Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > მტაცებელი მცენარეები


Posted by: Jgenti` 17 Apr 2007, 01:55
ნუ კი ბევრია მაგრამ მე მინდა დაახლოებით ხაფანგისებრი biggrin.gif
და მაინტერესებს გაიხარებს თუ არა,ოთახის პირობებში, კლიმატ სისტემის და რაღაცეების გარეშე, პაატარა, აი ასეთი
user posted image

არავის არ გაქვთ რომ გადმომინერგოთ? ან ბოტანიკურ ბაღში არ ექნებათ? ups.gif

Posted by: TimeRider 17 Apr 2007, 11:57
Jgenti`
მეც მინდოდა რამე მასეთი, მარა ზამტარში რა უნდა აჭამო?
თანაც კიდე მყრალი სუნი აქვთო smile.gif

Posted by: Kost@ 17 Apr 2007, 11:59
TimeRider
QUOTE
მეც მინდოდა რამე მასეთი, მარა ზამტარში რა უნდა აჭამო?
თანაც კიდე მყრალი სუნი აქვთო

მყრალი სუნი არა აქვთ მაგრამ აი ზამთარში მართლა რთულია მათი მოვლა

Posted by: tamrikor 17 Apr 2007, 12:19
მეც მინდა რამე ეგთი მცენარე

Posted by: Kost@ 17 Apr 2007, 12:53
QUOTE
მეც მინდა რამე ეგთი მცენარე

დროზერა

Posted by: welwitschia 17 Apr 2007, 13:41
Jgenti`
tamrikor
მტაცებელი ან მწერიჭამია მცენარეები (თუმცა მადაგასკარში გავრცელებული გვარ Nepenthes-ის ზოგიერთი წარმომადგენელი პატარა ძუძუმწოვრებსაც მიირთმევს...) საკმაოდ მრავლადაა გავრცელებული დედამიწაზე. ხშირად მათ შორის ნათესაური კავშირები საკმაოდ დაშორებულია, მაგრამ რადგანაც საცხოვრებელი გარემო მსგავსი აქვთ, შესაბამისად მსგავსი ადაპტაციები (შეგუებულობა) განუვითარდათ. ტიპიური მწერიჭამია მცენარე ბინადრობს ჭაობში, მწირი და საკმაოდ მჟავე ნიადაგისა და ძლიერი განათების პირობებში. ის მცენარე, რომელიც სურათზეა გამოხატული ჩრდ. ამერიკაში გავრცელებული Dionaea muscipula-ა. მასაც უყვარს ძლიერ ტენიანი, ძალიან განთებული ადგილები. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის საცხოვრებელ ადგილას ზაფხულის ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსს აღწევს... ზამთარში მისი კვება არაა საჭირო, რადგანაც მცენარე მოსვენების პერიოდში გადადის და მიწისზედა ნაწილები ხმება, თანაც ტემპერატურა -5 გრადუსამდე ჩამოდის. ალბათ მეთანხმები, რომ ასეთი პირობების შემქმნა (ცხელი ზაფხული, ძლიერი განათება, მაღალი ტენიანობა და ცივი ზამთარი) ოთახის პირობებში არაფრით გამოვა... საჭიროა აკვარიუმი, ხელოვნური განათება და კლიმატ სისტემა yes.gif

Posted by: iverson 17 Apr 2007, 14:45
welwitschia
მმმმ ჩემი ბოტანიკის VI კლასის წიგნი გამახსენდა smile.gif მადლობა ასეთი მეცნირეული პოსტისთვის 2kiss.gif smile.gif

აი გაგარინის ასახვევთან, არქივის მოპირდაპირე მხარეს არის მცენარეების მაღაზია "ოაზისი" და იქ ქონდათ 3 წლის წინ ეს მცენარე. 60 ლარი ღირდა


user posted image

Posted by: Kakha 17 Apr 2007, 14:54
ყველას არა აქვს მყრალი სუნი მგონი. ჩVეულებრივ მიწიდანაც იკვებება მგონი, უბრალოდ ბუზები დესერტად ევასება smile.gif

Posted by: BadbadGirl 17 Apr 2007, 16:32
მაგ მცენარეებს ყველას მყრალი სუნი აქვთ მცერები რომ მიიზიდონ. არის სპეციალური დეკორატიული ჯიშები რომლებიც მშვენივრად ცხოვრობენ ბინებში. მე ძალინ ბევრი მაქვს ნანახი smile.gif
უბრალოდ მცენარე თუ იშოვეთ და იყიდეთ მოიძიეთ მოვლის ცესები რომ ჯკარგად გაიხაროს smile.gif

Posted by: Jgenti` 17 Apr 2007, 16:51
welwitschia
smile.gif და ხომარიცი რომელი მცენარეა ისეთი რომელიც თბილისის პირობებში, ოთახის ან აივნის პირობებში გაიხარებს?TimeRider
TimeRider
შენ იკა ხარ?smile.gif
BadbadGirl
QUOTE
არის სპეციალური დეკორატიული ჯიშები რომლებიც მშვენივრად ცხოვრობენ ბინებში. მე ძალინ ბევრი მაქვს ნანახი

მმმ

Posted by: blear_witch 17 Apr 2007, 16:58
iverson
ეგ თუ არ ვცდები ვენერას ბუზიჭერიაა..
QUOTE
Nepenthes-ი

ესა ანუ
კაკრას ვენერა ერQვა ვინც ეგ მასწავლა, მაგარი ქალი იყო smile.gif


Posted by: caucasica 17 Apr 2007, 17:00
QUOTE
მყრალი სუნი არა აქვთ მაგრამ აი ზამთარში მართლა რთულია მათი მოვლა


ზამთარში არც ისე რთულია შეგიძლია ხორცის, კვერცხის ნაჭრები აჭამო!!!!
დროზერასთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ტენიანი პირობებუის შექმნაა...
დროზერა აჭარა, სამცხე ჟავახეთის გარდა შეიძლება ნახოთ სტეფანწმინდაში და ასევე ბოტანიკურ ბაღში...

მყრალი სუნი მწერიჭამია(მტაცებელ) მცენარეების ძალიან მცირე პროცენტს ააქვთ...
მყრალ სუნზე ორიენტირებული უფრო სხვა კლასის მცენარეებია, რასაც ისენი ლეშიჭამია მწერების მოსაზიდად იყენებენ განაყოფიერების მიზნით.....

Posted by: TimeRider 17 Apr 2007, 18:03
Jgenti`
QUOTE
TimeRider
შენ იკა ხარ?

არა, იკა არ ვარ smile.gif

Posted by: welwitschia 17 Apr 2007, 20:27
Jgenti`
ვშიშობ, რომ ეგეთი სახეობები არ არსებობს, რომლებიც ოთახის პირობებში გაიხარებენ. თუნდაც იმიტომ, რომ ყველას მაღალი ტენიანობა სჭირდებათ - როგორ შექმნი აივანზე ან ოთახში მაღალ ტენიანობას? ტენიანობას როცა ვამბობ, მარტო მორწყვას არ ვგულისხმობ - ტენიანობაში ჰაერის ტენიანობა იგულისხმება. თბილისში, განსაკუთრებით აივანზე (თუკი მზეც დაჰყურებს) ჰაერის ტენიანობა დაბალია. მწერიჭამიებს, კი (განსაკუთრებით ტროპიკების სახეობებს) ჰაერის ტენიანობა 80-90% სჭირდებათ. ეს კი დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ბათუმში წვიმა რომ გადაიღებს და ნაწვიმარი აორთქლებას რომ იწყებს... არამგონია, რომ ოთახში ეგეთი პირობები მოგეწონოს no.gif

რასაკვირველია, დეკორატიული ფორმები არსებობს, და შესაბამისად მათი ყიდვაც შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად არატროპიკულ გარემოს შეგუებულები არიან. დეკორატიული ფორმები სწორედ იმისთვისაა გამოყვანილი, რომ გაყიდონ, თორემ ველურად გავრცელებული მწერიჭამიებით ვაჭრობა აკრძალულია. რაც შეეხება მოვლას, მე ერთი ლინკი ვიპოვე, http://www.thegardenhelper.com/carnivorous.html
თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი სხვა ლინკიც არსებობს.

რაც შეეხება დროზერას იმ სახეობას, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, მასაც ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება (ნამყოფები ხართ კოლხეთის ჭაობში?).

Posted by: Jgenti` 17 Apr 2007, 23:31
welwitschia
დიიიდი მადლობა smile.gif ესეიგი არღირს user.gif

კოლხეთის ჭაობშიარა და არც ბოტანიკურ ბაღში cry.gif

Posted by: Iron Butterfly 18 Apr 2007, 00:06
Jgenti`

http://forum.ge/?showtopic=33650405&view=findpost&p=3028424


ესეთი მაქვს yes.gif

Posted by: user__name 18 Apr 2007, 00:24
მინახავს მაგრამ ვერ ვერვევი დიდად მცენარეებში დ და არ ვიცი რა ქვია. თან საქართველოში მინახავს ოღონდ მწერს ჭამდა თუ არა არ ვიცი. ხელით რო შეეხებოდი სწრაფად იხურებოდა

Posted by: Jgenti` 18 Apr 2007, 01:40
Iron Butterfly
მეცმინდაsmile.gif) და სად იყიდე/სად ვიშოვო?

Posted by: dusi 18 Apr 2007, 02:01
Jgenti`
თბილისში ბევრგან მინახია, თან იოლად მრავლდება. ჭავჭავაძეზე ვნახე ბოლოს. მაგ მცენარეს ერთი თავისებურება აქვს კიდევ ,საითაც გინდა იქეთ მიუგრიხავ ტოტებს.მე ჩემი სულ დავგრიხე, საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება.

Posted by: welwitschia 18 Apr 2007, 14:23
QUOTE
welwitschia
დიიიდი მადლობა  ესეიგი არღირს 

კოლხეთის ჭაობშიარა და არც ბოტანიკურ ბაღში 

აკვარიუმია საჭირო

Posted by: djindjidrinji 18 Apr 2007, 14:48
Jgenti`

ო აი ეგეთი მქონდა ზუსტად. ნახევარი სეზონი იცოცხლა და მერე დაჭკნა, ქოთანი რომ გამოვფატრე, ბოლქვი ვერ ვიპოვე შიგნით საერთოდ .... ჩამოტანილი იყო ის ჰოლანდიიდან, აქ მგონი არც ხარობს. მოკლედ დიდი იმედი ნუ გაქ...

