებ ახლა და უფრო მარტივადაც იხსნება, არ გამოვრიცხავ wink.gif


Posted by: tato1982 17 Feb 2022, 15:57
ეგ ვიცი სინუსების თეორემით კეთდება მაგრამ ისეთი განტოლება მივიღე ტრიგონომეტრიული რომ სასწაულია ვერ ამოხსნი ეგრე

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 16:23
tato1982
QUOTE
ეგ ვიცი სინუსების თეორემით კეთდება მაგრამ ისეთი განტოლება მივიღე ტრიგონომეტრიული რომ სასწაულია ვერ ამოხსნი ეგრე

საიდანაა ეგ ამოცანა, რას ითხოვენ? იქნებ იმ განტოლების ამოსახსნელი პროგრამის დაწერას ითხოვენ?

Posted by: tato1982 17 Feb 2022, 16:33
სადღაც იდო ფორუმზე ვეღარ ვიპოვე ეხლა ვეძებდი
* * *
X კუთხე უნდა იპოვო ამას ითხოვენ
* * *
სხვა გზა უნდა იპოვო,გამტოლებით ძალიან ძნელია ამოხსნა

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 17:27
tato1982
QUOTE
სხვა გზა უნდა იპოვო,გამტოლებით ძალიან ძნელია ამოხსნა

კი ბატონო, ვინ გიშლის? wink.gif

Posted by: tato1982 17 Feb 2022, 17:50
ხოდა ვერ ვიპოვე ეგ სხვა გზა და მაგიტომ ვითხოვე დახმარება აქედან

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 17:59
tato1982
QUOTE
ხოდა ვერ ვიპოვე ეგ სხვა გზა და მაგიტომ ვითხოვე დახმარება აქედან


წეღანაც გკითხე: ხომ არ იგულისხმება, რომ უნდა დაწერო პროგრამა, რომელიც იტერაციით იპოვი იმ განტოლების ამონახსნს?


Posted by: tato1982 17 Feb 2022, 18:02
არა არა არაფერი არ ეწერა ეგეთი,ზუსტად ესე იყო როგორც აქააა
* * *
რა არ ვეჩალიჩე მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე რა უბედურებაა ეს

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 19:20
tato1982
QUOTE
არა არა არაფერი არ ეწერა ეგეთი,ზუსტად ესე იყო როგორც აქააა


12 გრადუსია პასუხი

(ტრიგონომეტრიის ფორმულის პასუხის გამოსათვლელად ექსელი წავიშველე, ფორმა მაქვს დაკარგული smile.gif )

Posted by: tato1982 17 Feb 2022, 19:25
ექსელით ბაზარი არაა, ისე მაინტერესებს ამოხსნის მეთოდი
* * *
რაღაცის გავლებაა საჭირო,ან ბისექტრისა ან მედიანა ან პარალელური წრფე რამე ვერაფრით ვერ მივუდექი როგორ გავავლო ან საიდან

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 19:32
tato1982
QUOTE
ექსელით ბაზარი არაა, ისე მაინტერესებს ამოხსნის მეთოდი


ტანგენს ალფაზე ადვილად გავედი და მოვაქციე ტოლობის მარცხენა მხარეს. ტოლობის მარჯვენა მხარეს სინუსები და კოსინუსებია 18 და 48 გრადუსზე. რადგან 48=30+18, ცხადია, რომ რაღაც გარდაქმნები უნდა და მიხვალ ამოხსნამდე.


Posted by: tato1982 17 Feb 2022, 19:34
კი კი ეგრეა მართალი ხარ მაგრამ ვერაფრით ვერ მოვძებნე რომელი ფორმულით უნდა დავიყვანო,დიდი განტოლებაა ძაან რთული ფორმის
* * *
აი ამ განტოლებას ვღებულობ და ვერ გავამარტივე
* * *
user posted image ეს განტოლებაა და ვერ გავამარტივე
* * *
სინუს 48 ს დაშლი 30+18 მარა მაინც ვერ მივაგენი დაყვანის ფორმულა რომელი გამოვიყენო,ან რაზე გავყო ან გავამრავლო.არადა ძაან მარტივი რაღაც უნდა რა.მოფიქრებაა მთავარი რომელი ფორმულა უნდა მიიყენო

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 19:58
tato1982
შეცდომით გაქვს ფორმულა მიღებული, უცნობიანი სინუსების შეფარდება უნდა დაგიჯდეს.

Posted by: tato1982 17 Feb 2022, 20:09
user posted image
აი ასე ვაკეთებ და რა მეშლება აბა??
* * *
user posted image

ხო ესე იქნება გავასწორე ახლა

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 20:17
tato1982
QUOTE
ხო ესე იქნება გავასწორე ახლა

ახლა სწორია smile.gif

Posted by: tato1982 17 Feb 2022, 20:18
მერე ვიჭედები ვეღარაფერს ვფიქრობ,არადა კაი ხანია აღარ მქონია შეხება და ბევრი რამ არ მახსოვს, არადა მუღამში ჩამაგდო

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 20:26
tato1982
QUOTE
მერე ვიჭედები ვეღარაფერს ვფიქრობ,არადა კაი ხანია აღარ მქონია შეხება და ბევრი რამ არ მახსოვს, არადა მუღამში ჩამაგდო

მეც კაი ხანია აღარ მქონია შეხება... ასე 30 წელი smile.gif

ტანგენსამდე მიხვედი?

Posted by: tato1982 17 Feb 2022, 20:29
მასე დაახლოებით ჩემიც, არა არ მივსულვარ ჯერ ვერ მოვუფიქრე როგორ მივიდე ტანჰენსზე

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 20:48
tato1982
sin(18+x) გაშალე ჯამის ფორმულით:

https://www.google.com/search?rlz=1C1CHBD_enUS750US750&sxsrf=APq-WBtNtdjODaM9RrWf4a3ZdlBODOmVTQ:1645108158690&source=univ&tbm=isch&q=%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&fir=XZKxWxSxwgQ7fM%252CpJr20R4d3zuSbM%252C_%253BfqsyWjkz8MKEAM%252CFGlKS6d_pl9eAM%252C_%253B7fH6UEAExxyRuM%252CpJr20R4d3zuSbM%252C_%253BXGHIBc9TOHFiRM%252CPxT0ZhTWQQyfqM%252C_%253BDhuVAMIMtVLtRM%252C8zBiV_rI64aBKM%252C_%253BmzeU5wefowWqSM%252ClJXchpbRCYnWSM%252C_%253BIxTru1I0-QhikM%252CPxT0ZhTWQQyfqM%252C_%253BxJLrRmQ8khHY-M%252C7TeNuV2bCSM1NM%252C_%253B1kL0VE5-NWVYDM%252CXz6S33bU9dVP4M%252C_%253B9jA5VHY1EIao1M%252CPxT0ZhTWQQyfqM%252C_%253BAGKEA_uhLnBQsM%252CpJr20R4d3zuSbM%252C_%253BMBVBvcFo5TpU-M%252ClJXchpbRCYnWSM%252C_%253B6pnJeYORMl6TLM%252CPxT0ZhTWQQyfqM%252C_%253BWuIXl3-Z-CTLyM%252CpJr20R4d3zuSbM%252C_&usg=AI4_-kSnh1sOj4Qmo2fIlBb6II6JjLqp_A&sa=X&ved=2ahUKEwjkmqm7-Yb2AhWXSfEDHcqGDZEQjJkEegQIHhAC#imgrc=XZKxWxSxwgQ7fM

Posted by: tato1982 17 Feb 2022, 21:21
ეგეც ვცადე კი და საბოლოოთ აი ეს ტანგენსი მივიღეuser posted image მერე ვეღარ მივხვდი

Posted by: nforumi 17 Feb 2022, 21:36
tato1982
სწორია.

ამის მერე უნდა 48=30+18 -ის გამოყენება.

ასევე, 48=60-12

რაღაცა ფორმულის გამოყენებით მარჯვენა მხარეც ერთ ტანგესზე დავა სავარაუდოდ.

Posted by: tato1982 18 Feb 2022, 18:24
ვნახავ დღეს ჩაუჯდები და იქნებ გავაკეთო რამენაირად
* * *
ყველას დაყვანა შეიძლება ისე 12- ზე.18=30-12
48=60-12 ანუ ყველაფერი 12 ზე დავიყვან და ისე ვსინჯავ ჯერ
* * *
ისე არ ყოფილა მარტივი ამოცანა როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.ანუ ამ გზით ამოხსნა არაა მარტივი ჩემი აზრით

Posted by: nforumi 18 Feb 2022, 21:14
tato1982
QUOTE
ისე არ ყოფილა მარტივი ამოცანა როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.ანუ ამ გზით ამოხსნა არაა მარტივი ჩემი აზრით


არაა მარტივი. თუმცა შეიძლება მარტივი ტრიგონომეტრიული ხრიკი სულ ადვილად წყვეტდეს საკითხს. უბრალოდ დავიწყებული გვაქვს მე და შენ ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი, როგორც სჩანს.
smile.gif

Posted by: tato1982 18 Feb 2022, 22:31
კი დავიწყებული გვაქვს ბევრი რამე,ვერაფრით ვერ მივიყვანე ბოლომდე,ტანგენსი უნდა დაჯდეს თორმეტზე აქაც მაგრამ როგორ ეგაა საკითხავი
* * *
ვცადე გამარტივება 60-12 ზეც 30+18 ზეც 30-12 ზეც და რავი დაჟე 12 ზე დავიყვანე ყველაფერი მარა მაინც ვერ ვქენი ჯერ.რაღაც სხვა უნდა აქაც ტრიგონომეტრიული ჯადოქრობა ხო

Posted by: nforumi 19 Feb 2022, 18:01
tato1982
QUOTE
ტრიგონომეტრიული ჯადოქრობა ხო

ალბათ!

ძალიან მიყვარდა ტრიგონომეტრიული ამოცანები სკოლაში smile.gif

მე არ მცალია ახლა მაგას რომ ჩავუჯდე. თუ გააკეთებ, დადე აქ. თუ არადა, რომ მოვიცლი ჩავუჯდები, ეს როგორ ვერ უნდა გავაკეთოთ ორმა ძველმა მათემატიკოსმა კაცმა wink.gif

/ნუ მე ფიზიკოსი ვარ საუნივრსიტეტო განათლებით, მაგრამ რამ გაყო smile.gif

Posted by: gaucho 19 Feb 2022, 18:32
tato1982

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ სინუსის არგუმენტში ყოველთვის იგულისხმება გრადუსის ნიშანი.

sin18=(5^(1/2)-1)/4.

ეს მეტნაკლებად ცნობილი ტოლობაა, თუ გინდა მიიღე როგორც ფაქტი თუ გინდა დავამტკიცოთ.

ნახაზსაც თუ მეტნაკლებად სწორად დახაზავ ან/და გაითვალისწინებ sin48/sin18=sin(x+18)/sinx ტოლობას და და სინუსის თვისებებს, შეიძლება დაასკვნა რომ ამ განტოლების ამონახსნი ნაკლებია თვრამეტზე. თუ ამ განტოლებას მთელი ამონახსნი აქვს x=12 ჩანდა ყველაზე კარგ ვარიანტად.

sin48=sin(30+18)=a+b
sin12=sin(30-18)=a-b

ორივეს ჩაწერა შეგვიძლია(რადგან siნ18 და შესაბამნისად cos18-იც, ორიე ვიცით) სადაც a და b რადიკალების საშუალებით იქნებოდა ჩაწერილი და გადამრავლებისას ვიღებთ a^2-b^2 რომელიც ადვილად მარტივდება და ნახავ რომ sin48*sin12=sin18*sin30.


თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ სხვანაირადაც შეიძლება გაკეთება, ალბათ ტრიგომნომეტრიის გამოყენების გარეშეც კი. იმიტომ, რომ გამოდის კუთხე SDT არის ოცდაათგრადუსიანი. T-დან დაშვებული სიმაღლე გამოდის TD-ს ნახევარი და ა.შ გარკვეული ფაქტები რომლებიც შეიძლება ტრიგონომეტრის გარეშეც დაინახოს კაცმა.

Posted by: tato1982 19 Feb 2022, 21:37
user posted image


ეგ ხო და როგორ გავამარტივო საბოლოოთ ეს მაინტერესებს აი ასე ვღებულობ ამ ტოკობას.
* * *
კი გრადუსის ნიშანს ვგულისხმობ თავიდანვე ეგრეა
* * *
ხო მაგრამ სიმაღლეს რომ დაუშვებ და სიმაღლე გამოდის ჰიპოტენუზის ნახევარი და კუთხე 30 გრადუსი მაგას მიიღებ როდესაც იცი რომ 12 გრადუსია.ჩვენ ხომ არ ვიცით თავიდანვე ეგ კუთხე რომ 12 გრადუსია
* * *
QUOTE (gaucho @ 19 Feb 2022, 18:32 )
tato1982

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ სინუსის არგუმენტში ყოველთვის იგულისხმება გრადუსის ნიშანი.

sin18=(5^(1/2)-1)/4.

ეს მეტნაკლებად ცნობილი ტოლობაა, თუ გინდა მიიღე როგორც ფაქტი თუ გინდა დავამტკიცოთ.

ნახაზსაც თუ მეტნაკლებად სწორად დახაზავ ან/და გაითვალისწინებ sin48/sin18=sin(x+18)/sinx ტოლობას და და სინუსის თვისებებს, შეიძლება დაასკვნა რომ ამ განტოლების ამონახსნი ნაკლებია თვრამეტზე. თუ ამ განტოლებას მთელი ამონახსნი აქვს x=12 ჩანდა ყველაზე კარგ ვარიანტად.

sin48=sin(30+18)=a+b
sin12=sin(30-18)=a-b

ორივეს ჩაწერა შეგვიძლია(რადგან siნ18 და შესაბამნისად cos18-იც, ორიე ვიცით) სადაც a და b რადიკალების საშუალებით იქნებოდა ჩაწერილი და გადამრავლებისას ვიღებთ a^2-b^2 რომელიც ადვილად მარტივდება და ნახავ რომ sin48*sin12=sin18*sin30.


თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ სხვანაირადაც შეიძლება გაკეთება, ალბათ ტრიგომნომეტრიის გამოყენების გარეშეც კი. იმიტომ, რომ გამოდის კუთხე SDT არის ოცდაათგრადუსიანი. T-დან დაშვებული სიმაღლე გამოდის TD-ს ნახევარი და ა.შ გარკვეული ფაქტები რომლებიც შეიძლება ტრიგონომეტრის გარეშეც დაინახოს კაცმა.

Sin48*sin12=sin30*sin18 აი ეს ვერ გავიგე როგორ მიიღე და რატომ არიან ერთმანეთის ტოლი??
* * *
უბრალოდ კალკულატორით ტოლოლია ორივე მხარე რომ ვიანგარიშე,მაგრამ ტრიგონომეტრიით ვერ ვამტკიცებ ეგაა უბედურება

Posted by: gaucho 20 Feb 2022, 12:05
tato1982
sin18 რასაც უდრის ეგ უნდა გამოიყენო. sin48=sin(30+18)=a+b. ეგ ა პლიუს ბე გაამრავლე და გაყავი a-b-ზე და გამოვა ყველაფერი. თან გაითვალისწინე, რომ a-b=sin12

Posted by: tato1982 20 Feb 2022, 14:48
QUOTE (gaucho @ 20 Feb 2022, 12:05 )
tato1982
sin18 რასაც უდრის ეგ უნდა გამოიყენო. sin48=sin(30+18)=a+b. ეგ ა პლიუს ბე გაამრავლე და გაყავი a-b-ზე და გამოვა ყველაფერი. თან გაითვალისწინე, რომ a-b=sin12

თუ შეგიძლია რომ დაწერო ძმურად ნერვები დამაწყდა,დამიწერე ეგ გამოსახულება როგორაა
* * *
სხვა გზა იქნებ მოიძებნოს ტრიგონომეტრიის გარდა.შესაძლოა სამკუთხედში გავავლოთ რაიმე წრფე (პარალელური,ბისექტრისა,მედიანა,სიმაღლე).უბრალოდ ოფსილა აღარ მაქვს ამის და ვეღარ ვფიქრობ ისე როგორც ადრე.ძალიან მუღამიანი ვარ და სანამ ამ ამოცანას არ ამოვხსნი არ მოვეშვები ალბათ.იქნებ ყველამ ერთად მივიყვანოთ ეს ამოცანა ბოლომდე.დავეხმაროთ ერთმანეთს.კომაროველი არავინაა დავიჯერო ააქ??

Posted by: gaucho 20 Feb 2022, 17:58
tato1982
............................

Posted by: tato1982 20 Feb 2022, 19:47
user posted image

აი აქ რომ ჩავსვა ეგ მნიშვნელობები სინუს 18 ის,სინუს 48 ოს და კოსინუს 18 ის ,ნუ გავამარტივებ ნეტა??მაინტერესებს თუ დაჯდება ტანგენს 12 გრადუსი

Posted by: Irakli 20 Feb 2022, 21:07
tato1982
უდიდესი საერთო გამყოფის კუთხეზე სცადო დაიყვანო ყველაფერი მარჯვენა მხარეს, 6 გრადუსზე. sin3a, cos3a და sin8a ფორმულები დაგჭირდება, და შემდეგ tg2a ფორმულით მიიღებ პასუხს როგორც ვხედავ.

Posted by: tato1982 20 Feb 2022, 21:28
გამარტივდება ადვილად ეგ რომ გამოვიყენო ვოთომ???მე 6 ხარისხს მივიღებ სავარაუდოდ და ცოტა რთული გამოსახულება იქნება
* * *
დავიყვანე 6 ის ჯერადზე მაგრამ ძაან დიდი და რთული გამოსახულება მივიღე ვერაფერს ვუხერხებ ეგრე

Posted by: gaucho 20 Feb 2022, 22:40
tato1982
QUOTE

აი აქ რომ ჩავსვა ეგ მნიშვნელობები სინუს 18 ის,სინუს 48 ოს და კოსინუს 18 ის ,ნუ გავამარტივებ ნეტა??მაინტერესებს თუ დაჯდება ტანგენს 12 გრადუსი

უნდა დაჯდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება ადვილი იყოს ეგ გზა.

პ,.ს სუფთა გეომეტრიულად, ყოველგვარი ტრიგონომეტრული ფორმულების გამოყენების გარეშე ამოხსნასაც მივაგენი მგონი. თუ გაინტერესებს ჩამოვწერ ლამაზად და განახებ

Posted by: tato1982 20 Feb 2022, 22:53
მიდი აბა მაჩვენე ან სურათი დადე აჯობებს
* * *
ტრიგონომეტრიით ძაან რთული დასაჯენია რა ბოლოს რთულდება
* * *
მაინტერესებს მაგრად მუღამში ჩამაგდო რა უბედურებაა ეს

Posted by: gaucho 21 Feb 2022, 13:01
tato1982
შეცდომას ვუშვებდი, დაწერა რო დავიწყე მერე დავინახე.

მოკლედ ტრიგონომეტრიული ფორმულების და sin18 ის მნიშვნელობის გამოყენების გარეშე ჯერ-ჯერობით სხვა ამოხსნა არ ვიცი.

Posted by: tato1982 21 Feb 2022, 13:08
მეც მივაგენი რაღაც ხრიკი ამ ამოცანის ამოხსნის,ყრიგონომეტრიულია და საინტერესო.ვამოწმებ ეხლა და საღამოს დავდებ,მგონი გავედი ფინალში

Posted by: nforumi 21 Feb 2022, 13:14
tato1982
QUOTE
მგონი გავედი ფინალში

აპლოდისმენტები!

smile.gif

გულიანად ჩასაჯდომად ვერ მოვიცალე, მაგრამ რასაც გადავხედე/გავიხსენე, კარგი იყო მაინც smile.gif

Posted by: tato1982 21 Feb 2022, 13:22
გადამოწმების პროცესში ვარ შეცდომა ხოარმაქ სადმე მაინტერესებს და დავდებ მოგვიანებით
* * *
მეც ეგრე ვარ ბავშვებიც არ მაცდის. სიმშვიდე უნდა ამას და ვერ ჩავუჯექი შენი არ იყოს.თან მეც ბევრი რამე დავიწყებული მაქვს.ეხლა ვიყო 20 წლის შევჭამდი ამას მაგრამ ასაკიც და დავიწყებაც თავისას შვება თავისთავად

Posted by: nforumi 21 Feb 2022, 14:21
tato1982
QUOTE
თან მეც ბევრი რამე დავიწყებული მაქვს.ეხლა ვიყო 20 წლის შევჭამდი ამას მაგრამ ასაკიც და დავიწყებაც თავისას შვება თავისთავად


არა მგონია ასაკის პრობლემა იყოს. მუდმივად რომ არ ავარჯიშებ გონებას ამ მიმართულებით, ზოგიერთი იშვიათი 'ხრიკი' გავიწყდება. ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენთვის.

მე ასე მგონია.

Posted by: tato1982 21 Feb 2022, 15:43
ხო ეგრეა კი რო არგაქ ხშირად შეხება რაღაც რაღაცეები გავიწყდება
* * *
ვერ მოვახერხე დღეს ამოცანის დადება მეგობრებო და ხვალისთვის იქნებ დავდო.ვერ მოვიცალე სათანადოთ

Posted by: gaucho 22 Feb 2022, 00:34
tato1982
AB=CO
კუთხეCAB = 48, კუთხეACB=18. რას უდროს კუთხეCBO?

ავიღოთ BO-ს ტოლი CN მონაკვეთი და გადავდოთ C წერტილიდან ისე, რომ კუთხე OCN იყოს კუთხე ABDს ტოლი ანუ 42. L წერტილი ავიღოოთ BC მონაკვეთზე ისე, რომ გვქონდეს ტოლობა 2CN=CL. შევაერთოთ N წერტილი L წერტილთან. მივიღებთ CNL მართკუთხა სამკუთხედს სადაც კუთხე LCN=60 და რადგან CNO და BDA სამკუთხედები ტოლია როგორც ნახაზზეა O წერტილი აუცილებლად LN მონაკვეთზე იქნება. Claim:CNL და BDO სამკუთხედები ტოლია. ავიღოთ BC მონაკვეთზე M წერტილი ისე, რომ გვქონდეს CM =BO. CK იყოს BDს ტოლი მონაკვეთი ისეთი, რომ კუთხე MCK= კუთხე OBD მივიღებთ სამკუთხედების ტოლობას CKM=BDO. შეუძლებელია CKM და CNL სამკუთხედები იყოს განსხვავებული, (აქ რა არგუმენტიც მეწერა მთლად სწორი არ არის, თუმცა ის რომ CKM და CNL სამკუთხედები ერთმანეთს ემთხვევა ეგ სწორია, უბრალოდ ნახაზზე რაღაცეების დამატება და ახსნაა საჭირო, შენ თვითონ თუ მიხვდები რატოა ეგრე ჰო რა კარგი, თუ არა და ხვალ დავამატებ.)

ე.ი BOD=CKM=CNL. შესაბამისად კუთხე OBD= კუთხე LCN =60. კუთხე CBO =180-48-42-18-60=12

Posted by: nforumi 22 Feb 2022, 10:33
gaucho
QUOTE
BO-ს ტოლი CN

QUOTE
CNO და BDA


რანაირად?

აა BD უნდა იყოს.


Posted by: gaucho 22 Feb 2022, 10:59
nforumi
თავიდანვე შეცდომით დამიწყია.

ჰო ბდ უნდს იყოს.

Posted by: tato1982 22 Feb 2022, 16:16
საინტერესო ამოხსნაა და გაბედით ფინიშზე თუ კიდევ გასასწორებელია რამე??მე საღამოთი დავდებ ჩემს ვერსიას გუშინ ვერ მოვახერხე
* * *
ეს საბოლოოა? ამოიხსნა ტუ კიდევ გასასწორებელია რამე??

Posted by: gaucho 22 Feb 2022, 18:02
..............,.....................

Posted by: tato1982 22 Feb 2022, 18:03
მაგარი საინტერესო გზაა. თუ სწორია ყველაფერი საკაიფო ამოხსნაა საღოლ.მეც მაქვს ამოხსნილი მგონი გვიან დავდებ და შემიფასეთ თუ სწორად მაქვს,გაიხარეთ ყველამ ჯიგრები ხართ
* * *
არა ძმა მოსადავებელი არაფერია საღოლ კაი კაცი ხარ და ლამაზი გზაა ამოხსნის.გენაცვალე

Posted by: gaucho 22 Feb 2022, 19:30
tato1982
მე შევედავე ჩემ თავს და გამოვიჭირე biggrin.gif

არაა ჩემი ამოხსნა ბოლომდე მიყვანილი biggrin.gif

მოკლედ ტრიგონომეტრიის გამოყენების გარეშე ისევ გავიჭედე.

არადა მჯერა უნდა არსებობდეს ეგეთი გზაც.

მოკლედ შრნ ამოხსნას ველოდები.

Posted by: tato1982 22 Feb 2022, 22:04
რატო არაა ბოლომდე მიყვანილი??? აქ ხომ ლამაზად დაწერე და რაღა გინდა მეტი????

Posted by: gaucho 22 Feb 2022, 22:13
tato1982
K და N წერტილები რატო ემთხვევა ერთმანეთს ეგ არაა ბოლომდე კარგად.

ნახაზიც "არასწორია" იმ გაგებით, რომ თუ K და N განსხვავებული წერტილებია K-დან აშვებულმა მართობმა CN არ უნდა გადაკვეთოს. წარმოიდგინე CK და CN C წერტილის მქონე წენტრის წრეწირის რადიუსებად, მაშინ ეგ მართობები მხებებია და ვერც ერთი მათგანი მეორე რადიუსს ვერ გადააკვეთს.


შესაბამისად რაღაცეები ფუჭდება და მე რომ საწინააღმდეგოს ვუშვებდი ის მეთოდი სწორი არაა, ჩემივე ნახაზმა მომატყუა biggrin.gif

Posted by: tato1982 22 Feb 2022, 23:15
აი დავდებ ეხლა და თუ რამე შეცდომები მაქვს მითხარით აბა
* * *
user posted image
ესაა კარგად ვერ გადავიღე არ მოწყინოთ მარა წაიკითხავთ
* * *
რავი მგონი დავალაგე როგორც მოვახერხე თუ რამე ვერ გაიგოთ დაწერეთ

Posted by: gaucho 22 Feb 2022, 23:49
tato1982
up.gif

1/2-sin18*sin18=sin18

ეგ არის იმის ტოლფასი ტოლობა რაც თავიდან გითხარი, რომ sin18=(5^(1/2)-1)/4. შენითაც დაგიმტკიცებია, up.gif

ჩემი აზრით სწორია, უბრალოდ (1)-თან როგორც მიხვედი, DO რომ გამოგყავს 3 ტოლობა გიწერია და მეორეში ტანგესი რომ წილადებით ჩანაცვალე სავრაუდოდ მექანიკური შეცდომის გამო არგუმეტნად 18ის მაგივრად 48 გიწერია. თუმცა მეასმე ტოლობაში ისევ 18-ს იყენებ biggrin.gif


პ.ს კარგ მოაზროვნე ბავშვს უნდა მისცე ეგ ამოცანა, რომელმაც ტრიგონომეტრიული ფორმულები ჯერ არ იცის და საინტერესოა თუ ამოხსნის და როგორ biggrin.gif

Posted by: tato1982 22 Feb 2022, 23:57
მართალიხარ 18 უნდა მეწეროს მექანიკურად შემეშალა.მერე ხოა სწორად??
* * *
ანუ იმას გულისხმობ რომ 1 საიდან მომაფიქრთა თუ რას მეუბნები ვერ მივხვდი??
* * *
მეც მაინტერესებს მართლა ოღონდ,როგორ იხსნება ტრიგონომეტრიის გარეშე,ხინჯად მრჩება გულში მაინც
* * *
შენც გამახსენე რაღაც რაღაცეები,ბევრი რამ დავიწყებული მაქვს და რაც მოვახერხე წვალებით და ჯახირით ესაა მეტი ვერ მოვახერხე ამ ეტაბზე.თუ ეს ამოხსნა სწორია ტრიგონომეტრიული კუთხით, მაშინ სხვა გზა უნდა მოვძებნო და ვეჩალიჩები უეჭველი რო მოვიცლი,არ დავტოვებ ისე ამ ამოცანას სხვა გზებიც იარსებებს უეჭველი
* * *
ყველა ჯიგრები ხართ ძმაო ვინც აზროვნებთ და ვეხმარებით ერთმანეთს გაიხარეთ.თუ სწორია ეს ამოხსნა მართლა გამეხარდება ძაან თან.

