#51802601 · 8 Dec 2017, 21:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ფორუმელებო. დარწმუნებული ვარ ბევრს აინტერესებს ეს თემა და ბევრი დაინტერესდება, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა. მე მაინტერესებს რა პროფესიის ადამიანები დაგვჭირდება ამა თუ იმ ბიზნესისთვის. უბრალოდ ჩამოვწეროთ ყველასახის პროფესია და ბიზნესმენები თვითონ აარჩევენ თუ ვინ სჭირდებათ. მე ჩამოვწერ დაახლოებით პროფესიებს და გაგიადვილდებათ მიმართულების გაგებაც ამ თემის და თქვენი აზრის დაწერაც. 1. დირექტორი 2. მენეჯერი (ყველა სფეროზე მორგებული ან მენეჯერი რომელიც არის ყველა სფეროს მენეჯერების უფროსი ასე ვთქვათ) 3. სოციალური მარკეტინგი (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი და ა.შ.) 4. გრაფიკოსი (3დ, ვიდეო მონტაჟიორი, ფოტოშოპი და ა.შ.) 5. მარკეტოლოგთა ჯგუფი (ანუ გაყიდვების ან შეთავაზების სფეროში) 6. სტატიების დამწერი (ანუ სტატიების და ტექსტების მომფიქრებელი და დამწერი (სოციალური ქსელის პოსტებისთვის)რეკლამებისთვის) 7. ვებ პროგრამისტი 8. ... რაც შევძელი ჩემი ცოდნით დავწერე და დიდი იმედი მაქვს რომ ამ თემას ექნება გამოხმაურება და ჩამონათვალი გაიზრდება.
This post has been edited by xadur on 8 Dec 2017, 21:14
|