Posted by: welwitschia 18 Apr 2007, 23:43
Iron Butterfly
Jgenti`
dusi
ეგ არაა მწერიჭამია/ხორციჭამია მცენარე - Euphorbia (ეუფორბია) - გეუბნებათ ეს სახელი რაიმეს? keh.gif
კიმარა, სახლში მცენარეები გაქვთ და სხვა თუ არაფერი, სახელი მაინც არ უნდა იცოდეთ? wow.gif
მერე კიდევ ჩივით - მომიკვდაო, მოკვდება აბა რას იზამს - სულიერი არსებაა და ის პირობები ენატრება, სადაც ბუნებრივად იზრდება და არა თქვენი სახლის პირობები wink.gif

Posted by: dusi 19 Apr 2007, 06:11
Euphorbia milii- გინდოდა გეთქვა არა? keh.gif
QUOTE
სულიერი არსებაა
ups.gif

Posted by: JonahLomu 30 Sep 2013, 17:27
გამარჯობა

ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ მცენარის გაზრდის Dionaea muscipula იქნება დამეხმაროთ .
დღეს გამოვიწერე 20 კაკალი და სად ვიყიდო ის გრუნტი რაშიც უნდა დაირგოს და საერთოდ რას მირჩევთ როგორ მოვუარო და ა.შ smile.gif
* * *
და სად ვიყიდო ეს ვერხავოი ტორფი ? :| იქნება ვინმე დამეხმაროთ :sad.gif

Posted by: ფორცხოლი 30 Sep 2013, 17:29
სკოლაში ვისწავლე თავის დროზე დროზერას შესახებ და სულ მქონდა მაგის მერე მაგ ყვავილის ინტერესი smile.gif

Posted by: Mr Adam 26 Nov 2013, 11:25
QUOTE (JonahLomu @ 30 Sep 2013, 17:27 )
გამარჯობა

ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ მცენარის გაზრდის Dionaea muscipula იქნება დამეხმაროთ .
დღეს გამოვიწერე 20 კაკალი და სად ვიყიდო ის გრუნტი რაშიც უნდა დაირგოს და საერთოდ რას მირჩევთ როგორ მოვუარო და ა.შ smile.gif
* * *
და სად ვიყიდო ეს ვერხავოი ტორფი ? :| იქნება ვინმე დამეხმაროთ :sad.gif

აბა ამას გადახედე

http://greengarden.ge/index.php?run=product/category&c=771

Posted by: narmonana 22 May 2015, 13:52
Dionaea muscipula

უსასწაულესად მინდა,სად ვიშოვო?..............

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 May 2015, 17:07
narmonana
QUOTE
უსასწაულესად მინდა,სად ვიშოვო?..............

ერთს ჰქონდა გაყიდვაში მაგრამ საკმაოდ მაღალ ფასში თუმცა ამის გამო არ შემიმკავებია თავი შეძენისგან რეალურად საკმაოდ რთული მოსავლელია სახლის პირობებში

Posted by: narmonana 22 May 2015, 21:39
M-A-S-E-R-A-T-I
ხო,ტენიანობა რამე რუმეოო

ამაზონზე თესლები იყიდება.ნეტა თუ იზამს



არადა რა მაგარი იქნება

Posted by: 7soto7 22 May 2015, 22:48
narmonana
QUOTE
ამაზონზე თესლები იყიდება.ნეტა თუ იზამს



eBay-ზე არის.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 May 2015, 11:02
narmonana
QUOTE
ამაზონზე თესლები იყიდება.ნეტა თუ იზამს


თესლებიდან კიდევ უფრო რთულია მაგის გამოყვანა

Posted by: Jaguar paw 23 May 2015, 21:08
ძნელი რატომ უნდა იყოს მოვლა? smile.gif
ტენიანობის შესანარჩუნებად ჩვეულებრივად დახურული აკვარიუმის ტიპის მოცულობა, დამატებით საჭიროებისამებრ წყლის შესხურება.
არამგონია მართლა ასეთი რთული იყოს, როგორც წერენ biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 May 2015, 21:41
Jaguar paw
QUOTE
ძნელი რატომ უნდა იყოს მოვლა?
ტენიანობის შესანარჩუნებად ჩვეულებრივად დახურული აკვარიუმის ტიპის მოცულობა, დამატებით საჭიროებისამებრ წყლის შესხურება.
არამგონია მართლა ასეთი რთული იყოს, როგორც წერენ

ნიადაგის მჟავიანობა და მთელი ამბავი უნდა შეარჩო ზედმიწევნით სწორად, ტემპერატურა ოპტიმალური და ზოგადად ზედმეტად პრეტენზიული, მაგ მიზეზით არ მყავს ორქიდეებიც

Posted by: Jaguar paw 23 May 2015, 21:47
M-A-S-E-R-A-T-I, ორქიდეაზე მეც ვფიქრობ ძნელი მოსავლელი რომ იქნება, მაგრამ ვფიქრობ რომ აკვარიუმი + ბნელი კუთხე წარმატების მომტანი ფაქტორები იქნებიან smile.gif
რაც შეეხება მჟავე ნიადაგს, ხავსის დაკრეფვა ყველგან შეიძლება biggrin.gif

Posted by: MITIATO 26 May 2015, 21:53
დღეს პირველად ვნახე ცოცხალი მწერიჭამია მცენარე.
ყვავილების ფესტივალზე სარაცენიები ქონდათ გამოტანილები გასაყიდად.



Posted by: narmonana 13 Dec 2015, 13:42
დომინოში ყავთ მტაცებლები........................................

მჟავე ნიადაგის შესაქმნელად რა ვქნა?

ძალიან მინდა,უნდა ვიყიდო,18 ლარი ღირს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Dec 2015, 23:20
narmonana
მეც მინდა ეგ მარა ცოტა რთული მოსავლელიაო რაც წავიკითხე და ვერიდები მაინც, შენ თუ გარისკავ მერე მეც ვიყიდი ისე რომელ სახეობას დაადგი მაინც თვალი?

Posted by: narmonana 15 Dec 2015, 00:16
M-A-S-E-R-A-T-I
ვენერას მწერიჭამიას,ეგეთები ყავდათ ბევრი ძალიან,მაგრამ ეგრევე დაიტაცეს ტიპებმა,რამდენი გადარჩება მაგედან ღმერთმა იცოდეს,დადგამენ ეგრევე და ჩაიხოცებიან

მაგრამ ეგეთი ძნელიც არაა,მე ეხლა ვიფიქრე და რამე ღარიბ მიწაში გადავრგავდი და ბანკაში გვერდულად დადებულ ბანკაჩი დავრგავდი რო ორთქლი ჰქონდეს მუდმივად და მზეც ცოტა.ხოდა გაიხარებს რა.


სხვანირებიც ყავთ,რო ეწებებიან და დოქებივით როა.რო ვარდებია ნშიგნით.მაგრამ სუ პატარები.პატარა ქოთნებში ეთესათ.ხუთშაბათს იქ ვმუშაობ და ვნახავ კიდე თუ დარჩა რამე.რო ვიყიდო და გამიხმეს გამიტყდება

http://radikal.ru/big/606be0b8aeb249f7ae879d3f37f453ff

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Dec 2015, 10:27
narmonana
ზუსტად ვენერაზე მაქვს წაკითხული რომ რთულია ოთახის პირობებში მოსავლელად დანარჩენები არ ვიცი დარლინგტონიაა დოქებივით ალბათ ამას გულისხმობ მოვლა არ ვიცი მაგრამ მაგას ისევ ვეერა მირჩევნია იმიტომ რომ მოძრაობს ან დროზერა, მოკლედ არ დაგეზაროს შედეგები დაწერე

Posted by: narmonana 17 Dec 2015, 12:05
M-A-S-E-R-A-T-I
ნუ სანამ ახალ პარტიას არ მოიყვანენ,ვერ ვიყიდი.არაც მაგის ფული მაქ და აღარც დარჩათ.

კაროჩე მზეც უნდა და ნესტიც......დალშე კარგად იქნებაო..............

ნეტში ჩვეულებრივ ქონთებში ყავთ.

Posted by: serxio 26 Dec 2015, 10:56
მგონი ძალიან კარგი ფასია. მაგრამ აქამდე როგორ ჩამოაღწევს?
http://www.amazon.com/Spoonleaf-Sundew--Drosera-spathulata--Carnivorous/dp/B000TPJ3SQ/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1451112898&sr=8-3&keywords=Drosera

Posted by: narmonana 12 Apr 2016, 11:08
ელვა!!!

დომინოში ვენერას ბუზიჭამიები ყავთ.ფასი 20–დან 40 ლარამდე,არ ვიცი ზუსტად

Posted by: mamukasokhumeli 12 Apr 2016, 12:49
ეგ ბუზიჭამია მცენარე უნდა დადგა სოფლის ტლაეტში,გარემოსაც გაალამაზებს,კარგადაც გაძღება ხოლმე biggrin.gif
ისე რა საინტერესოა,რატომ უჩნდება ასეთი ინტერესი ადამიანებს ამ მტაცებელ მცენარეების,მწერებისა და ა.შ.-ს მიმართ?...

Posted by: narmonana 12 Apr 2016, 12:52
mamukasokhumeli
ეგზოწიკა...............


Posted by: narmonana 15 Apr 2016, 09:01

პირველად ვაჭამე.

Posted by: blblbl 16 Apr 2016, 01:11
მე დავთესე ეს ბუზიჭამია და მოვლის წესები ხომ არ იცით?ფანჯარასთან რომ უდნა ემდგას ეგ ვიცი და 3 თვეში ამოვაო მართლა ასეა?

Posted by: narmonana 16 Apr 2016, 09:19
blblbl
ტენიანი ჰაერი უნდა...................

Posted by: John Jolie 16 Apr 2016, 12:55
დომინ0ში აქვთ

https://www.facebook.com/DominoDIY/photos/a.634901606609288.1073741828.631931796906269/770993453000102/?type=3&theater

Posted by: blblbl 16 Apr 2016, 14:38
narmonana
ეგ გავიგე აქედან,კიდევ მაინტერესებს მართლა 3 თვე უდნა ამოსვლას?