Posted by: tato1982 24 Feb 2022, 09:28
დაიხურა ამ ამოცანის ტრიგონომეტრიული ამოხსნა ხო??პლანიმეტრიული ამოხსნის გზებიც ვეძებოთ???

Posted by: tato1982 26 Feb 2022, 16:15
ტრიგონომეტრიის გარდა ამ გზით რომ წავიდეთ სწორი მსჯელობაა ნეტა??ავაგოთ 66 გრადუსიანი ტოლფერდა სამკუთხედი როგორც ნახაზზეა და შეხედეთ აბა და ვერსიები გამოუშვით.თან ბისექტრისა გამოდის K დან რომ გაავლო BC ზე მონაკვეთი და თან პარალელური იქნება SC სი.შეხედეთ აბა ნახაზს თუ გამოვა რამე აქედანuser posted image
* * *
ესეც მეორე სავარაუდო ნახაზი რავი სხვა ვერ მოვიფიქრეuser posted image

Posted by: tato1982 3 Mar 2022, 16:28
მეგობრებო ამ ამოცანის ამოხსნას ვაგრძელებთ?პლანიმეტრიული გზით

Posted by: tato1982 5 Mar 2022, 21:15
არის აქ ვინმე???ვერაფერი ვერ მოუხერხე გეომეტრიული გზით ამ ამოცანას.თავბრუ დამახვია

Posted by: tato1982 10 Mar 2022, 20:23
საინტერესოა ნამდვილად სხვა გზების ძებნა

Posted by: nforumi 10 Mar 2022, 23:02
tato1982
შემთხვევით შემოვიხედე ახლა აქ. ვის ცალია ამისთვის,

როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან smile.gif

Posted by: tato1982 12 Mar 2022, 17:44
ბაზარი არაა ვის ცალია მაგისთვის გასაგებია მაგრამ რა გავაკეთოთ აბა?

Posted by: AVIATORI01 6 Apr 2022, 10:39
პატარა დახმარება მჭირდება მათემატიკოსებო თქვენი, და იმედია არ დამზარდებით
რამდენიმე ამოცანა მჭირდება ელექტრონულად რომ დამიწეროთ რა, რვეულში სურათით არა, ( იმენა ელექტრონულად) ვინ არ დამზარდება?

Posted by: tato1982 14 Apr 2022, 09:11
რა ამოცანებია გააჩნია,ელექტრონულად რომელ ფორმატში?pdf თუ ვორდი ექსელი

Posted by: AVIATORI01 15 Apr 2022, 19:32
tato1982
არ აქვს მნიშვნელობა დავასქრინშოტო უნდა და პოვერპოინტში გაუშვა

Posted by: gubaz_merve 7 Jun 2022, 01:23
ვაკუუმში ტემპერატურა კლებულობს?რამდენით?

Posted by: lepori 7 Jun 2022, 08:22
gubaz_merve
QUOTE
ვაკუუმში ტემპერატურა კლებულობს?რამდენით?

გააჩნია ვაკუუმს, გარემოს ტემპერატურას და სხეულის ტემპერატურას
შეიძლება შემცირდეს, შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება არ შეიცვალოს





Posted by: lanasuch4 11 Aug 2022, 21:41
მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორუმები კიდევ არსებობს.
თქვენი დახმარება მჭირდება ამ ამოცანაზე. დიდი ხანია ვეწვალები, თუმცა ვერაფრით ამოვხსენი.
user posted image

გამყოფი დავშალე მამრავლებად, ბეზუს თეორემის გამოყენებაც ვცადე, სინჯის მეთოდითაც ვეწვალე, თუმცა მაინც ვერაფერი...
წინასწარ უღრმესი მადლობა. <3

Posted by: lepori 12 Aug 2022, 07:37
lanasuch4

user posted image


Posted by: lanasuch4 20 Aug 2022, 20:08
უღრმესი მადლობა. არ იცი, როგორ დამეხმარე<3
თურმე მრავალწევრის ქვეშმიწერით გაყოფით კეთდებოდა. ხანის აკადემიით ვისწავლე.
კიდევ ერთხელ უუუუღრმესი მადლობა<3

Posted by: lanasuch4 22 Aug 2022, 21:12
მოგესალმებით, ძვირფასო ფორუმელებო. მომდევნო წელს კომაროვში ვაპირებ ჩაბარებას. ახლა მე-9 კლასში გადავედი. საგამოცდო პროგრამაში წერია ასეთი რაღაც:
user posted image
და ერთ-ერთ საგამოცდო ნიმუშში არის ამ თემაზე ასეთი დავალება:
user posted image
თუ ვინმემ იცით, ამიხსენით რას ნიშნავს ეს x-ის მთელი და წილადი ნაწილები და საერთოდ, როგორ უნდა ამოვხსნა ასეთი სახის განტოლებები.
წინასწარ მადლობა. <3

და თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება, კარგი იქნება, თუ მეტყვით როგორ მოვემზადო კომაროვის გამოცდებისთვის.
წელს ვცადე ჩაბარება, მარტო ვემზადებოდი, მასწავლებლის გარეშე და სამწუხაროდ, ვერ ჩავაბარე. კომაროვი რის კომაროვია, თუ მე-8 კლასის გამოცდებზე მე-9 კლასის მასალა არ იყო შეტანილი. არადა, მერე რომ ჩავუჯექი კარგად საკითხებს და უკეთესად გავიარე მე-9 კლასის თეორია, ვიფიქრე, ეს უმარტივესი ამოცანები რანაირად ვერ გავაკეთე-მეთქი. თან ვინერვიულე, რაღაცნაირი დაძაბული ატმოსფერო იყო. მოკლედ, ვისაც შეგიძლიათ, გამოუშვით რჩევები, გინდაც ფსიქოლოგიურად რომ გამომადგეს გამოცდაზე, გინდ მოსამზადებელ წიგნებზე და რავი, რაც გამომადგება რა... love.gif

Posted by: lepori 23 Aug 2022, 10:43
lanasuch4
მაგალითად ავიღოთ რიცხვი 34.78
აქ 34 არის მთელი ნაწილი
0.78 წილადი ნაწილი

თუ მთელ ნაწილს ავღნიშნავთ [x]-თ და წილად {x}-თ გვექნება
[x]=34
{x}=0.78
[x]+{x}=34+0.78=34.78
---
შენს განტოლებას რაც შეეხება>

19[x]+97{x}=1997

1997-ში მთელი არის 1997, ხოლო წილადი ნაწილი არის 0.
ამ განტოლებას დააკმაყოფილებს მხოლოდ ისეთი {x} -ები, რომელიც 97ზე გამრავლებისას მოგვცემს მთელ რიცხვს. (შესაბამიდა წილადი ნაწილი იქნება 0)
ანუ, შეიძლება იყოს 1/97, 2/97, 3/97 და ა.შ.

ამავდროულად, ისეთი უნდა იყოს რომ 19[x]+97{x}=1997 განტოლებას აკმაყოფილებდეს.
მაგალითად, თუ {x}=1/97 ==> 97*{x} = 1 ==> 19*[x]=1996
1996 უნაშთოდ არ იყოფა 19-ზე, არადა [x] მთელი რიცხვია (1,2,3,....) ამიტომ {x}=1/97 არ იქნება განტოლების ამონახსნი..

დაფსკვნა>> {x} უნდა იყოს რაღაცა/97 ისე, რომ 1997 მინუს რაღაცა/97 უნდა გამოვიდეს 19-ს ჯერადი
ასე დაუყვები და აღმოჩნდება რომ მხოლოდ 5 ცალი აკმაყოფილებს განტოლებას

მაგალითად>
{x}=2/97 ==> 97*{x} = 2 ==> 19*[x]=1995
1995/19=105

ანუ განტოლების 1 ამონახსნია {x}=2/97, [x]=105
...
19-ს ჯერადი არის ასევე 1976 (1995-19=1976)
შესაბამისად {x}/97 უნდა იყოს = 1997-1976 =====> 21/97
ხოლო [x] არის 1976/19=104

მეორე ამონახსნი იქნება {x}=21/97, [x]=104

19-ს ჯერადია ასევე>> 1976-19 = 1957
შესაბამისად {x}/97 უნდა იყოს = 1997-1957/ =====> 40/97
ხოლო [x] არის 1957/19=103
მესამე ამონახსნი იქნება {x}=40/97, [x]=103
..
.
.
.
.





=====

ალბათ უფრო მარტივი გზაც იქნება ამის ამოსახსნელი,
იმედი მაქვს ოლეგი მოვა და დაგვეხმარება smile.gif









Posted by: Irakli 23 Aug 2022, 11:23
lepori
lanasuch4

პირობაში არსებული განტოლების მარჯვენა მხარე გადმოვიტანოთ მარცხნივ და გარდავქმნათ შემდეგნაირად:

19 [x] - 1900 + 97 {x} - 97 = 0
19 ([x] - 100) + 97 ({x} - 1) = 0
(19/97) * ([x] - 100) + ({x} - 1) = 0

აქედან ცხადია რომ x = a + b/97 ტიპის რიცხვია, რადგან ([x]-100) მთელია,
ასევე 19[x]+97{x}=1997 განტოლებიდან გამომდინარე, x უნდა იყოს 106-ზე ნაკლები

ამრიგად ჩვენს ზედა აღნიშვნაში a არის 106-ზე ნაკლები, b კი - 97-ზე, ხოლო a,b ნატურალურია (ან 0)

(19/97)*(a-100) + (b-97)/97 = 0

გავუტოლოთ მრიცხველები ერთმანეთს

19*(a-100) + (b-97) = 0
19a + b -1900 - 97 = 0
19a + b = 1997

აქედან, a>100, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში - b >= 97

ამიტომ შესაძლო ამონახსნებია, როცა a = 101, 102, 103, 104, 105, შესაბამისად იპოვი b-საც. ამოცანას აქვს 5 შესაძლო ამონახსნი.

Posted by: lanasuch4 23 Aug 2022, 14:03
QUOTE
Irakli

QUOTE

lepori


აი, უუუღრმესი მადლობა. ორივე ძალიან ჯიგრები ხართ, რომ ასე დამეხმარეთ.
დიდი ყურადღებით გადავიკითხავ ორივე ამოხსნას და თუ რამე კითხვა გამიჩნდება, ისევ აქ დავპოსტავ.
ძალიან მინდა ჩაბარება და იმედია რეპეტიტორის და აქ მყოფი ადამიანების დახმარებით მოვახერხებ. love.gif love.gif



Posted by: Irakli 23 Aug 2022, 14:51
lanasuch4
დიდი არაფრის, თუ კიდევ დაგჭირდა დახმარება, არ მოგერიდოს. up.gif

Posted by: lanasuch4 23 Aug 2022, 15:27
QUOTE
Irakli

love.gif love.gif


* * *
ფორუმელებო, ისევ მე გაწუხებთ.
ამჯერად ფიზიკაში მჭირდება თქვენი დახმარება.
ამოცანის პირობა ასეთია:
სხეულის კოორდინატი იცვლება კანონით x=-15+2t+t². განსაზღვრეთ ამ სხეულის კოორდინატი მაშინ, როცა ამ სხეულის სიჩქარის გეგმილი 10 მ/წმ-ია.
x=x0+vxt ფორმულით ვცადე ამოხსნა (ინდექსებს ვერ ვწერ), ხოდა არ გამოვიდა ამ გზით ამოხსნა sad.gif((

Posted by: Irakli 24 Aug 2022, 13:42
lanasuch4
QUOTE
x=x0+vxt ფორმულით ვცადე ამოხსნა (ინდექსებს ვერ ვწერ), ხოდა არ გამოვიდა ამ გზით ამოხსნა

ეს ფორმულა მხოლოდ თანაბარი მოძრაობისთვისაა, ხოლო შენი განტოლება კი თანაბარაჩქარებულ მოძრაობას გამოსახავს. ასეთ შემთხვევაში კოორდინატის განტოლება ასე ჩაიწერება.

x = x0 + vx0 * t + a*t²/2, შენი განტოლება x=-15+2t+t², აქედან x0 = - 15, v0 = 2, a = 2

სიჩქარის განტოლება თანაბარაჩქარებული მოძრაობისას: vx = vx0 + a*t = 2 + 2*t , როცა vx = 10, მაშინ 10 = 2 + 2t და t = 4 წმ

ეს დრო ჩასვი ეხლა შენს თავდაპირველ განტოლებაში და იპოვი კოორდინატს.


* * *
ნახე თანაბარაჩქარებული მოძრაობის შესახებ გაკვეთილი და უკეთ გაერკვევი: https://www.khanacademy.org/science/in-in-class11th-physics/in-in-class11th-physics-motion-in-a-straight-line/in-in-class11th-physics-motion-in-a-straight-line-kinematic-formulas/a/1d-kinematics-review-article

Posted by: lanasuch4 24 Aug 2022, 15:42
QUOTE (Irakli @ 24 Aug 2022, 13:42 )
lanasuch4
QUOTE
x=x0+vxt ფორმულით ვცადე ამოხსნა (ინდექსებს ვერ ვწერ), ხოდა არ გამოვიდა ამ გზით ამოხსნა

ეს ფორმულა მხოლოდ თანაბარი მოძრაობისთვისაა, ხოლო შენი განტოლება კი თანაბარაჩქარებულ მოძრაობას გამოსახავს. ასეთ შემთხვევაში კოორდინატის განტოლება ასე ჩაიწერება.

x = x0 + vx0 * t + a*t²/2, შენი განტოლება x=-15+2t+t², აქედან x0 = - 15, v0 = 2, a = 2

სიჩქარის განტოლება თანაბარაჩქარებული მოძრაობისას: vx = vx0 + a*t = 2 + 2*t , როცა vx = 10, მაშინ 10 = 2 + 2t და t = 4 წმ

ეს დრო ჩასვი ეხლა შენს თავდაპირველ განტოლებაში და იპოვი კოორდინატს.


* * *
ნახე თანაბარაჩქარებული მოძრაობის შესახებ გაკვეთილი და უკეთ გაერკვევი: https://www.khanacademy.org/science/in-in-class11th-physics/in-in-class11th-physics-motion-in-a-straight-line/in-in-class11th-physics-motion-in-a-straight-line-kinematic-formulas/a/1d-kinematics-review-article

Irakli4
დიდი მადლობა<3
თანაბრადაჩქარებულზე მეც ვიფიქრე, თუმცა აჩქარება რომ არ იყო მოცემული და თან არც მოძრაობის სახე იყო კარგად დაკონკრეტებული, ვიფიქრე, თანაბრად უნდა ჩავთვალო-მეთქი და კვადრატულ განტოლებებს ვადგენდი, რომელთა დისკრიმინანტებმაც სისხლი გამიშრო.
მადლობა კიდევ ერთხელ დიდი love.gif love.gif love.gif

Posted by: andanda 26 Aug 2022, 14:33
მათემატიკა კარგად რომ ისწავლო ადამიანმა რამდენი ხანია საჭირო?

Posted by: Irakli 26 Aug 2022, 15:10
andanda
მათემატიკა ძალიან ზოგადი ცნებაა, გააჩნია რა დონეზე.

თუ სკოლის პროგრამას თუ გულისხმობ, 3 წელში აითვისებ ძალიან კარგად თუ დღეში სადღაც 3 საათს მაინც დაუთმობ (შაბათ-კვირის გარდა), რაც სადღაც 2500 საათამდე გამოდის.

უმაღლესი მათემატიკა თუ გაინტერესებს და პროფესიონალურ დონეზე გინდა გაყვე, ეს დრო რაც სკოლის პროგრამას დაუთმე, გაამრავლე 5-ზე და მეტზე, და ამის მერე უკვე სპეციალიზაცია, დისერტაცია და კვლევები მოდის და შეგიძლია ცხოვრება დაუთმო სრულად biggrin.gif

Posted by: lanasuch4 27 Aug 2022, 21:26

QUOTE
andanda


საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო. ჩემი აზრით, სკოლიდანვე კარგად უნდა გაჰყვე, თუმცა თუ მერე დაგჭირდა, რეპეტიტორთან უნდა იარო 2-3 წელი. მე რომ კომაროვში ჩაბარება მინდოდა, 4 თვე გაუჩერებლად ვშრომობდი, ხანდახან ღამეებსაც ვათენებდი, თან რეპეტიტორის გარეშე და ვერ ჩავაბარე.
საკმაოდ დიდი შრომა უნდა ჩადო და ამოცანების ამოხსნის ხერხები უნდა ისწავლო, განსაკუთრებით ცვლადების შემოტანასა და მათემატიკური მოდელის შედგენას უნდა მიაქციო ყურადღება.
მე მაინც მჯერა, რომ თუ კარგად მოვინდომებთ, შენც ისწავლი და მეც ჩავაბარებ.
წარმატებას გისურვებ.
თუ რამეში დაგჭირდა დახმარება, დაპოსტე და თუ შევძლებ, დაგეხმარები. love.gif love.gif love.gif

Posted by: andanda 28 Aug 2022, 12:57
lanasuch4
მადლობა, შემოდგომიდან ჩავუჯდები და თუ რამეა დავპოსტავ აქაც.
წარმატებებს გისურვებ! smile.gif
Irakli
მადლობა
ერთმა კაცმა თქვა თუ გონება გიჭრის მთელს სკოლის მათემატიკას დღენახევარში გაივლიო ადრე biggrin.gif

Posted by: Irakli 28 Aug 2022, 16:07
andanda
QUOTE
ერთმა კაცმა თქვა თუ გონება გიჭრის მთელს სკოლის მათემატიკას დღენახევარში გაივლიო ადრე

გადამლაშების პიკი biggrin.gif სხვა კომენტარი არ მაქვს user.gif

მათემატიკას ისწავლი ყოველგვარი ამოცანის ამოხსნის გარეშე? spy.gif

Posted by: lanasuch4 28 Aug 2022, 17:00
QUOTE
andanda

love.gif love.gif

QUOTE
Irakli

გეთანხმები. წარმოუდგენელია 1 დღეში სწავლა. ჩემი ერთი მეზღაპრე მასწავლებელი ყვებოდა (მათემატიკის არა), გამოცდის წინა დღეს არაფერი ვიცოდიო, მთელი წიგნი 1 დღეში ვისწავლეო და ძალიან მაღალი ქულა ავიღეო მხაზველობით გეომეტრიაშიsmile.gif
აი, რა ზღაპარია, ღმერთო ჩემო.

Posted by: andanda 28 Aug 2022, 17:02
Irakli
lanasuch4
ორნიშნა მაღალ რიცხვებს რომ ზეპირად ამრავლებ და კვადრატში აგყავს რამე მათემატიკურ ნიჭზე მიუთითებს თუ ჩვეულებრივი რამეა?

Posted by: lanasuch4 28 Aug 2022, 17:05
QUOTE
andanda

მგონი მაგას მენტალური არითმეტიკა ჰქვია (პატარების დიდ შოუში გამოდიოდნენ ეგეთი ბავშვები, რაღაც განსაკუთრებულია), თუმცა თუ შემოკლებულები გამრავლების ფორმულები და განრიგებადობის კანონი გეცოდინება და ბევრს იშრომებ, მგონი მაგის მიღწევაც შეიძლება, თუმცა შეიძლება ვცდები.smile.gif

Posted by: lanasuch4 29 Aug 2022, 21:05
სალამი. უკვე მეასიათასედ გაწუხებთ. იქნებ ამ ორი ამოცანის ამოხსნაშიც დამეხმაროთsmile.gif
user posted image
user posted image


Posted by: lanasuch4 3 Sep 2022, 20:44
არის აქ ვინმე? რაღაც პასიურობაა ყველა განყოფილებაში))

Posted by: CutOffHands 5 Sep 2022, 18:55
lanasuch4
მე დიდი ხანია შეხება აღარ მქონია და შეიძლება ვცდები, ამიტომ ერთად ვიმსჯელოთ. ამასობაში იქნებ სხვაც შემოგვიერთდეს, ვინც უკეთ იცის.

პირველი ამოცანით დავიწყოთ (ჯოხის გადატეხვაზე რომელიცაა).
ისე გამოდის რომ ერთი ნატეხი თუ a არის, მეორე ნატეხი კი b, და a+b=1 => b=1-a
მაშინ შეგვიძლია ამოცანის პირობები ასე გამოვსახოთ:
a^2 + b^2 </ 13/18;
a^2 + b^2 - 13/18 </ 0;
a^2 + (1-a)^2 - 13/18 </ 0; (ბ-ს მაგივრად ჩავსვით ა)
a^2 + 1 - 2a +a^2 - 13/18 </ 0; (გადმოვიატენთ)
2a^2 -2a + 5/18 </ 0; (დავაჯამეთ ყველაფერი)
36a^2 - 36a + 5 </ 0; (18-ზე გავამრვალეთ ყველაფერი რომ 18 მოგვეცილებინა)
36a^2 - 12a +1 - 24a +4 </ 0; (36ა და 5 დავშალეთ ნაიწლებად)
(6a - 1 )^2 -24a + 4 </ 0; (პირველი სამი წევრიდან (6ა - 1)^2 კვადრატული განტოლება შევქმენით)
(6a-1)^2 - 4(6a-1) </ 0; (ბოლო ორი წევრიდან 4 გავიტანეთ ფრჩხილებს გარეთ)
(6a-1) (6a-1 -4) </0; (საბოლოო ჯამში ორივე დარჩენილი წევრიდან (6ა-1) გავიტანეთ ფრჩხილებს გარეთ)
(6a-1)(6a-5)</ 0; აქამდე მოვედით.

რას ფიქრობ, მეთანხმები ჯერჯერობით?

ვიცი ტერმინები არეული მექნება და ალბათ გასაგებად ვერ ავხსენი, ძალიან დიდი ხანია შეხება არ მქონია.
თუ ვინმე შემოგვეშველება, დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო მარტივი და ლამაზი ამოხსნაც არსებობს.


Posted by: lanasuch4 5 Sep 2022, 18:59
CutOffHands
მეც ეგრე გავაკეთე, როგორც მახსოვს, სისტემა შევდგინე ზუსტად ეგეთი<333
მაგრამ იცი, რას ვერ ვხვდები?
ალბათობას როცა ვითვლით, ხდომილებათა რაოდენობა ხომ სასრული უნდა იყოს და აქ ხომ შეგვიძლია, უსასრულოდ სხვადასხვა ზომაზე გადავტეხოთ ჯოხიsmile.gif)))
* * *
მაგ უტოლობის ამოხსნით ვიღებთ, რომ 1/6≤a≤5/6

Posted by: andanda 5 Sep 2022, 19:09
lanasuch4
უნდა ჩავუჯდე მათემატიკას. თოფურია და სკანავი ალბათ

Posted by: CutOffHands 5 Sep 2022, 19:09
lanasuch4
ყველა მონაკვეთი ხომ უსასრულო რაოდენობით შეგვიძლია გადატყდეს; ჩვენ ამოხსნას თუ დავუჯერებთ, ჯოხს 1/6-დან 5/6-მდე ნებისმიერ მონაკვეთზე თუ გადავტეხავთ, ამოცანის პირობა უნდა დაკმაყოფილდეს...
ახლა აქედან ალბათობა როგორ უნდა გამოვითვალოთ?....

ჯოხის მთელი სიგრძის 4/6 მონაკვეთის ფარგლებში გადატეხვის შემთხვევაში პირობა დაკმაყოფილდება... შესაძლებლობები უსასრულოა ზუსტად სად გადატყდება ჯოხი, მაგრამ ჩვენ მემგონი მხოლოდ ის გვაინტერესებს, გადატყდომა ამ 4/6 მონაკვეთის ფარგლებში თუ მოხდება... რისი შანსიც, რადგან შემთხვევით ტყდება, ალბათ ასევე 4/6-ია....


შეიძლება ვცდები, იმედია ვინმე გადაგვიმოწმებს.
მოდი Irakli დავთაგოთ თუ არ შევაწუხებთ smile.gif))

Posted by: lanasuch4 5 Sep 2022, 19:10
andanda
ძალიან კარგი. შემიძლია რამით დაგეხმარო? <3

* * *
CutOffHands
კიი, პასუხებშიც 2/3 წერია და 4/6-ს თუ შევკვეცთ, 2/3-ს მივიღებთ ნამდვილადsmile.gif
* * *
საღამოს შემოვიჭყიტავ კიდევ.
ძალიან საინტერესო ამოცანებია და CutOffHands, მადლობა, რომ ასე მეხმარები<3

Posted by: andanda 5 Sep 2022, 19:22
lanasuch4
არა მადლობა ცოტა მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი და მიდა რომ მათემატიკის მეცადინეობა
როგორმე შევძლო და პარალელურად პროგრამირების.

Posted by: lanasuch4 5 Sep 2022, 20:01
andanda
მოტივაცია ნელ-ნელა მოგემატება. მე თავიდან არ მიყვარდა მათემატიკა და მერე ერთი ამოცანა რომ გავაკეთე, მეორემაც დამაინტერესა და ასე...
მე გირჩევ, რომ მეცადინეობა დაიწყო მარტივი წრფივი ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნებით, ცვლადებითა და იგივური გარდაქმნებით.
* * *
CutOffHands
მეორე ამოცანა, მგონი, უფრო რთულია.
აქ საკმაოდ რთული გამოსათვლელი იქნება ალბათობა...
მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთი 20 წუთს გაჩერდებოდა, მეორე - 10 წუთს და 15:00-16:00 შუალედში უნდა შეხვდნენ...
ამ მონაცემებით საკმაოდ რთული იქნება ალბათობის გამოთვლა...

Posted by: CutOffHands 6 Sep 2022, 06:22
lanasuch4
კარგი, აბა მეორეც ვცადოთ.... (ვიფიქრე დაველოდოთ, სნაამ პირველს ზუსტად გავიგებთ და მერე გადავიდეთ მეორეზეთქო, მაგრამ მეტი ჩვენ არ შეგვიძლია, და სანამ ვინმე სხვა გამოჩნდება, მანამდე ვიფიქროთ, თან თემაც ამოიწევა)

რომელი საათია და რომელ საათებს შორის მივიდნენ ბიჭები, მნიშვნელობა არ აქვს.
უბრალოდ გავითვალისწინოთ, რომ 60 წუთის შუალედში უნდა შეხვდნენ ბიჭები ერთმანეთს...

განვიხილოთ პირველი შემთხვევა, თუკი გიორგი კოტეზე ადრე მივა:
გიორგი მიდის რომელიღაც დროს კლუბში, ზუსტად 60-დან რომელ წუთძე მივა კლუბში, ამის ალბათობა ნებისმიერ წუთზე 1/60-ია.
შემდეგ გიორგი 20 წუთი ჩერდება კლუბში; იმის ალბათობა რომ კოტე, რომლეიც შემთხვევით დროს მიდის კლუბში, გიორგის შეხვდება, შესაბამისად 20/60 მგონია.

კოტეზე:
იგივე მსჯელობით, იმის ალბათობა რომ გიორგი, რომლეიც შემთხვევით დროს მიდის კლუბში, იქ სულ 10 წუთით მყოფ კოტეს შეხვდება, შესაბამისად ალბათ 10/60-ია.

თუკი ამ ორ ალბათობას დავაჯამებთ (რადგან ორიდან ნებისმიერი გვაწყობს), მივიღებთ 30/60-ს, ანუ 0.5-ს.

ძალიან მეეჭვება რომ ეს სწორი ამოხსნა იყოს. ჯერ ეგ ერთი, მე მგონია რაღაცები გამომრჩა და არ გამითვალისწინებია, და მეორეც - რაც ვიცი რომ არ გამომრჩა, მაგრამ არ ვიცი ალბათობად როგორ გამოვსახო, ამას ქვევით დავწერ.


