არაა ღვთის არსში ომი და განადგურება იმ ქმნილებებისა --- რომელნიც ღვთისშვილებად იწოდებიან, რადგან ღვთისშვილში ღვთის სულია უკუდავი.
უკუდავებისათვის უცხო და მიუღებელია უკუდავების დაკარგვა და სიკვდილი.
ამიტომაცაა ქრისტეს გაფრთხილება დიდად მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, რადგან:
ნუ გესინით მათი,ვისაც ოდენ მხოლოდ ფიზიკურად მოკვლა ძალუძს --- არამედ გეშინოდეთ იმისა, რასაც ძალუძს სულის მოკვლა!
ღვთის უარყოფა და სატანის გაღმერთებაა სულის მოკვლა და ნებითვე გაწირვა უკუდავი სულისა სიკვდილის სამეფოსათვის, რომელიც ბნელი და უსასრულო,
უმატერიო და უსიცოცხლო კოსმოსის სახითაა წარმოდგენილი და სიცოცხლის ნათელი განყოფილია ბნელი სიკვდილისაგან.
ეს კოსმიური უსასრულო სივრცე სამყაროს შექმნამდე არსებობდა და მუდმივად იარსებებს მისი უსასრულობიდან გამომდინარე, თუნდაც მასში მილიონობით ახალი სამყაროები განათავსო.
განა მგლის შიშით ცხოვართ არ ამრავლებს გონიერი მწყემსი?
განა მშობიარობის ტკივილების შიშით არ აჩენს ქალი ბავშვს?
ესაა ბედნიერების საწყისი არსებობისა --- სიკვდილის უსასრულობაში!
სიკვდილის უსასრულო კოსმოსში სიცოცხლის სამყაროს შემოსვლა-არსებობა --- სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზედ!
ნათლისა ბნელზედ, სიკეთისა ბოროტებაზედ, შემოქმედებისა უმოქმედობაზედ, მადლისა უმადლობაზედ და ასე შემდეგ.
ურჩობისთვის განდევნილი შვილის მონანული დაბრუნება კეთილ მამასთან --- განა უდიდესი სიხარული არაა ორივესათვის?
განა შვილი არ ხდება სიმწიფის ჟამს თავად მშობელი?
განა ჭეშმარიტ მშობელს ენანება რაიმე ღირსეული შვილისათვის, რომ მან მასვე ათასწილ აჯობოს უშურველი სიკეთის შემოქმედებით?
მოშურნე და ბოროტი როგორ უნდა იყოს ღმერთი?
აბა სატანა ვინღაა, თუ ყველაფერს ღმერთს მივაწერთ?
უდანაშაულო გამოდის მასე სატანა... --- ასეთად შემქმნა ღმერთმაო, მანვე მასწავლა შური და ყოველგვარი ბოროტებანიო.
ქმნილება როგორ უნდა აღემატოს შემომქმედსო? --- ცრუდ იკრიჭება სატანა გონებაში, სადაც მუდმივად იჭრება დაუკითხავად სიკვდილის სამეფოდან, რათა დაეუფლოს ადამიანის მართვის სადავეებს.
ადანიაბისათვის ყველაზე სამარცხვინო --- სიცრუეთა და ეშმაკობათა სიჭკვიანედ აღიარებაა... --- უდუდესი მატყუარისაგან.
და ღმერთს რაში სჭირდება სიცრუენი და ორპირობანი?
აინშტაინისეულად --- რა, ღმერთი ორი კამათელით გვეთამაშება... ცრუთი და მართლით?
***
სიტყვამ მოიტანა და უმშვენიერესი მცირე სერიალია აქ აინშტაინზე-ნამდვილ მეცნიერზე და ეგების ცნობიერს იხილოს ახლო წარსულის რეალობანი:
http://net.adjara.com/Movie/main?id=1002407&serie=1