Posted by: narmonana 16 Apr 2016, 14:52
blblbl
ნუ,ეგ არ ვიცი...........................

http://venusflytrap.info/how-grow-venus-fly-trap-seed/

არა,იფრო მალე ამოდის.ერთი თვე მაქსიმუმი

Posted by: narmonana 18 Apr 2016, 12:41
ბუზი



და ნაგლი მუხლუხოო


დებილივით თავს დავტრიალებ და მთელ სახლში მწერებს დავდევ,საოცრებაა,უნდა გამოცადოთ.

Posted by: narmonana 29 Apr 2016, 22:28
დავაცალკევე
http://radikal.ru/big/2e30b194c75243c9bcf509bb9198e05b

Posted by: dryade 30 Apr 2016, 01:34
narmonana
აუ, რა მაგარია.
როგორ ღეჭავს მწერებს? თუ ღეჭავს საერთოდ
ან როგორ გადაამუშავებს? sad.gif

Posted by: narmonana 30 Apr 2016, 08:29
dryade
როცა შეატყობს რომ ნამდვილად მწერია და უბრალოდ არ ეკაიფებიან.დაიწყებს დალუქვას,ანუ ეს პირი იხურება ჰერმეტულად და იქცევა კუჭად..შემდეგ გამოყოფს რაღAც მომნელებელ სითხეს და ამ მწერს ამუშავებს.ხოდა სადღაც 20 დღეში,გააჩნია რამხელაა მწერი,გააღებს პირს და მწერის მყარ და არგადამუშავებად ნაწილებს უკან გადმოყრის

Posted by: dryade 2 May 2016, 12:06
narmonana
სააინტერესოა ძალიან. user.gif გმადლობ, რომ განმანათლე.


Posted by: narmonana 2 May 2016, 13:21

გადარგვის შემდეგ დასუსტებული რეაქცია


47 წამიდან ხურავს
* * *
http://radikal.ru/big/26ed74dd57864512b9d16adfa3f8d298


გადამუშავებული საჭმელის გადმოგდების პროცესი,მეორე ფოტოზე ნერწყვები უჩანს
http://radikal.ru/big/26ed74dd57864512b9d16adfa3f8d298
http://radikal.ru/big/8981563a42c847f780c27eea51a33fdb

Posted by: narmonana 2 Jun 2016, 11:35
დომინოში იყიდება.მოდით .................................

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Jun 2016, 14:29
narmonana
როგორაა შენები ცოცხალია ?

Posted by: narmonana 2 Jun 2016, 15:38
M-A-S-E-R-A-T-I
http://radikal.ru/big/3bd31dda029f4f8fb5e6aaf35abf9883

უჯანმრთელესად არიან

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Jun 2016, 16:02
narmonana
QUOTE
უჯანმრთელესად არიან

ვსო მეც ვყიდულობ მაშინ რას აჭმევ ? ეგ ზამთარშიც ხო გყავდა თუ შენთან გადაიტანეს ზამთარი ჩემთან არ გაუჭირდებათ ბეზ აბიდ )

Posted by: narmonana 2 Jun 2016, 16:13
M-A-S-E-R-A-T-I
რავი,რასაც დაიჭერენ.ან მე მივცემ,პატარა მწერებს.ჭიანჭველა,ბუზი,ობობა.ხოჭოები.ბევრი არ უნდათ

ზამთარში იძინებენ,არ არიან ტროპიკულები.შემოდგომით დაიწყებენ ჭკნობას და მერე თU გარეთ არ გაქ ადგილი.მაცივარშI

არ მქონია ზამთარში,გაზაფხულზე ვიყიდე.

დღესაც ვიყიდე ერთი ცალი,შედარებით ყველაზე ჯანმრთელი.

პრინციპში შენ რო დადგა აივანზე,საკაიფოდ იქნება.ზამთარში მარტო ბოლქვი რჩება.

Posted by: kikva_98 2 Jun 2016, 23:30
narmonana
ფასი და ადვილი მოსავლელია?

Posted by: narmonana 3 Jun 2016, 06:30
kikva_98
20 ლარი.კიიი.ადვილია

http://radikal.ru/big/6063da00f3d745eea5a338bb175eb6b0

Posted by: kikva_98 3 Jun 2016, 13:05
narmonana
მადლობა და სად იყიდება?

Posted by: narmonana 3 Jun 2016, 15:42
kikva_98
დომინო........................................

Posted by: narmonana 8 Jun 2016, 16:39
http://radikal.ru/big/50717aa2aa0d4ba0bf7813743234933e

ეს მცენარე არის უნიკალური გამოცდილება.ვერაფერი შეედრება სხვა.ასეთი დინამიური "ცოცხალი" განვითარებადი.საინტერესო.

ყველას გირჩევთ

Posted by: Jaguar paw 8 Jun 2016, 17:19
narmonana, კარგად გამოიყურება, ეტყობა, სწორედ რომ უვლი.

Posted by: narmonana 8 Jun 2016, 17:31
Jaguar paw
ზედ ვყვებიი biggrin.gif biggrin.gif
გუშინ თავსხმაში სახურავზე წვიმის წყალს ვუგროვებდი


http://www.radikal.ru

Posted by: Jaguar paw 8 Jun 2016, 19:01
narmonana
QUOTE
გუშინ თავსხმაში სახურავზე წვიმის წყალს ვუგროვებდი

ყოჩაღ შენ smile.gif

Posted by: Laegel 9 Jun 2016, 19:45
narmonana


რა სიხშირით უნდა მორწყვა შემახსენე?

Posted by: narmonana 9 Jun 2016, 20:32
Laegel
მიწა ნამიანი უნდა ჰქონდეს.დაჟიებული არ უნდა იყოს,მაგრამ არც გამხმარი..მოკლედ ქვემოდან თეფში შეუდგი,სადაც სულ იქნება წყალი

პლუს ფოთLების დანამვა უნდა


ვაბშე დავწერ მოვლის წესებს,მე რაც დავამუღამე

- პირველ რიგშI გადარგვა.მე ვიხმარე მარტო გარეცხილი ყვითელი ქვიშა და ხავსი,სულაც ერთი ერთზე რომ იყოს არაფერი,თუ ხავსი ნაკლები იქნება არც ეგა აპრობლემა.შეიძლება ტორფი შეურიოთ,შეიიძლება პერელიტი.უბრალოდ მიწას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი დრენაჟი.რომ წყალი დაგუბდეს სადმე შიგნით.
მთავარია რომ ამ ნაზავში არ იყოს საკვები ნივთიერებები.თორემ მოკვდება.მიწაში არ ჩადოთ,სასუქი არ დაუყაროთ და ასე შემდეგ.

- გადარგვისას მიწა არ დატკეპნოთ,უბრალოდ ჩაყარეთ ქოთანში და თითით პატარა ორმო გააკეთეთ რომ იქ ჩარგოთ მცენარე.

-გადარგვის მერე რამდენიმე დღე არაფერი აჭამოთ.დააცადეთ რომ მიეჩვიოს ახალ გარემოს.

-წყალი მხოლოდ გამოხდილი და წვიმის.გადადუღებული მითხრა კონსულტანტმაო,იმდღეს მითხრა ვიღაცამ.არც გადადუღებული.მუდმივად მიწა უნდა იყო სველი.თან დღეში ერთხელ მაინც ფოთლები წყლით დაუნამოთ.
-მზე.რაც უფრო დიდ ხანს იქნება მზეზე მით უკეთესი.არ აქვთ პრობლემა.მაგრამ თU მზე არ აქვს წლოკინა ფოთლები ექნება და რეაქციაც დასუსტებული.გარეთ თუ გექნებათ,ეზოში ძალიან ლამაზი წითელი ფერი ექნებათ პირებს.

-ბევრი საჭმელი არ სჭირდება,ერთ ძირს ერთი-ორი ბუზი გადაუვა თავზე მთელი თვე.მწერები ეცადეთ რომ პირზე სამჯერ პატარები იყვნენ,იმიტომ რომ კულტივირებული სახეობები გამძლეობაშI ვერ შეედრებიან ველურებს და სუსტები არიან შედარებით.ხოდა დიდი მწერების გადამუშავებას დიდ ხანს უნდებიან.ამ დროს შეიძლება ობი გაუჩნდეთ და ლპობა დაიწყოს პირმა.

მეეტი მგონი არაფერი არ უნდა.

ხო რაც მთავარია,პირი ტყუილად არ დაუხუროთ.სათამაშო არ არის.

Posted by: blblbl 9 Jun 2016, 20:48
16 აპრილს დავთესე და არ ამოდის sad.gif

Posted by: narmonana 9 Jun 2016, 20:54
blblbl
ვაბშე არაფერი ეტყობა?ძალიან პატარები უნდა იყვნენ წესით თავიდან.უუპატარესები.
როგორ დათესე,ხო პროსტა მოაყარე მიწაზე?მიწა როგორი იიყო?ხომ სველი იყო სულ,ხო იდგა მზეზე?

Posted by: blblbl 9 Jun 2016, 21:00
narmonana
კი მასე გავაკეთე ყველაფერი,საერთოდ არაფერი არ ეტყობა,ინტერნეტში 3 თვე კი ეწერა მაგრამ უაზრობა მგონია მაგდენი ხანი სჭირდებოდეს

Posted by: narmonana 9 Jun 2016, 21:27
blblbl
უფრო მალე უნდა ქნას.

მაცივარში შენახვაა საჭირო კიდე.ხანდახან მეც ვფიქრობ რომ დაკიდება შეიძლება.მაგრამ თაან არ შეიძლებაა

Posted by: bugiman1 9 Jun 2016, 21:41
narmonana
ძალიან დამაინტერესა მაგ მცენარემ და მაინტერესებს ქოთნებში იყიდება დომინოში? თუ მე უნდა დავთესო? უბრალოდ აზრზე არავარ ეგეთი რაღაცების 1კაქტუსი მაქვს მარტო sad.gif

Posted by: narmonana 9 Jun 2016, 21:42
bugiman1
ქოთნით აქვთ..........რამდენიმე კიდეა დარჩენილი,რომელსაც ყვავილის ღერო არ აქვს,ის იყიდე

Posted by: bugiman1 9 Jun 2016, 21:53
narmonana
ok მადლობა

QUOTE
ყვავილის ღერო არ აქვს,

ანუ ჯერ მწერებს არ ჭამენ? smile.gif

Posted by: narmonana 9 Jun 2016, 22:03
bugiman1
QUOTE
ანუ ჯერ მწერებს არ ჭამენ?