___________
ახლა რაშია საქმე, აქ ერთი კითხვა მაქვს ოღონდ:
თუკი გიორგი სიტყვაზე 45-ე წუთზე მივა კლუბში, იქ 20 წუთი გაჩერდება, მაგრამ ბოლო 5 წუთს მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან შეხვედრის დროს გადაცდენილი იქნება (ანუ იმ 60 წუთიანი შუალედის, რომელიც ჩვენ გავინტერესებს, გარეთ იქნება). თუ გიორგი 41-ე წუთზე მივიდოდა, 19 წუთი დაელოდებოდა, ხოლო თუ მე-60 წუთზე, 0 წუთი დაელოდებოდა. რადგან ამ ბოლო 20 წუთის განმავლობაშიც, გიორგი შეიძლება ნებისმიერ დროს მივიდეს, ჩემი აზრით ბოლო 20 წუთი 60-დან არ უნდა ვიგულისხმოთ სრულ დალოდების დროდ. აი ეს როგორ უნდა გამოვსახოთ, ამაში დარწმუნებული არა ვარ.
(და იგივენაირად, კოტეს ბოლო 10 წუთზეც).

შენ რა იდეები გაქვს?

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 11:37
CutOffHands
პასუხი არის 31/72. მე ასე წავედი: ერთი რომ მოვა, იმის ალბათობა 20/60=1/3-ა და მეორესი 10/60=1/6.
და მაგათ ჯამს გამოვაკელი ხდომილობათა ნამრავლი. რაღაც ლექციაში მაქვს მოსმენილი, ეგრე ითვლებაო, როცა თავსებადიო ხდომილობები, თუ რაღაც ეგეთი.
1/3+1/6-1/18=4/9, რაც არ ემთხვევა 31/72-ს.
ხო, მეც ანალოგიური შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას არ ვითვალისწინებთ...

ეს არის წლევანდელი კომაროვის მე-10 კლასის გამოცდის უმაღლესქულიანი ამოცანა. მაგხელაქულიანი ამოცანისთვის ისეთი პასუხები, როგორიცაა 1, 0,5 და მესამოცედიანი წილადები, ეგრევე გამოვრიცხე. დაგვრჩა ეგ ორი ვერსია და მერე, სწორი პასუხები რომ ვნახე, 31/72 ეწერა.

ახლა რაც შეეხება შენს კითხვას. მაგაზე მეც ვიფიქრე. 20 წთ კი ჩერდება, მაგრამ გარანტია არ გვაქვს იმისა, რომ 40 წთ-ზე ან უფრო ადრე მივიდა ერთი და 50 წთ-ზე ან უფრო ადრე - მეორე.
საკმაოდ დამაბნეველია...
რაც შეეხება ჯოხების ამოცანას, მანდ სწორად ვიმსჯელეთ გუშინ, ნამდვილად ეგრე იქნება, სხვანაირად ვერ ამოვხსნიდით მაგ ამოცანას. love.gif love.gif

Posted by: CutOffHands 6 Sep 2022, 12:08
lanasuch4
QUOTE
და მაგათ ჯამს გამოვაკელი ხდომილობათა ნამრავლი. რაღაც ლექციაში მაქვს მოსმენილი, ეგრე ითვლებაო, როცა თავსებადიო ხდომილობები, თუ რაღაც ეგეთი.

ვერ ვხვდები ამას, რატომ უნდა გამოვაკლოთ ხდომილებათა ნამრავლი. არ ვიცი რას ამბობდნენ იმ ლექციაში რათქმაუნდა. მაგრამ ჩემი აზრით რაც არ უნდა ეთქვათ, ამ შემთხვევას არ ესადაგება.
აბა მივუბრუნდები დღესაც და ვცდი კიდევ.

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 12:37
CutOffHands
პასუხი მაინც არ გამოვიდა ეგრე, ანუ არ ვარ მართალი, უბრალოდ ჩემი გზა გაჩვენე, როგორ ვცადე. <3
საკმაოდ დამაბნეველია და ალბათ, რაღაც დეტალებია გასათვალისწინებელი<3
* * *
ლექციაში ასეთი ამოცანა იყო განხილული:
"რა იქნება იმის ალბათობა, რომ 36-კარტიანი დასტიდან ამოღებული კარტი იქნება ტუზი ან ყვავი?"
მასწავლებელმა ასე დათვალა:
ტუზის ამოსვლის ალბათობა - 4/36
ყვავის მოსვლის ალბათობა - 9/36
ტუზ ყვავის მოსვლის ალბათობა - 1/36
ალბათობა = ტუზის მოსვლის ალბათობა + ყვავის მოსვლის ალბათობა - ტუზ ყვავის მოსვლის ალბათობა = 4/36+9/36-1/36=12/36=1/3

ანუ, ორივეს ჯამურ ალბათობას გამოაკლო ორივე ხდომილების დამაკმაყოფილებლის მოსვლის ალბათობაsmile.gif
ზოგადად, ჯამის ალბათობა, ასე ითვლებაო.
დღეს ნამრავლის ალბათობას ჩავუჯდები.

Posted by: CutOffHands 6 Sep 2022, 12:51
lanasuch4
კარგი, მე მგონი ამოვხსენი.

ავდექი და სათითაოდ ყველა წუთზე ჩამოვწერე შეხვედრის ალბათობა mad.gif mad.gif mad.gif

დავიწყოთ შემთხვევისგან, როცა გიორგი უფრო ადრე მიდის კლუბში:
15:00: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 20 წუთში მივა, არის 20/60; შანსი რომ ეს ორივე პირობა ერთდროულად შესრულდება, ანუ გიორგი მივა 15:00ზე და მომდევნო 20 წუთში კოტე მივა, და ბიჭები ერთმანეთს შეხვდებიან, არის ამ ორი ხდომილების ნამრავლი ანუ 20/3600
15:01: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 20 წუთში მივა, არის 20/60; შეხვედრის შანსი 20/3600
15:02: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 20 წუთში მივა, არის 20/60; შეხვედრის შანსი 20/3600
და ასე შემდეგ ....
15:39: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 20 წუთში მივა, არის 20/60; შეხვედრის შანსი 20/3600
15:40: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 20 წუთში მივა, არის 20/60; შეხვედრის შანსი 20/3600
15:41: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 19 წუთში მივა, არის 19/60; შეხვედრის შანსი 19/3600
15:42: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 18 წუთში მივა, არის 18/60; შეხვედრის შანსი 18/3600
15:43: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 19 წუთში მივა, არის 17/60; შეხვედრის შანსი 17/3600
....
15:58: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 2 წუთში მივა, არის 2/60; შეხვედრის შანსი 2/3600
15:59: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 1 წუთში მივა, არის 1/60; შეხვედრის შანსი 1/3600
აქ მთავრდება ყველა შესაძლო შესაძლებლობა განვიხილეთ, როცა გიორგი კოტეზე ადრე მიდის ლუბში და შემდეგ ბიჭები ერთმანეთს ხვდებიან. ახლა ეს ყველა შესაძლებლობა ერთმაენთს უნდა დავუმატოთ, რადგან ნებისმიერი გვაწყობს.
პირველი 41 წუთის განმავლობაში (ანუ 15:00-დან 15:40-ის ჩათლით) შეხვედრის შანსებს ერთმანეთს თუ დავუმატებთ, მივიღებთ
20/3600 + 20/3600 + 20/3600 +....+20/3600 საბოლოო ჯამში 41-ჯერ, ანუ 20/3600 X 41 => 820/3600
ბოლო 19 წუთის განმავლობაში კი შანსების ერთამენთზე დამატებით გამოვა (19+18+17+...+1)/3600 = 190/3600 (აქ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე და კალკულატორით სათითაოდ შევკრიბე 19-დან 1-მდე ყველა რიცხვი).
საბოლოო ჯამში, ყველა ალბათობის ჯამი, როცა გიორგი ადრე მიდის კლუბში, შემდეგ კი კოტეს ხვდება, არის:
820/3600 + 190/3600 = 1010/3600

ახლა განვიხილოთ შემთხვევები, როცა კოტე უფრო ადრე მივა კლუბში, ხოლო კოტეს იქ დაცდის დროს გიორგიც მივა, და ბიჭები ერთმანეთს შეხვდებიან:
ესეც ზუსტად იგივენაირად უნდა გავაკეთოთ, როგორც გიორგისთვის; ანუ პირველ 51 წუთში (15:00-დან 15:50-ს ჩათვლით), კოტეს მისვლის შანსი თითოელ წუთს 1/60-ია; ხოლო მომდევნო 10 წუთის განმავლობაში გიორგის მისვლის შანსი 10/60.
ბოლო 9 წუთის განმავლობაში კოტეს მისვლის შანსი ისევ1/60-ია, მაგრამ დარჩენილ წუთებში გიორგის მისვლის შანსი არის 9/60, 8/60, 7/60...1/60.
ისევ დავუმატოთ ერთმანეთს ამ შემთხვევის ყველა ალბათობა:
51X1/60X10/60 + 9/3600 + 8/3600 + 7/3600 +...+1/3600 = 510/3600 + 45/3600 (აქაც 9-დან 1-მდე ციფრები შევკრიბე და 45 მივიღე). => 555/3600


საბოლოო ჯამში გიორგის ადრე მისვლის და მერე შეხვედრის, და კოტეს ადრე მისვლის და მერე შეხვედრის, ალბათობებიც ერთამენთს უნდა დავუმატოთ, რადგან მნიშვნელობა არ აქვს რომელი მოხდება, გვაინტერესებს რომ რომელიმე მოხდეს.

ანუ
1010/3600 + 555/3600 = 1565/3600; 5ზე თუ შევკვეცავთ გამოვა 313/720.
რაც ძალიან ახლოს არის 31/72-თან.

შეიძლება შემთხვევით დაჯდა არასწორი პასუხი სწორთან ასე ახლოს; შეიძლება სწორი პასუხი მიახლოებითად უწერიათ; და შეიძლება ეს 3 სადღაც შემეშალა და 310 უნდა დამრჩეს ზემოთ. ზუსტად რომელი ვარიანტია თავს ვერ დავდებ.
მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ამოცანა რაც შეიძლება ნაკლები ვარაუდის/დაშვების/ფიქრის შედეგად ამოვხსენი, უბრაოდ ყველა წუთის ალბათობა სათითაოდ ჩამოვწერე და მერე ერთმანეთს დავუმატე. ამიტომ, ჯერ ეგ ერთი შემოწმება მარტივია და შენც შეხედავ რამდენად სწორად გავაკეთე; და მეორე, იმის შანსი რო ფუნდამენტურად შევცდი და პასუხისგან ძალიან ძალიან შორს ვიყო, ნაკლებია, თუ რამე შემეშალა ალბათ გამოთვლაში.

სხვა საკითხია რომ ჩემი ამოხსნა ძალიან ტლანქი და ნელია. რამდენი ხანი გაქვს გამოცდაზე არ ვიცი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ ამ გზით ამოხსნა მოცემულ დროში ძნელად ჩაეტევა. ძალიან მგონია რომ უკეთესი, უფრო ლამაზი, მოხერხებული, სწრაფი ამოსხნა უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ მე არ მაქვს სხვა იდეები. იმედია ვინმე გამოჩნდება და შემოგვეშველება.

ფბ-ზე არ არის ასეთი ჯგუფი, ან მათემატიკაში რომ ემზადებოდნენ, ან მათემატიკის აბიტურიენტების, ან კომაროვის სკოლის მე-10 კლასის, ან კომაროვი/ვეკუას საშაბათო სკოლების და ა.შ.? იქნებ რომელიმე გეპოვა? აქ ძალიან ცოტა ხალხია, და მე კი ვარ, მაგრამ სადღა შემიძლია ამდენი gigi.gif
* * *
lanasuch4
QUOTE
ტუზის ამოსვლის ალბათობა - 4/36
ყვავის მოსვლის ალბათობა - 9/36
ტუზ ყვავის მოსვლის ალბათობა - 1/36
ალბათობა = ტუზის მოსვლის ალბათობა + ყვავის მოსვლის ალბათობა - ტუზ ყვავის მოსვლის ალბათობა = 4/36+9/36-1/36=12/36=1/3

აჰ მესმის რასაც ამბობ. ტუზი თუ ამოვიდა უკვე ტუზ-ყვავი ვეღარ ამოვა დასტაში.
მაგრამ გიორგი რა დროსაც არ უნდა მივიდეს, კოტესაც ნებისმიერ დროს შეუძლია მისვლა. მოკლედ, მე მგონი ვერ ვხსნი, მაგრამ ვფიქრობ ეს მაგალითი ჩვენს ამოცანას არ ესადაგება smile.gif)))

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 13:07
CutOffHands
ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე წუხდები ჩემთვის<33
3 სთ მაქვს გამოცდაზე დრო.
ასეთი ამოცანებისთვის, მკითხაობის უნარს გამოვიმუშავებ და როგორმე ამოვხსნიsmile.gif
* * *
ახლა დავფიქრდი და მგონი, არითმეტიკული ან გეომეტრიული პროგრესიით შეიძლება შეიკრიბოს ალბათობები...
ჯერ არ გამივლია ეგენი, მაგრამ შეიძლება, რაღაც ფორმულები არსებობს მაგათთვის და შესაძლოა, მაგ გზითაც იკრიბება, უფრო მარტივად.
* * *
სკოლა რომ დაიწყება, რეპეტიტორთან ვიწყებ მომზადებას, მაგრამ მარტო რეპეტიტორის იმედზე ჩემი მტერი იყოს, ჩემითაც და თქვენი დახმარებითაც ვცდილობ მომზადებას და რაღაცების გაკეთებას. <3

Posted by: CutOffHands 6 Sep 2022, 13:19
lanasuch4
კი, რაც უფრო მეტ ამოცანას ამოხსნი, მით უფრო ნაკლები დრო დაგჭირდება ყველა მომდევნო ამოცანისთვის.
მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რომელ ამოცანებსაც ხსნი ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ, ის უნარები რასაც ამოხსნისას იღებ, თავის კვალს აჩნევენ აზროვნებას.

QUOTE
არითმეტიკული ან გეომეტრიული პროგრესიით შეიძლება შეიკრიბოს ალბათობები

კი დარწმუნებული ვარ რაღაც ხერხები იქნება, მაგრამ მე აღარ მახსოვს უკვე sad.gif
როგორ უნდა ვიფიქრო მახსოვს, მაგრამ შესაბამისი იარაღები აღარ მაქვს

gigi.gif

არაფრის.
წარმატებები ^_^


chest.gif chest.gif chest.gif

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 13:22
CutOffHands
love.gif love.gif

Posted by: gaucho 6 Sep 2022, 15:41
lanasuch4
პირველი ამოცანა ამოხსნილია, თუ რაიმე დამატებითი კითხვა მაინც გაქვს გავარჩიოთ.


მეორე ამოცანას რაც შეეხება, მოდი ერთი საათი პირობითადად იყოს ერთი ერთეული და საწყისი დრო 15:00-ს მაგივრად 0. გიორგის მისვლის დრო დავიტანოთ x ღერძზე კოტესი y-ზე. მაშინ ნახაზზე გამოსახული კვადრატის ნებისმიერი წერტილი წეგვიძლია გავაიგივოთ გიორგის და კოტეს ადგილზე მისვლის შესაძლო დროებთან(ხდომილობებთან). ეხლა ჩვენ გვინდა ამ ხდომილობებიდან გავზომოთ ისინი რომელიც "გვაწყობს". ვთქვათ გიორგი მივიდა უფრო ადრე ანუ x(გიორგის მისვლის დრო)<y(კოტეს მისვლის დრო) მაშინ თუ y<=x+1/3 ისინი შეხვდებიან(რაგდან პირობის თანახმად გიორგი 20 წუთი ელოდება და 20წთ=1/3სთ) . მოცემულ კვადრატში ზუსტად მუქ ნაცრისფრად გაფერადებული ტოლფერდა ტრაპეციის წერტილები აკმაყოფილებენ ამ ორ პირობას შესაბამისად ამ ტრაპეციის ფართობი არის მათი შეხვედრის ალბათობის ტოლი იმ შემთხვევაში როცა გიორგი მივა ადრე და ანალოგიურად ღია ნაცრისფრად გამუქებული ტოლფერდა ტრაპეციის ფართობი არის მათი შეხვედრის ალბათობის ტოლი იმ შემთხვევაში როცა კოტე მივა ადრე. საბოლოო ალბათობა არის ამ ორი ალბათობის ჯამი. (იმის ალბათობა რომ ორივე ერთდროულად მივა არის კვადრატის დიაგონალის ფართობის ტოლი რაც 0-ა ამიტომ ამ ვარიანტს ცალკე აღარ განვიხილავ.). მუქი ტრაპეციის ფართობი = 1/2-1/2*2/3*2/3=5/18. ღია ტრაპეციის ფართობი=1/2-1/2*5/6*5/6=11/72. საბოლოო პასუხი გამოდის 5/18+11/72=31/72.

პ.ს ერთი საათის შემდეგ შეხვედრა აღარ განიხილება რადგან ამოცანის პირობებით მათი შეხვედრა უნდა მოხდეს ერთი საათის შუალედში, შესაბამისად იმის იქით რა ხდება აღარ გვაინტერესებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველი კვადრატის ზომა ანუ ფართობი არის 1. თU კვადრატის ფართობი იქნებოდა S და მუქი და ღია ნაცრისფერი ტრაპეციის ფართობბები S1 და S2 მაშინ საბოლოო პასუხი იქნებოდა (S1+S2)/S.

თუ რამე კითხვებია გამოუშვი

Posted by: CutOffHands 6 Sep 2022, 16:03
gaucho

up.gif

ძაან ლამაზად ამოხსენი <3


ჩემი ამოხსნა თუ წაიკითხე შემთხვევით (თუ არ წაგიკითხავს, არ შეწუხდე, არაა აუცილებელი), რას ფიქრობ, არასწორია და შემთხვევით მივიღე სწორთან მიახლოებული პასუხი, თუ პრინციპულად სწორია და შეიძლება რამე გამოთვლა შემეშალა?
(შენი ამოხსნა რომ ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მოხერხებული და ელეგანტურია, თქმა არ უნდა)

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 16:03
gaucho
O M G!
ყოჩაღ, მე ვერც მოვიფიქრებდი ასეთ რამეს.
ძალიან დიდი მადლობა. love.gif love.gif love.gif

ერთადერთი, ვერ გავიგე, რატომ სრულდება y = x + 1/3 და y = x - 1/6 ტოლობები.
დანარჩენი, ყველაფერი გასაგებია.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. <3

* * *
CutOffHands
შენი ამოხსნაც ძალიან დამეხმარა. უღრმესი მადლობა. <3
მეც რთული გზით ვარ მიჩვეული ამოხსნებს და მასწავლებელი ტვინს ბურღავს ხოლმე მაგის გამო.
ის ამოცანა, რომელიც ჩვეულებრივად იხსნება, შეიძლება ბიკვადრატული განტოლებით გავაკეთო, ისე ვართულებ ხოლმე. sad.gif

Posted by: gaucho 6 Sep 2022, 16:22
CutOffHands
lanasuch4
მე არაფერი მომიგონია biggrin.gif

კლასიკური გზაა ზოგიერთი ალბათობის ამოცანის ამოსახსნელად როცა უწყვეტ სიდიდეებთან გვაქვს საქმე.

CutOffHands

ეხლა გადავხედე შენს პოსტს ბოლომდე არ გავსულვარ მაგრამ თავიდანვე ეს:
QUOTE
15:01: შანსი რომ გიორგი ამ დროს მივა არის 1/60; შანსი რომ კოტე მომდევნო 20 წუთში მივა, არის 20/60; შეხვედრის შანსი 20/3600

მგონი შეცდომაა.

ვვარაუდობ, რომ 15:01-ში იგულისხმება ერთი მთლიანი წუთი 15:01.00-დან 15:02.00-მდე, მაშინ კი არის გიორგის მაგ დროს მისვლის შანსი 1/60 მაგრამ იმ დაშვებით რომ გიროგი ადრე მიდის კოტეს მომდევნო 20 წუთში მოსვლის შანსი უკვე 20/60ის მაგივრად 20/59-ა. შესაბამისად შეცდომები გაქვს შემდეგ წუთებზეც.
* * *
lanasuch4
QUOTE
ერთადერთი, ვერ გავიგე, რატომ სრულდება y = x + 1/3 და y = x - 1/6 ტოლობები.

როგორც ვთვქით, ვთქვათ გიორგი მივიდა ადრე და x დროს (ეს ნიშნავს რომ x<y) მაშინ თუ კოტეს მისვლის დრო y<=x+1/3 ისინი შეხვდებიან . ანუ გვაწყობს სიმრავლე x<y და y<=x+1/3. ეს სიმრავლე რომ იპოვო უნდა გაავლო y=x და y=x+1/3 წრფეები და მათ შორის რაც მოხვდება ეგაა ზუსტად მუქი ტრაპეცია.

ანალოგიურად თუ სიტვყაზე კოტე მივიდა ადრე ანუ y<x მაშინ თუ გიორგის მისვლის დრო x<=y+1/6 მაშინ შეხვდებიან. ესეიგი გვჭირდება y=x და y=x-1/6 წრფეებს შორის სიმრავლე.

თუ კიდე გაუგებარია, არ მოგერიდოს mad.gif biggrin.gif

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 16:32
gaucho
ვაუუ. კომაროვს ახასიათებს ეგეთი რაღაცები. წინაზეც დავდე ერთი პოსტი. მრავალწევრის მრავალწევრზე გაყოფას ეხებოდა და არც კი წარმომედგინა, ქვეშმიწერით თუ იყოფოდა. ამ მეთოდთან დაკავშირებითაც იგივე შემიძლია ვთქვა, ალბათ, სკოლაში არ ასწავლიანsmile.gif
* * *
არაა, აღარაა გაუგებარი, დიდი მადლობა. <3

Posted by: gaucho 6 Sep 2022, 16:44
lanasuch4
მე კომაროველი არ ვარ მაგრამ მაქაურობას დიდ პატივს ვცემ.

მრავალსწევრების გაყოფაც და ალბათობის ამოცანების გეოემტრიული მეთოდით ამოხსნა მეც არ მისწავლია სკოლაში. ასწავლიან თუ არა კომაროვში მაგ მეთოდებს არ ვიცი მაგრამ კარგი სასკოლო ამოცანის ერთ-ერთი მთავარი მუღამი ჩემი აზრით ზუსტად ეგაა, რომ მარტივად ჩამოსაყალიბებელი ამოცანით გაფიქროს უფრო ღრმად. ეგ მეთოდები ვინც მოიფიქრა იმასაც არავისგან უსწავლია თავის დროზე, უბრალოდ დასჭირდა და მიხვდა. შენც თუ იფიქრებ მაგაზე ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა გამოგივა თუ არა ნაწვალები რომ გექნება ტვინი მაგაზე, მერე ახსნისლსაც გაცილებით ადვილად გაიგებ და მერე უკვე რაღაცეებს შენ თვითონაც მიხვდები wink.gif

წარმატებებ მოკლედ, გამოუშვი ხოლმე თუ კიდე იქნება რამე, ჩვენც გავერთობით mad.gif

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 16:52
gaucho
love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: CutOffHands 6 Sep 2022, 17:03
gaucho
QUOTE
მგონი შეცდომაა.

ვვარაუდობ, რომ 15:01-ში იგულისხმება ერთი მთლიანი წუთი 15:01.00-დან 15:02.00-მდე, მაშინ კი არის გიორგის მაგ დროს მისვლის შანსი 1/60 მაგრამ იმ დაშვებით რომ გიროგი ადრე მიდის კოტეს მომდევნო 20 წუთში მოსვლის შანსი უკვე 20/60ის მაგივრად 20/59-ა. შესაბამისად შეცდომები გაქვს შემდეგ წუთებზეც.

კი, მემგონი შეცდომაა, მივხვდი ახლა რასაც ამბობ.

QUOTE
მე არაფერი მომიგონია

გასაგებია, მაგრამ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინე biggrin.gif

Posted by: lanasuch4 6 Sep 2022, 17:12
CutOffHands

[quote] გასაგებია, მაგრამ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინე

ვადასტურებ
* * *
მგონი მკვდარი თემა გავაცოცხლეთ. love.gif love.gif

Posted by: Irakli 7 Sep 2022, 15:46
lanasuch4
CutOffHands
სანამ მე მოვიცალე, თქვენ კი ამოგიხსნიათ უკვე biggrin.gif რამე თუ კიდევ არაა ცხადი, მითხარით.


* * *
gaucho
შენი ამოხსნა გაცილებით უფრო ელეგანტურად გამოიყურება up.gif

მე კომბინატორიკით დავიწყე და მივიღე ჯამები, რომლითაც კი მიიღებ მაგ პასუხს, მაგრამ გაცილებით მეტი არითმეტიკაა.

Posted by: lanasuch4 7 Sep 2022, 19:03
Irakli
არაა, გმადლობ, აღარ მაქვს კითხვები. <3

Posted by: lanasuch4 11 Sep 2022, 12:10
სალამი. ახალი კითხვით დავბრუნდიsmile.gif
მოცემულია ოთხკუთხედი, რომლის დიაგონალები ვიცით. ამ დიაგონალების გატარებით ხომ მივიღეთ 4 სამკუთხედი? ხოდა თითოეულში პოულობენ მედიანების გადაკვეთის წერტილებს და აერთებენ ისე, რომ ოთხკუთხედი მივიღოთ.
როგორ უნდა ვიპოვოთ მიღებული ოთხკუთხედის პერიმეტრი? 2 სთ-ია ტვინს ვიჭყლეტ...

აი, დაახლოებით ასეთი ნახაზი მიიღება რა. M, N, P და K ამ სამკუთხედთა მედიანების გადაკვეთის წერტილებია. ოთხკუთხედის სახეც დაკონკრეტებული არაა, მხოლოდ დიაგონალები ვიცით. ვეძებთ MNPK ოთხკუთხედის პერიმეტრს.

თუ ეს უფრო დაგვეხმარება, დავაკონკრეტებ, რომ AC=24 და BD=30
* * *
ბოდიში, ფორუმელებო, ნამეტანი შეწუხება გამომდის, მაგრამ ამ ამოცანამაც არ მომასვენა...
ვერ დავიძინებ, ეს რომ არ გავაკეთო...
ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ ვერაფრით ამოვხსენი, რა არ ვცადე...
user posted image
* * *
gaucho
Irakli
CutOffHands

ხალხო, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ და გთაგავთ, მაგრამ აბაზანის ამოცანას ვერაფერი მოვუხერხე, ლამის გამაგიჟა...

Posted by: Irakli 12 Sep 2022, 14:46
lanasuch4
პასუხი 1 წთ-ია

ამისათვის, უნდა მიხვდე რომ ცხელი და ცივი წყ ლის ონკანები 1 წთ-ში აუზის რა წილ მოცულობას ავსებს. თუ ცხელი ავსებს აუზს მთლიანად 17 წთ-ში, ხოლო ცივი 23 წთ-ში, მაშინ 1 წთ-ში ცხელი წყალი ავსებს აუზის 1/17-ს, ხოლო ცივი 1/23-ს

ეხლა ვთქვათ ცხელი წყალი იყო ღია x წუთი, ხოლო ცივი y წუთი, მაშინ, ცხელი წყ ლის წილი აუზში იქნება x/17, ხოლო ცივის y/23, ამათი ჯამი ერთად იქნება მთლიანი აუზის მოცულობა, ანუ 1 მთელი, და შესაბამისად გაქვს ორი განტოლება

x/17 + y/23 = 1
ხოლო x/17 = (1.5)*(y/23) პირობის თანახმად, რადგან პირობა გეუბნება რომ აუზში ცხელი წყ ლის წილი 1.5-ჯერ მეტია ცივისაზე.

გაქვს ორი უცნობი და ორი განტოლება, აქედან ამოიხსნება y=9.2 და x=10.2 წთ, განსხვავება კი 1 წუთია.

Posted by: lanasuch4 12 Sep 2022, 15:15
Irakli
უჯიგრესს... შენი ძალიიანნნნ მადლიერი ვარ, რომ ასე მეხმარები.

