15 ივლისის "სამხედრო გადატრიალების" შემდეგ, გულენისტებთან ბრძოლის ეგიდით დაწყებული პოლიტიკური წმენდის კამპანია კარგა ხანია ქურთებს და მემარცხენეებსაც გადასწვდა და ლამის მთელი ოპოზიცია - ქემალისტური სახალხო რესპუბლიკური პარტიის(CHP) ჩათვლით, ღიად ან ფარულად(ანუ ასავალ-დასავალის ტიპის გაზეთების და ტროლების საშუალებით.) ტერორისტად მოინათლა. დააპატიმრეს პროფესორ-მასწავლებლები,ოფიცრები,პოლიციელები,ქალაქების მერები... ზოგი გულენისტობის,ზოგი ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრობის და ზოგიც სხვა ბრალდებით. დაიხურა ათობით გაზეთი,ტელევიზია და სხვა მედია საშუალება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დღეს გამთენიისას მოხდა - პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს ქურთებისა და მემარცხენეების კოალიციის - ხალხთა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეები სალაჰათთინ დემირთაში და ფიგენ იუქსექდაღი,ასევე 9 დეპუტატი,მეათე დეპუტატი - იმამ თაშჩიერი ამ რამდენიმე წუთის წინ დააპატიმრეს ანკარაში,ერთერთ სასტუმროში. დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი,როგორც თურქეთში ხდება ხოლმე,ტერორიზმია.
https://www.evrensel.net/haber/294637/hdpli...ahil-11-gozaltiბოლოს ასეთი რამ 1994 წელს მოხდა,როცა 8 ქურთი დეპუტატი პირდაპირ მეჯლისში დააპატიმრეს... შედეგი თურქულ-ქურთული კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი წლები იყო... ვნახოთ,რა მოჰყვება რადიკალურად შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში თურქეთის მიერ იგივე წესებით თამაშს,როგორითაც ისინი 90-იანებში ანუ სადამისა და ჰაფეზას პერიოდში თამაშობდნენ.
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.