გაზაფხულზე ამოსდით ყვავილი,მსხვილი ღერო,რომელიც მთელ ენერგიას ართმევს მცენარეს.ამიტომ რომელსაც ყვავილის ღერო არ აქვს,ის იყიდე.

Posted by: bugiman1 15 Jun 2016, 20:39
narmonana
მადლობა რჩევებისთვის .
5დღეა უკვე მყავს და ბევრი წავიკითხე მოვლის შესახებ, თუმცა 3დღის წინ ვაჭამე რაღაც მწერი (ბუზის ხელა , მოკლედ ადეკვატური ზომის) და დღეს შევამჩნიე რომ იმ ფოთოლს რომელშიცაა მოთავსებული მწერი ოდნავ შავი ლაქა გაუჩნდა sad.gif

Posted by: narmonana 15 Jun 2016, 23:16
bugiman1
სურათი დადე აბა.როგორ მდგომარეობაშია.მაგ ძველ ფოთლებს არც უნდა აჭამო,ძალიან დასუსტებულები იქნებიან.დაჟე რომ მოაჭრა უკეთესიც იქნება.ახლებს წამოიღებს და იმათ აჭამე.

ბუზები რომც არ აჭამო საერთოდ,მაინც იცოცხლებს.ბუზები ბონუსებია.

Posted by: bugiman1 16 Jun 2016, 13:13
მართლა არ უნდა მეჭმია ძველი ფოთლისთვის sad.gif თან ძალიან განელებული რეაქცია ჰქონდა , ეტყობა ისედაც გამოლეული ენერგია გადამუშავებამ სულ წაართვა.
ჩემი აზრით ბოლომდე გადამუშავებას აღარ უნდა ვაცადო და მთლიანად ღეროა მოსაჭრელი.

http://radikal.ru/big/39da1c71042a490ca6a0f3e4e317b636

Posted by: narmonana 16 Jun 2016, 13:15
bugiman1
დატოვე როგორცაა,გაუშავდება თვითOნ და ვსიო.


არ გინდა რო გადარგა?

ხო წვიმის წყლით რწყავ.რაღაც მშრალი ჩანს ზედაპირი\




Posted by: bugiman1 16 Jun 2016, 17:38
QUOTE
არ გინდა რო გადარგა?

ვიფიქრე მაგრამ ისედაც სუსტადაა და გადარგვა საერთოდ რაღას უზავს.

QUOTE
ხო წვიმის წყლით რწყავ.რაღაც მშრალი ჩანს ზედაპირი\

გამოხდილ წყალს ვუსხავ, აფთიაქში ვიყიდე.

რა სიხშირიდ უსხავ შენ?

Posted by: narmonana 16 Jun 2016, 17:46
bugiman1
QUOTE
ვიფიქრე მაგრამ ისედაც სუსტადაა და გადარგვა საერთოდ რაღას უზავს.

გამოაცოცხლებს.არაფერს უზამს გადარგვა.ტორფის კუბუკშ აქ მაგას ეხლა ფესვები.რო ამოიღებ ფრთხილად და გაუშლი უფრო გაუსწორდება.რავი,ჩემსას უშველა ან დააცადე ცოტა ხანი.ცოტა მოცოცხლდეს და მერე.

3 დღეში ერთხელ,როცა შევატყობ რომ ზედაპირი უშრება.მე ქვიშაში მაქვს,ის დიდხანს იკავებს სისველეს.
წვიმის წყალი შეაგროვე,სანამ წვიმებია.

ფოთლები როგორი დაავადებული აქვს.სულ მზეზე ნუ გექნება.ნელ–ნელა შეაჩვიე,არ გააფუჭოს.

ახალი ფოთლები ხომ ამოსდის?ვერ ვატყობ ფოტოდან


საღამოს ვიდეოს დავდებ,დღეს დილით ვნახე გიგანტური ჭიანჭელა ყავდა მუცლით დაჭერილი და გამოძრომას ცდილობა უბედური
* * *


დილით მივედი დასათვალიერებლად და აღმოვაჩინე.რასაც ვიდეოში ნახავთ,გაგაოცებთ

Posted by: bugiman1 17 Jun 2016, 21:28
QUOTE
ფოთლები როგორი დაავადებული აქვს.სულ მზეზე ნუ გექნება.ნელ–ნელა შეაჩვიე,არ გააფუჭოს.

ხო ნამდვილად ვერ გამოიყურება "სვეჟად" sad.gif (არადა ყველაზე კარგი ავარჩიე დომინოში)

QUOTE
ახალი ფოთლები ხომ ამოსდის?ვერ ვატყობ ფოტოდან

კი ამოსდის



QUOTE
დილით მივედი დასათვალიერებლად და აღმოვაჩინე.რასაც ვიდეოში ნახავთ,გაგაოცებთ

სადღაც წავიკითხე მწერის ფეხიც რომ დარჩეს გარეთ, ცუდიაო ვეღარ იხურება სრულიად და წვალობს მცენარე.


Posted by: narmonana 18 Jun 2016, 10:10
bugiman1
QUOTE
სადღაც წავიკითხე მწერის ფეხიც რომ დარჩეს გარეთ, ცუდიაო ვეღარ იხურება სრულიად და წვალობს მცენარე.

კი,ეგრეაა,მაგიტომ ჩავუტენე ბოლომდე მერე
* * *
bugiman1
მესამე გვერდზე გადადი,პირველი პარტია როგორი ჯანმრთელი და ბევრი იყო ნახე.ეხლა კიდე რეებს ყიდიან 20 ლარად

Posted by: narmonana 28 Jun 2016, 18:02
M-A-S-E-R-A-T-I
კაროჩე არა,ნაღდად რაღაც პრობლემა აქვს და ვერ ვხვდები.

ფოთლები უშავდება და მონელების დროს ფუჭდებიან,პლუს ამას რეაქცია აქვთ შენელებული

მაგრამ ზრდა კარგი აქვთ,ახალი ფოთლები ამოდის და ახალი ამონაყარები.

პროსტა ვერ ვხვდები რა სჭირთ,გადავაქოთე ფორუმები,ვკითხე ვიღაცეებს და არაფერია,ბუნებრივი პროცესიაო,მაგრამ ახლად ამოწვერილი ფოთოლიც გაშავდა იმდღეს არ ვიცი რა უნდა.

მე მზის დამწვრობა მგონია,ფანჯრის რაფაზე მაქვს და მცხუნვარეა მზე ძალიან

Posted by: narmonana 9 Sep 2016, 12:06
კაროჩე ორივე ერთ მიწაში,ორივე ერთ ფანჯარაში,წყალი ორივეს ერთნაირად.ერთი ხმება და არც ხმება,მეორე იმენა სახეს იძრობს ისე ყვავის
ხუიოზნაეტ რა უნდათ.
http://radikal.ru/fp/ennl0kssz1143

http://radikal.ru/fp/x5g9y05fftppm

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Sep 2016, 13:01
narmonana
QUOTE
კაროჩე ორივე ერთ მიწაში,ორივე ერთ ფანჯარაში,წყალი ორივეს ერთნაირად.ერთი ხმება და არც ხმება,მეორე იმენა სახეს იძრობს ისე ყვავის

კაროჩე შედეგი ძაან მაგარ ფლორისტად მარა ეს ენა ვერ გაგისწორე მე შენ aba.gif

Posted by: narmonana 9 Sep 2016, 13:16
M-A-S-E-R-A-T-I
biggrin.gif biggrin.gif ეგაა ჩემი ფიშკაა.

Posted by: narmonana 12 Sep 2016, 08:24

.............

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Sep 2016, 13:31
narmonana
მგონი ის დამპალი ფოთლები აჯობებს შეაცალო სოკო რომ არ გაჩნდეს და როდის უნდა დაიწყო მომრავლება ველოდები ერთ ნერგს მოუთმენლად gigi.gif

Posted by: narmonana 12 Sep 2016, 15:34
M-A-S-E-R-A-T-I
ჰო,გასასუფთავებელი მაქვს საზამთროდ.ამისი გამოძინება კიდე ერთი ამბავია..

თესლი თუ გამოვიწერე ამ ზამთარს,იმენა მეყოლება გაზაფხულზე ბლომად.თუ არადა ისეც მოგცემ ერთ ძირს.

Posted by: David001 12 Sep 2016, 22:23
narmonana
დავთეშე მიწაშიჩ ბამბაზეც თესლები მარა ცოცხალი თAვით არ იშლება :/ რისი ბრალი უნდა იყოს ? თუ დრო სჭირდება?

Posted by: narmonana 12 Sep 2016, 22:49
David001
რამდენი ხანია რაც დათესე

Posted by: narmonana 15 Sep 2016, 17:32
დომინოში რამდენიმე ნეპენტისი და დროზერაა.ვერ გეტყვიიტ რომ ძააალიან მაგარ ვიდზე არიაან.მაგრამ ნეპენტისები ძაან საყვარლები იყვნენ.


17 ლარი ღირს

Posted by: levan29 12 Oct 2016, 17:08
დომინოში აღარ აქვთ და ხო არ იცით ახლა სად შეიძლება ვიყიდო, მეც ძალიან მინდა

Posted by: narmonana 8 Dec 2016, 11:10
მოიტანეს დომინოში.ვენერაც.პიჩერებიც და დროზერაც


20 ლარი ჩაიდეთ ჯიბეში და წამოოთ





ჩემ მწერიჭამიებს კატამ ააძრო სახეე



Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Dec 2016, 11:51
narmonana
QUOTE
ჩემ მწერიჭამიებს კატამ ააძრო სახეე

მაგ წუნკალს როგორ გადაყოლე მეურნეობა aba.gif

Posted by: narmonana 8 Dec 2016, 12:40
M-A-S-E-R-A-T-I
დამალული მქონდა და მიადგა მაინც ჩათლახი,პირით რომ დაარბენინებდა მაშინ მივუსწარი.ახლა ვიყიდიდი,მაგრამ ამ ზამთარში იმენა ჩალიჩი უნდა.გაზაფხულზე მირჩევნია.


Posted by: narmonana 9 Dec 2016, 14:27
http://radikal.ru
http://radikal.ru

ის დოქები როგორ მომწონს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Dec 2016, 13:47
narmonana

ფასები?



