თუ ზედმეტ ნაგლობაში არ ჩამომართმევ, იქნებ მედიანების ამოცანაზედაც მითხრა ფორმულა. როგორც მე გამოვთვალე, დიაგონალების ჯამის 2/3-ია პერიმეტრი, მაგრამ ვერ ვამტკიცებ...

Posted by: Komponent 12 Sep 2022, 16:42
მგონი ქართული არ ვიცი კარგად, სიტყვა-"გავსებისას" ორაზროვნად მესმის, გავსების პერიოდში და გავსების მომენტში. ერთაზროვნად უნდა მესმოდეს? მასეთი სიტყვები მგონი ამოსაღებია საერთოდ.

Posted by: lanasuch4 12 Sep 2022, 16:51
Komponent
მეც ძალიან ორაზროვანი მომეჩვენა ამოცანა.
ირაკლის მსგავს განტოლებას ვწერდი, ოღონდ რაღაც მაკლდა, რითაც არასწორი პასუხი გამოდიოდა.
ამ მედიანების ამოცანასაც ვერაფერი გავუგე. არ ვიცი, ასეთი მწირი მონაცემებით როგორ ამოვხსნა...

Posted by: Komponent 12 Sep 2022, 17:08
lanasuch4
მედიანებზე მეც რთულად მომეჩვენა, თუ ვერ ამოიხსნა, მერე შეიძლება ჩავუჯდე კიდეც, არ მცალია ჯერჯერობით.

Posted by: lanasuch4 12 Sep 2022, 17:14
Komponent
კიი, მართლა რთულია. ვითომ მე-8 კლასის მასალაა, მაგრამ ნამდვილად არ ჰგავს ეს მე-8 კლასისასsmile.gif))))

Posted by: gaucho 12 Sep 2022, 19:45
lanasuch4
ნახაზზე E და F იყოს შესაბამისად ABO და CBO სამკუთხედების მედიანების გადაკვეთის წერტილები. N არის BO მობაკვეთის შუა წერტილი. რომელი ოთკუთხედის პერიმეტრიც უნდა ვიპოვოთ იმის ერთ-ერთი გვერდი გამოდის EF. იმედია გახსოვს, რომ მედიანების გადაკვეთის წერტილით სამკუთხედის თითოეული მედიანა იყოფა 2/1 შეფარდებით. ანუ AN=3*EN და CN=3*FN. გამოდის EN/NF=AN/NC და რადგან ANC და ENF სამკუთხედებში N კუთხე საერთოა ე.ი ANC და ENF სამკუთხედები მსგავსია და მსგავსები კოეფიციენტი არის 3(ან 1/3 როგორც გინდა ისე თქვი). ესეიგი EF.=AC/3. იმ ოთხკუთხედს, რომლის პერიმეტრსაც გვეკითხებიან EF-ის გარდა აქვს კიდევ სამი გვერდი და ზუსტად ანალოგიური მსჯელობით გამოვა რომ დარჩენილი სამი გვერდიდან ერთი AC/3-ის ტოლია ხოლო ორი BD/3-ის. საბოლოო პასუხი იქნება 2/3*(AC+BD).

აბა გაიაზრე და თუ რამე ჩამეკითხე mad.gif

Posted by: lanasuch4 12 Sep 2022, 19:50
gaucho
გაიხარე. ახლავე წავიკითხავ კარგად და მოგწერ, თუ რამე. <3
კი, მედიანების თვისება და ყველანაირი თეორია სამკუთხედების ელემენტების შესახებ მახსოვს. <3
* * *
არაა, არ მაქვს შეკითხვა. გაიხარე <3
სხვათა შორის, მსგავსება მე-9 კლასში ისწავლება, ბათ კომაროვი...
* * *
დიდი დიდი დიდი დიდი დიდი მადლობა <3

Posted by: lanasuch4 16 Sep 2022, 21:54
სალამი.
user posted image
ამის ადვილი გზით გამოთვლა როგორ შეიძლება? მილიონნაირად დავაკვირდი, ბევრ გზას მივაკვლიე, მაგრამ ყველა გზით რთულად გამოდიოდა და თან ბოლოში არასწორად...
ფრჩხილებს გარეთ გატანით თუ წავალთ, გარეთ გატანილი 5-ის ხარისხი იკლებს, შიგნით 5-ის ხარისხი იმატებს და 4-ის ხარისხების მაჩვენებლებიც იზრდება და რაოდენობაშიც იზრდება...
თითქოს გამოდის ასე, მაგრამ ბოლოში პასუხი არ გამოდის სწორად.
თუ ვინმე შეძლებთ, დამეხმარეთ.

Posted by: gaucho 17 Sep 2022, 11:25
lanasuch4
-(5^21)- მდე ჯამს შეხედე როგორც გეომეტრიულ პროგრესიას a=5^20 , q= 4/5. გამოიყენე გეომეტრიული პროგრესიის ჯამის ფორმულა და გამოვა.

თუ გეომეტრიული პროგრესია ჯერ არ იცი რა არის იგივე ჯამი(ანუ რაც გამოსახულებაშია ოღონდ -(5^21) ის გარდა) გაამრავლე (5-4)-ზე. ერთის მხრივ რადგან 5-4=1 ნამრავლი იგივე უნდა დარჩეს მაგრამ მეორეს მხრივ თითოეულ წევრს თუ გაამრავლრბ ჯერ 5ზე და მერე გამოაკლებ თითოეულ წევრს გამრავლებულს 4ზე ნახავ რომ ბევრი რამე გაბათილდება.

აბა შეეცადე თუ გაიგე რა მოგწერე გამოგივა ადვილად.

Posted by: lanasuch4 17 Sep 2022, 11:29
gaucho
აუცილებლად ვცდი მეორე ხერხით. გეომეტრიული პროგრესია ჯერ არ მისწავლია))
უღრმესი მადლობა ❤️❤️
* * *
gaucho
გამოვიდა finally
user posted image

Posted by: slayestmf 24 Sep 2022, 16:14
როგორ დავთვალო 35-10x^2+6xy-y^2+4x გამოსახულების უდიდესი მნიშვნელობა? (^ ხარისხის დასაწერად გამოიყენება)

Posted by: gaucho 25 Sep 2022, 11:37
slayestmf
35-10x^2+6xy-y^2+4x=35-x^2-9x^2+6xy-y^2+4x=35-x^2-(3x-y)^2+4x=-x^2+4x+35-(3x-y)^2. მგონი არაა ძნელი დასანახი, რომ max(-x^2+4x+35-(3x-y)^2)=max(-x^2+4x+35) რადგან -(3x-y)^2 გამოსახულება ყოველთვის ნაკლებია ან ტოლი 0-ზე იმიტომ, რომ (3x-y)^2 არაუარყოფითია. შესაბამისად მარტო -(3x-y)^2ის უდიდესი მნიშნელობაა 0 რომელიც მიიღწევა მაშინ როცა y=3x. ახლა შევხედოთ -x^2+4x+35 რომელიც არის x-ის კვადრატული ფუნქცია, რადგან x^2-თან მდგომი კოეფიციენტი უარყოფითია ამ ფუნქციის გრაფიკი არის პარაბოლა შტოებით ქვემოთ, ანუ ამ ფუნქციის უდედსი მნიშვნელობა მიიღწევა პარაბოლის წვეროში. პარაბოლი წვეროს x კოორდინატი არის 2. შესბამისად გამოდის, რომ მთლიანი გამოსახულების მაქსიმუმი, მიიღწევა x=2 და y=6 წერტილში.

max(35-10x^2+6xy-y^2+4x)=max(-x^2+4x+35-(3x-y)^2)=max(-x^2+4x+35) =39.

რამე თუ გაუგებარია გავარჩიოთ.

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 12:02
gaucho
მადლობა დიდი, მაგრამ პასუხში 39 წერია და სპეციალური კალკულატორითაც 39 არის პასუხი.
აბა, გადავხედავ, თუ სადმე მექანიკურად აგერია რამე, ჩავასწოროთ და მგონი, გამოვა.

Posted by: gaucho 25 Sep 2022, 12:18
slayestmf
კი 39ია, შემეშალა.

QUOTE
max(-x^2+4x+35) =47.



მსჯელობის მიხედვით პასუხის მისაღებად მონიშნულ გამოსახულებაში უნდა ჩავსვად x=2 და გამოდის -4+8+35=39, მე -4+16+35 ვიანგარიშე biggrin.gif facepalm.gif

ჩავასწორებ. ისე თუა რამე გაუგებარი?

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 12:18
gaucho
ბოლოში დავუშვით შეცდომა. -x^2+4x+35=-(x-2)^2+39 და ამ გამოსახულების მაქს. მნიშვნელობა იქნება 39.
დიდი მადლობა. <3
* * *
gaucho
აჰაჰაჰ, ერთ დროს დავწერეთ.
არა, ყველაფერი გასაგებია.
უღრმესი მადლობა. <3

Posted by: tyvia 25 Sep 2022, 12:51
როცა რიცხვი თავის კვადრატზე მეტია რა შეიძლება იყოს მათ შორის ყველაზე დიდი სხვაობა?

Posted by: gaucho 25 Sep 2022, 12:58
tyvia
x>x^2 ე.ი x-x^2>0 და როგორც გავიგე შენ გაინტერესებს ამ გამოახულების მაქსიმალური მნიშვნელობა. ანუ max(x-x^2). slayestmf-ის მაგალითის მსგავსად x-x^2 ფუნქციის გრაფიკი არის პარაბოლა შტოებით ქვემოთ და მაქსიმუმს აღწევს პარაბოლის წვეროში. წვეროს x კოორდინატია 1/2. შესაბამიად, შენ კითხვაზე პასუხი=max(x-x^2)=1/2-1/4=1/4.

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 14:06
tyvia
gaucho
ზუსტად ეგრე გავაკეთე, ოღონდ სრული კვადრატის გამოყოფის მეთოდით :დ
-x^2+x=-(x-0,5)^2-0,25, 0<x<1
ეს გამოსახულება მინიმალურ მნიშვნელობას მიიღებს, როცა x=0,5, რადგან 0<x<1 უტოლობა სრულდება და სხვა შემთხვევებში უფრო დიდი მნიშვნელობა გამოგივა და ამიტომაა საჭირო მარცხენა მხარის განულება (უფრო პატარას თუ აიღებ ან უფრო დიდს, ზრდას დაიწყებს და ჩვენ შუალედური "გვაწყობს")
0,5-0,5^2=0,25

Posted by: tyvia 25 Sep 2022, 15:17
gaucho
slayestmf

მასეა, გამოდის რომ X^2-ის და X-ის სხვაობის გრაფიკი რომ წარმოვიდგინოთ ძალიან უცნაური ფორმა ექნება
გაუგებარია რატომ უნდა იყოს მისი წვერო მაინდამაინც X ღერძის 0.5-ის და Y ღერძის -0.25-ის გადაკვეთის წერტილებში
ანუ დღევანდელ მათემატიკაში ამის მიზეზი გასაგებია მაგრამ რამდენად სწორად შევთანხმდით რომ ასე ყოფილიყო ეგ არ ვიცი

Posted by: gaucho 25 Sep 2022, 16:16
tyvia
QUOTE

მასეა, გამოდის რომ X^2-ის და X-ის სხვაობის გრაფიკი რომ წარმოვიდგინოთ ძალიან უცნაური ფორმა ექნება

პარაბოლაა, ვიზუალურად საკმაოდ ადვილი წარმოსადგენი.

x-x^2=x(1-x) ანუ გამოდის ამ გამოსახულების მნიშვნელობა არის მართკუთხედის ფართობის ტოლი რომლის სიგრძეა x და სიგანე 1-x.

ჩვენ ფაქტიურად ვაჩვენეთ, რომ თუ გვაქვს მართუკთხედთა სიმრავლე რომელთა პერიმეტრი დაფიქსირებულია, (ჩვენ შემთხვევაში გამოდის 2*(x+1-x)=2) მათგან ყველაზე დიდი ფართობი ყოველთვის აქვს კვადრატს.

სხვანაირად რომ გამოდიოდეს ის უფრო უცნაური არ იქნებოდა?

Posted by: tyvia 25 Sep 2022, 17:12
gaucho

უცნაური სხვა რამეა
უსასრულობიდან რომ მოვყვეთ და ყველა რიცხვის კვადრატის და ამ რიცხვის სხვაობა რომ წარმოვიდგინოთ გრაფიკი ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვა, 1-თან 0-ს გაუტოლდება და 0.5-ის გასწვრივ თავის წვეროს მიაღწევს
ხოდა რატომ არის 0.5 ასეთი მაგიური ადგილი? givi.gif
მეორე მხრივ ისიც რთული სათქმელია სხვანაირად როგორ უნდა იყოს

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 17:28
tyvia
როცა ამოცანის ამოხსნის სისწორეში ეჭვი გეპარება, შეგიძლია ასე შეამოწმო:
რიცხვის კვადრატი რომ თავად ამ რიცხვზე მეტი იყოს, მაშინ ეს რიცხვი უნდა იყოს 0-სა და 1-ს შორის მოთავსებული წილადი/ათწილადი. ეს გასაგებია.
მოსინჯე აბა, ერთი 5 ცალი ათწილადი (გინდაც წილადი, not important)
მაგ: 0,7; 0,6; 0,25; 0,11; 0,34...
ნუ, რომელიც გინდა და შეაფასე სხვაობები.
აუცილებლად დაინახავ, რომ უდიდესი სხვაობაა 0,25.
პარაბოლით და კვადრატული ფუნქციით სპეციალურად არ ვიმსჯელე, უფრო იგივური გარდაქმნები გამოვიყენე, რომ უფრო ნათელი ყოფილიყო.

gaucho

თქმა დამავიწყდა, @lanasuch4-ის აქაუნთი დავკარგე და ეს ჩემი ახალი აქაუნთია :დ

Posted by: tyvia 25 Sep 2022, 17:35
slayestmf

lol.gif
არ მითქვამს ეჭვი მეპარება მეთქი biggrin.gif
პირველივე სიტყვით დაგეთანხმეთ, მასეა მეთქი და მერე სხვა რაღაც დავწერე

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 17:39
tyvia
ნუ, არა უშავს, საკმაოდ დამაფიქრებელი ამოცანაა.
წარმატებას გისურვებ. love.gif

Posted by: tyvia 25 Sep 2022, 17:50
slayestmf

ასევე

....................

Posted by: gaucho 25 Sep 2022, 18:33
tyvia
QUOTE
უსასრულობიდან რომ მოვყვეთ და ყველა რიცხვის კვადრატის და ამ რიცხვის სხვაობა რომ წარმოვიდგინოთ გრაფიკი ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვა, 1-თან 0-ს გაუტოლდება და 0.5-ის გასწვრივ თავის წვეროს მიაღწევს
ხოდა რატომ არის 0.5 ასეთი მაგიური ადგილი?

x(1-x)=0 განტოლების ამონახსნებს, ანუ 0-ის და 1-ის შუაშია და იმიტომ. x და (1-x) 1/2 -სგან თანაბრად დაშორებული რიცხვებია სხვადასხვა მხარეს. თუ ეს დაშორება 0-ია მაშინ ნამრავლი იქნება მაქსიმალური იმიტომ, რომ თუ შემოვიღებთ x=1/2-y აღნიშვნას გვექნება x(1-x)=(1/2-y)(1/2+y)=1/4-y^2 ცხადია ის ფუნქცია ყველაზე დიდია როცა y=0.

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 18:36
gaucho
გეთანხმები. შენი ამოხსნები ძალიან მომწონს ყოველთვის და მეც ძალიან დამეხმარეsmile.gif love.gif love.gif

Posted by: tyvia 25 Sep 2022, 19:26
gaucho

0-ის და 1-ის შუაში რომაა და არა რიცხვითი ღერძის ცენტრში მაგას ვამბობ
ცოტა უხეშად რომ თქვად ტაქტიკურად გამართული და სწორია ყველაფერი მაგრამ ცოტა გვერდიდან თუ შევხედავთ, სტრატეგიულად, რაღაც კითხვები გაჩნდება
არის პარაბოლა მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობამდე და წვერო აქვს რატომღაც 0.5-თან

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 20:15
tyvia
gaucho
უი, მაგაზე გამახსენდა.
რაღაც წიგნში ვნახე კითხვა:
"არსებობს თუ არა კვადრატული ფუნქცია, რომლის განსაზღვრის არეა მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობამდე"
კვადრატული ფუნქციის ზოგადი სახეა y = ax^2+bx+c და ვფიქრობ, არსებობს კი არა, ყველა ეგეთია
ამ დროს ვშლი წიგნში პასუხების გვერდზე და არაოsad.gif
განმანათლეთ, გთხოვთ...

Posted by: gaucho 25 Sep 2022, 20:46
slayestmf
განსაზღვრის არე ნამდვილად მთელი ღერძია. აი მნიშვნელობათა არე იქნება აუცილებლად ზემოდან ან ქვემოდან შემოსაზღვრული წვეროში მნიშვნელობით.

მაგაში ჰო არ გერევა? ან უბრალოდ შეცდომა იყო

Posted by: slayestmf 25 Sep 2022, 21:06
gaucho
გადავამოწმე ახლა და მნიშვნელობათა არე ყოფილა. მადლობა <3[B][FONT=Impact]
* * *
ერთი ტუმბოს 9სთ და მეორე ტუმბოს 7სთ-ის მუშაობის შედეგად აივსო ავზის 31.25%. თუ პირველი იმუშავებდა 12სთ-ს, მეორე კი 14სთ-ს, აივსებოდა 60%-ით მეტი, ვიდრე პირველ შემთხვევაში. რა დროში აავსებს ავზს პირველი ტუმბო?
ასე ვხსნი:
ვთქვათ, პირველ ტუმბოს უნდა ემუშავა x სთ, ხოლო მეორეს - y სთ.
პირველმა იმუშავა 9 სთ, ამიტომ აავსო ავზის 9/x ნაწილი.
მეორემ იმუშავა 7 სთ, ამიტომ აავსო ავზის 7/y ნაწილი.
ამ ნაწილების ჯამი უნდა იყოს 5/16 (31,25%=5/16)

მეორე შემთხვევაში, პირველმა იმუშავა 12 სთ და გაავსო 12/x ნაწილი
მეორემ იმუშავა 14 სთ და გაავსო 14/y ნაწილი.
ამ ნაწილების ჯამი უნდა იყოს 73/80 (31,25%+60%=91,25%=73/80)

მივიღეთ წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემა:
9/x+7/y=5/16
12/x+14/y=73/80
საიდანაც, x = -5 და y-ს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს...

ჰელფფ, სად ვუშვებ შეცდომას/შეცდომებს.

Posted by: gaucho 26 Sep 2022, 22:09
slayestmf
QUOTE
თუ პირველი იმუშავებდა 12სთ-ს, მეორე კი 14სთ-ს, აივსებოდა 60%-ით მეტი, ვიდრე პირველ შემთხვევაში

აქ ალბათ იგულისხმება რომ თუ პირველ შემთხვევაში აავსო x(ჩვენ შემთხვევაში 5/16) მეორე შემთხვევაში აავსებდა x+x*60/100. შენ რაც იგულისხმე ის შეუძლებელია. იმიტომ, რომ თუ 9 და 7 საათში 5/16 აავსო 18 და 14 საათში(ორივე ტუმბოს მუშაობის დრო ორზე გავამრავლე) აავსებდა 10/16-ს რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე 73/80. შესაბამისად 12 და 14 საათში 73/80-ს ვერანაირად ვერ გაავსებდა, თუ"ნაპორი" არ მოუმატეს biggrin.gif

მიხვდი? biggrin.gif

Posted by: slayestmf 26 Sep 2022, 22:14
gaucho
კი, მივხდი და მაშ, როგორ ამოვხსნათ ეს ამოცანა?
აქვე შესწორება: x = -480/23 (-5 მეწერა), მაგრამ მაინც უარყოფითია და doesn't matter...

Posted by: gaucho 26 Sep 2022, 22:29
slayestmf
9/x+7/y=5/16
3/x+7/y=(5/16)*(60/100)=3/16

მეორე ტოლობა საიდან მოვიდა ხვდები? (12-9)3 საათით თუ იმუშავებს პირველი ტუმბო და (14-7)7 საათით მეორე მაშინ პირველ შემთხვევაში რამდენიც აივსო იმის 60% აივსება.ზუსტად ამ წინადადების მათემატიკური ჩანაწერია მეორე ტოლობა.

ახლა სიმარტივისთვის პირველ ტოლობას გამოაკელი მეორე. გექნება: 6/x=2/16=1/8. გამოდის x=48.

y- ის გამოთვლა არც კი დაგვჭირდა bis.gif

Posted by: slayestmf 26 Sep 2022, 22:30
gaucho
SLAYED IT.
ძალიან დიდი მადლობა. <3

Posted by: gaucho 26 Sep 2022, 22:41
slayestmf
კი. მაგრამ მაშინ მეორე განტოლება იქნება 12/x + 14/y =1/2.

თუ გინდა ეგრე ჩაწერე, პასუხი იგივე გამოვა ეგ წესით უნდა მიხვდე რატო.


Posted by: slayestmf 26 Sep 2022, 23:29
gaucho
რა თქმა უნდა ვხვდები, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. <3

Posted by: slayestmf 29 Sep 2022, 16:15
მეგობრებო, ამჯერად ასეთ რაღაცაში მჭირდება დახმარება:
ვთქვათ, მოცემულია მაღალი ხარისხის განტოლება.
მაგალითად, x^4 - 14x^3 + 71x^2 - 154x + 120 = 0
და ვიცი მიახლოებითი პრინციპი, რომ უნდა გამოვიყენო მრავალწევრის მრავალწევრზე გაყოფა (ვიცი, როგორც ხდება ეს გაყოფა)
და ამ განტოლების ფესვები 120-ის გამყოფებში უნდა ვეძიო სინჯვის ხერხით (მგონი) და ისე გავყო ეტაპობრივად ეს მრავალწევრი?
რამე ადვილი გზა არ არსებობს, ფესვების შესაძლო არეალის გასაგებად?
120-ს საკმაოდ ბევრი გამყოფი აქვს და ასე უნდა ვიტანჯო, თუ რამე არსებობს?...

Posted by: Irakli 29 Sep 2022, 17:33
slayestmf
ბინომიალური გაშლის ფორმულები შეგიძლია გამოიყენო სრული კვადრატების გამოსაყოფად, მაგრამ ასე ისევ რთულია გამოყვანა. სრულ კვადრატებამდე კი როგორც ვხედავ არ ივსება მარტივად ეს გამოსახულება.

ყველაზე უტყუარი მეთოდი მაინც მრავალწევრზე გაყოფის მეთოდია. დაშალე 120 მარტივ მამრავლებად და დაიწყე (x-a) მრავალწევრებად გაყოფა. ერთ-ერთი მარტივი მამრავლი არის 2. დაიწყე x-2 გაყოფა და ნელ-ნელა დაგიჯდება მემგონი წევრები.

Posted by: slayestmf 29 Sep 2022, 18:02
Irakli
ბინომიალური განაშალი რა ხილია, ჯერ არ მისწავლია :დ
მადლობა, გაიხარე. თურმე მამრავლებად უნდა დამეშალა და მე მეგონა, ყველა გამყოფი უნდა მომესინჯაsad.gif

Posted by: gaucho 29 Sep 2022, 18:23
slayestmf
თხოვნა იქნება ამოცანა სრულად დადე ხოლმე. ან სრულად თუ არა გასაგებად მაინც. რა არის პირობა და რა კითხვა.

არეალი გაინტერესებს თუ ზუსტი ამონახსნები? რამე ინფორმაცია გაქვს ამონახსნები მთელი რიცხვები უნდა იყოს თუ არა?

საბედნიეროდ ამ შემთხვევაში მთელი რიცხვებია ამონახსნები და "კარგადაა" საქმე და ირაკლიმ რაც დაგიწერა ისე გამოდის.

Posted by: Bunuel 29 Sep 2022, 19:33
slayestmf
ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს პოლინომის ფესვებების მიახლოებით დასადგენად.
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_algorithms#Root_finding აქ შეგიძლია ნახო რამდენიმე მეთოდი.
მათ შორის ალბათ ყველაზე მარტივია ბისექციის მეთოდი. უამრავი ინფორმაცია შეგიძლია ნახო ინტერენტში.
https://en.wikipedia.org/wiki/Bisection_method

Posted by: slayestmf 29 Sep 2022, 20:31
Bunuel
მადლობა, აუცილებლად დავათვალიერებ და ვისწავლი მეთოდებს. <3

* * *
gaucho
სრულად დავდე. ასე ვიკითხე: 120-ის ყველა გამყოფი მოვსინჯო-მეთქი, თუ რამე მეთოდი არსებობს ამ არეალის შესამცირებლად და ამოხსნის გამარტივებისთვის.
კი, 2, 3, 4 და 5-ია ფესვები. ეს განტოლება ისე, რანდომულად მოვიფიქრეsmile.gif (x-2)(x-3)(x-4)(x-5) ნამრავლი ვიპოვე და ავტვირთე, შესაბამისად, ვიცი, რა ფესვებიც აქვს ამ განტოლებასsmile.gif
ჩემი მიზანი იყო არა კონკრეტული რაღაცა განტოლების ამოხსნა, არამედ ასეთ განტოლებების ამოხსნის მეთოდების სწავლა თქვენი დახმარებით.
ეს განტოლება უბრალო მაგალითად გამოვიყენე.
მადლობა. love.gif love.gif love.gif

Posted by: gaucho 29 Sep 2022, 22:14
slayestmf

ოკ გასგებია biggrin.gif

ეგ სხვა საკითხია.. ზოგადი წესი არ არსებობს ეგეთი მაღალი ხარისხის განტოლებების ამონახსნების საპოვნელად.

მაგიტომ გამიკვირდა, მარტო მაგ პირობებით არ მგონია სკოლის მასალაში შეგვხედროდა. ისე თუ იცი რომ ამონახსნები აუცილებლად მთელი რიცხვებია კი მაშინ ეგრე გამყოფებს მიყვე აალბათ ყველას ჯობია. მაგრამ განტოლებას შეიძლება სულაც არ ქონდეს მთელი ფესვები და მაშინ ეგ მეთოდი არ გამოდგება. მოკლედ ეგეთ მაგალითებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე.

Posted by: slayestmf 29 Sep 2022, 22:21
gaucho
კი, აბსოლუტურად გეთანხმები. არამთელფესვიანი უფრო ხშირია, მაგრამ ეგრეც არ გვწირავენ ბავშვებს და მაგიტომ ვეძებ ხოლმე მთელ რიცხვებში ამონახსნს ასეთ განტოლებებში. აბა, მრავალწევრების გაყოფის გარდა, სხვა ხერხი არც ვიცით :დ

* * *
თემაში უჩვეულო აქტივობაა დღეს, რაც ძალიან მახარებსsmile.gif

Posted by: gaucho 29 Sep 2022, 22:48
slayestmf
თუ გახარებს მაშინ გავაგრძელოთ biggrin.gif

მოკლედ მსგავსი განტოლებებისთვის, როცა x-ის უდიდესი ხარისხი 3-ზე მეტია, ზოგადი და ზუსტი წესი ამონახსნების საპოვნელად არ არსებობს. იუზერმა Bunuel-მა რა ლინკებიც დადო თავადვე აღნიშნა, რომ იქ ლაპარაკია მიახლოებით და არა ზუსტ ამონახსენებზე. ამ ეტაპზე მაგ მეთოდების გარჩევას არ გირჩევდი, თუმცა შეიძლება რამე სასარგებლო ნახო, მაგრამ უმეტესად სკოლის მასალასაც ცილდება და ზოგადადაც ეგ მეთოდები უფრო გამოიყენება გამომთვლელი მანქანებისთვის. კომპიუტერს, მეხსიერების სასრულობის გამო, ისედაც არ შეუძლია ყველა რიცხვის ზუსტად ჩაწერა, ამიტომ "კარგი" მიახლოებით ამონახსნის პოვნა კომპიუტერისთვის და ხშირად რეალური პრობლემების გადასაწყვეტადაც საკმარისია.

Posted by: slayestmf 29 Sep 2022, 23:15
gaucho
კი, უფრო არ ვწვალობ ეგეთ განტოლებებზე და კალკულატორში ვუშვებ.
თუმცა, სულ მრჩება ხოლმე შეგრძნება, რომ რაღაც საკმარისად არ ვიცი და მაგიტომ ვკითხულობ აქ ასე ხშირად რაღაცებს.
შენ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებ. ❤️

Posted by: slayestmf 8 Oct 2022, 13:29
ისევ პასიურობაა ამ თემაში :დ
რამე თემა/ამოცანა შემოაგდეთ და გავარჩიოთsmile.gif

Posted by: tyvia 8 Oct 2022, 16:04
ეს ახსენით აბა


Posted by: slayestmf 8 Oct 2022, 20:35
tyvia
საქმე იმაშია, რომ დასაწყისშივე სიგრძე 7 რანაირად :დ
სიგრძეში გვერდების ჯამი იგულისხმება 3+4?
რა შუაშია საერთოდ?
აშკარად მაგაშია შეცდომა.

Posted by: tyvia 8 Oct 2022, 21:42
slayestmf

7 არის კიბის სიგრძე და რამდენი საფეხურიც არ უნდა დაუმატო მაინც იგივე დარჩება მიუხედავად იმისა რომ ნელ-ნელა ფორმით სწორ ხაზს დაემსგავსება
რატომ ხება ასე?
გასწორებულ მათემატიკაში ძალიან მარტივად იხსნება მაგრამ თქვენთან როგორ იქნება ეგ მაინტერესებს

Posted by: slayestmf 9 Oct 2022, 11:45
tyvia
3+4 არ უდრის 3^2+4^2-სsmile.gif that's all

Posted by: tyvia 9 Oct 2022, 13:07
slayestmf

ვერ გაიგე
კიბე რომ ჩავსვათ ჰიპოტენუზას ადგილზე მისი ზომა იქნება 7 და უსასრულო რაოდენობის საფეხური რომ დავუმატოთ სწორ ხაზს დაემსგავსება მიუხედავად იმისა რომ ზომა არ შეეცვლება

Posted by: slayestmf 9 Oct 2022, 15:29
tyvia
მაინც რაღაცა ნიტოა.
ერთ-ერთ წიგნში ვნახე, იპოვეთო შეცდომა და 5/6 იყო მილიონნაირად ახარისხებული და ბოლოს რაღაცა იპარებოდა და გამოდიოდა, რომ 5 იყო 6.
აქაც ეგეთი ან ილუზიის ამბავია.

Posted by: მუშმალა 9 Oct 2022, 16:26
user posted image
ამ ამოცანების ამოხსნაში ხომ ვერ დამეხმარებით? user.gif

Posted by: tyvia 9 Oct 2022, 16:57
slayestmf

კი ნიტოა, ამოცანაში არა ოღონდ
wink.gif

....................

Posted by: lanasuch4 9 Oct 2022, 19:24
მუშმალა
user posted image
* * *
ეს არის ჩემი მეორე აქაუნთი (წეღან ამით ვპოსტავდი: slayestmf)

Posted by: მუშმალა 9 Oct 2022, 20:19
lanasuch4
მადლობა, გაიხარე love.gif
მე-8 და მე-9 მასწავლებელმაც ვერ მიიღო პასუხი და თუ ვინმეს არ დაგეზარებათ იქნებ დაწეროთ ვერსიები, მგონი წიგნშია შეცდომა user.gif

Posted by: lanasuch4 9 Oct 2022, 20:34
მუშმალა
არაფრის <3
ჩავუჯდები და გამოგითვლი <3
* * *
მე-8 ასე ამოიხსნება:
Eპოტ=mgh=pVgh=8900 კგ/მ^3*5*10^-4 მ^3*10მ/წმ^2*10მ=445 ჯ
^-ხარისხი
* - გამრავლების ნიშანი
p (რო) - სიმკვრივე (ეს პე უფრო არის, ვიდრე რო, მაგრამ, ყველაზე მიახლოებული ესაა...)

გადაყვანა იცი, ხო, მოცულობის ერთეულების?
აღარ ავხსენი გარდაქმნაsmile.gif
* * *
მე-9 ამოცანაც უპრობლემოდ იხსნება:
ფორმულა ასეთი იქნება:
A=(Fწყლის წინააღმდეგობისა + mg)*h=(Fწყლის წინააღმდეგობისა + pvg)*h = (50ნ+1800 კგ/მ^3*5*10^-4მ^3*10 მ/წმ^2)*10მ=590 ჯ

mg - სიმძიმის ძალაა

Posted by: მუშმალა 9 Oct 2022, 21:05
lanasuch4
მადლობა დიდი, ხო წიგნში 172.5-ია მე-8-ს პასუხი და მე-9-ში 640, შეცდომითაა აშკარად.

Posted by: lanasuch4 9 Oct 2022, 21:08
მუშმალა
არაფრის ❤️ აქვე ერთი შესწორება: -135 ჯოული მიწერია და 135 ჯოული უნდა მეწეროს მე-7-ში და ფორმულაც პირიქით.
კი, ცდომილებაა არაა გამორიცხული. მე სიმკვრივეები ცხრილიდან ავიღე და მანდ არაა მითითებული.
წარმატებას გისურვებ და თუ რამე დაგჭირდეს, გამოუშვი. ❤️

Posted by: lanasuch4 22 Oct 2022, 14:44
ისევ ჩაკვდა თემაsad.gif
ჩამოყარეთ ამოცანები/იდეები/პროექტები მათემატიკასთან და ფიზიკასთან დაკავშირებითsmile.gif
* * *
BTW, ვისაც დაგჭირდებათ, პმ-ში მომწერეთ და ჩემს ინსტაგრამს მოგცემთ.
მე-9 კლასამდე ამოცანებში მოგეხმარებით, მათემატიკაშიც და ფიზიკაშიც.

Posted by: johnsonanduncle 22 Oct 2022, 15:56
სკოლაში რომ დავდიოდი ალგებრაში კარგი ვიყავი გეომეტრიაში არც ისე.

Posted by: lanasuch4 22 Oct 2022, 16:27
johnsonanduncle
მე თანაბრად ვარ ორივეში...

Posted by: chortivonaet 17 Nov 2022, 18:56
იქნებ ამომახსნევინოთ.
მილიონერი ორსულ მეუღლეს უტოვებს ანდერძს : თუ ბიჭი დაიბადა 21 მილიონიდან ბიჭს და 7 შენო. თუ გოგო დაიბადა 14 შენ და 7 გოგოსო. დაიბადება ტყუპი გოგო და ბიჭი. რამდენი შეხვდება ცოლს?

Posted by: kalekalebind 17 Nov 2022, 21:17
chortivonaet
პირობა ხომ იმას არ მოიაზრებს ორივე თუ გაჩნდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო მასეთ გარემოებებში

რთულია მე ვერ მივხვდი და მე რომ ვერ მივხვდი ესე იგი რთულია


Posted by: lanasuch4 19 Nov 2022, 18:33
ვერც მე გავიგე...
kalekalebind
გეთანხმები, რაღაც აშკარად აკლია პირობას...

Posted by: Red_Scorpion 19 Nov 2022, 21:46
chortivonaet
ბიჭს დედაზე ორჯერ მეტი ხვდება და გოგოს ორჯერ ნაკლები. გოგოს უნდა შეხვდეს 3 მილიონი, ბიჭს 12 და დედას 6.

X+2X+4X=21
7X=21
X=3

ცოლს შეხვდება 2 X 3 =6 მილიონი.

Posted by: lanasuch4 30 Nov 2022, 16:16
მეგობრებო, შეგიძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დამეხმაროთ?

ნაშრომს ვწერ და ვერსად მივაგენი პასუხებს.
1) რა სახის მოძრაობას ასრულებს მოცურავე(მატერიალური წერტილი) და როგორ იცვლება მისი კოორდინატი, სიჩქარე და საშუალო სიჩქარე ცურვისას. (ფიზ.პრ.1)
ვერ გავიგე, თანაბარს ასრულებს თუ არათანაბრს და როგორ იცვლება მისი სიჩქარე და საშუალო სიჩქარე... ფორმულები მშვენივრად ვიცი. თუ მეტყვით, როგორ მოძრაობას ასრულებს და როგორ იცვლება აღნიშნული სიჩქარეები, პრაქტიკაში მოვახერხებ თავისუფლად გადატანას და ვექტორების შეკრებითა თუ მოძრაობის ფორმულებით მოვახერხებ ამოცანის ამოხსნას. უბრალოდ თეორიული ინფორმაცია ვერ ვნახე და ჩემით არ მინდა, რომ შეცდომა დავუშვა.

2) როგორ შეიცვლება მოცურავის მოძრაობის პარამეტრები დინების შემთხვევაში, თუ სპორტსმენი მოძრაობს:
ა. დინების გასწვრივ
ბ. დინების მართობულად

ნუ დინების მიმართულებით რომ ემატება და საპირისპიროდ აკლდება, ეგ გასაგებია ისედაც. ამ კითხვაზედაც თუ დამეხმარებით შინაარსობრივად, მადლობელი დაგრჩებით <3

ფიზიკა მშვენივრად ვიცი, უბრალოდ კომპლექსური დავალებაა და სასკოლოში ამას არ გავდივართsmile.gif სხეულთა ცურვა განხილულია მხოლოდ ძალების თვალსაზრისითsmile.gif აზრები, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვერ გავრისკავ მხოლოდ ჩემი ნააზრევით...
ინფორმაციაც ვერსად ვიპოვე ინგლისურ ლიტერატურაში...

Posted by: Komponent 1 Dec 2022, 13:39
lanasuch4
QUOTE
ნაშრომს ვწერ და ვერსად მივაგენი პასუხებს.
1) რა სახის მოძრაობას ასრულებს მოცურავე(მატერიალური წერტილი) და როგორ იცვლება მისი კოორდინატი, სიჩქარე და საშუალო სიჩქარე ცურვისას. (ფიზ.პრ.1)

ნახე ფიზიკის წიიგნში ეწერება. მე რასაც ვფიქრობ, გადატანითი მოძრაობა და მეორე მოძრაობა აქვთ კიდე რაღაც გაწესებული. ეგ იქნება ერთერთი. სიჩქარე და საშ. სიჩქარე როგორ უნდა შეიცვალოს??? ალბათ დაიღლება, მოიკლებს და მაგას გულისხმობემ ან იტყვი არ იცვლებაო, თუ დაღლას არ გულისხმობენ smile.gif . კოორდინატი კი გაიზრდება.
QUOTE
2) როგორ შეიცვლება მოცურავის მოძრაობის პარამეტრები დინების შემთხვევაში, თუ სპორტსმენი მოძრაობს:
ა. დინების გასწვრივ
ბ. დინების მართობულად

ნუ დინების მიმართულებით რომ ემატება და საპირისპიროდ აკლდება, ეგ გასაგებია ისედაც. ამ კითხვაზედაც თუ დამეხმარებით შინაარსობრივად, მადლობელი დაგრჩებით <3

ფიზიკა მშვენივრად ვიცი, უბრალოდ კომპლექსური დავალებაა და სასკოლოში ამას არ გავდივართsmile.gif სხეულთა ცურვა განხილულია მხოლოდ ძალების თვალსაზრისითsmile.gif აზრები, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვერ გავრისკავ მხოლოდ ჩემი ნააზრევით...
ინფორმაციაც ვერსად ვიპოვე ინგლისურ ლიტერატურაში...

კი სწორად ფიქრობ, იმის გეშინია ასე მარტივი პასუხი როგორ იქნებაო. _ეგა ჩემი აზრით. მაგრამ თუ ვცდები smile.gif

Posted by: lanasuch4 1 Dec 2022, 15:25
Komponent

QUOTE
ნახე ფიზიკის წიიგნში ეწერება. მე რასაც ვფიქრობ, გადატანითი მოძრაობა და მეორე მოძრაობა აქვთ კიდე რაღაც გაწესებული. ეგ იქნება ერთერთი. სიჩქარე და საშ. სიჩქარე როგორ უნდა შეიცვალოს??? ალბათ დაიღლება, მოიკლებს და მაგას გულისხმობემ ან იტყვი არ იცვლებაო, თუ დაღლას არ გულისხმობენ  . კოორდინატი კი გაიზრდება.

ვეძებე და არ წერია. ინგლისურად ვგუგლე და მაინც ვერ მივაგენი...
საშუალო სიჩქარე განისაზღვრება რამდენიმე უბნით ან სრული გავლილი მანძილის შეფარდებით დროსთან... შენ რასაც იძახი, ალბათ, დაღლის გამო დრო მეტი დასჭირდება და ლოგიკურად, საშუალო სიჩქარე შემცირდება...

კი, მეც მემარტივა რაღაც და მაგიტომ ვკითხულობsmile.gif<3
მადლობა გამოხმაურებისთვის <3
* * *
ძალიან საინტერესო ამოცანაა, თუმცა, ზოგადად, არ მომწონს კომპლექსურები ტექნიკურ საგნებშიsmile.gif

* * *
თუ ვინმე ხართ ამის ზუსტად მცოდნე, გამომეხმაურეთ, გთხოვთ.
თუ არადა, Komponent-ისა და ჩემი მსჯელობით რაღაცას მოვახერხებ (ალბათ) <3
* * *
Komponent
ახლა ვეძებდი კარგად მოძრაობის სახეებს.
გადატანითი მოძრაობა მგონი არ არის ცურვისას, იმიტომ რომ გადატანით მოძრაობას ასეთი განმარტება აქვს:
გადატანითი მოძრაობა - მყარი სხეულის მოძრაობის ერთ-ერთი უმარტივესი სახე, რომლის დროსაც მყარი სხეულის ორი ნებისმიერი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი, საკუთარი თავის პარალელურად გადაადგილდება. ამასთან მყარი სხეულის ყველა წერტილი შემოწერს ერთნაირ ტრაექტორიებს და დროის ყოველ მომენტში აქვთ ერთნაირი სიჩქარეები და აჩქარებები.

ხოდა დაღლის გამო ხომ იკლებსო სიჩქარე...
შეიძლება მაგას არც ვითვალისწინებთ, მაგრამ აი, არ ვიცი რაsmile.gif

შეიძლება არათანაბარი მოძრაობა დავწეროთ და ვთქვათ, რომ სიჩქარე უმცირდება დაღლისას და ძირითად ორ ტიპში (თანაბარსა და არათანაბარში) მივაკუთვნოთ არათანაბარს.

რაც შეეხება კოორდინატს, ცხადია მხოლოდ ერთი, x კოორდინატით განვსაზღვრავთ.
მდინარის დინების მიმართულება OX ღერძის მიმართულებას დაემთხვევა წესითsmile.gif
და თუ მიცურავს მდინარის დინების მიმართულებით, კოორდინატი გაეზრდება <3

Posted by: Komponent 1 Dec 2022, 17:00
lanasuch4
ჰო გამახსენდა გადატანითი. მერე კიდე არის, გადაადგილება და გავლილი მანძილი. მგონი გამოვიდა რომ მოცურავე გადაადგილებით მოძრაობას ასრულებს. კი, არათანაბარიც შეიძლება ამასთან ერთად.

ჰო კიდევ, მდინარის მართობულად, არ ნიშნავს დინების საწინააღმდეგოს. კოორდინატი ყველა ვარიანტში გაიზრდება.
QUOTE
ძალიან საინტერესო ამოცანაა, თუმცა, ზოგადად, არ მომწონს კომპლექსურები ტექნიკურ საგნებში

რას ხედავ მანდ საინტერესოს, უფრო რაღაც წერია გაუგებრად smile.gif

Posted by: lanasuch4 1 Dec 2022, 17:22
Komponent
რავი, რთული ამოცანები მიყვარს ძალიან, მაგრამ ამ კომპლექსურის ავტორს ზედმეტები მოუვიდა :დ
დღეს მასწს ჩავუგდებ მონახაზს (რაც ვიმსჯელეთ) ჯიგარია ძალიან და თუ რამე არასწორად მიწერია, შემისწორებს და ამიხსნის <3
აბა, ვნახოთ <3

Posted by: Irakli 1 Dec 2022, 17:28
lanasuch4
აჩქარების და შენელების მცირე დრო რომ არ გაითვალიწინო, კარგი მიახლოებით მოცურავის სიჩქარე თანაბარია და საშუალო სიჩქარე შეგიძლია გამოიყენო ასეთ პირობებში როგორც თანაბარი მოძრაობის სიჩქარე.

რაც შეეხება მოცურავისა და დინების სიჩქარეებს, მაშინ სიჩქარეების ვექტორული შეკრების კანონი გამოიყენე და ნახავ რეზულტატს. ყველაზე რთულ შემთხვევაში, თუ მოცურავეს უნდა სწორად გადაჭრას მდინარის ნაპირი, მაშინ დინების მიმართ კუთხით უნდა გაცუროს. ქვედა ვიდეოში ყველაფერი ახსნილია, მათ შორის იმ კუთხის პოვნაც, რომელიც ზემოთ ვახსენე.




Posted by: lanasuch4 1 Dec 2022, 17:43
Irakli
სიჩქარეების ვექტორულ შეკრებაში ფესვს გულისხმობ ხო მათი კვადრატების ჯამიდან?
უი, კუთხე არ გვჭირდება, მგონი, ეგრეც არ გაგვირთულებდნენ.
ზოგადად, ვექტორების შეკრება ვისწავლეთ ნამდვილად და მისი გეგმილების პოვნაც საკოორდინატო ღერძებზე.
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. კუთხეს დიდად აღარ ჩავუღრმავდები, რადგან მგონი მისი სიდიდის პოვნა უმარტივესი ტრიგონომეტრიული ფუნქციებითაც შეიძლება.
მოდი, ამ ყველაფერს დავალაგებ ლამაზად (ორივეს უღრმესი მადლობა, რომ ასე დამეხმარეთ), მასწავლებელს ჩავუგდებ და პასუხს გაგაგებინებთ, რას მომწერს. <3
* * *
ახლა დავფიქრდი და ერთი სიდიდე გამახსენდა: მყისი სიჩქარე, რომელიც v=v0-at ფორმულით იანგარიშება, სადაც v0 საწყისი სიჩქარეა, a აჩქარება და t ნუ თავისთავად დრო. მაგასაც ჩავაკვეხებ მსჯელობისას. <3

Posted by: Irakli 1 Dec 2022, 22:46
lanasuch4
QUOTE
სიჩქარეების ვექტორულ შეკრებაში ფესვს გულისხმობ ხო მათი კვადრატების ჯამიდან?

მხოლოდ იმ დროს როცა ვექტორები ერთმანეთის მართობულია, და ამ შემთხვევაში შეგიძლია ჯამური ვექტორის სიდიდე იპოვე ამ მეთოდით.

თუ ვექტორები არაა მართობული, მაშინ სამკუთხედის წესი გამოიყენება, მაგრამ უმეტესად დაგეგმილდება ხოლმე ვექტორები და შემდეგ ვექტორული შეკრება შეგიძლია ალგებრალურ ოპერაციაბემდე დაიყვანო.

Posted by: lanasuch4 1 Dec 2022, 23:33
Irakli
კი, კი, მათემატიკურადაც ეგაა, პითაგორას თეორემით.
კი, სამკუთხედის ან პარალელოგრამის წესით ვისწავლეთ შეკრება <3
მადლობა, მგონი ამოვწურეთ ორივე კითხვა. ვნახოთ, მასწი რას იტყვის <3

აქვე ერთი კითხვა (დაზუსტება): როცა მდინარის მიმართულებას ემთხვევა, ვექტორები პარალელურია და პარალელური ვექტორების შეკრების წესით იკრიბება ხო? ანუ მეორის სათავე მოიდება პირველის ბოლოში (ცხადია, ზომისა და მიმართულების შეუცვლელად გადაგვაქვს) და მერე შუალედების გაერთიანების პოვნას ემსგავსება... მთლიანს გამოვიყვანთ და ეგაა...

Posted by: zuri 7 Dec 2022, 20:24
lanasuch4
თუ სხეული გადაადგილებისას თან არ ბრუნავს მაშინ გადატანითია მოძრაობა. ამიტომ ამ ამოცანაში გადატანითი მოძრაობაა, არა აქვს მნიშვნელობა სიჩქარე როგორ იცვლება. მოცურავის სხეულის ყოველი წერტილი ერთნაირ ტრაექტორიაზე მოძრაობს.

Posted by: lanasuch4 8 Dec 2022, 16:53
zuri
დიდი მადლობა ახსნისთვის <3

Posted by: lordilidan 9 Dec 2022, 00:12
ვეკუაში თოფურიას წიგნი მაქვს დაღეჭილი, ალგებრაც და გეომეტრიაც, მას მერე ესეთი ძლიერი კრებული გამოშვიათ თუ იცით?

Posted by: Irakli 9 Dec 2022, 11:20
lordilidan
შეგიძლია სკანავის ამოცანათა კრებულიც სცადო თუ თოფურია გეადვილება: http://calameo.download/003240903600b34117017

Posted by: lanasuch4 9 Dec 2022, 20:28
მეგობრებო, თუ შეგიძლიათ, ამ ერთხელაც დამეხმარეთ და თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაწერეთ ცურვის განხილვა მოძრაობის ფარდობითობის თვალსაზრისით, ანუ რომელი ათვლის სისტემის მიმართაა მოცურავე/სპორტსმენი მოძრავი, უძრავი და ა.შ.
ნაშრომს ვაძლევ უკვე საბოლოო სახეს და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი <3

Posted by: Komponent 10 Dec 2022, 14:04
zuri
QUOTE
თუ სხეული გადაადგილებისას თან არ ბრუნავს მაშინ გადატანითია მოძრაობა. ამიტომ ამ ამოცანაში გადატანითი მოძრაობაა, არა აქვს მნიშვნელობა სიჩქარე როგორ იცვლება. მოცურავის სხეულის ყოველი წერტილი ერთნაირ ტრაექტორიაზე მოძრაობს.

მაგ დავალებაზე ვთქვი, რომ გაუგებრად წერიაო და ახლაც მაგ აზრზე ვარ. ალბათ მოსწავლემ უნდა იფიქროს ბევრი, მაგისთვისაა. რა უნდა გაიგო რას გულისხმობენ, იქნებ თანაბარ მოძრაობას გულისხმობენ.
ჩემი აზრით გასაგები ამოცანები უკეთესია. აქვე დავწერ მასეთ ამოცანას, ადამიანი წყალში ბანაობს. რა მოძრაობებს ასრულებს ის? : )
lanasuch4
QUOTE
მეგობრებო, თუ შეგიძლიათ, ამ ერთხელაც დამეხმარეთ და თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაწერეთ ცურვის განხილვა მოძრაობის ფარდობითობის თვალსაზრისით, ანუ რომელი ათვლის სისტემის მიმართაა მოცურავე/სპორტსმენი მოძრავი, უძრავი და ა.შ.

რაც მაახსენდება, ალბათ ასეთი რამეებიც უნდა თქვა, მოძრავი არის, მიწის, დედამიწის ბრუნვის ღერძის, მზის და გალაქტიკების მიმართ.

Posted by: lanasuch4 10 Dec 2022, 14:49
Komponent
კიი, გუშინდელი მსჯელობის მერე მივხვდი, რომ ნაპირის მიმართაა უძრავი და წყლის მიმართაა მოძრავი.

QUOTE
ადამიანი წყალში ბანაობს. რა მოძრაობებს ასრულებს ის?

რა დევს შავ ყუთში? bis.gif bis.gif bis.gif
BTW დიდი მადლობა <3

Posted by: Komponent 10 Dec 2022, 22:34
lanasuch4
QUOTE
კიი, გუშინდელი მსჯელობის მერე მივხვდი, რომ ნაპირის მიმართაა უძრავი და წყლის მიმართაა მოძრავი.

არ გეწყინოს მაგრამ, რამნაირი ამოცანაცაა, იმნაირი აზრები მოგდის smile.gif
მართობულად რომ მიცურავს, ხომ შორდება ნაპირს. მდინარის მიმართულების ან საწინააღმდეგოდ თუ მიცურავს, შეიგიძლია თქვა რომ არ შორდება სანაპირო ზოლს.

Posted by: lanasuch4 10 Dec 2022, 22:56
Komponent
ეგრე წერია ერთ-ერთ სანდო წიგნში. ოქეი, გასათვალისწინებელია ეგაც, მაგრამ ძაან ღრმა ფიზიკაში არ გადავდივართ, ჩავთვალოთ, რომ ეგრეა.
არ მწყენია (crying) :DDDDDD

Posted by: gethighbythebeach 5 Jan 2023, 18:45
მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს.
ასეთი ამოცანა ვნახე ერთ-ერთ ოლიმპიადაზე: "ABC ტოლფერდა სამკუთხედში AB=BC. AC ფუძეზე დაშვებულია BK სიმაღლე. ამ სიმაღლის Q შუაწერტილზე გავლებულია AQ წრფე, რომელიც BC გვერდს გადაკვეთს N წერტილში. იპოვეთ AN:NC ფარდობა. ვერაფრით ამოვხსენი... თუ ვინმემ იცით ამოხსნა, დამეხმარეთsmile.gif
user posted image

Posted by: lanasuch4 6 Jan 2023, 15:15
QUOTE
AN:NC

შესწორება: უნდა მეწეროს BN:NC ფარდობა. მოცემულობაში სწორად მიწერია და სიტყვიერ პირობაში შემეშალაsmile.gif
* * *
(ორივე ჩემი აქაუნთია)smile.gif)))))))))))))))))))))))))))))

Posted by: Komponent 6 Jan 2023, 23:46
lanasuch4
მეც რთული მგონია. თუ გინდა ამას მიწერე ფეისბუქზე, ეგ ლაპარაკობს ხოლმე ოლიმპიადებზე და მერე რასაც გაარკვევთ, დადე აქ.
https://forum.ge/?showtopic=35194729&view=findpost&p=58826847

Posted by: lanasuch4 7 Jan 2023, 01:09
კარგიsmile.gif
ჯერ მეც დავძებნი კარგად და ვიფიქრებ კიდევ ცოტას.
კომაროვის მე-8 კლასის მისაღები გამოცდის ამოცანაა, უფრო ზუსტად.
* * *
მე-9-ში შემსვლელების გამოცდის ამოცანა*
ვფიქრობ, დამატებითი აგებები სჭირდება, რომ მსგავსება დაიწეროს როგორღაც.
არ ვიცი, სხვა გზას ვერ ვხედავ...

Posted by: tyvia 8 Jan 2023, 18:59
lanasuch4

user posted image

მონაკვეთები გავაგრძელე ისე რომ მართკუთხა სამკუთხედი მიმეღო და აღმოჩნდა რომ N არის მედიანების გადაკვეთის წერტილი
AD არის EC-ს მედიანა და CB AE-სი
ამ წერტილზე კი ვიცით რომ ყოველთვის მონაკვეთს ყოფს შეფარდებით 1 2-თან
ამიტომ პასუხი იქნება 1:2

Posted by: lanasuch4 8 Jan 2023, 19:03
ძალიან დიდი მადლობა <3
1 წელი ვიჭყლიტე ტვინი ამაზე და ძალიან დამეხმარე<3
* * *
tyvia
ისე, მედიანები რატომ არის?
რამე გეომეტრიული მტკიცება გვაქვს?
შეიძლება მე ვერ ვხვდები...

Posted by: tyvia 8 Jan 2023, 19:23
lanasuch4

QUOTE
ძალიან დიდი მადლობა <3
1 წელი ვიჭყლიტე ტვინი ამაზე და ძალიან დამეხმარე<3


არაფრის, მეც ვერ ვიტყვი რომ ადვილად ამოვხსენი, ცოტა ფიქრი დამჭირდა

QUOTE
ისე, მედიანები რატომ არის?
რამე გეომეტრიული მტკიცება გვაქვს?