_________________________

Posted by: narmonana 10 Dec 2016, 14:29
M-A-S-E-R-A-T-I
ოცი ლარი ყველა...............

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Dec 2016, 17:19
ნუ ძაან ძვირიც არაა რა
_____________________

Posted by: GIGABYTE77 24 Apr 2019, 04:43
გამარჯობა თანაფორუმელნო :დ
დღესდღეობით საქართველოში სადმე შეიძლება დიონეას შეძენა თუ იცით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Apr 2019, 16:35
ვენერას ბუზიჭამია? biggrin.gif ისანში ჯებოტანიკს ჰქონდა შარშან წელსაც ექნებათ ალბათ

Posted by: GIGABYTE77 25 Apr 2019, 21:56
M-A-S-E-R-A-T-I
კი biggrin.gif
კარგი, მადლობა.

Posted by: narmonana 21 Sep 2019, 03:05
ვიყიდე კიდე ერთი ბოლქვი ფაბრიკის პლენტ შოპში

სამლიტრიან ბანკაში ჩავდე,ქოთნიანად,ოდნავ სათბურის ეფექტი რომ შეექმნას და თან კატებისგან დავიცვა,დღეს პირველი მწერი ვაჭამე,რამდენიმე დღის მერე,რაც მოვიყვანე,ცოტა შოკიდან გამოსულიყო,მინდოდა,მაგრამ მგონია რომ საკმარის მზეს ვერ მივცემ,იქნება რამე ხელოვნური განათება მოვუფიქრო

გადარგვა მინდოდა,მაგრამ ჯობს გაზაფხულზე ვქნა,მანამდე კაი მიქსს მოვიფიქრებ,ისევ ტორფში გადავრგავ ალბათ,ადრე ქვიშები და ხავსები ვცადე,მაგრამ არ გაამართლა,ვერ გავრეცხე საკმარისად ეს ქვიშა და გადაწვა მცენარე ზედმეტმა მარილებმა და ამბებმა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Sep 2019, 21:01
narmonana
QUOTE
გადარგვა მინდოდა,მაგრამ ჯობს გაზაფხულზე ვქნა,მანამდე კაი მიქსს მოვიფიქრებ,ისევ ტორფში გადავრგავ ალბათ,ადრე ქვიშები და ხავსები ვცადე,მაგრამ არ გაამართლა,ვერ გავრეცხე საკმარისად ეს ქვიშა და გადაწვა მცენარე ზედმეტმა მარილებმა და ამბებმა

ძაან საჩალიჩოა ვინმეა ძირითადა აკვარიუმებშ ჰყავთ ხოლმე სფაგნუმში და მაღალი ტენიანობის პირობებში მჟავე მიწაზე თუ დაამუღამებ რა უნდა და მოუწყობ პირობებს მინახავს იუთუბზე ძალიან მაგრად ხარობს

Posted by: narmonana 21 Sep 2019, 21:07
M-A-S-E-R-A-T-I
ვიცი რო ხარობს,დაჟე ეზოიანში არაფერი უნდა,მიდგამ მზეზე და მოწყე მარტო

Posted by: narmonana 21 Nov 2019, 16:38


...................

გაიხარა და რა გაიხარააა,სულ რაფაზე დევს,მზე კარგად ხვდება ძალიან და ბანკაში ჩადებამ უშველა,ჯერ ერთი ის წყალი რომ ორთქლდება,ტენიან გარემოს ქმნის,პლუს კატები ვერ ეხებიან

გამოაქვს და გამოაქვს ფოთლები და თან ძალიან სწრაფად იხურებიან,არ არიან სუსტები და თან დიდები არიან,რომ მოვიტანე პატარა წნიკვი პირები ჰქონდა

ისე გაიზარდა,რომ არ ვიცი როგორ ამოვიღო აქედან :დ კარგად რომ დაზამთრდება,გავტეხავ ამ ბანკას,ცოტა დიდ ქოთანში გადავიტან,თავისივე ტორფით და ახალ აკვარიუმს შევურჩევ

უბრალოდ ბუზები აღარ არიან,რომ დავიჭირო და ვაჭამო

მაგრამ ალბატ ვიპოვი სადმე რამე მწერს,თვეში ორ-სამ ბუზს ვაჭმევ მაქსიმუმ,მეშინია ზედმეტი არ მომივიდეს და არ გადავწვა


თუ ვინმე მოიყვანთ,მხოლოდ გამოხდილი წყალი,მეტი არაფერი
* * *
user posted image
......................

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Nov 2019, 12:48
narmonana
პატარა მრგვალი აკვარიუმი და ირგვლივ სფაგნუმი შემოუფინე თუ იშოვო სადმე, ზამთარში კი არ იქნება სიცხე ეხლა მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი არ მოიხარშოს მზეზე, ცოტა დიდ ქოთანში თუ გადარგავ გამრავლებასაც დაიწყებს ალბათ სულაც პირდაპირ ფსკერზე დაყარე კერამზიტი მერე სპეციალური მიწა მაგისთვის ზემოდან სფაგნუმი და დაიწყებს გამრავლებას იუთუბზე ნახავ რა და როგორ თუ შენ გაახარე შეიძლება მეც ვსცადო გაზაფხულზე

Posted by: narmonana 22 Nov 2019, 15:20
M-A-S-E-R-A-T-I
აქ სფანგუმს სად ნახავ,ამის მოვლის მეტი რა ვიცი კაცო biggrin.gif პროსტა არ მინდა ექსპერიმენტები ახალი ნიადაგით.

ტორფშია და მშვენივრად იზრდება,პროსტა მიწიანად ახალ მოზრდო ქოთანში გადავიტან და ტორფს დავუმატებ.




Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Nov 2019, 17:48
narmonana
სფაგნუმი აუცილებლად ექნება ვინმეს გაყიდვაში, მე თუ გავაკეთებ ალბათ რაღაც პალუდარიუმისდამაგვარი იქნება ცოცხალი ეკოსისტემით არ მინდა ქოთნები სჩანდეს

Posted by: narmonana 22 Nov 2019, 18:53
M-A-S-E-R-A-T-I
მეც როგორ მინდა,რომ იცოდეე,რამე ლამაზ აკვარიუმში,ხელოვნური განათებიით


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Nov 2019, 21:55
narmonana
QUOTE
მეც როგორ მინდა,რომ იცოდეე,რამე ლამაზ აკვარიუმში,ხელოვნური განათებიით

მარტო ეგ თუ გინდა გყავდეს პატარა აკვაც გეყოფა მრგვალი და განათებას ალიზე იყიდი და ეგ არი რამე ლამაზი კომპოზიცია გამოგივა იუთუბზე იმდენნაირი ვარიანტებია

Posted by: ჰერმიონაა 5 Dec 2019, 15:17
QUOTE
 მტაცებელი მცენარეები



კოღოებს ჭამენ? ზაფხულში მაწუხებენ და თუ გამომადგება ვიყიდი.

sa.gif

Posted by: narmonana 31 Jan 2020, 15:36
user posted image

აი როგორ მრავლდება,ახალი ბოლქვი გამოეზარდა,რომელიც ჯერ პატარაა და პატარა ფოთლები აქვს
* * *
user posted image

..............

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2020, 20:55
narmonana
ასეთ მაგარ ვიდზეა და ერთი ლამაზი მრგვალ ან ჩვეულებრივ აკვას არ იმსახურებს?

Posted by: narmonana 31 Jan 2020, 21:01
M-A-S-E-R-A-T-I
როგორ არაა.პროცესში ვარ ახლა გადარგვის,პროსტა ინტერნეტში ვარკვევ,ჩვეულებრივ ტორფში რო გადავრგო,ხო არ დავწვავ.. იქნება სადაც აშენებენ,რაღაც სხვა მინარევი აქვთ.


მინდა, რომ პერლიტის და ტორფის ნარევში ჩავრგო,პერლიტი სად იქნება ხო არ იცი

ჯერ დრო არის,არ გამოსულა ზამთრის ძილიდაან


დიდ ქოთანში გადავრგავ დს მერე იმ ქოთანს აკვარიუმში.


ძალიან მიხარია,ისეთი ჯანმრთელია,წამში ხურავს პირებს,გუშინ კატამ ბუზი დაიჭირა,წავართვი და ამას ვაჭამე

Posted by: night-blue 1 Feb 2020, 11:22
QUOTE (narmonana @ 31 Jan 2020, 15:36 )
user posted image

აი როგორ მრავლდება,ახალი ბოლქვი გამოეზარდა,რომელიც ჯერ პატარაა და პატარა ფოთლები აქვს
* * *
user posted image

..............

აუ რა მაგარია. მეც მინდა help.gif help.gif


სად იყიდება? ან რა ქვია მაგას?


და როგორ ჭამს?


ბუზს დაუგდებ და თავისით ჭამს?


მართლა ძაან მაგარია

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Feb 2020, 11:33
narmonana
QUOTE
როგორ არაა.პროცესში ვარ ახლა გადარგვის,პროსტა ინტერნეტში ვარკვევ,ჩვეულებრივ ტორფში რო გადავრგო,ხო არ დავწვავ.. იქნება სადაც აშენებენ,რაღაც სხვა მინარევი აქვთ.

მე რა მწირე ინფოც მაქვს ესენი ძირითადად მჟავე ღარიბ მიწებზე ხარობენ სადაც საკვები ნივთიერებები ცოტაა და მწერებზეც ამიტომ ნადირობენ ამათ შემთხვევაში მიწას ძაან დიდი მნიშვნეობა აქვს და ფრთხილად შეარჩიე არ გააფუჭო გადარგვისას გადაიტანე თავისივე მიწით მთლიანად ამოღება არ იქნება საჭირო

QUOTE
მინდა, რომ პერლიტის და ტორფის ნარევში ჩავრგო,პერლიტი სად იქნება ხო არ იცი

პერლიტი გორგიას აქვს ან ნებისმიერ სანერგე მეურნეობას

QUOTE
დიდ ქოთანში გადავრგავ დს მერე იმ ქოთანს აკვარიუმში.