AB ტოლია BE-სი ამიტომ C და B-ს შემაერთებელი მონაკვეთი მედიანა იქნება
მეორე შემთხვევაში ვიცით რომ K AC-ს შუა წერტილია
თუ A კუთხიდან გამოსული დიაგონალი K-ს გასწვრივ მონაკვეთს შუაში კვეთს მაშინ EC-საც შუაში გადაკვეთს

Posted by: lanasuch4 8 Jan 2023, 19:26
QUOTE
არაფრის, მეც ვერ ვიტყვი რომ ადვილად ამოვხსენი, ცოტა ფიქრი დამჭირდა

კი, საკმაოდ რთული ამოცანააsmile.gif

QUOTE
AB ტოლია BE-სი ამიტომ C და B-ს შემაერთებელი მონაკვეთი მედიანა იქნება
მეორე შემთხვევაში ვიცით რომ K AC-ს შუა წერტილია
თუ A კუთხიდან გამოსული დიაგონალი K-ს გასწვრივ მონაკვეთს შუაში კვეთს მაშინ EC-საც შუაში გადაკვეთს



აჰაა, გასაგებია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა <3

Posted by: tato1982 9 Mar 2023, 19:25
გამარჯობათ,ადრე მედო აქ ეს ამოცანა,ტრიგონომეტრიით ვიჩალიჩეთ და გავაკეთეთ,რთული ამოცანაა საკმაოდ.პლანიმეტრიული გზით ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ და იქნებ ვინმე აღმოჩნდეს აქ ვინც ამოხსნის ამ ამოცანასuser posted image

Posted by: tyvia 10 Mar 2023, 14:55
tato1982

30-ს ვიღებ მაგრამ ადრე დაწერეთ 12-იაო
შეგიძლია გადაამოწმო პასუხი?

Posted by: gaucho 10 Mar 2023, 21:08
tyvia
12-ია.

რამდნეიმე გვერდის უკან უდევს კიდეც დეტალური დამტკიცება, უბრალოდ ტრიგონომოეტრიული ფორმულების გამოყენების გარეშე ამოხსნა არ ჩანს ჯერ-ჯერობით.

30 რომ არ არის მაგის ჩვენება ტრიგონომეტრიული ფორმულების გარეშეც მარტივად შეიძლება, კერძოდ ასე:

თუ დაუშვებ რომ x=30 გრადუსს მაშინ <TDS=48 გრადუსს, ე.ი STD სამკუთხედი ტოლფერდაა ე.ი ST=TD. პირობის თანახმად ST=DV ე.ი TD=DV მაგრამ მაშინ x უნდა იყოს 18 გრადუსი და არა 30, ე.ი დაშვება რომ x=30 გრადუსს არასწორია.

Posted by: tyvia 10 Mar 2023, 21:29
gaucho

SD=DV წავიკითხე facepalm.gif

Posted by: tato1982 10 Mar 2023, 22:59
ტრიგონომეტრიით კი მივედით და ამოვხსენით მაგრამ პლანიმეტრიით ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ

Posted by: tyvia 12 Mar 2023, 06:10
ამოვხსენი მემგონი, შეცდომას თუ დაინახავთ გამისწორეთ

user posted image

სამკუთხედი TDV გადმოვიტანე მარცხენა მხარეს იმისთვის რომ ტოლფერდა სამკუთხედი მიმეღო
მერე გამოვთვალე ყველაფერი რაც ვიცოდი და მივიღე 2 ერთნაირი კუთხეების მქონე სამკუთხედი - T1AT და D1AV1
მათი მახვილი კუთხეების საშუალო არითმეტიკული არის 21
თითოეული მათგანი 21 გრადუსი რომ ყოფილიყო სამკუთხედი T1D1A TV1A-ს სიმეტრიული და შესაბამისად კუთხეებით ტოლი იქნებოდა
მაგრამ ასე არაა
ერთი სამკუთხედი ერთ მხარეს 6 გრადუსითაა გადახრილი ხოლო მეორე მეორე მხარეს
მათ შორის განსხვავება 12 გრადუსია
ამიტომ Y კუთხე X1-ზე 12 გრადუსით მეტი იქნება
24-12=12
X1 იგივე X-ია

Posted by: tato1982 12 Mar 2023, 21:05
ეგ ვარაუდი ბაზარი არაა მაგრამ ეს გეომეტრიაა და დამტკიცებაა საჭირო.ნუ არ ვიცი გამოხმაურება ვნახოთ მათემატიკოსები რას იტყვიან.საინტერესო მიდგომაა.
* * *
TDV სამკუთხედის ანალოგი რომელია მარცხენამხარეს ტრაპეციაში
* * *
TD1 ბისექტრისაა ესეიგი??პარალელოგრამი მიიღე აქეთ თუ ვერ გავიგე.

Posted by: tyvia 12 Mar 2023, 22:04
tato1982

ვარაუდი რა არის კონკრეტულად? რა ვერ დავამტკიცე?

QUOTE
TDV სამკუთხედის ანალოგი რომელია მარცხენამხარეს


T1D1V1

QUOTE
TD1 ბისექტრისაა ესეიგი??


კი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა
პარალელოგრამი არ მიმიღია, თუ დაწერ რა ვერ გაიგე აგიხსნი

Posted by: tato1982 13 Mar 2023, 22:45
ერთი შეხედვით სწორი ჩანს არ ვამბობ რო ცუდი ვარიანტია საღოლ მართლა.უბრალოდ ჩემზე მცოდნეები შეაფასებენ.მართლა კარგი მიგნებაა.

Posted by: gaucho 13 Mar 2023, 23:01
DV-ს აქეთ გადმოდება მომეწონა. მაგრამ ბოლომდე ვერც მე გავიგე.

tyvia
QUOTE
ერთი სამკუთხედი ერთ მხარეს 6 გრადუსითაა გადახრილი ხოლო მეორე მეორე მხარეს
მათ შორის განსხვავება 12 გრადუსია

რას ნიშნავს სამკუთხედის გადახრა? ცოტა უფრო ზუსტი განმარტება რა არის? ან რის მიმართ გადახრაზეა ლაპარაკი რაიმე წრფის?

ასევე რას და რას შორისაა განსხვავება 12 გრადუსი? "მათ"-ში რა იგულისხმება?

Posted by: tato1982 13 Mar 2023, 23:09
უბრალოდ ვერ გავიგე ეგ გადახრები და გადმოხრები გაუჩომ სწორად დაწერა

Posted by: tyvia 14 Mar 2023, 14:24
gaucho

გვაქვს ერთმანეთზე მიდებული 2 სამკუთხედი
D1AV1 და T1AT
მათი მახვილი კუთხეები რომ იყოს 21 გრადუსი (საშუალო არითმეტიკული) მაშინ T1D1A და TV1A სამკუთხედები კუთხეებით ერთმანეთის ტოლი იქნება
ამაზე ხომ ვთანხმდებით?
დარჩა მხოლოდ იმის გარკვევა თუ როგორ რეაგირებენ შუა სამკუთხედების ცვლილებებზე გვერდითა სამკუთხედები

იმისთვის რომ 21 გრადუსიანი კუთხეები შევცვალოთ ისე რომ ბლაგვი კუთხეები უცვლელი დარჩეს თითო გვერდის ზომა უნდა დავამოკლოთ ან დავაგრძელოთ

24-ს და 18-ს შორის სხვაობა არის 6 ამიტომ Y ამდენით მეტი იქნება თავის თავდაპირველ ზომაზე, X კი მეტი
მათ შორის განსხვავება იქნება 12

tato1982

ვინმეს თუ მიმართავ შეგიძლია ნიკს დააჭირო და მოინიშნება up.gif

Posted by: gaucho 14 Mar 2023, 15:28
tyvia
"შუა" სამკუთხედებს თუ შეცვლი საერთოდ იცვლება გვერდითა სამკუთხედებიც და არ ჩანს ეგრე პირდაპირ რომ რაც ერთ კუთხეს აკლდება მეორეს ემატება. შეგიძლია ნახაზი გააკეთო? ცოტა გადატვირთული გამოდის მაგრამ აბა ცადე D1T1TD ტრაპეციაში შუა სამკუთხედების გატოლფერდება. ნახავ, რომ საერთოდ სხვა ტრაპეციას მიიღებ და ამ გარდაქმნით სადაც გადავა X1 და Y კუთხეები მათი გრადუსული ზომა არ არის თავდაპირველ გრადუსულ ზომებზე უბრალოდ წრფივად დამოკიდებული.
* * *
tyvia
კონტრმაგალითით მტკიცდება, რომ შენი ამოხსნა არასწორია.

სინუსების თეორემით გვაქვს რომ sin48/sin18=sin(x+18)/sinx. ეს ნამდვილად ასეა ამ განტოლები ამოხსნას ჭირდება რთული ტრიგონომეტრიული ფორმულები მაგრამ საბოლოოდ გამოდის, რომ x=12.

ანალოგიურად თუ ამოცანის პირობაში 18-ის მაგივრად გვექნებოდა სიტყვაზე 20 მივიღებდით განტოლებას (1) sin48/sin20=sin(x+20)/sinx. შენი "ამოხსნით" გამოვიდოდა x=16, მაგრამ მეორეს მხრივ x=16 არ არის (1)-ის ამონახსნი.

Posted by: tyvia 14 Mar 2023, 17:26
gaucho

QUOTE
"შუა" სამკუთხედებს თუ შეცვლი საერთოდ იცვლება გვერდითა სამკუთხედებიც


მხოლოდ მახვილ კუთხეებს ვცვლი

QUOTE
ნახავ, რომ საერთოდ სხვა ტრაპეციას მიიღებ


სხვა ტრაპეციას მივიღებ გვერდების ზომებით მაგრამ მარტო კუთხეები მაინტერესებს

user posted image

სამკუთხედი T1D1A-ს და TV1A-ს პარალელური კუთხეები მხოლოდ მაშინ იქნება ერთმანეთის ტოლი როცა a იქნება b-ს ტოლი და c d-ს
მეთანხმები?

QUOTE
ანალოგიურად თუ ამოცანის პირობაში 18-ის მაგივრად გვექნებოდა სიტყვაზე 20 მივიღებდით განტოლებას (1) sin48/sin20=sin(x+20)/sinx. შენი "ამოხსნით" გამოვიდოდა x=16, მაგრამ მეორეს მხრივ x=16 არ არის (1)-ის ამონახსნი.


18-ის მაგივრად 20 რომ ყოფილიყო D1V1T-ს კუთხეები შეიცვლებოდა ბევრ სხვა რამესთან ერთად და ყველაფერი გამოთვალე?


Posted by: gaucho 14 Mar 2023, 18:50
tyvia
QUOTE
მხოლოდ მახვილ კუთხეებს ვცვლი

გვერდების ცვლილებასაც იწვევს კუთხეების ცვლილება.
QUOTE

სხვა ტრაპეციას მივიღებ გვერდების ზომებით მაგრამ მარტო კუთხეები მაინტერესებს

ჰო, მაგრამ როგორც გითხარი ეგ გარდაქმნა X1 და Y კუთხების სიდიდეებს არ ცვლის წრფივად. ანუ რასაც მიიღებ ის კუთხეები არ იქნება X1+a და Y-a. შეიძლება შემთხვევით ეგრეც გამოვიდეს ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მაგრამ ზოგადად არ არის ეგრე.
QUOTE
სამკუთხედი T1D1A-ს და TV1A-ს პარალელური კუთხეები მხოლოდ მაშინ იქნება ერთმანეთის ტოლი როცა a იქნება b-ს ტოლი და c d-ს
მეთანხმები?

პარალელური კუთხეები არ ვიცი რა არის, a=b და c=d იგივე პირობაა, რომ შუა სამკუთხედებიდან ორივე არის ტოლფერდა და ერთმანეთის მსგავსი. ეგ თავის მხრივ ნიშნავს, რომ გვერდითა სამკუთხედები არის ტოლი.

მაგას თუ გულოსხმობ ეგ ისედაც გასაგები იყო აქამდე მაგრამ მერეა შენი მსჯელობა არასწორი დაგიწერე კიდეც რატომ. თუ არ გჯერა გააკეთე მსგავსი ამოცანა უბრალოდ მოცემულობაში 18-ის მაგივრად აიღე 20. არაფერი ბევრი გამოსათვლელი არაა, შენი მეთოდით მარტივად გამოდის პასუხი 16 რაც შეუძლებელია, სინუსების თეორემას ეწინააღმდეგება.

Posted by: tato1982 14 Mar 2023, 20:30
გასაგებია, არავის არ მივმართავ რომ დაწერე კონკრეტულად რა გაინტერესებსო მომწერეო თუ ვერ გაიგე ამოხსნაო.იტიკში ტრიგონომეტრიულად ვიცით როგორც იხსნება,ძალიან რთული ტრიგონომეტრიული გარდაქმნებია დაჭირო,მაგრამ ამოიხსნა ეს ამოცანა ტეიგონომეტრიულად,მაგრამ გვაინტერესებს ტრიგონომეტრიის გარეშე როგორ შეიძლება ვიპოვოთ გზა ამოხსნის ,საჩხუბარი აქ არაფერია ძმებო,მადლობა რომ ვუგწბთ ერთმანეთს.მართლა ინტერესი მაქვს ამ ამოცანის და იქნებ ერთობლივათ რაღაცნაირად მივიდეთ ჭაშმარიტებამდე.უბრალოდ გადახარე გადმოხარე და პარალელური კუთხეები ვერ გავიგე და რა ვქნა??გეომეტრიას უფრო კონკრეტილა ჭირდება,მედიანა,ბისექტრისა,სიმაღლე ეს კონკრეტიკაა,წრე,წრეწირი და ტრაპეცია,ასევე პაეალელოგრამი და პარალელური წრფეები,აქ ისეთი კუთხეებია მოცემული რომ ტრიგონომეტრიის გარეშე ძალიან რთულია მიაგნო გზას
* * *
აქვს კი სხვა გზა ტრიგონომეტრიის გარდა?? რაღაც მეეჭვება.კუთხეები ისეა მოცემული რომ ცოტა ვეჭვობ რომ პლანიმეტრიით გაკეთდეს.იმედი მაქვს მაგრამ აქ ჩემზე ბევრად მაგარი სასტავი ხართ და უფრო მეტს იტყვით
* * *
20 გრადუსი რომ იყოს და 40 გრადუსი მოცემული კუთხეები,აი მაშინ კი მარტივია ამოხსნა,მაგრამ ამ მოცემულობით ვერა
* * *
ბიჭებო მგონი მივაგენი რაღაცას დავალაგებ ამოხსნას,კიდევ დავაზუსტებ და დავდებ
* * *
მგონი მივაგენი რაღაცას დავდებ მერე გადავხედავ კარგად

Posted by: tyvia 14 Mar 2023, 23:35
gaucho

მართალია, 16-ს ვიღებ
რამდენია პასუხი?

Posted by: tato1982 14 Mar 2023, 23:38
პასუხი 12 გრადუსია,დავდებ ხვალ,დასალაგებელია მაქვს ცოტა და დავდებ უეჭველი

Posted by: gaucho 14 Mar 2023, 23:39
tyvia
არ ვიცი, მაგრამ 16 ნამდვილად არ არის. სავრაუდოდ, საერთოდ არ არის რაციონალური და მითუმეტეს მთელი რიცხვი.

Posted by: tato1982 15 Mar 2023, 00:50
12 გრადუსია პასუხი.საინტერესო გამოვიდა
* * *
ეხლა დავდებ ამოხსნას სურათსაც და ტექსტსაც ორივეს.შემიფასეთ,თუ რამე შენიშვნები გექნებათ დაწერეთ
* * *
user posted image ესაა ნახაზი
* * *
user posted image ესაა ნახაზი და ამოხსნა
* * *
კაროჩე ამაზე ვჩალიჩობ უკვე ერთი წელია პლანიმეტრიით და მგონი გავედი ფინალში ეს რა უბედურება იყო თავი გამისკდა.ბევრი რამე აღარც მახსოვს მათემატიკის და გეომეტრიის მარა რაცაა ესაა რაც შევძელი
* * *
მგონი გამოვიდა,ისე მაგარი კუდიანური ამოცანაა

Posted by: gaucho 15 Mar 2023, 22:30
tato1982
<FCB=<ECB რატომაა სწორი?


BC არის <EBF-ს ბისექტრისა მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ <C-ს ბისექტრისაცაა?

Posted by: tato1982 15 Mar 2023, 22:41
რატომაა და ამ ნახაზზე ყველაფერი აღარ დავიტანე ტოლგვერდა სამკუთხედი როა BEF მაგის სიმაღლე ბისექტრისაცაა და მედიანაც და რავი აბა ყბელაფერია,გადაკბეტის წერტილიც არ მოვნიშნე იქ 90 გრადუსია ოთხმუთხედის დიაგონალების წერტილი და დააკვირდი აბა კუთხეებს თუ არ გამოდის ეგენი ტოლი
* * *
მიწერია ტექსტში ეგ რატომაცაა ტოლი კუთხეები კარგად დააკვირდი აბა
* * *
მეტი კარგად ბერ დავხაზე წერტილებიც არ დავიტანე ბევრი.შევეცდები კარგად დავხაზო

Posted by: gaucho 15 Mar 2023, 23:57
tato1982
გავიგე, ვეთანხმები, ხელს ვაწერ, აღფრთოვანებასაც გამოვხატავ.

ყოჩაღ up.gif

პ.ს სხვებისთვის ასახსნელად უკეთესი ნახაზი და უფრო მეტი დეტალი სასურველი იქნებოდა, მაგრამ შენ რომ ნამდვილად მიაგენი ამოხსნას მაგას წყალი არ გაუვა up.gif

Posted by: tato1982 16 Mar 2023, 00:16
ბაზარი არარი იქნებ მოვახერხო და დავდო უკეთესი ნახაზი.გაიხარე.თქვენის დახმარებით რაღაცეები გავიხსენე,მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის,კარგი ადგილია აქ აზრების გაცვლის და ერთმანეთის დახმარების.ჯიგრები ხართ.მიყვარს ნიჭიერი ხალხი და ვაფასებ თქვენნაირ ტიპებს.იმედი მაქვს კიდევ ბევრ და საინტერესო ამოცანებს განვიხილავთ
* * *
ბევრი რამ გამახსენა ამ ფორუმმა და ყველა თქვენგანმა ვინც აქ ხართ,ბევრს გავიხსენებ კიდევ ალბათ.

Posted by: tyvia 16 Mar 2023, 12:41
tato1982

მარჯვენა კუთხე 18-ის მაგივრად 20 გრადუსი რომ იყოს რას მიიღებ იგივე ამოხსნით?

მაინტერესებს ამ რიცხვებზეა მორგებული ეგ მეთოდი თუ სხვების შემთხვევაშიც გამოგვადგება

Posted by: tato1982 16 Mar 2023, 17:16
20 ის შემთხვევაში ეს მეთოდი არ გამოდგება სულ სხვა სიტუაცია გვექნება იქ ვეღარ მივიღებთ 30 გრადუსს, მერე ტოლგვერდა სამკუთხედს ვერ შევკრავთ და ასე შემდეგ

Posted by: goniashvili 16 Mar 2023, 22:29
თუ შეიძლება დამეხმარეთ ამ ამოცანის ამოხსნაში
კონცერტი 3 სთ უნდა გაგრძელებულიყო. მაყურებელთა თხოვნით ზოგიერთი ნომერი გაიმეორეს, ამიტომ კონცერტი გაგრძელდა დაგეგმილი დროის 13/10 ნაწილზე. რამდენ ხანს გაგრძელდა კონცერტი?

Posted by: tyvia 16 Mar 2023, 22:34
tato1982

მაშიმ ვერ ჩავთვლი ბოლომდე ამოხსნილად

ახალი ამოცანა: ყველაფერი იგივეა მარჯვენა კუთხეა 20, იპოვეთ X
* * *
goniashvili

3 საათი არის 180 წუთი
გაყავი 10-ზე და გაამრავლე 13-ზე

Posted by: gaucho 16 Mar 2023, 22:55
tyvia
რატომ ვერ ჩათვლი პირდაპირ იყენებს ამ მოცემულობას ამოხსნაშიც, სხვა მოცემულობაში იგივე ამოხსნა არ მუშაობს, მაგრამ არც აქვს პრეტენზია რომ იმუშავებს.

თუ წაიკითხე ამოხსნა წესით მიხვდები რატომ არის ეგრე.


Posted by: tyvia 16 Mar 2023, 23:12
gaucho

რა გვაინტერესებს, კონკრეტულად ამ რიცხვების შემთხვევაში რას ვიღებთ თუ ყოველი მსგავსი შემთხმევა როგორ უნდა ამოვხსნათ?

Posted by: gaucho 16 Mar 2023, 23:27
tyvia
QUOTE
რა გვაინტერესებს, კონკრეტულად ამ რიცხვების შემთხვევაში რას ვიღებთ თუ ყოველი მსგავსი შემთხმევა როგორ უნდა ამოვხსნათ?

აბა ეხლა მე რა ვიცი ვის რა აინტერესებს, ამ ამოცანაში კონკრეტულად ამ მონაცემებზე იყო კითხვა და კონრკეტულად ამ მონაცემებით არსებობს ასეთი ამოხსნა როგორციც დაწერა.

შესაბამიასდ კონკრეტულად ეს ამოცანა, კონკრეტულად ამ მონაცემებით ამოხსნა ფაქტია biggrin.gif განზოგადოებული ვარიანტი არ ამოუხსნია, თითქმის დარწმუნებული ვარ არც არსებობს ასეთი "ლამაზი" ამოხსნა ზოგად შემთთხვევაში.


Posted by: tyvia 16 Mar 2023, 23:42
gaucho

რიცხვებს აქვს შენთვის მნიშვნელობა?
18 გრადუსი გაინტერესებს და 20 არა?
კი, მაგას გაეცა პასუხი მაგრამ ჩემთვის არაა საკმარისი

Posted by: gaucho 17 Mar 2023, 00:01
tyvia
მაგ ამოცანას თუ განვაზოგადებდით და ვიტყოდით რომ 48-ის მაგივრად გვაქვს a და 18-ის მაგივრად b

მაშინ x იქნებოდა sina/sinb=sin(x+b)/sinx განტოლების ამონახსნი. ეს ჩემთვის ზოგადი ამოხსნაა, ცხადია x-ის პირდაპირ ჩაწერა უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია, უბრალოდ გამოდის რომ a=48 და b=18-ის შემთხვევაში x=12. ასეთ დროს სავარაუდოა, რომ არსებობს შედარებით ლამაზი გეომეტრიული ამოხსნაც, ეგ იპოვა და რა ვიცი მე პირადად მომეწონა. დიდად მაინტერესებს სხვა შემთხვევები მეთქი ვერ ვიტყვი. დაწერილი ტრიგონომეტრიული განტოლებიდან ისედაც ცხადია, რომ ზოგადი "სუფთად გეომეტრიული"(ვგულისხმობ ამოხსნას ტრიგონომეტრიული ფორმულების გარეშე) ამოხსნა ვერ იარსებებს, მაგისთვის ზედმეტად "რთული" დამოკიდებულებაა x-ს და a და b კუთხეებს შორის.

Posted by: tato1982 17 Mar 2023, 09:15
QUOTE (tyvia @ 16 Mar 2023, 23:42 )
gaucho

რიცხვებს აქვს შენთვის მნიშვნელობა?
18 გრადუსი გაინტერესებს და 20 არა?
კი, მაგას გაეცა პასუხი მაგრამ ჩემთვის არაა საკმარისი

ამ მოცემულობით 48 და 18 პლანიმეტრიული ამოხსნა ესაა და ტრიგონომეტრიულიც მიდევს უკანა გვერდებზე თუ გაინტერესებს ნახე ჩემო ძმაო.სხვა ვარიანტები კუთხეების ზომებზე რომ ჩასვა სულ სხვა სიტუაციას მიიღებ და ამ გზით არ იხსნება ,შენ თუ გაქვს სხვა გზა არარი პრობლემა დაწერე
* * *
რავი მე მეტს ვერ ვაზროვნებ როგორ შეიძლება ამოიხსნას სხვა გზით.თუ ვინმე დადებს მივესალმები და ძაან გამისწორდება სხვა ვარიანტი ამოხსნის
* * *
აი 48 -ის ნაცვლად რომ 40 იყოს პირობაში და 18 -ის ნაცვლად 30 მაგ ვარიანტიც შეიძლება პლანიმეტრიული გზით ამოიხსნას და მაგასაც თუ გაინტერესებთ შეიძლება დავდო ამოხსნა.ნუ არ ვიცი ეხლა ამ მონაცემებით 48 და 18 ზე შეიძლება იყოს კიდევ სხვა ამოხსნაც,გეომეტრია ძალიან უცნაური და საინტერესოა და იქნება ალბათ სხვა გზაც ტრიგონომეტრიის გარდა,ჩემი აზრი და გონება ჯერ ჯერობით ვერ წვდება ამ მოცემულობის გარდა სხვას.ჩემზე ბევრად ძლიერი და აზრიანი ხალხია აქ და ისინი დაწერენ სხვა ვარიანტებს თუ სურვილი ექნებათ
* * *
კიდევ ერთი. ვარიანტი რაც tyviaს აი ტერესებს,თუ 18 ის ნაცვლად 20 იქნება მაშინ 48 ის ნაცვლად 40 უნდა იყოს და ეგეც მესამე ვარიანტია და უფრო მარტივი ამოხსნა აქვს ამ ვარიანტს,ეგეც შემიძლია დავდო.სხვა კითხეების კომბინაციები არ ვიცი როგორ იხსნება

Posted by: tyvia 17 Mar 2023, 20:55
QUOTE
თუ 18 ის ნაცვლად 20 იქნება მაშინ 48 ის ნაცვლად 40 უნდა იყოს


არაა აუცილებელი 48 გრადუსიანი კუთხის შეცვლა

Posted by: tato1982 17 Mar 2023, 22:18
და შენ რა გაინტერესებს ეხლა 18 გრადუსიანი კუთხე გავაფქტჩაკოთ??
* * *
კაი მაშინ შენ დაწერე ამ ამოცანის ამოხსნა ეოგორც შენ გინდა და სწორი რომელია გვითხარი

Posted by: tyvia 17 Mar 2023, 23:36
tato1982

QUOTE
და შენ რა გაინტერესებს


QUOTE
ყოველი მსგავსი შემთხმევა როგორ უნდა ამოვხსნათ

Posted by: tato1982 18 Mar 2023, 23:37
ხო დაწერე ძმა მაშინ შენი ვერსია როგორ ამოხსენი და მივიღებთ და შევხედავთ
* * *
ზოგადი ამოხსნა ამ ამოცანას არ აქვს დამიჯერე,ტრიგონომეტრია უფრო სხვა მიმართულებაა,ტრიგონო სამკუთხედია და მეტროს ვზომავ ესე იტარგმენება ბერძნულიდან,ანუ სამკუთხედს ვზომავ და მეტს ვერაფერს ვერ ვიზავთ ამ მოცემულობით
* * *
რავი ძმებო ეილერი,გაუსი და პითაგორა რომ ცოცხლები იყვნენ და ეს ამოცანა გაგვეგზავნა მათთვის როგორ გგონია რას იზავდნენ ნეტა?რა გზით ამოხნიდნენ მაგრად ხო გაინტერესებს?იმას გეტყოდნენ რომ 18 ის ნაცვლად რომ 20 ყოფილიყოო?რაღაც არ მგონია.კონკტერტულად ამ მონაცემებზე ესაა ამოხსნა,და სხვა მონაცემებზე სხვა გზა იარსებებს ეგაა რა
* * *
დავუშვათ X არის 20 გრადუსი, და შენ იძახი რომ 48 გრადუსიანი კუთხეზე არ მოახდენს გავლენასო,მაშინ პირობა ირღვევა AB და Dჩ მონაკვეტები ტოლი აღარ გამოვა მოცემულობის თანახმად.ამ კუთხეების მოცემულობით 48 და 18 ესაა ამოხსნა.და თუ 20 იქნება მაშინ ყველა ვარიანტში 40 უნდა იყოს 48 ის ნაცვლად და X იქნება 20 გრადუსი პასუხი.ესაა და ეს
* * *
არ ვიცი ეხლა სხვა ამოხსნა თუ ვინმეს აქვს ამ პარამეტრებით უძალიანესად გამისწორდება

Posted by: Nodo_K 19 Mar 2023, 20:19
gaucho
tato1982
tyvia
სალამი მეგობრებო თქვენი დახმარებ მჭირება
მოკლედ 1,4 კუშს ვსვამ მინიმუმ 65 % ით,
ბანკის ისე გადანაწილება მინდა რომ მოგებული დავრჩე
მოკლედ ნახაზის გაკეთება მინდა ფსონები როგორ გავანაწილო
პადარკა ჩემზე იყოს
დედასვფიცავარ მთავარია დავაპლიუსო, ბანკი მოვხსნა ჩარიცხული თანხა და სათამაშო დავიტოვო და დალშე პატივისხემა ჩემზე იყოს

Posted by: tyvia 19 Mar 2023, 21:46
tato1982

QUOTE
დავუშვათ X არის 20 გრადუსი, და შენ იძახი რომ 48 გრადუსიანი კუთხეზე არ მოახდენს გავლენასო,მაშინ პირობა ირღვევა AB და Dჩ მონაკვეტები ტოლი აღარ გამოვა მოცემულობის თანახმად.


არ მოახდენს თუ SDT კუთხე შეიცვლება

QUOTE
არ ვიცი ეხლა სხვა ამოხსნა თუ ვინმეს აქვს ამ პარამეტრებით უძალიანესად გამისწორდება


რაღაც იდეები მაქვს და თითქოს სწორია ყველაფერი მაგრამ განსხვავებულ რიცხვებს ვიღებ

Nodo_K

კითხვა რაში მდგომარეობს ვერ გავიგე

Posted by: tato1982 19 Mar 2023, 22:08
თუ არ მოახდენს დადე შენი ამოხსნა აბა მაინტერესებს ძალიან,საინტერესო იქნება
* * *
როგორ 2 გრადუსით იზრდება კუთხე და ამ კუთხის მოპირდაპირე გვერდი არ გაიზრდება??
* * *
Nodo_K პირადში მოგწერე ნახე,შეგიძლია გაითვალისწინო
* * *
რას იღებ ეგეთ რიცხვებს დადე აბა

Posted by: tyvia 20 Mar 2023, 00:03
user posted image

SVT კუთხის მაქსიმალური გრადუსია 48
ამ დროს DT ST-ს ემთხვევა და ტოლფერდა სამკუთხედს ვიღებთ
თუ ამ სამკუთხედში SV მონაკვეთს გავაორმაგებთ SVT კუთხე განახევრდება

user posted image

რა მოხდება თუ SV-ს კიდე გავაორმაგებთ?
ნახაზებით ვიღებ რომ კუთხე ისევ გაიყოფა და 12 გრადუსი დარჩება (შეიძლება აქ ვცდებოდე)

მაგრამ თუ სწორია გამოდის რომ რამდენჯერაც მეტია TSV კუთხე SVT-ზე იმდენჯერ დიდია SV ST-ზე
ვსვამ რიცხვებს და SDT-ს 30-ის მაგივრად 28.8-ვიღებ
* * *
დამავიწყდა მეთქვა რომ ჩემი მიზანი SDT კუთხის დაკვირვებაა SVT-ს ცვლილებისას
ამასაც მაგიტომ ვაკეთებ

Posted by: gaucho 20 Mar 2023, 00:57
QUOTE

SVT კუთხის მაქსიმალური გრადუსია 48
ამ დროს DT ST-ს ემთხვევა და ტოლფერდა სამკუთხედს ვიღებთ

tyvia
<SVT=66°
ამ დროს ემთხვევა DT და ST. შესაბამისად ჩასასწორებელია დანარჩენი მსჯელობაც.

Nodo_K
QUOTE
მოკლედ 1,4 კუშს ვსვამ მინიმუმ 65 % ით,



ან პროცენტია მოსამატებელი ან "კუში".

1.4 კოეფიციენტების გამოცნობა 65-%იანი სიზუსტით არაა საკმარისი უეჭველი მომგებიანი სტრატეგიისთვის.

Posted by: Nodo_K 20 Mar 2023, 10:29
gaucho
დამიწერე, რამე სტრატეგია არ არის პრობლემა, დაახლოებით 75 პროცენტამდეა 1,5 კუში რეალურად, დაზღვევის მიზნით დდავაკელი აქ პოსტში, რამე მომაფიქრებიე და თუ იმუშავებს პატივისცემა ჩემზე იყოს

Posted by: gaucho 20 Mar 2023, 21:55
Nodo_K
1.4 კოეფიციენტზე 72%+ სიზუსტე გჭირდება, 1.5-ზე 67%+ დავუშვათ ეგ მონაცემები გვაქვს. მაშინ თუ უსასრულოდ "ითამაშებ" (არც ბანკი გამოგელევა და არც დრო) მარტო მაგ კოეფიციენტებზე "თამაშით" ნებისმიერი სტრატეგია მომგებიანია. მაგრამ ბანკშიც და დროშიც ყველანი შეზღუდულები ვართ. ამიტომ რაღაც ლიმიტები უნდა დაუწესო შენს თავს, რომ გაბანკროტება აიცილო თავიდან.

ამის გაკეთება შეიძლება მაგრამ დეტალები მგონი ცილდება ამ თემას. თან ცოტა მეტი მონაცემებიცაა საჭირო, მაგალითად რამედნია საწყისი კაპიტალი? ან რას გულისხმობ "მუშაობაში"?

QUOTE
რამე მომაფიქრებიე და თუ იმუშავებს პატივისცემა ჩემზე იყოს


100 "თამაშში" საშუალოდ რამდენი პროცენტით +ში გასვლა ჩაითვლება მუშაობად?

Posted by: Nodo_K 20 Mar 2023, 23:07
gaucho
QUOTE
1.4 კოეფიციენტზე 72%+ სიზუსტე გჭირდება, 1.5-ზე 67%+

1.5 კოეფიციენტი 72 % ზე, 50 დან 36 პოზიცია რომ დავსვა
QUOTE
ამის გაკეთება შეიძლება მაგრამ დეტალები მგონი ცილდება ამ თემას. თან ცოტა მეტი მონაცემებიცაა საჭირო, მაგალითად რამედნია საწყისი კაპიტალი? ან რას გულისხმობ "მუშაობაში"?

20 ლარით დავტესტავ, მინდა რომ სრაფად გავაორმაგო რამდენჯერმე და მერე ბანკს რომ გავზრდი, მერე უფრო "უსაფრთხო" სქემა ავიღო და დავიწყო გამოტანა

მე ახლა ორი ვარიანტი მოვიფიქრე
1) 20 გავანაწილო თითო გუნდზე ასე
2 2 2 2 4 4 4 -- 1,5 კოეფიციენტზე ავიღო --- დავაპლიუსე ვთქვათ 4.5 ლ დავაპლიუსე, ახლა დღეს დავწერ 2.25 კოეფიცენტზე და გაიზრდება ბანკი, ყოველ დაპლიუსებაზე მოგებულ თახას დავწერ გადაბმულ კუშზე
2) 2 2 2 3 3 3 3 2.25 კოეფიენტზე ავიღო (ორი გუნდი გადავაბა)

უკეთესი თუ შეგიძლია მომაფიქრებიო, რავი დამიწერე

Posted by: tato1982 21 Mar 2023, 19:06
QUOTE (tyvia @ 20 Mar 2023, 00:03 )
user posted image

SVT კუთხის მაქსიმალური გრადუსია 48
ამ დროს DT ST-ს ემთხვევა და ტოლფერდა სამკუთხედს ვიღებთ
თუ ამ სამკუთხედში SV მონაკვეთს გავაორმაგებთ SVT კუთხე განახევრდება

user posted image

რა მოხდება თუ SV-ს კიდე გავაორმაგებთ?
ნახაზებით ვიღებ რომ კუთხე ისევ გაიყოფა და 12 გრადუსი დარჩება (შეიძლება აქ ვცდებოდე)

მაგრამ თუ სწორია გამოდის რომ რამდენჯერაც მეტია TSV კუთხე SVT-ზე იმდენჯერ დიდია SV ST-ზე
ვსვამ რიცხვებს და SDT-ს 30-ის მაგივრად 28.8-ვიღებ
* * *
დამავიწყდა მეთქვა რომ ჩემი მიზანი SDT კუთხის დაკვირვებაა SVT-ს ცვლილებისას
ამასაც მაგიტომ ვაკეთებ

ეგ გასაგებია მაგრამ საბოლოოდ ესაა შენი ვარიანტი??თუ კიდევ დებ რამეს
* * *
ანუ მე რაც ამოხსნა დავწერე პლანიმეტრიული არასწორია??ტრიგონომეტრიულიც მაქვს ამოხსნა.ორი ვე შემთხვევაში ერთი და იგივე პასუხია 12 გრადუსი.მე პრეტენზია არ მაქვს არაფერზე,ბაზარი არაა,უბრალოდ შენი ამოხსნა მაინტერესებს საბოლოოდ როგორი იქნება,მართლა მაინტერესებს

Posted by: tyvia 21 Mar 2023, 20:35
tato1982

QUOTE
ეგ გასაგებია მაგრამ საბოლოოდ ესაა შენი ვარიანტი??


კი, მასე ვაპირებდი ამოხსნას მაგრამ რიცხვები ამერია
შეიძლება გამოსულიყო შეიძლება არა მაგრამ აღარ მაქვს გაგრძელების ინტერესი

Posted by: tato1982 21 Mar 2023, 20:46
ბაზარი არაა შენი საქმის შენ იცი, უბრალოდ შენი ვარიანტი მაინტერესებდა.ოკ
* * *
user posted image
მოცემულ პარალელოგრამში იპოვეთ წითელი სამკუთხედის ფართობი,საინტერესო ამოცანაა ნამდვილად

Posted by: gaucho 23 Mar 2023, 17:25
Nodo_K
ბოდიში ვერ მოვიცალე.

მოკლედ ზოგად სურათს მე ასე ვხედავ, როგორც გითხარი ეგ მონაცემები რაც შენ დაწერე ყველა ვარიანტში მომგებიანია.

საუკეთესო სტრატეგია რომელია ასე ზოგადად თქმა მიჭირს, ზოგ სტრატეგიაში საშუალო მოგება იზრდება მაგრამ გაბანკროტების შანსი იმატებს, ზოგში პირიქით საშუალო მოგება უფრო პატარაა მაგრამ გაბანკროტების შანსი თითქმის ნულამდე მცირდება.

შენ რა ვარიანტებიც დაწერე ორივე სადღაც შუალედურია, 20 ლარით ცდა ღირს, ცადე და უფრო კარგად დაინახავ, თან კარგი იქნება მონაცემებსაც თუ დაამუშავებ. რაც უფრო მეტი მონაცემეი იქნება მით უკეთ შეიძლება სურათის დანახვა. ასევე ჩემი რჩევა იქნება, რომ გამინუსების შემთხვევაში რას შვები ეგ გეგმაც გქონდეს გაწერილი, ყოველთვის მარტო გაპლიუსება არ გამოვა.

უფრო ზუსტად თუ მეტყვი შენთვის კონკრეტულად რას ნიშნავს უკეთესი ვარიანტი შევეცდები დაგეხმარო მაგრამ ასე ზოგადად მთავარი რაც არი გითხარი უკვე,


* * *
tato1982
ეს გასართობად შემოაგდე თუ ამოხსნა გაინტერესებს? spy.gif

Posted by: tato1982 23 Mar 2023, 22:51
გასართობად

Posted by: oceanblvd 26 Mar 2023, 15:51
tato1982
user posted image
პირველ რიგში, ბოდიში საშინელი ნახაზისთვისა და ნაჯღაპნისათვის.
ასეთი ლოგიკით წავიდეთ: შემოვიტანოთ ცვლადები - a, x, c, b, e, d და f და ისე გავანაწილოთ, როგორც გაკეთებული მაქვს. x-ით აღნიშნული გვაქვს საძიებელი წითელი სამკუთხედის ფართობი თან ასოები დავაწეროთ წერტილებს, გამოგვადგება.
დავაკვირდეთ პირველ მიჯღაპნილ სამკუთხედს (AED), a და x რომაა დაყოფის შედეგად მიღებული სამკუთხედის ფართობები, ეგ მთლიანი.

და მეორე მიჯღაპნილ სამკუთხედს (EBF), 72, b და 8 რომაა ფართობები, ის მთლიანი დიდი სამკუთხედი.

AED-ის ფართობი იქნება h*AE/2, ხოლო EBF-ის ფართობი - h*EB/2
მაგ ფართობებს თუ შევკრებთ, მივიღებთ, რომ ჯამური ფართობია:
h*(AE+EB)/2=h*AB/2, რაც მთლიანი არალელოგრამის ფართობის ნახევარია.

შემდეგ დააკვირდი AOD სამკუთხედს (წარმოიდგინე, რომ BC გვერდი სადაცაა გადაკვეთილი, იქ ზის O წერტილი, მე დამავიწყდა დაწერა).

AOD სამკუთხედის ფართობიც არის პარალელოგრამის ფართობის ნახევარი (სკოლაში პირდაპირ ვისწავლე თეორემა: "თუ პარალელოგრამის რომელიმე გვერდზე აღებულია წერტილი, მაშინ ამ გვერდის მოპირდაპირე წვეროებითა და ამ წერტილით შექმნილი სამკუთხედის ფართობი არის პარალელოგრამის ფართობის ნახევარი" (ჩემი ენით ჩამოვაყალიბე)

დამტკიცებითაც ძალიან მარტივად მტკიცდება ეგ თეორემა სიმაღლის დაშვებით.

ხოდა, გამოდის, რომ ზემოთ აღნიშნული ორი სამკუთხედის ფართობების ჯამი და ამ AOD სამკუთხედის ფართობი ერთმანეთის ტოლია.

თავიდან შემოტანილი ცვლადების საშუალებით გავატოლოთ ეს ფართობები:
x+a+72+b+8=a+79+b+10
x+80=89 (a და b გაბათილდა ორივე მხარეს)
x=9, ანუ საძიებელი ფართობია 9.

შეიძლება ცოტა გაუგებრად ავხსენი და თუ რამეა, ჩამეკითხე.

შესწორება: ორჯერ მიწერია F ასო და ამიტომ, პარალელოგრამის გარეთ დაშვებული მართობის ფუძე უნდა იყოს K.

Posted by: tato1982 27 Mar 2023, 09:22
QUOTE (oceanblvd @ 26 Mar 2023, 15:51 )
tato1982
user posted image
პირველ რიგში, ბოდიში საშინელი ნახაზისთვისა და ნაჯღაპნისათვის.
ასეთი ლოგიკით წავიდეთ: შემოვიტანოთ ცვლადები - a, x, c, b, e, d და f და ისე გავანაწილოთ, როგორც გაკეთებული მაქვს. x-ით აღნიშნული გვაქვს საძიებელი წითელი სამკუთხედის ფართობი თან ასოები დავაწეროთ წერტილებს, გამოგვადგება.
დავაკვირდეთ პირველ მიჯღაპნილ სამკუთხედს (AED), a და x რომაა დაყოფის შედეგად მიღებული სამკუთხედის ფართობები, ეგ მთლიანი.

და მეორე მიჯღაპნილ სამკუთხედს (EBF), 72, b და 8 რომაა ფართობები, ის მთლიანი დიდი სამკუთხედი.

AED-ის ფართობი იქნება h*AE/2, ხოლო EBF-ის ფართობი - h*EB/2
მაგ ფართობებს თუ შევკრებთ, მივიღებთ, რომ ჯამური ფართობია:
h*(AE+EB)/2=h*AB/2, რაც მთლიანი არალელოგრამის ფართობის ნახევარია.

შემდეგ დააკვირდი AOD სამკუთხედს (წარმოიდგინე, რომ BC გვერდი სადაცაა გადაკვეთილი, იქ ზის O წერტილი, მე დამავიწყდა დაწერა).

AOD სამკუთხედის ფართობიც არის პარალელოგრამის ფართობის ნახევარი (სკოლაში პირდაპირ ვისწავლე თეორემა: "თუ პარალელოგრამის რომელიმე გვერდზე აღებულია წერტილი, მაშინ ამ გვერდის მოპირდაპირე წვეროებითა და ამ წერტილით შექმნილი სამკუთხედის ფართობი არის პარალელოგრამის ფართობის ნახევარი" (ჩემი ენით ჩამოვაყალიბე)

დამტკიცებითაც ძალიან მარტივად მტკიცდება ეგ თეორემა სიმაღლის დაშვებით.

ხოდა, გამოდის, რომ ზემოთ აღნიშნული ორი სამკუთხედის ფართობების ჯამი და ამ AOD სამკუთხედის ფართობი ერთმანეთის ტოლია.

თავიდან შემოტანილი ცვლადების საშუალებით გავატოლოთ ეს ფართობები:
x+a+72+b+8=a+79+b+10
x+80=89 (a და b გაბათილდა ორივე მხარეს)
x=9, ანუ საძიებელი ფართობია 9.

შეიძლება ცოტა გაუგებრად ავხსენი და თუ რამეა, ჩამეკითხე.

შესწორება: ორჯერ მიწერია F ასო და ამიტომ, პარალელოგრამის გარეთ დაშვებული მართობის ფუძე უნდა იყოს K.

სწორია,ნახაზს არაუშავს,გამგები გაიგებს არარი პრობლემა

Posted by: tato1982 31 Mar 2023, 21:10
ბიჭებო მარტივია მაგრამ არც ისე მარტივი აქ ვინც ვართ ვიცით ეს პრინციპი და ყველაზე მარტიავდ როგრ ვიპოვოთ წრეწირის ცენტრი ნაკლები ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე ოპტიმალურად?ნუ და მებადა ეს კითხვა ეხლა
* * *
ჩემი შეთავაზებაა რაც შეიძლება მინიმაზაციით გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები(სახაზავი,ძაფი,ფარგალი,და.ა.შ,,)

Posted by: Definitely_Maybe 1 Apr 2023, 14:29
QUOTE
როგრ ვიპოვოთ წრეწირის ცენტრი ნაკლები ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე

ორი ნებისმიერი ქორდა და მათი შუამართობების გადაკვეთა არ გავა მარტივში? smile.gif

user posted image

Posted by: oceanblvd 1 Apr 2023, 14:37
Definitely_Maybe
შუამართობის ასაგებად ისევ სახაზავი/სახაზავი და ფარგალი გჭირდება.

Posted by: Definitely_Maybe 1 Apr 2023, 14:41
oceanblvd
მარტივადო, აბა ინსტრუმენტები სულ თუ არ გამოვიყენე ისე ცენტრი როგორ უნდა ვიპოვო? ევკლიდურ გეომეტრიაში უფრო ადვილი გზა მეეჭვება იყოს smile.gif შუამართობის საპოვნელად ფარგლის 2 მოძრაობა და მონაკვეთის გავლებაა smile.gif

Posted by: oceanblvd 1 Apr 2023, 14:43
თვალზომით ვიპოვოთ ორი უდიდესი ქორდა, რომელიც წრეწირში შეიძლება გაივლოს და მათი გადაკვეთის წერტილი იქნება ცენტრი (არარეალურია, მაინც სახაზავი და სასწაული თვალი გვჭირდება).
* * *
წრეწირის გარეთ აღებული წერტილიდან მხებები გავავლოთ, ორივე შეხების წერტილიდან ტრანსპორტის საშუალებით ავუშვათ მართობები და მათი გადაკვეთა იქნება წრეწირის ცენტრი.
ეგაც მინიმალური გამოყენებაა, ოღონდ სახაზავი მაინც გვინდა.

Posted by: Definitely_Maybe 1 Apr 2023, 15:30
oceanblvd
QUOTE
წრეწირის გარეთ აღებული წერტილიდან მხებები გავავლოთ,

მაგას როგორ აპირებ? ეგ უფრო რთულია ვიდრე ქორდის შუამართობის გავლება

Posted by: gaucho 1 Apr 2023, 21:00
tato1982
რამდენად მარტივია არ ვიცი, მე თუ მკითხავ საერთოდაც არ არის მარტივი მაგრამ ერთი ხელსაწყოთი, კერძოდ კი ფარგლით, შეიძლება ნებისმიეირ მოცემული წრეწირის ცენტრის პოვნა.

აქ რაც დაიწერა ის გზები უფრო მრტივია მგონი, უბრალოდ მინიმუმ ორი დამხმარე საშუალებაა გამოყენებული.

Posted by: oceanblvd 2 Apr 2023, 01:19
Definitely_Maybe
ავიღებ წრის გარეთ რამე წერტილსა და წრეწირის რომელიმე წერტილს და სახაზავით გავავლებ წრფეს. უბრალოდ მანდაც რამდენიმე საშუალება გვჭირდება.

Posted by: Definitely_Maybe 2 Apr 2023, 11:59
oceanblvd
QUOTE
ავიღებ წრის გარეთ რამე წერტილსა და წრეწირის რომელიმე წერტილს და სახაზავით გავავლებ წრფეს. უბრალოდ მანდაც რამდენიმე საშუალება გვჭირდება.

მასე მხები არ გამოვა

Posted by: oceanblvd 2 Apr 2023, 12:36
Definitely_Maybe
როგორ არა. წრეწირთან ექნება შეხების ერთი წერტილი.

Posted by: Definitely_Maybe 2 Apr 2023, 13:23
oceanblvd
smile.gif გირჩევ კარგად დაძებნო მხების განმარტება.

"რომელიმე წერტილზე" მხებს ვერ გაავლებ. წრეწირის გარე წერტილიდან წრეწირისადმი არსებობს მხოლოდ 2 კონკრეტული წერტილი რომელზეც მხებს გაატარებ.

Posted by: tato1982 2 Apr 2023, 15:27
ჩემი ვერსია ასეთია: თაბახის ფურცელზე ვხაზავთ წრეს, ამოვჭრით, გავკეცავთ ჰორიზონტალურად ორ ტოლ ნაწილად და კოდევ ვერტიკალურად ორტ ტოლ ნაწილად,ამის შემდეგ ჰორიზონტალის და ვერტიკალუს გადაკვეთის წერტილი ( ოთხი ტოლი სექტორი) წრის ცენტრი იქნება.ნუ რავი მეტი ვერ მოვიფიქრე მარტივი გზა

Posted by: oceanblvd 2 Apr 2023, 18:11
Definitely_Maybe
კი, მხოლოდ ორი მხები გაივლება, თუმცა ადვილი გასავლებია.

tato1982
იდეალური წრეწირის დასახაზად ყველა ვარიანტში გვჭირდება ფარგალი. შენს შემთხვევაში, მეორე ხელსაწყო, რომელიც დაგვჭირდება, იქნება მაკრატელი. ალბათ, რამდენიმე გზა იქნება ამ შემთხვევაში და ოთხივეში ერთი და იმავე რაოდენობის ხელსაწყო დაგვჭირდება.

მე ასეთი რამეც მოვიფიქრე: ამ წრეწირზე შემოვახაზოთ სამკუთხედი, ოღონდ გვჭირდება სახაზავი. ავაგოთ სამკუთხედის რომელიმე ორი კუთხის ბისექტრისა. მათი გადაკვეთის წერტილი იქნება წრეწირის ცენტრი.

ან, წრეწირში ჩავხაზოთ სამკუთხედი, ავაგოთ რომელიმე ორი გვერდის შუამართობი და მათი გადაკვეთის წერტილი იქნება წრეწირის ცენტრი.

ან ტრანსპორტის საშუალებით წრეწირში ჩავხაზოთ მართი კუთხე, ამ კუთხის "წვერების" წრეწირთან გადაკვეთის წერტილები შევაერთოთ. მივიღებთ მართკუთხა სამკუთხედს. მოვძებნოთ ჰიპოტენუზის შუაწერტილი, თუნდაც თალესის თეორემით გავყოთ ორ ნაწილად და ეგაა.



Posted by: gaucho 2 Apr 2023, 18:38
როგორ ვიპოვოთ მოცემული წრეწირის ცენტრი მხოლოდ ფარგლის გამოყენებით

მოკლედ, როგორც ვთქვი არაა მარტივი მაგრამ საინტერესო გზაა. ვისაც გარჩევა მოგინდებათ გირჩევით ნახაზები გააკეთოთ(უკეთესად დანახვისთვის სასურველია ფარგლით, თორემ მე ძალიან და გადატვირთული გამომივიდა). პრინციპში ნახაზის გარეშეც შეიძლება, თუ დაკვირვებით მიყვებით და ცოტა გეომეტრიული წარმოდგენის უნარსაც გამოიყენებთ.

ჯერ გავიხსენოთ რა არის ინვერსია, უფრო სწორად ინვერსიის ერთი კერძო შემთხვევა, როცა A წერტილი მოცემული O ცენტრის და r რადიუსის მქონე წრეწირის გარეთ მდებარეობს. A'-ს ეწოდება A-ს ინვერსიული წერტილი O ცენტრის და r რადიუსის მქონე წრეწირის მიმართ თუ A' მდებარეობს OA წრფეზე და დამატებით OA' * OA=r * r (სიმბოლო "*"-თი აღნიშნულია უბრალოდ გამრავლება). ცხადია ასეთი A' წერტილი ყოველთვის არსებობს და ის იქნება O ცენტრის და r რადიუსის მქონე წრეწირის შიგნით. ჯერ დავამტკიცოთ, რომ მხოლოდ ფარგლის გამოყენებით A' წერტილის პოვნა შესაძლებელია.

ფარგლის საშუალებით დავხაზოთ წრეწირი ცენტრით A წერტილში და რადიუსით AO-ს ტოლი. ეს წრეწირი თავდაპირველ წრეწირის გადაკვეთს ორ, B და C, წერტილში. ცხადია OB=OC=r. დავხაზოთ კიდევ ორი წრეწირი, ცენტრით B და რადიუსით OB=r და ცენტრით C და რადიუსით OC=r. ამ ორი წრეწირის ერთ-ერთი გადაკვეთის წერტილი არის O, მეორე გადაკვეთის წერტილი კი იქნება საძიებელი A'.

დამტკიცება: ჯერ ვაჩვენოთ, რომ A' ნამდვილად OA წრფეზეა. OBA'C რომბში დიაგონალები OA' და BC არიან ერთმანეთის შუამართობები. რადგან COB და CAB ტოლფერდა სამკუთხედებია AO-ც იქნება BC-ს შუამართობი და გამოდის A' ნამდვილად AO წრფეზეა.

ახლა ვაჩვენოთ, რომ OA' * OA = r * r. OBA'C რომბში დიაგონალების გადაკვეთის წერტილი აღვნიშნოთ D-თი <DOB ალფა-თი და <OBD ბეტა-თი. ცხადია ალფა+ბეტა=90. დავაკვირდეთ OAB ტოლფერდა საკმუთხედს.

<OAB = 180-2ალფა = 2*(90-ალფა) = 2ბეტა.

შესაბამისად OAB სამკუთხედის ფართობი იქნება

S = 1/2 * OA * OA * sin(2ბეტა).

მეორეს მხრივ S=S1+S2 სადაც

S1 = 1/2 * r * r * sin(2ბეტა) (OBA' სამკუთხედის ფართობი) და

S2 = 1/2*(OA-OA') * BA * sin(2ბეტა) = 1/2*(OA-OA') * OA * sin(2ბეტა) (A'AB სამკუთხედის ფართობი)

სამივე ფართობი გავყოთ 1/2 * sin(2ბეტა)-ზე მივიღებთ:

OA * OA = r * r + OA * (OA-OA') აქედან გვექნება

r * r =OA * OA - OA * (OA-OA')=OA *( OA - (OA-OA') ) = OA * OA'.