მე ვფიქრობ პირდაპირ აკვაშიც შეიძლება სულ ქვეშ კერამზიტი დაყარე რომ არ გადაჭაობდეს და მერე ზემოდან გრუნტი

QUOTE
ძალიან მიხარია,ისეთი ჯანმრთელია,წამში ხურავს პირებს,გუშინ კატამ ბუზი დაიჭირა,წავართვი და ამას ვაჭამე

lol.gif lol.gif lol.gif

გაზაფხულამდე დაიცადე ასე მაისამდე არ გადარგო ფესვების რეგენერაციისას მაქსიმალურად სტაბილური ტემპერატურა უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში

Posted by: narmonana 3 Feb 2020, 13:26
M-A-S-E-R-A-T-I
გავარკვიე უკვე.

სპაგნუმის ხავსში უდევთ ან კიდე პერლიტის და ტორფის ნარევში

მე ტორფში ჩავდებ ისევ


QUOTE
მე ვფიქრობ პირდაპირ აკვაშიც შეიძლება სულ ქვეშ კერამზიტი დაყარე რომ არ გადაჭაობდეს და მერე ზემოდან გრუნტი

ნწწ.რამე რო იყოს,ადვილად ამოვიღებ ქოთნით ეგრევე.აკვა კი არა რამე ბანკაც შეიძლება,როგორი იცი? მწნილს რომ დებენ biggrin.gif ფართო პირიანი

QUOTE
გაზაფხულამდე დაიცადე ასე მაისამდე არ გადარგო ფესვების რეგენერაციისას მაქსიმალურად სტაბილური ტემპერატურა უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში

სანამ ზამთრის ძილიდაბ გამოვა,მანამდწ მინდა ვქნა.ფესვებს საერთოდ არ შევეხები.მიწით ამოვიღებ და ჩავდებ დიდში.

განცალკევება ჯერ არ მინდა,ის პატარა გამონაყარი გაეზარდოს ჯერ ცოტა.მაქსიმალურად ნაკლებად მინდა რომ შევეხო,ისევ რამე არ დაემართოს..


night-blue
ვენერას ბუზიჭერია ქვია,ბუზებს იჭერს და ჭამს,ყიდვა არ ვიცი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Feb 2020, 14:41
narmonana
QUOTE
სპაგნუმის ხავსში უდევთ ან კიდე პერლიტის და ტორფის ნარევში

სფაგნუმიც კარგი რამეა სულ მკვდარი რომ იყოს წყლით ხშირად ღვივდებახოლმე და ძაან ლამაზია

QUOTE
ნწწ.რამე რო იყოს,ადვილად ამოვიღებ ქოთნით ეგრევე.აკვა კი არა რამე ბანკაც შეიძლება,როგორი იცი? მწნილს რომ დებენ  ფართო პირიანი

ბანკაში ეხლაც გაქვს უბრალოდ რა ლამაზითქო და თუ ბანკა გინდა იყოს ბანკა ჰა biggrin.gif

QUOTE
სანამ ზამთრის ძილიდაბ გამოვა,მანამდწ მინდა ვქნა.ფესვებს საერთოდ არ შევეხები.მიწით ამოვიღებ და ჩავდებ დიდში.

შეიძლება მასეც მაგრამ არსებულ ქოთანზე ოდნავ დიდში გადაიტანე ძაან დიდი არ გინდა

Posted by: narmonana 3 Feb 2020, 14:55
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
სფაგნუმიც კარგი რამეა სულ მკვდარი რომ იყოს წყლით ხშირად ღვივდებახოლმე და ძაან ლამაზია

სადა ვნახოო მერე სპაგნუმი

QUOTE
ბანკაში ეხლაც გაქვს უბრალოდ რა ლამაზითქო და თუ ბანკა გინდა იყოს ბანკა ჰა

არ ეტევა ამაშიი biggrin.gif

აი,რამე ესეთი მინდა,ექსპერიმენტები მერე biggrin.gif ბევრი რომ მექნება,ახლა რაც ამართლებს იმას ვშვები
user posted image
ქოთანი ლამაზად და ის ქოთანი მერე ბანკაშიი,თუ რამეა მარტივად ამოიღებ,მოუვლი,

QUOTE
შეიძლება მასეც მაგრამ არსებულ ქოთანზე ოდნავ დიდში გადაიტანე ძაან დიდი არ გინდა

ეს არის სულ პატარა ქოთანში,ამაზე ერთი ზომით დიდში უნდა გადავიტანო,მეტი არც უნდა..

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Feb 2020, 02:58
narmonana
user posted image
user posted image
user posted image

ქოთანი ლამაზად არასდროს იქნება

QUOTE
სადა ვნახოო მერე სპაგნუმი


წინაზე რომ ვუთხარი სად უნდა ენახა 1000 ლარით დააჯარიმა ქობულეთის სასამართლომ biggrin.gif ამიტომ ნუ მკითხავ

Posted by: narmonana 8 Feb 2020, 08:08
M-A-S-E-R-A-T-I
ააჰ ააჰ,თვალის ჩინივით ვუვლი biggrin.gif მაგ ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებ

ეეგ მერე, დიდი კოლონია რომ მეყოლება


აი საბოლოო მიზანიი

user posted image

user posted image
* * *
QUOTE
წინაზე რომ ვუთხარი სად უნდა ენახა 1000 ლარით დააჯარიმა ქობულეთის სასამართლომ  ამიტომ ნუ მკითხავ

იმედია სადმე პალიასტომებზე არ გააგზავნეე

Posted by: narmonana 27 Feb 2020, 20:15
user posted image

ყვავილი ამოსდიოდა და მოვაჭერიი


Posted by: FreedomSoul 27 Feb 2020, 20:59
ბაღში ვერ გაიხარებს?
ანუ ველურ პირობებში?

Posted by: narmonana 27 Feb 2020, 21:03
FreedomSoul
ბაღის მიწაში ვერააა......ქოთანში უკეთესადაც იქნება.თუ წყალს არ მოაკლებ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Feb 2020, 21:10
QUOTE (narmonana @ 27 Feb 2020, 20:15 )
user posted image

ყვავილი ამოსდიოდა და მოვაჭერიი

ვერ ვიტყვყვი რომ მთლად საგამოფენო ვიდზეა spy.gif ეს მიწა რას ჰგავს აზელილი დაზელილი facepalm.gif

პ.ს მარჯვნივ ქოთნიდან ის სამყურა მოაშთე old.gif

Posted by: narmonana 27 Feb 2020, 21:20
M-A-S-E-R-A-T-I
დააცადე შე კაი კაცო :დ დღეს გადავრგე, როგორ იქნება საგამოფენო ვიდზე :დ თან პატარა ქოთანში იყო და ჩამოშვებული ქონდა პირები ძირს, ამაში კიდე არაბუნებრივ მდგომარეობაში უწევს ყოფნა

ტორფი და პერლიტია ერთმანეთში არეული.გახსნის პირებს, დალაგდება,გაიწმინდება და მოვა ვიდზე :დ


QUOTE
პ.ს მარჯვნივ ქოთნიდან ის სამყურა მოაშთე

სამყურას ქოთანია ეგ,ოთხყურა სამყურა უნდა ვიპოვო

Posted by: FreedomSoul 27 Feb 2020, 21:53
narmonana
საქართველოში თუ არსად არ გაიხარებს?

Posted by: narmonana 27 Feb 2020, 22:24
FreedomSoul
ჭაობი თU გაქვს ეზოში, სადაც უნაყოფო მიწაა, გაიხარებს.

ისე მარტო კაროლინის ჭაობებში იზდება

Posted by: narmonana 27 Mar 2020, 11:10
user posted image

....................

Posted by: თოვლი_ 29 Mar 2020, 09:17
narmonana
ეგეთი რომ მქონდეს სახლში ღამე კოშმარები დამესიზმრებოდა, არ გეშინია?
* * *
არ გკბენს ხოლმე?

Posted by: narmonana 29 Mar 2020, 13:52
თოვლი_
რომელი მცენარე უკბენს პატრონს...მე ვაჭმევ, მე ვასმევ, რატო უნდა მიკბინოს

Posted by: narmonana 28 Apr 2020, 13:46
user posted image

კერძო სახლში თუ გადავბარგდი, ნაღდად კოლონიას მოვაშენებ, ძალიან მარტივად მრავლდება....

ერთი მცენარი 2-3 წელში რამდენიმე ზრდასრულ რიზომს იძლევაა

გამოზამთრებაა ყველაზე დიდი პრობლემა ოთახში რომ მყავს და მზეც რათქმაუნდა, ფანჯრის რაფაზე საკმარის მზის სინათლეს ვერ მისცემ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 May 2020, 16:56
narmonana
QUOTE
კერძო სახლში თუ გადავბარგდი, ნაღდად კოლონიას მოვაშენებ, ძალიან მარტივად მრავლდება....

შენ მე მიბიძგებ ამის შეძენისკენ არადა სად მცალია ამათთვის biggrin.gif

Posted by: narmonana 1 May 2020, 17:06
M-A-S-E-R-A-T-I
ნეტა იყოს სადმე ვიყიდიდი მეორეს და მესამე მცენარეს biggrin.gif



Posted by: narmonana 17 May 2020, 14:36
user posted image

კალმით ადვილად ხარობს თურმე, ხოოდა რატომაც არა, ვაჭრი მაინც, ათი ყვსვილიდან ხუთმს რომ მომცეს მცენარე, ვგრიალებ.

შთამომავლობისათვის ინსტრუქცია:
აცადათ 5-6 სანტიმეტრამზე გაზრდა კვირტიან ღეროს.რაც შეიძლება ძირში გადაჭერით და იგივე მიწაში ჩარგეთ, როგორშიც მცენარე გაქვთ.მუდმივად სველი უნდა იყოს და მზეს მორიდებული.

შეიძლება 3-4-5 თვე დასჭირდეს ახალი მცენარის ამოსვლას

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 May 2020, 21:10

narmonana
QUOTE
ნეტა იყოს სადმე ვიყიდიდი მეორეს და მესამე მცენარეს

ჯებოტანიკში არ იყიდე ეგ? ექნებათ ალბათ კიდევ

Posted by: narmonana 17 May 2020, 21:15
M-A-S-E-R-A-T-I
ნწ, ფაბრიკაში რაღაც პატარა პლენტშოპი აქვთ და იქ ვიპოვე.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 May 2020, 21:21
narmonana
QUOTE
ნწ, ფაბრიკაში რაღაც პატარა პლენტშოპი აქვთ და იქ ვიპოვე.