დავიმახსოვროთ ეს ფაქტი, უგულებელვყოთ ის აღნიშვნები რაც გამოვიყენეთ და დავუბრუნდეთ საწყის ამოცანას. ვთქვათ მოცემულია წრეწირი, რომლის ცენტრიც გვინდა ვიპოვოთ. ავიღოთ ამ წრეწირზე ნებისმიერი წერტილი A და ფარგლის გამოყენებით ცენტრით A-დან შემოვხაზოთ r(r<თავდაპირველი წრეწირის დიამეტრზე) რადიუსის მქონე წრეწირი. ამ ორი წრეწირის გადაკვეთის წერტილები აღვნიშნოთ B-თი და C-თი. ახლა ცენტრით B-დან და ცენტრით C-დან შემოვხაზოთ r რადიუსის მქონე წრეწირები, ამ ორი წრეწირის ერთ-ერთი გადაკვეთის წერტილი იქნება A ხოლო მეორე აღვნიშნოთ D-თი. ჩვენ შეგვიძლია თავიდანვე r ავარჩით ისე, რომ D წერტილი მოხვდეს A ცენტრისა და r რადიუსის მქონე წრეწირის გარეთ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მხოლოდ ფარგლის საშუალებით შეგვიძლია ავიღოთ D-ს ინვერსიული D' წერტილი A ცენტრისა და r რადიუსის მქონდე წრეწირის მიმართ. სწორედ D' იქნება თავდაპირველად მოცემული წრეწირის ცენტრი.

დამტკიცება: საკმარისია ვაჩვენოთ, რომ D' წერტილი თანაბრადაა დაშორებული A,B და C წერტილებისგან. განვიხილოთ ABCD რომბი, რომლის გვერდის სიგრძეა r. ცხადია AD წრფეზე აღებული ნებისმიერი F წერტილისთვის BF = CF. ახლა დავაფიქსიროთ AD მონაკვეთზე F წერტილი ისე, რომ AF = BF = CF. რადგან D წერტილი A ცენტრისა და r რადიუსის მქონე წრეწირს გარეთაა ასეთი F ნამდვილად არსებობს AD მონაკვეთზე. ვაჩვენოთ, რომ F ემთხვევა D'-ს. ამისთვის საკმარისია ვაჩვენოთ, რომ AF * AD = r * r. ვთქვათ <DAB = ალფა მაშინ, <BAC = 2ალფა. აგრეთვე, რადგან სამკუთხედი AFB როლფერდაა <AFB = 180-2ალფა და შესაბამისად <DFB = 2ალფა. ABD სამკუთხედის ფართობი აღვნიშნოთ S-ით, რადგან სამკუთხედ ABD-ს ფართობი უდრის სამკუთხედ BAC-ს ფართობს და ორივე რომბის ფართობის ნახევარია გვექნება:

S =1/2* r * r * sin(2ალფა).

მეორეს მხრივ S=S1+S2 სადაც

S1 =1/2 AF * BF * sin(180-2ალფა) = 1/2 AF * AF * sin(2ალფა) ( AFB სამკუთხედის ფართობი)

S2 = 1/2 BF * (AD-AF) * sin(2ალფა) = 1/2 AF * (AD-AF) * sin(2ალფა) (DFB სამკუთხედის ფართობი)

სამივე ფართობი გავყოთ 1/2 * sin(2ალფა)-ზე მივიღებთ:

r * r = AF * AF + AF * (AD-AF) = AF * (AF+AD-AF)=AF * AD.

რდგ.

Posted by: oceanblvd 2 Apr 2023, 21:46
gaucho
ამდენ წვალებას მირჩევნია, რომ ჩავიდე მაღაზიაში და ვიყიდო სახაზავი.
RESPECT!!!!

Posted by: ArxeoptericS 25 Apr 2023, 02:34
არც ქიმიის ამოცანაა, არც ფიზიკის, უბრალოდ ვისაც არ ვკითხე აზრები იყოფა და აქაც დავწერ იქნებ ვინმე დამეხმაროთ

ერთ-ერთ კაზინოში თამაშისას ქეში მქონდა და წავაგე, შემდეგ მივედი სალაროში და ტერმინალიდან მოვხსენი 2000, თუმცა აღმოჩნდა რომ მოლარეს შეეშალა და ტერმინალზე აკრიფა 200, 200ის ნაცვლად და მომაწოდა 2000 ლარი, შემდეგ ისევ წავაგე ისევ მოვხსენი 2000, შემდეგ 3000, 4000, 5000 და ბოლოს რომ დავასრულე თამაში ვკითხე მენეჯერს რომ დღის +/- ჯამი ეთქვა, მითხრეს რომ 350 ლარს ვიგებდი, ავდექი და გავედი.

მეორე დღეს მირეკავს მენეჯერი და მეუბნება, რომ ასე და ასე მოხდაო, თანხის მიტანა არ მოუთხოვია, თუმცა მე ავდექი და მივიტანე, რადგანაც მოლარეს მოუწევდა გადახდა.

ესეიგი რა მაინტერესებს, რადგანაც ჩემმა ჯამურმა მოგებამ შეადგინა 350 ლარი და უკან მომიწია შემდეგ 1800 ლარის დაბრუნება, გამოდის თუ არა რომ გავმინუსდი? რეალურად ვიცი არ გავმინუსებულვარ, თუმცა კაზინოს ბარათი რაც მაქვს, რაზეც ფიქსირებული 20% მაქვს ქეშბექი, აქვს აზრი თუ არა ქეშბექის მოთხოვნას?

Posted by: Irakli 25 Apr 2023, 11:55
ArxeoptericS
ნაღდი ფული გამოგქონდა ან ფიშკები და იმით თამაშობდი? მოგება საბოლოოდ ჯამში ფიშკებზე გქონდა თუ ბარათზე გერიცხებოდა პირდაპირ?

Posted by: ArxeoptericS 25 Apr 2023, 14:03
QUOTE (Irakli @ 25 Apr 2023, 11:55 )
ArxeoptericS
ნაღდი ფული გამოგქონდა ან ფიშკები და იმით თამაშობდი? მოგება საბოლოოდ ჯამში ფიშკებზე გქონდა თუ ბარათზე გერიცხებოდა პირდაპირ?

ქეში გამომქონდა და ქეშით ვთამაშობდი, თამაშისას ბარათი იყო მუდმივად მოთავსებული აპარატში და გასვლისას ბარათის მონაცემებით +350 ლარი დაფიქსირდა

Posted by: Irakli 25 Apr 2023, 14:49
ArxeoptericS
QUOTE
ქეში გამომქონდა და ქეშით ვთამაშობდი, თამაშისას ბარათი იყო მუდმივად მოთავსებული აპარატში და გასვლისას ბარათის მონაცემებით +350 ლარი დაფიქსირდა

გასაგებია, მინუსში ხარ მაშინ 1450 ლარით yes.gif


* * *
დანარჩენი უკვე დამოკიდებულია შენი ქეშბექი როგორ აითვლება. ის ქეშბექი უკვე მყისიერად გერიცხებოდა ბარათზე როცა გამოგქონდა ფული თუ არა. თუ ეგრევე გიბრუნდება, მაშინ როგორც ვთქვი, მინუსში ხარ 1450 ლარი. თუ მოგვიანებით ჩაგერიცხება, მაშინ ნაკლებ ზარალში იქნები ალბათ.

Posted by: ArxeoptericS 25 Apr 2023, 16:02
QUOTE (Irakli @ 25 Apr 2023, 14:49 )
ArxeoptericS
QUOTE
ქეში გამომქონდა და ქეშით ვთამაშობდი, თამაშისას ბარათი იყო მუდმივად მოთავსებული აპარატში და გასვლისას ბარათის მონაცემებით +350 ლარი დაფიქსირდა

გასაგებია, მინუსში ხარ მაშინ 1450 ლარით yes.gif


* * *
დანარჩენი უკვე დამოკიდებულია შენი ქეშბექი როგორ აითვლება. ის ქეშბექი უკვე მყისიერად გერიცხებოდა ბარათზე როცა გამოგქონდა ფული თუ არა. თუ ეგრევე გიბრუნდება, მაშინ როგორც ვთქვი, მინუსში ხარ 1450 ლარი. თუ მოგვიანებით ჩაგერიცხება, მაშინ ნაკლებ ზარალში იქნები ალბათ.

ანუ რეალურად ხომ მაინც 350 + ში დავრჩი, რადგანაც ბარათიდან არ მომეჭრა 2000 და მომეჭრა 200, დავაბრუნე უბრალოდ ნაშთი, აი თამაშის მხრივ მაინტერესებს და მგონია რომ დავრჩი მინუსში, უბრალოდ თუ შეგიძლია ლოგიკურად განავრცხო როგორ და რატომ, შენი და ზოგადად სხვების ლოგიკაც მაინტერესებს

Posted by: Irakli 25 Apr 2023, 18:51
ArxeoptericS
ანუ წარმოიდგინე ისეთი სიტუაცია რომ საერთოდ არაფერი მოგეგო, ანუ 0-ზე ყოფილიყავი. გამოდიოდა რომ 1800 ლარით კი მოგცეს ზედმეტი, მაგრამ ეგ ფული თამაშისას წააგე. ამ შემთხვევაში იქნებოდი 0-ვან ბალანსზე, რადგან თამაშობდი ქეშით!

შემდეგში ეგ ფული მიიტანე უკან, ანუ საკუთარი ჯიბიდან ამოიღე და მიეცი 1800 ლარი, საბოლოო ბალანსი გაგიხდა მინუს 1800 ლარი.

350 ლარი მოგებული კი იმ უკან დადებულ თანხას ვერ გაანეიტრალებს, ამიტომ ხარ მინუს 1450 ლარი ბალანსში.

Posted by: LashaNBA 25 Apr 2023, 19:48
სალამი. ვინმე ხომ არ გეგულებათ, ელექტრული მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომის გარდაქმნაში დამეხმაროს. ნუ შესაბამისად..... smile.gif

Posted by: gaucho 26 Apr 2023, 00:19
ArxeoptericS
კარგად ვერ გავიგე.


QUOTE

ერთ-ერთ კაზინოში თამაშისას ქეში მქონდა და წავაგე, შემდეგ მივედი სალაროში და ტერმინალიდან მოვხსენი 2000, თუმცა აღმოჩნდა რომ მოლარეს შეეშალა და ტერმინალზე აკრიფა 200, 200ის ნაცვლად და მომაწოდა 2000 ლარი,

შეეშალა და 2000ის მაგივრად 200 ჩამოგაჭრა ბარათიდან მაგრამ 2000 მოგცა?

კიდევ ის ვერ გავიგე, როცა იგებ თანხა ავტომატურად გადადის ბარათზე თუ ბოლოს მოგებული ერთიანად შეიტანე? ამასთანვე კავშირშია და უფრო მეტად საინტერესო ეგ +350 როგორ დაგითვალეს? ბარათიდან გამოტანილი და შეტანილი თანხების ჯამით თუ სხვანაირად? იმიტომ, რომ როგორც ამბობ თავიდან ქეში გქონდა და ის წააგებულიც ითვლება +350-ის დათვლისას თუ არა?

Posted by: oceanblvd 3 May 2023, 19:52
მოგესალმებით. კვლევით ნაშრომს ვწერ პარაშუტით ხტომის შესახებ. რაღაცები კი მოვიფიქრე, მაგრამ მეეჭვება ისევ და თქვენი დახმარება მჭირდება. ნაშრომში წარმოსადგენი ძირითადი საკითხები არის ესენი:
1) რა სახის ძალები მოქმედებს პარაშუტზე ფრენის სხვადასხვა ეტაპზე? რომელი ძალები განაპირობებს პარაშუტის მოძრაობას? გამოსახეთ ეს ძალები სქემატურად (ეს სქემატური გამოსახვა ყველაზე ძალიან მიჭირს და იქნებ ვინმეს გქონდეთ ამის გრაფიკულად გაკეთების გამოცდილება, თან ფიზიკის ცოდნა და დამეხმაროთ)
2) რა გავლენას ახდენს ამ მოძრაობაზე პარაშუტზე მოქმედი ძალებისა და პარაშუტის მახასიათებელი პარამეტრების ურთიერთდამოკიდებულება?

ჩემი აზრი ასეთია:
პარაშუტი უნდა მივიჩნიოთ ვარდნილ სხეულად. ცხადია, მასზე იმოქმედებს სიმძიმის ძალა, ანუ მოძრაობას დაიწყებს თანაბრადაჩქარებულად.
ალბათ, რეაქციის ძალასთანაც გვექნება საქმე, რომელიც სიმძიმის ძალას დააკომპენსირებს.
მასზე იმოქმედებს ხახუნის ძალაც, ოღონდ რა სახის ხახუნია და როგორ, ვერ ვხვდები. შეიძლება მიზიდულობის ძალაც მოქმედებდეს. თავის მხრივ, სიმძიმის ძალა მიზიდულობის ძალიდანაა გამოყვანილი, მისი ქვეტიპია.
სადღაც წავიკითხე, პარაშუტისტის დაშვებისას ბლანტი ხახუნიაო საჭირო. რატომ, ვერ გავიგე.

მოკლედ, ვინმემ თუ იცით, რა ძალები მოქმედებს ამ პარაშუტზე ფრენის სხვადასხვა ეტაპზე, როგორ გამოვსახო სქემატურად და რა გავლენა აქვს მაგ ძალებს მოძრაობაზე, დამეხმარეთ.
ჩემი აზრებით კი დავწერ, მაგრამ არ მინდა, შეცდომები დავუშვა.
* * *
უი, ჰაერის წინააღმდეგობის ძალა დამვიწყებია. დაშვებისას ნელ-ნელა ნელდება მოძრაობა, რადგან ჰაერის წინააღმდეგობის ძალა იზრდება (მგონი). smile.gif)))))0 ხელფფ
* * *
• მოცემული ვიდეოს მიხედვით, არის თუ არა პარაშუტისტის მოძრაობა თავისუფალი ვარდნა?
• პარაშუტის მოძრაობა გარკვეული დროის განმავლობაში თანაბარაჩქარებულია და რითია გამოწვეული მისი აჩქარებული მოძრაობა?
• იმ დროს, როცა პარაშუტი თანაბრად ეშვება, რომელი ძალები აკომპენსირებენ ერთმანეთს?
• რა ძალები მოქმედებენ პარაშუტისტზე დაშვების დროს?
• თუ გამოვრიცხავდით ჰაერის წინააღმდეგობის ძალას, როგორ იმოძრავებდა პარაშუტი?
• წინააღმდეგობის ძალა დამოკიდებულია თუ არა სხეულის(პარაშუტის ) ფორმაზე?
• როგორ არის დამოკიდებული პარაშუტის მოძრაობის სიჩქარე ზედაპირის ფართობზე?
• პარაშუტი რომ არ გაშლილიყო, როგორი სიჩქარით დაეშვებოდა მიწაზე?
• აღწერეთ ორი შემთხვევა: პარაშუტით ხტომის პროცესის და თვითმფრინავიდან ტომარის გადმოგდების შემთხვევაში ძალების და აჩქარებების მიმართულებები

ეს კითხვებიც ვიპოვე და იქნებ გამოგვადგეს და ამეებზე პასუხებითაც ავაგოთ მსჯელობა...

Posted by: goniashvili 5 Jun 2023, 23:38
გთხოვთ დამეხმარეთ ამის ამოხსნაში 10 შესაკრებია. უნდა გამოვიყენოთ 1 - იანები, 3 -იანი, 5 -იანი და 7 -იანი. ჯამია 37 როგორ ამოვხსნა?

Posted by: tyvia 6 Jun 2023, 00:32
goniashvili

10 კენტი რიცხვის გამოყენებით უნდა მიიღო კენტი რაც შეუძლებელია რადგან კენტჯერ ლუწი ლუწია

Posted by: oceanblvd 6 Jun 2023, 16:02
goniashvili
როგორც tyvia-მ აღნიშნა, თუ შენს 10 კენტ რიცხვს დაყოფ წყვილებად, თითოეული წყვილი, ცხადია, მოგცემს ლუწ რიცხვს (2x+1+2y+1=2x+2y+2=2(x+y+1), რაც აუცილებლად ლუწია). ლუწი რიცხვების ჯამი კვლავ ლუწი რიცხვია (2m+2n=2(m+n), რაც ისევ აუცილებლად ლუწია), აქედან გამომდინარე, ამ პირობით ამოცანას ამონახსნი არ აქვს.

Posted by: oceanblvd 9 Jun 2023, 21:12
რა ძალით დააწვება ბავშვი დასაჯდომს 4 მეტრი სიგრძის საქანელაზე ქანაობისას ტრაექტორიის ქვედა წერტილში, თუ მისი მასაა 40 კგ და ის მოძრაობს 6 მ/წმ სიჩქარით? ვიღაცამ გამარკვიეთ, რა ფორმისაა საქანელა, რა იგულისხმება მის სიგრძეში და საერთოდ, როგორ ამოვხსნა ეს.
ჩემი ვარაუდით:
F=ma
a=v²/r (საქანელა წრიული მგონია და ამოცანაში ნახსენები სიგრძე - მისი რადიუსი)
F=40*6²/4=360 (ნ).

ჰელფ...

Posted by: Irakli 11 Jun 2023, 13:46
oceanblvd
სიმძიმის ძალას უნდა დაუმატო ცენტრიდანული ძალა, F = mg + mv²/r

Posted by: oceanblvd 11 Jun 2023, 13:48
Irakli
მაშინ F=400ნ + 360 ნ = 760 ნ.
მადლობა დიდი <33

Posted by: LostBoy 25 Jun 2023, 18:22
user posted image
დამეხმარეთ ამოხსნაში რა და როგორ ამოხსენით ეგეც მიუწერეთ თუ არ შეგეზარებათ

Posted by: oceanblvd 25 Jun 2023, 18:43
LostBoy
E და Q წერტილები შეაერთე ერთმანეთთან, რომ EQ მონაკვეთი მიიღო.
განვიხილოთ ECQ სამკუთხედი, რომელიც მართკუთხა გამოდის,
<ECQ მართია (<ECQ=<ECB+<BCQ=60°+30°=90°).
EC=CQ=1 სმ, რადგან ABCD კვადრატია და BEC და DQC ტოლი ტოლგვერდა სამკუთხედებია.
მარტივად, პითაგორას თეორემით გამოდის, რომ EQ=√(1²+1²)=√2 (სმ).
პასუხი: ა) √2 სმ.
თუ რამე ვერ გაიგე, ჩამეკითხე.

Posted by: LostBoy 25 Jun 2023, 19:33
არა გავიგე ყველაფერი, დიდი მადლობა <333

Posted by: oceanblvd 25 Jun 2023, 21:45
LostBoy
არაფრის <3 <3 <3

Posted by: oceanblvd 30 Jun 2023, 01:28
ჰელფ...
წესიერი რვაკუთხედის ფართობია 32√2. იპოვეთ ამ რვაკუთხედის უდიდესი და უმცირესი დიაგონალების ნამრავლი. რაღაცამდე კი მივდივარ, მაგრამ შუა გზაში საეჭვოდ მირთულდება (sin22,5° შემომაქვს და მეეჭვება, ეგ იყოს შეტანილი საოლიმპიადო ამოცანაში).

Posted by: tyvia 16 Aug 2023, 01:39
ეხლა ვფიქრობდი რა არის ყველაზე პატარა ობიექტი რამაც შეიძლება დედამიწაზე მზე დააბნელოს
მაგალითად ვაშლი რომ ძალიან შორიდან ჩამოვაფაროთ დააბნელებს დედამიწას?
თუ ასეა მაშინ რატომ არასდროს ბნელდება რამე ეგეთის ჩამოფარების მიზეზით?
* * *
არა, მემგონი მაინც მარტივადაა ყველაფერი
რახან მზე ძალიან დიდია არ აქვს მნიშვნელობა რას საიდან ჩამოვაფარებთ,ობიექტის ჩრდილის ზომა ვერ გაიზრდება როგორც არ უნდა დავაშოროთ დედამიწას

Posted by: zzz77 12 Oct 2023, 22:17
გავარკვიე შეცდომით მიუციათ ლინკი

Posted by: harman 31 Oct 2023, 00:11
გიგამ რიცხვების გამოკლებისას მაკლების ასეულების ციფრი 7 შეცდომით შეცვალა
ციფრით 3 და სხვაობა მიიღო 1650. რა იქნებოდა პასუხი გიგას შეცდომა რომ არ დაეშვა?


ეს როგორ იხსნება

Posted by: tyvia 31 Oct 2023, 00:30
harman

პასუხი იქნებოდა 1250 რადგან ასეულებში 700-ის მაგივრად 300 გამოაკლო

Posted by: Irakli 31 Oct 2023, 00:34
harman
მარტივია, 7-ის მაგივრად ასეულებში თუ 3 ჩაწერა, ე.ი. პასუხი 400-ით მეტი იქნება ვიდრე უნდა ყოფილიყო:

x - 7ab = ?
x - 3ab = 1650

x - 7ab = x - 3ab - 400 = 1650 - 400 = 1250

Posted by: ilovemath 26 Nov 2023, 12:01
თუ შეგიძლიათ, რომ ამ კითხვებზე პასუხებში დამეხმაროთ.
ძალიან, ძალიან მჭირდება დღესვე <3
სავარაუდო პასუხები მეც მაქვს და კითხვას მივუწერ აუცილებლად.
დავალება ეხება ახალი ტექნოლოგიის - ელექტროსტატიკური სპრეის - (განსაკუთრებით კოვიდის პერიოდიდან იყენებენ სადეზინფექციოდ) - ფიზიკურ ახსნას.

1) რა განსხვავებაა დაუმუხტავი და დამუხტული სითხის წვეთების აგებულებასა და გარემომცველ სივრცეში?

ჩემი პასუხი: დაუმუხტავ სხეულს აქვს გრავიტაციული ველი, დამუხტულ სხეულს კი როგორც გრავიტაციული, ისე ელექტრული ველი, რომელიც დამხტული სხეულის ან ნაწილაკის ირგვლივ სივრცეში არსებობს.

2) როგორ შეიძლება დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესწავლა?

ჩემი პასუხი: სავარაუდოდ, ელექტრული ხელსაწყოების - ელექტროსკოპისა და ელექტრომეტრის - გამოყენებით.

3) რა განსხვავებაა სითხის დაუმუხტავი და დამუხტული წვეთების გაფრქვევის პროცესში?

ჩემი პასუხი: არ ვიცი, ამაზე როგორ უნდა ვიმსჯელო. სავარაუდოდ, დიფუზიით, მაგრამ ვერ ვახერხებ ფიზიკურად ახსნას.

4) რით განსხვავდება დამუხტული სხეულის გარემომცველი სივრცე დაუმუხტავისგან და როგორ შეიძლება ელექტროსტატიკური ველის აღწერა? რაზეა დამოკიდებული მისი მახასიათებელი სიდიდეები?

ჩემი პასუხი: ალბათ, ისევ ელექტრული ველის არსებობაშია სხვაობა. მისი მახასიათებელი სიდიდეები - დაძაბულობა, ველის მუშაობა, პოტენციალური ენერგია, ძაბვა - დამოკიდებული იქნება მუხტის სიდიდეზე.

5) რა ფიზიკურ პროცესს იწვევს დამუხტული სხეულის მიახლოება ა) დამუხტულ და ბ) ნეიტრალურ სხეულთან?

ჩემი პასუხი: დამუხტულ სხეულთან მიახლოებისას აღიძვრება კულონური ძალა.
ნეიტრალურ, ანუ დაუმუხტავ სხეულთან მიახლოებისას, მუხტს გადასცემს ალბათ.

6) რა კავშირშია ეს პროცესები სადეზინფექციო სითხის დამუხტული წვეთებით დასამუშავებელი ზედაპირების უკეთ დაფარვასთან?

პასუხი: ეს კითხვა საერთოდ ვერ გავიგე, ვერ აღვიქვი...


Posted by: harman 3 Feb 2024, 22:49
ამას რამე წესი შესაბამება ამოსახსნელათ? პასუხი უწერია 704 გვედრდი, მაგრამ როგორ უნდა მიიღო ეგ პასუხი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: tyvia 3 Feb 2024, 23:26
QUOTE (harman @ 3 Feb 2024, 22:49 )
ამას რამე წესი შესაბამება ამოსახსნელათ? პასუხი უწერია 704 გვედრდი, მაგრამ როგორ უნდა მიიღო ეგ პასუხი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

9X1+90X2+900X3=2889
999 გვერდს უნდა 2889 ციფრი
2889-2004=885
885:3=295
999-295=704

Posted by: harman 4 Feb 2024, 21:41
tyvia

ეგ ციფრები საიდან მიიღე ამოხსნაც რო დაწერო თუ შეგილია მადლობა.

Posted by: tyvia 4 Feb 2024, 22:34
tyvia

ჩვენ გვაინტერესებს 2004 ცალი ციფრი
იმ გვერდების რაოდენობა რომლებსაც 1 ციფრი სჭირდებათ არის 9
2 ციფრის შემთხვევაში - 90
3-ის შემთხვევაში - 900

ამიტომ დავწერე 1X9 რადგან პირველ 9 გვერდზე 9 ციფრია
შემდეგ 2X90 რადგან შემგედ 90 გვერდზე 2-2 ციფრია
და ბოლოს 3X900 იგივე ლოგიკით

ამათი ჯამი არის 2889
999 გვერდს სჭირდება 2889 ციფრი რაც მეტია 2004-ზე
ნაკლები რომ ყოფილიყო 9000X4-ს დავუმატებდი მაგრამ აღარ გვჭირდება

ვიცით რომ 999 გვერდი უდრის 2889 ციფრს და გვაინტერესებს 2004 ციფრი
ამისთვის 2889-ს უნდა გამოვაკლოთ 2004 და პასუხი გავყოთ 3-ზე რადგან 1 გვერდი ნიშნავს 3 ციფრს
(2889-2004):3=295
ეს ნიშნავს რომ 999 295-ით მეტია იმაზე რის გადანომრვასაც 2004 ციფრი სჭირდება
999-295=704

Posted by: Kenward_Newson 5 Mar 2024, 00:21
QUOTE
რა განსხვავებაა დაუმუხტავი და დამუხტული სითხის წვეთების აგებულებასა და გარემომცველ სივრცეში?


მოკლედ, მთავარი განსხვავება დაუმუხტავი და დამუხტული სითხის წვეთების სტრუქტურასა და მიმდებარე სივრცეს შორის არის ელექტრული მუხტების და მასთან დაკავშირებული ელექტროსტატიკური ძალების არსებობა დამუხტულ წვეთებში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც წვეთების სტრუქტურაზე, ასევე მის ურთიერთქმედებებზე გარემოსთან.
* * *
QUOTE
ჩემი პასუხი: დაუმუხტავ სხეულს აქვს გრავიტაციული ველი, დამუხტულ სხეულს კი როგორც გრავიტაციული, ისე ელექტრული ველი, რომელიც დამხტული სხეულის ან ნაწილაკის ირგვლივ სივრცეში არსებობს


შენი პასუხი თითქმის სწორია, მაგრამ საჭიროა მცირე განმარტება

1) დაუმუხტავი სხეული:

დაუმუხტავ სხეულს მხოლოდ გრავიტაციული ველი აქვს.
გრავიტაციული ველი არსებობს ობიექტის მასის გამო და ის გავლენას ახდენს მის გარშემო მასის მქონე სხვა ობიექტებზე, ნიუტონის უნივერსალური მიზიდულობის კანონის მიხედვით.

2) დამუხტული სხეული:

დამუხტულ სხეულს აქვს გრავიტაციული და ელექტრული ველი.
გრავიტაციული ველის მსგავსად, ელექტრული ველი არსებობს სხეულზე ელექტრული მუხტების არსებობის გამო.
ელექტრული ველი გავლენას ახდენს სხვა დამუხტულ ნაწილაკებზე ან მის სიახლოვეს არსებულ ობიექტებზე, ახორციელებს მათზე ძალებს კულონის კანონის მიხედვით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხეულზე ელექტრული მუხტების არსებობა გავლენას არ ახდენს მის გრავიტაციულ ველზე. გრავიტაციული ველი დამოკიდებულია მხოლოდ ობიექტის მასაზე და არა მის მუხტზე.
ასე რომ, შევაჯამოთ ახლა:

დაუმუხტავ სხეულს მასის გამო მხოლოდ გრავიტაციული ველი აქვს.
დამუხტულ სხეულს აქვს როგორც გრავიტაციული ველი (მისი მასის გამო), ასევე ელექტრული ველი (ელექტრული მუხტის გამო)

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)