მე ჩემი თვალით ვნახე გებოტანიკს ჰქონდა ესენი და კიდევ რამოდენიმე სახეობის მწერიჭამია მცენარე მაშინ არ ვიყიდე ვიფიქრე მაინც რთულია და არც დრო მქონდა არც ადგილი მაგათთვის

Posted by: narmonana 17 May 2020, 21:51
M-A-S-E-R-A-T-I
გამოჭერა უნდა რა, რო მოაქვთ პარტია, უცებ იტაცებენ

ნუ მამენტ, მე არც მჭირდება ახალი მცენარე,მემრის უკვე სამი ქოთანი მექნება, უცებ მრავლდება.

აი ოდნავ სხვა კულტივარი თუ იქნება კიდე ჰოო.

ტიპები ფოთლის ძირებს აფესვიანებენ, ძაან ადვილი ყოფილა

Posted by: narmonana 27 May 2020, 15:41
user posted image

...................

მარცხენა მხარეს უცნაური ფოთოლი გამოუვიდა, ერთ მხარეს არ აქვს ჭრილი, ვნახოთ რანაირი გაიხსნება

Posted by: narmonana 7 Jun 2020, 20:52
user posted image

უბერამს

QUOTE
შთამომავლობისათვის ინსტრუქცია:
აცადათ 5-6 სანტიმეტრამზე გაზრდა კვირტიან ღეროს.რაც შეიძლება ძირში გადაჭერით და იგივე მიწაში ჩარგეთ, როგორშიც მცენარე გაქვთ.მუდმივად სველი უნდა იყოს და მზეს მორიდებული.

აამან არ გაამართლა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2020, 21:32
narmonana
ასე ღრმა ქოთანი არაა საჭირო ამათთვის აჯობებდა უფრო ბრტყელი ამხელა ფესვები არ აქვთ ამათ და ფანჯრის რაფაზე არ დაიწვას ადევნე თვალი ისე ერთი ვიდეო დადე როგორ ჭამს ამ მწერებს ან დაგიფე მაინც

Posted by: narmonana 8 Jun 2020, 21:49
M-A-S-E-R-A-T-I
აუ, მე არ ვაჭმევ, თავისით თუ დაიჭერს რამეს, იმას ჭამს, მაგრამ სპეშალი ფორ იუ, ვაჭმევ ხვალ რამეს..

დიდ ბუზებს ვერ ინელებს ისე,მსუქანი ბუზები რომ ეძრობიან

QUOTE
ასე ღრმა ქოთანი არაა საჭირო ამათთვის აჯობებდა უფრო ბრტყელი ამხელა ფესვები არ აქვთ ამათ

როგორ გეკადრება ბატონო, აბა ნახე. ახლა ჩემი რომ ამოვიღო ქოთნიდან, ბოლომდე იქნება ფესვი ჩასული,
user posted image

QUOTE
ფანჯრის რაფაზე არ დაიწვას

არა, რას ამბობ...პირიქით, დამაქვს აქეთ-იქით, მზე რომ მოხვდეს, არ აქვს პრობლემა მზესთან. თეთრი ქოთანიც მაგიტო გავუძრე, თვითონ ქოთანი არ მინდა გაცხელდეს, თორე მცენარე რაც უფრო მეტი დროა მზეზე, მით უფრო უკეთესი..ლიჟბი მიწა იყოს ნამიანი.ჩემი კიდე ვერ იღებს საკმარისად მზეს, მახეების შიდა მხარე წითელი უნდა იყოს წესით...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2020, 21:53
narmonana
QUOTE
არა, რას ამბობ...პირიქით, დამაქვს აქეთ-იქით, მზე რომ მოხვდეს, არ აქვს პრობლემა მზესთან. თეთრი ქოთანიც მაგიტო გავუძრე, თვითონ ქოთანი არ მინდა გაცხელდეს, თორე მცენარე რაც უფრო მეტი დროა მზეზე, მით უფრო უკეთესი..ლიჟბი მიწა იყოს ნამიანი.ჩემი კიდე ვერ იღებს საკმარისად მზეს, მახეების შიდა მხარე წითელი უნდა იყოს წესით...

ნუ ეხლა უკვე შავი ქამარი გაქვს მე ვერაფერს გეტყვი მარა მე სადაც მინახავს ინტერნეტში ყველგან ტენიან გარემოშია პოლადორიუმებში და აკვარიუმებში

Posted by: narmonana 8 Jun 2020, 22:03
M-A-S-E-R-A-T-I
ნწ, სიაფანდია ეგ, მეც ეგრე მეგონა, ბანკაში რომ მედო, მაგრამ არ ჭირდება განსაკუთრებული ტენიანობა..ჩვეულებრივ, ბაღში რომ დადო ქოთანში, საკაიფოდ გაიზრდება. ყოფნის რაც მიწიდან უორთქლდება წყალი...რეალურად ადვილი მოსავლელია საკმაოდ, ახლა უკვე რომ ვიცი biggrin.gif

სამი აუცილებელი წესი: 1) ბევრი გამოხდილი წყალი; 2) ბევრი მზე; 3) მინიმალური შეხება.

დაჟე კატაც კი გადავაჩვიე შეხებას biggrin.gif ახლოს აღარ ეკარება


ნიადაგიც დავამუღამე, როგორი უნდა, საკმარისია უსასუქო ტორფის და პერლიტის ნაზავი...აი გადარგვა ვნახოთ, როგორ გამომივაა, მინდოდა იმდღეს, მაგრამ ცოტა შემეშინდა..აპასნია გადარგვა

პირველი შეცდომა ეგ მომივიდა წინა რომ გამიფუჭდა ადრე, მოვიტანე სახლში და მეთქი ამ ქოთანში ცოდოა, გადავრგა....ხოდა ისედაც დასუსტებულმა, ნაწვალებმა მცენარემ ვეღარ გაძლო ცუდ ნიადაგში

user posted image

Posted by: narmonana 11 Jun 2020, 12:12
M-A-S-E-R-A-T-I


..........

ზოგი მახე ნელია, მაგრამ ეს იმენა წკაპზე,

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jun 2020, 12:31
narmonana
biggrin.gif up.gif up.gif up.gif მაგარი ხარ მადლობა აი პინცეტით მცენარე არ მიკვებია ჯერ საინტერესოა რა გრძნობაა biggrin.gif უნდა გამოვცადო

Posted by: narmonana 25 Jun 2020, 19:00
user posted image

გიჟივითაა

Posted by: CutOffHands 4 Jul 2020, 02:56
narmonana
სახლში გყავს შენ სულ შენი?

წლებია მინდა ყიდვა (ინსპირაცია შენ ხარ :დდ) და გადავწყვიტე ძლივს და მოვძებნე ინფორბი

და ეგრე იძახიან სახლში ვერ გეყოლება იმიტო რო ძაან დიდი მზე უნდაო... და შემაშინა მაგან, ეზო ან შესაფერისი აივანი არ მაქ... დიდი ფანჯრები კი მაქ მარა ეყოფა?

და ვაბშე ზამთარში ხანდახან მზე რო დღეები არ გამოვიდეს რას იზამს?

ადრე დაგიწერია მგონი მარა ბუზებს როგორ უჭერ?

Posted by: TheSTIG 4 Jul 2020, 03:23
სად შევიძენ ამ მცენარეს ?
.................................................................

Posted by: narmonana 4 Jul 2020, 14:30
CutOffHands
ჰო, ფანჯარაზე და ვატარებ, თუ მახსენდება ან მცალია, დილით ეგრევე მზე ხვდება,ორ საათამდე ერთ ფანჯარაზე მყავს და მერე გადამყავს მეორე მხარეს.საღამომდე კიდე ხვდება... გარეთ ჯობს, მაგრამ სახლშიც შესაძლებელია... პრობლემა გამოზამთრებაა, გამოზამთრება აუცილებელია. ხოდა მაგის გარკვევას ვცდილობ ჯერ, მზე ზამთარშიც აუცილებელია თუ არა, მაგრამ სიცივე აუცილებელია რომ შევიდეს ზამთრის რეჟიმში და დაისვენოს...

ბუზებს ჩვეულებრივ, რომ შემოფრინდებიან სახლში,თვითონ იჭერდა,მაგრამ ახლა რატომღაც გაქრნენ და თუ რამე მწერს ვპოულობ, მე ვუდებ პირში

Posted by: marimari11 4 Jul 2020, 16:39
narmonana
აუუ რა მაგარია
მეც მინდა. სად იყიდება და რა ღირს?

Posted by: narmonana 4 Jul 2020, 18:30
marimari11
მე ფაბრიკის ფლენტს შოპში ვიყიდე, 25 ლარად, არ ვიცი აქვთ თუ არა კიდე
* * *
user posted image


..........

Posted by: CutOffHands 4 Jul 2020, 21:05
narmonana
QUOTE
ჰო, ფანჯარაზე და ვატარებ, თუ მახსენდება ან მცალია, დილით ეგრევე მზე ხვდება,ორ საათამდე ერთ ფანჯარაზე მყავს და მერე გადამყავს მეორე მხარეს.საღამომდე კიდე ხვდება... გარეთ ჯობს, მაგრამ სახლშიც შესაძლებელია... პრობლემა გამოზამთრებაა, გამოზამთრება აუცილებელია. ხოდა მაგის გარკვევას ვცდილობ ჯერ, მზე ზამთარშიც აუცილებელია თუ არა, მაგრამ სიცივე აუცილებელია რომ შევიდეს ზამთრის რეჟიმში და დაისვენოს...

ბუზებს ჩვეულებრივ, რომ შემოფრინდებიან სახლში,თვითონ იჭერდა,მაგრამ ახლა რატომღაც გაქრნენ და თუ რამე მწერს ვპოულობ, მე ვუდებ პირში



გაიხარე <3
ისეთები წავიკითხე, პირდაპირ შეუძლებელია სახლში ყოლაო, გული გამისკდა sad.gif მერე ისევ ამ თემას მოვუბრუნდი და დავმშვიდდი.

როგორც გავიგე ზამთარში, ზემოთ რა ნაწილებიც აქვს უნდა "მოკვდეს" 1-2 ღეროს გარდა, და მიწაში გაოიზამთროსო.... კაროჩე რთულია sad.gif
რო ვიყიდო და მომიკვდეს არ მინდა მარა ამდენი ხანია მინდა თან და არ ვიცი....


თუ ვიყიდე დავდებ სურათებს აქ <3

Posted by: narmonana 4 Jul 2020, 22:05
CutOffHands
QUOTE
როგორც გავიგე ზამთარში, ზემოთ რა ნაწილებიც აქვს უნდა "მოკვდეს" 1-2 ღეროს გარდა, და მიწაში გაოიზამთროსო.... კაროჩე რთულია

ჰო,დაბალი ტემპერატურა და ნაკლები მზე უნდა,თავისით იზამს.

ერთი სული მაქვს გაზაფხული მოვიდეს, შვიდ-რვა ქოთანში მეყოლება იქით წელს უკვე..

QUOTE
რო ვიყიდო და მომიკვდეს არ მინდა მარა ამდენი ხანია მინდა თან და არ ვიცი....

არაფერი მოუვა, გამოხდილი წყალი, ბევრი მზე და ნაკლები შეხება.ჩვეულებრივ იქნება..

ხალხს იმიტომ უხმება, რომ იიი თითი ჩავუყოოოო, იიი ანადუღარ წყალს ვასხამ და რატო გახმაა, იიი ბატკნის ხორცი ვაჭამეეე

და ჩემნაირები კიდე " იიი, ბანძ მიწაში ჩავრგე" biggrin.gif

მაგრამ ვსიო, დავამუღამე კარგად,მთავარია გამოვაზამთრო,

Posted by: CutOffHands 5 Jul 2020, 00:48
narmonana
QUOTE
ხალხს იმიტომ უხმება, რომ იიი თითი ჩავუყოოოო, იიი ანადუღარ წყალს ვასხამ და რატო გახმაა, იიი ბატკნის ხორცი ვაჭამეეე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
იიი, ბანძ მიწაში ჩავრგე

რა მიწაც მოყვება იმაში ვერ ჩატოვებ? ;( რაღაც მიწა ვიყიდე მარა მაგრამ მიეის გარდა შიგ ყველაფერია მემგონი, ყველა მინეტალი და ნუტრიენტი :დდდდ რაც ტოგორც მივხვდი არაა სასურველი.

როგორი მიეა ვუთხრა მაღაზიაში? და პერლიტი ცალკე ვიყიდო და შევურიო?


ეგ კიარა ვაბშე წერენ რაღაც ხავსში უნდა იყოსო, და მაგას ვერ მივხვდი, სურათებში ჩვეულებრივ მიწაშია.


ვაბშე მემგონი ტყუილად ვმსჯელობ ყველა მაღაზიას მივწერე უკვე ფბ-ზე და არსად აქვთ :დდდ

Posted by: narmonana 5 Jul 2020, 07:49
CutOffHands
QUOTE
რა მიწაც მოყვება იმაში ვერ ჩატოვებ?

ყველაზე კაი ვარიანტი ეგაა, მეც ეგრე ვქენი ამაზე და გაზაფხულზე გადავრგე...

უსასუქო ტორფი და პერლიტი, დომინოშია ორივე და ყველგან ვაბშე, გადაურებ და არის ჯიგრულად.

სპაგნუმის ხავსშიც უდევთ, მაგრამ არამგონია, ტორფზე კაი იყოს...

QUOTE
ვაბშე მემგონი ტყუილად ვმსჯელობ ყველა მაღაზიას მივწერე უკვე ფბ-ზე და არსად აქვთ :დდდ

ჰოო, ძალიან გარტყმაზეა, მოაქვთ პარტია და მერე უცებ იყიდება..

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Jul 2020, 12:22
narmonana
პატარა ნერგს ხომ არ გაყიდდი ან სულაც გააჩუქებდი
biggrin.gif

Posted by: narmonana 5 Jul 2020, 14:03
M-A-S-E-R-A-T-I
გაზაფხულზე ჩემზე იყოს biggrin.gif
* * *
user posted image

პატარა ტუტულიკებია ძირში ბევრი..

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Jul 2020, 14:31
narmonana
QUOTE
გაზაფხულზე ჩემზე იყოს

მანდარინობაზე ატვეჩაი) biggrin.gif

Posted by: CutOffHands 17 Sep 2020, 21:33
narmonana
რავა ხართ შენ და შენი მხეცი? :დ

მოიფიქრე როგორ დააძინო?

Posted by: narmonana 30 Nov 2020, 11:38
CutOffHands

კი, თვლემს უკვე, ეს ყველა დიდი ფოთოლი რომ გაუხმება, გადასულად ითვლება.. ნუ, მამენტ არი უკვე, იმიტ9მ რომ მოკლე ფოთლების ამოსვლა დაეწყო
user posted image

Posted by: narmonana 5 Dec 2020, 11:26
რამდენიმე რჩევა:
1) მზე არასდროსაა ნაკლები, ნებისმიერ სიცხეს გაუძლებს,თუ მიწა სველი ექნება..ცოტა მზე არ არსებობს
2) ცოტა წყალი არ არსებობს biggrin.gif ოღონდ ქოთანს ძირი უნდა ჰქონდეს გახვრეტილი,რომ წყალში არ იდგეს. მზეზე რო მდგას,უცებ უშრება წყალი,ისე უმზეო დღეებში ორ დღეში ერთხელ ვუსხამ წყალს.ოღონდ მარტო გამოხდილს ან წვიმის წყალს!
3) როგორც კი შეატყობთ რომ ყვავილის კოკორი ამოსდის,მოაჭერით. ტყუილად დაკარგავს ენერგიას, თესლით გამრავლება უაზრობაა და არც გამოგივათ!
4) ბევრი ჭამა არაა საჭირო, ზაფხულში თუ ფანჯარა ღია გაქვთ, თვითონ დაიჭერს სამყოფს, თუ სახლში მწერები ვერ შემოდიან, თვეში ერთი-ორი პააატარა მწერი ეყოფა, დიდ ბუზებს და ტარაკნებს ვერ ჭამენ....
5) როგორც კი აგრილებას დაიწყებს, ეცადეთ, რომ ღია სივრცეში გადგათ, მართალია, ვენერას ბუზიჭერია დღის შემოკლებაზე უფრო ხვდება,რომ შემოდგომა მოდის,ვიდრე აციებაზე,მაგრამ აციებაც მნიშვნელოვანია...
6) ზამთრის ძილში გადასვლის ყველაზე გამოხატული ნიშნებია ზაფხულის ფოთლების მასობრივი გახმობა,მაგრამ ამასთან ახალი ფოთლების გამოტანა,ოღონდ მოკლეების.
7) პირებს არ ეთამაშოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: kikva_98 11 Feb 2021, 20:39
გამარჯობა ამ დროს საყვავილეს გამოტანას აქვს რაიმე აზრი? ქონდეს თუ მოვაჭრა

Posted by: narmonana 17 Feb 2021, 20:38
kikva_98
QUOTE
3) როგორც კი შეატყობთ რომ ყვავილის კოკორი ამოსდის,მოაჭერით. ტყუილად დაკარგავს ენერგიას, თესლით გამრავლება უაზრობაა და არც გამოგივათ!


Posted by: narmonana 26 Feb 2021, 09:59
user posted image

ცვრიანაც დავითრიე,, ახლა ნეპენტისი და პიჩერები მინდა და მექნება ასე თუ ისე კოლექცია biggrin.gif

Posted by: Krusty_the_Clown 26 Feb 2021, 10:14
narmonana
არ გეცოდება მერე ის, რასაც მაგას აჭმევ? smile.gif)

Posted by: narmonana 26 Feb 2021, 10:47
Krusty_the_Clown
მე არაფერს ვაჭმევ............

user posted image

Posted by: Krusty_the_Clown 26 Feb 2021, 11:41
narmonana
რამდენადაც მესმის, ეგენი ცოცხალი ორგანიზმებით იკვებებიან ხო? ანუ თავად რაც მიფრინდება ან მიბობღდება ასე ვთქვათ, მაგას მიირთმევენ? (მოინადირებენ ანუ)

Posted by: narmonana 26 Feb 2021, 12:33
Krusty_the_Clown
ჰოო... მწერებით ძირითადად.............

Posted by: narmonana 25 Dec 2021, 22:13
კაროჩე, ვერ გავახარე რაა, რამდენჯერაც გადავრგავ, იმდენჯერ ოხრდება...
მთელი ზაფხული გაიძრობს სახეს და გაზაფხულზე რო დავყოფ, შავდება და ფუჭდება, ტორფი ვერ ვიშოვე წესიერი ,რომ არ დაწვას, ყველა ვინც ამბობს, რომ ასი პროცენტით ორგანული ტორფი აქვს, მაინც რაღაცა სასუქები აქვს მირეულიიი

ახლა ვფიქრობ, იქნება სადმე რამე ვნახო და ვაბშე ხელს არ დავადებ, ქოთნიდან მიწიანად ამოვიღებ და ეგრევე უფრო დიდში გადავიტან, ახალ ტორფში, იქნება უფრო გაქაჩოს
user posted image

Posted by: marimari11 25 Dec 2021, 23:13
narmonana
კატებთან როგორ არიან? biggrin.gif მოერევა კატა?ჩემი კატა კაქტუსზეც გაიწია
მაგათ შემოვალაგებდი ირგვლივ, თორემ დედაჩემის იები სულ გაანადგურა

Posted by: narmonana 26 Dec 2021, 09:51
marimari11
გარეთ მიდგას ტოო biggrin.gif ჩემი კატა ყველაფერს ჭამს, ბროწეულის ნედლი ტოტებით დაწყებული, ავოკადოს ფოთლებით დამთავრებული.

ხის ყუთი გადავკიდე გარეთ და იქაა.. ვერ წვდებიან, იმდღეს მქონდა შემოტანილი და რამდენიმე პირი მოაღრღნა იამერომ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Dec 2021, 00:19
QUOTE (narmonana @ 5 Jul 2020, 14:03 )
M-A-S-E-R-A-T-I
გაზაფხულზე ჩემზე იყოს biggrin.gif
* * *
user posted image

პატარა ტუტულიკებია ძირში ბევრი..
















______________________________________________________________________________________________________
facepalm.gif

Posted by: narmonana 27 Dec 2021, 08:58
M-A-S-E-R-A-T-I
კაი ეხა biggrin.gif გაოხრდა მაგედან ყველაა biggrin.gif თორე, არ მენანება ხო იცი, ახალი ვიყიდე მერე კატლეაში და ისინიც გაოხრდნენ დაჟე, რომლებიც გადავრგე, ერთი გადარჩა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)